კომპიუტერული...

19
. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი სადოქტორო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერება სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი რეკომენდებულია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ. ოქმი სამსახურის ხელმძღვანელი /პროფ. . მჭედლიშვილი/ მიღებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ. ოქმი ფაკულტეტის დეკანი: /პროფ. . მჭედლური/ დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ. ოქმი უნივერსიტეტის რექტორი /. ჯავახიშვილი/ თელავი 2011

Transcript of კომპიუტერული...

Page 1: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამა

კომპიუტერული მეცნიერება

სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი რეკომენდებულია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ. ოქმი სამსახურის ხელმძღვანელი /პროფ. დ. მჭედლიშვილი/ მიღებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ. ოქმი ფაკულტეტის დეკანი: /პროფ. თ. მჭედლური/ დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ. ოქმი უნივერსიტეტის რექტორი /თ. ჯავახიშვილი/

თელავი 2011

Page 2: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

ფაკულტეტი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა: ინფორმატიკა საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერული მეცნიერება

(Computer Science) პროგრამის ანალოგები:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; 2. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი. Humboldt-Universität zu Berlin. www.hu-berlin.de 3. მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტი; http://www.mephi.ru/ 4. სანკტ-პეტერბურგის ელექტროტექნიკური უნივერსიტეტი. http://www.eltech.ru

საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი: პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი.

აკადემიური განათლების საფეხური: დოქტორანტურა საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური სწავლების ენა: ქართული მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის დოქტორი (Doctor of Informatics). პროგრამის მოცულობა კრედიტებით: ექვსი სემესტრი, 180 კრედიტი. 120 კრედიტი ეთმობა

კვლევით კომპონენტს, 60 კრედიტი სავალდებულო და არჩევით სასწავლო კომპონენტს. სწავლების ფორმატი: ლექცია, ლაბორატორიული, სასემინარო მუშაობა.

სადისერტაციო ნაშრომის მომზადება. სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: დოქტორანტურაში სწავლის

უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სპეციალობაში მისაღები გამოცდის საფუძველზე.

სადოქტორო პროგრამის მიზანი: „კომპიუტერული მეცნიერების“ სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ზუსტ და

საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. კომპიუტერული მეცნიერება, როგორც ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშემწყობი და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფის საფუძველი, სწრაფად ვითარდება და მოითხოვს შესაბამისი სამეცნიერო კვლევების დროულად ჩატარებას. აღნიშნული პროგრამის ფუნქციონირებაც სწორედ ამან განაპირობა, რათა უზრუნველვყოთ მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრის მომზადება, რომელთაც შეეძლებათ დამოუკიდებლად განახორციელონ კვლევები კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პოტენციალის განვითარებას, ასევე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაზრდას.

სადოქტორო პროგრამა განხორციელების შედეგად მოამზადებს მაღალკვალიფიციურ მეცნიერებს, რომელსაც შეეძლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს კომპიუტერული მეცნიერების, კერძოდ კი საინფორმაციო სისტემების პროექტირებისა და რეალიზების ამოცანები, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერული მეთოდები, ექსპერტული სისტემები, ცოდნის ბაზები. ფლობდეს ობიექტ-ორიენტირებული ტიპის ამოცანების ამოხსნათა შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, განაწილებული კორპორაციული საინფორმაციო სისტემების მონაცემთა საცავების დაპროექტებას, ქსელური არქიტექტურის, ინტერნეტული აპლიკაციების აგების მეთოდებსა და შესაბამის ინსტრუმენტულ საშუალებებს, მონაცემთა ბაზების გამოყენების ძირითად წესებს და საშუალებებს, ჰიპერტექსტური დოკუმენტების შექმნის ტექნოლოგიას, ინტერნეტ-ბიზნესის სისტემების დაპროგრამების ენებს და აპლიკაციის შექმნის ტექნოლოგიებს.

წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამა ასახავს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფორმატიკის კათედრის მიერ განსაზღვრულ კვლევით მიმართულებას და შეესაბამება კომპიუტერულ მეცნიერებათა პრობლემატიკას; კომპიუტერული მეცნიერების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან.

Page 3: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

სწავლის შედეგები: (ზოგადი და დარგობრივი კონპეტენციები)

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს კომპიუტერული მეცნიერების ირგვლივ უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე). არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება

იცის: კონტურების გამოვლენა და ამოღება, უმნიშვნელო

კავშირების განსაზღვრის მეთოდი, ბაზური ტაქსონომიის ფორმირების ალგორითმი; ინტერდისციპლინარული კავშირების გრაფები და მისი ოპტიმიზების მეთოდები; არამკაფიო რეგულიატორის წესების ბაზა; გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი მათემატიკური მეთოდები და მოდელები; სასწავლო გეგმის შედგენის ანალიზის რეგულიატორი;

მრავალდონიანი დაგეგმვის მეთოდი; სემანტიკური ქსელი; მორფოლოგიური ანალიზატორი, სინტაქსური ანლიზატორი, სემანტიკური ანალიზი, ნეირონული ქსელები; ხელოვნური ინტელექტის სისტემების არქიტექტურა, დიალოგური განსჯა და დიალოგის მოდელირება; განსჯის კონცეპტუალური საფუძვლები; ექსპერტული სისტემები.

