სახვითი და ხელოვნება€¦ · სახვითი და...

66
1 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა საგნისნობრივი გამოცდისთვის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება თბილისი 2016

Transcript of სახვითი და ხელოვნება€¦ · სახვითი და...

  • 1

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

    როგორ მოვემზადოთ

    პედაგოგთა საგნისნობრივი გამოცდისთვის

    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

    თბილისი 2016

  • 2

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფი

    საგამოცდო კრებული წარმოადგენს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის

    „საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით - „საავტორო და მომიჯნავე

    უფლებების შესახებ“. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ნებართვის

    გარეშე დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, მისი რეპროდუქცია,

    თარგმნა და სხვა საშუალებებით (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული

    ფორმით) გავრცელება, აგრეთვე იკრძალება საგამოცდო კრებულის გამოყენება

    კომერციული მიზნებისათვის.

  • 3

    შესავალი

    პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ეფუძნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის სტანდარტს. ტესტის საშუალებით ფასდება საგნის სწავლებისათვის სტანდარტით გათვალისწინებული მასალის ცოდნა, მასწავლებლის მიერ პრაქტიკული უნარების გამოყენება, შემოქმედებითი უნარი, საგნის მასწავლებლის მიერ სწავლების მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში მათი გამოყენების უნარი, სწავლების პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი, სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად შეფასების მეთოდების გამოყენების უნარი, ხელოვნების ნიმუშის აღწერა-ანალიზის საფუძველზე კი ლოგიკური მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

    2015 წელს მესამედ ჩატარდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა. იმისათვის, რომ მასწავლებლებს დახმარება გავუწიოთ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადების პროცესში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ კრებულს - „როგორ მოვემზადოთ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“. კრებულში მოცემულია ინფორმაცია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის შესახებ: მასწავლებლის სტანდარტი (დანართი I), საგამოცდო პროგრამა (დანართი II), 2015 წლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ტესტი, განხილულია ტესტური დავალებები, წარმოდგენილია შეფასების კრიტერიუმები და პრინციპები. სანიმუშო მასალად გამოყენებულია აპლიკანტთა პასუხები, რომელთაც თან ერთვის განმარტებები და რეკომენდაციები. მოცემულია ტიპური შეცდომების ჩამონათვალი, რაც მთლიანობაში დაგეხმარებათ, გაიაზროთ ტესტურ დავალებათა მოთხოვნები.

    იმედი გვაქვს, წარმოდგენილი მასალა დაეხმარება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს მოემზადონ სასერტიფიკაციო გამოცდისათვის

    გისურვებთ წარმატებას!

  • 4

    შინაარსი

    შესავალი......................................................................................................................................... .3

    I თავი

    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი

    1. ტესტის სტრუქტურა და ქულათა განაწილება............................................... 6 2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი........................................................ 9 II თავი

    ტესტურ დავალებათა ტიპები, შეფასების სქემები და პრინციპები, განმარტებები, რეკომენდაციები

    1. დახურული კითხვები....................................................................................... 30 2. დავალება პასუხით „ჭეშმარიტია-მცდარია“.............................................. 32 3. პრაქტიკული დავალება....................................................................................... 35 3. ქრონოლოგიის განსაზღვრა............................................................................. 38 4. შესაბამისობის დავალებები..................................................................................... 40 5. ღია კითხვები......................................................................................................... 41

    დანართი I

    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი..................................................................... 64

    დანართი II

    მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა

    სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ...................................................... 70

  • 5

    I თავი

    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი

    ტესტის სტრუქტურა და ქულათა განაწილება

    2015 წელს გამოყენებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი

  • 6

    1. ტესტის სტრუქტურა და ქულათა განაწილება

    საგნობრივი გამოცდის ტესტი შედგება დახურული და ღია დავალებებისგან და ამოწმებს: ა) საგნობრივ ცოდნას; ბ) ცოდნის გამოყენების უნარს; გ) ხელოვნების ნიმუშის ანალიზის უნარს.

    ქვემოთ მოცემულია საგამოცდო ტესტის სტრუქტურა და ქულათა განაწილება დავალებების მიხედვით.

    რას ვაფასებთ დავალების ინსტრუქცია

    საკითხი ქულა ქულათა

    მაქსიმუმი

    საგნობრივი კომპეტენცია

    1. ცოდნა

    ქართული ხელოვნება; მსოფლიო ხელოვნება; ხელოვნების ისტორიის პერიოდები, მიმდინარეობები და სტილები, სტილური მახასიათებლები;

    სახვითი ხელოვნების დარგები, ჟანრები;

    ტერმინები და მხატვრული ენა;

    სახვითი ხელოვნების

    ძირითადი ელემენტები და პრინციპები

    4 სავარაუდო პასუხიდან შემოხაზეთ 1 სწორი პასუხი. აღნიშნეთ ჭეშმარიტია თუ მცდარი მოცემული დებულება და მცდარი პასუხის გასწვრივ ჩაწერეთ სწორი ფორმულირება. შეუსაბამეთ ერთ სვეტში მოცემული საგაკვეთილო მიზნები მეორე სვეტში მოცემულ სასწავლო აქტივობებს.

    19 6 2

    1 1 3

    19 6 6

    2. გამოყენება

    პრაქტიკული უნარები მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად პრაქტიკული სამუშაოსათვის

    1 5 5

  • 7

    პასუხები პედაგოგმა უნდა გადაიტანოს პასუხების ფურცელზე. სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ტესტის ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს.

    მინიმალური ზღვარი ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია, რომ კანდიდატმა გადალახოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%, ანუ კანდიდატმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს +1 ქულა. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალურ ქულაა 60. შესაბამისად, გამსვლელი ქულაა 37 ქულა ან მეტი.

    განკუთვნილ ცალკე ფურცელზე შექმენით კომპოზიცია.

    მხატვრული მიმდინარეობები, მხატვრები, არქიტექტურული და სახვითი ხელოვნების ნიმუშები

    დაალაგეთ მოცემულობა ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ).

