ვედები (ფორუმიდან)

46
ვვვვვვვ ვვვვვვვვვ ვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვვ "ვვვვ" ვვვვვვვვვვვვ ვვ ვვვვვვვ ვვვვვვ. ვვვვვვ ვვვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვვვვვ ვვ ვვვვვვვვვ ვვვ ვვვვვვვვ ვვვ (ვვვვვვვვვ ვვვვვვვვვ 84 ვვვვვვვვ). ვვვვ ვვვვვ ვვვ ვვვვვვვ ვვვ ვვვვვვ ვვვვვ, ვვვვვვვვვ, ვვვვვვვვვვ, (ვვვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვვ) ვვ ვვვვვ ვვვვვ, ვვვვვვ ვვვვვვვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვ. ვვ ვვვვ ვვვვვვვვვ ვვვვვ, ვვვვვვვ ვვვვვვვვვ ვვვვვვვვვ ვვ ვვვვვვვვვ, ვვვვვვ ვვვ ვვვვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვვვვ, ვვვ ვვვვვვვვვვვვ. ვვვვვვ ვვვვვ ვვვვვვ ვვ ვვვვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვ ვვვ ვვვვვვ ვვვვ ვვვვვვვვვ. ვვვვვვ "вера" ვვვვვვვვვვვვ ვვვვვვვვ ვვვვვვ "веденые ра". "ра" ვვ ვვვვვვვვვ ვვვვვვვვ, ვვვვვვ ვვვვ, ვვვვვ ვვვვვვვვვვ. ვვვვვვვ ვვ ვვვვვ ვვ ვვვვ ვვ ვვვვვვ ვვვვვ (ვვ- ვვვვვვვ). ვვვვვვ ვვვვვვვვვვვვ ვვ ვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვ ვვ ვვვვვვვვ ვვვვვვ ვვ ვვვვვ ვვვვვ ვვვვვ ვვვვვვვვვვვ, ვვვვვვ ვვვ ვვვვვვ ვვვვ ვვვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვ ვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვვვვვვ ვვვვ ვვვვ ვვ ვვვვვვვვვვვვ ვვვვ ვვვვვვვ ვვ... ვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვვ, ვვვვვვ ვვვვვ ვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვ ვვვვ ვვვვვვვ. ვვვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვვვვ (ვვვვვვვვვვვვვ) ვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვ ვვვვვვ. ვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვვვ. ვვვვვ ვვ ვვვვვვ ვვვვვვვვვვ 5000 ვვვვ ვვვ, ვვვვვვვ ვვვვვ ვვვვვვვვვვვ ვვ ვვვვ ვვვვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვ ვვვვ ვვვვვვვ "ვვვვვვვვვვ" ვვვვ. ვვ ვვვვვვვვვ ვვვვვვვ ვვ ვვვვვვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვვვ (ვვვვვვვვვვვ ვვვვვვვვ ვვვვვვვვვ). ვვვ ვვვვ ვვვვვვ ვვვ ვვვვვვვ: ვვვ ვვვვ, ვვვვ ვვვვ, ვვვვვ ვვვვ ვვ ვვვვვვვ ვვვვ. ვვვვვვვვვ ვვ ვვვვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვ ვვვვვვვვ, ვვვვვვვვვ ვვვვ ვვვვვვვვვვვვვვ ვვ ვვვვვვ ვვვვვვვვვვვვვ ვვვვვვ. ვვვვ ვვვვვვვვვვვ: ვვვვვვვვვვვ (ვ.ვ. ვვვვვვვვვვვვვვ) ვვ ვვვვვვვვვვ (ვვვვვვვვვვვ, "ვვვვვვვვვვვვ" ვვვვვვვვვვვვვვვ ვვ ვვვვვვვვ) (ვვვვ ვვვ ვვვვვ). ვვვ ვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვვვვ. ვვვ ვვვვ ვვვვვვვ ვვვვვ ვვვვვვვვვ ვვ ვვვვვვვ 10522 ვვვვვ (ვვვვვვვ). ვვვვვვვ 3 ვვვვვვვვ, ვვვვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვვვვ. ვვ ვვვვ ვვვვვ ვვვვვვვვვვვვვვვვ ვვვვვვ ვვ ვვვვვვვვვვვ, ვვვვვვვვვ ვვვვვ ვვვვვ (ვვვვვვვ ვვვვვვვვვვვ ვვვვვვ ვვვვვვვ), ვვვვ - ვვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვვვვვ (ვვვვვვ ვვვვვ ვვვვვ, ვვვვვვვვ ვვვვვ "ვვვვვ" ვვვვვვვვვ ვვვვვვ), ვვვვვვ (ვვვვ)... ვვვ ვვვვვ ვვვვვვვ

description

ვედების შესახებ

Transcript of ვედები (ფორუმიდან)

Page 1: ვედები (ფორუმიდან)

ვედების წარმოშობა და მორფოლოგიასიტყვა "ვედა" სანსკრიტულია და ნიშნავს ცოდნას. ძველად მთელ დედამიწაზე არსებობდა ვედური ცივილიზაცია და სანსკრიტი იყო ძირითადი ენა (არსებობდა სანკრიტის 84 დიალექტი). ახლა ბევრი ერი იჩემებს რომ ვედები მათია, ინდოელები, სლავიანები, (გერმანელებიც იჩემებდნენ) და კიდევ ბევრი, მაგრამ სინამდვილეში ვედები არავისი არაა. ეს არის მარადიული ცოდნა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მაგრამ ხან მეტისთვის იქნება მისაწვდომი, ხან ნაკლებისთვის. სხვათა შორის რუსული და განსაკუთრებით უკრაინული ენა ძალიან გავს სანსკრიტს. სიტყვა "вера" სინამდვილეში იშიფრება როგორც "веденые ра". "ра" კი აღნიშნავს სინათლეს, როგორც მზის, ასევე ღვთაებრივს. სინათლე და ცოდნა კი ერთი და იგივეა არსით (გა-ნათლება). ვედური ცივილიზაციის და ვედური ცოდნის ნაშთები და ნაწილები მცირედ თუ მეტად ყველა ერშია შემორჩენილი, იმიტომ რომ როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან ძველად დედამიწაზე არსებობდა ერთი მთლიანი ცივილიზაცია ერთი ენით და წარმოიდგინეთ ერთი მეფითაც კი...

ვედები ჩაიწერა პალმის ფოთლებზე, რადგან ასეთი სახით ნაწერი მრავალი ათასი წელი ინახება. არსებობს ადგილი ჰიმალაებში (ბადარიკაშრამა) სადაც ინახება მრავალი ასეთი ტექსტი. ასევე მრავალი ტექსტი ინახება ინდოეთში.

ყველა ეს ტექსტი დაახლოებით 5000 წლის წინ, დვაპარა იუგის დასასრულისა და კალი იუგის დასაწყისის ზღვარზე ჩაწერილ იქნა დიდი ბრძენის "ვიასადევას" მიერ. ის ცხოვრობდა განგასა და იამუნას გადაკვეთის ადგილას (თანამედროვე ინდოეთის ტერიტორია). მან გაყო ვედები ოთხ ნაწილად: რიგ ვედა, სამა ვედა, იაჯურ ვედა და ადჰარვა ვედა. თვითოეული ამ ვედისთვის გამოიყო თითო მოსწავლე, რომლებსაც უნდა გაევრცელებინათ ეს ვედები ცივილიზირებულ ხალხში. უფრო კონკრეტულად: ბრაჰმანებში (ე.წ. ინტელექტუალები) და ქშატრიებში (მმართველები, "პოლიტიკოსები" მხედართმთავრები და მეომრები) (ზედა ორი კასტა).

რიგ ვედა ნიშნავს რიტუალებს. იგი ვედა ყველაზე დიდია ვედებიდან და მოიცავს 10522 ლექსს (მანტრას). შედგება 3 თავისგან, რომლებსაც ეწოდება მანდალები. აქ არის ისეთი ნახევარღმერთების დიდება და საგალობლები, როგორებიც არიან ინდრა (ბერძნულ მითოლოგიაში ზევსად ცნობილი), აგნი - ცეცხლის სტიქიის განმგებელი ნახევარღმერთი (სხვათა შორის კერპი, რომელსაც ერქვა "აგონა" მესხებსაც ყავდათ), სურიას (მზეს)... რიგ ვედას მეათედი ნაწილი მაგიური შელოცვებია. ეს ცოდნა გადაეცემოდათ მხოლოდ ბრაჰმანებს (მაღალი მორალით).

სამა ვედა მოიცავს ლოცვებს და ჰიმნებს სხვადასხვა ცერემონიებისთვის. იგი ყველაზე მცირე მოცულობისაა ვედებიდან და შედგება 1549 ლექსისგან.

იაჯურ ვედა (იაჯურ ნიშნავს მსხვერპლშეწირვას. არ იგულისხმება ცოცხალი ორგანიზმების შეწირვა. ძირითადად სწირავდნენ ცეცხლს, კოცონში ასხამდნენ ერბოს, რომელიც როგორც ვედებში წერია ყველაზე სუფთა ცეცხლს წარმოშობს (იგივე პრინციპი რაც

Page 2: ვედები (ფორუმიდან)

სანთლის დანთება ჩვენს ტრადიციაში)). იაჯურვედა არის სახელმძღვანელო მღვდელმსახურებისთვის.

ადჰარვა ვედა (ადჰარვა ნიშნავს მღდელმსახურს) შედგება 6000 ლექსისგან. აქ არის რჩევები და წესები მანტრების წარმოთქმისათვის, რათა მივიღოთ მისტიკური ეფექტი. (ვედურ ცივილიზაციაში ცეცხლს მანტრით, ანუ ბგერითი ვიბრაციით ანთებდნენ და არა ასანთით ან მითუმეტეს კვეს-აბედით ბიგგრინ.გიფ ). ეს არის ძალიან საიდუმლო მანტრები, რომელთა ნაწილს განხორციელებისთვის სჭირდებოდა გულწრფელობა, ნაწილს კი ზედმიწევნითი ტექნიკა. როცა ადამიანი მატერიალური მონაპოვრისთვის იღწვის, საჭიროა ტექნიკა, ხოლო როცა სულიერიო სფეროებისკენ ისწრაფვის უფრო მნიშვნელოვანია გულწრფელობა და გულის სიწმინდე.

მანტრებითვე ხდებოდა სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნებაც. ანუ ბგერა იყო მათი მთავარი ინსტრუმენტი და იარაღი. ადჰარვა ვედაში იყო ასევე საბრძოლო მანტრებიც. დაცვისთვისაც (კავაჩები) და თავდასხმისთვისაც.

ვედებში მოცემულია ისეთი ცოდნაც, რაც თანამედროვე მეცნიერებას თავისი მიღწევა და მონაპოვარი ჰგონია. მაგალითად რიგ ვედაში არის აღწერილი პროთეზირების ტექნიკისა. ანუ ამა თუ იმ ორგანოს ჩანაცვლებისა. (მაგალითად შეეძლოთ სრულიად დაზიანებული თვალის ახლით ჩანაცვლებაც კი). მაჰაბჰარატაში აღწერილია ქრომოსომების რაოდენობა. ვედებშია აღწერილი ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკაც. აღწერილია მიკროორგანიზმების თვისებები. ძილის ფიზიოლოგია (სიზმარხილვის ტექნიკა). სინათლის სიჩქარე (რიგ ვედა), სატურნის უკან მდგომი პლანეტები (აღწერილია მაჰაბჰარატაში). კოსმიური მოგზაურობები. გრავიტაციის ძალა და გრავიტაციული ველების სახესხვაობები (აღწერუილია პრაშნა უპანიშადში). ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სინათლის თვისებები.

მაჰაბჰარატაში აღწერილია ატომური იარაღის 96 სახეობა. სანსკრიტულად ეწოდება "ბრაჰმასტრა" (დჰანურ ვედა (საბრძოლო ხელოვნებები რომლებსაც დიდი გულმოდგინებით ეძებდა ჰიტლერი ჰიმალაებში მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მიაგნო)). ბრაჰმასტრა ძალიან განსხვავდება თანამედროვე ატომური იარაღისგან. იმის მიხედვით, თუ რა მანტრას იტყოდა მებრძოლი, ამორჩევით შეეძლო დაეზიანებინა კონკრეტული ჯარი ან კონკრეტულად ერთი ადამიანი. უფრო მეტიც რაღაც ტერიტორიაზე შეეძლო მხოლოდ მამაკაცთა სქესი მოესპო და ქალები დაეტოვებინა (მებრძოლისთვის ქალის მოკვლა დიდი დანაშაული იყო, და ბრძოლებიც ბრძოლის ველზე ხდებოდა და არა ქალაქებში ან სოფლებში). რიგვედაში და რამაიანაში აღწერილია საფრენი აპარატები (ვიმანიკა შასტრა).

ვედებში წერია რჩევები და რეკომენდაციები არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური განვითარებისთვისაც. აქ შეხვდებით ყველანაირ ტექნიკას ხელოვნებიდან დაწყებული მედიცინით (აიურვედა) დამთავრებული. კამა სუტრაც ვედების ნაწილია და "ხორციელი" სიყვარულის ხელოვნებას შეეხება, მაგრამ რატომღაც თარგმნეს მხოლოდ ის, რომელიც ყველაზე "პორნოგრაფიულია", ხოლო კამა სუტრის უფრო მეტი ნაწილი, რომელიც

Page 3: ვედები (ფორუმიდან)

აღწერს ნატიფ ინტიმურ საიდუმლოებებს (ფსიქოლოგიურს და ესთეტიკურს) არ უთარგმნიათ.

რიგვედის ნაწილია უპავედა, რომელშიც შედის აიურვედა (ვედური მედიცინა). აიურვედაც 3 ნაწილადაა დაყოფილი. მურნალობა ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან უმეცრების მოდუსში, ვნების მოდუსში და სათნოების მოდუსში. (იმის მიხედვით თუ როგორი ნებისყოფა და როგორი გონება აქვს ავადმყოფს). სათნოების გუნაში მყოფ ადამიანებს სთავაზობდნენ სუნთქვით ვარჯიშებს, დიეტებს და ა.შ. ვნების მოდუსში მცენარეულ წამლებს და ა.შ.

იაჯურვედას ერთ-ერთი უპავედაა დჰიანურ ვედა, სადაც აღწერუილია ბრძოლის და სახელმწიფოს მართვის წესები და კანონები.

ვედების წყობაში არის სხვა კლასიფიკაციაც (რომლებიც განისაზღვრება ლექსების ფუნქციებით): სამჰიტები, ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები.

სამჰიტები - მოცემული ვედის (მაგალითად რიგ ვედის) ყველა ლექსის კრებული. მათი ფუნქციაა, რომ ისინი შეისწავლონ მოსწავლეებმა.

ბრაჰმანები - გადმოცემენ ისტორიას და საიდუმლო ეზოთერულ მნიშვნელობას ამა თუ იმ მანტრის ან მსხვერპლშეწირვისა.

არანიაკები - ვედების ფარული მიზანი (ფარული ძალა მოცემული მსხვერპლშეწირვებისა). არანიაკები შეისწავლებოდა საიდუმლოდ ტყეში, მხოლოდ განდობილ მოსწავლეებზე. ანუ ეს ეხება იმ მანტრებს, რომლებიც საიდუმლოა და მხოლოდ მორალურად მაღალგანვითარებულ ადამიანებს ესწავლებოდათ.

უპანიშადები - მანტრების და რიტუალების ფილოსოფიური ცოდნა.

არსებობს ასევე ტექსტი, სადაც მოცემულია მოკლე ცოდნა ყველა უპანიშადზე (ანუ ყველა ფილოსოფიური ცოდნის ნაღები) და ეს ცოდნა მიუწვდომელია იმ ადამიანისთვის, ვინც მხოლოდ ტექნიკურ და მატერიალურ მხარეს ეძებს ვედებში (ეს მიუწვდომლობა თავისთავად ხდება და არა განზრახ).

ასეთია ბჰაგავად-გიტა, რომელსაც ვედების მარგალიტს ეძახიან და მისი გაგება მხოლოდ მაღალი ინტელექტის და მორალის ადამიანებს შეუძლიათ.

ასევე ნაწარმოებები: მაჰაბჰარატა და რამაიანა.

კიდევ არსებობს 18 პურანა (პურანა ნიშნავს სავსეს, მთლიანს, ასევე უძველესს).

ეს 18 პურანა დაყოფილია 3 ნაწილად. ექვს-ექვსი პურანა, რომლებიც განკუთვნილია უმეცრების მოდუსში, ვნების მოდუსში და სათნოების მოდუსში მყოფი ადამიანებისთვის (უმეცარი ადამიანები ვედურ კულტურაშიც არსებობდნენ).

Page 4: ვედები (ფორუმიდან)

სათნოების გუნას (სატვა გუნას) მიეკუთვნება ბჰაგავატა პურანა (მაჰაპურანა): ეს არის შრიმად ბჰაგავატამი, რომელიც შედგება 12 სიმღერისგან (ბევრი მათგანი თარგმნილია ინგლისურადაც და რუსულადაც). აქ შედის ვიშნუ პურანები, ნარადა პურანები და ა.შ. ეს პურანები განკუთვნილია მათთვის ვინც ერთიან უზენაეს ღმერთს სცემს თაყვანს.

