რატი თინიკაშვილი...

59
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მედიაში ნაშრომი შესრულებულია მეორე თემატური სემინარის ფარგლებში თბილისი 2018

Transcript of რატი თინიკაშვილი...

Page 1: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

სამართლის ფაკულტეტის სადოქტორო

პროგრამა

რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის

განთავსება მედიაში ნაშრომი შესრულებულია მეორე თემატური

სემინარის ფარგლებში

თბილისი

2018

Page 2: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

2

ს ა რ ჩ ე ვ ი

I. შესავალი..................................................................................................................................... 3

II. მედიაში პოლიტიკური რეკლამის განთავსების მარეგულირებელი კანონმდებლობის

მიმოხილვა ................................................................................................... 6

II.I. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესი ბეჭდურ მედიაში.... 7

II.II წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესი მაუწყებელში........... 9

II.II.1. მაუწყებლებში განთავსებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის

პარამეტრები.......................................................................................................................... 9

II.II.2. დროის გამოყოფა უფასო წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის.... 11

II.II.3. დროის გამოყოფა ფასიანი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის . 13

III. მედიაში პოლიტიკური რეკლამის კანონმდებლობის შესაბამისად განთავსების

მარეგულირებელი ორგანო ......................................................................................................

15

III.I. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ან გამოქვეყნებასთან

დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა და შედეგები ............................................... 16

III.I.1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგანი .......................................... 16

III.I.2. პრაქტიკაში არსებული სხვა ხარვეზები ............................................................. 18

III.II. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსახილველი

საკითხები ................................................................................................................................ 21

III.II.1. წინასაარჩევნო პროცესში სოციალური რეკლამის განთავსება - ფარული

პოლიტიკური რეკლამა ..................................................................................................... 22

IV. კანონით დასარეგულირებელი საკითხები..................................................................... 24

IV.I. არჩევნების მეორე ტურისთვის საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობა. 24

IV.II. უფასო წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაბეგვრის რეჟიმი................. 26

V. შეჯამება .................................................................................................................................. 27

VI. ბიბლიოგრაფია..................................................................................................................... 29

VI.I. ლიტერატურა ................................................................................................................. 29

Page 3: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

3

VI.II. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები ............................... 30

VI.III. სამართლებრივი აქტები ............................................................................................ 31

VI.IV. ელექტრონული რესურსები...................................................................................... 31

Page 4: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

4

I. შესავალი

საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნება და მიზანი,

სახელმწიფოში დამკვიდრდეს დემოკრატიული საზოგადოებრივი

წესწყობილება და სამართლებრივი სახელმწიფო, საქართველოს

კონსტიტუციის პრეამბულით არის განმტკიცებული.1 დემოკრატია (ბერძნ.

δήμος „დემოს“ − ხალხი; κράτος

„კრატოს“ − კანონი, ძალა),2 როგორც ცივილიზებულ სამყაროში მმართველობის

საყოველთაოდ აღიარებული და მისაღები ფორმა, დამყარებულია მოქალაქეთა

აქტიურ მონაწილეობაზე სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირების პროცესში.

აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო მმართველობის

დემოკრატიული ფორმა ორ ძირითად პრინციპს − არჩევითობას და ვადაში

შეზღუდულობას ეფუძნება. შესაბამისად, არჩევნები და დემოკრატია

გარკვეულწილად ურთიერთგანმსაზღვრელ, ურთიერთგანმაპირობებელ

ცნებებს წარმოადგენს.

წინამდებარე ნაშრომის ძირითადი მიზანია საარჩევნო პროცესში მედიის

მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესთან დაკავშირებული საკითხების

შესწავლა, არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და სარეკომენდაციო

წინადადებების შემუშავება აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

საკითხის შესასწავლად გაანალიზდა საარჩევნო პროცესში მედიის

მონაწილეობის შესახებ საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტები, ამ

საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ანგარიშები და

საერთაშორისო პრაქტიკა.

Page 5: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

5

გამოიკვეთა, რომ დასარეგულირებელია არჩევნების მეორე ტურში

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული

1 საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური

კანონი №786, საქართველოს პარლამენტის უწყებები, №31-33, 24.08.1995.

2 <http://bit.ly/2j0A1Me> [18.06.2018]

Page 6: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

6

საკითხები, არსებობს სოციალური რეკლამის სახით

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებისა და ადმინისტრაციული

რესურსის გამოყენების რისკები, ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის

კოორდინაციის პრობლემა, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის

განთავსების თაობაზე საკითხის განხილვის ვადების სიდიდე წინასაარჩევნო

პროცესთან შედარებით. გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით,

მიზანშეწონილია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

საარჩევნო უფლება პოლიტიკური უფლებაა. მას გადამწყვეტი

მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების

არსებობისა და მათი გამართული ფუნქციონირებისათვის. ცალკეული

სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხალხის ნების დემოკრატიული

ჩამოყალიბების საფუძველი თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების

უზრუნველყოფაა.3

არჩევნები რომ დემოკრატიული იყოს და მისი შედეგები რეალურად

გამოხატავდეს ამომრჩეველთა ნებას, უნდა სრულდებოდეს ერთდროულად

ბევრი პირობა, რომელთაგან მნიშვნელოვან ფაქტორებს

წარმოადგენს კონკურენტული საარჩევნო გარემო და პლურალიზმი.

