II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… ·...

45
შრომის მართლმადიდებლური გააზრება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია II-ის ეპიესტოლეებში (2000-2015) გიორგი ჭინჭარაული, ლიკა ოქროპირიძე, ნინო გელანტია, ნინო ხატისაშვილი, ლაშა ჩილინდრიშვილი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი სოციოლოგია, მაგისტრატურის I კურსი ლექტორი: ანა ჟვანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2015

Transcript of II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… ·...

Page 1: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

შრომის მართლმადიდებლური გააზრება საქართველოს სამოციქულო

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია II-ის ეპიესტოლეებში

(2000-2015)

გიორგი ჭინჭარაული, ლიკა ოქროპირიძე, ნინო გელანტია, ნინო ხატისაშვილი, ლაშა

ჩილინდრიშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სოციოლოგია, მაგისტრატურის I კურსი

ლექტორი: ანა ჟვანია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2015

Page 2: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

2

აბსტრაქტი

დღესდღეობით, 21-ე საუკუნის საქართველოში, საკმაოდ მნიშვნელოვანია

რელიგიის, მართმადიდებლური ეკლესიის და განსაკუთრებით, პატრიარქის როლი,

რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე შეინიშნება. პატრიარქი

თავის ეპსტოლეებში მუდმივად განიხილავს სხვადასხვა სოციალურ საკითხსა თუ

პრობლემას და საუბრობს მათი გადაჭრის გზებზე მართმადიდებლობის კონტექსტში.

ერთ-ერთი ასეთი საკითხია შრომა და უმუშევრობით გამოწვეული პრობლემები. ამ

შემთხვევაში მნიშვნელოვანია მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის,

როგორც ავტორიტეტის პოზიცია, თუ როგორი შრომისკენ მოუწოდებს ან არ

მოუწოდებს საზოგადოებას, როგორ წაახალისებს მოსახლეობას და ა.შ.

კვლევითი ნაშრომის მიზანია სოციოლოგური კვლევის თვისებრივი მეთოდების

გამოყენებით, კერძოდ, კონტენტ-ანალიზის საშუალებით იკვლიოს, გააანალიზოს და

მართმადიდებლობის კონტექსტში კრიტიკულად გაიზროს პატრიარქის 32

ეპისტოლე, სადაც შრომა და შრომისადმი დამოკიდებულებებია ნახსენები და

გაიგოს, როგორ არის ადაპტირებული მართმადიდებლობაში დამკვიდრებულ

შრომით დამოკიდებულებებთან ქართული შრომის ეთიკა.

საკვანძო სიტყვები: მართმადიდებლური ეკლესია, პატრიარქი, ეპისტოლე, შრომა, ქართული

შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Page 3: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

3

სარჩევი

აბსტრაქტი ..................................................................................................................................... 2

1. შესავალი - პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება ................................................. 4

1.1. ცნებების განმარტება .................................................................................................... 5

2. კვლევის მიზანი, ამოცანა, საკვლევი კითხვები, ჰიპოთეზა ......................................... 9

3. კვლევის მეთოდოლოგია .................................................................................................. 10

3.1 მონაცემების დამუშავება და ანალიზი ................................................................... 11

4. კვლევითი ნაშრომის თეორიული ჩარჩოები ................................................................ 11

5. ეპისტოლების კონტენტ-ანალიზი .................................................................................. 19

დასკვნა ........................................................................................................................................ 26

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები ........................................................................ 28

დანართი ...................................................................................................................................... 30

დანართი N1 ............................................................................................................................ 30

დანართი N2 ............................................................................................................................ 42

დანართი N3 ............................................................................................................................ 45

Page 4: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

4

1. შესავალი - პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება

შრომის მართლმადიდებლური გააზრება საქართველოს სამოციქულო

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია II-ის ეპისტოლეებში არის

საკითხი, რომელიც თანამედროვე საქართველოსთვის აქტუალურად შეგვიძლია

მივიჩნიოთ თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ უმუშევრობის

პრობლემებსა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის რელიგიური

კუთვნილების ახალი მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, აქ გამოყენებული იქნა

მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგები, რომლის მიხედვით, საქართველოში

ცხოვრობს: 3 666 233 მართლმადიდებელი - (83,9%) რაც საქართველოს მოსახლეობის

დიდ უმრავლესობას წარმოადგენს.

საქართველოში არსებული პრობლემებიდან მნიშვნელოვანია

დაუსაქმებლობის საკითხი. კვლევაში „საზოგადოების განწყობა საქართველოში“

(2014 წლის აგვისტოს კვლევის შედეგები ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC-

საქართველოს მიერ)1 გამოკითხულთა 68% პროცენტი თავს თვლის დაუსაქმებლად

და აქედან 41% ეძებს სამსახურს. ამავე კვლევაში რესპონდენტთა 81% ამბობს, რომ

ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში მათი მრწამსი მნიშვნელოვანია. NDI-ს

2015 წელს ჩატარებულ იმავე სახელწოდების კვლევაში2 კი ყველაზე მნიშვნელოვან

ეროვნულ საკითხებში ლიდერობს სამუშაო ადგილების საკითხი(q4), ხოლო მათგან,

ვინც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს 43% ეძებს სამსახურს.

როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს დასაქმების პრობლემა საქართველოს

მოსახლეობისთვისს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საკითხია, მათ ყოველდღიურ

ცხოვრებაზე კი მრწამსს გავლენა აქვს. გარდა ამ მონაცემებისა, ცნობილია, რომ NDI-

ის მიერ 2012 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საქართველოს

პატრიარქს გამოკითხულთა 68% ძალიან ენდობა, 25% კი ენდობა. აქედან

გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კვლევა აქტუალურია იმის გამო, რომ ის

1 https://www.ndi.org/files/NDI_Georgia_August-2014-survey_Public-Issues_GEO_VF.pdf (ბოლო შემოწმება 08.07.2015) 2 https://www.ndi.org/files/NDI%20Georgia_April%202015%20Poll_Public%20Issues_GEO_VF_0.pdf (ბოლო შემოწმება 08.07.2015)

Page 5: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

5

შესაძლებლობას იძლევა გაანალიზდეს თუ რა სახის გავლენა შეიძლება ჰქონდეს

საქართველოს მოსახლეობაზე მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მის წინამძღოლს.

1.1. ცნებების განმარტება

ცნებები:

შრომა - სინონიმები ქართულ ენაში: დაშვრომა, მუშაობა, გარჯილობა, გარჯა,

ჯაფა, რუდუნი, ღვაწლი (ამ საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის), ზრუნვა, ამაგი,

მოღვაწეობა, ხელის გამოღება (ხელის გამოღებას არასდროს არ დაიზარებს),

ოფლში იწურება, უღელის წევა.

ადამიანის გაცნობიერებული, გამიზნული ფიზიკური ან გონებრივი საქმიანობა,

რომლის შედეგადაც მატერიალური ან არამატერიალური პროდუქტი იქმნება

და რომელიც ადამიანის სულიერი და ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას

ემსახურება. ეკონომიკაში შრომა კაპიტალთან და მიწასთან ერთად წარმოების

ფაქტორს წარმოადგენს. მარქსიზმში ხაზგასმულია შრომის ორმაგი ხასიათი:

აბსტრაქტული და კონკრეტული. აბსტრაქტული შრომის შედეგად იქმნება

გაცვლითი ღირებულება და ახალი ღირებულება, მაშინ როცა კონკრეტული

შრომა მხოლოდ სახმარ ღირებულებას წარმოშობს. ანაზღაურებადი სამუშაო,

მარქსის აზრით - შრომა, რომელიც აუცილებელია წარმოების

უზრუნველსაყოფად - ანაზღაურების გარეშე შეუძლებელია. ზოგადად,

ანაზღაურებადი ეწოდება იმ შრომის, რომელშიც შესაძლებელია საფასურის

მიღება. მარტივია ისეთი შრომა, რომლის შესრულება შესაძლებელია

სპეციფიკური ცოდნისა და კვალიფიკაციის გარეშე. ეს ტერმინი ასევე

მარქსიზმიდან მომდინარეობს. რთული შრომა მარტივის საპირისპიროა.

რთული შრომით იქმნება მაღალი ღირებულების მქონე საქონელი.

გაუცხოებული შრომა, მარქსის თანახმად, არის მომუშავის დამოკიდებულების

ხასიათი მის მიერვე შექმნილ პროდუქტთან, რომელიც მას არ ეკუთვნის.

მონოტონური შრომა: მექანიზებულ და შრომის პროცესებად დანაწევრებულ

წარმოებაში სამუშაო ადგილის მქონეებს მოეთხოვებათ განმეორებადი,

სპეციფიკური მოქმედება. ეს მოქმედება ხორციელდება დიდი გონებრივი და

ფიზიკური ძალისხმევის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს

Page 6: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

6

მონოტონურობას. გონებრივი შრომა: საქმიანობა, სადაც შ-ის პროდუქტი

ფიზიკური მოქმედების გარეშე ანუ „თავით მუშაობით“ იქმნება3.

ამას გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ლექსიკონებში ვკითხულობთ შრომის

განმარტებებს. საკვანძო განსამარტ სიტყვად გამოყენებული იყო Work და

Labour.

Dictionary.com-ის მიხედვით - Work - გარჯა, ჯაფა, შრომა; - პროდუქტიული

საქმიანობა ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით ასევე ფიზიკური ან

გონებრივი ძალისხმევა ან/და რაიმეს წარმოების მიღწევისკენ მიმართული

აქტივობა.

სინონიმები - labour - გარჯა, ჯაფა, შრომა; toil - მძიმე შრომა;

დასაქმება, როგორც სამრეწველო წარმოების გარკვეული ფორმა, რომელიც

ძირითადად ნიშნავს საარსებო წყაროს გამომუშავებას;

Oxford Dictionary-ის მიხედვით, Labour - მუშაობა, განსაკუთრებით ფიზიკური.

Macmillan Dictionary-ს განმარტებით Labour განიმარტება, როგორც მუშები

გარკვეულ ქვეყანაში, საწარმოში ან კომპანიაში, რომლებიც განიხილებიან

როგორც ჯგუფი.

Business Dictionary - ადამიანის ფიზიკური და გონებრივი აქტიობების ნაერთი,

რომელიც გამოყენებულია საქონლის საწარმოებლად ან მომსახურებისთვის.

კვლევის ფარგლებში შრომა განიხილება როგორც ადამიანისთვის სასარგებლო

ფიზიკური და გონებრივი მოქმედება.

მართლმადიდებლობა - ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მიმართულება

კათოლიციზმთან და პროტესტანტიზმთან ერთად; მართლმადიდებლობა

ეყრდნობა საღმრთო წერილს (ბიბლიას), მსოფლიო კრების და ადგილობრივი

კრების დადგენილებებს (მე-4-8 საუკუნეები), ეკლესიის მამათა თხზულებებს,

შვიდ საიდუმლოებას და სხვ. მართლმადიდებლური დოგმატური სწავლება

3 სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი, [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და

სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - ლოგოს პრესი, თბ., 2004, გვ. 351

Page 7: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

7

მოკლედ გადმოცემულია „სარწმუნოების სიმბოლო“-ში, რომელიც მიიღო

ნიკეის (325 წ.) და კონსტანტინეპოლის (381 წ.) კრებამ. სიმბოლო გამოხატავს

აბსოლუტურ, უცილობელ, მარადიულ, შეუცვლელ და მიუწვდომელ

ჭეშმარიტებას.4 მართლმადიდებლობა ბერძნული „ორთოდოქსიის“ ქართული

თარგმანია. აღმსარებლობის მნიშვნელობით იგი პირველად II-III სს-ის

უდიდესი საეკლესიო მოღვაწის კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში

დასტურდება და ეკლესიის საერთო რწმენის გამომხატველ ტერმინად

გზადაგზა მკვიდრდება. „მართლმადიდებლობა“ უპირისპირდება

„ჰეტეროდოქსიას“ ანუ „სხვადმადიდებლობას“. უკანასკნელი ისეთ რელიგიურ

პოზიციას გულისხმობს, რომელიც ეკლესიის საერთო რწმენა და პოზიცია

არაა. უფრო ფართო და ზუსტი განმარტებით, ორთოდოქსია არის იმ

რწმენისეული დოგმატებისა და განჩინებების ერთობლიობა, რომლებშიც იესო

ქრისტესა და მოციქულების მოძღვრებაა ასახული. თავად დოგმატები

წერილობითად ეკლესიის მამების მიერაა ჩამოყალიბებული და კრებებისაგან

დამოწმებული. ამის გამო ისინი მორწმუნეთა შეგნებით სრულ ჭეშმარიტებას

შეიცავენ და, ამდენად, ცვალებადობის კანონს არ ექვემდებარებიან.

