INKLUZIA programebi 111 programebi … · 2 ქვეპროგრამის...

27
დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის ______ ______ ბრძანებით მულტიდისციპლინური გუნდის დაფინანსების ქვეპროგრამა 2009 წელი

Transcript of INKLUZIA programebi 111 programebi … · 2 ქვეპროგრამის...

დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

2009 წლის ______ №______ ბრძანებით

მულტიდისციპლინური გუნდის დაფინანსების ქვეპროგრამა

2009 წელი

2

ქვეპროგრამის მიზნები: 1. მულტიდისციპლინური გუნდის ფორმირება; 2. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ამოცანები: 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მოსწავლეების იდენტიფიკაცია და შეფასება; მათი ინდვიდუალური

საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრა; 2. შშმ მოსწავლეების საგანმანათლებლო ინტერესის დადგენა, მშობლისათვის რეკომენდაციის გაწევა ბავშვის

საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის; 3. კონსულტაციების გაწევა სკოლებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებისა და მათი სასწავლო

პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვისათვის; 4. სკოლების პრაქტიკული და მეთოდოლოგიური დახმარება ინკლუზიური განათლების დანეგვისა და განვითარების

პროექტების განხორციელებაში; 5. სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების აკადემიური და

სოციალური მიღწევების შეფასება და მონიტორინგი. ქვეპროგრამის დასაბუთება: ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი – წარმოადგენს სპეციალისტთა გუნდს, რომლის შემადგენლობაში შედიან: 3 ფსიქოლოგი, 2 ოკუპაციური თერაპევტი, 2 სპეციალური პედაგოგი, აღნიშნული სპეციალისტების ჰონორარი გაიცემა 2009 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,, მულტიდისციპლინარული გუნდის დაფინანსების ქვეპროგრამის” ასიგნებების ფარგლებში. აღნიშნულ სპეციალისტებთა შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მულტიდისციპლინურ გუნდის ფუნქციას წარმოადგენს თბილისის მაშტაბით არსებული ყველა სკოლისთვის საჭიროების შემთხვავაში კვალიფიციური დახმარების გაწევა ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში.

3

მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე, სასკოლო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, შეირჩევა განათლების საუკეთესო ფორმა. საჯარო სკოლებში ჩართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს გაეწევათ მაღალკვალიფიციური მომსახურება ბავშვების ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფისთვის. ფსიქოლოგის ფუნქციები გულისხმობს: ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტესტების ჩატარებას; ბავშვის ქცევისა და სწავლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას, ინტეგრირებასა და ინტერპრეტაციას; კონსულტაციებს გუნდის დანარჩენ წევრებთან, მოსწავლის სასწავლო პროცესის დაგეგმვას მოპოვებული ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე და ბავშვის ყველა საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით; კონსულტაციებს სსსმ ბავშვებთან და მათ მშობლებთან; მასწავლებლებთან ერთად სწავლებისა და ქცევის გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავებას. სპეციალური პედაგოგის ფუნქციები გულისხმობს: სპეციალური პედაგოგიკის სტრატეგიების გაცნობას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისთვის, სსსმ მოსწავლეების აკადემიური უნარების შეფასებას და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას; პედაგოგების მხარდაჭერას და კონსულტირებას მოსწავლის აკადემიური უნარების გასავითარებელი და პოზიტიური ქცევის წამახალისებელი სტრატეგიების შერჩევის პროცესში. ოკუპაციური თერაპევტის ფუნქციები გულისხმობს: მოსწავლის პიროვნული ფაქტორების, სკოლის გარემოში სასკოლო და ყოველდღიური უნარ-ჩვევების განხორციელების შეფასებას და სკოლის გარემოს კონტექსტუალურ ანალიზს. გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად კონსულტირებას გაუწევენ პედაგოგებს და მშობლებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განსაზღვრის პროცესში, სასწავლო გარემოს (მაგ. განათება, საკლასო ოთახში ბავშვისთვის ადგილის შერჩევა, მოხერხებული საწერი საშუალების შერჩევა და სხვ.) და ადაპტური დამხმარე საშუალებების (მაგ. ეტლი, მერხი და სხვ.) შერჩევისას. მოსალოდნელი შედეგი: 1. ყველა შშმ ბავშვი, რომელის მშობელსაც აქვს სურვილი ბავშვმა ისწავლოს ზოგადასაგანმანათლებლო სკოლაში,

შეფასებულია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. 2. ზოგადსასაგანმანათლებლო სკოლის მოთხოვნის საფუძველზე ყველა შშმ მოსწავლის განათლების პროცესი

შესწავლილია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ; 3. ყველა მოსწავლისთვის შექმნილია ინდივიადუალური სასწავლო გეგმა; 4. პროგრამების დეპარტმენტს, აქვს დეტალური ინფორმაცია ინკლუზიური განათლების პროცესის შესახებ, სკოლაში

ჩართული შშმ მოსწავლეების რაოდენობის და მათი საგანამანათლებლო საჭიროებების შესახებ.