თავად არჩევნების კონკურენციული ხასიათისთვის მნიშვნელოვანია

ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის მედიაში თანაბარი დროის დათმობა.4 მედიის

როლი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მართლაც

ძალზე მნიშვნელოვანია.5

Page 7: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

7

3 იზორია ლ., საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს

მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მუხლი 28, 334 4 ბუროუსი გ./რუხაძე ზ./კვაჭაძე მ./გაფრინდაშვილი ლ./იზორია ლ., დემოკრატია და

მოქალაქეობა, 2011,

240 5 ლანგი ი., მედია და არჩევნები, 2003, 5

Page 8: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

8

საარჩევნო სუბიექტები თავის მესიჯებს საზოგადოებას სხვა

საშუალებებთან ერთად რეკლამითაც გადასცემენ. საქართველოს საარჩევნო

კოდექსის მე-2 მუხლის „ჯ“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო

რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია)

გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო

სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია

საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და

რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას

სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის

სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა

მიზნად ისახავს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს თანაბარი შანსი მისცეს

არჩევნებში გასამარჯვებლად.6 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატელევიზიო

პოლიტიკური რეკლამის საკითხი, ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიცაა

საქართველო, სადაც ინფორმაციის გავრცელების უმთავრეს საშუალებად რჩება

ტელემედია და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინფორმაციას სატელევიზიო

არხებიდან იღებს.7

მიუხედავად წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის ასეთი

მნიშვნელობისა, მის განთავსებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული

საკანონმდებლო რეგულაციები შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც

პირდაპირ ასახვას ჰპოვებს პრაქტიკაში. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკური

რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით არსებული ნაშრომები საკმაოდ

მწირია. შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომი ძირითადად აგებული იქნება

Page 9: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

9

საკანონმდებლო ნორმებისა და არსებული პრაქტიკის ანალიზზე. აგრეთვე,

კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში მიმოხილული იქნება რამდენიმე

6 ჯორბენაძე ს., რეკლამის განთავსება ტელემაუწყებელზე (საქართველოს მოქმედი

კანონმდებლობის მიხედვით), 2013, 83 7 ტუღუში ლ./კუპრაშვილი ნ./ქორიძე ზ./რუხაძე ნ., პოლიტიკური რეკლამა და მისი გავლენა

არჩევნებსა და მედიაზე. ანალიზი და რეკომენდაციები, 2013, 3

Page 10: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

10

ქვეყნის მაგალითიც. განხილული იქნება მედიაში პოლიტიკური რეკლამის

განთავსების წესები, გამოკვეთილი იქნება საკანონმდებლო ხარვეზები,

რომლებიც ასახვას ჰპოვებენ პრაქტიკაში, შეთავაზებული იქნება გარკვეული

სახის რეკომენდაციები.

II. მედიაში პოლიტიკური რეკლამის განთავსების

მარეგულირებელი კანონმდებლობის მიმოხილვა

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს

კანონის მე-2 მუხლის „ღ“ პუნქტის თანახმად, მედია არის მასობრივი

კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის,

ინტერნეტი. საქართველოში მედია საშუალების ოთხი ძირითადი სახე

ფუნქციონირებს: ბეჭდური მედია, რადიომაუწყებელი, ტელემაუწყებელი და

ინტერნეტმედია.8 ძირითადად საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს

მაუწყებლებთან9 მიმართებაში, ბეჭდური მედია ნაწილობრივ არის

დარეგულირებული, ხოლო ინტერნეტი ზოგადი რეგულაციებით

შემოიფარგლება და არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებულ რეგულაციებს

არ მოიცავს.

პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები

ძირითადად რეგულირდება შემდეგი ნორმატიული აქტებით:

Page 11: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

11

8 ჯორბენაძე ს./ბახტაძე უ./მაჭარაძე ზ., მედიასამართალი (სახელმძღვანელო), 2014, 28 9 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ პუნქტის მიხედვით,

მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის

ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და

რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული

პირი;

Page 12: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

12

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ −

ადგენს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან

დაკავშირებულ წესებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი − ადგენს მაუწყებლების

მიერ საარჩევნო პროცესის გაშუქებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ

შორის პოლიტიკური რეკლამის თაობაზე.

„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი“

− საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის10 მიერ მიღებული

დადგენილება, რომელიც მედიის11 მიერ საარჩევნო პროცესში

მონაწილეობისა და საარჩევნო პროცესში მედიის გამოყენების წესებს

განსაზღვრავს.

