PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს...

36
"ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა" [PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. 1 www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Transcript of PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს...

Page 1: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

"ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა" [PITA] ხორციელდება საქართველოს

გაეროს ასოციაციის მიერ (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო

ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ

ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

1www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 2: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი

ურთიერთობების ცენტრი" CCIIR წარმოადგენს

არასამთავრობო (NGO) კვლევით ორგანიზაციას,

რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა

პროექტს განათლების მიმართულებით, შეისწავლის

განათლების სისტემაში/სფეროში არსებულ პრობლემებსა

და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განათლების

პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.

CCIIR - ის პროგრამები და პრიორიტეტული მიმართულებები:

განათლების პოლიტიკის შესწავლა და ანალიზი

პროექტები მულტილინგვური/მულტიკულტურული განათლების მიმართულებით

წიგნიერება და ორენოვანი წიგნიერება

ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

ზრდასრულთა განათლება

პუბლიკაციების გამოცემა

თბილისი, მცხეთის ქ. 8/90 +995032 2922595 [email protected] www.cciir.ge

2www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 3: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

"ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა" [PITA] არის 5 წლიანი, დაიწყო 2015 წლის ივნისში და გაგრძელდება 2020 წლის მაისის ბოლომდე.

პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის. ამ მიზნით 11 პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე საქართველოს 13 ქალაქში 14 ახალგაზრდული ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ სასწავლო და სტაჟირების პროგრამაში რთავს.

სამიზნე ჯგუფები -18-25 წლის ახალგაზრდები, მათ შორის:

• ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები• იძულებით გადაადგილებული პირები• მშობლის მზრუნველობას მოკლებული მოზარდები• განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდები• შორეული სოფლის მაცხოვრებლები• სოციალურად დაუცველები.

3www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 4: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ქ. წამებულის #55 (თსუ მე-7 კორპუსი) 0322 74 85 32 www.facebook.com/tsuyouthcenter

4www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 5: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

თსუ ახალგაზრდული ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე -7 კორპუსში (მისამართი: ქ.წამებულის №55) 2015 წლის დეკემბერში დაფუძნდა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის (1+4 პროგრამა) ბაზაზე. ის ორიენტირებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდაზე

სულ წევრი-სტუდენტი: 435

5www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 6: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ცენტრის წევრი-სტუდენტები თემატურ ჯგუფებად (ქვეკლუბებად) იყოფიან და საშუალება ეძლევათ თავიანთი ინიციატივები და იდეები განახორციელონ.

ქვეკლუბები:

გენდერი ტოლერანტობა და კულტურათაშორისი დიალოგი განათლება მრავალფეროვნება ადამიანთა უფლებები გარემოს დაცვა ჯანსაღი ცხოვრების წესი ადვოკატირება

6www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 7: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

თსუ ახალგაზრდული ცენტრის

საქმიანობის ერთი წლის ანგარიში

2015/16

7www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 8: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ტუტორიუმის პროგრამა #tsututoringprogram

ტუტორიუმი ეს არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში ტუტორები -ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები 1+4 პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს ეხმარებიან სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

ტუტორიუმის პროგრამა თსუ ახაგაზრდული ცენტრის ბაზაზე 2016 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების სამოქალაქო ინტეგრაციას და დაეხმაროს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებს:• ქართული ენის უკეთ შესწავლაში• პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში• სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციის ამაღლებაში• გუნდური მუშაობის უნარის განვითარებაში• საუნივერსიტეტო სივრცესთან ადაპტაციაში• უკეთ გაეცნონ თბილისის კულტურულ, ლინგვისტურ, სოციალურ და აკადემიურ ცხოვრებას.

