DWV-ს წევრთა კლასტერი სამშენებლო...

19
DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი © Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de მუშტარაი ბარატოვა ლვოვის ქ. 13, მე-2 შეს. 0160 თბილისი +995 32 288 06 01 [email protected] www-ae-solar.com AE Solar წამყვანი კომპანიაა მზის ენერგიის პანელების დარგში. როგორც მზის ენერგიის მოდულებისა და კომპონენტების მწარმოებლები, ისინი პარტნიორებს მსოფლიოს გარშემო აწვდიან თავიანთ პროდუქტებს და ხელს უწყობენ პარტნიორებსა და კლიენტებს ყველა სახის შესაძლო გადაწყვეტილებაში. არც ერთი კუნძული არ არის ძალიან შორს და არც ერთი მთა არ არის ძალიან მაღალი AE Solar-ისთვის. მათი სერვისი ყველგან მისაწვდომია. გერმანიის ბაზარზე წარმატებული დასაწყისის შემდეგ, ისინი თანამედროვე საწარმოებს აზიაში ააშენებენ, სადაც ევროპული დანადგარებით გერმანული სტანდარტების 500 მგვტ მზის პანელის მოდულები იწარმოება. 2019 წლის მაისში ახალი საწარმო დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში გაიხსნა, სადაც სამუშაო ადგილები 500 ადამიანისთვის შეიქმნა. საწარმოს გახსნა საქართველოსთვის დიდი გადადგმული ნაბიჯია მზის პანელების ინდუსტრიაში. ნატა ხოტელაშვილი ვაჟა-ფშაველას გამზ. 71 0186 თბილისი +995 32 220 74 00 [email protected] www.archtrade.ge შპს არქთრეიდი, რომელიც დაარსდა 2004 წელს, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას სამშენებლო სფეროში, ასევე არის ავეჯის და შიდა მოსაპირკეთებელი მასალების (კარები, ტიხრები, რბილი იატაკები, განათება, აქსესუარები და ..) ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. კომპანია სპეციალიზებულია კომფორტული და ფუნქციური სამუშაო სივრცეების შექმნაზე და სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის სასტუმროებს, მრავალფეროვან პროდუქტს. კომპანიის მომსახურეობა მოიცავს სივრცის კვლევა/შეფასებას, დიზაინის შექმნას, დაგეგმარებასა და 3D ვიზუალიზაციას, შეთანხმებული პროექტების რეალიზაციას (Turn key პრინციპით). გარდა ამისა, არქთრეიდი სთავაზობს მომხმარებელს არქიტექტურულ

Transcript of DWV-ს წევრთა კლასტერი სამშენებლო...

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

მუშტარაი ბარატოვა

ლვოვის ქ. 13, მე-2 შეს.

0160 თბილისი +995 32 288 06 01 [email protected] www-ae-solar.com

AE Solar წამყვანი კომპანიაა მზის ენერგიის პანელების დარგში.

როგორც მზის ენერგიის მოდულებისა და კომპონენტების მწარმოებლები, ისინი

პარტნიორებს მსოფლიოს გარშემო აწვდიან თავიანთ პროდუქტებს და ხელს უწყობენ

პარტნიორებსა და კლიენტებს ყველა სახის შესაძლო გადაწყვეტილებაში.

არც ერთი კუნძული არ არის ძალიან შორს და არც ერთი მთა არ არის ძალიან მაღალი AE

Solar-ისთვის. მათი სერვისი ყველგან მისაწვდომია.

გერმანიის ბაზარზე წარმატებული დასაწყისის შემდეგ, ისინი თანამედროვე საწარმოებს

აზიაში ააშენებენ, სადაც ევროპული დანადგარებით გერმანული სტანდარტების 500 მგვტ

მზის პანელის მოდულები იწარმოება.

2019 წლის მაისში ახალი საწარმო დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში გაიხსნა, სადაც

სამუშაო ადგილები 500 ადამიანისთვის შეიქმნა. საწარმოს გახსნა საქართველოსთვის

დიდი გადადგმული ნაბიჯია მზის პანელების ინდუსტრიაში.

ნატა ხოტელაშვილი

ვაჟა-ფშაველას გამზ. 71

0186 თბილისი +995 32 220 74 00 [email protected] www.archtrade.ge

შპს არქთრეიდი, რომელიც დაარსდა 2004 წელს, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას

სამშენებლო სფეროში, ასევე არის ავეჯის და შიდა მოსაპირკეთებელი მასალების (კარები,

ტიხრები, რბილი იატაკები, განათება, აქსესუარები და ა.შ.) ერთ-ერთი უმსხვილესი

იმპორტიორი საქართველოში. კომპანია სპეციალიზებულია კომფორტული და

ფუნქციური სამუშაო სივრცეების შექმნაზე და სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის

სასტუმროებს, მრავალფეროვან პროდუქტს.

კომპანიის მომსახურეობა მოიცავს სივრცის კვლევა/შეფასებას, დიზაინის შექმნას,

დაგეგმარებასა და 3D ვიზუალიზაციას, შეთანხმებული პროექტების რეალიზაციას (Turn

key პრინციპით). გარდა ამისა, არქთრეიდი სთავაზობს მომხმარებელს არქიტექტურულ

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

მომსახურებას, ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს, მონტაჟს, პროექტის მართვასა და

საფასადო სამუშაოებს.

კომპანიის 13 წლიანი ისტორიის მანძილზე აღსანიშნავია 100-ზე მეტი წარმატებით

განხორციელებული პროექტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. კომპანია ასევე

წარმატებით თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან როგორებიც არიან

Maars, Haworth, Milliken, Schueco, EGE, Smarter Surfaces, Sancal, Global Fursys (Sidiz) და სხვ.

