2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1:...

18
სტრატეგიული გეგმა 2017-2019 თბილისი, 2016

Transcript of 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1:...

Page 1: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

სტრატეგიული გეგმა

2017-2019

თბილისი, 2016

Page 2: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

სარჩევი შესავალი ............................................................................................................................................................... 3

დოკუმენტის მიზანი და შემუშავების პროცესი ........................................................................................... 4

სააგენტოს ხედვა, მისია და ღირებულებები ................................................................................................. 5

სტრატეგიის მიზნები და ამოცანები ............................................................................................................... 6

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა .................................................................................................... 15

გარემოს დაცვის ხელშეწყობა ......................................................................................................................... 16

სტრატეგიის მონიტორინგი და შეფასება ..................................................................................................... 17

დანართები ......................................................................................................................................................... 18

Page 3: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

შესავალი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სსგს, შემდგომში „სააგენტო“), წარმოადგენს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის

იურიდიულ პირს. სააგენტო შეიქმნა 2012 წლის ივლისში სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს

ბაზაზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უმთავრესი ფუნქციაა საჯარო სექტორის

მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინოვაციური მიდგომების

გამოყენებით. სააგენტო ხელს უწყობს არა მარტო საკუთარი, არამედ, ზოგადად, სახელმწიფო

მომსახურების განვითარებას, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. სახელმწიფო

სერვისების განვითარების სააგენტოს დაკისრებული აქვს, ერთი მხრივ, სამოქალაქო რეესტრის

ფუნქციები, რაც მოიცავს მოსახლეობის ერთიანი რეესტრის წარმოებას, სამოქალაქო აქტების

რეგისტრაციას, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემას, მოქალაქეობა-მიგრაციის

პროცედურების წარმართვას, მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საქმიანობას,

დოკუმენტის აპოსტილირებისა და ლეგალიზაციის წარმოებას. მეორე მხრივ, სააგენტოს საქმიანობა

მიმართულია სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელშეწყობისკენ, რაც გულისხმობს საჯარო

და კერძო უწყებების დახმარებას არსებული მომსახურების სრულყოფასა და ახალი, ინოვაციური

მომსახურების შექმნაში.

გარდა ამისა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობა შეესაბამება

საქართველოს სამთავრობო პროგრამას „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“,

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“, საჯარო

მმართველობის რეფორმის სტრატეგიას, საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს

სხვა სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

ჩართულია ასევე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და ასრულებს

საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, როგორიცაა საქართველოსა და

ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და სხვ.

იხ. დანართი #1 - ორგანიზაციული სტრუქტურა

Page 4: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

დოკუმენტის მიზანი და შემუშავების პროცესი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

სტრატეგიულ გეგმას და მოიცავს სამწლიან პერიოდს (2017-2019 წლები). სააგენტოს სტრატეგიის

დოკუმენტი და მისი სამოქმედო გეგმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი

აქტით. 2017-2019 წლების სტრატეგია სააგენტოს საქმიანობის განმსაზღვრელი დოკუმენტია,

რომელიც წარმოადგენს სააგენტოს წინა წლების სტრატეგიული დოკუმენტის ლოგიკურ

გაგრძელებას და ამავდროულად განსაზღვრავს სააგენტოს მიერ აღებულ ახალ ვალდებულებებსა

და პრიორიტეტულ მიმართულებებს, არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ.

დოკუმენტის მიზანია იმ ამოცანების იდენტიფიცირება და დაგეგმვა, რომლებიც შესაძლებელს

გახდის სააგენტოს მისიის ეფექტიან განხორციელებას და სამომავლო ხედვის რეალიზებას.

აღსანიშნავია, რომ წინამდებარე სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავდა სააგენტოს მენეჯმენტისა და

შესაბამის თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით. დოკუმენტის მომზადებისას გამოყენებულ

იქნა სტრატეგიული დაგეგმარების ისეთი მეთოდოლოგიური მიდგომები და ანალიტიკური

ინსტრუმენტები, როგორიც არის ე.წ. SWOT (Strengths, Weaknesses, Opportunities, Threats) ანალიზი

და „დაბალანსებული შედეგების ცხრილი“ (Balanced Scorecard-BSC). ერთი მხრივ, SWOT-ის

მეთოდის გამოყენებით გაანალიზდა სააგენტოს არსებული მდგომარეობა და გამოვლინდა მისი

ძლიერი და სუსტი მხარეები, ისევე როგორც ის შესაძლებლობები და საფრთხეები, რომელთა

წინაშეც დგას ან შესაძლოა დადგეს ორგანიზაცია. მეორე მხრივ, დაბალანსებული შედეგების

ცხრილის საშუალებით, რომელიც არის მსოფლიოში აპრობირებული სტრატეგიული დაგეგმვისა

და მართვის მეთოდი, შეფასდა ორგანიზაციის მთლიანი სურათი მისი საქმიანობის ისეთი

მნიშვნელოვანი განზომილებების გათვალისწინებით, როგორებიცაა ფინანსური მდგრადობა,

მომხმარებელზე ორიენტირებულობა, შიდა პროცესების ოპტიმიზაცია და თანამშრომელთა

პროფესიული ზრდა. შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობის ყველა მიმართულება შეფასდა, როგორც

რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ჭრილში. აღნიშნული მეთოდების გამოყენებით შეფასდა

სააგენტოს არსებული მდგომარეობა და, გამოვლენილი შესაძლებლობებისა და გამოწვევების

შესაბამისად, განისაზღვრა წინამდებარე სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.