მართლმადიდებელი ეკლესია ის ეკლესიაა, რომელიც მოციქულებმა და

თანამოციქულებმა დაასაძირკვლეს და მომდევნო ეპოქის დიდმა

მერჯულეებმა განამტკიცეს. ეს ეკლესია დღემდე შეუცვლელად ინახავს

როგორც მოციქულთა და თანამოციქულთა, ისე წმ. მამების სარწმუნოებას და

შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების სულისკვეთებას. კიდევ მეტად რომ

დავაკონკრეტოთ, მართლმადიდებლობა არის იესო ქრისტესა და

მოციქულების მოძღვრება, ჩამოყალიბებული ძველი რწმენის სიმბოლოებში

და გადმოცემული ეკლესიის მამების და მასწავლებლების მიერ5.

კვლევის ფარგლებში „მართლმადიდებლობაში“ იგულისხმება ქრისტიანული

ეკლესიის ის სწავლებანი, რომლებიც აღიარებულია მართლმადიდებლური

ეკლესიის მიერ, რითიც ვცდილობთ გავემიჯნოთ ქრისტიანული ეკლესიის

სხვა განშტოებების მოძღვრებებს შრომის შესახებ. 4 მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.;

რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004, გვ. 483 5 ნუგზარ პაპუაშვილი, „მსოფლიო რელიგიები საქართველოში“ [რედ.: სოზარ სუბარი] -

თავისუფლების ინსტიტუტი, თბ. 2002

Page 8: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

8

მართლმადიდებლური ეკლესია - დახლოებით 300 მილიონ წევრს ითვლის

მსოფლიო მასშტაბით (ციფრები ცვალებადია), სიდიდით მესამეა ქრისტიანულ

აღმსარებლობათაგან და ქრისტიანთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 15

პროცენტს წარმოადგენს. ასი ან ასზე მეტი მილიონი მართლმადიდებელი

ქრისტიანი ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის

რესპუბლიკებად იწოდებოდნენ. შემდეგ დიდ კონცენტრაციას ისტორიულად

მართლმადიდებლური სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისეთ სახელმწიფოებში

ვხვდებით, როგორიცაა: საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სერბეთი-

მონტენეგრო და კვიპროსი (მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური

უმცირესობებია ევროპის სხვა ნაწილებში). მართლმადიდებელი ქრისტიანები

ისრაელის, პალესტინის, იორდანიის, სირიის, ლიბანისა და ეგვიპტის მთელი

ქრისტიანული მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. მნიშვნელოვან

მართლმადიდებლურ თემებს ვხვდებით აფრიკაში, ავსტრალიაში, კანადასა და

ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაბოლოს, არაქალკედონური ანუ

აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ქრისტიანები უმრავლესობას

წარმოადგენენ სომხეთში და პროცენტულად, ეკონომიკურად თუ

პოლიტიკურად მნიშვნელოვან უმცირესობებს – ეთიოპიაში, სომალიში და

ეგვიპტეში (სადაც მათ კოპტების სახელით იცნობენ)6.

ეპისტოლე - წერილი (უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით)7

პატრიარქი - წმინდა სინოდის (საქართველოს ეკლესიის მმართველი და

საკანონმდებლო ორგანოს) თავმჯდომარე და საპატრიარქოს ხელმძღვანელი8.

ქართული შრომის ეთიკა - იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ სამეცნიერო

სივრცეში არ არსებობს ტერმინის განმარტება, შემუშავდა ჩვენეული ვერსია,

რაც გამოვიყენეთ სამუშაო ცნებად. - ისტორიულ, დროით-სივრცით

კონტექსტში, საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური ან გონებრივი აქტივობა

6 სოლიდარობა №1(22), ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის

ცენტრის მიერ, 2008. წყარო: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12528 (ბოლო შემოწმება 08.07.2015) 7 http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=13227 (ბოლო შემოწმება 08.07.2015) 8 საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული. ახალგაზრდა იურისტები. თბ. 2008.

Page 9: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

9

მატერიალური ან/და არამატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და მის მიერ

გამოვლენილი შრომისადმი დამოკიდებულება.

ცნებები დამუშავდა თეორიებისა და ლიტერატურის, ასევე სხვადასხვა

თანამედროვე ლექსიკონების გამოყენებით (dictionary.com, oxford dictionary, business

dictionary და ა.შ. )

2. კვლევის მიზანი, ამოცანა, საკვლევი კითხვები, ჰიპოთეზა

კვლევითი ძირითადი მიზანია, შრომისადმი დამოკიდებულებების გაგებას

მართმადიდებლურ კონტექსტში ქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი

ეკლესიის პატრიარქის ილია II-ის ეპისტოლეებზე დაყრდნობით 21-ე საუკუნეში.

შესაბამისად, საკვლევი კითხვებია:

როგორია შრომისადმი დამოკიდებულებების გაგება მართლმადიდებლურ

კონტექსტში ეპისტოლეების მიხედვით?

რა ზნეობრივ პრინციპებს უქვემდებარებს მართლმადიდებლური ეკლესია

შრომას ეპისტოლეებში?

როგორ ადაპტირდება ქართული შრომის ეთიკა მართმადიდებლობასთან

ეპისტოლეებში?

ამკვიდრებს თუ არა ახალ ტენდენციებს შრომის მართლმადიდებლურ

კონტექსტში მოაზრება პატრიარქის ეპისტოლეების მიხედვით

რაც შეეხება საკვლევ ამოცანებს, მნიშვნელოვანი ამოცანებია:

ქართული შრომის ეთიკის მართმადიდებლობასთან ადაპტაციის /

შეუგუებლობის პრაქტიკები ეპისტოლეების სააფუძველზე

ქართული შრომის ეთიკის ზნეობრივ-მართმადიდებლური „მორალის“

გაგება.

ამგვარად, კვლევის ძირითადი ჰიპოთეზა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

Page 10: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

10

ქართული შრომის ეთიკის პრაქტიკა ადაპტირებულია მართლმადიდებლო-

ბასთან ეპისტოლეებზე დაყრდნობით.

ქვე-ჰიპოთეზა

პატრიარქი თავის ეპისტოლეებში მრევლს მოუწოდებს

შრომისმოყვარეობისკენ, რითიც ცდილობს შრომის წახალისებას.

3. კვლევის მეთოდოლოგია

კვლევითი ნაშრომი დაფუძნებულია თეორიების შესწავლასა და ემპირიულ

მონაცემებზე. სოციოლოგიური კვლევა დაეყრდნო კვლევის თვისებრივ მეთოდებს,

კერძოდ კონტენტ-ანალიზს, შესასწავლი საგნის სიღრმისეული ანალიზს, რომლის

საფუძველზეც მოხდა პრობლემის მიზეზების დადგენა და მათი გადაჭრის გზების

ძიება. შემუშავდა თეორიული ჩარჩო (იოანე დამასკელი, პავლე მოციქული, Simmel,

Lipset, Weber, Bell, Anthony, Rose, Hunington), დამუშავდა ძირითადი საკვლევი

ცნებები: შრომის ეთიკის ცნება, პატრიარქის ცნება, ეპისტოლეს ცნება,

მართმადიდებლობის ცნება, პატრიარქის ცნება თეორიებისა და ლიტერატურის

გამოყენებით, სხვადასხვა თანამედროვე ლექსიკონების გამოყენებით (dictionary.com,

oxford dictionary, business dictionary,) არსებული კვლევისთვის თემატური

ლიტერატურა შეგროვდა, როგორც ქართველი მეცნიერების, ექსპერტების

ნაშრომებიდან, ასევე, კლასიკური და თანამედროვე თეორეტიკოსების სამეცნიერო

ნაშრომებიდან (მონაცემები, სტატიები, მეცნიერების - Lipset, Weber, Bell, Anthony,

Rose, Hunington და სხვათა შეხედულებები), ელექტრონული ბაზებიდან: Jstor,

Embsco, Bookfi; მასალა ძირითადად მისაწვდომია ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში.

ემპირიული მონაცემების შეგროვება განხორციელდა კონტენტ-ანალიზის

მეთოდით, რაც გულისხმობს საკვლევი დოკუმენტის, ლიტერატურის კრიტიკულ

ანალიზს.

Page 11: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

11

3.1 მონაცემების დამუშავება და ანალიზი

კვლევის ფარგლებში შეგროვდა პატრიარქის ეპისტოლეები 2000

წლიდან 2015 წლის ჩათვლით, სადაც ნახსენები იყო შრომა. საბოლოო ჯამში,

შეგროვდა 32 ეპისტოლე და მოხდა მათი შინაარსის კრიტიკული ანალიზი.

მონაცემების ანალიზი ძირითადად დაეყრდნო აღწერის პროცედურას,

ინტერპრეტციას, კონცეპტუალიზებას. ასევე, შემუშავებული იყო SWOT

ანალიზი - რაც გულისხმობს კვლევის ძლიერი და სუსტი მხარეების,

შესაძლებლობების და საფრთხეების კრიტიკულ გააზრებას.

4. კვლევითი ნაშრომის თეორიული ჩარჩოები

ლიპსეტის თანახმად, ისტორიული პერსპექტივიდან, კულტურული ნორმა,

რომელიც შრომას განიხილავს თავისთავადი ღირებულების მქონე პოზიტიურ

მორალურ ფენომენად, შედარებით ახალი ჩამოყალიბებულია (Lipset, 1990).

კაცობრიობის ისტორიის უდიდესი პერიოდის მანძილზე, შრომა მძიმე და

დამამცირებელი საქმიანობა იყო. მძიმედ მუშაობა იძულების გარეშე არ მიიჩნეოდა

ნორმად იუდეურ, ანტიკურ და შუა საუკუნეების კულტურებში (Rose, 1985). მხოლოდ

პროტესტანტული რევოლუციის შემდეგ გახდა შრომა კულტურულად მისაღები

ყველა ადამიანისთვის, მათ შორის შეძლებულებისთვისაც (Hill, 1992-1999).

დასავლურ კულტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა იუდეო-

ქრისტიანულ რწმენას და ამ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, პირველი ცოდვის

ჩადენის შემდეგ ადამიანი განიდევნა ედემის ბაღიდან და მისი სასჯელი შრომა იყო -

„ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად,

რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე.“ როუზი (Rose,

1985) აღნიშნავს, რომ იუდაიზმის ტრადიცია შრომას განიხილავს როგორც წყევლას,

რომელიც ღმერთმა უმადური და ურჩი ადამიანების დასასჯელად გამოიგონა (1985,

p. 28).

ბერძნები, იუდეველების მსგავსად, შრომას განიხილავდნენ როგორც წყევლას

(Maywood, 1982). შრომის შესატყვისი ბერძნული სიტყვა იყო ponos, რაც სევდას,

დარდს აღნიშნავდა.

Page 12: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

12

შუა საუკუნეებში შრომა კვლავ განიხილებოდა ღვთიურ სასჯელად პირველი

ცოდვის გამო, მაგრამ ამ ნეგატიურ ხედვას დაემატა სარგებლის/გასამრჯელოს

მიღების პოზიტიური ასპექტი, რაც ადამიანს ცხოვრებისეული მოთხოვნების

დაკმაყოფილებისათვის სხვის წყალობაზე დამოკიდებულებისაგან იცავდა (Tilgher,

1930).

ისევე როგორც ანტიკურ სამყაროში, შუა საუკუნეების კულტურაშიც

სოციალური სტატუსი დაკავშირებული იყო იმ საქმიანობასთან, რომელსაც ადამიანი

ეწეოდა. პროფესიებისა და ხელობის იერარქია წმინდა თომა აქვინელმა (მე-13 ს.)