4

ქვეპროგრამის მიზნობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები: ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმადგენენ ქ. თბილისში მცხოვრები სასკოლო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და ის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები და სკოლის პედაგოგები, სადაც ინკლუზიური განათლება ხორციელდება. ინდიკატორი:

1. ყოველი შშმ ბავშვის შეფასების შედეგები ასახულია მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნაში, რომელიც დეტალურად ავლენს ბავშვის არსებულ საგანმანათლებლო საჭირობებს, შესაძლებლობებს და რეკომენდაციებს განათლების შესაბამის ფორმასთან დაკავშირებით.

2. ყოველი შშმ მოსწავლისთვის შექმნილია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებს და საჭირობების დაძლევის სტრატეგიებს.

3. მულტიდისციპლინური გუნდი თვეში ერთხელ პროგრამების დეპარტმენტის წინაშე წარადგენს ანგარიშს თბილის საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების პროცესის შესახებ, სკოლაში ჩართული შშმ მოსწავლეების რაოდენობის და მათი საგანამანათლებლო საჭიროებების შესახებ.

ქვეპროგრამის მონიტორინგი და შეფასება: მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის მონიტორინგი განხორციელდება შემდეგი სახით:

პროგრამების დეპარტამენტი მიიღებს და განიხილავს ყოველთვიურ ანგარიშს ინკლუზიური განათლების პროცესებსა და გუნდის მიერ განხორციელებული სამუშაოს თაობაზე;

პროგრამების დეპარტამენტი არსებული ანგარიშების საფუძველზე ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს და წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კურატორ მოადგილეს.

5

პროგრამის ბიუჯეტი

# aqtivobis dasaxeleba dasaqmebulTa

raodenoba

Tveebis

raodenoba

erTi Tvis

saxelfaso fondi

sul

1 ფსიქოლოგის ხელფასი 3 9 950 25 650

2 ოკუპაციური თერაპევტი 2 9 950 17 100

3 სპეციალური განათლების პედაგოგი

2 9 950 17 100

jami: 59,850

დასახელება 2009 წელი Iკვარტალი IIკვარტალი III კვარტალი IVკვარტალი

საქონელი და

მომსახურება 59 850 0 19 950 19 950 19 950

ჯამი: 59 850 0 19 950 19 950 19 950

6

დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

2009 წლის ______ №______ ბრძანებით

ექსპერტთა ჯგუფის შექმნის  ქვეპროგრამა

   

2009 წელი

7

პროგრამის დასაბუთება

განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. სახელწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა, საგანმანათლებლო საჭიროებებისა, ეთნიკური, რელიგიური, თუ რასობრივი წარმომავლობისა. 2004 წელს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ, ინკლუზიური განათლების დანერგვა/განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტად იქნა აღიარებული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თავის გრძელვადიან მიზნად დაისახა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) ბავშვთა განათლების სფეროში ერთიანი, შეთანხმებული სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც უნდა ასახავდეს აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და მეთოდოლოგიურ ცვლილებებს ამ სფეროში. ქვეპროგრამის აქტუალურობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების სფეროში ერთიანი, შეთანხმებული სტრატეგის ჩამოყალიბების მიზნით, 2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა და დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2011 წლებისთვის. სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების სტრატეგიის ძირითადი მიზნებია: - შეიმუშაოს და დანერგოს სსსმ ბავშვთა განათლების ეროვნული მოდელი; - უზრუნველყოს სსსმ ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა; - ხელი შეუწყოს სსსმ ბავშვთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას განათლების ყველა დონეზე; - ხელი შეუწყოს სახელმწიფო სექტორებს შორის შეთანხმებული, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.

ქვეპროგრამის მიზნები:

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების ექსპერტთა ჯგუფის ფორმირება;

2. საექსპერტო დასკვნების მომზადება სსსმ ბავშვთა განათლების 2009-2011 წლების სამოქმედო გეგმის

პროირიტეტულ საკითხებზე.

