საშუალო და დაწყებით განათლებაში...

34

Click here to load reader

Transcript of საშუალო და დაწყებით განათლებაში...

Page 1: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

2012 თბილისი

საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტი

გვანცა ხოჯავა

Page 2: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

2012თბილისი

რას მოიცავს ნაშრომი?

2 of 34გვანცა ხოჯავა

შესავალი

კვლევის ობიექტს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების ის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იქნეს საშუალო და დაწყებითი განათლების საფეხურზე სწავლის პროცესის ეფექტურობის ამაღლებისა და სკოლის საინფორმაციო აღრიცხვის გაუმჯობესებისათვის.

კვლევის მიზანს წარმოადგენს სკოლებისათვის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტში რეკომენდაციების შემუშავება.

რისი შეცვლა შეგ

ვიძლია?

Page 3: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ქართული რეალობამიმიდნარეობს სკოლების კომპიუტერიზაცია, უკვე ყველა სკოლას მიეწოდება ინტერნეტი, საატესტატო გამოცდები ტარდება კომპიუტერთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველდღიურად აანონსებს ახალ პროგრამებსა და პროექტებს სკოლების ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვისა და ახალი პორტალების შექმნის შესახებ.

პირველი მომავლის კლასი 2011 წლის ოქტომბერში გაიხსნა და მას შემდეგ რეგიონებში რამდენიმე კლასი უკვე გაიხსნა. 2012 წელს დაგეგმილია 100 „მომავლის კლა-სის“ გახნსა მთელი საქართველოს მასშტაბით.

რა კეთდება ?

3 of 34

კომპიუტერიზაცია

ინტერნეტით აღჭურვა

ბუკები

მომავლის კლასები ePeople

eSchools

eStudents

eROfficers eFinance

eLibrary

eCatalog

მომავლის კლასებიტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 2010-2011 სასწავლო წლისთვის ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლა  ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგი-ის  თანამედროვე ლაბორატორიე-ბით აღიჭურვება

პროგრამა „აინშტაინი“ყველა სკოლა კომპიუტერული ქარხანა „ალგორითმის“ მიერ აწყობილი School Box-ით აღიჭურ-ვება. ყუთში ჩატვირთული თანა-მედროვე სისტემა სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს

School Box

2012თბილისიგვანცა ხოჯავა

Page 4: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

საზღვარგარეთული ტენდენციები

წამყვანი ქვეყნები უკვე იღებენ სპეციალურ ზომებს, ატარებენ სხვადასხვა ტიპის რეფორმებს, რომელთა მიზანი განათლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვაა.

რას ფიქრობენ სხვები?

4 of 34

სკოლებში ტექნოლოგიების გამოყენება მოიაზრება 5 ძირითად სფეროში: სწავლა, შეფასება, სწავლება, ინფრასტრუქტურა და პროდუქტიულობა.

2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ა.შ.შ

დიდი ბრიტანეთი

საფრანგეთი

ნორვეგია

ავსტრალია

ესტონეთი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ა.შ.შ-ს განთლების დეპარტამენტმა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განყოფილებამ 2010 წელს გამოსცეს დოკუმენტი, სახელად: „Transforming the education Learning powered by technology. National Education Technology Plan 2010”. (NETP)

გეგმაში ნათქვამია: „ჩვენ ვცნობთ, რომ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი და ხელი უნდა შეეწყოს მის შეღწევას განათლებაში უფრო მეტად სრული, უტყუარი და გააზრებული გზით. ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლებისა და შეფასების სისტემები იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწავლების გაუმჯობესებისა და მონაცემთა გენერაციისათვის, რომელთა გამოყენებითაცაც შესაძლებელი იქნება შეუწყვეტლივ გავაუმჯობესოთ განათლება ყველა დონეზე.“

Page 5: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

2012თბილისი 5 of 34გვანცა ხოჯავა

სასწავლო პროცესში გამოყენებადი ტექნიკური საშუალებებირა შეგვიძლია გამოვიყენოთ?