II.I. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესი

ბეჭდურ მედიაში

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტო №9

დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, არჩევნების გამოცხადებიდან

არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება

ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვალდებული არიან, დაიცვან

შემდეგი პირობები:

10 საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი

ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის

Page 13: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

13

სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი

(დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია. არეგულირებს მაუწყებლობის სფეროში

საქმიანობას. 11 იგულისხმება: საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის

ტელევიზია და რადიო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე

ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი, გაზეთი, რომელიც ფინანსდება

სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

Page 14: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

14

სააგიტაციო წერილისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის გაზეთის

ფართობის გამოყოფის შემთხვევაში, იმავე გაზეთში ყოველკვირეულად

გამოაქვეყნონ და ყოველი კვირის პარასკევ დღეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, კომისიის მიერ

დადგენილი ფორმით ელექტრონული ფოსტაზე მიაწოდონ: მომდევნო

კვირის ორშაბათიდან ორშაბათამდე, ერთი კვირის პერიოდისთვის

გამოყოფილი გაზეთის ფართობი; გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი

ფართობის სიდიდე; უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში –

მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე; ფართობის

ტარიფი; გასული კვირის მანძილზე (პარასკევიდან პარასკევამდე) გაწეული

მომსახურების შესახებ ინფორმაცია;

არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის 1 ნომერში ან 1 კვირის

განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე

მეტი;

ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა

იყოს;

სააგიტაციო წერილისა და წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას

წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი

პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე

პერიოდში არ გამოაქვეყნონ პოლიტიკური რეკლამა

ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით.

Page 15: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

15

თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი გაზეთის

ფართობი, გაზეთს უფლება აქვთ, ეს ფართობი თანაბრად

გადაუნაწილოს დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.12

12 ყურაშვილი კ., წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები და

რეკომენდაციები (მეორე გამოცემა), 2017, 18-19

Page 16: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

16

ხოლო იმ სხვა გაზეთებს (გარდა იმ გაზეთებისა, რომლებიც

ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან) უფლება აქვთ,

წინასაარჩევნო რეკლამა ნებისმიერი პირობით გამოუყოს ნებისმიერ საარჩევნო

სუბიექტს.

II.II წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესი

მაუწყებელში

II.II.1. მაუწყებლებში განთავსებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური

რეკლამის პარამეტრები

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტო №9

დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად:

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში

უნდა იყოს წარწერა, ხოლო რადიომაუწყებლის

მიერ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის

განთავსებისას წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დასაწყისში უნდა

გაჟღერდეს:

„ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“,

ხოლო წინასაარჩევნო აგიტაციის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში

განთავსდება წარწერა (რადიომაუწყებლის მიერ გაჟღერდება) „ფასიანი

პოლიტიკური რეკლამა.“

Page 17: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

17

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნება უნდა

განხორციელდეს სურდოთარგმანით, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის

წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა.

Page 18: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

18

მაუწყებლები ვალდებულნი არიან არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის

განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით მათ მიერ გამოყოფილი

დროის შუალედისა.

თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა თავისი წილი საეთერო

დრო, მაუწყებელს უფლება აქვს, ეს დრო თანაბრად გადაუნაწილოს

დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დროის ხანგრძლივობაში

მხედველობაში არ მიიღება მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობა;

საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო

მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობის მიხედვით არ ჯამდება

და უტოლდება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისათვის

გამოყოფილი სარეკლამო დროის ხანგრძლივობას; თუ

პარტიებმა, რომლებიც გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში, გაერთიანებამდე

გამოიყენეს უფასო საეთერო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო

სარეკლამო დრო (გარდა ბლოკის პირველი ნომერი პარტიის უფასო

სარეკლამო დროის ხანგრძლივობისა) უნდა გამოაკლდეს ბლოკისთვის,

როგორც საარჩევნო სუბიექტისთვის, ბლოკის შექმნის შემდეგ

გამოსაყოფი უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას.

მაუწყებლის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ

უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის

15%-ს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ

მესამედზე მეტი.

Page 19: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

19

კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო/პოლიტიკური ფასიანი ან/და

უფასო რეკლამის, წინასაარჩევნო აგიტაციის განთავსება ტელევიზიასა და

რადიოში.13

II.II.2. დროის გამოყოფა უფასო წინასაარჩევნო/პოლიტიკური

რეკლამისთვის

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისათვის უფასო დროის

გამოყოფა სავალდებულოა, როგორც საზოგადოებრივი და სათემო

მაუწყებლებისათვის,14 ისე კერძო მაუწყებლებისათვის,15 რომლებიც კანონის

საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით აშუქებენ წინასაარჩევნო კამპანიას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის

ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებულნი არიან

მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს ყოველ საათში არაუმეტეს 60 წამით

უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი

წინასაარჩევნო რეკლამა.

13 ყურაშვილი კ., წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები და

რეკომენდაციები, 2016, 11-12 14 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ პუნქტის მიხედვით, სათემო

მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული

პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის

პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც

მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას

Page 20: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

20

15 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის მიხედვით, კერძო

მაუწყებლობა არის კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ

განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც

სათემო მაუწყებლობა. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა

და სპეციალიზებული მაუწყებლობა. საერთო მაუწყებლობა - არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის,

ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და

საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა.

Page 21: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

21

საერთო ეროვნული16 საეთერო მაუწყებელი17 ვალდებულია საერთო

არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3

საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად

განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ

მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.

