11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

112
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ ,,მმმმმმმ მმმმმმმ _ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ'' მმმმმ მმმმმმმმმმმ ააააა ააააა აა ააააა აააააააააა _ აა ააააააა აააა ააააააააა! აა ააააააა, აააააა ააააა აააააააა აა ააააააა აააააააა ააააააააააა. ააააააა ააააააააა! აააააააააა ააააააა ააა ააააააააა აააა ააააააა, აააა აააააააააა ააააააააა. აა ააა, ააააააა ააააააა, ააააა ააააააააააააააააააა აააააააააააააა აააააააა აა ააააააა. აააა აა ააააააააააა აააააააააააა აააააა, ააააა აა აააააა ააააააააააა ააააააააა, აააააააა აააააააა აააა-აააა აააააააააააა ააააააა აააააააა. ააააა, ააააააა აააა აა ააააააააააა აააა, ააა აააააააააა ააააააა ააააააააა აააა. ააააა, აააააააა აააააააააა აა აააააააააააა ააააააააა, აააააააააააა ააააა: `აააააა აააააა აააააააა?~ ააააა ააააააა _ აააა ააააა ააააააააა აააა-ააააააააააა. აა აა ააააააა ააააააა ააა, ააააა ააააააა აააააააა ააააა აა ააააააააააა აააააააა. აააა აააა აააააააააააა, აააააააააააა ააააა, აააა აააა ააააააააააა აააააააა, ააააააააა ააააააააა აააააა აა აააა აა აააააააააა აააააააააააა აააააააააა ააააა ააააააააა. აა აააა აა ააააა ააააააა. აააა ააააააა აააააააა ააააააა ააააააააა აა ააააა-ააააააააააა აააააააა ააააააააა ააააააააა. ააააააა აააააააააა აააააააა ააააააააა, აააა ააააა აააააააააა ააააააა, აააააააა აააააააა ააააა აააააააააა ააააააააა. აა ააა ააა, ააააა, აააააააააა აა ააააააააააა. ააააააააა ააააა აააა, ააა ააააააააააააააა აა აააააა, ააააა, აააა აა `აააააააააა~ ააააააა ააა ააააა აააააააა. აააააააა, ააააააააა აა ააააააა, აააააა აააააააააა ააააააა აააააააა. აააააააა აააა აააა ააააააა ააააა, აააააა ააააააააა ააააა აააააააა ააააააააა. ააააა ააააააააააა ააააააააააა ააააააა, აააააააააა აააააააააა ააააა აააააააააა, აააააააააააა აააა ააააააა ააააააა აა აააა ააააააააა აააააა აააააა აააააააა. აააააა აააააა აააააააააა, აააააა ააააა ააააააა. ააა აააააააააა, აააააა აააააა ააააა ააააააააააააააა. ააააააა აააა აააააააააა ააააა-აააააა ააააააააააა _ ააააააა, აააააააააა, აააააააააა, აააააააააააა, აააააააააააა... ააააააა ააააა

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „ფრენა ყავარჯნებით“. სერიიდან „იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი“. წიგნი მეთერთმეტე

Transcript of 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

Page 1: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

მეთერთმეტე დეტექტიური რომანი ციკლიდან ,,იათამზე მდივანი _ თვითმარქვია დეტექტივი''

ფრენა ყავარჯნებით

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ _ არ მიყვარს დიდი ქორწილები! არ იფიქროთ, მეოთხე წრეზე მივდივარ და საკუთარ ქორწილში გეპატიჟებით. ღმერთმა დამიფაროს! ჯერჯერობით მტკიცედ ვარ ჩაფრენილი ჩემი მეუღლის, დათა მეტრეველის მარჯვენას. ეს ისე, სიტყვის მასალად, თორემ ხელიხელხაკიდებულებს შეყვარებულობის პერიოდში არ გვივლია. დათა არ მიეკუთვნება რომანტიკოსთა საძმოს, თანაც იმ ასაკში გადავეყარეთ ერთმანეთს, სასაცილო იქნებოდა ქუჩა-ქუჩა გადახლართული თითებით კუნტრუში. თუმცა, ზოგადად ხელს და კონკრეტულად თითს, მის ცხოვრებაში უდიდესი დატვირთვა აქვს. ფრაზა, რომელსაც შუაღამეზეც კი წამოვუგდივარ ლოგინიდან, შემდეგნაირად ჟღერს: `რამდენ თითზეა გახსნილი?~

ალბათ ხვდებით _ ჩემი ქმარი პროფესიით მეან-გინეკოლოგია. მე კი იათამზე მდივანი ვარ, კერძო კოლეჯში გერმანულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. როცა ფული შემომაკლდება, ვრეპეტიტორობ კიდეც, ხოლო როცა მოწყენილობა მიპყრობს, ჩახლართულ ისტორიებს ვიძიებ და მერე ამ ისტორიებით სამსახურიდან მობრუნებულ დათას ვატერორებ. ის ჭამს და ჩუმად მისმენს. მისი უსიტყვო თანხმობა აზრების მოკრებასა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენაში მეხმარება. როდესაც დანაყრების პრობლემა მოეხსნება, დათა მოკლე რეპლიკასაც იმეტებს, დესერტზე შეიძლება მთელი წინადადება გამოვტყუო. მე რომ არა, მგონი, ლაპარაკსაც კი გადაეჩვეოდა. პროფესიაც ისეთი აქვს, დიდ მჭერმეტყველებას არ ითხოვს, მაშინ, როცა მე `ფერშტაინის~ ძახილით ყბა მაქვს მოქცეული.

მართალია, ქორწილები არ მიყვარს, მაგრამ მოვალეობის გრძნობა გამაჩნია. ამიტომაც ახლა ჩემი მეუღლის შეფის, დემიკო ფუთურიძის ვაჟის ქორწილში ვიმყოფები. სუფრა მტკვრისპირა რესტორანშია გაშლილი, ვერანდიდან გაზაფხულის ნიავი მოქიქინებს, საზოგადოებამ ცივი კერძები აითვისა და ახლა მონელების პირველ ფაზაში იმყოფება. კაცები ჭიქებს აჭახუნებენ, ქალები ენებს იფხანენ. მეც მოვიფხანდი, მაგრამ არავინ მყავს დამლაპარაკებელი. სუფრაზე უკვე წარმოიქმნა პატარ-პატარა დაჯგუფებები _ მსმელთა, არამსმელთა, ასაკოვანთა, ბალზაკოვანთა, გასათხოვართა... გვერდით ისეთი მჭამელი მანდილოსანი მიზის, რაც მოვედით პირი არ გაუჩერებია. არადა, ლანდი გასდის, ისეთი გამხდარია. მე რომ ამდენი ვჭამო, გინესის რეკორდს მოვხსნი მსუქანთა კატეგორიაში. ეს ქალი დათამ ლაბორატორიის გამგედ გამაცნო, თვითონ კი დიდი ხნის უნახავ ჯგუფელს მიუბრუნდა და შეიძლება ითქვას, ჩემკენ აღარც გამოუხედავს.

მოწყენილობის დასაძლევად მეც ჭამას მივეძალე, ვატყობ, ტორტისთვის ადგილი არ დამრჩება. ყოველთვის ასეა, გადაყვები ჭადს და ხაჭაპურს, ტორტს კი მხოლოდ თვალებით მიირთმევ. არადა, დარბაზში შემოსვლისთანავე თვალში მომხვდა ნეფე-

Page 2: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

დედოფლის მაგიდაზე დასკუპული გიგანტური ტორტი _ კრემის ყვავილებით, ბეზეს მტრედებით, შოკოლადის ნაკადულებით... თავი სემირამიდას ბაღში მეგონა.

_ იათამზე, ქათმის ფხალი მომაწოდეთ, გეთაყვა. _ ჩამჩურჩულა მადიანმა მანდილოსანმა. _ ყველაფერი ისეთი გემრიელია, ვერ ვჩერდები.

ფხალიან თეფშს დავწვდი, სულმა წამძლია და ცოტა ჩემთვისაც გადავიღე, მზერა დათას თეფშისკენ გამექცა. ეს კაცი გადამრევს! რაც მოვედით ერთ ნაჭერ თევზს ციცქნის და ისიც ბოლომდე ვერ აუთვისებია. დარწმუნებული ვარ, სახლში მისვლისთანავე საჭმელს მომთხოვს. არადა, მაცივარი ცარიელი მაქვს, თუ არ ჩავთვლით უმად გატარებულ საკატლეტე ხორცს.

_ გინდა ფხალი? _ მხარი გავკარი დათას, რამენაირად რომ შემეხსენებინა ჩემი არსებობა.

_ არა, მადლობა. _ ყასიდად მესროლა. სასმელმა და სტუდენტურმა მოგონებებმა ლაპარაკის საღერღელი აუშალა, ბრძნული გამომეტყველებით ბჟუტურებს ათას სისულელეს. ჰმ, არ მესმოდეს მაინც?!

_ თქვენი მეუღლე არაფერს მიირთმევს. _ შენიშნა ქალმა.

_ ასე იცის ხოლმე, სახლში შემწვარი ერბო-კვერცხი ურჩევნია აქაურ ხიზილალას. _ ვუპასუხე და სახელის გახსენებას შევეცადე. მუნჯივით ჯდომას და ნევროზულ ჭამას, უსაგნო ლაპარაკი მირჩევნია.

_ კარგი გამახსენეთ, სადღაც უნდა იყოს დარჩენილი წითელი ხიზალალა, წეღან მომერიდა ბოლომდე გადმოღება, მაგრამ რაკი არავინ მიირთმევს, მე გეახლებით. _ დააყოლა მსუნაგი გამომეტყველებით. თაგვის სოროსთან ჩაყარაულებულ მელიას ჰგავდა, ყურდაცქვეტილსა და კუდაპრეხილს. რომ გითხრას, მე გამოვიყურებოდი მეხუთე თაობის ინტელიგენტივით, მოგატყუებთ. მაძღარი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში არაესთეტიკურად გამოიყურება.

ხიზილალას ხაჭაპურის ქვეშ მივაგნეთ. ვიდრე ჩემი მეზობელი ხიზილალას ჭამდა, მწვადი შემოიტანეს. საზოგადოებამ ფუსფუსი შეწყვიტა და მეორე რაუნდისთვის მოემზადა. ქალმა მწვადიც გადმოიღო და თეფში მომიშვირა.

_ არავითარ შემთხვევაში! _ უარის ნიშნად ხელები ავასავსავე, მაგრამ ვინ დამიჯერა? დაუკითხავად გადმომიღო სამი ნაჭერი, თან ალყა-ალყად დაჭრილი, მწვადის ცვრიან წვენში ამოსვრილი ცოცხალი ხახვებიც ზედ მოაყოლა. თვალისდახამხამებაში გავავლე მუსრი და სუნის გასანეიტრალებლად ტარხუნას მივეძალე.

_ მორჩა, ხვალიდან დიეტაზე ვჯდები. _ გამგემ მუცელზე მიიტყაპუნა ხელი. ეხლაღა შევნიშნე, რომ გვარიანად გამობზეკილი მუცელი ჰქონდა, პალოზე გამობმული კვახივით, მაგრამ ფეხმძიმედ ნამდვილად არ ყოფილა. ასაკის მატებასთან ერთად ზედმეტი კალორიები საწყობად სხეულის სხვადასხვა ადგილს მოისიყვარულებს ხოლმე. ზოგს კისრის არეში ელექება და აქლემის კუზს იკეთებს, ზოგს ბარძაყებზე ებერება `გალიფე~, ზოგსაც ფაშვი ეზრდება.

არც მე მაწყენს დიეტა. ამ ზამთარს სამი კილოგრამი ავკრიფე. ჩემი სიმაღლის პატრონისთვის არც ისეთი კატასტროფაა. პრობლემა ტანსაცმელიია. დეამ, ჩემმა გერმა და დათას ქალიშვილმა, გერმანიიდან (სადაც იურისპრუდენციას ეუფლება) ჯინსის კაბა ჩამომიტანა _ უსახელო მიდი სიგრძეზე გაყოლებული ელვით. დანახვისთანავე შემიყვარდა. სიყვარული იქ დამთავრდა, სადაც ელვა ვერ შევიკარი. სუნთქვაშეკრულზე ძლივს დაიძრა, მაგრამ კულტურისტის პოზაში ხომ არ ჩავატარებ გაკვეთილს?!

Page 3: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

ბულემიის შემოტევისგან მუსიკის ჰანგებმა მიხსნა. სცენაზე მუსიკოსები გამწკრივდნენ. თამადამ, ორმეტრიანმა გოლიათმა ფუთიანი სტომაქით სადღეგრძელოს აღსავლენად აწეული ჭიქა მაგიდაზე დადო და საზოგადოებას საცეკვაოდ მოუხმო. საბრალოს სულზე მიუსწრო მუსიკამ, ისე დააცხრა საჭმელს, ლაბორატორიის გამგე გაახუნა. რა ქნას, ალკოჰოლს გაჯერება სჭირდებოდა, ხალხს _ სანახაობა.

საცეკვაო მოედანზე ფერადოვან სპექტრში აციმციმდნენ შუშის იატაკში ჩამონტაჟებული ნათურები, სივრცე ლაზერის სხივებმა გადასერეს. პირველი მერცხალი ჯერჯერობით არ ჩანდა, თუმცა მუსიკოსები თავს არ ზოგავდნენ.

_ უჰ, ბევრი სითხე მივიღე. წავალ, საპირფარეშოში გავიქცევი. _ გამგემ რატომღაც საქმის კურსში ჩამაყენა.

როგორც კი თვალს მიეფარა, დათას მივუკაკუნე. ისე შემომხედა, თითქოს პირველად დამინახა:

_ რა ლამაზი ხარ, იაკო...

აჰა, გაუსკდა სიყვარულის ბუშტი. გამოდის, იმაზე მთვრალია, ვიდრე წარმომედინა. ეს ის შემთხვევაა, როცა ქათინაური არ მსიამოვნებს, თუმცა იძულებული ვარ შევიფერო. დათა თუ გაფხუკიანდა, შუაღამემდე ვერ ავაგლიჯავ მონატრებულ კურსელს.

_ იმ ქალს რა ჰქვია? _ ვკითხე კომპლიმენტის პასუხად.

_ ვინ ქალს?

_ ჩემ გვერდით რომ იჯდა, ლაბორატორიის გამგეო.

_ მაკა. მაკა გომართელი. რაში გაინტერესებს?

_ რამდენი ხანია ველაპარაკები, სახელი კი დამავიწყდა.

_ ხომ არ მოიწყინე?

_ კი.

_ მოდი, კაკო გაგაცნო... იცი, რა ბიჭია კაკო?...

დათა კაკოსკენ გადაიხარა, მაგრამ მე სახელო გამოვქაჩე. თამადის არ იყოს, დათას დიქტატისგან გათავისუფლებული კაკო გემრიელად ილუკმებოდა.

_ მე, კაკო და ვაჟა სტუდენტობის მეგობრები ვართ. სად არ გვივლია ერთად _ ლაშქრობები, ალპინიადები, პრაქტიკა... აი, სახლში მივალთ და ფოტოებს გაჩვენებ.

არაფერსაც არ მაჩვენებს. ვიცი ის ფოტოები, ზემოხსენებული ჯეელების გარდა, მათზე მარინაა გადაღებული _ დათას პირველი ცოლი. ერთ ჯგუფში სწავლობდნენ, გასაკვირი არაფერია. ფოტოები დათამ საკუთარი ხელით ჩააწყო მუყაოს ყუთში, სკოჩით შეკრა და საკუჭნაოს ყველაზე მიუვალ თაროზე გაამწესა _ არ უნდოდა თვალში შემჩხეროდა. გარდაცვლილ ადამიანზე ეჭვიანობა სისულელეა, მაგრამ როცა დათა სასაფლაოზე მიდის, რატომღაც ხასიათი მიფუჭდება. ამასთანავე, ზუსტად ვიცი, რომ უნდა წავიდეს. რომ არ წავიდეს, პირველ რიგში, ჩემ თვალში დამცირდება. ახლახანს დეასთან ერთად ერთად იყვნენ, მეც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი. არ მინდა მარინას შევეცილო, მძიმე სენმა ისედაც ნაადრევად გაუყენა იმქვეყნიურ გზას, გაუშვი, იქ მაინც გაიხაროს შინაურების ხილვით. მურმანის ეკლობა სიკვდილის მერეც მეყოფა.

_ მოგვიანებით ჩვენი გზები გაიყარა, _ განაგრძო დათამ, _ კაკო ფსიქიატრიაში წავიდა, მე _ გინეკოლოგიაში, ვაჟა _ პროქტოლოგიაში.

Page 4: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ სუუ, უხერხულია. _ ამჯერად ვუბწკინე.

_ რატომ `სუ~, ნებისმიერი პროფესია დასაფასებელია, მათ შორის პროქქქ... იხხ... ხო, ჩუმად ვარ... პრრრ... ჰა, ჰა?

_ დათა! _ დავანამუსე ქმარი.

_ სამაგიეროდ, შვილები გვყავს იურისტები. ვაჟას _ ბიჭი, მე _ გოგო. სხვათა შორის, სერიოზული ადვოკატია.

_ იმ ვაჟას შვილი ალბათ გვერდით ჰყავს, შენი გოგო კი რაღაც ათი დღით არის ჩამოსული, ჩვენ კი ქორწილიი ვცდებით. წავიდეთ, რა?...

_ ტორტს შევჭამ და, კი ბატონო. _ დათამ ისეთი გრძნობით წამოიძახა, თითქოს მთელი ქორწილი ტორტზე ოცნებობდა.

მაკამ ტორტის ჩამორიგებას მოუსწრო და კმაყოფილი შრაშუნით დაჯდა სკამზე. პრიალა ნაჭრის კაბა ეცვა, ქარვისფერი. თმაც ქარვისფერი ჰქონდა, თვალებიც, ნიკაპზე დასკუპული ხალიც. მაკიაჟი განეახლებინა, მაგრამ პომადა ზედმეტი მოსვლია. არა უშავს, ტორტის მირთმევისას შემოეჭმევა.

აცახცახებულ ტორტის ნაჭერს თვალებით დავაკვდი და მივხვდი _ მწვადი არ უნდა მეჭამა. ბორჯომი მოვსვი და კუჭში ადგილის გამოთავისუფლებას დაველოდე.

როგორც იქნა, მუსიკოსები დაკვალიანდნენ და ქართული საცეკვაო დასცხეს. სხვებთან ერთად მეც სცენისკენ მოვღრიცე კისერი.

პირველად ოჯახის უფროსმა, დემიკო ფუსურიძემ გაშალა მკლავები, წრე დაარტყა და თავის დაკვრის მანდილოსნები მოიპატიჟა. ერთდროულად სამი ქალბატონი გამოეცეკვა _ ორი ახალგაზრდა, ერთი _ შედარებით ასაკოვანი. დემიკო, ფარგალივით გრძელი ფეხების ქნევით ასაკოვანს გამოუდგა.

_ დედამთილის პირობაზე კარგად შეკუნტრუშდა ჩვენი ქეთევანი. _ აღნიშნა მაკამ.

_ ის ქალი დემიკოს მეუღლეა? _ ინტერესით გავაყოლე თვალი მკერდსავსე და თეძოგანიერ მანდილოსანს. ლაღად და მსუბუქად მირონინებდა, ამაყად აწეული თავ-კისერით და ტუჩებზე გადაფენილი ღიმილით.

_ კი, მეუღლეა. ცისფერკაბიანი კი მათი ქალიშვილია, მარიამი.

მარიამს აშკარად აკლდა დედის პლასტიკა, ტანიც არ უწყობდა ხელს, მამასავის გრძელი, ხმელი ფეხები ჰქონდა, წვეტიან-კუთხოვანი მოძრაობები. ასეთი ტიპაჟები პოდიუმს უხდება _ მაღალი, გამხდარი, ვიწრო გავითა და უემოციო ფიზიოთი.

მთავარ სუფრასთან ჩოჩქოლი ატყდა. მეჯვარეები ნეფე-პატარძლს საცეკვაოდ ექაჩებოდნენ, ნეფე უარყოფითი ჟესტის ცდილობდა აბეზარი მეგობრების თავიდან მოშორებას, პატარძალი _ მგონი არ იყო უარს.

_ ეტყობა დათუნას ცეკვა არ ეხერხება. _ თქვა მაკამ.

_ აბა, დათუნა?

_ ნუ გადამრიეთ, იათამზე, არ იცით, ვის ქორწილში იმყოფებით?!

დემიკო ფუთურიძის ვაჟის, ვუპასუხე გულიი, მაგრამ დათუნა ჰქვია თუ შაკუნა, მომკალით და არ მახსოვს. მეხსიერებას მოსაწვევი ბარათის დიზაინი შემორჩა მხოლოდ _ ოქროსფრად ამოტვიფრული გირლიანდები და გაფრენილი მტრედი.

Page 5: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ სიძე! სიძე! სიძე! _ ერთ ხმაში აყვირდნენ ახალგაზრდები. სუფრის დანარჩენი წევრები აჰყვნენ, ბოლოს თამადამაც დასჭექა.

მეც ავყვირდებოდი, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. სახლში მინდა!

_ სიძე! სიძე! _ მუსიკის გადაფარვას ცდილობდნენ სტუმრები.

`სახლში, სახლში!~

როგორც იქნა, ყინული გალღვა. გამამხნევებელი ტაშის, ცნობისმოყვარე თვალისა და დამანგრეველი მუსიკის თანხლების სიძე-პატარძალი საცეკვაოდ დაიძრა. პირველად მომეცა შესაძლებლობა თავყრილობის მთავარი გმირები გულდასმით შემეთვალიერებინა. ვაღიარებ _ ასეთი ლამაზი წყვილი იშვიათად მინახავს, განსაკუთრებით პატარძალი _ თხელი, გრძელკისერა, ნეფერტიტის ტუჩებით. კაბის თარგშიც იგრძნობოდა ეგვიპტური ელემენტები _ მზიდროდ მომდგარი პირისფერი ქსოვილი პროვოკაციულად ამოჭრილი ზურგით. არავითარი ზედმეტი აქსესუარი, არავითარი ფატა ან ფოჩი. ამ სისადავეში იყო თავისებური გამოწვევაც, თითქოს ამბობდა _ არ მჭირდება გვირგვინი, ისედაც დედოფალი ვარო.

_ მოგწონთ? _ ინტერესით შემომხედა მაკამ. ჩემი არ იყოს, მასაც აღტაცებით უბრწყინავდა თვალები.

_ ნამდვილი მზეთუნახავია.

_ თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ მზეთუნახავს რძლად იწუნებდნენ.

_ რას უწუნებდნენ?

_ ოჯახიშვილობას. გადახედეთ სუფრას, თემიკოს და დათუნას ნაცნობ-მეგობრები ჭარბობს, გოგოს მხრიდან პრაქტიკულად არავინაა.

_ რა სჭირს ასეთი გამოუჩენელი, უცხოპლანეტელები არიან?

_ ღარიბები არიან, ჩემო კარგო, ღარიბები. რაც, ზოგიერსისთვის, უცხოპლანეტელებზე უარესია.

პასუხად ამოვიოხრე. დალოცვილო, შენს შვილს თუ უყვარს, რა ოჯახიშვილობა აგიტყდა, ჭიქა ღვინო თუ არ წაუქციე მძახლებთან, ისე კაცი არ გქვია? მე უკეთესი წარმოდგენა მქონდა ბატონ დემიკოზე.

_ დემიკო მეტ-ნაკლებად გაგებით მოეკიდა შვილის არჩევანს, _ ჩემს ფიქრებს გამოეხმაურა მაკა, _ აი, ქეთევანმა და მარიამმა კი თავები გაიგიჟეს, თუმცა დათუნამ თავისი გაიტანა, როგორც ჩანს მაგრად შეაბა.

_ ასეთი გოგო დათუნას კი არა, თუ მიუშვი, ბრედ პიტს შეაბამს.

_ მგონი აჭარბებს, იათამზე, განა მარიამი ნაკლებია, შეხედეს, რამსიგრძე ფეხებზე დგას? _ მაკამ თვალებით მოძებნა მარიამი. ის სხვებთან ერთად წრეში იდგა და ნეფე-პატარძალს ტაშს უკრავდა.

_ გეთანხმებით, დგას, მაგრამ არ ანათებს, უბრალოდ დგას, დეკორატიული ხესავით. დააკვირდით, ტაშსაც რა ხისტად უკრავს, მარტო ხელისგულებით... თითები გაშვერილი აქვს, თითქოს ლაქი წაისვა და ეშინია, არ დაისვაროს.

_ ვინ იცის, რა ხდება მის გულში...

_ რა უნდა ხდებოდეს? _ შევეცადე უფრო გულდასმით შემეთვალიერებინა გაჭორვის ობიექტი, მაგრამ ლაზერის სხივებით აჭრელებულ დარბაზში

Page 6: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

გამომეტყველებით დაჭერა ჭირდა. დარბაზი ჰგავდა სადღესასწაულოდ მორთულ კარუსელს, რომელმაც ეს-ესაა უნდა აიღოს სტარტი და ზღაპრულ ქვეყანაში გაქროლდეს.

_ უმცროსმა ძმამ ცოლი მოიყვანა, თვითონ კი გასათხოვარია. არ არის გულისტკივილის საბაბი?

_ გათხოვდეს მერე, ხელს რა უშლის?

_ თითქოს აპირებდა, მაგრამ ამბობენ, ჩაეშალაო. რას გაიგებ ჩემო კარგო, მაგასაც თავისი ოფოფები ეყოლება, ვინ იცის, პრინცს ელოდება. _ მაკამ ხელსახოცით ტუჩები მოიწმინდა. პომადა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მსუყედ გადაისვა ტუჩებზე, უკვალოდ გამქრალიყო, მხოლოდ ხელსახოცს ეტყობოდა მოვარდისფრო ანაბეჭდი.

_ პრინცს თუ ელოდება, დიდხანს მოუწევს ლოდინი. _ ჩავილაპარაკე.

_ რას იზამ, ყველა კონკია ვერ იქნება, ჩვენი პატარძალივით.

აქ ჩვენი დიალოგი შეწყდა, რადგან საცეკვაო მოედანზე ნეფე-პატარძლისთვის ადგილი განთავისუფლდა. ისტორიული კადრის დასაფიქსირებლად წინა ფლანგზე განლაგდნენ ფოტოაპარატებით, ვიდეოკამერებითა და მობილურებით შეიარაღებული ადამიანები. შავ კოსტიუმში გამოწყობილი სიძე ღელავდა, წამდაუწუმ ქაჩავდა ჰალსტუხის კვანძს, არ იცოდა, სად წაეღო ხელები, ადგილზე იტკეპნებოდა და თვალებს აცეცებდა. მესმის მისი, არ აქვს ყურადღების ცენტრში ყოფნას გამოცდილება. პატარძალი პირიქით, მშვიდად, გრაციოზულად იდგა სცენის ცენტრში და ლაზერის სხივებში გახვეულ პუბლიკას განყენებული ღიმილით აჯილდოვებდა.

საცეკვაო მელოდიის განახლებისთანვე პატარძალმა ხელები ასწია, ქმარს ნიკაპით მოძრაობით ანიშნა _ გამომყევიო და წრეზე გაგოგმანდა.

დედამთილის დონეზე ვერ ცეკვავდა, მაგრამ მაინც ლამაზად მიჰქონდა მოქნილი, გრძელი წელი. სიძე მეტისმეტი მონდომებისგან ყველა მიმართულების იქნევდა კიდურებს, მუსიკა ცალკე უბერავდა, თვითონ _ ცალკე. შტორმში მოხვედრილ კარაველას ჰგავდა, აფრების ნაცვლად პიჯაკის მოფრიალე კალთებით. ორ წრეზე მეტი ვერ გაქაჩა, არაქათგამოცლილმა ჩამოყარა ხელები და შერცხვენილივით გავარდა წრიდან.

ვაჟიშვილს მამა ჩაენაცვლა, ახლა ის გამოუდგა მზეთუნახავ რძალს. ცოლმა ორივენი ტაშის გაამხნევა, სხვებიც შეურთდნენ, მათ შორის გაქცეული სიძე, რომელსაც მოესწრო ცუდი ცეკვით გამოწვეული უხერხულობის დაძლევა და ახლა თვალების ჭამდა ახალშერთულ მეუღლეს. ყველა ისეთი ბედნიერი ჩანდა, მაკას ნათქვამი მონაჭორად ჩავთვალე. დაწუნებულ რძალს ასე არ დაჰფოფინებენ... უფროსი ფუსურიძე ისე ენერგიულად აბაკუნებდა ფარგალა ფეხებს, ისე სხარტად შლიდა მკლავებს, სულ ცოტაც და ბეჭებიდან ამოხტებოდა. ჭორიც რომ არ იყოს, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. გუშინ დაიწუნეს, დღეს მოეწონათ.

ცეკვა ძალას იკრეფდა, ტემპერამენტიან რძალ-მამამთილს მეჯვარეები შეუერთდნენ, მეჯვარეებს _ სხვა ახალგაზრდები. წრე შევიწროვდა, აითქვიფა, ახალი ენერგეტიკით აივსო და გადაივსო.

_ ნეფე-პატარძალს გაუმარ-ჯოს! _ მიკროფონში ჩასძახა თამადამ.

_ ჯოს... ჯოს... ჯოს... _ ექოსავით გაეპასუხა სუფრა.

და უცებ შეკივლების ხმა, რომელმაც ყველაფერი გადაფარა. მფეთქავი წრე მომეტალურად დაემსგავსა ჩამქრალ ვულკანს, წრეში მდგარი ადამიანები _ პანტომიმის მსახიობებს. მუსიკა შეწყდა, ლაზერი ჩაქრა, სიჩუმემ დაისადგურა. სტუმრების გაქვავებული მზერა ცენტრში მდგარი პატარძლისკენ იყო მიმართული. პატარძლის თავს

Page 7: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

რაღაც საშინელება ხდებოდა... სახე, რომელიც წეღან ატმის ყვავილივის ღუოდა, მოლურჯო-მოყავისფრო ლაქებს დაეფიფქა. ასეთივე ლაქებით ეფარებდა ხელები, მკლავები, ყელი... ალბათ ასე გამოიყურება კეთროვანი, მაგრამ რა ხელი აქვს კეთრს მშვენიერ დედოფალთან?!

საყოველთაო შოკი დიდხანს არ გაგრძელებულა. პატარძალმა თვალები გადაატრიალა და გულწასული ჩაიკეცა.

_ _ _

ქორწილის ინციდენტმა იმდენად დამზაფრა, სამსახურიდან მობრუნებულ დათას მოსვენება დავუკარგე _ რა ხდება იმ გოგოს თავს, ქმარი რას ამბობს, მამამთილი რას ამბობს, ხალხი რას ამბობს...

_ ინფექციურში წევს, მოწამვლის დიაგნოზით. მიმდინარეობს მოკვლევა. _ იყო პასუხი, რომელიც ცხადია, არ მაკმაყოფილებდა. `მიმდინარეობს~, ვიდრე ისინი `მი-მდინარეობენ,~ დამნაშავის კვალი გაცივდება. სახეზე აშკარად იყო მკვლელობის მცდელობა, მაგრამ რაკიღა ოჯახმა არ მოისურვა საქმის აღძვრა, მე ვისი ტიკი-ტომარა ვარ?! იქნებ თავად ფუთურიძეებმა გაწირეს არასასურველი პატარძალი და იმიტომაც არ შეძრეს ქვეყანა.

_ გამოდის, რესტორნის საჭმლით მოიწამლა, _ ვერ ვისვენებდი მე.

_ რესტორნის საჭმელი ყველამ გავსინჯეთ.

_ მაგრამ საწამლავი პატარძალს ჩაუყარეს.

_ ნუ ჩაიციკლე მოწამვლაზე, ყველგან ჩასაფრებული ბოროტმოქმედი გელანდება. იათო, ტვინი ამიდუღე, ისედაც დაღლილი ვარ.

_ უკეთესი ვერსია შენ მითხარი!

_ ვერსიებზე მუშაობა გამოძიების კომპეტენციაა.

_ დიაგნოზის დასმა კი ექიმების.

_ ერთ და ორ დღეში არ ხდება ზუსტი დიაგნოზის დასმა. გაიგე, რთული შემთხვევაა, ანალიზების მთელი სერიაა ჩასატარებელი.

დეა შეშფოთებული სახით ადევნებდა თვალს ჩვენ პოლემიკას. მოგვიანებით მიხვდა _ საშიში არაფერის, ჩემ მიერ კითხვების დასმა და დათას მიერ მათი მოგერიება, ჩვენი ურთიერთობის სტილია. შფოთი მეც მიპყრობს, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. ჩემი აზრით, ავადმყოფებთან ყოველდღიური შეხება ექიმებს თანაგრძნობის უნარს უქვეითებს, ფატალურ შედეგსაც კი ფილოსოფიურად აღიქვამენ, მაშინ, როდესაც მე არ მასვენებს გამჩენი და მორიგ კითხვას ვსვამ:

_ მაგრამ დამნაშავის გამოვლენა ხომ შეიძლება `ერთ-ორ~ დღეში? რატომ დუმან ოჯახის წევრები? რატომ არ დაკითხავენ რესტორნის მომსახურე პერსონალს?

_ ვინ გითხრა, რომ არ დაკითხეს?

Page 8: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ე. ი. ცუდად დაკითხეს. დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სტუმრებს შორის იყო, სულაც ოფიციანტი მოისყიდეს...

_ პირდაპირ ქორწილში რომ გაეთამაშებინათ `აბესალომი და ეთერი~, არა? _ გამაწყვეტინა დათამ და ტელევიზორისკენ მიატრიალა უავგუსტოესი პროფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ სურს.

ზუსტი შედარებაა, იმ განსხვავების, რომ დაუშნოვებული ეთერის ბარობაზე ერთი მურმანიც არ გამოჩენილა. საწყალი გოგო...

მესამე დღეს კი დათა დააკავეს. ესეც თქვენი `აბესალომი და ეთერი~!

_ _ _

თავზარდამცემი ამბავი დღის მეორე ნახევარიი გავიგე, როცა მე და დეა ერთობლივი ძალისხმევით შევუდექით დასას საყვარელი შინაური პელმენების კეთებას. ის იყო, ცომი გავაბრტყელეთ, რომ კარზე ზარი გაისმა.

_ ალბათ მამა მოვიდა. _ დეამ ცხვირზე ჩამოჩოჩებული სათვალე შეისწორა.

_ მერე, გააღე კარი, რაღას უცდი? _ ფქვილიანი ცერი კარისკენ მივმართე.

_ როცა ყველაზე საინტერესო მომენტს მიადექი, სწორედ მაშინ მოვიდა. _ დეა ბუზღუნის გაემართა კარის გასაღებად.

_ ყველაზე საინტერესო მომენტის მოყოლას არც ვაპირებ! _ მივაძახე სამზარეულოდან.

საქმე იმაშია, რომ ცომის გაბრტყელების პარალელურად დეას მამამისთან გაცნობის ტრაგიკომიკურ ეპიზოდს ვუყვებოდი. ტრაგიკულს იმიტომ, რომ დათა სასაფლაოზე გავიცანი (იხ. `სისხლიანი ვახიამი~), როცა ცოლის საფლავთან იდგა იმპერატორ ავგუსტეს პოზაში. კომიკურს იმიტომ, რომ მე იმავე სასაფლაოზე მკვლელობაში ეჭვმიტანილებს გავურბოდი და იმდენი ვიხტუნავე, ვიდრე დამწუხრებული ქვრივის ყურადღება არ მივიქციე.

დამცეცხლა, როდესაც დათას მაგივრად დემიკო ფუთურიძე დავინახე. კარგი ამბის მაცნედ რომ არ გვეახლებოდა თავისი ფეხის სამშობიარო სახლის დირექტორი, ცხადია.

_ მოხდა რამე? _ ძლივს ამოვღეღე. არც გამარჯობა, არც ნახვამდის. ოღონდ ცოცხალი იყოს, ოღონდ ცოცხალი...

_ დათა დააპატიმრეს.

ცოცხალია. დანარჩენს მოევლება. ყველაფერს მოევლება სიკვდილის გარდა. ფქვილიანი ხელები გადავიბანე, გაფითრებულ დეას მხარზე ხელი მივუთათუნე და დემიკოს სასტუმრო ოთახში შევუძეხი.

_ რის საფუძველზე? _ ვკითხე დაჯდომისთანავე.

_ პროფესიული გულგრილობა. დაზარალებულის ოჯახი უჩივის, ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია.

_ მომიყევით.

Page 9: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

თურმე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: დილის საათებში სამშობიაროში თხუთმეტი კვირის ორსული შემოიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისდენა საშვილოსნოს ტონუსის ფონზე. ნაყოფის შესანარჩუნებლად პაციენტს შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რეზუს უარყოფითი ფაქტორის მქონე ორსულს დადებითი ჯგუფის სისხლი გადაუსხეს, რამაც ანაფილაქტიკური შოკი გამოიწვია. ადრენალინის შეყვანითანვე პაციენტი გამოსულა შოკური მდგომარეობიდან, მაგრამ ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ოჯახმა მომხდარში ექიმი დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა.

_ ახლა სად არის?

_ წინასწარი დაკავების იზოლატორში.

_ პაციენტზე გეკითხებით.

_ ინფექციურში.

_ რატომ?

_ არასწორად შეყვანილმა სისხლმა ორგანიზმში მთელი რიგი რეაქციების ჯაჭვი გამოიწვია, სახეზეა მედიკამენტოზური მოწამვლა.

`ნუ ჩაიციკლე მოწამვლაზე~, ეს დათას სიტყვებია, თქმული ფუსურიძეების რძალთან დაკავშირებით. როგორც არ ჩავიციკლო, თუკი მაშინაც და ახლაც საბოტაჟის სუნი მცემს?! დავიჯერო, დემიკო ვერაფერს გრძნობს?

შევხდე. როგორც არ ჰგავდა ეს დაღლილი, თვალებჩამქრალი მამაკაცი ქორწილში მოცეკვავე არწივს. მეც შევიცვალე. რამდენიმე წუთის წინ ცომს ვაბრტელებდი, დეასთან ვჭორაობი, თავი ქუდში მეგონა, თურმე, დილის აქეთია თავშიშველა დავდივარ.

_ არ მჯერა. _ ვთქვი ხმამაღლა. ალბას უხეშადაც, რადგან დემიკომ გაკვირვებულმა აწკიპა მეჩხერი წარბები.

_ იცით, იათამზე, მე მოვედი, რომ პირადად გიამბოთ მომხდარის შესახებ. არ მინდოდა საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ყოფილიყო პირველწყარო. მძიმე ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, სახლში გეახელით, გაგაფრთხილეთ, თქვენ კი ისე მიყურებთ, თითქოს... თითქოს მე მიმიძღოდეს რაიმე დანაშაული.

_ მაპატიეთ, არ მინდოდა თქვენი წყენინება. _ მოვიბოდიშესავით.

_ არა უშავს, მესმის... და რისი არ გჯერათ?

_ არ მჯერა, რომ დათას შეეშალა. გამორიცხულია.

_ მართლაც ძნელი დასაჯერებელია. ჯერჯერობით ეს უსიამოვნო ამბავი არ გახმაურებულა, მაგრამ დაზარალებული ქალბატონი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, სავარაუდოდ, ინფორმაცია მალე მედიაშიც გაჟონავს.

_ ვინ არის?

_ დინა ნადიბაიძე. გეცოდინებათ, ტელევიზიაში მუშაობს, მუსიკალური გადაცემის წამყვანად.

ბუნდოვნად გამახსენდა სლავიანური გარეგნობის ახალგაზრდა ქალი, რომელიც დროგამოივებით ციმციმებდა ეკრანზე:

_ პირველი შვილია?

Page 10: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ პირველი შვილი პირველი ქმრისგან ჰყავს. ამ ბავშვს მეორე ქმრისგან ელოდა. სწორედ ეს ქმარი ბობოქრობს, ისეთ ამბავშია, თითქოს დაბადებული შვილი მოვუკალით.

_ გასაგებია.

_ მე კი ვერ გავიგე, როგორ შეიძლება დათასნაირ პროფესიონალს ასეთი გამოუსწორებელი შეცდომა მოსვლოდა... _ მხრები აჩეჩა დემიკომ, _ მართლა ვერ გავიგე. ისიც კი ვიფიქრე, ნასვამი ხომ არ იყო მეთქი? ვიფიქრე კიდეც და ვიკითხე კიდეც. კოლეგებმა არ დამიდასტურეს.

_ გამორიცხულია, დათას სამუშაო საათებში დაელია, ისედაც, მწყრალად არის ალკოჰოლთან. თქვენი ვაჟის ქორწილში ცოტა დალია, ეგ იყო და ეგ. ჰო, მართლა, როგორ არის თქვენი რძალი?

_ ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ვაი ასეთ გადარჩენას. წამხდარი აქვს მთელი კანი. არ ვიცი, რა იქნება, არ ვიცი...

_ ექიმები რას ამბობენ, რამ მოწამლა?

_ მიმდინარეობს მოკვლევა. _ დემიკომ დათას სიტყვები გაიმეორა.

არ უნდა განვრცობა, იქნებ ვინმეს აფარებს ხელს, იქნებ დათას თავისუფლება ჩემს ცნობისმოყვარეობას შეეწირა?! დავუშვათ, დემიკომ იცის სიმართლე და ჩემგან შეფითილებული დათა კი მეტისმეტად ჩაეძია. თუ ასეა, არ გამოვრიცხავ, დემიკოს დროებით მოეშორებინა თავიდან ხელისშემშლელი ფაქტორი. ძაღლის თავი ქორწილშია დამარხული... თუკი დათა საბოტაჟის მსხვერპლია, იმ ძაღლს ამოვთხრი და ცხვირში შევთხრი ფუთურიძეების გაქსუებულ ოჯახს. რა, ჩემი ქმრის ხარჯზე მოინდომეს კუდების დამალვა? არ გამოვა, ბატონებო, ეტყობა არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე?!

_ გმადლობთ, რომ საქმის კურსში ჩამაყენეთ. _ ვთქვი ხმამაღლა და წამოვდექი.

_ რას ბრძანებთ! _ თავი მოიქახლა დემიკომ და გრძელი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.

კართან შედგა. მომეჩვენა, თითქოს რაღაცის თქმა დააპირა. მომენტალურად გავუგზავნე დისტანციური მესიჯი: `თქვი, ნუღარ აყოვნებ.~ სამწუხაროდ გადაიფიქრა. თავდახრილი დაეივა კიბეზე. რაღაც ხდება ამ კაცის სავს, და ეს რაღაც მხოლოდ სამშობიარო სახლში აგორებულ სკანდალთან არ არის კავშირში.

კარი ჩავრაზე და გახურებული სხეულით გრილ რკინას ავეწეპე.

გონება ეწინააღმდეგებოდა საკანში გამომწყვდეული დათას წარმოდგენას. სხვას რომ ეხებოდეს, აქამდე მობილურის ხელში და ვერსიებით თავში გავიქცეოდი ყბადაღებული ძვლის ამოსათხრელად, მაგრამ დათა, ასეთი მშობლიური და საყვარელი, მყუდრო სამზარეულოს ნაცვლად საკანში ზის ვიღაც კრიმინალებთან ერთად!

სამზარეულოსკენ წავლასლასდი. დეას ფქვილიანი ხელები სახეზე აეფარებინა და უხმოდ ქვითინებდა. მაგიდაზე ეგდო ყურებაფშეკილი სათვალე. თმაზე ხელი გადავუსვი და მის დამშვიდებას დაველოდე. ტირილი სტრესს მოუხსნის, ურიგო არ იქნებოდა მეც ჩამომეგდო რამდენიმე კურცხალი, მაგრამ გამომშრალი ვარ, ზამთარს გადარჩენილი ჩირივით.

ვიდრე დეა იცრემლებოდა, დათას მობილურზე დავრეკე. გათიშული აღმოჩნდა, ეტყობა უკვე ჩამოართვეს. თითმა მექანიკურად მოძებნა ღილაკი, სადაც ჩემი მეგობარი მაიორის სერგო ოქრუაშვილის სახელი იყო მითითებული. იქვე გამახსენდა _ სერგო

Page 11: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

მივლინებაშია. იმის მიხედვით, როგორმა აჟიტირებულმა მამცნო უკრაინაში გამგზავრების ამბავი, არ მგონია მალე დაბრუნდეს.

_ არ გვაქვს დეპრესიაში ჩავარდნის ფუფუნება, უნდა ვიმოქმედოთ. _ ვუთხარი დეას და სათვალე მივაწოდე.

_ არა, არ ჩავვარდებიიი.. _ ამოისლუკუნა მან. _ ოღონდ მითხარი, რა გავაკესო?

_ პირზე წყალი შეისხი და ჩაიცვი.

_ სად მივდივარ?

_ ინფექციურ საავადმყოფოში.

_ _ _

ავტოფარეხიდან ძლივს შეყვანილი მანქანის გამოყვანა მომიწია. შესასვლელი იმდენად ვიწროა, უკვე სამჯერ გამოვდე სარკეები რკინის ცხაურს, მართალია არ გატყდა, მაგრამ ბუდიანად ამოვარდა. მერე ამ გამოშინგული ბუდის მივდივარ ხელოსანთან, ის აწეპებს, მე ისევ ვერ ვზომავ მანძილს. პირველად ვხედავ მანქანას, რომელსაც სარკეები არ ეკეცება და ასეთი მანქანა მაინცდამაინც მე მყავს.

დათას ცარიელი ავტოფარეხის დანახვაზე ენთუზიაზმი გამინელდა, თუმცა იქვე შევუძახე თავს _ ასე არ შეიძლება, პესიმიზმიში ჩავარდნა კალაპოტიდან ამომაგდებს და აზროვნების უნარს დამიხშობს. მინდა-არ მინდა, უნდა ავეწყო პოზიტივზე. ამ განწყობის შევერიე მანქანების ნაკადს და გეზი ინფექციურისკენ ავიღე.

საავადმყოფოს მიმდებარე პარკთან დავამუხრუზე. ფანჯარასთან `სტაიანშიკი~ ამესვეტა ზოლიანი ჯოხით ხელში _ ვითომ, დაგაფიქსირე და ხურდის ჩაჩხრიალება არ გადავიწყდესო. არ დამავიწყდება, პატივცემულო, წვრილმანები არასოდეს მავიწყდება, სამაგიეროდ მავიწყდება მსხვილმანები _ მაგალითად, ფუთურიძეების რძლის სახელი და გვარი. ინფექციურში პირველ რიგში მისი, მეორე რიგში კი დინა ნადიბაიძის სანახავად დავირაზმე. მოსაწვევზე მაინც დამეხედა. მეხსიერება დავძაბე. მტრედი, ოქროსფრად ამოტვიფრული გირლიანდები... გეპატიჟების შვილების: დათუნას და... და იმანოს ქორწილში....

_ ლოცულობ, იაკო? _ გვერდიდან დეას გაოგნებული მზერა ვიგრძენი.

მართალი ხარ, გოგონი, ლოცვა არ მაწყენს, მაგრამ ადგილი არ არის შესაფერისი:

_ რა ჰქვია დემიკოს რძალს? _ ვიკითხე ხმამაღლა.

_ ეთერი. _ სერიოზულად მიპასუხა დეამ.

_ ვითომ?

_ შენ არ ასხენე მამასთან კამათისას ეთერი?

_ ეტყობა ფიგურალურად ვახსენე, აბესალომთან კონტექსტში. ვიღას ჰქვია დღეს ესერი?

_ ვაჟას ბებიას.

_ მაგაშია საქმე. ბებიას და არა შვილიშვილს. აბა, ვაჟა? _ დაინტერესებული მივუბრუნდი დეას.

Page 12: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მამიკოს მამიდაშვილი.

_ მამაშენის კურსელ ვაჟას არ იცნობ?

_ რა გვარია?

_ გვარი არ ვიცი, პროქტოლოგია, შვილი ჰყავს კარგი ადვოკატი.

_ ვერ ვიხსენებ ასეთს.

მაშ ასე. ვაჟას გვარი არ ვიცით, პატარძლის სახელი არ გვახსოვს... სრულ ცაიტნოტში ვართ. დემიკოსთან შემიძლია გარკვევა, მაგრამ თუ საფრთხე იყნოსა, დათას მეც არ მიმაყოლოს! ვისთან იეიძლება დარეკვა?

მაკა გომართელი! საბედისწერო ქორწილის კიდევ ერთი ფიგურანტი, ენაწყლიანი და ღორმუცელა. აი, ვის ეცოდინება პატარძლის ვინაობა, და არა მარტო პატარძლის... ცნობა, მეან-გინეკოლოგის დათა მეტრეველის დაკავების შესახებ ელვის სისწაფით მოედებოდა სამშობიარო სახლს და ლაბორატორიის კედლებშიც გაჟონავდა.

_ რას ეძებ ამდენ ხანს? _ თავი იემახსენა დეამ.

_ სადღაც უნდა მეწეროს სამშობიაროს ადმინისტრაციის ნომერი, ს-ზე თუ ა-ზე... მოიცა... _ ვესროლე და მობილურის მენიუს რევიზია განვაგრძე.

ორიოდე წუთში არა მხოლოდ მაკას ნომერი ვიცოდი, არამედ მის აღშფოთებულ ტირადას ვისმენდი:

_ ეს ისეთი უსამართლობაა, იათამზე, ისეთი უსამართლობა, პირდაპირ სიტყვები არ მყოფნის! დათა უდანაშაულოა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

მისმა სიტყვებმა იმედი ჩამისახა. თუკი სამშობიაროს თანამშრომლებიდან ერთი მაინც დარწმუნებულია დათას უდანაშაულობაში, შემიძლია სწორედ ამ ერთთან ვიქონიო კონტაქტი.

_ მაკა, თქვენი ნახვა მინდა...

_ კი ბატონო, ოღონდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. სამსახურში არ ივარგებს.

_ რასაკვირველია, შეხვედრაზე მოგვიანებით შევთანხმდეთ, ახლა სხვა საქმეზე გირეკავთ.

_ რა საქმეზე? _ ხმას დაუწია მაკამ.

_ დემიკოს რძლის სახელი და გვარი მაინტერესებს.

_ ვიცი, რომ დაგაინტერესებდათ. არ გეკითხავს, რატომ... _ შეთქმულივით მომიგო მაკამ. _ აღარ ჩაგაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. თეა ჯიქია, ჩემო კარგო. ცხადია, ქმრის გვარზე თუ არ გადავიდა.

_ ვითომ ჯიქიას ქალი ფუთურიძეზე გადავიდოდა?

_ მაინც იქონიეს მხედველობაში.

მობილური დავკეცე და დეას ვანიშნე მანქანიდან გადმოსულიყო.

ვარდისფერი ყვავილებით მოპენტილ პარკს გავუყევით. ყვავილი ნუშის ხეებს ცვიოდა. თუკი ხეს სქესი გააჩნია, ნუში, ქალი-ხე უნდა იყოს. ასე კეკლუცად მხოლოდ ქალებს შეუძლიათ კაბის შემოძარცვა. გალავანთან ჩამწკრივებულ ნაძვებს ძლიერ სქესს

Page 13: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

მივაკუთვნებდი. პირქუშად დგანან, ზამთარ-ზაფხულ ერთსა და იმავე, მწვანე სამოსში. დროგამოშვებით წიწვებს ისვრიან, აქაოდა, ჩვენც გვიხარია გაზაფხულის მოსვლაო.

ჩვენთვის საინტერესო პაციენტები სხვადასხვა სართულზე იწვნენ. პირველ რიგში დინა ნადიბაიძის პალატისკენ გავეშურეთ. დეა უსიტყვოდ მომდევდა. საკითხავია, ვინ არის ჩვენ შორის მომავალი იურისტი. იურისპრუდენციის თეორიული ცოდნა ერთია, რეალური საქმე _ სხვა. გამოძიებას ნონსტოპის რეჟიმში მომუშავე ტვინი სზირდება. ტვინი მხოლოდ ჰიპოფიზი და რუხი ნივთიერება როდია, გამოცდილება თუ არ გაგაჩნია, გინდ ტვინი გქონია, გინდ ობიანი ხაჭო. მაგალითად, ჩემი ჩვიდმეტი წლის დისშვილს, მიკას, თავი სოკრატე ჰგონია მხოლოდ იმიტომ, რომ ოცდაოთხი საათი ინტერნეტზეა მიერთებული. რაღაცები მართლა იცის, მაგრამ ყურმოკვრით, ზედაპირულად. `უშიში ვითარცა უხორცო~ მხოლოდ ვირტუალურ თამაშებშია, სადაც ვირტუალური მონსტრის დასამარცხებლად ვირტუალურ ხმალს იქნევს. ტიპური `ფუფლო~, როგორც ამბობდნენ ჩემს ბავშვობაში.

_ რა სტატუსით დაკითხავ ფუთურიძეების რძალს? _ მოულოდნელად მკითხა დეამ.

ლოგიკური შეკითხვაა. სასიამოვნოდ გაკვირვებულმა შევხედე. არც ისე ცუდაა საქმე, მე რომ მგონია.

_ არ მაქვს სტატუსი. _ ვუპასუხე მიხვედრილ გოგონას და ისევ სერგო გამახსენდა.

როცა მაიორთან ერთად ვდეტექტივობ, მისი თანაშემწის სტატუსს ამოვეფარები ხოლმე. დღეს გალოკილი თითივით ვარ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. გადავწყვიტე სიტუაციის მიხედვის მემოქმედა და დინა ნადიბაიძის პალატის კარი შევაღე.

პირველად ვიფიქრე, შემეშალა და თეა ჯიქიას პალატაში მოვხვდი, რადგან მუსიკალური გადაცემის წამყვანის სახეზე ზუსტად ისეთი მოყავისფრო-მოლურჯო ლაქები შევნიშნე, როგორიც ჰქონდა გულწასულ პატარძალს. ნუთუ ერსი და იგივე შხამით მოიწამლენ? ვინ მოწამლა? რა მოტივით?...

ვიდრე მე ვერსიებს ვატრილებდი, ჩემკენ ხალასმოსხმული, ბრაზიანი ტიპი დაიძრა:

_ რა გინდა? _ დამეკითხა ხმადაბლა, რადგან დინას ეძინა.

ქმარი იქნება, გავიფიქრე ჩემთვის და ბოდიში-შემეშალას ჩურჩულის გამოვედი პალატიდან.

დერეფანში მნახველების სოლიდური ჯგუფი დამხვდა. ჭარბობდა სატელევიზიო ბომონდის წარმომადგენლები, ინკუბატორის ქათმებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. ყველას ქერად შეღებილი თმა, სოლარიუმის რუჯი... მხოლოდ ერთი შავგრემანი გოგო მომეწონა, პიკანტური კეხითა და ბუნებრივი წარბებით.

დეას `ხალხში გარევა~ და ყურის დაგრძელება ვუბრძანე, მე კი მკურნალი ექიმის კაბინეტს მივაშურე. გოჩა ფილფანი _ ეწერა ოქროსფერ ფირნიშზე. დაკაკუნების გარეშე შევაჭერი, არც სუბორდინაციის დაცვაზე მიფიქრია, არც ეტიკეტის, რა დროს რევერანსებია, ქმარი მყავს გამოსახსნელი!

ცისფერთვალა მამაკაცი სკვინჩასავით ცხვირით უკვე კაუჭზე ჰკიდებდა ხალათს და აშკარად წასასვლელად ემზადებოდა.

_ ბატონო გოჩა, სულ რამდენიმე შეკითხვა! _ შევძახე სულმუთქმელად და წინ ავესვეტე.

შემომხედა, თვალებით გამზომა, საათი შეამოწმა:

Page 14: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მაინც რამდენი, ორი, სამი, ათი? _ მკითხა აგდებულად.

_ რამდენსაც საქმე მოითხოვს.

_ მაშინ კარგად ბრძანდებოდეს. ჩემი სამუშაო დღე დამთავრდა.

_ მე ისედაც კარგად ვბრძანდები, აი, თქვენი კოლეგა კი უდანაშაულოდ ზის ციხეში.

_ ვინ კოლეგა, რა ციხე... და საერთოდ, ვისთან მაქვს ლაპარაკის პატივი?

_ მე... მე დათა მეტრეველის ადვოკატი ვარ.

_ მერე, პირდაპირ გეთქვათ, თორემ ჟურნალისტი მეგონეთ, დილის აქეთია შემიწუხეს გული. _ ბატონმა გოჩამ მაგიდასთან გადაინაცვლა და სკამი გამოსწია.

_ დინა ნადიბაიძესთან დაკავშირებით? _ ვკითხე დაჯდომისთანავე.

_ დიახ. როგორ არის დათა?

_ იცნობს ჩემს ქმარს? _ გაბადრულმა დავაყრანტალე.

ბატონმა გოჩამ კიდევ ერთხელ გამზომა თვალებით:

_ დათა თქვენი ქმარია? აკი ადვოკატი ვარო?

_ მოვიტყუე. _ ვაღიარე გულწრფელად. _ მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, რამენაირად უნდა დაგლაპარაკებოდით. _ გაღიმება ვცადე. კლოუნის პაროდია გამომივიდა.

ის ჩემ პირდაპირ დაჯდა და თანაგრძნობით მომითათუნა ხელზე თავისი ფერმკრთალი, თხელკანა თითები:

_ რა გქვია, გენაცვალე?

_ ია, იათამზე.

_ ვიცნობ თქვენს ქმარს. მცოდნე და ყურადღებიანი ექიმის რეპუტაცია აქვს. ჩემს ქალიშვილს დათამ გაუკეთა საკეისრო კვეთა, ბიჭი შეგვეძინა, ახლა ოთხი წლისაა, ენაცვალოს ბაბუ... _ ბატონი გოჩა ჩარჩროში ჩასმულ ფოტოს დაწვდა და ბუთხუზა ბავშვი მაჩვენა. _ მეორე შვილის გაჩენასაც ამ გზით აპირებს, პრობლემა აქვს პლაცენტასთან დაკავშირებით. რაც მალე დააღწევს დათა თავს ამ გაუგებობას, ჩემსვისაც კარგია და თქვენთვისაც. ასე რომ, მკითხეთ, რაც გენებოთ.

აი, რა უპირატესობა აქვს ექიმის პროფესიას სხვა პროფესიებთან შედარებით. არქიტექტორი ნახაზს დაგიხაზავს, ხელოსანი მანქანას შეგიკესებს, ექიმი კი პასუხს აგებს შენს სიცოცხლეზე, მეან-გინეკოლოგი კი ორმაგად აგებს, რადგან შენ გარდა, შენი შვილის სიცოცხლე აბარია.

_ ბატონო გოჩა, რამდენადაც ვიცი, დინა ნადიბაიძე მოწამვლის დიაგნოზის გადმოიყვანეს სტაციონარში.

_ დიახ, ასეა.

_ რას შეიძლება გამოეწვია მოწამვლა?

_ ალერგიულ რეაქციას ჰგავს, რომელსაც წინ უძღვება ანაფილაქტური იოკი. დადებითი და უარყოფითი სისხლის შერწყმა ორგანიზმში იმუნური სისტემის რღვევას იწვევს, რასაც მოჰყვება ხოლმე მთელი რიგი გართულებები. შემიძლია ლექცია

Page 15: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

წაგიკითხოთ ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედებაზე, მაგრამ ეს თქვენ არ გჭირდებათ.

_ სისხლის გადასხმა რომ გამოირიცხოს, შეიძლება წამალს გამოეწვია ალერგიული რეაქცია?

_ რა თქმა უნდა, შეიძლება. მსგავსი კლინიკა აღენიშნება არასწორედ დანიშნულ მედიკამენტს, შხამიან სოკოს, მწერის ან ობობის ნაკბენს... რომელი ერთი ჩამოვთვალო... ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა წინასწარ გაკეთებულ ანალიზებს, სადაც თეთრზე შავით წერია, რომ... _ ექიმმა მაგიდის უჯრიდან მოზრდილი საქაღალდე ამოაცოცა, რამდენიმე გვერდი გადაფურცლა და ერთ-ერთი ანკეტა ამოაძრო. _ აჰა, დინა ნადიბაიძე... აგერ, ბატონო, გაკეთებული აქვს სისხლის საერთო ანალიზი, ნაცხი... შემოწმებულია სიფილისზე, ჰეპატიტზე, შიდსზე... ექიმმა ანალიზების გასვალისწინებით უნდა იმოქმედოს, აქ წვრილმანი არ არსებობს.

_ საიდან გაქვს ეს მონაცემები?

_ სამშობიარო სახლიდან.

_ რა საერთო აქვს მათ შოკთან?

_ ეს არის ავადმყოფის ისტორია, რომლის ქსეროასლი სამშობიარომ გადმოგვცა, ხომ უნდა ვიცოდეთ რა ტიპის ტოქსიკოზთან გვაქვს საქმე. სისხლხაქცევები, ლაქები, კიდურების სილურჯე, დაბალის წნევა, სველი წეპოვანი ოფლი, ციანოზიანი ტუჩები... აპრიორი იმის თქმა, რომ ზემოჩამოსვლილი სიმპტომები მხოლოდ სისხლის არასწორმა გადასხმამ გამოეწვია, არ შეიძლება.

_ იქნებ... იქნებ ანესთეზიოლოგმა გადააჭარბა დოზას ან ვადაგასული წამალი გაუკეთა, ან... ან წვეთოვანში ვიტამინების ნაცვლად...

_ შეთქმულება ყოფილა დინა ნადიბაიძის წინააღმდეგ და ეგ არის! _ გოჩამ გულღიად შემაწყვეტინა და თავი გააქნია.

_ ახლა როგორ არის? _ ვკითხე დაღმავალი ენთუზიაზმით.

_ შედარებით უკეთესად. ინტენსიური თერაპიის ფონზე მალე მომჯობინდება, თუმცა კანზე დარჩენილი წყლულოვანი ლაქები ჩემში უამრავ კითხვას ბადებს.

_ რომლებზეც პასუხი არ გაქვს...

_ ჯერ არა. რამდენიმე ანალიზის პასუხი 2-3 დღეში იქნება ცნობილი, ზოგისაც _ 1-2 კვირაში. იცით, აქ სიმპტომების მთელი თაიგულია, დათესვის გარეშე შეუძლებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა. დავიჯერეთ, იათამზე, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

_ მესმის, მაგრამ მაინც უნდა ჩაგეძიოთ. რამდენადაც ვიცი, თავიდან ვირუსულ-ბაქტერიულ ინფექციაზე იყო ეჭვი. ასეა?

ბატონი გოჩა თავის სკვინჩა ცხვირს წაეპოტინა და დავიწროვებული თვალები ანკეტისკენ მიმართა. რაღაც უშლის ხელს გული გადამიშალოს. ნეტავ, რა?

_ მართალი გითხრათ, ცოტა უცნაური შემთხვევაა... _ თქვა ყოყმანით.

_ ავადმყოფი მსგავსი სიმპტომების მგონი უკვე გიწევთ სტაციონარში. _ ტაქტიანად შევაპარე.

Page 16: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ვის გულისხმობთ? _ ექიმის აცქვეტილ-აცეკვებულ წარბებში ცუდად დაფარული ცნობისმოყვარეობა კონცენტრირდა, თუმცა კრიალა ცისფერი თვალები უწინდელი მიამიტობით შემომცქეროდნენ.

_ დემიკო ფუთურიძის რძალს, თეა ჯიქიას.

უსიტყვოდ დამიქნია თავი, უკვე მესამედ გამზომა გულდასმით და ხმაში ფოლადი გაურია:

_ რა კავშირშია დემიკო ფუთურიძის რძალი თეა ჯიქია მეან-გინეკოლოგ დათა მეტრეველთან?

_ კავშირის შინაარსზე ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ, ჩემი მხრივ უხერხულიც კი იქნება მტკიცებულებების გარეშე დასკვნების გამოტანა, ახლა ძიების პროცესში ვარ, იმედი მაქვს, დამეხმარებით.

_ კანონს ვერ დავარღვევ. _ მტკიცედ მითხრა ბატონმა გოჩამ და გამომეტყველებაც შესაფერისი მიიღო, შეუვალი.

_ ეგ არც მიფიქრია, უბრალოდ, არ დამიმალოთ სიმართლე. ადვოკატს დღესვე ავიყვან, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემზე კარგი ადვოკატი დათასთვის არ მეგულება... _ აქ კი ტუჩები გამექცა და თვალები ამიწყლიანდა. მინდა ვიყო ძლიერი და მოტივირებული, მაგრამ არ გამომდის. დათას ფაქტორი სუსტსა და უმწეოს მხდის, შეცდომის დაშვების შიში კი მაკომპლექსებს. ახლა მესმის, რატომ უჭირს ქირურგებს ახლობლებისთვის ოპერაციის გაკეთება.

_ იურისტი ხართ?

_ არა. თვითმარქვია დეტექტივი.

სხვათა შორის, არ გასცინებია. სერიოზულად მიყურებს, შეიძლება ითქვას, პატივისცემით.

_ რა გაინტერესებთ?

_ ბატონო გოჩა, ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ სოკოთი მოწამლულებს არ გვანან თქვენი პაციენტები. ისინი განზრახ მოწამლეს, უფრო სწორედ მოშხამეს. დათა საბოტაჟის მსხვერპლია, ის ქათამივით მიაყოლეს მსხვილფეხა საქონელს. ვიღაცამ მიზანდასახულად მოწამლა ეს ორი ქალბატონი. მინდა გავიდე დამკვეთზე.

_ `მსხვილფეხა საქონელში~ დინას და თეას გულისხმობთ? _ შეკითხვა დამცინავად ჟღერდა.

_ არა, მათ უკან მდგარ პიროვნებას. ვერავინ დამაჯერებს, რომ პატარძალი საკუთარ ქორწილში ისე მოიწამლა, რომ წამებში დაეფოთლა სახე... ჩვენც ვჭამეთ იმ სუფრაზე და არაფერი მოგვსვლია! დინა ნადიბაიძის შემთხვევაში ასეთი მოსაზრება მაქვს _ ის, რაც საშვილოსნოს ტონუსად ჩაითვალა, შეიძლება ყოფილიყო პირველი რეაქცია მოწამვლაზე.

_ თეას და დინას რაიმე შეხება აქვთ ერთმანეთთან? _ დაინტერესდა ექიმი.

_ ჯერჯერობით ის ვიცი, რომ ამ ორის კლინიკური სიმპტომები საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. რა გარანტია გვაქვს, რომ ასეთი პაციენტების რიცხვი არ გაიზრდება?

_ ვინ გითხრათ, რომ უკანა რიცხვით არ არსებობს?

_ არსებობს? _ თვალებდაჭყეტილი მივაჩერდი.

Page 17: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

ბატონმა გოჩამ შეთქმულივით გამიღიმა და მაგიდის უჯრა გამოსწია. ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ინტუიციამ სწორედ მის კაბინეტში მომიყვანა და კისერი წავიგრძელე. ეს ჭარმაგი ინფექციონისტი პირდაპირ მონაპოვარია. თუკი არსებობს ავადმყოფი მსგავსი კლინიკით, დათას ე. წ. შეცდომა სულ სხვა ჭრილში განიხილება. დეა კი სტატუსს დარდობდა! ძიების პროცესში არ ამართლებს გაწერილი გეგმა, სიტუაციის მიხედვის უნდა იმოქმედო. მთავარია, საბრძოლო მზადყოფნაში გქონდეს იდეების გენერატორი.

_ აგერ ბატონო, ლექსო ლორთქიფანიძე. _ ბატონმა გოჩამ მორიგი ანკეტა მაგიდაზე დადო და ყურადღებით ჩაუღრმავდა, _ საეჭვო დიაგნოზით დაღდასმული პაციენტების ისტორიებს ცალკე ვინახავ, შემდგომი მოკვლევისთვის. ეს კაცი რვა დღის წინ გაეწერა, საზღვარგარეთ გავაგრძელებ მკურნალობასო. არ ვიცი, სად-რას გააგრძელებს, მაგრამ აქ ყოფნისას დერეფანში ძლივს გადაადგილდებოდა.

_ ისიც შოკურ მდგომარეობაში შემოიყვანეს?

_ არა, ამ სამიდან მხოლოდ დინა ნადიბაიძეს აღენიშნებოდა ანაფილაქტური შოკი. ჯიქია და ლორთქიფანიძე, ასე ვთქვათ, შინაურ ვითარებაში მოიწამლენ, თუმცა ლორთქიფანიძის მდგომარეობა არსებითად რთული იყო. მოწამვლამ ზურგის ტვინის დისფუნქცია გამოიწვია, ორი დღე მცენარესავის იწვა, დაფოთლილ კანს ვინ დაეძებდა, მთავარი ამოცანა მოძრაობის აღდგენა იყო.

_ აღადგინეთ?

_ ნაწილობრივ კი, მაგრამ სტაციონარში მკურნალობა აღარ მოისურვა, ჩვენც მოვერიდეთ ზედმეტი ექსპერიმენტების ჩატარებას.

_ რატომ მოერიდეთ?

ბატონმა გოჩამ სათვალე მოიხსნა და შუბლი მოისრისა. მომეჩვენა, რომ ჩემმა კითხვებმა მიძინებული ეჭვები აუშალა. მას უფიქრია ამ თემაზე, მაგრამ სათანადო დასკვნის გასაკეთებლად ვერ მოიცალა. ან კომპეტენცია არ ეყო, ან უბრალოდ, დაეზარა.

კითხვა გავუმეორე.

_ იმიტომ, რომ დიაგნოზი ამ შემთხვევაშიც გამოუცნობ ამოცანად დარჩა. _ ნირწამხდარი გამოტყდა. _ რაც დასათესი იყო, დავთესეთ, პასუხებმა კი არ დამაკმაყოფილა, სულ ახალ-ახალ კვლევას ითხოვდა. კვლევების ჩატარება სათანადო ბაზისა და სოლიდური თანხების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ გაგებით მოვეკიდე ლექსოს საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილებას. ძალიან სარისკოა მკურნალობის დანიშვნა მაშინ, როცა არ იცი მოწამვლის პირველწყარო.

_ პირველწყარო.... _ გავიმეორე მექანიკურად. _ ეს პაციენტი, ლექსო ლორთქიფანიძე რას ფიქრობდა ამის თაობაზე?

_ მისი აზრით, ადგილი ჰქონდა მედიკამენტოზურ მოწამვლას, დეპრესიაში ვიყავი და არც მახსოვს პირში რა ჩავიყარეო. თუმცა... თუმცა სულ სხვაზე მეტყველებს სისხლის ანალიზი. _ ბატონმა გოჩამ ანკეტაზე მიმაგრებულ ფურცელზე თითი დააკაკუნა. _ სისხლში აღმოჩნდა მცენარეული წარმოშობის ცილოვანი ტოქსინი, რომელიც აბუსალათინის ზეთის ნარჩენების დამუშავებისგან მიიღება. რიცინის მსგავსი თეთრი ფხვნილია, წყალში ხსნადი, არც სუნი აქვს, არც გემო.

_ იმის თქმა გინდათ, რომ რიცინი, რუსეთის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიებში მიღებული ნივთიერება, გაყიდვაში არსებული მედიკამენტის შემადგენლობაში შედის? _ გოჩას მოკაუჭებული თითის პარალელურად ანკეტაზე ჩემი გრძელი თითიც აკაკუნდა.

Page 18: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მე ვთქვი, რომ მსგავსი. მსგავ-სი. ინფორმაციისთვის _ მედიკამენტებში ტოქსინის შემცვლელობა ჩვეულებრივი ამბავია, იგივე ტეტრადოქსინი... ფუტკრის, გველის, მორიელისგან დამზადებული კომპონენტები. გააჩნია დოზას. იგივე რიცინის სასიკვდილო დოზა გაცილებით მცირე მოცულობისაა, ვიდრე... ვიდრე დეტექტიურ რომანებში ფართოდ რეკლამირებული კალიუმის ციანიდის. იათამზე, თქვენ ალბათ ძალიან გიყვართ დეტექტივების კითხვა... _ ბატონმა გოჩამ სათვალე მოიხსნა და ანკეტა დახურა.

თემიდან გადახვევა უნდა, ვერ მივართვი! ჩემი იდეების გენერატორი ჯერ არ დამჯდარა, პირიქით, ერთი ვერსიის გააზრებას ვერ ვასწრებ, კუდზე მეორე მაჯდება. შეიძლება მცდარი, მაგრამ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.

_ კითხვაც მიყვარს და კვანძის გახსნაც. მოდით, ლექსო ლორთქიფანიძის თემა განვავრცოთ. წეღან დეპრესია ახსენეთ...

_ დეპრესია ვახსენე, მაგრამ მიზეზის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, რაც არ უნდა იყოს, ინფექციონისტი ვარ და არა ფსიქოთერაპევტი. და როგორც ინფექციონისტს, შემიძლია გითხრათ: ლორთქიფანიძის ორგანიზმში მოხვდა ტოქსინის მინიმალური დოზა, რომელმაც ფსიქოგენური ხასიათის ცვლილებები და რეფლექსაციის მოშლა გამოიწვია.

_ თავს ვერ დავდებ, რომ კარგად გავიგე რაც მითხარით, მაგრამ ჩემი დილეტანტური გადასახედიდან ნება მიბოძეთ ასეთი შეკითხვა დაგისვათ: ეგ ფსიქოგენური ხასიათის ცვლილება კავშირშია წყლულოვან ლაქებთან, რომლისაც ჩვენი მანდილოსნების კანზე გაჩნდა?

_ შეიძლება, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ძლიერმოქმედი შხამ-ქიმიკატის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია.

_ კუსტარულად დამზადების ვარიანტი გამორიცხულია?

_ თითქმის. _ დაბეჭდა ბატონმა გოჩამ, _ ალქიმიკოსების დრო წავიდა, ცდებს კი დღესაც ატარებენ, მაგრამ სრულიად გასაიდუმლოებულ ლაბორატორიებში, სახელმწიფო დონეზე. თუმცა, შავ ბაზარზე ყველაფრის შოვნა შეიძლება.

_ არ გეჩვენებათ, რომ ამ ისტორიას კრიმინალის სუნი ასდის?

_ კრიმინალის სუნზე კრიმინალისტმა უნდა იფიქროს, და არა ინფექციონისტმა. _ ბატონმა გოჩამ მზერა ამარიდა, მე კი ენის წვერზე მომდევნო შეკითხვამ შემიღიტინა:

_ და თუკი არ იციან?

ექიმმა პასუხად მხრები აიჩეჩა. ვიცი, უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებ, მას არა აქვს პასუხი ჩემს კითხვაზე, მე კი ვაწვები.

_ ბატონო გოჩა, გამაცანით თქვენი პაციენტები, მეტს არაფერს გთხოვს. მათთან კონტაქტზე გასასვლელად მოტივაცია მჭირდება, ნადიბაიძის ქალმა რომ გაიგოს ვისი ცოლი ვარ, კუდით ქვას მასროლინებს. ისიც და მისი ქმარიც. დღეს ისე აგრესიულად მიყურებდა, რო...

_ მაშინ დინასთან ვიზიტი ხვალისთვის გადავდოს, თეასთან კი წარგადგენთ.

_ იმედია, არა როგორც დათას მეუღლეს.

ჩაფიქრდა, ცხვირი მოიფხანა.

_ ადვოკატი არ წავა? _ მივეშველე აქედან.

Page 19: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ არ ღირს აფიშირება, თუ ჩვენების მოცემა არ უნდათ, უარესად დაფრთხებიან, პრივატულ საუბარში კი უფრო გაიხსნებიან. ჩემი ასპირანტი იქნებით, ან პრაქტიკანტი, ან ასისტენტი... რომელიც გენებოთ, არჩევანი თქვენზეა. _ ბატონი გოჩა წამოდგა, თეთრი ხალათი მხრებზე მოიგდო და კარისკენ მანიშნა.

_ ლექსო ლორთქიფანიძის კოორდინატებს ვერ მომცემთ? _ სულ გავთავხედდი მე.

_ მოგცემთ, ოღონდ მოძებნაში უნდა დამეხმაროთ. _ ბატონმა გოჩამ უჯრიდან სავიზიტო ბარათებით სავსე კოლოფი ამოიღო და მაგიდაზე გადმოყარა. _ პაციენტები მიტოვებენ ხოლმე, გადასაგდებად არ მემეტება, ჰოდა, აქ ვყრი.

აი ისიც, მხიარულ ფერებში გადაწყვეტილი სავიზიტო ბარათი: `ლექსო ლორთქიფანიძე. დიზაინერი. მოდის სახლი `ლ. ლ~

_ _ _

პალატა, სადაც თეა ჯიქიას ეძინა, დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებდა _ დღის შუქზე ყველაფერს ცივი, მოცისფრო-მონაცრისფრო ელფერი დაჰკრავდა, ფანჯარაში გამომწყვდეულ ცის ნაგლეჯსაც კი. პლიუს კატაბალახას მძაფრი სუნი და წყლის წვეთების მონოტონური წკაპუნი. ერთფეროვნებას არღვევდა წითელი ვარდები, ისინი მოგვიანებით შევნიშნე, მაგიდაზე იდო, გრძელ ლარნაკში. ასევე შევნიშნე კუთხეში მდგარი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და ფრთხილი ნაბიჯით წამოვიდა ჩვენკენ. მაღალი, მხარბეჭიანი, უკან გადაწეული თმითა და გახსნილი მზერით. ისეთი ლამაზი იყო, მეუხერხულა კიდეც. აპოლონის დარი მამაკაცები ჩემში ორ, ურთიერთთაწინააღმდეგო განცდას აღძრავენ: აღფრთოვანების და ეჭვის. რატომღაც მგონია, რომ მეტისმეტად ლამაზი კაცი საკუთარი გარეგნობის მძევალია.

_ ეს თეას ძმაა, დიტო. _ გამაცნო ბატონმა გოჩამ.

ჩემი თავი არ წარუდგენია, ან დაავიწყდა, ან ტაქტიანი სვლა გააკეთა _ არც მწვადი დაწვა, არც შამფური. ალბათ, დემიკო ფუთურიძის გამო. არ სურდა კოლეგის უკან კულუარული ინტრიგების თანამონაწილე გამხდარიყო.

_ როგორ არის? _ ბატონმა გოჩამ ავადმყოფი მოიკითხა.

_ მესამე საათია სძინავს.

_ ძილი კარგია.

_ დასამშვიდებელი ნემსი აქვს გაკეთებული. _ შეახსენა დიტომ. ასაკთან შედარების ბოხი, დაღვინებული ხმა ჰქონდა, ლაპარაკის დინჯი მანერა.

_ კეთილი. მე დაგტოვებთ...

ბატონი გოჩა ნაჩქარევად გავიდა, მე კი გაკვირვებულ `აპოლონს~ შემატოვა.

_ თქვენთან კონფიდენციალური სალაპარაკო მაქვს. _ პირდაპირ საქმეზე გადავედი.

დიტო წარბების აწევით შემოიფარგლა და ვარდებიანი კუთხისკენ მიმითითა. ერთმანეთის პირისპირ ჩამოვჯექით, პლასტიკატის სკამებზე.

ლაპარაკის დაწყება არ აღმოჩნდა იოლი. როგორია, ადამიანს მიახალო _ შენი დის მამამთილი ჩემში ეჭვებს ბადებს და რა აზრის ხარ ამის თაობაზე-თქო? შეიძლება ისე

Page 20: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

გაბრაზდეს, დერეფანში გამსვას, კატის კნუტივით. თვითონ არ მოდის კონტაქტზე, ჩემგან ელოდება პირველ სვლას. ვეთანხმები მის სტრატეგიას. მამაკაცს უნდა შეეძლოს ცნობისმოყვარეობის მოთოკვა. რაც არის, არის, მამამთილზე მოგვიანებით გადავალ.

_ არ მტოვებს შეგრძნება, რომ თეა განგებ მოწამლეს. _ როგორც იქნა, ამოვღერღე.

_ შეგრძნება? _ დიტომ ცალყბად ჩაიცინა, _ შეგრძნების საფუძველზე ვერ ვიჩივლებ.

_ გამოდის, თქვენც გიფიქრიათ ამ თემაზე?

_ ჩემი ფიქრების მიმართულება გასაგებია, დაზარალებულ მხარეს წარმოვადგენ, თქვენ ვინ ხართ?

_ მე... მე იამზე. შეგიძლიათ ია დამიძახოთ.

_ სახელი არ მიკითხავს, რომელ მხარეს წარმოადგენთ?

_ მეც დაზარალებულის.

_ ვისი მხრიდან?

_ ჩემი მხრიდან, სიმართლის დადგენის მხრიდან... არ ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით. _ ავღელდი. ეს ცხვირმოუხოცავი აპოლონი გამოცდილი ვექილივის მსჯელობს, აქეთ მიწყობს დაკითხვას, მაშინ, როცა მე ძლივს ვუყრი თავს სათქმელს და სულელივით გამოვიყურები.

_ სიმართლე კომპასის ისარი არ არის, სხვადასხვა მიმართულებით გადაიხაროს. ის ერთადერსია. თქვენ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრება, მაგრამ არ მისაბუთებთ, რამდენად საფუძვლიანია თქვენი ეჭვი. რა გარანტია მაქვს, რომ მოგზავნილი არ ხართ?

_ ვისი მოგზავნილი?

_ ვინც, შესაძლოა... _ დიტომ პაუზა გააკეთა და გამაფრთხილებლად ასწია თითი, _ მიაქციეთ ყურადღება, შესაძლო ვარიანტზე გიმახვილებთ ყურადღებას და არა ფაქტზე. მოკლედ, ვინც შესაძლოა დაინტერესებული ყოფილიყო თეას ამ მდგომარეობით. _ გამაფრთხილებლად აშვერილი თითი ახლა საწოლისკენ მიმართა, იქ, სადაც დაზარალებულ პატარძალს ეძინა.

სარგადაყლაპულივით მივაჩერდი. საკამათოა, რომელია ჩვენ შორის მძევალი. ეს დიტო არა მხოლოდ ლამაზია, ჭკვიანიცაა და ცბიერიაც. ასეთთან თვალთმაქცობა ლუსტრაციის ტოლფასია.

_ რატომ დადუმდის, იამზე, დავიჯერო, ასეთი რთული შეკითხვა დაგისვით?

_ შეკითხვის სირთულეში არ არის მთავარი, უბრალოდ... უბრალოდ ჩემმა გულახდილობამ შეიძლება ისე გაგანაწყენოთ, არც ისურვოთ საუბრის გაგრძელება.

_ თუ თქვენი გულახდილობის უკან ბოროტი განზრახვა ან მერკანტილური ინტერესი არ იმალება, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, არ მივეკუთვნები ბუტიათა კატეგორიას.

ავდექი და ყველაფერი მოვუყევი, არც ის დამიმალავს, როგორ გავხდი ქორწილში დატრიალებული უბედურების თვითმხილველი. ყურადღების მისმენდა. ვგრძნობდი, როგორ წონის თითეულ სიტყვას, თითოეულ ნიუანს. ნაკვთი არ შეტოკებია, თუმცა მზერა ჩაუმუქდა, თვალები კი ჩაუღრმავდა. ემოციების ამ დონეზე დათრგუნვა წარსულში მიღებული ცუდი გამოცდილების შედეგია. მე რომ მკითხო, სჯობს ასჯერ მოტყუვდე, ვიდრე საერთოდ დაკარგო ადამიანის მიმართ ნდობა.

Page 21: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

სეფე სიტყვის მოლოდინში დავიძაბე. მე დავიძაბე, დიტო კი აშკარად მოეშვა. კარგი ნიშანია, ე. ი. მენდო, დამიჯერა.

_ არ დაგიმალავთ, მიფიქრია ამაზე, _ თქვა ხმადაბლა. _ ისე საფუძვლიანად არა, როგორც თქვენ, მაგრამ ქვეცნობიერად სულ რაღაც მაწუხებდა. შეიძლება თავს ვიტყუებდი, არ მინდოდა მე ვყოფილიყავი თეას ოჯახის დანგრევის მიზეზი.

_ უკვე დაენგრა?

_ რატომ მეკითხებით?

_ იმიტომ, რომ თეას გვერდით ძმას ვხედავ და არა ქმარს.

დიტომ დამცინავი მზერა ვარდებისკენ მიმართა. ეტყობა, ამაზეც უფიქრია, მაგრამ სხვა რომ გააჟღერებს შენს იდუმალ ფიქრს, ჩაცინების გარდა რაღა დაგრჩენია.

_ ქმარი ნაშუადღევს იყო. ერთი საათი ძლივს გაჩერდა... ძალიან დათრგუნულია. მისი გაგებაც შეიძლება, ვის უხარია თაფლობის თვის გატარება საავადმყოფოს პალატაში? ადამიანი ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ ისეთს შეეგუო, როგორიც დღეს თეაა.

_ არ უყვარდა?

_ როცა ლამაზი იყო, ალბათ უყვარდა. დღეს ყველაფერი შეიცვალა. თეა ის აღარაა, დათუნა _ ფსიქოლოგიურად გატყდა. სილამაზის კონკურსში გამარჯვებულის ქმრობა ერთია, დაუშნოვებული გლდანელი გოგონას ქმრობა, სულ სხვა.

_ თეა სილამაზის კონკურსანტია?

_ მის თბილისი. _ ამიხსნა დიტომ, _ მე წინააღმდეგი ვარ მსგავსი კონკურსების, ვიცი, რა თვალით უყურებენ პოდიუმის ლამაზმანებს. ასაკითაც არ ეკუთვნოდა, თვრამეტ წელს რამდენიმე თვე აკლდა, მაგრამ თეამ დაიჟინა და მაინც თავისი გაიტანა.

_ მშობლებიც წინააღმდეგნი იყვნენ?

_ მშობლები, შეიძლება ითქვას, არ გვყავს. მამიდა რომ არა, თავშესაფარიც არ გვექნებოდა. _ დიტომ ხმა გაიმკაცრა, რაც თემის ხელშეუხებლობას ნიშნავდა. არ ჩავციებივარ, რაც მითხრა, ისიც გამკვირვებია. _ ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ მინდა ნათლად წარმოიდგინოთ ფუთურიძეების ოჯახის უპირატესობა ჩვენთან შედარებით. _ განაგრძო ჩვეულებრივი ხმით, _ უპირატესობაში, ფულსა და კავშირებს ვგულისხმობ, თორემ განათლება და ამბიციები არც ჩვენ გვაკლია. თეა წელს აპირებდა უმაღლესში ჩაბარებას, მე _ მომავალი ადვოკატი ვარ, თან დაცვის სამსახურში ვმუშაობ, ეს არის ჩვენი შემოსავალი. მკურნალობის ხარჯები დემიკომ აიღო საკუთარ თავზე, ეკუთვნის კიდეც, მამამთილია.

_ მან ქორწილის გადახდაც საკუთარ თავზე აიღო და აი, რაც გამოვიდა. _ თვალი საწოლისკენ გამექცა.

_ მგონი სუბიექტური ხართ დემიკო ფუთურიძის მიმართ.

_ დავუშვათ ვარ. დავიჯერო, თქვენ არაფერი გაეჭვებს, სულ არაფერი?

დიტომ ვარდის ფურცელი გამოწიწკნა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ თავისი ეჭვის მიზეზი გამანდო:

_ არის ერთი ნიუანსი _ როდესაც სიტყვა მიზანმიმართულ მოწამვლაზე ჩამოვაგდე, დემიკომ მთხოვა: საბოლოო დიაგნოზის დასმამდე ამ თემას არ შევხებოდი. იგივე თხოვნა მოგვიანებით დათუნამ გამიმეორა.

Page 22: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ რატომ?

_ თითქოს თეას ინტერესებიდან გამომდინარე.

_ არ დაუკონკრეტებია?

_ არა, და არც მე ჩავციებივარ. არ ვარ იმ სიტუაციაში პრავები ვაკაჩავო. ერთადერთი და მყავს ფეხზე დასაყენებელი, გაიგეს! _ დიტო ვარდის ფურცელი მომუჭა და იდუმალი გამომეტყველებით ჩემკენ გადმოიხარა, _ როგორც იურისტმა შემიძლია გითხრათ: ეჭვების გაბათილების გზა სასამართლოზე გადის. ჩემ მიერ ამ გზის ხმამაღლა გაჟღერებამ გამოიწვია თხოვნათა სერია. სქვენმა მონაყოლმა მხოლოდ დაადასტურა ჩემი ეჭვები _ არის კი დაინტერესებული ფუთურიძეების ოჯახი სიმართლის დადგენაში? ეს საბოლოო დიაგნოზიც სათუოა საკითხია... კაცმა არ იცის, აქაური ლაბორატორიის დონეზე რამდენად შესაძლებელია დიაგნოზის დასმა.

_ ანალიზების გაგზავნა საზღვარგარეთაც იეიძლება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, დღეს ბევრი სარგებლობს უცხოური ლაბორატორიების მომსახურებით. მთავარია, გყავდეს ეჭვმიტანილი.

_ არის ეჭვმიტანილი. _ ხმადაბლა, მაგრამ გარკვევის თქვა დიტომ.

_ ვინ?

_ თეამ არ უნდა იცოდეს.

ორივემ საწოლს გავხედეთ. თეას ეძინა.

_ ჩემი იმედი გქონდეთ. _ დავარწმუნე ჩურჩულით.

_ მარიამი, დათუნას და.

თვალწინ დამიდგა ცისფერკაბიანი ქალიშვილი, რომელიც ქორწილის მსვლელობისას მაკამ საფუძვლიანად დაამუშავა.

_ მოტივი?

_ ვიდრე თეა დასუნას გაიცნობდა, მე და მარიამს პატარა რომანი გვქონდა.

_ ცოტა დაწვრილებით `პატარა რომანის~ შესახებ, რა... _ ვთხოვე კბილების კაწკაწით. საინტერესოა, რამდენად დაემთხვევა მაკას მონაჭორი დიტოსას.

_ მოსაყოლიც არაფერია, _ დიტომ, მხრები აიჩეჩა. _ უნივერსიტეტიდან ვიცნობთ ერთმანეთს, დროგამოშვებით ვხვდებოდის. ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ წინასწარ შეთანხმებით. ფლირტის დონეზე მქონდა ურთიერთობა, იმის იქით არ დამცალდა.

_ რატომ?

_ როგორც კი გავიგე, რომ დათუნას და თეას შორის რაღაც ხდება, მაშინვე ჩამოვცილდი მარიამს.

დიტოს მონაყოლიდან:

დათუნამ და თეამ ერთმანეთი სილამაზის კონკურსზე გაიცნეს. დათუნა მუსიკალურ მხარეს უკეთებდა ორგანიზებას და მაშინვე დაადგა თვალი მშვენიერ კონკურსანტს. თეას არ აპროტესტებდა. რატომაც არა?! სიმპათიური, ვერელი ბიჭი კუდში დასდევდა, მანქანით დაასეირნებდა, ქათინაურებით აბრუებდა... სამაგიეროდ, დიტომ გააპროტესტა _ მისი ობოლი დაიკოს მიმართ სერიოზული განზრახვა რომ არ ექნებოდა სამშობიარო სახლის

Page 23: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

დირექტორის ვაჟს, თავისთავად ცხადია. ვიდრე ახალგაზრდებს ღრმად შეუტოპავთ, მან დათუნას გაფრთხილება გადაწყვიტა. თუ არ გაჭრიდა, კუნთების ენაზეც შეიძლებოდა დალაპარაკება. შეხვდნენ. დათუნამ მოსაფიქრებელი დრო ითხოვა, ერთ თვეში კი დასანიშნად მოვიდა.

_ მარიამს რა რეაქცია ჰქონდა? _ დავინტერესდი მაშინვე.

_ ალბათ, ეწყინა.

_ ალბათ?

_ ჩვენ შორის ისეთი არაფერი ყოფილა, რომ პრეტენზია წაეყენებინა. მე საცოლე არ მიმიტოვებია, მარიამი იყო ერთი მრავალთაგანი, თეა კი ერთადერთია, მისი გულისთვის ქალს კი არა, სიცოცხლეს დავთმობ.

დიტოს გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მარიამის `ალბათ ეწყინა~ გადახედვას ექვემდებარება. დიტო შეიძლება ფლირტის დონეზე იყო აწყობილი (რაშიც კრიმინალს ვერ ვხედავ), მაგრამ სადაც ლაბორატორიის გამგის ყურამდე მიაღწია ჭორმა მარიამის უიღბლო სიყვარულის შესახებ, გამორიცხულია საქმის კურსში არ ყოფილიყვნენ მარიამის მშობლები _ ქეთინო და დემიკო. ასეა თუ ისე, მარიამი შეყვარებული იყო, შეყვარებული ქალები კი ხშირად გამოდიან რეალობის ჩარჩოდან და სინამდვილეს გამოგონილისგან ვერ არჩევენ. დიტოს გარეგნულმა მონაცემებმა გასათხოვარ მარიამზე კი არა, ჩემზეც (პატიმარი ქმრის პატრონზე) იმოქმედა. გარეგნობას თუ გონიერებას და ადვოკატის პერსპექტივას დავუმატებთ, გლდანის მიკრორაიონზე უპრობლემოდ შეიძლებოდა თვალის დახუჭვა. წარმომიდენია, მარიამის რეაქცია, როდესაც დიტოსთან განშორების ნამდვილ მიზეზს გაიგებდა. ის უარყვეს ვიღაც გამოუსვლელი გომბიოს გამო, რაც მთავარია, `გომბიო~ მის ოჯახში აპირებდა ჩასახლებას, რომ ნებით თუ უნებლიეთ ყოველდღე შეეხსენებინა საკუთარი უპირატესობა მასთან შედარებით. რა გასაკვირია, შეურაცხყოფილ ქალიივილს გულში შურისძიება ჩაედო. სრულიად ნათელია, რატომ ცდილობს დემიკო რძლის მოწამვლის ფაქტის მიფუჩეჩებას. საკუთარ ქალიშვილს ხომ არ დაადებს ხელს?!

_ თეას შემთხვევაში, ასე თუ ისე ეჭვმიტანილი გამოიკვეთა. _ ვთქვი ხმამაღლა, _ დარჩა ჟურნალისტი დინა და დიზაინერი ლექსო. დინა ნადიბაიძის შესახებ ცნობების შეგროვება ჩემი ქმრის ქალიშვილს ვთხოვე, ვინ იცის, კისერი მოეღრიცა ჩემი ლოდინის. _ ნაგვიანევად გამახსენდა დერეფანში დატოვებული დეა.

_ მე როგორ დაგეხმაროთ?

_ გახდით დათას ადვოკატი. _ თვითონაც არ ვიცი, რამ დამარტყა, მაგრამ ვინაიდან `დამარტყა~, უკან არ დამიხევია.

_ მოულოდნელი წინადადებაა. _ გამოტყდა დიტო.

_ რაც მთავარია, გულწრფელი.

_ გულწრფელობაზე გულწრფელად გიპასუხებთ. ამ საქმეში გამოცდილება მაკლია, თუ არ ჩავთვლით ადვოკატურაში სტაჟიორად მუშაობის რამდენიმე თვეს.

_ თქვენ გაგაჩნიათ მთავარი _ დახმარების სურვილი და პროფესიული ინტერესი. _ ვუთხარი პათოსით.

_ უნდა მოვიფიქრო, არ მინდა ავმჩატდე და მერე ვინანო. ჯერ უნდა გადავწყვიტო, შემაქვს თუ არა სარჩელი პროკურატურაში. თუ შემაქვს, საქმე აღიძრება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით, უკანასკნელ პერანგს გავიხდი და დამნაშავეს გამოვავლენ.

Page 24: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ არ შეგაქვს. _ მოულოდნელად გაისმა თეას ხმა.

_ _ _

იმ ღამეს ფხიზლად მეძინა, პატარა ფაჩუნსაც კი ავი ნაგაზივით ვაკონტროლები. იქ, კატამ დაიჩხავლა, იქ ნაბახუსევმა ამქარმა გვამცნო თავისი არსებობა, იქ მანქანის სიგნალიზაცია ჩაირთო... დღის განმავლობაში ნანახი და მოსმენილი, ღამე წამოშიალა მეხსიერების ფსკერიდან და შუბლის არეში კონცენტრირდა. დილის ექვს საათზე თავი გამოვიფხიზლე და ახალი დღის შესახვედრად სამზარეულოში გადავინაცვლე.

ჩემ გარდა, ახალ დღეს ფრსების სწორების ხვდებოდა სარეცხის თოკზე ჩამომჯდარი ბუღურა. რა ენაღვლება? ქმარი ჰყავს პატიმრობაში თუ მოწმეები დასაკითხი? მელა თუ მოადგა თავისი `ხელეჩოთი და წალდუნათი~, უკანმოუხედავად გადაუგდებს ჯერაც დასაფრთიანებელ ბარტყს. ჰომო საპიენსს წალდუნათი ვერ შეაშინებ, ვერც ბარტყს გააგდებინებ ხელიდან ასე ადვილად. აგერ, დემიკო მამიკო როგორ გადაეფარა ეჭვმიტანილ ქალიშვილს.

სიგარეტს მოვუკიდე და ტვინში დღის გეგმა მოვნიინე. დასაკითხი მყავს დინა, მისი უკმეხი ქმარი, დიზაინერი ლექსო, უარყოფილი მარიამი... მოთელვას ინჭორბიურო მაკასთან გავივლი, არგუმენტებით შეიარაღებული რომ წარვდგე უცნობი პუბლიკის წინაშე.

ელექტროჩაიდანს ჩამოვკარი და მაცივარში შევიჭყიტე. პელმენების დანახვაზე ნაღველი შემომაწვა. ერთი პირობა ვიფიქრე, გადავაგდებ, _ დათას სახელზე გაკეთებულს პირს მაინც ვერ დავაკარებ მეთქი, მაგრამ დეა შემეცოდა. გაუშვი, ისიამოვნოს თავისი ნახელავით. საწყალი გოგო, წუხელ იმდენი ინერვიულა, შინ მოსვლისთანავე ჩაეძინა. ადვილი საქმეა, საკუთარი ყურებით ისმენდე მამაშენის მისამართით წარმოთქმულ ცილისწამების ნიაღვარს და ვითომც არაფერი, შპიონს განასახიერებდე. არადა, დერეფანში შექუჩული დინას გულშემატკივრები სხვას არაფერს აკეთებდნენ, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე აგინებდა არაკომპეტენტურ მეან გინეკოლოგს დათა მეტრეველს. დღეს ასეა, მთავარია, რა იქნება ხვალ...

ხვალ უეჭველად მომიწევს კოლეჯში წაბრძანება. არდადეგები ცხვირზეა, მე კი ჯერაც არ დამიწერია სადღესასწაულო ღონისძიების სცენარი. ამ დღეებში ვაპირებდი ჩაჯდომას, მაგრამ ბედისწერამ ისეთი სცენარი შემომიგდო, ყველაფერი დამავიწყა.

დეამ მეორე ჭიქა ყავაზე და მესამე სიგარეტზე მომისწრო. ლოყაზე ნაიარევივით აღბეჭტოდა ბალიშის ნაკეცი _ ღრმა ძილის უტყუარი ნიშანი. გაიხარე გოგონა, დღეს, როგორც არასდროს, მჭირდება დასვენებული ტვინი.

_ გინდა პელმენი? _ მაინც ვკითხე.

_ არა.

_ გუშინდელის მერე არაფერი გიჭამია...

_ არც შენ.

_ მე რას მიყურებ, შენ ახალგაზრდა ხარ.

_ მითუმეტეს, მეტს გავუძლებ.

Page 25: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ `გავუძლებ~ რას ნიშნავს, ფიცი გაქვს დადებული?

_ უბრალოდ, არ მშია.

_ ასე არ გამოვა, შენი თავი ძლიერი და ჯანმრთელი მჭირდება და არა გამოფიტულ-გამოშიგნული. გაზაფხულზე ორგანიზმი ისედაც განიცდის ვიტამინების დეფიციტს. _ სიგარეტი ჩავაქრე და მაცივრის კარი მოვაფრიალე.

_ პელმენს მაინც არ შევჭამ. _ მტკიცედ გამოაცხადა დეამ.

_ აფსუსია, გაფუჭდება.

_ ვინმეს მიეცი, მადლია.

ჩავფიქრდი. მეზობლებს ვერ ჩამოვივლი _ არიქა, პელმენი მიფუჭდება-მეთქი, მაგრამ სადარბაზოს დამლაგებელს ალბათ მოვიმადლიერებ. მის ასაკში ქალი რომ ცოცხს დაიჭერს ხელში, ე.ი. უკიდურესად უჭირს.

ორცხობილაზე და ჩაიზე იევსანხმდის. დიეტურიცაა, ნეიტრალურიც, უგემურიც...

_ რა გეგმები გვაქვს? _ დეამ უკმაყოფილოდ დაყნოსა ლიმონიანი ორცხობილა, რომელსაც ციტრუსის ნაცვლად შმორის სუნი დაჰკრავდა.

საათს დავხედე:

_ თხუთმეტ წუსში მაკას დავურეკავ.

_ რატომ თხუთმეტ წუთში, ფიცი გაქვს დადებული? _ გამომაჯავრა დეამ.

_ იმიტომ, რომ ცხრა საათზე უხერხულია ადამიანთან დარეკვა, ამ დროს ან სძინავს, ან სამსახურში მიიჩქარის, ან ცალი ფეხით კაბინეტშია. თუ ახალი მისულია, პიჯაკი უნდა გაიხადოს, სკამი გამოსწიოს... ათის თხუთმეტ წუთზე ყველა ეს პროცედურა ჩატარებული ექნება და თავისუფლად დაგელაპარაკება. ცხადია, თუ ჩემსავით მასწავლებლად არ მუშაობს. გაკვეთილზე გამორთული მობილურით შევდივარ _ ეს დაუწერელი კანონია. დაგვიანებაზე კი ხელფასი გვექვითება _ ეს კონტრაქტში გვიწერია.

_ როდის გითავდება კონტრაქტი?

_ ორ წელიწადში.

_ იქამდე რომ მოგბეზრდეს?

_ კარგი სამსახური ჯერ არავის მობეზრებია. ჩვენთან ნორმალური ანაზღაურებაა, გრაფიკიც მაწყობს. მე ვერ შევეგუები ცხრიდან ექვსამდე ერთ ადგილას ფეხმოუცვლელად ჯდომას.

_ კერძო მოწაფეებთან ჯდომა არ გიწევს?

_ წელს არ ამიყვანია. სამაგიეროდ ავიღე სერიოზული შეკვეთა თარგმანზე, რომელსაც ძალიან არასერიოზულად ვუდგები.

თხუთმეტმა წუთმა ორცხობილას ლოღნასა და უაზრო ლაპარაკში გაიარა. მაკა ნაცნობი გუგუნის თანხლებით გამეპასუხა, ტრანსპორტში თუ იჯდა.

_ როდის შეიძლება სქვენი ნახვა? _ ხმაურის ჩასახშობად, რაც შეიძლება მაღალი დიაპაზონი ავკრიფე.

_ შესვენებაზე გაწყობთ?

_ დრო, ადგილი?

Page 26: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ სამშობიარო სახლთან პატარა კაფეა _ `გვირილა~. პირველ საათზე გელოდებით.

`გვირილა~ _ ჩავიბეჭდე მეხსერებაში და ამჯერად დიზაინერ ლექსოს დავურეკე. აი, ეს სუბიექტი კი ნამდვილად გავაღვიძე, ისე კაპრიზულად გამეპასუხა, შემოვლითი გზით გადავწყვიტე დაკონტაქტება:

_ გამოსაშვები საღამოს კაბის შეკვეთა მინდოდა ქალიშვილისთვის...

_ ამ დილაუთენია?

_ უკაცრავად, მაგრამ...

_ ვინ გამოგაგზავნათ? _ შემაწყვეტინა.

_ მე თვითონ, საკუთარი სურვილით. რა, რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება?

_ კიიი.... _ მომამთქნარა ყურმილში. უზრდელი.

_ მაშინ რა პრობლემაა.

_ ნოუ პრობლემ. _ ჩააინგლისურა. _ მენეჯერთან მიბრძანდით.

_ მე თქვენი ნახვა მინდოდა.

_ დღეს არ ვარ ფორმაში... რომელი საათია? _ ძილისგუდა დიზაინერმა მთქნარებას ზმორება მოაყოლა.

_ თერთმეტი დაიწყო. _ სიამოვნებით მოვატყუე.

_ ააა... ჰო... ატელიეში მობრძანდით და ნონა იკითხეთ, ის მოგემსახურებათ. იცით მისამართი?

მისამართი სავიზიტო ბარათზე იყო მითითებული, ატენის ქუჩა. აგერაა, პრაქტიკულად ორ ნაბიჯში, მაგრამ რაში მარგია ნაბიჯების რაოდენოდა, თუკი ლექსო არ დამხვდება.

_ მოკლედ, მოხვალთ, ესკიზს ნონასთან შეათანხმებთ, ის კი ჩემთან ამოიტანს დასახვეწად.

_ ამოიტანს? _ ყური გავიმახვილე, _ სად ამოიტანს?

_ აააუუუ... სად და მეორე სართულზე. ატელიე პირველ სართულზეა, მე _ მეორეზე ვცხოვრობ. ამოიტანს, გამაცნობს, მე კორექტირებას გავუკუთეეეე.... _ ისევ მთქნარება.

_ პირადად თქვენი კონსულტაცია მჭირდება, ჩემმა ქალიშვილმა დაიჟინა, ლექსოს გარდა... _ ჩემი ჭკუით შებმა დავიწყე, ამ კი პიჟონმა ყურმილი დამიკიდა.

მთელი გულის შემიურდა წყევლის დიდოსტატი ქალების. შეურაცხყოფილი მივაჩერდი დეას. მან ფხუკუნით ჩაქინდრა თავი.

მაინც არ დავნებდები. პირდაპირ ატელიეში დავაცხრები და იმ ყურმილს მოღიავებულ პირში ჩავთხრი. `ნოუ პრობლემ~, გამომიხტა აქ ინგლისურის მცოდნე. გახსნიან მიტოვებულ სარდაფებში სამკერვალოს, მიაწერენ _ `მოდის სახლი~ და თავი პიერ კარდენი ჰგონიათ. კარდენთან რომ დამერეკა, ის არ მეუხეშებოდა ასე.

გაცეცხლებული შევვარდი საძინებელში და რაც პირველი მომხვდა თვალში, ის ჩავიცვი. გარეთ არც გამიხედავს. არადა, კარგი, იქნებოდა... ჩიტები დაბდა დაფრინავდნენ, ცას პირი ჰქონდა შეკრული და ცხვირის მოსახოცად შესაფერის მომენტს ეძებდა. დეა ინფექციურში დავიბარე და მორიგი რაუნდის ჩასატარებლად გავქუსლე.

Page 27: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ _ _

ატელიე არც ისეთი უბადრუკი აღმოჩნდა, როგორც მე გამიხარდებოდა. მთლად ბრენდი არ იყო, მაგრამ ფილიალის პირობაზე, ძალიანაც სოლიდურად გამოიყურებოდა. ვიტრინის გასწვრივ ჩამწკრივებული მანეკენები განყენებული მზერით აცილებდნენ გამვლელ-გამომვლელს. ერთის ქამარი მომეწონა ძალიან, ნეტავ, ბრჭყვიალა კაბასთან ერთად იყიდება თუ ცალკე?

ზანზალაკებიან კარსან შევჩერდი. მაშ ასე. ოპერაცია კოდური სახელწოდებით `საღამოს კაბა~ დაიწყო.

სულ ტყუილად ვღელავდი. ზედაც არავინ შემომხედა, თუ არ ჩავთვლით პლაკატიდან მომზირალ კიკინებიან ყმაწვილს ბალერონივით მოტკეცილი შარვლითა და მოღეღილი პერანგით, საიდანაც თეთრი, სლიკინა მკერდი მოუჩანდა. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო გამოჩენილი დიზაინერი ლექსო ლორთქიფანიძე, რომელიც კაცის გარდა ყველაფერს ჰგავდა. ატელიეში სამუშაო გარემო სუფევდა. ფერად-ფერადი ქსოვილების თოფებს ამოვეფარე და სიტუაცია დავზვერე.

_ ვინმეს ეძებთ?

ხმაზე მოვიხედე. ბალზაკის ასაკის სანდომიანი ქალი თავაზიანად მიღიმოდა.

_ მგონი ნონას ვეძებ. _ ბედად რეკომენდებული მენეჯერი გამახსენდა.

_ მე გახლავარს ნონა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

_ საღამოს კაბის შეკვეთა მინდოდა...

ნონამ თავით ფეხამდე შემათვალიერა, ნასწავლი ღიმილით, თუმცა კრიტიკულად. უნდოდა შეეფასებინა, რა შესაძლებლობის ჩიტი შემოფრინდა მას ატელიეში. არადა, მაინცდამაინც დღეს გამოვიქეცი სახლიდან ფეთიანივით, სხვა დროს ძალიანაც მიყვარს სარკესთან ურთიერთობა. ქაჯურად არც ახლა გამოვიყურები, მაგრამ ჯინსის ქურთუკი და ჯინსის შარვალი მთელ თბილისს აცვია. აი, ფეხსაცმელები დათამ ჩამომიტანა ლონდონიდან, ვინმე `ჰუსეინ შალაიანის~ ბრენდიაო. პირველად გავიგე მისტერ თუ ეფენდი ჰუსეინის არსებობა, თუმცა ფეხმაცმელები ძალიან მომეწონა _ უქუსლო, ნატურალური ტყავის, თავისით დადიან, შენ უბრალოდ მიჰყვები. ფასის გაგონებაზე კინაღამ ამოვხტი ნაქები საჩუქრიდან, მაგრამ რაღას ვიზამდი?! დათას ეტყობა დაეზარა მაღაზიებში წანწალი და წვრილ-წვრილი საჩუქრების ნაცვლად მთელი მივლინების ფული კინკილა ფეხსაცმელებში მიაფშვნიტა. ასე იყო თუ ისე, ლანჩას ვერ დავანახებდი ქალბატონ ნონას _ დახე, შალაიანის ბაჩიები მაცვია მეთქი. ვინ იცის, შალაიანი სომეხი ქორვაჭარი ეგონოს?!

რით შეიძლება მოვაწონო თავი? ხელჩანთა თბილისის ბაზრობაზე ვიყიდე ოცდაათ ლარად. ჩვეულებრივი ჩანსაა, ნაჭრის. წინ ორი ბალთიანი ჯიბე აქვს. ერთში მობილური მიგდია, მეორეში _ საათი. სტოპ, საათი! ოცდაათლიან ჩანთაში ორი ათას დოლარიანი საათი მიგდია. ნაღდი ბრენდი, `ჯანი ვერსაჩეს~ კოლექციიდან, ვარდისფერ ციფერბრატიანი, ოდნავ გაქექილი სამაჯურით. დიპლომატმა ბიძაჩემმა მომართვა ქორწილში, ცხადია, დედაჩემისა და დეიდაჩემის ჩაწოდებით. ვერსაჩეს ხათრის ერთი წელი მაჯაზე მეკეთა, რის შემდეგაც ჩანთაში გადაინაცვლა. ძალზე პრეტენზიული ფერია ვარდისფერი, შესაფერისი სამოსი სჭირდება, ბრენდის ხათრის ნამდვილად ვერ გადავიქცევი ვარდისფერ პეპელად.

Page 28: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ აქეთ მობრძანდით. _ ნონა ბუდუარის მსგავს განყოფილებაში შემიძღვა, სადაც იდგა საოფისე მაგიდა და კომპიუტერი. მაგიდაზე ეყარა ხელით დახატული ესკიზები.

შთაბეჭდილების მოხდენა შემდეგისთვის გადავდე და შეკვეთაზე გადავერთე. გოჩა ექიმის არ იყოს, მეც მზა ტანსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას, ბავშვობის შემდეგ არაფერი შემიკვეთავს, საღამოს კაბა კი ასი წელი არ მჭირდება.

_ გაზაფხულზე თუ ზაფხულში გაქვთ დაგეგმილი ღონისძიება? _ მკითხა ნონამ.

_ რომელი ღონისძიება? _ გაკვირვებულმა შევხედე, ეს ქალი ჩემი დირექტორის მოგზავნილი ხომ არ არის მეთქი.

_ იმედია, საღამოს კაბას სახლში ჩასაცმელად არ გჭირდებათ.

_ დიახ, რა თქმა უნდა... მაისში მჭირდება, ქორწილისთვის.

_ არ მეგონა, მაისში თუ იხდიდნენ ქორწილებს.

_ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ასე, მერე სასწავლებლად მიდიან. საზღვარგარეთ. _ დავაზუსტე დამაჯერებლობისთვის, _ ისეთი კაბა მინდა, ყველგან შეიძლებოდეს ჩაცმა _ ქორწილში, სტუმრად, გამოფენაზე... კლასიკური სტილი თანამედროვე ელემენტებით.

_ მაქსი, მიდი, მინი...

_ მიდი ალბათ... ალბათ კი არა, ნამდვილად.

_ როგორ ქსოვილს ინებებს?

_ ქსოვილს?... სადას, პასტელის ფერებში. კარგი კომბინაცია თუ იქნება, ფერადიც შეიძლება, აპლიკაციებით.

_ მოდით, ჯერ ქსოვილი შევარხიოთ, მერე ვიფიქროთ სტილზე. ქსოვილი თუ არასწორედაა შერხეული, იდეალური თარგიც რომ გვქონდეს, ეფექტს ვერ მოახდენს. ახლახანს მივიღეთ შესანიშნავი კოლექცია, შემიძლია დაგათვალიერებინოთ.

სიამოვნების დავსანხმდი. ოღონდ ამ ბუდუარიდან დამაღწევინა თავი, გზადაგზა რამეს მოვიფიქრებ. ნონამ იმ თოფებსან მიმიყვანა, რომლებიც შემოსვლისთანავე მომხვდა თვალში. ყალბი ინტერესით დავიწყე შემოვლა, ცალი ყურით ლექსოს თანაშემწის სარეკლამო გამოსვლას ვისმენდი.

_ ნონა, შეფმა კრუასანიო. _ ატელიეს სიღრმიდან გამხდარი ქალიშვილი გამოვიდა, ძლივს დაიკლაკნებოდა მაღალ ქუსლებზე.

_ აიღე ფული და გადადი საკონდიტროში. დააკვირდი, წუხანდელი კრუაზანი არ შემოგაპარონ. _ გააფრთხილა ნონამ და ისევ მე მომიბრუნდა. ნეტავ გაჩუმდეს, ვინატრე ჩემთვის, მაგრამ ისეთი მოქოქილი ჩანდა, მგონი მართლა გამომტყუოს შეკვეთა.

ქუსლიანი ქალიშვილი გარეთ გავიდა, მაგრამ რამდენიმე წუთში უკანვე შემობრუნდა პარკის ხელში და დარბაზის ბოლოში, რკინის კიბეზე დაიწყო ასვლა. შმორიანი ორცხობილის შემდეგ არც მე მაწყენდა პირის ჩატკბარუნება, მაგრამ ახლა საკონდიტრო ფიქრების დრო არ იყო. კიბის თავში საკმაოდ ვრცელი, სარკიანი გასახდელი დავინახე, გადაწეული ფარდები თითქოს მიხმობდა, მოდი, იმოქმედე, შანსი ხელიდან არ გაუშვაო.

_ მზა კაბებს ხომ არ შემომთავაზებდით? _ შევაწყვეტინე ენად გაკრეფილ ნონას.

თავის დაკვრით დამეთანხმა და საკიდებზე ჩამოკონწიალებული სამოსის გრძელ რიგთან მიმიყვანა:

Page 29: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ აირჩიეთ, რაც გენებოთ. აგერ გასახდელია, მოირგეთ, ნუ იჩქარებთ... დარწმუნეუბლი ვარ, უკმაყოფილო არ დარჩებით.

ერთის ნაცვლად ხუთი კაბა ჩამოვხსენი და გასახდელში გავმაგრდი. ფარდის ღრიჭოდან დავინახე, როგორც ჩამოკაკუნდა კიბეზე ქუსლიანი ქალიშვილი. ბევრი აღარ მიყოყმანია, სამალავიდან გამოვძვერი და `შალაიანის~ რბილძირიანი ფეხსაცმელებით სპირალისებრი საფეხურები დავფარე.

კრუასანის არომატმა პირდაპირ საძინებელში მიმაგდო. ლუდოვიკოების და ფილიპების შესაფერის მაღალზურგა და განიერ საწოლზე წამომჯდარ კაცში ძლივს ვიცანი პლაკატებზე წარმოდგენილი კიკინებიანი სუბიექტი. ვარაუდის მივხვდი, ის უნდა ყოფილიყო. სახის კანი დაფშხვნილ ფოთოლს მიუგავდა, დალაქავებულ ხელში დაბრაწული კრუაზანი ეჭირა.

უცნობი ქალის დანახვაზე სიბრაზისგან ყბა მოექცა და ღეჭვა შეაჩერა. შემეშინდა, არ დაიხრჩოს მეთქი და სასწრაფოდ ავჭერმეტყველდი:

_ ძალიან გთხოვთ, დაწყნარდით, არც პაპარაცი ვარ, არც ჟურნალისტი, არც ავტოგრაფის მაძიებელი ფანი... უსიკვდილოდ მჭირდება თქვენთან დალაპარაკება, რომ არა ფორსმაჟორული სიტუაცია, ამდენ მანიპულაციებს არ ჩავატარებდი.

_ რა მანიპულაციებს? _ ლექსომ ჩაკბეჩილი კრუასანი ტუმბოზე დადო და ამობრუნებული ხელისგულით სავსე ტუჩები მოიწმინდა. გამხდარი, გაუვარჯიშებელი მკლავი ჰქონდა, სოსისივით რბილი და ვარდისფერი, ეტყობა, ცხოვრებაში არ აუწევია სიმძიმე.

_ მოვიტყუე, თითქოს კაბის შეკვეთა მინდა, დრო ვიხელთე და თქვენთან ამოვიპარე.

_ შენ რეკავდი დილაუსენია?

_ დიახ, მე ვიყავი, ბოდიშს გიხდი უტაქტო შემოჭრისთვის, მაგრამ ხომ გაგიგია, გაჭირვება მაჩვენეო... _ მეც შენობით გავეპასუხე, თვითონ იყო ფამილარობის ინიციატორი.

_ ისევ გაჭირვება... მე რომ ადამიანი გაჭირვებით შემაცოდებს თავს, იმას ჭკუა მოეკითხება?

ლექსომ მოპირდაპირე კედელზე, დეკორატიულ სარკეს შეხედა, საკუთარ თავს ენა გამოუყო და ჩემკენ მოატრიალა თვალის კაკლები. მკვდარი, ემოციებისგან დაცლილი მზერა ჰქონდა, როგორც ქრონიკულ ნარკომანს. თუმცა კაიფში არ იყო. ან როდის უნდა მოესწრო, ახლახანს გაიღვიძა.

_ მარტო შენ არ ხარ ასეთ დღეში. _ მთავარი სათქმელი გადავუგდე და რეაქციას დაველოდე.

რომ გითხრას, ცნობისმოყვარეობით დორბლი ყარა, მოგატყუებთ, თუმცა, მიცვალებულის პირობაზე ოდნავ შეცბუნდა.

_ დიახ, ამის სათქმელად და გასარჩევად მოვედი. _ დავაყოლე გულმოცემულმა.

_ განაგრძე, რას მომჩერებიხარ...

_ აგდებულ ტონს ვერ ავიტან. _ გავაპროტესტე მე. _ თუ გაინტერსებს, ვინ გაგიმეტა, ვითანამშრომლოთ. თუ არა, სხვა გზით შევეცდები სიმართლის დადგენას.

_ ჰოჰ, რა ამაყები ვართ?

Page 30: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ამაყი რომ ვიყო, დაუკითხავად არ შემოვიჭრებოდი უცხო მამაკაცის საძინებელში. არ ვარ ამაყი, სასოწარკვეთილი ვარ.

ინტერესით შემათვალიერა. მგონი დადგა `ვერსაჩეს~ გამომზეურების მომენტი. საათი ხელჩანთიდან ამოვიღე და საფირმო ნიშნის ლექსოს მივუშვირე:

_ ათ წუთში თუ არ დავბრუნდი, შენი ნონა ქვეყანას შეყრის და ქურდად გამომაცხადებს.

არ ვიცი, `ჭამა~ თუ არა `ვერსაჩე,~ ყოველ შემთხვევაში ნონას დაურეკა _ შენი კლიენტი ჩემთან არის და არავინ შეგვაწუხოსო.

_ ამიხსენი, რას გულისხმობ `თანამირომლობაში?~ _ მკითხა ყოველგვარი ცინიზმის გარეშე.

_ გულახდილ პასუხს რამდენიმე კითხვაზე.

_ გააჩნია კითხვას, თუ პირად ცხოვრებას არ ეხება, შევეცდები ვიყო გულახდილი.

_ შეეცადე, რადგან შენს პასუხზე არის დამოკიდებული დამნაშავის გამოვლენა.

_ აჰა, ასეა საქმე?

თავი დავუკარი.

_ ვაიდა, გამოვლენილი მყავს? _ ლექსომ ბრიყვულ ღიმილში დაექახა უფერული ტუხები.

_ როგორ თუ გამოვლენილი? _ არანაკლებ ბრიყვულად ვიკითხე.

_ ჭრელად. _ მომიგო ნიშნისმოგებით. _ იქნებ არ მინდა ვინაობის გამხელა, იქნებ ჩემი საქციელით დავიმსახურე ეს... ეს ამაზრზენი ფეისი? _ ლექსო თითებით ნიკაპს შეეხო და წარბქვეშიდან ამომხედა.

_ შეიძლება, მაგრამ მსგავსი სიმპტომებით უკვე ორი ადამიანი წევს ინფექციურ საავადმყოფში. თუ შენ იცი დამნაშავის ვინაობა, ალბათ დიაგნოზიც გეცოდინება, აქედან გამომდინარე, მკურნალობასაც დავუნიშნავს. ან ექიმს რას ვაწვალებთ ან ოჯახის წევრებს?

_ გოჩა ფილფანმა მომიქსია შენი სავი? _ მკითხა აგდებულად.

_ არც გოჩაა გამოჩენილი მონადირე, არც მე _ დაგეშილი მწევარი, და არც შენ გავხარ ჭალას შეფარებულ მწყერს. ჩემით მოვედი, არც თოფი მომიტანია, არც ტყვია-წამალი. უბრალოდ გოჩას, როგორც ნორმალურ ექიმს, ადარდებს თავისი პაციენტების ბედი. მისთვისაც გამოცანაა უცნაური კლინიკის მატარებელი პაციენტების მომრავლება. გაიგე, ზუსტი დიაგნოზის დასმამდე ავადმყოფობა მკურნალობას არ ექვემდებარება. შენზე მითხრა, საზღვარგარეთ აპირებს გამოკვლევის გაგრძელებასო, მართალია?

_ გაგრძელებას კი არა, თავიდან დაწყებას! აქ მიახლოებითი დიაგნოზიც ვერ დამისვეს, მიედ-მოედენ რაღაცას... სისხლის ანალიზი ყავის ნალექი ხომ არ არის, იმარჩიელო _ ეს ფიგურა ამას ჰგავს, ის კი იმასო. ეგრე მეც ვიცი, რომ მომწამლეს, მაგრამ რითი, რითი? _ ლექსოს ხმაში ემოციის ნოტები გაჩნდა, რასაც მივესალმები. _ ჰო, ფეხზე დამაყენეს, ექიმებზე ცოდვას ვერ ვიტყვი, რაც შეეძლოს გააკეთეს, მაგრამ მეტი არ შეუძლიათ! ღმერთო, მეც აღარ შემიძლია ასე ცხოვრება. _ ბავშვივით დაიწუწუნა. ალალად და უბოროტოდ.

Page 31: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

პლაკატების მიხედვით თუ ვიანგარიშებ, დიდიც არ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ავადმყოფობამ ასაკი წაუშალა. ასე შეიძლება გამოიყურებოდეს ოცდახუთი წლის ვაჟიც და ორმოცდახუთი წლის კაციც.

_ შხამის დასახელება თუ გვეცოდინება, შხამსაწინააღმდეგო ვაქცინის გაგებას წინ არაფერი დაუდგება. სწორად წარმართული მკურნალობა გააადვილებს როგორც აქაური, ისე უცხოელი ინფექციონისტების საქმეს. მე თუ მკითხავ, სულ აღარ დაგჭირდება საზღვარგარეთ გამგზავრება. ხარჯიც ზედმეტია და ისედაც...

მგონი ჭკუაში დაუჯდა ჩემი ნათქვამი. გაყუჩდა და ჩაფიქრდა, სამაგიეროდ მე დავიქოქე:

_ არ ვიცი, შენ რამდენად გყავს გამოვლენილი ეჭვმიტანილი, მაგრამ ერთი რამ სახეზეა _ ის არ ჩერდება, ჩემთვის გაუგებარი მოტივით განაგრძობს ადამიანების ტანჯვა-წამებას. პირდაპირ გეტყვი _ დასახიჩრებას. აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს ყველა დაზარალებულს ერთდროულად შეგეყარათ მოწამვლის ბაცილა.

_ შენ ვინ ხარ? _ მკითხა მოულოდნელად.

_ იათამზე მდივანი.

_ გვარი და სახელი არაფერს მეუბნება.

_ არც ჩემი სპეციალობის გაგება მოგცემს რამეს, ჩათვალე, თვითმარქვია დეტექტივი ვარ, აი, დინა ნადიბაიძის გვარი და სახელი თუ გეუბნება რამეს?

_ დინა?... ჰმ, დინა ჩემი კლიენტია, ისევე როგორც ტელევიზიონშიკების უდიდესი ნაწილი. მაგას რაღა მოუვიდა?

_ გაურკვეველი ინტოქსიკაციის ფონზე მუცელი მოეშალა.

_ ინტოქსიკაციის?

_ ყოველ შემთხვევაიი, შენი და მისი კლინიკა იდენტური ხასიათისაა.

_ დინა რაღა შუაშია? _ ლექსომ ყურს უკან მოიფხანა, ეტყობა უჭირდა ჟურნალისტისა და სავარაუდო დამნაშავის სახელის ურთიერთდაკავშირება.

პასუხად მხრები ავიჩეჩე. რაც არ ვიცი, არ ვიცი.

_ მეორე ვიღაა?

_ შენი ჩათვლით, მესამე.

_ თუ ჩემ შემდეგ დაიწამლენ, პირველი გამოვდივარ.

_ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ისე, თეა ჯიქიაა.

_ ისიც? _ კისერი წაიგრძელა ლექსომ.

_ იცნობ?

_ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული არ არის?

თავი დავუქნიე.

ლექსომ გრძლად დაუსტვინა, უკიდურესი გაკვირვების ნიშნად. ეტყობა, ეს უკანასკნელი საერთოდაც ვერ დააკავშირა სავარაუდო დამნაშავესთან.

_ თეა საკუთარ ქორწილიი მოიწამლა. _ შევუფითილე აქედან.

Page 32: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ჰმ, ვის გაჰყვა, იმ თავგასიებულ ფუთურას ხო არა?

_ დათუნა ფუთურიძეს გულისხმობ?

_ ჰო.

_ არ ვიცი, რამდენად თავგასიებულია, მაგრამ სწორედ მას გაჰყვა.

_ სულელი. _ ჩაილაპარაკა თავისთვის.

_ რატომ?

_ რა ვი... თეა კარგი გოგოა, უკეთესი ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა არ მინდა მაგ თემაზე.

_ მე მინდა.

_ ისეთი არაფერი. უბრალოდ, არ მევასა.

_ ლექსო, სიმართლე თუ არ გავიგე, როგორ მივხვდე, რა გაკავშირებს დაზარალეებულებს ერთმანეთთან?

_ მე გეტყვი, რაც გვაკავშირებს. _ ლექსომ თვალი თვალში გამიყარა. _ სილამაზის კონკურსი. მე და დინა ჟიურის წევრები ვიყავის, თეა _ გამარჯვებული კონკურსანტი.

საწოლის კიდეს ჩავებღაუზე, რომ არ წავქცეულიყავი. კონკურსი, ჟიურის წევრები, გამარჯვებული... ამ ადამიანებმა ვიღაც გაანაწყენეს, და ეს ვიღაც კონკურსში ფიგურირებს.

_ სკამი აიღე და დაჯექი. _ შევეცოდე მასპინძელს. _ იქით გაიხედე, ხალათს ჩავიცვამ.

სკამის ძებნა არ დამიწყია, ას ოთხმოცი გრადუსით მივტრიალდი, თუმცა ნახევრადშიშველი დიზაინერის ხილვას ვერ ავცდი. ის სარკეში აირეკლა რბილხორციან არსებად. სლიკინა მკერდზე ოქროს ჯვარი უბრწყინავდა, კეფაზე გასხეპილ ბუჩქად ეყარა დასაბანი თმა, ისეთი უსუსური მეჩვენა, პირდაპირ გული მომიკვდა. კულტურისტი არც ჩემი დათა გახლავთ, მაგრამ ერთი იმდენი კუნთი, რომ პლაჟზე გაშიშვლების არ შერცხვეს, ნამდვილად აღენიშნება.

მზერა ავარიდე. დათას გახსენებამ უსიამოვნო ფიქრები ამიშალა. რა შუაშია სილამაზის კონკურსი `არასწორედ~ გადასხმულ სისხლთან? ჯერჯერობით ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ. არ გამიკვირდება, მთელი ძალისხმევა წყალში ჩამეყაროს, თუმცა გამოცდილებამ მასწავლა _ როცა ლოგიკური ჯაჭვი წყდება, მიენდე ინტუიციას. ცნობილ პოსტულატს _ ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა სჯობიაო, საგამომძიებლო საქმეში ბალადი არ ჰყავს. ცუდად შრომის პროცესში შეიძლება ისეთი დეტალები ამოტივტივდეს, ჯაჭვი კი არა, მთელი მონოლითი გამოდნეს.

ოთახის კუთხეში თაბაშირში ჩამოსხმული `ბადროს მტყორცნელი~ წაკუზულიყო. მამაკაცის სიძლიერისა და სილამაზის სიმბოლოს თავზე ქალის შლიაპა ეხურა, რომლის ალისფერი ლენტები ჰაერში კონწიალობდა პიონერის ყელსახვევივით. არ დავაფასე ლექსოს იუმორი, პირიქით, უადგილო შტრიხი მის ქვეცნობიერ შურზე მიუთითებდა.

_ გაწვიმდება. _ მომესმა სულ ახლოს.

ლექსოს ძაღლისცხვირიან ფაჩუჩებიი წაეყო უბალნო, კაფანდარა ფეხები და ფანჯარაში იცქირებოდა. ფირუზისფერი ხალათი გულისპირზე ამოქარგული ორნამენტებით ქალს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე კაცს, მაგრამ ლექსოს ისე გემრიელად

Page 33: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

შეფუთულიყო, ეტყობა თავს კონფორტულად გრძნობდა. ფანჯარაში საავდრო ღრუბელი ფუვდებოდა, პურის ცომივით. ეჰ, ჩემი თვალით მაინც არ მენახა, რა ლამაზად თენდებოდა.

_ ნასესხებია. _ ავღნიშნე.

_ ჰო, ნასესხები. _ ექოსავით გაიმეორა და ჩემკენ მოტრიალდა. _ სიგარას მოსწევ?

_ არა, სიგარეტი მირჩევნია.

მე ხელჩანთას წავეპოტინე, ლექსო სეკრეტერისკენ წალასლასდა. როგორც არ ჰგავდა ეს სახეშეცვლილი, ფეხებმორღვეული კაცი პლაკატებზე გამოჭიმულ ცეცხლოვან ბალერონს. ის ჰგავდა ეშაფოტზე მიმავალ პატიმარს, ზოლიანი პიჟამას ნაცვლად აბრეშუმის ხალათით.

მუყაოს კოლოფში ჩაწიკწიკებული მუნდშტუკიანი სიგარები საომარ რაკეტებს ჰგავდა. სიგარეტის ღერი კოლოფში დავაბრუნე და მიპატიჟება მივიღე. ერთობლივი გაბოლების რიტუალი გულახდილი საუბრის წინაპირობაა. ანაშა რომ შემოეთავაზებინა, ალბათ არც იმაზე ვიტყოდი უარს.

_ უცნაური დამთხვევაა. _ თავისთვის ჩაილაპარაკა ლექსომ და პისტოლეტის ფორმის სანთებელა სიგარასთან მიიტანა.

_ გაიხსენეთ, რა მოხდა კონკურსზე ისეთი, რასაც შეიძლება ვინმეს აგრესია გამოეწვია.

_ არაფერი... ვააბშე არაფერი. კონკურსანტების ტანსაცმელზე ჩემმა სამოდელო სახლმა იზრუნა, უფასოდ იზრუნა, მატერიალური ანაზღაურების გარეშე, ისიც საკმარისი იყო, რომ ჩემი ბრენდი გაპიარდა. მე პირადად ვიყავი დაინტრესებული, როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი და პროდიუსერი. დავუშავთ, ჩემგან რაღაც ეწყინა, დინამ რაღა დაუშავა?! თეა ჯიქიას ხო საერთოდ არ იცნობს... _ ხმამაღლა მსჯელობდა, მგონი სულ დაავიწყდა ჩემი არსებობა.

_ ვინ გყავს მხედველობაში? _ სიტყვაზე გამოვიჭირე.

_ არის ერთი... ვერ შემაბავ, მაინც არ გეტყვი. ჯერ მე თვითონ უნდა დავრწმუნდე, მერე ვნახოთ.

აღარ ჩავციებივარ. სხვა კუთხის ვცადე მიდგომა:

_ მაშინ გაიხსნე, რა ვითარებაში იგრძენი თავი შეუძლოდ? მინდა გითხრა, შენ ყველაზე მძიმე შემთხვევა ხარ, ეტყობა, ცხენის დოზა შეგაპარეს, სხვებს კოორდინაციის პრობლემა არ ჰქონიათ.

_ ჰო-ო? _ გაუკვირდა. უგულოდ გაუკვირდა, მხოლოდ წარბებით. პირველად ვხედავ ასეთ უჟმურ `კუტურიეს~, ჩვეულებრივ, ამ პროფესიის ხალხი კეთილგამწყობითა და იუმორის გრძნობით გამოირჩევა. ეჰ, ჩემი უბედურების არ იყოს, არც ესაა ხალისობის ხასიათზე.

_ გაიხსენეთ, გთხოვთ, ნუ მაიძულებთ ძალის ამოგგლიჯოთ სიტყვები, მეც ადამიანი ვარ, ნერვები მაქვს... როდის იგრძენით თავი შეუძლოდ?

_ გოგო, შენ მართლა ჟურნალისტი ხომ არ ხარ?

_ საიდან მოიტანე?

Page 34: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ხან შენობით მომმართავ, ხარ თქვენობით, სახეზეც ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა გაწერია, ვინ იცის, ჯიბეში დიქტოფონს მალავ? _ ლექსო მკვეთრად მოტრიალდა და მგონი პირველად შემხედა გულდასმით.

მისი თვალით შევხედე ჩემ თავს _ გაფითრებული, უმაკიაჟო, უძილო ღამის ანაბეჭდით შესიებულ ქუთუთოებზე. არ მომეწონა. თანაც სიგარამ უსიამოვნოდ გამაძღო და კუჭის თავზე დამაწვა. თითქოს ბოლის ნაცვლად დირიჟაბლი გადავყლაპე. არ არის ხემი საქმე მსხვილკალიბრიანი მოსაწევი, ნეტავ ეს წვრილად დახვეული ნაგავიც გადამაგდებინა!

_ მოდი, სიმართლის გაგების სურვილს ცნობისმოყვარეობაში ნუ ავურევთ. რაც შეეხება მომართვის ფორმას... მე ჩემს მოწაფეებსაც თქვენობით ველაპარაკები. ჩვენ ორში კი, პირველად შენ დაარღვიე სუბორდინაცია, მეც აგყევი. ასე რომ, არ ვიღებ საყვედურს.

_ მასწავლებელი ხარ?

_ ჰო.

_ მასწავლებელთან რა შეხება აქვს სილამაზის კონკურსს?

მეწყინა, თითქოს მასწავლებლები ცხოვრებას ჩამორჩენილი, გარიყულ-გაღლეტილსა სამარცხვინო კასტაა. ქშარტიები, როგორც ბებიაჩემი ეძახდა ხოლმე დაბალგანვითარებულ სუბიექტებს. სხვათა შორის, ჩემი სიმაღლისა და სიგამხდრის პატრონს, თავისუფლად შემეძლო მოდელობა, დიდი ხნის წინ მქონდა კიდეც შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. არასოდეს მქონია პოდიუმზე დეფილირების სურვილი, თანაც კაპიკების ფასად. მაგრამ თუ ვინმე სოლიდურ თანხას გადამიხდის, ვერავინ ამასწრებს, დამნაშავის გამოვლენაშიც თუ მომეხმარება, დეფილეს შემიძლია ორმაგი სალტოც მივაყოლო.

_ მასწავლებელთან არანაირი, _ ვუპასუხე ლექსოს, _ მაგრამ ვიღაცას მასწავლებლის ქმრის ციხეში ხილვა მოესურვა, და ეს არის ჩემი შფოთვის საგანი.

_ ვის?

_ ეჭვმიტანილი არის, მაგრამ შენი თქმის არ იყოს, უნდა დავრწმუნდე.

_ შენი ქმარი რას წარმოადგენს?

_ მეან გინეკოლოგია.

_ აბა, თქვენა ყოფილხარ? _ ლექსომ სიგარიანი ხელი აიქნია და ხმადაბლა ახითხითდა. სიცილმა მისი სახის კანი მოძრაობაში მოიყვანა, რის გამოც ფუფქები დაეჭიმა და ეტკინა. სასწრაფოდ დაიბრუნა პირვანდელი მიმიკა, გაქცეულ ტუჩებსაც თავი მოუყარა და სერიოზული სახით მომებრუნდა. _ გამაგიჟებ, ხო იცი... გინეკოლოგი რაღა კავშირშია სილამაზის კონკურსთან?

_ ჩემი მოსვლის მიზანი ამ კავშირის დადგენა ან გამორიცხვაა. გადავალთ თუ არა არსებით საკითხზე? _ ერთ საათში მაკას უნდა შევხვდე, ამან თუ ყველა სიტყვაზე კომენტარი გააკეთა, რაღას მოვასწრებ?!

ელვამ წამით გაანათა ოთახი. ლექსომ ფანჯრის რაფიდან დივანზე გადმოინაცვლა, იქ, სადაც მე ვიჯექი.

_ ახლა დაიქუხებს. _ ჩაიბუტბუტა ბოროტი ჯადოქარივით.

Page 35: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

მართლაც, დაიქუხა, მაგრამ სუსტად. გაისმა ფოთლებზე წვიმის წკაპაწკუპი, ისიც სუსტი და მორიდებული, თითქოს ბოდიშს გიხდიდა სიმყუდროვის დარღვევისთვის.

_ დაახლოებით სამი კვირის წინ ღამის კლუბში ვიყავი, _ დაიწყო ლექსომ, _ ჩვეულებრივი ტუსოვკა იყო, არაფერი განსაკუსრებული, ერსი და იგივე როჟები, ერთი და იგივე ანეკდოტები, ჭორები... ცოტა დავლიე, ცოტა ვიცეკვე... აი, რა მოხდა მერე, ვერ ვიხსენებ. ვერ ვიხსენებ და რა ვქნა?

_ მთვრალი იყავი?

_ ნასვამი. პლანი მოვწიე. _ შემომხედა. რეაქცია შეამოწმა. ალბათ ელოდა, რომ მასწავლებელი ქალი აფრებს გავშლიდი და ნოტაციების კითხვას დავუწყებდი. ჰმ, გამაკვირვა! ამასწინათ, წარმატებით ვითანამშრომლე სტაჟიან ქეითან, იმასთან შედარებით რბილტანიანი ლექსო ჟუჟუნა წვიმაა (იხ. `მაკიაჟი მიცვალებულისთვის~).

_ ცუდად როდის იგრძენი თავი?

_ პლანის მერე, თითქოს ძილი მომერია, მაინდამაინც არც ჩავკაიფებულვარ.

_ იქნებ იმაში იდო, მასტირკას რომ ეძახის.

_ არა, არა! _ ლექსომ თავი გაიქნია და ხელები აასავსავა, _ მარტო მე კი არ მომიწევია, კრუგში დავატრიალეთ. ნწუ, აქ სხვა რამეა.

_ ანაშას სასმელი მიაყოლეთ?

_ მგონი ლუდი... ყოველ შემთხვევაში, მაგიდაზე ლუდის კათხები მახსენდება. დილაუთენია გულისრევის შეგრძნებამ გამომაღვიძა, ვიფიქრე, მოვიწამლე. მეთქი ავდგები, კუჭს ამოვირეცხავ. ის იყო ადგომა დავაპირე, მაგრამ საქმეში ხარ?... ფეხი ვერ გავანძრიე. მეთქი, რა მჭირს, ე?... სახეზე რომ მოვისვი ხელი, ვააბშე დავიზმენდი, თავი კოშმარულ სიზმარში მეგონა. ყურზე ვიჩქმიტე, გამოფხიზლების ამბავში. არა, მღვიძავს. გაფრენას ცოტა მაკლდა, მაგრამ უკანასკნელი ძალები მოვიკრიფე, მობილურ ტელეფონამდე მივღოღდი და სასწრაფოში დავრეკე.

_ სავარაუდოდ, საწამლავი ღამის კლუბში ჩაგიყარეს.

ლექსომ მხრები აიჩეჩა.

_ ექიმი რატომ მოატყუე?

_ როდის მოვატყუე?

_ თითქოს დეპრესიის შემოტევისას დალიე წამლები.

_ გოჩა ფილფანი სერიოზული კაცია, პლანის და ამისთანების თქმა გამიტყდა.

_ `ამისთანებში~ რას გულისხმობ?

_ უუუჰ, რას გადამეკიდა ეს ქალი... _ ლექსომ ამოიკვნესა და თვალები გადაატრიალა. _ ელესდეს. გაწყობს?

_ ელესდეს ჩაიყრი მუცელში თუ ჰეროინს გაიჩხირავ, ჩემი პრობლემა არ არის. მე მაინტერესებს, ვის აწყობდა შენი დამახინჯება, ვის ჰქონდა შენთან ანგარიშსწორების მოტივი?

მან ისევ მხრები აიჩეჩა, უეჭველად მნიშვნელოვან დეტალს მიმალავს.

_ კიდევ ერთხელ გთხოვ, გაიხსენე, ვინ ტრიალებდა იმ ღამეს შენ გარიემო.

Page 36: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ არ მახსოვს.

_ სახლში ვინ მოგიყვანა?

_ არ მახსოვს.

_ კეთილი, როცა გაიხსენებ, დამირეკე. _ ჩემი მობილურის ნომერი ჟურნალის მინდორზე მივუწერე და კარისკენ წავედი.

ეტყობა, არ ელოდა ჩემს მოულოდნელ გაცხარებას, სიგარა საფერფლეს მიაჭყლიტა და კართან დამეწია.

_ მოიცა, დარეჯან, მომისმინე!

_ იამზე მქვია. _ შევუღრინე ნაწყენმა.

_ რა მნიშვნელობა აქვს... _ ისეთი უბედური სახით მომაჩერდა, გაბრაზება გადავიფიქრე.

_ არ გჯერა, რომ არ მახსოვს?... მართლა არ მახსოვს. _ თავი

იმართლასავით, მაგრამ ისე დუნედ, ეჭვები გამიმყარა.

_ გულით გინდა, გახსენება?

მზადყოფნით დამიქნია სავი.

_ მაშინ ჰიპნოლოგთან წავიდეთ. ერთს აიქნევს ხელს და ყველაფერს დაგაყაჭინებს.

_ ყველაფერს? _ შეშინებული დამეკითხა.

_ ყოველ შემთხვევაში, კლუბში ყოფნის ეპიზოდს. კონფიდენციალობის სრული დაცვით.

_ მაშინ ხვალამდე. არა, არა, ზეგამდე მომეცი დრო, რაღაცეები თუ არ დავაზუსტე, გამოვა, უდანაშაულო კაცს ჩავუშვებ.

`კაცს~ მოვნიშნე გონებაში და შემრიგებლურად გავუღიმე.

ასე გაღიმებული ჩავედი კიბეზე, გადავჭერი ატელიე და ქუჩაში გამოვედი. ღიმილის მაშინ ჩამომერეცხა, როცა შხაპუნა წვიმის ნაცვლად გარეთ თავსხმა დამხვდა. ჩემი `ოპელი~ ქუჩის გადაღმა იდგა, მაგრამ იქ მისვლამდე თმის ძირამდე დავსველდები.

მხრებაწურული გავჩოჩდი კარნიზის გასწვრივ და პირდაპირ საკონდიტროს ვიტრინასთან აღმოვჩნდი. ახალგამომცხვარი ფურთუშეულის სურნელმა ცხვირში შემიღიტინა და გონება დამიბნელა. მაპატიე, დათა, იმ წყეულმა სიგარამ კუჭი ისე გამიღიზიანა, ერთ პაწია კრუასანს თუ არ გავღეჭავ, აქვე გავფშიკავ ფეხებს.

ასეც მოვიქეცი.

კრუასანი ვიყიდე და ვიტრინასთან დავდექი. თან ვჭამდი, თან წვიმას გავყურებდი. ჩემი `აუდის~ ქვეშ წითური ძაღლი ილუკმებოდა. თავი გვერდზე გადაეხარა და მონდომებით წუწნიდა ძვალს. მოსწონდა ეს საქმიანობა, კბილებისთვისაც ვარჯიშია და ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა. ძვალი მინერალებს შეიცავს, მინერალი კბილის ემალს ამაგრებს. თანაც სასიამოვნო პროცესია, ცხოველსაც სჭირდება რელაქსაცია, ძაღლისთვის ძვალი იგივეა, რაც ლექსოსთვის ანაშა, ან ჩემთვის სიგარეტი.

Page 37: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

თავსხმამ იკლო. ფრთხილი ნაბიჯითა და აწრიალებული სინდისით დავტოვე საკონდიტრო. ჩემ დანახვაზე ძაღლმა ძვალი ყბაში მოიქცია და საქმიანად გაცუხცუხდა სკვერის მიმართულებით.

_ _ _

კაფეტერია `გვირილა~ სტუდენტებით იყო გადაჭედილი. ნაწილი ფეხზე მდგარი ილუკმებოდა, ნაწილს მაგიდასთან მოეხელთებინა თავისუფალი ადგილი. მაკას ყველაზე მყუდრო, კუთხის მაგიდა დაეპყრო, ჩემთვის განკუთვნილ სკამზე კი ხელჩანსა დაესკუპებინა.

_ ვიფიქრე, სიწყნარეში დავილაპარაკებთ, მაგრამ ამინდმა დამაღალატა, წვიმის გამო მთელი ახალგაზრდობა აქ შემოლაგდა. _ მაკამ დარბაზს უკმაყოფილო მზერა მოავლო. _ ფანჯარა თუ აქვთ... არა უშავს, მალე გაიკრიფებიან. შეჭამთ რამეს?

_ არა.

_ მე კი ჩაის დავლევ.

_ ჩაის მეც დავლევ. _ გადავიფიქრე. ახლაც ყელზე მედგა ინდაურის სულსწრაფობით ჩაყლაპული კრუასანი, სიგარის ბოლი თუ უშლიდა კუჭამდე ჩაღწევას.

_ ორი ჩაი. _ მაკამ მიმტანს ხელის ანიშნა და საქმიანად მომიბრუნდა. _ აბა, მომიყევით, როგორ არის დათას საქმეები?

_ ისევ ისე, მე კი ცოტა წინ წავიწიე. ახლა ლექსო ლორთქიფანიძისგან მოვდივარ. იცი ასეთი?

_ დიზაინერი? _ მკითხა გაკვირვებულმა.

_ დიახ.

_ მაგასთან რაღა გინდოდათ?

_ ერთ-ერთი პირველი დაზარალებულია. გამოკითხვამ დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო, თუმცა მომეჩვენა, რომ ვიღაცას ხელს აფარებს.

_ ააა, თურმე რაშია საქმე... _ მაკა თავის იდუმალი კანტურით გადაწვა სკამზე, _ დაახლოებით ვხვდები, ვის აფარებს ხელს.

მე პირიქით, წინ გადმოვიხარე და კისერი წავიგრძელე:

_ ვის?

_ საყვარელს. პიდერასტია თქვენი დიზაინერი, ჩემო კარგო, გეი. არ იცოდით?

საიდან უნდა მცოდნოდა, შუბლზე ხომ არ ეწერა ორიენტაცია, თუმცა იმთავითვე რბილტანიანთა კატეგორიაში ჩავრიცხე. საძინებელში გამოჭიმული დაკუნთული `ბადროს მტყორცნელი~, სავარაუდოდ, მისი ოცნების მამაკაცია. ახალი ფიგურანტის გამოჩენა ახალი თავის ტკივილით ემუქრება ჩემს ვერსიებით დაქსაქსულ ტვინს.

_ დავუშვათ, სიმართლეა. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ლექსოს საყვარელს სილამაზის კონკურსთან?

Page 38: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ რომელ კონკურსთან? _ ვერ მიხვდა მაკა.

_ საქმე იმაშია, რომ დინა და ლექსო სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ, თეა ჯიქია კი, ჩვენი პატარძალი _ კონკურსის გამარჯვებული. არ იცოდით? _ ამჯერად მე შევუბრუნე კითხვა და წარგძელებული კისერი გავასწორე.

_ თქვენ არ ხუმრობთ, იათამზე, ბრავო! ნამდვილი ჰოლმსი ყოფილხართ, დათას შეუძლია იამაყოს ასეთი ცოლით.

დავიმორცხვე. დროებითი დაკავების საკანში გამომწყვდეული დათასთვის ჩემი ჰოლმსობა დიდი ვერაფერი შეღავათია. კიდევ კარგი მაკას სახით ვატსონი გამომიჩნდა, თორემ მარტო გამიჭირდებოდა ყვითლად შეფერილი ჭორების მოგროვება.

ოფიციანტმა ჩაი მოგვიტანა. მაკამ ნება-ნება მოურია და ჭორების არეალი გააფართოვა:

_ თეა რომ კონკურსის გამარჯვებულია, საიდუმლოს არ წარმოადგენს, ამის შესახებ პრესა წერდა. სხვათა შორის, ეს კონკურსი ლექსოს საყვარლის დაფინანსებულია. საკმაოდ ცნობილი და საკმაოდ შეძლებული მხატვარია, მაღალ წრეებში მიღებული და დაფასებული. მისი ლობირების გარეშე კაპიკია ლექსოს ფასი. თავისთავად, ლექსო არ არის ურიგო დიზაინერი, მაგრამ ეს ის სფეროა, რომელსაც ხელის წაკვრა და ფინანსები სჭირდება.

_ გამოდის, მფარველმა და საყვარელმა, რაღაც მიზეზის გული აიყარა პარტნიორზე და მოწამვლის გზით გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება.

_ გჯერათ, რასაც ამბობთ? გული თუ აიყარა, მიატოვებდა და მორჩა.

_ იქნებ აშანტაჟებდა?

_ ეს უფრო ჰგავს სიმართლეს, მით უმეტეს, ის კაცი ცოლ-შვილიანია, ასაკითაც არ არის პატარა ბიჭი.

_ არ ჯდება ლოგიკაში, მაშინ მოკლავდა. სურვილის შემთხვევაში ლექსოს დღესაც შეუძლია დაშანტაჟება. სახის კანი აქვს დაზიანებული, მახსოვრობა ხომ არა?! _ ჩაი მოვსვი, მაგიდაზე თითები ავათამაშე. _ თუმცა...

_ რა თუმცა? _ სულმოუთქმელად შესძახა მაკამ.

_ ლექსო მუდმივად მახსოვრობის ჩავარდნაზე აპელირებდა. ვერაფრით ვერ იხსენებს სახლში მისვლის მომენტს, ან ვინ ტრიალებდა ღამის კლუბში მის გარშემო... რაღაც ეპიზოდები ახსოვს, მაგრამ ფრაგმენტულად. არ გამოვრიცხავ, დასახმარებლად ჰიპნოზიორს მივმართოთ.

_ ჰიპნოზიორს? და ლექსო თანახმაა ხბოსავით გამოგყვეთ?

_ დრო მთხოვა მოსაფიქრებლად.

_ დამაბნიეთ, იათამზე, ისეთ სიმაღლეებს შეეჭიდეთ, ჩემი გონება ვერ ეწევა. მე სულ სხვა მიმართულებით ვაგროვებდი ცნობებს, ვიფიქრე, იქნებ რამეში გამოგადეთ.

_ ყველა მიმართულება მაინტერესებს. _ დავამშვიდე აქედან.

_ მე ისევ საავადმყოფოს ვუტრიალებ, კერძოდ დემიკო ფუთურიძის ოჯახს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი თანამშრომელია ციხეში და არა პიდერასტი ლექსო, იქით გზა ჰქონია მაგასაც და მის მეტრაკე საყვარელსაც! მაპატიეთ, მაგრამ აღელვების გარეშე ვერ

Page 39: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

ვლაპარაკობ ამ კატეგორიის ხალხზე. _ მაკას რისხვით აენთო კონიაკისფერი თვალები, ნიკაპზე დასკუპული ხალიც კი აუცახცახდა.

_ ფუთურიძეების ბრალეულობას არც მე გამოვრიცხავ, უბრალოდ, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის მოცისფრო შეფერილობისას. რაც უფრო მეტი მეცოდინება, მის უფრო ადვილად დავკითხავ დაზარალებულებს, იგივე თეას და დინას. ჩემთვის ცოტა უხერხულია დათას სამსახურში სირბილი და ჭორ-მართალის მოგროვება, დემიკოს შიშით ვერც გამიმხელენ სიმართლეს, ამ საკითხში თქვენი იმედი მაქვს.

_ თქვენ ადგილზე ადვოკატის იმედზე ვიქნებოდი. _ თანაგრძნობის მითხრა მაკამ.

_ დიტო ჯიქია, თეას ძმა იქნება ჩემი ადვოკატი.

_ თეას ძმა? არ ვიცოდი ძმა თუ ჰყავდა. რაში გაწყობს დაინტერესებული მხარის ადვოკატი?

_ არც ისეთი დაინტერესებულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ისიც ეჭვებშია.

_ პირადად მე, თავს შევიკავებდი. დღეის მდგომარეობით შეიძლება არის კიდეც დაეჭვებული, მაგრამ რას იზამს ხვალ? ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარ დას თავზე ვერ გადაახტება.

აღარ მომიყოლია ბედნიერი დათუნას უბედურ აბესალომად გადაქცევის ამბავი _ ტუზ-კოზირი ჩემთვის შემოვინახე.

მაკამ მიიხედ-მოიხედა და იდუმალი გამომეტყველებით გადმოიხარა მაგიდაზე:

_ ჩემმა აქტიურობამ დემიკო ფუთურიძის ყურამდე თუ მიაღწია, სამსახურიდან დამითხოვს, რაც ისეთივე კატასტროფა იქნება ჩემი ოჯახისთვის, როგორც თქვენთვის, ქმრის ციხეში ყოფნა. არ ვაჭარბებ, იამზე, მართლა ასეა.

_ შეგიძლიათ მშვიდად იყოს, ძიების პროცესში კონფიდენციალობის დაცვა დაუწერელი კანონია. _ დაზეპირებული გაკვეთილივით ჩამოვაკრისტალე.

_ გამოცდილი გამომძიებელივის ლაპარაკობთ.

_ არ დაგიმალავთ, მაქვს გარკვეული გამოცდილება. _ სხვა სიტუაციაში სიამოვნებით მოვუყვებოდი ჩემი საგამოძიებო მიღწევების შესახებ, მაგრამ ახლა არ იყო ნარცისიზმში ჩავარდნის დრო და ადგილი.

_ გახსოვთ, ქორწილში გითხარით _ ფუთურიძეების ქალები დათუნას არჩევანს უწუნებდნენ მეთქი?

თავი დავუქნიე. ნამდვილად მახსოვდა, იმ დროს ტორტს დავცქეროდი და თხუნელას ყბებს ვნატრობდი.

_ ეტყობა შევცდი, _ ხმას დაუწია მაკამ, _ რბლად ვთქვი, საქმე გაცილებით რთულად ყოფილა. მარიამი იმდენად აღშფოსებულა ძმის არჩევანით, სახლში მფრინავი თეფშების პარადი მოუწყვია, შეურაცხმყოფელი ეპითეტების თანხლებით. მოკლედ, ისეთები უქნია, ფსიქიატრის მოყვანა დასჭირდათ. ქორწილში დაშოშმინებული მობრძანდა, რამდენადაც მახსოვს, იცეკვა კიდეც, მაგრამ ეს უფრო შტილს ჰგავდა... შტილს ქარიშხალის წინ.

მაკამ უცებ მომუწა პირი და დადარაჯებულმა შემომხედა. ალბათ უფრო მძაფრ რეაქციას ელოდა ჩემგან. დიტოს რომ არ მოეყოლა მარიამის შესახებ, ასეც იქნებოდა. ქართულ სინამდვილეში ოჯახის ახალ წევრთან მიმართებაში ქვების სროლა და თეფშების მტვრევა, არ ახალია. თანაც, მარიამთან ცოტა სხვა სიტუაციაა _ მზეჭაბუკი შეყვარებული ცხვირწინ ააცალეს.

Page 40: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ გისმენთ. _ შევაგულიანე მოულოდნელად დადუმებული მაკა.

_ მისმინეთ, მისმინეთ, ჯერ არ დამიმთავრებია. მარიამი დღესაც ფსიქიატრიულშია.

_ დღესაც? _ ყბა ჩამომივარდა.

_ ჰო.

_ რატომ?

_ ეგ უკვე თქვენი გასარკვევია, მე ნუ გამაჟღერებინებთ საჩოთირო ვერსიას.

კი ბატონო, ჩემთვის გავაჟღერებ _ დემიკო ფუთურიძე ქალიშვილს ხელს აფარებს. ცხადია, დათუნაც ეცოდება, მაგრამ დანაშაული ჩადენილია, თეას აღარაფერი ეშველება, მარიამს კი ციხე ემუქრება. დემიკოს ეჭვი შეაქვს, რომ ოჯახის წევრების გარდა, საქმის კურსშია დათა მეტრეველი. რას აკეთებს ასეთ დროს მოყვარული მშობელი? _ მართალია, თავიდან იშორებს არასასურველ მოწმეს. დაზუსტების არ ვიცი, რამ გამოიწვია დათას პროფესიული შეცდომა, მაგრამ თუკი მარიამს შეხება ჰქონდა საწამლავთან, რატომ არ უნდა ჰქონოდა დემიკოსაც? საწამლავი ბევრნაირია, ზოგი ანაფილაქტიკურ შოკს იწვევს, ზოგი ეპითელიუმის დაზიანებას, ზოგიც გონების დროებით დაბინდვას. დათას პროფესიულ შეცდომასც უფრო ამ კუთხით განვიხილავ. ანკეტაში, სადაც თეთრზე შავით წერია რეზუს აურყოფითი ფაქტორი, მხოლოდ გონებადაბინდულ ადამიანს შეუძლია ამოიკითხოს საპირისპირო ვარიანტი.

_ შხამის კვალი ფუთურიძეების ბინაში უნდა ვეძებოთ. _ ვთქვი ხმამაღლა.

_ შესანიშნავი იდეაა. სხვათა შორის, დემიკოს ცოლი პროფესიით ქიმიკოსია.

დიტოს დაველაპარაკები, გადავწყვიტე მაშინვე. მას უფრო მიუწვდება ხელი სიძის სახლზე, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ აბესალომი საბოლოო უარს არ იტყვის ეთერზე. მურმანის ვაკანსიაზე მე ვიყრი კენჭს, ეკლად დავერჭობი ყველას, ვინც სიმართლისკენ მიმავალ გზას გადამიკეტავს.

კაფეტერიას მხოლოდ ორი ჭარმაგი მამაკაცი შემორჩა, სტუდენტები გახვეტილიყვნენ. დაორთქლილი ვიტრინის მიღმა შავად ლაპლაპებდა ნაწვიმარი ასფალტი. ავტომანქანები შიშინით კვეთდნენ ხაფანგივით დაგებულ ტყლაპოებს. უცებ ქირქილი მომესმა. ეს მაკა უშვებდა სიცილსა და ტირილს შორის გარდამავალ ბგერებს.

თვალებით დავეკითხე.

_ იცით, ეს არ არის ყველაფერი. _ მითხრა თავის კანტურით, _ ერთი სენსაციაც მაქვს შემონახული, დესერტად... დემიკოს და ქეთინოს კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ, გოგო, რომელიც მოუკვდათ ექვის თვის ასაკში მოუკვდათ, აბაზანაში დაიხრჩო. დიახ, ჩვეულებრივ საბავშვო აბაზანაში. როგორც ამბობენ, უფროსი დის, ხუთი წლის მარიამის ხელშეწყობით.

ცივმა ოფლმა დამასხა. ასეთ დესერტს, უვადო შიმშილობა მირჩევნია. ჩაძიება მომინდა, მაგრამ სასას მიწეპებული ენა ვერ დავძარი.

_ დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ. _ განაგრძო მაკამ, _ გასაგები მიზეზის გამო ტაბუდადებული თემაა. კულუარულად კი შემდეგს ჰყვებიან: თურმე ქეთინომ რამდენიმე წუთის განმავლობაში უმეთვალყურეოდ დატოვა აბაზანაში მოჭყუმპალავე პატარა, უფრო სწორედ, მარიამს სთხოვა _ მიეხედა. თვითონ კი ტელეფონს გაეპასუხა. უკან მობრუნებულს ბავშვი დამხრჩვალი დახვდა, მარიამი _ ატირებული. საწყალი ქეთინო დეპრესიაში ჩავარდა, თურმე სამსახური მიატოვა, სახლში ჩაიკეტა. მარიამის გაზრდა ბებიამ ითავა, მგონი დემიკოს დედამ. რამდენიმე წლის შემდეგ კი, როცა უკვე დათუნა

Page 41: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

გაჩნდა, ოჯახი ისევ შეერთდა. რამდენად მყარია მათი კავიირი ამ ეტაპზე, ნამდვილად არ ვიცი.

_ მარიამი უნდა ვნახო. _ ვთქვი დაბეჯითებით.

_ გაგიჟდით? _ მაკამ პირზე ხელი მიიფარა და ქურდულად მიმოიხედა, თითქოს ვიღაც უსმენდა.

_ სად, რომელ კლინიკაშია?

_ იათამზე, ძალიან გთხოვთ, ნუ ამჩატდებით, დაფიქრდით, რა შეიძლება მოჰყვეს სპონტანურ გადაწყვეტილებას.

_ ამ წუთში კი არ გავრბივარ, დავალაგებ თავიი რაღაც-რაღაცებს და მერე.

_ ვინ მიგიივებთ რეკომენდაციის გარეშე?! დახურული კლინიკაა, კერძო. ქალაქგარეთ. _ გზები გადამიჭრა მაკამ.

_ გეყოლებას ნაცნობი... _ ვედრებით მივაჩერდი, _ თქვენ ყველას იცნობთ, მაკა, გთხოვთ.

_ შეუძლებელს მთხოვთ, ჩემი სახელი რომ ამოტივტივდეს, სამსახურსაც დავკარგავ, რეპუტაციასაც...

_ მაშინ მე თვითონ. _ უტაქტოდ გავაწყვეტინე.

მაკას არ სწყენია. ქშუტუნის გამოუშვა ჰაერი დაბერილი ლოყებიდან და წარბის გასაყარი ნეკით მოიქავა.

_ კარგი, მოვიფიქრებ რამეს. _ დამნებდა ბოლოს.

_ _ _

დეა და დიტო ინფექციურის ფოიეში დამხვდა.

_ თქვენი მეუღლე ვნახე. _ მომახარა დიტომ და ისე გულღიად გამიღიმა, პირქუში ფოიეც კი განათდა.

დარწმუნებული ვარ, ადვოკატი სწორად შევარჩიე, რა მაძლევს იმედის საფუძველს, ვერ გეტყვით. ტანის ვგრძნობ კარგ ადამიანს. პარაფსიქოლოგი აურას ხედავს, ექსტრასენსი _ ხელისგულს, მე _ ვგრძნობ.

_ მერე?

_ შეცდომას აღიარებს.

_ როგორ, თუ აღიარებს? _ მომენტალურად ჩამოვყარე ყურები. შეცდომას თუ აღიარებს, ამას რა უხარია?!

_ წუხს, მაგრამ აღიარებს. _ დამიდასტურა დიტომ.

_ რას ამბობს, ანკეტაში ჩაუხედავად გავაკეთე ოპერაციაო?

Page 42: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ჩავიხედე, მაგრამ გონება დამებინდაო.

_ კი არ დაებინდა, დაუბინდეს! _ ნიშნისმოგებით შევძახე მე. _ დიტო, როგორმე უნდა შეაღწიოთ ფუთურიძეების ბინაში, დღითი-დღე ვრწმუნდები, რომ დათას დაპატიმრებაში დემიკოს მიუძღვის ლომის წილი.

_ შეღწევა რა საჭიროა, ისედაც შემიძლია მისვლა, ჯერჯერობით ნათესავები ვართ.

_ ნათესავები?... თუ ნათესავები არიან, იქნებ მიპასუხო, სად იმყოფება მულად წოდებული მარიამ ფუთურიძე?

_ ბუქარესტში, რაღაც ტრენინგზე.

_ ვინ გითხრა?

_ დათუნამ. პალატაშია, თეასთან. _ დიტომ ზევით აიხედა.

_ ტყუის სიძე. მარიამი ფსიქიატრიულ კლინიკაში წევს.

დიტო დაბნეული ჩამოჯდა სკამზე, დეამ კი საყვედურით შემომხედა. ზედმეტი მომივიდა, არასწორად მივმართე გესლის ვექტორი. დიტოს მივუჯექი და ახალი ამბების სრული ნუსხა ჩავაბარე.

ის მოქუფრული მისმენდა, ლამის ხელში შემოეფლითა სიგარეტის კოლოფი.

_ არ მჯერა. _ თქვა მოულოდნელად.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ კვალს სილამაზის კონკურსზე მიდის.

_ ამ ვერსიას არც მე გამოვრიცხავ, მაგრამ დღევანდელი კვერცხის პარამეტრებში მარიამი უფრო ჯდება.

_ ეს დღევანდელი კვერცხი კი არა, გუშინდელი იაფფასიანი რომანია. არ გეწყინოთ, იათამზე, თქვენ, ქალები, ყველაფერს სასიყვარულო რაკუსში განიხილავთ.

_ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. _ ჩაილაპარაკა დეამ.

_ ვინმეს ამიხსნას, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს დათა მეტრეველის დაკავებას ჩემსა და მარიამის ვერშემდგარ რომანთან ან ცისფერი დიზაინერის მოწამვლასთან?! _ დიტო უფრო საკუთარ თავს დაეკითხა.

პირი გავაღე, მაგრამ ვინ მაცალა ახსნა, ხელის მანიშნა, გაჩუმდიო:

_ მოდით, კამათში დროს ნუ დავკარგავთ. თქვენ, თქვენი ვერსია განავითარეთ, მე კი ვაკეთებ იმას, რაც პირველ რიგში გასაკეთებელ საქმედ მიმაჩნია. ანუ დავაზუსტებ კონკურსის თანამონაწილესა და ჟიურის წევრსა სრულ სიას, საეჭვო სუბიექტებს გამოვცხრილავ, დავკითხავ, ფაქტებს შევაჯერებ და დასკვნებს გამოვიტან.

_ ვიდრე თქვენ დასკვნებს გამოიტანთ, მეშინია კონკურსის მთელი შემადგენლობა არ აღმოჩნდეს გოჩა ფილფანის პაციენტი. _ ჩვეული სიდინჯით წარმოთქვა დეამ.

დიტომ მოწონების ნიშნად თავი დააქნია და სწრაფად წამოდგა:

_ ამიტომაც უნდა ვიჩქაროთ. თქვენის ნებართვით პალატაში ავალ, თეას გავენთავისუფლები.

Page 43: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

დეამ თვალი გააყოლა კიბისკენ დაწინაურებულ აპოლონ-ადვოკატს. პოეტის არ იყოს, `ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი...~ ცოტა ხანს ვადროვე და მკლავი გავკარი:

_ წავედით.

_ სად?

_ ჯერ გოჩა ვნახოთ, მერე დინა და თეა.

ძველი ორკარიანი ლიფტი ღრჭიალითა და გუგუნით დაიძრა, ჩამოწერილი ტანკივით. ვიღაც უნამუსის ზედა სართულის აღმნიშვნელ ღილაკზე საღეზი რეზინის დანაოზებული გუნდა მიეკრა. ლილიპუტთა ცივილიზაციის ტვინს ჰგავდა.

ბატონი გოჩა ძველი ნაცნობივით შემხვდა, დათა მოიკითხა, გამოძიებით დაინტერესდა. მინიმალური ინფორმაციით შემოვიფარგლე _ ეჭვმიტანილები არ გამიშიფრავს, საწამლავის თემა კი ყოვეელმხრივ გავაპიარე.

_ შხამის დასახელების ცოდნა, რასაკვირველია, მკურნალობას გაგვიადვილებს, _ დამეთანხმა ბატონი გოჩა, _ თქვენ თუ ამას მოახერხებთ, მადლობის მეტი რა გვეთქმის. პაციენტებისთვისაც შეღავათია. დინას უკვე ორჯერ ავუღეთ ვენიდან სისხლი, მეშინია, წნევა არ დაუვარდეს, ისედაც სისხლნაკლულია.

_ შეგვიძლია მისი ნახვა?

_ შეგვიძლია, მაგრამ რას მოგვცემს?

_ ობიექტურად დამანახებს ამ წყვილის რეალურ მიზნებს.

ბატონმა გოჩამ მოძრაობაში მოიყვანა თავისი ემოციური წარბები. ეტყობა, `მიზნის~ დანიშნულებას ვერ ჩახვდა.

_ დიდი ეჭვი მაქვს, რომ მთელი ეს ხმაურიანი სპექტაკლი გამორჩენის მიზნით იყო გათამაშებული. ჩვენ ფულს ვიხდით, იმათ სარჩელი გამოაქვთ, დასა ციხიდან გამოდის.

_ აბორტსაც ერთ-ერთ მიზანსცენად მოიაზრებთ? _ ამჯერად, ბატონი გოჩას წარბი საყვედურს გამოხატავდა.

_ აბორტის შემდგომ პერიოდს ვგულისხმობ. _ ვუპასუხე ცოტა არ იყოს შერცხვენილმა.

ექიმმა უნდა გამახსენოს იმ საცოდავი ჟურნალისტის უბედურება? ეგოისტია ადამიანი, ახლობლის გასაჭირი გვაბრმავებს და გვაყრუებს. მაგრამ გულს რა ვუყო, გულს? გული დათას სასარგებლოდ მიძგერს, თანაც ისეთი სიმძაფრის, სისხლმა სახეში ამასხა. ბატონმა გოჩამ დააფასა ჩემი ალეწილი ლოყები და თეთრი ხალათი მომაწოდა.

დინა ნადიბაიძე ქმრის გარემოცვაში დაგვხვდა, ხელში პატარა ტარიანი სარკე ეჭირა და მწუხარე გამომეტყველებით ათვალიერებდა მიწისფერ პირისკანს.

_ რა მეშველება, ექიმო?... მითხარით, მეშველება კი რამე? _ დაიწუწუნა მაშინვე.

ვიდრე ექიმი დუდუნა, მონოტონური ხმით ამშვიდებდა პაციენტს, მე დინას ქმარი შევათვალიერე. დანახვისთანავე არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ იღიმებოდა _ გრძლად და ირიბად, ბასრკბილა დელფინივით.

_ ყველაფერი დავკარგე, _ განაგრძობდა დინა, _ ბავშვი, სამსახური, მალე ქმარსაც დავკარგავ, ვის რაში ვჭირდები ასეთი?

Page 44: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ნუ გეშინია, ჩიტო, მე შენ არასოდეს მიგატოვებ. _ დააიმედა ქმარმა. მისმა ხმამაც გამაღიზიანა. მომეჩვენა, კი არ ლაპარაკობს, ყიყინებს. ეს `ჩიტოც~ უსაგნოდ გაჟღერდა. საწყალი ჟურნალისტი ლპობაიეპარულ გვამს უფრო ჰგავდა, ვიდრე ამ ქვეყანაზე ყველაზე შეუხედავ ჩიტს.

_ არ დავუშვებ ასეთს მიყურო, აი, დავიცდი ცოტა ხანს და თუ არ განვიკურნე, ოფიციალურად გაგეყრები.

_ ვერ გამეყრები, როგორც მე გადავწყვეტ, ისე იქნება.

_ აი, ასე მაწყნარებს ხოლმე. _ დინამ მზერა ექიმიდან ჩემზე გადმოიტანა.

_ ეს ტოქსიკოლოგია, _ ბატონმა გოჩამ ჩემი თავი გააცნო, _ თქვენ შემთხვევას სწავლობს.

_ ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი შემთხვევითგან... _ დინამ ახლა მე შემომტირა, _ ჩემი ცხოვრება დამთავრდა, ეკრანზე ვერ გამოვჩნდები, გადაცემას ვერ წავიყვან... და ყველაფერი იმიტომ, რომ იმ გამოტვინებულმა გინეკოლოგმა სხვა ჯგუფის სისხლი გადამისხა!

_ შენ ამაზე ნუ ღელავ, დღის სინათლეს მოვანატრებ იმ მართლა გამოტვინებულს. ჯერ სად არის! _ დელფინა მამაკაცს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აწკრიალებულმა მობილურმა ხელი შეუშალა. _ ხო, ზანგურ. _ გამოეცნაურა ვიღაცას, _ ახლავე გამოვალ, ლიფტთან დამელოდე.

_ თამაზ, მნახველი არ დამანახო, იცოდე! _ მკაცრად გააფრთხილა ცოლმა.

თამაზად წოდებულმა ხელით უარყოფითი ჟესტი გააკეთა, მოგვიბოდშია და სწრაფი ნაბიჯით გაგვეცალა.

ძალიან კარგი, დინასთან კონტაქტი ზედამხედველის გარეშე უფრო გამიადვილდება.

_ დინა, დარწმუნებული ხართ, რომ ანაფილაქტიკური შოკი რეზუს ფაქტორის შეშლამ გამოიწვია?

_ აბა, რას უნდა გამოეწვია?

_ მაგალისად, ცუდად გაკეთებულ ანესთეზიას. ბატონო გოჩა, გახსოვთ, ამასწინათ, მშობიარე რომ გარდაიცვალა? _ მივუბრუნდი ექიმს.

_ ის შემთხვევა აპარატის გაუმართაობის გამო მოხდა. _ მხარი ამიბა ბატონმა გოჩამ, _ დინას კომბინირებული ანესთეზია გაუკეთდა, რაც ორგანიზმში თხუთმეტამდე მეტიკამენტის შეყვანას გულისხმობს...

ვიდრე ბატონი გოჩა გვათვითცნობიერებდა, ვიბრაციაზე დაყენებულ მობილს დავწვდი და დეას გამოგზავნილი მესიჯი წავიკითხე: `სასწრაფოდ გამოდი. მეორე სართულზე მგონი შეთქმულება მზადდება~.

ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი. მეორედ სადღა გამოვიჭერ დინას, ვერც ბატონ გოჩას შევაწუხებ ყოველდღე, ისედაც პატივი მცა, ბოლოს და ბოლოს, ჩემ გამო დგას და იტყუება პროფესორი კაცი. მესიჯმა გადაწონა. რაღაც მოვჩმახე და სასწრაფოდ დავტოვე პალატა.

დერეფნის ბოლოს დეას სილუეტი დავლანდე, კაბის ბაქანზე იდგა და ხელს მიქნევდა. მეც იქით გავემართე. ერთი სართულით დაბლა, ლიფტის წინ დელფინა დავინახე, ვიღაც გრუზთმიანი ტიპის გარემოცვაში. ეს უნდა ყოფილიყო ზანგურა.

Page 45: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

დეა პალატიდან გამოსულ თამაზს კუდზე დაჯდომია, ლიფტამდე სდია და კონსპირაციის მიზნით ლიფტიც კი გამოიძახა. იქ თამაზს ახალგაზრდა კაცი ელოდებოდა. `შენთან მაგარი წინადადება მაქვს, იმიტომაც გამოგიძახე,~ _ დანახვისთანავე მიუხლია თამაზს და სიამოვნებით ხელებიც კი მოუფვნეტია, მაგრამ წინადადების შინაარსის გაცნობა არ დასცალდა _ მობილურზე დაურეკეს. სავარაუდოდ ეს იყო მუქარის ზარი, რადგან დინას ქმარს თავისმართლებას დაუწყია, თან მეტლახზე აწიტებდა, უკიდურესი გაღიზიანების ნიშნად. ამასობაში ლიფტი მოვიდა და დეა იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა.

_ მგონი ჩაყარაულება აუცილებელია, რას იტყვი, იაკო, ცუდად მოვიქეცი?

_ კარგად მოიქეცი. _ გავამხნევე გოგონა, _ ცუდი ისაა, რომ არ ვიცი, საიდან მივუდგეთ. ბაქანი ცარიელია, ვერსად დავიმალებით.

_ მესამე სართულის კუთხეში რომ დავდგეთ?

_ თუ ვერაფერს გავიგებთ, კუთხეში დგომას რა აზრი აქვს? _ მოაჯირზე გადავიხარე, კიბის მარშის სიგრძე თვალით გავზომე და დერეფნის საწინააღმეგო მხარეს გავიქეცი. დეა უსიტყვოდ გამომეკიდა.

ჩემი ტაქტიკური სვლა ასეთი იყო _ პირველ სართულზე ჩავმსხდარიყავით ლიფტში, ხოლო მესამეზე (სადაც შეთქმულთა საძმო განიხილავდა თავიანთ მზაკვრულ საქმეებს) _ გავჭედილიყავით. კორპუსებში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი მეტ-ნაკლებად ერკვევა ლიფტის მექანიზმში (სადღა არიან მოხუცი ლიფტიორი დეიდები, წითელ ღილაკზე თითის მიჭერისთანავე რომ ჩნდებოდნენ გაჭირვებულ მოქალაქეებთან), შეუჩიჩხინებ გრძელ ჯოხს მგრძნობიარე ადგილებში და ლიფტის კარი მომენტალურად გაიღება. ინფექციური საავამდყოფოს პოსტ კომუნისტური ლიფტიდან თავის დაღწევას მგონი არ დასჭირდება დიდი მექანიკოსობა.

_ რას ვაპირებთ? _ დეა დამეწია.

_ ბავშვობაში შპიონობანა გითამაშია?

დეამ მზადყოფნით დამიქნია თავი, მაგრამ აშკარად ვერ ჩახვდა კითხვის არსს.

_ გთავაზობ ბავშვობის გახსენებას. რისკის გარეშე კაპიკია კარგი შპიონის ფასი. თუ გავიშიფრეთ, ჩათვალე ცუდი შპიონები ვართ. _ წამოვიძახე გრძნობამორეულმა და ფოიე დავზვერე. შემოსასვლელთან ორი დიდჩანთიანი დედაკაცი ლივლივებდა, თვალი განაპირა ლიფტისკენ ეჭირათ, როგორმე უნდა დავასწროთ.

ლიფტი გამოვიძახე, გაოგნებული დეა შიგ შევლალე და მესამე სართულის აღმნიშვნელ ღილაკს თითი დავაჭირე.

წინაისტორიულ ლიფტებს ერთი ცუდი თვისება აქვთ _ ხმაურით ჩერდებიან, უფრო სწორედ, ორიოდე წამს ზედა და ქვედა სართულის ზღვარზე ბალანსირებენ და მერე ჩერდებიან. არმისული მესამე სართულთან, თითი ავარიულ ღილაკს მივაჭირე. ლიფტი შელაყლაყდა, თითქოს საყრდენს ეძებდა, და უცებ გაჩერდა, თან გაიყოლა ჩემი გულისცემა. ობიექტები იქვე იდგნენ, ორმაგი კარის მიღმა. ემოციურად ლაპარაკობდნენ, მაგრამ სმენადობა არ იყო მაინდამაინც სახარბიელო. ლიფტის შიდა კარს საჩვენებული თითი გამოვდე და ოდნავ გამოვწიე. სმენადობა გაუმჯობესდა. აწი ვერავინ გამოგვიძახებს, ლიფტი დაკავებულია, მორჩა და გათავდა.

თამაზს მობილურზე ისევ მობილურზე ორატორობდა:

_ ჟელეზნად გეუბნები, ნაწილი ერთ კვირაში იქნება, ნაწილი _ მაქსიმუმ ერთ თვეში... იყოს პროცენტები, გადამხდელი ვარ... არ მენდობი? კაცო, ეგ ადრე იყო. იცი რას

Page 46: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

გეტყვი, არც შენ მყავხარ ფრთიანი ანგელოზი!.. კაი, თუ ძმა ხარ... ვსიო, მორჩა ბაზარი. მაყუთი პრაქტიკულად ხელზე მაქვს, პროსტა გადმორიცხვას ველოდები, რა... აბა, დროებით.

_ შემცა ამ ჩემისამ! _ თამაზმა აბონენტს შეუკურთხმა და სანთებელა ააჩხაკუნა.

_ ვალს გადახდა უნდა. _ დამოძღვრა ზანგურამ.

_ შენ მაინც გაჩუმდი, ისედაც აჭრილი ვარ...

_ მე რომ გავჩუმდე, რა, მაყუთი თავისით დაჯდება ანგარიშზე?

_ დაჯდება, თუ მომეხმარები. _ თამაზმა პირდაპირ ლიფტის ღრიზოში მოგვაფუილა.

_ რამე გაშანსე?

_ მისმინე, ძმაო...

მობილური ჩამწერზე დავაყენე და კარის ღრიჭოში ჩავკვეხე. მეან გინეკოლოგის, დათა მეტრეველის სახელის გაგონებაზე პირზე ხელი მივიფარე, რომ არ მეყვირა. თუკი `მაგარი წინადადება~ რაღაც კუთხის დათას უკავშირდება, დეას ხელებს დავუკოცნი, ცხადია, თუ ბეჭებს არ დამიკაწრავს თავისი ფრჩხილებით. საწყალი გოგო, ნერვიულობისგან ისე ჩამაფრინდა, ალბათ მაშველი რგოლი ვგონივარ დ არა ცოცხალი ადამიანი, რომელსაც ჯერაც არ დაუკარგავს მგრძნობელობის უნარი. თანაც ძლივს ვაკავებ ხელში ჩაბღუჯულ მობილურს, თუ გამივარდა, ხელებაწეულებს გამოგვაბრძანებენ ლიფტიდან, დატყვევებული ჯარისკაცებივით.

_ რაში მარგია გინეკოლოგის ციხეში ჯდომა? _ ხმამაღლა მსჯელობდა თამაზი, _ მომცეს მაგის ოჯახმა მაყუთი და გამოვიტან სარჩელს.

_ რამდენს მოგცემენ, სამასი ათასს? _ ზანგურამ, სავარაუდოდ, ვალის რაოდენობა შეახსენა.

_ გააჩნია, რა შეძლების პატრონები არიან.

სიმწრისგან ლამის შუბლით გავანგრიე ლიფტის კარი. დათას გამო თავის გაწირვა უფრო ადვილია, ვიდრე სამასი ათასის მოპოვება. ჩემს საკუთრებაში არსებული ერთოსახიანი ბინა დიდი-დიდი ოცდაათ ათასად გაიყიდოს, დანარჩენი ნულები საიდან გამოვჩეკო?!

_ ვაკეში ცხოვრობენ, ქალიშვილი ევროპაში სწავლობს. ექნება მაყუთი, შანსი არაა. _ განაგრძობდა თამაზი.

_ ვინ გითხრა?

_ სამშობიარო სახლის დირექტორს დავებაზრე, ვინ არის, რა კაცია-მეთქი. სხვათა შორის, კარგად დამიხასიათა, ნომერ პირველი სპეციალისტიაო, არ ვიცი, ეს როგორ დაემართაო... _ ქმარი შემიქო ბიჭმა.

_ ნომერ პირველი თუა, შეიძლება დაფერთხვა.

_ ზანგურ, ბიჭო, შენ უნდა გააიასნო გინეკოლოგის უძრავ-მოძრავი ქონების ამბავი. მისამართს გაგიგებ და უბანში გაიკითხე.

_ რომელი პარტ-აქტივისტი მე მნახე, უბან-უბან ცნობები ვაგროვო?! _ ეწყინა ზანგურად წოდებულს.

_ დიდ მაყუთზეა ბაზარი. _ შეახარბა მეგობარმა.

Page 47: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ნებისმიერ ვარიანტში, სამასი ათასი ასტრონომიული თანხაა, საპროცესო გარიგება გაცილების იაფი დაუჯდება.

_ შენ გგონია მარტო გინეკოლოგის ხარჯზე ვაპირებ აშენებას? _ ჩაიცინა თამაზმა, _ მეტრეველი სემიჩკის პონტშია, რასაც დავაყაჭინებ, იმას დავჯერდები, მთავარი სამიზნე სულ სხვა ვინმეა. სულ სხვა.

_ ვინ, ტო?

_ დინას ბებია.

ზანგურა ახითხითდა, თამაზი კი გაბრაზდა:

_ რას იგლიჯები, შე ხემა, ეგ საქმე თუ მოვაყომარეს, ათი პროცენტი შენი იყოს, დანარჩენით კრედიტორებს გავისტუმრებ.

_ სად გაისტუმრებ, საიქიოში?

_ არ არის ცუდი აზრი, ღირს დაფიქრება. _ სერიოზულად უპასუხა თამაზმა. _ შაყირი იქის იყოთ, გადავიდეთ საქმეზე. დინას ჰყავს ბებია, ფაქტიურად მომაკვდავი, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ მთელი ორი წელი კვდება და არ დაადგა საშველი. ბებოს ბინა ჩემი ცოლისაა, ანდერძიც დინას სახელზე აქვს დაწერილი. ბინა ძველია, სარემონტო, მაგრამ დიდი, მაღალჭერიანი, ზედ რუსთაველის გამზირზე. ნახევარი მილიონი შეაძლიეს ინვესტორებმა, გამოპრუტუნებული ბებო კი იპრანზება _ ამ სახლში უნდა დავლიო სულიო. ჩემი გეგმა ასეთია _ დავეხმაროთ გაჯიუტებულ ბებრუხუნას `სულის დალევაში~. მისთვის მადლია, ჩემთვის კი ხეირი.

_ სველ საქმეს მთავაზობ? შენ ალაოდ ხომ არ ხარ? _ შეიცხადა ზანგურამ.

_ არადა, გამიჩალიჩებენ ტრუპს. მოგენატრა შილაფლავი?

_ წამპალი ენა გაქვს.

_ სამაგიეროდ ტვინი მაქვს მახვილი.

_ ტვინი რომ გქონდეს, არ იჯდებოდი ქაქში. დინა საქმის კურსშია?

_ არა, კაცო, რაც არ უნდა იყოს, ალალი ბებიაა, თავისებურად უყვარს კიდეც, თუმცა გულის სიღრმეში დინაც ოცნებობს ფართის დროულად განთავისუფლებაზე. ჩამწერი სტუდიის გამართვას გეგმავს, ინტერნეტში უკვე მოიძია ფასები. ახლა მე მკითხე, რა მესტუდიება, ვალებში ვარ ყელამდე.

_ ცოლმა იცის ვალების შესახებ?

_ ნაწილობრივ კი. ფეხმძიმედ რომ დარჩა, გული აღარ გავუხეთქე, ვიფიქრე, შვილს გააჩენს და მერე უფრო ადვილად დავიყოლიებ. აწი რაღას გააჩენს, თან... _ თამაზმა უხერხულად ჩაახველა, _ ჩვენში დარჩეს, გამიჭირდება მაგასთან დაწოლა, ისე აქვს დაჩრჩილული მთელი სახე, პროსტა არ შეიხედება. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, წასულია დინას საქმე.

_ შენი ხელიც ხომ არ ურევია?

_ გამოსლევდი, შე ჩემა?! ცოლს ეგრე როგორ გავიმეტებდი, თანაც ფეხმძიმეს! მაგაზე ძაან მე მინდოდა ის შვილი, ვალებიც დინას შესაკერად ავიკიდე, რესტორნები არ დავაკელი და შმოტკები, საქორწინო მოგზაურობაში კი იტალიაში წავაბრძანე.

_ ე. ი. გიყვარდა.

Page 48: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ეკრანზე მოწონებული ქალი ერთია, რეალში გაცნობილი _ სხვა. შენ არ გყოლია ცოლი და ვერ ხვდები, რისი თქმა მინდა... იცი, ყოველდღიურობა ხრავს რომანტიკას, პაწა მაყუთიც თუ არ მიახმარე, დედა ეტირება. ფული კი ფაფუ. ბინაც გავასუხარე. აუ, შავ დღეში ვარ, ზანგურ!

_ ნუცუბიძის ბინა გაყიდე, ბიჭო?

_ ჰო, მომიწია. ბანკში ჩავდე და ვეღარ გამოვიხსენი. დინამ რომ იცოდეს, გაგიჟდება. მოკლედ, აქედანაც მაწვებიან, იქიდანაც მაწვებიან, ას პროცენტში გამაგორებენ.

_ მე სველ საქმეზე ვერ წავალ. _ გაიმეორა ზანგურამ.

_ ნორჩი გოგოს გასაღებას არც შემოგკადრებდი, ბებოს ორი დღის სიცოცხლე დარჩენია, რა მნიშვნელობა აქვს დღეს მოკვდება თუ ხვალ? ჩემთვის კი აქვს მნიშვნელობა, ერთი საათითაც რომ გადავაცილო ფულის მიტანა, ამაორთქლებენ.

პაუზა.

_ ზანგურ, ხომ ვართ ბავშვობის ძმაკაცები, რაც ჩვენ ერთად გვიგულავია... ამომიდექი მხარში, ჰა?

_ ბიჭო, გაიგე, არ შემიძლია. ქათამი არ დამიკლავს, ადამიანს თითს როგორ დავაკარებ??

_ დაკარებას არავინ გთხოვს, სადისტები ხო არ ვართ, ნაჯახით მიუვარდეთ. აკურატულად ვიმოქმედებთ, კვალის დატოვების გარეშე. ყველაფერზე მაქვს ნაფიქრი, ზანგურ, აქ, საავადმყოფოში, სხვა რა საქმე მაქვს? დინას ვუზივარ და ვფიქრობ. ერთი ნემსი და მისი ჯანი! ბებოს წნევები აწუხებს, წამალს შევუშხაპუნებთ და ისე უმტკივნეულოდ გაიპარება, აზრზე მოსვლას ვერ მოასწრებს.

_ მე რაში გჭირდები?

_ შენ იქნები ექიმი, რომელიც მზრუნველმა სიძემ, ანუ მე, ბებოს მივუყვანე. ნემსის გაკეთება ჩემგან არ გესწავლება, ფულიც ხო გჭირდება, არა? როდემდე უნდა უყურო ხელებში მამაშენს? წარმოიდგინე, ზანგურ, იმ ფულით სახლსაც გამართავ, ბიზნესსაც წამოიწყებ, უკრაინაშიც გაგულავდები... იცი, რა ნაშებია კიევში? ფეხები გლანდებიდან ეწყებათ. ზედ ხრეშჩატიკზე დააბიჯებენ, ერთი-ორი, ერთი-ორი... მპა. ჰე, ჰე, შეიძლება მეც შემოგიამხანაგდე, დინას მოვატყუებ, დერმატოლოგთან კონსულტაცია მაქვს მეთქი და მიდი-მოვდივარ.

_ შენს ცოლს კანის პრობლემა აქვს, ტვინის კი არა. _ შეაწყვეტინა ზანგურამ, _ რომ იკითხავს, სად წავიდა ჩემი ფულებიო, რას ეტყვი?

_ ნაწილობრივ გამოვუტყდები. დინას ვუყვარვარ, გამიგებს, ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ჩემი თანადგომა სჭირდება. რას იტყვი, ზანგურ, გავრისკოთ?

მეორე მხარეს მძიმედ ამოიოხრეს. გასაგებია. ძნელია მკვლელობას მოაწერო ხელი, როცა ქათამიც არ დაგიკლავს.

_ _ _

Page 49: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

ცხადია, შემეძლო ფარული ჩანაწერი პირდაპირ გამომძიებელთან გამექანებინა, მაგრამ მე თავი შევიკავე. არ გამოვრიცხავ, უკანონო ქმედების გამო აქეთ მომდოს შარი. თუკი საქმე საპროცესო გარიგებაზე მიდგა, რატომ უნდა ვიხადო ზედმეტი ფული, როდესაც მაქვს დინასთან ალიანსში შესვლის შანსი. თავმოყვარეობის ნასახი თუ გააჩნია, მოსმენილის შემდეგ არათუ სარჩელის გამოტანას, აქეთ უნდა შემთავაზოს თანამშრომლობა. და საერთოდ, რომელ თავმოყვარეობაზეა ლაპარაკი, როცა საფრთხეშია მისი სიცოცხლე! მკვლელი მკვლელია, გინდ ერთი მოგიკლავს, გინდ ათასი, რაოდენობა სტატისტიკის სფეროა და ფსიქოლოგიის.

მე და დეა ლიფტიდან პირდაპირ ფოიეში გამოვცვივდით და არაქათგამოცლილები დავებერტყეთ სკამებზე. მობილურში შენახული კომპრა სულს მიფორიაქებს და საბრძოლველად განმაწყობს. ჩემი გათვლით, თამაზი რაღაც პერიოდი საავადმყოფოს დატოვებს და თანამზრახველთან ერთად მკვლელობის დეტალებს ჩაუღრმავდება.

ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ თამაზის ნაცვლად კიბეზე ჩამომავალი დათუნა ფუსურიძე დავინახე. თავჩაქინდრული მოდიოდა, ჩამოყრილი მხრებითა და მორღვეული ფეხებით. თითებში სიგარეტის ღერს სრესდა, მექანიკურად სრესდა, თითქოს დაავიწყდა რისთვის ამოიღო. ისეთი განადგურებული მეჩვენა, თავი უხერხულად ვიგრძენი აბესალომად მონათვლის გამო. ამანაც რა ქნას? აქეთ ოჯახი აწვება, იქით _ სინდისი.

_ წეღან რომ ვაჟმა ჩაიარა, დააკვირდი? _ დავეკითხე დეას.

უაზროდ შემომხედა. პურიტანული გერმანიის შემდეგ ქართულ ტემპერამენტთან შეჯახება ნათლად აისახა დეას გარეგნობაზე. საწყალი გოგო ვამპირის მსხვერპლს ჰგავდა, რომელსაც ეს-ესაა ძალით ამოტუმბეს სასიცოცხლო ენერგია.

_ მაპატიე, იაკო, გავითიშე. მგონი ჩამეძინა, იცი...

_ ნუ მებოდიშები. სტრესის დროს ძილიანობა ნორმალურია, ასეთი მეთოდით ორგანიზმი თავს იცავს. ექსტრემალურ სიტუაციაში მეც მჩვევია სრული გამოთაყვანება.

_ მომიყევი, რა? _ შემეხვეწა დეა.

მეხსიერების ხურჯინიდან იპოდრომიდან ჩემი გატაცების ისტორია ამოვტყორცნე (იხ. `როტვეილერის ღიმილი~). სხვათა შორის, მაშინაც დათას გამო გავები შარში, მაგრამ იქ ცილისწმებას ჰქონდა ადგილი, დღეს კი დათა საკუთარი პირისთ აღიარებს დანაშაულს. გამოდის, მე უფრო მჯერა მისი, ვიდრე მას საკუთარი თავის. კაცები ერთი შეხედვით ჩანან კიტრები, ქალებმა თუ არ შევუძახეს, რა ჭკვიანები, ვაჟკაცები და სამართლიანები არიან, ამჟავებული ცომივით იფუშებიან ხოლმე.

დეამ მოუსმენლად გამკრა მხარი.

_ ახლა არა, სხვა დროს.

_ მაინც უაზროდ ვზივართ.

_ რატომ უაზროდ, ჩასაფრებულები ვართ.

_ რა გვიგავს ჩასაფრებულებს? გარდამავალი დროშებივით ვართ გამოფენილი ცარიელ ფოიეში. ვინ ჩაიარაო წეღან?

_ დათუნა ფუთურიძემ, რაც იმას ნიშნავს, რომ თეა მარტოა პალატაში. მგონი არ ღირს მომენტის ხელიდან გაშვება.

_ მოვინახულოთ? _ გაუხარდა ლოდინის გაბეზრებულ ქალიშვილს.

Page 50: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მე მოვინახულებ, შენ იჯდები და თამაზს უყარაულებ. მზვერავთა კოდექსი პოსტის დატოვებას გამორიცხავს. ორიდან ერთი მაინც უნდა დარჩეს და მთავარსარდალს უპატაკოს.

ხელჩანთა ამოვიღლიავე და უკვე მერამდენედ გამოვუძახე ლიფტს.

_ _ _

თეა ჯიქია მოფერიანებული მეჩვენა, თუმცა ლაქები არ გაქრობია. აწეწილი თმის შესანიღბად თავზე ნარინჯისფერი თავსაფარი წაეკრა, რომლის ფოჩიანი ბოლოები ცელქად ცახცახებდა მის ვიწრო მხრებზე. მზერაში აღარ იგრძნობოდა უწინდელი სასოწარკვეთა, თეთრი სკლერიდან სისხლისძარღვების ბადე აილაგმა, გარსი დაიწმინდა და თვალი თითქოს შიგნიდან განათდა. ეს სინათლე ქორწილშიც შევნიშნე, ეტყობა თანდაყოლილია, როგორც თმის ფერი ან ცხვირის ფორმა. ეს გოგო არ დანებდება, ავღნიშნე ჩემთვის.

_ შემოდით, იათამზე, რას დგახართ კარში... _ გუშინდელთან შედარებით კეთილგანწყობილად მიმიღო, დიტომ თუ დაამუშავა.

_ როგორ გრძნობ თავს?

_ ამ წუთიდან გაცილებით უკეთესად.

_ ქმრის ნახვამ გაგახალისა?

ჩაიცინა და თვალი თვალში გამიყარა:

_ აღარ არის დათუნა ჩემი ქმარი, დავემშვიდობე.

დაბნეული ჩამოვჯექი საწოლთან მიმდგმულ სკამზე, რომელსაც ჯერაც ასდიოდა ხარისხიანი ოდეკოლონის სურნელი.

_ აი, ასე. _ თეამ საბანი ამოიკეცა და ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე განაგრძო. _ ინიციატივა ჩემგან მოდიოდა, ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება, ყველაფერი ავწონ-დავწონე. შესანიშნავად ვაცნობიერებ ჩემ დღევანდელ მდგომარეობას, იმასაც ვხვდები, რომ შეცოდების გარდა არაფერს ვიმსახურებ. არ დავუშვებ, შეცოდების გამო ვინმე გამოვიბა კაბის კალთაზე. გავუშვი დათუნა, გავათავისუფლე, აღარ შემეძლო მისი თანაგრძნობით შენიღბული სახის ყურება.

_ იქნებ აჭარბებ?

_ არა, არ ვაჭარბებ, ეს არის მწარე რეალობა, რომელიც უნდა გააცნობიერო და მიიღო.

_ განა სიყვარული თანაგრძნობას გამორიცხავს?

_ ამ სიტუაციაში, გამორიცხავს. ჩვენ არ გვაკავშირებს წარსული, ერთი დღეც არ გვიცხოვრია ერთად, შეიძლება ითქვას, წესიერად არც ვიცნობს ერთმანეთს. რა ვალდებულია, ჩემ გამო დაიტანჯოს?

_ ტანჯვაც თავისებური გამოცდაა.

_ დათუნა ჩაიჭრა ამ გამოცდაზე. _ მითხრა გულდაწყვეტილმა, _ საშემოდგომო გამოჰყვა.

Page 51: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ აკი, ინიციატივა ჩემგან მოდისო?

_ იმიტომაც მოდის ჩემგან, რომ ვხედავ, როგორ განიცდის. მისთვის სილამაზის კონკურსში გამარჯვებული თოჯინა ვიყავი და არა საყვარელი ქალი. მოვწონდი, კი არ ვუყვარდი! ახლა აღარ მოვწონვარ და იძულებულია მიყუროს, თან თბილი სიტყვები მითხრას, დამამშვიდოს... ბავშვობიდან მძულდა სიყალბე.

_ რაღაც დოზით ყველას გვიწევს თვალთმაქცობა. მისი გაგებაც შეიძლება.

_ მესმის, იმიტომაც არ ვბრაზობ. იცით, როგორც მომეშვა გულზე? ადრე სულ ვწუხდი _ რატომ იგვიანებს, ოცდაოთხი საათი არ მიზის, არ ტირის ჩემთან ერთად, არ განიცდის... ეჭვი მღრღნიდა, კარის ჭრიალზე ვკრთოდი, მინდოდა, დიტოსავით თავდადებული ყოფილიყო. მოვიდოდა და უარესად ვღიზიანდებოდი, მისი წასვლის მერე ხომ სულ გიჟს ვგავდი. ვერ გამოვნახეთ ოქროს შუალედი, მას ნებისყოფა არ ეყო, მე _ სულგრძელობა. ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, ამიტომაც გავუშვი. თუ მორჩენა მიწერია, შევეხმაურები, იქნებ ყველაფერი არ არის დაკარგული, რამის გადარჩენა შეიძლება... _ თეამ მზერა ამარიდა და საბანზე დაწყობილ ხელებს დახედა. _ მაგრამ არ მგონია. იცით, რაღაცნაირი უცხოა. არა, უმწიფარი. აი, მე ხომ პატარა ვარ, მაგრამ მასთან შედარებით თავი გამობრძმედილი მგონია.

_ კი არ გგონია, ხარ. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი უკვე პიროვნებაა. შენ პიროვნება ხარ. ძლიერი და ნათელი. _ ვითხარი გულწრფელად.

_ არ მატყუებთ? _ თეამ მკვეთრად ასწია თავი და დაჟინებით შემომხედა.

_ არა. არის სიტუაციები, როდესაც ტყუილის თქმა ელემენტალურად დამამცირებელია.

_ გმადლობთ, ია, _ თეამ შვებით ამოისუნთქა და ბალიშზე გადაესვენა. _ მიხარია, თუ ასე ფიქრობთ. დიტო ვერ გამიგებს, მისთვის დღესაც ბავშვი ვარ. ამაგი აქვს და იმიტომ. გარდატეხის ასაკში ვიყავით, როდესაც მშობლებმა ბინა ბანკში ჩადეს, ფული ჩაიჯიბეს და უფრო დიდი ფულის საშოვნელად სხვა ქვეყანაში დაგაიხვეწნენ. დიტოს არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, რცხვენია... მაგრამ თქვენ ისეთი გულისხმიერება გამოიჩინეთ, თავს ვალდებულად ვთვლი ყველაფერი გიამბოთ. თანაც... თანაც პირველი ადამიანი ხართ, ვინც დიტოს ადვოკატის რანგში მუშაობა შესთავაზა. ვიცოდი, ეს დრო უსათუოდ დადგებოდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი წვალებით შოულობდა საჭმლის ფულს ჩემი ძმა, არაფერს თაკილობდა, მუშადაც უმუიავია, მზიდავად, ბარმენად... არადა, კარგ ცხოვრებას ვიყავით მიჩვეულები, მშობლები თავისებურად გვათამამებდნენ, არც განათლებაში ენანებოდათ ფული, არც ჩაცმა გვაკლდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ქუჩაში აღმოვჩნდით, სპეცრაზმმა გამოგვყარა მშობლიური, მაგრამ უკვე გაყიდული ბინიდან. კოშმარივით მახსენდება ის დღე, ეზოში გამოყრილი ავეჯი, ჩემი სოჯინები, დიტოს სკოლის ჩანთა, წიგნები, სეირის საყურებლად გამოფენილი მეზობლები... მშობლებმა მარტო შეგვატოვეს მთელ ამ კოშმარს, ალბათ ჩათვალეს, ბავშვებს ხელს ვერ ახლებენო. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ, თუკი საერთოდ, ჰქონდათ შერჩენილი ფიქრის უნარი. მამიდამ შეგვიფარა. არც ის ყოფილა თაფლი და შაქარი, გვაყვედტიდა _ თქვენ გამო დავრჩი შინაბერაო. გვწყინდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდით, ჰმ, გათხოვება თუ უნდოდა, ოცდათექვსმეტ წლამდე რას უცდიდა?! საერთო ჯამში ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა და გამახსენდა. ასე იყო თუ ისე, დიტო არასოდეს ყოფილა სხვისი ხელის შემყურე, დღისით სწავლობდა, საღამოობით მუშაობდა. იცით, დაფიცებული აქვს _ არასოდეს აიღოს ვალი. არ უნდა, მშობლების შეცდომა გაიმეოროს.

_ სად არიან თქვენი მშობლები?

Page 52: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ რამდენადაც ვიცი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში, ჩვენ არ გვაქვს მათთან კავშირი. კაზინოში თამაშს გადააყოლეს შვილების მომავალი, თუ რამ გააჩნდათ, ყველაფერი გაგვიყიდეს, ჩემ სახელზე ნაყიდი როიალიც კი. გასაყიდი რომ არაფერი დარჩათ, ადამიანების მოტყუება დაიწყეს, ახლაც თაღლითობის მუხლით იხდიან სასჯელს. მათმა უსაქციელობამ შეიწირა ბებია-ბაბუა, მამიდა... არც ერთი არ მომკვდარა ასაკის გამო, უბრალოდ გულმა ვერ გაუძლოთ. ეტყობა, ჩემი მშობლების მიერ გაუბედურებული ოჯახების წყევლამ გვიწია, მხოლოდ ქაღალდზე გავხდი დათუნას ცოლი. ეს ქალიშვილობაც ოხრად დამრჩა, გამერისკა მაინც... _ თეამ ნერწყვი ჩაყლაპა და ყელზე მომდგარი სპაზმის გადავლას დაელოდა. _ დიტო მეცოდება, ის-ის იყო აპირებდა ფრთების გაშლას, ალბათ ფიქრობდა _ დას პატრონს ჩავაბარებ, კარიერას მივხედავო, და აი, რა გამოვიდა. მგონი სამუდამოდ ავეკიდე, თანაც ასეთი დაჩამიჩებული სახით.

_ რას ჰქვია სამუდამოდ? _ გავაპროტესტე მე, _ ეს სიტყვა თავიდან ამოიგდე, თუ შხამის დასახელებას გავიგებთ, ჩათვალე განკურნებული ხარ.

_ ანუ, ეს პირდაპირ კავშირშია დამნაშავის გამოვლენასთან, არა? _ ჩამეძია თეა.

თავი დავუკარი.

_ მე ვერ ვუჩივლებ დათუნას ოჯახს. დღეს რომ აქ ვწევარ და მკურნალობა მიტარდება, დემიკო ფუთურიძის დამსახურებაა. მარტო ამ პალატაში ჩემი ყოფნა და უამრავი ანალიზი სოლიდური თანხა ჯდება. სოლიდური დიტოსთვის, თორემ დემიკოსთვის შეიძლება დიდი არაფერი, თუმცა არც ის არის მილიონერი. დიტოს დამოკიდებულება ვალის აღებასთან დაკავშირების უკვე გითხარით. ერთადერს თავშესაფარს, მამიდაჩემის ბინას ხომ არ გავაყიდინებ?! არადა, ის ყველაფერზეა წამსვლელი ჩემ გამო, გესმით, ყველაფერზე! მართალია, დათუნას ვეყრები, მაგრამ არც ისეთი ნამუსგარეცხილები არიან, ყოფილი რძალი გაჭირვებაში მიატოვონ. დამიჯერეთ, ია, არ არის ცუდი ხალხი... მარიამის დადანაშაულებაც მიჭირს, ისეთი ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ, კაბაზე ყვავილიც კი შემისწორა.

_ საქორწინო კაბაზე? _ დავიძაბე მე.

_ ჰო.

_ როდის შეგისწორა?

_ ვიდრე საცეკვაოდ გავიდოდი.

_ რაიმე ჩხვლეტა ხომ არ იგრძენი?

_ არ მახსენდება.

_ დასალევი ხომ არ შემოგთავაზა?

_ დასალევი? _ თეამ შუბლი შეჭმუხნა და გახსენებას შეეცადა. _ არა, როცა მარიამი მომიახლოვდა, ტორტი ახალი ჩამორიგებული იყო. მაგიდაზე იდო ლიმონათი, შამპანური... ვიღაც ადამიანები მოდიოდნენ, მეცნობოდნენ, გვლოცავდნენ, საჩუქრებს გვჩუქნიდნენ. ვაიმე, ისეთი აჟიტირებული ვიყავი, სახეზე არავინ მახსოვს. მერე საცეკვაო დაუკრეს, ჩვენ გარშემო ხალხი შეთხელდა.

_ როდის იგრძენი თავი შეუძლოდ?

_ ცეკვის დროს. ოღონდ არ მახსოვს, ხელებს რომ დავხედე, მაშინ გავხდი ცუდად თუ პირიქით.

_ ტორტი მოგეწონა?

Page 53: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ცოტა გავციცქნე, გემო არ მახსოვს, მარწყვების რომ იყო მორთული, მახსოვს. სხვებმაც შეჭამეს და არაფერი. ვითომ ტორტის ამბავია? _ იკითხა დაეჭვებულმა.

_ ნაჭრებად შემოიტანეს თუ სუფრაზევე დაჭრეს?

_ გაიტანეს, დაჭრეს და თეფშებზე დაწყობილი მოგვართვეს. ეს ზუსტად მახსოვს.

_ ოფიციანტმა ჩამოარიგა?

_ დიახ. ქესინოც ეხმარებოდა, დათუნას დედა. ერთად არიგებდნენ.

პაუზა.

_ ია, თქვენ ფიქრობთ, ვიღაცამ ჩემთვის განკუთვნილ ნაჭერს მოაყარა საწამლავი?... და ეს ვიღაც მარიამი ან ქეთინო დეიდა იყო? _ გააგრძელა აკანკალებული ტუჩებით.

_ უჰ, _ ამოვიოხრე მწარედ. _ შენ ის მკითხე, რას არ ვფიქრობ, თორემ იმდენ რამეს და იმდენი მიმართულებით ვფიქრობ, კომპიუტერის პროცესორს შეშურდება. ახლა რამდენიმე კითხვა კონკურსთან დაკავშირებით. ვინ შეიძლება ყოფილიყო შენი, დინას და ლექსოს საერთო მტერი?

თეამ ჭერისკენ მიმართა მზერა, თითქოს იქ ეგულებოდა კონკურსის ვიდეოჩანაწერი:

_ ფარული დაპირისპირება კონკურსანტებს შორის ნამდვილად იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დინას და ლექსოს გამორჩეული ფავორიტი მე ვიყავი და ამის გამო დაისაჯნენ. ჟიურის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაინტერესდით?

_ შენი ძმა არის დაინტერესების პროცესში, ალბათ იმიტომ აგვიანებს.

_ არა უშავს, დააგვიანოს, აწი აღარ მჭირდება ოცდაოთხსაათიანი დაცვა. ხვალიდან სამსახურშიც გავუშვებ. ყოველ მესამე დღეს უწევს მორიგეობა, იმედია თქვენც არ დაგაზარალებთ. დიტო სიტყვის კაცია, თუ რამეს მოჰკიდა ხელი, ბოლომდე მიიყვანს. მენდეთ.

_ არ სჭირდება დიტოს შენი ადვოკატობა, რომ არ მომწონებოდა, არ ავიყვანდი. დავუბრუნდეთ, კონკურსს.

_ ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო, საკმაოდ ობიექტური ჟიური, საკმაოდ ლამაზი გოგოები... ინტელექტზე რომ არ ჩაეტარებინათ ტესტი, შეიძლება სხვას გაემარჯვა. მე და ერთი გოგო თითქმის თანაბრი ქულებით გავდიოდით. უბრალოდ, ინტელექტში ვაჯობე, ჩამჭრელ შეკითხვებს სხარტად და იუმორით ვპასუხობდი. დათუნამ მითხრა, სწორედ მაშინ გადავწყვიტე შენი ცოლად მოყვანაო. _ თეამ მოგონებას გაუღიმა.

_ აკი, სოჯინა ვგონივარო? როგორც ჩანს, შენი ჭკუითაც მოხიბლულა.

_ სამწუხაროდ, ჭკვიანი მახინჯი არავის სჭირდება. დროულად თუ არ განვიკურნე, რაც მისწავლია, ისიც დამავიწყდება.

_ განიკურნები. განგება არ დაუშვებს ავადმყოფობამ დაჯაბნოს სილამაზე. _ გამამხნევებლად მოვუთათუნე.

გველნაკბენივით გამომაცალა ხელი, ეტყობა უნებურად დაზიანებულ ადგილზე შევეხე. ტკენის არ ტკენია, უბრალოდ კომპლექსი აქვს დაფოთლილ კანთან დაკავშირებით. მე კი არ მეზიზღება, როცა ადამიანი მომწონს, მისი არაფერი მეზიზღება.

Page 54: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ განგებამ უკვე დაუშვა დასაშვები, ყველაზე ბედნიერი დღე ჩამაშხამა. როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მნიშვნელობით. _ გაბზარული ხმით ჩაილაპარაკა თეამ.

_ იქნებ ესაა შენი ჯვარი, შენი გამოცდა, როგორც წეღან დათუნას მისამართით ახსენე.

_ შეიძლება, მაგრამ დღეს ნამდვილად არ ვარ წამებულის პოზაში ყოფნის ხასიათზე. გაბრაზებული ვარ, იათამზე, გაბოროტებული. სულგრძელ გოგონას ვთამაშობ, სინამდვილეში კი გული ყელში მებჯინება, ტირილი მინდა, სიკვდილი, გაქრობა, საღათას ძილი...

თეა ისტერიკის ზღვარზე იყო, არ შეიძლება იმაზე მაღალი სტანდარტი დაუწესო თავს, ვიდრე შეგიძლია ზიდო, მაგრამ ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მის მდგომარეობაში დიდსაც გაუჭირდებოდა თვითკონტროლი.

_ დაწყნარდი და მიპასუხე. როგორ მიიღო მეტოქე კონკურსანტმა შენი გამარჯვების ფაქტი?

_ იტირა. _ სწრაფად მიპასუხა თეამ.

_ როგორ, ადგა და ყველას თვალწინ იტირა? ჩვეულებრივ, ასეთ დროს ერთმანეთს ულოცავენ, ალბათ გულზე სკდებიან, მაგრამ არ იმჩნევენ. ეტიკეტის ამბავია.

_ არა, იმ გოგომ საქციელი დაკარგა, სცენიდან გაიქცა და კულისებში აღრიალდა.

_ ვინ არის, რა გვარია?

_ ელენე ჩაჩანიძე.

_ როგორ დაახასიათებდი?

_ ძალიან ემოციური, მგრძნობიარე, ნერვიული... ისე განიცდიდა, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და არა რაღაც კონკურსის.

_ ემოციურ კონკურსანტს ჟიურის წევრებთან რაიმე პრეტენზია ჰქონდა?

თეამ თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა.

_ _ _

დინა ნადიბაიძე პენოპლასტის ჭიქიდან მაწონს მიირთმევდა. ტუმბოზე ედო ყოველკვირეული ჟურნალი და სუნამოს გაუხსნელი ფლაკონი.

_ დინა, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს. _ ვუსხარი პალატაში შესვლისთანავე.

_ ინტერვიუს არ ვიძლევი, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ?! _ კოვზი მაწვნის ჭიქაში ჩაარჭო და მტრულად შემომხედა.

ჩემი ვარაუდი გამართლდა, თეთრი ხალათის გარეშე, შეკრული თმითა და სათვალით ინფექციონისტის წარდგენილი ტოქსიკოლოგი ვერ ამოიცნო.

_ არ ვარ ჟურნალისტი.

_ მითუმეტეს არ გაქვთ დაუკითხავად შემოსვლის უფლება.

Page 55: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ დათა მეტრეველის ცოლი ვარ.

დინას მტრული გამომეტყველება ცინიკურში გადაეზარდა, მორიელის კუდივით მოიქნია ტუჩის კუთხე:

_ ჩემი დამღუპველის ცოლთან არაფერი მესაქმება.

_ ვინ დაგღუპათ სინამდვილეში და ვინ-ვის დაღუპვას აპირებს სამომავლოდ, საკამათო საკითხია.

_ ქარაგმების მოსამართლეს ელაპარაკეთ. _ შემომიღრინა.

_ გესლიანი რეპლიკების გასაცვლელად არ მოვსულვარ.

_ აბა, რისთვის, მობრძანდით?

_ უპირველეს ყოვლისა, ჩემი ქმრის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ოღონდ, უნდა მომისმინოთ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოთ. ერთი წუთით დავუშვას, რომ გინეკოლოგს რეზუს ფაქტორი შეეშალა... აქვე ჩაგეკითხებით _ ჩემს ქმარს მოწამვლასთან რაიმე კავშირი აქვს?

_ არ ვიცი, გამოძიების დასადგენია რა ნაგავი შემიშხაპუნეს სხვა ჯგუფის სისხლთან ერთად.

_ მსგავსი შედგენილობის `ნაგავი~ შეუშხაპუნეს მინიმუმ ორ თქვენს ნაცნობს _ თეა ჯიქიასა და ლექსო ლორთქიფანიძეს. ადამიანებს, ვისაც შეხება ჰქონდა სილამაზის კონკურსთან. თქვენ მიზანმიმართულად მოგწამლეს, ხელი კი ჩემს ქმარს შეახოცეს.

დინას ტუჩს გესლიანი კუდი მოეშალა. მგონი იმოქმედა.

_ ვერ ვხედავ კავშირს კონკურსს, ჩემს თავსა და თქვენ ქმარს შორის.

_ მტკიცებულებები არც მე გამაჩნია. კონკურსი სხვა არაფერია, თუ არა დანაშაულთა გრძელი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი.

_ თქვენ რა შუაში ხართ ე. წ. რგოლთან?

_ მე შუაში ვარ ყველაფერთან, რაც დამეხმარება სიმართლის დადგენაში.

_ სიმართლე დადგენილია. თქვენმა მეუღლემ შეცდომა დაუშვა და პასუხი უნდა აგოს! _ დინამ კატეგორიულად მიუტყაპუნა ხელი ფუმფულა საბანს.

_ ჩემმა მეუღლემ შეიძლება დაუშვა შეცდომა, მაგრამ იმას, რასაც თქვენი მეუღლე აპირებს, შეცდომას ვერ დავარქმევ. ეს უკვე დანაშაულია.

_ მაშანტაჟებთ?

_ როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ. თუ ჩემს წინადადებას იგნორირებას გაუკეთებთ, ნივთმტკიცება დღესვე გადაეცემა პროკურატურას. დათა მეტრეველი ნებისმიერ ვარიანტში გამოვა ციხიდან, საპროცესო გარიგებით ან გამამტყუნებული განაჩენით... აი, თქვენ კი მოგიწევთ ციხეზე `პერედაჩებით~ სირბილი, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი პატიებას შეძლებთ.

_ რა გინდათ?

_ გამოიტანეთ სარჩელი. დათა უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

Page 56: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ხომ არ გეჩვენებას, რომ მეტისმეტი მოგდით?! იმის ნაცვლად, ბოდიში მოიხადოთ, მატერიალური კომპენსაცია შემოგვთავაზოთ, დაუკითხავად შემოიჭერით და რაღაც აბსურდით მაბრუებთ. რას იტყვით, ახლავე რომ დავრეკო თამაზთან? _ ტომბოზე დადებულ მობილურს დასწვდა და შორიდან დამანახა.

_ შეგიძლიათ დარეკოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაკარგავთ სიმართლის გაგების უკანასკნელ შანსს.

_ რატომ უნდა დაგიჯეროთ?

_ თქვენი ნებაა, შეგიძლიათ არ დამიჯეროთ.

დინა ცინიკური გამომეტყველების აღდგენას შეეცადა, მაგრამ ეჭვის უხილავ ობობას უკვე შეეღწია მის ტვინში და სახეზეც ასახოდა. არც მე ვიყავი კარგ დღეში. პრაქტიკულად ვა ბანკზე წავედი, რომ მითხრას, _ ამოისვი ერთ ადგილზე შენი ნივთმტკიცება და აჩუ აქედანო, რა მოვიმოქმედო? აჩუ ვქნა თუ ერთიც გავფართხალდე? მოდი, ჯერ გავფართხალდები, მერე შემოვლით გზებზე ვიფიქრებ.

ხელჩანთა შევისწორე და თავდაჯერებული ნაბიჯით გავემართე კარისკენ.

_ იმედია, პროკურატურას დაუჯერებთ. _ მივაძახე გზადაგზა.

_ მოიცადე! _ დამადევნა დინამ.

შვებით ამოვისუნთქე. ხუთამდე დავითვალე და მივტრიალდი. დინას სახეზე ერთმანესს ებრძოდა ცნობისმოყვარეობა, სიხარბე, სიბრაზე, შურისძიების წყურვილი... შემეცოდა, მაგრამ რაკიღა მომაბრუნა, ასპარეზი მისთვის დამითმია.

_ თუკი არ დამაკმაყოფილმა შენმა არგუმენტმა, ჩათვალე, რომ შეთანხმება არ შედგა. _ გამოცრა კბილებში.

_ თუ დაგაკმაყოფილა?

_ დღესვე გამომაქვს სარჩელი.

კარი გადავრაზე. ჩემი მობილური ტელეფონი ტუმბოზე დავასკუპე და ჩამწერს გამოვკარი.

`ჟელეზნად გეუბნები, ნაწილი ერთ კვირაში იქნება...~ გაისმა თამაზის ხმა.

_ _ _

`ხვალ დათა სახლში იქნება, ხვალ... ხვალ... ხვალ...~ ამ სიტყვითა და ფიქრით ჩავწექი ლოგინში, მაგრამ დამსახურებული ძილის ნაცვლად განგაშმა შემიპყრო. ეს შეგრძნება საავადმყოფოს დატოვებისთანავე ამეკვიატა, არადა, თითქოს დაიმედებული წამოვედი. ღამე ცუდი მეგობარია პოზიტიური აზრების მობილიზებისთვის. რა არ ვცადე _ გვერდი ვიცვალე, ორასამდე დავითვალე, ლექსები გავიხსენე, მზიანი დღე წარმოვიდინე, იასამნის აყვავებული ბუქჩი... _ ვერაფერმა მიშველა.

სტოპ! რა სულელი ვარ, რა სულელი... ჩრდილივით, შეგრძნება კი არა, რეალური ადამიანი ამედევნა, სწორედ ის არის ჩემი შფოთვის მიზეზი. გრუზთმიანი ტიპი, რომელიც ჩემი კორპუსის ეზოში დაბორიალობდა, უეჭველი ზანგურა იყო. დინასთან მოლაპარაკების შემდეგ ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ერთხელ თვალმოკრულ ტიპს კი არა, საკუთარ დედას ჩავუვლიდი გვერდით. არა უშავს, მდიოს რამდენიც უნდა, ნამდვილად არ ვსარგებლობ

Page 57: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

უბანში მილიონერის სახელით, მანქანაზე მეტყობა რა შეძლების პატრონიც ვარ. ეზოში ისეთი გასისინებული ჯიპები დგანან, მათთან შედარებით ჩემი საცოდავი `აუდი~ წელმოწყვეტილი ლოკოკინაა.

რაც შეეხება მოლაპარაკებას...

რისკმა გაამართლა. ფარული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ დინა არათუ სარჩელის გამოტანას, ნებისმიერ წამოწყებაში თანადგომას დამპირდა. ის არ აპირებდა ქმრის ბოროტი განზრახვის შინაურ ვითარებაში გარჩევას. `ბებიაჩემის მკვლელობა ჟურნალია, კინო მერე ნახე, მე და ჩემს შვილს რომ მოგვადგებოდაო. ციხეში ამოვალპობ~. _ ასეთი გახლდათ მისი საბოლოო ვერდიქტი.

ვერდიქტის სისრულეში მოსაყვანად თამაზი ფაქტზე უნდა დაგვეჭირა. დინამ სახელდახელო სცენარი გააშანშალა _ ბებოსთან ჩასაფრდება პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც კულმინაციურ მომენტში სამალავიდან გამოხტება და ადგილზე გასკვანჭავს ბოროტმოქმედებს.

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მობილურმა დარეკა. შურდულივით გავკვეთე სიბნელე და დამტენზე შეერთებული ტელეფონი ლამის შტეფსელიანა მოვგლიჯე.

_ იათამზე, ლექსო ვარ, დიზაინერი.

_ მოხდა რამე? _ საათს დავხედე. თორმეტს აკლდა ოცი წუთი. ასეთ დროს მოსაკითხად შინაურებიც არ რეკავენ.

_ შეხვედრა მინდა.

_ ხვალისთვის გადადება არ შეიძლება?

_ რა თქმა უნდა. უბრალოდ, გაფრთხილებ, ხვალ დილისთვის არაფერი დაგეგმო. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს.

_ მაინც?

_ მგონი გამოვთვალე, ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე.

_ ვინ? _ შევძახე სულმოუსქმელად.

_ ხვალ, თერთმეტი საათისთვის გაწყობს?

_ მაწყობს.

_ ჩემთან, სახლში.

_ კი ბატონო.

_ მაშინ, დროებით. _ მოკლედ დამემშვიდობა.

შიშველ ტერფებზე დავიხედე. აწი რაღა დამაძინებს... სჯობს ჩავიცვა და მყუდრო სამზარეულოში გადავხარშო სიახლე.

სასტუმრო ოთახი გაჩახჩახებული დამხვდა. ყველა ნათურა ენთო _ ჭაღიდან დაწყებული, ბრითა და ტორშერით დამთავრებული. სარკესთან იჯდა უსაშველოდ დამაკიაჟებული დეა.

ჩემს დანახვაზე შეცბა და დაკონტურებული ტუჩები საცოდავ ღიმილში გაჭიმა. ალბათ ასე იღიმებიან წითელი ფანრის ბინადრები პოლიციელის დანახვისას.

_ მე მეგონა, გეძინა.

Page 58: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ !

_ ბოდიში, იაკო, უნებართვოდ ავიღე შენი კოსმეტიკა. სააბაზანოში იდო და სულმა წამძლია. ექსპერიმენტის ჩატარება მინდოდა და... მგონი ზედმეტი მომივიდა, არა?

თავი დავუკარი.

_ არ მოგწონს?

_ ნწუ.

_ წეღან სარკეში ვიყურებოდი და მივხვდი _ მომბეზრდა ჩემი თავი. ეს ვარცხნილობაც მომბეზრდა. არც არის ვარცხნილობა, უბრალოდ თავზე თმა იზრდება, ბალახივით. წარბებიც ნერვებს მიშლის, გამომეტყველებაც... რაც თავი მახსოვს, სულ ასეთი ვარ. მგონი ასეთი დავიბადე _ ხუთოსანი გოგო ოპტიკური სათვალით. ნაწნავი და ყავისფერი ფორმაღა მაკლია, ადრე რომ ეცვას ხოლმე სკოლებში, კომუნისტების დროს.

_ მახსოვს ის ფორმა, მეც მეცვა.

_ საშინელება იყო, არა?

_ ფორმა რა შუაშია, მთავარია შინაარსი. იცი, რა დრო მიტარებია იმ ფორმაში?

_ რა დრო?

ამოვიოხრე. ჩემი მხიარული ბავშვობის გახსენება დეას კომპლექსებს ვერ მოუხსნის. მას ელემენტალური რჩევა სჭირდება.

მხრებზე ხელი დავადე და სარკისკენ მივატრიალე.

_ გარეგნობაში კორექტივების შეტანა დროგამოშვებით ყველა ქალს უნდება, მაგრამ არ მგონია მყვირალა მაკიაჟი იყოს შენი სტილი. შენ შენი საკუთარი ხიბლი გაქვს, რომელიც საგულდაგულოდ კი არ უნდა შეფუთო, პირიქით, ხაზი გაუსვა და გამოამზეურო.

_ ხიბლი... _ გაიმეორა წყენით. _ რაღაც არ მინახავს ჩემით მოხიბლული ბიჭები. ნორმალურ ბიჭებს ვგულისხმობ, და არა მუწუკიან ბოტანებს....

მივხვდი. ნორმალურ ბიჭებში დიტოს გულისხმობს. დეას მოსწონს დიტო. კარგია, თუ მასში ქალმა გაიღვიძა, მაგრამ ჩემი აზრით ობიექტი შეეშალა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ლამაზი კაცი ზოგადად ქალის კი არა, საკუთარი თავის პრობლემაცაა.

_ რას მირჩევ, იაკო, თმა ხომ არ შევიღებო ქერად? ქერა ქალები მოდაშია.

დეას თმიდან ხის ჩხირი გამოვაცალე. მძიმე, ღია წაბლისფერი თმა წვიმასავით ჩამოსრიალდა მხრებზე. ხელი გადავუსვი.

_ ვიცი, რასაც მეტყვი, _ დამასწრო დეამ, _ `არაჩვეულებრივი ხარისხის თმა გაქვს, შეღებვა რად გინდაო.~ და ეს იქნება ყველაზე გაცვეთილი კომპლიმენტი, რომელსაც კაცი შეუხედავი ქალისთვის იმეტებს.

_ შენ ხარ, შეუხედავი?! ჩურჩუტო, კარგად ჩაიხედე სარკეში.

_ ვიყურები და გული მერევა.

_ იმიტომ, რომ ვიღაც მეძავს ხედავ და არა საკუთარ თავს.

_ რა მოვიმოქმედო, რომ საკუთარი თავი დავინახო და მესიამოვნოს? _ მკითხა რაღაცნაირი ნიშნისმოგებით.

Page 59: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ჩემი აზრით, ორი რამ გჭირდება: სათვალის გამოცვლა და ახალი ვარცხნილობა. თხელჩარჩოიანი სათვალე მოგიხდება, წაგრძელებული შუშების და... და კლეოპატრას პარიკი.

_ პარიკი?

_ გადატანითი მნიშვნელობით. კლეოპატრას ვარცხნილობა რაღაცით ჩამოჰგავს პარიკს. სწორი და ხშირი თმა გაქვს, წესით უნდა მოგიხდეს. სილამაზის სალონი ქუჩის გადაღმაა, იქვე _ ოპტიკის მაღაზია. ხვალ დილით ორივეს ავითვისებთ.

_ რომ არ მომიხდეს?

_ აი, მაგაზე, არ უნდა იფიქრო. იფიქრე პოზიტივზე და ნუ შეგეშინდება ექსპერიმენტების, ვინც არ ცდება, ის არ ცხოვრობს.

_ ქერა თმაზე რას იტყვი?

_ შეიღებე, მაგრამ მაშინ პრეტენზია ნუ გექნება ორიგინალობაზე. მაგალითისთვის, დინას სადაქალო გაიხსენე, იქ ინფექციურის დერეფანში... სულ ტყუილად ჭმუხნი წარბებს, არ გაგახსენდება, და იცი რატომ? ყველა ერთმანესს ჰგავდა. ახლა გაიქეცი, პირი ჩამოიბანე და დაიძინე, ხვალ გრანდიოზული გეგმები გვაქვს.

დეა უსიტყვოდ დამემორჩილა, მე კი გრანდიოზული გეგმების ჩამოსაყალიბებლად სამზარეულოს მივაშურე.

_ _ _

ისეთი თბილი დილა გასენდა, ჩასაცმელზე შევფიქრიანდი. გრძელმკლავიანში დამცხება, მოკლემკლავიანის სეზონი არ დამდგარა. თანაც არ ვიცი, ეს ნასესხები მომავალ წლამდე აილაგმა თუ კიდევ დაგვანახებს თავის ნესტიან საცეცს. არჩევანი ჯვალოს კოსტიუმზე შევაჩერე, ქსოვილი გრილია, თარგი _ ხალვათი, თუ დამცხა, პიჯაკს გავიხდი და თხელი ბლუზით დავრჩები.

შესაფერისი კოლორის ბლუზას ვეძებდი, როცა საძინებელში დეა შემოვიდა. ხელში ეჭირა სუპერ მოდური დაძენძილი ჯინსი, ღამის პერანგის მაგივრობას კი სამი ზომით დიდი მაისური უწევდა, საიდანაც კოხტად ჩამოქნილი ფეხები მოუჩანდა:

_ მომბეზრდა ჯინსები, მაგრამ არ ვიცი რა ჩავიცვა...

_ რამე ისეთი, ფეხები გამოგიჩნდეს.

_ კაბა? _ გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა.

_ რატომ კაბა, სტრეიჯი.

_ ძალიან გამომწვევი არ ვიქნები?

_ გრძელ მაისურს თუ ჩაიცმევ, არა.

_ ფეხზე?

_ რა `ფეხზე~?

_ ფეხზე რა ჩავიცვა მესქი?

Page 60: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ `შპილკების~ გარდა ნებისმიერი.

_ `შპილკები~ არც მაქვს.

_ აბა, რა გაქვს?

_ კედები. ნაირ-ნაირი.

_ არ მოგბეზრდა კედები?

_ გუშინდელის მერე, კი.

ამასწინათ, ფასდაკლებაზე მაგარი ფეხსაცმელი ვიყიდე და ეტყობა ისე გავხარდი, ზომაც `დაკლებული~ წამომიღია. შემოდგომის აქეთია ხელუხლებლად მიდევს კარადაში. არ ვიცი, რას ველოდები _ ფეხის შეკუმშვას თუ ფეხსაცმლის საოცარ მეტამორფოზას? კარადიდან ლამაზი კოლოფი გადმოვიღე, თავსახური მოვხადე და დეასკენ გავახოხე.

_ მოიზომე, რაღას უყურებ?

_ მართლა? _ გახარებულმა გოგონამ ჯინსი მოისროლა და კოლოფიდან ფეხსაცმელი ამოყარა.

_ მართლა, მართლა. თუ მოირგებ, შენი იყოს.

დეა თავპირისმტვრევით გაიქცა თავის ოთახში, მე კი ღიღინის ხასიათზე დავდექი: `სიიიყვარულოოო, სიყვარულოოო, რა ხაროოო...~

ნახევარ საათში გარეს ვიყავით, ათ წუთში _ სილამაზის სალონში. პარიკმახერი, ახალგაზრდა ქალი ცხიმის დეპოზიტით განიერ წელზე, უმალ ჩახვდა საქმის ვითარებას _ დეა გორგოლაზებიან სავარძელში მოასავსა, თმა დაუსველა და მაკრატელი მოიმარჯვა.

მე მოსაცდელში, ფანჯარასთან დავჯექი და შედეგს დაველოდე.

ვზივარ. ქუჩაში ვიყურები. მანქანები, მოქალაქეები, ისევ მანქანები. მომწყინდა. მიწიდან ცაში გადავინაცვლე. თეთრად ათქვეფილი ღრუბლებისგან შექმნილი მონუმენტური სკულპტურა ზედმიწევნით ჩამოჰგავდა თავისუფლების ქალღმერთს ჩირაღდნით ხელში. კომპოზიცია ჩემ თვალწინ დაიშალა, ნიავმა ჯერ ჩირაღდანი მოუშალა, მერე თავიც წაუკვეთა. უთავოდ დარჩენილმა ტანმა ფორმა დაკარგა, სიგანეში გაიწელა და გაქრა.

უზარმაზარმა `კამაზმა~ ციდან დედამიწაზე დამაბრუნა. გრიხინით ჩაიქროლა დაღმართზე, მტვრისა და ბუღის კორიანტელი დააყენა.

პირი ვიბრუნე. ჩემზე ცუდად მოქმედებს ტოქსიკური გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი, სუნთქვა მეკვრის და სმენა მიქვეითდება. ასეთ დროს ვოცნებობ სიმწვანეში ჩაფლულ აგარაკზე, ყვავილებზე, რომელსაც ეზოში დავრგავ, ჰამაკზე, რომელსაც ხეებს შორის გავაბამ... ვინაიდან ფასი თბილისიდან უმოკლეს აგარაკამდე უკუპროპორციულია მათ შორის არსებული მანძილისა, მსგავსი ბედნიერება ჯერჯერობით არ მემუქრება. სოფელი შეიძლება გავქაჩოთ, მაგრამ დათას ვერ ვატყობ ენთუზიაზმს, სრულიად აკმაყოფილებს უქმე დღეები იპოდრომზე ცხენის ჭენება.

სალონში ბებია და შვილიშვილი შემოვიდნენ. ეს არ იყო ბებია კლასიკური გაგებით. საკმაოდ ახალგაზრდა, სპორტულად ჩაცმული, გრძელი თმითა და გრძელი ფრჩხილებით. ვიდრე ბებია თმის საღებავს არჩევდა, შვილიშვილი, ექვსიოდე წლის გოგონა სკამზე ჩამოჯდა და ბედნიერი მზერა სალონს მოატარა.

_ მოუხდა, არა? _ პარიკმახერის ხმაზე მივიხედე.

Page 61: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

სარკემ დეას გაცისკროვნებული სახე და ახალი ვარცხნილობა აირეკლა. მოწონების ნიშნად ცერა თითი ავწიე. დეამ ორივე თვალი ხამიკრა, თვითონაც ვერ მალავდა აღფრთოვანებას.

შემდეგი `სადგური~ _ ოპტიკური სალონი. პატარა ხანს ვიწრიალეთ, ჩამოვხსენით, მოვისინჯეთ, დავიწუნეთ, მოვიწონეთ. საბოლოოდ მეტალის ჩარჩოიან ელეგანტურ სათვალეზე შევჩერდით. ისეთი სიფრიფანა იყო, სახეზე პრაქტიკულად არ ჩანდა. დეა უფრო შორს წავიდა _ ლინზები ინატრა. ვინაიდან დროში ვიწვებოდი (დიზაინერთან ვიზიტამდე წუთები მრჩებოდა), ლინზების შერჩევა მომავლისთვის გადავდეთ.

_ შენ წახვალ ინფექციურში და დინას ხელმოწერილ განცხადებას პროკურატურაში გააქანებ. სასურველია, ადვოკატიც გაიყოლო. _ ვითომ სხვათა შორის, დავაყოლე.

გაწითლდა სხვა სიტყვაა. ლოყებზე ორი შუქნიშანი აენთო. მოსწონს, წყალი არ გაუვა. დეამ ვერ გაუძლო ჩემს კრიტიკულ მზერას, მკვეთრად მიტრიალდა და თავდახრილი დაეშვა კეკელიძის დაღმართზე.

თერთმეტს აკლდა ხუთი წუთი, როდესაც ლექსო ლორთქიფანიძის ატელიეში შევაბიჯე, წარმატებით გავიარე თანამშრომლების ფეის კონტროლი და მეორე სართულზე ამავალ კიბეს დავადექი.

ნაცნობ კართან ტაქტიანად დავაკაკუნე. რა ვიცი, იქნებ მაშინდელივით ლოგინში ნებივრობს. მე ვერ ვეწერები ლექსოსნაირის ზნეობრივ კოდექსში, მორალის სხვადასხვა მხარეს ვიმყოფებით, თუმცა ბევრი გვაქვს საერთო.

კაკუნმა რომ არ გაჭრა, კოდექსს მივაფურთხზე და დაუკითხავად შევედი.

ამ ოთახში ეტყობა დილა არ დამდგარა, მჭიდროდ მიხურულ ფარდებში მზის სხივი არ აღწევდა, საწოლზე კი დიზაინერის საბანში გახვეული ფიგურა იკვეთებოდა. ასეც ვიფიქრე, რომ სძინავს. წუხელ ეტყობა ანაშით გაბრუებულმა დამირეკა, ბუზი სპილოდ მოეჩვენა და მახარა. გამოთაყვანებული ქეში. მე კი ღამე თეთრად გავათენე, ვიფიქრე, დამნაშავის ვინაობას ჩამიკაკლავს და პრაქტიკულად ფინიშში ვარ.

იმედგაცრუებულმა მიმოვიხედე. კუთხეში უწინდელივით წაკუზულიყო `ბადროს მტყორცნელის~ თაბაშირის სკულპტურა, ამჯერად ალისფერკანტიანი შლიაპის გარეშე. ის კედელზე ეკიდა, იმ სარკის გასწვრივ, რომელშიც პირველად ვიხილე რბილტანიანი ლექსოს სხეული. ჟურნალის მაგიდაზე იდო სიგარის ნაცნობი კოლოფი.

მზერა წიგნების თაროებისკენ გამექცა. საინტერესოა, რას კითხულობს მოდას აყოლილი კუტურიე? რუსული კლასიკა ჰყვარებია... ტოლსტოი, ტურგენევი, პუშკინი... ქართველებიდან _ დუმბაძე, ჯავახიშვილი... მხატვრულ ლიტერატურას ზედა ერთი თარო ჰქონდა დათმობილი, ქვევით სქელტანიანი ალბომები ელაგა, მეტწილად იმპრესიონისტები. განცალკავებით იდო კლოდ მონეს ახალთახალი ალბომი. მექანიკურად გადავიალე. ცარცის ქაღალდის სუნმა სასიამოვნოდ შემიღიტნა ნესტოებში, თავფურცელზე დაწერილმა მიძღვნამ კი ეჭვები ამიშალა: `უნიჭიერეს დიზაინერს ლექსო ლორთქიფანიძეს ელენე ჩაჩანიძისგან~. ეს პიროვნება თეამ ახსენა მეტოქის რანგში. ჩუქების თარიღი გადავამოწმე. თვე და რიცხვი სილამაზის კონკურსის დღეებს ემთხვეოდა. რას იტყვის `უნიჭიერესი დიზაინერი~ ქრთამის აღებაზე? თუ ინტელექტუალური `ქრთამი~ ჟიურის სხვა წევრების ბიბლიოთეკებშიც ინახება?!

ალბომი დავხურე და საწოლს გავხედე. ამან შეიძლება კიდევ დიდხანს გააბრტყელოს ძილი, როდემდე შეიძლება ვიდგე საპატიო ყარაულში?! ნაშუადღევს მაკა დამპირდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მიყოლას, ძილისგუდა ლექსოს გამო, მარიამის მონახულების შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ.

Page 62: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

მტკიცე ნაბიჯით მივედი ფანჯარასთან, ფარდები გადავწიე და დოინჯშემოყრილი შევდექი საწოლთან. ლექსო არც შერხეულა. ამ კაცზე არც სინათლე მოქმედებს, არც ხმაური. მკვდარივით სძინავს.

_ ლექსო, _ დავუძახე ხმამაღლა და გვარიანად შევარყიე.

ენამ მიყივლა. ლექსო მკვდარი იყო, უფრო სწორედ მოკლული. ორბიტიდან გადმოცვენილი თვალები და ნიკაპზე გადმოფენილი ენა თავისთავად ცხადყოფდა გაგუდვაზე.

ნანატრი ფინიში ისევე შორს იყო ჩემგან, როგორც ამ წამებულისგან დღის სინათლე.

_ _ _

კრიმინალისტების პირველადი მონაცემებით მკვლელობა მოხდა დაახლოებით ღამის სამი საათიდან ოთხ საათამდე. დაიკითხა მეზობლები, დამლაგებელი, მოდის სახლის თანამშრომლები...

პირველად სამსამხურში გამოცხადებულა მენეჯერი ნონა. როგორც ყოველთვის, კარი თავისი გასაღებით გაუღია. ვინაიდან შეფი ღამის ცხოვრებას ეწეოდა, დილაუთენია ატელიეში მის ჩამოსვლას არც არავინ ელოდა, ავადმყოფობის გამო ისედაც ჩამოშორებული იყო აქტიურ საქმიანობას. ლექსოს უახლოეს გეგმებში საზღვარგარეთ წასვლა და მკურნალობის გაგრძელება შედიოდა.

დამლაგებელმა ეჭვი გამოთქვა ზედმიწევნით გარეცხილი საფერფლის თაობაზე, მსგავსი აკურატულობა შეფის მხრიდან ადრე არასოდეს შეუმჩნევია. მალაქიტის მოზრდილი საფერფლე ყოველთვის სავსე იყო სიგარეტის ნამწვით, რაზეც მას, დამლაგებელს არაერთხელ გამოუთქვამს საყვედური, მაგრამ ლექსო ყურსაც არ იბერტყავდა. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტ-კრიმინალისტებმა ნაგვის ვედროდან სიგარის ნამწვები ამოიღეს, ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა _ სიკვდილამდე ლექსოს ვიღაც სტუმრობდა. და იმ ვიღაცამ, კვალის წაშლის მიზნით ნივთმტკიცებები გადააგდო.

დაკითხვას ვერც მე გადავურჩი. კითხვაზე, რა საქმეზე მივდიოდი აწ განსვენებულთან, გულწრფელად მოვუყევი გუშინდელი ზარის შესახებ, დასტურად მობილური დავაძრე, სადაც დაფიქსირებული იყო ღამის საათებში შემოსული ლექსოს ზარი. კარტები ბოლომდე არ გამიხსნია, მაგრამ გარკვეული დოზის მაინც მომიწია გამომძიებლის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება.

ატელიე მხოლოდ გვამის საექსპერტო ლაბორატორიაში გადასვენების შემდეგ დავტოვე და მომხდარის გაანალიზებას უკვე მანქანაში შევეცადე. ლექსო მოკლეს იმიტომ, რომ დამნაშავის ვინაობა ჩემთვის არ გაემხილა. ეს ფაქტია. მკვლელი ნაცნობი იყო, ლექსომ ის სახლში შეიპატიჟა და თავისი ცნობილი სიგარები გაასინჯა. საძინებელში არ იყო არეულობის კვალი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავდასხმა განხორციელდა მოულოდნელად, სულაც პირდაპირ ლოგინში, ვინაიდან ლექსო დედიშობილა დამხვდა. ან მოგვიანებით გააშიშვლეს, რომ მკვლელობა მის პარტნიორს დაბრალებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლელი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, ქალი ელემენტალურად ვერ მოერეოდა. ქალს შეუძლია შხამით მანიპულირება, ქილერის დაქირავება, ჩახმახის გამოკვრა, მაგრამ თასმით შეიარაღებული მანდილოსანი (რომელსაც მსხვერპლის მოსაყუჩებლად სულ ცოტა, ღონეც უნდა ერჩოდეს), ცოტა რთული წარმოსადგენია. კაცი

Page 63: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

იყო, მაგრამ არა დაქირავებული ქილერი. უცხოს კარს არ გაუღებდა. რჩება პარტნიორი _ ბისექსუალი მხატვარი სადო-მაზოხისტური გადახრებით. გვამის შეურაცხყოფას თუ დავუმატებთ, საქმე ნეკროფილთან გვქონია. და ასეთ ადამიანს ლექსო ხელს აფარებდა?

არა, არ მჯერა.

სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარას ჩამოვუწიე. მხატვარი არაფრით ეწერება სილამაზის კონკურსში. თეა, ლექსო და დინა შურისძიების მსხვერპლნი არიან. მათი საქმეები უნდა გაერთიანდეს, მხოლოდ ასეთი განლაგებით გაირკვევა სიმართლე. თორემ რა გამოდის? დინა ნადიბაიძის გამომძიებელი ერთ ვერსიას ამუშავებს, თეა ჯიქიასი _ მეორეს, დათასი _ მესამეს, ლექსოსი _ მეოთხეს...

შეგირცხვათ ულვაში! მე უნდა ვიყო მასწავლებელი და თქვენ გამომძიებლები?!

ჯიბიდან მობილური ამოვიღე და დეას ნომერი ავკრიფე. ამ გაწამაწიაში სულ გადამავიწყდა დათას მოსალოდნელი გათავისუფლების ამბავი. მაპატიე ჩემო ქმარო, შენ რომ არა, რა დამრჩენია უცხო კაცის საძინებელში?

_ პროკურატურაში ვართ. _ ჩამირაკრაკა დეამ. ხმაზე ეტყობოდა, მარტო არ იყო. _ დიტომ თქვა, დღეს თუ არა, ხვალ მამა უსათუოდ სახლში იქნება, ოღონდ პირობით გამოუშვებენ, ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით, საქმის დახურვამდე სრულ რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ნაადრევიაო. სხვათა შორის, განზრახ მოწამვლის ვერსიას განიხილავენ, გვიან, მაგრამ მაინც გავიდნენ ჩვენ გაკვალულზე. დღის წესრიგში დგას თეას და დინას საქმის გაერთიანება.

_ დიზაინერი ლექსოც ზედ მიაყოლეს. _ ვურჩიე აქედან.

_ უი, სულ დამავიწყდა, რა ჰქნა, გაგიმხილა დამნაშავის ვინაობა?

_ არა, არ გაუმხელია. _ ფანჯრიდან სიგარეტი გავაწკიპურტე და საზეიმოდ დავდუმდი.

_ აბა, რისთვის დაგიბარა?

_ გამოსათხოვარი სტრიპტიზი მომიწყო.

_ ვერ გავიგე... _ დაიბნა დეა.

_ მკვდარი დამხვდა. გაგუდული და შიშველი.

_ როგორ შიშველი?... _ საწყალ გოგოს ხმა დაეკარგა. მის შეუბღალავ ფსიქიკაზე `გაგუდულზე~ მეტად `შიშველმა~ იმოქმედა.

საქმეში მძიმე არტილერია ჩაერთო, დიტოს სახით.

_ იამზე, ამიხსენით რა მოხდა.

მოკლედ ავუხსენი, გრძელი ახსნა-განმარტებისთვის არც დრო მქონდა, არც დეპოზიტი.

შუქნიშანზე ტაქსისტმა მომიშალა ნერვები. წითელზე რომ გაჩერდა, გასაგებია, მაგრამ მწვანეზე რაღამ გაჯორა?! გავეშებულმა მივუსიგნალე. რეაქცია ნული. რა არის ეს _ პროფესიული სიყრუე თუ ქვეცნობიერი ბოღმა ქალი მძღოლების მიმართ?

მკვერად მოვუხვიე და დეპოზიტის შესავსებად უახლოეს ჯიხურთან დავამუხრუზე. უკანა გზაზე, ჩემი `აუდის~ ტყუპისცალი შევნიშნე, მძღოლში კი, არც მეტი, არც ნაკლები, ზანგურა ვიცანი. ელდისგან ჭკუა გადამეკეტა და ლამის აქვე, ქუჩაში დავეძგერე. კიდევ კარგი, დროზე გადავიფიქრე. რას მომცემს დელფინა თამაზის ამფსონთან საქმის

Page 64: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

გარჩევა, გარდა იმისა, რომ დროზე ადრე გავიშიფრები. რაც მთავარია, ჩავშლი ოპერაციას კოდური სახელწოდებით `ჩემი ცოლის ბებია~.

არ შევიმჩნევ. გამომყვეს თუ უნდა, უცებ შლიმანის ოქრომდე არ მივიყვანო! ეტყობა, ზანგურა უბანში გამოკითხვამ არ დააკმაყოფილა (სავარაუდოდ, არც ჩემი დაფხავებული `აუდის~ ნახვამ), ამომწურავი ინფორმაციის შესაგროვებლად დილიდან ჩამიყარაულდა და ლექსოს ატელიემდე მდია. პატრული და კრიმინალური პოლიცია რომ დაინახა, იფიქრა, მეტრეველების ქონებრივი დეკლარაციის შევსებას მერეც მოვასწრებო და დევნა განაგრძო.

მაკა გაჩერებაზე იდგა და ნაყინს ჭამდა. ორი საათის წინ გვამთან რომ არ მქონოდა პაემანი, მეც გავღეჭავდი რაღაცას, მაგრამ ლექსოს ნიკაპზე გადმოფენილი ენა კიდევ დიდხანს გამახსენებს მოხარშულ ბადრიჯანს.

დილით არაფერი მიჭამია, სამაგიეროდ წუხანდელ უძილობას ოჯახში დარჩენილი ნიგვზის მარაგი შეეწირა. ჯერ ერთი მუჭა გადმოვიღე, მერე ცოტა დავიმატე, ბოლოს მთელი ტომსიკა გამოვათრიე. ვჭამდი და ვნერვიულობდი. ვნერვიულობდი და ვჭამდი.

მაკამ ნაყინის ქაღალდი ურნაში ჩააგდო და ტუჩების წმენდით წამოვიდა მანქანისკენ. კუდზე დამჯდარი ზანგურას შესახებ გაჩუმება ვამჯობინე. ქალმა კატეგორიულად მთხოვა ინკოგნიტოდ დარჩენა, ზანგურა და დელფინა უნდა ყველა სიკეთესთან ერთად?! მისი გაგებაც შეიძლება, ეშინია სამსახურის დაკარგვა, ეტყობა ქმარი არ ჰყავს. ან ჰყავს და აქეს არის სარჩენი, როგორც გარდამავალ პერიოდში გაჩხერილ მამაკაცთა დიდი ნაწილი.

_ სულმა წამძლია და ვიყიდე, თორემ ისეთი სუსტი ყელი მაქვს, ნაყინს შევჭამ თუ არა, ანგინა გამოწერილი მაქვს. _ მანქანაში ჩაჯდომისთანავე გამათვითცნობიერა მაკამ.

_ გამდნარი უნდა ჭამოთ.

_ უუუ, არ მითხრას, გამდნართან ცუდი მოგონებები მაკავშირებს.

_ მართლა?

_ პატარაობაში დედა გამდნარი ნაყინის ჭამას მაიძულებდა ხოლმე. ბავშვთა ინსტურმენტალურ ანსამბლში ვმღეროდი და ეშინოდა, ყელი არ გამიცივდეს. თანაც წამყვანი პარტიები მიმყავდა, მე რომ ავად გავმხდარიყავი, გასტროლები ჩაიშლებოდა... ეჰ, დედას ეგონა, მომღერლის კარიერას გავიკეთებდი, მე კი ბიოლოგია ვარჩიე, მამისა და ბაბუის კვალს გავყევი.

_ რას იზამ, მშობლების ოცნებები ხშირად არ ემთხვევა შვილების სურვილებს. დედაჩემი აქტიურად დამატარებდა ბალეტზე, თუმცა იმთავისვე იცოდა _ არ მქონდა შესაფერისი მონაცემები, კლასში ყველაზე მაღალი ვიყავი, გამორიცხულია ჩემგან ბალერინა გამოსულიყო. ბებია ფორტეპიანოზე დაკვრას მაძალებდა, მხოლოდ მამა იყო ნეიტრალური.

_ ლისის ტბისკენ წადით, ჩემო კარგო, _ გეზი მომცა მაკამ და ფილოსოფიური გამომეტყველებით გადაესვენა სავარძელზე, _ რთულია იყო ნეიტრალური, როცა საქმე შვილს ეხება. მთელი ცხოვრება ვაყვედრიდი დედაჩემს დამდნარ ნაყინს, საკუთარი ქალიშვილის გაზრდისას კი დედის ალი-კვალი გამოვდექი. ის, რაც ასე არ მომწონდა დედაჩემში, ასაკის მატებასთან ერთად ჩემში ორმაგად გაიფურჩქნა. რას იზამ, გენეტიკას ვერსად გაექცევი. გამდნარი ნაყინი უკვე წარსულს ჩაბარდა, დღეს სხვა ამოცანები გვაქვს. კარიერას ვიკეთებთ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ. შესანიშნავი ხმა გვაქვს, გარეგნულ მონაცემებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, წუნს ვერ გვიპოვით, მაგრამ არ მოვინდომეთ მომღერლობა, კონსერვატორიაში ჩავაბარეთ, ვიოლინოს განხრით.

Page 65: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

შვილის საკუთარ თავთან გაიგივება `გიჟ~ დედებს ჩვევიათ, თავი ვალდებულად ჩავთვალე გაკვირვება გამომეხატა:

_ ნუთუ ასეთი დიდი ქალიშვილი გყავთ?

_ ამ ზამთარს ცხრამეტი წელი შეგვისრულდა. _ მაკას ხმა გაუნაზდა. ეტყობა, რაღაც განსაკუთრებულად უყვარდა თავისი მევიოლინე გოგო.

_ როგორც ჩანს, კლასიკა იტაცებს.

_ რა ყრია კლასიკაში? თუ ძალიან ძლიერი არ ხარ, დაბერდები საორკესტრო ორმოში. _ მაკა მოულოდნელად გაცხარდა. შვილის საორკესტრო ორმოში წარმოდგენამ თუ გაუფუჭა ხასიათი.

_ ჯერ ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს.

_ მონდომებულები ნამდვილად ვართ, მაგრამ შინაგანი მუხტი გვაკლია, გლეხურად თუ ვიტყვით, მარიფათი. აი, დათას ქალიშვილი... სახელი შემახსენე, გეთაყვა...

_ დეა.

_ ჰო, დეა. ეტყობა, მოტივირებული გოგონაა, მეორე წელია მარტო ცხოვრობს გერმანიაში, ალბათ უჭირს, მაგრამ უმკლავდება. როცა ჩამოვა, სამუშაო ადგილი და კარგი პარტია გარანტირებული აქვს.

_ სამუშაო ალბათ, მაგრამ პარტიის რა მოგახსენოს, აბსოლუტურად აპოლიტიურია.

_ ჰმ, პარტიაში ქმარი ვიგულისხმე. _ გაიცინა მაკამ, _ დღეს ისეთი დროა, მეოჯაზე რძალს დასაქმებული ურჩევნიათ. ქალწულობა, წესიერება, პატიოსანება... _ ყავლგადასული მცნებებია. მთავარია, უცხოური სერტიფიკატებით დახუნძლული პორტფელიო ჰქონდეს. ვუჩიჩინებ ელენეს, მიიღე მონაწილეობა კონკუსებში, გააქტიურდი, მოიშორე ეს ფობიები და წარმატება გარანტირებული გაქვს. აგერ, ფუთურიძეები აიღე, თეა ჯიქია რომ საქმიანი გოგო ყოფილიყო, თუნდაც ღარიბი ოჯახიდან, ასე არ გაიგიჟებდა თავს დედამთილ-მამამთილი!

_ შეუძლიას დაწყნარდნენ. ამიერიდან თეას არც ქმარი ჰყავს, აქედან გამომდინარე, აღარც დედამთილ-მამამთილი.

_ როგორ, მიატოვა ნამუსგარეცხილმა დათუნამ? _ მაკა აღშფოთებისგან შეხტა კიდეც.

_ პირიქით, თეა იყო გაყრის ინიციატორი.

_ რა მოტივით?

_ ჩათვალა, რომ მახინჯი ცოლი ქმარს უხერხულობას უქმნის.

_ არაპრაქტიკული სულგრძელობაა.

_ რა შუაიი სულგრძელობა პრაქტიკასთან?

_ ქმარს თუ გაშორდა, ვინ გადაუხდის მკურნალობის ხარჯებს, ერთი ქეციანი ძმის გარდა არავინ აბადია.

იცოდეს, როგორ ეპრანზება ჩემი გერი თეას `ქეციან~ ძმას?! მაკასნაირისთვის დიტო ჯიქია ცუდი `პარტიაა,~ ის იდეალურ სიძეს ეძებს თავისი თვალწარმტაცი, მაგრამ არამოტივირებული ქალიშვილისთვის. დიტოსნაირზე ფსონის დადება არ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას. ან დადგება მისგან ცნობილი ადვოკატი ან არა. აქედან

Page 66: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

გამომდინარე, ან გამოაღწევს პერიფერიიდან ან არა. ორმოცდათი-ორმცდაათზე მაკას არ აწყობს, მაღალი თამასა აქვს აღებული და გულწრფელად მიაჩნია _ წარმატება გაზრდის მეთოდებზეა დამოკიდებული.

_ ფუთურიძეები კი ფულებში ცურავენ, _ აღშფოთებულ ქოთქოთს განაგრძობდა მაკა, _ დემიკო ფუთურიძემ ვირთხასავით გამოხრა სამშობიარო სახლის ბიუჯეტი, იმის მაგივრად, ხელფასები მოემატებინა, ევრორემონტი წამოიწყო თავის კაბინეტში. რა დროს კაბინეტია, ლაბორატორიაში ჭერი თავზე გვენგრევა, ერთი მაგარი წვიმა და ჩამორეცხავს ყველაფერს. ყველა საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს, ყველა! იმ სულელმა გოგომ კი გაყრა მოითხოვა, ძლივს დაუღწევია თავი სოროდან და ისევ სოროიი მიძვრება.

_ ზოგს საკუთარი სორო ურჩევნია სხვის ოქროს გალიას.

_ რატომ `სხვის?~ დათუნა ოფიციალური ქმარია.

_ ქაღალდზე. სინამდვილეში პირველი ღამის უფლებაც არ მისცეს ბოროტმა ადამიანებმა.

_ უჰ, უჰ, ნუ იტყვით, _ მაკამ ცრემლმორეულმა გაიხედა ფანჯარაში. _ ცოტა მარჯვნივ აიღეთ და ნელა ატარეს, სადღაც ახლომახლო უნდა იყოს კლინიკა. თეთრი შენობაა, კოლიზეუმს ჩამოჰგავს, მიტოვებული საფეხბურთო მოედანის ბაზაზე ააშენეს და...

სიჩქარეს დავუკელი და სარკეში გავიხედე. სვლა შეანელა ზანგურამაც. საპატიო მანძილზე მომდევდა, თავისი ჭკუით ძალზე ოპერატიულად. ერთი, მისი სიფათი დამანახა, ფსიქიატრიულ კლინიკას რომ მივაყენებ.

_ ის ხომ არ არის? _ მაკას გორაკზე აშენებულ ოვალური ფორმის შენობაზე ვანიშნე.

_ მიმინოს თვალი გაქვთ, იათამზე.

_ და მაძებარის ყნოსვა.

_ ყნოსვასაც ვერავინ დაგიწუნებს. რატომ იურისტი არ გამოხვედით?

_ იურისტობა მხოლოდ დეტექტივებშია საინტერესო, ჩვენებური კრიმინალური ისტორიები შარშანდელი გაზეთივითაა _ მეზობელმა მოკლა მეზობელი, იმიტომ, რომ ალუბლის ხე ვერ გაიყვეს, ვინაიდან ერთი მეზობლის ალუბლის ტოტი მეორე მეზობლის ბაღში იყო გადაყოფილი და ის მეორე დაუკითხავად კრეფდა; ნათესავმა ნათესავი მოკლა, იმიტომ, რომ ერთმა მეორეს მესამის ქორწილში გადაბრუნებული სიტყვა უთხრა და ეს ამბავი მეოთხის ნათლობაში გაახსენდა. არც სასიყვარულო ფრონტზეა უკეთესი მდგომარეობა... ვინმე კუკური ვინმე ციურის ეკურკურებოდა, მერე მოვიდა შუქური და მოკურკურე კუკურის ნაწლავები დააყრევინა. ტრაგედიაა, მაგრამ გამოსკვლევიც არაფერია. აგატა კრისტი რომ გაცოცხლდეს, ვერაფერს გამოადნებს.

_ ერთი გამაგებინა, რა ხდება დემიკოს გულში. _ ინატრა მაკამ.

_ რა უნდა ხდებოდეს... აი, ნახავთ, ხახვივით შერჩება ყველაფერი. ქალიშვილი ფსიქიატრიულში გადამალა, საწყალ თეას პლასტიკურ ოპერაციას დაპირდება და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.

მაკა შეწუხებული მომიბრუნდა:

_ რას ამბობთ, არ მგონია საქმე პლასტიკურ ოპერაციამდე მივიდეს, ხომ არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდები?

_ სწორი დიაგნოზის დასმამდე არაფერი ეშველება.

Page 67: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ საწყალი თეა, რა დააშავა ამის ფასი?

_ ლამაზი დაიბადა.

_ ლამაზი... თითქოს ლამაზს უფლება არა აქვს იყოს ბედნიერი. ღმერთო ჩემო, საწყალი გოგო! მის ადგილზე ქვეყანას შევყრიდი, პრესას მოვიწვევდი, ტელევიზიას, ფულად კომპენსაციას მოვითხოვდი! იცით, რა უქნა ყოფილმა ცოლმა პოლ მაკარტნის?

_ მაკარტნის?

_ დიახ. სასამართლო პროცესი წამოიწყო და რამდენიმე მილიონით აზარალა ლეგენდარული ბითლზი. ეს ყველაფერი ხეიბარმა ქალმა მოიმოქმედა. ფეხზე პროთეზით, სხვათა შორის. _ მაკამ ხმას დაუწია, თითქოს სახელმწიფო საიდუმლო გამანდო.

_ თქვენ, ეტყობა, დაგავიწყდათ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს. _ შევახსენე უფლებათა დამცველის პოზაში ჩამდგარ ლაბორატორიის გამგეს და განიერ ალაყაფთან დავამუხრუჭე. პატივცემული კუდი რამდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდა.

_ მოსვლით კი მოვედით, მაგრამ შენობაში როგორ შევაღწიოთ? _ მაკამ აწრიალებული მზერა ხორკლიან გალავანზე გაასრიალა.

_ მნახველების ვარიანტი არ წავა?

_ რესპუბლიკური საავადმყოფო კი არ არის ნებისმიერ გამვლელ-გამომვლელს უშვებდნენ?! კერძო კლინიკაა, ჩემო კარგო, თანაც ფსიქიატრიული.

_ მოდით, მე ვიქნები ავადმყოფი, თქვენ დეიდაჩემი...

წარბები აწკიპა, დეიდის სტატუსი თუ ეხამუშა.

_ უფროსი და. _ სწრაფად გამოვასწორე.

მაკას გაეღიმა. შესაბამისად, მეც გადმოვყარე ოცდათორმეტი კბილი. კარგია, როცა ადამიანს ექსტრემალურ სიტუაციაშიც არ ღალატობს იუმორი.

_ მინდა გითხრას, ლამაზი კბილები გაქვთ. _ აღნიშნა მაკამ.

შევიფერე. კბილები მართლა კარგი მაქვს, ამას ბევრი აღნიშნავს, მიკვირს, როგორ არ გამიცვდა ემალი ამდენი ქებით.

_ როლები უნდა შეიცვალოს. _ მაკამ გამოსავალი იპოვა. _ პაციენტის სტატუსით თუ შეხვალთ ექიმის კაბინეტში, მარიამს ვიღა დაკითხავს?

_ ესეც მართალია. _ უმალ დავეთანხმე.

_ ფუთურიძეების ორბიტაზე ჩემი გამოჩენა დაუშვებელია, ამაზე ადრეც მოგახსენეთ.

_ მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს. თქვენი ისეთი მადლობელი ვარ...

_ ეჰ, ჩემო კარგო, მე ვიცი რას ნიშნავს გაჭირვებაში გამოწვდილი უანგარო ხელი. _ სევდიანად აღნიშნა მაკამ, _ ჰო, მართლა, ფული გაქვთ? _ ზედმეტი წიაღსვლების გარეშე გადავიდა საქმეზე.

_ რა თქმა უნდა.

_ არ იფიქრო, აქაურ ფსიქიარტთან კონსულტაცია ათი ლარი ეღირება, სულ ცოტა ორმოცლაათი ლარი იქნება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არ გააძვირეს. მოკლედ, ფსიქიატრთან შევდივარ მე, ნევროზი ისედაც მაქვს, თუ ფსიქოზი არა... სიმპტომებიც ზედმიწევნით ვიცი. ამასობაში, თქვენ მარიამს ნახავთ. შევთანხმდით?

Page 68: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

შევთანხმდით რომელია, ისეთი აჟიტირებული გადმოვედი მანქანიდან, შორიახლოს დაყუდებული ზანგურაც კი დამავიწყდა.

დაცვამ პირადობის მოწმობები შეგვიმოწმა, საშვი გამოგვიწერა და დელიკატურად გაგვატარა.

მწვანედ აბიბინებულ მოედანზე შევაბიჯეთ. აქაურობა მართლა წააგავდა კოლიზეუმს. მოედნის გარშემოწერილობაზე აღმართულ შენობას დაუმთავრებელი კიბის ფორმა ჰქონდა, საფეხურები მატულობდა ყოველ მომდევნო იარუსზე და ამფითეატრის მსგავს კონსტრუქციას ქმნიდა. ლომებისა და გლადიატორების რა მოგახსენოს, მაგრამ ჯიშიან ძაღლსა და არანაკლებ ჯიშიან დაცვას მოვკარი თვალი. კანტიკუნტად პაციენტებიც დასეირნობნენ _ აუჩქარებლად, დინჯად, კოლიზეუმის სტანდარტის შესაფერისად. მაკა მართალია, ამ ელიტარულ დაწესებულებაში მსუქანი პორტმანეს გარეშე არათუ ოთხფეხი, ორფეხიც ვერ მოხვდებოდა.

აჟურული ფანჩატურის ქვეშ ჟღალწვერიანი მამაკაცი მისცემოდა ამაღლებულ ფიქრებს, გასული საუკუნის ყაიდაზე დაყენებული თმა-წვერით რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს ჩამოჰგავდა. ვინ იცის, თავი მართლა ნიკოლოზ მეორე ეგონა. აქ ბლომად იქნებიან ძლიერთა ამა ქვეყნისათა სახელს ამოფარებული ფსიხები. ყვავილნარის გასწვრივ ბოლსას სცემდა თმაგაშლილი ქალი, ეჭვი მაქვს, თავი პეპელას განასახიერებდა.

მოედნის კუთხეში, ხელოვნურსაფარიანმა კორტებმა საერთოდაც დამშოკა. შურით აღვივსე თეთრშორტიანი და თეთრკეპიანი ქალიშვილის მიმართ, რომელიც გამეტების ურტყავდა ბურთს ყრუ კედელს. ასეთ დაწესებულებაში მეც სიამოვნებით გავივლიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელ რელაქსაციას, მეზობლად თუ ნაპოლეონი და ნიკოლოზი მეყოლებოდა, რაღა ჯობია?!

_ იამზე. _ დამიძახა დაწინაურებულმა მაკამ.

მწვანედ მოლივლევე ეზოს თვალი მოვწყვიტე და ადმინისტრაციული შენობისკენ გავიქეცი. ფოიეში შურის კიდევ ერთი საგანი მელოდა. აუზი, რომელიც ფოიეში კი არა, მაგრამ სადღაც პირველ სართულზე უნდა ყოფილიყო. ქლორის სუნზე ვიგრძენი მისი სიახლოვე. ეჭვი შლოპანციანმა მანდილოსნმა გამიმძაფრა, რომელიც უეჭველი აუზიდან მოტყაპუნებდა. სრული უპირატესობის შეგრძნების ჩაგვიარა და დერეფნის გაყოლებაზე, მინის კარში გაუჩინარდა. საკითხავია, ვინ არის ჩვენ შორის კლინიკის ბინადარი?

_ დიახ, დიახ, _ ფიქრებს მიმიხვდა მაკა, _ აუზის შემდეგ მასაჟის გასაკეთებლად შებრძანდა.

_ საიდან იცით?

_ როგორ თუ საიდან?... ექიმების წრეში ვტრიალებ. დათა მეტრეველი ეტყობა სახლშიც ისეთივე უთქმელია, როგორც სამსახურში.

თავის კანტურით დავეთანხმე და ფოიეს ინტერიერზე გადავერთე.

რეგისტრატურაში მჯდარი ქალი პირველად ინტერიერის ნაწილად აღვიქვი, მაგრამ როცა შეინძრა და გამიღიმა, საპასუხოდ მეც გავუღიმე.

_ მაკა, ვერ მიცანი? _ ქალი უწინდებურად იღიმოდა, ამჯერად ადრესატის მისამართით, უბრალოდ მე შემთხვევით მოვხვდი მისი თვალსახედვის არეალში. შემრცხვა. რაღას ვიკრიჭებოდი, ვინ იცის, ავადმყოფი ვეგონე.

_ დოდო, როგორ ვერ გიცანი, უბრალოდ აქ ვერ აღგიქვი. _ გამოეცნაურა მაკაც.

Page 69: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ სამი თვეა, რაც გადმოვედი, ცოტა შორს კია, მაგრამ პირობები უკეთესია. ასათიანი რომ ახლოს იყო, რა ხეირი?!

_ მართალია, სადაც კარგი პირობებია, იქ უნდა იმუშაო, მითუმეტეს, ექიმების ნაწილი აქეთ გადმობარგდა.

_ მათ შორის, ბატონი აკაკი.

_ ვიცი, ვიცი. _ ნაჩქარევად უპასუხა მაკამ.

_ ელენე როგორ გყავს?

_ მადლობ, დოდო, ყველაფერი კარგადაა. აბა, დროებით, გვეჩქარება ძალიან. _ მაკამ ხელმკლავი გამიყარა და კიბისკენ მიბიძგა. _ ჩემი ძველი მეზობელია, ადრე ასათიანზე რომ ფსიქიატრიულია, იქ მუშაოდა. შენ ახლა ექიმის კაბინეტამდე მიმაცილებ, სალაროში კონსულტაციისთვის საჭირო თანხას გადაიხადი და გზა ხსნილი გაქვს. ფუთურიძეებთან მოულოდნელი ჯახის თავიდან ასაცილებლად ასე ორმოცდახუთ წუთში ტერიტორიის გარეთ შევხვდეთ ერთმანეთს. შენს მანქანასთან. _ მაკა ყოყმანით შედგა კიბის ბაქანზე. _ დამელოდე ერთი წამი, დოდოს ვკითხავ მარიამის პალატას.

მაკა კიბეზე დაეშვა და ფოიეს სიღრმეში გაუჩინარდა. ზედა სართულზე ბოლთას სცემდა ფორმიანი დაცვის თანამშრომელი. ეტყობა, შენობის შიგნითაც აკონტროლებენ სიტუაციას. უსაფრთხოებისთვის კარგია, ჩემთვის _ ცუდი.

მობილურზე მესიჯის მაუწყებელი მოკლე სიგნალი მოვიდა. ვინ იცის, დეას სარჩელის გამოტანასთან დაკავშირების პრობლემა შეექმნა, მე კი ბაქან-ბაქან დავხტივარ. ეკრანს დავხედე. ერთადერთი სიტყვა ეწერა _ ნეირორიცინი 3.

რა არის ეს, ნუთუ მომწამვლელი ნივთიერების სახელწოდება?

_ მესამე სართული, ოთახი ნომერი 7. _ სხაპასხუპით მომახარა მაკამ.

პასუხად მობილური მივუშვირე.

_ ნეირორიცინი 3. _ წაიკითხა ხმამაღლა. _ მეტი არაფერი? _ დაეჭვებული მიაჩერდა ეკრანს.

_ ამ წუთას მომივიდა.

_ შხამის დასახელებას ჰგავს ხო იცი...

_ მეც ასე მგონია.

_ მერე გადარეკე, საიდან, ვისგან მოვიდა?

ვცადე. ნომერი დახურული აღმოჩნდა.

_ რა ვქნა? _ საკუთარ თავს დავეკითხე.

_ როგორ რა ჰქნა, სასწრაფოდ შეატყობინე ინფექციონისტს შხამის დასახელება, დანარჩენს თვითონ მიხედავენ, გამორიცხულია გასანეიტრალებელი საშუალება არ ჰქონდეთ. ამდენი ხანია თავებს იმტვრევენ და საწამლავის ფორმულა ვერ დაუგდენიათ. მიდი, რაღას აყოვნებ, გაუგზავნე მესიჯი.

_ მესიჯი?

_ აბა, შუაგულ კლინიკაში საწამლავებზე დაიწყებ ყვირილს? დრო არ ითმენს, იათამზე, დღის მეორე ნახევარში ექიმებს საავადმყოფოში ვეღარ გამოიჭერ. მიდი, ტექსტი გზადაგზა აკრიფე.

Page 70: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

ასეც მოვიქეცი. გოჩა ფილფანს მოკლე შეტყობინება გავუგზავნე და უახლოეს საათებში ვიზიტს შევპირდი. საინტერესოა, ვინ დამდო პატივი? ლექსოს მკვლელმა თუ კუდზე დამჯდარმა ზანგურამ? იქნებ ზანგურა ინფორმაციის გადმოსაცემად მაზის, მე კი ჯაშუშობა დავწამე. მოზღვავებულ კითხვები სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ხელს მიშლის. ამ ეტაპზე მესიჯის თემა სჯობს დავაკონსერვო, მით უმეტეს, უკვე ადგილზე ვართ.

სალაროში ფული გადავიხადე, მაკამ ჩეკი ჩაბღუჯა და ექიმი ფსიქიატრის, აკაკი კალმახელიძის კაბინეტში შეაბიჯა. მე მუხლების კანკალით გავუყევი დერეფანს. გვერდზე გაწკეპილხალათიანმა ქალიშვილმა ჩამიქროლა და დერეფნის რომელიღაც ლაბირინთში გაუჩინარდა. იმავე ლაბირინთიდან სპორტულებში ჩაცმული მამაკაცი გამოვიდა, მძლეოსანივით მოდიოდა, განზე გაწეული ხელებითა და ოდნავ გაჩაჩხული ფეხებით. ბიზნესში გადაბარგებულ სპორტსმენს და ჩემს პირველ ქმარს, თაზოს ჩამოჰგავდა. რამდენადაც ვიცი, დიდი სპორტიდან მანაც ბიზნესში გადაინაცვლა, არ გამიკვირდება პარლამენტშიც ვიხილო _ დეპუტატის ამპლუაში. თაზოს ეყოფა პოლიტიკაში წასვლის თავხედობა. კანონშემოქმედებითი საქმიანობის რა მოგახსნეს, მაგრამ პულტზე თითის დაჭერაში ბადალი არ ეყოლება. კაცმა შემათვალიერა და არხეინად დაეშვა კიბეებზე. რა უგავს ამას სულიერად ავადმყოფის, ცრუ დიაგნოზს ამოფარებული ცოლ-შვილისგან თუ ისვენებს...

მარიამის პალატას დერეფნის შუაწელში მივაგენი. მორიდებით შევაღე კარი. სამწუხაროდ, არავინ დამხვდა. ყოველ შემთხვევაში, ჩავახველე. საპირფარეშოში თუა, იცოდეს, რომ მარტო არ არის. სრული სიჩუმე. გამოდის, ჩემია ბურთი და მოედანი, სხვა საკითხია, რაში მჭირდება ცარიელი მოედანი სალაპარაკოდ მომართულ ქალს?

ქურდულად გავიჭყიტე ფანჯრიდან და კორტებზე ისევ ის, თეთრშორტიანი ქალიშვილი დავინახე, თუმცა აღარ თამაშობდა, წეღან ნანახ `მძლეოსანს~ ესალმებოდა. ერთმანეთს რეპლიკები გაუცვალეს, რის მერეც `მძლეოსანმა~ ჩოგანი აიღო და კედელსან პოზიცია დაიკავა, ქალიშვილი კი კეპი მოიხადა და მე მარიამ ფუთურიძე ვიცანი. მინდა გითხრათ, მშვენივრად გამოიყურებოდა, არც მკვლელის ეტყობოდა რამე, არც მსხვერპლის. თავიდანვე რომ გამეხილა თვალი, ორმაცდაათ ლარს არ მივაფშვნიდი, პირდაპირ კორტებზე თავდაგებოდი თავზე.

ფანჯარას მოვწყდი და პალატა დავზვერე. ტუმბოზე იდო წყლის სავსე გრაფინი, ფლეიერი, ბუთქუნა წიგნი; კარადაში _ კუპალნიკი და `ბრაუნის~ ფირმის საპარსი. ვერ გავიგე, ფსიქიატრიული კლინიკაა თუ სანატორიუმი? აუზში ნებივრობენ, მასაჟს იკეთებენ, ჩოგბურთს თამაშობენ... მეც მინდა! აგერ, ჩიპსებიც მოუმარაგებია _ წიწაკიანი, ყველიანი, სოკოიანი... მიდი და ნუ გასკდები გულზე.

ტუმბოზე დადებულ ბუთქუნა წიგნს დავწვდი და მივხვდი _ ბლოკნოტია. ხოლო როცა გვერდი გადავშალე, თვალები გამიფერადდა. ჩემ ხელთ აღმოჩნდა დღიური, მარიამის მიერ დაწერილ-დათარიღებული. ბოლო ფრაზა მთავრდებოდა ასე: `მომწყინდა, წავალ, ჩოგბურთს ვითამაშებ~.

ითამაშე, გენაცვალე, რაც დიდხანს, მით უკეთესი _ შევთხოვე აქედან და დღიურის თავფურცელს მივუბრუნდი. დროის ეკონომიის მიზნით ზოგიერთ აბდაუბდას გამოვტოვებ და გამოვყოფ მთავარს:

`...ჩემნაირი მშობლები ყველამ უნდა ინატროს, რა... სხვებს ცაში აჰყავთ თავიანთი შვილები, ესენი კი ადამიანის მოწამვლაში მადანაშაულებენ. პირდაპირ არა, ფარულად, მინიშნებებით... პირდაპირ ვერ მიბედავენ, ეშინიათ, ისტერიკა არ დავიმართო. ვაღიარებ, მაქვს ემოციური გამოსვლები (და არა ფსიქოპათიური, როგორც ძვირფასმა ძამიკომ დამაბრალა), მაგრამ სიტუაცის ყოველთვის ვაკონტროლებ, არასოდეს გადავდივარ დასაშვებ ზღვარს, ჭურჭელს მხოლოდ მშობლების დასასჯელად ვამსხვრევ, მინდა

Page 71: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

სამაგიერო გადავუხადო დაუმსახურებელი ეჭვებისთვის. რა არის დასაძრახი იმაში, რომ არ მინდოდა რძლად გოგო, რომელმაც დიტოს თავი წამართვა?! სულ რომ გული ამოვიბრუნო, ვერ ვიგუებ, ვერ შევიყვარებ, ვერ გავიხდი ჩემიანად, მაგრამ მოწამვლა? _ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მე შემიძლია ჭიქა ვისროლო, ფანჯრები ჩავლეწო, ვიფურთხო, ვიბილწსიტყვაო, მაგრამ ცოცხალი ადამიანის მიწაში ჩადება ჩემს ძალას აღემატება! თეა კი მკვდარზე უარესია! მიხარია რაც დაემართა, რა ვქნა, თავს ვერ მოვიტყუებ, მაგრამ მის მოწამვლაში ჩემი ხელი არ ურევია. მშობლებს არ სჯერათ, თავისებურად ახსენეს კმაყოფილების ნაპერწკალი ჩემს თვალებში... ალბათ, ადრინდელი გამოცდილების გათვალიწინებით...~

`....დედა მთელი ცხოვრება ეჭვის თვალის მიყურებს, მაცაცოს სიკვდილს არ მპატიობს... მე კი არ მახსოვს რა მოხდა იმ საღამოს, იმ დაწყევლილ სააბაზანოში. ის დღე საერთოდ წაიშალა ჩემი მეხსიერებიდან, ესენი კი, ძვირდასი დედიკო და მამიკო, ძალით მექაჩებიან წარსულში. ზოგჯერ მეჩვენება, დედა ვერ მიტანს, უფრო სწორედ, ერთნაირი ხარისხით ვძულვარ და ვუყვარვარ. მამას კი ვეცოდები. ნეტავ იცოდეს, როგორ მაღიზიანებს მისი სიბრალულისგან დაგრძელებული სახე. რა მჭირს შესაცოდი? ხეიბარი ვარ თუ ჭკუანაკული? როდის აქეთია სიფიცხე და ტემპერამენტი ნაკლად ითვლება? გიჟი რომ ვყოფილიყავი, დიტო ვერ შემატყობდა? დიტო, დიტო... ჩემმა ცოდვამ გიწია, შე საცოდავო გლდანელო გოიმო! იჯექი ახლა მახინჯი დის სასთუმალთან და უნიავე. არადა, როგორც მომწონდა ეს გოიმი... მის დანახვაზე დიაფრაგმა მეკუმშებოდა, ვუყურებდი და საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი. ასე უპირობოდ, უკანმოუხედავად, სხეულის ყველა რეცეპტორით არასოდეს, არავინ მდომებია! სულ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა ლოგინამდე და უცებ ეს ყოვლად გაუმართლებელი, ალტრუისტური კავშირი...~

`...წეღან დედა იყო. თვალებში ვერ მიყურებს. მელაპარაკება და სადღაც გვერდით იყურება. ეშინია, არ გაიყიდოს. სულელი დედა. თან უნდა, სიმართლის გაგება, თან გული უსკდება, რამე ისეთი არ ვუთხრა, რომ სკუპი ქნას მესამე სართულიდან. მეც ქარაგმების ველაპარაკები, ვაწვალებ და რეაქციაზე ვკაიფობ. ისეთი დოყლაპიაა, რომ ვუთხრა, `ჰამასის~ წევრი ვარ და დღეს-ხვალ შაჰიდის ქამარს შემოვირტყავ მეთქი, დამიჯერებს. აბა, დათუნას ეთქვა, ყურსაც არ ათხოვებდა, ან გაიცინებდა. მე შეშლილად აღმიქვავს, ჩემი ეშინია... ეს კარგია თუ ცუდი? თუ ცუდია, რატომ მეცინება?...~

`ექიმმა _ ქუთუთოები გაქვს გასიებულიო და მიზეზი მკითხა. წუხანდელი ცრემლები დავუმალე და ალერგია მოვიმიზეზე. მგონი მიხვდა და დამამშვიდებელი გამომიწერა. თუ არ დამიჯერებენ, არასოდეს დავმშვიდდები. მე არ მომიწამლავს! თუ არ სჯერათ, დამიმტკიცონ. ჩუმად არიან, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, ოღონდ ეჭვმიტანილის სტატუსით არ დავიკითხო, მზად არიან მთელი ცხოვრება საგიჟეთში გამომამწყვდიონ. მე რომ მკითხო, აქ ყოფნას ციხეში ყოფნა მირჩევნია, იქაც ადამიანები არიან, კარგები და ცუდები. იქნებ ზედამხედველის კნუტი მირჩევნია ფსიქოთერაპევტის დათაფლულ ენას? გული მერევა მის დანახვაზე, სულ მეჩვენება, რომ შოკოლადიან კანფეტს ამოიღებს ხალათის ჯიბიდან და ძალით ჩამიტენის პირში, როგორც მაშინ, ბავშვობაში... დღესაც მახსოვს იმ კანფეტის ტკბილ-მწარე გემო. იმიტომ მომაჩეჩეს, რომ კითხვებზე მეპასუხა, თუმცა არც კანფეტი მომითხოვია, არც ექიმთან ლაპარკის სურვილი გამომითქვამს. ვხვდებოდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა და სპაზმამ საყლაპავი მილი გადამიკეტა. ის კი სულელურ კითხვებს მისვამდა, ფსიქიატრი: `კატის კნუტის წვალება გიყვარსო?~ ისეთი გაცისკროვნებული სახით მკითხა, სიცილი ვერ შევიკავე. ვიცოდი, რომ სიცილი სირცხვილია, მაგრამ შოკოლადიანი დორბლი თავისით მოფრინავდა პირიდან. მახსოვს, თეთრი ხალათი მოვუთხუპნე, რაზეც ძალიან გაბრაზდა, მაშინვე ონკანისკენ გაიქცა შხეფების ამოსარეცხად. ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ დედა მენატრებოდა, მისი ხმის გაგონება მინდოდა, მის თმაში ცხვირის ჩაყოფა, მის კალთაში ტირილი... დედა კი მაცაცოს დასტიროდა. ახლაც დასტირის. მე მიყურებს და იმას ხედავს, უკვე გაზრდილსა

Page 72: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

და დაქალებულს. ბებია მამშვიდებდა, დედა მალე მოიკეთებს და შენს სანახავად მოვაო. ერთხელაც მართლა მოვიდა, მაგრამ არ მომეფერა, კალთაში თავი არ დამადებინა. მიყურა, მიყურა და წავიდა. დათუნა რომ არ გაეჩინა, ალბათ არასოდეს მაპატიებდა. მე არ მომიკლავს მაცოცო, თუმცა ნერვებს მიშლიდა თავისი გაუთავებელი ჭყიპინით. იმ საღამოსაც, აბაზანაში იჯდა და ჭყიპინებდა. მინდოდა გაჩუმებულიყო და წყალი დავასხი, ბევრი წყალი...~

`ვერ ვიტან ზღვას, ტელევიზორში რომ ვხედავ, მაშინაც ჟრუანტელი მივლის ტანში. აუზზეც ძალით დავდივარ, ექიმის რეკომენდაციით და მამაჩემის ხათრით. მინდა ვიყო დამჯერი გოგო, მაგრამ თქვენც დამიჯერეთ, ხალხო!~

`დიტოსთან სექსი დამესიზმრა. მაგარი იყო. გაცილების მაგარი, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო სინამდვილეში. ამაღლებული მუხტი მთელი დღე გამყვა. მამამ ჩიპსი და ჟურნალები მომიტანა. ჩიპსი დავიტოვე, ჟურნალები გავატანე. არ მაინტერესებს სხვისი ცხოვრება, აქეთ აიღონ ინტერვიუ, მე ხომ ელიტარული იეილილი ვარ...~

`როდემდე მაყურყუტებენ ამ დახურულ ცირკში? გაწვრთნილი მაიმუნი ვარ თუ თავისუფალი ადამიანი? როდის დამთავრდება ეს დამამცირებელი კლოუნადა?... სახლში მინდა, დედასთან. ესენი იმდენს იზამენ, ვიღაც მართლა შემომაკვდება...~

მეტის წაკითხვა ჩემს ძალას აღემატებოდა. დღიური თავის ადგილზე დავდე და სრულიად გამოფიტულმა დავტოვე პალატა.

ნომერ პირველი ეჭვმიტანილი უდანაშაულოა, მე კი არ ვიცი, მეწყინოს თუ გამიხარდეს. გაორების ფაზაში ვიმყოფები, როგორც წარსულში გაჩხერილი მარიამ ფუთურიძე.

გულგრილად ჩავუარე დაცვას, ფოიე გადავჭერი და დღის სინათლეზე გამოვედი.

კლინიკის მწვანედ მოლივლივე ეზოში უწინდებურად მოძრაობდნენ ადამიანები. უცნაურად მოძრაობდნენ, როგორც შენელებულ კადრში. ყვავილნარს თმაგაშლილი ქალი-პეპელა დასტრიალებდა, ყურს სწვდებოდა კედლიდან ასხლეტილი ბურთის ხმა. არ მიმიხედავს. ყველაფერმა დაკარგა აქტუალობა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შემთხვევით შევეხეტე გადასაღებ მოედანზე, რეჟისორმა კი ვერ შემნიშნა.

_ _ _

მანქანასსან უკვე მელოდა მაკა. ჩემ დანახვაზე შუბლი შეჭმუხნა:

_ რა მოხდა, იათამზე, რატომ ჩამოგტირით ცხვირ-პირი?

_ მარიამი უდანაშაულოა. _ ვუთხარი ლაკონურად და მანქანაში ჩავჯექი.

სარკში ზანგურას `აუდიმ~ გაიელვა. ტრასაზე იდგა, ხეების ჩრდილში, თვალიი რომ არავის შეჩხეროდა. მართებული გადაწყვეტილებაა, ასე გააგრძელე, ბიჭი.

_ თვითონ გითხრა? _ მაკა ფაციფუცით მომიჯდა და კარი მოკეტა.

_ დღიურმა მითხრა.

_ რომელმა დღიურმა?

_ რომელშიც ადამიანები სულიერად შიშვლდებიან.

Page 73: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ არ მჯერა. ყველაფერი მარიამის დანაშაულზე მიუთითებს. _ მაკას აშკარად დაენანა წყალში ჩაყრილი მცდელობა. მისი დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ხათრით ვერავის დავადანაშაულებ.

_ არ მითხრათ, დიზაინერიც მარიამმა მოკლაო?

_ ვინ დიზაინერი? _ ქალი გაშრა.

_ ლექსო ლორთქიფანიძე.

_ არ გადამრიო! ლექსო მოკლეს? როდის? ვინ?

_ მე არ მომიკლავს. ამ დილის გაგუდული დამხვდა.

_ ვაიმე, დედა! _ მაკა თვალებდახუჭული გადაესვენა სავარძელზე. _ გაგუდული... დაუჯერებელ ამბავს ყვებით, იათამზე, მართლა თქვენ იპოვეთ?

თავი დავუქნიე.

_ რატომ არაფერი მითხარით?

_ ისე გემრიელად შეექცეოდით ნაყინს, შემეცოდეთ. იყო მეორე მიზეზიც _ შეიძლება ისე აღელვებულიყავით, უარი გეთქვათ კლინიკაში ფორსირებული შეჭრის თაობაზე.

უსიტყვოდ დამეთანხმა.

ნელი სვლით დავძარი მანქანა, დაღმართი დავფარე და ტრასაზე გამოვედი. ზანგურამ გამატარა და საპატიო მანძილზე გამომყვა.

_ ექიმთან ვიზიტმა როგორ ჩაიარა? _ ვკითხე დაზაფულ მაკას.

_ რა დროს ჩემი ვიზიტია, ჩემო კარგო, ადამიანი მოკლეს... ახალგაზრდა კაცი... წამებით... მე კი ნაყინს ვჭამდი... ჩემამდე არ დადის, მარიამი თუ არა, მაშ ვინ, ვინ, ვინ?

_ ვისაც მოწამლული სამეულის ბოღმა ჰქონდა.

_ ვის, ვის, ვის? _ თუთიყუშივით ჩაირთო.

ამას ლუკმა თუ არ გადავუგდე, თბილისამდე არ გაჩერდება.

_ ლექსომ იცოდა დამნაშავის ვინაობა, ამიტომაც მოკლეს.

_ მართლა?

_ იცოდა, მაგრამ ვინაობის დასახელება არ დასცალდა.

_ არ დასცალდა... _ მაკამ განყენებულად გაიმეორა, _ საინტერესოა, ვისზე ჰქონდა ეჭვი.

_ ვფიქრობ, სილამაზის კონკურსის ერთ-ერთ მონაწილე ელენე ჩაჩანიძეზე.

სარკეში საპატიო ყარაული შევამოწმე. ინფექციურში მისვლამდე როგორმე უნდა დავუსხლტე. გოჩა ექიმსან რომ შემომყვეს, უეჭველად გავიშიფრები.

_ რა გაძლევს მისი... ელენე ჩაჩანიძის დადანაშაულების საბაბს? _ არ მოისვენა მაკამ.

_ ამ ქალიშვილის სახელი დაზარალებულების დაკითხვისას ამოტივტიდა, ლექსოს სახლში კი მის ხელმოწერილ ალბომს წავაწყდი. მინიმუმ _ დასაკითხია, მაქსიმუმ _ დასაჭერი.

Page 74: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

მაკამ მიიღო თავისი წილი `ლუკმა~ და ცოტა ხნით დადუმდა. ინფექციურიდან პროკურატურაში გავივლი, იქიდან მორგში, ექსპერტიზის დასკვნას გავეცნობი, მერე...

_ გააჩერეთ მანქანა, სწრაფად! _ მაკამ ისე მოულოდნელად შეჰყვირა, `მერე~ შეიძლება აღარც ყოფილიყო ჩვენ ცხოვრებში. გაგიგია, საჭესთან მჯდარი ადამიანის ასერიგად დაზაფვრა? მარცხნივ, ბეტონის დამღასავით დამრეცი, ქვა-ღორღიანი ფერდობია, ხომ იეიძლება გადავჩეხილიყავი?

მიწაყრილთან დავამუხრუჭე.

_ გული მერევა. კარი გამიღეთ, მეშინია სალონი არ წაგიბილწოთ. _ მოგუდული ხმით მითხრა და ორივე ხელი პირზე მიიფარა.

სალონის წაბილწვის წარმოდგენაზე, გული გადამიქანდა. უხერხულად გადავიხარე მარჯვენა კარის გასაღებად. სალონს არ დავეძებ, მე არ წამბილწოს ამ შეჩვენებულმა. ნიკელის სახელურს საჩვენებელი თითი გამოვდე, ის იყო, გააღება დავაპირე, რომ კეფაში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და გავითიშე.

როცა გონს მოვედი, მარტო ვიჯექი ცეცლმოკიდებულ მანქანაში, რომელიც გამაყრუებელი ხრჭიალით მიგორავდა ფერდობზე. ელენე ჩაჩანიძე მაკა გომართელის შვილია! ტვინმა დაგვიანებული მიხვედრა ამოტყორცნა. მაგრამ მიხვედრა უშველის ჩემს უბედურებას? კატასტროფა სახეზეა.

ამაოდ ვცადე საჭის დამორჩილება, მუხრუჭზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... ერთმანეთში გადახლართული ფეხები მე აღარ მეკუთვნის, ჩემგან დამოუკიდებლად ხტიან სალონში, პარფრიზსა და კარს ეხეთქებიან. მოულოდნელად მანქანამ უცნაური მანევრი გააკეთა, _ ცეცხლწაკიდებული კუდი მოიქნია, ცხვირით ტრასისკენ მიაბრუნა და ძლიერი ბიძგების უკანა სვლით გახრიალდა.

ოპერაცია კოდური სახელწოდებით `თვითმარქვია დეტექტივის ბოლო გაფართხალება~ დასასრულს უახლოვდებოდა. დაბურული მინიდან მტვრის კორიანტელში გახვეული მამაკაცი დავინახე, რომელიც შემზარავი ყვირილითა და ხელების ქნევით მოსდევდა ჩემს მანქანას. თმის კონტურზე ზანგურა ვიცანი. ვერა, ვერ დამეწევი, ვერ მიშველი, წასულია ჩემი საქმე, უკან სიკვდილია. მადლიერი მზერა ვესროლე და გრუხუნით განვაგრძე მსვლელობა საიქიოს მიმართულებით.

_ _ _

არ ვიცი, მიმართულება შემეშალა და საიქიოს ნაცვლად, რომელიღაც გარდამავალ პუნქტს მივადექი, ფაქტია, რომ უკან მოვბრუნდი. ამბობენ, ვინც ერთხელ მაინც იმოგზაურა ბნელ გვირაბში, უკან დაბრუნება უჭირსო. მე არ გამჭირვებია. ეტყობა ვერ გადავჭერი ფიზიკურ სხეულთან დამაკავშირებელი უხილავი ჭიპლარი, ან დროზე ადრე არ გადამაჭრევინეს.

_ გონს მოვიდა. _ მშობლიური ხმა სულ ახლოდან გაისმა და იგი ჩემს ძვირფას მეორე ნახევარს, დათა მეტრეველს ეკუთვნოდა.

მადლობა ღმერთს, გამოუშვეს. აწი, თვალის გახელაც შემიძლია. დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ საავადმყოფოში ვიმყოფები, მძიმედ დაშავებულს არ ვგავარ, მაგრამ თავის არეში, მარჯვენა ყურთან რაღაც უსიამოვნოდ მქაჩავს.

_ ჩემი მანქანა კაპუტ? _ ვიკითხე ხმამაღლა.

Page 75: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ კაპუტ. _ დათამ ჩაიცინა და ჩემი ხელი გულზე მიიდო.

თბილი, დამამშვიდებელი ენერგეტიკა მისი სხეულიდან ჩემსაში გადმოიღვარა და შიგნიდან გამაცისკროვნა. აი, ახლა კი მთელი სისრულით შევიგრძენი უკან დაბრუნების ბედნიერება. რა მინდა სხვაგან, როცა სულ ახლოს დათას უავგუსტოეს სახეს ვხედავ. გასაპარსი ყბები ასაკს მატებს და დაღლილ მთასვლელს ამსგავსებს. რას იზამ, ციხე რომ სანატორიუმი იყოს, ნებაყოფლობით არავინ გამოვიდოდა.

_ მანქანის დარდი აქვს, თვითონ რომ ბეწვზე გადარჩა, მეორეხარისხოვანია. _ რა თქმა უნდა, ლელა იყო, ჩემი უფროსი დაიკო და მთავარი ოპოზიციონერი. აუჰ, შეიყარა მთელი სანათესაო, დედაჩემიც ხომ არ გამოიძახეს მოსკოვიდან ამ ფეთიანებმა?

მიმოვიხედე. საწოლის გარშემო ჩამწკრივებულიყვნენ _ დეა, ლელა, მისი ქმარი ზურაბი, დიტო და დღის მთავარი გმირი _ ზანგურა. ყველა გაბრწყინებული დამცქეროდა. ხუმრობა საქმეა, ამოდენა ხარჯს გადარჩნენ, ჯერ მარტო კარგ სასაფლაოზე რა ღირს ადგილის მოპოვება?! დათას გარდაცვლილ ცოლთან შეიძლებოდა შეამხანაგება, ბარემ ერთდროულად მოინახულებდა საფლავებს, დროსაც დაზოგავდა და ბენზინსაც. ვბოდავ. ეტყობა, მაგრად მივარტყი თავი რაღაცას, ლოყაც მეწვის.

სახეზე ხელი ჩამოვისვი. გაზინთლული მასა ამეწეპა. დავყნოსე.

_ თურმანიძის მალამოა, ლოყა გაქვს დამწვარი. _ ამიხსნა დათამ.

_ თავზე რა მჭირს?

_ ოთხი ნაკერი დაგადეს. სხვა, ისეთი არაფერი გჭირს, თუ არ ჩავთვლით დაბეჟილობებს და ტვინის შერყევას. აი, ამ ბიჭს უნდა უმადლოდე გადარჩენას, ეს რომ არა, ამოიბუგებოდი მანქანაში.

ზანგურა უხერხულად შეიშმუნა, დეამ ოდნავ ჩამიკრა თვალი. საზრიანი გოგო, არ გადაახტა მოვლენებს, ჩემ გონზე მოსვლას დაელოდა.

_ გაიცანი, ეს სოსოა. _ გულუბრყვილოდ განაგრძო დათამ.

`მეტსახელად ზანგურა~, წავეხმარე გულში.

_ სოსო მზად არის ჩვენების მისაცემად, მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ჩააგდო ანთებული ასანთი ბენზინის ბაკში უცნობმა ქალმა...

_ `უცნობი ქალი~ შენი კარგი ნაცნობია, ძვირფასო დათა. მაგრამ ამაზე მერე, ახლა მარტო დამტოვეთ სოსოსთან, სალაპარაკო მაქვს.

საწოლთან შექუჩულებმა ცნობისმოყვარეობა დაიოკეს და სათითად გაიკრიფნენ პალატიდან. მარტო სოსო დარჩა, პირდაღებული და წარბებდაქაჩული.

_ ზანგურა, აიღე სკამი და დაჯექი, მეშინია არ წაიქცე.

_ საიდან იცით ჩემი მეტსახელი? _ გაუკვირდა სოსო-ბიჭს.

_ შენ თუ იცი ჩემი სახელი, მე რატომ არ უნდა ვიცოდე? _ გაღიმება ვცადე, მაგრამ ლოყა დამეჭიმა და ტუჩები საწყის პოზიციაში დავაბრუნე.

_ მე... მე ახლახან გავიგე... ისა, საბუთები გქონდათ ჩანთაში, მანქანის პასპორტი, პირადობის...

_ ნუ დაიძაბები ტყუილების გამოცხობაზე, ვიცი, ვინც ხარ, ვისი გამოგზავნილიც ხარ, რატომაც ამეხვოსტე და ასე შემდეგ. გავაგრძელო?

Page 76: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

გაშეშებული იდგა, მხოლოდ თვალები ჰქონდა ცოცხალი, _ ორი დარეტიანებული კაკლის მურაბა, ქაოტურად მოძრავი მოყვითალო სკლერის ორბიტაზე.

_ არ დაჯდები? ხომ გაგაფრთხილე, ისეთი რამე უნდა გითხრა, შეიძლება წაიქცე მეთქი.

მომენტალურად გამოვიდა მდუმარე ანაბიოზიდან, კარს ქურდული მზერა ესროლა და სკამი მოაჩოჩა. ჩემ თვალწინ გათამაშდა გმირის კვარცხლბეკიდან ჩამოგდების დამამცირებელი სცენა.

_ ნუ ღელავ, არ ვაპირებ შენ ჩაშვებას. შენ მე სიცოცხლე მაჩუქე, მინდა სამაგიერო გადაგიხადო. _ აზრზე მოსვლა ვაცალე და ყველაფერი გადმოვულაგე. _ ცუდ საქმეში გაგხვია მეგობარმა თამაზმა, სისულელე არ გააკეთო და დინას ბებიის მოსაკლავად არ წაჰყვე. პოლიციისთვის ყველაფერია ცნობილი, უბრალოდ, თქვენ გამოჩენას ელოდებიან, ფაქტზე რომ აგიყვანონ.

ზანგურას არღანივით დაებერა კისრის ძარღვები. შევდივარ მის მდგომარეობაში, გათახსირებულ თამაზთან ლაზღანდარობა ერთია, შენ მიერ გადარჩენილ ქალთან თავისმართლება _ სხვა. ბებიაჩემს უყვარდა თქმა: სინდისიც კარგი საქონელიაო. ეს `საქონელი~ ზანგურას აშკარად აწუხებს. ე. ი. ინანიებს, და თუ ინანიებს, მიეტევება.

_ მე გაგაფრთხილე, დანარჩენი შენ იცი.

_ მადლობ. _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა.

_ ჩათვალე, ბარი ბარში ვართ. ეს თემა ამოწურულია, მეტს ჩემგან ვერაფერს გაიგებ, რაც გითხარი, იმაზეც მომიწევს თავისმართლება. ახლა გადავიდეთ არსებითზე. მომიყევი, რა მოხდა ტრასაზე.

ზანგურამ სახე მოისრისა და ჩემთვის თვალის გასწორებას შეეცადა:

_ ისე მოულოდნელად დაამუხრუჭე, ასიანი რაღაც გაუფუჭდა მეთქი. ის ქალი მანქანიდან გადმოვიდა და უკანა საბურავთან მოვიდა. ვიფიქრე, თუ მოფსმა უნდა, რაღა შუა ტრასაზე ჩაიცუცქა, გვერდზე გადადგეს, ბუჩქები მეტი რა არის?! მალევე წამოდგა, ბაკი გააღო და ანთებული ზაჟიგალკა შიგ დრუზა. მეთქი, რა ხდება, გიჟია ოხერი... მერე მძღოლის კარი გამოაღო, რული მარცხნივ დაატრიალა და მანქანის ცხვირი ფერდობისკენ მიმართა. სანამ აზრზე მოვედი, ცეცხლმოკიდებული მანქანა უკვე ქვევით მიგორავდა, ის ქალი კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა გზაზე, თბილისის მიმართულების. მიხვდი, რაც გააკეთა, მანქანიდან გადმოვხტი და ფერდობისკენ გავიქეცი. დაგინახე, როგორ იყურებოდი ფანჯარაში, მაგ თვალებს რა დამავიწყებს... _ ზანგურამ გულით ამოიოხრა. _ გამოგედევნე, მაგრამ დაწევა არ გინდოდა?... მანქანამ ბოლომდე გაივაკა, ერთხელ ამოტრიალდა და თავდაყირა დაერჭო. მე რომ მოვედი, სალონში უკვე ცეცხლი ბრიალებდა, შენ კი გულწასული ეგდე წინა სიდენიაზე. წამიც და დაიბრიდებოდი. კარს დავეჯაჯგურე, მაგრამ არ გაიღო, ფანჯარას წიხლი ვკარი, არ გატყდა. მეთქი, რა ვქნა, დაიწვება გოგო! ბედად მოზრდილი ქვა დავითრიე და ფანჯარაში გავაქანე. მგონი ჩემი ნასროლი ქვა მოგხვდა ყურთან, საცა ნაკერები დაგადევს. _ მანიშნა დაბინტულ სავზე.

ისე ხატოვნად მოჰყვა ჩემი მოსალოდნელი სიკდილისა და საოცარი გადარჩენის ტრაგი-კომიკური ეპიზოდი, მართალი გითხრათ, ცრემლი მომერია, როგორც ბავშვობაში, როცა მშობლების ჯიბრზე სიკვდილს ვნატრობდი, ოღონდ ერთი პირობის _ ჩემი თვალით დამენახა მათი განცდები.

_ არ ღირს წვრილმანებზე ჩაციკვლა, მთავარია, ცოცხალი ვარ. _ ჩავიბურტყუნე გრძნობამორეულმა. _ მერე?

Page 77: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მერე გარეთ გამოგათრიე, სამიოდე წუთში კი მანქანა აფეთქდა. ჯერ სასწრაფოში დავრეკე, მერე პოლიციაში, მერე შენმა მობილურმა დარეკა. ქმარმა მოგიკითხა და... ერთად მოგიყვანეთ. მადლობა ღმერთს, გადარჩი.

_ კრინტი არსად დასძრა ჩემი გადარჩენის შესახებ, თორემ ვერ გადამირჩები, იცოდე! _ მკაცრად დავუქნიე თითი. _ საქმისთვის ასეა საჭირო. მკვლელს თუ მკვდარი ვეგონები, უფრო არხეინად იქნება და უფრო მალე გაიშიფრება. მე ერთ-ერთი მსხვერპლთაგანი ვარ, ჩემზე წინ სხვები არიან, მათ შორის დინა, იმ გაკრეჭილი დელფინას ცოლი.

_ თამაზის?

_ ჰო.

_ ჰი, მართლა ჰგავს დელფინს! _ ჩაეცინა ზანგურას, თუმცა მაშინვე მომუწა პირი. ჩემი ნათქვამი გააცნობიერა. _ როგორ დინა? რატომ?

_ იმიტომ. არ არის შენი საქმე. შენი საქმეა დუმილი და მონანიება.

_ ჰო, მაგრამ...

_ არავითარი მაგრამ. დუმილი და მონანიება. _ დაბეჯითებით გავუმეორე.

_ მოძღვართან მისვლას მთავაზობ?

_ ეს უკვე შენი გადასაწყვეტია.

_ არასოდეს ვყოფილვარ... მოძღვართან.

_ მეც არასოდეს, არავის გავუცურებივარ ასე მწარედ, მაგრამ გამაცურეს. _ ნიშნისმოგებით ამოვიბრუნე ხელისგულები. _ ცხოვრება იმითაა საინტერესო, რომ რაღაც-რაღაცები პირველად ხდება, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, ზოგიც არაფრისმომცემი.

_ პირველი ნაბიჯის გადადგმა რთულია.

_ ადვილი ლობიოს ჭამაა, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მოგიხარშეს, შეგიკმაზეს, საინზე დაგისხეს და მოგართვეს.

_ რას მირჩევ?

_ არ ვიცი. სიკეთის კეთებას მოახმარე მიღებული გამოცდილება.

_ უფულოდ სიკეთის კეთება რთულია.

_ ეკლესიის აშენებას არავინ გთხოვს, მაგრამ ერთ აგურს თუ დადებ, ისიც კარგია. თამაზისთანა პარაზიტს თავს რომ არ გააბრიყვებინებ, კარგია. შვილს რომ ზოოპარკიი გაასეირნებ, კარგია. გყავს შვილი?

_ არა. _ თავი გააქნია ზანგურამ, _ ძმისშვილი მყავს. ოთხი წლის.

_ გყოლია ზოოპარკში?

_ ნწუ.

_ ჰოდა, წაიყვანე. ზოოპარკშიც წაიყვანე, კინოშიც... აგერ, იმ მტრედს ხედავ? _ ფანჯრის რაფაზე შემომჯდარ ხუნდზე ვანიშნე, რომელიც კარგა ხანია შორიდან გვზვერავდა და აგურისფერ თვალს გვიპაჭუნებდა. _ მტრედი რომ მოგიკაკუნებს, არ შეუკურთხო, საკენკი დაუყარე. შეხედე, რა სასაცილოა, თან ეშინია, თან აინტერესებს _ რა ჯიშის ცხოველები ბინადრობენ შუშის მიღმა. თამაზის მსგავსმა არაკაცმა შეიძლება

Page 78: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

დაგცინოს კიდეც, მაგრამ შენ ნუ შეგრცხვება, თამაზისთანებისთვის მტრედი მშვიდობის სიმბოლო კი არა, მფრინავი ვირთხაა, ტილების ბუდე.

_ ჩვენში დარჩეს, მართლა ჰყავთ ტილები. _ უბოროტოდ აღნიშნა ზანგურამ.

_ ტილი ადამიანებსაც გვყავს, ზოგს თმაში, ზოგსაც სულში. თმაში გაჩენილ ტილს ნავთით გამოდევნი, სულში გაჩენილი ტილი კი სიკეთით უნდა დაამარცხო. ფერშტანდენ?

_ რა? _ დაბნეულმა შემომხედა, ვერ გაიგო ჩემი პროფესიული რეპლიკა.

_ გაიგე-თქო, გერმანულად გეკითხები. გერმანულის მასწავლებელი ვარ.

_ ვა, მართლა?! მე კი ფსიქოლოგი მეგონე.

_ ვერ შეგიგროვებია უბანში ზუსტი ცნობები.

მზერა ამარიდა. არ ელოდა, დეტალებში თუ ვიცოდი მისი ჯაშუშობის ამბავი. მეც არ ველოდი ჩემგან ამდენ ფილოსოფიურ წიაღსვლებს, თანაც ახლა, როდესაც ეს-ესაა დავიწყე ახალი სიცოცხლე.

_ ჩემი სათქმელი გითხარი. თავისუფალი ხარ.

ზანგურამ მრავალმნიშვნელოვნად დამიკრა თავი და გავიდა. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი მტრის ხუნდი გაფრენილიყო, შეასრულა თავისი მარტივი მისია და ალბათ სხვის რაფაზე გადაჯდა. ძალიან გამიხარდება, თუკი მაკასთან გაფრინდება და ჩემგან, უფრო სწორედ, ჩემი სულისგან, მოკითხვას შეუთვლის.

მაინც, როგორ გამიმეტა?! მეც კარგი ვინმე ვარ, რამდენჯერ ახსენა მანქანაში ელენეს სახელი, ერთხელ მაინც მიმექცია ყურადღება. რეგისტრატორმა დოდომ რომ მოიკითხა, მაშინაც წავუყრუე, მესიჯის გამოგზავნა კი ლამის ზანგურას მივაწერე, მაშინ, როცა დილეტანტიც მიხვდებოდა _ თეას სულგრძელობით გულდამწვარი მაკა შეცდომის გამოსწორებას შეეცადა და შხამის სახელწოდება შემომიგდო.

უმწეო მზერა მოვავლე პალატას. ძვირფასი სანათესაო თუ ფიქრობს, რომ ამაღამ აქ ვაპირებ გათენებას, ძალიან ცდება. უსიკვდილოდ უნდა ვნახო დინა, თორემ რა გამოვიდა _ მისი ინიციატივით დათა გათავისუფლდა, მე კი ტყუპი წიხლი ამოვკარი? მეორე მხრივ, თუ გადაწყვეტილება ჩემი დროებითი გაუჩინარების შესახებ ძალაში რჩება, როგორ გამოვჩნდები საზოგადოებაში? ჭორი იათამზე მდივანის გარდაცვალების შესახებ მომენტალურად გავრცელდება ქალაქში და სამშობიარო სახლამდეც მივა. მაკა მოდუნდება და არხეინად განაგრძობს ბოროტი საქმეების კეთებას. მაკა თუ მისი მევიოლინე ქალიშვილი? თუ დედა-შვილი ტანდემში მოქმედებს? მაკას `უანგაროდ გამოწვდილი ხელი~ სხვა არაფერია, თუ არა ჩემგან ინფორმაციის დატყუების საშუალება. როგორც კი მისი ქალიშვილის სახელი ამოტივტივდა, მაშინვე გამწირა. ლექსო ჩემზე ადრე გავიდა კვალზე, იმიტომაც დაადუმეს. გამოდის, მაკას თანამზრახველიც ჰყავს. დოდოს მეზობლობაც ბლეფია, ის ფსიქიატრიულიდან იცნობს მაკას ქალიშვილს, იმიტომაც მოიკითხა. თუ ასეა, ერთის ნაცვლად ტესტს სიგიჟეზე ორი კანდიდატი გადის. მე არ ვიცი, რომელია აქედან დამნაშავე, ვიცი ერთი _ არ არსებობს ბუნებაში დედა, რომელიც საკუთარი ნებით გაამწესებს შვილს ციხეში.

პასუხგაუცემელი კითხები ცოცხალი ზღარბებივით აფუთფუთდნენ თავში. მეშინია, თოთო ნაკერებს არ გამოედონ და ტვინთან ერთად არ გადმოიღვარონ. ლოგინზე წამოვჯექი. თითქოს ჩემს წამოჯდომას ელოდნენო, მთელი სანათესაო პალატაში შემოლაგდა. ზედაც ადვოკატი.

_ ტუალეტში გინდა? _ სახალხოდ შემარცხვინა ლელამ.

Page 79: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ბარემ რუპორში გამოაცხადე. ტუალეტშიც მინდა და ტანსაცმლიც. ამ სუდარით ქუჩაში ვერ გავალ. _ ამრეზით დავხედე საავადმყოფოს ლოგოთი დაღდასმულ ღამის პერანგს.

_ ქუჩაშიო! წარმოგიდგენიათ, რა მომინდომა? ტუალეტში თუ გინდა მიბრძანდი, და მერე მარშ, ლოგინში. _ დაბეჭდა დაიკომ.

_ დასა, მომაიორე ეს ჟანდარმი.

_ მართალს გეუბნება, რა ტანსაცმელი აგიტყდა, ცოტა გამოშუშდი.

_ ვიდრე მე გამოვშუშდები, დამნაშავეს თავი ქუდში ეგონება.

_ დაასახელე ვინაობა და მოვხდით იმ ქუდს. _ მირჩია დათამ.

_ საქმეც იმაშია, რომ მინდა რაღაც პერიოდი თავი ქუდში ეგონოს. ეს იმ შემსხვევაიი მოხდება, თუკი ჩემი საოცარი გადარჩენის ამბავი აქ, ამ პალატაში მოკვდება.

_ ერთი ამას უსმინეთ, ვერ არის სრულ ჭკუაზე, იმის მაგივრად ლოცვა აღავლინოს, ინტრიგებს ხლართავს! _ ხელები აასავსავა ლელამ.

_ რაღაცები თუ არ გადავამოწმე, ნამდვილ ბოროტმოქმედს ვერ დავიჭერთ. დეა, ახლავე გაიქეცი სახლში და მომიტანე ტანსაცმელი.

დეამ ყოყმანით შეხედა მამამისს, დიტო უხერხულად აიწურა ფანჯარასთან, ლელამ დოინჯი შემოიყარა:

_ დეა წავა, მაგრამ ტანსაცმლის მაგივრად ბულიონს მოგიტანს.

_ ბულიონი არა, იხვის ტოლმა! წითელა ბატონები კი არ მაქვს, თავი მივარტყი, თავი! უბრალო ნაკაწრის გამო ნუ ატეხეთ ვაი-უშველებელი.

_ ძალიანაც ნუ ეხუმრები, ყველაზე ცოტა ტვინის შერყევა გაქვს. სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლჩაქცევა არ გამოგვეპაროს. _ დათამ ცოლისდას აუბა მხარი.

_ ტანსაცმელს თუ არ მომიტანთ, მართლა ჩამექცევა სისხლი და მერე იხტუნავეთ რამდენიც გენებოთ. დეა, გაიგე რაც გითხარი?

დეს მხრებაწურული დაიძრა კარისკენ, მაგრამ მამამისმა ხელი წაავლო და უკან მოაბრუნა.

_ ეტყობა ნაადრევად მომიწია შენი ციხიდან გამოხსნა, ორი დღეც რომ მჯდარიყავი, ყველაფერს მოვაკვარახჭინებდი. _ ვუსაყვედურე დათას.

_ შენი მოკვარახჭინებული სახეა. _ დათა დაბინტულ თავზე შემეხო. ეღიმება უნამუსოს, ახლა მე მკითხოს, რა ხასიათზე ვარ. _ თქვი, ვინ გაგიმეტა?

_ რომ ვთქვა, ტანსაცმელს მომიტანთ?

დათამ პალატაში მყოფთ გადახედა და თავი დამიკრა, მაგრამ ლელა არ აპირებდა პოზოციების დათმობას:

_ დათა, შენ თუ ამას გააკეთებ, დამკარგავ იცოდე! ახლავე დავურეკავ მოსკოვში დედაჩემს, ისე დაუჭოჭებს ამ საძაგელს, ერთი კვირა გაბრტყელდება ლოგინში.

ზურამ, ლელას ქმარმა, ცოლს მხარზე ხელი მოხვია და სულ ძალის გაიყვანა პალატიდან.

Page 80: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

ყოჩაღ, ზურიკო, გურულ ვამპირს მშვიდი ქართლელი თუ გაანეიტრალებს. დავრჩით: მე, დათა, დეა და დიტო. არ ღირს მათ ნერვებზე თამაში, დადგა ჟამი საიდუმლოს გამჟღავნებისა.

_ მაკა გომართელი, ლაბორატორიის გამგე.

დათამ კბილები გააკრაზუნა და ვიდრე ემალს დაიზიანებდა, მთელი ისტორია მოვუყევი.

_ მე რა შუაში ვიყავი სილამაზის კონკურსთან? _ ფინალში იკითხა დათამ.

მაინც, ეგოისტია ადამიანი, პირველ რიგში საკუთარ თავს დარდობს, თითქოს მე ვიყავი რაღაც კუთხის დაკავშირებული იმ ავადსახსენებელ კონკურსთან.

_ თუ მაცალა სიცოცხლე შენმა კოლეგამ, გაგებას წინ არაფერი უდგას.

_ მე ჭკუაში ჩამიჯდა ითამზეს იდეა. _ ლაპარაკში ჩაერთო დიტო. _ მაკა უნდა შემოვიტყუოთ და ხაფანგში გავაბათ.

_ თუკი იას გარდაცვლილად ვაცხადებთ, რაღა ხაფანგი სჭირდება? _ ვერ გაიგო დეამ.

_ მოდი, კომა გავითამაშოთ! _ წამოვიძახე გახარებულმა. _ მე კომატოზურ მდგომარეობაში მომიყვანეს საავადმყოფოში, მაკა უსათუოდ შეეცდება პალატაში შემოღწევას და სასიცოცხლო აპარატის გათიშვას.

_ გენიალურია. _ შემაქო დიტომ, მაგრამ დათამ ცივი წყალი გადაასხა:

_ მაკას აყვანა დღესვე შეიძლება, არ სჭირდება ხაფანგი და მახე, აგერ ხარ ცოცხალი მოწმე.

_ მარტო ჩემში არ არის საქმე, დანარჩენებმა რა დააშავეს? ლექსო მკვდარია, დინა და თეა არ შეიხედება. რა არის ჩემი სამი ნაკერი იმათ უბედურებასთან შედარების? ოჯახები დაენგრათ, მომავლის პერსპეტქტივა დაეკარგათ... მაკას დაჭერას თუ ვიჩქარებთ, დიდი ალბათობაა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს, ხოლო მთავარი დამნაშავე _ ფსიქიკურად შერყეული, აგრესიული ელენე გარეთ დარჩება და უარესებს დაატრიალებს.

სიტყვა დიტომ ჩამომართვა:

_ ელენე ჩაჩანიძის შესახებ მეც მოვიპოვე გარკვეული ინფორმაცია. ყველაზე ნაკლებად ის ეწერება ეჭვმიტანილთა სიაში. საკმაოდ მორიდებულ, შეიძლება ითქვას, დაკომპლექსებულ გოგონად ახასიათებენ, რასაც ვერ ვიტყვით დედამისზე. ქალბატონი მაკა აქტიურად ერეოდა ჟიურის კომპეტენციაში, მიაჩნდა, რომ მათ იმთავისვე ჰყავდათ ფავორიტი თეას სახით, მაშინ, როდესაც ნომერ პირველი გამარჯვებული სწორედ ელენე უნდა ყოფილიყო. რაც მთავარია, მაკას ჰქონდა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი... თეას ერთი კვირა აკლდა, ვიდრე სრულწლოვანი გახდებოდა, რომ არა ჟიურის გადაწყვეტილება, მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი, ანუ ელენე ჩაჩანიძე დაიდგამდა გამარჯვებულის გვირგვინს და შესაბამისად ათი ათას დოლარის მფლობელიც გახდებოდა.

_ ათი ათასი დოლარის? _ ვკითხე გაკვირვებულმა, _ მე არაფერი ვიცოდი ფულადი ანაზღაურების შესახებ.

_ ეს თანხა ორი კვირის ვადაში უნდა მიგვეღო, მაგრამ სპონსორს ჯერ არაფერი ჩაურიცხავს.

Page 81: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ აწი რაღას ჩარიცხავს, ლექსო მოკლულია, მისი სპონსორი თუ საყვარელი, სავარაუდოდ, ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.

თვალწინ ლექსოს გალურჯებული სხეული დამიდგა. იქნებ მაკამ სპეციალურად შემომიგდო სპონსორის ვერსია, დიზაინერის მოწამვლა რომ მისთვის დამებრალებინა.

_ საყვარელი თუ მკვლელი? _ იკითხა დიტომ.

კისერმოღრეცილები მივაჩერდით.

_ ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის წინ დიზაინერს სექსუალური კავშირი ჰქონდა... მამაკაცთან. _ სხაპასხუპით მოგვახალა დიტომ და ლექსოს მაგივრად გაწითლდა.

მსგავსი აზრი მეც მიტრიალებდა თავში, მაგრამ მოტივი არც ადრე მესმოდა, არც ახლა მესმის. რა იცოდა ლექსომ ისეთი, რის გამოც მისი მოკვლა გადაწყვიტეს?

_ ჰოოოჰ... _ ამოიოხრა საბოლოოდ დაბნეულმა დათამ, _ ისე ჩახლართული ამბავია, მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით. ისედაც, კომის ინსცენირებას მთავარი ექიმის ნებართვა სჭირდება, მთავარ ექიმს, თავის მხრივ, _ გამომძიებლის სანქცია.

_ კი ბატონო, ვიმოქმედოთ კონსოლიდაციის რეჟიმში. _ დავეთანხმე მაშინვე, _ ფორმალური საკითხები თქვენ მოაგვარეთ, მე კი ფაქტების შეჯერების საშუალება მომეცით.

_ ამაზე კარგი საშუალება სად გექნება, მარტო ხარ პალატაში, `შეაჯერე~ რამდენიც გენებოს.

_ პირობა, პირობაა. ტანსაცმელი? _ გაშლილი ხელები საბანს მივუტყაპუნე და უაპელაციო მზერა მივაპყრე ქმარს.

_ ჰო, ნუ აპილპილდი, მოგიტანთ ტანსაცმელს, მაგრამ ჩვენც მოგვეცი ამოსუნთქვის საშუალება, _ თავი იმართლა დათამ, _ შემომხედე, რას ვგავარ _ დასაბანი, გასაპარსი, მშიერი...

_ წადი, არ გაკავებ.

_ არ გეწყინება?

_ რა მეწყინება, ადამიანო, მაძღარი და დაბანილი რომ იქნები?

_ წავიდეთ, მოვართვათ ჩიხტიკოპი კნეინა იათამზეს. _ დათა ქალიშვილს მიუბრუნდა.

_ სხვა რა გზა გვაქვს, ვიდრე მისხალ-მისხალ არ გამოიკვლევს ყველაფერს, მაინც ვერ მოისვენებს. _ დეამ ჯერ მე იემომხედა, მერე დიტოს გაუღიმა. იმან ღიმილი დაუბრუნა და მზერა ჩემზე გადმოიტანა.

_ დიტო, მათემატიკა გიყვარს? _ ვკითხე ინტერესით.

_ ჩემი საყვარელი საგანია. კომაროვი მაქვს დამთავრებული.

_ ალბათ სიამოვნებით ხსნიდი ამოცანებს...

_ კი.

_ ერთი ხელის მოსმით თუ...

Page 82: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ გააჩნია ამოცანას. ზოგჯერ მთელი საღამო ვიმტვრევდი თავს, ერთი სული მქონდა, გათენებულიყო, რომ მასწავლებელთან მიმეტანა.

_ ასეთ დღეში ვარ მეც. დავამუშავე ამოცანა, ამოხსნის რამდენიმე ხერხს მივაგენი და უცებ ქაღალდს და საწერ-კალამს მაცლიან ხელიდან. შედიხარ ჩემ მდგომარებაში?

_ დაწყნარდი, არ დაგტოვებთ საწერ-კალამის გარეშე. _ დამაიმედა დათამ და პირველი წავიდა გასასვლელისკენ, დიტო და დეაც თან მიჰყვა.

როგორ იქნა, მარტო დავრჩი. ერთი სული მაქვს სარკეში შევათვალიერო ჩემი შეხვეული სავი. ავარიას სასწაულად გადარჩენილ ფეხსაცმელებში ფეხი ვტურცე და ფრატუნის გავემართე სააბაზანოსკენ.

სჯობდა არ ჩამეხედა. სარკემ ბრძოლაში დამარცხებული ინდიელების ბელადი აირეკლა, რომელიც რაღაცით ჩამოჰგავდა იათამზე მდივანს. ყურის ბიბილო ასიმეტრიულად გადახრილიყო ნაკერის მიმართულების, დაზიანებული ადგილი აკურატულად გაეპარსათ და პლასტირით დაეფარათ. ცალი ლოყა შებოლილ ლორს მიმიგავდა, მეორეს კი კომშისფერი დაჰკრავდა. თუ გინდა ქმარი ციხეში დააბრუნო, ასეთ ფორმაში უნდა დახვდე. დათა იქით იყოს, ქუჩაში შევაშინებ ვინმეს, აღარაფერს ვამბობ ინფექციურის პაციენტებზე.

დეფექტების შესანიღბად დამჭირდება მუქი სათვალე, ქუდი, სასურველია თეატრალური გრიმი. მესიჯი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალით დეას მობილურზე გავუგზავნე და დაბეჟილი სხეული საწოლამდე მივიტანე.

არც ისე ყოჩაღად ვარ, როგორც მეგონა. წელის მიდამოებში შეტევითი ტკივილი აღმენიშნება, თავბრუ მესხმის, გული მერევა, თვალები მეხუჭება. იქნებ დამეძინა... ძილში ენერგიას აღვიდგენ, ამასობაში ტანსაცმელსაც მომიტანენ... დაიძინე, იათო, ფაქტების შეჯერებას მერეც მოასწრებ... ჰო, დემიკო ფუთურიძესთან დარეკვა არ დამავიწყდეს... ვურჩევ გამოიყვანოს უდანაშაულო მარიამი კლინიკიდან და სადმე დასასვენებლად გაუშვას. უმჯობესია საზღვარგარეთ... რაც მთავარია, ლაბორატორიის გამგის კაბინეტის გაჩხრეკის უფლება მომცეს, ვეჭვობ იქ იდოს დინასთვის ცუდად გაკეთებული აბორტის გასაღები... ვეჭვობ კი არა, თითქმის დარწმუნებული ვარ, თითქმის...

_ _ _

თვალის გახელისთანავე სიბნელე შემომეფეთა. ტუმბოზე მობილური მოვიძიე და დრო შევამოწმე _ ცხრა საათი ხდებოდა. ღამის ცხრა საათი! ღმერთო, რამდენი ხანი მეძინა... სად არიან ჩემები? სად არის დაპირებული ტანსაცმელი?

დაუყოვნებლივ ავკრიფე დათას ნომერი. `აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან...~ ახლა დეასთან ვცადე დაკავშირება. იგივე პასუხმა ბრაზით ამავსო. გამაცურეს! დათა იქნებოდა ინიციატორი, დეა, უბრალოდ მამამისს ვერ გადაახტა თავზე. უსინდისოები, მატყუარები!

გამწარებულმა მოვიქნიე საბანი და ხელის ცეცებით მოვიძიე ჩამრთველი. ჭერში ჩამონტაჟებულმა ეკო-ნათურამ რაღაცნაირი გამოზომილი შუქით გაანათა ოთახი.

Page 83: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

გამორიცხულია, დღეს დინა არ ვნახო, ჩემ გარდა ვინ მოუხდის ბოდიშს ჩაშლილი ოპერაციის გამო. ან როდემდე იყურყუტოს ბებიამისთან პროკურატურის თანამშრომელმა, ზანგურა და დელფინა იქ მიმსვლელები აღარ არიან.

ღამის პერანგზე პლედი მოვისხი და კუბოკრულ მოჩვენებად დერეფანში დავილანდე. პაციენტების ნაწილი ტელევიზორთან შექუჩულიყო, მათ მიერთებოდა მრგვალსახიანი ექთანი კალთაში ჩაგორებული საქსოვით. საინფორმაციო გამოშვება უყურებდნენ. სიუჟეტი ეხებოდა ბაზრის გაზრდილ ფასებს, კომენტარს აკეთებდნენ ეკონომიკის ექსპერტები და მომხმარებლები.

_ გათახსირებულები. _ ჩაიქირქილა სოლიდურმა ბერიკაცმა გრიგოლ ორბელიანის ქილვაშებით. ოღონდ ვერ მივხვდი, ვისი მისამართით _ ექსპერტების თუ მომხმარებლების.

ბერიკაცს მატყლის ძაფისგან მოქსოვილი გრძელი ჟაკეტი ეცვა, კოხტად გაწყობილი სადაფის მრგვალი ღილებით. ერთი საათით რომ მომცა ეს ჟაკეტი, ეგრევე ინფექციურში დავაწვებოდი, ქვედაკაბაც არ დამჭირდება.

უკანა გზაზე ტანსაცმლის მოპოვების სურვილი ერთიორად გამიმძაფრდა. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა გავაღწიო აქედან. სხვისი პალატის მოფრიალებული კარი კეთილი მასპინძელივით მეძახდა, აღარც მე დამიწყია თავპატიჟი, ბოლთის ცემა შევწყვიტე და მონუსხულივით შევედი.

პალატაში შუქი არ ენთო, თუმცა არც ისე ბნელოდა, რომ აშლილი ლოგინი ვერ დამენახა. მადლობა ღმერთს, ცარიელი. პალატის ბინადარი ეტყობა ტელევიზორის საყურებლად გავიდა. თვალში მომხვდა სკამზე გადაკიდებული მამაკაცის ტვიდის პიჯაკი _ ორბორტიანი და ლიპებიანი, თითქმის უხმარი, მაგრამ კარადაში დებისგან დაძველებული. პიჯაკის ქვეშ _ შავი შარვალი და ზოლიანი პერანგი. უკეთესი იქნებოდა, ქალის პალატაში მოვხვედრილიყავი, მაგრამ არჩევანის დრო არ მქონდა.

რატომღაც ვიფიქრე, რომ ძველმოდური სამოსი ორბელიანის პროტოტიპის კუთვნილებაა. ამ ფიქრმა ზიზღის ფაქტორი მომიხსნა. უცნობი მამაკაცის ღარიბი გარდერობი მკლავზე გადავიკიდე, სკამს პლედი გადავაფარე და კედელთან დავდგი. თუ დილამდე არ შენიშნავს, ჩემთვის უსვრია ავრორას, თუ შენიშნავს, ჯარიმას დათა გადაიხდის. ან ხელმეორედ წავა ციხეში, ამჯერად თაღლითობის მუხლით.

კარის შიდა მხარეს ერთი სიურპრიზიც მელოდა _ ლურსმანზე ჩამოკიდებული შლიაპა. ისეთი სასოებით მივაჩერდი, როგორც კოლექციონერი მოპარულ `მონა ლიზას~. შლიაპამ სკოლა გამახსენა, ისტორიის მასწავლებელს ჰქონდა ასეთი და ისიც ლურსმანზე ეკიდა. ლურსმანი გეოგრაფიის რუკაში იყო შერჭობილი, პირდაპირ ეკვატორის ცენტრში. ბავშვები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით რუკის მინდორზე ავტოგრაფების დაწერაში, მეოთხედის ბოლოს ხელმოწერები ანტრაქტიდაზეც გაჩნდა.

ექსცესების გარეშე დავფარე დერეფანი და ჩემს პალატაში შევიძურწე. ფართხაფურთხით გამოვეწყე მოპარულ ძველმანებში და კარადის ლაქირებულ კარში ახალი ამპლუა შევამოწმე. ჩარლი ჩაპლინის პაროდია და ლიპებიანი საფრთხობელა ერთად.

რაც არის, არის, გზა მშვიდობისა, იათამზე!

_ _ _

Page 84: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ ვინ ხარ, გადი აქედან! _ დაიყვირა დინამ, როცა პალატაში შემოსული საფრთხობელა, ანუ მე დამინახა.

_ ვერ მიცანი?

_ მათხოვრებს არ ვიცნობ, მოუსვი აქედან, თორემ დაცვას დავუძახებ!

_ რა გაყვირებს, დინა, მე ვარ, იათამზე... _ მისალმების ნიშნად შლიაპა წამოვწიე, თუმცა არ გამომივიდა მაინცდამაინც ჯენლტმენურად, პლასტირის კიდე შლიაპის სარჩულს აეკრო და ნაკერი გამიღიზიანა.

_ უუუჰ, _ ტკივილისგან დავიგრიხე.

დინა მომენტალურად წამოჯდა ლოგინზე. საკინძიდან მადისაღმძვრელი ძუძუები გამოუჩნდა _ ნესვივით წაგრძელებული და რძესავით თეთრი. მარტო მკერდი ჰქონია ერთი ქალის ფასი, გაიძვერა დელფინა კი ბებიამისის ფულებს ეპოტინება.

_ იიი... იამზე... რა ფორმაში ხართ... საიდან ასე... ასე გვიან...

_ რესპუბლიკური საავადმყოფოდან. თქვენ გამო იძულებული გავხდი ვიღაცის ტანსაცმელი მომეპარა, სამწუხაროდ, მამაკაცის აღმოჩნდა, თუმცა ეს არ არის მთავარი. ავარიაში მოვყევი, დინა, უფრო სწორედ, ავარია მომიწყვეს. როგორც ხედავთ, გადავრჩი, ნაწილობრივ, თქვენი წყალობით. _ ჩემი? _ დინამ პროჟექტორივით მომანათა ცისფერი თვალები, ჩაჟამებულ სახეზე ისინიღა შერჩა _ ჩვარზე გაგორებული ორი ბრილიანტი.

_ რომ არა თქვენი ქმრის მეგობარი ზანგურა, ცეცხლმოკიდებულ მანქანაში გავიგუდებოდი. გახსოვთ, ფარულ ჩანაწერში, თამაზმა ზანგურას ჩემი მწყემსვა დაავალა... ხომ გახსოვთ? ჰოდა, ისიც პატიოსნად მწყემსავდა, აინტერესებდა, რა ქონების პატრონი ვარ, ვისთან მაქვს საქმე... როგორც გაირკვა, მთავარ დამნაშავეს დავატარებდი მანქანით! დაწვრილებით მოგვიანებით აგიხსნით, ახლა... ახლა მართლა შეუძლოდ ვარ.

ძლივს მივლასლასდი დინას საწოლთან. მგზავრობამ ისე გამასავათა, მუხლები მიკანკალებს და გული მეფერება, მგონი გაორებაც დამეწყო. ნეტავ ცოცხალი გავაღწიო აქედან...

_ მერე, მერე? _ სულმოუთქმელად შესძახა დინამ. რაში ადარდებს ჩემი შეუძლოდ ყოფნა, ცნობისმოყვარეობამ ლამის გახეთქოს ნაკერავზე.

ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოვუყევი ზანგურას გმირობის ტრაგი-კომიკური ამბავი, დინას კი სულ სხვა რამ გაუკვირდა:

_ ამის სასქმელად გამოიპარეთ საავადმყოფოდან?

მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე:

_ მოვედი, რომ გაგაფრთხილოთ: ბებიათქვენზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ზანგურა საქმის კურსშია. შეგიძლიათ მოხსნას დაცვა. იქ არავინ მივა.

_ იმის თქმა გინდათ, რომ თამაზს ხახვივით შერჩება მკვლელობის მცდელობა?!

_ ჰო, ამის სათქმელად მოვედი, არ მინდოდა სხვისგან გაგეგოთ.

დინამ მომუჭული ხელისგულები საწოლს დაჰკრა და პროტესტის ნიშნად თავი მიაბრუნა. ვხვდები, რა ხდება მის გულში, მაგრამ არც მე ვარ უკეთეს დღეში _ ცივი ოფლი მასხამს, ფეხზე ძლივს ვდგავარ, დინა კი თავისმართლებას მაიძულებს:

_ ჩემ ადგილზე თქვენც ასე მოიქცეოდით, ზანგურას დამსახურებაა დღეს რომ ცოცხალი ვარ, საციხოდ ვერ გავიმეტე.

Page 85: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მე კი გეგმებს ვაწყობდი... _ დინამ პატივი დამდო და მოიხედა. _ ერთი სული მქონდა თამაზის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რომ ყველაფერი ვიცი. მეთქვა, როგორი არარაობაა, როგორი სულმდაბალი, გარეწარი...

_ ზანგურა ეტყვის.

_ ზანგურაც მყავდეს რა?... ავტორიტეტი.

_ ახლა კარგი ამბავი უნდა გითხრას.

_ კარგიც არის? _ დინამ ცალყბად ხაიცინა.

_ არის. შხამის დასახელება გავიგე, რაც იმას ნიშანვს, რომ მორჩენის შანსი ერთიათად გაიზრდება. ბატონი გოჩაც საქმის კურსშია. გინახულა?

_ მინახულა, უფრო დეტალურად დაინტერესდა მკურნალობის შედეგების, გულდასმის გამსინჯა, დამამშვიდა.

_ ეს იმიტომ, რომ მაშინვე ვაცნობე.

_ კეთილი, რადგან კარგი ამბავი მომიტანეთ, მიპატიებია. წავიდეს, იცოცხლოს არაკაცმა თამაზმა, ოღონდ სათოფეზე არ მომეკაროს! ალბათ ეს უნდა მომსვლოდა, მისი ნამდვილი სახე რომ დამენახა. _ დინამ სინანულით ჩაიქნია ხელი.

_ ყველაფერი ღვთის ნებაა.

_ გაფითრებული მეჩვენებით, იამზე.

_ ალბათ უნდა წავიდე.

_ რომ კომა გაითამაიოს, არა? _ არ ვეთმობოდი დინას.

_ უნდა დაგტოვოთ, დინა, თორემ, კომას არ ვიცი და ოთხ ფიცარს უეჭველად გავითამაშებ. _ პერანგის ღილი შევიხსენი და კარისკენ გავემართე.

_ ექთანს დავუძახებ, გაგაცილებთ... _ მომაძახა დინამ.

ხელი ავუქნიე და დერეფანიი გამოვლასლასდი. ამ წელიწადს დერეფნებიი ლასლასი დამებედა, მოწამლულ ვირთხასავით. თეა ჯიქიას პალატასთან თადარიგში გაშვებულ სიძეს, დათუნა ფუსურიძეს მოვკარი თვალი. ბოლთას სცემდა სიგარეტით ხელში. გამოლაპარაკება მინდოდა, მაგრამ მივხვდი _ ვერ გავქახავ, გულის წასვლის ზღვარზე ვიმყოფები, ყურებში მიშხუის, თვალებში გასამებმა დამეწყო, ფეხებს უწონობის მდგომარეობაში მივათრევ.

მგონი ფოიეში ვარ, იქნებ ჰაერზე გასვლამ მიშველოს. ნეტავ, სახლამდე მიმაღწევინა... ან საავადმყოფომდე... ან გასასვლელამდე... სიბნელიდან ნაცნობმა სილუეტმა გამოყვინთა, ჩქარი ნაბიჯით მიახლოვდება, თითქოს უნდა დამეჯახოს და წამაქციოს. მგონი შლიაპა დამრჩა დინასთან, გრიგოლ ორბელიანის შლიაპა... სილუეტი მომიახლოვდა და მხრებში ხელი წამავლო. არ დამინახავს, მივხვდი, დათაა. იმასაც მივხვდი, რომ არ მოვკვდები. რა მომკლავს, როცა ყურთან მშობლიურ ამონასუნთქს ვგრძნობ. მოვეშვი, მოვიღვენთე, ჩავბარდი.

_ _ _

Page 86: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

მეორე დღეს ჩიტივის ვიყავი, ჰიმალაის ვერ გადავუფრენდი, მაგრამ ოთახში გადაადგილება თავისუფლად შემეძლო.

ხემი დის გაკეთებული ბულიონი მაინც არ ამცდა, გემრიელად მივირთვი და დამატებითი ულუფაც მოვითხოვე. გამომძიებლისა და მთავარი ექიმის ერთობლივი გადაწყვეტილებით პალატაში დამონტაჟდა სპეციალური, კომატოზური პაციენტებისთვის განკუთვნილი აპარატურა. რეპეტიცია გავიარეთ და მოთმინებით დაველოდეთ, როდის დამდებდა პატივს შურისმაძიებელი ქალბატონი.

თავდაჯერებული გამომძიებელი, რომელიც რატომღაც ავითვალისწუნე, ქათინაურებად დაიღვარა:

_ იათამზე, შეიძლება ითქვას, ეს საქმე თქვენ მიიყვანეთ ბოლომდე.

_ არ არის ბოლომდე მიყვანილი. ჩვენ არ ვიცის, მაკა მარტო მოქმედებდა თუ ქალიშვილის ბოროტმოქმედებას აფარებდა ხელს?

_ ჩემი ხალხი კუდზე აზის ქალბატონ გომართელს, მისი ყველა ნაბიჯი კონტროლზეა აყვანილი. როგორც კი ფეხს შემოდგამს საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სასწრაფოდ გაცნობებთ.

_ იქამდე გულხელდაკრეფილი ვიჯდე?

_ სადმე თუ გაიშიფრეთ, მთელი ოპერაცია წყალში ჩაგვეყრება.

_ იქნებ გადაიფიქრა ჩემი მოკვლა?

გამომძიებელმა გალოკილი თავი მოიფხანა და პალატაში ბოლთის ცემას მოჰყვა. დაბალი იყო და პინგვინივით დადიოდა, მხოლოდ ფეხებით. ხელები ზურგსუკან, პიჯაკზე დაეწყო. პიჯაკი ჯვალოსი იყო და ადვილად იჭუჭნებოდა.

_ არ გადაიფიქრებს, მელა უსათუოდ შეიპარება საქათმეში, როცა იქ ქათამი ეგულება. საბავშვო სიმღერაც კია, საქათმეში შეპარულა მელააა...

უყურე შენ, სიმღერის ხასიათზეც რომაა?...

_ კარგი, შემოიპარება და დავხვდებით, მაგრამ დღის პირველი ნახევარი ჩემია, _ ვუპასუხე გათამამებულმა. _ მაკა ისე უფრთხილდება სამსახურს, გამორიცხულია სამუშაო საათები ისეთ წვრილმანს დაუთმოს, როგორიც ჩემი მოკვლაა.

_ ხუმრობას ინებებთ. _ გამომძიებელი შედგა და პინგვინის სიმაღლიდან გადმომხედა.

_ სახუმაროდ საქმე მაშინ მექნება, როცა დათას ყველა ბრალდება მოეხსნება. დინა ნადიბაიძის ტრაგედიაში მაკას ხელი ურევია, ეს მან შეცვალა ანალიზების პასუხები, დამტკიცება კი თქვენი პრეროგატივაა.

_ დათას ადვოკატი რას მიკეთებს? _ გამომძიებელმა ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარ დიტოს შეხედა. _ იცით, რამდენი გაუხსნელი საქმე მაყრია თავზე? ყოველ კვირაში რაღაც ხდება... ქალბატონ გომართელს ორი ჩვენი სანამშრომელი მწყემსავს, სად მყავს ნებისმიერ ბუჩქთან მოსაცდენი კადრი?!

_ მაკა ბუჩქი კი არა, ის მკვლელია. _ ვთქვი ჯიუტად.

_ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას შორის დიდი სხვაობაა. მეტსაც გეტყვით, არც მოწამვლასთან დაკავშირებით გაგვაჩნია უტყუარი მტკიცებულებები, მათ გარეშე კი ნებისმიერი ვერსია ჰიჩკოკის სცენარია.

Page 87: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მტკიცებულებების შეგროვებას სირბილი უნდა და არა სადღეგრძელობის თქმა.

გამომძიელელმა მზერით შემარცხვინა. მივიღე მისი გამოწვევა _ გავწითლდი და თვალები დავხარე.

_ პრობლემა არაა, მე დაველაპარაკები დემიკოს, _ დიტომ უხერხული სიტუაცია განმუხტა. _ დარწმუნებული ვარ, უარს არ მეტყვის ლაბორატორაში გაჩხრეკაზე, ბოლოს და ბოლოს, მისი რძალია დაზარალებული. ყოფილი რძალი. _ დაამატა ყოყმანით.

_ მითუმეტეს, მარიამ ფუთურიძის უდანაშაულობა ფაქტია. _ მხარი აუბა დეამ.

_ ჰო, წუხელ დათუნასაც მოვკარი თვალი, ბოლთას სცემდა თეას პალატასთან. _ ინფექციურიი ნანახი კადრი გამახსენდა.

_ მისი ვიზიტი ბოლთის ცემით შემოიფარგლა. _ ჩაიცინა დიტომ.

_ რატომ, არ უშვებენ სანახავად?

_ არა.

_ ძალიან მკაცრად ხომ არ იქცევა შენი დაიკო?

დიტომ მხრები აიჩეჩა, მე კი მარიამის დღიური გამახსენდა. ქალიშვილს მძიმე წარსულით ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს მთელი ოჯახი. კლინიკაში გამწესებას, ერთხელ მაინც დალაპარაკებოდნენ ეგოისტ ქალიშვილს... გულახდილად, სიმართლის გაგების შიშის გარეშე. თუ პატიობენ, ბოლომდე აპატიონ, თუ არა _ ურთიერთობის დარეგულირების სხვა გზები ეძებონ.

გამომძიებელს მობეზრდა ჩვენი მოსმენა, თავის დაკვირით დაგვემშვიდობა და პინგვინის ფეხები კარისკენ წაიღო. ჩემკენ არ გამოუხედავს, ვერ მოინელა წეღანდელი `სადღეგრძელო~. ცუდად მოვიქეცი, კაცმა ქათინაურები დამაყარა, მე კი უსაფუძვლოდ დავგესლე, მხოლოდ იმიტომ, რომ გალოკილმა თავმა გამაღიზიანა.

_ მე რაღას ველოდები, დემიკო ალბათ სამშობიაროში იქნება. _ დიტო ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა და საათს დახედა.

_ გაუხსენი კარტები, აწი აღარაფერი გვაქვს დასამალი. _ დავაკვალიანე ექს ნათესავთან მიმავალი ადვოკატი.

_ მაშინ კომის ინსცენირების შესახებაც მომიწევს თქმა.

_ უთხარი. დემიკო სიტყვის კაცია. _ ჩაერია დათა. _ შვილთან დაკავშირებულ სისუსტეს ნუ ჩავუთვლით ბოროტებაში, კაცმა არ იცის ვინ-რას მოვიმოქმედებდით მსგავს სიტუაციაში.

_ მაშინ დროებით. _ დიტომ პალატა დატოვა, დეაც გაჰყვა.

_ შენ სადღა მიდიხარ? _ დააწია მამამისმა.

_ გავაცილებ. _ დეა უკანმოუხედავად გაფრთხიალდა დერეფანში.

_ რა სჭირს ამას? _ დამეკითხა დათა.

_ ისეთი არაფერი. ახალგაზდა გოგო სიმპათიურ ბიჭს ეპარჭება.

_ კაცის პირობაზე მეტისმეტად სიმპათიურია. _ ბოლო სიტყვაზე დათამ განსაკუთრებული მახვილი გააკეთა, როგორც რაღაც სამარცხივნოზე.

_ უნაკლო არავინაა.

Page 88: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

დათამ უცნაურად შემომხედა და მისი თვალით დანახული ჩემი თავი წარმოვიდგინე. დღეის მდგომარეობით იმდენი `ნაკლი~ მაქვს, ძალიანაც რომ ვეცადო, ვერ დავმალავ.

_ რას მომაჩერდი? ალენ დელონი რომ ალენ დელონია, წლები დასჭირდა ლამაზი ბიჭის იმიჯის ამოსაშანთად.

_ ამოიშანთა, რო?

_ ყოველ შემთხვევაში, ისეთი საყვარელი ბიჭოლა აღარ არის, როგორც კარიერის დასაწყისში.

_ თმაში ჭაღარა რომ გაგერევა და პრეზერვატივის მაგივრად ჯიბეში `ვიაგრა~ გიდევს, `საყვარელი~ ვეღარ იქნები.

_ სამწუხაროდ, სიბრძნე იმპოტენციასთან ერთად მოდის. _ ავღნიშნე ფილოსოფიურად. _ მოდი, ასე ვთქვათ: არც დიტო ჯიქიაა ალენ დელონი, არც დეა მეტრეველი _ რომი შნაიდერი. გოგოს მოსწონს ბიჭი. გაუშვი, მოსწონდეს. მადლობა ღმერთს, ბიჭი მოსწონს და არა გოგო, როგორც იმ უბედურ ლექსოს. დიტოს მხრიდან ვერანაირ დაინტერესებას ვერ ვამჩნევ. გულითადი საუბრები და ელემენტალური ყურადღება, არაფერს ნიშნავს.

_ დეა მეცოდება, თორემ...

_ ნუ გეცოდება. ცალმხრივი მოწონებაც ერთგვარი გამოცდილებაა, დღეს მას მოეწონება, ხვალ ის მოეწონებათ და ასე, ვიდრე გულისსწორს არ იპოვის.

_ გულისსწორის პოვნამდე ვიღაც ტიპებთან იყიალოს? _ დათას არ მოეწონა გამოცდილების მოპოვების ჩემეული რეცეპტი.

_ აბა, პირველ შემხვედრს დაეტაკოს?

დათა ტანჯული გამომეტყველებით ჩამომიჯდა ლოგინზე. ლოყაზე მივეფერე. მეღიმება, როცა უაზრო პოლემიკაში მომყვება, თანაც იმთავითვე იცის _ ბოლო სიტყვა ჩემზეა. დათას კი არ ეღიმება. უსიტყვოდ მიყურებს, დაჟინებით. ამას თუ ახლა ინტიმთან მიახლოვებული სურვილები უღიტინებს, ადგილი აქვს სექსუალურ გადახრას. თავგატეხილ ინდიელების ბელადს, საავადმყოფოს პალატაში, დღისით-მზისით ფსიხი თუ მოისურვებს.

ბედად დეა დაბრუნდა. დათა წელში გასწორდა და უაზროდ ჩაახველა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი ეჭვები. ადამიანი გონიერი ცხოველია, რამდენი თეორემაც არ უნდა დაამტკიცოს, ინსტიქტების შემოტევას ვერსად წაუვა.

ამასწინათ, წავიკითხე... თურმე, ჯონ კენედის სამთავრობო სხდომაზე აეშლებოდა ხოლმე საღერღელი და წყლის გადაღვრის საბაბის ათიოდე წუთით კაბინეტში გაუჩინარდებოდა ხოლმე, სადაც პოსტზე ხვდებოდა სპეცსამსახურების მიერ გაწვრთნილი და დაკვალიანებული ლამაზმანი, რომელსაც მხოლოდ შესაფერისი პოზის მიღება ევალებოდა. გამოჩენილი პრეზიდენტი ყოველგვარი პრელუდიის გარეშე, პრინციპით _ ლომი პრერიებში, მიაპეპლავდა ობიექტს და ორმაგი შემართებით ბრუნდებოდა სხდომაზე. ნაპოლეონი უფრო შორს წასულა, კაბინეტი პირდაპირ საძინებელში მოიწყო, როცა მუშაობით დაღლილი ტვინი ბოიკოტს უცხადებდა, მხოლოდ სკამიდან საწოლამდე უხდებოდა მანძილის დაფარვა. საინტერესოა, რა ხდება ამ კუთხით ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოში? ნუთუ, კლინტონი საჯაროდ გამოჭენებული პირველი და უკანასკნელი მმართველია?

_ მშია. _ გამოაცხადა დეამ.

Page 89: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მეც. _ არც დათა ჩამორჩა.

_ ძალიან კარგი, მე ფსიქიატრიულში ამიყვანეთ, თქვენ გზაში რამე იყიდეთ.

_ ფსიქიატრიულში რა დაგრხენია?

_ დოდო უნდა ვნახო, რეგისტრატორი. ელენე ჩაჩანიძის ავადმყოფობის ისტორია ეცოდინება.

_ რეგისტრატორი რაში გჭირდება, კაკო მანდ არ მუშაობს?

_ აბა, კაკო?

_ კაკო, დათუნას ქორწილში რომ ფსიქიატრი გაგაცანი, ჩემი ჯგუფელი.

_ კალმახელიძე? _ გული გამინათდა. დათას კაკო და მაკას აკაკი თუ ერთი და იგივე პიროვნებაა, გავკარი დოდოს.

_ ჰო, კალმახელიძე. _ დამიდასტურა დასამ.

_ მერე, რაღას ვიცდით, წავედით! ჩქარა, ტანსაცმელი, ჩქარა... _ წამოვიმართე ლოგინიდან.

_ მოიცა, მოიცა, ნუ დაიქოქე... _ დათამ ბეჭებზე ხელი წამავლო და ძალის მიმაწვინა ბალიშზე. _ უხერხულია ასეთ ფორმაში შენი გარეთ გასვლა, მითუმეტეს, კაკოსთან წარდგენა. იტყვის, ამ ქალს პატრონი არ ჰყავსო?!

_ კაკომ იცის, სინამდვილეში რა `შუშპარა და მჩქეფარე~ ვარ, ქორწილში ხომ მნახა?

_ ჰოდა, ნუ გავუფუზებთ წარმოდგენას. მე წავალ კაკოსთან, ჩემთან უფრო გაიხსნება. ელენეზეც ვკითხავ, მაკაზეც, და თუ გინდა, მარიამზეც. დამიჯერე, კმაყოფილი დარჩები.

დათას არგუმენტები ჭკუაში დამიჯდა. ამ ჯერზე ნამდვილად არ ღირს გაჯიუტება:

_ კარგი, წადით, მაგრამ დროზე მოდის, მაშინდელივის არ გამაცუროთ.

წავიდნენ.

გავიდა ორი საათი.

ასჯერ გავზომე პალატა, ასჯერ გავიხედე ფანჯარაში, ორასჯერ ავუქშიე აბეზარ ბუზს, სამასჯერ დავხედე მობილურის ეკრანს, იმ იმედით, ზარი ვერ გავიგე. ბოლოს ვერ მოვითმინე, დავრეკე:

_ ამისთანას რას ჭამს, რომ ვერ გაძეხით?

_ ნუ იკბინები, _ გამეპასუხა დასა, _ ხუთი წუთის წინ დავტოვე კაკოს კაბინეტი. ახლა მანქანაში ვჯდები და პროფილაქტიკაში მივდივარ, ხელოსანმა დამირეკა შენი მანქანის თაობაზე _ ნაწილებად ხომ არ გაყიდისო.

_ ანუ, იმ ჯართში რაღაც თანხას გვაძლევენ?

_ ვნახავ, ღირს ჩიტი ბრდღვნად?

_ კეთილი, წადი, ოღონდ გზადაგზა მომიყევი, თორემ სული დამელია.

დათას მონაყოლიდან:

Page 90: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

არანაირი ფსიქიკური აშლილობა ელენე ჩაჩანიძეს არა აქვს და არც არასოდეს ჰქონია, თუმცა დედამისს ეჩვენებოდა, რომ გოგონა არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს _ ზედმეტად მორცხვია, პასიური, მორიდებული, დაბალი თვითშეფასების მატარებელი... საშუალო ნიჭის მოზარდს დილიდან საღამომდე უჩიჩინებენ, რომ არ შეიძლება იყოს სხვაზე ნაკლები. ვიოლინო, ვოკალი, მეტყველება, სკოლა... _ რამდენს უნდა შეწვდენოდა?! მაკას არ აწყობდა ოთხიანზე შესრულებული გაკვეთილი, მისი ქალიშვილი ყველაფერში პირველი უნდა ყოფილიყო. ამდენ ზეწოლას გოგონას ფსიქიკამ ვერ გაუძლო და სადღაც 14 წლის ასაკში ფობიები განუვითარდა, კერძოდ მონოფობია. ისტერიულად ეშინოდა სახლში მარტო დარხენის, განსაკუთრების, მამის სიკვდილის შემდეგ. დღეში რამდენჯერმე რეკავდა დედასთან სამსახურში და დაუყოვნებლივ მისვლას თხოვდა. ფსიქოთერაპიული სეანის შემდეგ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოეხსნა. ორიოდე წელიწადში გაჩნდა ახალი _ ნოკტიფობია, ღამის შიში. გამორიცხულია, მარტო დარჩენილიყო საძინებელში, ან ღმერთმა ნუ ქნას, დედამისს მასზე ადრე დაეძინა. ამ და სხვა მიზეზით მან ვერ მოახერხა თანატოლებში ადაპტაცია. ბუნებით დამყოლსა და უკონფლიქტოს მტრები არ ჰყავდა, მაგრამ არც მეგობრები ჰყოლია. მხოლოდ დედა, რომელიც აღმერთებდა და მომღერლის კარიერისთვის ამზადებდა. სილამაზის კონკურსთან დაკავშირების თავი იჩინა ახალმა პრობლემამ _ თურმე ნუ იტყვით, ცხრამეტი წლის ქალიშვილს ჟიურის წინ კუპალნიკით დეფილირება რცხვენოდა.

_ რა არის გასაკვირი, მეც შემრცხვებოდა. _ რეპლიკა ჩავურთე მე.

_ იცი რას გეტყვი, ცხრამეტი წლის ასაკში, შენ გათხოვილიც ბრძანდებოდი და გამოთხოვილიც. _ არ დამინდო დასამ, _ მზეთუნახავი ელენე კი დედამისის წინაშეც ვერ შიშვლდებოდა, თაყვანისმცემელს ხომ საერთოდ არ ჩაუვლია მის ორბიტაზე.

_ ასე თუ ჩავეძიეთ, ყველას რაღაც ფობიები გვაქვს, მე მაგალითად სიჩქარის მეშინია, შენ _ სიმაღლის.

_ არ მეშინია. ვინ გითხრა, რომ მეშინია? _ გაუკვირდა დათას.

_ თვითმფრინავში წრიალებ ხოლმე.

_ არ ვიცი, შეიძლება... მოკლედ, კაკომ ჰიმნოფობია _ გაშიშვლების შიში დაუდგინა და ფსიქოთერაპევტთან მიავლინა. ელენე ჩაჩანიძემ წარმატების გაიარა ის ტური, მაგრამ დედოფლის გვირგვინი მაინც ვერ მოიპოვა.

ყურისწამღებმა სიგნალმა დეპოტიზის დაჯდომა მამცნო.

_ დათა! _ შევყვირე გაბრაზებულმა, მაგრამ მობილური დუმდა. ტელეფონი დამტენზე შევაერთე და მაკას საქციელში ლოგიკური ძაფის პოვნას შევეცადე. სასტიკი შურისძიება, რომელიც მაკამ თეაზე და სხვებზე განახოციელა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა. გიჟი თავისუფალია _ ცრუ ტერმინია, რადგან გიჟის შურისძიებასაც აქვს კონკრეტული მიზეზი. კაკოს მონაყოლის გაათვალისწინებით, ელენე არ ჩანს გადაწყვეტილების მიმღები პიროვნება, ის დედამისის დაკრულზე ცეკვავს. ასეთი რა დაუკრა ტვინნაღრძობმა დედაკაცმა, რომ გოგო ჭკუიდან გადაიყვანა?!

ამ განცდებში მომისწრო გამომძიებლის ზარმა:

_ მაკა გომართელი საავადმყოფოსკენ მოემართება. თხუთმეტ წუთში მზად იყავით. მედპერსონალი გაფრთხილებულია, ჩემი ხალხი ადგილზეა, სიტუაცია კონტროლზეა. _ მომაყარა სხაპასხუპით და გათიშა.

გული გადამიქანდა. გაციებული თვალებით დავაკვდი გორგოლაზებიან ურიკას, რომელის გრძელი სადენები კომპიუტერთან ეყარა. მორიგე ექიმი რომ არ გამოჩენილიყო, ძეგლივით ვიდგებოდი შუა პალატაში.

Page 91: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ სწრაფად, სწრაფად, იათამზე, მტერი კარს მოგვადგა! მე აპარატურას ჩავრთავ, თქვენ მარშ, სპეც საწოლში. თვალები დახუჭეთ და შეეცადეთ არ ისუნთქოთ.

ფართხაფურთხით გავიხადე ხალათი, საწოლზე ავბობღდი, თეთრი ზეწარი ნიკაპამდე ავიფარე:

_ რომ ვერ მოვასწროთ?

_ მოვასწრებთ, რას ჰქვია ვერ მოვასწრებთ... _ ექიმმა, ენერგიულმა მამაკაცმა ხორციანი ლოყებით, სადენები ქსელში შეაერთა, ბოლოები სხეულზე შემაბა და კომპიუტერის ეკრანზე აციმციმებული პულსაცია შეამოწმა. _ ახლა ხელი... მარჯვენა ხელი მომეცით, გეთაყვა. გადაიწიეთ პერანგის სახელო, ვენა დამანახეთ, ვენა! ნუ გეშიანიათ, იათამზე, წვეთოვანს ბუტაფორიის ვარიანტში გაგიკეთებთ და პლასტირით შევნიღბავ. აი, ასე.

ვიდრე ის წვეთოვანთან ჯადოქრობდა, პალატის დასაზვერად გამომძიებელი შემოვიდა, გამამხნევებელი მზერა მესროლა, ბრაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალი შეამოწმა და ექიმთან ერთად გაუჩინარდა.

მარტო დავრჩი. ოპერაცია კოდური სახელწოდებით `საქათმეში შეპარული მელა~ დაიწყო...

კარის გაღების ხმა არ გამიგია, მხოლოდ ჰაერის ვიბრაცია ვიგრძენი. ასევე ვიგრძენი როგორ დამაჯდა შუბლზე გაზაფხულის ბუზი. ეს აბეზარი ბუზი წეღან დავინდე. ოპერაცია თუ ჩაიშალა, მწარედ დავისჯები უადგილო გულისხმიერებისთვის. ბუზი პაწია ფეხებს მიცაცუნებს. მეღუტუნება სასტიკად. მაკა მომიახლოვდა. საწოლთან შედგა. უარყოფითი ენერგეტიკა ეტყობა ბუზმაც იყნოსა და გაფრენით უშველა თავს.

_ შენ თავად გამოუწერე განაჩენი საკუთარ თავს. _ ჩამჩურჩულა მაკამ, მაჯიდან წვეთოვანი გამომაძრო და გავეშებული შეუდგა აპარატურის ქსელიდან გამორთვას.

ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, გაფრენილი ბუზი ვინატრე. რაღას უცდიან გამომძიებელი და მისი ჩაფრები?! ვაიდა, ქსელიდან გათიშვას არ დასჯერდა და დანით აკუწვა დამიპირა... ხუთამდე დავითვლი და თვალს გავახელ.

თვალი მართლაც გავახილე, რადგან პალატაში პირველყოფილი ყიჟინით შემოიჭრნენ ნანატრი `ჩაფრები~.

_ _ _

_ ერთი ზარის უფლება მომეცით და ყველაფერს მოგიყვებით. _ თქვა ალყაში მოქცეულმა მაკამ.

გამომძიებელმა სპეცრაზმელებს გარეთ გასვლა უბრძანა, მაკას კი მობილური მიაწოდა. `ერთი ზარი,~ რასაკვირველია, შვილთან გაუშვა:

_ ელენე, შვილო, მნიშვნელოვან საქმეზე გირეკავ, გთხოვ, არ გამაწყვეტინო. ჩემი მაგიდის უჯრაში დალუქული წერილია, გახსენი და წაიკითხე. დასკვნის გამოტანა შენთვის მომინდვია.

სულ ეს იყო, რაც მაკა გომართელმა ქალიშვილს დაუბარა, რის მერეც მე მომიბრუნდა, თითქოს სამართალდამცველთან კი არა, ჩემთან ჰქონდა ანგარიში ჩასაბარებელი.

Page 92: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მაპატიეთ, იათამზე, თქვენც და დათამაც. თქვენ არაფერ შუაში იყავით ამ გაუგებრობასთან, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდით სხვისთვის დაგებულ მახეში. დიახ, ეს მე შევცვალე მონაცემები დინას ანკეტაში, _ ამჯერად მაკამ გამომძიებელს სცა პატივი, თუმცა ჩემს საწოლზე ჩამოჯდა, _ მოწამვლის ფაქტის გადაფარვის მიზნით. დიახ, ეს მე ჩავუწვეთე შხამი წვეთოვანში, რამაც ანაფილაქტიკური შოკი გამოიწვია. ეს ყველაფერი მე გავაკეთე და არ ვნანობ. სამწუხაროდ, დათა მეტრეველი შემრჩა - ყველაზე პატიოსანი ექიმი სამშობიარო სახლში. სტრატეგიული შეცდომა დავუშვი, მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა მისი ცოლის დედუქციურ შესაძლებლობებზე. დინა ნადიბაიძით მთავრდებოდა იმ ადამიანების, უფრო სწორედ, არაადამიანების სია, ვისაც ბრალი მიუძღვის ჩემი ქალიშვილის გაუბედურებაში. პირველი ლექსო ლორთქიფანიძე იყო _ უსამართლო, ცინიკოსი, გარყვნილი მამათმავალი, რომელმაც იმთავითვე აითვალისწუნა ჩემი ელენე, თეა ჯიქია იყო მისი ფავორიტი, ოღონდ ის გაეყვანა პირველ ადგილზე, წესდებასაც მიაფურთხა და ჟიურის დანარჩენი წევრების აზრსაც. თეას არ ეკუთვნოდა დედოფლის ტიტული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასაკით არ ეკუთვნოდა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს, კონკურსის ფინანსური სადავეები ლექსოს ხელში იყო, ინკოგნიტო მფარველის აჩრდილმაც იქონია გავლენა დამსწრე საზოგადოებაზე. ვაღიარებ, რომ მოვწამლე. მინდოდა ისე გამწარებულიყო, როგორც ჩემი ელენე გამწარდა.

_ რამ გაამწარა, მეორე ადგილმა? _ ვერ მოვითმინე მე.

მაკამ გამანადგურებელი მზერა მესროლა:

_ მარტო მეორე ადგილში რომ ყოფილიყო საქმე, რა მიშავდა... მართლა გიჟი კი არ ვარ, ადგილის გამო ადამიანებს წირვა გამოვუყვანო! საქმე სხვა რამეშია... დამარცხებამ იმდენად იმოქმედა ელენეს სათუთ ფსიქიკაზე, რომ იმ საღამოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა _ საწამლავი დალია. რას წარმოვიდგენდი, რომ მარტო, ჩემ გარეშე გაბედავდა სარდაფში ჩასვლას, მას ხომ ბავშვობიდან ეშინოდა სიბნელის! სარდაფში შხამის შემცვლელი პრეპარატები ინახებოდა _ თაროებზე ჩამწკრივებული, წლების მიხედვით დანომრილი, სპეციალურ ჟურნალში გატარებული... ჩემი მეუღლე უნიჭიერესი ქიმიკოსი გახლდათ, შხამ-ქიმიკატების კომბინატში მუშაობდა, მაგრამ ისე მოკვდა, შესაფერისი აღიარება ვერ ეღირსა. ვინ მოთვლის, რამდენი გამოგონება დარჩა განუხორციელებელი, უსახელოდ მიიცვალა ნობელის პრემიაზე მეოცნებე კაცი. სარდაფში მთელი ლაბორატორია ჰქონდა გამართული, ვირთხებზე ატარებდა ცდებს. მისი გარდაცვალების შემდეგ იქაურობისთვის ხელი არ მიხლია, ვიფიქრე, მის საქმის გავაგრძელებ, პროფესიაც ხელს მიწყობდა, მაგრამ ვერც დრო გამოვნახე, ალბათ არც შესაფერისი ნიჭი აღმომაჩნდა, თუმცა შხამების წარმომავლობასა და მოხმარებაში ვირტუოზულად ვერკვევი. ელენეს არასოდეს იტაცებდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხელოვნებაზე იყო ჩაციკლული, იმიტომაც შეეშალა საწამლავის დოზა, ჯეროვნად ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგები. დღეს ის არა მხოლოდ სულით, სხეულითაც ხეიბარია. ჰო, ჩემი გოგონა ყავარჯნებით გადაადგილდება, სახის კანი კი იმაზე უარესად აქვს დაზიანებული, ვიდრე მის მტრებს.

მაკას ნამოქმედარს გამართლება არა აქვს, მაგრამ ქალიშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოტივაცია გამოიკვეთა. პრინციპით _ ხემი შვილის გაუბედურებაში ყველა დამნაშავეა ჩემ გარდა _ მტრებს გარეთ დაუწყო ძებნა. ასე იქცევა ადამიანი, რომელსაც ქვეცნობიერად აწუხებს დანაშაულის კომპლექსი.

_ იქნებ თქვენ ჯიბრზე მოიქცა ასე?

_ ჩემ ჯიბრზე? _ მაკა შემცბარი მომაჩერდა. _ მე და ელენე რამ გაგვყო? ჩვენ ერთნი ვართ! მისი წარმატება ჩემი წარმატებაცაა, მისი დამარცხება _ ჩემი დამარცხება. გადაყოლილი დედა ვარ, მთელი ცხოვრება შევწირე, თავს ვევლებოდი, მან კი რითი გადამიხადა სამაგიერო?!

Page 93: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

`სამაგიერო~, _ მაინც წამოცდა ქვეცნობიერში დალექილი. კარგად იცის, რომ ლომის წილი მიუძღვის შვილის უბედურებში. მისმა ჰიპერაქტიურმა ხასიათმა მიაღებინა ელენეს უკიდურესი ზომები. სადამდე უნდა მიიყვანო ცხრამეტი წლის გოგო, რომ საკუთარი თავი შესძულდეს?! ნათლად წარმოვიდგინე სცენა, როგორ ასხამს მაკა ცეცხლზე ნავთს ისედაც ემოციურსა და ფობიებით დატანჯულ ქალიშვილს.

_ თეას რაღას ერჩოდით, მას რა ხელი მიუწვდებოდა ჟიურის გადაწვეტილებასთან?

_ ელენეს დასაშოშმინებლად მოვიქეცი ასე. საშინლად განიცადა, როდესაც შემთხვევით ქორწილში მოსაპატიჟებელ მოსაწვევს წააწყდა. ჩემი შვილის ხარჯზე ვერ გავაბედნიერებდი ფუთურიძეების რძალს, ვერა! ალბათ გახსოვთ, ტორტის ჩამორიგების წინ საპირფარეშოში გავედი, მაგრამ იქამდე ტორტის ნაჭერს შხამი მოვაპკურე. ამის გაკეთება არ იყო რთული, ტორტს მზარეულები ჭრიდნენ, თეფშებზე აწყობდნენ და სტუმრებთან გაჰქონდათ. ქეთინოც ეხმარებოდა და მეც წავეშველე. ზუსტად ვიცოდი, რომ მხატვრულად გაფორმებული ნაჭერი ბეზეს ვარდისფერი მტრედით პატარძლისთვის იყო განკუთვნილი.

_ შედეგი მიიღეთ? ყავარჯნები გადააგდო თქვენმა ქალიშვილმა თუ სახე გადაეწმინდა?

_ გული მოიფხანა. ალბათ. _ დააყოლა ყოყმანით.

_ უდანაშაულო ადამიანის გაუბედურება ღირდა გულის მოფხანად?

_ თეასთან დაკავშირებით ალბათ გადავაჭარბე, მაგრამ როგორც კი ქმართან გაყრის შესახებ შემატყობინეთ, შემეცოდა და შხამის დასახელება დაგიმესიჯეთ.

_ ლექსო ლორთქიფანიძის მკვლელობასაც მომეტებული გულისხმიერით ახსნის? _ ჩაერია გამომძიებელი.

_ მკვლელობაზე ბოდიში მოიხადეთ, _ ნიშნისმოგებით მიუგო მაკამ, _ მე ის არ მომიკლავს, თუმცა გათვლაში არ შევმცდარვარ. როდესაც იათამზემ ლექსოსთან ვიზიტის შესახებ ანგარიში ჩამაბარა, მივხვდი _ დიზაინერს ეჭვი თავის საყვარელზე აქვს, რაც ჩემ წისქვილზე ასხამდა წყალს. მაშინ გადავწყვიტე ორ ფრონტზე მემოქმედა. პირველი _ მესარგებლა საყვარლებს შორის არსებული გაუგებრობით, მეორე _ ლექსო სხვისი ხელით მომეშორებინა თავიდან. ამ ხერხით ძიებასაც კვალს ავურევდი, საზოგადობასაც გავათავისუფლებდი ამორალური სუბიექტისგან. გავლენიანი პარტნიორის შესაფუცხუნებლად ერთი წერილი აღმოჩნდა საკმარისი. იმ ადამიანის ვინაობას არ დაგისახელებთ, ცნობილი მხატვარია და თავად იმტვრიეთ თავები. ერთს გაგიმხელთ: წერილში ლაპარაკი იყო შანტაჟზე, სადაც მოწამლული ლექსო იმუქრებოდა, რომ თუ მეგობარი მამაკაცი არ გადაუხდიდა უცხოეთში მკურნალობის ხარჯებს, მისი ცოლის იმეილზე დაჯდებოდა ქმრის სექსუალური ორგიების ამსახველი ფოტოსურათები. როგორ იმოქმედა წერილის შინაარსმა გავლენიან ბისექსუალზე, თავად განსაჯეთ. ფაქტია, რომ ლექსო აღარ არის ცოცხალი.

_ ისიც ფაქტია, რომ ციხეში მოგიწევს ყურყუტი, მაშინ, როდესაც თქვენს ქალიშვილს სწორედ ახლა სჭირდება დედის დახმარება. _ გამომძიებელს ზიზღით მოექცა სახე და მოკლე ფეხი იატაკს დაჰკრა.

_ მე არავინ მომიკლავს. _ მიამიტად წამოიკნავლა მაკამ.

_ იათამზეზე თავდასხმას რომ თავი დავანებოთ, თქვენ დაასახიჩრეთ და მომავლის პერსპექტივა მოუსპეთ სამ ადამიანს, აქედან ერთ-ერთი, შემოვლითი გზით იმქვეყნად გაისტუმრეთ. მკვლელობაზე უარესი ჩაიდინეთ, ნუთუ არ გესმით?!@

Page 94: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მესმის და მზად ვარ გამოვასწორო შეცდომა. ზუსტად ვიცი იმ ვაქცინის ფორმულა, რომელიც ნეირორიცინის მოქმედებას გაანეიტრალებს, ჩემი ქმრის ხელნაწერებში ცდების შედეგები სკურპულოზური სიზუსტითაა აღწერილი. ელენეს მათი გათვალისწინებით ვმკურნალობ. ცხენის დოზა რომ არ მიეღო, უკვე ფეხზე იდგებოდა. დამბლამ ზურგის ტვინის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა და მოძრაობის უნარის დაქვეითება გამოიწვია, მაგრამ დამეწმუნეთ, ეს დროებითია... გუშინ თავისით დაიჭირა კოვზი, ამ დილით ვიოლინოს ჩამოღება მთხოვა. ეტყობა დაკვრა მოენატრა. კი, კი, ასეა! _ მაკამ ზუსტად ისეთი გამომეტყველება მიიღო, როგორც მაშინ, მანქანაში. ამას ჰქვია სიგიჟესთან მიახლოებული ფანატიზმი, _ იცით, დამბლას ხშირ შემთხვევაში ფსიქოგენური ხასიათი აქვს, _ განაგრძო ენთუზიაზმით, _ ისტერიის ფონზე ვითარდება, ჩააგონებ თავს, რომ ავად ხარ და მორჩა, ვერ ინძრევი. ელენეს ბავშვობიდან აკლდა საკუთარი თავის რწმენა, ამიტომაც რთულად ემორჩილება მკურნალობას. ყველაფერი დროს ამბავია, სიკვდილამდე ხომ არ ვიჯდები იმ ციხეიი, ოდესმე ალბათ გამომიშვებენ...

_ ელენე საქმის კურსშია დედამისის საგმირო საქმეების შესახებ? _ შევაწყვეტინე ეშხში შესულ დამნაშავეს.

_ ახლა ეცოდინება. იმედია, გამიგებს. _ მაკას ნერვიულად შეუხტა გადაფითრებული ტუჩები.

მე და გამომძიებელმა ერთდროულად შევხედეთ ერთმანეთს. საშინელმა წინათგრძნობამ ადგილიდან წამომაფრინა. ის იყო, პალატიდან გავარდნას ვაპირებდი, კარებში დათას შევეჩეხე. ჩემ დანახვაზე შვებით ამოისუნთქა:

_ ცოცხალი ხარ?

_ მე კი ვარ, ცოცხალი, მაგრამ...

_ გაიქეცით, იათამზე, ნუღარ აყოვნებთ. _ მიყვირა გამომძიებელმა.

_ რას დაფეთდით, ადამიანებო, რა ვთქვი ასეთი?! _ მაკა ფრინველივით ატრილებდა კისერს, ვერაფრით ჩახვდა ჩვენი შეშფოსების მიზეზს.

დათას მაჯაში ხელი დავავლე და ძალით გამოვათრიე პალატიდან.

_ _ _

თხუთმეტ წუთში ჩვენი მანქანა მაკა გომართელის სახლს მიადგა. როგორც კი ეზოში აყაყანებული ხალხი შევნიშნე, მივხვდი _ ვერ მოვასწარით.

_ რომელი სართულიდან გადმოხტა?

_ მგონი მერვე.

_ აუუუ...

_ თავი მოიკლა, ტო?

_ აბა, კაცო, საწყალი...

_ მანდ ლაბორანტკა და მისი სკრიპაჩკა გოგო არ ცხოვრობს?

_ მერე ის ხეიბარი როდისაა?

_ აუჩმ... ეს მართლა ხეიბარი ყოფილა, აგერ, ყავარჯნებიც გდია.

Page 95: 11 ფრენა ყავარჯნებით - მაია ბურჭულაძე

_ მაგიანა გადმოფრინდა, ჩემი თვალის დავინახე. ეზოში ძაღლს ვასეირნებდი და უცებ ჩრდილი დამეცა. ავიხედე _ ქალი მოფრინავს, ყავარჯნებით. ეგეთი არაფერი მინახავს... კვახივით გასკდა!

_ მეც ხმაზე გადმოვიხედე აივნიდან. უკვე ძირს ეგდო, აქეთ _ ყავარჯნები ეყარა.

_ საწყალი, სულ ახალგაზრდაა...

_ რანაირი დაკოჟრილი კანი აქვს, ერთი კვირის მკვდარსა ჰგავს.

_ მაკას ნათესავი თუა...

_ რატომ აქამდე არ მომიკრავს თვალი?

_ ე, ვინმემ დარეკოს მაკასთან, სამსახურში იქნება... კარის მეზობელი მოვიკითხოთ, იმას ეცოდინება ნომერი.

_ ხალხო, მაკას გოგოს მობილური იცის ვინმემ?

_ ელენე მგონი თბილისში არაა, ერთი თვე იქნება, რაც არ მინახავს.

_ ელენე არა და, აგერ, სასწრაფო გამოჩნდა...

პატრულის ყაპყაპისა და რეანიმობილის კივილის ფონზე დავტოვეთ შემთხვევის ადგილი. მივდიოდი და ვფიქრობდი. შურისძიების მასშტაბით შვილმა დედას გადააჭარბა. დედა თუ სხვების გამწარებით ცდილობდა თვითდამკვიდრებას, შვილმა უშუალოდ დედისკენ მიმართა შურისძიების ვექტორი. მან დუელში გამოიწვია დედა-დიქტატორი, სასიკვდილოდ დაიჭრა და დაამტკიცა, რომ ისიც პიროვნებაა და არა მამამისის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში გამოზრდილი ვირთხა.

2008 წელი დასასრული