gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web...

42
მმმმ (მმმმმ) მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ აა ააააააა ააააააა ააააააააა ააააა, ააა ააააააააა ააააა ააააააა 2011 მმმმ

Transcript of gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web...

Page 1: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

მზია (მზეკო) ჟვანია

მარადიული მონატრება

ამ კრებულს ვუძღვნი საყვარელი დედის, ეკა მარშანიას ნათელ ხსოვნას

2011 წელი

წინასიტყვაობა

Page 2: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე კრებული ერთი მეტად ახალგაზრდა, ტკივილით გულდამეხილი გოგონას ნაგულსიტყვებია.

ამ ლექსების ავტორი სევდით მოპირთავებული მზეკო ჟვანია დღენიადაგ ნატვრის თვალისა და ჯადოსნური ჯოხის ძებნაშია, რათა აუხდენელი აიხდინოს და ენით აღუწერელი ტკივილით მიღმეთში გადავანებული დედა დაიბრუნოს. ხომ ბავშვური ოცნებაა, მაგრამ იმდენად სასურველი და საგულსწორო ამ ადამიანისათვის, რომ ნატრობს და ეძებს... ეძებს და ოცნებობს... ამიტომაც, მუდმივად მზერანაღვლიანი გოგონა სტრიქონებს გაენდო და ლექსები დაიგულისწორა.

მზეკო ჩემი სტდენტია, ბეჯითი და გონებამახვილი, მუდმივად წინგზისკენ მზირალი და რაციონალურად ხიბლიანი, მიუხედავად იმ აუწონავი ტკივილისა განუჭვრეტელ კლდედ, რომ აღმართვია მის ყმაწვილქალობას.

ლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა ლექსი, გიგებს და გიფრთხილდება, ტკივა და არ იმჩნევს, იტანს, გულყუჩობს და გესაუბრება წუხილიანად. ასეთ ლექსებს სთავაზობს თავის მკითხველს მზეკო ჟვანია და ამ პირველი ნაბიჯიდან დიდ ნაბიჯამდე, როცა ის სრულფასოვანი და ვარგებული შემოქმედებით წარსდგება საზოგადოების წინაშე არც ისე შორია.

იმედიანი, სევდაჩაუმდგარი ლექსების წერა და მომავალი შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა კალმოსანს.

ლაშა გვასალია

Page 3: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

დედის ,,ნანა“

ეს საამო თბილი ,,ნანა“

უფლის ჩუმი სევდა,

თან დამყვება ლოცვის დარად

საყვარელო დედა.

მონატრება აგულმზევებს,

შენს უშორეს თვალებს,

ღამეები დარდის წილად

მირაზავენ კარებს...

,,ნანა“ სულის ტკივილია

და ცრემლების განცდა,

აღარ ამცდა უშენობა,

მართლაც აღარ ამცდა.

ხსოვნის კადრებს ფირებივით

თან მისდევენ გზები,

ძილთაშორის ბლანდაობენ

უსასრულოდ ხმები.

იმ მარადი სიყვარულის

ფიცივით, რომ მსდევდა,

მენატრები, მეთბილები

ოცნებებად დედა!

Page 4: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

რვა 13 ოქტომბერი

რვა ცამეტი ოქტომბერი

და ცრემლების წყარო,

სიყვარული, ღვთის წყალობა,

არ მოგაკლოთ ხალხნო!...

რვა უდედო სიხარული

ახალი წლის ღამეს,

თვალზე ცრემლი, სინანული

შობის წინა ღამეს...

რაც დამაკლდა სიცოცხლის ჟამს

დედის სითბო იყო,

მომავლისთვის არც რას ველი,

იქნებ დედამ მიხმოს...

მომიტევოს უფალმა, რომ

სიკვდილს ხშირად ვლამობ,

მაგრამ დედის სიყვარულს და

ჩახუტებას ვნატრობ!...

მენატრები

ამ ტკივილს ისევ მოვყავარ შენთან

დაუსაბამო სულის სანთელით,

ვერ მოვუძებნე დასასრული და

მზეს ვეფერები შენი სახელით...

Page 5: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

მივიკვლევ გზას და ღამის არია

სევდის ცრემლებად წვეთავს,

თუ მონატრებემ ასე ამრია –

ტკივილს რა ვუყო დედა?!

უშენობით

გეძებ და ფიქრივით მეკარგები,

არ ხარ და ცრემლები მახრჩობს,

კვირტებზე სხივები ნათელობენ,

ბუნება ლექსებით მარტობს...

არც ცა, არც მიწის ოინები,

სულში ვერ თოვენ შვებით,

მიდიან, მოდიან უშენობით,

ეს თვალებ უძირო გზები.

დამიბრუნდი დედა

მოდი და ზეცა მომიტანე,

მოდი და ქარები ჩამიყენე,

მოდი და დღეები გამამზევე,

მოდი და სხვა მხარეს წამიყვანე...

იქ, სადაც ღამეთა ხილვებია,

იქ, სადაც მზეა და გახარება,

Page 6: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ტკივილი, ტკივილად დამირჩა და

წუხილი, წუხილად მემხარება...

დამრჩები ხატად

ისეთს რას დავეძებ ყველას, რომ ვკარგავ?!

ალბათ მოგონება დამრჩება მარად.

