leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში,...

121
ISBN 978-9941-0-9362-3 9 789941 093623 respublika uruqi სირცხვილი არის გამეორება, _შეუძლებელი, შეუძლებელი! ამოვირჩოთ ნეტა რომელი?.. დუმილი საღ აზრს შორიშორდება, ახლის თქმა კია შეუძლებელი,

Transcript of leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში,...

Page 1: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

ISBN 978-9941-0-9362-3

9 7 8 9 9 4 1 0 9 36 2 3

respublika uruqi

სირცხვილი არის გამეორება,

_შეუძლებელი, შეუძლებელი!

ამოვირჩოთ ნეტა რომელი?..

დუმილი საღ აზრს შორიშორდება,

ახლის თქმა კია შეუძლებელი,

Page 2: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

rostom rostiaSvili

kiTxvisniSnebi

mravalwertiliT

respublika uruqi

respublika uruqi mdebareobs q. sagarejos samxreTiT, mdinare ioris marjvena sanapiroze (15km).

veb-gverdi: www.uruki.ge an respublika uruqi

leqsebi

Page 3: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

2

avtori: rostom rostiaSvili

ydis dizaini: eTo gziriSvili

gamomcemloba ,,georgika~

2017 weli

ISBN 978-9941-0-9362-3

UDC (uak) 821.353.1-1 r-849

Page 4: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

3

* * *

ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას,მიმართულებას წყლისა და ქარის,ვინ გეკითხება ქონა – არქონას,ან შენ რა გესმის ღიმილის ქალის. ვინ გეკითხება ტყუილს და მართალს –ჭურჭელში ერთში ასხია ორივ,მხოლოდ ის უთქვამს თეთრწვერა ნათანს –ერთი და ერთი იქნება ორი. ვინ გეკითხება კოსმოსის სხივი,უსასრულობას სადამდე უწევს,ან ევას ხელი მაჯაში მსხვილი,ჩვილს მუხის აკვანს როდემდე ურწევს. ვინ გეკითხება კაენს და აბელს,გასაყოფი რა დაურჩათ ბოლოს,ან სისხლიანი ბალახი ამ ველს,მოსცილდება კი ბოლოს და ბოლოს! ვინ გეკითხება გაავლო ხაზი,კეთილებსა და ბოროტებს შორის,შენ რა გგონია ღიმილი ნაზი,ორკაპა ენას არ მალავს ჭორის? ვინ გეკითხება ფოთლების ცვენის,მაინც რა არის მთავარი აზრი,ან ხმას ბედისა მათრახის ცემის,კარის ჭრიალის ხმას როგორ ადრი.

Page 5: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

4

ვინ გეკითხება ბალახის მწვანედ,აბიბინებას ზაფხულის პირას,დიდი შანსია მოტყუვდე მწარედ,თუ ელოდები ხვალ დილით კვირას. ვინ გეკითხება მიმინო სერი,რატომ ბრდღვნის ჭრელ ჩიტს – ბარტყების დედას,ან ბალახებში ბრტყელთავა გველი,რას ასისინებს გაყოფილ ენას. ვინ გეკითხება რა მიაქვს სახლში,განაცრისფრებულ მომცრო მინდვრის თაგვს,იქნებ შემთხვევით იპოვა დახლშიდა იქნებ მეტიც არაფერი აქვს. ვინ გეკითხება ვარსკვლავი ცისკრის,მარჯვნივ თუ მარცხნივ ტრიალებს ცაში,ვინ გეკითხება საითკენ მიჰქრის,თავაწყვეტილი უბელო რაში. ვინ გეკითხება კარგის და ცუდის,დაადგინეო საზღვრების კიდე,რატომ ვერ ხედავ ეშმაკის კუდისაქიცინებას კიდევ და კიდევ! ვინ გეკითხება სიცოცხლის საწყისს –ახტომას მაღლა საკუთარ თავზე,ან შენ რა იცი სიკეთის არწყვის,მარტო ხარ ზღვაში გახვრეტილ ნავზე …

Page 6: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

5

,,ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება“

ქართველის ნათქვამი

“განა სამუდამოდ ვიშენებთ სახლებს?”უთანაფიშთი

* * *გილგამეშივით მე არსად წავალ,ჩემს სახელმწიფოს ვერ მივატოვებ,საცალფეხოზე მე მარტო გავალ,ღმერთო, თუ ცოტას კიდევ მადროვებ.

გილგამეშ ძმაო, რამ შეგაშინა,სიკვდილის სუნმა როგორ დაგთრგუნა,პირველი იყავ გარეთ თუ შინა,მეფის ტიტული ღმერთმა გარგუნა.

ყველა სიამე ამქვეყნიური,მიიღე სხვებზე მდიდარმა კაცმა,მაგრამ გრძნობები შენში ღვთიური,ელოდებოდა სულიერ ჯვარცმას.

დიდო მეფეო, მე მესმის შენი,რატომ დასტირი მეგობრის ცხედარს,გადაანგრიე სიმწუხრის ბჭენიდა ჩაეხუტე ასწლოვან კედარს…

ხუთი ათასი გვაშორებს წელი,უახლოესო წინაპართაგან,ეს დაშორება წამია გრძელი,და დღეს გაიღო ყველა – კართაგან.

მე შენი სული ჩამსახლებია,ერთი შეხვედრით გაგიგე მიტომდა რაც კი ქვეყნად გამხარებია,კარგად არ ვიცი, იყო კი ვითომ?!

Page 7: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

6

ნუთუ იმიტომ გაჭერი სივრცე,ნუთუ იმიტომ ახვედი ცამდე,რომ ცისკრის ვარსკვლავს სალამი მისცედა მიაღწიო უკვდავებამდე!

ბოლოს ქვესკნელის სიღრმეებს გასცდი,(მისაშველებლად ხელს არვინ გახლებს)და უიმედო პასუხსაც ჩასწვდი –“ან სამუდამოდ ვიშენებთ სახლებს?”.

გაუგონარი, ჯერ არ სმენილი,გილგამეშ ჩემო, საქმე გიქნია,უკვდავებაა მარად ძებნილი,დროის რაშები მიტომ მიჰქრიან.

ჯერ ამ რაშებზე არავინ მჯდარადა უნაგირიც უცხოა მათთვის,ამისათვის კი ისიც არ კმარა,შესძლო გაწირვა საკუთარ თავის.

ერთი გზა არის უკვდავებამდე,ჩემო გილგამეშ, იქნება ვცდები –საცალფეხოა ერთი იქამდე,მე ჩემი ჭკუით რასაცა ვხვდები:

სიკვდილს მივყავართ უკვდავებამდე,გასაკვირალიც რაოდენ იყოს,შავი მერანი მიდის იქამდე,დაუჯერებლად მოსჩანს ეს თითქოს…

მაგრამ მე გნახავ შენ, ჩემს წინაპარს,უკვდავებაში უკვე გარდასულს,შენ დამახვედრებ ანთებულ ლამპარსდა ხელს გადავხვევ დაკარგულ წარსულს.

შენ გამიღიმებ – ასეა მგონი,დამიდასტურებ ჩემს ეჭვებს ალბათ,გაჩერებული იქნება დრონი –უკვდავება კი ესაა ნაღდად!

Page 8: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

7

,,მე იმ ქვეყნის სანახავად წავედი~...

* * * (ეპიტაფია)

იცოდეთ, რომ იმ ქვეყნის სანახავად წავედი,კარგად ვხედავ: გზა მოკლეა, ამავე დროს გრძელი.ლურჯი სიმწვანე მელოდება, როგორც ხავერდიდა მე ახალი წელთაღრიცხვის დაწყება მელის. უკან მომყვება უჩინო-უშნო, ურჯულო, სამთითა.ისე ადვილად ვიშლები, როგორც ნაწერი ცარცითა.მთიელთა სისხლი მიყივის, ფრენა მომინდა არწივთა,არ გეგონოთ, რომ ლექსს ვამბობ, სადღეგრძელოს ვსვამ ყანწითა. მივდივარ, გადაუხდელი მრჩება ამ ქვეყნის ვალები.ამბრმა, უმბრმა და არაბმა დამთხარეს ორთავ თვალები.ვეცადე, ვერ შევაჩერე ამქვეყნიური წამები.სევდა მიმყვება და დიდი დაუწურავი დარდები. წავალ გარდასულ დროში, სამყაროს საზღვრებს ვნახავ.რად გავჩნდი, რისთვის მოველ, პასუხს მივიღებ ალბათ.სწორედ ამიტომ ვფიქრობ: შევკაზმო ჩემი ლაფშა –შავი, კუპრივით შავი და დავარღვიო აღთქმა.(იმედი მაქვს რომ უფალს, მე უფრო ახლოს ვნახავ). ჩამომეხსნება ეშმა, გულის ფიცარის მღრღნელი,სუფთა გულითა მოვალ, ვიცი, რომ ძლიერ მელით.დამარცხებული მოვალ, ვერ გავიმარჯვე ომში,ვებრძოდი დროის სრბოლას და დავიკარგე დროში. დამარცხებული მოვალ და მოგიყვებით მალე:ვერ გავაცალე თიხას, შავი ბალღამი მწარე, ვეღარ ვარჩევდი ვერა, საწუთროს დღეს და ღამეს,ვხვდებოდი, რაცა სტანჯავდათ მუშნის, იუდას, კაენს. მრჩება, აქ მრჩება სურათი, სასწაულებით სავსე:მზე, ვარსკვლავები მტირალნი, ხალებიანი მთვარე,მიწის სურნელი გაზაფხულს, მინდვრად ჯეჯილი მწვანე,ფიქრით დაღლილი ხეები, რასაც დავკარგავ მალე…

Page 9: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

8

მერცხლის ჭიკჭიკი განთიადს, ფოთლების ცვენა ტყეში,ჭიანჭველათა არმიას თავზე დასხმია თქეში…ბალახს – უსიტყვოს, თავმდაბალს, არ უყვარს ყოფნა სხვებში,ღრუბელი წამით შეჩერდა და დაისვენა კლდეში.(აგერ სურათი სხვაგვარი – განასხვავებენ ბევრში): ქალის ღიმილის სითბო – შემჩერებელი წამის,ღვთით ბოძებული ნიჭი, რომ მაგიჟებდა ლამის,სიკეთით სავსე გული, ერთგულება და ძმობა,რომ ვერ შევძელი მათთვის დამონება და ყმობა. რომ ვერ გავიგე რატომ, რატომ ამოდის ია,რატომ ეცვლება ფერი, სირცხვილით ადამიანს,რატომ ქუხს, რატომ ელავს – რას გვანიშნებენ ამით?!რატომ ტრიალებს მიწა – არა ჩერდება წამით. შეხედეთ იქით: გოგონა გვირილას ყვავილს აცლის –შეყვარებულთა ღიმილი გამოირჩევა ასში.წამია წუთისოფელი? – რასაც უფალი გვაცლის.როგორ გავერკვე მითხარ, ამა ცხოვრების არსში. შემომესევა დროდადრო, კითხვის ნიშნების ჯარი,მარტო ვარ, ხელში მიჭირავს გადატეხილი ხმალი.უნდა გავიქცე ლაჩრულად, ცხენი მჭირდება მალი,ანდა ზღვით უნდა წავიდე, გამიმზადენით ნავი. ვერ შევიპყარი უღონომ: ვეფხვი გამექცა ხელიდან.ვერ ვხოცე ნადირ-ფრინველი – არცა ყოფილა ჩვენიდან,ვერც შეველ ქაჯეთის ციხეს – ნედლი არ ჩნდება ხმელიდან.ვერ მოვკალ მონა, წავიდა – არა გამოვა ჩემიდან. დამღალა გამეორებამ – გაერთფერადდნენ დღეები,გაღმაურებთან მივდივარ, სად არ იცვლება თვეები,( სიძულვილითა სიყვარულს ვერ დავუმოკლე ხელები)წავალ, ეგ არაფერია, არ გახმებიან ხეები. დამღალა პირველობამ და ვერცხლის ყვარობამ ქართველთა,თუ დამიჯერებთ, იცოდეთ: ასე ვერ გავზრდით მართვესა!

Page 10: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

9

არ ვიცი, რაღა გვიშველის თუ გზები ასე ვხლართეთა!რა პასუხს გავცემთ ღვთისმშობელს, ვისიც სიცოცხლე გვმართებსა…

ერთი სურათიც მეძახის, თუ მაქვს მათი მაქვს ვალები,თავში დგას პატარა ბიჭი, ლურჯად უბრწყინავს თვალები,ვერ დავუტოვე ვერავის – ოქრო, ვერცხლი და ლალები,სადაც არ უნდა წავიდე, მე მათ ვერ დავემალები… რაც შენთვის უნდა მეთქვა, ბრიყვმა – ვუთხარი სხვას,რაც ჩემთვის უნდა გეთქვა, ვერავინ მითხრა სხვამ,(მაშინ გამიხმა ენა, ახლა „საწუხარ არს“)მე კი პირიქით მსურდა – თითქოს უბრალო რამ… ეს გაუმარჯოს იმას, რაც არ ყოფილა ცხადში,რაც ფიქრის გროვა იყო და გაიფანტა ქარში,ვინაც ვიყავით მართლა და არ გვეგონა რაიც,ეს გაუმარჯოს იმ დროს, რომ გვიხაროდა მაინც. გაფანტულ ფიქრებს ვაგროვებ, დავეძებ მთა და ბარში,ჩემი, მე უნდა წავიღო, ვერა, ვერ გავცვლი სხვაში.ნეტა ყველას კი ვიპოვი?! – გაცივდებიან ქარში,რომელსაც ვერ გავიხსენებ – შეერეოდა დარდში. მივდივარ: ბუნებრივია – წარმავალია ყოველი,ვნახე, რაც სანახავია, ახალს არაფერს მოველი,თუ გამაცილებთ – დავლიოთ ღვინო ყოველთა მთრობელი,როგორც იტყვიან – გავლიე მე ჩემი წუთისოფელი… ..წავედი კარგად იყავით, ბევრნი მიყვარხართ აქ მყოფი.ჩემზე არც არა იდარდოთ, საგზალი მიმაქვს სამყოფი.

სადაც არ უნდა წავიდე, რადაც არ უნდა ვიქცე,მომენატრება სამშობლო , მე გამოგივლით ისევ,მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ,დაგლოცავთ და გაგეყრებით – რომ არც ვყოფილვარ ისე...

Page 11: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

10

* * *

ქალაქში იყო ბიჭი,ცხოვრობდა, როგორც ყველა,ჰქონდა ოცნების ნიჭი,გზას მიჰყვებოდა ნელა.

უყვარდა მთაც და ბარიც,ზეცაც – მოლურჯო ფერის,ნაკადულიც და მტკვარიც,საძმოც – ბიჭები ვერის.

უნდოდა, როგორც ყველას –ოჯახი, ცოლი, შვილი,იცნობდა მთელი ვერა –უყვარდა მჟავე ხილი.

გავიდა წლები სწრაფად,ბიჭსაც აუხდა ფიქრი,ნამდვილად ღირდა ნახვად –გამარჯვებული ფიქრის!

კიდევ გავიდა წლები,რამოდენიმე მგონი,მკითხველო ალბათ ხვდები –რა მუხთალია დრონი!

წამით შეჩერდა დროდა ჩამოეშვა ფარდა,უნდა ვიფიქროთ, რომ –ბიჭი უფალთან წარსდგა…

ვერ შეატყობდი ქალაქსუბედურების იერს,ის განაგრძობდა ლაქლაქსთანამცხოვრებთა მიერ.

Page 12: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

11

არ ეტყობოდა ქუჩას,ვერც შეატყობდი სხვას,არ ეტყობოდა ცაცხვს –ბიჭის ქუჩაზე მდგარს…

გავიდა კიდევ წლები,რამოდენიმე მგონი,ბინაში იყვნენ სხვებისულ სხვას ფიქრობდა ორნი:

სახინკლე გახსნა ორმა,ბინაში – ჩვენი ბიჭის,შემომეყარა ბოღმარისი, ამის თქმა მიჭირს.

იქნებ იმიტომ მიჭირს,რომ ოცნებები კვდება,რომ ვეღარ ვხედავ ბიჭებს,რომ მეძალება სევდა,ყელში სიბრაზე მიჭერსდა ჩემს მომავალს ვხედავ.

ხილვად მიდგება თვალწინ,ბიჭის ღიმილი მკრთალი,მქონია ხშირად უწინ,როცა ვყოფილვარ მთვრალი.

ღიმილი მეტყვის წყნარად,პასუხად, თუმცა ირიბით:“ასე ყოფილაო მარად,შეიძლებოდა ყოფილიყო სულმთლად პირიქით!”

… ქალაქში იყო ბიჭი,ცხოვრობდა როგორც ყველა,ჰქონდა ოცნების ნიჭიგზას მიჰყვებოდა ნელა…

Page 13: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

12

* * *სამოცი წელი ბევრია უკვე,ვერც კი დაითვლი რამდენი წამი,გარდასულ დროთა აჩრდილებს ვუხმე,რომ აეხილათ გონების თვალი.

სამოცი წელი ბევრია უკვე,ვერც კი დაითვლი, რამდენი წამი,ზოგისთვის იყო ცხოვრება მსუყე,ზოგს აწუხებდა სულ მუდამ ვალი.

ზოგისთვის იყო გზა აღმავალი,სხვა კი სიმშვიდეს ეძებდა მრევლში,ზოგმა იარა გზა დაღმავალი,ეცადა, ვეღარ გასწორდა წელში.

ზოგმა იფრინა, ვითარცა მართვემ,ზოგი კი შეძვრა სოროში მალვით,იცხოვრა კაცმა – სიკეთით სავსემდა მოიწამლა გველგესლის შხამით.

ზოგს გაუმართლა, ზოგს ჩაუმწარდა,გახარებულიც ყოფილა ბევრი,ზოგი ბრძოლაში ტყვედაც ჩაბარდა,კი, იყო ცოტა – ბუნებით ქველი.

ზოგსაც აუხდა ყველა ოცნება,ზოგმა იცხოვრა მხოლოდ ოცნებით,სხვას აჯილდოვებს ზოგჯერ ცხოვრება,უკმაყოფილო სხვაა ცხოვრებით…

სამოცი წელი ბევრია უკვე,ვერც კი დაითვლი რამდენი წამი,ვეღარ გავიგე რა დღეა უქმე,სურნელი მინდა გავიგო ნამის.

სხვები ავიდნენ მაღალ მწვერვალზე,ბევრს კი ასვლისას გაუწყდა თოკი,

Page 14: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

13

ბევრმა იცხოვრა თავის ნებაზე –მრავალჟამიერს ერჩივნა როკი.

ზოგს სიყვარულით აევსო გული,ბევრს არ ეღირსა უფლის წყალობა,ცოტას ახსოვდა სიტყვა – „მამული“ცოტას ესმოდა შაშვის გალობა.

ზოგმა უდაბნო ფეხით გალია,სხვამ კი წალკოტში დაიდო ბინა,ზოგმა ზედაშე თასით დალია,ზოგს კი სუფრაზე ჩამოეძინა…

სიყვარულიც კი ხელში მოგვიკვდაგვიკვდება გრძნობა, გვიკვდება ვნება,დავტირით იმას, რაც არ ყოფილაარცა ყოფილა უფალის ნება.

