Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის...

135
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი Institute for Development of Freedom of Information სასამართლო სტატისტიკისა და სხვა სახის საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნება სასამართლოების ვებ-გვერდებზე (საქართველო და საერთაშორისო პრაქტიკა) თბილისი 2011

Transcript of Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის...

Page 1: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

Institute for Development of Freedom of Information

სასამართლო სტატისტიკისა და სხვა სახის საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნება სასამართლოების

ვებ-გვერდებზე

(საქართველო და საერთაშორისო პრაქტიკა)

თბილისი

2011

Page 2: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

1

კვლევა განხორციელდა პროექტის „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში წარმოდგენილი ავტორისეული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF), შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს. ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი რედაქტორი: კონსტანტინე ჯანჯღავა რედაქტორი: გიორგი კლდიაშვილი სტატიების ავტორები: კონსტანტინე ჯანჯღავა, გოგა თუშურაშვილი, ალექსანდრე ხეროდინაშვილი კვლევის შექმნაში მონაწილეობდნენ: თეა ცერაძე, მარიკა კეჭაყმაძე. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ექსპერტთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის თერთმეტი სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, დანიის სამეფოს, შვედეთის სამეფოს, ესტონეთის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, უკრაინის, რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის სასამართლოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების პრაქტიკის სპეციფიკის შედარებით ანალიზს.

კვლევაში გამოქვეყნებულია ინსტიტუტის ექსპერტების სტატიები, რომლებიც ცალკე თავების სახით ეღძვნება სასამართლო სტატისტიკის პროატქიული გამოქვეყნების, სხვა სახის საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნებისა და ვებ-გვერდების ტექნიკური გამართულობის/ელ.მმართველობის ასპექტების მიმოხილვას. ამა თუ იმ ასპექტის მეტი თვალსაჩინოების მიზნით კვლევაში მოყვანილია ილუსტრირებული მაგალითები, გამოვლენილია იმ პრობლემატიკისა და დადებითი ტენდენციების ერთობლიობა, რისი შემაჯამებელი დასკვნებიც პერსპექტივაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკული მოდელის მისაღებად.

© ყველა საავტორო უფლება დაცულია. ინფორმაციის თვისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI). 2011.

აკრძალულია კვლევაში მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წერილობითი ნებართვის გარეშე.

Page 3: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

2

ს ა რ ჩ ე ვ ი

შესავალი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 3

თავი I - საქართველოს და საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული, ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 7

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული, ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -8

საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული, ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 15

თავი II - საქართველოს და საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა მიერ ვებ-გვერდებზე სხვა სახის ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნება - - - 63

თავი III - საქართველოს და საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ოფიციალური ვებ-გვერდების ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის საბაზისო შედარებითი ანალიზი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 90

საერთო ანალიზი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -92

ვიზუალური მხარე - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 96

ინფორმაციის ფილტრაცია და ძიება - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -107

ონლაინ გადახდები - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 117

საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -121

დასკვნის სახით - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 125

Proactive Disclosure of Court Statistics and other Public Information on Websites of Juditiary (Georgia and International Standard) - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 130

Page 4: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

3

შესავალი

საჯარო ინფორმაციის ღიაობა საკუთარ თავში გულისხმობს არამარტო კანონმდებლობით გარანტირებულ პირის უფლებას მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ამისათვის გათვალისწინებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, არამედ გარკვეული სახის საჯარო ინფორმაციის (გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციისა) პროაქტიულგამოქვეყნებასაც. სამწუხაროდ ამ საკითხის ზოგადი საკანონმდებლო რეგულირება საქართველოს რეალობაში ჯერჯერობით სახეზე არ არის, თუმცა მიუხედავად საკითხის მოწესრიგების de jure საფუძვლის არარსებობისა, de facto გარემოებები მოწმობენ საწინააღმდეგოზე. იმ გარემოების გათვალისწინების პირობებშიც კი, როდესაც საქართველოში არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც დაავალდებულებდა ყველა საჯარო დაწესებულებას ელემენტარულად იქონიოს საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდი, სულ უფრო და უფრო მძლავრად შეიმჩნევა ტენდენცია ამა თუ იმ საჯარო დაწესებულების კეთილი ნების გამოვლენისა შექმნას საკუთარი დაწესებულების ვებ-გვერდი, განაახლოს მისი ინფორმაციული შიგთავსი, მოახდინოს ამა თუ იმ თანამედროვე ტექნიკური საშუალების ინტეგრირება ვებ-გვერდზე და გახადოს იგი უფრო გამჭვირვალე, რაზედაც აგრეთვე მეტყველებს ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ ამ კუთხით ურთიერთანამშრომლობის სურვილი საჯარო დაწესებულებათა მხრიდან. შესაბამისად, ელექტრონული გამჭვირვალობის საკითხების ერთიანი საკანონმდებლო რეგულირების საჭიროება საქართველოს რეალობაში უკვე დიდი ხანია დგას, რაზედაც მეტყველებს როგორც საზოგადოების მომეტებული ინტერესი ინტერნეტის მეშვეობით საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა, აგრეთვე საჯარო დაწესებულებათა კეთილი ნება, რომ იქონიონ ინფორმაციულად გამჭვირვალე და გამართული ოფიციალური ვებ-გვერდები.

საჯარო დაწესებულებათა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე საუბრისას, დაინტერესებულ მომხმარებელთათვის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს ინფორმაცია მართლმსაჯულების შესახებ, და შესაბამისად ხელისუფლების იმ შტოს ორგანოთა საქმიანობის შესახებ ვებ-გვერდების მეშვეობით ინფორმაციის გაცნობა, რომელსაც წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლება. ამა თუ იმ სასამართლო ხელისუფლების

Page 5: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

4

ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებული საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგადი თუ კონკრეტული ინფორმაცია იდეალურ შემთხვევაში უნდა წარმოადგენდეს ინფორმაციის იმ ერთობლიობას, რომელიც სრულყოფილად შეუქმნის წარმოდგენას ვებ-გვერდის მომხმარებელს ამ ორგანოს საქმიანობაზე. საჯარო ინფორმაციის ხსენებული კომპლექსის ისეთი ელემენტები, როგორებიცაა ინფორმაცია სასამართლო ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელობის შესახებ, საერთო საკონტაქტო ინფორმაცია, ორგანოს სტრუქტურისა და საქმიანობის წესის აღწერა, გეგმები და პროგნოზები, პროექტები და პროგრამები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის ამსახველი ინფორმაცია, საქმიანობის კვარტალური და წლიური ანგარიშები, ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ბლოკი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებისათვის მიძღვნილი კონსულტაციები, განმარტებები და საინფორმაციო შეტყობინებები, ორგანოს შესახებ ფინანსური ხასიათის ინფორმაცია, საკადრო უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია, სასამართლო საქმეთა მონაცემთა ბაზები და მისთ. წარმოადგენენ მძლავრ ინფორმაციულ საყრდენებს სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულობისა და საქმიანობის გამჭვირვალობისათვის.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის ერთობლიობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასამართლო სტატისტიკას. ამ სახის ინფორმაციის წარმოება, და შესაბამისად პროატქიული გამოქვეყნება, შესაძლებელია განხილულ იქნეს, როგორც მართლმსაჯულების მდგომარეობისა და სასამართლოს საქმიანობის ერთგვარი მონიტორინგის საშუალება, რა დროსაც, სასამართლო სტატისტიკა გვევლინება ამა თუ იმ პრობლემატიკის იდენტიფიცირების, მიღწევათა შეფასების, შესრულებული საქმიანობის ანალიზის და ზოგადად არსებული მდგომარეობის დაზვერვის საშუალებად სასამართლო ხელისუფლების სისტემის შიგნით. ამასთან, მომხმარებელთათვის სტატისტიკური მონაცემების აღქმის გაადვილება არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მშრალი რიცხვების ერთობლიობას, არამედ წინა პლანზე გამოყავს სტატისტიკის გაანალიზების ისეთ მნიშვნელოვან საშუალებას, როგორიცაა სტატისტიკური ინფორმაციის ვიზუალიზაცია. სხვადასხვა სახის დიაგრამა (სვეტოვანი, სექტორული და ა.შ. ), გრაფიკული ანალიზი, გეოგრაფიული თუ სხვა სახის რუკა, მონაცემთა სხვადასხვა ფერის, ტონის, სიმბოლოთა მეშვეობით გადმოცემა და ა.შ. ემსახურება მომხმარებლისათვის საინტერესო სტატისტიკური ინფორმაციის მის გონებაში მკაფიო და ზუსტ აღბეჭდვას. გარდა ამისა, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის მიმართ საზოგადოების მზარდი ინტერესის პირობებში აქტუალობას იძენს სტატისტიკური ინფორმაციის კატეგორიზაციის საკითხი. სასამართლო სტატისტიკის ისეთი კლასიკური კატეგორიები, როგორებიცაა

Page 6: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

5

სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაყოფა წლების, სქესისა და ასაკის მიხედვით, დაყოფა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებად, სასამართლო ინსტანციების მიხედვით დაყოფა და ა.შ. საჭიროებენ ახალ და განსხვავებულ ინფორმაციული კატეგორიების მუდმივ დამატებას, რაც, სამწუხაროდ, საკმაოდ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს საქართველოს რეალობაში და არ უნდა მოტივირდებოდეს შესაბამისი სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა მიერ ადმინისტრაციული რესურსისა ანდა დროის ფაქტორის უქონლობის საფუძვლით.

და ბოლოს, როდესაც საუბარია სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ იმ სახის ტექნიკური სპეციფიკის მატარებელი საშუალებები, როგორებიცაა სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების ტექნიკური გამართულობა და მათზე ელექტრონული მომსახურების საშუალებების ინტეგრაცია. აღნიშნული საშუალებანი ერთის მხრივ, უადვილებენ მომხმარებელს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის აღქმა-მოძიებას და მეორეს მხრივ, ზრდიან საჯარო დაწესებულებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ინტერაქტივის დონეს. ნავიგაცია, ძიება, მარტივად აღქმის კრიტერიუმები, საკონტაქტო ფორმები და წესები, ვებ-კონტენტის ხელმისაწვდომობა, WAP მხარდაჭერა, სინტაქსურად გამართული პროგრამული კოდი, ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან, ელ. ჩართულობა, ონლაინ სერვისები, უნარშეზღუდული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება, საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია და მისთ. ეს იმ ცნებების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ერთობლიობის არსებობა ვებ-გვერდებზე უნდა განსაზღვრავდეს მომხმარებელთათვის სასამართლო ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღქმის, მოძიების და სარგებლობის კომფორტსა და სისწრაფეს.

ქვემოთ მოყვანილია საქართველოსა და უცხოეთის თერთმეტი სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, დანიის სამეფოს, შვედეთის სამეფოს, ესტონეთის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, უკრაინის, რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის სასამართლოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების პრაქტიკის სპეციფიკის შედარებითი ანალიზი. ამასთან, ცალკე თავები ეღძვნება კონკრეტულად

Page 7: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

6

სასამართლო სტატისტიკის პროატქიული გამოქვეყნებისა და ვებ-გვერდების ტექნიკური გამართულობის/ელ.მმართველობის ასპექტების შედარებით ანალიზს. კვლევა მიზნად ისახავს იმ პრობლემატიკისა და დადებითი ტენდენციების ერთობლიობის გამოვლენას, რომელიც პერსპექტივაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკული მოდელის მისაღებად.

Page 8: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

7

თავი I

საქართველოს და საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან

დაკავშირებული, ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი

სასამართლო სტატისტიკის ვებ-გვერდებზე პროატქიული გამოქვეყნება მნიშვნელოვანია მომხმარებლებისათვის რეალური სურათის დასანახად, თუ როგორ მუშაობს შესაბამისი სასამართლო სისტემა, რამდენად ცვალებადია დანაშაულები წლების მიხედვით, რა ტიპის დავებია ყველაზე ხშირი და ა.შ..

წინამდებარე თავის მიზანია მსოფლიო ქვეყნების სასამართლო სისტემის ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის გაანალიზება, მსოფლიო რეალობაში დანერგილი სტატისტიკის კატეგორიების შეჯამება, განთავსებული სტატისტიკური მონაცემების ვიზუალური მხარის აღწერა (ვიზუალიზაცია) და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე განთავსებულ სტატისტურ მონაცემებთან შედარება.

კვლევა ჩატარდა მსოფლიოს თერთმეტი ქვეყნის მაგალითზე: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, დანიის სამეფო, შვედეთის სამეფო, ესტონეთის რესპუბლიკა, სერბეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, უკრაინა, რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა.

წარმოდგენილ ქვეყნებში სასამართლო სისტემის აქტუალურ სტატისტიკის კატეგორიებზე სრულყოფილი შეხედულების წარმოსაქმნელად, სასამართლო სისტემის ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემების გარდა, გაანალიზებულია აღნიშნული ქვეყნების ეროვნული სტატისტიკის სამსახურების ვებ-გვერდებზე განთავსებული სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია. საქართველოში ზემოთ ხსენებული სახის სტატისტიკური ინფორმაცია გაანალიზებულია საქართველოს სასამართლოების ვებ-გვერდებზე მოცემული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით.

Page 9: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

8

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული, ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი

საქართველოში ვებ-გვერდი გააჩნია თექვსმეტ სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, რომელთაგან სტატისტიკური ინფორმაციის სიუხვით გამორჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.supremecourt.ge). აღნიშნულ ვებ-გვერდზე წარმოდგენილია უახლესი სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მოიცავს 2011 წლის 09 თვის ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაცია არასრულყოფილი სახითაა წარმოდგენილი საანგარიშო წლის დაუსრულებლობის გამო. სრულყოფილი სახით წარმოდგენილია 2010 წლის სტატისტიკური ინფორმაცია, სადაც მოცემული გვაქვს საქართველოს საერთო სასამართლოებში განხილული საქმეების სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დაყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებად.

ილ. 1.1 საქართველოს უზენაეს სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.ge) საერთო სასამართლოებში განხილული საქმეების სტატისტიკა მოცემულია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მიხედვით.

Page 10: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

9

ილ. 1.2 საქართველოს უზენაეს სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.ge) სისხლის საქმეებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენილია მოცემული კატეგორიების მიხედვით.

ასევე, ცალკე თავებად არის წარმოდგენილი: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკა და

Page 11: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

10

სასამართლოების დაფინანსების სტატისტიკა. დეტალურადაა წარმოდგენილი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები მოცემულა PDF ფორმატში, რაც ართულებს მომხმარებლისთვის აღნიშნულ მონაცემებთან მუშაობას. სტატისტიკური ინფორმაციის უფრო თვალნათლივ აღსაქმელად, ძირითად საკითხებთან მიმართებაში გამოყენებულია გრაფიკული და დიაგრამული ანალიზი. ვიზუალიზაციის საშუალებების თვალსაზრისით აღნიშნული გრაფიკები და დიაგრამები გამორჩეული არ არის.

სტატისტიკური ინფორმაცია მოიპოვება, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.constcourt.ge). აღნიშნულ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: შემოსული კონსტიტუციური სარჩელები და წარდგინებები, მოსარჩელე სუბიექტები, მოპასუხე სუბიექტები, სადავო ნორმატიული აქტები, სადავო აქტის შესაბამისობა კონსტიტუციის მუხლებთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში განხილული კონსტიტუციური სარჩელები/ წარდგინებები, პლენუმისა და კოლეგიების მიერ განხილული კონსტიტუციური სარჩელები და წარდგინებები, კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების განხილვის შედეგები, სადავო ნორმატიული აქტების განხილვის შედეგები, მოსარჩელე (ფიზიკური პირის) სადავო აქტის მიხედვით, მოსარჩელე (იურიდიული პირის) სადავო აქტის მიხედვით, მოსარჩელე (საერთო სასამართლო), სადავო აქტის განხილვის შედეგები მოსარჩელე (სახალხო დამცველი), მოსარჩელე (პარლამენტის წევრები), სტატისტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განსხვავებული აზრის თაობაზე.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოძიებული სტატისტიკური ინფორმაცია შეადგენს 1996-2010 წლებში მთლიანად განხილულ საქმეების ჯამურ სტატისტიკას. ინფორმაციულობის თვალსაზრისით საქართველოს კონსტიტუციური სასამართლოს

Page 12: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

11

ვებ-გვერდი მდიდარია კატეგორიებით. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინფორმაციის წლიური დიფერენციაცია ხდება მხოლოდ 1996-2007 წლის ჩათვლით, რისი ანალიზიც დიაგრამების სახითაა წარმოდგენილი. 1996-2010 წლების სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია word-ის ფორმატში.

ილ. 1.3 კონსტიტუციური სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.constcourt.ge) მოცემულია 1996-2010 წლების ჯამური სტატისტიკა, ხოლო 1996-2007 წლების სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია წლიური დაყოფით.

თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების ვებ-გვერდებზე (www.tbappeal.court.ge; www.kutaisiappeal.court.gov.ge) განთავსებულია სტატისტიკური ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც ინფორმაციულობის თვალსაზრისით ძალიან ღარიბია. სტატისტიკური მონაცემები მოცემულია PDF ფორმატში, ხოლო ვიზუალიზაციის თვალსაზრისით ხსენებული მონაცემები ძალიან

Page 13: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

12

პრიმიტიულადაა შესრულებული, არ არის გამოყენებული არანაირი გრაფიკული ანალიზი.

ილ. 1.4 თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების ვებ-გვერდებზე (www.tbappeal.court.ge; www.kutaisiappeal.court.gov.ge) განთავსებული 2010 წლის სტატისტიკური ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეებზე.

სააპელაციო სასამართლოების ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია 2011 წლის უახლესი ცხრა თვის მონაცემებითაც. ინფორმაცია მოცემულია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მიხედვით, თუმცა, როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ძალიან მწირი ინფორმაციული კატეგორიებით გამოირჩევა.

სტატისტიკური ინფორმაციის განთავსების თვალსაზრისით, ასევე, რთულადაა საკითხი წარმოდგენილი საქართველოს საქალაქო და რაიონული სასამართლოების

Page 14: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

13

ვებ-გვერდებზე. მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაცია საერთოდ არ არის განთავსებული.

ილ. 1.5 ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.batumi.court.gov.ge) არსებობს განყოფილება სტატისტიკა, თუმცა, არანაირი სტატისტიკური ინფორმაცია არ არის მოცემული

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია, ასევე, დაყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებად. ამასთან, საქართველოს სხვა საქალაქო და რაიონული სასამართლოებისაგან განსხვავებით, ინფორმაცია შედარებით მეტი კატეგორიებით არის წარმოდგენილი. შემოსული და დამთავრებული საქმეები მოცემულია დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით. სტატისტიკა მოწოდებულია Excel-ის ფორმატით. არ არის გამოყენებული არანაირი გრაფიკული ან დიაგრამული ანალიზი.