შენი სიყვარული მიმყვება კარად,

ისეთს რას დავეძებ ამდენს, რომ ვკარგავ?!

მხოლოდ შენ დაგეძებ და შენვე გკარგავ,

შენი სურათები დამრჩება ხატად,

შენზე მოგონებებს მოვყვები სადღაც,

შენი მონატრებით დავდივარ ახლაც,

შენი სიყვარული ჩემშია მარად,

ისეთს რას დავეძებ ყველას, რომ ვკარგავ?!

* * *ნათქვამია, დედის ცრემლზე

ია ამოვაო...

ია ამოვიდა,

ვარდი ამოვიდა,

სევდა ამოვიდა,

სისხლი ამოვიდა,

ტანჯვა ამოვიდა,

დარდი მოვიდა...

Page 7: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ვტირი და ქარები

ნაღვლობენ ქრიალით,

სამყარო ცრემლია,

ცრემლების ტრიალი...

მართლაც შენს ცრემლებზე

ია ამოვიდა. –

ია ლურჯი და

ცრემლად ქცეული!..

შენთვის ვტირი დედაიცი, რატომ ვტირი?

შენ, რომ არ ხარ, დედა

იცი, რატომ ვტირი?

შენ, რომ ვეღარ გხედავ,

იცი, რატომ ვტირი?

გნატრობ! სად ხარ ნეტავ?

მომენატრა დედა

შენი ტბილი ცქერა.

ჩემს ცრემლიან თვალებს

ვინ გაუგებს ნეტავ?

შენს სიყვარულს დედა

გულში ვიტევ ეხლაც.

მომენატრა დედა

შენი თბილი მზერა,

როცა მოვალ შენთან

არ დაგტოვებ! გჯერა?

Page 8: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

მომენატრა მე კვლავ

დედის ტკბილი მღერა,

შენზე კარგი დედა

არვინ არ მყავს ქვეყნად,

მე იმიტიმ ვტირი,

შენ, რომ ვეღარ გხედავ...

დაგელოდები დედაკვლავ გელოდები ვარდებით ხელში

და გელოდები ფიქრების თქეშით,

ნიავმა ისევ იმღერა მთებში,

გაიზუზუნა შენს ლამაზ ყელში...

მე გელოდები თუნდსაც ტიტებით,

სისხლისფერ ცვრად, რომ მადნება ხელში,

დაგელოდები ისევ იმედით

სადაც ნიავი გაგივლის თმებში...

ისევ მარტო ვარ, ნუთუ დამშორდი,

დაუმეგობრდი იმ მიწას, ბნელში,

შებინდებისას ნუთუ გამოჩნდი,

ისევ დაგხვდები ვარდებით ხელში...

მომლანდებია შენი ხატება

Page 9: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ბნელში, ცივ ქვაზე გამოსახული,

ნუთუ ოცნება ჩემი ახდება

და ისევ გნახავ გამოპრანჭული...

ვდგავარ საფლავთან, იქ, სადღაც ბნელში,

ტიტები ისევ მადნება ხელში,

დაგეჩოქები ყვავილით მკერდში,

დაგელოდები დედა იმ მთებში...

შენზე დარდებიცხარე ცრემლებით დავხატავ წარსულს

და მოგონებებს გადავშლი ქარში,

ეს მარტოობაც დატანჯავს ნაზ სულს,

ეულად ყოფნა, რომ გიწევს ცაში...

დედა, უშენოდ მაკლია ლოცვა,

სულს დავიფიცებ სანატრელს შენსას,

ვეღარ გავბედე საფლავზე მოსვლა

და დარდიანი დავდივარ დღესაც...

ცივ წყალს დაგასხამ გულზე არაგვის,

ფოთლებს ამღერებს ქარში ჭადარი,

შენით სიბრალულს არ ვთხოვ არავის,

რომ შენი მსგავსი არსად არ არის...

Page 10: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ნეტავი რატომ დარდობ?!

ო, როგორ მინდა შენს გულში

დარდი დავმალო მუდამ,

ო, როგორ მინდა შენს თვალში

ცრემლებს ვაშრობდე მუდამ,

გიყურებ მაგრამ ვერ ვხვდები

რადა ხარ ასე ჩუმად,

გიყურებ, მაგრამ ვერ ვხვდები,

რად არ იღიმი მუდამ...

მე შეგამჩნიე დარდიის თვალები სადღაც შორს, რომ იყურება,

ის სანთელი, სიონში, რომ იწვის,

გული, როცა დარდით ისევ ატირდება,

ქშენას ისმენ დამძიმებულ ფილტვის...

ის ნაღველი თავს, რომ ხშირად გაგახსენებს

და იმ სევდას თვალებში, რომ ვხედავ,

ის წარსული მწარე ცრემლით, რომ გატირებს,

რომელ დარდსაც, სხვები ვეღარ ხედავს...

ძველი სიყვარული

Page 11: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ისევ მიკაკუნებს ნაზი მოგონება,

ისევ გაიღვიძებს ჩემში სიყვარული,

ვერც კი გავიაზრე მე ჩემი ოცნება

უცებ დამეკარგა დიდი სიხარული...

ოდესღაც ვიყავი ჩემში, შენი გიდი,

ცრემლით მოგიქარგე ყველა უჯრა გულის,

უეცრად ჩაინგრა სიყვარულის ხიდი,

ყველა გრძნობა გაქრა გარდა სინანულის...

