ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის...

3
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის და აკადემიური საბჭოს განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ეთიკის კომისია გულდასმით გაეცნო არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობისგამგეობის თავმჯდომარის -ელინა გლახაშვილის მომართვას. წერილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, პროფესორ ემერიტუს აივენგო შათირიშვილის წიგნი გენეტიკა და საზოგადოებაარ აკმაყოფილებს თანამედროვე მეცნიერებისა და კვლევის ეთიკურ სტანდარტებს. შესაბამისად, საზოგადოება მოითხოვს: 1. იდენტობამიმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, იმსჯელოს აივენგო შათირიშვილის არაეთიკურ ნაშრომზე და არ დაუშვას აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოყენება სასწავლო კურიკულუმში. 2. იდენტობამიმართავს უნივერსიტეტისა და გამომცემლობის ადმინისტრაციებს - არ დაუშვან პუბლიკაციის რეალიზაცია. 3. იდენტობამოუწოდებს სტუდენტებს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ბოიკოტი გამოუცხადონ ავტორის დისრკიმინაციულ,

description

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის და აკადემიური საბჭოს პასუხი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" წერილზე.

Transcript of ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის...

Page 1: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის და აკადემიური საბჭოს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის და აკადემიური საბჭოს განცხადება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ეთიკის კომისია გულდასმით

გაეცნო არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ გამგეობის თავმჯდომარის ქ-ნ ელინა

გლახაშვილის მომართვას.

წერილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, პროფესორ

ემერიტუს აივენგო შათირიშვილის წიგნი „გენეტიკა და საზოგადოება“ არ აკმაყოფილებს

თანამედროვე მეცნიერებისა და კვლევის ეთიკურ სტანდარტებს. შესაბამისად, საზოგადოება

მოითხოვს:

1. „იდენტობა“ მიმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს,

იმსჯელოს აივენგო შათირიშვილის არაეთიკურ ნაშრომზე და არ დაუშვას

აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოყენება სასწავლო კურიკულუმში.

2. „იდენტობა’ მიმართავს უნივერსიტეტისა და გამომცემლობის ადმინისტრაციებს - არ

დაუშვან პუბლიკაციის რეალიზაცია.

3. „იდენტობა“ მოუწოდებს სტუდენტებს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

აკადემიურ პერსონალს, ბოიკოტი გამოუცხადონ ავტორის დისრკიმინაციულ,

Page 2: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის და აკადემიური საბჭოს

არაეთიკურ და მეცნიერულად გაუმართავ ნაშრომს და არ შეიძინონ აღნიშნული

პუბლიკაცია.“

აკადემიური საბჭო და ეთიკის კომისია სრული პასუხიმგებლობით აცხადებს, რომ ილიას

სახელმწიფო უნივერსიტეტში არასოდეს ჩატარებულა კვლევა, რომელიც, როგორც

„იდენტობის“ წერილშია აღნიშნული, „სექსუალური ორინეტაციის საფუძველზე ლესბოსელ,

გეი და ბისექსუალ ადამიანებს, როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს“ ეპყრობოდა.

ასევე, არ ჩატარებულა არცერთი კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა „ჰომოსექსუალობის,

როგორც პათოლოგიის სამკურნალო გზების ძიებას“. ეს არც მომავალში მოხდება, რადგან

მსგავსი არაეთიკური, და ჩვენი აზრით, არაპროდუქტიული კვლევების პრევენციისათვის

ილიას უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ეთიკური კომისია, რომელიც საერთაშორისო

სტანდარტებზე დაყრდნობით მუშაობს.

ამავე დროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუძემდებლური პრინციპია აკადემიური

თავისუფლების დაცვა და ხელშეწყობა. პროფესორის მიერ საკუთარი აზრის გამოხატვა, მათ

შორის ბეჭდური ფორმით, არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული დევნის საგანი.

მეცნიერება, გავრცელებული მოსაზრების საწინაამღდეგოდ, ბოლომდე დაუსაბუთებელი და

ხშირად, დროის კონკრეტულ მომენტში სკანდალური ჰიპოთეზების და თეორიების

საფუძველზე ვითარდება. მოსაზრების გამოთქმის ადმინისტრაციული დევნა დაუშვებელია,

რადგანაც ეს დევნა შეზღუდავს მეცნიერის უფლებას უნივერსიტეტის კედლებში დაცულად

იგრძნოს თავი და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრები, რაც, თავის მხრივ, ხელს

შეუშლის მეცნიერების განვითარებას. ეს უკანასკნელი კი, უნივერსიტეტის უპირველესი

მოვალეობაა.

რაც შეეხება სწავლების საკითხს: უნივერსიტეტი, როგორც ადგილი, სადაც ხდება

სტუდენტების სწავლება, არჩევანის თავისუფლების სამყაროა. შესაბამისად, თუკი რომელიმე

სტუდენტისათვის მიუღებელია კონკრეტული პროფესორის მიერ ლექციის დროს

გამოთქმული აზრები, მას შეუძლია დასტოვოს კონკრეტული კურსი და აირჩიოს სხვა (ასეთი

რამ მომხდარა ჩვენს უნივერსიტეტში). მით უმეტეს, რომ პროფესორ ემერიტუს აივენგო

შათირიშვილის კურსი არჩევითია და ადმინისტრაციული წესით მისი სტუდენტებისათვის

დაძალება, როგორც აუცილებელი სასწავლო პროგრამის, არ ხდება.

Page 3: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის და აკადემიური საბჭოს

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ პროფესორ შათირიშვილის წიგნი არის აზრების და

მსჯელობის გამოხატვა და არა კვლევის პროცესი, რომლის წინაამღდეგაც მიმართულია იმ

რეზოლუციების თუ განცხადებების უმეტესობა, რომლებსაც „იდენტობის“

წარმომადგენელები ეყრდნობიან საკუთარ წერილში.

გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორ შათირიშვილის წიგნში არ მოიძებნება

სიძულვილის ენის, ან ძალადობისკენ მოწოდების მაგალითები.

ამიტომ, გამომდინარე ზემოდთქმულიდან და უნივერსიტეტის სამ ძირითად პრინციპზე -

აკადემიურ, არჩევანის და სინდისის თავისუფლებებზე - დაყრდნობით, აკადემიური საბჭო

და ეთიკის კომისია უარს ამბობს დააკმაყოფილოს ორგანიზაცია „იდენტობის“ მოწოდება

პროფესორ ემერიტუს აივენგო შათირიშვილის წიგნის აკრძალვის შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ

ორგანიზაციის წევრებს კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ, რომელთა შორის ერთ-

ერთი მთავარი - ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრაა. აკადემიური საბჭო და ეთიკის

კომისია ეთანხმება ორგანიზაციის ამ მიზნებს და სწორედ ამ თანხმობის გამო შეუძლებლად

მიაჩნია მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

აკადემიური საბჭოს წევრები:

მაია როგავა

გიგა ზედანია

გიგი თევზაძე

ეთიკის კომისიის წევრები:

ნათია კოპალიანი

თამარ ცოფურაშვილი

ნათია კობერიძე

გიგა ზედანია

ზაალ კიკვიძე

რეზო მარსაგიშვილი