ილ. 1.6 თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.tcc.gov.ge) განთავსებული 2010 წლის სტატისტიკური ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეებზე.

Page 15: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

14

თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასასამართლოების ვებ-გვერდების გარდა, საქართველოს სხვა საქალაქო და რაიონული სასამართლოების ვებ-გვერდები ერთმანეთის მსგავსია და განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციაც ერთნაირი შინაარსის მატარებელია. სტატისტიკური მონაცემები ძალიან მწირი ინფორმაციული კატეგორიებით ხასიათდება, მოცემულია მხოლოდ შემოსული და განხილული საქმეების სტატისტიკა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მიხედვით.

ილ 1.7 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე (http://kutaisi.court.gov.ge) განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია.

Page 16: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

15

ილ. 1.8 ხაშურის რაიონული სასამართლოს ვებ გვერდზე (http://khashuri.court.gov.ge) განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია.

ამრიგად, საქართველოს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის თვალსაზრისით გამორჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი. ინფორმაციული კატეგორიების შედარებითი სიუხვით გამოირჩევა, აგრეთვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდი, ხოლო საქართველოს საქალაქო და რაიონული სასამართლოების ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის ერთობლიობა ძალიან მწირი ინფორმაციული კატეგორიებით ხასიათდება და ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მეტად პრიმიტიულადაა წარმოდგენილი. ჩვენს მიერ შერჩეული საზღვარგარეთის თერთმეტი სახელმწიფოს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემების გაანალიზება დაგვეხმარება, სტატისტიკის კატეგორიების და მათი ვიზუალური გაფორმების (ვიზუალიზაციის) ათვისებაში, რაც, შესაძლოა, დანერგილ იქნეს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე.

საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული, ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი

• ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია მთლიანი სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი -www.uscourts.gov. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოიძიება მთლიანი აშშ-ს სასამართლო სისტემის სტატისტიკური ინფორმაცია. მოცემულია სასამართლოში შესული საჩივრების სტატისტიკა წლების, სასამართლოს ინსტანციების და დანაშაულთა

Page 17: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

16

სახეების მიხედვით. ხსენებული სტატისტიკა გადანაწილებულია ყოველ მოსამართლეზე წლების მიხედვით. მოცემულია მოსამართლეების რაოდენობის სტატისტიკა წლების და სასამართლოების ინსტანციების მიხედვით. მოცემულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებათა წარმოებაში მიღების სტატისტიკა წლების მიხედვით. წარმოდგენილია მოსამართლეთა ხელფასების სტატისტიკა წლების მიხედვით და მოსამართლეების საშუალო წლიური ხელფასი შედარებულია ქვეყნის ეროვნულ საშუალო წლიურ ხელფასთან წლების მიხედვით, მოცემულია მოსამართლეების თანამდებობის დატოვების სტატისტიკა ათწლეულების მიხედვით.

ილ. 1.9 მოცემულია აშშ-ს სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების და საშუალოდ თითოეულ მოსამართლეზე შემოსული საქმეების სტატისტიკა. (ა.შ.შ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი: www.uscourts.gov).

ილ. 1.10 მოცემულია მოსამართლეთა მიერ თანამდებობების დატოვების სტატისტიკა ათწლეულების მიხედვით.(აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი: www.uscourts.gov).

Page 18: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

17

ილ. 1.11 აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე ( www.uscourts.gov) განთავსებული ფედერალურ მოსამართლეთა და კონგრესის წევრთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია და მათი სარგოების მაჩვენებლის დაცემის წლიური დინამიკა სხვა მუშაკთა საშუალო ხელფასთან მიმართებაში ინფლაციის გათვალისწინებით.

ილუსტრაციებზე 1.9, 1.10 და 1.11 წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია შესაძლებელია, ასევე, მოყვანილ იქნეს საქართველოს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდებზე.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე სტატისტიკური მონაცემები მოცემულია PDF და Excel-ის ფორმატში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისთვის მოსახერხებელი ფორმატით გაეცნოს წარმოდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც ასევე მიზანშეწონილი იქნებოდა საქართველოს რეალობისათვის.

ილ. 1.12 მომხმარებელს საშუალება აქვს მისთვის სასურველი ფორმატით იხილოს სტატისტიკური ინფორმაცია. (აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი: www.uscourts.gov).

ვიზუალიზაციის თვალსაზრისით გამოსაყოფია რუკები, სადაც თითოეული შტატის აღნიშვნის მიზნით ფერის მონოქრომატული სკალა არის გამოყენებული. მაგალითად, თითოეული ტონი აღნიშნავს პროცენტულ ცვლილებას ამა თუ იმ შტატში სისხლის

Page 19: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

18

სამართლის საქმეების ან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებათა წარმოებაში მიღების მიხედვით.

ილ. 1.13 რუკებზე თითოეული ფერის ტონი მონოქრომატულ სკალაზე აღნიშნავს სისხლის სამართლის და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებათა წარმოებაში მიღების პროცენტულ ცვლილებას. (აშშ-სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი: www.uscourts.gov).

Page 20: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

19

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიურო, რომლის ვებ-გვერდი (http://bjs.ojp.usdoj.gov) გამოირჩევა სტატისტიკური ინფორმაციის სიუხვით. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოცემულია მთლიანად მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია. რაც შეეხება სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან, წარმოდგენილია სასამართლოების და მოსამართლეების რაოდენობათა სტატისტიკა. აგრეთვე, მოცემულია მოსამართლეების დაყოფა სქესის ნიშნით სასასამართლო ინსტანციების მიხედვით. აღნიშნულ ვებ-გვერდზე წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეების სტატისტური მონაცემები. მოცემულია სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულთა ასაკობრივი დაყოფა დანაშაულთა სახეების მიხედვით. წარმოდგენილია შეტანილი გირაოს თანხების საშუალო ოდენობათა სტატისტიკა დანაშაულთა სახეების მიხედვით. წარმოდგენილია დანაშაულთა სახეების მიხედვით მსჯავრდებულების სქესის ნიშნით დაყოფა და მოცემულია სამოქალაქო საქმეების სტატისტიკა წლების მიხედვით. ცალკე თავად გამოყოფილია სტატისტიკური მონაცემები დანაშაულთა ტიპების მიხედვით, რომელიც დაყოფილია დანაშაულთა სიმძიმეთა მიხედვით. მოცემულია დანაშაულების რაოდენობათა პროცენტული ცვლილება წლების მიხედვით. წარმოდგენილია დანაშაულთა სტატისტიკა ყოველ 1000 ადამიანზე 12 წლის ასაკის ზემოთ. მოცემულია დანაშაულთა სტატისტიკური მონაცემები შემთხვევებისა, სადაც გამოყენებულ იქნა იარაღი და დაყოფა იარაღის სახეების მიხედვით. მოცემულია სკოლაში და სკოლის გარეთ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა სკოლის მოსწავლეების მიერ, დანაშაულთა სახეების მიხედვით. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოიძიება აგრეთვე ოჯახს შიგნით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა. მოცემულია მკვლელობათა სტატისტიკა, რომელიც ჩაიდინეს ოჯახის წევრებმა ან ნათესავებმა და მეგობრებმა (ოჯახს გარეთ ჩადენილი დანაშაული). აღნიშნულ ვებ-გვერდზე წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები, ასევე, იმ დანაშაულებისა, რომლებიც მიმართულ იქნენ შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების წინააღმდეგ.

Page 21: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

20

ილ. 1.14 მოცემული გვაქვს სასამართლოების მიხედვით მოსამართლეების რაოდენობის სტატისტიკა და მათი დაყოფა სქესის მიხედვით (ა.შ.შ -ს მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიუროს ვებ-გვერდი: http://bjs.ojp.usdoj.gov).

ილ. 1.15 შეტანილი გირაოს თანხების საშუალო ოდენობის სტატისტიკა დანაშაულთა სახეების მიხედვით. (ა.შ.შ -ს მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიუროს ვებ-გვერდი: http://bjs.ojp.usdoj.gov)

Page 22: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

21

ილ. 1.16 დანაშაულთა სახეებისა და გამოყენებულ იარაღის ტიპების დაყოფის მიხედვით მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები. (ა.შ.შ -ს მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიუროს ვებ-გვერდი: http://bjs.ojp.usdoj.gov)

ილ. 1.17 სკოლის შიგნით და სკოლის გარეთ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა სკოლის მოსწავლეების მიერ, დანაშაულთა სახეების მიხედვით. (ა.შ.შ -ს მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიუროს ვებ-გვერდი: http://bjs.ojp.usdoj.gov)

წარმოდგენილი ვებ-გვერდიდან ჩვენს მიერ ილუსტრირებულია სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე არ მოიძიება და სავსებით მიზანშეწონილია მათი პროატქიული გამოქვეყნება.

მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიუროს ვებ-გვერდზე სტატისტიკური მონაცემები მოცემულია ანგარიშის/მოხსენების სახით. 2010-2011 წლის ანგარიშები

Page 23: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

22

შედარებით მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი - ჭარბობს 2005-2006 წლის ანგარიში. ხსენებული ანგარიშები წარმოდგენილია PDF ფორმატში. გამოყენებულია გრაფიკები და დიაგრამები მომხმარებელთათვის ინფორმაციის აღქმის გამარტივების მიზნით. ხსნებულ მიზანს, აგრეთვე, ემსახურება ვებ-გვერდზე ინტეგრირებული ანგარიშთა საძიებო სისტემა.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.gov) მოიძიება სტატისტიკური ინფორმაციის ერთობლიობის მწირი რაოდენობა, რომელიც მოხსენების/ანგარიშის სახითაა წარმოდგენილი (შემოსული საქმეების პროცენტული ცვლილება წინა წელთან შედარებით). დაინტერესებულ მომხმარებლისათვის მეტი ინფორმაციის მიღების სურვილის შემთხვევაში ხორციელდება გადამისამართება აშშ -ს მთლიანი სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამერიკის თითოეულ შტატს გააჩნია თავისი სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი. ამ ვებ-გვერდებზე მეტ-ნაკლებად შესაძლებელია თითოეული ამ შტატის სასამართლო სისტემასტან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება. ქვემოთ მოყვანილია აშშ-ს იმ შტატების სასამართლო სისტემის ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის მომცველი ვებ-გვერდების ბმულები, სადაც სტატისტიკური ინფორმაცია შედარებით უხვადაა განთავსებული:

კალიფორნია http://www.courts.ca.gov/documents/csr2010.pdf

ვაშინგტონი http://www.courts.wa.gov/caseload/?fa=caseload.showIndex&level=a&freq=a&tab=supreme

ტენესი http://www.tsc.state.tn.us/forms-publications/downloads/statistics

ფლორიდა http://www.flcourts.org/gen_public/stats/reference_guide09_10.shtml

Page 24: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

23

ვირჯინია http://www.courts.state.va.us/courtadmin/aoc/judpln/csi/stats/cbr_2009.pdf

აღნიშნული ვებ-გვერდებიდან ვიზუალიზაციის თვალსაზრისით, გამორჩეულია ვირჯინიის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი, სადაც მთლიანი სტატისტიკური ინფორმაცია მოყვანილია გრაფიკული ანალიზის სახით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო სტატისტიკის წარმოებას ექცევა საგრძნობი ყურადღება, რადგან თითოეული შტატს გააჩნია თავისი სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია შესაბამისი შტატების სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მეტ-ნაკლები რაოდენობა. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიურო, რომელიც ზოგადად მართმლსაჯულებასთან, და მათ შორის სასამართლოს საქმიანობასთან, დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებით არის დაკავებული. აშშ-ს ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.census.gov) წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია დაყოფილია თემატურად. ამასთან, სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია არ არის განთავსებული. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საძიებო სისტემის დახმარებით და სასურველი ინფორმაციის ანგარიშის გაცნობა. აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდების ანალიზისას გამოიკვეთა ისეთი ფაქტორები, ინფორმაციულობის და ვიზუალურობის თვალსაზრისით, რაც შეიძლება დაინერგოს საქართველოს სასამართლო სისტემის სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდების დროს.

• დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

დიდი ბრიტანეთის სასამართლო სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია სხვადასხვა ვებ-გვერდზე.

Page 25: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

24

ინგლისისა და უელსის სასამართლო სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე - www.justice.gov.uk, სადაც სტატისტიკური მონაცემები მოწოდებულია იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე სასამართლო სტატისტიკა დაყოფილია სასამართლოების ინსტანციების მიხედვით. საგრაფო სასამართლოების სტატისტიკა მოიცავს სამოქალაქო (არა-საოჯახო) და საოჯახო სამართლებრივი დავების სტატისტიკურ მონაცემებს. წარმოდგენილია დავები, რომლებიც დაკავშირებულია/არ არის დაკავშირებული ფულადი თანხების გადახდევინებასთან წლების მიხედვით. საოჯახო დავების სტატისტიკა მოიცავს იმ დავების სტატისტიკას, სადაც ფიგურირებს შვილთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობები, ასევე განქორწინების საქმეების სტატისტიკა წლების მიხედვით. მაგისტრატის სასამართლოების სტატისტიკური მონაცემები მოიცავს, შესული საჩივრების სტატისტიკას სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით, სასამართლოთა გადაწყვეტილებების მიხედვით, სხდომათა გადადების საფუძვლების მიხედვით. სააპელაციო სასამართლოების სტატისტიკა მოიცავს შესული საჩივრების რაოდენობის სტატისტიკას წლების მიხედვით. აღნიშნულ ვებ-გვერდზე ცალკეა გამოყოფილი იმ სახის სამოქალაქო საქმეების სტატისტიკა, რომელიც მოიცავს იპოთეკასა და მიწის იჯარასთან დაკავშირებულ დავებს (სტატისტიკური მონაცემები მოცემულია 1990 წლიდან 2011 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით). საწარმოთა გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის საქმეთა წარმოების დაწყების სტატისტიკა (1995-2011 წლების მდგომარეობით, 2011 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით). წარმოდგენილია მიწის იჯარასთან დაკავშირებულ დავების სტატისტიკა მეიჯარის კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტად დაყოფით. ასევე, ცალკეა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეების სტატისტური მონაცემები. მოიძიება სტატისტიკური მონაცემები დანაშაულთა სახეების მიხედვით და პროცენტული შედარება წლების მიხედვით, აგრეთვე, პირველად და განმეორებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა. დამნაშავედ ცნობილ პირთა სტატისტიკა დანაშაულის სახის მიხედვით. ასევე, მოიძიება ასაკობრივი დაყოფის მიხედვით პირველად ჩადენილი და განმეორებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა. მოცემულია პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სქესისა და რასობრივი ნიშნით პროცენტული შედარება წლების მიხედვით. წარმოდგენილია დანის და სხვა სახის ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეების სტატისტიკა წლების და ასაკობრივი დაყოფის მიხედვით.

Page 26: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

25

ილ. 1.18 მაგისტრატის სასამართლოებში გადადებული და ჩატარებული სხდომებისა და სხდომათა გადადების საფუძვლების სტატისტიკა (ვებ-გვერდი: www.justice.gov.uk).

ილ. 1.19 დანის და სხვა სახის ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეების სტატისტიკა წლების მიხედვით (ვებ_გვერდი: www.justice.gov.uk).

Page 27: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

26

ილ. 1.20 სრულწლოვნების და არსრულწლოვნების მიერ პირველად და განმეორებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა წლების მიხედვით (ვებ_გვერდი: www.justice.gov.uk).

Page 28: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

27

ილ. 1.21 მიწის იჯარასთან დაკავშირებულ დავების სტატისტიკა მეიჯარის კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტად დაყოფით (ვებ_გვერდი: www.justice.gov.uk).

Page 29: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

28

ილ. 1.22 იპოთეკასათან დაკავშირებული დავების რუკა, სადაც ყველა რაიონს შესაბამისი აზრობრივი დატვირთვის აქრომატული ტონი გააჩნია (ვებ_გვერდი: www.justice.gov.uk).

წარმოდგენილი ვებ-გვერდის სასამართლო სისტემის სტატისტიკა მოცემულია მოხსენების/ანგარიშის სახით, რომელიც PDF ფორმატითაა წარმოდგენილი. ამ ანგარიშში გამოყენებული მონაცემები მოცემულია ასევე CSV ფორმატით. ანგარიში

Page 30: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

29

სტატისტიკური ინფორმაცია გაანალიზებულია, როგორც ტექსტური სახით, ასევე მოცემულია მისი დინამიკა წლების მიხედვით. გამოყენებულია გრაფიკები და დიაგრამები მომხმარებელთათვის ინფორმაციის აღქმის გამარტივების მიზნით. აგრეთვე, ანგარიშის ბოლოს მოცემული გვაქვს გამოყენებული იურიდიული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. განცალკევებით მოყვანილ იპოთეკასა და მიწის იჯარასთან დაკავშირებულ დავების სტატისტიკურ ანგარიშს თან ახლავს რუკა, სადაც ყველა რაიონს შესაბამისი აზრობრივი დატვირთვის აქრომატული ტონი გააჩნია. სისხლის სამართლის სფეროში მარლთმსაჯულების მდგომარეობის ანგარიშს, რომელიც PDF ფორმატშია წარმოდგენილი, თან ახლავს ანალოგიური სტატისტიკური ინფორმაცია Excel-ის ფორმატით.

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.gov.uk) განთავსებულია სტატისტიკური ინფორმაციის ერთობლიობის მწირი რაოდენობა.

შოტლანდიას გააჩნია სასამართლო სისტემის საკუთარი განცალკევებული ვებ-გვერდი (www.scotcourt.gov.uk). აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოცემულია მხოლოდ სამოქალაქო სასამართლო საქმეების მიმოხილვა.

Page 31: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

30

შოტლანდიის მართლმსაჯულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შოტლანდიის მთავრობის ვებ-გვერდზე (www.scotland.gov.uk). ხსენებულ ვებ-გვერდზე მოცემულია თემატურად დაყოფილი სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის სისხლის სამართალთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სტატისტიკა. მოხსენებაში/ანგარიშში მოცემულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა წლებისა და იარაღის სახეთა მიხედვით. მოცემულია შემოსულ სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკა წლების და სასამართლოების ინსტანციების მიხედვით. წარმოდგენილია მსჯავრდებულთა (იმ პირთა, რომელთა მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი) რაოდენობის სტატისტიკა, წლებისა და სასამართლოების ინსტანციების მიხედვით. მოცემულია, აგრეთვე, სამოქალაქო საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

ილ. 1.23 ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა წლებისა და იარაღის სახეთა მიხედვით ( შოტლანდიის მთავრობის ვებ-გვერდი: www.scotland.gov.uk).