Page 6: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ელექტრონული დაფებიპერსონალური კომპიუტერების შემდეგ ყველაზე პოპულარული მოწყობილობა

6 of 34

ინტერაქტიული დაფაინტერაქტიული თეთრი დაფები წარმოადგენს თაჩსქრინიან ეკრანს, რომელიც ერთდება კომპიუტერთან USB პორტით. პროექტორის მეშვეობით გამოსახულებაზე შესაძლებელი ხდება სხვადასხვა მოქმედების ჩატარება.

ინტეგრირებული დაფა და პროექტორიინტეგრირებული თეთრი დაფები და პროექტორი წარმოადგენს ჩვეულებრივი ინტერაქტიული ვაითბორდისა და პროექტორის ერთიანობას.

პორტაბელური ინტერაქტიული დაფაპორტაბელური სისტემები იყენებენ ინფრაწითელი სხივების ტექნოლოგიას, რათა ჩვეულებრივი დაფა გადაიქცეს ინტერაქტიულად.

2012თბილისიგვანცა ხოჯავა

Page 7: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ელექტრონული დაფებიპერსონალური კომპიუტერების შემდეგ ყველაზე პოპულარული მოწყობილობა

7 of 34

ინტერაქტიული პანელი , ინტერაქტიული პანელები როცა უერთება

, , კომპიუტერს საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ . პირდაპირ პანელის ზედაპირიდან ისინი

, ხშირად არის საკმარისად დიდი ზომის რომ ეკრანზე მიღებული გამოსახულება გარჩევადი

.იყოს შედარებით მცირე აუდიტორიისათვის

კოპიბორდი კოპიბორდები ძალიან წააგავს ჩვეულებრივ

, , დაფებს თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობა , . დაბეჭდონ ის რაც მასზე წერია

ინტეგრირებული პრინტერი განთავსებულია , ზუსტად დაფის ქვემოთ როგორც ნაჩვენებია

.ეს სურათზე

2012თბილისიგვანცა ხოჯავა

Page 8: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ელექტრონული დაფების აქსესუარებიდამატებითი საინტერესო და სასარგებლო ფუნქციონალი

8 of 34

დოკუმენტების კამერაგანკუთვნილია დოკუმენტებისა და სამგანზომილებიანი ობიექტების ეკრანზე ან მონიტორზე ასასახად. უმეტესობა აღჭურვილია მიკროსკოპის გადამყვანითა და ლუპით.

ელექტრონული მარკერებიმათი საშუალებით შესაძლებელია ჩვეულებრივ დაფაზე დაწერილი ან დახატული ნებისმიერი ინფორმაცია შევინახოთ კომპიუტერში და ხელით ნაწერი ტექსტის გადააქცევა ციფრულ ფონტზე დაფუძნებულ ტექსტად. გამოიყენება პროექტორის გარეშე.

დაშორებული მართვის პლანშეტებიპლანშეტის დახმარებით შესაძლებელია განახორციელოთ ყველა ის მოქმედება, რაც ინტერაქტიულ დაფას შეუძლია ისე, რომ ადამიანი არ იდგეს დაფასთან.

2012თბილისიგვანცა ხოჯავა

Page 9: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ელექტრონული კალამი

ციფრული კალმების გამოგონება შეიძლება გავუტოლოთ იმეილის გამოგონებას. ამ

ტექნოლოგიას აქვს უზარმაზარი პოტენციალი.

ბურთულიანი კალმის ალტერტნატივა

9 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ელექტრონული კალამი არის ინფორმაციის შეტანის მოწყობილობა, რომელიც იმახსოვრებს ხელნაწერს ან ნახატს, გარდაქმნის ხელნაწერ “კალმითა და ფურცლით“ შექმნილ ანალოგურ ინფორმაციას ციფრულ მონაცემებში და საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ ის სხვადასხვა აპლიკაციაში. მაგალითად, ნაწერი ინფორმაცია შეიძლება გახდეს ციფრული, აიტვირთოს კომპიუტერში და ვაჩვენოთ მონიტორზე. მონაცემები სპეციალური სოფტის საშუალებით (OCR – Optical Character Recognition) შეიძლება გარდაიქმნას ციფრულ ფონტად და გამოყენებული იქნას სხვადასხვა აპლიკაციაში. ელექტრონულ კალმებს შეუძლიათ იმუშაონ ოფლაინ და ონლაინ რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ კალამს შეუძლია შეინახოს „ნაწერი“ ინფორმაცია დიდი რაოდენობით და მხოლოდ კომპიუტერთან მიერთების შემდეგ გადაიტანოს ის ციფრულ ფორმატში. ონლაინ რეჟიმში, ანუ როცა ის მიერთებულია კომპიუტერთან, კალამი შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც მაუსი, როგორც ჩვეულებრივი კალამი ან გრაფიკული ფუნჯი. ზოგიერთის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საწერ ზედაპირზე.

