სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა

21
1 საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა პრეამბულა გრძელვადიანი დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნისათვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. ახალგაზრდობა ასაკობრივი განვითარების ის მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის დროსაც ხდება პიროვნების ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჩამოყალიბება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდები ცდილობენ, განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, რათა თავისუფლად წარმოაჩინონ საკუთარი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. აუცილებელია ახალგაზრდების, მათი როლისა და საჭიროებების შესახებ მკაფიოდა ერთიანი ხედვა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება შესაბამისი მიდგომები და მექანიზმები საქართველოში ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის. „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა“ (შემდგომში „ახალგაზრდული პოლიტიკა“) არეგულირებს 14-29 წლის პირთა განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, სახელმწიფო სტრუქტურების, ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, ითვალისწინებს რა ევროპულ და საერთაშორისო დონეზე არსებულ საუკეთესო გამოცდილებას. ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული რესურსები, მომსახურებები და პროგრამები ფოკუსირებული იყოს ბავშვებზე სასკოლო ასაკიდან. ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენს კონცეპტუალურ დოკუმენტს და ის საფუძვლად უნდა დაედოს მთავრობის მიერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებს.

description

 

Transcript of სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა

1

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა

პრეამბულა

გრძელვადიანი დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვალსაზრისით საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნისათვისგანსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. ახალგაზრდობა ასაკობრივიგანვითარების ის მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის დროსაც ხდებაპიროვნების ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჩამოყალიბება დასაზოგადოებაში ინტეგრირება. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდებიცდილობენ, განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, რათათავისუფლად წარმოაჩინონ საკუთარი როლი საზოგადოებრივი ცხოვრებისსხვადასხვა სფეროში და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულადრეალიზება.

აუცილებელია ახალგაზრდების, მათი როლისა და საჭიროებების შესახებმკაფიოდა ერთიანი ხედვა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება შესაბამისიმიდგომები და მექანიზმები საქართველოში ახალგაზრდების სრულფასოვანიგანვითარებისათვის.

„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა“ (შემდგომში„ახალგაზრდული პოლიტიკა“) არეგულირებს 14-29 წლის პირთაგანვითარებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, სახელმწიფოსტრუქტურების, ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძოსექტორისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისერთობლივი ძალისხმევით, ითვალისწინებს რა ევროპულ და საერთაშორისოდონეზე არსებულ საუკეთესო გამოცდილებას.

ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისა და ახალგაზრდულიპოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების ეფექტური განხორციელებისუზრუნველსაყოფად, აუცილებელია ახალგაზრდული პოლიტიკითგათვალისწინებული რესურსები, მომსახურებები და პროგრამებიფოკუსირებული იყოს ბავშვებზე სასკოლო ასაკიდან.

ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენს კონცეპტუალურ დოკუმენტს და ისსაფუძვლად უნდა დაედოს მთავრობის მიერ ახალგაზრდობასთანდაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებს.

2

I. ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანი და ამოცანები

ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისსრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაცახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას დასაზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული პოლიტიკა უზრუნველყოფს:1. საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ

ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობას;2. ახალგაზრდებისათვის შესაბამისი და მაღალხარისხიანი განათლების

მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;3. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და სამედიცინო სერვისების

ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებასახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში;

4. სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხოგარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვას და სპეციალური საჭიროებისმქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას.

3

II. ახალგაზრდული პოლიტიკის პრინციპები

სახელმწიფოს საქმიანობა ახალგაზრდობის მიმართულებით ეფუძნება შემდეგპრინციპებს:

1. სარწმუნო მონაცემებზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულიგადაწყვეტილების მიღება;

2. ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;3. თანასწორობა;4. უფლებების აღიარება, პატივისცემა და დაცვა;5. ხელმისაწვდომობა;6. ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობა;7. თანამშრომლობა და ჩართულობა;8. საერთაშორისო თანამშრომლობა.

