მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

26
ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი 1 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ფსიქოლოგიის მიმართულება კვლევითი ნაშრომი მოხალისეობრივი ქცევის განხორციელებისადმი მზაობა ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური ქცევის მქონე ადამიანებში ანა მიქიაშვილი 2012

description

ავტორი: ანა მიქიაშვილი

Transcript of მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

Page 1: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფსიქოლოგიის მიმართულება

კვლევითი ნაშრომი

მოხალისეობრივი ქცევის განხორციელებისადმი მზაობა

ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური ქცევის მქონე ადამიანებში

ანა მიქიაშვილი

2012

Page 2: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

2

წინასიტყვაობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის

მიმართულებაზე საბაკალავრო კვლევითი ნაშრომის ფარგლებში ჩატარდა კვლევა იმის

შესახებ, არსებობს თუ არა კავშირი მოხალისეობრივი ქცევის განხორციელებისადმი

მზაობასა და ქცევის ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ ფორმებს შორის.

გამოყენებულ იქნა ბალესის, ვან ლარგესა და ტრიანდის-გელფანდის სკალები. მონაცემები

დამუშავდა SPSS-ში პირსონის კოეფიციენტის გამოყენებით 95 და 99 პროცენტიანი

სანდოობით. კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალი კორელაცია დაფიქსირდა

მოხალისეობრივი აქტივობისთვის მზაობასა და ჰორიზონტალურ კოლექტივიზმს შორის.

მონაცემებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც არა მხოლოდ გააჩნიათ მზაობა, არამედ

უკვე უმუშავიათ ანაზღაურების გარეშე უფრო მეტად ჰორიზონტალურად კოლექტივისტურ

ქცევას ახორციელებენ. უარყოფითი კორელაცია აღმოჩნდა ვერტიკალურ კოლექტივიზმსა და

მოხალისეობას შორის. ინდივიდუალიზმის არც ჰორიზონტალურ და არც ვერტიკალურ

ფორმასთან მოხალისეობის მნიშვნელოვანი კორელაცია არ გამოვლინდა. ასევე უნდა ითქვას,

რომ გამოკითხულთა შორის ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება მოხალისეობრივი

აქტივობისთვის მზაობა. კვლევა ჩატარებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაია მესტვირიშვილის

ხელმძღვანელობით.

Page 3: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

3

მოხალისეობრივი ქცევის განხორციელებისადმი მზაობა ინდივიდუალისტური და

კოლექტივისტური ქცევის მქონე ადამიანებში

2011 წელი ევროკავშირის მიერ გამოცხადებული იყო, როგორც მოხალისეობრივი აქტივობის

ხელშეწყობის წელი. ამასთან დაკავშირებით საქართველოშიც დაიგეგმა და განხორციელდა

სხვადასხვა პროექტი. ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებებმა მიიქცია ჩემი ყურადღება და

მიბიძგა მეფიქრა იმაზე, თუ რა პიროვნულ თუ კულტურულ მახასიათებლებთან შეიძლება

იყოს კავშირში მოხალისეობრივი ქცევის განხორციელება, მიბიძგა შემეხედა ამ

მოვლენისთვის ფსიქოლოგიის სხვადასხვა თეორიის ჭრილში. ევრაზიის თანამშრომლობის

ფონდის კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის(CRRC) მიერ 2011 წელს ჩატარებული

კვლევის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 1 % არის გაწევრიანებული

სხვადასხვა ორგანიზაციაში მოხალისედ. მაშინ, როდესაც ფორმალიზებული

საზოგადოებრივი მოხალისეობა ასე დაბალია, საქართველო არის ადგილი, სადაც

ალტრუიზმი ნორმას წარმოადგენს. რესპოდენტთა 61 % ბოლო ექვსი თვის მანძილზე

დახმარებია მეგობრებს ან მეზობლებს ყოფითი საკითხების მოგვარებაში ან ბავშვის მოვლაში

(ODA-CRRC). ადამიანები სხვებს ეხმარებიან საკუთარი დროის, შრომისა და ფინანსების

ხარჯზე. ცხოვრების ასეთი წესი სრულიად ჩვეულებრივია მოსახლეობის

უმრავლესობისთვის, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქართული საზოგადოების

კოლექტივისტურ ბუნებას. თუმცა ამავე საზოგადოებაში არც ინდივიდუალისტური

ღირებულებების გაზიარებაა უცხო. ევროპული ღირებულებების კვლევის მონაცემებით 2011

წელს მოქალაქეთა 57 % თვლიდა, რომ კარგი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმუშაოს

მოხალისედ, მაშინ, როდესაც იმავე კვლევის მონაცემებით მხოლოდ 30 %-ს მიაჩნდა, რომ

კარგი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება

(არჩილ აბაშიძე). ჩვენი ნაშრომის მიზანია იკვლიოს კავშირი მოხალისეობრივი ქცევისადმი

მზაობასა და ქცევის ინდივიდუალისტურ-კოლექტივისტურ ფორმებს შორის. კავშირის

არსებობის შემთხვევაში კი დაადგინოს რა სახის კორელაციაა. კვლევის მიზანია, ასევე

დაადგინოს განსხვავებულია თუ არა ეს კავშირი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, განათლების

ან სხვა დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

ზოგიერთი მოსაზრების თანახმად საზოგადოებრივი ცხოვრება სრულიად მარტივად,

ჰომოგენურად, ინვარიანტულად იყოფა ორ - კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ

Page 4: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

4

ტიპად. (Hofsted). ინდივიდუალიზმი არის მორალური პოზიცია, პოლიტიკური ფილოსოფია,

იდეოლოგია თუ მსოფლმხედველობა, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურ

ღირებულებებს. კოლექტივიზმიც ასევე ღირებულებათა სისტემაა, რომლის მიხედვითაც

ადამიანები ურთიერთდამოკიდებულნი არიან. ისინი მოქმედებენ ჯგუფის საერთო

ინტერესების შესაბამისად და თრგუნავენ საკუთარ ინდივიდუალისტურ მოთხოვნილებებს.

შეიძლება ითქვას, რომ კოლექტივიზმ-ინდივიდუალიზმი უფრო სოციალური

კონსტრუქტებია, ვიდრე პიროვნული, რადგან ზოგიერთი ქვეყანა ან ქვეყანათა ჯგუფი

ხშირად განიხილება როგორც კოლექტივისტური ან ინდივიდუალისტური. აღმოსავლური

ქვეყნები მეტად კოლექტივისტურია, დასავლური კი ინდივიდუალისტური.

