საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

26
სსსს სსსსსს: სსსსსსს სსსსსს სსსსს სსსსსს სსსსსსსსს სსსსსს სსსს სს სსსსსს სსსსს სსსსსს სსსსსსსს

description

jurnali

Transcript of საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

Page 1: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები

დღეს ნიხავთ:დათვებიმგლებილურჯი ვეშაპიხორასნელი ჭაბუკიიხვი და მყვარიშვლის ნუკრის ნაამბობი

Page 2: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

დათვისებრნი (Ursidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელი რიგისა. აერთიანებს თანამედროვე მტაცებლების ყველაზე დიდი ზომის სახეობებს. ზოგი ეგზემპლარის სხეულის სიგრძეა 3 მ, წონა 750-1000 კგ. აქვთ ხშირი ბალნით შემოსილი მასიური სხეული, მძლავრი კიდურები, დიდი თავი, პატარა ყურები და მოკლე კუდი, თათებზე ხუთ-ხუთი თითი, მაგარი და ბლაგვი ბრჭყალები. მეტწილად ერთი ფერისანი არიან - თეთრი, მურა, შავი, რუხი. ზოგს ყელზე და მკერდზე თეთრი ხალი აქვს. ბინადრობენ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; უმრავლესობა - უღრან ტყეში, ზოგი ღია ადგილებში, ერთი სახეობა- არქტიკაში, სადაც აღწევს ყინულოვან ველებს. თეთრი დათვი ცოცხლობს 30 წლამდე, მურა დათვი - 45 წელზე მეტს. გამოსადეგია დათვის ხორცი, ტყავი, ცხიმი. ზოგან ისინი ზიანს აყენებნ ნათესებს, მეფუტკრეობას, მეცხოველეობას. ოჯახში შვიდი სახეობაა, რომლებსაც აერთიანებენ 5 გვარში. საქართველოში გვხვდება მურა დათვი. აღსანიშნავია აგრეთვემალაიური, ტუჩა და სათვალიანი დათვი, ბარიბალი და გრიზლი.

ერთ დროს დათვები ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მართადლია დათვები ხმელეთის ყველაზე დიდი მტაცებლები, ანუ ხორცისმჭამელი ცხოველები არიან, მაგრამ ხორცი იშვიათობაა მათ რაციონში.

დათვისებრთა ოჯახში გაერთიანებულია შვიდი სახეობა, რომლებიც მსოფლიოს განსხვავებულ კუთხეებში ბინადრობენ და ინდივიდუალური დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევიან. მართალია დათვები საკმაოდ განსხვავდებიან სიდიდით, მაგრამ ყველა მათგანს აქვს მასიური ტანი, მოკლე მძლავრი კიდურები და მოკლე კუდი. დათვის კიდურები დიდი და ბრტყელია, თითოეული აღჭურვილია ხუთი გრძელი და ბასრი ბრჭყალით, რომელიცკატებისგან განსხვავებით, ჩამალული არ არის. დათვის მთელი სხეული დაფარულია ხშირი ბეწვით, რომელიც სახეობების მიხედვით განსხვავდება ფერითა და სიგრძით. მათ ფართო თავზე პატარა თვალები და მომრგვალო ყურები აქვთ. ცხვირი პრიალა და მუდამ სველი აქვთ, ძაღლების მსგავსად.

დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად

Page 3: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია, თუმცა თეთრი დათვს არცერთი შეედრება.

კვება 

მურა დათვი თევზაობისას

მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება. ამგვარად ის ყველაფერს მიირთმევს, მცენარეებსაც და ხორცსაც, რასაც უფრო ადვილად მოიპოვებს. შერეული საკვების მიღებამ შეცვალა დათვის კბილების აგებულება. მჭრელები მას უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე სხვა მტაცებლებს, რის საშუალებითაც ის კბეჩს მცენარეულ საკვებს.

გამონაკლის წარმოადგენს თეთრი დათვი. თოვლიან და ყინულიან გარემოში მცენარეები არ ხარობს, ამიტომ ეს დათვი აქტიური მონადირეა. უფრო ხშირად მის მსხვერპლს სელაპი წარმოადგენს. სხვა დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებება, ასევე თევზებით... ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.

დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას, დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს.

ცივ რეგიონში მობინადრე დათვები, თეთრი დათვების გარდა, მთელი შემოდგომის განმავლობაში ინტესიურად იკვებებიან, რათა საკმარისი ცხიმის მარაგი დააგროვონ მომავალი ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ.

ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება

Page 4: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის.

დაწყვილება 

ამერიკული შავი დათვები

დაწყვილების პერიოდი ზომიერ და არქტიკულ რეგიონებში მობინადრე დათვებისთვის, ჩვეულებრივ, გაზაფხულია. მაკეობა ხანმოკლეა, თუმცა იმის გამო, რომ დათვი არ მშობიარობს მანამ, სანამ ზამთრის შუა ძილში არ იქნება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაცია ხდება მხოლოდ ოქტომბე-ნოემბერში, ამ პროცესს „დაგვიანებული იმპლანტაცია“ ეწოდება.

დათვი შობს წარმოუდგენლად პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან და ძალიან ჰგვანან პატარავირთხებს. ისინი თვალაუხელელნი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან რა ბუნაგში დედასთან, მისი ნოყიერი რძით იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. როდესაც გაზაფხულზე ისინი ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან, უკვე მოზრდილები არიან

დათვები, როგორც წესი, ეულად ბინადრობენ, თუმცა საკვების მოპოვების დროს ხშირად იკრიბებიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ.