შოტლანდიის მთავრობის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მოხსენებები/ანგარიშები მოცემულია PDF ფორმატში, მასზე თანდართულია Excel-ის ფორმატში აგებული იმ სტატისტიკური ინფორმაციის მაჩვენებლები, რომლებიც საბოლოო ილუსტრაციების (გრაფიკები და დიაგრამები) სახით მოყვანილია ანგარიშში. ვებ-გვერდზე არის წარმოდგენილი ანგარიშების თემატური და წლების მიხედვით საძიებო სისტემა.

Page 32: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

31

ილ. 1.24 შოტლანდიის მთავრობის ვებ-გვერდზე (www.scotland.gov.uk) წარმოდგენილია ანგარიშების თემატური და წლების მიხედვით საძიებო სისტემა.

დიდი ბრიტანეთის სასამართლო სისტემის სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის პროცესში ჩვენს მიერ ილუსტრირებულ იქნა იმგვარი სახის სტატისტიკური ინფორმაციის კატეგორიები, რომელიც საქართველოს რეალობისათვის შეიძლება წარმოადგენდეს სიახლეს.

• რუსეთის ფედერაცია

რუსეთის ფედერაციაში ვებ-გვერდზე განთავსებული სასამართლო სტატისტიკის სიუხვით გამორჩეულია უზენაეს სასამართლოსთან არსებული სასამართლო დეპარტამენტის ვებ-გვერდი (www.cdep.ru) ამასთან, შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია მოიპოვება, როგორც რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.vsrf.ru), ასევე რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.ksrf.ru).

რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.vsrf.ru) განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია მოხსენების/ანგარიშის სახით. სიტყვიერადაა აღწერილი უზენაეს სასამართლოში შესული საქმეების დინამიკა. მოცემულია სტატისტიკური ინფორმაციის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მიხედვით დაყოფის მაგალითი და მსჯავრდებულთა რაოდენობის სტატისტიკა წლების მიხედვით.

Page 33: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

32

ვიზუალიზაციის თვალსაზრისით აღნიშნულ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია პრიმიტიულია - სახეზე არ არის არანაირი გრაფიკული ანალიზი.

რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.ksrf.ru) წარმოდგენილია კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების სტატისტიკა წლებისა და სფეროების მიხედვით.

ილ. 1.25 რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.ksrf.ru) განთავსებული შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია.

Page 34: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

33

რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოსთან არსებული სასამართლო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე (www.cdep.ru) განთავსებული 2011 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია სხვადასხვა ინსტაციების სასამართლოებში შემოსული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტარციული საქმეების შესახებ მონაცემები. ამასთან, წინა წლების სტატისტიკური ინფორმაცია მოწოდებულია უფრო ვრცლად. 2010 წლის სტატისტიკური ინფორმაციის საბოლოო ვარიანტი მოცემული გვაქვს მოხსენების/ანგარიშის სახით, სადაც შეიძლება მოძიებულ იქნეს: შემოსული სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოების ინსტანციებისა და დანაშაულთა სახეების მიხედვით, შემოსული სამოქალაქო საქმეები სასამართლოების ინსტანციებისა და საქმეების მიხედვით, წარმოებით დასრულებული და შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები, მსჯავრდებულთა რაოდენობის სტატისტიკა, გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა, შეფარდებული სასჯელის სახეების სტატისტიკა, მსჯავრდებულთა დანაშაულთა სიმძიმის მიხედვით პროცენტული გადანაწილება, მსჯავრდებულთა სოციალური, სქესისა და ასაკის ნიშნით დაყოფა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების სტატისტიკა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებულ ზემოქმედების ზომათა შეცვლის ან მათი გაუქმების სტატისტიკა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელების სტრუქტურა, სტატისტიკური ინფორმაცია დაკავშირებული იმ იურიდიულ პირებთან, რომელთაც დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენილია Excel-ის და word-ის ფორმატში. ანგარიშის სახით მოცემულია შემაჯამებელი წლიური სტატისტური მონაცემები, სადაც წერილობითაა აღწერილი წლის განმავლობაში დაფიქსირებული სტატისტიკური ინფორმაცია, ხოლო მნიშვნელოვანი საკითხები გაანალიზებულია გრაფიკულად.

Page 35: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

34

ილ. 1.26 რუსეთის უზენაეს სასამართლოსთან არსებული სასამართლო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე (www.cdep.ru) დიაგრამული ანალიზი განსხვავებული ვიზუალისაა.

სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ვებ-გვერდზე (www.gks.ru) მოიძიება მცირე რაოდენობის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული მწირი რაოდენობის სტატისტიკური ინფორმაცია. შესაბამისი ყოველწლიური მონაცემები მოცემულია სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულთა სახეების, მსჯავრდებულთა სქესის, ასაკის და სოციალური კუთვნილების ნიშნით დაყოფის და სასჯელის სახეების მიხედვით განაჩენების შესახებ. აღნიშნულ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენილია PDF ფორმატში. ინფორმაცია ძალზედ პრიმიტიულადაა გადმოცემული, ამასთან არ არის გამოყენებული არანაირი სახის გრაფიკული ან დიაგრამული ანალიზი.

Page 36: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

35

შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განმათავსებელი ვებ-გვერდებიდან სტატისტიკური ინფორმაციის კუთხით გამორჩეულია რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოსთან არსებული სასამართლო დეპარტამენტის ვებ-გვერდი, რომელიც სხვა შესაბამის ვებ-გვერდებისგან გამოირჩევა არამარტო ინფორმაციული კატეგორიების შედარებითი სიუხვის თვალსაზრისით, არამედ ინფორმაციის დიაგრამული ანალიზით და განსხვავებული ვიზუალიზაციით.

• შვედეთის სამეფო

შვედეთის სამეფოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ვებ-გვერდები გამოირჩევიან სტატისტიკური ინფორმაციის საგრძნობი სიმწირით.

სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია შვედეთის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.domstol.se). აღნიშნულ ვებ-გვერდზე უახლესი შესაბამისი სტატისტიკური ანგარიში თარიღდება 2010 წლით. ანგარიშში მოიპოვება რაიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია. აგრეთვე, მოცემულია ადმინისტრაციული სასამართლოების საქმეების სტატისტიკა. რაიონული სასამართლოების, სააპელაციო სასამართლოების და უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში მოცემულია შემოსული, დამთავრებული და შეჩერებული საქმეების დინამიკა წლების მიხედვით. მოხსენებაში აგრეთვე განცალკევებულად მოყვანილია ანალოგიური ინფორმაცია ადმინისტრაციული სასამართლოების მიხედვით.

შვედეთის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური ანგარიში შექმნილია PDF ფორმატში. მასში არ არის გამოყენებული არანაირი სახის

Page 37: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

36

გრაფიკული ანალიზი და შესაბამისად ვიზუალიხაციის თვალსაზრისით ანგარიში არაფრით გამოირჩევა.

შვედეთის სამეფოს სხვა სასამართლო ორგანოთა (შრომის სამართლებრივი დავების სასამართლო, საპატენტო დავების სასამართლო და ა.შ. ) ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია ძალზედ მწირი ინფორმაციული კატეგორიებით გამოირჩევა. მაგალითად, შვედეთის საპატენტო დავების სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.pbr.se) მოიძიება მცირე რაოდენობის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც სექტორული დიაგრამების სახით არის წარმოდგენილი შვედურ ენაზე.

შვედეთის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.scb.se) სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციით დაინტერესებულ მომხმარებლისათვის, ინფორმაციის მიღების სურვილის შემთხვევაში ხორციელდება გადამისამართება შვედეთის უზენაესი სასამართლოს და დანაშაულის აღკვეთის ეროვნული საბჭოს ვებ-გვერდებზე (www.domstol.se , www.bra.se).

ილ.1.27. შვედეთის საპატენტო დავების სასამართლო ვებ-გვერდზე (www.pbr.se ) განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია.

Page 38: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

37

• დანიის სამეფო

დანიის სამეფოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ვებ-გვერდებზე თითქმის არ მოიძიება სტატისტიკური ინფორმაცია. ქვემდგომი ინსტაციების სასამართლოების ვებ-გვერდების მოძიება ინტერნეტ სივრცეში ვერ მოხერხდა.

დანიის სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.domstol.dk) სტატისტიკიური ინფორმაცია უმნიშვნელოდ არის წარმოდგენილი. ვებ-გვერდზე განთავსებულ ანგარიშში სასამართლოების შესახებ მოიძიება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო ინსტაციების მიხედვით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების პროცენტული შედარება.

ილ. 1.28 დანიის სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.domstol.dk) განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია.

დანიის სამეფოს სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.statbank.dk) შესაბამისი ინფორმაციის მოძიების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს დანაშაულთა სახეების შესახებ ინფორმაციის მოძიება რეგიონის, დანაშუალის სახის და წლების ფილტრაციის მქონე საძიებო სისტემით. აღნიშნულ საძიებო სისტემაში შესაძლებელია, აგრეთვე, ფაილის სასურველი ფორმატის მითითება.

Page 39: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

38

ილ. 1.29 დანიის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.statbank.dk) განთავსებული საძიებო სისტემა.

• სერბეთის რესპუბლიკა

სერბეთის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ვებ-გვერდები სტატისტიკური ინფორმაციის სიუხვით არ გამოირჩევიან.

სერბეთის უზენაესი საკასაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.vk.sud.rs) ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მხოლოდ სერბულ ენაზე. შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია წარმოდგენილია უზენაესი საკასაციო სასამართლოს მოხსენებაში, სადაც არსებული მონაცემები მოყვანილია PDF ფორმატში და ვიზუალიზაციის თვალსაზრისით პრიმიტიული ხასიათით გამოირჩევა.

Page 40: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

39

სერბეთის ქვემდგომი ინსტაციის მრავალ სასამართლოსაც გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი. (www.bg.ap.sud.rs, www.ns.ap.sud.rs, www.prvisud.rs, www.ns.os.sud.rs, www.su.os.sud.rs, www.sudkikinda.org.rs, www.ni.vi.sud.rs, www.so.vi.sud.rs). აღნიშნულ ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციული შიგთავსი ერთმანეთის მაგვარია. განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია უმრავლეს შემთხვევაში მოცემულია მხოლოდ სერბულ ენაზე. წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ძალზედ პრიმიტიულადაა წარმოდგენილი. მონაცემების უმრავლესობა მოცემულია PDF ფორმატში. რიგ ვებ-გვერდებზე მონაცემები ასევე წარმოდგენილია word- ის ფაილის სახით. ამასთან, სტატისტიკური ინფორმაციის ვიზუალიზაციის მიზნით არ არის გამოყენებული არანაირი სახის გრაფიკი ან/და დიაგრამა.

სერბეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.stat.gov.rs) მოცემულ სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციია დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: სასამართლოების, მოსამართლეების და ნაფიცი მსაჯულების რაოდენობათა სტატისტიკა სასამართლოს ინსტანციათა მიხედვით. მოცემულია მსჯავრდებული ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე მსჯავრდებული სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირების სტატისტიკა წლების მიხედვით. მოცემულია ეკონომიკურ დანაშაულთა სტატისტიკა დანაშაულთა სახეების და შეფარდებულ სასჯელთა მიხედვით. მოცემულია სრულწლოვანთა/არასრულწლოვანთა დანაშაულთა სტატისტიკა, დანაშაულთა სახეების და შეფარდებულ სასჯელთა მიხედვით. აგრეთვე, მოცემულია დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები რეგიონებისა და სასჯელის სახეების მიხედვით, უკანასკნელი ინფორმაციის ვიზუალიზაციის საშუალებას წარმოადგენს შესაბამისი სექტორული დიაგრამა.

Page 41: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

40

ილ. 1.30 სასამართლოების, მოსამართლეების და ნაფიცი მსაჯულების რაოდენობათა სტატისტიკა სასამართლოს ინსტანციათა მიხედვით. (სერბეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდი: www.stat.gov.rs)

სერბეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემები მოცემულია PDF ფორმატში. უახლესი ინფორმაცია თარიღდება 2010 წლით. მოყვანილი მონაცემების ვიზუალიზაციის საშუალება არ არის მოცემული.

1.30 ილუსტრაციაზე მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაციის კატეგორიების დანერგვა აგრეთვე მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებასა და ვიზუალიზაციისას.

Page 42: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

41

• კორეის რესპუბლიკა

კორეის რესპუბლიკის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ვებ-გვერდები სტატისტიკური ინფორმაციის სიუხვით არ გამოირჩევიან.

კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (http://eng.scourt.go.kr) მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური ინფორმაციის ერთობლიობის სიუხვით არ გამოირჩევა, განსაკუთრებულია მასზე განთავსებული ინფორმაციის თემატური კატეგორიზაციითა და ინფორმაციის გრაფიკული ვიზუალიზაციით.

კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია მოსამართლეთა/სასამართლოს თანამშრომელთა რაოდენობის სტატისტიკა სასამართლოების ინსტანციათა და წლების მიხედვით. მოყვანილია სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის, საოჯახო სამართლებრივი დავების და საპატენტო დავების სტატისტიკა. მოცემულია, ასევე, უდავო წარმოების საქმეების სტატისტიკა წლების მიხედვით.

Page 43: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

42

ილ. 1.31 კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (http://eng.scourt.go.kr) წარმოდგენილი სასამართლოს თანამშრომელთა რაოდენობის სტატისტიკა წლების მიხედვით.

კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი უახლესი სტატისტიკური ინფორმაცია თარიღდება 2009 წლით. ხსენებული მონაცემების ვიზუალიზაცია გამიზნულია მომხმარებლისათვის ინფორმაციის მარტივად აღქმაზე, რაც აისახება შესაბამისი ინფორმაციის გრაფიკულ ანალიზში.

კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (http://english.ccourt.go.kr) განთფსებულია კონსტიტუციურ სარჩელებსა და წარდგინებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია. აღნიშნულ ვებ-გვერდზე არსებულ სტატისტიკურ ინფორმაციას თან ახლავს საძიებო სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია 1988 წლიდან 2011 წლის ჩათვლით თვეთა ფილტრაციის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება.

Page 44: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

43

ილ. 1.32 კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (http://english.ccourt.go.kr) არსებული სტატისტიკური ინფორმაციის საძიებო სისტემა

კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდის მსგავსად, კორეის სხვა სასამართლოების ვებ-გვერდებიც ინფორმაციულობის თვალსაზრისით გამორჩეულები არ არიან, თუმცა განთავსებულ ინფორმაციას ყოველთვის თან ახლავს მისი გრაფიკული ანალიზი. მაგალითად, კორეის საპატენტო სასამართლოს ვებ-გვერდზე (http://patent.scourt.go.kr) მოიძიება მხოლოდ შემოსული, დამთავრებული და შეჩერებული საქმეების სტატისტიკა წლების მიხედვით. უახლესი ინფორმაცია თარიღდება 2009 წლით, თუმცა მისი ვიზუალიზაცია მარტივად აღსაქმელია წარმოდგენილი გრაფიკული ანალიზის მეშვეობით.

Page 45: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

44

კორეის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვედზე (http://kostat.go.kr) სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია არ მოიძიება.

შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის ვიზუალურად კარგი გაფორმების გარდა, კორეის შესაბამის ვებ-გვერდების მაგალითებზე, აგრეთვე, აღსანიშნავია ზემოთ ილუსტრირებული (ილ.1.31) უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული სასამართლოს თანამშრომელთა რაოდენობის სტატისტიკის კატეგორია და კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის საძიებო სისტემა (ილ.1.32).

• ესტონეთის რესპუბლიკა

ესტონეთის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია არ მოიძიება. შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.stat.ee).

აღნიშნულ ვებ გვერდზე წარმოდგენილი უახლესი სტატისტიკური ინფორმაცია თარიღდება 2010 წლით. მონაცემები წარმოდგენილია სასამართლოების ინსტანციების მიხედვით. მოცემულია პირველი ინსტაციის სასასამართლოებში შემოსული და დამთავრებული სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკა წლების მიხედვით, ადმინისტრაციული დავების რაოდენობის სტატისტიკა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წინაააღმდეგ. ამასთან, აღსანიშნავია რომ ხსენებული

Page 46: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

45

უახლესი ინფორმაცია თარიღდება 2004 წლით. 2004 წლის ზემოთ მოცემულია შემოსული ადმინისტრაციული საქმეების მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი სტატისტიკა. 2004 წლამდე, ასევე, მოცემულია შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრების დაყოფა ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით. სამოქალაქო საქმეების სტატისტიკაც მოცემულია მხოლოდ 2004 წლის ჩათვლით. აღნიშნულ ვებ-გვერდზე წარმოდგენილია უზენაესი სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციაც, რაც მოიცავს: ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებს, შემოსული სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების დინამიკას. სააპელაციო სასამართლოებში შემოსული საქმეების სტატისტიკა. ვებ-გვერდზე მოიძიება სტატისტიკური მონაცემები დანაშაულთა კონკრეტული სახეების მიხედვით დანაშაულის სიმძიმეთა, მსჯავრდებულთა სქესისა და ასაკის კატეგორიებად დაყოფა.

ილ. 1.33 მოცემულია ადმინისტრაციული სარჩელების სტატისტიკა სამთავრობო ორგანოების წინააღმდეგ (ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდი: www.stat.ee).

ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია განლაგებულია თემატურად. თითოეულ თემატურ კატეგორიას გააჩნია საკუთარი საძიებო სისტემა, კატეგორიებისა და წლების მიხედვით ფილტრაციის საშუალებით. აგრეთვე, შესაძლებელია საძიებო სისტემაში განთავსებული მონაცემების სხვადასხვა ფორმატით ჩამოტვირთვა, ამა თუ იმ კატეგორიის წლიური დინამიკის სანახავად. ზოგადად, სტატისტიკური ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი გრაფიკული ან/და დიაგრამული სახით.

Page 47: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

46

ილ. 1.34 ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.stat.ee)განთავსებული საძიებო სისტემა.

ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული დავების რაოდენობის სტატისტიკა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წინაააღმდეგ. აგრეთვე, აღსანიშნავია ილ.1.34 მოყვანილი საძიებო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სასურველ ფორმატში.

• უკრაინა

უკრაინის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ვებ-გვერდები გამოირჩევიან სტატისტიკური ინფორმაციის საგრძნობი სიმწირით. ქვემდგომი ინსტაციების სასამართლოების ვებ-გვერდების მოძიება ინტერნეტ სივრცეში ვერ მოხერხდა.

Page 48: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

47

უკრაინის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.scourt.gov.ua) განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია მოხსენების/ანგარიშის სახით. გაანალიზებულია დანაშაულთა სახეების პროცენტული ცვლილება წლების მიხედვით. განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ უკრაინულ ენაზე. უახლესი ინფორმაცია თარიღდება 2010 წლით. წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ძალზედ პრიმიტიულადაა გადმოცემული. სტატისტიკური ინფორმაციის ვიზუალიზაციის მიზნით არ არის გამოყენებული არანაირი სახის გრაფიკი ან/და დიაგრამა.

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.ccu.gov.ua) წარმოდგენილია, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წლების მიხედვით. აღნიშნულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს თან ახლავს საძიებო სისტემა.

