დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

30

Transcript of დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

Page 1: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf
Page 2: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

დისკუსიის მიზანი:

•გასცეს პასუხი ავტორის შეკითხვას: “მართლა-და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა

იყოს“, - რომელიც სამსჯელოდ დაუტოვა მკითხველს... •დააფიქროს მოსწავლე პრობლემატიკაზე: რა განსხვავებაა ბრბოსა და საზოგადოებას შორის და რა პასუხისმგებლობას აკისრებს მორალურ-ზნეობრივი დაუწერელი კანონები საზოგადოების წევრს... •პედაგოგთა ჩარევის გარეშე მიეცეთ მოსწავლეებს ამ თემაზე თავისუფლად მსჯელობის საშუალება და განისაზღვროს მათი ასაკობრივი თვალსაწიერი საზოგადოების წევრობით დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე, ზოგადად, ზნეობისა და მორალის მათეულ წარმოდგენებზე;

Page 3: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

შენიშვნა: ზემოთ განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გამოყენებულია სასამართლო პროცესის ფორმატი,რათა ყოველ განსხვავებულ აზრს მისცემოდა შემოქმედებითად გამოხატვის საშუალება; შესაბამისად, მსჯელობის ცალკეული მიმართულება ეფუძნება მხოლოდ ამათუიმ მოსწავლის ნააზრევს,-ჩაურევლად ყოველგვარი მითითებებისა; (ჩასწორდა დავალებაში პედაგოგის მიერ მხოლოდ ორთოგრაფიული,პუნქტუაციური და სემანტიკური შეცდომები;)

Page 4: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

დისკუსიის წამყვანი (სააკიანი მარიანა): ილია ჭავჭავაძის წერილში „სოფლის უფროსის არჩევანი“-ვკითხულობთ:

„რა არის ამის მიზეზი და სად არის ამის წამალი? უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გულგრილები ვართ სხვის უბედურების დანახვაზედ; სხვისი ჭირი ჩვენს საკუთარ ჭირად არ მიგვაჩნია; დავიწყებული გვაქვს ურთიერთობის კავშირი, იმასა სცემენ — მე ხომ არაო, ვიძახით და ამით ვანუგეშებთ ჩვენს გაქსუებულ თავსა. ის კი აღარ გვაგონდება, რომ ხვალ შეიძლება ეს დღე მეც დამადგეს და მეშველი არ მეყოლება. თუ ხალხს თვისი უფლება და მოვალეობა კარგად აქვს აწონილი და ცნობილი, თუ ამასთან ხორც-სისხლში გამჯდარი აქვს, რომ ჩემი მეზობლის უფლების დარღვევა, ჩემი უფლების დარღვევასაც მოასწავებს, მაშინ ნავარდი მებადურთა შეუძლებელია, მაშინ აღმა ხნული პირდაღმა არ დაიფარცხება; მაშინ კეთილად განზრახული საქმე შხამით არ ამოგვედინება ერთისა და ორის ბოროტმოქმედის კაცისაგან, მაშინ თვით ბოროტმოქმედნი ესეთის გამბედაობით და მხნეობით ასპარეზზედ არ გამოვლენ; ვეღარ წაქეზდებიან იმით, რომ ეს უღონოა და ხმას არ ამოიღებს, ამის გამო შემიძლიან ვიფარფარო რამდენიც კი მინდაო; ვეღარ წაქეზდებიან თვითეულის კაცის უღონობით, იმიტომ რომ თვითეული დამყარებული იქნება სხვებზედ, ყველაზედ; ზურგი მაგარი ექნება. მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითეულება არის, წამალი კიდევ ამ მიზეზის მოსპობისათვის ურთიერთთან კავშირია, ურთიერთობისათვის გულმტკივნეულობაა, ურთიერთის გამოსარჩლებაა. მაშინ ვერა მოხელე კაცი კანონს ვერ დაგვირღვევს. მართალს ტყუილის ფეხებს ვერ გამოაბამს, თეთრს შავად ვერ შეგვიცვლის, სიკეთეს ჭირად ვერ გადაგვიქცევს. „ - ასე მიუძღვნა მთელი ცხოვრება კალმით მებრძოლმა მამულიშვილმა საზოგადო ჭირის გაშინაარსებას მკითხველი და მოაზროვნე ხალხისათვის... „მე“ დაუმონა „ჩვენ“ საწუხარს და ამასვე მოითხოვდა ყველასგან, ხოლო „კაცია-ადამიანში?! „ თქმული რეფრენად მიჰყვება მწერლის შემოქმედებას : “ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ“... სწორედ ამ სათქმელისა და მწერლის ცხოვრების საზრისის სწორად გაშინაარსებას ემსახურებოდა ჩვენთვის ამგვარი დავალების მოცემა, რომელიც ჯერ რეფერატის სახით შევქმენით , შემდეგ აიკინძა იმ ფორმატით,რომელსაც წარმოგიდგენთ. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ცენზორი-მასწავლებლის კალამს არ დაუჩეხავს ჩვენი ნააზრევი, სრულად და ხელუხლებლად წარმოგიდგენთ... ასევე ჩვენ შევქმენით ზნეობის კოდექსი-დაუწერელ კანონთა ერთობლიობა-ანუ ის,რაც ჩვენთვის მიუღებელია,მაგრამ დასჯადი ქმედება, შესაძლოა, არც იყოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის საკანონმდებლო აქტებით... ამიტომაც არიან ჩართულნი განხილვის პროცესში ნაფიცი მსაჯულები და ფსიქოლოგი, მიზანი არის ამ დრამატული თემის ტრაგიზმის არეალის განსაზღვრა... ვთხოვთ ,სასამართლოში მონაწილე ყველა პირს მოემზადოს საპროცესო განხილვისათვის! მე კი გაგაცნობთ ზნეობის ჩვენეულ კოდექსს:

Page 5: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ზნეობის კოდექსი: მუხლი 1. არ ვიცრუოთ! მუდამ ვთქვათ მხოლოდ სიმართლე, თუ ეს უკანასკნელი რაიმენაირ ზიანს არ აყენებს ვინმეს?! მუხლი 2. ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მათი საზღვრები! მუხლი 3. გავაცნობიეროთ ადამიანობით დაკისრებული პასუხისმგებლობანი! მუხლი 4. გავითავისოთ ვალი ქვეყნის წინაშე! მუხლი 5. ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით! მუხლი 6. ვიზრუნოთ სულიერ სიჯანსაღეზე! მუხლი 7. პირადი ინტერესები შევუწონოთ საზოგადოებრივს! მუხლი 8. გავაცნობიეროთ საზოგადოების წევრობით დაკისრებული პასუხისმგებლობანი და მოვალეობანი! მუხლი 9. ვიყოთ სამართლიანები და ხმა ავიმაღლოთ უსამართლობის წინააღმდეგ!