Page 5: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

სააგენტოს ხედვა, მისია და ღირებულებები

ხედვა

ცოდნასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ინოვაციური სახელმწიფო სერვისების

განვითარების საუკეთესო სისტემა თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების საპასუხოდ

მისია

ჩვენ ვქმნით და ვავითარებთ სახელმწიფო სერვისებს მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით

ღირებულებები

სააგენტოს ფუნდამენტური ღირებულებებია:

განვითარებაზე ორიენტირებულობა

ინოვაციურობა

ეფექტურობა

გუნდურობა

Page 6: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

სტრატეგიის მიზნები და ამოცანები

სტრატეგიის მიზნების განსაზღვრა აუცილებელი პირობაა სახელმწიფო სერვისების განვითარების

სააგენტოს ხედვისკენ სწრაფვისა და მისიის განხორციელებისათვის. სტრატეგიული მიზნების

მისაღწევად სააგენტომ განსაზღვრა კონკრეტული ამოცანები, რომელთა შესრულებაც ეფუძნება

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას. სამოქმედო გეგმა

დაექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. სააგენტო 3-წლიან პერიოდში (2017-2019 წლები)

ისახავს 4 სტრატეგიულ მიზანს, რაც, თავის მხრივ, 11 სტრატეგიულ ამოცანას მოიცავს.

იხ. დიაგრამა #1:

Page 7: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა

ამოცანა 1.1. ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის და მენეჯმენტის პროცესების

დანერგვა

უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფორმაციის, როგორც

სტრატეგიული რესურსის, ეფექტურ მართვას. ორგანიზაციის მასშტაბით ინფორმაციის შეგროვება,

ანალიზი, წარმოება და გავრცელება კი უშუალოდ უკავშირდება მისი ინფორმაციული

ტექნოლოგიების განვითარების ხარისხს.

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის საკითხი ნაკლებად

ათვისებულია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულების განვითარება და მისი პროცესების

დახვეწა უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მათ შორის, სერვისების

განვითარების სააგენტოსთვის. აღნიშნული მიმართულება გულისხმობს სრულყოფილი

მმართველობითი სისტემის დანერგვას, რის ფარგლებშიც, ინფორმაციული ტექნოლოგიების

მმართველობის შესაბამისი პროცესები დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებზე.

შედეგად, შესაძლებელი იქნება დასახული მიზნების მიღწევა ინფორმაციული ტექნოლოგიების

შესაძლებლობების რეალიზაციის, რისკების მინიმუმამდე დაყვანისა და რესურსების ოპტიმიზაციის

გზით.

ზემოაღნიშნული პროცესის პირველი ეტაპი სააგენტომ უკვე განახორციელა. თავდაპირველად

შეფასდა ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობა და შემუშავდა სამომავლო სტრატეგია,

რაც მოიცავს, საერთაშორისო სტანდარტების (ე.წ. COBIT-5) მიხედვით, სააგენტოში მიმდინარე

ყველა პროცესის ანალიზს, პრიორიტეტული პროცესების განსაზღვრას და მათი შესრულების გეგმას.

ხოლო სისტემის სრულად დანერგვის მიზნით, აუცილებელია მმართველობითი დოკუმენტების

შექმნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროცესების ეტაპობრივი დანერგვა.

ამოცანა 1.2. სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და

პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა

პროცესების დინამიკურობა და სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა განაპირობებს სააგენტოს

არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში ხშირი ცვლილებების და ახალი

ფუნქციების გაჩენის აუცილებლობას. საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის კი

მნიშვნელოვანია განვითარების სასურველი ტემპების შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებების

დანერგვა. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ ისეთი რისკები, როგორიც არის

პროგრამული ხარვეზების გაჩენა და მათგან გამოწვეული შეფერხება სერვისის მიწოდების

პროცესში. შესაბამისად, სერვისის უწყვეტობის, პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის

Page 8: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

სტაბილურობისა და შესაბამისი ცვლილებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, სააგენტო

ორიენტირებულია ტექნოლოგიების მუდმივ განახლებაზე.

