ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

16
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში 2014 წლის 1 ნოემბერი - 2015 წლის 1 მაისი ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

description

ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

Transcript of ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

Page 1: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვებ-გვერდების

მონიტორინგის ანგარიში

2014 წლის 1 ნოემბერი - 2015 წლის 1 მაისი

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული

შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული

მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას”

და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის

შეხედულებებს.

Page 2: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

1

სარჩევი

1. შესავალი ............................................................................................................................................. 2

2. მონიტორინგის მასშტაბი და მეთოდოლოგია ............................................................................. 2

3. შეფასების კრიტერიუმები ............................................................................................................... 3

3.1. ვებ-გვერდის არსებობა და ფუნქციონირება .......................................................................... 4

3.2. ბიუჯეტის საჯაროობა მუნიციპალიტეტებში ...................................................................... 5

3.3. საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებები/დადგენილებები ................................ 6

3.4. საიტზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უცხო ენებზე ............................... 7

3.5. ინფორმაცია მერიის/გამგეობის/საკრებულოს თანამდებობის პირების შესახებ .......... 7

3.6. სიახლეები ................................................................................................................................... 8

3.7. ინფორმაცია საკრებულოს სხდომების ჩატარების შესახებ ............................................... 9

3.8. საკონტაქტო ინფორმაცია/რეკვიზიტები .............................................................................. 9

3.9. სოციალური ქსელები ............................................................................................................. 11

4. ძირითადი მიგნებები ..................................................................................................................... 12

5. რეკომენდაციები .............................................................................................................................. 13

Page 3: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

2

1. შესავალი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ საქმიანობის

ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე

მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი არის ინფორმაციის მოპოვებისა და

კომუნიკაციის ეფექტური საშუალება. ხელისუფლების ანგარიშვალდებულების

გასაზრდელად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს მისი საქმიანობის შესახებ

დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რისი მიღწევის ერთ-ერთ გზას ინტერნეტ

რესურსების სწორად გამოყენება წარმოადგენს. ინფორმაციის გამჭვირვალობა და

ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის

არსებობასა და საზოგადოების ჩართულობის ხარისხის გაზრდას. 2013 მონაცემების

თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია.1

შესაბამისად, საჯარო სამსახურების ვებ-გვერდების არსებობა უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან

დატვირთვას იძენს.

‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’ 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მაისამდე განახორციელა

ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც აღმასრულებელი (გამგეობა/მერია), ისე

წარმომადგენლობითი (საკრებულო) ორგანოების ვებ-გვერდების მონიტორინგი. კვლევის

ობიექტი იყო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური ქსელის (Facebook)

გვერდები, ვინაიდან ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა აქტიურია სოციალურ

ქსელებში, რომელიც დღესდღეობით ინფორმაციის გავრცელების სწრაფი და ეფექტური

საშუალებაა.

2. მონიტორინგის მასშტაბი და მეთოდოლოგია

‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’ საქართველოს მასშტაბით ყველა ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოს, კერძოდ, 71 საკრებულოს, 12 თვითმმართველი ქალაქის

მერიისა და 59 გამგეობის ვებ-გვერდის მონიტორინგი განახორციელა. ვებ-გვერდებზე

1 https://idfi.ge/ge/statistics-of-internet-users-in-georgia-2013

Page 4: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

3

დაკვირვება 6 თვის განმავლობაში ყოველკვირეულად ხორციელდებოდა და ფასდებოდა

წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით.

მონიტორინგის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდები შეფასდა

შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

1) არსებობს და ფუნქციონირებს თუ არა ვებ-გვერდი; 2) არის თუ არა წარმოდგენილი

მიმდინარე/მომდევნო წლის ბიუჯეტი/ბიუჯეტის პროექტი; 3) ქვეყნდება თუ არა

საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებები/დადგენილებები; 4) არის თუ არა ვებ-

გვერდი უცხო ენებზე ხელმისაწვდომი; 5) განთავსებულია თუ არა ინფორმაცია

მერიის/გამგეობის/საკრებულოს თანამდებობის პირების შესახებ; 6) ინტენსიურად ხდება თუ

არა სიახლეების დამატება; 7) ქვეყნდება თუ არა ინფორმაცია საკრებულოს სხდომების

ჩატარების შესახებ: თარიღი, დრო, ადგილი. 8) არის თუ არა განთავსებული საკონტაქტო

ინფორმაცია (ტელ. ნომერი და ელ.ფოსტა) და რეკვიზიტები; 9) ინტეგრირებული არის თუ

არა სოციალურ ქსელთან (Facebook).

