DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და...

13
DWV-წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია © Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de აჭარა გრუპი რეგიონის ლიდერი კომპანიაა სასტუმრო ბიზნესში, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგრო-მეწარმეობის მიმართულებით. აჭარა გრუპს ეკუთვნის: ,Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, Lolita, Fabrika Hostel, Stamba Hotel და ვერტმფრენის სერვისი Aviator Helicopters. ამ ეტაპისათვის კომპანიაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში იგეგმება ახალი სასტუმროს გახსნა კოხტა-მიტარბის სამთო სათხილამურო კურორტზე. მომავალი წლის დასასრულამდე კი აჭარა გრუპი გეგმავს კიდევ 2 სასტუმროს გახსნას აჭარის რეგიონში. დაწყებულია მუშაობა მასშტაბურ პროექტზე კახეთში, სადაც 3000 ჰექტარი ტერიტორიაა ათვისებული. პროექტი უდაბნოს მიზანი ქვეყნის აგრარული და ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში აჭარა გრუპი პარტნიორობს ადგილობრივ ფერმერებთან, რაც დამატებით ხელს უწყობს რეგიონის მაცხოვრებელთა ჩართულობის ზრდას და ერთიანი ძალისხმევით პროექტის წარმატებაზე ზრუნვას. ამბასადორი თბილისის ისტორია 2004 წელს იწყება, როდესაც თბილისის ცენტრში ახალი რესტორანი გაიხსნა. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, 121 ნომრით დგას თბილისის ისტორიული ცენტრის შუაგულში. გამოირჩევა ოთახების ტერასებით, რომლებიც სტუმარს დიდებულ ხედს სთავაზობს. შენობის არქიტექტურა ნარევია თანამედროვე და კლასიკური სტილისა. ნინო დარბაიძე კოსტავას ქ. 14 0108 თბილისი +995 32 202 00 20 [email protected] www.adjaragroup.com თეკლა იორდანიშვილი იოანე შავთელის ქ. 17 0105 თბილისი +995 32 243 94 94 [email protected] www.ambassadori.com

Transcript of DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და...

Page 1: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

აჭარა გრუპი რეგიონის ლიდერი კომპანიაა სასტუმრო ბიზნესში, ცხოვრების სტილის

განვითარებისა და აგრო-მეწარმეობის მიმართულებით.

აჭარა გრუპს ეკუთვნის: ,Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, Lolita,

Fabrika Hostel, Stamba Hotel და ვერტმფრენის სერვისი Aviator Helicopters. ამ ეტაპისათვის

კომპანიაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში იგეგმება ახალი სასტუმროს გახსნა

კოხტა-მიტარბის სამთო სათხილამურო კურორტზე. მომავალი წლის დასასრულამდე კი

აჭარა გრუპი გეგმავს კიდევ 2 სასტუმროს გახსნას აჭარის რეგიონში.

დაწყებულია მუშაობა მასშტაბურ პროექტზე კახეთში, სადაც 3000 ჰექტარი ტერიტორიაა

ათვისებული. პროექტი უდაბნოს მიზანი ქვეყნის აგრარული და ტურისტული

პოტენციალის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში აჭარა გრუპი პარტნიორობს

ადგილობრივ ფერმერებთან, რაც დამატებით ხელს უწყობს რეგიონის მაცხოვრებელთა

ჩართულობის ზრდას და ერთიანი ძალისხმევით პროექტის წარმატებაზე ზრუნვას.

ამბასადორი თბილისის ისტორია 2004 წელს იწყება, როდესაც თბილისის ცენტრში ახალი

რესტორანი გაიხსნა.

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, 121 ნომრით დგას თბილისის ისტორიული ცენტრის

შუაგულში. გამოირჩევა ოთახების ტერასებით, რომლებიც სტუმარს დიდებულ ხედს

სთავაზობს. შენობის არქიტექტურა ნარევია თანამედროვე და კლასიკური სტილისა.