კოლექტივისტური და ინდივიდუალისტური ქცევის დეფინიცია არაა აბსოლუტური. ერთ

კულტურაში კონკრეტული ქცევა შეიძლება კოლექტივისტურად იქნეს აღქმული, ხოლო

იგივე ქცევა სხვა კულტურაში- ინდივიდუალისტურად. (Winstanley)

ინდივიდუალიზმი აღიქმება როგორც თვითაქტუალიზაციის ფორმა, როდესაც

ადამიანები საკუთარ ქცევაზე მაღალ კონტროლს ახორციელებენ. ინდივიდუალისტური

ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ატიტუდები, ვიდრე სოციალური ნორმები.

კოლექტივისტურ კულტურებში კი -პირიქით, სოციალური ნორმები პირად შეხედულებებზე

მაღლა დგას (ტრიანდისი). ინდივიდუალისტური ქცევა გაიგება, როგორც საკუთარი

საჭიროებების პროდუქტი, კოლექტივისტური კი ეფუძნება სოციუმის საერთო მიზნების

მიღწევას და სტრუქტურირებულია საერთო ღირებულებების მიხედვით. (Koons, 2009)

ინდივიდუალისტური ფილოსოფია ხაზს უსვამს პიროვნების საგანთა/ობიექტთა

სამყაროსთან კავშირს. კოლექტივისტური კი გულისხმობს არა პიროვნება-ობიექტთა

კავშირს, არამედ პიროვნებათაშორის ურთიერთობებს. კოლექტივისტურ ქცევაზე შეიძლება

ზოგადად ითქვას, რომ ის ჯგუფისადმი კონფორმულია, თუმცა ვერაფერს ვიტყვით

სპეციფიკურ ჯგუფშიდა ურთიერთობებზე. კოლექტივისტურ ქცევას შეიძლება თან ახლდეს

პიროვნული თავისუფლების დაკარგვის განცდა, რაც გამოწვეულია ჯგუფში/სოციუმში

კონფორმისტული ქცევის განხორციელებით. (Rather, 2008)

კოლექტივიზმ-ინდივიდუალიზმის დიფერენცირებისთვის გამოიყოფა ისეთი

განზომილებები, როგორიცაა თვით-ნდობა, შეჯიბრება, ჯგუფშიდა ემოციური დისტანცია,

Page 5: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

5

ჰედონიზმი, ურთიერთდამოკიდებულება, ოჯახთან სიახლოვე და ოჯახის

ინტეგრირებულობა ან სოციაბელურობა. ქცევის კოლექტივისტური და

ინდივიდუალისტური ჭრილი განსაზღვრავს ცნებების სხვადასხვაგვარ გაგებას, მაგ.:

დამოუკიდებლობა ან თავდაჯერებულობა. კოლექტივიზმი ბადებს მზა შეხედულებებს,

როგორიცაა მაგ.: ქცევის ფორმების მამაკაცურად და ქალურად დაყოფა. ამ მხრივ,

ინდივიდუალისტური ქცევა ნაკლებადაა შეზღუდული როლებით. (Choi, 2003)

ინდივიდუალიზმ-კოლექტივიზმი მონაწილეობას იღებს აღქმის, ემოციის, სელფ-

კონცეფციის, მენტალური დაავადებების, მოტივაციის და მეხსიერების ფორმირებაში(Lee,

2002). ინდივიდუალობა ფსიქოლოგიას გამოხატავს პიროვნულ ჭრილში, რის გამოც ხალხს

საკუთარი საჭიროებები ესმის არა როგორც მომხმარებლის მაკრო კულტურული

ფაქტორებით გამოწვეული, არამედ როგორც პირადი. (Rather, 2008) ინდივიდუალიზმის

ასახსნელად განიხილება გარკვეული კულტურული ცვლადები. მაგ.: ქალაქის

ინდივიდუალისტური ცხოვრების წესი. ფორმალური განათლება და კომერცია ასოცირდება

ინდივიდუალისტურ მოდალობასთან (გრინფილდი). თუმცა არსებობს ამ მიმართულების

კრიტიკაც, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალიზმს არაფერი აქვს საერთო ამ

დამოუკიდებელ ცვლადებთან. (ლოხი და სმედსლუხი)

არის დაშვება, რომ ინდივიდუალიზმი გაიგივდეს მოდერნიზებულ სამყაროსთან,

კოლექტივისტური კი განუვითარებელ ან განვითარებად ქვეყნებთან. თუმცა აზიურ

კულტურებს შეუძლიათ მოდერნიზაიცა განიცადონ ისე, რომ არ გამომჟღავნდეს დასავლური

ინდივიდუალიზმი. ეს ძირითადად ეხება ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს. თუმცა

სოციალური პროექტების განხორციელებით უფრო მეტად შეიმჩნევა ცვლილება

წარმოდგენებში. შეიძლება მეტად იქნეს გაზიარებული ინდივიდუალისტური

ღირებულებები, ვიდრე მანამდე იყო. (Winstanley)

კულტურათაშორისი განსხვავებების გარდა შეიმჩნევა, რომ დიდ ქალაქებში მცხოვრები

ადამიანები უფრო ინდივიდუალისტურ ქცევას ახორციელებენ, ვიდრე იმავე ქვეყნის

სოფლებში მცხოვრებნი. კვლევებით გამოირკვა, რომ კოლექტივისტურ კულტურებშიც ზოგი

ადამიანი მეტად ინდივიდუალისტურად იქცევა, ვიდრე კოლექტივისტურად. შესაბამისად

ინდივიდუალისტურ კულტურებშიც. (ტრიანდისი, 1995)

Page 6: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

6

კროს-კულტურული კვლევების განვითარებამ გამოკვეთა საჭიროება, რომ უფრო

კონკრეტული დეფინიცირება მოხდეს. არსებობს არა მხოლოდ მკვეთრად გამიჯნული

კოლექტივიზმ-ინდივიდუალიზმი, არამედ შიდა კლასიფიკაციები, მაგ.: გერმანული

კაპიტალიზმი, ფრანგული შუასაუკუნეების საზოგადოება, ჩინური სოციალიზმი და აშ. (Li,

2007)

ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი ერთმანეთისგან განსხვავებული კონსტრუქტებია,

მაგრამ კოლექტივიზმის ნებისმიერი საზომი იმავდროულად ზომავს ინდივიდუალიზმსაც.