3. შეფასების კრიტერიუმები

‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’, ვებ-გვერდების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებისას,

გაითვალისწინა ინტერნეტის საშუალებით იმ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა,

რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების

გამჭვირვალობისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების ხარისხის

ასამაღლებლად. მხედველობაში იქნა მიღებული, ასევე, მოცემული ინფორმაციის საჯარო

ხასიათი, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.2

გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობით საჯარო დაწესებულება ვალდებულია

უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება (ვებ-გვერდის

საშუალებით) შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.3

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პერიოდში, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად

2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 42; საქართველოს ადგილობრივი

თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 91 3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 28, ნაწილი 2

Page 5: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

4

გამოქვეყნების წესის შესახებ კანონქვემდებარე აქტი, რომელიც არეგულირებს საკრებულოს,

მერიის და გამგეობის მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესსა და

გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას, მიღებული ჰქონდა მხოლოდ 32 მუნიციპალიტეტს.

ესენია: თბილისი, ოზურგეთი (თვითმმართველი ქალაქი და თემი), ბორჯომი, ჭიათურა,

ახალციხე (თვითმმართველი ქალაქი და თემი), წყალტუბო, ფოთი, ყვარელი, ხაშური,

წალენჯიხა, ბაღდათი, ხონი, ამბროლაური (თვითმმართველი ქალაქი და თემი), ზუგდიდი

(თვითმმართველი ქალაქი და თემი), თელავი (თვითმმართველი ქალაქი და თემი), სიღნაღი,

დმანისი, ქუთაისი, შუახევი, გურჯაანი, ჩოხატაური, სენაკი, ბათუმი, ლაგოდეხი, რუსთავი,

ახმეტა, დედოფლისწყარო.4

შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით წარმოგიდგენთ მონიტორინგის

შედეგებს:

3.1. ვებ-გვერდის არსებობა და ფუნქციონირება

მერიები

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 თვითმმართველი ქალაქიდან მერიის ვებ-

გვერდი აქვს მხოლოდ 9 ქალაქს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი,

ამბროლაური, ოზურგეთი, თელავი, ზუგდიდი), ხოლო დანარჩენ 3 ქალაქის (ახალციხე,

გორი, მცხეთა) მერიას არ აქვს ვებ-გვერდი. სამ შემთხვევაში მერიის ვებ-გვერდები

გაერთიანებულია საკრებულოს და გამგეობის ვებ-გვერდებთან (რუსთავი, ქუთაისი,

თელავი), თუმცა ეს ფაქტი რეალურ პრობლემას არ ქმნის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ვებ-გვერდების არქონისა, ყველა

თვითმმართველ ქალაქს აქვს საკუთარი ფეისბუქ გვერდი, რომლითაც ნაწილობრივ

(სიახლეების გამოქვეყნების თვალსაზირსით) ახერხებს კომუნიკაცია შეინარჩუნოს

მოსახლეობასთან. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფეისბუქ გვერდი ვერ იქნება ვებ-

გვერდის სრულფასოვანი ალტერნატივა.

4 ინფორმაციის წყარო: matsne.gov.ge

Page 6: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

5

გამგეობები

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში არსებული 59 გამგეობიდან 16

შემთხვევაში მონიტორინგის პერიოდში არ არსებობდა ან არ ფუნქციონირებდა ვებ-გვერდი.

კერძოდ, ესენია: თელავის, თიანეთის, ყაზბეგის, ცაგერის, ლენტეხის, ონის, ბოლნისის,

გორის, ხაშურის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათის, ვანის, ხონის, ჭიათურისა და ტყიბულის

გამგეობები.

საკრებულოები

საქართველოს მასშტაბით არსებული 71 საკრებულოდან 25 საკრებულოს არ აქვს ვებ-გვერდი

ან ისინი მონიტორინგის პერიოდში არ ფუნქციონირებდნენ. კერძოდ, ესენია: თიანეთის,

ყაზბეგის, ცაგერის, ლენტეხის, ონის, ბოლნისის, გორის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათის,

ვანის, ხონის, ჭიათურისა, ტყიბულის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ზუგდიდის, მცხეთის,

ახალქალაქის, ქალაქ გორის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ახალციხის, ქალაქ ოზურგეთის, ქალაქ

ამბროლაურის და ქალაქ მცხეთის საკრებულოები.

