b r Z a n e b a - MOHdrugorders.moh.gov.ge/files/administraciuli_aqtebi... · 3...

14
3/5/2020 docflow/nomfileserver/GenerateDocument?letterId=39209217&generateHtml=true&SessValue=mlT6s0vnMF1OWJLrznNBvCynvE73uTX… docflow/nomfileserver/GenerateDocument?letterId=39209217&generateHtml=true&SessValue=mlT6s0vnMF1OWJLrznNBvCynvE73uTXQeQXHQs5… 1/2 № 02-371/04 / მარტი / 2020 . saqarTvelos okupirebuli teritoriebidan devnilTa, Sromis, janmrTelobisa da socialuri dacvis saministro ssi p samedicino da farmacevtuli saqmianobis regulirebis saagentos direqtoris brZaneba KA030200300534320 ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ხელახალი რეგისტრაციის შესახებ 11 11 : 1. 5 ( ): 1.1. Пурегон ® , 300სე/0,36მლ (833სე/1მლ) 0,420მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი კარტრიჯი №1 + ერთჯერადი ნემსი №6 (№3 + №3 ცალ-ცალკე შეფუთვებში) პლასტიკურ შეფუთვაში II რიგის ცვლილების გათვალისწინებით - უსაფრთხოების მონაცემების განახლება I რიგის ტიპის ცვლილების გათვალისწინებით - აქტიური სუბსტანციის გამოცდის მეთოდის ცვლილება მწარმოებელი - N.V. Organon (ნიდერლანდები) დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი - Vetter Pharma-Fertigung GmbH & Co. KG (გერმანია) სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი - Schering-Plough Central East AG (შვეიცარია) რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტი - Merck Sharp&Dohme Corp. (აშშ) ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი - Schering- Plough Central East AG (შვეიცარია) ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით დანართი №1 1.2. Пурегон ® , 600 სე/0,72მლ (833 სე/1მლ) 0,780მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი კარტრიჯი №1 + ერთჯერადი ნემსი №6 (№3 + №3 ცალ-ცალკე შეფუთვებში) პლასტიკურ შეფუთვაში II რიგის ცვლილების გათვალისწინებით - უსაფრთხოების მონაცემების განახლება I რიგის ტიპის ცვლილების გათვალისწინებით - აქტიური სუბსტანციის გამოცდის მეთოდის ცვლილება მწარმოებელი - N.V. Organon (ნიდერლანდები) დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი - Vetter Pharma-Fertigung GmbH & Co. KG (გერმანია) სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი - Schering-Plough Central East AG (შვეიცარია) რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტი - Merck Sharp&Dohme Corp. (აშშ) ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი - Schering- Plough Central East AG (შვეიცარია) ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით 2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააგენტოს მომსახურების დეპარატამენტის უფროსს . ვეზდენს. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში . თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (. თბილისი, . აღმაშენებლის ხეივანი №64). 4. ბრძანება ძალაშია ხელის მოწერისთანავე. საფუძველი: სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მომსახურების დეპარტამენტის წამლის რეგისტრაციის და ნებართვების სამმართველოს 2020 წლის 04 მარტის ზეპირი მოსმენის № 38 სხდომის ოქმი და შესაბამისი

Transcript of b r Z a n e b a - MOHdrugorders.moh.gov.ge/files/administraciuli_aqtebi... · 3...

3/5/2020 docflow/nomfileserver/GenerateDocument?letterId=39209217&generateHtml=true&SessValue=mlT6s0vnMF1OWJLrznNBvCynvE73uTX…

docflow/nomfileserver/GenerateDocument?letterId=39209217&generateHtml=true&SessValue=mlT6s0vnMF1OWJLrznNBvCynvE73uTXQeQXHQs5… 1/2

№ 02-371/ო 04 / მარტი / 2020 წ.

saqarTvelos okupirebuli teritoriebidan devnilTa, Sromis, janmrTelobisa da socialuridacvis saministro

ssip samedicino da farmacevtuli saqmianobis regulirebissaagentos direqtoris

b r Z a n e b a

KA030200300534320

ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ხელახალირეგისტრაციის შესახებ

“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 1111 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დარეგისტრირდეს 5 წლის ვადით ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტები (ხელახალი რეგისტრაცია):

1.1. Пурегон®, 300სე/0,36მლ (833სე/1მლ) 0,420მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი კარტრიჯი №1 + ერთჯერადი ნემსი №6(№3 + №3 ცალ-ცალკე შეფუთვებში) პლასტიკურ შეფუთვაშიII რიგის ცვლილების გათვალისწინებით - უსაფრთხოების მონაცემების განახლებაI რიგის ბ ტიპის ცვლილების გათვალისწინებით - აქტიური სუბსტანციის გამოცდის მეთოდის ცვლილებამწარმოებელი - N.V. Organon (ნიდერლანდები)დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი - Vetter Pharma-Fertigung GmbH & Co. KG (გერმანია)სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი - Schering-Plough Central East AG (შვეიცარია)რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტი - Merck Sharp&Dohme Corp. (აშშ)ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი - Schering-Plough Central East AG (შვეიცარია)ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტითდანართი №1