ნინო დარბაიძე

კოსტავას ქ. 14

0108 თბილისი

+995 32 202 00 20

[email protected] www.adjaragroup.com

თეკლა იორდანიშვილი

იოანე შავთელის ქ. 17

0105 თბილისი

+995 32 243 94 94

[email protected]

www.ambassadori.com

Page 2: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

ბილტმორის შუშის მრავალსართულიანი სასტუმრო თბილისში არის ყველაზე მაღალი

სასტუმრო კავკასიაში. დედაქალაქის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო, გთავაზობთ

ქალაქის თვალწარმტაც ხედებს ქალაქის ძველ და ახალ უბნებზე. ბილტმორის 214 ოთახი

შესანიშნავია - როგორც საქმიანი ვიზიტით მყოფთათვის, ასევე დამსვენებელთათვის.

სასტუმრო ასევე გთავაზობთ მაღალი კლასის სარესტორნო მომსახურებას, სპასა და

უნიკალურ გასართობ გარემოს. ბიზნესმენებისათვის ის ერთ-ერთი იდეალური

პარტნიორია ქალაქ თბილისში.

გერმანული წისქვილი არის სასტუმრო-რესტორანი ბოლნისში, ქვემო ქართლის რეგიონში,

სადაც დაახლოებით 200 წლის წინ შვაბურ-გერმანული დასახლება არსებობდა,

კატარინენფელდის სახელწოდებით. ამჟამად კი, მდინარე მაშავერაზე გაშენებული

წისქვილის ადგილას, სტუმრებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მასპინძლობენ

გერმანული სტუმართმოყვარეობით.

გერმანული და ქართული ტრადიციული სამზარეულო, დიდი ტერასა და დარბაზი

ბუხრით - რესტორანი სტუმრებს განუმეორებელ გარემოს სთავაზობს, რომელიც

იდეალურია ბიზნეს შეხვედრებისა თუ საოჯახო დღესასწაულებისათვის. სასტუმრო-

რესტორნის მომსახურებაში შედის ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება

და თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებისათვის განკუთვნილი ტურები.

მარიამ ქუთათელაძე

რუსთაველის გამზ. 29

0108 თბილისი

+995 32 272 72 72

[email protected] www.millenniumhotels.com/en/tbilisi/the-biltmore-hotel-tbilisi/

ახიმ დეპტა

სიონის ქ. 4

1100 ბოლნისი +995 322 61 47 50 [email protected] www.muehle-bolnisi.com

Page 3: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

ახიმ დეპტას, გერმანული წისქვილის მფლობელს, ყოველთვის სურდა ძველი შენობის

შესყიდვა და სამომავლოდ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. მან ეს შენობა თავისი

მეუღლის ხათუნას დახმარებით, ბოლნისში იპოვა. წისქვილის ძველ შენობას

რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძირფესვიანად, რის შედეგადაც გარე ფასადი ტრადიციულ

იერს ატარებს, ხოლო შიდა ინტერიერი მთლიანად აღჭურვილია თანამედროვე

ტექნოლოგიებით. 2012-2013 წლებიდან გერმანული წისქვილი საქმიანობას აგრძელებს,

როგორც სასტუმრო-რესტორანი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილს

წარმოადგენს საქართველოში.

Georgia Insight არის გერმანულენოვანი ტურისტული სააგენტო საქართველოში, რომელიც

ძირითად აქცენტს აკეთებს კულტურულ და სალაშქრო მოგზაურობებზე, ჯგუფებისა და

ინდივიდუალური პირებისთვის. გერმანულენოვან ტურისტებთან მუშაობის

მრავალწლიანი გამოცდილება და მჭიდრო თანამშრომლობა გერმანულ, ავსტრიულ და

შვეიცარულ ტურისტულ კომპანიებთან წარმოადგენს Georgia Insight-ის საიმედოობისა და

მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიას.