8www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 9: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

თსუ ახალგაზრდული ცენტრში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენის ლექტორთან ივლიტა ლობჯანიძესთან, რომელიც ამავე დროს არის ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი. მან ისაუბრა პროგრამის 1+4 ფარგლებში ტუტორიუმის ინსტიტუტის დანრგვის გამოცდილებაზე ილიას უნივერსიტეტში, გამოყო ამ პრაქტიკის ძლიერი მხარეები და შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსაც გაუსვა ხაზი. მან ასევე გაიხსენა ის გამოწვევები და სირთულეები, რაც ამ პროგრამის დანერგვისა და განხორციელების დროს შეხვდათ. შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ილიას უნივერსიტეტის ტუტორობის გამოცდილების მქონე სტუდენტებმა.ტუტორიუმის პროგრამა

დ ე კ ე მ ბ

ე რ ი

/ 2 0 1 5

ტუტორობა ეს არის მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე აგებული ურთიერთობა, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების დაახლოება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

9www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 10: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

"ჩვენი გალაკტიონი"16 დეკემბერს, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში თსუ ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტებმა მოაწყვეს კულტურული ღონისძიება - „ჩვენი გალაკტიონი“. მათ წარმოადგინეს გალაკტიონისა და მისი მეუღლის ოლღა ოკუჯავას მიმოწერა და პოეტის ლექსები წაიკითხეს. კულტურათაშორისი დიალოგისა და განათლების ქვეკლუბი „მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე“ -ჟურნალისტმა და მედიაექსპერტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა.ლექცია-დისკუსიათა ციკლი შეხვედრა კინორეჟისორ გიორგი ოვაშვილთან - დისკუსია ორი ფილმის გარშემო -„გაღმა ნაპირი“(2009) და „სიმინდის კუნძული“ (2014), რომლებიც ომის თემას ეხებალექცია-დისკუსიათა ციკლი

დ ე კ ე მ ბ

ე რ ი

/ 2 0 1 5

10www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 11: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

შეხვედრა განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობაზენაძალადევის მცირე საოჯახო ტიპის სახლის 13-17 წლის ასაკის 9 მოზარდი ესტუმრა თსუ ახალგაზრდულ ცენტრს. შეხვედრის მიზანი იყო მათთვის განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციის მიწოდება, ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრების გარდა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საგანმანათლებლო პროგრამა "შანსის" დირექტორმა ნატალია ტურაბელიძემ; განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ვალერი გობრონიძემ, რომელმაც იმ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს განათლების მიღების თანაბარი პირობების შესაქმნელად. ბენეფიციარებს საჩუქრად გადაეცათ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ გამოცემული "კითხვის კიბის" წიგნები, რომლებიც წიგნიერების განვითარებას უწყობს ხელს.განათლების ქვეკლუბი აქცია-ღონისძიება "ჩვენც მოვხუცდებით!"სტუდენტები ესტუმრნენ თბილისის მოხუცთა პანსიონატს, მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი, გამართეს სახალისო წარმოდგენა, მიართვეს საახალწლო ტკბილეული და თავად მოემსახურნენ მათ.ტოლერანტობის ქვეკლუბი

დ ე კ ე მ ბ

ე რ ი

/ 2 0 1 5

11www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 12: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

,,სურბ სარგისი” საქართველოში.სომხური რელიგიური და სახალხო დღესასწაული სურბ სარგისი სტუდენტებმა ცენტრში საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს, რომლის მიზანი იყო სომხური რელიგიური და სახალხო დღესასწაულის გაცნობა ქართულ საზოგადოებაში სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით. ღონისძიების პირველ ნაწილში თსუ - ს სომხურენოვანმა სტუდენტებმა სტუმრებს დღესასწაულის მნიშვნელობა და დღესასწაუთან დაკავშირებული ეროვნულ წეს-ჩვეულებები გააცნეს. მეორე ნაწილი სომხური კულტურის წარმოჩენას დაეთმო, სადაც მონაწილეობა მიიღეს სომხური კულტურული ცენტრი „ჰაიარტუნ“-ის მომღერლებმა, ცეკვის ჯგუფმა, მედუდუკეთა ჯგუფმა და ასევე მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც სომხური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. მესამე დასკვნით ნაწილში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სომხური კერძები, რომლებიც უშუალოდ სურბ-სარგისის დღესასწაულს უკავშირდება.მრავალფეროვნების ქვეკლუბი

ი ა ნ ვ ა რ

ი / 2 0 1 6

12www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 13: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