Page 10: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

პლანშეტური კომპიუტერები

2012 წელს გამოსული Apple Ipad გახდა პირველი პლანშეტური კომპიუტერი, რომლმაც

მსოფლიო აღიარება და გავრცელება მოიპოვა

რვეულებისა და წიგნების ალტერნატივა

10 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

პლანშეტური კომპიუტერი არის მობილური კომპიუტერი, რომელიც არის უფრო დიდი, ვიდრე მობილური ტელეფონი, ინტეგრირებული თაჩსქრინიანი ეკრანით და მასზე ოპერირება ხორციელდება უშუალოდ ეკრანზე შეხებით და არა ფიზიკური კლავიატურის გამოყენებით. პლანშეტური კომპიუტერები ძალიან მოსახერხებელია გადასაადგილებლად, პრეზენ-ტაციისათვის, შენიშვნების ჩასაწერად, ინტერნეტში სერფინგისა და სხვა მრავალი მსგავსი საქმიანობისათვის. თუმცა მათი შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე.

არსებობს რამდენიმე ტიპის სპეციალურად განათლებისათვის გამოშვებული ტაბლეტი. პლანშეტური კომპიუტერები სკოლებში შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორ მოსწავლის წიგნი, სამუშაო რვეული, ტესტირების საშუალება. ასევე ინტერაქტიულ დაფასთან კავშირის შემთხვევაში შესაძლებელია მათი გამოყენება დაფასათან მიუსვლელად დაფაზე რამის ასასახად, რაც ძალიან გამოადგებათ გადაადგილების უნარშეზღუდულ მოსწავლეებს.

Page 11: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ელექტრონული რიდერები

2011 წელს გამოვიდა ქართული ელექტრონული რიდერი - „იოტა“

ნაბეჭდი წიგნების ალტერნატივა

11 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ჯიბის კომპიუტერების ერთ-ერთი განშტოებაა ელექტრონული რიდერები. მათი განმასხვავებელი ძირითადი ნიშანი არის ეკრანი, რომელიც წარმოადგენს უახლეს E-ink ტექნოლოგიას. ისინი არიან შავ-თეთრი და არ აქვთ გამოსხივება, რაც საშუალებას იძლევა, იკითხოთ მზის პირდაპირი სხივების დაცემის დროსაც. მაგრამ ამავე მიზეზის გამო შეუძლებელია ბნელში გაარჩიოთ გამოსახულება.

ელექტრონული წიგნების ფართო გავრცელების გამო, მათ შორის სახელმძღვანელოებისა და სხვა დამხმარე მასალების მოძიება და ყიდვაც არის შესაძლებელი ელექტრონულად, სკოლებში ელექტრონული რიდერები ნელ-ნელა დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან არსებული უზარმაზარი ელქტრონული წიგნების რესურსების ფონზე აუცილებელი ხდება თვალისათვის უსაფრთხო, მოსახერხებელი და დიდი ტევადობის მოწყობილობების გამოყენება.

სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ შეინახონ მათთვის სასურველი წიგნები, დოკუმენტები, აუდიო წიგნები თუ სხვა ფაილები და მოიძიონ უამრავი მიმდინარე თემასთან დაკავშირებული ლიტერატურა.

Page 12: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

აუდიო და ვიზუალური ტექნიკა

მოსწავლეები სწავლობენ სამი გზით: ხედვით, შეხებითა და მოსმენით.

შეხება, დანახვა, მოსმენა

12 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

როდესაც კლასები აღჭურვილია თანამედროვე აუდიო და ვიზუალური ტექნიკით, მასწავლებლებს აქვთ საშუალება, მოსწავლეებამდე მიიტანონ თანამედროვე მულტიმედიური მასალები, საგანმანათლებლო ფილმები და ვიდეობი, მოისმინონ სხვადასხვა სასწავლო მასალები და ა.შ.

აუდიოტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენის შესწავლის დროს. მოსწავლეები ისმენენ შესასწავლ ენაზე ჩაწერილ საუბრებს, სხვადასხვა სავარჯიშოებს და ენის შესწავლა გაცილებით ეფექტურად ხორცილედება, ვიდრე მხოლოდ დაფისა და ცარცის გამოყენებით.

Page 13: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

სენსორული მაგიდები

სამსუნგმა და მაიკროსოფტმა ერთობლივად გამოუშვეს ყველაზე პოპულარული სენსორული მაგიდა

Surface

შეხება, დანახვა, მოსმენა

13 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

სენსორული მაგიდები ძალიან ჰგავს პლანშეტურ კომპიუტერებს, მაგრამ მათთან შედარებით უზარმაზარია და რეალური მაგიდის ზომისაა. ეკრანი, რომელიც დამაგრებულია მაგიდასავით ოთხ ფეხზე, შეიძლება რომ კედელზეც დაიკიდოს საპრეზენტაციოდ.

სენსორული მაგიდები აწყობილია ინფრაწითელ ტექნოლოგიაზე, რომელიც აფიქსირებს შეხების წერტილს. ძალიან მაღალი ხარისხის თაჩსქრინიანი ეკრანი საშუალებას იძლევა ერთდროულად რამდენიმე შეხება განახორციელოს ერთოდროულად რამდენიმე მომხმარებელმა.

სკოლის რეალობაში სენსორული მაგიდების გამოყენება ძალიან მოსახერხებელია დაწყებით კლასებში. რადგან ისინი მთლიანად დაფუძნებულია ინტუიტიურ მეთოდზე და გამოსაყენებლად ძალიან მარტივია. დაწყებითი კლასების მოსწავლეები სენსორული მაგიდების საშუალებით ადვილად აითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს, და თითოეული გაკვეთილი მათთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად გადაიქცევა.

Page 14: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ჰოლოგრამები

Holodesk 3-განზომილებიანი ჰოლოგრამული დისპლეი მომხმარებელს

ჰოლოგრამებთან შეხების საშუალებას აძლევს

მომავლის ტექნოლოგია

14 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ჰოლოგრამული ზედაპირების გამოყენების უამრავი გზა არსებობს, მაგრამ განათლებისათვის ის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგნაირად:

ფიზიკური სიმულაციები

დაშორებული კოლაბორაცია

თამაშები

მოტორული ფუნქციის განვითარება

ტექნოლოგია ჯერ კიდევ ძალიან ნედლია იმისათვის, რომ გახდეს ხელმისაწვდომი და გამოყენებადი ყველასათვის და საკლასო ოთახებშიც. თუმცა მომავალი ნამდვილად მისი საკუთრებაა.

Page 15: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

შეფასებისთვის გამოყენებადი ტექნოლოგიები

ინტერაქტიული პასუხების სისტემები ინტეგრირდება ინტერაქტიულ დაფებთან

ელექტრონული ტესტირება

15 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ინტერაქტიული პასუხის სისტემების უმეტესობა ძალიან ჰგავს მობილურ ტელეფონებს ან ტელევიზორის პულტებს. ისინი არის ორგვარი: ერთ ტიპს შეუძლია ასოების აკრეფაც, აქვს მობიულური ტელეფონის მსგავსი კლავიატურა, ხოლო მეორე ტიპის აქვს მხოლოდ 5-6 ღილაკი სწორი პასუხის ნომრების დასაფიქსირებლად.

მათ მოჰყვებათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც მასწავლებლებს შეუძლიათ ააწყონ ტესტები და მიიღონ შედეგები.

