- ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ...

16
1 აჭარის რეგიონში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის (მეხორცული) ფერმის განვითარების პერსპექტივების კვლევა და მიკრო მოდელის მომზადება ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი პი ემ სი კვლევითი ცენტრი 2015 WWW.PMCG-I.COM WWW.PMCG-I.COM

Transcript of - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ...

Page 1: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

1

აჭარის რეგიონში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის

მესაქონლეობის (მეხორცული) ფერმის განვითარების პერსპექტივების

კვლევა და მიკრო მოდელის მომზადება

ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი

პი ემ სი კვლევითი ცენტრი

2015

WWW.PMCG-I.COM WWW.PMCG-I.COM

Page 2: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

შინაარსი

I. წინასიტყვაობა ................................................................................................................................... 3

II. რეზიუმე .............................................................................................................................................. 3

i. საქონლის ხორცის წარმოების მიმოხილვა ............................................................................... 3

ii. საქონლის ხორცის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები .............................................. 4

iii. კვალიფიციური პერსონალი ................................................................................................... 4

iv. საქონლის ხორცის ბაზრის მიმოხილვა საქართველოს მასშტაბით ................................. 5

v. ადგილობრივი წარმოების ტენდენციები ................................................................................. 5

vi. იმპორტის ანალიზი .................................................................................................................. 7

vii. საექსპორტო ბაზრების პოტენციალი .................................................................................... 9

viii. საქართველოში საქონლის ხორცის მოხმარების ანალიზი ................................................ 9

III. საქონლის ხორცის წარმოების ჯაჭვის ანალიზი (საჭირო ნედლეულის შესყიდვა - მზა

პროდუქციის რეალიზაციის არხები) .................................................................................................. 10

i. ნედლეულის მოწოდებლები ..................................................................................................... 10

ii. სარეალიზაციო არხები (მიზნობრივი ბაზრები) ................................................................... 12

IV. SWOT ანალიზი - დარგში არსებული სიტუაციის ანალიზი და მიმდინარე ტენდეციების

იდენტიფიცირება .................................................................................................................................... 13

V. დანართი- ბიბლიოგრაფია ............................................................................................................. 16

Page 3: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

I. წინასიტყვაობა

დოკუმენტი მომზადებულია პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის (PMC RC) აჭარის სოფლის

მეურნეობის განვითარების პროექტის (ENPARD-აჭარა) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.

პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის პირველადი და მეორადი

გადამუშავების საწარმოების შექმნის პერსპექტივების შეფასება ღირებულებათა ჯაჭვის

ანალიზის საფუძველზე შემდეგ ქვესექტორებში:

დახურული გრუნტის ბოსტნეული კულტურების (პომიდორი, კიტრი, ტკბილი წიწაკა და

მარწყვი) მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა;

მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა (მეხორცული);

მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკა (ბროილერი);

კვლევის მიზანია, ასევე, ქვესექტორების პოტენციალის განსაზღვრა იმპორტის ჩანაცვლების,

ექსპორტის და ინოვაციებისა შექმნის თვალსაზრისით (ქვესექტორების

კონკურენტუნარიანობა და საინვესტიციო მიმზიდველობა). კვლევის პროცესში შესწავლილ

იქნა ზემოთ ჩამოთვლილი ქვესექტორების ბაზრის ძირითადი ეკონომიკური სუბიექტები,

გაანალიზდა არსებული ტენდენციები და შეფასდა ქვესექტორების კონკურენტუნარიანობის,

საინვესტიციო მიმზიდველობის, საექსპორტო შესაძლებლობები.

დოკუმენტი აღწერს აჭარის რეგიონში მესაქონლეობის სექტორის განვითარების

ტენდენციებს, იმპორტსა და ადგილობრივ წარმოებას, ასევე, მეფრინეველეობის ფერმის

ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს და წარმოების განვითარებასთან დაკავშირებულ რისკებსა

და გამოწვევებს.

II. რეზიუმე

i. საქონლის ხორცის წარმოების მიმოხილვა

აჭარის რეგიონი, ხორცისა და ხორცის პროდუქტების ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია

საქართველოში (30,000 ტონაზე მეტი1 წელიწადში), თუმცა, ხორცის წარმოებას რეგიონში

საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს, დაახლოებით, 2,5 ათასი ტონა (დაკლული პირუტყვის

წონა) წელიწადში.

დღეს არსებული მდგომარეობით საქონლის ხორცის ადგილობრივი წარმოება ვერ

აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნას და, შესაბამისად, ქვეყანაში ხდება დაბალი ხარისხის

საქონლის გაყინული ხორცის იმპორტი, რომელიც უმთავრესად მოიხმარება ხორცის

გადამამუშავებელი საწარმოების, რესტორნების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების

მიერ. როგორც CARE Caucasus-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, საზოგადოებრივი

კვების ობიექტების მიერ მოხმარებული ხორცის 70% და ხორცის გადამამუშავებელი

საწარმოების მიერ მოხმარებული ხორცის 90% არის იმპორტირებული გაყინული ხორცი.

საქართველოში და მათ შორის აჭარაში ბუნებრივ - კლიმატურმა, რელიეფურმა და სხვა

ფაქტორთა მრავალფეროვნებამ (ზაფხულის ალპური, სუბალპური და ბარის ზამთრის

საძოვრების თანაარსებობა) უხსოვარი დროიდან ხელი შეუწყო მეძროხეობისა გაძღოლის

მომთაბარე ექსტენსიური სისტემის განვითარებას, რომელიც გულისხმობს საქონლის

ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებზე გადარეკვას. სწორედ ასეთმა გარემოებამ

Page 4: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

განაპირობა ისტორიულად საქართველოში ძროხის ადგილობრივი ჯიშების ჩამოყალიბება,

რომლებიც წაბლა კავკასიურის და ქართული მთის საქონლის სახელით არიან ცნობილი და

გავრცელების ზონალობის მიხედვით შესაბამისი პოპულაციებით არის წარმოდგენილი.

მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც აღინიშნება სახორცე საქონლის მწარმოებელი

სპეციალიზირებული ფერმების დაბალი რაოდენობა, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია

მცირე მასშტაბის ფერმერული მეურნეობები, ცხოველთათვის განკუთვნილი საკვების

დაბალი კვებითი ღირებულება, მაღალპროდუქტიული სახორცე ჯიშების არ არსებობა.

თუმცა, გამომდინარე საქონლის ხორცის ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებიდან და

მაღალი ხარისხის ხორცზე ყოველწლიური ფასების ზრდის ტენდენციებიდან, აჭარაში

სრულებით შესაძლებელია საქონლის ხორცის მწარმოებელი სპეციალიზირებული ფერმების

დაარსება. აღნიშნული ფერმების განსაკუთრებული უპირატესობა იქნება მაღალმთიანი

აჭარის საზაფხულო საძოვრების გამოყენება, იაფასიანი მუშახელის აყვანის

შესაძლებლობები, უკვე არსებული სერტიფიცირებული სასაკლაობი და შედარებით იაფი

ენერგო რესურსები.

ii. საქონლის ხორცის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები

საქონლის ხორცის წარმოების ეფექტიანობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კარგი

საკვები და სასუქი საქონლის სწორად კვება. წარმოებული პროდუქციის

თვითღირებულებაში ცხოველთა კვებაზე გაწეულ დანახარჯებს 70 %-ზე მეტი უკავია.

საკვებსა და კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, ცხოველთა ჯანმრთელობის

შენარჩუნების საქმეში. არაგადამდები დაავადებების 95% დაკავშირებულია საკვების

ხარისხთან და კვებასთან. სასუქი საქონლის კვების სწორად ორგანიზაცია ითვალისწინებს

საყუათო ნივთიერებებით, მინერალური მარილებით და ვიტამინებით ორგანიზმის

მოთხოვნილების სრულფასოვან დაკმაყოფილებას.

ამჟამად 1 კილოგრამი საქონლის ხორცის წარმოებაზე გაწეული საკვების, ვეტ.

მედიკამენტების, ელექტროენერგიის და წყალის დანახარჯი შეადგენს 2,07 ლარს.

iii. კვალიფიციური პერსონალი

100 სულიანი სახორცე ფერმის ყოვედღიურ მართვაზე პასუხისმგებელი იქნება ფერმის

მენეჯერი. ფერმის წარმატებით ფუნქციონერებისათვის სასურველია ფერმის მენეჯერს

ჰქონდეს სათანადო პროფესიონალური ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება

ზოოტექნიკაში. რეკომენდირებულია, მოხდეს ფერმის ყველა მომსახურე პერსონალის

(ზოოტექნიკოსის, ვეტექიმის, ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსის და

საკვებმწარმოებელ აგრონომის) გადამზადება ცხოველთა მოვლა-შენახვის თანამედროვე

საკითხებში.

სასურველია, პირველი 6 თვის განმავლობაში აღნიშნულ ფერმას მოემსახუროს

მაღალკვალიფიცირებული მეცხოველეობის ექსპერტი, რომელიც მინიმუმ თვეში 2 ჯერ

განახორციელებს ვიზიტს, გააკეთებს შექმნილი მდგომარეობის ანალიზს და შეიმუშავებს

შესაბამის რეკომენდაციებს.

ვეტერინარული სერვისის და საკვებდამზადებისათვის კი გამოყენებული იქნება შესაბამისი

საკონტრაქტო მომსახურეობა.

Page 5: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება თავისი სანაშენე ბირთვი (ფურები), მაშინ

დამატებით საჭირო იქნება ფერშალის/ხგ. ტექნიკოსის კონტრაქტით მომსახურეობა.

კვლევის სტრუქტურა

წინასიტყვაობა

რეზიუმე

მეთოდოლოგია

სექტორის მიმოხილვა

საქონლის ხორცის ბაზრის მიმოხილვა საქართველოს

მასშტაბით;

ადგილობრივი წარმოების ტენდენციები

იმპორტის ანალიზი

ექსპორტის ანალიზი

რეგიონში ხორცის მოხმარების ანალიზი

ღირებულებათა ჯაჭვის

ანალიზი

საქონლის ხორცის წარმოების ჯაჭვის ანალიზი (საჭირო

ნედლეულის შესყიდვა - მზა პროდუქციის რეალიზაციის

არხები);

ნედლეულის მომწოდებლები

სარეალიზაციო არხები (მიზნობრივი ბაზრები)

სვოტის ანალიზი დარგში არსებული სიტუაციის ანალიზი და მიმდინარე

ტენდეციების იდენტიფიცირება

iv. საქონლის ხორცის ბაზრის მიმოხილვა საქართველოს მასშტაბით

ბაზრის მიმოხილვის ნაწილი მოიცავს ინფორმაციას საქართველოში არსებული

მესაქონლეობის ფერმების მიერ წარმოებული საქონლის ხორცის მოცულობების და

იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობების, საქართველოს და კონკრეტულად აჭარის

ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მოხმარების შესახებ. მიმოხილვაში მოცემული

ინფორმაცია მოპოვებულია მეორადი, საქართველოს სტატისტიკის, საბაჟო სამსახურის,

დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების, მთავრობის ხელთ არსებული

ოპერატიული მონაცემების და პირველადი წყაროების მიხედვით.

v. ადგილობრივი წარმოების ტენდენციები

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სახორცე პირუტყვის წარმოების ყველაზე უფრო

პოპულარული ფორმაა ადგილობრივი ჯიშის საქონლისაგან მიღებული მამრობითი სქესის

(სახარე) ხბოების დაუყონებლივი რეალიზაცია მათი შემდგომი სუქების მიზნით უფრო

დიდი მასშტაბის ფერმერულ მეურნეობებზე ან მათი ადგილზე სუქება.

