სამოქალაქო ომი ამერიკაში....

36
სსსსსსსსსს სსს სსსსსსსსს მმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმ–8 მმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ.

description

ამერიკის სამოქალაქო ომის ისტორია. ამერიკის კოლონიების ისტორია.

Transcript of სამოქალაქო ომი ამერიკაში....

Page 1: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

სამოქალაქო ომი ამერიკაში

მასალა განკუთვნილია მე–8 კლასის მოსწავლეთათვის.

Page 2: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

ეროვნული სასწავლო გეგმა

მოსწავლე შეისწავლის კონფლიქტის მიზეზებს, განვითარებასა და შედეგებს.

Page 3: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

გეგმა 1. აშშ-ს ზოგადი მიმოხილვა

2. სამოქალაქო ომი აშშ-ში

კონფლიქტის მიზეზები _ მონობა; აბოლოციონიზმი. შტატების მდგომარეობა ჩრდილოეთსა და სამხრეთში. ამერიკის კონფედერაციის შექმნა. აბრაამ ლინკოლნი და ჯეფერსონ დევისი. საპრეზიდენტო კანონები 1861-1865წ.წ. საომარი მოქმედებანი 1861-1865წ.წ. კონფლიქტის შედეგები (ორპარტიული სისტემა. კანონი

სამოქალაქო სამსახურის შესახებ). ტექნიკური სიახლეები ომში.

Page 4: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

აშშ–ს ზოგადი მიმოხილვა

Page 5: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

ამერიკის შეერთებული შტატებს, ასევე, უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს, შტატებს და ამერიკას — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატს და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით. ბერინგის სრუტის მეშვეობით ხდება რუსეთის და აშშ-ს დაკავშირება. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვაში და წყნარ ოკეანეში.ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, აქ ცხოვრობს 309 მილიონი კაცი. შეერთებული შტატები ფართობის და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მეტად ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ერი, აქ მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. აშშ–ს ეკონომიკის მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

Page 6: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

აშშ – სახელმწიფო ჩრდ. ამერიკის კონტინენტზე. https://secure.wikimedia.org/wikipedia/ka/w/index.php?title=%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:US_states_by_date_of_statehood3.gif&filetimestamp=20070318134950

 

Page 7: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლობისათვის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან. ომში გამარჯვება აშშ-მ მოიპოვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

Page 8: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

აშშ-ს სახელმწიფო დროშა

Page 9: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

დროშის ისტორიააშშ–ს დროშაზე გამოსახულია 13 ზოლი (7 წითელი და 6 თეთრი) და მუქ ლურჯ მართკუთხა ფონზე განლაგებული 50 თეთრი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ზოლები სიმბოლურად გამოხატავენ ბრიტანეთის იმ 13 ყოფილ კოლონიას, რომელთა გაერთიანების შედეგადაც მე–18 ს. მე–2 ნახევარში საფუძველი ჩაეყარა ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს. რაც შეეხება ვარსკვლავებს, ისინი სახელმწიფოში შემავალი შტატების რაოდენობას გამოსახავს. ვარსკვლავები განლაგებულია 9 მწკრივად და 11 რიგად (5 ექვს ვარსკვლავიანი და 4 ხუთვარსკვლავიანი მწკრივი). ლურჯი ფონი ვარსკვლავების ანუ შტატების ერთიანობის, კავშირის სიმბოლოა.სულ პირველ სახელმწიფო დროშაზე, რომელიც კონგრესმა 1777 წლის 14 ივნისს დაამტკიცა, გამოსახული იყო 13 ზოლი და 13 ვარსკვლავი. დროთა განმავლობაში, შტატების რაოდენობის მატებასთან ერთად იცვლებოდა ვარსკვლავების რაოდენობა. ხოლო ზოლების რაოდენობა უცვლელი რჩებოდა სახელმწიფოს დამაარსებელი 13 შტატის საპატივსაცემოდ. ბოლო ცვლილება დროშაზე 1960 წელს მოხდა, ჰავაის კუნძულების ა.შ.შ.–ს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ. სწორედ ამ ცვლილების შემდეგ მიიღო შტატების დროშამ დღევანდელი იერი.

