· Web view• საქართველოს საჯარო სკოლების...

74
თთთთ V თთთთთთთთთთთ თთთთთთთთთთ თთთთთთთთ თთთთთთთთთთთთ თთ თთთთთთთთთთ თთთთთ 14. თთთთთთთთთთთ თთთთთთთთთთ თთთთთთთთ თთთთთთთთთთთთ თთ თთთთთთთთთთ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ (გგგგგგგ გგგგ), გგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ (გგგგგ გგგგ) გგ გგგგგგგგგგგგგ (გგგგგგ გგ გგგგგგგგ გგგგგგგ) გგგგგგგ გგგგგგგგგ: 1 ხხხხხხხხხხხხხ, ხხხხხხხხხხ ხხხხხხხხხხხხ ხხხხხ ხხ ხხხხხხხხხ ხხხხხხხხხხხხ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგ. გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ, გგგგგგგგგ გგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგ, გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ; გგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგ, გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ; გგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ, გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგ; გგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგ. გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგ, გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ, გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგ. გგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ. გგგგგ გგგგგ, გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ; გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგ. გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ; გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ; გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ, გგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ, გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ, გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგ; გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგგგგგგგგ; გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ 21

Transcript of  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების...

Page 1:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

თავი Vსაქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები

მუხლი 14.  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:

1 ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ გარანტიებზე ზრუნვა. პრიორიტეტი ითვალისწინებს პროგრამებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა, გააუმჯობესოს ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხი და უზრუნველყოს საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური გარანტიების შესაბამისი ბენეფიციარებისათვის შეთავაზება;

პრიორიტეტი მიზნად ისახავს პაციენტზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შექმნას, რისთვისაც აუცილებელია გაიზარდოს სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი; გაგრძელდეს მუშაობა დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხეებისათვის მზადყოფნის და საპასუხო რეაგირების კუთხით და გაუმჯობესდეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ორგანიზება და მართვა სექტორის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში საქართველოს ყველა მოქალაქე ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით. სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტი უზრუნველყოფს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფინანსური რისკებისაგან დაცვას, დაავადებათა პრევენციას და გადაუდებელი მკურნალობის ბაზისურ მოცვას. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები. გარდა ამისა, გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამული დაფინანსება;

გაგრძელდება მუშაობა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მისი სხვადასხვა პროგრამით უზრუნველყოფის კუთხით. დაავადებათა პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხეებისათვის მზადყოფნის მიზნით გაგრძელდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზედამხედველობა; ელექტრონული საინფორმაციო სისტემების განვითარებით დაიხვეწება რუტინული სტატისტიკის მოპოვებისა და ანალიზის მექანიზმები; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში სპეციფიკური გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციას და იმუნიზაციის პროგრამის ეფექტიანობის გაზრდას, აივ ინფექციის გავრცელების სტაბილიზაციას, ტუბერკულოზის გავრცელების შემცირებას და ისეთი ქრონიკული მდგომარეობების პრევენციას, როგორებიცაა დიაბეტი და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; ყურადღება გამახვილდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე;

პრიორიტეტის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმწიფოსგან გარანტირებული სოციალური დახმარებებით, მათი საჭიროებიდან გამომდინარე. გაიზრდება დახმარებების მიმღებთა რაოდენობა და გაორმაგდება ამ დახმარებების მოცულობა;

დაგეგმილია საპენსიო რეფორმის ფარგლებში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, რომელიც გულისხმობს მოქალაქის მიერ პენსიის მიღების საფუძვლად მისი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრების გამოყენებას. ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის უნიფიცირებულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული ახალი სისტემის მეშვეობით ქვეყანა თანდათანობით გახდება ევროპის სოციალური სივრცის ნაწილი, რაც გულისხმობს ისეთ პრინციპებზე დაფუძნებულ სოციალურ პოლიტიკას, როგორებიცაა სამართლიანობა, სოლიდარობა და გარანტირებულობა. დაგროვებით საპენსიო პრინციპზე გადასვლა დაეფუძნება სავალდებულო საპენსიო დაზღვევას. აღნიშნულ სისტემაში

21

Page 2:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ კერძო საპენსიო ინსტიტუტები. პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება სადაზღვევო სტაჟსა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე. სახელმწიფოს ექნება გამოკვეთილი მარეგულირებელი ფუნქცია, რათა სისტემამ შეინარჩუნოს სტაბილურობა და არასრული სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის მქონე მოქალაქეები უზრუნველყოს სოციალური პენსიით (ან შეუვსოს ის);

დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სრულად გადასვლამდე პენსიონერები, რომლებიც რეფორმის საწყის ეტაპზე მიაღწევენ ან რომლებმაც უკვე მიაღწიეს საპენსიო ასაკს, სახელმწიფოსგან მიიღებენ პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა;

სოციალური მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპეციალიზებული დაწესებულებები − მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა, მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლები და დღის სტაციონარები, აგრეთვე სხვა სპეციალიზებული დაწესებულებები. სოციალური მომსახურების დაწესებულებათა ქსელის განვითარება დაემყარება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპს;

დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და შრომითი რესურსების სწორი მართვა. პრიორიტეტული მიმართულებაა ეფექტიანი და ცივილიზებული შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. შრომის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ამ ამოცანის შესრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია. სახელმწიფო უზრუნველყოფს უმუშევრობის შესახებ ინფორმაციული ბაზის მუდმივ განახლებას და დახვეწას, უმუშევრობის გეოგრაფიის შესახებ მონაცემების შეგროვებასა და კვლევას, სამუშაოს მაძიებელთა შესახებ მონაცემების დამუშავებას, ასევე სისტემატიზებული მონაცემების დამუშავებას, თუ რა კვალიფიკაციის კადრებზე არის მოთხოვნილება დამსაქმებელთა მხრიდან.

1.1 სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 35 02)

ქვეყანაში სიღარიბის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრა, სოციალური რისკების განეიტრალება და ხანდაზმული მოქალაქეებისათვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა;

ეფექტიანი და ფინანსურად მდგრადი საპენსიო და სოციალური დახმარების სისტემის განვითარებით მოწყვლადი ჯგუფების საარსებოდ აუცილებელი ფულადი შემოსავლებითა და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა;

პრევენციული, სარეაბილიტაციო და ალტერნატიული მომსახურებებითა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის გზით, შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

1.1.1 საპენსიო უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 35 02 01)საზოგადოების გარკვეული ფენების საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სოციალური გასაცემლებით დროული და სრული მოცულობით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში გაიცემა სახელმწიფო პენსიები, სახელმწიფო კომპენსაციები, ასევე საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვადასხვა სოციალური გასაცემელი; ამასთანავე, განხორციელდება საპენსიო განაკვეთების ეტაპობრივი ზრდა და სახელმწიფო კომპენსაციების გადაანგარიშება.

1.1.2 სოციალური დახმარებები (პროგრამული კოდი 35 02 02)ქვეყანაში სიღარიბის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრისა და სოციალური რისკების განეიტრალების მიზნით სხვადასხვა სოციალური გასაცემლის დაფინანსება, კერძოდ, სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის საარსებო შემწეობების, დევნილთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ფულადი დახმარებების, რეინტეგრაციის შემწეობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სოციალური დახმარებების გაცემა.

1.1.3 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა (პროგრამული კოდი 35 02 03)პრევენციული, სარეაბილიტაციო და ალტერნატიული მომსახურებებითა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის გზით, შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას

22

Page 3:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

1.2 ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 35 03)

სახელმწიფო სხვადასხვა მეთოდით მიაწვდის მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვის სერვისებს. კერძოდ, ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართა არსებული წრე გაფართოვდება და ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევით;

განხორციელდება სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფინანსება/თანადაფინანსება, მათ შორის, გადამდები და არაგადამდები და სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მართვისა და ძვირად ღირებულ/აუცილებელ მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ეფექტიანობის გაზრდის გზით.

1.2.1 ჯანმრთელობის დაზღვევა (პროგრამული კოდი 35 03 01)

მოსახლეობისათვის აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჭირო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის განხორციელების მიზნით მოსახლეობის სამიზნე ჯგუფების ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა;

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის დაზღვევით შემდეგი ჯგუფების უზრუნველყოფა:

• ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;• 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახალაშენებულ საცხოვრებელ ადგილებში;• სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) ბავშვები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები;• საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარები და მის ფილიალებში დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები;• რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას;• სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები;• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლების აღმზრდელები, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისათვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა;• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები;• 0-დან 5 წლამდე (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეები;• საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეები;• სტუდენტები;• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები;• მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

• სხვა მიზნობრივი ჯგუფები.

1.2.2 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 35 03 02)

23

Page 4:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიზანია მოსახლეობაში გადამდები და არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება და ამ მდგომარეობების ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა;

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:• ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით მოსახლეობის სკრინინგული გამოკვლევები;• მოსახლეობისათვის ვაქცინებისა და შრატების მიწოდება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მართვადი ინფექციებით ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება;• ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა;• სისხლისა და სისხლის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;• სხვა ინფექციური მდგომარეობების (განსაკუთრებით საშიში ინფექციებისა და სხვა ინფექციური და პარაზიტული დაავადებების), მათ შორის, მალარიის, მკურნალობისა და პრევენციის ღონისძიებები;• ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ღონისძიებები;• აივ ინფექციის/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის ღონისძიებები;• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით სკრინინგული, მკურნალობისა და კლინიკური ზედამხედველობის ღონისძიებები;• ზიანის შემცირების ხელშეწყობის მიზნით ნარკომანიის პრევენციისა და მკურნალობის ღონისძიებები;• ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობის საგანმანათლებლო ღონისძიებები.

1.2.2.1 დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი (პროგრამული კოდი 35 03 02 01)

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფა და მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:• ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგი;• ბავშვთა ასაკის განვითარების შეფერხება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი;• ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა;• მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანია.

1.2.2.2 იმუნიზაცია (პროგრამული კოდი 35 03 02 02)

მოსახლეობის მართვადი ინფექციებისაგან დაცვა იმუნიზაციით და მოსახლეობის ანტირაბიული ვაქცინით, იმუნოგლობულინითა და ანტირაბიული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;

იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვა;

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა, შენახვა და გაცემა;

მოსახლეობის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით და შესაბამისი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;

ვაქცინების, შრატებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შენახვა და გაცემა-განაწილება „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით, ცენტრალური დონიდან ადმინისტრაციულ ერთეულებამდე.

1.2.2.3 ეპიდზედამხედველობის პროგრამა (პროგრამული კოდი 35 03 02 03)

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტებში სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა;

იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და მუნიციპალიტეტებში

24

Page 5:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

ლოჯისტიკის განხორციელება;

მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესება;

გადამდებ დაავადებათა დროული გამოვლენის გაუმჯობესება ეპიდზედამხედველობისა და ლაბორატორიულ სამსახურებზე დაფუძნებული სისტემის გამართული მუშაობით.

1.2.2.4 უსაფრთხო სისხლი (პროგრამული კოდი 35 03 02 04)

ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია და საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით; დონორის სისხლის B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექციაზე/შიდსზე და სიფილისზე კვლევის მხარდაჭერა;

ჰოსპიტალური სექტორის სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფის მექანიზმის შემუშავება და ხარისხის გარე კონტროლის უზრუნველყოფა.

1.2.2.5 პროფესიულ დაავადებათა პრევენცია (პროგრამული კოდი 35 03 02 05)

დასაქმებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების პრევენციით; შრომის პროცესში მოქმედი გარე ფაქტორების შესწავლა-შეფასება, სამიზნე ჯგუფებში პროფესიული ჯანმრთელობის კვლევა და დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინფორმირება პროფესიული ჯანმრთელობის რისკებისა და მათგან დაცვის მეთოდების შესახებ.

1.2.2.6 ინფექციური დაავადებების მართვა (პროგრამული კოდი 35 03 02 06)

ინფექციური და პარაზიტული დაავადებების მქონე ავადმყოფთა ადეკვატური სტაციონარული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა.

1.2.2.7 ტუბერკულოზის მართვა (პროგრამული კოდი 35 03 02 07)

ტუბერკულოზით ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირების უზრუნველსაყოფად ტუბერკულოზზე აქტიური ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ანტიტუბერკულოზური ღონისძიებების ხელშეწყობა. ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მოწოდებას უზრუნველყოფს „გლობალური ფონდი“;

ქვეპროგრამა უზრუნველყოფს: ტუბერკულოზის ყველა საეჭვო შემთხვევის გამოკვლევას, ტუბერკულოზით დაავადებულთა ამბულატორიულ მომსახურებას (ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით უზრუნველყოფა და უშუალო მეთვალყურეობით მკურნალობა), ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის მიერ სტაციონარსა და ამბულატორიაში ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკის ხარისხის კონტროლის და რეზისტენტული ტუბერკულოზის ლაბორატორიული მართვის უზრუნველყოფას, ტუბკაბინეტებსა და ტუბდისპანსერებში ზედამხედველობას (სუპერვიზია), უშუალო მეთვალყურეობით (DOTS სამსახური) მკურნალობას, ფთიზიატრიული სტაციონარული დახმარების ფარგლებში დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ქირურგიულ მომსახურებას, მათ შორის, რეზისტენტული ფორმების მკურნალობას.

1.2.2.8 აივ ინფექცია/შიდსი (პროგრამული კოდი 35 03 02 08)

აივ ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთათვის კონსულტაციის გაწევა, მათი კვლევა და აივ ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა.

1.2.2.9 დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა (პროგრამული კოდი 35 03 02 09)

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სიკვდილიანობის შემცირება

25

Page 6:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

ანტენატალური ზედამხედველობის, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის, გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის, ორსულებში B ჰეპატიტის (სწრაფი/მარტივი და კონფირმაციული), ათაშანგის (სწრაფი/მარტივი და კონფირმაციული) და აივ ინფექციის/შიდსის (სწრაფი/მარტივი) განსაზღვრისათვის მათი საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალით უზრუნველყოფის, ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის და ახალშობილთა სმენის სკრინინგის გზით.

1.2.2.10

ნარკომანია (პროგრამული კოდი 35 03 02 10)

ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა (სტაციონარული დეტოქსიკაცია) და პირველადი რეაბილიტაცია, ასევე მათი ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფა და სამედიცინო მეთვალყურეობა.

1.2.3 მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში (პროგრამული კოდი 35 03 03)

არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება და მოსახლეობის დაცვა ამ დაავადებებით გამოწვეული ფინანსური რისკებისაგან, მისი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე (მათ შორის, პირველადი სამედიცინო მომსახურებები სასწრაფო გადაუდებელ შემთხვევებში) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს:• ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოსახლეობისათვის სპეციალიზებული დახმარების აღმოჩენას;• დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;• ბავშვთა ონკოჰემატოლოგიურ მომსახურებას;• თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტების დიალიზით, თირკმლის ტრანსპლანტაციითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;• ინკურაბელური პაციენტების მკურნალობას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;• იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;• სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამედიცინო ტრანსპორტირებისა და სოფლად ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფას;• რეფერალური დახმარების უზრუნველყოფას;• სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებას.

1.2.3.1 ფსიქიკური ჯანმრთელობა (პროგრამული კოდი 35 03 03 01)

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოსახლეობისათვის სპეციალიზებული ამბულატორიული და სტაციონარული დახმარების აღმოჩენა, მათ შორის:• ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული მომსახურება;• ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია;• ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიკური სტაციონარული მომსახურება;• კრიზისული ინტერვენცია;• ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება;• სტაციონარში მყოფი პაციენტების ურგენტული მომსახურებით უზრუნველყოფა.

1.2.3.2 დიაბეტის მართვა (პროგრამული კოდი 35 03 03 02)

დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მოზრდილების ადეკვატური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა, შესაძლო გართულებების პრევენცია და შემცირება;

დიაბეტით (მათ შორის, უშაქრო დიაბეტით) დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ბავშვთა საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;

დიაბეტით დაავადებულ პირთა სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა.

26

Page 7:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

1.2.3.3 ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება (პროგრამული კოდი 35 03 03 03)

18 წლამდე ასაკის ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდით.

1.2.3.4 დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია (პროგრამული კოდი 35 03 03 04)

თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული პაციენტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, კერძოდ, ჰემოდიალიზით, პერიტონეული დიალიზით, თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაციითა და შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

1.2.3.5 ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა (პროგრამული კოდი 35 03 03 05)

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა, მათ შორის, აივ ინფექციით/შიდსით დაავადებულთა პალიატიური სტაციონარული მზრუნველობა; ინკურაბელურ პაციენტთა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

1.2.3.6 იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა (პროგრამული კოდი 35 03 03 06)

იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის პირთა სტაციონარული მომსახურება დაავადების სპეციფიკური გართულებების დროს, ასევე ჰემოფილიით დაავადებული ბავშვებისა და მოზრდილების ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების უზრუნველყოფა; იშვიათი დაავადებების მქონე პირთათვის სპეციფიკური მედიკამენტებისა და საკვები დანამატების შესყიდვა; ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (ანტიჰემოფილური ფაქტორკონცენტრატებისა და ანტიინჰიბიტორული პროთრომბინკომპლექსის შესყიდვა); ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა; მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პანკრეასის ფერმენტების შესყიდვა); სომატოტროპული ჰორმონის დეფიციტის მქონე პაციენტებისათვის ჰორმონის შესყიდვა; ბრუტონის დაავადების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

1.2.3.7 სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 35 03 03 07)

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და სამედიცინო ტრანსპორტირებას.