ვნების გუნაში (რაჯა გუნაში) მყოფი ადამიანებისთვისაა პურანები (ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც აზროვნებენ ასე: ჩემი ღმერთი, შენი ღმერთი და ა.შ.): ბრაჰმა პურანა, (ბრაჰმას ერთერთი სახელია სვარგა (სლავიანები ეთაყვანებოდნენ "сварог"-ს რომელიც იგივე ბრაჰმაა (ნახევარღმერთი))

უმეცრების გუნაში (ტამა გუნაში (აქედან მოდის "тма" - სიბნელე) მყოფი ადამიანებისთვის ტამა პურანა: მათთვის არსებობს ნაწარმოებები, რომლებითაც შეიძლება შივას თაყვანისცემა: შივაპურანები, ლინგაპურანები, მატსიაპურანა (ამ პურანაშია ოქროს თევზის ამბავი (ტრახ-ტიბიდოხ-ტიბიდოხ ბიგგრინ.გიფ მსგავსი რა თქმა უნდა და არა ზუსტად ისეთი როგორიც რუსულ ზღაპარშია). ითვლება რომ შივა არის ნახევარღმერთი, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს (გარკვეული ასკეზებისა და ლოცვების სანაცვლოდ, ამიტომაც ისინი, ვისაც მატერიალური (ან სხვა) სურვილები აქვთ (ან სამოთხეში უნდათ მოხვედრა 40 ქალწულის თანხლებით) შივას ეთაყვანებიან. (ითვლება რომ მუჰამედი იყო შივას მოციქული) და საერთოდ შივა განაგებს უმეცრების გუნას (ტამა-გუნას) თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავად ის არის უმეცრებაში. ის უბრალოდ ასრულებს ღმერთის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია).

ასევე არსებობს 18 უპაპურანა (ქვეპურანა), რომლებიც ხსნიან პურანების ლექსებს უფრო გასაგებად.

ასევე არსებობს სუტრები (აფორიზმები), რომლებშიც ჩადებულია აზრობრივი, ფილოსოფიური და მათემატიკური კოდები. (კამასუტრა არის სუტრების ის ნაწილი, რომლებიც უმეცრებისთვისაა განკუთვნილი და მათგანაც ყველაზე უმეცრების გუნაში მყოფი სუტრები თარგმნეს მხოლოდ, თანაც თარგმნეს არასწორად, ინტერპრეტაციებით და შევსებებით ბიგგრინ.გიფ (ანუ სუტრებიც გუნებად იყოფა).

ვედებში იკვეთება ერთგვარი ხაზი, თუ როგორ აიყვანოს ადამიანი გრძნობისმიერი (მათ შორის სექსუალური სურვილებიდან) კამასუტრიდან ვედანტა სუტრამდე.

ვედანტა სუტრა არის მთელი ვედური ცოდნის არსი, ნაღები და საბოლოო მიზანი (ასეთი სუტრებია რა თქმა უნდა ბჰაგავად-გიტაში და შრიმად ბჰაგავატამში).

დროდროს სანსკრიტულად ქვია "კალა" ღმერთის ერთ-ერთი ასპექტის სახელია "დარა" (მომცემი) აქედან მოდის "კალანდარა". ანუ დროის მომცემი არის ღმერთი. სიტყვა კალენდარიც აქედან მოდის (და გურული კალანდაც რაღაც კავშირშია ეტყობა. გვარი - კალანდარიშვილიც ბიგგრინ.გიფ ).

Page 5: ვედები (ფორუმიდან)

დავიწყოთ დროის იმ შუალედის აღწერით, რომელსაც ქვია მაჰაკალპა (დიდი ციკლი). ეს არის ციკლი, როცა იქმნება ყველა მატერიალური ელემენტი და ის გრძელდება ექვსასოცდაორიტრილიონოთხმოციმილიარდი დედამიწის წელიწადი.

შემდეგი ციკლია მატერიალური სამყაროს არსებობის ვადა. ეს ვადაა სამასთირთმეტიტრილიონორმოციმილიარდი დედამიწის წელიწადი. ამჟამად გასულია ასორმოცდათხუთმეტიტრილიონ250მილიარდი წელი (ანუ ჩვენ ვცხოვრობთ ამ ციკლის შუაში).

აღწერილია რომ ერთი კოსმიური დღე უდრის ოთხიმილიარდსამასოციმილიონ დედამიწის წელს. ეს არის სამყაროს ერთი დღე. ამ დღეს უწოდებენ ბრაჰმას დღესაც. (ბრაჰმა არის ნახევარღმერთი, რომელიც სამყაროს შექმნაზე აგებს პასუხს).

1 კალპა, ანუ სამყაროს ერთი დღე დაყოფილია 1000 პერიოდად, რომლებსაც ქვიათ "ჩატურიუგები" (ჩატურ"-ნიშნავს ოთხს четире (რუს)). რომელთაგან თვითოეული შედგება 4 ეპოქისგან (იუგისგან):

ოქროს ეპოქა (სატია იუგა) გრძელდება 1 728 000 წელი. ამ დროს დედამიწაზე არის უზარმაზარი ცივილიზაცია, ყველა იმყოფება სათნოების გუნაში. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ დროს შეადგენს 100 000 წელს. (თუმცა ფსიქოლოგიურად ისინი ამას აღიქვამენ ისევე, როგორც ჩვენ აღვიქვამთ 100 წელს).

მათი ზომა არის წარმოუდგენლად დიდი. არავინ არ იყენებს სხვა მეტალს გარდა ოქროსი. და ასევე იყენებენ ძალიან ძვირფას ქვებს. სულიერ პრაქტიკას ამ დროისთვის წარმოადგენს აშტანგა (რვასაფეხურიანი) იოგა.

ყოველი ეპოქის შემდეგ ხდება "აღსასრულის" პროცესი (ამ შუალედს ეწოდება პრალაია). თითქმის ყველაფერი წყლით იფარება დიდი ხნის განმავლობაში (რჩება ადგილები, კუნძულებივით, სადაც რჩებიან ადამიანები, კონკრეტული მისიებით, რომლებსაც ძალიან მაღალგანვითარებული ცნობიერება აქვთ) ყველა დანარჩენი ადამიანი სატია იუგის მერე ან უფრო მაღალ (სამოთხისეულ) პლაეტებზე გადადის, ან პირდაპირ სულიერ სამყაროში ხვდება). სულ 3%-ია ადამიანებისა, რომლებსაც "არ უმართლებთ" და სულიერი სამყაროს ნაცვლად სამოთხეში ხვდებიან სმილე.გიფ ).

ვერცხლის ეპოქა (ტრეტა-იუგა) გრძელდება 1 296 000 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-ჯერ მცირდება და 10 000 წელს შეადგენს. 10-ჯერ პატარები არიან ზომაშიც და 10-ჯერ ნაკლები გონებრივი და მისტიკური ძალები აქვთ. სულიერ პრაქტიკას წარმოადგენს ღმერთისადმი ცეცხლით თაყვანისცემა (ცეცხლში "გის" (ერბოს) დასხმა და მანტრების გალობა. (არსით იგივეა რაც ანთებულ სანთელზე ლოცვა). სატია იუგისგან განსხვავებით, მეორე ეპოქაში მოსახლეობის 25% უკვე ცოდვილია. (იქ 3% იყო ცოდვილი (ის 3% რომელიც სამოთხეში ხვდებოდა ბიგგრინ.გიფ )).

Page 6: ვედები (ფორუმიდან)

შემდეგ მოდის მომდევნო წარღვნა (პრალაია). და ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ სულიერ სამყაროში ან არ ავიდნენ სამოთხისეულ პლანეტებზე, დასაბამს აძლევენ შემდეგი ეპოქის ადამიანებს.

ბრინჯაოს ეპოქა (დვაპარა-იუგა) გრძელდება 864 000 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 1000 წელია. ასევე 10-ჯერ მცირდება მათი ზომები და გონებრივ-ფიზიკური შესაძლებლობები. სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში ითვლება ღვთაებისადმი თაყვანისცემა ტაძარში. პლანეტის მოსახლეობის საშუალოდ 50% ცოდვილია. უკვე ბევრია კონფლიქტები, ომები და ა.შ.

სავარაუდოდ ნოეს ისტორია (და იგივე მანუს ისტორია ვედებში) ამ ეპოქისშემდგომ წყალდიდობას ეხება)

მეოთხე - რკინის ეპოქა (კალი-იუგა) რომელიც გრძელდება 432 000 წელი. გასულია 5000 წელზე ცოტა მეტი. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 100 წელია. ვედურ წინასწარმეტყველებებში აღწერილია რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა პირველ 5000 წლის განმავლობაში 30%-ით შემცირდება. ასევე ნათქვამია რომ პირველი 5000 წელი იქნება მზარდი დეგრადაცია და 75% ადამიანებისა იქმენა ძალიან ცოდვილი. და 25% -ს ექნება სათნოებისკენ მიდრეკილება, მაგრამ დანარჩენი 75%-ის გავლენის ქვეშ იქნებიან. სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში მოწოდებულია ღმერთის სახელების ერთობლივი გალობა. ძირითადი მეტალი - რკინა.

ორიოდ სიტყვას ვიტყვი ვედურ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც შეეხება კალი იუგას:

კალი იუგის დამახასიათებელი ნიშნებია: ლოთობა, არაკანონიერი სქესობრივი კავშირები, ცხოველთა მოკვლა და მათი ჭამა და აზარტული თამაშები.

ადამიანებს უმცირდებათ სიცოცხლის ხანგრძლივობა, მეხსიერება, ჯანმრთელობა, მორალური და რელიგიური პრინციპები.

საზოგადოებაში იქნება ე.წ. "განათლებული" ადამიანების ოთხი ტიპი:

"ვედა-ვადა-რაგები" - ადამიანები რომლებიც შეისწავლიან და სხვებს ასწავლიან ვედებს (არსწორი მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის). ისინი უარყოფენ პურანების ჭეშმარიტებას. თავისებურ კომენტირებას უკეთებენ ვედურ ტექსტებს. არ იციან ვედების ჭეშმარიტი მიზანი. ყურს არ უგდებენ ვედების ავტორიტეტულ უძველეს მიმდევრებს და ისეთ კომენტარებს უკეთებენ ვედებს, როგორც თვითონ აწყობთ. ისინი წაიყვანენ ადამიანებს არა ღმერთისკენ, არამედ უმეცრებისენ.

Page 7: ვედები (ფორუმიდან)

"მაია-პახრიტა-გიანები" თვითმარქვია "ღმერთები", სენსორები (ექსტრასენსები). დამოკიდებულნი იქნებიან მხოლოდ ფულზე. თავს ღმერთად, ღმერთის რომელიმე ავატარად ან მესიებად აღიარებენ. იქნებიან გავლენიანებიდა მოიპოვებენ დიდ ავტორიტეტს ხალხთა შორის. აღწერილია სამი ადამიანი, რომელიც მცოდნედ წარმოგვიჩენს თავს, სინამდვილეში კი დემონები არიან. ესენია: "მარქშა" (ალბათ მარქსი), "დარვინა" და "ხრეიდა" (ალბათ ფროიდი).

"ასურა-ბჰავამ" ანუ დემონები, ათეისტები (ასურა ნიშნავს დემონს), რომლებიც შექმნიან პრინციპს: "არ შეიძლება, მაგრამ თუ ძალიან გინდა შეიძლება!" მატერიალური მოთხოვნილებების გაძლიერებასთან ერთად ცვლიან კანონებს. ფართო გზას აძლევენ მატერიალური და გრძნობისმიერი სურვილების ასრულებას.

"ნართჰამები" ავტორიტეტული სახელმწიფოს მმართველები, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობენ, თავად იგონებენ კანონებს და თავად არ ასრულებენ მათ.

"ბჰავიშტია პურანაში" მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება იესოს:

აღწერილია მაჰარაჯა (ანუ დიდი მეფე) "შალვაჰანა" რომელიც მოგზაურობს ჰიმალაებში და მაღლა მთებში ის ხვდება თეთრებში გამოწყობილ "სადჰუს" (სადჰუ ნიშნავს წმინდანს, ღმერთის ერთგულს). მეფე ეკითხება ვინაობას, და ის პასუხობს (სანსკრიტზე):

"იშა პუტრა ჩან მან ვიდჰი, კუმარი გარბჰი სანბჰავამ, აჰამ ისამ ასიჰი ნამაჰა" (ზუსტი სანსკრიტის დადება გამიჭირდება, მაგრამ ქართული ასოებით ასე ჟღერს.

თარგმანი ასეთია: "მე ვარ ძე ღვთისა, შობილი ქალწულისგან და შენ უნდა იცოდე ეს. ადამიანები მიწოდებენ მე "იესო მესიას".

ვედებში ასევე რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული იესოს (იშას, იეშუას) მისიის შესახებ. ასევე მას უწოდებენ "კრშტოშას" ("კრშ" ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს (ღმერთის ერთ-ერთი სახელი სანსკრიტზე, ხოლო "ტოშა" ნიშნავს დაკმაყოფილებას, ანუ ის ვინც აკმაყოფილებს (ემსახურება) ღმერთს, ასევე ნიშნავს ღმერთის მიერ მირონცხებულს).

Page 8: ვედები (ფორუმიდან)

ვედების მიხედვით ჩვენს მატერიალურ სამყაროს აქვს კვერცხის ფორმა (წაგრძელებული ბურთის). ეს ნიშნავს რომ მას აქვს საზღვრები. მისი დიამეტრია

14 969 655 360 000 000 მილი.

ეს კვერცხი ქვემოდან სანახევროდ ავსებულია წყლით (გარბჰადაკის ოკეანე). ამ კვერცხის გარსის შიდა გარსი მიწის ელემენტისგან შედგება და ძალიან სქელია. შემდეგი გარსი წყლის ელემენტისგან შედგება და 10-ჯერ უფრო სქელია. შემდეგი ასევე 10-ჯერ უფრო სქელი ცეცხლის ელემენტის შრეა. შემდეგი ჰაერის ელემენტის შრეა. შემდეგ ეთერის ელემენტის შრე. შემდეგ მოდის შრე, რომელიც შედგება ჭკუის ნატიფი სხეულისგან. შემდეგ არის გონების ("რაზუმის") ნატიფი სხეული. და ბოლოს ყველაზე ნატიფი ელემენტი, რომლის შრეც ყველაზე სქელია და ყველაზე გარედან აკრავს კვერცხს, ეს არის "ცრუ ეგო". ანუ რეალურად ცარიელ სიცარიელეს ამ კვერცხში ძალიან მცირე ზომა უკავია (ფაქტიურად მთელ კვერცხთან შედარებით წერტილივითაა, იმდენად სქელი გარსები აკრავს)... ასეთი სამყაროები (კვერცხები) უსასრულოდ მრავალია. ზოგი დიდი ზომისაა ზოგი მციირე ზომის. ჩვენი სამყარო პატარა სამყაროდ ითვლება. არსებობს ასევე სულიერი პლანეტების სამყარო, რომლებიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მატერიალური სამყაროები და მათზე გაცილებით უფრო მეტი ინდივიდუალური სული ცხოვრობს ვიდრე მატერიალურ სამყაროებში.

კვერცხის შუიდან, ანუ ოკეანის ზემოდან, რომელიც შუამდე ავსებს კვერცხს, იწყება პლანეტათა სისტემები. სულ არის 14 პლანეტარული სისტემა.

ყველაზე მაღალ პლანეტას ეწოდება სატია ლოკა.

მასზე ცხოვრობს ბრაჰმა (მატერიალური სამყაროს შემქმნელი) ბრაჰმას სხეული შედგება გონების (რაზუმის) სხეულისგან. მას აქვს 4 თავი (სივრცის 4 მიმართულებით), თუმცა სხვა სამყაროების ბრაჰმებს შეიძლება მეტი თავი ქონდეთ, იმის მიხედვით თუ რამდენგანზომილებიანია ეს სამყარო. (ჩვენი ბრაჰმა ოთხთავიანია და ჩვენთან 64 განზომილებაზე მეტი არ არის). ასევე ამ პლანეტათა სისტემაზე ცხოვრობენ ის სულები, რომლებიც სიცოცხლის თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სულიერ სამყაროში მოხვდებიან. ცოცხლობენ 15 ტრილიონ წელზე მეტს.

შემდეგი (ანუ ზემოდან მეორე) მპლანეტათა სისტემაა "ტაპა-ლოკა" (ტაპას-ნიშნავს ასკეზას, "ლოკა"- ადგილს, პლამეტას). იქ ცხოვრობენ უდიდესი ბრძენები, რომლებიც ასრულებენ

Page 9: ვედები (ფორუმიდან)

უდიდეს ასკეზებს. ისინი ფიქრობენ ღმერთზე, ასრულებენ თავის მოვალეობებს და ასევე აკეთებენ დიდ ასკეზებს. მათი მატერიალური სხეული შედგება ჰაერის ელემენტისგან. არ იციან რა არის ავადმყოფობა. იქ მოქმედებს მხოლოდ სათნოების გუნა (სუფთა სახით).

მესამეა ჯანა ლოკა. აქაც მატერიალური სხეული ჰაერის ელემენტიუსგან შედგება.

მეოთხეა მაჰარ-ლოკა. აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, სულ რაღაც

4 300 000 000 დედამიწის წელიწადი ბიგგრინ.გიფ (სატია-ლოკაზე 15 ტრილიონი წელი ცოცხლობენ).

