ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. ·...

16
80 WWW.ENPARD.GE ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ცხოვრებისთვის სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება სოფლის განვითარების ხელშეწყობა სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლება

Transcript of ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. ·...

Page 1: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

80

WWW.ENPARD.GE

ENPARD – ძლიერი სოფელიუკეთესი ცხოვრებისთვის

სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებასოფლის განვითარების ხელშეწყობა

სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლება

Page 2: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ცხოვრებისთვის

ევროკავშირთან ასოცირებისშეთანხმება და ღრმა დაყოვლისმომცველითვისუფალი სავაჭრო სივრცე(DCFTA) საქართველოშიწარმოებულ პროდუქციას500 მილიონი ევროპელიმომხმარებლისთვისხელმისაწვდომს ხდის.

Page 3: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

www.enpard.ge 1

შესავალი

სოფლის მეურნეობა, საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისადა სოციალური სტრუქტურის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენდა.საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფორმირებისა და ეკონომიკისგანვითარების პროცესში, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. საბჭოთაკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სავალალო მემკვიდრეობადაუტოვა. თუმცა, ბოლო წლებში, სექტორი ეტაპობრივად ვითარდება.

საქართველოში, მოსახლეობის 42%-ზე მეტი სოფლად ცხოვრობს(საქსტატი). შესაბამისად, ქვეყანაში დასაქმების ზრდის, სიღარიბისშემცირებისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის, სოფლისა და სოფლისმეურნეობის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სოფლისმეურნეობის სფეროს განვითარება განსაკუთრებით დროულია ახლა,როდესაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელსგაფორმებული ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა, ხოლოევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი სავაჭრო სივრცე(DCFTA) საქართველოში წარმოებულ პროდუქციას 500 მილიონი ევროპელიმომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

შეთანხმების ფარგლებში, საქართველო იღებს ვალდებულებას, ხელიშეუწყოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ქვეყნისპოლიტიკისა და კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთანთავსებადობის მიღწევის გზით. აღნიშნული ასევე გულისხმობს, სოფლისგანვითარების შესახებ ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, სოფლისთემებში ეკონომიკური კეთილდღეობის, და მასთან, ცენტრალურ თუადგილობრივ დონეზე, ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარებისუზრუნველყოფის მიზნით.

სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთუმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაზეც სახელმწიფოს მიერ სექტორისმკვეთრად გაზრდილი დაფინანსება და მიმდინარე რეფორმებიც მეტყველებს.ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის ზრდასა და გაძლიერებაშისოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლოპროგრამით (ENPARD) ეხმარება. ENPARD I, აღნიშნული პროგრამის პირველიფაზა, 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 52 მილიონ ევროს (დაახლოებით135 მილიონი ლარი) შეადგენს. 2016 წელს, პროგრამის მეორე ფაზა - EN-PARD II ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგანსოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დამატებით 50მილიონ ევროს (დაახლოებით 130 მილიონი ლარი) დახმარებას მიიღებს.

Page 4: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

2

ENPARD I (2014-2017) – ძირითადი მიღწევები1. ფერმერთა შორის თანამშრომლობის გაძლიერება დღეისათვის, საქართველოში, 1600-ზე მეტი ფერმერული კოოპერატივია რეგისტირებული.ისინი მრავალი სახეობის პროდუქციას აწარმოებენ, მათ შორის რძის ნაწარმს, ღვინოს,ბოსტნეულს, თევზსა და თაფლს. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მოხდა ბიზნესზეორიენტირებული კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც ფერმერებსსაშუალებას აძლევენ გააფართოონ წარმოება და თავი დაიმკვიდრონ ბაზრებზე,რომლებიც მათთვის ადრე არ იყო ხელმისაწვდომი.

2. საკონსულტაციო მომსახურებების გაუმჯობესებაამ დროისთვის, რაიონულ დონეზე შექმნილია 59 რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი. ისინი ფერმერებს საუკეთესო გამოცდილებების, ახალიტექნოლოგიების, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნისადა მიწოდების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და შესაბამის ტრენინგებს სთავაზობენ.

3. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერასოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მისი უწყებების საქმიანობა მკვეთრადგაუმჯობესდა და უფრო ეფექტიანი გახდა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის ზრდისადა განვითარებისთვის სამინისტროს ინიციატივით არსებული კანონმდებლობაგანახლდა და დაიხვეწა. გარდა ამისა, სამინისტროში ჩამოყალიბდა პოლიტიკის ჯგუფი,რომელიც ზედამხედველობას უწევს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისგანხორციელებას. ასევე წინგადადგმული ნაბიჯია სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრის დაარსება.