სწავლებასა და კვლევის პროცესში გამოყენებული საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ვებ-ტექნოლოგიების არსებული სისტემები.

პუბლიკაციის დაწერა, კვლევის ჩატარება, დისერტაციის გაფორმება

განათლების ხარისხის მართვის თეორიები; მართვის ოპტიმალური მეთოდები.

უცხო ენა საფუძვლიანად; განათლების სფეროში არსებული სწავლების

თანამედროვე მეთოდები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინფორმაციული პედაგოგიკა, სასწავლო შემეცნებითი სისტემების მოდელები; ინტერნეტ–განათლების ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლების ტექნოლოგიები,

Page 4: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

ვირტუალური და ელექტრონული თვალსაჩინოებები. ბიზნესმენების (ფირმის) მოქმედებათა მოდელების

ანალიზი; ქსელური მოდელები; სავაჭრო ქსელის მართვის მარკეტინგული საინფორმციო ანალიტიკური სისტემა; მარკეტინგში გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა, ავტომატომატიზაცია და ტექნიკური შეიარაღება; ფირმის საწარმოო სიმძლავრის მართვა; საბაზო ფასების დინამიკის მდგომარეობა, როგორც ოპტიმიზაციის ამოცანა; წარმოებისა და შრომის ტექნიკური დონის მართვა.

კომპიუტერული ქსელების სახესხვაობები, Ethernet – ტექნოლოგიები; მონაცემთა პაკეტების გადაცემის ალგორითმი;

ქსელების ფიზიკური სტრუქტურიზაცია, ქსელების ლოგიკური სტრუქტურიზაცია

კომპიუტერული ქსელის ტოპოლოგიების სახესხვაობები; კომპიუტერული ქსელის მართვის პროგრამული საშუალებები და ძირითადი ალგორითმები;

ქსელების ანალიზისა და მართვის საშუალებები; ლოკალური ქსელების ბაზური ტექნოლოგიები; მაღალი დონის პეტრის ქსელების ტიპები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

შეუძლია ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა; შემუშავება ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში

შეუძლია: ექსპერტულ შეფასებებში მხარდამჭერი

გადაწყვეტილებების მიღების ბიზნეს პროგრამების პრაქტიკული რეალიზება; გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი მათემატიკური მოდელები აგება: ბანკის ფილიალების ოპტიმალურად განთავსების, საპატრულო ვიდეო კამერების ოპტიმალურად განთავსების და სხვ, მათემატიკური მოდელის აგება, მისი კომპიუტერული რეალიზება.

პრაქტიკულად გამოიყენოს ძნელად ფორმალიზებადი

Page 5: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

ამოცანების ამონახსნების დროს ხელოვნური ინტელექტის საშუალებები. მოახდინოს დიალოგური განსჯა და დიალოგის მოდელირება; შეკითხვის აგება, პასუხების ლოგიკაში შესვლა, განსაზღვროს პასუხების წინაპირობა, დასკვნის სტრატეგია; მოახდინოს დასკვნის კონტროლი.

სასწავლო–ელექტრონული კურსების, ელექტრონული სახელმძღვანელოებისა და საწვრთნელების დამოუკიდებლად დაპროექტება, პრაქტიკული რეალიზება.

აქტიურად ჩართვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე ხარისხის მართვის პროცესებში

უცხო ენის გამოყენებით საკუთარი კვლევის წარმართვა

პრაქტიკულად გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები, საინფორმაციო სისტემები და ინტერნეტ–ტექნოლოგიები; ელექტრონული სახელმძღვანელოები, ვირტუალური საწვრთნელები, სწავლების მულტიმედიური საშუალებები და სხვ. დაგეგმარება

ბაზარზე საქონლის მოთხოვნა-მიწოდებისა და ფასების რეგულირების ოპტიმიზაციის ამოცანის გადაწყვეტა ობობას (აბლაბუდის) ქსელური მოდელის გამოყენებით; საცალო სავაჭრო ქსელის მართვის მარკეტინგული საინფორმციო ანალიტიკური სისტემის გამოყენება და მარკეტინგში გადაწყვეტილების მიღება, მისი ავტომატომატიაზაცია და ტექნიკური შეიარაღება