ოთარ მოსეშვილი

მიცკევიჩის ქ. 27

0194 თბილისი +995 322 25 14 66 [email protected] www.bauer.ge

BAUER Gruppe-ს წარმომადგენლობა საქართველოში - Bauer Georgia Foundation Specialists LLC

წარმოადგენს საერთაშორისო სამშენებლო და მსხვილი სამრეწველო გადამამუშავებელი

აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიას. ის დაარსდა 2009 წლის აგვისტოში. ამავე წელს,

Hilton-ის პროექტის დასრულების შემდეგ, რეგიონული მენეჯმენტისა და BST (დედა

კომპანია / გერმანია) გადაწყვეტილებით, ქართული კვალიფიციური თანამშრომლების

შერჩევით გაიხსნა სათაო ოფისი და საწყობი. BAUER ჯგუფი არის ლიდერი კომპლექსური

ექსკავაციების, საძირკველის დამუშავების და ვერტიკალური ხიმინჯების მოწყობის

სამუშაოების მიმართულებით. კომპანიას ასევე დიდი წვლილი შეაქვს აღნიშნული

დინამიური ბაზრის განვითარებასა და წარმოებაში.

მიხეილ ჩიქოვანი

აღმაშენებლის გამზ. 61

0102 თბილისი +995 32 2510075 [email protected] www.bosch.de

საერთაშორისო ბაზარზე Bosch-Gruppe-ს წამყვან პოზიციას იკავებს ტექნოლოგიებისა და

მომსახურებების კუთხით. 2019 წლის მონაცემებით, კომპანია 410.000 თანამშრომელს

ასაქმებს მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო 2018 წელს შემოსავალმა 77,9 მილიარდი ევრო

შეადგინა.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

Bosch-Gruppe-ის შემადგენლობაში შედის Robert Bosch GmbH, 450 შვილობილი და

რეგიონალური კომპანიებით, რომლებიც 60-ზე მეტ ქვეყანაში არიან განლაგებული.

სავაჭრო და სამომხმარებლო პარტნიორებთან ერთად ბოშის კომპანია დაახლოებით 150

ქვეყანაშია წარმოდგენილი. Bosch-ის წარმოების და დისტრიბუციის მსოფლიო ქსელი

სამომავლო განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოში კომპანია აქტიურად საქმიანობს ოთხი მიმართულებით: სისტემების

ოპტიმიზაცია, ინდუსტრიული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო ნივთები, ასევე

სამშენებლო და ენერგეტიკული ტექნოლოგიები. Bosch-Gruppe-ის მთავარ მიზანს

მრავალფეროვანი პროდუქტებითა და მომსახურებებით ადამიანთა ცხოვრების დონის

გაუმჯობესება და მათი პრობლემის ინოვაციური გზებით გადაჭრა წარმოადგენს. Bosch-

Gruppe-ის ბრენდის გარდა კომპანია სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რომლებიც

მომხმარებელთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე არის მორგებული და

სპეციალიზებული.

დავით შენგელია

ალ. ქართველიშვილის ქ. 8

0109 თბილისი +995 32 291 92 35 [email protected] www.caparol.ge

კომპანია Caparol-ი დაარსდა 1895 წელს და ამჟამად გერმანიაში, ავსტრიასა და თურქეთში

ლიდერია სამშენებლო საღებავების ბაზარზე. კომპანია თავისი ცნობილი ლოგოთი -

სპილო ფერადი ზოლებით - ევროპის მასშტაბით, სამშენებლო სფეროში წამყვანი

საწარმოების რიცხვს განეკუთვნება.

კაპაროლი მომხმარებელს სთავაზობს სარემონტო მასალების სრულ, ფართო ასორტიმენტს

ფასადებისა და ინტერიერისათვის: მაღალი ხარისხის საღებავებს, ლაქებს, ლაზურებსა და

ბათქაშებს შიდა და გარე მოპირკეთებისთვის; გარდა ამისა, ენერგიის დასაზოგად

განკუთვნილ, თბოიზოლაციის და აკუსტიკურ სისტემებს, გრუნტებს, ფითხებს, იატაკის

საფარს, კოროზიისგან დასაცავ, ბეტონის, სარემონტო საშუალებებს.

მხატვრებს, ფასადების მღებავებს, არქიტექტორებს და მშენებლობის ინდუსტრიაში

ჩართულ სპეციალისტებს კაპაროლი სთავაზობს ფართო არჩევანს: ფერთა გამის

კოლექციასა და კონცეპტებს, ციფრულ სერვისსა და კონსულტაციას ტექნიკურ

საკითხებთან დაკავშირებით - ფერთა გამის შერჩევას, სამშენებლო მომსახურებას,

კვალიფიკაციის ამაღლებას.

კაპაროლი საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა და დაიწყო სხვადასხვა გერმანული

არქიტექტურული მასალების იმპორტირება. 2008 წელს კაპაროლ ჯორჯიამ თბილისში

საქართველოში სამშენებლო მასალების ყველაზე მსხვილი ქარხანა გახსნა და დაიწყო

სხვადასხვა სამშენებლო მასალების წარმოება.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

კაპაროლ ჯორჯიამ ძალზედ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია - გააფართოვა სადილერო

ქსელი, გაზარდა პროდუქციის ასორტიმენტი, განამტკიცა პოზიციები სამშენებლო

მასალების ბაზარზე და მონაწილეობა მიიღო მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში.

კომპანიის მთავარი მიზანი გერმანული ხარისხის დაცვა, ინოვაცია და გარემოზე ზრუნვა

გახლავთ. კაპაროლ ჯორჯია აწარმოებს დისპერსიულ საღებავებს (საგრუნტავებს,

ფასადისა და ინტერიერის საღებავებს) პასტისებრ ფითხებს და ბათქაშებს. იძლევა

პროდუქციის გერმანულ ხარისხთან შესაბამისობის 100%-იან გარანტიას, რის

საფუძველსაც ევროპული დანადგარები და ნოუ-ჰაუ წარმოადგენს, გარდა ამისა

ახორციელებს პროდუქციის იმპორტს გერმანიიდან და CAPAROL-ის სრულყოფილ ფართო

ასორტიმენტს ქმნის.