ქვეყანაში გავრცელებულია პირუტყვის ხორცის წარმოების სამი უმთავრესი მიმართულება,

რომელიც განისაზღვრება ცხოველთა მოვლა-შენახვის და კვების სისტემების მიხედვით.

Page 6: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

1. ყველაზე უფრო ფართოდაა გავრცელებული სახორცე პირუტყვის გამოზრდის ე.წ.

საძოვრული შენახვის ექსტენსიური სისტემა, რაც გულისხმობს სახორცე პირუტყვის

სეზონურ კვებას საძოვრებზე.

2. ნახევრად ინტენსიური სუქების სისტემა გულისხმობს სახორცე საქონლის

გამოზრდას საძოვარზე გაზაფხულ ზაფხულის თვეებში და შემოდგომა ზამთრის

განმავლობაში მათ გადაყვანას ბაგური შენახვის სისტემაზე, რა დროსაც სახორცე

პირუტყვი დაბმულია ბაგაზე და მათ ყოველდღიური საკვების რაციონი

განისაზღვრება მაღალხარისხოვანი თივით/სილოსით და კონცენტრირებული

საკვებით.

3. ინტენსიური შენახვის სისტემის დროს სახორცე პირუტყვის გამოზრდა მთელი წლის

განმავლობაში ხდება ბაგაზე.

სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე ბოლო წლებში ძროხის სულადობა ქვეყანაში

სტაბილურია და ერთ მილიონის ფარგლებშია. საერთო სულადობის 53,2 % განთავსებულია

ძირითადად სამ რეგიონში – იმერეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი.

შესაბამისად, აქ იწარმოება ძროხის ხორცის –50%.

უკანასკნელ წლებში ადგილობრივმა ხორცის მწარმოებლებმა ცოცხალი საქონლის

ექსპორტის სახით (უმთავრესად აზაერბეიჯანში) საკმაოდ კარგი ბაზრის ნიშა იპოვეს, რაც

მათ საშუალებას აძლევს საქონლი ექსტენსიური სახორცე სუქების ბიზნესიდან მიიღონ

მაქსიმალური მოგება. ხოლო ქვეყანაში არსებული საქონლის დეფიციტის შევსება კი ხდება

დაბალი ხარისხის და, შესაბამისად, დაბალი ფასის იმპორტირებული გაყინული ხორცით.

საქონლის ხორცზე მთლიანად ქვეყნის და აჭარის მასშტაბით აღინიშნება ფასები ზრდის

ტენდენცია. მრპ-ის ხორცის ფასი 2007 წელს იყო 6.8 ლარი/კგ, 2014 წელს კი თითქმის

გაორმაგდა და 12.6 ლარი შეადგინა.

აჭარაში არსებული მეხორცული მიმართულების ფერმების უმეტესობა წარმოდგენილია

მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების სახით, რაც დაბალი პროდუქტიულობის

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ამ ტიპის ფერმერული მეურნეობების უმეტესობას არა აქვს

კომერციული ორიენტაცია და მათ მიერ წარმოებული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და

მათ შორის მეცხოველეობის პროდუქტები ძირითადად მოიხმარება საკუთარი ოჯახის

მოთხოვნილებებისათვის. მაგალითისათვის, საშუალო ფერმერული მეურნეობა

მეცხოველეობის დარგიდან ერთ სულ ფურზე აწარმოებს წლიურად საშუალოდ 1200 ლიტრ

რძეს, სახორცე საქონლის ცოცხალი მასის საშულო დღიური წონამატი კი არის საშუალოდ 500

გრამი, ცოცხალი მასის საშუალო სარეალიზაციო წონაა 300 კილოგრამი, ხოლო საკლავი

გამოსავალი კი საშუალოდ 40-45%.

პირუტყვის ხორცის წარმოების დაბალი პროდუქტიულობის უმთავრესი მიზეზებია:

- არსებული პირუტყვის საკმაოდ დაბალი (სახორცე) სანაშენე ნიშან-თვისებები

- კვების მენეჯმენტის ცოდნის და პრაქტიკული უნარების ძალიან დაბალი დონე

- ინტენსიური საკვებწარმოების და შესაბამისი მანქანა დანადგარების არარსებობა

- მეცხოველეობისათვის საჭირო სასოფლო სამეურნეო ნედლეულის

(კონცენტრირებული საკვები, მაღალპროტეინიანი საკვებდანამტები, სილოსი)

მიმწოდებლების სიმცირე

Page 7: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

- ვეტერინარული, სანაშენე საქმის და საკონსულტაციო მომსახურების

ლიმიტირებული ხელმისაწვდომობა

- ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე

- განუვითარებელი ინფრასტრუქტურა

- ფინანსური რესურსების ხელმიუწვდომლობა

- მცირე მასშტაბის სახნავ-სათესი მიწები, სათიბები და საძოვრები

გარდა ზრდასრული სახორცე პირუტყვის გაყიდვისა, საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა მცირე

და საშულო ფერმერული მეურნეობების მიერ მამრობითი სქესის (სახრე) ხბორების

რეალიზაცია, რომლებიც შემდგომის სუქებისათვის გადაყვანილი არიან სპეციალიზებულ

სასუქ ფერმებში.

