ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი...

32
ძძძძძ ძძძძძ ძძძძძძძძძძ ძძძძძ სსსსსსს. სსსსსსსს. სსსსსსს. სსსსსსსსს. სსსსსსსსს. სსსსსსსს. სსსსს. სსსსსსსსსს. სსსსსსს. სსსსსსს. სსსსსსსს. სსსსსსს. სსსსსსსსსსსს. სსსსსსსს სსსსსსს. სსსსსსს. სსსსსსსსსს. სსსსსსსსსს. სსსსს სსსსსსსსსსს. სსსსს სსსსსს. სსსსსსს. სსსსსსსსსსს. სსსსსსსს. სსსსსსსს - (სსს. სსსსსსსს სსსსსს-სსს სსს) სსსს სსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსს სსსსსსს. სსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსს. სსსსს სსსსს სსსსსსს სსსსსსსს (სს. ს. VI სსსსსსს) სსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სსსს. სსსსსს სსსსსს სსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსს. სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს. სსს სსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსს 6 სსსსსს სს 193 სსსსსსსსს სსსს. სსსს სსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსს, სსსს სსსსსსს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსს. სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს სსსს სს სსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსს სსსსსსსსს (სსსსსსს) სს სსსსსსსსს (სსსსსსს). სსსსსსსს სსსსსსსსს

Transcript of ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი...

Page 1: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

ძველი რომის სახელმწიფო წყობა

სარჩევი.ცენტურია.ცენზორი.დეცემვირი.დიქტატორი.დომინატი.ედილი.ინტერრექსი.კომიცია.კონსული.კვესტორი.ლიქტორი.მაგისტრატები.მხედართა მეთაური.პრეტორი.პრინციპატი.პროკონსული.რომის მოქალაქეობა.რომის სენატი.ტრიბუნი.ტრიუმვირატი.

ცენტურია.

ცენტურია - (ლათ. ცენტურია ცენტუმ-დან ასი) ძველ რომში მოსახლეობის ქონებრივი და ასაკობრივი ნიშნით დაყოფის ერთეული. ასევე დანაყოფი რომაულ არმიაში.

რომის მეფემ სერვიუს ტულიუსმა (ძვ. წ. VI საუკუნე) რომის მოსახლეობა ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით ცენზებად დაყო. ცენზის მიზანი იყო მდიდარი პატრიციების და პლებეებისგან.

ერთიანი პოლირტიკური ერთეულის ჩამოყალიბერბა. მან რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზით 6 კლასად და 193 ცენტურიად დაყო. თითო ცენტურია თითო კენჭისმყვრელ ერთეულს წარმოადგენდა, მათი შეკრება კი ცენტურიალური კომიცია გახდა.

ხალხი განიხილებიდა როგორც ჯარი და მთელი მოსახლეობა დაყოფილი იყო მხედრებად (ექუიტეს) და ქვეითებად (პედიტეს). ქვეითები იყოფოდნენ ზოგი ცნობებით ხუთ და ზოგით (დიონისიუს გალიკარნასელი) ექვს კლასად. მეექვსე კლასში ითვლებოდნენ ყველა, ვინც ქონებრივი ცენზით ვერ აღწევდა მეხუთე კლასს. იმის მიხედვით თუ რომელ კლასს მიეკუთვნებოდა ადამიანი, განისაზღვრებოდა თუ რა ნალოგი უნდა გადაეხადა და რა სახის სამხედრო სამსახური გაეწია.

კომიციებში კენჭის ყრისას ყოველი კლასი იყოფოდა ცენტურიებად. იგულისხმებოდა რომ თითო ცენტურიაში 100 კაცი უნდა ყოფილიყო, თუმცა

Page 2: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

პრაქტიკაში ცენტურიებში ხალხის რაოდენობა განსხვავდებოდა. ცენტურიის წევრები იყოფოდნენ ასაკის მიხედვითაც, ნაწილი იყო უფროსი ნაწილი უმცროსი. უმცროსები იყვნენ კაცები 17-დან 46 წლამდე, 46-ს ზემოთ კი უფროსების ცენტურიაში გადადიოდნენ. ყოველ ცენტურიას ჰქონდა თითო ხმა, ამრიგად კლასს იმდენი ხმა ჰქონდა, რამდენი ცენტურიაც იყო მასში. ასევე იყვნენ მხედრებიც დაყოფილი ცენტურიებად. ჩვენამდე კლასებად და ცენტურიებად დაყოფის ორმა წყარომ მოაღწია, ესენი არიან დიონისიუსი და ტიტუს ლივიუსი, მათი მონაცემები ცოტა არ იყოს განსხვავდება, ქვემოთ ცხრილში ორივე ავტორის მონაცემებია მოყვანილი.

ლივიუსის მიხედვით დიონისიუსის მიხედვით I კლასი ცენზი 100 000 ასი40 უფროსი ცენტურია40 უმცროსი ცენტურია2 დამატებითი ცენტურია1 ცენზი 100 მინა40 უფროსი ცენტურია40 უმცროსი ცენტურია II კლასი ცენზი 75 000 ასი10 უფროსი ცენტურია10 უმცროსი ცენტურია ცენზი 75 მინა

10 უფროსი ცენტურია10 უმცროსი ცენტურია2 დამატებითი ცენტურია III კლასი ცენზი 50 000 ასი10 უფროსი ცენტურია10 უმცროსი ცენტურია ცენზი 50 მინი10 უფროსი ცენტურია10 უმცროსი ცენტურია IV კლასი ცენზი 25 000 ასი10 უფროსი ცენტურია10 უმცროსი ცენტურია ცენზი 25 მინი10 უფროსი ცენტურია10 უმცროსი ცენტურიამუსიკოსების 2 ცენტურია (ერთი კენჭს უფროსებთან იყრიდა, მეორე უმცროსებთან) V კლასი ცენზი 11 000 ასი15 უფროსი ცენტურია15 უმცროსი ცენტურიამუსიკოსების და მარაგის 3 ცენტურიაპირადად აღრიცხულთა (ცაპიტე ცენსორუმ) 1 ცენტურია ცენზი 12.5 მინი15 უფროსი ცენტურია15 უმცროსი ცენტურია VI კლასი - ცენზი 12.5 მინაზე ნაკლებიპირადად აღრიცხულთა (ცაპიტე ცენსორუმ) 1 ცენტურია

ამრიგად ლივიუსის მიხედვით გამოდის 194 ცენტურია ხოლო დიონისიუსის მიხედვით 193. ლუწი რიცხვი იმ პირობებში როდესაც უმრავლესობა წყვეტს საკითხს მოუხერხებელია, ამიტომ დიონისიუსის ცნობებს მიიჩნევენ მართებულად.

Page 3: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

ციცერონიც ამ საკითხში ემხრობა დიონისიუსის მონაცემებში, სხვა მხრივ კი მისი ცნობები განსხვავდება ზემოთ მოყვანილთაგან. სიმართლის დადგენას ისიც ართულებს რომ ჩვენამდე მოღწეული ტექსტები ძლიერ დაზიანებულია.

ცენტურია - ლეგიონის დანაყოფი გაიუს მარიუსის სამხედრო რეფორმის შემდეგ ცენტურია გახდა ლეგიონის ტაქტიკური ერთეული. იგი შედგებოდა ჯერ 100 შემდეგ 80 და ბოლოს 60 მეომრისგან და ემორჩილებოდა ცენტურიონს. ცენტურიაში შედიოდა 10 კონტუბერნიუმი. ორი ცენტურია შეადგენდა ერთ მანიპულას.

ცენზორი.

ცენზორი (ლათ ცენსორ - ქონებას აღვწერ, შევაფასებ) ძველ რომში ერთ-ერთი უმაღლესი მაგისტრატურა.

თანამდებობის დაწესება ცენზორების ინსტიტუტის შემოღებას, რომის მეხუთე მეფის, სერვიუს ტულიუსის სახელს უკავშირებენ. მეფობის დამხობის შემდეგ ცენზორობას კონსულები ითავსებდნენ ძვ. წ. 443 წლამდე. ძვ. წ. 442 წელს, როდესაც კონსულების ნაცვლად აირჩიეს სამხედრო ტრიბუნები კონსულების ძალაუფლებით, ცენზორთა მაგისტრატურა ცალკე ჩამოყალიბდა, რათა იგი პლებეების ხელში არ მომხვდარიყო.

ამრიგად ძვ. წ. 351 წლამდე ცენზორის მაგისტრატურა ყოველთვის პატრიციუსებს ეკავათ, სანამ ცენზორად არ აირჩიეს პლებეი გაიუს მარციუს რუტილუსი. ხოლო ძვ. წ. 339 წლიდან ერთი ცენზორი ირჩეოდა პატრიციუსი, მეორე კი პლებეი. ძვ. წ. 131 წელს კი ორივე ცენზორი პლებეი გახდა.

საბოლოოდ ცენზორის თანამდებობა გააუქმა ოქტავიან ავგუსტუსმა ამის შემდეგ ცენზორის მოვალეობებს იმპერატორები არულებდნენ.

არჩევა ცენზორების არჩევა ხდებოდა ცენტურიების კომიციაზე კონსულის თავმჯდომარეობით. ორივე ცენზორს ირჩევდნენ ერთი და იგივე დღეს. თუ აირჩევდნენ მხოლოდ ერთ ცენზორს და მეორეზე დღის ბოლომდე ვერ შეთანხვდებოდნენ, მაშინ პირველის არჩევაც ბათილდებოდა.

როგორც წესი ცენზორის არჩევა ხდებოდა ყოფილი კონსულების რიცხვიდან. თავდაპირველათ მათ 5 წლის ვადით ირჩევდნენ, ხოლო ძვ. წ. 433 წლიდან კი მათი ვადა შემცირდა 18 თვემდე. ცენზორად მეორე ვადით არჩევა როგორც წესი არ ხდებოდა, თუმცა ამის ამკრძალველი კანონი არ არსებობდა. ერთადერთი ორჯერ არჩეული ცენზორი იყო გაიუს მარციუს რუტილუსი ძვ. წ. 351 წელს და მან შემოიღო კანონი, რომელიც კრძალავდა ცენზორის ხელმეორედ არჩევას. ძვ. წ. 339 წელს კი მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ერთერთი ცენზორი პლებეი უნდა ყოფილიყო, თუმცა ძვ. წ. 280 წლამდე პლებეი ცენზორი არ ატარებდა ხალხის რიტუალურ განწმენდას.

Page 4: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

თავდაპირველად თუ კვდებოდა ერთი ცენზორი მის ნაცვლად სხვას ირჩევდნენ, მეორე კი აგრძელებდა მოვალეობის შესრულებას. სინამდვილეში ასეთი რამე მხოლოდ ერთხელ მოხდა ძვ. წ. 393 წელს, 3 წლის შემდეგ კი რომი გალებმა აიღეს, რის გამოც ასეთმა პრაქტიკამ რომაელებში რელიგიური შიში დაამკვიდრა და ამის შემდეგ თუ ცენზორი კვდებოდა, მეორედ უნდა გადამდგარიყო და ორივე ცენზორს ხელახლა ირჩევდნენ.

მოვალეობები ცენზორებს, როგორც კონსულებს, ეკუთვნოდათ სპოლოსძლის კურულური სავარძელი, მათი სამოსის ტიპი კი ბოლომდე დაუდგენელია. ავტორების უმეტესობა ამტკიცებს რომ მათ ისეთივე ტოგა ეცვათ როგორც სხვა უმაღლეს მაგისტრატუსებს, ხოლო პოლიბიუსის ცნობებით, ცენზორებს მეწამული ფერის ტოგა ეცვათ. ცენზორების დაკრძალვა ყოველთვის ძალიან პომპეზურად ხდებოდა.