Page 16: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

შეფასებისთვის გამოყენებადი ტექნოლოგიებიელექტრონული ტესტირება

16 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ინტერაქტიული პასუხების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია მათი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას იძლევა:

დამუშავდეს ტესტები და დადგინდეს წინასწარ სწორი და მცდარი პასუხები იმართოს ტესტირების პროცესი დროზე დამოკიდებულად ან მასწავლებლის მიერ ხელით. დამუშავდეს მიღებული პასუხები მომენტალურად და დაგენერირდეს ქულების ნუსხა თითოეულ კითხვას მიენიჭოს თავისი შესაბამისი ქულა - შესაძლებელია არათანაბარი. მოხდეს თითოეული მოსწავლის იდენტიფიკაცია დაგენერირდეს ჩატარებული ტესტირების სხვადასხვა ტიპის ანგარიშები: მოსწავლის,

კლასის, დროის, სწორი და არასწორი პასუხები მიხედვით. გაიზომოს პროგრესი წინა ტესტირებებთან შედარებით.

Page 17: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

17 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

სასწავლო პროცესში გამოყენებადი პროგრამული უზრუნველყოფა და ელექტრონული სერვისებირა შეგვიძლია გამოვიყენოთ?

Page 18: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ელექტრონული დღიურები / ჟურნალებიელექტრონული ჟურნალების ძირითადი ფუნქციებია:

მოსწავლეთა ბაზა მასწავლებელთა ბაზა  საგნების ბაზა კლასების სტრუქტურა დროის სტრუქტურის აწყობის შესაძლებლობა რეგულარული ცხრილის აწყობის შესაძლებლობა გამოცდების ცხრილის აწყობის შესაძლებლობა დასვენების დღეების შეტანის შესაძლებლობა ყოველდღიური ჟურნალი, დასწრების აღრიცხვა, ნიშნების

აღრიცხვა, კომენტარების დაწერის საშუალება, დავალებების ჩანიშვნის საშუალება

ანგარიშები – ყოველდღიური, ყოველთვიური, სემესტრული, წლიური, მოსწავლის მიხედვით, კლასის მიხედვით, საგნის მიხედვით.

ადმინისტრაციული მართვის მხარე მასწავლებლის მხარე მოსწავლის/მშობლის მხარე

ასევე დამატებით, ელექტრონული ჟურნალს შეიძლება გააჩნდეს შემდეგი კომპონენტები:

ფაილთა გაცვლის სისტემა შეტყობინებების გაცვლის სისტემა გადახდების აღრიცხვის სისტემა

ყოველდღიური ინფორმაცია სკოლას, მასწავლებელს, მშობელს

18 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

Page 19: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები

თანამედროვე ლაბორატორიები და კომპიუტერული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, ფიზიკისა და ქიმიის ცდები, ბიოლოგიის დაკვირვებები ვაწარმოოთ უახლესი ტექნიკით ან ვირტუალურ სივრცეში გადავიტანოთ.

ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - თანამედროვე ტექნოლოგიები ლაბორატორიებში

19 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

Page 20: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

საგანმანათლებლო თამაშებისაგანმანათლებლო თამაშებისა და სიმულაციების მნიშვნელობა ძალიან დიდია განათლების სისტემაში. იქმნება უამრავი თამაში სპეციალურად საგანამათლებლო მიზნებისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდზეც (buki.ge) უხვად ნახავთ ასეთ თამაშებს. უმეტესობა განკუთვნილია დაწყებითი საფეხურისათვის.

უცხო ენების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გრამატიკის წესებისა თუ ბუნების სხვადასხვა სირთულის გაკვეთილებისათვის საგანმანათლებლო თამაშები აქტიურად გამოიყენება და ძალიან ეფექტურად ახერხებს ბავშვამდე საჭირო მასალის მიტანას.

კვლევები აჩვენებს, რომ მოთამაშეებს აქვთ კარგად განვითარებული უნარები:

საგანმანათლებლო მიზნებით შექმნილი თამაშები

20 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ინფორმაციის ძალიან სწრაფად გადამუშავების შესაძლებლობა; მათ მიმართ მართებულისა და არამართებულის გარჩევის შესაძლებლობა; სხვადასხვა წყაროდან ერთდროულად მიღებული ინფორმაციის პარალელურ რეჟიმში დამუშავების

შესაძლებლობა; ინფორმაციის არაწრფივი მეთოდით ათვისების შესაძლებლობა; პირველ რიგში წარმოსახვით, გრაფიკულ ინფორმაციასთან წვდომის და მხოლოდ შემდეგ ტექსტის