სხვა მაუწყებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო

რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი

მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი

განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით

გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის18 ფასიან წინასაარჩევნო

(პოლიტიკურ) რეკლამას. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია გამოყოს

დრო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად შემდეგი

პროპორციით:

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს

ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით

გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტებისთვის − მათ მიერ

შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე

უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს;

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის − დრო, რომელიც

ტოლია წინა პუნქტში აღნიშნულ სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური

სარეკლამო დროის ამ სუბიექტთა რაოდენობაზე განაყოფისა

და

Page 22: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

22

16 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით,

ეროვნული მაუწყებლობა არის მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს

მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის 17 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ხ“ პუნქტის მიხედვით,

საეთერო მაუწყებლობა არის საქართველოში ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის

მიერ სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა; 18 ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ

დაფინანსების მიღების უფლება

Page 23: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

23

რომელიც თანაბრად უნდა განაწილდეს კვალიფიციურ საარჩევნო

სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ ერთი სუბიექტისთვის

გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამზე მეტს არ დაიკავებს;

საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული

სხვა კვალიფიციური პარტიისა ან საარჩევნო ბლოკისათვის,

რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია - შეძენილ

ჯამურ სარეკლამო დროზე ორჯერ მეტი დრო, რომელიც

თანაბრად უნდა განაწილდეს მათ შორის, იმ პირობით,

რომ ერთი სუბიექტისთვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90

წამზე მეტს არ დაიკავებს.19

II.II.3. დროის გამოყოფა ფასიანი წინასაარჩევნო/პოლიტიკური

რეკლამისთვის

მაუწყებელმა საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განაწილების წესები, აგრეთვე

წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის ეთერში

გაშვების პირობები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

მაუწყებლის მიერ დადგენილი ფასი არადისკრიმინაციული უნდა იყოს

ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის, როგორც კვალიფიციურისთვის, ისე −

არაკვალიფიციურისთვის.

Page 24: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

24

კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე,

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო

მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის

19 ყურაშვილი კ., წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები და

რეკომენდაციები (მეორე გამოცემა), 2017, 7-10

Page 25: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

25

აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, წინასაარჩევნო აგიტაციისა და

წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში,

საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

ყოველი კვირის პარასკევ დღეს, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით მიაწოდონ

შემდეგი ინფორმაცია:

მომდევნო კვირის ორშაბათიდან ორშაბათამდე, ერთი კვირის

პერიოდისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური

რეკლამისთვის გამოყოფილი საეთერო დრო;

1 დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და

გრაფიკი;

საეთერო დროის ტარიფი;

წინა კვირის პარასკევიდან პარასკევამდე განმავლობაში გაწეული

მომსახურების შესახებ ინფორმაცია;

წინა კვირის პარასკევიდან პარასკევამდე სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი,

უწყვეტი ქრონომეტრაჟით.

მაუწყებლები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით განათავსებენ

წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას, ვალდებულნი არიან:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს კომუნიკაციების

ეროვნულ კომისიას გადასცენ ინფორმაცია ფასიანი

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების შემოთავაზებული

გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ;

Page 26: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

26

მაუწყებელი, რომელშიც სუბიექტმა შეიძინა სარეკლამო დრო, არჩევნების

დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოსა და კომისიას აწვდის ინფორმაციას

Page 27: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

27

უფასო (უსასყიდლო) წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის

განსათავსებლად გამოყოფილი დროის გრაფიკის თაობაზე.20

III. მედიაში პოლიტიკური რეკლამის კანონმდებლობის

შესაბამისად განთავსების მარეგულირებელი ორგანო

„საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად,

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო

პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს

მაუწყებლის მიერ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და

ახდენს შესაბამის რეაგირებას მათ დარღვევაზე. საქართველოს კომუნიკაციების

ეროვნული კომისია უფლებამოსილია მედია მონიტორინგის უშუალოდ

განხორციელების ნაცვლად, შეისყიდოს მედია მონიტორინგის

განხორციელებისათვის საჭირო მომსახურება ან/და გამოიყენოს

მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე საერთაშორისო

ორგანიზაციების ან/და სამოქალაქო სექტორის სუბიექტების მიერ

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ჩატარებული და რელევანტური,

საჯაროდ ხელმისაწვდომი მედია მონიტორინგის შედეგები.

მედიამონიტორინგს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

ექვემდებარება:

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის

ტელევიზია და რადიო;

Page 28: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

28

სათემო მაუწყებელი;

საერთო ეროვნული (საეთერო) მაუწყებელი;

20 ყურაშვილი კ., წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები და

რეკომენდაციები (მეორე გამოცემა), 2017, 10-11

Page 29: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

29

მაუწყებლები, რომლებიც განათავსებენ წინასაარჩევნო (პოლიტიკურ)

რეკლამას;

საერთო მაუწყებლები, რომლებიც არ განათავსებენ წინასაარჩევნო

(პოლიტიკურ) რეკლამას.

გაზეთები, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი

ბიუჯეტიდან.

მონიტორინგი ხორციელდება წინასაარჩევნო რეკლამაზე. აგრეთვე

წინასაარჩევნო დებატებზე, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ

გადაცემებზე, წინასაარჩევნო აგიტაციაზე.21

III.I. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ან

გამოქვეყნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა და

შედეგები

III.I.1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგანი

წინასაარჩევნო აგიტაციის/წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის

განთავსებასა ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების

დარღვევისთვის პასუხიმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო

კოდექსის 83-ე მუხლი.

საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს

საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ ვადებში მაუწყებლებისა და ბეჭდური

Page 30: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

30

მედიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის

გამოკითხვის

21 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტო №9 დადგენილება

საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ,

მუხლი 3.

Page 31: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

31

შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე22 ან

გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევისა და წინასაარჩევნო

აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და

ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული კანონის

მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევათა ოქმებს

ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

სამართალდარღვევის საქმეს კი განიხილავს რაიონული (საქალაქო)

სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა

კოდექსით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული დარღვევები სანქციის სახით

ითვალისწინებს ჯარიმას 1500 ლარის ოდენობით. წინასაარჩევნო

აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და

ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული კანონის

მოთხოვნათა დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქციის ოდენობა 5000

ლარია.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეადგინა

არაერთი სამართალდარღვევათა ოქმი თუმცა მხოლოდ

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებასთან

დაკავშირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. საინტერესოა ის გარემოება,

რომ რაიონულმა სასამართლოებმა განსხვავებული გადაწყვეტილებები

მიიღეს.23

Page 32: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

32

22 საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; საზოგადოებრივი აზრის

კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი

ფორმულირება და თანამიმდევრობა; საველე კვლევის ჩატარების დრო; გამოკითხულთა

რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა

შერჩევა; ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; იმ რესპონდენტთა

რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას

პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; შერჩევის ზომა; ცდომილების ფარგლები;

ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა

მოახდინა შედეგებზე. 23 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება http://gncc.ge/ge/news/press-

releases/sasamartlom-xut-telekompanias-administraciuli-pasuxismgebloba-daakisra.page [18.06.2018]

Page 33: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

33

მნიშვნელოვანია სასამართლოებმა უზრუნველყონ ამ მიმართულებით

ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად,

„რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული

სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი

ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების

ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს.“ აღნიშნული პერიოდი

საარჩევნო დავებისთვის საკმაოდ დიდია და ეფექტურობის

თვალსაზრისით მნიშვნელოვანია განხორციელდეს ცვლილებები და მოხდეს

განხილვისთვის დადგენილი ვადების შემცირება.

III.I.2. პრაქტიკაში არსებული სხვა ხარვეზები

2016 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-მა საეთერო

ბადიდან საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი,

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ უფასო

წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა მოხსნა. მაუწყებლის მიერ საჯაროდ

გავრცელებული განცხადების თანახმად, ტელეკომპანიის შეფასებით,

ვიდეორგოლი ქსენოფობიური შინაარსის მატერებელი იყო, რამაც განაპირობა

მისი ეთერიდან მოხსნა. ტელეკომპანია „რუსთავის 2“-მა ეთერში სადავო

Page 34: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

34

წინასაარჩევნო რეკლამა ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი სხვა

სარეკლამო რგოლით ჩაანაცვლა.

საარჩევნო სუბიექტმა მიიჩნია რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“

უფლებამოსილი არ იყო ეთერიდან მოეხსნა და შეეფასებინა

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა.

Page 35: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

35

საკითხის დაინტერესებული პირების მონაწილეობით არსებითი

განხილვის შემდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საარჩევნო სუბიექტთან

შეთანხმების გარეშე ჩაანაცვლა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი,

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა, რითაც საქართველოს

ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6

პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები დაარღვია. აგრეთვე

მიუთითა, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსის

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-

ე მუხლის მე-3 ნაწილთან შესაბამისობას, რომლის თანახმად საარჩევნო

პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას,

არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით

შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის

დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და

ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდების შესწავლის უფლებამოსილება

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს.24

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3

პუნქტის თანახმად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და

სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური

რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის

Page 36: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

36

დამკვეთს. შესაბამისად, აღნიშნული გარკვეულწილად აიძულებს

მაუწყებელს განათავსოს პოლიტიკური რეკლამა, რომელიც

შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს

24 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება http://gncc.ge/ge/news/press-

releases/komisia-telekompania-rustavi-2-s-administraciuli-samartaldargvevis-oqms-sheudgens.page

[18.06.2018]

Page 37: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

37

საქართველოს კანონმდებლობას, სანამ ცესკოს მიერ არ იქნება საკითხი

სრულყოფილად შესწავლილი.

ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ

რეკლამა განთავსებული იყო სხვა მაუწყებლების ეთერში, რაც ასევე პრობლემას

წარმოადგენს. არ არსებობს ერთიანი მიდგომა და სტანდარტები ამ საკითხთან

დაკავშირებით.

პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით

აღსანიშნავია პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ სარეკლამო რგოლის

განთავსების საკითხიც.

პოლიტიკური პარტიის – „ცენტრისტები ხაჩიშვილი-ბედუკაძე“

წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

გავიდა. აღნიშნულ რეკლამაში პოლიტიკური პარტია საქართველოს

მოქალაქეებს რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების

დაკანონებას და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებას პირდება.

ვიდეოში ჩანს რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები.

მას შემდეგ, რაც „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო რეკლამამ

საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის

ეთერიდან მოხსნა. თუმცა რამდენად სწორად მოხდა აღნიშნული რგოლის

განთავსება მაუწყებლის ეთერში, ამ საკითხზე საბოლოოდ არც

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და არც ცესკოს არ

უმსჯელია.