ცენზორთა მოვალეობებში შედიოდა 1. მოქალაქეების აღრიცხვა ცენზის მიხედვით, (ცენსუმ აგერე) სენატორთა სიების გადამოწმება/განახლება, 2. ისინი ასევე ზედამხედველობას უწევდნენ ხალხის მორალურ მდგომარეობას, 3. სახელმწიფო ფინანსების ადმინისტრირება და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობაზე ზედამხედველობა.

1. ცენზი (ცენსუმ აგერე) ტარდებოდა მარსის ველზე ხოლო ძვ. წ. 435 წლიდან სპეციალურ შენობაში Vილლა Pუბლიცა. ჯერ ტარდებოდა ფრინველების ფრენით მკითხაობა - აუსპიციუმი, შემდეგ შიკრიკი (პრაეცო) მოუწოდებდა ხალხს მისულიყვნენ ცენზორებთან. ყოველი ტრიბი ცალკე იკრიბებოდა და ტრიბების ტრიბუნები სიებით ამოწმებდნენ შეკრებილებს. ოჯახების მამები პირადად უნდა მისულიყვნენ ცენზორებთან და ფიცის დადების შემდეგ მიეცა ოჯახის ქონებაზე სრული ინფორმაცია. ეს ასე ხდებოდა: ჯერ ადამიანი ასახელებდა თავის სრულ სახელს და მამის სახელს, ხოლო თუ ყოფილი მონა იყო, მაშინ ყოფილი პატრონის სახელს და ასაკს შემდეგ ცენზორი ეკითხვებოდა ჰყავს თუ არა მას ცოლი, თუ მას ჰყავდა ცოლი, მაშინ ამბობდა ცოლის სახელს და შვილების სახელებს და ასაკებს. გაუთხოვარ ქალებს და ობლებს წარმოადგენდნენ ოპეკუნები. მათი სახელები ცალკე სიაში იწერებოდა და მოქალაქეთა საერთო რაოდენობაში არ იწერებოდა. სახელის დასახელების და ოჯახური მდგომარეობის აღწერის შემდეგ მოქალაქე იძლეოდა ინფორმაციას საკუთარი ქონების შესახებ.

ძველ დროს თუ ომი იწყებოდა მაშინ ცენზი ვეღარ ტარდებოდა, რადგან მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ იყო ქალაქში, ხოლო უფრ მოგვიანებით ცენზორები აგზავნიდნენ წარმომადგენლებს სამხედრო ბანაკებში და პროვინციებში ცენზის ჩასატარებლად.

როდესაც ცენზორები მოაგროვებდნენ მოქალაქეებზე ინფორმაციას, მათ უნდა შეედგინათ ტრიბების და ცენტურიების სიები. ეს სიები ისევე როგორც სხვა დოკუმენტები ინახებოდა სატურნის ტაძარში.

ამის გარდა ცენზორები სწავლობდნენ სენატორთა სიებს და ვისაც უღისად მიიჩნევდნენ ამოშლიდნენ სიიდან და ღირსეულებით ავსებდნენ მას. ასევე მათ მოვალეობაში შედიოდა მხედართა კლასის შევსებაც.

Page 5: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

2. REGIMEN MORUM - მოქალაქეთა მორალზე ზედამხედველობა. ეს მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვალეობა იწვევდა ცენზორების მიმართ პატივისცემას და აყენებდა მათ სხვა მაგისტრატუსებზე ზემოთ. მათ შეეძლოთ მოქალაქეთა სიიდან ამოეშალათ უღირსი პიროვნებები. მოქალაქეთა ზნეობრივ ნორმებზე ზედამხედველობისას ცენზორები მხოლოდ საკუთარ თავთან იყვნენ ანგარიშვალდებულნი. მათ უნდა დაეფიცათ რომ განაჩენის გამოტანისას არ ხელმძღვანელობენ პირადი მოსაზრებებით. უღირსი საქციელისთვის ცენზორს შეეძლო ადამიანისთვის ნოტა (Nოტა) მიეცა, ანუ შენიშვნა.იმ საქციელთა მკაცრი განსაზღება არ არსებობდა, რაზეც ცენზორების შენიშვნის დამსახურება იყო შესაძლებელი, თუმცა ზოგი საქციელი ყოველთვის დასჯადი იყო, მაგალითად:

პირად ცხოვრებაში: ცოლის არ მოყვანა, როდესაც ამისთვის შესაფერის ასაკშია მამაკაცი. დაოჯახება აუცილებელი იყო. თუ კაცი უარს ამბობდა დაქორწინებაზე, ამისთვის ჯარიმა უნდა გადაეხადა. განქორწინება ან ნიშნობის ჩაშლა სათანადო წესის დაცვის გარეშე. ცოლისადმი ან შვილებისადმი სისასტიკე ან შვილების განებივრება და არასათანადოდ აღზრდა, მშობლების უპატივცემლობა. ზედმეტ ფუფუნებასი ცხოვრება და უზომო ხარჯები. მოგვიანებით მირებულ იქნა ფუფუნების წინააღმდეგ კანონები. არასათანადო მიწის დამუშავება. არასაპატიო საქმიანობა, მაგალითად თეატრში გამოსვლა. ობლების მემკვიდრეობის მოტყუებით მითვისება. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან თანამდებობის შესრულებისას დარღვევები: თუ მაგისტრატუსი შეუფერებლად მოიქცა. თუ მაგისტრატუსმა აიღო ქრთამი ან აუსციპიების ფალსიფიკაცია მოახდინა. ცენზორების მიერ მიღებული კანონის ანულირება, მაგისტრატუსებისადმი უპატივცემლო ქცევა. ფიცის გატეხვა ან ტყვილზე დაფიცება. ჯარისკაცების მიერ მოვალეობის ცუდად შესრულება ან შიში. სხვადასხვა ქცევა, რასაც შეეძლო საზოგადოების მორალზე ცუდად ემოქმედა იკრძალებოდა ედიქტებით. ედიქტის დამრღვევი კი ისჯებოდა სტატუსის დაქვეითებით. ცენზორის მიერ დანიშნული სასჯელი სხვადასხვა სახის შეიძლება ყოფილიყო. ძირითადად ოთხი ტიპის სასჯელი არსებობდა:

Motio an ejectio e senatu - ადამიანის სენატიდან გარიცხვა. Ademptio equi- მხედრისთვის სახელმწიფო ცხენის ჩამორთმევა Motio e tribu- ტრიბიდან გარიცხვა, როგორც წესი ამის შემდეგ ხდებოდა ერარიუმის - უმდაბლეს კლასამდე დაყვანა. რეფერრე ინ აერარიოს ან ფაცერე ალიქუემ აერარიუმ - ერარიუმში ჩარიცხვა. ზემოთხსენებული სამი სასჯელის გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც ცალცალკე ასევე ერთად. 3. ფინანსების მართვა ცენზორის კიდევ ერთი მოვალეობა იყო. ყოველი მოქალაქე იხდიდა ე.წ. ტრიბუტუმს, ანუ ქონებაზე გადასახადს, რომელსაც ცენზორები განსაზღვრავდნენ. ისინი ასევე აკონტროლებდნენ სხვა გადასახადების შემოსვლასაც. ამ განხრით მათი მოვალეობები წააგაავდა თანამედროვე ფინანსთა მინისტრის მოვალეობებს. ცენზორები ამის გარდა აკონტროლებდნენ საზოგადო მშენებლობებზე თანხების ხარჯვას. საზოგადოებრივ შენობებზე პასუხისმგებლობა ნაწილდებოდა ცენზორებსა და ედილუსებს შორის.

დეცემვირი.

დეცემვირი (ლათ. Decemvir, მხოლობითში დეცემვირ) ნიშნავს ათი კაცისგან შემდგარ კოლეგიას. არსებობდა სხვადასხვა სახის დეცემვირატები:

Page 6: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

საკანონმდებლო - ლეგიბუს სცრიბუნდის ცონსულარი იმპერიო, სასამართლო - სტლიტიბუს იუდიცანდის, მსხვერპლშეწირვებისთვის - საცრის ფაციუნდის და საჯარო მიწების გამნაწილებელი - აგრის დანდის ადსიგნანდის.

Decemviri Legibus Scribundis Consulari Imperio დეცემვირების არჩევა რომში მოხდა კანონების შექმნის მიზნით. საკანონმდებლო კომისიის არჩევის იდეა რომში ძვ. წ. 462 წლიდან გახდა. ძვ. წ. 455 წელს ტრიბუნებმა შემოიტანეს წინადადება რომ სენატორებს შეექმნათ საკანონმდებლო კოლეგია, სენატმა გაგზავნა ათენში ელჩობა სოლონის კანონების შესასწავლად. ისინი ერთ წელიწადში დაბრუნდნენ, რის შედეგადაც პატრიციების და პლებეების შეთანხმების შემდეგ აირჩიეს 10 კაციანი კოლეგია "დეცემვირი ლეგიბუს სცრიბენდის", ვისაც უნდა შეექმნა კანონმდებლობა.

ამ მაგისტრუსებს მიენიჭათ კონსულის ძალაუფლება და ტრიბუნებსაც არ ჰქონდათ მათი მოქმედებების გასაჩივრების უფლება. მიუხედავად ამისა, ტიტუს ლივიუსის ცნობებით ტრიბუნატი მეორე დეცემვირატამდე არსებობდა.

პირველი დეცემვირები აირჩიეს ძვ. წ. 451 წელს. პირველი დეცემვირები იყვნენ:

აპიუს კლავდიუსი ტიტუს გენუციუსი პუბლიუს სესტიუსი ლუციუს ვეტურიუსი

გაიუს იულიუსი ავლუს მანლიუსი პუბლიუს სულპიციუსი პუბლიუს კურიაციუსი ტიტუს რომილიუსი სპურიუს პოსტუმიუსი კლავდიუსმა და გენუციუსმა ეს წოდება კონსულობის მაგივრად მიიღეს, რადგან ამ წელს ისინი იყვნენ არჩეულები.

პირველი მოწვევის დეცემვირებმა შექმნეს კანონების ათი ტაბულა და გამოიტანეს იგი სახალხო კრებაზე განსახილველად. ხალხის თანხმობით ამ კანონებს ცენტურიებში ეყარა კენჭი. როდესაც პირველ მოწვევას ვადა გაუვიდა, სენატიც და ხალხიც კმაყოფილები იყვნენ დეცემვირების მმართველობით, თან მიაჩნდათ რომ კანონები შევსებას და სრულყოფას საჭიროებს, ამიტომ მოხდა დეცემვირების მიეორედ არჩევა. წინა მოწვევიდან დარჩა მარტო აპიუს კლავდიუსი, დანარჩენები იყვნენ:

მარკუს კორნელიუს მალუგინენსისი მარკუს სერგიუს ესკილინუსი ლუციუს მინუციუს ესკილინუს აუგურინუსი კვინტუს ფაბიუს ვიბულანუსი კვინტუს პოეტელიუს ლიბო ვისოლუსი ტიტუს ანტონიუს მერენდა კესო დუილიუს ლონგუსი

Page 7: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

სპურიუს ოპიუს კორნიცენი მანიუს რაბულეიუსი მათ შეიმუშავეს ახალი კანონები, რომლებიც შემდეგ მეთერთმეტე და მეთორმეტე ცხრილებში გაერთიანდა, საიდანაც ჩამოყალიბდა თორმეტი ტაბულის კანონები. ახალი დეცემვირების მმართველობა წინასგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სხრა დეცემვირი მოექცა აპიუს კლავდიუსის გავლენის ქვეშ და მათი მმართველობა ტირანიად იქცა. ადრე თუ მხოლოდ ერთ დეცემვირს დაყვებოდა 12 ლიქტორი ნაჯახებიანი ფასცებით, და ყოველ 10 დღეში ისინი იცვლებოპდნენ, ახლა უკვე ყველას 12 ლკიქტორი დაყვებოდა. პატრიციების სასარგებლოდ ისინი სასტიკად ავიწროვებდნენ პლებეებს, რომლებიც ტრიბუნების გარეშე თავს ვეღარ იცავდნენ. სენატმა დაკარგა თავისი მნისვნელობა, რის გამოც სენატორებიც უკმაყოფილონი იყვნენ. როდესაც გავიდა ერთი წელი და დეცემვირებს ვადა ამოეწურათ, მათ უარი თქვეს არჩევნების ჩატარებაზე.