საფრთხეში მყოფი დათვები 

ბამბუკის დათვი - გიგანტური პანდა

Page 5: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

საუკუნეების განმავლობაში დათვების ყველა სახეობაზე ნადირობდნენ. გამოსადეგია დათვის ხორცი, ტყავი, ცხიმი, მათ აბარებე ზოოპარკებში ან უბრალოდ სპორტული ინტერესის გამო ნადირობდნენ მათზე.

ყველაზე დიდი ზიანი მიიღო გრიზლიმ. თუმცა გადაშენების გზაზეა ჰიმალაიური , მალაიური და სათვალიანი დათვებიც.

შედარებით ნაკლები საფრთხის ქვეშ იმყოფება ბარიბალი, თუმცა წარსულში მასზე იყო გაჩაღებული უმოწყალო ნადირობა. ერთ დროს დიდი საფრთხე ემუქრებოდა თეთრ დათვსაც, თუმცა 1970 წლიდან მათ განსაკუთრებით იცავენ, რამაც ამ მტაცებლების რიცხვის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ასევე, ტუჩა დათვიც, თუმცა მისი საბინადრო ტერიტორიები განადგურების პირას არის.

კლასიფიკაცია 

დათვების ხუთ გვარში გაერთიანებულია შვიდი სახეობა. მათი საცხოვრებელი ადგილი მოიცავს, როგორც არქტიკას ასევე ტროპიკებს.

მგლები

მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცააბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და

Page 6: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.[1]

ზოგადი მიმოხილვა 

მგლის ჩონჩხი

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა (Carnivora) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი (Canis rufus ) და რუხი მგელი (Canis lupus). რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია და სქელი, თეთრი ბეწვი აქვს.

მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი - ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან. მგელი "სოციალური" ცხოველია და მის ოჯახში "რანგების" დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზოგრჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. "სოციალური რიტუალები", რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში "გადაყენებული" მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ.

წარმოშობა 

Page 7: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

მიუხედავად იმისა, რომ რუხი მგლის წარმოშობა კამათის საგანია, მიმდინარე თეორიების მტკიცებით ეს სახეობა პირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაჩნდა პლეისტოცენის ეპოქაში. მიტოქონდრიის უჯრედებიდან აზიურ ქვესახეობებზე დნმ-ს ანალიზი მეცნიერებს უფლებას აძლევს დაადგინონ მგლების გენეოლოგიის საწყისი თარიღი. დროთა განმავლობაში სახეობის დნმ-ში დაფიქსირებული ცვლილებების სიხშირე მიუთითებს აზიური ხაზის დაახ. 800 000 წლის წინ წარმოშობაზე, მაშინ როცა ევროპული და ჩრდილოამერიკული სისხლის ხაზები 150 000 წლით თარიღდება.[2] მგელი ჩრდილოეთ ამერიკაში ძველი მსოფლიოდან ბერინგის სახმელეთო ხიდით შეიჭრა (რომელიც ერთ დროს ალასკასა და ციმბირს აერთებდა) და სამხრეთისკენ მოგზაურობდა ბოლო გამყინავრებამდე დაახ. 18 000 წლის წინ.[3]

ტერიტორია

მექსიკური მგელი (Canis lupus laileyi). ეული მგელი, ხშირ შემთხვევაში მამრი მგელი, ბევრს ხეტიალობს,

რათა იპოვოს მყუდრო ტერიტორია. მოგზაურობისას იგი სიჩუმეს ამჯობინებს და თავს არიდებს ყმუილს, რათა

გზად მგლების მოწინააღმდეგე ხროვას არ გადააწყდეს.

ხროვის ყველაზე ახალგაზრდა წევრები, რომლებსაც ყველაზე დაბალი "რანგი" აქვთ, ხშირად ტოვებენ საკუტარ ოჯახებსა და ახალი ხროვის შესაქმნელად მეგობრებს ეძებენ. ასეთი "ეული მგლები", როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდები არიან და ბევრი ხეტიალი უწევთ.

მოხეტიალე მგელი ცდილობს გვერდი აუაროს სახვა ხროვის ტერიტორიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება ჩხუბი მოუვიდეს ამ ხროვის წევრებთან, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მისთვის. მიუხედავა იმისა, რომ მგლის ხროვის წევრები ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში, დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას, ისინი ერთად იკვრებიან და მტერს კლავენ. ამიტომაა, რომ ეულად მოხეტიალე მგლებს მეტი ყურადღება მართებთ, რათა გზად მგლების ხროვას არ გადაეყარონ. შემოდგომასა და ზამთრის პერიოდებში მგლების ხროვა მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ტერიტორიას. ტყიან რიონებში ეს ტერიტორია ხშირად მცირე ფართობისაა, დაახლოებით, 100 კვადრატულ მეტრამდე და კარგადაა დაცული. მგლების ხროვის კუთვნილი ტერიტორიის ფართობი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ნადავლი მოიპოვება ამა თუ იმ ტერიტორიაზე. რაც ნაკლებია ნადავლი, მით უფრო ფართოვდება დაცული გერიტორია. მაგალითად, ჩრდილოეთის ირემზე მონადირე მგლები ირმების ჯოგს თან

Page 8: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

დაჰყვებიან არქტიკის ტუნდრებში მათი მიგრაციის მარშუტზე. ჩრდილოეთის ირმის თითქმის თითოეულ ხოგს დასდევს საკუთარი "შემოჩვეული" მგლის ხროვა. ალასკაზე შემჩნეულმა ერთ-ერთმა ასეთმა ხროვამ ექვს კვირაში 1100 კმ გაიარა, მთლიანობაში - 13000 კვ. კმ-ის ფართობი.

სუნით დანიშვნა 

მგლების ერთმანეთთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ხერხია ყმუილი. ამით მგლის ხროვა მოწინააღმდეგე ხროვას

ამცნობს თავის ადგილსამყოფელს (Canis lupus lupus).