აღსანიშნავია, რომ ახლადშექმნილი 7 თვითმმართველი ერთეულიდან, ქალაქის

საკრებულოს ვებ-გვერდი მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტს გააჩნია.

3.2. ბიუჯეტის საჯაროობა მუნიციპალიტეტებში

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად,5 მუნიციპალიტეტის

საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს. ამავე კოდექსის მიხედვით,

წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.6

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვებ-გვერდების მონიტორინგის ერთ-ერთ

კრიტერიუმს ინტერნეტ სივრცეში ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 და 2015 წლის

ბიუჯეტის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა. აღნიშნულის დასადგენად შემოწმებულ იქნა

71 მუნიციპალიტეტის, როგორც საკრებულოს, ასევე, გამგეობის და მერიის ვებ-გვერდი.

მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე, თუ მუნიციპალიტეტის რომელიმე

5 მუხ. 91, ნაწილი 3

6 მუხ. 91, ნაწილი 9

Page 7: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

6

თვითმმართველ ორგანოს, საკრებულოს, გამგეობას ან მერიას გამოქვეყნებული ჰქონდა

ბიუჯეტი ვებ-გვერდზე, მიჩნეულ იქნა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის

გამოქვეყნების მოთხოვნა შესრულებული იყო.

შესაბამისად, მონიტორინგის შედეგად შემდეგი სურათი მივიღეთ:

2014 წლის ბიუჯეტი მონიტორინგის პერიოდში განთავსებული იყო 30 მუნიციპალიტეტის

ვებ-გვერდზე, კერძოდ: თბილისის, ბათუმის, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს,

ლაგოდეხის, ქალაქ თელავის, თიანეთის, მცხეთის, ამბროლაურის, ლენტეხის, ქალაქ

რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, გორის, ბორჯომის, ადიგენის, ქალაქ ახალქალაქის,

ნინოწმინდის, ქალაქ ოზურგეთის, წყალტუბოს, ქუთაისის, მესტიის, აბაშის, მარტვილის,

ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ფოთის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდებზე.

2014 წლის ბიუჯეტი განთავსებული არ იყო 22 მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე: შუახევის,

საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ახმეტას, დუშეთის,

მარნეულის, დმანისის, წალკის, კასპის, ქარელის, ახალციხის, ასპინძის, ლანჩხუთის,

ჩოხატაურის, თერჯოლის, ზესტაფონის, სამტრედიის, სენაკისა და ზუგდიდის

მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდებზე.

2015 წლის ბიუჯეტი მონიტორინგის პერიოდში განთავსებული იყო 29 მუნიციპალიტეტის

ვებ-გვერდზე, ესენია: თბილისი, ბათუმი, ქედა, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, საგარეჯო,

დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, თელავი, მცხეთა, დუშეთი, ამბროლაური, რუსთავი,

გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ქარელი, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი,

ოზურგეთი, ზესტაფონი, წყალტუბო, აბაში, სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი და წალენჯიხა.

2015 წლის ბიუჯეტი განთავსებული არ იყო 21 მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, ესენია:

შუახევი, გურჯაანი, სიღნაღი, ყვარელი, ახმეტა, ლენტეხი, დმანისი, წალკა, კასპი, ადიგენი,

ასპინძა, ნინოწმინდა, ლანჩხუთი, ჩოხატაური, თერჯოლა, სამტრედია, ქუთაისი, მესტია,

ხობი, ჩხოროწყუ და ფოთი.

3.3. საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებები/დადგენილებები

„სამართლიანმა არჩევნებმა’’ ასევე მონიტორინგი გაუწია იმას, თუ რამდენად აქტიურად

აქვეყნებენ ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოები ვებ-გვერდებზე მათ მიერ

Page 8: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

7

მიღებულ განკარგულებებსა და დადგენილებებს. ამ მხრივ მეტწილად დადებითი ტენდენცია

შეინიშნება. საკრებულოების უმრავლესობა საკმაოდ აქტიურად აქვეყნებს მიღებულ

გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს არ ვრცელდება ყველა საკრებულოზე. ამ მხრივ პასიურად ან

საერთოდ არ აქვეყნებს ინფორმაციას 11 მუნიციპალიტეტის საკრებულო. ესენია: ქედა,

ხულო, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ახმეტა, გარდაბანი, ქარელი, ბორჯომი, ლანჩხუთი,

ზესტაფონი და სამტრედია.