კომპანიის დამფუძნებლებსა და მფლობელებს წარმოადგენენ გერმანულ-ქართული

ოჯახური წყვილი კატრინ და გიორგი თევდორაშვილები, რომლებიც 2009 წლიდან 6

შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობენ. კომპანიის გენერალური მენეჯერი არის გიორგი

თევდორაშვილი, რომელიც 12 წელი ცხოვრობდა გერმანიაში და პირველი სამოგზაურო

ტური განახორციელა 2001 წელს, ხოლო კატრინ თევდორაშვილი არის კომპანიის ვებ-

გვერდის ავტორი.

თავდაპირველად ძირითადი აქცენტი გამახვილებული იყო ინდივიდუალურ

მოთხოვნებზე. არცერთი მოთხოვნა არ არის იდენტური. მაშინაც კი, როდესაც

მიმართულება მსგავსია, ყველა მოგზაურობა უნდა იყოს უნიკალური. კომპანია

განსაკუთრებით ამაყობს თავისი დიდი ხნის თანამშრომლებით - ტურ-ოპერატორები,

გიდები და მძღოლები, რომლებიც დაუღალავად და ენთუზიაზმით ასრულებენ თავიანთ

სამუშაოს.

გიორგი თევდორაშვილი

თაბუკაშვილის ქ. 41

0108 თბილისი

+995 32 229 55 32

[email protected]

www.georgia-insight.eu

Page 4: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

კომპანიის უპირატესობას წარმოადგენს მომხმარებლებზე ინდივიდუალურად ზრუნვა

მაღალი კომპეტენციის გათვალისწინებით, დაგეგმვის პროცესიდან მოგზაურობის

დასრულებამდე. საქართველოს მრავალმხრივი და ინტენსიური გაცნობისთვის Georgia

Insight, როგორც გამოცდილი ტურ-ოპერატორი არის იდეალური პარტნიორი თქვენთვის.

კომპანიის გიდები არიან სერტიფიცირებულნი, რომლებიც გამოირჩევიან ჩართულობით

და ენთუზიაზმით სამუშაოს მიმართ, არაჩვეულებრივად ფლობენ გერმანულ ენას და აქვთ

შესანიშნავი პროფესიული ცოდნა.

Georgian Travel Group დაარსდა 2011 წელს. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს

წარმოადგენს ტურიზმი საქართველოში. კომპანია გამოირჩევა ყველა ტურისტისადმი

ინდივიდუალური მიდგომითა და მაღალი პროფესიონალიზმით. Georgian Travel Group

ქართული ტურისტული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და მის მიერ შემოყვანილმა

ტურისტების რაოდენობამ 2018 წელს 25.000 ადამიანს გადააჭარბა.

თეა ტოტოღაშვილმა თბილისიდან და ტორსტენ კიოლერმა სიდელფინგერიდან 2014

წლის აპრილში თბილისში დააარსეს ტურისტული სააგენტო - GEORGIENREISEN.

ტორსტენ კიოლერს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში და

სწორედ ერთ-ერთი მოგზაუსრების ფარგლებში ეწვია საქართველოს. მასზე დიდი

შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს კულტურამ, მომხიბვლელმა ლანდშაფტმა და რა

თქმა უნდა ქართულმა ღვინომ. თბილისში მან ასევე გაიცნო თეა ტოტოღაშვილი,

არჩილ ძიძიგური

მიცკევიჩის ქ. 50

0105 თბილისი

+995 322 24 04 40/41

[email protected]

www.gt-group.ge

თეა ტოტოღაშვილი

რუსთაველის გამზ. 24

0108 თბილისი

+995 558 947771

[email protected]

www.georgienreisen.org

Page 5: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

რომელიც საქართველოში უკვე მრავალი წელი გერმანულენოვან გიდად და დამატებით

თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობდა.

ახალი და კრეატიული ტურისტული სააგენტო GEORGIENREISEN ხელს უწყობს

დაინტერესებული პირების ქვეყანასთან დაახლოებას, უზრუნველყოფს კვალიფიციურ

კონსულტაციას, პროფესიონალურ მომსახურებასა და ინდივიდუალურ მიდგომას

მომხმარებლების მიმართ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს ახლო კონტაქტი მეღვინეობა

ხარებასთან და სპეციალიზდება ინდივიდუალური ღვინის ტურების კუთხით

საქართველოში.

