,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1...

41
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №331 2013 წლის 23 მაისი ქ. თბილისი ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016 წწ.“ დოკუმენტის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს თანდართული „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016 წწ'' დოკუმენტი. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი http://www.matsne.gov.ge 12001000008002016795

Transcript of ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1...

Page 1: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №331

2013 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016 წწ.“ დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს თანდართული „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016 წწ'' დოკუმენტი.2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

http://www.matsne.gov.ge 12001000008002016795

Page 2: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

1

დანართი

,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016“ დოკუმენტი

შესავალი

„თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016” („თსმ 2013-2016“) არისსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიცგანსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულიძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით და მიზნადისახავს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთანთავსებადობის ამაღლებას.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შეცვლილმა უსაფრთხოებისგარემომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის დაგეგმვის გადახედვისაუცილებლობა გამოიწვია. 2009 წელს, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკისინსტიტუციონალიზაციისა და მთავრობის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინაციით დაიწყო ეროვნულიუსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი. ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა2013-2016” დოკუმენტით თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვსხსენებულ პროცესში.

2009 წელს დაწყებული ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესისფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ,,ეროვნული უსაფრთხოებისკონცეფციისა” და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიღებულიგამოცდილების გათვალისწინებით, განახორციელა თავდაცვის სისტემის კომპლექსური

ანალიზი, რომელიც მოიცავდა არსებული შესაძლებლობების შეფასებას,პოლიტიკური და სამხედრო ვარაუდების ჩამოყალიბებას, შეიარაღებული ძალებისმისიების, ამოცანებისა და ძალთა სტრუქტურის განსაზღვრას, აგრეთვე, ნაკლოვანებებისდადგენასა და რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით შესაბამისირეკომენდაციების შემუშავებას. აღნიშნული შეფასების პროცესის დასრულებაგათვალისწინებული იყო 2012 წლის ბოლოსათვის.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოსთავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის ინიციირებით, განხორციელდა „თსმ2013-2016” დოკუმენტის პროექტის გადახედვა სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო

Page 3: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

2

საზოგადოებისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. კონსულტაციებისშედეგად, განხორციელდა გარკვეული ცვლილებები და მომზადდა დოკუმენტისსაბოლოო ვარიანტი.

„თსმ 2013-2016“ განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა დასაქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მიმართულებებს 2013-2016წლებისათვის. დოკუმენტში ასახული რეკომენდაციები, არსებული შესაძლებლობებისშეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აყალიბებს ხედვებს შეიარაღებული ძალებისშესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რომელთა განხორციელებაუზრუნველყოფილ იქნება ,,თსმ-2013-2016 იმპლემენტაციის გეგმის” შესაბამისად.

2013-2016 წლების განმავლობაში თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვისრეკომენდაციების განხორციელება წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსუმთავრეს ამოცანას. შეზღუდული რესურსები და ცვლადი უსაფრთხოების გარემო კვლავგამოწვევად რჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვისსამინისტროს მიზანია მაქსიმალურად დაბალანსებულად და გეგმაზომიერადგანახორციელოს თსმ-ის რეკომენდაციები.

თსმ-ის რეკომენდაციების განხორციელება განაპირობებს ეფექტიანი მართვისა დასტრუქტურის მქონე, პროფესიული, მობილური, სათანადოდ აღჭურვილი და ნატოსთანთავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, რომელიც შესძლებს უზრუნველყოსქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას,საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას და სამოქალაქო ხელისუფლების დახმარებასბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007

2004 წელს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო)კონსულტაციების შედეგად, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმისფარგლებში (IPAP), განხორციელდა პირველი თსმ-ის პროცესის ინიციირება. 2006 წელს,საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თსმ-ის დოკუმენტის შუალედური ანგარიშიშეაჯამა. მოგვიანებით, 2007 წელს, დოკუმენტი დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტისმიერ. ,,თსმ 2007-ის” შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ნატოსექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება.

Page 4: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

3

„საქართველოს საფრთხეების შეფასების 2007-2009 წწ. დოკუმენტში” ასახულისაფრთხეების ანალიზის შედეგად და შესაძლებლობებზე დაფუძნებულიმეთოდოლოგიის გათვალისწინებით, „თსმ 2007“ დოკუმენტმა ჩამოაყალიბახელმისაწვდომ ძალთა სტრუქტურის ვარიანტები, რომლის სრული განხორციელებაშეაფერხა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შეცვლილმა უსაფრთხოებისგარემომ ,,თსმ 2007-ის” გადახედვის აუცილებლობა განაპირობა. „თსმ 2013-2016”დოკუმენტი შემუშავებულია საფრთხეებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიისგამოყენებით, მოიცავს 2013-2016 წლების პერიოდს და განსაზღვრავს შეიარაღებულიძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და „ძალთა სტრუქტურა 2016-ის” ჩამოყალიბებას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს 2008 წლის რუსული სამხედროაგრესიის დროს მიღებულ გამოცდილებას.

„თსმ 2013-2016” დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთანთანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და ნატოსექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„თსმ 2013-2016” დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება თავდაცვის სისტემისტრანსფორმაცია და განხორციელდება აუცილებელი თავდაცვითი შესაძლებლობებისშემდგომი გაუმჯობესება, ცვლადი უსაფრთხოების გარემოდან მომდინარე გამოწვევებზესაპასუხოდ.

თავი I. უსაფრთხოების გარემო და თავდაცვის სექტორი

მოცემული თავი მიმოიხილავს უსაფრთხოების არსებული გარემოდან მომდინარესაფრთხეებს და თავდაცვის სექტორის წინაშე მდგარ გამოწვევებს

გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რეგიონში ცვლადი უსაფრთხოებისგარემოდან გამომდინარე, საქართველო რიგი საფრთხეების და რისკების წინაშე დგას.სწორედ ამ საფრთხეებსა და რისკებზე საპასუხოდ, 2009 წელს დაიწყო ეროვნულიუსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი, რომელიც ახდენს უსაფრთხოებისუზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფსსამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას

Page 5: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

4

და შესაძლებელს ხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართულიინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას.

თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია ეფუძნება „საქართველოს ეროვნულიუსაფრთხოების კონცეფციით“ განსაზღვრულ ეროვნულ ღირებულებებს, ინტერესებსა დაუსაფრთხოების პოლიტიკას და მიმართულია იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზესაპასუხოდ, რომლებიც განსაზღვრულია ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტით’’.

გლობალიზაციის ეპოქაში საქართველოს უსაფრთხოების გარემო დამოკიდებულიაროგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ფაქტორებზე.

ტერიტორიული უსაფრთხოება - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიისმნიშვნელოვანი ნაწილების ოკუპაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს,სახელმწიფოებრიობას და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურიდესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო დაუსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყნის ინტეგრაციაევროატლანტიკურ სტრუქტურებში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების მყარ გარანტიებსდა ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში.საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველო იზიარებს კოლექტიურიუსაფრთხოების პასუხისმგებლობას და შესაბამისად წარმოადგენს არა მხოლოდუსაფრთხოების მომხმარებელს, არამედ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველო აქტიურად არის ჩართული დამნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერიძალების (ISAF) ოპერაციაში.

კავკასიაში არსებული კონფლიქტები - კავკასიაში არსებული კონფლიქტებინეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ზემოაღნიშნულიკონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება საქართველოს ინტერესს წარმოადგენს.

კიბერუსაფრთხოება - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ცხადყო, რომსაქართველოს კიბერსივრცე მოწყვლადია არსებული საფრთხის წინაშე და მისი ხელყოფაქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორია. საქართველოსპრეზიდენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია,

Page 6: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

5

რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში კიბერუსაფრთხო გარემოს შექმნისათვისაუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული - საქართველო,საერთაშორისო ტერორიზმის პოტენციური საფრთხის წინაშე დგას. ქვეყნისტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების არსებობა და რეგიონში არსებულიკონფლიქტები ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა დატრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისთვის. არსებობს საშიშროება, რომოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებულ იქნეს ისეთი არალეგალურისაქმიანობისათვის, როგორიცაა ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურებისიარაღის კომპონენტების უკანონო გადაზიდვა და ვაჭრობა, ადამიანთა ტრეფიკინგი დასხვა.