და უკან რჩება ცუდიც და კარგიც,იღუპებიან წარსულთან ერთად,გვავიწყდებიან ფიქრიც და ცხადიც,დარდმა დაგვიპყრო და სევდამ მეტად…

ბოლოს კი შევხვდით ყველანი ერთადგადასახედზე – გადაღმა მხარეს,და გვეჩვენება სამყარო ღმერთად,დაგვავიწყდება წარსული მწარე.

უკლებლივ ყველას ფიქრი გვღრნის ერთი,მარადიული ყოფილა მართლა _რა ახლოს, ახლოს ყოფილა ღმერთირა ცოტა დაგვრჩა, რა ცოტა დაგვრჩა!

სამოცი წელი ბევრია უკვე,ვერც კი დაითვლი რამდენი წამის,მადლობა უფალს – რაც იყო უკვე,მადლობა უფალს – რაც არის ხვალის!

Page 15: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

14

* * *

შენზე ვფიქრობდი დიდხანს,დაბადებიდან თითქმის,არც არავისთვის მითქვამს –თითქოს ადვილად ითქმის.…

მე კი შენით ვარ მხოლოდსიცოცხლის ნიშან – წყალით,შენ იმედი ხარ ბოლო,ნავსაყუდელი – ნავით!

შენა ხარ წვიმის წვეთიდა საახალწლო თოვა,შენ მდინარე ხარ _ ერთი თავის დახრჩობის ნდომა!

შენა ხარ თეთრი სხივიგამოტყორცნილი მზიდან,აკრძალული ხარ ხილი,მოსაწყვეტი ხარ ხიდან.

შენ ელვაცა ხარ ჩემთვის,ჭექა-ქუხილთან ერთად,იებს რომ ვკრეფდი შენთვის,ჩიტები სტვენდნენ ერთხმად.

შენა ხარ ცეცხლის სითბო –წიფლის ხეების ალით,შორიდან ვთბები ვითომ,ვცოცხლობ იმედით-ხვალით,

აღელვებული ზღვა ხარ,ცურვა ვისწავლო მინდა,გაკვირვებული რად ხართავსაც მოვიკლავ გინდა!

Page 16: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

15

შენ სიმღერა ხარ ლაღი,სევდანარევი ტონით,შუბლზე მატყვია დაღი –არ არსებული კოცნით.

შენ ნიავი ხარ გრილიზაფხულის თეთრი ღამის,გული მაქვს გამოხრილისისხლიც გამიშრა ლამის.

თუ წამოხვედი ჩემსკენ,თუ მომასწარი კიდევ,მესმის – ზარები რეკენიქნებ ვიცოცხლო ისევ…

ყოველ წამს ვფიქრობ შენზერით დაგიმტკიცო რითი !წარსული გდია სხვენზე –დავიწყებული ნივთი…

შენ დარდიცა ხარ ჩემი –უცრემლო ფიქრის გორა,თუ გსურს შეხვედრა ჩვენი,გამომიგზავნე მონა !

შენა ხარ ცაც და მიწაც,ყველაფერი ხარ თითქმის,შენ აზრიცა ხარ, რითაცსამყარო წამებს ითვლის!

თაიგული ხარ დიდი –მინდვრის ყვავილთა წყება,მიმზერს თვალები მშვიდიდა სასწაული ხდება:

ყვავილებიდან ქალი,გადმოდის გნოლის ტანით,

Page 17: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

16

ფართოდ გავუღე კარი,სახლი გავუთბე ცეცხლით,

ღიმილი ჰქონდა ღმერთის,ვერ ვნახე სხვაგან ვერსად,შემომხედა კი ერთი –და გადაიქცა ლექსად.

ამ ღიმილს ვეძებ ყველგან –სადაც არ არის იქაც !იმედი მინდა შენგან –უნდა ვიცოცხლო რითაც !

შენზე ვფიქრობდი დიდხანს,დაბადებიდან თითქმის,არც არავისთვის მითქვამს –თითქოს ადვილად ითქმის….

* * *ახალს ვერაფერს გეტყვით, ახალს არაფერს ვამბობ,არ დაიჯერებთ ნებით – სამშობლოს ბედზე ვდარდობ…არ დაიჯერებთ, რადგან მეც არა მჯერა მყარად –მოწამლული ვართ რისგან, გასარკვევი გვაქვს სწრაფად!

ტყუილი გვიჯობს მართალს, ბოროტება კი კეთილს,შიში ადვილად გვმართავს, რწმენა არა გვაქვს ღმერთის!ეშმაკი გვაზის მხრებზე, სრულიად ნათლად ვხედავთ,შეჩვეული გვყავს ხელზე, მასთან დაწოლას ვბედავთ!

ერთ დიდ ტყუილში ვცხოვრობთ, პატარა და თუ დიდი,ნეტა რისთვისღა ვცოცხლობთ, ვართღა – ლეგენდით, მითით.კი იყო მართლაც ხალხი – გმირები ლეგენდისა,ტანზე ემოსათ თალხი, გულზე – ნათელი მზისა!

Page 18: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

17

ღირსება იყო მათთვის – მადლი მაღალი ღმერთის,პატიოსნება მნათის და სიყვარული ერთის!მაგრამ ეს იყო ადრე, სულ, სულ სხვაა ახლა –ბნელეთს ანათებს მთვარე, მზე დაიკარგა მართლა.

სასაცილოა ჩვენთვის – კაცის ულვაშის ღერი,ფასი ფიცის და სიტყვის და გულში ჩანამღერი.არ გვეშინია ღმერთის – არ გვიხარია შობა,სასაცილოა ჩვენთვის – ერთგულება და ძმობა.

სასაცილოა ბოლოს – სიკეთით სავსე გული,ჩვენი ფიქრია მხოლოდ – ფული, ფული და ფული.ყველა სხვადასხვა მხარეს ! ყველანი ქვენა გრძნობით !თავზე დაგვნათის მთვარე, ერთმანეთს ვჯობნით ომით…

ეზოს ვერაფრით გასცდა, თვალსაწიერი ჩვენი,ყველას მიზნები ასცდა – მათი, ჩემი და შენი.დაგვირბის ეშმა თმებში, გულზე მაწვება ლოდი,ნუთუ მართლაა ჩვენში, თვითგანადგურების კოდი !

‘’დროის ბრალიაო ალბათ, მსოფლიო გავსო შეშლილს,’’ერთნი წრუპავენ შარბათს, ბევრნი ებრძვიან შიმშილს.(დიდ საჭადრაკო დაფას, არ მოვაცილოთ თვალი,‘’ჯობია ვჭამდეთ ფაფას, ვიდრე ავიღოთ ვალი’’.)

იცინის ომის ღმერთი, სისხლით დამთვრალი მღერის,სიმართლე არის ერთი, ეს არავის არ ესმის.დროის გაწელვა გვმართებს, ნუ ვჩქარობთ უფსკრულისკენ,სხვისი არცარა გვმართებს, ვიყუროთ მხოლოდ მზისკენ.

ერთურთს გავუგოთ მინდა : ვიცი იცვლება დრონი –ვიცი ვერ მოვქსოვთ წინდას, ვერც ფეხით ვივლით მგონი…

Page 19: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

18

არც მე არ ვიცი კარგად, ეს რა ჭირია ჩვენს თავს,ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად, არ დავენახოთ ავ-თვალს.უნდა მოვიდეთ გონზე, არ ჩავიქნიოთ ხელი,იქნებ სჯობია დროზე, ფონი მოვძებნოთ თხელი,

იქნება ახლაც ხალხი – მომავალ ლეგენდისა,დავატრიალოთ ჩარხი, ბაზალეთისა ტბისა.იქნებ ძალიან ვცდები, (სანთელს ნიავი მიქრობს),იქნებ ვეღარცა ვხვდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ:

მარადიული არის – ღვთისაგან დაწერილი –სიბრძნე მთისა და ბარის, ჩვენ გულში ჩაწერილი.არ ეშველება გასულს, უნდა ავუგოთ ხიდი,მომავალსა და წარსულს, ღმერთის შიშით და რიდით!ახალი ვერ გითხარით, ახალს ვერაფერს ვამბობ,არ დაიჯერებთ ნებით – სამშობლოს ბედზე ვდარდობ…

P.s. თავზე დაგვჩხავის ყორანი –ბედისწერათა მმართველი…… ნაპირზე მოსჩანს ბორანი,ღვთისმშობლის სხივით ნათელი!

Page 20: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

19

* * *

ჩამომათალეთ გული,წაიღეთ იგი თან და:თითქოსდა გავხდი ნული –სიცარიელის განცდა.

ნახევარ გულითაღა ვარ,ინვალიდობის გრძნობით,ამ ქვეყნად თქვენ აღარა ხართ,მე რას გიშველით გლოვით.

ხილვები მოწმობს ჩემი:აქაცა ხართ და იქაც,სამყარო არის თქვენი,უსასრულობის ნიშაც.

აქაც მაჯობეთ ისევ:და დამასწარით წასვლა,ყველაფრის ცოდნა, კიდევ –მაღალი ღმერთის ნახვა!

ასეა მართლაც თითქოს –სიმართლე არის დიდი,მაგრამ სხვაგვარად ფიქრობს –გულის და გონის ხიდი:

მაშ რატომ არის ბინდი,რატომ იმარჯვებს სევდა,როცა ყვავილობს შვინდი,იმედი რატომ კვდება…

Page 21: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

20

რათ დამიმძიმდა სული,მგლოვიარე ვარ რითაც,სიბნელე არის სრული,თითქოს მაყრია მიწაც!

მინდა პასუხის პოვნა:საით სჯობია მაინც,იქნებ ზეცაში ყოფნა –მარადიულია რაიც !

მინდა გავიგო რა არის –წუთისოფელის არსი,ნათება მზის და მთვარის,რა მანძილზეა მარსი…

ნუგეში არის ერთი:კვლავაც შევხვდებით მალე,(სასწორით მიცდის ღმერთი!)დღეს იქნება თუ ხვალე…

Page 22: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

21

,,ბედისწერას ნასვამი არ ესტუმრო~...(სუფრაზე ნათქვამი)

* * *ჰეი, ბედისწერავ გამოიხედე,რად მემალები, რისი გრცხვენია,მე მოველ შენთან და გამომხედე –სტუმარი ღვთისააო გამიგონია.

მოდი ჩამოვჯდეთ სუფრასთან ერთად,ჩემსას მე ვიტყვი, შენა თქვი შენი,მე დასამალი არა მაქვს ქვეყნადარაფერი და არც ვალი თქვენი.

დაბადებიდან გიცნობდი თითქმის,მესმოდა შენი იდუმალი ხმა,მეუბნებოდი იმას რაც ითქმის,მე ვერ გითხარი – ენა გამიხმა.

ეხლა კი მინდა გაუწყო ერთი –რაზეც ვფიქრობდი დიდიხანია,რა კავშირში ხართ შენა და ღმერთი,დღემდე ვერაფრით ვერ გამიგია.

„ან კი მეგობრობთ“? – (გულის ფრიალით),მაშ ვინ გარგუნა ძალა ამხელა,ხშირად მესმოდა შენი შრიალი,ვერა ვბედავდი ვერსად გამხელას.

ორი გვერდი გაქვს – შავიც და თეთრიც,ვინ სად სწერია, კაცმა არ იცის,მოდი და კიდევ დავლიოთ ერთიც,უკვე ბახუსი მწარედ იცინის.

Page 23: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

22

მოდი და მითხარ, მითხარ რა მელის,ვერას დამაკლებს ეხლა ავთვალი,თუ მე მაბრალებ ცოდვას კაენის,პირდაპირ გეტყვი – არ ხარ მართალი!

დავლიოთ ერთიც, ხმა ამოიღე,მეგობარი ვარ ეხლა მე შენი,სხვა დროს სასმელი შენ წამოიღე,სადღეგრძელოსთვის – ჩვენი და თქვენი.

რატომ არ ამბობ, რატომ გაჩუმდი,იქნება იყო შეცდომა შენი,იქნებ გეგონე ავი მანქურთი,იქნებ გინდოდა ძვირფასი ძღვენი.

ვერ გავაკეთებ ვერაფერს ასეთს,ეტყობა ესეც ბედისწერაა,მე ვეღარ წავშლი დროის მონაკვეთს,დანარჩენი კი ღმერთის ნებაა…

… ღიმილსღა ვხედავ (მგონია უფლის),არცთუ დამცინავს, თითქოსდა კეთილს,სუფრას გავხედე თანამესუფრისჭიქას არ ეკლდა, არც ერთი წვეთი.

პასუხად ვუსმენ კითხვების ჩივილს:(ყველა ჩვენგანის გოლგოთის თხემი) –„რატომ ვერ ვხედავ იესოს ტკივილს ,რატომ მაწუხებს ტკივილი ჩემი“…

Page 24: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

23

* * *

ქუჩაში ჯოხით მოხუცი მიდის,მოკლე ნაბიჯით, ხელის კანკალით,ფოთლები ცვივა, ჯანღია ნისლის,პარკი უჭირავს სავსე კაკალით.

უკან მიჰყვება ძაღლი პატარა,შორიდან მოსჩანს ძალზე გამხდარი,მოხუცს ეტყობა – მხრებით ატარამძიმე ჯვარიც და ფიქრიც წამხდარი…

მიდის მოხუცი თვალებჩამქრალი,ყველა გზა მისთვის სულერთი არის,მოგონებებიც არის გამქრალი,ძველი ამბებიც – მთისა და ბარის.

მიდის მოხუცი, უჭირს და მიდის,თითქოს მკვდარ წარსულს მიათრევს ძალით,იქვე ვიღაცა სიგარეტს ყიდის,ვიღაც დამთვრალა მაგარი არყით.

მაგრამ ცალკეა ეს ყველაფერი,ცალკე მოხუცი, ცალკე ცხოვრება,ამას ვერ შეცვლის ვერც ვერაფერი,სხვა აზრი სწრაფად, სწრაფად ქროლდება…

იმავ ქუჩაზე გადმოდის წყვილი –ლამაზი გოგო, მაღალი ბიჭი,ხელში უჭირავთ სათუთად ჩვილი,ორივესა აქვთ სიცილის ნიჭი.

Page 25: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

24

მოხუცს ჩაესმა გოგოს კისკისიდა გაუნათდა წამით გონება,სითბო შეიგრძნო – არ იცის რისი,ცხადს აღარ უნდა გამოგონება:

ხედავს სუფრაზე თვითონ თამადობს,მოკლე ყანწით და ტკბილი სიტყვებით,თამადის სიტყვა სხარტად თამაშობს,თუ მის ნააზრევს სწრაფად მივყვებით.

ხედავს მაღალ სახლს დიდი აივნით,აივანზე კი ქალს მოციმციმეს,ეზოში – ბავშვებს ძველი ჩაიდნით,ბუხარში წიფლის კუნძს მოგიზგიზეს.

ხედავს ყველანი ერთად არიან,(გარდაცვლილები მკრთალი ღიმილით)ვიღაც იძახის – „გოგო მარიან!“სხვა იყურება თითქოს ჩივილით.

ვაზები მოსჩანს მამის ჩარგული,გამხმარან უკვე, როგორც ეტყობა,ხეებიც ხმება თავის დარგული,გაზაფხულამდე რომ შეეტყობა.

მოსჩანს მთა-ველი უკიდეგანო,მდინარეები – თავ-თავისი გზით,ვირზე შემჯდარა ვიღაც ბოგანო,კმაყოფილია ბედნიერებით.

გვრიტებსა ხედავს თავის ბუდესთან,ლაპარაკობენ თითქმის ჩურჩულით,

Page 26: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

25

ბაყაყი ტირის ახლოს გუბესთან,მიიპარება მელა ჩუმ-ჩუმით.

ეს ყველაფერი ერთ წამში მოხდადა ყველაფერი გაქრა ერთ წამში,მოხუცს მხოლოდღა ოხვრა აღმოხდადა მოერია ცრემლები თვალში.

ვეღარ გაეგო ცოცხალი იყო –თუ ყველაფერი იყო სიზმარი,ირგვლივ რაც არის, იქნებ არც იყო,ეჩვენებოდა დღეც კი ცისმარი.

წაიჩურჩულა – ღმერთო მიშველე!ნელა ჩამოჯდა იქვე კიბეზე,ქარმა მაშინვე: ღმერთო უშველე –თითქოს გაიკრა ხელი ჯიბეზე…

* * *

მოდი ძმაო გამანებე თავი,სულ არ მინდა შენი გამარჯობა,სულერთია წითელი ხარ, შავი,არ გეგონოს მქონდეს შენი მტრობა…

მე უბრალოდ დავიღალე ძმაო,სად ვარჩიო კარგია თუ ცუდი,ვერც გაარჩევ – მეუბნევა ხმაო:ბოროტებას არც ჰქონია კუდი.

მოდი ძმაო გამანებე თავი,გაიარე ვითომც არც ვყოფილვარ,

Page 27: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

26

ძაღლიც ყმუის ჩემს ეზოში ავი,დავიღალე – შორიდან მოვდივარ.

არ გეწყინოს, გამანებე თავი,გზაზე ღმერთმა მოგიმართოს ხელი,ვერა ხედავ ? – მხარზე მაზის ყვავი,არც მცალია – ბედისწერას ველი…

არ იფიქრო ცუდი არაფერი,მე უბრალოდ დავიღალე ძმაო,თითქოს, ადრე ვნახე ყველაფერი,აღარ მინდა აღარაფრის ცდაო.

წადი ძმაო, გამანებე თავი,სულ არ მინდა გამარჯობა შენი,ვიშრომე და დამეღალა მკლავი,მისალმება მეზარება თქვენი…

არ გეგონოს ვინმე მეჯავრება,არ გეგონოს რომ არავინ მიყვარს,არც იფიქრო – ყველაფერი ქრება,არ იფიქრო რომ არ ველი ცისკარს.

მე უბრალოდ დავიღალე ძმაო,მძიმე არის ამ ცხოვრების ტვირთი,ეკლიანიც გავლილი მაქვს გზაო,თავზე მადგას სეტყვის ღრუბლის ბირთვი.

არ გეწყინოს, გამანებე თავი,გზაზე ღმერთმა მოგიმართოს ხელი,ვერა ხედავ? – მხარზე მაზის ყვავი,არც მცალია – ბედისწერას ველი…

Page 28: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

27

* * *

წარსული მოკვდა და გავაცილე,ნათელში იყოს იმისი სული…ყველა გასროლა შორს ავაცილე,ახლაც დგას ირგვლივ იმ დენთის სუნი.

მოგონებებმა ფერი დაკარგა,კადრები მოსჩანს თეთრი და შავი,ფიქრი ფიქრებშიც კი ჩამეკარგა,მორევში დიდში ტრიალებს ნავი…

როგორ არ მახსოვს, განა დავბერდი,ყველა წვრილმანიც კი მახსენდება,მიტრიალებდა ირგვლივ ავბედი,ეხლა არ მინდა ეს გახსენება…

მაგრამ სად გაქრა ის სიხალისე,რითაც ვიყავით შეპყრობილები,ვერაფრით რომ ვერ მოვინაკლისე,საით წავიდნენ “შერეკილები”…

სადღაც არიან აქ უეჭველი,დასანანია მე რომ ვერ ვხედავ,(ხელოვნებაა სულის საჭმელი –ამას პირველად მე არა ვბედავ).