დავით ტყეშელაშვილი

ვაჟა ფშაველას გამზირი 45

0177 თბილისი +995 32 2421513 [email protected] www.cts-group.ge

CTS - Caucasus Technical Service კავკასიის ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ,

ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანია, სამთო-სამშენებლო

მრეწველობის ბაზარზე განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს. საჭირო ტექნიკითა

და დანადგარების ნაწილებით სწრაფი უზრუნველყოფა, პრობლემის გადაწყვეტა და

პროფესიონალური დახმარება კომპანიის სიძლიერეზე მიუთითებს. CTS-ის მუდმივი

მომხმარებლების რიცხვს განეკუთვნებიან როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის

წამყვანი სამთო-სამშენებლო კომპანიები, რომელთაც CTS-ი ამარაგებს შემდეგი სახის

პროდუქციით:

ტექნიკური დანადგარების სათადარიგო ნაწილები (მთლიანი მუხლუხები და

მუხლუხას ნაწილები, კერამიკული ფილები, გორგოლაჭები, მმართველი

ბორბლები და ა.შ.) - გერმანული კომპანია BERCO GmbH (Thyssen Krupp ჯგუფის

წევრი) კავკასიის ბაზარზე მხოლოდ CTS-ს უცხადებს ნდობას.

სამთო-მომპოვებელი დანიშნულების ტუმბოები და მათი სათადარიგო ნაწილები -

რურის რეგიონში არსებული IST Pumpen und Dosiertechnik GmbH განეკუთვნება

მცირე და საშუალო საწარმოთა რიცხვს და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება

ტექნიკური მოწყობილობებისა და სამთო-სამშენებლო ინდუსტრიის განხრით. CTS-

თან ერთად საქართველოში ტექნიკური დანადგარების მოდერნიზაციის განხრით

მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

ცვეთა გამძლე ფოლადი XAR განკუთვნილია, ყოველდღიური სამთო-სამშენებლო

მრეწველობისა და სამშენებლო მანქანების ციცხვის, დანადგარების ფოლადის

კბილანების, სამსხვრევების, ჯავშნების შესაკეთებლად.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

სამშენებლო მანქანების სათადარიგო ნაწილები, რომელთა გამოყენება

შესაძლებელია ნიადაგზე მუშაობის დროს.

ფილტრები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება ყველა იმ ფილტრის სახეობა,

რომელიც სამთო-სამშენებლო მასალებისა და ინდუსტრიული დანადგარებისთვის

გამოიყენება. მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი Fleetguard-ი და Donaldson-ი CTS-ის

მომწოდებელთა რიცხვს განეკუთვნებიან.

დივერსიული სამშენებლო მანქანების სათადარიგო ნაწილები. კომპანია CTS-ი

სათადარიგო ნაწილების სწორ იდენტიფიკაციასა და მომხმარებელთათვის მათ

სწრაფ მიწოდებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

გიორგი გოგოლაძე Carl-Rabe-Str. 11 03464 Sangerhausen +49 3464 276769 [email protected] www.deutsche-basalt-faser.de

DBF-Deutsche Basalt Faser GmbH არის ბაზალტის პირველი ბოჭკოვანი მწარმოებელი

ევროკავშირში, 2008 წლიდან გერმანიის ქალაქ ზანგერჰაუსენში. დიდხნიანმა

გამოცდილებამ და ცოდნამ შესაძლებელი გახადა ბოჭკოს წარმოება

ენერგოეფექტურობითა და მუდმივი ბოჭკოვანი ხარისხით.

მუდმივ კვლევასა და განვითარებას მივყავართ შეცვლილი ბაზალტის ბოჭკოებისკენ და

გამოყენების ახალი სფეროების აღმოჩენისაკენ. წარმოების პროცესის მოქნილობა

მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების საშუალებას იძლევა. ამ

კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ ჩვენი კლიენტები. წარმოება გერმანიაში

არის ხარისხიანი, მიწოდება ხდება მოკლე დროში და უსაფრთხოდ.

წარმოება გერმანიაში უზრუნველყოფს ხარისხს, მიწოდებას მოკლე დროსა და სანდოობას.

ინოვაციური წარმოების დახმარებით DBF-ს შეუძლია უფრო ეკონომიურად საქმიანობა და

ბაზალტის ბოჭკოვანი პროდუქტების ეფექტურობის ოპტიმიზაცია.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

თამაზ დაუშვილი

აღმაშენებელს ხეივანი, მე-12 კმ.

0131 თბილისი +995 32 236 11 12 [email protected] www.dio.ge

კომპანია დიო 23 წლის წინ დაარსდა, არც თუ ისე დიდი კაპიტალით. ხოლო

დღესდღეობით გვევლინება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქართულ ბაზარზე.

ჟალუზების წარმოებით დაწყებული საწარმო თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ

კომპანიად ჩამოყალიბდა, მრავალფეროვანი ასორტიმენტით. დღეისათვის დიო აწარმოებს

სხვა და სხვა მასალის კარებსა და ფანჯრებს, მზის დამცავ სისტემებს, დისტანციურად

მართვადი ავტოფარეხის კარებს და ა.შ. 2018 წელი დიოსთვის მოვლენებით იყო

დატვირთული. პირველ რიგში, დიომ მიზნად დაისახა ქალებისა და კაცების

თანასწორობისთვის ბრძოლა, რაც შესაბამისი ღონისძიებების გატარების დაგეგმვით

შეასრულა.

ამასთანავე, დიო 2017 წლიდან დუალურ განათლების სისტემაშია ჩართული. პროექტის

მიზანი სამუშაო ბაზარზე ადამიანური რესურსების გაუმჯობესება და სასწავლო

დაწესებულებებისა და კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობაა. დიო ამჟამად მთელი

კომპანიის მასშტაბით გეგმავს დუალური განათლების სისტემის შემოტანას. გარდა ამისა,

2018 წელი კომპანიის გაფართოების წლად ითვლება. ამ წელს ახალი ფილიალი გაიხსნა

თელავში.