ძვ. წ. 449 წელს მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც დეცემვირების ძალაუფლება დაემხო და ისევ იქნენ არჩეულნი კონსულები და ტრიბუნები.

Decemviri Stlitibus IudicandisDecemviri Litibus an Stlitibus Judicandis წარმოადგენდნენ სასამართლო კოლეგიას და განიხილავდნენ სამოქალაქო საქმეებს. როგორც ჩანს ეს ინსტიტუტი არ იყო ჩამოყალიბებული ძვ. წ. 292 წლამდე, თუმცა ტიტუს ლივიუსთან (III; 55) პირველად 10 კაციანი სასამართლო კოლეგია მოხსენებულია ძვ. წ. 449 წელს, როგორც პლებეური მაგისტრატურა და შეიქმნა 12 ცხრილის კანონების ჩამოყალიბების შემდეგ. დეცემვირების ხელმძღვანელი იყო პრეტორი, ხოლო მათი არჩევა ხდებოდა სახალხო კრებებზე. ამ სასამართლომ რესპუბლიკის დასასრულამმდე იარსება.

Decemviri Sacris Faciundis

Decemviri Sacris Faciundis იყო სასულიერო კოლეგია, მის წევრებს მთელი სიცოცხლით ირჩევდნენ. მათი მთავარი მოვალეობა იყო სიბილინის წიგნების დაცვა და მათში არსებული წინასწარმეტყველებების წაკითხვა. თავდაპირველად ეს კოლეგია ორი კაცისგან შედგებოდა და შესაბამისად დუუმვირი ეწოდებოდა, ამ კოლეგიასი მხოლოდ ყველაზე წარჩინებულ პატრიციებს ირჩევდნენ. ძვ. წ. 367 წელს მათი რაოდენობა 10 კაცამდე გაიზარდა და დაერქვათ დეცემვირები. ხუთი მათგანი ირჩეოდა პატრიციებისგან ხუთი კი პლებეებისგან. ძვ. წ. 82 წელს სულამ გაზარდა დეცემვირთა რიცხვი 15 კაცამდე და გარდაიქმნა ქუინდეცემვირი-ად. იულიუს კეისარმა კიდევ ერთი ადამიანი დაამატა კოლეგიას, მაგრამ მოგვიანებით ისევ 15 კაციანი კოლეგია დარჩა.

Decemviri Agris Dandis Adsignandis Decemviri Agris Dandis Adsignandis- მათ ფუნქციაში შედიოდა საჯარო მიწების ხალხისთვის გადანაწილება.

დიქტატორი.

Page 8: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

დიქტატორი - რომში საგანგებო მაგისტრატურა. დიქტატორი ინიშნებოდა სენატის მიერ, საგანგებო მდგომარეობისას და მას ენიჭებოდა სრული ძალაუფლება. სიტყვა დიქტატორი ლათინურად ნიშნავს ადამიანს ვინც კარნახობს, იძლევა ბრძანებებს.

რომში რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ სახელმწიფოს მართავდა ორი კონსული. მიუხედავად ამისა ზოგ სიტუაციაში აუცილებელი იყო ერთპიროვნული მმართველი შეუზღუდავი ძალაუფლებით. დიქტატორის ინსტიტუტი შეიქმნა ძვ. წ. 501 წელს. დიქტატორის დანისვნის ზუსტი მიზეზი უცნობია, სხვადასხვა ავტორები სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ.

დიქტატორი ინიშნებოდა 6 თვის ვადით რათა მოეგვარებინა პრობლემა რის გამოც მოხდა მისი დანიშვნა. თავდაპირველად დიქტატორი ადრე კონსული არ უნდა ყოფილიყო, შემდეგ ეს კანონი გაუქმდა. დიქტატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას სენატი იღებდა. შემდეგ იგი სთავაზობდა კურიებს დიქტატორის კანდიდატს, კურიები მას ამტკიცებდნენ და კონსული უკვე საჯაროთ აცხადებდა დიქტატორის დანიშვნას.

თავდაპირველად დიქტატორი აუცილებლად პატრიციუსი უნდა ყოფილიყო, პირველი პლებეი დიქტატორი იყო გაიუს მარციუს რუტილუსი ძვ. წ. 356 წელს.

მიუხედავად იმისა რომ დიქტატორობის ვადა შეზღუდული იყო 6 თვით, ხშირად ისინი უფრო ადრე ტოვებდნენ თანამდებობას, როდესაც მათზე დაკისრებული მოვალეობა შესრულებული იყო. ერთადერთი გამონაკლისები იყო სულას და იულიუს კეისარის დიქტატურები.

დიქტატორის დანიშვნას მოყვებოდა სხვა მაგისტრატუსების მოვალეობების შესრულების შეჩერება, გამონაკლისს მხოლოს სახალხო ტრიბუნები წარმოადგენდნენ. მიუხედავად ამისა არაერთხელ ხდებოდა ისე რომ კონულები და დიქტატორი ერთად მეთაურობდნენ არმიას.

კონსულებისგან განსხვავებით დიქტატორი სენატისგან ნაკლებად იყო დამოკიდებული, მათ შეეძლოთ დასჯა გასაჩივრების უფლების გარეშე და რა თქმა უნდა დიქტატორს არ ზღუდავდა კოლეგა. კონსულებისგან განსხვავებით დიქტატორს წინ მიუძღვოდა 12 ლიქტორი და მათ ფასცებში ნაჯახებიც იდო.

დიქტატორის გადადგომის შემდეგ არცერთხელ არ ყოფილა მისი გასამართლების ფაქტი სამსახურეობრივი მოვალეობების ბირიტად გამოყენების ბრალდებით, ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა კამილუსი. მიუხედავადაბსოლუტური ძალაუფლებისა, დიქტატორს არ ჰქონდა უფლება ესარგებლა სახელმწიფო ხაზინით, იგი იმ თანხებში უნდა ჩამჯდარიყო რასაც სენატი გამოუყოფდა. დიქტატორს არ ჰქონდა იტალიის დატოვების უფლება, გამონაკლისს წარმოადგენდა ატილიუს კალატინუსი პირველი პუნიკური ომის დროს. რომში კი დიქტატორს არ შეეძლო ცხენზე ამხედრებულს გავლა ხალხის ნებართვის გარეშე, ეს აკრძალვა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ იგი მიღებულ იქნა იმიტომ რომ დიქტატორი მეფეს არ დამსგავსებოდა.

ამის გარდა დიქტატორის დანიშვნა ხდებოდა იმ შემთხვევაშიც თუ კონსულბი არ იყვნენ ქალაქში და შესასრულებელი იყო რაიმე ქმედება, რისი უფლებაც სხვა

Page 9: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

მაგისტრატუსებს არ ჰქონდათ. ისინი აუცილებლად უნდა გადამდგარიყვნენ ამოცანის შესრულების შემდეგ. ასეთი დიქტატორების დანიშვნა სემდეგ შემთხვევებში ხდებოდა:

არჩევნების ჩასატარებლად. იუპიტერის ტაძარში ლურსმის ჩაჭედების რიტუალის ჩასატარებლად ეპიდემიისას ან არეულობისას. დღესასწაულების ჩასატარებლად. სასამართლო პროცესის ჩასატარებლად. ერთხელ ეს სენატის შესავსებად მოხდა. დიქტატორთან ერთად ხდებოდა მხედართა მეთაურის დანიშვნა. დიქტატორს არ შეეძლო მის გარეშე ფუნქციონირება, ამიტომ თუ მხედართა მეთაური კვდებოდა მის ადგილას ახალი ინიშნებოდა. დიქტატორს არ შეეძლო მხედართა მეთაურის შეცვლა, ისინი ყოველთვის ერთად ტოვებდნენ თანამდებობას. მხედართა მეთაური ექვემდებარებოდა დიქტატორს, თუმცა ამ უკანასკნელის ადგილზე არყოფნისას, შეეძლო მისი ფუნქციებიც ეკისრა.

დიქტატორებს ნიშნავდნენ სანამ რომაელებს უწევდათ იტალიის ტერიტორიაზე ომი. ერთადერთი გამონაკლისი იყო პირველი პუნიკური ომი. მეორე პუნიკური ომის დროს ორჯერ იყო დანიშნული დიქტატორი, ხოლო შემდეგ ეს თანამდებობა პრაქტიკულად გაიქმდა. 120 წლიანი პაუზის შემდეგ კი ძვ. წ. 82 წელს დიქტატორად დაინიშნა სულა, თუმცა მისი დიქტატორა ეწინააღმდეგებოდა რომის რესპუბლიკის კანონებს. კეისარის მკვლელობის შემდეგ კი დიქტატურა სამუდამოდ გააუქმა სენატმა.დომინატი.

დომინატი - მმართველობის ფორმა გვიანდელ რომის იმპერიაში.

სიტყვა დომინატი მომდინარეობს ლათინური დომინუს-დან რაც ბატონს ნიშნავს. დომინატის ჩამოყალიბება უკავშირდება იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305). დომინატი პრინციპატისგან განსხვავებით აბსოლუტურ მონარქიას წარმოადგენდა. იმპერატორი უკვე აღარ ეყრდნობოდა სენატს და სხვა რესპუბლიკურ ინსტიტუტებს.

რომის იმპერიის ისტორია პირობითად იყოფა პრინციპატზე, მესამე საუკუნის კრიზისზე და დომინატზე. დომინატი მოიცავს პერიოდს III საუკუნის მიწურულიდან დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე.

მმართველობის ეს ფორმა გადაიღეს ბიზანტიაშიც.ედილი.

ედილი (ლათ. Aედილის, აედის ნიშნავს ტაძარს) რომში თანამდებობა. ედილები იყვნენ საზოგადოებრივ შენობების მოვლაპატრონობაზე პასუხისმგებელნი. ასევე მათ ევალებოდათ რელიგიური დღესასწაულების და თამაშობების ჩატარება.

ედილების ინსტიტუტი ძვ. წ. 494 წელს დაარსდა, თავდაპირველად ეს პლებეური მაგისტრატურა იყო, ედილები ტრიბუნების თანაშემწეები იყვნენ. მოგვიანებით პატრიციებიც გახდნენ ედილები (აედილეს ცურულეს). ედილუსი 36 წელზე უფროსი უნდა ყოფილიყო.

Page 10: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

პატრიციუს ედილებს საკუთარი ხარჯებით უნდა მოეწყოთ თამაშობები. ამ თანამდებობას ბევრი დამწყები პოლიკიტოსი იყენებდა პოპულარობისთვის. პლებეი ედილები აწყობდნენ პლებეურ თამაშობებს. ციცერონი აღნიშნავს რომ ედილების მოვალეობებში ზემოთხსენებულის გარდა შედიოდა ქალაქში სისუფთავის დაცვა, აკვედუკების და საკანალიზაციო სისტემების მომსახურება, ქალაქში მოძრაობის რეგულაცია და ავარიული შენობების შეკეთება/დანგრევა, ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღება, აბანოებისა და ტავერნების შენახვა, აფერისტების და თაღლითების დასჯა, და საერთოდ, მოსახლეობის მორალზე ზრუნვა. ისინი ასევე თვაყურს ადევნებდნენ პროდუქტის ხარისხს.