    5 1 5

    ხელოვნების ნიმუშის აღწერა-ანალიზი

    დააკვირდით ხელოვნების ნიმუშს, გაიაზრეთ მითითებების მიხედვით. დაადგინეთ ხელოვნების ნიმუშის სახვითი და კონტექსტუალური თავისებურებები და მათი ურთიერთმიმართება

    1 1

    15 4

    მაქსიმალური ქულა მთელი ტესტისათვის 60 ქულა

  • 8

    2015 წლის საგამოცდო ტესტი

    I _ საგნობრივი კომპეტენცია

    1-15 დავალების ინსტრუქცია _ სწორი პასუხის შესაბამისი უჯრა პასუხების ფურცელზე მონიშნეთ X ნიშნით.

    1. რომელი კულტურის ნიმუშია წარმოდგენილი სურათზე?

    ა. ეგვიპტური; ბ. ეტრუსკული; გ. შუამდინარული; დ. ეგეოსური.

    2. რა ეწოდება წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშს?

    ა. დიპტიხი; ბ. პოლიპტიხი; გ. ტრიპტიხი; დ. პრედელა.

  • 9

    3. რომელი აღწერილობა შეესაბამება სურათზე მოცემული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის დეკორატიულ გაფორმებას?

    ა. სიმეტრიულად აგებული ფიგურული კომპოზიცია ოსტატურად ერწყმის ლარნაკის ფორმას და კომპოზიციური წყობის ჰარმონიული ხასიათით გამოირჩევა;

    ბ. ფიგურათა რელიეფური გამოსახულებები ლარნაკის ზედაპირზე, რომელიც წითელი საღებავითაა დაფარული ძველი ბერძნული წითელფიგურიანი კერამიკის ნიმუშს ქმნის;

    გ. ფიგურული და გეომეტრიული გამოსახულებების ფრიზისებური წყობა ლარნაკის მორთულობას აღმოსავლურ ხასიათს სძენს;

    დ. შუქისა და ჩრდილის მკვეთრი მონაცვლეობით ლარნაკის ზედაპირზე ფიგურები მოცულობით ფორმას იძენენ.

    4. რომელი ტერმინით განისაზღვრება ქვის ზედაპირიდან მიღებული სურათის ანაბეჭდი?

    ა. ლითოგრაფია; ბ. ფრესკა; გ. ოფორტი; დ. ლინოგრავიურა.

    5. რომელი ქართული ადრე შუა საუკუნეების ტაძრის ინტერიერია შემკული ფიგურული რელიეფებით?

    ა. მცხეთის ჯვარი; ბ. ბოლნისის სიონი; გ. ატენის სიონი; დ. ნეკრესი.

  • 10

    6. რომელი საუფლო დღესასწაულია გამოსახული გელათის სახარების მინიატურაზე?

    ა. ფერისცვალება; ბ. შობა; გ. ხარება; დ. მირქმა.

    7. დააკვირდით მთავარანგელოზი გაბრიელის გამოსახულებას „ხარების“ კომპოზიციიდან, რომელიც ატენის სიონის მოხატულობის დეტალია. რა მხატვრული თავისებურებები ახასიათებს ქართული ფრესკული მხატვრობის წარმოდგენილ ნიმუშს?

    ა. ფიგურის კუთხოვანი, არაპლასტიკური მოძრაობა;

    ბ. უტრირებული ფორმები, მკვეთრი ხაზოვანი რიტმი და დეკორატიულობა;

    გ. ანატომიის ცოდნის საფუძველზე შექმნილი ფიგურის პლასტიკური ფორმები, ენერგიული, მოქნილი ნახატი, სახის რეალისტური, მეტყველი გამოსახულება;

    დ. მკვეთრად უტრირებული და მანერული, ასევე სტილიზებული გამოსახულება.

  • 11

    8. რომელი მხატვრული მიმდინარეობის ნიმუშია წარმოდგენილი ფოტოზე? ა. სიმბოლიზმი; ბ. სიურეალიზმი; გ. იმპრესიონიზმი; დ. ფოვიზმი.

    9. რომელი მხატვრულ-სტილური თავისებურებებით ხასიათდება სურათზე მოცემული ქართული შუა საუკუნეების ოქრომქანდაკებლობის ნიმუში?

    ა. მაღალი რელიეფით შესრულებულ სტატიკურ ფიგურებს ოსტატი დეკორატიული თაღედის გამოსახულებით შემოსაზღვრავს და მხატვრულ-დეკორატიულ სისტემას ახლებურად გაიაზრებს; ბ. მაღალი რელიეფით შესრულებული ფიგურებისა და დახვეწილი ორნამენტული მოტივების სინთეზით ოსტატი ქართული ოქრო-მქანდაკებლობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს ქმნის; გ. ხაზობრივი, დეკორატიული ხასიათის დაბალი რელიეფით შესრულებულ გამოსახულებებს ოსტატი ფორმათა უტრირების საშუალებით ექსპრესიას სძენს; დ. მაღალი რელიეფით შესრულებულ წელს ზევით დაგრძელებულ ფიგურებს ფორმათა უტრირება უფრო მანერულობას სძენს, ვიდრე ექსპრესიას.

  • 12

    10. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, რომელმა მხატვრულმა მიმდინარეობამ დაამკვიდრა ხელოვნებაში მკვეთრი ცვლილებები?

    ა. იმპრესიონიზმი; ბ. კლასიციზმი; გ. რეალიზმი; დ. აბსტრაქციონიზმი.

    11. ფერების რომელი წყვილია კონტრასტული?

    ა. წითელი - ნარინჯისფერი; ბ. ლურჯი - მწვანე; გ. ყვითელი-იასამნისფერი; დ. მწვანე - ყვითელი.

    12. როგორ ფიქრობთ, რა ტექნიკაშია შესრულებული ალბრეხტ დიურერის წარმოდგენილი სურათი?

    ა. ფერწერა; ბ. გრავიურა; გ. გობელენი; დ. მონოტიპია.

  • 13

    13. რა მასალა იყო გამოყენებული წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად?

    ა. აკვარელი; ბ. ტემპერა; გ. ცვილი; დ.ზეთი.

    14. ექსპრესიონისტი მხატვრები ცდილობდნენ გამოესახათ:

    ა. სინათლისა და ფერის ურთიერთმიმართება; ბ. რეალისტური გამოსახულებები, შექმნილი ზედმიწევნით დამუშავებული

    დეტალების საშუალებით; გ. გამოსახულებათა დახვეწილი, კლასიკური ფორმები; დ.გამოსახვის ობიექტის მიმართ უშუალო ემოციური დამოკიდებულება.