ზოგადად, დიო მუდმივად ცდილობს მისი კლიენტების საჭიროებებს მოერგოს და 2019

წელს მრავალი ახალი ინოვაციური პროდუქტის დანერგვას გეგმავს. 2019 წელს დიო ასევე

ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც წარმოების სიმძლავრეს გაზრდის და კომპანიას

დამატებითი პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

ეკა ზედელაშვილი

მგალობლიშვილის ქ. 13

0160 თბილისი +559 32 237 47 37

[email protected] www.ec.ge

ელემენტ კონსტრაქშენი დაარსდა 2007 წელს. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება

არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია სიზუსტის დაცვა მშენებლობის ყველა ელემენტში.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ევროპული სტანდარტების სრული

დაცვით ელემენტ კონსტრაქშენი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას,

გონივრულ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, მშენებლობის დაგეგმვის, მართვის და

შესრულების კუთხით.

პროექტირება

მშენებლობა

რემონტი

სამრეწველო მშენებლობა

საწარმოო იატაკები

კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანამშრომლებისა და იმ პირთა

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულები არიან

კომპანიის საქმიანობაში. შესაბამისად, HSE პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ISO

14001 (გარემოს დაცვა) და OSHAS 18001 (პროფესიული ჯანდაცვა და უსაფრთხოება)

სტანდარტებს, მუდმივად ხორციელდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს

დაცვითი პროგრამების წარმართვა, რომლებიც მიმართულია ტრავმების, დაავადებების,

უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და გარემოსთვის ნებისმიერი ზიანის მიყენების

აღმოფხვრაზე.

ხარისხის უზრუნველსაყოფად კომპანიის საქმიანობა ემსახურება ISO 9001-ით დაწესებულ

სტანდარტებსა და მოთხოვნებს. კომპანია მუდმივად ახდენს პროცესების ოპტიმირებას,

რისკების ანალიზსა და ელიმინირებას. რათა გაამართლონ კლიენტების მოლოდინი და

ნდობა.

პასუხისმგებლობა და საიმედოობა არ არის მხოლოდ სიტყვები, არამედ ელემენტ

კონსტრაქშენის საქმისადმი დამოკიდებულებაა. მათთვის ყოველი ახალი პროექტი

უნიკალური შესაძლებლობაა გახდნენ ახალი წამოწყების მნიშვნელოვანი ნაწილი.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

კომპანიის მიზანია იყვნენ ლიდერი სამშენებლო კომპანია საქართველოში. ელემენტ

კონსტრაქშენის ფასეულობები: პატიოსნება, ეფექტურობა, პასუხისმგებლობა და

განვითარება კომპანიის მიზნის მიღწევის გარანტია!

დავიდ გოგიჩაიშვილი

ბერი გაბრიელ სალოსის ქ. 118ა

0136 თბილისი +995 322 279 13 31 [email protected] www.elitaburji.com

შპს ელიტა ბურჯი დაარსდა 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს

წარმოადგენს მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება. ელიტა ბურჯის ზოგადი

საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ინჟინერია, დაგეგმარება, დიზაინი, მეტალის

კონსტრუქციები, ფასადების სისტემები, მაღალი გამძლეობის მინის პანელები, ორმაგი

მინის პანელები, PVC, ხის პროდუქცია, ავეჯი, მაღალი გამძლეობის ხელოვნური მინის

ფანჯრები, ვენტილაცია, პოლიგრაფია და სხვ.

ელიტა ბურჯი საკმაოდ დიდი ნდობით სარგებლობს საქართველოს ბაზარზე როგორც

კერძო ისე საჯარო სექტორის კლიენტებთან, რაც განპირობებულია თანამედროვე

დასავლური სამშენებლო ტექნიკისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით,

რომლებიც ევროპაშიც აქტიურად გამოიყენება კვალიფიცირებული პერსონალის მიერ.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ელიტა ბურჯი მიზნად ისახავს გაფართოებას როგორც

საქართველოს ბაზარზე, ისე ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია ფოკუსირებულია

მომხმარებლებთან გრძელვადიან და მდგრად ურთიერთობებზე. მომხმარებელთა

კმაყოფილება კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

ანდრე ნიკიში

ი. აბაშიძის ქ. 86

0162 თბილისი +995 32 222 29 00 [email protected] www.ganiekisch.ge

კომპანია დაარსდა 2008 წელს თბილისში და მას შემდეგ წარმატებით აგრძელებს

მოღვაწეობას. კომპანიის მიერ განხორციელდა არამარტო უამრავი ახალი სამშენებლო

პროექტი, არამედ სხვადასხვა ისტორიული შენობების რესტავრაციაც, როგორიცაა

პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისის მშენებლობა, ლესელიძის ქუჩის რეკონსტრუქცია და

სხვ. ზუსტი მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე ქვეთავში

პროექტები. ამასთანავე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა

სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო

ბაღის შენობა შეიქმნა.

ორგანიზაცია თავის პარტნიორებთან ერთად გთავაზობთ დაპროექტების სრულ პაკეტს,

მშენებლობის ხელმძღვანელობას, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას. კომპანია

არქიტექტურული პროექტების გარდა, გთავაზობთ პროექტების რეალიზებას შემდეგი

სფეროებისათვის: შენობა-ნაგებობების კონსტრუქცია, ელექტროგაყვანილობა, გათბობა-

ვენტილაცია, სახანძრო და დაცვის სისტემები.

მამუკა აღდგომელაშვილი

ედიშერ მაღალაშვილის ქ. 8/7

0178 თბილისი +995 568 77 27 04 [email protected] www.georgianengineering.com

კომპანიის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს: სამშენებლო-სამონტაჟო,

სარემონტო-სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

კომპანია დაკომპლექტებულია სამშენებლო სეგმენტში მომუშავე

მაღალკვალიფიცირებული კადრებით. ხარისხიანი მასალები და ინოვაციური

ტექნოლოგიები მათი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას,

რასაც მუდმივად აკონტროლებენ სერთიფიცირებული ინჟინრები.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

გოიკო პოკრაიჩიჩი

ბელიაშვილის ქ. 8

0159 თბილისი +995 32 247 10 07 [email protected] www.hansa-flex.com

კომპანია HANSA-FLEX-ი არის ჰიდრავლიკური რეზინის მილების სათადარიგო ნაწილების

დისტრიბუტორი, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა, როგორც წამყვანმა