ილ. 1.35 უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ_გვერდზე (www.ccu.gov.ua) წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებებს თან ახლავს საძიებო სისტემა.

Page 49: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

48

უკრაინის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.ukrstat.gov.ua) მოიძიება სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული მწირი რაოდენობის სტატისტიკური ინფორმაცია. წარმოდგენილია: შემოსული სისხლის სამართლის საქმეების, მსჯავრდებულთა რაოდენობის, ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაკისრებულ პირთა და შემოსულ სამოქალაქო საქმეთა სტატისტიკა 1990 წლიდან მოყოლებული 2010 წლის ჩათვლით.

• აზერბაიჯანის რესპუბლიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საკუთარი ვებ-გვერდები გაჩნიათ უზენაეს და ქვემდგომი ინსტაციის მრავალ სასამართლოს, ვებ-გვერდი გააჩნია, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა ყველა აღნიშნული ვებ-გვერდი გამოირჩევა სტატისტიკური ინფორმაციის სიმწირით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.gov.az) სტატისტიკური ინფორმაცია არ მოიპოვება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.constcourt.gov.az) წარმოდგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩამონათვალი წლების მიხედვით.

Page 50: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

49

ილ. 1.36 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებები წლების მიხედვით. (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდი: www.constcourt.gov.az)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქვემდგომი ინსტაციის მრავალ სასამართლოსაც გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი: http://bakuappealcourt.gov.az, http://www.ganca-appealcourt.gov.az,

http://sumqayitappealcourt.gov.az, http://www.shirvan-appealcourt.gov.az,

http://www.binagadicourt.gov.az , http://www.goychay-court.gov.az. აღნიშნული ვებ-გვერდები სტატისტიკური ინფორმაციის სიუხვით არ გამოირჩევიან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.azstat.org) წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები სისხლის სამართლის საქმეებზე დანაშაულთა სახეების მიხედვით. მოცემულია ჯგუფური, ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ და განმეორებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკური მონაცემები. ვებ-გვერდზე განთავსებულია ოჯახური კონფლიქტების შედეგად ჩადენილ მკვლელობათა, ჯანმრთელობის დაზიანებათა და თვითმკვლელობამდე მიყვანათა სტატისტიკა, აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის დროს ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთა რაოდენობის სტატისტიკური მონაცემები. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა წლებისა

Page 51: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

50

და იარაღის სახეთა მიხედვით. წარმოდგენილია დანაშაულთა სახეების მიხედვით მსჯავრდებულთა სოციალური, სქესისა და ასაკის ნიშნით დაყოფა. მოცემულია ეკონომიკურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას, ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებასა და გადასახადისათვის თავის არიდებას.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე, ასევე, მოიძიება პირველი ინსტაციის სასამართლოებში შესული საქმეების სტატისტიკა. მოცემულია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით.

ილ1.37 ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობათა სტატისტიკა, იარაღის სახეთა, ნარკოტიკული და ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ და დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით (აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდი: www.azstat.org).

ილ. 1.38 ოჯახური კონფლიქტების შედეგად ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა (აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდი: www.azstat.org).

Page 52: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

51

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემები მოცემულია Excel-ის ფორმატში. უახლესი სტატისტიკური ინფორმაცია თარიღდება 2010 წლით. მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზი მოყვანილია გრაფიკულად და დიაგრამულად. ვიზუალიზაციის თვალსაზრისით გამოსაყოფია რუკები, სადაც თითოეული რეგიონის აღნიშვნის მიზნით ფერის მონოქრომატული სკალა არის გამოყენებული. მაგალითად, თითოეული ტონი აღნიშნავს 2010 წელს დაფიქსირებულ დანაშაულთა რაოდენობას ამა თუ იმ რეგიონში.

ილ. 1.39 რუკაზე თითოეული ფერის ტონი მონოქრომატულ სკალაზე აღნიშნავს დაფიქსირებულ დანაშაულთა რაოდენობას შესაბამის რეგიონში 2010 წელს (აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდი: www.azstat.org).

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მრავალ სასამართლოს გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი, სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით ისინი არ გამოირჩევიან. სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.azstat.org). ზემოთ მოყვანილ ილუსტრაციებზე (1.37, 1.38, 1.39) ასახული სტატისტიკური ინფორმაციის კატეგორიების დანერგვა, აგრეთვე, მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებასა და ვიზუალიზაციისას.

Page 53: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

52

• სომხეთის რესპუბლიკა

სომხეთის რესპუბლიკას გააჩნია მთლიანი სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.court.am). საკუთარი ვებ-გვერდი აქვს სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოსაც (www.concourt.am).

სომხეთის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე (www.court.am) სტატისტიკური ინფორმაცია არ მოიძიება.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.concourt.am) მოცემულია წლიური მოხსენებები, რომელიც მხოლოდ სომხურ ენაზე არის მოცემული.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.armstat.am) სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია წარმოდგენილია ანგარიშის/მოხსენების სახით, რომელიც მოიცავს 2005-2009 წლის მონაცემებს. წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკური მონაცემები შემდეგი დანაშაულის სახეების მიხედვით: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება, ქურდობა, ხულიგნობა, ყაჩაღობა, ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებასთან და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებთან დაკავშირებული დანაშაულები. მოცემულია მსჯავრდებულთა სქესისა და ასაკის ნიშნით დაყოფა. წარმოდგენილია შეფარდებული სასჯელის სახეების სტატისტიკა. სვეტოვანი

Page 54: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

53

დიაგრამული ანალიზი გამოყენებულია სისხლის სამართლის საქმეებზე და მსჯავრდებულთა სქესის ნიშნით დაყოფისას.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიში მოცემულია PDF ფორმატში. ვიზუალიზაციის საშუალებების თვალსაზრისით აღნიშნული სვეტოვანი დიაგრამები გამორჩეული არ არის. ვიზუალიზაციის თვალსაზრისით გამოსაყოფია რუკა, სადაც თითოეული რეგიონის აღნიშვნის სხვადასხვა ფერია გამოყენებული და რუკაზე თითოეული ფერის პოლიქრომატულ სკალაზე აღნიშნავს იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომელიც მოდის შესაბამისი რეგიონის 10000 მაცხოვრებელზე.

ილ. 1.40 რუკაზე თითოეული ფერის პოლიქრომატულ სკალაზე აღნიშნავს იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომელიც მოდის შესაბამისი რეგიონის 10000 მაცხოვრებელზე ( სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდი: www.armstat.am).

Page 55: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

54

სომხეთის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ვებ-გვერდები გამოირჩევიან სტატისტიკური ინფორმაციის სიმწირით. სასამართლო სისტემის სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის პროცესში არ გამოვლენილა იმგვარი სახის სტატისტიკური ინფორმაციის კატეგორიები, რომელიც საქართველოს რეალობისათვის შეიძლება წარმოადგენდეს სიახლეს.

წინამდებარე კვლევამ მსოფლიოს თერთმეტი სახელმწიფოს მაგალითზე გამოავლინა სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის ის ძირითადი კატეგორიები, რომელთაც აწარმოებენ აღნიშნულ სახელმწიფოებში, მათგან უმრავლესობას, ასევე, აწარმოებს საქართველოს უზენაესი სასამართლოც. რაც შეეხება განსხვავებულ კატეგორიებს, მათი ილუსტრირება განხორციელდა თითოეული სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ვებ-გვერდების ანალიზის დროს. ქვემოთ მოცემულია იმ ძირითადი სტატისტიკის კატეგორიების ჩამონათვალი, რომელსაც აწარმოებენ აღნიშნულ სახელმწიფოებში:

• სასამართლოში შემოსული საქმეების სტატისტიკა;

• შემოსული საქმეების სტატისტიკა სასამართლო ინსტანციების მიხედვით;

• შემოსული საქმეების დაყოფა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტარციული საქმეების მიხედვით;

• წარმოებით დასრულებული და შეწყვეტილი საქმეების სტატისტიკა;

• სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკა დანაშაულთა სახეების მიხედვით;

• სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკა დანაშაულთა სიმძიმეთა მიხედვით;

• სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულთა სტატისტიკა დანაშაულთა სახეების მიხედვით;

• სისხლის სამართლის საქმეებზე შეფარდებული სასჯელის სახეების სტატისტიკა;

• დანაშაულთა სახეების მიხედვით მსჯავრდებულთა ასაკის ნიშნით დაყოფა;

Page 56: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

55

• დანაშაულთა სახეების მიხედვით მსჯავრდებულთა სქესის ნიშნით დაყოფა;

• დანაშაულთა სახეების მიხედვით მსჯავრდებულთა სოციალური ნიშნით დაყოფა;

• სამოქალაქო საქმეების სტატისტიკა დავების სახეების მიხედვით;

• ადმინისტარციული საქმეების სტატისტიკა დავების სახეების მიხედვით;

• ადმინისტრაციული დავების რაოდენობის სტატისტიკა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წინაააღმდეგ;

• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელების სტატისტიკა;

• მოსამართლეების რაოდენობის სტატისტიკა სასამართლო ინსტანციების მიხედვით;

• სასამართლოს თანამშრომელთა რაოდენობის სტატისტიკა;

• საშუალოდ თითოეულ მოსამართლეზე შემოსული საქმეების სტატისტიკა;

• მოსამართლეთა მიერ თანამდებობების დატოვების სტატისტიკა;

• მოსამართლეების დაყოფა სქესის ნიშნით სასასამართლო ინსტანციების მიხედვით;

• მოსამართლეთა ხელფასების სტატისტიკა;

• საწარმოთა გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის საქმეთა წარმოების დაწყების სტატისტიკა;

• ფულადი თანხების გადახდევინებასთან დაკავშირებული დავების სტატისტიკა;

• საოჯახო დავების სტატისტიკა, სადაც ფიგურირებს შვილთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობები და განქორწინების საქმეები;

• ოჯახური კონფლიქტების შედეგად ჩადენილ მკვლელობათა, ჯანმრთელობის დაზიანებათა და თვითმკვლელობამდე მიყვანათა სტატისტიკა;

• გადადებული და ჩატარებული სხდომებისა და სხდომათა გადადების საფუძვლების სტატისტიკა;

Page 57: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

56

• იპოთეკასა და მიწის იჯარასთან დაკავშირებული დავების სტატისტიკა;

• პირველად და განმეორებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა;

• სრულწლოვნების და არასრულწლოვნების მიერ პირველად და განმეორებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა;

• დანის და სხვა სახის ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეების სტატისტიკა;

• ჯგუფურად და ერთი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა;

• ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა;

• ნარკოტიკული სიმთვრალის ქვეშ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა;

• ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა იარაღის სახეთა მიხედვით;

• ეკონომიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას, ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებასა და გადასახადისათვის თავის არიდებას;

• სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით;

• გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა;

• უდავო წარმოების საქმეების სტატისტიკა;

• ადმინისტრაციული საჩივრების დაყოფა ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით;

• შეტანილი გირაოს თანხების საშუალო ოდენობის სტატისტიკა დანაშაულთა სახეების მიხედვით;

• სკოლაში და სკოლის გარეთ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა სკოლის მოსწავლეების მიერ, დანაშაულთა სახეების მიხედვით.

Page 58: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

57

აგრეთვე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესწავლის საფუძველზე გთავაზობთ იმ სტატისტიკის კატეგორიებს, რომლებიც შესაძლებელია წარმოებულ იქნას საქართველოს სასამართლო ორგანოთა მიერ (მონაცემების არსებობის შემთხვევაში).

• მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების სტატისტიკა;

• იმ პირთა სტატისტიკა, რომლებმაც პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართეს სასამართლოს;

• სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების, შეცვლის ან შეჩერების სტატისტიკა;

• სასამართლოს კანონის ცნობა საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ და ამის

საფუძველზე მოსამართლის მიერ შეჩერებული საქმეების სტატისტიკა; • მოსამართლეზე ზემოქმედებისთვის და მის საქმიანობაში ჩარევისთვის კანონით

დასჯილთა სტატისტიკა; • სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვისთვის პასუხისმგებლობის

სტატისტიკა; • სახელმწიფო ენის არმცოდნესათვის თარჯიმნების მიჩინების და

თარჯიმნებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების სტატისტიკა; • გამართულ დახურულ სხდომათა სტატისტიკა; • საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს მიერ, უზენაესი სასამართლოს დიდ

პალატაზე მოტივირებული განჩინებით გადაცემულ საქმეთა სტატისტიკა; • უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ განხილული განსაკუთრებით

რთული კატეგორიების საქმეთა სტატისტიკა; • უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის

თავჯდომარეობით განხილულ საქმეთა სტატისტიკა; • პლენუმის სხდომაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მონაწილეობის

სტატისტიკა.

Page 59: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

58

• უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მიერ განთავისუფლებულ სადისციპლინო

პალატის წევრთა სტატისტიკა; • უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის თავჯდომარეობით ჩატარებული

უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომათა სტატისტიკა; • სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობის სტატისტიკა; • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეწყვეტილი, მოსამართლეზე დაკისრებულ

თავჯდომარეობის უფლებამოსილებათა სტატისტიკა; • კოლეგიურად და ერთპიროვნულად განხილული სააპელაციო საჩივრების

სტატისტიკა; • სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარეს მიერ სასამართლოს აპარატის

თანამშრომლებზე შეფარდებული დისციპლინური სახდელების სტატისტიკა; • სასამართლოში წესრიგის დარღვევის მიმართ გამოყენებული საპროცესო

კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების სტატისტიკა; • რაიონულ სასამართლოებში ერთპიროვნულად და კოლეგიურად განხილულ

საქმეთა სტატისტიკა; • სასამართლოს თავჯდომარის მიერ მოსამართლეებზე დავალებული საქმეების

სტატისტიკა, რომლის განხილვაც მოხდა სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში ან მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ;

• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეწყვეტილი მოსამართლის

თავჯდომარეობის უფლებამოსილების სტატისტიკა; • მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუბლების სტატისტიკა, შესაბამისი

საფუძვლების მიხედვით. • რეზერვში მყოფი მოსამართლეების რაოდენობის და მათ მიერ მიღებული სარგოს

სტატისტიკა; • სასამართლოს მანდატურის მიერ გამოყენებული ძალის, იარაღის და

დახმარებისთვის პოლიციაზე მიმართვის შემთხვევების სტატისტიკა;

Page 60: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

59

• მოსამართლეთა რაოდენობის სტატისტიკა, რომელთაც სახელმწიფო

უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართობით და მათზე გაწეული ხარჯების სტატისტიკა;

• უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა, რომელთაც ამოეწურათ

უფლებამოსილების ვადა და შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის რაოდენობის სტატისტიკა;

• სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მოსამართლეების

რაოდენობის და მათ ოჯახებზე მიცემული კომპენსაციის რაოდენობის სტატისტიკა;

• სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სხეულის დაზიანებით

დაზარალებული, რის შედეგადაც აღიარებულ იქნენ შეზღუდული სტატუსის მქონე პირად, მოსამართლეების რაოდენობის და მათზე გაცემული კომპენსაციების სტატისტიკა;

• მოსამართლეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევაზე გაწეული

ხარჯების სტატისტიკა.

აგრეთვე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესწავლის საფუძველზე გთავაზობთ იმ სტატისტიკის კატეგორიებს, რომლებიც შესაძლებელია წარმოებულ იქნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

• საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსების სტატისტიკა;

• საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის საქმიანობაში ჩარევისთვის კანონით დასჯილთა სტატისტიკა;

• საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილის მიერ შესრულებული თავჯდომარის მოვალეობის სტატისტიკა;

• საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის სტატისტიკა;

Page 61: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

60

• საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის

სტატისტიკა მისი საფუძვლების მიხედვით;

• საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში განხილული კონსტიტუციური სარჩელების/წარდგინებების სტატისტიკა შემდეგი პუნქტების მიხედვით: ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს

კონსტიტუციის მეშვიდე1 თავთან მიმართებით და საქართველოს კონსტიტუციის 82-

ე, 84-ე, 86-ე, 861, 87-ე და 90-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი;

• საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განხილული საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხების და საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ განხილული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხების სტატისტიკა;

• კონსტიტუციურ სარჩელზე და წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას დამსწრე წევრთა თანაბრად გაყოფილი ხმების შემთხვევების სტატისტიკა;

• კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსაკუთრებულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის მიერ სარჩელის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შემთხვევების სტატისტიკა;

• საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი წევრების უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ან შესრულებისათვის ხელის შეშლისთვის კანონით დასჯის სტატისტიკა;

• საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების სტატისტიკა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმის მიჩნევის საფუძველზე, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები;

• საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი, პროფესიული, კომერციული, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით

Page 62: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

61

საკონსტიტუციო სასამართლოს დახურული სხდომების ან სხდომების ნაწილის სტატისტიკა;

• სასამართლო მიერ მიჩენილი თარჯიმნების რაოდენობის სტატისტიკა, პროცესის იმ მონაწილეებზე, რომელებიც ვერ ფლობენ სამართალწარმოების ენას;

• მხარეების მიერ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვის მინდობის სტატისტიკა ადვოკატზე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირზე, ნდობით აღჭურვილ პირზე - წარმომადგენელზე;

• საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მხარის მიერ საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილებაზე დააყენებულ საკითხთა სტატისტიკა;

• საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის მიერ გამოყენებული ძალის, იარაღის და დახმარებისთვის პოლიციაზე მიმართვის შემთხვევების სტატისტიკა.