ცას შეხედე ღამეის ვარსკვლავი, რომ ანათებს,

კარგად ნახე ცაზე,

მთვარის შუქი შენ რომ გწვდება,

გეფერება მხარზე

და ალერსით აგიყვება

გიჩურჩულებს დარზე,

სიყვარულით აინთება

მთვარის შუქი ცაზე.

მომავალი წინ არისმართლაც ნათელია, მართლაც სანუკვარი,

ბავშვობის დღეები, ბოროტის გაუვალი,

ეს ლაღი ბავშვობა უცრემლოდ გავლილია,

Page 12: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

მაგრამ განშორება ცრემლის ქვეშ გამივლია.

ძველი მოგონება ცრემლების მომგვრელია,

მაგრამ ეს ცრემლები წარსულის მორევია,

მე ხომ მოლოდინი მართლაც შემიძლია,

ეს მოლოდინი კი იმედის ღიმილია,

იმედი ნათელი ფიქრისთვის დამითმია,

ნათელი ფიქრი კი მომავლის იმედია...

მონატრებამე ის მენატრება

ვისაც დღეს ვერ ვხედავ,

მე ის მაგონდება,

თვალი, რომ ვერ ხედავს,

ნეტავ თუ ახდება ეს ჩემი ოცნება

თვალწინ მიტრიალებს მუდამ მოგონება,

მე ის მენატრება,

მე ის მაგონდება,

ის ჩემი ოცნება,

ნაზი მოგონება.

ნახეთ ცა, რომ ელავს,

ნახეთ ზღვა, რომ ღელავს,

ნეტავ რატომ ელავს?!

ან ზღვა რატომ ღელავს?!

Page 13: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

* * *ამ ოთხ კედელს შუა,

კაცი გაგიჟდება,

ამ ოთხ კედელს შუა,

გული გაცივდება.

ეს ნაზი ცრემლები

თვალზე კვლავ დარჩება

და ეს მოგონება

გულთან ახლოს რჩება...

მუდამ შენთან ვარმომენატრები, მაგრამ უკვე გვიან იქნება,

ხეტიალის დროს მომიყვანეს შენთან ფიქრებმა,

არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ ნისლებმა

მითხრეს ჩვენ წავალთ ის კი მუდამ შენთან იქნება.

იქნებ არ იცი შენთან ყოფნა, როგორ მჭირდება,

ჩვენ ვეღარავინ დაგვაშორებს, ასე იქნება

და თუ ოდესმე მომიყვანეს შენთან ფიქრებმა,

რომ არასოდეს მიგატოვებ, არის ღვთის ნება.

მე უფალს შევსთხოვ, რომ შენ მუდამ მოგცეს დიდება,

ვიცი, მერწმუნე შენ ეს ახლა ძლიერ გჭირდება,

შენი დარდების საიდუმლოც მითხრეს ნისლებმა

Page 14: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ღმერთი არასდროს მიგატოვებს, ასე იქნება.

ალბათ გგონია, რადგან წავალ გულიც მიმყვება,

ასე არ არის, არ გატყუებ, ეს არ მჭირდება,

მე შენთანა ვარ და მარადჟამს ასე იქნება,

მე კი მივდივარ, მაგრამ გული თან არ მიმყვება...

მუდამ გახსოვდეს: მე არასდროს დამავიწყდები,

თუნდაც გავიდეს ასი წელი, მე ხომ გპირდები

და რომ ყოველთვის მეყვარები ალბათ შენც ხვდები,

მე იმის მჯერა, რომ შენს გულში მარად ვიქნები...

* * *როგორც თვალზე ცრემლი შრება,

ნეტავ ისე ქრებოდე,

ტაძარში, რომ იღვენთება,

იმ სანთელით დნებოდე...

დაგიმონებს დარდის გროვა,

კვლავ დაგწვავენ ალები,

სიყვარული აღარ მოვა

და არც შემებრალები...

ჩუმი მონატრებადაუბერა მონატრების ჩუმმა სიომ,

მელანდები, შენ ჩემი ხმა ისევ გიხმობს,

Page 15: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

შენს თბილ სიტყვებს ჩემი გული ისევ ითხოვს,

მე შენი ვარ და ყოველდღე შენზე ვფიქრობ. . .

მენატრება შენი ნაზი გამოხედვა,

ის სინაზე, რასაც მხოლოდ შენგან ვხედავ,

შენს სიყვარულს ჩემი გული ვეღრ ბედავს,

მე ცუდად ვარ იმ დღეს, როცა შენ ვერ გხედავ. . .

რა გგონია, რომ შენი ხმა მე არ მესმის?!

რა გგონია, რომ ვერ ვხვდები შენს თბილ განცდებს?!

როცა ამბობ ,,მიყვარხარო“, ყველას ესმის,

შენი სიტყვა, მონატრების, ჩემს გულს ავსებს. . .

მენატრება შენი თბილი სიტყვა ისევ,

შენი სითბო და სინაზე მე გულს მივსებს,

შენს წრფელ სიტყვებს, მონატრების, გულში ვიტევ,

მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ მე შენ ისევ

,,რაც უფრო შორს ხარ“რაც უფრო დიდია სიყვარული,

მით უფრო თბილია გრძნობა,

რაც უფრო დიდია მონატრება,

მით უფრო ნაზია ხსოვნა.