ჰიდრავლიკური სისტემების მწარმოებელმა. ის, ასევე აწარმოებს ჰიდრავლიკის

შემაკავშირებელი ელემენტების სრულ ასორტიმენტს. ყველა პროდუქტი 24 საათის

განმავლობაში აღწევს დანიშნულების ადგილს. კომპანიამ განავითარა საიდენტიფიკაციო

სისტემა X-კოდით და სათადარიგო ნაწილების სერვისში სიახლე შეიტანა. დანადგარების

მოულოდნელი გაჩერება მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. HANSA-FLEX-ის მონტაჟის ჯგუფი

და ჰიდრავლიკური ასორტიმენტის სერვისი (FLEXXPRESS) ყოველთვის, სრული

აღჭურვილობით, არის მზად მომსახურებისთვის. DIN EN ISO 9001:2008-ის მიერ

სერთიფიცირებული კომპანია HANSA-FLEX ფლუიდის ტექნოლოგიის უმაღლეს სტანდარტს

შეესაბამება.

2011 წლიდან HANSA-FLEX ქართულ ბაზარზე ოპერირებს. საერთაშორისო კომპანია

საქართველოშიც საუკეთესო სერვისით გამოირჩევა და თავის კლიენტებს 24 საათის

განმავლობაში, წელიწადში 365 დღე ემსახურება.

მიხაელ ჰამპელი

ალ. ყაზბეგის გამზ. 21

0160 თბილისი +995 32 247 47 47 [email protected] www.heidelbergcement.ge

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია HeidelbergCement Group-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც

საქართველოში წამყვანი ცემენტის მწარმოებელია.

ის საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან. 12 წლიანი განვითარების შედეგად,

კომპანია დღეს უკვე ფლობს 3 ინტეგრირებულ ცემენტის ფაბრიკას (კასპსა და რუსთავში),

ასევე ცემენტის ფაბრიკას ფოთში და ცემენტის ტერმინალს შავი ზღვის სანაპიროზე.

კომპანიის პროდუქციის მოცულობა საქართველოში წელიწადში 2 მილიონ ტონას

აჭარბებს და ის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. საქართველოში არსებული პოზიციების

გამყარებას კომპანია 14 ბეტონის საწარმოს მეშვეობით ახერხებს, სადაც წელიწადში 800.000

მ³ ბეტონის წარმოება ხდება.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციების

რაოდენობა 200 მილიონ ევროს შეადგენს.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში დასაქმებულია 1200 ადამიანი.

დავით ქვირია

ფალიაშვილის ქ. 23

0179 თბილისი +995 32 250 05 45 [email protected] www.hueck.ge

ფასადებისა და ფანჯრების მწარმოებელი კომპანია HUECK ჩრდილოეთი რაინ-

ვესტფალიიდან, 2015 წლიდან საქართველოშიც აქტიურია, ხოლო 2017 წლიდან აქ

მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

ჰუკის პროექტებია, მაგალითად, სასტუმრო პანორამა თბილისისა და თაბორის გოლფის

კლუბის ექსტერიერი. ისინი ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე ჰაუსარტ პლაზას პროექტზე

მუშაობენ.

2018 წელს HUECK-მა რამდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელა. მათ შორის იყო

Caucasus Build-ის სამშენებლო გამოფენაზე 4 მეტრიანი ალუმინის კარი.

კომპანიის 2018 წლის კიდევ ერთი პროექტია მერსედეს-ბენცის შოურუმი თბილისში. მისი

ფასადებისთვის ჰუკმა ალუმინის პროფილები შექმნა (9 მეტრი სიმაღლის და 4,5 მეტრი

სიგანის), რომლებიც მაღალი ქარგამძლეობით გამოირჩევა.

ყველაზე ინოვაციური სამშენებლო პროექტი, რომელსაც ჰუკი მრავალწლიანი

გამოცდილებისა და მისი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით ახორციელებს, არის

ლანდმარკ ბაკურიანი. სამხრეთ საქართველოს სათხილამურო კურორტზე შენდება

კომპლექსი, რომელიც ჰუკის სახურავებით გადაიფარება და მასზე მთელი წლის

განმავლობაში იქნება შესაძლებელი თხილამურებით სრიალი.

Hueck Georgia-მ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, რომ არ არსებობს შესაძლებლობების ლიმიტი

და რომ ის ასევე მომავალშიც მიიღებს საპასუხისმგებლო გამოწვევებს.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

შტეფან მორანი

მამარდაშვილის ქ. 3

0102 თბილისი +995 32 219 93 56 [email protected] www.ilf.com

ILF-ი არის საერთაშორისო, დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც საინჟინრო და

საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. ILF-ი ხელს უწყობს პრეტენზიული მომხმარებლების

კომპლექსური პროექტების განხორციელების, ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის

კუთხით. ILF-ის საწარმოები მსოფლიოს წამყვან საინჟინრო კომპანიებს განეკუთვნებიან.

ინსბრუკსა და მიუნხენში, 40-ზე მეტ ფილიალსა და შვილობილ კომპანიაში, მსოფლიოს

მასშტაბით 2.000 თანამშრომელი მათი საერთაშორისო მომხმარებლისთვის

წარმატებულად იკვლევს და ავითარებს პროექტებთან დაკავშირებული საკითხების

მოგვარების გზებს. ILF-ის კომპანიების სერტიფიცირება ISO 9001-ის მიხედვით ხდება. ILF-ის

კონსულტანტ-ინჟინრები, მთლიანი პროექტის მსვლელობის განმავლობაში, თავიანთი

მომხმარებლის გვერდით დგანან და უწევენ მათ საინჟინრო და საკონსულტაციო

მომსახურებას.

ILF-ი კომპლექსური პროექტების განვითარებისა და განხორციელებისთვის, ყველა სახის

საჭირო დაგეგმარებისა და საკონსულტაციო მომსახურებას უწევს თავის მომხმარებელს.