1.2.3.8 სოფლის ექიმი (პროგრამული კოდი 35 03 03 08)

სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები (გარდა სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეებისა) უზრუნველყოფილი არიან პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებით (ექიმთან ვიზიტი, ექიმის ვიზიტი ბინაზე, ლაბორატორიული გამოკვლევები, ექიმის მეთვალყურეობა და სხვა);

ასევე გათვალისწინებულია სპეცდაფინანსება მაღალმთიან, სასაზღვრო და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის.

1.2.3.9 რეფერალური მომსახურება (პროგრამული კოდი 35 03 03 09)

სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტების რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთათვის და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა.

1.2.3.10

სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება (პროგრამული კოდი 35 03 03 10)

27

Page 8:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სამხედრო ძალებში გასაწვევი კონტინგენტისათვის მიკუთვნებულ პირთა ამბულატორიული და დამატებითი სტაციონარული გამოკვლევებით უზრუნველყოფა.

1.2.4 დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება (პროგრამული კოდი 35 03 04)

შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ჰოსპიტალური სექტორის ჭრილში ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროცესისა და შეფასების მექანიზმების სრულყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრისათვის ადამიანური რესურსის მომზადება.

1.3 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვა (პროგრამული კოდი 35 01)

სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ გარანტიებზე ზრუნვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

თანამედროვე ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ეფუძნება საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას და ჯანმრთელობის დაცვის ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას;

აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:ა) სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაც გულისხმობს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;ბ) სოციალური დახმარებების, პენსიებისა და სხვადასხვა ფულადი თუ არაფულადი სახელმწიფო (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული) დახმარების მიმღებ ბენეფიციართა დადგენა, აღრიცხვა, მათთვის დახმარების დანიშვნა და მისი გაცემის ორგანიზება;გ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად/შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა;დ) სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი;ე) საზოგადოების გარკვეული ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;ვ) ეპიდსაწინააღმდეგო და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შემუშავება და მათზე ზედამხედველობა;ზ) საექიმო, საექთნო და ფარმაცევტული სპეციალობების ნუსხის განსაზღვრა;თ) სამედიცინო მომსახურების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი.

1.3.1 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა (პროგრამული კოდი 35 01 01)

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და კოორდინაცია;

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის მართებულობის, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენების, მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა და რისკების ანალიზი;

სამედიცინო მომსახურების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და კოორდინაცია; 28

Page 9:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფა და დანერგვა.

1.3.2 სამედიცინო საქმიანობის რეგულირების პროგრამა (პროგრამული კოდი 35 01 02)

სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი, სამკურნალო საშუალებების ხარისხზე, მათ მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა, ფარმაცევტული პროდუქციის რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კონტროლი; ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი;

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული სრულყოფა, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული არასწორი საექსპერტო დასკვნების გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის განსაზღვრული სოციალური გასაცემლების სწორად მიმართვას ბენეფიციარებზე;

სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის უზრუნველყოფა, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებზე შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გაცემა, ასევე შეტყობინებისადმი დაქვემდებარებული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სერვისის მიმწოდებელთა აღრიცხვა და მათი საქმიანობის კონტროლი.

1.3.3 დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვა (პროგრამული კოდი 35 01 03)

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი;

ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით გადამდები და არაგადამდები დაავადებებისა და რისკების გამოვლენას, საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას, სამედიცინო სტატისტიკის წარმოებას, დაავადებათა კონტროლსა და პრევენციას;

ლაბორატორიული საქმიანობა, ეროვნული რეფერალური ლაბორატორიების ორგანიზება და ფუნქციონირება, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებული საქმიანობა, ეპიდემიოლოგიური სტანდარტების შემუშავება;

იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განხორციელება.

1.3.4 სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა (პროგრამული კოდი 35 01 04)

სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და მისი განხორციელების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირებას, შესაბამისი საინფორმაციო ბაზების შემუშავებას და კომპეტენციის ფარგლებში მართვას;

სოციალური დახმარებების, პენსიებისა და სხვადასხვა ფულადი თუ არაფულადი სახელმწიფო (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული) დახმარების მიმღებ ბენეფიციართა დადგენა, აღრიცხვა, მათთვის დახმარების დანიშვნა და მისი გაცემის ორგანიზება;

ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად/შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა;

მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესაბამისი

29

Page 10:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სამედიცინო მომსახურების შესყიდვა და მათი განხორციელების მონიტორინგი.

1.3.5 სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 35 01 05)

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის პრევენცია, აღნიშნული მიმართულებით მასმედიის საშუალებით მოსახლეობის ინფორმირება, შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან;

ადამიანით ვაჭრობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მათი თავშესაფრით და სხვადასხვა სერვისით მომსახურება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბენეფიციარებისათვის კომპენსაციების გაცემა;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ხანდაზმულთათვის და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსამედიცინო რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი პირების ინსტიტუციური პატრონაჟი − მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, დღის და სადღეღამისო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელება;

სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით ყველაზე მწვავე პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა კონტინგენტი, რომლებიც ძირითადად დაბადებიდან ხვდებიან სამზრუნველო დაწესებულებებში, ხოლო მათი ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, გაშვილების ან მინდობით აღზრდის ალბათობა საკმაოდ მცირეა, რისი გათვალისწინებითაც, ზრუნვის სხვა, ალტერნატიული ფორმების განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, ამ კატეგორიის ბავშვებისათვის შენარჩუნდება აღნიშნული სერვისი, მოხდება მომსახურების ფორმისა და ხარისხის სრულყოფა. გაგრძელდება და გაძლიერდება ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.

1.3.6 სამედიცინო მედიაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 35 01 06)

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მედიატორის როლის შესრულება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მზღვეველის, დაზღვეულისა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა;

ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

1.3.7 ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 35 01 07)

პროგრამის მიზანია ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და ხანგრძლივი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სისტემის განვითარება;

თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფა.

1.4 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა (პროგრამული კოდი 35 04)

საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს თანამედროვე სტანდარტების პათოლოგიური ლაბორატორია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პათოლოგიური ლაბორატორიის გარეშე შეუძლებელია ბევრი დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება და, შედეგად, მკურნალობის ხარისხის უზრუნველყოფა. ქვეყანაში ამ სერვისის არარსებობის გამო საქართველოს მოსახლეობის ნაწილი საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიებს მიმართავს, ხოლო ნაწილისთვის ეს მომსახურება საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, შეზღუდულია საქართველოში ამ მიმართულებით სამედიცინო კადრების მომზადებისა და სამეცნიერო კვლევების წარმოების

30

Page 11:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

შესაძლებლობაც. პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის 2011–2015 წლების სახელმწიფო სტრატეგია − „ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა“ − ითვალისწინებს ქვეყანაში პათოლოგიის დარგის ლაბორატორიული სიმძლავრეების შექმნას. პროგრამის ფარგლებში იგეგმება თანამედროვე სტანდარტების პათოლოგიური ლაბორატორიის მშენებლობა და აღჭურვა, რაც გააუმჯობესებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხს, ასევე უზრუნველყოფს შესაბამის სერვისებზე მოსახლეობის ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას;

პროგრამის ფარგლებში იგეგმება ასევე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას;

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მოხდება ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის დანერგვა და განვითარება სათანადო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ბაზის შექმნის, შესაბამისი პროგრამული ლიცენზიებისა და მათი დანერგვისათვის საჭირო სერვისების შესყიდვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ცენტრის რესურსების გაზრდისა და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის გზით, რომლის საშუალებითაც განხორციელდება საქართველოს მოქალაქეების შესახებ ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების დაგროვება. სისტემა სამედიცინო ისტორიების ელექტრონული საცავია. სისტემა მოიცავს ექიმის პორტალის ინტერფეისს, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო ჩანაწერების ძებნას, ნახვასა და დამუშავებას; ასევე შესაძლებელია ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემაში დაცული ინფორმაციის მოქალაქის პორტალთან ინტეგრირება (მოქალაქეების ხელმისაწვდომობა საკუთარ სამედიცინო ჩანაწერებზე). დაცული საშუალებებით სამედიცინო ჩანაწერების ნახვა შესაძლებელი იქნება სხვა მობილური მატარებლებიდანაც.

1.5 ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში (პროგრამული კოდი 27 04)

პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებები და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის პუნქტები აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით; გაუმჯობესდება მათი მომარაგება მედიკამენტებით; გაიზრდება სტაციონარული მომსახურების არეალი და სისტემის სამედიცინო პერსონალის რაოდენობა;

უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების პროცესი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის პუნქტების ფუნქციონირების მონიტორინგი და მათი ხარისხის კონტროლი.

1.6 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 29 03)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირებისათვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მომსახურების შეთავაზება.

1.7 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 30 04)

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთა დაჭრისა და დასახიჩრების შემთხვევაში მათი მკურნალობა და ჯანმრთელობის რეაბილიტაცია, აგრეთვე მოსამსახურეთა, თადარიგში დათხოვნილ პირთა, მათი ოჯახის წევრთა და სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფა, დისპანსერიზაცია, სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა, სტაციონარული მკურნალობა, ავადობის მიზეზების შესწავლა, პენსიონერთა და უნარშეზღუდულთა სამედიცინო შემოწმება.

1.8 ა(ა)იპ – რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი (პროგრამული კოდი 48 00)

ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენა, ეპიდემიოლოგიური დაკვირვება, ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის პათოგენების კვლევა;

31

Page 12:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და ვეტერინარიისათვის რეფერალური ფუნქციის შესრულება განსაკუთრებით საშიში პათოლოგიების კონსოლიდირებული კოლექციის დაცული საცავის მეშვეობით;

რეგიონში ბიოუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;

ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება საქართველოსა და საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობით.

2 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაგრძელდება თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება და ინსტიტუციონალიზაცია, პერსონალის განათლება და წვრთნა, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება, ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, დაინერგება თავდაცვის სფეროში განათლების მიღების ახალი პრინციპები;

პრიორიტეტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა წარიმართება დასავლური სტანდარტებისა და მეთოდების შესაბამისად. დაიხვეწება სამხედრო ძალების საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი. გაიზრდება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა შეიარაღებული ძალების განვითარებასა და კონტროლში. სავალდებულო გახდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტისათვის საჯარო ანგარიშების წარდგენა;

შეიქმნება საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინა, რომელიც დაეყრდნობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითად პრინციპებს და განავითარებს ამ პრინციპებს საინფორმაციო სფეროსთან მიმართებით. სამხედრო მოსამსახურეთათვის შეიქმნება ღირსეული სამუშაო პირობები, ასევე მათთვის და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის − ადეკვატური სოციალური გარანტიები;

ნატო-ში ინტეგრაციის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით გაგრძელდება და გაღრმავდება პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა შესაბამისი რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად;

პრიორიტეტის ფარგლებში სამხედრო ძალების საკადრო უზრუნველყოფა მოხდება მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით. საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებულ შტაბს შორის ფუნქციები განაწილდება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და მკვეთრად გაიმიჯნება სამხედრო საქმე და სამოქალაქო პოლიტიკური ფუნქციები. შეიქმნება დასავლური ტიპის სამხედრო კარიერული სისტემა;

პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ღონისძიებები ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით ძლიერი სამხედრო სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით. მოხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის სრული რეფორმირება და მისი სარეზერვო სამსახურის პოტენციად გარდაქმნა. შემუშავდება სამოქალაქო თავდაცვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც მთლიანად ქვეყნის თავდაცვის სისტემის ნაწილი იქნება;

ძირეული რეფორმა განხორციელდება სამხედრო და ომის ვეტერანების უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის სისტემაში. იგი გაითვალისწინებს სოციალური დახმარების, პროფესიული კვალიფიკაციისა და დასაქმების კომპონენტებს;

პრიორიტეტის ფარგლებში სახელმწიფო საზოგადოებრივი მართლწესრიგის განმტკიცების სფეროში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პოლიციისადმი საზოგადოების მაღალი ნდობა, უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის. უზრუნველყოფილი იქნება პოლიციელების საქმიანობის ხელშეუხებლობის სამართლებრივი გარანტიები, რათა უწყება დაცული იყოს ყველანაირი წნეხისაგან. მართლწესრიგის უზრუნველმყოფი ორგანოების დამოუკიდებლობით შეიქმნება როგორც მოქალაქეების, ისე ამ ორგანოების თანამშრომელთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია;

პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება სამართლიანი სასჯელის პოლიტიკა. გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის მხოლოდ შეკრების წესით დანიშვნა და

32

Page 13:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

გათვალისწინებული იქნება სამართლიანი სასჯელის დანიშვნის საუკეთესო მოდელები. გადაიხედება სისხლის სამართლის კანონმდებლობა სხვადასხვა დანაშაულთან მიმართებით. სასჯელის მოხდის რეჟიმი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახდება და სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებები;

პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება დაბა ლაითურში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობა. ასევე გაგრძელდება სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები სხვადასხვა დაწესებულებაში და განახლდება საყოფაცხოვრებო ინვენტარი;

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან აშენდება საზოგადოებრივი მისაღებები, სადაც პენიტენციური სისტემის ნებისმიერ ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;

განახლდება და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებები და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის პუნქტები. გაუმჯობესდება მათი მედიკამენტებით მომარაგება და გაიზრდება სტაციონარული მომსახურების არეალი. გაიზრდება სისტემის სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და უზრუნველყოფილი იქნება მისი უწყვეტი განათლების პროცესი. მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ჯანმრთელობის დაზღვევით და გაუმჯობესდება მათი სოციალური და სამუშაო პირობები;

პრობაციის სისტემის სრულყოფის მიზნით სისტემაში სრული დატვირთვით ამოქმედდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. გარემონტდება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება პრობაციის ბიუროები. გაფართოვდება პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამების არეალი;

პრიორიტეტის ფარგლებში გადაიხედება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი სისტემა;

განსაკუთრებით შეეწყობა ხელი ორგანიზებული თუ სხვა სახის დანაშაულის გამოვლენასა და გამოძიებას. უპირატესობა მიენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულებისა და რესოციალიზაციის პოლიტიკას;

პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს პროკურატურის უფლებამოსილების შეზღუდვას გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებების დაცვის მიზნით. პროკურატურის ფუნქცია იქნება საზოგადოების დანაშაულისაგან დაცვა, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის, აგრეთვე დაზარალებულის კანონიერ უფლებათა დაცვა და საგამოძიებო ორგანოთა მართლზომიერი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის ზედამხედველობით.

2.1 შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნება და ამაღლება (პროგრამული კოდი 29 01)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისა და ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა საქართველოს შეიარაღებული ძალების უფრო მოქნილ და მობილურ თავდაცვის ძალებად გარდაქმნა;

კრიზისების მართვისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის მიზნით, მართვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესება, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება, რეზერვის სისტემის განვითარება, რომელიც შეძლებს საომარი მოქმედებების შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვას, ხოლო ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს − სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერას;

არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი დოქტრინული ბაზის განვითარება;

სიმულაციის სისტემების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება; პროგრამის ფარგლებში პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ახალი სიმულაციური მოწყობილობის ინსტრუქტორთა მომზადების გაგრძელება; შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ლოჯისტიკური სისტემის ოპტიმიზაცია, მისი

33

Page 14:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

მოქნილობის, ეფექტიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება.

2.2 საზოგადოებრივი წესრიგი, სახელმწიფო საზღვრის დაცვა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავება (პროგრამული კოდი 30 01)

ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის, დანაშაულთა რაოდენობისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების არსებული დონის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ გემებსა და საფრენ საშუალებებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციისათვის, გამოვლენისა და აღკვეთისათვის, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფისათვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, არსებული ავტოპარკის მუდმივი განახლება, სამინისტროს სისტემის თანამედროვე აღჭურვილობითა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა, ინოვაციური თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან და ზოგად საქმიანობასთან დაკავშირებით;

ნარკოტიკული საშუალებების, კონტრაბანდული საქონლის, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასობრივი განადგურების საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

საერთაშორისო თანამშრომლობა მრავალმხრივ/ორმხრივ ფორმატში, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;

პოლიციის საქმიანობისა და რეფორმების პროცესის მიმდინარეობის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის დაუბრკოლებლად გაცემა, დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

სხვა ქვეყნებისათვის პოლიციის რეფორმის განხორციელების გამოცდილების გაზიარება.

