mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის...

44
შშშ შშშშშშშშშშშ შშშშშშ შშშშშშშშ შშშშშშშშშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშშშშშშშშ შშშშშშშშშშშ შშშშშშშშ

Transcript of mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის...

Page 1: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი

აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი

Page 2: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

სარჩევიშესავალი...................................................................................................................................................4ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში............................................4

პროგრამის დეტალები......................................................................................................................4პროგრამის მიზნები............................................................................................................................4პროგრამაზე დაშვება.........................................................................................................................4სწავლების შემდგომი საფეხური.....................................................................................................5დასაქმების სფერო.............................................................................................................................5სწავლის შედეგები..............................................................................................................................5სასწავლო კომპონენტები.................................................................................................................7

ძირითადი სასწავლო კურსები.................................................................................................................7

სპეციალობის სასწავლო კურსები...........................................................................................................9

სამაგისტრო ნაშრომი...................................................................................................................10სასწავლო გეგმა................................................................................................................................11

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა..............................................................12პროგრამის დეტალები....................................................................................................................12პროგრამის მიზნები..........................................................................................................................12პროგრამაზე დაშვება.......................................................................................................................12სწავლების შემდგომი საფეხური...................................................................................................12დასაქმების სფერო...........................................................................................................................12სწავლის შედეგები............................................................................................................................12სასწავლო კომპონენტები...............................................................................................................16

სასწავლო კურსები....................................................................................................................................16

ინტეგრირებული პრაქტიკული პროექტი.............................................................................................19

თავისუფალი კომპონენტები...................................................................................................................20

სასწავლო გეგმა................................................................................................................................22ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა......................................................................................23

პროგრამის დეტალები....................................................................................................................23პროგრამის მიზნები..........................................................................................................................23პროგრამაზე დაშვება.......................................................................................................................23სწავლების შემდგომი საფეხური...................................................................................................23დასაქმების სფერო...........................................................................................................................23სწავლის შედეგები............................................................................................................................24სასწავლო კომპონენტები...............................................................................................................27

სასწავლო კურსები....................................................................................................................................27

ინტეგრირებული პროექტი......................................................................................................................31

თავისუფალი კომპონენტები...................................................................................................................32

Page 3: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

სასწავლო გეგმა................................................................................................................................33სტუდენტის სტატუსის მოპოვება........................................................................................................33

საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის სტატუსის მოპოვება..................................................33სამაგისტრო საფეხურის სტუდენტის სტატუსის მოპოვება.....................................................33ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვება....................................................................................................34სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვება.............35

აკადემიური რეგულაციები.................................................................................................................36ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სწავლის საფასური........................................................37

ადმინისტრაციული რეგისტრაცია................................................................................................37სწავლების საფასური.......................................................................................................................37

სასწავლო პროცესი..............................................................................................................................38სწავლების ენა...................................................................................................................................38აკადემიური წელი.............................................................................................................................38სტუდენტის დატვირთვა...................................................................................................................38სტუდენტის შეფასების წესი............................................................................................................38დამატებითი სემესტრი/ტრიმესტრი..............................................................................................39კვალიფიკაციის მინიჭება...............................................................................................................39დიპლომი............................................................................................................................................39

საკონტაქტო ინფორმაცია..................................................................................................................39

Page 4: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

შესავალიწინამდებარე კატალოგი წარმოადგენს მეგზურს აბიტურიენტთათვის და შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის, რომელიც მოიცავს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების აღწერებს და აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგულაციებს, რაც დაეხმარება სტუდენტს სწავლის პროცესის წარმატებით წარმართვაში.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებშიპროგრამის დეტალებიპროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტიმისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებშისწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებითპროგრამის ხელმძღვანელი: ლევან გოგოლაძეპროგრამის მიზნებიპროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი ფინანსისტები, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით შეძლებენ ეფექტურად, ეფექტიანად და ხარისხიანად განახორციელონ მმართველობითი ფუნქციები. აღნიშნულის მიღწევის მიზნით კურსდამთავრებულებს ექნებათ: კონცეპტუალური, სისტემური და სტრატეგიული ხედვის, მიზნების ჩამოყალიბების უნარი; სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ერთეულებისათვის გრძელვადიანი და

მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბების, განხორციელების გზების დადგენისა და კონტროლის უნარი;

ღრმა თეორიული ცოდნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი საფინანსო დარგის მიმართულებებში, როგორებიცაა: კორპორაციული ფინანსები, აღრიცხვა და აუდიტი, ბიუჯეტირება და კონტროლი, ინვესტიციების მართვა, ფინანსური კონტროლი და შეფასება;

კვლევითი პროექტების განხორციელების უნარი; ადამიანური რესურსის მართვისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის

უნარი; კონკურენტულ, დინამიურ და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის, მიზნის ჩამოყალიბებისა

და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; მმართველობითი ფუნქციებისა და როლების, როგორებიცაა: დაგეგმვა, ორგანიზება, ლიდერობა,

კონტროლი, ინფორმაციის მართვა, გადაწყვეტილების მიღება, განხორციელებისათვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენების უნარი;

დარგობრივი და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პროგრამაზე დაშვება1. პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,

რომელიც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდას და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდას;

2. მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პირები გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნებს;

3. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს მობილობის უფლებით და წარმატებით გაივლის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

4. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკატით ან ინგლისური ენის გამოცდის შედეგებით.

სწავლების შემდგომი საფეხურისამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდეგ საფეხურზე დოქტორანტურაში.დასაქმების სფერო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისადმი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიერ წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩატარდა საჯარო და კერძო სექტორის შრომის ბაზრის

Page 5: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

კვლევა. კვლევამ გამოავლინა აღნიშნული სპეციალობის კურსდამთავრებულთა დასაქმების ფართო სპექტრი: ფინანსური დირექტორი; აუდიტისა და ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; ბიუჯეტის მართვის სამმართველოსა და დაგეგმვის უფროსი; პროექტის ფინანსური მენეჯერი; კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი – ბანკირი; საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი – რისკების მენეჯერი; ფინანსური დეპარტამენტი – ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი; დაკრედიტების სამსახური – ექსპერტი; შიდააუდიტის დეპარტამენტი – ანალიტიკოსი, აუდიტორი; ინვესტორებთან ურთიერთობისა და ფინანსური რესურსების მოზიდვის დეპარტამენტი –

ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი; ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტი – მენეჯერი; ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დეპარტამენტი – ოფიცერი.

ასევე დადგინდა ის მოთხოვნები, რომლებიც ზემოაღნიშნული პოზიციების დასაკავებლად არის საჭირო და რაც საფუძვლად დაედო პროგრამის სწავლის შედეგებს. შესაბამისად, პროგრამის კურსდამთავრებული, რომელსაც ექნება სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა, სხვადასხვა სფეროს ცოდნის ინტეგრაციისა და კვლევების ჩატარების უნარი, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, გუნდური მუშაობისა და გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებლობა, ახალი სტრატეგიების დანერგვის უნარი, წარმატებით შეძლებს დასაქმებას როგორც ზემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე, ასევე შესაბამისი დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებად. სწავლის შედეგებისაგანმანათლებლო პროგრამის მიზნებიდან და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე განისაზღვრა პროგრამის სწავლის შედეგები: ა) ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს შემდეგი საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა: მოთხოვნისა და მიწოდების განსაზღვრისა და საფასო ცვლილების კანონები, არასაფასო

ფაქტორებით გამოწვეული წონასწორული მდგომარეობის ცვლილებები და მათი შესაძლო შედეგები; მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიკურობის კანონზომიერებები და სპეციფიკა; ელასტიკურობის თეორიის პრაქტიკული მნიშვნელობა; მომხმარებელთა ქცევის ფაქტორები და თავისებურებები, მომხმარებლის ოპტიმალური არჩევანისა და გამოხატული უპირატესობის თეორია; რისკები და მიკროეკონომიკაში რისკის გარემოში გადაწყვეტილებების მიღების ტექნიკა; წარმოებისა და დანახარჯების თეორიები, მათი ურთიერთკავშირი და რეალობასთან მიმართება; სახელმწიფო პოლიტიკით გამოწვეული სარგებლისა და ზარალის შეფასების მეთოდები;

ფინანსური ანგარიშგების შედგენის მეთოდოლოგია. საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების დღევანდელი მოდელები, მათ შორის განსხვავება და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. საბაზრო, საპროცენტო, სავალუტო, საკრედიტო, საოპერაციო, სადაზღვევო - გაზომვის, მიტიგაციის და კონტროლის მექანიზმები. ფინანსური ბაზრების მუშაობის სტრუქტურა, ფინანსურ ბაზრებზე არსებული ინსტრუმენტები, მათი ანალიზი, მიმზიდველი და რისკიანი მახასიათებლები, გამოყენების პირობები და შეფასების მექანიზმები. ფინანსური ინსტიტუტების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა და შესაბამისი საინვესტიციო და სხვადასხვა ფინანსური ტიპის გადაწყვეტილების მიღება. ასევე, ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი თანამედროვე ფინანსური ინსტიტუტების შინაარსი/დანიშნულება, აგებულება და განვითარების ტენდენციები;

ბუღალტერული აღრიცხვა და გატარებები. ინვესტიციის ტიპების, აქციებისა და ვალდებულებების ტიპების, ტრანზაქციის ეტაპების, სასაქონლო მარაგების აღრიცხვის მეთოდების, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტების, ფიქსირებული აქტივების ცვეთის აღრიცხვის მეთოდების, ნაღდი ფულის კონტროლის მეთოდების, ფინანსური ანგარიშების, უწყისების მომზადების მეთოდები და მათი გამოყენება;

ეკონომიკაში საბანკო დაწესებულების როლის (როგორც მიკრო, ასევე მაკრო), მონეტარულ თეორიის, მომხმარებლებთან და საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხების, რეგულაციების, წესების და საკითხების სისტემური ცოდნა. ასევე: საბანკო სფეროს მარეგულირებელი გარემო და რეგულირების ინსტრუმენტები, სხვადასხვა წყაროდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯვის მართვა, ეკონომიკური ღირებულების გაანგარიშება და ლიკვიდურობის დაგენა, საბანკო საქმიანობის ანალიზი გლობალურ ასპექტში; საინვესტიციო პორტფელის შეფასება და მისი მართვის თეორიული და პრაქტიკული მხარე. ფულადი ნაკადების დისკონტირება და საინვესტიციო შესაძლებლობების ალტერნატიული მოდელები;

ორგანიზაციული თეორია და მისი თავისებურებები, სამუშაოს კმაყოფილებისა და განწყობის თეორია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მათზე მოქმედი სიტუაციური ფაქტორები, გუნდის ფორმირება და მართვის წესები, ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი ფორმირების წესები,

Page 6: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

კონფლიქტების ტიპები და მათი მართვა, მოლაპარაკების ტექნიკა. ორგანიზაციული კულტურა, პიროვნული თვისებები და ღირებულებები ორგანიზაციაში და აღნიშნული ღირებულებების ზეგავლენა ორგანიზაციაზე;

მარკეტინგული სტრატეგიის პროცესის ფორმირება, განხორციელება და კონკურენტული პოზიციონირება. სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების გასაზღვრა, მიღებული შედეგების შეფასება და პროცესის მონიტორინგი. კონკურენტული უპირატესობის იდენტიფიცირება და შენარჩუნება. სისტემური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება მარკეტინგულ მიქსთან, ფასწარმოქმნასთან, ბრენდირებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.;

კვლევის მეთოდები (სტატისტიკური ანალიზი, წრფივი ოპტიმიზაციის ძირითადი საკითხები, სიმულაციური ანალიზი, კვლევის ტექნიკა, მონაცემთა შეგროვების, დახარისხებისა და ანალიზის მეთოდები, მენეჯერული და ფინანსური მოდელირების გამოყენება, აკადემიური წერის ძირითადი ცნებები და ტერმინები, წერითი ნაშრომების ფორმები და სახეები და ა.შ.);

ბიზნესის წარმოების სამართლებრივ გარემოს აქტუალური საკითხები, სამეწარმეო ურთიერთობების მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი აქტები, კომპანიების შექმნის და გარდაქმნის წესი, კონტრაქტის არსი, დადების წესი და სახეები, ვალდებულების შესრულების და შესრულების უზრუნველყოფის სპეციფიკა, საგადასახადო ურთიერთობები, შრომითი და სავაჭრო ურთიერთობები, გაკოტრების პროცედურის სპეციფიკა.

წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები;ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი მიკროეკონომიკური პროცესების პროგნოზირება, ელასტიკურობის კოეფიციენტის, წარმოების

დანახარჯების, მომხმარებლისა და მწარმოებლის ნამეტებისა და სხვა მიკროეკონომიკური პარამეტრების გაანგარიშება;

ბიზნესგარემოს ანალიზი, ინდუსტრიის, კონკურენტებისა და მომხმარებლების ანალიზი; ფინანსური ანგარიშებისა და უწყისების ანალიზი და შეფასება, წარმოებისა და მომსახურე კომპანიის

შიდაფინანსური ინფორმაციის გამოყენება ხარჯთაღრიცხვის, ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის, კომპანიის ფინანსური ღირებულების შეფასება, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასის ზრდა, დივიდენდების პოლიტიკა და სასესხო რესურსების მართვა, ფინანსური ბაზრების ანალიზი, საკრედიტო-საინვესტიციო პროექტების სიღრმისეული ანალიზი, საინვესტიციო პორტფელების მართვა, კომპანიის შერწყმებისა და შესყიდვების ანალიზი, საინვესტიციო პროექტების სწრაფი დამუშავება, ფინანსური ანგარიშგება, რისკების მართვა, კომპანიის ფინანსური რესურსების სწორად წარმართვა;

სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა, ოპერაციული პრობლემების იდენტიფიცირება, პრობლემების მიზეზების სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენება, გუნდური მუშაობა, გუნდის მართვა, ორგანიზაციის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა, ქმედებების ლოგიკური დაჯგუფება და მათი ურთიერთკავშირი (ლოგიკური დიაგრამები), კალენდარული გეგმის შედგენა, პროექტის რისკების ანალიზი და მართვა;

მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირება, ბაზრის სეგმენტაცია, ფასწარმოქმნის სტრატეგიების განსაზღვრა;

კვლევის მეთოდების შერჩევა და კვლევის ჩატარება, მენეჯერული და ფინანსური მოდელების გამოყენება, მონაცემთა ანალიზი და კვლევა, სისტემის კვლევა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

ბიზნესის სფეროში წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გაანალიზებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

ბიზნესში დამქირავებელთან ეფექტიანი კომუნიკაცია, პირისპირ საქმიანი კომუნიკაციისას კონტექსტუალური კრიტიკული კომუნიკაცია;

გ) დასკვნის უნარი ბიზნესის გარემოს შეფასება და ანალიზი; მოვლენების პრაქტიკული შეფასების საფუძველზე ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება; ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტებზე დაყრდნობით შესაბამისი

გადაწყვეტილებების მიღება, საინვესტიციო და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, კაპიტალის სტრუქტუირების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, ორგანიზაციის რისკის მადის შესაფერისი ბიზნესგადაწყვეტილებები, კომპანიის ფინანსური სტრატეგიული მიმართულებების, ორგანიზაციის ფინანსური ბიუჯეტირების დაგეგმვა, შექმნა, მართვა და კონტროლი;

ორგანიზაციული სისტემის კრიტიკული შეფასება და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება, რაც ეხმარება მას შეიმუშაოს სისტემის გაუმჯობესების გზები და ახალი მეთოდები, პროექტების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტიდან ოპტიმალურის შერჩევა;

სტატისტიკური შეფასებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და პროგნოზების გაკეთება და დასაბუთება, ერთმანეთისაგან რეალური და არარეალური მტკიცებულებების გარჩევა, ლოგიკური უსწორობების აღმოჩენა და გასწორება, ნაშრომის შეჯამება;

Page 7: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

დ) კომუნიკაციის უნარი – სხვადასხვა სახის მონაცემთა წყაროებთან მუშაობა, სხვადასხვა სახის სტატისტიკური კითხვარების დიზაინი და მონაცემების შეგროვება / გავრცელება, სტატისტიკური ცხრილების, გრაფიკების, მოდელების ინტერპრეტაცია სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის, დისკუსია მონაცემებისა და მოდელების სხვადასხვა სახის შესახებ, კორპორაციული თუ პირადი ბიზნესამოცანების მისაღწევად ეფექტური ტაქტიკების განვითარება, ეფექტურად წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, ბიზნესკომუნიკაციის ჭრილში კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, ლიტერატურის მოძიება და სწორად გამოყენება;ე) სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა, გაცნობიერება და დამოუკიდებლად მუშაობა, საკუთარი მიღწევების ობიექტურად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროების სწორად განსაზღვრა, საჭირო ლიტერატურის, სამეცნიერო სტატიების, სასწავლო „ქეისების“ დამოუკიდებლად მოძიება და მათი ანალიზი, საკუთარი დროის რაციონალური განაწილება დასახული მიზნების მისაღწევად, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით კონკრეტული დისციპლინის ასათვისებლად საჭირო რესურსების დადგენა, კვლევაზე დაყრდნობილი მაღალპროფესიული პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;ვ) ღირებულებები – ორგანიზაციული კულტურისა და ღირებულებების გათავისება: პასუხისმგებლობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, კონფიდენციალურობა და ინფორმაციის შენახვა; კვლევის წარმოების დროს ეთიკური ნორმების დაცვა; საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების ცოდნა და დაცვა.

სასწავლო კომპონენტებისასწავლო კურსები დაყოფილია 2 ჯგუფად: ძირითადი და სპეციალობის. ასევე პროგრამით გათვალისწინებულია სამაგისტრო ნაშრომი. თითოეული ნაწილის დატვირთვა შესაბამისად შეადგენს:ძირითადი – 64 ECTS კრედიტი;სპეციალობის – 30 ECTS კრედიტი;სამაგისტრო ნაშრომი – 26 ECTS კრედიტი.