Page 10: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

აშშ-ს სახელმწიფო გერბი

Page 11: სამოქალაქო ომი ამერიკაში....
Page 12: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

თეთრი სახლი

აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენცია

Page 13: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

კაპიტოლიუმი აშშ-ს კონგრესის (პარლამენტის) შენობა

Page 14: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

1776 წლიდან მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. ქვეყანა მონაწილეობდა როგორც პირველ ასევე მეორე მსოფლიო ომში.

აშშ გახდა პირველი სახელმწიფო რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა.აშშ არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. 1964-1975 ქვეყანა მონაწილეობდა ომი ვიეტნამში. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში.2003 წლის მარტში წამოიწყო სამხედრო კამპანია სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ერაყში.

Page 15: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

მე-19 საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგანესპანეთისგანგაერთიანებული სამეფოსგანმექსიკისგანრუსეთისგან შეერთებულმა შტატებმა მოახდინა ტეხასის რესპუბლიკის და ჰავაის ანექსირება.. 1860 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. ამ ომში ერთმანეთს ჩრდილოეთის და სამხრეთის შტატები ეომებოდნენ. ომის დასრულების შემდეგ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაუქმდა მონობა.

Page 16: სამოქალაქო ომი ამერიკაში....
Page 17: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

სამოქალაქო ომი ამერიკაში

Page 18: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

აშშ. XVII-XVIII ს.ს. ჩრდ. ამერიკაში ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ თანდათანობით შეიქმნა 13 ინგლისური კოლონია. მეურნეობის ხასიათის მიხედვით კოლონიები 3 ჯგუფად იყოფოდა. 1. ჩრდილოეთის 4 კოლონია _ აქ კოლონისტები პატარა სოფლებად ცხოვრობდნენ. თითოეულ ოჯახს ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთი. აქაური მკვიდრნი მისდევდნენ მეთევზეობას, მონადირეობას, ზღვაოსნობას, გემთმშენებლობას, მეტალურგიას, ჭედურობას, და სხვ. აქვე მდებარეობდა ჩრდ. ამერიკის ყველაზე დიდი ნავსადგური, მასაჩუსეტსის ცენტრი _ ბოსტონი. 2. ცენტრის 4 კოლონია _ აქ განვითარებული იყო წვრილი და საშუალო მეურნეობა. მოსახლეობა მისდევდა მეხორბლეობას, მესიმინდეობას, ბოსტნეულის მოყვანას, მეცხოველეობას.3. სამხრეთის 5 კოლონია _ აქ გაშენებული იყო მსხვილი სამიწათმოქმედო მეურნეობები, პლანტაციები, სადაც მოჰყავდათ თამბაქო, ბრინჯი, მცენარეული საღებავი ინდიგო, ბამბა.

Page 19: სამოქალაქო ომი ამერიკაში....
Page 20: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

ვინ სახლდებოდა, ძირითადად, ამერიკის კოლონიებში?

1. მსჯავრდებულები (ასახლებდა ინგლისის ხელისუფლება სასჯელის მოხდის მიზნით, რომლებიც სასჯელის მოხდის შემდეგ ადგილზე რჩებოდნენ)

2. ღატაკები (ინგლისის ხელისუფლების ნებართვით მიდიოდნენ ნებაყოფლობით და რჩებოდნენ ადგილზე) 3. შავკანიანი მონები აფრიკიდან (რომლებსაც ყიდულობდნენ ადგილობრივი პლანტატორები მას შემდეგ, რაც ვერ შეძლეს ადგილობრივი ინდიელების დამონება)

Page 21: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

ზანგ მონათა გაყვანის ძირითადი რეგიონები XVI-XVII ს.ს.