8

ქვეპროგრამის ამოცანები:

2009 ბოლომდე სსსმ ბავშვთა განათლების ექსპერტთა ჯგუფმა უზრუნველყოს:

1. სსსმ ბავშვთა ეროვნული მოდელის შემუშავება;

2. სსსმ ბავშვის იდენტიფიკაციისა და მისი საგანმანათლებლო საჭირობების შეფასების ინსტრუმენტის (ტესტების)

შერჩევა;

3. სპეციალური პედაგოგიკის და მასთან დაკავშირებული სპეციალობების საუნივერსიტეო სასწავლო

პროგრამებისთვის რეკომენდაციების მომზადება.

ქვეპროგრამის დასაბუთება:

სპეციალური საგანმანათლობო საჭიროების მქონე ბავშვთა ეროვნული მოდელის შემუშავება

ამჟამად საქართველოში სსსმ ბავშვებისთვის განათლების ფორმების შერჩევა ყოველგვარი კრიტერიუმებისა და

სტანდარტების გათვალისწინების გარეშე ხდება. არ არის განსაზღვრული სსსმ მოსწავლეების საგანმანათლებლო

დაწესებულებებში განაწილების წესი, ანუ ბუნდოვანია, რა შემთხვევაში უნდა ისწავლოს სსსმ ბავშვმა

სპეციალიზირებულ სკოლაში, ინტეგრირებულ კლასში ან მიიღოს განათლება შინ. მოსწავლისთვის განათლების

ფორმის შერჩევა ხშირად დაუსაბუთებლად და სპონტანურად ხდება.

ამის მიზეზი სსსმ ბავშვთა განათლების ეროვნული მოდელის არ არსებობაა, რომელიც ორიენტირებული იქნება

ბავშვის კონკრეტულ საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე მისთვის ოპტიმალური სასწავლო გარემოს

შერჩევაზე და/ან შექმნაზე.

იმისთვის რომ ხარისხიანი განათლება ყველა ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, უნდა შემუშავდეს სსსმ ბავშვთა

განათლების ეროვნული მოდელი, რომელშიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული სსმ ბავშვთა განათლების ყველა

შესაძლო ფორმა, მათი შერჩევის კრიტერიუმი და შესაბამისი სტანდარტები:

- საჭირო სერვისები;

9

- საჭირო რესურსები (ადამიანური და მატერიალური);

- ჩართული პირების უფლება-მოვალეობები და კომპეტენტურობა,

- ურთიერთობა სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან (სხვა საგანმანათლებლო დაწესებულეეთან, რესურს

ცენტრებთან);

- და ა.შ.

სსსმ ბავშვის იდენტიფიკაციისა და მისი საგანმანათლებლო საჭირობების შეფასების ინსტრუმენტის შერჩევა

საქართველოში სსსმ ბავშვის იდენტიფიკაცია და მისი საგანმანათლებლო საჭირობების შეფასება არ ხდება; სსსმ

ბავშვის განათლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა მას

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაციის მექანიზმის არარსებობა მნინშვნელოვნად აფერხებს მოსწავლის

საგანმანათლებლო საჭიროებების ობიექტური კრიტერიუმებით გამოვლინებას და საჭირო საგანმანათლებლო

რეკომენდაციების შემუშავებას.

აუცილებელია: შეიქმნას/შეირჩეს ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების ვალიდური და

სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც გამოყოფს ბავშვის უნარების და შესაძლებლობების ძლიერ და სუსტ

მხარეებს და შეაფასებს:

- ბავშვის უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციებს, როგორიცაა აღქმა, ყურადღება, მეხსიერება და მეტყველება

- აკადემიურ ფუნქციებს, როგორიცაა წერა, კითხვა, თხრობა, ანგარიში,

- კომუნიკაციასა და სოციალურ უნარებს

- მოტორულ ფუნქციებს

- ემოციურ ფუნქციებს;

- თვითმომსახურების უნარებს და ქცავას.

ქვეყნის მასშტაბით ასეთი ინსტრუმენტის შექმნა და დანერგვა შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ თითოეული

მოსწავლე მაქსიმალურად ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში; ეფექტურად დაიგეგმოს სსსმ ბავშვების

10

განათლების ხელშემწყობი პროგრამები; შეიქმნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა

ზუსტი მონაცემთა ბაზა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული ექსპერტების შრომის ანაზღაურება.