4

III. პოლიტიკის დოკუმენტში გამოყენებული ძირითადი ტერმინებისგანმარტება

ქვემოთ მოცემული ტერმინების განმარტებები უზრუნველყოფსახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული ღონისძიებების ერთგვა-როვან გაგებას:

1. ახალგაზრდა:14-29 წლის პირი.2. ახალგაზრდა ოჯახი: რეგისტრირებული წყვილი, რომლის ორივე

სუბიექტი არის ახალგაზრდა.3. სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდები:

3.1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები;3.2. ახალგაზრდები, რომლებიც არ დადიან სკოლაში;3.3. არასრულწლოვანი ორსულები/მშობლები;3.4. ქუჩაში მცხოვრები და/ან ქუჩაში მომუშავე ახალგაზრდები;3.5. მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ახალგაზრდები;3.6. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან

გამოსული ახალგაზრდები;3.7. მძიმე და განუკურნებელი დაავადებების მქონე ახალგაზრდები;3.8. ტრეფიკინგის მსხვერპლი ახალგაზრდები;3.9. ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ

მომხმარებელი ახალგაზრდები;3.10. თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მომხმარებელი

ახალგაზრდები;3.11. კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდები;3.12. ყოფილი მსჯავრდებულები;3.13. ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდები;3.14. ახალგაზრდები იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან;3.15. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები

ახალგაზრდები - საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის„ჩართულობა თანამშრომლობის გზით და ჩართულობისსტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად“

3.16. ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებულპუნქტებში მცხოვრები ახალგაზრდები;

3.17. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები.3.18. ომში დაღუპულთა და შეზღდული შესაძლებლობების მქონე

ვეტერანთა შვილები4. ახალგაზრდული საქმიანობა: საგანმანათლებლო საქმიანობა

ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის, რომელიც ხორციელდებაფორმალური განათლების, ოჯახური და სამსახურებრივი კონტექსტისმიღმა და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა დაკეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობასა დაინტეგრაციას.

5. ახალგაზრდული მუშაკი: პირი, რომელიც ახორციელებსახალგაზრდულ საქმიანობას.

5

6. მოხალისეობა: საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა, რომელიცხორციელდება პირის თავისუფალი ნების საფუძველზე სხვებისდასახმარებლად და არ არის მოტივირებული რაიმე ფინანსური ანმატერიალური სარგებლის მიღებით.

7. ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულია,რომ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენსახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

8. დაინტერესებული პირი: ფიზიკური პირი, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე დაწესებულება, საერთაშორისოსამთავრობო და არასამთავრობო ან/და ადგილობრივი არასამთავრობოორგანიზაცია, რომლის სამოქმედო სფეროს ერთ-ერთი სეგმენტიახალგაზრდობაა.

9. სტრუქტურული დიალოგი: ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაცახალგაზრდები მათდამი კეთილგანწყობილ გარემოში სრულფასოვნადმონაწილეობენ ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებისგანსაზღვრაში, განვითარებაში, შეფასებასა და მონიტორინგში.

10. ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობა: ახალგაზრდული პოლიტიკისგანვითარებისას და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულიგადაწყვეტილებების მიღებისას ახალგაზრდების ასაკის, განვითარების,საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება.

11. ფორმალური განათლება: სტრუქტურული საგანმანათლებლო სისტემაზოგადი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რომელმაცშეიძლება აგრეთვე მოიცვას პროფესიული გადამზადების სპეციალურიპროგრამები.

12. არაფორმალური განათლება: ინდივიდუალური და სოციალურიგანათლების ნებისმიერი დაგეგმილი, ნებაყოფლობითი პროგრამა,რომელიც არ არის ფორმალური სასწავლო პროგრამების ნაწილი დამიზნად ისახავს კომპეტენციების (ცოდნის, უნარ-ჩვევებისა დადამოკიდებულებების) განვითარებას..

13. ფორმალურს გარე განათლება: მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარესაგანმანათლებლო პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი სპეციალურადგაწეული ძალისხმევის გარეშე, დაუგეგმავად ითვისებსდამოკიდებულებებს, ფასეულობებს, იძენს უნარებსა და ცოდნასსაკუთარი გარემოცვის გავლენით და ყოველდღიური გამოცდილებისმეშვეობით.

14. მობილობა: მოსწავლეთა, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალისთავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევისპროცესში მონაწილეობის მისაღებად, როგორც საქართველოში, ისეუცხოეთში, რასაც თან სდევს, კანონის თანახმად, კვალიფიკაციის ანსწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და კრედიტების აღიარება.

