Mefe irakli charkvianis leqsebi

50
წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა www.ChiaturaINFO.GE

Transcript of Mefe irakli charkvianis leqsebi

Page 1: Mefe irakli charkvianis leqsebi

წიგნის ელექტრონული ვერსია

მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა

www.ChiaturaINFO.GE

Page 2: Mefe irakli charkvianis leqsebi

„მეფე“ ირაკლი ჩარკვიანი

(ლექსები)

ჰგავდე სხვას

პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე,ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე…არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს,ხედავ თეთრად ათოვს, ჩემ გადახოტრილ თავს,

მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს,მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის,მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს,ფურცელი ვარ ცნობის , აღარ ვკარგავ წამს,

მე რეაქცვიას ვიწვევ და რეაქცია მშობს,მე ახალ ტალღას ვიწვევ რომ გაგიტანო შორს,ნუ გადაირბენ ქუჩას მე დაგანახებ გზას,თუ არ მომიშვერ ტუჩებს არ დაგირტყამ ზასს,

დაგალევინებ კოლა-ს დაგალევინებ კვასს,მე არ აგიწევ კაბას არ დაგიგდებ კლასს,რაც შეეხება ყველას ის შეეხება ფულს,ხალხი ისევ ღელავს და ანარქია სურს,

მე ისევ მარტო დავრჩი და ვეღარაფერს ვთმობ,რადგან ეს გმირი მე ვარ და დადგა ჩემი დრო,მე ოპტიმიზმით სავეს ვარ და არ მოვიკლავ თავს,მე სულ ყოველთვის ასე ვარ და მეგობრებიც მყავს,

Page 3: Mefe irakli charkvianis leqsebi

მიყურე როგორ დავდივარ ხან იქ ვარ და ხან აქ,მე ვცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვსრაკეტა უნდა გიყიდო, გადაგაფრინო ზღვას,გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას, ჰგავდე სხვას

გაივლის დრო და წაიღებს ტკივილსსიტყვები დაადნობს თოვლსდავბრუნდები ისევ, ყვავილებით ხელშიდავივიწყებ წაგებულ დროსმოვალ შენთან ალბათ დღეს,მოვალ შენთან ალბათ დღეს.გაივლის დრო და წაიღებს ტკივილსსიტყვები დაადნობს თოვლს,დავბრუნდები ისევ,ყვავილებით ხელშიდავივიწყებ წაგებულ დროსმოხვალ ჩენთან ალბათ დღესშენ მოხვალ ჩემთან ალბათ დღესნანანანამოვალ შენთან ალბათ დღეს,მე მოვალ შენთან ალბათ დღეს.ვარდებით ხელში.

Page 4: Mefe irakli charkvianis leqsebi

დღეს მეცხრამეტე თოვლიადა მეცხრამეტე ლექსი,ჩემი წარსულის ტოლი ვარ,გავდგი ცხრამეტი ფესვი.სტუმრები ჩემი მხოლოდ წლებია,დღესასწაული ცხრამეტი ლანდისდა ავსებს გვერდებს ჩუმს და სევდიანსეს უსასრულო,ცხრამეტი დარდი.

ავტოპორტრეტი

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსიარ ველოდები არაფერს.მსახური ცათა, პრომეთეოსი,ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

მე ვესალმები მძინარე მთვარეს,ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,როგორც სიზიფმა ძველად ათრია.

ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,გამოცდილებას ყველა დროების,მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.

Page 5: Mefe irakli charkvianis leqsebi

შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.

სილამაზეში ვერ ვხედავ შვებასდა არ მამშვიდებს ტახტი მეფური,არც წამებულის მაღელვებს ვნება,არც გულისცემა მოდუნებული.

როდესაც წვიმა წამოვა ციდან,როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.

და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,არ ველოდები არაფერს,ხალხის მსახური პრომეთეოსი,ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

როცა მე წავალ

ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩებამეწამულ მზის წვა, მდუმარება,

Page 6: Mefe irakli charkvianis leqsebi

ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად,მე მარტო წავალ!გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,როცა მე წავალ!

სულ ახალგაზრდათ

ქრონოლოგია გარდასულ წელთა,საუკუნეთა მაცივარშია.მოგონებები ჭერიდან წვეთავს,მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.

მზე უკვე ადნობს ყინულის კლდეებს,და ქარიშხალი გვაწყურებს ავდარს,თანმიმდევრობა მოვტაცოთ დღეებს,სანამ სხვებივით დავკარგავთ მადას.

კვლავ დავიბრუნოთ ზღვები და მთები,ეს ჩვენი დროა,ოქროს წუთები,საუკუნეთა გავბზაროთ თხემი,თორემ აწმყოში დავიხუთებით.

ვისაც არ ესმის ჩვენი სამღერადა ვინც ვერ ზომავს ჟამთ აისბერგებს.დაე,მოწრუპონ ის მჟავე წლები,ხალხში რომ ქვია _ ტკბილი სიბერე.

Page 7: Mefe irakli charkvianis leqsebi

დრო

რეაქტიული მარტოობა,დაძაბული,გამოუთქმელი შიში შეხების,საგნებთან,საყვარელთან,გაქრა.რომანტიული ბილიკის,რითმის ბოლოა,შელამაზების,ვაზისყურა ქალიშვილებისირმისთვალური სევდაგაქრა.სოც-რომანტიზმისცისფერთვალება ლმობიერებაგაქრა.ვარდს გაეფურჩქნაატომური სოკო,რკინაბეტონის ჯუნგლებშიდაკაცდა მაუგლი,პარაბელუმით ხელში.დადგა დრო,გამოთხოვებისა ტყესთან,დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,დრო წითლად ხატვის,წითელ ქაღალდზე,მაშინებელი,დაუნდობელი,როგორც ყოველი მართალი,დრო.