სპაციალური პედაგოგიკის და მასთან დაკავშირებული სპეციალობების საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებისთვის

რეკომენდაციების მომზადება

საქართველოს განათლების სისტემა სპეციალური პედაგოგიკაში სპეციალისტების სერიოზულ დეფიციტს განიცდის.

განათლების სისტემას არ ყავს საკმარისი რაოდენობისა და შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალური განათლების

პედაგოგეგები, ფსიქოლოგები და მეტყველების თერაპევტები1. ინკლუზიური და სპეციალური განათლების

ჰუმანური და საქართველოსთვის ახალი მიდგომების დასანერგად საჭიროა ამ დარგის სპეციალისტების მომზადების

ხანგრძლივმოქმედი პროგრამების შემუშავება. მხოლოდ საკმარისი რაოდენობის და კარგად განათლებული

სპეციალისტების მეშვეობით იქნება შესაძლებელი იმ მიდგომების დანერგვა, რომლებიც აღიარებულია გაეროს

კონვენციებით და სხვა ქვეყნებში დიდი ხანია წარმატებით სრულდება.

მოსალოდნელი შედეგები:

1. 2009 წლის ბოლომდე სსსმ ბავშვთა განათლების ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავდება სსსმ ბავშვთა

განათლების ეროვნული მოდელის ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება, სსსმ ბავშვთა

განათლების ყველა შესაძლო ფორმა, მათი შერჩევის კრიტერიუმი და შესაბამისი სტანდარტები.

დოკუმენტი წარედგინება განსახილველად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

1 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2011 წლებისთვის

11

2. 2009 წლის ბოლომდე სსსმ ბავშვთა განათლების ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავდება დოკუმენტი რომელშიც

განსაზღვრული და დასაბუთებული იქნება სსსმ ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების ვალიდური

და სტანდარტიზებული ინსტრუმენტი.

3. 2009 წლის ბოლომდე სსსმ ბავშვთა განათლების ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავდება დოკუმენტი, რომელშიც

განსაზღვრული იქნება სპეციალური პედაგოგიკის და masTan dakavSirebuli სპეციალობების სასწავლო

პროგრამების გაუმჯობესების რეკომენდაციები.

რეკომენდაციები წარედგინება განსახილველად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, შესაბამის

უმაღლეს სასწავლებლებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს.

ქვეპროგრამის მიზნობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები:

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმადგენს: საქართველოში მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო

საჭიროების მქონე მოსწავლეები, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები და ორგანოები, საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ინდიკატორი:

1. ექსპერტების მიერ შემუშავებულია ინკლუზიური განათლების ეროვნული მოდელი; მოდელი მზად არის

პილოტირებისთვის; განსაზღვრულია მოდელის პილოტირების პროცედურა და განმხორციელებელი.

2. ექსპერტთა ჯგუფის მიერ შერჩეულია შეფასების ინსტრუმენტი, განხილულია სხვადასხვა ტესტები; შემდგომი

ვალიდიზაციისთვის შერჩეულია რამდენიმე სამუშაო ტესტი; ტესტის სტანდარტიზაციის პროცედურა და

განმხორციელებელი განსაზღვრულია; ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ წარდგენილია პროგრამების

დეპარტამენტში.

12

3. ექსპერტთა ჯგუფის მიერ განხილულია სპეციალური პედაგოგიკის საერთაშორისო პროფესიული სტანდარი,

განხილულია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;

განსაზღვრულია დამატებითი კომპეტენციები სპეციალური პედაგოგიკის საერთაშორისო პროფესიული

სტანდარტის გათვალისწინებით; შემუშავებულია რეკომენდაციები სპეციალური განათლების საუნივერსიტეტო

პროგრამისათვის, რეკომენდაციები წარდგენილი და განხილულია ყველა კომპეტენტურ უწყებაში.

ქვეპროგრმის მონიტორინგი და შეფასება:

ექსპერტთა ჯგუფი შესრულებული სამუშაოს ანგარიშს კვარტალში ერთხელ წარუდგენს (დოკუმენტის სახით)

პროგრამების დეპარტამენტს (საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება სამუშაო შეხვედრა მიღებული ანგარიშის

განსახილველად).

აღნიშნული ანგარიშების საფუძველზე წლის ბოლოს მომზადდება შემაჯამებელი ანგარიში და წარედგინება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს.

