ვის ეკუთვნის ქართული მედია · 4...

30
თბილისი, 2018 ვის ეკუთვნის ქართული მედია

Transcript of ვის ეკუთვნის ქართული მედია · 4...

თბილისი, 2018

ვის ეკუთვნის ქართული მედია

კვლევა მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”. შესაძლოა ის არ ასახავდეს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს.

სარჩევი

შესავალი ____________________________________________________________________ 4

ძირითადი მიგნებები ________________________________________________________ 6

ჰოლდინგი “რუსთავი 2” _____________________________________________________ 7

ჰოლდინგი “ტელეიმედი” __________________________________________________ 11

ტელეკომპანია “იბერია ტვ” __________________________________________________ 15

ტელეკომპანია “პირველი” __________________________________________________ 18

ტელეკომპანია “ობიექტივი” __________________________________________________ 21

პალიტრა ტვ ______________________________________________________________ 22

რ.ბ.ჯ ________________________________________________________________________ 25

სტერეო + ____________________________________________________________________ 26

მედიის კონცენტრაცია ________________________________________________________ 27

რეკომენდაციები _____________________________________________________________ 30

4

შესავალი

საქართველოში ტელევიზია ყველაზე პოპულარული მედიაა, რომელიც ათეული წლებია პოლიტიკურ თემებზე ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს1 და დიდი ზეგავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

წყარო: NDI/CRRC

შესაბამისად, პოლიტიზირებული მედია გარემოს ფონზე, მნიშვნელოვანია შესწავლილი იყოს ინფორმაცია ტელევიზიების მფლობელების შესახებ, მათი შესაძლო ბიზნეს თუ პოლიტიკური ინტერესების დადგენის მიზნით.

წინამდებარე კვლევაში გამოვყავით იმ ეროვნული მაუწყებლების2 მფლობელების მედია, პოლიტიკური და ბიზნეს კავშირები, რომლებიც ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს წარმოადგენენ. კერძოდ, ესენია: ჰოლდინგი “რუსთავი 2” (რომელიც “რუსთავი 2-თან” ერთად მესამე და მეოთხე არხებს აერთიანებს), ჰოლდინგი “ტელეიმედი” (მასში ასევე გაერთიანებულია ტელეკომპანია

1 საზოგადოების განწყობა საქართველოში, NDI-ს კვლევები ხორციელდება ბრიტანეთის მთავრობის aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო, 18.03.2018, https://bit.ly/2GkMaoN 2 მაუწყებლობის შესახებ კანონი, მუხლი 2, პუნქტი “თ”, https://bit.ly/2TMq4zv

რომელი წყაროდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას პოლიტიკისა დამიმდინარე მოვლენების შესახებ? (q49, q50)

72

18

3

3

1

0

0

0

1

1

13

25

10

14

2

5

1

0

1

0

28ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან ვიღებ

უარი პასუხზე

არ ვიცი

სხვა

რადიო

გაზეთები, ჟურნალები

თანამშრომლები

მეზობლები, მეგობრები

ოჯახის წევრები

ინტერნეტი/ფეისბუქი

ტელევიზია

მეორე წყაროპირველი წყარო

5

“მაესტრო” და GDS), “იბერია ტვ”, “პირველი”, “ობიექტივი”, “პალიტრა ტვ”, “რ.ბ.ჯ” და “სტერეო პლუსი”. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული მაუწყებლობა საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-სთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სამეწარმეო რეესტრის, დეკლარაციების, პოლიტიკური შემომწირველებისა და სხვა არსებული ღია მონაცემების მეშვეობით, შეისწავლა ინფორმაცია ამ ტელევიზიების მფლობელების, ბიზნეს კავშირების და შესაძლო პოლიტიკური აფილაციების შესახებ. მსგავსი სახის კვლევა მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაზე ორგანიზაციამ ბოლოს 2014 წელს ჩაატარა.3

3 ვის ეკუთვნის ქართული მედია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, 4.04.2014, https://bit.ly/2G4rSAo

6

ძირითადი მიგნებები

• ინფორმაცია მაუწყებლების მოქმედი მფლობელების თუ შესაძლო ცვლილებების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა;

• სამწუხაროდ, ქართული ტელევიზიები ვერ ჩამოყალიბდნენ ფინანსურად მდგრად და დამოუკიდებელ ბიზნესებად. შესაბამისად, მფლობელის კუთვნილ სხვა ბიზნესში წარმოქმნილი პრობლემები პირდაპირ აისახება ტელევიზიის ფინანსურ სტაბილურობაზეც;

• ტელევიზიის მფლობელები ვერ და არ აცალკევებენ ტელევიზიას სხვა ბიზნესებისგან, რითაც ირღვევა ჟურნალისტების უფლებები და რჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება მფლობელების პირადი ბიზნეს თუ პოლიტიკური მიზნებისთვის მათი გამოყენება.

• ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ტელევიზიების გაზრდილმა რაოდენობამ პოზიტიური ზეგავლენა ვერ მოახდინა ვერც მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე და ვერც მედია გარემოს დეპოლიტიზირებაზე.

7

ჰოლდინგი “რუსთავი 2”

“რუსთავი 2” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხია. მაუწყებლის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა ქართულ მედია სფეროში ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული საქმეა, რასაც ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატებიც კრიტიკულად გამოეხმაურნენ.4

სპეციფიკა/მაუწყებლობის სახე - “რუსთავი 2”-ის ჰოლდინგში შემავალი სამივე ტელევიზია ეროვნული მაუწყებელია. “რუსთავი 2” საერთო მაუწყებელია, რაც გულისხმობს, რომ ტელევიზია ახალი ამბებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემატიკით, ასევე სპორტული თუ შემეცნებითი გადაცემებით მაუწყებლობს. მესამე არხს (ყოფილი “კომედი არხი”) შემეცნებითი მიმართულება აქვს, ხოლო მეოთხე არხს (ყოფილი “მარაო”) - გასართობი.5

შემოსავალი - 2018 წლის მონაცემების მიხედვით, მისი ჯამური შემოსავალი 32,3 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 27,1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალს წარმოადგენს.6

მფლობელები

ტელევიზიის მფლობელები არიან ძმები7 გიორგი (18%) და ლევან (22%) ყარამანიშვილები, ნინო ნიჟარაძე (9%) და შპს ტელეკომპანია “საქართველო” (51%). თავის მხრივ ტელეკომპანია “საქართველოს”8 50%-იან წილსაც გიორგი და ლევან ყარამანიშვილები ფლობენ, ხოლო დანარჩენი 50% რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე, ნიკოლოზ ნაყოფიამ რამდენიმე თვის წინ შეისყიდა. შესაბამისად, “რუსთავი 2”-ის საკონტროლო პაკეტს ძმები ყარამანიშვილები ფლობენ.

• გიორგი და ლევან ყარამანიშვილები: “რუსთავი 2”-სა და შპს ტელეკომპანია “საქართველოში” არსებული წილების გარდა, გიორგი ყარამანიშვილი 50%-იან წილს ფლობს შპს “GEOKOR”9-ში. ძმები ყარამანიშვილები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან.10 ქართულ სამეწარმეო რეესტში მათ სახელზე სხვა კომპანიები არ იძებნება, თუმცა ძმები ყარამანიშვილების სახელთან წლების განმავლობაში ასოცირდებოდა შემდეგი ბიზნესები: “ბილაინი”, “თბილისის ავტობუსი”, “კავკასუს ონლაინი”.11 საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ლევან ყარამანიშვილი ვირჯინიის კუნძულზე დარეგისტრირებული კომპანია “ნიუკომ ესოშიეშენ ლიმითედის” საქართველოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია.12 ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული

4 არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოოს შედეგები 2016-2018, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, https://bit.ly/2ROXcow 5 კომუნიკაციების ეროვნული კომისია, http://tinyurl.com/yya9jms8 6 სარეკლამო შემოსავალში დათვლილია რეკლამა/სპონსორობა7 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://tinyurl.com/ybjzb7px 8 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://tinyurl.com/y39gbztb 9 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://goo.gl/iyugMS10 “რუსთავი 2” და “მზე” სააკაშვილის მეგობრის ოჯახის საკუთრებაში, 28.12.2011, https://bit.ly/2GD18GJ 11 ვის ეკუთვნის ქართული მედია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, https://bit.ly/2S4vZy5, 2014 წ.12 სამეწამეო რეესტრის ამონაწერი, https://tinyurl.com/y3lnkapr

8

“ნიუკომ ესოშიეშენ ლიმითედი” კი თავის მხრივ ფლობს “ჯი-ემ-სი ჰოლდინგის” (100%)13 წილს.