1.2. Пурегон®, 600 სე/0,72მლ (833 სე/1მლ) 0,780მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი კარტრიჯი №1 + ერთჯერადი ნემსი№6 (№3 + №3 ცალ-ცალკე შეფუთვებში) პლასტიკურ შეფუთვაშიII რიგის ცვლილების გათვალისწინებით - უსაფრთხოების მონაცემების განახლებაI რიგის ბ ტიპის ცვლილების გათვალისწინებით - აქტიური სუბსტანციის გამოცდის მეთოდის ცვლილებამწარმოებელი - N.V. Organon (ნიდერლანდები)დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი - Vetter Pharma-Fertigung GmbH & Co. KG (გერმანია)სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი - Schering-Plough Central East AG (შვეიცარია)რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტი - Merck Sharp&Dohme Corp. (აშშ)ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი - Schering-Plough Central East AG (შვეიცარია)ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააგენტოს მომსახურების დეპარატამენტის უფროსს ჯ.ვეზდენს.3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულსაქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).4. ბრძანება ძალაშია ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი:სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მომსახურების დეპარტამენტის წამლისრეგისტრაციის და ნებართვების სამმართველოს 2020 წლის 04 მარტის ზეპირი მოსმენის №38 სხდომის ოქმი და შესაბამისი

3/5/2020 docflow/nomfileserver/GenerateDocument?letterId=39209217&generateHtml=true&SessValue=mlT6s0vnMF1OWJLrznNBvCynvE73uTX…

docflow/nomfileserver/GenerateDocument?letterId=39209217&generateHtml=true&SessValue=mlT6s0vnMF1OWJLrznNBvCynvE73uTXQeQXHQs5… 2/2

ექსპერტიზის დასკვნები.

დირექტორი ზაალ კაპანაძე

1

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაპურეგონი®Puregon®

სავაჭრო სახელწოდება: პურეგონი®საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფოლიტროპინი ბეტა

აღწერა: უფერო, გამჭირვალე წყალხსნარი ხსნარი

შემადგენლობა:აქტიური ნივთიერება: ერთი კარტრიჯი შეიცავს: ფოლიტროპინი ბეტა (რეკომბინანტური) 300 სეან 600 სე, (კონცენტრაცია 833 სე/მლ); ეს შეესაბამება 83,3 მკგ პროტეინი/მლ-ზე (სპეციფიკურიბიოლოგიური აქტივობა in vivo დაახლოებით ტოლია 10 000 სე ფმჰ/მგ პროტეინისა). საერთო დოზაგათვლილია მაქსიმუმ 6 ინექციაზე.დიდი რაოდენობით შეყვანისას საერთო დოზა შესაძლებელია ნაკლები იყოს, ვინაიდან ყოველიინექციის წინ ხდება ჰაერის გამოდევნა.დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ციტრატი 2-წყლიანი, L მეთიონინი,პოლისორბატი 20, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი,საინექციო წყალი.პრეპარატი შეიცავს 1 ინექციაზე 1 მმოლ (23მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს (ანუ, პრაქტიკულად „არშეიცავს“ ნატრიუმს).

სამკურნალწამლო ფორმა: კანქვეშ შესაყვანი ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:გონადოტროპინებიათქ კოდი: G03GA06

ფარმაკოლოგიური თვისებებიფარმაკოდინამიკაპურეგონი® შეიცავს რეკომბინანტურ ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონს (ფმჰ), რომელსაცღებულობენ რეკომბინანტური დნმ-ის ტექნოლოგიით; იყენებენ ჩინური ზაზუნას საკვერცხისუჯრედების კულტურას, რომელშიც ჩანერგილია ადამიანის ფმჰ-ის სუბერთეულების გენები.რეკომბინანტური დნმ-ის პირველადი ამინომჟავური თანამიმდევრობა იდენტურია ადამიანისნატურალური ფმჰ-ისა. ამასთან, მცირე განსხვავებაა ნახშირწყლოვან ჯაჭვში.მოქმედების მექანიზმიფმჰ უზრუნველყოფს ფოლიკულების ნორმალურ ზრდასა და მომწიფებას და სასქესოსტეროიდული ჰორმონების გამომუშავებას. ქალებში ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონისდონე წარმოადგენს ფოლიკულების განვითარების დაწყებისა და ხანგრძლივობის, ასევემომწიფებამდე მიღწეული ფოლიკულების რაოდენობის და მათი მომწიფების დროისგანმსაზღვრელ ფაქტორს. ამდენად, პრეპარატი პურეგონი® შეიძლება გამოყენებულ იქნესფოლიკულების განვითარებისა და სტეროიდების გამომუშავებისათვის, სასქესო ჯირკვლების

2

ფუნქციის ზოგიერთი სახის დარღვევების დროს. გარდა ამისა, პრეპარატი პურეგონი®გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს, ფოლიკულების მრავლობითი განვითარებისინდუქციისათვის, უშვილობის მკურნალობისას დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიისგამოყენებისას (მაგალითად, in vitro მეთოდით განაყოფიერებისას, ემბრიონის ტრანსფერის,გამეტის მილშიგა გადატანისა და სპერმატოზოიდების ინტრაციტოპლაზმური ინექციისას).პრეპარატ პურეგონით® მკურნალობის შემდეგ, ფოლიკულის მომწიფების საბოლოო სტადიისინდუქციისათვის, მეიოზის გასაგრძელებლად და ფოლიკულის გასახეთქად, შეყავთ ადამიანისქორიონული გონადოტროპინი.კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოებასაკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციისას რეკომბინანტული ფმჰ (ფოლიტროპინ ბეტა)და შარდისგან მიღებული ფმჰ-ს გამოყენების შედარების კლინიკურ კვლევებში ქალებში,რომელთაც უტარდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (დრტ), და ოვულაციისინდუუქციისთვის (იხ. ქვემოთ ცხრილი 1 და 2), პრეპარატი პურეგონი იყო უფრო ეფექტური,ვიდრე შარდისგან მიღებული ფმჰ, ფოლიკულების მომწიფებისათვის უფრო დაბალი სუმარულიდოზის და მკურნალობის უფრო მოკლე პერიოდის მხრივ.საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციისას პრეპარატ პურეგონის გამოყენებას თანახლდა ოოციტების უფრო დიდი რაოდენობით მიღება ნაკლები ჯამური დოზის და მკურნალობისუფრო მოკლე ვადის შემთხვევაში, ვიდრე შარდისგან მიღებული ფმჰ-ს გამოყენების შემთხვევაში.ცხრილი 1. 37608 კვლევის შედეგები (რანდომიზებული, შედარების ჯგუფების კვლევა, რომელშიცდარდებოდა პრეპარატ პურეგონის და შარდისგან მიღებული ფმჰ-ს უსაფრთხოება დაეფექტურობა საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციის დროს).

