გაკვეთილზე დასწრება, როგორც...

33
1 გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს განმსაზღვრელი ფაქტორი (კვლევის ანგარიში) კვლევაზე მუშაობდა: მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ნინო გორგილაძე

Transcript of გაკვეთილზე დასწრება, როგორც...

Page 1: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

1

გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე

ორიენტირებული სასკოლო გარემოს განმსაზღვრელი ფაქტორი

(კვლევის ანგარიში)

კვლევაზე მუშაობდა: მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ნინო გორგილაძე

Page 2: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

2

სარჩევი

შესავალი -------------------------------------------------------------------------------------------------------- 3

&1. საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა----------------------------------------- 5

სკოლაში გაკვეთილზე დასწრების მიზანი და მნიშვნელობა -------------------------------------- 5

გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები ------------------------------------------------------------- 7

გაკვეთილზე დასწრების ტრადიციული და თანამედროვე მოდელები ------------------------- 9

&2 კვლევის დიზაინი

კვლევის სამიზნე ჯგუფი ------------------------------------------------------------------------------------- 15

კვლევის მეთოდები ------------------------------------------------------------------------------------------- 15

&3. გაკვეთილზე დასწრების საკითხისადმი განსხვავებული დამოკიდებულებების აღწერა (კვლევის

შედეგების ანალიზი) ------------------------------------------------------------------------------------------ 15

&4 დასკვნები და რეკომენდაციები ---------------------------------------------------------------------------------------- 21

&5 ინტერვენციების შეფასება ------------------------------------------------------------------------------- 23

დანართები ---------------------------------------------------------------------------------------------------- 25

გამოყენებული ლიტერატურა (ბიბლიოგრაფია) ---------------------------------------------------------------------- 32

Page 3: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

3

შესავალი

განათლების მაღალი ხარისხის მიღწევა და შენარჩუნება, მოსწავლეთა აღზრდის

გამართული სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების

უმთავრესი მიზანი და ამოცანაა. ამ საკითხს სკოლის თითოეულმა სტრუქტურულმა ერთეულმა

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან იგი სკოლის წარმატებული მუშაობის

მაჩვენებელი ერთ-ერთი არსებითი ინდიკატორია.

განათლების ხარისხი ორი უმთავრესი კომპონენტისაგან შედგება - სწავლების ხარისხისა

და სწავლის ხარისხისაგან. ამათგან სწავლის ხარისხის შედეგი ძალიან თვალნათელია და აისახება

მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაში, სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში

მონაწილეობაში, კონფერენციებში, კონკურსებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობაში, უმაღლეს

სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკასა და გრანტებში და სხვ.

სწავლების ხარისხი კი გულისხმობს სხვადასხვა სუბიექტის (სახელმწიფო, სკოლა,

პედაგოგი) ქმედებებს მოსწავლეთათვის ცოდნის მისაცემად და პრაქტიკული ცხოვრებისათვის

აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. ამ სუბიექტის კვალიფიციური და

კოორდინირებული მუშაობის გარეშე ხარისხის სასკოლო სისტემა ვერ შეიქმნება. ბუნებრივია,

ისმის კითხვა: რა აუცილებელი პირობებია საჭირო იმისათვის, რომ სწავლება ხარისხიანი იყოს?

სწავლების ხარისხის უზრუნველმყოფელ კომპონენტებში იგულისხმება პედაგოგის მოტივაცია,

მასწავლებლის ცოდნა, უნარები და გამოცდილება, პედაგოგის აკადემიური დატვირთვის

ოპტიმალურობა, სასწავლო რესურსები და მათი გამოყენების ხარისხი, სწავლების

მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური მრავალფეროვნება და ა. შ.

სწავლება-სწავლის პროცესებისა და შედეგების მონიტორინგის მიზნით სკოლის დირექტორი

მუდმივად უნდა ახორციელებდეს მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომელთა შორის ერთ-ერთი

ყველაზე მნიშვნელოვანია გაკვეთილზე დასწრების სისტემის მიზანმიმართული ფუნქციონირებაა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე

მუხლის “ლ” პუნქტით განსაზღვრულია, რომ ,,სკოლის დირექტორი ზედამხედველობს სკოლაში

მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს“. სასწავლო პროცესის მართვას ეხება საჯარო სკოლის

დირექტორის სტანდარტის (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N115/ნ

30.11.2010 ბრძანების დანართი) II თავის მე-4 მუხლის I პუნქტიც, სადაც ნათქვამია, რომ ,,საჯარო

სკოლის დირექტორი ზრუნავს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაზე და ხელს უწყობს

თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების სრულფასოვან რეალიზებას“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2011 წელს

გამოცემულ სახელმძღვანელოში ,,სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი“ სკოლის

წარმატების განმსაზღვრელ ერთ-ერთ მახასიათებლად სწორედ სწავლისა და სწავლების ხშირი

მონიტორინგია დასახელებული და ნათქვამია, რომ ,,წარმატებულ სკოლებში რეგულარულად და

ეფექტიანად აკვირდებიან და აგროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ

მოსწავლეები და როგორ ასწავლიან მასწავლებლები. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება

სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისა და მოსწავლეების შედეგების ამაღლების მიზნით“ (9, გვ:

48).

სწავლების მონიტორინგზე უპირველესი პასუხისმგებელი პირი არის სკოლის დირექტორი.

მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სკოლის ადმინისტრაცია უნდა

დარწმუნდეს, რომ სკოლაში სწავლება მიმდინარეობს სკოლის მიერ შემუშავებული მიზნების

შესაბამისად და თანამედროვე მეთოდებისა და სასწავლო მასალების გამოყენებით.

Page 4: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

4

სწავლების მონიტორინგის მიზნით სკოლაში ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა წყარო

არსებობს. სწავლების ეფექტურობის შესახებ სკოლის დირექტორს ან სხვა პასუხისმგებელ პირს

შეუძლია ინფორმაცია მოიპოვოს ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა: მოსწავლეების აკადემიური

შედეგები, საგაკვეთილო პროცესი, მასწავლებლის მიერ შემუშავებული საგნობრივი სასწავლო

გეგმა, მოსწავლეების საშინაო დავალებები, მასწავლებლის მიერ შემუშავებული ან

გამოყენებული ტესტური დავალებები, პროექტები, პორტფოლიოები, მასწავლებლის მიერ

შესრულებული წერილობითი განმავითარებელი შეფასებები, მშობლებისა და მოსწავლეების

გამოკითხვა და სხვ.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის

მონიტორინგისა და უშუალოდ გაკვეთილზე დასწრების საკითხისადმი ყველა დროში

არაერთგვაროვანი მიდგომა იყო. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ გაკვეთილზე

დასწრება მასწავლებელში იწვევს სტრესისა და საერთოდ, უარყოფითი ემოციების განსაკუთრებულ

მომძლავრებას, რაც თავის მხრივ არა მხოლოდ აქვეითებს მასწავლებლის მოტივაციას, არამედ ხელს

უშლის მას სწავლების პროცესის ნორმალურად წარმართვაში. თუმცა, მიუხედავად ამისა,

გაკვეთილზე დასწრების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა და არსებობს დღესაც, და იმ შემთხვევაში,

თუ მასწავლებელს ეცოდინება გაკვეთილზე დასწრების დადებითი მხარეები, არა მხოლოდ მშვიდად

შეხვდება მისი გამოყენების პრაქტიკას, არამედ უფრო აქტიურადაც ითანამშრომლებს სკოლის

ადმინისტრაციასთან აღნიშნული ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირების ხელშესაწყობად.

სწორედ გაკვეთილზე დასწრების დადებითი მხარეების გამოვლენასა და აღნიშნულ საკითხში

მასწავლებლებისათვის უშუალო დახმარებას ეძღვნება წინამდებარე კვლევა, რომელშიც არსებული

ლიტერატურის ანალიზისა და პრაქტიკოს დირექტორთა და მასწავლებელთა გამოკითხვების

შედეგად მინდა ჩამოვაყალიბო მოკრძალებული დასკვნები და ამ მცირე კვლევით დახმარება

გავუწიოთ დირექტორებს გაკვეთილზე დასწრების პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვის

უზრუნველყოფაში.

Page 5: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

5

&1. საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა

საკითხზე მუშაობის საწყის ეტაპზე გადავწყვიტე საკითხის ირგვლივ არსებული

ლიტერატურის გაცნობა და საკითხის ირგვლიც შემდეგი სახის ინფორმაციას.

სკოლაში გაკვეთილზე დასწრების მიზანი და მნიშვნელობა:

სასურველი მიზნის მიღწევისთვის ნებისმიერ სფეროში და მათ შორის განათლებაში,

მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის ხშირად გაზომვა სასურველ მდგომარეობასთან

მიმართებით. განათლების მკვლევარები და ექსპერტები სწავლებისა და სწავლის მონიტორინგს

და სათანადო მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და

სკოლის წარმატების განმსაზღვრელ აუცილებელ ფაქტორად მიიჩნევენ (მარზანო, 2003).

მონიტორინგის გარეშე შეუძლებელია სწავლებისა და სწავლის პრაქტიკაში არსებული

ხარვეზების იდენტიფიცირება და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით მათი

კორექტირება.

სწავლისა და სწავლების ეფექტური მონიტორინგი მოითხოვს ყურადღების მიქცევას

როგორც მოსწავლეების სწავლის შედეგებზე, ასევე საკლასო ოთახში სწავლების პროცედურებსა

და სხვადასხვა სასკოლო პოლიტიკასა თუ პრაქტიკაზე.

სწავლის მონიტორინგი გულისხმობს მოსწავლეების აკადემიური პროგრესის გაზომვასა

და მიღებული შედეგების გაანალიზებას. ,,ამ მიმართულებით სწავლის, ანუ მოსწავლეების

მიღწევების მონიტორინგს ძირითადად ახორციელებს მასწავლებელი სამი სახის შეფასების

ხშირი გამოყენებით. ესენია:

სადიაგნოსტიკო შეფასება _ სწავლის დაწყებამდე: რა იციან მოსწავლეებმა?

განმავითარებელი შეფასება _ სწავლის დროს: რას სწავლობენ მოსწავლეები?

განმსაზღვრელი შეფასება _ სწავლის შემდეგ: რა ისწავლეს მოსწავლეებმა?“ (9, გვ: 48-49).