2.3 სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა (პროგრამული კოდი 27 02)

პატიმართა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა გადატვირთულობის შესამცირებლად განსახორციელებელი ღონისძიებები განაპირობებს ახალი დაწესებულებების აშენებას, არსებულ დაწესებულებებში სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, მათ მანქანა-დანადგარებითა და ინვენტარ-მოწყობილობებით აღჭურვას, საყოფაცხოვრებო ინვენტარის შესყიდვას;

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი საჭიროების მქონე პირები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო იურიდიული სერვისებით.

2.3.1 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება (პროგრამული კოდი 27 02 01)

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა გადატვირთულობის შემცირებისა და პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება დაბა ლაითურში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობა;

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რემონტი და მათი შესაბამისი მანქანა-დანადგარებითა და საყოფაცხოვრებო ინვენტარით აღჭურვა;

სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური დაცვის მიზნით პენიტენციური სისტემის მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან უნიფორმით, ჯანმრთელობის დაზღვევით და მოხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში;

პენიტენციური სისტემის ნებისმიერი ვიზიტორისათვის ინფორმაციის სწრაფად და ეფექტიანად მოძიების, კვალიფიციური მომსახურების კომფორტულ გარემოში მიღების მიზნით პატიმრობისა

34

Page 15:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან აშენდება საზოგადოებრივი კონსულტანტის შენობები.

2.3.2 პრობაციის სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბება (პროგრამული კოდი 27 02 02)

პრობაციის სისტემის სრულყოფის მიზნით სისტემაში თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სრული დატვირთვით ამოქმედება;

პრობაციის ბიუროების გარემონტება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა;

პრობაციის სისტემის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში.

2.3.3 უფასო იურიდიული დახმარება (პროგრამული კოდი 27 02 03)

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობისათვის იურიდიული დახმარების მიწოდების მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარება;

მოხდება მობილური ჯგუფების სამოქმედო არეალის გაფართოება და თანამედროვე სერვისების დანერგვა.

2.4 თავდაცის სფეროში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 29 04)

ინვესტიციების მოზიდვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით და ახალი სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების წარმოების ხელშეწყობა.

2.5 გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (პროგრამული კოდი 26 02)

პროკურატურის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ზრდა და დანაშაულის პრევენცია;

გაფართოვდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მომსახურება. მათ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის შესახებ და, შესაბამისად, გამარტივდება სამართალდამცავ ორგანოებთან მათი ურთიერთობა;

განხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს პროკურატურის უფლებამოსილების შეზღუდვას გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებების დაცვის მიზნით. პროკურატურის ფუნქცია იქნება საზოგადოების დაცვა დანაშაულისაგან, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის, აგრეთვე დაზარალებულის კანონიერ უფლებათა დაცვა და საგამოძიებო ორგანოთა მართლზომიერი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის ზედამხედველობით;

საზოგადოებასა და პროკურატურას შორის კომუნიკაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით პროკურატურის ახალი ვებგვერდის ამოქმედება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ონლაინრეჟიმში მიაწოდონ შესაბამის რაიონულ პროკურატურას ინფორმაცია დანაშაულის ფაქტის შესახებ ან/და ფოტომასალა;

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მექანიზმის გაფართოება, მისი წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებები.

2.6 ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია (პროგრამული კოდი 23 03)

საფინანსო და ეკონომიკურ სფეროებში დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა, საქართველოს სისხლის

35

Page 16:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოძიების პროცესში თანამედროვე სისტემებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროგრამის დანერგვა.

2.7 ეროვნული საგანძურისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის უსაფრთხოების დონის ამაღლება (პროგრამული კოდი 30 02)

საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტებისა და ეროვნული საგანძურის ობიექტების დაცვა. ამასთანავე, დაცვის ღონისძიებების უკეთ განხორციელების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მისი თანამედროვე დაცვითი ტექნოლოგიებითა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა.

2.8 პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება და მართვა (პროგრამული კოდი 27 01)

საერთაშორისო სტანდარტების პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;

სამინისტროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და ორგანიზაციასთან ურთიერთობების კოორდინაცია, თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება, სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა;

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამედიცინო საქმიანობის ორგანიზება, რეგულირება და კონტროლი.

2.9 საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენისათვის საჭირო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება (მათ შორის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა) (პროგრამული კოდი 24 06)

საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება;

კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ანტიტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა;

ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების დონის ამაღლება;

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის საჰაერო ნავიგაციითა და პილოტაჟით უზრუნველყოფა;

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველყოფა.

2.10 ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 00)

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ძირითადი ამოცანაა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის პროცესის გაუმჯობესება. ამ მიზნით მიმდინარეობს „ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის“ უწყებათაშორისი პროცესი, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება როგორც საგარეო და საშინაო საფრთხეების განსაზღვრა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების პაკეტის შექმნა, ისე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და მისი იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი;

პრიორიტეტულია აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უკვე არსებულ კონცეპტუალურ და სტრატეგიულ დოკუმენტებს დაეფუძნება;

მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და „ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის“ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობისათვის.

36

Page 17:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

2.11 დანაშაულის პრევენცია და ინოვაციური პროგრამები (პროგრამული კოდი 26 08)

პროგრამის მიზნებია დანაშაულის პრევენცია და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, რისთვისაც განხორციელდება დანაშაულის პირველად პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ასევე რისკჯგუფებთან მუშაობა, დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, რეფერალის სისტემის შემუშავება და შესაბამისი დახმარების გაწევა.

2.12 სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა და მართვა (პროგრამული კოდი 30 05)

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო რეზერვის მარაგის შექმნა, შენახვა და მომსახურება, ასევე მისი აღრიცხვა, გაცემა, დაბრუნება, შეცვლა და განახლება.

3 რეგიონული განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი

საქართველოს უკეთესი შიგა და საერთაშორისო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ქვეყნის ზოგადი რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება. ტურიზმის განვითარებასთან ერთად ქვეყანა ჩამოყალიბდება რეგიონულ ცენტრად; ქვეყნისათვის აქტუალურ თემად რჩება საგზაო, ენერგეტიკისა და წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ქვეყნის რეგიონული განვითარება;

გაგრძელდება მუშაობა ძირითადი მაგისტრალური, მეორეული და ადგილობრივი გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, რათა გაიზარდოს როგორც ქვეყნის შიგა ტვირთბრუნვა და ურთიერთდაკავშირება, ისე საქართველოს როლი რეგიონული და საერთაშორისო ტვირთბრუნვისა და ტრანზიტის ჭრილში. მაღალი ტემპით გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, ქუთაისისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აშენდება და გაუმჯობესდება მეორეული და ადგილობრივი გზები. შეიქმნება განვითარებული, ხარისხიანი და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა ქვეყნის შიგა ტვირთბრუნვის, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განვითარებისათვის. უზრუნველყოფილი იქნება საკურორტო და სხვა რეგიონებში უკეთესი მიღწევადობა. გაგრძელდება ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის, ვაჭრობისა და ტურიზმის ზრდას, ისე ახალი საწარმოების მშენებლობასა და სამუშაო ადგილების შექმნას;

უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მძლავრი ნაკადის მოზიდვით და მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციით კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი ენერგეტიკის სფეროში და საქართველოს როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანში. სანდო, დივერსიფიცირებული და ფინანსურად მდგრადი ენერგოსისტემა ერთ-ერთი წინაპირობაა საქართველოს სამეწარმეო და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალიზებისათვის. სახელმწიფო მიზნად ისახავს, საქართველო გახდეს ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის თურქეთთან დამაკავშირებელი 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და სხვა ენერგოპროექტები;

გაგრძელდება მუშაობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით. ასევე გაგრძელდება წყლის მილსადენების, გამწმენდი ნაგებობების, რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ნაპირდაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები და მუდმივი მონიტორინგი მდინარეებისა და ზღვის სანაპირო ზოლებში ავარიული და რისკფაქტორიანი უბნების გამოვლენისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებისათვის;

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გაგრძელდება საქართველოს ქალაქებისა და რეკრეაციული ტერიტორიების მხარდაჭერა, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვა.

3.1 საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 25 02)

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ ევროპისა და აზიის 37

Page 18:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი შეიძინა. ვინაიდან სატვირთო გადაზიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საავტომობილო გზებია. საავტომობილო გადაზიდვებზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ განაპირობა არსებული გზების რეკონსტრუქციის, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზაციის და, ზოგ შემთხვევაში, უსაფრთხო, ცენტრალური ქალაქების გვერდის ავლით, ახალი საგზაო მონაკვეთების მშენებლობის აუცილებლობა, რითაც გარკვეული ტერიტორიები გამოთავისუფლდება, ეს კი ტურიზმის განვითარებისა და ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობის საფუძველი გახდება.

3.1.1 საავტომობილო გზების პროგრამების მართვა (პროგრამული კოდი 25 02 01)

საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის ადმინისტრირება და მონიტორინგი.

3.1.2 გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 25 02 02)

მუნიციპალიტეტების და საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან, მოსაზღვრე ქვეყნებთან მისასვლელი საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია და განვითარება;

საავტომობილო გზების მახასიათებლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია;

სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით განსახორციელებელი, ასევე მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება.

3.1.3 ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა (პროგრამული კოდი 25 02 03)

ევროპა−კავკასია−აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილის − ფოთი−თბილისი−წითელი ხიდის საავტომობილო გზის (E-60 ავტომაგისტრალი) − რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია და განვითარება;

საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო გადაზიდვების, მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;

საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადის გამტარუნარიანობის და საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით, საავტომობილო გზების მახასიათებლების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

3.2 რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 25 03)

მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების აღდგენითი სამუშაოების განხორციელება; ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დაპროექტება და აღდგენა-რეაბილიტაცია, ასევე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა, არსებული გზების გაგანიერება-მოდერნიზაცია, ნაპირდაცვითი სამუშაოების ჩატარება.

3.3 წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 25 04)

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისა და არსებული ორგანიზაციების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა;

38

Page 19:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საქართველოს დიდ ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია;

მუნიციპალიტეტებში წყალსადენის სათავე ნაგებობების მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

ტურისტულ-დასასვენებელ ცენტრებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას.

3.4 ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 36 03)

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰესების (ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი) და მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ, ენგურჰესის რეაბილიტაციის მეორე ფაზას − №1 და №5 ჰიდროაგრეგატების რეაბილიტაციას; ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაციას; დასავლეთ საქართველოს მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობას. პროგრამის მიზანია:ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის ამაღლება;ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;გაზსადენის მშენებლობით დასავლეთ საქართველოსთვის გაზმომარაგების ალტერნატიული სისტემის შექმნა;შავი ზღვის სარეკრეაციო და თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის მაღალი წნევით გაზის მიწოდების შესაძლებლობის გაზრდა.

3.4.1 ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი (EBRD) (პროგრამული კოდი 36 03 01)

ჰიდროაგრეგატებისა და სადგურის ინფრასტრუქტურის ინტენსიური ცვეთის გამო (სადგური გასული საუკუნის 90-იან წლებში საჭირო, დაგეგმილი ყოველწლიური სარემონტო სამუშაოების შესრულების გარეშე მუშაობდა) ენგურჰესის რეაბილიტაცია ორ ფაზად დაიგეგმა. პირველი ფაზა ითვალისწინებდა №2, №3 და №4 ჰიდროაგრეგატებისა და სხვა დამხმარე კვანძების რეაბილიტაციას, რაც გასულ წლებში წარმატებით განხორციელდა. მეორე ფაზა ითვალისწინებს №1 და №5 ჰიდროაგრეგატებისა და კვანძების რეკონსტრუქცია-გადაიარაღებას. პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

3.4.2 ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EIB, EC) (პროგრამული კოდი 36 03 02)

გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის გამო დაზიანდა ვარდნილჰესი 1-ის როგორც აგრეგატები, ისე გამყვანი არხი, კაშხლის ინფრასტრუქტურა და სხვა კვანძები. წინა წლებში ჩატარდა აგრეგატებისა და ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ჰესის გამყვანი არხისა და კაშხლის გვირაბის და სხვა კვანძების რეაბილიტაციას. პროექტს აფინანსებს ევროპის საინვესტიციო ბანკი.

3.4.3 ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება (USAID) (პროგრამული კოდი 36 03 03)

საქართველოს ერთიანი გაზმომარაგების არეალის გაფართოების მიზნით, სისტემის საიმედოობის გაზრდისათვის, რეგიონის მოსახლეობისა და საწარმოთა გაზით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და შავიზღვისპირა რეკრეაციული ზონის გარანტირებული გაზმომარაგებისათვის დაიგეგმა სენაკი−ქუთაისის და ვალე−ვანის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა. მაგისტრალის საერთო სიგრძე 155 კმ-ია (70 კმ − ვალე−ვანის მონაკვეთი, 85 კმ − სენაკი−ქუთაისის მონაკვეთი).

39

Page 20:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

3.5 სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება (პროგრამული კოდი 36 04)

მეზობელ ქვეყნებთან არსებული ელექტრული კავშირები ვერ უზრუნველყოფს მომავალში გაზრდილი სიმძლავრეების გატარებას. სისტემის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა მოითხოვს დამატებითი ღონისძიებების გატარებას სისტემის საიმედოობის გაზრდის მიზნით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი.

3.5.1 შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი (KfW, EIB, EBRD) (პროგრამული კოდი 36 04 01)

გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული და 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად შეჩერებული 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობებზე 2009 წლისათვის EBRD-ის, KFW-ისა და EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარდაბანი−ახალციხე−ზესტაფონის მონაკვეთზე 270 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციას და ახალციხე−თურქეთის 500/400 კვ ძაბვის ქვესადგურის (მუდმივი დენის ჩანართის) მშენებლობას.

3.5.2 რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი (ADB) (პროგრამული კოდი 36 04 02)

დახმარების გაწევა პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის საინვესტიციო პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების შეფასების განხორციელებით; პროექტის მიზანია ენერგოსისტემის სტაბილურობის, სანდოობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, რათა დაკმაყოფილდეს მზარდი მოთხოვნილება ელექტროენერგიის ექსპორტსა და ტრანზიტზე.

3.6 სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება ზემო სვანეთში (Government of The French Republic) (პროგრამული კოდი 24 08)

ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარებისა და მესტიის სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბების მიზნით თანამედროვე სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

3.7 ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 24 05)

ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია;

ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია შიგა და საერთაშორისო ბაზრებზე;

ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება;

მიზნობრივ ბაზარზე პირდაპირი სარეკლამო კამპანიების წარმოება, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციისა და პრომომასალების მომზადება და გავრცელება, პრეს- და ინფოტურების ორგანიზება, საერთაშორისო ბაზრობა-გამოფენებში მონაწილეობა, ვებგვერდის განახლება და ოპტიმიზაცია;

ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთეულების შექმნა და ოპერირება, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების დამზადება და რეგიონებში განთავსება;

სტატისტიკური კვლევების ჩატარება, მსოფლიოში ტურიზმის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვა და უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება;

ტურისტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო სტანდარტების პროგრამებით, შესაბამისი ტექნიკური ბაზითა და თანამედროვე სპეციალიზებული ბიბლიოთეკით ტურიზმის სექტორში მოღვაწე პირთა კვალიფიკაციის ამაღლება.

40

Page 21:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

3.8 რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა (პროგრამული კოდი 25 01)

რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოებრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მონიტორინგი;

საქართველოს მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;

საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია.

3.9 ტექნიკური და სამშენებლო სფეროს რეგულირება (პროგრამული კოდი 24 02)

ტექნიკურ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა და არსებული მარეგულირებელი ნორმების ევროპის განვითარებული ქვეყნების შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება;

ევროპის განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დამოუკიდებელი ზედამხედველობის ორგანოების, აკრედიტებული ინსპექციების, ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე ზედამხედველობის გაუმჯობესება;

არსებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქცირების მეთოდებისა და სანქციების ოდენობების ოპტიმიზაცია და სრულყოფა.