GEORGIENREISEN გთავაზობს ინდივიდუალურად შედგენილ ტურებს და მომსახურების

ფართო სპექტრს საქართველოში: ღვინის და დასვენების ტურები, სალაშქტო ტურები

კავკასიონის მთიან რეგიონებში, უძველესი ქრისტიანული კულტურის ტურები და სხვ.

ია კარანაძე

რუსთაველის ქ. 40

6010 ბათუმი +995 422 292 092; +995 422 222 299 [email protected]

www.hilton.com

საერთაშორისო სასტუმროების ქსელმა ჰილტონმა პირველი სასტუმრო საქართველოში,

ბათუმში 2015 წლის მაისში გახსნა.

სასტუმრო ჰილტონ ბათუმი მდებარეობს ბათუმის ბულვარში, აეროპორტიდან 10 წუთის

სავალ მანძილზე, სადაც 247 კომფორტული ოთახი მორგებულია მომხმარებლის

მოთხოვნებზე და პასუხობს როგორც საქმიანი, ასევე ტურისტული მიზნებით მოგზაური

ადამიანების საჭიროებებს. ოთახების უმრავლესობას აქვს აივანი, ზღვის ან ქალაქისა და

მთების ხედებით. ჰილტონ ბათუმის საკონფერენციო სივრცე თავისი საბანკეტო

დარბაზით, მასპინძლობს როგორც საქმიან ღონისძიებებს ასევე გასართობ წვეულებებს.

სასტუმროში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.

Page 6: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

ეკატერინე კიკნაძე

აბაშიძის ქ. 17

0179 თბილისი +995 32 229 43 43 [email protected] www.interco.travel

Interco Travel Group არის ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული კომპანია, რომელიც ქართულ

ბაზარზე 1991 წლიდან ოპერირებს და აერთიანებს რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების

კომპანიასა და ფილიალს.

ჯგუფი თავის მომხმარებლებს და პარტნიორ ორგანიზაციებს სთავაზობს ტურისტული და

სამოგზაურო პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს, მათ შორისაა გამყვანი და

შემომყვანი ტურისტული პროდუქტები, ავია ბილეთების სალარო და კორპორატიული

განყოფილება - დისტანციური მომსახურების სერვისით.

პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელის, კვალიფიციური და გამოცდილი გუნდისა და

დიდი გამოცდილების წყალობით, Interco Travel Group წარმატებით მოღვაწეობს არა მარტო

საქართველოში, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით.

Interco Travel Group უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს სთავაზობს ტურისტული

მომსახურების ფართო სპექტრს: მცირე და ვრცელ საექსკურსიო პროგრამებს, ზაფხულის,

ზამთრის და ყველა სეზონის ტურ-პროდუქტებს საქართველოში (საზღვაო, სამთო,

ქალაქის, კულტურული, რელიგიური, ექსტრემალური, ბიზნეს და ა.შ.) აგრეთვე

სთავაზობს კონვენციების, შეხვედრების, კონფერენციების და ბანკეტების ორგანიზებას.

Interco Travel Group-ის კორპორატიული ვალდებულებაა შექმნან მაღალი სტანდარტების

პროდუქტი და მომსახურება, ინდივიდუალურად მიუდგენენ თითოეულ მომხმარებელსა

და პარტნიორს, რაც ნამდვილად აქცევს Interco Travel-ს თქვენს სანდო პარტნიორად.

Page 7: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

მაკა ხიზანიშვილი

ლერმონტოვის ქ. 10

0105 თბილისი +995 32 240 30 10 [email protected] www.iotahotels.com

IOTA HOTEL TBILISI ხუთვარსკვლავიანი, 90-ნომრიანი დიზაინ სასტუმროა, რომელიც ასევე

რესტორნებს, ღვინის მაღაზიასა და ბარს აერთიანებს.