ისევ მაგონდება შენი სიყვარული,

Page 16: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ის რაც უკვე ჩვენთვის მოხდა,

თვალწინ დამტრიალებს მე შენი ხატება

და თბილი სიტყვების კონა.

ვიცი შეგიძლია ჩემი სიყვარული,

მაგრამ ყველაფერი მორჩა,

შენ ჩემგან დაგრჩება მხოლოდ მონატრება,

გთხოვ, დაივიწყე რაც მოხდა...

ვერ გივიწყებმე შენზე ვფიქრობ დიდი ხანია,

შენ ჩემი გულის საფიცარი ხარ,

ვეღარ ვფხიზლდები ირგვლივ ქარია

მონატრებამაც ეს დრო გალია...

როცა მეღიმება შენი კოცნა მათბობს

და როცა ვერ გხედავ შენზე ფიქრი მათოვს,

მე შენზე ოცნება დღემდე ისევ მათრობს,

და შენი სიტყვები, იცი? ახლაც მახსოვს...

ჩემგან უარის თქმა ვიცი გეწყინება,

ეს ცივი სიტყვები შენს გულს ეფინება,

როცა ამას ვამბობ, ალბათ გეცინება,

მაგრამ ბოლო სიტყვა მხოლოდ ეს იქნება...

შენთვის ვილოცებ

Page 17: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ფურცელს ასველებენ ნაზი ცრემლები,

გჯერა? შენს სიყვარულს ვეღარ ველევი,

ღმერთო! რა სწრაფად გადის დღეები,

ასე იწერება ჩემი ლექსები...

უფალს ვევედრები, რომ შენ დაგიფაროს,

წმინდა მარიამმა კალთას შეგიფაროს,

ტაძარში სანთელი შენთვის დამეწვას, რომ

მიწიერ ცხოვრებას მადლი მოეტანოს...

* * *სიკვდილს ვემალები დიდი ხანია,

ასე ცხოვრებაში წლები გავიდა,

ღმერთო! ეს ცხოვრება უკვე არ მინდა,

დროს მივსდევდი და ეს დროც გაფრინდა...

ზამთარი მოვიდა ცივა, ქარია,

ქარის შრიალმა გონება არია,

საათი ჩერდება, წუთიც წამია,

ღმერთო! ეს ცხოვრება მორჩა, წავიდა...

ჩემს გონებაში ისევ ქარია,

ამ ცივმა ქარმა მე კვლავ ამრია,

ეს ხომ სიცოცხლის ბოლო წამია,

Page 18: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ნუთუ ცხოვრებამ ეს დრო გალია...

მიყვარხარ?იმას, რასაც მე განვიცდი,

ალბათ სიყვარული ჰქვია,

მე ასე ვფიქრობ არ ვიცი,

ალბათ იმიტომ, რომ მინდა.

იმას, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ,

იქნებ სიძულვილი ჰქვია?

მე ჩემს გულისთქმას ვეღარ ვნდობ,

ვერც დარდს განკურნავს ია.

მხოლოდ შენია ეს გრძნობა,

ჩემთვის არ არის გვიან,

სიყვარულია? არ ვიცი,

არც სიძულვილი ჰქვია...

მიორქ!ჩქიმი გურიშ ვარდი რექ დო,

ბჟა დო თუთას გადარენქ,

თე ქიანას შურ მიდგ ონდო,

სი ჩქიმ საოროფო რექ.

ირ წუთს მა სკან ჯინა მოკო,

უსკანეთი ვაორექ,

Page 19: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ბჟა დო თუთა სკანოთ მოკო,

ჩქიმ ჭიჭე გურს დინოხექ.

თოლს ჩილამურ დინომდგუ დო

იშენ თუთას გადარენქ,

თე მურიცხებ სკანოთ მოკო

უსკანეთი ვაორექ...

* * * ეს სიყვარულიც თოვლივით გაქრება

და ცრემლებს დამიშრობს მზე,

ეს ჩემი ოცნება არასდროს ახდება

და არც დაბრუნდები შენ.

მორჩა, ჩემი გული არასდროს გათბება

და ისევ ჩაივლის დღე,

ის ცხარე ცრემლები აღარ დაიღვრება

იცოდე, გახსოვდეს ეს...

* * *წახვედი და უშენობით

ჩემი გულიც იფეთქებს,

უშენობის ნაზი ცრემლი

ლამაზ ღაწვებს მისველებს,

არ მინდოდა სიმარტოვე,

Page 20: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

მაგრამ ახლა სიშორე,

მონატრებას გამიღვიძებს

და სიყვარულს იცოდე. . .

სანამ გული გეტკინება,

მანამ უნდა გტკიოდეს,

სიყვარული დიდია და

რას დააკლებს სიშორე,

მე შენს გულში სიყვარულის

ნაპერწკალი ვიპოვე,

უჩემობას შენი გული

ვერ აიტანს იცოდე...

გენატრება ერთადერთი ვაჟკაციშორს გყავს შვილი, ერთადერთი ვაჟკაცი,

სამშობლოსთვის გაგიზრდია კელაპტრად,

ერთადერთი შვილი შენი შორს არის,

მონატრებას მოუცვიხარ ამაღამ. . .

