· Web viewშემაჯამებელ გაკვეთილზე...

8
გგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგ-გგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგ გგგგგგგგ გგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგ, გგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ. გგგ გგგგ გგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგ. გგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგ გგ გგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ. გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ, გგგგგ გგ გგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგ. გგგგგგგ გგგგგგგ გგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ/ გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგ. გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგ: გგ გგგგგგ გგგგგ გგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგ? გგ გგგგგგგ? გგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგ გგ, გგგ გგგგგგ გგ გგგგგგგგ? გგგ გგგგგგგ გგგგგგგგ, გგგ გგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგ გგგ, გგგგგგ გგგგგ გგგგგგგ: 1) გგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ - გგგგგგგგგგგ, გგგგგგგგ გგ გგგგგგგგ, გგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ; 2) გგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ, გგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ; 3) გგგგგგგგგგ გგ გგგგგგ გგგგგგ გგ გგგგგგგგ გგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგ. გგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგგგგ, გგგ გგგგგგგ გგგგგგგ გგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ. გგგგ გგგგგგგ გგ, გგგ გგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგ.

Transcript of  · Web viewშემაჯამებელ გაკვეთილზე...

Page 1:  · Web viewშემაჯამებელ გაკვეთილზე გავმართეთ მსჯელობა/ დისკუსია პროექტის

განხორციელებული აქტივობები ფოტო-ვიდეო გალერეა

კალიგრაფიის კონკურსი    პროექტის ფარგლებში ბოლო აქტივობა იყო კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ძალიან საინტერესოდ ჩატარდა. ჩემ მიერ შერჩეული ტექსტი მოსწავლეებმა დაწერეს ასომთავრული ანბანის გამოყენებით. ობიექტურობისთვის თითოეული მოსწავლის ნამუშევარს მივანიჭე კოდი და თავად მოსწავლეებმა შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები. გამოვავლინეთ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.

ქართული ანბანის როლი თანამედროვე ეპოქაში    შემაჯამებელ გაკვეთილზე გავმართეთ მსჯელობა/ დისკუსია პროექტის ფარგლებში შესწავლილ თემებზე. მოსწავლეებს დავუსვი კითხვები: რა გაიგეს ახალი ქართული ანბანის შესახებ? რა იცოდნენ? რაში შეიძლება გამოადგეს თითოეულ მათგანს ის, რაც გაიგეს და ისწავლეს? მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ პროექტი ძალიან საინტერესო იყო, რადგან ისინი გაეცნენ: 1) ქართული ანბანის განვითარების საფეხურებს - ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს, მათ მნიშვნელობას მსოფლიო კულტურისათვის; 2) ძველი მწერლობის ზოგიერთ ენობრივ მახასიათებელს, რომლებსაც ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლისას გამოიყენებენ და გააღრმავებენ სწავლების მომდევნო საფეხურზე; 3) ასომთავრულ და ნუსხურ ანბანს და შეძლებენ მათ გამოყენებას სხვადასხვა მიზნით.

    გაკვეთილის ბოლოს შევთანმხდით, რომ ქართული ანბანის როლი თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვანია. ამას მოწმობს ის, რომ ქართულ ანბანს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

Page 2:  · Web viewშემაჯამებელ გაკვეთილზე გავმართეთ მსჯელობა/ დისკუსია პროექტის

ხელნაწერი წიგნის დამზადება და გადამწერთა პროფესია    2011 წლის ოქტომბერში ქართული ხელნაწერები იუნესკოს მსოფლიო დოკუმენტური რეესტრის ხელნაწერი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს. 500-მდე ქართული ხელნაწერი 7 ახალ ძეგლს შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ იუნესკოს პროგრამა " მსოფლიო მეხსიერების" რეესტრში სულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 245 ხელნაწერი ძეგლია შესული.

    მოსწავლეებმა ისაუბრეს სიტყვა "წიგნის" მნიშვნელობაზე. პროექტის ფარგლებში დაამზადეს ხელნაწერი წიგნი.

    გავმართეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დოკუმენტური ფილმის "ქართული კალიგრაფია" ჩვენება. 

ჭვირნიშნები     ფილიგრანოლოგია - დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ქაღალდზე არსებულ გამჭვირვალე - ფილიგრანებს. ფილიგრანი ანუ წყლის ნიშანი ქაღალდს წარმოების პროცესში უკეთდება, როგორც საქარხნო დამღა, გამჭვირვალე გამოსახულების ან ტექსტის სახით და იგი ქაღალდის სინათლეზე განჭვრეტის დროს ჩანს.