ILF-ი კონსულტაციას უწევს, როგორც მშენებლებს, ასევე დამკვეთ საწარმოებს, ბანკებსა და

ინვესტორებს. კომპანიის მომსახურების სფერო მოიცავს კონსულტაციას, დაგეგმარებას,

შესყიდვას, მშენებლობის კონტროლს, პროექტის მენეჯმენტს და სპეციფიურ

მომსახურებებს.

კომპანია კომპეტენტურია ასევე ზეთის, ბუნებრივი გაზის, წყლის, გარემოს,

ელექტროენერგიის, კლიმატის დაცვის, ტრანსპორტისა და სამშენებლო წარმოების

საკითხებში.

2010 წლიდან კომპანიას საქართველოში აქვს ოფისი და აქტიურად მოღვაწეობს

სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურის სფეროებში.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

სანდრო ბახსოლიანი

ზაქარიაძის ქ.8

0177 თბილისი +995 32 220 20 20 s.bakhsoliani @insta.ge www.insta.ge

ინსტა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი კომპანიაა ელექტრო და საინსტალაციო

ტექნიკის განხრით. კომპანია ჯერ კიდევ 1998 წელს დაარსდა, მაშინ როცა ქვეყანა

ყოველდღიური ელექტრო უზრუნველყოფის პრობლემის წინაშე იდგა. კომპანიამ

გადაწყვიტა იმ დროისათვის არსებული ძველი და ცუდი ხარისხის დანადგარები ახალი,

მაღალი ხარისხის დანადგარებით შეეცვალა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებსა და

ტექნიკურ ნორმებზე იქნებოდა დაფუძნებული. ინსტამ შეძლო გერმანულ კომპანიებთან

უშუალო კონტაქტითა და თანამშრომლების მუდმივი გადამზადებით ამ სფეროს

განვითარება. ტექნიკურ და საინსტალაციო საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად,

ინსტამ თბილისში დიდი ლოგისტიკური ცენტრი და რამდენიმე ოფისი დაარსა,

რომლებიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის ელექტრო, საინსტალაციო და სათადარიგო

ნაწილებით უზრუნველყოფენ.

ინსტა კომპანია EATON-ის ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორია

საქართველოში, ასევე კომპანია Siemens (IA, LV, BT), Lapp-Kabel (კაბელები), JUNG

(ჩამრთვლების და როზეტების სისტემები), MENNEKES (ჩანგლები და როზეტები), TYCO

Electronics (ქუროები და საიზოლაციო მასალა), PHOENIX CONTACT (კლემები) და RZB

(სანათები). ინსტა თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა Draka Kabel

(კაბელები), OBO Bettermann, SCHRACK SECONET (ხანძარსაწინააღმდეგო სიტემები), F-Tronic,

Hensel, Arnocanali, KOPOS, Greenpower (გენერატორები), ORTEA (სტაბილიზატორები და

ტრანსფორმატორები), BEZ (ტრანსფორმატორები), OMS (სანათები) და სხვა. INSTA-ს

სპეციალისტების გუნდი, რომელიც 100-მდე კვალიფიცირებული თანამშრომლისგან

შედგება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სამონტაჟო და საპროექტო

სამუშაოებს. ინსტას ინჟინრები ყოველწლიურად ესწრებიან პარტნიორი კომპანიების მიერ

გერმანიასა და შვეიცარიაში ორგანიზებულ სასწავლო კურსებს, სადაც ტექნიკური

წვრთნის მეშვეობით სიახლეებსა და ახალ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს ეცნობიან.

სისტემური გადაწყვეტილებების შეთავაზებისას ინსტა Siemens და EATON-ის ტექნიკური

განყოფილების მხრიდან ტექნიკური უზრუნველყოფის სრულ გარანტიას იძლევა.

კომპანია ინსტა რეგულარულად მონაწილეობს თბილისში გამართულ Caucasus Build-ის

სამშენებლო გამოფენაზე.

მომხმარებელი სარგებლობს, როგორც პროფესიული და დროული ტექნიკური

აღჭურვილობით, ასევე გაყიდული პროდუქციის შეზღუდული გარანტიით.

კონსტრუქცია და მონტაჟი ხდება შემდეგ სფეროებში:

დაბალი ძაბვა

საშუალო ძაბვა

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები

შენობის მართვის სისტემები & სამრეწველო ავტომატიზაცია

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

ქსელები და საკომუნიკაციო სისტემები

გადაუდებელი ელექტრო სისტემები & უწყვეტი კვების წყაროები

რობერტ სამუშია

ჭიაურელის ქ. 7

0159 თბილისი +995 558 64 52 94 [email protected] www.inwest.com.de

InWest 4 წელია საქართველოს ბაზარზე უსაფრთხოების სისტემების სფეროში მოღვაწეობს.

კომპანიის პორტფოლიო სხვა პროდუქტთა შორის მოიცავს Honeywell ვიდეო დაკვირვების

კამერებს, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს, ქურდობისა და ყაჩაღობისგან დაცვის

სისტემებს და სხვ. აღნიშნული სისტემების დაყენებასთან ერთად, კომპანიის

შეთავაზებებშია ტექნიკური მომსახურება, რომელიც მათ მუდმივ ფუნქციონირებას

განაპირობებს.

InWest-ის პერსონალი გადამზადებულია, რათა კლიენტებს ყოვლის მომცველი სერვისი

შესთავაზონ. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომხმარებელთან სათანადო

კომუნიკაციასა და კარგ ურთიერთობას.

გიორგი ჯაფარიძე

ქიზიყის ქ.17

0160 თბილისი +995 32 224 25 01 [email protected] www.knauf.ge

საოჯახო ბიზნესი KNAUF დაარსდა 1932 წელს, როდესაც ძმებმა ალფონსმა და კარლ

კნაუფებმა შენგენის მუნიციპალიტეტში (ზედა მოსელი) თაბაშირის დეპოზიტების სამთო

უფლებები მოიპოვეს. ერთი წლის შემდეგ თავისი მიზანსწრაფულობითა და გამბედაობით

პირველი თაბაშირის საწარმოდ ჩამოყალიბდა.