    15. ზღვის რომელი მოლუსკისგან მზადდებოდა ყავისფერი საღებავი, რომელსაც კალმითა და ფუნჯით ხატვისას იყენებდნენ?

    ა. ვოლუტა; ბ. სეპია; გ. პტერია; დ.მიდია.

  • 14

    16-20 დავალება. „ჭეშმარიტია-მცდარია“ დავალების ინსტრუქცია – ყურადღებით გაეცანით მოცემულ დებულებებს. თუ მიიჩნევთ, რომ დებულება ჭეშმარიტია, მონიშნეთ შესაბამისი უჯრა. ასეთ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება არ მოგეთხოვებათ. თუ მიიჩნევთ, რომ დებულება მცდარია, მონიშნეთ შესაბამისი უჯრა და საგანგებოდ გამოყოფილ არეში ჩაწერეთ სწორი ფორმულირება. შენიშვნა: თუ ფიქრობთ, რომ ფორმულირება მცდარია და თვლით, რომ მტკიცებულებაში მოცემული განმარტება თავისთავად სწორადაა ჩამოყალიბებული, თუმცა მოცემული ტერმინის ან/და სიტყვის ახსნას არ წარმოადგენს, მაშინ განმარტება უცვლელი დატოვეთ და იმავე განმარტებისთვის მოძებნეთ და მიუსადაგეთ შესაბამისი ტერმინი ან/და სიტყვა.

    16. მონოქრომული ფერებით შექმნილ გამოსახულებას კონტრასტული ეწოდება.

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

    17. საიუველირო ნაკეთობის ზედაპირზე ოქროს უმცირესი ბურთულების ფაქიზ მირჩილვას ცვარას ტექნიკა ეწოდება.

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

    18. პორტალი კარის თავზე მდებარე ნახევარწრიული არეა.

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

    19. ვოლუტებიანი კაპიტელი დორიული სვეტის დამახასიათებელი ელემენტია.

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

  • 15

    20. შავი არ განიხილება, როგორც ფერი.

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

    დავალება 21. პრაქტიკული სამუშაო

    ინსტრუქცია - პრაქტიკული დავალებისათვის განკუთვნილ ფურცელზე გამოსახეთ ურბანული პეიზაჟი ხაზოვანი პერსპექტივის კანონების გათვალისწინებით. კომპოზიციისათვის წინასწარ შეარჩიეთ ფორმატი. ტესტის ბუკლეტი შეგიაძლიათ გამოიყენოთ შავი სამუშაოსთვის.

  • 16

    22-26 ქრონოლოგიის განსაზღვრა.

    დავალების ინსტრუქცია – დაალაგეთ (უძველესიდან უახლესისკენ) მხატვრული მიმდინარეობები, მხატვრები, არქიტექტურული და სახვითი ხელოვნების ნიმუშები მათი შექმნის დროის მიხედვით. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე მოცემულ ცხრილში. გაითვალისწინეთ, რომ ცხრილში იწერება მხოლოდ შერჩეული ერთეულის შესაბამისი ციფრი.

    22. დაალაგეთ ანრი მატისის ნამუშევრები მათი შექმნის დროის მიხედვით.

    1. 2.

    3. 4.

    23. ქრონოლოგიურად დაალაგეთ მხატვრული სტილები.

    ა. ბაროკო; ბ. მანიერიზმი; გ. დადაიზმი;

  • 17

    დ. სიმბოლიზმი. 24. დაალაგეთ ქართული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძრები მათი შექმნის

    დროის მიხედვით. 1. 2.

    3. 4.

    25. დაალაგეთ შუა საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპის ტაძრები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

    ა. გრემი; ბ. სამთავისი; გ. ბარაკონი; დ. ბეთანია.

  • 18

    26. ქრონოლოგიურად დაალაგეთ სხვადასხვა დროს შექმნილი ცხენოსანი ქანდაკებები.

    1. 2.

    3. 4.

  • 19

    II – მეთოდიკა

    27. ყველაზე მეტად რომელი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ მოცემული აქტივობა?

    აქტივობა: შეადარეთ ერთმანეთს შალვა ქიქოძისა და გუსტავ კლიმტის მოცემული კომპოზიციები.

    შალვა ქიქოძე გუსტავ კლიმტი

    ა. ქართული დაზგური მხატვრობის შესწავლა;

    ბ. სახვითი ხელოვნების ჟანრების თავისებურებებზე მსჯელობა;

    გ. მსგავსი და განმასხვავებელი მხატვრული ნიშნების ინტერკულტურულ კონტექსტში განხილვა;

    დ. სახვითი ხელოვნების დარგების შედარება.

  • 20

    28. დაასახელეთ, ყველაზე მეტად რომელი კონკრეტული საკითხის განხილვისას გამოიყენებდით გაკვეთილზე ნიდერლანდელი მხატვარის მორის ეშერის ქვემოთ წარმოდგენილ ილუსტრაციას?

    ა. ვიმსჯელოთ გრაფიკის, როგორც სახვითი ხელოვნების დარგის თავისებურებებზე; ბ. ამოვიცნოთ და ვიმსჯელოთ ისტორიულ მოვლენაზე, რომელიც შემოქმედის შთაგონების წყაროდ იქცა; გ. სტილური მახასიათებლების საფუძველზე მივაკუთვნოთ ხელოვნების ნიმუში კონკრეტულ ეპოქასა თუ მხატვრულ მიმდინარეობას; დ. განვიხილოთ ოპტიკური ილუზია და მისი შესაძლებლობები, როგორც ერთ-ერთი მხატვრული ხერხი სახვით ხელოვნებაში.

    29. მოსწავლეებს წარუდგენთ ჰოლანდიელი ხელოვანის პიტერ იანსენის ქანდაკებას კინეტიკური ქანდაკებების სერიიდან. რა დავალებას მისცემდით მოსწავლეებს ამ ქანდაკებასთან დაკავშირებით შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად?

    ა. აღწერეთ მოცემული კომპოზიცია; ბ. მოიფიქრეთ კომპოზიციისათვის ახალი სათაური; გ. დაადგინეთ სურათის შექმნის თარიღი; დ. გააანალიზეთ მოცემული კომპოზიცია.

