g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი...

12

Transcript of g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი...

Page 1: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის
Page 2: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი

“საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”

საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება;

ბ) კანონპროექტის მიზანი

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური ნუსხის დამტკიცება;

გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვარიანტი საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე.

აღნიშნული პროექტი შემუშავებული იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ და შესაბამისად ითვალისწინებდა იმ პრიორიტეტების დაფინანსებას, რომლებიც განსაზღვრული იყო მთავრობის პროგრამით „მეტი სარგებელი ხალხს“.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების და ახალი ხელისუფლების მთავრობის წევრების დანიშვნის შემდგომ, საკმაოდ მცირე დრო იყო იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მთლიანი ბიუჯეტის დეტალური გაანალიზება, გადამუშავება და ყველა იმ ინიციატივის ასახვა, რაც წარმოდგენილია მთავრობის პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“.

დროის სიმცირის მიუხედავად, გადაიხედა და გაანალიზდა სამინისტროების ბიუჯეტები, ასევე შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, შეიცვალა საგადასახადო პოლიტიკაც და შესაძლებელი გახდა 740,0 მლნ ლარის რესურსის მოძიება. აღნიშნული თანხა ამ ეტაპზე ცალკე კოდად არის გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში.

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენის დროს, დამატებით შემცირდება სხვადასხვა მხარჯავ დაწესებულებებში არსებული ზოგიერთი პროგრამისა და ღონისძიების დაფინანსება, რის შემდგომაც მთლიანი რესურსი გადანაწილდება მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებაზე, მათ შორის:

საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება არა მთლიანი საპენსიო პაკეტი, არამედ მისი ფულადი კომპონენტი;

2

Page 3: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

გაორმაგდება სოციალური დახმარებები და გაიზრდება პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა;

ეტაპობრივად გაიზრდება სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობა და საბოლოოდ უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა;

კიდევ უფრო გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სამინისტროს დაფინანსების გარდა, დამატებით იქნება მოზიდული კერძო ინვესტიციები და სესხები, რითაც შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიანი ფონდი, რომელიც მოხმარდება მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დაფინანსებას;

ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისათვის არსებული შესაბამისი პროგნოზები. განვლილი 9 თვის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7.3% ხოლო მშპ-ს დეფლატორმა 2.1% შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც წლიური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 7.0%-ს, ხოლო დეფლატორის პროგნოზი 2,0%-ს შეადგენს. მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2013 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 6,0%-ს ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.5%-ს შეადგენს.

მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე 2012 წლის ნომინალური მშპ-ს პროგნოზი 26 443.7 მლნ ლარს შეადგენს. 2013 წელს, ნომინალურ გამოხატულებაში საქართველოს ეკონომიკა 2 848.0 მლნ ლარით გაიზრდება და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 29 291.7 მლნ ლარი იქნება.

2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012პ 2013პ0

5

10

15

20

25

30

35

-6%

-3%

0%

3%

6%

9%

12%

8.6 9.811.6

13.817.0

19.1 18.0 20.724.2 26.4

29.311.1%

5.9%

9.6%

9.4%

12.3%

2.3%-3.8%

6.3%7.0% 7.0% 6.0%

( )ნომინალური მშპ მლრდ ლარი - (%)მშპ ს რეალური ზრდა

მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით კვლავ გაგრძელდება საბიუჯეტო დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია. წამროდგენილი პროექტის მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი 3.5%-დან 2,8%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 36.5%-დან 32.8%-მდე მცირდება.

3

Page 4: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013

-10%

-8%

-6%

-4%

-2%

0%

-2.6%-3.4%

-4.8%

-6.7%

-9.2%

-6.3%

-3.7% -3.5% -2.8%

-0.073

-0.048-0.04 -0.032

საბიუჯეტო დეფიციტის არსებული პროგნოზი (2009 )საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების თავდაპირველი პროგნოზი წ

2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 20130

2000

4000

6000

8000

10000

12000

0.0%

5.0%

10.0%

15.0%

20.0%

25.0%

30.0%

35.0%

40.0%

45.0%

4,645 4,420 4,339

5,946

7,394

8,798 8,8979,458 9,618

40.0%

32.0%

25.5%

31.2%

41.1% 42.4% 36.7%

36.5%

32.8%

სახელმწიფო ვალი %- -სახელმწიფო ვალი ლად მშპ თან

ნაერთი ბიუჯეტის საფინანსო რესურსი ძირითადად კვლავ საგადასახადო და სხვა მიმდინარე შემოსავლებისგან შედგება და მათი წილი საფინანსო რესურსის მთლიან მოცულობაში 85.4%-ს შეადგენს.

გადასახადები78.2%

სხვა შემოსავლები5.4%

გრანტები1.8% ფინანსური აქტივები

0.4% სახაზინო ვალდებულებები და ნაშთი

4.7%

საინვესტიციოკრედიტები

7.0%

დონორების ბიუჯეტის მხარდაჭერა0.7%

პრივატიზაცია1.8%

4

Page 5: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მაკროეკონომიკური პროგნოზები და ბიუჯეტის თანამდევი საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, რითაც 2013 წლიდან შემოღებული იქნება დაუბეგრავი მინიმუმი დაქირავებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, რაც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებიდან 1 800 ლარს შეადგენს. აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა დაქირავებით მიღებული შემოსავალიც წლის გამავლობაში არ აღემატება 6000 ლარს. ცვლილება არ მოახდენს უარყოფით გავლენას 2013 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წლის განმავლობაში მოხდება ყველა დაქირავებული ფიზიკური პირის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ხოლო ფისკალური წლის დასრულების შემდგომ წელს იმ პირებს, ვინც ისარგებლებენ აღნიშნული საგადასახადო შეღავათით დაუბრუნდებათ კუთვნილი თანხა, შესაბამისად, ეს ცვლილება საგადასახადო შემოსავლების შემცირებას 2014 წლიდან გამოიწვევს.

2008 2009 2010 2011 2012გ 2013პ 2014პ -

2,000

4,000

6,000

8,000

0%

10%

20%

30%

4,753 4,389 4,8676,135 6,622 7,285

24.9% 24.4% 23.5%25.3% 25.0% 24.9%

საგადასახადო შემოსავლები %- -საგადასახადო შემოსავლები ად ნომინალურ მშპ თან

2014 წლისათვის თავისუფლების აქტით განსაზღვრული მაჩვენებლების მიღწევისათვის გაგრძელდება მშპ-ს მიმართ სახელმწიფო ხარჯების წილის შემცირების პოლიტიკა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 2012 წელს დაგეგმილი 32.7%-იდან მცირდება 31.8%-მდე. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები შეადგენს მშპ-ს 24.0%-ს, არაფინანსური აქტივების ზრდა 5.5%-ს, ფინანსური აქტივების ზრდა 0.5%-ს, ხოლო ვალდებულებების კლება 1.8%-ს.

ნომინალურ გამოხატულებაში 2013 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების მთლიანი მოცულობა 9 315.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე 680.0 მლნ ლარით მეტია.

გადასახადები78.2%

სხვა შემოსავლები5.4%

გრანტები1.8% ფინანსური აქტივები

0.4% სახაზინო ვალდებულებები და ნაშთი

4.7%

საინვესტიციოკრედიტები

7.0%

დონორების ბიუჯეტის მხარდაჭერა0.7%

პრივატიზაცია1.8%

გრძელვადიანი დაფინანსება შეღავათიანი

პირობებით

5

Page 6: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები

საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 437.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

ამასთან, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 920.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.6%-ს შეადგენს.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 805.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 6.2 პროცენტს შეადგენს და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 11.3 პროცენტით იზრდება;

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 930.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 3.2 პროცენტია და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 8.5 პროცენტით იზრდება;

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 388,0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 11.6 პროცენტს შეადგენს და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 10.8 პროცენტით იზრდება;

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 663.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 2.3 პროცენტს შეადგენს და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 3.0 პროცენტით იზრდება;

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 104.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით იზრდება.

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 30.0 მლნ ლარით.

2013 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 167.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 52.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 115.0 მლნ ლარი.

2013 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 350.0 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 151,0 მლნ ლარი წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მოგებიდან მისაღებ დივიდენდებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 7 339.7 მლნ ლარს, მათ შორის:

6

Page 7: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

შრომის ანაზღაურება - 1 184.8 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება - 837.6 მლნ ლარი; პროცენტი - 309.2 მლნ ლარი; სუბსიდიები - 187.2 მლნ ლარი; გრანტები - 984.6 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 2 473.7 მლნ ლარი; სხვა ხარჯები - 1 362.8 მლნ ლარი (აღნიშნული მუხლით დაფინანსებული ღონისძიებების

შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ბიუჯეტის დანართის სახით);

არაფინანსური აქტივების ცვლილება

წარმოდგენილი პროექტით არაფინანსური აქტივების ცვლილება შეადგენს 593.5 მლნ ლარს, მათ შორის:

არაფინანსური აქტივების ზრდა - 693.5 მლნ ლარი, საიდანაც:- 395.8 მლნ ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე;- 58,5 მლნ ლარი გამოყოფილია სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და

საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე;- 34.0 მლნ ლარი მიიმართება პენიტენციალური სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე;

არაფინანსური აქტივების კლება - 100.0 მლნ ლარი.

ფინანსური აქტივების ცვლილება

2013 წლისათვის ფინანსური აქტივების ცვლილება (ნაშთის გამოკლებით) შეადგენს 125.5 მლნ ლარს. მათ შორის:

ფინანსური აქტივების ზრდა დაგეგმილია 160.5 მლნ ლარით, საიდანაც:- 71.8 მლნ ლარი მიიმართება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე;- 47.1 მლნ ლარი მოხმარდება სხვადასხვა რეგიონების წყლისა და წყალანირების

სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას;- 35.7 მლნ ლარი გამოიყოფა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის;

ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 35.0 მლნ ლარით.

ვალდებულებების ცვლილება

2013 წლისათვის ვალდებულებების ცვლილება შეადგენს 281.7 მლნ ლარს, მათ შორის:

ვალდებულებების ზრდა შეადგენს 818.0 მლნ ლარს. მათ შორის საგარეო წყაროებიდან მიღებული კრედიტები შეადგენს 718.0 მლნ ლარს, საიდანაც 650.0 მლნ არის საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები ხოლო 68.0 მლნ ლარი მსოფლიო ბანკის საბიუჯეტო დახმარება („განვითარების პოლიტიკის ახალი ღონისძიების” ფარგლებში). საშინაო

7

Page 8: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

წყაროებიდან (სახაზინო ვალდებულებების გამოშვება) მიღებული სახსრები შეადგენს 100.0 მლნ ლარს;

ვალდებულებების კლება შეადგენს 536.3 მლნ ლარს, საიდანაც 473.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო ვალის დაფარვაზე, ხოლო 63.3 მლნ ლარი - საშინაო ვალდებულებების დაფარვაზე.

ნაშთის ცვლილება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2013 წელს დაგეგმილია ნაშთის გამოყენება 340.0 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მიიმართება არა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, არამედ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში აღებული საგარეო ვალდებულებების დასაფარად. კერძოდ, მომდევნო წელს დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალის დაფარვა 250.6 მლნ ლარის და 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების დარჩენილი ნაწილის გამოსყიდვა 110.1 მლნ ლარის ოდენობით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მთლიანი მოცულობა შეადგენს 8 730.0 მლნ ლარს.

ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი შემდეგნაირად გამოიყურება (მლნ ლარებში):

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება

1,738.3

თავდაცვა670.3

საზოგადოებრივი წესრიგი და

უსაფრთხოება869.2

ეკონომიკური საქმიანობა971.8გარემოს დაცვა

26.5საბინაო-კომუნალური მეურნეობა

84.4

ჯანმრთელობის დაცვა170.3

დასვენება, კულტურა და

რელიგია140.4

განათლება650.4

სოციალური დაცვა2,711.5

8

Page 9: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება (სულ 1 738.3 მლნ ლარი) შემდეგი ძირითადი ღონისძიებებისგან შედგება:

ტერიტორიული ერთეულების

დაფინანსება44.3%

სახელმწიფო ვალების მომსახურების ხარჯები

17.8%

ფინანსთა სამინისტრო5.7% საელჩოების

დაფინანსება3.5%

სარეზერვო ფონდები3.5%

პარლამენტის და აუდიტის სამსახურის

დაფინანსება2.9%

არჩევნების ღონისძიებებისა და

პოლიტიკური პარტიებისდაფინანსება

2.0%

მთავრობის კანცელარიის და

პრეზიდენტის ადმინისტრაციის

დაფინანსება1.3%

იუსტიციის სახლებისმშენებლობა

1.4% სხვა ღონისძიებები

17.6%

ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

_

ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

_

ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

_

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება

_

ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებას და შესაბამისად სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას, რაც ხელს შუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

9

Page 10: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)

კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მათი განსაზღვრის წესს. ამასთან აღნიშნული კანონპროექტის თანმდევი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონისპროექტი ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადით დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას (წელიწადში 1800 ლარის ოდენობით, თუ ფიზიკური პირის დაქირავებით მიღებული წლიური შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს) და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის, აგრეთვე პროცენტზე, დივიდენდზე და როიალტზე გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის არსებული განაკვეთის შენარჩუნებას.

გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან

კანონის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი პარამეტრები შეთანხმებული იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან;

დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ

10

Page 11: g a n m a r t e b i T i b a r a T i - Parliament · Web viewგ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კონსტიტუციის

წარმოდგენილი კანონპროექტი მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ;

დ.გ) კანონის პროექტის ავტორი

კანონის პროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი

კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

11