თ ე ბ

ე რ ვ ა ლ

ი / 2 0 1 6

ეკოპროექტ "მწვანე ყუთის“ პრეზენტაციაეს იყო გარემოსდაცვითი სამთვიანი პიარ კამპანია, რომელიც გულისხმობდა თსუ-ს I და VII კორპუსებში მწვანე ყუთების განთავსებასა და მათში ქაღალდის ნარჩენების მოგროვებას. შეგროვებული მაკულატურა გადაიცვალა წიგნებში, რითაც გამდიდრდა თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების პროგრამასთან არსებული კაბინეტური ბიბლიოთეკა. შემდგომ ეტაპზე გაფართოვდება მაკულატურის მოგროვების საუნივერსიტეტო არეალი და მოხდა მაკულატურის ნერგებში გადაცვლა და საუნივერსიტეტო საჯარო სივრცის გამწვანება. პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო უნივერსიტეტში არსებული ქაღალდის ნარჩენების რაციონალურად მართვასა და გარემოს დაცვითი თვითშეგნების ამაღლებას როგორც სტუდენტებში, ასევე უნივერსიტეტის პერსონალში.გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვეკლუბი

13www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 14: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ნოვრუზ ბაირამითსუ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები, პედაგოგებთან ერთად ეწვიენ მარნეულის რაიონის მუნიციპალიტეტს და დაესწრნენ აზერბაიჯანულ სახალხო დღესასწაულს. მოგვიანებით თსუ ახალგაზრდულ ცენტრში მოისმინეს ქართველი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები ნოვრუზ ბაირამის შესახებ.ტოლერანტობისა და კულტურათაშორისი დიალოგის ქვეკლუბი; მრავალფეროვნების ქვეკლუბიფილმის "გრძელი, ნათელი დღეები“ ჩვენებასაშუალო განათლების შეწყვეტა და ნაადრევი ქორწინების მიზეზები, თანმდევი პრობლემები, განათლების როლი აღნიშნული პრობლემების გასააზრებლად და აღმოსაფხვრელად - ეს ის საკითხებია, რომლებზეც თსუ ახალგაზრდულ ცენტრში იმსჯელეს ფილმის შემდგომი დისკუსიისას. დისკუსიას უძღვებოდა ორგანიზაცია Marcy Corps-ის წარმომადგენელი სამირა ბაირამოვა, რომელიც ადრეული ქორწინების თემატიკაზე მუშაობს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრები. განათლების ქვეკლუბი; გენდერის ქვეკლუბი

მ ა რ ტ

ი / 2 0 1 6

14www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 15: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

მ ა რ ტ

ი / 2 0 1 6

საჯარო ლექცია-დისკუსიათა ციკლი:ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ქართული კულტურა“ - ფრიდონ საყვარელიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი. „არჩევანი: ევროპა. რატომ?“ - ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი.

გლდანის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში თსუ-ახალგაზრდული ცენტრის წევრმა სოფიო ბილანიშვილმა სატრენინგო ციკლის "ქალთა დღეები" ფარგლებში ჩაატარა თანატოლთა ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობა, გენდერული სტერეოტიპები და ნაადრევი ქორწინების პრობლემა საქართველოში“.გენდერის ქვეკლუბი

15www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 16: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ა პ რ ი

ლ ი

/ 2 0 1 6თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომლითაც სარგებლობენ როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური პერსონალი. იგი ასევე უზრუნველყოფს მხატვრული თუ დარგობრივი ლიტერატურის „კლასგარეშე“ კითხვას სტუდენტებში. ამ დღეს ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ გამომცემლობათა წარმომადგენლებს, რომლებმაც თსუ ახალგაზრდულ ცენტრს თავიანთი გამოცემული წიგნები უსახსოვრეს და დროდადრო მოამარაგებენ.

16www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 17: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

“საქართველოს სახელმწიფო მოწყობისა და ძალაუფლების გადანაწილების პრინციპების შესახებ” - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ საჯარო ლექცია ჩაატარა.ლექცია -დისკუსიათა ციკლი

CCIIR - ის წარმომადგენლებმა მცირე საგრანტო და რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის კონკურსებში მონაწილეობის მსურველი თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრი-სტუდენტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი პროექტების წერაში, რათა მათ წარმატებით შეძლონ საპროექტო განაცხადების შევსება და კონკურსებში გამარჯვება.ტრენინგ-პროგრამა

ა პ რ ი

ლ ი

/ 2 0 16

17www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 18: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

