Lagodekhi Local Action Group -...

58
1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2016-2020 ლაგოდეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი 2016 წლის 28 სექტემბერი

Transcript of Lagodekhi Local Action Group -...

Page 1: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

1

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი

განვითარების სტრატეგია

2016-2020

ლაგოდეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი

2016 წლის 28 სექტემბერი

Page 2: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

2

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. დოკუმენტში

წარმოდგენილი მოსაზრებებები ეკუთვნის მხოლოდ CARE-ს და „ ლაგოდეხის განვითარების

ჯგუფს“ და არ ასახავს ევროკავშირის ხედვებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შემუშავდა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სოფლის თანამონაწილეობითი

განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს CARE,

ასოცირებულ პარტნიორებთან NALAG-სა და WWF-თან ერთად. მეთოდოლოგიური

მხარდაჭერა უზრუნველყო ესპანურმა ორგანიზაციამ - Fundación ETEA para el Desarrollo y la

Cooperación.

Page 3: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

3

შინაარსი

შესავალი ..................................................................................................................................................... 5

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAG & LEADER მიდგომა .................................................. 5

მეთოდოლოგია .......................................................................................................................................... 6

თავი I – ზოგადი მიმოხილვა .................................................................................................................. 9

- გეოგრაფიული მდებარეობა ................................................................................................................. 9

- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები ................................................................. 10

- კლიმატი ................................................................................................................................................. 11

- ბუნებრივი რესურსები ........................................................................................................................ 12

- ინფრასტრუქტურა ................................................................................................................................ 12

- გენდერული საკითხები მუნიციპალიტეტში .................................................................................. 13

-სამუშაო ძალა და დასაქმება ................................................................................................................ 14

თავი II - ძირითადი ადგილობრივი გამოწვევები ............................................................................ 15

მუნიციპალიტეტის საჭიროებები და პრიორიტეტები ..................................................................... 15

პრიორიტეტული სექტორების SWOT ანალიზი................................................................................ 19

- გარემოს დაცვა ....................................................................................................................................... 19

პრობლემების გადაჭრის გზები ............................................................................................................ 20

-ახალგაზრდობა /სოციალური /გენდერი /მოწყვლადი ჯგუფები ................................................. 21

პრობლემების გადაჭრის გზები ............................................................................................................ 22

-სოფლის მეურნეობის სექტორი .......................................................................................................... 23

პრობლემების გადაჭრის გზები ............................................................................................................ 25

-ინფრასტრუქტურა ................................................................................................................................. 25

პრობლემების გადაჭრის გზები ............................................................................................................ 27

-ტურიზმის სექტორი ............................................................................................................................. 27

პრობლემების გადაჭრის გზები ............................................................................................................ 28

თავი III - ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე

საკითხები ................................................................................................................................................. 29

ტურიზმის განვითარების საკვანძო ასპექტები ................................................................................. 29

სოფლის მეურნეობის განვითარების საკვანძო ასპექტები .............................................................. 31

გარემოს დაცვის საკვანძო ასპექტები .................................................................................................. 32

თავი IV - ადგილობრივი განვითარების ხედვა ................................................................................ 34

Page 4: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

4

თავი V - სამოქმედო გეგმა ..................................................................................................................... 38

ღონისძიებები და კომპეტენციები ....................................................................................................... 42

თავი VI - განხორციელების მექანიზმები ........................................................................................... 46

LAG-ის შიდა სტრუქტურა: შტატის, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების და ტექნიკური

გუნდის შემადგენლობა .......................................................................................................................... 46

წევრობა ..................................................................................................................................................... 48

LAG-ის მმართველობითი სტრუქტურა .............................................................................................. 49

ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა ............................. 52

ინსტიტუციური ხედვა და LAG-ის ფუნქციონირებისთვის საჭირო ბიუჯეტი: ფიზიკური და

ადამიანური რესურსები, ხარჯები და მონიტორინგის მექანიზმები ............................................ 52

Page 5: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

5

შესავალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში (LDS)

წარმოდგენილია ამ ტერიტორიული ერთეულის სოციალური და ეკონომიკური

განვითარების სტრატეგიული ხედვა. დოკუმენტი მომზადებულია პროექტის „სოფლის

თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში“ (PRD) ფარგლებში, ადგილობრივ

მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნეს სექტორსა და ადგილობრივ

ხელისუფლებასთან ფართომასშტაბიანი კონსულტაციების საფუძველზე. იგი დაამტკიცა

ლაგოდეხის განვითარების ჯგუფმა (LAG).

„სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში" ხორციელდება ევროკავშირის

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით.

პროექტი ეფუძნება LEADER მიდგომას, რომელიც სოფლის მოსახლეობას მათი თემის

განვითარების საკითხების მართვაში ადგილობრივი პარტნიორების ჩართვის ინსტრუმენტს

აძლევს.

პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება, დასაქმების მაჩვენებლების გაზრდა და

საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს სოფლებში. პროექტის კონკრეტული

ამოცანა კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდგრადი, სოციალურად დაუცველ ფენაზე

ორიენტირებული, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნაა.

ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების საპასუხოდ და ადგილობრივი

დაინტერესებული მხარეების გასაძლიერებლად პროექტი მათ, გარემოს დაცვის კუთხით

მდგრადი და გენდერულად ორიენტირებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით

აღჭურვავს. ადგილობრივი განვითარების გეგმა, რომელიც LEADER მიდგომის ერთ-ერთი

ძირითადი კომპონენტია, შემუშავებული იქნა აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAG & LEADER მიდგომა

პროექტის „სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში“ ერთ-ერთი მთავარი

კომპონენტი LEADER მიდგომაა. ეს მეთოდოლოგია შემუშავებულია ევროკავშირში, იმ

დაშვების საფუძველზე, რომ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები უფრო ეფექტური

და ეფექტიანია, როცა მათი შემუშავება და განხორციელება ადგილობრივ დონეზე,

ადგილობრივების მიერვე ხდება. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG)

ჩამოყალიბების მეშვეობით პროექტი ხელს უწყობს LEADER მიდგომის განხორციელებას.

ლაგოდეხის LAG-ი შედგება 100 წევრისაგან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ

ხელისუფლებას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას. იგი ფუნქციონირებს,

როგორც ასოციაციის მაგვარი ორგანიზაცია, რომელსაც მისი წესდების შესაბამისად მართავს

საერთო კრება და არჩეული დირექტორთა საბჭო. CARE-მა დახმარება აღმოუჩინა LAG-ს

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მომზადებისას. აღნიშნული დოკუმენტი

შემუშავებული იქნა ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების

Page 6: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

6

საფუძველზე და მასში ასახულია ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ინტერესები

და საჭიროებები, ასევე წარმოჩენილია ადგილობრივი რესურსები, რათა შესაძლებელი იყოს

ტერიტორიული ერთეულის ძლიერი მხარეების გამოყენება.

მეთოდოლოგია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებისა და პრიორიტეტების

გამოსავლენად მათთან ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების პროცესი

მოიცავდა საჯარო ღონისძიებებისა და შეხვედრების სერიას, რომლებიც მოწყობილი იქნა

მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების

ყველა ეტაპზე PRD პროექტის გუნდი აქტიურად თანამშრომლობდა ლაგოდეხის LAG-ის

გენერალურ ასამბლეასა და დირექტორთა საბჭოსთან.

ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად გამოყენებული

იქნა შემდეგი დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია:

კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები (2016-2018)

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020

სოფლის განვითარების ხედვა, რომელიც FAO-ს მხარდაჭერით მომზადდა

საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2015-2025

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სტატისტიკური მონაცემები.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გაანალიზდა, რათა ადგილობრივი განვითარების

სტრატეგიის ამოცანები და პრიორიტეტები შესაბამისობაში ყოფილიყო რეგიონისა და

ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებსა და პოლიტიკასთან.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად გამოყენებული მიდგომა

შემდეგოთხ ძირითად ფაზას მოიცავს:

ფაზა 1:

•შედეგები - არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სოფლებში (მონაცემების შეგროვება).

ფაზა 2:

•შედეგები - ადგილობრივი საჭიროებების (პრობლემების 52 პუნქტიანი ჩამონათვალი) შესახებ ინფორმაციის კლასიფიცირება.

ფაზა 3:

•შედეგები - 4 ამოცანისა & 12 სტრატეგიული მიმართულების დადგენა.

ფაზა 4:

•შედეგები - საბოლოო პრიორიტეტების გამოვლენა.

ცხრილი 1: LDS-ის პრიორიტეტების დადგენის პროცესი

Page 7: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

7

ადგილობრივი პრობლემების გამოსავლენად, პირველი ფაზაზე ორგანიზებულ იქნა სათემო

მობილიზაციის შეხვედრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67-სავე სოფელში. აღნიშნული

საველე გასვლები 2015 წლის 15 სექტემბერიდან 23 ოქტომბრამდე მოეწყო.

მეორე ფაზაზე საველე გასავლებისას შეგროვებული ინფორმაცია იმგვარად დამუშავდა, რომ

შესაძლებელი ყოფილიყო ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა. კერძოდ, სოფლებში

ვიზიტისას სულ გამოვლენილი იქნა 52 პრობლემა, რომლებიც დაჯგუფდა შემდეგ 5

კატეგორიად:

1 გარემოს დაცვა

2 სოციალური/ახალგაზრდობა/გენდერული საკითხები.

3 სოფლის მეურნეობა

4 ინფრასტრუქტურა

5 ტურიზმი

ამის შემდეგ, გენერალური ასამბლეის 90 წევრს ეთხოვა, რომ გამოვლენილი პრობლემები

შეეფასებინა 0-იდან ('უმნიშვნელო') 10-მდე ('უაღრესად მნიშვნელოვანი') შკალით. ამ

დავალების მიზანი იყო პრობლემების კლასიფიკაცია მათი მნიშვნელობის მიხედვით და

გამოვლენა, თუ რომელი მათგანია ყველაზე მეტად პრიორიტეტული. (იხ. დანართი 1).