Page 38: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

38

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გააკეთა

განმარტება საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლება-მოვალეობებზე

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების ნაწილში და აგრეთვე

მიუთითა, რომ ცესკო სწავლობდა რამდენად შეიცავდა საარჩევნო რეკლამის

შინაარსი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და

Page 39: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

39

ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას.25 მას შემდეგ რაც

პოლიტიკური პარტია – „ცენტრისტები ხაჩიშვილი-ბედუკაძე“ მოიხსნა

რეგისტრაციიდან, აღნიშნული კლიპის შეფასების საჭიროება აღარ დამდგარა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას საჭიროება,

შეიქმნას რეგულაციები როგორ მოხდეს შემჭიდროებულ ვადებში

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის შეფასება (საარჩევნო პროგრამა ხომ

არ შეიცავს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო

და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან

დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ,

ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური

დაპირისპირებისკენ მოწოდებას) და როგორ მოხდეს საქართველოს

კომუნიკაციებისა და ცესკოს სწრაფი და ეფექტური

კომუნიკაცია/თანამშრომლობა.

III.II. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

განსახილველი საკითხები

ყველა შემთხვევაში, თუ საკითხი არ ეხება

სამართალდარღვევას, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების

ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების

დარღვევისათვის მაუწყებელს პასუხისმგებლობა ეკისრება

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

Page 41: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

41

აღნიშნული კანონის 71-ე მუხლის თანახმად, საკითხს მარტივი

ადმინისტრაციული წარმოების წესით26 იხილავს საქართველოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც დარღვევის ფაქტის

დადასტურების შემთხვევაში უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით

გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების

მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს

აგრეთვე განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან

პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. კომისია ვალდებულია

მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ

აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა

კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების

მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაშიც განისაზღვროს, რომ საარჩევნო

საკითხებთან დაკავშირებული საკითხები შემჭიდროვებულ ვადებში იქნეს

განხილული, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით

მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით განსახილველ საკითხებზე

გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი ვადები საარჩევნო საკითხებთან

მიმართებაში ვერ იქნება ეფექტური.

III.II.1. წინასაარჩევნო პროცესში სოციალური რეკლამის განთავსება -

ფარული პოლიტიკური რეკლამა

Page 42: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

42

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661-ე მუხლის პირველი

პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური

პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის

26 კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას

Page 43: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

43

დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის

პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი

დაფინანსება ან თანადაფინანსება. თუმცა არსებობს გამონაკლისი სოციალური

რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი

ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს

გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით ადმინისტრაციულ

ორგანოს შეუძლია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური

რეკლამისთვის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ

მინიმალურ ზღვარს მიღმა.

წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ

კომისიაში განხილული იქნა ვიდეო რგოლები (სოციალური რეკლამა),

რომლებიც შესაძლოა პოლიტიკური რეკლამის სახეს ატარებდა, ვინაიდან მათი

მეშვეობით ხდებოდა მთავრობის ქმედების პოპულარიზაცია წინასაარჩევნო

პერიოდში.

პოლიტიკური რეკლამის განსაზღვრისას კომისია სწავლობს, ხომ

არ შეიცავს საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო

კოდექსით“ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილ ნიშნებს, რომელთა

თანახმადაც პოლიტიკური რეკლამა ეს არის:

მედიაში გასული რეკლამა;

რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის

შეწყობას/ხელის შეშლას;

Page 44: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

44

ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის

რიგითი ნომერი;

Page 45: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

45

შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას

სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის

სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.27

იმ შემთხვევაში თუ ვიდეო რგოლი აღნიშნულ ნიშნებს არ შეიცავს,

კომისია ვერ განიხილავს როგორც პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.

წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამის განთავსებასთან

დაკავშირებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ,

საინტერესო მიდგომას ჰქონდა ადგილი 2017 წლის თვითმმართველობის

არჩევნებზე. კომისიამ ამჯერად იმსჯელა სოციალური რეკლამის სტატუსით

განთავსებული რგოლზე და ის მიიჩნია არასათანადო რეკლამად.28

ფაქტია, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად,

შესაძლებელია წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამის სახით

გავრცელდეს საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მომხდენი ვიდეო რგოლები,

რაც ცალსახად წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზს და საჭიროებს

გამოსწორებას.

IV. კანონით დასარეგულირებელი საკითხები

IV.I. არჩევნების მეორე ტურისთვის საკანონმდებლო რეგულაციების

არარსებობა

Page 46: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

46

27 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს #586/22, #587/22

და #588/22 გადაწყვეტილებები; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის

23 სექტემბრის #636/22, #637/22, #638/22 და #639/22 გადაწყვეტილებები. 28 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის #676/18

გადაწყვეტილება

Page 47: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

წ ლი ს 24 ა გ ვ ი ს ტ ოს 564/18 გ ა და წ ყ ვ ე ტ ი ლე ბ ე ბ ი

25

აღსანიშნავია, რომ კანონი არ ითვალისწინებს არჩევნების

მეორე ტურისთვის საარჩევნო საკითხებზე მედიისთვის რეგულაციებს.