ამრიგად, ჩვენს მიერ მსოფლიოს თერთმეტი სახელმწიფოს მაგალითზეჩატარებულმა კვლევამ საშუალება მოგვცა გარკვეული წარმოდგენა შეგვქმნოდა მსოფლიოს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის შესახებ. კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ სტატისტიკური ინფორმაციის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდებზე განთავსების თვალსაზრისით იდეალურ მდგომარეობას ვერცერთი ქვეყნის მაგალითზე ვერ ვხვდებით. სასამართლო სისტემის სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას ჩვენს მიერ განხილული ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სახელმწიფოს მთლიანი სასამართლო სისტემის ვებ-გვერდის გარდა, თითოეულ შტატს გააჩნია საკუთარი სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი, რომელზეც მეტ-ნაკლებად განთავსებულია ამა თუ იმ შტატის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს უშუალოდ მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიურო. ინფორმაციულობის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან შედარებით, ასევე, გამორჩეულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდები. უხვადაა ინფორმაცია მოცემული აგრეთვე რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოსთან არსებული სასამართლო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. ვიზუალიზაციის თვალსაზრისით, მიუხედავად სტატისტიკური ინფორმაციის სიმწირისა გამორჩეულია კორეის რესპუბლიკის სასამართლო

Page 63: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

62

სისტემის ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემები, სადაც თითოეულ სტატისტიკურ ინფორმაციას თან ახლავს მისი გრაფიკული ანალიზი. დანარჩენ სახელმწიფოთა მაგალითზე სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას ნაკლები ყურადღება ექცევა. მათ შორის ინფორმაციის სიმწირის მიხედვით გამორჩეულია სომხეთის რესპუბლიკა, ხოლო სტატისტიკური მონაცემების ყველაზე პრიმიტიული წარმოებით, ვიზუალიზაციის კუთხით გამორჩეულია უკრაინა. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ვებ-გვერდებიდან განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის სიუხვით გამორჩეულია საქართველოს უზენაეს სასამართლოს ვებ-გვერდი, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე ვებ-გვერდია ჩვენს მიერ განხილულ სახელმწიფოთა სასამართლო სისტემის ვებ-გვერდებს შორის, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მსოფლიო პრაქტიკაში დანერგილი სტატისტიკური ინფორმაციის ის კატეგორიები, რომლის წარმოებაც ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე არ ხორციელდება. მნიშვნელოვანია სტატისტიკური ინფორმაციის ვიზუალიზაციის დახვეწა, რა პროცესშიც შესაძლებელია მსოფლიო პრაქტიკაში დანერგილი მონაცემთა ვიზუალიზაციის გამოყენება. აგრეთვე, აუცილებელია მომხმარებელს საშუალება მიეცეს ვებ-გვერდიდან ინფორმაცია მიიღოს მისთვის სასურველი ფორმატში. სტატისტიკური ინფორმაციის სიუხვის თვალსაზრისით საქართველოში, ასევე, გამორჩეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდი, ხოლო რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა დანარჩენ ვებ-გვერდებზე წარმოდგენილ სტატისტიკურ მონაცემებს, ისინი ძალიან მწირი ინფორმაციული კატეგორიებით გამოირჩევა. ინფორმაცია გადმოცემულია საკმაოდ პრიმიტიულად. აუცილებელია აღნიშნულ ვებ-გვერდებზე დაინერგოს სტატისტიკური ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა, ამასთან ერთად, ყურადღება მიექცეს სტატისტიკური ინფორმაციის გადმოცემის ვიზუალურ მხარეს, რათა აღნიშნული ვებ-გვერდების მომხმარებლებს საშუალება მიეცეს გაეცნონ შესაბამის სასამართლო სტატისტიკას, რაც სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის ელექტრონული გამჭვირვალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

Page 64: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

63

თავი II

საქართველოს და საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა მიერ ვებ-გვერდებზე სხვა სახის ინფორმაციის პროატქიული

გამოქვეყნება

სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების მომხმარებელთათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე, ამ ორგანოთა მიერ სტატისტიკური მაჩვენებლების გარდა, თავიანთ ვებ-გვერდებზე დაინტერესებულ პირთათვის სხვა სახის ზოგადი და სპეციფიური ინფორმაციის განთავსებაც. საქართველოს თექვსმეტი სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის კვლევამ ხსენებული კუთხით ცხადჰყო რიგი დადებითი და უარყოფითი კანონზომიერებებისა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ, ძირითადი წილი სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსების პრობლემურ საკითხებისა მოდის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოების ვებ-გვერდებზე, სადაც მნიშვნელოვანი ზოგადი ინფორმაციის მინიმუმი არის წარმოდგენილი, სააპელაციო სასამართლოების ვებ-გვერდები (ორი ვებ-გვერდი) გამოირჩევიან ინფორმაციის განთავსების საშუალო მაჩვენებლით, ხოლო ქართულ რეალობაში სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შედარებით დიდი სიუხვით გამოირჩევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდი. საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ ზომიერ და ძირითად წარმოდგენას ქმნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ერთობლიობა.

ყველაზე ხშირად საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე წარმოდგენილია ისეთი ზოგადი სახის ინფორმაცია სასამართლოების შესახებ, როგორიცაა: ინფორმაცია ხელმძღვანელობისა და თანამშრომელთა შესახებ, საერთო საკონტაქტო ინფორმაცია, ზოგადი ინფორმაცია სტრუქტურის შესახებ, სასამართლო ფორმები, ინფორმაცია მიმდინარე საქმეების შესახებ და ა.შ. ამასთან, საკმაოდ პრობლემურია სასამართლოების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ვებ-გვერდებზე განთავსების საკითხი, სადაც ზოგადად მოცემულია ერთეული ძირითადი შესაბამისი აქტებისა. არ არის წარმოდგენილი

Page 65: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

64

სამართლებრივი აქტების საძიებო სისტემები (თემატური ფილტრაციის საშუალებებით), სასამართლოს შიდა აქტების მონაცემთა ბაზები და ა.შ.

ილ. 2.1 მწირი რაოდენობის სამართლებრივი აქტები განყოფილებაში „კანონმდებლობა“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი: www.supremecourt.ge

ამასთან, როდესაც საუბარია საქართველოს სასამართლოების მიერ ვებ-გვერდებზე თავიანთი სტრუქტურის შესახებ ზოგადი ინფორმაციის განთავსებაზე, ერთეული გამონაკლისების გარდა, სახეზე არ არის აღწერისას სტრუქტურული ხეების (სტრუქტურის სქემატური ნახატები) გამოყენების პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვანწილად გაუადვილებდა მომხმარებელს შესაბამისი ინფორმაციის აღქმას.

Page 66: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

65

ილ. 2.2 და ილ. 2.3 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის (ვებ-გვერდი: www.kutaisiappeal.court.gov.ge) და გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს (ვებ-გვერდი: www.supremecourt.gov.uk) სტრუქტურის სქემატური ნახატები.

Page 67: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

66

გარკვეული პრობლემები შეიმჩნევა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე სასამართლოთა მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობების (განყოფილება „ახალი ამბები“, „სიახლეები“ და მისთ.) ვებ-გვერდებზე განთავსების პრაქტიკაშიც. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, ეხება საქართველოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოების ვებ-გვერდებს, სადაც ამ სასამართლოთა მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობები ძალზედ მწირია და არ იძლევა მათი საქმიანობის მუდმივ რეჟიმში თვალყურის დევნის საშუალებას ვებ-გვერდებზე განთავსებული პრეს-რელიზებისა და ახალი ამბების მეშვეობით. არ არის სახეზე ახალი ამბების ვებ-გვერდებზე არქივირების პრაქტიკაც.

ილ. 2.4 სასამართლოს საქმიანობის შესახებ ზოგადი საინფორმაციო ხასიათის მიმოხილვების ძალზედ მწირი რაოდენობა და განყოფილების სათაურად „ახალი ამბები“ ან „სიახლეები“ არ არსებობა ვებ-გვერდზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს ვებ-გვერდი: www.mtskheta.court.gov.ge

სასამართლოთა მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს აგრეთვე ვებ-გვერდებზე ხელმძღვანელ პირთა

Page 68: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

67

(თავმჯდომარეების, მათი პირველი მოადგილეების, მოადგილეების და ა.შ.) მოხსენებების, ოფიციალური მიმართვების, გამოსვლების, განცხადებების, ბრიფინგების ტექსტების პროატქიული გამოქვეყნება. აგრეთვე, ხელმძღვანელ პირთა და ზოგადად სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. ამასთან, მომხმარებლისათვის ამ სახის ინფორმაციაზე წვდომის გაადვილების მიზნით მიღებულია ამ ინფორმაციის განცალკევებულ, თემატურ განყოფილებებში განთავსების პრაქტიკა. საქართველოს მაგალითზე, სადაც ცნობები სასამართლოს ხელმძღვანელ პირთა შესახებ ან საერთოდ არ მოიძიება ან ახალი ამბების ზოგად არქივშია მიმოფანტული, ინფორმაციის თემატურ განყოფილებებში განთავსების პრაქტიკა სახეზე ჯერ-ჯერობით არ არის.

Page 69: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

68

ილ. 2.5 , ილ. 2.6 და ილ. 2.7 ესტონეთის უზენაესი სასამართლოს (ვებ-გვერდი: www.nc.ee) და რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის (ვებ-გვერდი: www.ksrf.ru) გამოსვლების მომცველი განცალკევებული განყოფილებები ვებ-გვერდებზე, კორეის უზენაესი სასამართლოს (ვებ-გვერდი: http://eng.scourt.go.kr) საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციის მომცველი განცალკევებული განყოფილება ვებ-გვერდზე.

Page 70: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

69

როდესაც საუბარია სასამართლოთა შესახებ ზოგადი ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, აღსანიშნავია ისეთი სახის ინფორმაციის სასამართლოთა მიერ ვებ-გვერდებზე განთავსება, როგორიცაა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მათ უფლებამოსილებათა და საქმიანობის წესის აღწერა. აღნიშნული კუთხითაც შეიმჩნევა პრობლემები საქართველოს მაგალითზე, სადაც არ არსებობს ვებ-გვერდებზე ამ ინფორმაციის მომცველი ერთიანი განცალკევებული განყოფილებების შექმნის პრაქტიკა, ამასთან, საქართველოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოების უმეტესობა ვებ-გვერდზე რიგითი მომხმარებლისათვის შეუძლებელიც კი არის ვებ-გვერდის მეშვეობით აღნიშნული ინფორმაციის მიღება. აღნიშნული ანალოგიურად ეხება სასამართლოს მიზნებისა და ზოგადი ხედვის აღწერა-განთავსების პრაქტიკას.

Page 71: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

70

ილ. 2.8 და ილ. 2.9 რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს (ვებ-გვერდი: www.vsrf.ru) კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებათა და ფლორიდის შტატის სასამართლო სისტემის (ვებ-გვერდი: www.flcourts.org) მისიისა და ხედვის მომცველი განცალკევებული განყოფილებები ვებ-გვერდებზე.

მნიშვნელოვან პრაქტიკას წარმოადგენს, აგრეთვე, სასამართლო ორგანოთა მიერ სტაჟირების, ატესტაციის, ტრენინგების, პროფესიული დაოსტატების, სასწავლო ანდა სემინარების კურსის შესახებ ცნობების ვებ-გვერდებზე განთავსებაც. ამისათვის, ზემოთ ხსენებულის ანალოგიურად გამოიყენება ამ ინფორმაციის მომცველი ერთიანი განცალკევებული განყოფილებების შექმნის პრაქტიკა, რაც საგრძნობლად უადვილებს დაინტერესებულ მომხმარებელს კონკრეტულ ინფორმაციის მოძიებას. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების მაგალითზე სამწუხაროდ სახეზე არ არის აღნიშნული პრაქტიკა.

Page 72: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

71

ილ. 2.10 და ილ. 2.11 ტენესის შტატის სასამართლო სისტემის (ვებ-გვერდი: www.tncourts.gov) ტრენინგების კურსის და კორეის უზენაესი სასამართლოს (ვებ-გვერდი: http://eng.scourt.go.kr) ტრენინგების და სასამართლო სტიპენდიის პროგრამების აღწერის მომცველი განცალკევებული განყოფილებები ვებ-გვერდებზე.

Page 73: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

72

სასამართლო ორგანოთა საქმიანობის შესახებ მომხმარებლისათვის საინტერესო ინფორმაციას ასევე შეიძლება განეკუთვნოს ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების/პროექტების რეალიზაციაში მონაწილეობის შესახებ. ამ ინფორმაციის მომცველი ერთიანი განცალკევებული განყოფილებების („პროექტები“, „პროგრამები“, „პროგრამები/პროექტები“ და ა.შ.) არსებობა სასამართლო ორგანოთა ვებ-გვერდებზე უხსნის მომხმარებელს საჭიროებას, და შესაბამისად, სირთულეს, ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია ახალი ამბების არქივებში. საქართველოს მაგალითზე სასამართლო სისტემათა ვებ-გვერდებზე აღნიშნულ პრაქტიკას ვაწყდებით მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში, და მხოლოდ პროექტების აღწერისას.

Page 74: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

73

ილ. 2.12 და ილ. 2.13 საქართველოს უზენაესი სასამართლოს (ვებ-გვერდი: www.supremecourt.ge) პროექტების და კალიფორნიის სასამართლო სისტემის (ვებ-გვერდი: www.courts.ca.gov) პროგრამების აღწერის მომცველი განცალკევებული განყოფილებები ვებ-გვერდებზე.

ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხს განეკუთვნება სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ თავიანთ ვებ-გვერდებზე სასამართლოს შესახებ ფინანსური ხასიათის ინფორმაციისა და სასამართლოს საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო ქონების პრივატიზების და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნება. ამავე ჭრილში, აგრეთვე შესაძლებელია განხილულ იქნეს სასამართლოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდებზე განთავსებაც. ამასთან, ნებისმიერი სასამართლოს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ამ ინფორმაციის არ განთავსების არგუმენტად არ უნდა მოიაზრებოდეს ის გარემოება, რომ დაინტერესებულ პირთათვის ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მწირი ნაწილის ინტერნეტის მეშვეობით მოძიება შესაძლებელია სხვა

Page 75: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

74

საჯარო დაწესებულებათა ვებ-გვერდებზეც (ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, საჯარო სამსახურის ბიურო და ა.შ.) აღნიშნული ნეგატიური ხასიათის პრაქტიკა შეიმჩნევა საერთაშორისო დონეზეც. უმეტეს შემთხვევებში, სასამართლოების ვებ-გვერდებზე სახეზე არ არის განხორციელებულ ვაჭრობათა შესახებ ინფორმაცია და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის, სხვა საჯარო დაწესებულებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებათა ჩამონათვალი და პირობებიც. ხოლო სასამართლოების შესახებ ფინანსური ხასიათის ინფორმაციიდან ხშირად არ მოიძიება ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ, ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტების და პროექტების/პროგრამების ხარჯთაღრიცხვის შესახებ, გამოყოფილ ფინანსური დახმარებათა/გრანტების ხარჯთაღრიცხვა და ინფორმაცია თანამდებობის პირთა და სასამართლოს წევრთა სამივლინებო ხარჯების შესახებ. ზოგადად, სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობა გულისხმობს მისი საქმიანობის ფინანსურ გამჭვირვალობასაც, რაც მოიაზრებს აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა მიერ თავიანთ ვებ-გვერდებზე პროაქტიულ გამოქვეყნებას. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, მოცემული პრობლემატიკა არ მოიცავს მხოლოდ საქართველოს რეალობას.

Page 76: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

75

Page 77: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

76

Page 78: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

77

ილ. 2.14, ილ. 2.15 და ილ. 2.16 სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ხასიათის ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების გამონაკლისი შემთხვევა საქართველოს პრაქტიკაში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე www.supremecourt.ge არსებობს განყოფილება - „ბიუჯეტი“, სადაც მოიძიება სასამართლო სისტემაში მომუშავეთა თანამდებობრივი სარგოებისა და სასამართლო სისტემის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია 2003-2011 წლებში.

Page 79: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

78

ილ. 2.17 და ილ. 2.18 აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე - www.uscourts.gov განთავსებული ფედერალურ მოსამართლეთა და კონგრესის წევრთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია და მათი სარგოების მაჩვენებლის დაცემის წლიური დინამიკა სხვა მუშაკთა საშუალო ხელფასთან მიმართებაში ინფლაციის გათვალისწინებით.

ილ. 2.19 რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს (ვებ-გვერდი: www.vsrf.ru) ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა, მოსამართლეთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები).

Page 80: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

79

როდესაც საუბარია სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა მიერ ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე უდავოა, რომ დაინტერესებულ პირთათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას განეკუთვნება ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობის წესის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას. აღნიშნული ტიპის ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც მოიცავს სასამართლოების ვებ-გვერდებზე ისეთი კატეგორიის ინფორმაციის მინიმუმის განთავსების საჭიროებას, როგორიცაა:

• ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ზოგად საკითხებთან დაკავშირებულ მიმართვათა სასამართლოს მიერ მიღების/განხილვის წესისა და ვადების აღწერა;

• სასამართლოების მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართვათა მიმოხილვა;

• ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან განმარტებით საქმიანობას მიძღვნილი შესაბამისი მასალები (კონსულტაციები, განმარტებები, საინფორმაციო შეტყობინებები და მისთ.);

• სასამართლოს საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის

თავისუფლებასთან / საჯარო ინფორმაციის ღიაობასთან;

• სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის ადამიანის უფლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (პირის მიერ თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის დეტალური წესის აღწერა, სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესის აღწერა, სასამართლოს განსჯადი საქმეების აღწერა, საპროცესო ვადების აღწერა, სხვადახვა ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმოების წესის აღწერა, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების წესის აღწერა და მისთ. );

• სასამართლოს საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადვოკატებთან და

ჟურნალისტებთან ურთიერთობას (სპეციალური შიდა კომუნიკაციის საშუალებები, მასალების გაცნობის წესის აღწერა და ა.შ.).

ზოგადად, საქართველოში აღნიშნული ინფორმაციის ერთობლიობის ნაკლოვანება სახეზეა არსებულ სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ყველა ვებ-გვერდზე, თუმცა განსაკუთრებით იგრძნობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოების ვებ-

Page 81: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

80

გვერდების მაგალითზე. აღსანიშნავია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდი www.tbappeal.court.ge, სადაც ინტეგრირებულია პირდაპირი კავშირი სასამართლოსთან Skype-ის მეშვეობით და მოქალაქეებთან დიალოგის პროგრამა, თუმცა აღნიშნული მოიაზრებს მოქალაქეთათვის საინტერესო ინფორმაციის არა პროატქიული გამოქვეყნების პრაქტიკას, არამედ მათთან ინტერაქტივის საშუალებას.

ილ. 2.20 პირდაპირი კავშირი სასამართლოსთან Skype-ის მეშვეობით და მოქალაქეებთან დიალოგის პროგრამა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდი: www.tbappeal.court.ge

ამასთან, არც ერთ შემთხვევაში საქართველოს მაგალითზე სახეზე არ არის სასამართლოთა მიერ ვებ-გვერდებზე იმ სახის ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა, რომელიც ეხება ინფორმაციის თავისუფლებასთან / საჯარო ინფორმაციის

Page 82: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

81

ღიაობასთან/ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სასამართლოს საქმიანობას. აღნიშნულ ინფორმაციის ერთობლიობაში იგულისხმება ვებ-გვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის ისეთი მინიმალური სტანდარტი, როგორიცაა:

• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ვინაობა (სახელი და გვარი) და თანამდებობა;

• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის საკონტაქტო რეკვიზიტები: სამუშაო ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები;

• საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან, ხელმისაწვდომობასთან, გაცემასთან, გაცემაზე

უარის თქმასთან, გასაიდუმლოებასთან და ინფორმაციის თავისუფლების სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;

• ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ჩამოსატვირთი

ფორმების/ნიმუშების არსებობა;

• პირდაპირ ვებ-გვერდიდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის საშუალება;

• სასამართლოში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემასა და გაცემის მოთხოვნაზე

უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია (შესაბამისი კვარტალური, წლიური ანგარიშები).