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად და სიტუაციის

გასაუმჯობესებლად განისაზღვრა 4 კონკრეტული ამოცანა, ხოლო მათ საფუძველზე

გამოიკვეთა ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ამ ამოცანების გადაჭრის გზებს

წარმოადგენს. გამოვლენილი 52 პრობლემა დაჯგუფდა ცხრა სტრატეგიული მიმართულების

ქვეშ, რომლებიც, თავის მხრივ, სამ ზოგად ამოცანას დაუკავშირდა და ხუთ თემატურ

კატეგორიას (გარემოს დაცვა, სოციალური/ახალგაზრდობა, სოფლის მეურნეობა,

ინფრასტრუქტურა, ტურიზმი) მოიცავს. ამას გარდა, განისაზღვრა მეოთხე,

'ინსტრუმენტული' ამოცანაც - LAG-ის გაძლიერება, რისი საშუალებითაც შესაძლებელია

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის- განხორციელება, მუნიციპალური განვითარების

პროცესის მხარდაჭერა და პირველი სამი ამოცანის გადაჭრის პროცესის ხელშეწყობა. უნდა

აღინიშნოს, რომ მეოთხე ამოცანაც, თავის მხრივ, სამ სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს.

რომ შევაჯამოთ, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისისთვის სულ შემუშავებული იქნა

ოთხი ამოცანა - სამი თემატური და ერთი ინსტრუმენტული, რომლებიც საერთო ჯამში 12

სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს.

მიზნები და ამოცანები 'ქვემოდან ზემოთ' მიდგომის გამოყენებით ჩამოყალიბდა: ჯერ

განისაზღვრა პრობლემები (სულ 52), ხოლო მათი გათვალისწინებით დასახული იქნა ოთხი

ამოცანა. ამოცანები ისე იქნა დასმული, რომ შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის მიერ

დადგენილ სოფლის განვითარების ოთხ ძირითად მიმართულებასთან1. თითოეული ამოცანა

1 სოფლის მეურნეობის ევროპული ფონდი სოფლის განვითარებისათვის, სოფლის განვითარების 2007-

2013 წლების გეგმა (European Agricultural Fund for Rural Development 2007-2013- RDP measures).

Page 8: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

8

ასახავს ერთ მიმართულებას, სამ თემატიკას და ერთ ინსტრუმენტს. თითოეული

ამოცანისათვის სტრატეგიული მიმართულებები იმგვარად შეირჩა, რომ შესაძლებელი

იყოფილიყო დიაგნოსტიკის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გადაჭრა.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:

1. სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კონკურენტუნარიანობის ამაღლება

შესაბამისი პრობლემების ჯგუფი - სოფლის მეურნეობა & ინფრასტრუქტურა

2. გარემოსა და სოფლების ტერიტორიის მდგომარეობის გაუმჯობესება

შესაბამისი პრობლემების ჯგუფი - გარემოს დაცვა & ინფრასტრუქტურა

3. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სოფლად და სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის

ხელშეწყობა;

შესაბამისი პრობლემების ჯგუფი - სოციალური/ახალგაზრდობა &

ინფრასტრუქტურა & ტურიზმი

4. LEADER მიდგომისა ხელშეწყობა და LAG-ის როლის გაძლიერება.

უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემების კლასიფიკაცია შეცვლილი იქნა, რათა

გამარტივებულიყო მათი ლოგიკურად დაკავშირება სათანადო გადაჭრის გზებთან.

ტურიზმისა და სოციალური/ახალგაზრდობის პრობლემატიკა გაერთიანდა და მესამე

სტრატეგიულ მიმართულებაში იქნა შეტანილი. ამას გარდა, ინფრასტრუქტურა

„შეწყვილებული“ იქნა სხვა ჯგუფებთან, რადგანაც ძნელია მისი გამოყოფა სხვა

თემატიკიდან: ინფრასტრუქტურული პრობლემების დიდი ნაწილი დაკავშირებულია

სოფლის მეურნეობასთან, ტურიზმთან, ან სოციალურ საკითხებთან და პირიქით, სოფლის

მეურნეობის, ტურიზმისა და სოციალური საკითხები შეუძლებელია სათანადო

ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემატიკისგან განყენებულად იქნას

განხილული.

ამოცანებისა და სტრატეგიული მიმართულებების დადგენის შემდეგ, თითოეული

სტრატეგიული მიმართულებისათვის (სტრატეგიული ხაზისათვის) შემუშავებული იქნა

ინდიკატორები, რათა შესაძლებელი იყოფილიყო კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისგანხორციელების პროცესი გაზომვადი

გამხდარიყო. თითოეული სტრატეგიული მიმართულებისათვის შემოღებული იქნა ორიდან-

ექვსამდე ინდიკატორი, რომლებიც გვიჩვენებს, თუ ‘რა უნდა იქნას მიღწეული’ კონკრეტული

სტრატეგიული მიმართულების შემთხვევაში.

მეოთხე ფაზაზე, LAG-ის საერთო კრება და მმართველთა საბჭო უფრო აქტიურად იქნა

ჩართული წინა ფაზებზე გამოვლენილი და კლასიფიცირებული პრობლემებისა და

სტრატეგიული მიმართულებების (პრიორიტეტების) რანჟირებაში. რადგანაც საყოველთაოდ

მიღებული მეთოდის გამოყენებამ მეორე ფაზაზე გაურკვეველი შედეგები მოგვცა,

პრობლემების პრიორიტეტულობის დასადგენად ინოვაციური მიდგომა იქნა გამოყენებული.

კერძოდ, LAG-ის წევრებს პრობლემების წყვილ-წყვილად შედარება ეთხოვათ, რათა მათ

Page 9: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

9

უფრო გაცნობიერებულად გაეკეთებინათ არჩევანი. პრობლემების რანჟირებისათვის

გამოყენებული იქნა ორი ტიპის დავალება: პირველი და უფრო რთული დავალება

განკუთვნილი იყო საბჭოსა და პროექტის ტექნიკური გუნდისათვის; ხოლო მეორე,

რანჟირების უფრო ჩვეული მეთოდი LAG-ის საერთო კრებისთვის იქნა გამოყენებული.

კერძოდ, რანჟირების პირველი მეთოდი ითვალისწინებდა 12 სტრატეგიული

მიმართულებიდან და 4 ამოცანიდან პრიორიტეტულების შერჩევას, ხოლო მეორე მეთოდი

გულისხმობდა პრიორიტეტების გამოვლენას თითოეული სტრატეგიული მიმართულების

შიგნით. პრიორიტეტების საბოლოო ჩამონათვალის მისაღებად კი შეჯამებული იქნა ორთავე

დავალების შედეგები (იხ. დანართი 2).

თავი I – ზოგადი მიმოხილვა

- გეოგრაფიული მდებარეობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კახეთის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ

ნაწილში. იგი მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანს ესაზღვრება. მისი ტერიტორიის ფართობი

დაახლ. 890, 2 კმ²-ია. აქედან 38,979 ჰა, ანუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 44% სასოფლო-

სამეურნეო მიწებითაა წარმოდგენილი. ტყეებს უჭირავს 41,162 ჰა ფართობი (46%).

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 435 მ-ს შეადგენს.

რუკა 1: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მდებარეობა საქართველოში

Page 10: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

10

- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ლაგოდეხია, რომელიც ქ.

თბილისიდან 156 კმ-ითაა დაცილებული. მუნიციპალიტეტში სულ 15 ადმინისტრაციულ-

ტერიტორიული ერთეულია, რომლებიც მოიცავს ქ. ლაგოდეხსა და 67 სოფელს2.

# ადმინისტრაციული

ერთეული

სოფელი # ადმინისტრაციული

ერთეული

სოფელი

1 ქ. ლაგოდეხი 10 კაბალი კაბალი

2 მაწიმი მაწიმი განჯალა

რაჭისუბანი უზუნთალა

3 შრომა შრომა ყარაჯალა

კავშირი 11 ფონა ზემო ფონა

4 ნინიგორი ნინიგორი ქვემო ფონა

გელათი ზემო ხეჩილი

განათლება ქვემო ხეჩილი

ხიზა დონა

ხიზაბავრა 12 გიორგეთი გიორგეთი

ზემო გურგენიანი ვერხვისმინდორი

ქვემო გურგენიანი ფიჩხისბოგირი

5 ცოდნისკარი ცოდნისკარი ლაფნიანი

შეერთება გუჯარეთი

სვობოდნოე 13 აფენი აფენი

წიფლისწყარო ფოდაანი

ჩადუნიანი ბაღდათი

თელა ონანური

6 ვარდისუბანი ვარდისუბანი ჭაბუკიანი

საკობო ზემო ნაშოვარი

სვიდება ქვემო ნაშოვარი

7 ჭიაური ჭიაური გვიმრიანი

წითელი გორა 14 არეშფერანი არეშფერანი

ჰერეთისკარი ქევხიანი

თამარიანი ხოშატიანი

8 კართუბანი კართუბანი ზემო ბოლქვი

ბოლოკიანი ქვემო ბოლქვი

ნაწისქვილარი 15 ლელიანი ლელიანი

ნაინდროვალი ბებურიანი

9 ბაისუბანი ბაისუბანი ბალთა

ზემო მსხალგორი ქალქვა

ქვემო მსხალგორი ნამესრალი

პატარა გორი მირსკისეული

მეორე ლელიანი

2 საბაზისო კვლევა - სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში, CARE

საერთაშორისო კავკასიაში & პრაქტიკული კვლევების კომპანია (ARC), 2016 (Baseline Study –

Participatory Rural Development in Georgia, CARE International in the Caucasus & Applied Research

Company (ARC), 2016)

ცხრილი 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

Page 11: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

11

2014 წლის მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 41 678 ადამიანს

შეადგენს, საიდანაც 5918 ქალაქად, , ხოლო 35 760 ადამიანი (ანუ მთელი მოსახლეობის

დაახ.85% ) - სოფლად ცხოვრობს

მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგი იყო: ქართველები - 67,2%,

აზერბაიჯანელები - 25,6%, ოსები - 4,9%, რუსები - 1,7%, სომხები - 0,3%3.