თავდაპირველად სკოლის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი

ფაქტორი, მოსწავლეების მიღწევების მონიტორინგი, გულისხმობდა მასწავლებლის მიერ

მოსწავლის სწავლის პროცესისა თუ შედეგების შეფასებას და სწავლების პრაქტიკაში შესაბამისი

კორექტივების შეტანას. ,,თუმცა აღნიშნულ პროცესში მზარდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის

თვითშეფასებას). შესაბამისად, წარმატებულ სკოლებში მასწავლებლებთან ერთად მონიტორინგის

პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მოსწავლეები, რომლებიც აკვირდებიან საკუთარი სწავლის

პროცესს, აანალიზებენ და იღებენ შესაბამის ზომებს. მასწავლებლებს შეუძლიათ

მნიშვნელოვნად დაეხმარონ მოსწავლეებს თვითშეფასების განხორციელებაში სხვადასხვა

შეკითხვისა და დავალების საშუალებით:

თქვენი ნამუშევრის რომელი ნაწილი იყო ყველაზე მეტად ეფექტიანი?

თავიდან რომ სწავლობდეთ აღნიშნულ საკითხს, რას გააკეთებდით განსხვავებულად?

რა ღონისძიებები/ქმედებები დაგეხმარებათ უკეთესი შედეგების მიღწევაში?” (9, გვ: 50).

წარმატებულ სკოლებში საგნის მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეების მიღწევებს

მონიტორინგს უწევს სკოლის ადმინისტრაციაც. ადმინისტრაცია მიმოიხილავს ე. წ. `დიდ

სურათს“, რაც გულისხმობს მოსწავლეების მიღწევების შესახებ მონაცემების გამთლიანებას და

შემდეგ დანაწევრებას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, როგორებიცაა: მიღწევები სქესის,

ასაკობრივი ჯგუფების, საგნობრივი ჯგუფების, სასწავლო წლების მიხედვით და სხვ. ასეთი

სახის ანალიზის დროს იყენებენ განმსაზღვრელ შიდა სასკოლო ან გარე შეფასების შედეგებს.

Page 6: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

6

საქართველოს შემთხვევაში ასეთი შეფასების მაგალითებია ნეიტრალური მასწავლებლის მიერ

შედგენილი ტესტები, ერთიანი ეროვნული გამოცდები, საატესტატო გამოცდები, ოლიმპიადები,

საერთაშორისო კვლევები (PISA, PIRLS და ა. შ.).

წარმატებულ სკოლებში მოსწავლეების მიღწევების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ და

აანალიზებენ იმისთვის, რომ აღმოაჩინონ ხარვეზები და დაგეგმონ მათი გამოსწორების გზები.

მოსწავლეების სწავლის პროცესისა და სწავლის შედეგების პარალელურად მონიტორინგს

უწევენ უშუალოდ სწავლების პროცესს.,,ამ მიმართულებით მონიტორინგი ფოკუსირებული

უნდა იყოს ორი ძირითადი საკითხის გარშემო:

1) რა სასწავლო მიზნები (ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების განვითარება) აქვთ

მასწავლებლებს დასახული მოსწავლეებისთვის?

2) როგორ უზრუნველყოფენ მასწავლებლები მოსწავლეების მიერ აღნიშნული მიზნების

მიღწევას?” (9, გვ: 52).

სწავლების მონიტორინგზე უპირველესი პასუხისმგებელი პირი არის სკოლის

დირექტორი. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სკოლის ადმინისტრაცია

უნდა დარწმუნდეს, რომ სკოლაში სწავლება მიმდინარეობს სკოლის მიერ შემუშავებული

მიზნების შესაბამისად და თანამედროვე მეთოდებისა და სასწავლო მასალების გამოყენებით.

,,წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლა ემსგავსება ბევრი იზოლირებული საკლასო ოთახის

ერთობლიობას, სადაც მასწავლებლები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ და/ან რაც სურთ, რაც

ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიან სწავლებას“ (9, გვ: 52).

სწავლების მონიტორინგის მიზნით სკოლის ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა წყარო

არსებობს. ეს შეიძლება იყოს: მოსწავლეების აკადემიური შედეგები, საგაკვეთილო პროცესი,

მასწავლებლის მიერ შემუშავებული საგნობრივი სასწავლო გეგმა, მოსწავლეების საშინაო

დავალებები, მასწავლებლის მიერ შემუშავებული ან გამოყენებული ტესტური დავალებები,

პროექტები, პორტფოლიოები, მასწავლებლის მიერ შესრულებული წერილობითი

განმავითარებელი შეფასებები, მშობლებისა და მოსწავლეების გამოკითხვა და სხვ. ზემოთ

ჩამოთვლილ წყაროებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გაკვეთილზე ე. წ.

ფორმალურ ან არაფორმალურ დასწრებას (12, გვ: 124). მკვლევარების აზრით, სწორედ

გაკვეთილებზე ხშირი დასწრებითა და მასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიცემით

შეუძლია სკოლის დირექტორსა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს ყველაზე დიდი

ეფექტი მოახდინონ მოსწავლეების მიღწევებზე.

კვლევები ცხადყოფს, რომ სწავლისა და სწავლების მონიტორინგი ეფექტურია მაშინ,

როდესაც იგი მიმართულია ხარისხის გაუმჯობესებაზე და არა რაიმე სახის სანქციების

ამოქმედებაზე. ეფექტურ სკოლებში შეცდომები მიიჩნევა სწავლისა და გაუმჯობესების

შესაძლებლობად. ხშირი მონიტორინგი მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ეხმარება დროუ-

ლად შენიშნონ და ყოველგვარი შიშის გარეშე აღიარონ არსებული ხარვეზები და დროულად

აღმოფხვრან ისინი (9, გვ: 53).

,,განათლების დარგის თანამედროვე მკვლევარები მიუთითებენ რამდენიმე მნიშვნელოვან

გარემოებაზე, რაც აუცილებელსა და სასარგებლოს ხდის სკოლის დირექტორის მიერ საგაკვეთილო

პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას:

გაკვეთილებზე დასწრებით სკოლის დირექტორი სკოლაში ამკვიდრებს განათლების ხარისხზე

ორიენტირებულ გარემოს და აჩვენებს მასწავლებლებს, რომ სწავლება და თითოეული

გაკვეთილის ჩატარების ხარისხი მისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს;

Page 7: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

7

რაც უფრო ხშირად ესწრება სკოლის დირექტორი გაკვეთილებს, მით უფრო დეტალურ

ინფორმაციას იღებს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება სკოლაში;

სკოლის დირექტორის მიერ გაკვეთილებზე რეგულარული დასწრების შემთხვევაში,

მასწავლებლები მუდმივად მონიტორინგის მოლოდინში არიან, რაც მათ ეხმარება კიდევ უფრო

დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას და მაქსიმალურად გამოიყენონ

საკუთარი შესაძლებლობები სწავლის პროცესში;

დირექტორს შეუძლია კომპეტენტური და ინფორმირებული პასუხი გასცეს მშობლებს,

რომლებსაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები ამა თუ იმ მასწავლებლის სწავლების მეთოდებისა

და თუ მოსწავლეებთან დამოკიდებულების შესახებ;

დირექტორი იღებს ინფორმაციას მასწავლებლის პროფესიული განვითარების საჭიროებების

შესახებ;“ (12, გვ:116-117);

გაკვეთილზე დასწრების მომხრე მკვლევარები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ

მასწავლებლის მიერ მიღებული საუნივერსიტეტო განათლება თუ პროფესიული განვითარების

ტრენინგები აღნიშვნის ღირსია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებლის მიერ მიღებული

ცოდნის გამოყენება ყოველთვის არ/ვერ ხდება საკლასო ოთახში სუბიექტური თუ ობიექტური

მიზეზების გამო. ამიტომ, მასწავლებლის პროფესიონალიზმის შეფასებისთვის გადამწყვეტი

მნიშვნელობა ენიჭება მის მიერ ჩატარებული გაკვეთილების ნახვას.

უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად მასწავლებლები უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ

როგორც ზოგადად მასწავლებლის შეფასების სისტემის, ასევე, კონკრეტულად, დირექტორის ან სხვა

უფლებამოსილი პირის გაკვეთილზე დასწრების მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როგორც

სკოლის დირექტორმა, აგრეთვე მასწავლებლებმაც კარგად გააცნობიერონ, რომ მასწავლებლის

შეფასებასა და გაკვეთილზე დასწრებას აქვს არა მხოლოდ განმსაზღვრელი, არამედ, უპირველეს

ყოვლისა, განმავითარებელი დანიშნულება.

კვლევის მიზანია გაკვეთილზე დასწრების ეფექტური ფორმებისა და მექანიზმის გაზიარების

საფუძველზე გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება ამ პროცესის უმტკივნეულოდ და ნაკლები

სტრესის გარეშე განსახორციელებლად. კვლევაში განვიხილავ გაკვეთილზე დასწრების ტრადიციულ

და თანამედროვე მოდელებს და მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკას,

რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გაკვეთილზე დასწრების როგორც ტრადიციული, ასევე

თანამედროვე მოდელის გამოყენების პირობებში.

გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები:

გაკვეთილზე დასწრებაზე საუბრის დროს, ბუნებრივია, ისმის კითხვა: ვინ ახორციელებს

გაკვეთილების მონიტორინგსა და შეფასებას? რა თქმა უნდა, სასურველია, გაკვეთილებზე დასწრება

უშუალოდ დირექტორმა განახორციელოს. თუმცა აღნიშნული დამოკიდებულია სკოლის ზომასა და

მასწავლებლების რაოდენობაზე. თუ სკოლაში მასწავლებლების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ

სკოლის დირექტორი ვერ შეძლებს საკმარისი რაოდენობით გაკვეთილებზე დასწრებას,

შესაძლებელია ეს ფუნქცია მან განახორციელოს თავის მოადგილესთან და/ან კათედრის

ხელმძღვანელებთან ერთად. ამ შემთხვევაში, გაკვეთილებზე დასწრების შედეგად თანმიმდევრული

და სანდო ინფორმაციის მიღების მიზნით აუცილებელია, რომ სკოლის დირექტორმა გააცნოს

კოლეგებს გაკვეთილებზე დასწრების მიზანი, გაკვეთილის მსვლელობის შეფასების კრიტერიუმები,

მოსალოდნელი შედეგები და მასწავლებლებისათვის კომენტარების გაზიარების ფორმები და

სპეციფიკა.