სააგენტო გეგმავს პროცესების „რებრენდინგს“ სამოქალაქო რეესტრის მიმართულებით, რაც ერთიან

ჩარჩოში მოაქცევს სააგენტოში ამ მიმართულებით მიმდინარე ყველა ბიზნესპროცესს და შექმნის

ერთიან და უფრო თანამედროვე პლატფორმას, როგორც კონცეპტუალურ დონეზე, ისე

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტის თვალსაზრისით. საინფორმაციო ტექნოლოგიების

ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და განვითარების გზით, უზრუნველყოფილი იქნება

სერვისებზე უფრო მაღალი ხელმისაწვდომობა და ახალ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება.

სსგს-ს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი საინფორმაციო

რესურსები, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საინფორმაციო ბაზას

წარმოადგენს. სააგენტო ფლობს სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემებს, რაც მოიცავს ინფორმაციას

1) საქართველოს მოქალაქეთა, 2) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა, 3)

უცხოელთა რეგისტრაციის, 4) პიროვნების მიმართ შექმნილი სამოქალაქო აქტების და 5)

მოქალაქეობის სტატუსის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, სააგენტოს გარდა, სარგებლობენ სხვა შესაბამისი

სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები. მონაცემთა მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია

მათი ხარისხის, უსაფრთხოების და ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.

ხარისხიანი მონაცემთა ბაზები და მათზე შეუფერხებელი წვდომა უწყებათა ჯეროვანი

ფუნქციონირების და სერვისების ეფექტური მიწოდების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

შესაბამისად, სსგს უწყვეტად მუშაობს მონაცემთა ბაზების დახვეწაზე. სააგენტო გეგმავს მონაცემთა

ბაზების ტექნოლოგიურ სრულყოფას, მონაცემთა ხარისხის მართვის სისტემის დანერგვას, ასევე

მონაცემთა ბაზებში ხარვეზების იდენტიფიცირებასა და გასწორებას. ჩვენი მიზანია მუდმივად

განახლებადი, საიმედო მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფა, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი

მიმართულებით, როგორიცაა, სააგენტოს საქმისწარმოების სისტემებში დამისამართების რეესტრის

ინტეგრაცია, საარჩევნო სიების სრულყოფა და მატერიალური სახით არსებული სამოქალაქო აქტების

დიგიტალიზაცია.

ამასთანავე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან

მაკოორდინირებელ უწყებას მიგრაციის მართვის სფეროში, რადგან სააგენტოს ბაზაზე მოქმედებს

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო. აქედან გამომდინარე, სსგს-ს დაეკისრა

ვალდებულება (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის N 352 დადგენილების

საფუძველზე), შექმნას და დანერგოს მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემა,

რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებაში არსებული მონაცემების

შეგროვებას. სისტემა შესაძლებელს გახდის სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე მიგრაციის

ტენდენციების დადგენას, რაც ხელს შეუწყობს სანდო და კარგად გაანალიზებულ ინფორმაციაზე

დაფუძნებული მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.

Page 9: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

სააგენტოში არსებული მონაცემების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე,

აუცილებელია ინფორმაციული უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისა და სააგენტოში სათანადო

პროცედურების დანერგვისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული

უზრუნველყოფს სააგენტოს ინფორმაციული რესურსების, მათ შორის, ბიზნესპროცესების

უსაფრთხოებას, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასა და სერვისის უწყვეტობას.

პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, სსგს-მ ძირითად აქტივობებზე საერთაშორისო

სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი უსაფრთხოების წესების დანერგვის ვალდებულება

აიღო, რასაც სტრატეგიის შესრულების პერიოდში განახორციელებს. აღნიშნული ვალდებულების

შესრულება უზრუნველყოფს სააგენტოში სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას პერსონალური

მონაცემების მართვის მიმართულებით.

ამოცანა 1.3. სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარება

სამუშაო ადგილისა და მომსახურების გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს ერთ-ერთ

მთავარ ამოცანას ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი თანამედროვე მომსახურების

სტანდარტებთან შესაბამისობის შენარჩუნება წარმოადგენს. სააგენტოს ინფრასტრუქტურა მუდმივ

სრულყოფას საჭიროებს შესაფერისი სამუშაო პირობებისა და მოქალაქეთა მომსახურების პროცესის

სათანადო გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მასშტაბით განხორციელდება

სამიზნე ტერიტორიული სამსახურების ინფრასტრუქტურული საჭიროებების იდენტიფიცირება,

რის საფუძველზეც ჩატარდება შესაბამისი სტანდარტების აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები.

ამოცანა 1.4. კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის შეძენის პროცესის სისტემატიზაცია

ორგანიზაციის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოში დიდი ყურადღება

ეთმობა ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და სააგენტოს გარდაქმნას ცოდნაზე

დაფუძნებულ ორგანიზაციად. დასახული მიზნის მისაღწევად მუშაობა დაწყებულია წინა წლების

სტრატეგიის პერიოდში, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე,

ამ მიმართულებით საქმიანობა უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. სააგენტოს გაცნობიერებული აქვს,

რომ უწყების ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობა კვალიფიციური

ადამიანური რესურსია. შესაბამისად, სააგენტო მუდმივად ზრუნავს კვალიფიციური კადრების

შერჩევასა და, სააგენტოს საჭიროებების მიხედვით, მოქმედი თანამშრომლების კვალიფიკაციის

ამაღლებაზე.