ზემოთხსენებული ფართობის მთლიანად საკუთარ ტერითორიად მითვისება მგლის ხროვას არ ძალუძს. ტყეში მობინადრე მგლები შედარებით პატარა ტერიტორიებს ითვისებენ. მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

ყმუილი 

ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.

ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს ჩასაფრების მიზენით. ასეთი მოქმედება ახასიათებთ იმ მგლებს, რომლებიც ბინადრობენ ისეთ მიდამოებში, სადაც თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია და მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო.

გამრავლება 

Page 9: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს

თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ (Canis

lupus).

გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება გამრავლების სეზონისათვის - ეძებს მყუდრო ბუნაგს.

ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა. ეს მდედრი მგელი, როგორც წესი, ხროვის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც გვიან ზამთარში მძუნაობს ასევე უმაღლესი რანგის წარმომადგენელ, ხროვის ლიდერ მამრ მგელთან (მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი პარტნიორების ერთგულები არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში).

მაკეობა შვიდ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს. პირველი სამი კვირის განმავლობაში დედა მგელი ძუძუს აწოვებს მათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს, საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო ხეტიალობენ და უზრუნველყოფენ დედა მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს საკვებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძიძების როლსაც ასრულებენ, უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.

ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წელის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი თნდათანობით სწავლობენ, თუ როგორ, სად და რაზე ინადირონ, მოზრდილ ასაკში კი ცდილობენ საკუთარი ხროვების შექმნას.

ნადირობა 

Page 10: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

დიდ ცხოველზე ნადირობისას მგლები გუნდური პრინციპებით ხელმძღვანელობენ. პირველად მოპოვებულ

საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ ხროვის დანარჩენ წევრებს ჭამის უფლება.

მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაწერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ზოგჯერ ხილისა და ხავსურას უჩვეულო "სალათი". ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს წაროადგენს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს.

თუ სანადიროდ გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი ცხენ-ირემიც კი, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი ნადავლის დაჭერისა და შთანთქმისათვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გაბედულობა და გუნდური თანადგომა. ხროვებად ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია.

ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას - ყნოსვას. როდესაც მგლების ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის ნაკვალევს, მისი ყველა წევრი წუთიერად ჩნდება , თავს ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული წესით.შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ მინდორში მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ხოლო ტყეში კი ადვილი შესაძლებელია ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას.

ნადირობისას მგელი წარმატებას ახწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს. დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, წიხლით იგერიებენ მგლის შემოტევას. ასეთ შემთხვევაში მგელი ამჯობინებს უფრო იოლი ნადავლის მონადირებას. თუ მსხვერპლი გაექცა მგელს, ის მისდევს მას, თუმცა თავს ანებებს იმ შემთხვევაში თუ უმალვე არ დაეწევა. მგლებისთვის ასეთ შემთხვევაში ენერგიის დახარჯვას არავითარი აზრი არ აქვს.

ბუნებრივი გადარჩევა 

Page 11: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

რუხი მგლის განსაკუთრებული ბეწვის საფარი იცავს მას ზამთრის სუსხისაგან და უზრუნველყოფს მის

უსაფრთხოებას მთასა თუ ტყეში (Canis lupus ).

მგელი, ჩვეულებრივ, არ ერჩის დიდი ზომის ზდასრულ და ჯამრთელ ცხოველებს. ხროვა ძირითად ნადავლად ირჩევს ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ბებერ, ძალიან სუსტს, ან ავადმყოფ ცხოველს. მგლების ნადირობაზე დაკვირვებისას ჩრდილოეთის ირმებსა თუ გარეული ხარების ჯოგებზე, შესამჩნევია, რომ ხროვა თავს ესხმის ჯოგისაგან ჩამორჩენილ ცხოველს, რომელიც სხვებისაგან განსხვავებით ძალიან სუსტია. მგლების მიზნის ქვეშ მყოფი ჯოგები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ უსუსური წევრების დაცვას, ამ დროს ისინი ირქინებიან ან წიხლებით იგერიებენ მგელს. თუმცა მგლები უსაფრდებიან ასეთ ჯოგებს და ელოდებიან სათანადო მომენტს, რათა უბრძოლველად ჩაიგდონ ხელში იოლად მოსაპოვებელი ნადავლი. ზოგჯერ მგელი უკან იხევს, თუმცა თუ მან ცხოველთა ჯოგში ძალიან ახალგაზრდა ან ავადმყოფი წევრი შენიშნა, ელოდება თავის შანსს.

გუნდური მოქმედება

კბილების დაღრეჭა ძალიან მრისხანე შესახედაობას აძლევს მგელს. ასეთ პოზას მგელი თავდასხმის ან

თავდაცვის მომენტში იღებს (Canis lupus).

მგლის შანსები ნადირობისას გაცილებით მაღალია გუნდური მოქმედების დროს. ამ დროს ორი ან სამი მგელი ჩასაფრებულია, დანარჩენები კი თავს ესხმიან მსხვერპლის ჯოგს, პანიკაში აგდებენ მას და მახისაკენ იტყუებენ. ამის შემდეგ ისინი თავს ესხმიან მსხვერპლს და ამ დროსაც გუნდურად მოქმედებენ. პირველად საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, იგი ნაკუწებად აქცევს მსხვერპლს, რის გამოც მთლიანად ისვრება სისხლში. მხოლოდ ამის

Page 12: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

შემდეგ აქვთ სხვა მგლებს ჭამის უფლება. თუ ნოყიერი სადილის შემდეგ მგლებს რჩებათ საკვები, მას მიწაში ფლობენ მომავლისათვის, ან უბრალოდ თავს ანებებენ.