4 განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება

განათლების სისტემა დაეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ, თანამედროვე სტანდარტებს; გარანტირებული იქნება უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომიის მაღალი დონე;

შეიქმნება განათლების სისტემის ეფექტიანი მართვის მექანიზმები. განათლების სისტემის მართვა თანამიმდევრულ და შედეგებზე ორიენტირებულ მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას დაეფუძნება;

შეიქმნება ობიექტური, გამჭვირვალე და ეფექტიანი მექანიზმები საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შესანარჩუნებლად/მოსაზიდად როგორც ადმინისტრაციულ, ისე აკადემიურ და სხვა თანამდებობებზე;

მოხდება განათლების სისტემის ობიექტური და სანდო სტატისტიკის წარმოება, დაინერგება შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკა და მეთოდოლოგიები. შემუშავდება საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრატეგიული გეგმების შედგენისა და საქმიანობის ანგარიშის მომზადების ერთიანი მეთოდოლოგიები. განხორციელდება განათლების სისტემის მიუკერძოებელი ყოველწლიური მონიტორინგი და შეფასება, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დოკუმენტების საჯაროობა;

დაიხვეწება განათლების დაფინანსების მექანიზმები მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. გაიზრდება განათლების ხელმისაწვდომობა. ამაღლდება განათლების ხარისხი, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო პოტენციალი;

გაგრძელდება საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა, განვითარდება პროფესიული

41

Page 22:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სასწავლებლების ინფრასტრუქტურა. მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან სასკოლო სახელმძღვანელოებით. პირველკლასელები და ფრიადოსნები (საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები) კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან პერსონალური კომპიუტერებით. განხორციელდება პედაგოგთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდა, ასევე წარმატებული სტუდენტების მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლისა და ცხოვრების დაფინანსება;

პრიორიტეტის ფარგლებში სახელმწიფო განაგრძობს შესაბამისი პროგრამების განხორციელებას, რათა საქართველოს ზოგადი, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სისტემა მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რითაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ღირსეული კონკურენტები იყვნენ დასაქმების მსოფლიო ბაზარზე;

შემუშავდება სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის კუთხით. მეცნიერება გახდება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის საფუძველი. ჩამოყალიბდება ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევათა ორგანიზებისა და მხარდაჭერის ახალი, ევროპული ტიპის სისტემა; თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი სამეცნიერო კვლევების უზრუნველსაყოფად შეიქმნება ქმედითი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას, მეცნიერების მუდმივ განვითარებას და მის ერთიან სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას;

უზრუნველყოფილი იქნება სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება, კვლევების ხარისხის ამაღლება, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართვა, ქვეყნის მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია. მეცნიერების სფეროში შეიქმნება შედეგზე ორიენტირებული საგრანტო დაფინანსების სისტემა;

ხელი შეეწყობა ქართული მეცნიერებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციას, მათ შორის, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის ფორმით. მეცნიერების სისტემა დაეფუძნება არსებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პოტენციალს. ამ დაწესებულებების მართვაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ მათი წარმომადგენლები. ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება ნიჭიერი ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა;

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების შეთავაზებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა შრომის ბაზრის მაღალკვალიფიციური ადგილობრივი მუშახელით უზრუნველყოფისათვის, ეს კი, თავის მხრივ, დიდ გავლენას მოახდენს უმუშევრობის დონის შემცირებაზე. უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის მიზნით მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული გადამზადების სისტემის დახვეწა და ეფექტიანი გამოყენება;

სახელმწიფო განაგრძობს და გააძლიერებს ზრუნვას ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;

სახელმწიფო ასევე განაგრძობს ხელოვნების დარგებში განათლების მიღების შესაძლებლობების მხარდაჭერას და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა მუდმივი პროფესიული ზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამხედრო განათლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის განვითარება და მისი ნატო-ს სტანდარტების დონის უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება. სახელმწიფო უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების მიერ თანამედროვე პროფესიებისა და უნარ-ჩვევების დაუფლებას;

მოხდება პენიტენციური სისტემის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში.

4.1 ზოგადი განათლება (პროგრამული კოდი 32 02)

ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება;

42

Page 23:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების იმ ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, სრულად შეასრულონ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები;

მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი ხელფასების ეტაპობრივი ზრდა;

ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისა და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას;

მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მოსწავლე შვილებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გაცემა;

ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;

საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება;

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა და დისციპლინის გაუმჯობესება.

4.1.1 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 32 02 01)

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზოგადი განათლების დაფინანსებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, რაც სკოლებს აძლევს შესაძლებლობას, სრულად შეასრულონ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები.

4.1.2 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 32 02 02)

სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით, მასწავლებლებისათვის სიახლეების მიწოდება და მათი ცოდნის დონის საერთაშორისო სტანდარტებთან თუ მოთხოვნებთან გათანაბრება;

ტრენინგებს გაივლიან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წარმომადგენლები. ტრენინგები ასევე ჩატარდება პროფესიული უნარების მიმართულებით. შესაბამის გადამზადებას გაივლიან მეთოდოლოგიის ექსპერტები, რომლებიც საკუთარი და ახლომდებარე სკოლებისათვის მეთოდოლოგიური კონსულტაციის გაწევას შეძლებენ. გადამზადდებიან საჯარო სკოლების დირექტორებიც;

გაგრძელდება ქართული ენის გაძლიერებული სწავლების პროცესი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში;

ქართველი მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით გაგრძელდება ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლების ჩამოყვანა, რომლებიც სწავლებას ქართველ მასწავლებლებთან ერთად განახორციელებენ;

ზოგადევროპული მოდელის საფუძველზე შემუშავებული „ქართულის, როგორც უცხოური ენის“ სტანდარტის მიხედვით, რომელიც გულისხმობს ქართული ენის ფლობის დონეებად (A1-A2; B1-B2) დაყოფას, ქართული ენის სწავლება განხორციელდება როგორც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

4.1.3 უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 32 02 03)43

Page 24:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა/სტუდენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;

საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული და ნარკოტიკული დანაშაულების პრევენცია;

საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ურთიერთდაპირისპირების, მათ მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღმოფხვრა;

მანდატურების გადამზადება მათი საქმიანობის სფეროსთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა დისციპლინაში, თითოეული მათგანის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, ასევე მათი გადამზადება საგანგებო სიტუაციებში ოპერატიულად მოქმედების მიზნით და ექსტრემალური სიტუაციებისათვის საჭირო სპეციალური უნარ-ჩვევების დაუფლება.

4.1.4 განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება (პროგრამული კოდი 32 02 04)

ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისათვის განათლებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა;

თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდის მიერ საკუთარი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ინიციატივების გამოვლენა;

მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებისა და თანაბრად კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა, აგრეთვე ქართველი მოსწავლეების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა;

წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოება;

მოსწავლეთა ზოგადი განათლების განვითარებაზე ორიენტირებული განსაკუთრებით საინტერესო პროექტების დაფინანსება;

სკოლებისათვის სხვადასხვა თემატური და კალენდარული დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამოცხადება.

4.1.5 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და ინკლუზიური განათლების განვითარება (პროგრამული კოდი 32 02 05)

ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სკოლებისათვის კვალიფიციური დახმარების გაწევას ინკლუზიური განათლების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით;

ინკლუზიური განათლების საკითხებში გადამზადდებიან სპეციალური პედაგოგები;

განხორციელდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტები შეაფასებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს; საჯარო სკოლებს გაეწევათ დახმარება და კონსულტაციები ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მუშაობასთან დაკავშირებით;

სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბენეფიციართა განვითარებაზე ზრუნვა.

44

Page 25:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

4.1.6 მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 32 02 06)

ყველა მოსწავლისათვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მყოფი ოჯახების, ასევე სამ- და მეტშვილიანი ოჯახების მოსწავლეების და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მოსწავლე შვილების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.

4.1.7 ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება (პროგრამული კოდი 32 02 07)

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის 3-კვირიანი საზაფხულო სკოლების მოწყობა საქართველოში და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. საქართველოში მოწყობილ ინგლისურენოვან ბანაკებში ყოველწლიურად ჩაერთვება 600 მოსწავლე, რომელთაგან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 32 მოსწავლე გაემგზავრება, ხოლო მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 110 მოსწავლისთვის საქართველოში მოეწყობა 3-კვირიანი საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა.

4.1.8 ოკუპირებული რეგიონების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 32 02 08)

გალის რაიონისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის რაიონის ფუნქციონირებადი სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფა.

4.1.9 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამა (პროგრამული კოდი 32 02 09)

მოხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობა;

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და №11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა;

პროფესიული განათლების კურსების მეშვეობით მსჯავრდებულები შეძლებენ, სასჯელის მოხდის პერიოდში დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.

4.1.10 მოსწავლე ახალგაზრდობის სამოქალაქო აქტიურობის განვითარება (პროგრამული კოდი 32 02 10)

ქვეპროგრამა ითვალისწინებს რეგულარული გუნდური მუშაობის დანერგვით საჯარო სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრიირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაციასა და სოციალიზაციას, აგრეთვე სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით მათში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გაღვიძებას.

4.1.11 ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვა და მონიტორინგი (პროგრამული კოდი 32 02 11)

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგისა და კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს მის ეფექტიანად დანერგვას და თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისათვის ხელმისაწვდომობას. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი მისი დანერგვის პარალელურად წარიმართება. მონიტორინგის შედეგები საშუალებას იძლევა, შეფასდეს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, კონსულტაცია გაეწიოთ პედაგოგებსა და სკოლების ადმინისტრაციებს და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს დამატებითი ღონისძიებები ამ გეგმის დანერგვის ხელშესაწყობად. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება და

45

Page 26:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

მომზადდება რეკომენდაციები როგორც გეგმის დანერგვის პროცესის ხელშესაწყობად, ისე მომდევნო თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოსამზადებლად.

4.1.12 ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამები (პროგრამული კოდი 32 02 12)

განხორციელდება იმ მოსწავლეების სკოლაში ტრანსპორტირება (ავტობუსით, მიკროავტობუსით), რომლებიც ისეთ დასახლებულ პუნქტში (სოფელი, დაბა) ცხოვრობენ, სადაც არ ფუნქციონირებს სკოლა და სოფლებს შორის დიდი მანძილია.

4.2 უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევების პროგრამა (პროგრამული კოდი 32 04)

უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებული განხორციელება;

უმაღლესი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობით ინტეგრაცია;

პირის ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;

სტუდენტური ბარათის დანერგვა, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ისარგებლონ შეღავათებით მუნიციპალურ ტრანსპორტში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, კვების ობიქტებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში;

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო გრანტით დაფინანსების გაორმაგება;

ყველა წარჩინებული სტუდენტის სტიპენდიით უზრუნველყოფა;

წარმატებული სტუდენტების მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლისა და ცხოვრების დაფინანსება;

განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტების ხელშეწყობა;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობა და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკადემიური პერსონალის გაცვლა;

სხვადასხვა ტიპის გამოცდების ორგანიზება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალური ბაზის რეაბილიტაცია და მათი აღჭურვა, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელება;

სამეცნიერო გრანტების დაფინანსებით ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების ხელშეწყობა;

სამეცნიერო კვლევების პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთა და კვლევების ხელშეწყობის განსხვავებული ფორმების ამოქმედება;

სამეცნიერო საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების ხელშეწყობა.

4.2.1 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 32 04 01)

უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და ღიაობა, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიური თავისუფლება, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, პირის ისეთი

46

Page 27:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;

ქვეპროგრამა ხელს უწყობს:ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ განვითარებას;ბ) საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკადემიური პერსონალის გაცვლას;გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალური ბაზის რეაბილიტაციას და მათ აღჭურვას, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებას.

4.2.2 გამოცდების ორგანიზება (პროგრამული კოდი 32 04 02)

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის გამოცდების ჩატარების ხელშეწყობა; სამაგისტრო და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების გაგრძელება;

მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირებების ჩატარების ორგანიზება, რომელთა საფუძველზედაც მასწავლებელი მოიპოვებს შესაბამის სერტიფიკატს.

4.2.3 მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 32 04 03)

ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა;

სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;

საქართველოში მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებისა და კონფერენციების გამართვა;

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი;

სახელმწიფოს მიერ დამსახურებულ მეცნიერთა ფინანსური მხარდაჭერა.

4.2.3.1 სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 32 04 03 01)

კონკურსის წესით, ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად სახელმწიფო გრანტების გაცემის ორგანიზება;

საქართველოში არსებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის შესახებ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, წინადადებების მომზადება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად.

4.2.3.2 სამეცნიერო დაწესებულებების პროგრამები (პროგრამული კოდი 32 04 03 02)

ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა;

სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;

საქართველოში მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებისა და კონფერენციების გამართვა.

4.2.3.3 მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პროგრამების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 32 04 03 03)

საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად;

ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა;47

Page 28:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საქართველოში მეცნიერების განვითარების პროგნოზირება და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებების მომზადება.

4.2.3.4 სოფლის მეურნეობის დარგში მეცნიერთა ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 32 04 03 04)

აგროსასურსათო სექტორში გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევების ხელშეწყობა;

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების შემუშავება, კვლევითი საქმიანობისა და სწავლების ერთობლივი ფუნქციონირების მხარდაჭერა, საერთაშორისო და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება.

4.2.3.5 მეცნიერების აღდგენა და განვითარება (პროგრამული კოდი 32 04 03 05)

მეცნიერების აღდგენისა და განვითარებისათვის შეიქმნება ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფინანსებას.

4.2.4 სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები, დოქტორანტურის პროგრამები და ახალგაზრდების წახალისება (პროგრამული კოდი 32 04 04)

სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტები არის ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად;

წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიების დანიშვნა, რაც მათ დამატებით სტიმულს მისცემს და უმაღლესი განათლების მიღებაში დაეხმარება;

დოქტურანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველების დაფინანსება;

აშშ-ისა და ევროპის უნივერსიტეტების სამაგისტრო, საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსება.

4.3 საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 32 05)

საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;

თანამედროვე უნარ-ჩვევების დაუფლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების უკეთ დაძლევის მიზნით საჯარო სკოლების პირველკლასელი მოსწავლეების პერსონალური კომპიუტერებით („ნეთბუქებით“) უზრუნველყოფა, ასევე წარჩინებული მოსწავლეების პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოება.

4.3.1 საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მოსწავლეების/სტუდენტების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 32 05 01)

საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

4.3.2 საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 32 05 02)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი

48

Page 29:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების დაპროექტება და მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათი შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა.

4.4 პროფესიული განათლება (პროგრამული კოდი 32 03)

მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა.

4.4.1 პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 32 03 01)

პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; პროფესიული განათლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირთა ჩარიცხვის მაქსიმალურად გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება;

პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის დაფინანსება ხორციელდება ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერით. ვაუჩერის ოდენობა ერთ სტუდენტზე შეადგენს 1 000 ლარს და მისი გამოყენება შესაძლებელია პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ ან აკრედიტებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების განხორციელება როგორც კოლეჯებში, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა;

საკუთარი ბიზნესის წამოწყების ან თვითდასაქმების გზით ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის ადაპტაციის ხელშეწყობა.

4.4.2 ეროვნული უმცირესობების პროფესიული გადამზადება (პროგრამული კოდი 32 03 02)

ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომელთა გადამზადება.

4.4.3 განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (პროგრამული კოდი 32 03 03)

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება;

მაღალკვალიფიციური, შიგა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით;

თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურის განვითარება;

საჯარო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების მეთოდების შემოღება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა შესაბამისი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფით.

4.5 სამხედრო განათლების განვითარება (პროგრამული კოდი 29 02)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლება;

საწყისი და უმაღლესი სამხედრო განათლების სისტემის ჩამოყალიბება-განვითარება.49

Page 30:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

4.6 სახელოვნებო განათლების სისტემის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 33 03)

სახელოვნებო განათლების ღონისძიებები ორიენტირებულია როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე, ისე სახელოვნებო განათლების სისტემის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერაზე, მათ შორის, სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიული მოსწავლეების, სტუდენტებისა და საშემსრულებლო სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების სწავლის ხელშეწყობაზე, კონკურენტუნარიან გარემოში აღზრდაზე, ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა შემოქმედებით მხარდაჭერაზე, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე, პედაგოგების ხელშეწყობაზე, საბიბლიოთეკო ფონდებისა და კოლექციების დაცვასა და შევსება-გამდიდრებაზე.

4.7 განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (პროგრამული კოდი 32 01)

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

საქართველოს ყველა მოქალაქისათვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფის უზრუნველყოფა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელება;

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია, საზოგადოების თითოეულ წევრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების ხარისხზე ზრუნვა, მისი მუდმივი გაუმჯობესება და ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ამაღლება;

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.

4.8 საბიბლიოთეკო საქმიანობა (პროგრამული კოდი 01 02)

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებული შეგროვების და ანალიზის, საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო დაცვის კონტროლის განხორციელება, შესაბამისი კადრების მომზადებისა და გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრა; ელექტრონული ბიბლიოთეკის გაფართოება და შემოთავაზებული სერვისების გამრავალფეროვნება.

4.9 სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება, საარქივო ფონდების დიგიტალიზაცია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და მოქალაქეთა მომსახურება (პროგრამული კოდი 30 03)

ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მომზადება და გადამზადება იმ სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის განსახორციელებლად. სამართალდამცავ ორგანოებში სისხლის სამართლის რეფორმის უკეთ იმპლემენტაციის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაგეგმილი ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება, რაც დაეხმარება ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ტესტირებებისა და გასაუბრებების მეთოდით შერჩეული მსმენელების მომზადება სამართალდამცველისათვის საჭირო სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხებში, უცხოურ ენებში.

50

Page 31:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მსურველი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების ქართულ ენაში მომზადება. კვალიფიკაციის ამაღლების ან დაწინაურების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების გადამზადება, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მომზადება და გადამზადება;

სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;

სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგისა და შეხვედრის მოწყობა;

საარქივო ფონდების სავალალო მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საარქივო მასალების დამუშავება და დიგიტალიზაცია, შემდგომ მათი რესტავრაცია და აღდგენა.