კომისიამ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განმარტა,

რომ მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფისა და წინასაარჩევნო

რეკლამის ფასიანი/უფასოდ განსათავსებლად მოქმედი

კანონმდებლობით გათვალისწინებული დროის გამოყოფის

ვალდებულება წარმოეშვებათ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის

თაობაზე ცესკოს მიერ გამოცემული განკარგულების შემდგომ.

ამასთანავე, კომისიამ დაადგინა, რომ პოლიტიკური რეკლამის

განთავსება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდშია დასაშვები.29 მიგვაჩნია, რომ ამ

განმარტებით შესაძლოა ხელი შეეშალოთ პოლიტიკურ პარტიებს

განვითარებაში, ვინაიდან შეზღუდული იქნებიან პოლიტიკური რეკლამის

განთავსების ვალდებულებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ რიგი ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, ირლანდია)

სრულად კრძალავენ ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს. ამ

აკრძალვის გამართლებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ მდიდარი ან

უკვე კარგად დამკვიდრებული პარტიები შეძლებენ იყიდონ

მნიშვნელოვნად მეტი სარეკლამო დრო, ვიდრე ახალი ან უმცირესობის

წარმომადგენელი პარტიები. განსაკუთრებით მკაცრია ამ მხრივ

კანონმდებლობა დიდ ბრიტანეთში. პოლიტიკურ პარტიებს ეძლევათ

ნაციონალური მაუწყებლის ტელე და რადიო ეთერში უფასო პოლიტიკური

Page 48: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

წ ლი ს 24 ა გ ვ ი ს ტ ოს 564/18 გ ა და წ ყ ვ ე ტ ი ლე ბ ე ბ ი

26

რეკლამის განთავსების უფლება უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან

დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომუნიკაციების

მარეგულირებელი, რომელიც საარჩევნო კომისიასთან

29 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტება http://gncc.ge/ge/news/press-

releases/komisiis-ganmarteba-mauwyeblebis-valdebulebebis-taobaze-saparlamento-archevnebis-

meore-turtan-dakavshirebit.page [18.06.2018]

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის #392/18 და 2017

Page 49: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

წ ლი ს 24 ა გ ვ ი ს ტ ოს 564/18 გ ა და წ ყ ვ ე ტ ი ლე ბ ე ბ ი

27

შეთანხმებით განსაზღვრავს პოლიტიკური რეკლამების ხანგრძლივობასა და

სიხშირეს.30

თუმცა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურიდან

გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა, აუცილებელია პოლიტიკურ პარტიებს

ამომრჩეველთან კომუნიკაცია ჰქონდეთ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში,

ასევე − არჩევნების შემდგომ პერიოდში როგორც ფასიანი, ასევე − უფასო

პოლიტიკური რეკლამის საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ განმარტება გააკეთა მაუწყებლების

უფლება-მოვალეობებზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან

დაკავშირებით31 და იმსჯელა ამაზე თავის გადაწყვეტილებებშიც,32

მნიშვნელოვანია არსებობდეს საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც

იხელმძღვანელებს მედია და არ იქნება დამოკიდებული ადმინისტრაციული

ორგანოს განმარტებებზე.

IV.II. უფასო წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაბეგვრის

რეჟიმი

მაუწყებელს კანონი ავალდებულებს უფასოდ განათავსოს როგორც

სოციალური რეკლამა, ისე წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, აღნიშნული ითვლება

მომსახურებად და ჩვეულებრივ იბეგრება კანონით დადგენილი წესით.

Page 50: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

წ ლი ს 24 ა გ ვ ი ს ტ ოს 564/18 გ ა და წ ყ ვ ე ტ ი ლე ბ ე ბ ი

28

30 ტუღუში ლ./კუპრაშვილი ნ./ქორიძე ზ./რუხაძე ნ., პოლიტიკური რეკლამა და მისი გავლენა

არჩევნებსა და მედიაზე. ანალიზი და რეკომენდაციები, 2013, 28 31 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტება

http://gncc.ge/ge/news/press-releases/komisiis-ganmarteba-mauwyeblebis-valdebulebebis-taobaze-

saparlamento-archevnebis-meore-turtan-dakavshirebit.page [18.06.2018] 32 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის #392/18 და 2017

Page 51: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

27

შესაბამისად, მაუწყებლები გარდა იმისა, რომ უფასოდ ათავსებენ რეკლამას,

აგრეთვე თანხას იხდიან (საბაზრო ღირებულების შესაბამისად) სახელმწიფო

ბიუჯეტში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უფასოდ განთავსებული სოციალური

რეკლამა, ისევე როგორც წინასაარჩევნო/პოლიტიკური

რეკლამა გათავისუფლებული იქნეს დაბეგვრისგან.