ტრიანდისის და გელფანდის მიხედვით, კოლექტივიზმიც და ინდივიდუალიზმიც

მრავალგანზომილებიანი კონსტრუქტებია. ორივე მათგანი შეიძლება დაიყოს როგორც

ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. ჰორიზონტალურობა და ვერტიკალურობა

ვარიაბელური ცნებებია. ჰორიზონტალურთან შედარებით ვერტიკალურად

ინდივიდუალისტური ადამიანები არა მხოლოდ ცდილობენ აკეთონ საკუთარი საქმე, არამედ

უნდათ, რომ იყვნენ საუკეთესო. ჰორიზონტალურად ინდივიდუალისტური ადამიანები

უყურებენ საკუთარ თავს როგორც თანასწორ, მაგრამ დამოუკიდებელს სხვებისგან.

ვერტიკალური ინდივიდუალისტები აღიქვამენ, როგორც არათანასწორ, მაგრამ

დამოუკიდებელ პიროვნებად. ჰორიზონტალური კოლექტივიზმი გამოხატავს

ურთიერთდამოკიდებულ, ხოლო ვერტიკალური- განსხვავებულ, მაგრამ ასევე

ურთიერთდამოკიდებულ მიმართებებს. (Triandis, 1998)

კოლექტივიზმ-ინდივიდუალიზმის 4 ფაქტორი მიეკუთვნება სელფს, რომელსაც შეუძლია

გამოხატოს კოლექტიური და ინდივიდუალური ასპექტები. ისინი შეიძლება იყვნენ

დამოუკიდებელნი ან ურთიერთდამოკიდებულნი (ტრიანდისი). ჰორიზონტალობისა და

ვერტიკალობის შესაბამისად კოლექტივიზმში გამოიყოფა ავტოკრატიული ან

დემოკრატიული ფორმები. (Terzi, 2011) ამ 2 კონსტრუქტის 4 განზომილების გასაზომად,

ტრიანდისმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს 32 დებულებიანი სკალა. ასევე შემუშავებულია

მარკუსის და კიტაიამას სკალა, რომელიც იკვლევს სელფის დამოუკიდებლობა-

ურთიერთდამოკიდებულებას. (Gelfand, 1998)

კოლექტივისტური და ინდივიდუალისტური ქცევა განიხილება როგორც მორალური

განვითარების სხვადასხვა სტადიის მახასიათებელი. კოლბერგის მიხედვით,

Page 7: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

7

ინდივიდუალისტური ქცევა მეორე, ხოლო კოლექტივისტური- მეოთხე საფეხურს

წარმოადგენს. სტადიები იერარქიულადაა განლაგებული და შეუძლებელია ერთის

გამოტოვებით მისი შემდგომი საფეხურის მიღწევა. თუ კოლექტივისტურ ქცევას მორალური

განვითარების თვალსაზრისით უფრო მაღალ საფეხურად განვიხილავთ და მივიჩნევთ, რომ

აღმოსავლეთი უფრო კოლექტივისტურია, დასავლეთი კი- ინდივიდუალისტური, ჩნდება

კითხვა, რატომ არის მოხალისეობა ‘’დასავლური ღირებულება’’, რატომ არის მოხალისეობის

ინსტიტუტი ამერიკასა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უფრო განვითარებული, მოწოდებული

და აღიარებული, ვიდრე აღმოსავლეთის ქვეყნებში.

მოხალისეობრივი ქცევა ხშირად განიმარტება, როგორც ‘’კარგი საქმის’’ კეთება. ის

ნებაყოფლობითია, ეფუძნება პირად სურვილებს და არა ვალდებულებას ან იძულებას.

ემსახურება გარკვეული ინსტიტუციის გაძლიერებას, სხვებისთვის სოციალურ მხარდაჭერას,

ეკოლოგიურ ჰიგიენას და აშ. ზოგიერთ წყაროში ის გაიგივებულია ალტრუიზმთან ან

პროსოციალურ ქცევასთან. თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგიის კვლევები ნაკლებად

განიხილავენ ალტრუიზმს, როგორც მოხალისეობრივი ქცევისთვის მოტივაციურ ფაქტორს,

თუმცა ბეუიკერსის(1974) მიხედვით ალტრუისტული მოტივი არაერთი ტიპის

მოხალისეობრივ ქცევას განაპირობებს. (Unger, 1991) როგორც ზემოთ აღინიშნა, ფორმალური

მოხალისეობა ყოველთვის არის ნებაყოფლობითი, ხოლო კოლექტივისტური

პროსოციალური ქცევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს საზოგადოების მიერ. (Volaus, 2009)

მოხალისეობა განიხილება, როგორც სელფის ერთ-ერთი კომპონენტი, თუმცა არც ისე ბევრი

კვლევა ჩატარებულა პიროვნულ ნიშნებსა და მოხალისეობრივ ქცევას შორის არსებული

კავშირის შესახებ. სხვათა დახმარების მოტივი დადებით კორელაციაშია მოხალისეობრივ

ქცევასთან, ხოლო თვით-გაძლიერების მოტივი უარყოფითში. ფუნქციური მოტივები

მოქმედებენ როგორც ქცევის განხორციელების სტიმულები. (Mowen, 2005)

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ფაქტორები ყველაზე ძლიერ, მოვალეობითი კი

ყველაზე სუსტ მამოტივირებელ ზეგავლენას ახდენენ. რაც შეეხება მატერიალური,

კარიერული, პროგრესული და მიზნობრივი ფაქტორები არ არიან არც მკვეთრად დადებით

და არც მკვეთრად უარყოფით კორელაციაში. (Mirsafian, 2011)

Page 8: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

8

დადასტურებულია, რომ მოხალისეობა ნარცისიზმისგან და ოჯახის მორალური თუ

რელიგიური გამომხატველობისგან განსხვავებული კონსტრუქტია. ბედნიერების განცდის

ხარისხის მიხედვით მოხალისეობრივი და არამოხალისეობრივი ჯგუფები არ განსხვავდება.