KNAUF-ის საწარმოები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, იყენებენ რა მთელი

საერთაშორისო ჯგუფის საერთო წარმოების ტექნოლოგიას, ეს საწარმოები უშვებენ

უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს, ამასთან ხარისხის სტანდარტი ისეთივეა,

როგორც KNAUF-ის გერმანიაში არსებული საწარმოებში.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

2017 წლიდან კორპორაციულ ფილოსოფიას კიდევ ერთი დარგი დაემატა „კნაუფის

აკადემიის“ სახით. როგორც სამშენებლო ტრენინგ-ცენტრი, აკადემიას სხვა და სხვა

თეორიული და პრაქტიკული სასწავლო შემოთავაზებები აქვს მშენებლებისთვის,

ხელოსნებისთვის, არქიტექტორებისთვის ინჟინრებისთვის და ლოკალური

სასწავლებლების სტუდენტებისთვის.

კომპანია დღემდე თავისი პრინციპების ერთგული რჩება. ეს ეხება ნდობას,

შრომისმოყვარეობას, ქმედით აზროვნებას და ერთობლივ მუშაობას.

საქართველოში KNAUF-ი 2010 წლიდან ამზადებს გიფსო-კარდონებს და 100-ზე მეტ

ადამიანს ასაქმებს.

ნატო ბოჭორიშვილი

ჭავჭავაძის გამზ.. 29

0179 თბილისი +995 32 244 41 11 [email protected] www.m2.ge

სს m² უძრავი ქონება დაარსდა 2006 წელს სს საქართველოს ბანკის მიერ.

მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით სს m² უძრავი

ქონება საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. დღეისათვის სს

m² უძრავი ქონება საინვესტიციო საზოგადოება ჯორჯია კაპიტალის ას პროცენტიანი

შვილობილი კომპანიაა.

მისი მთავარი სფეროებია:

უძრავი ქონების განვითარება

უძრავი ქონების მართვა

სასტუმროს მენეჯმენტი

მშენებლობა

M² უძრავი ქონება ამ დროისათვის 4 პროექტს ფლობს - m² იპოდრომი, m² ყაზბეგი 2, m²

ჭავჭავაძე და m² მელიქიშვილი. გარდა ამისა 2017 წელს პირველი პრემიუმ პროექტი -

სქაილაინ რეზიდენსი დასრულდა.

2014 წლის სექტემბერში კომპანიამ მისი ახალი, ხელმისაწვდომი ბინების - ოპტიმას

შესახებ ამცნო საზოგადოებას და ამ კატეგორიის პირველი პროექტის - ოპტიმა ისნის

განხორციელება დაიწყო.

მსგავსი პროექტები უკვე დაიგეგმა თბილისის სხვა და სხვა უბნებში.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

გიორგი ბოჭორიშვილი

ფალიაშვილის ქ. 85

0162, თბილისი +995 322 24 42 66 [email protected] www.mc-bauchemie.com

MC-Bauchemie არის წამყვანი, დამოუკიდებელი ევროპული კომპანია სამშენებლო ქიმიური

პროდუქციის წარმოების სფეროში, რომელიც დაარსდა 1961 წელს გერმანიაში, კერძოდ ქ.

ბოტროპში და 50 წლიანი არსებობის განმავლობაში ჩამოყალიბდა მსოფლიოს წამყვან

ბრენდად თავის სფეროში. კომპანიის მთავარი პროფილი არის ბეტონისთვის სამშენებლო

ქიმიის წარმოება, ბეტონის მოვლა და დაცვა. MC-Bauchemie-ს აქვს წარმომადგენლობა 40–

ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის 2015 წლიდან საქართველოშიც.

კომპანია ასაქმებს 2200-ზე მეტ ადამიანს. კომპანიის ყველაზე დიდი ფილიალი

მენეჯმენტის, წარმოებისა და კვლევის კუთხით, მდებარეობს გერმანიაში, ბოტროპში.

შვილობილი კომპანიები და დანარჩენი ფილიალები კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და

ბავარიაში, იუბერზეეს რეგიონში, არის განლაგებულნი. პროდუქციის ფართო სპექტრს

განეკუთვნება, აგრეთვე, სამშენებლო მასალების შემადგენელი ნაწილები, ბეტონისა და

წყლის დამცავი სისტემები. კომპანიის მომსახურება მოიცავს, ასევე, შენობებისა და

ბეტონის რესტავრაციას.

ემ ცე ბაუქიმიამ საქართველოში პირველი ბეტონის მზა დანამატების ქარხანა გახსნა. ემ ცე

ბაუქიმია ასევე არის ისეთი ორგანიზაციების წევრი როგორებიცაა ICOLD და STUVA.

კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს დიდი გამოცდილება ჰიდროტექნიკური

ნაგებობებისა და გვირაბების მშენებლობაში. ემ ცე ბაუქიმიის მასალის მეშვეობით შემდეგი

სამუშაოების შესრულებაა შესაძლებელი: ბეტონის რეცეპტის შემუშავება პროექტის

სპეციფიკისგან გამომდინარე; ბეტონის კონსტრუქციების რემონტი და დაცვა წყალში და

წყლის გარეთ; წყლის აქტიური გამოჟონვის შეჩერება; კონსტრუქციის ჰიდროიზოლაციის

აღდგენა ინჟექტირების გზით; დეფორმაციული ნაკერების ჰერმეტიულობის აღდგენა;

ინდუსტრიული იატაკების გაკეთება სპეციალური მოთხოვნებით, ძველი იატაკების

აღდგენა; კონსტრუქციების დაცვა ქიმიური, მექანიკური და ბიოლოგიური

ფაქტორებისგან. ემ ცე ბაუქიმია უზრუნველყოფს ობიექტზე სრულ ტექნიკურ დახმარებას

სამუშაოების შესრულების დროს, რაც მოიცავს ოპტიმალური გამოსავლის მოძებნასა და

კონტრაქტორის მუშა ხელის მომზადებას.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

სს თერმა დაარსდა 1997 წელს და დღემდე ითვლება გათბობის, ვენტილაციისა და

კონდიცირების ტექნიკის ბაზრის წამყვან კომპანიად საქართველოში. კომპანია პირველი

დღიდან ცდილობს შექმნას უსაფრთხო და სასიამოვნო ატმოსფერო თავისი

კლიენტებისთვის.