რესტორან IOTA GARDEN-ში უგემრიელეს ქართულ და ევროპულ კერძებს დააგემოვნებთ,

მის ეზოში კი დატკბებით 300 კვ.მ-ზე გაშენებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური

ბაღების ხედით.

GHUMELI - თბილისის ყველაზე თბილი ადგილი და სტუმარმასპინძლობის ეპიცენტრია. აქ

თქვენ დაგხვდებათ ულამაზესი ხედი ძველ თბილისზე, მეგობრული გარემო, ღუმელში

გამომცხვარი უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები და ცოცხალი მუსიკა.

WINE OBSERVATORY - შემეცნებითი ადგილია, სადაც შეგიძლიათ სიახლეების აღმოჩენა და

შესწავლა. სწორედ აქ არის წარმოდგენილი საგულდაგულოდ შერჩეული ქართული ღვინო

და დაფები ხორცისა და ყველის ასორტით.

იოტა ძველი ქართული ანბანის მე-15 ასოა, რომელიც მე-19 საუკუნეში ამოიღეს. იოტათი

პატარა სიდიდეებს ახასიათებენ. თუმცა ყველაზე უმცირესშიც კი შესაძლოა რაღაც ძალიან

დიდი, მრავლისმომცველი იყოს ჩამალული. იოტა ერთგვარი სიმბოლოა სიმარტივესა და

უბრალოებაში არსებული სიღრმისა და სიბრძნის.

სწორედ ასეთი, მყუდრო, არასტანდარტული და მშვიდი გარემო დაგხვდებათ იოტაში.

Page 8: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

ჰანს ჰაინერ ბური

ოვანეს თუმანიანიას ქ. 15

0105 თბილისი [email protected] +995 599 570 554 www.kaukasus-reisen.de

„კაუკაზუს-რაიზენი“ შესაძლებელს ხდის ორგანიზება გაუკეთოს უნიკალურ სამოგზაურო

გამოცდილებას და უჩვეულო აღმოჩენებს კავკასიის ქვეყნებში. ეს არის ახალგაზრდა,

მოტივირებული თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდი საქართველოში, სომხეთსა და

აზერბაიჯანში და ისინი ოცნებობენ თავისუფალ, შეუზღუდავ მოგზაურობაზე

საინტერესო გეოპოლიტიკურ რეგიონში, როგორიც არის „კავკასია“.

2001 წლიდან მხატვარი და მეწარმე ჰანს ჰაინერ ბური მუშაობს „კაუკაზუს-რაიზენ“-ის

ხედვაზე. სტუმრებისთვის ისინი აწყობენ წლის საუკეთესო მოგზაურობებს ოჯახთან და

მეგობრებთან ერთად ან მარტო. ყველა ტური არის დიდი სიყვარულით შექმნილი,

დაგეგმილი და მუდმივად გაუმჯობესებული. „კაუკაზუს-რაიზენ“-ია დამაკავშირებელი

რგოლი სტუმრებს გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან და ადგილობრივ

მოსახლეობას შორის კავკასიის ქვეყნებში.

„კაუკაზუს-რაიზენ“-ის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტრანსნაციონალური

მოგზაურობები, განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთში, ასევე აზერბაიჯანისა და

საქართველოს კომბინაციით.

კომპანიის სხვა ძლიერი მხარეებია ფოტო და კულტურული ტურები, 4x4 ჯიპ ტურები,

ცხენით ჯირითი, საფეხმავლო ტურები, ასევე მოგზაურობა კავკასიის შორეულ

რეგიონებში, მაგალითად დაღესტანში და ჩეჩნეთში. იქ, სადაც ეს შესაძლებელია,

„კაუკაზუს-რაიზენ“-ი არ ივიწყებს დაგეგმოს მოგზაურობის დროს საუკეთესო სერვისი,

კულინარიული სიამოვნება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

Page 9: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

შატო მოსმიერი კისისხევში, თელავიდან 2 კმ-ში, ალაზნის ველისა და კავკასიონის ქედის

თვალწარმტაცი ხედის ფონზე ულამაზესი ვენახის ზვრებს შორის მდებარეობს.