(Kouliou, 2012)

მოხალისეობრივი ქცევა თანაბრად შეიძლება განიხილოს როგორც სოციალური კაპიტალის,

ასევე სოციოკულტურული რესურსების თეორიის ჭრილში. ასაკიან მოქალაქეებში ის

უკავშირდება ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ორგანიზაციული წევრობა, რელიგიური

აფილაცია, უკავშირდება მიგრანტის და ოჯახურ სტატუსს (სოც. კაპიტალი), ასევე

განათლებას, სამუშაო სტატუსს, შემოსავლებს, სქესს და ჯანმრთელობის მდგომარეობას

(სოციოკულტურული რესურსები). (Westerfield, 2007)

მოხალისეობრივი ქცევის განხორციელებისთვის მზაობა დადებით კორელაციაშია თვით-

კონტროლთან. (Martinsson, 2012). ამის საპირისპიროდ, კი უარყოფით კორელაციაშია

დაკავების შემთხვევებთან და კანონდარღვევასთან (Uggen, 1999).

საინტერესოა, კოლექტივისტური ქცევის მქონე ადამიანები უფრო ავლენენ მოხალისეობრივი

ქცევის განხორციელებისადმი მზაობას თუ ინდივიდუალისტური ქცევის მქონენი. არის თუ

არა ამ მხრივ რაიმე განსხვავება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, უკავშირდება თუ არა ეს

კონსტრუქტი სოციალურ მდგომარეობას, ოჯახურ სტატუსს ან განათლებას. განსაკუთრებით

საინტერესოა როგორ გამოვლინდება ეს კავშირი საქართველოს მოსახლეობაში, რადგან

საქართველოში გაზიარებულია როგორც კოლექტივისტური, ასევე ინდივიდუალისტური

ღირებულებები.

Page 9: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

9

მეთოდი

კვლევა ჩატარდა 245 რესპოდენტზე, რომელთაგან 83 კაცი, ხოლო 161 ქალია. ისინი

შემდეგნაირად არიან განაწილებული 4 ასაკობრივ ჯგუფში. 18-25 წელი 34 %(31 კაცი, 52

ქალი), 26-35 წელი 20 %(21 კაცი, 28 ქალი), 36-55 წელი 26%(11 კაცი, 52 ქალი), 56-ზემოთ 20

%(18 კაცი, 30 ქალი). ასაკით ყველაზე პატარა რესპოდენტი იყო 15 წლის, ყველაზე დიდი კი-

82 წლის. (იხ. გრაფიკი N1) საცხოვრებელი ადგილი არ არის ლოკალიზებული. ასევე შერჩევა

არ არის გაკეთებული პროფესიის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობის თუ

სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით. შერჩევისას კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე არ იქნა

გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმები. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად

საკმარისი იყო მხოლოდ ასაკი 18-დან ზემოთ და საქართველოში ცხოვრება. ყველა

გამოკითხულისთვის ქართული ენა იყო მშობლიური და ყველა მათგანი კვლევაში

მონაწილეობას იღებდა მოხალისეობრივად. დავკარგეთ რამდენიმე რესპოდენტი, რომლებმაც

არ დაასრულეს კითხვარის შევსება (სულ 7). ის თუ რას ასახელებდნენ მიზეზად კვლევის

განხილვის თავში ქვემოთ იქნება მოყვანილი.

კვლევისთვის გამოყენებულია ბალესის 1996 წელს შემუშავებული 20 დებულებიანი

მოხალისეობრივი აქტივობის სკალა (იხ. დანართი N1), რომელიც დაფუძნებულია

მოხალისეობის ფუნდამენტურ მოტივატორებზე. სკალა იძლევა 4 განზომილების მონაცემებს:

ეფექტურობის გრძნობა, სოციაბელურობა და გენერალიზმი, იდეალიზმი და მოხალისედ

თავის კარგად გრძნობა. დებულებები ფასდება ლიკერტის ტიპის 5 ბალიან სკალაზე, სადაც 1

ნიშნავს სრულიად ვეთანხმები და 5 - სრულიად არ ვეთანხმები. ასევე გამოყენებულია ვან

ლარგეს 1999 წელს შემუშავებული სოციალურ ღირებულებებზე ორიენტაციის შესაფასებელი

სკალა, რომელიც გამოყოფს ქცევის 3 ტიპს: ეგოისტი, ალტრუისტი და შეჯიბრებითი. 9

დავალებაში რესპოდენტი ირჩევს 3 შესაძლებლობიდან ერთს, თუ როგორ განაწილდება

რესურსები მას და სხვას შორის. კითხვარი ასევე შეიცავს ტრიანდისის და გელფანდის მიერ

შემუშავებულ სკალას, რომელიც ზომავს ინდივიდუალიზმის და კოლექტივიზმის

ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ განზომილებებს. ხსენებული სკალებისთვის არ

მოგვეპოვებოდა ინფორმაცია ქართულ პოპულაციაში არსებული ნორმების შესახებ.

კითხვარების თარგმნისას გათვალისწინებულ იქნა ქართული და ინგლისური ენის

ფილოლოგების ასევე ფსიქოლოგის კონსულტაციები.

Page 10: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

10

მონაცემები შეგროვებულია თვითაღწერითი საზომების გამოყენებით, ცდის პირებს

შიგნით კვლევის მეთოდით. კითხვარებს ავსებდნენ თავად რესპოდენტები. მათ

მიეწოდებოდათ განმარტება იმის შესახებ, რომ კვლევა ტარდება საბაკალავრო კვლევითი

ნაშრომის კურსის ფარგლებში და რომ მონაცემები მუშავდება რაოდენობრივად,

ანონიმურობის პრინციპის დაცვით. მათ ასევე საშუალება ქონდათ წაეკითხათ შემდეგი

ინსტრუქცია: ‘’მოგესალმებით, გამოკითხვა ტარდება თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების

მიერ კვლევითი ნაშრომის ფარგლებში. გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში და

გულწრფელად უპასუხოთ ყველა დებულებას. წინასწარ გიხდით მადლობას

თანამშრომლობისათვის! ‘’

კვლევაში მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ნებაყოფლობითი. თითოეული კითხვარის

შევსებას ჭირდებოდა საშუალოდ 20-25 წუთი. მონაცემები შეგროვებულია 5 სტუდენტის

მიერ, შემდეგ კი გაკეთდა მონაცემთა საერთო ბაზა, რომელშიც შეტანილია 7 სხვადასხვა

სკალაზე მიღებული შედეგები.