• ნინო ნიჟარაძე - ნინო ნიჟარაძემ “რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილი 2014 წელს მეუღლის, “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორის გიორგი გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.14 ტელეკომპანიის გარდა, ის წილებს რამდენიმე კომპანიაში ფლობს, კერძოდ15 “ბიზნეს ცენტრ საგასა”(13.21%) და “ჯეო რეალ გრუპში”(3%), რომლებიც საოფისე ფართებს ფლობენ, კომპანიებში “ქვაჩი”(33%) და “ბედეგი”(7%). ასევე, “ფილიმასკა.ჯიში”(12.5), რომლის საქმიანობის სფერო ტყავის ნაწარმის წარმოება და ვაჭრობაა. გეგეშიძე ირაკლი ჩიქოვანის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიზნეს პარტნიორი იყო. თავის მხრივ ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არაერთხელ საუბრობდა.16

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გეგეშიძესთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ არაერთი საგამოძებო მოქმედება მიმდინარეობდა, კერძოდ, 2013 წელს მცხეთის ადგილობრივი ხელისუფლება შპს “ქვაჩს” მცხეთაში მიწის ნაკვეთების უკანონო მითვისებას ედავებოდა. საქმეში გეგეშიძის კიდევ ერთი კომპანია “მაგი სტილი” ფიგურირებდა (კომპანია დღეს ნინო ნიჟარაძის საკუთრებაში აღარაა).17

2013 წელს პასუხისგებაში მისცეს “მენო ინტერნეიშნლის” დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კურცხალია, რომელსაც სახელმწიფო ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისას დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტს ედავებოდა18 (დღეისათვის აღარც “მენო ინტერნეიშნლში” ფლობს წილებს ნინო ნიჟარაძე).

• ნიკოლოზ ნაყოფია: ნაყოფიამ ტელეკომპანია “საქართველოს” წილი ძმები ყარამანიშვილებისგან 2018 წლის აგვისტოში იყიდა და 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო.19 ნიკოლოზ ნაყოფია დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტის წევრია.20 კობა ნაყოფიას 2012 წლამდე ბიზნეს ინტერესები ჰქონდა21 სს “მადნეულსა” და შპს “კვარციტში”. 2018 წლის დეკლარაციაში22 კი მითითებული აქვს, რომ ამ ეტაპზე კომპანია “გოლდინვესტს” და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია Bioneli limited - ში 100%-იან წილს ფლობს. კობა ნაყოფიამ

13 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერილი, https://tinyurl.com/yye4dpcs 14 “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი მფლობელი გოგი გეგეშიძე გარდაიცვალა, www.ipn.ge, 03.03.2014, https://bit.ly/2CeRyWL /;15 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, http://tinyurl.com/y2eyzhhc 16 ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტი მარეგულირებელ ორგანოში, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, 12.11.12, https://www.transparency.ge/ge/blog/audio-chanatserit-ikveteba-interesta-konflikti 17 ბრიფინგი მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით, http://www.gurianews.com, 22.03.2013, https://bit.ly/2D5Kcp4 18 მენო ინტერნეიშენალის დირექტორი გიორგი კურცხალია სისხლის სამართლის პასუხისგებაშიმისცეს, www.ipn.ge, 04.10.2013, https://bit.ly/2Uwqb23 19 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://tinyurl.com/y9vpe6hl 20 საქართველოს პარლამენტი, http://www.parliament.ge/ge/mp/2128 21 “ვინ არის “მადნეულის” და “კვარციტის” ახალი მფლობელი?”, www.netgazeti.ge,18.06.2012, http://netgazeti.ge/business/14540/ 22 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/111874

9

2016 წელს 12 500 ლარი შესწირა ნაციონალურ მოძრაობას.

რაც შეეხება უშუალოდ ნიკოლოზ ნაყოფიას, ის ფლობს წილს რამდენიმე კომპანიაში.23 კერძოდ“დი-ეი-ენ მაინინგ კონსალტინგ ენდ ინვესტმენტი“ (33.4 %), “ინოვეიშენ გრუპ ჯორჯია”24 (75%), ტურისტული სააგენტო “გრანდ ტურ ჯორჯია”(51%).25

მფლობელობასთან დაკავშირებული დავა

“რუსთავი 2”-ის მფლობელობის შესახებ დავა უკვე წლებია გრძელდება. 2015 წელს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა და “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის წილების დაბრუნების მოთხოვნით, სასამართლო დავა დაიწყო და ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.26 სასამართლომ ჯერ “რუსთავი 2”-ის ქონებას, მოგვიანებით კი ტელევიზიის 51%-იანი წილის მფლობელ “ტელეკომპანია საქართველოს” წილებსაც დაადო ყადაღა.27 “ტელეკომპანია საქართველოს” წილების დაყადაღების მოთხოვნით ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც გაირკვა,

23 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://tinyurl.com/ybxdzvow 24 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://tinyurl.com/ybltrck3 25 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://tinyurl.com/y7kgup2n 26 ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა, www.ipn.ge, 5.08.2015, https://bit.ly/2MWtopb 27 სასამართლომ რუსთავი 2-ის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, www.netgazeti.ge, 3.11.2015, http://netgazeti.ge/news/72966/

მფლობელი ფიზიკური/იურიდიული პირიიურიდიული პირიოფშორული კომპანიაოჯახური/სანათესაო კავშირი

ნიუკომ ესოსიეშენ ლიმიტედის წარმომადგენლობა საქართველოში

უფლებამოსილი პირი

ტელეკომპანია საქართველო 51%

ნიკოლოზ ნაყოფია50%

გეოკორი50%

ინოვეიშენ გრუპჯორჯია 75%

გრანდ ტურჯორჯია 51%

ჯი-ემ-სი ჰოლდინგი100%

ნინონიჟარაძე 9%

ფილიმასკა.ჯი 12.5%

გ.ს.კ. 29.6%

ქვაჩი 33%

უნიმედია 50% მუქსი 100%

ბედეგი 7%

ჯეო რეალ გრუპი 3%

საგა ბიზნეს ცენტრი13.21%

ავლაბრის საგა 0250%

დი-ეი-ენ მაინინგ კონსალტინგენდ ინვესტმენტს 33.4%

25%

გიორგიყარამანიშვილი 18%

25%

რუსთავი 2

ლევანყარამანიშვილი 22%

10

რომ მისი 100%-იანი წილის ყიდვა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს, 400 ათას დოლარად სურდა.28 ის “რუსთავი 2”-ში 6 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებასაც აპირებდა. კეზერაშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჯერ ფინანსური პოლიციის უფროსი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, მოგვიანებით კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი იყო.29 სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად ჩიქოვანმა წილების ყიდვა ვეღარ შეძლო.

2015 წლის ბოლოს საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, რაც მოგვიანებით სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებმაც დაადასტურეს.30 სასამართლო განხილვები ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების მეთვალყურეობისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, ვინაიდან არსებობდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ აღნიშნული დავა ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული და მისი მიზანი მფლობელის გამოცვლის მეშვეობით მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო.31 საბოლოოდ, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ე.წ. სტრასბურგის სასამართლომ) უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, დროებით შეაჩერა რა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.32

აღსანიშნავია, რომ ყადაღა “რუსთავი 2”-ის წილებსა და ქონებას დღემდე ადევს, ტელეკომპანია “საქართველოს” კი 2016 წელს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღა მოეხსნა.33 სწორედ ამის შემდეგ შეძლო ნიკოლოზ ნაყოფიამ ტელეკომპანიის წილის ყიდვა.

28 “რუსთავი 2”-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველო დააყადაღე, www.tabula.ge, 1.10.2015, https://bit.ly/2DSMYzs 29 ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, 2012, https://bit.ly/2JyVrJC 30 უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, www.imedinews.ge, 2.03.2017, https://tinyurl.com/y7sxyoqb 31 მნიშვნელოვანია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმე სამართლიანად გადაწყდეს, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, 22.11.2016, https://bit.ly/2E6ra3J 32 სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, რადიო თავისუფლება, 04.03.2017, https://bit.ly/2Gqh3sJ33 “სააპელაციო სასამართლომ “TV საქართველოს” ყადაღა მოხსნა, www.netgazeti.ge, 20.05.2016, http://netgazeti.ge/news/116298/

11

ჰოლდინგი “ტელეიმედი”

“ტელეიმედი” ქვეყანაში, “რუსთავი 2”-თან ერთად, ყველაზე გავლენიანი კერძო მაუწყებელია. ტელევიზია აწ გარდაცვლილი გავლენიანი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის დაფუძნებულია და ყოფილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა. თუმცა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, ტელევიზია დაარბიეს და მოგვიანებით, მფლობელები შეუცვალეს.. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მაუწყებელი დაუბრუნდა პატარკაციშვილის ოჯახს.34

სპეციფიკა/მაუწყებლობის სახე - ჰოლდინგ “ტელეიმედში” 3 ტელევიზიაა გაერთიანებული. “ტელეიმედი” ახალ ამბებსა და სოციალურ-პოლიტიკურ თემებს აქტიურად აშუქებს. არხზე ასევე გადის შემეცნებითი და გასართობი გადაცემები. რაც შეეხება “მაესტროს”, ის ახალი ამბებზეა ორიენტირებული, ხოლო GDS გასართობი არხია.