Page 8: Mefe irakli charkvianis leqsebi

დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .

გემუდარები,ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,დაე, იცოცხლონ.ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,იქნებ ერთმანეთიც უყვართ?მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,ჩვენ დედამიწაზე,მერე რა?ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,სახელებიც არ ჰქვიათ,როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,სივრცეში.გემუდარები,ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,დაე, იცოცხლონ.

დღე

დილით არა გვაქვს პური...გინდა რომ მზე ამოვიდეს...გაყინული ხელებით კიდიხარ

Page 9: Mefe irakli charkvianis leqsebi

ტროლებუსის ყურებსდა მიგორავ...საცურაო აუზთან ისევ ბენზინსყიდიან.ცირკთან ლილიპუტებითათბირობენ.ჩელუსკინელების ხიდზეხალხმრავლობაათეატრის კარი დაკეტილია დაკონცერტი გადაიდო.გზაში ნაცნობი შეხვდება და მოგესალმება,შენ კი სახლში კატა გელოდება,რომელსაც შია.

ჯიმ მორისონს

ტანი ტამტამი,დაწყვეტილი ჩემი გიტარა,ხორცის ატამი,გახლეჩილი როგორც სიმართლე,მარადისობამ,უდაბნოდან ჩამოიტანა,მწვანე კანაფის,იდუმალი ლურჯი სინათლე.

Page 10: Mefe irakli charkvianis leqsebi

რა კარგია

რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძეპროსპექტი.რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.

მაიმუნები ვართ

ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკიდა ისევ ლურჯად შეიღებე თმა.მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომადა ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომიდა მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.მე მჯერა შენი ძუძუების ზომისდა ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის

Page 11: Mefe irakli charkvianis leqsebi

და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,მაიმუნები ვართ...მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლადა დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზედა თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.მე მჯერა შენი ძუძუების ზომისდა ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომისდა მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,მაიმუნები ვართ...

P.S

თოვლიან ქართა დევნით დაღლილი,გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთაგუნდი,მე ისევ მოვალ,მხოლოდ არავის არ გაუმხილო,რომ მე დავბრუნდი.

Page 12: Mefe irakli charkvianis leqsebi

არა

არა,არ ღირან ეპოქები, რომ მათთან დარჩედა ან დაარქვა გარდასულ სივრცეს შენი სახელი,ერთი,მოკვდავის სევდა,უფრო სრულია,ვიდრესამყარო,შენც ხომ პატარა ყვავილი გერჩივნა,ქარიანსატურნს,მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ.აი ჩვენიხვედრი.მერე სიჩუმე.

* * *ეძღვნება მათ, ვინც ზხიდამდე მიაღწია

წარწერა ფილმზე"სამი ნაბიჯი უფსკრულში"

მთვარე ვერ გასცდა რუბიკონს,ჰანიბალს თავი დაუკრა,რომაელ ლეგიონებისკარავზე სხივი აუცვდა.თავქვე წაიღო სიმძიმემ,დაგორდა დედამიწისკენ,თანდათან დაპატარავდა,თავი დახარა მიწისკენ.

Page 13: Mefe irakli charkvianis leqsebi

თეთრ ბურთად გადაქცეული,თეთრკაბიანთან მიგორდა,პატარა ბავშვის თვალები,ათინათებად მიკრთოდა.ჩატეხილ ხიდთან გოგონამ,მთვარის ალერსში გართულმა,მარტოობისგან გვემულიიხმო მესამე ნაპირთან.მთვარე მიწაზე დაუშვა,თავს მოეფარა დაგდებულს,და თვალი ავლი სისხლისგანთოკზე წითელ კვალს გავლებულს.არ დაივიწყოთ სატანა,ბავშვის თვალებში ნახული,იცოდეთ,რომ რუბიკონიარ არის გადალახული.

1980

თბილისი

მთვრალო თუშებო,ცაო პირქუშო,კოშკებო! წარსულის სიზმრად იქეცით,რა დამრჩენია სახლს მივაშურო,მომწყინდა თქვენთან, ვეღარ გიცქერით.

ჭაღარა ძმაო - ალაზნის ტალღავ,შენც ხომ გაურბი მწვანე ნაპირებს,შენც მიუყვები დინებას დაბლა,და გადაქცევას ლურჯ ზღვად აპირებ.

Page 14: Mefe irakli charkvianis leqsebi

მტვრიან პროსპექტად იქცევა ბალახი,ცხვრის ფარა - დაბნეულ გამვლელთა ჯოგად,მე მომენატრა ჩემი ქალაქი,ეი,ქუჩებო,გამარჯობა!

გუშინ ღამე

ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ვწერდი,ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმადმღეროდნენ,ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.

მე შენ გელოდი,ჩემი ბავშვობის აჩრდილთანერთად,ის თურმე ჩემთან შეხვედრას ნატრობს,შეხვედრა უნდა მძიმე ცხოვრების,უმწეოგერთან,რომელიც თავის უმწეო საქმით,თავს ვეღარართობს.

და იმ აჩრდილმა, მომაგონა მე შენი თავი -პირველი კოცნაწმინდა გიორგის ხატი და - შენი ლოცვა,ნუთუ არ გახსოვს,ჭაღარა კაცი ეკლესიასთანკაპიკებს მთხოვდა,

ის მარტო იდგა ნაცრისფერ ჯვართან,

Page 15: Mefe irakli charkvianis leqsebi

გარშემო თოვდა.მაშინ ბარდნიდა მძიმე ფანტელი უღმერთოციდან,მე არ მიყვარდი და შენ უნთებდი სანთელსუსულო წმინდანს,ალბათ შენთანაც ბავშვობა მოვა,შენთანაც მოვა შენი აჩრდილი,და დაობებულ გეძნობათა გროვასციდან მოგიტანს ნიავი გრილი.