გენატრება ერთადერთი ვაჟკაცი,

შენი შვილი, მოკლებული სითბოს,

მისთვის სანთელს ობლად ანთებ ტაძარში,

მისი გული სიყვარულით გიხმობს. . .

ეჰ, რამდენი დღე და ღამე გასულა,

Page 21: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

გნდომებია ჩახუტება შვილის,

ეს წამები სულ წუთებად წასულა,

მოლოდინსი დრო რა ძნელად მიდის...

* * *,,მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,

რომ აქამდე ცოცხალი ვარ მიკვირს“.

მე იმდენად შევეჩვიე დარდებს,

შენი ჩრდილი სულ ფეხდაფეხ დამსდევს.

მე იმდენად შევეჩვიე ცრემლებს,

გაღიმება არ მიგზავნის ფერებს.

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,

ჩემი თვალის ნაზი ცრემლი შენ ხარ.

მე იმდენად შევეჩვიე ტირილს,

ჩემთან არ ხარ, დრო კი სწრაფად მიდის.

შევეჩვიე მე უშენოდ ყოფნას,

მაგრამ მჯერა, რომ შენ მაინც მოხვალ.

მე იმდენად შევეჩვიე დარდებს,

შენზე ფიქრი აჩრდილადაც დამსდევს.

Page 22: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

,,მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,

რომ აქამდე ცოცხალი ვარ მიკვირს“.

მუზამუზად მოხვედი და მუზადვე მიდიხარ,

ისევ გაიხურე კარი,

ჩემთან მოხვედი და უჩემოდ მიდიხარ,

სულ სხვა შეგიყვარდა ქალი,

კისკისად მოხვედი და ცრემლად მიდიხარ,

ისევ ამირიე დარდი.

ჩემთან მოხვედი და აღარ მიდიხარ,

აღარ დაიქროლებს ქარი...

თუკი დამიბრუნდი, აბა სად მიდიხარ?

ვერც კი გამისწორე თვალი,

უკვე გაპატიე, მოდი, ნუ მიდიხარ,

აღარ გაიხურო კარი...

ცრემლად წახვედი და კისკისად მოდიხარ,

გულში ხარ მზე, თბილი დარი,

უკვე მოხვედი და აღარ მიდიხარ,

აღარც გახსოვს შენ ის ქალი...

,,სიკვდილის შემდეგ“ნეტავ რა მოხდება სიკვდილის შემდეგ,

ცრემლით თუ მახსენებ შენ,

Page 23: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

სადღაც სიყვარულით თუკი გამიხსენებ,

მიგულე შენს გვერდით მეც.

შენ თუ ჩემს საფლავთან მოხვალ ცრემლიანი,

თვალს მოეფარება მზე,

და თუ უმიზეზოდ მოხვალ გესლიანი,

მაშინაც გაგიგებ მე...

ნუთუ ეს ცრემლები ძვირფასო ყალბია,

ღაწვებს, რომ გისველებს ცივს,

გეტყვი: ეს ფლიდობა ჩემთან არ გინდა,

მითხარი გულში თუ წვიმს...

ნეტავ რა მოხდება სიკვდილის შემდეგ,

ან თუ გამიხსენებ შენ...

მახსოვს მითხარიმახსოვს მითხარი სიყვარულში ვინ შემედრება,

თვით რომეოს და ჯულიეტას შეშურდათ ჩემი,

მახსოვს მითხარი სიყვარულში რა აღარ ხდება,

ამ გრძნობის შემდეგ ყველას თვალზე გაჩნდება ცრემლი...

მახსოვს მითხარი გამარჯვება ჩემით იწყება,

ჩემს გვერდით არის კეთილი და ლამაზი ქალი,

მახსოვს მითხარი გამარჯვება ჩემი იქნება,

ეს სადღეგრძელი, სიყვარულის, ითქმევა თვალით...

გახსოვს?! მითხარი ბედნიერება იმით იწყება,

როცა ჩემს გვერდით გაიღვიძებს ნამდვილი ქალი...

Page 24: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ცრემლიანო ნანავდედის თბილო ნანავ

და ტკბილო ჰანგებო,

ჩემო დიდო ნატვრავ

და დარდით ნამღერო.

ცრემლიანო ნანავ

და დედის ჰანგებო,

ჩემო თბილო ნატვრავ

უნდა აგამღერო...

სალომეს!სიზმრად ქცეულო მონატრებავ,

დარდად ქცეულო ფიქრო,

მზერით ახსნილო სიყვარულო,

ოცნებავ ცაზე დიდო...

ამ მონატრებით გადაღლილო,

შენ მზეზე უფრო თბილო,

გულო, ქარივით ავარდნილო,

სალო, შენ უფრო ტკბილო...

* * *ამ მონატრებას

რა გინდა უყო,

ამ ცრემლებს მიწას

Page 25: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

დარდით, რომ რწყავენ...

არის დარდების

თეთრი ქვეყანა,

სადაც სიყვარულს

ტკივილით კლავენ...

მატარებელშიგუგუნით მისდევს ვაგონი ვაგონს,

რელსები შიშით კრთებიან, შიშით,

ფანჯრიდან ვხედავ შრიალებს თითქოს,

ჭადრის ფოთლები იქ, დილის ნისლში...

კარი ჭრიალებს ვაგონის ბოლოს,

წუთები წამებს ითვლიან, ფიქრში,

გუგუნით მისდევს ვაგონი ვაგონს,

რელსებიც ისევ კრთებიან შიშით...