შემოსავალი - 2018 წლის მონაცემებით:

• “ტელეიმედის” ჯამური შემოსავალი 28,6 მილიონი ლარია, საიდანაც სარეკლამო შემოსავალი - 22.0 მილიონი ლარი.

• GDS-ის ჯამური შემოსავალი - 0.8 მილიონი ლარია, სარეკლამო შემოსავალი - 0.8 მილიონი ლარი.

• სტუდია “მაესტროს” ჯამური შემოსავალი - 0.4 მილიონი ლარია, სარეკლამო შემოსავალი - 0.4 მლნ ლარი.

მფლობელები

ტელეკომპანია “იმედის” 100%-იან წილს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ფლობს, რომელიც ცნობილი ოლიგარქის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის.35 გუდავაძე ბრიტანეთის მოქალაქეა და 650 მილიონი სტერლინგით ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრეს ქალად ითვლება.36 ტელევიზია 2012 წელს, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემდეგ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა.37

“ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ასევე ფლობს რადიო “იმედს”, შპს IMEDI FILMS, “ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლას”, კომპანია “თაჩ მედიას” და ტელეკომპანია “აისს”, რომელიც დღეისათვის არ მაუწყებლობს.38

თავად ინა გუდავაძეს წილები აქვს შემდეგ კომპანიებში:39 “გეო-ფლორა”, “სიგმა 2017”, “ალფა 2017”, “ბეტა 2017”. ბიზნესების საძიებო ვებგვერდის მიხედვით, გუდავაძე ასევე ფლობს

34 არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოოს შედეგები 2016-2018, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, https://bit.ly/2ROXcow 35 კომუნიკაციების ეროვნული კომისია,https://bit.ly/2UtpiHi 36 ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალების სიაში ინა გუდავაძე მოხვდა, www.imedinews.ge, 05.012017, http://tiny.cc/v0my2y 37 იმედის დაბრუნება, რადიო თავისუფლება, 17.10.2012, https://www.radiotavisupleba.ge/a/imedi-tv/24742578.html 38 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, http://tiny.cc/bzjb2y 39 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://bit.ly/2Itxmqq

12

რესტორან “სანაპიროს” ბათუმში (“გამა+”)40 და კაფე “ფლაუერსს” (“ჯეო-ფლორა”)41.

გუდავაძეს წილები აქვს დიდ და მსხვილ ბიზნესში, როგორიცაა მინერალური წყალი “ბორჯომი”,42 “ჰაიდელბერგცემენტი”43 და “მაგთიკომი”, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა. მის მფლობელობაშია “მთაწმინდის პარკი” და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (შპს “რუსთავის ფოლადი”)44.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის ჰოლდინგში გაერთიანდა ტელეკოპანია GDS და “მაესტრო”, რამაც ბაზარზე არსებული პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამძაფრა.

• ტელეკომპანია “მაესტრო”- ტელეკომპანია მაესტრო მთავრობაში “ქართული ოცნების” მოსვლამდე ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ არხად ითვლებოდა. 2014 წლის ბოლოს არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა. ისინი მიზეზად არხის მფლობელების მხრიდან ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ასახელებდნენ.45 2015 წელს იწყება “მაესტროს” გაკოტრების პროცესი, 2016 წლის იანვარში მის სარეკლამო დროს “იმედი” ყიდულობს, ერთ თვეში კი “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის (55%) მფლობელი მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) ხდება.46 გიორგი გაჩეჩილაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მეგობარი იყო.47 საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ არხის დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე გახდა, რომელიც 2008 წელს მეორე ადგილზე გასული საპრეზიდენტო კანდიდატი იყო გაერთიანებული ოპოზიციიდან.

ოფიციალურად, ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტს, 55%-იან წილს დღესაც გიორგი გაჩეჩილაძე, არაოფიციალურად კი “იმედი” ფლობს. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, “მაესტროს” 25%-ის მესაკუთრე “მედია ფაინანს გრუპ ბი.ვია”, რომლის საბოლოო ბენეფიციარი ინა გუდავაძეა. ეს წილი გუდავაძეს მაკა ასათიანმა მიჰყიდა, რომელიც ცნობილი დიზაინერი, ბიზნესმენი და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, არჩილ გოგელიას მეუღლეა. გუდავაძემ 2016 წლის ბოლოს დაადასტურა, რომ “მაესტროს” საკონტოლო პაკეტი შეიძინა, ხოლო გაჩეჩილაძის თქმით, გუდავაძეს კუთვნილი 55%-იანი წილიდან 30% მიჰყიდა,48 რაც სამეწარმეო რეესტრში ასახული არ არის, შესაბამისად ისიც უცნობია, რა დაუჯდა ეს პატარკაციშვილების ოჯახს. “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში გიორგი გაჩეჩილაძემ პრაქტიკულად დაადასტურა მისი კუთვნილი წილების გასხვისება.49

40 კომპანიების საძიებო ვებგვერდი, https://www.bia.ge/Company/20278 41 კომპანიების საძიებო ვებგვერდი, https://www.bia.ge/Company/7518 42 “IDS ბორჯომის” საკონტროლო პაკეტი რუსი მილიარდელის მიხეილ ფრიდმანის კონსორციუმმა იყიდა, www.netgazeti.ge, 28.01.2013, http://netgazeti.ge/business/19020/ 43 ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა ჰაიდელბერგ ცემენტის წილი შეიძინა, ტაბულა, 11.11.2017, http://tiny.cc/0ikb2y 44 რა ხდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში – მიმოხილვა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-სააქართველო, 27.03.2015, https://tinyurl.com/yxzvtxg3 45 ჟიჟილაშვილი: გოგელიამ მითხრა, რომ მაესტრო გახდება იდეოლოგიზებული, პროქართული, www.tabula.ge, 22.12.2014, https://bit.ly/2STgr4F 46 მაესტროს“ ახალი რეალობა - ტელეკომპანიის მფლობელების და მმართველების ცვლილების ქრონიკა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, 5.02.2016, https://tinyurl.com/yakxcmje 47 გია გაჩეჩილაძე: პრემიერ მინისტრს ორ დღეში ერთხელ ვხვდები, www.tabula.ge, 4.02.2016, https://tinyurl.com/yaz2v4wx 48 “GDS” გასართობ არხად გადაკეთდა, რა ელის “მაესტროს”?, www.netgazeti.ge, 21.02.2017, http://netgazeti.ge/news/174606/ 49 მაესტროს საკონტროლო პაკეტი შევიძინეთ, სრულდება მოლაპარაკებები GDS-თან, www.netgazeti.ge, 27.12.2016, http://netgazeti.ge/news/164821/

13

რაც შეეხება დანარჩენ წილებს, 15%-ს მაეტროს დამფუძნებელი მამუკა ღლონტი, ხოლო 5%-ს მაესტროს ყოფილი აღმასრულებელი პროდიუსერი ეკატერინე აკობია ფლობენ.50

• GDS - ტელეკომპანია “მაესტროს” შემდეგ, “იმედმა” 2017 წლის დასაწყისში ტელეკომპანია GDS-იც იყიდა.51 საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროფილის ეს ტელევიზია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნოდა. საჯარო რეესტრში არსებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ წილის ღირებულებასა და გადახდის წესს მხარეები წილის გასხვისებიდან 7 თვეში დაადგენ,52 თუმცა რა ფასად იყიდა “იმედმა” ივანიშვილის ოჯახისგან GDS, საზოგადოებისთვის ამ შემთხვევაშიც უცნობი დარჩა. დღეისათვის ტელევიზია გასართობ არხად ფუნქციონირებს.53

აღსანიშნავია, რომ პატარკაციშვილების ოჯახმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჯამში 180 ათასი ლარი შეწირეს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.54

50 კომუნიკაციების ეროვნული კომისია, https://bit.ly/2Ust4Rs 51 იმედმა GDS-ის 100-პროცენტიანი წილი იყიდა, www.on.ge, 01.02.2017, http://go.on.ge/8nq 52 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, http://bit.do/eE4hQ53 GDS გასართობ არხად გადაკეთდა, რა ელის “მაესტროს”?, www.netgazeti.ge, 21.02.2017, http://netgazeti.ge/news/174606/ 54 პატარკაციშვილის ოჯახმა ჩანაწერების გამოქვეყნების დღეს ზურაბიშვილს 180000 ლარი შეწირა”, www.on.ge, 22.10.2018, http://go.on.ge/v6t

მფლობელი ფიზიკური/იურიდიული პირიიურიდიული პირიოფშორული კომპანია *კომპანიის ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს ინა გუდავაძე.

*გაჩეჩილაძის განცხადებით, 30%-ანი წილი მიჰყიდა გუდავაძეს, თუმცა რეესტრში გარიგება ასახული არ არის.