აჭარაში მსხვიფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის მიხედვით ლიდერობენ ხულოს (36,751

ათასი სული) და შუახევის (26,369 ათასი სული) რაიონები, რაც სრულ შესაბამისობაშია

აჭარაში არსებულ სათიბ საძოვრებთან (ხულო 3435 ჰექტარი და 4809 შუახევი ჰექტარი). ეს

ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში ხორცის წარმოება ხდება ექსტენსიური

სისტემით, რომლის ძირითადი რესურსია მაღალმთიანი საძოვრებები და სათიბები.

ხორცის წარმოება აჭარაში (ცოცხალი წონა, ათასი ტონა)

2011 2012 2013

აჭარა სულ 5,14 5,38 4,185

ქედა 1,10 1,15 0,22

ქობულეთი 0,34 0,35 0,38

შუახევი 1,40 1,50 1,50

ხელვაჩაური 0,70 0,64 0,75

ხულო 1,60 1,62 1,22

vi. იმპორტის ანალიზი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გარკვეულწილად მოხდა საქონლის ხორცის

ადგილობრივი წარმოების სტაბილიზება, როგორც ქვემოთ მოცემული დიაგრამა უჩვენებს

უკანასკნელ წლებში საქონლის ხორცის იმპორტს საკმაოდ დიდი მასშტაბები უკავია

სასოფლო სამუერნეო პროდუქციის იმპორტის წილში, ყოველწლიურად ხდება დაახლოებით

10000 ტონა ძროხის ხორცის იმპორტი .

საქონლის გაყინული ხორცის იმპორტი ძირითადად ხდება ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და

რუსეთიდან. გაყინული ხორცის ძირითადი მომხმარებლები არიან ხორცპროდუქტების

მწარმოებელი კომპანიები („ნიკორა“, „იოლი“, „მითანა“, „ვაკე“, და. ა.შ.), რომლებიც

უმთავრესად ამზადებენ სხვადასხვა სახის ძეხვეულს და სოსისებს.

Page 8: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

ცხრილი 1: ხორცის იმპორტი საქართველოში 2010-2013 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 2 : საქართველოში იმპორტირებული ხორცის საშუალო ფასი(2010-2013w.)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ისევე როგორც მთელ საქართველოში, აჭარაშიც საქონლის ხორცის ფასებისათვის და

წარმოებისათვის დამახასიათბელია მკვეთრი სეზონურობა, რადგან მთაში ნასუქი ცოცხალი

საქონლის რეალიზაციას წვრილი და საშუალო მასშტაბის ფერმერები ახდენენ უმთავრესად

შემოდგომა ზამთრის თვეებში და ამ დროს ცოცხალი პირუტყვის გაყიდვების ფასი ეცემა

მინიმალურზე და 1 კილოგრამ ცოცხალ წონაზე შეადგენს 4-4,5 ლარს. ხოლო გვიან

გაზაფხულზე როდესაც ფერმერებს საქონელი მიჰყავთ საზაფხულო საძოვრებზე პირუტყვის

ფასი იზრდება და 1 კილოგრამ ცოცხალ წონაზე შეადგენს საშუალოდ 5 ლარს.

Page 9: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

vii. საექსპორტო ბაზრების პოტენციალი

მიუხედავად იმისა, რომ საქრთველო არის საქონლის ხორცის ერთერთი დიდი იმპორტიორი,

ქვეყანაში წარმოებული საქონლის ხორცის (ცოცხალი პირუტყვი) უდიდესი ნაწილი იყიდება

საზღვარგარეთ, უმთვრესად კი ექსპორტზე გადის ცოცხალი საქონელი.

2013 წელს დაახლოებით 20000 სულამდე სახორცე საქონელი იქნა გაყიდული აზერბეიჯანში.

ბოლო წლებში აზერბეიჯანში საკმაოდ დიდი პოპოულარობით სარგებლობს საქართველოში

წარმოებული საქონლის ხორცი, რასაც გარკვეულწილად უწყობს ხელს ცოცხალი პირუტყვის

შეგროვების და დისტრიბუციის კარგად აწყობილი ქსელი. საექსპორტო ცოცხალი საქონლის

შეგროვება ძირითადად ხდება ქვეყანაში არსებულ უმსხვილეს მეცხოველეობის სასოფლო

სამეურნეო ბაზრებზე, რომლებიც განლაგებულია ქვემო ქართლში (მარნეული) და სამცხე

ჯავახეთში (ახალციხე).

დღეისათვის ერთი კილოგრამი ცოცხალი სახორცე პირუტყვის საბაზრო ფასი 4-5 ლარის

ფარგლებში მერყეობს.

კიდევ ერთი პოპულარული საექსპორტო პროდუქტია მსხვილფეხა საქონლის ტყავი,

რომელზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მეზობელ ქვეყნებში.