3.4. საიტზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უცხო ენებზე

მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს,

კერძოდ, საკრებულოს, გამგეობის და მერიის ვებ-გვერდებზე მოცემული ინფორმაციის უცხო

ენებზე (ინგლისური/რუსული) ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ეთნიკური

უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, თუ რამდენად არის ეთნიკური უმცირესობის

ენაზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია ვებ-გვერდის საშუალებით. ამ საკითხთან დაკავშირებით

უარყოფითი ტენდენცია გამოიკვეთა, კერძოდ, მხოლოდ ქუთაისის და ბათუმის მერიის ვებ-

გვერდებს აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ინფორმაცია განთავსებული. დანარჩენი

მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმს, რაც იმას

ნიშნავს, რომ ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა განთავსებული, მათ შორის, ეთნიკური

უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.

3.5. ინფორმაცია მერიის/გამგეობის/საკრებულოს თანამდებობის პირების

შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის უკეთ ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ

ინტენსიურად ხდებოდეს არჩეული თანამდებობის პირებისა და მოსახლეობის მუდმივი

კომუნიკაცია. ამისთვის საჭიროა მოსახლეობამ იცოდეს არჩეული თანამდებობის პირების

ვინაობა და საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეთ მათთვის მიმართვის საშუალება.

შესაბამისად, მონიტორინგის ფარგლებში ‘’სამართლიანი არჩევნები’’ ასევე დააკვირდა, თუ

რამდენად არის ვებ-გვერდებზე წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის

Page 9: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

8

თანამდებობის პირების7 შესახებ ინფორმაცია. ამ კუთხით დადებითი ტენდენცია

დაფიქსირდა, ვინაიდან ვებ-გვერდების უმრავლესობაზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია

საჯარო მოსამსახურეების შესახებ.

ინფორმაცია თვითმმართველი ორგანოების თანამდებობის პირებზე გამოქვეყნებული არ იყო

დედოფლისწყაროს გამგეობის, ახმეტის საკრებულოსა და გამგეობის, გარდაბნის გამგეობის,

მარნეულის გამგეობის, ოზურგეთის მერიისა და გამგეობისა და ქუთაისის მერიის

შემთხვევაში.

ინფორმაცია თანამდებობის პირებზე არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი ხულოს

გამგეობისა8 და საკრებულოს9, თელავის მერიის10 და გარდაბნის საკრებულოს11 შემთხვევაში.

3.6. სიახლეები

‘’სამართლიანი არჩევნები’’ ასევე დააკვირდა ინფორმაციის განახლების სიხშირეს

ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ვებ-გვერდებზე. ამ მხრივ დადებითი

ტენდენცია შეიმჩნევა, თუმცა საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი სიახლეების ნაწილში

ტექნიკური ხარვეზების გამო ინფორმაციის დამახინჯებას (ფონტების არევა). რამდენიმე ვებ-

გვერდზე, ინფორმაცია ტექნიკურად არასწორად განთავსების გამო, არ იკითხება.

მოქმედი ვებ-გვერდებიდან, სიახლეებს აქვეყნებდა ადგილობრივი თვითმმართველობის

ყველა ორგანოს ვებ-გვერდი გარდა: ბორჯომის, მესტიის, ლაგოდეხის (საკრებულო/გამგეობა)

და ხულოს საკრებულოსა.

დადებით ფაქტს წარმოადგეს ის, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის

მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარ ელ.ფოსტაზე გამოიწერონ სიახლეები,

რაც ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული

საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას.