უნიმედია 50% თაჩ მედია 100%

ინა გუდავაძებადრი პატარკაციშვილის სახელობისჟურნალისტიკის სკოლა 100%

ტელეკომპანიააისი 100%

რადიო იმედი 100% IMEDI FILMS 100%

ალფა 2017 100%

გამა+ 100%

ჯი-დი-ეს ონ 80% საინფორმაციო სააგენტო 2030

გეო-ფლორა 100%

ჯეო-ფლორა 100%ბეტა 2017 100% სიგმა 2017 100%

ტელეიმედი 100% მაესტრო

მედია ფინანს გრუპ ბი.ვი 25%

მამუკა ღლონტი15%

ეკატერინე აკობია5%

გიორგი გაჩეჩილაძე 55%

ჯორჯიან მედიაპროდაქშენ გრუფი 100%

ჯი-დი-ეს თი-ვი 100%

14

ტელეკომპანია “იმედთან” არის ასევე დაკავშირებული ცნობილი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელიც მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილ სხვა კომპანიებსაც განკარგავს. გიორგი გაჩეჩილაძე “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი სწორედ რუხაძის დახმარებით გახდა - მან გაჩეჩილაძეს მაშინ კონკურენტი არხის “მაესტროს” შესაძენი ფული ასესხა, მიზეზად ბიზნესინტერესი დაასახელა.55 2018 წელს არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის “იმედის” ყიდვას აპირებდა, თუმცა ეს ფაქტი ამ დრომდე დოკუმენტურად არ დადასტურებულა.56

2017 წელს “European Financial Group B.V”(EFG) -მა “ლიბერთი ბანკის” 74,64%-იანი წილი შეიძინა და ამ გარიგების შედეგად ირაკლი რუხაძე ბანკის ერთ-ერთი ბენეფიციარი მესაკუთრე57 და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.58 აღსანიშნავია ასევე, რომ დიდი ბრიტანეთის კომერციული პალატის გადაწყვეტილებით, ირაკლი რუხაძემ, რომელიც მუშაობდა უცხოურ კომპანიაში და ეხმარებოდა პატარკაციშვილის ოჯახს ბადრის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი აქტივების მოძიებაში, სწორედ ამ უცხოური კომპანიის ბიზნესი უკანონოდ მიითვისა.59

ირაკლი რუხაძის დედა, ნათელა სახოკია “ქართული ოცნების” კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუხაძე “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა, მან თანამდებობა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო დატოვა.60

55 ირაკლი რუხაძე: მაესტროს ყიდვას VTB ბანკი გეგმავდა, www.liberali.ge, 10.02.2016,https://bit.ly/2SbnAxV 56 ყიდულობს თუ არა ირაკლი რუხაძე იმედს, www.netgazeti.ge, 23.04.2018, http://netgazeti.ge/news/270272/ 57 ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის მფლობელი გახდა, www.tabula.ge, 16.10.2017, http://bit.do/eHJY2 58 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://bit.ly/2HRWbfl 59 ბრიტანული სასამართლო: ირაკლი რუხაძემ Salford-ის თანხები უკანონოდ მიითვისა, www.tabula.ge, 15.11.2018, https://bit.ly/2BAxVJa 60 ირაკლი რუხაძე „იმედის” ბორდის თავმჯდომარე გახდა - ნათელა სახოკია GPB-ს ტოვებს, www.liberali.ge, 20.06.2016, https://bit.ly/2N5yEqe

15

ტელეკომპანია “იბერია ტვ”

ტელეკომპანია “იბერია ტვ”-მ მაუწყებლობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეწყვიტა. ტელევიზიის მფლობელების განცხადებით, მაუწყებელი ხელისუფლებამ “დახურა”, ვინაიდან პოლიტიკური მიზნით ხელოვნური პრობლემები შეუქმნა მფლობელის კუთვნილ სხვა ბიზნესს, რომელიც ტელევიზიის მთავარი დამფინანსებელი იყო. ფაქტია, რომ ტელევიზია ფინანსურად წამგებიანი იყო და ძირითადად, სუბსიდირების ხარჯზე ფუნქციონირებდა. მაუწყებლობის შეწყვეტის გამო, რამდენიმე თვეში “იბერიას” ავტორიზაცია შეუჩერდა.

სპეციფიკა/მაუწყებლობის სახე - ტელევიზია ძირითადად ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე იყო ორიენტირებული, თუმცა ასევე მთელი რიგი შემეცნებითი გადაცემებიც ჰქონდა.

შემოსავალი - 2018 წელს ტელეკომპანია იბერიის ჯამური შემოსავალი 2.2 მილიონი ლარია, ხოლო სარეკლამო შემოსავალი - 2.2 მილიონი ლარი.

მფლობელები

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ტელეკომპანია “იბერიის” 100%-იანი წილის მფლობელი შპს “ბენმონტია”, რომელსაც ძმები რატი და გიორგი ოქუაშვილები ფლობენ.61 მათ წილი მშლობლებისგან ნატო ჩხეიძისა და ზაზა ოქუაშვილისგან მას შემდეგ მიიღეს, რაც ისინი წარმომადგენლობით ორგანოებში აირჩიეს. (ნატო ჩხეიძე 2016 წელს “პატრიოტთა ალიანსიის” სიით პარლამენტის62, ზაზა ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა63). კანონით, თანამდებობის პირებს ტელევიზიის ფლობის უფლება არ აქვთ. თუმცა, “იბერიაში” მიმდინარე კრიზისის დროს არც ტელევიზიის რეალური მფლობელები, ძმები გიორგი და რატი ოქუაშვილები და არც ტელევიიზიის ოფიციალური დირექტორი, მარიამ ჯაფარიძე, საჯაროდ არ გამოჩენილან. ოფიციალურ განცხადებებს ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი აკეთებდნენ, რაც ნიშნავს, რომ ტელევიზიას ისინი მართავდნენ.

თანამდებობრივი დეკლარაციის მიხედვით,64 ზაზა ოქუაშვილს კომპანიებში ოფიციალურად წილი არ აქვს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმდინარე ბიზნეს დავაშიც ნათლად ჩანს, რომ მას ბიზნეს ინტერესები აქვს “ომეგა ჯგუფში”.65 “ომეგა ჯგუფის” ვებგვერდის მიხედვით66, კომპანია ფლობს “ოჯთ”-ის სიგარეტის ფაბრიკას და აწარმოებს ათობით დასახელების სიგარეტს, ასევე, სადისტრიბუციო კომპანია “ომეგა 2”-ს, სტამბა “ომეგა თეგს” (შპს “ილიონი”), ავტომობილების

61 კომუნიკაციების ეროვნული კომისია, http://gncc.ge/uploads/other/3/3013.pdf 62 ნატო ჩხეიძემ “პატრიოტთა ალიანსის” დატოვების შესახებ განცხადება 2018 წლის 17 სექტემბერს გააკეთა. მიზეზი ომეგა ჯგუფის საქმეზე პარტიის არასათანადო მხარდაჭერა იყო, რადიო თავისუფლება, 19.10.2018, https://www.radiotavisupleba.ge/a/29498370.html 63 ზაზა ოქუაშვილს “ომეგა ჯგუფის” სკანდალის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შუწყვიტა, www.betumelebi.ge, 24.01.2019, http://batumelebi.netgazeti.ge/news/178710/ 64 თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები, 28.02.2018, https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/108379 65 კორუფციის კვამლი: დიდი განაწილება თამბაქოს ბიზნესში, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, 26.09.2018, https://bit.ly/2Q5CP5R 66 www.omega.ge

16

იმპორტიორი კომპანია “ომეგა მოტორსი”. “ომეგა ჯგუფი” თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორიცაა BMW, MINI, IVECO, Chevrolet. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიები ოფშორში არიან დარეგისტრირებული.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზაზა ოქუაშვილს 5 მილიონ 20 ათასი დოლარის ღირებულების ობლიგაციები და ფასიანი ქაღალდები აქვს პანამასა და შვეიცარიაში. ოქუაშვილის გვარი პანამის სკანდალურ დოკუმენტებშიც მოხვდა, რომლის მიხედვით, ის პანამაში 3 კომპანიას ფლობდა: DAGMAR FINANCE GROUP INC., Velsan Trading Corp.-ისა და Finley Trading.67

ტელეკომპანია “იბერიის” დირექტორი მარიამ ჯაფარიძე 45%-იან წილს ფლობს რეგიონულ ტელერადიო კომპანია “ბორჯომში”68. ამავე ტელეკომპანიის 35%-იანი წილის მფლობელია გიორგი ქურდაძე, რომელიც სამეწარმეო რეესტრში “იბერიის” მფლობელი კომპანია “ბენმონტის” და “ომეგა ჯგუფში” შემავალი რიგი კომპანიების დირექტორადაცაა მითითებული.