    ფილიგრანის აღმნიშვნელი ქართული ტერმინი ჭვირნიშანი ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. პირველი ქართველი მკვლევარი, რომელმაც ყურადღება მიაქცია ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს და გამოიყენა ისინი ხელნაწერთა დროის განსაზღვრისთვის ექვთიმე თაყაიშვილი იყო. 

    მოსწავლეებმა იმსჯელეს ჭვირნიშნების ფუნქციაზე თანამედროვე ეპოქაში. საინტერესოდ წაიმართა ვიზუალურ მასალაზე დაკვირვება.

    მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით იმუშავეს  "კედლის გაზეთზე", რადგან ყველასთვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი გახდეს მასალები ქართული ანბანის შესახებ.  

Page 3:  · Web viewშემაჯამებელ გაკვეთილზე გავმართეთ მსჯელობა/ დისკუსია პროექტის

საწერი მასალები    გაკვეთილის თემა იყო საწერი მასალები და იარაღი ძველ და თანამედროვე საქართველოში. მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია, რომ დამწერლობის ისტორიამ შემოინახა მოკლე, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი ტექსტები უძველეს საწერ მასალებზე: ქვის ფილებზე, ხის ფიცრებზე, თიხის ფირფიტებზე. შემდგომი პერიოდის საწერი მასალაა პაპირუსი (ჭილი).  საქართველოში საწერ მასალად გავერცელებული იყო ეტრატი. ქაღალდის არსებობა და ხმარება საქართველოში VIII საუკუნიდან უნდა სცოდნოდათ. საწერი იარაღების რაობას არსებითად საწერი მასალის ბუნება განსაზღვრავს. იცვლებოდა საწერი მასალა, იცვლებოდა საწერი იარაღებიც. იყენებდნენ საჭრეთელს, ჭილს, ლერწმის ფრთისა და ფოლადის კალმებს, მელნებს. მოსწავლეები დაინტერესდნენ საწერი მასალების დამზადების ტექნოლოგიით.

     გაკვეთილის ბოლოს ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი საწერი მასალების შესახებ.

ქარაგმა    ერთ-ერთ თემად ავირჩიეთ დაქარაგმების (სიტყვათა მოკლედ დაწერის) სისტემა ძველ ქართულში. მოსწავლეები დაინტერესდნენ რატომ აქარაგმებდნენ და უპირატესად რომელ სიტყვებს ამოკლებდნენ გადამწერები. მათ მივაწოდე ინფორმაცია, რომ ქართულ დამწერლობაში ადრევე შემუშავდა სიტყვების შემოკლების თავისებური ხერხი - დაქარაგმება. სიტყვების შემოკლებით წერის ძირითადი მიზეზი საწერი მასალის სიძვირე იყო. საწერ მასალას, უმთავრესად, საგანგებოდ დამზადებული ტყავი - ეტრატი წარმოადგენდა (ხბოს, ცხვრისა და სხვა). ერთი წიგნისათვის ზოგჯერ 100-ზე მეტი ცხვრისა და ხბოს ტყავი იყო საჭირო. დაქარაგმებით წერისას გამოტოვებდნენ ცალკეულ ასოებს, მთელ მარცვლებს. ზოგჯერ მხოლოდ სიტყვის დასაწყისი ასო იწერებოდა, ან პირველი და უკანასკნელი. შემოკლებულ სიტყვას შემოკლების ნიშანს - ქარაგმას უკეთებდნენ.

    ქართული ანბანის პოპულარიზაციისთვის მოსწავლეებმა მისწერეს მისალოცი ბარათები მასწავლებლებსა და სკოლის მეგობრებს.

Page 4:  · Web viewშემაჯამებელ გაკვეთილზე გავმართეთ მსჯელობა/ დისკუსია პროექტის

ქართული ენის უძველესი წერილობითი ძეგლები    გაკვეთილის თემა იყო ქართული ენის უძველესი წერილობითი ძეგლები. მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უძველესი წარწერები და ხელნაწერები, რომ ისინი უმდიდრეს მასალს გვაწვდიან ქართველთა ყოფის, შემოქმედებითი ცხოვრების, სალიტერატურო ენისა თუ საერთოდ ქართული კულტურის ისტორიის შესასწავლად. 