გარდა ამისა, სააგენტოს მიზანია, თანამშრომელთა მიერ საქმიანობის პროცესში მიღებული

გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კულტურის დანერგვა. აღნიშნული ინიციატივა ხელს

შეუწყობს, როგორც ორგანიზაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის

Page 10: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

შენარჩუნებას, ასევე სააგენტოს ცოდნაზე დაფუძნებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებასა და

ადამიანური რესურსების განვითარებას.

სტრატეგიული მიზანი 2: სააგენტოს სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფა მომხმარებლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

ამოცანა 2.1 სააგენტოს მიმდინარე და ახალი სერვისების განვითარება, არსებული საჭიროებების

საპასუხოდ

სააგენტო წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საჯარო უწყებას, სახელმწიფო ინოვაციური მომსახურების

განვითარების კუთხით. გამომდინარე აქედან, მუდმივად საჭიროა არსებული სერვისების

ოპტიმიზაცია, ისევე როგორც ახლის განვითარება უახლესი ტენდენციების, თანამედროვე

ტექნოლოგიებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდის შესაბამისად. სააგენტოს მიზანია ისეთი

მიდგომების დანერგვა, რომლებიც მომხმარებლისთვის გაამარტივებს სერვისებს, გაზრდის მათ

ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს მათზე უსაფრთხო წვდომას. გარდა ამისა, თანამედროვე და

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების საშუალებით, მომსახურების გაცემისა და მიღების

პროცესში მნიშვნელოვნად შემცირდება ხარვეზები, დაიზოგება დრო და ფინანსური რესურსი.

სააგენტოსა და მისი სერვისების შემდგომი განვითარების მიზნით, ინოვაციური სერვისების

ლაბორატორიის ფარგლებში, შეიქმნა იდეების გენერირების ხელშეწყობის ახალი ინოვაციური

ინსტრუმენტი - „იდეების ყუთი“. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს სააგენტოს

უკლებლივ ყველა თანამშრომელს, მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს განვითარების პროცესში, რაც

ასევე ხელს შეუწყობს ორგანიზაციის მართვის პრინციპების გაუმჯობესებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ სსგს-ს, როგორც ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული მმართველობის

დანერგვის სფეროში ერთ-ერთ წამყვან უწყებას, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოში

საიდენტიფიკაციო სერვისების ხელშეწყობის კუთხით. სააგენტომ აღნიშნული მიმართულების

განვითარებისთვის საჭირო მექანიზმების შექმნის ვალდებულება აიღო. საიდენტიფიკაციო

სერვისების განვითარება მოიცავს ორ კომპონენტს: 1) ონლაინ ავთენტიფიკაციის სისტემების

დანერგვა, პირადობის ელექტრონული მოწმობისა და მასში რეალიზებული უსაფრთხო

ავთენტიფიკაციის მექანიზმების გამოყენებით, და 2) ციფრული ხელმოწერისა და შტამპის

დანერგვა, რაც მიზნად ისახავს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემების განვითარებას.

საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარება გაამარტივებს ორგანიზაციების შიდა პროცესებს და

მინიმუმამდე დაიყვანს ქაღალდის გამოყენების აუცილებლობას, ასევე გააუმჯობესებს მოქალაქეთა

მომსახურებას - მათ საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად განახორციელონ მნიშვნელოვანი

ხელმოწერები. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ოფიციალური დოკუმენტების (მაგ.: დაბადების

მოწმობა, ატესტატი, დიპლომი) ელექტრონული სახით გაცემა, რაც დაზოგავს, როგორც ფინანსურ

Page 11: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

რესურსს, ისე დროს და გააუმჯობესებს მომსახურებას. პიროვნების დისტანციური იდენტიფიკაციის

სისტემის დანერგვა სრულყოფილი მონაცემთა ბაზების პირობებში შესაძლებელს გახდის სააგენტოს

სერვისების დიდი ნაწილის ელექტრონულ პლატფორმაზე გადატანას, რაც, თავის მხრივ, ხელს

შეუწყობს დისტანციური სერვისების განვითარებას და მომხმარებელს მისცემს საშუალებას,

მომსახურება მიიღოს დისტანციურად, მოკლე დროში, ნაკლები ფინანსური დანახარჯით, მისთვის

სასურველ დროს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

სსგს, როგორც საიდენტიფიკაციო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია, ასევე მუშაობს

საქართველოში მობილური იდენტიფიკაციის განვითარებაზე. ხშირად დისტანციური სერვისების