6

IV. ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებები

ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების განსახორციელებლადსახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამის, ვადებში განსაზღვრული სამოქმედოგეგმის შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას შემდეგი ოთხისტრატეგიული მიმართულებით:

1: მონაწილეობა;2: განათლება, დასაქმება და მობილობა;3: ჯანმრთელობა;4: სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა.

7

1: მონაწილეობა

1.1. სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებებისახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების მიზნით განსაკუთრებითმნიშვნელოვანია, ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ქვეყნისსაზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაშირისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია ახალგაზრდებმა საფუძვლიანადიცოდნენ თავიანთი სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობის მიზანია სამოქალაქო უფლებებისა დავალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:1.1.1 უზრუნველყოს სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებზე

ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლება როგორც ფორმალური,ისე არაფორმალური განათლების გზით;

1.1.2 ხელი შეუწყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასახალგაზრდებისთვის უმცირესობათა და საზოგადოებისსპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფების უფლებების შესახებ;

1.1.3 ხელი შეუწყოს უმცირესობათა წარმომადგენელი და სპეციალურისაჭიროებების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციას საზოგადოებრივცხოვრებაში;

1.1.4 ხელი შეუწყოს ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლოპროგრამების განვითარებას ახალგაზრდების სამოქალაქოპასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი თვითშეგნებისგაძლიერების მიზნით.

1.2. ახალგაზრდული საქმიანობაახალგაზრდული საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისგანვითარებას, კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობასადა ინტეგრაციას. ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული საქმიანობა ქმნისკომფორტულ, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებსშეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლონერთმანეთისგან და განვითარდნენ. ახალგაზრდულ საქმიანობაშიგანსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობისგანვითარება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:1.2.1 ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საქმიანობის გაძლიერებას,

ახალგაზრდული მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულგანვითარებას და მათ მიერ საერთაშორისო გამოცდილებისგაზიარებას;

1.2.2 იზრუნოს, რომ მოხდეს ახალგაზრდული საქმიანობის შედეგადმიღებული გამოცდილების და შედეგების აღიარება და ცნობა;

8

1.2.3 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართვას საერთაშორისოახალგაზრდულ პროგრამებში;

1.2.4 ხელი შეუწყოს არაფორმალური განათლების პროგრამებისშემუშავებას და განხორციელებას.

1.3. გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები და უნარ-ჩვევებისაქართველო, როგორც ბავშვის უფლებათა გაეროს კონვენციისა დაადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობისშესახებ ევროპული ქარტიის მხარე, აღიარებს ახალგაზრდების მონაწილეობისუფლებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთგადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა დაშესაბამისი უნარ-ჩვევები.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:1.3.1 მიაწოდოს ახალგაზრდებს ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების

პროცესში მათი აქტიური ჩაბმის შესაძლებლობების შესახებ;1.3.2 წაახალისოს ისეთი სასწავლო პროგრამების განხოციელება,

რომლებიც დაეხმარება ახალგაზრდებს გადაწყვეტილებისმიღებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში;

1.3.3 ხელი შეუწყოს ისეთი ინსტრუმენტებისა და მექანიზმებისგანვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ახალგაზრდებისინსტიტუციონალურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისპროცესში;

1.3.4 ხელი შეუწყოს აუცილებელი ინფრასტრუქტურისა დაადაპტირებული გარემოს შექმნას, რაც უზრუნველყოფსახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეახალგაზრდების, მაქსიმალურ ჩართულობას;

1.3.5 შეიმუშავოს რეკომენდაციები და წინადადებები ადგილობრივ დარეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მეტი ჩართულობისუზრუნველყოფის მიზნით;

1.3.6 უზრუნველყოს ახალგაზრდების ჩართვის შესაძლებლობა, როგორცმათთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების, ასევე მათიაღსრულებისა და შეფასების პროცესში.

1.4. ახალგაზრდული ინიციატივებიმნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითშეიმუშაონ პროექტები, რომლებიც ემსახურება მათი თანატოლებისსაჭიროებების დაკმაყოფილებას და სასარგებლოა არა მხოლოდ პროექტებისბენეფიციართათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების და ახალგაზრდულიორგანიზაციების მიერ პროექტების ინიცირებისათვის ხელსაყრელი გარემოსშექმნა და მათ მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერა და დაფინანსება.