4. სოფლის განვითარების საპილოტე პროექტებიევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების საპილოტე პროექტებიბორჯომში, ლაგოდეხსა და ყაზბეგში ხორციელდება. მათი მთავარი მიზანიაარასასოფლო-სამეურნეო სექტორების გაძლიერება, როგორიცაა ეკო-ტურიზმი,მრეწველობა და მომსახურება; ასევე უმუშევრობის დაძლევა სოფლად, სადაცსაქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს. სწორედ აღნიშნულისაპილოტე პროექტების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა ENPARD-ის მეორეფაზა, რომლის ფარლებშიც საქართველოში სოფლის განვითარებას განსაკუთრებულიყურადღება უნდა დაეთმოს.

ფართომასშტაბიან და ნებაყოფლობითკოოპერაციაზე დაფუძნებული სოფლის

მეურნეობა ევროპისთვის უცხო არ არის.

ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ცხოვრებისთვის

Page 5: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

3www.enpard.ge

ENPARD II (2016-2020) – შენება მყარ საფუძველზე პროგრამის მეორე ფაზა, ENPARD II, გააგრძელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსმხარდაჭერას 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისგანხორციელების პროცესში. ამ მხრივ, ევროკავშირის მხარდაჭერა, პირდაპირი საბიუჯეტოდახმარებით და საგრანტო პროგრამების დაფინანსებით განხორციელდება.

ENPARD II-ს სამი ძირითადი მიმართულება ექნება: (1) სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება; (2)სოფლის განვითარების ხელშეწყობა; (3) სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლება.

1. სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებაENPARD II-ის ფარგლებში გაგრძელდება ENPARD I-ის ფაზაში ინიცირებული სოფლისმეურნეობის სამინისტროს ტექნიკური მხარდაჭერა და ტრენინგები. ამ მხრივ, ევროკავშირისდახმარებით, გათვალისწინებულია ფერმერთა მონაცემთა ბაზის შექმნა, სათესლემასალების სერტიფიცირების სისტემების ჩამოყალიბება, და გარემო პირობებისადმიმდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა. მეტიც, პირდაპირი საბიუჯეტოდახმარებით, ENPARD II-ის ფარგლებში გაგრძელდება ბიზნესზე ორიენტირებულიფერმერული კოოპერატივების შექმნისა და მათი მდგრადი განვითარების წახალისება.

ENPARD-ის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების მაგალითებიფართომასშტაბიან და ნებაყოფლობით კოოპერაციაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობაევროპისთვის უცხო არ არის. სწორედ აღნიშნული სახის გაერთიანება აძლევს ფერმერებსცოდნის გაზიარების შესაძლებლობას და ამცირებს მათ ხარჯებს წარმოების პორცესში საჭიროტექნიკურ თუ სხვა ტიპის საშუალებებზე. საქართველოში კი თითოეული ფერმერიინდივიდუალურად მუშაობს საკუთარ მცირე ნაკვეთში, რაც მის დანახარჯებსა და რისკებსმხოლოდ ზრდის. იმისათვის, რომ ევროპული გამოცდილება ქართველმა ფერმერებმაცგაიზიარონ, აუცილებელია იძულებითი კოლექტიური ფერმერული ერთობების, ე.წ.„კოლხოზების“ შესახებ მტკივნეული მოგონებების წარსულში დატოვება.

„საწური“, ღვინის წარმოება შავიზღვისპირეთში„კოოპერატივის შექმის იდეას ეჭვის თვალით ვუყურებდი, რადგან მსგავსი გაერთიანებასაბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა“- ამბობს ვაჟა დავითაძე, ღვინის მწარმოებელიკოოპერატივის თავმჯდომარე ბათუმიდან, დასავლეთ საქართველოდან. კოოპერატივში 4წევრი გაერთიანდა და მას ადგილობრივი უნიკალური ჯიშის ვაზის სახელი „საწური“ დაარქვეს.მხარდაჭერამაც არ დააყოვნა: ევროკავშირის გრანტის სახით კოოპერატივმა 24,600 ლარი(≈ € 9,500) მიიღო, რომლის მეშვეობითაც „საწურის“ წევრებმა ყურძნის გადამამუშავებელიდა ღვინის ჩამოსასხმელი მოწყობილობები შეიძინეს. წარმოებისა და მარკეტინგის პროცესშიშემდგომი ტექნიკური დახმარების მეშვეობით, მათ შეძლეს ხარისხის გაუმჯობესება დარაოდენობრივად მეტი ღვინის დამზადება, რამაც თვალსაჩინო გახადა კოოპერაციის ბიზნესმოდელის უპირატესობები.