7 მერიის შემთხვევაში – მერი, მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები; საკრებულოს შემთხვევაში

– თავმჯდომარე და მოადგილეები; გამგეობის შემთხვევაში გამგებელი, მოადგილეები და

ადმინისტრაციის თანამშრომლები 8 ადმინისტრაციის თანამშრომლების განყოფილება ცარიელია

9 თავმჯდომარის მოადგილეების ვინაობა არ არის მითითებული

10 არასრულყოფილია: არ არის ინფორმაცია თავმჯდომარესა და მოადგილეებზე

11 არასრულყოფილია: არ არის ინფორმაცია მოადგილეებზე

Page 10: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

9

ასევე, აღსანიშნავია რომ მონიტორინგის პროცესში ხშირად დაფიქსირდა ვებ-გვერდზე

“სასარგებლო ბმულების” განყოფილების არსებობა. მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება

გადავიდნენ რელევანტური დაწესებულებების ვებ-საიტებზე, მათთვის საინტერესო

ინფორმაციის მისაღებად, რაც დადებით ფაქტს წარმოადგენს.

3.7. ინფორმაცია საკრებულოს სხდომების ჩატარების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, მუნიციპალიტეტის

საკრებულოების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის და მთავრობის სხდომები

საჯაროა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.12

დანიშნული საკრებულოს სხდომების დროისა და ადგილის გამოქვეყნება ვებ-გვერდზე

ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის

შესაძლებლობას. მონიტორინგის პერიოდში საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაციას

აქვეყნებდა 22 მუნიციპალიტეტი: თბილისის, ბათუმის, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის,

ხულოს, თელავის, დუშეთის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ხაშურის,

ადიგენის, თერჯოლის, ზესტაფონის, სამტრედიის, წყალტუბოს, აბაშის, წალენჯიხის,

ჩხოროწყუსა და ფოთის საკრებულოები.

ინფორმაცია სხდომების ჩატარების შესახებ არ გამოქვეყნებულა 24 მუნიციპალიტეტის,

კერძოდ, ქობულეთის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის,

ყვარლის, ახმეტას, მცხეთის, ამბროლაურის, დმანისის, წალკის, კასპის, ქარელის, ბორჯომის,

ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ჩოხატაურის, ქუთაისის, მესტიის, სენაკის,

მარტვილისა და ხობის საკრებულოების ვებ-გვერდზე.

მონიტორინგის პერიოდში, ზემოთ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების ვებ-

გვერდების გარდა, დანარჩენი 25 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდი არ ქონდა.

3.8. საკონტაქტო ინფორმაცია/რეკვიზიტები

‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’ კვლევის ფარგლებში, შეისწავლა თუ რამდენად ხდება

ორმხრივი კომუნიკაცია ვებ-გვერდების მეშვეობით მოსახლეობასა და ადგილობრივ

12

მუხ.87

Page 11: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

10

თვითმმართველობას შორის. აღნიშნულის დასადგენად, 63 თვითმმართველი ორგანოს ვებ-

გვერდის (რომელსაც მითითებული ქონდა ელ-ფოსტა) ელექტრონულ ფოსტაზე დაიგზავნა

სატესტო წერილები. პასუხი მიღებული იქნა მხოლოდ 32 თვითმმართველი ორგანიდან:

10 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან: ფოთი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, სენაკი, ხაშური,

თელავი, ლაგოდეხი, ბათუმი, ოზურგეთი, თბილისი;

13 გამგეობიდან: ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ზუგდიდი, ხობი, მარტვილი, აბაშა, მესტია,

ადიგენი, ასპინძა, თეთრიწყარო, დუშეთი, ლაგოდეხი, საგარეჯო;

9 თვითმმართველი ქალაქის მერიიდან.

ტესტ მეილები ვერ დაიგზავნა 17 თვითმმართველ ორგანოში, სადაც მითითებული არ იყო

ელექტრონული ფოსტის მისამართი. ესენია:

8 მუნიციპალიტეტის საკრებულო: ქედა, ხელვაჩაური, გარდაბანი, დმანისი, ქარელი,

ბორჯომი, თიანეთი, თეთრიწყარო;

9 მუნიციპალიტეტის გამგეობა: ქედა, ხელვაჩაური, გარდაბანი, დმანისი, ქარელი,

ბორჯომი, ახმეტა, ამბროლაური და თერჯოლა.