V. შეჯამება

წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნა პოლიტიკური/წინასაარჩევნო

რეკლამის განთავსების წესები, არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და

პრაქტიკა. გამოიკვეთა, რომ საარჩევნო საკითხებზე მედიის მარეგულირებელი

კანონმდებლობა საჭიროებს სრულყოფას, რისთვისაც აუცილებელია

საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 მუხლის

ჩანაწერი შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს სოციალური

რეკლამა არჩევნების პერიოდში გამოიყენოს საკუთარი საქმიანობის

პოპულარიზაციისთვის. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ

საქართველოს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების

მიზნით, აუცილებელია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661

მუხლში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც

ადმინისტრაციულ ორგანოს წინასაარჩევნო პერიოდში აეკრძალება

Page 52: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

28

შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის

განთავსებისთვის.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“

შემჭიდროებულ ვადებს ადგენს, მაშინ როდესაც არჩევნების პროცესში

მედიის მონაწილეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი ზოგადად

Page 53: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

29

დადგენილი წესით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია შემჭიდროვდეს

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ვადები იმ საკითხებზე, რომლებიც

არ წესრიგდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით.

კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული არჩევნების მეორე ტურის

პროცესში მედია მედიის გამოყენების წესები, როგორ უნდა განხორციელდეს

წინასაარჩევნო კამპანია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისია, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, არჩევნების

მეორე ტურთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს, თუმცა

მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს არჩევნების

მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები, განისაზღვროს

წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ვადები და წესები. საქართველოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი განმარტებები არ

უნდა ავალდებულებდეს მაუწყებლებს კონკრეტული ქმედების

განხორციელებას.

აუცილებელია გაიწეროს რეგულაციები და დადგინდეს საქართველოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო

კომისიის ეფექტური კომუნიკაციების ფორმა. განხილული შემთხვევებიდან

გამომდინარე ცალსახად დგას აღნიშნულის საჭიროება, ვინაიდან ცესკოს

მიერ საკითხის დროულად არ შესწავლის ფაქტი გავლენას ახდენს კომისიის

გადაწყვეტილებებზე/შეფასებებზე და საბოლოოდ საკითხი რჩება სრულად

შესწავლის გარეშე.

მაუწყებლების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა ისინი

გათავისუფლებული იქნენ დღგ-ს გადახდისგან სოციალური და

Page 54: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

30

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას. არსებული

საკანონმდებლო რეგულაციები ითვალისწინებს აღნიშნული რეკლამის

განმათავსებლების (მათ შორის პოლიტიკური პარტიების) უფლებებს,

თუმცა აუარესებს მედიის მდგომარეობას.

Page 55: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

31

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ცვლილებების პროცესში ჩართული იყოს

ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

VI. ბიბლიოგრაფია

ნაშრომის ბიბლიოგრაფია შეიცავს სამართლებრივ

აქტებს, სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო სტატიებს, კომუნიკაციების

ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებს, კვლევებსა და ელექტრონულ

რესურსებს.

VI.I. ლიტერატურა

საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს

მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი,

იზორია ლ.;

დემოკრატია და მოქალაქეობა, ბუროუსი გ./რუხაძე ზ./კვაჭაძე

მ./გაფრინდაშვილი ლ./იზორია ლ., 2011;

მედია და არჩევნები, ლანგი ი., 2003;

რეკლამის განთავსება ტელემაუწყებელზე (საქართველოს მოქმედი

კანონმდებლობის მიხედვით), ჯორბენაძე ს., 2013;

პოლიტიკური რეკლამა და მისი გავლენა არჩევნებსა და მედიაზე.

ანალიზი და რეკომენდაციები, ტუღუში ლ./კუპრაშვილი ნ./ქორიძე

ზ./რუხაძე ნ., 2013;

Page 56: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

32

მედიასამართალი (სახელმძღვანელო), ჯორბენაძე ს./ბახტაძე უ./მაჭარაძე

ზ., 2014;

წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები

და რეკომენდაციები (მეორე გამოცემა), ყურაშვილი კ., 2017;

Page 57: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

33

წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები

და რეკომენდაციები, ყურაშვილი კ., 2016;

VI.II. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15

აგვისტო №9 დადგენილება საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა

და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ;

http://gncc.ge/ge/news/press-releases/sasamartlom-xut-telekompanias-

administraciuli-pasuxismgebloba-daakisra.page [18.06.2018];

http://gncc.ge/ge/news/press-releases/komisia-telekompania-rustavi-2-s-

administraciuli-samartaldargvevis-oqms-sheudgens.page [18.06.2018];

http://gncc.ge/ge/news/press-releases/komisia-sazogadoebrivi-mauwyebelis-

etershi-politikuri-gaertineba-centristebis-winasaarchevno-rgolis-

gantavsebastan-da-shemdgom-eteridan-moxsnastan-dakavshirebit-

gancxadebas-avrcelebs.page [18.06.2018];

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 25

აგვისტოს #586/22, #587/22 და #588/22 გადაწყვეტილებები;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 23

სექტემბრის #636/22, #637/22, #638/22 და #639/22 გადაწყვეტილებები;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 12

ოქტომბრის #676/18 გადაწყვეტილება;

Page 59: რატი თინიკაშვილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის Tinikashvili.pdf · 4 i. შესავალი

35

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 15

ივნისის #392/18 და 2017 წლის 24 აგვისტოს 564/18 გადაწყვეტილებები;

VI.III. სამართლებრივი აქტები

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“;

საქართველოს ორგანული კანონი „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“;

საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების

შესახებ“.

VI.IV. ელექტრონული რესურსები

www.matsne.gov.ge;

www.gncc.ge;

www.cesko.ge.