ცხრილი 3: საქართველოს ხორცის ექსპორტი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

viii. საქართველოში საქონლის ხორცის მოხმარების ანალიზი

მოსახლეობა, ათასი კაცი 4401 4382 4385 4436 4469 4498 4491

კგ. წელიწადში 9 10 8 9 8 7 6

გრ. დღეში 25 26 22 23 21 19 16

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % 81 73 68 76 77 68 61

საშუალო საცალო ფასი 6.4 6.8 7.5 7.4 7.9 11 12.1

Page 10: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

ცხრილი 4: ხორცის მოხმარება ერთ სულზე

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოში 1 მცხოვრებზე წარმოებულია 175 კგ-მდე რძე და 11 კგ-მდე ძროხის ხორცი,

მაშინ როდესაც საყოველთაოდ აღიარებული ფიზიოლოგიური ნორმებით 1 კაცმა წელიწადში

უნდა მოიხმაროს 360 კგ რძე ან რძის პროდუქტი (ნატურალურ რძეზე გადაანგარიშებით) და

65 კგ-მდე ყველა სახის ხორცი (მ.შ. 24 კგ ძროხის ხორცი). საქართველო მეცხოველეობის

პროდუქტების მოხმარებით ჩამოუვარდება საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს: მათ შორის

ხორცის დეფიციტი შეადგენს – 57,4%–ს, რძის – 46,9%–ს. საქონლის ხორცის წარმოების

დაბალი პროდუქტიულობის მიზეზი საქართველოში სუსტი საკვები ბაზა და მის

შესაქმნელად აუცილებელი მიწის ფართობის სიმცირეა.

საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის მონაცემების მიხედვით

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის ადგილობრივი წარმოება 20.2 ათას ტონას

შეადგენს, რაც 24 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით,

შესაბამისად 2013 წელს თვითუზრუნვეყოფის კოეფიციენტი 60%-დან 71 %-მდე გაიზარდა.

2009 2010 2011 2012 2013

წარმოება, ათასი ტონა 29,200 26,700 21,300 16,200 20,200

ხორცის იმპორტი, ათასი ტონა 6,474 5,564 7,342 7,699 5,810

გადამუშავებული და ცოცხალი ხორცის იმპორტი,

ათასი ტონა 2,526 2,236 2,558 2,901 2,324

ექსპორტი, ტონა

0 50 47

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი (%) 76% 77% 68% 60% 71%

ცხრილი 5: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის ბალანსი, 2009-2013

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

III. საქონლის ხორცის წარმოების ჯაჭვის ანალიზი (საჭირო ნედლეულის შესყიდვა - მზა

პროდუქციის რეალიზაციის არხები)

i. ნედლეულის მოწოდებლები

ვეტერინარული მომსახურება

აჭარაში არ არსებობს ბევრი ვეტერინარული მომსახურების სერვისი, ვეტერინარული

აფთიაქები, როგორც წესი მდებარეობს ძირითადად რაიონული ცენტრებში. დღეისათვის

აჭარაში წარმოდგენილი არიან ისეთი მსხვილი ვეტერინალური კომპანიები როგორიცაა:

„ინვეტი“ და „ახალგაზრდა ფერმერთა სახლი“, რომელთაც საკმაოდ კარგადაა აქვთ

განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი. ვეტერინარული აფთიაქები გარდა იმისა, რომ

უმეტესად ახდენენ ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების რეალიზაციას, ამავე დროს

ხშირ შემთხვევებში ფერმერებს უწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.

მეცხოველეობის ფერმებისათვის ვეტერინარულ მომსახურებას (უმთავრესად ცხოველთა

მკურნალობას) ახორციელებენ კერძო ვეტერინარები, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი

პირუტყვის გეგმიური ვაქცინაციები ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა თურქული და

ჯილეხი (ციმბირული წყლული) სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ და მას

ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. თურქულზე და ჯილეხზე (ციმბირული

Page 11: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

წყლული) აჭრაში მსხვილფეხა საქონლის ვაქცინაცია ხორციელდება წელიწადში ორჯერ

გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

ვეტერინარული სერვისის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულეს წარმოადგენს

დაავადებების დიაგნოსტიკა, რომლის მთავარი მიზეზია ის, რომ ვეტერინარული

ლაბორატორიები განთავსებულია მხოლოდ ბათუმში და, შესაბამისად, ფერმერებს საკმაოდ

უძნელდებათ ტრანსპორტირება.

კონცენტრირებული საკვების მწარმოებლები

აჭარაში არსებული მეცხოველეობის სასუქი ფერმების მიერ სასუქი საქონლის საკვებად

გამოყენებული კონცენტრირებული საკვების უმეტესი ნაწილი არის სხვადასხვა

წისქვილკომბინატების მიერ წარმოებული ქატო და ზოგიერთ შემთხვევაში მზა

კონცენტრირებული საკვები, რომლის შემადგენლობის დაბალნსირება ხდება მზესუმზირის

და სოიოს შროტით.

უხეში საკვების (თივა, ნამჯა, სილოსი) მწარმოებლები

აჭარაში უხეში საკვების წარმოება წარმოდგენილია უმთავრესად საზაფხულო სათიბებზე

წარმოებული მაღალხარისხოვანი მდელოს თივის სახით, ამავე დროს უნდა აღინიშნოს რომ

პრაქტიკულად არ არსებოს გაკულტურებული სათიბ-საძოვრები, სადაც ფერმერები მათი

შემდგომი თიბვის მიზნით ახდენენ ისეთი კულტურული საკვები კულტურების თესვას,

როგორიცაა: მდელოს კოინდარი, ტიმოთელა, იონჯა, თეთრი და წითელი სამყურა, და ა. შ.

ზამთრის პერიოდისათვის არსებული დეფიციტის შევსება კი ძირითადად ხდება მეზობელი

რეგიონებიდან შემოტანილი მდელოს და იონჯის თივით და ზოგიერთ შემთხვევაში

ხორბლის და ქერის ნამჯით.

ჯიშობრივი გაუმჯობესების სერვისი

დღეისათვის რეგიონში საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს ცხოველთა ხელოვნური

განაყოფიერების სერვისი, რომელსაც ოპერირებას უკეთებს ა(ა)იპ „აგრო სერვის ცენტრი“.

პირუტყვის არსებული ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესება ხდება როგორც სარძეო (წაბლა

შვიცური, ჯერსი), ასევე, ისეთი სახორცე ჯიშით, როგორიცაა „აბერდინ ანგუსური“.

მექანიზაციის სერვისი

რეგიონში არსებული მეცხოველეობის ფერმები მექანიზაციის სერვისებს იყენებენ

უმთავრესად საკვებწარმოებისათვის.

დღეისათვის აჭარაში ფუნქციონირებს მექანიზაციის სერვის ცენტრი შ.პ.ს. „მექანიზატორი“,

რომელსაც ყველა საჭირო მანქანა-დანადგარი გააჩნია მაღალხარისხოვანი ისეთი უხეში

საკვების დასამზადებლად, როგორიცაა თივა და სილოსი.

პარალელურად სამანქანო მომსახურების კერძო სერვისები ფუნქციონირებს აჭარის თითქმის

ყველა რაიონში, რომლეთა საკუთრებაშია სხვადასხვა ტიპის ტრაქტორები, სათიბელები და

წნეხამკრეფები, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ამ ტექნიკის უმეტესი ნაწილი

ტექნოლოგიურად მოძველებულია და ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს ფერმერების

მოთხოვნებს, განსაკუთრებით თივის დამზადების სეზონზე.

Page 12: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

ii. სარეალიზაციო არხები (მიზნობრივი ბაზრები)

საქონლის ხორცის მიწოდების ჯაჭვი

• სახორცე სუქებისათვის საჭირო ხბორები უმთავრესად იწარმოება მცირე და საშუალო

მაშტაბის ფერმერულ მეურნეობებში, რომელთა რეალიზაცია ხდება:

1. ცურიდან მოშორებიდან 6-8 თვის შემდეგ, როდესაც მათი ცოცხალი

წონა აღწევს 130-150 კგ-ს

ან

2. ერთი წლის ასაკში როდესაც მათი ცოცხალი წონა აღწევს 200კგ-ს.

• შემდგომი ეტაპია გაზახულზე მოგებული სახორცე ხბორების (მოზვრების) სუქება

საზაფხულო საძოვარზე (3-6 თვე) და მათი რეალიზაცია ხდება სასუქ ფერმებზე.

• სასუქ ფერმაში ხორცის წარმოება ხდება ბაგური შენახვის სისტემით, სადაც სასუქი

საქონლის დღიურ რაციონში ძირითდად გამოიყენებულია კონცენტრირებული

საკვები და მაღალხარისხოვანი თივა. აღნიშნულ ფერმებში პირუტყვს ეძლევა

საბოლოო სასაქონლო სახე. ამ დროს პირუტყვი იწონის 300-450კგ-ზე მეტს და არის

18-24 თვის.

• სასაკლაოზე ხდება საქონლის დაკვლა, დამუშავება და შეფუთვა. სასაკლაოები

პირუტყვს ყიდულობენ ცოცხალი წონით ან პირუტყვის მფლობელებს უწევენ

დაკვლის სერვისს, რომლის ღირებულება ერთ სულ პირუტყვზე საშუალოდ შეადგენს

30-40 ლარს. დღეისათვის რეგიონში ფუნქციონირებს ოთხი სერტიფიცირებული

სასაკლაო.

• სასკლაოდან კარკასის შესყიდვას უმთავრესად ახდენენ საბითუმო მოვაჭრეები,

რომლებიც თავის მხრივს ხორცის მიწოდებას ახდენენ საცალო ქსელზე.

აჭარაში არსებული კომბინირებული მიმართულების სახორცე-სარძეო ტრადიციული ტიპის

ფერმების მიერ წარმოებული საქონლის ხორცის რეალიზაცია უმთავრესად ხდება

სასკლაოებზე, ხორცის საბითუმო მოვაჭრეებზე (ბათუმის და ქობულეთის საკოლმეურნეო

ბაზრებზე), საცალო ქსელზე, ან რეალიზაციას უკეთებენ ცოცხალ პირუტყვს, რომლის

შემსყიდველებიც ძირითადად არიან მოვაჭრეები, ხოლო თავის მხრივ ცოცხალი პირუტყვის

რეალიზაცია ხდება უმთავრესად საექსპორტო ბაზრებზე.

ამჟამად აჭარაში ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული

ოთხი სასაკლაო, რომლებიც განლაგებული ქობულეთში („ნუსრეთ ჯორჯია“), ხულოში (შ.პ.ს.

„ორიგიო“), შუახევში („ივერი ზოიძე“), ბათუმში („ბათუმის ხორცკომბინატი“), თუმცა,

ძალიან ცოტა მათგანია ბაზრის ლიდერი, ძირითადი საბაზრო წილი ნაწილდება საცალო

მოვაჭრეებზე.

აღნიშნული სასაკლაოების წარმადობაა ყოველთვიურად საშუალოდ 30-50 ცოცხალი

საქონლის დაკვლა. მთლიანობაში რეგიონში არსებულ სასაკლაოებს სრულებით შეუძლიათ

დააკმაყოფილონ საქონლის ხორცზე ბათუმის და ქობულეთის ბაზრის მოთხოვნილება.