ძირითადი სასწავლო კურსებიფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგებაკურსის ძირითადი მიზანია, პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით ბუღალტრული გატარებების მომზადების, სხვადასხვა ტიპის დარიცხვის მეთოდების, კომპანიის აქტივებისა და ვალდებულების აღრიცხვის შესწავლა და ფინანსური უწყისების მომზადება, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება მენეჯმენტის მიერ დაგეგმვის, გადაწყვეტილებების მიღების და შედეგების შეფასებისთვის, ხოლო აქციონერების მხრიდან საკუთარი ინვესტიციების შეფასებისათვის. გარდა ამისა დეტალურად შეისწავლება / გაანალიზდება მთელი რიგი ფინანსური კოეფიციენტები რომლებიც გამოიყენება კომპანიის შედეგების ანალიზისათვის.

ეკონომიკური ანალიზი მენეჯერთათვისკურსის მიზანია მენეჯერული ეკონომიკის მეთოდებისა და მოდელების შესწავლა; ანალიტიკური, ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება; გადაწყვეტილებების მიღებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში მიკროეკონომიკური ანალიზის თანამედროვე ინსტრუმენტების შესწავლა.

აკადემიური წერაკურსის დანიშნულებაა სტუდენტის კრიტიკული აზროვნების, აკადემიური და ბიზნესწერის უნარების განვითარება; შესაბამის ტექსტზე დაყრდნობით ორიგინალური აკადემიური არგუმენტების გამოყოფა, კონტრარგუმენტების ჩამოყალიბება შეხედულების შესარბილებლად თუ განსამტკიცებლად; დახვეწილი და სრულყოფილი წერის სტილის გამომუშავება. სტუდენტი წაიკითხავს და გაანალიზებს ტექსტებს სხვადასხვა დისციპლინიდან, დაამუშავებს ნაშრომს, გამოიყენებს ანალიტიკურ და კრიტიკულ უნარებს, რომელიც აუცილებელია პროფესიული ტექსტების გასაგებად და შესაქმნელად.

ბიზნესის სამართლებრივი გარემოაღნიშნული კურსი უზრუნველყოფს სწავლების თანმედროვე მეთოდების გამოყენებით ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების იმ საკითხების სიღრმისეულ შესწავლას, რომლებიც წარმოიშვება ბიზნესის წარმოების პროცესში. ამ თვალსაზრისით კურსის სწავლებისას განხილული იქნება სამართლისა და ეკონომიკის პრობლემური საკითხები, სამართლის, ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულება, ბიზნესის წარმოების სამართლებრივი მექანიზმები.

რაოდენობრივი ანალიზი ბიზნესისათვის

Page 8: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

კურსის მიზანია მაგისტრანტებს შეასწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის ფუნდამენტური ცნებები და მეთოდები და მათი გამოყენებები ყოველდღიურ ცხოვრებაში და ბიზნესის წარმოებაში. მისი მიზანია მაგისტრანტებს შეასწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის, სტატისტიკის გაღრმავებული ცნებები, სოციალური და სტატისტიკური კვლევების არსი და ეტაპები, მთავარი სტატისტიკური ცხრილები და დიაგრამები, მათი აგება და გამოყენება, მთავარი სტატისტიკური რაოდენობრივი მაჩვენებლები და მათი გამოყენებები, სხვადასხვა ალბათურ-სტატისტიკური მოდელები, მათი გამოკვლევის მეთოდები და გამოყენებები ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში.

მენეჯერული აღრიცხვაკურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ორგანიზაციის წარმატებისათვის აუცილებელი სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის საჭირო ფაქტორების იდენტიფიცირებისა და მართვის საშუალებები; დაანახოს სტუდენტს ორგანიზაციის წარმატებისათვის მიკრო დონეზე არსებული ფაქტორების კავშირი სტრატეგიულ მიზნებთან და შესაბამისად მისცეს საშუალება სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ელემენტების ინდენტიფიცირებისა და მართვის. კურსი მიმართულია ორგანიზაციის საწარმო და სერვის პროცესებში არსებული ხარჯების დადგენა, ანალიზსა და გაანგარიშებაზე. რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის მოძიებაზე, რაც დაეხმარება ორგანიზაციის მმართველებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. მენეჯერული აღრიცხვა გამიზნულია კომპანიის შიდა მომხმარებლებზე. ანგარიშგება შეიძლება იყოს მორგებული ინფორმაციის მომხმარებლებზე და ძირითადად გამოიყენება ხარჯთაღრიცხვის, ბიუჯეტისა და სტრატეგიული/საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღებისათვის. დეტალურად შეისწავლება ხარჯების გამომწვევი ფატორები, ნულოვანი მოგების წერტილის გაანგარიშება და მენეჯერული გადაწყვეტილებებისათვის გამოყენება.

ორგანიზაციული ქცევაკურსის მიზანია, ორგანიზაციულ კონტექსტში, ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევის გაანალიზება და გაგება. ორაგნიზაციული ქცევის თეორიებისა და პრაქტიკის ურთიერშესაბამისობაში დანახვა და შემეცნება; პროდუქტიოლუბის, მოტივაციის, გაცდენის და სხვადასხვა ქცევების შესწავლა, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და სათანადო რეაგირება. სტუდენტები, ასევე შეისწავლიან მეთოდებს თუ როგორ ჩავანაცვლოთ სამსახურეობრივი სტრესი კმაყოფილებით. ორგანიზაციულ პროდუქტიულობაზე ინდივიდებისა და ჯგუფის ქცევის ზეგავლენის ანალიზი. ეფექტური ორაგანიზაციული სტრუქტურის, დიზაინის, კულტურის როლი და ზეგავლენა ინდივიდის ქცევაზე. ლიდერობის და მოტივაციის თეორიების სამუშაო გარემოში გამოყენება.

სტრატეგიული ბიზნესკომუნიკაციაკურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავება და მათი პრაქტიკაში წარმატებით გამოყენების მეთოდები; განუვითაროს მათ ინტერპერსონალური და გუნდური კომუნიკაციის უნარები. კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს: ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგია, წერითი და ზეპირი (ვერბალური და არავერბალური) კომუნიკაცია, ეფექტური პრეზენტაცია, ინდივიდუალური, ჯგუფური და ლიდერულიკომუნიკაცია.

ოპერაციათა მენეჯმენტისასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტთა მომზადებას ოპერაციული პროცესების სწორად განხორციელებისათვის მმართველობით საქმიანობაში. იგი წარმოადგენს თეორიულ და პრატიკულ საფუძველს ბიზნეს-ოპერაციების რაციონალურად, ოპტიმალურად დაგეგმვა-ორგანიზებასა და განხორციელებაში. ოპერაციული მართვა წარმოადგენს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ დისციპლინას, რომელიც გამიზნულია შიდა ორგანიზაციული პროცესების ეფექტური და ეფექტიანი მართვისთვის.

კორპორაციული ფინანსებიეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს კორპორაციული ფინანსების მართვის მეთოდები, მოდელები და ხელი შეუწყოს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ყურადღება გამახვილებულია და დეტალურად შეისწავლება ორგანიზაციის ფინანსური რესურსების სწორად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებასა და ფულის დროითი ღირებულებების გაანგარიშებაზე. საინვესტიციო პროექტების მომგებიანობის, ამონაგების პერიოდის და კოეფიციენტების გაანგარიშებაზე, გაანალიზების პროცესებსა და მიდგომებზე.

პროექტების მართვაკურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს პროექტის დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი და მონიტორინგი. განხილულია პროექტის სასიცოცხლო ციკლი და თვითოეულ ეტაპთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა სამუშაოს მოცულობის გასნსაზღვრა, შრომის ორგანიზება, რისკების მართვის პროცისი, სამუშაოს კონტროლი და რეპორტინგი.

Page 9: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

კვლევის მეთოდებიკურსი ორიენტირებულია შეასწავლოს სტუდენტს ის საკითხები რომელიც აუცილებელია ბიზნეს კვლევის დაგეგმვის და განხორციელებისთვის. კურსი განიხილავს საკითხებს, როგორც მენეჯერის, ასევე მკვლევარის კუთხიდან და ძირითადში ფოკუსირებას ახდენს იმის განსაზღვრაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა.

მარკეტინგული სტრატეგია და ანალიზიკურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს გამოიმუშავონ მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღების უნარები. ასევე სტუდენტებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ მარკეტინგული პრინციპების ცოდნა ძირითადი მარკეტინგული პრობლემების იდენტიფიკაციის, სტრატეგიის განსაზღვრის, ანალიზისა და დასკვნების გამოტანის მიზნით. კურსი დაფუძნებულია რეალურ ბიზნეს სიტუაციებზე, რომელთა შესწავლისას სტუდენტები განიხილავენ კომპანიაში არსებულ მარკეტინგულ სიტუაციებს და გამოიმუშავებენ რეკომენდაციებს მოცემული სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ.

სტრატეგიული მენეჯმენტიკურსის მიზანია სხვადასხვა ბიზნესის სიტუაციური ანალიზების განხილვისა და შესწავლის შედეგად სტუდენტს გამოუმუშავოს ბიზნეს სტრატეგიის ფორმულირების, შერჩევის და დანერგვის უნარი. სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის და მნიშვნელოვანი კომპონენტების შესწავლა, გააზრება და პრაქტიკული აპლიკაცია, სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის გაანალიზება რათა ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელდეს ორგანიზაციის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესი.სპეციალობის სასწავლო კურსებიფინანსური ბაზრები და ინსტიტუტებიეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს სიღრმისეულად გააცნოს მსოფლიოში არსებული თანამედროვე ფინანსური ბაზრების მუშაობის სისტემა და მათში მონაწილე ინსტიტუტების - ბანკების, საინვესტიციო კომპანიების, სავაჭრო ფონდების, ჰეჯ-ფონდების, საპენსიო ფოდნების, სადაზღვევო კომპანების, მარეგულირებელი ერთეულების და სხვათა პროფილი, სტრუქტურა და მოდელები. აგრეთვე, ბაზრებზე გამოყენებული ინსტრუმენტების ანალიზის შესაძლებლობის მიცემა - აქცია, ობლიგაცია, სახაზინო ვალდებულებები, ოფციონი, ფუჩერსი, ფორვარდი, სვოპი, კაპი და სხვა, რომლითაც ხდება ტრანზაქციების შესრულება.

საინვესტიციო გადაწყვეტილებებისაინვესტიციო გადაწყვეტილებების საგანი მოიცავს ფინანსურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ დისციპლინათა ფართო სპექტრს - მ/შ ფასიანი ქაღალდების ფასწარმოქმნის პრინციპები, რისკის შეფასება და სტატისტიკურად მოსალოდნელი ამონაგების გამოთვლის მოდელები, კომპანიების შეფასების პრაქტიკული მეთოდები.

ფინანსური ანგარიშგება და ანალიზიფინანსური უწყისები და ანგარიშების მნიშვნელობა განპირობებულია მათი გამოყენების მრავალფეროვნებით, როგორც ანალიზის საშუალება, მენეჯერის მუშაობის შეფასების საშუალება, პრობლემების დროულად იდენტიფიცირების შესაძლებლობა და სხვა. კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და ექნებათ უნარი გაანალიზონ თუ რა და რატომ დგას რიცხვების უკან და მოახდინოდ მათი მართებული და საგულდაგულო ინტერპრეტაცია. ფინანსური ანგარიშგების კრიტიკული ანალიზი, სტუდენტს მისცემს არამხოლოდ სტანდარტული კოეფიციენტების დათვლის საშუალებას, არამედ ფინანსური ანგარიშების სუსტი წერტილების გამოვლენის შესაძლებლობას, რაც საბოლოო ასახვას ჰპოვებს ეფექტური ბიზნეს სტრატეგიებისა და გამართული ბიზნეს მოდელების შემუშავებაში.

ფინანსური რისკების მართვაეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს სიღრმისეულად შეასწავლოს ფინანსური რისკებს აღმოჩენის, გაზომვის და მართვის მეთოდები. აგრეთვე სტუდენტებს გააცნოს რისკის ჭრლიში მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე არსებულ სტანდარტები. სასწავლო კურსში განხილულია საბაზრო, საპროცენტო, საკრედიტო, ოპერაციული, ლიკვიდობის და სხვა რისკ კატეგორიების მოდელირების და შეფასების მეთოდები.

ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტირებაეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს, როგორ უნდა მოახდინონ კომპანიის ფინანსების სამომავლო დაგეგმვა როგორც სტრატეგიულ ასევე საოპერაციო დონეზე ხარჯების, შემოსავლების და ინვესტიციების სამომავლო პროგნოზირების ინსტრუმენტების გამოყენებით. ასევე კურსის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტს პრაქტიკაში გამოიყენოს შეძენილი ცოდნა, მიდგომები, რომელიც უკავშირდება

Page 10: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ორგანიზაციაში (კერძო, სახელმწიფო თუ არასამთავრობო) ბიუჯეტირების პროცესის ფორმალიზებას, კერძოდ კი დაგეგმვას, შექმნას, მართვასა და კონტროლს.

საბანკო საქმეეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს საბანკო საქმიანობის შინაარსი და თავისებურებანი, რომელიც აუცილებელია საბანკო / საფინანსო ინსტიტუტების წარმატებული მართვისათვის. კურსის ფარგლებში ხდება სხვადასხვა მიმართულებების სინთეზური ანალიზი, როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსებს და საბანკო საქმე. კურსის მიზანია სტუდენტს გადასცეს ცოდნა, რომელიც აუცილებელია ყველა საფინანსო სექტორში მომუშავე ადამიანისთვის. კურსი იძლევა ცოდნას საბანკო საქმიანობის ეფეტურად განხორციელებისათვის დღეისათვის არსებულ მზარდ კონკურენტულ გარემო პირობებში.

ფინანსური პორტფელის მენეჯმენტიფინანსური პორტფელის მენეჯმენტის საგანი მოიცავს საინვესტიციო პორტფელის შექმნის, მართვისა და შედეგების ანალიზის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. დამატებითი აქცენტები კეთდება რისკის ინვესტიციამდე და ინვესტიციის შემდგომ შეფასებებზე. საგანი აგრეთვე მიმოიხილავს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტიტუციების მუშაობის პრინციპებს და მათ ბიზნეს მოდელებს.

სამაგისტრო ნაშრომისამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენდეს დამოუკიდებელი კვლევის ანგარიშს, რომლის კვლევის

საგანი დაკავშირებულია ბიზნესის ადმინისტრირების ფინანსების დარგთან და მიზნად ისახავს ამ დარგში ცოდნის გაფართოვებას და გაღრმავებას, მოქმედი ბიზნეს–კომპანიის საქმიანობის შესწავლას, არსებული პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით კვლევის ჩატარებას, მიღებული შედეგების ანალიზს, დასკვნების მკაფიოდ და დასაბუთებულად ჩამოყალიბებას, პრობლემის გადაჭრის გზებისა და გეგმების შემუშავებას.

სამაგისტრო ნაშრომის მიზანია მოახდინოს სტუდენტის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია და გაღრმავება. მასში ასახული უნდა იყოს ის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძველი, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც სტუდენტს აქვს მიღებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დროს. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა საშუალებას აძლევს სტუდენტს კონკრეტული კომპანიის ბაზაზე უფრო ღრმად შეისწავლოს და დაამუშაოს ის საკითხები, რომლებიც მისთვის განსაკუთრებული კვლევის ინტერესს წარმოადგენს და ამავე დროს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება კომპანიის საქმიანობაში.

სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში სტუდენტი ვალდებულია ჰქონდეს საკვლევ კომპანიაში რეგულარული ვიზიტები და წინასწარ შეთანხმებული ფორმით ჩართული იყოს მის საქმიანობაში, რაც მას მისცემს საშუალებას მიიღოს კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

სამაგისტრო ნაშრომის თემას, სტუდენტის მიერ საკვლევი კომპანიის არჩევას და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელს წინაწარ ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი სკოლის საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე. სტუდენტი თავისუფალია საკვლევი კომპანიის არჩევანში. უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტს საკვლევი კომპანიის შერჩევის პროცესში.

სამაგისტრო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს სიახლის სავალდებულო მოთხოვნას (უნდა იკვლევდეს ახალ ფაქტორებს, მოვლენებს, თანმიმდევრულ სქემებს და განაზოგადებდეს არსებულ თეზისებს სხვადასხვა პოზიციებისა და მიდგომების გამოყენებით).

სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხდება რექტორის ბრძანებით დამტკიცებული კომისიის წინაშე. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა კანონიერად მიიჩნევა, როდესაც დაცვას ესწრება კომისიის წევრთა 2/3 მაინც.

დაცვის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 40 წუთი, საიდანაც 15 წუთი ეთმობა ნაშრომის პრეზენტაციას, ხოლო დარჩენილი დრო კითხვა-პასუხს.

ნაშრომის პრეზენტაციისას ავტორი: აღნიშნავს ნაშრომის რელევანტურობას, ორიგინალურობასა და სიახლეს; აღნიშნავს ნაშრომის მიზანსა და ამოცანებს; მოკლედ წარმოადგენს ნაშრომის შინაარსს; მოკლედ წარმოადგენს მის მიერ ჩატარებულ კვლევასა და შედეგებს; წარმოადგენს ნაშრომის ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

ნაშრომის საჯარო დაცვისას წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის ტექსტის წაკითხვის ან ტექსტის სლაიდებიდან წაკითხვის ნაცვლად რეკომენდებულია ზეპირად გადმოცემა. პრეზენტაციის ვიზუალური მასალა მაღალი ხარისხის უნდა იყოს (სლაიდებში ბევრი ტექსტი არ უნდა იყოს შეტანილი; გარეკანი ძალიან პატარა არ უნდა იყოს; ერთი სლაიდი ბევრ გრაფიკულ გამოსახულებას ან ცხრილებს არ უნდა

Page 11: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

შეიცავდეს). ნაშრომის პრეზენტაცია უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ წესებსა და პროცედურებს. თუ პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, კომისიის თავმჯდომარეს აქვს უფლება პრეზენტაცია ერთი გაფრთხილების შემდეგ შეწყვიტოს.

ნაშრომი ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, რაც დეტალურად გაწერილია სილაბუსში.