  • 21

    30. მასწავლებელი მოსწავლეებს უამბობს მოძრავი (კინეტიკური) სკულპტურების შესახებ და მედიაფაილების საშუალებით აჩვენებს ალექსანდერ კალდერის ცნობილ ‘’მობილებს’’. ამის შემდეგ იგი მოსწავლეებს სთავაზობს მავთულისა და სხვადასხვა მცირე ზომის ნივთებისგან შექმნან მსგავსი პატარა სკულპტურები - ‘’მობილები’’. რომელი უნარის განვითარებას არ შეუწყობს ხელს მოცემული აქტივობა?

    ა. მოტორული უნარი; ბ. შემოქმედებითი აზროვნების უნარი; გ. ინფორმაციის მოპოვების უნარი; დ. ინტერპრეტაციის უნარი.

  • 22

    31-32 დავალება. შესაბამისობის დადგენა დავალების ინსტრუქცია - შეუსაბამეთ AA სვეტში მოცემული საგაკვეთილო მიზნები B სვეტში მოცემულ სასწავლო აქტივობებს. გაითვალისწინეთ, ერთ მიზანს მხოლოდ ერთი აქტივობა შეესაბამება.

    დავალება 31.

    შესაბამისობები ჩაწერეთ მოცემულ ცხრილში

    საგაკვეთილო მიზნები (A) სასწავლო აქტივობები (B)

    1) სხვადასხვა სახის ბუნებრივი და ხელოვნური რესურსის გამოყენებით მოსწავლეს გამოუმუშავდეს სივრცითი კონსტრუქციის აგების უნარ-ჩვევა. 2) გაუღრმაოთ მოსწავლეებს აპლიკაციის ტექნიკაში მუშაობის უნარი. 3) განუვითაროთ მოსწავლეებს საიფორმაციო-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების უნარი.

    ა) ავსტრიელი არქიტექტორის ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის „ეკოლოგიური“ და „ბიომორფული“ არქიტექტურული ნაგებობების მიხედვით შექმნან არქიტექტურული ნაგებობების მოდელები.

    ბ) გააანალიზონ ბრუნო კატალანოს მიერ შექმნილი ვან გოგის ქანდაკება და შექმნან ამ ქანდაკების ინტერპრეტაცია.

    გ) შექმნან ცხოველების გამოსახულებები ფერადი ქაღალდების გამოჭრისა და დაწებების საშუალებით.

    დ) იმსჯელონ რომანტიზმის ეპოქის ისტორიულ მოვლენებზე და მათ თავისებურებებზე, რომლებმაც გავლენა იქონია ეჟენ დელაკრუას შემოქმედებაზე.

    ე) ფოტონამუშევრის დამუშავებისა და კორექტირების საფუძველზე შეისწავლოს და ჩაწვდეს კომპიუტერული პროგრამების ტექნიკურ შესაძლებლობებს.

    ა ბ გ დ ე 1 2 3

  • 23

    დავალება 32.

    შესაბამისობები ჩაწერეთ მოცემულ ცხრილში

    საგაკვეთილო მიზნები (A) სასწავლო აქტივობები (B)

    1) გაუღრმაოთ მოსწავლეებს სხვადასხვა კულტურისათვის დამახასიათებელი ნიშნების აღმოჩენისა და პრაქტიკულ ნამუშევარში მათი გამოყენების უნარი. 2) გაუღრმაოთ მოსწავლეებს ცოდნა მანუსკრიპტის შესახებ. 3) გაუღრმაოთ მოსწავლეებს შედარებითი ანალიზის უნარი.

    ა) შექმნან ხელნაწერი წიგნი მათთვის საყვარელი ნაწარმოების მიხედვით.

    ბ) შექმნას სხვადასხვა ეპოქისა და კულტურისათვის დამახასიათებელი ნიღბები.

    გ) შეარCიოს და მოიძიოს მატერიალური რესურსები შესასრულებელი სამუშაოსათვის. დ) შეაგროვოს ინფორმაცია მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეზე. ე) კომპარატიული მეთოდის გამოყენებით იმსჯელოს და გააკეთოს კონკრეტული დასკვნები იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის შესახებ.

    ა ბ გ დ ე 1 2 3

  • 24

    დავალება 33. მიზანი-აქტივობა

    აქტივობა: მასწავლებელმა მოსწავლეებს ვიქტორ ვაზარელის შემოქმედების მაგალითზე ოპარტის ხელოვნების პრინციპები და თავისებურებები გააცნო. მსჯელობის შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა ვიქტორ ვაზარელის კომპოზიციების მიხედვით შექმნან საკუთარი ნამუშევარი. თქვენი აზრით, რა მიზნის მიღწევას ემსახურება მსგავსი აქტივობა?

    ჩაწერეთ 1 კონკრეტული სასწავლო მიზანი, რომლის მისაღწევადაც გამოიყენებდით მოცემულ სასწავლო აქტივობას, დაასაბუთეთ თქვენი გადაწყვეტილება.

    მიზანი

    დასაბუთება

  • 25

    დავალება 34. მოსწავლის ნამუშევრის შეფასება

    ინსტრუქცია – ქვემოთ წარმოგიდგენთ მოსწავლის მიერ შესრულებულ ნამუშევარს. ყურადღებით დააკვირდით მას და რჩევის სახით ჩაწერეთ განმავითარებელი შეფასება, რაც დაეხმარება მოსწავლეს, შესწორებები შეიტანოს საკუთარ ნამუშევარში და უკეთეს შედეგს მიაღწიოს.

    მასწავლებელმა VI კლასის მოსწავლეებს გაკვეთილზე პრაქტიკული სამუშაოს შესრულება დაავალა: აბსტრაქციონისტი მხატვრების ნამუშევრების შთაგონებით და სხვადასხვა ფერის გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით შექმენით აბსტრაქციული კომპოზიცია, ისე, რომ ფიგურათა გადაკვეთის ადგილებზე გამოიყენოთ შედგენილი ან დამატებითი ფერი, რომელიც ფიგურების ფერთა შერევის საშუალებით მიიღება.

    CawereT:

  • 26

    დავალება 35. სიტუაციური ამოცანა პრაქტიკული უნარების განსავითარებლად

    მოიფიქრეთ და ჩაწერეთ სიტუაციური ამოცანა, რომელსაც შესთავაზებთ VII კლასის მოსწავლეებს ორნამენტის გამოყენების უნარის განსავითარებლად და დაასაბუთეთ თქვენ მიერ შეთავაზებული სიტუაციური ამოცანის შესაბამისობა დავალებაში მოცემულ მიზანთან.