საით წავიდნენ სათნო ქალები,კეთილშობილი გამოხედვებით,თითქოსდა მახსოვს მარწყვის ლალები,თითქოს თვალებიც – უცხო ფერებით.

Page 29: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

28

სად დაიკარგნენ ჩვენი ბიჭები,“რატომ არ სჩანან – დაიგვიანეს,”იქნებ ტყუილად დღესაც ვირჯები,მგონი ამ ლექსაც ვწერ უგვიანესს.

რად გაფერკმრთალდა სალამი ღვთისა,რად ჩაიკეტა ყველა ნაჭუჭში,დაპატარავდა მწვერვალი მთისა,ყველანი ზიან საკუთარ ჭურში.

რატომ ჭიხვინებს ლაფშა უმხედრო,რატომ წყვეტს ლაგამს, რას მიგვანიშნებს,აღარ არიან ხალხი სა-მხედრო?მტრის გამოჩენას ხომ არ გვანიშნებს!

ხომ არ ვიცვლებით უარესისკენ,ხომ არ დავკარგეთ ადათ – წესები,იმის მაგივრად, ვიყუროთ ცისკენ!ფეხზე გვაკრია თითქოს რელსები…

მირაჟი არის აწმყო – გასული,რადგან წამები არა ჩერდება,წამში ცხოვრება ხდება წარსული,გამეორება აღარ ხერხდება…

და რაღა მრჩება – მომავალიო?!მომავალია ძალზე საეჭვო –როგორ იქნება ხვალე მსოფლიო,ზეცას რაკეტა ფილტვში გაერჭო…

ყველაფერს ამას მოგითხრობთ გული,ეხლა გონებას დავატან ძალას:

Page 30: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

29

ქვეყანა არის მარადიული,ახალგაზრდობა გვჯობია მართლაც!

რაც დამეკარგა მათია ეხლა,და გაგრძელდება მარადისობა,ტყუილი არის ჩვენს შორის შეხლა,დაბრალება კი უნამუსობა…

ასე ყოფილა, ასეც იქნება,სამყარო არის უკუნისამდე,ღმერთმა შექმნა და კვლავაც იქმნება –საზღვარს ვერ ვნახავთ, არის სადამდე…

* * *

ავტობუსი ყვითელი,ახალგაზრდა ქალი,კაბით წითელით,ღიმილით ძალით:

მთავაზობს ადგილს –სკამს ტყავგადაკრულს,ამ ამბავს-ადვილს,მივუხვდი მზაკვრულს:

გულის გახეთქვაუნდოდა ჩემი,რაც უნდა მეთქვა –ფიქრია თქვენიც…

Page 31: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

30

* * *

შენ არ იფიქრო – იმგვარად,მე შემოგხედე სხვაგვარად,ეს ღმერთმა იცის რაგვარად,მართლაც ასეა – ამგვარად!

* * *

ისე ლაპარაკობენ ღმერთზე –თითქოს მართლა იცოდნენ რამე,მგონი ჯობია შევთანხმდეთ ერთზე:ეს დღე იქნება თუ ღამე,მხოლოდ ვიფიქროთ ღმერთზედა არ ვილაპარაკოთ რამე…

* * *

თევზის ჭერაა აზარტი დიდი,ტირიფის ძირში, მდინარის პირას…მგონი საჭირო არაა ხიდი,ალბათ ჯობია დღე იყოს კვირა.

სულ სხვანაირად საქმეა თევზის,ანკესზე ვხედავ ჩამოკიდებულს,მას დიდი რისხვა დაატყდა ზევსის,ვეღარ აკოცებს ჩანჩქერს კიდებულს…

Page 32: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

31

* * *საოცარია, მართლაც მარიან !არავის ახსოვს ფაქტი, არავის :ასი წლის შემდეგ, დღეს ვინც არიან,არ იქნებიან მათგან არავინ.

ეს რომ გვახსოვდეს კარგი იქნება,და სიცოცხლესაც ტკბილად გავლევდით,(‘’მშვიდობა თქვენდა’’ – ღმერთმა ინება,)ერთმანეთის სისხლს აღარ დავლევდით…

* * *უგემურია ამინდი – ჟინჟღლით,სიგარეტიც კი თავისით იწვის,ჩემი მანქანა გაივსო ფიქრით –იქნებ მთავარი აზრია : ვინ-ვის !

იქნებ სიმდიდრე, იქნებ სახელი,იქნებ კაიფი, იქნებ ჭამა-სმა,იქნებ სამყარო – ზეცა ნათელი,ან ყველაფრისთვის ხაზის გადასმა !

იქნებ უბრალოდ გამრავლებაადა მერე დინჯად, მშვიდი სიკვდილი,ნუთუ სიცოცხლე იმის ცნებაა,რაც არავისთვის არის ცნობილი…

უგემურია ამინდი – ჟინჟღლით,აღარც მგონია გამოიდაროს,დაფარულია ჯერ ფიქრი ღინღლით –უჭირს, რომ აზრი გამოიტანოს…

Page 33: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

32

* * *

სასწაულს ნუ ელოდებით,სასწაულები არ ხდება,მსგავსი რამ მხოლოდ ზღაპრებითდა ლეგენდებით ხერხდება –

ასე ამბობენ ბევრნი,ამ აზრისაა ცოტაც:სასწაულს ხედავენ ხელნი –„ ვისაც აკლია ცოტა“…

მე გეუბნებით გადაჭრით:სასწაულს შეხვდებით ლამის –თუკი ეცდებით ფიქრით,შესძლოთ გაჩერება წამის…

წამის გაჩერებაა რთული,(შრომას წააგავს მწყემსის)სუფთაა საჭირო გული……ეს სხვა თემაა ლექსის.

* * *

თუ სიჩუმეში ხმაური გესმის,თუ სიბნელეში სინათლეს ხედავ,ხანდახან ციდან ხმები ჩაგესმის,თუკი ამბობენ – ‘’რა მოსდის ნეტავ’’,

თუ ტყუილს ჩუმად, ღიმილით ხვდები,თუ შეგიძლია გაჩუმდე დიდხანს,

Page 34: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

33

ორ სიტყვაშიაც თუ მიმიხვდები,და თუ შორს ასცდი საერთო მიზანს…..

თუ შეგიძლია შეხედო ცისკარს,როგორც დასაბამს კაცობრიობის,თუ კი იცი, რომ ნამდვილად გიყვარს,და გძულს უღელი მართლაც მონობის,

თუ შეგიძლია გაიგო რატომ,რატომ იღვრება ცრემლები გულში,თუ შეგიძლია უფუნჯოდ ხატო,ან თუ გიტაცებს ჩაძრომა სულში…

თუ გესმის ფიქრი დიდი ცაცხვის ხის,რას ლაპარაკობს ბუხარში ცეცხლი,რითი საზრდოობს ფესვები მუხის,და რა ღირს მართლა იუდას ვერცხლი,

თუ იცი, როგორ ამოდის ია,ან რას გვიყვება დინჯად იორი,იქნება არც შენ არ გაგიგია –იქნებ ბევრს ფიქრობს უფრო რიონი,

იქნებ იცოდე რად მეღიმება,შოლტივით ქალის ახლოს მხედვარეს,ან ეს ღიმილი რა ეღირება,თუ არ შევჩივლე იმ ღამეს მთვარეს.

თუ უკვირდები ცაში ნავარდით,რა მიზანი აქვს არწივის ფრენას…ნეტა ამ დღეში რატომ ჩავვარდით,რა გვათმენინებს ცოფიან კბენას,

Page 35: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

34

იქნებ ჯობია მგლობა ნამდვილი,იქნებ დანდობა სისუსტისაა,ბოროტებაა იქნებ ადვილი,ხოლო სიკეთე მხოლოდ ღვთისაა…

თუ შეგიძლია სძლიო სიხარბეს,თუ შეგიძლია გაუძლო ტკივილს,ცოტნე თოკით რომ წარსულს მიაბეს,ჟრუანტელივით ეხლა თუ გივლის,

თუ გახსენდება ხალხი მართალი,ვინც არი უკვე ლეგენდასავით,ან ამირანი კლდისგან ნათალი,თუ გინდა იყო სალი მასავით,

თუ შეგიძლია გაუგო კაცებს,რომ აპატიო, თუ შეგიძლია,თუკი სხვასავით არ მისდევ ვაცებს,მარტოობისთვის თუ გაგიძლია,

თუ იცი ეხლა რა ხდება ჩემს თავს,თუ იცი ამ ლექსს რა მაწერინებს,უხილავია ის ვინც მე მმართავსთითქოსდა ვწერდე ბოლო წერილებს…

თუ იცი მართლა ეს ყველაფერი,მოდი მითხარი და დამასვენე,მეტი არ მინდა არც არაფერი,დავიკრეფ ხელებს და გამასვენე…

Page 36: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

35

* * *

ყველაფერი ძველებურად მიდის,ყველაფერი ისევ ისე ხდება,კოლა ისევ შუშა კიტრსა ყიდის,დღეში სადღაც ათ ლარამდე რჩება.

ისევ ისე მიდის ყველაფერი,მზე ამოდის ისევ იმ მხარიდან,არ შეცვლია ცასაც ლურჯი ფერი,კაცსაც ტვირთი არ მოხსნია მხრიდან.

იგივეა თითქმის ყველაფერი,ხალხის ფუსფუსს არ ჰქონია ზღვარი,ყველასა ჰყავს თავ-თავისი მტერი,ისევ ისე მოდუდუნებს მტკვარი…

ისევ უყვართ, რომ უყვარდათ ადრე,ისევე სძულთ, იქნებ უფრო მეტად,ვერ გასწორდა მენახირის სახრე,მართალს ისევ აცხადებენ ცეტად.

გაზაფხული მოდის ყვავილებით,წიწილებსაც შემოდგომით თვლიან,ყველა იბრძვის ისე გახელებით,თითქოს მერე იქნებაო გვიან.

არაფერი არ შეცვლილა თითქმის,ბებერი კლდე ისევ გადმოგვყურებს,ფიქრობს ალბათ იმას, რაც არ ითქმის,არ კადრულობს მკვახე საყვედურებს.

ისეთივე ღიმილი აქვს მდიდარს,ღარიბი კი მოღუშული დადის,იგი მუდამ ელოდება ავდარს,მდიდარი კი ტკბება სუნით ვარდის.

Page 37: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

36

მაგრამ ისე, თითქმის ერთგვარია,მდიდრების და ღარიბების სევდა,სულერთია კაცი რა გვარია,ყველას აქვს საკუთარი ხედვა.

წელსაც ისევ აყვავილდა ნუში,მდელოები შეიმოსა მწვანედ…ვანო გაძღა კამეჩივით გუშინდა აგინა თავის ცოლ-შვილს მწარედ…

ისევ კოხტად მისეირნობს წყვილი,ეჩქარებათ სახლში მისვლაც მალე,საღამოა გაზაფხულის თბილი,არც ფიქრობენ რა იქნება ხვალე.

ქეიფობენ რესტორანში ძმები,ჰგონიათ, რომ აჯობებენ ყველას,აერიათ ერთმანეთში ხმები,მგონია, რომ ბახუსს სთხოვენ შველას.

ისევ ისე ომებია ქვეყნად,ცხოველივით ერთურთს ჭამენ კაცნი,გასაკვირი არის უფრო მეტად,რას ფიქრობენ ამა ქვეყნის ვაცნი.

ისევ ისე იბადება ბიჭი,ისევ ისე იბადება გოგოც,დაიკარგა თოფის სროლის ნიჭი,უწინ ამ დროს აკეთებდნენ როგორც.

ტყუილს ისევ ფეხები აქვს გრძელი,სიცრუეა თითქოს ჰქონდეს მოკლე,პატიოსანს მუცელი აქვს თხელი,კომბალს აწყობს სხვენში ისევ კომბლე…

ყველაფერი ძველებურად მიდის,ჩვენ არა ვართ ამ ქვეყანას მხოლოდ,

Page 38: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

37

უკან წასვლის არ არსებობს ხიდი,სამწუხაროდ არ ვითვლებით ბოლოდ…

P.S.ჩვენ რომ იმ ქვეყნად წავედით,დროცა გვქონდა და ნიშანიც,იმ აზრამდენაც ავედით –წყალნიც წავლენ და ქვიშანიც…….

* * *მე თქვენ გიხსენებთ თავის მკვლელებო,დავიწყებულნი ხართ უსამართლოდ,რამ, რამ გიბიძგათ მკვლელის ხელებო,რას, რას გვანიშნებთ უმისამართოდ.

ყველა გაურბის თქვენზე საუბარს,თითქოსდა იყოთ ვინმე უბირნი,ჩვენ თითქოს ვგავართ მდორე საგუბარს,თქვენ გაარღვიეთ მისი ჯებირნი,

თქვენ გაექეცით შურს თქვენი მტრისა,ვერ აიტანეთ სიცრუის ტალღა,ახვედით ქედზე – მწვერვალზე მთისა,და აისროლეთ ქუდები მაღლა!

ადამიანი გეგონათ ღმერთი,აი ეს არის თქვენი შეცდომა,გწამდათ ამ ქვეყნად სიმართლე ერთი,სიმართლისათვის მტერთან შეკვდომა.

ვერ აიტანეთ ბრჭყალი ეშმაკის,ვეღარ გაუძლო გულმა ამ ტკივილს,ცხადში ძნელია ხილვა კოშმარის,ვერვინ ხედავდა თვალებით ჩივილს…

Page 39: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

38

სიამაყეა, სიამაყე მთავარი მაინც:ჩვეულებრივზე მეტად იყავით,თუ ჩვენი მალე იშლება კვალიც,თქვენ შორსა ჩანხართ მცურავნი ნავით,

არ მოგცათ ნება ამაყმა სულმა,გეხუჭათ თვალი სიბინძურეზე,სხვაც ვერაფერი ვერ გითხრათ გულმა,და თქვენი ბედი გაჩნდა მთვარეზე.

იქნებ ღალატი ვერ აიტანეთ,რაც თქვენთვის იყო უცხო მთლიანად,ხნული ბოლომდე ვერ გაიტანეთ,სიტყვაც ვერა თქვით ენაწყლიანად.

სიყვარულიც კი იქნებ მოგიკვდათ,ვეღარ უყურეთ კუბოს სარკიანს,ყველა გრძნობებიც მასთან ჩაგიკვდათ,ვერც გაუძელით შრომას ხარკიანს.

იქნებ ფიქრობდით ჯიუტად ცნობილს:ყველაფერი და ან არაფერი.იქნება ერთხელ უმუხთლეთ ძმობილს –თავზე დაგემხოთ მაღალი ჭერი.

ვერ გადაუსვით ხაზი ყველაფერს,ვერ დაიკიდეთ ფეხებზე ყველა,ვერ შეეგუეთ თქვენთვის უცხო ფერს,ვეღარ მიჰყევით ცხოვრებას ნელა…

იქნებ სიბერე, დაძაბუნება,მარტოობა და სასოწარკვეთა,ასეთი არის კაცის ბუნება –ყველა ვერ იტანს თავის განკვეთას,

Page 40: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

39

იქნება მოხდა ისეთი რამე,რისი ატანაც ვეღარ შესძელით,გაუქმდა თქვენთვის ყოველი ღამე,უძილობისგან ვეღარ გაძელით.

თქვენ დაიბადეთ ნაზი სიმებით,უხეშმა ხელმა დაწყვიტა ერთად,ვეღარ დაწერეთ ლექსი რითმებით,სიყვარული კი აქციეთ ღმერთად.

არ გაგიმართლათ იქნებ ძალიანდა არ იყავით კუთვნილის ღირსი,ვერ დაივიწყეთ სიტყვა – „მარიან“,ვერ შეეგუეთ, რომ იყო სხვისი…

იქნება ფუძე არსებობს სულ სხვა:ამაოების ჩაწვდით შინაარს,შორს დაინახეთ მარმარილოს ქვა,და დაასწარით წამით ზენაარს…

თქვენ კარგად იცით საზღვრების ფასი,მაგრამ აღმოჩნდით საზღვრების იქით,უსაზღვროების გაიგეთ არსი,ჩვენ კი გიგონებთ ბურთიან ჭიქით.

მაგრამ ეს თქვენი არჩევანია,ჩვენ ვეღარაფერს ვერ შევცვლით ამით,ჩვენი რა არის – არადანია?(კითხვა კარგია – ნათქვამი კალმით…)

Page 41: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

40

* * *

მოდი ძამიკო დავლიოთ ერთი,მოკლე ჯაჭვით ვარ მიბმული კედელს,(როცა ვსვამ, მაშინ ახლოა ღმერთი),იქნება ჯაჭვიც ცოტა დაგრძელდეს.

სულ ერთი წუთით მალაპარაკეთ,სულ ერთი წუთით გაჩუმდით ყველა,თქვენ რომ უჩუმრად ჩაარაკრაკეთ,ჯერ კიდევ დღეა, ხომ არა ბნელა.

გასაგებია : თქვენ ხართ ლოთები,კარგი ბატონო: მეც თქვენი მსგავსი,უკვე დაცლილი ყრია ბოთლები,მგონი გათენდა დღე ერთი – ნავსი.

დაასხით ერთიც, რა მოგივიდათ,ხელს არ შეგიშლით სადღეგრძელოში,ეს რა დღეში ვართ, რა მოგვივიდა,არ გვეკადრება საქართველოში.

დაასხით ერთიც, იქნებ გავწყვიტო,შებმული ჯაჭვი, ოხერ-ტიალი,ძველებურადაც რომ ავიწყვიტო,და გამიჩერდეს გულის ფრიალი.

თქვენ არაფერი იცით დალევის,შეიძლება რომ კაცი გაშტერდეს,თქვენი ფიქრია – დროის გალევის,ჩემი მიზანი – წამი გაჩერდეს!

მადლობელი ვარ, დაასხით ერთიც,თავისუფლება მწყურია მხოლოდ,

Page 42: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

41

დღეს ჩემსკენაა კაციც და ღმერთიც,ეს სადღეგრძელოც ჩათვალეთ ბოლოდ.

დაგვიწყებიათ, მეგობრებო დაგვიწყებიათ,ოთხი ყოფილა სახარება და არა სამი,წუხელის რაღაც საშინელი დაგსიზმრებიათ –მოგჩვენებიათ გახრწნილი გვამი…

დაასხით კიდევ, მე მიყვარს თრობა,რასაც თან ახლავს თავდავიწყება,თითქოს გამქრალა ამ ქვეყნად მტრობა,ბედნიერებაც ეხლა იწყება.

მოდი ეს სუფრა მივუძღვნათ იმათ,ვინც იყო უკვე და აღარ არის,სხვაგვარი იყო ცხოვრება წინათ,ცოტაა ეხლა იმათი გვარის.

ვერც იმათ შეძლეს დროს გაჩერებადა აჰყვნენ ტრიალს ბედისა ბორბლის,უყვარდათ მხრებით ბავშვის ტარება,და სუნი, სუნი ახალი ხორბლის…

ვისაც არაყი უყვარდა მართლაც,ვინც კაცი იყო და არა ბლეფი,კიდევ არიან კაცები ახლაც,ხასიათი აქვთ კეთილი მეფის.