4.10 მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების მომზადება-გადამზადება (პროგრამული კოდი 09 02)

მომავალი მოსამართლეების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების თეორიული და პრაქტიკული მომზადება და გადამზადება; სასამართლოს სისტემის მაქსიმალურად კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება, ასევე არსებული კადრების ცოდნისა და კვალიფიკაციის რეგულარული ამაღლება.

4.11 პენიტენციური სისტემისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება (პროგრამული კოდი 27 03)

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლება და მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა; პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მუდმივად გადამზადების გზით მათი მაღალი კვალიფიკაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა სპეციალიზებული პროგრამით, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისა და ფსიქოსარეაბილიტაციო კურსების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განმტკიცებას.

4.12 იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა გადამზადება და სასწავლო ცენტრის განვითარება (პროგრამული კოდი 26 04)

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრენინგსაჭიროებათა ანალიზის საფუძველზე განახორციელებს ტრენინგების დაგეგმვასა და ორგანიზებას როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ისე სხვა უწყებების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

4.13 საფინანსო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება (პროგრამული კოდი 23 05)

სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, თანამდებობრივი ტრეინინგების სისტემის დანერგვა და კარიერის განვითარებისკენ მიმართული სასწავლო პროგრამების, აგრეთვე სხვა სასწავლო პროექტების განხორციელება. სისტემაში პროფესიული ცოდნის დონის ამაღლების მიზნით მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან ერთად ერთობლივი სასერტიფიკაციო და ტრენინგპროგრამების შემუშავება და განხორციელება;

სამინისტროს სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და დასაქმების ხელშეწყობა;

სამინისტროს სისტემაში ახალი კადრების დასაქმების აქტიური მექანიზმის ჩამოყალიბება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის პერსონალური მრჩევლის პროექტის განვითარების გზით. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების პროგრამების განვითარება;

51

Page 32:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისკენ, ასევე სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების აქტიური მხარდაჭერა სხვადასხვა სახის, სასწავლო-შემეცნებითი, სემინარული და საკონფერენციო ტიპის პროექტების, კონსულტირების აქტიური მექანიზმის − ბიზნესსაკონსულტაციო სახლის − ჩამოყალიბების გზით; სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება სახელმწიფო და კერძო სექტორებში პროფესიული განვითარების სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და პროფესიული ცოდნის დონის ამაღლების მიზნით.

4.14 ჰერალდიკური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება (პროგრამული კოდი 01 03)

ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა;

თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სიმბოლიკების (დროშა, გერბი) შექმნის, მიღების, დამტკიცებისა და გამოყენების წესების სწავლება-სემინარის მომზადება და ჩატარება;

თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სიმბოლიკების გამოფენის მომზადება და მოწყობა;

საზღვარგარეთ უძველეს ბიბლიოთეკებსა და საცავებში საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული და ჰერალდიკური მასალების მოძიება.

4.15 მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების დარგში (პროგრამული კოდი 28 02)

საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება;

ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათაშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის მსმენელთათვის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ბიბლიოთეკის შექმნა;

სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შერჩევის, შეფასების, მოტივაციისა და ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვასთან დაკავშირებული სხვა სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;

საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სასწავლო კურსების ჩატარება განათლების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობისათვის.

5 მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება

მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრიორიტეტული მიმართულებაა. მსოფლიო ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ეკონომიკის პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება და გაუმჯობესება, ვინაიდან ეს მაჩვენებლები მთავარი წინაპირობაა კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის, არსებული საწარმოების გაფართოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკონომიკა ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში და, შესაბამისად, განიცდის მასში მიმდინარე პროცესების გავლენას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნებას და მათ გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის 52

Page 33:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საყოველთაო პრინციპებს და იმ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც გამოკვეთს სახელმწიფოს როლს სოციალური კეთილდღეობისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;

ეკონომიკური პოლიტიკა დაეფუძნება მდგრადი განვითარების მოდელს. სისტემური ტრანსფორმაციის პროცესში საკვანძო როლი მიენიჭება სახელმწიფოს, რომელმაც უნდა განსაზღვროს განვითარების სტრატეგია უმთავრესი მიზნებისა და შესაბამისი ინდიკატორების დონეზე. განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განისაზღვრება ყველა ფუნქცია, რომელთა არსებობა აუცილებელია სტაბილური განვითარებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის;

პრიორიტეტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად დაგეგმილი სამუშაოები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, კერძოდ, გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევას, სახელმწიფო ვალის ეფექტიან მართვას, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას და ინფლაციის დონის დარეგულირებას;

საგარეო სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს საგარეო სახელმწიფო ვალის პორტფელის ხელსაყრელი ფინანსური პარამეტრების შენარჩუნებას და მის მდგრადობას. ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება საგარეო სახელმწიფო ვალის კონსერვატიული და პრაგმატული მართვით. სხვადასხვა ტიპის გლობალური/ეგზოგენური რისკებისა და გამოწვევების არსებობის პირობებში ფისკალური მდგრადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, 2014 წლისათვის სახელმწიფო ვალი ლიმიტირებულია და არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს; სახელმწიფო განახორციელებს ახალ პროგრამებსა და ინიციატივებს და ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტით გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების ეკონომიკაში ჩართვას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და, ამავე დროს, მნიშვნელოვნად შეამცირებს დოლარიზაციის კოეფიციენტს;

გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობისათვის სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების სათანადო დონეზე შესასრულებლად და ინვესტორთა ნდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი პარამეტრია ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. მაქსიმალურად დაბალანსებული ბიუჯეტით უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკური სტიმულირება და გლობალური ეკონომიკური გამოწვევების შემთხვევაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, 2014 წლისათვის ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს, თუმცა დაგეგმილია მისი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით შემცირება, რის შემდეგაც აღნიშნული პარამეტრი მიღწეული იქნება უკვე 2013 წლისათვის;

თავისუფალი ეკონომიკური კურსი, დაბალი და მარტივი გადასახადები, ხარისხიანი საგადასახადო ადმინისტრირება, გონივრული და ზომიერი რეგულაციები უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მისაღწევად საჭირო გარემოს შექმნას. შესაბამისად, პრიორიტეტის ფარგლებში გატარდება ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საგადასახადო და მარეგულირებელი ადმინისტრირების ტვირთის მეწარმეთა სიმძლავრის პროპორციულად გადანაწილებას და ამით მცირე და საშუალო მეწარმეობის მეტ სტიმულირებას;

გაგრძელდება მუშაობა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით, რათა საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა კომფორტული იყოს როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ისე არარეზიდენტი პირებისათვის. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართული იქნება ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისაკენ, რაც გულისხმობს სამუშაოების ჩატარებას, რათა საქართველომ გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც რეგიონის ლიდერმა, დაბალი გადასახადების, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების სერვისების, ლიბერალური კანონმდებლობისა და სტაბილური განვითარების მაჩვენებლების კუთხით;

გაგრძელდება მუშაობა თავისუფალი და პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების გამოყენების გაუმჯობესების, საქონლის ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის კუთხით. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საუკეთესო ბიზნესკლიმატის შექმნით, იმ სისუსტეების გათვალისწინებით, რომლებიც აქვს საქართველოს მისი ბაზრის ზომიდან და გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს კურსი საგადასახადო სისტემისა და ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, კონკურენტული და არაკორუფციული გარემოს

53

Page 34:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

უზრუნველყოფა და შრომის ბაზრის გონივრული და მოქნილი რეგულაციები უზრუნველყოფს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პოზიტიური სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბებას;

საქართველოსათვის რეალურ სექტორში ინვესტიციების განხორციელება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სახელმწიფო შექმნის ხელსაყრელ გარემოს როგორც შიგა, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც გულისხმობს ინვესტიციების დაცულობას, სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნას. პოლიტიკა მიმართული იქნება ასევე დანაზოგებისა და რეინვესტირების გაზრდისაკენ. სახელმწიფო პოლიტიკა, მოხმარებაზე ორიენტირებული ეკონომიკის ნაცვლად, მიმართული იქნება დანაზოგებისა და კაპიტალიზაციის ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკისაკენ, რამაც გრძელვადიანი მდგრადი ზრდის განმსაზღვრელი როლი უნდა შეასრულოს;

საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის კუთხით საქართველოს მთავრობისათვის პრიორიტეტულია საექსპორტო საბაზრო არეალების მნიშვნელოვანი გაფართოება, ევროკავშირსა და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ამოქმედება, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა;

სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნას; ხელი შეეწყობა თანამედროვე და მოქნილი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელზედაც თანაბრად მიუწვდება ხელი ყველა ეკონომიკურ სუბიექტს;

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად მოხდება ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზება, რომელიც დაემყარება ქვეყნის შედარებითი უპირატესობების გონივრულ გამოყენებას; განხორციელდება ექსპორტის სტიმულირება და იმპორტის ჩანაცვლება;

პრიორიტეტის ერთ-ერთი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზაში გამოქვითვების სისტემის დანერგვა, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება და მოქალაქეებისათვის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციის საშუალების მიცემა დასაქმების სტიმულირების, საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაციისა და ოპტიმიზაციის გზით, ასევე საგადასახადო კანონმდებლობის მოწესრიგება, რაც გულისხმობს ბუნდოვანი და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მომცემი დებულებების აღმოფხვრას, საგადასახადო ნორმების გამარტივებას და სადავო ნორმების მეწარმის სასარგებლოდ გადაწყვეტას. შემცირდება საგადასახადო დავების განხილვაში სახელმწიფოს დომინანტური როლი; შეიქმნება მცირე ბიზნესის დაბეგვრის ოპტიმალური მოდელი, მარტივი აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და დაბეგვრის ალტერნატიული მექანიზმები; განხორციელდება საგადასახადო სისტემაში ცალკეული დარღვევების დეკრიმინალიზაცია;

ერთი მხრივ, სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკა და, მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა უზრუნველყოფს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობისა და შემოსავლის ზრდას. შესაბამისად, გაიზრდება ამ სექტორში დასაქმების მაჩვენებლები, რაც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საფუძველი იქნება;

სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება მეტწილად ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და დანაზოგების სტიმულირებაზე იყოს დაფუძნებული. გაფართოვდება ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები და დაინერგება გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამები. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბიზნესსტრუქტურების პარტნიორულ თანამშრომლობას;

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის, ინვესტიციების მოზიდვისა და საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საქართველოს მთავრობა ინვესტორებს შეუქმნის სტაბილურ სამართლებრივ გარემოს, გაათავისუფლებს ხელისუფლების ზეგავლენისაგან და მისცემს საკუთრების დაცვის მყარ გარანტიებს. იგი გაააქტიურებს მუშაობას ევროკავშირსა და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების დასადებად და ამ მიზნით, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, შეიტანს ცვლილებებს საქართველოს შრომის კოდექსში, შემოიღებს კონკურენციის შესახებ რეალურ კანონმდებლობას და რეგულირების მექანიზმებს, უზრუნველყოფს სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების მექანიზმების დანერგვას და სურსათის უსაფრთხოებას, რაც ამ შეთანხმებების დადების აუცილებელი წინაპირობაა, ასევე განახორციელებს საგარეო ვაჭრობის ინტერვენციებისაგან დაცვის რეგულირების ანტიდემპინგურ ღონისძიებებს;

54

Page 35:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

ხელი შეეწყობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის ეფექტიან ფუნქციონირებას და მისი დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს. უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ღონისძიებები.

5.1 შემოსავლების მობილიზება და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 23 02)

გაგრძელდება საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და პროცედურების დახვეწა, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული მომსახურების განვითარება, საგადასახადო პოლიტიკაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ საზოგადოებისა და გადამხდელთა სისტემატური ინფორმირება; გაგრძელდება საგადასახადო სერვისცენტრებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების მოდერნიზაცია, რაც ხელს შეუწყობს გადამხდელთა მომსახურების ეფექტიანობის გაზრდას;

დაგეგმილია ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის უფრო ფართოდ დანერგვა.

5.2 სახელმწიფო ფინანსების მართვა (პროგრამული კოდი 23 01)

მაკროეკონომიკური პროგნოზირების სრულყოფის შედეგად შესაძლებელი გახდა საშუალოვადიანი დაგეგმვა, ისე, რომ, ერთი მხრივ, დაფინანსდა სახელმწიფო პრიორიტეტები და, მეორე მხრივ, შენარჩუნდა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა;

გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილია საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება;

გაგრძელდება მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად დამატებითი რესურსების მოზიდვა ქვეყნისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით;

დამატებითი საინვესტიციო რესურსების მოზიდვის პარალელურად გაგრძელდება სახელმწიფო საგარეო ვალის კონტროლი. აუცილებელია, საგარეო სახელმწიფო ვალის პორტფელმა შეინარჩუნოს ხელსაყრელი ფინანსური პარამეტრები, რომლებიც უზრუნველყოფს მის მდგრადობას როგორც საშუალოვადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში;

საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების გათვალისწინებით გაგრძელდება სხვადასხვა ვადის მქონე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას;

საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების შედგენა და მართვა;

განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ზუსტი და ოპერატიული აღრიცხვა. გაგრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება. დაიხვეწება ბიუჯეტის ანგარიშგების ფორმები;

გაგრძელდება რეფორმები საბიუჯეტო პროცესის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების შემდგომი განვითარების მიზნით. პროგრამული ბიუჯეტი სრულად დაინერგება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო პროცესში;

მოხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბაზის მუდმივი განახლება;

გაგრძელდება საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა;

გაუმჯობესდება ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ელექტრონული პროგრამა, მოხდება 55

Page 36:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა;

სხვადასხვა ქვეყანასთან გაგრძელდება მოლაპარაკებები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით.

5.3 ეკონომიკური პოლიტიკა და სახელმწიფო ქონების მართვა (პროგრამული კოდი 24 01)

ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;

მიმზიდველი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შექმნა ინვესტიციების მოზიდვის საფუძველია და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს;

საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვების განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობის ხელშემწყობი ინფოკომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის სფეროს განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

სამშენებლო სფეროს ლიბერალიზაცია მისი განვითარების მიზნით;

ქვეყნის საგარეო ვაჭრობის შემდგომი განვითარება და სავაჭრო სტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე არსებული სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება და ურთიერთობების დამყარება ახალ სავაჭრო პარტნიორებთან;

ექსპორტის ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების მოვლა-შენახვა და მისი ეტაპობრივი პრივატიზება.

5.3.1 ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება (პროგრამული კოდი 24 01 01)

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი, სექტორული კვლევა ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად;

ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიზნით სხვადასხვა პროექტის შემუშავება და ინიციირება;

ეკონომიკის სფეროში სხვადასხვა ინფორმაციული დოკუმენტის შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და სავაჭრო რეჟიმების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების რეგულარული ანალიზი;

ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო მედიასაშუალებებით მიზნობრივი საიმიჯო სარეკლამო კამპანიების განხორციელება;

ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, საერთაშორისო გამოფენებში, პროდუქციის წარმოსაჩენ ღონისძიებებსა და კონკურსებში მონაწილეობა, უშუალოდ სატრეიდერო კომპანიებთან გარიგებების წარმართვა;

ექსპორტის მოცულობის გაზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიზნით ბაზრების კვლევების განხორციელება, ექსპორტის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით პროდუქციის ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების ინფორმაციით უზრუნველყოფა და კონსულტაციის გაწევა ექსპორტის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;

ორმხრივი რეგიონული და მრავალმხრივი ურთიერთობების, ასევე პრეფერენციული სავაჭრო 56

Page 37:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

რეჟიმების განვითარება;

ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეგიონში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და საერთო პოლიტიკის შემუშავება;

საქართველოს სატრანსპორტო სექტორის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზების საერთაშორისო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება და სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების განხორციელება;

საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაცია და ისეთი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რომლებიც მიმართულია სატრანზიტო გადაზიდვების გაზრდისკენ;

სამშენებლო სფეროს ლიბერალიზაციის მიზნით შესაბამისი (მათ შორის, საკანონმდებლო) ცვლილებების განხორციელება.

5.3.2 სახელმწიფო ქონების მართვა (პროგრამული კოდი 24 01 02)

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოთა მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება მათი ლიკვიდურობის დონის ამაღლების მიზნით;

საწარმოების ქონებრივი და ფინანსური დანახარჯების ოპტიმიზაცია, მათი განვითარების ბიზნესგეგმების დამტკიცება და კრედიტების აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;

საწარმოების მონაცემთა ელექტრონული ბაზის მოდერნიზება, მათი შერწყმა, ლიკვიდაცია, გაკოტრება და საწარმოთა პრივატიზებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

მარკეტინგული კომუნიკაციებისა და პრივატიზების პროცესების განვითარება;

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების ერთიანი რეესტრის შექმნა და ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის მიზნით მათი პრივატიზება.