პრაქტიკულად მოახდინოს კომპიუტერული ქსელის კავშირის ხაზების გამოყენებით მონაცემთა გადაცემა – მიღებისათვის, ჰოსტის კომპიუტერებსშორის კვანძის კომპიუტერების კომუნიკაციური დაკავშირება; მონაცემთა გადაცემა –მიღების ოპერაციები; მართვისა და

Page 6: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

დიაგნოსტირების ალგორითმების რეალიზება და სხვ. ორიგინალური კვლევის შესრულება, რომელიც

აფართოებს შესაბამის დარგში ცოდნის საზღვრებს და რომლის ძირითადი ნაწილი იმსახურებს ნაციონალურ ან საერთაშორისო რეფერირებულ პუბლიკაციებს.

დასკვნის გაკეთების უნარი

ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარების ხელშეწყობა; პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება

ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზის და შეფასების საფუძველზე, მას შეუძლია გამოიტანოს საკუთარი დასკვნები და შეიმუშაოს ახალი მეთოდოლოგია. ასევე დასახოს პრობლების გადაჭრის სწორი გზები

კომუნიკაციის უნარი

საზოგადოების წინაშე შეუძლია ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე

შეუძლია დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნის და ჩატარებული კვლევის დროს მიღებული გამოცდილების, არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა კონფერენციებზე, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე.

სწავლის უნარი

უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე, ახალი იდეების ან პროცესების განვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის, კვლევის პროცესში

მზადაა უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე, ჩამოაყალიბოს ახალი იდეები, დასახოს მათი განვითარების გზები სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის, კვლევის პროცესში.

ღირებულებები

ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.

შეეძლება კომპიუტერულ მეცნიერებასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ეთიკურ ასპექტების შეფასება. აქვს ახალ ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის უნარი.

Page 7: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

სწავლის შედეგების რუკა:

სასწავლო კურსები/მოდულები

კომპეტენციების ჩამონათვალი

ცოდნა და გაცნობიერება

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების

უნარი

დასკვნის გაკეთების

უნარი

კომუნიკაციის უნარი

სწავლის უნარი

ღირებუ ლებები

1 გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემები

X X X X X

2 ინტელექტუალური სისტემები _ ხელოვნური ინტელექტი

X X X X X

3 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კვლევა სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა

X X X X X

4 კვლევის მეთოდები X X X X X 5 საკრედიტო სისტემა და განათლების

ხარისხის მართვის თეორია X X X X X

6 უცხო ენა X X 7 სწავლების თანამედროვე მეთოდები X X X X X X 8 ბიზნესის მართვის საინფორმაციო

სისტემები და ტექნოლოგიები X X X X X

9 კომპიუტერული სისტემები და ქსელები X X X X X 10 უმაღლესი პედაგოგიკა (თანამედროვე

ფსიქო-პედაგოგიური პრობლემები) (არჩევითი)

X X X X X X

Page 8: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

მატერიალურ ტექნიკური ბაზა: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიმზიდველ გარემოს სთავაზობს პროდუქტიული საქმიანობისათვის. სწავლის მანძილზე დოქტორანტებისთვის ხელმისაწვდომია შეუზღუდავი ინტერნეტითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრები, საკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზები, ახალი ლიტერატურით მუდმივად განახლებადი ბიბლიოთეკა, რომელიც უახლესი წიგნადი ელექტრონული ფონდითაა აღჭურვილი.

გარდა ამისა, უნივერსიტეტი დოქტორანტებს სთავაზობს მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ თესაუ-ს პარტნიორ უნივერსიტეტებში დააკვირდნენ და იმუშაონ კომპიუტერული მეცნიერების პრობლემებზე უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების დონეებზე, ჩაატარონ შედარებითი კვლევა და ეძიონ პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზები.

დასაქმების სფეროები: დოქტორის აკადემიური ხარისხი ასოცირდება აკადემიურ ან კვლევით

საქმიანობასთან.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა: დოქტორანტი ფასდება 100 ქულიანი სისტემით. შეფასება ხორციელდება შემდეგი კომპონენტების საფუძველზე: სადოქტორო პროგრამის ფარგლებში არსებობს სპეციალობის და დამხმარე სასწავლო კურსები. ყველა სასწავლო კურსში შეფასება მოხდეს 60/40 (შუალედური და დასკვნითი გამოცდის შეფასებები) პროცენტული თანაფარდობით. შუალედური შეფასება განისაზღვროს სამი პრეზენტაციით, თითოეულის მაქსიმალური შეფასება განისაზღვროს 20 ქულით (3x20 ქულა). კრედიტის მინიჭება მოხდეს მინიმუმ 51 ქულის მიღების შემთხვევაში. შეფასების სისტემა უშვებს: ხუთი სახის დადებით შეფასებას: 1) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი; 2) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%; 3) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%; 4) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%; 5) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