13

ექსპერტთა ჯგუფის შექმნის ქვეპროგრამის ბიუჯეტი

ექსპერტთა ჯგუფის შექმნის ქვეპროგრამა # aqtivobis

dasaxeleba

dasaqmebulTa

raodenoba

Tveebis

raodenoba

erTi Tvis

saxelfaso fondi

sul

1 ექსპერტები ჰონორარი

4 9 1105 39780

jami: 39,780

# dasaxeleba 2009 წელი I კვარტალი IIკვარტალი III კვარტალი I Vკვარტალი

1 საქონელი და მომსახურება

39780 0 13260 13260 13260

jami: 39780 0 13260 13260 13260

14

დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

2009 წლის ______ №______ ბრძანებით

თბილისის 10 საპილოტე სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

2009 წელი

15

ქვეპროგრამის მიზანი:

ქვეპროგრამის მიზანია თბილისის 10 საპილოტე სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის ამოცანები:

10 საპილოტე სკოლაში ინკლუზიური განათლების პროცესის გასაუმჯობესებლად ხელშემწყობი აქტივობების დაფინანსება: სკოლებში შშმ მოსწავლეთა განათლების სპეციალისტების დაფინანსება, სკოლების ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება, სკოლების ტრანსპორტირებით, საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რასურსით და თვასაჩინოებებით

უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის დასაბუთება:

ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პროირიტეტად გამოცხადების პარალელურად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გაგმებისა და შეფასების ცენტრმა, ნორვეგიული მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა “ინკლუზიური განათლების განვითარების პროექტი თბილისის 10

საჯარო სკოლაში.” პროექტის ფარგლებში 245 სსსმ მოსწავლე ჩაერთო სასწავლო პროცესში, განხორციელდა სკოლების ფიზიკური გარემოს ადაპტაცია, პედაგოგების პროფესიული განვითარება.

პროექტის დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აიღო ვალდებულება აღნიშნულ

სკოლებში ინკლუზირი განათლების პროცესის გაძლირებისა. ინკლუზიური სწავლების შეუფერხებლად

განხორციელების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტამა თბილისის 10 საპილოტე სკოლაში (№ 67, 130, 24, 10, 180, 87, 60, 181, 21, 160) ჩაატარა გამოკითხვა სკოლების საჭიროებების გამოსავლენად, რომლის საფუძველზეც დაადგინა შშმ ბავშვების სასწავლო პროცესის შეუფერხებლად

მიმდინარეობისთვის დამატებითი საჭიროებები.

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მიზნით, თბილისის 10 საპილოტე სკოლას (№ 67, 130, 24, 10, 180, 87, 60, 181, 21, 160) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე ხარჯებისა (საკანცელარიო საქონელი, თვალსაშინოებები,

16

ლიფტის შეკეთება) და დასაქმებული პერსონალის (სპეც. პედაგოგი, ოკუპაციური ტერაპევტი, ავტობუსის მძღოლი) შრომის ანაზღაურების მიზნით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული კორდინატორის შრომის ანაზღაურებას.

მოსალოდნელი შედეგები:

1. ხუთ საპილოტე სკოლაში (# 67, 130, 24, 180, 181) დასაქმებულია ექვსი სპეც. მასწავლებელი. სკოლა # 87 –ში დასაქმდებულია ერთი ფსიქოლოგი; სამ სკოლაში # 181, 60, 87 დასაქმებულია სამი ლოგოპედი.

2. ყველა საპილოტე სკოლის რესურს ოთახი უზრუნველყოფილია აუცილებელი თვალსაჩინო მასალით, სასწავლო დამხმარე საშუალებებით და საკანცელარიო ნივთებით.

3. ორი საპილოტე სკოლის M(#10 და #180 მიკრო-ავტობუსი უზრუნველყოფილია მძროლის ხელფასით და საწვავით.

4. #21 –ში სკოლაში შეკეთებულია ლიფტი, ფიზიკური შეზღუდვის მქონე მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

ქვეპროგრამის მიზნობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები:

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმადგენს: თბილისი 10 საპილოტე სკოლის (№ 67, 130, 24, 10, 180, 87, 60, 181, 21,

160) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები, საპილოტე სკოლები და სკოლის თანამშრომლები.

ინდიკატორები:

პილოტურ სკოლებში გაუმჯობესდა სსსმ მოსწავლეთა სასკოლო დასწრება (ტრანსპორტით უზრუნველყოფის და სკოლებში ლიფტის ამუშავების ხარჯზე).