რაც შეეხება უცხო ქვეყნების პრაქტიკას, ამ კუთხით შეიმჩნევა გარკვეული პრობლემატიკა, რაც ძირითადად აისახება, უმეტეს შემთხვევებში, ხსენებული ინფორმაციის სასამართლოთა მიერ საკუთარ ვებ-გვერდებზე არასრულად და ნაწილობრივ გამოქვეყნებაში.

Page 83: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

82

Page 84: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

83

Page 85: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

84

ილ. 2.21 და ილ. 2.22 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ელექტრონული საშუალება და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის წესის აღწერა რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე www.vsrf.ru.

ილ. 2.23 და ილ. 2.24 სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის წესის აღწერა გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე www.supremecourt.gov.uk და სასამართლო საქმეების ელექტრონულ ფაილებზე წვდომის წესის აღწერა აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე www.uscourts.gov.

განსაკუთრებულ ყურადღებას სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოები უთმობენ ჟურნალისტებთან მუშაობის სპეციფიკის აღწერას, რაც ძირითადად გამოიხატება ვებ-გვერდებზე ისეთი სახის ინფორმაციის განთავსებაში, როგორიცაა ჟურნალისტებთან კომუნიკაციის სტანდარტების, მათთვის ინფორმაციის მიწოდების წესის და მისთ აღწერა. საქართველოში აღნიშნული ტენდენცია ჯერჯერობით სახეზე არ არის.

Page 86: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

85

ილ. 2.25 და ილ. 2.26 მედია საშუალებებთან ურთიერთობის სტანდარტის აღწერა დანიის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე www.domstol.dk და ფედერალურ სასამართლოებთან ურთიერთობის სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე www.uscourts.gov.

დაინტერესებულ პირთათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს, აგრეთვე, სასამართლოების საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება ამა თუ იმ სასამართლოს ვებ-გვერდზე. საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკა ცხადჰყოფს მწირი ინფორმაციის განთავსების მაგალითებს ამ კუთხით, ვინაიდან, უმეტეს შემთხვევებში, ხსენებული ინფორმაციის ერთობლიობა შემოიფარგლება მხოლოდ განცალკევებული განყოფილებით „ვაკანსია“ და შესაბამისი განცხადებებით. მართალია, იდეალური სტანდარტი არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია ინფორმაციის იმ შემდეგი მინიმუმის დადგენა, რომელიც სრულ

Page 87: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

86

წარმოდგენას შეუქმნის ვებ-გვერდის მომხმარებელს სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ:

• სასამართლოს აპარატის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ და მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესახებ (მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს, მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების, საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესისა და საფუძვლების აღწერა და ა.შ.) ინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა და განცალკევებულად გამოქვეყნება;

• საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის აღწერა;

• საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის შედეგების პროატქიული

გამოქვეყნება (სასამართლოს მიერ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების ვებ-გვერდზე განთავსების (გამოქვეყნების) საფუძვლებზე (თანხმობის მიღება) მითითებით);

• საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის პროცედურებისა და შედეგებთან

დაკავშირებული პრეტენზიების წაყენების, მათი ადმინისტრაციული წარმოების გზით გასაჩივრების წესის აღწერა;

• განცალკევებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის არსებობა სასამართლოს

აპარატში ვაკანტურ თანამდებობათა შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

Page 88: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

87

ილ. 2.27 განცალკევებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ვაკანტურ თანამდებობათა შესახებ და შესაბამისი ჩამოსატვირთი სააპლიკაციო ფორმა ტენესის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე: www.tncourts.gov.

და ბოლოს, როდესაც საუბარია სასამართლოების ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების პრაქტიკაზე, უპირველეს ყოვლისა, უბრალო მომხმარებელს შეიძლება ინტერესი გაუჩნდეს სასამართლოს ვებ-გვერდზე ისეთი მონაცემთა ბაზების მოძიებისა, როგორებიცაა სასამართლო საქმეთა, სასამართლოს აქტების (მ.შ. სასამართლოს მოთხოვნებისა და განკარგულებების), მოქალაქეთა განცხადებების, სასამართლოს შიდა აქტების, მოსამართლეთა და ა.შ. ელექტრონული მონაცემთა ბაზები ან ბანკები. აღნიშნული კუთხით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა განხილულ სახელმწიფოებში, მეტ-ნაკლებად დადებითი პრაქტიკაა, სადაც ვებ-გვერდებზე ყველაზე ხშირად ქვეყნდება სასამართლო გადაწყვეტილებათა მონაცემთა ბაზები, თუმცა მხოლოდ ჩამოთვლილ მონაცემთა ბაზების განთავსება სასამართლოების ვებ-გვერდებზე ნამდვილად არ ქმნის სრულყოფილ წარმოდგენას სასამართლოს საქმიანობის შესახებ და არ გამოდგება სასამართლოს გამჭვირვალობისა და ანგარიშშვალდებულობის საზომ კრიტერიუმად, რაზედაც მეტყველებს ზემოთ განხილული საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკაც.

Page 89: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

88

Page 90: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

89

ილ. 2.28 და ილ. 2.29 სასამართლოს გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე www.supremecourt.ge და მოქმედ მოსამართლეთა ცნობარი ჰავაიის შტატის სასამართლოს სისტემის ვებ-გვერდზე www.courts.state.hi.us.

Page 91: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

90

თავი III

საქართველოს და საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ოფიციალური ვებ-

გვერდების ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის საბაზისო შედარებითი ანალიზი

ზოგადად, როდესაც საუბარია სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, აგრეთვე, იმ ვებ-გვერდების ტექნიკური გამართულობისა და ელექტრონული ხელმისაწვდომობის საკითხით დაინტერესება, სადაც განთავსებულია ზემოთ ხსენებული ინფორმაცია. საკითხს მნიშვნელობას მატებს ის გარემოება, რომ არ კმარა მხოლოდ ამა თუ იმ ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნება, საჭიროა ხსენებული ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდების გამართული ტექნიკური საშუალებების არსებობა, რაც ზოგადად გულისხმობს ვებ-გვერდებზე ინფორმაციის განთავსების ტექნოლოგიურ სპეციფიკას. ამასთან, ვებ-გვერდებზე ელექტრონული მმართველობის ისეთი ელემენტების ინტეგრირების პრაქტიკა, როგორებიცაა ელექტრონული ფორმით გადასახადის გადახდის საშუალებები და სხვა სახის მომსახურება ვებ-გვერდის მეშვეობით, დინამიურსა და მოქნილს ხდის ელ.გამჭვირვალობისა და ელ.მმართველობის ჰარმონიულ ურთიერთმიმართებას ზოგადად ელექტრონული მმართველობის კონცეფციის შიგნით.

შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილია საქართველოსა და საზღვარგარეთის თერთმეტი სხვადახვა სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდის ტექნიკური გამართულობის და ელ. მმართველობის ელემენტების ზოგადი შედარებითი ანალიზი, რაც მიზნად ისახავს არსებული პრობლემატიკისა და დადებითი ტენდენციების გამოვლენას, სამომავლოდ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების ხარისხობრივი მაჩვენებლის ამაღლების პერსპექტივის გამოსავლენად.

ქვემოთ მოყვანილია შედარებითი ანალიზი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

Page 92: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

91

• ვიზუალური მხარე (მარტივი საკითხავი გარემო, მარტივი ნავიგაცია, მსუბუქი დიზაინი და სტატისტიკის ვიზუალიზაციის მხარდაჭერა); დამატებითი ინფორმაცია (თარიღისა და ფერების მიხედვით ინფორმაციის დაყოფა, ინფორმაციის გამოსახვა რუკების მეშვეობით და ფაილების პარამეტრების ზუსტი აღწერა);

• ინფორმაციის ფილტრაცია და ძიება (ფილტრაციის ფუნქცია და ინფორმაციის მოძიება რუკის დახმარებით); დამატებითი ინფორმაცია (ფაილებთან FTP პროტოკოლით მუშაობა, საკონტაქტო ფორმაში ფაილების გაგზავნის საშუალება, RSS-ების სერვისი თემების მიხედვით და ა.შ. );

• ონლაინ გადახდები/თანხის დაფარვა ვებ-გვერდიდან; დამატებითი ინფორმაცია ონლაინ გადახდების შესახებ (ლიცენზირებული, დაცული პროტოკოლი HTTPS, ვებ-გვერდის გიდი, პროცედურების წინასწარი აღწერა და გადასახადების გადახდის სხვადასხვა საშუალებები);

• SEO - onsite ოპტიმიზაცია (ტექნიკური დეტალების ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე).

Page 93: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

92

საერთო ანალიზი:

მარტივი საკითხავი გარემოს კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია უცხოურ ექვს რესურსზე:

აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი ( www.uscourts.gov);

დანიის სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.domstol.dk);

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.supremecourt.gov.uk);

კალიფორნიის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი ( www.courts.ca.gov );

ტენესის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.tncourts.gov);

კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (http://eng.scourt.go.kr).

მარტივი საკითხავი გარემოს კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ქართულ ერთ რესურსზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდი (www.kutaisiappeal.court.gov.ge).

მარტივი ნავიგაციის კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ორ უცხოურ რესურსზე:

კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდი (http://english.ccourt.go.kr); ტენესის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.tncourts.gov).

მარტივი ნავიგაციის კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ერთ ქართულ რესურსზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდი (www.kutaisiappeal.court.gov.ge).

მსუბუქი დიზაინის კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ოთხ უცხოურ რესურსზე:

ტენესის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.tncourts.gov);

დანიის სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.domstol.dk);

Page 94: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

93

შვედეთის სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.domstol.se);

ვირჯინიის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.courts.state.va.us).

მსუბუქი დიზაინის კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ორ ქართულ რესურსზე:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდი (www.tcc.gov.ge); ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდი (www.kutaisiappeal.court.gov.ge).

ინფორმაციის ფილტრაციის ფუნქცია სრულყოფილად წარმოდგენილია უცხოურ ოთხ რესურსზე:

აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი ( www.uscourts.gov);

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.supremecourt.gov);

კალიფორნიის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი ( www.courts.ca.gov);

რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.vsrf.ru).

ინფორმაციის ფილტრაციის ფუნქცია ქართულ რესურსებზე სრულყოფილად ორ ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდი (www.batumi.court.gov.ge);

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდი (www.tcc.gov.ge).

ინფორმაციის მოძიება რუკის დახმარებით, ეს კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ხუთ უცხოურ რესურსზე:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.supremecourt.gov.az);

ტენესის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.tncourts.gov);

ვირჯინიის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.courts.state.va.us);

Page 95: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

94

შვედეთის სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.domstol.se);

დანიის სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.domstol.dk).

ინფორმაციის მოძიება რუკის დახმარებით, ეს კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ერთ ქართულ რესურსზე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.supremecourt.ge).

ონლაინ გადახდები/თანხის დაფარვა ვებ-გვერდიდან - კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია უცხოურ ორ რესურსზე:

შოტლანდიის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.scotcourt.gov.uk);

ვირჯინიის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.courts.state.va.us).

ონლაინ გადახდები/თანხის დაფარვა ვებ-გვერდიდან - კრიტერიუმი არც-ერთ ქართულ რესურსზე არ არის დაკმაყოფილებული.

SEO - onsite ოპტიმიზაცია - კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია უცხოურ ცხრა რესურსზე:

ტენესის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.tncourts.gov);

ვირჯინიის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.courts.state.va.us);

დანიის სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.domstol.dk);

შვედეთის სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.domstol.se);

შვედეთის სამეფოს საპატენტო დავების სასამართლოს ვებ-გვერდი (www.pbr.se);

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი (www.supremecourt.gov.uk);

შოტლანდიის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდი (www.scotcourt.gov.uk);

Page 96: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

95

ჩრდილოეთ ირლანდიის სასამართლოსა და ტრიბუნალის მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდი (www.courtsni.gov.uk);

სერბეთის რესპუბლიკის უზენაესი საკასაციო სასამართლოს ვებ-გვერდი (www.vk.sud.rs).

SEO - onsite ოპტიმიზაცია - კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია ქართულ ერთ რესურსზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდი (www.kutaisiappeal.court.gov.ge).

Page 97: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

96

ვიზუალური მხარე

მარტივი საკითხავი გარემო

მარტივად საკითხავი გარემო გამოიხატება დიზაინის სისადავეთი და სიმარტივით. თითქმის ყველა შესწავლილ სასამართლო ხელისუფლების ორგანოს ვებ-გვერდს გააჩნია მარტივად საკითხავი გარემო.

Page 98: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

97

ილ 3.1 , 3.2 და 3.3 ინფორმაციის მარტივად აღქმის კრიტერიუმები, გარდა სხვა სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოების ვებ-გვერდებისა, დაკმაყოფილებულია ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს (www.supremecourt.gov), ტენესის შტატის სასამართლო სისტემის (www.tncourts.gov) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (www.kutaisiappeal.court.gov.ge) ვებ-გვერდებზე.

ინფორმაციის მარტივად აღქმა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ვებ-გვერდისთვის. ამ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად საჭიროა ინფორმაციის სწორ ფორმებში წარმოდგენა და მისი მარტივი ვიზუალიზაცია, აქ იგულისხმება დიდი ფონტის ზომა, ჩარტები და სხვა დეტალები.

მაგალითად, საზღვარგარეთის სახელმწიფოს სამ რესურზე: www.tsc.state.tn.us, www.supremecourt.gov.uk და www.domstol.dk ხსენებული დეტალი გათვალისწინებულია, რის გამოც ვებ-გვერდზე ნავიგაცია მეტად მარტივი და სასიამოვნოა:

Page 99: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

98

ილ 3.4 ტენესის შტატის სასამართლო სისტემის( www.tncourts.gov) ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ნავიგაცია და ბლოკები, რომლის აღქმა საკმაოდ მარტივია, მისი დიდი ფონტისა და კარგად შეხამებული ფერების გამო.

ზემოთხსენებული, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებში არ შეიმჩნევა:

ილ 3.5 გორის რაიონული სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.gori.court.gov.ge ) ფერთა შეხამება და ინფორმაციის აღქმის კრიტერიუმები არ არის დაცული.

Page 100: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

99

ასევე, ხშირად, ვებ-გვერდებს გააჩნიათ ფუნქცია, რომელიც არეგულირებს ფონტის ზომას. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი თავად ირჩევს, თუ რა ზომის ფონტია მისთვის სასურველი და მარტივად აღსაქმელი (ხსენებული ფუნქცია სურათზე, წარმოდგენილია ვებ-გვერდის მარჯვენა ზედა მხარეს):

ილ. 3.6 ტენესის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე (www.tncourts.gov ) არსებობს ფონტის ზომის დაპატარავებისა და გაზრდის ფუნქცია.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა თექვსმეტივე რესურსის მაგალითზე (www.supremecourt.ge, www.tbappeal.court.ge, www.kutaisiappeal.court.gov.ge, batumi.court.gov.ge, gori.court.gov.ge, zestafoni.court.gov.ge, zugdidi.court.gov.ge, tcc.gov.ge, telavi.court.gov.ge, mtskheta.court.gov.ge, rustavi.court.gov.ge, sachkhere.court.gov.ge, foti.court.gov.ge, kutaisi.court.gov.ge, khashuri.court.gov.ge, www.msajuli.ge) ამგვარი ფუნქცია არ გვხვდება.

მარტივი ნავიგაცია

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების უმეტესობას, მენიუ საკმაოდ გადატვირთული აქვს, რის გამოც რთულია ვებ-გვერდზე ნავიგაცია.

Page 101: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

100

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე გვხვდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური მენიუ:

ილ 3.7 თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.tcc.gov.ge ) მენიუ გადატვირთულია.

უცხოურ ვებ-გვერდებზე კი ეს პრობლემა ნაკლებად შეიმჩნევა, რადგან ინფორმაცია კატეგორიებში კარგად არის გადანაწილებული:

Page 102: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

101

ილ 3.8 კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ( http://eng.scourt.go.kr ) ნავიგაცია მარტივია, აგრეთვე მენიუ არ არის გადატვირთული.

კალიფორნიის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე www.courts.ca.gov ფორმების ძიება საკმაოდ მარტივია, რადგან ყველა ფორმა თავმოყრილია ერთ გვერდზე, ძიების მარტივი მოდული მომხმარებელს უადვილებს სასურველი ინფორმაციის მოძიებას:

ილ. 3.9 კალიფორნიის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე( www.courts.ca.gov ) არსებობს ფორმების ერთიანი საძიებო სისტემა

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე ხსენებული ფორმები გაფანტულია სხვადასხვა კატეგორიებში და მომხმარებელს უწევს მთლიანი ვებ-გვერდის ანალიზი, რათა მოიძიოს თავისთვის სასურველი ფორმა.

სტატისტიკის ვიზუალიზაციის მხარდაჭერა

საზღვარგარეთის და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების მაგალითზე, ძალიან იშვიათად გვხვდება სტატისტიკის ვიზუალიზაციის

Page 103: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

102

მხარდაჭერა. ხსენებული სტანდარტები დაცულია მხოლოდ კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდის მაგალითზე:

ილ. 3.10 კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდს (http://eng.scourt.go.kr) სტატისტიკური ინფორმაციის ვიზუალიზაციის მხარდაჭერა გააჩნია.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე სტატისტიკური მონაცემები მსგავს ფორმატში არ მოიძიება.

დამატებითი ინფორმაცია

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.gov) თარიღის მიხედვით ინფორმაციის ძიების მოდული დაყოფილია ფერების მიხედვით, რაც აადვილებს მის აღქმას:

Page 104: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

103

ილ. 3.11 ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.gov) შესაბამისი ინფორმაცია დაყოფილია ფერების მიხედვით.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე ფერების მიხედვით ინფორმაციის დაყოფა თითქმის არ ხორციელდება და ხშირ შემთხვევაში გამოიყენება სტანდარტული მოდულები, რომლებიც უბრალოდ თარიღის მიხედვით ფილტრავენ ინფორმაციას.

ილ 3.12 ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.batumi.court.gov.ge) ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მხოლოდ თარიღის მიხედვით, ფერები ძიებაში არ გამოიყენება.

Page 105: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

104

ინფორმაციის გამოსახვა რუკების მეშვეობით

სასამართლოს ადგილმდებარეობის მარტივად დასადგენად, ვებ-გვერდმა მომხმარებელს უნდა შესთავაზოს ინტერაქტიული რუკა:

ილ. 3.13 აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.gov.az) წარმოდგენილია ინტერაქტიული რუკა.

ხსენებული ინტერაქტიული რუკები საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე არ გვხვდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდის გარდა (www.supremecourt.ge). ხშირ შემთხვევებში გამოყენებულია მხოლოდ მისამართები სტანდარტულ ტექსტურ ფორმატში.