9

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:1.4.1 დაეხმაროს ახალგაზრდებს პროექტების მართვისთვის აუცილებელი

უნარჩ-ჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარებაში;1.4.2 წაახალისოს საგრანტო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობა

შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;1.4.3 ხელი შეუწყოს ახალგაზრდული ინიციატივების გაშუქებას, რაც

გააძლიერებს ახლადშექმნილი ახალგაზრდული ჯგუფებისმოტივაციას, გაზრდის ახალგაზრდების მიღწევათა შესახებსაზოგადოების ინფორმირებულობას და წაახალისებს დონორებსახალგაზრდული პროექტების მხარდასაჭერად;

1.4.4 ხელი შეუწყოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგრადგანვითარებას.

1.5. მოხალისეობამოხალისეობა არაფორმალური განათლების ფარგლებში მოქმედი ერთ-ერთიეფექტური ინსტრუმენტია, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქოცნობიერების ამაღლება და საზოგადოების საკეთილდღეოდ უანგარო შრომისუნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებშიმოხალისეობის მოტივაციის ზრდას, მოხალისეობაში უმუშევართა ჩართვას,საერთაშორისო მოხალისეობის გავრცელებას და მოხალისეების ჩართვას ისეთსფეროებში, როგორებიცაა სპორტი, სოციალური კეთილდღეობა, კულტურა,ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება,ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა, სოფლის მეურნეობა და სხვა.

საქართველოს მთავრობის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:1.5.1 შეიმუშავოს მოხალისეობის განვითარების ეროვნული სტრატეგია და

მასთან ინტეგრირებული რეგიონული და ადგილობრივიპროგრამები;

1.5.2 საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს საკანონმდებლოცვლილებები, რათა უზრუნველყოს მოხალისეთა მიერ გაწეულიშრომის წახალისება და პოპულარიზაცია;

1.5.3 ხელი შეუწყოს საერთაშორისო მოხალისეობის განვითარებას.

1.6. კულტურა, შემოქმედებითი საქმიანობა და დასვენებაახალგაზრდების კულტურული საქმიანობის და დასვენების შესაძლებლობებსპრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. კულტურულ და შემოქმედებითღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მათ ცხოვრების ყველა სფეროში გამოადგებათ დადაეხმარება კულტურისა და ტურიზმის სექტორებში დასაქმებაში. ამასთან,საჭიროა ახალგაზრდების წახალისება საკუთარი ქვეყნის კულტურისა დატრადიციების ცოდნაში.

10

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების ჩაბმა კულტურულ,შემოქმედებით და დასვენების ღონისძიებებში.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:1.6.1 ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის კულტურული, შემოქმედებითი

და რეკრეაციული პროგრამების რაოდენობისა და მასშტაბებისგაზრდას;

1.6.2 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩაბმას კულტურული მემკვიდრეობისძეგლთა დაცვისა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებში;

1.6.4 უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებს შორის ქვეყნისკულტურული, შემოქმედებითი და რეკრეაციული ცხოვრების შესახებცნობიერების ამაღლება, მასში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობადა საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კავშირებისშენარჩუნება;

1.6.1 ხელი შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებიახალგაზრდების ჩართვას ქვეყნის კულტურულ, შემოქმედებით დარეკრეაციულ ცხოვრებაში და საოკუპაციო ხაზებითდაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობათაგაღრმავებას;

1.6.6 ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტურიზმის განვითარებას;.1.6.7 ხელი შეუწყოს კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების

შენარჩუნებას.

1.7. გარემოს დაცვაგარემოსდაცვითი საქმიანობა და მასში ახალგაზრდების აქტიურიმონაწილეობა უმნიშვნელოვანესი სოციალური სტრატეგიაა, რომელიცმიზნად ისახავს ისეთი ადამიანის ჩამოყალიბებას, რომელსაც აქვს შესაბამისიცოდნა საკუთარი საარსებო გარემოს შესახებ, ფლობს გარემოსთანურთიერთობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, აქვს გარემოს მიმართპასუხისმგებლური დამოკიდებულება.

საქართველოს მთავრობის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებადა ახალგაზრდების ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობაში.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:1.7.1 ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;1.7.2 ფორმალური და არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების

საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითიცნობიერების ამაღლებას;

1.4.1 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართვას გარემოსდაცვითღონისძიებებში.