ორი სახის უარყოფით შეფასებას: 1) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. 2) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ. სადოქტორო ნაშრომი შეფასდეს შემდეგი პუნქტების მიხედვით: ა) ფრიადი (summa cum laude) ( 91% და მეტი) - შესანიშნავი ნაშრომი; ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) (81-90%) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;

Page 9: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

გ) კარგი (cum laude) (71-80%) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება; დ) საშუალო (bene) (61-70%) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს;

ე) დამაკმაყოფილებელი (rite) (51-60%) - შედეგი, რომელიც ხარვეზების მიუხედავად,

წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს; ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) (41-50%) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს; ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) (40% და ნაკლები) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

სასწავლო კურსების ანოტაციები:

გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემები

ყოველი ბიზნეს-საქმიანობა ხასიათდება ფულადი სახსრების დიდი ნაკადის მოძრაობით. ბიზნესის მართვის ესა თუ ის გადაწყვეტილება მოქმედებს აღნიშნულ ნაკადზე ცუდი ან კარგი მხრიდან. საგნის მიზანია შეასწავლოს მაგისტრანტებს გადაწყვეტილების მიღების ის ხელშემწყობი საშუალებები და მეთოდები, რაც მხოლოდ დადებით ზეგავლენას მოახდენს. საგნის შესწავლით მაგისტრანტი მიიღებს ცოდნას საინფორმაციო-საინჟინრო საქმიანობაში. კერძოდ, შეითვისებს ტექნიკურ-ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტის ოპტიმალურ მეთოდებს და პროცესებს.

ინტელექტუალური სისტემები _ ხელოვნური ინტელექტი

კურსის მიზანია ხელოვნური ინტელექტის როლისა და ადგილის განსაზღვრა

ძნელად ფორმალიზებადი ამოცანების ამონახსნების ძებნის სფეროში. შეითვისონ მაგისტრანტებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მართვის ამოცანათა ამოსახსნელად. საგნის სწავლის შედეგად მაგისტრანტები შეისწავლიან, თუ რა ტიპის ამოცანების ამოხსნაა შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. აგრეთვე შეითვისებენ მათი ამოხსნის მეთოდებს.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კვლევა სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ეფუძნება თანამედროვე

ინფორმაციულ და კომპიუტერულ საშუალებებს ცოდნის და ინფორმაციის მიღების, შენახვის და გარდასახვის პროცესების განსახორციელებლად. დღეს გამოთვლითი ტექნიკის არსებული ტექნიკური დონე განათლების სფეროში ინფორმაციული

Page 10: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას იძლევა. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დარგში ჩატარებულმა თანამედროვე კვლე¬ვებმა აჩვენა, რომ სწორედ აქ არის ჩადებული სწავლების ეფექტურობის ამაღ¬ლების უდიდესი რეზერვი, რადგან მცირე ჯგუფებშიც კი ტრადიციული სწავ¬¬ლე¬ბისას ყოველთვის არ არის შესაძლებელი ყველა სტუდენტის გააქტი¬ურება და მათი ცოდნის შემოწმება. ამის გადაწყვეტა მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლო¬გიების გამო¬ყე¬ნებითაა შესაძლებელი. აღნიშნული კურსის შესწავლა მიზნად ისახავს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლას და მათი გამოყენებით ელექტრული კურსების შექმნას.

კვლევის მეთოდები საგანი 5 კრედიტიანია, ისწავლება II სემესტრში. პროგრამის მიზანია

დოქტორანტს შეასწავლოს შესაბამისი მიმართულების კვლევის თანამედროვე მეთოდები და მეთოდიკების შედგენის უნარ-ჩვევები, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი მეცნიერული კვლევის წარმართვისა და სათანადო შედეგების მიღებისათვის.

სწავლების თანამედროვე მეთოდები

დოქტორანტები საგნის შესწავლით გაეცნობიან სწავლების ორგანიზაციის თანამედროვე ფორმებსა და სტრუქტურას; სწავლების პროცესში გამოყენებულ ინოვაციურ მეთოდებსა და ხერხებს, რომელიც ხელს უწყობს განმავითარებელ სწავლებას, ოპტიმალურად უთავსებს ერთმანეთს რეპროდუქტიულ, პრობლემურსა და კვლევით მეთოდებს, ამაღლებს მოსწავლის ლოგიკური ქმედების, გონებრივი ოპერაციებისა და უნარ-ჩვევების ფლობის ეფექტურობის დონეს.