ფირმის პროფილი მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებებს:

გათბობის სისტემები

სავენტილაციო სისტემები

კონდიცირება

წყალმომარაგება

ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები

უსაფრთხოების სისტემები

თერმას ამოცანაა მომხმარებლებს პრობლემების ინდივიდუალური გადაწყვეტა

შესთავაზოს, ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა საქმე ეხება ინდივიდუალურ თუ მსხვილ

მომხმარებლებს. თანამედროვე, განსხვავებული, მაღალი ხარისხის და უსაფრთხო

პროდუქციით კომპანიას სურს უწყვეტი ინოვაციური განვითარება უზრუნველყოს.

სექტორის ყველაზე გამორჩეულ და ცნობილ მწარმოებლებთან პარტნიორობით კომპანია

ხარისხის, ტექნოლოგიისა და ფასის საუკეთესო კომბინაციას აღწევს, სწორედ ეს არის

თერმას საბაზრო უპირატესობა.

გიორგი მაჩიტიძე

გურამ ფანჯიკიძის ქ. 10

0160 თბილისი

+995 322 24 11 00

[email protected]

www.terma.ge

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

მარტინა ვრიდენი Anderter Strasse 99c 30559 Hannover +49 511 22 88 99 311 [email protected] www.gp-papenburg.de

კომპანია GP Papenburg Baugesellschaft mbH არის GP Günter Papenburg-Unternehmensgruppe-ს

100%-იანი შვილობილი კომპანია.

იგი დაარსდა 1978 წელს, როგორც Papenburg GmbH & Co. KG, რომლის საქმიანობის სფერო

გზებისა და მიწისქვეშა მშენებლობას მოიცავდა და 1995 წელს კი GP Papenburg-ის

სამშენებლო საზოგადოებად ჩამოყალიბდა. GP Papenburg-ის სამშენებლო კომპანია ერთ-

ერთი წამყვანია სამხრეთ გერმანიის მიწისქვეშა და გზების მშენებელ კომპანიებს შორის,

რომელიც გერმანიის მასშტაბით დიდ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს.

2000 წლიდან კომპანია საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებს და გზების სამშენებლო

პროექტებს ახორციელებს კოსოვოს, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და

უზბეკეთის მასშტაბით.

ზურაბ ერისთავი

რუსთაველის გამზირი 46

0108 თბილისი +995 32 245 45 99 [email protected] www.rentals.ge

რენტალსი არის უძრავი ქონების სააგენტო, რომლის საქმიანობის სფერო საცხოვრებელი

და საოფისე ბინების გაქირავებას მოიცავს. კომპანია 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ

წარმატებულად ვითარდება. მან კერძო და ბიზნეს სექტორიდან არაერთი ლოიალური

პარტნიორი მოიზიდა, რომელთა რიგებს განეკუთვნებიან საქართველოში

დიპლომატიური და საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები. რენტალსის

მომხმარებელს შეუძლია განკარგოს ყველაზე აქტუალური უძრავი ქონების საინფორმაციო

ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სახლების, ბინების და საოფისე ფართების შესახებ.

ყველა თანამშრომელი საუბრობს ინგლისურ ენაზე და ფლობს უძრავი ქონების

მართვასთან დაკავშირებულ დიდ გამოცდილებას. კომპანიის ვებ-გვერდი საკმაოდ

მოსახერხებელია, ისე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი შემოთავაზება

ატვირთოს და გააქტიუროს.

DWV-ს წევრთა კლასტერი: სამშენებლო სექტორი

© Deutsche Wirtschaftsvereinigung www.georgien.ahk.de

თომა ჯაიანი

უნივერსიტეტის ქ. 19

0186 თბილისი +995 32 2000257 [email protected] www.siemens.com

Siemens მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ელექტრო მოწყობილობების განხრით

ღირებულებათა ჯაჭვს ქმნის და ენერგიას გარდაქმნის, ანაწილებს და ასევე In-Vitro

დიაგნოსტიკაში იყენებს.

კომპანია ასაქმებს 379.000 ადამიანს, 2018 წელს მისმა შემოსავალმა 83.0 მილიარდი ევრო

შეადგინა.

Siemens-ის ბიზნეს მიმართულებებია: ენერგია და ბუნებრივი აირი, ქარის ენერგია,

გამოუყენებელი ენერგია, ენერგიის მენეჯმენტი, სამშენებლო ტექნოლოგიები, ციფრული

ქარხნები, მობილობა, ინდუსტრიული და იმპულსური პროცესები, ფინანსური სერვისი და

ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

საქართველოში Siemens-მა განახორციელა ახალციხეში ქვესადგურების და მათი

დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობას პროექტი.

დავით ზანგურიძე

მთაწმინდის ქ.14, ბ.1

0108 თბილისი +995 32 243 27 24 [email protected] www.wilo.ge

Wilo არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება მაღალტექნოლოგიური

ტუმბოების წარმოებაში. Wilo-ს 60-ზე მეტ შვილობილ კომპანია ჰყავს მსოფლიო მასშტაბით

და 7.800-ზე მეტი თანამშრომელს ასაქმებს. მაღალკვალიფიციური პერსონალი ავითარებს

ნოვატორული იდეების რაციონალური განხორციელების გზებს და სფეროში

მნიშვნელოვანი გარდატეხა შეაქვთ. პროდუქტის ფართო სპექტრის გამოყენება ხდება

გათბობის, კონდენსირების, დაბინძურებული და გამდინარე წყლების, წყალმომარაგების

და ინდუსტრიული პროცესების კუთხით. 2018 წელს ბრუნვა 1.463,5 მილიონ ევროს

შეადგენდა.

კომპანიის ისტორიაში ტექნოლოგიური პროგრესის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს,

რომელიც 140 წელს ითვლის. Wilo-ს პროდუქცია წარმოადგენს უმაღლეს ხარისხს,

მარტივად გამოყენებასა და ენერგოეფექტურობას.