ცხრილი 2.1 მოსახლეობის განაწილება ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით4

N ადმინისტრაციული ერთეული მოსახლეობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 41,678

1 ქ. ლაგოდეხი 5,918

2 არეშფერანის თემი 928

3 აფენის თემი 4,651

4 ბაისუბნის თემი 2,281

5 გიორგეთის თემი 992

6 ვარდისუბნის თემი 2,302

7 კაბლის თემი 9,279

8 კართუბნის თემი 3,059

9 ლელიანის თემი 2,128

10 მაწიმის თემი 686

11 ნინიგორის თემი 2,053

12 ფონის თემი 493

13 შრომის თემი 1,732

14 ცოდნისკარის თემი 2,765

15 ჭიაურის თემი 2,411

- კლიმატი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ზომიერი სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. აქ ზომიერად

ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. საშუალო წლიური ტემპერატურა 13°C-ია.

ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 650 მმ-იდან 1080 მმ-მდე. აქაური კლიმატისთვის

დამახასიათებელია სეტყვა და გვალვა. მუნიციპალიტეტის ზოგიერთი ადგილი მაღალი

3 Geostat.ge 2012 წლის მონაცემები 4 Geostat.ge 2014 წლის აღწერის შედეგები

Page 12: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

12

ტენიანობით გამოირჩევა. მაღალმთიან ნაწილში ჰავა კვლავ ზომიერია, თუმცა ზამთარი და

ზაფხული შედარებით ცივია5.

- ბუნებრივი რესურსები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის თითქმის მესამედი (250 კვ.კმ.) დაცულ ტერიტორიებადაა

გადაქცეული, სადაც ფლორისა და ფაუნის მრავალი იშვიათი სახეობა გვხვდება. დაცულ

ტერიტორიებში მოქცეული ბუნების საგანძური შეიძლებოდა ეკოტურიზმის ასაყვავებლად

ყოფილიყო გამოყენებული; თუმცა, ამას ხელს უშლის ინფრასტრუქტურის არარსებობა,

ძნელად მისადგომობა და ცუდი ცნობადობა.

ტყეებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის თითქმის 46%, ანუ დაახლ. 41,162 ჰა უჭირავს.

აქედან 15,000ჰა სამრეწველო ტყის ფართობია, ხოლო 26,162 ჰა დაცულ ტერიტორიებს

(სახელმწიფო ნაკრძალს) მიეკუთვნება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს

ქარსაცავი ზოლებიც, თუმცა მათი რაოდენობა მცირდება.

წყლის რესურსები წარმოდგენილია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებით.

მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალაზანი, რომელიც გურჯაანისა და სიღნაღის

მუნიციპალიტეტების საზღვართან გაედინება. მდინარის სიგრძე 390 კმ-ია, წყალშემკრები

აუზის ფართობი - 11,800 კვ.კმ. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: კაბალი, მაწიმისწყალი,

ლაგოდეხისწყალი, არეში და აფენისხევი.

მოსახლეობის წყალმომარაგებისა და სარწყავად ძირითადად ზედაპირული წყლები

გამოიყენება; თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ამ მიზნით მიწისქვეშა წყალსაც იყენებს6.

- ინფრასტრუქტურა

საგზაო ტრანსპორტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სატრანსპორტო

საშუალებაა. იგი წარმოდგენილია კერძო მიკრო-ავტობუსებითა და ტაქსებით. საგზაო

ინფრასტრუქტურა მოიცავს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარამდე მიმავალ

მაგისტრალს და შიდასახელმწიფოებრივ გზებს, მათ შორის: ლაგოდეხი-თბილისის,

ლაგოდეხი-რუსთავის, ლაგოდეხი-თელავის და ლაგოდეხი-მუნიციპალიტეტის სოფლების

გზებს.

5 კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და ზემოქმედების შერბილება ადგილობრივ დონეზე,

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, საქართველოს ადგილობრივ

თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALA) & USAID (Adaptation to the Climate Changes and

Reducing Impact on Local Level, Lagodekhi Municipality Situation Analysis, National Association of Local

Authorities of Georgia (NALA) & USAID) http://nala.ge/uploads/lagodekhi.pdf 6 კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და ზემოქმედების შერბილება ადგილობრივ დონეზე,

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, საქართველოს ადგილობრივ

თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALA) & USAID (Adaptation to the Climate Changes and

Reducing Impact on Local Level, Lagodekhi Municipality Situation Analysis, National Association of Local

Authorities of Georgia (NALA) & USAID) http://nala.ge/uploads/lagodekhi.pdf

Page 13: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

13

ადგილობრივი გზების საერთო სიგრძე 304 კმ-ია, საიდანაც დაახლ. 200 კმ (ანუ 70%)

სარეაბილიტაციოა. მუნიციპალიტეტში განლაგებულია 6 საერთაშორისო მნიშვნელობის

ხიდი (საერთო სიგრძე 457 მ) და 6 ადგილობრივი მნიშვენლობის ხიდი (საერთო სიგრძე

300 მ). მათი დიდი ნაწილი შესაკეთებელია.

სასმელი წყლის მილსადენის (სიგრძე 26,250 მ) სარემონტო სამუშაოები 2016 წლისთვისაა

დაგეგმილი. საკანალიზაციო სისტემა მხოლოდ ქ. ლაგოდეხს გააჩნია და მასზე ხელი

მხოლოდ ქალაქის მოსახლეობის 30%-ს მიუწვდება. საკანალიზაციო ქსელის საერთო სიგრძე

55 კმ-ია და იგი რეკონსტრუქციას საჭიროებს7.

ამჟამად მიმდინარეობს ლაგოდეხის სოფლების გაზიფიკაცია: ადგილ-ადგილ ეს პროცესი

დასრულებულია, ზოგიერთ სოფელი ნაწილობრივაა გაზიფიცირებული, ხოლო სხვა

სოფლებში სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ბუნებრივი აირზე მოთხოვნა თანდათანობით

იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც მასზე ხელი ჯერ არ

მიუწვდება.

მუნიციპალიტეტის ელექტროგადამცემი სისტემა შეკეთებას საჭიროებს. მოსახლეობის

უსაფრთხოების მიზნით შესაცვლელია ელექტროგადამცემი ხაზები, რადგანაც ისინი

არასათანადოდაა დამონტაჟებული (ძველი კაბელები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას,

განსაკუთრებით ცუდი ამინდის პირობებში).

საბავშვო ბაღების შეზღუდული რაოდენობა სოფლის მოსახლეობის ცხოვრებას ართულებს,

რადგანაც მათ სახლიდან საკმაოდ შორს უხდებათ ბავშვების წაყვანა. სკოლებში სპორტული

მოედნებისა და ღია სტადიონების არარსებობა ხელს უშლის ადგილობრივი სპორტის

განვითარებას8.

- გენდერული საკითხები მუნიციპალიტეტში

სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის არსებითია საზოგადოებრივ ცხოვრებაში

ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობების ქონა. დასაქმების საკითხების გენდერულმა

ანალიზმა გვიჩვენა, რომ ქალებსა და მამაკაცებს თითქმის ერთნაირი შემოსავლები აქვთ.

თუმცა, მამაკაცი რესპონდენტების შემოსავალი ცოტათი მაინც აღემატება ქალებისას.

7 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, GIZ & UNDP (Lagodekhi Municipality Priority

Document, GIZ & UNDP) 8 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სამუშაო შეხვედრის ანგარიში, სათემო მობილიზაციის მე-2

რაუნდის შეხვედრები, სოფლის თანამონაწილეობითი განვითარების პროექტი (PRD პროექტი,

ENPARD), CARE საერთაშორისო კავკასიაში (Lagodekhi Communities Workshop Report, 2nd Round of

Community Mobilization Meetings, Participatory Rural Development Project (PRD Project, ENPARD), CARE

International in the Caucasus)

Page 14: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

14

დასაქმების სტატუსის მიხედვით, მამაკაცების მეტი რაოდენობაა თვითდასაქმებული

სოფლის მეურნეობაში (მეცხოველეობა და მემცენარეობა), ვიდრე ქალები. შემოსავლების

წყაროების მიხედვით გენდერულ ჯგუფებს შორის მეტი შესამჩნევი განსხვავება არაა.

მამაკაცები და ქალები ცოტათი განსხვავებულად აღიქვამენ არსებულ პრობლემებს, რადგანაც

დასაქმებას და გარემოს დაცვას პრობლემად მამაკაცების მეტი რაოდენობა თვლის, ვიდრე

ქალების.

საზოგადოდ, საზოგადოებრივ ჩართულობაში გენდერული დისბალანსი საკმაოდ

შესამჩნევია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის აღქმის შეფასებამ გვიჩვენა,

რომ, როგორც წესი, მამაკაცების აზრით, ქალები ნაკლებად არიან ჩართულები ასეთ

პროცესებში. კვლევამ გვიჩვენა, რომ ქალები ნაკლებად არიან დაინტერესებული სოფლის

საერთო საქმეებით და ასევე ნაკლებად არიან მათში ჩართულები; ქალებს სჯერათ, რომ მათი

როლი (რაიმეს შეცვლის შესაძლებლობა/ სოფლის პრობლემების გადაწყვეტა) მამაკაცისაზე

ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მეორეს მხრივ, მამაკაცები და ქალები თანაბრად არიან ინფორმირებულნი, რომ შეუძლიათ

ჩართულნი იყვნენ საერთო პრობლემების გადაჭრასა და გადაწყვეტილების მიღების

პროცესებში, ან ხმა როგორ მიაწვდინონ ადგილობრივ ხელისუფლებას; თუმცა, ქალები

ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულნი იმის შესახებ, რომ მათ ადგილობრივი

ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის უფლება გააჩნიათ. ქალებში ასევე შედარებით

დაბალია სოფლის პრობლემების გადაჭრაში ჩართულობის შესაძლებლობით კმაყოფილების

დონეც.

საზოგადოდ, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს მწირი ინფორმაცია გააჩნიათ მათი სოფლის

ეკონომიკური განვითარების გეგმის შესახებ9.

-სამუშაო ძალა და დასაქმება

დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში დასაქმებულობის მდგომარეობის ამსახველი

სტატისტიკა შემდეგია:

1. დროებით ან სეზონურად დასაქმებული - 8%;

2. სოციალური დაცვა - 1.3 %;

3. უმუშევარი, რომელიც არ ეძებს სამუშაოს - 2 %;

4. თვითდასაქმებული საკუთარ ბიზნესში - 4.1%;

5. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები - 4.2 %;

9 საბაზისო კვლევა - სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში, CARE

საერთაშორისო კავკასიაში & პრაქტიკული კვლევების კომპანია (ARC), 2016 (Baseline Study –

Participatory Rural Development in Georgia, CARE International in the Caucasus & Applied Research

Company (ARC), 2016)

Page 15: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

15

6. უმუშევარი, რომელიც ეძებს სამუშაოს - 2 %;

7. აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში – 4.9 %;

8. აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი საჯარო სექტორში – 8.9 %;

9. პენსიონერი - 17.2%;

10. თვითდასაქმებული სოფლის მეურნეობაში - 51.1 %.