ასახსნელად გამოყენების ტენდენცია; არაგეოგრაფიული განლაგების კომუნიკაციის ქსლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა; თამაშის მიმართ მშვიდი, მოდუნებული დამოკიდებულება - პრობლემის გადაჭრის ექსპერიმენტალური

შესაძლებლობა

Page 21: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

საგანმანათლებლო თამაშებიარასაგანმანათლებლო მიზნებით შექმნილი თამაშები

21 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

არსებობს თამაშები, რომლებიც არ შექმნილა საგანმანათლებლო მიზნებით, მაგრამ მათი სარგებელი პიროვნების განვითარებაში ძალიან დიდია. ისინი შეიძლება გამოვიყენოთ საგანმანათლებლო პროცესში როგორც ზოგადი საგნების: ისტორიის, გეოგრაფიის, შესწავლისათვის, ისე პიროვნული თვისებებისა და უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად.

Page 22: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

საგანმანათლებლო თამაშებისიმულაციები

22 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

სიმულაციები ხშირად მიეკუთვნებიან სათამაშო სპექტრს, მაგრამ ისინი არიან რეალური სამყაროს სიტუაციების ანალოგიური. როგორც რეალური სამყაროს თავიდან მოდელირებული ან მოდიფიცირებული ვერსიები.

სიმულაციები საუკეთესოა მოსწავლეთა დასახმარებლად რთული ფენომენების ვიზუალიზაციისა და კონცეპტუალიზაციისათვის. ისინი იძლევა რეალური სამყაროს სიტუაციების უკეთ გაგების შესაძლებლობას

Page 23: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

სოციალური მედიასწავლის პროცესი გრძელდება ყველგან და უწყვეტად

23 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

დიაგრამაზე ასახულია ა.შ.შ-ში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით, სკოლებისა და კოლეჯების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების შედეგები. სკოლებს სოციალური მედიის გამოყენება შეუძლიათ შემდეგნაირად:

კლასში სკოლის სახელისთვის პოტენციურ მოსწავლეებთან

დასაკავშირებლად პროფესიული განვითარებისათვის ზოგადი ინფორმაციის გავრცელებისათვის.

Facebook

Twitter

Linkedin

Blogging

Message Boards

98%

84%

47%

47%

37%

87%

59%

16%

46%

38%

61%

0%

0%

48%

36%

2008-20092009-20102010-2011

სოციალური მედიის როლი განათლების სისტემაში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, მოსწავლეები და მასწავლებლები მას ნაკლებად იყენებენ საგანმანათლებლო მიზნებისათვის. ამ პროცესის აქსელერაციისათვის საჭიროა მეტი მონდომება და მუშაობა მასწავლებლების მხრიდან.

Page 24: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

24 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ელექტრონული ბიბლიოთეკებიყველა წინგი ონლაინში

ელექტრონული ბიბლიოთეკების როლი თანამედროვე მსოფლიოში ძალიან დიდია. 2012 წელს ა.შ.შ-ს მონაცემებით, ელექტრონული წიგნების გაყიდვების რაოდენობამ გაუსწრო ნაბეჭდი წიგნების გაყიდვების რაოდენობას. ელექტრონული წიგნების რაოდენობა იმატებს და მათ შორის საგანამანათლებლო დანიშნულების წიგნების, სახელმძღვანელოებისა და სხვა დამატებითი მატერიალების ბაზა ყოველდღე იზრდება.

სკოლები და უნივერსიტეტები ცდილობენ, შექმნან ელექტრონული ბიბლიოთეკები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლესა და მასწავლებლებს, ისარგებლონ საჭირო წიგნებით ნებისმიერ დროსა და ადგილას.

2012 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შექმნა ელექტრონული ბიბლიოთეკა el.ge, სადაც განთავსებულია ქართული საგანამანათლებლო ელექტრონული წიგნები და პერიოდული გამოცემები. კონტენტი განკუთვნილია როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისათვის.