მეხუთეა სვარგა-ლოკა. აქ უფრო მეტად ჭარბობს ცეცხლის ელემენტი (მზე ამ დონეს განეკუთვნება). სათნოების გუნასთან ერთად აქ არის უკვე ვნების გუნაც. მათგან მოდის დიდი გავლენა ჩვენზე და ჩვენ პლანეტაზეც. სვარგალოკაზე მმართველად ითვლება ნახევარღმერთი, რომელსაც ჰქვია ვივასვანი (მზის ღმერთსაც უწოდებენ). ის ახდენს მეთვალყურეობას მთლიანად საშუალო პლანეტათა სისტემაზე (ანუ პლანეტათა სისტემები იყოფა მაღალ, საშუალო და დაბალ პლანეტებად. ჩვენ საშუალოს განვეკუთვნებით). თავდაპირველად ღმერთმა ვივასვანს გაანდო ვედები და მან გაავრცელა შემდგომ:

" ღმრთეების პიროვნებამ, უფალმა შრი კრიშნამ თქვა: იოგას ეს უკვდავი მეცნიერება მე მზის ღმერთ ვივასვანს ვასწავლე, ვივასვანმა ასწავლა მანუს, კაცობრიობის მამამთავარს, მანუმ კი, თავის მხრივ, იგი იკშავაკუს გადასცა.

ეს უმაღლესი მეცნიერება გადაეცემოდა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვით და წმინდანი მეფეებიც ასე გებულობდნენ მას. მაგრამ დროთა განმავლობაში თანმიმდევრობა დაირღვა, ამიტომ მეცნიერების ჭეშმარიტი სახე დაკარგული ჩანს.

დღეს უზენაესთან ურთიერთობის სწორედ ამ უძველეს მეცნიერებას გიყვები, ვინაიდან შენ ჩემი ერთგული და მეგობარი ხარ და ამიტომ ამ მეცნიერების ტრანსცენდენტალი საიდუმლოების გაგება შეგიძლია. "

(ბჰაგავად-გიტა4.1-3)

იქ გონების სხეულთან ერთად უკვე აქვთ ჭკუის სხეული (რომელიც ცეცხლოვანი ელემენტისგან შედგება, ჩვენშიც და ყველაში, ვისაც ჭკუა გააჩნია). ამ სისტემაზე ცხოვრობს 33 000 000 ნახევარღმერთი, რომლებიც სამყაროს ადმინისტრატორები (მმართველები) არიან.

მეექვსეა დონეა ბჰუვარ-ლოკა. აქ უკვე ჩნდება წყლის ელემენტი.

Page 10: ვედები (ფორუმიდან)

მეშვიდეა ბჰურ-ლოკა. ეს უკვე ჩვენი გალაქტიკაა. დედამიწაზე არ შევჩერდები და დედამიწის ქვემოთ ჩვენსავე სისტემაში არის პლანეტები, რომლებსაც ქვიათ ბილასვარგა და ეს განეკუთვნება შედარებით მსუბუქი ჯოჯოხეთური ტიპის პლანეტებს. ამ პლანეტის მცხოვრებლები ჩვენ გვგვანან. მათ აქვთ საკმაო ცოდნა კარმაზე, ორგანიზმის მკურნალობაზე (მათ შორის მცენარეებით) და ამ პლანეტებიდან ჩვენთან ბევრი ინფორმაცია შემოდის, მაგრამ ზემოთა პლანეტების ინფორმაციისგან განსხვავებით აქედან არ მოდის ცოდნა ღმერთის და ღმერთის მსახურების შესახებ და მოდის მხოლოდ ის ცოდნა, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, სიცოცხლის გახანგრძლივებაში და ა.შ. გვეხმარება. ადამიანები, რომლებიც მატერიალურ ცოდნას იღრმავებენ და სულიერს არა, ხვდებიან სწორედ ამ პლანეტაზე და იქ აგრძელებენ დეგრადაციას (მეტწილად). ამ პლანეტებზე თითქმის ვერ აღწევს მზის სინათლე და იქაურობას ანათებენ ღვთაებრივი გველები - "ნაგები", რომლებსაც თავზე მანათობელი მარგალიტი (თუ რაღაც ეგეთი) აქვთ. იქ უამრავი საშუალებაა სიამოვნებისთვის. ყველას უყვარს სექსი. ძალიან განვითარებული ტექნოკრატიული ცივილიზაცია აქვთ, ღმერთზე კი არაფერი იციან. მფრინავი თეფშები (დისკის ფორმის) სწორედ ამ პლანეტებიდან მოდიან ჩვენთან. და დარწმუნებულნი არიან რომ მათთან უფრო ჯობია ვიდრე ჩვენთან და ცდილობენ ჩვენც "გვასწავლონ" რაღაცეები ბიგგრინ.გიფ

ანუ დედამიწა არის გამყოფი ზღვარივით. დედამიწის ზემოთ არიან ღვთაებრივი ცივილიზაციები, ქვემოთ კი დემონური. თუ სული სხეულის დატოვებისას ქვედა ჩაკრებიდან გადის, იგი ხვდება ჯოჯოხეთურ პლანეტებზე, თუ შუა ჩაკრებიდან გადის - საშუალო პლანეტებზე, ხოლო თუ ზემოთა ჩაკრებიდან - მაღალ პლანეტებზე.

ქვედა პლანეტარული (ჯოჯოხეთური) პლანეტათა სისტემები იყოფიან 7 დონედ:

ატალა

ვიტალა

სუტალა

ტალა-ტალა

რასა-ტალა

მაჰა-ტალა

პატალა

Page 11: ვედები (ფორუმიდან)

ყველაზე მძიმე ტანჯვა პატალაზეა. როგორც წესი სულები ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ტანჯვით განწმენდის შემდეგ ისევ საშუალო დონის პლანეტებზე იბადებიან ცხოველებად და თანდათან ვითარდებიან.

კალი იუგაში დედამიწაზე ადამიანთა უმეტესობა დეგრადაციას განიცდის (იმიტომაც ქვია კალი იუგა - დეგრადაციის ეპოქა), და მხოლოდ მცირე ნაწილი განიცდის სულიერ პროგრესს. და ამ მცირეთაგან ძალიან მცირე აღწევს მაღალ სამოთხისეულ პლანეტებს და კიდევ უფრო მცირე ნაწილი ხვდება სულიერ სამყაროში (ცათა სასუფეველში).

სულ მატერიალურ სამყაროში არსებობს ცოცხალ არსებათა 8 400 000 ფორმა (ადამიანი მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა). აქედან გონიერი ფორმა 400 000-ია. (ჩვენი გონიერების ფორმა ერთ-ერთი პრიმიტიულია). ჩვენ ნახევრად ადამიანები, ნახევრად კი ცხოველები ვართ (ვგულისხმობ ზოგად სტანდარტს). როგორც თქვენ არ მოგწონთ საღორეში შესვლა, ისე არ მოწონთ მაღალგანვითარებულ ორგანიზმებს ჩვენთან ჩამოსვლა ბიგგრინ.გიფ (გამონაკლისების გარდა... და ეს გამონაკლისები თანდათან გახშირდება).

ახლა ცოტას ვისაუბრებ ამ სამყაროში არსებულ სხვადასხვა არსებებზე:

განდჰარვები - ზეციური მომღერლები, რომლებიც მაღალ პლანეტებზე ცხოვრობენ. როცა ისინი მღერიან, ირგვლივ ყველაფერი ბედნიერებით ივსება. ისინი ყოველ წამს ღმერთისთვის გალობენ (ძალიან დიდხანსაც ცოცხლობენ).

აბსარები - ქალთა სქესის წარმომადგენელი ზეციური არსებები, რომლებიც საოცარ სილამაზეს ფლობენ. არის ლეგენდები რომ ხანდახან ტაპა-ლოკაზეც კი ადიან ასკეტი ბრძენების მოსახიბლად (რა ქნან ქმარი უნდათ ბიგგრინ.გიფ ). ერთი ასეთი აბსარაც რომ გამოჩნდეს დედამიწაზე, ყველა კაცი მოკვდება შოკისგან (სილამაზეს ვერ გაუძლებენ ბიგგრინ.გიფ ). (თუ გაქვთ შინაგანი სურვილი რომ ყველაზე ლამაზი გახდეთ შემდეგ ცხოვრებაში და თან ღმერთი გიყვართ და ემსახურებით, ღმერთი ჯილდოდ აბსარად დაბადებას მოგცემთ შემდეგ ცხოვრებაში (ეს კაცებსაც ეხებათ ბიგგრინ.გიფ ).

კინარები - ადამიანები, რომლებსაც სხეულის რაღაც ნაწილი ცხოველისა აქვთ. (მაგალითად კენტავრები)

Page 12: ვედები (ფორუმიდან)

ურაგები - გველის ფორმის ნახევარღმერთები. (ჩინეთში რომ დრაკონებს ეთაყვანებიან სწორედ ეგ დრაკონები არიან). მათ აქვთ უდიდესი ცოდნა და სიბრძნე და ღმერთის ერთგულები არიან. მათ ნაგებსაც უწოდებენ.

პატაგები - უზარმაზარი ფრინველისმაგვარი არსებები.

ჩანაგები, პანარები, ვიდიადჰარები და პიტები - ესენიც ნახევარღმერთები (девы), იგივე სურები არიან.

შიანები - კოსმიური არწივები (პლანეტებს შორისაც შეუძლიათ ფრენა)

ვანარები (რომლებსაც თოვლის კაცსაც ეძახიან) ცხოვრობენ ჰიმალაებში. მათი ინტელექტი რამდენიმე ასეულჯერ აღემატება ჩვენსას, ამიტომაც გვემალებიან (შეუძლიათ უჩინარნი გახდნენ თუ ადამიანი დაინახეს). ისინი ცხოვრობენ როგორც ჩვენ, ასევე სხვა განზომილებაშიც (განსაკუთრებით მითიურ შამბალაში).

იაქშები - ეს უკვე დემონური წყობის ცოტა არი იყოს მახინჯი არსებები არიან. ჩვენთანაც არიან ჰიმალაებში, ოღონდ სხვა განზომილებაში (საერთოდ ჰიმალაების 3 დონე არსებობს ერთი რომელსაც ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ და კიდევ ორი რომელიც სხვა განზომილებაშია). მათ აქვთ უზარმაზარი მისტიკური ძალები (სამაგიეროდ სულიერება და მორალი ადამიანზე დაბალი აქვთ).

"პიშაჩები" -სულები ("დუხები") რომლებსაც ხშირად ადამიანებიც ვხედავთ. ისინი იკვებებიან მყრალი სუნებით და ნარჩენი საჭმელებით (და ისეთ სახლში სადაც ჭურჭელს ხშირად ტოვებენ ღამე გაურეცხავს, ასეთი "დუხები" ხშირად გვხვდებიან ბიგგრინ.გიფ )

ვინაკაიანები - ("დამავოებსაც" უწოდებენ) ცხოვრობენ ნატიფ (ასტრალურ) სხეულში. ძირითადად უწყინარნი არიან. ნუ ცოტათი იკვებებიან ჩვენი ენერგიით სმილე.გიფ (ან ტყეში ხეების ენერგიით).

Page 13: ვედები (ფორუმიდან)

პრეტები - ასევე "დუხები" რომლებსაც შეუძლიათ სხეულად მკვდარის სხეული გამოიყენონ (მოსიარულე გვამებზე რომაა უჟასტიკები მაგათზეა ალბათ ბიგგრინ.გიფ )

იადაჰები - უზარმაზარი ზღვის ურჩხულები (ჩვენს პლანეტაზეც არიან). ოღონდ ესენი გონიერი არსებები არიან და დიდ ცოდნასაც ფლობენ. იცავენ წმინდა ადგილებს (ზღვებში და ოკეანეებში დამარხულ ქალაქებსა თუ სხვადასხვა წმინდა ნივთებს)

კუშმადები - როცა ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ის ნატიფ სხეულში განაგრძობს არსებობას, სანამ მისთვის კარმულად სასიცოცხლოდ განსაზღვრული წლები არ გაივლის. ჰოდა ესენი არიან სწორედ მოჩვენებები, რომლებსაც ვედებში კუშმადები ეწოდებათ.

იატუჰანები - "ჯინები" რომლებსაც შეუძლიათ ქოთნებში და ბოთლებში ცხოვრებაც. მათი მოვალეობა და თვისებები ყველამ იცით "ალადინიდან" წინკ.გიფ

პრამათჰები - ასევე მოჩვენებები, ოღონდ კეთილი ხასიათის. ანუ იოგები და ადამიანები, რომლებიც სხეულს თავისი ნებით ტოვებენ (როგორც თვითონ თვლიან სულიერი მიზნებით) ასეთ მოჩვენებებად არსებობენ. ხშირად ეხმარებიან ადამიანებს (ხმა ზეციდან ხშირად მათი ხმაა ბიგგრინ.გიფ ).

დაქჰინები - "ვედმები" რომლებიც ბავშვებს აშინებენ ასტრალური სხეუულით. ხშირად როცა ბავშვი უმიზეზოდ შეშინდება ხოლმე ეს მათი ნამოქმედარია (იკვებებიან შიშის ენერგიით).

ბრაჰმა-რაქშასები - ეს ისეთი სულებია, რომლებიც "მღვდელმსახურები" იყვნენ, ოღონდ "მღვდელმსახურების" პარალელურად გარყვნილ და ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდნენ. არიან ბოროტები და ადამიანის სხეულში ჩასახლებაც შეუძლიათ (თუ ადამიანს სუსტი აურა აქვს ან მთვრალია და ა.შ.) ჩვეულებრივ ადამიანებს როგორც წესი არაფერს ერჩიან. უფრო მტრობენ იმათ, ვინც სულიერ ცხოვრებას ეწევა (შურის გამო უნდათ რომ ხელი შეუშალონ სულიერ განვითარებაში).

დაიტები - ასურები, ანუ დემონები (ვედურ ლიტერატურაში დემონებს ათეისტებსაც უწოდებენ ბიგგრინ.გიფ ) ცხოვრობენ ქვედა სამყაროებში. არ სჯერათ ღმერთის

Page 14: ვედები (ფორუმიდან)

არსებობის. ქმნიან საკუთარ "მეცნიერებას". (ამჟამად ჩვენზეც დიდი გავლენა აქვს და ჩვენ მეცნიერებაზე საკმაოდ მოქმედებენ).

ყველა ეს არსება გვხვდება ზღაპრებში და მითებში. მიუხედავად იმისა, რომ მათი არსებობის არ გვჯერა, ისინი მაინც არსებობენ

ისტორია ადამ და ევას შესახებ. ეს ისტორია რეალურად არსებობს ვედებში.

კალი იუგის დაწყებამდე, დვაპარა იუგის ბოლოს, ნაიმიშარანის ტყეში შეიკრიბა პლანეტის ყველა დიდი ბრძენი. მათ გადაწყვიტეს დიდი ვედური მსხვერპლშეწირვის - შრავანა (მოსმენა) იაგიის გაკეთება. ანუ უნდოდათ მოესმინათ “შრიმად ბჰაგავატამი” ღმერთის წმინდა ერთგულისგან - სუტა გოსვამისგან და ბოლოს უნდოდათ პლანეტის დატოვება, რათა კალი იუგაში არ დაბადებულიყვნენ. სუტა გოსვამიმ დაიწყო მთელი ბჰაგავატამის ზეპირად მოყოლა.

ამ მსხვერპლშეწირვის დროს გამოჩნდა უფლის კიდევ ერთი წმინდა ერთგული შუკადევა გოსვამი და განუცხადა ბრძენებს რომ ყველას არ უნდა დაეტოვებინა დედამიწა. რამდენიმე უნდა დარჩენილიყო და თვალყური ედევნებინა კალი იუგის მიმდინარეობისთვის, რამეთუ ამ ეპოქაში დადგება ოქროს ხანა (პერიოდი) რომელიც 10 000 წელი გაგრძელდება და მაშინ დაჭირდებოდნენ ეს ბრძენები კაცობრიობას. შესთავაზა მათ რომ ჰიმალაების მეორე განზომილებაში გადასულიყვნენ (ჰიმალაებს 3 განზომილება (დონე) აქვთ), ადგილზე, რომელსაც ჰქვია შამბალა.

რამდენიმე ბრძენი ასეც მოიქცა და ჰიმალაებში გადაინაცვლა. ამ დროს მათ გამოეცხადათ ქალღმერთი კალი (რომელიც კალი იუგას განაგებს). ბრძენები შეეცადნენ ხელი შეეშალათ კალისთვის მის მისიაში (არ უნდოდათ რომ კალი იუგა დამდგარიყო) და მაშინ კალი ეუბნება მათ, რომ ის დიდი დროის (მაჰა კალას – ანუ იგივე უფლის) ბრძანებით მოვიდა. სთხოვა რომ არ შეეშალათ ხელი მისი მისიისთვის, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც კალის ეპოქაში დაიბადებიან, სასჯელი უნდა მოიხადონ. კალი მიმართავს უფალს, რომ დაიცვას ამ მისიის შესრულებაში...

კალის აძლევენ ასეთ კითხვას: “როგორ გაავრცელებ შენს მისიას ამ ეპოქაში?”

ამის პარალელურად ვითარდება სხვა ისტორია: ერთ მეფეს, რომელსაც ერქვა იაიატი, უჩნდება 5 შვილი და ყველა ეს შვილი ხდება “მლეჩიხა” (ხორცისმჭამელი). ამის გამო ბრაჰმანებმა ჩაატარეს “მლეჩიხა – იაგია” ანუ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა, რისი

Page 15: ვედები (ფორუმიდან)

საშუალებითაც ყველა ხორცისმჭამელი უნაყოფო ხდებოდა (ამით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათი გამრავლებისთვის). რადგანაც ვედებში ნათქვამი იყო რომ ხორცისმჭამელობის გავრცელებასთან ერთად რელიგიურობა და სულიერი ღირებულებები დაეცემა ადამიანში და საზოგადოება დემონური გახდება.