აღნიშნულ სკოლებში გაუმჯობესდა სსსმ მოსწავლეთა სასწავლო შედეგები (სპეც. პედაგოგთა, ფსიქოლოგთა და ლოგოპედთა პილოტურ სკოლებში დასაქმების ხარჯზე)

17

ქვეპროგრამის მონიტორინგი და შეფასება:

1. თითოეული სამიზნე სკოლა მოამზადებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტს განსახილველად წარუდგენს კვარტალურ ანგარიშს სკოლაში ინკლუზიური განათლების გაძლიერებისთვის განხორციელებულ აქტივობებს და მათ ხაჯთაღრიცხვას.

2. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს კვარტალურ მონიტრინგს სკოლაში ინკლუზიური განათლების გაძლიერებისთვის დაფინანსებული აქტივობების და ღონისძიებების შესაფასებლად

პროგრამის განხორციელებაში ჩართული თანამშრომლების მოვალეობები

ეკა დგებუაძე - პროგრამის და შესაბამისი ქვეპროგრამების კოორდინაცია, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი.

მანანა გოცირიძე - ”თბილისის 10 საპილოტე სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა” ის კოორდინატორი.

18

ქვეპროგრამის ბიუჯეტი:

დასახელება თვეების 

რაოდენობა ერთეულის რაოდენობა 

ერთეულის ღირებულება 

სულ 

სპეციალიზირებული სწავლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურება 

7  6  250.00  10,500.00 

ფსიქოლოგის შრომის ანაზღაურება 7  1  250.00  1,750.00 

ლოგოპედის შრომის ანაზღაურება 7  3  250.00  5,250.00 

ოკუპაციური თერაპევტის შრომის ანაზღაურება  

7  1  300.00  2,100.00 

ავტობუსის მძღოლის შრომის ანაზღაურება   7  2  300.00  4,200.00 

დიზელის საწვავის შესყიდვის ხარჯი 7  450 ლიტრი  1.05  3,308.00 

ლიფტის შეკეთების ხარჯი           2,000.00 

თვალსაჩინოებისა და საკანცელარიო მასალების შესყიდვის ხარჯი 

         38,607.00 

ქვეპროგრამის კორდინატორის შრომის ანაზღაურება 

9  1  1,115.00  10,035.00 

ჯამი:           77,750.00 

19

დასახელება  2009 წელი  I კვარტალი  II კვარტალი  III კვარტალი   I V კვარტალი 

სპეციალიზირებული სწავლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურება 

              

თბილისის №67 სკოლა  1,750.00  0.00  750.00  250.00  750.00 თბილისის №130 სკოლა  3,500.00  0.00  1,500.00  500.00  1,500.00 თბილისის №24 სკოლა  1,750.00  0.00  750.00  250.00  750.00 თბილისის №180 სკოლა  3,500.00  0.00  1,500.00  500.00  1,500.00 ჯამი:  10,500.00  0.00  4,500.00  1,500.00  4,500.00 

ფსიქოლოგის შრომის ანაზღაურება               

თბილისის №87 სკოლა  1,750.00  0.00  750.00  250.00  750.00 ჯამი:  1,750.00  0.00  750.00  250.00  750.00 

ლოგოპედის შრომის ანაზღაურება               

თბილისის №87 სკოლა  1,750.00  0.00  750.00  250.00  750.00 თბილისის №60 სკოლა  1,750.00  0.00  750.00  250.00  750.00 თბილისის №181 სკოლა  1,750.00  0.00  750.00  250.00  750.00 ჯამი:  5,250.00  0.00  2,250.00  750.00  2,250.00 ოკუპაციური თერაპევტის შრომის ანაზღაურება  

              

თბილისის №60 სკოლა  2,100.00  0.00  900.00  300.00  900.00 

ქვეპროგრამის კორდინატორის შრომის ანაზღაურება 

              

   10,035.00  0.00  3,345.00  3,345.00  3,345.00 ავტობუსის მძღოლის შრომის ანაზღაურება   

              

თბილისის №10 სკოლა  2,100.00  0.00  900.00  300.00  900.00 თბილისის №180 სკოლა  2,100.00  0.00  900.00  300.00  900.00 ჯამი:  4,200.00  0.00  1,800.00  600.00  1,800.00 დიზელის საწვავის შესყიდვის ხარჯი 

              

თბილისის №10 სკოლა  1,470.00  0.00  630.00  210.00  630.00 

20

თბილისის №180 სკოლა  1,838.00  0.00  786.00  266.00  786.00 ჯამი:  3,308.00  0.00  1,416.00  476.00  1,416.00 