სადილის შემდეგ მგელი პირს იბანს უახლოეს წყაროზე, შემდეგ იძინებს. გაღვიძებული ისევ იწყებს საკვებზე ზრუნვას. თუ ხროვაში ამ პერიოდისთვის არსემობს დედა მგელი და მისი ლეკვები, თითოეული წევრი ზრუნავს მათ გამოკვებაზე და საჭმლით ამარაგებს მათ ბუნაგში.

ჩვეულებრივ, მგელი მიირთმევს 10 კგ-მდე ხორცს ერთ ჭამაზე. ხშირად მგელი საკუთარი ნადავლის ტყავსა და ბეწვსაც მიირთმებს. ზოგჯერ მგელი რამდენიმე დღე მშიერი დაძრწის, რადგან ნადირობის პროცესი საკმაოდ მძიმე და ხშირად უშედეგოა. რთულ გარემო პირობებში გადასარჩენად მგელს დიდი ძალისხმევა ესაჭიროება.

საინტერესო ცნობები

ერთ დროს მგელი ძალიან გავრცელებული იყო ბრიტანეთის ტერიტორიაზე. 1066 წლის ჰასტინგის ბრძოლის შემდეგ ბრძოლის ველზე უამრავი დახოცილი ბრიტანელი მეომარი იქცა "მგლის სადილად". მე-16-ე საუკუნეში შოტლანდიაში მძვინვარებდა "მგლის ეპიდემია". უკანასკნელი შოტლანდიური მგელი მოკლეს 1743 წელს.

არქტიკული მგლები ბინადრობენ ისეთ შორეულ ჩრდილოეთში, რომ ზამთარში მათ სრულ სიბნელეში უწევთ ნადირობა. ამის მიუხედავად, აღნიშნული ჯიში კარგად ვითარდება, რადგან იგი დაცულია უდიდესი მტრისგან - ადამიანისგან.

მგელი დღესაც ძალიან გავრცელებულია ტრანსილვანიაში, სადაც იგი მაქციებზე შექმნილი ლეგენდების მთავარი გმირია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

Page 13: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

წითური მგელი (სურათზე) დიდი იშვიათობაა; მის მშობლიურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში ხორციელდება

სხვადასხვა პროგრამა ამ ჯიშის ხელოვნრი გამრავლების მიზნით (Canis rufus).

დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გადარჩენილი. ე.წ. წითური მგელი გავრცელებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში, თუმცა ახლა მისმა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. რუხი მგელი კი, დღესაც, ფართოდაა გავრცელებული კანადაში, ალასკაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და ციმბირში.

ლურჯი ვეშაპი

ლურჯი ვეშაპი (Balaenoptera musculus), ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა. ტანად ყველაზე დიდი ცხოველია, მისი სხეულის სიგრძე 33 მ, მასა 150 ტ აღემატება. აქვს პატარა ზურგის ფარფლი, ზედა ყბაზე — 350-800 წყვილი რქოვანი შავი ფირფიტა. ლურჯი ვეშაპის არეალი ძალზე ფართოა, თუმცა თითქმის განადგურებულია. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად წყვილად ან 3 ერთად. იკვებება კიბოსნაირებით (თევზს არ ჭამს). ყოველ 2-3 წელიწადში დედალი შობს 1 ნაშიერს, რომლის სიგრძეა 6-8 მ, მასა 2-3 ტ. ნაშიერი 7-8 თვე რძით იკვებება (ვეშაპის რძე 35-60%-მდე ცხიმს შეიცავს). მაკეობა 11 თვემდე გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლისა. ერთი ლურჯი ვეშაპი საშუალოდ იძლევა 15-20 ტ ცხიმს და 35-40 ტ ხორცს. 1966 წლიდან ლურჯ ვეშაპზე ნადირობა აკრძალულია.

ხორასნელი ჭაბუკი

Page 14: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

რევაზ ინანიშვილი

ხომ მიგდებთ ყურს? აი, რა გულსაკლავ ამბავს მოგვითხრობენ მეისტორიენი:

თემურლენგი ბაღდადში ატარებდა ზამთარს. მივიდა მაცნე, მოჰყვა მეორე, მერე მესამეც - პირქვე დამხობილებმა მოახსენეს „სამყაროს მბრძანებელს“: ისევ აიშალნენ ქართველები, ისევ გამოიღეს ხელი, ჟლეტენ ჩვენს რაზმებსა და ურდოებს, გამაგრდნენ ციხეებში და უარს ამბობენ მორჩილებაზეო. თემურმა მხოლოდ წუთიერი გარინდებით გამოხატა განრისხება, ბაღდადიდან აიყარა, თავრიზს ამოვიდა, აქ ოთხ თვეს დაჰყო, ლაშქარი შეასვენა, შეავსო და მაისის ნახევარში საქართველოსაკენ დაიძრა.

ასი კარნაი (უზარმაზარი ღოროტოტო) და ასი ვეება დოლი ჭექდა და დვრინავდა, ასი ათასი ცხენის ფლოქვებით ავარდნილი მტვერი ღამესავით მოაბნელებდა ხეობებს, ასი ათასი გაფხავებული შუბი და ზედგამობმული ცხენის ძუა მოჰხევდა და მოაწივლებდა ჰაერს, ბრიალებდა ქალაქები და სოფლები, მიწისძვრისაგან ჩამოშვავებულებივით ინგრეოდა ციხეები, იკაფებოდა ბაღები და ვენახები, ცხენებს უჭირდათ დახოცილთა გვამებში ბრუნვა და გაღიზიანებულები ეწვდებოდნენ ერთმანეთს კბილებით.

მაინც აღმოჩნდა გაუტეხელი ციხე, ბირთვისად წოდებული - ას ორმოცდაათი ადლის სიმაღლე კლდის წვერზე აზიდული, ორმხრივ ღრმაღელეჩამომდინარი, ღრანტიანი, „ვიწრო ალაგი, რომე კაცისგან არ დაიდგომებოდა“.