Page 8: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

8

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება

და შეფასება, ანუ ურთიერთდასწრება. მასწავლებლებისათვის, შესაძლებელია, დასწრების ასეთი

ფორმა უფრო მისაღები იყოს, რადგან ეს ნაკლებ სტრესთან არის დაკავშირებული. ბოლო წლებში

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ სკოლის მასწავლებლები, სადაც კოლეგების დასწრების

პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული, გაკვეთილზე დასწრების ძირითად მიზნად მიიჩნევდნენ

განმავითარებელ შეფასებასა და პროფესიულ განვითარებას. შესაბამისად, მასწავლებლები,

რომლებისთვისაც დირექტორის დასწრების პრაქტიკა იყო ცნობილი, გაკვეთილზე დასწრებას

მიიჩნევდნენ განმსაზღვრელი შეფასების ფორმად. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ გაკვეთილზე

დასწრების სურვილს უფრო მეტად გამოხატავდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც აღნიშნული

პრაქტიკის მიზნად მიიჩნევდნენ მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას. თუმცა, კოლეგების მიერ

დასწრების აღნიშნული მოდელის გამოყენების დროს ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები ცდილობენ

ერთმანეთს ასიამოვნონ და შესაბამისად ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას სწავლების უარყოფით

მხარეებზე. ხშირად მასწავლებელი სთხოვს კოლეგებს, ობიექტურად შეაფასონ მისი ჩატარებული

გაკვეთილი. თუმცა როგორც კი ობიექტურ და ზოგიერთ შემთხვევაში ნეგატიურ შეფასებას ისმენს,

ურთიერთობა მასწავლებლებს შორის იძაბება და ხანდახან შეიძლება შეწყდეს კიდეც. ბუნებრივია,

ყველაფერი ეს წინასწარაა გასათვალისწინებელი დირექტორის მიერ.

გარდა ამისა, კოლეგების დასწრებასთან მიმართებით არსებობს არასასურველი პრაქტიკის

გაზიარებისა და გავრცელების რისკი. სკოლის დირექტორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ

მასწავლებლები, რომლებიც კოლეგებს ესწრებიან და რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევენ,

ექსპერტები არიან სწავლისა და სწავლების საკითხებში და სრულდ იზიარებენ სკოლის

ღირებულებებსა და ფილოსოფიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, კოლეგების დასწრებამ

უფრო უარყოფითი შედეგები გამოიღოს, ვიდრე დადებითი.

გაკვეთილზე დასწრება დირექტორის მხრიდან სათანადო მომზადებას მოითხოვს.

აღნიშნული ფუნქციის ეფექტურად განხორციელებისათვის სკოლის ხელმძღვანელი სიღრმისეულად

უნდა ერკვეოდეს სწავლების საკითხებში. ამასთანავე, საკლასო ოთახში სწავლებისა და სწავლის

მონიტორინგის მიზნით შესვლამდე სკოლის დირექტორმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რომელი

კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს გაკვეთილის მსვლელობას. გაკვეთილზე დასწრება მხოლოდ

იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს სწავლების მონიტორინგის ეფექტიანი ინსტრუმენტი, თუ

სკოლის დირექტორმა ან შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა, ზუსტად იცის, რას აკვირდება,

რის შესახებ აგროვებს ინფორმაციას და რას აფასებს.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2011 წელს

გამოცემულ ,,სკოლის დირექტორის პრაქტიკულ გზამკვლევშია“ აღნიშნული, ,,საკლასო პრაქტიკის

ანუ საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანი მონიტორინგი ეფუძნება 7 ძირითად კრიტერიუმს.

ესენია:

1. მიზნები და მოსალოდნელი შედეგები; 2. სწავლების პრაქტიკა; 3. გაკვეთილის მსვლელობა; 4. მოსწავლეების ჩართულობა; 5. კლასის მართვა; 6. უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო;

7. შეფასება. (9, გვ: 53).

გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმების წინასწარ დამუშავება სკოლის დირექტორს

მნიშვნელოვნად ეხმარება საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგში. თუმცა, გაკვეთილის

Page 9: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

9

მსვლელობის სიღრმისეული და სრული შეფასებისთვის სასურველია, დირექტორმა განსაზღვროს

სასურველი მდგომარეობა თითოეული კრიტერიუმის მიხედვით.

ქ. ჩაჩხიანისა და შ. ტაბატაძის მიერ 2010 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში ,,სასწავლო

პროცესის ხელმძღვანელობა (გზამკვლევი სკოლის ადმინისტრაციისათვის) მოცემულია გაკვეთილის

შეფასების სქემა, რომელიც გაკვეთილის მონიტორინგის დასახელებულ 7 კრიტერიუმთან ერთად

მოიცავს ინდიკატორებსაც (12, გვ: 130-135). ,,აღნიშნული სქემის შემუშავების დროს გამოყენებული

იყო კიმ მარშალისა (2009) და სალი ზეპედას (2007) ნაშრომები და, ასევე, ამერიკის ჯორჯიის შტატის

მასწავლებელთა შეფასების დოკუმენტი“ (12, გვ: 129).

მნიშვნელოვანია, რომ შეფასების კრიტერიუმებისა და ადმინისტრაციის მოლოდინების

შესახებ წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია მასწავლებლებს. კრიტერიუმების გაზიარება მასწავლებლებს

ეხმარება თვითშეფასებაში. კერძოდ, მასწავლებელი შეძლებს გააანალიზოს მისი სწავლების პრაქტიკა

შეფასების კრიტერიუმებთან მიმართებით და შეძლებისდაგვარად გააუმჯობესოს იგი. უფრო მეტიც,

გაკვეთილის შეფასების პროცესში, სკოლის სპეციფიკის უკეთ ასახვის მიზნით, სკოლის დირექტორს

შეუძლია მასწავლებლებიც ჩართოს აღნიშნული კრიტერიუმების შემუშავების პროცესში.

რამდენადაც სასურველია დეტალური კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება

მასწავლებლებისათვის, იმდენადვე რთულია თითოეული მათგანის მიხედვით მონაცემების

შეგროვება გაკვეთილზე დასწრების დროს. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ სკოლის დირექტორმა

შეიმუშაოს მონაცემების შეგროვების სისტემა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორის

ჩანაწერები იყოს მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია, ანუ კონკრეტულად რა გააკეთა მასწავლებელმა

ან მოსწავლემ. გაკვეთილზე მოპოვებული მონაცემების ანალიზი და პასუხის გაცემა კითხვაზე

”როგორ?” სკოლის დირექტორს შეუძლია გაკვეთილის დასრულების შემდგომ მონაცემების

განხილვის დროს.

გაკვეთილზე დასწრების ტრადიციული და თანამედროვე მოდელები:

განათლების ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ გაკვეთილზე დასწრება მასწავლებლის

საქმიანობის და ზოგადად სწავლების ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების ერთ-ერთი

უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. განასხვავებენ 2 სახის დასწრებას: ფორმალურსა და არაფორმალურს.

ტრადიციული მოდელი, ანუ ფორმალური დასწრება გულისხმობს წინასწარ ჩასატარებელ

მნიშვნელოვან სამუშაოებს და გაკვეთილზე ხანგრძლივი დროით დასწრებას. თანამედროვე

მოდელი, ანუ არაფორმალური დასწრება კი მოიაზრებს ხანმოკლე, ინტენსიურ და გაუფრთხილებელ

დასწრებებს.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში ფორმალური დასწრების არსებობა არ

გამორიცხავს არაფორმალური დასწრების პრაქტიკის განხორციელებას. ორივე მოდელს გააჩნია

საკუთარი ღირსებები და ნაკლოვანებები. ამიტომ, სასურველია სკოლის დირექტორმა ორივე ტიპის

დასწრება გამოიყენოს მასწავლებლის საქმიანობისა და ზოგადად, სწავლა-სწავლების პროცესის

შეფასების მიზნით.

გაკვეთილზე ფორმალური დასწრება (გაკვეთილზე დასწრების ტრადიციული მოდელი):

გაკვეთილზე ფორმალური დასწრება (ანუ გაკვეთილზე დასწრების ტრადიციული მოდელი) -

გულისხმობს როგორც არაფორმალურ, ასევე ფორმალურ დასწრებებს, თუმცა განსაკუთრებულ

აქცენტს სწორედ ამ უკანასკნელზე აკეთებს. ფორმალური დასწრება საკმაოდ შრომატევადი პროცესია

და იგი სპეციალურ დროსა და მომზადებას მოითხოვს როგორც დირექტორის, ასევე მასწავლებლის

მხრიდან. ფორმალური დასწრება სტრუქტურულად სამ კომპონენტს მოიცავს: გამხსნელი შეხვედრა,

Page 10: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

10

გაკვეთილზე დასწრება და შემაჯამებელი შეხვედრა. ფორმალური დასწრების დროს სამივე

კომპონენტის განხორციელება მნიშვნელოვანია მისი ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.

ფორმალური დასწრება სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს სიღრმისეულ ინფორმაციას

აწვდის სწავლებისა და სწავლის პროცესის შესახებ. თუმცა, ამასთანავე, დროის დიდ რესურსს

მოითხოვს, რის გამოც მისი განხორციელება თითოეულ მასწავლებელთან შესაძლებელია სასწავლო

წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ. ამიტომაცაა, რომ მასწავლებელთა ხელმძღვანელობის

და შეფასების როგორც ტრადიციული, აგრეთვე თანამედროვე მოდელების ავტორები მიუთითებენ

შედარებით უფრო ხშირი ე. წ. არაფორმალური დასწრებების აუცილებლობაზე.

ა) გამხსნელი შეხვედრა - დირექტორისა და მასწავლებლის წინასწარი შეხვედრაა, რომელიც,

უპირველეს ყოვლისა, ხელს უწყობს თანამშრომლობითი, კეთილგანწყობილი და საქმიანი

ურთიერთობის დამყარებას დირექტორსა და მასწავლებელს შორის. შეხვედრაზე მასწავლებელი

დირექტორს აწვდის მთელ რიგ ინფორმაციას, რაც საშუალებას აძლევს მას, მომზადებული შევიდეს

გაკვეთილზე და სრულფასოვნად შეძლოს მისი დინამიკის შეფასება

მკვლევარებმა 2007 წელს შეიმუშავეს გამხსნელი შეხვედრის ფორმა (დანართი 1), რომელიც

სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს გაუადვილებს გაკვეთილზე დასწრებისათვის საჭირო

ინფორმაციის ორგანიზებას.

და რადგანაც გაკვეთილზე დასწრების თითოეული კომპონენტის უპირველესი მიზანი არის

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა,

სასურველია, თუ დირექტორი დაეხმარება მასწავლებელს დაგეგმვის დროს გამოკვეთილი

ხარვეზების გამოსწორებაში. მაგალითად, თუ სკოლის დირექტორს მიაჩნია, რომ მასწავლებელს

არასწორად აქვს შერჩეული შეფასების მეთოდები, მას შეუძლია ჩაეკითხოს მასწავლებელს, თუ

რატომ შეარჩია ეს კონკრეტული მეთოდები; რატომ ფიქრობს, რომ მათი გამოყენება უფრო

რელევანტურია სხვა მეთოდებთან შედარებით; რა შედეგებს მიიღებდა ალტერნატიული მეთოდების

გამოყენების შემთხვევაში და ა. შ.