შენც ხომ დაუთმობ ერთ ღამეს გრძმობებს,დაუთმობ წარსულს,დაუთმობ სევდას,ისევ მოიხმობ განცდათა ღამეს,რომლებიც მთელი ბავშვობა გსდევდა.

შენც ჩემ უცნაურ ნაკვთებს აღიდგენ,მეხსიერებას დაძლევ და მნახავ,იმ თოვლიან დგეს,იქ ორნი იდგნენ,დიდ ქვის ტაძართან მე დამინახავ.

მერე ნიავი შენს მოხუვ აჩრდილსცაში წაიღებს,ღამე გაქრება,შენ არაფერი არ გაგონდება,და იმ დილასაც,როგორც ყოველთვისგადავიქცევი ძველ მოგონებად.

ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ლოთი კაცები მრაცალჟამიერს ჩუმად მღეროდნენ,ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.

Page 16: Mefe irakli charkvianis leqsebi

* * *სულო,განდევნე ეს მღელვარება,მას ემალება მზის ელვარება,ვის ევალება ცხოვრება ჩვენისამარადისოდ რომ გაანათოს.

ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ოცნებისდა სინანულის მწარე ფონია,რთულ ჰარმონიად,ეს აგონია,ღმერთმა მიბოძა ასე მგონია.

და უცებ გაქრა ეს მღელვარება,გრიგალთა გუნდი ცას მოესია,ზეცამ დასჭექა და ელვარებამმამცნო სიწმინდე და პოეზია.

ო,პოეზია,მხოლოდ შენა ხარ,მხოლოდ შენა ხარ დროის მფლობელი,და ამ უფლის გზას მხოლოდ ჩვენ გავალთ,მარად დავრჩებით შეუცნობელნი!

უძილობა

კვლავ უძილობამ გუშინ ღამით მომისამძიმრა,ჭექა-ქუხილით,დასეტყვილი ქუჩების სუნით,

Page 17: Mefe irakli charkvianis leqsebi

ბეჭჩამოტეხილ,მერცხალთა ბუდეს ჰგავდამთაწმინდა,ბალიშზე იდო შავი ბიბლია და თეთრი პური.

მოგიტან წყალს

ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,შენ რომ იცხოვრებ,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,შენ რომ გაიგებ,ისეთი შუქი მინდა აგინთო,შენ რომ გაგათბოს,ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,მე რომ მოგიტან,მე მოგიტან წყალს,შენ იცხოვრე ჩემთან,მე მოგიტან წყალს.

შავი ფერი

შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,მოვადუღე, გავიკეთე, შემეცვალა ფერი,სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,

Page 18: Mefe irakli charkvianis leqsebi

აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდაღ!დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.მოვუკიდე,გავაბოლე,დამავიყდა დარდი,მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავარდი.ჩემი ცუდი საქციელი,არარაფერს არ ჰგავს,ვინც ახლა არ გაიღვიძებს,ის სამშობლოს კარგავს.

ერთი კოცნა

ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,ისევ გამოჩნდება გზა;ისევ გაანათებს სითბო არნახული,ისევ გალურჯდება ზღვა.სანამ მე ვცოცხლობ,სანამ მე ვსუნთქავ,სანამ მე ვგრძნობ.სანამ მე მიყვარს,სანამ მე მახსოვს,სანამ მე გცნობ.მე მინდა შენი კოცნა,ერთი კოცნა.

Page 19: Mefe irakli charkvianis leqsebi

საქართველო

მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.ხომ ხედავ, შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,შენ იცი სიყვარული,აზრი აღარა აქვთ წლებს.მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,მე აღარ წავალ, ისევ მოგაბეზრებ თავს.მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს,ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას,მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ ზღვას,მე აღარ გადმოვცურევ ზღვას!ჩვენ განშორებას,როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს,და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.დრო იტყვის ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ,რომ ვქნა!და ჩემგან დარჩენილ,დაფლეთილ ათას ტომს,ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს,ჩვენ მოვიგებთ ომს!

Page 20: Mefe irakli charkvianis leqsebi

აქ ხარ

ვიცი ისეც უსწრებ დროს,მოხვედი, მაგრამ მე ვერ გხედავ,ამ სიმღერით თუ გაგათბობ,შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,შენ აქ ხარ, ჩემთან.ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,მე კი ჯიუტად ვმღერი ახალს,მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,შენ აქ ხარ ჩემთან

* * *მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,ათასი სიტყვით,სახით დაგამძიმე,ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას,რაც ვარ.შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოჰყვება.და შენი ნავი მალე მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,რამდენიც უნდა,

Page 21: Mefe irakli charkvianis leqsebi

ვინც საკუთარი შიშის ტუსაღიადა სხვის თვალებში,როგორც სარკეში იჭყიტება,ივარცხნის თმას,შეშინებულმა,შენი ქოხი სხვაგან გადადგი,იქ მხოლოდ სურნელიღაა დაღლილი შტორმის,გეგონა დაანგრევდა შენს სახლს მოლხენა,და სიყვარულიშტორმს ხომ გითხარი,შტილა მოჰყვებადა ჩემი გემი დაცურავს ახლა სულ სხვაში,მე უფრო მეტი ყვავილი მოგოწყვიტე,ვიდრე გეგონა.