იულიუს კეისარმა ორი პატრიციუსი ედილი დაამატა, რომლებიც ხორბლის იმპორტს ზედამხედველობდნენ. ავგუსტუსის დროს ედილთა ფუნქციები გადანაწილდა პრეტორებდა და პრეფექტებს შორის, ხოლო III საუკუნეში ედილთა ინსტიტუტი გაქრა.

ინტერრექსი - "მეფეებს შორის" მმართველი. ზოგი ცნობებით ეს თანამდებობა რომულუსის სიკვდილის შემდეგ დაფუძნდა. ინტერრექსები იყვნენ რიგრიგობით სენატორები, სანამ არ ხდებოდა ახალი მეფის არჩევა. სანამ ინტერექსები ახორციალებდნენ ძალაუფლებას იყო Iნტერრეგნუმ.

რესპუბლიკის პერიოდში ინტერრექსები ინიშნებოდნენ კომიციებში კონსულების არჩევნების ჩასატარებლად, თუ ამის გაკეთება არ შეეძლო კონსულს ომის ან სხვა მიზეზის გამო. ინტერრექსები ინიშნებოდნენ 5 დღით და თუ ამ ვადაში ვერ ხერხდებოდა ახალი კონსულების არჩევა, ისინი ახალი ინტერრექსებით იცვლებოდნენ.

ინტერრექსები მეორე პუნიკური ომის შემდეგ სულამდე აღარ დანიშნულა, პომპეუსის შემდეგ კი ინტერრექსი აღარ დანიშნულა.

კომიცია.

კომიცია ძველ რომში სახალხო კრებები სადაც წყდებოდა სხვადასხვა სახის საკითხები. ცომიტიუმ - შეკრების ადგილი, ცომიტია - შეკრება, ან შეკრებილი ხალხი. უფრო მკაცრი განმარტებით კომიცია არის მაგისტრატუსების მიერ მოწვეული შეკრება რაიმე საკითხის კენჭის საყრელად.

რომში ყველა სამთავრობო ფუნქციები ნაწილდებოდა სენატს, მაგისტრატუსებსა და სახალხო კრებებს შორის. მაგისტრატუსები წარმოადგენდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ არ შეეძლოთ სენატისა და სახალხო კრების სანქციის გარეშე მოქმედება.

თავდაპირველად რომის ხალხში (პოპულუს) მოიაზრებოდნენ მხოლოდ პატრიციები, ხოლო პლებეები და კლიენტები სახელმწიფოს მართვაში არ ღებულობდნენ მონაწილეობას. პატრიციები იყოფოდნენ სამ კურიად და შესაბამისად არსებობდა მხოლოდ კურიატული კომიციები (ცომიტია ცურიატა). მეფე სერვიუს ტულიუსმა ჩამოაყალიბა ცენტურიალური კომიციები (ცომიტია ცენტურიატა), სადაც პლებეებიც მონაწილეობდნენ. ამ დროდან პოპულუს

Page 11: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

პატრიციებს და პლებეებს აღნიშნავდა. სერვიუს ტულიუსმა ამის გარდა მოახდინა ქალაქის სამ ტრიბად დაყოფა და შეიქმნა ტრიბების კომიცია (ცომიტია ტრიბუტა).

კატალური კომიცია ყვეელაზე ძველი სახალხო კრება. იგივ და კურიალური კომიციები ერთადერთი იყო რომში სერვიუს ტულიუსამდე. მასში იგივე ხალხი შედიოდა რაც კურიულ კომიციებში, ანუ Pოპულუს - თავისუფალი მოქალაქეები, თუმცა კატალურ და კურიულ კომიციებს სხვადასხვა მიზნები, ჩატარების წესი და ადგილი ჰქონდათ. კატალურ კომიციებს ხელმძღვანელობდა პონტიფიკუსების კოლეგია, რომელიც კრებდა კომიციას, სწორედ სიტყვიდან ჩარალე - მოოდება წამოვიდა კომიციის სახელწოდებაც.

კრება ტარდებოდა კაპიტოლიუმზე, კალაბრიუმის კურიის წინ. რაც შეეხება კომიციის ფუნქციებს, სავარაუდოთ ხალხი იქ პასიურ როლს თამაშობდა, ისინი მხოლოდ ისმენდნენ პონტიფიკუსების სიტყვას. ასეთ კომიციებზე პონტიფიკუსები აცხადებდნენ როდის დგება შემდეგი თვის ნონები ან იდები და რომელ დღეებში შეიძლება კომიციების ჩატარება, ვინაიდან ძველ დროს ის მხოლოდ პონტიფიკუსებმა იცოდნენ. ამ კომიციებზე ასევე ხდებოდა ფლამინუსების და მეფე პონტიფიკუსის ინაუგურაცია.

ამის გარდა კატალურ კომიციებზე ხდებოდა ანდერძის შედგენა (ტესტამენტი ფაცტიო), რომლის მოწმეც მთელი შეკრებილი საზოგადოება ხდებოდა. ეს ალბათ იმისთვის კეთდებოდა, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მის ანდერძზე არ ყოფილიყო კამათი. შესაძლოა უძველეს დროში ანდერძი ზეპირად დგებოდა და აუცილებელი იყო მთელი საზოგადოების დასწრება მისი შედგენისას. ანდერძის შექმნის მიზნით უძველეს დროში კომიცია წელიწადში ორჯერ იკრიბებოდა. შემდეგ ეს ტრადიცია დავიწყებულ იქნა.

კურიული კომიცია კურიულ კომიციებს მეტი მნიშვნელობა ჰქონდათ, ვინაიდან ხალხი აქ არა მხოლოდ ისმენდა გადაწყვეტილებებს, არამედ კენჭსაც უყრიდა. ამ კრებებში თავდაპირველად მხოლოდ პატრიციუსები მონაწილეობდნენ, რადგან კურიებშიც მხოლოდ ისინი შედიოდნენ, უცნობია, თუ რა უფლებებით სარგებლობდნენ კომიციაში პატრიციების კლიენტები.

მეფის პერიოდში კურიულ კომიციებს იწვევდა მეფე, რესპუბლიკის პერიოდში კი, კომიციას ერთერთი უმაღლესი მაგისტრატუსი კრებდა, კონსული, პრეტორი ან დიქტატორი. კენჭის ყრა კურიების მიხედვით ხდებოდა, თითო კურიას თითო ხმა ჰქონდა. ხოლო რომელი კურია იწყებდა კენჭისყრას ეს წილისყრით წყდებოდა. სულ კი 30 კურია იყო.

კურიული კომიცია არ განიხილავდა შემოთავაზებულ წინადადებებს, არამედ მხოლოდ ამტკიცებდა ან უარყოფდა. მიღებული წინადადება კი სენატისთვისაც და ხალხისთვისაც კანონი ხდებოდა. კურიულ კომიციებზე წყდებოდა ისეთი საკითხებო, როგორიცაა მაგისტრატუსის არჩევა, ომის გამოცხადება ან რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯა. მეფის პერიოდში ხდებოდა მხოლოდ მეფის არჩევა სენატის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან.

Page 12: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით წინადადება კომიციაში შეჰქონდა სენატს და კომიცია ან ამტკიცებდა ან უარყოფდა, ხოლო, რაც შეეხება სამშვიდობო ხელშეკრულებების დადებას, იღებდა თუ არა კომიცია ამაში მონაწილეობას უცნობია. კურიაში ახალი წევრის მიღება შეუძლებელი იყო კურიის თანხმობის გარეშე.

სერვიუს ტულიუსის კანონებით კურიული კომიციების ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა ომის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სიკვდილით დასჯა გადავიდა ცენტურიალურ კომიციებზე. კურიულ კომიციებს რესპუბლიკის ბოლომდე დარჩათ მხოლოდ შემდეგი ფუნქციები:

არჩეულ მაგისტრატუსებს გადასცემდნენ აუსციპენციების ჩატარების უფლებას. ზოგიერთი ქურუმების ინაუგურაცია. კურიის შიდა საქმეები. ამრიკად კურიული კომიციები უკვე პუნიკური ომებისთვის უბრალო ფორმალობად იქცა.

ცენტურიული კომიციები იხ. ცენტურია

ცენტურიალური კომიციები შეიქმნა მეფე სერვიუს ტულიუსის მიერ. მას სურდა გაერთიანებინა პატრიციები და პლებეები ერთ პოლიტიკურ ერთეულად და დაეყო ისინი ქონებრივი ცენზის მიხედვით. მან რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზით 6 კლასად და 193 ცენტურიად დაყო. თითო ცენტურია თითო კენჭისმყვრელ ერთეულს წარმოადგენდა, მათი შეკრება კი ცენტურიალური კომიცია გახდა.

ამრიგად ცენტურიალურ კომიციაში ყველას ჰქონდა ხმის უფლება ჩამოსულთა, მონების, ერარიების და ქალების გარდა. კენჭის ყრა ისე იმართებოდა, რომ თუ მხედართა 18 ცენტურიამ და პირველი კლასის 80 ცენტურიამ მიიღეს გადაწყვეტილება, შემდგომი კლასებისთვის კენჭის ყრაში მონაწილეობა აღარ იყო საჭირო. ამრიგად, მიუხედავად ფორმალური თანასწორობისა, მდიდრებს მეტი უფლებები ჰქონდათ. ცენტურიულ კომიციებს შემდეგი ფუნქციები ჰქონდათ:

მაგისტრატუსების არჩევა. სენატი ირჩევდა კანდიდატებს, ხოლო კანდიდატებიდან მაგისტრატუსს უკვე ცენტურიალური კომიცია ირჩევდა. ცენტურიები ირჩევდნენ შემდეგ მაგიოსტრატუსებს: კონსულებს (ცომიტია ცონსულარია), პრეტორებს (ცომიტია პრაეტორია), კონსულის ძალაუფლებით სამხედრო ტრიბუნებს, ცენზორებს და დეცემვირებს.

საკანონმდებლო ფუნქციები. თავდაპირველად კომიცია ან იღებდა ან უარყოფდა შემოთავაზებულ კანონს, ხოლო კანონი სენატს ან მაგისტრატუსებს შემოჰქონდათ. სენატის მიღებულ კანონპროექტს კანონის ძალა ცენტურიალურ კომიიაში დამტკიცებამდე არ ჰქონდა. ომის შესახებ გადაწყვეტილება. სენატის დადგენილების საფუძველზე ცენტურიული კომიცია წყვეტდა ომის გამოცხადებას. ასევე ვარაუდობენ რომ კომიცია წყეტდა სამსვიდობო ხელშეკრულების დადების საკითხებს. თვლიან რომ სამსვიდობო ხელშეკრულებაზე კომიციაში გადაწყვეტილებას მხოლოდ კავდიუმის მშვიდობის შემდეგ იღებდნენ. უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება. პირველ რიგში ცენტურიული კომიციები იყო უმაღლესი სააპელაციო სასამართლო. ისინი ასევე იხილავდნენ

Page 13: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

სახელმწიფოს წინაშე დანაშაულებებს, რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯის საკითხიც კომიციის გარესე არ განიხილებოდა. ცენტურიალური კომიციის გადაწყვეტილება სანამ კანონის ძალას მიიღებდა საჭირო იყო კურიალური კომიციის მიერ გადაწყვეტილების დამტკიცება. დროთა განმავლობაში ცენტურიები განთავისუფლდნენ კურიების ზედამხედველობიდან, რაც მხოლოდ ფორმალობად იქცა, ბოლოს კი კურიები ვალდებულნი იყვნენ წინასწარ მიეცათ ცენტურიებისთვის ყველაფერზე თანხმობა. ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ცენტურიული კომიციები არა მხოლოდ სენატის კანონპროექტებს განიხილავდნენ, არამედ თავად აყენებდნენ კანონპროექტებს. მათ ასევე შეეძლოთ მაგისტრატუსის პოსტებზე საკუთარი კანდიდატების წამოყენება.