Page 6: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

4 ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ცხოვრებისთვის

Page 7: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

5

„თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში2015 წლის თებერვალში, პირველადი წარმოების თაფლის ხუთმა კოოპერატივმა,საქართველოს ცენტრალური ნაწილის, ბაღდათისა და ვანის სოფლებიდან, ძალებიგააერთიანეს, რათა შეექმნათ მეორე დონის კოოპერატივი (კოოპერატივების მიერდაფუძნებული კოოპერატივი, რომელიც ღირებულებათა ჯაჭვის შექმნაზეა ორიენტირებული).„მეფუტკრეობა მოითხოვს უამრავ სფეროში გათვითცნობიერებულობას“ - ამბობს მინდიაქავთარაძე, „თაფლი საჩინოს“ თავმჯდომარე. „წევრებს შორის მოვალეობებიგადანაწილებულია: ზოგი სკების და სინების დამზადების პროცესში მონაწილეობს, სხვებიკი ფუტკრებისა და სკების მოვლით არიან დაკავებულნი. აღნიშნული მიდგომა საქმესამარტივებს და წარმოების ხარჯების თითქმის განახევრების საშუალებას გვაძლევს.“ერთობლივი ძალებით, კოოპერატივის წევრებს, ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველაეტაპის - წარმოების, გადამუშავების, დაფასოების, დასაწყობებისა და მარკეტინგის -შესაძლებლობა აქვთ. ”თაფლი საჩინოს“, ევროკავშირის მხრიდან, თანადაფინანსებისსახით, 200,000 ლარზე მეტი (≈ € 76,600) მატერიალური რესურსი გადაეცა.

ყულიშკარი“, თხილის წარმოება სამეგრელოშიENPARD-ის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი სამეგრელოშიარსებული თხილის კოოპერატივის, „ყულიშკარის“ თერთმეტ წევრს, ბიზნესისდაგეგმარებისა და აგრო-ტექნიკის შესახებ გადამზადების კურსი ჩაუტარდა. მათ ასევეგადაეცათ გრანტი 36,432 ლარის (≈ € 14,000) ოდენობით, ტექნიკა-დანადგარებისშესაძენად. უმაღლესი ხარისხის ტექნიკურმა საშუალებებმა, როგორიცაა მოძრავიგუთანი და სათესი მანქანა-მოწყობილობები, რომლებიც მათთვის შეღავათიან ფასადიქნა შესყიდული, კოოპერატივის ეფექტიანობა გაზარდა, ხოლო ზარალი დადანახარჯები შეამცირა. დღესდღეობით, „ყულიშკარის“ წევრებს თხილის პლანტაცია52 ჰექტარზე აქვთ გაშენებული. ეს ერთადერთი კოოპერატივი როდია აღნიშნულსფეროში. ძალების გაერთიანება ასობით თხილის მცირე მწარმოებელს დაეხმარაპროდუქციის რაოდენობის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. დღეისათვის,თხილი ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტსწარმოადგენს და ის აღნიშნული პარამეტრით ღვინოსაც კი უსწრებს.

www.enpard.ge

Page 8: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

6 ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ცხოვრებისთვის

© ფოტო: რომან თოლორდავა

Page 9: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

7

2. სოფლის განვითარების ხელშეწყობასოფლად სამუშაო ადგილების შექმნა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელს, და ამასთან, სოფლის მეურნეობაზედამოკიდებულებასაც ამცირებს. სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით,ENPARD-ის პროგრამა შესაბამის სამინისტროებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან დასოფლის ადგილობრივ თემებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს.

• სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია

სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და რეალობაში დანერგვისთვის,ENPARD-ის პროგრამა საქართველოს მთავრობას ტექნიკურ დახმარებას უწევს. სტრატეგიასამ ძირითად მიმართულებას ეფუძნება, ესენია: კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობისჩამოყალიბება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, და ადგილობრივი ეკონომიკისდივერსიფიკაცია.