პურეგონი (n=546) შარდისგან მიღებულიფმჰ (n=361)

მიიღებული ოოციტებისსაშუალო რაოდენობა

10.84* 8.95

საშუალო საერთოდოზა(ამპულებისრაოდენობა 75სე)

28.5* 31.8

ფმჰ სტიმულაციისსაშუალო ხანგრძლივობა(დღეები)

10.7* 11.3

*განსხვავება ორ ჯგუფს შორის იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p≤0.05).ოვულაციის ინდუქციის დროს პრეპარატ პურეგონის გამოყენებისას აღინიშნებოდა ნაკლებისუმარული დოზის გამოყენება და მკურნალობის უფრო ნაკლები ვადა, ვიდრე შარდისგანმიღებული ფმჰ-ს შემთხვევაში.ცხრილი 2. 37609 კვლევის შედეგი (რანდომიზებული, შედარების ჯგუფების კვლევა, რომელშიცდარდებოდა პრეპარატ პურეგონის და შარდისგან მიღებული ფმჰ-ს უსაფრთხოება დაეფექტურობა ოვულაციის ინდუქციის დროს).

პურეგონი (n=105) შარდისგან მიღებულიფმჰ (n=66)

ფოლიკულების

3

საშუალო რაოდენობა:≥ 12 მმ≥ 15 მმ≥ 18 მმ

3.6*2.01.1

2.61.70.9

საშუალო საერთო დოზა(სე)а

750* 1035

მკურნალობის საშუალოხანგრძლივობა(დღეები)а

10.0* 13.0

* განსხვავება ორ ჯგუფს შორის იყო ს ტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p≤0.05).а ეხება ოვულაციის ინდუქციის ჯგუფის ქალებს (პურეგონი = 76,შარდის ფმჰ ФСГ = 42).

ფარმაკოკინეტიკააბსორბციაპრეპარატ პურეგონის® კანქვეშ შეყვანის შემდეგ, ფმჰ-ის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში 12საათის განმავლობაში მიიღწევა. ინექციის ადგილიდან პრეპარატის თანდათანობითიგამოთავისუფლებისა და ნახევრადგამოყოფის დაახლოებით 40 საათიანი (12-დან 70 საათამდე)პერიოდის გამო, ფმჰ-ს დონე 24 – 48 საათის განმავლობაში რჩება მაღალი. ნახევრადგამოყოფისპერიოდის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო, ფმჰ-ის განმეორებითი შეყვანა იგივე დოზით,იწვევს მისი კონცენტრაციის შემდგომ ზრდას 1,5 – 2-ჯერ, მის ერთჯერადად შეყვანასთანშედარებით. ეს საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნეს სისხლში ფმჰ-ის თერაპიული კონცენტრაცია.კანქვეშ შეყვანის დროს პრეპარატის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 77%-ია.განაწილება, ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფარეკომბინანტური ფმჰ ბიოქიმიურად ძალიან მსგავსია ადამიანის შარდისგან გამოყოფილი ფმჰ-

ისა, მის იგივენაირად ნაწილდება, მეტაბოლიზდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან.უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემებიპრეპარატ პურეგონის® ერთჯერადი შეყვანისას ვირთხებში ადგილი არ ჰქონია რაიმეტოქსიკოლოგიურად მნიშვნელოვანი ეფექტების ინდუცირებას. განმეორებითი დოზისგამოყენების კვლევებში ვირთხებში (2 კვირის) და ძაღლებში (13 კვირის), როდესაც პურეგონის®დოზა 100-ჯერ აღემატებოდა ადამიანისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ დოზას, პრეპარატპურეგონს® არ მოუხდენია რაიმე ტოქსიკოლოგიურად მნიშვნელოვანი ეფექტების ინდუცირება.პრეპარატ პურეგონს® არ უჩვენებია მუტაგენური პოტენციალი ეიმსის ტესტში და ქრომოსომულაბერაციებზე in vitro ტესტში ადამიანის ლიმფოციტებში.

გამოყენების ჩვენებებიქალებიპურეგონი® ნაჩვენებია ქალებში უნაყოფობის მკურნალობისთვის შემდეგ კლინიკურსიტუაციებში:

ანოვულაცია (ქალებში საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის ჩათვლით), რომლებშიცკლომიფენის ციტრატით მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა;

საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციისას ფოლიკულების დიდირაოდენობით სინთეზის ინდუქციისათვის დამხმარე სამედიცინო რეპროდუქციული

4

ტექნოლოგიების (დრტ) ჩატარების დროს (მაგალითად, in vitro განაყოფიერებისას,ემბრიონის გადატანის, გამეტის მილშიგა გადატანისა და სპერმატოზოიდებისინტრაციტოპლაზმური ინექციისას).

მამაკაცები სპერმატოგენეზის უკმარისობა, როგორც შედეგი ჰიპოგონადოტროპული

ჰიპოგონადიზმისა.