    ყურადღება გავამახვილებინე წარწერებისა და ხელნაწერების ტიპებსა და ხასიათზე. შევარჩიე რამდენიმე წარწერა და გავაცანი. ( მაგალითად, ბოლნისის, პალესტინის, მცხეთის, ნეკრესის, დავათის...). ვთხოვე დაკვირვებოდნენ გრაფიკულ მახასიათებლებს. მოსწავლეებს ვესაუბრე უძველესი ისტორიულ-ლიტერატურული თხზულებების ღირებულებზე.

    მოსწავლეებმა შეძლეს რამდენიმე ხელნაწერის გაშიფვრა.

კალიგრაფია    მოსწავლეებს ყურადღება გავამახვილებინე რამდენიმე საკითხზე: 1. ასოთა მოხაზულობის პრინციპზე; 2. მსგავსება და განსხვავება ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს შორის; 3. მათი გამოყენების სფეროსა და დანიშნულებაზე.

    აღვნიშნე, რომ ხელნაწერებში ნიშნების მოყვანილობებს შორის განსხვავება შორს მიდის და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ წერს და წერის რომელ საფეხურზე წერს. ერთი დროის ხელნაწერებს საერთო კალიგრაფიული დამახასიათებელი ნიშნები ახასიათებთ.

    ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეებს ვაჩვენე, რომ ნუსხურში ასოები მარჯვნივაა გადახრილი და კუთხოვანი ფორმა აქვს. ისევე როგორც ასომთავრულში, ნუსხურშიც ასოთა ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურზე სქელია. მხედრული სპეციალურად საერო პირებისთვის, სწრაფად წერისთვის იყო განკუთვნილი, რის გამოც დროთა განმავლობაში განვითარდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა.

    მოსწავლეებმა ნიმუშის მიხედვით იმუშავეს ტექსტზე ნუსხური ანბანის გამოყენებით.

Page 5:  · Web viewშემაჯამებელ გაკვეთილზე გავმართეთ მსჯელობა/ დისკუსია პროექტის

ხელით წერილი განძი    გაკვეთილზე მოვაწყვე ეროვნული ცენტრის დოკუმნეტური ფილმის "ხელით წერილი განძის" ჩვენება-განხილვა. მინდა აღვნიშნო, რომ ფილმით მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ.  ჩვენების შემდეგ ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ ფილმში ნახსენებ თემებზე.

ანბანის დამატებითი ფუნქცია    მოსწავლეებს ვესაუბრე ანბანის დამატებითი ფუნქციის შესახებ. აღვნიშნე, რომ ანბანის დამატებითი ფუნქცია იყო რიცხვითი მნიშვნელობების, რაოდენობის აღნიშვნა. არაბული ციფრებით რიცხვების გამოხატვა საქართველოში უკვე X საუკუნეში გვხვდება. XVIII საუკუნემდე რიცხვების ჩასაწერად ანბანის ასოებს ხმარობდნენ. 37 ასოთაგან თითოეულს საკუთარი რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. პირველი ცხრა ასო ერთეულს აღნიშნავდა, მეორე ცხრა-ათეულებს, მესამე ცხრა-ასეულებს, უკანასკნელი ასო კი-ათი ათასს.

    ვიზუალური მასალის ფგამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა რიცხვითი მონაცემის ჩაწერა ( მაგალითად, ბიოგრაფიულ მონაცემებში წლების, ტექსტში რაოდენობის აღნიშვნა).

    მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით იმუშავეს და შექმნეს კროსვორდები და რებუსები. შემდეგ შეძლეს მათი შევსება და ამოცნობა.

ანბანის სახეობები

Page 6:  · Web viewშემაჯამებელ გაკვეთილზე გავმართეთ მსჯელობა/ დისკუსია პროექტის

    გაკვეთილის თემა იყო მსოფლიოში არსებული ანბანის სახეობები. მოსწავლეებს გავაცანი მსოფლიოში არსებული 14 ძირითადი დამწერლობა: ქართული, ლათინური, ბერძნული, კირილიცა, სომხური, არაბული, ებრაული, სირიული, ეთიოპიური, იაპონური, კორეული, ჩინური, ინდური, მონღოლური. ვიზუალური მასალის გამოყენებით მოსწავლეებს შევადარებინე ნაცნობი და უცნობი ანბანის სახეობები, ვისაუბრეთ მსგავსება-განსხვავებაზე. აღვნიშნეთ, რომ დამწერლობა ცდილობს შეძლებისამებრ ზუსტად გადმოსცეს ენის თავისებურებანი, ენის ფენომენი. რაც უფრო უკეთ ახერხებს ამას დამწერლობა, მით უფრო სრულყოფილია იგი.

