იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited...

12
1 იარე ფეხით ქვეითათვის კეთილმოწყობილი საქართველო წლიური ანგარიში 20132014

Transcript of იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited...

Page 1: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

1

იარე ფეხით

ქვეითათვის კეთილმოწყობილი

საქართველო

წლიური ანგარიში 2013–2014

Page 2: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

2

ჩვენს შესახებ

ხედვა ქვეითთათვის კეთილმოწყობილი საქართველო.

მისია

ორგანიზაცია იარე ფეხით ხელს უწყობს საქართველოს ქალაქებში

ქვეითად გადაადგილებას, ცდილობს დაიცვას ქვეითთა უფლებები და

დაარწმუნოს ხელისუფლება ადგილობრივ და მუნიციპალური

დონეზე შექმნას უკეთესი პოლიტიკა და პრაქტიკა ქვეითთა

მხარდასაჭერად.

ჩვენი ღირებულებები

პარტნიორობა ჩვენ ვქმნით სივრცეს თანამშრომლობისათვის,

რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება რეალური ცვლილებების

განხორციელება.

დინამიური მიდგომა ჩვენ ვიყენებთ განსხვავებულ მიდგომებს,

როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის

მონაწილეობით ორგანიზებული ქუჩის ღონისძიებები;

ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მუნიციპალური და

ადგილობრივი სტრატეგიების შემუშავება, რათა შედეგად მივიღოთ

ქვეითთათვის კეთილმოწყობილი ქალაქები.

ხელოვნება ადვოკატირებისათვის ჩვენ გვწამს, რომ ხელოვან

ადამიანებთან თანამშრომლობით შეგვიძლია შთავაგონოთ,

ავამაღლოთ ცნობიერება და ხმა მივაწვდინოთ სხვადასხვა ჯგუფებს

და გავაერთიანოთ ისინი საერთო მიზნის გარშემო.

ანგარიშგება ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველყოთ ორგანიზაციის

მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულება. ჩვენ ანგარიშვალდებულები

ვართ დონორების და პარტნიორების წინაშე, რათა მივაღწიოთ

ეფექტურ და მდგრად ცვლილებას.

სწავლა და განვითარება ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სიახლეებისა და

ინოვაციური იდეებისა და გამოცდილების გაზიარებას, რათა

ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების საუკეთესო გადაჭრის

გზა ვიპოვოთ.

Page 3: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

3

სარჩევი

ჩვენს შესახებ 2

სტატუს ქვო 4

ძირითადი საქმიანობა 4

Info graphic 5

2013-2014 წლის შეჯამება 6

ჩვენი გავლენის ისტორია 7

არტ პროექტი 8

პროექტი "მწვანე კედელი" 9

პროექტი "ჩემი ფეხები" 9

პროექტი "შავი" 10

მედია გაშუქება 10

სახსრების მოზიდვა &

ფინანსები 11

სახსრების მოძიება 11

ანგარიშგება 12

ჩაერთე 12

Page 4: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

4

სტატუს ქვო

საქართველოში 1/3 საგზაო შემთხვევების მონაწილეა ქვეითი

საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% გამოწვეულია

მანქანების გამონაბოლქვით

საქართველოს მთავრობის მიერ დაშვებულია ტროტუარებზე

პარკირება

მუნიციპალური პროექტებსა და პოლიტიკაში გამჭვირვალობის

ნაკლებობა თრგუნავს სამოქალაქო საზოგადოებას

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხშირად ვერ უზრუნველყოფს

საზოგადოების მოთხოვნებს

თბილისის საზოგადოებრივი სივრცეები მიუწვდომელია

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მერიამ ვერ მოახერხა

განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება

ურბანული დაგეგმარების ნათელი და ჩამოყალიბებული

მიზნების არ არსებობა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც

საჯარო სივრცეების მასიური გაყიდვის ერთ-ერთი მიზეზი.