ცენტურიული კომიციების ჩატარება შეიძლებოდა მხოლოდ კომიციურ დღეებში, ამ დღეებს ქურუმები ადგენდნენ და მათი რაოდენობა წელიწადში დაახლოვებით 190 იყო. მხოლოდ ძვ. წ. 287 წლის შემდეგ დაიწყეს კომიციებმა დღესასწაულებზე შეკრებაც, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა.

კომიციის შეკრების ადგილი იყო მარსის ველი. სადაც იყო სეპტა კენჭისყრისთვის, კარავი კომიციის ხელმძღვანელისთვის და საზოგადოებრივი შენობა ავგურებისთვის. კომიციას როგორც წესი კონსულები ხელმძღვანელობდნენ. ცენზორები კომიციას მხოლოდ ცენზისთვის იწვევდნენ. კომიციის ხელმძღვანელს დაწყებამდე უნდა ჩაეტარებინა აუსპიციები. თუ აუსპიციები წარმატებული იქნებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში კრებდა მაგისტრატუსი კომიციას.

კომიციის მოწვევა ასე ხდებოდა: ჯერ მაგისტრატუსების ბრძანებით ხალხს უცხადებდნენ კომიციის შესახებ, შემდეგ ხალხი იკრიბებოდა უწესრიგო ბრბოდ. შემდეგ მათ მოუწოდებდნენ დაყოფილიყვნენ ცენზის მიხედვით და უკვე მოწესრიგებულ ხალხს მაგისტრატუსი უძღვებოდა მარსის ველზე. კომიციის მსვლელობის დროს იანიკულის ბირცვზე ყოველთვის დარაჯობდა სეიარაღებული რაზმი, რათა ქალაქზე უეცარი თავდასხმა არ მომხდარიყო და იყო აღმართული ალამი. ეს წესი მაშინაც დაცული იყო, როდესაც რომს აღარ ეშინოდა უეცარი თავდასხმების. შემდეგ მარსის ველზე კომიციის დაწყების წინ მაგისტრატუსი ლოცვას აღავლენდა და მსხვერპლშეწირვას ჩაატარებდა. მხოლოდ ამის სემდეგ იხსნებოდა კომიცია, სადაც ხალხს აცნობდნენ თუ რა საკითხების განხილვა ხდება.

საკითხის განხილვის შემდეგ იწყებოდა კენჭისყრა. თუ როგორ ხდებოდა ეს უძველეს პერიოდში უცნობია. მოგვიანებით კი ცენტურიები წერდნენ საკუთარ არჩევანს და აწვდიდნენ სეპტაში მყოფ ხმების მომგროვებელს. ან მხოლოდ ეუბნებოდნენ საკუთარი არჩევანის შესახებ და ის ნიშნავდა კანდიდატის სახელთან წერილებს მოცემული ხმების რაოდენობებით. მოგვიასნებით კი ყოველი ადამიანი იღებდა ორ ტაბულას კანონ პროექტზე კენჭისყრისთვისერთი მონიშნული იყო ასო A-თი (არაა მირებული), მეორე კი U-თი (მიღებულია) და ოთხს კანდიდატის ასარჩევად, სადაც წერდნენ სასურველი კანდიდატის სახელს. სასამართლოზე კი სამი ტაბულა რიგდებოდა, ერთი გამართლებისთვის, მეორე დამნაშავედ საცნობად და მესამე თუ საქმე გაურკვეველი იყო. სეპტასი კლასები კენჭის საყრელად თანმიმდევრობით შედიოდნენ.

ტრიბუნული კომიციები

Page 14: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

ტრიბუნული კომიციები ასევე შეიქმნა სერვიუს ტულიუსის მიერ, რომელმაც დაყო რომის ტერიტორია 30 ტერიტორიულ ტრიბად. დროთა განმავლობაში ტრიბებმა პოლიტიკური ძალის მნიშვნელობა შეიძინეს. სავარაუდოთ დეცემვირების პერიოდამდე ტრიბებში პატრიციები არ შედიოდნენ.

თავდაპირველად ტრიბუნულ კომიციებს ადგილობრივი მნიშვნელობა ჰქონდა, მათში ხდებოდა ჯარისკაცების არჩევა ტრიბებიდან. მათში ასევე განიხილებოდა ტრიბების შიდა საქმეები. დროთა განმავლობაში ტრიბუნული კომიციების მნიშვნელობა იზრდებოდა, ვინაიდან პლებსი უფრო მეტ უფლებებს იღებდა და მათი რაოდენობა მატულობდა. ამრიგად საბოლოო ჩამოყალიბებისას მათ შემდეგი ფუნქციები გააჩნდათ:

დაბალი მაგისტრატუსების არჩევა: რომელთა მოვალეობაშიც შედიოდა ტრიბების საქმეებზე ზრუნვა და პლებსის დაცვა. ძვ. წ. 471 წლიდან ტრიბუნულ კომიციებს შეეძლოთ სახალხო ტრიბუნების არჩევა, შემდეგ კი მათთან ერთად დაიწყეს ედილუსების არჩევაც. ისინი ასევე ირჩევდნენ სისხლის სამართლის საქმეების ტრიუმვირები, გზების კურატორები, მონეტარიების ტრიუმვირები, სასამართლო დეცემვირები, ერარული ტრიბუნები, სოფლის და ქალაქების ოლქების თავმჯდომარეები, სურსათ მომარაგების პრეფექტები, საზღვაო დუომვირები, კედლების და კოშკების აღმდგენი კვინკემვირები, კოლონიების შექმნის ტრიუმვირები, მენსარიები და ქურუმების კოლეგიები. საკანონმდებლო ძალაუფლება. ტრიბუნული კომიტიების საკანონმდებლო ძალაუფლება თავდაპირველად უმნიშვნელო იყო, ვინაიდან მათი გადაწყვეტილებები მხოლოდ ტრიბების შიდა საქმეებს ეხებოდა და არა მთლიანად სახელმწიფოს. ხოლო შემდეგ მათ უკვე შეეძლოთ სენატში კანონპროექტების შეტანა. ძვ. წ. 339 წლიდან კი პლებისციტები ანუ პლებეების კენჭიყრა საყოველთაოდ სავალდებულო გახდა. სასამართლო ძალაუფლება. ტრიბუნული კომიციების სასამართლო ძალაუფლება ცენტურიულ კომიციებთან შედარებით შეზღუდული იყო, რადგან მათ შეეძლოთ განეხილათ საქმეები მხოლოდ ხალხის დიდების წინააღმდეგ. თუ კი თუნდაც პატრიციუსი შეურაცხყოფას აყენებდა ტრიბს, მას ტრიბები ასამართლებდნენ. ტრიბებს მხოლოდ ჯარიმის გადახდის მისჯა შეეძლოთ. ტრიბუნული კომიციები ასევე ასრულებდნენ სააპელაციო სასამართლოს ფუნქციებს. ტრიბუნული კომიციების შეკრების დღე იმავე პრინციპებით ინიშნებოდა, როგორც ცენტურიული კომიციის შეკრება. ტრიბუნული კომიცია ტარდებოდა ან ფორუმზე, ან მარსის ველზე, ან სხვა ადგილას. კომიციებს ხელმძღვანელობდნენ სახალხო ტრიბუნები.კონსული.

კონსული (ლათ. ცონსულეს) რომის რესპუბლიკაში ერთერთი უმაღლესი მაგისტრატურა.

ლათინურად კონსული ნიშნავს "ვინც ერთად ლაპარაკობს.

კონსულების ინსტიტუტი რომში ჩამოყალიბდა მეფე ტარკვინიუსის დამხობის შემდეგ. ძვ. წ. 509 წელს აირჩიეს პირველი კონსულები. კონსულის არჩევა ხდებოდა ცენტურიების კომიციაზე.

კონსულების ხელისუფლება ემყარებოდა ორ მთავარ პრინციპს კოლეგიალობას და მოკლევადიანობას. ანუ ერთდროულად ირჩეოდფა ორი კონსული თითო

Page 15: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

წლის ვადით. თუ კი კონსული მოკვდებოდა მაშინ ტარდებოდა ხელახალი არჩევნები და მის ადგილზე ირჩევდნენ ახალ კონსულს. ასე არჩეულ კონსულს სუფფეცტ ცონსულ ეწოდებოდა.

თავდაპირველად კონსულად მხოლოდ პატრიციუსი შეიძლებოდა არჩეულიყო, ხოლო ძვ. წ. 367 წლიდან პლებეებსაც შეეძლოთ კონსულობა. პატრიციუსი კონსულად ასარჩევად მინიმუმ 40 წლის უნდა ყოფილიყო, ხოლო პლებეი 42 წლის.

კონსულები წარმოადგენდნენ უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ შეეძლოთ ლეგიონების შეგროვება და მხედართმთავრობა, სენატის და კომიციების სხდომების გამართვა, ძვ. წ. 367 წლამდე კონსულები სასამართლო პროცესებსაც უძღვებოდნენ, ხოლო შემდეგ ეს ფუნქცია პრეტორებს დაეკისრად. კონსულების თანაშემწეები კვესტორები იყვნენ.

შელლა ცურულისკონსულის ძალაუფლების სიმბოლო იყო ტოგა განიერი მეწამული კანტით, მეწამული ფერის სპილოსძლით მოჭედილი სავარძელი (შელლა ცურულის) და თითო კონსულს თან 12 ლიქტორი ახლდა ფასცებით რომლებშიც ქალაქიდან გასვლისას იდებოდა ნაჯახები.

რესპუბლიკის პერიოდში წელთაღრიცხვა წარმოებდა კონსულების მიხედვით, ანუ წლებს კონსულების სახელები ერქვა (ცონსულეს ორდინარიი).

გვიან რესპუბლიკის პერიოდში ყოფილი კონსული როგორც წესი ინიშნებოდა პროვინციის მმართველად - პროკონსულად.

იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ კონსულებმა რეალური ძალაუფლება დაკარგეს, ხოლო მოგვიანებით ეს თანამდებობა არჩევითისგან იქცა დანიშვნადათ. კონსტანტინოპოლის დაარსების შემდეგ ერთი კონსული რომში იყო მეორე კი კონსტანტინოპოლში. კონსულობის ინსტიტუტი საბოლოოდ მოიშალას უკვე რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ბიზაინტიის იმპერიაში 541 წელს.კვესტორი.

კვესტორი (ლათ. ქუაესტორ, ქუაერერე - გამოკითხვა, გამოძიება) რომაული ერთერთი მაგისტრატურა.

თავდაპირველად კვესტორები კონსულების თანაშემწეები იყვნენ. მათი არჩევა ტრიბების კომიციებში ხდებოდა. დროთა განმავლობაში მათი ფუნქციებში სისხლის სამართლის საქმეების გარჩევა, სახელმწიფო ხაზინის მეთვალყურეობა და სახელმწიფო არქივით განისაზღვრა.

ძვ. წ. 367 წლამდე, სანამ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კონსულების კომპეტენციაში შედიოდა, კვესტორები მხოლოდ საქმის წინასწარ გამოძიებას აწარმოებდნენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ეს მოვალეობა პრეტორებს დაეკისრათ, კვესტორების ფუნქცია ხაზინის ზედამხედველობით და არქივების მართვით შემოიფარგლა.