მიღების წესი და დოზებიპრეპარატ პურეგონით® მკურნალობის დაწყება აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ,რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს უნაყოფობის მკურნალობაში. პრეპარატ პურეგონისპირველი ინექცია უნდა გაკეთდეს უშუალოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.მიღების წესიპრეპარატი პურეგონი®, საინექციო ხსნარი კარტრიჯებში, განკუთვნილია კალამი-ინჟექტორის(„პურეგონ პენ“) საშუალებით შეყვანისთვის; პრეპარატის შეყვანა ხდება კანქვეშ. ყოველიინექციისას საჭიროა ინექციის ადგილის შეცვლა ლიპოატროფიის თავიდან აცილების მიზნით.კალამი-ინჟექტორის გამოყენებისას, პაციენტს პრეპარატ პურეგონის® შეყვანა დამოუკიდებლადშეუძლია, ექიმისგან აუცილებელი ინსტრუქციის მიღების შემდეგ.დოზირებადოზირება ქალებისათვისარსებობს გამოხატული ინტერ და ინტრაინდივიდუალური ვარიაციები საკვერცხეების პასუხისაეგზოგენურ გონადოტროპინებზე, რაც შეუძლებელს ხდის რაც შეუძლებელს ხდის ერთნაირიდოზირების სქემის გამოყენებას. ამ მიზეზით, დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად,საკვერცხეების პასუხის მიხედვით. ფოლიკულების განვითარება უნდა გაკონტროლდესულტარაბგერითი გამოკვლევით. ასევე შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სისხლის შრატშიესტრადიოლის დონების ერთდროული კონტროლი.კალამი -ინჟექტორის გამოყენებისას (,,პურეგონ პენ“) გასათვალისწინებელია, რომ ესაა ზუსტიხელსაწყო, რომელიც გამოათავისუფლებს მითითებულ დოზას. აღსანიშნავია, რომ კალამი-ინჟექტორის გამოყენებისას 18%-ით მეტი ფმჰ შეყვანა ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი შპრიცით. ესშესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როდესაც ინჯექტორი იცვლება ჩვეულებრივი შპრიცით, ანპირიქით, მკურნალობის ერთი ციკლის დროს. დოზის კორექცია აუცილებელია შპრიციდანინჯექტორზე გადასვლისას, შეყვანილი დოზის დაუშვებელი მომატების თავიდან ასაცილებლად.შედარებითი კლინიკური კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევა

პრეპარატ პურეგონის უფრო დაბალი სუმარული დოზის და უფრო მოკლე პერიოდით დანიშვნა,ფმჰ-სთან (შარდიდან მიღებული) შედარებით, არა მხოლოდ ფოლიკულების განვითარებისოპტიმიზაციისთვის, არამედ საკვერცხეების არასასურველი ჰიპერსტიმულაციის რისკისშესამცირებლადაც (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).პრეპარატ პურეგონის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ორივე ჩვენებისთვის მოიცავსმკურნალობის სამ ციკლს.in vitro განაყოფიერების გზით უშვილობის მკურნალობის გამოცდილებამ აჩვენა, რომ წარმატებამეტად სავარაუდოა თერაპიის პირველი 4 კურსის განმავლობაში, შემდგომში კი თანდათანობითმცირდება.

ანოვულაცია

5

რეკომენდებულია მკურნალობის თანამიმდევრული სქემა, რომელიც იწყება პრეპარატ პურეგონი®50 სე ყოველდღიური შეყვანით, უკიდურეს შემთხვევაში, 7 დღის განმავლობაში მაინც.საკვერცხეებიდან პასუხის არარსებობისას, დღიურ დოზას ზრდიან ფოლიკულების გაზრდამდედა/ან სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის მომატებამდე, რაც ადასტურებსოპტიმალური ფარმაკოდინამიკური ეფექტის მიღწევას. ოპტიმალურად ითვლება პლაზმაშიესტრადიოლის კონცენტრაციის ყოველდღიური მატება 40 – 100%-ით. ამგვარად მიღებულყოველდღიურ დოზას ინარჩუნებენ პრეოვულაციის მიღწევამდე. პრეოვულაციური მდგომარეობაგანისაზღვრება დომინანტური ფოლიკულის არსებობით, რომლის დიამეტრი 18 მმ(ულტრაბგერითი გამოკვლევით) და/ან სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციით 300 –900 პიკოგრამი/მლ (1000 – 3000 პმოლ/ლ). როგორც წესი, ამ მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა 7 –14 დღიანი მკურნალობა. ამის შემდეგ პრეპარატ პურეგონის® შეყვანას წყვეტენ და ოვულაციისინდუცირებისათვის შეყავთ ქორიონული გონადოტროპინი.

თუკი ფოლიკულების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ან ესტრადიოლის კონცენტრაცია იზრდებაძალიან სწრაფად (დღე-ღამეში 2-ჯერ და მეტად, 2-3 დღის განმავლობაში), საჭიროაყოველდღიური დოზის შემცირება.რადგანაც ყოველმა ფოლიკულმა, რომლის დიამეტრი 14 მმ-ზე მეტია, შეიძლება ორსულობისდადგომა გამოიწვიოს, რამდენიმე 14 მმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე პრეოვულატორულიფოლიკულის არსებობა ზრდის მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგომის რისკს. ასეთ დროსქორიონული გონადოტროპინი არ შეყავთ და ღებულობენ ზომებს ორსულობის თავიდანასაცილებლად.

საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაცია დრტ პროგრამების ჩატარებისასიყენებენ სტიმულაციის სხვადასხვა სქემებს. პირველი 4 დღის განმავლობაში რეკომენდებულიასაწყისი დოზის - 100 – 225 სე პრეპარატის შეყვანა. შემდგომში დოზის შერჩევა ხდებაინდივიდუალურად, საკვერცხეების რეაქციის მიხედვით. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა,რომ ჩვეულებრივ საკმარისია შემანარჩუნებელი დოზის სახით 75 – 375 სე მიღება, 6 – 12 დღისგამავლობაში; თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა, საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.პრეპარატი პურეგონი® გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტთან ან ანტაგონისტთან კომბინაციაში, ყვითელი სხეულისნაადრევად წარმოქნის ასაცილებლად. გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებისგამოყენებისას, ადექვატური ფოლიკულური პასუხის მისაღწევად, შესაძლოა, საჭირო გახდესპრეპარატ პურეგონის უფრო მაღალი სუმარული დოზები.საკვერცხეების რეაქციას აკონტროლებენ ულტრაბგერითი გამოკვლევით. შესაძლოამიზანშეწონილი იყოს ამ დროს სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის განსაზღვრაც.16 – 20 მმ დიამეტრის (ულტრაბგერითი გამოკვლევის მიხედვით) მქონე, 3 ფოლიკულისა დაესტრადიოლზე კარგი პასუხის (სისხლის პლაზმაში ესტრადილის კონცენტრაცია 300 – 400პიკოგრამი/მლ (1000 – 1300 პმოლ/ლ) ყოველ 18 მმ დიამეტრის მქონე ფოლიკულზე) პირობებში,ფოლიკულის მომწიფების საბოლოო ფაზის ინდუცირების მიზნით, შეყავთ ქორიონულიგონადოტროპინი. 34 – 35 საათის შემდეგ ტარდება ოოციტების ასპირაცია.

დოზირება მამაკაცებში

6

რეკომენდებულია პურეგონის შეყვანა კვირაში 450 სე დოზით, უმჯობესია გაყოფილი სამ დოზად,თითოეული 150 სე, ქორიონულ გონადოტროპინთან ერთად. პრეპარატ პურეგონით დაქორიონული გონადოტროპინით თერაპია უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 3 – 4 თვე,სპერმატოგენეზში რაიმე გაუმჯობესების გამოვლინებამდე. რეაქციის შესაფასებლად, სპერმისანალიზის ჩატარება რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებიდან 4 – 6 თვის შემდეგ. თუკიპაციენტი არ პასუხობს მოცემული პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ მკურნალობაზე,კომბინირებულ თერაპია შეიძლება გაგრძელდეს; თანამედროვე კლინიკური გამოცდილებააჩვენებს, რომ სპერმატოგენეზის დაწყებას შესაძლებელია დასჭირდეს 18 თვემდე ან მეტიხანგრძლივობის თერაპია.ბავშვებიბავშვებში პრეპარატ პურეგონის® გამოყენებისათვის შესაბამისი ჩვენებები არ არსებობს.

გვერდითი მოქმედებაკანქვეშ ან კუნთებში პრეპარატ პურეგონის შეყვანისას შესაძლებელია განვითარდესადგილობრივი რეაქცია შეყვანის ადგილზე (პაციენტების საერთო რაოდენობის 3%).ადგილობრივი რეაქციების უმრავლესობა მსუბუქია და სწრაფად გაივლის.ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციები არახშირია (დაახლოებით პაციენტების 0,2%,რომლებსაც ჩაუტარდათ პურეგონით მკურნალობა).

ქალების მკურნალობაკლინიკური გამოცდისას ქალების (რომლებსაც უტარდებოდათ პურეგონით მკურნალობა)დაახლოებით 4%-ს გამოუვლინდათ საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომთანდაკავშირებული სიმპტომები (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“). ამ სინდრომს უკავშირდებაისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი და/ან შეგუბებითი მოვლენები მენჯისარეში, შებერილობა და/ან ტკივილი მუცლის არეში, ჩივილები სარძევე ჯირკვლების მხრივ დასაკვერცხეების გადიდება.ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულია გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ მიღებულიაშეტყობინებები ქალებში პრეპარატ პურეგონის გამოყენების კლინიკური კვლევებისას; რეაქციებიჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით ( ხშირი ≥1/100-დან≤1/10-მდე, არახშირი ( ≥1/1000-დან <1/100-მდე).

ორგანოთა სისტემა სიხშირე გვერდითი მოვლენებიდარღვევები ნერვულისისტემის მხრივ

ხშირი თავის ტკივილი

დარღვვები კუჭ-ნაწლავისტრაქტის მხრივ

ხშირი მუცლის შებერილობატკივილი მუცელში

არახშირი დისკომფორტი მუცლის არეშიყაბზობაფაღარათიგულისრევა

დარღვევებირეპროდუქციული

ხშირი საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციისსინდრომი

7

სისტემისა და სარძევეჯირკვლების მხრივ

ტკივილი მენჯის არეშიარახშირი ჩივილები სარძევე ჯირკვლების მხრივ1

მეტრორაგიასაკვერცხის კისტასაკვერცხეების გადიდებასაკვერცხეების გადაგრეხასაშვილოსნოს გადიდებავაგინალური სისხლდენა

დარღვევები მთლიანადორგანიზმის მხრივ დაშეყვანის ადგილზე

ხშირი რეაქცია პრეპარატის შეყვანის ადგილზე2

არახშირი ჰიპერმგრძნობელობის ზოგადირეაქციები3

1 ჩივილები სარძევე ჯირკვლების მხრივ: სარძევე ჯირკვლების ტკივილი და/ან გამაგრება,ძუძუსთავების ტკივილი;2 ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის სისხლჩაქცევა, ტკივილი, სიწითლე,შეშუპება, ქავილი;3 ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციები მოიცავს ერითემას, ჭინჭრის ციებას,გამონაყარს და ქავილს.

ასევე იყო შეტყობინებები საშვილოსნოსგარე ორსულობის, თვითნებური აბორტისა დამრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევების შესახებ. ამგვარ შემთხვევებს უკავშირებენდამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (დრტ) პროცედურას ან შედეგად დამდგარორსულობას.იშვიათ შემთხვევებში, თრომბოემბოლიის განვითარება ასოცირდებოდა პრეპარატ პურეგონის®/ქორიონულ გონადოტროპინის და სხვა გონადოტროპინების გამოყენებასთან.მამაკაცების მკურნალობაქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ჩამონათვალი გვერდითი ეფექტებისა, რომლებიცგამოვლინდა მამაკაცებში პრეპარატის კლინიკური გამოცდისას (30 პაციენტი), ორგანოებისკლასისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით; ხშირი (≥1/100-დან ≤1/10-მდე).