ნიკალა იყო კაცი ნამდვილი,და სუფთა იყო – წყარო ანკარა,ხატავდა სურათს დარდით დაღლილი –და აჩერებდა წამებს ამგვარად…

ნათელში იყოს იმათი სული,ვინც ვერ დაატყო ცხოვრებას კვალი,

Page 43: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

42

ვისაც უდროოდ ასტკივდა გულიდა განგებ არაყში ჩაიხრჩო თავი…

… ეჰ, არაფერი იცით დალევის,შეიძლება რომ კაცი გაშტერდეს,თქვენი აზრია – დროის გალევის,ჩემი მიზანი – წამი გაჩერდეს!

* * *

რომ გამოვარდეს ხვალ გიჟი ვიღაცდა დაგვიმტკიცოს გაუგონარი –“არ არსებობსო სულიო”, რითაც _ადამიანი კაცი რომ არი!

რომ დაგვიმტკიცოს, მერე რაღა ვქნათ,რომ დაგვაჯეროს, სად დავიმალოთ.იქნებ ცხოვრება ჩვენი გარდავქმნათ,ან იქნებ ჯობდეს სულ წავიშალოთ…

ხომ დავდაყირა დადგა ქვეყანა,ხომ აირია სულ მონასტრები,უკვე მომკილი დაგვხდება ყანა,აღარ იფრენენ ცაში მტრედები.

აღარ იქნება ქვეყნად სიკეთე,და სიყვარულიც დაგვავიწყდება,მტრად გაგვიხვდება ყველა მოკეთე,ნაკადულებიც კი დაგვიწყდება.

Page 44: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

43

დაიკარგება პატიოსნება,ვერც ვაჟკაცობას გაიგებს ვინმე,გაბატონდება ეშმაკის ნება,აღარ იქნება ნუგეში რითმე…

და ვეღარ დაწერს ლექსებს ვერავინ,ვერც დახატავენ ვერაფერს ახალს,იოცნებებენ? – მგონი არავინ,ჯვარს გააკრავენ (ისევე) მართალს!

გაქრება სევდა, დარდიც გაქრება,მთავარი აზრი გახდება ჭამა,ყველა სანთელი ერთად ჩაქრება,ჩამობნელდება სოფელსა ამა…

გახმება ცაცხვი, გახმება მუხა,უსიყვარულოდ მზეც არ ანათებს,საბედისწეროდ თუ დაიქუხა,ელვა გადაწვავს ამ ჩემს ბარათებს…

ეტყობა ვხედავ ცუდ სიზმარს ცხადში,ეს ფიქრი დიდხანს, ძლიერ მაწუხებს,სიმარტოვეა საკუთარ სახლში,ეშმაკი მიჭერს თავის მარწუხებს…

თუმცა რას ვდარდობ, რად მეშინია,გიჟი გიჟია, სხვა არაფერი,გიჟს არც არაფრის არ ეშინია,და აღარც ახსოვს ოცნების ფერი…

Page 45: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

44

* * *

იყო და არა იყო რა,იყო სიბნელე უკუნი,ჯერ იყო ხარი ნიკორა,შემდეგ ადამის თიკუნი.

ქაოსი იყო მანამდე,შემდეგ დღე-ღამე გაიყო,ნეტა მზის სხივი სადამდე,მთვარის ნათება რა იყო.

წყალში თევზები გამრავლდა,შემდეგ ფრინველთა ირაო.შაბათს გვირგვინი დამთავრდა,უქმად გაცხადდა კვირაო.

ვერ აიტანა ადამმა,სამოთხის კარის სასრულიდა დიდმა წარღვნამ ალაგმა,ცხოვრება ზღვარგადასული…

იყო და იქნებ არც იყო,ნოე მართალი კაცთაგან,მისი ფიქრები გაიყო –რომელს მიენდოს ამათგან:

მივიდეს გააგებინოს,მეზობელს ანდა მოკეთეს,თუ თავი გადაირჩინოს,სანამ სხვებმა არ მოჰკვეთეს.

ბოლოს მაინც ქნა საქნელიდა თავი გადაირჩინა,

Page 46: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

45

მაშინ დაანთო სანთელი,როცა ღვთის სიტყვა ისმინა…

იყო და არა იყო რა…ისე, რამდენი რამ იყო –რამდენმა წელმა იგორა,რამდენი წყალმა წაიღო.

იმარჯვა კაცმა რამდენმა,დამარცხდა კიდევ რამდენი,რაც დააწესა გამჩენმა,ვეღარ შევძელით ამდენი.

რამდენი წიგნი დაიწვა,სიტყვა დავკარგეთ რამდენი,რამდენი ზვავი ჩამოწვა,ნეტა ვინ იყო ჩამდენი…

მთავარი მაინც ის არის :რა შეიცვალა აქამდე –ერთია ძენი ადამის,წარღვნის შემდეგ და წარღვნამდე.

იყო და იქნებ არც იყო,იქნებ ყოფილა როდესმე,არ დაგვავიწყდეს რაც იყო,რაც გვიფიქრია ოდესმე…

გამრავლდა მოდგმა ადამისიბადებოდა რამდენი…მაგრამ წესია ბუნების,კვდებოდა ზუსტად ამდენი.

იყო რამდენი ღალატი,იყო დასმენა რამდენი,

Page 47: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

46

შტერს ეცვა მეფის ხალათი,ძალაუფლებაც მაგდენი,

სულ, სულ ადვილად ხოცავდნენდა გრძელდებოდა ომები,თითქოსდა ვინმეს ლოცავდნენ,ისე წყდებოდნენ ტომები…

ამ სისხლის ზღვაშიც უყვარდათ,კეთილნიც იყვნენ მრავალნი,იმათზე ფიქრი უხარდათ,დღეს ვინც არიან მავალნი.

კი იყო გამონათება –იყვნენ ჭკვიანი თავებით,ბოროტსა წვავდა ნათება,გენიოსების თვალებით,

საოცრებები შექმნა რა,ადამიანის გონებამ,მთვარეზე ფეხი შედგა რა,იქვე მიიღო ცხონება…

… მაგრამ მთავარი ის არის,რა შეიცვალა აქამდე –ერთია ძენი ადამის,წარღვნის შემდეგ და წარღვნამდე.

Page 48: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

47

* * *

“სულ ერთი არის თითქმის,აზრი არა აქვს მაინც,”ხანდახან ასე ითქმის –გაცვეთილია რაიც.

მაგრამ ამ გაცვეთილ ნათქვამს,დიდი აზრი აქვს დიდი!შეიძლება, რომ ვიღაცამ სხვა თქვას –მას არ ჰქონია უფროსის რიდი.

ან შეიძლება კიდეც აქვს რიდი,მაგრამ ვერ ხედავს ამაოების საზღვარს,ჯერ არ უნახავს უსაზღვროების ხიდიდა ვეღარ არჩევს უბრალოსა და მთავარს…

… იქნებ არცაა საჭირო დიდად –უფსკრულის ფსკერის დანახვა შავად:არა ჯობია ზეცას უყურო მშვიდად,და მიაფურთხო ეშმაკს – მომზირალს ავად!

Page 49: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

48

* * *

გზაზე კაცი მიდიოდა,მოშვებული ჰქონდა წვერი,თბილად ეცვა, არ სციოდა,სახეს ჰქონდა თეთრი ფერი.

დასაველეთით იგი მიდის,მიზანია – ქვეყნის კიდე,თითქოს დახლზე ნამუსს ყიდის,მიაყოლებს ჯიგარს კიდევ.

ამ კაცს სული მოკვდომია,პროცესიას მისდევს მარტო,ჭირისუფალს არც სდომია,ბედი შავად დაგვიხატოს.

სული მოკვდა, ხორცი დარჩა,კაცი მიდის უსულგულოდ,გადააგდო გზაზე ბოხჩა,ქუდიღა აქვს შავი მხოლოდ.

სული ჰქონდა ხორცზე მეტი,მძიმე იყო უფრო მეტად,ვერ მოძებნა ის თორმეტი,თვითონ დარჩა, ერთი კენტად.

სული მოკვდა, მიიცვალა,ღალატით და ჩაფურთხებით,ეშმამ ისე მიითვალა,თითქოს ჰქონდა საკუთრებით…

უსულგულოდ მიდის კაცი,მიზანია ქვეყნის კიდე,

Page 50: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

49

აღარ არის ის ვაჟკაცი,ამდენ ამბის გადამკიდე.

იქნებ ასეც უნდა მოხდეს,სული მიდის უფრო ადრე:გზაზე მარცხი რომ არ დახვდესდა მივიდნენ ადგილამდე.

იქნებ სული ვეღარ უძლებს,დიდხანს ყოფნას ხორცთან ერთად,იქნებ კაცსაც გული უგებსდა ვერ ამბობს ამას ვერსად…

იქნებ ასეც უნდა იყოს,ტყუილადღა გლოვობს კაცი,ნეტა გზები არ გაიყოს,ერთად ნახონ კარისკაცი.

იქნებ ასეც, იქნებ არა,ვეღარ ხვდება მგლოვიარე,ნუთუ სევდა არა კმარა –ვერ გაიგო მჯდომიარემ…

ნეტა გიჟი ხომ არ იყო,თორემ ვის სად გაუგია –სულ – სხეული რომ გაიყოს,თქვენ პირადად გაგიგიათ?

იქნებ კაცი გიჟი იყო,მიდიოდა ქვეყნის კიდეს,ჩემი ნაღდად არა იყო –რად მეტკინა გულის ძგიდე…

Page 51: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

50

* * *

სიტყვაა ერთი კარგი ძალიან,დავიწყებული რომ არის ჩვენ დროს,ერთხელაც გითხარ მგონი მარიან,არ დაგავიწყდეს სიტყვა – არასდროს:

არასდროს ვიტყვი ბოროტ სიცრუეს,არასდროს ავწევ თეთრ ალამს მტერთან,ყოველთვის ვარჩევ ბნელეთს სინათლეს,არ ვიმეგობრებ არასდროს გველთან.

არ ველოდები, არა ახალ დროს,არ ვუღალატებ სიყვარულს ჩემსას,არ ვუღალატებ ძმობას არასდროს,არასოდეს და არასდროს სამშობლოს ჩვენსას…

ახლა კი ვხვდები რა ხდება ჩვენ თავს,რატომ ვაღმერთებთ ყოველთვის სხვა დროს,შური და ბოღმა რატომაც გვმართავს –რომ გვავიწყდება სიტყვა – არასდროს…

* * *თუ ჩავფიქრდებით ღრმად და ძალიან –გონიერება გრძნობებს განკარგავს,გახსოვს? (გითხარი ჩემო მარიან:)სულ ყველაფერი აზრსაც დაკარგავს!

ადრე ჩავფიქრდი მგონი ძალიან,ფიქრმა გრძნობები მალე განკარგა,გეუბნებოდი? (ჩემო მარიან:)სულ ყველაფერმა აზრი დაკარგა…

Page 52: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

51

* * *

არ მინდა აღარაფრის თქმა –აღარც ჩემი და არც სხვისი,სიტყვა არ მინდა, აღარც ხმა,სულერთი არის ვისი!

სიჩუმე მინდა მხოლოდ:ბევრს მეუბნება უფრო,ნეტა ეს არის ბოლო,თუ ჩარტყმული მაქვს ურო!

* * *

აუცილებლობა,ვალდებულება,წამებულობა,სხვათა გუნება…

პატივისცემა,გვერდით დადგომა,ჩუმად თვითგვემა,წყალში ჩადგომადადაღლილობა…

* * *მაინც რა არის საინტერესო?პირველი არის ჩვენი საწყისი,შემდეგში, შემდეგ რაღა არისო?-გამონაკლისი, გამონაკლისი!

Page 53: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

52

* * *

იქნება არც ხარ,გეძებ ტყუილად,იქნება ცა ხარ –სივრცე სრულიად…

* * *

რა ძმები, რის ძმები –ვისაც წაუგია ბევრი,მოგების ესმის ხმები –არ იყო მისი ხვედრი!

* * *წამოდი ჩემთან!მე შენ გაჩვენებაღმოსავლეთს და დასავლეთს ერთად!წამოდი ჩემთან!

ბედნიერების დიდ ნისლში გაგხვევ,თავდავიწყების სივრცეში მცურავს,გულის ჭრილობებს დავადებ ნახვევს,ჩემი სიტყვები ყველაფერს კურნავს!

მე დაგანახვებ ჰორიზონტს იქით,ადამს და ევას იმ ვაშლის ხესთან,წამოდი ჩემთან!

ჩვენ გადავსერავთ თეთრი ცხენებით,ზეცას და იქით რაც არის კიდევ,

Page 54: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

53

ჩაგეჭიდები ორთავ ხელებით,აღარ დაგკარგავ (არასდროს) ისევ!

მე გაგაკვირვებ ხალასი გრძნობით,თუ შემადარებ ძალიან ბევრთან,წამოდი ჩემთან!

დაგავიწყდება სევდაც და დარდიც,და გაგეხსნება გულის კარები,გამომიგზავნე შიკრიკი მარდი,მე გზისკენა მაქვს მუდამ თვალები…

მე გადაგიშლი ლოგინად იებს,ყაყაჩოებს და გვირილებს ერთად,წამოდი ჩემთან!

მე გაპოვნინებ რაც შენ დაკარგე,ან ვერ იპოვე ამ ქვეყნად ვერსად,იმას, რაც მხოლოდ ფიქრით დაქარგერაც ვერ აქციე ცხოვრების წესად…

მე შენ გასწავლი ფიქრს სიჩუმეში,დაგაახლოვებ ჭეშმარიტ ღმერთთან,წამოდი ჩემთან!

მოვინახულებთ ოკეანის ფსკერს,მარჯნის ყვავილის გვირგვინს დაგაწნავ,პოსეიდონი თუ მომთხოვს შენს ხელს,ხელთათმანებით სილას გავაწნავ,

მე შენ გაცხოვრებ თეთრ ჩალის ქოხში,სიყვარულთან და სითბოსთან ერთად.წამოდი ჩემთან!

Page 55: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

54

ვერ დავბრუნდები ხელცარიელი,დაგელოდები იმ მაღალ ხესთან,ჩემთან გიცდიან სახლში ყოველი –ძაღლიც კი ძაღლიც, წამოდი ჩემთან!

მიმოვილოცოთ ადგილნი წმინდა,მივიდეთ ერთად გოლგოთის თხემთან,ესაა ბოლო, რაც კი მე მინდა,წამოდი ჩემთან! წამოდი ჩემთან!

* * *

ძველი ალბომი ფოტოსურათის,ინახებოდა ყველა ოჯახში,ყდაზე ეხატა წვერი გუმბათის,გამოსაჩენად იდო ოთახში…

პირველ გვერდიდან, უინტერესოდ,გაყვითლებული ფოთლებივით ვადაგასულნი,მიმზერდნენ წყნარად და უალერსოდპიროვნებები უკვე წასულნი…

ამაოების და სიკვდილის სუნით,გაქვავებული დარდის ლოდებით,გადაღლილი და ნატკენი გულით,მიმზერს სურათი თითქოს გოდებით.

გადავსებულნი არყოფნის სევდით,უკურნებელი სენით მშფოთვარე,მეორედ მოსვლას ჩვენ აღარ ველით,მათი მეგზური ეხლაა მთვარე…

Page 56: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

55

აღარსად არ სჩანს მათი ფიქრები,არც სიხარული, არც სიყვარული…მათი ნუგეში მე ვერ ვიქნები –თავში ტრიალებს ფიქრთა მარული…

შემდეგ გვერდებზე თითქოს ნათდება:შუქი და სითბო ირგვლივ ვრცელდება,მზე და შავი ზღვა – ფიქრი ცხადდება,მათი ღიმილით ზღვაც კი ღელდება –

მომავლის რწმენით, დღით ხვალინდელით,ასეთი არის შემდეგი გვერდიც,სახლს იშენებენ საკუთარ ხელით,ფეხზე ჰკიდიათ ის ეფრემ – ვერდიც!

ამ დაწყველილი წინათგრძნობებით,მე მომეჩვენა ყვითელი ფერი,როგორ მოიწევს თითქოს ომებით,პირველ გვერდიდან, როგორაც გველი…

ცუდ სიზმარს ვხედავ და მეჩვენებავეღარ ვაჩერებ სრიალა მცურავს,თითქოს ხელს მიჭერს ეს მოჩვენება,(ხელს), რომელიც ალბომს სასწრაფოდ ხურავს!

Page 57: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

56

* * *

იმ დღეს კახეთში, სოფლის ბირჟაზე,სალაპარაკო თემა გამხდარა –გაიგე ბიჯო, გუშინ სუფრაზე,ჭრელაანთ მიხა უცებ მამკვდარა.

რა მოუვიდა იკითხა ერთმა –დაკარგულიყოს თითქოს ციკანი,არაფერიო, იცისო ღმერთმა –მეორემ მოსვა დინჯად „ლიკანი“.

რამდენი წლისა – დაურთო ბიჭმაჩამომჯდარიყო იქვე მორებზე,სამის არისო – იხუმრა ნიჭმადა მიანიშნა ტიღა მოზვერზე.

ასე ღიმილით, უდარდელობით,სოფელი შეხვდა გარდაცვალებას,ხუმრობენ სავსე გულახდილობით,გზას ულოცავენ გადაბარგებას.

სოფელს ეტყობა, რომ სჯერა რწმენის:მიხა, რომ მიდის თავის საგზალით,რომ სანახავად მიდის იმ ქვეყნისდა არ სჭირდება ამ დროს ვაგზალი…

მაგრამ იქნება ესეც პოზაა,იმ სირაქლემის კომპლექსის ნაშთი,(შიშის თვალები დიდი როცაა,მაშინ გვახსენებს თავს უფლის კვართი…).

იქნება ისე, იქნება ასე,მე რად მაწუხებს სოფლის აზრები…(ხომ გაგეღიმათ?) – სჯობია მასე,რომ დავივიწყოთ ჩვენი დარდები…

Page 58: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

57

* * *

შიში მაქვს შენი –შენთან შეხვედრის,

სირცხვილიც არის, ახლა მე მჯერა,

ნიჭიცა მქონდა ამის მიხვედრის –

ვერ გაგიმართლე, ვერა და ვერა!

შენ შემხვდი ეხლა, მზის გადასვლისას,

რასაც ვნატრობდი საუკუნის წინ,

არ მომესალმე ჩემთან მოსვლისას,

როგორც ხდებოდა ეს ადრე – უწინ,

რა საჭიროა ეს მისალმება,

რა საჭიროა სიტყვა – პასუხი,

ცოტათი თუკი გაგვეღიმება,

თუ შემიხსენი ფრთხილად ჰალსტუხი…

თუ მაპატიებ, რომ ვერ მოგძებნე,

თუ მაპატიებ, რაც ჩემს გამო გჭირს.

თუ დამიჯერებ, მე ბევრი გძებნე

და თუ მიხვდები ჩემს ამ გასაჭირს –

მაშინ იცოდე მზე აღარ ჩავა,

და შეჩერდება დრონი წამიერ,

ცხოვრება ჩემი მალე არ გავა

და ვიტყვი გულში მრავალჟამიერ!