5.4 ფინანსების მართვის ელექტრონული და ანალიტიკური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 23 04)

ფინანსების მართვის ელექტრონული და ანალიტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო კონსოლიდირებული და ინტეგრირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტიანი მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა;

საბიუჯეტო პროცესის განვითარებისა და სრულყოფის საინფორმაციო-ტექნოლოგიური მხარდაჭერა, ასევე მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტის დაგეგმვის სისტემაში პროგრამული ბიუჯეტირების ხელშეწყობა; საჯარო სამართლის იურიდიული პირების მონაცემთა ბაზის მხარდაჭერა, ფინანსური საინფორმაციო პორტალის შექმნა, სისტემური და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების ლიცენზიების შესყიდვა, საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაცია.

5.5 სტატისტიკური სამუშაოების დაგეგმვა და მართვა (პროგრამული კოდი 47 01)

სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შემუშავება;

სტატისტიკური სამუშაოების პროგრამების შემუშავება;

სტატისტიკური კვლევების მართვისა და განხორციელების მიზნით მათი საჭირო საკადრო და ადმინისტრაციული რესურსებით უზრუნველყოფა;

57

Page 38:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სტატისტიკური კლევების ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

5.6 ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 49 00)

სტაბილური ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის დასაქმებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ცნობადობის ამაღლება;

წინა წლებში შემოსული და პოტენციური უცხოელი ინვესტორებისათვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა და მათ მიერ წამოწყებული სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა;

ტურიზმის, მომსახურების, სოფლის მეურნეობის (აგრობიზნესი), ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და მრეწველობის სფეროებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება.

5.7 სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა (პროგრამული კოდი 47 02)

სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტატისტიკური კვლევების მომზადებას, განხორციელებას და მათი შედეგების გავრცელებას;

დაგეგმილია ეროვნული ანგარიშების წარმოებისათვის დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობის განსაზღვრა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალისა და საინვესტიციო მიკროკლიმატის შეფასება, სამომხმარებლო ფასებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსების გაანგარიშება, ბიზნესსექტორში (აგრეთვე არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში) მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზი, შრომის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშება სამეწარმეო და არასამეწარმეო სფეროებში, კერძო და სახელმწიფო სექტორებში, აგრეთვე მიმდინარე დემოგრაფიული კვლევა.

5.8 ბიზნესსექტორში კონკურენტული გარემოს განვითარება (პროგრამული კოდი 43 00)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიზანია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შესყიდვების პროცედურების კანონიერების ზედამხედველობა, შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა და ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოში თავისუფალ ვაჭრობასა და კონკურენციასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნა, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმების მიუხედავად.

5.9 სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 24 03)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მისი მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაცია;

საერთაშორისო დონეზე აღიარების მიღწევა;

ქვეყნისათვის პრიორიტეტული სფეროების ეტალონური ლაბორატორიებით აღჭურვა, აგრეთვე არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზება; სტანდარტების მონაცემთა ბაზის განახლება და მომსახურების ელექტრონული საშუალებების დანერგვა.

5.10 შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის პროგრამა (პროგრამული კოდი 47 04)

58

Page 39:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის პროგრამა 1996 წლიდან მიმდინარეობს. მისი მიზანია საქართველოს შინამეურნეობების შესახებ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება; მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შეფასების მიზნით დადგინდება მოსახლეობის უთანაბრობის, დასაქმებისა და უმუშევრობის, შემოსავლებისა და ხარჯების და სხვა მაჩვენებლები.

5.11 სასოფლო მეურნეობების შერჩევითი კვლევის პროგრამა (პროგრამული კოდი 47 05)

სასოფლო მეურნეობების შერჩევითი გამოკვლევა 2007 წლიდან მიმდინარეობს. მისი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება. სასოფლო მეურნეობების შერჩევითი კვლევა ამჟამად სასოფლო მეურნეობის ოფიციალური სტატისტიკის ერთადერთი წყაროა. გამოკვლევის ერთი რაუნდი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. იგი მოიცავს საწყის, 3 კვარტალურ და დასკვნით გამოკითხვებს და ტარდება შემთხვევითი პროცედურით შერჩეულ 5 000 სასოფლო მეურნეობაში უშუალო გამოკითხვის გზით.

5.12 მოსახლეობისა და საცხოვრისების საყოველთაო აღწერა (პროგრამული კოდი 47 03)

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით განხორციელდება საქართველოს თითოეული დასახლების დარაიონება, რომლის მიზანია მოსახლეობის რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა.

5.13 აკრედიტაციის პროცესის მართვა და განვითარება (პროგრამული კოდი 24 04)

უცხოურ ბაზრებზე ტექნიკური ბარიერების დაძლევისა და ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით აკრედიტაციის სისტემის განვითარება და მისი საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან ეტაპობრივი დაახლოება;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში − EA-ში (European Cooperation for Accreditation), ILAC-ში (International Laboratory Accreditation Cooperation), IAF-ში (International Accreditation Forum) − ინტეგრაცია და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DC FTA) გაფორმების წინაპირობის შესრულება.

6 ინსტიტუციური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერა

ინსტიტუციური განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირება, ვინაიდან იგი არის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციების მქონე ხელისუფლების შტო. პრიორიტეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებით სახელმწიფო განაგრძობს ქვეყნის მიერ აღიარებული დემოკრატიული ღირებულებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას, სამოქალაქო პლურალიზმის ხელშეწყობას და საარჩევნო სისტემის განვითარებას;

პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას;

საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა გულისხმობს როგორც კონსტიტუციური, ისე ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი საკითხების შემდგომ მოწესრიგებას მეტი ეფექტიანობის მიღწევის მიზნით, საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების უკეთეს რეგულირებას საკანონმდებლო დონეზე და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების დახვეწას.

6.1 საკანონმდებლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 01 01)59

Page 40:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6.2 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02)

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად;

არჩევნების ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა, სარეკლამო კამპანიის წარმართვა.

6.3 იუსტიციის სახლების ფარგლებში მომსახურებათა ეფექტიანი წარმოება და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 06)

სერვისების მიწოდების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭიროა მომსახურების მიწოდების განვითარება და გაუმჯობესება, რისთვისაც დაგეგმილია იუსტიციის სახლების ფარგლებში სხვადასხვა სტრუქტურის მომსახურებების ინტეგრაცია, მომხმარებელთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სერვისების ერთიანობის (სერვისპაკეტები) შეთავაზება, სერვისების ხარისხისა და მიწოდების არხების (ახალი ფილიალები) განვითარება და არსებული პრაქტიკის დაინტერესებული ქვეყნებისათვის გაზიარება;

მისამართების ინვენტარიზაცია, ნუმერაციის მოწესრიგება, სამისამართო სისტემის ფორმირება და განვითარება, მონაცემთა ბაზის ელექტრონულ რუკებთან დაკავშირება; მოქალაქეთა ვინაობის დადგენა, რეგისტრაცია, დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება, პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სააღსრულებო საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმართვა და ა. შ.

6.4 პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 04)

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ პარტიების დაფინანსება, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გადალახეს 4%-იანი ბარიერი ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 3%-იანი ბარიერი;

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანხების პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თანაბრად განაწილების (50-50%) და პარტიებისთვის გამოყოფილი თანხების მათ მიერ მისაღები საბაზო დაფინანსების პროპორციულად განაწილების უზრუნველყოფა;

არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უზრუნველყოფა;

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერა.

6.5 სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა (პროგრამული კოდი 26 01)

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით

60

Page 41:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რეგულირება და მართვა;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კონტროლი;

სისხლის სამართლის რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერა სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შესაბამისად;

სისხლის სამართლის რეფორმაში ჩართულ უწყებებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მიმდინარე რეფორმის მონიტორინგი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვა და ახალი კოდექსის პროექტის შემუშავება, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების (განმარტებების) მომზადება. აღნიშნულ პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც სამართლის პრაქტიკოსების (ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები), ისე სამოქალაქო საზოგადოების (იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული ინტერნეტმომხმარებლები) ჩართულობა;

სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გაფართოება და მასში სტატისტიკურ-ანალიტიკური მოდულის დამატება. აღნიშნული მოდულის მეშვეობით შეიქმნება მონაცემთა ამომწურავი ბაზა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ხარისხი;

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, დამტკიცება და იმპლემენტაცია;

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების და არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ან განრიდების პროგრამის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება.

6.6 სახელმწიფო ფინანსების მართვის მონიტორინგი (პროგრამული კოდი 05 00)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამედროვე, დამოუკიდებელ, უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბება, რომელიც თავის საქმიანობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართავს და საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს;

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამედროვე სანიმუშო პრაქტიკის გაცნობა და აუდიტორთა პროფესიული ცნობიერების ამაღლება აუდიტორული ცოდნითა და უნარებით;

გარე აუდიტის შესაძლებლობების, საკანონმდებლო მანდატისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის დაცვის და ეფექტიანობის ხელშეწყობა;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა.

6.7 საარჩევნო გარემოს განვითარება (პროგრამული კოდი 06 01)

რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვა, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა ასარჩევად საყოველთაო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა;

არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველყოფა;

არჩევნების პროცესთან დაკავშირებული სამოქალაქო აქტივობების მხარდაჭერა და ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის ამაღლება;

61

Page 42:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

ამომრჩეველთა ინფორმირების ინსტრუმენტების შექმნა, პროფესიული ეთიკის ელემენტების გაძლიერება, სავალდებულო ტრენინგების, სერტიფიცირების, დისტანციური და ელექტრონული სწავლების მეთოდების დანერგვა;

ეფექტიანი საკომუნიკაციო არხების განვითარება, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, მასმედიის, სოციალური ქსელებისა და პირდაპირი კავშირების გამოყენება;

საარჩევნო პროცესის დაგეგმვა, არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფა.

6.8 ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობის, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 26 03)

მოქალაქეთა მომსახურების გასაუმჯობესებლად პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრების განახლება და დახვეწა;

ეროვნული საარქივო ფონდის ციფრული ასლების შექმნისათვის საჭირო ტექნიკის შეძენა, დამონტაჟება და პროგრამული უზრუნველყოფა;

ეროვნული საარქივო ფონდის საცავებში არსებული დოკუმენტების შენახვის პირობების გასაუმჯობესებლად კლიმატკონტროლის თანამედროვე სისტემის შეძენა და დამონტაჟება;

ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნა, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი იქნება სახელმწიფო ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების დროული საინფორმაციო მომსახურება.

6.9 ელექტრონული მმართველობის განვითარება (პროგრამული კოდი 26 05)

გეოგრაფიულად განაწილებული სხვადასხვა საინფორმაციო სისტემის ერთ სისტემაში გაერთიანება და ყველა ელექტრონული სერვისის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდება;

სხვადასხვა ელექტრონული სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოქალაქის პორტალის მეშვეობით და ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემის ამოქმედება;

ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც უკავშირდება საჯარო, სამსახურებრივი, საიდუმლო და სხვა ინფორმაციების გამიჯვნას და გამორიცხავს მონაცემების არასანქციონირებულ წვდომას;

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნა, რომლის მიზანია საჯარო სექტორში ინფორმაციის გაცვლა და თავსებადობა ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების საფუძველზე;

ინფორმაციული უსაფრთხოების საწყის ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, ხოლო შემდგომ ეტაპზე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ფარგლებში შექმნილ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრება, რის საფუძველზედაც იგი მიიღებს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ისე, საჭიროების შემთხვევაში, ინციდენტებზე რეაგირებისას უშუალო დახმარებას.

6.10 ადამიანის უფლებების დაცულობის მონიტორინგი (პროგრამული კოდი 41 00)

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის განხორციელება;

წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

თავისუფლების შეზღუდვისა და აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;

62

Page 43:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სახალხო დამცველის სპეციალიზებული ცენტრების (ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი) და სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მუშაობის მხარდაჭერა; სამოქალაქო განათლების მიზნით სოციალური რეკლამის დამზადება და მედიასაშუალებებით გაშუქება;

სახალხო დამცველის ანგარიშების გამოცემა, თარგმნა და სხვადასხვა დონეზე წარდგენა;

ადამიანის უფლებათა თემაზე სხვადასხვა პუბლიკაციის გამოცემა და გავრცელება;

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოქალაქეთა უფლებების დარღვევის შესახებ შემოსული განცხადებების/საჩივრების მიღება, რეგისტრაცია, სტრუქტურული ერთეულებისთვის გადანაწილება, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა.

6.11 საარჩევნო სისტემების განვითარება და სისტემისათვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება (პროგრამული კოდი 06 03)

საარჩევნო პროცესებისა და რეფორმების ხელშეწყობა;

არჩევნების მონიტორინგი;

დაინტერესებულ პირთა და მოხელეთა სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება;

ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

6.12 ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის განვითარება (პროგრამული კოდი 26 07)

პროგრამის განხორციელებისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − „სმართ ლოჯიქში“ დაინერგება მენეჯერული პროცესები, რაც მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ერთდროულად მომსახურების საშუალებას მისცემს. მომსახურებაში იგულისხმება IT სერვისების სრული სპექტრი: ქსელური უზრუნველყოფა, ელექტრონული ფოსტის სერვისი, ონლაინკომუნიკაციის საშუალებები, ტელე- და ვიდეოკონფერენციები, დროისა და დავალებების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის გატარება, არასასურველი და მავნე ელექტრონული ფოსტისგან, პროგრამისა და ვირუსისგან დაცვა, სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი IT მხარდაჭერის სატელეფონო ცენტრის შექმნა და ინციდენტების მართვა, ციფრული სატელეფონო სერვისი და სხვა.

6.13 საჯარო სამსახურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება (პროგრამული კოდი 50 00)

საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;

სახელმწიფო ორგანოთა საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;

საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულების ანალიზი; თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიღება, დამუშავება და საზოგადოებისათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

7 იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა სახელმწიფო მხარდაჭერა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა

63

Page 44:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა სახელმწიფოს ვალდებულებების ნაწილია და, შესაბამისად, სახელმწიფოსთვის ამ კუთხით განსახორციელებელი პროგრამები და ღონისძიებები პრიორიტეტული მიმართულებაა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე სახელმწიფო განახორციელებს ზრუნვას იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შეთავაზების მიზნით, რაც გულისხმობს როგორც დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციის, ისე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობების დაკანონების და მათი გონივრული განსახლების ღონისძიებებს, რათა ყველა დევნილს ღირსეულ პირობებში ცხოვრების საშუალება მიეცეს. იძულებით გადაადგილებული პირების საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის მიზნით მათთვის სათანადო პირობების შექმნა კერძო საკუთრების მოპოვებისა და დასაქმების გზით ხორციელდება იმ დათქმით, რომ მათი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, უფლება, დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც მათი საკუთრების უფლება, შეუქცევია;

სახელმწიფო ასევე განაგრძობს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ლტოლვილთა დახმარების, რეადმისიის ხელშეკრულების საფუძველზე დაბრუნებულთა რეინტეგრაციისა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით;

კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების საფუძვლის მოსამზადებლად განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შექმნას, პროვოკაციების საფრთხის პრევენციის მყარი მექანიზმის ჩამოყალიბებას და უსაფრთხოების გარანტირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფას. გზა გაეხსნება სახალხო დიპლომატიას, ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და ბიზნესპროექტებს;

მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით მნიშვნელოვნად გაფართოვდება არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა სხვადასხვა „ინტერესთა ჯგუფის“ დიალოგს;

კონფლიქტების მოგვარებისათვის გადამწყვეტი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების გადაჭრის დაჩქარება. ამ მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებამ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის საზოგადოებები ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობაში უნდა დაარწმუნოს.

7.1 იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 25 05)

იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური დაცვის, მათი ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

7.2 განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 34 02)

იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2012−2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებების განხორციელება, მათთვის საცხოვრებელი ფართობის შეძენა, მშენებლობა-რეაბილიტაცია და კერძო საკუთრებაში გადაცემა;

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით საკადასტრო-აზომვითი, შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი ნახაზებისა და თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო, საექსპერტო, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურებების შესყიდვა;

სავალალო მდგომარეობაში მყოფი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების შესწავლა და შემდგომ მათი რეაბილიტაცია. კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში დევნილთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის დაზუსტება და მათთვის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, ნარჩენების გატანის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, ჩასახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯები) და

64

Page 45:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

ადმინისტრაციული ხარჯების (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით ერთ დევნილზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე თვეში ქალაქ თბილისში 10.2 ლარით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში − 5 ლარით) დაფინანსება;

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი, სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის ხელშეწყობა;

იძულებით გადაადგილებულ პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

დაზიანებულ ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ყოველთვიური სოციალური დახმარების გაცემა ფართობების დაქირავების მიზნით.

