საქართველოს მთავრობის საგარეო...

17
სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს

Transcript of საქართველოს მთავრობის საგარეო...

Page 1: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის

საგარეო პოლიტიკა

Page 2: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

საპრეზენტაციო პროგრამა:

O საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობა

O საგარეო საქმეთა სამინისტროს მისიაO საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებიO თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთანO არაღიარების პოლიტიკის აქტიური წარმოებაO ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაO ევროკავშირთან ასოცირება და გაწევრიანებაO სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა O რეგიონული თანამშროლმლობის პოლიტიკაO საქართველოს ურთიერთობა აშშს-თანO საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთანO საქართველოს ურთიერთობა რუსეთთანO საქართველოს წარმოჩენაO საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა

Page 3: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობა

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა

Page 4: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაფუძნებულია

თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ ფასეულობებზე.  საქართველოს დიპლომატირი სამსახურის მისია

საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება,  ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა  და უკეთესი მსოფლიოთანამეგობრობის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანაა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ფასეულობებია პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, პატიოსნება, ერთგულება და ანგარიშვალდებულება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისია და ფასეულობები

Page 5: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო

ორგანიზაციებთან არაღიარების პოლიტიკის აქტიური წარმოება ნატოსთან თანამშრომლობა ევროკავშირთან თანამშრომლობა სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა რეგიონული თანამშროლმლობის პოლიტიკა საქართველოს ურთიერთობა აშშს-თან საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

Page 6: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო

მშვიდობის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას გარეოსთან, ეუთოსთან.

საქართველო აგრეთვე არის წევრი ბისეკის, ევროსაბჭოს, იუნესკოს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, სუამის ...

აგრეთვე საქართველო შეერთებულილა მრავალ საერთაშორისო კონვენციას

თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან

Page 7: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

დიპლომატიური სამსახური განაგრძობს მუშაობას

არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად და ძალისხმევას წარმართავს, რათა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოების თითოეული წევრის ინფორმირება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების მიერ განხორციელებული ქართველთა მრავალჯერადი ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის სხვა ფაქტების შესახებ.

საგარეო უწყების ამოცანაა, ხელი შეუწყოს ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ფაქტების ფართოდ აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რაც განამტკიცებს მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისთვის საჭირო პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველს.

არაღიარების პოლიტიკის აქტიური წარმოება

Page 8: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და

უსაფრთხოების მეტი გარანტიებიდან გამომდინარე ნატოსთან თანამშრომლობა და ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია

ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანა კი არის, რომ უზრუნველყოს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის დინამიკის შენარჩუნება და ბუქარესტის ვალდებულებების შესრულების მიზნით, ალიანსთან შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის წარმოება

ნატოსთან თანამშრომლობა

Page 9: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესი

ხელს უწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას ევროპული ტიპის დემოკრატიულ ქვეყნად და მის ინტეგრაციას საერთო ევროპულ სივრცეში.

ამ კუთხით პრიორიტეტულია ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავება, 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია

ევროკავშირთან თანამშრომლობა

Page 10: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

საქართველო ესწრაფვის ტერიტორიული

მთლიანობის აღდგენას მხოლოდ მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართვით ამ პროცესში

საქართველო ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში რაც დასტურება ჩვენი მონაწილეობით ერაყისა და ავღანეთის ოპერაცისბში ნატოს ჯარებთან ერთად

სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა

Page 11: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

საქართველო მონაწილეობს ყველა რეგიონულ

ფორმატში, რომელიც მიმართულია წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებისაკენ და ეფუძნება თანასწორუფლებიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს.

საქართველოს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, აზერბაჯანთან და სომხეთთან და რეგიონის ქვეყნებთან აგრეთვე პრიორიტეტულია

რეგიონული თანამშროლმლობის პოლიტიკა

Page 12: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

აშშ წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ

მოკავშირეს, რომელთან თანამშრომლობა რჩება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად.

საქართველოსა და აშშ-ს შორის 2009 წელს გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს ნატოში მისწრაფებისადმი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს

საქართველოს ურთიერთობა აშშს-თან

Page 13: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის

ფუძემდებლური პრინციპების – ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფალი არჩევანის პატივისცემის შემთხვევაში, საქართველო მზად არის მასთან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის.

მხოლოდ და მხოლოდ ამ პრინციპებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთხელსაყრელი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების განვითარება

საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან

Page 14: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

საქართველოს დიპლომატიური სამსახური

წარმართავს თავის საქმიანობას, რათა ღია და სამართლიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების, პარტნიორების რეგულარული ინფორმირებისა და ეფექტური სახალხო დიპლომატიის გზით საქართველოს მიზნებისა და მისწრაფებები უკეთ წარმოაჩინოს საერთაშორისო არენაზე

საქართველოს წარმოჩენა

Page 15: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორაგნიზაციასთან (UNESCO) ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერებისა და გლობალურ ჰუმანიტარულ პროცესებში მაქსიმალურად ჩართვის მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იუნესკოს აქტიურად ჩართვას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოქმნილი კულტურული მეკვიდრეობის დაცვის და განათლების სფეროს პრობლემატიკაში

საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა

Page 16: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

დასასრული

Page 17: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა

წყარო: სახელმძღვანელო ,,შესავალი

საქართველოს პოლიტიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

ვებ გვერდი: http://mfa.gov.ge/files/709_15575_959168_FPStrategy_FINAL-25.09.12.pdf

სემესტრული ნაშრომი შესავალი საქართველოს პოლიტიკაში

ავტორები: თედო სანიკიძე და თეონა ცუცხვაშვილი