აჭარაში საქონლის ხორცის წარმოებისათვის დამახასიათბელია მკვეთრი სეზონურობა,

რადგან მთაში ნასუქი ცოცხალი საქონლის რეალიზაციას წვრილი და საშუალო მასშტაბის

ფერმერები ახდენენ უმთავრესად შემოდგომა-ზამთრის თვეებში და ამ დროს ცოცხალი

პირუტყვის გასაყიდი ფასი ეცემა მინიმუმამდე და 1 კილოგრამ ცოცხალ წონაზე შეადგენს 4-

Page 13: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

4,5 ლარს. ხოლო გვიან გაზაფხულზე, როდესაც ფერმერებს საქონელი მიჰყავთ საზაფხულო

საძოვრებზე პირუტყვის ფასი იზრდება და ერთ კილოგრამ ცოცხალ წონაზე შეადგენს

საშუალოდ 5 ლარს.

საქონლის ხორცის სარეალიზაციო ფასზე და გაყიდვების მოცულობებზე ნაწილობრივ

გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ინფლაცია, წარმოებასთან დაკავშირებული

ნედლეული (საწვავი, მწყემსი ხელფასი, საკვების და ა.შ.). დღესასწაულები და რელიგიური

მარხვა.

გამომდინარე წარმოების ციკლიდან, ფასების საგაზაფხულო და საზამთრო ზრდა და კლება

მერყეობს 10-15%-ის ფარგლებში

გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ მიზნობრივ ბაზარზე მოხდეს საქონლის ხორცის

რეალიზაცია ბევრადაა დამოკიდებული ბაზარზე არსებულ ფასსა და მის გეოგრაფიულ

მდებარეობაზე

ქალაქი ფასი ლარში

თბილისი 12,20

თელავი 11,70

გორი 10,20

ქუთაისი 10,30

ბათუმი 10,40

ცხრილი 6: საქონლის ხორცის ფასები ქალაქების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, საქონლის ხორცზე მაქსიმალური ფასები

დაფიქსირებულია ორ ქალაქში -თბილისში და თელავში.

აჭარაში ხორცის მცირე მაღაზიები

ბათუმში დაახლოებით 35, ქობულეთში კი 4 ხორცის პატარა მაღაზიაა. მათი უმრავლესობა

ყოველდღე შეისყიდის ხორცს ბათუმის აგრარული ბაზრის ხორცის მოვაჭრეებისაგან, ან

პირდაპირ სასაკლაოებიდან. ისინი ყიდიან საშუალოდ 50 კგ საქონლის ხორცს

ყოველდღიურად, ყიდულობენ 9-9.5 ლარად/კგ და რეალიზაციის ფასი არის 10-15 ლარი/კგ,

რაც დამოკიდებულია ხორცის ნაჭერზე, ან ვიზუალურ შეფასებაზე.

IV. SWOT ანალიზი - დარგში არსებული სიტუაციის ანალიზი და მიმდინარე ტენდეციების

იდენტიფიცირება

ხელისშემწყობი ფაქტორები

ხელისშემშლელი ფაქტორები

ში

და

ფაქ

ტო

რებ

ი ძლიერი მხარეები

- გაზრდილი მოთხოვნილება

საქონლის ხორცზე

- სასუქი ფერმების სამიზნე ბაზართან

სიახლოვე

- ფერმის დაბალი ფიქსირებული

ხარჯები

სუსტი მხარეები - წარმოების მაღალი ხარჯები

- უხეში საკვების დეფიციტი

- მეცხოველეობის დარგის

განუვითარებელი სერვისები (

კონცენტირებული საკვების და

დანამტების მწარმოებლები)

Page 14: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

- სერტიფიცირებული სასაკლაოების

არსებობა

- მსხვილფეხა საქონლის დიდი

რაოდენობა

- ცოცხალი საქონლის საექსპორტო

ბაზრების არსებობა

- მექანიზაციის და ვეტერინარიის

სერვის ცენტრების არსებობა

- სახორცე მაღალპროდუქტიული

ჯიშების არ არსებობა

- ინტენსიური ტიპის ფერმის

მენეჯმენტის დაბალი გამოცდილება

- ფერმის მომარაგების და

სადიტრიბუციო სისტემის

განუვითარებლობა

- წარმატებული და დემო სახორცე

მიმართულების ფერმების არ

არსებობა

- ფერმერებსა და დარგის სხვა

მოთამაშეებს შორის ნდობის ძალიან

დაბალი დონე

- მეცხოველეობის ახალგაზრდა

სპეციალისტების დეფიციტი

გარ

ე ფ

აქტ

ორ

ები

შესაძლებლობები - სახორცე მაღალპროდუქტიული

ჯიშების მოშენების

შესაძლებლობები

- ადგილობრივი ჯიშების მოზვრების

შეძენის შესაძლებლობები

- კონცენტრირებული და უხეში

საკვების საკუთარი წარმოების

განვითარება

საფრთხეები - საექსპორტო ბაზრების შემცირების

ტენდენციები

- დაბალი ფასის მქონე გაყინული

ხორცის იმპორტი

- ფასების და ვალუტის კურსის

ცვლილება

- განუვითარებელი ინფრასტრუქტურა

და არაორგანიზებული ბაზარი

- ბუნებრივი კატაკლიზმები

(ჭარბნალექიანობა, ყინვები)

- ცხოველთა დაავადებები

SWOT ანალიზიდან გამომდინარე შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:

საქონლის ხორცზე ადგილობრივი ბაზრის მაღალი მოთხოვნილებიდან გამომდინარე,

მეტნაკლებად განვითარებული ვეტერინარიისა და მექანიზაციის სერვისების

გათვალისწინებით და უკვე არსებული სერტიფიცირებული სასაკლაოების მიერ ცოცხალი

საქონლის ორგანიზებული შესყიდვა დაკვლის აწყობილი ჯაჭვის არსებობით, აჭარაში

საკმაოდ მაღალი პოტენციალი არსებობს იმისათვის, რომ რეგიონში დაარსდეს 5 ერთეული

100 სულიანი თანამედროვე მაღალი სტანდარტების ინტენსიური ტიპის მეცხოველეობის

სასუქი ფერმა.