პრობლემები “იბერიაში”

ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა 2018 წლის 16 ოქტომბერს შეწყვიტა. მაუწყებლის ხელმძღვანელობის განცხადებით, ტელევიზია “ხელისუფლებამ დახურა”. აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა გააპროტესტეს, რომ მათ მთავარ დამფინანსებელ “ომეგა ჯგუფს” სახელმწიფომ ყადაღა დაადო, რაც ფაქტობრივად

67 ქართველები პანამის შავ ყუთში, http://forbes.ge, 16.06.2016, http://forbes.ge/news/3678/biznesi-da-politika 68 კომუნიკაციების ეროვნული კომისია, http://gncc.ge/uploads/other/2/2455.pdf

მფლობელი ფიზიკური/იურიდიული პირიიურიდიული პირიოფშორული კომპანიადირექტორიოჯახური/სანათესაო კავშირი

BENMONT 100%

ომეგა 2 ველსან თრეიდინგ ქორფო-რეიშენ 100% (პანამა)

დელტა 90% ომეგა მოტორსი 20% ილიონი ოჯთ 80%

გიორგი ოქუაშვილი 50 %

რატი ოქუაშვილი 50%

ზაზა ოქუაშვილი

ალფა 100%

სათაფლია-2 40%

იბერია ტვ

ROMINVEST TRADING CORP100% (ვირჯინიის კუნძლები)

FRYSIAN ENGINEERING S.A.100% (პანამა)

გიორგი ქურდაძედირექტორი

მარიამ ჯაფარიძედირექტორი

ტელე-რადიო კომპანიაბორჯომი 35% 45%

სკალინი 50% 50%

ომეგა ჯგუფი

17

ტელეკომპანიის დახურვას ნიშნავდა. მათი თქმით, ამას ხელისუფლება ტელეკომპანიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო აკეთებდა, თუმცა კონკრეტულად არავის აუხსნია ტელეკომპანიის მიმართ რა სახის ზეწოლაზე იყო საუბარი.69 საპასუხოდ შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ კომპანიას ყადაღა ბიუჯეტის წინაშე არსებული 52 მილიონიანი დავალიანების გამო დაედო.70

ამას მოჰყვა “რუსთავი 2”-ის ეთერში ფარული ჩანაწერების სერია, რომლითაც “ომეგა ჯგუფის” მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ მფლობელებს და ხელისუფლებას, რომ წარმოშობილ დავაში ტელევიზიისა და ჟურნალისტების ინტერესები არ დაზიანებულიყო, თუმცა საბოლოოდ, ტელევიზიამ მაუწყებლობა მაინც შეწყვიტა. დარღვეული უფლებების აღსადგენად და კუთვნილი კომპენსაციის მისაღებად ტელევიზიის ათეულობით თანამშრომელი დღემდე განაგრძობს სამართლებრივ ბრძოლას.

69 “ტელეკომპანია “იბერიის” საქმე-მოკლედ, www.mediachecker.ge, 23.10.2018, https://bit.ly/2H86dJf 70 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, https://mof.ge/News/8664

18

ტელეკომპანია “პირველი”

ტელეკომპანია “პირველი” სატელევიზიო ბაზარზე ახალი მედიაა, რომელმაც არსებობის 4 წლის განმავლობაში, შეძლო აქტიური პოზიციონირება და თანმიმდევრულად იზრდება, როგორც მისი ზეგავლენა, ასევე ფინანსური შემოსავლები.

რამდენიმე წლის წინ მაუწყებლის დამფუძნებელს სხვა ბიზნესში პარტნიორთან პრობლემები შეექმნა, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული, ვინაიდან მმართველი ძალა უკმაყოფილო იყო მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკით.

სპეციფიკა/მაუწყებლობის სახე - ტელეკომპანია “პირველმა”71 მაუწყებლობა 2015 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის სპოტულ არხ TVS-ად იყო ჩაფიქრებული და ვახტანგ წერეთლის მეუღლე, ქეთევან ჯაფარიძე ფლობდა. თუმცა არხმა მალე საერთო მაუწყებლის ლიცენზია აიღო, სახელწოდება შეიცვალა და სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულებების გაშუქებაც დაიწყო.

შემოსავალი - 2018 წელს ტელეკომპანია “პირველის” ჯამურმა შემოსავალმა 3.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სარეკლამო შემოსავალი - 3.2 მლნ ლარია.

მფლობელები

2017 წელს ქეთევან ჯაფარიძემ ტელევიზიის 100%-იანი წილი მეუღლეზე, ვახტანგ (ვატო) წერეთელზე გააჩუქა. ვატო წერეთლის მამა ცნობილი ბიზნესმენი ავთანდილ (ჭუტა) წერეთელია.

ვახტანგ წერეთლის სახელზე ათობით ყოფილი და მოქმედი კომპანია იძებნება.72 მათ შორის, ტურისტული სააგენტო “ნაით ოფის თრეველი” (40%), ბიზნეს ცენტრი “მწვანე ოფისი” (100%), სარეკლამო კომპანია “იბერია სტარს პროდაქშენი”(37.5%), აუდიტორული კომპანია “კონსალტინგ პორტი” (49%), სადისტრიბუციო კომპანია “გეო ინვესტი” (50%), ასევე შემდეგი კომპანიები: “არტ იბერია სტარს” (40%), “სამგორი თრეიდი” (50%), “სამგორი M” (20%), Lucky Door (11%), “თიქეთ ოფისი” (40 %), “ჯეო გოლდი” (20%), “პირველი ფუდი” (100% ), “აგრო პირველი” (55%), “ლ.ჯ ფაუერ სოლუშნს” (30%).

ათეულობით კომპანიაა დარეგისტრირებული ვახტანგ წერეთლის ცოლის, ქეთევან ჯაფარიძის73 და მამის, ბიზნესმენ ავთანდილ (ჭუტა) წერეთლის74 სახელზე. ავთანდილ წერეთელი წლების განმავლობაში ასოცირდებოდა თამბაქოს ბიზნესთან და წილს ფლობდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ადგილობრივ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია “თბილისის თამბაქოში”.75

71 კომუნიკაციების ეროვნული კომისია, http://gncc.ge/uploads/other/2/2532.pdf 72 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://goo.gl/QUXVtD 73 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, http://bit.do/eE8kg 74 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, http://bit.do/eE8kj 75 სამეწარმეო რეეტრის ამონაწერი, http://bit.do/eE8kv

19

ტელევიზიის მფლობელის ბიზნეს პრობლემები

2017 წლის ზაფხულში ტელეკომპანია “პირველის” მფლობელებს პრობლემები შეექმნათ ხელისუფლებასთან, თუმცა ამის შესახებ მათ საჯაროდ არ უსაუბრიათ. მოგვიანებით, 2018 წლის თებერვალში არხის მფლობელი და წამყვანი ჟურნალისტები დახურულ რეჟიმში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ამ საკითხის ირგვლივ საქმის კურსში ჩააყენეს. დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა ასევე შეხვედრები საელჩოების წარმომადგენლებთანაც.

მოგვიანებით კი, “პირველის” ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ჰქონდათ “პატარა სიგნალები… ეს იყო სიგნალები, რომ ტელეკომპანია “პირველს” სამომავლოდ შეეცვალა თავისი შინაარსი”76. ტელეკომპანიისთვის ხელისუფლების მხრიდან პრობლემების შექმნის შესახებ საუბრისას, დასახელდნენ განათლებისა და მეცნიერების იმჟამინდელი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლებსაც ამავე დროს ვიცე-პრემიერის თანამდებობები ეკავათ. მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილო ხელისუფლება ვახტანგ წერეთლის ბიზნესპარტნიორი თემურ უგულავას მეშვეობით ითხოვდა ტელეკომპანია “პირველის” წილების დათმობას იმგვარად, რომ ჰქონოდა დირექტორის დანიშვნისა და მართვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში წერეთელი დაკარგავდა თავის წილებს “აჭარაბეთში”. ასევე, არსებობდა ტელეკომპანია “პირველის” შენობისა და პირადი საცხოვრებელი სახლების დაკარგვის საფრთხე.77 მოგვიანებით, “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, თემურ უგულავამ წერეთელსა და მასთან აფილირებულ ადამიანს სხვადასხვა კომპანიებში წილების სანაცვლოდ ჯამში 4 მილიონი დოლარი გადაუხადა.78

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ტელეკომპანია “პირველის” სარედაქციო პოლიტიკაში სავარაუდო ჩარევის სურვილს.