არ გამოდგა არც შერიგების ნიშნები, არც დასაშინებლად აგებული სიმაგრეები, არც ლოდსატყორცნები და არც თავგანწირული ყიჟინა-იერიშები ერთადერთი ვიწრო მისასვლელით. ქართველები ციხიდან გადმოყრილი ლოდებითა და მორებით სულ ადვილად იგერიებდნენ მოიერიშეებს, მერე ისხდნენ, მშვიდად პურობდნენ, ცას უშვერდნენ ყანწებსა და ჯამებს, - ბევრი ჰყავდათ საქონელი, ბევრი ქვევრი ჰქონდათ ღვინით სავსე. ოქრომკედით ნაქსოვი კარვის წინ მდგარი თვით „უბედნიერესი დამპყრობელი“ კი, დღეები დღეებს მისდევდა და, შუბლშეკრული შეჰყურებდა თითქოსდა ღრუბლებზე მიხატულ ციხეს.

ერთ დღეს ვეზირებმა ერთი უცნაურად მომზირალი ქურთი მოჰგვარეს - სახელად ბიჩაგი, მუშაითი, საბელზე მოთამაშე, ოსტატი კლდეებზე და კედლებზე ცოცვისა, მაოცარი. ეს ბიჩაგი ღამით ქართველთა ციხეში ჩაპარულიყო, თხა დაეჭირა, თავი მოეჭრა, თავი დაბლა ჩამოეტანა ნიშნად, ტანი კი იქვე დაეტოვებინა, ციხეში. ისიც იამბო ბიჩაგმა - რამდენი

Page 15: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

საკლავი ჰყავდათ ქართველებს, რამოდენა ქვევრები ჰქონდათ ღვინით სავსე, რამოდენა ორმოები - ხორბლით, როგორ ისხდნენ, როგორ პურობდნენ და მოილხენდნენ კიდეც.

თემურს შვების ნათელმა გადაუარა სახეზე, ეამა ნამეტნავად ქართველ მეციხოვნეთა დამშვიდებულობა, ღვინის სმა და დროს ტარება. ბრძანა, დაეგრიხათ გრძელი და მტკიცე აბრეშუმის საბელები, იმ საბელებისაგან გაეკეთებინათ კიბეები, დაევალა ბიჩაგს, მოეძებნა მისი ხელობის კაცნი. წავიდა ბიჩაგი და მოიყვანა ორნი, - ისინიც მუშაითნი, მაოცარნი, ისინიც ტანმსუქნი და იდუმალი სიზვიადით მომზირალნი. თვითონ თემურმა მიიხმო ახლოს და ჩააცქერდა თვალებში, მერე გამოარჩია ორმოცდაათი მკვირცხლი და ხელღონიერი ვაჟკაცი, აუწყა, რაც ევალებოდათ მისი და ალაჰის ბრძანებით, გაუმასპინძლდა, როგორც უმასპინძლდებიან საპატიო სტუმრებს...

და როცა მიიწურა მთვარე, გადადგა ოცდამესამე დღეში, აიკიდა საბელის დიდი, მძიმე ჩათო ბიჩაგმა, აიკიდეს მისმა თანმხლებმა მუშაითებმაც და ჩრდილებივით უხმაუროდ წავიდნენ ქართველთა ციხისაკენ. ნელ-ნელა, ღამის შავი ჰაერის ყნოსვით და მიწაზე ყურის ხშირ-ხშირი დადებით მიცოცავდნენ კლდეზე, ავიდნენ, შეისვენეს გალავნის ძირას, ხელზე ხელის მოჭერით გადასცემდნენ სანიშნებელს და სათქმელს. აცოცდნენ გალავანზედაც, ჩაიპარნენ ციხეშიც. ციხის ეზოში ერთი ხე იდგა, საბელები იმ ხეს გამოაბეს, ჩაუშვეს დაბლა, იქ დაბლადადარაჯებულებმა საბელებს კიბეები ჩააბეს, ნიშანი მისცეს და მუშაითებმაც ამოჭიმეს მაღლა.

ციხის შეუვალობით გულდაიმედებულ ქართველებს „აოხრების ძილით ეძინათ“ (ბრჭყალებში ჩასმული სიტყვები მეისტორიეს ეკუთვნის). ამოვიდა კიბეებით თემურის მიერ დარჩეული ორმოცდაათი კაციც, მათ შორის ერთი ხორასნელი ლამაზი ჭაბუკი, იერით ჯერაც ისევ ყრმა; დადგნენ გვერდიგვერდ, გამოიღეს ხმლები, მაგრამ ხორასნელმა, რაღაც ჭაბუკური რწმენისა თუ გულოვანებისა გამო, არ იკადრა მძინარე ქართველთა ხოცვა, ასწია ხმალი მაღლა და დაიძახა დიდი ხმით: - ალაჰ, ალაჰ! - ღმერთო, ღმერთოო! შეძრწუნდნენ თათრები, წამოცვივდნენ ქართველები, დაიწყეს ცეცხლების გაღვივება, აანთეს სანთლები, მაშხალები, დაუშინეს ხმლები ზოგს თავისიანს, ზოგს თათარს; ვაი, რომ დაგვიანებით! ციხის კართან მიჭრილმა თათრებმა ბუკს სამჯერ ჩაჰბერეს. ეს კი ნიშანი იყო, დაბლიდან იერიში მოეტანათ. აქუხდნენ ღოროტოტოები და დოლები, დაიძრა თემურის ჯარი, ზოგი კიბეებით, ზოგი კლდეებზე ცოცვით, ზოგიც ერთადერთი მისასვლელი გზით, გაიღო ციხის კარი და იხუვლა თათრობამ შიგ...