ბ) გაკვეთილზე დასწრება - ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია როგორც ჩანაწერების

სახით, აგრეთვე ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით. ვიდეო და აუდიო ჩანაწერი გაკვეთილის

გაცილებით დეტალური შეფასების შესაძლებლობას იძლევა. განსაკუთრებით მიმზიდველია ის

ფაქტი, რომ დასწრების შემდგომ შეხვედრაზე დირექტორს შეუძლია აჩვენოს მასწავლებელს მისი

გაკვეთილის ჩანაწერი თუმცა, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის პირობებში, შესაძლებელია

დირექტორს არ ჰქონდეს თითოეული გაკვეთილის ჩანაწერის ნახვისათვის საკმარისი დრო.

მკვლევარები გვთავაზობენ კითხვარის ნიმუშს (დანართი 2), რომლის გამოყენებაც

შესაძლებელია გაკვეთილის მონაცემების შეგროვების მიზნით. აღნიშნული კითხვარის მიზანია

შეაგროვოს როგორც რაოდენობრივი, აგრეთვე თვისებრივი მონაცემები ზოგადად გაკვეთილის

მიმდინარეობის შესახებ.

ასევე განხილულია, რომ დირექტორს სეუზლია ფოკუსირება აიღოს მხოლოდ გაკვეთილის

რომელიმე კრიტერიუმზე, მაგალითად, შეფასება, მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორმა სწორად შეაფასოს გაკვეთილზე დასწრების მიზანი,

განსაზღვროს, თუ რა სახის მონაცემების შეგროვება სჭირდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

და შეიმუშაოს მონაცემების აღრიცხვის შესაბამისი ფორმა.

გ) შემაჯამებელი შეხვედრა - გამხსნელი შეხვედრისა და გაკვეთილზე დასწრების შემდეგ

აუცილებელია მასწავლებელთან შეხვედრა და მასთან ერთად გაკვეთილზე შეგროვებული

მონაცემებისა და შთაბეჭდილებების განხილვა. აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებულად

მნიშვნელოვანია, რადგან იგი საშუალებას აძლევს მასწავლებელს რაოდენობრივ და თვისებრივ

Page 11: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

11

მონაცემებზე დაყრდნობით ხელმძღვანელთან ერთად განიხილოს სწავლების სხვადასხვა

კომპონენტი და იფიქროს მისი გაუმჯობესების გზებზე.

ზოგიერთ შემთხვევაში სკოლის ხელმძღვანელები ამჯობინებენ მასწავლებლებთან

წერილობით კომუნიკაციას. თუმცა, კიმ მარშალი (2009) მიუთითებს პირისპირ შეხვედრის

აუცილებლობაზე. რაც რამდენიმე გარემოებით არის განპირობებული:

სკოლის დირექტორს შეუძლია შეაფასოს, რამდენად კონსტრუქციულად უდგებიან

მასწავლებლები გაკვეთილის შეფასების საკითხს და მათი რეაქციების მიხედვით

კორექტირება გაუკეთონ კომენტარებს შეხვედრის მსვლელობის დროს;

მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს დააზუსტოს გარკვეული საკითხები და აუხსნას

სკოლის დირექტორს თუ რითი იყო განპირობებული მისი ესა თუ ის ქმედება;

და ბოლოს, პირისპირ შეხვედრა გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს სკოლის

დირექტორის მხრიდან, ვიდრე წერილობითი კომენტარის მომზადება.

სახელმძღვანელოში ,,სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობა“ (ქ. ჩაჩხიანი, შ. ტაბატაძე, 2010)

აღნიშნულია, რომ ,,სასურველია დირექტორი მასწავლებელს შეხვდეს გაკვეთილზე

დასწრებიდან არაუგვიანეს 24 საათის შემდეგ. ასეთი შუალედი მოსახერხებელია რადგან

დირექტორს აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რათა მოემზადოს შეხვედრისათვის: გადახედოს

წინასწარი შეხვედრის ფორმას, გაკვეთილზე შეგროვებულ რაოდენობრივ და თვისებრივ

მონაცემებს და გააანალიზოს იგი გაკვეთილის შეფასების რუბრიკის მიხედვით. 24-საათიანი

შუალედი ოპტიმალური პერიოდია მასწავლებლისთვისაც. მას საკმარისი დრო აქვს იმისთვის

რომ გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, შეაფასოს და მოემზადოს დირექტორთან

შეხვედრისათვის“ (12, გვ: 145-146). შეხვედრის ხანგრძლივი გადავადების შემთხვევაში, როგორც

მასწავლებლისთვის, ასევე დირექტორისთვის რთული ხდება ინფორმაციის გახსენება.

შეხვედრის ეფექტურად წარმართვის მიზნით სასურველია სკოლის დირექტორმა

იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით:

გაკვეთილის შესახებ კომენტარი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ

ფაქტებს/მონაცემებს და არა ზოგად შთაბეჭდილებებსა და შეფასებებს.

დირექტორის კომენტარი ყოველთვის უნდა დაიწყოს გაკვეთილის ძლიერი მხარეების

მიმოხილვით.

დირექტორსა და მასწავლებელს შორის შეხვედრა არის ორმხრივი პროცესი.

დირექტორმა თავი უნდა შეიკავოს მასწავლებლებისათვის “მზა რეცეპტების” მიწოდებისაგან.

დირექტორის თითოეული კომენტარი უნდა იყოს გაწონასწორებული და

კონსტრუქციული და უნდა შეიცავდეს პრობლემის მოგვარების გზებს.

როგორც აღინიშნა, გაკვეთილზე დასწრების უპირველესი მიზანი არის მასწავლებლის

პროფესიული განვითარება და, შესაბამისად, მოსწავლეების მიღწევების გაუმჯობესება. ამიტომ

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და დირექტორმა ერთად შეიმუშაონ პროფესიული

განვითარების გეგმა. თავის მხრივ, დირექტორმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს მასწავლებლის

განვითარებას და მომდევნო დასწრებების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, თუ

როგორ ახერხებს მასწავლებელი ხარვეზების გამოსწორებასა და სწავლების ხარისხის

გაუმჯობესებას. მეორე მხრივ, დირექტორმა უნდა იფიქროს, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს

მასწავლებელი კოლეგებს სწავლების იმ კომპონენტებში, რომელშიც მას დიდი გამოცდილება და

ექსპერტიზა გააჩნია.

Page 12: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

12

გაკვეთილზე ფორმალურ დასწრებასთან დაკავშირებული რისკები და ძლიერი მხარეები :

გაკვეთილზე ფორმალური დასწრების მოდელი მასწავლებლის საქმიანობისა და

სწავლება-სწავლის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა,

გასათვალისწინებელია მასთან დაკავშირებული კიმ მარშალის (2009) მიერ ჩამოყალიბებული

რისკები, რასაც დეტალურად აღწერენ ავტორები (ქ. ჩაჩხიანი, შ. ტაბატაძე) სახელმძღვანელოში

,,სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობა“ (2010, გვ: 149-152):

გაკვეთილზე ფორმალური დასწრება დირექტორის მხრიდან საკმაოდ დიდ დროს

მოითხოვს, რის გამოც იგი სასწავლო პროცესის უმნიშვნელო ნაწილის მონიტორინგს

ახერხებს. მაგალითად, თუ ერთი მასწავლებელი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში

ატარებს საშუალოდ 720 გაკვეთილს (180 სასწავლო დღე გავამრავლოთ დღეში ოთხ

გაკვეთილზე), და დირექტორი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ მის ჩატარებულ ერთ

გაკვეთილს ესწრება, ეს ნიშნავს, რომ დირექტორი მონიტორინგს უწევს მთელი პროცესის

0.1%-ს, დანარჩენი 99,9% -ის შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს, გარდა არაპირდაპირი

ინფორმაციისა (მოსწავლეებისა და მშობლების შთაბეჭდილებები, საკლასო ჟურნალები

და ა. შ.). მასწავლებლის საქმიანობისა და სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესება კი

ინტენსიურ მონიტორინგსა და შეფასებებს/კომენტარებს საჭიროებს;

ფორმალური დასწრება ყოველთვის არ იძლევა ობიექტური ინფორმაციის მიღების

შესაძლებლობას. მასწავლებლები იმდენად განსაკუთრებულად ემზადებიან

დასწრებისთვის, რომ ხშირად მათი ჩაცმულობიდანაც კი ცხადი ხდება, რომ მათ

გაკვეთილს იმ დღეს სკოლის დირექტორი ესწრება.

გაკვეთილის შესახებ სრულყოფილი მონაცემების შეგროვება წინასწარ შემუშავებული

კითხვარებისა და ფორმების საშუალებით საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს

დირექტორებისთვის. შესაბამისად, ამა თუ იმ მიზეზის გამო, დირექტორი ვერ ახერხებს

სათანადო ინფორმაციის მოპოვებასა და კომუნიკაციას მასწავლებლებთან, ფორმალური

დასწრება და მასზე დახარჯული რესურსები დანიშნულებასა და აქტუალობას კარგავს;

მასწავლებლის საჩვენებელი გაკვეთილი საერთოდაც რომ არ განსხვავდებოდეს

ჩვეულებრივი გაკვეთილებისაგან, სკოლის დირექტორს მაინც გაუჭირდება წელიწადში

ერთი ან ორი დასწრებით სრულფასოვნად შეაფასოს მისი სწავლების ხარისხი.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული რისკებისა, მიგვაჩნია, რომ გაკვეთილზე ფორმალური

დასწრება სასწავლო პროცესის მონიტორინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია შემდეგი

გარემოებების გამო:

სავსებით შესაძლებელია, რომ გაკვეთილზე ფორმალური დასწრების დროს ადგილი

ჰქონდეს საგანგებოდ “დადგმულ” გაკვეთილს. ამ შემთხვევაში, სკოლის დირექტორს

ნაკლებად შეუძლია შეაფასოს, თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება ყოველდღიურად,

თუმცა კი ნამდვილად მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი გაკვეთილის

“დადგმა” შეუძლია მასწავლებელს საგანგებოდ მომზადების პირობებში.

გაკვეთილზე ფორმალური დასწრება წარმოადგენს სწავლების პროცესში აღმოჩენილი

ცალკეული პრობლემების მოგვარების ეფექტურ საშუალებას. ჯანსაღი თანამშრომლობის

პირობებში, სკოლის დირექტორს შეუძლია წინასწარ განიხილოს მასწავლებელთან და

სწავლებასთან დაკავშირებული არსებული პრობლემა, შეიმუშაოს შესაბამისი ფოკუსით

გაკვეთილის მონიტორინგის/მონაცემების შეგროვების ფორმა და დაესწროს გაკვეთილს,

რომელზეც მასწავლებელი სწავლების იმ მეთოდებისა და მხარეების წარმოჩენას

შეეცდება, რომელშიც მას გაუმჯობესება და ხელმძღვანელის შეფასებები სჭირდება.