11

2: განათლება,დასაქმება და მობილობა

2.1. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამსახურზე გადასვლის სისტემაგანათლების სისტემიდან სამსახურზე გადასვლა ყველა ახალგაზრდის წინაშეარსებული გამოწვევაა. განათლების სექტორმა უნდა უზრუნველყოსახალგაზრდებისთვის ისეთი ცოდნისა და კომპეტენციების განვითარება,რომელიც განაპირობებს მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტუნარიანობასდა დასაქმებას.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების კვალიფიკაციის ზრდა დაკონკურენტუნარიანობის და შრომითი ეფექტურობის ამაღლება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:2.1.1 გააუმჯობესოს ზოგადი განათლების ხარისხი, აგრეთვე, ხელი

შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულიპროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას,რაც, თვის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წარმატებულსწავლასა და დასაქმებას;

2.1.2 უზრუნველყოს ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიული დაუმაღლესი, აგრეთვე სამხედრო განათლების და სპეციალურიპროფესიული განათლების, მიღებისა და დასაქმებისშესაძლებლობათა შესახებ;

2.1.3 წაახალისოს ინოვაციებზე ორიენტირებული პროგრამები, რომლებიცხელს შეუწყობს ახალგაზრდების საგანმანათლებლო სისტემიდანსამსახურზე გადასვლას;

2.1.4 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართვას საერთაშორისოსაგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში;

2.1.5 ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა დაპროფესიული გადამზადების პროგრამების განვითარებას.

2.2. განათლების სფეროში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მთავრობაუზრუნველყოფს ყველა ახალგაზრდას მიიღოს ხარისხიანი განათლება.საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ განათლების მიღებისისეთივე შესაძლებლობები, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მხცოვრებახალგაზრდებს.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისუზრუნველსაყოფად შესაბამისი განათლების პირობების შექმნა ყველაახალგაზრდისათვის განურჩევლად მათი რასისა, კანის ფერისა, ენისა,სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული,ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი დაწოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

12

2.2.1 ხელი შეუწყოს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვ-რები, შეზღუდული შესაძლებლობების და სხვა სპეციალურისაჭიროების მქონე ახალგაზრდების მონაწილეობას ზოგად, უმაღლესდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში;

2.2.2 ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელიახალგაზრდების მონაწილეობას ზოგად, უმაღლეს და პროფესიულსაგანმანათლებლო პროგრამებში;

2.2.3 გააუმჯობესოს სახელმწიფო ენის სწავლება;2.4.1 უზრუნველყოს და განამტკიცოს საქართველოს ოკუპირებულ

ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის განათლებისხელმისაწვდომობა;

2.2.5 უზრუნველყოს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალურისაჭიროებების მქონე ახალგაზრდებთან მუშაობის ხარისხისგასაუმჯობესებლად ცალკეული ტიპის ჯგუფების სპეციფიკისმიხედვით.

2.3. ეკონომიკური შესაძლებლობები და ცხოვრების პირობები რეგიონებშიმცხოვრები ახალგაზრდებისათვისრეგიონებსა და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებსისეთივე მომსახურებები და შესაძლებლობები სჭირდებათ, როგორიც ქალაქშიმცხოვრებ მათ თანატოლებს.

საქართველოს მთავრობის მიზანია რეგიონებში, მაღალმთიან ადგილებსადა საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებიახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:2.3.1 ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების გეოგრაფიული

ხელმისაწვდომობის გაზრდას;2.3.2 ხელი შეუწყოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზების მიმდებარე

ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საჭიროფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებისგანვითარებას;

2.3.3 მხარი დაუჭიროს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასრეგიონებისთვის მოთხოვნად პროფესიებში;

2.3.4 ხელი შეუწყოს რეგიონების, განსაკუთრებით კი მაღალმთიანირეგიონებისა და საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებისეკონომიკურ განვითარებას, რაც შექმნის ახალგაზრდების ადგილზედასაქმების შესაძლებლობებს;

2.3.5 ხელი შეუწყოს რეგიონებში კულტურულ-შემოქმედებითი კერების,ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

13

2.4. მობილობაახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთგანათლების მიღების შესაძლებლობის არსებობა. საზღვარგარეთ განათლებისმიღების შემდეგ სტუდენტები მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარ-ჩვევებსიძენენ, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. ამაში ახალგაზრდებსმობილობა ეხმარება.