Page 22: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

მუშაობის ვადა და პირობები მათთვის, ვინც სახლდებოდა ამერიკის ინგლისურ კოლონიებში:

1. პატიმრები სასჯელის მოხდის შემდეგ თავისუფლდებოდნენ.

2. ღატაკები მგზავრობის სფასურისათვის დათქმული ვადით მუშაობის შემდეგ თავისუფლდებოდნენ.

3. ზანგები მთელ სიცოცხლეს მონობაში ატარებდნენ და მონებად რჩებოდა მათი შთამომავლობაც.

Page 23: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

კოლონიების მცხოვრებთა ეროვნული შემადგენლობა XVIII ს. შუახანებისათვის.

1. ინგლისელები (ცხოვრობდნენ ძირითადად ჩრდილოეთში)

2. შოტლანდიელები

3. ირლანდიელები

4. გერმანელები

5. ზანგი მონები. (კოლონიების მოსახლეობის 1/5)

Page 24: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

აბოლოციონისტური მოძრაობა

აბოლოციონისტური მოძრაობა ჩაისახა XIX საუკუნის 30–ანი წლებიდან. მასში მონაწილეობდნენ, როგორც ზანგები, ასევე თეთრკანიანები. ეს იყო პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ბრძოლა მონობის წინააღმდეგ. აბოლოციონისტებმა მოაწყეს ე.წ. “მიწისქვეშა რკინიგზების” მთელი ქსელი. ის იყო, ძირითადად, ფერმერებისგან (გლეხებისგან) შემდგარი საიდუმლო აგენტების ქსელი, რომლებიც თავშესაფარს აძლევდნენ ზანგებს და ერთი “სადგურიდან” მეორე “სადგურამდე” აცილებდნენ. ფერმერებს გაქცეული მონები ჩრდილოეთის შტატებამდე გადაჰყავდათ. ლტოლვილი ზანგების უმრავლესობა აქედან კანადაში გადადიოდა, სადაც 1834 წლიდან გაუქმებული იყო მონობა. 1830–1860 წ.წ. ასეთი “მიწისქვეშა რკინიგზების” საშუალებით მონობიდან გათავისუფლდა 60 000–ზე მეტი ზანგი.

Page 25: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რესპუბლიკურმა პარტიამ რესპუბლიკურმა პარტია დაფუძნდა 1854 წ. 22 თებერვალს ვისკონსინის შტატის ქ. რიპონში აბრაამ ლინკოლნის ხელმძღვანელობით. Pპარტია მოუწოდებდა მონათმფლობელობის გავრცელების შეზღუდვაზე იმ შტატების გარეთ, სადაც ის უკვე არსებობდა.

Page 26: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

აბრაამ ლინკოლნი

დაიბადა 1809 წ. 12 თებერვალს .გარდაიცვალა 1865 წ. 15 აპრილს.

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861-1865 წლებში.

ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში - ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ომის დროს ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის ეპოქის დასრულება ქვეყანაში.

Page 27: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

პრეზიდენტობამდე ლინკოლნი ილინოისის შტატში ადვოკატად მუშაობდა, ასევე ილინოისის შტატის საკანონმდებლო ორგანოს და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. მას ორჯერ ჰქონდა აშშ-ის სენატში არჩევის წარუმატებელი მცდელობა. როგორც მონობის წინააღმდეგ აქტიურმა მებრძოლმა მან რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნები მოიგო 1860 წელს და ამავე წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, რითაც იგი პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში ლინკოლნის გამარჯვებიდან ინაუგურაციამდე აშშ-ს სამხრეთის შტატები გამოეყვნენ და ამერიკის კონფედერაციული შტატები ჩამოაყალიბეს.სამოქალაქო ომის დროს იგი პირადად წარმართავდა საომარ მოქმედებებს კონფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც იუნიონის გამარჯვებით დასრულდა. ლინკოლნი მთელი ომის განმავლობაში წარმატებით ცდილობდა არ დაეშვა დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ინტერვენცია. მან გაატარა ღონისძიებები, რომლებმაც გამოიწვია მონათმფლობელობის გაუქმება. გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია 1863 წელს, რომელიც კონსტიტუციის მე-13 შესწორებით განმტკიცდა. 1864 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების კაპიტულაციიდან მეხუთე დღეს, 1865 წლის 14 აპრილს, იგი სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა. ლინკოლნი მეორე დღეს დილით გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ის აშშ-ის ოთხ მოკლულ პრეზიდენტს შორის პირველი იყო. მეცნიერების მიერ იგი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული. ლინკოლნის პორტრეტი 5 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.