Page 106: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

105

ილ. 3.14 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე ( www.kutaisiappeal.court.gov.ge ) შესაბამისი ინტერაქტიული რუკა არ არის წარმოდგენილი

ფაილების პარამეტრების ზუსტი აღწერა გულისხმობს ვიდეოს მასალის ხანგრძლივობის, ასევე სხვადასხვა ენაზე ვიდეო ფაილების მიწოდების საშუალებას.

ქართულ ვებ-გვერდებზე ვიდეო მასალის წარდგენა ხდება მხოლოდ ერთ ენაზე, ხოლო პარამეტრების აღწერა კი საერთოდ არ ხდება, ხოლო მაგ. კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე http://eng.scourt.go.kr მედია ფაილებს გააჩნიათ დეტალური აღწერა.

Page 107: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

106

ილ. 3.15 კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (http://eng.scourt.go.kr) მედია ფაილებს გააჩნიათ დეტალური აღწერა.

Page 108: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

107

ინფორმაციის ფილტრაცია და ძიება

ფილტრაციის ფუნქცია

მომხმარებელი ყოველთვის მარტივად ფილტრავს ინფორმაციას თუ ის წარმოდგენილია მარტივი გრაფიკის სახით, მაგალითად რუკის სახით:

ილ. 3.16 ტენესის შტატის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე (www.tncourts.gov) წარმოდგენილია ინფორმაციის ფილტრაციის საშუალება რუკის მეშვეობით.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე ინფორმაციის ფილტრაციის მსგავსი მოდული არსებობს, მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.ge):

Page 109: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

108

ილ. 3.17 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.ge) წარმოდგენილია ინფორმაციის ფილტრაციის საშუალება რუკის დახმარებით.

ინფორმაციის მოძიება რუკის დახმარებით

საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შესაბამის ვებ-გვერდებზე ინფორმაციის მოძიებისთვის და ფილტრაციისთვის რუკების გამოყენება არ არის ხშირად წარმოდგენილი:

Page 110: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

109

ილ. 3.18 შვედეთის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.domstol.se ) ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენება რუკები.

ილ. 3.19 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.ge) წარმოდგენილია ინფორმაციის მოძიების საშუალება რუკის მეშვეობით.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა უმრავლესობა ვებ-გვერდებზეა ამგვარი სახის ძიება შექმნილი არ არის, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდისა (www.supremecourt.ge). რიგ გვერდებზე მოცემულია მხოლოდ რუკები, რომლებიც შექმნილია არა საჯარო დაწესებულების ტექნიკური

Page 111: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

110

სამსახურის, არამედ „Google“-ის ან სხვა კომპანიის მიერ. მიუხედავად ამისა, მომხმარებლისთვის წარმოდგენილი ამ ფორმატში ამდაგვარი ინფორმაცია მაინც სარგებლოა, თუმცა, სასურველია, რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა ორგანოს ჰქონდეს საკუთარი რუკების სისტემა:

ილ. 3.20 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდს (www.supremecourt.ge) არ გააჩნია საკუთარი რუკების სისტემა, იგი იყენებს Google-ის სისტემას.

დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაციის შეფასების საშუალება საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან მომხმარებელი თავდაპირველად მარტივად აღიქვამს იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის ყველაზე სასარგებლოა, და პირველ რიგში, მსგავს ინფორმაციას ეცნობა.

ილ. 3.21 კორეის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (http://eng.scourt.go.kr) არსებობს ინფორმაციის შეფასების სისტემა

Page 112: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

111

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე მსგავსი მოდული სამწუხაროდ არ არსებობს.

ფაილებთან FTP პროტოკოლით მუშაობა

დოკუმენტების ძიების ერთ-ერთი მარტივი ფორმა არის ფაილური სისტემა, რომელსაც მომხმარებელი მიჩვეულია და მისთვის ამგვარი ტიპის ძიება ძალიან სტანდარტული და იოლია. ამის განხორციელება, ვებ-გვერდზეც შესაძლებელია FTP პროტოკოლის მეშვეობით. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე ფაილებთან მუშაობის მსგავსი მეთოდი სამწუხაროდ არ არსებობს.

ილ. 3.22 რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოსთან არსებულ სასამართლო დეპარტამენტის ვებ-გვერდს( www.cdep.ru ) გააჩნია FTP პროტოკოლით ფაილების ძიების საშუალება (ფაილებთან წვდომა ხორციელდება პირდაპირ ფაილურ სისტემაში).

საკონტაქტო ფორმაში ფაილების გაგზავნის საშუალება

ფაილების გაგზავნის საშუალება აუცილებელი დეტალია, რადგან კომუნიკაციის დროს მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა სახის დოკუმენტის ან სურათის გაგზავნა საჯარო დაწეებულების სახელზე. საქართველოს სასამართლო

Page 113: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

112

ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე, იმ შემთხვევაში, თუ საკონტაქტო ფორმა არსებობს, მას ფაილების გაგზავნის საშუალება არ გააჩნია.

ილ. 3.23 რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოსთან არსებულ სასამართლო დეპარტამენტის ვებ-გვერდის( www.cdep.ru ) საკონტაქტო ფორმას გააჩნია ფაილის მიმაგრების საშუალება.

ილ. 3.24 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდის (www.kutaisiappeal.court.gov.ge)

საკონტაქტო ფორმას არ გააჩნია ფაილის მიმაგრების საშუალება RSS-ების სერვისი თემების მიხედვით

ხსენებული სერვისის მეშვეობით მომხმარებელს აქვს საშუალება გამოიწეროს RSS-ი მხოლოდ მისთვის საინტერესო თემაზე.

Page 114: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

113

ილ. 3.25 ესტონეთის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.nc.ee ) არსებობს RSS-ების სისტემა, რომელსაც შეუძლია თემატიკის მიხედვით ინფორმაციის მოწოდება.

ესტონეთის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდის მაგალითზე, RSS-ის საშუალებით, მომხმარებელი ყოველთვის ინფორმირებულია სიახლეებით.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე კი RSS არხის მოდული სამწუხაროდ საერთოდ არ მოიძიება.

აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდს - www.uscourts.gov გააჩნია სერვისი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ფაილების ვებ-გვერდზე წაკითხვას ან გადმოწერას:

Page 115: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

114

ილ. 3.26 აშშ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე ( www.uscourts.gov ) არსებობს ინფორმაციის მიღების ალტერნატიული გზები, ფაილის გადმოწერისა და წაკითხვის საშულება და ასევე, პირდაპირ ვებ-გვერდზე ფაილის წაკითხვის საშუალება.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე ფაილების გადმოწერის საშუალება ყოველთვის არსებობს, თუმცა მათი წაკითხვა ვებ-გვერდეზევე შეუძლებელია, რადგან შესაბამისი მოდული არსად არ არის გამოყენებული.

ონლაინ დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, რადგან ყველა მომხმარებელი კარგად ვერ ერკვევა ვებ-გვერდის სტანდარტებში, მოდულებში და სხვა დეტალებში.

Page 116: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

115

ილ. 3.27 აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremecourt.gov.az) წარმოდგენილია მოდული „ონლაინ დახმარება“.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდის გარდა, ონლაინ დახმარება არ გამოიყენება, დახმარების მოდულად ითვლება საკონტაქტო ფორმა, რაც წარმოადგენს არასწორ მიდგომას.

ილ. 3.28 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.tbappeal.court.ge) წარმოდგენილია ონლაინ დახმარების მოდული;

Page 117: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

116

რეპორტინგის კარგი სისტემა, წარმოდგენილია განხილულ საზღვარგარეთის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების უმრავლესობაზე, მაგალითად: ტენესის შტატის სასამართლო სისტემის www.tncourts.gov, გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს (www.supremecourt.gov.uk), ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს (www.supremecourt.gov), სერბეთის უზენაესი საკასაციო სასამართლოს (www.vk.sud.rs), კორეის უზენაესი სასამართლოს (http://eng.scourt.go.kr) და ა.შ. ვებ-გვერდებზე.

ილ. 3.29 გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდს (www.supremecourt.gov.uk) გააჩნია სასარგებლო რეპორტინგის ელექტრონული სისტემა.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე ხშირად საკონტაქტო ფორმის რეპორტინგის სისტემაც კი არ არის დახვეწილი. საკონტაქტო ფორმებში ელექტრონული ფოსტის გაგზავნის შემდეგ, მომხმარებელი არ არის ინფორმირებული, იმის თაობაზე, გაიგზავნა თუ არა მისი წერილი.

Page 118: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

117

ონლაინ გადახდები

თანხის დაფარვა ვებ-გვერდიდან

ონლაინ გადახდების გამარტივება ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითს წარმოადგენს ზოგადად სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების მაგალითზე.

არსებობს ინტერნეტის მეშვეობით ონლაინ გადახდების საკმაოდ მრავალი საშუალება, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სახლიდან გაუსველელად გადარიცხოს თანხა ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე.

კვლევას დაქვემდებარებული ვებ-გვერდების მონიტორინგის პროცესში ონლაინ გადახდების საშუალებები, არსებობის აუცილებლობის მიუხედავად, არც თუ ისე ხშირად მოიძიება.

ილ. 3.30 შოტლანდიის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე (www.scotcourt.gov.uk) წარმოდგენილია ონლაინ გადახდების მოდული.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე ონლაინ გადახდის საშუალებები სამწუხაროდ არ არსებობს.

Page 119: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

118

დამატებითი ინფორმაცია ონლაინ გადახდების შესახებ

ლიცენზირებული, დაცული პროტოკოლი HTTPS, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას დაშიფრულ ფორმატში, ხშირად გამოიყენება ვებ-გვერდებზე, სადაც ხორციელდება ონლაინ გადახდები ან ხორციელდება კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ერთი კომპიუტერიდან მეორე კომპიუტერში. შედეგად, პროგრამისტებისთვის (ჰაკერებისთვის) შეუძლებელია ინფორმაციის ნაკადის გზაში დაჭერა და გაშიფვრა:

ილ 3.31 ჩრდილოეთ ირლანდიის სასამართლოსა და ტრიბუნალის მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს (www.courtsni.gov.uk) გააჩნია დაცული პროტოკოლის მხადაჭერა (HTTPS).

აღნიშნული პარამეტრი ქართულ ვებ-სივრცეში უყურადღებოდ არის დატოვებული, რადგან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა არც-ერთ ვებ-გვერდზე არ არის გამოყენებული ხსენებული დაცული პროტოკოლი:

ილ. 3.32 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდს (www.kutaisiappeal.court.gov.ge) არ გააჩნია დაცული პროტოკოლის მხადაჭერა (HTTPS).

Page 120: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

119

ილ. 3.33 ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდს (www.batumi.court.gov.ge) არ გააჩნია დაცული პროტოკოლის მხადაჭერა (HTTPS).

მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს, აგრეთვე, ვებ-გვერდის გიდი, ვინაიდან ამათუიმ მოდულის გაურკვევლობის შემთხვევაში, სწორედ ვებ-გვერდის გიდშია მოცემული მისი სწორად გამოყენების ხერხები.

ილ. 3.34 შოტლანდიის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე (www.scotcourt.gov.uk) არსებობს ვებ-გვერდის გიდი.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა არც-ერთ ვებ-გვერდზე გიდი არ მოიძიება.

პროცედურების წინასწარ აღწერა და გადასახადების გადახდის სხვადასხვა საშუალებები - წარმოადგენს იმ პარამეტრებს, რომლებიც ძალზედ სასარგებლოა

Page 121: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

120

მომხმარებლებისათვის. მოცემულ ილუსტრაციაზე მწვანე ობიექტი წარმოადგენს მიმდინარე ბიჯს, ხოლო დანარჩენი ნაცრისფრად შეფერილი ობიექტები ტექსტითურთ, წარმოადგენენ მომდევნო ბიჯებს, რომლებიც მომხმარებელმა უნდა გაიაროს. ამგვარად, მომხმარებელი წინასწარ იგებს(გებულობს), თუ რა პროცედურები აქვს მას გასავლელი და მათ მომზადებული ხვდება.

ილ. 3. 35 შოტლანდიის სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე (www.scotcourt.gov.uk) არსებობს სისტემა, რომელიც მომხმარებელს წინასწარ ატყობინებს თუ რა პროცედურები აქვს მას გასასვლელი.

მსგავსი სისტემა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა არც-ერთ ვებ-გვერდზე სამწუხაროდ არ მოიძიება.

Page 122: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

121

საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია

SEO (Search Engine Optimisations) - onsite ოპტიმიზაცია (ტექნიკური დეტალების ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე)

საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ვებ-გვერდებისათვის, რადგან მისი საშუალებით ხდება საძიებო სისტემებიდან მიზნობრივი აუდიტორიის მოპოვება. ოპტიმიზაცია საზღვარგარეთის სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების მრავალ რესურსზეა გათვალისწინებული: ა.შ.შ-ს სასამართლო სისტემის (www.uscourts.gov) ტენესის შტატის სასამართლო სისტემის (www.tncourts.gov), გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს (www.supremecourt.gov.uk) ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს (www.supremecourt.gov), სერბეთის უზენაესი საკასაციო სასამართლოს (www.vk.sud.rs), კორეის უზენაესი სასამართლოს (http://eng.scourt.go.kr) ვებ-გვერდებზე.

ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია “Friendly URL”, რაც გულისხმობს კატეგორიების იერარქიის მიხედვით ვებ-გვერდის URL (Uniform Resource Locator)-ის დაწყობას (URL არის ვებ-გვერდის მთლიანი მისამართი), “Friendly URL” არ არის მხოლოდ საძიებო სისტემებისთვის მნიშვნელოვანი, იგი მომხმარებელსაც უწყობს ხელს იმის აღქმაში, თუ რომელ კატეგორიაში იმყოფება იგი:

Page 123: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

122

ილ. 3.36 ა.შ.შ-ს სასამართლო სისტემის ვებ-გვერდზე (www.uscourts.gov) ბმულები დალაგებულია და დაწყობილია საქაღალდეების იერარქიის მსგავსად (Friendly URL).

SEO ანუ საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე იშვიათად მოიძიება და ხშირ შემთხვევებში ხსენებულ დეტალს არავინ აქცევს ყურადღებას:

ილ. 3.37 გორის რაიონული სასამართლოს ვებ-გვერდის (www.gori.court.ge) ბმულები არ არის დაწყობილი საქაღალდეების იერარქიის მსგავსად (Friendly URL).

ილ. 3.38 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვედზე (www.kutaisiappeal.court.gov.ge) ბმულები დალაგებულია და დაწყობილია საქაღალდეების იერარქიის მსგავსად (Friendly URL).

Page 124: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

123

ილ. 3.39 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www. supremecourt.ge) ბმულები დალაგებულია და დაწყობილია საქაღალდეების იერარქიის მსგავსად (Friendly URL), თუმცა მას სრულყოფილი ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში არ აქვს;

საქართველოს და საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ოფიციალური ვებ-გვერდების ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის საბაზისო შედარებითმა ანალიზმა ცხადჰყო, რომ შესაბამის ქართულ ვებ-გვერდებსა და საზღვარგარეთის ვებ-გვერდებს შორის დიდი განსხვავებაა. საზღვარგარეთის ყველა რესურსი აწყობილია მოთხოვნიდან გამომდინარე, ანუ ვებ-გვერდის სტრუქტურა, მოდულები, ფუნქციები, შესაძლებლობები ზუსტად მორგებულია საქმიანობას. იგივეს ვერ ვიტყვით შესაბამის ქართულ ვებ-გვერდებზე, ვინაიდან აღნიშნული ვებ-გვერდების მოდელი თითქმის ყველა ერთი და იგივეა, იგულისხმება ინფორმაციის სტრუქტურული გადანაწილება, მოდულების ადგილმდებარეობა, ფუნქციები. აგრეთვე, დიდი განსხვავებაა, ვებ-გვერდების ხარისხს შორის, ყველა მცირე დეტალი, იქნება ეს ვებ-გვერდის რუკა თუ ვიდეო გიდი, მომხმარებელს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში და სხვა მოქმედებებში.

ასევე უნდა ითქვას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდების გარდა, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდებზე არ შეიმჩნევა საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია, რაც მათ ხელს უშლის იყოს მეტად ძიებადი და გამოყე ნებადი. ვებ-

Page 125: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

124

გვერდები, რომლებიც მოიცავს სასამართლოს ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, აუცილებელია განთავსებულნი იყვნენ იმ სერვერზე, რომელსაც გააჩნია დაცული პროტოკოლი (HTTPS). კვლევას დაქვემდებარებულ საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა უმეტესობა ვებ-გვერდს გააჩნდა დაცული პროტოკოლის მხარდაჭერის საშუალება. შესაბამის ქართულ ვებ-გვერდებიდან კი, სამწუხაროდ, არც-ერთს არ გააჩნდა აღნიშნული ფუნქცია.

Page 126: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

125

დასკვნის სახით

ზემოთ მოყვანილი შედარებითი ანალიზის მიზანს წამოადგენდა პრობლემატიკისა და დადებითი მაგალითების იმ ერთობლიობის გამოაშკარავება, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, ზოგადად საქართველოს სასამართლო ხელისუფლების და კონკრეტულად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ამა თუ იმ ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების პრაქტიკის დახვეწას. სასამართლო სისტემის საქმიანობის სფეროში ელექტრონული გამჭვირვალობის მეტი მოქნილობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით დღის წესრიგში დგას რამდენიმე საკითხის ერთდროული იმპლემენტაციის საჭიროება. როგორც ზემოთ მოყვანილმა კვლევამ ცხადჰყო, საქართველოს რეალობაში უპირველეს პრობლემად მაინც რჩება იმ საჯარო ინფორმაციის სახეთა ერთიანი თემატური კატეგორიზაცია, რომლებიც დაექვემდებარებიან სასამართლოთა ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებას. აღნიშნულ სტანდარტის გამყარება აუცილებლად მოითხოვს, აგრეთვე, შესაბამისი საკანონმდებლო ხასიათის ცვლილებების იმპლემენტაციასაც. ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ექსპერტთა ჯგუფი უკვე მესამე წელია მუშაობს ხელისუფლების ყველა შტოს საჯარო დაწესებულებათა საქმიანობასთან დაკავშირებული იმ საჯარო ინფორმაციის სტანდარტის სისტემატიზაციასა და დახვეწაზე, რომელიც დაექვემდებარებოდა შესაბამის საჯარო დაწესებულებათა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე პროაქტიულ გამოქვეყნებას. პერმანენტულად ხორციელდება მიზნობრივი ხასიათის სხვადასხვა სახის მონიტორინგი და კვლევა. 2011 წელს ხსენებული კუთხით ინსტიტუტის საქმიანობამ მოიცვა ასევე კონკრეტულად საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების სტანდარტის დახვეწის მიმართულებაც.