განავითარა. იერარქიაში პირველ ადგილას სასოფლო მეურნეობა იდგა, მოსდევდა

ხელოსნობა და ბოლოს ვაჭრობა. ეკლესიური შრომა კი უმაღლესი კატეგორიის

საქმიანობად მიიჩნეოდა (Rose, 1985); სამონასტრო ცხოვრების იდეალური ფორმა იყო

ლოცვა და ღვთის განჭვრეტა (Braude, 1975; Tilgher, 1930).

მე-16 საუკუნეში პროტესტანტულმა გადატრიალებამ დაამკვიდრა

შრომისადმი ახალი დამოკიდებულება და უარყო მანამდე არსებული შეხედულებები

და, ამასთან, ქრისტიანული წარმოდგენები შრომის ეთიკაზე. მაქს ვებერის ნაშრომის

თანახმად, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება,“ საეკლესიო

რევოლუციისადმი მიდრეკლება ჰქონდათ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ

განვითარებულ რეგიონებს, ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ განვითარებული

რეგიონები კი ორიენტირებული იყვნენ კალკულაციაზე, კაპიტალის დაგროვებაზე,

ასეთ ევროპულ ქვეყნებს მიეკუთნებოდა გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი.

შეიძლება ითქვას, რომ დასავლური კულტურის სახის ფორმირება ლუთერისა

(გერმანია) და კალვინის (საფრანგეთი) მიერ მოხდა. ლუთერს სწამდა, რომ ადამიანს

შეუძლია ემსახუროს ღმერთს თავისი შრომით, ხოლო თუ კალვინის

წინასწარგანსაზღვრუობის კონცეფციით (predestination), ღმერთმა ადამიანი

თავიდანვე განსაზღვრა გადასარჩენად (რჩეულებად) და დასაღუპად. რჩეული

ადამიანი თავისი ყოველდღიური საქმიანობით, შრომით შეიცნობოდა, ყველა

უსაქმური კი განწირული იყო დასაღუპად. ამქვეყნიური წარმატება რჩეულობის ნიშანი იყო.

ადამიანი, რომელიც ინდიფერენტული და უსაქმური იყო, სავარაუდოდ, დაწყევლილთა

რიცხვს განეკუთვნებოდა, აქტიური, ასკეტური და დაუღალავად მშრომელი კი საკუთარ

თავს და სხვებსაც უდასტურებდა, რომ ის ღვთის რჩეული იყო (Tilgher, 1930). ადამიანებს

Page 13: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

13

მხოლოდ თავისი შრომით (და არა სხვების დახმარებით) შეეძლოთ დაემტკიცებინათ, რომ

ისინი რჩეულნი იყვნენ (Lipset, 1990).

ენტონი (Anthony, 1977) აღწერს კაპიტალიზმის იდეოლოგიის მნიშვნელობას,

როგორც რეგულარულად დაცულ სისტემურ სამუშაოს, რომლის არსი ფეოდალური

იდეოლოგიიდან თანამედროვე საზოგადოებაში ტრანფორმაციაა. წარმოშობილ

კაპიტალისტურ სისტემაში კარგი სამუშაო გულისხმობდა ეკონომიკური

ინტერესების დაკმაყოფილებას, რამაც გაზარდა წვრილი ბიზნესმენების რიცხვი და

გახდა სოციალური ვალდებულება - ნორმა. „პროტესტანტულმა ეთიკამ“ მოიტანა

მოგება, როგორც მორალური სანქცია მძიმე შრომისთვის (Yankelovich, 1981).

გავრცელდა ევროპაში, ამერიკის პროტესტანტულ სექტებში, განსაკუთრებით

ინგლისელ პურიტანებში, ფრანგ ჰუგენოტებში. შვეიცარული და დანიური

რეფორმები აღწერს, რომ კალვინისტური თეოლოგია იყო განსაკუთრებით წამყვანი

წარმოებაში და კაპიტალის ზრდაში (Lipset, 1990).

ვებერი (1904, 1905) ხაზს უსვამს ბენჟამინ ფრანკლინის ნაწერებს, როგორც

მაგალითს მეთვრამეტე საუკუნისთვის, თუ როგორ გახდა გულმოდგინე შრომა,

დროის კეთილსინდიდიერი გამოყენება და სიამოვნების გადადება შრომის

მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ნაწილი დასავლურ მსოფლიოში (Hill, 1992-1999).

მე-16 საუკუნის შემდეგ პროტესტანტული ეთიკა გახდა მნიშვნელოვანი

ფაქტორი ევროპული კულტურის და საზოგადოების ფორმირების პროცესში

(Rodgers, 1978).

ვებერის თანახმად, „ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალი სულისკვეთება

ცხოვრების უსასტიკეს სკოლაში გამოზრდილმა, ერთდროულად წინდახედულმა და

გაბედულმა, პირველ ყოვლისა, რაციონალურმა, ფხიზელმა, საკუთარი საქმისთვის

მტკიცედ და ბოლომდე თავდადებულმა, მკაცრი ბურჟუაზიული თვალთახედვისა

და „პრინციპების“ ერთგულმა ხალხმა დაამკვიდრეს.“ (ვებერი, 2004:61)

ახალი სულისკვეთება, რომელიც ვებერთან (The Protestant Ethic and the Spirit

of Capitalism) კაპიტალიზმს გულისხმობს, დასავლური რაციონალობის პრინციპზე

დაფუძნებული კულტურის ნიადაგზე აღმოცენდა. ვებერის მოსაზრებით,

კულტურული ცვლილებების, ამ შემთხვევაში, რელიგიის, კერძოდ,

Page 14: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

14

პროტესტანტული გადატრიალების პროდუქტს (Entzauberung –„განჯადოებას-“

„სამყაროს სურათის ცვლილებას - რელიგიასა და სასწაულზე ორიენტირებული

მსოფლმხედველობიდან რაციონალიზმზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობაზე

გადასვლა) კაპიტალიზმის წარმოშობა წარმოადგენდა. კაპიტალიზმის აღმასვლამდე

მოგების მოტივაცია ადამიანის სიხარბეზე იყო დამოკიდებული, ხოლო

კაპიტალიზზმა მოგება მოიაზრა, როგორც „სასარგებლო.“ დასავლურ კულტურაში

შრომა გახდა თვითმიზანი -„მოწოდება“ და ეკონომიკური ქცევა დაუკავშირდა

რაციონალურ ქმედებას, ლოგიკურ აზროვნებას, წარმოების ორგანიზებას

ბიუროკრატიის საფუძველზე.

დასავლურმა კულტურამ გავლენა მოახდინა შრომის სტანდარტების

ფორმირებაზე და დაამკვიდრა მართვის რაციონალური მოდელი, რომელიც

უნივერსალური და გამოყენებადი აღმოჩნდა ყველგან (Weber, 1904-1905).

უპირატესობა მიენიჭა მოწესრიგებულ, თავდაჯერებულ (self-confidence), მტკიცე,

ფხიზელ და თავშეკავებულ „იდეალურ“ კაპიტალისტ მეურნეს, რომელთანაც დრო

ფული გახდა, შრომა საზრისის მქონე და ფულმა ფული შვა. გულმოდგინედ შრომა,

მიზნისკენ დაჟინებით სწრაფვა და მოგების მოტივაცია მაქსიმალური სარგებლის

მიღების საშუალება გახდა და გზა გაუკვალა კაპიტალისტურ მეურნეობას.

რაც შეეხება შრომის მართლმადიდებლურ გაგებას, აქ ვიხელმძღვანელეთ

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მთავარი წყაროთი. როგორც ტერმინთა

დეფინიციაში აღინიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ეყრდნობა

საღმრთო გამოცხადებასა, საღმრთო წერილს (ბიბლიას). წმიდა წერილის გარდა,

ეკლესია ხელმძღვანელობს წმიდა გარდამოცემითაც, რადგან წმიდა წერილი არ

შეიცავს სრულად საღმრთო გამოცხადებას და წმიდა გარდამოცემის გარეშე

შეუძლებელი იქნებოდა წმიდა წერილის ზოგიერთი ადგილის გაგება. ამას თვით

საღმრთო წერილიდან ვიგებთ - წმიდა იოანე მოციქულისაგან სახარებაში ნათქვამია:

„არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ჰქმნა იესო, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს

თითოეულად, არცაღა ვგონებ, ვითარმედ სოფელმან ამან დაიტია აღწერილი

Page 15: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

15

წიგნები“ (ინ. 21,25).9 წმინდა წერილის პირველსავე წიგნში „დაბადება“ შრომის

შესახებ ვხვდებით უფლის სიტყვებს: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა

შენსა“ (დაბ. 3, 19). საიდანაც ვიგებთ, რომ ფიზიკური შრომა პირველი ცოდვის

შადენის შემდეგ ადამიანის სასჯელი იყო, თუმცა ეკლესია ეყრდნობა რა წმინდა

გარდამოცემას, ამ ადგილის განმარტებისას მეოთხე საუკუნის უდიდესი საეკლესიო

მოღვაწე, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი იოანე ოქროპირი შენიშნავს: „მან

(იგ. ღმერთი) შრომა ჩვენი სარგებლობისთვის და სიკეთისთვის დაუშვა. თუმცა

სიტყვები „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“ სასჯელსა და სატანჯველს

ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში შეგონება და განსწავლაა და ცოდვებით მიღებული

წყლულების კურნებაა.10 აქედან ვიგებთ, რომ შრომა მართლმადიდებლურ წავლებაში

განიხილება როგორც სულიერი ცოდვების გამოსყიდვის ხორციელი საშუალება.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა მამა არ განმარტავს ფიზიკური შრომაა

იგულისხმება აქ თუ გონებრივი, უნდა ვივარაუდოთ რომ ის სწორედ ფიზიკურ

შრომას გულისხმობს (ვარაუდი ეყრდნობა თავად ბიბლიის სიტყვებს: „ოფლითა

პირისა შენისათა...“). იგივე წმინდა მამას აქვს ვრცელი ქადაგება შრომისა და

სიზარმაცის შესახებ, ქადაგებას ჰქვია „მცონარება და საქმიანობა“11. ამ ქადაგებაში

იოანე ოქროპირი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხელობის მიხედვით

საქმიანობაზე, შრომით სიამაყეზე და სირცხვილზე. „ნუ შეგვრცხვება ჩვენი ხელობისა

და უპატიოდ მივიჩნიოთ არა სამსახური, არამედ მცონარება და უსაქმურობა“12. იოანე

ოქროპირი უსაქმურობას განიხილავს როგორც ყოველივე ცოდვის მიზეზს -

„უპატიოების მიზეზი მხოლოდ ცოდვაა. მას კი, როგორც წესი, მცონარება13 შობს, და

არა მარტო ერთი, ორი ან სამი, არამედ ყოველი მანკიერება მისგან იშვება.“14

სამწუხაროდ, კონკრეტულ ქადაგებაში ვერ ვხვდებით განყოფას სქესის მიხედვით

საქმიანობის შესახებ, ვერც გონებრივი ან ფიზიკური საქმიანობათა უპირატესობა-

9 „მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხები სულიერი ცხოვრების 1141-2407 კითხვაზე“ (ნაწილი

მეორე), თბილისი 2003 წ. მთარგმნელი: ციცინო მჭედლიშვილი 10 “ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმინდათა შორის მიმისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა,

კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა", თბილისი, 2007, გვ. 82 11 იხ. დანართი N2 12 “ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმინდათა შორის მიმისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა,

კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა", თბილისი, 2007, გვ. 82 13 სულხან საბა ორბელიანი: „არს შიში მომავლისა მოქმედებისა, რომელ არს დაზარება“ 14 “ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმინდათა შორის მიმისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა,

კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა", თბილისი, 2007, გვ. 82

Page 16: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

16

უდარესობაზე გავაკეთებთ ანალიზს. თუმცა ერთი კია, ტექსტში იოანე ოქროპირს

მაგალითად მოჰყავს პავლე მოციქული და მისი ორი საქმიანობა 1. ძირითადი

საქმიანობა ქადაგების სახით, რაც მისი როგორც მოციქულის მოვალეობა იყო და 2.