Page 13: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

13

გაკვეთილზე ფორმალური დასწრება იძლევა კონტექსტის წინასწარ გაცნობის

შესაძლებლობას. მასწავლებელთან წინასწარი შეხვედრა მას საშუალებას აძლევს,

მაქსიმალურად ინფორმირებული შევიდეს კლასში და არსებული კონტექსტის

გათვალისწინებით შეაფასოს სწავლისა და სწავლების პროცესი.

და ბოლოს, წინასწარი შეხვედრა ხელს უწყობს მასწავლებელსა და დირექტორს შორის

თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ამდენად, მიუხედავად შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესისა და სხვა რისკებისა,

გაკვეთილზე ფორმალური დასწრება სასწავლო პროცესის მონიტორინგის, შეფასებისა და

გაუმჯობესების ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს. სასურველია, რომ სკოლის დირექტორმა

სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც შეძლოს თითოეული მასწავლებლის

გაკვეთილზე ფორმალური დასწრება. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გაკვეთილზე

ფორმალური დასწრება განხორციელდეს ე. წ. არაფორმალური დასწრებების პარალელურად. ამით

შესაძლებელი იქნება ფორმალურ დასწრებასთან დაკავშირებული მთელი რიგი რისკების

მინიმალიზაცია და მისი ეფექტურობის გაზრდა.

თანამედროვე მოდელი: გაკვეთილზე არაფორმალური დასწრება

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად დიდ პოპულარობას იძენს გაკვეთილზე ე. წ.

არაფორმალური დასწრება. აღნიშნული მოდელის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს

წარმოადგენს კიმ მარშალი, რომელიც ამ სახის მონიტორინგს გაკვეთილზე მინი დასწრებას უწოდებს

(მარშალი, 2009). არაფორმალური დასწრება, ანუ მინი დასწრება გულისხმობს გაკვეთილზე

ხანმოკლე, ხშირ და გაუფრთხილებელ დასწრებებს.

გაკვეთილზე არაფორმალური დასწრების ოპტიმალური ხანგრძლივობის განსაზღვრა

საკმაოდ რთულია. სკოლის დირექტორი თითოეულ საკლასო ოთახში უნდა იყოს საკმარისად მცირე

ხანს იმისთვის, რომ მან შეძლოს სხვა საკლასო ოთახებში ვიზიტიც და სხვა მნიშვნელოვანი

ფუნქციების განხორციელება. ამავდროულად, საკმაოდ ხანგრძლივად იმისთვის, რომ შეძლოს მისი

მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დასკვნების გაკეთება. კიმ მარშალი აღნიშნავს,

რომ 10 წუთი გაკვეთილზე დასწრების ყველაზე ოპტიმალურ ხანგრძლივობას წარმოადგენს. მისი

აზრით, გაკვეთილზე შესვლის მომენტიდან პირველი 5 წუთის განმავლობაში დამსწრე პირი იღებს

მზარდი რაოდენობით ინფორმაციას. 5–15 წუთის მონაკვეთში ახალი ინფორმაციის რაოდენობა

სტაბილური ხდება, ხოლო 15 წუთის შემდეგ კი საკლასო ოთახში გატარებულ ყოველ დამატებით

წუთთან ერთად ახალი ინფორმაციის მიღება მცირდება.

სქემა N1. საკლასო ოთახში მიღებული ინფორმაციის დროში განაწილება

(წყარო: 12, გვ: 154)

0 10 20 30 40 50

მიღ

ებუ

ლი

ინფ

ორ

მაც

ია

გაკვეთილზე დასწრების ხანგრძლივობა (წთ)

Page 14: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

14

კიმ მარშალის მოსაზრებით, ,,რაც უფრო ხშირად შეძლებს სკოლის დირექტორი გაკვეთილზე

დასწრებას, მით უკეთესია. მისი აზრით, სკოლის დირექტორმა მინიმუმ 10–ჯერ მაინც უნდა

მოახერხოს თითო მასწავლებლის გაკვეთილზე დასწრება. ეს მას წარმოდგენას შეუქმნის იმის

შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება საკლასო ოთახებში ყოველდღიურად. გარდა ამისა,

ხშირი დასწრება მასწავლებელს მუდმივი მოლოდინის მდგომარეობაში აყენებს, რაც იმას ნიშნავს,

რომ იგი შეეცდება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თითოეული გაკვეთილის დაგეგმვას და

სრულყოფილად მომზადებული შევიდეს თითოეულ საკლასო ოთახში“ (12, გვ: 155).

გაკვეთილზე არაფორმალური დასწრების ერთ–ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ იგი

გაუფრთხილებლად ხდება. იმისათვის, რომ ასეთმა ვიზიტებმა მასწავლებლებში არ გამოიწვიოს

ზედმეტი სტრესი და უკმაყოფილება, სასწავლო წლის დასაწყისშივე სკოლის დირექტორმა უნდა

აცნობოს მასწავლებლებს გაკვეთილზე გაუფრთხილებელი არაფორმალური დასწრებისა და იმ

პირის/პირების შესახებ, რომლებიც შეიძლება აღნიშნულ დასწრებებს განახორციელებენ.

ფორმალური დასწრებისგან განსხვავებით, არაფორმალური დასწრების დროს სკოლის

დირექტორი თითქმის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს კონკრეტული გაკვეთილის შესახებ.

შესაბამისად, გაკვეთილზე შესვლისთანავე მან ორიენტირება უნდა მოახდინოს არსებულ გარემოში.

იდეალურ სიტუაციაში უმჯობესია, თუ სკოლის დირექტორი წერილობით ჩანაწერებს არ

გააკეთებს გაკვეთილზე დასწრების დროს. მისი აზრით, დირექტორის მიერ თითოეული საკითხის

მონიშვნა მასწავლებლის ნერვიულობას იწვევს.

გაკვეთილზე ნებისმიერი დასწრების დროს დირექტორი უნდა შეეცადოს, მაქსიმალურად

შეამციროს დამკვირვებლის უარყოფითი ეფექტი. ამისათვის, მან წინასწარ უნდა აცნობოს

მასწავლებლებს დასწრების დროს გაკვეთილზე ქცევის წესები, რომელიც გულისხმობს დირექტორის

იგნორირებას როგორც მასწავლებლის, აგრეთვე მოსწავლეების მხრიდან. თავის მხრივ, დირექტორი

უნდა შეეცადოს მაქსიმალურად პასიურ მდგომარეობაში იყოს.

და ბოლოს, გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა და კომენტარი არაფორმალური დასწრების

დროსაც იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც ფორმალური დასწრების დროს. ამიტომ

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად დასწრებების მრავალრიცხოვნებისა, დირექტორმა გამონახოს

დრო და დასწრებიდან 24 საათის განმავლობაში განიხილოს მასწავლებელთან დასწრების დროს

შეგროვებული მონაცემები და შთაბეჭდილებები.

პედაგოგთა საქმიანობისა და საგაკვეთილო პროცესის შესაფასებლად სასურველია სკოლაში

არსებობდეს გაკვეთილებზე მშობლების დასწრების მექანიზმი. ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს

წინასწარ შემუშავებული კითხვარის ფორმა, რომელიც მშობელს გაკვეთილზე შესვლის წინ მიეცემა

და ამ კითხვარის მეშვეობით შეაფასებს საგაკვეთილო პროცესს და პედაგოგის საქმიანობას

გაკვეთილზე. მაგალითად, რამდენად შეუძლია პედაგოგს მოსწავლეებთან ინდივიდუალური

მუშაობა, უთმობს თუ არა იგი ყველა მოსწავლეს მეტ-ნაკლებად თანაბარ დროს, ხომ არ ჰყავს

მასწავლებელს კლასში ე. წ. ფავორიტი მოსწავლეები, რომლებსაც ყოველ გაკვეთილზე იძახებს,

მიმართვას თუ არა განსაკუთრებულ მეთოდებს ნაკლებად მოტივირებული მოსწავლეების

საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის და ა. შ. (11, გვ: 124).

მონიტორინგის აღნიშნული ეტაპები და მექანიზმები ძალზე სასარგებლოა, რადგან იგი

საშუალებას იძლევა რეგულარულად განხორციელდეს სკოლაში სასწავლო პროცესის მონიტორინგის

პროცესი.

Page 15: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

15

&2. კვლევის დიზაინი

კვლევის სამიზნე ჯგუფი

კვლევის სამიზნე ჯგუფად ავიღე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლები.

გამოკითხვები ჩავატარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში (სულ

9 სკოლა). გამოკითხვის ანკეტა დაურიგდა სულ 115 მასწავლებელს, მაგრამ საბოლოოდ

სტატისტიკისათვის ვარგისი აღმოჩნდა მხოლოდ 107 ანკეტა. ინტერვიუირების გზით კი

გამოიკითხა 12 მასწავლებელი (კერძო სკოლა „ელიტსქული“– 6 მასწავლებელი, სოფ.

შუაღელეს საჯარო სკოლა 4 მასწავლებელი, ქობულეთის #1 საჯარო სკოლა 2 მასწავლებელი)

კვლევის მეთოდები

შედეგების მისაღებად, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა როგორც რაოდენობრივი, ასევე

თვისებრივი კვლევა, გამოკითხვის მეთოდით. კერძოდ ჩაგვეტარებინა ანკეტირება და

ინტერვიუ.

$3. გაკვეთილზე დასწრების საკითხისადმი განსხვავებული

დამოკიდებულებების აღწერა

(კვლევის შედეგების ანალიზი)

გაკვეთილზე დასწრების შესახებ არსებული ლიტერატურისა და თეორიული მასალის

მიმოხილვის შემდეგ, ბუნებრივია, დაინტერესება გამოიწვია იმ შეხედულებებმა და

დამოკიდებულებებმა, რომელიც არსებობს გაკვეთილზე დასწრების საკითხისადმი

თანამედროვე სკოლის დირექტორებსა და პრაქტიკოს მასწავლებლებში. ინტერესი

გამოიწვია განსაკუთრებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკოსი (სკოლაში

მომუშავე, და არა მისი საფეხურობრივი რანჟირება) მასწავლებლების მოსაზრებებმა. უნდა

აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა რომ გაკვეთილზე დასწრებისადმი ზოგადად

Page 16: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

16

არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და მასწავლებლებს, როგორც წესი, არასოდეს

სიამოვნებთ სხვა პირის გაკვეთილზე დასწრება, გამოკითხვის პროცესში რესპოდენტები

მაინც საკმაოდ გახსნილები იყვნენ და მაქსიმალურად მივიღე მათგან ის ინფორმაცია, რაც

კვლევის ინტერესს წარმოადგენდა.