    CawereT:

    დავალება 36. სიტუაციური ამოცანა პრაქტიკული უნარების განსავითარებლად

    მოიფიქრეთ და ჩაწერეთ სიტუაციური ამოცანა, რომელსაც შესთავაზებთ IV კლასის მოსწავლეებს ანაბეჭდის ტექნიკით ნამუშევრის შექმნის უნარის განსავითარებლად. დაასაბუთეთ თქვენ მიერ შეთავაზებული სიტუაციური ამოცანის შესაბამისობა დავალებაში მოცემულ მიზანთან.

    CawereT:

  • 27

    დავალება 37. გაკვეთილის დაგეგმვა

    დავალების ინსტრუქცია - შემოთავაზებული საგაკვეთილო თემის მიხედვით განსაზღვრეთ და ჩაწერეთ ერთი სასწავლო მიზანი, 2 ან 3 სასწავლო უნარ-ჩვევა, რომელსაც განავითარებთ სასწავლო პროცესის დროს, განსაზღვრეთ, დამატებით რომელი კონკრეტული 2 ან 3 რესურსი (სახელმძღვანელოს, რვეულის, კალმის, დაფის და ცარცის გარდა) დაგეხმარებათ სასწავლო მიზნის ეფექტურად მიღწევაში, დაგეგმეთ უნარ-ჩვევებისა და სასწავლო მიზნის შესაბამისი 2 ან 3 სასწავლო აქტივობა, დროის მონაკვეთის მითითებით და განმარტეთ ერთ-ერთი აქტივობის ეფექტიანობა.

    საგაკვეთილო თემა IX კლასისათვის: აბსტრაქციონიზმი და ექსპრესიული აბსტრაქციონიზმი

    სასწავლო მიზანი უნარ-ჩვევები რესურსები აქტივობები (დროის მონაკვეთის

    მითითებით და აქტივობის

    ეფექტიანობის დასაბუთებით)

  • 28

    დავალება 38. ხელოვნების ნიმუშის აღწერა-ანალიზი

    გაიაზრეთ, გააანალიზეთ და შეაფასეთ ქვემოთ მოცემული ხელოვნების ნიმუში

  • 29

    შეასრულეთ დავალება მითითებების მიხედვით:

    38.1 აღწერეთ და დაახასიათეთ კომპოზიცია: რა თემაზეა შექმნილი მოცემული კომპოზიცია; მასალისა და ტექნიკის საფუძველზე ამოიცანით სახვითი ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშია წარმოდგენილი; 38.2 გააანალიზეთ და მოკლედ ჩამოაყალიბეთ რა სახვით საშუალებებსა და ხერხებს იყენებს ავტორი მხატვრული სახის ხასიათის შესაქმნელად სურათზე; 38.3 მხატვრულ-სტილური მახასიათებლების საფუძველზე განსაზღვრეთ ნამუშევრის შექმნის დრო, დაადგინეთ, რომელი ქვეყნის ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი, დაასახელეთ ავტორი; 38.4 შეაფასეთ ნამუშევარი – გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება, იმსჯელეთ და დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება; 38.5 იმსჯელეთ გავლენებზე, განიხილეთ ნაწარმოები ისტორიულ-კულტურულ და ა.შ. კონტექსტში.

  • 30

    II თავი

    ტესტურ დავალებათა ტიპები, შეფასების სქემები და პრინციპები, განმარტებები, რეკომენდაციები

    I. დახურული კითხვები

    დავალების აღწერა: ამ ტიპის დავალებაში თითოეულ კითხვაზე მოცემულია 4 სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. მოცემული ტესტური დავალება

  • 31

    ამოწმებს ფაქტობრივი მასალის ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს. თითოეული დავალება ფასდება1 ქულით.

    ამ ტიპის დავალებები მოცემულია როგორც საგნობრივი კომპეტენციის ნაწილში, ასევე მეთოდიკის ნაწილშიც.

    მეტი სიცხადისთვის განვიხილავთ დახურული კითხვების რამდენიმე ნიმუშს.

    1. დახურული კითხვა ნეგატიური (უარყოფის შემცველი) ფორმულირებით. ამ ტიპის დავალება ტესტში შედარებით იშვიათად გვხვდება. მასზე მუშაობისას არ გამოგრჩეთ კითხვის ნეგატიური ანუ უარყოფის შემცველი ფორმულირება. ის გამუქებულია, ხაზგასმულია და განსხვავებული შრიფტითაა მოცემული.

    ნიმუში:

    მასწავლებელი მოსწავლეებს უამბობს მოძრავი (კინეტიკური) სკულპტურების შესახებ და მედიაფაილების საშუალებით აჩვენებს ალექსანდერ კალდერის ცნობილ ‘’მობილებს’’. ამის შემდეგ იგი მოსწავლეებს სთავაზობს მავთულისა და სხვადასხვა მცირე ზომის ნივთებისგან შექმნან მსგავსი პატარა სკულპტურები - ‘’მობილები’’. რომელი უნარის განვითარებას არ შეუწყობს ხელს მოცემული აქტივობა?

    ა. მოტორული უნარი; ბ. შემოქმედებითი აზროვნების უნარი; გ. ინფორმაციის მოპოვების უნარი; დ. ინტერპრეტაციის უნარი.

    2. დახურული კითხვა, რომელშიც აღწერილია მიზანი, ხოლო სავარაუდო პასუხები აქტივობების სახითაა წარმოდგენილი და პირიქით, დახურული კითხვა, რომელშიც აღწერილია აქტივობა, ხოლო სავარაუდო პასუხებად სხვადასხვა მიზანია მოცემული. აპლიკანტმა უნდა გააანალიზოს, თუ რომელი აქტივობა შეუწყობს ხელს დასახული

  • 32

    მიზნის მიღწევას, ან პირიქით, რომელი მიზნის მიღწევას ემსახურება პირობაში აღწერილი აქტივობა.

    ნიმუში:

    მოსწავლეებს წარუდგენთ ჰოლანდიელი ხელოვანის პიტერ იანსენის ქანდაკებას კინეტიკური ქანდაკებების სერიიდან. რა დავალებას მისცემდით მოსწავლეებს ამ ქანდაკებასთან დაკავშირებით შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად?