ძირითადი საქმიანობა

ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა:

ცნობიერების ამაღლება,

დაინტერესებულ მხარეებთან

თანამშრომლობა, ქუჩის აქციები და

ლობირება, რისი მეშვეობითაც „იარე

ფეხით“ ცდილობს დაძლიოს ქვეითთა

უფლებების მძიმე დარღვევები.

„იარე ფეხით“ მუშაობს მოცემული

სტატუს ქვოს შესაცვლელად.

დაარსებიდან მოყოლებული, პატარა,

მაგრამ დიდი შემართების მქონე გუნდმა

20 000-მდე მოქალაქეს გააცნო ქვეითთა

წინაშე არსებული პრობლემები. ჩვენ

გვჯერა, რომ ინოვაციურ, არასამთავრობო

ორგანიზაციებს შეუძლიათ წინ წაუძღვნენ

და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ

ქალაქის განვითარების მდგრადი

გენერალური გეგმის შექმნაში. - ეს იქნება

მრავალმხრივი თანამშრომლობის შედეგი.

თუმცა, ფინანსური და ადამიანური

რესურსების ნაკლებობის შემთხვევაში

შეიძლება ვერ მოხერხდეს არსებული

პოტენციალის ბოლომდე გამოყენება.

Page 5: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

5

Page 6: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

6

2013-2014 წლის შეჯამება

2013-2014 წლების განმავლობაში, ორგანიზაციამ

“იარე ფეხით” გამოაცხადა კონკურსი, რომლითაც

არტისტებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა

მონაწილეობა მიეღოთ შვეიცარიის საელჩოს

ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ

ქვეითთა არტპროექტში. სამუშაო ადგილებად

შეირჩა 3 პრობლემატური საზოგადოებრივი

ადგილი. ქვეითთა საკითხების/პრობლემების

საპასუხოდ, 35 არტისტმა წარმოადგინა

საკუთარი პროექტი. მედია სივრცის მეშვეობით

პროექტმა შექმნა ქვეითთა პრობლემების ფართო

განხილვის შესაძლებლობა და მის

განხორციელებაში ჩართო თბილისის მერია და

გამოიწვია იგი რეაგირება მოეხდინა ამ

საკითხებთან დაკავშირებით.

ადგილმდებარეობები

ვაკის პარკი - თბილისის ერთერთი ყველაზე

მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე, რომლის დიდი

ნაწილიც ცოტა ხნის წინ არალეგალურად გაიყიდა

კერძო ინვესტორზე სასტუმროს და მისი

შესაბამისი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად

(პარკინგი და ა.შ)

პეკინის და მიცკევიცის ქუჩების კვეთა -

თბილისის ერთერთი ყველაზე სახიფათო და

არარეგულირებული გზაჯვარედინი ქალაქის

ერთერთ ყველაზე დატვირთულ კუჩაზე.

თბილისი სახელმწიფო

უნივერსიტეტის 11 კორპუსი -

უგულვებელყოფილი, დაბინძურებული

სტუდენტური სივრცე, არასაკმარისი

ტროტუარებით, ველოსიპედების

გაჩერებისათვის საჭირო სივრცის გარეშე,

რომელიც ბენზინგასამართი სადგურის

ასაშენებლად კერძო ინვესტორისთვის

გადაცემის პროცესშია.

შერჩევის პროცესი პარტნიორი ორგანიზაციის წევრებისა და არტ

კურატორ-კრიტიკოსებისგან შემდგარმა

კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული

შეარჩია.

პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ

„ტიფლისის ჰამქარი“ (არასამთავრობო

ორგანიზაცია, თბილისის კულტურული

მემკვიდრეობის დასაცავად), „პარიზანული

მებაღეობა საქართველოში“ (ყველაზე დიდი

გარემოსდაცვითი ახალგაზრდული მოძრაობა

საქართველოში), და „პარტნიორობა

უსაფრთხო გზებისთვის“.

მოხალისეები 2014 წელს პროექტის ხელშესაწყობად,

ორგანიზაციის სხვადასხვა საქმიანობაში

ჩართული იყო 30-მდე მოხალისე.