საქართველოს მთავრობის მიზანია სწავლის, სწავლებისა და სამეცნიეროკვლევის პროცესში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, სტუდენტებისადა აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:2.4.1 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას

მობილობის შესაძლებლობების შესახებ;2.4.2 უზრუნველყოს მობილობის ხელშემწყობი პროგრამების განვითარება;2.4.3 შექმნას ხელსაყრელი გარემო საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების

სისტემის განვითარებისათვის ;2.4.4 უზრუნველყოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ

ახალგაზრდებს მიეცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობასაქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ.

14

3: ჯანმრთელობა

3.1. ცხოვრების ჯანსაღი წესიუაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ფლობდნენ საკმარისინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ათვითცნობიერებდნენ მისმნიშვნელობას და სარგებლობდნენ პრევენციული სერვისებით. აუცილებელიაახალგაზრდების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათიაღჭურვა იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც მათ საკუთარ ჯანმრთელობაზეუკეთ ზრუნვის საშუალებას მისცემს.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდებს შორის ცხოვრებისჯანსაღი წესის დანერგვა.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:3.1.1 ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ახალგაზრდების

ინფორმირებულობისა და განათლების დონის გაზრდას;3.1.2 უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის (მათ შორის, სპეციალური

საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის) პრევენციული სერვისებისშექმნა, განვითარება და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

3.1.3 ხელი შეუწყოს დასვენების და გართობის ადგილებში დადაწესებულებებში ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;

3.1.4 დაეხმაროს ახალგაზრდებს თავისუფალი დროის სწორადორგანიზებაში და შესაბამისად, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებისდასვენებასა და გართობაზე მიმართულ პროგრამებს, რომლებშიცინტეგრირებული იქნება ფიზიკური აქტივობა და რეკრეაციული დასაგანმანათლებლო ღონისძიებები;

3.1.5 იზრუნოს ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩაბმაზე,რისთვისაც ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურისგაფართოებას, გაუმჯობესებასა და ადაპტირებას;

3.1.6 ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასსპორტული აქტივობების, მასობრივი კამპანიებისა და სხვაღონისძიებების მეშვეობით;

3.1.7 ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშემწყობი მარეგულირებელიმექანიზმების გაძლიერების მიზნით, მოახდინოს მოქმედისაკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა და შესაბამისი ცვლილებებისინიცირება;

3.2. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებებიმნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ფლობდნენ ინფორმაციას სქესობრივიდა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. სქესობრივიდა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და თანამედროვე კონტრაცეფციისშესახებ ინფორმაციის არსებობა ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორისაბორტებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის, აივინფექციის გავრცელების შემცირებას, ასევე ნაადრევი ქორწინების, ნაადრევიორსულობის და მასთან დაკავშირებული რისკების და დედისა და ბავშვისჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას.

15

საქართველოს მთავრობის მიზანია სქესობრივი და რეპროდუქციულიჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დაგანათლების დონის გაზრდა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისადა ხარისხის გაუმჯობესება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

3.2.1 ხელი შეუწყოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისარსებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ ახალგაზრდების,მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფების,ინფორმირებულობის გაზრდას;

3.2.2 უზრუნველყოს ახალგაზრდა ქალებისთვის და კაცებისთვის, მათშორის სპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფებისთვის, ხარისხიანისქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებისმიწოდება;

3.2.3 პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭოს ახალგაზრდებისთვისგანკუთვნილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისსამსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისგაზრდას, მომსახურების მიწოდებას ახალგაზრდებისადმიკეთილგანწყობილ გარემოში, კონფიდენციალურობის დაცვისუზრუნველყოფით;

3.2.4 ხელი შეუწყოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისსაკითხებზე ახალგაზრდებისთვის თანამედროვე მოთხოვნებისშესაბამისი ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლოპროგრამების განვითარებას.

3.3. ფსიქიკური ჯანმრთელობამნიშვნელოვანია ქვეყანაში განვითარდეს ფსიქიატრიული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები ახალგაზრდებისთვის.