100 სულიანი სახორცე ფერმის ასამუშავებლად საჭიროა სასოფლო სამეურნეო მიწის

ფართობი როგორც ფერმის მშენებლობისათვის, ასევე, საკვების დამზადებისათვის და

საზაფხულო საძოვრებზე სუქებისათვის.

100 სულ სასუქ საქონელზე გათვლილი ფერმის ასაშენებლად საჭიროა 1 000 კვადრატული

მეტრი მიწის ნაკვეთი, ხოლო უხეში საკვების (სილოსის, თივის, სენაჟის, ძირხვენების)

საწარმოებლად საჭირო იქნება 50 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი, საზაფხულო

ძოვებისათვის კი გათვლილი უნდა იქნეს 1 სულ მოზარდზე 1 ჰექტარი.

Page 15: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

სასუქი პირუტყვის სადგომად რეკომენდირებულია, აშენდეს მარტივი „ნავესის“ ტიპის

შენობა, სადაც მოხდება პირუტყვის კვება, დაწყურება და ნაკელის გატანა. აღნიშნული

შენობა, ასევე, მოიცავს უხეში და კონცენტრირებული საკვების შესანახ ფართს, ხოლო იმ

შემთხვევაში, თუ ფერმას ეყოლება საკუთარი სანაშენე ბირთვი ფურების სახით, მაშინ

შენობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სამშობიარო განყოფილებაც.

პროექტის განხორციელება საკმაოდ მიმზიდველია და ადგილობრივ ბაზარზე საქონლის

ხორცზე მაღალი საბაზრო მოთხოვნილება და წარმოების შესაძლებლობები სრულად

უზრუნველყოფს განხორციელებული ინვესტიციის უკუგებას. რეგიონში ფუნქციონირებას

დაიწყებს თანამედროვე მაღალი სტანდარტების ინტენსიური ტიპის მეცხოველეობის სასუქი

ფერმა, რომელსაც ექნება სასუქი ცხოველების მოვლა შენახვისათვის საჭირო ყველა

ატრიბუტი: შესაბამისი სტანდარტების შენობა, მოზარდის გამოზრდის ინდივიდუალური და

ჯგუფური გალიები, მექანიზირებული საკვებდარიგება, დაწყურება და ნაკელის გატანა,

საკვების შესანახი საწყობები, სილოსის ტრანშეები და ყველა საჭირო სასოფლო სამეურნეო

მექანიზმები (ტრაქტორი, სათიბელა, სილოსის დამაქუცმაცებელი, წნეხამკრეფი, საკვების

დამრიგებელი, ნაკელის გამშლელი), რაც მთლიანობაში უზრუნველყოფს მესაქონლეობის

ფერმის მომგებიანობას.

თუმცა, როგორც SWOT ანალიზიდან ჩანს, აჭარაში მეცხოველეობის დარგის

განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს დარგში არსებულ შემდეგ

ხელისშემშლელ ფაქტორებს:

1. გაუმართავი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით მაღალმთაინი სოფლების და საზაფხულო

საძოვრების საავტომობილო გზები, რაც მთლიანობაში ართულებს ცოცხალი საქონლის

სარეალიზაცი ბაზრებზე ტრანსპორტირებას. მეორეს მხრივ კი ძნელად შესაძლებელს ხდის

სახორცე პირუტყვის სუქებისათვის საჭირო ნედლეულის (თივა, კონც. საკვები,

ვეტერინალური და მექანიზაციის სერვისები) მიწოდებას.

2. საქონლის ხორცის ბაზრის სეზონური ფაქტორები და ფასის ცვალებადობა/მგრძნობელობა

3. საქონლის ხორცის გაუმართავი რეალიზაციის არხები და მისი შემდგომი გადამუშავების

შესაძლებლობების ნაკლებობა

4. მაღალი კონკურენცია ხორცის იმპორტიორების სახით

5. სახორცე სქონლის წარმოების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია

მცირე და საშუალო ფერმერების საკმაოდ მწირი ცოდნა სახორცე საქონლის მოვლა შენახვა,

სუქების და რეალიზაციის თანამდროვე მეთოდებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია კვებასთან

დაკავშირებული საკითხების, დაავადებათა პრევენციის და დიაგნოზის დასმის დაბალი

ცოდნა

6. ამავე დროს ფინანსები და ინვესტიციები ძნელად ხელმისაწვდომია წვრილი და საშუალო

მასშტაბის ფერმერული მეურნეობებისათვის

7. არესბული პირუტყვის ჯიშების სახორცე პროდუქტიულობა ძალიან დაბალია

Page 16: - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Beef-Prodaction...იმ შემთხვევაში, თუ სახორცე ფერმას ეყოლება

V. დანართი- ბიბლიოგრაფია

1. საგარეო ვაჭრობა,საქართველოს იმპორტი სასაქონლო პოზიციების მიხედვით. 2014.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2. სასურსათო უსაფრთხოების ინფორმაცია, სურსათის ექსპორტი და იმპორტი. 2014.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

3. ლინდსი კუბერკა; ჯონ დანმორი - აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA)

ეკონომიკური კვლევის სამსახური (ERS) . თბილისი, საქართველო

დეკემბერი 8 - 17, 2014

4. ბაზრის ანალიზი, მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა აჭარა (SDC, Mercy Corps)

თებერვალი 2014