Page 7: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

7

ჩვენი გავლენის ისტორია

უმნიშვნელოვანეს ცვლილებად შეიძლება

განვიხილოთ საზოგადოების მომატებული

ყურადღება და თბილისში ქვეითთათვის

განკუთვნილი სივრცის მონიტორინგში მისი აქტიური

მონაწილეობა.

იარე ფეხით უკვე გაერთიანდა 5 საჯარო სივრცის

საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციასთან და ჩაატარა

4 შეხვედრა თბილისის მერიის ქალაქის განვითარების

სამსახურთან. 2015 წელს, იარე ფეხით გეგმავს

დააფუძნოს ყველა მოქალაქისათვის ღია ასოციაცია,

რომელიც შეასრულებს დაცვის მრავალფუნქციური

პლატფორმის ფუნქციას და იმუშავებს ქვეითთა

კანონმდებლობის შეცვლაზე. ამჟამად ორგანიზაციას

ჰყავს 5,000- მდე მხარდამჭერი, რომლებიც აქტიურად

არიან ჩართულები ინტენეტ სივრცის და ქუჩის

აქციების აქტივობებში.

არტპროექტის სტიკერი - "მწვანე კედელი", ნატო

ბაგრატიონი

Page 8: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

8

ქვეითთა არტპროექტი

2014

12

Page 9: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

9

„მე მიყვარს სიარული და „იარე ფეხით“-მა საშუალება მომცა ჩემი წვლილი შემეტანა ქვეითთა საქმეში. როგორც არისტისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ნამუშევრის თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გამოფენა და ვიმედოვნებ იგი ადამიანებს დააფიქრებს.

ნატო ბაგრატიონი

"

"10 წელი რო გავიდა და ფეხით საერთოდ ფეხი

რო არ გადამიდგია და სიმაღლით თუ იზომება

ადამიანი ხო საერთოდ სხვანაირადაა მაშინ

ყველაფერი. აი სულ თუ გაუუქმებ ადამიანს

ყველაფერს და მარტო ფეხებს დაუტოვებ მაშინ

მართლა სიმაღლით გაიზომება ადამიანი და

დანარჩენი ყველაფერი. მერე ზუსტად იმდენი,

რამე შეიცვლება რამდენიც შესაცვლელია და

იქნება ესე შეცვლილი."

ნიკა ქუთათელაძე

პროექტი "მწვანე კედელი"

ნატო ბაგრატიონი " დღეს ქალაქი გადატვირთულია მანქანებით, „მონსტრი“

შენობებით, ხოლო ბილბორდებზე მხოლოდ უსარგებლო რეკლამებს

ვხედავთ. ჰაერი საშინლად დაბინძურებულია. ეს ყველაფერი

უარყოფითად მოქმედებს ქვეითებზე. ჩემი პროექტით სარეკლამო

ბილბორდი გადაიქცევა მშვენიერი მცენარეებით გაფორმებულ

„მწვანე კედლად“, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მცენარეების

ზრდასთან ერთად შეიცვლის ვიზუალურ მხარეს. ამ პროექტის

მიზანია შეახსენოს მოქალაქეებს, რომ სუფთა ჰაერი, გამწვანება და

მშვიდი გარემო ქმნის კარგ ქალაქს. საქართველოში ჰაერის

დაბინძურების 70% გამოწვეულია მანქანების გამონაბოლქვით,

შესაბამისად „მწვანე კედლის“ სლოგანი მოუწოდებს მოქალაქეებს

„იარონ და გაუფრთხილდნენ გარემოს“.

პროექტი გაიხსნა 2014 წლის 1 ივლისს ცნობიერების ამაღლების

ღონისძიებით, რომელმაც წაახალისა ქვეითები გაემოეყენათ

„ზებრა“ გადასასვლელი, ხოლო მძღოლებს მოუწოდა გზა დაეთმოთ

ქვეითთათვის.