ლიფტის შეკეთების ხარჯი                თბილისის №21 სკოლა  2,000.00  0.00  0.00  2,000.00  0.00 

თვალსაჩინოებისა და საკანცელარიო მასალების შესყიდვის ხარჯი 

              

თბილისის №67 სკოლა  3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 თბილისის №130 სკოლა  3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 თბილისის №24 სკოლა  3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 თბილისის №10 სკოლა  3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 თბილისის№180 სკოლა  3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 თბილისის №87 სკოლა  3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 თბილისის №60 სკოლა  3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 თბილისის №181 სკოლა  3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 თბილისის №160 სკოლა  3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 თბილისის №21 სკოლა  3,858.00  0.00  1,654.00  550.00  1,654.00 ჯამი:  38,607.00  0.00  16,540.00  5,527.00  16,540.00 

სულ ჯამი:  77,750.00  0.00  31,501.00  14,748.00  31,501.00 

21

საჯარო სკოლებისათვის გათვალისწინებული ასიგნებები:

დასახელება  2009 წელი  I კვარტალი  II კვარტალი  III კვარტალი   I V კვარტალი 

თბილისის №67 სკოლა  5,611.00  0.00  2,404.00  803.00  2,404.00 

თბილისის №130 სკოლა 7,361.00  0.00  3,154.00  1,053.00  3,154.00 

თბილისის №24 სკოლა  5,611.00  0.00  2,404.00  803.00  2,404.00 

თბილისის №10 სკოლა  7,431.00  0.00  3,184.00  1,063.00  3,184.00 

თბილისის №180 სკოლა  11,299.00  0.00  4,840.00  1,619.00  4,840.00 

თბილისის №87 სკოლა  7,361.00  0.00  3,154.00  1,053.00  3,154.00 

თბილისის №60 სკოლა  7,711.00  0.00  3,304.00  1,103.00  3,304.00 

თბილისის №181 სკოლა 5,611.00  0.00  2,404.00  803.00  2,404.00 

თბილისის №160 სკოლა 3,861.00  0.00  1,654.00  553.00  1,654.00 

თბილისის №21 სკოლა  5,858.00  0.00  1,654.00  2,550.00  1,654.00 

ჯამი:  67,715.00  0.00  28,156.00  11,403.00  28,156.00 

დასახელება  2009 წელი  I კვარტალი  II კვარტალი III კვარტალი   I V კვარტალი 

საქონელი და მომსახურება 77,750.00  0.00  31,501.00  14,748.00  31,501.00 

ჯამი:  77,750.00  0.00  31,501.00  14,748.00  31,501.00 

22

დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

2009 წლის ______ №______ ბრძანებით

სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

2009 წელი

23

პროგრამის დასაბუთება

სახელმწიფო სსსმ ბავშვების ინკლუზიურ სწავლების პრიორიტეტულობის აღიარების პარალელურად აცნობიერებს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ვერ უზრუნველყოფს ყველა სახის საგანმანათლებლო საჭიროების დაკმაყოფილებას. სპეციალური (არაინკლუზიური) სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აუცილებელია სპეციალიზირებული სკოლების საშუალებით. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სპეციალიზირებული სკოლები არის მთავარი რესურსი ინკლუზიური სწავლების განვითარების ხელშეწყობისათვის. სწორედ ისინი ლიდერობენ სწავლების სტრატეგიების, ადაპტირებული კურიკულუმებისა და ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებისადმი ინდივიდუალური მიდგომების ცოდნისა და გამოცდილების კუთხით.

ქვეპროგრამის მიზანი:

ქვეპროგრამის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება

ქვეპროგრამის ამოცანები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირებს - სპეციალიზირებულ 13 საგანმანათლებლო დაწესებულებას ( ახალციხის საჯარო სკოლა, თბილისი №200 საჯარო სკოლა, კოხნარის №2 საჯარო სკოლა, თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა, გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთ სკოლა, ქუთაისის №45-ე ყრუ ბავშვთა სკოლა, თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლა, ჭიათურის №12 საჯარო სკოლა, ზემო ბოდბის საჯარო სკოლა, ქუთაისის, გუმათის №2 საჯარო სკოლა, სამტრედიის №15 საჯარო სკოლა, კაჭრეთის №2 საჯარო სკოლა, თბილისის №198 საჯარო სკოლა) სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით სახელშეკრულებო წესით ყოველკვარტალურად უზრუნველყოფას ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებით, რომელიც მოხმარდება აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების - სპეციალიზირებული სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურების დაფინასებას (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის მიხედვით) და სკოლის მიმდინარე ხარჯებით უზრუნველყოფას, თვეში 300 ლარის ოდენობით, რაც მოხმარდება სკოლის მიმდინარე საჭიროებების დაფარვას.