ნაძვების ჩრდილი დაგვყვება თითქოს,

პეპლებიც თურმე ფრთხებიან ნისლში,

ძველ მატარებელს, ლიანდაგს მიკრულს,

მივშტერებივარ გართული ფიქრში...

ცოცხალი პეიზაჟიზღვის ტალღები ქშენა ქშენით მოდიან,

ლოდზე ისევ ჩამოღვრიან ქაფებს,

Page 26: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

წლები, როგორ დაუნდობლად მიჰქრიან,

ვეღარ ვასწრებ, დარდით ვითვლი წამებს...

ზღვის ტალღებზე თამაშობენ ღრუბლები,

ნისლი ალბათ ჩამოწვება მალე,

მისი ქშენით დადუმებულს, ფიქრები,

მლაშედ, თითქოს უღიმღამოდ განვლე...

წითლად ელავს ზედაპირი ტალღების,

მოთამაშე ღრუბლებს თითქოს ზარავს,

საიდუმლო ვანდე მე ზვას დარდების,

ქშენა ქშენით გამოგზავნის ტალღას. . .

ლოდზე ისევ ქაფით გადაეშვება,

გაიყოლებს კენჭებს შხარა-შხურით,

მდუმარებით მზე ზღვის ფსკერზე ეშვება,

ზღვას ღრუბლებმა გადმოხედეს შურით...

ცრემლითვალზე ცრემლი მოგდგომია

და სეირნობს ღაწვებზე,

გულს სევდა შემოგწოლია

და საუბრობ დარდებზე...

თოვლში გზას გამოდგომიხარ,

ფანტელს იდნობ ტუჩებზე,

Page 27: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ცისთვის გული გაგიშლია

და ბაასობ ფიქრებზე...

ცრემლი თვალს არ შეშრობია,

ისევ დარბის ღაწვებზე,

სევდა არ შეგნელებია,

მაინც ფიქრობ დარდებზე...

ნაღველი გულს მოგდებია,

ცრემლებს იდნობ ტუჩებზე,

მთისთვის უკვე გაგიბია

საუბარი ფიქრებზე...

ნოსტალგიის ღამეგრილი ნიავი ნაზ რტოებს არხევს,

ოდესღაც მოვაკითხეთ მე და შენ ამ ხეს,

ჩვენ ზღაპრად ვუამბეთ ამბავი მთვარეს,

დილის ალიონი ათენებს ღამეს...

ყველა ჭრილობა გაიკერება,

მჯერა გაქრება გულიდან სევდა,

ჩვენზე ლექსები დაიწერება,

მთვარე ვერ ახსნის გრძნობას რა ერქვა...

ნაკვალევს გავყევი, როგორც მთვარეული,

სიტყვებს ვიგონებდი, გრძნობაარეული,

Page 28: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ვშიშობ ამ საღამოს მარტო ვარ, ეული,

სევდა მაქვს სათქმელი, გულში ჩახვეული...

ვიცი ინანებგთხოვ დღეს გრძნობისგან ნუ დაიცლები,

ეს გულგრილობა რა ცივად მათოვს,

ერთხელ გაფანტე შავი ნისლები,

წარსული კარგი, რომ იყო მახსოვს...

მალე მოხვალ და მთხოვ პატიებას

და გაიხსენებ ჩვენს დიდ სიყვარულს,

ნუ შეეცდები ნურც ატირებას,

დროც გაუვიდა უკვე სინანულს...

როგორ უეცრად ჩამოწვა სევდა,

რომ მაწერინებს ცრემლებით სტრიქონს,

უსასრულო დროს წამება ერქვა

და დამამგვანა მე პოეტს თითქოს...

* * *ღამის ტალღები დილის ნისლში ისევ ბორგავენ,

ცივი ზვირთები ხიდის ბოძებს ეხეთქებიან,

ჩემზე ფიქრები, დარდიანი, შენში შფოთავენ,

წრფელ გულს აპობენ და ცრემლების სახით ჩნდებიან...

დარდის ცრემლები ლამაზ ღაწვებს ისევ ხოკავენ,

Page 29: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

და სახის ნაკვთებს მდუმარებით გარს ევლებიან,

თუ გაეცალნენ მათ მაგივრად სულსაც მოკლავენ,

შავი ნისლები ისევ ისე იმუქრებიან...

კოშმარითავბრუს დაგახვევ ისევ ძილივით,

დაგიმძიმდება ქუთუთოები,

სიზმარში მნახავ კარგო ღიმილით,

რომ დაგესევა მუხლუხოები...

გაგეღვიძება აქოშინებულს,

სუნთქვას გიხშირებს, ეს კოშმარია,

ცივ ოფლს დაგასხამს და შეშინებულს,

ვერ დაგამშვიდებს ღამის არია...

ლურჯად შეღებავს ცას ალიონი,

დასთმე როგორმე შენი სიყალბე,

აზრებს გაფანტავს მღვრიე რიონი,

სხვას არაფერს გთხოვ, მხოლოდ გიყვარდე...

ზღვას გაექეცი, რიონს მდინარეს,

ტბასთან მიხვედი, როგორც სტუმარი,

ვერ გაექცევი ვერსად სიმართლეს,

ნუღარ იდგები ასე მდუმარი...