Page 11: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

11

შედეგები

ჩვენ ვიკვლევდით არსებობს თუ არა კავშირი მოხალისეობრივი ქცევის

განხორციელებისადმი მზაობასა და ქცევის ჰორიზონტალურ და კოლექტივისტურ ფორმებს

შორის. კვლევისას მიღებული მონაცემებით ნაკვლევ კონსტრუქტებს შორის ყველაზე მაღალი

კორელაცია დაფიქსირდა მოხალისეობრივი აქტივობისთვის მზაობასა და ჰორიზონტალურ

კოლექტივიზმს შორის r(245)= 0.611 p<0.01. უარყოფითი კორელაცია აღმოჩნდა ვერტიკალურ

კოლექტივიზმსა და მოხალისეობას შორის r(239)=- 0.196 p< 0.01. ინდივიდუალიზმის არც

ჰორიზონტალურ და არც ვერტიკალურ ფორმასთან მოხალისეობის მნიშვნელოვანი

კორელაცია არ გამოვლინდა. იმის განცდა, რომ ადამიანს თავადაც ეფექტურად შეუძლია

სოციალური პრობლემების დაყენება დადებით კავშირში აღმოჩნდა ჰორიზონტალურ

კოლექტივიზმთან r(238)=.299 p<0.01, ხოლო უარყოფით კორელაციაშია ვერტიკალურ

კოლექტივიზმთან r(237)=-.221 p<0.01. ასევე კვლევის მონაწილეებს, რომლებსაც არ

უმუშავიათ ანაზღაურების გარეშე ნაკლებად აქვთ სოციალური ეფექტურობის განცდა.

r(233)=-.145 p<0.05. მოხალისეობის გენერალიზება, ანუ განცდა იმისა, რომ მოხალისეობა

ცხოვრების ნორმალური ნაწილია მნიშვნელოვან დადებით კავრშირშია ჰორიზონტალურ

კოლექტივიზმთან r(243)=.749 p<0.01, თუმცა უარყოფით კავშირშია როგორც ვერტიკალურ

კოლექტივიზმთან r(242)=-.250 p<0.01, ასევე ჰორიზონტალურ r(240)=.190 p<0.01 და

ვერტიკალურ ინდივიდუალიზმთან. r(245)=-.211 p<0.01. მსუბუქი განცდა იმისა, რომ

სოციალური სამართლიანობა საჭიროა გააჩნიათ როგორც კოლექტივისტ, ასევე

ინდივიდუალისტ ადამიანებს. მოხალისეობრივი საქმიანობით გამოწვეული კარგად ყოფნის

განცდა გამოვლინდა ჰორიზონტალურად ინდივიდუალისტ ადამიანებში r(240)=.331 p<0.01

მონაცემებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც უმუშავიათ ანაზღაურების გარეშე უფრო

მეტად ჰორიზონტალურად კოლექტივისტურ ქცევას ახორციელებენ. (იხ. ცხრილი N1)

მონაცემების მიხედვით, დასაოჯახებელი ადამიანები უფრო მეტად ახორციელებენ

მოხალისოებრივ ქცევას, ვიდრე დაოჯახებულები r(239)=.259 p<0.01, ასევე უმაღლესი

განათლების მქონენი, ვიდრე საშუალო, ან არასრული საშუალო განათლების.

მოხალისეობრივი ქცევის განხორციელება მაღალ კორელაციაშია საკუთარი ეკონომიკური

მდგომარეობის შეფასებასთან r(233)=,321 p<0.01, ასევე უნდა ითქვას, რომ ასაკის ზრდასთან

ერთად მცირდება მოხალისეობრივი აქტივობისთვის მზაობა r(237)=-,285 p<0.01.

Page 12: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

12

მნიშვნელოვანი კავშირი არ აღმოჩნდა სქესთან, საცხოვრებელ ადგილთან, ზოგადი უნარების

გამოცდაზე მიღებულ ქულასთან, და უნივერსიტეტის ქალაქთან.

სოციალური ღირებულებების სკალაზე მიღებული მონაცემებით გამოკითხულთა შორის

ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობის აღმოჩნდა ეგოისტის და ალტრუისტის ტიპი(38 %),

ხოლო შეჯიბრებითის შედარებით ნაკლები (23.9%). ამ თვისებების მიხედვით განსხვავება არ

აღმონდა სქესთა შორის. ამ სკალის მიხედვით გამოკითხულთა 33 % არ არის მკვეთრად

გამოხატული არც ალტრუისტი, არც ეგოისტი და არც შეჯიბრებითი ტიპი. (იხ. გრაფიკი N2)

შეჯიბრებით ტიპებს ყველაზე ნაკლებად აღმოაჩნდათ მოხალისეობით გამოწვეული კარგად

ყოფნის განცდა. (feel good factor)

Page 13: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

13

ანალიზი

ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ როგორც

კოლექტივიზმის ასევე ინდივიდუალიზმის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მათი

განზომილებები, რადგან განსხვავებული შედეგები აღმოჩნდა ჰორიზონტალური და

ვერტიკალური ფორმების მიხედვით. ჩვენი კვლევის შედეგებისა და სხვა უკვე არსებული

კვლევების თანხმობის დადგენა საკმაოდ გართულდა, რადგან გაგვიჭირდა მოგვეპოვებინა

სტატიები მოხალისეობრივი ქცევისა და ინდივიდუალისტურ-კოლექტივისტური

ღირებულებების კავშირის შესახებ. თუმცა ჩვენი კვლევით ამ კონსტრუქტებს შორის

მოსალოდნელი კავშირი დადასტურდა. ასევე დადასტურდა ვარაუდი დემოგრაფიული

მახასიათებლების გავლენის შესახებ. საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ

მოხალისეობრივი ქცევისადმი მზაობა მაღალ კორელაციაშია ჰორიზონტალურ

კოლექტივიზმთან, ხოლო ინდივიდუალიზმის არც ერთ ფორმასთან მნიშვნელოვანი კავშირი

არ გამოვლენილა. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი, თუ რატომ არის დასავლურ,

ინდივიდუალისტურ კულტურებში ფორმალური მოხალისეობა ასეთი პოპულარული და

გავრცელებული, მაშინ, როდესაც კოლექტივისტურ საზოგადოებებში ფორმალური

მოხალისეობა იშვიათობას წარმოადგენს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კოლექტივისტურ

ქვეყნებში ადამიანები საკმარის არაფორმალურ აქტივობებს ახორციელებენ: ეხმარებიან

ახლობლებს, ნათესავებს, მეზობლებს, რაზეც დიდ დროს ხარჯავენ. შემდეგ კი აღარ

აქტიურობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში თუ სხვა ინსტიტუტებში. ამას გარდა კიდევ

ერთი კითხვა არსებობს: თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ დაფასებულია

მოხალისეობრივი გამოცდილება. ის ძალიან მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისთვისაც,

რაც გვაფიქრებინებს, რომ ინდივიდუალისტ ადამიანებს მაღალი მზაობა უნდა ქონდეთ

მოხალისეობრივი ქცევის განხორციელებისადმი. საკითხი სამომავლო კვლევას საჭიროებს.