როგორც კვლევაზე მუშაობის დროს ჩატარებულმა გამოკითხვებმა ცხადყო, (ზეპირი

ინტერვიუირება, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა ასაკოვანი/ყოფილი მასწავლებლები)

სკოლაში ყველა დროში გამოიყენებოდა და ამჟამადაც გამოიყენება გაკვეთილზე დასწრების

ტრადიციული (ფორმალური) მოდელი. როგორც გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა

ადასტურებს, გაკვეთილზე დასასწრებად შესული პირი ესწრებოდა მთელი გაკვეთილის

განმავლობაში და თუ კი დამსწრე გაკვეთილს ზარის დარეკვამდე ტოვებდა, ეს იმას

ნიშნავდა, რომ ,,მას არ აკმაყოფილებდა მოსმენილი გაკვეთილი და გაკვეთილზე ბოლომდე

დარჩენა დროის არამიზნობრივ ხარჯვად მიაჩნდა“. აღნიშნულმა გამოკითხვებმა იმ

დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ იმ პერიოდის დასწრება წარმოადგენდა ფორმალური და

არაფორმალური დასწრების ნაერთს, რომელიც ორივე მათგანის ელემენტებს მოიცავდა.

კერძოდ, ძირითადად მასწავლებელს გაკვეთილზე ესწრებოდნენ წინასწარი შეთანხმების

გარეშე, რომელიც არაფორმალური დასწრების ელემენტს წარმოდგენს; გაკვეთილის

მოსმენის შემდეგ კი ხდებოდა გაკვეთილის ანალიზი, ანუ ადგილი ჰქონდა ფორმალური

დასწრების ელემენტებსაც: გაკვეთილზე დასწრებასა და შემაჯამებელ შეხვედრას.

გამოკითხული რესპოდენტები ასევე იხსენებენ, რომ ძირითადი „შემმოწმებლები“ მაინც

მაშინდელი რაიონული განათლების განყოფილების წარმომადგენლები - მეთოდისტები (და

არა სკოლის დირექტორები) იყვნენ, რომელთა ,,კეთილგანწყობაზე“ იყო დამოკიდებული ამა

თუ იმ პედაგოგის რეიტინგის განსაზღვრა.

კითხვაზე, ,,თქვენთვის მისაღებია თუ არა გაკვეთილზე დასწრება?“ გამოკითხული

107 მასწავლებლიდან 89%-მა (95 რესპოდენტი) დააფიქსირა დადებითი, 11%-მა (12

რესპოდენტი) კი - უარყოფითი პასუხი. თუმცა, მიღებული მაჩვენებლები ნაკლებად სანდოა,

რადგან არაა გამორიცხული, რომ რესპოდენტებს ამ შემთხვევაში მხოლოდ ,,კვლევის

დამკვეთისადმი“ თავის მოწონების მცდელობა ამოძრავებდათ. წესით ველოდებოდი

პასუხების დაახლოებით 50%-იან რადაციას, რაც ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა, ვიდრე

მიღებული შედეგი. ამაზე ყურადღების გამახვილების საშუალებას მაძლევს ის ფაქტი, რომ

გამოკითხულ მასწავლებელთა 72%-მა გაკვეთილზე დასწრების უარყოფით მხარედ

დაასხელა ემოციური ფონი.

Page 17: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

17

თუმცა აღნიშნული ეჭვი მეტ-ნაკლებად გაქრა ანკეტის შემდეგი პუნქტზე მიღებული

პასუხების შედეგად, სადაც რესპოდენტების უმრავლესობამ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა

გაკვეთილზე დასწრების დადებითი და სხვა უარყოფითი მხარეები. მათი ანალიზისა და

შეჯერების შედეგად გამოვყავი ის ზოგადი ნიშნები, რომელიც რესპოდენტთა

უმრავლესობას ჰქონდა დასახელებული. კერძოდ, გაკვეთილზე დასწრების დადებით

მხარეებად ისინი მიიჩნევენ იმას, რომ ამ პროცესში:

იზრდება როგორც პედაგოგის, ისე მოსწავლის მოტივაცია;

მასწავლებელი უფრო მეტს მუშაობს საკუთარ თავზე და ცდილობს უფრო მეტად

მოემზადოს სასწავლო პროცესისათვის;

პედაგოგი ყოველთვის მობილიზებულია, რაც ხელს უწყობს ცოდნის დონის

ამაღლებას;

გარეშე პირი ადვილად ამჩნევს ნაკლოვანებებს;

მასწავლებელი ითვალისწინებს მიღებულ შენიშვნებს და ცდილობს მათ

გამოსწორებას;

მასწავლებელი ცდილობს ერთნაირად მოემზადოს ყველა გაკვეთილისათვის და ა. შ.

რაც შეეხება გაკვეთილზე დასწრების უარყოფით მხარეებს, ისინი თვლიან, რომ:

დასწრება უარყოფითად მოქმედებს და ემოციურად განაწყობს პედაგოგსაც და

მოსწავლესაც;

მოსწავლეებმა ემოციურ ფონზე შეიძლება მაქსიმალურად ვერ გამოავლინონ ცოდნა;

მასწავლებელმა დაძაბულობის გამო შეიძლება დამსწრეზე ვერ მოახდინოს ის ეფექტი,

რაც ჩაფიქრებული ჰქონდა;

გაკვეთილზე დასწრება და ხარვეზების გამოვლენა არ უნდა გამოვიყენოთ პედაგოგის,

როგორც პიროვნების გაკიცხვის მიზნით;

დასაშვებია, დამსწრემ არაკომპეტენტურობის გამო არასწორად შეაფასოს

მასწავლებელი;

ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენით შეიძლება მასწავლებელს ჩაუვარდეს

გაკვეთილი;

განსაკუთებით უარყოფით შედეგებს იძლევა დამსწრის მხრიდან

არაკეთილგანწყობილი დასწრება.

Page 18: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

18

კითხვაზე ,,რამდენი ხნით ადრეა საჭირო მასწავლებლის ინფორმირება გაკვეთილზე

დასწრების შესახებ“, მასწავლებელთა უმრავლესობა (43%) საამისოდ საკმარის დროდ

მიიჩნევს ერთი დღით ადრე პერიოდს.

კითხვაზე ,,რა სიხშირითაა მისაღები გაკვეთილზე დასწრება“, მასწავლებლებისათვის

ყველაზე ოპტიმალურ ვადას წარმოადგენს სემესტრში 2-3-ჯერ (43%).

კითხვაზე ,,ვისი დასწრებაა უფრო მისაღები თქვენთვის“, პასუხები სხვადასხვანაირად

გადანაწილდა. კერძოდ, მასწავლებლებისათვის ყველაზე მისაღები კანდიდატურა აღმოჩნდა

0%

5%

10%

15%

20%

25%

30%

35%

40%

45%

ერთი დღით

ადრე

დღის

დასაწყისში

10-15 წთ. ადრე ყოველთვის

მზად

უნდა იყოს

43%

21%

28%

8%

0%

5%

10%

15%

20%

25%

30%

35%

40%

45%

წელიწადში

2-3-ჯერ

სემესტრში

2-3-ჯერ

თვეში

2-3-ჯერ

კვირაში

3-4-ჯერ

24%

43%

24%

8%

Page 19: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

19

კათედრის წევრი (33,1%), დირექტორი (23,3%) და დირექტორის მოადგილე სასწავლო

დარგში (20,3%).

ვისი დასწრებაა უფრო მისაღები თქვენთვის?

დირექტორის 31 23,3%

დირექტორის მოადგილის სასწავლო დარგში 27 20,3%

სკოლის ნებისმიერი პედაგოგის 5 3,8%

კათედრის წევრის 44 33,1%

გამოცდილი კოლეგის 6 4,5%

განათლების სამინისტროს წარმომადგენლის 3 2,3%

ნებისმიერი კომპეტენტური პირის 15 11,3%

მშობლის 2 1,5%

აქვე მინდა წარმოგიდგინო გამოკითხულ მასწავლებლებთა რეკომენდაციები,

რომელთა ჩამოყალიბებაც ვთხოვეთ მათ გაკვეთილზე დასწრების სისტემის

უმტკივნეულოდ ფუნქციონირებაში დახმარების მიზნით. ესენია:

დამსწრე გაკვეთილზე უნდა შევიდეს მეგობრულად და მხიარულად, რომ

განიტვირთონ მოსწავლეები;

თუ მასწავლებელი დამსწრე პიროვნების მიმართ გრძნობს კეთილგანწყობასა და მხარ-

დაჭერას, გაკვეთილსაც თავისუფლად და დაბრკოლებების გარეშე ატარებს;

მასწავლებელი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული დასწრების დროისა და

დამსწრის შესახებ;

დამსწრე დადებითად უნდა იყოს განწყობილი მასწავლებლისადმი;

გაკვეთილზე დასწრება უნდა მოხდეს სწავლებაში დახმარების მიზნით და არა მისი

,,გამოჭერის“ მიზნით;

საჭიროა დასწრების შესახებ მოსწავლეთა წინასწარი ინფორმირება;

გარეშე პირის მიერ მოცემული რეკომენდაციები უნდა იყოს სათანადო, კოლე-

გიალური და შესრულებადი;

Page 20: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

20

ვინაიდან გაკვეთილზე დასწრება უნდა მოხდეს მასწავლებლისა და მოსწავლეთა

ცოდნის დონის გამოსავლენად, ამდენად მას რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს;

დამსწრე არ უნდა ჩაერიოს გაკვეთილის მსვლელობაში, მასწავლებელს რეკო-

მენდაციები უნდა მისცეს გაკვეთილის დასრულების შემდეგ;

დასწრება მიზნად უნდა ისახავდეს მასწავლებლისადმი მეთოდური რეკომენ-

დაციების მიცემას;

როგორც ჩატარებული გამოკითხვები ცხადჰყოფს, არც მასწავლებელთა და ბუნებრივია,

არც სკოლის დირექტორების მხრიდან არ იგრძნობა წინააღმდეგობა გაკვეთილზე დასწრების

საკითხისადმი, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული პირობები, რომელთა დაცვა აუცილებელია

გაკვეთილზე დასწრების პროცესის უმტკივნეულოდ და შედეგიანად განსახორციელებლად.