Page 30: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

გშორდებიგულს მიმძიმებენ ცივი ლოდები,

ასე მგონია დარდით მოვკვდები,

ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა მე შენ გშორდები

და ამომხდება სული გოდებით. . .

ტყემ გიჩურჩულა ჩემი ვედრება,

შენ კი გულგრილად უთხარ, ბერდება,

ჩემს წინ დგახარ და ნისლი გედება

ჩემთვის ღამდება, შენთვის თენდება.

ნუთუ შენში მხოლოდ ქალიაზღვას მოევლინე ურჩხულივით და ხარ ქალღმერთი,

რა შეუპოვრად ერთდებიან შენთან ტალღები,

თან მედიდურად იწყვეტ ალერსს, ხარ ერთადერთი,

ტალღებს მიაპობ, გესალმება ჭაღარა მთები...

დგახარ გზაზე და კანკალებენ შიშით ტრასები,

აწყვეტილ ალერსს გადათელვის ჟინით მოიკლავ,

შენ ხარ უკვდავი და მარადჟამს ასე დარჩები,

ჯერ არც მთავრდება, არც კი იცი დრო რას მოიტანს...

ბოლო იმედი არასოდეს მოგიკლავს გულში,

შენი ცხოვრების თანამგზავრი ალბათ ქარია,

Page 31: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ლამპარი მუდამ იციმციმებს შენს ლამაზ სულში,

ვერ დავიჯერებ, ნუთუ შენში მხოლოდ ქალია!

ვცდილობ დაგივიწყოისევ სიჩუმე გამიფანტავს ლამაზ ოცნებას,

და მთვარის შუქი ოთახის ჩრდილს თეთრად შეღებავს,

მე სიმარტოვე არ მახარებს, არ მაძლევს ნებას,

შენზე ვფიქრობ და დარდიანი ფიქრები მტანჯავს...

არ გათენდება, ჩემთვის, ღამე არ გაფითრდება,

არ დაამშვენებს დღეს ლაჟვარდი, ცას ალიონი,

თავს დავირწმუნებ, რომ ამაღამ არ გათენედება,

ნუთუ წალეკავს ჩვენს სიყვარულს ტალღა რიონის...

ფანჯრის მინაზე მთვარის შუქი კვლავ ირეკლება,

სევდას ვერ ვუძლებ, ვგრძნობ აღარ ვარ უკვე ძლიერი,

ვეცადე, მაგრამ ჩემი გრძნობა აღარ ნელდება,

ვერ მოგატყუებ, ვერ ვიქნები შენთან ცბიერი...

გათენდებამალე ალბათ დილა სხივებს დააფრქვევს და

სიყვარული დროს ხანმოკლედ გააჩერებს,

განთიადი გრძნობას სახელს დაარქმევს და

რად დავდუმდი?-შენზე ფიქრი გამაჩერებს...

Page 32: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ვხედავ სულში რა უეცრად გამიწვიმდა

სევდამ მძლია და გრძნობები გამიღვივდა,

დრო მოვიდა და ფოთლებიც ჩამოცვივდა

სუსხი ნელა შემეპარა და აცივდა...

ბებერი ჭადრები ისევ ფიქრდებიან

დარდით დახუნძლული აღმართს ავუყვები,

თან ვხედავ ღრუბლები ისევ იყრებიან

მეც დაფიქრებული ჩემს გაზას გავუყვები...

გრძნობას მეფიცება, ეს შენი გულია,

მარწმუნებ ჩემს სულში დღემუდამ მზეაო,

თვალს ცრემლი ედება, ეს სიყვარულია,

შენ სულ სხვას მიმტკიცებ, ეს სიბერეაო...

ცისკენ ისევ აიზიდავს დილა მტრედებს,

და იმღერებს სიკვდილის წინ თეთრი გედი

ვარდი ისევ ამიმხედრებს წყენით ეკლებს

რა ვქნა ალბათ ასეთია ჩემი ბედი...

მალე ალბათ დილა სხივებს დააფრქვევს და

სიყვარული დროს ხანმოკლედ გააჩერებს,

განთიადი გრძნობას სახელს დაარქმევს და

რად დავდუმდი?-შენზე ფიქრი გამაჩერებს...

მაპატიემაპატიე დარდიანი სტრიქონები,

Page 33: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ჩემი გრძნობა თბილ სიტყვებად დავაბნიე,

შენს სიყვარულს მე ცრემლებად ვიგონებდი,

ჩემი დიდი ოცნებები მაპატიე.

მაპატიე თბილი სიტყვა თუ გითხარი,

მაგრამ გრძნობა გულში ვეღარ დავატიე,

მე თვალებში ცრემლის მორევს არ შევხარი,

წარმოთქმული სადღეგრძელო მაპატიე.

მაპატიე დარდიანი სათქმელი და

შენზე ფიქრში ღამე თეთრად გავათიე,

მაპატიე დღევანდელი წამები და

ჩემი დიდი სიყვარული მაპატიე...

* * *ამაღამ ცას, რომ ვარსკვლავი მოსწყდეს

და შეამჩნიო შენ ის ჩემს ნაცვლად,

აღარ იფიქრო მე, რომ დღეს მომკლეს,

შენ ჩემი დარდი აღარც გაქვს ალბათ.