Page 6: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

მუხლი 10. დავიცვათ ჩაგრულები! მუხლი 11. ყოველი დღის ბოლოს ვკითხოთ საკუთარ თავს: “დღეს ვის რა ვარგეთ“! მუხლი 12. ვთესოთ მხოლოდ სიკეთე და მხოლოდ უანგაროდ! მუხლი 13. ვუჭირისუფლოთ სხვათა ტკივილს! მუხლი 14. ვიზრუნოთ არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვათა კეთილდღეობაზე! მუხლი 15. მუდამ ვაღიაროთ ჩვენი ბრალეულობა და არ გადავაბრალოთ სხვებს საკუთარი შეცდომები! მუხლი 16. უარი ვთქვათ შურისძიების უკანონო ხერხებსა და მეთოდებზე! მუხლი 17. ვმართოთ ემოციები! მუხლი 18. ვძლიოთ სურვილებს,რომელთა დაკმაყოფილება ან თავად გვაზარალებს,ან-სხვებს! მუხლი 19. დავაფასოთ სხვისი შრომა და ამაგი! მუხლი 20. გვიყვარდეს ერთმანეთი: დავგმოთ სიძულვილი სიყვარულით!

შენიშვნა: რომელიმე პუნქტის დამრღვევს განსჯის სასამართლო, რომელიც ხელმძღვანელობს მორალურ-ზნეობრივი კანონებით და სახდელს ან სასჯელს თავად „განაჩენი“ განსაზღვრავს!

Page 7: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ზნეობის კოდექსის ავტორები:

•. აივაზოვი ანი

•ბალიანი ლიკა •კარაპეტიანი ინგა

•კირაკოსიანი ნიკა

•მელქოიანი ასია •მიტიჩაშვილი ვერონიკა

•მიქაელიანცი რუზანა •მუკოიანი ელიზაბეტი

Page 8: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

მდივანი-კარაპეტიანი ინგა:- გთხოვთ,ადგეთ ფეხზე, მოსამართლე მობრძანდება! ....გმადლობთ,დაბრძანდით! მოსამართლე:-მოქაელიანცი რუზანა: -განხილვის დაწყებამდე, გთხოვთ, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს , ხელმოწერით დაადასტუროთ, რომ გაეცანით ზნეობრივ კოდექსს და რომ აცნობიერებთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას სასამართლოზე თქმულთან მიმართებაში! (ადვოკატი და პეტრეს შვილი ხელს აწერენ დოკუმენტს) მოსამართლე:- დღევანდელი სასამართლოს სამსჯელო საქმეში დამსწრე საზოგადოების უკეთ გასარკვევად სიტყვა ეძლევა მოსარჩელის ადვოკატს,ქალბატონ ემა ბაბაიანს: ადვოკატი:-გმადლობთ! როდესაც მოსარჩელემ მომმართა, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და შემეხარბა კიდევაც მისი სიმშვიდისა... ისტორია, რომელიც მოვისმინე, ძალიან მძიმეა და ტრაგიკული... მიუხედავად ამგვარი ტრაგიზმისა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თავდაპირველად ჩაფიქრებულ შურისძიებაზე უარი თქვა და სიმართლის მაძიებელმა ზნეობრივ საქმეთა კოლეგიას მიმართა...

Page 9: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

მე კი საქმის გაცნობისთანავე მოპასუხე მხარესთან გასაუბრებისას წერილი ჩამივარდა ხელთ, რომელსაც სარჩელის ძალა აქვს, ამიტომ ,გთხოვთ, დამსწრე საზოგადოებას გააცნოთ წერილი, რომლის ავტორიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ, ხოლო ადრესატი კი - მოპასუხე ბატონი პეტრე გულგრილაშვილია. მდივანი:- კეთილი,გმადლობთ! წავიკითხავ წერილს,რომელიც მოსარჩელემ პეტრე გულგრილაშვილს გადასცა დუქანში და, რომელიც ადვოკატმა დაურთო სარჩელს:

„მამა-ჩვენი ერთი ღარიბი აზნაურიშვილი იყო. როცა მოკვდა, ჩვენ ორი ძმანი პატარები დავრჩით. დედა მალე გაგვითხოვდა, შეირთო ერთი ვიღაც აზნაურიშვილი, ქალაქში მსახურობდა. რაც მამისაგან დედულ-მამული გვქონდა, — ცოტა, მაგრამ იმოდენა, რომ ტკბილის ლუკმის ილაჯი გვექნებოდა — სულ მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზედ დაგვსვა. მინამ პატარები ვიყავით, ჩვენ სოფლად ვეყარენით უპატრონოდ და ისინი კი ქალაქში იყვნენ. როცა მოვიდოდნენ, ჩვენ საწყლებს სულ ტყავს გვაძრობდნენ ცემითა. შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი ვეხეტებოდით სოფლის ორღობეებში უპატრონოდ.

Page 10: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ბიჭი იყო შინა-მოსამსახურე, ჩვენა გვცემდა, მამინაცვალი იყო, ჩვენა გვცემდა, ყველანი შინაურები, ვისაც კი შეეძლო, გვიტყაპუნებდნენ თავში. ბევრს უცხოს, მართალია, ვეცოდებოდით, საწყალი ობლები, მაგრამ შველა კი არსად იყო. ბოლოს, რომ ცოტა წამოვიზარდენით, მამინაცვალმა მოგვიშორა თავიდამ, მიგვაბარა სალდათის შკოლაში თუქურმიშაზედ, ვაიდამ ვუიში ჩაგვაგდო. ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპითა. ვითმინეთ და ვეღარ ავიტანეთ. დავკარით ფეხი და გამოვიქეცით. შევიარეთ ჩვენს სოფელში, ჩვენის ძველის სახლიდამ ბიჭებმა გამოგვყარეს, ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს. მინამ ცოცხალი ვარ, ყველას გადვუხდი და როცა აღარ ვიქნები, იქ, ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. სულ ყველანი იქ მივალთ და იქ დავუდგებით ერთმანეთს პირისპირ. ვნახოთ, ვინ გამოვა მართალი, ვინ მტყუანი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს, მინამ საქმეს; იქ სამართალი არ გაბრუნდდება.

...გახსოვს, ამ ოთხი წლის წინად ლოჭინის ხევის პირს რომ ურმები გამოშვებული გქონდათ? გახსოვს, ორი ყმაწვილი რომ მოგადგათ? ისინი ჩვენ ვიყავით, ორის დღის უჭმელები. საწყალმა ჩემმა ძმამ, ბეჟანს რომ ვეძახოდი, ბევრი ტყუილი ილაპარაკა მაშინ... მე მწყინდა ეგ, მე მაგას ვთაკილობდი, მაგრამ ვერა გავაწყე-რა. ჩემი საცოდავი ძმა უჯათი იყო, თვითრჯული, და ვაი რომ ამასთანავე გულნამცეცაც იყო.

Page 11: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ღმერთმა მიპატიოს ის ერთად-ერთი სული, ის ერთად-ერთი ჩემი სისხლი და ხორცი, ის ერთად-ერთი ძმა-კაცი, ის ერთად-ერთი ადამიანი ჩემი კეთილის-მყოფელი, ჩემთვის თავდადებული, ჩემი მოსიყვარულე და ერთგული. დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ კატასავით დამირჩეს!.. განა ამას შევარჩენ ქვეყანასა, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზედ ქუდი მხურავს, მინამ პირში სული მიდგა! შენ მაშინ გულის-ტკივილით დაგვიურვე. შენმა გულკეთილობამ კინაღამ მადლის შუქი არ ჩააწვდინა ჩემს ბნელს გულამდე, კინაღამ შენმა გულკეთილობამ არ მომინადირა. მთელი ღამე არა მძინებია, გამიკრთა მაშინ ძილი. თუმცა ძალიან დაღალული ვიყავ. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული დამეთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალხზედ შემიდგა. მაგრამ ხმა არ გავე, არ დავუშალე. გაწყდეს, საცა წვრილია-მეთქი!.. ეგეც ჩემი მძარცველია, ეგ რომ კაცი ყოფილიყო, მე არ გამაძარცვინებდა-მეთქი. გაგქურდეთ და ჩამოვედით ქალაქს. აქ ცოდვაც და მადლიც უფრო ხალვათად დადის. ორივეს დიდი შარა-გზა აქვს. მას აქეთ დღე არ გამოსულა, რომ არავინ არ გაგვეძარცვოს. ჩვენი დანაკარგი, ვინც შეგვხვდა, ვაზღვევინეთ. ამით ვირჩენდით თავსა, ამითვე ვიფხანდით ისარნაკრავს, გამწარებულს და გაბოროტებულს გულსა. გული მაინც არ დაგვიცხრა, რაღაცას ლამობდა, საითღაც იწევდა. ვერ დავაამეთ და ვერა...

Page 12: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ამ ორის წლის წინად ისე მოხდა, თითქო თითონ ბედმა მიგვიყვანა მამინაცვლის სახლშიო. დედა-ჩვენი მაშინ შინ არ იყო, სოფელში გაესტუმრებინა ქმარს. შევუცვივდით ღამე ორნივ ძმანი, მამინაცვალი შემოგვაკვდა, გვინდოდა აგვეკლო იქაურობა და ვეღარ მოვასწარით. შეგვიტყვეს, პოლიცია თავს დაგვესხა, მე კი გამოვასწარ და ჩემი საწყალი ძმა მოემწყვდიათ და დაეჭირათ. ბოლო ხომ იცი: დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ ჩემი ერთად-ერთი ძმა, ერთად-ერთი კეთილის-მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომირჩეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე კი ვუყურებდი და ვიწოდი... არ შეგარჩენთ, არა, ამ ამბავს!.. ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი. ძმის სისხლს, მინამ ცოცხალი ვარ, ავიღებ. თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემ ძმასავით სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის. არ ვიცი რად და ჩემი გული კი იწევდა, რომ შენ წინ გადაშლილიყო. — აჰა, გადაგიშალე და ლოდი ამეცალა. შენ სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებ. შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივის, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი. ისიც გაქრება, ვიცი. განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთად- ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!“

Page 13: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

მოსამართლე: - ბატონო მოსარჩელევ, რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან: - რატომ არ უთითებთ სარჩელში სახელსა და გვარს? ალბათ,არ გვეტყვით,რომ გამოგრჩათ?! ადვოკატიც არ ასახელებს თქვენ ვინაობას, რატომ?

მოპასუხე: - რათქმაუნდა,არა,თქვენო ღირსებავ! არა გამომრჩენია რა... ჩემი სახელი საკუთარი მას მერე აღარ არის,რაც დედამიწას მარტო ვტკეპნი, რაც ყველა და ყველაფერი დავკარგე... ყველა უთვისტომოს რაც ჰქვია, ის მქვია მეც... რაც ყველა ჩემნაირი ბედისას აქვს სათქმელი, ჩემიც-ის არის... ჩემი სახელი ბევრმა არ იცის, ზოგმა იცის და აღარც ახსოვს,მათეს მეძახდნენ,მაგრამ იმის მერე,რაც თავს დამატყდა,უცნობი თუ ნაცნობი ობოლათი მიხსენიებს, ხოდა ამ ხალხისთვისაც ობოლა ვარ გარიყულაშვილი... მე კი არა,სოფელსაც შეუცვალა ხალხმა სახელი, მამინაცვლიაანი დაურქმევიათ... მოსამართლე: კეთილი! ბატონო ობოლა, წერილი თქვენი დაწერილია? მოპასუხე:-დიახ,გახლავთ! მოსამართლე:-ბატონო პროკურორო, გაქვთ შეკითხვები? პროკურორი: დიახ,რასაკვირველია,მაქვს და მრავლადაც... მდივანი: სიტყვა ეძლევა პროკურორს,ქალბატონ ემანუელა გევორქიანს: პროკურორი-გევორქიანი ემანუელა:გმადლობთ!ბატონო პეტრე! გახსოვთ სად და

რა ვითარებაში გაიცანით ძმები? წერილში მონათხრობი სიმართლეა? პეტრე:- დიახ,სწორედ რომ ასე იყო: შუა ზაფხული იდგა. მინდვრები და ქედები გოლვას სულ მთლად გადაეჭკნო და ფერი ეცვლევინებინა. იმ დღეს, რა დღიდამაც ვიწყებთ ჩვენს ამბავს, ასეთი ცხარე მზე სწვავდა ქვეყანასა, ასეთი პაპანაქება იდგა, რომ დედამიწას ბუღი ასდიოდა, თითქო გახურებული თონეაო. კაცი სიცხისაგან დაოსებული ძლივს სულს იქცევდა. მალევე მზე გადიხარა: თბილმა შეგუბებულმა ჰაერმა მოძრაობა დაიწყო.

Page 14: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

აიშალნენ მეურმეები თვალების ფშვნეტითა; პირზედ წყალი შეისხეს და შესაბმელად მორეკეს საქონელი,მაშინ უეცრად ხევის ყურედამ ორი ყმაწვილი გამოვიდა გზაზედ. ორივეს ტანზედ სალდათის მაუდის „კურტკები“ ეცვათ. ერთს მათგანს თავზედ ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი. ქუდი ისე ჩამოფხატოდა თავზედ, რომ ცხადი იყო, ქუდის პატრონი სხვა ყოფილა და მხმარებელი სხვაა. მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური უკაზიროკო ქუდი. ჩერქეზულ-ქუდიანი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა, მეორე ან თოთხმეტისა, ან ხუთმეტისა. უფროსის სახე არ იყო ძალიან მარილიანი: იმისი სხარტე და ფირფიტა ნიკაპი, იმისი წვრილი, სწრაფი და მოუსვენარი თვალი, ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა, რომ ამ კაცის კანში რაღაც უფხო გულია დამალული. მეორე, უმცროსი, — უფროსსა ჰგვანდა კიდეც და არცა ჰგვანდა: ჰგვანდა ზოგიერთ სახის ასოს მოყვანილობაში, მაგრამ უფრო მარილიანი იყო. ამისი შავი და ღრმა თვალები მკვახედ გამოიყურებოდნენ. წარბშეკრული და გულდახურული, თითქო რაღაცას ითმენსო და თავისთავს ძალას ატანსო, შინაგანი ამღვრეულობა არავის ამცნოსო. პირველი იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი კაცის კვალზედ წავიდოდა, — შესამჩნევი არა იქნებოდა-რა, ავის კაცის კვალზედ დადგებოდა, — ქურდ-ბაცაცობის მეტს ვერაფერს ვერ შესძლებდა. მეორეს კი სხვა ნიშან-წყალი ჰქონდა. ...

Page 15: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ბეჟანის ძმის ადვოკატი-ბაბაიანი ემა: -ვაპროტესტებ! მის სუბიეტქურ შეფასებას შეცდომაში შეჰყავს დამსწრე საზოგადოება,მოვითხოვ, წარმოდგენებისა და შეფასებების გარეშე გაიხსენოს ამბავი ბატონმა პეტრემ! მოსამართლე: არ არის გათვალისწინებული თქვენი პროტესტი! განსასჯელი იხსენებს ამბავს და იმ ემოციასაც, რაც მაშინ დაუგროვდა,შთაბეჭდილებას,რომელიც მაშინ შეექმნა. შესაბამისად, შესაძლოა,მისი შემდგომი ქმედებების წინაპირობა პირველადი წარმოდგენები უფრო იყოს,ვიდრე იმპულსური გადაწყვეტილებები. ამიტომ , ვთხოვ, ბატონი პეტრეს ადვიკატს-ქალბატონ ანეტა ვარდანიანს,განაგრძოს თხრობა! პეტრეს ადვოკატი,ვარდანიანი ანეტა:- გმადლობთ,ქალბატონო მოსამართლევ! ძმები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავადიშვილებად გაეცნნენ,ძმები ვართო, თუქურმიშის სკოლაში ვიყავითო,მამა-ჩვენმა ქალაქიდამ ერთი თუმანი გამოგვიგზავნა, — როცა დაგითხოვონო, ერთი რუსის პოვოსკა დაიჭირეთ და წამოდითო.ასეც მოვიქეცითო, მაგრამ მეეტლემ გადმოგვყარა პოვოსკიდამ, თითონ შინ დაბრუნდა და ჩვენ ასე გამოგვისტუმრაო.,ჩვენი ბარგი და რვა მანეთი ფული თან გაიყოლაო,ორი დღის უჭმელები ვართ, ცუდი საქმე დაგვმართა იმ ოჯახდაქცეულმა. აბა ეხლა რა უნდა ვქნათ ამ უცხო ქვეყანაშიო? —ასე იცრუეს და შეაცოდეს თავი ძმებმა ბატონ პეტრეს...

Page 16: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა,გთხოვთ , მიაქციოთ ყურადღება ამ ფაქტს,მტკივნეულად მიიღო ბიჭების ნაამბობი და უპასუხა თურმე: “ვაი ჩემს გამჩენს! უცხო ქვეყანაში რად იქნებით!.. ასე გონია, სათათრეთში იყვნეთ!.. ეს ქვეყანა საქრისტიანო საქართველოაო,პურსაც გაჭმევთ, ღვინოსაც დაგალევინებთ და კაი ქეიფსაც გაგაწევინებთო. ღირსეულად უმასპინძლა სტუმრებს, ღამითაც დაასვენა,გაუშალა ქვეშაგები,როგორც თავადიშვილებს ეკადრებოდათ. გათენდა , მეურმეები აიშალნენ, მაგრამ სტუმრები ვეღარ ნახა. მოსამართლე: ადასტურებთ,ბატონო მოსარჩელევ,მასპინძლობის ეპიზოდის სისწორეს? ბეჟანის ძმა:-დიახ,სწორედ ასე იყო... მოსამართლე: კეთილი,სიტყვა გადაეცემა განსასჯელის ადვოკატს! გთხოვთ,განმარტოთ ის განცდები,რაც თქვენ ასახეთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის კარნახით შედგენის შესაგებებელ დოკუმენტში პეტრეს ადვოკატი:-სრულად ვკითხულობ ამ ჩანაწერს,რომელიც ავსახე კარნახით შექმნილ დოკუმენტში:

Page 17: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

“— ვაი შენ ჩემო თავო! — დავიძახე,-— აკი არ მომატყუეს ეს დროული კაცი! გაპარულან!.. წაიღებდნენ რასმეს მეთქი!.. ვიკარი ჯიბეს ხელი და ორივე ჯიბე მოჭრილი მქონდა. გულნაკლულად ჩავიცინე: — აკი იმ ძუძუმწოვრებმა არ გამქურდეს ეს დროული კაცი! — ვითაკილე კიდეც — ჩემზედ ახია: ისე როგორ დავიძინე, რომ ვერც კი გავიგე. სირცხვილით შინ როგორღა მივიდე. მეურმე კაცი, ქალაქს მიმავალი ღვინის ურმით, გამქურდეს! მერე ვინა? ძუძუთა ბავშვებმა!.. ჯიბე მომჭრეს, ჯიბე. ვაი შენ, ჩემო თავო! ღმერთმა იმათ კი შეარგოთ და მე კი ეს სირცხვილადაც მეყოფა და სიცილადაც. .. ... მას მერე არაფერი მსმენია ამათზე, ოთხი წლის შემდეგ ქალაქში ჩამოვედი შვილთან ერთად,საქმეები რომ მოვითავე, ავლაბრის მოედანზე გავედი, ხალხი ირეოდა, როგორც ყოველთვის. ბევრგან ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ჟრიამული და ყაყანი გაჰქონდათ. მეც იმათში გავერიე... ვხედავ რაღაც სარჩობელა გაუმართიათ, ამასობაში ის ფარაჯაში გახვეული ბიჭი მიიყვანეს და სარჩობელას ქვეშ დააყენეს. ცალმხრივ მღვდელი მოუდგა, მეორე მხრივ ვიღაცა ჩინოვნიკი. წითელპერანგა ჯალათი უკან ედგა. ფარაჯაში გახვეულს გახადეს ფარაჯა, გადააცვეს თეთრი პერანგი თავიდან ფეხებამდე, ასე რომ პირის-სახე აღარ უჩანდა. წითელპერანგა ჯალათმა გაასწორა სარჩობელაზედ ყულფი, მერე კიბე მიადგა სარჩობელის ბოძს. მოუბრუნდა უბედურს, ხელის კვრით წინ წაიგდო, აიყვანა კიბეზედ, მოსწია ყულფი, რომ თავი გააყოფინოს. ხალხს ხმა ჩაუწყდა, თითქო სული შეეხუთაო, თითქო ამოდენა ხალხის გულის ძგერა შედგაო. ჯალათმა თავი გააყოფინა ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა ერთი ღრმად და ყრუდ ამოიქშინა, ისე, როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად ცხელ-წყალ თავგადასხმული. უბედური სარჩობელაზედ ჩამოეკიდა, ქანაობა დაიწყო და ფორთხიალი. დიდხანს იქნია საწყალმა ფეხები. ეს ამბავი მე თვალთმაქცობა და ჯამბაზობა მეგონა... ხალხიც, წუთის წინად სულგანაბული, ეხლა მხიარულად ჰყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც. დაირღვა ხალხის გროვა, დაიშალა და გაიშალა მინდორზედ. ყველამ თავის სახლისაკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა.

Page 18: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ამ ფიქრებში ვიყავ გართული და გზად ერთი დუქანი ვნახე,შევედი,ვიფიქრე აქ მაინც გავიგებ დღეს რა მოხდა მეთქი... თითქო ფეხდაფერხ მომყვაო,ვიღაც ნაბადში გახვეული კაცი შემოვიდა, ფურცელი და კალამი მოითხოვა და დაიწყო რაღაცის წერა... კი მეცნობოდა საიდანღაც მარა ვერ გავიხსენე... დაწერა თუ არა,გავიდა,მეც უკან ავედევნე, მომიბრუნდა და ეს ბარათი მომცა... ეს იყო და ესა... მოსამართლე:გთხოვთ,შევუდგეთ განხილვას,სიტყვა ეძლევა პროკურორს!

პროკურორი:- გმადლობთ! ბატონო პეტრე, წეღან ზნეობის კოდექსის გაცნობის დოკუმენტს თქვენ ნაცვლად შვილმა მოაწერა ხელი იმის გამო, რომ წერა-კითხვა არ იცით. წერილი როგორ წაიკითხეთ? პეტრე:- შვილთან გავიქეცი... გზა მეშორებოდა,ერთი სული მქონდა, მალე მივსულიყავი,შვილმა წამიკითხა... პროკურორი: -წერილში წერია: „შენ სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებო“- მართლა დაგიბრუნათ ნაძარცვი, ბატონო პეტრე? პეტრე:- დიახ, დამიბრუნა,მაგრამ ვინა სთხოვა, არც თავიდამ მიდარდია მაგ ფულზე , სირცხვილი ვითაკილე მარტო... იმასაცა წერს: “ შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივისო, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალიო“- მაშ რაღას მემართლება, რაღა ბრალსა მდებს,ხალხნო? მითხარით,ხალხო,მე რა ბრალსა მდებს,მე რა შუაში ვარ, სიკეთე არ დამიკვლია, დავაპურე და მოვასვენე თავადურად... ახლა რას მემართლება ეს ყმაწვილი ,არ ვიცი?! პროკურორი:მე კითხვები განსასჯელთან აღარ მაქვს! მდივანი:სიტყვა ეძლევა მოსარჩელეს!

Page 19: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

მოსარჩელე:- რაო? მე რა შუაში ვარო? გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ. ვის შესტკივდებოდა ჩვენთვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი ჩვენთვის. გამოვწიეთ ქალაქისაკენ, გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას, მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა. .. ... ... პატარები ვიყავით, ყველა ხედავდა — რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ, არავინ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა, არავინ ხმა არ ამოიღო. ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად. მამინაცვალმა კი არა, თქვენ ყველამ გაგვძარცვეთ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო. ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი!

მოსამართლე:- სიჩუმე,ადროვეთ მოპასუხეს!... მოსარჩელე:- (აგრძელებს იმავე ტონში: ) განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე! ჩემი ერთად-ერთი ძმა, ერთად-ერთი კეთილის-მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომირჩეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე კი ვუყურებდი და ვიწოდი...მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით... მოსამართლე:- თუ არ დამშვიდდებით, დარბაზის დატოვება მოგიწევთ, თქვენი ადვოკატი გვიპასუხებს შეკითხვებზე,ბატონო ობოლა! მოსარჩელე: განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი. ღმერთი გულთამხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს...

Page 20: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

მოსამართლე: -გთხოვთ, ბადრაგებს,გაიყვანოთ მოსარჩელე დარბაზიდან! მოსარჩელე: ... მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ, თუ მტყუანი, — არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანას... მდივანი: ვუსმენთ განსასჯელის ადვოკატს! პეტრეს ადვოკატი:გმადლობთ! ივყვეთ თანმომდევრულად საკითხს,რომელიც მეტისმეტად დრამატულია:1. ვის ვდებთ ბრალს? დავახასიათოთ განსასჯელი:ადამიანი,რომელიც იყო შემსწრე კაცის ჩამოხრჩობისა და ვერც კი მიხვდა,რომ ეს იყო რეალობა; ამრიგად,იმდენად სუფთა და უბოროტოა,რომ ვერ დაუშვა სისასტიკის რეალურობა. 2. რაც შეეხება ქურდობის ფაქტის დამალვის ბრალდებას,რამაც უარესი შედეგის წინაშე დააყენა საზოგადოება: დაუმალა კი პეტრემ სამართალდამცავებს ქურდობის ფაქტი? “დამალვა” მაშინ იქნებოდა საჭირო და მისადაგებული სიტყვა,თუ დარწმუნებული ვიქნებოდით,რომ პეტრე აცნობიერებდა მის წილ პასუხისმგებლობას სამართალთან... ამრიგად, პეტრემ კი არ დაფარა დანაშაული, არც კი იცოდა,რომ უნდა გაემჟღავნებინა. 3. რატომ არ იცოდა სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ-ამ კითხვაზეც პასუხი მარტივი და ლოგიკურია-ეს ადამიანი წერა-კითხვის უცოდინარია და თუ პირდაპირი შეხება გამოცდილების გამო არ ექნებოდა ცალკეულ კანონებთან თუ კანონქვემდებარე აქტებთან, ვერც მიხვდებოდა ამ ვალდებულებებს. ჩემი პოზიცია: ვეთანხმები აზრს,რომ ძმების მდგომარეობა მსხვერპლის პოზიციაა,მაგრამ თუ საკითხს ზრუნვის დონეზე დავაყენებთ, ისევე საჭიროებს ზრუნვას პეტრე საზოგადოების მხრიდან,როგორც ძმების ბედქვეშ მყოფი ადამიანები საჭიროებენ.