მ ა ი ს ი

/ 2 0 1 6ეკოპროექტ "მწვანე ყუთის“ დასკვნითი ღონისძიება -პროექტის მონაწილეებმა თსუ - წარმომადგენლებსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სამთვიანი პიარ კამპანიის შედეგები გააცნეს. სტუდენტების მიერ განხორციელებული ეკოპროექტის მიზანი იყო საუნივერსიტეტო სივრცეში ეკოლოგიის კუთხით არსებული პრობლემების გარემოსდაცვითი აქტივობებით მოგვარება და ამ მიმართულებით სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პერსონალის თვითშეგნების ამაღლება. გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვეკლუბიექიმი-ტრენერი მამუკა აბულაძე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს შეხვდა და მათთვის საინტერესოსაკითხებზე ესაუბრა.ლექცია-დისკუსიათა ციკლი

18www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 19: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ადვოკატირების კამპანია -ცენტრის წევრმა სტუდენტებმა წამოიწყეს იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გამორკვევა-გადაჭრის ადვოკატირების კამპანია. კერძოდ, შავშვების დევნილთა დასახლებაში მათ ჩაატარეს კვლევა, სამუშაო შეხვედრებზე გააანალიზეს კვლევის შედეგები, გამოკვეთეს არსებული პრობლემატიკა და კვლევის ანგარიში წარუდგინეს სოზარ სუბარს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს.ადვოკატირების ქვეკლუბი

მ ა ი ს ი

/ 2 0 1 6

19www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 20: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ი ვ ნ ი

ს ი / 2 0 1 6

თსუ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ნაადრევი ქორწინების შესახებ ფილმის ჩვენება/დისკუსია. მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრი-სტუდენტების მიერ მომზადდა ასახავს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ადრეული ქორწინების აქტუალურ პრობლემასა და მისი მოგვარების შესაძლო გზებს. ლექტორებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აღნიშნულ თემაზე ემსჯელათ და გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის თავიანთი შეხედულებები თუ გამოცდილება.გენდერის ქვეკლუბიhttps://www.youtube.com/watch?v=5x0yNRbAD9c

20www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 21: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ი ვ ნ ი

ს ი / 2 0 1 6

ტუტორების დაჯილდოვების ცერემონიალი

თსუ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ტუტორიუმის“ პროგრამაში მონაწილე ტუტორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი. თსუ - ს სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრი და მაგისტრანტი 73 ტუტორი დაჯილდოვდა აკადემიური მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გაუწიეს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. ცერემონიალზე შეაჯამეს ტუტორების მუშაობა, წარმოდგენილ იქნა ტუტორიუმის გაზაფხულის სემესტრის ანგარიში, ასევე გააანალიზეს ის გამოწვევები, რომლებიც ამ პროგრამის განხორციელებას ახლავს თან.

21www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 22: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ი ვ ლ

ი ს ი

/ 2 0 1 6 მწერალი დათო ტურაშვილი თსუ ახალგაზრდულ ცენტრს ეწვია და ტუტორებს შეხვდა. მან თავისი შემოქმედება უფრო ახლოს გააცნო დამსწრე აუდიტორიას და მათთთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის ბოლოს ტუტორებს მწერლის წიგნი "ჯინსების თაობა" გადაეცათ.შეხვედრა-დისკუსიათა ციკლი

22www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 23: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ა გ ვ ი

ს ტ ო

-ს ე ქ ტ

ე მ ბ ე რ

ი / 2 0 1 6

23www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 24: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ო ქ ტ

ო მ ბ

ე რ ი

/ 2 0 1 6 სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა - CCIIR 1+4 პროგრამის პირველკურსელებთან, რომლებიც ამავდროულად თსუ ახალგაზრდული ცენტრის ახალი წევრები გახდნენ ჩაატარა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცენტრის ახალ წევრ-სტუდენტებს დეტალურად გააცნეს თსუ ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა და მიმოიხილეს ქვეკლუბების სამომავლო მუშაობის პროცესიც. მათ სტუდენტებს ასევე წარუდგინეს მოკლე ანგარიში რიგი ღონისძიებებისა/აქტივობებისა, რომლებიც ცენტრში მანამდე განხორციელებულა. 2016/17 სასწავლო წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სულ 249 ეთნიკური უმცირესობის სტუდენტი ჩაირიცხა (136 -აზერბაიჯანულენოვანი, 113 - სომხურენოვანი). ახალ სასწავლო წელს ადვოკატირების ქვეკლუბის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა დასახეს მიზნები, შეიმუშავეს მოქმედების გეგმა და გამოკვეთეს არსებული გამოწვევები.

24www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 25: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ნ ო ე მ ბ

ე რ ი

/ 2 0 1 6თსუ ახალგაზრდულ ცენტრში წიგნიერების მხარდამჭერი აქტივობა ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც სტუდენტებთან ერთად მოწვეულმა მწერლებმა: დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ, ვასილ გულეურმა, მაკა ბლიაძემ და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენელმა და ასევე მწერალმა ლელა ცუცქირიძემ მიიღეს. სტუდენტები ოთხ ჯგუფად გაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს დაევალა მწერალთან ერთად სიტყვებისგან პატარა მოთხრობა/ზღაპარი დაეწერა. მათ ასევე შექმნეს ილუსტრირებული ხელნაკეთი წიგნები, რომლებშიც ექსპრომტად მოფიქრებული საბოლოო ტექსტები ჩაწერეს. დასასრულს ჯგუფებმა თავიანთი მოთხრობები მოწვეულ ჟიურის პაატა პაპავას (განათლების სპეციალისტი; წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, ქემონიქსი-საქართველო) წარუდგინეს, რომელმაც დადებითად შეაფასა ნამუშევრები. აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა.შეხვედრების ციკლი

25www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 26: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ორგანიზაცია "პარტნიორები-საქართველოს" ტრენერმა თეა ბულიამ თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრ-სტუდენტებს ჩაუტარა სამდღიანი ტრენინგი თემაზე: მრავალფეროვნების მართვა - ტოლერანტობა და ინტეგრაცია.ტრენინგ-პროგრამა 21 ნოემბერი მისალმების მსოფლიო დღეა. ეს დღე თსუ ახალგაზრდულ ცენტრშიც აღნიშნეს პროექტის ,,დედამიწის კალენდარი“ ფარგლებში, რომელიც ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. ,,გამარჯობა -ყველაფერი მისალმებით იწყება“ - ამ დევიზით სტუდენტებმა სხვადასხვა ჯგუფური აქტივობა მოაწყეს, რომლის მიზანსაც სწორედ ადამიანთა შორის კომუნიკაციის მნიშვნელობასა და როლზე ხაზგასმა წარმოადგენდა. მათ სიტყვის - გამარჯობა ასოციაციური რუკა შექმნეს, რა ასოციაციებს იწვევს ადამიანებში ეს ლექსიკური ერთეული და რომელი სიტყვებით ან ჟესტებით შეიძლება ჩავანაცვლოთ. კიდე ერთი სახალისო აქტივობა იყო ასევე პოლიტიკური რუკის ასოციაციურ - ენობრივ რუკად გარდაქმნა. სტუდენტებმა რუკაზე სახელმწიფოთა დასახელების ნაცვლად შესაბამის ენაზე მისალმებები გამოსახეს.თემაზე ისაუბრა თსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა რუსუდან ჭუმბურიძემ.

ნ ო ე მ ბ

ე რ ი

/ 2 0 1 6

26www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 27: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

ნ ო ე მ ბ

ე რ ი

/ 2 0 1 6 ღონისძიება "სიკეთე მეტი არასდროსაა“თსუ ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტებმა სიკეთის საერთაშორისო დღის 19 ნოემბრის აღსანიშნავად გამართეს. მისი მიზანი იყო სიკეთის კეთების შესაძლებლობების მრავალფეროვანი საშუალებების წარმოჩენა. ჩატარდა ლექცია-დისკუსია, სტუდენტები გაეცნენ განსხვავებულ ქეისებს და შექმნეს სიკეთის კეთების საინტერესო ვირტუალური პრეცედენტები. სიკეთის კეთების განსხვავებული კონტექსტების ძიება იყო ლექცია-დისკუსიის ერთ-ერთი საკითხი. ამ დღეს ცენტრში დაიდგა ე.წ. „სიკეთის ყულაბა“, სადაც სტუდენტები, მასწავლებელები და მოწვეული სტუმრები სურვილისამებრ მოათავსებენ თანხას, რომელიც ზუსტად ერთ წელიწადში, სიკეთის დღეს გაიხსნება და მოგროვილი თანხა სიმბოლურად გადაერიცხება რომელიმე საქველმოქმედო ფონდს. სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში სიმბოლურად „სიკეთის ხეც“დარგეს . ლექცია-დისკუსიათა ციკლი

27www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 28: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

დ ე კ ე მ ბ

ე რ ი

/ 2 0 1 6 5 დეკემბერი მოხალისეთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს თსუ ახალგაზრდულ ცენტრს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდ" - ის წარმომადგენლები ესტუმრნენ და სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრის მთავარ თემას სწორედ მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ხაზგასმა წარმოადგენდა.მოხალისეობა როგორც მრავალმხრივი ფენომენი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშემწყობი ინსტრუმენტი.