    ა. აღწერეთ მოცემული კომპოზიცია; ბ. მოიფიქრეთ კომპოზიციისათვის ახალი სათაური; გ. დაადგინეთ სურათის შექმნის თარიღი; დ. გააანალიზეთ მოცემული კომპოზიცია.

    5. დახურული კითხვა, რომელშიც კითხვის პირობას მეტი სიცხადისათვის და/ან პასუხების სახით წარმოდგენილი ანალიზის გასააზრებლად თან ერთვის ილუსტრაცია.

  • 33

    ნიმუში:

    რომელი აღწერილობა შეესაბამება სურათზე მოცემული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის დეკორატიულ გაფორმებას?

    ა. სიმეტრიულად აგებული ფიგურული კომპოზიცია ოსტატურად ერწყმის ლარნაკის ფორმას და კომპოზიციური წყობის ჰარმონიული ხასიათით გამოირჩევა; ბ. ფიგურათა რელიეფური გამოსახულებები ლარნაკის ზედაპირზე, რომელიც წითელი საღებავითაა დაფარული ძველი ბერძნული წითელფიგურიანი კერამიკის ნიმუშს ქმნის; გ. ფიგურული და გეომეტრიული გამოსახულებების ფრიზისებური წყობა ლარნაკის მორთულობას აღმოსავლურ ხასიათს სძენს; დ. შუქისა და ჩრდილის მკვეთრი მონაცვლეობით ლარნაკის ზედაპირზე ფიგურები მოცულობით ფორმას იძენენ.

    რეკომენდაციები დახურული კითხვბის შესასრულებლად:

    პასუხის გაცემამდე ყურადღებით წაიკითხეთ შეკითხვა; დავალებებს უპასუხეთ პირობაში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; აუცილებლად წაიკითხეთ მოცემული ყველა სავარაუდო პასუხი, ვიდრე

    საბოლოო პასუხზე შეჩერდებით. შესაძლოა, სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში იყოს ორი, ერთი შეხედვით, სწორი/მსგავსი ვარიანტი. გახსოვდეთ, რომ ყველა შემთხვევაში მხოლოდ ერთი პასუხია სწორი. ამდენად, ყურადღება მიაქციეთპასუხების ვარიანტებში წარმოდგენილ ყველა დეტალს;

    განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ სიტყვებს, რომლებიც გამუქებული ან ხაზგასმულია. მაგ., „ჩამოთვლილთაგან რომელი „არ არის“, „ყველაზე მეტად“ და ა. შ.;

    შეკითხვები, რომლებშიც არის სიტყვები: „ყველაზე ნაკლებად“, „გარდა“ ან „არ“ მიგვითითებს იმაზე, რომ არასწორი (პირობის საწინააღმდეგო) პასუხი უნდა ამოვიცნოთ. ასეთ შეკითხვებში ყველა პასუხი სწორია, გარდა ერთისა.

    II. დავალება პასუხით „ჭეშმარიტია-მცდარია“

    დავალების აღწერა: დავალებაში მოცემულია დებულებები ტერმინთა თუ ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების განმარტებები, რომელთაგან ზოგი

  • 34

    ჭეშმარიტია და შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ზოგიერთ ტერმინს კი სრულიად შეუსაბამო განმარტება მოსდევს. თუ დებულება ჭეშმარიტია, ჭეშმარიტის შესაბამისი უჯრა უნდა მოვნიშნოთ X ნიშნით. ასეთ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება არ მოგვეთხოვება. თითოეული სწორად მონიშნული ჭეშმარიტი ფორმულირება ფასდება 1 ქულით. თუ ფორმულირება მცდარია, მცდარის შესაბამისი უჯრა X ნიშნით უნდა მოვნიშნოთ და საგანგებოდ გამოყოფილ არეზე ჩავწეროთ სწორი ფორმულირება. თუ თვლით, რომ მტკიცებულებაში მოცემული განმარტება თავისთავად სწორადაა ჩამოყალიბებული, თუმცა მოცემული ტერმინის ან/და სიტყვის ახსნას არ წარმოადგენს, მაშინ განმარტება უცვლელი უნდა დატოვოთ და იმავე განმარტებისათვის მოძებნოთ და მიუსადაგოთ შესაბამისი ტერმინი ან/და სიტყვა. თუ აპლიკანტი სწორად მონიშნავს მცდარის უჯრას და მართებულ ფორმულირებას ჩაწერს, დავალება შეფასდება 1 ქულით. მხოლოდ სწორად მონიშნული მცდარის შესაბამისი უჯრა სწორი ფორმულირების ჩანაწერის გარეშე ფასდება 0 ქულით. რას ვაფასებთ: ამ დავალებით ფასდება, თუ რამდენად კარგად იცნობს აპლიკანტი სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიულ ტერმინოლოგიას, ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების თავისებურებებს. დავალება ფასდება 1 ქულით. ნიმუში 1

    16. მონოქრომული ფერებით შექმნილ გამოსახულებას კონტრასტული ეწოდება.

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

    განმარტება: მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტს სწორად აქვს გაკეთებული აღნიშვნა და განმარტებაც ადეკვატურია. პასუხი შეფასებულია 1 ქულით. ნიმუში 2

    17. საიუველირო ნაკეთობის ზედაპირზე ოქროს უმცირესი ბურთულების ფაქიზ მირჩილვას ცვარას ტექნიკა ეწოდება.

  • 35

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

    განმარტება: მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტს სწორად აქვს გაკეთებული აღნიშვნა. პასუხი „ჭეშმარიტია“ განმარტებას არ საჭიროებს. პასუხი შეფასებულია 1 ქულით. ნიმუში 3

    16. მონოქრომული ფერებით შექმნილ გამოსახულებას კონტრასტული ეწოდება.

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

    განმარტება: მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტს სწორად აქვს გაკეთებული აღნიშვნა, თუმცა მის მიერ ჩაწერილი ფორმულირება მცდარია. პასუხი შეფასებულია 0 ქულით. ნიმუში 4

    16. მონოქრომული ფერებით შექმნილ გამოსახულებას კონტრასტული ეწოდება.