Page 21: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

21

&4. დასკვნები და რეკომენდაციები

1. ნებისმიერ (საჯარო თუ კერძო) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უნდა

ხორციელდებოდეს სასწავლო პროცესის მონიტორინგის გამართული სისტემა,

რომელსაც ექნება სისტემატური (ხშირი) და მიზანმიმართული ხასიათი;

2. სასურველია სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და გაკვეთილის შეფასების

არსებული კრიტერიუმების მიხედვით თითოეულმა სკოლამ შეიმუშაოს

გაკვეთილის შეფასების საკუთარ სკოლაზე მისადაგებული მოქნილი

კრიტერიუმები;

3. სასურველია გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები გაიწეროს ქულობრივი

სისტემით, რაც არა მხოლოდ დაეხმარება სკოლის ადმინისტრაციას მასწავლებლის

რეიტინგის განსაზღვრაში, არამედ ამასთანავე ობიექტურსა და გამჭვირვალეს

გახდის თვითონ შეფასების პროცესსაც;

4. სასურველია სკოლებში უფრო აქტიურად ამოქმედდეს ურთიერთდასწრების

სისტემა, რაც მიაჩვევს მასწავლებლებს სხვა პირის გაკვეთილზე დასწრებას და ამ

გზით მოუხსნის სხვისი დასწრებით გამოწვეულ არასასიამოვნო განცდებს;

5. გაკვეთილზე დასწრებით გამოწვეული უარყოფითი ემოციის შემცირებას მეტ-

ნაკლებად შეუწყობს ხელს:

ა) სკოლებში ვიდეომონიტორინგის სისტემის მასიურად შემოღება;

ბ) სასურველია ვიდეომონიტორინგის თვით საკლასო ოთახებში შემოღებაც

(ბუნებრივია, უხმო ეფექტით), ვინაიდან ასეთ სიტუაციაში მასწავლებელი ზოგადად

მიჩვეული იქნება მონიტორინგსა და კონტროლს;

6. სასურველია სკოლებში მასიურად დაინერგოს ღია სარკმლის პრინციპი, რაც ერთ-

ერთი საუკეთესო ნაცადი ხერხია სასწავლო პროცესის ნორმალური

ორგანიზებისათვის;

7. სასურველია, სკოლებში დაინერგოს ღია კარის კვირეული, რომლის ფარგლებშიც

სკოლა წელიწადში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს ამ

სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს და გაკვეთილების ჩატარების პროცესში

Page 22: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

22

,,ღია კარის“ პრინციპით ეტაპობრივად მიაჩვევს თავისი სკოლის უცხო პირის

დასწრებასა და შესაბამისად მონიტორინგსა და კონტროლს;

8. სასურველია სკოლაში მასწავლებლის თვითშეფასების სისტემის ამუშავება,

რისთვისაც თითოეულმა სკოლამ უნდა შეადგინოს თვითშეფასების გამართული

კითხვარი. აღნიშნული თვითშეფასება მასწავლებელს დაეხმარება არა მხოლოდ

საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებაში, არამედ გაუზრდის მას

პასუხისმგებლობასა და მოტივაციას;

9. სასურველია წახალისების/დასჯის უფრო გამართული სისტემის ამუშავება სკოლაში,

რომლის მიზანი, სხავა დანარჩენთან ერთად, გაკვეთილზე დასწრების შედეგების

გამოყენებაც იქნება;

10. სასურველია სასწავლო პროცისის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

მოსწავლეთა ხშირი და მიზანმიმართული (ანონიმური) გამოკითხვები, რადგან

ნებისმიერი მასწავლებლისა და ნებისმიერი გაკვეთილის ყველაზე ობიექტური

შემფასებელი სწორედ მოსწავლეა და სასწავლო პროცესის მისი თვალით დანახული

და გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეები (ობიექტურობის შემთხვევაში)

ყველაზე კარგი საშუალებაა სამომავლო გეგმების დასასახად;

Page 23: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

23

&5. ინტერვენციების შეფასება

კვლევაზე მუშაობა დავიწყე 2013 წლის გაზაფხულზე (სასწავლო წლის ბოლოსთვის,

ძველი სქემის ფარგლებში), კვლევაზე მუშაობა საკმაოდ გამიგრძელდა, კვლევის პირველი

თეორიული „მხარე“ (ლიტერატურის მიმოხილვა, ანკეტირება და შედეგების ანალიზი)

დასრულდა 2014-2015 სასწავლო წლის დასასრულს. 2015-2016 წლის დასაწყისში ამოქმედდა

„ახალი სქემა“, არჩეული ვიქენი ფასილიტატორად რამაც საშუალება მომცა დირექციისთვის

წარმედგინა წინადადება, რათა კვლევის შედეგები „ჩაგვეშვა“ პრაქტიკაში. სკოლის დირექცია

დაინტერესდა რამდენიმე ფაქტორის გამო, პირველი, რომ სკოლა კერძო იყო და ზრუნავდა

სასწავლო პროცესის მონიტორინგზე და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, და მეორეც

მომდევნო სასწავლო წელი სკოლისთვის (შპს „ელიტსქული“) წარმოადგენდა

საავტორიზაციო წელს, და ხელთ არსებული მასალებით „დაამტკიცებდა“, რომ ის ზრუნავდა

სწავლება–სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

პრაქტიკაში ჩაშვებისთვის საჭირო იყო კვლევის შედეგების გაზიარება (ანუ კვლევა

გამოიცადა შპს „ელიტსულში“ (24 მასწავლებელი)) თანამშრომლებისთვის. კვლევის

პრეზენტირებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და გადავწყვიტეთ ვყოფილიყავით

საკვლევი მასალა.

სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში დირექცია (დირექტორი,

ხარისხის მართვის მენეჯერი, სასწავლო პროცესის კოორდინატორი) სისტემატურად

ახორციელებდა ფორმალურ და არაფორმალურ დასწრებას. (დასწრებას ვახორციელებდით

კათედრებიც (ფორმალური დასწრება), თუმცა მეტად ეფექტური იყო დირექციის დასწრება).

მასწავლებლები მუდმივი მონიტორინგის მოლოდინში მუდამ მზადყოფნაში ვიყავით,

დატვირთული მრავალფეროვანი რესურსებით და აქტივობებით. ....ვიცოდით წლის ბოლოს

ჩატარდებოდა გამოკითხვა მოსწავლეებშიც და ყველა „ვიბრძოდით“ წარმატებისთვის.

თუმცა პროცესი შენელდა მეორე სემესტრში, რამაც ისევ მოადუნა მასწავლბელთა

ძირითადი ნაწილი, რასაც ჩვენც სიამოვნებით „ვაღიარებდით, რომ მუდმივი მონიტორინგი

ზრდის არამარტო სწავლება–სწავლის პროცესს, არამედ პროფესიულად გვზრდიდა ჩვენც

(მასწავლებლებს)....

ამრიგად, კვლევამ აჩვენა რომ სასურველი მიზნის მისაღწევად ნებისმიერ სფეროში

და მათ შორის განათლებაში, მნიშვნელოვანია არსებულის სასურველ მდგომარეობასთან

მიმართებაში ხშირად გაზომვა. და სწავლის მონიტორინგი და სათანადო მონაცემების

Page 24: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

24

შეგროვებასა და ანალიზს უდიდეს მნიშვნელობა ენიჭება და სკოლის წარმატების

განმსაზღვრელ ერთ-ერთ აუცილებელ ფაქტორია.

შესაბამისად, სწავლება-სწავლის პროცესებისა და შედეგების მონიტორინგის მიზნით

სკოლის დირექტორი მუდმივად უნდა ახორციელებდეს მრავალფეროვან ღონისძიებებს,

რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გაკვეთილზე დასწრების სისტემის

მიზანმიმართული ფუნქციონირება.

Page 25: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

25

დანართები დანართი 1

გამხსნელი შეხვედრის ფორმა

მასწავლებელი ____________________________ თარიღი _________________________

კლასი /კლასი ___________________ გაკვეთილზე დამსწრე ______________________

1. სასწავლო მიზნები

შინაარსი: რას ისწავლიან მოსწავლეები?

სთხოვეთ მასწავლებელს, წინასწარ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზნების მიღწევა სურს მას

მოცემული გაკვეთილის საშუალებით, რა თემაზე იქნება გაკვეთილი და რა არის მოსალოდნელი შედეგები.

პროცესი:

ა) როგორ წარიმართება სწავლებისა და სწავლის პროცესი გაკვეთილზე?

სთხოვეთ მასწავლებელს აგიხსნათ, თუ რას გააკეთებს იგი და რას გააკეთებენ მოსწავლეები გაკვეთილის

განმავლობაში.

ბ) სწავლების რომელ მეთოდებს გამოიყენებს მასწავლებელი?

ჰკითხეთ მასწავლებელს იმ მეთოდების შესახებ, რომელსაც გამოიყენებს გაკვეთილის მიზნების მისაღწევად.

ჩაეკითხეთ, თუ რატომ აირჩა ესა თუ ის მეთოდი.

რესურსები: რა რესურსებს გამოიყენებს მასწავლებელი გაკვეთილზე?

სთხოვეთ მასწავლებელს, დააკონკრეტოს, რომელ რესურსებს და რა მიზნით გამოიყენებს გაკვეთილის მიზნების

მისაღწევად?

2. საკლასო გარემო

სკოლა მრავალფეროვანი ორგანიზაციაა. შესაბამისად, მოცემული საგანი შეიძლება სრულიად

განსხვავებულად ისწავლებოდეს პარალელურ კლასებშიც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლის დირექტორმა

გაკვეთილზე დასწრებამდე მიიღოს დეტალური ინფორმაცია კლასის მახასიათებლების, კულტურისა და

არსებული სასწავლო გარემოს შესახებ.

მოსწავლეების მახასიათებლები:

როგორი მოსწავლეები არიან? როგორია მათი მომზადების დონე მოცემულ საგანში? როგორია მათი მოტივაცია

და დისციპლინა? არიან თუ არა კლასში ინკლუზიური მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებენ სასწავლო

პროგრამის მოდიფიკაციასა და ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას?

კულტურა და კლიმატი:

როგორი გარემოა კლასში? როგორი ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებს ერთმანეთთან, მასწავლებელთან? აქვთ

თუ არა მოსწავლეებს შესაბამისი სასწავლო განწყობა? როგორია დისციპლინის მდგომარეობა კლასში?

3. შედეგების შეფასება

შეფასება:

როგორ გაიგებს მასწავლებელი, ისწავლეს თუ არა მოსწავლეებმა მასწავლებლის ნასწავლი მასალა? შეფასების

რომელ მეთოდებს გამოიყენებს (დამოუკიდებელი სამუშაო, ქვიზი, კითხვა-პასუხი და ა. შ.)? კონკრეტულად რის

დემონსტრირება უნდა შეძლონ მოსწავლეებმა?