თავი II - ძირითადი ადგილობრივი გამოწვევები

მუნიციპალიტეტის საჭიროებები და პრიორიტეტები

მუნიციპალიტეტის ძირითადი საჭიროებები და პრიორიტეტები განისაზღვრა ინტენსიური

კონსულტაციების მეშვეობით. წინამდებარე თავში მოცემულია LAG-ის წევრების მიერ

თითოეული პრიორიტეტული სექტორისთვის შესრულებული SWOT ანალიზი და ამ

სექტორებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდირებული ღონისძიებები.

1. გარემოს დაცვა - სოფლის მოსახლეობისთვის გარემოს დაცვასთან დაკავშირებული

ძირითადი გამოწვევა ნარჩენების მართვაა. როგორც გარემოსდაცვითი ჯგუფის მუშაობისას

გამოვლინდა, სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება მნიშვნელოვანი

პრობლემაა, რადგანაც:

ა) მოსახლეობაში დაბალია ცნობიერების დონე გარემოს დაცვის საკითების შესახებ (მაგ., რა

შედეგებს მოუტანს დაბინძურება გარემოს და მოსახლეობას);

ბ) სოფლებში და მთლიანად მუნიციპალიტეტში არასაკმარისი რაოდენობითაა ნაგვის

ბუნკერები და ნაგავმზიდი მანქანები. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა აწყობს

უნებართვო ნაგავსაყრელებს, რაც გარემოს დაბინძურების რისკს წარმოშობს და სხვადასხვა

დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს (განსაკუთრებით ზაფხულში).

შემდეგი დასახელებული პრობლემა ეხება უპატრონო შინაურ ცხოველებს (ძირითადად

ძაღლებს, რომლებიც სოფლებსა და ქ. ლაგოდეხშიც უყურადღებოდ არიან დატოვებულნი.

ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს უპატრონო ძაღლების

გამო, რადგანაც ზოგიერთი მათგანი აგრესიულია და თავდასხმას ცდილობს (ასეთ

შემთხვევაში ყველაზე დაუცველნი ბავშვები და ხანდაზმულები არიან).

ჯერ კიდევ ადგილი აქვს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უკანონო ტყის ჭრას. ეს

პრობლემა მიბმულია სოფლის მოსახლეობის გაზმომარაგებასთან (ზოგიერთ სოფელში

გაზმომარაგების სისტემა უკვე მოწყობილია, ზოგიერთში ნაწილობრივაა მოწყობილი, ხოლო

ნაწილშიც გაზმომარაგება საერთოდ არაა) და ყურადღებამისაქცევია, რადგანაც ტყის

უკანონო და უკონტროლო ჭრა გარემოს ზიანს აყენებს. ამასთან, ტყის აღდგენას გარკვეული

დროს სჭირდება, ზოგჯერ საკმაოდ დიდიც.

ლაგოდეხის სოფლებისათვის ასევე სერიოზული პრობლემებია ნაპირდამცავი ნაგებობები

(განსაკუთრებით მდ. კაბალის შემთხვევაში) და ქარსაცავი ზოლები. ნაპირდამცავ ნაგებობებს

Page 16: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

16

შეუძლია მოსახლეობა დაიცვას წყალდიდობისგან, ხოლო მდინარეთა კალაპოტები

დასილვისგან.

სამუშაო ჯგუფის მოსაზრებით, ბუნებრივი საფრთხეებისაგან ადგილობრივი სოფლების

დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის და მათზე

რეაგირების გეგმის არსებობა.

2. ახალგაზრდობა/ სოციალური/ გენდერი/ მოწყვლადი ჯგუფები – ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტის სოფლებში არაა, ან შეზღუდული რაოდენობითაა ახალგაზრდობის

გასართობი ცენტრები. მეორეს მხრივ, სპორტულ კლუბებზე, დასასვენებელ პარკებზე,

კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრებზე, ბავშვთა სათამაშო მოედნებზე მოთხოვნა,

ჩვეულებრივ, მაღალია. ასეთ ადგილებში ახალგაზრდობას შეუძლია განავითაროს უნარ-

ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი კვალიფიციური მუშახელის ფორმირებას და

შეამცირებს ახალგაზრდების მიგრაციას.

სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კარგად არ ფლობს ქართულ ენას და

განსაკუთრებით კი ეროვნულ უმცირესობებს (მაგ., სოფ. კაბალის აზერბაიჯანულ

მოსახლეობას) ქართული ენის კურსები სჭირდება, რათა გაიზარდოს მათი სოციალური

ჩართულობის დონე.

ინფრასტრუქტურა მორგებული არაა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების

საჭიროებებს (მაგ., არა პანდუსები), რის გამოც სამუშაო შეხვედრებისას წამოწეული იქნა

ასეთი პირების სოციალური ინტეგრაციის საკითხიც. ადგილობრივ პრობლემებს შორის

დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობების/ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე

პირების მიმართ ნაკლები ინტერესიც, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი

ხელისუფლებისა და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებს მიეკუთვნება ოჯახური

ძალადობა და ადრეული ქორწინება სოფლის მოსახლეობაში, ასევე ადგილობრივი

გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გენდერული ბალანსის დაცვა და ქალების

ჩართულობა.

პრობლემების ჩამონათვალში ასევე შეტანილი იქნა უმუშევრობა და მიგრაციის მაღალი

დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მიგრაცია ქვეყნის დედაქალაქისკენ. ამ

უკანასკნელის ერთ-ერთ მიზეზად ადგილზე პიროვნული და პროფესიული ზრდის

შესაძლებლობების არარსებობა და ასეთი შესაძლებლობების სხვაგან ძიება დასახელდა.

3. სოფლის მეურნეობა - რადგანაც სათანადო სარწყავი სისტემის მოწყობა და შენარჩუნება

მიწათმოქმედებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, ფაქტიურად ყველა სოფელმა

ეს საკითხი პრიორიტეტულად მიიჩნია და სოფლის მეურნეობის განვითარების პირველ

პრიორიტეტად დაისახა. არსებული სარწყავი მილსადენი და მისი სათაო ნაგებობები

Page 17: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

17

დაზიანებულია, მათი რეაბილიტაცია სასწრაფოა, რათა ადგილობრივმა ფერმერებმა

შესძლონ მოსავლის მოყვანა და პროდუქტიულობის გაზრდა.

ზემოაღნიშნულის გარდა, ამ კონკრეტული სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებია

თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების/აღჭურვილობისა და ხარისხიანი

მასალების (მაგ., თესლის) ნაკლებობა.

ასევე აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე ნიადაგის ანალიზის ჩატარება.

ნიადაგის პერიოდული ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს მის ბიო-ქიმიურ მახასიათებლებს,

ფერმერებს დაეხმარებოდა ნიადაგის მართვის ღონისძიებების დაგეგმვაში.

ჩვეულებრივ, ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და

დაგეგმილი სახელმწიფო/ კერძო პროგრამების შესახებ. მათთვის სასარგებლო იქნებოდა

არსებული დაბალპროცენტიანი სესხების შესახებ ინფორმაციის ქონა, რათა შეეძლოთ

თავიანთი ბიზნესის და ეკონომიკური საქმიანობის განვითარება.

სოფლის შიდა გზების ცუდი მდგომარეობის გამო რთულია სასოფლო-სამეურნეო მიწებამდე

მიღწევა. ამიტომ, საჭიროა, რომ სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებმა გზების გარკვეული

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარონ.

მეცხოველეობით დაკავებული პირები განიცდიან სათიბ-საძოვრების ნაკლებობას.

ადგილობრივ ფერმერებს შორის იზრდება ფერმერული კოოპერატივებისადმი ინტერესი.

ყველა სოფელში უკვე არსებობს გარკვეული ფერმერული კოოპერატივები, თუმცა იკვეთება

დამატებითი კოოპერატივების ჩამოყალიბების საჭიროებაც. თუმცა, სოფლის მოსახლეობას

არ გააჩნია ინფორმაცია ასეთი ფორმაციის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ. რაღა თქმა

უნდა, რომ მათ ამ კუთხით სანდო ინფორმაცია და რჩევები სჭირდებათ; მათთვის ასევე

სასარგებლო იქნებოდა არსებული ფერმერული კოოპერატივების გამოცდილების

გაზიარებაც.

4. ინფრასტრუქტურა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გაზმომარაგების

ინფრასტრუქტურის მოწყობა. ადგილ-ადგილ ეს პროცესი დასრულებულია, ზოგიერთ

სოფელი ნაწილობრივაა გაზიფიცირებული, ხოლო სხვა სოფლებში სამუშაოები ჯერ არ

დაწყებულა. ბუნებრივი აირზე მოთხოვნა თანდათანობით იზრდება ადგილობრივი

მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც მასზე ხელი ჯერ არ მიუწვდება.

მუნიციპალიტეტის ელექტროგადამცემი სისტემა შეკეთებას საჭიროებს. მოსახლეობის

უსაფრთხოების მიზნით შესაცვლელია ელექტროგადამცემი ხაზები, რადგანაც ისინი

არასათანადოდაა დამონტაჟებული (ძველი კაბელები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას,

განსაკუთრებით ცუდი ამინდის პირობებში).

Page 18: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

18

ცუდად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა სათანადო სახელმწიფო ორგანოების

ყურადღებას მოითხოვს. საბავშვო ბაღების შეზღუდული რაოდენობა სოფლის მოსახლეობის

ცხოვრებას ართულებს, რადგანაც მათ სახლიდან საკმაოდ შორს უხდებათ ბავშვების წაყვანა.

სკოლებში სპორტული მოედნებისა და ღია სტადიონების არარსებობა ხელს უშლის

ადგილობრივი სპორტის განვითარებას.