კომპიუტერული სისტემები და ქსელები დოქტორანტები შეისწავლიან ლოკალური და გლობალური ქსელების

კლასიფიცირებას, სტრუქტურას დანიშნულებას, ფუნქციონირებას, პრაქტიკული გამოყენების ტექნოლოგიას. ინფორმაცის მიღებისა და გადაცემის, კომუტაციისა და კომუნიკაციის ძირითად ხერხებს. გაეცნობიან კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითად ცნებებს და საბაზო პოლიტიკას. ისწავლიან კომპიუტერული ინფორმაციის დაცვის მეთოდებს, ვირუსებსა და ანტივირუსულ პროგრამებს.

არჩევითი სასწავლო კოპონენტი ბიზნესის მართვის საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები

კურსის მიზანია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიზნესის მართვის

მათემატიკური მოდელების, ალგორითმული, პროგრამული და ტექნიკური საშუალებების პროექტირების ხელშემწყობი საინფორმაციო სისტემების პროექტირების შესწავლა; ბიზნესის ოპტიმალური მართვის ამოცანების დაყენება; მისი რეალიზების თეორიულ-პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეთვისება. დოქტორანტი

Page 11: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

შეისწავლის ბიზნესის სფეროში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების მოდელებს, წესებს, მეთოდებს, ალგორითმებს და მათი რეალიზების თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

საკრედიტო სისტემა და განათლების ხარისხის მართვის თეორია

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებმა საჭირო გახადა

მოგვემზადებინა უმაღლესი განათლების სპეციალისტები სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნულ საგანში შეისწავლიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებში ხარისხის უზრუნველყოფას. კერძოდ, კრედიტების ევროპული სისტემის ძირითად მახასიათებლებს; განათლების ხარისხის მართვის თეორიებს და განათლების ხარისხის მართვის ოპტიმალური მეთოდებს. მიიღებს პრაქტიკული რჩევებს და გაეცნობა მაგალითებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა

საგანს დათმობილი აქვს 5 კრედიტი. საგნის შესწავლა გათვალისწინებულია პროგრამის ძირითადი მიზანია, დოქტორანტმა კარგად აითვისოს უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის საკითხები, რომელიც დაეხმარება მომავალი თაობის აღზრდაში.

კვლევითი კომპონენტის განაწილება სემესტრების მიხედვით:

I სემესტრი

კვლევითი კომპონენტი - 10 კრედიტი

II სემესტრი

კვლევითი კომპონენტი - 10 კრედიტი

III სემესტრი

კვლევითი კომპონენტი - 20 კრედიტი (I სემინარი)

IV სემესტრი

კვლევითი კომპონენტი - 20 კრედიტი

V სემესტრი

კვლევითი კომპონენტი - 30 კრედიტი (10 კრ. + 20 კრ. II სემინარი)

VI სემესტრი

კვლევითი კომპონენტი - 30 კრედიტი

სემინარების თემატიკა:

სემინარებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

Page 12: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

I სემინარი დოქტორანტის საკვლევი თემის მიხედვით (საკვლევი ობიექტის აღწერა და

პრობლემის დაყენება)

II სემინარი დოქტორანტის საკვლევი თემის მიხედვით (სადისერტაციო ნაშრომის

სტრუქტურული ანალიზი: პრობლემის გადაწყვეტა, სამეცნიერო სიახლე და აქტუალურობა) კვლევის თემატიკა:

1. საგანმანათლებლო პროცესში ვებ-რესურსების გამოყენების ადაპტიური ტექნოლოგიების დამუშავების პრობლემები.

2. განათლების საფინანსო-ეკონომიკური მენეჯმენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მეთოდიკური კონცეფცია.

3. სტუდენტის დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდიკა ინტერნეტის გამოყენებით.

4. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თეორიული საფუძვლები. 5. სასწავლო პროცესის მენეჯმენტი, როგორც მეცნიერული კვლევის საგანი.

სამეცნიერო კვლევის ელემენტები:

სამეცნიერო კვლევის ელემენტია, ნებისმიერი ორგანიზაცია და მასში მიმდინარე პროცესები, რომელიც საჭიროებს ავტომატიზებას.

Page 13: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების საკითხები კომპიუტერულ მეცნიერებაში

1. სისტემა, ქვესისტემა, რთული სისტემა. 2. საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების ზოგადი მიმოხილვა 3. საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში 4. საინფორმაციო სისიტემების გავლენა ბიზნესსა და ბიზნეს-მენეჯერის