სასწავლო გეგმასამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა ორი წელი და მოიცავს 120 ECTS კრედიტს. აკადემიური წელი იყოფა სამ ტრიმესტრად. თითოეული ტრიმესტრის (გარდა ბოლო ტრიმესტრისა) ხანგრძლივობაა 14 კვირა, ხოლო ბოლო VI ტრიმესტრის ხანგრძლივობაა 17 კვირა.6 ECTS-კრედიტიანი კურსი გრძელდება მთელი ტრიმესტრის განმავლობაში, ხოლო 3 და 4 ECTS-კრედიტიან კურსს ეთმობა 7-7 კვირა. პირველი ხუთი ტრიმესტრი ეთმობა სასწავლო კურსებს, ხოლო ბოლო მეექვსე ტრიმესტრი – სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.

Page 12: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაპროგრამის დეტალებიპროგრამის მოცულობა: 240 ECTS კრედიტიმისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებითპროგრამის ხელმძღვანელი: ონისე ალფენიძეპროგრამის მიზნებიპროგრამის მიზანია მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით, რომლებიც ფლობენ დარგის ფართო ცოდნას და უნარებს ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში და ამავდროულად გამომუშავებული აქვთ გლობალურ გარემოში ადაპტაციის მნიშნელოვანი ტრანსფერული უნარები, როგორიცაა მიზნის ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიული ხედვა, გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა, ლოგიკური აზროვნება, ეთიკის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამართლებრივი ნორმების დაცვა. პროგრამაზე დაშვებაპროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.პროგრამაზე დაიშვება მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან მასთან გათანაბრებულ პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნული გამოცდებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად აუცილებელია მხოლოდ ინგლისური ენის ჩაბარება. მეოთხე არჩევითი საგანია მათემატიკა. აღნიშნული საგნებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.პროგრამაზე განსხვავებული წესით ჩარიცხვა (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე/მობილობა) რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.სწავლების შემდგომი საფეხურისაბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდეგ საფეხურზე მაგისტრატურაში.დასაქმების სფერო კურსდამთავრებულს შეეძლება დაიკავოს კერძო და საჯარო სექტორში ქვედა და საშუალო დონის მენეჯერული პოზიციები მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით, ასევე ჩაერთოს სამეწარმეო საქმიანობაში და თავად გაუძღვეს სხვადასხვა ინდუსტრიაში მიკრო და მცირე ბიზნესს. სწავლის შედეგებისაგანმანათლებლო პროგრამის მიზნებიდან და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე განისაზღვრა პროგრამის სწავლის შედეგები: ა) ცოდნა და გაცნობიერება სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას. სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერება; ბიზნესის ადმინისტრირების ისეთი ძირითადი საკითხების ცოდნა, როგორიცაა: ბიზნეს ორგანიზაციები და მათი მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები, მენეჯმეტის სხვადასხვა

მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების მეთოდები, სხვადასხვა დონის მენეჯერების უფლება–მოვალეობები;

ბიზნესის წარმოების სამართლებრივი გარემოს საბაზისო საკითხები: სამეწარმეო ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, კომპანიების შექმნის და გარდაქმნის წესი, კონტრაქტის არსი, დადების წესი და სახეები, ვალდებულების შესრულების და შესრულების უზრუნველყოფის სპეციფიკა, საგადასახადო ურთიერთობები, შრომითი და სავაჭრო ურთიერთობები, გაკოტრების პროცედურის სპეციფიკა;

კორპორაციული მმართველობის საკითხები: კორპორაციათა მმართველი ორგანოების უფლებამოსილებები, ვალდებულებები და პროცედურები, კორპორაციათა ზოგადი მართვის სტრუქტურის კლასიფიცირება და განსაზღვრა, აღმასრულებელი ორგანოების და აქციონერთა როლის არსი;

ადამიანური რესურსების მართვის კავშირი ორგანიზაციის სტრატეგიასთან, რეკრუტირების (სასურველი პერსონალის იდენტიფიკაცია და მოზიდვა) , შერჩევის, პერსონალის ტრენინგის და განვითარების მეთოდები, პერსონალის შეფასების სიტემები, კომპენსაციის სქემები;

Page 13: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ოპერაციების როლი ორგანიზაციებში და მათი კავშირი სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებთან, ოპერაციათა მართვის საფუძვლები, პროცესების მნიშვნელობა და არსი, ტრასფორმაციის სისტემური მოდელი, ორგანიზაციის საწარმოო რესურსები და მათი მართვის მეთოდები, ორგანიზაციის ადგილმდებარეობის და მოწყობის ძირითადი პრინციპები და მიდგომები, ხარისხი, ხარისხის მართვა, ხარისხის მართვის მეთოდები;

პროექტის განხორციელებადობის ანალიზის ჩატარება, პროექტში დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და მუშაობა, პროექტების მართვის ციკლი (წამოწყება, შინაარსის მართვა, შეფასება), პროექტის ვადების, ხარჯების და რესურსების სწორი დაგეგმვა, სისტემების ფუნქციონალური, ტექნიკური, წარმადობის და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის მეთოდები, პროექტების რისკების იდენტიფიკაციის და მართვის პროცესები, ხარისხის კონტროლის/ტესტირების მეთოდოლოგია, პროექტის გუნდის შედგენის და მართვის პროცესები, პროექტის შესრულების ფაზის კონტროლი და მენეჯმენტთან ანგარიშგება, პროექტის დასრულების/დახურვის პროცესები;

ორგანიზაციული სტრატეგიების სახეები, სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესი და მისი დანერგვის მნიშვნელოვანი კომპონენტები;

კომპანიაში წარმოებული მარკეტინგული ფუნქციები, მარკეტინგული მიქსის ელემენტები, ინდუსტრიის, კონკურენტებისა და ბაზრის ანალიზის, სეგმენტაციის, მიზნობრივი ბაზრის ამორჩევის და პოზიციონირების მეთოდები, ფასწარმოქმნის, დისტრიბუციისა და კომუნიკაციის გზები;

გაყიდვების როლი და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, გაყიდვების აგენტის ფუნქცია–მოვალეობები, მათი შერჩევისა და შეფასების მეთოდები, პირდაპირი მარკეტინგის პრინციპები, გაყიდვების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი გაყიდვების სფეროში;

მომხმარებლის ქცევის ძირითადი პრინციპები და თეორიები, მომხმარებლისთვის დამახასიათებელი პიროვნული ნიშან–თვისებები, მათი სოციალური განწყობების და ქცევის თეორიები, მომხმარებლის ქცევის სოციალური და კულტურული განზომილებები, მარკეტინგული კომპლექსის დაგეგმვა-განხორცილებისათვის მნიშვნელოვან თეორიები და პრინციპები;

მარკეტინგული კვლევის ძირითად თეორიები და პრინციპები, კვლევის დიზაინი, კვლევის მეთოდები, მონაცემთა მიღების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები;

ფინანსური აღრიცხვის საკითხების ფართო თეორიული ცოდნა. კერძოდ, საწარმოში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული დამუშავება, მომზადება და წარდგენა; ცალკეული ბუღალტრული მუხლების, აქტივების, ვალდებულებების და საკუთარი კაპიტალის აღრიცხვასა და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები; ფინანსური ანგარიშგების ანალიზის ხერხები და მეთოდები; ფინანსური აღრიცხვის მნიშვნელობა საწარმოში მიმდინარე სამეურნეო ოპერაციების თავმოყრის, გაანალიზების და დამუშავების კუთხით; ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელობა და როლი საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შეფასების და ამის საფუძველზე სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით; ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა და აუცილებლობა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესში. ასევე, ცალკეული ბუღალტრული ელემენტების აღრიცხვის და შეფასების კუთხით;

დანახარჯთა ქცევა და შინაარსი, დანახარჯების აღრიცხვის ალტერნატიული მეთოდები, წარმოების მოცულობის, დანახარჯების და მოგების დამოკიდებულების ანალიზი, პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია ზღვრული და სრული დანახარჯებით, ბიუჯეტირების პრინციპი და სხვადასხვა ტიპის ბიუჯეტის მომზადება, რელევანტური დანახარჯების მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინვესტიციების ანალიზი ფულის დროითი ღირებულების გამოყენებით, მენეჯერული აღრიცხვის როლი საწარმოს ეფექტინად მართვასა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, დანახარჯთა კონტროლის აუცილებლობა მოგების მაქსიმიზაციის ხელისშეწყობის მიზნით, დანახარჯების აღრიცხვის საჭირო მეთოდების გამოყენების მნიშვნელობა ბიზნესის სპეციფიკიდან და საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, ფულის დროითი ღირებულების მნიშვნელობა საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებისას;

ბანკების კლასიფიკაცია და სახეობები, საბანკო საქმის მართვის პრინციპები, კომერციული ბანკების ოპერაციები და მათი დანიშნულება, ანგარიშსწორების ფორმები და მათი გამოყენების მეთოდები, კრედიტი, საკრედიტო სისტემა და დაკრედიტების პროცესი, საბანკო პროდუქტები, კონტროლის მექანიზმები, ანგარიშგების ფორმები და რისკების შეფასების მეთოდები;

კორპორაციათა ფინანსების როლი, დროში ფულის ღირებულების აღწერა / დადგენა, ინვესტიციების დღევანდელი და სამომავლო ღირებულების გასაზღვრა, ობლიგაციების ტიპები კლასიფიცირება და მათი შეფასება, აქციების ტიპების კლასიფიცირება და მათი შეფასება, რისკის, შემოსავლიანობისა და ალტერნატიული დანახარჯების შეფასება, კაპიტალის სტრუქტურის წარმოდგენა, საკუთარი და ნასესხები კაპიტალის მართვის პრინციპები, კორპორაციის რესტრუქტურიზაციის ფინანსური ასპექტები;

გლობალური ბიზნეს გარემო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების ფუნქციონირების თავისებურებები;

Page 14: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

გაცნობიერებული ექნება საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციების სტრატეგიები და შესაძლო სტრუქტურები, იმპორტ–ექსპორტის მახასიათებლები, საინვესტიციო გარემო და მსოფლიო მონეტარული სისტემა;

საერთაშორისო მარკეტინგის თეორიები და პრინციპები, საერთაშორისო გარემოს შეფასებისათვის აუცილებელი თეორიები და პრინციპები, ორგანიზაციების მხრივ საერთაშორისო მარკეტინგული აქტიობისათვის აქტუალური თეორიები და პრინციპები;

ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები, სრულყოფილი და არასრულყოფილი ბაზრების ფუნქციონირება, ურთიერთგაცვლის და ვაჭრობის სარგებელი, საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ზოგადი კანონზომიერები, ბაზრის სტრუქტურა: მოთხოვნა-მიწოდება, წონასწორობა, ფასები, სასაქონლო, სამუშაო ძალის და კაპიტალის ბაზრების განსაზღვრება;

მაკროეკონომიკის ძირითადი ცნებების არსი და დახასიათება, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრებები, სახელმწიფოს (მთავრობის) ფინანსური და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ფორმების – ინფლაციისა და უმუშევრობის არსი;

ძირითადი სპეციალობისათვის აუცილებელი საბაზისო მათემატიკური აპარატი. კერძოდ, ფუნქციები და მათი ტიპები, გრაფიკები და მათი თვისებები, ზღვარი, წარმოებული და ინტეგრალი, მათი შინაარსი, გამოყენების მაგალითები, წრფივი ალგებრის მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა რეალური შინაარსის ამოცანების დასმა და გამოკვლევა. მონაცემთა ტიპები და ინფორმაციის წყაროები, სტატისტიკის საბაზო ცნებები და კონცეფციები, მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების მეთოდები, ალბათობის საბაზო ცნებები და კონცეფციები, ალბათობის ძირითადი თეორემები.

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპების გამოყენება, როგორიცაა: დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტურად მართვაში მონაწილეობის მიღება, ზემდგომი

რგოლებიდან მიღებული დავალებების ეფექტურად შესრულება და/ან შესრულების უზრუნველყოფას, საკუთარი და მასზე დაქვემდებარებული თანამშრომლების დროის ეფექტურად განაწილება;

ბიზნესის სფეროში წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გაანალიზება და სამართლისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი მეთოდის გამოყენებით პრობლემის იდენტიფიცირება;

კორპორაციის მართვის პროცესში წარმოშობილი ორგანიზაციული ხასიათის პრობლემების გამოვლენა. კომპეტენციის ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორთა საბჭოს, შიდა კონტროლის და რისკების, ინფორმაციის გამჟღავნების და აქციონერების მიმართ გამოყენებული მიდგომების ანალიზი;

პერსონალის რეკრუტირების, შერჩევის, ტრენინგებისა, განვითარების და კომპენსაციის სქემების შექმნის პროცესში მიონაწილეობის მიღება;

ოპერაციების მართვის პროცესის სხვადასხვა ფაქტორებთან მიმართებაში ანალიზი, როგორიცაა მწარმოებლურობა, სამუშაოს დაგეგმვა, ხარისხსი და სხვა, „ტრასფორმაციის სისტემური მოდელის“ გამოყენება, რომელიც ადგენს კავშირს საწარმოო ფატორებს, პროცესს და შედეგებს შორის, ორგანიზაციის საწარმოო რესურსების მართვა, ორგანიზაციისათვის შესაფერისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მოწყობა, მიწოდების და ღირებულებათა ჯაჭვის მართვის პრინციპების გამოყენება, ინვენტარისა და სასაწყობო მარაგების მართვა/ კონტროლი, ხარისხის მართვის მეთოდების გამოყენება ორგანიზაციაში;

პროექტის ბიზნეს-ანალიზის დოკუმენტის შექმნა, პროექტის სისტემური მოთხოვნების დოკუმენტის შექმნა, პროექტის ხარისხის მართვის/ტესტირებისთვის ცნობილი მეთოდოლოგიის გამოყენება;

სტრატეგიული გადაწყვეტილებების ალტერნატივების ფორმულირება, შეფასება, ბიზნეს სტრატეგიის შერჩევა და პრაქტიკაში დანერგვის პროცესში მინაწილეობა;

საერთაშორისო ბიზნესისა და გლობალური ეკონომიკური პროცესების დინამიკური განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და მულტიკულტურული გარემოს თავისებურებების გათვალისწინება;

ბიზნეს-გარემოს ანალიზი, მარკეტინგული გადაწყვეტილებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, ინდუსტრიის, კონკურენტებისა და მომხმარებლების ანალიზი,ორგანიზაციის პოზიციონირების სტრატეგიის გაანალიზება, სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მიღება, სადისტრიბუციო და საკომუნიკაციო არხების შეფასება;

მონაწილეობა გაყიდვების პროცესში, როგორიცაა კომპანიის გაყიდვების ორგანიზება–დაგეგმვა– განხორციელება, გაყიდვების პერსონალის დაქირავების, სწავლების, წახალისების და მართვის საკითხების განხილვა, პერსონალური გაყიდვები;

მომხმარებლის ქცევის შეფასება და მისი გათვალისწინება მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღებაში, მომხმარებელთა ქცევის ჩამოყალიბების პროცესში სტუდენტისთვის ცნობილი მეთოდებით მონაწილეობის მიღება;

მარკეტინგული კვლევის საფეხურების განსაზღვრა, კვლევის პრობლემის შეფასება და კვლევის მიზნის დასახვას, კვლევის დიზაინის ჩამოყალიბება, მეორადი და პირველადი ინფორმაციის შეგროვება, გამოკითხვის კითხვარების მომზადება, რესპოდენტთა შერჩევის მეთოდოლოგიის და

Page 15: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

შერჩევის ზომის განსაზღვრა, მოგროვებული ინფორმაციის ანალიზი, შედეგების ანგარიშის და პრეზენტაციის მომზადება;

საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შეფასება, მარკეტინგული ტაქტიკის შემუშავება და მორგება კონკრეტული ორგანიზაციისთვის, ამა თუ იმ საერთაშორისო ბაზრისთვის სტრატეგიების კოორდინაცია და სტრატეგიული დაგეგმვა;

საერთაშორისო საფასო პოლიტიკის, საკომუნიკაციო პოლიტიკის და დისტრიბუციის პოლიტიკის შეფასებას და ორგანიზებას;

პირველადი დოკუმენტების საფუძველზე ბუღალტრული გატარებების შესრულება, სააღრიცხვო პერიოდის ბოლოს დარიცხვის პრინციპიდან გამომდინარე მაკორექტირებელი გატარებების შესრულება, კორექტირებული საცდელი ბალანსის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, სააღრიცხვო ციკლის დამასრულებელი ოპერაციების შესრულება, მიმდინარე და გრძელვადიან აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა და ინტერპრეტაცია, საკუთარი კაპიტალის სტრუქტურის გააზრება და მასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ბუღალტრულად ასახვა–შეფასება, ფინანსური ანგარიშგების გაანალიზება და ინტერპრეტაცია სხვადასხვა მეთოდების, მათ შორის ფინანსური კოეფიციენტების (ლიკვიდობა, საქმიანი აქტივობა, გრძელვადიანი ფინანსური სტაბილრობა, მომგებიანობა, საინვესტიციო უკუგება) გამოყენებით;

საბანკო საქმიანობის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, როგორიცაა: საბანკო საქმიანობის შედეგების შეფასება, მიკრო და მაკრო რისკების გამოვლენა და ანალიზი, საკრედიტო რიკსების მართვა, სესხების შეფასება, კაპიტალის ეფექტური გამოყენება და ლიკვიდურობის მართვა;

კორპორაციის მართვის პროცესში წარმოშობილი ორგანიზაციული და ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გამოვლენა, კორპორაციისათვის დროის მიხედვით ფულის ღირებულების შეფასება, მიმდინარე ღირებულებისა და ალტერნატიული დანახარჯების განსაზღვრა, საინვესტიციო პორტფელისათვის დამახასიათებელი რისკის მართვა, კორპორაციის რესტრუქტურიზაციისათვის ფინანსური ბერკეტის მნიშვნელობის გაცნობიერება;

საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ზოგადი პრობლემების იდენტიფიცირება, პრობლემების შეფასება შესაბამისი მეთოდების და გადაჭრის გზების შერჩევა;

მაკროეკონომიკის პრინციპების გათვალისწინება ბიზნესის სფეროში საქმიანობისას; არსებითი და სავალდებულო ინფორმაციის მოძიება, მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია,

სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება; ლოგიკური კავშირების აგება, მოცემული ჰიპოთეზების გაანალიზება, ლოგიკის მეთოდების

გამოყენებით მათი დამუშავება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, ბჭობა-განსჯის საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნების გამოტანა.