როგორც ზემოთ მოყვანილმა კვლევამ გამოაშკარავა, საქართველოს რეალობაში, სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების კუთხით, ძირითადად მეტნაკლები სტანდარტიზაციის ნიშნები შეიმჩნევა სასამართლო საქმეთა ვებ-გვერდებზე განთავსების პრაქტიკის მაგალითზე. აღნიშნული კი, მხოლოდ ძალზედ მცირედ ნაწილს წარმოადგენს ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების იმ მინიმალური სტანდარტისა, რომელიც შესაძლებელია იმპლემენტირებულ იქნეს საქართველოს

Page 127: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

126

სასამათლოების მიერ საკუთარი ვებ-გვერდების გამჭვირვალობის დონის ამაღლების კუთხით. შესაბამისად, ხსენებულ სტანდარტთან მუშაობა გულისხმობს არამარტო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე პროაქტიულად უკვე გამოქვეყნებული ინფორმაციის ერთობლიობის დახვეწასა და დამატებითი ინფორმაციული კატეგორიებით შევსებას, არამედ, განსაკუთრებით, რაიონული (და რიგი საქალაქო) სასამართლოების მიერ საკუთარი იფიციალური ვებ-გვერდების ინფორმაციული შიგთავსის რადიკალური მოდერნიზების, უფრო მეტად კი, გადასხვაფერების, შევსების და სტანდარტიზაციის განხორციელებას, რისი მწვავე საჭიროებაც აშკარად ცხადჰყო წინამდებარე ჩატარებულმა კვლევამ. რაც შეეხება იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ სასამართლოების მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განსათავსებელ, თემატურად კლასიფიცირებულ ინფორმაციის კატეგორიების ბაზისს, იგი წინამდებარე და სხვა შესაბამისი კვლევების საფუძველზე 2011 წელს უკვე შემუშავებულ იქნა ააიპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ექსპერტთა ჯგუფის მიერ. ზემოთ აღნიშნული სტანდარტის ვებ-გვერდებზე ათვისების შესაძლებლობა, კონკრეტული საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის პირობებში, ამჟამად სრულად დამოკიდებულია საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა კეთილ ნებაზე. ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ინსტიტუტის მიერ დასახულია სამომავლოდ მართლმსაჯულების ორგანოებთან ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივის სტრატეგიაც.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებული, შესაბამის ორგანოთა ვებ-გვერდებზე განთავსებული ან/და განსათავსებელი საჯარო ინფორმაციის სტანდარტიზაციის პრობლემატიკასთან მიმართებაში წინამდებარე კვლევამ, აგრეთვე, ცხადად გამოაშკარავა იმ მიმართულების გადახედვის და ახალი სტრატეგიის დასახვის საჭიროება, რასაც გულისხმობს სასამართლო სტატისტიკის პროატქიული გამოქვეყნება. ამ კუთხით, საკითხი ერთობ მეტი სირთულით გამოირჩევა, ვინაიდან სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა მხრიდან მოყვანილ შემთხვევაში არ კმარა მხოლოდ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის ვებ-გვერდებზე განთავსების კეთილი ნების გამოვლენა, არამედ საჭიროა შესაბამისი ინფორმაციის კატეგორიზაციის და ვიზუალიზაციის განხორციელება. ყოველივე ხსენებული, მოითხოვს საამისოდ შესაბამისი ადმინისტრაციული რესურსის გამოყოფასა და დანახარჯების გაწევას. მოცემული ძალისხმევა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ანალოგიურად, უნდა

Page 128: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

127

ემსახურებოდეს საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის, ვებ-გვერდების მომხმარებელთათვის სტატისტიკის აღქმის გაადვილების, სახელმწიფოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მრავალმხრივი გაშუქების, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შედეგად მოცდის რეჟიმის აღმოფხვრის და მისთ. მიზნებს. ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ საქართველოში სასამართლო სტატისტიკის ინფორმაციული კონცენტრაცია საერთო სასამართლოების სისტემის შიგნით ძირითადად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეიმჩნევა, რაც თავისთავად არ წარმოადგენს უცნაურ ან მიუღებელ გარემოებას, ვინაიდან, ხსენებული სასამართლო წარმოადგენს უმაღლესი ინსტანციის საკასაციო სასამართლოს საქართველოში და მის მიერ წარმოებული სტატისტიკა ნამდვილად უნდა მოიცავდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა საქმიანობის პროცესთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც, თუმცა, წინამდებარე კვლევამ გამოავლინა მრავალი სხვა საინტერესო და დადებითი საერთაშორისო ტენდენცია სასამართლო სტატისტიკასთან მიმართებაში, რისი ინკორპორირებაც საქართველოს რეალობაში ნამდვილად წაადგებოდა როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე სასამართლო ხელისუფლებასაც. კვლევამ წინა პლანზე წამოწია სასამართლო სტატისტიკის პროატქიული გამოქვეყნების მექანიზმებისა და ტექნოლოგიის ისეთი საერთაშორისო სასარგებლო პრაქტიკა, როგორიცაა სასამართლო, იუსტიციის, სამართალდამცავ და სასჯელაღსრულების ორგანოთა ერთიანი საინფორმაციო ვებ-პორტალების შექმნის მაგალითები, სადაც სხვა სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად, ქვეყნდება შესაბამისი მდიდარი სტატისტიკური ინფორმაცია; სააპელაციო, და განსაკუთრებით, რაიონული და საქალაქო სასამართლოების მიერ თავიანთ ვებ-გვერდებზე საკუთარ ინდივიდუალურ საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკა, სტატისტიკური ინფორმაციის უხვი და მდიდარი კატეგორიებით წარმოდგენა ვებ-გვერდებზე, რიგ შემთხვევბში სტატისტიკის ვიზუალიზაციის თანამედროვე და განსხვავებული საშუალებების გამოყენება (სხვადასხვა სახის რუკები, გრაფიკები, დიაგრამები, ცხრილები, ფერთა ჰარმონია), რაც ხელს უწყობს მომხმარებელს ინფორმაციის უკეთ აღქმაში. ააიპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ექსპერტთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს სასამართლო სტატისტიკის კატეგორიებით გამდიდრებისა და ინფორმაციის გაუმჯობესებული ვიზუალიზაციის პრაქტიკულ მოდელის შემუშავებაზე, რაც, აგრეთვე, გულისხმობს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ინსტიტუტთან ამ კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის მოლოდინსაც.

Page 129: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

128

წინამდებარე კვლევამ აგრეთვე მოიცვა სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების ტექნიკური გამართულობისა და ელექტრონული მმართველობის ასპექტების შედარებითი ანალიზი. სამწუხაროდ, კვლევის ამ ნაწილმა გამოავლინა ყველაზე საგრძნობი პრობლემატიკის ნიშნების არსებობა საქართველოს რეალობაში. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ყველა არსებული ვებ-გვერდი მოითხოვს, ამა თუ იმ დონეზე, ტექნიკურ გამართვასა და ელ.მმართველობის თანამედროვე ელემენტების ინტეგრირებას. კვლევაში მოშველიებული ტექნიკური სპეციფიკის მატარებელი შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის ილუსტრირება და ამ სასარგებლო პრაქტიკის პერსპექტივაში საქართველოს რეალობაში იმპლემენტაცია, უდავოდ ერთი-ორად გაზრდის პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდების, მისი მოძიებისა და აღქმის ხარისხს. კვლევაში მოყვანილ დეტალურ საილუსტრაციო მაგალითებს, აგრეთვე, უშუალოდ პირდაპირი პრაქტიკული სარგებლის მოტანა შეუძლია თვით ვებ-გვერდის მქონე სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისათვისაც, ძირითადად, ვებ-გვერდის უსაფრთხოების, ვებ-გვერდის მეშვეობით მოსახლეობასთან ინტერაქტივის დონის ამაღლების, ელექტრონული სერვისების განხორციელების, ვებ-გვერდის მომხმარებელთა რაოდენობისა და ვებ-გვერდისადმი ინტერესის დონის გაზრდის კუთხით, ვინაიდან ნებისმიერი საჯარო დაწესებულების ინფორმაციული გამჭვირვალობის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ელ.გამჭვირვალობის კონცეფციას, აუცილებლად საჭიროებს ტექნიკური გამართულობის ელემენტების მუდმივ განახლებასა და დახვეწას. ააიპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" დიდ იმედს იტოვებს, რომ მიწოდებული კვლევის შედეგად საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით, რაც, აგრეთვე, შეიძლება აისახოს ინსტიტუტის მიერ ამ ორგანოთა ვებ-გვერდების ადმინისტრატორ ან შესაბამის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურებთან საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ხასიათის თანამშრომლობაში.

და ბოლოს, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროატქიული გამოქვეყნების სტანდარტის შემოღება, ვებ-გვერდებზე განთავსებული სასამართლო სტატისტიკის ვიზუალიზაციის დახვეწა, განსათავსებელი სტატისტიკური ინფორმაციის თვალსაჩინოებისათვის კატეგორიებით უფრო გამდიდრება და შესაბამისი ვებ-გვერდების ტექნიკური გამართვა და მათზე ელ. მმართველობის ელემენტების ჰარმონიულად ინტეგრაცია საქართველოს სასამართლოების მიერ უნდა

Page 130: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

129

განიხილებოდეს ერთიან, ორგანულ სამოქმედო გეგმად, რომლის განხორციელებაც უდავოდ დიდ სამსახურს გაუწევს როგორც დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, თვით ამ სასამართლო ორგანოებს, გაზრდის რა მათი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლენილი უარყოფითი ტენდენციები და სასარგებლო პრაქტიკის საილუსტრაციო მაგალითები არ დარჩება მხოლოდ თეთრი თაბახის ფურცელზე უბრალო ასოებისა და სურათების ერთობლიობად, არამედ, უახლოეს მომავალში, სასარგებლო პრაქტიკულ ასახვას ჰპოვებენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოების ვებ-გვერდებზე შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების ახლებურ პირობებში, რა მიმართულებითაც ააიპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" კვლავაც განაგრძობს აქტიურ მუშაობას.

Page 131: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

130

Proactive Disclosure of Court Statistics and other Public Information on Websites of Judiciary

(Georgia and International Practice)

By

Constantine Janjghava

The presented research was created within the framework of the project titled “Improving the Accountability and Transparency of the Georgian Courts” by the expert team of Institute for Development of Freedom of Information (IDFI). The research represents the comparative analysis of the practice of proactive disclosure of public information related to the activity of courts by the bodies of judicial branch of Georgia and the following eleven countries: the United States of America, the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland, the Kingdom of Denmark, the Kingdom of Sweden, the Republic of Estonia, the Republic of Serbia, the Republic of Korea, Ukraine, the Russian Federation, the Republic of Azerbaijan and the Republic of Armenia.

The research is divided into three chapters (articles), each correspondingly dedicated to the issues of proactive disclosure of court statistics, the disclosure of other court-related public information and aspects of eGovernance and technical operability of court websites. For the purpose of better comprehension of specific issues of the research, there were given the coloured illustrated examples. The research was aimed to support the perspective of creating the best practical model for proactive disclosure of court-related public information in Georgia via the analysis of problematic and positive tendencies worldwide.

Within the framework of the research, the court statistics is considered one of the most important tools for providing the best and comprehensive impression on court activity for the interested website users. The concept of court statistics is conditionally divided into two constituent criteria – visualization and categorization of statistics. The issue is covered in chapter one of the research. The analysis of court statistics published on court websites of Georgia showed a great deal of problems pertaining to both of the aforementioned criteria. The entirety of statistical information published proactively on websites of regional (city) courts of Georgia are poorly categorized and presented primitively according to the

Page 132: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

131

visualization criterion, while the official website of the Constitutional Court of Georgia provides higher index in aspect of categorization of statistics along with the official website of the Supreme Court of Georgia amounting relative leadership in Georgia according to both criteria. In addition, the research showed that unfortunately, there was no separate and unified website for entire judiciary information in Georgia, as it was presented on certain examples of other foreign states.

At the same time, the analysis of court statistics published on court websites of eleven foreign countries which were subject to the research showed that there was no ideal instance of proactive disclosure of court statistics in Internet worldwide. Notwithstanding this fact, the court statistics proactively published on various websites of the United States of America, the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland, also the Russian Federation and the Republic of Korea provided much beneficial examples of best practice for visualization and categorization of court statistics for Georgian reality. The part of the research covering the analysis of international practice was dedicated not only to the statistics published on websites of courts, but also on websites of various national offices/departments for statistics. Compared to Georgia, the best international practice in sense of visualization of court statistics comprises not only the active use of bar charts and pie charts, but also the use of cartograms and line charts. As for the international practice of categorization of court statistics, most of main statistical categories (various types of data division according to the fields of Civil, Administrative and Criminal law) turn out to be nearly analogous to the categorized data proactively published on the official website of the Supreme Court of Georgia. It’s also worth mentioning that the relative abundance of proactively published statistical categories related to the activity of constitutional court worldwide can also be accredited to the Constitutional Court of Georgia. Unfortunately, the Georgian court websites fail to provide the users the opportunity to choose the desired format of statistical data files to view as it is presented on various court websites worldwide. The part of the research described above, revealed the need of further basic and specific categorization and visualization of court statistics (for constitutional court and courts of general jurisdiction) which may be proactively published on Georgian websites in order to achieve higher degree of transparency of websites of Georgian judiciary.

Chapter two of the research covers the issue of proactive disclosure of court-related public information other than statistical data by courts of Georgia and foreign states. The aforementioned analysis comprised the study of sixteen existing Georgian websites of judiciary (websites: the Supreme Court of Georgia, the Constitutional Court of Georgia, two

Page 133: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

132

appellate courts, twelve regional (city) courts) with comparison to the court websites of eleven foreign countries. The study revealed the significant lack of overall public information to be published on websites of regional (city) courts of Georgia. The websites of appellate courts of Georgia showed moderate existence of minimal standard of proactively published information, while the Supreme Court and the Constitutional Court of Georgia marked themselves with a relative abundance of public information standardized and published on their official websites. The types of public information most frequently published on websites of Georgian judiciary are: information concerning directorship and staff (judges), general contact information, general information concerning court structure/system, court forms, information on current court cases etc. The problems show up with regard to the publishing of legal acts related to the activity of courts, existence of search filters for legal acts and databases of court internal acts etc. The problematic issue exists concerning news on current activities of courts, where the official websites of regional (city) courts of Georgia fail to provide sufficient information by means of proactive publishing of news and press releases. Other problematic issues revealed by the analysis are: the practice of proactive publishing of information on participation in implementation of state programs/projects (only in case of separate section titled “Court Projects” on website of the Supreme Court of Georgia), the practice of proactive publishing of description of competences, scopes of operation, functions, goals and task of courts defined by the existing legislation (majority of regional (city) courts’ websites fail to provide the mentioned type of public information), the practice of proactive publishing of information on probation, attestation, training, qualification, educational courses and seminars of courts (no separate sections comprising mentioned type of information on websites of Georgian judiciary), the practice of proactive publishing of information on finances and expenses, also state procurement, state property privatization and contracting processes (in the majority of cases), the practice of proactive publishing of complete information on court personnel recruitment (despite the fact of existence of separate sections titled “vacancy” or “career” containing the corresponding applications, the required information lacks the description of procedures for appointing to court apparatus vacancies and procedures conducting contests for court apparatus vacancies, the description of procedures for submitting claims against the rules and outcomes of the contests for court apparatus vacancies, contest outcomes for court apparatus vacancies etc). It is worth mentioning that along with others, the most problematic issue turned out to be the non-existence of practice of proactive publishing of information on websites of Georgian judiciary about court activities pertaining to information freedom /

Page 134: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

133

public information disclosure. The aforementioned comprises the disclosure of the following minimum amount of information:

• Full name and position of a court officer responsible for ensuring a free access to public information;

• Contact details (working e-mail, telephone and fax numbers) of a court officer responsible for ensuring a free access to public information;

• Legal acts pertaining to request for, access to, provision of, refusal for the provision of, classification of information and other freedom-of-information-related issues;

• Availability of information request forms/samples for downloading on a court website; • Data concerning appeals against court refusals to provide public information (texts of

decisions, decrees, acts, court orders, information about enforcement thereof etc); • Data concerning a number of court permissions to provide or to refuse to provide public

information; • Data concerning a number of General Administrative Code requirements violations by public

officers and a number of disciplinary measures taken against them; • Availability on a court website of complete annual reports submitted to the President and the

Parliament of Georgia in accordance with Clause 49 of the General Administrative Code of Georgia.

The research also revealed the positive standardized practice of proactive publishing of court cases on websites of courts of Georgia, which is the least constituent part of the minimal standard for court-related public information to be published on websites. Thus, there is acute lack of publishable information on court websites in Georgia, the minimal standard of which has been already defined by the expert team of IDFI.

The third chapter of research covers the basic comparative analysis of eGovernance and technical operability components of official websites of Georgia and foreign countries. The comparative analysis was conducted according to the following criteria: visual appearance, search and filtering of information, ePayment and SEO(Search Engine Optimization) – onsite optimization. Only one out of all monitored Georgian websites met the criteria of easy reading environment, easy navigation and SEO– onsite optimization (Kutaisi Appeal Court), only two out of all monitored Georgian websites met the criterion of light design (Kutaisi Appeal Court and City Court of Tbilisi), only two out of all monitored Georgian websites met the criterion of information filtration function (City Court of Batumi and City Court of Tbilisi), only one out of all monitored Georgian websites met the criterion of information search by means of map (the Supreme Court of Georgia) and none of the monitored Georgian websites met the criterion of possibility of ePayment.

Page 135: Institute for Development of Freedom of Information · ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

134

The part of the research described above revealed the major difference between Georgian and foreign court websites. The foreign resources unlike Georgian ones are constructed according to demand i.e. the structure, modules, functions and abilities of the mentioned websites are precisely fit to activity. In addition, almost all monitored foreign court websites had the support of HTTPS compared to none of Georgian ones. All existing websites of Georgian judiciary suffer the need of technical operability correction and integration of modern elements of eGovernance, for these purposes the specific practice illustrated in the research and its incorporation into Georgian reality shall definitely simplify the process of provision, search and comprehension of proactively published information for the interested users, while the Georgian judiciary shall gain as a benefit a high degree of website security, online interaction with civil society, implementation of eServices and more number of interested users.

The overall research in regard with reality of Judiciary eTransparency in Georgia has revealed the urgent need of adoption of proactive disclosure standard for court-related public information, the refinement of visualization of court statistics published on websites, the enrichment of court statistics to be published on court websites with categories and improvement of technical operability of websites, along with integration of eGovernance elements and platforms into them. The actions mentioned above should be deemed by Georgian courts as a uniform and organic action plan, the implementation of which shall definitely benefit the interested civil society on one hand and the courts of Georgia on other, as a result – the higher level of transparency and accountability of Judiciary shall be reached.

We sincerely hope that the examples of negative tendencies and positive practices covered in the research shall not remain as a mere analysis written on paper and shall find practical incorporation on web-pages of courts of Georgia in form of better model of proactive publishing of court-related public information. In order to achieve this goal, IDFI continues its activity which involves the partnership with Georgian judiciary, the adoption of the corresponding amendments to legislation and permanent refinement of agreeable standards.