პროექტი "ჩემი ფეხები" ნიკა ქუთათელაძე

პროექტი გაიხსნა 2014წ. 5 ივლისს თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის XI კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. 72 წყვილი

თაბაშირში გამოძერწილი ფეხი წარმოდგენილ იქნა სახელწოდებით

„ჩემი ფეხები“, რაც ეხმიანებოდა ქართულ სლენგში გამოყენებულ

გამონათქვამს „ფეხებზე მკიდია“. პროექტის ორაზროვანი კონცეფცია

ხაზს უსვამდა მუნიციპალიტეტის დამოკიდებულებას მოუვლელი

სტუდენტური ტერიტორიისადმი და შეახსენებდა სტუდენტებს მათ

უფლება-მოვალეობებს, ამასთან მათ სიარულს მოუწოდებდა.

ნებართვის მოპოვების პროცესში „იარე ფეხით“-მა აღმოაჩინა, რომ

სტუდენტური ტერიტორია გასაყიდად იყო გამოტანილი.

ორგანიზაციამ 500-ზე მეტი ხელმოწერით მხარდაჭერილი პეტიცია

მერიის მომავალ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარედგინათ.

„იარე ფეხით“-მა განახორციელა სტუდენტური ტერიტორიის

შესაბამისი მოვლის ადვოკატირების კამპანია. შედეგად

მუნიციპალიტეტმა გამოყო 6 ახალი სკამი და შედგა სამომავლო

თანამშრომლობის შეთანხმება. წამოვიდა უნივერსიტეტთან კავშირის

არ მქონე მშენებლობის საწინააღმდეგო დიდი სტუდენტური ტალღა.

„იარე ფეხით“ ამ კამპანიის აქტიური მონაწილე იყო.

Page 10: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

10

პროექტი "Black" (შავი)

ქრისტინე ჩხაიძე

"ინსტალაცია « Black » ეხმიანება ჰაერისა და წყლის

დაბინძურებას. ჰელიუმით გაბერილი შავი ბურთები,

რომლებიც დეკორატიული აუზის თავზე იქნება

მოთავსებული, სიმბოლურად გამოხატავს შავ

ღრუბელს, შავი წყალი კი შესაბამისად -

დაბინძურებულ წყალს. შუაში მოთავსებული

მცენარეები, რომლებიც შავი წყლიდან იქნება

ამოსული, დროთა განმავლობაში დაჭკნება და

თვალნათლივ დაგვანახებს დაჩქარებულ პროცესს.

ვაკის პარკის ლოკაციაც ლოგიკურად უკავშირდება ამ

პრობლემატიკას. ბოლო დროს ხეების მოჭრის

ტენდენცია პირველ რიგში ხელს უწყობს ჰაერის

დაბინძურებას, სიცხესა და ხმაურს. ქვეითთა

გადაადგილებისთვის ეს სამი საკითხი ძალიან

მნიშვნელოვანია."

ინსტალაცია ვაკის პარკში გაიხსნა 4 ივლისს

ქვეითთათვის განკუთვნილი ღონისძიებით, რომელსაც

დაესწრო 500-მდე ადამიანი. ადგილობრივმა ბენდმა

"Lady Heroine" მხარი დაუჭირა ქვეითთა აქციას,

დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, პრომო

სტიკერები, ფლაერები და შეგროვდა ხელმოწერები

პეტიციაზე.

მედია გაშუქება

3 პროექტის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც

მოიცავს ქვეითთა ყველა არტპროექტს,

პირველად გაშუქდა 2014 წლის 15 ოქტომბერს.

ტელეკომპანია GDS-ის მიერ შეიქმნა 10 წუთიანი

ფილმი (film) ქვეითთა არტპროექტებზე.

„იარე ფეხით“ გუნდი და პროექტში მონაწილე

არტისტები მიწვეუები იყვნენ ეროვნული

ტელევიზიის 4 ყველაზე პოპულარულ

გადაცემაში.

"არტ ინსტალაცია "BLACK" არის ჩემი პროტესტი

მთავრობის მიმართ, რომელიც უმოქმედოა ჰაერის

დაბინძურებასთან მიმართებაში. უკვე ცხადია, თუ

როგორ პირდაპირ გავლენას ახდენს მთავრობის

გადაწყვეტილებები ჩვენს გარემოცვაზე და თუ როგორი

შეუსაბამოა საზოგადოებრივი ადგილები თვითონ

საზოგადოებისთვის."

ქრისტინე ჩხაიძე

ტელევიზია GDS, ქვეითთა არტპროექტი, მონაწილე არტისტები

და ჯგუფი „Lady Heroine“.

Page 11: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

11

სახსრების მოზიდვა

დონორები

„იარე ფეხით“-ს 2014 წელს ჰყავდა ერთი დონორი, შვეიცარიის საელჩო, რომელმაც 20,000 ლარით დააფინანსა

ქვეითთა არტპროექტი. ამჟამად „იარე ფეხით“ გრძელვადიანი სახსრების მოზიდვის გეგმის შექმნაზე გარე

კონსულტანტ დაწესებულებასთან თანამშრომლობს.

ჩვენი მხარდამჭერები

Jumpstart Georgia (2014 წელს ორგანიზაციას შესწირა ორი ნეთბუქი მისი მოხალისეთათვის)

„ტფლისის ჰამქარი“

„პარტიზანული მებაღეობა საქართველოში“

აღმოსავლეთის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

Edgeryders Futurespotters

Page 12: იარე ფეხითiarepekhit.org/sites/default/files/ANNUAL REPORT 2013-2014 Geo_Edited (1).pdfმაგრამ დიდი შემართების მქონე

12

ანგარიშგება

აღნიშნული ინფორმაცია ემსახურება ორგანიზაციის

გამჭვირვალობას შესაბამისი კანონებისა და წესების,

ასევე სტანდარტული ანგარიშგების ნორმებს დაცვით,

რათა მნახველს შეექმნას სწორი შეხედულება მისი

სტრუქტურისა და ფუნქციის შესახებ.

ორგანიზაციული ფორმა

„იარე ფეხით“ დარეგისტრირებულია, როგორც

არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი

თბილისის საჯარო რეესტრში, ს/კ 404954279.

კონტაქტი

ი. აბაშიძის ქ. 24ა, თბილისი, საქართველო 0179

ტელ: +995 322 235309,

+995 595 911603

რეგისტრაციის მისამართი

საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი,

ალ. ყაზბეგის გამზ #13, ბ 9

საბანკო დეტალები (ბანკი და აუდიტი)

ბანკი - საქართველოს ბანკი

ბანკი- BAGAGE22

ბენეფიციარი - „იარე ფეხით“

ანგარიშის ნომერი - GE24BG0000000849635600

აუდიტორი

Financial Management Group,

Member of HLB International, დოლიძის ქ. 2,

0123 თბილისი, საქართველო

www.fmg.ge

Staff Details

SALARY PER MONTH NO. OF MONTHS OF

BEFORE TAXES STAFF (M/F) SERVICE IN 2013-14

>GEL 500 1 Female 6 months

>GEL 400 1 Female 6 months

>GEL 200 1 Male 1 month

>GEL 200 1 Female 2 months

ჩაერთე ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ ჩვენს

საქმიანობას, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი

პროექტების განხორციელება და მოქალაქეების

ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა. რამდენიმე

გზა არსებობს ჩვენს მხარდასაჭერად:

გაიღე

„იარე ფეხით“-ის მიერ შემოწირულობის სახით

მიღებული სახსრები გაიხარჯება ქუჩის აქციების

ორგანიზებაზე.

იყავი მოხალისე

„იარე ფეხით“ ყველა პროექტის ფარგლებში იწვევს

მოხალისეებს, და საშუალებას აძლევს მათ

მოახდინონ პირდაპირი გავლენა, გაეცნონ

საქართველოს არასამთავრობო სექტორისა და

მასთან დაკავშირებული სამთავრობო

ინსტიტუტების მუშაობას.

გამოგვყევი

მოიწონე ჩვენი Facebook გვერდი:

www.facebook.com/iarepekhit

• შემოგვიერთდი Youtube-ზე:

• www.youtube.com/IarePekhit

ეწვიე ჩვენს ვებგვერდს: www.iarepekhit.org

მოგვწერე: [email protected]