გ) დასკვნის უნარი არსებული და მოძიებული ინფორმაციის ეფექტურად დამუშავება, შეფასება და შესაბამისი

დასკვნების გამოტანა, კრიტიკული აზროვნების მეშვეობით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება;

ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესებზე მოქმედი ფაქტორების შეპირისპირება და შეფასება; ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო პერსონალის მიერ შესასრულებელი სამუშაოს

შეფასების, ანალიზის და დასკვნის გამოტანის უნარი; პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების გამომწვევი მიზეზების

იდენტიფიკაციის, ანალიზის და გადაჭრისთვის საჭირო დასკვნების გაკეთების უნარი; ორგანიზაციის შიგა და გარე ფაქტორების შეფასების და ანალიზის შედეგად ოპტიმალური

სტრატეგიის შერჩევის უნარი; გაყიდების ფუნქციის სხვა მარკეტინგულ საქმიანობასთან ჯეროვანი ინტეგრაციის უნარი; ფინანსური ანგარიშგებების სათანადო მეთოდებით (ჰორიზონტალური, ტრენდული, დინამიკური,

შედარებითი ანალიზი) გაანალიზების, ასევე ფინანსური მაჩვენებლების შესწავლის საფუძველზე კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;

დასკვნების მომზადება და არგუმენტირება სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების შეფასებების, გაანალიზების, საინვესტიციო პორტფელების შემუშავების პროცესში;

მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაციის დამუშავების შედეგად საკუთარი არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;

მიკროეკონომიკურ დონეზე საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების დასმისა და არგუმენტირებული პასუხის გაცემის უნარი.

დ) კომუნიკაციის უნარი ლოკალურ და გლობალურ გარემოში მშობლიურ და ინგლისურ ენაზე: იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ ელექტრონული ანგარიშის

მომზადება და ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავება, მონაცემთა ელექტრონული სახით

Page 16: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ჩაწერა, დამუშავება და გავრცელება, ჯგუფებთან და ინდივიდებთან ეფექტური კომუნიკაციისათვის თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

პოტენციურ თანამშრომლებთან, ორგანიზაციის სხვადასხვა დონის მენეჯერებთან, არამენეჯერულ პოზიციაზე მყოფ თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, სამუშაო ჯგუფის (გუნდი) წევრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

ე) სწავლის უნარი დავალებების დროში სწორად განაწილება; დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი; საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება; ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობა; შემდგომი სწავლის საჭიროების დადგენა; ცოდნის მუდმივად განახლება. ვ) ღირებულებები ბიზნეს საქმიანობაში ეთიკური ნორმების დაცვა, გადაწყვეტილებების მიღებისას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობების გათვალისწინება, გლობალურ გარემოში არსებული კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა და შესაბამისი ღირებულებების გაზიარება. ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა. სასწავლო კომპონენტებისპეციალობა (ძირითადი)

თავისუფალი კომპონენტებისასწავლო კურსები ინტეგრირებული პრაქტიკული პროექტი

162 ECTS 14 ECTS 64 ECTS240 ECTS კრედიტი

სასწავლო კურსებიბიზნესის ორგანიზება და მართვა კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს თანამედროვე ბიზნესის, ორგანიზაციებისა და მათი მენეჯმენტის შესახებ საბაზისო ცოდნა. გააცნოს მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების ძირითადი კონცეფციები, მათი პრაქტიკაში გამოყენების გზები და მაგალითები. ეფექტური ბიზნეს კომუნიკაციასასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მომავალ დამქირავებელთან/დამქირავებლებთან და ბიზნეს–პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, რაც გამოიხატება სხვადასხვა ბიზნეს კონტექსტში ბიზნეს კომუნიკაციების ელემენტების გაგებასა და დემონსტრირებაში, წერილობით და ზეპირად მოცემული ბიზნეს ამოცანებისა და მესიჯების შეფასებისა და შესაბამის კონტექსტში ანალიზში, ბიზნეს მესიჯების შესაბამის ფორმად გარდაქმნაში და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში, ინფორმაციის დამუშავების და მიწოდების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით პოტენციურ დამქირავებელთან საკუთარი თავის წარდგენის შესაძლებლობებში.ბიზნესის სამართლებრივი რეგულირებაკურსი უზრუნველყოფს ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი საკითხების შესწავლას, რომლებიც წარმოიშვება ბიზნესის წარმოების პროცესში, ამ თვალსაზრისით კურსის სწავლებისას განხილული იქნება სამართლისა და ეკონომიკის პრობლემური საკითხები, სამართლის, ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულება, ბიზნესის წარმოების სამართლებრივი მექანიზმები.კორპორაციული მართვასასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს კორპორაციული მართვის ძირითადი საფუძვლები რათა მათ ჰქონდეთ სრული წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს კორპორაციული მართვის სისტემა, რა პრაქტიკული ინსტრუმენტები ესაჭიროებათ ორგანიზაციებისა და კორპორაციების მმართველობით ორგანოებს ( სააქციო საზოგადოების დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, აქციონერებს, და ა.შ) ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობისას და ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. სტუდენტები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები, კორპორაციული მართვის საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები, მითითებები აღმასრულებელი პირებისა და საბჭოს წევრებისათვის საწარმოს მართვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებათა შესრულების შესახებ. ასევე კურსის მიზანია განუვითაროს სტუდენტს პრაქტიკული უნარ-ჩვევები რეალური კომპანიების კვლევის, შედარებითი ანალიზის მეშვეობით. მარკეტინგის საფუძვლები

Page 17: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

კურისის მიზანია სტუდენტს მისცეს მარკეტინგის ძირითადი საკითხების შესახებ ცოდნა და მისი თეორიებისა და პრინციპების კრიტიკული გააზრების უნარი, გააცნოს მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელებას გზები და მარკეტინგული გეგმის შემუშავება–განხორციელების პრინციპები. ფინანსური აღრიცხვაკურსის მიზანია გააცნობიერებინოს სტუდენტებს ფინანსური აღრიცხვის როლი და აუცილებლობა საწარმოში მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციების სისტემატიზებული დამუშავების და ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადების და ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. შეასწავლოს მათ ცალკეული ბუღალტრული მუხლების აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში მათ წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა (GAAP) და საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) დაცვით.ადამიანური რესურსების მართვასასწავლო კურსის მიზნია სტუდენტს გააცნოს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომები, მათი სპეციფიკაციები გლობალურ გარემოში და გამოუმუშაოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები. გაყიდვების მართვაკურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს გაყიდვების კონცეფცია და ტექნიკა, როგორც მარკეტინგული საქმიანობის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულება. აქცენტი გაკეთებულია ისეთი საკითხევის შესწავლაზე, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების შედეგების მაქსიმიზაციას . ასევე გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა გაყიდვების ფუნქციის დაგეგმვა და მართვა, გაყიდვების პროგნოზირება და ბიუჯეტი, პროცესის ორგანიზება და სხვა. მენეჯერული აღრიცხვაკურსის მიზანია გააცნობიერებინოს სტუდენტებს მენეჯერული აღრიცხვის როლი და აუცილებლობა საწარმოს მმართველი რგოლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელების და კონტროლის ეტაპებზე. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მენეჯერული აღრიცხვის ყველა იმ ძირითად პრინციპს, რაც უზრუნველყოფს საწარმოს ეფექტიან მუშაობას და ვლინდება დანახარჯების მინიმიზაციის ხარჯზე მოგების ზრდის ხელისშეწყობაში.მომხმარებლის ქცევაკურსი შეისწავლის თუ რა ზეგავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევა მარკეტინგულ აქტივობაზე. მისი მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ამ პროცესის ზემოქმედების ფაქტორებზე, როგორიცაა მოტივაცია, პიროვნების თეორიები, აღქმა და სწავლა, სოციალური განწყობის ფორმირება და შეცვლა, სოციალურ–კულტურულ გარემო. საბანკო საქმეკურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საბაზისო ცოდნა საბანკო საქმიანობის შესახებ და გააცნოს სფეროს ძირითადი პრინციპები და თავისებურებები, საბანკო საქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება: საბანკო ოპერაციები, მათი განხორციელების მეთოდები და მოსალოდნელი რისკები, საბანკო პროდუქტები და მათი მახასიათებლები, შიდა და გარე აუდიტი, კრედიტი და დაკრედიტების პროცესი და სხვა. კორპორაციული ფინანსებისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს კორპორაციული ფინანსების კონცეფციები, რათა მათ შეძლონ კორპორაციათა ფინანსური მდგომარეობის ანალიზის, დაგეგმვისა და შედეგების პროგნოზირების მნიშვნელობის გაცნობიერება და შეძლონ საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება პრაქტიკაში. რეალური კომპანიების კვლევა და შედარებითი ანალიზის ჩატარება. სტუდენტები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კაპიტალის ფორმირების, რეალიზაციისა და კაპიტალის ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრისა და კორპორაციის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ასევე, კორპორაციიის კაპიტალის მართვა, კორპორაციიის პროექტების ფინანსური და საინვესტიციო გადაწყვეტილებების, კაპიტალური დაბანდებების ბიუჯეტის განსაზღვრა, მოკლევადიანი და გრძელვადიანი საფინანსო გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისი საფინანსო ინსტრუმენტების შესწავლა.მარკეტინგული კვლევაამ კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტებს გააცნოს მარკეტინგული კვლევის წარმოების აუცილებლობა და საჭირო საფეხურები, კვლევის ობიექტები, ტიპები და მეთოდები. გამოუმუშავოს ჩატარებული კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი.საერთაშორისო მარკეტინგიკურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს მარკეტინგის წარმოების თავისებურებები საერთაშორისო ბაზრებზე, განიხილოს სპეციფიკური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო

Page 18: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და მარკეტინგული ოპერაციების წარმართვასთან საერთაშორისო დონეზე.ოპერაციათა მენეჯმენტისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს და მისცეს საფუძვლიანი ცოდნა ოპერაციათა მენეჯმენტის შესახებ. კერძოდ, თუ როგორ არის საწარმოო, სერვისის და სხვადასხვა სისტემის შემადგენელი კომპონენტები ერთმანეთთან დაკავშირებული ისე რომ ორგანიზაციამ შეძლოს გამართულად და წარმატებით ფუნქციონირება. ასევე სტუდენტები გაეცნობიან და შეისწავლიან ოპერაციული მენეჯმენტის მნიშვნელობას და როლს ორგანიზაციული მიზნების მიღწევის პროცესში. ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საოპერაციო სტრატეგია, პროცესის და პროდუქტის დიზაინი, ხარისხის კონტორლი, მიწოდების ჯაჭვი, საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა / ანალიზი. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტიკურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს თანამედროვე საერთაშორსიო ბიზნესისა და მისი მენეჯმენტის თავისებურებების შესახებ ფუნდამენტური ცოდნა, გააცნოს მათ საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების ასპექტები, გლობალური და რეგიონალური ინტეგრირების, კულტურული, ეკონომიკური და სხვა სტრატეგიული ფაქტორები რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ საერთაშორისო ბიზნესის წარმოებაზე.პროექტების მართვაკურსის მიზანია სტუდენტს მისცეს პროექტის მართვისათვის საჭირო ძირითადი ცნებებისა და ინსტრუმენტების ცოდნა და გამოუმუშავოს საპროექტო ამოცანების გადაწყვეტის საბაზისო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან პროექტის დაგეგმვისა და მართვის პროცესებს, პროექტის მოთხოვნების შეგროვების და პროექტის ხარისხის კონტოლის/ტესტირების მეთოდოლოგიას.სტრატეგიული მენეჯმენტიკურსი მიზნად ისახავს ორგანიზაციის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების ეფექტურად და ეფექტიანად მიღწევის სტრატეგიების და მათი მენეჯმენტის შესწავლა–გაანალიზებას. მიკროეკონომიკის პრინციპებიკურსი განიხილავს მიკროეკონომიკის საფუძვლებს. კურსის მთავარი მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს თუ როგორ იღებენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ადამიანები და ფირმები; როგორ ფუნქციონირებენ სრულყოფილი და არასრულყოფილი ბაზრები. აღნიშნული საკითხების შესწავლა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზი მიკროდონეზე და და მოახდინონ მათი სათანადო ინტერპრეტირება.მაკროეკონომიკის პრინციპებიკურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ეკონომიკის, როგორც ერთიანი სისტემის ფუნქციონირების კანონზომიერებები, ჩამოუყალიბოს მათ მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობისა და განხორციელებული პოლიტიკის შეფასების უნარი.ექსელის გაძლიერებული კურსიკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს Excel, რაც საშუალებას მისცემს მათ გამოიყენონ პროგრამა, როგორც ინსტრუმენტი ბიზნესის ამოცანების გადასაჭრელად.ინგლისური ენაკურსის მიზანია ინგლისური ენის სწავლება B2 დონეზე, ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით. კურსი მოიცავს აქტუალურ თემატიკას და მიზნად ისახავს ჩამოუყალიბოს სტუდენტებს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნისათვის რელევანტური ენობრივი უნარ–ჩვევების მთელი სპექტრი (ზეპირმეტყველება, მოსმენა, კითხვა, წერა), რომლითაც ისინი გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და განუვითარდებათ ინგლისურ ენაზე სწორად და თავისუფლად მეტყველების, აღქმა–გაგების და კორესპონდენციის წარმოების უნარები.ამასთანავე, სტუდენტები შეძლებენ დაგროვილი ცოდნის თავისუფლად გამოყენებას ინგლისურენოვანი ლიტერატურის დამუშავების და სტატიის, მოხსენების თუ პრეზენტაციის მომზადების დროს.დარგობრივი ინგლისური ენაკურსის მიზანია ინგლისური ენის სწავლება ბიზნესის კონტექსტში B2 დონეზე, ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით. დარგობრივი ინგლისურის კურსი მოიცავს ბიზნესის აქტუალურ თემატიკას და მიზნად ისახავს ჩამოუყალიბოს სტუდენტებს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნისათვის რელევანტური ენობრივი უნარ–ჩვევების მთელი სპექტრი (ზეპირმეტყველება, მოსმენა, კითხვა, წერა), რომლითაც ისინი გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და განუვითარდებათ ინგლისურ ენაზე სწორად და თავისუფლად მეტყველების, აღქმა–გაგების და კორესპონდენციის წარმოების უნარები. ამასთანავე, სტუდენტები გაიღრმავებენ ბიზნესის სპეციფიური ინგლისურის და ტერმინოლოგიის ცოდნას და

Page 19: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

შეძლებენ დაგროვილი ცოდნის თავისუფლად გამოყენებას ინგლისურენოვანი ლიტერატურის დამუშავების და სტატიის, მოხსენების თუ პრეზენტაციის მომზადების დროს.კალკულუსიკურსის მიზანია ძირითადი სპეციალობისათვის აუცილებელი საბაზისო მათემატიკური აპარატის შესწავლა. კერძოდ, ფუნქციები და მათი ტიპები, გრაფიკები და მათი თვისებები, ზღვარი, წარმოებული და ინტეგრალი, მათი შინაარსი, გამოყენების მაგალითები და კავშირი რეალურ ამოცანებთან.გამოყენებითი წრფივი ალგებრაკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს წრფივი ალგებრის საფუძვლები და ჩამოუყალიბოს მათ წრფივი ალგებრის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის ჩვევები. კურსის მიზანია აგრეთვე ჩამოუყალიბოს სტუდენტებს წრფივი ალგებრის მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა რეალური შინაარსის ამოცანების დასმის და გამოკვლევის უნარ-ჩვევები.ალბათობის თეორია და სტატისტიკასასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ძირითადი ალბათურ-სტატისტიკური მოდელები და კვლევის მეთოდები, მათი გამოყენება როგორც ბიზნეს-საქმიანობაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.ლოგიკის საფუძვლებისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ფორმალური ლოგიკის მეცნიერების ზოგადი ცნებები და მეთოდები, გამოუმუშავოს მათ ლოგიკური და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანის უნარი.ინტეგრირებული პრაქტიკული პროექტიინტეგრირებული პრაქტიკული პროექტი მიზნად ისახავს სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის ინტეგრაციას, გაფართოვებას და გაღრმავებას კონკრეტული კომპანიის ბაზაზე არსებული პრაქტიკული პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაჭრის გზების ჩამოყალიბების და შემდგომი გადაწყვეტის მეშვეობით.ინტეგრიერებული პრაქტიკული პროექტის განსახორციელებლად დაიშვება სტუდენტი, რომელსაც დაგროვებული აქვს ძირითადი სპეციალობის 162 ECTS კრედიტი. ინტეგრირებული პრაქტიკული პროექტის წარმატებით დასრულებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტს უნდა შეეძლოს ბიზნეს პრობლემის კვლევა: იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი; პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული სტრატეგიების შემუშავება, მათი შეფასება და ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა; შერჩეული სტრატეგიის განხორციელების გეგმის შემუშავება; გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნის მომზადება. ინტეგრირებული პრაქტიკული პროექტის შესაფასების დროს გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები: პროექტის რელევანტურობა და პრაქტიკული სარგებელი; პროექტის მიზნისა და ამოცანების განსაზღვრა; გამოყენებული მეთოდების შეფასება; ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და გამოყენების ხარისხი; შედეგების ადექვატურობა; დასკვნების ფორმულირება; ტექსტის ორგანიზება და სტრუქტურული განლაგება; კომუნიკაციის უნარები.თავისუფალი კომპონენტებიპროგრამით შეთავაზებული თავისუფალი კომპონენტი უზრუნველყოფს ცოდნის გაღრმავებას და დამატებითი დარგობრივი ან/და ზოგადი უნარების გამომუშავებას. სტუდენტის არჩევანიდან გამომდინარე, მან შეიძლება შეიძინოს დამატებითი ცოდნა და უნარები მსოფლიო ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, აუდიტის, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკურ–გეოგრაფიული და ისტორიული კუთხით.