4. გაკვეთილზე დასწრების ფოკუსი

რა საკითხზე უნდა გაამახვილოს სკოლის დირექტორმა ყურადღება გაკვეთილზე დასწრების დროს (მაგ:

ჯგუფური მუშაობის მეთოდის გამოყენება, ზეპირი კომენტარის გაკეთება, და ა. შ.)? რა გარემოებებმა

განაპირობა აღნიშნული საკითხების მნიშვნელობა? (მაგ: მასწავლებელი დაესწრო პროფესიული განვითარების

ტრენინგს თანამშრომლობითი სწავლების შესახებ, და ამდენად, საინტერესოა, რამდენად ეფექტურად ახერხებს

იგი მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას საკლასო ოთახში და ა. შ.)?

(წყარო: 12, გვ:127-128)

Page 26: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

26

დანართი 2

გაკვეთილზე დასწრების მონაცემების კითხვარი

მასწავლებელი------------------------ გაკვეთილზე დამსწრე -------------------------------------

კლასი/საგანი ---------------------------------------------------- გაკვეთილის № -----------------

დასწრების ხანგრძლივობა: დასაწყისი ------------------- დასასრული ---------------------

სულ ------- წთ

გაკვეთილის თემა: -----------------------------------------------------------------------------------

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში: ---------------------------

1. მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

1.1. რა არის გაკვეთილის მიზანი?

1.2. რა არის მოსალოდნელი შედეგი?

1.3. რა არის გაკვეთილის თემა?

1.4. მასწავლებელმა გააცნო გაკვეთილის თემა მოსწავლეებს?

დიახ არა ნაწილობრივ

1.5. აქვთ მოსწავლეებს საჭირო საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები?

დიახ არა ნაწილობრივ

2. სწავლების სტრატეგიები და მეთოდები

2.1. სწავლების რომელ მეთოდებს იყენებს მასწავლებელი?

2.2. როგორ ხსნის მასწავლებელი ახალ მასალას? რას აკეთებს?

2.3. დაუკავშირა მასწავლებელმა ახალი მასალა განვლილ მასალას?

დიახ არა ნაწილობრივ

როგორ?

2.4. რა დამხმარე მასალას / თვალსაჩინოებებს იყენებს მასწავლებელი? რა მიზნით?

2.5. რა აქტივობებს ახორციელებს მასწავლებელი?

აქტივობა 1 -----------------------------------------------------------------------------------------

აქტივობა 2 -----------------------------------------------------------------------------------------

აქტივობა 3 -----------------------------------------------------------------------------------------

2.6. რა არის თითოეული აქტივობის მიზანი?

აქტივობა 1 -----------------------------------------------------------------------------------------

აქტივობა 2 -----------------------------------------------------------------------------------------

აქტივობა 3 -----------------------------------------------------------------------------------------

2.7. ბლუმის ტაქსონომიის რომელ დონეს / დონეებს შეესაბამება თითოეული აქტივობა?

აქტივობა 1 -----------------------------------------------------------------------------------------

აქტივობა 2 -----------------------------------------------------------------------------------------

აქტივობა 3 -----------------------------------------------------------------------------------------

2.8. იყენებს მასწავლებელი ინფორმაციის გამოხატვის არალინგვისტურ (გრაფიკულ) ხერხებს?

დიახ არა

რომელი გრაფიკული ხერხი / ხერხები გამოიყენა?

Page 27: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

27

2.9. არის თუ არა გაკვეთილის ძირითადი თემიდან გადახვევის შემთხვევები?

დიახ არა

რამდენჯერ?

მაგალითი / მაგალითები -------------------------------------------------------------------------

როგორ რეაგირებს მასწავლებელი:

სიტყვიერი რეაგირება -----------------------------------------------------------------------------

არასიტყვიერი რეაგირება -------------------------------------------------------------------------

2.10. მასწავლებლის მიერ მიცემული საშინაო დავალების აღწერა:

3. გაკვეთილის მსვლელობა

3.1. რომელ საათზე შევიდა მასწავლებელი საკლასო ოთახში?

რომელ საათზე დაიწყო მასწავლებელმა გაკვეთილი?

რომელ საათზე დამთავრა მასწავლებელმა გაკვეთილი?

3.2. აქვს თუ არა მასწავლებელს თან გაკვეთილისთვის საჭირო რესურსები (მარკერი, რუკა, ჟურნალი, საშინაო

დავალების რვეული, და ა. შ.)?

დიახ არა ნაწილობრივ

3.3. როგორ ხსნის / იწყებს მასწავლებელი გაკვეთილს? სიტუაციის აღწერა

3.4. რამდენი წამი/წუთი სჭირდება მასწავლებელს ერთი აქტივობიდან მეორე აქტივობაზე გადასვლისათვის?

რამ გამოიწია ხანგრძლივი ინტერვალი (არსებობის შემთხვევაში)?

3.5. აჯამებს თუ არა მასწავლებელი გაკვეთილის ძირითად ეპიზოდებს?

დიახ არა ნაწილობრივ

რამდენჯერ შეაჯამა?

3.6. რამდენ წამს / წუთს ანდომებს მასწავლებელი:

დასწრების აღრიცხვას? ------------- შენიშვნა: ---------------------------------------

რვეულების დარიგებას / აკრეფას? ------------ შენიშვნა: ---------------------------

სხვა ---------------------------------------------------------------------------------------

3.7. დაგეგმილი აქტივობებიდან რომელი აქტივობები განახორციელა მასწავლებელმა?

3.8. ჰქონდა თუ არა გაკვეთილზე ადგილი გაუთვალისწინებელ გარემოებას?

დიახ არა

სიტუაციის აღწერა -----------------------------------------------------------------------------

როგორი რეაგირება მოახდინა მასწავლებელმა? სიტუაციის აღწერა: ------------------------

4. მოსწავლეების ჩართულობა

4.1. ყველა მოსწავლე ყურადღებით არის გაკვეთილის დაწყების მომენტისათვის?

რამდენი?

4.2. როგორ მიმართავს მასწავლებელი მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან ყურადღებით?

ციტირება:

4.3. როგორ წარუდგენს მასწავლებელი მოსწავლეებს ახალ თემას?

სიტუაციის აღწერა ---------------------------------------------------------------------------------

4.4. რომელი მიმართულებით იყურება მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს?

4.5. როგორ პასუხობენ მოსწავლები მასწავლებლის კითხვებს?

Page 28: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

28

(წყარო: 12, გვ137-140)

საკუთარი სურვილით მასწავლებლის შერჩევით

ხელის აწევით წამოძახილით

4.6. არიან თუ არა მოსწავლეები, რომლებიც თითქმის არ არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში?

დიახ არა

რამდენი?

4.7.როგორ მიმართავს მასწავლებელი:

ზედმეტად აქტიურ მოსწავლეს?

ზედმეტად პასიურ მოსწავლეს?

აქვთ თუ არა მოსწავლეებს პასუხის მოფიქრებისთვის დრო?

დიახ არა

აკეთებენ თუ არა მოსწავლეები ჩანაწერებს?

დიახ არა

როგორ გამოიყურება მოსწავლეების ჩანაწერები?

5. კლასის მართვა

5.1. იცავენ თუ არა მოსწავლეები საკლასო ქცევის წესებს შეხსენების გარეშე?

დიახ არა

5.2. რა დარღვევებს აქვს ადგილი?

როგორ რეაგირებს მასწავლებელი წესების დარღვევაზე?

მასწავლებელი ქცევის / კომენტარის აღწერა:

5.3. წესრიგის დარღვევის რამდენი მცდელობა იყო?

რამდენჯერ დაირღვა წესრიგი?

5.4. დაახლოებით რამდენი წუთი იხარჯება საკლასო ოთახში წესრიგის დამყარების მიზნით?

5.5. რა სანქციებს იყენებს მასწავლებელი დისციპლინარული დარღვევის შემთხვევაში?

5.6. როგორ რეაგირებენ მოსწავლეები მასწავლებლის შენიშვნაზე?

სიტუაციის აღწერა:

6. უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო

6.1. როგორ მიმართავს მოსწავლეებს? როგორ მოიხსენიებს მათ და მათ მოსაზრებებს?

მაგალითები --------------------------------------------------------------------------------------

6.2. როგორ კომენტარს აკეთებს მასწავლებელი სანიმუშო პასუხზე? ნამუშევარზე?

მაგალითები --------------------------------------------------------------------------------------

6.3. როგორ რეაგირებს მასწავლებელი არასწორ პასუხზე? ნამუშევარზე?

მაგალითები --------------------------------------------------------------------------------------

6.4. ცდილობს ნაკლებად თავდაჯერებული მოსწავლეების გააქტიურებას?

როგორ? სიტუაციის აღწერა:

7. შეფასება

7.1. მასწავლებელი ცდილობს გაიგოს რა ისწავლეს მოსწავლეებმა?

დიახ არა

შეფასების რომელ მეთოდებს იყენებს?

7.2. რას აკეთებს მასწავლებელი იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებმა ვერ შეძლეს მოსალოდნელი შედეგების მიღწევა?

შენიშვნები:

Page 29: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

29

Page 30: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

30

Page 31: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

31

Page 32: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

32

Page 33: გაკვეთილზე დასწრება, როგორც განათლების ხარისხზე ... · 1 გაკვეთილზე დასწრება,

33

გამოყენებული ლიტერატურა

1. მ. არახამია. სკოლათმცოდნეობა. ქუთაისი, 2006 წ.

2. მ. არახამია. პრაქტიკული დიდაქტიკისა და სკოლათმცოდნეობის ზოგიერთი საკითხი. ქუთაისი, 2010 წ.

3. დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი,

2011 წ.

4. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2012 წ.

5. რობერტ ჯ. მარზანო, ჯენიფერ ს. ნორფორდი, მარსია დ' არქანჯელო. რა განაპირობებს სკოლის ეფექტურობას. თბილისი, 2009 წ.

6. ნ. ნიჟარაძე, ქ. მაკლეინი, ტ. ბოლი, ნ. გოგიჩაძე, თ. ლოდია. სასწავლო და პროფესიული გარემო. დამხმარე სახელმძღვანელო III. თბილისი,

2008 წ.

7. საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ’’. თბილისი, 2005 წ.

8. ტომას ჯ. სერჯიოვანი. სკოლის ხელმძღვანელობა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივა, მე-6 გამოცემა. ალინ და

ბეკონი, 2008.

9. სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი, 2011 წ.

10. სკოლის მართვა. სამეცნიერო-მეთოდური ჟურნალი. №1. თბილისი, 2007 წ.

11. სკოლის მართვის სახელმძღვანელო. თავისუფლების ინსტიტუტი. თბილისი, 2006 წ.

12. ქ. ჩაჩხიანი, შ. ტაბატაძე. სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობა. გზამკვლევი სკოლების ადმინისტრაციისთვის. თბილისი, 2010 წ.