ვახტანგ და ავთანდილ წერეთელის სახელები გაჟღერდა საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, “თიბისი ბანკის” საქმეში, რომლის გარშემოც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. პროკურატურა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძესა და ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება. სქემაში ფიგურირებს ვახტანგ და ავთანდილ წერეთლის სახელებიც, კერძოდ ვახტანგ წერეთლის 2 კომპანია “სამგორი თრეიდი” და “სამგორი M”. თუმცა, ვახტანგ წერეთელმა აღნიშნულ საქმეში რაიმე უკანონობის შესახებ ინფორმაცია უარყო.79 მოგვიანებით, პროკურატურამ გაასაჯაროვა მუქარის წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაუგზავნა - მისი ერთ-ერთი მოთხოვნა ტელეკომპანია “პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო, კერძოდ, ტელეკომპანია “პირველი” უნდა გადასულიყო ტვ “იმედის” ტრენდზე.80 ვახტან წერეთელმა

76 “იყო სიგნალები TV პირველის შინაარსის შესაცვლელად”, www.netgazeti.ge,16.02.2018, http://netgazeti.ge/news/253378/77 4 მილიონი დოლარი და ტელეკომპანია “პირველის” “მოგვარებული პრობლემა”, www.netgazeti.ge, 21.02.2018, http://netgazeti.ge/news/254384/ 78 4 მილიონი დოლარი და ტელეკომპანია “პირველის” “მოგვარებული პრობლემა”, www.netgazeti.ge, 21.02.2018, http://netgazeti.ge/news/254384/ 79 არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე-ტვ პირველის მფლობელი თიბისის საქმეზე, www.netgazeti.ge, 10.01.2019, http://netgazeti.ge/news/333131/ 80 მამუკა ხაზარაძის მიმართ მუქარის წერილი - ტრანსკრიპტი, რადიო თავისუფლება, 6.03.2019, https://bit.ly/2HfAMf4

20

მოგვიანებით განაცხადა, რომ წერილი “ტვ პირველის” მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი”.81

81 წერილის შინაარსში ვხედავთ არხის გაკონტროლების სურვილს — TV პირველი, www.on.ge, 6.03.2019, http://go.on.ge/10h7

გეო ინვესტი 50% 50%

იბერია სტარსპროდ. 37.5%

ნაით ოფისთრეველი 40%

სამგ. ტრეველ+ 50%

სამგორითრეიდი 50%

სამგორი M 20%

გასტროტექ 33%

არტ იბერია სტარს 40%

მობილ გაზი 25%

ლ.ჯ.ფაუერსოლუშნს 30%

მუშთაიდი გარდენი 33%

საქართველო ინფო 30%

ბი-სი-ბი 50%

პირველიფუდი 100%

გასტროტექ პირველი 33,33 %

ქეი ემ ეი 25%

მწვანე ოფისი 100%

Lucky Door 11%

თიქეთ ოფისი 40%

ბონ აპეტიტ 20%

ჯეო გოლდი 20% 20%

აგროპირველი 55%

სამგორი ტბორი 15%

სტანდ. ტობაკო ინკორპორ. 100%

პირველი ჟურნალი 50%

გაზეთი ტრიბუნა 50%

ლისის აბანოები 50%

მაქსტოპ ემი33.333%

სამგორი ფარმა (ლიკვ) 33%

მაქსტოპ პირველი 25%

შტოლცვერგ გეორგაია 13%

ბ. ნოვა 30%

მაქსტოპ ესი 25%

ჩოქოსვის 50%

ევრო კაპიტალი 100%

გეომეტალს 5%

კერია 50%

მაი სტარ ლენდ ჯორჯია 7.5%

სამგორი ფუდს 50%

ს კაზინო 100%

ფორტუნა 14 100%

პლანეტა 10%

სამგორი დეველოპ 100%

არქ. სამშ. სტუდია “პირველი” 10%

ჩოქოსვის-როზალი სამბარ 45%

სიმპროლიტ ჯორჯია 5%

საფ. კლუბი ივერია 2003 70%

ნიუ ჯორგია კომპ 25%

პროტონი 45%

ეფე 33%

პლანეტა 21+ 50%

სამგორი პლიუსი 29.3%

ბესტკომპ ჯორჯიას 50%

ტვ პირველი

მფლობელი ფიზიკური/იურიდიული პირიიურიდიული პირიოჯახური/სანათესაო კავშირი

ვახტანგ წერეთელიქეთევან ჯაფარიძე ავთანდილ წერეთელი

კონსალტინგ პორტი 49%

100%

სამგორითრეველი 80%

სამგორი XXI 50% პარტნიორი 55%

კრეტივ+ 65%

კაზინო აჭარაბეთი 33%

კავკასიისავიახაზები 5%

სამგორირენთი 100%

ვარკეთლისქარხანა 100%

კრეატივ XXI 100%

სამგორი 94 100%

სამგორი ინვესტი 25%

21

ტელეკომპანია “ობიექტივი”

ტელეკომპანია “ობიექტივი” უკვე წლებია მაუწყებლობს. არაერთ კვლევასა და მონიტორინგში აღნიშნულია, რომ როგორც მაუწყებლის ჟურნალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები რეგულარულად ავრცელებენ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს.82

სპეციფიკა/მაუწყებლობის სახე - ტელევიზია, ძირითადად, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზეა ორიენტირებული.

შემოსავალი - მაუწყებლის შემოსავალმა 2018 წელს 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც რეკლამიდან შემოსული თანხა 0.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

მფლობელები

ტელეკომპანია “ობიექტივი” 2010 წელს დაფუძნდა და გამგეობაში აწ უკვე პარლამენტის წევრი და პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი იყო. გამგეობის თავმჯდომარე დღეს ირაკლი ცილიკიშვილი, ხოლო წევრები ზურაბ გოგიშვილი, სოსო ზაალიშვილი და მამუკა გობეჩია არიან.

ცილიკიშვილის სახელზე რეესტრში სს “ამალთეა”83 იძებნება, სადაც გენერალური დირექტორია, სოსო ზაალიშვილი შპს “ი.ს.ნ”.-ში ფლობს 25%-იან, ხოლო შპს “3S ჯგუფში” 50%-იან წილს. 84

82 არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოოს შედეგები 2016-2018, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, https://bit.ly/2ROXcow 83 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://goo.gl/BUXnqN 84 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://goo.gl/MYQiEb

22

პალიტრა ტვ

ტელევიზია ჰოლდინგ ,,პალიტრა მედიის” შემადგენლობაში შედის, რომელიც საქართველოში ყველაზე მსხვილი მედია გაერთიანებაა. მზარდი ჰოლდინგი დიდი ხანია მოღვაწეობს ქართულ მედია სივრცეში და აერთიანებს არაერთ მედია კომპანიას.

სპეციფიკა/მაუწყებლობის სახე - ტელევიზია, ძირითადად, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს უთმობს საეთერო დროს.

შემოსავალი - მაუწყებლის საერთო ჯამური და სარეკლამო შემოსავალმა 2018 წელს 0.1 ათასი ლარი შეადინა.

მფლობელები

“პალიტრა ტვ” ჰოლდინგ “პალიტრაში” შემავალი კომპანიაა. ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე შპს “ედლაინია”, “ედლაინს” კი თავის მხრივ ირაკლი თევდორაშვილი (75%) და ზაზა ბუაძე ფლობენ (25%).85

ჰოლდინგი “პალიტრა” თავის მხრივ აერთიანებს 3 ყოველკვირეულ გაზეთს, 3 ყოველკვირეულ ჟურნალს, 8 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს. ჰოლდინგში შედის წიგნების საცალო გაყიდვების ქსელი, სტამბა, სარეკლამო, ინტერნეტკომერციისა და ვებგანვითარების კომპანიები.86

ირაკლი თევდორაშვილი87 და ზაზა ბუაძე88 გარდა “პალირა ტვ”-სა კიდევ ათეულობით კომპანიის მფლობელები არიან, რომლებიც ძირითადად ჰოლდინგ “პალიტრაში” შემავალი კომპანიებია. ასევე წილები აქვთ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი თევდორაშვილის ძმას, გიორგი თევდორაშვილსაც აქვს წილები “პალიტრის” ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში. გიორგი თევდორაშვილი 50%-იან წილს ფლობს ასევე კომპანიაში “ტრი მედია ინტელიჯენსი”89, რომელიც ტელევიზიების აუდიტორიის გამზომი კომპანიაა. გიორგი თევდორაშვილის მიერ “ტრი მედია ინტელიჯენსის” ფლობა არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი სამაუწყებლო სექტორში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო.90

მთავრობაში მოსვლამდე “კვირის პალიტრაში” დირექტორად მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.91 გარდა იმისა, რომ თევდორაშვილები ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილები არიან, ასევე ქუმსიშვილთან ბიზნეს

85 კომუნიკაციების ეროვნული კომისია,https://bit.ly/2MH8vxQ 86 http://palitra.ge/ge/about-us 87 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://goo.gl/oxJKTH 88 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი,https://goo.gl/S8rCqJ 89 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, https://goo.gl/cVKyR7 90 2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის, მედიის განვითარების ფონდი, 7.12.2015, http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/411 91 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, https://goo.gl/8vH3EL