კვლევის საველე სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა რამდენიმე საერთო

პრობლემა. კვლევის მონაწილეები უკმაყოფილონი იყვნენ კითხვარის დიდი ზომის გამო. 7

კითხვარის შევსება არ დასრულდა, რის მიზეზადაც დებულებათა დიდი რიცხვი

სახელდებოდა. ასევე უჭირდათ დებულებათა შეფასების რამდენიმე სხვადასხვა სისტემის

გაგება და ახალ სისტემაზე გადასვლა. კითხვარში გამოყენებული გვქონდა როგორც 5, ასევე 7

და 9 ბალიანი სკალები. სირთულეები იყო ინსტრუმენტის შერჩევის და მომზადების

Page 14: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

14

ეტაპზეც. ამ კვლევისთვის ინგლისურიდან ვთარგმნეთ ვან ლარგესა და ბალესის სკალები,

თუმცა შეზღუდული რესურსების გამო ვერ მოხერხდა მათი სათანადო ადაპტირება.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 245-მა რესპოდენტმა, რაც საშუალებას არ გვაძლევს კვლევის

შედეგები განვაზოგადოთ მთელი საქართველოს მოსახლეობაზე.

Page 15: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

15

დასკვნა

კვლევის დროს წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად, მონაცემების ანალიზმა ჩვენთვის

საინტერესო შედეგები გამოავლინა. მაღალი კორელაცია დაფიქსირდა მოხალისეობრივი

აქტივობისთვის მზაობასა და ჰორიზონტალურ კოლექტივიზმს შორის. მონაცემებმა აჩვენა,

რომ ადამიანები, რომლებსაც არა მხოლოდ გააჩნიათ მზაობა, არამედ უკვე უმუშავიათ

ანაზღაურების გარეშე უფრო მეტად ჰორიზონტალურად კოლექტივისტურ ქცევას

ახორციელებენ. უარყოფითი კორელაცია აღმოჩნდა ვერტიკალურ კოლექტივიზმსა და

მოხალისეობას შორის. ინდივიდუალიზმის არც ჰორიზონტალურ და არც ვერტიკალურ

ფორმასთან მოხალისეობის მნიშვნელოვანი კორელაცია არ გამოვლინდა. ჩატარებული

კვლევის შედეგებით გამოვლენილი კორელაციები ახალ ჰიპოთეზებს ბადებს ნაკვლევ

კონსტრუქტებთან დაკავშირებით. საკითხი სამომავლო კვლევას საჭიროებს. მით უფრო, რომ

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ცვლილებები, როდესაც აქტიურად ხდება კოლექტივისტური

ღირებულებების გადახედვა და ინდივიდუალისტური ღირებულებების გაზიარება, ასევე

იზრდება მოხალისეთა რესურსზე მოთხოვნილება. ვფიქრობთ, რომ ამ თემის აქტუალობა

კიდევ უფრო გაიზრდება და საზოგადოებაში უფრო დიდი ინტერესი გაჩნდება ემპირიული

მონაცემების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტების მიმართ, რაც

დაგვეხმარება სამომავლო კვლევების განხორციელებაში.

Page 16: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

16

ბიბლიოგრაფია

Bales, K. (1996). Measuring the propensity to volunteer. Social Policy and Administration, 30,

206-226.

Conny Wollbrant, 2012, Reconciling pro-social vs. selfish behavior: On the role of self-

control, Vol. 7, No. 3. Pp 304-315

De Cremer, D., &Van Lange, P.A.M. (2001). Why prosocials exhibit greater cooperation than

proselfs: the roles of social responsibility and reciprocity. European Journal of Personality, 15,

5-­18.

Dolcinar, S. & Randle, M. (2007). What motivates which volunteers? Psychographic

heterogeneity among volunteers in Australia. Voluntas: International Journal of Voluntary

and Nonprofit Organizations, 18¸135-155.

Daphna Oyserman, Heater M. Coon, and Markus Kemmelmeier, 2002, Rethinking

Individualism and Collectivism: Evaluation of Theoretical Assumptions and Mate-Analyses,

Universty of Michigan

Frederick R. Rohs Factors Influencing Volunteering in the Master Gardener Program

Professor of extension education, The University of Georgia, Athens,

Fuan Li , Lerzan Aksoy Koc¸ William Paterson University University DIMENSIONALITY OF

INDIVIDUALISM–COLLECTIVISM AND MEASUREMENT EQUIVALENCE OF TRIANDIS

AND GELFAND’S SCALE

Gouva M. 2012, A quantitative investigation of personality and psychological characteristics

on volunteers in the humanitarian non government organizations, Interscientific Health

Care, Vol 4, Issue 1, 34-42

John C. Mowen, Harish Sujan Volunteer Behavior: A Hierarchical Model Approach for

Investigating Its Trait and Functional Motive Journal of Consumer Psychology Volume 15,

Issue 2, 2005, Pages 170–182 Antecedents Oklahoma State University 2 Tulane University

Hall, D., Hall, I., Cameron, A., & Green, P. (2004). Student volunteering and the active

community: Issues and opportunities for teaching and learning in sociology. Learning and

Teaching in the Social Sciences, 1, 33-50.

Page 17: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

17

Karia Ritesh, 2007, Comparative study voluntary ventilation, national journal of medical

research

Kristin Neff University of Texas at Austin, Austin, Tex., USA Human Development

2003;46:312.318 DOI: 10.1159/000071938 Understanding How Universal Goals of

Independence and Interdependence Are Manifested within Particular Cultural Contexts

Koons Randel Jeremy 2009, Pragmatic Reasons, Palgrave and Macmillan publishing, Great

Brirain

Luo Lu a,*, Robin Gilmour , Brief report Developing a new measure of independent and

interdependent views of the self Institute of Human Resource Management National Central

University, Taiwanb Department of Psychology University of Lancaster, UKAvailable online

22 November 2006Journal of Research in Personality 41 (2007) 249–257

Lynette S. Unger∗ Altruism as a motivation to volunteer Journal of Economic Psychology

Volume 12, Issue 1, March 1991, Pages 71–100 Miami University, Oxford, USA

Mirzafian, H., 2011, Sport volunteerism: a study on volunteering motivations in university

students, facility of psychical education and sport sciences, semmelweis university, Budapest,

Hungary

Paolilli A. 2011, Altruism, Selfishness and Social Cohesion, University of Salento, Italy

Rusbult, C. E. & Van Lange, P.A.M.(2003). Interdependence, interaction, and relationships.