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

    განმარტება: მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტს სწორად აქვს გაკეთებული აღნიშვნა, თუმცა მისი მცდარი პასუხის სწორი ფორმულირება ჩაწერილი არ არის. პასუხი შეფასებულია 0 ქულით.

  • 36

    ნიმუში 5

    20. შავი არ განიხილება, როგორც ფერი.

    ჭეშმარიტია □ მცდარია □

    განმარტება: მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტს სწორად არ აქვს გაკეთებული აღნიშვნა, დავალებაში მოცემული მტკიცებულება ჭეშმარიტია. თავისთავად აპლიკანტის მიერ ჩაწერილი პასუხი მცდარი არ არის, თუმცა დავალებაში მოცემული მტკიცებულების საპირწონედ არ გამოდგება. პასუხი შეფასებულია 0 ქულით. რეკომენდაციები „ჭეშმარიტი-მცდარიას“ ტიპის დავალებების შესასრულებლად:

    საგამოცდო ნამუშევრების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ტიპის დავალებების შესრულებისას ძირითადი სირთულე მცდარად მოცემული ფორმულირების სწორად ჩაწერისას შეიქმნა. აპლიკანტმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს პასუხების მონიშვნის ინსტრუქცია და გაითვალისწინოს მოთხოვნა - თუ ფორმულირებას მიიჩნევს მცდარად, ის აუცილებლად ჩაწეროს კორექტული (სწორი) ფორმით.

    აპლიკანტმა თავი უნდა აარიდოს მოცემული დებულების შებრუნებული ფორმით ჩაწერას. თუ დებულება პოზიტიური ფორმითაა ჩაწერილი (მაგ.,პორტალი კარის თავზე მდებარე ნახევარწრიული არეა.), მას უარყოფითი ფორმის წინადადებად ნუ გადააქცევთ (მაგ.,პორტალი კარის თავზე მდებარე ნახევარწრიული არე არ არის). ასეთი პასუხი სწორ პასუხად არ მიიჩნევა.

    III. დავალება 21. პრაქტიკული სამუშაო

    რას ვაფასებთ: მოცემული დავალება საშუალებას იძლევა, დადგინდეს აპლიკანტის მიერ მხატვრული ელემენტებისა და პროცედურების პრაქტიკაში გამოყენების

  • 37

    საბაზისო უნარი. ეს დავალება დაგვეხმარება გავარკვიოთ, რამდენად შეძლებს პედაგოგი სწორად წარმართოს მოსწავლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების პროცესი და მისცეს სასარგებლო რჩევები. ამ ტიპის დავალება შესრულდება ცალკე A4 ზომის ფურცელზე, რომელიც აპლიკანტს პასუხების ფურცელთან ერთად გადაეცემა. აპლიკანტი ასევე უზრუნველყოფილი იქნება მოცემული დავალების შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოსათვის აუცილებელი რესურსით (მაგ., ფანქარი, საშლელი და ა. შ.). ამ ტიპის დავალების მაქსიმალური შეფასება განისაზღვრება 5 ქულით.

    ნახატის შეფასების სქემა:

    ჯამური ქულა - 5

    ნიმუში 1

    შეფასების სქემა შეფასების

    კრიტერიუმები 0 ქულა 1 ქულა 2 ქულა

    I. საკითხის გააზრება

    დავალება არ არის ადეკვატურად გაგებული - აპლიკანტი ვერ გამოსახავს ურბანულ პეიზაჟს, ვერც პერსპექტივის კანონების ცოდნასა და გამოყენების უნარს ავლენს.

    გამოსახავს ურბანულ პეიზაჟს ან ამჟღავნებს პერსპექტივის კანონების ცოდნასა და გამოყენების უნარს.

    ქმნის ურბანულ პეიზაჟს და ამჟღავნებს პერსპექტივის კანონების ცოდნასა და გამოყენების უნარს.

    II. მასალის, ტექნიკის და მხატვრულ-გამომსახველო– ბითი საშუალებების ფლობა, შემოქმედები თობა

    ქმნის მოცემულობის შესაბამის სქემატურ გამოსახულებას

    მოცემულობის შესაბამისი გამოსახულების შესაქმნელად იყენებს სხვადასხვა სახვით ხერხებს - მეტყველ ხაზს, შუქ-ჩრდილს, დახვეწილ ფორმას და ა. შ.

    III. კომპოზიციური განაწილება

    კომპოზიციური განაწილების პრინციპები არ არის გამოყენებული

    გამოსახულება კომპოზიციური განაწილების პრინციპებს შეესაბამება

  • 38

    განმარტება: ნამუშევარი შეფასებულია 5 ქულით. მოცემული ნამუშევარი სავსებით შეესაბამება დავალების პირობის მოთხოვნებს.

    ნიმუში 2

    განმარტება: ნამუშევარი შეფასებულია 5 ქულით. მოცემული ნამუშევარი სავსებით შეესაბამება დავალების პირობის მოთხოვნებს.

    ნიმუში 3

    განმარტება: ნამუშევარი შეფასებულია 5 ქულით. მოცემული ნამუშევარი სავსებით შეესაბამება დავალების პირობის მოთხოვნებს.

    ნიმუში 4

    განმარტება: ნამუშევარი შეფასებულია 4 ქულით.

  • 39

    ნამუშევარი დავალების პირობის მოთხოვნების შესაბამისადაა შესრულებული, თუმცა დეტალების დამუშავებაში დაშვებულია გარკვეული შეცდომები (მაგ. გზის გამყოფი ზოლის შექმნისას).

    ნიმუში 5

    განმარტება: ნამუშევარი შეფასებულია 3 ქულით. მოცემული ნამუშევარი გვიჩვენებს, რომ აპლიკანტს აქვს ცოდნა პერსპექტივის კანონების შესახებ, თუმცა ვერ ახერხებს ეფექტიანად მის გამოყენებას ნამუშევარში. ქმნის მოცემულობის შესაბამის სქემატურ გამოსახულებას.

    ნიმუში 6

    განმარტება: ნამუშევარი შეფასებულია 2 ქულით. მოცემულ ნამუშევარში ვლინდება აპლიკანტის ელემენტარული ცოდნა პერსპექტივის კანონების შესახებ, სხვა მოთხოვნებს მოცემული ნამუშევარი ვერ აკმაყოფილებს.