* * *ნასახლარები ჩემი წარსულის,წალეკა წყალმა.,მიწას დაემხო აშენებული ოცი სართული,ვიცი გიყვარვარ და აღარ მინდა შენი წვალება,ჯერ არ დაიხა ჩემი სულის ძველი საფულე,კვლავ ამოვხედავ შენს აივანს კუთხესთანმდგომი,ოცი წლის გავხდი და შენს ფანჯრის წინდაემხო რომი.

Page 22: Mefe irakli charkvianis leqsebi

* * *დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან,გარყვნილების და გაქრობის შიშშიგავჩნდი,ეპოქის წარმოსაშობად.

მეცხრამეტე

დღეს მეცხრამეტე თოვლიადა მეცხრამეტე ლექსი,ჩემი წარსულის ტოლი ვარ,გავდგი ცხრამეტი ფესვი.სტუმრები ჩემი მხოლოდ წლებია,დღესასწაული ცხრამეტი ლანდისდა ავსებს გვერდებს ჩუმს და სევდიანსეს უსასრულო,ცხრამეტი დარდი.

მჯერა

ისევ მარტო დავრჩი,შენზე ფიქრით ვირთობ თავს,მე ჩემ ოთახში ვზივარ,

Page 23: Mefe irakli charkvianis leqsebi

რომელიც ციხის საკანს გავს.მე ვიცი,რომ შენ მოხვალ,ვიცი არ დაუთმობ მტერს,შენ ქანდაკებს ჩემსასყოველთვის გადაწმინდავ მტვერს,მე მჯერა,შენი ნდობის,მჯერა,რომ შენ მოხვალ დღეს.და ცივ ლოგინში მომცემსიყვრულით დაღლილ ხელს.

პოეტს

/გ.ტაბიძის ხსოვნას/უძილო ფურცელს მან მისი აზრი,დაღად დაასვა ვით თავის მონას.დაღად დაასვა გრძნობები ნაზი,რომელიც შექმნა და მოიგონა.და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,სადაც სულები არსებობს მხოლოდ,სადაც ღმერთების უკვდავ თარეშსდა ხელოვნებას არ ააქვს ბოლო,იქით წაიღეს იგი ქარებმა,მხოლოდ მათ ენდო იგი ვნებული,მხოლოდ იმ ქვეყნად დაიფარებაოცნება მისი,დამონებული.მუხლმოდრეკილი,გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებითჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობსდა ვეცოდებით.ალბათ კვლავ მარტო,

Page 24: Mefe irakli charkvianis leqsebi

ალბათ კვლავ ნატრობს,ალბათ კვლავ ქმნის...დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის.

3 მაისი 1978 წელი

მიქელანჯელო ანტონიონის

ვიღაცა გადმოხტა,ქვევით მიჰქონდა სხეული ქარებს,მოხუცი კაცი კითხულობდა__ ნეტავ რა მოხდა?ქალაქი სდუმდა,მხოლოდ მილების ფშვენა აღმოხდათდა შავი ბოლი გაატარეს.

ჩუმად

ჩუმად გარდავისახოთ საგნებში,შევიცნოთ მათი მდუმარებადა ანარელთა სავდა სარკეში.გაწვრთნილ აფთართა დავეუფლოთთვინიერებას,საცირკო ცხენის უნაგირზე ვისწვლოთ თვლემა,მიწის ქვეშეთის წყაროებივით ჩუმად შეხვედრადა ვიჩურჩულოთ,როგორც ბალახმა და ფოთოლცვენამ.

Page 25: Mefe irakli charkvianis leqsebi

ცოლს

ორი ხე,ერთიმეორეზე უფრო შიშველი,ორი სიკვდილი,დაღლილმა მიწამ იშვილა,გაჩნა მესამე,ალბათ იმ ორის საშველადდა ერთს შესწირასული თვისი სავსე სიმშვიდით.ზამთარიადა ყოველ მათგანს ცალ-ცალკე ათოვს,ორნიღა დგანან გაშიშვლებულნი,ორივე მარტო.

ქარი

თბილისის ვერცხლისფერ მტვერში,ბურთივით დაგორავს ქარი,უსმენენ ქალები გერშვინს,მეც მინდა ვიყო ქალი.ცები--დაფლეთილი,ძველი ქოლგები,აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბოს,ჯვარცმულ წმინდნთა წინმორბედისმიხმობს ყვირილის ხმა უზოუკვლო.მე კვლავ ვარსებობ!ანგელოზებითგაწბილებული,

Page 26: Mefe irakli charkvianis leqsebi

ჯიუტი ბავშვის სული - ჯოხით ნაცემი.კედელთა ტუსაღი,ისევ ლექსებს ვწერ,უწინდებურად.ავადმყოფური,ქალური ჟინით და გატაცებით.

"ხორცი"

კენწეროებით მთვარეს სწვდებიან,ფესვებით სწოვენ სისხლს დედამიწას,და ათრთოლებენ აზრებს სევდიანს,ვინც სიკვდილისგან მარადჟამს მიცავს.

მათი ტანებით იგება სახლი,ჩემი ოთახი მათი ხორცია,მათ მაგიდასთან იყრება ხალხი,რიდით ითხოვენ მორიგ პორციას.

უსაყვედურებ ცებს,მხოლოდ მისთვის,რომ შექმნეს ხორცი ადამიანთა,უტკივარია წამება ხისთვისდა მსუბუქია ყველა იარა.

და ნეტავ ჩვენი პლანეტა ,იყოს ნახატი მთვრალი ესთეტის,რომ ვერ აჩეხოს ხორცი დანებმა,რომ არსებობდეს მხოლოდ ლექსები.