როცა მეფე იაიატიმ გაიგო თავისი შვილების ამბავი, გაყარა ისინი სახელმწიფოდან (თავის მხლებლებთან და მიმდევრებთან ერთად, რომლებიც ამ შვილებს ბევრი ყავდათ). ამის შემდეგ იყო იუგა პრალაია (დიდი წყალდიდობა, რომელიც ხდებოდა ხოლმე ეპოქებს შორის). ჰოდა საბოლოოდ ეს 5 შვილი აღმოჩნდა ჰიმალაების მიმდებარე ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ არაცივილიზირებული ტომები. როგორც ვედურ პურანებშია აღწერილი მათგან წამოვიდა თანამედროვე დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციები.

იესო შალვაჰანას იმასაც ეუბნება, რომ ახალ რელიგიას შექმნის “მლეჩიხებისთვის” (ხორცისმჭამელებისთვის) ისინი სუფთები არ იქნებიან ჩვევებით, მაგრამ მრავალი იქნება გულწრფელი და ისინი გაიწმინდებიან (ეს აღწერილია ბჰავიშტია პურანაში).

ამ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განწმენდილიყვნენ დაგროვილი ცოდვებისგან… ამ მლეჩიხებთან ერთად თავისი ნებით წავიდა ერთი იოგი, რომელსაც ერქვა ადამა (ადამა სანსკრიტზე ნიშნავს – “იმას, ვინც თავის გრძნობებს აკონტროლებს”). ადამა იყო “იოგა ვიკამბარა”, ანუ იოგი, რომელიც სხეულად არ აღიქვამს თავს და შიშველი დადის (ასეთი იოგები ახლაც არიან ინდოეთში). ადამა თვითონ არ იყო მლეჩიხა, მათ კი მხოლოდ თანაგრძნობის გამო, დასახმარებლად გაყვა.

მოკლედ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განთავისუფლებულიყვნენ თავისი მეფეების ცოდვებისაგან და ჩაატარეს მსხვერპლშეწირვა (ცეცხლით), და რადგანაც ხორცისმჭამელობის გამო მათ დაკარგული ქონდათ სიწმინდე, მანტრების კითხვის დროს შეცდომები დაუშვეს და სხვა შედეგი მიიღეს. კერძოდ მსხვერპლშეწირვის დროს ცეცხლისგან გამოვიდა ქალი. და რადგანაც ის ცეცხლისგან დაიბადა, დაარქვეს “ავ-ევატი” (სანსკრიტზე ნიშნავს ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვით დაბადებულს). ისიც იყო ვიკამბარა, როგორც ადამა და იყო სრულიად შიშველი.

ამ მსხვერპლშეწირვის მეორე შედეგი იყო დიდი ნაყოფი, რომელიც ასევე ცეცხლიდან გამოვიდა და ამ მლეჩიხების ყველა ცოდვითი რეაქცია შეიწოვა. ეს ნაყოფი შეინახეს ოქროს ჭურჭელში, მაგრამ რამდენიმე ხნის მერე, როცა მის სანახავად მივიდნენ, ნაყოფი

Page 16: ვედები (ფორუმიდან)

გამქრალიყო... ამის შემდეგ ავ-ევატი ადამასთან ერთად გააძევეს თავისი საზოგადოებიდან...

დავუბრუნდეთ პარალელურ ისტორიას, როცა ბრძენები კალის ეკითხებიან, თუ როგორ გაავრცელებს კალი იუგაში უღმერთობას და დეგრადაციას. კალი ამბობს: მე ამას გავაკეთებ ადამას და ავ-ევატის მეშვეობით.

შემდეგ აღწერილია პარალელური მოვლენები: ადამა იწყებს მედიტაციას უზენაეს ღმერთზე რომელიც მის გულშია (პარამატმაზე, ანუ სულიწმინდაზე) და ეკითხება მას, თუ რაში მდგომარეობს მისი მისია. და მაშინ მას ესმის ხმა თავისივე გულიდან: “შენ უნდა წაიყვანო ავ-ევატი და წახვიდე “ტიკინა-აჩალამში” (თანამედროვე ირანის ტერიტორია). იქ შენ დაინახავ ღვთაებრივ ბაღს. შენ შეხვალ იმ ბაღში და იქ გამოვლინდება შენი მისია.”

როდესაც ადამა და ავ-ევატი ამ ბაღში მივიდნენ, კალი გადაიქცა ნაგად (ღვთაებრივი გველად), მივიდა ავ-ევატისთან (რადგანაც ადამას შეცდენა უფრო გაუჭირდებოდა, ავ-ევატი კი მლეჩიხების მსხვერპლშეწირვით იყო დაბადებული და ადამასგან განსხვავებით ჰქონდა სენტიმენტალურობის ასპექტი), მიაწოდა ნაყოფი (სწორედ ის ნაყოფი, რომელმაც მლეჩიხების ცოდვები შეიწოვა) და უთხრა: “იგემე ეს ცოდნის ნაყოფი, გინდა გაიგო ყველაფერი? ჭამე ეს ნაყოფი.” ავ-ევატიმ გასინჯა ნაყოფი (ანუ ქალი გახდა პირველად ამ ცოდვილი გენის მატარებელი) გაგრძელება იხილეთ ბიბლიაში...

კალი ეუბნება ბრძენებს: “ამ ტოტებით გავავრცელებ ყველა უღმერთო რელიგიას და ცოდნას, რათა დაფარული იყოს ჭეშმარიტება განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანებისთვის. და მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად გულწრფელია, განთავისუფლდებიან, თუ მიიღებენ იმ ცოდნას, რასაც თქვენ მისცემთ ოქროს ხანაში.” და ვედებში წერია, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ბჰაკტი-იოგას (უფლის ერთგულ სამსახურს) მისდევენ, თავისუფლდებიან კალის ეპოქის გავლენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი დეგრადაციას განიცდის კალი იუგაში.

1.ვინ არის მთავარი ღმერთი?

2.რომელი საუკუნის რელიგიაა?

3.რამდენი საუკუნეა რაც არსებობს ?

Page 17: ვედები (ფორუმიდან)

ისევ ვიმეორებ ვედები რელიგია არაა. ესაა ცოდნა, რომელიც ყოვეკლთვის არსებობდა და ზეპირი სახით გადაეცემოდა მასწავლებლიდან მოსწავლეს, კალი იუგაში კი პირველად ჩაიწერა დაახლოებით 5000 წლის წინ ვიასადევას მიერ(ზემოთ დავწერე ამაზე). ვედებზე დაყრდნობით მრავალი რელიგია და მიმართულება არსებობს, ისევე როგორც ბიბლიაზე დაყრდნობით...

ვედების მიხედვით ღმერთი ერთია, მთავარი და მეორადი ღმერთი არ არსებობს. უბრალოდ მას აქვს მრავალი ფორმა, ინკარნაცია თუ ავატარი. სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა ავატარს აღიარებს უზენაესად და პირველადად, მაგრამ ძირითადად ყველა თანხმდება იმაში რომ

ღმერთი ერთია. მაგალითად ვიშნუიტები თვლიან რომ ვიშნუა ღმერთის მთავარი ფორმა, კრიშნაიტებს კრიშნა მიაჩნიათ უზენაესად, რამას ფორმასაც ბევრი მიმდევარი ჰყავს, შივასაც, თუმცა შივა სხვა თემაა და ცოტა განსხვავდება ვიშნუს და კრიშნას ფორმისგან, იგი თან ღმერთია, თან ნახევარღმერთი... იგი ასე ვთქვათ მატერიალური სამყაროს ღმერთია და არა მთლიანი სამყაროსი (არის მოსაზრება, რომ მუჰამედი შივას მოციქული იყო).

კრშნას დაბადების ისტორიას "შრილა პრაპჰუპადას" წიგნიდან (ჩემს მიერ შემოკლებულ ვარიანტ):

უფალი კრშნას მოვლინება

ერთხელ ვასუდევა, შურასენას ვაჟი, დევაკიზე დაქორწინების შემდეგ ახლად შერთულ ცოლთან ერთად ეტლით შინ მიემგზავრებოდა... ვედური ჩვეულების თანახმად, როდესაც ქალი თხოვდება, და და სიძე შინ ძმას მიჰყავს. ეტლით მიმავალ ნეფე-პატარძალს ამ ბედნიერი წუთის აღსანიშნავად სხვადასხვა მუსიკალური საკრავით მიაცილებდნენ. პროცესია მეტად მხიარულად მიემართებოდა, კამსა (დევაკის ძმა) კი ეტლს მიუძღვებოდა, რომ უცებ ზეციდან კამსას გასაგონად საოცარი ხმა გაისმა: "რა სულელი ხარ, კამსა! შენი დისა და სიძის ეტლს მიუძღვები და არც კი იცი, რომ მისივე მერვე შვილის წერა უნდა გახდე."

კამსა გახლდათ უგრასენას შვილი ბჰოჯას დინასტიიდან. ნათქვამია, რომ ბჰოჯას დინასტიის მეფეთა შორის კამსა ყველაზე დემონური თვისებებით გამოირჩეოდა. ზეციდან წინასწარმეტყველების მოსმენისთანავე იგი თმაში წვდა დევაკის და ხმლით განგმირვა დაუპირა. ვასუდევა ევედრებოდა კამსას, ასე ბოროტად არ მოქცეოდა მის ახალგაბედნიერებულ დას... კეთილი დარიგებებითა და შეგონებებით ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან კამსას დემონებთან ჰქონდა საქმე. დემონებთან ურთიერთობის გამო იგი თვითონაც მუდამ დემონად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამეფო ოჯახში გახლდათ დაბადებული... ვასუდევამ უთხრა კამსას: "ძვირფასო ცოლისძმაო, გთხოვ, გაითვალისწინე, რომ შენი დისგან არავითარი საფრთხე

Page 18: ვედები (ფორუმიდან)

არ გემუქრება. ხიფათს ელი იმის გამო, რომ ზეციდან წინასწარმეტყველების ხმა ჩაგესმა. საშიშროება მოგელის შენი დისწულებისგან, რომლებიც ჯერ არ გაჩენილან, და ვინ იცის, მომავალში ან გაჩნდებიან, ან არა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრთხე არ გემუქრება. შენი დის გამო შიშიც უსაფუძვლოა. თუკი მას ვაჟები შეეძინება გპირდები, რომ ყოველ მათგანს შენ მოგგვრი, რათა სათანადოდ იმოქმედო."

კამსამ იცოდა ვასუდევას პატიოსანი სიტყვის ფასი და მისმა მსჯელობამ დაარწმუნა იგი. იმ წუთიდან ხელი აიღო საკუთარი დის საშინელ მკვლელობაზე. დროთა განმავლობაში ვასუდევას და დევაკის რვა ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ. როდესაც პირველი ვაჟი დაიბადა, ვასუდევამ არ გატეხა სიტყვა და ბავშვი უმალ კამსას მიჰგვარა. სიძის მოქმედებამ თანაგრძნობა გაუღვიძა კამსას ნასიამოვნმები დარჩა და შემდეგი სიტყვები უთხრა: "ძვირფასო ვასუდევა, ამ ბავშვის მოცემა არ არის აუცილებელი. მე გავიგონე, რომ შენი და დევაკის მერვე შვილი მომკლავს. ტყუილად რატომ უნდა წაგართვა ეს ბავშვი? შეგიძლია უკან წაიყვანო."

ვასუდევა შინ დაბრუნდა თავის პირმშოსთან ერთად. ამ დროს კამსასთან დიადი ბრძენი ნარადა მივიდა. მას შეატყობინეს, რომ კამსა თანაგრძნობით აღივსო ვასუდევას მიმართ და პირველი შვილი დაუბრუნა. ნარადას სურდა შეძლებისდაგვარად დაეჩქარებინა უფალი კრშნას გამოცხადება. ამიტომ აცნობა კამსას, რომ ნანდა მაჰარაჯა, მენახირე კაცები და გოგონები, აგრეთვე მენახირეების ცოლები ვრნდავანში, და, მეორეს მხრივ ვასუდევას მამა შურასენა და იადუს დინასტიის ვრშნის ოჯახში დაბადებული მთელი მისი ნათესავები უფლის გამოცხადებას ელოდნენ. ნარადამ გააფრთხილა კამსა, მორიდებოდა ამ ოჯახში დაბადებულ მეგობრებს, კეთილისმსურველებსა და ნახევარღმერთებს. კამსას მსგავსად მისი მეგობრებიც და ვეზირებიც დემონები იყვნენ. დემონებს ყოველთვის ეშინიათ ნახევარღმერთებისა. ნარადასაგან სხვადასხვა ოჯახებში ნახევარღმერთების მოვლინების ამბავის შეტყობისთანავე კამსამ ყურები ცქვიტა. იგი მიხვდა, რომ რადგან ნახევარღმერთები უკვე მოევლინენ, უფალი ვიშნუც მალე უნდა მოსულიყო. მან მაშინვე შეიპყრო და ციხეში ჩაყარა თავისი სიძე ვასუდევა და და დევაკი.

ციხეში რკინის ჯაჭვებით შებორკილ ვასუდევასა და დევაკის ყოველ წელს ვაჟი უჩნდებოდათ, ხოლო კამსა, ფიქრობდა რა, რომ თვითოეული მათგანი ვიშნუს ინკარნაცია იყო, ერთიმეორეს მიყოლებით ხოცავდა მათ.მას განსაკუთრებით მერვე შვილისა ეშინოდა, მაგრამ ნარადას სტუმრობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნებისმიერი ბავშვი შეიძლება კრშნა ყოფილიყო. ამიტომ ერჩივნა, ცოცხალი არ დაეტოვებინა არც ერთი ჩვილი, რომელიც დევაკის გაუჩნდებოდა.

Page 19: ვედები (ფორუმიდან)

ნარადას წყალობით კამსამ თავისი წინა ცხოვრება დაინახა. მან გაიგო, რომ წინა ცხოვრებაში იყო დემონი, სახელად კალანემი, და რომ იგი ვიშნუმ გამოასალმა სიცოცხლეს. დაიბადა რა ბჰოჯას ოჯახში, გადაწყვიტა, იადუს დინასტიის ულმობელი მტერი გამხდარიყო; კრშნას დაბადება მათ ოჯახში იყო მოსალოდნელი და კამსა ძლიერ შეაშფოთა იმ გარემოებამ, რომ, როგორც წინა ცხოვრებაში, კრშნა ახლაც მოკლავდა მას.

პირველ რიგში კამსამ თავისი მამა, უგრასენა დაატუსაღა, ვინაიდან იგი იადუს, ბჰოჯასა და ანდჰაკას დინასტიებში ყველაზე ძლევამოსილი მეფე იყო. მან ვასუდევას მამის, შურასენას სამეფოც დაიკავა და ამ ადგილთა მეფედ გამოაცხადა თავი. კამსამ სხვა დემონ მეფეებთანაც დაამყარა ურთიერთობა და მრავალი ბოროტი საქმე ჩაიდინა [დაწვრილებით არ მოვყვები].

როდესაც კამსამ ერთიმეორეს მიყოლებით გამოასალმა სიცოცხლეს დევაკის ექვსი შვილი, უამრავი მეგობარი და ნათესავი მივიდა მასთან და სთხოვა, ხელი აეღო ამ საზიზღარ საქმეებზე. მაგრამ შემდეგ ყველანი კამსას მიემხრნენ.

როდესაც დევაკი მეშვიდედ დაორსულდა, მის საშვილოსნოში კრშნას სრული ექსპანსია, ანანტა შევიდა. დევაკი სიხარულმა და სევდამ მოიცვა. მას ახარებდა ის, რომ უფალმა ვიშნუმ მის მუცელში დაიდო ბინა, მაგრამ ამავე დროს ნაღვლობდა, რომ კამსა დაბადებისთანავე გამოასალმებდა მას სიცოცხლეს. ამ დროს ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, რომელიც კამსას მიერ ჩადენილი სიმხეცის გამო იადუებს თანაუგრძნობდა, თავის იოგამაიას, ანუ შინაგან ენერგიას უბრძანა გამოცხადება. კრშნა სამყაროს უფალია, მაგრამ განსაკუთრებით იადუს დინასტიის მეუფე გახლავთ.

იოგამაია ღმრთეების უზენაესი პიროვნების უმაღლესი ენერგიაა. ვედებში ნათქვამია, რომ უფალს უამრავი ენერგია აქვს. სხვადასხვა ენერგიები გარეგანად და შინაგანად მოქმედებს, იოგამაია კი ყველაზე მაღალია. უფალმა იოგამაიას ვრნდავანში მოვლინება უბრძანა. ვრნდავანში, მეფე ნანდასა და დედოფალ იაშოდას სახლში ცხოვრობდა როჰინი, ვასუდევას ერთ-ერთი ცოლი. როჰინის მსგავსად, კამსას სიმხეცით დაშინებული იადუს დინასტიის მრავალი წარმომადგენელი იყო მთელ ქვეყანაზე გაფანტული. ზოგიერთი გამოქვაბულშიც კი ცხოვრობდა.

უფალმა იოგამაიას უთხრა: "დევაკი და ვასუდევა კამსას ტყვეობაში არიან და ამჟამად ჩემი სრული ექსპანსია, ანანტა-შეშა, დევაკის მუცელში იმყოფება. შეგიძლია ისე მოაწყო, რომ შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადავიდეს. ამის მერე მე პირადად ვაპირებ ყველა ჩემი ენერგიით დევაკის მუცელში შესვლას. შემდეგ დევაკისა და ვასუდევას შვილად მოვევლინები, შე კი ვრნდავანში დაიბადები ნანდასა და იაშოდას ქალიშვილად.