    ასომთავრული ანბანის გამოყენებით ვიმუშავეთ ტექსტზე.

ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა    გაკვეთილზე მიმოვიხილე ძველი ქართული ანბანის სპეციფიკური ასოები და მათი ფუნქცია. ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა-როდესაც ანბანიდან ამოიღეს მოძველებული 5 ასო, რომლებიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა.

    მოსწავლეებს წარვუდგინე ვიზუალური მასალა. იმსჯელეს, რატომ იყო საჭირო და აუცილებელი ანაბნიდან ამ ასოების განდევნა.

    გაკვეთილზე ვუყურეთ ფილმს "დამწერლობის წარმოშობა და ქართული დამწერლობა".

ცნობები ქართული ანბანის შესახებ    მოსწავლეებს მივაწოდე შემოთავაზებული სამეცნიერო შემეცნებითი მასალა და საკითხები. ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: "ქართული ანბანის განვითარების საფეხურები" და "ცნობები ქართული ანბანის  შესახებ".   

    პრეზენტაციამ აჩვენა, რომ მოსწავლეებმა სრულყოფილად დაამუშავეს წარმოსადგენი თემები და აქცენტები გააკეთეს ძირითად საკითხებზე. საკითხები სრულყოფილად იყო შესწავლილი. დაისვა კითხვები და პრეზენტატორებმა ამომწურავად უპასუხეს.

Page 7:  · Web viewშემაჯამებელ გაკვეთილზე გავმართეთ მსჯელობა/ დისკუსია პროექტის

    ჯგუფებმა იმუშავეს დასამზადებელი ხელნაკეთი წიგნის გარეკანზე.

ქართული ანბანის განვითარების საფეხურები    მოსწავლეებს ვესაუბრე ქართული ანბანის შესახებ ( წარმოშობა, შექმნის ეპოქა, ზოგადი მიმოხილვა ვიზუალური მასალის მეშვეობით), ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე, ქართული დამწერლობის ისრორიულ სახეებზე. მიმოვიხილე ქართული ანბანის განვითარების საფეხურები - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, განვმარტე ტერმინები. ვისაუბრე მათ გრაფიკულ დამახასიათებელ სტილზე. გავაცანი ასომთავრული ანბანი, ასოთა გრაფიკული მახასიათებელი. აღვნიშნე, რომ ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების- წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები  (ე.წ. კვადრატის პრინციპი, წრე, ხაზი, რკალი). ვიმუშავეთ ასოთა მოხაზულობაზე, ნიმუშის მიხედვით მოსწავლეებმა დაწერეს რამდენიმე სიტყვა და წინადადება.

დამწერლობის ტიპები    პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი, შედეგები, თუ რა უნარები განუვითარდებათ პროექტის მიმდინარეობისას, კურსის მოკლე აღწერილობა, ძირითადი და დამატებითი სავარაუდო აქტივობები; მივაწოდე ინფორმაცია სავარაუდო რესურსების შესახებ. ავუხსენი, რომ კურსი მიზნად ისახავს მათ ინფორმირებასა და  მათში ქართული დამწერლობისადმი ინტერესის გაღვივებას.

    ზოგადად მიმოვიხილე დამწერლობის ტიპები ( იდეოგრაფიული დამწერლობა-პიქტოგრამები, იეროგლიფები, სილაბური და ანბანური სისტემები), მივაწოდე ინფორმაცია ქართული დამწერლობის შესახებ; ვისაუბრე დამწერლობის ფუნქციის შესახებ ( საერთოდ რატომ გაჩნდა დამწერლობა).

    მოსწავლეები დაინტერესდნენ აღნიშნული თემებით, იმსჯელეს, გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და დაასკვნეს, რომ თანამედროვე ქართველმა აუცილებლად უნდა იცოდეს და წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ქართული დამწერლობის სამივე სახეობაზე. ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია იმან, რომ პროექტის ფარგლებში ისინი შეძლებენ ასომთავრული და ნუსხური ანბანის მახასიათებლებისა და წერის ტექნიკის გაცნობა-დაუფლებას.