ნაკლებ პოპულარობას იდენტიფიკაციის მეთოდების სირთულე და სხვადასხვა მოწყობილობის

(მაგ.: ბარათი, მისი წამკითხველი, ერთჯერადი კოდის გენერატორი და სხვ.) ტარების საჭიროება

განაპირობებს. მობილური ტელეფონი კი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განუყოფელი

ატრიბუტია. აქედან გამომდინარე, ტელეფონების გამოყენება დისტანციურ სერვისებში

იდენტიფიკაციისათვის მნიშვნელოვნად გაზრდის ასეთი სერვისების პოპულარობას, როგორც

სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

აღნიშნული შესაძლებლობის საპასუხოდ, სააგენტო გეგმავს მობილური ტელეფონის, როგორც

იდენტიფიკაციის ინსტრუმენტის, გამოყენებას საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითზე

(ბალტიისპირეთის, სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია და სხვ.). მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული

მეთოდის ფართო მოხმარების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება თავსებადობა,

როგორც თანამედროვე, ისე მოძველებულ და ნაკლები ფუნქციონალობით აღჭურვილ

ტელეფონებთანაც.

ზემოაღნიშნული ინიციატივების განხორციელება ემსახურება არა მხოლოდ ელექტრონული

მომსახურების ხელშეწყობას, არამედ დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიან კომუნიკაციას და

ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, რაც კარგი მმართველობის პრაქტიკის დამკვიდრების

ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ამავდროულად, აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის - „საქართველო 2020“-ის

ფარგლებში გათვალისწინებული ეფექტიანი საჯარო მმართველობის ჩამოყალიბებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სსგს-ს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას

მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხები წარმოადგენს. სააგანტო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს

მიგრაციის კომპონენტის გაძლიერებას შემდეგი კუთხით: 1) ბინადრობის ნებართვების გაცემის

საკითხებთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი რეგულაციების საუკეთესო

საერთაშორისო პრაქტიკასთან შემდგომი დაახლოება; 2) „საქართველოს მოქალაქეების

საქართველოდან გასვლის და შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის ხარვეზების

შესწავლა და საქართველოდან ემიგრაციის ნებართვებთან დაკავშირებული ნორმების ახლებური

რეგულაციის შემუშავება ემიგრაციის აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით.

Page 12: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

ამოცანა 2.2. ადგილობრივ თვითმმართველობებში სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა

დღესდღეობით სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობა ცენტრთან შედარებით

გარკვეულწილად შეზღუდულია რეგიონულ დონეზე. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე,

სსგს-ში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მრავალკომპონენტიანი,

ინოვაციური პროექტი, რომლის მეშვეობით, ცენტრალური ხელისუფლების და კერძო სექტორის

სერვისები ხელმისაწვდომი გახდა არა მარტო ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ დონეზეც.

კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად იღებს ზემოაღნიშნულ

მომსახურებას საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით. 2016 წლის ბოლო კვარტალის

მდგომარეობით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს 45-მდე საზოგადოებრივი ცენტრი, ხოლო

წინამდებარე სტრატეგიის განხორციელების პერიოდში გაგრძელდება საზოგადოებრივი ცენტრების

აშენება და გახსნა.

სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება

ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაზრდას და სამოქალაქო განვითარების

ხელშეწყობას. გარდა ამისა, სააგენტომ საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია განავითარა საჯარო

ბიბლიოთეკების ბაზაზეც, რაც გულისხმობს შერჩეული სოფლის ბიბლიოთეკების

ინფრასტრუქტურის გამართვას, ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას და თანამშრომელთა

გადამზადებას. ეს ინიციატივა ბიბლიოთეკებს სძენს დამატებით ღირებულებასა და ფუნქციას -

ტრადიციულ საბიბლიოთეკო მომსახურებასთან ერთად გასცენ ყველაზე მოთხოვნადი საჯარო და

კერძო სერვისები.

ბიბლიოთეკების გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია ასევე დაინერგა „ლიბერთი ბანკთან“

თანამშრომლობით განხორციელებულ „ექსპრეს საზოგადოებრივ ცენტრებში“. ინიციატივის მიზანია

სოფლის მოსახლეობისათვის, „ლიბერთი ექსპრესის“ ავტომობილების მეშვეობით, სხვადასხვა

სახელმწიფო უწყების სერვისების შეთავაზება და მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების

გაწევა. აღნიშნული მომსახურება საშუალებას აძლევს სააგენტოს, გასცეს სახელმწიფო სერვისები იქ,

სადაც მოსახლეობას შეზღუდული აქვს წვდომა საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურებაზე

გეოგრაფიული და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ინიციატივის ფარგლებში „ლიბერთი

ექსპრესის“ მომსახურება მიეწოდება 1100-ზე მეტ სოფელს 60-მდე ექსპრეს-საზოგადოებრივი

ცენტრის მეშვეობით.

იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო

სექტორის სერვისების გარდა, ხელმისაწვდომი იყოს მუნიციპალური სერვისებიც, სააგენტო

პარალელურად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის

დანერგვაზე. აღებული ვალდებულების ფარგლებში შემუშავდა მუნიციპალური სერვისების

მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მუნიციპალურ სერვისებს.

Page 13: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

ამჟამად სისტემა ფუნქციონირებს 50-მდე მუნიციპალიტეტში, ხოლო 2017-2019 წლებში აღნიშნული

სისტემა დამატებით 10-ზე მეტ მუნიციპალიტეტში დაინერგება. სისტემის დანერგვა საშუალებას

მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობას, ეფექტიანად მიაწოდოს მოსახლეობას თავისი

სერვისები, როგორც მუნიციპალური ცენტრების, ისე საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით.

ინიციატივის მნიშვნელობიდან და მიღწეული პროგრესიდან გამომდინარე, დაგეგმილია ამ

მიმართულებით მუშაობის აქტიურად გაგრძელება. ამასთან, აღნიშნული საქმიანობა ეხმიანება,

როგორც საქართველოს კანონს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, ასევე საქართველოს სოციალურ-

ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის - „საქართველო 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი

რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელებას. გარდა ამისა, მოცემული საქმიანობა

პასუხობს სააგენტოს მიერ აღებულ ვალდებულებებს „ელექტრონული საქართველო 2014-2018“

სტრატეგიაში, რაც ამავდროულად, საჯარო მმართველობის რეფორმის შემადგენელი ნაწილია.

სტრატეგიული მიზანი 3: სახელმწიფო თუ კერძო უწყებებისთვის მომხმარებელზე

ორიენტირებული, ინოვაციური სერვისების განვითარება და საჯარო სექტორსა და

საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა

ამოცანა 3.1. ცენტრალური ხელისუფლების და კერძო სექტორის სერვისების განვითარება

სააგენტოს საქმიანობა პასუხობს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე მდგომ

გამოწვევებს. სახელმწიფო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელებით სსგს ემსახურება

საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებს. სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით, ის

აქტიურად მუშაობს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობის გაზრდაზე. ახალი და მომხმარებელზე

ორიენტირებული სერვისები კი, უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის რეფორმებით

გათვალისწინებული შედეგების მიწოდებას. სსგს-ს აქვს აღებული ვალდებულება და

ორიენტირებულია, განავითაროს არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფო თუ კერძო

უწყებების სერვისები ინოვაციური მიდგომებით. სააგენტო გეგმავს მრავალფეროვანი დარგობრივი

მიმართულებების პროექტების განხორციელებას, რითაც ხელს შეუწყობს, როგორც უწყებების

შესაძლებლობათა განვითარებას და შიდა პროცესების ოპტიმიზაციას, ასევე, შესაბამისი დარგების

პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ სერვისების გაუმჯობესების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, მრავალწლიანი

საქმიანობის განმავლობაში შეძენილ ცოდნას, უნარებსა და წარმატებულ გამოცდილებას სააგენტო

არა მარტო საჯარო, არამედ კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც გაუზიარებს.

ორგანიზაციის ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს

ფინანსური მდგრადობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის განხორციელების პერიოდში,

სააგენტოს მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი თემატური პროექტების ინიცირებით, მოხდება

Page 14: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

ფინანსების გენერირების წყაროს დივერსიფიკაცია, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოს ფინანსურ

მდგრადობასა და სააგენტოს შესაძლებლობების ზრდას.

ამოცანა 3.2. საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა

არსებული კომპეტენციიდან და დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, სსგს-ს

მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმების

განხორციელების პროცესში. სააგენტოს აღებული აქვს ვალდებულებები „საქართველოს საჯარო

მმართველობის რეფორმის (PAR) გზამკვლევი 2020“ სტრატეგიის ფარგლებში. აღნიშნული

სტრატეგიული მიზნისა და კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს სერვისების

მიწოდების კუთხით გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად განსაზღვრულ აქტივობებს.

კერძოდ, შეიმუშავებს სერვისების მიწოდების ერთიან პოლიტიკას, შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს

და მომსახურების ხარისხის უნივერსალურ სისტემას..

ამოცანა 3.3. ინოვაციების მართვის პროცესების განვითარება

ინოვაციური სერვისების განვითარების ვალდებულებიდან გამომდინარე, სააგენტო გეგმავს

ინოვაციების მართვის პროცესების მუდმივ განვითარებას, დახვეწას და პოპულარიზაციას.