Page 20: ვედები (ფორუმიდან)

"როგორც ჩემს დას, ქვეყნად ხალხი თაყვანს გცემს და მოგართმევს ძვირფას ძღვენს: ნელსაკმეველს, სანთლებს, ყვავილებსა და სხვადასხვა შესაწირს. შენ სწრაფად უნდა დააკმაყოფილო მათი სწრაფვა გრძნობათა ტკბობისაკენ. მატერიალური მიმზიდველობის მაძიებელნი თაყვანს სცემენ შენს სხვადასხვა მოვლინებებს, რომელთაც ერქმევათ დურგა, ბჰადრაკალი, ვიჯაია, ვაიშნავი, კუმუდა, ჩანდიკა, კრშნა, მადჰავი, კანიაკა, მაია, ნარაიანა, იშანი, შარადა და ამბიკა."

კრშნა და იოგამაია მოევლინენ და-ძმის სახით, როგორც უმაღლესი ძლევამოსილი და უმაღლესი ძალა. თუმცა ძლევამოსუილსა და ძალას შორის აშკარა განსხვავება არ არსებობს, ძალა ყოველთვის ძლევამოსილს ემორჩილება. მატერიალისტები ძალას ეთაყვანებიან, ტრანსცენდენტალისტები კი ძლევამოსილს. კრშნა უზენაესი ძლევამოსილია, დურგა კი უმაღლესი ძალაა მატერიალურ სამყაროში. ფაქტიურად ვედურ კულტურაში ხალხი ძლევამოსილსაც ეთაყვანებოდა და ძალასაც.ძალია, დურგას, ანუ კრშნას გარეგანი ენერგიის თაყვანისმცემელმა შეიძლება ადვილად მიაღწიოს ყოველგვარ მატერიალურ წარმატებას, მაგრამ ვისაც ტრანსცენდენტალურად ამაღლება [სულიერ სამყაროში მოხვედრა] სურს, ძლევამოსილს ინდა სცეს თაყვანი.

უფალმა იოგამაიას ისიც განუცხადა, რომ მისი სრული ექსპანსია, ანანტა შეშა, დევაკის მუცელში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ მას როჰინის მუცელში გადანაცვლება მოუწევს, შეარქმევენ სანკარშანას და იგი გახდება ყოველგვარი სულიერი ძალის, ანუ ბალას წყარო, რომლის მეშვეობითაც რამანად წოდებული უმაღლესი ნეტარების მიღწევა შეიძლება. ამიტომ სრული ექსპანსია ანანტა მისი მოვლინების შემდეგ ცნობილი გახდება როგორც სანკარშანა ან ბალარამა.

უფლის ბრძანება რომ მოისმინა, იოგამაია მატერიალურ სამყაროს მოევლინა. როდესაც ღმრთეების უზენაესმა ძლევამოსილმა პიროვნებამ უფალი შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადაიყვანა, ორივე ქალი იოგამაიას ხიბლის ქვეშ იყო, რომელსაც იოგა-ნიდრაც ეწოდება. ამის შემდეგ ხალხმა იფიქრა, დევაკის მეშვიდე ორსულობაზე მუცელი მოეშალაო. ამდენად, თუმცა ბალარამა დევაკის შვილად მოევლინა, მან როჰინის მუცელში გადაინაცვლა, რათა მის შვილად დაბადებულიყო.

ამის შესრულების შემდგომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, კრშნა, რომელიც მუდამ მზად არის მთელი პოტენციები თავის წმინდა ერთგულებში მოათავსოს, ვასუდევას ჭკუაში შევიდა, როგორც მთელი სამყაროს უფალი. აქედან გასაგებია, რომ უფალმა კრშნამ პირველ რიგში ვასუდევას წმინდა გულში დაისადგურა და შემდეგ გადაინაცვლა დევაკის გულში. დევაკის მუცელში მას თესლის სახით არ შეუღწევია. თავისი შეუცნობელი უნარის წყალობით, უფალს მოვლინება ნებისმიერი გზით შეუძლია. მისი მოვლენისათვის არ არის საჭირო ქალის განაყოფიერება...

Page 21: ვედები (ფორუმიდან)

ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში

ვედებში წერია რომ არსებობს ბრაჰმანის (ყოვლისმომცველი სულის) 2 ფორმა. ერთი ფორმა ჩვენი აღქმის მიღმა იმყოფება და მიუწვდომელია ჩვენთვის. მას ეწოდება პარაბრაჰმანი, ანუ ტრანსცენდენტული რეალობის ის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოებით და ჭკუით ვერ აღვიქვამთ.

ბრაჰმანის მეორე ფორმას ეწოდება შაბდა ბრაჰმანი (შაბდა – “ბგერა”). ვედები ამტკიცებენ, რომ ბრაჰმანი შესაძლებელია მისაწვდომი გახდეს ჩვენთვის ბგერის საშუალებით. ბგერა არა მარტო ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებაა, არამედ ხიდია ჩვენსა და უმაღლეს რეალობას შორის. მას ყველა რელიგიაში, ყველა იდეოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა უკავია. ბგერა არის საშუალება, რომლითაც ჩვენი ვიწრო ცნობიერება შეიძლება დაუკავშირდეს უზენაეს ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები და თეორიები ბგერის მნიშვნელობის და ფუნქციის შესახებ ყველგანაა, ისე სისტემატურად და სრულყოფილად ჩამოყალიბებული, როგორც ვედებშია, არც ერთ იდეოლოგიაში არაა. თავად ვედებს შაბდა ბრაჰმანსაც უწოდებენ. თავად ვედები ამტკიცებენ რომ ბრაჰმანი ჩვენამდე მოდის ვედური ცოდნის, მანტრების საშუალებით და ამ მანტრების გამეორებისას ადამიანს შეუძლია ეს უმაღლესი ცოდნა თავის ცნობიერებაში “შეუშვას”.

ვედები ამბობენ რომ არსებობს ორი რეალობა. ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ხასიათდება განსხვავებით სიტყვასა და იმ ობიექტს შორის, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს. ყველა ობიექტს თავისი ბგერითი დასახელება აქვს და აღმნიშვნელი სიტყვის გარეშე ობიექტს არსებობა არ შეუძლია. ბავშვი რომ იბადება, სახელს ვარქმევთ, იმიტომ რომ სხვაგვარად გაგვიჭირდება მასთან ურთიერთობა. თუ შევქმნით რაიმე ახალ ნივთს, სახელი უნდა დავარქვათ იმისათვის რომ ღირებულება ქონდეს...

მაგრამ მატერიალურ სამყაროში ობიექტსა და ობიექტის სახელს შორის განსხვავებაცაა და ეს ამ სამყაროს ფუნდამენტალური მახასიათებელი თვისებაა. ეს სამყარო დუალისტურია. აქ ყველაფერი დაყოფილია და არსსა და დასახელებას შორის არის განსხვავება. (უფრო მარტივად რომ ავხსნა, ავიღოთ კონკრეტული ობიექტი, მაგალითად მსხალი. იმისთვის რომ ეს ობიექტი გამოვხატოთ, მას რაღაც დასახელება უნდა მივცეთ. ჩვენ ვეძახით მსხალს, მაგრამ თუ პატარა ბავშვს ვეტყვით რომ ამ ობიექტს ჰქვია “ზღმარტლი” მისთვის ეს მსხალი მთელი ცხოვრება ზღმარტლი იქნება (თუ არავინ შეუსწორა რა თქმა უნდა)).

Page 22: ვედები (ფორუმიდან)

მაგრამ არსებობს მეორე რეალობა. ის რეალობა, სადაც არ არის განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის. ამ სამყაროში სიტყვა “წყალი” მხოლოდ წყლის აღმნიშვნელი სიტყვა კი არაა, არამედ თავად წყალია.

“დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.” აქ სულიერი სამყაროს სწორედ ეს დამახასიათებელი თვისებაა გამოხატული. ანუ სიტყვა ღმერთი თავად ღმერთისგან ცალკე არსებობს და ამავე დროს სიტყვა ღმერთი თავად ღმერთია. ანუ აბსოლუტურ რეალობაში არაა განსხვავება სიტყვასა და ობიექტს შორის. ბგერა არის ობიექტი და ობიექტი არის ბგერა. სამყარო შეიქმნა ბგერებით. ღმერთმა თქვა: “იყოს სინათლე!” და იქმნა სინათლე.

დავუბრუნდეთ 2 რეალობას, რომელთაგანაც ერთი სულიერია და აბსოლუტურია, მეორე კი უხეში და მატერიალურია. მივყვეთ თანმიმდევრულად, თუ როგორ ხდება ბგერის “გაუხეშება”:

ბგერა გაუხეშებას განიცდის 4 სტადიის გავლის შედეგად. ნატიფი სულიერი სამყარო, რომელიც ბგერით (ტალღურ) ბუნებას ატარებს, გაუხეშებისას, ანუ მატერიალურ სამყაროდ გარდაქმნისას, არსით ინარჩუნებს ამ ბუნებას (კვანტური ფიზიკაც ამტკიცებს რომ ყველაფერი ტალღური ბუნებისაა). ფაქტიურად მთელი ეს სამყარო გამყარებული, გაყინული ბგერითი ტალღაა (მიაქციეთ ყურადღება თავად ქართულ სიტყვას – “სა-მყარო”) სულიერი ბუნება ძალიან ნატიფი და დინამიურია. ამ სამყაროში კი იმის გამო მოვხვდით რომ ჩვენი თავის “რეალიზაცია” მოგვინდა, როგორც ღმერთებისა, ჰოდა ღმერთმა შეგვიქმნა მატერიალური სამყარო, სადაც ვართ იმის ილუზიაში, რომ ჩვენ ვმართავთ მოვლენებს და ჩვენ ვართ ღმერთები.

იმ 4 სტადიის შესახებ, რომლებსაც გადის ბგერა გაუხეშებისას, ბიბლიაში უკვე სისტემატიზებურად და ცოდნის სახით არ წერია. ვეცდები ეს ინფორმაცია წარმოვადგინო ვედური შეხედულებებიდან გამომდინარე:

ბგერას აქვს 4 ფაზა (დონე). ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბგერას, და რაც ყურით გვესმის, მისი მხოლოდ ერთი ასპექტია. ამ ბგერას ეწოდება “ვაიკარია” (უხეში ბგერა).

მეორე, უფრო ნატიფი დონეა ფიქრები, რომლებიც ასევე გვესმის, მაგრამ შედარებით ცუდად და მხოლოდ ჩვენს ჭკუაში (თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ფიქრებიც ესმით). ამ ვიბრაციას ეწოდება “მადჰიამა” (ფიქრები)

Page 23: ვედები (ფორუმიდან)

არის მესამე დონე, რომლის აღქმაც კიდევ უფრო რთულია. ეს არის იდეის ვიბრაცია. სანსკრიტულად ეწოდება “პაშიანტი” (ანუ ის რაც ჩანს). ამ ვიბრაციის აღწერისას ვედები ამბობენ რომ “პაშიანტის” დონეზე ბგერას გააჩნია ფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ თუ გულისყურით მოვუსმენთ ჩვენს სიღრმეში ამ ვიბრაციას, შევძლებთ მის “დანახვას”. პირველი ეს სამი დონე ადამიანისთვის მისაწვდომია გარკვეული პრაქტიკის შედეგად. მესამე დონე, ყველაზე მაღლა დგას ამ სამს შორის და მას იდეის, თესლის, “ობრაზის” ფორმა აქვს.

ვედების მიხედვით ყველანაირი ქმნილების პროცესი ხდება ნატიფიდან უხეშის მიმართულებით. შეუძლებელია უხეში მატერიიდან წაროიქმნას ნატიფი მატერია (რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ოკეანის “ბულიონში” ცილების შეკავშირების და ევოლუციის შედეგად მივიღეთ ადამიანი). ანუ ჯერ არის იდეა და შემდეგ იდეის გან-ხორციელება.

ნატიფი იდეის ვიბრაციის დონეზე, მასში უკვე არსებობს სურვილის ენერგია. და ყველა იდეა, რომელიც ჩვენ მოგვდის თავში, სურვილის ენერგიითაა განმსჭვალული. ანუ უყველაფრის სათავე, რასაც ვაკეთებთ, ეს ფონია იდეის ვიბრაციისა, რომელსაც სურვილიც შეგვიძლია რომ ვუწოდოთ.

მაგალითად გაჩნდა სურვილი რომ ავაშენო ცათამბჯენი. მესამე ნატიფ დონეზე ეს სურვილი იღებს “ობრაზის” ანუ იდეის ფორმას. მეორე ანუ ჭკუის დონეზე ეს იდეა იშლება სქემებად, გეგმებად, ნახატებად, ვიზუალიზაციებად. ვედები ამბობენ რომ თუ პაშიანტის დონეზე სურვილის ენერგია დევს, მადჰიამას (აზრების) დონეზე კი უკვე ცოდნის ენერგიაა ჩადებული (გიანას, ანუ გაგების, ჩაწვდომის ენერგია). მესამე ეტაპზე კი ამ აზრების და იდეების განხორციელება ხდება ბეტონად, კარკასებად და ა.შ.

რაც უფრო ნათლად წარმოვიდგენ დასაწყისში რაიმეს ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება იდეის თესლი, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა რომ ეს იდეა განხორციელდება.

ბგერის ეს სამი დონე მისაწვდომია ადამიანისთვის და განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო ნატიფია ეს დონე. მეოთხე ანუ ყველაზე უხეშ დონეს ეწოდება “ვაიკარია” და მასში ჩადებულია შემოქმედების, რეალიზაციის ენერგია.

Page 24: ვედები (ფორუმიდან)

ჩვენი ცხოვრება ბგერების ამ სამი დონის თამაში და ტრანსმუტაციაა. ანუ თავიდან ბგერა იდეის და სურვილის დონეზეა, მერე გეგმის და სქემის დონეზე, შემდეგ კი ცხოვრებაში რეალიზაციის დონეზე. შემდეგ ჩნდება ახალი სურვილი და ა.შ. და რამდენად გვჭირდებოდა სინამდვილეში ის რაც ვინატრეთ და შემდეგ განვახორციელეთ ეს სხვა თემაა...

ახლა კი იწყება მთავარი: ვედები ამბობენ, რომ არსებობენ ბგერები, რომლებსაც პრინციპულად განსხვავებული ბუნება აქვთ მატერიალური ობიექტების აღმნიშვნელი ბგერებისგან. ეს არის ბგერები, რომლებსაც ჩვენი ცნობიერების ამაღლება შეუძლიათ მაღალ საფეხურებამდე. ამ ბგერებს სანსკრიტულად ეწოდება მანტრები. ანუ მანტრები არის განსაკუთრებული ბგერები და ვიბრაციები, რომლებშიც განსაკუთრებული ძალაა ჩადებული. მანტრას შეუძლია ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვიმყოფებით მატერიალური ბგერების ოკეანეში და ყველა მხრიდან გვბომბავენ ამ ბგერებით, რეკლამებით, რომლებიც ცდილობენ ჩვენში ჩადონ სურვილები მესამე ნატიფ დონეზე. რაც მეტია ასეთი ბგერა, მით უფრო ქაოტური ხდება ჩვენი გონება და ცნობიერება. სტრესები, სხვადასხვა ავადმყოფობა და ა.შ. დაუბალანსებელი და არაჰარმონიული ცნობიერებიდან მოდის, რადგანაც ცნობიერება “დაავადებულია” ამ მატერიალური ბგერებით. ყველა ბგერა ატარებს რაღაც ენერგიას. ეს ენერგიები ჩვენს ცნობიერებაში ბგერასთან ერთად ხვდება და აბინძურებს მას ბევრი მავნე და არასაჭირო ინფორმაციით. თავში განუწყვეტელი “შიშინი” და “ხარვეზებია” როგორც გაფუჭებულ რადიოში და ამაში ყველა დარწმუნდება თუ თავის ფიქრებს ყურს დაუგდებს.

მაგრამ ღმერთის წყალობით არსებობს განსაკუთრებული ბგერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების ჰარმონიულ მდგომარეობაში მოყვანა. თუ ჩვენს ცნობიერებას რადიომიმღებს შევადარებთ, მანტრებს შეუძლიათ გარკვეულ ტალღაზე მომართონ ჩვენი რადიომიმღები, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ სულიერი სამყაროდან. თუ ამ ბგერებს სისტემატიურად ვიმეორებთ, ცნობიერება თანდათან იწმინდება და შედის რეზონანსში (ჰარმონიაში) ყოფიერების მაღალ სფეროებთან.

იოგები ყველა ჩაკრას ხედავენ როგორც ვიბრირებად კვანძებს, რომლებსც თავისი ფერი და თავისი ბგერა (ვიბრაციის სიხშირე) აქვთ. ყველა ჩაკრას თავისი ფუნქცია და თავისი გავლენა აქვს ნატიფ და უხეშ სხეულზე. მაგალითად თუ ვიმეორებთ ბგერას “ლამ”, იგი შეესაბამება “მულადჰარა” ჩაკრას (ყველაზე ქვემოთა ჩაკრას). ეს ჩაკრა რეზონანსშია მიწის ელემენტთან და თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ამ ბგერას, ადამიანს გაუჩნდება შინაგანი საყრდენი (სიმტკიცე) გონებაში. გახდება უფრო სტაბილური და მყარი.

Page 25: ვედები (ფორუმიდან)

შემდეგ (სექსუალურ) ჩაკრას აქვს ვიბრაცია – “ვამ” (გარდა ამისა ჩაკრის თვითოეულ ფოთოლს შესაბამისი მანტრებიც გააჩნია).