5. ტურიზმი - ტურიზმი აღიქმება ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის

განვითარებასთან, ასევე გარემოს დაცვასთან კავშირში. მეორეს მხრივ, ითვლება, რომ

ტურიზმის განვითარება დასაქმებულობის პრობლემის მოგვარებისთვის ერთ-ერთი საკვანძო

საკითხია.

ცუდი ტურისტული ინფრასტრუქტურა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი

უმთავრესი პრობლემაა. ტურისტებს იზიდავს მრავალფეროვნებით გამორჩეული

ადგილობრივი ფლორა და ფაუნა (რაც ტურიზმის განვითარების წინაპირობაა); თუმცა,

სერვისების არარსებობის გამო, ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ აქაურობას. მათ

მოსაზიდად საჭიროა სათანადო ინფრასტრუქტურა - გზები, სამედიცინო პუნქტები,

საზოგადოებრივი ტუალეტები და სხვა. ამას გარდა, არსებული საოჯახო სასტუმროები

არასაკმარისია არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თანაც ისინი ტურისტებს არც

თუ კარგ პირობებს სთავაზობს. მუნიციპალიტეტში არ არის ატრაქციონები და სკვერები.

ზოგიერთ სოფელში არ არის ბანკი და აფთიაქი, რაც ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას.

მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანების გამოცდილების გაზიარება, რაც ადგილობრივი

პირობების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს იმ პირების

სწავლება, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებულნი და ტურიზმს თავის სამომავლო

საქმიანობად მიიჩნევენ. მომზადებული პერსონალი ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას

და გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ამ პროცესში. წარმატებული

მაგალითები ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს თავიანთი ძალისხმევის

გაერთიანებისა და სასტუმრო-რესტორნების ქსელის ჩამოყალიბების სტიმულს მისცემს. ამ

ჯაჭვში აუცილებელია კვების დარგის განვითარება საერთაშორისო სტანდარტებთან

შესაბამისად.

ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების არსებობა გაზრდის ინფორმაციის

ხელმისაწვდომობას ტურისტებისათვის. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი

მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არაა შეფასებული. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება თქმა,

რომ ტურიზმის განვითარება შესამჩნევად გაზრდის ცხოვრების დონეს და ხელს შეუწყობს

ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გარდა, ამ პროცესში კარგი იქნება

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული

ტურისტული პოტენციალის სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში ეს სექტორი ეკონომიკის

განვითარების ამოსავალი წერტილი გახდება.

Page 19: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

19

პრიორიტეტული სექტორების SWOT ანალიზი

- გარემოს დაცვა

ძლიერი მხარეები:

ბუნებრივი ლანდშაფტები, დაცული

ტერიტორიები (ეროვნული პარკი), დიდი

ბიომრავალფეროვნება

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები,

არასამთავრობო ორგანიზაციები

ეკო-ტურიზმის მიმართულებით მომუშავე

ორგანიზაციები

სათანადო ადამიანური რესურსების &

მოხალისეების არსებობა

ჰიდროლოგიური რესურსები და

ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სამკურნალო

წყაროები, ბუნებრივი წყაროები,

ჭაბურღილები

ბანაკების არსებობა

მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე

სახელმწიფო საზღვართან და მეზობელ

ქვეყანასთან სიახლოვე

ენერგიის ალტერნატიული წყაროების

ათვისების პოტენციალი

ნაყოფიერი მიწები

გეოგრაფიული მდებარეობა

სუსტი მხარეები:

ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების

არარსებობა და გარემოს დაბინძურება

უპატრონო შინაური ცხოველებისა და

ველური ცხოველების საკითხებზე მომუშავე

პირებისა და ორგანიზაციების ნაკლებობა

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებისა

და აქტიურობის დაბალი დონე

საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა

და მათზე რეაგირების გეგმის არარსებობა

(ბუნებრივი კატასტროფებისათვის)

ტყეებისა და ქარსაცავი ნარგავების უკანონო

ჭრა

შეშის ნაკლებობა

მდინარეთა ნაპირდამცავი ნაგებობები,

მდინარეების დასილვა

ენერგორესურსების არარსებობა

ნარჩენების მართვის არასათანადო

მეთოდები, ლიცენზირებული

ნაგავსაყრელებისა და ნაგვის ბუნკერების

ნაკლებობა, გარემოს დაბინძურება

ქუჩების უსისტემოდ შევიწროვება

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ

ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია

ტყის ბუნებრივი რეგენერაციის ხელშემწყობი

ღონისძიებების არარსებობა

დაზიანებული საირიგაციო და სადრენაჟე

სისტემები

შესაძლებლობები

ნარჩენების მართვის მეთოდებისა და

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება:

სპეციალური ნაგავმზიდების და ნაგვის

ბუნკერების შესყიდვა, გადასახადის

დაწესება ნარჩენებზე, ნარჩენების

სეპარირებული შეგროვების დანერგვა,

სათანადო ნაგავსაყრელის მოწყობა,

ჯარიმების დაწესება გარემოს

დაბინძურებისათვის

უპატრონო შინაურ & ველურ ცხოველებზე

(თავდასხმის შემთხვევაში) ზრუნვის

სამსახურების შექმნა

საფრთხეები:

ბუნებრივი საფრთხეები, მათ შორის

მეწყერული მოვლენები და წყალდიდობები

ცოფის გავრცელების რისკი

ინფექციური დაავადებების გავრცელების

რისკი, მალარიის საფრთხე

ეკო-ტურიზმის პოტენციალის დაკარგვა

გვალვები

არასაკმარისი დაფინანსება

მუნიციპალიტეტის მხრიდან

ადგილობრივი საჭიროებებისადმი

განურჩევლობა

ტყის განადგურება

Page 20: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

20

საკანალიზაციო სისტემის სათანადოდ

ფუნქციონირება & მომსახურება

გარემოსდაცვითი საკითხების მართვაში

სათანადო მუნიციპალური და

ადგილობრივი ხელისუფლების,

არასამთავრობო ორგანიზაციების,

ახალგაზრდობისა და მთლიანად

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

ტყეების დაცვა და ხეების რგვა

გაზმომარაგების სისტემის მოწყობა

ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით

ტროტუარების მოასფალტება

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება

რეგიონალური განვითარების სტრატეგიული

დოკუმენტის მომზადება

სარწყავი/სადრენაჟე სისტემების

რეაბილიტაცია

ავარიები გადატვირთული საგზაო

მოძრაობის გამო

მცენარეთა დაავადებები

უკანონო ძოვება

გარემოს დაბინძურება, ნიადაგის

დაბინძურება

ეროზია

პრობლემების გადაჭრის გზები

გარემოს დაცვის სფეროსათვის ზემოთ მოცემული SWOT ანალიზის გათვალისწინებით

რეკომენდირებულია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებზე და მისი

ჩართულობა პრობლემების მოგვარებაში/ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;

საინფორმაციო სემინარების მოწყობა გარემოს დაცვის საკითხებზე;

- თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებთან,

ადგილობრივი ხელისუფლებასთან, ასევე აღნიშნულ სფეროში მომუშავე

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სპეციალისტებთან;

- ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას და ფონდების

მოძიება მათ განსახორციელებლად;

- ადგილების მოძიება სათანადო ნაგავსაყრელების მოსაწყობად, ნარჩენების უკანონოდ

განთავსების აღკვეთა, ნაგვის ბუნკერებისა და ნაგავმზიდების შეძენა, ჯარიმების

დაწესება გარემოს დაბინძურებისათვის;

- თავშესაფრის მოწყობა უპატრონო შინაური ცხოველებისათვის; ისეთი სამსახურების

ჩამოყალიბება, რომლებიც აღკვეთავს უპატრონო შინაური და გარეული ცხოველების

თავდასხმებს; პირველი დახმარებისა და სანიტარული ინფრასტრუქტურის მოწყობა;

- გარემოს დაცვისა და მონიტორინგის მიზნით მობილური ჯგუფის ჩამოყალიბება

მუნიციპალიტეტის მასშტაბით; ბუნებრივი საფრთხეების და ინციდენტების თავიდან

აცილებისა და შეტყობინების სამოქმედო გეგმის მომზადება.

- გაზმომარაგების სისტემის მოწყობა მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, რათა

თავიდან იქნას აცილებული ტყის უკანონო ჭრა შეშის მოპოვების მიზნით.

Page 21: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

21

-ახალგაზრდობა /სოციალური /გენდერი /მოწყვლადი ჯგუფები

ძლიერი მხარეები:

ადამიანური რესურსების არსებობა,

მოტივირებული, კვალიფიციური და

გონიერი ახალგაზრდობა

ტრადიციები და ურთიერთობები

სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს

შორის თანამშრომლობის გამოცდილება

ადგილობრივ ეთნიკურ და რელიგიურ

ჯგუფებს შორის კონფლიქტის არარსებობა

მოსახლეობის შრომისმოყვარეობა

სამოქალაქო აქტიურობა

სპეციალური სახელმწიფო პროგრამები

არსებული პარკები და სტადიონები

უნარშეზღუდულ პირებთან მომუშავე

არასამთავრობო ორგანიზაციები

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა

არსებული კულტურის ცენტრი

საავადმყოფოს არსებობა

საგანმანათლებლო ცენტრები

ადგილობრივ თვითმმართველობასა და

სათემო ორგანიზაციებს შორის არსებული

კავშირები

სუსტი მხარეები:

ალტერნატიულ ფინანსურ რესურსებთან

წვდომის არქონა

სამუშაო ადგილების სიმწირე

მოსახლეობას, არასამთავრობო

ორგანიზაციებს, სათემო ორგანიზაციებსა და

ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სუსტი

თანამშრომლობა

უნარშეზღუდულ პირებზე ადაპტირებული

ინფრასტრუქტურის არარსებობა,

მიტოვებული სოფლები

ოჯახური ძალადობა

სპორტული მოედნების, გასართობი/

სპორტული კლუბების, სოციალური

აქტივობის ადგილების, ახალგაზრდული

ცენტრების სიმწირე

საბავშვო ბაღის არარსებობა ზოგიერთ

სოფელში

ქალების ნაკლებად ჩართულობა

გადაწყვეტილების მიღების პროცესში,

გენდერული დისბალანსი

არასამთავრობო ორგანიზაციების დაბალი

აქტიურობა

სამედიცინო დაწესებულების და აფთიაქის

არარსებობა ზოგიერთ სოფელში

საგანმანათლებლო ცენტრების ცუდი

ინფრასტრუქტურა

სახელმწიფო პროგრამების შესახებ

ინფორმაციის ნაკლებობა და მათდამი

უნდობლობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელთ

არსებული მწირე ბიუჯეტი

საწარმოების, მათ შორის სოციალური

საწარმოების არარსებობა

საგანმანათლებლო კურსების არარსებობა

საინფორმაციო და საგანმანათლებლო

ცენტრების არარსებობა

ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე

მიგრაცია & უმუშევრობა

კულტურის ცენტრების ნაწილის

უფუნქციობა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა

Page 22: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

22

ზრდასრული მოსახლეობის პასიურობა,

ნაკლები ინიციატივა ახალგაზრდების

მხრიდან

მოსახლეობასა და ადგილობრივ

ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის

ნაკლებობა

შესაძლებლობები

სათანადო პროგრამების შემუშავება

თვითმმართველობასთან თანამშრომლობის

გზით

არსებული რესურსების მობილიზაცია

საზოგადოების მობილიზება ადგილობრივი

საჭიროებები საპასუხოდ, გადაწყვეტილების

მიღების პროცესში აქტიური ჩართულობა

საფუძვლიანი კრიტიკა და მოსაზრებების

გაზიარება

აქტიური სამოქალაქო ჯგუფები/

ახალგაზრდობა, ახალგაზრდული

წამოწყებების წახალისება

სახელმწიფო პროგრამების ეფექტურად

განხორციელება

მცირე ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო

პროგრამების განხორციელება

თანამშრომლობა ადგილობრივ

ხელისუფლებასთან, კავშირები დონორ

ორგანიზაციებსა და ბიზნეს-კომპანიებთან

ტერიტორიების არსებობა სპორტული

მოედნების მოსაწყობად

CARE საერთაშორისო კავკასიაში არსებობა

საგრანტო კონკურსები

ქართული ენის შემსწავლელი ცენტრების

გახსნა

ინფრასტრუქტურის მოწყობა, ტრენერების

მოწვევა

ინფორმაციის გავრცელება პროგრამებისა და

შესაძლებლობების შესახებ

პარკების მოწყობა; საბავშვო ბაღებისა და

კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია;

მცირე ბიზნესის და დასაქმების ხელშეწყობა

საფრთხეები:

გულგრილობა

პოლიტიკური არასტაბილურობა

მიგრაცია & უმუშევრობა

უიმედობა

ფინანსური რესურსების უქონლობა

ადრეული ქორწინებები

ოჯახური ძალადობა

ბუნებრივი კატასტროფები

გულგრილობა მუნიციპალური და ბიზნეს-

სექტორის მხარდაჭერის მიმართ

ახალგაზრდებისათვის განვითარების

შესაძლებლობების უქონლობა

ჯანსაღი ცხოვრების წესის არარსებობა

დაფინანსების არარსებობა

პრობლემების გადაჭრის გზები

სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგი და აქტიური თანამშრომლობა

ხელს შეუწყობს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას. კერძოდ, ადგილობრივ

Page 23: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

23

ხელისუფლებასთან შესაძლებელია დიალოგის გამართვა სტადიონებისა და სოფლის

კლუბების მოწყობის, ასევე კულტურის ცენტრების საკუთრების და რეაბილიტაციის

საკითხების შესახებ. ასევე, სასურველია დიალოგის წარმართვა ადგილობრივ

დაინტერესებულ მხარეებთან (ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციები,

ადგილობრივი ხელისუფლება) სოციალური საწარმოების დაარსებასთან დაკავშირებით; ამას

გარდა, ადგილობრივ ბიზნეს-კომპანიებთან უნდა გაიმართოს კონსულტაციები აფთიაქების

გახსნასთან დაკავშირებით.

დღის წესრიგში შეტანილი იქნა ფონდების მოძიება ახალგაზრდების ხელშემწყობი

საქმიანობისათვის, ასევე ახალგაზრდული და ადგილობრივი განვითარების პროექტების

შემუშავება. სხვა საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად (როგორიცაა უნარ-ჩვევების

განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება) შესაძლებელია აღნიშნულ საკითხებზე

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვაც. არაფორმალური

სოციალური ჯგუფების, კლუბების, საბჭოების შექმნა და ქალთა როლის გაზრდა

გადაწყვეტილების მიღების პროცესებში წაეხმარება საერთო განვითარებას.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს უნარშეზღუდული პირების გარკვეული

რაოდენობა. ამ პირების სოციალური ცხოვრების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში მათი

ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საჭიროა ინფრასტრუქტურის ადაპტაციის

ღონისძიებების გატარება.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შორის იზრდება მოთხოვნა ქართული ენის

კურსებზე, რისთან დაკავშირებითაც საჭიროა დიალოგის წამოწყება განათლების

სამინისტროსთან.

-სოფლის მეურნეობის სექტორი

ძლიერი მხარეები:

ნაყოფიერი ნიადაგი

სასმელი წყლის არსებობა

კვალიფიციური კადრების, მუშახელის და

გამოცდილების არსებობა

სარწყავი სისტემები/ ქალაქად არსებული

მილსადენი

ხელსაყრელი კლიმატი

სადაზღვევო კომპანიების არსებობა

სახელმწიფო დაფინანსება

პროგრამებში ჩართულობა

სარწყავი წყლის რესურსი

ღვინის წარმოება

სუსტი მხარეები:

წყალმომარაგებისა & საკანალიზაციო

სისტემების ცუდი მდგომარეობა

სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი

სისტემის არარსებობა (სარწყავი სისტემის

სათავე ნაგებობა მწყობრიდანაა გამოსული)

სოფლის გზები ცუდ მდგომარეობაშია

საწყობების და სამაცივრე მეურნეობის

არარსებობა

საჭირო რაოდენობის თესლის უქონლობა

ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო ფინანსური

რესურსების დეფიციტი

საზიარო ღობეები მეზობელ მიწის ნაკვეთებს

შორის

თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო

აღჭურვილობის/ ტექნოლოგიებისა და

შესაბამისი ცოდნის უქონლობა

Page 24: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

24

ბაზრის არასტაბილურობა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის

გადამამუშავებელი მცირე ზომის ქარხნების

არარსებობა

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული

პრობლემები

ნიადაგის საგამოცდო ლაბორატორიის

არარსებობა

ფერმერული კოოპერატივების სისუსტე

ქარსაცავი ნარგავების სიმცირე

სანდო სადაზღვევო სისტემის არარსებობა

მცენარეთა/ცხოველთა დაავადებების

გავრცელება

ბუნებრივი კატასტროფები

მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად

საჭირო რესურსების არქონა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ

განსაზღვრული პრიორიტეტები

ღვინის ქარხნის არარსებობა

საძოვრების სიმწირე

მიწის ნაკვეთები არაა პრივატიზებული

მიწის ნაკვეთების დაბინძურება

პესტიციდების მაღალი ფასი

ვეტერინარული მომსახურებისა და

პირუტყვის სელექციის არარსებობა

შესაძლებლობები

მიწის ნაკვეთების ნაყოფიერება

სარწყავი წყლის არსებობა

სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია

მშრალი სუბტროპიკული ზონის

ხელსაყრელი კლიმატი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიული

ფერმები

გამოცდილი კადრები

არსებული ბუნებრივი რესურსები

საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა

სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი

თხილის პლანტაციები

ხე-ხილის ბაღები

ხილის/ბოსტნეულის საშრობი ქარხნები

ბოლოდროინდელი საკანონმდებლო

ცვლილებები, რომლებიც გამოუყენებელ

მიწის ნაკვეთებს ეხება

საფრთხეები:

გვალვები (შედეგებს ამძიმებს სარწყავი

სისტემის არარსებობა)

ნაპირდამცავი ნაგებობების არარსებობა

ორთავე მდინარეზე (და მაწიმის ხეობაში),

რის გამოც მუდმივად ზიანდება სასოფლო-

სამეურნეო ნაკვეთები

ნაპირდამცავი ზონების არარსებობა

ბუნებრივი საფრთხეები, მათ შორის სეტყვა,

ქარიშხალი, წყალდიდობები

არასტაბილური საბაზრო ფასი

Page 25: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

25

მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან

მაღალი მოსავალი რწყვის შემთხვევაში

საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი

საწარმოები

სოფლის განვითარების პროგრამები

ადამიანური რესურსები

სასმელი წყლის რესურსი

მდინარის წყლის გამოყენება სარწყავად

თანამშრომლობა ადგილობრივი

ხელისუფლებასთან

პრობლემების გადაჭრის გზები

რადგანაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელია სარწყავი სისტემის

არსებობა, საჭიროა მეტი კოორდინაცია მელიორაციის ადგილობრივ სამსახურთან. კარგი

მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია.

სასოფლო-სამეურნეო სექტორში არსებული შემდეგი პრობლემა სასოფლო-სამეურნეო

ტექნიკაზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება. ფერმერებს უნდა მიეწოდოს სათანადო

ინფორმაცია და ტექნიკა (ტექნიკის მიწოდებასა და მის ფასთან დაკავშირებით საჭიროა

კომუნიკაცია შპს „მექანიზატორთან“).

საერთო ჯამში, დღის წესრიგში უნდა იქნას შეტანილი და დაიგეგმოს სხვადასხვა

საკითხებთან დაკავშირებით (როგორიცაა სოფლის გზები, სოფლის მეურნეობის

განვითარება, თესლის ხარისხის კონტროლი, დაბალპროცენტიანი სესხები, ფინანსურ

ინსტიტუტებთან თანამშრომლობა) კომუნიკაცია სათანადო სახელმწიფო ორგანოებთან და

სამინისტროებთან.

გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზად ფოკუს-ჯგუფებში მუშაობისას

დასახელებული იქნა ფონდების მოძიება სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის.

ასევე, გათვალისწინებული იქნა ფერმერული კოოპერატივების ხელშეწყობის საკითხიც,

რომელიც სოფლი მეურნეობის განვითარების მძლავრი ინსტრუმენტია. არსებულ

ფერმერულ კოოპერატივებთან საინფორმაციო შეხვედრები და მათი გამოცდილების

გაზიარება ხელს შეუწყობს ახალი კოოპერატივების შექმნას.