Page 25: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

დისტანციური სწავლების მეთოდები და საშუალებებიასწავლე და ისწავლე იქიდან, სადაც ხარ

25 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

არსებობს და პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება დისტანციური სწავლების შემდეგი მეთოდები:

კურსის მართვის სისტემები წერის სასწავლო ონლაინ სერვისები აუდიო და ვიდეო სტრიმინგი ტესტირებისა და ქვიზების საშუალებები პრეზენტაციის თულები დისკუსიის თულები

Page 26: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

საგანმანათლებლო სფეროში გამოყენებადი სხვადასხვა ვებ-სერვისებიყველგან, ყოველთვის, უფასო

26 of 34

ლექსიკონებიარსებობს ონლაინ ლექსიკონებისა და სათარგმნი სისტემების ფართო არჩევანი.

ონლაინ საცავებიმათი საშუალებით შესაძლებელია ფაილებისა და საქაღალდეების „ღრუბლებში“ შენახვა, რედაქტირება და სორტირება. ასევე ზოგიერთი მათგანი შეიცავს ჩანიშვნების საშუალებებს.

საორგანიზაციო აპლიკაციებიისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Google Calendar, Ihomework, studentbook საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გააკეთონ თავიანთი საქმიანობის ორგანიზება,

2012თბილისიგვანცა ხოჯავა

Page 27: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

საგანმანათლებლო სფეროში გამოყენებადი სხვადასხვა ვებ-სერვისები

დამატებითი საინტერესო და სასარგებლო ფუნქციონალი

27 of 34

შეფასების სისტემებიარსებობს ონლაინ შეფასების სისტემები, რომლებიც მასწავლებლებს საშუალებებს აძლევს გააკეთოთ მოსწავლეების აღრიცხვისა და აკადემიური მოსწრების ანგარიში ონლაინში.

სიმულაციებიარსებობს რამდენიმე საინტერესო ონლიან-სიმულაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უკეთ შეისწავლონ ესა თუ ის რეალური სიტუაცია.

სხვადასხვა საგნის ენციკლოპედიებიარსებობს ონლაინ ენციკლოპედიები, რომლებიც მორგებულია რომელიმე კონკრეტულ საგანს, არ არის ზოგადი და წარმოადგენს ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს..

2012თბილისიგვანცა ხოჯავა

Page 28: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

მასწავლებელთა საზოგადოებებიგაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება

28 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

მასწავლებელთა საზოგადოებები არის სოციალური ქსელებისა და ფორუმების ნაზავი, რომლებიც სპეციალიზდებიან მხოლოდ მასწავლებელთა და განათლების მუშაკთა გაერთიანებით და მათთვის საინტერესო თემებით.

ზოგიერთი საზოგადოება შექმნილია რომელიმე კონკრეტული პროდუქცის ირგვლივ, მაგალითად MIMIO –ს ინტერაქტიული დაფების მწარმოებელი კომპანიის მიერ შექმნილია mimio connect მასწავლებელთა და განმანათლებელთა საზოგადოება, რომელიც ერთიანდება Mimio-ს პროდუქტების ირგვლივ. განიხილავენ მათი გამოყენების ეფექტურ გზებს, ტვირთავენ თავიანთ მიერ შექმნილ გაკვეთილებს, სხვადასხვა მასალებს და უზიარებენ ახალბედებს საკუთარ გამოცდილებას.

Page 29: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

სკოლის მართვის საინფორმაციო სისტემებიყოველდღიური ინფორმაცია და მნიშვნელოვანი სტატისტიკა სკოლის ცხოვრების შესახებ

29 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

სკოლის მართვის საინფორმაციო სისტემები საშუალებას აძლევენ სკოლებს, შეინახონ ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ ადგილას მოწესრიგებული სახით და მოახდინონ მათი ანალიზი, ჰქონდეთ უკეთესი ინტერაქცია მშობლებთან, მასწავლებლებთან და მენეჯმენტის ნაწილთან. სკოლის მართვის საინფორმაციო სისტემები შეიძლება იყოს როგორც ლოკალური, ასევე ონლაინ, ვებზე დაფუძნებული, რომელიც ყველა ადგილიდან წვდომის საშუალებას იძლევა.