1.1. სშძ-ის ამოცანები და შესაძლებლობების გაუმჯობესება

საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანაა ქვეყნის დამოუკიდებლობის,სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საქართველოს მიერ ნაკისრისაერთაშორისო ვალდებულებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში(საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ჩათვლით), აგრეთვე,ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს სამოქალაქო ხელისუფლებისდახმარება.

დასახული ამოცანების შესასრულებლად და არსებული უსაფრთხოების გარემოდანგამომდინარე, აუცილებელია თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაშეიარაღებული ძალების უფრო მობილურ და პროფესიულ, ნატოსთან თავსებად ძალებადგარდაქმნის გზით.

სშძ-ის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისათვის, საქართველოსთავდაცვის სამინისტრო აგრძელებს რესურსების მართვისა და ძალთა დაგეგმვისეფექტიანი სისტემების განვითარებას, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს თავდაცვითიშესაძლებლობების ზუსტ განსაზღვრაში. აღნიშნული სისტემების ეფექტურადდანერგვისთვის მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისდაფინანსების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება.

,,თსმ 2013-2016-ით” განსაზღვრული რეკომენდაციები გვთავაზობს ოპტიმალურბალანსს პირად შემადგენლობას, წვრთნებს, ოპერაციებს (მათ შორის - საერთაშორისო

Page 7: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

6

ოპერაციებს), შენარჩუნებას, შესყიდვებს და ინფრასტრუქტურის მშენებლობასა თუშეკეთებას შორის.

1.2.სშძ-ის მოდერნიზაციის გამოწვევები

არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობასიძენს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი სისტემების მოდერნიზაცია. ამმიმართულებით, სშძ-ისთვის ძირითად დაბრკოლებად რჩება თავდაცვის შეზღუდულირესურსები. აღნიშნული წინააღმდეგობის გადასალახად აუცილებელია შესაბამისიმოდერნიზაციის გეგმების შემუშავება, ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის განვითარებისხელშეწყობა და არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისგაუმჯობესება. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებააშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

1.3. თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის შემდგომი განვითარება

2006 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა თავდაცვისრესურსების მართვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ პროცესში აქტიურადმონაწილეობდნენ ექსპერტები ნატოს წევრი ქვეყნებიდან, რომელთა რეკომენდაციებისგათვალისწინებით საფუძველი ჩაეყარა დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირებისსისტემის (PPBS) დანერგვას. რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა შესაბამისიპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, შემუშავდა ხედვები და საბაზისოსახელმძღვანელო დოკუმენტები; აგრეთვე, ჩამოყალიბდა შესაბამისი მართვისა დაგადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. მიუხედავად გაწეული სამუშაოებისა, კვლავგამოწვევად რჩება სისტემის სრულყოფილად დანერგვა, რისი ძირითადი შემაფერხებელიფაქტორებია შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის ნაკლებობა, შესყიდვების სისტემისადა ორგანიზაციულ-სტრუქტურული ნაკლოვანებები.

თავდაცვის რესურსების მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად დააღნიშნული სისტემის სრულად დასანერგად, საჭიროა არსებული სისტემისსიღრმისეული შესწავლა და შესაბამისი ცვლილებების ასახვა სახელმძღვანელოდოკუმენტებში, არსებულ სტრუქტურასა და პროცედურებში. განსაკუთრებულიყურადღება უნდა გამახვილდეს მრავალწლიან პროგრამებზე დაფუძნებული თავდაცვისბიუჯეტის შემუშავებაზე, აღსრულებასა და მონიტორინგის პროცედურებზე, რათაუზრუნველყოფილ იქნეს სშძ-ის დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვისათვის

Page 8: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

7

აუცილებელი რესურსების ეფექტიანი განაწილება. აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავსთავდაცვის შესყიდვების სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას.

1.4.ლოგისტიკური მოთხოვნების განსაზღვრა

სშძ-ის ოპერატიული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ლოგისტიკურიშესაძლებლობების შემდგომი განსაზღვრა დეტალურ ანალიზს მოითხოვს.ლოგისტიკური შესაძლებლობების მხარდასაჭერად აუცილებელი თანამედროვეაღჭურვილობის შეძენა შეფერხებულია ფინანსური რესურსების სიმცირის გამო.

ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო მართვის მექანიზმების განვითარებამიმდინარეობს ნელი ტემპებით და, შესაბამისად, ლოგისტიკურ შესაძლებლობებშიარსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

1.5.სამომავლო ძალთა სტრუქტურის მხარდასაჭერად წვრთნებისა და განათლებისსისტემების შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოინსტიტუციური წვრთნებისა და განათლების სისტემას. სამხედრო განათლებისრეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თავდაცვის განათლებისა და პროფესიულიგანვითარების სისტემის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ეროვნულითავდაცვის აკადემიის შემდგომი განვითარებაა.

1.6.ადამიანური რესურსების მართვის სისტემა

ადამიანური რესურსებისა და განათლების სისტემა მოექცევა ერთიანი მართვის ქვეშ,რომელსაც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს თავდაცვის მინისტრისმოადგილე. სისტემის ამგვარი მოწყობა ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვისსამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის საკითხის პრიორიტეტულობას.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქოპერსონალის მართვის სისტემების განვითარების კუთხით. შემუშავებულია ადამიანურირესურსების მართვის კონცეფციისა და სტრატეგიის პროექტები, სტრუქტურულიერთეულების ორგანიზაციული და თანამდებობათა სამუშაო აღწერები და დამატებითისაკვალიფიკაციო მოთხოვნები.

ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელიაშემდეგი კომპონენტების გაუმჯობესება: შეფასების, პროფესიული სპეციალიზაციის,

Page 9: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

8

წახალისების, განაწილებისა და დანიშვნის, ანგარიშვალდებულების, რეკრუტირების,კადრების შენარჩუნების, კომპენსაციისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდა ინფორმაციული მართვის სისტემა. აღნიშნული კომპონენტები მნიშვნელოვანიასაქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სშძ-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადშესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კვალიფიციური კადრების შერჩევის პროცესში.

აღნიშნულ ეტაპზე განხორციელდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებშისავალდებულო სამხედრო სამსახურის შემცირება 12 თვემდე ვადით და საქრთველოსთავდაცვის სამინისტრო გეგმავს სრულ პროფესიულ სამხედრო სამსახურზე გადასვლასიმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად, სადაც გათვალისწინებული იქნებაგანხორციელების ეტაპები და მხარდამჭერი ღონისძიებები. ასევე შემუშავდება არსებულითანამდებობრივი ანაზღაურების სისტემიდან წოდებრივი ანაზღაურების სისტემაზეგადასვლის გეგმა.

1.7.რეზერვის სისტემის ტრანსფორმაცია

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ეროვნულიუსაფრთხოების კონცეფციაში ტოტალური და უპირობო თავდაცვის პრინციპისშემოღებით. იმავე წელს, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სამხედრო რეზერვის სისტემისჩამოყალიბება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა გამოავლინა სამხედრო რეზერვისსისტემაში არსებული ხარვეზები. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის შემუშავებისპროცესში განხილულ იქნა გასული წლების გამოცდილება და ფაქტორები. მიმდინარეობსარსებული რეზერვის სისტემის კონცეფციის გადახედვა/განახლება, რომელიც,დაკისრებული ამოცანების შესაბამისად, უკეთ განსაზღვრავს რეზერვის ტიპებს.განახლებული რეზერვის კონცეფცია დაეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

რეზერვის სისტემის მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ორგანიზება დადაკომპლექტება;

მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა;

ეფექტიანი მობილიზაციის სისტემა:

სათანადო აღჭურვა და წვრთნები;

რეზერვის სისტემის მართვისა და კონტროლის თავსებადობა შეიარაღებულძალებთან;

ოპერატიული დაგეგმვის პროცესში რეზერვის ამოცანების განსაზღვრა.

Page 10: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

9

1.8. უსაფრთხოების დაგეგმვის პროცესში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება

ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი ითვალისწინებს უწყებათაშორისიკოორდინაციის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროცესის მიზანია უსაფრთხოებისპოლიტიკის შემუშავების ინსტიტუციონალიზაცია და სტრატეგიული სახელმძღვანელოდოკუმენტების განახლება.

ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესმა მნიშვნელოვნად გააღრმავაუწყებათაშორისი თანამშრომლობა და დიალოგი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანიასაქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორისგაუმჯობესებული კოორდინაცია. მომავალშიც, აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებსშორის დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები გააუმჯობესებს მათზე დაკისრებულიამოცანების შესრულების შესაძლებლობას. ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვისპროცესის ფარგლებში ჩამოყალიბებული რეკომენდაციები მოიცავს ყველა სახელმწიფოუწყებას.