    ნიმუში 7

  • 40

    განმარტება: მოცემული ნამუშევარი შეფასებულია 1 ქულით. ნამუშევრით ჩანს, რომ აპლიკანტს ესმის დავალების მოთხოვნა, რაც მინიმალურად აისახა მის ნამუშევარში. სავარაუდოა, რომ მას მოსწავლისთვის პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას შესაბამისი რჩევებისა და შენიშვნების მიცემა გაუჭირდება.

    IV. დავალება 22-26. ქრონოლოგიის განსაზღვრა

    რას ვაფასებთ: დავალებაში მოცემული ჩამონათვალი (მხატვრული მიმდინარეობები, მხატვრები, არქიტექტურული და სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვ.) უნდა დალაგდეს ქრონოლოგიური პრინციპით (უძველესიდან უახლესისაკენ). მოცემული

  • 41

    ტესტური დავალება ამოწმებს მასალის ფაქტობრივ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს. დავალება 1 ქულით ფასდება.

    26. ქრონოლოგიურად დაალაგეთ სხვადასხვა დროს შექმნილი ცხენოსანი ქანდაკებები.

    1. 2.

    3. 4.

    მეტი სიცხადისათვის განვიხილავთ ტესტში მოცემულ ერთ-ერთ დავალებას:

    განმარტება: მონუმენტური ქანდაკების მოცემული ნიმუშები ხელოვნების ისტორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა შექმნილი. მათი მიკუთვნება გარკვეული პერიოდისათვის მხატვრული თავისებურებების საშუალებითაა შესაძლებელი. მოცემულ ცხენოსან ქანდაკებებს შორის უძველესია რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის ცხენოსანი ფიგურა (გ). ქანდაკებისათვის დამახასიათებელი მხატვრული ნიშნები - ანატომიის ცოდნის საფუძველზე შექმნილი ფიგურები, ძლიერი, მკაცრი ხასიათი, რომაელი იმპერატორის ტიპური ჩაცმულობა, მკვეთრად

  • 42

    გამოხატული პორტრეტული ნიშნები, თმის ვარცხნილობა, ქანდაკების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. მე-13 საუკუნის პირველ ნახევრაშია შექმნილი მხედრის გორელიეფი, რომელიც ბამბერგის ტაძრის შიდა სივრცეში, კონსოლზეა განთავსებული. გამოსახულებას შუა საუკუნეებისათვის დამახასიათბელი მკაცრი, განზოგადებული ფორმები, დარღვეული პროპორციები და შუა საუკუნეებისათვის დამახასიათბელი ჩაცმულობის სტილი გამოარჩევს (დ). ანდრეა დელ ვეროკიოს მიერ შექმნილი ვენეციელი მხედართმთავარი ბარტოლომეო კოლეონის ქანდაკება, მკაცრი ხასიათით, მონუმენტალიზმით, დამაჯერებელი, დახვეწილი პოზით, ფორმათა და დეტალების დამუშავების დახვეწილი, ფილიგრანული, ამავე დროს განზოგადებული მანერით, დიდებულებით რენესანსის ეპოქის თავისებურებებს გვიჩვენებს (ა). ლუდოვიკო XIV ცხენოსანი ქანდაკება ექსპრესიულობით, დინამიზმით, თეატრალური მანერულობითა და ფორმათა დამუშავების „ფერწერულ“- რეპრეზენტაციული მანერით, ბაროკოს სტილთან სიახლოვეს ამჟღავნებს.

    V. დავალება 38 - ხელოვნების ნიმუშის აღწერა-ანალიზი რას ვაფასებთ: დავალებაში მოცემულია ხელოვნების ნიმუში, რომელსაც თან ახლავს მითითებები. ეს მითითებები აპლიკანტს მიმართულებას მისცემს ხელოვნების ნიმუშის აღწერისა და ანალიზის დროს თანმიმდევრულად იმსჯელოს მნიშვნელოვან

  • 43

    ასპექტებზე - ძირითად სახვით და მხატვრულ-სტილურ მახასიათებლებზე (ხელოვნების ელემენტები, პრინციპები), მათ საფუძველზე შეძლოს ეპოქის, სტილისა და ავტორის იდენტიფიცირება, შეაფასოს და გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მოცემული ნიმუშის მიმართ, გაიაზროს ნიმუში ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტში, გამოიტანოს დასკვნები. ყოველი მითითების შესაბამისი პასუხი ფასდება 3 ქულით. მოცემული დავალება ამოწმებს ფაქტობრივი მასალის ცოდნას, მხატვრული ნაწარმოების აღქმის, კონტექსტში გააზრებისა და განხილვის, ანალიტიკური აზროვნების უნარს. დავალება ფასდება 15 ქულით.

    შეფასების სქემა ხელოვნების ნიმუშის აღწერა–ანალიზისათვის

    მაქსიმალური ქულა ყველა ქვეპუნქტისათვის -3

    3 ქულა საკითხი სრულყოფილადაა გააზრებული _ პასუხი არის სრული, არგუმენტირებული, აპლიკანტი პასუხობს ყველა მითითებას, რომელსაც მოითხოვს დავალების პირობა. პასუხში ჩანს მოცემული საკითხის გააზრებული, დამაჯერებელი, სრულყოფილი ანალიზი. პასუხი გამყარებულია ლოგიკური არგუმენტებითა და/ან დამაჯერებელი, ადეკვატური მსჯელობით.

    2 ქულა პასუხში ჩანს საკითხის ცოდნა, აპლიკანტის პასუხი არის სწორი/ადეკვატური, მაგრამ ზოგადი და სქემატური.

    1 ქულა პასუხში ჩანს საკითხის ნაწილობრივი გააზრება. აპლიკანტი არ პასუხობს პირობაში მოცემულ ყველა მითითებას, ან მისი პასუხი ნაწილობრივ აცდენილია დასმულ პრობლემას. თუმცა მსჯელობიდან ჩანს, რომ აპლიკანტს ესმის პირობაში დასმული საკითხის არსი.

    0 ქულა პასუხი არაადეკვატურია აპლიკანტი ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს. პირობაში მოცემული ინფორმაცია მეორდება კომენტარისა და ინტერპრეტაციის გარეშე. პასუხში არაფერია მოცემული, რაც მიუთითებს/დაგვარწმუნებს, რომ აპლიკანტს აქვს გარკვეული ცოდნა საკითხის გარშემო.

    • დავალების პირობა სწო