საქმიანობაზე 5. საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების კლასიფიცირება 6. კავშირი საინფორმაციო სისტემებსა და ტექნოლოგიებს შორის 7. საინფორმაციო სისტემებში მიმდინარე პროცესები 8. საინფორმაციო სისტემების პროექტირების ორი მიდგომა 9. საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტის სტრატეგიული გეგმის შედგენა 10. საინფორმაციო სისტემების ორგანიზაციული მენეჯმენტი 11. ბიზნესის სფეროს განსაზღვრის საინფორმაციო სისტემები 12. ბიზნესის მისიის განსაზღვრის საინფორმაციო სისტემა 13. სტრატეგიების განმსაზღვრელი საინფორმაციო სისტემები 14. ბიზნეს-დაგეგმარების საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი 15. ალბათური სისტემებისა და პროცესების ცნება 16. ეკონომიკური სისტემისა და პროცესების იმიტაციური მოდელირება 17. რთული ეკონომიკური სისტემები 18. ეკონომიკურ სისტემებში მარაგის მართვის მეთოდები და მოდელები 19. გეოინფორმაციული სისტემები 20. ინტელექტუალური სისტემების კონცეფცია

21. ანალიტიკური ტექნოლოგია 22. ექსპერტული სისტემები 23. ადამიანის მიერ შექმნილი მონაცემთა წყაროები, მონაცემების შენახვის და

გავრცელების მეთოდები 24. ინვესტიციური ბიზნეს-პროექტების ეფექტურობა 25. საბაზო ფასების დინამიკის მდგომარეობა, როგორც ოპტიმიზაციის ამოცანა. 26. კონკურენტი ბიზნესმენების (ფირმის) მოქმედებათა მოდელების ანალიზი.

მონოპოლია, ოლიგოპოლია, დუაპოლია 27. ოლიგოპოლიური მოდელები 28. მარკეტინგი და მარკეტინგის მართვა 29. მარკეტინგული გადაწყვეტილების ხელშმწყობი საინფორმაციო –ანალიტიკური

სისტემა. 30. ვებ-დიზაინი. გრაფიკა ვებ-დიზაინში, Microsoft FrontPage. ვებ-გვერდის შექმნა

და მომსახურება. 31. ვებ-სერვერები, კლიენტ-სერვერი. 32. HTML –ის სინტაქსი, სიმბოლოების კრებული ტეგები. 33. HTML –ის ძირითადი სტრუქტურა. სათაური, აბზაცები, სიები.

Page 14: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

34. Java ენის ობიექტ-ორიენტირებული დაპროგრამების კომპონენტები, Case ტექნოლოგიის ელემენტი და UML – ანალიზის ამოცანებისათვის.

35. Java – დაპროგრამების ენის კონსტრუქტორები და სტრუქტურები. 36. Java – დაპროგრამების ენის გრაფიკული კომპონენტები 37. თანამედროვე პროგრამული პლათფორმები. Windows დანართის აგება .NET

პლათფორმაზე. 38. .NET პლათფორმის კონფიგურაცია. შემადგენლობა და სტრუქტურა. 39. .NET პლათფორმის დაპროგრამების ენები და ტექნოლოგიები C++, C#, VB,

J++m ASP, ADO/OE, DB, COM და სხვ.. 40. კლასებისა და სტრუქტურების დაპროგრამება C#.NET da VB.NET enebze. 41. სიმრავლე, ძირითადი ცნებები და განსაზღვრებები, ოპერაციები

სიმრავლეებზე. 42. გამონათქვამის ლოგიკა, სენტეციური კავშირები, დასკვნის გამოყვანის წესები. 43. პრედიკატის ლოგიკა, კვანტორები, დასკვნის გამოყვანის წესები. 44. გრაფთა ცნება. ოპერაციები გრაფებზე. 45. მანძილები გრაფში. მინიმალური სიგრძის გზის განსაზღვრა. 46. გრაფთა იზომორფიზმი. 47. ხეგრაფები.

ლიტერატურა:

1. ჩაჩანიძე გ. საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი. მონოგრაფია. თბილისი 2009. 2. ჩაჩანიძე გ. ბიზნესის მართვის ოპტიმალური მეთოდები. თბილისი 2004. 3. გოგიჩაიშვილი გ., ჩაჩანიძე გ., ნანობაშვილი ქ. ავტომატიზებული მართვის მოდელები

(ლოგიკური და გრაფული მოდელები) თბილისი, 2006. 4. ჩაჩანიძე გ., ოხანაშვილი ს. ინფორმატიკისა და გამოთვლითი მეთოდების საფუძვლები.

თელავი, 2005.

Page 15: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

კრედიტების განაწილება სასწავლო /სამეცნიერო (კვლევით)/ კომპონენტებზე

სასწავლო კომპონენტი კრედიტების

შესაძლო რაოდენობა

დოქტორანტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობა

საბოლოო შეფასება

სავალდებულო სასწავლო კომპონენტები გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემები

10

ინტელექტუალური სისტემები _ ხელოვნური ინტელექტი

5

სწავლების თანამედროვე მეთოდები

5

კვლევის მეთოდები 5 პროფესორის ასისტირება 10

არჩევითი სასწავლო კომპონენტები პრაქტიკა ადგილზე 5

საქ. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი სასწ. კურს.