ფიზიკური საქმიანობა მეკარვეობის სახით, რასაც თავად პავლეც აუცილებლობად

მიიჩნევდა. ამ ორს, იოანე ოქროპირი თითქმის უთანაბრებს ერთმანეთს, რადგან

საღმრთო სიტყვის ქადაგება და კაცთა შორის საქმიანობა, ორივე უფლის ნების

აღსრულებად განიხილება.

თავად პავლე მოციქულის შრომისადმი დამოკიდებლებას ვხედავთ როგორც

მისი ცხოვრების აღწერაში, საქმე მოციქულთას მიხედვით, ასევე პავლეს სხვადასხვა

ეპისტოლეში. საქმე მოციქულთა მოგვითხრობს, რომ ათენში ქადაგების შემდეგ

პავლე მოციქული გადადის კორინთოში, სადაც დაიმოწაფებს იუდეველ აკვილას და

მის ცოლს პრისკილას და მათთან დასახლდება. აკვილას ხელობას მეპრატაკეობა

(მეკარვეობა) წარმოადგენდა და ვინაიდან პავლემაც შესანიშნავად იცოდა ეს საქმე,

თავადაც მეკარვეობას შეუდგება, რადგან სარჩო საკუთარი შრომით მოეპოვებინა,

ხოლო შაბათობით ქადაგებდა სინაგოგაში (საქ. 18, 1-4). მეპრატაკეობა (მეკარვეობა)

იუდეველთა შორის დაფასებული ხელობა იყო. იუდეველთა სამ უდიდეს

დღესასწაულს შორის, ერთ-ერთ დღესასწაულს კარვობა ეწოდებოდა აგრეთვე,

ტაბერნაკულუმთა დღესასწაული ანუ სუქოთი. დღესასწაულს დიდი სახალხო

მხიარულება ახასიათებს და მოსავლის აღების შემდეგ იმართება, უფლისადმი

მადლიერების ნიშნად. დღესასწაულის სამიწათმოქმედო მნიშვნელობა ისტორიულ

გადაძახილს ერწყმის - გახსენებაა ისრაელის ხალხის უდაბნოში მოგზაურობისა,

რომლის დროსაც მათ კარვებში უწევდათ ცხოვრება15. დღესასწაულის

თავდაპირველი აღნიშვნა სწორედ უდაბნოში გასვლით ხდებოდა, კარვებქვეშ,

შესაბამისად კარავის მკეთებელთა პროფესია განსაკუთრებით დაფასებული იყო

იუდეველთა შორის.

შრომის ამ ფაქტს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებშიც იხსენებს.

თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში ის წერს: „არავის პური არ გვიჭამია

მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით

15 პიერო პეტროზილო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა

სააკაშვილმა]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნივერსიტეტის გამოც., 2011. - 434გვ.

Page 17: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

17

რომელიმე თქვენგანს. იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ

იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი. ვინაიდან თქვენთან

ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს. მაგრამ

გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად

ფაციფუცობს. ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ

მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.“ (2 თეს. 8-12). საგულისხმოა ერთი მუხლი

სხვა ეპისტოლედან, სადაც პავლე მოციქული საუბრობს სულიერ საქმიანობის

თანაბარ მნიშვნელოვნობაზე ფიზიკურ შრომასთან, კერძოდ, ის ამბობს, რომ

„მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის

იმედი, რომ თავის წილს მიიღებს. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ

თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან?

რადგან თვით უფალმა უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით

ცხოვრობდნენ.“ (1 კორ. 9, 10-11, 14)

პავლე მოციქული შრომას ღვთის სახარების ქადაგებად მოიხსენებიეს, და ამას

მისი ეპისტოლეებიდან კიდევ ერთი ამონარიდი ადასტურებს: „მოიჴსენენით, ძმანო,

შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის

დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი

ღმრთისაჲ.“ (1 თეს. 2, 9).

ქრისტეს ეკლესიის უპირველესი რჯულმდებელი რა თქმა უნდა თავად იესო

ქრისტეა. იესო ქრისტეს ცხოვრებაში, რომელიც 4 სახარებად არის წარმოდგენილი

წმინდა წერილში, ბიბლიაში, მის შრომისადმი დამოკიდებულებაზე რამდენიმე

ეპიზოდი მეტყველებს. გარდა იმისა, რომ იესო ქრისტეს სწავლებები უმთავრესად

სულიერი ხასიათისაა და შრომასაც უპირველესად სწორედ სულიერ კონტექსტში

განიხილავს (იქნება ეს ქველისსაქმე, ზეციური საუნჯის მოგროვება, უზრუნველობა

რა ვჭამოთ, რა შევიმოსოთ), არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც შრომისადმი,

როგორც ხორციელი საქმიანობისადმი მის დამოკიდებულება წარმოაჩენს.

უპირველეს ყოვლისა კი ასეთია თავად მისი ფიზიკური მოღვაწეობა

მცირეწლოვნობის ჟამს, რაც გამოიხატებოდა მამისადმი დახმარებაში (ლკ. 2, 51). ამას

გარდა, სახარებებში იესო ქრისტეს ხშირად საუბრობს კეთილ მევენახეზე, კეთილ

Page 18: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

18

მუშაკზე, მებადურზე, მთესვარზე და ა.შ. სულიერი სწავლების გადმოსაცემად იგი

იყენებს ფიზიკური სამუშაოების სხვადასხვა სახეობებს, რაც შემდგომში საეკლესიო

ტრადიციებში დგინდებოდა როგორც უფლის მიერ ნაკურთხ ან არანაკურთხ

საქმიანობად. მაგალითად, მევენახეობა ნაკურთხია უფლის მიერ ჯერ კიდევ ძველ

აღთქმაში (იგ. ნოეს მიერ ყურძნის დაწურვა), ასევე მევენახეობის კურთხეულობაზე

მოწმობს საიდუმლო სერობის ეპიზოდში ზიარების დაწესება და უფლის სიხლად

ღვინის გამოყენება. (მთ. 26, 28). იგავების სახით წარმოდგენილია შრომა და

საზღაურის მიმართება, მაგალითისთვის მოვიყვანთ იგავს ტალანტებზე16. (სულიერი

დატვირთვა განსხვავდება იგავის შინაარსისგან, თუმცა თავად იგავი მნიშვნელოვანი

სწორედ შრომის გააზრების თვალსაზრისით). ამ იგავში იესო ქრისტე საუბრობს

ადამიანის დამოკიდებულებაზე შრომის და ასევე შრომით სარგებლის მიღების

აუცილებელი პირობის მიმართ.

შრომის თანამედროვე დეფინიციებით სექსუალურ მუშაკთა საქმიანობა

შეიძლება სრულიად სამართლიანად მივიჩნიოთ შრომად. ქრისტიანული სწავლების

მიხედვით კი, ეს საქმიანობა ცოდვათ განიხილება და არა შრომით საქმიანობად.

იოანეს სახარებაში მოთხრობილია მრუშობაში მხილებული ქალის იესოსთან

მოყვანის ფაქტი, რათა ქრისტემ ის განიკითხოს (იუდაური რჯულით მას ქვებით

ჩაქოლვა ემუქრებოდა), მართალია ქრისტემ იგი შეიწყალა, მაგრამ მისი საქმიანობა

ცოდვად შერაცხა - „წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ“. (იო. 8, 11).

ქალის საოჯახო საქმიანობის წარმოსაჩენად მართასა და მარიამის ეპიზოდის

განხილვა შეიძლება (მართა და მარიამი ლაზარეს, იესო ქრისტეს მეგობრის დები

არიან, ლუკას სახარებაში მოთხრობილია იესო ქრისტეს სტუმრობა მათთან.

ეპიზოდის მიხედვით, მარიამი იესოს ფეხებთან დაჯდება და დაუწყებს მოსმენას,

ხოლო მართა სტუმრის მასპინძლობისთვის დაიწყებს ზრუნვას. (ლკ. 10, 38-42))

გიორგი მთაწმინდელის რედაქციაში, ისევე როგორც თანამედროვე თარგმანში იესო

ქრისტეს სიტყვები ასეა წარმოდგენილი: „მართა, მართა! ნუ ჰზრუნავ და შფოთ ხარ

მრავალთათვის;“ საოჯახო საქმიანობას იესო ქრისტე მოიხსენიებს ტერმინით

„ზრუნვა“, რაც ჩვენს მიერ ცნებათა განმარტებისას შრომის სინონიმად არის

16 იხ. დანართი N3

Page 19: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

19

წარმოდგენილი. თავად მართა კი ამბობს - „დამან ჩემან მსახურებად დამიტოვა“,

საოჯახო საქმიანობა როგორც მსახურება, სამსახური.

რა თქმა უნდა ახალი აღთქმა კიდევ ბევრ მაგალითს გვთავაზობს შრომის

გააზრებისთვის, თუმცა ამ მოყვანილი მაგალითებიც საკმარისია შრომის

ქრისტიანული სწავლების წარმოსაჩენად.

ქართველი მეცნიერი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, 1974 წელს წერდა: „ჩვენ

მოწინავე ერებთან შედარებით, ჩამორჩენილი ვართ და ასევე ჩამორჩენილია ჩვენი

საზოგადოებრივი ცხოვრებაც. აქ არ არის ის ძლიერი დუღილი, მძლავრი მაჯის ცემა,

საზოგადოებრივ ძალთა შეჯახება, ბრძოლა და სწრაფი წინმსვლელობა, რომლითაც

განსხვავდება ევროპა და საზოგადოდ დაწინაურებული კაცობრიობა. აქ, ჩვენში,

ყველაფერი კეთდება en petit, პატარად, ცოტა-ცოტაობით, ნაკლები ღონით და

ენერგიით, არაა გაზრდილი და განვითარებული საზოგადოებრივი ძალა და

შემოქმედება, ამიტომ ჩვენს ცხოვრებას აკლია უცხოეთისებური მოელვება და

ცხოველმყოფელობა, აკლია ჩვეულებრივ მიმდინარეობის დროგამოშვებით შეკუმშვა-

შეზვირთება, რომელიც „საქვეყნო ამბის“ სახით, ყველასთვის შესამჩნევი და სანახავი

ჰხდება.“ (გოგიჩაიშვილი, 1974:225).

ამის გარდა, გოგიჩაიშვილის მოსაზრება გარკვეულწილად უკავშირდება

პატრიარქი 2011 წლის საშობაო ეპისტოლეში ნათქვამს, რომ ერი გადაეჩვია უწინდელ

შრომას და მოუწოდებს ერს მუშაობისკენ, ამ მოსაზრების დასაბუთების მიზნით,

შესწავლილი ეპისტოლეების კონტენტ-ანალიზს მომდევნო თავში გაეცნობით.

5. ეპისტოლების კონტენტ-ანალიზი

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველ

ორგანოს წარმოადგენს წმინდა სინოდი, რომელსაც თავმჯდომარეობს კათოლიკოს

პატრიარქი. 1977 წელს საქართველოს კათლიკოს პატრიარქის ტახტზე მოხდა ილია

II-ის აღსაყდრება. საპატრიარქო მოღვაწეობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს

წარმოადგენს ეკლესიის მრევლისთვის სულიერი სწავლებების გარდამოცემა, მათ

შორის ეპისტოლარული სახით, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე აღსაყდრების

Page 20: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

20

პირველივე წლიდან ასრულებს, რასაც მოწმობს აღსაყდრებიდან რამდენიმე დღეში

დაწერილი საახალწლო ეპისტოლე 1978 წლის. უნდა აღინიშნოს რომ, პირველ

ხანებში, ვიდრე 1990 წლამდე ყოველწლიურად პატრიარქი სამ ეპისტოლეს

აქვეყნებდა საახალწლოდ, საშობაოდ და სააღდგოოდ, 1990 წლიდა დღემდე

წელიწადში მხოლოდ ორი ეპისტოლე - სააღდგომო და საშობაო.17

ჩვენი კვლევის ფარგლებში განხილულ იქნა პატრიარქის ეპისტოლეები XXI

საუკნეში, ანუ 2000 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. როგორც კვლევის მიზანში იყო

აღნიშნული, ჩვენთვის პატრიარქის ეპისტოლეები მნიშვნელოვანია შრომისადმი

დამოკიდებულების დასადგენად, ამისთვის მივმართეთ კონტენ-ანალიზს და

დეტალურად გავეცანით პატრიარქის ეპისტოლეებს. გამოვყავით ყველა ის აბზაცი18

სადაც ნახსენებია ტერმინი შრომა ან მისი სინონიმები (ცნებათა განმარტებაში

წარმოდგენილის მიხედვით) და შემდეგ მოვახდინეთ მისი ანალიზი.

პატრიარქის ეპისტოლეებში შრომა შეიძლება რამდენიმე შინაარსობრივ

ჯგუფში გაერთიანდეს.

შრომა - უფლის ბოძებული ნიჭი

შრომა - მადლი; მაცხონებელი

შრომა - ქვეყნის კეთილდღეობის გარანტი

შრომა - აღზრდის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი

შრომა - ემიგრაციის მიზეზი

შრომა - „თავის გატანა“ და „დანაშაული“

შრომა - გამოსწორების საშუალება

აღმზრდელობითი შრომა - „ყველაზე დასაფასებელი“

პატრიარქი ხშირად ამახვილებს ყურადღებას შრომაზე, როგორც უფლისგან

ბოძებულ ნიჭზე, იხსენებს რა ტალანტების შესახებ იგავს, საუბრობს რომ ადამიანებს

სხვადასხვა ნიჭები აქვთ, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია საერთო

საკეთილდრეო მუშაობა, შრომა. მნიშვნელოვანია ასევე მისი სწავლებები შრომის

შესახებ ქრისტიანული, ზემოწარმოდგენილი სწავლებების მიხედვით, რაც სრულ

17 http://www.orthodoxy.ge/patriarqi/sarchevi.htm (ბოლო შემოწმება 08.07.2015) 18 იხ. დანართი N1

Page 21: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

21

შესაბამისობაში მოდის, კერძოდ - როგორც აღინიშნა, ფიზიკური შრომა პავლე

მოციქულთან გაიგივებულია მის მისიონერულ შრომასთან, მოღვაწეობასთან, რასაც

პატრიარქიც იმეორებს თავის ეპისტოლეებში. შრომა როგორც გადარჩენის, ცოდვათა

მიტევების, სულის ცოდვების გამოსყიდვის საშუალება. საგულისხმოა, რომ მკვეთრი

ხაზი არ არის ფიზიკურ შრომასა და გონებრივ შრომას შორის, მხოლოდ უნდა

ვივარაუდოთ, რომ ხშირ შეთხვევაში პატრიარქი შრომაში სწორედ ფიზიკურ

მუშაობას გულისხმობს, ვინაიდან მაგალითებად მოჰყავს საქართველოს ისტორიაში

ქართველი გლეხი და მისი მუშაობის გამოვლინებანი, იქნება ეს მიწის დამუშავება,

ვენახის მოვლა თუ სხვა. სწორედ ამგვარ სამუშაოსთან ავლებს ხოლმე პარალელებს

შრომის მიერ ცოდვათა მიტევების შესაძლებლობებზე. ამ მხრივ, ხაზგასმულია

სამონასტრო ცხოვრებაში შრომის, ასკეზის განსაკუთრებული მნიშვნელობაც

(სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წ.)

პატრიარქი შრომის წახალისებისთვის ხშირად ეროვნულ-პატრიოტულ

მოტივებს მიმართავს და საუბრობს, რომ თითეული ადამიანის წახალისება შრომითი

თვალსაზრისით, სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმება და შემდეგ იქ

გამოვლენილი შრომისმოყვარეობა, საერთო საქმისთვის, მთელი ქვეყნისთვის

სიკეთის მომტანი იქნება.

ჩვენი კვლევისთვის მნიშვნელოვანი იყო შრომით განსაზღვრებებში

პატრიარქი აკეთებდა თუ არა გენდერულ დიფერენციაციას, ქალისა და კაცის შრომას

შორის განსხვავებას. ამ მხრივ მკვეთრი განსხვავება არ იკვეთება, თუმცა საინტერესოა

რამდენიმე დეტალი, რომელიც შეიძლება მიგვანიშნებდეს მის დამოკიდებულებებზე

ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი, როგორც უკვე აღინიშნა ისტორიულ

კონტექსტში მუდამ ფიზიკური შრომის გამოვლინებათა გახსენება, რაც

უპირველესად მამაკაცის შრომას უკავშირდება, მეორე - პატრიარქის ეპისტოლეში

ხშირად ვხვდებით, რომ ქმარი არის ოჯახის თავი და მთავარი შემომტანი, მაგრამ

არის თუ არა ცოლის საოჯახო საქმიანობა შრომა? ამ მხრივ საინტერესო ფაქტები

გამოვლინდა.

ჩვენს მიერ დამუშავებული 32 ეპისტოლედან, პატრიარქი მხოლოდ ერთხელ

ახსენებს სიტყვა დიასახლისს, ამიტომ ამ აბზაცს მთლიანად გთავაზობთ. „თუ

Page 22: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

22

დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ

იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული

ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა, თუ შენ

აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის დაგეგმარებას,

ეგოისტურად ზრდი ბავშვებს, არ ასწავლი მათ მოწყალების გაცემას და

გაჭირვებულისადმი თანადგომას, არ ასწავლი მეგობრობას, სიმართლის სიყვარულს,

ერთგულებას, - კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები

(საშობაო ეპისტოლე, 2013-2014)“. როგორც ამონარიდიდან ჩანს, პატრიარქი

უარყოფით შეფასებას აძლევს დიასახლისის მიერ სახლის მიტოვებას და სამსახურის

ძებნას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. ძირითადად უარყოფითი ნიშნებია

ჩამოთვლილი. ამას გარდა, არის კიდევ ერთი ეპოზოდი იმავე წლის ეპისტოლედან:

„ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების

აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს,

თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან

ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ

ქმედებებში მორჩილებას) (საშობაო ეპისტოლე, 2013-2014)“. ზედაპირული ანალიზით

ცალსახაა, რომ პატრიარქი ქალის მუშაობას ოჯახის მიღმა მაინცდამაინც დადებით

შეფასებებს არ აძლევს, მაგრამ უთანაბრებს თუ არა დიასახლისის მოღვაწეობას,

ქმრის იმ საქმიანობას და შრომას, რომელიც ზემოთ „სულის გამოხსნის“ ტოლფასად

აქვს მიჩნეული? ამის გასაგებად აღნიშნული ამონარიდებიც დაგვეხმარება და კიდევ

მოვიშველიოთ სხვა წლების ეპისტოლეებიდან. კერძოდ, „საუკუნეთა მანძილზე

ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა, მამულისადმი თავდადების

სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენს

წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული სიყვარული ჰქონოდათ; რომ არა

ასეთი დამოკიდებულება, დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი აღარ იარსებებდა. აი, ის

ცხრა სათნოება, რომელთა შესახებაც ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე, იყო მთავარი

ორიენტირი ჩვენი დიდებული წინაპრებისათვის. იგი ჩვენი და ჩვენი შვილების

ცხოვრების საფუძვლადაც უნდა იქცეს, რაც კვლავ ქართვლი ქალის მიერ უნდა

განხორციელდეს, მისი ძალისხმევით ქრისტიანობის მტკიცე საძირკველზე უნდა

გაერთიანდეს ეკლესიაც, სკოლაც და ოჯახიც.“ (სააღდგომო ეპისტოლე, 2002).

Page 23: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

23

თუკი დიასახლისის საქმიანობის უგულებელყოფა გართობის ან სხვა მსგავსი

მიზნით კაენის ცოდვასთან, კაენის სულთან აახლოებს ქალს, უნდა ვივარაუდოთ,

რომ დიასახლისობა, საოჯახო საქმიანობა სეითი19 გზის გაგრძელებაა, რაც სხვა

არაფერია თუ არა „ღვთის შვილობა“20. ამას გარდა, ჩვენს მიერ მოყვანილი 2002 წლის

ეპისტოლედან აშკარად იკითხება პატრიარქის დამოკიდებულება ქალის საოჯახო

საქმიანობის მიმართ, ზრუნვა (შრომის სინონიმი) ოჯახზე ქვეყნის და ეკლესიის

მტკიცე საფუძველის გამოხატულებაა.

უპირველესად კი ოჯახზე ზრუნვაში, პატრიარქი შვილების აღზრას

მოიაზრებს და ამას წარმოდგენილის გარდა, კიდევ რამდენიმე ეპისტოლეში

ეხმიანება. ის დედის, ქალის როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს

შვილების აზღრდაში და ამას გარდა ქრისტიანული სწავლებისა, საქართველოს

ისტორიით და ტრადიციით ხსნის. შვილების აღზრდისას, პატრიარქი დედებს

მოუწოდებს რომ ასწავლონ მათ ქრისტეს და ეკლესიის სიყვარული, მოწყალების

გაცემის და სხვათა დახმარების სიყვარული და ასევე ხშირად ახსენებს შრომას -

იყავით მოყვარენი შრომისა და ცოდნისა! (საშობაო ეპისტოლე, 2009/2010).

გონებრივ მუშაობაზე პატრიარქი მნიშვნელოვნად ამახვილებს ყურადღებას.

კერძოდ, „მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი

სკოლების პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის

მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს

საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა

მიენიჭოთ ამა თუ იმ ადამიანს.“ (სააღდგომო ეპისტოლე, 2007). მიუხედავად იმისა,

რომ მისი ქადაგებებიდან ხშირად ისმის საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ

სტუდენტთან მსუბუქი კრიტიკა, ეპისტოლეებში მსგავსი არაფერი დასტურდება და

ამ მხრივ საინტერესო იქნება ქადაგებების ანალიზი. მაგრამ ემიგრანტებთან

მიმართებაში პატრიარქის ეპისტოლეებში ორაზროვან ტექსტებს ვხვდებით - „თქვენ

იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს,

დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის

19 ბიბლიური ადამის მესამე შვილი. 20 დაბადების მეექვსე თავის მეორე მუხლში სეითის შთამომავლებს წმინდა წერილი უწოდებს

ღმრთისშვილებს, ხოლო კაენის სთამომავლებს ადამიანის შვილებს. (დაბ. 6, 2)

Page 24: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

24

მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების

დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი

შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.

მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ

როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.“ (სააღდგომო

ეპისტოლე, 2014). მოყვანილ მაგალითში ვხედავთ პატრიარქის ლოიალურ

დამოკიდებულებას ევროპაში სამუშაოდ წასული ადამიანების და ამ შემთხვევაში

ქალების მიმართ, რომლებიც ოჯახის სარჩენად „უმძიმეს შრომას არ თაკილობენ“,

მაგრამ მეორე მხრივ უფრო მკაცრი იყო 2001 წელს („ბოლო დროს ჩვენი ქვეყნიდან

წასულ ბევრ ქართველს შევხვედრილვარ ინგლისშიც, ამერიკაშიც, ისრაელშიც,

გერმანიაშიც, საფრანგეთშიც. იშვიათად თუ ვინმეს გაუმართლა. ძირითადი ნაწილი

მატერიალურად ჩვენზე უარეს დღეში ცხოვრობს და ამასთან ერთად, მთელს

ენერგიას ახმარს სრულიად უმნიშვნელო, არაფრისმომცემ საქმიანობას. მათ რომ

სამშობლოში ასე ეშრომათ, აღარ გაუჭირდებოდათ და ქვეყანასაც გამოადგებოდნენ.“

(სააღდგომო ეპისტოლე, 2001)) ამავე თემასთან მნიშვნელოვანია პატრიარქის

ბოლოდროინდელი საკვირაო ქადაგებები, რომლებიც ცალკე შესწავლას მოითხოვენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ეპისტოლეებში პატრიარქი

შრომას უკავშირებს, გახლავთ პენიტენციალურ სისტემაში სასჯელის შემსუბუქება ან

შრომითი საქმიანობით ჩანაცვლება. პატრიარქის ეპისტოლეში ვკითხულობთ:

„ვფიქრობთ, პენიტენციალურ სისტემაში შრომის დანერგვა და სასულიერო პირის

უფრო აქტიურად ჩართვა დიდ შედეგს მოიტანს, რისი გამოცდილებაც უცხოეთის

ქვეყნებში კარგა ხანია აქვთ.“ (საშობაო ეპისტოლე, 2007 წ.) და ასევე „იქნებ

ვიზრუნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, მიმაგრების და სხვა

ალტერნატიული სასჯელების ამოქმედებაზე იმ პატიმართა მიმართ, რომელნიც

საშიშ დამნაშავეებს არ წარმოადგენენ.“ (სააღდგომო ეპისტოლე, 2012).

რამდენიმე ეპისტოლეში ამახვილებს ყურადღებას ისეთ მძიმე სენზე,

დაავადებაზე, როგორიცაა ნარკომანია. „ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი

ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას

სხვადასხვა გარემოებანი უწყობენ ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი

Page 25: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

25

უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი

მამებიც კი, რომელნიც ათეულ წლობით განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და

პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად

თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე ხელობას დაუფლებოდნენ, რომ ლოცვა და

შრომა ყოველდღიურ წესად ექციათ.“ (საშობაო ეპისტოლე, 2000-2001).

ამასთან, შრომის მნიშვნელოვნობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ მსგავსი

ამონარიდებით: „უშრომელად ნაშოვნი ლუკა საწამლავია”, „უშრომელად მიღებული

თანხა ბარაქას ვერ გამოიღებს“, „უფლისადმი შესაწირი პირველ რიგში უნდა იყოს

გულმხურვალე ლოცვა, ჩვენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, ჩვენი შრომა,

ჩვენი ნამუშაკევი”, „ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა“,

მოციქულები გამოირჩია უფალმა „უპირველეს ყოვლისა, გულის განსაკუთრებული

სიწმიდითა და სულის სიწრფელით, თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით“.

ამრიგად, ჩვენი ჰიპოთეზა მართლმადიდებლური სწავლებისა და ქართული შრომის

ეთიკის ადაპტირების შესახებ პატრიარქის ეპისტოლეებში მართლდებას, ისევე

როგორც ის ფაქტი, რომ პატრიარქი მოუწოდებს მრევლს შრომისმოყვარეობისკენ,

რითიც ცდილობს შრომის წახალისებას.

ამრიგად, პატრიარქი 21-ე საუკუნის ეპისტოლეებში, შრომის

მართლმადიდებლურ კონტექსტზე და შრომისმოყვარეობის მნიშვნელობაზე

საუბრისას, მრევლს განსაკუთრებით მოუწოდებს იშრომონ, ვინაიდან ეს

უკანასკნელი არის სახელმწიფოებრივი კეთილდღეობის, ოჯახური წარმატების,

ფიზიკური ჯანმრთელობის, ცოდვათა მიტევების და ცხონების უმნიშვნელოვანესი

გზა.

Page 26: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

26

დასკვნა

კვლევის ფარგლებში, გავაანალიზეთ პატრიარქის 32 ეპისტოლე (საშობაო და

სააღდგომო), რომელიც 21-ე საუკუნეს მოიცავს. კვლევის ძირითადი მიზანი იყო

პატრიარქის ეპისტოლეების საფუძველზე გაგვეგო და კრიტიკულად

გაგვეანალიზებინა შრომისადმი დამოკიდებულებები მართმადიდებლობის

კონტექსტში და ამასთან, გაგვეგო ქართული შრომის ეთიკის ზნეობრივ-

მართმადიდებლური „მორალი.“

შრომისადმი დამოკიდებულებები რამდენიმე შინაარსობრივ ჯგუფში

გავაერთიანეთ და გავაანალიზეთ, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ

პატრიარქი შრომას განიხილავს, როგორც ღვთისგან ბოძებულ ნიჭს და შრომა

მოიაზრება როგორც გადარჩენის, ცოდვათა მიტევების, სულის ცოდვების

გამოსყიდვის საშუალება. ამასთან, პატრიარქი ეპისტოლეებში საუბრისას ცდილობს,

რომ წაახალისოს საზოგადოება და მოუწოდებს მათ შრომისაკენ. თითეული

ადამიანის წახალისება შრომითი თვალსაზრისით, სამუშაო ადგილების შექმნა და

დასაქმება და შემდეგ იქ გამოვლენილი შრომისმოყვარეობა, საერთო საქმისთვის,

მთელი ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იქნება. მსგავსი მოსაზრება გვაძლევს

საშუალებას, რომ ვთქვათ ჩვენი ჰიპოთეზა და ქვე-ჰიპოთეზა მართლმადიდებლური

სწავლებისა და ქართული შრომის ეთიკის ადაპტირების შესახებ პატრიარქის

ეპისტოლეებში მართლდება, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ პატრიარქი მოუწოდებს

მრევლს შრომისმოყვარეობისკენ, რითიც ცდილობს შრომის წახალისებას. როგორც

ზემოთ მოყვანილი კვლევების შედეგებიდან ვიგებთ, საქართველოს მოსახლეობის

უმრავლესობა თავს მიაკუთვნებს მართლმადიდებელ ეკლესიას, ისინი ამბობენ, რომ

მათ რელიგიურ მრწამსს გავლენა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ამავდროულად

ვიცით პატრიარქის ნდობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის შესახებ, რაც

გვაფიქრებინებს, რომ პატრიარქის ეპისტოლეებს მრავალ ადამიანზე აქვს გავლენა.

საბოლოოდ, კვლევის ანგარიშის შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ

პატრიარქი მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, საუბრობს, შრომაზე

როგორც გამოსწორების საშუალებაზე, განიხილავს ქალისა და მამაკაცის როლს და

ემიგრაციის მიზეზებს. არსებულ შემთხვევებშიც შრომას ეკლესიური ცხოვრების

Page 27: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

27

პრაქტიკის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევს და ლოცვისა და მარხვის გვერდით

მიუჩენს ხოლმე ადგილს „სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც

ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას,

შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი

ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის

დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.“ (საშობაო ეპისტოლე 2001-2002).

Page 28: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

28

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები

1. ახალი აღთქუმაი, თბილისი, გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების

საქართველოს წარმომადგენლობა, 2003

2. ახალი აღთქმა და ფსალმუნები, სტოკჰოლმი, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი,

1993

3. ბიბლია, თბილისი, საქართველოს საპატრიარქო, 1989

4. გოგიჩაიშვილი ფ. 1974. რჩეული ნაწერები. თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა

საქართველო.“

5. ვებერი მ. 2004. ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ. თბილისი,

საგამომცემლო სახლი „მარსი.“

6. თევზაძე გ. 2002. ინსტიტუციური ცვილებების სოციოლოგია. „მეცნიერება,“

თბილისი.

7. თევზაძე გ. 2009. განჯადოება. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. გვ.6-7

8. მეზვრიშვილი ლ. 2003. ეკონომიკური სოციოლოგია. „მეცნიერება,“ თბილისი.

გვ.24-26

9. ნარგიზაშვილი მ. 1993. შრომის სოციოლოგია. თბილისი.

10. პატრიარქის ეპისტოლეები, ელექტრონული მისამართი:

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/sarchevi.htm (ბოლო შემოწმება 08.07.2015)

11. ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე

ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისა, თბილისი, 2007

12. Anthony, P. D. 1977. The ideology of work. Great Britain: Tavistock.

13. Erushkina L. 2010. Sociology of Management. Nijni Novgorod.

14. Hill. R.Ph.D. 1992,1999. Historical context of the world ethic. All rights reserved.

15. Huntington S. 2004. Who are We: The Challenges to America’s National Identity.

N.Y. Simon & Schuster. P. 59-60

16. Lipset, S. M. 1990. The work ethic - then and now. Public Interest, Winter 1990,p61-

69

Page 29: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

29

17. Maywood, A. G.1982.Vocational education and the work ethic. Canadian Vocational

Journal, 18(3), 7-12.

18. Rodgers, D. T.1978. The work ethic in industrial America, 1850-1920. Chicago: The

University of Chicago Press.

19. Rose, M. 1985. Reworking the work ethic: Economic values and socio-cultural

politics. London: Schocken. P.28

20. Tilgher, A. 1930. Homo faber: Work through the ages. Translated by D. C. Fisher.

New York: Harcourt Brace.

Page 30: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

30

დანართი

დანართი N1

შრომის შესახებ აბზაცები პატრიარქის ეპოსტოლეებიდან

საშობაო ეპისტოლეებიდან

განსაკუთრებულობა უნდა გამოვლინდეს სულიერებაში. თითოეულმა

ოჯახმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს, რომ იგი ღირსი გახდა შეხვედროდა

ამ დიდებულ თარიღს და ვალდებულია, სათანადოდ მოემზადოს ამისთვის,

ვალდებულია, იმ მოგვების მსგავსად, რომელთაც თაყვანი სცეს და საუკეთესო

ძღვენი მიართვეს ბეთლემის ბაგაში მწოლ ახალშობილ მაცხოვარს, თავისი შესაწირი

გაიღონ მის სადიდებლად. ეს შესაწირი პირველ რიგში უნდა იყოს გულმხურვალე

ლოცვა, ჩვენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, ჩვენი შრომა, ჩვენი ნამუშაკევი,

ჩვენი კეთილი საქმეები.

ქრისტეს შობა 1999-2000 წ.

-----------------------------

ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის

დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოებანი უწყობენ

ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ

ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი მამებიც კი, რომელნიც ათეულ წლობით

განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას

თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე

ხელობას დაუფლებოდნენ, რომ ლოცვა და შრომა ყოველდღიურ წესად ექციათ.

სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ

უშრომელად ნაშოვნი ლუკა საწამლავია; რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის

მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი

საცდურია. ასეთი შხამით ნასაზრდოები ცაკლეული ადამიანი თუ საზოგადოდ

ოჯახი, ბედნიერი ვერასოდეს იქნება.

შობა ქრისტესი თბილისი, 2000-2001

Page 31: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

31

-----------------------------

სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს

მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას,

ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი

ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის

დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.

ქრისტეშობა თბილისი 2001/2002 წწ.

-----------------------------

თუ ქრისტე ჩვენშია და იგი აღავსებს ჩვენს წარსულსა და მომავალს, მაშინ

ნათლად გავაცნობიერებთ ჩვენი ყოფის აზრს და იმასაც, თუ ვინ ვართ

სინამდვილეში, საით მივდივართ და რა უნდა ვაკეთოთ. მშვენივრად წერს პავლე

მოციქული: „...გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხოვრება, გინა თუ სიკვდილი, გინა თუ

აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი - ყოველივე თქვენი არს. ხოლო თქვენ

ქრისტესნი, ხოლო ქრისტე - ღმრთისაი“ (1 კორ. 3,22-23). ასეთი სულიერი სიმაღლე

მხოლოდ დაუცხრომელი ძიებით, ტანჯვით მიიღწევა. დიახ, მწუხარებით,

გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი

სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის

პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვა და

სხვა სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სწრედ მათი

დაძლევითა და ჩვენი სულიერი ამაღლებით შევძლებთ გავხდეთ მკვიდრნი

ზეცისანი, ოღონდ დრო არ უნდა დავკარგოთ.

დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება

უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად

გამოვლინებას, არამედ როგორც თითიეული ჩვენთაგანისათვის ამქვეყნიური

ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა

მოვასწროთ ყოველივე იმის აღსრულება, რის გაკეთებასაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ,

რადგან არ ვუწყით, როდის წარვდგებით მარადიულობის კარიბჭესთან. ჩვენთვის

განკუთვნილი ჟამი მიწიერი ცხოვრებისა აღვსილი უნდა იყოს სიკეთით, ოჯახისა და

Page 32: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

32

სამშობლოს სასარგებლო შრომით, სულიერებით და არა მხოლოდ გართობითა და

კომერციული საქმიანობით.

* * *

იმედით შევხვდეთ მომავალს, ილოცეთ, იშრომეთ, დათრგუნეთ თქვენი

ეგოზმი და ვნებები, რადგან ბოროტს სძლევს მხოლოდ ის, ვინც უკვე სძლია საკუთარ

თავს

ქრისტეს შობა 2002-2003 წელი

-----------------------------

გწამდეს, გიყვარდეს, სთესე სიკეთე და დასტკბი ხელთა შენთა შრომის

ნაყოფით, რათა იყო ერთიანი და მთლიანი და იხარო ორსავე სოფელსა შინა. ამინ!

ქრისტეს შობა თბილისი, 2005 წელი

-----------------------------

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ჟამი როგორც შრომისა, ისე ლოცვისა,

აღსარებისა და ზიარებისა.

ქრისტეს შობა თბილისი, 2006 წელი

-----------------------------

ვფიქრობთ, პენიტენციალურ სისტემაში შრომის დანერგვა და სასულიერო

პირის უფრო აქტიურად ჩართვა დიდ შედეგს მოიტანს, რისი გამოცდილებაც

უცხოეთის ქვეყნებში კარგა ხანია აქვთ.

შობა ქრისტესი თბილისი, 2007 წ.

-----------------------------

ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც, ძირითადად,

აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს

Page 33: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

33

როგორც სხვა საგნები, მაგ: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა. . ., რათა

მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან,

ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან, აქ

უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან

ქცევის წესებს, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა

და შრომის სიყვარული.

შრომის გარეშე ცოდნას ვერ შევიძენთ და ვერც მოვიხმართ; შრომის გარეშე

ვერ შევქმნით ვერც სახელმწიფოს. ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის

აუცილებელია როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი და ფიზიკური

შრომა. თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს პიროვნებას. ეს

არასწორი შეხედულებაა. იგი ღვთისაგან ადამიანის კეთილდღეობისა და

ჯანმრთელობისათვის დადგენილი ცხოვრების წესია.

* * *

არ დაეცეთ, არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ დროს, არ დაკარგოთ იმედი ღვთისა,

იმედი მომავლისა; არ დაკარგოთ სიყვარული მოყვასისა; იყავით მოყვარენი შრომისა

და ცოდნისა!

შობა ქრისტესი თბილისი, 2009/2010 წ.

-----------------------------

შევნიშნავთ, რომ ღვთის ამ წყალობით აღვსების შესაძლებლობა ყველას

თანაბრად აქვს, - ნასწავლსაც და უბირსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, ქალსაც და

მამაკაცსაც, მოხუცებულსაც და ახალგაზრდასაც, ოღონდ, ეს გულით უნდა

მოვინდომოთ და სიკეთით, სულიერი და ფიზიკური შრომით განვამშვენოთ ჩვენი

ცხოვრება.

შობა ქრისტესი თბილისი, 2011 წ.

-----------------------------

Page 34: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

34

თუ, მაგალითად, შენ პედაგოგი ხარ და მოსწავლეებს ზრდი იმ

სულისკვეთებით, რომ იყვნენ სამშობლოს ერთგული შვილები, უყვარდეთ ღმერთი

და ერთმანეთი, საერთოდ, მოყვასი, ასწავლი შურის დაძლევას, წყენის დავიწყებას და

ადვილად შერიგებას, განსაცდელში მყოფთადმი დახმარებას, უფროსებისადმი

პატივისცემას, ბუნების, შრომის, წიგნების კითხვის, ღრმა აზროვნების სიყვარულს

და შენც თუ ასევე ცხოვრობ, მაშინ შენი ამქვეყნიური ყოფა მარადიულობით არის

განმსჭვალული, რადგან ეგოიზმისგან თავისუფალ ღვთისსათნო აზროვნებას

ამკვიდრებ.

* * *

ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების

აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს,

თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან

ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ

ქმედებებში მორჩილებას).

* * *

თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს

მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა

კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად

გაწირვა, თუ შენ აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის

დაგეგმარებას, ეგოისტურად ზრდი ბავშვებს, არ ასწავლი მათ მოწყალების გაცემას

და გაჭირვებულისადმი თანადგომას, არ ასწავლი მეგობრობას, სიმართლის

სიყვარულს, ერთგულებას, - კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის

თანაზიარი გახდები.

ქრისტეს შობა 2013-2014 წელი

-----------------------------

ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს

პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს

Page 35: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

35

ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება

აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც

მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.

* * *

აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ

ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და

ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა

ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის

ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა

და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით

მთავრდება.

ქრისტეს შობა 2014-2015 წელი

სააღდგომო ეპისტოლეები

მაშ, როგორ მოხდა რომ ამ უბრალო მეთევზეებმა სძლიეს მთელ წარმართულ

სამყაროს, დაამარცხეს მეფეები და მათი ჯარები, დაიპყრეს მსოფლიო?

- ამაშია ღვთის განგებულების დიადი საიდუმლოება, ამაშია ძალა და

ძლიერება სულიწმიდისა, უძლურთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელია.

ეს ძალა ჯვარცმიდან ორმოცდამეათე დღეს მიენიჭათ მოციქულებს და უფლის

მადლით მათ მართლაც რომ განაცვიფრეს გარშემომყოფნიც და მსოფლიოს მრავალი

ქვეყანაც.

რატომ გამოირჩია ისინი უფალმა; რით დაიმსახურეს მათ ღვთის ასეთი

წყალობა?

უპირველეს ყოვლისა, გულის განსაკუთრებული სიწმიდითა და სულის

სიწრფელით, თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით. ამიტომაც იქცნენ ისინი

სასურველ ჭურჭლად უფლისა და დაიტიეს მათზე უხვად გარდამომავალი მადლი

სულისა წმიდისა.

Page 36: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

36

დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რომ ვუყურებთ, ჩანს, რომ

ხალხის ნაწილი დაბნეულია და გულგატეხილობა დაუფლებიათ. გადაუჭრელი

საკითხები მართლაც ბევრია: კორუფცია, დაუსაქმებელი მოსახლეობა, ნარკომანია,

ქურდობა, სოციალურად დაუცველი ფენის გამრავლება და სხვა.

ზოგიერთნი აქედან გამოსავალს მხოლოდ უცხოურ დახმარებასა და

კრედიტში ხედავენ, რაც არასწორია, რადგან უშრომელად მიღებული თანხა ბარაქას

ვერ გამოიღებს. დახმარება, ინვესტიციები, კრედიტები საჭიროა, მაგრამ მთავარი არ

არის. მთავარია ჩვენ თვითონ დავიწყოთ შრომა და ვიზრუნოთ იმაზე, რათა ღირსნი

გავხდეთ უფლის წყალობისა, რომ იესო ქრისტეს იმედმიხდილ, დაუძლურებულ

მოწაფეთა მსგავსად აღგვადგინოს, განგვაცხოველოს და განგვაბრწყინვოს უფლის

მადლმა და ძალამ.

აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 30 (17) აპრილი, 2000

-----------------------------

ბოლო დროს ჩვენი ქვეყნიდან წასულ ბევრ ქართველს შევხვედრილვარ

ინგლისშიც, ამერიკაშიც, ისრაელშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც. იშვიათად თუ

ვინმეს გაუმართლა. ძირითადი ნაწილი მატერიალურად ჩვენზე უარეს დღეში

ცხოვრობს და ამასთან ერთად, მთელს ენერგიას ახმარს სრულიად უმნიშვნელო,

არაფრისმომცემ საქმიანობას. მათ რომ სამშობლოში ასე ეშრომათ, აღარ

გაუჭირდებოდათ და ქვეყანასაც გამოადგებოდნენ.

ნუთუ ოჯახური გარემო, სანათესაო, სამეგობრო წრე, სამშობლო... არ სჯობს

ამ გზით მოპოვებულ ფულს? განა უკეთესი არ არის, განსაცდელს და სიდუხჭირეს

ყველანი ერთად გავუმკლავდეთ და ჩვენ თავად შევქმნათ საკუთარი კეთილდღეობა?

ჩვენი გონებით, ჩვენი შრომით, ჩვენი ხელებით მოვიპოვოთ პური არსობისა?

აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 2001 წ.

-----------------------------

საუკუნეთა მანძილზე ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა,

მამულისადმი თავდადების სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის

Page 37: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

37

დამსახურებაა, რომ ჩვენს წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული

სიყვარული ჰქონოდათ; რომ არა ასეთი დამოკიდებულება, დღეს ჩვენი ქვეყანა და

ხალხი აღარ იარსებებდა. აი, ის ცხრა სათნოება, რომელთა შესახებაც ბრძანებს წმიდა

მოციქული პავლე, იყო მთავარი ორიენტირი ჩვენი დიდებული წინაპრებისათვის.

იგი ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების საფუძვლადაც უნდა იქცეს, რაც კვლავ

ქართვლი ქალის მიერ უნდა განხორციელდეს, მისი ძალისხმევით ქრისტიანობის

მტკიცე საძირკველზე უნდა გაერთიანდეს ეკლესიაც, სკოლაც და ოჯახიც.

აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 2002 წ.

-----------------------------

თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი

დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის

სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლისადმი

თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების

გაცნობას.

აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2004 წ.

-----------------------------

უნდა შეიკრას ჯაჭვი, - მე, შენ, ჩვენ ერთმანეთისთვის და საქართველოსთვის.

ამ მიმართულებით ნაბიჯები უპირველეს ყოვლისა უნდა გადაიდგას ჯარში და

განათლების სფეროში. ასევე აუცილებელია მოსახლეობის დასაქმება, - მცირე და

საშუალო ეროვნული ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობის აღორძინება,

ადგილობრივი პროდუქტით ჩვენი ბაზრის შევსება და სამამულო წარმოებისათვის

პრიორიტეტის მინიჭება; აუცილებელია მეცნიერების, კულტურის და სპორტის

ხელშეწყობა და ბუნებრივია, ქვეყნის მთლიანობის აღდგენისთვის ზრუნვა.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს და

სასიკეთო პროცესებიც დაწყებულია.

აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 2005 წ.

-----------------------------

Page 38: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

38

საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათწლეულში

სასმელი წყალი გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი

კაცობრიობისათვის. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი დიდი მფლობელია და

მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს

წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან. დღეს

კი უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო

ბიზნესის განვითარება. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ხალხი დასაქმდეს

და გამოვიდეს იმ მძიმე სოციალური პირობებიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება.

აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2006 წ.

-----------------------------

მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა,

მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს

და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას

აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ

წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და

ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი

სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.

* * *

მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების

პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს

და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა

იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ

ადამიანს.

* * *

ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს

მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და

თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება.

Page 39: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

39

თითოეულ ჩვენგანს სხვა და სხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა

და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ.

აღდგომა ქრისტესი, 8 აპრილი, 2007 წელი

-----------------------------

სამწუხაროდ, 18 წლიანმა გარდამავალმა პერიოდმა ჩვენი საზოგადოების

დიდ ნაწილში მოშალა სურვილი და განწყობა შრომისადმი.

არადა, ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის განწყობას გადამწყვეტი

მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით ხდება ამა თუ იმ მიმართულებით

ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზება. (დიმიტრი უზნაძის განწყობის

თეორია). ადამიანს შეუძლია თავისი ენერგია მოახმაროს აღმშენებლობას, ან ნგრევას,

ანდა დატოვოს იგი გამოუყენებელი.

შრომასთან მიმართებაში ამჟამად არსებული უარყოფითი განწყობა

აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჩვენ საოცარ შედეგს მივიღებთ, რადგან როცა, ამა

თუ იმ საქმისადმი მზაობა არსებობს, გარემო პირობები ხელს რომც არ უწყობდეს,

მიზანი მაინც მიიღწევა.

ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ისტორიაა.

ჩვენი წინაპრების განწყობამ რწმენის ერთგულებისა და ქვეყნის დაცვისადმი

შეგვაძლებინა (ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ), არა მარტო ის, რომ

ფიზიკურად გადავრჩენილიყავით, არამედ ისიც, რომ თვითმყოფადი ქართული

სამყარო შეგვენარჩუნებინა.

ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი დაუღალავი შრომაც იყო.

შრომის მიზანი და შედეგი მარტო კეთილდღეობის მიღწევა არ არის. იგი

სულიერ განვითარებასაც უწყობს ხელს. ცხოვრების ეს წესი თვით შემოქმედმა

დაგვიდგინა. ამიტომაც მონასტრულ ტიბიკონებში შრომას დიდი ყურადღება ექცევა.

აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2008 წ.

-----------------------------

Page 40: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

40

დიახ, შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე

დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი

აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი.

აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2009 წ.

-----------------------------

საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს,

განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა იგი გახდეს

დაინტერესების საგანი. ფრიად სასურველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ

მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა

შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და

გადამუშავება. სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება კი, ვფიქრობთ, სახელმწიფოს არ

გაუჭირდება, მასზე მსოფლიოში მოთხოვნა დიდია.

თუ ეს განხორციელდა, მოკლე დროში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს

დაუბრუნდება შრომის სურვილი.

ჩვენი ტკივილია, რომ საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში

ძალიან ბევრი პატიმარია, მათ შორის დიდია არასრულწლოვანთა და ქალთა

რაოდენობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და

იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული ვადაზე ადრე

გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიების უფრო აქტიური საქმიანობა. ამასთან,

იქნებ ვიზრუნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, მიმაგრების და სხვა

ალტერნატიული სასჯელების ამოქმედებაზე იმ პატიმართა მიმართ, რომელნიც

საშიშ დამნაშავეებს არ წარმოადგენენ.

აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2012 წელი

-----------------------------

თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში

წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები

დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ

Page 41: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

41

დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების,

თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.

მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ

როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.

ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის

გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ

ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და

იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა

ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა... ეს ყველაფერი

არასწორი აღზრდის შედეგია.

ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და,

პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ

სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით

აუცილებლად გადალახავენ.

ამასთან, პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას,

მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის

დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი

სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის

გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და

წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

აღდგომა ქრისტესი 2014, 20 აპრილი

-----------------------------

შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას

გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და

სულიერი.

აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2015 წელი

Page 42: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

42

დანართი N2

მცონარება და საქმიანობა

ყოველ მდიდარს განურჩევლად ბედნიერად ნუ მივიჩნევთ, ხოლო ღარიბთ

ნუ დავამცრობთ, ნუ შეგვრცხვება ჩვენი ხელობისა და უპატიოდ მივიჩნიოთ არა

სამსახური, არამედ მცონარება და უსაქმურობა. სამსახური რომ უპატიოება იყოს,

წმინდა პავლე არ იმსახურებდა და მას განსაკუთრებულად არ შეაქებდა: „რამეთუ

ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს

ჩემდა, არა თუ ვახარებდე. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო

უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი

ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა,

რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა.“(1კორ, 9,

16, 18). ხელობა რომ უპატიოება იყოს, მაშინ ის არ გვამცნებდა, ვინც არ მუშაობს,

ნურც ჭამსო (2თეს. 3, 10). უპატიოების მიზეზი მხოლოდ ცოდვაა. მას კი, როგორც

წესი, მცონარება შობს, და არა მარტო ერთი, ორი ან სამი, არამედ ყოველი მანკიერება

მისგან იშვება. ერთი ბრძენთაგანი ამიტომაც ბრძანებს და გვიჩვენებს რომ მცონარება

ყოველი ცოდვის მასწავლებელია. მსახურთა შესახებ საუბარში ის ამბობს: „დაადგინე

იგი საქმესა შინა, რათა არა უქმდეს“ (ზირ. 33, 28). რაც ცხენისათვის არის ლაგამი,

იგივეა ჩვენი ბუნებისათვის სამუშაო. სიზარმაცე სიკეთე რომ იყოს, მაშინ ნაყოფს

დაუთესველი და დაუმუშავებელი მიწა აღმოაცენებდა. მაგრამ ის მსგავსს არაფერს

იძლევა. ღმერთმა მიწას ოდესღაც უბრძანა ენაყოფიერა; მაგრამ ამჟამად ამას აღარ

იქმს, არამედ ადამიანებს ამცნო ხარები უღელში შეაბან და მიაწ დახნან, დაკვალონ,

თესლი ჩაყარონ და ვენახს, ხეხლის, თესლს, მრავალგვარი წესებით მოუარონ, რათა

შრომამ მშრომელის გული ყოველგვარი ბოროტებისგან განაშოროს. დასაბამიდან,

თავისი ძალა რომ ეჩვენებინა, ყოველივე ჩვენი ძალისხმევის გარეშე მოხდა:

„აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაი“ (დაბ. 1, 11) - უბრძანა მან და მყისვე

ყოველივე აყვავდა. შემდეგ არა ასევე, მაგრამ ბრძანა, რომ მიწამ ჩვენი მონაწილეობით

აღმოაცენოს, რათა იცოდე, რომ მან შრომა ჩვენივე სარგებლობისათვის და

სიკეთისთვის დაუშვა. თუმცა სიტყვები, „ოფლითა პირისა შენისათა ჭამდე პურსა

შენსა“ (დაბ. 3, 19) სასჯელსა და სატანჯველსა ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში შეგონება

და განსწავლაა და ცოდვებით იღებული წყლულების კურნებაა. წმინდა მოციქული

Page 43: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

43

პავლე დღე და ღამე ამიტომ შრომობდა. ამას თვითონ ამბობს სიტყვებით:

„მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე

ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა

მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ.“ (1თეს. 2, 9). ის არა მხოლოდ სიამოვნებისა და

სულიერი დასვენებისათვის შრომობდა, როგორც ძმათაგან მრავალნი იქცევიან,

არამედ იმგვარი გულმოდგინებით იღვწოდა, რომ სხვებსაც შეეწეოდა „საჴმარსა მას

ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს.“ (საქ. 20, 34).

ადამიანი, რომელიც ეშმაკებს იმორჩილებდა, მსოფლიო მოძღვარი, რომელსაც ყოველ

ადამიანზე ზრუნვა მიენდო, თითოეული ეკლესიისთვის, ტომისთვის, ხალხისთვის

და ქალაქებისთვის უდიდესი გულმოდგინებით იღვწოდა, დღე და ღამე მუშაობდა

და არ ისვენებდა; ჩვენ კი, რომელთაც მისი საზრუნავის ცირე ნაწილიც კი არ გვაქვს,

მსგავსი რამ გონებითაც ვერ წარმოგვიდგენია, ცხოვრებას მცონარებაში ვატარებთ.

მიპასუხე, რით გავმართლდებით, ან როგორ მოგვეტევება? ბოროტება იმის გამო

გამრავლდა, რომ მრავალთ უდიდეს ღირსებად მიაჩნიათ - ხელობის მიხედვით არ

იმუშაონ და უკიდურესად რცხვენიათ - საქმის ცოდნა გამოავლინონ. წმინდა პავლეს

კი არ რცხვენოდა ერთ ხელში დანა სჭეროდა და ტყავები შეეკერა, და თან

წარჩინებულ ადამიანებთან ესაუბრა, პირიქით, ათასობით წარჩინებული და

ცნობილი ადამიანის წინაშე, რომლებიც მასთან მოდიოდნენ, თავსაც იქებდა და ამის

კეთება არა თ არ ეთაკილებოდა, ავისი ხელობის შესახებ ეპისტოლეებში, როგორც

სპილენძის სვეტზე, აცხადებდა. ამდენად, რაც თავიდან ისწავლა, შემდგომშიც იმ

საქმიანობას მისდევდა, მას შემდეგ, რაც მესამე ცამდე იქნა აღტაცებული, აღყვანილ

იქნა სამოთხეში და ღმერთისგან გამოუთქმელი სიტყვები ესმა. ჩვენ კი, უღირსნი

მისი ტერფის შეხებისა, იმის გვრცხვენია, რითიც ის იქებოდა. ყოველდღიურად

ვცოდავთ, და ეს უღირსებად არ მიგვაჩნია. ხოლო პატიოსან შრომას გავურბივართ,

როგორც რაღაც დასაცინსა და სამარცხვინოს. მითხარი, ხსნის იმედი როგორ უნდა

გვქონდეს? დარცხვენილს ცოდვის ჩაენის უნდა რცხვენოდეს - რომ ღმერთი არ

განარისხოს და რაიმე უჯერო არ ჩაიდინოს, ხოლო ხელობითა და შრომით უნდა

ვიქებოდეთ კიდეც. რამეთუ სამუშაოს შესრულების ჟამს წამხთარ გულისთქმებსაც

ადვილად გავდევნით, გაჭირვებულებსაც შევეწევით, არც სხვისი სახლის

ზღურბლთან დავდგებით და ქრისტეს სჯულსაც აღვასრულებთ, რომელიც ამბობს:

Page 44: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

44

„ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა“(საქ. 20, 35). ხელები სწორედ

იმისთვის გვაქვს, რომ თავიც ვირჩინოთ და უმწეოთაც შეძლებისდაგვარად

შევეწიოთ. ამგვარად, თუკი ვინმე მცონარებით ცხოვრობს, თუნდაც სხეულით

აჯნმრთელი იყოს, ხურვებიანზე უფრო უბედურია. იმათ ავადმყოფობის გამო

ეპატიებათ და თანაგრძნობასაც იმსახურებენ; ესენი კი, თავიანთ ჯანმრთელობას

არცხვენენ და სიძულვილსაც სამართლიანად მოიწევენ, როგორც ღმერთის კანონთა

დამარღვეველნი, უძლურთა ტრაპეზის მომკლებელნი და სულის წამხდენელნი.

ბოროტება არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ საკუტარი შრომის ნაყოფით

გამოკვების ნაცვლად, სხვა აწუხებდნენ მათხოვრობით, არამედ იმაშიც, რომ ყველაზე

უარესნი შეიქმნენ. არაფერი, ჭეშმარიტად არაფერია ამქვეყნად ისეთი, რომელიც

უმოქმედობით არ წახდება. დამდგარი წყალი ლპობას იწყებს, ხოლო გამდინარე

კეთილ თვისებებს ინარჩუნებს. რკინაც, თუკი უმოქმედოდ ძევს, ჟანგდება და

ფუჭდება, ხოლო მოქმედი კიდევ უფრო მტკიცდება და მშვენდება, ბრწყინავს,

როგორც ვერცხლი. მიტოვებული მიწაც, როგორც ყველასთვის ცხადია, კარგს

არაფერს აღმოაცენებს, მხოლოდ სარეველა ბალახს, ეკალსა და კუროსთავს და

უნაყოფო ხეებს, ხოლო დამუშავებული უამრავ ნაყოფს იძლევა. ზოგადად უნდა

ითქვას, რომ ყოველი არსება უმოქმედობით წახდება, ხოლო მისთვის ჩვეული

საქმიანობით სასარგებლო შეიქმნება. ამგვარად, ვიცით რაოდენი გვევნება

უსაქმურობით და რაოდენ სასარგებლოა საქმიანობა, პირველი განვაგდოთ, ხოლო

მეორეს ხელი მივყოთ, რათა ამქვეყნიური ცხოვრებაც კეთილად გავატაროთ, ჩვენი

დანაზოგიდან უპოვართაც განვუსვენოთ და სრუვყოფთ რა სულს ამგვარად,

მარადიულ სიკეთეს მივემთხვიოთ.

"ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმინდათა შორის მიმისა ჩვენისა იოანე

ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა" თბილისი, 2007

Page 45: II- (2000-2015) - api.ning.comapi.ning.com/files/UUHZoZFGT4jCAQgT9fWTAfdN3lTmrtaZONfGE*wC7… · შრომის ეთიკა, საზოგადოება, 21-ე საუკუნე.

Qwelly კვლევები სოციოლოგიაში Sociology

45

დანართი N3

იგავი ტალანტებზე (მთ. 25, 14-30)

14. ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის

მათ მონაგები თჳსი; 15. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი

ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და

მეყსეულად წარვიდა. 16. ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო,

აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი. 17. ეგრეთვე, რომელმან-იგი

ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. 18. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და

მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ. 19. შემდგომად

მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა.

20. და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა

ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი

ქანქარი შევსძინე. 21. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და

სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ

სიხარულსა უფლისა შენისასა. 22. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და

ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. 23. ჰრქუა

მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა

სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა

შენისასა. 24. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო,

უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი,

სადა არა განგიბნევიედ. 25. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი

ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. 26. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას:

ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და

შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. 27. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი

სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. 28. მოუღეთ მაგას

ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. 29. რამეთუ ყოველსა,

რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი

აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი

სმენად, ისმინენ! 30. და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ

იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.