24

# skolis dasaxeleba

ერთი თვის სახელფასო

ხარჯი

ერთი თვის მიმდინარე

ხარჯი 9 Tve

2009 წლის ხარჯი (სახელფასო და მიმდინარე)

1 axalcixis sajaro skola 1,520.00 300 9 16,380.00

2 Tbilisis #200 sajaro

skola 1,570.00

300 9 16,830.00

3 koxnaris #2 sajaro

skola 1,175.00

300 9 13,275.00

4 Tbilisis #202 usinaTlo

bavSvTa skola 2,565.00

300 9 25,785.00

5

gurjaanis cerebraluri

dambliT daavadebul

bavSvTa skola

1,295.00

300 9

14,355.00

6 quTaisis #45 yru bavSvTa

skola 2,305.00

300 9 23,445.00

7

Tbilisis #203 yru da

smenadaqveiTebulTa

skola

1,860.00

300 9

19,440.00

8 WiaTuris #12 sajaro

skola 1,065.00

300 9 12,285.00

9 zemo bodbis sajaro

skola 1,190.00

300 9 13,410.00

10 quTaisis, gumaTis #2

sajaro skola 1,280.00

300 9 14,220.00

11 samtrediis #15 sajaro

skola 1,390.00

300 9 15,210.00

12 kaWreTis #2 sajaro

skola 1,400.00

300 9 15,300.00

13 Tbilisis #198 sajaro

skola 3,620.00

300 9 35,280.00

jami: 22,235.00 3900 235,215.00

25

ინდიკატორები:

სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაცია და სპეც პედაგეგები შეუფერხებლად ღებულობენ შრომის

ანაზღაურებას.

სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებების ფარავენ 2009 წლის განმავლობაში არსებულ მიმდინარე ხარჯებს.

ქვეპროგრამის მონიტორინგი და შეფასება:

თითოეული სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებება მოამზადებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

პროგრამების დეპარტამენტს განსახილველად წარუდგენს კვარტალურ პროგრამულ ანგარიშს.

26

ქვეპროგრამის ბიუჯეტი:

   დასახელება  2009 წელი  I კვარტალი  II კვარტალი  III კვარტალი   I V კვარტალი 

1 ახალციხის საჯარო სკოლა 16,380.00  0.00  5,460.00  5,460.00  5,460.00 

2 თბილისის #200 საჯარო სკოლა

16,830.00  0.00  5,610.00  5,610.00  5,610.00 

3 კოხნარის #2 საჯარო სკოლა 13,275.00  0.00  4,425.00  4,425.00  4,425.00 

4 თბილისის #202 უსინათლო ბავშვთა სკოლა

25,785.00  0.00  8,595.00  8,595.00  8,595.00 

5

გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ

ბავშვთა სკოლა 14,355.00  0.00  4,785.00  4,785.00  4,785.00 

6 ქუთაისის #45 ყრუ ბავშვთა სკოლა

23,445.00  0.00  7,815.00  7,815.00  7,815.00 

7

თბილისის #203 ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა

19,440.00  0.00  6,480.00  6,480.00  6,480.00 

8 ჭიათურის #12 საჯარო სკოლა 12,285.00  0.00  4,095.00  4,095.00  4,095.00 

9 ზემო ბოდბის საჯარო სკოლა 13,410.00  0.00  4,470.00  4,470.00  4,470.00 

10 ქუთაისის, გუმათის #2 საჯარო სკოლა

14,220.00  0.00  4,740.00  4,740.00  4,740.00 

11 სამტრედიის #15 საჯარო სკოლა

15,210.00  0.00  5,070.00  5,070.00  5,070.00 

12 კაჭრეთის #2 საჯარო სკოლა 15,300.00  0.00  5,100.00  5,100.00  5,100.00 

13 თბილისის #198 საჯარო სკოლა 35,280.00  0.00  11,760.00  11,760.00  11,760.00 

   ჯამი: 235,215.00 0.00  78,405.00  78,405.00  78,405.00 

27

დასახელება  2009 წელი  I კვარტალი  II კვარტალი  III კვარტალი   I V კვარტალი 

სუბსიდიები 235,215.00  0.00  78,405.00  78,405.00  78,405.00 

ჯამი:  235,215.00  0.00  78,405.00  78,405.00  78,405.00