თავდაპირველად კვესტორები ორნი იყვნენ, ხოლო ძვ. წ. 421 წლიდან ოთხნი გახდნენ, თან ამ თანამდებობის მიღება უკვე პლებსაც შეეძლოთ. სულას

Page 16: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

რეფორმის შემდეგ ძვ. წ. 81 წელს კვესტორთა რაოდენობამ ოცს მიაღწია, ხოლო კეისარის დროს ორმოცს.

კვესტორების ნაწილი თვითონ რომში განაგებდნენ ფინანსებს, ნაწილი იგივე მიზნით მოქმედ ლეგიონებში მსახურობდა, ნაწილი - პროვინციებში და ნაწილიც საპორტო ქალაქებში აკონტროლებდა საბაჟო გადასახადებს.

ძვ. წ. 180 წლის კანონის მიხედვით კვესტორს 10 წელი უნდა ემსახურა ჯარში, რადგან ჯარში წასვლა 17 წლიდან შეიძლებოდა, ესე იგი კვესტორი 27 წელზე უმცროსი ვერ იქნებოდა.

ლიქტორი.

ლიქტორი ფასცებითლიქტორი (ლათ. ლიცტორ - ლიგარე - შეკვრა, დაბმა) რომში ერთერთი უმდაბლესი თანამდებობა. ამ თანამდებობის წარმოშობაზე ცნობები არ გვაქვს, პირველად ლიქტორები მეფეების პერიოდთან არიან მოხსენებულნი.

თავდაპირველად ლიქტორები მაგისტრატუსების ბრძანებების შემსრულებელნი იყვნენ, შემდგომში კი მათ მაგისტრუსების დაცვა ევალებოდათ.

ლიქტორები როგორც წესი ან პლებეები ან განთავისუფლებული ხდებოდნენ. ისინი აუცილებლად რომის მოქალაქეები იყვნენ, ვინაიდან ტოგას ატარებდნენ. ისინი სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებულნი იყვნენ, ადრეული იმპერიის ხანაში მათ ფიქსირებული ხელფასი ჰქონდათ 600 სესტერციუსი და გაერთიანებულნი იყვნენ კორპორაციაში.

ლიქტორს ევალებოდა მაგისტრატუსის დაცვა და მისი ძალაუფლების სიმბოლოს - ფასცების ტარება, ქალაგარეთ კი ფასცებში ნაჯახები იდებოდა. დიქტატორის ლიქტორები კი ყოველთვის ატარებდნენ ნაჯახებს. ისინი მაგისტრატუსს ყოველთვის თან დაჰყვებოდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით ადრეული რესპუბლიკის პერიოდში ლიქტორი მაგისტრატუსის მიერ გამონატილ განაჩენსაც ასრულებდა.

ვესტას ქურუმებსაც ახლდათ თითო ლიქტორი, როდესაც ისინი საჯარო ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. მაგისტრატუსების ლიქტორების რაოდენობა მკაცრად რეგლამენტირებული იყო, რაც უფრო მეტი ლიქტორი ახლდა მაგისტრუსს, მით უფრო მაღალი რანგი ეკავა მას.

დიქტატორი - 24 ლიქტორი კონსული - 12 ლიქტორი პროკონსული - 11 ლიქტორი ცხენთა გამგებელი - 6 ლიქტორი პრეტორი - 5 ლიქტორი პროპრეტორი - 4 ლიქტორი პატრიციუსი ედილუსი - 2 ლიქტორი

Page 17: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

ამათ გარდა კიდევ იყვნენ სხვა ტიპის ლიქტორები - ლიცტორ ცურიატუს, ესენი ემსახურებოდნენ დიდ პონტიფიკუსს და ვესტას ქურუმებს. იმპერატორის ოჯახის წევს ქალებს ქალაქში გასვლისას ასევე ახლდნენ ამ ტიპის ლიქტორები.

მაგისტრატები.

მაგისტრატურები (მაგისტრატები) რომში არჩევითი თანამდებობა. მაგისტრატები უმთავრესად აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. მაგისტრატად არჩევა დიდი პატივი იყო, მათ არანაერი ანაზღაურება არ ეკუთვნოდათ, პირიქით მოვალეობის შესასრულება ხშირად საკუთარი სახსრებით უწევდათ. მაგისტრატები ორ ტიპად იყოფოდა: ძირითადი მაგისტრატები - Mაგისტრატუს ორდინარიი და საგანგებო მაგისტრატები - Mაგისტრატუს ეხტრაორდინარიი. ყველა მაგისტრატი ცენზორის და დიქტატორის გარდა თითო წლის ვადით ირჩეოდა. დიქტატორს სენტი და კონსულები 6 თვის ვადით ირჩევდნენ, ხოლო ცენზორებს 5 წლის ვადით.

ძირითადი მაგისტრატები კონსული ტრიბუნი კვესტორი პრეტორი ედილი ცენზორი

საგანგებო მაგისტრატები დიქტატორი Mაგისტერ Eქუიტუმ დეცემვირი სამხედრო ტრიბუნი მხედართა მეთაური.

მხედართა მეთაური - რომის რესპუბლიკაში მაგისტრატურა. მხედართა მეთაური ინიშნებოდა დიქტატორთან ერთად და ისინი ერთად ტოვებდნენ თანამდებობას. მხედართა მეთაურს დიქტატორი ირჩევდა და სენატი ამტკიცებდა. თუ მხედართა მეთაური თანამდებობაზე კვდებოდა, მაშინ მის ნაცვლად დიქტატორი სხვას ირჩევდა, ხოლო თუ მასსა და დიქტატორს შორის სერიოზული უთანხმოება ხდებოდა, დიქტატორს არ შეეძლო მხედართა მეთაურის გადაყენება სანამ თვითონ არ დატოვებდა პოსტს.

მხედართა მეთაური ექვემდებარებოდა დიქტატორს, თუმცა ამ უკანასკნელის ადგილზე არყოფნისას, შეეძლო მისი ფუნქციებიც ეკისრა. მხედართა მეთაური ატარებდა ტოგა პრაეტეხტას და ახლდა 6 ლიქტორი.

პრეტორი.

Page 18: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

პრეტორი ძველ რომში ერთერთი მაგისტრატურა. პრეტორი პრაეტორ ლათინურად მომდინარეობს სიტყვა პრაე-ირე-დან რაც წინ მავალს ნიშნავს.

დროთა განმავლობაში პრეტორთა დანიშნულება იცვლებოდა, თავდაპირველად პრეტორებს უწოდებდნენ უმაღლეს მაგისტრატუსებს - კონსულებს და დიქტატორებს.

ძვ. წ. 367 წლიდან კი პრეტორი დაერქვა კონსულზე ქვემოთ მდგომ მაგისტრატუსს. ამ დროიდან პრეტორის ფუნქცია განისაზღვრა სასამართლოებში საქმეების გარჩევით, ხოლო კონსულის ქალაქში არ ყოფნის დროს, პრეტორს ეკუთვნოდა უმაღლესი ხელისუფლება.

თავდაპრველად პრეტორი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ პატრიციუსი, მას ისევე როგორც კონსულს ცენტურიების კომიციაზე ირჩევდნენ ერთი წლის ვადით. ძვ. წ. 337 წლიდან კი ეს თანამდებობა პლებეებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.

ძვ. წ. 246 წლიდან მეორე პრეტორის არჩევაც დაიწყო. პირველ პრეტორს ერქვა Pრაეტორ ურბანუს - ქალაქის პრეტორი და იგი არჩევდა საქმეებს რომლებიც მხოლოდ რომის მოქალაქეებს ეხებოდათ, მეორე პრეტორი კი Pრაეტორ პერეგრინუს იხილავდა საქმეებს რომლებიც რომის მოქალაქეებსა და უცხოელებს, ან მხოლოდ უცხოელებს ეხებოდათ.

იმპერიის ზრდამ გამოიწვია პრეტორების რაოდენობის ზრდა. ძვ. წ. 227 წლიდან პრეტორებს ირჩევდნენ სიცილიაშიც და სარდინიაშიც. ორი ესპანური პროვინციის დამატების შემდეგ, ძვ. წ. 197 წლიდან კი ორივე პროვინციას ჰყავდა თითო პრეტორი. პროვინციული პრეტორი ვადის გასვლის შემდეგ ხშირად ინიშნებოდა პროვინციის პროპრეტორად ან პროკონსულად, ანუ მმართველად.

სულამ პრეტორთა რაოდენობა 8-ს გაუტოლა, ხოლო კეისარის დროს უკვე 16 პრეტორი ირჩეოდა. ავგუსტუსმა რამდენიმე რეფორმის შედეგად პრეტორთა რაოდენობა 12-მდე დაიყვანა. ტიბერიუსმა კი ისევ 16-მდე გაზარდა.

ადრეული იმპერიის პერიოდში პრეტორთა ფუნქციები პრაქტიკულად არ შეცვლილა, შემდგომში მათაკვედუკებზე მეთვალყურეობაც დაევალათ.

პრინციპატი.

პრინციპატი - მმართველობის ფორმა ადრეულ რომის იმპერიაში.

სიტყვა პრინციპატი ლათინური Pრინცეპს-დან მომდინარეობა, რაც "პირველი პირველთა შორის" ნიშნავს.

პრინციპატი წარმოადგენდა ადრეული იმპერიის მართვის ფორმას, როდესაც რესპუბლიკური ტრადიციები ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ინსტიტუტები შენარჩუნებული იყო, ასევე პრინცეპსს ესაჭიროებოდა სენატის აღიარება.

Page 19: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

პრინცეპსტის (პირველი მოქალაქის) ტიტული პირველად ოქტავიან ავგუსტუსმა აიღო, როდესაც სენატის თანხმობით იგი იმპერატორი გახდა (ძვ. წ. 27) წელს. ფორმალურად რესპუბლიკა შენარჩუნებული იყო. ავგუსტუსმა მიიღო ცხოვრების ბოლომდე ტრიბუნის მაგისტრატურა, იგი ასევე იყო ცენზორიც და მხედართმთავარიც, ამრიგად იგი სათავეში ჩაუდგა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო და სასულიერო ხელისუფებას. სენატმა და სახალხო კრებებმა განაგრძეს არსებობა, მაგისტრატუსებიც შენარჩუნდა, მაგრამ მათი პოლიტიკური მნიშვნელობა შემცირდა.

პირობითად პრინციპატი მოიცავს პერიოდს ძვ. წ. 27 წლიდან, ანუ ავგუსტუსის იმპერატორად გამოცხადებიდან, 193 წლამდე, ანუ ანტონინების დინასტიის დასასრულამდე. სევერუსების დინასტიის მმართველობა რესპუბლიკური ტრადიციებისგან უკვე ძალიან შორის იყო წასული, ხოლო შემდეგ მესამე საუკუნის კრიზისი დაიწყო, რომელიც დიოკლეტიანეს მიერ დომინანტის შემოღებით დასრულდა.პროკონსული.

პროკონსული - მაგისტრატურა ძველ რომში. კონსულის ვადის ამოწურვის შემდეგ, საომარი მოქმედებების მსვლელობისას კონსულს არ გაიწვევდნენ უკან, არამედ ნიშნავდნენ პროკონსულად 6 თვის ვადით.

რომის მოქალაქეობა.

რომის მოქალაქის ტოგარომის მოქალაქის სტატუსი და ცნება დროთა განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. თავდაპირველად რესპუბლიკის პერიოდში რომის მოქალაქეობა ჰქონდათ რომის მკვირდ მოსახლეობას და ადრეული რესპუბლიკის და მეფეების პერიოდში ჩამოსახლებულ საბინელებს და ეტრუსკებს. რომის მოქალაქეებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არჩეულიყვნენ მაგისტრატუსებათ, მოქალაქის მონად გაყიდვა დასასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა შეუძლებელი იყო და მხოლოს მოქალაქეს შეეძლო ლეგიონებში მსახურობა, მხოლოდ რომის მოქალაქეების ქორწინება ითვლებოდა კანონიერად და მათ ასევე ჰქონდათ კონტრაქტების დადების უფლება.