სტრატეგია ევროკავშირის მიერ გამოცდილ და მხარდაჭერილ „ლიდერ“-ის (LEADER)მეთოდოლოგიის მიხედვით ხორციელდება, რომელზე დაყრდნობითაც ბორჯომში,ყაზბეგსა და ლაგოდეხში ENPARD I-ის ფარგლებში დაწყებული საპილოტე პროექტებიუკვე მიმდინარეობს. „ლიდერ“-ის პრინციპის თანახმად, ყოველ სოფელსგანსაკუთრებული შესაძლებლობები და უნიკალური გამოწვევები გააჩნია, რის შესახებაცყველაზე კარგად ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა ცნობილი. მიდგომა გულისხმობსე.წ. „ქვემოდან-ზევით“ პრაქტიკის დანერგვას, რომლის თანახმადაც სამოქმედოგეგმისა და გადაწყვეტილებების მიღება პროექტის საბოლოო ბენეფიციარებისმონაწილეობით ხდება. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივიგანვითარების ჯგუფები (LAG) თემების მობილიზაციას ახდენენ და მათი მონაწილეობითკეთილსაიმედო საპროექტო განაცხადებს დაფინანსებისთვის შეარჩევენ.

სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა დასაცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება

ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელს, და ამასთან, სოფლის მეურნეობაზე

დამოკიდებულებასაც ამცირებს. www.enpard.ge

ბორჯომის განვითარებისჯგუფი

ლაგოდეხის განვითარებისჯგუფი

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი

Page 10: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

8 ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ცხოვრებისთვის

© ფოტო: რომან თოლორდავა

Page 11: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

9

• ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები

ENPARD II მიზნად ისახავს სოფლის განვითარებას და სოფლად მცხოვრებიმოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. სოფლებსა დამაღალმთიან ადგილებში, სულაც არ არის აუცილებელი ყველამ ფერმერულსაქმიანობას მიჰყოს ხელი: ევროკავშირის პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალოსაწარმოების შექმნის მხარდაჭერას და წახალისებას ახდენს; ამასთან პოტენციურმეწარმეებს საპროექტო წინადადებების ჩამოყალიბებასა და ბიზნეს გეგმის შედგენაშიეხმარება. პროგრამის მხარდაჭერით ასევე გათვალისწინებულია სოფლად არსებულიმომსახურებების გაუმჯობესება. ადგილობრივი სერვისები ამჟამად საკმაოდ შეზღუდულიან არასაკმარისია, რაც ეკონომიკის განვითარებას და სოფლად არსებული სიღარიბისდაძლევას აბრკოლებს.

პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, მისი სოფლის განვითარებისკონკრეტული პროექტები კი შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების საპილოტე ღონისძიებები აფხაზეთშიცგანხორციელდება, ევროკავშირის არაღიარების და ჩართულობის პრინციპებისგათვალისწინებით. ENPARD-ის პროგრამის მეორე ფაზა ხელს შეუწობს ევროკავშირისისეთი მიდგომების დანერგვას, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, გარემოსმდგრადი განვითარება და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის საკითხები.

3. სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებასურსათის უვნებლობის, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები ქვეყანაში დიდიხნის განმავლობაში უგულვებელყოფილი იყო. თუმცა, ევროკავშირსა და საქართველოსშორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების პროცესში, აღნიშნულისაკითხი კვლავ საკანონმდებლო დღის წესრიგში დადგა: საქართველო თავისუფალივაჭრობის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას მხოლოდ ევროპულსტანდარტებთან დაახლოების გზით შეძლებს.

2012 წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის ეროვნული სააგენტოჩამოაყალიბა. სააგენტო სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხისდაცვის უზრუნველყოფას, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული დაფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლსახორციელებს. 2013 წელს აღნიშნულმა სააგენტომ სურსათის/ცხოველის საკვებისუვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი მიიღო. ევროკავშირისურსათის ეროვნულ სააგენტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური გაძლიერებისპროგრამით ეხმარება. აღნიშნული პროგრამის საფუძველზე, ENPARD II მთავრობასლაბორატორიული შესაძლებლობების გაუმჯობესების, სასურსათო უსაფრთხოებისდა სანიტარული და ფიტოსანიტარული მექანიზმების კონტროლისა და შემოწმების

www.enpard.ge

Page 12: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

10 ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ცხოვრებისთვის

© ფოტო: რომან თოლორდავა

Page 13: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

11

სტანდარტების დანერგვაშიც შეუწყობს ხელს.ამასთან, მოხდება საზღვარზე არსებულიშემოწმებისა და კონტროლის მექანიზმებისგაძლიერება, იმპორტირებული დაექსპორტირებული სურსათის სტანდარტებისგაუმჯობესება და ფერმერთა წახალისება, რათამათ აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობაშიმყოფი პროდუქცია აწარმოონ. ფერმერთა მიერსტანდარტების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია,მითუმეტეს თუ ისინი პროდუქციის გატანას DCFTA-ის მეშვეობით ევროპის ბაზარზე გეგმავენ.

პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბითიმოქმედებს, მისი სოფლის განვითარების

კონკრეტული პროექტები კი შერჩეულმუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

www.enpard.ge

ქობულეთის სანერგე მეურნეობაში, ვაზისა და ხეხილის ჯიშებზე სასოფლო-სამეურნეო დაბიოლოგიურ თავისებურებებზე ფენოლოგიური დაკვირვების პორცესი

აჭარის აგროსერვის ცენტრიქობულეთში - შეწამლვის პროცესი

Page 14: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

ENPARD II - აქტივობების ჩამონათვალი

12 ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ცხოვრებისთვის

ENPARDII-ის საერთო ბიუჯეტი50 მილიონი ევროა (≈ 130 მილიონი ლარი) ● საბიუჯეტო მხარდაჭერა – 27 მილიონი ევრო (≈ 70 მილიონი ლარი)1. სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის, კლიმატის ცვლილებებისადმი გამძლეობისა და მდგრადობის ამაღლება1.1 ფერმერთა მონაცემთა ბაზის შექმნა1.2 ფერმერული კოოპერატივების განვითარება1.3 სათესლე მასალების სერთიფიცირების პროცესის განხორციელება1.4 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურის, ადამიანური რესურსების

მართვისა და გადამზადების სისტემების გაუმჯობესება1.5 სოფლის მეურნეობაში ანალიტიკური შესაძლებლობებისა და მონაცემთა მართვის

გაუმჯობესება1.6 მდგრადი და კლიმატის ცვლილებებისადმი გამძლე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის

დანერგვა2. სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების, სურსათის უვნებლობისა და

სურსათის ხარისხის სტანდარტების და შემოწმებისა და კონტროლისპროცედურების გაუმჯობესება

2.1 ლაბორატორიული შესაძლებლობების და სურსათის უვნებლობის/სანიტარული დაფიტოსანიტარული სტანდარტების შემოწმებისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესება

2.2 სასაზღვრო შემოწმებისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება და სურსათისიმპორტზე/ექსპორტზე ზედამხედველობის გაუმჯობესება

2.3 ფერმერების მიერ სურსათის უვნებლობის/ხარისხის მართვის გაუმჯობესებული სისტემებისშემუშავება

3. ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხელშეწყობით სოფლადცხოვრების ხარისხის ამაღლება

3.1 სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფო პროგრამებისადა ინიციატივების განვითარება

3.2 საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მიზნობრივი ღონისძიებებისგატარება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილების, პრინციპებისა და სქემებისგათვალისწინებით

● დამატებითი მხარდაჭერა - 23 მილიონი ევრო (≈ 60 მილიონი ლარი)1. სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის, კლიმატის ცვლილებებისადმი გამძლეობისა და მდგრადობის ამაღლება1.1 სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის

სამინისტროს ტექნიკური მხარდაჭერა2. ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხელშეწყობით სოფლად

ცხოვრების ხარისხის ამაღლება2.1 სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობის მხარდასაჭერად სოფლის განვითარების

საპილოტე პროექტების განხორციელება2.2 სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში ტექნიკური დახმარების გაწევა2.3 აჭარაში სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში ტექნიკური დახმარების გაწევა2.4 აფხაზეთში მცხოვრები ღარიბი მოსახლეობის მხარდასაჭერად სოფლის განვითარების

საპილოტე პროექტების განხორციელება

Page 15: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

www.enpard.ge

© ფოტო: რომან თოლორდავა

Page 16: ENPARD – ძლიერი სოფელი უკეთესი ... · 2017. 10. 10. · „თაფლი საჩინო“ , მეფუტკრეობა იმერეთში

ENPARD-ის საკომუნიკაციო ქსელიფალიაშვილის ქუჩა 84, ბინა 3 0165 თბილისი, საქართველო

ტელ: (995 32) 222 04 26

WWW.ENPARD.GE

მასალა შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზეპასუხისმგებელია Action Global Communications და ის არგამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.