Page 28: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არჩევნებში გამოიწვია სამხრეთის შვიდი შტატის კავშირიდან გასვლა 1861 წლის 4 მარტს ლინკოლნის პრეზიდენტის პოსტზე ასვლამდე. არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომმა ადმინისტრაციებმა უარყვეს ამ შტატების კავშირიდან გასვლის ლეგიტიმურობა და ის აჯანყებად მიიჩნიეს. დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც მიმდინარეობდა 1860–1865 წლებში და ცნობილია, აგრეთვე, როგორც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომი. მონათმფლობელური შტატები აშშ-ს გამოეყო და ამერიკის შტატების კონფედერაცია ჩამოაყალიბა.

Page 29: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

ამერიკის კონფედერაციული შტატები ცნობილია რამდენიმე სახელით, კერძოდ, 1. კონფედერაციული შტატები2. აკშ3, კონფედერაცია და დიქსი. ეს იყო დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 1861 - 1865 წლებში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.იგი წარმოიშვა აშშ-ს სამხრეთ შტატების ტერიტორიაზე სამხრეთის 11 მონათმფლობელური შტატის აშშ-დან გასვლით (სეცესიით). კონფედერაციული შტატები იყვნენ აშშ-ს მოწინააღმდეგე სამოქალაქო ომში. ომის წაგების შემდეგ კონფედერაციულმა შტატებმა არსებობა შეწყვიტა.

Page 30: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

კონფედერაციის დროშა

Page 31: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

ჯეფერსონ დევისი

დაიბადა 1808 წ. 3 ივლისს.გარდაიცვალა 1889 წ. 6 დეკემბერს.

ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი (1861-1865).

Page 32: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

ჯეფერსონ დევისის მეთაურობით სამხრეთის შტატები აშშ-ის ფედერალური მთავრობის (იუნიონის) წინააღმდეგ იბრძოდა. ფედერალურ მთავრობას მხარს უჭერდა ყველა თავისუფალი შტატი და მათი მოსაზღვრე ხუთი მონათმფლობელი შტატი.

Page 33: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

სამხედრო შეტაკებები დაიწყო ბრძოლით ფორტ სამტერთან 1861 წლის 12 აპრილს და დასრულდა 1865 წლის 26 მაისს სამხრეთელთა არმიის ნარჩენების კაპიტულაციით. ომის პერიოდში სულ დაახლოებით 2 ათასამდე ბრძოლა გაიმართა. დანაკარგთა საერთო რაოდენობამ ორივე მხარეს შეადგინა 600 ათასი მოკლული და 281.9 ათასი დაჭრილი, რაც აღემატება ყველა სხვა ომს, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა მიუღია.

Page 34: სამოქალაქო ომი ამერიკაში....
Page 35: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

სამოქალაქო ომში გამარჯვება მოიპოვა ჩრდილოეთის შტატებმა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა მონობა. ამის შემდგომ შეერთებული შტატები სწრაფი ტემპებით განვითარდა. დღეისათვის იგი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა: ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომი.ასევე, მასობრივი ავტოინდუსტრია, სწრაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები, და სხვ. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლუზი, როკი და რეპი ხომ თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.

Page 36: სამოქალაქო ომი ამერიკაში....

გმადლობთ, ყურადღებისთვის!

ავტორი:ფიქრია სიდამონიძე.

ქ. რუსთავი.

სსიპ N13 საჯ. სკოლა