Annual Review of Psychology, 54, 351-­375.

Rathner, Carl, 2008, Cultural psychology, Nova Science Publishers, New York

Simpson, B. & Willer, R. (2008). Altruism and indirect reciprocity: The interaction of person

and situation in prosocial behavior. Social Psychology Quarterly, 71, 37-­52.

Triandis H. Gelfand M. 1998, Converging Measurement of Horizontal and Vertical

Individualism and Collectivism, Journal of Personality and Social Psychology, Vol. 74, No. 1

pp 118-128

Uggen, C. & Janikula, J. (1999). Volunteerism and arrest in the transition to adulthood. Social

Forces, 78, 331-362.

Page 18: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

18

Van Lange, P. A. M. (1999). The pursuit of joint outcomes and equality in outcomes: An

integrative model of social value orientation. Journal of Personality and Social Psychology,

77, 337-­349.

Writing a Psychology Literature Review, Psychology Writing Center , UNIVERSITY OF

WASHINGTON,

არჩილ აბაშიძე,’’ სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში: ქართული

კანონმდებლობა და მსოფლიო პოლიტიკა’’, ფონდი- ღია საზოგადოება

ლია წულაძე,აკადემიური წერა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისი 2006

ლია კაჭარავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, აკადემიური წერა დამწყებთათვის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისი, 2007.

The Caucasus Research Resource Centers (CRRC) online data bases http://www.crrc.ge/oda/

ბოლო ნახვა: 29.12.12

Hazel Rose Markus

University of Michigan

Page 19: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

19

დანართი

N1 ბალეს სკალა

gTxovT, qvemoT mocemul debulebebTan dakavSirebiT Tqveni azri gamoxatoT

Semdegi prinicpiT _ SemoxazeT debulebis gaswvriv arsebuli cifri. TiTouli

maTgani niSnavs:

1-სრულიად არ ვეთანხმები

2- არ ვეთანხმები

3-არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები

4- ვეთანხმები

5 სრულიად ვეთანხმები

1. რაც უფრო ჩაერთვები sazogadoebriv ცხოვრებაში

მით მეტს მიიღებ მისგან

1 2 3 4 5

2. ადამიანი უნდა ენდობოდეს ლიდერებს დიდ

პრობლემებთან გასამკლავებლად

1 2 3 4 5

3. ხანდახან შენს ცხოვრებაში ხდება მოვლენები,

რომლებიც მოქმედებისკენ გიბიძგებენ

1 2 3 4 5

4. ჩვეულებრივი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები არ

გრძნობენ საჭიროებას აქტიურად ჩაერთონ სოციალურ

მოვლენებში

1 2 3 4 5

5. ზოგიერთი საკითხი ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრად

უფრო მნიშვნელოვანია

1 2 3 4 5

6. სინამდვილეში შენ არ შეგიძლია რამე შეცვალო შენს

გარშემო, ეს უბრალოდ ასე ხდება

1 2 3 4 5

7. მშვიდობა მხოლოდ იქ არის, სადაც სამართლიანობაა

1 2 3 4 5

8. ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც socialurad

aqtiurebi arian, როგორც წესი, რაღაც ტიპის პირადი

პრობლემა აქვთ

1 2 3 4 5

9. ფულის ყულაბაში შენახვა არ არის marto საკმარისი,

შენ უნდა იმოქმედო შენი მრწამსის შესაბამისადac

1 2 3 4 5

Page 20: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

20

10. ოჯახზე ზრუნვა მთელ ჩემს დროს იკავებს

1 2 3 4 5

11. არ არის საკმარისი მხოლოდ ისაუბრო იმაზე თუ რა

არის არასწორი- შენc რაღაც უნდა გააკეთო

1 2 3 4 5

12. მე მსურს მეტი saqvelmoqmedo saqme გავაკეთო

ქველმოქმედებისთვის, მაგრამ სხვა რაღაცები

უბრალოდ ხელს მიშლის

1 2 3 4 5

13. მე რისი გაკეთებაც შემიძლია რეალურად ვერ შეცვლის

მსოფლიოს პრობლემებს

1 2 3 4 5

14. ადამიანმა უნდა იცხოვროს უბრალოდ რომ სხვებმაც

შეძლონ უბრალოდ ცხოვრება

1 2 3 4 5

15. როდესაც ადამიანი mTlianad ერთვება რაიმე

მოვლენაში, ეს აღიზიანებს მის ახლობელ ადამიანებს

1 2 3 4 5

16. შენ არ შეგიძლია შეცვალო სამყარო, ყველაფერი

თავისებურად ხდება

1 2 3 4 5

17. მე ვიცი, რომ როდესაც სხვებს ვეხმარები ამით ჩემს

თავსაც ვეხმარები

1 2 3 4 5

18. სამყაროში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც

უბრალოდ ვერ დაეხმარები

1 2 3 4 5

19. მე ვფიქრობ, ერთერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც

რაღაც უნდა გააკეთოს, როდესაც გრძნობს რომ ძლიერია

1 2 3 4 5

20. საუბარი იმაზე თუ რა გწამს უბრალოდ პრობლემებს

შეგიქმნის.

1 2 3 4 5

Page 21: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

21

დანართი N2

ვან ლარგეს სკალა

წარმოიდინეთ, რომ შეკითხვების ამ ნაწილში შემთხვევით წყვილში ხართ სხვა ადამიანთან,

რომელსაც ჩვენ პირობითად ვუწოდებთ ’’სხვას’’. სხვა არის ადამიანი, რომელსაც თქვენ არ

იცნობთ და არ შეხვდებით მომავალში. ორივე თქვენგანი გააკეთებს არჩევანს ბარათებს

შორის. თქვენი არჩევანი მოგიტანთ ქულას თქვენც და სხვასაც. ასევე მისი არჩევანი მოგიტანთ

ქულას თქვენც და მასაც. ყველა ქულას აქვს ფასი. რაც უფრო მეტ ქულას მიიღებთ, მით

უკეთესია თქვენთვის და რაც უფრო მეტ ქულას მიიღებს სხვა, მით უკეთესი მისთვის. მაგ.:

ამ მაგალითით თუ Tqven აირჩევT A-ს, Tqven მიიღებT 500 ქულას და სხვა მიიღებს 100-ს. თუ

აირჩევT B-ს, Tqven მიიღებT 500-s და სხვაც მიიღებს 500-s. თუ აირჩევT C-ს, Tqven მიიღებT

550-ს და სხვა მიიღებს 300-s. როგორც ხედავT, Tqveni არჩევანი განაპირობებს, რამდე ქულას

მიიღებT Tqcenc და სხვაც.