საქართველოს მთავრობის მიზანია ისეთი სამსახურების განვითარება,რომლებიც ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასმოემსახურება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:3.3.1 იზრუნოს ახალგაზრდებზე მორგებული ფსიქიკური ჯანმრთელობის

სერვისების ხელმისაწვდომობის შექმნა/გაუმჯობესებაზე დაარსებული სერვისების შესახებ ახალგაზრდებისინფორმირებულობის გაზრდაზე;

3.3.2 ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციისა და სტიგმისშემცირების მიზნით ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობისშესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცოდნის დონისამაღლებას;

3.3.3 ხელი შეუწყოს ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდებისსოციალურ ინტეგრაციას.

16

3.4. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციამნიშვნელოვანია, განხორციელდეს აქტიური კამპანია ახალგაზრდებშიფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციისთვის.

საქართველოს მთავრობის ამოცანაა:3.3.4 შეიმუშავოს სტრატეგია, პროგრამები და სერვისები

ახალგაზრდებისთვის, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებებისავადმოხმარების პრევენციაზე იქნება ორიენტირებული.

17

4: სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა

4.1. სოციალური დახმარებამნიშვნელოვანია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამისამოქმედება, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდაოჯახების გამოვლენას და მათ უზრუნველყოფას საარსებო შემწეობით.სახელმწიფო სოციალური პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელიაშესაბამისი მიზნობრივი ჯგუფების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისსოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება.

საქართველოს მთავრობის მიზანია სოციალური დახმარების პროგრამებითგათვალისწინებული შესაძლებლობების გაზრდა, რათა უკეთ დააკმაყოფილოსსიღარიბეში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:4.1.1 ხელი შეუწყოს კვლევაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული

სოციალური დახმარებისა და სხვა სოციალური პროგრამებისგანხორციელებას რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებშიმცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით;

4.1.2 მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ ახალგაზრდებსხელი მიუწვდებოდეთ მიზნობრივი სოციალური დახმარების და სხვასოციალურ პროგრამებზე;

4.1.3 ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ოჯახებისთვის მიზნობრივისოციალური დახმარებისა და სხვა სოციალური პროგრამებისხელმისაწვდომობას.

4.2. დანაშაულის პრევენცია, რესოციალიზაცია და რეინტეგრაციასპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების თანაბარი და სრულფასოვანიგანვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი ჩართვა დამატებით მხარდამჭერპროგრამებსა და ალტერნატიულ სერვისებში. განსაკუთრებით, სახელმწიფომზრუნველობის ქვეშ მყოფი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, სახელმწიფოზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდები. ასევე პრიორიტეტულია უსახლკარო, მათშორის ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ახალგაზრდების, ძალადობისა დატრეფიკინგის მსხვერპლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონეახალგაზრდების რესოციალიზაცია, რეინტეგრაცია და მხარდაჭერა.

საქართველოს მთავრობის მიზანია დანაშაულის პრევენცია და სპეციალურისაჭიროების მქონე ახალგაზრდების რეინტეგრაცია და რესოციალიზაცია.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:4.2.1 იზრუნოს დანაშაულის პრევენციის ღონისძიებებზე და

იდენტიფიკაციის, რეფერირებისა და რეაგირების მექანიზმებისშესაბამისობაში მოყვანაზე;

4.2.2 მხარი დაუჭიროს განათლებისა და დასაქმების პროგრამებს იმახალგაზრდებისთვის, რომელთაც სპეციალური მხარდაჭერაესაჭიროებათ;

18

4.2.3 ხელი შეუწყოს იმ ახალგაზრდების მოხალისეობრივ, საზოგადოებრივდა არაფორმალურ საგანმანათლებლო ღონისძიებებში დაპროგრამებში ჩართვას, რომლებსაც სპეციალური მხარდაჭერაესაჭიროებათ.