საბრალო ქართველები! სანამდე ღონე შესწევდათ, გააფთრებით იბრძოდნენ, თითომ ხუთი თათარი მაინც მოკლა, მაგრამ ეს მხოლოდ

Page 16: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

ბრჭყალის წაჭრა იყო გველეშაპისათვის. მოიგრაგნებოდა და მობღაოდა რაზმი რაზმებზე. სამოცამდე ქართველმა, დაჭრილმა და დასახიჩრებულებმა, დამორჩილების ნიშანი გამოჰკიდეს კოშკიდან, მაგრამ არა ქნა, არ შეიწყალა თემურმა. მაშინ, „ვისაც შეძვრის ღონე ჰქონდა, წაიკრეს ხელი ხმალთა, ცემით თათრის ლაშქარში შამოერივნენ და კიდევ მრავალი კაცი მოკლეს და თვითონაც ზედ შეაკვდნენ“.

მზე რომ ამოვიდა, ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო, მაღალი, შეწუხებული კვამლი ადიოდა ციხიდან, ისმოდა ყრუ ტკაცატკუცი, ტყვე დედაწულის კრულვა, ქვითინი, გმინვა.

თემური კარვის წინ იჯდა. მოჰგვარეს გასისხლიანებული, მხრებშეკოჭილი ხნიერი ციხისთავი. პირადად ჰკითხა თემურმა, ვისი მოშველიების იმედი ჰქონდა ციხეში ჩაკეტილს. ხმა არ ამოუღია ციხისთავს. დაამხეს, მიწა აალოკეს, აათხრევინეს, მაინც არ იღებდა ხმას. მაშინ ხელით ანიშნა თემურმა და წაიყვანეს ჯალათებმა, ტანჯვა-წამების საქმეთა დიდმა მცოდნეებმა, ციხისთავს გააყოლეს სხვა შეპყრობილი ქართველებიც.

სულ ბოლოს მოჰგვარეს ჭაბუკი ხორასნელი, ისიც დაჭრილი, ფერდაკარგული, მაგრამ ფეხზე მაინც ამაყად მდგარი. თემურმა უკვე იცოდა ჭაბუკის დანაშაული, ამაზე არაფერი უკითხავს. მან მხოლოდ ის გამოჰკითხა - სადაური იყო, რა ხელობის კაცი ჰყავდა მამა, იცოდა თუ არა თვითონ მან, ჭაბუკმა, წერა-კითხვა, და როცა გაიგო, მამამისი წიგნების გადამწერი ყოფილიყო, თვითონ ჭაბუკმა თითქმის ზეპირად იცოდა ყურანი, წაკითხული ჰქონდა მრავალი დიდ-დიდი წიგნი, - თემური ხომ მფარველობდა მეცნიერებს და ხელოვან ხალხს, - ერთხანს მდუმარემ, კოპებშეკრულმა უყურა ჭაბუკს, მერე შეიბრალა.

ბრძანა: უწამებლად, მჭრელი ცულით მოეკვეთათ თავი.

იხვი და მყვარი

ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა. ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა. იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო! მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო! იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა. მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა. ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო? 

Page 17: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო. 

შვლის ნუკრის ნაამბობი   I

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, - ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს!

წეღან ველის პირად გავედი დაღონებული... იქით-აქეთ თვალს ვავლებდი. უცებ ჩემს თავზედ ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებ-შეკუმშული, ნისკარტდაღებული, უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეში გადავხტი. წამოვიდა ის წყეული ფრინველი, ტანი ვეღარ შეიმაგრა და ჩემს ნადგომ ადგილს დაეცა. ჟრუანტელი მივლის, როდესაც იმისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივით ბრჭყალები მაგონდება. პირდაპირ მოვიდა და, იქ რომ არ დავხვდი, ბალახებზედა და მაყლოვანზედ მხრებით ტყლაშუნი გაადინა. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა, აიწია, ძლივს განთავისუფლდა, კინაღამ მაყვლებში ჩაება. მე ერთს ხეს ვეფარე და იქიდან გულის ფანცქალით ცალის თვალით გავყურებდი.

გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს მშველი, თორემ აქამდის ჩემის ქათიბის ბეწვიც არ იქნებოდა! გული მეუბნება, რომ მტრის მსხვერპლად გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი ვარ, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოკეთე. ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები,

Page 18: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

ვიმალები, მუმლისა და კოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად ვსუნთქავდი...

მე და დედაჩემი, აგერ ტყიანი სერი რომ წამოწოლილა და აქეთ-იქით ხევები ჩაუდის, იქ ვცხოვრობდით, მუდამ დაჩრდილულნი გაბურულის ტყით; უხვედრი იყო ჩვენი ბინა. დედაჩემი დაწვებოდა ხოლმე გორაკზე, მე გვერდით მოვუწვებოდი. სამივე მხრიდამ ხეები გვეფარა, მეოთხეს თვითონ გაიყურებოდა. ხანდახან ყურებს დააცქვეტდა, მე შევყურებდი და ვბაძავდი იმის ქცევას, ჩემს პატარა ყურებსაც ავცქვეტდი. სამჯერ უჩვეულებრიო ხმაურობა შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩხრიალს, რომელიც მუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს, არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამ ჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც ნიავისაგამ გაშრიალებულ ფოთლების ხმას... ეს შევნიშნე მე: რა წამს ამ უცხო ხმას გაიგონებდა დედაჩემი, ზე წამოვარდებოდა და მეტყოდა: “შვილო! მომყე, მე მომყეო!..” გაიქცეოდა და მეც მივხტოდი, რაც ძალი და ღონე მქონდა; არც ვიცოდი და არც მესმოდა, თუ ვის უფრთხოდა. ეხლა-კი ვიცი... ოჰ! რამდენი მტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!