7.3 იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (პროგრამული კოდი 34 01)

ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა, რეპატრიანტთა მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაციისათვის და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საჭირო პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;

დევნილთა თვითკმარობის გაზრდა, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირება-აღმოფხვრა და უკიდურესად გაჭირვებული, დაუცველი დევნილების ერთიან სოციალურ პროგრამებში ინტეგრირება საერთო კრიტერიუმების საფუძველზე;

რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელთა აპლიკაციების სისტემატიზაცია, ანალიზი და განხილვა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

არალეგალური მიგრაციის პრევენცია, დროებითი ლეგალური შრომითი მიგრაციის შესაძლებლობის გაზრდა;

რეადმისიის ხელშეკრულების საფუძველზე დაბრუნებულთა რეინტეგრაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოთხოვნის მქონე დევნილების გამოკვეთა ამ ქონების შემდგომი პრივატიზაციის პროცესის მოსამზადებლად;

ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზება და ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

7.4 რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 22 00)

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა, გამყოფი ხაზით დაშორიშორებულ მოსახლეობებს შორის ნდობის აღდგენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა საქართველოს სამართლებრივ და სახელმწიფოებრივ სივრცეში მოქცევა, რეინტეგრაციის მიზნით ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელება.

8 კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად აუცილებელია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მისი მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვასა და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა;

პრიორიტეტის მიზანია სახელმწიფოს მიერ კულტურის სფეროში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი საქმიანობისა და შემოქმედებით პროცესში ხელისუფლების ჩაურევლობის უზრუნველყოფა;

65

Page 46:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

მოხდება ქართული კულტურული სივრცის მსოფლიოს კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობა დაცული იქნება მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. რეაბილიტაციის პროცესი წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;

სახელმწიფო განაგრძობს ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, საქართველოს კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და რეაბილიტაციას;

ეროვნული უმცირესობების თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით მოხდება ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების დაცვა და განვითარება, კულტურის პოპულარიზაცია. ქართულ მასმედიაში რეგულარულად გაშუქდება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პრობლემები, მიღწევები, კულტურა და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ხელი შეეწყობა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას და სამოქალაქო ინტეგრაციაზე მომუშავე ორგანიზაციებს;

სპორტის რეფორმის ძირითადი პრიორიტეტებია: სპორტის შესახებ ახალი კანონის მომზადება; მოსახლეობის ყველა ფენისათვის სპორტში ჩასაბმელად ხელმისაწვდომი პირობების შექმნა; სპორტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება; უმაღლესი აკადემიური და საშუალო სპორტული განათლების, აგრეთვე სპორტის მეცნიერების განვითარება; სპორტული მედიცინის განვითარება და სპორტში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;

პრიორიტეტის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული სპორტის განვითარებას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და მათთვის სხვადასხვა სოციალური გარანტიის შეთავაზებას, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს;

პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამები ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდების სხვადასხვა ასპარეზზე მხარდაჭერას და მათი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას;

საგანგებო ღონისძიებები გატარდება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის , დასაცავად. სახელმწიფო ენაზე იზრუნებს სახელმწიფო, რათა გარანტირებული იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა. შემუშავდება და ამოქმედდება სახელმწიფო ენის შესახებ კანონი.

8.1 ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ (პროგრამული კოდი 33 02)

ქვეყნის პოპულარიზაციის და მისი პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბების მიზნით ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც გააღვივებს ინტერესს საქართველოს მიმართ და მას დაუმკვიდრებს სათანადო ადგილს ევროპული ცივილიზაციის ისტორიულ და მიმდინარე კონტექსტებში;

სახელოვნებო ორგანიზაციებში შემოქმედებითი აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობა, ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის ტრადიციების დაცვა და განვითარება;

კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;

საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა;

ქვეყანაში ხელოვნების პოპულარიზაცია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საერთაშორისო თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო- და საბალეტო ხელოვნების, წიგნის ფესტივალების, კონცერტებისა და გამოფენების მოწყობა და მათი ხელშეწყობა;

შემოქმედებითი (მათ შორის, ფოლკლორული) კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების სხვადასხვა ქვეყანაში გასამართ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

რეგიონების თეატრების გასტროლების ხელშეწყობა, აგრეთვე მათი სადადგმო და ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯების დაფარვა.

66

Page 47:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

8.2 სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 39 02)

ქვეყნის ნაკრები გუნდების მზადება და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები) მონაწილეობა;

საქართველოს ჩემპიონატების, პირველობების ჩატარება, სპორტული რეზერვის და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება;

ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეაბილიტაცია, ეროვნული, სხვადასხვა ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრები გუნდებისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა;

ქართული რაგბის განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენა;

ქართული კალათბურთის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, საკალათბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეაბილიტაცია, ეროვნული ნაკრები გუნდისა და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა, მათი წინსვლის ხელშეწყობა და ყოველმხრივი დახმარება;

ოლიმპიური თამაშებისათვის მეტი ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრები გუნდების მზადება და ოლიმპიადებში საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის ხელშეწყობა;

საქართველოს რეგიონებში ბავშვთა და მოზარდთა მასობრივი სპორტის განვითარება, საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება-აღდგენა;

საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების მომზადება;

ქართული სპორტის წარმატებების ამსახველი მასალების შეკრება, დაკომპლექტება, აღრიცხვა, შენახვა-დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია;

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი-2015“-ისთვის სპორტის 9 სახეობაში შესაბამისი სპორტული რეზერვის მომზადება.

8.3 კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა (პროგრამული კოდი 33 04)

მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა;

საქართველოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ტექნიკური ხელშეწყობა, მათი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, დაცვა, პოპულარიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ღონისძიებების განხორციელება;

სამუზეუმო კოლექციების დიაგნოსტიკა, ექსპონატთა რესტავრაცია, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია;

UNESCO-ს ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის ფარგლების გარეთ არსებულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მონიტორინგი, შესწავლა, შესაბამის სახელმწიფოებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

8.3.1 მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 33 04 01)

მუზეუმების ახალ ექსპოზიციათა და მოძრავ გამოფენათა მოწყობა, მუზეუმებში არსებული ექსპონატების განახლება, მუზეუმების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, მუზეუმების

67

Page 48:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

ფონდების პასპორტიზაცია, ახალი გამოცემები, საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვა-კონსერვაცია თანამედროვე გამოცდილების გათვალისწინებით;

მუზეუმებში დაცული საგანძურის შენახვის პირობების გაუმჯობესება და ტექნიკური პრობლემების გადაჭრა.

8.3.2 კულტურული მემკვიდრეობის დაცვა (პროგრამული კოდი 33 04 02)

საქართველოს არქიტექტურული კომპლექსების (ისტორიული დასახლებებისა და ქალაქების), კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშების დაცვა და რეაბილიტაცია;

მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ტექნიკური ხელშეწყობა და მათი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;

სამუზეუმო კოლექციების დიაგნოსტიკა, ექსპონატთა რესტავრაცია, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია;

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობის კონტროლის, პრევენციული კონსერვაციისა და რისკისათვის მზადყოფნის მიზნით ეფექტიანი მექანიზმების შექმნა;

ერთიანი საინფორმაციო სისტემის/სივრცის შექმნის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზის შევსება;

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა/კომპლექსთა კონსერვაცია-რესტავრაცია მომავალი თაობებისათვის შესანარჩუნებლად და ტურიზმისათვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და UNESCO-ს ვალდებულებების შესრულება;

ქვეყნის ფარგლების გარეთ არსებულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მონიტორინგი, შესწავლა, შესაბამის სახელმწიფოებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

8.4 კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის და ფინანსური ძლიერების პროგრამა (პროგრამული კოდი 33 05)

კულტურის სფეროს ფინანსური გაძლიერების უზრუნველყოფა და მდგრადობის მიღწევა. სამინისტროსათვის რეკომენდაციების შემუშავება თანხების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად. კრიზისების მართვა. კომერციალიზაციის ხელშეწყობა.

8.4.1 კულტურის სფეროს ფინანსური გაძლიერების პროგრამა (პროგრამული კოდი 33 05 01)

მოდერნიზაციის ოპტიმალური გზების დასახვა;

კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების გზების დასახვა, გადაუდებელი და ახალწარმოქმნილი პრობლემების სწრაფად გადაჭრა, კრიზისების მართვა;

საიუბილეო ღონისძიებები და პიარაქციები;

ხელოვნების ნიმუშების მოძიება და მათი საქართველოში დაბრუნებაზე ზრუნვა;

სამეზობლო პოლიტიკის შემუშავება, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება, დაკარგული ბაზრების დაბრუნება.

8.4.2 კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდი (პროგრამული კოდი 33 05 02)

68

Page 49:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

კულტურის სფეროს მდგრადობის მიღწევის და კომერციალიზაციის ხელშეწყობა;

მარკეტინგული კვლევების ჩატარება და მოხმარების ბაზრის კვლევა რეგიონებისა და ხელოვნების დარგების მიხედვით;

ონლაინრესურსის შექმნა, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და მომსახურება; აღნიშნული რესურსების საშუალებით წახალისების სისტემის დანერგვა და რეგიონული ღონისძიებების ჩატარება;

განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა მათ მიერ შექმნილი პროდუქტების კომერციალიზაციისათვის;

საინვესტიციო პროექტების შერჩევა, მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი;

ქართული კულტურის პროდუქტების კომერციალიზაციის პოტენციალის გამოსავლენად ბაზრების (როგორც საქართველოსი, ისე უცხოურის) კვლევების ჩატარება;

ქართული პროდუქტების საერთაშორისო ღონისძიებებზე გაყიდვის ხელშეწყობა.

8.5 ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 39 04)

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფო მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტიანად ხარჯვის ორგანიზება, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ფორმირება და სრულყოფა;

ახალგაზრდა და პოტენციურად მოგებიანი ბიზნესიდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა;

მომავლის ბანაკის ორგანიზება ანაკლიაში; ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების მიზნით შესაბამისი პროცესის ორგანიზება, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვისათვის ხელის შეწყობა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელის შეწყობა, საინიციატივო ჯგუფებისათვის მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში დახმარების გაწევა, ბავშვებისა და ახალგაზრდების საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა და ამ მიზნით გაცვლითი პროგრამების განხორციელება;

პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი-2013“-ის ფარგლებში კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება.

8.6 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (პროგრამული კოდი 33 01)

კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია;

ერთიანი სამუზეუმო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა;

კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდა შემოქმედთა მხარდაჭერა;

სხვადასხვა საინტერესო პროექტის დაფინანსება;

69

Page 50:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნის ხელშეწყობა, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალებისა და გამოფენების ორგანიზება;

საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კულტურის კერებისა და ფონდების შექმნა;

კულტურულ ღირებულებათა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია.

8.7 სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 39 03)

საქართველოში მცხოვრები წამყვანი სპორტსმენებისა და მწვრთნელების, ნაკრებების მომსახურე პერსონალის, ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულების, ვეტერანი სპორტსმენების და სპორტის მუშაკების დახმარება და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საწვრთნელი პროცესის წარმართვის ხელშეწყობა.

8.8 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა (პროგრამული კოდი 39 01)

ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია;

სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა;

სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება, სპორტის სახეობათა, პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა;

სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებსა და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;

ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთა სახელმწიფო მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად განხორციელება;

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროების განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

9 საერთაშორისო ურთიერთობები და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია

სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია ქვეყნის საგარეო ურთიერთობების წარმატებულად წარმართვა, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა;

საგარეო ურთიერთობების საფუძველი იქნება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინება, ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა, ევროატლანტიკური ორიენტაცია და ნატო-ში ინტეგრაცია;

პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ინტერესების გატარებას. ევროკავშირთან თანამშრომლობის ჭრილში პრიორიტეტული იქნება ასოცირების შეთანხმებაზე ინტენსიური მუშაობა, რომელიც მოემსახურება საქართველოში „ოთხი თავისუფლების პრინციპის“ უფრო ფართოდ გავრცელებას;

მშვიდობისმყოფელი პოლიტიკით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისათვის საიმედო და პროგნოზირებადი პარტნიორი გახდება. შეიქმნება საგარეო-ეკონომიკური

70

Page 51:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

ურთიერთობების განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი გარემო. დაჩქარდება იმ პირობების შესრულება, რომლებიც აფერხებს ევროკავშირთან ასოცირების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას;

საქართველო აცნობიერებს თავის მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო, და ამ მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობას, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანას განიხილავს, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს;

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატებას;

ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც მთავარ მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად. ქარტიას საქართველო განიხილავს, როგორც საკუთარი საზოგადოების წინაშე ვალდებულებას;

საქართველო შეეცდება, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს რუსეთთან დიალოგი, რომლის მიზანიც იქნება ორმხრივ ურთიერთობებში არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება;

დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველომ კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა შეიძინოს. მნიშვნელოვანია მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს შავი და კასპიის ზღვების რეგიონების და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება.

9.1 საგარეო პოლიტიკის განხორციელება (პროგრამული კოდი 28 01)

საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ინტერესების გატარება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელება და დასახული ამოცანების შესრულება;

საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის უზრუნველყოფა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება;

რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მან სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება;

ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება;

საქართველოს ნატო-ში გაწევრების პროცესის ხელშეწყობა;

ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიმართ მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება და მისი როლის გაზრდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პროცესში;

ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის აუზის, აზიის, აფრიკის და ოკეანეთის სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება;

სუამისა და „ბისეკის“ ფორმატებში რეგიონული და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და კონკრეტული პროექტების განხორციელება;

ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოპოვება, ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვა;

71

Page 52:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათთვის შეღავათიანი პირობების შექმნა და მათი სოციალური უსაფრთხოების დონის ამაღლება.

9.1.1 საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა (პროგრამული კოდი 28 01 01)

საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ქსელის გაფართოება;

ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება;

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება და ინტენსიფიკაცია;

მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა და ამ პროცესებში დიპლომატიური ურთიერთობების აქტიური გამოყენება;

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურება და კრიზისულ სიტუაციებში მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა, მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით მუშაობის გაუმჯობესება.

9.1.2 საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 28 01 02)

საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური წევრობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

9.1.3 საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების თარგმნა და დამოწმება (პროგრამული კოდი 28 01 03)

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების თარგმნა, საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება.

9.2 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 20 00)

ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება და წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, ნატო-ში ინტეგრაციის დინამიკის შენარჩუნების უზრუნველყოფა და ალიანსთან შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის წარმოება საბოლოო გაწევრების მიზნით;

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) წარმატებული განხორციელება;

„ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობის“ (Eastern Partnership) ფორმატში და „პარტნიორობა მობილურობისათვის“ (Mobility Partnership) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება;

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ, რომელიც შეიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DC FTA), მოლაპარაკებების დასრულება და მისი განხორციელება;

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელება;

ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და ინსტრუმენტების სრულფასოვანი და მასშტაბური ამოქმედების ხელშეწყობა.

9.3 ქართული დიასპორის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 21 00)

72

Page 53:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სამშობლოდან სხვადასხვა მიზეზის გამო წასული მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მისთვის კონკრეტული პროექტების შეთავაზება და მათი პოპულარიზაცია;

ყოველწლიურად საქართველოში დიასპორის დღის აღნიშვნა და ამ დღისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებებში ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ჩართვა;

საზღვარგარეთ ქართული სახლების არეალის გაფართოება;

საქართველოში და საზღვარგარეთ ბიზნესფორუმების გამართვა, ქართული კომპანიების დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირება, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისათვის საინვესტიციო პროექტების შეთავაზება და საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ქართული დიასპორის კავშირების გამოყენება.

10 სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის განვითარების უპირველესი გარანტი მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული და რეგიონალური პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების რამდენჯერმე გაზრდა იქნება;

სოფლის მეურნეობის დაფინანსების წყარო იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული დონორი ქვეყნების მიერ გაცემული სესხები და გრანტები, კერძო ინვესტიციები (ადგილობრივი და უცხოური). დაფინანსების სტრუქტურაში თანდათან მნიშვნელოვნად გაიზრდება კერძო ინვესტიციების წილი სხვა დაფინანსების შემცირების ხარჯზე;

შეიქმნება „სოფლის მეურნეობის განვითარების“ 1-მილიარდიანი ფონდი. აგრარული პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში: დარეგულირდება მიწათსარგებლობის საკითხები. სასოფლო-სამეურნეო სექტორი უზრუნველყოფილი იქნება მომსახურებითა და ნედლეულით. მცირე და საშუალო ფერმერები უზრუნველყოფილი იქნებიან ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. გაიზრდება აგრარულ სექტორში მწარმოებლობა, რენტაბელურობა და კონკურენტუნარიანობა. გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან მიღებული შემოსავლები. ჩამოყალიბდება აგრარული განათლებისა და მეცნიერების, კონსულტირებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემა. ქართული პროდუქცია დაბრუნდება შიგა ბაზარზე. საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე. მოხდება რეგიონებში ბიზნესგარემოს გაჯანსაღება და სტიმულირება. გაუმჯობესდება რეგიონებში მოსახლეობის

ცხოვრების პირობები. უზრუნველყოფილი იქნება სასურსათო უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება;

გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შრომითი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურ შემოსავალს, აგრეთვე საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უმუშევრობის შემცირებას, სიღარიბის დაძლევას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას, მრავალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. ბაზარი გახდება კონკურენტუნარიანი. ხელი შეეწყობა თავისუფალ მეწარმეობას. ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად, უახლოეს წლებში, აგროსასურსათო სექტორში შეიქმნება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი დაქირავებით დასაქმებულთათვის. გაიზრდება თვითდასაქმებულთა კეთილდღეობა. მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს საარსებო მინიმუმს.