1.9.სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანია შესაბამის დონეზეიქნეს უზრუნველყოფილი საქართველოს პარლამენტთან ანგარიშვალდებულება დამიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. საქართველოსთავდაცვის სამინისტრომ უნდა გააუმჯობესოს პარლამენტთან ურთიერთობებისმექანიზმები და ანგარიშვალდებულების ფორმები, რეგულარული მოხსენებებისა დაანგარიშების საშუალებით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გამჭვირვალობისა და გარე ექსპერტიზისმოზიდვის მიზნით, უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოებასთანურთიერთობების ინტენსიფიკაცია, არსებული სამუშაო ფორმატების დახვეწა და მათთანერთობლივი პროექტების განხორციელება თავდაცვისა და უსაფრთხოების აქტუალურსაკითხებზე.

უნდა შემუშავდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, რომელიცმოიცავს სხვადასხვა აუდიტორიასთან ურთიერთობის ფორმებს. ასევე, მომზადდესსაზოგადოებასთან ურთიერთობის წლიური გეგმა, სადაც გაწერილი იქნება საქართველოსთავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის

Page 11: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

10

აქტივობები და შეიარაღებული ძალების იმიჯის ამაღლებისაკენ მიმართულიღონისძიებები.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რეფორმებისა და მათი განხორციელებისშესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, იგეგმება ,,თეთრი წიგნის” გამოქვეყნება,რომელშიც აღწერილ იქნება თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესი.

თავი II. თავდაცვის დაგეგმვა

მოცემული თავი მიმოიხილავს თავდაცვის დაგეგმვის პრინციპებს და პროცედურებს.

2.1. შესავალი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას:თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალებიმზად უნდა იყოს შესაძლო სამხედრო აგრესიის გასანეიტრალებლად, საოკუპაციო ზოლისმიმდებარე ტერიტორიებზე შესაძლო პროვოკაციებზე საპასუხოდ და ასევე, განაგრძოსქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობის აღებამნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ განხორციელებაზე;

თავდაცვის ერთობლივი დაგეგმვა – თავდაცვის დაგეგმვისა და მართვისპოლიტიკის და პროცედურების შიდაუწყებრივი კოორდინაციისა დასინქრონიზაციის გაუმჯობესება;

გამჭვირვალობა – თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის გამჭვირვალობისუზრუნველყოფა;

ანგარიშვალდებულება – მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ შესრულებაზესამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობისა და მათდამი დაქვემდებარებულიპირების ანგარიშვალდებულება;

სიმტკიცე – მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს სიმტკიცისა და მოთმინებისგამოჩენის აუცილებლობა.

2.2. თავდაცვის დაგეგმვა

Page 12: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

11

2.2.1. ეროვნული კანონმდებლობა და სახელმძღვანელოები

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა წარმოადგენს სამოქალაქო დასამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალებისორგანიზებისა და კონტროლისათვის აუცილებელ ძირითად სახელმძღვანელოს.ამასთანავე, აყალიბებს იმ კონკრეტულ პრინციპებს და მექანიზმებს, რომელთამიხედვითაც ხორციელდება თავდაცვის სისტემის დაგეგმვა და მართვა.

2.2.2. საქართველოს კანონი ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს უწყებათაშორისსამუშაო პროცესში, რომლის ფარგლებშიც ერთობლივად მუშავდება ,,თავდაცვისდაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონში გაწერილი სტრატეგიული სახელმძღვანელოდოკუმენტები. აღნიშნული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2006 წლისაპრილში მიიღო, წარმოადგენს თავდაცვის დაგეგმვის საფუძველს და განსაზღვრავსკონკრეტულ მოთხოვნებსა და პასუხისმგებლობებს. კანონი ითვალისწინებს, როგორცთავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტების შემუშავებას დამათ პერიოდულ გადახედვას, ასევე, თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონისსამართლებრივი აქტების მომზადებას.

თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტებია:

o საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;

o საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;

o საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია.

თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებია:

o თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო;

o სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამები;

o წლიური პროგრამა;

o ოპერატიული გეგმები, კონცეფციები, დოქტრინები, დებულებები დასაქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივები;

o თავდაცვის დაგეგმვის დებულება.

1 დაგეგმილია,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონის გადახედვა და ცვლილებების შეტანა.

Page 13: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

12

2.3. ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი

2009 წელს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინაციით, დაიწყოეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი (სქემა № 1) ,,მთავრობის ერთიანიმიდგომის” ჩამოყალიბებისა და საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკისინსტიტუციონალიზაციის მიზნით, რომელიც მოიცავს კონცეპტუალური დასტრატეგიული დოკუმენტების პაკეტის შემუშავებას.

ფუნდამენტური სტრატეგიული დოკუმენტებია:

o ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”;

o ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტი”.

სტრატეგიული დოკუმენტებია:

o ,,საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია”;

o ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა”.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე შეიმუშავებს შიდაუწყებრივსახელმძღვანელო დოკუმენტებს.

Page 14: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

13

ე როვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი

ფ უნ დ ამენტურ ის ტრ ა ტეგ იული დოკუმენტები

ს ა ქართველოს საფრთხეებისშ ე ფასების 2010-2013 წწ.

დ ო კ უმენტი

ს ა ქართველოს ეროვნულიუს ა ფრთხოების კონცეფცია

თ ა ვ დაცვ ის სისტემ ის სტრატეგიული დ ოკუმენტებ ი

ს აქართველოს ეროვნულის ა მხდრო სტრატეგია

თ ავდაცვის სამინისტროსშ იდ აუწყებრივი

დ ო კ უმენტები

თ ა ვდაცვის სტრატეგიულიმ იმ ოხილვა

ს ტრ ატეგიული დოკუმენტები

2.3.1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია” პირველად 2005 წელსდამტკიცდა, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტისმიერ. დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს,ეროვნულ ინტერესებს, საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს. ,,საქართველოსეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”, ასევე, ადგენს ეროვნული უსაფრთხოებისპოლიტიკის და მისი საგარეო, სოციალური და ეკონომიკური პრიორიტეტების ძირითადმიმართულებებს. 2011 წლის დეკემბერში დამტკიცდა განახლებული ,,საქართველოსეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”.

2011 წლის ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”, უსაფრთხოებისარსებულ გარემოზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს სშძ-ის თავდაცვითი შესაძლებლობებისგაზრდის მნიშვნელობას და საგარეო აგრესიისაგან საქართველოს დაცვის საჭიროებას.2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების საფუძველზე,მიმდინარე რეფორმების პრიორიტეტებს წარმოადგენს:

სქემა № 1

Page 15: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

14

თანამედროვე განათლების, წვრთნებისა და პერსონალის მართვის სისტემებისდანერგვა;

მართვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესება;

თავდაცვის ეფექტიანი დაგეგმვისა და აღსრულების წარმართვა;

კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სამხედრო შესაძლებლობების განვითარება;

ეფექტიანი დოქტრინული ბაზის ჩამოყალიბება;

საფრთხეებსა და სცენარებზე დაფუძნებული წვრთნებისა და საბრძოლომომზადების წარმოება;

რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება;

ნატოსთან თავსებადობის ზრდა.

2.3.2. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი

საქართველოს კანონის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” თანახმად, საქართველოსსაფრთხეების შეფასების დოკუმენტის გადახედვა ყოველწლიურად მიმდინარეობს.საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო კოორდინაციას უწევს დოკუმენტისგადახედვის უწყებათაშორის პროცესს. 2010 წელს დოკუმენტი განახლდა და მოიცავს2010-2013 წლებისათვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და ტრანსნაციონალურსაფრთხეებს. ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტში”ასახული სამხედრო საფრთხეები საფუძვლად დაედო ,,თავდაცვის სტრატეგიულიმიმოხილვა 2013-2016” დოკუმენტს.

ქვემოთ ჩამოყალიბებული დასკვნები ეყრდნობა ,,საქართველოს საფრთხეებისშეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტს”, რომელშიც შეფასებულია საქართველოს წინაშემდგარი სამხედრო ხასიათის პოტენციური საფრთხეები:

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანინაწილის ოკუპაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. რუსეთისფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული საერთაშორისოვალდებულებების შეუსრულებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზესაერთაშორისო სამშვიდობო ძალების არყოფნა და ოკუპირებული ტერიტორიებისმილიტარიზაცია ზრდის პროვოკაციების რისკს და ახალი სამხედრო აგრესიისალბათობას;

Page 16: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

15

საქართველოს მისწრაფება გაერთიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიმიუღებელია რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ზრდის სამომავლო საფრთხის რისკს;

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონობა,მარიონეტული რეჟიმების უკანონო შეიარაღებული და სხვა კრიმინალურიდაჯგუფებების არსებობა ხელს უწყობს კონტრაბანდის, ნარკოტრეფიკინგისა დასხვა სახის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ზრდას,განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს;

ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული დაძაბულობის შესაძლო ესკალაცია კვლავწარმოშობს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტის გადმოდინებისრისკს;

მზარდი დამოკიდებულება კიბერტექნოლოგიებზე ზრდის ეროვნულიკიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას.

2.3.3. საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია

,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში” მოცემულიპოლიტიკური მითითებებისა და ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ.დოკუმენტში” აღწერილი საფრთხეების გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნულისამხედრო სტრატეგია”, არსებულ მდგომარეობაზე დაყრდნობით, აყალიბებს სშძ-ისსამხედრო მიზნებსა და ამოცანებს, თავდაცვის პრინციპებსა და საჭირო სამხედროშესაძლებლობებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეროვნული უსაფრთხოებისმიმოხილვის პროცესის ფარგლებში გეგმავს ,,საქართველოს ეროვნული სამხედროსტრატეგიის” განახლებას არსებული უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეებისა დარისკების გათვალისწინებით.

2.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდაუწყებრივი დაგეგმვის დოკუმენტები

თავდაცვის დაგეგმვის, მართვისა და კოორდინირების მიზნით, საქართველოსთავდაცვის სამინისტრო პერიოდულად შეიმუშავებს და/ან განაახლებს შიდაუწყებრივდოკუმენტებს (მინისტრის ხედვა, თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო). თავდაცვისდაგეგმვისა და მართვის პროცესს წარმართავს გადაწყვეტილების მიმღები საბჭო,რომელიც შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოსშეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის2 ხელმძღვანელი პირებისაგან.

2 კონსტიტუციური ცვლილების თანახმად (2013 წლის ნოემბრიდან) გენერალური შტაბი.

Page 17: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

16

გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოს ექვემდებარება და მის წინაშე ანგარიშვალდებულიამართვის ჯგუფი, რომელიც განსახილველ საკითხებს, რეკომენდაციებთან ერთად,წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოს შემდგომი განხილვისა დაგადაწყვეტილებისათვის. მართვის ჯგუფის დაქვემდებარებაშია ხუთი მუდმივმოქმედისამუშაო ჯგუფი (სქემა № 2), რომლებიც დაკომპლექტებულია ფუნქციური ექსპერტებით.ზემოაღნიშნული სისტემის ფარგლებში მოხდება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვისიმპლემენტაცია.

გადაწყვეტილების მიმღებისაბჭო(გმს)

მართვის ჯგუფი(მჯ)

ადამიანურირესურსების

სამუშაოჯგუფი

მატერიალურირესურსების

სამუშაოჯგუფი

წრთვნებისა დაგანათლების

სამუშაოჯგუფი

ნატოსა დასაერთაშორისო

თანამშრომლობისსამუშაო ჯგუფი

ძალთადაგეგმვის

სამუშაოჯგუფი

2.4.1. მინისტრის ხედვა

მინისტრის ხედვის დოკუმენტი პირველად 2006 წელს გამოიცა, რომელმაცგანსაზღვრა მოკლევადიანი პრიორიტეტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა დასაქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ სახელმძღვანელოებზედაყრდნობით. ,,მინისტრის ხედვა” არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსსახელმძღვანელო დოკუმენტი და ასახავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულიძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს მოკლევადიანი დაგეგმვისპერიოდისთვის. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისშესაძლებლობების გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნისდამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სუვერენიტეტისგანმტკიცება და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

სქემა № 2

Page 18: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

17

2.4.2. თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო

„თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო“ წარმოადგენს საშუალოვადიანიდაგეგმვის დოკუმენტს, რომლის მიზანია სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზისსაფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურულიქვედანაყოფები უზრუნველყოს საჭირო მითითებებითა და რეკომენდაციებით,საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამების შემუშავებისათვის.

2.4.3. სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამები

,,თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოზე” დაყრდნობით, საქართველოსთავდაცვის სამინისტროში იწყება თავდაცვის განვითარების პროგრამების შემუშავებისპროცესი. გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსა და მართვის ჯგუფის მიერ განხილვისშემდეგ აღნიშნული პროგრამები ქმნიან თავდაცვის ერთიან ინტეგრირებულ პროგრამას,რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2.4.4. ოპერატიული გეგმები, კონცეფციები, დოქტრინები, დებულებები და საქართველოსთავდაცვის მინისტრის დირექტივები

აღნიშნული დოკუმენტები, ძირითად სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით,განსაზღვრავენ სპეციფიკურ გეგმებსა და ოპერატიულ პროცედურებს. სშძ-ისოპერატიული გეგმები და კონცეფციები შესაბამისობაშია ოპერატიულ გარემოსთან დადოქტრინებთან. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სშძ-ის წვრთნებიძირითადად ორიენტირებულია კონვენციურ თავდაცვით ოპერაციებზე.

თავი III. პოლიტიკური და სამხედრო ვარაუდები

მოცემული თავი ასახავს იმ პოლიტიკურ და სამხედრო ვარაუდებს, რომლებიცგანსაზღვრავს სამომავლო სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას.

3.1. შესავალი

ძალთა სამომავლო სტრუქტურის დაგეგმვისა და საჭირო სამხედროშესაძლებლობების განსაზღვრისას, თავდაცვის დაგეგმვა ითვალისწინებს სამხედრო და

Page 19: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

18

პოლიტიკურ ვარაუდებს. აღნიშნულ თავში განხილულია სშძ-ის ძალთა სამომავლოსტრუქტურის შემუშავებისათვის საჭირო ვარაუდები.

ვარაუდების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მაქსიმალურად ადეკვატურიშეფასების განხორციელება, სავარაუდო პოლიტიკური და სამხედრო ფაქტორებისშეძლებისდაგვარად ზუსტი პროგნოზირება, რომლის საფუძველზეც მოხდება ძალთაშესაძლებლობებისა და რისკების შეფასება. დაგეგმვის ვადების (2013-2016 წწ.)განსაზღვრის ძირითად მიზეზს საქართველოს წინაშე არსებული რისკების ცვალებადიბუნება წარმოადგენს. 2016 წლის შემდგომი ძალთა დაგეგმვა ასახული იქნება თავდაცვისსტრატეგიული მიმოხილვის მომდევნო დოკუმენტში.

3.2. პოლიტიკური ვარაუდები

საქართველო:

o გრძელდება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესი დაუმჯობესდება შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო და დემოკრატიულიკონტროლი;

o უმჯობესდება ეკონომიკის მდგრადი განვითარების პირობები, რაც დადებითადაისახება თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე.

საქართველო-ნატო:

o 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლებისგადაცემა, ამასთან ერთად დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და სახელმწიფოინსტიტუტების განვითარება ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურინტეგრაციას;

o საქართველო განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობოდა სტაბილურობის შენარჩუნების მისიებში;

o ალიანსის მხარდაჭერა ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისმშვიდობიანი აღდგენის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისპოლიტიკის გატარების საკითხებში კვლავ კრიტიკული მნიშვნელობისმატარებელია;

Page 20: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

19

o ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატოსთანთანამშრომლობის სხვა მექანიზმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელსჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას.

საქართველო-ევროკავშირი:

o საქართველოს და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ დაუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსევროპულ ინტეგრაციას;

o ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) განაგრძობს მანდატითმინიჭებული უფლებამოსილებების შესრულებას საქართველოში, რაცკრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია შეიარაღებული კონფლიქტებისესკალაციის თავიდან ასაცილებლად;

o ევროკავშირის ქვეყნებთან ინტენსიური ორმხრივი და მრავალმხრივიურთიერთობები განამტკიცებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

საქართველო-აშშ:

o გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიულიპარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოსშორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის,დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისმხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას;

o საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა განამტკიცებს საქართველოს ეროვნულუსაფრთხოებას.

რეგიონული ურთიერთობები:

o საქართველო აღრმავებს თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვისრეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან;

o საქართველო ცდილობს არ დაიშუროს ძალისხმევა რეგიონული კონფლიქტებისმოგვარების საკითხებში პოზიტიური როლის შესასრულებლად;

o ირანის ბირთვული პროგრამის საკითხთან დაკავშირებული დაძაბულობაუარყოფით ზეგავლენას ახდენს რეგიონის უსაფრთხოებაზე.

Page 21: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

20

საქართველო-რუსეთის ფედერაცია:

o რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით,აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ცეცხლის შეწყვეტისშესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობების შეუსრულებლობას დაოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციის მიღწევის მცდელობას;

o რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების არსებობა საქართველოსტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს;

o რუსეთის ფედერაცია ცდილობს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერისშესუსტებას;

o რუსეთის ფედერაცია განაგრძობს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტებისგამოყენებას, რათა საქართველოს შეუზღუდოს თანამედროვე, დასავლურიწარმოების თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობა;

o გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული დიალოგისგზით უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებშიპროგრესის მიღწევის შესაძლებლობა, თუმცა, საქართველოს მთავრობისპრაგმატული მიდგომა რუსეთის მიმართ და მხარეებს შორის 2012 წლისდეკემბერში დაწყებული კონსულტაციები აჩენს გარკვეული პოზიტიურიშედეგების მოლოდინს;

o ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება 2008 წლის რუსეთ-საქართველოსომის შედეგების განხილვის ერთადერთ ფორმატად.

ენერგეტიკული საკითხები:

o საქართველო განაგრძობს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებას,თვითუზრუნველყოფის გაზრდისა და ენერგიის მიწოდების წყაროებისშემდგომი დივერსიფიკაციის გზით;

o საქართველო ავითარებს ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვანსატრანზიტო შესაძლებლობებს;

o რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად რჩება რეგიონისენერგორესურსებსა და მათი განაწილების სისტემებზე კონტროლის მოპოვებადა შენარჩუნება.

Page 22: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

21

3.3. სამხედრო ვარაუდები

საქართველოს შეიარაღებული ძალები:

o საქართველოს შეიარაღებული ძალები ძირითადად ორიენტირებულიათავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე;

o საქართველოს შეიარაღებული ძალები განაგრძობს საერთაშორისო ოპერაციებშიმონაწილეობისათვის აუცილებელი შესაძლებლობების განვითარებას, რაც,თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას;

o საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით, ყურადღება მახვილდებაპროფესიული სამეთაურო პროგრამებისა და დოქტრინების განვითარებაზე,წვრთნებისა და განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა დააღჭურვილობის მოდერნიზებაზე.

საქართველო-ნატო:

o ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსშეიარაღებული ძალების განვითარებასა და მოდერნიზებას;

o საქართველოს შეიარაღებული ძალები განაგრძობს მონაწილეობას ISAF-ისოპერაციაში და მონაწილეობას მიიღებს პოსტ-ISAF-ის მისიაში;

o საქართველო უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალებისმზადყოფნას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ წარმოებულსაერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველო-ევროკავშირი:

o ვითარდება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა თავდაცვისა დაუსაფრთხოების სფეროში.

საქართველო-აშშ:

o გრძელდება და ღრმავდება თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვითიშესაძლებლობების განვითარების მიზნით.

რეგიონი:

o ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში დაძაბულობის ესკალაციამ შესაძლოაგამოიწვიოს საქართველოში კონფლიქტის გადმოდინება;

Page 23: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

22

o მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი მაღალი რისკის შემცველიარეგიონული უსაფრთხოებისათვის;

o უცვლელი რჩება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა, შეინარჩუნოს დაგააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალების ყოფნა რეგიონში;

o ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებული დაძაბულობადა მისი შესაძლო სამხედრო ესკალაცია მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველიასაქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

საქართველო-რუსეთის ფედერაცია:

o კვლავ შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის განხორციელებისალბათობა;

o ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან დაძაბულობისა დასამხედრო ინციდენტების რისკი კვლავ მაღალი რჩება;

ტრანსნაციონალური:

o საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე საქართველოში კვლავ შენარჩუნდება;

o ქართული კიბერსივრცის უსაფრთხოება კვლავ მოწყვლადი რჩება.

თავი IV. უსაფრთხოების გამოწვევები

მოცემული თავი ასახავს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და რისკებისშეფასებისა და დაგეგმვის სცენარების მეთოდოლოგიას.

4.1. შესავალი

,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016” დოკუმენტის შექმნისასგათვალისწინებულ იქნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულისაფრთხეების ფართო სპექტრი, რომლებიც რეგიონულ და გლობალურ ფაქტორებთანერთად მიმოხილულია ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ.დოკუმენტში”.

თავდაცვის მოთხოვნების შემუშავებისას გათვალიწინებულ იქნა სშძ-ისშესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა როგორც სამხედრო, ასევე არასამხედროსაფრთხეებზე საპასუხოდ და ეფუძნება შემდეგ ძირითად ფაქტორებს:

სამხედრო აგრესიის განახლება რუსეთის ფედერაციის მხრიდან;

Page 24: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

23

ინციდენტები ან პროვოკაციები საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს; ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების საქართველოში გადმოდინება; კიბერთავდასხმები; საერთაშორისო ტერორიზმი; ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები; ტრანსნაციონალური დანაშაული; რეგიონული კონფლიქტების ესკალაცია.

4.2. დაგეგმვის სცენარები

საფრთხეების სცენარის განვითარების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებულმაძალებმა საბრძოლო მოდელირებისათვის შეიმუშავა დაგეგმვის სცენარები. თითოეულიშემთხვევის ანალიზის შესაბამისად, საბრძოლო მოდელირების მეშვეობით, ჩამოყალიბდასპეციფიკური სამხედრო შესაძლებლობების მოთხოვნები.

თავი V. შესაძლებლობების შეფასება

მოცემული თავი განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების აუცილებელშესაძლებლობებს.

5.1. შესავალი

საქართველოს შეიარაღებული ძალების აუცილებელი შესაძლებლობებისკატეგორიებად დაყოფა, არსებულ დოქტრინებზე დაყრდნობით, საბრძოლომოდელირების პროცესში განხორციელდა. ამავდროულად, განხორციელდაინსტიტუციური წვრთნებისა და განათლების საკითხების ანალიზიც.

5.2. მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე მოთხოვნები

დაგეგმვის სცენარების ანალიზის შედეგად დადგინდა სპეციფიკურიშესაძლებლობების მოთხოვნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადისტრუქტურული ერთეულებისთვის გაერთიანებული შტაბი, სახმელეთო ჯარების

Page 25: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

24

სარდლობა3, სპეციალური ოპერაციების ძალები, ჯარების ლოგისტიკურიუზრუნველყოფის სარდლობა, სამხედრო პოლიციის, სამხედრო დაზვერვისა დაეროვნული გვარდიის დეპარტამენტები.

5.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასება

საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი სტრუქტურულიერთეულებისათვის მოთხოვნების განსაზღვრის შემდეგ, ანალიზის მომდევნო ეტაპიითვალისწინებს თითოეული სტრუქტურული ერთეულისთვის დასახული მიზნებისა დაამოცანების შესრულების შესაძლებლობების დადგენას. შესაძლებლობებისდამაკმაყოფილებელი დონე განისაზღვრება დაკისრებული ამოცანის შესასრულებლადაუცილებელი სტრუქტურული ერთეულების რაოდენობით და სათანადოდ აღჭურვილიდა გაწვრთნილი პირადი შემადგენლობით.

ანალიზის პროცესში დადგინდა განსაზღვრული და კატეგორიებად დაყოფილინაკლოვანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების სახეები. ამ პროცესშიგანსახორციელებელი ღონისძიებები დაყოფილია შემდეგი კოდირებით:

D = დოქტრინა;

O = სტრუქტურა;

T = წვრთნები;

M = მატერიალური საშუალებები/აღჭურვილობა;

L = სამეთაურო რგოლის განვითარება;

P = პირადი შემადგენლობა;

F = ინფრასტრუქტურა.

ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების კატეგორიებადდაყოფა საჭიროა, რათა უკეთ დავრწმუნდეთ, რომ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელადგასატარებელი ღონისძიებები სრულად მოიცავს ყველა პრობლემურ საკითხს.მაგალითად, შესაძლებლობათა ზოგიერთი ნაკლოვანება შესაძლოა აღმოიფხვრას

3 ახალი სტრუქტურის თანახმად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობები.

Page 26: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

25

მხოლოდ დოქტრინის შემუშავებით, საშტაბო წვრთნების ჩატარებით ან სტანდარტულიდაგეგმვის პროცედურების გამოყენებით. თუმცა, სხვა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელადშესაძლოა, საჭირო გახდეს ახალი ქვედანაყოფის ჩამოყალიბება, აღჭურვილობის შესყიდვაან ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა.

5.4. შესაძლებლობათა ნაკლოვანებების შეფასება

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულისშეფასების შემდეგ შეიქმნა შესაძლებლობათა ნაკლოვანებების ერთიანი სია. აღნიშნულისია მოიცავს გაერთიანებულ შტაბს, სახმელეთო ჯარებს, სპეციალური ოპერაციებისძალებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს.

თავი VI. თავდაცვის ტრანსფორმაცია და ,,ძალთა სტრუქტურა 2016”

მოცემული თავი ასახავს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და ,,ძალთა სტრუქტურა 2016-ის’’განვითარებას.

6.1. შესავალი

მოცემულ თავში ასახული რეკომენდაციები მიზნად ისახავს თავდაცვისტრანსფორმაციასა და ,,ძალთა სტრუქტურა 2016-ის’’ განვითარებას. აღნიშნულირეკომენდაციები ეყრდნობა გარემოებებს, რომელთაც გავლენა აქვს საქართველოსთავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე.

6.2. სშძ-ის სამომავლო სტრუქტურის დაგეგმვისას გასათვალისწინებელი ფაქტორები

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავების პროცესშიგანსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა რიგ ფაქტორებს, რომლებიც ემსახურებანატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას:

შეიარაღებული ძალების იდენტური სტრუქტურული ორგანიზება მშვიდობისა დაომის დროს;

Page 27: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

26

შეიარაღებული ძალების ზევიდან-ქვევით დაგეგმვის სცენარული მეთოდი(ცენტრალიზებული დაგეგმვა დეცენტრალიზებული აღსრულებით);

აქცენტირება მეთაურთა განვითარების პროგრამებზე; მობილური, კარგად ორგანიზებული, გაწვრთნილი და თანამედროვე შეიარაღებით

აღჭურვილი შეიარაღებული ძალები.

6.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სშძ-ის ანალიზი და რეკომენდაციები

მოცემული ქვეთავი მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სშძ-ისძირითადი კომპონენტების ანალიზსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე, მიმოიხილავსძალთა რესტრუქტურიზაციას განახლებული სტრატეგიული მართვისა და კონტროლისკონცეფციის შესაბამისად.

6.3.1. სტრატეგიული მართვისა და კონტროლის განახლებული კონცეფცია

სშძ-ის სტრატეგიული მართვისა და კონტროლის განახლებული კონცეფცია ასახავსგაერთიანებული შტაბისა და ძირითადი დაქვემდებარებული სტრუქტურულიერთეულების ფუნქციებსა და ვალდებულებებს.

აღნიშნული კონცეფციის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვახორციელდება პრეზიდენტის მიერ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა დასაქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მეშვეობით.გაერთიანებული შტაბი, შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით, ახორციელებსსტრატეგიულ დაგეგმვას, ახდენს ძალთა მზადყოფნის მონიტორინგს და საქართველოსთავდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციას უწევს სშძ-ის დაკომპლექტებას,წვრთნასა და აღჭურვას.

6.3.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შეიარაღებული ძალებისგაერთიანებული შტაბი

6.3.2.1. ფუნქციები და ამოცანები

Page 28: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

27

ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვისსამინისტრო ახორციელებს სშძ-ის პოლიტიკურ და სტრატეგიულ ხელმძღვანელობას.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს თავდაცვის პოლიტიკის ძირითადმიმართულებებს, შეიმუშავებს თავდაცვის დაგეგმვის, პერსონალის მართვის პოლიტიკისადა თავდაცვის რესურსების გამოყენების მითითებებს, უზრუნველყოფს სამოქალაქოსაზოგადოების ჩართულობას და ახორციელებს უწყებათაშორის კოორდინაციასთავდაცვის საკითხებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულიპოლიტიკის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულიშტაბი ამზადებს სტრატეგიული დონის სამხედრო მითითებებს. აღნიშნული მითითებებიმიეწოდება სახმელეთო ჯარების სარდლობას, რომელიც მათ საფუძველზე შეიმუშავებსოპერატიულ გეგმებსა და ბრძანებებს.

6.3.2.2. არსებული შესაძლებლობების ანალიზი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (სქემა №3) და გაერთიანებული შტაბი (სქემა№4) უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისათვის ძალთა მზადყოფნას, ტრანსფორმაციისპროცესის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას. საქართველოსთავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულიშტაბის სრულფასოვან ფუნქციონირებას ხელს უშლის კვალიფიციური კადრების სიმცირედა თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის არასრულყოფილი სისტემა. აღნიშნულინაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, თავდაცვის სამინისტრო და გაერთიანებული შტაბიაგრძელებენ თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემების გაუმჯობესებას დაახორციელებენ პროფესიული განვითარების პროგრამებს როგორც სამოქალაქო, ასევესამხედრო პერსონალისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოსშეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თანამედროვე თავდაცვითინსტიტუტებად საბოლოოდ გარდაქმნისათვის აუცილებელია მოხდეს ამ გამოწვევებისდაძლევა.

Page 29: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

28

თავდაცვის სამინისტროს არსებული სტრუქტურა

მინისტრი

მინისტრისპირველი

მოადგილე

მინისტრისმოადგილე

მინისტრისმოადგილე

ადმინისტრაცია

მინისტრისმოადგილე

გენერალურიინსპექცია

საერთაშორისოურთიერთობების დაევრო-ატლანტიკური

ინტეგრაციისდეპარტამენტი

თავდაცვისპოლიტიკისა და

დაგეგმვისდეპარტამენტი

თავდაცვისატაშეების დასამოქალაქო

წარმომადგენლობისოფისი

(სამმართველო)

ფინანსებისმართვის

დეპარტამენტი

სახელმწიფოშესყიდვების

დეპარტამენტი

სსიპ დელტა

სსიპ კადეტთასამხედროლიცეუმი

სსიპ საქართველოსთავდაცვის

სამინისტროსსამხედრო

ჰოსპიტალი

სსიპ დ. აღმაშენებელისსახელობის საქართველოს

თავდაცვის ეროვნულიაკადემია

ანალიტიკურიდეპარტამენტი

საინფორმაციოტექნოლოგიებისდეპარტამენტი

საზოგადოებრივსაქმეთა

დეპარტამენტი

ადამიანურირესურსების

მართვისდეპარტამენტი

პროტოკოლისდეპარტამენტი

რეფორმებისკოორდინაციისსამმართველო

პარლამენტთანურთიერთობების და

სამართლებრივსაკითხთა

დეპარტამენტი

საქმისწარმოებისდეპარტამენტი

სამხედრო-ტექნიკურისაკითხთა

დეპარტამენტი

ნატოს კლასიფიც.ინფორმაციის სამმ.

მინისტრისმოადგილე

სქემა № 3

Page 30: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

29

გაერთიანებულიშტაბის უფროსი

გაერთიანებულიშტაბის უფროსის

მოადგილე

სახმელეთოჯარებიJ-1

J-3

J-6

J-2

J-4

J-7

გაერთიანებული შტაბის სტრუქტურა (2013 წლამდე)

ადმინისტრა-ციული

დეპარტამენტი

შეიარაღებისკონტროლის დავერიფიკაციისსამმართველოვეტერანტთასაკითხების

დეპარტამენტი

სამედიცინოდეპარტამენტი

სპეციალურიoperaciebis

ძალები

ეროვნულიგვარდიის

დეპარტამენტი

ჯარებისლოგისტიკური

უზრუნველყოფის სარდლობა

წვრთნებისa დასამხედრო

განათლებისსარდლობა

სამხედროპოლიციის

დეპარტამენტი

სამხედროდაზვერვის

დეპარტამენტი

6.3.2.3. სშძ-ის სტრუქტურა, შესაძლებლობათა მოთხოვნები და რეკომენდაციები

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრინციპებისგათვალისწინებით, რომლებიც არ განიხილავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებსსაგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად (და ამის უკეთ ხაზგასმის მიზნით),მიზანშეწონილია განხილულ იქნეს საკითხი, რომ საქართველოს შეიარაღებულძალებს დაერქვას საქართველოს თავდაცვის ძალები;

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სტრუქტურული ცვლილებებისგათვალისწინებით და მართვისა და კონტროლის მექანიზმების ოპტიმიზაციისმიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისრეორგანიზაცია და მისი გარდაქმნა გენერალურ შტაბად (სქემა № 5);

სქემა № 4

Page 31: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

30

გენერალურიშტაბის უფროსი

J1 J2 J3 J4/8 J5/9 J6 J7

გენერალური შტაბი

ეროვნული საზღვაოთავდაცვის

დეპარტამენტი

სამედიცინოდეპარტამენტი

შეიარაღების,კონტროლისა და

ვერიფიკაციისსამმართველო

ადმინისტრაციულიდეპარტამენტი

შტაბისუფროსის

მოადგილეები

გენერალური შტაბის სტრუქტურა

ახალი სტრუქტურულიერთეული

შძ საბრძოლომზადყოფნის მონიტ.

სამმართველო

გენერალურ შტაბში შეიქმნას შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

o J4 დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს J4/8 დეპარტამენტად, რომელიც,დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციების განხორციელებასთან ერთად,მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში დაამასთანავე, განახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიდაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელებისმონიტორინგს;

o შეიქმნას J5/9 დეპარტამენტი, რომელიც განახორციელებს:- სტრატეგიულ/ოპერატიულ დაგეგმვას;- შესაბამისი დოქტრინებისა და კონცეფციების შემუშავებას;- სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების კოორდინაციას;- სშძ-ის რეფორმების დაგეგმვასა და მისი იმპლემენტაციის მონიტორინგს.

o შეიქმნას შძ-ის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო,რომელიც განახორციელებს შძ-ში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას;

o გენერალურ შტაბში შეიქმნას საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი, რომელიცგანახორციელებს:

სქემა № 5

Page 32: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

31

- საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა დაშავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამისუწყებებთან ურთიერთქმედებას;

- სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობას;- შესაბამისი საფრთხეების გასანეიტრალებლად ოპერაციების დაგეგმვაში

მონაწილეობას;- საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერას.

განხორციელდეს ქვემოთ მოცემული შიდაუწყებრივი კონცეფციების, გეგმებისა დასისტემების შემუშავება და დამტკიცება:

o ადამიანური რესურსების მართვა;o ლოგისტიკის მართვა;o სამხედრო დაზვერვა;o ძალთა მართვის სისტემა;o თავდაცვის რესურსების მართვის სისტემა;o შესყიდვების მართვის სისტემა;o კრიზისების მართვის სისტემა;o საბრძოლო მომზადების სისტემა;o წვრთნებისა და განათლების სისტემა;o დოქტრინების შემუშავება;o მობილიზაციის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება;o რეზერვის კონცეფცია და დოქტრინა.

განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოსშეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული რეორგანიზაცია,რათა ოპტიმიზებულ იქნეს როგორც დაგეგმვის, მართვისა და კონტროლისმექანიზმები, ასევე გაუმჯობესდეს ურთიერთქმედება შტაბსა და სამოქალაქოოფისს შორის.

ეროვნული თავდაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერისგაგრძელება, მათ შორის:

o ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებში მონაწილეობა;o ორმხრივი ურთიერთობების განვითარება;o თავდაცვის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის

გაუმჯობესება;

Page 33: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

32

o რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივებისმხარდაჭერა;

o ავღანეთში ნატოს ოპერაციის მხარდაჭერის გაგრძელება;o პოსტ-ISAF-ის მისიაში ქართული მხარის მონაწილეობა.

6.3.3. სახმელეთო ჯარები

ომის ან/და კრიზისების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალებისგაერთიანებული შტაბის სტრატეგიული მითითებებისა და თავდაცვის გეგმისშესაბამისად, სახმელეთო ჯარები პასუხისმგებელია სშძ-ის შესაბამისი საბრძოლომომზადების დონის შენარჩუნებაზე, გეგმების შემუშავებაზე, ძალთა განთავსებასა დაოპერაციების მართვაზე.

6.3.3.1. არსებული სტრუქტურა

სქემაზე მოცემულია სახმელეთო ჯარების არსებული სტრუქტურა (სქემა № 6),რომლის დაქვემდებარებაშიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდეგიქვედანაყოფები: 5 ქვეითი, 2 საარტილერიო, 1 საინჟინრო, 1 საჰაერო თავდაცვის და 1საავიაციო ბრიგადა და სხვა ცალკეული ქვედანაყოფები.

სახმელეთოჯარები

X X X X X

IIII

სქემა № 6

Page 34: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

33

6.3.3.2. შესაძლებლობათა ანალიზი

თავდაცვითი ოპერაციების განსახორციელებლად სახმელეთო ჯარებს ესაჭიროებადამატებითი შესაძლებლობები. მიღებულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ სახმელეთოჯარები არსებული სტრუქტურის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშედგას, როგორიცაა ომის დროს თავდაცვითი ოპერაციების დეცენტრალიზებულიაღსრულება. თავდაცვითი ოპერაციების ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭიროაძალების ინტეგრაცია მიმართულებების მიხედვით და მათი საბრძოლო გამოყენებისპროცესის დეცენტრალიზების ხარისხის ამაღლება, ასევე ძალთა მართვის მოქნილობისგაზრდა და პასუხისმგებლობის არეალში არსებული რესურსების მაქსიმალურადეფექტიანი გადანაწილება და გამოყენება.

6.3.3.3. რეკომენდაციები

სახმელეთო ჯარების სარდლობის გაუქმება და მის ნაცვლად აღმოსავლეთ დადასავლეთ ოპერატიული სარდლობების შექმნა (სქემა № 7), რომლებიც მათდამიდაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონებშიგანახორციელებენ ოპერატიულ მართვასა და კონტროლს, სამობილიზაციორესურსის უკეთ შესწავლასა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურგადანაწილებას.

გენერალურიშტაბის უფროსი

აოს ჯლუსწვრთ.და

განათლებისსარდლობა

დოს სამხედროდაზვერვა

სამხედროპოლიცია

X

1X

4X

5X

1

X

2X

3X

2

ეროვნულიგვარდია

X

10X

20

SOF

MIX I II I

კ/გცენტრი

ავიაციისა და საჰაეროთავდაცვის სარდლობა

X

X

შერ ეულიავიაბაზა

გენერალურიშტაბი

გენერალურიშტაბის უფროსის

მოადგილეები

ახალი სტრუქტურულიერთეული

ძალების სამომავლო დაქვემდებარების სტრუქტურასქემა № 7

Page 35: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

34

შეიქმნას შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:o რესურსების ოპტიმიზირების, საფრენი აპარატებისა და საჰაერო თავდაცვის

საშუალებების ერთიან დაქვემდებარებაში მოქცევის მიზნით, ავიაციისა დასაჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩამოყალიბება, რაც გაზრდის მომზადების,წვრთნების შენარჩუნება/შეკეთების, მართვისა და კონტროლისეფექტურობას;

o აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობების მხარდასაჭერადცალკეული დაზვერვისა და სამედიცინო ბატალიონების ჩამოყალიბება;

მობილურობის, საჰაერო თავდაცისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების,მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობის საშუალებების, სადაზვერვოინფორმაციის შეგროვებისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება;

გაგრძელდეს მშვიდობის დროს წვრთნების ხარისხის (თანამედროვე საწვრთნელიტექნოლოგიების ჩათვლით) გაუმჯობესება, აუცილებელ დავალებათა ნუსხისშესაბამისი პროგრამებისა და სშძ-ის საჭიროებებზე მორგებული დოქტრინებისგანვითარება, სერჟანტებისა და ოფიცრების პროფესიული განვითარებისპროგრამის დახვეწა.

6.4. თავდაცვის ბიუჯეტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგათვლებზე დაყრდნობით, მომდევნო ცხრილი ასახავს (სქემა № 8) თავდაცვის ბიუჯეტს2004-დან 2016 წლის ჩათვლით. არსებული ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელია, რომთავდაცვის ბიუჯეტი, თსმ-ის დაგეგმვის პერიოდის მანძილზე მიახლოებული იქნებანატოს მიერ რეკომენდირებულ დონესთან (2.0%).

თავდაცვის ბიუჯეტი (ლარებში)

წელი მშპ თავდაცვის ბიუჯეტი მშპ %

2004 9 824 300 000 172 177 721 1,8%

2005 11 620 900 000 366 765 145 3,2%

2006 13 789 900 000 684 039 590 5,0%

სქემა № 8

Page 36: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

35

2007 16 993 800 000 1 494 535 313 8,8%

2008 19 074 900 000 1 547 183 106 8,1%

2009 17 986 000 000 869 015 694 4,8%

2010 20 743 400 000 728 007 459 3,5%

2011 24 344 000 000 728 427 012 3,0%

2012 26 308 500 000 728 500 000 2,8%

2013 28 863 100 000 660 000 000 2,3%

2014 32 430 600 000 720 000 000 2,2%

2015 36 095 200 000 770 000 000 2,1%

2016 40 174 000 000 880 000 000 2,2%

6.5. ხარჯთა მოდელის ზოგადი აღწერა

თსმ-ის მთავარი ამოცანაა ,,ძალთა სტრუქტურა 2016-ისათვის” ხელმისაწვდომობისგაანალიზება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სშძ-ის მოთხოვნების სწორადგადანაწილებასა და პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებას.

აღნიშნული ანალიზი მოითხოვს ხარჯთა მოდელის გამოყენებას, რომელიცმოიცავს სშძ-ზე სპეციალურად მორგებულ ინფორმაციას. თსმ-ის შესაძლებლობათაანალიზის პროცესი უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვის,პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის პროცესის ინსტიტუციონალიზაციისმიმდინარე ინიციატივის მხარდაჭერას.

ხარჯთა მოდელი შედგება ურთიერთდაკავშირებული ცხრილებისაგან, რომლებიცსამ სხვადასხვა დონეზე შეიმუშავებს მონაცემებს.

პირველი დონე გამოიყენება სშძ-ის თითოეული ქვედანაყოფისათვის სათანადონიმუშის შესაქმნელად, რომელსაც ენიჭება შესაბამისი ორგანიზაციული ცხრილი და

Page 37: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

36

აღჭურვილობის ნომერი. აღნიშნულ დონეზე მიმდინარეობს პერსონალის, ლოგისტიკისადა წვრთნების, სხვადასხვა ფაქტორებისა და სტანდარტების შესახებ დეტალურიმონაცემების შემუშავება.

მეორე დონე ორგანიზებას უკეთებს მონაცემებს ინდივიდუალური ქვედანაყოფებისნიმუშებიდან და უფრო მაღალ დონეზე ასახავს საორგანიზაციო მონაცემებს (შტაბი,ბრიგადა, ბატალიონი). ეს დონე ძირითადად გამოიყენება კადრების დაკომპლექტებისადა საბრძოლო მზადყოფნის შესაბამისი პროცენტულობის მისანიჭებლად, კადრებისნებადართულ რაოდენობასა და საწვრთნელ სტანდარტებთან მიმართებაში და აფასებსთითოეული ვარიანტის მიზანშეწონილობას.

მესამე დონეზე აისახება თავდაცვის ერთიანი ბიუჯეტი, რომელიც თანხვედრაშიამთლიანი შიდა პროდუქტის სავარაუდო პროცენტულობასთან. აღნიშნულ დონეზემიმდინარეობს მეორე დონეზე არსებული მონაცემების თავმოყრა და მხარდაჭერის სხვაარაპირდაპირი დანახარჯების, კაპიტალური ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობისგეგმური ხარჯების იდენტიფიცირება.

6.5.1. რესურსების განაწილება 2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტში

68,8 %

21,8 %

2,1 % 1 %6,3%

თავდაცვის ბიუჯეტი 2013

პირადი შემადგენლობა ოპერაციები და მხარდაჭერაშესყიდვები მშენებლობაკვლელა და განვითარება

სქემა № 9

Page 38: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

37

მოცემული სქემა (სქემა № 9) ასახავს 2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტს (660 მილიონილარი), რომელშიც 68.8% გადანაწილებულია პირადი შემადგენლობის ხარჯებზე.

6.5.2. რესურსების განაწილება 2014 წლის თავდაცვის ბიუჯეტში

66,7 %

21,3 %

3 %3 % 6%

თავდაცვის ბიუჯეტი 2014

პირადი შემადგენლობა ოპერაციები და მხარდაჭერაშესყიდვები მშენებლობასამეცნიერო კვლევა და განვითარება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ გაიზარდება9%-ით. სქემის თანახმად (სქემა № 10), 2014 წლის ბიუჯეტის 66,7% გადანაწილდებაპერსონალთან დაკავშირებულ ხარჯებზე და, შესაბამისად, გაიზრდება ხარჯებისგანაწილება მხარდაჭერასა და კაპიტალურ ხარჯებზე.

სქემა № 10

Page 39: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

38

6.5.3. რესურსების განაწილება 2015 წლის თავდაცვის ბიუჯეტში

64,1 %

20,9 %

5 %4 %

6%

თავდაცვის ბიუჯეტი 2015

პირადი შემადგენლობა ოპერაციები და მხარდაჭერაშესყიდვები მშენებლობასამეცნიერო კვლევა და განვითარება

2015 წლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი სავარაუდოდ გაიზრდება7%-ით. სქემის თანახმად (სქემა № 11), 2015 წლის ბიუჯეტის 64,1% გადანაწილდებაპერსონალთან დაკავშირებულ ხარჯებზე და, შესაბამისად, გაიზრდება ხარჯებისგადანაწილება შესყიდვებსა და მშენებლობაზე.

სქემა № 11

Page 40: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

39

6.5.4. რესურსების განაწილება 2016 წლის თავდაცვის ბიუჯეტში

59,1 %23,9 %

7 %

4 %6%

თავდაცვის ბიუჯეტი 2016

პირადი შემადგენლობა ოპერაციები და მხარდაჭერაშესყიდვები მშენებლობასამეცნიერო კვლევა და განვითარება

2014-2016 წლებში, თავდაცვის ბიუჯეტის (სქემა № 12) ეტაპობრივი ზრდა საშუალებასიძლევა გაიზარდოს ოპერაციებისა და მხარდაჭერის და კაპიტალური ხარჯებისათვისგათვალისწინებული თანხები. 2016 წლისათვის თავდაცვის ბიუჯეტიდან ოპერაციებსა დამხარდაჭერაზე გამოიყოფა 23,9%, ხოლო შესყიდვებზე, სამხედრო მშენებლობაზე,სამეცნიერო კვლევაზე და განვითარების ხარჯებზე კი – 17%. 2013 წლის თავდაცვისბიუჯეტში პერსონალთან დაკავშირებული არსებული 68,8%-იანი ხარჯები 2016წლისათვის შემცირდება 59,1%-მდე.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის განხორციელება

,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013–2016-ში” განსაზღვრულირეკომენდაციები განხორციელდება იმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად. თსმ-ისწარმატებული განხორციელებისათვის, პირველი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვისპროცესის შედეგად მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნებამართვის მექანიზმი. აღნიშნული მოიცავს მკაფიო მითითებების გაცემას, სამუშაო

სქემა № 12

Page 41: ,,თავდაცვის სტრატეგიული ... · 2017-12-22 · 1 დანართი,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა

40

ჯგუფების როლებისა და პასუხისმგებლობების ზუსტ განსაზღვრას, რესურსებისგანაწილებას, რისკების მენეჯმენტსა და შედეგების შეფასებას. საქართველოს თავდაცვისსამინისტროში თსმ-ის იმპლემენტაციას უხელმძღვანელებს და მონიტორინგს გაუწევსსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ორგანოები.

დასკვნა

,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013–2016” წარმოადგენს საქართველოსთავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დაგეგმვისძირითად დოკუმენტს, რომელსაც შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ეროვნულიუსაფრთხოების მიმოხილვის პროცესში და საქართველოს თავდაცვის სტრატეგიულიდაგეგმვის ინსტიტუციონალიზაციის პროცესისათვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონეელემენტია. თსმ-ის შემუშავებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდთანამშრომლობდა სხვა სამთავრობო უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან,ასევე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. აღნიშნულმათანამშრომლობამ დადებითი გავლენა იქონია, გააღრმავა რა თავდაცვისტრანსფორმაციის პროცესისა და მოთხოვნების განსაზღვრაზე მიღებული გამოცდილებადა ცოდნა.