ვერ გავცილებივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვცილდე, - მაშინაც ნახევარი სიცოცხლე მაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს, კლდეებს, ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეურად უნდა დავდნე!.. რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენ ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის ცხოველებთან ერთად ნავარდობა... შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს...

II

როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზედ იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც-კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა... მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე.

- არ გიამა, შვილო? - მკითხავდა დედა.

მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩქნიდი.

Page 19: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

ჩვენს წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა, რომ მიკვირდა, - დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორე ადგილას ჩაჰკრავდა ნისკარტს... კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ “ჩხი!” “ჩხი!” მომესმა. მივიხედე გვერდზე: თავზედ ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. “თავი მომაფარეო, - მითხრა დედაჩემმა, - თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!..” მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერებდა თავით ამ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე შესკუპდა და მოჰყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმასა ჰგვანდა. დედას გაეცინა და მითხრა:

- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!.. შენისთანა პატარა ნუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო... კრუსუნსა და კნავილს მოჰყვება და ახლო-მახლო რომ შენისთანა ბრიყვი და გამოუცდელი ნუკრი შეხვდეს, ბანს მისცემს, გადაეძრახნება, მაგასაც ის უნდა: მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!..

მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...

- ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინათვე!

- ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება; როცა მე აღარ გეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!

ოჰ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავსა!..

III

ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზე წავიდეთო. წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში. ხევი ღრმა იყო, მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეები ერთმანერთზე გადაკვანძულიყო წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლის ფესვები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას. ცივი ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის კლდიდამ მეორეზე გადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივს დავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.

- მოდი, შვილო, ჩადექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.

მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი იყო და გადმოვხტი ისევ უკან.

- ცივია, არ შემიძლიან დგომა.

- არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!

Page 20: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

ცოტა ხანი დავდექი წყალში, და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენს ზევით ნაკაფიანებში ხმაურობა ისმოდა.

ეგ საშიში ხალხი არ არის, მითხრა დედამ. ერთი დედაკაცი და პატარა ბალღია. ჩვენი მტერი ეგრე არა ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ისე წვრილიანზე ავიაროთ, ველის პირად ნუ გამოუჩნდებით, ნუ დავენახვებით.

დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე, მხოლოდ თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვეიდამ ხმა მომესმა: “ვაი, ვაი, დედილო, მგელი, დედილოჯან, მგელი!”

- ნუ გეშინიან, შვილო, გენაცვალე. აბა სად არის, დამანახვეო? - ჰკითხავდა დედა. - აგე, ყურები არ გადმოუცქვეტია, ადამიანო, ტყიდამ! - თვალცრემლიანი უჩვენებდა ბავშვი თითით ჩემზე.

- უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი-კი არ არის, შვლის ნუკრია, შვილო! ქა, რა ლამაზია!

- დავიჭიროთ, შენი ჭირიმეო, - ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლად ემზადებოდა ჩემკენ გამოსაქცევად.

- არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას არა ჰყავს დედა! ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზე!

მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მიამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენის შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემი დაბრუნებულიყო, მოირბინა და მითხრა:

- ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა? წავიდეთ ჩქარა, მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებენ სიცოცხლეს.

საბრალო დედაჩემი წინადვე ჰგრძნობდა, რომ ისე იქნებოდა.

IV

შეკუნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენ სკუპ-სკუპით. სულ ბოლო დროს მხოლოდ ეს-ღა გავიგონე: “უი, დედაც იქა ჰყოლიაო!”

შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს, ბუერის ძირები ცივის წყაროებით იყო მორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლად ცხელოდა. ვწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდნენ მწვავე მზის სხივებს. უცებ გარშემო შემორტყმულ მთების წვერებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა.

Page 21: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც ხის ფოთლებსა და ნამეტნავად ბუერებზე დაიწყო ტლაშა-ტყლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს ტყე და მთა-ბარი იქცეოდა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა: ჩიტები ვეღარ ჰბედავდენ ჭიკჭიკს, ცელქობას... საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ისე მაშინებდა წინათ, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი; დამჯდარიყო წიფლის შიმელაზე, მიეხუჭა თვალები და ნისკარტიდამ ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. იმის ახლოს იჯდა გულწითელი ჩიტი, “წიფლის-ჩიტა” უწყინარი, უვნებელი, ღაბუა. მშვენიერად მიეხუჭა თვალები! მოფრინდა “წიპრანა” და “წრიპ, წრიპ!” შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან იქით, ხან აქეთ, უშნო “ჩხიი, ჩხის!” ძახილით. მე გამეცინა. წინათ ყველაზედ ღონიერი ის მეგონა, ეხლა-კი გავიგე, რაც შვილი ბრძანებულა.

გადაიქუხა. ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. დედაჩემს ნაწვიმზე სიარული უყვარდა... წავიდოდა ველად და მეც თან გამიყოლიებდა. ეხლაც წავედით, შევუდექით ველის პირებს, გავსწიეთ მთისკენ, ტკბილი ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად სძოვდა ახლად დანამულს ბალახს. მზე გორის პირას იყო ჩამალული ნახევრამდე. იმისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებისა და ტყის წვერებს ეთხოვებოდა.

გორის პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდა სალამურს. იმის გვერდით წამოყუნტებულიყო ბანჯღვლიანი, საზარელი შესახედავი ძაღლი; ცოცხლად აყოლებდა თვალებს ცხვრის ფარას და ხანდახან აჩერდებოდა ალერსიანად თავის პატრონს.