რომის მოქალაქის განმასხვავებელი სამოსი იყო ტოგა, არამოქალაქეს მისი ტარების უფლება არ ჰქონდა.

იტალიის მოსახლეობას ლათინური მოქალაქება ჰქონდა, მათი პოლიტიკური უფლებები რომის მოქალაქეებთან შედარებით შეზღუდული იყო, მაგრამ არამოქალაქეეზე მეტი უფლებები ჰქონდათ, მოკლედ ეს მოქალაქეებსა და არამოქალაქეებს შორის გარდამავალი რგოლი იყო.

მოკავშირეთა ომის შედეგად (ძვ. წ. I საუკუნის დასაწყისში) ძვ. წ. 88 წლის კანონით მოქალაქეობა მიიღო იტალიის იმ მოსახლეობამ ვინც შეწყვიტა ომი და დაყარა იარაღი.

რომის მოქალაქეიობის მიღება კიდევ შეიძლებოდა სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებით მიღება, ამის გარდა განთავისუფლებული მონებიც ავტომატურად იღებდნენ მოქალაქეობას.

Page 20: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

იმპერიის პერიოდში მოქალაქეებმა პოლიტიკური უფლებები ფორმალურად არ დაკარგეს, მაგრამ პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენდნენ. ავგუსტუსი ყველანაერად ცდილობდა მოქალაქის სტატუსი აემაღლებინა და განსაკუთრებით პრივილიგირებული გაეხადა, ამიტომ არამოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მიღებას იგი ყველანაერად ართულებდა.

ვესპასიანეს დროს კი იტალიის მთელმა მოსახლეობამ მიიღო მოქალაქეობა. ამ ეპოქაში მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლებოდა, მართალია ძალიან ძვირად. ამის შემდეგ მოქალაქეობას ანიწებდნენ მთელი ქალაქების მოსახლეობას, როდესაც ისინი რაიმე რთულ პირობებში რომის ერთგულები რჩებოდნენ.

212 წლის კანონით კი მოქალაქეობა იმპერიის ყველა თავისუფალმა მამაკაცმა მიიღო.

რომის სენატი.

რომის სენატი (ლათინურად - შენატუს) იყო რომის რესპუბლიკის და იმპერიის პერიოდში მართვის მნიშვნელოვანი ორგანო. სიტყვა სენეხ ლათინურად ნიშნავს უხუცესს. თავდაპირველად სენატი სწორედ უხუცესთა საბჭო იყო, ხოლო მოგვიანებით მან ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა.

ისტორია

ცივილიზაციის დასაბამიდან დღემდე არსებულ მმართველ ორგანოებს შორის რომის სენატმა ყველაზე დიდხანს იარსება, მისი შექმნის შესახებ ზუსტი ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, მაგრამ თქმულებების თანახმად იგი რომის დასაბამიდან არსებობდა. სენატმა თავისი ფუნქციები დაკარგა მხოლოდ III-IV საუკუნეების მიჯნაზე, პრინციპატის დომინანტით შეცვლის შემდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეცვლილმა სენატმა რომის იმპერიის აღსასრულამდე იარსება. ამრიგად საერთო ჯამში სენატმა იარსება დაახლოებით 1229 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში სენატის სახე და ფუნქციები არაერთხელ შეიცვალა.

მეფობის პერიოდი თქმულების თანახმად, სენატი შეიქმნა რომის დაარსებისთანავე. რომულუსმა, რომის ლეგენდარულმა დამაარსებელმა, შექმნა საბჭო 100 უხუცესი მოქალაქისგან, რომლებსაც მამები - პატრიციუსები ეწოდათ. სენატორები ასრულებდნენ მეფის მრჩევლების როლს, ხოლო მეფის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მეფის არჩევა მათ კომპეტენციაში შედიოდა.

რომულუსის მიერ საბინელთა შემოერთების შემდეგ, სენატი შეივსო საბინელი უხუცესებით და სენატორთა რაოდენობა 200 გახდა. თქმულების თანახმად სენატორებმა პირველი რეპრესიები ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსის მეფობის პერიოდში განიცადეს. ტარკვინიუსმა თავისი წინამორბედის, სერვიუს ტულიუსის მომხრე სენატორები გაწყვიტა.

Page 21: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

რესპუბლიკა მონარქიის დამხობის შემდეგ სენატის მნიშვნელობა უფრო გაიზარდა, იგი ჯერ კიდევ მცირე რომის სახელმწიფოში ასრულებდა საკანონმდებლო ხელისუფლების როლს. ლუციუს იუნიუს ბრუტუსმა სენატის შემადგენლობა 300 კაცამდე გაზარდა. იგი აკონტროლებდა სახალხო კრებების მუშაობას, იღებდა მათ მიერ შემოთავაზებულ კანონებს ან უარყოფდა. სენატორთა წრიდან ხდებოდა მაგისტრატუსების არჩევა.

რომის სენატი და ხალხისაშინაო პოლიტიკის საკითხების გარდა სენატი საგარეო პოლიტიკასაც მართავდა. სენატის ფუნქციებში ფინანსებზე მეთვალყურეობაც შედიოდა. ამის გარდა სენატი იღებდა და აუქმებდა კანონებს. ყველა ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებამ სენატი სახელმწიფოს გულად აქცია. რიგითი რომაელისთვის სენატის უპატივცემლობა სახელმწიფოს უპატივცემლობას უტოლდებოდა. ლათინურად სენატორებს რეგისტრირებულ (ჩაწერილ) მამებს უწოდებდნენ (პატრუმ ნუმერუმ). ეს კარგად აისახა ცნობილ ფორმულაშიც შPQღ, სენატუს პოპულუს ქუე რომანუს (რომის სენატი და ხალხი).

თავდაპირველად სენატორები მხოლოდ პატრიციუსები იყვნენ, ხოლო ძვ. წ. IV საუკუნიდან, ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ, სენატში მოხვედრა პლებეებმაც შეძლეს. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკის პერიოდში სენატორების უმეტესობას პატრიციუსები შეადგენდნენ. ძვ. წ. 313 წლამდე სენატში ახალ წევრებს კონსული იღებდა, მოგვიანებით კი ცენზორი. პლებეებს შეეძლოთ სენატში მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ კონსულებათ აირჩევდნენ, რადგან ყოფილ კონსულებს ტრადიციის თანახმად სენატორად რიცხავდნენ.

სენატსა და სახალხო კრებას შორის პირველი მწვავე დაპირისპირება მოხდა ტრიბუნის ტიბერიუს გრაქხუსის რეფორმების მხარდაჭერისთვის კენჭისყირისას. ეს ამბავი ამ უკანასკნელისთვის ტრაგიკულად დასრულდა. თითქმის იგივე ამბავი განმეორდა ძვ. წ. 123 წელს, როდესაც ტიბერიუსის უმცროსმა ძმამ გაიუსმა სცადა ძმის რეფორმები აეღორძინებინა.

როდესაც სულა ცენზორი გახდა, მან სენატორად მიღების ასაკობრივი ცენზი 46 წლიდან 30 წლამდე ჩამოწია და გააორმაგა სენატორთა რაოდენობა. მოგვიანებით კეისარმა კიდევ გაზარდა სენატორთა რაოდენობა 1000 კაცამდე.

სენატის ძალაუფლება შეირყა მარიუსის სამხედრო რეფორმის ძალაში შესვლის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ბრუტუსის ეპოქიდან, ანუ რესპუბლიკის შექმნიდან მოყოლებული, აბსოლუტური ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელში პრაქტიკულად არ ხვდებოდა (იშვიათი გამონაკლისები - 6 თვის ვადით არჩეული დიქტატორები). სამხედრო რეფორმამდე სენატის თანხმობის გარეშე კონსული ჯარს ვერ შეკრებდა, თან ჯარი მუდმივი და პროფესიული არ იყო. ხოლო გაიუს მარიუსის რეფორმამ გამოიწვია პროფესიული არმიის ჩამოყალიბება, რომელიც თავისი მხედართმთავრის ერთგული იყო. ამრიგად მხედართმთავარმა არმიაზე დაყრდნობით მიიღო ისეთი ძალაუფლება, რომ შეეძლო კანონზე და სენატზე მაღლა დამდგარიყო. თავისთავად რეფორმამ აამაღლა რომაული არმიის ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ მეორე მხრივ ამან განაპირობა სამოქალაქო ომების მთელი სერია, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნის მიწურულიდან ძვ. წ. I საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა და რესპუბლიკის კრახით დასრულდა.

Page 22: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

იმპერია რომის კურია, სადაც სენატის სხდომები ტარდებოდასამოქალაქო ომის მოგების შემდეგ ოქტავიანემ ხელთ აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, მას არ გაულაშქრია რესპუბლიკური ტრადიციების წინააღმდეგ. იმპერატორი და ავგუსტუსი იგი სენატის თანხმობით გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ხანგძლივი სამოქალაქო ომების და რეპრესიების არაერთი ტალღის შემდეგ სენატს სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

ამ დროიდან უმაღლესი ძალაუფლება სენატის ხელიდან პრინცეპსის ხელში გადავიდა. სენატი მხოლოდ მისი მრჩევლის ფუნქციებს ასრულებდა. ფლავიუსების დინასტიის პერიოდში ძველი პატრიციული ოჯახები, საიდანაც ტრადიციულად ხდებოდა სენატორთა შემადგენლობის შევსება, იმდენად შეთხელდა, რომ სენატორები ხდებოდნენ უკვე ის მოქალაქეები, ვისაც ამის საშუალებას ქონებრივი ცენზი აძლევდა. მოგვიანებით კი რომის მოქალაქეობის პროვინციული მოსახლეობისთვის დარიგებამ, პროვინციელებს სენატში მოხვედრის საშუალება მისცა.

I საუკუნის მიწურულს, დომიციანეს მოკვლის შემდეგ სენატის მნიშვნელობა კვლავ გაიზარდა. ანტონინების დინასტიის (კომოდუსის გარდა) იმპერატორებს სენატორები თავისი წრიდან ირჩევდნენ. სენატორთა მიერ არჩეული იმპერატორები ისტორიაში ასევე ხუთი კარგი იმპერატორის სახელით შევიდნენ. ამ პერიოდში რომის იმპერიამ დიდების მწვერვალს მიაღწია.

მესამე საუკუნის კრიზისის პერიოდში სენატი უძლური გახდა სიტუაცია ემართა. III საუკუნის მიწურულს იმპერატორი გახდა დიოკლეტიანე. მან საფუძვლიანად შეცვალა მმართველობის სისტემა. პრინციპატს დომინატი ჩაენაცვლა. დომინუსს აღარ სჭირდებოდა სენატისგან აღიარება. ამ დროიდან სენატმა ძალაუფლება და მნიშვნელობა სრულიად დაკარგა, ისევე როგორც ქალაქმა რომმა, რომელიც III საუკუნის მიწურულს აღარ იყო იმპერატორის რეზიდენცია. სენატს ამ დროიდან მხოლოდ სასამართლო საქმეების გარჩევა შეეძლო, მიუხედავად ამისა, სენატორის წოდება ჯერ კიდევ პრივილიგირებულად ითვლებოდა.

395 წლიდან, როდესაც იმპერია გაიყო, სენატი მუნიციპალურ საბჭოდ იქცა. აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში საკუთარი სენატი ჩამოყალიბდა. ამასთან ზოგი გავლენიანი სენატორი ორივე სენატის წევრი იყო. 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიის დაცემათან ერთად რომის სენატმაც შეწყვიტა არსებობა.