ორგანოთა სისტემა სიხშირე1 გვერდითი მოვლენებიდარღვევები ნერვული სისტემისმხრივ

ხშირი თავის ტკივილი

დარღვევები კანისა და კანქვეშაქსოვილის მხრივ

ხშირი აკნეგამონაყარი

დარღვევები რეპროდუქციულისისტემისა და სარძევე ჯირკვლებისმხრივ

ხშირი ეპიდიდიმისის(სათესლის დანამატის)კისტაგინეკომასტია

დარღვევები საერთო მდგომარეობისმხრივ და დაკავშირებულიპრეპარატის მიღების წესთან

ხშირი რეაქცია პრეპარატისშეყვანის ადგილზე2

8

1 გვერდითი ეფექტები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ გამოვლინდა, ჩათვლილია როგორც ხშირი,ერთი ანგარიში სიხშირეს ზრდის 1%-ზე მეტად.2 ინექციის ადგილზე ადგილობრივი რეაქციები მოიცავს გამაგრებას და ტკივილს.

უკუჩვენებებიმამაკაცები და ქალები- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;- საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, სათესლე ჯირკვლების, ჰიპოფიზისა და

ჰიპოთალამუსის სიმსივნეები;- სასქესო ჯირკვლების პირველადი უკმარისობა;

დამატებით ქალებისათვის- დაუდგენელი ეტიოლოგიის გავინალური სისხლდენა;- საკვერცხის ცისტა ან საკვერცეების გადიდება, რაც არ არის დაკავშირებული საკვერცხის

პოლიკისტოზის სინდრომთან.- ორსულობასთან შეუთავსებელი რეპროდუქციული ორგანოების თანდაყოლილი მანკები;- ორსულობასთან შეუთავსებელი საშვილოსნოს ფიბრომა.

ჭარბი დოზაარ არსებობს ცნობები პრეპარატ პურეგონის® მწვავე ტოქსიკურობის შესახებ ადამიანებში, მაგრამცხოველებში ჩატარებულ კვლევებში პრეპარატ პურეგონის და შარდისგან მიღებულ ფმჰ-ს მწვავეტოქსიკურობა იყო ძალიან დაბალი. ძალიან მაღალი დოზით ფმჰ-ს გამოყენებამ, შესაძლოა,გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაცია (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“).

სიფრთხილის ზომებიანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

პრეპარატი პურეგონი® შესაძლებელია შეიცავდეს სტრეპტომიცინს და/ან ნეომიცინსნარჩენი რაოდენობებით. ამ ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გამოიწვიონჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მგრძნობიარე პაციენტებში.

მკურნალობის დაწყებამდე უნაყოფობის მიზეზის დადგენა მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სათანადო წესით დადგინდეს პარტნიორების

უნაყოფობის მიზეზი. კერძოდ, აუცილებელია შემოწმდეს პაციენტების მდგომარეობაჰიპოთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის, ჰიპერპროლაქტინემიის;ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეების მხრივ და აგრეთვე დაინიშნოს შესაბამისიმკურნალობა.

ქალები საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს) - ეს სამედიცინო მდგომარეობაა, რომელც

განსხვავებდება საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან. მსუბუქი და საშუალოხარისხის საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის კლინიკურ ნიშნებსა და სიმპტომებსწარმოადგენს მუცლის ტკივილი, გულისრება, დიარეა, საკვერცხეებისა და საკვერცხისცისტის გადიდების მსუბუქი და საშუალო ფორმა. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის

9

სინდრომის მძიმე ფორმა შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს.საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმის ნიშნები და სიმპტომებია:საკვერცხის ცისტა - დიდი ზომის, მწვავე აბდომინალური ტკივილი, ასციტი,პლევრალური სითხე, ჰიდროთორაქსი, დისპნოე, ოლიგურია, სისხლის მაჩვენებლებისპათოლოგიური ცვლილებები და სხეულის მასის მომატება. იშვიათშემთხვევებშისაკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის დროს შეიძლება განვითარდესვენოზური და ატერიული თრომბოემბოლია. ასევე იყო შეტყობინებები სჰს-სა და ღვიძლისფუნქციის პათოლოგიურ ცვლილებებს შორის კავშირის შესახებ, ღვიძლის ბიოფსიისასმორფოლოგიური ცვლილებებით ან მის გარეშე.სჰს შეიძლება განვითარდეს ქორიონული გონადოტროპინის გამოყენების, აგრეთვეორსულობის (ენდოგენური ქორიონული გონადოტროპინი) დროს. ადრეული სჰსჩვეულებრივ ხდება ქორიონული გონადოტროპინის გამოყენებიდან 10 დღისგანმავლობაში და შეიძლება დაკავშირებული იყოს გონადოტროპინებზე საკვერცხეებისგადამეტებულ პასუხთან. გვიანია სჰს ქორიონული გონადროპინის გამოყენებიდან 10დღეზე მეტი ხნის შემდეგ ვითარდება, როგორც ორსულობის დროს ჰორმონულიცვლილებების შედეგი. რადგან არსებობს სჰს-ს განვითარების რისკი, პაციენტებისმდგომარეობაზე დაკვირვება უნდა მოხდეს ქორიონული გონადოტროპინისგამოყენებიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.ქალები, საკვერცხის მაღალინტენსიური პასუხის ცნობილი რისკ-ფაქტორებით, შესაძლოა,განსაკუთრებით მიდრეკილნი იყვნენ სჰს-ს განვითარებისკენ პრეპარატ პურეგონითმკურნალობისას ან მის შემდეგ. ქალებისათვის, ნაწილობრივ ცნობილი რისკ-ფაქტორებით,რომლებიც გადიან საკვერცხეების სტიმულაციის პირველ ციკლს, რეკომენდებულიაინტენსიური დაკვირვების ქვეშ ყოფნა სჰს-ს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომებისგამოსავლენად.სჰს-ს რისკის შესამცირებლად საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება(მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად - მკურნალობის პროცესის დროს)ფოლიკულების განვითარების შესაფასებლად. შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს ამავედროს სისხლის შრატში ესტრადიოლის დონის განსაზღვრა. დრტ-ს დროს არსებობს სჰს-სრისკი 18 ან მეტი ფოლიკულის განვითარებით, რომელთა დიამეტრი 11მმ ან მეტია. თუკიფოლიკულების რაოდენობა აღწევს ან აჭარბებს 30-ს, რეკომენდებულია ქორიონულიგონადოტროპინის გამოყენების შეწყვეტა.

საკვერცხეების პასუხიდან გამომდინარე, სჰს-ს რისკის შესამცირებლად შეიძლება განვიხილოთშემდეგი ზომები:

გადაიდოს გონადოტროპინით შემდგომი სტიმულაცია, მინიმუმ 3 დღით (ოვულაციისსტიმულაციის გადავადება);

გადაიდაოს ქორიონული გონადოტროპინის გამოყენება და შეწყდეს მკურნალობის ციკლი; გამოიყენონ ქორიონული გონადოტროპინი (შარდისგან მიღებული) 10 000 სე-ზე ნაკლები

დოზით, ოოცოტის საბოლოო მომწოფების ინდუცირებისათვის, მაგალითად, 5000 სეშარდის ქორიონული გონადოტროპინი ან 250მკგ რეკომბინანტული ქორიონულიგონადოტროპინი (რაც ექვივალენტურია დაახლოებით 6500 სე შარდის ქორიონულიგონადოტროპინისა);

გადაიდოს ემბრიონის გადატანა და მოხდეს ემბრიონების გაყინვა;

10

არ გამოიყენონ ქორიონული გონადოტროპინი ლუთეინური ფაზის შენარჩუნებისთვის . თუვითარდება სჰს, აუცილებელია სტანდარტული და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

მრავალნაყოფიანი ორსულობა

ყველა გონადოტროპინის, მათ შორის პრეპარატ პურეგონის® გამოყენებისას ადგილი ჰქონდამრავალნაყოფიან ორსულებებს და რამდენიმე ბავშვის დაბადებას. მრავალნაყოფიან ორსულობას,განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაყოფით, თან სდევს არასასურველი გამოსავლის უფრომაღალი რისკი დედისთვის (ორსულობისა და მშობიარობის გართულება) და ახალშობილისთვის(დაბადებისას სხეულის მცირე მასა). ქალებს ანოვულაციით, რომლებიც მკურნალობდნენოვულავიის ინდუქციისთვის, მნიშვნელოვანია ჩაუტარდეთ ფოლიკულების განვითარებისმონიტორინგი (ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით), მრავალნაყოფიანიორსულობის რისკის მინიმიზაციის მიზნით. ასევე მიზანშეწონილია სისხლის პლაზმაშიესტრადიოლი დონის კონტროლი. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები უნდა გააფრთხილონმრავალნაყოფიანი ორსულობის პოტენციური რისკის შესახებ.დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (დრტ) გამოყენებისას, მრავალნაყოფიანიორსულობის რისკი ძირითადად, დამოკიდებულია გადატანილი ემბრიონების რაოდენობაზე.თუ პრეპარატი გამოიყენება ოვულაციის სტიმულაციის ციკლში, ფმჰ-ს დოზის შესაბამისიკორექცია მრავლობითი ფოლიკულების განვითარების რისკს ამცირებს.საშვილოსნოსგარე ორსულობაქალებში, რომელთაც უტარდებათ დრტ, მატულობს საშვილოსნოსგარე ორსულობისგანვითარების რისკი. ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის საშვილოსნოსშიგა მდებარეობისდადასტურება ადრეული ულტრაბგერითი გამოკვლევით.სპონტანური აბორტიორსულობის თავისთავადი შეწყვეტის სიხშირე უფრო მაღალია ქალებში, რომელთაც უტარდებადრტ.გართულებები სისხლძარღვთა სისტემის მხრივიყო შეტყობინებები თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ (სჰს-სთან დაკავშირებული, ანმის გარეშე), გონადოტროპინებით, მათ შორის პურეგონით მკურნალობის შემდეგ.სისხლძარღვშიდა თრომბოზი, როგორც ვენოზური, ასევე არტერიული სისხლძარღვების,შეიძლება გახდეს მიზეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და კიდურებისკენსისხლის ნაკადის შემცირებისა.ქალებისათვის, თრომბოზთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა პირადი ანოჯახური ანამნეზი, გამოხატული სიმსუქნე ან თრომბოფილია, გონადოტროპინებით, მათ შორისპრეპარატ პურეგონით მკურნალობისას, შესაძლებელია ასეთი რისკი გაიზარდოს. ამ ჯგუფისპაციენტების მკურნალობის დროს აუცილებელია გონადოტროპინების, მათ შორის პრეპარატპურეგონის გამოყენების სარგებლისა და შესაძლო რისკის შეფასება. ამასთან აღსანიშნავია, რომთავისთავად ორსულობას ახლავს თრომბოზის განვითარების რისკის მომატება.თანდაყოლილი მანკებიდამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებისას, თანდაყოლილი მანკებისგანვითარების სიხშირე რამდენადმე მაღალია, ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერებისას. ამასუკავშირებენ მშობლების მახასიათებლების განსხვავებებს (მაგალითად, ქალის ასაკი ან სპერმისთვისებები) და მრავალნაყოფიან ორსულობას.

11

საკვერცხის გადაგრეხაიყო შეტყობინებები საკვერცხის გადაგრეხის შესახებ გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატპურეგონით მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხა შესაძლებელია დაკავშირებული იყოსსხვა მდგომარეობებთან, როგორიცაა საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, ორსულობა,ადრე გადატანილი ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუზე, საკვერცხის გადაგრეხა ანამნეზში,ასევე, აწმყო დროში ან ანამნეზში საკვერცხის კისტისა და საკვერცხის პოლიკისტოზის არსებობა.სისხლის არასაკმარისი მიწოდებით გამოწვეული საკვერცხეების დაზიანების თავიდან აცილებაშესაძლებელია დროული დიაგნოსტიკითა და გადაგრეხის დაუყოვნებელი მოცილებით.

საკვერცხეების და რეპროდუქტიული სისტემის სხვა ორგანოების ავთვისებიანი დაავადებებიქალებში, რომლებიც მრავალჯერადად იტარებდნენ უნაყოფობის სამკურნალო სხვადასხვასქემებს, აღწერიალია საკვერცხეების და რეპროდუქციული სისტემის სხვა ორგანოებისსიმსივნეების (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი) განვითარების შემთხვევები. არ არისდადგენილი, იწვევს თუ არა გონადოტროპინებით მკურნალობა ასეთი სიმსივნეებისგანვითარების რისკის მომატებას უნაყოფო ქალებში.სხვა სამედიცინო მდგომარეობებიპრეპარატ პურეგონით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს ჯანმრთელობისმდგომარეობები, რომლის დროსაც ორსულობა უკუნაჩვენებია.

მამაკაცებისათესლეების პირველადი უკმარისობაფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის მაღალი ენდოგენური დონე მამაკაცებში მიუთითებსსათესლეების ფუნქციონირების პირველად დარღვევებზე. ასეთ პაციენტებშიპურეგონ/ქორიონული გონადოტროპინის თერაპია არაეფექტურია.გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროსფერტილობაპრეპარატი პურეგონი® გამოიყენება ქალების სამკურნალოდ, რომელთაც უტარდება ოვულაციისინდუქცია ან საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაცია დამხმარე რეპროდუქციულიტექნოლოგიების (დრტ) პროგრამით. მამაკაცებში პრეპარატი პურეგონი® გამოიყენებაჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმით გამოწვეული სპერმატოგენეზის დეფიციტისსამკურნალოდ (იხ.პარაგრაფი „მიღების გზები და დოზირება“).ორსულობაპრეპარატ პურეგონი® გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. არ არსებობს საკმარისიკლინიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რათა გაუთვალისწინებლად მიღებისშემთხვევაში, გამოირიცხოს რეკომბინანტური ფმჰ-ის ტერატოგენული ეფექტი. თუმცა, დღემდე არყოფილა შეტყობინებები რაიმე სპეციფიური მალფორმაციების შესახებ. ცხოველებზე კვლევისდროს ტერატოგენული ეფექტი არ დაფიქსირებულა.ძუძუთი კვებაარ არსებობს კლინიკური ვლევების, ან ცხოველებზე ჩატარებული ცდების საკმარისი მონაცემებირძეში ფოლიტროპინი ბეტას გამოყოფის შესახებ. დედის რძეში ფოლიტროპინი ბეტას გამოყოფანაკლებსავარაუდოა მისი მაღალი მოლეკულური წონის გამო. თუკი მოხდებოდა ფოლიტროპინიბეტას ექსკრეცია რძეში, იგი დაიშლებოდა ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ფოლიტროპინი ბეტამშესაძლოა გავლენა იქონიოს დედის რძის გამომუშავებაზე.

12

გავლენა ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზეპრეპარატი პურეგონი® გავლენას არ ახდენს, ან პრაქტიკულად გავლენას არ ახდენსავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმებიპრეპარატ პურეგონისა და კლომიფენის ციტრატის ერთდროულად მიღებამ შესაძლოაგააძლიეროს ფოლიკულური პასუხი. გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებითინდუცირებული ჰიპოფიზის დესენსიბილიზაციის შემდეგ, ფოლიკულების ადექვატური პასუხისმისაღწევად, შესაძლოა საჭირო გახდეს პურეგონის დოზის მომატება.

შეუთავსებლობავინაიდან არ ჩატარებულა კვლევები შეუთავსებლობის დასადგენად, პრეპარატის შერევა სხვასამკურნალო საშუალებებთან - არ შეიძლება.გამოშვების ფორმა0,420 მლ (300 სე/0,36 მლ) ან 0,780 მლ (600 სე/0,72 მლ) კარტრიჯში; თითო კარტრიჯი ნემსებისკომპლექტით პლასტიკურ შეფუთვაში, ნემსების 2-2 კომპლექტი - 2 მუყაოს კოლოფი (კომპლექტში3 ნემსია, თითოეული ინდივიდუალურ პლასტიკურ კონტეინერში) სამედიცინო გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა3 წელიკარტრიჯში ნემსის შეყვანის შემდეგ ხსნარის შენახვა შეიძლება მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში.არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის პირობებიინახება 2 - 80C ტემპერატურაზე (მაცივარში). არ გაყინოთ.დასაშვებია შენახვა არაუმეტეს 25°С, არაუმეტეს 3 თვე.ინახება ორიგინალურ შეფუთვით, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელინ.ვ.ორგანონიკლოოსტერსტრაატ 6, 5349 AB ქ. ოსი, ნიდერლანდები.Kloosterstraat 6, 5349 AB Oss, The Netherlands

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელიშერინგ-პლაუ სენტრალ ისტ აგ, შვეიცარია. Schering-Plough Central East AG, Switzerland.