მზის წნულის ჩაკრას შეესაბამება “რამ” და ამ ბგერაში არის ცეცხლის ენერგია (მზის წნული კი უპირატესად ცეცხლის ელემენტს უკავშირდება).

გულის ჩაკრის (ანაჰატა ჩაკრის) ვიბრაციაა “იამ” (სული სწორედ გულის მიდამოშია მოთავსებული)

ყელის ჩაკრას შეესაბამება “ჰამ”, მესამე თვალის ჩაკრას – “ომ” და ა.შ. ეს მაგალითები მოვიყვანე მექანიზმის ასახსნელად.

შედარებისთვის ავიღოთ მაგნიტი. ეს იგივე რკინაა, ოღონდ ჩვეულებრივი რკინისგან განსხვავებით მას გარკვეული სახით “ჰარმონიზირებული” ტალღური სტრუქტურა აქვს. და თუ ამ მოწესრიგებულ სტრუქტურას ჩვეულებრივ რკინას მივუახლოვებთ, ისიც იძენს მაგნიტის თვისებას. სწორედ ასეთი მექანიზმით მოქმედებენ მანტრები. ხდება ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია და ზედმეტი სურვილები, სხვადასხვა არასაჭირო ვიბრაცია ტოვებს ჩვენს ცნობიერებას.

ყველა ვედა და საერთოდ ყველა ბგერა მოდის პირველსაწყისი მარცვლიდან “ომ” (აუმ).

იმისათვის რომ მანტრის (ლოცვის) გამეორება ეფექტური იყოს, ადამიანმა ბგერის სამივე საწყის დონეზე სისტემატურად უნდა გაიმეოროს იგი. ზოგიერთ მანტრას ყველა შემთხვევაში აქვს ეფექტი, როგორც არ უნდა გავიმეოროთ იგი, მაგრამ ეფექტი მით უფრო ძლიერი და სუფთა იქნება, რაც უფრო ყურადღებით და კონცენტრაციით გავიმეორებთ მათ.

იმ ადამიანის ბგერას, რომელმაც ცნობიერება გაიწმინდა, გულმართალია და არამოძალადე, გაცილებით უფრო დიდი ძალა ექნება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისას. თუ ადამიანს არასოდეს არ უთქვამს ტყუილი, მისი ნებისმიერი სიტყვა რეალობა ხდება. ამაზეა დაფუძნებული დიდი ბრძენების და წმინდანების კურთხევის ან წყევლის ძალა.

Page 26: ვედები (ფორუმიდან)

ვედებში წერია, რომ კალი იუგაში ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი ცნობიერების გასუფთავებისთვის მაჰა მანტრის გამეორებაა:

“ჰარე კრშნა ჰარე კრშნა

კრშნა კრშნა ჰარე ჰარე

ჰარე რამა ჰარე რამა

რამა რამა ჰარე ჰარე.”

“ჰარე” არის წოდებითი ფორმა ღმერთის სახელისა “ჰარი”. ეს მანტრა შინაარსობრივად ძალიან ბევრ მნიშვნელობას ატარებს. ერთ-ერთია: “წაიღე ჩემი გონებიდან ყველაფერი ის ჭუჭყი, რაც არ მჭირდება!”

“კრშნა” ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს, ყველაზე ლამაზს...

“რამა” ნიშნავს იმას ვინც ყველას სიხარულს ანიჭებს (სიხარულის მომნიჭებელს).

ეს არის უნივერსალი მანტრა, რომელსაც არ ჭირდება ინიცირება (მრავალი სხვა მანტრისგან განსხვავებით), იძლევა ყველაზე სწრაფ ეფექტს, არ საჭიროებს მკაცრ წესებს და შეიძლება გამეორება ყველგან, ყოველთვის და გონებაშიც კი... როგორც ნარადა მუნი ამბობს ვედებში, ეს არის ყველაზე მარტივი და საუკეთესო გზა კალი იუგაში ცნობიერების გასაწმენდად და ჩვენი ცნობიერების ღმერთთან დასაკავშირებლად. ამიტომაც ქვია “მაჰა მანტრა” (მაჰა – დიდი, უდიდესი).

თუმცა ავღნიშნავ რომ ვედებში მოწოდებულია ყველა მანტრისა და ლოცვის გამეორება, რომელიც ღმერთთან გვაკავშირებს. ყველა რელიგიაშია ასეთი მანტრები და მათ გააჩნიათ ტრანსცენდენტული, არამატერიალური ბუნება. ეფექტი ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში უეჭველია. (ყველა რელიგიაში მოწოდებულია მანტრების გამეორება სულიერი მოძღვრის მითითების ქვეშ და თვითნებურად მხოლოდ საწყის სტადიაზე და თანაც ზოგიერთი მანტრის გამეორება შეიძლება).

Page 27: ვედები (ფორუმიდან)

აქვე განვმარტავ მსგავსებას და განსხვავებას მანტრასა და ლოცვას შორის. მანტრა არის ბგერითი ვიბრაცია, რომელიც სანსკრიტზეა და თავისი უნიკალური სტრუქტურის გამო სხვა ენაზე თარგმნისას ძალა აკლდება (თუმცა არ ეკარგება). თანაც მანტრების უმეტესობაში მხოლოდ ღმერთის სახელებია. მაგალითად მაჰა მანტრაში არ არის არც ერთი სიტყვა გარდა ღმერთის სახელებისა. ლოცვებში კი უკვე კონკრეტული სიტყვები ემატება, რომლებიც კონკრეტულ სურვილებს და მოწოდებებს აღნიშნავენ ღმერთისადმი. მათ თავისი გამეორების წესი აქვთ.

ისევ ვიმეორებ ნებისმიერ ლოცვას და ნებისმიერ მანტრას ძალიან დიდი და მატერიალური ბგერისგან განსხვავებული ძალა აქვს. თუ რაიმე პრაქტიკის დაწყება გინდათ მიიღეთ რჩევები მხოლოდ მათგან, ვინც თავად აპრაქტიკებს ამ მანტრას (ან ლოცვას) და გამოცდილია ამ საკითხში. და უმჯობესია თუ ეს სულიერი მოძღვარი იქნება.

ქრისტიანობაში მე პირადად ყველაზე ძლიერ ლოცვად იესოს ლოცვა მიმაჩნია, მაგრამ მისი ძალიან ხანგრძლივი გამეორებასაც კი არ გირჩევთ სულიერი მოძღვრის გარეშე.

ღმერთის სახელი და ღმერთი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როცა მანტრას ან ლოცვას ვამბობთ ღმერთს ვუხმობთ ჩვენს ცნობიერებაში!

მანტრა – მედიტაციაჰარე კრშნა მაჰა მანტრას გალობისთვის რაიმე მკაცრი და რთული წესები არ არსებობს. მანტრა მედიტაციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი საოცრება ისაა, რომ მისი შესრულკება შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას – სახლში, სამსახურში, ავტობუსში თუ მეტროში.

არსებობს გალობის ორი ძირითადი სახე. ინდივიდუალურ გალობას, როდესაც ერთგული მანტრას კრიალოსანზე კითხულობს, ჰქვია ჯაპა. როდესაც ერთგული სხვებთან ერთად მღერის, ამას კირტანი ეწოდება. კირტანის დროს, როგორც წესი, გამოიყენება მუსიკალური ინსტრუმენტები და ტაში. ორივე სახის გალობა რეკომენდებულია და სასიკეთოა.

პირველი სახის მედიტაციის შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ ჯაპეს მძივების (მედიტაციისთვის საჭირო კრიალოსნის) წრიული ასხმა. იგი შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ. თუკი თავად გსურთ გაკეთება, ამისთვის:

1. შეიძინეთ 109 ცალი გახვრეტილი ხის მძივი (დაახლოებით 1-2 სმ დიამეტრიც). შეიძინეთ 3-5 მ სიგრძის გამძლე, მსხვილი აბრეშუმის ძაფი.

Page 28: ვედები (ფორუმიდან)

2. გაკვანძეთ ძაფი ბოლოდან დაახლოებით 15 სმ-ის დაშორებით, ააცვით მასზე მძივები, ისე რომ თვითოეული მძივის შემდეგ კვანძი იყოს.

3. 108-ე მძივის წამოცმის შემდეგ ძაფის ორივე ბოლო უკანასკნელ მძივში გაუყარეთ.

4. ეს ბოლო მძივი კრშნას განასახიერებს და თუკი შესაძლებელია, იგი დანარჩენ მძივებზე უფრო დიდი უნდა იყოს. ძაფი იმის შემდეგ გაკვანძეთ, რაც ორივე ბოლოს გაუყრით. ზედმეტი ძაფი მოჭერით. თქვენი ჯაპა მზადაა.

კრიალოსანზე მედიტაციისთვის კრშნას მძივის მომდევნო მძივი მარჯვენა ხელის დიდსა და შუა თითს შორის დაიჭირეთ და წარმოთქვით მთელი მანტრა: ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე / ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. გადადით მომდევნო მძივზე, დაიკავეთ ისევე და ბოლომდე წარმოთქვით მაჰა მანტრა. ასე გააგრძელეთ, სანამ არ წაიკითხავთ ყოველ (108) მძივზე და არ მიხვალთ კრშნას მძივთან. ეს ჯაპას კითხვის ერთ წრეს ნიშნავს. კრშნას მძივზე არ წაიკითხოთ, მოაბრუნეთ მძივები და განაგრძეთ საპირისპირო მიმართულებით. კრიალოსანზე კითხვა განსაკუთრებით სასარგებლოა, რაგდან ამ დროს დაკავებულია შეხების გრძნობაც, რაც კითხვისას კონცენტრაციაში დაგეხმარებათ.

ჯაპა შეგიძლიათ იკითხოთ შინაც და გარეთაც. შეგიძლიათ იკითხოთ ხმამაღლა ან ხმადაბლა, მაგრამ საჭიროია მანტრის გარკვევით და გასაგონად წარმოთქმა. მანტრის კითხვისას ჭკუა სხვა ფიქრებზე გაქცევას შეეცდება, რადგან ჭკუა მერყევი და მოუსვენარია, მუდამ ფიქრის საგანს ეძებს. ეცადეთ ყურადღებით იკითხოთ ჰარე კრშნა მაჰამანტრა და მოუსმინოთ მის ყოველ სიტყვას.

მანტრის კითხვა შეიძლება ნებისმიერ დროს, მაგრამ ვედურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ დღის გარკვეული მონაკვეთი – ადრინდელი დილა – განსაკუთრებით სასიკეთოა სულიერი საქმიანობისთვის. დაიწყეთ ერთი ან ორი წრით ყოველდღიურად და თანდათანობით მიაღწიეთ თექვსმეტ წრე, რაც მოწოდებულია მათთვის ვისაც სერიოზულად სურთ გალობა და კრშნას ერთგულად გახდომა.

ჯაპა ინდივიდუალური მედიტაციაა, კირტანი კი - ჯგუფური. კირტანის დროს ხალხი მღერის ჰარე კრშნა მანტრას. ამ დროს შეიძლება მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებაც. კირტანი შეგიძლიათ იმღეროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, ან სადაც გნებავთ. წესი ასეთია – ერთი მღერის ჰარე კრშნა მაჰამანტრას, შემდეგ კი სხვები პასუხობენ. შემდეგ კვლავ წამყვანი მღერის და სხვები პასუხობენ. ასე მეორდება მრავალჯერ და კირტანს სულ უფრო მეტი სულიერი ბედნიერება მოაქვს მონაწილეებისთვის.

კირტანის დროს საკუთარი გალობის მოსმენასთან ერთად სიკეთეს სხვების გალობის მოსმენითაც ვღებულობთ. მანტრის სიმღერა შეიძლება ნებისმიერ მელოდიაზე. მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება კარგია, მაგრამ აუცილებელი არაა. კირტანის დროს იყენებენ ტრადიციულ ინდურ ინსტრუმენტებს, კერძოდ, მრდანგას (ბენგალიურ დოლსა) და კარატალებს (ლითონის პატარა თეფშებს). თუკი ისინი არა გაქვთ, სხვა

Page 29: ვედები (ფორუმიდან)

ინსტრუმენტებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, დაუკარით ფორტეპიანოზე, ორღანზე, ფლეიტაზე ან გიტარაზე. ტაშის დაკვრაც კარგია. სიმღერა შეუძლიათ ბავშვებსაც, რითაც ისინი სულიერად ვითარდებიან. შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა ერთად იმღეროთ.

ჰარე კრშნას გალობას მუდამ სიხარული და ბედნიერება მოაქვს. ამის გამოცდა საკუთარ თავზე შეიძლება. აბა, სცადეთ რაიმე სხვა სიტყვის ან ფრაზის რამოდენიმე წუთის განმავლობაში სიმღერა. თუკი იმღერებთ “პეპსი-კოლა”, “პეპსი-კოლას”, დარწმუნდებით, რომ ეს აუტანელია. ამას არავითარი სიამოვნების მონიჭება არ შეუძლია. მაგრამ კრშნას სახელები ტრანსცენდენტულია და რაც მეტს გალობთ, მით უფრო მეტი გინდებათ.

როგორ გავაუმჯობესოთ მედიტაციის ხარისხი

რა ვითარებაშიც არ უნდა იგალობოთ მაჰა მანტრა, დიდ სულიერ სიკეთეს მიიღებთ. დიადი წმინდანები და ბრძენები გარკვეული პრაქტიკული წესების დაცვას გვირჩევენ და ეს გაამდიდრებს ჩვენს გალობას და სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაგვეხმარება.

რაც უფრო მეტს გალობს ადამიანი ჰარე კრშნას, მით უფრო უადვილდება მას ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვა, ვინაიდან გალობის პროცესში იგი სულიერ ძალას იღებს და უფრო მაღალი სიამოვნების გემოს ივითარებს. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ცუდ ჩვევებზე, რომლებიც აფერხებს განწმენდას, და გალობით უმაღლეს გემოს გებულობს, მისი სულიერი წინსვლა გაცილებით იოლი ხდება.

მათთვის, ვისაც სერიოზულად და გულწრფელად სურთ წინსვლა, რეკომენდებულია ქვემოთ ჩამოთვლილი მარეგულირებელი პრინციპების დაცვა:

1. არ შეიძლება ხორცის, თევზისა და კვერცხის ჭამა.

2. არ შეიძლება დამათრობელი და ამგზნები საშუალებების მიღება (სახელდობრ, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თამბაქო, ჩაი, ყავა, კაკაო და შოკოლადიც კი).

3. არ შეიძლება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.

4. არავითარი უკანონო სქესობრივი კავშირი (არავითარი სქესობრივი ურთიერთობა ქორწინების გარეშე, ქორწინების შემთხვევაში კი – მხოლოდ ღმერთის ცნობიერი შვილების გაჩენის მიზნით).

ზემოაღნიშნული ოთხი მარეგულირებელი პრინციპის დაცვით სწრაფად შეიძლება სულიერ ცხოვრებაში წინსვლა. ამ პრინციპების დაცვის გარეშე წინსვლა ძალიან ძნელია, ვინაიდან უფრო და უფრო ვეჯაჭვებით მატერიალურ საგნებს. მაგრამ გალობა იმდენად

Page 30: ვედები (ფორუმიდან)

ძლიერი პროცესია, რომ მისი დაწყება შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში და იგი დიდად გვეხმარება სულიერ წინსვლაში. გარდა ამისა სავალდებულოა სხვა პრინციპების დაცვაც:

1. საჭიროა ვედური ლიტერატურის რეგულარული კითხვა, განსაკუთრებით კი “ბჰაგავატ - გიტასი” და “შრიმად - ბჰაგავატამისა”. თუკი უბრალოდ მოვისმენთ კრშნას, მისი არაჩვეულებრივი საქმიანობებისა და ტრანსცენდენტული გართობების შესახებ, მატერიალურ სამყაროსთან დიდი ხნის ურთიერთობის შედეგად გულში დაგროვილი უწმინდურობა მოგვშორდება. თუკი რეგულარულად მოვისმენთ კრშნასა და სულიერი სამყაროს შესახებ, სადაც კრშნა თავის ერთგულებთან ერთად მარადიული გართობებით ტკბება, ბოლომდე გავიგებთ სულიერ ბუნებას, ჭეშმარიტ სულიერ საქმიანობებს და მატერიალური სამყაროდან თავის დაღწევის გზას.

2. იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ თავი მატერიალური უწმინდურობებისგან, უნდა მივირთვათ მხოლოდ ვეგეტარიანული საჭმელი, განსულიერებული იმით, რომ შეთავაზებული იქნება უზენაესი უფლის, კრშნასადმი. ნებისმიერი ცოცხალი არსების მოკვლას ცოდვითი რეაქცია მოსდევს, მცენარეთა მოკვლასაც კი, მაგრამ “ბჰაგავატ გიტაში” უფალი კრშნა ამბობს, რომ თუკი ადამიანი მას შესთავაზებს ვეგეტარიანულ საკვებს, იგი გაანეიტრალებს ამ შედეგებს.

3. საჭიროა უზენაეს უფალს, კრშნას მივართვათ ჩვენი შრომის ნაყოფები. როცა ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის შრომობს, იგი საპასუხო კარმიულ რეაქციებს ღებულობს, მაგრამ თუკი მხოლოდ კრშნას დასაკმაყოფილებლად იშრომებს, არავითარი კარმიული რეაქცია არ იქნება. უფლის სამსახურში შესრულებული შრომა არა მარტო ათავისუფლებს ადამიანს კარმისაგან, არამედ უღვიძებს მის მიძინებულ სიყვარულს კრშნასადმი. კაცს შეუძლია აკეთოს საკუთარი საქმე, მაგრამ არსებობს გარკვეული სახის საქმიანობა, რომლის შესრულებაც დაუშვებელია. უნდა მიატოვოთ იუს საქმიანობა, რომელიც არღვევს, ან რაიმენაირად ხელს უწყობს ზემოაღნიშნული მარეგულირებელი პრინციპების დარღვევას.