რომ არსებობდეს სისწორე კაცთა,ჯარი ხისფერი მანეკენების,ტანი-უწყინარ,მძინარე ნაძვთა,

Page 27: Mefe irakli charkvianis leqsebi

მათი წიწვები,ნაცვლად ენების.

მაშინ ღვთიური,ის პასტორალი,უფრო მიაღწევს ცათა სისრულესდა შექმნის ფუნჯით ესთეტი მთვრალი,უსულო კაცთა უაზრო სულებს.

კოცნა

ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის,მწყემსო კაცთა და იმპერატორთა,ორსულ მარცვალთა საშოთა სიცხეს,მოკვდავი ხორცის აქცევ საწოლად.ზღვის ფსკერზე ვეშაპთა მძინარე ჩონჩხებს,გადაავიწყდა შიში და მოცდა,უდროოდ ჩაძირულ,დიდებულ გემებს,ლოკოკინათა მიეკრო კოცნა.

ივლისი

ივლისი ხვნეშოდა; ორთქლისფრად,ურცხად,ქარვის ალებში დნებოდა თბილისი,დაღლილს ალერსით,ქალს მაგონებდა,ჩემი ქალაქი ძილის წინ.

Page 28: Mefe irakli charkvianis leqsebi

გაგოდარება

ნუთუ შენია,რასაც განიცდი?ტერიტორია არ გაგაჩნია,შენ ხარ ვინც ამჩნევსდა უნდა მიხვდე,თუ სად იწყება ის,რაც დასრულდა.ბედნიერება აღარ გეკუთვნის,რადგან არ იმჩნევ უბედურებას.გული ნუ გწყდება,დეკორაციებს ყოველდღე ცვლიან,მოდის უზნეო დასაწყისი,სიზმრებით სავსედა არ ნახულისისასტიკით გიმასპინძლდება.წარმოდგენაში მირბიხარ,რომელიც უშენოდ დადგეს,ნახავ ყველაფერს,რაც დაგავიწყდა,კვლავ შეიყვარებკომუნიკაციას ანარეკლთან,მოგზაურობის ვიტრინაში,რეკლამას-მომავალი თვითმკვლელობით გაზავებულს,საყვარელს,რომელიც მიგატოვებს,ისევ წაგიღებს საძულვილითავისუფლების,და შეშლილ კოსმოსსგადაუფრენ,როგორც კომეტა.

Page 29: Mefe irakli charkvianis leqsebi

თითქოს უყვარხართ,როცა იწყებენ ლაპარაკს,რადგან ივნისში მარტოა მთვარე,პლასმასის ჭაღივით კიდია ჭერზეყვითელი ტილო,დღევანდელობის.უნდა ისწავლოპურის დაგდება,როცა დაძღებიცოდნით და ხორცით.შეშლილ ველასკესსნურაფერს ეტყი მილიტარიზმზე,ჩვენთან წამოდი,საყოველთაო არჩევნებზე სიამოვნების.ისევ სიზმარი დაგაძალესმარადიული კატასტროფისმოლოდინში,სირცხვილის ზღვარზე,როცა არ იცი,სად მთავრდებაშენი ლოგინი.პატიოსნების დაკარგვის სიტკბო,იქ თვრამეტ წლამდე კვლავ ირძალებასმენა ხორცის და კითხვა მარქსის,მასათა ღელვა უკუდინების შემთხვევაში,პროპორციულია სისხლის,რადგან ფილმში ხარდა არ გიღებენ კარს.უარს ნუ იტყვისაკუთარ ქმარზე,თუ არ მოგწყინდა,გარდაუვალი კვირის ბოლოს,უკანასკნელი ქალაქგარეთ გასეირნება.კულტურულია შიში რევოლუციის,მავზოლეუმის დერეფანში,როცა მშვიდობის გამზირზეცხოვრობ--

Page 30: Mefe irakli charkvianis leqsebi

აღარ არსებობ.მაოს ყვითელი ამაოებით,დაგყურებს რუქა,როგორც სარკმელი,მაიაკოვსკიმ რომ გამოაღო.და ერთი დუბლიც:ჩინელი ქალი გაგიღებს კარებს,შენ კი წაყვები,როგორც კადრებსმომავალ ფილმში,სოციალიზმის განტოლებისამოსახსნელად.თავისუფლებამსხლერპლის ფასადაზრი დაკარგა,ნუ გეშინია,მარტო ყოფნის,მაინც სხვების ხარ,და აღარ იმჩნევ,როგორ მოგწყინდა განცდა,შეშინებული მარტორქასავით,უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,ანელებ სიკვდილს,რომლის ლოდინში,კიდევ ერთხელ გაგეღვიძება.ომის-ღარიბებს სწამთ,გამარჯვების უცხო სხეულზე,ისევ ყველაფრის უფლება გაქვს,როგორც ფილმში,რომელსაც პირველად უყურებ.გვამთა სიმრავლე -უაზრო სიხარულს ბადებსსაფოსტო ყუთში,შენი სამოთხის.ატალახებულ სოფლის გზაზე,რომ მიატოვე და გაემგზავრე

Page 31: Mefe irakli charkvianis leqsebi

მოსალოცი ბარათების შესაგროვებლად.შენ აღარ იბრძვი,მხოლოდ უყურებ,როგორ ინგრევა შენი სახლიყოველდღიურად,რადგან მსხერპლი ხარ,მარადიული სისულელისსაკურთხეველთან.კვლავ გაურბიხარიმას,რაც მოგდევსდა ვერ გეწევა.ჩამქრალ დარბაზში,როგორც საკუთარ თავშიზიხარ და უხმოდელოდები გაგოდარებას.

დრო _II

დრო.დო_რე,რე_დო,დმ_ტა,დმ_ტა,დგდნ,დგდნ,ტა,დგდნ,დგდნ.დმ,დმ,დმ_ტა,დმ,

Page 32: Mefe irakli charkvianis leqsebi

დმ_ტადმხო,დგდნ,დგდნ,დრო.

სირცხვილი

ქარვის ფურცელი,არ ინდობდა სიზმრიან სიცხეს,დაღლილი მთვარეეტყობოდა დღეთა სიბერეს,მათხოვარივით დარჩენილი,ვარსკვლავებს გარეთ,ღონემიხდილი და ბედნიერიიწვა სირცხვილი .

წერილი პლატონს

ყველა პოეტი მატყუარაა_ პლატონი

სიტყა რომელიც არაფერს არ ჰგავსყველაფერს ამბობს.ჭეშმარიტება შენ ხარ თვითონ,როდესაც ითმენ და ელოდები.იზრდება საფრთხე,

Page 33: Mefe irakli charkvianis leqsebi

იწყება სიცხე შავ აისბერგზე,რომელიც მძიმედ,მიაპობს ყინულს და იძირება.

რჩევა პოეტს

ისე უნდა გახურდე,რომ გადაიწვა,ისე უნდა გაანათო,რომ დაბნელდეს,ისე უნდა იცხოვრო,რომ მოგკლან,ისე უნდა მოკვდე რომ დაიბადო.

შოპენს

ვუსმენდი შოპენს,მერე ათოვდა ქაშვეთს,მახსოვს ზამთარმა შემაყვარა მარტო დარჩენა,ცოცხით დასდევდა მეეზოვე თოვლიან ბავშვებს,ცოცხით,რომელიც ჰგავდა ფარშევანგს.

ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო,რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს,ხომ გრძნობ, ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის,შენ კი, კვლავ გწამს, რომ სიმღერა დაგიცავს.

Page 34: Mefe irakli charkvianis leqsebi

შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს,... იხილე მეტიმე მინდა შენთან, ისევ და უშენობა მკლავს.ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო,რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს,ხომ გრძნობ, ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის,შენ კი კვლავ გწამს რომ სიმღერა დაგიცავს.დრო, მხოდოლ სიყვარულს დაინდობს,დღე, ისევ წაიღებს დარდს,ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩებით,სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს.შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს,მე მინდა შენთან, ისევ და უშენობა მკლავს,დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს,დღე, ისევ წაიღებს დარდს,ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩენით,სხვებს, არ მოვანეზრებთ თავს.დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს,დღე, ისევ წაიღებს დარდს,ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩებით,სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს.

ჰამლეტი

რატომ აღარ რეკავს?ყველაფერი მექანიკაა.წყურვილის დიფუზია მუსიკაში,უზუსტობათა შეხება ლეონარდოსთან,ელეგიურობა დღის,საგნების სენტიმენტალური დგომა,საფლავებივით.

Page 35: Mefe irakli charkvianis leqsebi

ჩემი ოთახი შენი ოთახია,ყველას ოთახია! მოითმინე დატელეფონიც აღსდგება მკვდრეთით,დაიწყებს წითელი დინგით ტრიალს,დაგირეკავენ როზენკრანცი და გილდესტერნი,თუ არ მოკვდნენ.ყველაფერი მექანიკაა,ისიც, რომ გენატრებადა რომ თითქოს გადის დრო.კომუნიკაცია საკუთარ მუცელთან,შიგნიდან ვიღაც რეკავს,ჩემ ფაშვში ცხოვრობს გონოიუბუ:დაჭრილი,აფრიკული სიყვარული.

შეხვედრა

ეპიგრაფი " ნაწყვეტი ძველი ლექსიდან"ტანს გეტმასნება სველი ალერდი,გამჭირვალე კაბა გიმზერს თეძოებს,და აზიდული, მაღალი მკერდით,მიეფინები მწვანე ეზოებს.

ძაფი გადასკვნა დედაბერმა,მწვანეს გადახედა ორღობეებს,აჩრდილს თვალი ავლო წამოვლენილს,ცხადში შეჰყურებდა მოგონებებს.თვალი აარიდა საოცრებას,თმები გაეშალა მზეთუნახავს,თეძოს დაჰფენოდნენ დალალები,

Page 36: Mefe irakli charkvianis leqsebi

და ზედ ოქროსფერი აუსახავთ.თვალნი ცისფერი და უნაპირო,შიგ მზის სხივებიც რომ ირეკლებაამაყი მთვარისაც ნარნარებამის უძირობაში იღვლეფება.მკერდი, აზიდული ზეცისაკენ,ჯერაც უჩვეველი შეთრთოლებას,იგრძნო დედაბერმა გზად მიმჯდარმაძველისა და ახლის შებრძოლება.ლექსი გაიხსენა უძველესი,თავის სიქორფის და ტრფობის ჟამის,შურით გადაავლო თვალი ზეცას,იგრძნო სიფერმკრთალე თეთრი ღამის.სანამ დედაბერი ოცნებობდა,ქალწულს თვალწინმომდგარს იქარგავდნენ,სინაზით და კდემით მუშაობდნენ.

Page 37: Mefe irakli charkvianis leqsebi

"მეფე" ირაკლი ჩარკვიანი(ლექსები (ნაწილი 2))

ისევ წვიმს, ისევ თოვს,ჩვენ გრძნობებს არ ინდობს,მიგვატოვა სადღაც შორს…

მე შენ გიძღვნი ამ სიმღერასრა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?

შენ ზღვას გავხარ,დამშვიდებულსდა მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…მე სულს მოგცემ ამ სიმღერით,რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?

შენ ზღვას გავხარ,დამშვიდებულს,და მაინც – იძირება გემი…მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას,რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?

შენ ზღვას გავხარ,დამშვიდებულსდა მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…მე სულს მოგცემ ამ სიმღერით,რა გახსოვს ჩემ სიყვარულზე მეტი?შენ ზღვას გავხარ,დამშვიდებულს,და მაინც – იძირება გემი…

ისევ წვიმს, ისევ თოვსისევ წლები მიაქვს დროს,

Page 38: Mefe irakli charkvianis leqsebi

ჩვენ გრძნობებს არ ინდობს,მიგვატოვა სადღაც შორს…

მე შენ გიძღვნი ამ სიმღერასრა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტიშენ ზღვას გავხარ,დამშვიდებულს,და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…

მე სულს მოგცემ, ამ სიმღერით…რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი?შენ ზღვას გავხარ,დამშვიდებულს,და მაინც – იძირება გემი…

* * *

ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,შენ რომ იცხოვრებ,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,შენ რომ გაიგებ,ისეთი შუქი მინდა აგინთო,შენ რომ გაგათბოს,ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,მე რომ მოგიტან,შენ იცხოვრე ჩემთან,მე მოგიტან წყალს.

Page 39: Mefe irakli charkvianis leqsebi

* * *

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობსდღე ისე წაიღებს დარდსჩვენ ალბათ ნოტებზე დავრჩებითსხვებს არ მოვაბეზრებთ თავს.....

* * *

..მოდი წავიდეთ, მოდი წავიდეთ,მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ,ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი.მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ,სიმღერებს მაინც იქაც წავიგებთ,ამათ შემყურე არსად დამტოვებს ღმერთი.ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებ,ძვლებს თუ მიწაში ჩავაყრევინებ,ისეთს უსმენენ რაღას იმღერებს მეფე.მე ვიცი რა გველისდა ვხედავ შენ ლექსებს ისევ წერ,ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთდა ვიცით ჩვენ სხვებიც გვისმენენ.შენ იცი რა გველისშენ ხედავ მე

Page 40: Mefe irakli charkvianis leqsebi

* * *

შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,მოვადუღე, გავიკეთე შემეცვალა ფერი,სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,ცა ქალამნად დავიხურე,დედამიწა ქუდად…დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.მოვუკიდე,

* * *

მოდი ჩემთან.შენ ერთად ფიქრობ, შენ ამ სითბოს გრძნობ.მოდი მალე, მოდი მალემოდი ჩემთან, მოდი ჩემთან.მე არ ვიცოდი რა მეთქვა, გრძნობები როგორ გამეთვაშენ რას იტყოდი, რას იტყოდი.შენგან არაფერს ვითხოვდი, მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდიმხოლოდ ვფიქრობდი, სიმღერა არ მანებებდა თავს.

Page 41: Mefe irakli charkvianis leqsebi

შენ ერთად ფიქრობ, შენ ამ სითბოს გრძნობ.მოდი მალე, მოდი მალე..მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან…

* * *

ვიცი რომ გახსოვს კვლავ ჩვენი დრო ჩემი ხმაფიქრებში ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ.ისევ ისე გარბის დრო არ გვანებებს თავსგაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება გავს,ვიცი ისევ დავთვრები გაგიწყალებ გულსამ სიმღერას გავყიდი დაგახარჯავ ფულს.ვიცი რომ გიყვარს კვლავ ლექსები ჩემი ხმადა მეც აქ ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ.სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენსულ წავალ შენს გვერდით

* * *

ომარას ჰყავდა პატარა ძაღლი,აჭმევდა კალბასს სირბილით დაღლილსძაღლს ჰქონდა თვალები სულ ცრემლით სავსედა მთელი ქალაქი ამბობდა ასე:ომარას ძაღლი ომარას არ გავს,ის ძილის წინ მაინც მიირთმევს ნაგავს,აიღებს ომარა ჟანგიან ნაგანს

Page 42: Mefe irakli charkvianis leqsebi

და მოკლავს იმ ფინიას, რომელიც არ გავს.მე ჩემო დედა, კარგად მესმის შენიდა ვიცი როგორ შეიცვალა დრო,დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლადა დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.

* * *

ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,ისევ გამოჩნდება გზა;ისევ გაანათებს სითბო არნახული,ისევ გალურჯდება ზღვა.სანამ მე ვცოცხლობ,სანამ მე ვსუნთქავ,სანამ მე ვგრძნობ.სანამ მე მიყვარს,სანამ მე მახსოვს,სანამ მე გცნობ.მე მინდა შენი კოცნა,ერთი კოცნა… x2სანამ მე ვცოცხლობ,სანამ მე ვსუნთქავ,სანამ მე ვგრძნობ.სანამ მე მიყვარს,სანამ მე მახსოვს,სანამ მე გცნობ...მე მინდა შენი კოცნა,ერთი კოცნა…ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,

Page 43: Mefe irakli charkvianis leqsebi

ისევ გამოჩნდება გზა;ისევ გაანათებს სითბო

* * *

გაივლის დრო და წაიღებს ტკივილსსიტყვები დაადნობს თოვლსდავბრუნდები ისევ, ყვავილებით ხელშიდავივიწყებ წაგებულ დროსმოვალ შენთან ალბათ დღეს,მოვალ შენთან ალბათ დღეს.გაივლის დრო და წაიღებს ტკივილსსიტყვები დაადნობს თოვლს,დავბრუნდები ისევ,ყვავილებით ხელშიდავივიწყებ წაგებულ დროსმოხვალ ჩენთან ალბათ დღესშენ მოხვალ ჩემთან ალბათ დღესნანანანამოვალ შენთან ალბათ დღეს,მე მოვალ შენთან ალბათ დღეს.ვარდებით ხელში.

Page 44: Mefe irakli charkvianis leqsebi

* * *

ასე რატომ მიყურებ, ასე რატო მიყურებ.სიმღერას რატო მიწუნებ,ლექსებს რატო მიწუნებ.იშოვო ზანგო, მომეცი მანგოიშოვო ზანგო, რათგინდა მანგოიშოვო ზანგო, მომეცი მანგოასე რატომ მიყურებ, ასე რატო მიყურებ.სიმღერას რატო მიწუნებ,ლექსებს რატო მიწუნებ.იყიდო ზანგო, მომეცი მანგოიყიდო ზანგო, მომეცი მანგოიშოვო ზანგო, მომეცი მანგომანგო ჩემია, გემრიელიამანგო ჩემია.ასე რატომ მიყურებ, ასე რატო მიყურებ.სიმღერას რატო მიწუნებ,ლექსებს რატო მიწუნებ.იშოვო

* * *

მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.იცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.ხომ ხედავ შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,შენ იცი სიყვარული,აზრი აღარააქვთ წლებს.

Page 45: Mefe irakli charkvianis leqsebi

მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს.მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,მე შენი მთების გარდა

* * *

შორს, ისევ ისე შორს,დაუვიწყარ დროს,დაუბრუნდეთ ნეტავ.თოვს, ისე ჩუმად თოვს,სიყვარულზე შორს,მიაქვს წლებს ეს სევდა.და რა რა რა რა…გთხოვ კიდევ ერთხელ გამიშალე კარტი,და გამაგონე შენი ნაზი ხმა,მე მომწონს შენი ჩუმი ლაპარაკიდა ის რომ წითლად შეიღებე თმა.გრძელდება ჩვენი ძველი სკამზე ჯდომა,და ვიცი დღესაც კვლავ გამიღებ კარს.მე მივხვდი რომ ვართ კულტურული ტომი,რომელიც ისევ გადაირჩენს თავს.მე მჯერა

Page 46: Mefe irakli charkvianis leqsebi

* * *

ვიცი ისეც უსწრებ დროს,მოხვედი, მ აგრამ მე ვერ გხედავ,ამ სიმღერით თუ გაგათბობ,შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,შენ აქ ხარ, ჩემთან.ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,მე კი მუდამ ვმღერი ახალს,მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ ჩემთან,შენ აქ

* * *

ნუ უსმენ ხალხს, რომ თითქოს ჩქარა გადის დრორომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობსხომ გრძნობ ამ ფიქრს კართან ჩუმად რომ გიცდისშენ კი კვლავ გწამს რომ სიმღერა დაგიცავსშენ ხედავ სიზმრებს, ისევდა სიყვარულის გწამსმე მინდა შენთან ისევ…და უშენობა მკლავს

Page 47: Mefe irakli charkvianis leqsebi

ნუ უსმენ ხალხს, რომ თითქოს ჩქარა გადის დრორომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობსხომ გრძნობ ამ

* * *

ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ სევდა მიაქვს დროსჩვენს გრძნობას არ ინდობს, მიგვატოვა სადღაც შორსმე სულს მოგცემ ამ სიმღერით, რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტიშენ ზღვას გავხარ,დამშვიდებულს და მაინცმე შენს ტალღებში ვკვდები, მე შენ გიძღვნი ამ სიმღერასრა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტიშენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც, იძირება გემისულს მოგცემ ამ სიმღერით რა გაქვს

* * *

მოდი ჩემთან შენი გრძელი ქუჩით,მოდი ჩემთან შენი გრძელი გზითმოდი ჩემთან სანამ ღრუბელს ბოლო უჩანსდა ოცნება გამინათე მზით.ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება,ისტორიას დარჩება ჩვენი ხმაისტორიას დარჩება ის რაც ვიპოვეთ ჩვენ-მედა შეენ, მე და შენმოდი ჩემთან სანამ მოვა თოვლი,

Page 48: Mefe irakli charkvianis leqsebi

მოდი ჩემთან სანამ მოვა სხვა.მოდი ჩემთან სანამ მზეზე ჩამოწვება სევდადა ნაპირებს მიატოვებს ზღვა.ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება,ისტორიას დარჩება

* * *

მინდა ისევ შენთან ვიყო, ისევ შენი ღიმილი მკლავს,უშენობა არ მასვენებს, ვიცი უნდა ვუშველო თავს,ვეღარსად ვერ გაგექცევი, ომი შენთან ლაპარაკს გავს,ალბათ ისევ დავბრუნდები, წამოვყვები ქაღალდის ნავს.მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ,- მე შენთან მოვალ,დავბრუნდები X2ყველაფერი შეიცვალა, სიყვარული სევდაში თვლემს,აღარავინ აღარ გელის, აღარავინ იხსენებს ძველს,მე გადმოვცურავ ზღვას,

* * *

ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,შენ რომ გაიგებ,ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,შენ რომ იცხოვრებ,ისეთი შუქი მინდა აგინთო,შენ რომ გაგათბოს,

Page 49: Mefe irakli charkvianis leqsebi

ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,მე რომ მოგიტან,მოგიტან წყალს, მოგიტან წყალსშენ იცხოვრე ჩემთან,მე მოგიტან წყალს.ისეთი შუქი მინდა აგინთო,შენ რომ გაგათბოს,შენ იცხოვრე ჩემთან,მე მოგიტან წყალს (x2)

Page 50: Mefe irakli charkvianis leqsebi

წიგნის ელექტრონული ვერსია

მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა

www.ChiaturaINFO.GE