სააგენტოში ინოვაციების მართვის კულტურის დანერგვის მიზნით, შეიქმნა და ფუნქციონირებს

საქართველოში პირველი სახელმწიფო ინოვაციების ლაბორატორია. „ინოვაციური სერვისების

ლაბორატორიის“ მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების დიზაინის შექმნა

და მომსახურების პროცესის გაუმჯობესება ინოვაციური მეთოდებისა და გადაწყვეტილებების

გზით. ის ხელს უწყობს, როგორც სააგენტოს შიდა განვითარებას, ასევე საჯარო უწყებათა შორის

ურთიერთობების გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას. გარდა ამისა, ლაბორატორია

თანამშრომლობს კერძო სექტორთან, საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის

განვითარების მიზნით.

ამოცანა 3.4. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების

ხელშეწყობა

როგორც უკვე აღინიშნა, სააგენტო წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან რგოლს ქვეყნისთვის ისეთ

მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა მიგრაციის მართვა. სააგენტო ანალიტიკურ და

ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს უწყებათაშორის ორგანოს - მიგრაციის საკითხთა

სამთავრობო კომისიას, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის და ამ

სფეროში პოლიტიკის შემუშავების მთავარ პლატფორმას და ეფექტიან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

აღნიშნული მიმართულების განვითარება ეხმიანება სააგენტოს მიერ სახელმწიფოსა და

მოქალაქეების მიმართ აღებულ ვალდებულებებს და ემსახურება მათ ჯეროვან შესრულებას.

მომავალი 3 წლის განმავლობაში კომისიის სამდივნო კვლავ განაგრძობს აქტიურ მუშაობას შემდეგი

მიმართულებებით: კომისიის ფარგლებში უწყებათაშორისი კოორდინაციის

Page 15: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

გაუმჯობესება, მიგრაციის სფეროში მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მექანიზმების დახვეწა,

ახალი ანალიტიკური პროდუქტების შემუშავება, საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის

სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების მაღალი სტანდარტების დანერგვა და

მიგრაციის სფეროში კვლევის კომპონენტის გაძლიერება.

სტრატეგიული მიზანი 4: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

პოზიციონირება და ცნობადობის გაზრდა

ამოცანა 4.1. საზოგადოებაში სააგენტოს შესახებ ცნობადობის გაზრდა და იმიჯის ფორმირება

სააგენტოს ფუნქციების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი საქმიანობა საქართველოს თითოეულ

მოქალაქეს ეხება. სსგს მუდმივად მუშაობს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტების

შექმნასა და განვითარებაზე არსებული საჭიროებების საპასუხოდ. მისი საქმიანობის მნიშვნელობის

მიუხედავად, სსგს-ს მომხმარებელთა დიდ ნაწილს არ აქვს გაცნობიერებული, თუ რომელი უწყების

მომსახურებით სარგებლობს. ეს ვრცელდება ისეთ მოთხოვნად პროდუქტებზეც, როგორიც არის,

პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაბადების, ქორწინების მოწმობები და

სხვა. შესაბამისად, სააგენტოს ცნობადობის გაზრდა და მოსახლეობაში მისი იმიჯის ფორმირება

არსებითი მნიშვნელობისაა.

სააგენტო ცნობადობის გაზრდას სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით გეგმავს. კერძოდ,

გაძლიერდება კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფებთან სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

გაგრძელდება ბრენდის მახასიათებლების, როგორც იმიჯის ხელშემწყობი ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი ატრიბუტის, გავრცელება და პოპულარიზაცია. ასევე, განხორციელდება

მრავალკომპონენტიანი სარეკლამო საიმიჯო კამპანია. გარდა ამისა, სააგენტო უზრუნველყოფს

ინფორმირებულობის გაზრდას საზოგადოებრივ ცენტრებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს,

როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას

რეგიონულ დონეზე.

აღნიშნული მიზნის განხორციელება ხელს შეუწყობს სააგენტოს პოზიციონირებას, გაზრდის

მომხმარებელთა ინფორმირებულობას და სააგენტოს საქმიანობით კმაყოფილების ხარისხს.

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა

გენდერული ბალანსის, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი ფაქტორის, ხელშეწყობა სააგენტოს ღირებულებათა სისტემის მნიშვნელოვან

კომპონენტს წარმოადგენს. ჩვენი საქმიანობა და მართვის პრინციპები ხელს უწყობს გენდერულ

თანასწორობას, როგორც თანამშრომელთან, ასევე, მომხმარებელთან მიმართებით.

Page 16: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

გენდერული თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული სააგენტოს ადამიანური რესურსების

მართვის სისტემა. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სააგენტოს ყველა ვაკანსიის შესახებ

ოფიციალურად ქვეყნდება ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) და კადრების შერჩევის პროცესში,

თანაბარი შესაძლებლობებია უზრუნველყოფილი შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების

მქონე ნებისმიერი კანდიდატისთვის, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, ასაკისა, შეზღუდული

შესაძლებლობებისა, რელიგიური შეხედულებისა და სხვ.1. ანალოგიური პრინციპი ვრცელდება

ასევე თანამშრომელთა კარიერული ზრდის პროცესზეც2. სსგს ხელს უწყობს ქალთა უფლებების

დაცვას და საზოგადოებაში მათი როლის გაზრდას, რაზეც სააგენტოში არსებული სტატისტიკა

მეტყველებს. 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, სსგს-ში დასაქმებულთაგან 940 არის

მდედრობითი, ხოლო 369 - მამრობითი სქესის წარმომადგენელი. აღსანიშნავია ასევე, რომ მაღალი

რგოლის მენეჯმენტის 40%-ს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები შეადგენენ.