მიგვაჩნია, რომ ელექტრონული ფოსტით ორმხრივი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია

მოქალაქის სწრაფი და სწორი ინფორმირებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ

ადგილობრივი თვითმმართველობის მერიის/გამგეობის და საკრებულოს ვებ-გვერდების

უმრავლესობა (გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში არსებული ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებისა) არის გაერთიანებული, რაც არ წარმოადგენს დამატებით

ბარიერს ინფორმაციის მისაღებად. პირიქით, არის შემთხვევები როდესაც ერთი ვებ-გვერდის

საშუალებით მოცემული ინფორმაცია უფრო მარტივად აღსაქმელია მომხმარებლისთვის.

თუმცა, ამ შემთხვევაში, ნამდვილად შემაფერხებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ვებ-

გვერდებზე საკონტაქტო ინფორმაციაც არის ინტეგრირებული და მოცემულია მხოლოდ

ერთი ორგანოს (აღმასრულებლის ან წარმომადგენლობითის) რეკვიზიტები, რაც ქმნის

გაურკვევლობას და შეიძლება დროში გააჭიანუროს ინფორმაციის მიღება. აუცილებელია,

რომ საიტებზე განთავსებული იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების

Page 12: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

11

დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა: მისამართი, ტელეფონის ნომერი,

ელექტრონული ფოსტის მისამართი.

აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი მოსახლეობას სთავაზობს საკუთარ

დეპუტატთან დაკავშირების უშუალო გზას, კერძოდ მომხმარებელს შეუძლია ელ.ფოსტის

მეშვეობით პირადად დეპუტატს გაუგზავნოს წერილი. ვფიქრობთ, რომ ასეთი ფუნქციის

არსებობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს უშუალო კავშირის არსებობას

მოსახლეობასა და მის წარმომადგენელს შორის. თუმცა, სამწუხაროდ, მონიტორინგის

შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ელ.ფოსტა არ ფუნქციონირებდა.

3.9. სოციალური ქსელები

2013 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 45%13 აქვს წვდომა ინტერნეტთან და

მათ უმრავლესობას აქვს შეხება სოციალურ ქსელთან. ამის გათვალისწინებით

მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს საკუთარი

სოციალური ქსელის ანგარიში, რომ მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს

ყოველდღიური ინფორმაციის მიღება.

მონიტორინგის პერიოდში სოციალური ქსელით არ სარგებლობდნენ შემდეგი

თვითმმართველობის ორგანოები:

17 მუნიციპალიტეტის საკრებულო: ხულო, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, თიანეთი,

ამბროლაური, მარნეული, ხაშური, ადიგენი, ნინოწმინდა, ლანჩხუთი, თერჯოლა,

ზესტაფონი, სამტრედია, წყალტუბო, მესტია, მარტვილი;

9 მუნიციპალიტეტის გამგეობა: ხულო, ახმეტა, თიანეთი, ამბროლაური, გარდაბანი,

მარნეული, ნინოწმინდა, ლანჩხუთი, აბაშა;

ქალაქ ქუთაისის მერია.

სოციალური ქსელის ანგარიში შექმნილია, მაგრამ არ ფუნქციონირებს (განახლება არ ხდება)

სიღნაღის გამგეობისა და საკრებულოს, მცხეთის გამგეობისა და საკრებულოს მიერ.

13

http://idfi.ge/ge/statistics-of-internet-users-in-georgia-2013

Page 13: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

12

აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის იმ ორგანოებს,

რომელთაც არ აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი, შექმნილი აქვთ სოციალური ქსელის ანგარიში

და მისი საშუალებით ცდილობენ ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ მოქალაქეებს, რაც

დადებით ფაქტს წარმოადგენს. ესენია:

14 მუნიციპალიტეტის გამგეობა: თელავი, ყაზბეგი, ლენტეხი, ონი, ბოლნისი, გორი,

ხაშური, ხარაგაული, საჩხერე, ბაღდათი, ვანი, ხონი, ჭიათურა, ტყიბული;

15 მუნიციპალიტეტის საკრებულო: ლენტეხი, ონი, ბოლნისი, გორი, ხარაგაული,

საჩხერე, ბაღდათი, ვანი, ხონი, ჭიათურა, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, მცხეთა,

ახალციხე;

ქალაქ ახალციხის და გორის მერია.