4. ვისაც სერიოზულად სურს ჰარე კრშნას გალობა, ასეთივე ცნობიერების ხალხთან უნდა იქონიოს ურთიერთობა. ეს სულიერ ძალას მიცემს მას. როგორც წესი, ადამიანი თავის გარშემო მყოფთა თვისებებს იძენს. თუკი ვინმეს ექიმობა ან ადვოკატობა სურს, ამ პროფესიის ხალხთან უნდა იქონიოს ურთიერთობა,. ამიტომ მეტად სერიოზულად უნდა ვერიდოთ ისეთ კავშირებს, რომელიც შეაფერხებს ჩვენს სულიერ წინსვლას. ასეთია, მაგალითად, ურთიერთობა მატერიალისტებთან ან მათთან, ვისაც არ აინტერესებთ სულიერი საკითხები, ხოლო ურთიერთობა მათთან, ვინც სულიერი წინსვლისთვის იღწვიან, ჰარე კრშნას გალობენ და მარეგულირებელ პრინციპებს იცავენ, საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზაა შინ, ღმრთეებასთან დაბრუნებისთვის.

კარგი, მოკედ აგიხსნი ადამიანის შემადგენლობას:

Page 31: ვედები (ფორუმიდან)

მატერიალური სხეული , რომელიც შედგება 5 ელემენტისგან ( მიწა წყალი , ცეცხლი , ჰაერი , ეთერი ), 5 გრძნობა , ჭკუა , გონება , ცრუ ეგო და სული .

სინამდვილეში შენ სული ხარ , ხოლო დანარჩენი ყველაფერი შენი გარსებია , მაგრამ იმის მიხედვით , თუ რამდენადაა ადამისნის ცნობიერება განვითარებული , ზოგი მატერიალურ სხეულთან აიგივებს თავს , ზოგი ჭკუასთან ( ანუ ჭკუის ნატიფ სხეულთან ), ზოგი გონების ეთერულ სხეულთან . ვინც გააცნობიერა რომ სულია , ის განთავისუფლებულია ...

საკუთარი თავის მატერიალურ სხეულთან გაიგივებაა როცა გგონია რომ თუ სხეული მოკვდება შენ აღარ იარსებებ... ჭკუასთან გაიგივებაა როცა გგონია რომ აზრები და ფიქრები ხარ. ისიც ცრუ წარმოდგენაა რომ შენ ის ხარ, რაც სახელად დაგარქვეს, ან ის რომ ქართველი ხარ, ან ევროპელი, ან კაცი ან ქალი ან შავი ან თეთრი და ა.შ.

დასავლურ სამყაროში ეს ინფორმაცია შრილა პრაპჰუპადამ შემოიტანა. თავისი მოძღვრისგან ეს მისია მიიღო და სრულყოფილად აღასრულა. მერე მისმა მოსწავლეებმა განაგრძეს ეს საქმე და მოკლედ კრიშნაიტების მოძრაობა პრაპჰუპადამ შექმნა დასავლეთში. ეს არ არის სექტა (როგორც ხშირად უწოდებენ). ეს არის ერთ-ერთი ხაზი 4 უმთავრესი ვაიშნავური ხაზიდან, რომლებიც ინდოეთშია. მეცნიერებაცაა და რელიგიაც ერთად.

უფალი კრშნას დაბადება“ბჰაგავად-გიტაში” უფალი ამბობს, რომ მისი გამოცხადება, დაბადება და საქმეები ტრანსცენდენტულია, და ვისაც ეს ესმის, უმალ იღებს სულიერ სამყაროში გადასვლის უფლებას. უფლის მოვლინება, ანუ დაბადება არა ჰგავს ჩვეულებრივი ადამიანის დაბადებას, რომელსაც წარსული საქმიანობების მიხედვით მატერიალური სხეულის მიღება უწევს. უფლის მოვლინება წინა თავში ავღწერეთ. უფალი მოდის მაშინ, როცა მოესურვება. როცა უფლის გამოცხადების დრო მომწიფდა, თანავარსკვლავედთა განლაგება მეტად სასიკეთო იყო. ჭარბობდა აგრეთვე ვარსკვლავ როჰინის ასტროლოგიური ზეგავლენა, ვინაიდან ეს ვარსკვლავი სიკეთის მომასწავებელია. როჰინი ბრაჰმას უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება...

იმ დროს ყველა მხარეს – აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით – მშვიდობისა და აყვავების ატმოსფერო სუფევდა. ცაზე მოჩანდა სასიკეთო ვარსკვლავები, დედამიწის ყველა ქალაქსა და სოფელში, საძოვარზე თუ ადამიანთა ფიქრებში ბედნიერების მომასწავებელი ნიშნები შეიმჩნეოდა. მოედინებოდა სავეს

Page 32: ვედები (ფორუმიდან)

მდინარეები, ტბები ლოტოსის ყვავილებს ლამაზად მოერთო. ტყეები მშვენიერი ჩიტებითა და ფარშევანგებით იყო სავეს, ჩიტები ტკბილ ხმაზე გალობდნენ, ფარშევანგები კი მეუღლეებთან ერთად ცეკვავდნენ...

ამღერდნენ განდჰარვასა და კინნარას პლანეტების მცხოვრებლები. სიდდჰალოკასა და ჩარანას პლანეტების მცხოვრებლებმა ღმრთეების უზენაესი პიროვნებისადმი ლოცვები აღავლინეს. ზეციურ პლანეტებზე აპსარების თანხლებით ანგელოზები ცოლებთან ერთად აცეკვდნენ.

ამგვარ გარემოში ყოველი ცოცხალი არსების გულში მყოფი უფალი ვიშნუ, ღმრთეების უზენაესი პიროვნების სახით, ღამის სიბნელეში მოევლინა დევაკის, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი ქალღმერთთაგანი იყო. ამ დროს უფალი ვიშნუს გამოჩენა შეიძლება აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ამომავალ სავეს მთვარეს შევადაროთ. შესაძლოა წარმოიშვას წინააღმდეგობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან უფალი კრშნა მილეული მთვარის მერე დღეს მოევლინა, სავსე მთვარის ამოსვლა შეუძლებელი იყო. ამის პასუხად უნდა ითქვას, რომ უფალი კრშნა იმ დინასტიაში მობრძანდა, რომელიც მთვარის იერარქიას ეკუთვნის. ამიტომ, თუმცა იმ ღამეს მთვარე სავსე არ იყო, რამეთუ უფალი იმ დინასტიაში გამოცხადდა, სადაც თავდაპირველი პიროვნება თავად ეს მნათობია, მთვარე მეტად მხიარული ბრძანდებოდა. ასე რომ კრშნას მადლით, იმ ღამეს სავსე მთვარე ამოვიდა.

ასტრონომიულ ნაშრომში, რომელსაც “ქჰამანიაკა” ეწოდება, მშვენივრად არის აღწერილი თანავარსკვლავედები უფალი კრშნას მოვლინების დროს. დადასტურებულია, რომ ამ სასიკეთო დროს დაბადებული ბავშვი უზენაესი ბრაჰმანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლდათ.

ვასუდევამ დაინახა, რომ ეს დიდებული ახალშობილი, რომელსაც ოთხ ხელში ნიჟარა, კვერთხი, დისკო და ლოტოსის ყვავილი ეჭირა, შრივატსას ნიშნით იყო მორთული. მას კაუსტუბჰას ქვის ძვირფასი ყელსაბამი ეკეთა და ყვითელი აბრეშუმი მოსავდა. იგი მოშავო ღრუბელივით თვალისმომჭრელად ანათებდა. ვაიდურიას ქვით შემკული ჩაფხუტი ეხურა, მთელ სხეულს ძვირფასი სამაჯურები, საყურეები და სხვადასხვა სამკაულები უმშვენებდა, თავზე ხშირი თმა ჰქონდა. ბავშვის არაჩვეულებრივმა გარეგნობამ დიდად გააოცა ვასუდევა. ვის გაუგია ასე მორთული ახალშობილი? მაშინ მიხვდა, რომ უფალი კრშნა მოევლინა და ამ ამბავმა განაცვიფრა იგი. ვასუდევას თავმდაბლად აოცებდა ის ფაქტი, რომ თუმცა იგი მატერიალური ბუნებით განპირობებული ცოცხალი არსება იყო და გარეგნულად თითქოს კამსას ტყვეობაში იმყოფებოდა, ყოვლისგამჭოლი ღმრთეების

Page 33: ვედები (ფორუმიდან)

უზენაესი პიროვნება, ვიშნუ, ანუ კრშნა, სწორედ თავისი თავდაპირველი სახით, ბავშვად მოევლინა მის სახლში. არც ერთი მიწიერი ბავშვი არ იბადება ოთხი ხელით, ძვირფასეულობითა და ლამაზი ტანსაცმლით მორთული, ღმრთეების უზენაესი პიროვნების ყველა ნიშნით. ვასუდევა თვალს ვერ აშორებდა თავის ბავშვს და ფიქრობდა, როგორ ეზეიმა ეს ბედნიერი წუთი. “საერთოდ, როცა ბიჭი იბადება,” ფიქრობდა იგი, “ხალხი ამ ამბავს მხიარული დღესასწაულით აღნიშნავს და ჩემს სახლში, მიუხედავად იმისა, რომ დატუსაღებული ვარ, ღმრთეების უზენაესი პიროვნება დაიბადა. მაშ რამდენად მეტი სამზადისი მმართებდა ამ სასიკეთო ცერემონიის ჩასატარებლად?!.”

როდესაც ვასუდევა დსარწუნდა, რომ ახალშობილი თავად ღმრთეების უზენაესი პიროვნება იყო, ხელდაკრეფილი მოწიწებით დაიხარა მის წინაშე და ლოცვები აღავლინა. ამ დროს ვასუდევა ტრანსცენდენტალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სრულიად განთავისუფლდა კამსას შიშისგან. გარდა ამისა, ახალშობილი ბრწყინვალებას აფრქვევდა იმ ოთახში, რომელშიც მოევლინა.

მაშინ ვასუდევამ ლოცვები წარმოთქვა: “ჩემო ძვირფასო უფალო, მე ვხვდები შენს ვინაობას. შენ ხარ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ყოველი ცოცხალი არსების ზესული და აბსოლუტური ჭეშმარიტება. შენ გამოგვეცხადე მარადიული ფორმით, რომელსაც ჩვენ უშუალოდ აღვიქვამთ. მესმის, რომ კამსასადმი ჩემი შიშის გამო მოევლინე, რათა ამ შიშისგან მიხსნა. შენ არ ეკუთვნი ამ მატერიალურ სამყაროს. შენ იგივე პიროვნება ხარ, მატერიალურ ბუნებაზე უბრალოდ თვალის შევლებით რომ ქმნის კოსმიურ გამოვლინებას.”

ვინმეს შეიძლება დაებადოს საწინააღმდეგო აზრი, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, რომელიც უბრალო მზერით ქმნის მთელ კოსმიურ გამოვლინებას, დევაკის, ვასუდევას ცოლის საშვილოსნოში ვერ ჩაისახებოდა. ამ მოსაზრების უკუსაგდებად ვასუდევამ თქვა: “ჩემო ძვირფასო უფალო, არც ისე საკვირველია, რომ შენ დევაკის საშვილოსნოში გამოჩნდი, ვინაიდან სამყაროც ამ გზით შეიქმნა – შენ იწექი მიზეზის ოკეანეზე როგორც მაჰა-ვიშნუ, და შენი სუნთქვით უამრავი სამყარო წარმოიშვა. შემდეგ თვითოეულ მათგანში შეხვედი როგორც გარბჰოკადაშაია ვიშნუ. შემდეგ კვლავ გავრცელდი, როგორც კშიროდეკაშაია ვიშნუ, და ყოველი ცოცხალი არსების გულში და თვით ატომშიც შეაღწიე. ამიტომ დევაკის საშვილოსნოში შენი შესვლაც გასაგებია. შენ თითქოს შეხვედი, მაგრამ ამავე დროს ყოვლისგამჭოლი ბრძანდები. შენი შესვლა და არშესვლა მატერიალური მაგალითებით შეგვიძლია გავიგოთ. მთელი მატერიალური ენერგია, თვით თექვსმეტ ელემენტად დაყოფის შემდეგაც კი, ხელუხლებელი რჩება. მატერიალური სხეული სხვა არაფერია, თუ არა უხეში ელემენტების, სახელდობრ, მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერისა და ეთერის კომბინაცია. მატერიალური სხეულის გაჩენასთან ერთად გვეჩვენება, რომ ეს ელემენტები ახლად იქმნება, მაგრამ სინამდვილეში ელემენტები სხეულის გარეთ

Page 34: ვედები (ფორუმიდან)

ყოველთვის არსებობს. მსგავსად ამისა, შენ თითქოს ბავშვის სახით ვლინდები დევაკის საშვილოსნოში და თან მის გარეთაც არსებობ. შენ ყოველთვის შენს სავანეში სუფევ, მაგრამ ერთდროულად მაინც მილლიონ პიროვნებად ვრცელდები.

“შენი მოვლინების გაგებისთვის დიდი გონიერებაა საჭირო, ვინაიდან მატერიალური ენერგიაც შენგან მომდინარეობს. შენ ხარ თავდაპირველი წყარო მატერიალური ენერგიისა, ისევე, როგორც მზეა მზის სხივების წყარო. მზის სხივები მზის სფეროს ვერ დაფარავს, ვერც შენგან გამომავალი ენერგია დაგფარავს შენ. შეიძლება მატერიალური ენერგიეს სამ მოდუსში მყოფად მოგვეჩვენო, მაგრამ სინამდვილეში მატერიალური ენერგიეს სამ მოდუსს შენი დაფარვა არ შეუძლია. ეს დიდად გონიერ ფილოსოფოსებსაც ესმით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუმცა გვგონია, რომ მატერიალურ ენერგიაში იმყოფები, შენ მატერიალური ენერგია ვერ გფარავს.”

ვედური ლიტერატურიდან ვიცით, რომ თავის ციალით უზენაესი ბრაჰმანი ყველაფერს ანათებს. “ბრაჰმა-სამჰიტადან” ვიგებთ, რომ ბრაჰმაჯიოტი, ანუ ბრაჰმანის ციალი, უზენაესი უფლის სხეულიდან მოდის. ბრაჰმანის ციალიდან მთელი სამყარო იქმნება. “ბჰაგავად-გიტაში” ამასთანვე ნათქვამია, რომ უფალი ბრაჰმანის ციალის საფუძველიცაა. სინამდვილეში, იგია ყველაფრის ძირითადი მიზეზი. მაგრამ ნაკლებად გონიერნი ფიქრობენ, რომ მატერიალურ სამყაროში მოსვლისას ღმრთეების უზენაესი პიროვნება მატერიალურ თვისებებს იღებს. ამგვარი დასკვნები არცთუ ისე საღია და აქამდე ნაკლებ გონიერი ადამიანები მიდიან.

ღმრთეების უზენაესი პიროვნება უშუალოდ და არაუშუალოდ ყველგან არსებობს; იგი მატერიალური ქმნილების გარეთაც არის და შიგნითაც. მატერიალურ სამყაროში არა მხოლოდ გარბჰოდაკაშაი ვიშნუს სახით იმყოფება. იგი ყოველ ატომშიც არსებობს. ამქვეყნად ყოფიერება მისი აქ ყოფნის შედეგი გახლავთ. მის არსებობას ვერაფერს ჩამოვაშორებთ. ვედურ დანაწესებში ნათქვამია, რომ საჭიროა ზესულის, ანუ ყველაფრის ძირითადი მიზეზის ძიება, ვინაიდან ზესულისაგან დამოუკიდებლად არაფერი არსებობს. ამიტომ მატერიალური გამოვლინებაც მისი ენერგიეს სახევცვლილებას წარმოადგენს. მისგან გამომდინარეობს უძრავი მატერიაცა და ცოცხალი ძალაც – სული. მხოლოდ სულელს ჰგონია, რომ მოვლინებისას უზენაესი უფალი მატერიალურ პირობებში ექცევა. ამიტომ კრშნა მოევლინა და უკუაგდო არასრულყოფილი დასკვნები ღმრთეების უზენაესი პიროვნების გამოჩენა-გაუჩინარების შესახებ.

“ჩემო უფალო, შენს მოვლინებას, არსებობასა და გაუჩინარებას მატერიალური თვისებები არ ეხება. ვინაიდან შენი მეუფება ყველაფრის განმგებელი და უზენაესი ბრაჰმანის

Page 35: ვედები (ფორუმიდან)

საყუდელია, შენში შეუცნობელი და ურთიერთგამომრიცხავი არაფერია.როგორც თქვი, მატერიალური ბუნება შენი განმგებლობით მოქმედებს, ისევე როგორც მთYავრობის მოხელე მოქმედებსუზენაესი აღმსრულებლის ბრძანებით. დაქვემდებარებული მოქმედებები შენზე გავლენას ვერ ახდენს. უზენაესი ბრაჰმანი და ყოველი ფენომენი შენში არსებობს და მატერიალური ბუნების მოქმედებებს შენი მეუფება განაგებს.