Page 59: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

58

* * *

მე აქაც ვარ და იქაც,

ცოცხალიცა ვარ მკვდარიც,

იმიტომა ვარ ვითარც –

(ამბობენ) ცოცხალ – მკვდარი…

* * *

რამდენი უნდა ითმინოს კაცმა,რამდენჯერ უნდა დახაროს თავი,ვიღაცისათვის ეს არის ჯვარცმა,სხვებისათვის კი ცხოვრების ნავი.

რამდენი უნდა ითმინოს კაცმა,როდემდე უნდა დახუჭოს თვალი,ჩვენ გვიყვარს დილით ტყუილის ჩაცმა,რომ მოვაჩვენოთ ვიღაცას თავი.

როდემდე უნდა ვითმინოთ მართლაც,სამშობლოს ბედით ვაჭრობა დახლში,ნუთუ არ გვესმის! გავჩუმდეთ ახლაც?მტერი შემოგვდის საკუთარ სახლში.

საკუთარ სახლში, საკუთარ სულში,ჩვენ ვითმენთ წყნარად ასპიტის ბუდეს,ისე, რომ ხინჯიც არა გვაქვს გულშიდა არც იგრძნობა რამით რომ წუხდეს!

არც ახალია, ყოფილა ადრეც,როცა ვყოფილვართ დამონებულნი,თავზე რომ გვეჯდა მოლაც და პადრეცდა დაგვცინოდნენ გახარებულნი.

Page 60: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

59

მაგრამ დღეს უკვე სხვა მასშტაბია,სხვა დიდი წარღვნა ქვეყნად ტრიალებს,სხვისას თუ პანტას ვაშლი აბია,ჩვენი ოქროც კი აღარ პრიალებს.

სწორედ ამიტომ – როდემდე მაინც,როდემდე უნდა ითმინოს კაცმა,რატომ არ ვამბობთ გვაწუხებს რაიც,როდემდე უნდა გვათრიოს ვაცმა!

ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია,მოთმინება გვაქვს ზღვარგადასული,ხომ ვიცით კარგად – ჩვენი ვალია,მტერი შევიცნოთ სტუმრად მოსული.

როგორ არ ვიცით – ძალიან კარგად,და უფრო მეტიც – უფრო სხვაც ვიცით,კეთილდღეობის ჟინი გვჭირს მარად,და თავს ვიღუპავთ ჩვენივე ნიჭით.

რატომ არ გვახსოვს, რად გვავიწყდება,მარადიული სულის ცხონება,რომ ყველაფერი მოგვეკითხება,რომ წუთი არის ჩვენი ცხოვრება.

რატომ არ გვახსოვს, ვინ გველოდება,იმ მარადიულ სასუფეველში,ან გვავიწყდება რისთვის შენდებატაძრები ირგვლივ ამა სოფელში?

უნდა მოვაშთოთ ჩვენს არსებაში,ეშმაკეულის ბოროტი თავი,არ გვინდა ჯდომა ხელმწიფის ნავში,მოსახდელი გვაქვს ამ ქვეყნის ვალი.

Page 61: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

60

თუ ვერ ვაჯობეთ საკუთარ თავებს,თუ დაგვეზარა სხვის მიშველება,ისევ თუ წყნარად მოვუსმენთ ყვავებს,არც არაფერი არ გვეშველება!

* * *

კაცი ბჭობდაო, იცინოდაო ღმერთი –ნათქვამთა შორის უდიადესი!ფილოსოფიის აქვს ორივ გვერდი –ზემოქმედება – ხომ უდიდესი!

* * *

გრძობების მეტი რა ჰქონდა ადამს,არც კი მოსწონდა დიდი ვაშლის ხე,რომ გასცნობოდა ჭირსა და ვარამს,სიყვარულისთვის დათმო სამოთხე!

* * *

სამშობლო იქცა ცარიელ სიტყვად,მიკროფონისთვის მხოლოდ სათქმელი,პასუხი მოდის ზეციდან სეტყვად,ჩვენი დარდია კვლავაც საჭმელი…

* * *

ეჭვით ვუყურებ საწნახელს –ფეხით გათელვას ყურძნისა,ჩაკიდებულნი ხელი – ხელსკაცნი მგონია სულთნისა…

Page 62: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

61

* * *

დილით ბუნკერში ნაგავს ყრის ქალი,ჩაცმული არის თხლად და გულღიად,მივუახლოვდი, (გამექცა თვალი)სუნი გაუქრა ნაგავს სრულიად…

ლოგინის სუნი გამოჰყოლოდა,ქალს – ახლადამდგარს, ჩაცმულს გულღიად,თითქოსდა სითბოც ჩამოჰყოლოდა,სუნი ფარავდა ყველას სრულიად…

* * *

გვიანიაო თითზე კბენანი –წინაპარს უთქვამს მოკლედ, ლამაზად,ვეღარ უშველის ყეფა-ღრენანი,იმას, რაც ეხლა მოსჩანს მარაზმად!

მანამდე იყო ეტყობა თქმული:“ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”,ვერ გავატარე სწორეზე ხნული –მიწას მერჩივნა ღრუბლის ნაჭერი…

* * *არასოდესო არის გვიანი –უთქვამს ვიღაცას ეტყობა სხვა დროს,მე გეუბნებით თვალებწყლიანი –ისემც რა ვუთხარ მაგ სიტყვის პატრონს!

Page 63: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

62

* * *

ყველაფერს არ ეშველება,თუ გინდათ დავდოთ ნიძლავი!ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლება,ლოქოს დავასხათ ქინძმარი…

* * *

ნისლში დამალულან მთები,რა აქვთ სასირცხვილო ნეტავ,მგონი რაღაცას კი ვხვდები,თქმას კი ხმამაღლა ვერ ვბედავ.

ვხედავ ჩაუცვიათ შავი,იყვნენ აღკვეცილნი ბერად,იქნებ აღარა აქვთ თავიყოფნის, როგორც იყვნენ ძველად.

იქნებ დაიღალნენ დგომით,ერთი მიდამოს მცველად,უკვდავებისაგან კვდომითდა გაჭრა უნდათ ველად.

მგონი ამბოხია მთებში,დაძვრას ფიქრობენ ერთად,ერთურთს ამომდგარნი მხრებში,თავი შეუცვნიათ ღმერთად.

მაგრამ იფანტება ნისლიდა მზე მთების ამბოხს ახშობს…რა კარგი არის ფიქრი –გულის კუნჭულებს ათბობს…

Page 64: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

63

* * *მახსოვრობაში ღრმად ჩამრჩა,ოდესღაც ერთხელ ნანახი,თითქოს ბავშვობაც იქ დამრჩა,(ირგვლივ მწვანობდა ბალახი)

საინტერესო რამ იყო,შეჯიბრი მწევარ ძაღლების,(ჯიშის მიხედვით დაიყო)ფიქრიც არ ჰქონდათ წაგების.

მათ წინ მირბოდა სამიზნე –მექანიკური კურდღელი,ვიცით, ძაღლს აქვს ავი ზნე –სუსტს გადაყლაპავს პუდელი…

ცხადზე ცხადია, ვერასდროს,ძაღლი ვერ აღწევს მიზანსდა მაინც ელის იმ დროს –სხვას ვერაფერს ვერ იზამს .

მთელ ამ ამბავში მთავარი,არა ძაღლები, სულ სხვაა –ჩვენი ცხოვრებაც ამგვარი,სამიზნე კურდღლის დევნაა…

წრეზე მოძრაობს მიზანი,მე კი გავედი წრიდან,ტრიბუნაზე ვარ ხიზანი,შარში ვარ ყველა მხრიდან…

Page 65: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

64

* * *სულის და ხორცის ორთაბრძოლაში,გამარჯვებული ხშირად ხორცია,და ამოდენა დროის რბოლაში,სული ყოველთვის ხორცზე მორცხვია,

სხვა შემთხვევებიც არის ხანდახან,სული და ხორცი ერთად მიდიანდა გამოჩნდება ნათლად თანდათან,მიმართულება – საით მიჰქრიან…

მარჯვნივ უფალი, მარცხნივ ეშმაა,მემარცხენეთა არმია დიდი,მათი მეგზური ღამით ელვაადა ერთმანეთის არა აქვთ რიდი.

გულით კეთილი ნახულობს უფალს,თუმცა გზა არის ეკლებით სავსე,ღმერთი მიიღებს კაცს თავისუფალსდა ხელს დაადებს მას დახრილ თავზე.

ერთი გზაც არის , გზა პირდაპირი –დაკარგულთა და გზააბნეულთა,(წინა და უკან ვით ბირდაბირი)ავადმყოფთა და სულით სნეულთა…

და თუკი ხორცი და ჩვენი სული,ერთად მოზილა მაღალმა ღმერთმა,გზის არჩევანი ჩვენია გულის?თუ გადაწყვიტა თვითონ მან ერთმა!

Page 66: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

65

* * *

ნეტა რა მოხდა შაბათს –ღმერთს საქმე ჰქონდა დიდი,(ეშმაკი სვამდა შარბათს,ღიმილი ჰქონდა ფლიდი.)

თიხის ზელვაში გართულს,დაღლილს ადამზე ფიქრით,შესაქმის სიღრმეს ჩაფლულს,უფალის ფიქრი მიჰქრის…

ამ დროს იხელთა ეშმამ –უჩინმაჩინის ქუდით,თიხას უკბინა ეშვმა,დრო კი გაჩერდა წუთით!

და შეერია თიხას,ბოროტება და შური,(სიმართლე უნდა ითქვას,ზოგმა წაისვა მური.)

საქმე განაგრძო ღმერთმა –თიხას ჩაჰბერა სული,თვალთ აეხილა ადამს,აძგერდა კაცის გული!

დასრულდა საქმე დიდი –დღე – სასწაულთა ტოლის,მაშინ გაიდო ხიდი,ქვეყნად ყველაფერს შორის,

გაჰკვირვებია ეხლა,ადამიანთა მოდგმას,საკუთარ ჭირთან შეხლა,დაუჯერებლად მოსჩანს.

Page 67: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

66

იქნებ არც იყოს ბრალი,ბოღმა პირადად ჩვენი,ვერ გამოვდივართ მშრალი –წყლიდან ამოვალთ სველი.

სულ აღარ გვახსოვს ეშმა,გული, რომ ჰქონდა ქვისგან,როგორ მოგვწამლა ეშვმა –დაწყევლილნი ვართ მისგან…

* * *ნეტავი რისთვის ბრძოლობენ,ან და რისთვისღა იღწვიან,თან დღე და ღამე შრომობენ,განა სადამდე ივლიან…

რას უყურებენ მირაჟებს –გამოდევნებას ნიავის,(რაში სჭირდებათ ჟირაფებს,ქონა აზიურ თრიაქის).

კადრულობენ რა ყველაფერს,კონკურენციის ეგიდითდა სულ არ ნიშნავს არაფერსთუ გიღალატებს შეგირდი…

მიზანისათვის ამართლებს,საშუალება ყოველიდა ჯოჯოხეთსაც ანათებს,ქრთამი – გონების მთრობელი.

მაგრამ მიზანი რა არის,ერთი ეგ გამაგებინა,რა ფერია და სად არის,გინდ სახლი წამაგებინა…

Page 68: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

67

* * *

გუშინწინ ვნახე ცალფეხა ბავშვი,თითქოს უჩანდა თვალების ფსკერი,იქვე ეზოში დახტოდა შაშვი,ორივესათვის მშობლიური სახლია სკვერი…

* * *

საოცარია! უკვირთ ბოზების,ალბათ ჰგონიათ, რომ მათი ნება,სურვილი არის მხოლოდღა ხორცისდა ავიწყდებათ – სულიერი მოთხოვნილება!

* * *

იმ თაგვს ხომ ხედავთ, ხაფანგთან ახლოს,მაგიდის მარჯვნივ, იქ ზემოთ დახლში,გაგვახსენდება? რომ შორიახლოს,ცოლ-შვილი უცდის საკუთარ სახლში!

* * *

თუკი მოხუცის სურათს აიღებთ,გვერდზე დაუდებთ ბავშვობის სურათს,მოდით და გულზე ხელი დაიდეთ –გაიხსენებდით დიდ ტაძრის გუმბათს?

* * *

მიზანის იქით, კიდევ მიზანი,დაუსრულებლად, დაუსრულებლად…და საკუთარი თავი ვიცანი –არ ღირებულა, არა ყურებად!

Page 69: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

68

* * *

ვერ გამიგებო შენ მეუბნები –გათენებული ღამით ნაწუხებს,ვერც გაგიგებო, მე გეუბნები –ჩვენ ხომ სხვადასხვა რამე გვაწუხებს…

* * *

სხვაგან ნუ ვეძებთ თავისუფლებას,მის ირგვლივ დიდი უღრანი ტყეა,ნუ გადავუხვებთ უფალის ნებას –თავისუფლება ზნეობის ტყვეა…

* * *

თოვლით დაიფარა მიწა,უცბად გადათეთრდა შავი,თითქოს იმედია, რითაცუნდა დავიმშვიდოთ თავი.

თეთრი მიგვანიშნებს გულისსისუფთავესა და მართალს,რომ არ ჩაგკვდომია სული,მალე ჩვენ ვაჯობებთ ავთვალს.

თოვლი იმედია ხვალის,იგი დაგვავიწყებს წარსულს –უკან დარჩენილი კვალისდა დროს უაზროდ გასულს,

Page 70: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

69

თითქოს თავიდან ვიწყებთ,პირველ ნაბიჯს ვდგამთ ვითომ,და პირობასაც მივცემთ,რომ არ ვუღალატებთ – მიტომ,

მიწა გადაიტანს ზამთარს,თუმცა აკანკალდა ცხადად,თოვლი მოგვაგონებს საბანს,მიწა რომ არ გახდეს ავად…

იქნებ დაჭრილია მიწა,თეთრი სახვევი აქვს თოვლის –უნდა შეუწყდეს რითაცსისხლი – სიმწრისაგან მოსდის…

ჩვენ არა გვტკივა მიწის,გვაქვს ჩვენი თავის დარდი…… ვინც თოვლის ხიბლი იცის –თითქოს “სილაშია ვარდი”…

* * *დილით ამოსვლა მზისდა საღამოთი ჩასვლა,ერთი ციკლია გზის –ჩვენი ცხოვრების გავლა…

დილით ვიბადებით დიდნი,სიკვდილს მიაგავს ღამე,ამას ვაკეთებთ მშვიდნი,თითქოს არც მომხდარა რამე.

Page 71: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

70

იქნება ჯობდა დღე ერთს,რომ არ შევხედოთ მტრულად,მადლობა ვუთხრათ ღმერთსდა წუთით ვიყოთ ჩუმად.

იქნებ შევხედოთ დღეს,როგორც სამყაროს ნაწილსდა არა როგორც თვეს –შინაარსისგან დაცლილს…

მთავარი მაინც ალბათ,ეს არის ამ საქმეში,(რომ არ გამოჩნდეს ყალბად,რაც ცოტა არის ლექსში…)

გეტყვით თქმა მინდა რისი:დღე, თუნდაც იყოს თარსი,არ არსებობსო მისიგანმეორების შანსი…

* * *

დასრულდა დიდი ზღაპარი,მე რაც მეგონა ნამდვილი,მკრთალად ანათებს ლამპარი,დასასრულია ადვილი.

ის რაც იყო და არ იყო,მახსოვრობაში რაც ჩამრჩა,წვრილ ფრაგმენტებად დაიყო,სულ ეს ყოფილა რაც დამრჩა.

Page 72: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

71

შევაგროვე და დავაწყე,შემთხვევითობის ნიშანით,ერთი ფარდაგი ავაწყე,როგორც წყალშია ქვიშანი.

კედელზე მინდა დავკიდო,როგორც სურათი წარსულის,ვით შემოდგომის აკიდო,როგორც ცხოვრება გასული.

ანდა იქნება არც ღირდეს –არიან ამის გამგებნი?მგონია კაცნი გახშირდეს,ხმლისა ქარქაშში ჩამგებნი…

დიდი ზღაპარი დასრულდა,ამბავი თითქოს მართალიდა ისე კი არ გასრულდა,როგორც ბებიის ნათქვამი –

დევებთან დარჩა ყამარი,კარი ვერ შევხსენ ციხისა,ცხენი ვერ ვნახე ფრთამალი,უნაგირს ვიჯექ ვირისა.

ტბა ვერ გავცურე ფარავნის,შიგ შუაგულში დავიხრჩე,კარი ვერ ვნახე გალავნის,იმედო იქნებ დამირჩე…

მაგრამ არც შენი პასუხიდა არც კითხვები არ მესმის,ეშმაკის მიჭერს მარწუხიდა ნუთუ ჩემი არ გესმის…

Page 73: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

72

ჩანს რომ დამთავრდა ზღაპარი,და ყველაფერი დასრულდა,მკრთალად ანათებს ლამპარი,ვატყობ ცხოვრებაც გასრულდა.

ვინა ვარ, რისთვის მოვედი,ვისი და რატომ მემართა,ამბის გამგებად წავედი,პასუხი გავცე ყველათა…

* * *

დინჯი ნაბიჯით, ქუჩაში ძაღლი,ვეება ტორებს მოათრევს თითქოს,არ დაუფასეს ეტყობა მადლი,არც არავისგან არაფერს ითხოვს.

ფინიის ყეფას ძაღლად არ აგდებს,ათვალიერებს გარემოს ზანტად,ცხადია, ცხადი – სხვა რამ ადარდებს,ირგვლივ ყველაფერს აღითქვამს ლანდად.

მშიერიც არის, წყურვილსაც ვერ გრძნობს,დროის შეგრძნების დაკარგა ძალაც,გადაწყვეტილად გაჩენის დღეს გმობს,ასე იქნება – დღესაც და ხვალაც…

Page 74: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

73

* * *

მინდა სურათი დავხატო,გაჩერებული წამისა,სანახავი, რომ გავხადო-ტბის პირას ქოხი ჩალისა,

იქვე მოხუცი მუხლებზე,ჩამჯდარა თავის ფიქრებით,მზეც ჩამომჯდარა ღრუბლებზე,ყურებით ვეღარ იღლებით…

მზე ჩადის, დაისი დგება,არ არსებული ფერებით,მოხუცის ცრემლი, რომ ლღვება –ჩამოიწმინდავს ხელებით.

იმ წამში გაერთიანდა,ჩვენი მოხუცი დაისთან,(აღარ იქნება შეხვედრამომავალი წლის მაისთან…)

ვეღარ დავხატე ღიმილი,ყოველთა სევდის შემცველი,ან იქნებ იყო ყვირილი –ვით გოდებისა შემცვლელი…

ვერ დავხატე და დავწერე,ნიჭი არ მაქვს ხატვისა,ლექსიც კი ვეღარ გავწელე –თვალ ვერ ვიპოვნე ნატვრისა..

Page 75: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

74

* * *

მოდი თუ ძმა ხარ გაჩერდი,იქნებ ჩამოვსხდეთ ცოტა ხანს,იქნება მართლა დაბერდი,იქნებ აქედან კარგად ჩანს…

იქნება დროის ბორბალი,არც არასოდეს ტრიალებს,თუ არ დათესე ხორბალი –უნდა ელოდო ხვიარებს.