მათი ფუნქციონალი შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

ძირითადი ბაზები შეფასება და რეპორტინგი ფინანსები რეგისტრაცია

დასწრება და დაშვება

კურიკულუმები მშობლის ინტერფეისი ადამიანური რესურსები

მულტიმედია არხი ანალიტიკა და სტატისტიკა

ინტეგრაცია სხვა სისტემებთან

Page 30: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა სწავლის უნარშეზღუდული ბავშვებისათვისყველა ბავშვი უნიკალურია

30 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური  განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას. სკოლებისა და სასწავლოს პროცესის ახალ ტექნოლოგიებით აღჭურვასთან ერთად აქტუალური ხდება ისეთი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რაც უნარშეზღუდულ მოსწავლეებს სწავლას გაუადვილებს და ხელს შეუწყობს მათ უფრო მეტად ჩართულობას გაკვეთილის მიმდინარეობაში.

Page 31: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა სწავლის უნარშეზღუდული ბავშვებისათვისყველა ბავშვი უნიკალურია

31 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

სწავლის უნარშეზღუდულ მოსწავლეების ძირითად დიაგნოზებს შეადგენს კითხვის, წერის, ლაპარაკის, მოსმენის, მართლწერის ან მათემატიკასთან დაკავშირებული პრობლემები.

სწავლასთან დაკავშირებული უნარშეზღუდულობა ძირითადა შედის ამ 4 ფართო კატეგორიაში:

წარმოთქმული ენა - მოსმენა და ლაპარაკი დაწერილი ენა - კითხვა, წერა და მართლწერა არითმეტიკა - ანგარიში და ლოგიკა მსჯელობა - ფიქრებისა და აზრების ორგანიზაცია და ინტეგრაცია

ამ პრობლემების გადასაჭრელად და მოსწავლეთათვის ხელშესაწყობად მასწავლებელები იყენებენ შემდეგ ტექნოლოგიებს:

Page 32: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა სწავლის უნარშეზღუდული ბავშვებისათვისყველა ბავშვი უნიკალურია

32 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

ტექსტური რედაქტორები პორტაბელური ტექსტური რედაქტორები მართლწერის შემმოწმებელი აუდიო ჩამწერი მოწყობილობები ტექსტის წამკითხველი სისტემები (Text to

voice) სიტყვების მოკარნახე წამკითხველი კალმები იდეების ორგანიზების პროგრამა

საუბრისას სიტყვების ამომცნობი ორგანიზაციული პროგრამა/პერსონალური

ინფორმაციული მენეჯერი მულტიმედია პრეზენტაციები FM მოსასმენი სისტემები მოლაპარაკე კალკულატორები მათემატიკის ელექტრონული სამუშაო

ფურცლები მათემატიკის პროგრამა

Page 33: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

ციფრული სასწავლო პროცესის განვითარების პერსპექტივებირა შეგვიძლია შევცვალოთ დღეს?

33 of 34 2012თბილისიგვანცა ხოჯავა

დაინერგოს სკოლის მართვის სისტემები მოწესრიგდესკომპიუტერული

ინფრასტრუქტურა სკოლებმა შეიძინონ ინტერაქტიული დაფები სკოლების ტერიტორია დაიფაროს Wi-Fi-თ დაინერგოს ელექტრონული ჟურნალები დაწყებითი კლასებისთვის გამოიყენონ

სენსორული მაგიდები შემუშავდეს შიდა გამოცდებისა და ტესტირების

სისტემა მოხდეს ვირტუალური და ტექნიკური

ლაბორატორების შესყიდვა მოხდეს მასწავლებლების გადამზადება შეიქმნას მასწავლებელთა ონლაინ

საზოგადოება ინკლუზიური განათლებისათვის სკოლამ

მოახდინოს თავისი მოსწავლეების საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი ტექნოლოგიების შესყიდვა და მასწავლებელთა მომზადება

ქართული ენის სინთეზატორის გამოყნებით შეიქმნას სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობა სწავლის უნარშეზღუდული მოსწავლეებისათვის

შემუშავდეს სასწავლო პროცესისათვის საჭირო წიგნებისა და საგანმანათლებლო რესურსების ნუსხა და მოხდეს მათი ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა.

Page 34: საშუალო და დაწყებით განათლებაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების

გმადლობთ ყურადღებისათვის!გვანცა ხოჯავა

2012თბილისი