23

პარტნიორობაც აკავშირებთ. კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „რეშენალ სოლუშენსის“ 10%-იანი წილის მესაკუთრეა (წილის მმართველი დღეს მისი მეუღლე ნატალია თევდორაშვილია), ხოლო 90%-ს „კვირის პალიტრა“ ფლობს, რომლის მეწილეებიც ირაკლი თევდორაშვილი და ზაზა ბუაძე არიან. აღსანიშნავია, რომ ქუმსიშვილმა თანამდებობა სკანდალურად დატოვა. ის პროკურატურაშიც იმყოფებოდა დაკითხვაზე. გამოძიება დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვას ეხებოდა, თუმცა დამატებითი დეტალები ცნობილი არ გამხდარა.92

ნიშანდობლივია, რომ ირაკლი თევდორაშვილმა და ზაზა ბუაძემ, ქუმსიშვილის მინისტრობის დროს, სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში საერთო კომპანია “ტისუპეიპერისთვის” (კომპანიას შემდეგში სახელი შეუცვალეს და დღეისათვის “კრიალა” ჰქვია), რომელიც ჰიგიენური ქაღალდების წარმოება-რეალიზაციას ეწევა, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვეს. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის დახმარებით განხორციელებული ამ პროექტის ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 11 560 000 ლარი შეადგინა. საწარმო საზეიმოდ დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.93

როგორც ჩანს, ეს არ ყოფილა “კვირის პალიტრის” მფლობელებთან დაკავშირებული ერთადერთი კომპანია, რომელმაც ქუმსიშვილის ეკონომიკის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში პროგრამა “აწარმოე საქართველოს” დაფინანსება მიიღო.94 ქუმსიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, “პალიტრა მედიის” სტამბა “კოლოპაკში”95 პროკურატურა შევიდა და ფინანსური დოკუმენტაცია მოითხოვა. პროკურატურის განცხადებით, 2014 წელს სტამბამ “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში 1 მილიონ 600 ათასი დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გამოძიება კი ეხებოდა პროგრამის ფარგლებში ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეებს.96

92 დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პროკურატურაში ალავიძე და ქუმსიშვილი გამოკითხეს, www.liberali.ge, 17.07.2018, https://bit.ly/2EAGQLz 93 პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილის ბიზნეს პარტნიორებს აფინანსებს, www.netgazeti.ge, 26.03.2018, http://netgazeti.ge/news/262860/ 94 2014 წელს დიმიტრი ქუმსიშვილი ეკომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე იყო.95 სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, “კოლოპაკის” მფლობელი შპს “კოლორია”, რომელსაც თავის მხრივ, თამარ გაგნიძე(50%), ზაზა ბუაძე(8.6) და შპს “კვირის პალიტრა”(41.4) ფლობენ, “კვირის პალიტრაში” კი წილები ასე გადანაწილებული: ზაზა ბუაძე(25%) და ირაკლი თევდორაშვილია(75%)96 პროკურატურა პალიტრას სტამბაზე: საქმე აწარმოე საქართველოს ფარგლებში დაწყებულ გამოძიებას ეხება, www.on.ge, 22.09.2018, http://go.on.ge/u2s

24

ედვორდი

სასწავლო ცენტრიპალიტრა 25% 75%

პალიტრა მედია 25% 75%

ნიუპაკი12.5% 37.5%

პოლიგრაფიულიმასალები 25% 75%

ტრი მედიაინტელიჯენსი 50%

გ.თ 50%

პრინტარეა

ინტელიჯენტ მედია

ალტერმედია

ანა 100%

გამცომლობაკოლორი 8.6%

გამომც. ლელო15% 45%

ჯორჯია თუდეი6.25% 18.75%

კრიალა20% 70%

დისტრი11.37% 48.63%

საგანმანათ. საქმიანობისცენტრი 6.9% 20.6%

წმ. გიორგი სახ. საერთ.სკოლა 6.25% 18.75%

სინათლე 33% რადიო ცენტრი პლუსი

ოფსეტი 50% ფასადი 8.6% 50%

პალიტრაL 20% 40%

ელვა მარკეტი 100%

ბიზნესისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტი 8.375% 25.125%

პრაის ჯი 50%

ამაზონ ექსპორტჰაბი 80%

ტრანსლეიტ.ჯი 40%

მუვიჯი 49%

ინტერ ლოჯისტიკს 25% 75%

ლოჯისტიკურიცენტრი 25% 75%

ბურჯი ჯგუფი 25%

სპეცმონტაჟი 100%

კომპ ასი 25%

მფლობელი ფიზიკური/იურიდიული პირიიურიდიული პირიოჯახური/სანათესაო კავშირი

ტვ პალიტრა 100%

პალიტრაპრინტი 100%

ბლექ სიკოლორი 100%

პაპტრეიდი 50%

კოლორპეიპერი 100%

და ქალი 100%

კვირისპალიტრა -ზღვისპირეთი 100%

კოლორპრინტი 100%

წიგნის სადისტრიბუციოკომპანია 100%

რეიტინგი 90%

პალფეი 100%

გაზეთი 24 საათი 100%

დი-არმარკეტინგი 100%

სეილსლენდი 100%

რეშენალ სოლუშენსი

ირაკლითევდორაშვილიზაზა ბუაძე

ედლაინი25% 75%

ვებ-სოლუშენს

ტაბურეტი 51%

დაწყ. ბიზნესისა და ინვო.საინვესტ. ფონდი

რეკლამა და ბიზნესგაზეთი 50%

ექსპრესია25% 25% 25%

ნიუსრუმი

ონლაინთიქეთსი 10%

ქარს.ჯი 50%

საქმე.ჯი 80%

ეკო პეიპერი 75%

კოლორპარკი 100%

კოლორ პრესი 100%

ბიბლუსი კო 100%

პეპელა 100%

სმარტ ქიდს 100%

სევენს სქაი 100%

ელვა სერვისი 31.25% 43.75% 25%

თ.გ. 50%

კვირის პალიტრა25% 75%

გიორგითევდორაშვილი

ნატალია თევდორაშვილი/დიმიტრი ქუმსიშვილი

*10% წილის მფლობელი - დიმიტრი ქუმსიშვილი - ყოფილი ეკონომიკის მინისტრი. ნატალია თევდორაშვილი, მისი მეუღლე, წილის მმართველი.** ირაკლი და გიორგი თევდორაშვილები არიან ძმები, ნატალია თევდორაშვილი არის მათი ბიძაშვილი.

ჯ.ე.პ. 100%ქაღალდი 100%

თბილისის რეკლამებისკონსორციუმი

ახალი ამბები 12% 46% 12%

გამომცემლობაპალიტრაL 25% 75%

ნიუ ჯორჯია 40%

დ.ა.გ. 25%

სევსამორა ვილა 50% ბიბლუსი 10%

25

რ.ბ.ჯ

რ.ბ.ჯ იგივე “1 გასართობი არხი” 2015 წელს დაარსდა. მაუწყებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ტელეკომპანია ყურადღების ცენტრში აღმოჩნა, რადგან რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებს თარგმნიდა და ეთერში ათავსებდა.

სპეციფიკა/მაუწყებლობის სახე - ტელევიზია გასართობი ხასიათის გადაცემებს აჩვენებს.

შემოსავალი - მაუწყებლის შემოსავალმა 2018 წელს 0.6 ათასი ლარი შეადგინა, რომელიც სარეკლამო შემოსავლის სახით მიიღო.

მფლობელები

ტელევიზიის დამფუძნებლები რუსეთი ფედერაციის მოქალაქე ოლგა მილიაევა (90%) და საქართველოს მოქალაქე ირაკლი ადამია (10%) არიან .97

ადმინისტრაციული დავები მაუწყებლობის საქმიანობის შესახებ

ტელეკომპანიას მაუწყებლობის დაწყებისას პრობლემები ჰქონდა. ის გადასცემდა რუსულენოვან პროგრამებს, რუსეთის სახელმწიფო არხის (ОРТ) ლოგოთი და წარწერით - „Грузия“ (საქართველო). კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით,98 ტელეკომპანია “რ.ბ.ჯ.” გააფრთხილეს იმისთვის, რომ არ ასრულებდა “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, არ წარუდგენია კომისიისთვის ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არც ყოველკვირეული პროგრამის განრიგი გამოუქვეყნებია.

2015 წლის 26 ნოემბერს კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “რ.ბ.ჯ” 2500 ლარით დააჯარიმა და არსებული ფორმით მისი საეთერო მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.99 კომისიის ინფორმაციით, „რ.ბ.ჯ“-მ ვერ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელის ტელეპროდუქციის მართლზომიერი ფლობა. კომპანია ასევე, წერილობით გაფრთხილდა კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის და საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისობის დეკლარაციის გამოუქვეყნებლობის გამო.