5-15

უცხოეთის სხვა აკრედიტ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი სასწ. კურს.

5-60

ბიზნესის მართვის საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები

5

კომპიუტერული სისტემები და ქსელები

5

უცხო ენა 5 უმაღლესი პედაგოგიკა 5 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კვლევა სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა

5

საკრედიტო სისტემა და განათლების ხარისხის მართვის თეორია

5

Page 16: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

დანართი 2 საგანმანათლებლო პროგრამა: „კომპიუტერული მეცნიერება“

სასწავლო გეგმა

# საგნის დასახელება სულ კრედიტების რაოდენობა

კრედიტების განაწილება სასწავლო წლების

მიხედვით

საათები

საათები კვირაში

სწავლები I წელი სულ მათშორის I სემესტრი II სემესტრი

I სემესტრი

II სემესტრი

სააუდიტორიო დამოუკიდებელი

1. გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემები 10 5 5 250 60 190 2 2 2 ინტელექტუალური სისტემები _ ხელოვნური ინტელექტი 5 5 125 30 95 - 2

3 სწავლების თანამედროვე მეთოდები 5 5 125 30 95 2 - 4 კვლევის მეთოდები 5 125 30 95 - 2 5 არჩევითი სასწავლო კომპონენტი 15 10 5 375 90 285 4 2 6 კვლევითი კომპონენტი 20 10 10

სწავლების II წელი სულ მათშორის

III სემესტრი IV სემესტრიi

სააუდიტორიო დამოუკიდებელი

I სემესტრი II სემესტრი

6 პროფესორის ასისტირება 10 5 5 250 60 190 2 2 7 არჩევითი სასწავლო კომპონენტი 10 5 5 250 60 190 2 2 8 კვლევითი კომპონენტი (სამეცნიერო სემინარი I – 20 კრ.) 40 20 20 სწავლების III წელი

V სემესტრი

VI სემესტრი

2 კვლევითი კომპონენტი (V სემესტრი სამეცნიერო სემინარი II -20 კრ.)

40 30 30

Page 17: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

დანართი 3

საგანმანათლებლო პროგრამა: ,,კომპიუტერული მეცნიერება’’

სასწავლო გეგმის დამატებითი ცხრილი # moduli kodi semestri krediti statusi პრერეკვიზიტები leqtori ZiriTadi literatura

1 გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემები

Z.3.I.1 I-II 10 სავალდ. მათემატიკური მოდელები, ალგორითმების თეორია. ოპტიმალური ამოცანების ამოხსნის მეთოდები და ხერხები.

პროფ. გ.ჩაჩანიძე 1. გ. ჩაჩანიძე. გადაწყვეტილების მიღების ხელიშემწყობი სისტემები. სახელმძღვანელო. იბეჭდება.

2 ინტელექტუალური სისტემები _ ხელოვნური ინტელექტი

Z3.I.2 II 5 სავალდ. მათემატიკური მოდელირების და ლოგიკურ-გრაფული მოდელების ცოდნა, მონაცემთა ბაზები, მათემატიკური ანალიზი, მართვის ავტომატიზებული სისტემები.

პროფ. გ.ჩაჩანიძე 1.გოგიჩაიშვილი გ. შესავალი ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. თბილისი 2008. 2.http://window.edu.ru/window_catalog/files/r29355/nstu95.pdf. Гаврилов.А.В. Системы искусственного интеллекта. 3.Соснин П.И. Моделирование рассуждений. www.raai.org/cai-08/files/cai-08

3 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კვლევა სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა

Z.3.I.3 5 არჩევითი საოფისე პროგრამების საშ. დონეზე ცოდნა

პროფ. ქ. ნანობაშვილი 1.ნანობაშვილი ქ. (2009) ვებ – ტექნოლოგიები. თბილისი. ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2.ჩაჩანიძე გ. (2004) ინტერნეტ-განათლების ტექნოლოგიები და მისი განვითარების პერსპექტივები, თბილისი. 3.მაღრაძე მ., კონიაშვილი მ., სიჭინავა დ., ჩალიგავა თ., პარკაძე გ., ტიკიშვილი მ., ზოზიაშვილი ქ., კახიძე შ., ტაბუცაძე ლ., გოგიჩაიშვილი ვ., ლოსაბერიძე თ., მელქოშვილი თ., სეთურიძე რ., მეტეხელი გ., ლაგვილავა ე. ჯაფიაშვილი ც., მუნჯიშვილი თ. (2008) ეკონომიკური ინფორმატიკა

4 კვლევის მეთოდები

Z.3.I.4 II 5 სავალდ. არ აქვს პროფ. ქ.ნანობაშვილი 1. Tuckman, B.W. (1988) Conducting Educational Research. HarcourtBrace Jovanovich, Inc. San Diego

2. დოღონაძე ნ. კვლევის მეთოდები. კონსპექტი.