ჩვენი ხლაფორთი იქნება,დროის ტრიალი გვგონია,თუკი სასმისი ივსება –ოჯახში ღვინო გვქონია.

ხოდა ცოტა ხნით გავჩერდეთ,სიჩუმეს ყური დავუგდოთ,იქნება აღარც დავბერდეთდა დროსაც წესი ავუგოთ…

* * *საფლავის კიდეს ჩამომჯდარაკაცი ვეება,გადავსებული საფერავითუჭირავს ჭიქა,

ხაშლამის ნაჭერს,როგორც მგელი ისე შეებადა გაახსენდა საყვარელი –მდივანი ლიკა…

Page 76: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

75

* * *

ამ უაზრობის ჭაობში ჩამხრჩვალს,მეუბნები, რომ ვიცხოვრო ისე,როგორც ეკუთვნის მტყუანს ან მართალს,გავიმეორე ყველაფერი რაც იყო ისევ!

არც მტყუანი ვარ და არც მართალი,მიმძიმს ორივეს ერთად ატანა,მკვდარსაც მაწუხებს გულის ფართხალიდა წუთისოფლის მიჭირს გატანა…

ალბათ ეშმაკის ფერი მაცხია,ანდა არ მესმის არსი ქაოსისდა იქნებ მართლა დიდი მარცხია –ფეხზე მკიდია ხალხი ლაოსის!

ორომტრიალის არ მესმის აზრი,არანაირი არ მაქვს მიზანიდა როცა ჩემს თავს ადრეულს ვადრი,თითქოს ყოველთვის ვიყავ ხიზანი…

* * *სრულიად ნათელია, სრულიად ნათელია –დროის გამრიგე თავად ღმერთია,წუხელ ამ აზრმა ღამე გაათია –ეხლა სულერთია, ეხლა სულერთია,რომელი საათია, რომელი საათია..

Page 77: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

76

* * *

მე რაც მინდოდა ვთქვი,ეხლა შენ უნდა თქვა..(შიშო, რატომა მგვრი,ხვალე რა უნდა ვქნა…)

* * *

კაცი ეპარება თოფით –ხეზე შემომჯდარა ჩიტი,კაცი დაღლილია ყოფით,ხეზე – მეოცნებე გვრიტი.

კაცმა კი არ იცის ალბათ,ვისაც ელოდება გვრიტი,კაცი ჩაისუნთქავს ხარბად,ხეზე შეტოკდება ჩიტი.

თითქოს ხმაც არ იყო თოფის,თითქოს გაიელვა ციდან,კაცმა სუნი იგრძნო ოფლის,ჩიტი ჩამოვარდა ხიდან…

* * *

საზღვარზე ყოფნა – არყოფნის,ვიწრო ქუჩაა ერთი,ცუდია – სმენა არ მყოფნის,ისმის მოცარტი, ვერდი.

Page 78: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

77

შორი-შორსა დგას სახლები,თუმცა პატარა ეზოთი,მგონი მოსულან ახლები,მათი ხმა მესმის ექოთი.

ხეები დგანან დიდრონი,ხელოვნურობის ნიშანით,წყალი მოდის თუ მირონი,მაგრამ არ მოსდევს ქვიშანი.

არცა დღეა და არც ღამე,არცა ცივა და არც ცხელა .არც გუშინ არის, არც ხვალე,მზეც უცნაური – ცალხელა,

აქ მდგმურებია სუყველა,საცალფეხოზე თუ გავლენ,და წერამ თუ არ უყელათ,ღმერთმა იცოდეს სად წავლენ…

* * *

ყველაფერს ვყიდი მუქთად,რაც სიმდიდრეა ჩემი,დღეებს ვატარებ უქმად,ვატყობ სულ მარტო ვრჩები.

არ იყიდება გული –დაწრეტილია თურმე,არ იყიდება სული –ფერი არა აქვს მრუმე.

Page 79: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

78

ლექსიც არავის უნდა,აუქციონზე გამაქვს,თუ კი მომთხოვეს ხურდა,ხურდაზე მეტი რა მაქვს.

„გამარჯობასაც“ ვყიდი,აღარ მჭირდება მგონი,ურთიერთობის ხიდის,ბევრსაც არა აქვს შნონი

გავიგო მინდა ერთი –დავრჩები ბოლოს რაღად,თუ გამიწყრება ღმერთიდა ნიშნის მომცემს ცხადად:

ჩამოწვა ირგვლივ ბნელიმიჭირს სინათლის პოვნა,ძნელი ყოფილა ძნელი,ადამიანად ყოფნა.

* * *

თითქოს შორს არისო შორს,არადა ახლოა აქვე,ყველა იჩემებს სწორს,არადა, არ არის ასე…

Page 80: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

79

* * *

სერიალია ფილმის უბრალოდ,დოკუმენტური- უცხო ტიტრებითრეჟისურაა მხოლოდ უზადოდდა მთავარ გმირად ჩვენვე ვითვლებით

მხატრული ფილმის ნიშნებიცა აქვს,ფერადიცაა, არის შავ-თეთრიც,ძნელია მიხვდე ჩვენ ჩვენ რა როლი გვაქვს,თუნდა იფიქრო ძალიან ბევრიც,

ზოგი ფილმია რომანტიკული,სიუჟეტია მეტწილად ორზე,ხან მთავარია კიტრის პიკული,ხან კი სიცოცხლეს ვაგდებთ სასწორზე.

მორგებული გავაქვს ჩვენივე როლი,გულმოდგინებით ვასრულებთ მართლა,და როგორც ცეცხლის თავშია ბოლი,აღარ გამოვა როლიდან გასვლა.

ყველა ფილმი გავს მაინც ერთმანეთსდა სევდიანი ამბები ხდება,არა ჰქონია მნიშვნელობა გრძივსა და განედსმთავარი გმირი სულ ბოლოს კვდება…

Page 81: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

80

* * *

შენ როგორ ფიქრობ ეხლა –დრო გაჩერდება შენთვის?თუ პლანეტათა შეხლა,ახალ სამყაროს შეჰქმნის.

მორჩილად მიჰყევ საბელს,ნუ იხედები უკან,ღმერთთან კავშირის კაბელს,ნუ ეძებ უბან – უბან..

გადახდილი გაქვს ვალი?არ გაჩერდება შენთვის.აღმა ასულა წყალი?მდინარე ხომ ზღვას ერთვის…

…მაშინ გაწყვიტე ღვედითუკი ძალი გაქვს ამის,თუ გონება გაქვს ბნედიდა თუ გიჟი ხარ ლამის..

* * *

სხვანაირად ხომ არ ჯობდა,ხშირად მესმის, თანაც ბევრგან,მაგრამ კაცი სადაც ბჭობდა,ღმერთი იცინოდა ყველგან..

Page 82: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

81

* * *

ფიქრები ბარდნის,გონებაში მგონი დაზამთრდა,გაყინავს ალბათ-ზამთარის პირი უჩანს ასეთი,

როგორც ჩანსშემოდგომა უკვე დამთავრდადა ჩუმად მიხმობს ასასვლელადმაღლა მარსეთი..

* * *

ისე გაქრება ეს ყველაფერი(ასე ყოფილა უწინაც რაკი),თითქოს არც იყო არც არაფერი,როგორც ბევრი რამ ყოფილა არც კი..

* * *

ხვალ წავალ სამსახურში?საქმე მაინც არ მაქვს,ასე ფიქრობდნენ ურში?რა მნიშნელობა აქვს.

იქნებ დავლიო ერთიცდავიწყებული მაქვს,იქნებ ვიცვალო გვერდიც,რა მნიშვნელობა აქვს,

Page 83: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

82

ვისთან წავიდე ვისთან,საყვარელიც არ მყავს,თევზი მოდისო ხიდთან,რა მნიშნელობა აქვს,

დღე კი თანდათან იკლებს –ბევრი საერთო გვაქვს,ვერ გავექეცი სიტყვებსრა მნიშვნელობა აქვს,

რა მნიშვნელობა აქვს,ვიცოცხლო კიდევ დიდხანს,ასეთი შეგრძნება მაქვს,რაც არაერთხელ მითქვამს …

* * *

გადავსებული სტადიონი მრისხანებს სიტყვით,ლობიოს ქვაბი თუხთუხებს როგორც,მერე რააო – თქვენ ალბათ იტყვით,შეკრებილია ბიჭიც და გოგოც. საქმეც ეგ არის – ბიჭიც და გოგოც,ბედნიერია რატომღაც ბრბოში,სასამართლოზე ამბობენ როგორცრომელი არის მართალი ორში – მასების ქვენა გრძნობებით სავსე,სტადიონების თუხთუხის არსი,თუ – წყალწაღებულის ჩივილი ხავსზე,ან მარტოხელა მტირალი მარსი.

Page 84: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

83

მთლად ნუ ენდობით სამართლის სასწორს,ორატორები გვაბნევენ სიტყვით,პატიოსნება დაემსგავსა ძუ ლომის ნაწოლს,მერე რააო – თქვენ ალბათ იტყვით …

* * *

გთხოვ ნუ მოწყვიტავ, მინდვრად ყვავილებსდა ნუ უყურებ როგორც ზვარაკი,ნამდვილად ვიცი: მინდვრის ნაილებს,სულ არ სჭირდება შენი ლარნაკი …

* * *

არ არის საქმე შენი,ფილოსოფიური ხედვა,გააგდე შავი ცხენიდა მუქი მსოფლიო სევდა.

* * *

მე მეგონა ნაჩუქარი,სიცოცხლე, ვარსკვლავთ ციალი,ყოფილა კი ნათხოვარი,ეხლა არისო გვიანი. გეთქვა უფალო თავიდან,ხვნაში პირობა სჯობია,მეცოდინება ხვალიდან,(განა ვარ რისმე მგმობია …)

Page 85: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

84

გიბრუნებ უკან სიცოცხლეს,სხვა ელოდება – რიგშია,ნეტავი როგორ ვიცოცხლე,ვერა ვხედავდი ბინდშია … * * *

სირცხვილი არის გამეორება,ახლის თქმა კია შეუძლებელი,დუმილი საღ აზრს შორიშორდება,ამოვირჩოთ ნეტა რომელი?.._ შეუძლებელი, შეუძლებელი!

* * *

-„ ეგრე არ არის თაყაო,შენ რო მამული გაყაო “– მა როგორ არის ბაყაო– ისეა შენ რო გაყაო?

იქნება მე ვარ მართალისხვამ კიდევ ვინმემ ნახაო?! * * *

ცუდად წამივიდა საქმე,არ ღირს მოსაყოლად მგონი,ყველგან მე მხვდებოდა სახრედა არ იცვლებოდა დრონი.

Page 86: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

85

ამ დროს უძლურია ლექსიც,ამ ტვირთს ვერა ზიდავს ისიც,თარსი დღე მხვდებოდა ექვსი,ექვს დღეს – მეშინოდა რისიც. ვფიქრობ სიჩუმე სჯობს ალბათ,იგი უძიროა სკივრი,სკივრი შეინახავს ამბად,განა სადამდეღა ვივლი …

* * *

დაკრძალულია ცოცხალი კაცი,ალუბლის ყვავილს აყრის ნიავიდა ვერ გაიგო ამქვეყნად რაც კი,ეხლა უთარგმნის შავი ქლიავი …

* * *

რა უნდა უკვირდეს კაცს –ქვეყნად ყველაფერი ხდება,უშნოდ მოიღრუბლა ცაც,დღესაც ვიღაცა კვდება. რაც უნდა უკვირდეს კაცს,მხოლოდ წამია შვებადა მიფიქრია რაც –ფიქრიც, ფიქრიც კი კვდება …

Page 87: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

86

* * *ქარი ქროდა და რა ქარი!ქალი იყო და რა ქალი!წვიმა იყო და რა წვიმა!გულზე ცრემლები მაწვიმა!თვალები ჰქონდა რა თვალი!ქალი იყო და რა ქალი!

* * *მწვანეთვალება კატა,მიეპარება ჩიტებს,რატომ, რისთვის და რათა!ერთ – ერთს უეჭველ იჭერს …

* * *

სიმართლე გითხრა მინდა,მაგრამ არა ღირს მგონი,მართალი იყო გინდა,ამას გვიჩვენებს დრონი …

* * *

დღე მოკვდა გუშინდელი,დღევანდელი კი გადის,ხოლო დღე ხვალინდელი –ამოწურვაა ვადის …

* * *ცხოვრების გზაზე ყაჩაღი გვძარცვავს,ყაჩაღი არის თვითონ ცხოვრებადა გამუდმებით ფიქრები მტანჯავს,რამ დამიბნელა ასე გონება –

Page 88: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

87

რომ ვერ გავიგე სად დამეკარგა,იმედი ხვალის, იმედი სხვისი,გასაკვირია? რომ არ ვარ კარგად,გადავაბრალო? ბრალია ვისი !

* * *სამართალი ურმით დადის,ამბობენ, რომ მოვა გვიან,დრო კი სწრაფად, სწრაფად გადის,მართალს პირში ბურთსა სჩრიან. კი, ურემი მოვა გვიან,ჩამოივლის სადაც ვდგავარ,მაგრამ გვიან, მართლაც გვიან,ადამიანს აღარ ვგავარ!

* * *ძმაკაცის მონაყოლს გეუბნებით,არ მომატყუებდა მილიონად,ამას ვიხსენებ ჩვეულებით,ტვინში, რომ დაფრინავს კვირიონად. კუკიის შესასვლელთან მუშაობდა,გოგია ერქვა, იყო დალაქი,ძველ ვარანცოველივით გულაობდა,გრაფინით ედგა ჭაჭის არაყი. ამოატარებდნენ მიცვალებულს,გოგია კარებს კეტავდა,ერთ კენჭს ჩააგდებდა ქეთლში – მიფარებულს,თითქოს ვერავის ვერ ხედავდა.

Page 89: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

88

წლის ბოლოს თვლიდა დაგროვილ კენჭებს,იშველიებდა დუსიას – დამლაგებელს,თვალს შეავლებდა მის მაღალ კანჭებს,თან საყვედურობდა აზრთა დამრიგებელს – „ ამ წელში მეტი, პროცენტით ათით,იმატა მკვდარმა ცოცხლების ხარჯზე “,ოფლს მოიწმინდავს გოგია თათით,ჭიქას მიარტყამს ლობიოს ჯამზე … გავიდა წლები, ძმაკაცი ჩემი,სადალაქოში შესულა – ისე,ჩამომჯდარიყო დუსია ჩვენი,ქეთლიც კუთხეში, თავღია ისევ … მიმოიკითხა ძმაკაცმა ჩემმა:საით არისო გოგია, დუსი!ხომ არ გაგკაწრათ სიკვდილის ცელმა,ან ცოცხალია ვანია რუსი? პასუხი მოკლე – „ გოგია კ (ქ)ეთლში “ყველაფრის მთქმელი, პასუხი სრული –გათავებულა დუსიას ხელში,რომ ამოსვლია გოგიას სული …

* * * „ ამას თუ ყოფნა ჰქვია ! “

გაგონილი მაქვს ხშირად,„ ეხლა მე კაცი მქვია? –დავბადებულვარ ვირად!“

ირგვლივ წუწუნი გვესმის,უკმაყოფილო კაცთა,

Page 90: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

89

კი, განა მე არ მესმისგაჭირვებულთა ვაცთა,

მაგრამ არიან სხვანიც –სიღრმისეულად იგებს,ვყოფილვართ მართლა რანიცდა ხმასაც აღარ იღებს …

* * *დავიწყებული მყავდი,

მოსვენებული ვიყავ,

სცენაზე ასულს ჰგავდი,

ჩემზე მაღალი იყავ.

ერთად არ ვმჯდარვართ მერხზე,

არც მეგობრობა გვქონდა,

ფეხის გადადება ფეხზე –

რა ცუდი ჩვევა გქონდა …

* * *

გულგასახეთქი ის არის,მტრისგან კი არა – მოყვრისგან,ზურგში ნასროლი ისარი,გავაჭრებული ნოქრისგან.

გულდასაწყვეტი ის არის,მტრისგან კი არა მოყვრისგან,სულ არ მჭირდება მისანი,ნათქვამი იყო მოგვისგან.

Page 91: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

90

აღარსად არის ნუგეში,ორგულ გამოდგა ნასყიდა –გველმა გაზრდილმა უბეში,ოცდაათ ვერცხლად გაგყიდა!

გულჩასაწყვეტი ის არის,შენივე ხალხი წამოდგა,ჯვარი რომელიც ხის არის,ტყვიაზე მძიმე გამოდგა.

ხალხი, რომელიც გუშინწინ,ტაშის გრიალით გხვდებოდა,იძახდა – „ სისხლი სისხლის წილ “,ბრბოზე სასტიკი ხდებოდა…

კიდევ სხვაც იყო ღალატი –ურწმუნო თომას ეჭვებით,სიმონი მამლის ხალათით,ეჭვები – მომცრო ეშვებით.

როგორ ითმინე უფალო,რომ არ გადასწვი ნაგრამი,რომ არ დატოვე უკვალოდ,იმ ხალხის ფეხის ნადგამი!

ალბათ ხედავდი ცრემლების,მალვით მოწმენდას სახიდან,ჩრდილი ფარავდათ ტყემლების,სხვა – ვერ გავიდა სახლიდან.

მაგრამ ცოტაა რჩეულნი,ნამუსის ქუდი ეხურათ,ვისაც ვერ მისწვდნენ გრძნეულნი,ვისაც მირონი ესხურათ.

Page 92: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

91

ამ მოთმინებამ, ყვარებამ,მტრისა და ჩვენი მოკეთის,სულის და ხორცის წვალებამდა არა თავის მოკვეთის.

გაგვაძლებინა აქამდედა დავრჩით ადამიანად,მაგრამ როდემდე, სადამდე,უნდა ვიცხოვროთ ჭკვიანად…

ერთადერთი ხარ უფალო,ჩვენ როგორ მოვალთ შენამდე,როგორ დავბრუნდეთ უკანო,შურით სავსე ვართ ყელამდე…

მოდი ერთხელაც უფალო,თორემ ურევენ ქვეყანას,ოჯახებს ქმნიან უქალოს,ცოლი შეურთავს მზექალას…

გულგასახეთქი ის არის,მტრისგან კი არა – მოყვრისგან,ღალატისა და ტყუილისდა ამით სევდის მოგვრისგან.

გულდასაწყვეტი ის არის,მტრისგან კი არა – მოყვრისგან,გულში ნასროლი ისარი,კარზე მომდგარი ხონთქრისგან…

ხომ არ ავიღოთ მახვილი,გულის თქმამ ასე ინება,იქნება ხალხის ნახირი,მოვატრიალოთ იქნება!

Page 93: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

92

* * *ხომ გინდა ზოგჯერ – აფრენა მაღლა,გადაიფრინო ქალაქის თავზე,ხომ კარგი არის ვარსკვლავთა ნახვა,ხომ კარგი არის ღრუბლების ნავზე ...

ხომ გინდა ზოგჯერ – გაჩუმდე დიდხანს,დიდხანს და დიდხანს – დუმილის ზღვაში,და ვერ შეადრი ვერაფერს იმ ხანს – ფიქრების შრიალს საკუთარ თავში ...

ზოგჯერ ხომ გინდა ქაჯეთის ციხე,რომ დაანგრიო საძირკვლიანად,რომ ის ადგილი გახადო რიყე,ხოლო ეს ომი იწოდებოდეს – საკვირვლიანად!

ხომ გინდა იყო ბაში–აჩუკი,რომ წააცალო მაყაშვილს თავიდა მისი კარვის ლურჯი სარჩული,ტალახისაგან გახადო შავი.

ხომ გინდა ზოგჯერ გასცილდე ოჯახს და გემზე გაჰყვე ჯადოქარს, ალქაჯს,ვინ დაგილაგებს აწეწილ ოთახს,დაგიძახებენ შლეგსა და აჯამს.

ხომ გინდა ზოგჯერ ქუჩაში გავლა,კაციშვილი რომ არ არის მაშინ,ხომ გდომებია მყინვარზე ასვლა,ხომ გინდა გყავდეს მოთეთრო რაში.

ზოგჯერ ხომ გინდა, რომ ტიციანმა,გადაიფიქროს დახრჩობა მტკვარში,და იაშვილის – პაოლოს თოფმაბერია მოკლას საკუთარ სახლში.

Page 94: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

93

რომ დაივიწყო, ზოგჯერ ხომ გინდა,როგორ გაჯობა ბოღმამ და შურმა,(ფოთლების ცვენა) და წვიმა სცრიდა,ფართხალი ცუდად დაიწყო გულმა ...

ხომ გინდა ზოგჯერ უყვარდე ქალს დაშენზე ფიქრები არა ტოვებდეს,ზოგჯერ ხომ გინდა, რომ გაჰყვე ქარს დავინც ძალზე გიყვარს აქა სტოვებდე.

ხომ გინდა ზოგჯერ, პირდაპირ შუბლში,რომ დაახალო არაკაცს ტყვია,მანამდე კითხვა გიჩნდება გულში – და ამას ნეტა კაცისკვლა ჰქვია?!

ხომ გინდა ზოგჯერ, გაიგო ვინ ხარ,ვინ იცის, სხვებს კი რა არ ჰგონიათ, ხოდა მე გეტყვი: რაც გინდა ის ხარ,და ის კი არა, რაც შენ გგონია ...

* * *მერამდენედ ვართ სიკვდილის პირას,მერამდენედ ვართ გიჟის ხალათით,მერამდენედ ვართ შავი მთის ძირას,ამოგანგლული ნასროლ ტალახით.

ბედმა რამდენჯერ უნდა გვიგანოს,რამდენჯერ უნდა ჩავვარდეთ ჭაში,მტერმა რამდენჯერ უნდა იხაროს,გამოგვეცალოს ლაჯიდან რაში...

მგონი არა ღირს გამოდევნება,დაკარგულ ბედის, გაქცეულ რაშის,ახლად არ უნდა გამოგონება – არყის გადაკვრას და ჭამას ხაშის ...

Page 95: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

94

* * *მე რა ვიცოდი მარიან,არც არვის უთქვამს, არვის,ძნელი ყოფილა ძალიან – ლექსად მოყოლა ამბის ...

* * *მილოცვას დაბადების დღის,ორმოცდაათის იქით – ცინიზმის ასდის სუნი,(განსაკუთრებით რიხით).

მივუსამძიმროთ უნდა,ორმოცდაათის იქით,გაგვინაწყენდეს თუნდა – ვერ დაიკვეხნის ნიჭით ... * * *მოდი შეეშვი ყველაფერს,გადავაყოლოთ გული,ხვალ ვერ გაიგებ ვერაფერს,ისე გაგძვრება სული ...

* * *დიდიხანია ლექსებს აღარ ვწერ, გამინაწყენდა ანგელოზთ კრება,ძველებს ახლიდან ხომ არ გადავწერ,ეს არ იქნება უფალის ნება.

დაბნელებაა მზისა და ცისა,მტერმა უსმინოს უთვალავ „ ლექს – სენს “,სიმართლე გითხრათ შიშები მგვრისა – ვინ მიკარნახებს მე ახალ ლექსებს ...

Page 96: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

95

* * *დაბადებიდან ხმაური გვესმის,სულ ერთი არის – კარგი თუ ცუდი,და ეს საკითხი მე ასე მესმის( არ გამოაბათ სხვა მხრიდან კუდი ):

ამ ყველა ხმაურს თუ დავუმატებთ,კაცთა აზრების ლაქლაქს და რახუნს,ვერ გადასწონის ვერასდიდებით – კუბოს ფიცარზე ბელტების ბრახუნს ...

* * *გასაოცარი რამეა,ცხადში ნახული სიზმარი – ირგვლივ ნათელი ღამეადა ბნელი დღეა ცისმარი.

ვაზის ვარჯისგან სასწორი,პინები – ორი ფოთოლითდა რასაც გინდა ასწონი,ყურძენსაც ორი გოდორით.

მარჯვნივ სიცოცხლის წლებია,მარცხნივ სიკვდილის წუთები,მარჯვნივ ლამაზი მთებია,მარცხნივ მოშავო ყუთები.

ნელა ქანაობს სასწორი,თვალი ისრისკენ გამექცა,ეხლა ვერაფერს ავწონი – მარცხენა პინა დაეცა ...

P.S. გადაიწონა მარცხნივ,ვაზის ფოთოლის პინა,აი, ეს არის მარცხი!აი, ეს არის წინა!

Page 97: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

96

* * *ვაკვირდებოდი დიდხანს –რისგან იღლება კაცი,თოხს, არა უშავს – იტანს,ბარს – შეისვენებს არც კი ...

მისავათებულს ნახავთ, მიშტერებია იქით,საზღვარს ვერ გადალახავთ,კაცის, დაღლილის ფიქრით ...

* * *კაი ბატონო, გეტყვი ნონსენსზე: (უარს არ ვამბობ დანაპირებზე),– ჩვენი ქალები, როგორც კონცერტზეისე დადიან პანაშვიდებზე…

* * * – რატომ არ ამბობთ ლექსებს

ხმამაღლა–მომაბეზრებლად, თითქმისდაკითხვით, – ხმამაღლა სათქმელ ლექსებს მე არ ვწერ,ჩემს ლექსებს ჰქვია -„ჩუმი წაკითხვით“….

* * *– რომ იმუქრებით „ჩავუხტეთ მუხრანს,“ვის სახლ–კარს ანგრევთ, კარგო ბიჭებო, ეს გზა შეგვიყვანს შავ ტყეში უღრანს,ვეღარ გამოვალთ ჩვენო შვილებო...

Page 98: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

97

– სახლ–კარს დავუნგრევთ მარტოდრე მუხრანსარ შევეხებით ჩვენ მართალ კაცებს,მოვერიდებით საქციელს უგვანს, ჩვენ წარმოვადგენთ ნაღდ ქართველ ხვადებს!

* * *მოიგონებენ წასულს – კარგი ვაჟკაცი იყო, შეუქებენ რა წარსულს–ჩვენი ძმა იყო სიკო....

ცრემლები არ ჩამომდის, (რა შუაშია სიკო), თან ბნელი აზრი მომდის,–მერე რა, რომ იყო..

* * *

გავიდა წლები– ბევრი, გული მჩხვლეტს, როგორც ნემსი, ვარ –ცარიელი ქვევრი,წაუკითხავი – ლექსი...

* * *გახვეულია ქვეყანა თალხში,ისიც არ ვიცით, ხვალე რა გველის,მე არ მინდოდა ცხოვრება ხალხში,მე ხმა მინდოდა გამეგო ერის.

ან კი აქამდე როგორ გავძელით,გამყიდველების არმიით დიდით,მამულიშვილთა წამებით – ძელით,და ბევრჯერ, ბევრჯერ ჩატეხილ ხიდით.

Page 99: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

98

ანდა აქამდე როგორ მოვედით,შურით, ღვარძლით და უტვინო რისკით,ან კი მოსავალს რატომ მოველით,დაგვითესია, რომ ახლა ვიმკით?!

ან თავი კიდევ როგორღა გაგვაქვს,ვინც საჭიროა ყველამ უწყიან –ჩვენ ფიროსმანის საფლავიც არ გვაქვს,მაშტოცის საფლავს დღესაც უვლიან ...

ჩამოვირეცხოთ რამდენი ცოდვა,წიწამური თუ ოცდაჩვიდმეტი,და ხელაშვილიც ძმაკაცმა მოკლა,არც კი აცოცხლეს ოცდახუთს მეტი.

ან სულ ახლახან, ოთხმოცდათერთმეტს,დავერიენით ერთურთს ძალუმად.(ან რატომ ვირჩევთ ჩვენ ამდენ ჩერჩეტსგადაქცეულებს კაცებს ხანუმად).

და ესღა გვაკლდა – ამათ წიკები,დამკიდი ფეხზე ერის და ხალხის – ეს უტიფარი ბოლშევიკები – ქვეყნის ძაძებში გამხვევნი თალხის ...

ყველაზე ცუდი ის არის ეხლა,რომ არ იცვლება ჩვენი გონება,თავს არ ვანებებთ შუბლებით შეხლას,არც გვახსენდება სულის ცხონება.

გახვეულია ქვეყანა თალხში,ისიც არ ვიცით, ხვალე რა გველის,მე არ მინდოდა ცხოვრება ხალხში,მე ხმა მინდოდა გამეგო ერის ...

Page 100: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

99

* * *

გადავივადებთ საქმეს – იქნებ ყველაზე საშურს,სუფრასაც გავშლით აქვედა დავლევთ ყურძნის ნაჟურს.

მერე, მერე და მერე!გადავდებთ საქმეს საშურს,მერე იქნება მერე?დავაღვინებთ კი ნაჟურს ...

* * *

კამათი მიდის სუფრაზე –ხაშლამა სჯობს თუ ფლავიო,დააყოლებენ ლუკმაზე:იყო და აღარ არიო ...

* * *

ვინღა იხსენებს წარსულს შორეულს –ცეცხლი, რომ იყო სინათლე ღამის,წყალში ხედავდნენ თავის ორეულს,ტყავ – კაბიანი, შიშვლები ლამის.

მილიონების, მილარდების,გაქრა გრძნობები, ნეშტიც კი გაქრა,სახლები გახდა ეკალბარდების,მილიარდების თვალები ჩაქრა.

Page 101: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

100

ყველაფერს ამას ჩვენ ვარქმევთ წარსულს,რაც არ ეტევა ამ ერთ სიტყვაშიდა ამ სიტყვიდან შინაარს გასულს,უმიზნოდ ვაგდებთ გარეთ ყინვაში ...

და ვეღარ იტევს ჩვენი გონება,გვიმძიმს სიმართლის თქმაც კი კახურადდა ყველაფერი გარდაიქმნება – როგორც უცნობის ლექსი ხალხურად ...

* * *ყველა ერთმანეთს უღრენს,მთელი ქვეყანა მთელი,თავსაც არავინ უმხელს:ერთი – მეორის მტერი –

დაბადებიდან ასე:ჭკვიანია თუ შტერი,ბუნებით არის მასე – ერთი – მეორეს მტერი ...

ბრძოლა სასტიკი მიდის,ერი არის თუ ბერი,ყველა ერთმანეთს ყიდის –ერთი – მეორის მტერი,

და ყველას ერთი ზნე აქვს,( ბევრმა დამიკრა კვერი ),მზისქვეშეთში რაც სუნთქავს –ერთი – მეორის მტერი ...

Page 102: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

101

* * * თითქოს სივრციდან – აზრები

ჟონავს, დროზე და წლებზე ფიქრითვივსები: სიცოცხლეს წლებით ვერავინზომავს, ტყუილად ტრიალებს საათისისრები...

* * *რომ გითხრა დიდხანს ვიფიქრე, მთლად არ ვიქნები მართალი:რომ ქალის ლოყის სიწითლე – პატიოსნების ლამპარი...

* * *

ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა, და ოცნებები დიდი,თავში ქარები ქროდა, გულში გრძნობების მჭიდი.

ოცნებებს ვიღან ჩივის, გეგმებიც ჩაგვეშალა, გულში სიჩუმე კივის,ნაწერიც წაგვეშალა...

Page 103: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

102

* * *კანონზომიერ ქაოსს,უსასრულობას სივრცის,პორტრეტს ჩინელი მაოს,იქნებ ხედებსაც ნიცის ...

ხანაც აბსურდის თეატრს,თან რეალისტურ სურათს,ცაში აფრენილ „ ფიატს“,წყალზე გატეხილ სურას.

მომავლის ბოლო მოსჩანს,ქვეცნობიერის ფსკერიც,და მოხუცს ვნახავთ ნორჩსაც,ტალახში - ობლის კვერი ...

ხან ინტიმების მორევს,გადაბრუნებულ ნავსაც,გვარ – სახელიან მორებს,თოკზე გამობმულ თავსაც.

სარკეებიან კუბოს,და განწირულის კივილს,წყალს მიერთებულ უთოს,და ბურთად ქცეულ ტკივილს.

ვხედავთ აღდგომას მკვდრების,საცხოვრებელთა მათთა,მიყრილ - მოყრილი ძვლების,გვესმის გოდება ხმათა ...

ვერ ვნახავთ სხაგან ვერსად,დანამდვილებით მჯერა - სიზმარში ვნახავთ ერთად,სხვაგან _ ვერა და ვერა ...

Page 104: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

103

* * *დიდი ხნის წინათ გაჩერდადრო და,ხოდა, მას მერე აღარვვარგივარ,ყოველდღე ყინვის ქარებიქროდა ...არ დამიჯერებთ -გაჩერებული გულით დავდივარ ...

* * *ჩვენს გამარჯვებას და დამარცხებას,(ზევით წყალია, დაბლა ქვიშანი )მაღლა აფრენა და დანარცხებას,ერთი ფასი აქვს - ( ტოლობის ნიშანით ... )

* * *წრედი იკვრება - აეს არის მწარე სიმართლე,და შორეული მომავალი უკან ბრუნდება,წინ წყვდიადია - სულ ჩამქრალა ირგვლივ სინათლე, წარსულში შესვლას მომავალი ერთ წუთს უნდება:

წუთისოფელი - ჯადოსნური წრისგან - მაკეტი,არაფრისგან - ყველაფერი - ( ეს ხომ ასეა ), ყველაფერი კი უბრუნდება ისევ არაფერს,ამიტომაა - ჩვენი გული სევდით სავსეა ...

* * *რა კარგი არის დასაწყისი - (თავიდან მაინც ... )და გვეჩვენება - ეს წუთებიარა თავდება,

Page 105: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

104

ჩავეჭიდებით - გვაკავშირებსოცნებებს რაიც,მაგრამ ვაი რომ - ყელაფერი ცუდად მთავრდება ...

* * * არ გამართლების ვიგონებ იმ ხანს, კიდევ გავუძლებ წაქცევის კასკადს, მაგრამ მაეჭვებს გავუძლო დიდხანს - პარალელური ფიქრების ნაკადს ...

სად და როდემდე, როდის და რატომ,როგორ, საიდან, ვისთვის და რისთვის,პასუხი უნდა ვიპოვნო მარტომ - ( ვიცით, რომ არვინ არ იღწვის სხვისთვის. )

და ერთი ფიქრის გვერდით სხვა ფიქრი,(სახლი არის თუ მეტრო ისანი ),გავექცე მინდა, იმიტომ მივქრი,მაგრამ წინ მხვდება კითხვის ნიშანი ...

სათაური

საქმე ვერ ვნახე მარჩინოს,არც პოეტებში ვითვლები:ლექსებს კი არ ვწერ საჩინოს –ამბებს გიყვებით რითმებით….

Page 106: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

105

100 sadRegrZelo

erT leqsad

* * * ეს გაუმარჯოს მაღალი ღმერთის,

ნებას და სურვილს – გაჩენას ჩვენსა,შეუდარებლად დიდ რწმენას ერთის.და ერთგულებას – საქმესა ძნელსა.

ჩვენი სამშობლოს ზეცას და მიწას,ქართველთა გულებს, ქართველთა სულებს,თბილისს და ტაოს, ცხინვალს და რიწას,მთისა და ბარის სიმდიდრეს ულევს.

ჩვენი წინაპრის იმ ნათელ სულებს,მარადისობა ვინც მართლაც ნახეს.ჩვენი მამების, დედების გულებს,გულის გულებში, რომ შეგვინახეს...

ეს გაუმარჯოს დედა – ბუნებას,მთებსა და დაბლობს, წყალსა და ჰაერს, (გამოგვიკეთებს უცებ გუნებას,თუკი შევხედავთ ვარსკვლავთა ნაერთს).

და გაუმარჯოს ბუნების შვილთა, დაუოკებელ სიცოცხლის წყურვილს.მათ მეთვალყურეთ – მნათობთა შვიდთა,ამაცდენელთა წყევლის და კრულვის

წასულებს ჩვენსას, გულის ფიცარზეამოშანთულებს ცხელი რკინითა.მუხლმოდრეკილებს დასაფიცარზე.გაბრწყინებულებს მადლის სხივითა.

(ეს გაუმარჯოს!)

Page 107: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

106

მაისის წვიმას. გვირგვინს გვირილის.

ბუხარში ცეცხლის ჩუმად ლაპარაკს.

მთაში მოსმენას ირმის ყვირილის.

და ბოშა ქალის კოცნას ნაპარავს...

ეს გაუმარჯოს სიყვარულს მზრუნველს,

დების და ძმების მომდგარ ცრემლებსაც.

ადამიანთა იმ სითბოს ულევს,

რომ გამოაძვრენს გარეთ გველებსაც.

შუაცეცხლის კვამლს ჩვენი ოჯახის,

და დიასახლისს – დუღაბს, საძირკველს,

პატარა სარკმელს ჩვენი ოთახის,

ურთიერთობას მართლაც საკვირველს...

და ჩვენს ნამეხარ მუხის ყლორტებსაც,

უპირველესად, შემდეგ კი არა,

სისხლი უყივით ჩვენი ნორჩებსაც,

გაგვიმთელდება გულის იარა...

ღამით დედების შვილის ლოდინსაც.

გაბრაზებული მამის გინებას.

ბებიის მიერ გამთბარ ლოგინსაც.

პაპისგან მტრების დედის ტირებას.

ეს გაუმარჯოს იორის ჩურჩულს,

ხანდახან მაინც მიგდებას ყურის.

წამწამებიდან ნათებას ჩუმ–ჩუმს

და აძგერებას სხვაგვარად გულის...

(ეს გაუმარჯოს!)

Page 108: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

107

რაც იყო უკვე – ცხოვრებას გასულს.

ამოსვლას მზისას აღმოსავლეთით.

და სიყვარულით გაჟღენთილ წარსულს.

დაისის ფერებს – იქ, დასავლეთით...

გაჩერებული წამების მძივებს,

და გადაღებულ დასტას კადრების,

იმ გახსენებას, (იქნება მძიმეს–

სუსხიან ყინვას, კვდომას ვარდების...)

ეს გაუმარჯოს სანთელს და ნიშას.