რომაელი სენატორის ტრადიციული ტოგა განაწესი

საკანონმდებლო შემოქმედება და სხდომის ჩატარების წესები რესპუბლიკის პერიოდის სენატის ფუნქციებში როგორც აღვნიშნეთ შედიოდა საკანონმდებლო პროექტების შემუშავება. ამ პროექტების განხილვა და დამტკიცება სახალხო კრებას ევალებოდა. თუ სახალხო კრება არ მოიწონებდა კანონპროექტს, მაშინ იგი კანონად ვერ იქცეოდა. სახალხო კრებასაც შეეძლო კანონპროექტის წარმოდგენა, მაგრამ სენატის მოწონების გარეშე ვერც ეს იქცეოდა კანონად. "მოწონება" იყო სენატის ყველაზე დიდი უფლება - აუცტორიტას სენატუს.

Page 23: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

ამრიგად სახალხო კრება და სენატი ერთმანეთს ავსებდნენ, ერთმანეთთან თანხმობის გარეშე ვერცერთი მხარე ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს. პრაქტიკაზე ეს გრაქხუსების ამბის დროს არ გამართლდა, ხოლო რესპუბლიკის კრახის შემდეგ სახალხო კრებამ სრულიად დაკარგა ფუნქცია.

საგარეო პოლიტიკაში სენატს უმთავრესი ადგილი ეჭირა. ელჩობის მიღების და გაგზავნის ფუნქცია მას ეკისრა. პროვინციების მართვაც სწორედ სენატის კომპენტენციაში შედიოდა. სენატი ასევე წყვეტდა ომის და მშვიდობის საკითხებს, იგი ანიჭებდა რომის მოკავშირეებს რომაელი ხალხის მოკავშირის და მეგობრის სტატუსს.

როდესაც სახელმწიფოში საგანგებო სიტუაცია იქმნებოდა, სენატი იღებდა გადაწყვეტილებას 6 თვის ვადით აერჩიათ დიქტატორი, რომელსაც კრიზისის მოგვარებამდე აბსოლუტური ძალაუფლება ენიჭებოდა. ამის გარდა მაგისტრატების დამტკიცებაც სენატის პრეროგატივა იყო.

სენატორთა შეკრებებსაც თავისი წესი და რიგი ჰქონდა. მათ სხდომის ჩატარება მხოლოდ ტაძრებში შეეძლოთ. როგორც წესი ეს რომის კურია იყო, ხოლო ახალ წელს, იუპიტერის დღესასწაულსა და საომარი საკითხების გადაწყვეტისას ქალღმერთ ბელონას ტაძარში.

სხდომის დაწყებამდე დილის ლოცვა და მსხვერპლთშეწირვა უნდა მომხდარიყო, ხოლო კეთილი ნიშნის მიღების შემდეგ იწყებოდა სხდომა. სენატის სხდომა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო და თუ რაიმე სხვა კრების სხდომა ტარდებოდა, მათ არ შეეძლოთ შეხვედრა.

წევრობა როგორც ზემოთ აღინიშნა, თქმულების თანახმად, რომის დაარსების შემდეგ რომულუსმა 100 კაციანი სენატი შექმნა. საბინელთა შემოერთების შემდეგ სენატორთა რაოდენობა 200 გახდა, ხოლო რესპუბლიკის დროს ტრადიციულად 300 კაციანი სენატი არსებობდა. სენატში მიღებას ცენზორები აწარმოებდნენ. ყოფილ მაგისტრატებსაც შეეძლოთ სენატში მოხვედრა. სენატორს უნდა ჰქონოდა განსაზღვრული ქონებრივი ცენზი და ყოფილიყო უფროსი ასაკის (46 წელზე უფროსი). სულამ ასაკობრივი ცენზი 30 წელზე ჩამოიყვანა. სენატორებს აკრძალული ჰქონდათ ყოველგვარი ბიზნესი მიწათმფლობელობის გარდა, მაგრამ ეს ხშირად ირღვეოდა.

იერარქია სენატორები იყოფოდნენ 10 კაციან დაჯგუფებებად, ამ დაჯგუფების მეთაური იყო პირველი სენატორი - პრინცეპს სენატუს. თუ არცერთი კონსული არ იყო რომში, მაშინ უზენაესი მაგისტრატი ასრულებდა მათ ფუნქციებს. მხოლოდ პირველ სენატორებს ჰქონდათ სენატში სიტყვის წარმოთქმის უფლება. ამასთან მკაცრად იყო განსაზღვრული თუ ვის და როდის უნდა ესაუბრა. პატრიციუსი სენატორები ყოველთვის უფრო ადრე საუბრობდნენ ვიდრე პლებეები და თან მათი ხმაც უფრო მნიშვნელოვანი იყო კენჭისყრისას.

ჩაცმულობა

Page 24: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

ყველა სენატორს უნდა ეტარებინა წოდების დამადასტურებლად ბეჭედი, თავდაპირველად ეს ბეჭედი რკინის იყო, ხოლო გვიანდელი რესპუბლიკის დროს ოქროსი. მათ ტანსაცმელს ტუნიცა ცლავა ერქვა, ეს იყო თეთრი ტუნიკა მარჯვენა მხარზე განიერი (13 სმ) მეწამული ფერის ზოლით. სენატორ პედარიუს ატარებდა თეთრ ტოგას (ვირილის). სენატორები, ვინც ამავდროულად მაგისტრატები იყვნენ, ატარებდნენ ტოგა პრაეტეხტა-ს თეთრ ტოგას ფართო მეწამული კანტით. ყველა სენატორს ეცვა ყავისფერი ტყავის ფეხსაცმელი.ტრიბუნი.

ტრიბუნი (ლათ - ტრიბუნუს) თანამდებობა ძველ რომში.

სახალხო ტრიბუნი სახალხო ტრიბუნის ინსტიტუტი ძვ. წ. 494 წელს შემოიღეს. ტრიბუნის ფუნქცია იყო დაეცვა პლებსის უფლებები. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც პლებეებმა დატოვეს რომი და პატრიციუსებმა მათი დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, როდესაც დათანხმდნენ ახალი მაგისტრატურის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც პლებსის ინტერესები უნდა დაეცვა.

ტრიბუნების არჩევა ხდებოდა ყოველწლიურად კომიციაზე. თავდაპირველად ირჩევდნენ ორ ტრიბუნს, ხოლო დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა, ძვ. წ. 450 წელს უკვე 10 ტრიბუნი ირჩეოდა. ტრიბუნები ხელშეუხებლები იყვნენ, მათ ჰქონდათ უფლება ჩარეულიყვნენ სხვა მაგისტრატუსების საქმეებში და სარგებლობდნენ ვეტოს უფლებით (ვეტო- ლათინურად ნიშნავს ვკრძალავ). მათ ასევე ერთმანეთის საქმიანობისთვის შეეძლოთ ვეტოს დადება (დიქტატორის გარდა).

ტრიბუნის სახლი ყოველთვის ღია უნდა ყოფილიყო და იგი ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო რათა პლებეებისთვის აღმოეჩინა დახმარება. ტრიბუნი ერთადერთი მაგისტრატუსი იყო, ვისაც შეეძლო პლებეების კომიციაზე თავმჯდომარეობა. მას ასევე შეეძლო სენატის სხდომაზე წამოეყენებინა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა ტრიბუნის ძალაუფლება ქალაქის გარეთ არ ვრცელდებოდა.

ძვ. წ. 421 წლამდე ტრიბუნატი პლებსისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი მაგისტრატურა იყო. გვიანი რესპუბლიკის ეპოქაში კი პატრიციუსებმაც დაიწყეს კენჭის ყრა ამ თანამდებობაზე. ტრიბუნების ძალაუფლება საგრძნობლად შეკვეცა ლუციუს კორნელიუს სულამ. შემდეგ კრასუსისა და პომპეუსის კონსულობის დროს ტრიბუნების უწინდელი ძალაუფლება აღდგა.

იმპერის ეპოქაში ტრიბუნატმა უწინდელი მნიშვნელობა დაკარგა, ხოლო იმპერატორის ერთერთი წოდება გახდა სახალხო ტრიბუნი, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე ეკუთვნოდა.

სახალხო ტრიბუნატმა იარსება III საუკუნემდე.

სამხედრო ტრიბუნი

Page 25: ძველი რომის სახელმწიფო წყობაƒ«ველი რომის... · Web viewცენტურიის წევრები იყოფოდნენ

ადრეული რესპუბლიკა იხ. სამხედრო ტრიბუნების სია

ძვ. წ. 444 - ძვ. წ. 367 წლებში რომის რესპუბლიკაში ხდებოდა კონსულების ნაცვლად კონსულის ძალაუფლებით სამხედრო ტრიბუნების არჩევა. მათი რიცხვი 3-დან 8-მდე მერყეობდა. ამ თანამდებობაზე პლებეებსაც შეეძლოთ არჩევა.

გვიანდელი რესპუბლიკა რესპუბლიკის პერიოდში სამხედრო ტრიბუნი (ტრიბუნი მილიტუმ) ხელმძღვანელობდა ლეგიონს. ყოველწლიურად ირჩეოდა 24 ახალგაზრდა (30 წლამდე) სენატორთა კლასის წარმომადგენლები, ისინი ხელმძღვანელობდნენ ლეგიონებს, თანამედროვე ოფიცრების მოვალეობებს ასრულებდნენ.

თრიბუნუს ჩოჰორტის - კოგორტის ტრიბუნი. ტრიბუნი აერარიი - ადრეულ რესპუბლიკაში ლეგიონების ხარჯთაღმრიცხველი, შემდეგ მათ კვესტორები ჩაენაცვლნენ. ტრიუმვირატი.

ტრიუმვირატი აღნიშნავს ერთნაერად ძლიერი სამი პოლიტიკური ან სამხედრო ფიგურის გაერთიანებას.

ეტიმოლოგია სიტყვა ტრიუმვირატი მომდინარეობს ტრიუმვირიდან, რაც ტრიუმვირატის წევრებს აღნიშნავს. ლათინურად ტრიუმ ვირუმ არის ტრეს ვირი (სამი კაცი)-ს მრავლობითის ნათესაობითი ბრუნვა.

რომაული ტრიუმვირატები გვიანდელი რესპუბლიკის პერიოდში ორჯერ ჩამოყალიბდა ასეთი ტრიუმვირატები, როდესაც ერთი მიზნით სამი დამოუკიდებელი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურა გაერთიანდა და მართავდნენ სახელმწიფოს. ორივე ტრიუმვირატი საკმაოდ მალე დაიშალა რასაც ორივეჯერ სამოქალაქო ომი მოყვა.

ძვ. წ. 60 ე. წ. პირველი ტრიუმვირატი იულიუს კეისარი, მარკუს კრასუსი და გნეუს პომპეუს მაგნუსი. ტრიუმვირატი კრასუსის სიკვდილის შემდეგ დაიშალა რასაც შემდეგ კეისარსა და პომპეუსს შორის ომი მოყვა ძვ. წ. 43 მეორე ტრიუმვირატი ოქტავიან ავგუსტუსი, მარკუს ანტონიუსი და მარკუს ემილიუს ლეპიდუსი. ლეპიდუსი გამოერთო ტრიუმვირატს და ანტონიუსის დამარცხების შედეგად ოქტავიანე ერთადერთი ლიდერი დარჩა. ამის გარდა რესპუბლიკის პერიოდში ხდებოდა სამკაციანი კომისიის შედგენა სხვადასხვა სახის მუნიციპალური საკითხების გადასაწყვეტად. ასეთ კომისიებსაც ტრიუმვირატები ეწოდა.