4.3. უფლებები, ძალადობა და არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსებისშემლახავი მოპყრობააუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკამ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისდაცვას ძალადობისგან და განვითარდეს ახალგაზრდების დაცვისმიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები ძალადობის საჩივრებზერეაგირების ხარისხის გაზრდის მიზნით.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირებულობისგაზრდა მათი უფლებების შესახებ და ახალგაზრდებს შორისარაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბება; ასევე, იმახალგაზრდების სპეციალური დაცვითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფა,რომლებიც ძალადობისა და არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსებისშემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი არიან.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:4.3.1 ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისა და მოსახლეობის ცოდნისა და

ინფორმირებულობის დონის გაზრდას ბავშვისა და ადამიანისუფლებების, ძალადობისა და იმ სამსახურების შესახებ, რომლებიცმოქმედებენ ძალადობისა და არაადამიანური, დამამცირებელი დაღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით;

4.3.2 ხელი შეუწყოს ძალადობისა და არაადამიანური, დამამცირებელი დაღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი ახალგაზრდებისთვისსერვისების გაუმჯობესებას და მათ ხელმისაწვდომობას;

4.3.3 ხელი შეუწყოს ძალადობისა და არაადამიანური, დამამცირებელი დაღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი ახალგაზრდებისრეფერალურ მექანიზმში დროულად ჩართვას;

4.3.4 ხელი შეუწყოს ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებას.

19

V. ახალგაზრდული პოლიტიკის სუბიექტები, გადაწყვეტილების მიღებისადა კოორდინაციის მექანიზმები

1. ახალგაზრდული პოლიტიკის სუბიექტები

სახელმწიფო დაწესებულებები და სამთავრობო უწყებები პასუხისმგებელნიარიან ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაზე მათი კომპეტენციისფარგლებში და ყურადღებას მიაქცევენ, რომ მათ მიერ ახალგაზრდებთანდაკავშირებით განხორციელებული სტრატეგიები და პროგრამები შესაბამისო-ბაში იყოს ახალგაზრდული პოლიტიკის პრინციპებთან დასულისკვეთებასთან, მაშინაც კი, თუ ისინი მითითებული არ არის -ახალგაზრდულ პოლიტიკაში.

ახალგაზრდული პოლიტიკის განსახორციელებლად, სახელმწიფოუზრუნველყოფს შესაბამის, ვადებში განსაზღვრული სამოქმედო გეგმისშემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო,ახალგაზრდული პოლიტიკითა და სამოქმედო გეგმით ნაკისრივალდებულებების შესრულების გარდა, კოორდინაციას გაუწევს სახალმწიფოახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას.

ახალგაზრდული პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი სუბიექტები არიან:1. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა

კომიტეტი;2. ადგილობრივი თვითმმართველობები;3. ახალგაზრდები;4. ახალგაზრდული ორგანიზაციები;5. დაინტერესებული პირები;6. საერთაშორისო ორგანიზაციები;7. მედია;8. მეცნიერები.

2. გადაწყვეტილების მიღებისა და კოორდინაციის მექანიზმები

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით იქმნება უწყებათაშორისისაკოორდინაციო საბჭო. აღნიშნული საბჭო შეიკრიბება არანაკლებ კვარტალშიერთხელ. მას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთანგამართავს დიალოგს ეროვნული/ადგილობრივი მუდმივმოქმედი მექანიზმისშემუშავების მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოების ჩართვას ახალგაზრდული პოლიტიკისგანვითარებაში.

20

საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს მექანიზმებს, რომელთა მიზანი იქნებაყველა დაინტერესებული მხარის ჩაბმა გადაწყვეტილებების მიღების,კოორდინაციისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისპროცესში.

საქართველოს მთავრობა ათვითცნობიერებს, რომ ახალგაზრდებს უფლებააქვთ, ჩაერთონ იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც მათეხება. საქართველოს მთავრობა გამოიყენებს სტრუქტურულ დიალოგს, რო-გორც ახალგაზრდულ პოლიტიკაში ახალგაზრდების მონაწილეობისუზრუნველყოფის მექანიზმს.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ახალგაზრდობის საკითხებზეკვლევების ჩატარებას, რათა ყოველწლიურად შეფასდეს ახალგაზრდულიპოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიმართულებებისშესრულების ინდიკატორები და მაჩვენებლები.

21

VI. ახალგაზრდული პოლიტიკის საერთაშორისო განზომილება

ახალგაზრდული პოლიტიკა განხორციელდება საერთაშორისოთანამეგობრობასთან თანამშრომლობით. საქართველო მნიშვნელოვნადმიიჩნევს და აცნობიერებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისისააგენტოების, ნატო-ს, აშშ-ს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს როლსახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში. ასევე, საქართველოგანსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონალურ თანამშრომლობასახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, რათა ერთობლივი ძალისხმევითხელი შეეწყოს კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას დაკეთილდღეობას.