- ცუდს ადგილას მოვედითო, - მითხრა დედაჩემმა, - მეცხვარე უიარაღოა, იმისი ნუ შეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს და იქნება გამოგვეკიდოსო. მობრუნდი უკან. თვალი გეჭიროს: თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. მე ხშირსა და დაბერებულის არჯაკელის გროვაში ჩავიმალე და არ ვაშორებდი თვალს იმ კუდბუთქვა ძაღლს... ცხვრის დაფრთხობა და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სცქვიტა ყურები და გამოექანა ჩემკენ...

მეცხვარემ დაგვცა კივილი. მე ავკანკალდი. დედაჩემს შეასწრო თვალი და გაექანა იმისკენ. დედაჩემი გასრიალდა და ერთს წამს დამეკარგა თვალიდამ. ცრემლი მომერია, გული მომიკვდა: ვაიმე, დედავ, თუ დაგიჭიროს მაგ წყეულმა! დიდი ხანი მესმოდა ბრაგა-ბრუგი და ხევიდამ ქვების ჩხრიალი.

ვაიმე თუ დაიჭირა დედაჩემი და თავის ალმასის კბილებით სწეწს! დაბინდდა. მეცხვარემ მოუსტვინა ცხვარს და შეაყოლა ბინისაკენ. გულის ფანცქალით ვადევნებდი თვალს იმის მოძრაობას. საწყალს ცხვრებს სცემდა ზოგს დიდის კომბლით და ზოგს ქვებს ესროდა. ერთს პატარა ჩემოდენა ბატკანს მიარტყა ქვა, საბრალო წაიქცა და საცოდავად დაიწყო ფეხების ქნევა. მეცხვარე ავიდა ზევით და დაუწყო ძახილი “ყურშიას”. ცოტა ხანს შემდეგ, ცის ტატანზე დავინახე, რომ იმისი ყურშია, წითელ-ენაგადმოგდებული, ედგა პატრონს გვერდით.

მე მეშინოდა; ვინ იცის, ჩემის დედის სისხლით აქვს-მეთქი გამურული ლაშ-პირი. დაბნელდა, დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდამ ისმოდა. რა იქნა დედაჩემი?

Page 22: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

იქნება ვეღარ მიპოვოს, თუ ცოცხალია?

ცოტა ხანს შემდეგ ხავილი შემომესმა. დედიჩემის ხმასა გვანდა. მეც გავეხმაურე. საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან.

- აქა ხარ, შვილო? ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი ვერაფერს დააკლებენ... ცოცხალი ხარო? - მკითხავდა.

- ცოცხალი ვარ, - ვუპასუხე მე.

მიალერსა დედამ... ნეტა ვის შევსტირო, ვის შევეხვეწო, ვინ არის ისეთი ძალუმი, რომ დედიჩემის თვალებში ჩამახედოს, დამატკბოს იმისის ალერსით.

როგორ უნდა მოვინელო ეს ჯავრი? ნეტა სისხლის მსმელ მტერს მეც მოვეკალი! რისთვის დავრჩი მე ცოცხალი!?

წინა დღეს ცოცხალს, მშვენებით სავსეს ჩემს ნუგეშს შევსტრფოდი, და რა მომაგონებდა, თუ მეორე დღეს დამეკარგებოდა სამუდამოდ!

V

მთელი ღამე დავდიოდით ველზე, აღარ გვეშინოდა; გავედით სვილში და ტკბილად შევექცეოდით. თენება დაიწყო, მივიქეცით ტყეში. წყეული იყოს იმ დღის გათენება. ველზედ სქლად იწვა ბალახი. ველში იდგა ორი-სამი ძირი ბალი; ჯგუფ-ჯგუფად ეხვეოდენ ჩიტები, შაშვები; ჟივილ-ხივილი ისმოდა; ზოგნი მოდიოდენ და ზოგნი მიდიოდენ, მიეზიდებოდენ შვილებისათვის საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმზე დაგვეძებს, აქეთ-იქით თვალი გვეჭიროსო.

ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედიჩემისაგან, დედაჩემი სწუხდა, თითქოს სიკვდილსა ჰგრძნობდა. მოჰკვნეტდა ერთს ფოთოლს და გაუყუჩდებოდა.

ჩვენ ზევით იყო დგნალები, ერთმანერთზე მიწყობით ამოსული. იმათ წინ იდგა სამი თუ ოთხი შეკუმშული და აწურწუტებული არყი.

უცებ, როგორც ცის ჭექამ, იგრიალა თოფმა. იმის ხმამ დაიარა მთები და კლდეები, ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს, ბოლი გაერთხა ნამიანს ბალახზე. დედაჩემმა ერთი-კი ამოიკვნესა და წაიქცა. ვაიმე! მე იქვე გავისხიპე. დედაჩემი მიგორავდა, ვხედავდი, თავქვე და სისხლიანს კვალს სტოვებდა ბალახზე. არყების უკანიდამ გამოხტა ახალგაზრდა ბიჭი, ლეგა ჩოხის კალთები აეკვალთა. “გაუმარჯოსო!” დაიძახა და სასწრაფოს წკრიალით გამოეკიდა დედაჩემს უკან. საწყალი დედაჩემი ცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა მუხლებში. დაეცემოდა და გაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა მონადირემ ამოიძრო პრიალა ხანჯალი და გამოუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყია ხეებზე. ვაჰმე! სულ ცხადად ვხედავდი, მაგრამ რითი ვუშველიდი მე, საცოდავი?! აგერ ძუძუებზე, იმ

Page 23: საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1

ძუძუებზედ, რომლებსაც მე ვწოვდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდო კისერზედ და გასწია. მე დავიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. მას აქეთ ცოცხალ-მკვდარი ვარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარა ვხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის, ვინ დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემის სისხლით ხელებს?!

1885 წ.