საწარმო ფლობს რესტორანს ტერასით, თანამედროვე ღვინის სარდაფს ფრანგული ღვინის

კასრებით და ქართულ კლასიკურ ღვინის მარანს, ტრადიციული ქვევრებით და ასევე

საკონფერენციო დარბაზს 70 ადამიანისთვის. 2019 წლის ზაფხულში შატო დამატებით 23

ოთახიან სასტუმროს ხსნის საცურაო აუზით, ადმინისტრაციული შენობითა და 4

დასასვენებელი სახლით.

რესტორნის გარდა, კომპანია მის სტუმრებს მოსმიერის ღვინის დეგუსტაციას და

ქართული სამზარეულოს მასტერკლასებს სთავაზობს (ქართული პურის ცხობა,

ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა და ა.შ). ღვინის საწარმო დიდი პოპულარობით

სარგებლობს ყველა სახის ღონისძიებების ჩასატარებლად. მათ შორის არდადეგები,

ქორწილები, ინდივიდუალური და ჯგუფური მოგზაურობები, ბიზნეს-შეხვედრები,

პრეზენტაციები და კონფერენციები.

Powderproject.ch სპეციალიზდება ე.წ. Free Ride-ის მიმართულებით, რომელიც გულისხმობს

კავკასიის რეგიონში გაუკვალავ თოვლში ასვლას და დაშვებას თხილამურებით და/ან

სნოუბორდით. მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპის Free Ride რეგიონები საკმაოდ

გადატვირთულია, კავკასიის მთის რეგიონი - ბახმარო სთავაზობს მოყვარულებს

ოპტიმალურ პირობებს. სათხილამურო ტურიზმი ბახმაროში არ არის სრულად

აურიკა კროიტორი

ბამბის რიგი 7

0105 თბილისი

+995 32 297 04 20

[email protected]

www.mosmieri.ge

ინგო შლუტიუსი

ლესელიძის ქ. 2

ჩოხატაური

+995 599 41 92 04 [email protected] www.powderproject.ch

Page 10: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

განვითარებული. აღნიშნული რეგიონი ხასიათდება შესანიშნავი კლიმატური პირობებით

Free Ride-სთვის.

მკაფიოდ განსაზღვრული მიზნობრივი სეგმენტი მიჯნავს აღნიშნულ პროექტს

საქართველოს სხვა სამთო სათხილამურო კურორტებისაგან და ქმნის დამატებით

ღირებულებას საქართველოს ტურიზმისათვის. მაღალმთიან რეგიონში, ბახმაროში

კომპანია ასევე სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სამუშაო ადგილებს.

Powderproject.ch მომხმარებელს სთავაზობს დანიშნულების პუნქტზე მისვლის საჭირო

ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელსა და კვებას, ასევე ტრანსპორტირების

უზრუნველყოფას აეროპორტსა და სათხილამურო კურორტს შორის. პროექტის მთავარი

იდეა გულისხმობს Free Ride-ის ხელმისაწვდომობის ზრდას მსოფლიო მასშტაბით. სწორედ

ამიტომ, იგი ეფუძნება ე.წ. Crowdfunding-ის დაფინანსების მოდელს.

დიმიტრი შველიძე

ბროსეს ქუჩის კუთხე

0108 თბილისი +995 32 224 22 44 [email protected] www.riverside.ge

სასტუმრო რივერსაიდი თბილისის ისტორიულ და კომერციულ და ბიზნეს ცენტრში

მდებარეობს. ფეხით, სულ რამდენიმე წუთში, თქვენ უკვე მთავარ ღირსშესანიშნაობებსა

და ულამაზეს პარკებს აღმოაჩენთ, რაც სასტუმროს მდებარეობის მთავარი ღირსებაა.