“შენ შუკლამს გიწოდებენ. შუკლამ, ანუ სითეთრე, აბსოლუტური ჭეშმარიტების სიმბოლური სახეა, რადგან მატერიალური თვისებები მას არ ეხება. უფალ ბრაჰმას უწოდებენ რაკტას, ანუ წითელს, ვინაიდან შესაქმნელად ბრაჰმა ვნების თვისებებს ავლენს. სიბნელე უფრო შივას აქვს მიბარებული, ვინაიდან იგი ანადგურებს კოსმოსს. ამ კოსმიური გამოვლინების შექმნა, განადგურება და შენარჩუნება შენი ენერგიებით სრულდება, თუმცა ეს თვისებები შენზე მაინც არასოდეს ახდენს გავლენას. როგორც ვედებში მტკიცდება, ჰარირ ჰი ნირგუნაჰ საკშატ: ღმრთეების უზენაესი პიროვნება ყოველთვის თავისუფალია მატერიალური თვისებებისგან. ნათქვამია ისიც, რომ ვნებისა და უგუნურების თვისებები უზენაესი უფლის პიროვნებაში არ არსებობს.

“ჩემო უფალო, შენ ხარ უმაღლესი განმგებელი, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, უდიადესი. შენ აწესრიგებ ამ კოსმიურ გამოვლინებას. და თუმცა უმაღლესი განმგებელი ხარ, მოწყალება მოირé და ჩემს სახლში გამოჩნდი. შენი მოვლინების მიზანი არის სამყაროს დემონ მმართველთა მიმდევრების მოსპობა, რომელთაც უფლისწულების სამოსი გადაუცვამთ, სინამდვილეში კი დემონები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ყოველ მათგანს, მათ მიმდევრებსა და მებრძოლებს გაანადგურებ.

“მე მესმის, რომ შენი მოვლინების მიზანს უსინდისო კამსასა და მისი მიმდევრების განადგურება წარმოადგენს, მაგრამ იცოდა რა, რომ შენ მისი და მისი მიმდევრების მოსაკლავად უნდა მოვლენილიყავი, უკვე მრავალი შენი წინამორბედი, შენი უფროსი ძმები გამოასალმა სიცოცხლეს. ახლა ის უბრალოდ შენი დაბადების ცნობას ელოდება. შეიტყობს თუ არა ამ ამბავს, ათასგვარი იარაღით აღჭურვილი უმალვე შენს მოსაკლავად გამოცხადდება.”

ვასუდევას ლოცვის შემდეგ დევაკიმ, კრშნას დედამ აღავლინა ლოცვები. ძმის სიმხეცეს იგი ძალზე შეეშინებინა. დევაკიმ თქვა: “ჩემო ძვირფასო უფალო, ვედურ ლიტერატურაში შენი მარადიული ფორმები – ნარაიანა, უფალი რამა, ჰაიაშირშა, ვარაჰა, ნრსიმჰა, ვამანა, ბალადევა და ვიშნუდან გამოვლენილი მილიონობით მსგავსი ინკარნაცია აღწერილია თავდაპირველ ფორმად. შენ თავდაპირველი ხარ, ვინაიდან შენი ყოველი ფორმა, რომლითაც ევლინები, მატერიალური ქმნილების მიღმა არსებობს. შენი ფორმა ამ

Page 36: ვედები (ფორუმიდან)

კოსმიური გამოვლინების შექმნამდე არსებობდა. შენი ფორმები მარადიულია და ყოვლისგამჭოლი. ისინი თვითმნათი, უცვლელი და მატერიალური თვისებებით წაუბილწავია. ამგვარი მუდმივი ფორმები მარადიული ცოდნითა და ნეტარებვითაა სავსე; ისინი ტრანსცენდენტალ სათნოებაში არსებობენ და სხვადასხვა გართობებით არიან დაკავებული. შენ არა ხარ მხოლოდ ერთი კონკრეტული ფორმით შეზღუდული. ყოველი ამგვარი ტრანსცენდენტული, მარადიული ფორმა თვითკმარია. მე მესმის, რომ შენ უზენაესი უფალი ვიშნუ ბრძანდები.

“მრავალი მილიონი წლის შემდეგ, როდესაც უფალი ბრაჰმას სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდება, კოსმიური გამოვლინების განადგურება მოხდება. ამ დროს ხუთი ელემენტი – მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი – მაჰატ-ტატტვაში შედის. დროის ძალით მაჰატ-ტატტვა კვლავ მთლიან მატერიალურ ენერგიაში ბრუნდება; მთელი მატერიალური ენერგია ენერგეტიკულ პრადჰანაში აღწევს, პრადჰანა კი – შენში. ამიტომ მთელი კოსმიური გამოვლინების განადგურების შემდეგ მარტო შენ რჩები შენი ტრანსცენდენტული სახელით, ფორმით, თვისებებითა და ატრიბუტებით.

“უფალო ჩემო, მოწიწებით ვხრი თავს შენს წინაშე, ვინაიდან შენ ბრძანდები მთელი გამოვლენილი ენერგიეს განმგებელი და მატერიალური ბუნების თავდაპირველი წყარო. ჩემო უფალო, მთელი კოსმიური გამოვლინება, წამიდან დაწყებული წლის განმავლობით დამთავრებული, დროის გავლენის ქვეშ იმყოფება. ყველა შენი განმგებლობით მოქმედებს. შენა ხარ ყველაფრის თავდაპირველი წარმმართველი და ყოველი ძლევამოსილი ენერგიეს წყარო.

“განპირობებული სულები გამუდმებით გადადიან ერთი სხეულიდან მეორეში, ერთი პლანეტიდან მეორეზე და მაინც ვერ აღწევენ თავს დაბადებისა და სიკვდილის შემოტევას. მაგრამ როდესაც ამგვარი შეშინებული ცოცხალი არსება შენს ლოტოსის ტერფებს აფარებს თავს, მრისხანე სიკვდილის თავდასხმის შიშის გარეშე ჰპოვებს შვებას.” დევაკის ამ ნათქვამს თავად უფალი ადასტურებს “ბჰაგავად-გიტაში”. იქ უფალი ამბობს, რომ მთელ სამყაროში, ბრაჰმალოკადან პატალალოკამდე მოგზაურობის შემდეგაც პიროვნება ვერ დააღწევს თავს დაბადების, სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის შემოტევას. მაგრამ მას, ვინც ღმერთის სამეფოში შედის, ამბობს უფალი, აღარასოდეს უწევს მატერიალურ სამყაროში დაბრუნება.

“ამიტომ ჩემო უფალო, გევედრები, გადამარჩინე უგრასენას ვაჟის, კამსას ბოროტი ხელისგან. ვემუდარები შენს მეუფებას, მიხსენი ამ საშინელი მდგომარეობიდან, ვინაიდან შენ მუდამ მზადა ხარ შენს მსახურთა დასაცავად.” ეს ნათქვამი უფალმა “ბჰაგავად-გიტაში”

Page 37: ვედები (ფორუმიდან)

დაადასტურა, არწმუნებდა რა არჯუნას: “შეგიძლია მთელ სამყაროს განუცხადო, რომ ჩემი ერთგული არასოდეს დამარცხდება.”

როცა უფალს ასე ევედრებოდა ხსნას, დედა დევაკიმ თავისი დედობრივი სიყვარული გამოხატა: “მესმის, რომ ამ ტრანსცენდენტალ ფორმას, როგორც წესი, დიადი ბრძენები აღიქვამენ მედიტაციით, მაგრამ მე მაინც ვშიშობ, ვინაიდან, როგორც კი კამსა შენი მოვლინების შესახებ შეიტყობს, შეიძლება რამე გავნოს. ამიტომ გევედრები, ჯერჯერობით ჩვენი მატერიალური თვალებისთვის უჩინარი გახდი.” სხვანაირად რომ ვთქვათ მან სთხოვა უფალს, ჩვეულებრივი ბავშვის სახე მიეღო. “ჩემი ძმის, კამსას შიში მხოლოდ შენს მოვლენასთან არის დაკავშირებული. ჩემო უფალო მადჰუსუდანა, კამსამ იქნებ არ იცის, რომ შენ უკვე დაიბადე. ამიტომ გევედრები, დამალე შენი მეუფების ოთხხელიანი ფორმა, რომელსაც ვიშნუს ოთხი სიმბოლო – ნიჟარა, დისკო, კვერთხი და ლოტოსის ყვავილი უჭირავს. ჩემო ძვირფასო უფალო, კოსმიური გამოვლინების განადგურების ბოლოს მთელ სამყაროს შენს მუცელში ათავსებ; და მაინც, შენი წმინდა წყალობით, ჩემს საშვილოსნოში მოევლინე. მიკვირს, რომ უბრალოდ შენს ერთგულთა საამებლად ჩვეულებრივ ადამიანთა მოქმედებებს ბაძავ.”

მოისმინა რა დევაკის ლოცვები, უფალმა მიუგო: “საყვარელო დედა, სვაიამბჰუვა მანუს ეპოქაში მამაჩემი ვასუდევა ერთ-ერთი პრაჯაპატი იყო. იმ დროს მას სუტაპა ერქვა, შენ კი მისი მეუღლე პრშნი იყავი. როდესაც უფალმა ბრაჰმამ მოსახლეობის გაზრდა მოისურვა, შთამომავლობის შექმნა გთხოვათ. თქვენ გრძნობებს იმორჩილებდით და მკაცრ ასკეზებს ასრულებდით. იოგას სისტემის სუნთქვითი ვარჯიშებით შენდ ა შენს ქმარს მატერიალური კანონების ყოველგვარი გავლენის – წვიმების სეზონის, ქარის შემოტევისა და მზის მწველი სიცხის ატანა შეგეძლოთ. თქვენ ყველა რელიგიურ პრინციპს იცავდით. ამ გზით თქვენ გული განიწმინდეთ და მატერიალური ბუნების ზეგავლენის მართვა შესძელით. ასკეზისას მხოლოდ მიწაზე ჩამოცვენილ ხის ფოთლებს მიირთმევდით ხოლმე. შემდეგ მტკიცე ჭკუითა და სქესობრივი მოთხოვნილებების მორევით, ჩემგან რაღაც არაჩვეულებრივი მადლის მიღების სურვილით მცემდით თაყვანს. ნახევარღმერთების დროით ორივენი თორმეტი ათასი წლის მანძილზე გადიოდით მკაცრ ასკეზებს. ამ დროის განმავლობაში თქვენი ჭკუა მუდამ ჩემით იყო მოცული. როცა ერთგულ სამსახურს ასრულებდით და გულში მუდამ ჩემზე ფიქრობდით, მე ძალიან ნასიამოვნები ვიყავი თქვენით. ო უცოდველო დედაო, ამიტომ შენი გული მუდამ წმინდაა. იმ დროსაც ამ ფორმით მოგევლინე შენი სურვილების შესასრულებლად და შემოგთავაზე, გეთხოვა ჩემთვის, რაც გსურდა. იმ დროს გინდოდა, რომ მე შენს შვილად დავბადებულიყავი. თუმცა პირადად მიხილე, მატერიალური ტყვეობისაგან სრული განთავისუფლების ტხოვნის ნაცვლად მთხოვე, ჩემი ენერგიეს გავლენით შენი ვაჟი გავმხდარიყავი.”

Page 38: ვედები (ფორუმიდან)

სხვაგვარად რომ ვთქვათ უფალმა დედა და მამა_პრშნი და სუტაპა_იმ განზრახვით ამოირჩია, რომ მატერიალურ სამყაროში მოვლენილიყო.როდესაც უფალი ადამიანად მოდის , ვინმე მისი დედა და მამა უნდა იყოს, ასე რომ, მან პრშნი და სუტაპა თავის მარადიულ დედად და მამად აირჩია და ამის გამო არც პრშნისა და არც სუტაპას არ შეეძლოთ უფლისათვის განთავისუფლების თხოვნა. განთავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახური. უფალს შეეძლო, მაშინვე გაენთავისუფლებინა პრშნი და სუტაპა, მაგრამ მან მათი მატერიალურ სამყაროში ყოლა ირჩია თავისი სხვადასხვა მოვლინებისათვის, როგორც ეს შემდგომ თავებში იქნება ახსნილი. როდესაც პრშნიმ და სუტაპამ უფლისაგან მისი მამობისა და დედობის წყალობა მიიღეს, თავი ანებეს ასკეზებს და ცოლ-ქმრულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი, რათა შეძენოდათ შვილი, რომელიც თავად უზენაესი უფალი იქნებოდა.

დროთა ვითარებაში პრშნი დაორსულდა და ბავშვი შეეძინა. უფალმა დევაკისა და ვასუდევას უთხრა: “მაშინ მე პრშნიგარბჰა მერქვა. მომდევნო ეპოქაში თქვენ დაიბადეთ როგორც ადიტი და კაშიაპა, მე კი თქვენი შვილი, უპენდრა გავხდი. მაშინ მე ჯუჯას სახე მქონდა და ამის გამო ვამანადევად ვიყავი ცნობილი. მე გაკურთხეთ, რომ სამჯერ დავიბადებოდი თქვენს შვილად. პირველად პრშნიგარბჰა მერქვა, პრშნისა და სუტაპასაგან შობილი, მეორედ _ ადიტისა და კაშიაპასაგან შობილი უპენდრა და ახლა, მესამედ თქვენგან, დევაკისა და ვასუდევასაგან დავიბადე როგორც კრიშნა. მე მოგევლინეთ ვიშნუს სახით, რათა დაგარწმუნოთ, რომ მე, კვლავ შობილი, იგივე ღმრთეების უზენაესი პიროვნება ვარ. შემეძლო ჩვეულებრივი ბავშვად მოვვლენილიყავი, მაგრამ არ დაიჯერებდით რომ მე ღმრთეების უზენაესი პიროვნება გაგიჩნდით. საყვარელო მამა და დედა, უკვე მრავალჯერ გამზარდეთ დიდი სიყვარულით და მე დიდად ნასიამოვნები და დავალებული ვარ თქვენგან. გარწმუნებთ, თქვენი მისიის სრულყოფის შედეგად ამჯერად შინ ღმრთეებასთან დაბრუნდებით. ვიცი, რომ ძალიან ღელავთ ჩემს გამო და გეშინიათ კამსასი. ამიტომ გიბრძაებთ დაუყოვნებლივ წამიყვანეთ გოკულაში და გამცვალეთ იმ ქალიშვილში, რომელიც ეს-ეს არის იაშოდას შეეძინა.”

როცა მამისა და დედის თანდასწრებით ესა თქვა, უფალი ჩვეულებრივ ბავშვად გადაიქცა და გაჩუმდა.

ღმრთეების უზენაესი პიროვნების ბრძანებით ვასუდევა შეეცადა, გამოეყვანა ბავშვი იმ ოთახიდან, სადაც დაიბადა. ზუსტად ამ დროს ნანდასა და იაშოდას ქალიშვილი შეეძინათ. იგი იოგამაია, უფლის შინაგანი ენერგია გახლდათ. ამ შინაგანი ენერგიის იოგამაიას გავლენით კამსას სასახლის ყველა მცხოვრები, განსაკუთრებით მეკარეები, ღრმა ძილს იყო მიცემული. ყველა კარი გაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ურდულით დაკეტილი და

Page 39: ვედები (ფორუმიდან)

რკინის ჯაჭვებით ჩარაზული გახლდათ. ღამე ძალიან ბნელი იყო, მაგრამ როგორც კი ვასუდევამ კრიშნა ხელში აიყვანა და გავიდა, ყველაფერს ისე ხედავდა, როგორც მზეში.

“ჩაიტანია-ჩარიტამრტაში” ნათქვამია, რომ კრშნა მზის შუქსა ჰგავს და სადაც კრშნაა, იქ ილუზორული ენერგია, რომელიც წყვდიადთან არის შედარებული ვერ გაჩერდება. როდესაც ვასუდევას კრშნა მიყავდა, ღამის წყვდიადი გაიფანტა. ციხის ყველა კარი თავისთავად გაიღო. ამავე დროს ცამ დაიქუხა და ძლიერი წვიმა წამოვიდა.ვიდრე ვასუდევას თავისი ვაჟი, კრშნა, თავსხმა წვიმაში მიჰყავდა, უფალი შეშა გველის ფორმით ისე გადაეფარა ვასუდევას, რომ წვიმას არ შეეწუხებინა. ვასუდევა იამუნას ნაპირზე გამოვიდა და დაინახა, რომ იამუნა აზვირთებული და ქაფით სავსე იყო. და მაინც მიუხედავად მძვინვარებისა, მდინარემ ვასუდევას გადასვლის საშუალება მისცა, სწორედ ისე, როგორც დიდმა ინდოეთის ოკეანემ მისცა გზა უფალ რამას მორევზე გადასვლისას. ასე გადაკვეთა ვასუდევამ მდინარე იამუნა. მეორე მხარეს იგი გოკულაში მდებარე ნანდა მაჰარაჯას სასახლეში მივიდა, სადაც ნახა, რომ მენახირეეებს ღრმად ჩასძინებოდათ. მან იაშოდას სახლში შეპარვის შესაძლებლობით ისარგებლა და დაუბრკოლებად შეცვალა თავისი ვაჟი იაშოდას სახლში ახალშობილი გოგონათი. იმის შემდეგ რაც სახლში შეიპარა და ბიჭი გოგონათი შეცვალა, იგი კამსას ციხეში დაბრუნდა და გოგონა უხმოდ ჩაუსვა დევაკის კალთაში. მან კვლავ დაიდო ხუნდები, რათა კამსა ვერ მიმხვდარიყო, ამდენი რამ რომ მოხდა.

დედა იაშოდამ იცოდა, რომ ბავშვი შეეძინა, მაგრამ მშობიარობით დაღლილს ღრმად ჩასძინებოდა. როცა გაეღვიძა, ვერ გაიხსენა ვაჟი შობა თუ ქალი.