ადამიანური რესურსების მიმართულებით გენდერული ბალანსის ხელშეწყობის გარდა, სააგენტოს

საქმიანობა უზრუნველყოფს ქალებისა და მამაკაცების თანაბარ წვდომას ხარისხიან საჯარო

სერვისებზე ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. საქართველოს მასშტაბით, თავისი

საქმიანობის არეალში, სააგენტო ზრუნავს არა მარტო ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის,

არამედ, კონკრეტულად, ქალების როლის გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის

ხელშეწყობისკენ მიმართული ღონისძიებების ორგანიზებაზე. ქალთა უფლებების დაცვის

კომპონენტს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა რეგიონულ დონეზე, სადაც ქალთა

აქტივობის დაბალი მაჩვენებელია. ამ მიმართულებით, სსგს აქტიურად იყენებს საზოგადოებრივი

ცენტრების რესურსს, როგორც ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის

პლატფორმას.

გარემოს დაცვის ხელშეწყობა

სსგს-ს საქმიანობა ორიენტირებულია გარემოს დაცვის ხელშეწყობაზე. სააგენტოს ერთ-ერთი

მთავარი ფუნქციიდან გამომდინარე, ის ზრუნავს სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე

სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, სადაც სააგენტოს წამყვანი

როლი აკისრია, სერვისების ელექტრონულ პლატფორმაზე გადატანა წარმოადგენს. სერვისების

ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს ეფექტიანი და ეფექტური

მომსახურების გაზრდას. ადამიანური, ფინანსური და დროითი რესურსის გარდა, აღნიშნული

1საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომის შინაგანაწესი,

მუხლი 3.2 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომის შინაგანაწესი,

მუხლი 3.3

Page 17: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

სისტემების დანერგვა მიზნად ისახავს მატერიალური რესურსის, კერძოდ, ქაღალდის მოხმარების

მაქსიმალურად შემცირებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გარემოს დაცვაზე, მით უფრო,

რომ აღნიშნული საქმიანობა მთელ საქართველოს მოიცავს.

სტრატეგიის მონიტორინგი და შეფასება

მონიტორინგისა და შეფასების კომპონენტი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი

ნაწილია და წარმოადგენს მიღწეული შედეგების გაანალიზების ეფექტიან ინსტრუმენტს.

საანგარიშო პერიოდში გამოყენებული იქნება მონიტორინგისა და შეფასების მოქნილი სისტემა.

მონიტორინგის საფუძველზე დადგინდება სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული

ღონისძიებების შესრულების ეფექტიანობა და გამოვლინდება კონკრეტული ხარვეზები და

გამოწვევები მათი განხორციელების პროცესში. სამოქმედო გეგმის მონიტორინგი ჩატარდება

ყოველწლიურად. ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე კი შეფასდება სტრატეგიით

განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხარისხი.

წინამდებარე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს აწარმოებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტრატეგიული პროექტებისა და რეფორმების

დეპარტამენტის სტრატეგიული პროექტების მართვის სამსახური. ამ მიზნით, პასუხისმგებელი

სტრუქტურული ერთეული წელიწადში ორჯერ ითხოვს ინფორმაციას სტრატეგიის სამოქმედო

გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის

საფუძველზე, სააგენტოს პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ამზადებს სამოქმედო გეგმის

წლიური მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშს გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების

შესრულების შესახებ. სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხარისხი კი ფასდება

სტრატეგიის განხორციელების დასრულების შემდეგ, 2019 წლის მიწურულს, სამოქმედო გეგმის

ყოველწლიური შეფასების ანგარიშების საფუძველზე.

მონიტორინგისა და შეფასების პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია,

თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში გამოიყოს საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელი

იქნება სტრატეგიული პროექტების მართვის სამსახურისათვის სტრატეგიით განსაზღვრული

ღონისძიებების შესრულების შესახებ ანგარიშის დროულ მიწოდებაზე.

სტრატეგიული პროექტების მართვის სამსახური სტრატეგიის წლიური სამოქმედო გეგმის

შესრულების ანგარიშს განსახილველად წარუდგენს მმართველ საბჭოს.

Page 18: 2017-2019...სტრატეგიული მიზანი 1: ორგანიზაციული მდგრადობა ამოცანა 1.1 ...

დანართები

დანართი #1 - ორგანიზაციული სტრუქტურა

დანართი #2 - სამოქმედო გეგმა