დღეისათვის “1 გასართობ არხს” ეთერში ძირითადად ქართულად ნათარგმნი რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის გასართობი გადაცემები აქვს განთავსებული. “რ.ბ.ჯ”-მ ავტორიზაციის თემატიკის ცვლილება კომუნიკაციის კომისიის გაფრთხილების შემდეგ გადაწყვიტა - საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების ნაცვლად, ავტორიზაცია გასართობ გადაცემებზე მოითხოვა. საბოლოოდ, თემატიკა ასე ჩამოყალიბდა: კინო სერიალები/გასართობი გადაცემები.100

97 კომუნიკაციების ეროოვნული კომისია, https://tinyurl.com/yd4gdcat 98 კომუნიკაციების ეროვნული კომისია, https://bit.ly/2UHaoxW 99 კომუნიკაცების ეროვნული კომისია, https://bit.ly/2Ry7jhc 100 კომუნიკაციების ეროვნული კომისია, https://bit.ly/2So9Z5k

26

სტერეო +

სპეციფიკა/მაუწყებლობის სახე - არხს სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია აქვს მიღებული და გასართობი და მუსიკალური თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობს.

შემოსავალი - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წელს მაუწყებელს შემოსავალი არ მიუღია .

მფლობელები

“სტერეო +”-ის მფლობელები არიან დავით (50%) და ლაშა(15%) ზილფიმიანები, ლუკა სევერინი(10%) და რობერტ ხახალევი (25%).101

ტელეკომპანიის გარდა, “სტერეო+”-მა 2014 წელს ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მულტიპლექს პლატფორმა მოაწყო, შესაბამისად ის უზრუნველყოფს ეროვნული დაფარვის ქსელში ღია ეთერით ტელემაუწყებელთა გავრცელებას. ციფრული მულტიპლექს ოპერატორი ბაზარზე “დიჯიტალ ტვ”-ის სახელით ოპერირებს.

დავით ზილფიმიანი (22%) და ლუკა სევერინი(3%) ასევე ფლობენ ტელეკომპანია “I სტერეოს” წილებს, რომელიც ამ ეტაპზე არ მაუწყებლობს.

დავა დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ

2014 წელს ზილფიმიანის წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყო შპს “Chemexim International”102-მა, რომელიც მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული და შპს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” 100%-იან წილს ფლობს. მისი მფლობელი და მმართველი ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია. “Chemexim International”-ი ზილფიმიანისგან 2007-2008 წლებში მისთვის ნასესხები თანხის დაბრუნებას მოითხოვდა, თუმცა დავა 2014 წელს საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2016 წელს სააპელაციო სასამართლოში წააგო. საქმე უზენაესმა სასამართლომ 2018 წელს განიხილა, შეცვალა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, დავით ზილფიმიანს თანხის გადახდა103 დააკისრა და “სტერეო +”-ის 50%-იანი წილი დაუყადაღა. ზილფიმიანი თვლის, რომ ბეჟუაშვილი საკუთარი გავლენებით სარგებლობს და უკანონოდ ცდილობს მისი ქონების ხელში ჩაგდებას. მისი განმარტებით, დაკისრებული თანხის ოდენობის გადახდა არ შეუძლია, რაც გამოიწვევს “სტერეო+”-ში მისი 50%-იანი წილის Chemexim International-ისთვის გადაცემას. ზილფიმიანის თქმით, მან გადაწყვეტილება სტრასბურგისა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აღსანიშნავია, რომ დავით ზილფიმიანი 2016 წელს დავით თარხან-მოურავი, “ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის” საპარლამენტო სიაში იყო.104

101 კომუნიკაციების ეროვნული კომისია, https://tinyurl.com/y7s8slmf 102 ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის 2017 წლის აუდიტის ანგარიში; https://bit.ly/2VprArF103 252,000 ევრო, 14,000 დოლარი და 20,000 ლარი104 ტელევიზიების მეწილეები პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიაში, www.on.ge , 3.10.2016, http://go.on.ge/4iq

27

მედიის კონცენტრაცია

კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ხელისუფლება მუდმივად აპელირებენ, რომ ქვეყანაში მედიაპლურალიზმია, რადგან ტელევიზიების რაოდენობა იზრდება.105 თავის მხრივ, ტელევიზიების რაოდენობის ზრდა 2015 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ გამოიწვია - გაჩნდა რესურსი, რომ ქვეყანაში უფრო მეტი რადიო და ტელევიზია გაჩენილიყო და ასეც მოხდა.

საინტერესოა, როგორ ნაწილდება ტელევიზიების შემოსავალი წლების მიხედვით და გამოიწვია თუ არა ტელევიზიების რაოდენობის ზრდამ სარეკლამო ბაზრის ზრდა. როგორც აღმოჩნდა, ტელევიზიების რიცხოვნობის ზრდასთან ერთად სარეკლამო ბაზარი მკვეთრად არ გაზრდილა106 და თუ 2013 წელს 105 ტელევიზია იყოფდა 66 მილიონ ლარიან სარეკლამო ბაზარს, 2018 წელს 130 ტელევიზიას უწევს 63 მილიონიანი ბაზრის განაწილება.

105 კახა ბექაური-მედიაპლურალიზმის კუთხით იდეალური მდგომარეობაა, 1tv.ge, 19.03.2018, https://bit.ly/2HMiscT 106 სარეკლამო ბაზარში დათვლილია ტელევიზიების მიერ რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებული თანხა. მონაცემები დათვლილია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის საშუალებით, https://analytics.gncc.ge/

0

30

60

90

120

150მაუწყებლების ჯამური რაოდენობა ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლები

20182017201620152014201320122011201020092008

4 4 4 4 4 4 4

23 23 21 21

50 48 47

54

77

101

119

132

119

108 109

*ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მონაცემები მოიცავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლისმეორე არხსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს. წყარო: GNCC, 17.08.2018

28

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ყურებადობის მხრივ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიები “რუსთავი 2” და “იმედი” არიან, რომლებიც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ვერ ინარჩუნებენ და კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს ატარებენ.107 რეკლამაც, ძირითადად, ამ ორ ყველაზე მსხვილ ტელევიზიაში მიდის. მას შემდეგ, რაც “იმედი” კიდევ უფრო გაფართოვდა და ჰოლდინგში ორი ტელევიზია დაიმატა, მედიის პოლარიზაციის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.

107 არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოოს შედეგები 2016-2018, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, https://bit.ly/2ROXcow

ტელევიზიის შემოსავლები 2013-2018

წელისაერთო შემოსავალი(მლნ ლარი)

საერთო შემოსავალი(მლნ დოლარი)

სარეკლამო შემოსავალი(მლნ ლარი)

სარეკლამო შემოსავალი(მლნ დოლარი)

2013 74.9 45 66 39.6

2014 94.6 53.3 84 47.3

2015 86.1 37.9 72.6 31.9

2016 96.9 40.9 81.4 34.4

2017 97.5 38.6 68.4 27.2

2018 79.8 31.3 63.3 24.8

*მონაცემები არ მოიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მონაცემებს

29

*2017 წლის იანვრიდან “იმედის” მონაცემები დათვლილია “სტუდია მაესტროსთან”, ხოლო თებერვლიდან GDS-სთან ერთად, რადგან ამ დროისთვის “იმედმა” ტელეკომპანიების საკონტროლო პაკეტები შეიძინა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 12 მაუწყებელს შემოსავალი საერთოდ არ ჰქონია, ხოლო შემოსავლის მქონე მაუწყებლებიდან ოთხს სარეკლამო შემოსავალი არ მიუღია.

0 20000 40000 60000 80000 100000

სხვაიმედირუსთავი 2

2018

2017

2016 38.4 46.1% 29.8% 24.1%

36.7% 22%

35% 24%

41.3%

40.9%

28.6

27.1

24.8 20.1

15.2

16.0

25.4

23.2

"რუსთავი 2"-ის და "იმედის" წილი სარეკლამო ბაზარზე (მლნ ლარი)

30

რეკომენდაციები

• ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია კომპანიებისა და მათი მფლობელების წინააღმდეგ სხვადასხვა ბერკეტის გამოყენება მათთვის ე.წ. ბიზნეს თუ ფინანსური ხასიათის პრობლემების შესაქმნელად;

• პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მედიის მფლობელობა, შეწყვიტონ სატელევიზიო მედიის საქმიანობაში ჩარევა მათთვის სასურველი სარედაქციო პოლიტიკის გასატარებლად;

• ტელევიზიის მფლობელებმა მკაფიოდ უნდა გამიჯნონ სატელევიზიო და სხვა ბიზნეს საქმიანობა, რათა არ მოხდეს მაუწყებლისა და მასში დასაქმებული ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზება ვიწრო პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების გასატარებლად;

• მედია პლურალიზმისა და პროფესიული ჟურნალისტიკის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია მედიის მფლობელებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა აამაღლონ ჟურნალისტების ცოდნა ეთიკური სტანდარტების შესახებ;