მომსახურების იდეალური შერწყმა, დახვეწილი სტილის ნომრებთან და თბილ

ატმოსფეროსთან თქვენს დასვენებას შეუდარებელს გახდის. სასტუმრო რივერსაიდი

ევროკავშირის სტანდარტით, მაღალი კატეგორიის ბუტიკურ სასტუმროს მიეკუთვნება.

ტიფანი ბარის და ტერასის გემოვნებიანი გარემო ნამდვილად მოახდენს თქვენზე დიდ

შთაბეჭდილებას. უგემრიელესი მენიუ, განსხვავებული დესერტები შექმნილი სასტუმრო

რივერსაიდის შეფ მზარეულის მიერ, სპეციალური კოქტეილები და ექსკლუზიური

წვეულებები კი შექმნილ შთაბეჭდილებას ნამდვილად გაამყარებს.

სასტუმრო რივერსაიდის ფლობს ფრანგული სარესტორნო გზამკვლევის - GAULT & MILLAU-

ს ჯილდოს, ასევე ცნობილი გერმანული ვებ-გვერდის - Holiday Check -ის 2016 და 2017 წლის

ჯილდოებს.

Page 11: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

ნუცა აბრამიშვილი

სოფელი კისისხევი

თელავის რაიონი 2200 +995 577 15 55 82

[email protected] www.schuchmann-wines.com

Schuchmann Wines Georgia-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვინის ტურიზმში

კახეთის რეგიონში. საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავლით Schuchmann-ის მეღვინეობა 20

სახის უმაღლესი ხარისხის ქართულ და ევროპულ ღვინოს ამზადებს.

შატო ვინოტერა რეგიონში იყო პირველი, რომელმაც სტუმრებს ღვინის ტურიზმის

სერვისები შესთავაზა. განსაკუთრებული ხარისხის და პროფესიონალიზმის მანიშნებელია

ის, რომ ღვინის ტურიზმის მხრივ Schuchmann-ის შატო 2014 წელს კახეთის რეგიონში

საუკეთესო შატოდ იქნა აღიარებული. სრულყოფილებისკენ სწრაფვა კი გრძელდება

დღესაც, კომპანია არ იშურებს რესურსებსა და ძალისხმევას, რომ იყოს ინოვატორული,

ხარისხით გამორჩეული, სწორედ აქ გადის Schuchmann-ისთვის გზა წარმატებისკენ.

ამ ხედვის შედეგია განახლებული სასტუმროც. გაიზარდა ოთახების რაოდენობა: 2

სტანდარტული, 2 საოჯახო, 2 ორსაწოლიანი ოთახი ხედით კავკასიონზე, 12 ორსაწოლიანი

დელუქს ნომერი აივნით, 1 ჯუნიორ სუიტი და 1 ლუქსი, სულ 20 კომფორტული ოთახი.

ნომრის საფასური მოიცავს: საუზმეს, ღვინის ტურს, ღვინის დეგუსტაციას (3 სხვადასხვა

სახის ღვინო), მინერალურ წყალს ოთახში, 2 სასაჩუქრე ბოთლ ღვინოს და დღგ-ს.

თათა ესაკია

თელავის ქ. 20

0103 თბილისი +99532 277 20 20 [email protected] www.sheraton.com/tbilisi

Sheraton Hotels & Resorts წარმოადგენს ამერიკული სასტუმროების ქსელის, Marriott

International-ის ერთ-ერთ ბრენდს. კომპანია 6000-ზე მეტი სასტუმროს სახით არის

წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბით. Sheraton Hotels & Resort არის ერთ-ერთი წამყვანი

ბრენდი და ფლობს 435 სასტუმროსა და 90 საკურორტო ცენტრს, 70 ქვეყანაში. ამჟამად

Marriott International-ის სახელით საქართველოში შერატონის ორი სასტუმრო ოპერირებს,

ბათუმსა და თბილისში.

სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის ინფრასტრუქტურა მოიცავს 220

ნომერს, მათ შორის 10 Suit კატეგორიის ოთახს, ამასთანავე როგორც შიდა ასევე გარე

Page 12: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

საცურაო აუზს, 1500 კვ.მ. ფართობზე განთავსებულ სპას და ფიტნეს ცენტრს, კლუბ-

ლაუნჯს, ორ რესტორანსა და სამ ბარს. შესანიშნავი ადგილმდებარეობის წყალობით

სასტუმროდან იშლება საუცხოო პანორამული ხედები ქალაქსა და მდინარე მტკვარზე.

სასტუმროს აქვს 12 საკონფერენციო ოთახი. ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცე

შეადგენს 2000 კვ.მ.-ს. შერატონის 1000 კვ.მ. სიდიდის დარბაზი დღეისათვის არის ყველაზე

დიდი სივრცე, თბილისში არსებულ სასტუმროებს შორის, სადაც შესაძლებელია 1800

სტუმრიანი ღონისძიების ჩატარება. 50 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციით

გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების გამო სასტუმრო ოპერირებას 2018 წლის

სექტემბერში შეუდგა.

სასტუმრო შერატონ ბათუმიც ანალოგიურად შთამბეჭდავია. შენობა დაიგეგმა და აშენდა

ალექსანდრიის შუქურის კონცეფციის მიხედვით, სანაპიროდან მხოლოდ 300 მეტრში,

ქალაქის ცენტრიდან კი 3 წუთის სავალზე. სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს სპა

მომსახურებას დახურული და ღია აუზებით, ასევე ღონისძიებებისთვის გათვლილ 7

სივრცეს, მათ შორის 1000-მდე მონაწილეზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს.

Tbilisi Hills Golf & Residences ერთ-ერთი უდიდესი, ინოვაციური და პრესტიჟული უძრავი

ქონების პროექტია კავკასიაში. კომპლექსის ცენტრში 110 ჰექტარი ფართობის 18-ფოსოიანი

გოლფის მოედანია. დედაქალაქზე თვალწარმტაცი ხედითა და ევროპული სტანდარტების

შესაბამისობით ის არა მხოლოდ მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის შეუდარებელი

გოლფ-თავგადასავლების შესაქმნელად არის საუკეთესო ადგილი, არამედ ასევე

საერთაშორისო გოლფ-ტურნირების გასამართად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო

ბუნებრივი რესურსების დაცვას და რეგიონის მრავალფეროვნებას. Tbilisi Hills-ში

შეგიძლიათ იხილოთ კურდღელი, იშვიათი კუები და მრავალფეროვანი ფრინველები.

კომპლექსში სასტუმროსთან ერთად არის ფიტნეს დარბაზი, საცურაო აუზი, ჩოგბურთის

მოედანი, სპა, ქლაბ ჰაუსი, ასევე სკოლა და საცხოვრებელი სახლები. ყოველი

აპარტამენტისა და სახლის მშენებლობისას მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული

არსებული ეკოსისტემისა და რელიეფის ნიუანსები. მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა

მხოლოდ მაღალი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. გარდა

ამისა, ყოველი საცხოვრებელი სახლი აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციისა და

კლიმატის სისტემით. განსაცვიფრებელი პეიზაჟისა და შესაბამისად დაგეგმილი

ინფრასტრუქტურის არაჩვეულებრივი და ელეგანტური კომბინაციით Tbilisi Hills

ლანა ღვინჯილია

ხეთაგუროვის ქ. 36

0102 თბილისი +995 577 23 77 40 [email protected] www.tbilishihills.com

Page 13: DWV-ს წევრთა კლასტერი ტურიზმი და გასტრონომია fileDWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი

DWV-ს წევრთა კლასტერი: ტურიზმი და გასტრონომია

© Deutsche Wirtschaftsvereinigung. www.georgien.ahk.de

მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ დედაქალაქის ცენტრის უშუალო

მახლობლად მდებარე საგარეუბნო ქონების ყველა უპირატესობით.