Page 21: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ამრიგად, პეტრე უდანაშაულოა არა იმიტომ,რომ მისი ქმედებების მიმართ- უფრო ზუსტად კი უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულის მიმართ კანონი არ მსჯელობს, არმედ იმიტომ,რომ პეტრე არ იცნობს ამ კანონებს და არც შეიძლებოდა,რომ სცოდნოდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ პეტრე თავად არის მსხვერპლი და არა - დამნაშავე. ისიც იმ საზოგადოების ღვიძლი შვილია,სადაც არ ზრუნავენ პასუხისმგებლობათა გაცნობიერებაზე. მე ჩემი სათქმელი ამოვწურე. მდივანი: ვუსმენთ ბეჟანის ძმის,ბატონი ობოლას გარიყულაშვილის ადვოკატს,ქალბატონ ემა ბაბაიანს! ადვოკატი -ემა ბაბაიანი: -გმადლობთ! დიდი დამაჯერებლობით აარიდა ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ყოველგვარი პასუხისმგებლობა... ეს მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს,მაგრამ რა ვუყოთ შედეგს,რომელიც დადგა? ვინ არის დამნაშავე... არ შეიძლება დამნაშავე არ მოიძებნებოდეს ისეთი ფაქტისას,როგორიც არის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა... ეს განაჩენი გამოუტანეს ახალგაზრდა კაცს... ჩამოახრჩვეს თავისივე ნაზარდი... დამნაშავე პეტრე კი არა,ზოგადად პეტრეობაა, ზუსტად ისეთივე დანაშაული,როგორიც არის ლუარსაბობა... რა ღირებულება აქვს იმ ადამიანის არსებობას, ვისი ცხოვრებაც სტომაქს დაქვემდებარებულია, ან იმის არსებობას,ვინც ცხოვრობს საზოგადოებაში,მაგრამ არ იღებს საზოგადო ცხოვრების წესებსა და ჩვევებს? ვინ არის დამნაშავე იმაში,რომ პირობითად ორი ახალგაზრდა ცას გამოეკიდა და რომ ერთი მათგანი ჩამოახრჩვეს?

Page 22: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ეს არის დანაშაული,რომელიც უმოქმედობით ჩაიდინა პეტრემ და სოფლის ყველა მცხოვრებმა. მათმა ინდიფერენტულობამ გაზარდა ბიჭები მძარცველებად, ბეჟან გარიყულაშვილი კი მიიყვანა სახრჩობელამდე. იქ კი ფარაჯაში გახვეულ ბეჟანს ერთ მხარეს მღვდელი ედგა,მეორე მხარეს-ბიღაც ჩინოვნიკი,რომელმაც განაჩენი წაიკითხა, ხოლო მღვდელმა ილოცა ბეჟანის სულისათვის...მერე აღსრულდა განაჩენი-კაცი ჩამოახრჩვეს... საინტერესოა,რას იტყვის მოძღვარი? მდივანი: სიტყვა ეძლევა სოფლის მოძღვარს,მამაო ერიკს,ესაიანს! მოძღვარი: რაც დღეს აქ ხდება,არაფერია, ამით არავის ვაკნინებ, მხოლოდ იმის თქმა მინდა,რომ უზენაესი მსაჯულის განაჩენის უფრო მეშინია,ვიდრე იმ სიტყვებისა,რაც აქ ითქვა ან ითქმება; ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ, მეც,თქვენც და სხვანიც... უბედურება ის კი არ არის,პეტრემ რომ არ გათქვა მძარცველები პოლიციათან, არამედ ის,რომ ხელი ვერ შვუშალე ასეთ განაჩენს... ჩვენ ყველამ ჩამოვახრჩეთ მონა ღვთისა ბეჟანი და ყველა ველოდეთ უზენაესი მსაჯულისგან განაჩენს... მდივანი: სიტყვა ეძლევა პროკურორს! გთხოვთ,არგუმენტირებული მსჯელობით დაგვისაბუთოთ განსასჯელის ბრალეულობა! პროკურორი: სუბიექტურია მსჯელობა მხოლოდ პეტრეს ბრალეულობაზე, ამით თავად ძმებიც არ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან... საზოგადოებამ რომ გარიყა და უმოქმედობამ,გულგრილობამ გამოზარდა ახალგაზრდები ასეთებად, ეს იმას არ ნიშნავს,რომ მათ ბრალი არაფერში მიუძღვით, მოსარჩელეც დამნაშავეა, სისხლის სამართლის კოდექსით -ის მონაწილეა არაერთი ძარცვისა და ქურდობის... საზოგადოება დამნაშავეა ზნეობრივი კოდექსით გულგრილობის ასპექტში. მშობელი დედაა დამნაშავე,რომლისათვისაც სისხლის სამართლის კოდექსი ძალადობის ერთ-ერთი სახის-უგულვებელყოფის მუხლით მსჯელობს.

Page 23: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

მდივანი: სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად, სამსჯელოდ, გთხოვთ, შეიკრიბოთ ფსიქოლოგი, მოსამართლის თანაშემწეები და ნაფიცი მსაჯულები! მოსამართლე: გთხოვთ თითოეულმა გამოთქვათ თქვენი აზრი ! მოსამართლის თანაშემწე: (აივაზოვი ანა):პეტრე დამნაშავეა,მას უნდა შეეფარდოს პირობითი სასჯელი 15 წელი!ეს დრო უნდა მოხმარდეს მისთვის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობათა გათვალისწინებას! მოსამართლის თანაშემწე: (არაქელიანი ლეილა): პეტრე კი არა,პეტრეობაა დანაშაული,ამიტომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა არ უნდა ზღას ყველას მაგივრად. პეტრე უნდა ვცნოთ უდანაშაულოდ! მოსამართლის თანაშემწე: (ოგანეზოვი ტერეზა): თანასოფლელთა დახასიათებით,პეტრე გულკეთილი ადამიანია,მას ბრალს ვერ დავდებთ დანაშაულში, დანაშაული არის,მაგრამ განსასჯელს არ შეეძლო გაეცნობიერებინა ის პასუხისმგებლობანი,რის გაუშინაარსებლობამაც-ანუ უმოქმედობამ მოიტანა ეს შედეგი!