4. ძირითადი მიგნებები

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია:

44 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არ აქვს ვებ-გვერდი ან აღნიშნული

ვებ-გვერდი არ ფუნქციონირებს;

მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ არ აქვს ვებ-

გვერდზე განთავსებული;

საკრებულოების უმრავლესობას განთავსებული აქვს ვებ-გვერდზე მიღებული

განკარგულებები/დადგენილებები. პასიურად ან საერთოდ არ აქვეყნებს ამ

ინფორმაციას 9 საკრებულო, რომელსაც აქვს ვებ-გვერდი;

არსებული ვებ-გვერდები არ არის უცხო ენაზე (ინგლისური/რუსული)

ხელმისაწვდომი (ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილას მათთვის

გასაგებ ენაზე);

არსებული ვებ-გვერდების უმრავლესობაზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია საჯარო

მოხელეების შესახებ;

Page 14: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

13

არსებული ვებ-გვერდების უმრავლესობაზე აქტიურად არის გამოქვეყნებული

სიახლეები, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რაც

შეუძლებელს ხდიდა ინფორმაციის წაკითხვას;

საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია არსებული 46 ვებ-გვერდიდან მხოლოდ

22-ზეა განთავსებული;

ხშირ შემთხვევაში ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოს დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის

ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ა.შ);

უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელი იყო ვებ-გვერდის ელექტრონული ფოსტის

საშუალებით ინფორმაციის მიღება, ვინაიდან, ერთი მხრივ, 63 გაგზავნილი

წერილიდან პასუხი არ იქნა მიღებული 31 შემთხვევაში და, მეორე მხრივ, 17

შემთხვევაში არსებული ვებ-გვერდებს საერთოდ არ ქონდა ელექტრონული ფოსტის

ფუნქცია;

სოციალური ქსელით სარგებლობა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებისთვის. თუმცა, 27 თვითმმართველობის ორგანო არ

სარგებლობს სოციალური ქსელით.

5. რეკომენდაციები

‘’სამართლიანი არჩევნები’’ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებს მოუწოდებს:

შექმნან შესაბამისი ვებ–გვერდები. ასევე, აღადგინონ ის ვებ-გვერდები, რომელთა

ფუნქციონირება შეჩერებულია;

მიიღონ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სამართლებრივი აქტი საჯარო

ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პირობების შესახებ;

შეისწავლონ ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინები და ინტერესები და

აღნიშნულის შესაბამისად განათავსონ ინფორმაცია ვებ-გვერდზე და სოციალურ

ქსელში;

Page 15: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

14

იმ თვითმმართველობის ორგანოებმა, რომლებსაც არ აქვთ ვებ-გვერდზე

განთავსებული საჯარო ინფორმაცია თანამდებობის პირების შესახებ, უზრუნველყონ

აღნიშნული ინფორმაციის სრულად და დროულად გამოქვეყნება;

აქტიურად განათავსონ სრულყოფილი ინფორმაცია გასული და მიმდინარე წლის

ბიუჯეტის შესახებ;

უზრუნველყონ მიღებული სამართლებრივი აქტების (დადგენილებები,

განკარგულებები) დროულად განთავსება ვებ-გვერდზე;

აქტიურად და გონივრულ ვადაში გამოაქვეყნონ ინფორმაცია საკრებულოს/

საკრებულოს კომისიის სხდომების შესახებ;

უზრუნველყონ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის უცხო ენებზე

(ინგლისური/რუსული) ხელმისაწვდომობა, ხოლო ეთნიკური უმცირესობებით

დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, ასევე, შესაბამისი ეთნიკური უმცირესობის

ენაზე;

უზრუნველყონ ვებ-გვერდზე ელექტრონული ფოსტის ფუნქციის არსებობა და

აქტიურად და დროულად გასცენ პასუხი მიღებულ კითხვებზე;

სასურველია, თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ დეპუტატთან

მოსახლეობის ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის შესაძლებლობა;

გარკვევით და სრულად განათავსონ ვებ-გვერდზე ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია;

უზრუნველყონ ტექნიკური ხარვეზების დროული გამოსწორება;

სასურველია თვითმმართველმა ორგანოებმა, რომლებიც არ იყენებენ სოციალურ

ქსელს, შექმნან სოციალური გვერდის ანგარიში

მომხმარებლებისთვის/დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის

მისაწოდებლად და კომუნიკაციისთვის.

Page 16: ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიში

15

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების გაზიარებით შესაძლებელი იქნება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გამჭვირვალობისა და

ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება.