სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ ·...

9
სოფელი თვრინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონიდან 5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.იგი წყაროებში პირველად მე- 16 საუკუნეშია მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია იქ შემორჩენილმა ფეოდალური ხანის ციხე- დარბაზმა,გალავნითა და საცხოვრებელი ნაგებობებით.

Transcript of სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ ·...

Page 1: სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ · მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

სოფელი თვრინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონიდან 5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.იგი წყაროებში პირველად მე-16 საუკუნეშია მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია იქ შემორჩენილმა ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზმა,გალავნითა და საცხოვრებელი ნაგებობებით.

Page 2: სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ · მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

ამ ადგილას განთავსებული იყო ციხე,რომელიც საქარავნო გზას იცავდა.ციხე აგებულია VIII-IX საუკუნეებში.მასთან ერთად შემორჩენილია გალავნის ნანგრევები და ბზის ხეივანი,როგორც უტყვი მოწმე ამ ადგილის ხანდაზმულობისა.

Page 3: სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ · მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

ქვის კიბეებით მის სიღრმეში ჩადიხარ და ქვემოთ იდუმალი სამყარო გხვდება.ვინ იცის,რამდენჯერ გაუსწორდნენ მეციხოვნენი მომხდურთ.

Page 4: სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ · მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

როგორც წესი,ციხე წყლით უნდა ყოფილიყო მომარაგებული.ეს პირობაც შეუსრულებიათ..აქ კარგადაა დაცული წყარო,რომლის წყალი გარეთ კიდევ ორ ადგილზე გადმოედინება და მას სასმელად მთელი სოფელი იყენებს.

Page 5: სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ · მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

ჩვენს წინაპრებს აქ საზარბაზნე მოუწყვიათ...კედელზე ყურადღებას იპყრობს სათოფურები...

Page 6: სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ · მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

120 წელზე მეტია სოლომონ მეფის თასი აქ,ჭანკოტაძეების ოჯახში ინახება.იგი ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,ებრაელი ვაჭრისგან უყიდიათ,რასაც თან ახლავს ნასყიდობის ფურცელი. მეორე,საინტერესო ვერსიაც არსებობს,თითქოს სოლომონ მეფეს გზად გაუვლია,მისთვის ღვინოშეუთავაზებიათ,მეფეს ღვინო შეუსვამს,მერე კი თასი ღვინით სავსე ქვევრში ჩაუგდია და განუცხადებია:ვინც ამოიღებს მისი იყოსო.

Page 7: სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ · მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

წინაპრების ძველი ტრადიციების შენარჩუნების მიზნით,1905 წელს აქ,სახლის სარდაფში,წრიული ფორმის მარანი აუგიათ. მისი სიგრძე 16,ხოლო სიგანე 8 მეტრია.

Page 8: სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ · მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

თვრინის ციხე დღემდე მეცნიერულად შეუსწავლელია.ციხისა და მის შემოგარენში ნაპოვნი ისტორიული ნივთები ინახება ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,თუჯის ერთი ჭურვი კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

Page 9: სოფელი თვრინი - etaloni.ge€¦ · მოხსენიებული.ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

ზესტაფონის სკოლა ,,ანაბასისის'' XII კლასის მოსწავლე ელენე როინიშვილი