წვიმის წვეთები მეხება ცივად,

სიბნელეს მთვარე ანათებს მხოლოდ,

ბუნებას ახლა ღრმა ძილით სძინავს

და ჩამოვჯდები ბილიკის ბოლოს.

Page 34: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

წამით განათდა და ვნახე წყარო,

თავს არ მივეცი დალევის ნება,

ჩემს სულში ახლა დარდები ხარობს

და შენი ჩრდილი არის ოცნება.

ამაღამ თვალს, რომ ცრემლები მოსწყდეს,

ვიფიქრებ, რომ შენ ჩემთან ხარ ვითომ,

თუ გამიხსენებ იცოდე მომკლეს,

დაგესიზმრები ამაღამ თვითონ...

გრძნობები წამომცდაუშენოდ მომიწევს ისევ ბოდიალი,

წარსულის დღეებმა დაღმით ჩაიარა,

ჩემს სულში გრძნობებმა იწყეს ძრომიალი,

შენმა სიყვარულმა აღარ გამიარა.

ჩემში ისევ მოკვდა შენი ამბიცია

ოცნების ღრუბლიდან ერთად დავეშვებით,

დიდი სიყვარული უკვე განმიცდია,

ცრემლებს ვაგროვებდი თბილ მუჭში პეშვებით.

მე ვერ მივატოვე ლექსად ბოდიალი,

რადგან ჩავაბარე ჩემს გულთან გამოცდა,

მინდა მომიტევო შენში ძრომიალი,

რომ მე შენ მიყვარხარ და ლექსად წამომცდა...

Page 35: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

* * *ჩვენი სიყვარული უკვე წარსულია,

აღარ დავბრუნდები და ნურც გეშინია,

თბილ მოგონებებსაც ისევ ჩაუვლია,

შენც წადი იცოდე მე არ მეშინია.

თუნდაც დაიმალო, არავინ გაკავებს,

მე უკვე სიყვარულს ვეღარ დამიმტკიცებ,

ნიავი ამირევს გიშრისფერ დალალებს,

რომ აღარ მიყვარხარ, გინდა? დაგიფიცებ,

არასდროს გიკითხავს მე როდის რა მინდა,

მალე დაივიწყე შენ ჩვენი პირობა,

ოდესღაც მოიგონებ ღიმილით წარსულს და

ამ სტრიქონს ვწერდი, რომ ცაც ჩვენზე ტიროდა.

დამისხითვერ გავუძელი თვალების ციმციმს

და გულმა შენსკენ გამოიწია,

მე არ მჭირდება ლოცვა და ფიცი

გრძნობით დათრობა მეც შემიძლია.

მე, რომ ამაღამ შენთან დავლიო

და ვერ გავიგო სიცოცხლის ფასი,

ვეღარ შევხვდები ფხიზლად ალიონს,

მაგრამ გთხოვთ მაინც შემივსეთ თასი...

Page 36: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

მიქელანჯელო, გალაკტიონი, გრანელი. . .

თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი. . .მიქელანჯელო ფუნჯს დაიჭერს მარცხენა ხელში,

ისევ ეულად ჩამოივლის გალაკტიონი,

მის დიდ სიყვარულს მოიგონებს გრანელი ბნელში

და საიდუმლოს შეინახავს მღვრიე რიონი...

თებერვლის თვეში გადაიღებს ფანტელი თოვას,

მარტი მიიწვენს იასამანს ფერებით მკერდზე,

თან გაზაფხულზე კვლავ დაიწყებს აპრილი როკვას

და ააყვავებს შიშველ ტოტებს მაისი მხრებზე...

ცრემლით ავსებულა თვალიდარდმა დამიმძიმა სული,

შენი მონატრება მტანჯავს,

სევდას მოუცვია გული,

ნისლი ცაზე ღრუბელს ქარგავს...

როგორ ჩაფერფლილა წამი,

გრძნობაც ამღვრეულა თითქოს,

ცრემლით ავსებულა თვალი,

უკვე გულიც აღარ მიხმობს...

Page 37: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა

ნუღარ დამიწყებ ახსნას ყურმილით!..მებლანდებოდნენ შენზე ფიქრები,

მერლანდებოდი, როგორც სამყარო,

საწყალობელი მაშინ ვიქნები,

ღმერთმა ერთმანეთს, რომ არ გაგვყაროს...

დარდმა შეცვალა თეთრი ფერები,

ბედნიერება გვერქვა ჩვენ ერთ დროს,

არც მოვდივარ და არც გეფერები,

როგორ გგონია, მოვალ? – არასდროს!

გულს მიმიმებენ ცივი ლოდები,

დღეს უსასრულოდ ვარ დაბნეული,

არ დავბრუნდები, ნუ მელოდები,

შორ გზას გავყურებ, სულით ეული...

ცას შეაწმინდე ისევ ხელები,

ჩემთან მოხვედი და ითხოვ სითბოს,

დამიდარაჯდნენ შენი ცრემლები

და გაგიწვიმდა თვალებში თითქოს...

თუკი ამ დრომდე ფრთხილად მივედით,

დღეს რად პასუხობ კითხვებს დუმილით,

ტკივილს ჩემს სულში ვიხშობ იმედით,

ნუღარ დამიწყებ ახსნას ყურმილით!..

Page 38: gigapedia2.weebly.comgigapedia2.weebly.com/.../14493478/maradiuli_monatreba.docx · Web viewლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა