განხორციელების უფლების მოპოვების...

32
კოლეჯი ცხუმ-ეგრისი 2018-2019 სასწავლო წელს გეგმავს რეავტორიზაციის ფარგლებში მოიპოვოს შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება: 1. საფინანსო სერვისები / Finance services - საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 2. ინფორმაციის ტექნოლოგია/ Information Technology - საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 3. საოფისე საქმე / Office Work - საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 4. ბუღალტრული აღრიცხვა / Accounting -უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 5. აღმზრდელი / The caregiver - უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებზე გამოცხადდება 2019 წელს საშემოდგომო მიღება

Transcript of განხორციელების უფლების მოპოვების...

Page 1: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი 2018-2019 სასწავლო წელს გეგმავს

რეავტორიზაციის ფარგლებში მოიპოვოს შემდეგი პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება:

1. საფინანსო სერვისები / Finance services - საბაზო პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა;

2. ინფორმაციის ტექნოლოგია/ Information Technology - საბაზო

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

3. საოფისე საქმე / Office Work - საშუალო პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა;

4. ბუღალტრული აღრიცხვა / Accounting -უმაღლესი პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა;

5. აღმზრდელი / The caregiver - უმაღლესი პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა.

განხორციელების უფლების მოპოვების

შემთხვევაში, აღნიშნულ პროფესიულ

საგანამანათლებლო პროგრამებზე

გამოცხადდება 2019 წელს

საშემოდგომო მიღება

Page 2: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„საფინანსო სერვისები“

1. მისანიჭებელი კვალიფიკაცია -საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია

საფინანსო სერვისებში

2. მიზანი - პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული

პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს კვალიფიციური საფინანსო

სერვისების პერსონალს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ტიპის საფინანსო

მომსახურების გაწევასა და მომხმარებლის საფინანსო სერვისებთან

დაკავშირებულ ინფორმირებას. ასევე, საფინანსო სერვისების პროგრამის

დანერგვა-განხორციელების ხელშეწყობას.

3. დაშვების წინაპირობა/წინაპირობები - საბაზო განათლება და არანაკლებ

17 წელი

4. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს

შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მოლარედ, მათ შორის -

ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-

საფინანსო დაწესებულებებში მოლარისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე

ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული

აგენტებისა და ბუკმეკერების პოზიციებზე.

5. სტრუქტურა და მოდულები

1. „საფინანსო სერვისების“ პროგრამის მოცულობაა 51 კრედიტი. აქედან,

ზოგადი მოდულების ჯამური კრედიტების რაოდენობაა 16, ხოლო

სპეციალიზაციის პროფესიული/დარგობრივი მოდულებისა - 35

კრედიტი.

Page 3: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

6. მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების აღწერა - სწავლის

შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:

• აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში;

• აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო

დაწესებულებებში;

• განახორციელოს სალარო და საბანკო ოპერაციები;

• შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები;

• ეფექტურად მოემსახუროს კლიენტებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ინფორმაციის

ტექნოლოგია“

1. მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის

მხარდაჭერაში.

2. მიზანი:

პროგრამის მიზანია, შემუშავებულ იქნას ისეთი პროფესიული პროგრამა,

რომელიც ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის

უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდას.

კერძოდ:

• შემუშავებულ იქნას ისეთი პროფესიული პროგრამა, რომელიც

ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის

უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდას;

პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული

უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადებას,

რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული

სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის,

ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო

Page 4: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის

დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა

და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული

ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

3. დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.

4. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული

კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის

სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და

კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

5. სტრუქტურა და მოდულები:

ინფორმაციის ტექნოლოგიის საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია

მოიცავს 6 ზოგად მოდულს ჯამური 16 კრედიტის ოდენობით. 3

პროფესიულ მოდულს ჯამური 13 კრედიტის ოდენობით. ინფორმაციის

ტექნოლოგიის მხარდაჭერაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის

მინიჭებისთვის პირმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი.

6. სწავლის შედეგები საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის ინფორმაციის

ტექნოლოგიის მხარდამჭერის მიმართულებით

1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;

2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;

3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;

4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;

5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;

6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;

7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები

და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;

8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;

9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს

პრევენციული ზომები;

10. მოახდინოს აპარატურულიდაპროგრამულიპრობლემისიდენტიფიცირება

და აღმოფხვრას გაუმართაობა.

Page 5: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საოფისე საქმე“

1. პროფესიული სპეციალიზაცია/სპეციალიზაციები და მისანიჭებელი

კვალიფიკაცია:

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმე

2. მიზანი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი

პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს 1. კვალიფიციურ

ადმინისტრაციულ დამხმარე პერსონალს, რომელიც შეძლებს საკუთარი

კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების

დაგეგმვას,მართვასა და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას.

3. დაშვების წინაპირობა/წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება

4. კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები

საოფისე საქმეში საშუალო პროფესიული კვალიფიცაციის მფლობელს

შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის

მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად. დოკუმენტაციის

Page 6: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების

ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად და

დამხმარე მუშაკებად.

5. სტრუქტურა და მოდულები

საოფისე საქმის საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად

სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 59 კრედიტი, რომელთაგან 5 (15

კრედიტი) ზოგადი მოდულია, 1 (5 კრედიტი) საერთო პროფესიული და 14

( 39 კრედიტი) პროფესიული/დარგობრივი. პროგრამა მოიცავს პრაქტიკის

კომპონენტს 60,2%-ს, ხოლო თეორიულ კომპონენტს 22,4%.

6. მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამი სწავლის

შედეგები

მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმეში

კურსდამთავრებულს შეუძლია:

• დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები;

• მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში;

• აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე;

• მოამზადოს დოკუმენტების პროექტები;

• მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა;

• კოორდინირება გაუწიოს ორგანიზაციული ქვედანაყოფების

საქმიანობას;

• უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის სხვადასხვა

ქვეგანყოფილებას შორის.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ბუღალტრული

აღრიცხვა“

1. მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია

ბუღალტრულ აღრიცხვაში

2. მიზანი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი

პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს და შრომის ბაზარს

შესთავაზებს კვალიფიციურ ბუღალტერს, რომელიც შეძლებს მონაწილეობის

მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო

Page 7: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში,

ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და

ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა

დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს

ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს

საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო

ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს

ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის

ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.

3. დაშვების წინაპირობა - სრული ზოგადი განათლება

4. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის

მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო

ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და

საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის

თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია

თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.

5. სტრუქტურა და მოდულები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 3 ზოგადი მოდულს 11

კრედიტის მოცულობით და 16 პროფესიულ მოდულს 88 კრედიტის

მოცულობით. ბუღალტრული აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული

კვალიფიკაციის მისანიჭებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 99

კრედიტი,

6. მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები:

• შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა;

• შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო

დოკუმენტები);

• აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;

• შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები;

• მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება;

Page 8: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

• აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის

ზოგიერთი სახეობის მიხედვით;

• აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე;

• აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა;

• შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „აღმზრდელი“

1. მისანიჭებელი კვალიფიკაცია-მეხუთე საფეხურის პროფესიული

კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში

2. მიზანი

Page 9: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია

კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და

სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ

მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და

განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის

ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების

დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და

საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

3. დაშვების წინაპირობა - სრული ზოგადი განათლება

4. კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები

აღმზრდელის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე

პირს შეუძლია დასაქმდეს აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს

თვითდასაქმებით, აღმზრდელად.

5. სტრუქტურა და მოდულები

აღმზრდელის მეხუთე საფეხურის კვალიფიკაციის პროფესიულმა

სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამში 116 კრედიტი რომელთაგან სამი

მოდული (11 კრედიტი) ზოგადი მოდულია, 24 მოდული (105 კრედიტი)

სპეციალიზაციის პროფესიული/დარგობრივი მოდული.

6. მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები:

• ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური

განვითარება,მათი ასაკობრივი

თავისებურებების,ინტერესების,ინდივიდუალური

შესაძლებლობების გათვალისწინებით;

• მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და

სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა;

• ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;

• წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს

შექმნა.

Page 10: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის

სტუდენტის მიღწევების შეფასება და კვალიფიკაციის მინიჭება

სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება

კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის

დადასტურების საფუძველზე.

არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება:

• განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

• განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: სწავლის შედეგი

დადასტურდა, სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა;

კვალიფიკაციის მინიჭება

კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დაადასტუროს

მოდულებით გათვალისწინებული ყველა შედეგი და შესაბამისად

დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში

განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

Page 11: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

კოლეჯი შპს ცხუმ-ეგრისი მილევად რეჟიმში ახორციელებს შემდეგ

პროფესიულ საგანმანათლებლო(საგნობრივ) პროგრამებს:

№ პროგრამის

დასახელება

პროფესიული

განათლების

საფეხური

მისანიჭებელი პროფესიული

კვალიფიკაცია

კრედიტების

რაოდენობა

1 ექთნის თანაშემწე მესამე

ექთნის თანაშემწის მესამე

საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

90

2

კბილის ტექნიკოსი

მესამე

კბილის ტექნიკოსის მესამე

საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

60

3

ფარმაცევტული

პრეპარატების

წარმოების

სპეციალისტი

მესამე

ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების

სპეციალისტის მესამე საფეხურის

პროფესიული

კვალიფიკაცია

60

4

ფარმაცევტული

პრეპარატების

წარმოების

სპეციალისტი

მეოთხე

ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების

სპეციალისტის მეოთხე საფეხურის

პროფესიული

კვალიფიკაცია

90

5 მასაჟისტი მესამე მასაჟისტის მესამე საფეხურის

პროფესიული კვალიფიკაცია 60

6

ინფორმაციული

ტექნოლოგი მესამე

ინფორმაციული ტექნოლოგის

მესამე საფეხურის პროფესიული

კვალიფიკაცია

60

7 ელექტრიკოსი მესამე

ელექტრიკოსის მესამე საფეხურის

პროფესიული კვალიფიკაცია 60

8 პრაქტიკოსი ექთანი მეხუთე პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის

პროფესიული კვალიფიკაცია 150

9 ფარმაცევტის

თანაშემწე მეხუთე

ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის

პროფესიული კვალიფიკაცია 120

Page 12: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„ელექტრიკოსი“- მესამე საფეხური

კვალიფიკაცია: ელექტრიკოსის მესამე საფეხურის

პროფესიული კვალიფიკაცია

1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე ორიენტირებული

კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელსაც შეეძლება სამრეწველო და

საყოფაცხოვრებო ელექტროდანადგარების, ელექტროძრავების, გენერატორების,

საკაბელო და სახაზო გადაცემის ხაზების, გამანაწილებელი მოწყობილობების,

ელექტრონულ–მარეგულირებელი ხელსაწყოებისა და მათი ცალკეული კვანძების

დაშლა, რემონტი, აგრეთვე ელექტროგაყვანილობის რემონტი.

2. სწავლის შედეგი:

ცოდნა და

გაცნობიერება

აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების,

პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა,

Page 13: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად

აუცილებელ ნაბიჯებს;

ცოდნის

პრაქტიკაში

გამოყენების

უნარი

შეუძლია გამოიყენოს სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი

უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს დავალებების შესასრულებლად

სხვადასხვა მიდგომა, შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო

მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები.

შეუძლია სარემონტო სამუშაოების წინ მოამზადოს ინსტრუმენტები,

სამარჯვები, მექანიზმები, მასალები და სათადარიგო ნაწილები.

ელექტროენერგეტიკულ მოწყობილობებზე, დანადგარების ცალკეულ

დეტალებსა და მარტივ კვანძებზე წინასწარ განსაზღვრული

დავალებების მიხედვით საკონტროლო– საზომი ხელსაწყოებისა და

სამონტაჟო ინსტრუმენტების, ძირითად მეთოდებისა და მასალების

გამოყენებით ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობებისა და

დანადგარების მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური

მეთოდების და უნარების ფართო სპექტრით მანიპულირება.

დასკვნის უნარი

შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში წამოქმნილი პრობლემების

გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა,

მათი შეფასება და ანალიზი.

შეუძლია უშუალო ხელმძღვანელის (ცვლის უფროსი, მორიგე

ინჟინერი) მითითებების გათვალისწინებით სამუშაოს პროცესში

გამოვლენილი მარტივი პრობლემების ამოცნობა. ელექტროენერ–

გეტიკულ ობიექტებზე სამონტაჟო და საექსპლუატაციო სამუშაოების

მიმდინარეობისას უნდა შეეძლოს მის წინაშე დასმული პრობლემის

გადასაჭრელად გამოიყენოს მიწოდებული ტექნიკური ინფორმაცია.

შეუძლია ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობებისა და

დანადგარების მონტაჟისა და ექსპლუატაციის დროს წამოჭრილი

სხვადასხვა ლოკალური ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტა

დამოუკიდებლად, მისი შეფასების, ანალიზის და ამის საფუძველზე

მიღებული დასკვნის შესაბამისად.

კომუნიკაციის

უნარი

შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან

დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში,

ეფექტიანად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ

საინფორმაციო და

საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული

გამოყენება.

შეუძლია პროფესიასთან დაკავშირებულ მარტივ საკითხებზე ზეპირი

და წერილობითი კომუნიკაცია მის კომპეტენციაში მყოფ საკითხებზე

Page 14: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

განსხვავებულ სიტუაციებში. ეფექტიანად იყენებს პროფესიულ

საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო

ტექნოლოგიებს; შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.

სწავლის უნარი

შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ

სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება. შეუძლია თეორიული

სწავლების და საწარმოო პრაქტიკის პერიოდში მიწოდებული

მასალის როგორც პროფესორისა და ინჟინერ-ენერგეტიკოსის

ხელმძღვანელობით შესწავლა დამოუკიდებლობის გარკვეული

ხარისხით, ასევე მის წინაშე დასმული ამოცანების სწორად შეფასებისა

და აქედან გამომდინარე სწავლის მიმართულებების

დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარი.

ღირებულებები

განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს პროფესიული

საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებების შესაბამისად.

აცნობიერებს ელექტროენერგეტიკული პროფესიული საქმიანობი–

სათვის დამახასიათებელ ღირებულებებს და პასუხისმგებლობას.

იცნობს უსაფრთხოების წესებს. გათავისებული აქვს პროფესიული

საქმიანობისთვის დამახასიათებელი ღირებულებები და მოქმედებს

მათ შესაბამისად. იცნობს უსაფრთხოების წესებს. შეუძლია სამუშაო

გარემოს დაცვაზე ზრუნვა. პასუხისმგებლობით ეკიდება

პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებს.

შეუძლია მის სამოქმედო უბანზე აღმოაჩინოს და აღმოფხვრას

დაშვებული უზუსტობანი. იცავს პროფესიული ეთიკის ნორმებსა და

უსაფრთხოების წესებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ექთნის თანაშემწე“ - მესამე

საფეხური

1. კვალიფიკაცია: ექთნის თანაშემწის მესამე

საფეხური

2. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

Page 15: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

ექთნის თანაშემწის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სამედიცინო სფეროს

თანამედროვე მოთხოვნების დონეზე ექთნის თანაშემწის თეორიული და

პრაქტიკული საფუძვლების სწავლება. პროგრამის დასრულების შემდეგ

კურსდამთავრებულებს ექნებათ თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევები

ავადმყოფის მოვლის, მასთან ურთიერთობის, სამედიცინო მანიპულაციების

უზრუნველყოფის შესახებ. შეეძლებათ პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში

პაციენტის მოვლაზე და სხვა სამედიცინო საქმიანობაზე რეაგირება

განსხვავებულ სიტუაციებში.

3. სწავლის შედეგი:

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა

კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად

ნაბიჯებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების

უნარი

შეუძლია გამოიყენოს სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო

შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომა, შეარჩიოს და მიუსადაგოს

მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები.

დასკვნის უნარი

შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად

ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი.

კომუნიკაციის უნარი შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ

განსხვავებულ სიტუაციებში, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება, უცხო ენის პრაქტიკული

სწავლის უნარი

შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში

სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება.

შეუძლია მითითებული ლიტერატურის მეშვეობით სწავლა;

შეუძლია, სხვისი ხელმძღვანელობით და რჩევების გათვალისწინებით განსაზღვროს

სწავლის პერსპექტივები;

შეუძლია საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება და ზრუნვა პროფესიული

ღირებულებები განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს პროფესიული საქმიანობისათვის

ღირებულებების შესაბამისად.

იცავს პაციენტებთან, კოლეგებთან ურთიერთობის ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს

შესაბამისად;

შეუძლია, პროფესიული პრობლემის წამოჭრისას გულისყურით მოეკიდოს საკითხს

კრიტიკული სიტუაციის დროს არ კარგავს კეთილგანწყობას პაციენტის მიმართ.

Page 16: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„კბილის ტექნიკოსი“ - მესამე საფეხური

კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხური

1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

• საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ამ დარგში

გამოყენებული მასალების, ლაბორატორიული ტექნიკის,

პროთეზებისა და სხვადასხვა ორთოპედიული აპარატების

დამზადების სწავლება თანამედროვე მოთხოვნების დონეზე.

• პროფესიული უნარ–ჩვევების გამომუშავება კლინიკურ

მასალათმცოდნეობაში, ყბა–სახის ორთოპედიაში, კბილების

პროთეზირებაში.

• მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და

სწრაფვა საუკეთესო, ესთეტიკურად სანიმუშო შედეგისაკენ.

• ექიმი სტომატოლოგის შეკვეთის ზუსტად შესრულებას.

• ძერწვის მოდელირების, პროთეზირების ხელოვნების

სრულყოფისკენ სწრაფვას.

• კონკურენტუნარიანობას, ახალ მოთხოვნებთან ადაბტირებას.

2. სწავლის შედეგი:

ცოდნა და

გაცნობიერება

აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების,

პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების

ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების

შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

Page 17: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენების უნარი

შეუძლია გამოიყენოს დარგის

სპეციფიკისათვის დამახასიათებელი

უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს

დავალებების შესასრულებლად

სხვადასხვა მიდგომები შეარჩიოს და

მიუსადაგოს სათანადო მეთოდები,

ინსტრუმენტები და მასალები.

დასკვნის უნარი შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში

წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად

ინფორმაციის ცნობილი წყაროებით

სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი

კომუნიკაციის უნარი

შეუძლია ზეპირი და წერილობითი

კომუნიკაცია პროფესიასთან

დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ

სიტუაციებში. ეფექტიანად იყენებს

პროფესიულ საქმიანობასთან

დაკავშირებულ საინფორმაციო და

საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს; შეუძლია

უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.

სწავლის უნარი

შეუძლია წინასწარ განსაზღვრული

ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე

პასუხისმგებლობის აღება.

შეუძლია დასახელებული წყაროს

გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად

და სწავლისთვის;

შეუძლია შემდგომი სწავლის დაგეგმვა;

შეუძლია შეძენილი ცოდნით სწავლის

გაგრძელების უზრუნველყოფა.

ღირებულებები

განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს

პროფესიული საქმიანობისათვის

დამახასიათებელი ღირებულებების

შესაბამისად.

იცის გუნდის წევრებთან, კოლეგებთან,

ხელმძღვანელებსა და საზოგადოებასთან

ურთიერთობების ეთიკური ნორმები, იცავს

ამ ნორმებს, კრიტიკულ სიტუაციაში

მოქმედებს შესაბამისად;

Page 18: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

პასუხისმგებლობით ეკიდება ნებისმიერ

დავალებას, განსხვავებულ სიტუაციებში არ

კარგავს კეთილგანწყობას.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„ინფორმაციული ტექნოლოგი“ - მესამე საფეხური

კვალიფიკაცია: ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხური

1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და

პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის

მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და

ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის

და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს

სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების,

პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.

2. სწავლის შედეგი:

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი

ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი

კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს

გართულებული ამოცანების შესასრულებლად

აუცილებელ ნაბიჯებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

შეუძლია გამოიყენოს დარგის სპეციფიკისათვის

დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი,

შეაფასოს დავალებების ესასრულებლად სხვადასხვა

მიდგომები შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო

მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები.

Page 19: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

დასკვნის უნარი

შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში წამოჭრილი

პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი

წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი.

ტექნიკური დათვალიერების ან კლიენტიდან

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლია

წარმოქმნილ პრობლემის მიზეზების გააზრება,

პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი

კვალიფიცირებული აღმოფხვრა.

საჭიროების შემთხვევაში დამატებითი

ინფორმაციის მოძიება შეუძლია ინტერნეტის ან

ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენებით.

კომუნიკაციის უნარი

შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია

პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე

განსხვავებულ სიტუაციებში. ეფექტიანად იყენებს

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;

შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.

სწავლის უნარი

შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების

ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის

აღება.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მუდმივი

განვითარების პირობებში, დამოუკიდებლად

შეუძლია პროფესიასთან დაკავშირებული ახალი

ინფორმაციის მოძიება, გარჩევა და შესწავლა. ასევე

გააჩნია პასუხისმგებლობა პროფესიული და

კარიერული ზრდის თვალსაზრსით სწავლის

შემდგომ გაგრძელებაზე.

ღირებულებები

განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს პროფესიული

საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებების

შესაბამისად. გაცნობიერებული აქვს ინფორმაციულ

ტექნოლოგიებთან მუშაობის იურიდიული და

ეთიკური ასპექტები. კლიენტთან ურთიერთობისას

იცავს პროფესიული ქცევის ნორმებს და

ითვალისწინებს კლიენტის სურვილებს.

Page 20: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

ასევე იცავს უსაფრთხოების წესებს. პასუხისმგებელია

მასზე დაკისრებული სამუშაოს დროულად და

ხარისხიანად შესრულებაზე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„მასაჟისტი» - მესამე საფეხური

კვალიფიკაცია: მასაჟისტის მესამე საფეხური

1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს

მასაჟისტის პროფესიის დასაუფლებლად თანამედროვე

მოთხოვნების დონეზე აუცილებელი თეორიული და

პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა, რომელიც მოიცავს

ავადმყოფის რეაბილიტაციის უზრუნველყოფას სტაციონარსა

და სტაციონარის შემდგომ პერიოდში.

2. სწავლის შედეგი:

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი

ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი

კონცეფციების ცოდნა; აცნობიერებს

გართულებული ამოცანების შესასრულებლად

აუცილებელ ნაბიჯებს.

ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენების უნარი

შეუძლია გამოიყენოს დარგის სპეციფიკისათვის

დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი,

შეაფასოს დავალებების შესასრულებლად

სხვადასხვა მიდგომები; შეარჩიოს და მიუსადაგოს

სათანადო მეთოდიკები, ინსტრუმენტები და

მასალები.

დასკვნის უნარი

შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში წამოჭრილი

პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის

ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება

და ანალიზი.

კომუნიკაციის უნარი შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია

პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე

Page 21: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

განსხვავებულ სიტუაციებში. ეფექტიანად იყენებს

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;

შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.

სწავლის უნარი

შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების

ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის

აღება. ხელმძღვანელის მითითებით შეუძლია:

ფოკუსირება მოახდინოს საკუთარი ცოდნის

საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე

მოიძიოს შესაბამისი წყაროები, რომლებიც

უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ

განვითარებას .

ღირებულებები

განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს

პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელიღირებულებების შესაბამისად.

იცავს პაციენტებთან, კოლეგებთან ურთიერთობის

ეთიკურ ნორმებს იცავს სანიტარულ ნორმებს

იცავს გუნდური მუშაობის პრინციპებს პაციენტისა

და კოლეგების მიმართ არის კეთილგანწყობილი.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„პრაქტიკოსი ექთანი“ - მეხუთე საფეხური

კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხური

1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

პრაქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია

მისცეს სტუდენტს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური

თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ-ჩვევები, რის

საფუძველზეც წარმატებით და გაცნობიერებულად

შეასრულებს პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლსა და

ფუნქციებს;

2. სწავლის შედეგი :

Page 22: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

ცოდნა და გაცნობიერება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული

მრავალმხრივი და /ან

სპეციალიზირებული თეორიული და

პრაქტიკული ცოდნა, პროფესიული საქმიანობის

შესაძლებლობების (საზღვრების) გაცნობიერება;

ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენების უნარი

შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო

სპექტრის გამოყენება აბსტრაქტული

პრობლემების შემოქმედებითად გადასაწყვეტად;

დასკვნის უნარი გამოკვეთილი პრობლემის ამოცნობა,მათი

გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების

იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდარტული

მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული

დასკვნების გაკეთება.

კომუნიკაციის უნარი საინფორმაციო საკომუნიკაციო

ტექნოლოგიების გამოყენება. უცხოურ

ენაზე პროფესიასთან დაკავშირებული

ინფორმაციის გადაცემა და ანგარიშის

წარდგენა.

სწავლის უნარი საკუთარი სწავლის მიმართულებების

განსაზღვრა ცვალებად და გაუთვალისწინებელ

ვითარებაში • შეუძლია დამოუკიდებლად

განსაზღვროს საკუთარი ცოდნის დეფიციტი,

საჭიროებები და პრიორიტეტები შემდგომი

პროფესიული სრულყოფის მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლია მოძიოს

შესაბამისი წყაროები, რომლებიც

უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ

განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

ღირებულებები პროფესიული საქმიანობისათვის

დამახასიათებელ ღირებულებებთან თავისი

Page 23: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

და სხვათა დამოკიდებულებების შეფასება და

სხვებისთვის გაზიარება.

მოქმედებს საექთნო საქმიანობის

მარეგულირებელი საერთაშორისო და

ადგილობრივი საკანონმდებლო და ეთიკური

ნორმების შესაბამისად;

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი“-

მესამე საფეხური

კვალიფიკაცია : მესამე საფეხურის ფარმაცევტული

პრეპარატების წარმოების სპეციალისტი

1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

Page 24: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტის

მესამე საფეხურის პროფესიული საგნმანათლებლო

პროგრამის მიზანია, პროფესიული სტუდენტი დაეუფლოს

ფარმაცევტული ტექნოლოგიის ძირითად

პროცესებს,მაღალეფექტური სამრეწველო მანქანა-

დანადგარებისა და აპარატების აგებულების მოქმედების

პრინციპებს და სამკურნალო პრეპარატების მიღების

ტექნოლოგიაში მათ უშუალო გამოყენებას;

2. სწავლის შედეგი:

ცოდნა და

გაცნობიერება

აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების,

პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების

ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების

შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს;

ცოდნის

პრაქტიკაში

გამოყენების

უნარი

შეუძლია გამოიყენოს სფეროს

სპეციფიკისათვის

დამახასიათებელი უნარების

ფართო სპექტრი, შეაფასოს

დავალებების შესასრულებლად

სხვადასხვა მიდგომა, შეარჩიოს

და მიუსადაგოს სათანადო

მეთოდები, ინსტრუმენტები და

მასალები.

შეუძლია აღნიშნულ

დისციპლინებში მიღებული

ცოდნის საფუძველზე შეაფასოს

დავალების შესასრულებლად

აუცილებელი სხვადასხვა

მიდგომა, შეარჩიოს სათანადო

მეთოდები, ინსტრუმენტები და

მასალები.

Page 25: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

დასკვნის უნარი

შეუძლია განსხვავებულ

სიტუაციებში წამოქმნილი

პრობლემების გადასაჭრელად

ინფორმაციის ცნობილი

წყაროებით სარგებლობა, მათი

შეფასება და ანალიზი.

შეუძლია სხვადასხვა რეჟიმით

აპარატის მუშაობის პროცესში

წარმოქმნილი პრობლემების

გადასაწყვეტად ინფორმაციის

არსებული წყაროებით

სარგებლობა, მათი შეფასება და

ანალიზი.

კომუნიკაციის

უნარი

შეუძლია ზეპირი და

წერილობითი კომუნიკაცია

პროფესიასთან დაკავშირებულ

საკითხებზე განსხვავებულ

სიტუაციებში, ეფექტიანად

იყენებს პროფესიულ

საქმიანობასთან დაკავშირებულ

საინფორმაციო და

საკომუნიკაციო

ტექნოლოგიებს, შეუძლია უცხო

ენის პრაქტიკული გამოყენება.

შეუძლია განსხვავებულ

სიტუაციებში აპარატის

მუშაობასთან დაკავშირებულ

საკითხებზე ზეპირი და

წერილობითი კომუნიკაცია;

შეუძლია ეფექტურად

გამოიყენოს საინფორმაციო და

საკომუნიკაციო

ტექნოლოგიები აპარატის

გამართული მუშაობის

უზრუნველსაყოფად;

შეუძლია უცხოური ენის

პრაქტიკულად გამოყენება

სხვადასხვა სახის ტექნიკური

ინსტრუქციებში გასარკვევად

და კომუნიკაციისათვის.

Page 26: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

სწავლის უნარი

შეუძლია წინასწარ

განსაზღვრული ამოცანების

ფარგლებში საკუთარ სწავლაზე

პასუხისმგებლობის აღება.

საბუნებისმეტყველო საგნების –

მათემატიკის, ზოგადი ქიმიის,

ასევე უცხოური ენის,

ინფორმატიკის შესწავლის

შედეგად მიღებული ცოდნის,

მნიშვნელოვანწილად

სპეციალური საინჟინრო

საგნების-ფარმაცევტული

მრეწველობის პროცესების,

წამალთა საქარხნო

ტექნოლოგიის და სხვათა

საფუძველზე შეუძლია

წინასწარ განსაზღვრული

ამოცანების ფარგლებში-

ცალკეული ტექნოლოგიური

ოპერაციების ჩატარების,

ოპერაციის ოპტიმალური

პირობების დადგენის და სხვა

მსგავსი ამოცანების

გადაწყვეტის თვალსაზრისით

საკუთარ სწავლაზე

პასუხისმგებლობის აღება.

ღირებულებები

განსხვავებულ სიტუაციებში

მოქმედებს პროფესიული

საქმიანობისათვის

დამახასიათებელი

ღირებულებების შესაბამისად.

განსხვავებულ სიტუაციებში,

მათ შორის აპარატურის

საგანგებო რეჟიმში მუშაობის

და ავარიული სიტუაციების

დროსაც მოქმედებს

პროფესიული

საქმიანობისათვის

დამახასიათებელი

Page 27: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

ღირებულებების შესაბამისად.

აქვს პასუხისმგებლობის

გრძნობა. აქვს გუნდში

მუშაობის ჩვევები და იცავს

ეთიკისა და მორალის

პრინციპებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი“-

მეოთხე საფეხური

პროფესიული კვალიფიკაცია : ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების

სპეციალისტის მეოთხე საფეხურის სპეციალისტის პროფესიული

კვალიფიკაცია.

1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

წარმოადგენს მოამზადოს:

პრაქტიკულ ფარმაცევტულ – საინჟინრო საქმიანობაზე

ორიენტირებული სპეციალისტი, რომელიც შეძლებს აღნიშნულ

სფეროში წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას .

ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების ინჟინერიის დარგის

მრავალმხრივი სპეციფიკის გათვალისწინებით და

კურსდამთავრებულის პოროფესიულ სრულყოფაზე

მოტივაციის მიზნით წარმოდგენილი

2. სწავლის შედეგი:

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს სფეროს ფაქტობრივ გარემოებებსა და თეორიულ საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა, აცნობიერებს

პრობლემების გადაჭრის ზოგად შესაძლებლობებს.

Page 28: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენების უნარი

შეუძლია, სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების

პროცესში გამოიყენოს სანდო ინფორმაციის წყაროები,

შეიმუშაოს სტრატეგია წამოჭრილი სპეციფიკური

ამოცანის დასაძლევად და შეაფასოს მიღებული

შედეგები შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესების

მიზნით.

შეუძლია საინფორმაციო ტექნოლოგიებით,

ინფორმაციების სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის

მოპოვება და მათი გამოყენება ტექნიკური და

ტექნოლოგიური ხასიათის სპეციფიკური ამოცანების

გადასაჭრელად; შეუძლია საწარმოს ტექნიკურ

რეგლამენტში გარკვევა, მასში მითითებული

ტექნიკური პირობების დაცვის უზრუნველყოფა;

შეუძლია მიღებული პროდუქციის, ცალკეული

ტექნოლოგიური ოპერაციის, შესრულებული სამუშაოს

შეფასება შედეგების გაუმჯობესების მიზნით;

ფარმაცევტულ წარმოებაში გამოყენებული

ტექნოლოგიური ხაზების, ცალკეული აპარატების

ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

დასკვნის გაკეთების უნარი

შეუძლია სპეციფიკური პრობლემების გადასაწყვეტად

შესაბამისი მიდგომის შემუშავება, ალტერნატიული

შესაძლებლობების განხილვა და მიღებული შედეგის

ანალიზი.

შეუძლია საბაზო საბუნებისმეტყველო, რაოდენობრივი

და ტექნიკური მეთოდების გამოყენება ფარმაცევტულ

წარმოებაში წამოჭრილი სპეციფიკური ამოცანების

გადასაჭრელად; საბაზო ცოდნაზე დაყრდნობით

შეუძლია საწარმოო და ტექნიკური პრობლების

გადასაჭრელად ალტერნატიული შესაძლებლობების

განხილვა და მიღებული შედეგების ანალიზი.

კომუნიკაციის უნარი

შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია

პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცვალებად

სიტუაციებში, ახალი საინფორმაციო და

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად

ათვისება, უცხოურ ენაზე მიღებული პროფესიასთან

დაკავშირებული

სწავლის უნარი

შეუძლია საკუთარი სწავლის მიმართულებების

დამოუკიდებლად განსაზღვრა განჭვრეტად, თუმცა

ნაწილობრივ ცვალებად, ვითარებაში.

Page 29: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

შესწავლილ საბუნებისმეტყველო და ძირითადად

საინჟინრო საგნებზე– ფარმაცევტული წარმოების

პროცესები და აპარატები, ფარმაცევტული ქარხნის

ზოგადი მოწყობილობა, წამლების სამრეწველო

წარმოების საფუძვლები, სინთეზური ფარმაცევტული

პრეპარატების ტექნოლოგია, ფარმაცევტული

მრეწველობის პროდუქტების სტანდარტიზაცია–

დაყრდნობით შეუძლია დამოუკიდებლად

განსაზღვროს, თუ რა მიმართულებით გააგრძელებს

სწავლას. შეუძლია მოძიებული მასალის ანალიზი და

განსჯა.

ღირებულებები

პასუხისმგებლობით ეკიდება პროფესიული

საქმიანობისათვის დამახასიათებელ

ღირებულებებს და ცვალებად სიტუაციებში

მოქმედებს მათ შესაბამისად. გაცნობიერებული

აქვს თავისი სამუშაოს მნიშვნელობა საბოლოო

პროდუქტის წარმოების საქმეში;

გათვითცნობიერებული აქვს საბოლოო

პროდუქტის, სამკურნალო პრეპარატების

სპეციფიკიდან გამომდინარე ხარისხის

მოთხოვნებისადმი განსაკუთრებული

დამოკიდებულება. გააჩნია პროფესიული

პასუხისმგებლობის გრძნობა და იცავს ეთიკის

ნორმებს. იცნობს უსაფრთხოებისა და შრომის

დაცვის წესებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„ფარმაცევტის თანაშემწე“- მეხუთე საფეხური

კვალიფიკაცია: ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხური

1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიციური ფარმაცევტის

თანაშემწის მომზადება,რომელიც თავისი საქმიანობით ხელს შეუწყობს

Page 30: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ფარმაცევტული საქმიანობისათვის

უსაფრთხო პირობების შექმნას.

უზრუნველყოს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და

ზოგადი კომპეტენციებით აღჭურვილი ფარმაცევტის

თანაშემწის მომზადება, რომელსაც ექნება პროფესიულ

საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალიზებული

თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც შეძლებს

ფარმაცევტის ეფექტურ ასისტირებას, როგორც სააფთიაქო

დაწესებულებებში, ასევე ფარმაცევტულ ბაზებსა და

საწარმოებში.

2. სწავლის შედეგი:

ცოდნა და

გაცნობიერება

აქვს პროფესიულ საქმიანობასთან

დაკავშირებული მრავალმხრივი და/ან

სპეციალიზებული თეორიული და

პრაქტიკული ცოდნა. აცნობიერებს

პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობებს

(საზღვრებს).

ცოდნის

პრაქტიკაში

გამოყენების

უნარი

შეუძლია შემეცნებითი და პრაქტიკული

უნარების ფართო სპექტრის გამოყენება

აბსტრაქტული პრობლემის

შემოქმედებითად გადასაწყვეტად.

დასკვნის

უნარი

შეუძლია კარგად განსაზღვრული

პრობლემების ამოცნობა, მათი

გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების

იდენტიფიცირება და ანალიზი

სტანდარტული მეთოდების გამოყენებით,

ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება.

კომუნიკაციის

უნარი

შეუძლია იდეებისა და ინფორმაციის

სტრუქტურირებულად და

თანმიმდევრულად გადაცემა

სპეციალისტებისა და

არასპეციალისტებისათვის ხარისხობრივი

Page 31: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

და რაოდენობრივი ინფორმაციის

გამოყენებით. იყენებს თანამედროვე

საინფორმაციო და საკომუნიკაციო

ტექნოლოგიებს. შეუძლია უცხოურ ენაზე

პროფესიასთან დაკავშირებული

ინფორმაციის გადაცემა და ანგარიშის

წარდგენა.

შეუძლია ქართულ და უცხოურ ენებზე

კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და

ანგარიშის წარდგენა სპეციალისტებისა და

არასპეციალისტებისათვის რეცეპტის

მიხედვით სამკურნალო საშუალებების

აფთიაქის პირობებში მომზადების

ტექნოლოგიების, ფარმაცევტული,

ნედლეულის, პროდუქციის და რეაქტივების

ვარგისიანობის ვადებისა და მათი შენახვის

პირობების შესახებ;

შეუძლია მომხმარებლისათვის ინფორმაციის

მიწოდება მესამე ჯგუფისათვის

მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან

დაკავშირებით.

უნარი შესწევს ეფექტურად გამოიყენოს

საინფორმაციო და საკომუნიკაციო

ტექნოლოგიები ფარმაცევტული საქმიანობის

უზრუნველსაყოფად;

უნარი შესწევს გადასცეს და გაუზიაროს

მიღებული ცოდნა და ინფორმაცია. აქვს

დემონსტრირების უნარი.

სწავლის უნარი

შეუძლია საკუთარი სწავლის

მიმართულებების განსაზღვრა ცვალებად და

გაუთვალისწინებელ ვითარებაში.

შეუძლია საკუთარი სწავლის

მიმართულების განსაზღვრა შემდგომ

ეტაპზე სწავლის გაგრძელებისა და ახალი

ტექნოლოგიების ათვისების მიზნით

ღირებულებები

აფასებს თავისი და სხვების

დამოკიდებულებას პროფესიული

საქმიანობისათვის დამახასიათებელ

ღირებულებებთან და უზიარებს სხვებს.

Page 32: განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ...ckhum.edu.ge/file/saswavlo-programebi.pdf ·

მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება

საკუთარ პროფესიულ საქმიანობას;

იცავს და სხვებსაც მოუწოდებს დაიცვან

პროფესიული ეთიკის ნორმები