დიდი ტაძრისკენ გზებსაც მიმავალს.

და ქართველობას – ჩვენს პირველ ნიშანს.

ახალგაზრდობას – ქვეყნის მომავალს.

საქრისტიანო მირონს – მომნათლავს.

გლეხკაცს გარდაცვლილს ვაზების ძირში.

ხმლის არგამშვების მოყმეს მომაკვდავს,

მხოლოდ მათ და მათ – სულ პირველ რიგში.

ეს გაუმარჯოს შვლის ნუკრს და ობლებს.

გაჭირვებულთა იმედის სხივებს.

გზასაცდენილებს, ქვრივსა და ოხრებს.

გამათხოვრებულთ და ცოდვის შვილებს.

ეს გაუმარჯოს აღმაშენებელს

და მერე ვისაც როგორ ერგება.

და მანდილს–ქალის დამამშვენებელს.

(გადაბიჯება არ შეგვერგება).

(ეს გაუმარჯოს!)

Page 109: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

108

ამ უსასრულო სამყაროს კიდეს –

საზღვარს ყველაფერს, არაფერს შორის.

ადამიანთა გულების ძგიდეს.

ქალის სინაზეს ვითარცა გნოლის...

ჩვენი სიცოცხლის ერთი დღის წამებს.

(წუთისოფელო მუდამ ნაკლულო).

მილიარდების იმედის თვალებს.

და ვინც კოსმოსში ისმენს „ჩაკრულოს“...

არწივთა ფრენას, ლომების ღრიალს

და ორაგულის აცურვას აღმა.

სუფრაზე შავი თვალების ბდღვრიალს

და ყელზე ნაკოცნს – ტუჩების დამღას...

ეს გაუმარჯოს თავმდაბლებს, მორცხვებს.

აუცილებლად ჯიშსა და ჯილაგს.

ვინც ჩვენთვის ჩუმად კითხულობს ლოცვებს,

და ჩამოიჭრის უსიტყვოდ ჯიგარს...

ყოფნა – არყოფნის დიდზე–დიდ სევდას.

აღმაშენებლის გულით სინანულს.

დიდი ხნის წინათ ხარების ელდას.

რომ გაგახარებს – სხვის იმ სიხარულს...

დიდ საიდუმლოს – სიცოცხლის საწყისს:

როგორ ამოდის თესლიდან მუხა.

ვისაც ნიჭი აქვს სიმართლის არწყვის.

და პოეზიით ვინც დაიქუხა...

(ეს გაუმარჯოს!0

Page 110: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

109

ადამიანის სულ პირველ ტირილს.

ცალკე და ერთად ყველა კუთხეს – იმერ–ამიერს.

სიხარულისგან დუმილით ყვირილს.

და ერთსიტყვიან სადღეგრძელოს – „მრავალჟამიერს“.

წიწამურს ვუმზერ, როგორც გოლგოთას,

გზაგასაყარზე – ერთგან წვრილიანს,

და იმ ეპოქას ვხედავ ქოთქოთას,

ეს გაუმარჯოს მართალ ილიას!

ეს გაუმარჯოს ფიცვერცხლნაჭამებს.

და მამა – პაპის ადათ – წესებსაც.

და ჩვენს ნაწვალებს – ნერგებს ნახარებს.

და არსაკიძის ოქროს ხელებსაც.

ციხე – კოშკების იმ ძველ ნანგრევებს,

ჩვენს დიად წარსულს რომ მოგვაგონებს.

და იმ ყველაფერს რაც გულს ამღერებს,

პირჯვრის დაწერას, რომ მოგვანდომებს.

ჩვენს ქართვლის დედას. ვეფხვსა და მოყმეს –

დედას – მტირალსა სხვისი შვილისა.

იმასაც, რაც კი ხვალ უნდა მოხდეს.

და ტარიელის კაცურ ტირილსა.

დამანგრეველებს ქაჯეთის ციხის.

და მაყაშვილის თავის მოჭრასაც.

გზას გაუმარჯოს გახვრეტილ ლიხის.

დაყამირებულ მიწის მოხვნასაც.

(ეს გაუმარჯოს!)

Page 111: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

110

ადამს და ევას დიდ ვაშლის ხესთან,

დანამდვილებით პირველ ურჩობას,

დამეგობრებას ბრტყელთავა გველთან,

და გამართლებულ ვაშლის ქურდობას...

თავისუფლებას. ღირსეულ კაცებს,

და საამაყო შვილებს ქვეყნისას –

ბრმად არ მისდევენ დაღიან ვაცებს,

ხმას გაუმარჯოს ჩვენი ერისას...

ვაზის ვარჯსა და ვაზის ჯვარს მძიმეს,

ორივეს ერთად ცრემლით ტირილსა.

დიდ საიდუმლოს შემნახავ მღვიმეს.

და მყინვარწვერის ბედზე ჩივილსა.

ქვევრში კახურის ყვითელ ნაპერწკალს.

და განათებას მასპინძლის შუბლის.

მაყალზე წითლად წალმის ნაკვერჩხალს.

და დიდ წყალობას მაღალი უფლის.

სადღეგრძელოებს სტუმარ – მასპინძლის.

და საქორწილო სუფრის თამადას.

იმ გმირთა – გმირებს ომის ასპინძის.

ლატავრას ცეკვას – სხვებზე ლამაზად...

წამებულების გრძნობებს და ფიქრებს.

მარტოსულების სიმარტოვესაც.

იმ წლებსაც ჩვენსას, რომელიც იკლებს.

და მხოლოდ იმ ერთს – ვირჩევთ რომელსაც...

(ეს გაუმარჯოს!)

Page 112: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

111

განდეგილებსაც. სულიერ მარხვას.

გზაზე უცნობი მგზავრის ღიმილსაც.

დაბრუნებული მეგობრის ნახვას.

დაკარგული ქმრის ცოლის ტირილსაც...

სიყვარული, რომ თავად ღმერთია,

ამას მაინც ხომ დამიჯერებენ,

ეს ნიჭი ვიცი ერთადერთია,

თვალებს ცრემლები დამისველებენ...

ჭეშმარიტებას. მორალს. ზნეობას,

ვისაც უჭირავს ეს სამი დროშა.

და სულის ჩვენის ნამდვილ მეობას,

(ალტერნატივა იქნება როშვა...)

იმ ალალ სიტყვას გულის – გულიდან,

სიტყვას პირდაპირს, სიტყვას აწონილს.

და იმ სიკეთეს ამოფრენილს ჩვენი სულიდან.

ახალ ნათქვამსაც – ჯერ არ გაგონილს.

ჩვენი სულების გამზრდელ ღმერთკაცებს,

(შევეხმიანოთ გაღმა ცურტაველს),

ხელოვნებასთან შეზრდილ ზეკაცებს,

და სულ ცალკე მდგომ – შოთა რუსთაველს.

მგზავრის წერილებს. თარაშს გვარიანს.

„ვეფხვისტყაოსნის“ ნამდვილ გმირებსაც.

იმ ნინოწმინდის ღამეს მთვარიანს.

და თუთაშხიას გულის ფიქრებსაც...

(ეს გაუმარჯოს!)

Page 113: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

112

ადამიანის ნამუსს და სინდისს -

(ღმერთის რაობის უკეთ გაგებას.)

და ჩვენს იუნკრებს - დახოცილთ შინდისს,

მათი სულების დღესაც ნათებას.

და ფიროსმანის გულის დიდ ვარამს,

გამაოგნებელ ფერის პალიტრას,

მარგალიტასაც - მის გულის წამალს,და ვერ დახატულს - ცოცხალ მარიტას ...

ქარის წისქვილებს დონკიხოტების.

და ნატვრისთვალის მნატვრელ ელიოზს.

პაგანინისთვის დამწერს ნოტების.

ქართული ხმებით ნათქვამ „ ჰერიოს “.

ყვითელ წიწილას - ქორის წაღებულს.

უიღბლოებსაც - ჩავარდნილთ ჭაში.

და მთელ ქონებას ფსონში ჩადებულს.

კაცურ პირობას - დადებულს ხვნაში.

სპარტაკის ორპირ ალესილ მახვილს.

და მარტოხელა ოლეს ფესვებსაც.

უფსკრულის პირას მიმავალ ნახირს.

მისაშველებლად გაწვდილ ხელებსაც ...

ეს ჩვენ კი არა, ჩვენს ფიქრებს უფრო -

სინამდვილეში ვართ მართლა რანიც,

და ოცნებების მდინარეს უხმოს -

(ადამიანის ბოლოც და თავიც...)

(ეს გაუმარჯოს!)

Page 114: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

113

იმ მიტევებას. და იმ მოთმენას.

იმ სიყვარულს და ათივე მცნებას.

საგალობელთა გულით მოსმენას.

და ჯვარზე გაკრულ ღმერთკაცის ნებას...

და ყოვლადწმინდა ჩვენს სალოცავებს,

ოთხივე კუთხით, მოწყალე თვალით.

დიდება უფალს! დიდება უფალს!

ჩვენ შენთან მოვალთ დარჩენილ ვალით....

ეს გაუმარჯოს...

Page 115: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

114

სარჩევი

* * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, ............................................................... 3

* * * გილგამეშივით მე არსად წავალ, ................................................................... 5

* * * იცოდეთ, რომ იმ ქვეყნის სანახავად წავედი, ............................................ 7

* * * ქალაქში იყო ბიჭი, ......................................................................................... 10

* * * სამოცი წელი ბევრია უკვე, ........................................................................... 12

* * * შენზე ვფიქრობდი დიდხანს, ...................................................................... 14

* * * ახალს ვერაფერს გეტყვით, ახალს არაფერს ვამბობ, ............................... 16

* * * ჩამომათალეთ გული, .................................................................................... 19

* * *ბედისწერას ნასვამი არ ესტუმრო ................................................................ 21

* * * ქუჩაში ჯოხით მოხუცი მიდის, .................................................................. 23

* * * მოდი ძმაო გამანებე თავი, ............................................................................ 25

* * * წარსული მოკვდა და გავაცილე, ................................................................. 27

* * * ავტობუსი ყვითელი, ..................................................................................... 29

* * * შენ არ იფიქრო – იმგვარად, ......................................................................... 30

* * * ისე ლაპარაკობენ ღმერთზე – ...................................................................... 30

* * * თევზის ჭერაა აზარტი დიდი, ..................................................................... 30

* * * საოცარია, მართლაც მარიან ! ...................................................................... 31

* * * უგემურია ამინდი – ჟინჟღლით, ................................................................. 31

* * * სასწაულს ნუ ელოდებით, ........................................................................... 32

* * * თუ სიჩუმეში ხმაური გესმის, ..................................................................... 32

* * * ყველაფერი ძველებურად მიდის, ............................................................... 35

* * * მე თქვენ გიხსენებთ თავის მკვლელებო, .................................................. 37

* * * მოდი ძამიკო დავლიოთ ერთი, .................................................................. 40

* * * რომ გამოვარდეს ხვალ გიჟი ვიღაც ............................................................ 42

* * * იყო და არა იყო რა, ........................................................................................ 44

* * * “სულ ერთი არის თითქმის, ........................................................................ 47

* * * გზაზე კაცი მიდიოდა, ................................................................................... 48

* * * სიტყვაა ერთი კარგი ძალიან, ...................................................................... 48

* * * თუ ჩავფიქრდებით ღრმად და ძალიან – .................................................. 50

Page 116: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

115

* * * არ მინდა აღარაფრის თქმა – ........................................................................ 51

* * * აუცილებლობა, ............................................................................................... 51

* * * მაინც რა არის საინტერესო? ......................................................................... 51

* * * იქნება არც ხარ, ............................................................................................... 52

* * * რა ძმები, რის ძმები – .................................................................................... 52

* * * წამოდი ჩემთან! ............................................................................................. 52

* * * ძველი ალბომი ფოტოსურათის, ................................................................. 54

* * * იმდღეს კახეთში, სოფლის ბირჟაზე, .......................................................... 56

* * * შიში მაქვს შენი –შენთან შეხვედრის, ......................................................... 57

* * * მე აქაც ვარ და იქაც, ....................................................................................... 58

* * * რამდენი უნდა ითმინოს კაცმა,.................................................................... 58

* * * კაცი ბჭობდაო, იცინოდაო ღმერთი – ........................................................ 60

* * * გრძობების მეტი რა ჰქონდა ადამს, ............................................................ 60

* * * სამშობლო იქცა ცარიელ სიტყვად, ............................................................ 60

* * * ეჭვით ვუყურებ საწნახელს – ...................................................................... 60

* * * დილით ბუნკერში ნაგავს ყრის ქალი, ....................................................... 61

* * * გვიანიაო თითზე კბენანი – .......................................................................... 61

* * * არასოდესო არის გვიანი – ............................................................................ 61

* * * ყველაფერს არ ეშველება, .............................................................................. 62

* * * ნისლში დამალულან მთები, ....................................................................... 62

* * * მახსოვრობაში ღრმად ჩამრჩა, ..................................................................... 63

* * * სულის და ხორცის ორთაბრძოლაში, ........................................................ 64

* * * ნეტა რა მოხდა შაბათს – ............................................................................... 65

* * * ნეტავი რისთვის ბრძოლობენ, .................................................................... 66

* * * გუშინწინ ვნახე ცალფეხა ბავშვი, ............................................................... 67

* * * საოცარია! უკვირთ ბოზების, ...................................................................... 67

* * * იმ თაგვს ხომ ხედავთ, ხაფანგთან ახლოს,............................................... 67

* * * თუკი მოხუცის სურათს აიღებთ, ............................................................... 67

* * * მიზანის იქით, კიდევ მიზანი, ..................................................................... 67

* * * ვერ გამიგებო შენ მეუბნები – ...................................................................... 68

* * * სხვაგან ნუ ვეძებთ თავისუფლებას, ........................................................... 68

Page 117: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

116

* * * თოვლით დაიფარა მიწა, .............................................................................. 68

* * * დილით ამოსვლა მზის ................................................................................. 69

* * * დასრულდა დიდი ზღაპარი, ....................................................................... 70

* * * სათაური ......................................................................................................... 72

* * * დინჯი ნაბიჯით, ქუჩაში ძაღლი, ............................................................... 72

* * * მინდა სურათი დავხატო, ............................................................................. 73

* * * მოდი თუ ძმა ხარ გაჩერდი, ......................................................................... 74

* * * საფლავის კიდეს ჩამომჯდარა ................................................................... 74

* * * ამ უაზრობის ჭაობში ჩამხრჩვალს, ............................................................. 75

* * * სრულიად ნათელია, სრულიად ნათელია – ............................................. 75

* * * მე რაც მინდოდა ვთქვი, ................................................................................ 76

* * * კაცი ეპარება თოფით – ................................................................................. 76

* * * საზღვარზე ყოფნა – არყოფნის, .................................................................. 76

* * * ყველაფერს ვყიდი მუქთად, ........................................................................ 77

* * * თითქოს შორს არისო შორს, ......................................................................... 78

* * * სერიალია ფილმის უბრალოდ, ................................................................... 79

* * * შენ როგორ ფიქრობ ეხლა – .......................................................................... 80

* * * სხვანაირად ხომ არ ჯობდა, ......................................................................... 80

* * * ფიქრები ბარდნის, ......................................................................................... 81

* * * ისე გაქრება ეს ყველაფერი ........................................................................... 81

* * * ხვალ წავალ სამსახურში? ............................................................................. 81

* * * გადავსებული სტადიონი მრისხანებს სიტყვით, ..................................... 82

* * * გთხოვ ნუ მოწყვიტავ, მინდვრად ყვავილებს .......................................... 83

* * * არ არის საქმე შენი, ........................................................................................ 83

* * * მე მეგონა ნაჩუქარი, ...................................................................................... 83

* * * სირცხვილი არის გამეორება, ................................................................... 84

* * * -„ ეგრე არ არის თაყაო, ................................................................................. 84

* * * ცუდად წამივიდა საქმე, ............................................................................... 85

* * * დაკრძალულია ცოცხალი კაცი, .................................................................. 85

* * * რა უნდა უკვირდეს კაცს – ............................................................................ 85

* * * ქარი ქროდა და რა ქარი! ............................................................................... 86

Page 118: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

117

* * * მწვანეთვალება კატა, ..................................................................................... 86

* * * სიმართლე გითხრა მინდა, ........................................................................... 86

* * * დღე მოკვდა გუშინდელი, ............................................................................ 86

* * * ცხოვრების გზაზე ყაჩაღი გვძარცვავს, ...................................................... 87

* * * სამართალი ურმით დადის, ......................................................................... 87

* * * ძმაკაცის მონაყოლს გეუბნებით, ................................................................. 87

* * * „ ამას თუ ყოფნა ჰქვია ! “ .............................................................................. 88

* * * დავიწყებული მყავდი, .................................................................................. 89

* * * გულგასახეთქი ის არის, ............................................................................... 90

* * * ხომ გინდა ზოგჯერ – აფრენა მაღლა, .................................. 92

* * * მერამდენედ ვართ სიკვდილის პირას, .................................. 93

* * * მე რა ვიცოდი მარიან, .................................. 94

* * * მილოცვას დაბადების დღის, .................................. 94

* * * მოდი შეეშვი ყველაფერს, .................................. 94

* * * დიდიხანია ლექსებს აღარ ვწერ, .................................. 94

* * * დაბადებიდან ხმაური გვესმის, .................................. 95

* * * გასაოცარი რამეა, .................................. 95

* * * ვაკვირდებოდი დიდხანს – .................................. 96

* * * კაი ბატონო, გეტყვი ნონსენსზე: .................................. 96

* * * რატომ არ ამბობთ ლექსებს .................................. 96

* * * რომ იმუქრებით „ჩავუხტეთ მუხრანს,“ .................................. 96

* * * მოიგონებენ წასულს – .................................. 97

* * * გავიდა წლები– ბევრი, .................................. 97

* * * გახვეულია ქვეყანა თალხში, .................................. 97

* * * გადავივადებთ საქმეს – .................................. 99

* * * კამათი მიდის სუფრაზე – .................................. 99

* * * ვინღა იხსენებს წარსულს შორეულს – .................................. 99

* * * ყველა ერთმანეთს უღრენს, .................................. 100

* * * თითქოს სივრციდან – აზრები .................................. 101

* * * რომ გითხრა დიდხანს ვიფიქრე, .................................. 101

* * * ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა, .................................. 101

Page 119: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

118

* * * კანონზომიერ ქაოსს, ................................................................................... 102

* * * დიდი ხნის წინათ გაჩერდა ....................................................................... 103

* * * ჩვენს გამარჯვებას და დამარცხებას, ...................................................... 103

* * * წრედი იკვრება - აეს არის მწარე სიმართლე, ........................................ 103

* * * რა კარგი არის დასაწყისი - ........................................................................ 103

* * * არ გამართლების ვიგონებ იმ ხანს, .......................................................... 104

* * * სათაური ....................................................................................................... 104

* * * 100 სადღეგრძელო ერთ ლექსად ............................................................. 105

Page 120: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

119

avtori: rostom rostiaSvili

gamomcemloba ,,georgika~

2017 weli

kiTxvisniSnebi

mravalwertiliT

Page 121: leqsebi - WordPress.com · მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ, დაგლოცავთ

120