Page 18: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

5 საკრედიტო სისტემა და განათლების ხარისხის მართვის თეორია

Z.3.I.8 5 არჩევითი არ აქვს პროფ. ქ.ნანობაშვილი 1. ბრეგვაძე თ. (2009) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა ინსტიტუციური მექანიზმები (გზამკვლევი).

2. მთარგმნელი ზაქარია მაჩაბელი (2005) კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი. განათლებისა და კულტურის გენერალური დირექტორატი. ბრიუსელი.

6 უცხო ენა U.1E2 10 არჩევითი უცხო ენა პროფ. მ,ღარიბაშვილი 1. Evans,V; Dooley J. Enterprise 2.Elementary. Express Publishing.

2. Evans,V; Dooley J. Enterprise 2.Elementaryr.Workbook. Express Publishing.

7

სწავლების თანამედროვე მეთოდები

Z.3.I.5 I 5 სავალდ. საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების; საოფისე პროგრამების და კომპიუტერთან პრაქტიკულად მუშაობის ცოდნა.

პროფ. გ.ჩაჩანიძე 1. ჩაჩანიძე გ. სართანია ვ. ინტერნეტ–განათლების ტექნოლოგიები და მისი განვითარების პერსპექტივები. თბილისი 2004.

2. მეჰმედ სალი კოჩი. დისტანციურ სწავლებაში ელექტრონული თვალსაჩინოების ეფექტური გამოყენების მენეჯმენტის კონცეფცია. სამაგისტრო ნაშრომი. თელავი 2011.

3. ილდირიმი კ. დისტანციური განათლების სისტემის დანერგვის მენეჯმენტის კონცეფცია. სამაგისტრო ნაშრომი. თელავი 2011.

4. http://www.websoft.ru Значение мультимедиа в обучении. გვ. 1–18.

5. ჩაჩანიძე გ. სლაიდი #10, 11, 12. 6. http://sike.ru/articles/obuchenie-na-osnove-

virtualnoi-realnosti. Обучение на основе Виртуальной реальности.

7. http://ofap.ulstu.ru.Модель человеческого мозга. გვ.1 – 15. სლაიდი #1.

8. http://lib.sportedu.ru/GetText.idc?TxtID. Ткачук А.П. ТРЕНАЖЕРНО-ОБУЧАЮЩИЕ КОМПЛЕКСЫ, ВИРТУАЛЬНОЕ ПРОСТРАНСТВО И ОЖИДАЕМЫЙ ЭФФЕКТ ИХ СОЧЕТАННОГО ПРИМЕНЕНИЯ В СИСТЕМЕ ПОДГОТОВКИ ЭЛИТНЫХ СПОРТСМЕНОВ

Page 19: კომპიუტერული მეცნიერებაtesau.edu.ge/failebi/zustebi/doqtorantura/programebi... · 2020. 1. 3. · ი. გოგებაშვილის

8

ბიზნესის მართვის საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები

Z.3.I.6 5 არჩევითი წრფივი, არაწრფივი და სტატისტიკური მათემატიკური მოდელები, ალგორითმების თეორია. ოპტიმალური ამოცანების ამოხსნის მეთოდები და ხერხები.

პროფ. გ.ჩაჩანიძე გ. გოგიჩაიშვილი, გ. ჩაჩანიძე. ბიზნესის მართვის ოპტიმალური მეთოდები. (იბეჭდება).

9 კომპიუტერული სისტემები და ქსელები

Z.3.I.7 5 არჩევითი ალგორითმების თეორია. გრაფების თეორია, ინტერნეტ-ტექნოლოგიები.

ასოც.პროფ. ს. ოხანაშვილი

1. ნატროშვილი ო. მონაცემთა მიღება-გადაცემის მართვისა და დიაგნოსტირების ალგორითმები კომპიუტერულ ქსელებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი 2009.

2. გოგიჩაიშვილი გ., სურგულაძე გ., გულუა დ., კაშიბაძე მ. ავტომატიზებული მართვის მოდელები: პეტრის ქსელები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი 2005.

3. Олифер В. Г., Олифер Н. А. Компьютерные сети. Издательский дом - Питер, 2001.

10 უმაღლესი პედაგოგიკა (თანამედროვე ფსიქო-პედაგოგიური პრობლემები)

P. 2. P. 10

5 არჩევითი პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები

ასოც.პროფ. დ. მახაშვილი

1. ასათიანი, ა. (2008). უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა, თბილისი. „სტამბა გრიფონი“.