სტუდენტები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობასაც, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა. თემაზე ასევე ისაუბრა თსუ-ს ლექტორმა თათა ჭანტურიამ.ლექცია-დისკუსიათა ციკლი

28www.pita.tsu.ge თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიში

Page 29: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

დ ე კ ე მ ბ

ე რ ი

/ 2 0 1 6 12 დეკემბერს თსუ ახალგაზრდულმა ცენტრმა ერთი წლის იუბილე აღნიშნა. ცენტრის წევრმა სტუდენტებმა ცენტრის ერთი წლის მუშაობა შეაჯამეს და ერთგვარი ანგარიში წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის დაიდგა “პიტას სურვილების ყუთი“, რომელიც სტუდენტთა ესკიზების მიხედვითაა მოხატული. „სურვილების ყუთის“ იდეა ემსახურება თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში, სტუდენტების აზრის, მათი სურვილების, კრეატიული იდეების მარტივად მოწოდების უზრუნველყოფას. სასწავლო წლის განმავლობაში ნებისმიერ სტუდენტს მიეცემა საშუალება „პიტას სურვილების ყუთში“ მოათავსოს კონვერტი, სადაც გაწერილი იქნება მისი იდეა, სურვილი, აქტივობა ნებისმიერი მიმართულებით. გარკვეული პერიოდულობით, თსუ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ტუტორებთან ერთად, სათითაოდ განიხილავენ მოწოდებულ იდეებს, რომლებიც შეიძლება გახდეს ახალი ინიციატივების წყაროც... ღონისძიებას ესწრებოდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი; თსუ -ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი; თსუ -ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი; გაეროსა და PITA პროგრამის წარმომადგენლები და სხვები.

29თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიშიwww.pita.tsu.ge

Page 30: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

თსუ ახალგაზრდული ცენტრი ერთი წლისაა!

30თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიშიwww.pita.tsu.ge

Page 31: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

სხვა ღონისძიებები & აქტივობები

თსუ ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა პარტნიორებს გორიდან. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან ერთად გამართა პროექტის „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეული“ -ს დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიების თემასთან დაკავშირებით გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებმა მოაწყვეს ფოტოგამოფენა ძლიერი ქალი - ძლიერი ქვეყანა და პერფორმანსი ლოზუნგით - „არა ძალადობას“.დეკემბერი/2015

ამერიკის საელჩომ თბილისში ახალი კომიქსის „ფატალური შეცდომა“ პრეზენტაცია გამართა თსუ ახალგაზრდულ ცენტრში.„ფატალური შეცდომა“, რომლის მოქმედებაც ვიდეო თამაშში ვითარდება, ამახვილებს ყურადღებას ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა დამოკიდებულება და ომი, ამავდროულად, ხაზს უსვამს გუნდურ მუშაობასა და გენდერულ თანასწორობას.„ფატალური შეცდომა“ გამოიცა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფ „Empower Women”-ისა და ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების მიერ. პროექტი განხორციელდა აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, სან-დიეგოს უნივერსიტეტის ადმინისტრირებითა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარებით.ოქტომბერი/2016

31თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიშიwww.pita.tsu.ge

Page 32: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

სხვა ღონისძიებები & აქტივობები

თელავში გაიმართა სამდღიანი შეხვედრა ილია უნისა და თსუ - ს ტუტორების მონაწილეობით. შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო პროექტის "ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში" ფარგლებში. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერაა დაფინანსებული და ახორციელებს ფონდი ALPE, პროგრამა PITA - ს თანამონაწილეობით. ტრენინგები ჩატარდა თემებზე: მრავალფეროვნების მართვა, მოხალისეობის არსი, სტერეოტიპები, გუნდის მართვა, რომელებსაც უძღვებოდნენ "პარტნიორები-საქართველოს" ტრენერები: თეა ბულია და თეა გველესიანი. თსუ ახალგაზრდული ცენტრიდან ტრენინგ-შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ტუტორებმა: ფაგან აბასოვმა, ანი ტარუღიშვილმა, მურთაზ ბოლქვაძემ, მარიამ ტყემალაძემ და ნინო ქამუშაძემ.ნოემბერი/2016

32თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიშიwww.pita.tsu.ge

Page 33: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მარიამ ტყემალაძემ და თურქან ჰესენოვამ მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ მოწყობილ საზაფხულო სკოლაში. მასში სულ საქართველოს 11 ქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრები მონაწილეობდნენ. სკოლის მიზანი იყო ახალგაზრდების ლიდერული და პრეზენტაციული უნარ-ჩვევების გამომუშავება, ახალგაზრდების პიროვნული პოტენციალის რეალიზება და პირადი რესურსების ეფექტიანი მართვა. მონაწილეებმა გაიარეს ინტენსიური სწავლების კურსი შემდეგ საკითხებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის ტექნიკა, პროფესიული ორიენტაცია და კარიერული წინსვლა.ივნისი/2016

სხვა ღონისძიებები & აქტივობები

33თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიშიwww.pita.tsu.ge

Page 34: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

თსუ ახალგაზრდული ცენტრიდან გამარჯვებული სტუდენტები:

I ნაკადი (ივნისი-ივლისი)

1. თაქუშა მაკარიან, ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების დაინტერესება ქართული ენით, ქართული ენის სწავლის მოტივაციის გაზრდა, რომ მათ გაუჩნდეთ ქართული ენის აკადემიურ დონეზე შესწავლის სურვილი და ამ ცოდნის გამოყენება აკადემიურ საქმიანობაში, რაც მათ ქართულ გარემოში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს (რეგიონთაშორისი გაცვლითი პროექტი)

2. მარიამ ხაზალია , ზუგდიდის რაიონის სოფ. ორსანტიის VIII კლასის მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა მოტივაციის ამაღლებით (რეგიონთაშორისი გაცვლითი პროექტი)

3. საბო ბაირამოვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის კუთხით (მცირე საგრანტო პროექტი)

4. ადილ მახმუდოვი, "სწავლის მოტივაციის გაძლიერება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში“ (მცირე საგრანტო პროექტი)

მცირე საგრანტო და რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის

კონკურსები PITA პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის

34თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიშიwww.pita.tsu.ge

Page 35: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

მცირე საგრანტო და რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის

კონკურსები PITA პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის

II ნაკადი (ოქტომბერი-დეკემბერი)

1. მარიამ ტყემალაძე, გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზცია. მარიამის სურვილია დაეხმაროს 1+4 პროგრამის ახლადჩარიცხულ სტუდენტებს გახდნენ მეტად ინფორმირებულები და გაუჩნდეთ სურვილი იბრძოლონ სუფთა გარემოში ცხოვრებისათვის, გაიაზრონ თავიანთი როლი ჯანსაღი გარემოს შექმნის პროცესში. (მცირე საგრანტო პროექტი)

1. ნოვრუზ გუსეინოვი, პროექტი "გზა წარმატებისაკენ" შეეხება გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში სკოლების დამამათავრებელი საფეხურის მოსწავლეების პრობლემებს, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღების შეწყვეტას, განათლების მნიშვნელობისა და საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ არაინფორმირებულობას უკავშირდება. ნოვრუზის მიზანია პროექტის ბენეფიციარებმა კარგად გაიგონ და იცოდნენ იმ საშეღავათო პოლიტიკის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს საქართველოში მცოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს უმაღლესი განათლების მიღების თანაბარი პირობების შესაქმნელად. (მცირე საგრანტო პროექტი)

35თსუ ახალგაზრდული ცენტრის ერთი წლის ანგარიშიwww.pita.tsu.ge

Page 36: PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ …pita.tsu.ge/public/uploads/media/TSU-Youth-Center---Annual-report.pdf ·

შემოგვიერთდით!

www.facebook.com/tsuyouthcenter

#tsuyouthcenter

www.pita.tsu.ge