10.1 სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა (პროგრამული კოდი 37 01)

ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდისათვის აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების შეძენა და ეფექტიანი გამოყენება;

73

Page 54:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისცენტრების (მექანიზაციის სერვისცენტრები) დაარსება;

რეგიონებში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების განახლების ხელშეწყობა;

სალიზინგო კომპანიებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირთათვის თანამედროვე ძირითადი საშუალებების შეძენის ხელმისაწვდომობა;

სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია და სათანადო ტექნიკის შეძენა;

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის გაგრძელება;

ხილისა და ბოსტნეულის წარმოების ინტენსიფიკაცია;

10.1.1 სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა (პროგრამული კოდი 37 01 01)

აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და ეფექტიანი განხორციელება;

ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.

10.1.2 სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში (პროგრამული კოდი 37 01 02)

საინფორმაციო, აგროტექნოლოგიური, აგროტექნიკური, აგროსაკონსულტაციო, სასწავლო-საკვალიფიკაციო და სხვა ტიპის მომსახურებების უზრუნველყოფა;

მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით მდგრადი აგრარული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება და ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

10.1.3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება (პროგრამული კოდი 37 01 03)

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არსებული დეფიციტის ეტაპობრივი აღმოფხვრა და ფერმერთათვის მასზე ხელმისაწვდომობის ზრდა;

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გადამუშავების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების შეძენა;

მიწის რეაბილიტაციისათვის საჭირო ტექნიკის შეძენა;

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაფორმებული ლიზინგისა და სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში გადასახდელი თანხის ნაწილობრივ დაფარვა.

10.1.4 სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია (პროგრამული კოდი 37 01 04)

სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, რომლებზედაც მოწყობილია სარწყავი სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა, მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების მოყვანა;

სასათბურე მეურნეობების მოწყობა;

მექანიზაციის სერვისცენტრების მშენებლობა;

74

Page 55:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს ფუნქციონირების ხელშეწყობა;

საჩითილე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;

სათესლე ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოს რეაბილიტაცია;

ხილის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და სანერგე მეურნეობების განვითარება;

სათესლე ხორბლის საცდელი მეურნეობის მოწყობა.

10.1.5 სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია (პროგრამული კოდი 37 01 05)

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია;

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების − „გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ ბალანსზე რიცხული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმდინარე ექსპლუატაციის ხარჯების და სხვა მიმდინარე ხარჯების ნაწილობრივი სუბსიდირება, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის შეძენა სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად.

10.1.6 ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია (პროგრამული კოდი 37 01 06)

ქართული პროდუქციისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის, დამატებითი პრიორიტეტული გასაღების ბაზრების მოპოვების, ბიზნესკონტაქტების დამყარების, სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენებისა და დეგუსტაციების მოწყობა, რომელთა ფარგლებშიც განხორციელდება სხვადასხვა წარმომადგენლობითი, კულტურული და სარეკლამო ღონისძიება.

10.1.7 თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია (პროგრამული კოდი 37 01 07)

სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობა-დათვალიერებინება;

ექსტენციის ცენტრებში ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება.

10.1.8 აგროსექტორის განვითარება/ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 37 01 08)

აგროსექტორში დასაქმებული პირების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით სესხების გაცემა;

ადგილობრივ ბაზრებზე შეღწევადობის გაადვილების მიზნით სოფლად მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;

სალიზინგო კომპანიებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ფინანსური რესურსის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირების მიერ თანამედროვე ტექნიკის შეძენას.

10.2 მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება (პროგრამული კოდი 37 03)

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება, ახალი სამომხმარებლო ბაზრების ათვისება და მომხმარებლის უხარისხო ღვინოპროდუქციისგან დაცვა;

ქართული ღვინოპროდუქციის საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსებისა 75

Page 56:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

და გამოფენების მოწყობა;

ქართული ღვინის სადეგუსტაციო ცენტრის მოწყობა, ქართული ღვინოპროდუქციის საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და პრესტურების მოწყობა, რომელთა ფარგლებშიც განხორციელდება სხვადასხვა წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიება;

სპეციალიზებული უცხოური ჟურნალებისათვის საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ სტატიების მომზადება და გამოქვეყნება;

ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირებული პარტიებიდან აღებული ნიმუშების შედარების უზრუნველსაყოფად ლაბორატორიული კვლევის ჩატარება;

მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა, რისთვისაც მოხდება ამ პირების მიერ ღვინის კომპანიებისთვის ჩაბარებულ თითოეულ კილოგრამ ყურძენზე კომპანიის მიერ გადახდილ საზღაურზე დამატებით, კომპენსაციის სახით, თანხის ანაზღაურება;

ვენახების ჰიბრიდული და ამორტიზებული ნარგაობებისაგან გამოთავისუფლება.

10.3 სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა (პროგრამული კოდი 37 02)

სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირების, სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგისა და პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა;

განსაკუთრებით საშიში დაავადებების − თურქულის, ჯილეხის, ცოფის − პრევენცია შესაბამისი პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარებით, ასევე დაავადებების კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად ბრუცელოზისა და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა;

მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მინიმიზების უზრუნველყოფის მიზნით საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გავრცელების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება და პესტიციდების/აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი;

სტრატეგიულ კულტურებში მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და რეკომენდაციების გამოცემა ფერმერთა ზოგადი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით;

ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების და მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

11 სასამართლო სისტემა

ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებას. პრიორიტეტი ითვალისწინებს ქვეყნის სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და გამართული ფუნქციონირების მხარდაჭერის ღონისძიებებს, საზოგადოების ნდობის ამაღლებას და მის ჩართულობას, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებას, რათა სასამართლო სისტემა საქართველოს ყველა მოქალაქისა თუ არარეზიდენტი პირისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იყოს;

პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება სასამართლო სისტემის რეფორმა, რომლის კონცეფცია გულისხმობს პოლიტიკური ხელისუფლების ზემოქმედებისაგან თავისუფალ სასამართლოს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას და ქმედით საკონსტიტუციო კონტროლს. სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებასა და მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას განახორციელებს თავად სასამართლო ხელისუფლება. უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. უზრუნველყოფილი იქნება ასევე სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესის სრული გამჭვირვალობა და მართლმსაჯულების მთელი პროცესის საჯაროობა.

76

Page 57:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

11.1 სასამართლო სისტემის განვითარება (პროგრამული კოდები 07 00, 08 00, 09 01, 10 00)

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და საქმეთა განხილვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშეწყობით გაგრძელდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გაერთიანება და გამსხვილება, რის შედეგადაც, მაღალკვალიფიციური სამოსამართლო კორპუსის პირობებში, შესაძლებელი გახდება საქმეთა განხილვის სპეციალიზაციის დამკვიდრება. ამასთანავე, გაერთიანებულ სასამართლოებში დანიშნული მაგისტრატი მოსამართლეები უზრუნველყოფენ მცირე მნიშვნელობის საქმეთა სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტას;

სასამართლო სისტემის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული ფუნქციონირებისათვის ამ სისტემაში დაინერგება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და გაგრძელდება მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების ეტაპობრივად შევსება. შესაბამისად, მოხდება საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ორგანიზება, პირი მოსამართლედ გამწესდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, ხოლო კვალიფიციური სამოსამართლო კორპუსის განვითარებისათვის დაინერგება სასამართლოს აპარატის მოხელეთა შეფასების სისტემა;

სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მომზადდება საფუძველი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისათვის და განისაზღვრება მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები;

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. დატვირთულობის, განსახილველ საქმეთა სირთულის და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის დაწესდება დანამატები. მოხდება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;

საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია სასამართლო რეფორმის შესახებ. მართლმსაჯულების განხორციელებაში საზოგადოების მეტად ჩართულობის უზრუნველსაყოფად მომზადდება საგაზეთო პუბლიკაციები და სარეკლამო შინაარსის კლიპები;

საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. ის დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

გაგრძელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობის სრულყოფის მიზნით დაგეგმილია მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური ხელისუფლების ზემოქმედებისაგან თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ქმედითი საკონსტიტუციო კონტროლი.

12 გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება სახელმწიფოს პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სფერო დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ზოგად განვითარებაზე. ეს ეხება როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისე ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;

პრიორიტეტის ფარგლებში შემუშავდება გარემოსდაცვითი სტანდარტები და სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველო ეტაპობრივად შეასრულებს ორმხრივი და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. შეიქმნება გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის თანამედროვე პრინციპებზე აგებული სისტემა. მოხდება ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების ქსელის გაფართოება და მოდერნიზაცია, სანიტარიული ზონების შექმნა და აღდგენა. საწვავის ხარისხი, ავტოპარკისა და საწარმოების საქმიანობა გარემოს დაცვის თანამედროვე

77

Page 58:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სტანდარტების შესაბამისი იქნება;

პრიორიტეტის ფარგლებში ქვეყნის ბუნებრივი რესურსებით რაციონალურად სარგებლობის დაგეგმვის მიზნით განისაზღვრება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებები შემუშავდება და გატარდება ტყის ფონდის მართვასა და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკა. შემუშავდება მიწის რესურსების მდგრადი გამოყენების მექანიზმები ეროზიების შემცირების, გაუდაბნოების თავიდან აცილებისა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენარჩუნების მიზნით;

სახელმწიფო განაგრძობს დაცული ტერიტორიების განვითარებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებებს, ასევე ქვეყანაში ცხოველთა თუ მცენარეთა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების ღონისძიებების მხარდაჭერას, გარემოს დაცვის სფეროში მონიტორინგის, პროგნოზირებისა და პრევენციის ხელშეწყობის ღონისძიებების გატარებას;

განხორციელდება ბიომრავალფეროვნების დაცვის/შენარჩუნების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედებათა კომპლექსი, დაინერგება ტყით სარგებლობის თანამედროვე მეთოდები, აიკრძალება გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტი, შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირება, ხელი შეეწყობა ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნებას, აგრეთვე ბიომეურნეობების განვითარებას, ქალაქებში მოეწყობა ნარჩენების შეგროვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და მოსახლეობის დროული გაფრთხილების სისტემა, განხორციელდება შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და მდინარეების ნაპირების დაცვითი/აღდგენითი სამუშაოები, სავალდებულო გახდება გარემოსდაცვითი საკითხების ურბანული დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში გათვალისწინება, ხელი შეეწყობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

12.1 დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (პროგრამული კოდი 38 03)ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა/აღდგენა/შენარჩუნება;

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა/შენარჩუნება;

ბიომრავალფეროვნების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, ფლორისა და ფაუნის შესახებ მონაცემთა ბაზის სრულყოფა;

კვლევა-მონიტორინგის საქმიანობის განხორციელება ფოტოხაფანგების საშუალებით, ცხოველთა რიცხოვნობის და მათი საბინადრო არეალის დადგენის მიზნით;

ჯეირნისა და ნიამორის რეინტროდუქციის გეგმის განხორციელება, სპეციალურად მოწყობილ ვოლიერში მათი გამრავლების და შემდგომ დაცულ ტერიტორიებზე გადაშენებული პოპულაციის აღდგენის მიზნით;

ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

მაჭახელას ეროვნულ პარკსა და ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს (თურქეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობის გაღრმავება;

ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი სერვისების დანერგვის მიზნით ინფრასტრუქტურის მშენებლობა;

ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე მართვის გეგმების განახლება/შემუშავება.

12.2 გარემოსდაცვითი ზედამხედველობა (პროგრამული კოდი 38 02)გარემოსდაცვითი კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა;

სახელმწიფო კონტროლის საშუალოვადიანი სტრატეგიისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;

78

Page 59:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

დამტკიცებული წლიური გეგმისა და შემოწმების პრიორიტეტების დადგენის მეთოდოლოგიის შესაბამისად გეგმური შემოწმებების განხორციელება;

ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვების, გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე ორგანიზაციათა მიმართვებზე, მოქალაქეთა საჩივრებსა და შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით არაგეგმური შემოწმებების განხორციელება;

ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შექმნა, მათ შორის, რეგულირების ობიექტების ელექტრონული ანგარიშგებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შეტყობინების მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსებისა და ემისიების შესახებ ინფორმაციის დროულ წარმოდგენას და სისტემატიზაციას, დარღვევათა პრევენციას, სრულყოფილი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას;

სააგენტოს თანამშრომელთა უწყვეტი სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

12.3 ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიება (პროგრამული კოდი 36 02)განხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნის, ჯაღმიანის, ზაქანის, ხადის და კაიშაურნის) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან 15 მაისამდე).

12.4 ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა (პროგრამული კოდი 36 01)ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის, ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია;

საქართველოს ენერგეტიკის დარგში და ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის დაგეგმვის მიზნით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და განხორციელება, ტყის ფონდის მართვასა და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება;

ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავებისა და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავებისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის მარეგულირებელი ერთიანი საფუძვლების შექმნა;

ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისებისა და ნავთობის გადამუშავების სფეროებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

შავი ზღვის შელფის საქართველოს ნაწილზე ნახშირწყალბადების რესურსების ათვისების მიზნით პოტენციური ინვესტორების მოძიება.

12.5 გარემოს დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, რეგულირება და მართვა (პროგრამული კოდი 38 01)გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება, საკანონმდებლო ბაზის

79

Page 60:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

სრულყოფა;

ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო მართვა;

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაგეგმილი საქმიანობების შესწავლა (პოტენციური ეკოლოგიური საშიშროების რისკის შეფასება) და გარემოსდაცვით მოთხოვნათა და გარემოს დაცვის ნორმათა გათვალისწინებით დასაბუთებული საექსპერტო დასკვნების მომზადება;

ბიომრავალფეროვნების მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ცხოველთა, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების, აღრიცხვა და მათი მდგომარეობის შეფასება;

საინფორმაციო კამპანიებისა და ღონისძიებების მოწყობა, სახელმწიფო, არასამთავრობო, ბიზნეს- და საერთაშორისო სექტორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, დაინტერესებული მხარეებისათვის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

12.6 გარემოს დაცვის სფეროში მონიტორინგი, პროგნოზირება და პრევენცია (პროგრამული კოდი 38 04)გარემოს დაბინძურების კვლევასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენა;

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტიქიური გეოლოგიური მოვლენების შეფასების რეგიონული გეომონიტორინგის განხორციელება და სტიქიური პროცესების გააქტიურების პირობებში მისი ოპერატიული შეფასება;

სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების ტენდენციებისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების გრძელვადიანი საბაზისო პროგნოზის დამუშავება 20−24-წლიანი პერიოდისათვის;

საქართველოს მდინარეებში წყლის ხარჯების გაზომვის (წელიწადში 20−25-ჯერ) და საქართველოს მთიან ზონაში (18 მდინარის ხეობებში) თოვლის საფრის აგეგმვის მიზნით რეგულარული ექსპედიციური სამუშაოების ჩატარება;

მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროგნოზების მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

მოსალოდნელი საშიში ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების/პროცესების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

წიაღით სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის მომზადება დაინტერესებული პირებისათვის.

12.7 სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (პროგრამული კოდი 38 05)სატყეო სექტორის განვითარების კონცეფციის შემუშავება, რომლის საფუძველზედაც ჩამოყალიბდება ტყეების მართვის ქმედითი სისტემა;

სატყეო სფეროში არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა და ტყის რესურსების მართვის არსებული ელექტრონული სისტემის განვითარება;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სატყეო სააგენტოს თანამშრომელთა უწყვეტი სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება;

მერქანზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ტყეკაფების გამოყოფა;

მონაცემთა ოპერატიული გადაცემისა და ტყის რესურსებით სარგებლობის ელექტრონული აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით სატყეო სააგენტოს თანამედროვე ტექნოლოგიებით („დივაისით“) აღჭურვა;

ტყეების ეფექტიანად მართვისა და ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების მიზნით, სატყეო სააგენტოს 80

Page 61:  · Web view• საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, საჯარო სკოლების

ინსტიტუციური გაძლიერებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის, საშტატო რიცხოვნობის გაზრდა, სახელფასო განაკვეთების ნაწილობრივი მოწესრიგება და სააგენტოს თანამშრომლებისათვის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა).

12.8 გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 38 07)არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება და მასზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

შესაბამისი დარგის სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და სწავლების ორგანიზება;

გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.

12.9 სანერგე მეურნეობის სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (პროგრამული კოდი 38 06)მაღალი ხარისხის სარგავი მასალის (ნერგები) გამოყვანა, რომელიც გამოყენებული იქნება ტყისა და ქარსაფარი ზოლების აღდგენა-განაშენიანებისათვის, მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების გამწვანების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის;

ტყის ჯიშთა სარგავი მასალის გამოყვანისათვის ტრადიციული მეთოდის (ღია გრუნტში) და კონტეინერული მეთოდის (სასათბურე მეურნეობაში) გამოყენება;

გამოყვანილი ნერგების სახეობების ზრდა.

81