2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა...

30
2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმა მე-2 ვერსია (“ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმაგადაისინჯა 2007-2009 წწ. იელის უნივერსისტეტის მიერ) 30 მარტი, 2007 ნაწილები ნაწილი 1 2007 2009 წწ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმისშემუშავების მიზანი ნაწილი 2 2007 2009 წწ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმისშემუშავების პროცესი ნაწილი 3 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები ნაწილი 4 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება საქართველოში ნაწილი 5 2007 2009 წწ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმისსამუშაო ვერსია დანართი I ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებისღირებულებები და ხედვა დანართი II გუდაურის დეკლარაცია ადრეული ასაკის ბავშვთა გადარჩენისა და განვითარებისათვის საქართველოში დანართი III ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებისეროვნული ალიანსი 1

Transcript of 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა...

Page 1: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების

ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმა მე-2 ვერსია

(“ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა” გადაისინჯა 2007-2009 წწ. იელის უნივერსისტეტის მიერ)

30 მარტი, 2007

ნაწილები

ნაწილი 1

2007 – 2009 წწ “ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული

სტრატეგიული სამოქმედო გეგმის” შემუშავების მიზანი

ნაწილი 2

2007 – 2009 წწ “ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული

სტრატეგიული სამოქმედო გეგმის” შემუშავების პროცესი

ნაწილი 3

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საერთაშორისოდ აღიარებული

პრინციპები

ნაწილი 4

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება საქართველოში

ნაწილი 5

2007 – 2009 წწ “ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული

სტრატეგიული სამოქმედო გეგმის” სამუშაო ვერსია

დანართი I “ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების” ღირებულებები და ხედვა

დანართი II გუდაურის დეკლარაცია ადრეული ასაკის ბავშვთა გადარჩენისა და განვითარებისათვის საქართველოში

დანართი III “ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების” ეროვნული ალიანსი

1

Page 2: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

საქართველოს პარლამენტში - წესდება

ნაწილი 1 2007 – 2009 წწ “ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის” შემუშავების მიზანი გახლდათ ჩამოყალიბებულიყო სექტორის საერთო ხედვა და გზამკვლევი ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპებისა და ზრუნვის სტანდარტების ეფექტურად შერწყმისათვის სექტორულ და ინტერსექტორულ პოლიტიკაში, გეგმებსა და რეფორმებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას საერთო მიდგომა ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების მიმართ, ასევე თანაბრად მოიცვას ყველა მისი სფერო: უწყვეტი მომსახურება დაბადებიდან დაწყებითი სკოლის ასაკამდე. ნაწილი 2 2007 – 2009 წწ “ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის” შემუშავების პროცესი სამდღიანი მულტისექტორული კონსულტაციებით დაიწყო, რაც გუდაურში გაიმართა 2006 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე. კონსულტაციას ფასილიტაციას უწევდა ექსპერტთა ჯგუფი იელის უნივერსიტეტიდან, აშშ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარლამენტის, დარგობრივი სამინისტროების (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო), სამეცნიერო წრეების, პროფესიული ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო განვითარების პარტნიორების დაახლოებით 40 წარმომადგენელი. კონსულტაციების მეშვეობით მიღწეული იქნა შემდეგი შედეგები: • ღირებულებები და ხედვა: ფორმულირებულ იქნა ბავშვთა განვითარების შედეგების ღირებულება და საერთო სექტორული ხედვა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პროგრამებისა და პოლიტიკის მიმართ საქართველოში* (იხილეთ დანართი I). • კონსენსუსის მიღწევა: შემუშავდა ‘გუდაურის დეკლარაცია’** (იხილეთ დანართი II) • შემუშავდა 2007 – 2009 წწ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, რაშიც შევიდა ეფექტური პროგრამებისა და პოლიტიკის ინფრასტრუქტურის აუცილებელი კომპონენტები მოქმედების/მიმართულების ხუთი სტრატეგიულ სფეროს ჩათვლით. ნაწილი 3 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები

2

Page 3: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებაში მოიაზრება პერიოდი რვა წლამდე, ან სკოლის ასაკამდე და ის პერინატალურ პერიოდსაც მოიცავს. უკანასკნელი მეცნიერული მტკიცებულება მიუთითებს, რომ სიცოცხლის ეს პერიოდი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს პირის შემდგომ ჯანმრთელობაზე, ზრდასა და განვითარებაზე. აღნიშნული ადრეული წლები ყველაზე კრიტიკულ პერიოდს წარმოადგენს განვითარებისათვის, ასევე ის პერიოდიც, როცა ადრეული ასაკის ბავშვები დიდი რისკის წინაშე დგანან თავიანთი გადარჩენისათვის, ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, ემოციური და ფიზიკური განვითარებისათვის. შესაბამისად, არსებობს იმის უზრუნველყოფის ძლიერი საჭიროება, რომ პოლიტიკისა და პროგრამების მიერ მხარი დაეჭიროს ქალთა ჯანმრთელობის, კვებასა და ფსიქოსოციალურ კეთილდღეობას ფეხმძიმობისა და ლაქტაციის განმავლობაშიც, ასევე პროგრამებს ადრეული ასაკის ბავშვებისათვის, რისი მიზანიც არის “ბავშვის უფლება - ცხოვრების საუკეთესო დასაწყისი”. პროგრამებმა მხარი უნდა დაუჭიროს და ხაზი გაუსვას ბავშების გადარჩენას, ზრდას, განვითარებას, მონაწილეობასა და დაცვას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებსა და საჭიროებებს. ამჟამად არსებული საინფორმაციო ტენდენციები ადრეული ასაკის ბავშვთა პროგრამირებაში აქცენტს ერთიან მიდგომაზე, ასევე ხარისხიანი პროგრამირების იმპერატივზე აკეთებს, რამაც ბავშვის ჯანმრთელობა და განვითარების შედეგები უნდა გააუმჯობესოს. ადრეული ასაკის ბავშვებისათვის პროგრამირების კუთხით არსებული უკანასკნელი ტენდენციები გვაძლევს რეკომენდაციას, რომ მომსახურებები უნდა გასცდეს დაავადებათა კონტროლსა და ბავშვთა გადარჩენას, რათა ხელი შეეწყოს ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ხარჯთეფექტური და მდგრადი ინტერვენციების ერთიანი პაკეტის ადრეულ მიწოდებას. ყოვლისმომცველი პროგრამები განიხილება როგორც ყველაზე ეფექტური მიდგომა ბავშვთა საერთო განვითარების გაუმჯობესებისათვის, რამდენადაც აღნიშნული პროგრამები აძლიერებს ბუნებრივ თანამშრომლობას განვითარების სხვადასხვა სფეროებს შორის. მართლაც, პროგრამები, რომლებიც აერთიანებს ჯანდაცვასა და განათლებას, უფრო ეფექტურად აუმჯობესებს ბავშვის კეთილდღეობას მოცემული მომენტისათვის და ახდენს სამომავლო პრობლემების პრევენციას, ვიდრე ეს ხდება მაშინ, როცა ინტერვენცია მხოლოდ ერთი ასპექტით არის წარმოდგენილი. ამას გარდა, ერთიანი, პირდაპირმიმართული პრევენციული მიდგომა უფრო ხარჯთეფექტურია, რომელიც დახმარებას უწევს ბავშვებსა და ოჯახებს, ვიდრე ვიწრო, უკანმზირალი და მაკომპენსირებელი მიდგომა. სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი ბავშვებისათვის ადრეული ასაკის ბავშვთა მრავლისმომცველი პროგრამები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც მათ შეუძლიათ სოციალური უთანასწორობა შეამცირონ და არაუპირატესი მხარეების კომპენსირება მოახდინონ. მაშინ, როცა ადრეული ასაკის ბავშვთა წარმატებული პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიდგომებს მშობელთა პროგრამებიდან ფორმალურ სკოლამდელ განათლებამდე, ასევე არაფორმალურ საზოგადოებრივ ცენტრებამდე, ადრეული ასაკის ბავშვთა ყველა წარმატებული პროგრამა იზიარებს ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულებას.

3

Page 4: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

ბავშვთა, ოჯახებსა და მომსახურების მიმწოდებელთა შორის ინტერაქციების ხარისხი პროგრამის წარმატების ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. ადრეული ასაკის ბავშვთა წარმატებული პროგრამები შექმნილია საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, რაც მოიცავს ოჯახებსა და საზოგადოების განვითარებას განხორციელების პროცესში და რომელიც ეფუძნება ისეთ ძლიერ ინფრასტრუქტურას, რაც მხარს უჭერს განვითარებას და სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. წარმატებული პროგრამები კულტურულად შესაფერისია, პატივს სცემს ენობრივ და კულტურულ მრავალგვარობას, ამავდროულად, მასში ყველა ბავშვია ჩართული. წარმატებული პროგრამები უზრუნველყოფს უწყვეტ ზრუნვას – პროგრამებისა და მომსახურებების ინტეგრაციას ბავშვის ცხოვრების ადრეული წლების განმავლობაში. ნაწილი 4 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება საქართველოში 1994 წელს ბავშვთა უფლებების დეკლარაციის რატიფიცირებით საქართველომ დაადასტურა, რომ აღიარებს ყოველი ბავშვის უფლებას ჰქონდეს ისეთი ცხოვრების სტანდარტი, რაც ადექვატურია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარებისათვის. საქართველოს მთავრობამ აიღო ძლიერი ვალდებულება ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების მიმართ და მხარს უჭერს ბავშვთა უფლებებს ‘გადარჩეს, იყოს ფიზიკურად ძლიერი, ჯანმრთელი და გონებრივად განვითარებული, ემოციურად დაცული, სოციალურად ადაპტირებული და სწავლის შესაძლებლობის მქონე’, რაც დადასტურებულია ეროვნული პოლიტიკით და დემონსტრირებულია მიმდინარე პროგრამულ რეფორმებში. ქვეყანამ ‘ათასწლეულის განვითარების მიზნების’ მიმართულებით წინ ერთი ნაბიჯი გადადგა ყოველწლიური ეროვნული სამიზნეების დადგენისათვის, განსაკუთრებით ეს ეხება იმ ფაქტორებს, რაც ბავშვთა სიკვდილიანობასა და დედათა ჯანმრთელობას უკავშირდება. საგანმანათლებლო სექტორში განხორციელებული რეფორმები ასახავს პრინციპებს ‘განათლება ყველა მიზნისათვის’. ამგვარად, ქვეყანამ რეაგირება მოახდინა ცვლილების საერთაშორისო ჩარჩოზე და გაზარდა პოლიტიკური და პროგრამული ვალდებულებები. გასულ წელს პროგრესი და გაუმჯობესება ნააჩვენები იქნა ათასწლეულის განვითარების მიზნების უმრავლესი ინდიკატორებისათვის. თუმცა, საქართველოს მაინც დაბალი მაჩვენებელი აქვს ‘ჯანდაცვის დანახარჯებისა’ და ‘დაწყებითი განათლების დანახარჯების’ შესახებ. ეს ინდიკატორები უფრო ნაკლებია, ვიდრე მისაღები დონე, განსაკუთრებით დაწყებითი საგანმანათლებლო დანახარჯების კუთხით. ნებისმიერ ქვეყანაში, კეთილდღეობის ნამდვილ ინდიკატორებს ბავშვები წარმოადგენენ. ამჟამად საქართველოს ბავშვების ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ მძიმე პირობებში ცხოვრობს. რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, ქვეყანა ათასწლეულის განვითარების მიზნის მიღწევისკენ დედათა ჯანმრთელობის კუთხით მიდის: დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2000 წელს გახლდათ 49.2, რაც 2005 წლისათვის 23.4-მდე

4

Page 5: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 21.1-დან 18.1-მდე და, შესაბამისად, 24.9-დან 19.9-მდე შემცირდა (ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები), არსებული ტენდენციები არაადექვატურია ათასწლეულის განვითარების მიზნების დაკმაყოფილებისათვის ბავშვთა გადარჩენის მხრივ. 2006 წელს შენარჩუნდა გაუმჯობესებული ტენდენცია იმუნიზაციის დაფარვის მხრივ, რამაც შეადგინა >90% BCG-სა და წითელასათვის; თუმცა ოპტიმალური არ არის DPT3-ს, OPV3-სა და ეპ-ს დაფარვა, ასევე სახეზეა ქვე-ეროვნული შეუსაბამობა (რაიონების 26%-დან მიღებული მონაცემებით DPT3–ს დაფარვა 80%-ზე ნაკლებია). დროული ვაქცინაცია, არასწორი მოსაზრებები მშობელთა და ექიმთა შორის, ასევე შეზღუდული გასვლითი მომსახურება წარმოადგენს იმ ბარიერებს, რაც სამომავლო პროგრესის ხელისშემშლელ ფაქტორებად სახელდება. ქვეყანამ მიაღწია შI ბიუჯეტის მიზნებს იოდის სტატუსის (4.4% <100 მცგ/L) და იოდიზებული მარილის მოხმარების დონის (>90%) შედეგის შეფასების საფუძველზე. თუმცა, ბავშვთა 32%-ს ჩიყვი ჯერ კიდევ აღენიშნება. ეფექტური მონიტორინგისა და შეფასების, ასევე ხარისხის კონტროლის სისტემების ნაკლებობა არის ის გამოწვევა, რაც არსებობს IDD–ს საფუძვლიანი აღმოფხვრის მიმართ. 2005 წ. ბავშვთა მოვლის კვლევამ გამოავლინა არაადექვატური ცოდნა და პრაქტიკა მშობლებს/ოჯახებს შორის ადრეული ასაკის ბავშვებზე ზრუნვის, ჯანმრთელობისა და განვითარების მიმართ. ე.ი. ყურადღებიანი მშობლების არსებობა და ადრეული სტიმულირების პრაქტიკა არაადექვატურია სულ მცირე ოჯახთა ორ მესამედში; ოჯახთა 56%-ს არა აქვს რესურსები ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების უზრუნველსაყოფად (მაგ. წიგნები, სათამაშოები); მამათა ჩართულობა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებაში ასევე არაადექვატურია; ოჯახთა 60% ასახელებს ფიზიკურ დასჯას როგორც ჩვეულ და ხშირ პრაქტიკას, რასაც შედეგად სახლებში ბავშვთა დაზიანების მაღალი მაჩვენებელი (11%) მოჰყვა. 3-6 წლის ბავშვთა დაახლოებით ნახევარი საბავშვო ბაღებში დადის, მაგრამ ეს მაჩვენებელი სხვადასხვაა ქალაქებსა და სოფლებში (67% - 43%). ბოლოდროინდელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით საბავშვო ბაღებში სიარულის მაჩვებელელი იკლებს, უპირატესად ალბათ იმიტომ, რომ ბაღები სავალალო მდგომარეობაშია. არ არსებობს არც ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, არც სხვა სტანდარტები მასწავლებელთა კვალიფიკაციებისათვის. ხელმისაწვდომ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ბევრ საბავშვო ბაღში ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომები დამკვიდრებული არ არის. საქართველოს შორეულ რეგიონებსა და კონფლიქტის ზონებში (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) მცხოვრები ბავშვები მწვავე სირთულეებს განიცდიან და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

5

Page 6: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

როგორც ჩანს, მიუხედავად ქვეყნის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ზომებისა ადრეული ასაკის ბავშვთა გადარჩენის, ჯანმრთელობისა და განვითარების მიმართულებით, უფრო და უფრო მეტად ნათელი ხდება, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევისა და მათი შენარჩუნებისათვის. ეს მდგომარეობა სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობას საჭიროებს, ასევე დონორებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხს იმისათვის, რომ ეს დაეფუძნოს არსებულ პროგრამებს, ან მოხდეს მათი რეფორმირება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ერთიანი მომსახურების მიწოდებისათვის. ნაწილი 5 2007 – 2009 წწ ‘ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის’ სამუშაო ვერსია

ცხრილი ¹1 2007 – 2009 წწ ‘ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის’ მიზნები და ამოცანები, სამოქმედო სტრატეგიები

მიზანი ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ქვეყანაში ბავშვთა გადარჩენის, ზრდისა და განვითარების მხრივ უკეთესი შედეგების მიღწევაში

უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისათვის (0-6 წლის ჩათვლით) შემეცნებითი და სოციალურ-ემოციური განვითარების პოტენციალის სრულყოფილი რეალიზაცია, სკოლისთვის მზაობა და ადრეული ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვა შემდეგი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით: საერთო

ამოცანები

ბავშვზე ორიენტირებული საკანონმდებლო გარემოს / პოლიტიკის ჩამოყალიბება

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების ინტეგრაცია არსებულ სისტემებში, სამსახურებსა და რეფორმებში

მშობელთა / აღმზრდელთა და პროფესიონალთა ცოდნის დონის ამაღლება და ინფორმირებულობის მობილიზება

სოციალურად დაუცველი და იზოლირებული ჯგუფების მოცვა

სამოქმედო სტრატეგიები

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების ინტეგრაცია ეროვნულ პოლიტიკაში

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების ინტეგრაცია ჯანმრთელობის დაცვის სექტორსა და სამსახურებში

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების ინტეგრაცია სკოლამდ

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების ინტეგრაცია სამეცნიერო წრეებში

ადრეული ასაკის ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამები მშობლების / ოჯახების

6

Page 7: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

ელი აღზრდის სისტემასა და სამსახურებში

თვის

ადრეული ასაკის ბავშვთა პროგრამები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის/ოჯახებისათვის (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის, აივ/შიდსით ინფიცირებული ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი და იზოლირებული ბავშვები, ობლები, ძალადობის მსხვერპლი და უგულებელყოფილი ბავშვები და სხვ.)

ცხრილი ¹2 2007 – 2009 წწ ‘ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის’ სამოქმედო სტრატეგიები, ამოცანები და

ინტერვენციები

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების ინტეგრაცია ეროვნულ პოლიტიკაში

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების ინტეგრაცია ჯანმრთელობის დაცვის სექტორსა და სამსახურებში

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების ინტეგრაცია სკოლამდელი აღზრდის სისტემასა და სამსახურებში

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპების ინტეგრაცია სამეცნიერო წრეებში

ადრეული ასაკის ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამები მშობლების / ოჯახებისათვის

სამო

ქმედ

ო სტრატ

ეგიე

ბი

ადრეული ასაკის ბავშვთა პროგრამები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის/ოჯახებისათვის (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის, აივ/შიდსით ინფიცირებული ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი და იზოლირებული ბავშვები, ობლები, ძალადობის მსხვერპლი და უგულებელყოფილი ბავშვები და სხვ.)

ამოცა

ნები

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ეგიდით შეიქმნას საკოორდინაციო-მონიტორინგის განმახორციელებელი ალიანსი

ბავშვთა განვითარების სენსიტიური მიდგომის დანერგვა და გაფართოება ჯანდაცვის არსებულ პროგრამებსა და მიმიდინარე რეფორმაში შემდეგი საშუალებებით:

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი სამსახურების გაუმჯობესება აკადემიური ინსტიტუტების საგანმანათლებლო კურიკულუმებში მისი ინტეგრაციის შედეგად

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი სამსახურების ხარისხის გაუმჯობესება აკადემიური ინსტიტუტების საგანმანათლებლო კურიკულუმებში მისი ინტეგრაციის შედეგად

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების კუთხით ოჯახებისა და საზოგადოების ცოდნის ამაღლება, მიდგომებისა და პრაქტიკის გაუმჯობესება შემდეგი საშუალებებით:

7

Page 8: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

2007-2009 წწ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის დასრულება და დამტკიცება, მონიტორინგისა და შეფასების ინტეგრირებული მექანიზმების ჩათვლით

მტკიცებულებაზე დაფუძნებული გაიდლაინებისა და მკურნალობის პროტოკოლების უწყვეტი შემუშავება და გადასინჯვა ბავშვთა ზრუნვისა და განვითარებისათვის, სადაც ძირითადი ორიენტირი მიმართული იქნება შემეცნებით, სოციალურ, ემოციურ ასპექტებსა და შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მტკიცებულებაზე დაფუძნებული ‘ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების’ კურიკულუმის შემუშავება როგორც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების საუნივერსიტეტო კურსის განუყოფელი ნაწილი (ზოგადი პედიატრია)

მტკიცებულებაზე დაფუძნებული ‘ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების’ კურიკულუმის შემუშავება როგორც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების საუნივერსიტეტო კურსის განუყოფელი ნაწილი (ზოგადი პედიატრია)

მშობელთა საგანმანათლებლო კუთხით არსებული მასალების გადასინჯვა (სადაც ძირითადად ყურადღება გამახვილდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და ოჯახებზე, ასევე ეთნიკურად სხვადასხვა ჯგუფებზე და სხვ.)

ადვოკატირება ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებისათვის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან მისი ინტეგრაციისათვის მიმდინარე რეფორმებში

გაიდლაინებისა და პროტოკოლების ლეგალიზაცია და მოქმედებაში მოყვანა ჯანდაცვის სისტემასა და სამსახურებში

კურსის დანერგვა, ამოქმედება და გამოცდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კურსის დანერგვა, ამოქმედება და გამოცდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მასალების გამოცდა სამიზნე ჯგუფებში, ურბანულ/სოფლის სამიზნე მოსახლეობაში, ეთნიკურ უმცირესობებსა და სხვ. საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა

ინტერ

ვენც

იები

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება ინფორმაციის რეგულარული გაცვლისათვის ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო პარტნიორებთან

ზემოთხსენებული მექანიზმების მდგრადი ინტეგრაცია უწყვეტი განათლების სისტემაში (დიპლომამდე და დიპლომის შემდეგ)

გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება შერჩეულ დასავლურ სამედიცინო უნივერსისტეტთან, სადაც კარგად არის განვითარებული ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ტექნოლოგია

გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება შერჩეულ დასავლურ სამედიცინო უნივერსისტეტთან, სადაც კარგად არის განვითარებული ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ტექნოლოგია

ახალი ეფექტური სტრატეგიების გამოვლენა ოჯახებთან დაკავშირებისთვის ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო სისტემების, მუნიციპალური და სოციალური პროგრამების, სხვა ალტერნატიული წყაროებისა და მექანიზმების მეშვეობით

8

Page 9: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

ტექნიკური და ფინანსური რესურსების მობილიზება და ამოქმედება

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების მხრივ პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარება როგორც ოჯახის ექიმის ტრენინგის კურიკულუმის განუყოფელი ნაწილი

სოლიდური და ნათელი კავშირების დამყარება უწყვეტი სამედიცინო განათლების ციკლის ყველა ეტაპს შორის

სოლიდური და ნათელი კავშირების დამყარება უწყვეტი სამედიცინო განათლების ციკლის ყველა ეტაპს შორის

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი, ერთიანი პრინციპების დანერგვა ანტე – ინტრა -, მშობიარობის შემდგომ სერვისებში (განსაკუთრებით ქალთა კონსულტაციებსა და სამშობიაროებში)

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ინოვაციური მიდგომების საერთო დაგეგმვა და მონიტორინგი, რათა ამან მოიცვას სოციალურად ყველაზე დაუცველი და გაჭირვებული ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება როგორც სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტის არსებითი კომპონენტი (ბინაზე ვიზიტების გაუმჯობესება შინაარსობრივად და განხორციელების კუთხით)

ძლიერი საფუძვლის შექმნა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპების ინტეგრაციისთვის მასწავლებელთა, ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა და სხვ. სასწავლო კურიკულუმებში

ძლიერი საფუძვლის შექმნა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპების ინტეგრაციისათვის მასწავლებელთა, ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა და სხვ. სასწავლო კურიკულუმებში

ტექნიკური და ფინანსური რესურსების მობილიზება და ამოქმედება ეფექტური მშობლების პროგრამების განხორციელებისთვის, საზოგადოების ჩართულობითა და უფრო მეტი მესაკუთრეობის უზრუნველყოფით

9

Page 10: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

სამოქმედო სტრატეგია ¹1

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დანერგვა ეროვნულ პოლიტიკაში

ამოცანა: ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო და მონიტორინგის ალიანსის შექმნა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ეგიდით კონტექსტი და არსი: 2006 წლის გუდაურის კონსულტაციის ერთ-ერთი შედეგი იყო ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ინტერსექტორული ალიანსის შექმნა საქართველოს პარტლამენტის ეგიდით.*** (იხილეთ დანართი III – ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის წესდება). ალიანსი წარუძღვება საერთო დაგემვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს მას ეროვნული პროგრამების მონიტორინგისა და განხორციელების კუთხით ბავშვთა ერთიანი განვითარების დღის წესრიგის ინტეგრირებისათვის სექტორულ/ინტერსექტორულ განვითარების გეგმებში, რეგორმებსა და სხვა შესაბამის პროგრამულ ჩარჩოებსა თუ ნორმატიულ აქტებში. ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსი მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობას ეფექტური ეროვნული პროგრამის/პოლიტიკის დაგეგმვასა და გაუმჯობესებულ კოორდინაციაში, ჰარმონიზაციასა და მის შეწყობაში საერთაშორისო დახმარების სააგენტოებთან (გაერო, დონორი სააგენტოები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, სამეცნიერო წრეები და რწმენაზე დაფუძნებული ორგანიზაციები) შედეგების გაუმჯობესებული ამოქმედებისათვის ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების მიზნით. უფრო მეტიც, ალიანსით შემოთავაზებული იქნება ინოვაციური მიდგომები სამთავრობო ვალდებულების გაძლიერებისათვის ბავშვებზე ორიენტირებული ეროვნული პროგრამებისა და გაზრდილი საბიუჯეტო ასიგნებებისათვის სოციალური განვითარების სფეროსათვის ბავშვთა განვითარების უზრუნველსაყოფად. ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების (ააბგ) ეროვნული ალიანსის სტრუქტურა

10

Tavmjdomare

mrCevelTa sabWo (Tematuri jgufebis liderebis

CaTvliT)

samdivno

T/jgufi #4 aabg samec. wreebSi

(samedicino, p

T/jgufi #3 aabg skolam

s/jgufi #5 aabg mSoblebis

programebi

T/jgufi #2 aabg jandacvis s

T/jgufi #1 'aabg erovnul

del seqtorsa da

eqtorsa da edagogiuri da politikaSi samsaxurebSi

Page 11: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

gafarToebuli wevroba

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ალიანსის საერთო მიზანია: ხელი შეუწყოს ცენტრალურ მთავრობას უზრუნველყოს შესაძლებლობები უფრო დიდი შედეგების მისაღწევად ქვეყანაში ბავშვებისათვის და უზრუნველყოფილ იქნას მეტი ეფექტურობა, სისტემატურობა და ეფექტიანობა. ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ალიანსის ამოცანებია: a. დაჩქარდეს პროგრესი ქვეყნისათვის დამახასიათებელი, ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და დაახლოებითი ინდიკატორების მიღწევის მიზნით ბავშვებისათვის ეროვნული განვითარების გეგმებისა და პოლიტიკის ვალიდაციის, შემუშავებისა და/ან გადასინჯვისათვის; სამართლებრივი და პოლიტიკის ფარგლების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა და ამოქმედება ერთიანი მიდგომის ინტეგრირებისათვის ადრეული ასასკის ბავშვთა განვითარებაში; b. შიდა და გარე რესურსების ინვესტირების გაზრდილი შესაძლებლობა (ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსები) ბავშვებზე ორიენტირებული განვითარების საკითხების დღის წესრიგში უფრო აქტიურად შეტანისათვის ერთიანი, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით g. 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის მიღება საერთო მიზნის მიღწევისათვის, ასევე განხორციელების ზედამხედველობა, მონიტორინგი და შეფასება საქართველოში.

11

Page 12: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

იმისათვის, რათა მიღწეულ იქნას ზემოთხსენებული ამოცანები, ალიანსმა უნდა უზრუნველყოს 4 ძირითადი სტრატეგია: 1. ადვოკატირება და კომუნიკაცია 2. ინტერსექტორული დაგეგმვა და კოორდინაცია 3. რესურსებისა და პარტნიორობის ამოქმედება 4. მონიტორინგი და შეფასება 1. ადვოკატირება და კომუნიკაცია ეროვნული ალიანსი უზრუნველყოფს ინფორმირებულობის გაზრდას პოლიტიკის მნიშვნელოვან შემმუშავებლებს/გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე, ასევე ქვეყნის დონეზე არსებული პარტნიორების მიმართ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების შესახებ, რათა დღის წესრიგში ადრეული ასაკის ბავშვების საკითხები უფრო წარმოჩინდეს. ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული კონცეფციის ყოვლისმომცველი ფარგლების, ასევე 2007 – 2009 სტრატეგიული სამოქმედო გეგმის მიხედვით ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსი უზუნველყოფს მტკიცებულებებზე დამყარებული ადვოკატირებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარებას. გათვალისწინებული იქნება მრავალგვარი საკომუნიკაციო არხები და სტრატეგიები. ერთ-ერთი საწყისი ნაბიჯი იქნება ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის ვებ-გვერდის შექმნა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პროგრამის პროგრესის შესახებ ინფორმაციის რეგულარული გაცვლა საერთაშორისო საზოგადოებასა და პარტნიორებს შორის ეროვნულ დონეზე. 2. ინტერსექტორული დაგეგმვა და კოორდინაცია საერთაშორისო დახმარების გარემოში ეროვნული ალიანსი უზრუნველყოფს ქვეყნის წინამძღოლობით განხოციელებულ ‘ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების’ პოლიტიკას, პროგრამებსა და ასევე ძირითადი განმავითარებელი პარტნიორების მობილიზაციას ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივების/ინტერვენვიების ჰარმონიზებისა და თავსებადობისათვის. 2007 – 2009 წწ. ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია გახდება საერთო შეთანხმებული ჩარჩო ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სამიანობისათვის პარტნიორების შეთავსებისა და შემდომი რესურსების (ფინანრუსი, ტექნიკური და ადამიანური) ეფექტურად გამოყენებისათვის. 3. რესურსებისა და პარტნიორობის ეფექტურად ამოქმედება როგორც აღნიშნულია, 2007 – 2009 წწ. ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმა მულტისექტორული და სააგენტოთაშორისი დაგეგმვის, ასევე ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ღონისძიებების ერთიანი ჩარჩო იქნება. ალიანსი უზრუნველყოფს საჭირო რესურსების გამოვლენასა (ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური) და მოთხოვნილი

12

Page 13: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

რესურსების ეფექტურად ამოქმედებას ეროვნული და საერთაშორირო პარტნიორებისაგან. რესურსების ეფექტურად გამოყენების წარმატებისათვის მნიშვნელოვანი იქნება სათანადო ტექნიკური დახმარებისა და ხელმძღვანელობის მობილიზება. გაერო და შესაბამისი გამოცდილებისა და მანდატის მქონე საერთაშორისო განვითარების პარტნიორები განიხილებიან როგორც პოტენციური წყარო ტექნიკური დახმარებისათვის. პარტნიორები დააჩქარებენ მხარდაჭერას ინფორმაციის - გამოცდილების გაზიარებისათვის ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პოლიტიკის/პროგრამების გაზიარებისათვის აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებს შორის. 4. მონიტორინგი და შეფასება მონიტორინგისა და შეფასების დეტალური, ინტეგრირებული ჩარჩო 2007 – 2009 ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის საფუძველზე შემუშავდება. მონიტორინგისა და შეფასების გეგმა მონიტორინგის რეგულარული მექანიზმი იქნება ალიანსის კოორდინირებისა და თანმიმდევრულობისათვის. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა შემდგომ ქმედებას შეთანხმებული შედეგების/ნიშნულისა და დროითი ხაზის შეჯერებისათვის სტრატეგიული ჩარჩოს მიმართ. მიღწეული შედეგების ხარისხი და ეფექტურობა შეთანხმებული მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის მიხედვით შეფასდება.

ცხრილი ¹3

¹1 სამოქმედო სტრატეგიის შემუშავების ფარგლების სამუშაო ვერსია

სამოქმედო სტრატეგია ¹1 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დანერგვა ეროვნულ პოლიტიკაში ამოცანა: ჩამოყალიბდეს კოორდინაციისა და მონიტორინგის ალიანსი საქართველოს პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომიტეტის ეგიდით ძირითადი მიზანი: ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პროგრამირება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის/ოჯახებისათვის (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აივ/შიდსით ინფიცირებული ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ბავშვები, ობლები, ძალადობის მსხვერპლი და უუგლებელყოფილი ბავშვები და სხვ.)

განრიგი

2007 2008 2009 ¹ ღონისძიება პასუხის-

მგებელი პარტნიო-რ(ები)ი კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4

შემოწმების საშუალებები

ბიუჯეტის კატეგორიები დაფინანსებული და დაუფინანსე

13

Page 14: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

ბელი (აშშ დოლარი)

1 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის დასრულება და დამტკიცება, მონიტორინგისა და შეფასების ინტეგრირებული ჩარჩოს ჩათვლით

2 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ადვოკატირება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან მისი ინტეგრირებისათვის მიმდინარე რეფორმებში

3 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება ინფორმაციის რეგულარული გაცვლისათვის ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს შორის

4 ტექნიკური და ფინანსური რესურსების მობილიზება და ეფექტურად

14

Page 15: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

გამოყენება

5 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ინოვაციური მიდგომების საერთო დაგეგმვა და მონიტორინგი, რათა ის მისწვდეს ყველაზე გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ქვეყნის მასშტაბით

6 არსებული ქართული კანონმდებლობის / პროცედურების გადასინჯვა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი მიდგომის საპირისპიროდ.

7 8 9

სამოქმედო სტრატეგია ¹2 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დანერგვა ჯანმრთელობის სექტორსა და

სამსახურებში ამოცანა: ბავშვის განვითარების დანერგვა და გაფართოება – სენსიტიური მიდგომა ჯანმრთელობის არსებული პროგრამებსა და მიმდინარე რეფორმებში კონტექსტი და არსი

15

Page 16: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

1995 წლიდან საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჯანდაცვის სექტორის რეფორმას, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს პირველადი ჯანდაცვის სათანადო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და გაიზარდოს მათი გამოყენება. აღნიშნული რეფორმა ოჯახის ექიმისა და ზოგადი პრაქტიკის ექიმის მოდელს ემყარება. რეფორმა ძირითადად ყურადღების ცენტრში აქცევს პირველადი ჯანდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებით და მიზნად ისახავს მოხდეს გადანაცვლება სამკურნალო მიდგომიდან, რათა აქცენტირება გაკეთდეს ჯანდაცვის წარმოჩენასა და დაავადებათა პრევენციაზე. თუმცა, ჯერ კიდევ საჭიროა ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების პრინციპების სისტემური ინტეგრაცია, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმობა განვითარების სასიცოცხლო ციკლს პრენატალური პერიოდიდან ადრეული ასაკის ბავშვობამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის ექიმი წარმოადგენს გეითქიფერს ჯანდაცვის სამსახურებისათვის, პირველადი ჯანდაცვის სისტემა კრიტიკული მნიშვნელობის საკონტაქტო ადგილს წარმოადგენს ოჯახებსა და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებს შორის. ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ბავშვის განვითარების ფორმალური შეფასების მექანიზმი საბაზისო ფიზიკური განვითარებისა და საერთო განვითარებითი ნიშნულის გარდა. საქართევლოში, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა დანარჩენ რესპუბლიკებში, ფსიქო-სოციალური განვითარების შეფასება უარყოფილი გახლდათ. შესაბამისად, საქართველოში არ არის არც ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალების, არც სამეცნიერო ინსტიტუტების საკმარისი რაოდენობა. ბავშვის ფსიქოლოგიის, ნევროლოგიისა ფსიქიატრიის არსებული რესურსები შეზღუდულია და კარგად არ შეესაბამება ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების პრინციპებს. ამგვარად, ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების ერთიანი პრინციპების ჩადება ჯანდაცვის რეფორმის კონტექსტში, ასევე მისი არსებული კომპონენტების გაზრდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ფართე მიდგომაა, რომელიც მრავალ სფეროს მოიცავს ბავშვის საერთო განვითარების მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ჯანდაცვა პოტენციურ საკონტაქტო ადგილს წარმოადგენს ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების შესახებ ცოდნისა და პრინციპების გადაცემისათვის, ეს ერთადერთი ნამდვილად არ არის. ამგვარად, უნდა გამოვლინდეს ინოვაციური, ალტერნატიული წყაროები და ეფექტური სტრატეგიები, რათა მიწვდეს ოჯახებს, განსაკუთრებით კი ყველაზე იზოლირებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. პატრონაჟის ვიზიტები ასევე ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ამ პრინციპების ოჯახთან გაზიარებისათვის და ბავშვის საერთო განვითარების მონიტორინგისათვის (სოციალური, ემოციური და ფიზიკური). აღნიშნული ვიზიტები იდეალური დრო არის მშობლებთან კონსულტაციისათვის კვების, ზრდის, განვითარების, სტიმულაციისა და ინტერაქციის მნიშვნელობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ. ახლადშემუშავებული შესაბამისი პროტოკოლებისა და გაიდლაინების ლეგალიზება შეუფასებელ შესაძლებლობას შექმნის ზრდისა და განვითარების

16

Page 17: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

სათანადო მონიტორინგისათვის. სამწუხაროდ, პატრონაჟის ვიზიტების ამჟამად არსებული სიხშირე და ხარისხი საკმარისი არ არის. მოუხედავად იმისა, რომ არსებობს კარგად ჩამოყალიბებული გაიდლაინები პატრონაჟის ვიზიტების რაოდენობის შესახებ, რომელიც ექთანმა უნდა განახორციელოს სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში (ამჟამად 0-3 წლის ასაკის ყველა ბავშვს აქვს უფლება პატრონაჟის ვიზიტზე, მათ შორის 1 – 7 ვიზიტი ექიმის, ხოლო 10- ექთნის მიერ), აღნიშნული რაოდენობა ხშირად დაცული არ არის. მიზეზები სხვადასხვაა და მოიცავს არაადექვატურ ანაზღაურებას, დიდ მანძილს, პატრონაჟის ექთნის შეხედულებას, რომ ვიზიტების რაოდენობა ზედმეტად დიდია, ასევე ოჯახის უარსაც. კრიტიკის საგანს წარმოადგენს შეფასების ინტეგრირება პატრონაჟის ვიზიტებში, რაც განვითარების მხრივ მგრძნობიარეა და სადაც ექთნის ყურადღების სფეროში შედის ბავშვის არა მარტო ფიზიკური, არამედ მის სოციალური და ემოციური განვითარებაც. პატრონაჟის ვიზიტები შეიძლებოდა ყოფილიყო კიდევ ერთი წყარო მშობლებისა და ოჯახებისათვის ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმაციის გადაცემისათვის. პატრონაჟის ვიზიტები ასევე ძალიან ღირებულ შესაძლებლობას ქმნის ბავშვების მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის სკრინინგისათვის. საჭიროა პირველადი ჯანდაცვის სისტემისა (ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დანერგვა როგორც ‘საბაზისო სარგებლის პაკეტის’ აუცილებელი კომპონენტი) და პატრონაჟის ვიზიტების სისტემის (როგორც შინაარსობრივად, ასევე განხორციელების კუთხით) გაფართოება, რათა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პრინციპები ჯანდაცვის სექტორში/სამსახურებში დაინერგოს. განვითარების მხრივ სენსიტიური პროტოკოლებისა და გაიდლაინების შემუშავება და გადასინჯვა, რომლებიც ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების კონკრეტულ თემას ეხება და რაც მისი ინტეგრაციის გარდა, საჭიროა, რომ შენარჩუნდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპების დანერგვას ანტე-, ინტრა- და მშობიარობის შემდგომი ზრუნვის სამსახურებში (ძირითადი ყურადღების სფეროშია ქალთა კონსულტაციები და სამშობიაროები). სამშობიაროები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ დაიწყოს დიალოგი მშობლებსთან და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებისა და ახალშობილის კეთილდღეობის შესახებ. ამჟამად, ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის დედები და ახალშობილები სამშობიაროში 5 დღით რჩებიან. სამშობიაროებში უკვე ხორციელდება მრავალგვარი ინიციატივები, რაც მოიცავს ბავშვების მიმართ კეთილგანწყობილი საავადმყოფოს ინიციატივას (BFHI), კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს ჯანდაცვის პროვაიდერებისათვის, ასევე მტკიცებულებაზე დამყარებულ პერინატალურ ზრუნვას, ახალშობილთა რეანიმაციას და სხვ. აღნიშნული ინიციატივები შეუფასებელი აღმოჩნდა ახალშობილთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების კუთხით. ქალთა კონცულტაციებთან ერთად სამშობიარო სახლები ძირითად ადგილს წარმოადგენენ უკვე მიღწეული წარმატების შემდგომი კაპიტალიზაციისათვის. ბავშვის დაბადება ლოგიკური საკითხია, რომელზეც შეიძლება მშობელთან კონსულტაცია

17

Page 18: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

გაიმართოს განვითარების კონცეფციების შესახებ და ხაზი გაესვას სტიმულაციისა და ინტერაქციის მნიშვნელობას ჯანსაღი კვებისა და დროული იმუნიზაციის საკითხებთან ერთად.

ცხრილი ¹4

¹2 სამოქმედო სტრატეგიის განხორციელების ჩარჩოს სამუშაო ვერსია

სამოქმედო სტრატეგია ¹2 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ინტეგრირება ჯანდაცვის სექტორსა და სამსახურებში ამოცანა: ბავშვთა განვითარების გაფართოება – სენსიტიური მიდგომა ჯანდაცვის არსებული პროგრამებისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ განსაკუთრებული აქცენტი: ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პროგრამირება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის/ოჯახებისათვის (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის, აივ/შიდსით ინფიცირებული ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი და იზოლირებული ბავშვები, ობლები, ძალადობის მსხვერპლი და უგულებელყოფილი ბავშვები და სხვ.)

განრიგი

2007 2008 2009 ¹ ღონისძიება პასუხის

-მგებელი პარტნიო-რ(ები)ი

კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4

შემოწმების საშუალებები

ბიუჯეტის კატეგორიები დაფინანსებული და დაუფინანსებელი (აშშ დოლარი)

1 მტკიცებულებაზე დამყარებული გაიდლაინებისა და სამკურნალო უწყვეტი დამუშავება და გადასინჯვა ბავშვების მოვლისა და განვითარებისთვის, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შემეცნებით, სოციალურ, ემოციურ ასპექტებსა და შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე

18

Page 19: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

2 გაიდლაინებისა და პროტოკოლების ლეგალიზაცია და მოქმედებაში მოყვანა ჯანდაცვის სისტემასა და სამსახურებში

3 ზემოთხსენებული მექანიზმების მდგრადი ინტეგრირება უწყვეტი განათლების სისტემაში (დიპლომამდე და კურსის დასრულების შემდეგ)

4 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების მხრივ პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარება როგორც ოჯახის ექიმის ტრენინგის კურიკულუმის განუყოფელი ნაწილი

5 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპების დანერგვა ანტე – ინტრა - , მშობიარობის შემდგომ სერვისებში (განსაკუთრებით ქალთა კონსულტაციებსა და სამშობიაროებში)

6 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება როგორც სამედიცინო მომსახურების

19

Page 20: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

ბაზისური პაკეტის არსებითი კომპონენტი (ბინაზე ვიზიტების გაუმჯობესება შინაარსობრივად და განხორციელების კუთხით)

7 8 9

სამოქმედო სტრატეგია ¹3 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დანერგვა სკოლამდელი აღზრდის სექტორსა

და სამსახურებში ამოცანა: საქართველოს ყველა ბავშვისათვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლებაში მონაწილეობისა და ხელმისაწვდომობის გაუნჯობესება, ერთიანობისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით კონტექსტი და არსი ამჟამად საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, სისტემა თუ მარეგულირებელი ჩარჩო სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლებისა და განვითარების მხრივ. არსებობს ინდივიდუალურად მოქმედი საბავშვო ბაღები და პროგრამები ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, თუმცა აღნიშნული პროგრამები ვერ ფარავს ბავშვთა დიდ ნაწილს და ისინი არ მოქმედებენ რაიმე სახის ეროვნული გაიდლაინების, სტანდარტებისა თუ მარეგულირებელი მექანიზმების მიხედვით. შესაბამისად, არ არსებობს უნიფიცირებული და სათანადო მაღალხარისხიანი სისტემა 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად; რაც ნამდვილად უმნიშვნელოვანეს ასაკს წარმოადგენს განვითარებისათვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ არის სკოლამდელი განათლების სისტემა, არსებობს რამდენიმე სააგენტო, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების სფეროში მუშაობს, ასევე არსებობს უდიდესი გამოცდილებისა და ექსპერტიზის მქონე მრავალი ექსპერტი და პროფესიონალი. პირველი ნაბიჯი რეფორმებისა და ექსპანსიის პროცესში არის სკოლამდელი განათლების მთავარი სათათბირო გუნდის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მულტისექტორული და რეგიონული წარმომადგენლებით, რათა ინტელექტუალური ლიდერობა უზრუნველყოს (აღნიშნული

20

Page 21: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

გუნდი მომავალში წარმოადგენს სკოლამდელი განათლების თემატურ ჯგუფს ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნულ ალიანსში საქართველოს პარლამენტში). განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცნობიერებს და მიიჩნევს, რომ მისი მიმდინარე რეფორმები საგანმანათლებლო სფეროში და ბავშვთა დაცვა საკმარისად არ აკმაყოფილებს სკოლამდელ საკითხებს. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულია პოლიტიკის რეფორმით, რომელიც შეეხება მსგავსებას სკოლამდელ და მიმიდნარე განათლებას შორის, ბავშვთა კეთილდღეობისა და დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სისტემის ინიციატივებს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ხორციელდება როგორც ერთ-ერთ ეროვნული პრიორიტეტი. ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების პოლიტიკა შემუშავდება, რათა პოლიტიკის ინსტფრასტრუქტურის ყველა ასპექტი დააკმაყოფილოს, რაც მოდელების განხორციელებასა და შენარჩუნებაში იქნება საჭირო კურიკულუმის შემუშავებიდან, მასწავლებელთა ტრენინგიდან, ასევე სისტემის მართვისა და კოორდინაციისაგან. პოლიტიკა ასევე უნდა შეეხოს მოდელების მონიტორინგსა და შეფასებას (რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების ჩათვლით) და ანგარიშვალდებულების სისტემას. რეკომენდაციები სამართლებრივი ცვლილებებისა და მარეგულირებელი მექანიზმებისათვის სკოლამდელი აღზრდის ამოქმედებისათვის ქვეყანასა და კერძო სექტორში. სკოლამდელი განათლების მთავარი სათათბირო გუნდი პასუხისმგებელი უნდა იყოს კონცეფციის დოკუმენტის შედგენაზე სკოლამდელი საერთო განათლების მოდელებისა და მიდგომების შესახებ, სადაც მოცემული იქნება სამოქმედო გაიდლაინები სკოლამდელი რეფორმისათვის. აღნიშნული გეგმის დასაწყისში კონკრეტულად უნდა იქნას განსაზღვრული, თუ რა იგულისხმება სკოლამდელ განათლებაში 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპები თავიდანვე უნდა იყოს გაცხადებული, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ სკოლამდელი პროგრამები სცდება ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების ტრადიციულ სფეროს და მოიცავს ჯანმრთელობას, ბავშვთა დაცვასა და სხვ. კონცეპტუალურ დოკუმენტში აღწერილი სკოლამდელი მოდელები კონტექსტუალურად უნდა მიესადაგებოდეს და მოიცავდეს სკოლამდელი აღზრდის ფორმალურ და არაფორმალურ მოდელებს. საჭიროა, რომ სტანდარტებისა და გაიდლაინების შემუშავება (ადრეული ასაკში სწავლა, ოჯახის კომპეტენცია, მასწავლებლის სტანდარტები, პროგრამა ან სკოლის სტანდარტები) ინიცირებული იქნას სისტემატიურად როგორც სკოლამდელი აღზრდის ექსპანსიისა და რეფორმის პროცესის ნაწილი.

ცხრილი ¹5

¹3 სამოქმედო სტრატეგიის განხორციელების ჩარჩოს სამუშაო ვერსია

21

Page 22: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

სამოქმედო სტრატეგია ¹3 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ინტეგრირება საგანმანათლებლო სექტორსა და სამსახურებში ამოცანა: საქართველოს ყველა ბავშვისათვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლებაში მონაწილეობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ერთიანობისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით განსაკუთრებული აქცენტი: ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პროგრამირება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის/ოჯახებისათვის (მაგ. მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის, აივ/შიდსით ინფიცირებული ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი და მარგინალიზებული ბავშვები, ობლები, ძალადობის მსხვერპლი და უგულებელყოფილი ბავშვები და სხვ.)

განრიგი

2007 2008 2009 ¹ ღონისძიება პასუხის-

მგებელი პარტნიო-რ(ები)ი კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4

შემოწმების საშუალებები

ბიუჯეტის კატეგორიები დაფინანსებული და დაუფინანსებელი (აშშ დოლარი)

1 პოლიტიკის, სტრატებიებისა და პროგრამული მოდელების შემუშავება სკოლამდელ განათლებაში

2 სტანდარტებისა და სამოქმედო გაიდლანების შემუშავება, რათა გაუმჯობესდეს სკოლამდელი განათლების ხარისხი და ეფექტურობა (ადრეულ ასაკში სწავლის, დასვენების, ოჯახის კომპეტენციის, მასწავლებლის სტანდარტის და სხვ. ჩათვლით)

22

Page 23: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

3 არსებული სკოლამდელი პროგრამების ხარისხის ამაღლება, რათა ინკლუზიურობისა და თანასწორობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს

4

სამოქმედო სტრატეგია ¹4 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დანერგვა სამეცნიერო წრეებში

ამოცანა: ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი სამსახურების ხარისხის ამაღლება როგორც აკადემიური ინსტიტუტების საგანმანათლებლო კურიკულუმში მისი ინტეგრაციის შედეგი კონტექსტი და არსი ნათელია, რომ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სფეროში პროფესიონალთათვის ტრენინგების ნაკლებობა (რაც მოიცავს დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ დონეებს) ჯერ კიდევ წარმოადგენს მნიშვნელოვან და დიდ ნაპრალს ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სექტორებში. აღნიშნულ სფეროში მტკიცებულების არარსებობისა და თანამედროვე სამეცნიერო ინფორმაციისა და კონკრეტული გამოცდილების ნაკლებობის გათვალისწინებით, სამეცნიერო წრეებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპების დანერგვის ყველაზე ეფექტიანი გზა იქნება მისი ეტაპობრივი ინტეგრირება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების (სამედიცინო, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკისა და სხვ.) კურიკულუმში, სადაც ამავდროულად იარსებებს მოდულებისა და კურსების სათანადო ტესტირება და აპრობაცია. საწყის ეტაპზე დაგეგმილია მტკიცებულებაზე დამყარებული ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების კურიკულუმის შემუშავების ინიცირება როგორც საუნივერსიტეტო კურსის ინტეგრალური ნაწილი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. შესაბამისად, ახალი აკადემიური სასწავლო წლის დაწყებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს (მესამე კურსზე) შეეძლება ხელი მიუწვდებოდეს ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სავალდებულო კურსზე, რაც მოიცავს სათანადო თეორიულ და პრაქტიკულ სესიებს. კურსის ტესტირებისა და

23

Page 24: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

პრობაციის შემდეგ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება დაინერგება როგორც არჩევითი საგანი ზედა კურსელებისათვის (დამთავრების წინა ეტაპზე), ასევე როგორც სპეციალიზაციის არჩევითი სფერო ექიმ-რეზიდენტებისათვის. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პარტნიორობას დაამყარებს შერჩეულ შერჩეულ დასავლურ სამედიცინო უნივერსისტეტთან, სადაც კარგად არის განვითარებული ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ტექნოლოგია, რათა გადმოიღონ საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები, ასევე ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების მტკიცებულებაზე დამყარებული სამეცნიერო მიდგომები. ეს საბოლოოდ შედეგად მოიტანს კადრებისა და გამოცდილების უწყვეტ გაცვლას და უზრუნველყოფს სოლიდური და ნათელი კავშირების ჩამოყალიბებას უწყვეტი სამედიცინო განათლების ყველა ეტაპს შორის. ამის შემდგომ ინიცირებული იქნება და განხორციელედება ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპების ინტეგრაცია საგანმანათლებლო კურიკულუმში მასწავლებლებისთვის, ფსიქოლოგებისათვის, სოციალური მუშაკებისა და სხვ. პირებისათვის.

ცხრილი ¹6 ¹4 სამოქმედო სტრატეგიის განხორციელების ფარგლების სამუშაო ვერსია

სამოქმედო სტრატეგია ¹4 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ინტეგრირება სამეცნიერო წრეებში ამოცანა: ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი სამსახურების ხარისხის ამაღლება, როგორც აკადემიური ინსტიტუტების საგანმანათლებლო კურიკულუმში მისი ინტეგრაციის შედეგი განსაკუთრებული აქცენტი: ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პროგრამირება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის/ოჯახებისათვის (მაგ. მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის, აივ/შიდსით ინფიცირებული ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი და მარგინალიზებული ბავშვები, ობლები, ძალადობის მსხვერპლი და უგულებელყოფილი ბავშვები და სხვ.)

განრიგი

2007 2008 2009 ¹ ღონისძიება პასუხის-

მგებელი პარტნიო-რ(ები)ი კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4

შემოწმების საშუალებები

ბიუჯეტის კატეგორიები დაფინანსებული და დაუფინანსებელი (აშშ დოლარი)

24

Page 25: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

1 მტკიცებულებაზე დაფუძნებული ‘ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების’ კურიკულუმის შემუშავება როგორც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების საუნივერსიტეტო კურსის განუყოფელი ნაწილი (ზოგადი პედიატრია)

2 კურსის დანერგვა, ამოქმედება და გამოცდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

3 გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება შერჩეულ დასავლურ სამედიცინო უნივერსისტეტთან, სადაც კარგად არის განვითარებული ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ტექნოლოგია

4 სოლიდური და ნათელი კავშირების დამყარება უწყვეტი სამედიცინო განათლების ციკლის ყველა ეტაპს შორის

25

Page 26: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

5 ძლიერი საფუძვლის შექმნა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპების ინტეგრაციისთვის მასწავლებელთა, ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა და სხვ. სასწავლო კურიკულუმებში

სამოქმედო სტრატეგია ¹5

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დანერგვა მშობელთა/ოჯახების საგანმანათლებლო პროგრამებში

ამოცანა: გაუმჯობესდეს ოჯახებისა და საზოგადოების ცოდნა, მიდგომა და პრაქტიკები ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების კუთხით კონტექსტი & არსი უნივერსალურად აღიარებულია, რომ მშობლის პრაქტიკები სიცოცხლის ადრეული წლების მანძილზე უძლიერეს გავლენას ახდენს ბავშვის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, ზრდასა და განვითარებაზე, რადგანაც პირველი წლები სოცოცხლის ყველაზე კრიტიკული ფაზაა, როცა სწრაფად ხდება მოტორული, ენობრივი, შემეცნებითი და სოციო-ემოციური განვითარება. მშობლის პროგრამები უზრუნველყოფს ინფორმაციას, მითითებებსა და მხარდაჭერას მშობლებისა და მზრუნველებისათვის იმ მიზნით, რომ მათ თავიანთი ბავშვებისათვის ‘ცხოვრების საუკეთესოდ დაწყება’ შეძლონ. ხარისხიანი პროგრამები მშობლებისათვის შემუშავებულია ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპების საფუძველზე და შესაბამისად მოიცავს ისეთ მომსახურებას, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის, კვების, ზრუნვის, ფსიქოსოციალური სტიმულირების, დადებითი და მხარდაჭერით ინტერაქციას ბავშვსა და მზრუნველს შორის. ამჟამად ბავშვის მოვლის სათანადო პრაქტიკის შესახებ დაბალი ინფორმირებულობის გამო ბევრი ქართული ოჯახს თავისი ბავშვის დაცვის მინიმალური შესაძლებლობა გააჩნია. 2005 წელს ბავშვთა მოვლის კვლევამ დაასკვნა, რომ საკმარისი ადრეული სტიმულირება მთავარი პრობლემაა ოჯახების უმრავლესობისათვის საქართველოში. კონკრეტულად, ოჯახთა მხოლოდ ერთი მესამედი უკითხავს თავიანთ შვილებს ყოველდღიურად და 3-6 წლის ასაკის ბავშვების დედების მხოლოდ ნახევარი ეთამაშება

26

Page 27: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

თავის ბავშვს ყოველდღიურად. მონაცემები გვიჩვენებს, რომ მიზეზობრივი ფაქტორებია მშობელთა არასწორი წარმოდგენები ბავშვის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. ბევრმა მშობელმა არ იცის ადრეულ ასაკში სტიმულირების, ბავშვთან სიახლოვისა და მასთან კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ. ამას შემდგომ ართულებს ბავშვის სათანადოდ დასურათებული წიგნების, მასტიმულირებელი სათამაშოების, ასაწყობებისა და სხვა საბავშვო ნივთების ნაკლებობა. ამან შეიძლება შედეგად ინტელექტუალური შესაძლებლობის დაკარგვა მოიტანოს. საქართველოში მშობლებისათვის შემუშავებული პროგრამები შესაძლებელია განხილულ იქნას როგორც ეფექტური მიდგომა მშობლებისათვის, რომელსაც შეუძლია ყოველი სახის საჭირო ინფორმაცია და უნარები მიაწოდოს მშობლებს თავიანთი ბავშვების მოვლისა და ჯანსაღი განვითარებისათვის. 2003 – 2005 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა მშობელთა საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანიც იყო ბავშვის მოვლასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მშობლის ცოდნის ამაღლება. პროგრამის მასალები შემუშავებულ იქნა მულტისექტორული ექსპერტების გუნდის მიერ, რაც მოიცავდა ასევე საერთაშორისო ტექნიკურ მითითებებს და მათი მიწოდება მრავალგვარი საკომუნიკაციო მეთოდით მოხდა დაწყებული მას-მედიით (მაგ. სატელევიზიო თოქ-შოუები), ბეჭდვითი მედიის ჩათვლით (მაგ. წიგნები, ლიფლეტები) და რაშიც გარკვეული დოზით ჩართული იყო პირველადი ჯანდაცვის სისტემაც. საპილოტე პროგრამის შედეგებმა აჩვენა, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში სახეზეა ამგვარი პროგრამების აშკარა საჭიროება (მაგ. მშობლებმა კარგად მიიღეს საგანმანათლებლო და საჯარო ინფორმაცია), პროგრამის ეფექტურობა შეფერხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვის გამო. მშობლების პროგრამის მასალების შეფასებაში ითქვა: ‘მასალების დადებით მხარეებთან/სარგებელთან ერთად ხაზი გაესვა იმას, რომ ისინი, ზოგადად, მეცნიერულად ზუსტია, კვებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის გარდა. დაბადებიდან სამი წლის ასაკამდე ბავშვის განვითარების ბევრი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი სფერო საერთოდ არ არის ხაზგასმული და მასალები სუსტია იმ ბავშვების გამოვლენის მიმართ, რომლებიც ჩამორჩებიან, ცუდად იკვებებიან, დაავადებულნი არიან, ან თუ მათი შესაძლებლობები შეზღუდულია. არც ერთი მასალა არ არის ადექვატური ბავშვის უსაფრთხოებასა და დაცვასთან, ასევე სახლისა და საზოგადოების სანიტაციასთან დაკავშირებით წყლისა და კანალიზაციის ჩათვლით’. ამას გარდა, პროგრამამ შეზღუდულად გამოიყენა ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების ერთიანი პრინციპები და ინტეგრირებული მიდგომების მიწოდება პროგრამულ სამსახურებში. ტრენინგი და საინფორმაციო მასალები შემუშავდა ისე, რომ ნათლად არ იყო გაგებული არსებული სიტუაცია და მთავარი პრობლემები, და, შესაბამისად, მასშტაბით ძალზე ფართე, ხოლო შინაარსობრივად ზოგადი იყო. მაგალითად, მასალები მშობლებისა და პროფესიონალებისათვის არ მოიცავდა ძირითად საგანს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მოვლასა და განვითარებაზე, ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა მიმართ ძალადობასა და მათ უგულებელყოფაზე,არ იყო

27

Page 28: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

მიმართული სოციალურად ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე. მაშინ, როცა ეს წარმოდგებოდა როგორც პერსპექტიული პირველი ნაბიჯი, პროგრამის სიცოცხლისუნარიანობა კომპრომეტირებული იქნა ინტეგრირებული და ინტერსექტორული მიდგომის ნაკლებობის გამო. ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სფეროში არსებული წარსული გამოცდილებისა და ამჟამინდელი განვითარების საფუძველზე წარმოდგენილია ღონისძიებების სამი კატეგორია, რომელიც უნდა განხორციელდეს წინამდებარე სტრატეგიის განრიგის მიხედვით: (ა) არსებული საგანმანათლებლო მასალების გადასინჯვა (სამიზნე-ჯანმრთელი ბავშვი), რომელსაც მოჰყვება შემდგომი ტესტირება და აპრობაცია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შორის (რაც მოიცავს ურბანულ/სოფლის მოსახლეობას, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და სხვ.), (ბ) მშობლების დადებითი პროგრამების შემუშავება და განხორციელების გაფართოება – რესურსების მობილიზება და ეფექტური გამოყენება; და (გ) დამხმარე საზედამხედველო მექანიზმების შემუშავება – ახალი ეფექტური სტრატეგიების გამოვლენა, რათა მოიცვას ოჯახები ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო სისტემებით, მუნიციპალური და სოციალური პროგრამების, სხვა ალტერნატიული წყაროებისა და მექანიზმების მეშვეობით. ამას გარდა, კრიტიკული მნიშვნელობისაა გაგრძელდეს მშობლების საგანმანათლებლო მასალების შემუშავება ეთნიკურად მრავალფეროვანი ჯგუფებისათვის, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და ოჯახებისავის. საქართველოსათვის დადებითი მშობლების პროგრამების ამოსავალი წერთილია მოიცვას სოციალურად ყველაზე დაუცველი პირები და მიღწეულ იქნას საზოგადოების უფრო მეტი მესაკუთრეობა და მონაწილეობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი გავლენა და ხელშესახები შედეგები.

ცხრილი ¹7 ¹5 სამოქმედო სტრატეგიის განხორციელების ჩარჩოს სამუშაო ვერსია

¹5 სამოქმედო სტრატეგია ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ინტეგრირება მშობელთა/ოჯახების საგანმანათლებლო პროგრამებში ამოცანა: გაღრმავდეს ოჯახებისა და საზოგადოების ცოდნა, გაუმჯობესდეს მათი მიდგომები და პრაქტიკა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების მიმართ განსაკუთრებული აქცენტი: ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პროგრამები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის/ოჯახებისათვის (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის, აივ/შიდსით ინფიცირებული ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი და იზოლირებული ბავშვები, ობლები, ძალადობის მსხვერპლი და უგულებელყოფილი ბავშვები და

28

Page 29: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

სხვ.)

განრიგი

2007 2008 2009 ¹ ღონისძიება პასუხის-

მგებელი პარტნიო-რ(ები)ი კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4 კ1 კ2 კ3 კ4

შემოწმების საშუალებები

ბიუჯეტის კატეგორიები დაფინანსებული და დაუფინანსებელი (აშშ დოლარი)

1 მშობელთა საგანმანათლებლო კუთხით არსებული მასალების გადასინჯვა (სადაც ძირითადად ყურადღება გამახვილდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და ოჯახებზე, ასევე ეთნიკურად სხვადასხვა ჯგუფებზე და სხვ.)

2 მასალების გამოცდა სამიზნე ჯგუფებში, ურბანულ/სოფლის სამიზნე მოსახლეობაში, ეთნიკურ უმცირესობებსა და სხვ. საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა

3 ახალი ეფექტური სტრატეგიების გამოვლენა ოჯახებთან დაკავშირებისათვის ჯანმრთელობის,

29

Page 30: 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების · 2007 – 2009 ადრეული ასაკის ბავშვთა

საგანმანათლებლო სისტემების, მუნიციპალური და სოციალური პროგრამების, სხვა ალტერნატიული წყაროებისა და მექანიზმების მეშვეობით

4 ტექნიკური და ფინანსური რესურსების მობილიზება და ამოქმედება ეფექტური მშობლების პროგრამების განხორციელებისათვის, საზოგადოების ჩართულობითა და უფრო მეტი მესაკუთრეობის უზრუნველყოფით

5

30