მოსამართლის თანაშემწე ( ჩილინგაროვი ანა): მოსარჩელეს არ აქვს სამხილები,რაც დაადასტურებს განსასჯელის ბრალეულობას. ჩემი პოზიცია ასეთია:სამხილების არქონის გამო არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა! მოსამართლის თანაშემწე: (ამედოვი ხამე): ვფიქრობ,რომ უნდა დაეკისროს პეტრეს და ყველა თანასოფლელს მიყენებული ზიანის ანაზღაურება , რადგან მათი გულგრილობის გამო მიადგათ ეს ზიანი ძმებს. რათქმაუნდა, ბეჟანს ვეღარავინ გააცოცხლებს,მაგრამ მის ძმას მაინც გაუწიონ დახმარება,როგორც უსახლკაროსა და უპოვარს.

Page 24: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

მოსამართლის თანაშემწე: (ახვერდოვი ანზორი): ჩემი აზრით,უნდა შევიმუშავოთ დასჯის ისეთი ფორმა,რომელიც არამხოლოდ პეტრესა და მის თანასოფლელებს დააკისრებს პასუხისმგებლობას,არამედ საზოგადო ნორმებს შეიმუშავებს ადამიანთა ურთიერთობებში,ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს განხილვის ობიექტი.იმგვარი სახდელი უნდა დაეკისროს ყველას,რაც პრევენციულ ზომად გამოდგება შემდგომი თანაცხოვრებისას მათთვის.მაგ: სოფლისა თუ რაიონის ხელმძღვანელობამ შექმნას ფონდი,საიდანაც ბეჟანისა და მისი ძმის ბედქვეშ მყოფი ბავშვები დაფინასდებიან არამხოლოდ ყოფითი მოთხოვნილებების უზრუნველყოფით , არამედ თანხები მოხმარდება მათ განვითარებასაც. ეს ფონდი უნდა შეიქმნას ამ სოფლის მკვიდრთათვის დაკისრებული გადასახადით,რომელიც იქნება მათი სახდელიც და განაჩენიც. მოსამართლის თანაშემწე: (ბაგრატაშვილი მარიამი)- დამნაშავედ უნდა ვცნოთ დედა, რომელმაც შვილები მიატოვა. თავი აარიდა მათზე ზრუნვას და დატოვა ისინი ბედის ანაბარა. მოსამართლის თანაშემწე: (ბალიანი ლიანა)- ჩემი აზრით, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა,რადგან თავის დანაშაულს ვერც კი გრძნობს, უდანაშაულო გამოჰყავს თავი და ძმაც... მხოლოდ მსხვერპლის მანტიის მორგების უფლება არ უნდა მივცეთ! მოსამართლის თანაშემწე: (კაზაზიანი ანჟელა): იმდენი ადამიანის ბრალეულობამ იჩინა თავი,რომ დაუსჯელი აღარავინ დარჩება, ამიტომ საზოგადო სახდელის მომხრე ვარ და არა სასჯელის, ასევე, ჩემი აზრით, სოფლის მოძღვარს უნდა დაეკისროს უფრო დიდი ვალდებულებები ზრუნვის საჭიროების მქონე ადამიანების მოძიებაში და მათ დახმარებაში.

Page 25: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

მოსამართლის თანაშემწე: (მიტიჩაშვილი ვერონიკა): პეტრე უდანაშაულოა,ჩემთვის მისაღები იყო მისი ადვოკატის არგუმენტები. მოსამართლის თანაშემწე: (მუკოიანი ელისაბეტ): -პეტრე დამნაშავეა იმაში,რომ არ შეატყობინა ქურდობის ფაქტი პოლიციას, დამნაშავე მთლიანად საზოგადოებაა იმაში,რომ ხელი შეუწყეს ძმებში მძარცველთა ზრდას და გულგრილად შეხვდნენ ადამიანის ჩამოხრჩობას. მოსამართლის თანაშემწე: (პოღოსოვი კაროლინა)- დამნაშავეა დედა, პირველ რიგში მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა შვილებზე და შემდეგ საზოგადოებას! მოსამართლის თანაშემწე: ( სარუხანოვი დანიელი)-თუ პეტრეს უდანაშაულოდ ვცნობთ, ამით დავამკვიდრებთ სასამართლო განაჩენის უსამართლო ტრადიციას, დავაკნინებთ ზნეობის კოდექსის ღირებულებებს. მოსამართლის თანაშემწე: (ავეტისიანი ვიქტორია)- პეტრე დამნაშავეა და უნდა დაეკისროს გირაო სახელმწიფოს სასარგებლოდ, რადგან არ შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის-ძარცვის შესახებ. მოსამართლის თანაშემწე: (მიკირტუმოვა ჯულიანა)- დამნაშავეა დედა,რომ აირიდა მშობლის პასუხისმგებლობა, ამიტომ ბრალეული მხარე, ვისმა დანაშაულმაც გამოიწვია ყველა დანარჩენი სავალალო შედეგი, არის მხოლოდ მშობელი. მოსამართლე: გისმენთ ნაფიც მსაჯულებს!

Page 26: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ნაფიცი მსაჯული: (გურჯიევი დიონის)- პეტრე დამნაშავეა,მაგრამ რადგან არ არსებობს სამხილები,სასჯელს ვერ შევუფარდებთ,თუმცა სახდელს დავაკისრებთ . ნაფიცი მსაჯული: (ისახანოვი ედმონდი)-დამნაშავეა ორივე ძმა,მაგრამ ზნეობრივი კოდექსით დამნაშავეა საზოგადოებაც! ნაფიცი მსაჯული: (კუსრაევი ფატიმა) :-უდაოდ დამნაშავეა პეტრე,მაგრამ იმის გამო,რომ თავად ეს დანაშაული,რაშიც ბრალი ედება, არ ჩაუდენია განზრახ, არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა! ნაფიცი მსაჯული: (კუსრაევი მარია) - დამნაშავეა დედაც,პეტრეც,მოსარჩელეც და მღვდელიც, სასამართლომ უნდა შეიმუშაოს ისეთი გადაწყვეტილება,რაც ამ საზოგადოებას დააწყებინებს ზრუნვას ერთმანეთზე. ნაფიცი მსაჯული: (მელქოიანი ასია)- პეტრე დამნაშავეა,უნდა მიესაჯოს მინიმუმ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნაფიცი მსაჯული: (ტურაზოვი ლუსინე)- სასამართლომ უნდა გამოავლინოს დამნაშავე,რომ გასაგები იყოს საზოგადოებისათვის,რა არის დასაშვები და რა მიუღებელი დაწერილი,თუ დაუწერელი კანონებით... თუ ვამბობთ,რომ ყველა უდანაშაულოა, მაშასადამე ვამტკიცებთ,რომ საზოგადოებაში მიღებულია გულგრილი თანაცხოვრება.

Page 27: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

ფსიქოლოგი: (ტუტელიანი ლინა)- გასაგებია ყველა იმ ადამიანის პოზიცია, ვინც ფიქრობს,რომ სამართალმა უნდა იზეიმოს, რომ დასასჯელი უნდა დაისაჯოს, იმიტომ,რომ გადავარჩინოთ გაცილებით ღირებული და ფასეული-საზოგადოება, თავისი ნორმებითა და კულტურით. მაგრამ საკითხი დავსვათ ასე: რა დაგვრჩა გადასარჩენი? ადამიანი უკვე ჩამოახრჩვეს, ბეჟანის ძმამ შურისძიებაზე თქვა უარი და სასამართლოს მიმართა... ეს ბოლო ასპექტი ვინც ფიქრობთ,რომ კანონმორჩილი ადამიანის ქმედებაა, მგონი,ცდებით... იქნებ ობოლა გარიყულაშვილმა თავი გადაირჩინა, ასე ვთქვათ დაასწრო სამართალდამცავებს,სანამ ვინმე მოჰკითხავდა პასუხს ჩადენილ არაერთ დანაშაულზე?! მით უფრო საღი მგონია ეს აზრი,თუ გავითვალისწინებთ იმას,როგორ ეძებს საზოგადოებაში დამნაშავეს იმ ქმედებებშიც, რაც თავად და მისმა ძმამ ჩაიდინა. ეს დამნაშავის მიერ გამოვლენილი სუსტი მხარეა და შიშით ნაკარნახევი ქმედება და არა კანონმორჩილება... ამიტომ , ჩემი აზრით, გადასარჩენი ახლა მხოლოდ ადამიანებიც ცნობიერებაა,რომელიც უნდა მივახვედროთ დაკისრებული სახდელით და არა შეფარდებული სასჯელით,რომ საზოგადოების წევრობა გარკვეულ ნორმათა გაცნობიერებას გულისხმობს. მე დავასრულე სათქმელი,გმადლობთ! მოსამართლე: უღრმესი მადლობა! გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, დავუბრუნდეთ დარბაზს! მდივანი: მოსამართლე მობრძანდება, გაგაცნობთ განაჩენს!

Page 28: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

განაჩენი: მოსამართლე-მიქაელიანცი რუზანა- განვიხილე თითოეული მოწმის ჩვენება და გადავწყვიტე: 1. მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ობოლა გარიყულაშვილის დედას! 2. სოფლის მოსახლეობას დაეკისროს ყოველწლიური გადასახადი ადგილობრივი

თვითმმართველი ორგანოს მიერ განსაზღვრული ოდენობით! 3. მოსახლეობისგან შეგროვილი მოსაკრებელი განაწილდეს სოფლის მკვიდრთა შორის

დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებზე,განურჩევლად ასაკისა. თავად “საჭიროება” განსაზღვროს ადგილობრივმა სოციალურმა სამსახურმა!

4. მოსარჩელე ობოლა გარიყულაშვილს დაეკისროს იძულებითი სამუშაო, რომლის სახელმწიფო ანაზღაურება გადაეცემა იმ ადამიანებს, ვინც ძმებმა სხვადასხვა დროს გაქურდეს.

5. მოსაკრებლიდან პირველ რიგში გამოიყოს თანხები ბეჟანის ძმის სახლის ასაშენებლად და მისთვის ნორმალური სახცოვრებელი პირობების შესაქმნელად.

6. პეტრე გულგრილაშვილს დაევალოს სოფლის თვითმმართველ ორგანოსთან და სოფლის მოძღვართან ერთად “თანაზიარობის” ფონდის შექმნა და თითოეულ მაცხოვრებელზე ზრუნვა!

შენიშვნა: მიზეზი , რის გამოც არ დაეკისრა განსასჯელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთით არის შემამსუბუქებელი გარემოებანი:1. მასპინძლობა და 2. უმოქმედობით , მაგრამ არა შეგნებულად ჩადენილი დანაშაული .

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

Page 29: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

-

ინტერვიუ ილია ჭავჭავაძესთან: (ჟურნალისტები: დავით ყიფიანი და მარიანა სააკიანი)

- დავით ყიფიანი: -ბატონო ილია,ეთანხმებით განაჩენს? -ილია: ნაწარმოების ბოლოს დავსვი რიტორიკული შეკითხვა ,როგორც მჩვევია ხოლმე: “მართლა და ჩვენი პეტრე რა შუაში უნდა იყოს?-მეთქი და ამით სამსჯელოდ დავუტოვე მკითხველ საზოგადოებას და განაჩენის გამოტანაც მას მივანდე... -მარიანა სააკიანი:- ბატონო ილია, თქვენ ყველა პერსონაჟი თითქოს გიყვართ და გეცოდებათ, მაგრამ ამხელთ მათ, გული ხომ არ დაგწყდათ, ამდენი ადამიანი რომ ადანაშაულებდა პეტრეს? -ილია:- პეტრე მართლაც რა შუაშია, “ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ”...

Page 30: დისკუსია სარჩობელაზედ - pdf1.pdf

წამყვანი-სააკიანი მარიანა: განაჩენი გამოტანილია! ამ დისკუსიი ს მიზანი კი მხოლოდ ის იყო,რომ დავფიქრებულიყავით ერთმანეთის მიმართ დაკისრებულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე. ილიას შემოქმედების აზრი სწორად გაგვეგო: არც განდეგილობასა აქვს ფასი, თუ პიროვნების ღწვა საზოგადოებას არ ხმარდება, არც ცივი მყინვარის მშვენიერებას მოაქვს სარგებელი და , შესაბამისად, ლუარსაბობაც და პეტრეობაც დანაშაულია. რამდენად კარგად გავაცნობიერეთ სამსჯელო თემის არსი, თქვენი განსასჯელია, ძვირფასო პედაგოგებო! დღეს რაც მოისმინეთ, ჩვენი ნააზრევია, ჩვენი შეხედულებები ზოგადსაკაცობრიო თემატიკაზე. გმადლობთ მობრძანებისა და ყურადღებისათვის!