გლობალური პორტფელის მენეჯემენტისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს პორტფელის მართვის სრული ციკლის თეორიული ცოდნა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების თუ ფულის მაგენერერებელი აქტივების იდენტიფიცირების, ანალიზის, შეფასების, მართვის და კონტროლის ეტაპებს მთლიანი პორტფელის დონეზე.ფინანსური ანალიზი და პროგნოზირებაკურსის მიზანია სტუდენტებს გაურღმავოს ცოდნა ფინანსური აღრიცხვის სტანტარტებში, შესაძლებლობა მისცეს მათ გაანალიზონ და შეაფასონ სტანდარტების ძლიერი და სუსტი მხარეები, სტანდარიტიზაციით გამოწვეული უზუსტობები ფინანსური ანგარიშგებების ანალიზის დროს. ასევე გამოუმუშავოს ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შეფასებისა და პროგნოზირების უნარი.

Page 20: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ინოვაციების მენეჯმენტისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ინოვაცია (პროდუქტი და პროცესი), ინოვაციური პროდუქტების კომერციალიზაციის თავისებურებები და სტრატეგიები, ინოვაციური პროცესების დაგეგმვა და მართვა ორგანიზაციაში. კარიერის დაგეგმვის სტრატეგიებისასწავლო კურსის მიზნია სტუდენტს გააცნოს კარიერის დაგეგმვის თანამედროვე მიდგომები, როგორიცაა თვითშეფასება, კარიერის სხვადასხვა მიმართულების კვლევა, სწორი არჩევანის გაკეთება. მისცეს მას პრაქტიკული ცოდნა ეფექტური რეზიუმეს და სამოტივაციო წერილების მოსამზადებლად, ასევე იყოს მზად ინტერვიურების პროცესისათვის. კონფლიქტები და მოლაპარაკებების ტექნიკაკურსის მიზანია სტუდენტებს გამოუმუშავოს კონფლიქტების მართვის და მოლაპარაკებების წარმოებისათვის აუცილებელი უნარ ჩვევები, როგორც სტრატეგიულ ასევე ტაქტიკურ დონეზე. აქცენტი გაკეთებულია პროცესის ეფექტურად და სრულყოფილად დაგეგმისათვის საჭირო საკითხებზე. შიდა აუდიტი - მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობაკურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს თანამედროვე შიდა აუდიტის კონცეფციის ფუნდამენტური ცოდნა და მასთან დაკავშირებული უნარ ჩვევები, შეასწავლოს მათ შიდა აუდიტის, როგორც მარწმუნებელი ასევე საკონსულტაციო საქმიანობის, განხორციელების მეთოდები და პრაქტიკული მაგალითები. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა სასწავლო კურსის მიზანია ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას სტუდენტებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის რაობის, მისი ჩამოყალიბების ისტორიისა და წინაპირობების, კონკრეტული კომპანიისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის, აგრეთვე ამ სფეროში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების შესახებ; გააცნოს სტუდენტებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ინსტრუმენტები, აგრეთვე კონკრეტული ბიზნეს კომპანიიის საქმიანობაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების დანერგვისა და განხორციელების მექანიზმები.ლიდერობა და მენეჯერული უნარების განვითარებაკურსის ძირითადი მიზანია სტუდენტის მენეჯერული და ლიდერული უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ თავიანთ სამუშაო ორგანიზაციებში დაკისრებული ფუნქციების ეფეტურად და ეფექტიანად განხორციელება. მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM)კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯმენტის ფუნდამენტური თეორიული ცოდნა და განუვითაროს მათ CRM- ის პრაქტიკაში განხორციელების უნარები. სტრატეგიული მარკეტინგისტრატეგიული მარკეტინგის კურსის მიზანია მარკეტინგული კონცეფციების ინტეგრირება. ეს კურსი მოიცავს მარკეტინგული სტრატეგიის განვითარების სრულყოფილი საშუალებების შესწავლას. სტუდენტებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ მარკეტინგული პრინციპების ცოდნა ძირითადი მარკეტინგული პრობლემების იდენტიფიკაციის, ანალიზისა და დასკვნების გამოტანის მიზნით. კურსი დაფუძნებულია რეალური კომპანიების რეალურ ბიზნეს სიტუაციებზე, რომელთა შესწავლისას სტუდენტები განიხილავენ კომპანიაში არსებულ მარკეტინგულ სიტუაციას და იმუშავებენ რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია მოცემული სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ.საგადასახადო სამართალისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შესძინოს ბიზნეს საქმიანობისთვის აუცილებელი საგადასახადო სამართლის მარეგულირებელ ნორმების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი. სოციოლოგიის საფუძვლებისასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საშუალება შეიძინონ ცოდნა სოციოლოგიის მეცნიერების თეორიული საფუძვლების, ძირითადი ცნებებისა და კატეგორიების და მათი ფუნქციონირების კანონზომიერების შესახებ; გაუჩინოს მათ საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროცესების და ინდივიდთა შორის ურთიერთობების შეფასებისა და ანალიზის უნარი; აუხსნას სოციოლოგიური კვლევის დანიშნულება და მნიშვნელოვნება.ფსიქოლოგიის საფუძვლებიკურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს ფსიქოლოგიის საფუძვლებს, ცხოვრებისეულ და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონზომირებებს (აზროვნება, მეხსიერება, შემეცნება, მეტყველება და კომუნიკაციის საკითხები), შეეძელოს ადამიანთა ტიპოლოგიის აღწერა. გაეცნოს ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობებს, ფსიქოლოგიის ძირითად პრინციპებს. კურსი ასევე მოიცავს პიროვნების ფსიქოლოგიისა და ქცევის ფსიქოლოგიის პრობლემებს და სხვა.

Page 21: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

მსოფლიო ეკონომიკური გეოგრაფიამსოფლიო ეკონომიკური გეოგრაფიის სასწავლო კურსის მიზანია, მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ანალიზის საფუძველზე, სტუდენტს შეასწავლოს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თავისებურებები და მსოფლიოს რეგიონებისა თუ ქვეყნების ძირითადი სოციალურ–ეკონომიკური მახასიათებლები; გააცნოს მსოფლიოში მიმდინარე და მოსალოდნელი დემოგრაფიული მოვლენები და პროცესები, ასევე მსოფლიო მეურნეობის ძირითადი მახასიათებლები. შესასწავლი საგნის მეშვეობით შესაძლებელია, თვალსაჩინოდ წარმოჩინდეს პრობლემები და მათი რეგიონალური სახესხვაობანი, რომლებიც უკავშირდება ადამიანის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ეკოლოგიურ საქმიანობას ლოკალურ, რეგიონულ და ასევე გლობალურ დონეზე.მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაკურსი მიზნად ისახავს სტუდენტს ჩამოუყალიბოს მოვლენების ისტორიული ხედვის და კრიტიკული გააზრების უნარი, მისცეს ზოგადი წარმოდგენა მსოფლიო ისტორიის ძირითად ეტაპებზე და საკვანძო საკითხებზე. წინამდებარე კურსის მიზანია, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების და პროცესების კანონზომიერებებისა და თავისებურებების გამოვლენა ისტორიულ ჭრილში. კულტურათა დიალოგი - შუმერი და ქართველური სამყაროსასწავლო კურსის მიზანია შესძინოს სტუდენტს ცოდნა პირველი, შუმერული ცივილიზაციის შესახებ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს თანამედროვეობას, ჩამოუყალიბოს მას პირველი სახელმწიფოს შექმნის სრული სურათი მისთვის დამახასიათებელი თვისებებით: მეფის (პატესის) ინსტიტუტი, საზოგადოების სოციალურ ფენებად სტრატიფიკაცია, ვაჭრობა, კანონმდებლობა, ხელოსნობა, რელიგიური ინსტიტუტები და ჯარი, მისცეს ცოდნა კაცობრიობის კულტურული წინსვლის ნელი, მაგრამ შეუქცევადი პროცესის შესახებ, რომელიც სათავეს იღებს შუმერთა მეცნიერებისა და კულტურის მიღწევებიდან: მათემატიკა, ასტრონომია, მედიცინა, არქიტექტურა, განათლების სისტემა პირველი სკოლებით, მდიდარი ლიტერატურა განსხვავებული ჟანრებით, პირველი ლექსიკოგრაფიული ნაშრომები და, რაც მთავარია, პირველი დამწერლობა, განუვითაროს სტუდენტს ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები ძველი და დღეს მიმდინარე პროცესების სწორი ანალიზისა და სწორი დასკვნების გამოტანის საფუძველზე, გააცნოს მას პირველ, შუმერულ ცივილიზაციასა და ქართველურ სამყაროს შორის არსებული მნიშვნელოვანი ლინგვისტური და კულტუროლოგიური მსგავსებანი, რაც ხელს შეუწყობს სწორი ეთნოფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას, მიეხმარება საკუთარი თავისა და ეთნოსის ადგილისა და როლის განსაზღვრაში თანამედროვე სამყაროში. სასწავლო გეგმასაბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი წელი და მოიცავს 240 ECTS კრედიტს. 1 ECTS= 25 საათს. აკადემიური წელი იყოფა ორ სემესტრად. თითოეული სემესტრის ხანგრძლივობაა 19 კვირა.

Page 22: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაპროგრამის დეტალებიპროგრამის მოცულობა: 240 ECTS კრედიტიმისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის ბაკალავრისწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებითპროგრამის ხელმძღვანელი: მაქსიმ იავიჩი

პროგრამის მიზნებიპროგრამის მიზანია მოამზადოს ინფორმატიკის დარგის მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი, ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ დარგის ფართო ცოდნასა და ზოგად უნარებს, ინფორმაციული სისტემებისა და პროგრამული ინჟინერიის კონკრეტულ და სიღრმისეულ ასპექტებს, კერძოდ ინფორმაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევის, დანერგვისა და მართვის უნარებს. ზემოაღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, პროგრამის ქვემიზნებს წარმოადგენს შემდეგი ტრანსფერული უნარების განვითარება: კონცეპტუალური, სისტემური და სტრატეგიული ხედვის, მიზნების ჩამოყალიბების უნარი; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის უნარი; კონკურენტულ, დინამიურ და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის, მიზნის ჩამოყალიბებისა

და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; კრეატიული და ლოგიკური აზროვნების უნარი; დარგობრივი და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც

მშობლიურ, ასევე ინგლისურ ენაზე; პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი ნორმების გაცნობიერება და დაცვა.

პროგრამაზე დაშვებაპროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;პროგრამაზე დაიშვება მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან მასთან გათანაბრებულ პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნული გამოცდებს; ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად აუცილებელია მხოლოდ ინგლისური ენის ჩაბარება. მეოთხე არჩევითი საგანია მათემატიკა. აღნიშნული საგნებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.პროგრამაზე განსხვავებული წესით ჩარიცხვა (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე/მობილობა) რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.სწავლების შემდგომი საფეხურისაბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდეგ საფეხურზე მაგისტრატურაში.დასაქმების სფერო საჯარო და კერძო სექტორის შრომის ბაზრის კვლევამ გამოავლინა ინფორმატიკის სპეციალობის კურსდამთავრებულთა დასაქმების ფართო სპექტრი: Java დეველოპერი; IT პროექტების მენეჯერი; ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი; ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; NET. დეველოპერი; სისტემის უმცროსი ანალიტიკოსი; რისკების ანალიტისკოსი და სისტემის მენეჯერი; IT სამსახურის სეპციალისტი; ვებ დეველოპერი; და ა.შ.გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის მიზანს წარმოადგენს ინფორმატიკის დარგის შემდეგი ქვედარგების: ინფორმაციული სისტემების და პროგრამული ინჟინერიის გაღრმავებული სწავლება,

Page 23: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ამასთან კურსდამთავრებულს აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით საბაზისო ცოდნა, მას შეეძლება დაიკავოს ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიცია ნებისმიერ ბიზნეს ორგანიზაციაში, ასევე ინფორმაციული სისტემების როგორც მენეჯერის, ასევე დეველოპერის პოზიცია. სწავლის შედეგებისაგანმანათლებლო პროგრამის მიზნებიდან და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე განისაზღვრა პროგრამის სწავლის შედეგები:

ა) ცოდნა და გაცნობიერება მათემატიკის ისეთი ფუნდამენტური საკითხების ცოდნა, როგორიცაა ფუნქცია, ზღვარი, წარმოებული, ინტეგრალი, რიცხვები და სიმრავლეები, მატრიცები, წრფივ განტოლებათა სისტემები, ვექტორები და ვექტორული სიდიდეები, გრაფები და გრაფთა თეორია, წრფივი ოპტიმიზაციის ამოცანები, ალბათობისა და სტატისტიკის საბაზისო ცნებები, კონცეფციები და ძირითადი თეორემები. ასევე, მათემატიკური მოდელირების არსი და მნიშვნელობა, მათემატიკური მოდელირების ძირითადი ეტაპები, მათემატიკური მოდელების ტიპები, მათი აგებისა და გამოკვლევის მეთოდები.საინფორმაციო ტექნოლოგიების დანიშნულება; თანამედროვე ტენდენციები კომპიუტერულ ინდუსტრიაში; კავშირი კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფასა და კომპიუტერის მყარ მოწყობილობებს შორის; კომპიუტერის არქიტექტურა, კომპიუტერში რიცხვების წარმოდგენის წესები; კომპიუტერის პროცესორში მიმდინარე პროცესები, მათი ლოგიკური კავშირები და გამოყენებული ციფრული მოწყობილობები; მეხსიერების იერარქიის მნიშვნელობა კომპიუტერის შემადგენლობაში და მისი გავლენა კომპიუტერის ეფექტურ მუშაობაზე; შემნახველი მოწყობილობები; შეტანა-გამოტანის მოწყობილობები და მათი მუშაობის პრინციპები.სხვადასხვა ოპერაციული სისტემები, მათ შორის ძირითადი მსგავსებები და განსხვავებები; ძირითადი რისკები და უსაფრთხოების ტექნიკები.ქსელების არქიტექტურა, მოწყობილობების ქსელში ურთიერთქმედების მექანიზმები, ქსელის პროტოკოლის ყველა დონის შესაბამისი პროცესები, ძირითადი პროტოკოლები და თითოეული მათგანის დანიშნულება, IP დამისამართება და მათი დანიშნულება, კლიენტ–სერვერის სტრუქტურა, ვებ ბრაუზერები და მათი მუშაობის პრინციპები.MS Excel-თან და VBA-სთან მუშაობის პრინციპები, მარკირების ენები: XML და HTML, კასკადური სტილების ცხრილები (CSS), სკრიპტული ენები: JavaScript, AJAX.მონაცემთა ბაზის სტრუქტურა და მისი აგების მექანიზმები, მონაცემთა ბაზების მმართველი სისტემები (DBMS), სტრუქტურიზებული მოთხოვნები (structured queries), მონაცემთა ბაზების დაკავშირება, დათვალიერება და გაერთიანება, მონაცემების მოდელირება და ნორმალიზაცია, კლიენტ/სერვერულ გარემოში და ტრანზაქციების დამუშავება, Microsoft Access-ის და SQL ძირითადი ფუნქციები და ოპერაციები.ალგორითმების მნიშვნელობა თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებში და ზოგადად კომპიუტერულ ინდუსტრიაში; სხვადასხვა ტიპის ალგორითმები, მათი აგებისა და ანალიზის მეთოდები; დინამიური პროგრამირების საფუძვლები და მაგალითები.ინფორმაციის უსაფრთხოების მნიშვნელობა და გამოწვევები; კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა; ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის ზოგად კონტექსტში ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის გამოყენებული კრიპტოგრაფიული ალგორითმების მნიშვნელობა; იდენტიფიკაციისა და ავტორიზაციისთვის გამოყენებადი წვდომის კონტროლის მექანიზმები; ფიზიკური უსაფრთხოების მნიშვნელობა; პროგრამაზე დაფუძნებული ვირუსები; გავრცელებული პროგრამული უსაფრთხოების საკითხები; რისკის შეფასების პროცესი IT უსაფრთხოების ზოგად კონტექსტში.ზოგადი და პროფესიული ეთიკის ძირითადი ნორმები, კონფიდენციალობისა და პირადი ინფორმაციის დაცვის წესები.მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები; ბიზნესის წარმოების სამართლებრივ გარემოს საბაზისო საკითხები; ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის საბაზისო საკითხები: საწარმოში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული დამუშავება, ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა; ფინანსური ანგარიშგების ანალიზის ხერხები და მეთოდები; ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა და აუცილებლობა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესში, ბიუჯეტირების პრინციპი და სხვადასხვა ტიპის ბიუჯეტის მომზადება; მენეჯერული აღრიცხვის როლი საწარმოს ეფექტინად მართვასა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;ოპერაციების როლი ორგანიზაციებში და მათი კავშირი სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებთან; ოპერაციათა მართვის საფუძვლები, პროცესების მნიშვნელობა და არსი; ორგანიზაციის საწარმოო რესურსები და მათი მართვის მეთოდები; ხარისხი, ხარისხის მართვა, ხარისხის მართვის მეთოდები, მომხმარებელთან ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპები და CRM-ის სხვადასხვა მოდელი.კომპანიის არქიტექტურა და კავშირი პროგრამულ, ტექნოლოგიურ და გადაწყვეტილების არქიტექტურებს შორის; ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი ბიზნესის მიზნების მიღწევაში და

Page 24: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

სტრატეგიების ჩამოყალიბებასა და წარმოდგენაში; კომპანიის რესურსების დაგეგმვის სისტემა; პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევის პროცესი; ERP სისტემების მნიშვნელოვანი კომპონენტები; ინფორმაციული სისტემები და მათი როლი; მონაცემთა ტიპები, მონაცემთა მართვის ტექნოლოგიები, მართვის ინფორმაციული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები; ელექტრონული მმართველობის არსი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სარგებელი და რისკები სახელმწიფო მმართველობაში.პროგრამირების ძირითადი კონცეფციები; პროგრამირების ენების ევოლუცია და ძირითადი მახასიათებლები; პროგრამირების ენების ფართოდ გავრცელებული ტიპები: ტიპური პროგრამირება, ფუნქციონალური პროგრამირების ენა, იმპერატიული პროგრამირება, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, სკრიპტინგი, ლოგიკური პროგრამირება. პროგრამირების ენების საერთო და განმასხვავებელი ფაქტორები; პროგრამული კოდის ერთეულების/ბრძანებების დასახელებების სტანდარტები, კოდის კომენტირების სტილი, კოდის დოკუმენტირება.ქსელური პროგრამირების ძირითადი ელემენტები: ნაკადები და მათი გადაცემის მეთოდები, მონაცემთა ტრანსპორტირების მეთოდები. მობილური აპლიკაციები და ძირითადი პლატფორმები.პროგრამირების ენები: C++, ობიექტზე ორიენტირებული ენა C++, JAVA.პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის არსი, პროგრამული უზრუნველყოფის შედგენის ეტაპები და მეთოდები, შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის შეფასების მეთოდები, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მნიშვნელობა, შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის განხორციელების მექანიზმები, დოკუმენტების პაკეტის შედგენის მეთოდები. IT პროექტის დაგეგმვა და მართვის ძირითადი პრინციპები.

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი რეალური ამოცანის შეფასება, ამოცანის ფიზიკური მახასიათებლების მათემატიკური პარამეტრებით აღწერა, მათ შორის კავშირების დადგენა და მათემატიკურ განტოლებებში ასახვა, მიღებული მათემატიკური მოდელის შეფასება და მისი ამოხსნა შესაბამისი მეთოდით, შედეგის ანალიზი და რეალური სიტუაციის პროგნოზირება, დასმული პრობლემისთვის მათემატიკური აპარატის გამოყენება (მაგ. ექსტრემალური ამოცანების გადაჭრა, გრაფებისა და ხეების აგება, სხვაობიანი განტოლებების ამოხსნა ცნობილი მეთოდებით, სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ა.შ.);MS Excel-ში ელექტრონული ცხრილების შედგენა, ცხრილების ფორმატირება, ფუნქციებისა და ფორმულების გამოყენება, მონაცემების დალაგება და სორტირება, დიაგრამებისა და გრაფიკების აგება, მაკროსების შექმნა-გაშვება და VBA-ს გამოყენებით მაკროსების რედაქტირება.მარტივი ბრძანებების და რიცხვების აპარატული უზრუნველყოფის ენაზე ჩაწერას; პროცესორის მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრას; შენახვისა და შეტანა/გამოტანის მოწყობილობების მახასიათებლების ანალიზს და სწორად შერჩევას. ოპერაციული სისტემების უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შეფასება; უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილება.ქსელის ძირითადი პრინციპების დაცვით პროტოკოლების გამოყენება და მცირე ზომის ორგანიზაციისთვის ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმარება. ინტერნეტ გარემოში მუშაობა და ვებ–გვერდების შექმნა.მონაცემთა ბაზის შექმნა, რედაქტირება და მართვა. Microsoft Access-ში და SQL-ში მონაცემთა ბაზების დაპროექტება, ტესტირება, განახლება.სხვადასხვა ტიპის ალგორითმების აგება და შეფასება, მათი გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში. დიდი განზომილების მონაცემების ძებნა, მოპოვება და დამუშავება;ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული სტრატეგიის შემუშავებაორგანიზაციული მიზნების მისაღწევად მენეჯმენტის პრინციპების გამოყენება, ბიზნესის სფეროში წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გაანალიზება და სამართლისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი მეთოდის გამოყენებით პრობლემის იდენტიფიცირება.ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; ფინანსური ანგარიშგების გაანალიზება და ინტერპრეტაცია სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; დანახარჯების აღრიცხვის მეთოდების გამოყენება და შესაბამისი ბუღალტერიის წარმოება; საოპერაციო, კაპიტალური და ფულადი ბიუჯეტების მომზადება;ოპერაციების მართვის პროცესის სხვადასხვა ფაქტორებთან მიმართებაში ანალიზი, როგორიცაა მწარმოებლურობა, სამუშაოს დაგეგმვა, ხარისხსი და სხვა; ორგანიზაციის საწარმოო რესურსების ანალიზი და მართვა; მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება და მომხმარებელთან ურთიერთობების პროცესების ავტომატიზაციაში ჩართვა.კომპანიის ბიზნეს სისტემებისა და პროცესების ჩამოყალიბება, მისი შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფისათვის. კომპანიის რესურსების დაგეგმვის სისტემის შერჩევა და გამოყენება.საკუთარი საქმიანობის სფეროში დასმული ამოცანების გადასაწყვეტად შესაბამისი ინფორმაციული სისტემის შერჩევა ინფორმაციული სისტემების ძირითადი მახასიათებელი პარამეტრების მიხედვით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისას თანმხლები რისკების იდენტიფიკაცია და მათი აღმოფხვრის შესაძლო გადაწყვეტა.

Page 25: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ძირითადი სტრუქტურისა და კომპონენტების განსაზღვრა პროგრამირების ენებში და პროგრამირების ენების ფუნდამენტური თვისებების აღწერა. ფაქტორებისა და ბრძანებების განსაზღვრა, რომლებიც გავლენას ახდენს პროგრამირების პროცესზე. პროგრამირების ენების კლასიფიკაცია.მარტივი მობილური აპლიკაციების შექმნა სხვადასხვა პლატფორმისთვის.პროგრამული კოდების შექმნა C++ და Java პროგრამირების ენებზე.პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად UML–ის როგორც მოდელირების ენის გამოყენება, პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტირება-დოკუმენტების პაკეტის შედგენა და მიმოხილვა.IT პროექტის გეგმის შექმნა; IT პროექტის ბიზნეს-ანალიზის დოკუმენტის შექმნა; IT პროექტის სისტემური მოთხოვნების დოკუმენტის შექმნა; IT პროექტის ხარისხის მართვის/ტესტირების სწორი მეთოდოლოგიის განსაზღვრა და გამოყენება; IT პროექტის დაგემგვასა და მართვაში Microsoft Project-ის გამოყენება.

გ) დასკვნის უნარი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება, და ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით; ეფექტური, დასაბუთებული დასკვნის/დასკვნების ჩამოყალიბება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადების უნარი; აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარი; პრობლემის იდენტიფიცირების, დასმისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი. დასმული ამოცანის შეფასება და მის გადასაწყვეტად საჭირო ალგორითმისა და პროგრამირების ენის შერჩევა. კიბერ სივრცის რისკების დონის შეესატყვისება ორგანიზაციასთან და შესაბამისი ტიპის რეაგირების შერჩევა.

დ) კომუნიკაციის უნარი როგორც მშობლიურ, ასევე ინგლისურ ენაზე რუტინული, დამარწმუნებელი და უარყოფითი წერილების შემუშავება და დაწერა; საქმიანი პრეზენტაციის დაგეგმვა, შემუშავება და ჩატარება; კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მესიჯის ვერბალურად და არავერბალურად მიწოდება; კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით კონფლიქტების გადაწყვეტა; მოსმენისა და მოსმენის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება; ეფექტური უკუკავშირის დამყარება; იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ ელექტრონული ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავება;ჯგუფებთან და ინდივიდებთან ეფექტური კომუნიკაციისათვის თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;IT პროექტის დამკვეთებთან თუ შიდა მენეჯმენტთან პროექტის მიმდინარეობის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირების და შესაბამისად პრეზენტაციის უნარი;

ე) სწავლის უნარი სტუდენტი შეძლებს საჭირო ინფორმაციის მოძიებას, ინფორმაციის დამუშავებას, ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობას, თანამედროვე ტენდენციებზე თვალყურის მიდევნებას და ცოდნის რეგულარულად განახლებას; საკუთარი სწავლის პროცესის სწორად და თანმიმდევრობით დაგეგმვას, დროის ეფექტურ განაწილებას; საკუთარი მიღწევების ობიექტურად და მრავალმხრივად შეფასებას; იზრუნოს საკუთარი ცოდნის მუდმივად და თანამიმდევრულად შემოწმება-გაუმჯობესებაზე ზრუნვას; შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრას;

ვ) ღირებულებები სტუდენტი მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლებს დაიცვას პროფესიული ეთიკა, საკუთარი და სხვისი საკუთრების უფლებები; დაიცვას ორგანიზაციის ფარგლებში ეთიკური ნორმები და გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელოს სოციალური პასუხისმგებლობებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით.

სასწავლო კომპონენტებიძირითადი სპეციალობა თავისუფალი კომპონენტებისასწავლო კურსები ინტეგრირებული პროექტი

218 ECTS 10 ECTS 12 ECTS240 ECTS კრედიტი

Page 26: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

სასწავლო კურსებიკალკულუსიკურსის მიზანია ძირითადი სპეციალობისათვის აუცილებელი საბაზისო მათემატიკური აპარატის შესწავლა. კერძოდ, ფუნქციები და მათი ტიპები, გრაფიკები და მათი თვისებები, ზღვარი, წარმოებული და ინტეგრალი, მათი შინაარსი, გამოყენების მაგალითები და კავშირი რეალურ ამოცანებთან.დისკრეტული მათემატიკაკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს სიმრავლეთა და რიცხვთა თეორიის, მათემატიკური ლოგიკის, გრაფების თეორიის და ალგორითმული მეთოდების საფუძვლები, განუვითაროს მათემატიკური მსჯელობის,დასმული ამოცანისთვის ალგორითმის შედგენისა და შესაბამისი ლოგიკური დასკვნების გამოტანისუნარები.გამოყენებითი წრფივი ალგებრაკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს წრფივი ალგებრის საფუძვლები და ჩამოუყალიბოს მათ წრფივი ალგებრის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის ჩვევები. კურსის მიზანია აგრეთვე ჩამოუყალიბოს სტუდენტებს წრფივი ალგებრის მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა რეალური შინაარსის ამოცანების დასმის და გამოკვლევის უნარ-ჩვევები.ალბათობის თეორია და სტატისტიკასასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ძირითადი ალბათურ-სტატისტიკური მოდელები, კვლევის მეთოდები და გამოყენება როგორც ბიზნეს-საქმიანობაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.მათემატიკური მოდელირებაკურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა დარგის პროცესების და მოვლენების მათემატიკური ცნებების და ტერმინების საშუალებით აღწერის და რეალური პროცესების შესასწავლად გამოთვლითი მათემატიკის მეთოდების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. კონკრეტული პროცესების შემთხვევაში განხილული იქნება მათემატიკური მოდელების აგების ძირითადი ეტაპები, პრინციპები და ის პრობლემები, რომლებიც თან ახლავს რეალური პროცესების ფორმალიზაციას მათემატიკური მეთოდების გამოყენებით.ეფექტური საქმიანი კომუნიკაციასასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მომავალ დამქირავებელთან/დამქირავებლებთან და ბიზნეს–პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის დაამყარებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, რაც გამოიხატება: სხვადასხვა ბიზნეს კონტექსტში ბიზნეს კომუნიკაციების ელემენტების გაგებასა და

დემონსტრირებაში;  წერილობით და ზეპირად მოცემული ბიზნეს ამოცანებისა და მესიჯების შეფასებისა და შესაბამის

კონტექსტში ანალიზში; ბიზნეს მესიჯების შესაბამის ფორმად გარდაქმნაში და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში;ინფორმაციის დამუშავების და მიწოდების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით პოტენციურ დამქირავებელთან საკუთარი თავის წარდგენის შესაძლებლობებში.დარგობრივი ინგლისური ენაკურსის მიზანია ინგლისური ენის სწავლება ინფორმატიკა/კომპიუტინგის კონტექსტში B2/2-C1/1 დონეზე, ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით.დარგობრივი ინგლისურის კურსი მოიცავს ინფორმატიკის აქტუალურ თემატიკას და მიზნად ისახავს ჩამოუყალიბოს სტუდენტებს ინგლისური ენის B2/2-C1-1 დონეზე ცოდნისათვის რელევანტური ენობრივი უნარ–ჩვევების მთელი სპექტრი (ზეპირმეტყველება, მოსმენა, კითხვა, წერა), რომლითაც ისინი გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და განუვითარდებათ ინგლისურ ენაზე სწორად და თავისუფლად მეტყველების, აღქმა–გაგების და კორესპონდენციის წარმოების უნარები.ამასთანავე, სტუდენტები გაიღრმავებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისათვის სპეციფიური ინგლისურის და ტერმინოლოგიის ცოდნას და შეძლებენ დაგროვილი ცოდნის თავისუფლად გამოყენებას ინგლისურენოვანი ლიტერატურის დამუშავების და სტატიის, მოხსენების თუ პრეზენტაციის მომზადების დროს.საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულირებაამ თვალსაზრისით კურსის სწავლებისას განხილული იქნება სამართლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტუალური საკითხები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და საკუთრების უფლება, სამეწარმეო ურთიერთობები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, სახელმწიფო მართვის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, საინფორმაციო ბიზნესის წარმოების სამართლებრივი თავისებურებანი.ექსელი და ვიზუალ ბეისიკი აპლიკაციებისათვის

Page 27: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს Excel პროგრამა, VBA-ს და Macros-ის გამოყენებით, რაც საშუალებას მისცემს მათ გამოთვალონ სხვადასხვა ვირტუალური ამოცანა და ეფექტურად გამოიყენონ ამოცანის შესრულებისათვის საჭირო რესურსები.კომპიუტერის არქიტექტურა და ორგანიზაციაკურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს კომპიუტერული ტექნოლოგიების ისტორია და თანამედროვე მიდგომები. მისცეს მათ სიღრმისეული ცოდნა კომპიუტერის არქიტექტურაზე, გააცნოს მისი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, პროცესორის არითმეტიკა და მუშაობის პრინციპი, ფონ ნიუმანის არქიტექტურა, გამტარები, მეხსიერების მართვა, შენახვა და შეტანა/გამოტანის მოწყობილობები. აპარატული უზრუნველყოფის ენის სტრუქტურა და ძირითადი ბრძანებები.ოპერაციული სისტემებიმოცემული კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე ოპერაციულ სისტემებს. აქცენტი გაკეთდება UNIX-ის ბაზაზე აგებულ ოპერაციულ სისტემებზე, ასევე შეისწავლება ალტერნატიული სისტემა WINDOWS. კურსი მოიცავს თანამედროვე ოპერაციული სისტემების სტრუქტურის მიმოხილვას, თანამედროვე კომპიუტერის ისტორიას, ოპერაციული სისტემის ძირითად კომპონენტებს. ასევე განიხილება დარგის შედარებით სიღრმისეული საკითხები, მეხსიერების განაწილებისა და ფაილის შეტანა/გამოტანის ჩათვლით. კურსის დასკვნითი ნაწილში განიხილება სისტემური უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხები.კომპიუტერების კომუნიკაცია და ქსელებიკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, ლოკალური და გლობალური (ინტერნეტ) ქსელების არქიტექტურა. გააცნოს მათ ე.წ. ქსელური დონეების კონცეფცია, სხვადასხვა დონის პროტოკოლები, ქსელებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები.ვებ სისტემები და ტექნოლოგიებიკურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს იმ აპლიკაციების სტრუქტურა და დიზაინი, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ვაწარმოოთ ოპერაციები მსოფლიო ქსელის (WWW) მეშვეობით. შეასწავლოს მათ ინტერნეტ და ვებ პროტოკოლების ძირითადი საფუძვლები, განსხვავებული არქიტექტურა, რომლებსაც ვებ აპლკაციები იყენებენ. ჰიპერ ტექსტის მარკირებისა და სკრიპტული ენები.მონაცემთა ბაზებიკურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს და შეასწავლოს მონაცემთა დამუშავების მოდელები და სისტემები. ფუნდამენტური კონცეფციები, რომელიც საჭიროა მონაცემთა ბაზების შექმნა/გამოყენებისთვის: მონაცემთა ბაზები და მათი მომხმარებლები, მონაცემთა ბაზების არქიტექტურა, საბაზისო SQL, რთული მოდელები, EER, პრაქტიკული მონაცემთა ბაზების მოდელები და UML, სქემების მოდიფიკაცია და სხვა.პროფესიული ეთიკაკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ეთიკური საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ინფორმატიკის დარგში პროცესების წარმართვასთან. ძირითადი აქცენტები გაკეთებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საავტორო უფლებები, პატენტი, კონფიდენციალურობა, ხარისხი, პატიოსნება და გულისხმიერება კლიენტის საჭიროებებისადმი. ამასთანავე დარგში დასაქმებული ადამიანების პასუხისმგებლობებზე და ვალდებულებებზე.ინფორმაციული უსაფრთხოებაკურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს და შეასწავლოს ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაციის უსაფრთხოების საფუძვლები, კომპიუტერის უსაფრთხოების დებულებები, წვდომის სამართავი მექანიზმები, კრიპტოგრაფიული ალგორითმები, კომპიუტერული პროგრამების უსაფრთხოება, ფიზიკური უსაფრთხოება, უსაფრთხოების მენეჯმენტი და რისკების შეფასება.ალგორითმებიკურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სხვადასხვა ალგორითმები და შეასწავლოს მათი პრაქტიკაში გამოყენება, ძირითადი ალგორითმული სტრატეგიები და მიდგომები დასახული ამოცანის გადასაჭრელად, ალგორითმების შეფასებისა და ანალიზის მეთოდები. პროგრამირების ენებიკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პროგრამირების ენის დიზაინი, მისი სინტაქსი და სემანტიკა. გააცნოს სხვადასხვა ტიპის პროგრამირების ენები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.IT პროექტის მართვაკურსში შეისწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) პროექტების მართვის ციკლი, IT პროექტის წამოწყება, პროექტის შინაარსის მართვა, პროექტის ვადების, ხარჯების და რესურსების სწორი დაგეგმვა, პროექტის განხორციელებადობის კვლევის ჩატარება, პროექტში დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და მუშაობა, სისტემების ფუნქციონალური, ტექნიკური, წარმადობის და უსაფრთხოების მოთხოვნების შეგროვების მეთოდოლოგიები, IT პროექტების რისკების იდენტიფიკაციის და მართვის პროცესები, პროგრამული პროდუქტის ხარისხის კონტროლის/ტესტირების მეთოდოლოგია,

Page 28: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

პროექტის გუნდის შედგენის და მართვის პროცესები, პროექტის შესრულების ფაზის კონტროლი და მენეჯმენტთან ანგარიშგება, აგრეთვე პროექტის დასრულების/დახურვის პროცესები.ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებიკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და ჩამოუყალიბოს მათ პრაქტიკული ამოცანების დასმის, გამოკვლევის და ამოხსნის უნარ-ჩვევები.

ინფორმაციული სისტემებიკურსის მიზანია ჩამოუყალიბოს სტუდენტს ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტებემის აღქმა ორგანიზაციულ კონტექსტში; გააცნოს და შეასწავლოს სისტემური ანალიზისა და დიზაინის/ფორმირების სხვადასხვა საშუალება; გააცნოს სისტემური განვითარების პროცესში გამოყენებადი სხვადასხვა მეთოლოგია.კომპანიის არქიტექტურაკურსის მიზანია შესწავლოს სტუდენტებს კომპანიის აქრიტექურა, რაც გულისხმობს და მოიცავს IT-სა და ბიზნეს სტრატეგიას შორის სინერგიის ძირითად ასპექტებს, ყურადღება გაამახვილოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადაწყვეტილების არქიტექტურა(solution architecture), ტექნოლოგიური არქიტექტურა(technology architecture) და ბიზნეს არქიტექტურა.კომპანიის რესურსების დაგეგმვის სისტემებიკურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტს ორგანიზაციის რესურსების მართვის სიტემების ფუნქციონალობის, მათი შერჩევისა და დანერგვის თავისებურებები ორგანიზაციის ძირითადი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისათვის.ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ორგანიზაციის რესურსების მართვის სისტემების შექმნისა და ევოლუციის ისტორია და მათი

სამომავლო განვითარების ისტორია. ორგანიზაციის მართვის ძირითადი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის სარგებელისა და

ეფექტურობის განსაზღვრა ორგანიზაციის ისეთი ძირითადი ფუნქციონალების აღწერა, როგორიცაა ფინანსები, მომარაგება და

ლოგისტიკა, გაყიდვები და მარკეტინგი, წარმოება, ადამიანური რესურსების მართვა.კურსში მოცემულია მართვის ინფორმაციული სისტემების გაყიდვის, შერჩევის, შემუშავების, დანერგვისა და ექსპლოატაციის სრული ციკლის აღწერა და ამ პროცესში საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების ანალიზი და მოთხოვნები, აგრეთვე ორგანიზაციული ცვლილებების მართვა. ელექტრონული მმართველობაკურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ელექტრონული მმართველობა და მასთან დაკავშირებული ცნებები. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სახელმწიფოს მართვაში, მისი სარგებელი და თანმდევი რისკები, თუ საფრთხეები. კურსი მიზნად ისახავს გააცნოს მსმენელს ელექტრონული მმართველობის განვითარების ეტაპები და მიმართულებები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები; კიბერ-სივრცეში არსებული საფრთხეების ტიპები და მათთან გამკლავების საშუალებები.მართვის ინფორმაციული სისტემები (MIS)კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს და შეასწავლოს მართვის ინფორმაციული სისტემები, მათი კომპონენტები და გამოყენება. მართვის ინფორმაციული სისტემები არის დისციპლინა, რომელიც მოიცავს ბიზნეს განათლებას და აკავშირებს ერთმანეთთან კომპიუტერულ მეცნიერებას და მართვისათვის აუცილებელ სხვადასხვა დისციპლინებს.ინფორმაციული სისტემები ახდენს მართვის პროცესის მხარდაჭერას და მოიცავს ნებისმიერი სახის ურთიერთქმედებას ორგანიზებულ მონაცემებსა და ადამიანს შორის. MIS შეიძლება იყოს: ინფორმაციის გადაცემის საშუალება (როგორიცაა ინტერნეტი) პროგრამა, რომელიც ასახავს და ამუშავებს ინფორმაციას (მაგალითად Microsoft Excel) სისტემები, რომლებიც მართავენ მონაცემებს.

შესავალი პროგრამირებაში, C++კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს ელემენტარული პროგრამირების კონცეფციები და შეასწავლოს პროგრამირების ენა C++. შეასწავლოს ენის ძირითადი თვისებები, როგორც თეორიულ ცოდნაზე, ასევე პრაქტიკულ ამოცანებზე დაყრდნობით.ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირებაკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა C++JAVA პროგრამირება

Page 29: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს JAVA პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება კომიუტერული მეცნიერების სხვადასხვა თემების და ამოცანების შესრულებისათვის, რომელიც წარმოადგებს მარტივად მოსახმარ და კარგად აწყობილ კომპიუტერულ პროგრამირების ენას. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაკურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს და შეასწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ძირითადი ასპექტები, ცნებები, პრინციპები და კონცეფციები. პარალელურად წარმოადგინოს პროგრარამული უზრუნველყოფის შექმნის ციკლი. სტუდენტები ისწავლიან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სასიცოცხლო ციკლს (SDLC), რომელსაც მოჰყვება პროგრამული მოდელირება, (UML) მოდელირებული ენის გამოყენებით. აღნიშნული მოდელირების ენა გამოიყენება ობიექტზე ორიენტირებული ვიზუალური მოდელის შესაქმნელად. ასევე შეისწავლიან SDLC - ის ხუთ ძირითად ფაზას: მოთხოვნების შეკრება, მოთხოვნების ანალიზი, დიზაინი, კოდირების განხორციელება და ტესტირება.დოკუმენტირებაკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტირების მეთოდები.ქსელური პროგრამირებაკურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ინტერნეტ აპლიკაციების დიზაინი და განხორციელების პროგრამები, რომელიც ფოკუსირებული იქნება ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე. TCI/IP–ის პროტოკოლების და აპლიკაციების დონეების გამოყენება მონაცემთა (ტექსტი, ობიექტი, კლასი) ტრანსპორტირება/გადაცემისათვის.მობილური აპლიკაციებიკურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს მობილური აპლიკაციების კონსტრუირების მექანიზმები, გააცნოს მათ მობილური პლატფორმები, ბრაუზერები და საბაზისო (Native) აპლიკაციები და უნიკალური დიზაინისა და განაწილება–მზადების საკითხები, რომელთა მხედველობაში მიღება აუცილებელია მობილური მოწყობილებისთვის აპლიკაციის შექმნისას.

ბიზნესის ორგანიზება და მართვაკურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს თანამედროვე ბიზნესის, ორგანიზაციებისა და მათი მენეჯმენტის შესახებ ფუნდამენტური ცოდნა და განუვითაროს მათ მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული უნარები. ბიზნესის სამართლებრივი გარემოაღნიშნული კურსი უზრუნველყოფს ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი საკითხების შესწავლას, რომლებიც წარმოიშვება ბიზნესის წარმოების პროცესში. ამ თვალსაზრისით კურსის სწავლებისას განხილული იქნება სამართლისა და ეკონომიკის პრობლემური საკითხები, სამართლის, ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულება, ბიზნესის წარმოების სამართლებრივი მექანიზმები.ფინანსური აღრიცხვაკურსის მიზანია გააცნობიერებინოს სტუდენტებს ფინანსური აღრიცხვის როლი და აუცილებლობა საწარმოში მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციების სისტემატიზებული დამუშავების და ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადების და ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. შეასწავლოს მათ ცალკეული ბუღალტრული მუხლების აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში მათ წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა (GAAP) და საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) დაცვით.მენეჯერული აღრიცხვაკურსის მიზანია გააცნობიერებინოს სტუდენტებს მენეჯერული აღრიცხვის როლი და აუცილებლობა საწარმოს მმართველი რგოლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელების და კონტროლის ეტაპებზე. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მენეჯერული აღრიცხვის ყველა იმ ძირითად პრინციპს, რაც უზრუნველყოფს საწარმოს ეფექტიან მუშაობას და ვლინდება დანახარჯების მინიმიზაციის ხარჯზე მოგების ზრდის ხელისშეწყობაში.ოპერაციათა მენეჯმენტისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს და მისცეს საფუძვლიანი ცოდნა ოპერაციათა მენეჯმენტის შესახებ. კერძოდ, თუ როგორ არის საწარმოო, სერვისის და სხვადასხვა სისტემის შემადგენელი კომპონენტები ერთმანეთთან დაკავშირებული ისე რომ ორგანიზაციამ შეძლოს გამართულად და წარმატებით ფუნქციონირება. ასევე სტუდენტები გაეცნობიან და შეისწავლიან ოპერაციული მენეჯმენტის მნიშვნელობას და როლს ორგანიზაციული მიზნების მიღწევის პროცესში. ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საოპერაციო სტრატეგია, პროცესის და პროდუქტის დიზაინი, ხარისხის კონტორლი, მიწოდების ჯაჭვი, საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა / ანალიზი.

Page 30: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM)კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯმენტის ფუნდამენტური თეორიული ცოდნა და განუვითაროს მათ CRM- ის პრაქტიკაში განხორციელების უნარები. ინტეგრირებული პროექტიპროექტი მიზნად ისახავს ინფორმატიკის დარგში ცოდნის გაფართოვება და გაღრმავებას, ასევე დარგში პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას; სტუდენტს უნდა შეეძლოს დასაბუთებული არგუმენტირება, ინფორმატიკის დარგში არსებული პრობლემების კრიტიკული ანალიზი შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. დასმული პრობლემატიკის შესაბამისი ალგორითმული მეთოდების შერჩევა, მათი შეფასება, სათანადო პროგრამირების ენის შერჩევა და პროგრამული კოდის შედგენა. პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტირება, შეფასება და ხირისხის მონიტორინგი. მიღებული შედეგების ანალიზი და ტენდენციების განხილვა.პროექტის დაცვა ხდება რექტორის ბრძანებით დამტკიცებული დარგობრივი კომისიის წინაშე. დაცვის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 20 წუთი, საიდანაც 10 წუთი ეთმობა პრეზენტაციას, ხოლო დარჩენილი დრო კითხვა-პასუხს. პრეზენტაციისას ავტორი: აღნიშნავს პროექტის რელევანტურობას და პრაქტიკულ ღირებულებას; აღნიშნავს მიზანსა და ამოცანებს; მოკლედ წარმოადგენს შინაარსს; მოკლედ წარმოადგენს მის მიერ ჩატარებულ სამუშაოსა და შედეგებს; წარმოადგენს ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

პროექტი ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ასევე მისი საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებულია ხელმძღვანელის დასკვნა. თავისუფალი კომპონენტებიმსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაკურსი მიზნად ისახავს სტუდენტს ჩამოუყალიბოს მოვლენების ისტორიული ხედვის და კრიტიკული გააზრების უნარი, მისცეს ზოგადი წარმოდგენა მსოფლიო ისტორიის ძირითად ეტაპებზე და საკვანძო საკითხებზე. წინამდებარე კურსის მიზანია, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების და პროცესების კანონზომიერებებისა და თავისებურებების გამოვლენა ისტორიულ ჭრილში.სოციოლოგიის საფუძვლებისასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საშუალება შეიძინონ ცოდნა სოციოლოგიის მეცნიერების თეორიული საფუძვლების, ძირითადი ცნებებისა და კატეგორიების და მათი ფუნქციონირების კანონზომიერების შესახებ; გაუჩინოს მათ საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროცესების და ინდივიდთა შორის ურთიერთობების შეფასებისა და ანალიზის უნარი; აუხსნას სოციოლოგიური კვლევის დანიშნულება და მნიშვნელოვნება.მსოფლიო ეკონომიკური გეოგრაფიამსოფლიო ეკონომიკური გეოგრაფიის სასწავლო კურსის მიზანია, მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ანალიზის საფუძველზე, სტუდენტს შეასწავლოს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თავისებურებები და მსოფლიოს რეგიონებისა თუ ქვეყნების ძირითადი სოციალურ–ეკონომიკური მახასიათებლები; გააცნოს მსოფლიოში მიმდინარე და მოსალოდნელი დემოგრაფიული მოვლენები და პროცესები, ასევე მსოფლიო მეურნეობის ძირითადი მახასიათებლები. შესასწავლი საგნის მეშვეობით შესაძლებელია, თვალსაჩინოდ წარმოჩინდეს პრობლემები და მათი რეგიონალური სახესხვაობანი, რომლებიც უკავშირდება ადამიანის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ეკოლოგიურ საქმიანობას ლოკალურ, რეგიონულ და ასევე გლობალურ დონეზე.ფსიქოლოგიის საფუძვლებიკურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს ფსიქოლოგიის საფუძვლებს, ცხოვრებისეულ და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონზომირებებს (აზროვნება, მეხსიერება, შემეცნება, მეტყველება და კომუნიკაციის საკითხები), შეეძელოს ადამიანთა ტიპოლოგიის აღწერა. გაეცნოს ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობებს, ფსიქოლოგიის ძირითად პრინციპებს. კურსი ასევე მოიცავს პიროვნების ფსიქოლოგიისა და ქცევის ფსიქოლოგიის პრობლემებს და სხვა.ეკონომიკის საფუძვლებიკურსი განიხილავს ეკონომიკის საფუძვლებს და მსმენელებს შეასწავლის, თუ როგორ იღებენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ადამიანები და ფირმები, როგორ ფუნქციონირებენ სრულყოფილი და არასრულყოფილი ბაზრები. აღნიშნული საკითხების შესწავლა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზი მიკროდონეზე და და მოახდინონ მათი სათანადო ინტერპრეტირება. კურსის მიზანია აგრეთვე გააცნოს სტუდენტებს ეკონომიკის, როგორც ერთიანი სისტემის ფუნქციონირების კანონზომიერებები, ჩამოუყალიბოს მათ მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობისა და განხორციელებული პოლიტიკის ანალიზის უნარი.

Page 31: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ლოგიკის საფუძვლებისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ფორმალური ლოგიკის მეცნიერების ზოგადი ცნებები და მეთოდები, გამოუმუშავოს მათ ლოგიკური და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანის უნარი.ელექტრობაკურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ელექტრობაში, გააცნოს მათ ელექტროუსაფრთხოების მნიშვნელობა, ელექტროწრედები და მათი აგება, ელექტროხელსაწყოები და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები. კურსი ასევე მოიცავს ელექტრონული ინჟინერიის საბაზისო საკითხებს.სასწავლო გეგმასაბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი წელი და მოიცავს 240 ECTS კრედიტს. 1 ECTS=25 საათს. აკადემიური წელი იყოფა ორ სემესტრად. თითოეული სემესტრის ხანგრძლივობაა 19 კვირა.

სტუდენტის სტატუსის მოპოვებასაბაკალავრო საფეხურის სტუდენტის სტატუსის მოპოვება1. საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ ერთიანი

ეროვნული გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად;

2. საბაკალავრო პროგრამაზე პირი ჩაირიცხება მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების დაცვით.

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს სასწავლებლის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში, აბიტურიენტი შესაბამის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:ა) პირადი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;გ) განათლების დამადასტურებები დოკუმენტის ასლი;დ) სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);ე) ფოტოსურათი (3X4);ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში ცნობა დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ.

4. საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტისა და სტუდენტს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი იმ აბიტურიენტთა სიის საფუძველზე, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ მოიპოვეს სწავლის უფლება, რექტორის ბრძანებით.

5. საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის სტატუსის მოპოვებასთან დაკაშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამაგისტრო საფეხურის სტუდენტის სტატუსის მოპოვება1. სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ სამაგისტრო

გამოცდების საფუძველზე, რაც მოიცავს საერთო სამაგისტრო გამოცდებსა და სასწავლო უნივერსიტეტის გამოცდებს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად;

2. სამაგისტრო პროგრამაზე პირი ჩაირიცხება მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების დაცვით.

3. სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, წინამდებარე წესის დაცვით, ჩარიცხვისთვის მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა – სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სამაგისტრო პროგრამის საფუძველზე განსაზღვრული ტესტის შესაბამისი ტიპი, გადალახოს დაწესებულების მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის შესაბამისი ტესტის ნაწილისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ასეთის არარსებობისას გადალახოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

4. სასწავლო უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატთა სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით აწესებს შემდეგ გამოცდებს სპეციალობაში:ა) წერითი გამოცდა;ბ) ინტერვიუირება. ინტერვიუირებას საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულაში კოეფიციენტი არ ენიჭება.

5. სპეციალობის გამოცდების მიზანია დაადგინოს მაგისტრანტობის კანდიდატის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სპეციალობაში, რათა მან წარმატებით შეძლოს შეთავაზებული სამაგისტრო პროგრამის დაძლევა.

Page 32: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

6. შიდასაუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდებზე დაშვების მიზნით მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

7. მაგისტრანტობის კანდიდატმა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დასადასტურებლად და სპეციალობის გამოცდაზე დაშვების პირობის დასაკმაყოფილებლად უნდა წარმოადგინოს შემდეგი სერტიფიკატებიდან ერთ–ერთი:ა) TOEFL (არანაკლებ 72 ქულა);ბ) IELTS (არანაკლებ 5.5);გ) FCE (B2 დონე);

8. წინამდებარე წესის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატს ეძლევა უფლება ჩააბაროს ინგლისური ენის გამოცდა სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში.

9. რექტორის ბრძანებით დგინდება:ა) უცხო ენაში ტესტირებისათვის და სპეციალობის წერითი გამოდისთვის რეგისტრაციის ვადები. რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს რეგისტრაციის თაობაზე ბრძანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები;ბ) უცხო ენაში ტესტირების თარიღი;გ) შიდასაუნივერსიტეტო სპეციალობის წერითი გამოცდისა და ინტერვიუირების თარიღები;დ) ინტერვიუირებისთვის საგამოცდო კომისიის შემადგენლობა;ე) ინტერვიუირების თემები და კრიტერიუმები;ვ) ინგლისური ენისა და სპეციალობის წერითი გამოცდების ფორმატი, კომპონენტები, თითოეული კომპონენტის მაქსიმალური ქულა და ტესტირების ხანგრძლივობა

10. გარდა მე-7 პუნქტით გათალისწინებული შემთხვევისა, ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე დადასტურებული იქნება თუ მაგისტრანტობის კანდიდატი სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ინგლისური ენის გამოცდაში მიიღებს 72 ქულას და მეტს.

11. სპეციალობის გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება თუ ის აკმაყოფილებს მე-7 ან მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

12. სპეციალობის წერითი გამოცდა ჩაითვლება ჩაბარებულად თუ სტუდენტი მიიღებს მაქსიმალური ქულის 51% ან მეტს;

13. სპეციალობის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გადის ინტერვიუირების ეტაპს.

14. ინტერვიუირებაზე მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება თუ ის აკმაყოფილებს მე-13 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნას.

15. ინტერვიუირების ეტაპს მაგისტრანტობის კანდიდატი გადის საგამოცდო კომისიის წინაშე, რექტორის ბრძანებით დამტკიცებული თემებისა და კრიტერიუმების მიხედვით.

16. საგამოცდო კომისია იღებს გადაწყვეტილებას მაგისტრანტობის კანდიდატის სამაგისტრო პროგრამაზე (მაგისტრატურაში) ჩასარიცხად წარდგენის შესახებ.

17. ინტერვიუირების ეტაპის შემდეგ დგება მაგისტრანტობის კანდიდატების რეიტინგული სია საერთო სამაგისტრო გამოცდის, შიდასაუნივერსიტეტო სპეციალობის წერითი გამოცდის შედეგებისა და მე-3 პუნქტით დადგენილი კოეფიციენტების გათვალისწინებით.

18. სპეციალობის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს სასწავლებლის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში, მაგისტრანტობის კანდიდატი შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:ა) პირადობის მოწმობის ასლი;ბ) კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი/დიპლომის ასლი;გ) სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);დ) ფოტოსურათი (3X4);ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში ცნობა დიპლომის ნამდვილობის შესახებ;

19. სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტისა და სტუდენტს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებისა და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, რექტორის ბრძანებით.

20. სამაგისტრო საფეხურის სტუდენტის სტატუსის მოპოვებასთან დაკაშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვება1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის სტატუსი მიენიჭება ხორციელდება

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და დასაშვებია:ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

Page 33: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;გ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის სტატუსი მიენიჭება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და დასაშვებია:ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;ბ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველი (ჩარიცხვის კანდიდატი) განცხადებით მიმართავს სასწავლო უნივერსიტეტს, რასაც თან უნდა ერთვოდეს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად.

4. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოსთხოვოს ჩარიცხვის კანდიდატს მისი საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობა/აღიარება, ლეგალიზაცია ან/და აპოსტილით დამოწმება.

5. ჩარიცხვის კანდიდატის მიერ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება რექტორის ბრძანებით დამტკიცებული კომისიის ან/და სკოლის საბჭოს მიერ.

6. ინფორმაცია კრედიტების აღიარების თაობაზე ეცნობება ჩარიცხვის კანდიდატს კრედიტების აღიარების დოკუმენტის სახით.

7. საბუთების განხილვისა და ჩარიცხვის კანდიდატის მიერ დადასტურებული კრედიტების აღიარების დოკუმენტის (ასეთის საჭიროების სემთხვევაში) საფუძველზე ჩარიცხვის კანდიდატი გადის გასაუბრებას სკოლის საბჭოს/რექტორის ბრძანებით დამტკიცებული კომისიის წინაშე.

8. გასაუბრების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება მისი სასწავლებელში ჩარიცხვის მიზანშეწონილობის თაობაზე და სასწავლო უნივერსიტეტი გასცემს თანხმობის წერილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარსადგენად.

9. სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტისა და სტუდენტს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რექტორის ბრძანებით.

სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვება1. სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის ადმინისტრირება წარმოებს

კანონმდებლობით დადგენილი წესით.2. მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა

კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი.

3. მობილობის უფლება ასევე აქვს პირს, რომელიც არის დაწესებულების სტუდენტი, მაგრამ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს დაწესებულების სტუდენტის სტატუსი, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

4. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

5. სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის საფუძველია გასაუბრება/ტესტირება/გამოცდა/გამოცდები.

6. მობილობით სტუდენტთა მიღება ცხადდება სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. ბრძანებით დგინდება:ა) საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი;ბ) მობილობისთვის ვაკანტური ადგილების რაოდენობა;გ) მობილობისთვის განაცხადების რეგისტრაციისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები;

Page 34: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

დ)თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის მობილობის საფუძველი (გასაუბრება/ტესტირება/გამოცდა/გამოცდები) და ჩატარების ვადები;ე) ტესტის/გამოცდის ფორმატი, მისი კომპონენტები, თითოეული კომპონენტის მაქსიმალური ქულა და ტესტირების ხანგრძლივობა;ვ) ტესტირება/გამოცდა/გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7. ტესტირება/გამოცდა/გამოცდები ჩაითვლება ჩაბარებულად თუ სტუდენტი გადალახავს რექტორის ბრძანებით დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს.

8. მობილობისთვის სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:ა) პირადი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;გ) განათლების დამადასტურებები დოკუმენტის ასლი;დ) სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);ე) ფოტოსურათი (3X4);ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში ცნობა დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ;ზ) აკადემიური მოსწრების ბარათი/ნიშნების ფურცელი;თ) ცნობა სასწავლებლიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, შესაბამისი ბრძანებების მითითებით;ი) სტუდენტის ჩარიცხვის/სტატუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის/შიდა მობილობის ბრძანებიდან ამონაწერი, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ არის მითითებული სტუდენტის მიერ წარმოდგენილ ცნობაში;კ) სასწავლო კურსების მოკლე აღწერები/სილაბუსები მათი წარმოდგენის აუცილებლობის შემთხვევაში.

9. მობილობის მსურველთა განცხადებების განხილვა და სტუდენტის მიერ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება რექტორის ბრძანებით განსაზღვრული მობილობის კომისიის ან/და სკოლის საბჭოს მიერ.

10. აღიარებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. მობილობის კომისიის ან/და სკოლის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვისა და განათლების აღიარების თაობაზე ეცნობება სტუდენტს კრედიტების აღიარების დოკუმენტის სახით.

12. სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება, სტუდენტის მიერ დადასტურებული კრედიტების აღიარების დოკუმენტის და სასწავლო უნივერსიტეტისა და სტუდენტს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, რექტორის ბრძანებით.

13. მობილობის წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვებასთან დაკაშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აკადემიური რეგულაციები1. სასწავლო უნივერსიტეტში მეცადინეობებზე დასწრება სავალდებულოა. 2. სემესტრის/ტრიმესტრის განმავლობაში კონკრეტულ სასწავლო კურსზე სალექციო მეცადინეობების

50%-ის ნებისმიერი მიზეზით (საპატიო, არასაპატიო) გაცდენა გამოიწვევს სტუდენტის მიმდინარე სასწავლო კურსიდან მოხსნას.

3. სტუდენტის მიერ ლექციის გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ მხოლოდ:ა) ავადმყოფობის გამო; ბ) სამსახურებრივი მივლინების გამო;გ) ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო.

4. სტუდენტი ვალდებულია საპატიო გაცდენის მიზეზი შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას პირველსავე შესაძლო დროს.

5. სტუდენტის მიერ გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლის საკითხს განიხილავს სკოლის ადმინისტრაცია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რასაც მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შემთხვევაში თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

6. საპატიოდ გაცდენილი შეფასების კომპონენტების აღდგენის თარიღი დგინდება სკოლის ადმინისტრაციის მიერ.

7. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის, უნივერსიტეტში დანერგილია მოდულარული, ობიექტზე ორიენტირებული დინამიური სასწავლო სიტემა, ე.წ. Moodle.

8. სისტემა წარმოადგენს სასწავლო კურსის პედაგოგსა და სტუდენტს, ადმინისტრაციასა და სტუდენტს შორის საკომუნიკაციო, ოფიციალურ სისტემას. ადმინისტრაცია და სასწავლო კურსის პედაგოგი არ არის ვალდებული დამატებით მიაწოდოს სტუდენტს იგივე ინფორმაცია.

9. სტუდენტი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს Moodle-ზე განთავსებული ინფორმაცია, მასალები, დავალებები, ნიშნების ფურცელი და ა.შ.

Page 35: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

10. სტუდენტი ვალდებულია მკაცრად დაიცვას სასწავლო კურსის სილაბუსით დადგენილი და სასწავლო კურსის პედაგოგის მიერ სისტემა Moodle–ზე განთავსებული დავალების ჩაბარებისთვის დაწესებული ვადები.

11. სასწავლო კურსის პედაგოგს უფლება აქვს სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დაგვიანებით მიიღოს დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალებები.

12. დაგვიანებით შესრულებულ დავალებაში სტუდენტს უფორმდება დავალების მაქსიმალური ქულის 51%.

13. შუალედური (ასეთების არსებობის შემთხვევაში) და დასკვნითი გამოცდები რეგულირდება „გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესით“. ამ წესის დაცვა სავალდებულოა სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

14. დასკვნითი გამოცდის განმეორებით ჩაბარება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური კალენდრით დადგენილ ვადებში.

15. სტუდენტის სურვილით სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლის შემთხვევაში სტუდენტს სასწავლო კურსის შეფასებად უფიქსირდება უკეთესი შედეგი.

16. სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა რეიტინგი დგინდება სემესტრულად/ტრიმესტრულად. 17. სტუდენტი მონაწილეობას იღებს სემესტრულ/ტრიმესტრულ რეიტინგში თუ ის მიმდინარე

სემესტრში/ტრიმესტრში შეისწავლის საგანმანათლებლო პროგრამაში დამტკიცებული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა სასწავლო კურსს.

18. სემესტრული/ტრიმესტრული რეიტინგი განისაზღვრება სემესტრის/ტრიმესტრის სასწავლო კურსებში მიღებული პროცენტული შეფასებების საშუალო არითმეტიკულის მიხედვით.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სწავლის საფასურიადმინისტრაციული რეგისტრაცია1. სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს მიმდინარე

სემესტრის/ტრიმესტრის სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას ადმინისტაციული რეგისტრაციის ვადაში შეთანხმებული გრაფიკის თანახმად და გამოხატავს სტუდენტის მზაობას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში.

2. ადმინისრაციული რეგისტრაციის ვადები მტკიცდება სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.

3. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი.

4. სტუდენტს უფლება აქვს, სასწავლო კურსის სილაბუსით დაგეგმილ მეორე ლექციამდე მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა (აღნიშნულ სასწავლო კურსზე რეგისტრაციის გაუქმება) და გადახდილი თანხის უკან მიღება. სხვა შემთხვევაში იგი კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების, ან მისი მომდევნო სემესტრებში/ტრიმესტრებში გამოყენების მოთხოვნის უფლებას.

სწავლების საფასური1. საგანმანათლებლო პროგრამის და შესაბამისად 1ECTS კრედიტის ღირებულება განსაზღვრება

სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. 2. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად/ტრიმესტრულად ადმინისტრაციული

რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.3. სემესტრულად/ტრიმესტრული გადასახადი დგინდება საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულების

თანაფარდობით სემესტრების/ტრიმესტრების რაოდენობასთან.4. მე-3 პუნქტით განსაზღვრული სემესტრული/ტრიმესტრული გადასახადი მოქმედებს

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმით დადგენილი სემესტრების/ტრიმესტრების განმავლობაში. დამატებითი სემესტრით/ტრიმესტრებით სარგებლობის შემთხვევაში გადასახადი ექვემდებარება ცვლილებას სასწავლო უნივერსიტეტში იმ პერიოდისათვის არსებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

5. სტუდენტის სწავლის საფასურის ან მისი ნაწილის ალტერნატიული წყაროდან (სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი, სპონსორის მიერ დაფინანსება და სხვა) დაფინანსების შემთხვევაში, იგი თავისუფლდება სწავლის საფასურის გადახდისაგან, სწავლის საფასურის იმ ოდენობით, რა ოდენობის თანხითაც იქნება მაგისტრანტის სწავლება დაფინანსებული.

6. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მიღებულ და ალტერნატიული წყაროს მიერ გადმოსარიცხ დაფინანსებას შორის სხვაობის დაფარვის ვალდებულება ეკისრება სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტს ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი წინარეკვიზიტების სისიტემის დაცვის გამო ვერ ახერხებს საგანმანათლებლო პროგრამით დაგეგმილი სემესტრული/ტრიმესტრული სასწავლო კურსების სრული ოდენობით გავლას, მაშინ მის სემესტრულ/ტრიმესტრულ გადასახადს აკლდება იმ საგნის/საგნების ღირებულება, რომელსაც ის არ შეისწავლის მიმდინარე სემესტრში. სასწავლო კურსის ღირებულება განისაზღვრება მე-9 პუნქტის თანახმად.

Page 36: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

8. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი საგანმანათლებლო პროგრამით დაგეგმილი სემესტრული/ტრიმესტრული სასწავლო კურსების სრული ოდენობის გარდა დამატებით შეისწავლის სასწავლო კურსს/კურსებს, მაშინ მის სემესტრულ/ტრიმესტრულ გადასახადს ემატება იმ სასწავლო კურსის/კურსების ღირებულება, რომელსაც ის შეისწავლის მიმდინარე სემესტრში. სასწავლო კურსის ღირებულება განისაზღვრება მე-9 პუნქტის თანახმად.

9. სასწავლო კურსის ღირებულება განისაზღვრება მისი მოცულობისა და კრედიტის ღირებულების ნამრავლით.

10. სწავლების განსხვავებული საფასური ან / და გადახდის პირობები შესაძლებელია განსაზღვროს რექტორის ბრძანებით.

11. საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მეორე სემესტრი/ტრიმესტრიდან სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან დაფინანსების კუთხით შეღავათების მისაღებად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სავალდებულოა სტუდენტი იღებდეს მინიმუმ ორი თანმიმდევრულ რეიტინგში მონაწილეობას.

12. საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი პირველ სემესტრი/ტრიმესტრში სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან დაფინანსების კუთხით შეღავათების მისაღებად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხედველობაში მიიღება წინამდებარე სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი რეიტინგები ან/და რექტორის ბრძანებით დადგენილი სხვა დამატებითი პირობები.

სასწავლო პროცესისწავლების ენასასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ენაა ქართული. საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე დასაშვებია ინგლისურენოვანი კომპონენტების გამოყენება.აკადემიური წელი1. აკადემიური წლის ხანგრძლივობა, სემესტრების ან/და ტრიმესტრების რაოდენობა და

ხანგრძლივობა, არდადეგების ხანგრძლივობა და დასვენების დღეები – აკადემიური კალენდარი – მტკიცდება ყოველ კალენდარულ წელს რექტორის ბრძანებით;

2. საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებებიდან გამომდინარე, სასწავლო წელი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დგინდება რექტორის ბრძანებით.

სტუდენტის დატვირთვასაგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, განისაზღვრება:ა) სტუდენტის წლიური დატვირთვა (კრედიტების რაოდენობა);ბ) ერთი ECTS კრედიტის მოცულობა საათებშიგ) კრედიტის მისაღებად სტუდენტის დატვირთვა: ლექციაზე დასწრება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა,

დამოუკიდებელი მეცადინეობა, გამოცდების მომზადება-ჩაბარება, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა, კვლევით ნაშრომზე მუშაობა და სხვა.

სტუდენტის შეფასების წესი1. სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი შემდეგნაირია:ა) შეფასების სისტემა მოიცავს შემდეგი ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;

ბ) შეფასების სისტემა მოიცავს შემდეგი ორი სახის უარყოფით შეფასებას:ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს

ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

2. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.3. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი

გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:ა) შუალედურ შეფასებას;ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

Page 37: mba.edu.gemba.edu.ge/files/Katalogi_-_2016.docx · Web viewპროგრამის დეტალები. პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი

4. ამ მუხლით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სპეციფიკიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

5. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულისა.

დამატებითი სემესტრი/ტრიმესტრი1. სტუდენტს, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში არ მიენიჭა

შესაბამისი კვალიფიკაცია, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს საგანმანათლებლო პროგრამა მომდევნო დამატებითი სემესტრების/ტრიმესტრების განმავლობაში.

2. საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სემესტრული სწავლების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს მაქსიმუმ 4 (ოთხი) დამატებითი სემესტრით, ხოლო ტრიმესტრული სწავლების შემთხვევაში მაქსიმუმ 6 (ექვსი) დამატებითი სემესტრით.

კვალიფიკაციის მინიჭებასაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია. კვალიფიკაციას დადგენილი წესის თანახმად ანიჭებს სკოლის საბჭო.დიპლომი1. კვალიფიკაციას ადასტურებს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორისა და სკოლის დეკანის მიერ

ხელმოწერილი და დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული დიპლომი.2. სასწავლო უნივერსიტეტის დიპლომის გაცემამდე სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სასწავლო

უნივერსიტეტის მიმართ საბიბლიოთეკო, ფინანსური ან/და სხვა სახის მატერიალური დავალიანება.3. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა

სათანადო მოწმობა.

საკონტაქტო ინფორმაციაშპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, მიცკევიჩის 29, (+995 32) 444864.ვებ-გვერდი: www.bog.edu.ge ელ. ფოსტა: www.info.bog.edu.ge

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დირექტორი - ლევან გოგოლაძეელ.ფოსტა: l . gogoladze@ bog.edu.ge ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის დირექტორი - ონისე ალფენიძეელ.ფოსტა: [email protected]ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის დირექტორი - მაქსიმ იავიჩიელ.ფოსტა: [email protected]

აკადემიურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტს პირადად სამუშაო საათების განმავლობაში, ან ელექტრონული ფოსტით. საკონტაქტო პირი: ონისე ალფენიძე, საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორიელ.ფოსტა: [email protected] ტელეფონი: +995 32 2 444 444 (8014)