სანამ დაიწყებT არჩევანის გაკეთებას, გაითვალისწინეT, რომ არ არსებობს სწორი და

არასწორი პასუხები. გააკეთეT არჩევანი, რომელიც გსურT, სულერთია რა მიზეზით. ასევე

გახსოვდეT, რომ რაც მეტ ქულას დააგროვებT, მით უკეთესია Tqvenთვის და სხვისი

პიზიციიდანაც, რაც მეტს დააგროვებს სხვა, მით უკეთესი მისთვის.

ქვემოთ მოცემული 9 ბარათზე შემოხაზეT Tqvenთვის სასურველი A, B ან C ვარიანტი.

გთხოვT, გააგრძელეT იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მოცემულია არჩევანი.

1.

A B C

თქვენ იღებთ 480 540 480

სხვა იღებს 80 280 480

2.

A B C

თქვენ იღებთ 560 500 500

სხვა იღებს 300 500 100

A B C

თქვენ იღებთ 500 500 550

სხვა იღებს 100 500 300

Page 22: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

22

3.

A B C

თქვენ იღებთ 520 520 580

სხვა იღებს 520 120 320

4.

A B C

თქვენ იღებთ 500 560 490

სხვა იღებს 100 300 490

5.

A B C

თქვენ იღებთ 560 500 490

სხვა იღებს 300 500 90

6.

A B C

თქვენ იღებთ 500 500 570

სხვა იღებს 500 100 300

7.

A B C

თქვენ იღებთ 510 560 510

სხვა იღებს 510 300 110

8.

A B C

თქვენ იღებთ 550 500 500

სხვა იღებს 300 100 500

9.

A B C

თქვენ იღებთ 480 490 540

სხვა იღებს 100 490 300

Page 23: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

23

დანართი N3 ტრიანდისის და გელფანდის სკალა gTxovT, gagviziaroT Tqveni azri qvemoT moyvanili debulebebis Sesaxeb. 7-

safexurian skalaze Tqven unda SemoxazoT is ricxvi, romelic yvelaze metad

Seesabameba Tqvens azrs.

debuleba Sefaseba

1 mSoblebi da Svilebi rac SeiZleba didxans unda cxovrobdnen erTad

1 2 3 4 5 6 7

2 mirCevnia sakuTar Tavs daveyrdno, vidre sxvebs 1 2 3 4 5 6 7

3 mniSvnelovania, rom samuSao sxvebze ukeT Sevasrulo 1 2 3 4 5 6 7

4 me vamayob, rodesac Cemi TanamSromeli iRebs jildos 1 2 3 4 5 6 7

5 უმეტესად ჩემს თავს ვენდობი, სხვებს კი იშვიათად 1 2 3 4 5 6 7

6 gamarjveba yvelaze mTavaria 1 2 3 4 5 6 7

7 CemTvis mniSvnelovania Cemi kolegebis keTildReoba 1 2 3 4 5 6 7

8 Cemi movaleobaa, rom vizruno Cems ojaxze maSinac ki, rodesac es Cems survilebze uaris Tqmas moiTxovs

1 2 3 4 5 6 7

9 Sejibreba (konkurencia) bunebis kanonia 1 2 3 4 5 6 7

10 CemTvis siamovnebaa sxvebTan erTad yofna 1 2 3 4 5 6 7

11 ojaxis wevrebi mudam erTad unda iyvnen, ris fasadac ar unda ujdebodeT es

1 2 3 4 5 6 7

12 xSirad Cemi sakuTari saqmeebiT var dakavebuli 1 2 3 4 5 6 7

13 Tavs kargad vgrZnob, rodesac sxvebTan vTanamSromlob 1 2 3 4 5 6 7

14 CemTvis mniSvnelovania, rom pativi vce Cemi jgufis mier miRebul gadawyvetilebebs

1 2 3 4 5 6 7

15 CemTvis Zalian mniSvnelovania, rom vxedavde Cems Tavs, rogorc sxvebisagan damoukidebels

1 2 3 4 5 6 7

16 Zalian vRiziandebi, rodesac sxvebi rameSi mjobnian 1 2 3 4 5 6 7

savsebiT ar veTanxmebi 1 ar veTanxmebi 2 ufro ar veTanxmebi, vidre veTanxmebi 3 arc veTanxmebi da arc ar veTanxmebi 4 ufro veTanxmebi, vidre ar veTanxmebi 5 veTanxebi 6 savsebiT veTanxmebi 7

Page 24: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

24

გრაფიკი N 1

კვლევის მონაწილეთა განაწილება ასაკობრივ ჯგუფებში სქესის მიხედვით

0

10

20

30

40

50

60

18-25 წელი 26-35 წელი 36-55 წელი 56-...

კაცი

ქალი

Series 3

Page 25: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

25

გრაფიკი N 2

კვლევის მონაწილეთა პროცენტული განაწილება სოციალური ორიენტაციის მიხედვით

ეგოისტი

25%

ალტრუისტი

25%

შეჯიბრებითი

16%

არც ერთი

34%

Page 26: მოხალისეობრივი ქცევის მზაობა

ანა მიქიაშვილი კვლევითი ნაშრომი

26

ცხრილი N 1

GLOBALVALUNT FEELGOOD COMIMITMENT SOCIABILITY

VERCOL Pearson Correlation -.196** .145

* -.250

**

Sig. (2-tailed) .003 .025 .000

N

HORCOL Pearson Correlation .611** .749

**

Sig. (2-tailed) .000 .000

N

VERINDI Pearson Correlation .153* -.211

**

Sig. (2-tailed) .018 .001

N

HORINDI Pearson Correlation .331** .138

* -.190

**

Sig. (2-tailed) .000 .033 .003

N

*. Correlation is significant at the 0.05 level (2-tailed).

**. Correlation is significant at the 0.01 level (2-tailed).