-ინფრასტრუქტურა

ძლიერი მხარეები:

ადგილობრივი & ცენტრალური

ხელისუფლების მხარდაჭერა,

საზოგადოებრივი მხარდაჭერა &

ენთუზიაზმი

მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის და

სუსტი მხარეები:

ბიუჯეტის დაგეგმვა არ ხდება

ადგილობრივი საჭიროებების

გათვალისწინებით

ცენტრალურ ხელისუფლებასთან

კომუნიკაციის ნაკლებობა

Page 26: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

26

ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები

ცენტრალური გზების არსებობა

მუშახელის არსებობა

გარე განათების არსებობა ზოგიერთ

სოფელში

სკოლები, ზოგიერთ სოფელში არსებული

საბავშვო ბაღი

სამკურნალო წყაროები

კულტურის ცენტრის შენობა

ბუნებრივი აირის მომარაგების სისტემის

არსებობა (ზოგიერთ სოფელში),

ცენტრალური წყალმომარაგება,

ელექტრომომარაგება; ინტერნეტისადმი

ნაწილობრივი წვდომა

საბავშვო ბაღებსა და სკოლებთან მიმავალი

ცენტრალური გზა

საავადმყოფოს არსებობა

წყლისა და მიწის რესურსების

არასათანადოდ გამოყენება

სამოქალაქო აქტიურობის დაბალი დონე

ინფორმაციის ნაკლებად ხელმისაწვდომობა

დაზიანებული და დაბინძურებული

სარწყავი სისტემა

ადგილობრივი გზების გაუმართაობა

განათლების დაბალი დონე

ჯანდაცვის პრობლემები

ნარჩენების მართვის პრობლემები

სპორტული კლუბების, საბავშვო ბაღების,

გზების, სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და

გაზმომარაგების სისტემების არარსებობა,

მოძველებული ელექტროგადამცემი

კაბელები

სასაფლაოს არარსებობა ზოგიერთ სოფელში

ინტერნეტის ნაკლებად ხელმისაწვდომობა

ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემა

შეშის ნაკლებობა

კულტურის ცენტრებისა და ახალგაზრდების

გასართობი კლუბების არარსებობა

სილამაზის სალონების არარსებობა

ქუჩების გაწმენდა წამოზრდილი

ბუჩქნარისაგან

პარკების, ტროტუარების, სათამაშო

მოედნების, დასასვენებელი ზონების

არარსებობა

გზის გადაკვეთებთან სათანადო

გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობა

შესაძლებლობები

CARE საერთაშორისოს მხარდაჭერა

მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან

ადამიანური რესურსები, წყლისა და მიწის

რესურსები

მხარდაჭერა მუნიციპალური

ხელისუფლების მხრიდან

მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები

ახალი მშენებლობები

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეშვეობით

ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა

საქმიანობაში

სასოფლო-სამეურნეო პროგრამების

მეშვეობით ინფრასტრუქტურის

საფრთხეები:

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის

გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი

ხარჯვა

პოლიტიკური არასტაბილურობა

სავალუტო კურსის არასტაბილურობა

ფინანსური რესურსების ნაკლებობა

ანტისანიტარია

მაღაზიაში/ ბაზარში მოსახვედრად ფეხით

მოსიარულეები ქუჩაზე გადადიან და

თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან

პროცესების გაჭიანურება ბიუროკრატიისა

და იურიდიული საკითხების გამო

ელექტროგადამცემი ხაზების განახლების

Page 27: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

27

მოწესრიგების შესაძლებლობა

მცირე სტადიონების მოსაწყობად საჭირო

ტერიტორიის არსებობა

საბავშვო ბაღების რემონტი

ახალი აღჭურვილობის და ნაგავმზიდების

შეძენა, საკვები პროდუქტების

გადამამუშავებელი (საკონსერვო) ქარხნების

აღდგენა

კომუნიკაცია სოკარის ოფისთან

გაზმომარაგების სისტემის საკითხებზე

კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ

ადგილობრივ პირებთან

კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია

ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა

ქუჩების დასუფთავებაში

პროცესის გაჭიანურება

ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის

გაუარესება ტრანსპორტირებასთან

დაკავშირებული პრობლემის გამო

ელექტრომომარაგების ცუდი ხარისხი,

ელექტროგადამცემი ხაზები ძალიან დაბლაა

ჩამოკიდებული და ადგილობრივი

მოსახლეობის ჯანმრთელობასა და

სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

დაავადებების გავრცელება წყლის დაბალი

ხარისხის გამო

სადრენაჟე სისტემა მწყობრიდანაა

გამოსული, რაც მოსახლეობას საფრთხეს

უქმნის

ტრაქტორები აზიანებს ტროტუარებს/ გზებს

ბუნებრივი კატასტროფები

ადგილობრივი მოსახლეობის გულგრილობა

პრობლემების გადაჭრის გზები

ადგილობრივი ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებასთან დაკავშირებით

წამოწყებული იქნება დიალოგი კახეთის ენერგოგამანაწილებელ კომპანიასთან.

გადაუდებელი საკითხების სიაში მოხვდა საგზაო შუქნიშნებისა და ვიდეო-კონტროლის

სისტემის დაყენება, რაც შესაბამისი ორგანოების მხრიდან გადაუდებელ ქმედებებს

საჭიროებს.

ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნეს სექტორთან დიალოგი და აქტიური კომუნიკაცია

ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და დადებით

ცვლილებებს მოიტანს (როგორიცაა გაზმომარაგება, ელექტროგადამცემი ხაზების და გზების

მოწესრიგება, პარკებისა და საბავშვო ბაღების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, სადრენაჟე

სისტემის გაწმენდა).

-ტურიზმის სექტორი

ძლიერი მხარეები:

დაცული ტერიტორიები: ა) გურგენიანის

ჩანჩქერის, მაჭის ციხის, როჭოს ჩანჩქერის,

შავი ტბების მიმზიდველი მარშრუტები; ბ)

ენდემური სახეობების არსებობა; გ)

ისტორიული ძეგლები

სახელმწიფო საზღვართან სიახლოვე

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების

არსებობა

სუსტი მხარეები:

ტურისტული მარშრუტების

მოუწესრიგებლობა

მდინარეებზე ხიდების არარსებობა

დანიშნულების ადგილის მიგნების

პრობლემა (ქუჩებში საინფორმაციო

ნიშნებისა და ბანერების არარსებობა)

ადგილობრივი სასტუმროები დატანილი

არაა მსოფლიო რუკებზე

Page 28: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

28

დიდი ბიომრავალფეროვნება

ეთნიკური მრავალფეროვნება

საკვების მრავალფეროვნება

ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები

სათანადო რეკლამის არარსებობა მედია-

საშუალებებში

გასართობი ცენტრების არარსებობა

სამოქალაქო განათლების დაბალი დონე

ნარჩენების არასათანადოდ მართვა (დაცული

ტერიტორიების მიმდებარედ და გზების

გასწვრივ)

სუსტი კომუნიკაცია ტურისტებთან

ადგილობრივმა მოსახლეობამ და

მომსახურების მიმწოდებლებმა არ იციან

უცხო ენები

მომსახურების დაბალი დონე (მარკეტინგი

და სხვა)

შესაძლებლობები

ტურიზმის სფეროს განვითარება: ა) სამთო

საველოსიპედო ბილიკები, pairing with tourist

routes, სათავგადასავლო ტურისტული

ინფრასტრუქტურის მოწყობა (მაგ.,

სკეიტბორდისა და ველოსიპედის ბილიკები)

დაცული ტერიტორიებში, arranging tree

tourism routes

გასართობი ადგილების ორგანიზება

ღია კაფეების მოწყობა

დისკო-კლუბების მოწყობა

ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა

ქ. ლაგოდეხის ცენტრში ტურისტული

საინფორმაციო ცენტრის გახსნა

საფრთხეები:

ქალაქის ცენტრში მუნიციპალიტეტის

საკუთრებაში არსებული თავისუფალი მიწის

ნაკვეთის არარსებობა

ცარიელი მიწის ნაკვეთები გაყიდულია და

არამიზნობრივად გამოიყენება

ინფრასტრუქტურული განვითარების

შესაძლებლობების დაკარგვა

დაცული ტერიტორიების ტერიტორიაზე

არსებული სასტუმროს რეკონსტრუქცია, რაც

ხელს შეუწყობს სახელმწიფო მონოპოლიის

ჩამოყალიბებას და საფრთხეს შეუქმნის

კერძო სასტუმროებს

პრობლემების გადაჭრის გზები

ტურიზმის სექტორში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდირებულია

შემდეგი ღონისძიებების გატარება:

- მდინარეზე გადასასვლელი ტურისტული მარშრუტების/ ბილიკების მოწესრიგება;

- სათავგადასავლო ტურისტული ბილიკების მიწყობა;

- ტრენინგების ორგანიზება მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისათვის და

უცხო ენების კლასების ორგანიზება სკოლებში;

- სკოლის მოსწავლეებისათვის გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკურსების

გამოცხადება, დასუფთავების კამპანიების მოწყობა, დაცული ტერიტორიების

მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სხვა.

Page 29: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

29

თავი III - ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებული

მნიშვნელობის მქონე საკითხები

წინამდებარე თავში მოცემულია მუნიციპალიტეტის სამი პრიორიტეტული სექტორის,

კერძოდ ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საკითხების უფრო

დეტალური ანალიზი. ეს სფეროები მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური

განვითარების მასტიმულირებელია და ორი დანარჩენი, სოციალური და ინფრასტრუქტურის

სექტორების განვითარებასაც განაპირობებს. აღნიშნული პრიორიტეტული სექტორების

ყოვლისმომცველი ანალიზის საჭიროება გამოვლენილი იქნა ზემოთ აღწერილი

მეთოდოლოგიისა მეშვეობით და LAG-ის წევრებთან კონსულტაციების გზით.

ტურიზმის განვითარების საკვანძო ასპექტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რომელთაგანაც

განსაკუთრებული ღირებულებით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს საკუთარი ადმინისტრაცია მართავს, რომელიც

ტურისტებს, თავისი ვიზიტორთა ცენტრის მეშვეობით, სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს.

თვე ვიზიტორები სულ

საქართველოს

მოქალაქე

უცხო ქვეყნის

მოქალაქე

იანვარი 527 102 629

თებერვალი 603 125 728

მარტი 772 145 917

აპრილი 2264 704 2968

მაისი 3797 1322 5119

ივნისი 3838 1336 5174

სულ 11801 3734 15535

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი ტურისტული მარშრუტებია: როჭოს

ჩანჩქერი, ნიკოსხევის ჩანჩქერი (დიდი ჩანჩქერი), მაჭის ციხე, შავი კლდეების ტბა და

ბუნების შემეცნებითი ბილიკი.

ვიზიტორები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან,

პოლონეთიდან, აშშ-დან და სხვა. 2016 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის დაცული

ტერიტორიები 15,535 ადამიანმა მოინახულა, მათგან 11,801 საქართველოს მოქალაქე იყო,

ხოლო 3,734 უცხო ქვეყნის.

2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ვიზიტორთა საერთო რაოდენობა საშუალოდ 15%-ით

გაიზარდა. 2015 წელთან შედარებით უცხოელი და ქართველი ვიზიტორების რიცხვი

ცხრილი 3: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა თვეების

მიხედვით, 2016 წ.

Page 30: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

30

11466 13557

15535

ვიზიტორების საერთო

რაოდენობა

2014, 2015, 2016

2137 2595

3734

9329 10962

11801

შესაბამისად 44%-ითა და 8%-ით გაიზარდა. შედეგად, ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წელში

57 %-ით მაღალია.

სურათი 1: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა სტატისტიკა 2014 - 2015-2016 წლებისთვის

უნდა აღინიშნოს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სიახლოვე მეზობელ აზერბაიჯანთან

ამ ქვეყანიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის ხელშემწყობი პირობაა. ვიზიტორთა

სტატისტიკის გათვალისწინებით, მუნიციპალური განვითარებისათვის აუცილებელია

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

ქვემოთ მოცემულია იმ სასტუმროების და ოჯახური სასტუმროების ჩამონათვალი, რომელთა

სერვისებითაც სარგებლობს ვიზიტორთა დიდი ნაწილი:

“ვალდ ჰოტელი” ლაგოდეხი

"კავკასიონი" - ვაშლოვანის ქ. 136

"ბიო ეზო" - ვაშლოვანის ქ. 167

"ვაშლოვანი" - ვაშლოვანის ქ. 92

"გარდენია" - ვაშლოვანის ქ. 127

"Kici House" - ვაშლოვანის ქ. 35

„ლაგო“ – ზაქათალას ქ. 63

"ლილე" - აღმაშენებლის ქ. 93

"რივერ საიდი" - აღმაშენებლის ქ. 103

სასტუმრო "ჰერეთი" - კოსტავას ქ. 15

სასტუმრო "ლაგოდეხი" - ვახტანგ გორგასლის ქ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები

2014, 2015, 2016

საქართველოს მოქალაქეები

2014, 2015, 2016

7482

Page 31: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

31

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებიდან

უნდა აღინიშნოს უცხო ენების უცოდინრობა და მომსახურების დაბალი დონე (გასართობი

ცენტრები (კლუბები, კაფეები) ძალიან ცოტაა და სოციალური ცხოვრებას არაა აქტიური).

ამას გარდა, ვიზიტორები სირთულეებს აწყდებიან სასტუმროების ძებნისას, რადგანაც

ქუჩებში განთავსებული არაა სასტუმროების მაჩვენებელი საინფორმაციო ნიშნები.

სექტორული განვითარების ხელშესაწყობად აუცილებელი მეტი საინფორმაციო და

სარეკლამო კამპანიების განხორციელება.

სეზონური ბუნებრივი მოვლენები/ კატასტროფები აზიანებს ტურისტულ მარშრუტებზე

არსებულ ინფრასტრუქტურას (მაგ., მდინარეებზე გადებული ხიდები წყალდიდობისას

ირეცხება).

სოფლის მეურნეობის განვითარების საკვანძო ასპექტები

მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სოფლის

მეურნეობას აკისრია. ამ სფეროში დასაქმებულია მუშახელის 60-70%; ამას გარდა, მასზე

მოდის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის 70%.

შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის

ეკონომიკას და გაზრდის მოსახლეობის კეთილდღეობას. ამ სფეროში მიმდინარე პროცესების

სტიმულირებისათვის მნიშვნელოვანია საწარმოო ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი და

არსებული რესურსების ეფექტური გამოყენება.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ძირითადი სახეებია:

o მემცენარეობა - 14 000 ჰა

o ბოსტნეულისა და ბაღჩეულის წარმოება - 8000 ჰა

o მრავალწლიანი კულტურები - 3 700 ჰა

o მეთევზეობა - 4 700 ჰა

o მეფუტკრეობა - 4 000 სკა

o ზეთოვანი კულტურების წარმოება - 85 ჰა.

მარცვლოვან კულტურებს სახნავ-სათესი მიწების 60-65% უჭირავს და მათი ჯამური

მოსავალი 70 000 - 80 000 ტონას შეადგენს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ცნობილია ბოსტნეულის წარმოებით, განსაკუთრებით კი

არასეზონური ბოსტნეულისა და ბაღჩეული წარმოებით, რომლებიც მარტივი ტიპის

სათბურებში მოჰყავთ. არსებული მონაცემებით, ადრე გაზაფხულზე აწარმოებენ და

აგრარულ ბაზრებზე გააქვთ 8000-10000 ტონა ასეთი კულტურებისა.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალწლიანი

კულტურების მოყვანაა. უპირატესობას ანიჭებენ თხილის (კაკლის) და სუბტროპიკული

Page 32: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

32

ხილის (ხურმა, კივი) მოყვანას. ასეთი არჩევანი მნიშვნელოვნად განაპირობა პროგრამის

„დანერგე მომავალი“ ფინანსურმა მხარდაჭერამ, რადგანაც მისი ხელშეწყობით დაახლ.

120 ჰა-ზე გაშენდა კაკლის, თხილის და ხურმის ნარგავები.

თუმცა კენკროვნების წილი მრავალწლიან ნარგავებში მცირეა, ბაზარზე არსებული მაღალი

მოთხოვნის გამო პერსპექტიულია ისეთი კენკრის მოყვანა, როგორიცაა ჟოლო, მარწყვი და

მაყვალი.

ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელის გათვალისწინებით, არსებობს მეთევზეობის განვითარების

პოტენციალიც. არსებულ სათევზე მეურნეობებში, რომელთაც 470 ჰა უჭირავს, ახალი

ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვანად შეუწყობდა ხელს რეგიონის ეკონომიკურ

განვითარებას და ამ ქვე-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდიდა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება მეფუტკრეობისა და, კერძოდ,

თაფლის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის

რეგულაციები და სტანდარტები ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის ხარისხის

გაუმჯობესებასა და ახალი ბაზრების მოპოვებაში დაეხმარება. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის

რეგიონში არსებულ პოტენციალს (4000 სკა).

ზეთოვანი კულტურების წარმოება პერსპექტიულად გამოიყურება. ამჟამად 85 ჰა-ზე მოჰყავთ

ვარდი და ექსპლუატაციაში უკვე გაეშვა სათანადო გადამამუშავებელი ქარხანაც. ამ

პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა სავარაუდოდ ფერმერებს ზეთოვანი კულტურების

მოყვანის სტიმულს მისცემს.

ზემოთ განხილულ პრიორიტეტულ ქვე-დარგებს განვითარების გარგი პოტენციალი გააჩნია,

რადგანაც ამას ხელს უწყობს სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ

დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამები.

გარემოს დაცვის საკვანძო ასპექტები

გარემოს დაცვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი საკვანძო

ელემენტია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, რომ

არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები მნიშვნელოვანია და რომ გარემოს დაბინძურებამ

შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანს; თუმცა, მათი ქცევა გარემოსთვის ზიანის მომტანია.

ასეთი მიდგომა შეიძლება აიხსნას იმით, რომ მოსახლეობა სრულად ვერ აცნობიერებს იმ

პირდაპირ და ირიბ დადებით შედეგებს, რაც გარემოს დაცვის შედეგად შეიძლება მიიღოს.

კერძოდ, ლაგოდეხში გარემოს დაცვის პრიორიტეტად აღიარებამ შეიძლება ხელი შუწყოს

სხვა სექტორების (მაგ., ტურიზმის) განვითარებას.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძირითადი გარემოსდაცვითი პრობლემები ნარჩენების

მართვას უკავშირდება. ნარჩენების მართვას ართულებს ნარჩენების დიდი მოცულობა.

Page 33: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

33

შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ნარჩენების სათანადოდ მართვა ვერ

ხერხდება. კერძოდ, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სპეციალური, თანამედროვე ნაგავმზიდები.

ამავდროულად, არსებული ნაგავმზიდები ზოგჯერ გარემოს დაბინძურებას იწვევს, რადგანაც

მათ არ შეუძლიათ ნარჩენების სათანადოდ გადატვირთვა. ამას გარდა, ნაგავმზიდები

მხოლოდ ქ. ლაგოდეხის ცენტრალურ ქუჩებს ემსახურება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას

ცხოვრებას ურთულებს და გარემოს დაბინძურების წინაპირობას ქმნის.

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებია

ლიცენზირებული ნაგავსაყრელების და ნაგვის ბუნკერების ნაკლებობა. როგორც წესი,

ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ნაგვის ბუნკერებზე, რადგანაც

ისინი მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეა განთავსებული.

ამჟამად ნაგვის შეგროვებას ახორციელებს შპს "კეთილმოწყობა", რომელიც ლაგოდეხის

მოსახლეობის დაახლ. 25-30%-ს ემსახურება (შპს "კეთილმოყობა"-ს დირექტორის, ოთარ

კირკიტაძის ინფორმაციით). შეგროვებული ნარჩენების განთავსება ხდება ლაგოდეხის

ნაგავსაყრელზე, რომელიც ღობითაა დაცული. ნაგავსაყრელს მართავს შპს "მყარი ნარჩენების

მართვის კომპანია". განთავსებული ნარჩენები იტკეპნება და კვირაში ორჯერ გრუნტით

იფარება.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დარჩენილი 65-70% საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა

და სხვა მოცილებულ ადგილებში ყრის, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევს. ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელი არაა საკმარისი არსებული ნარჩენების

განსათავსებლად.

ნარჩენების მართვის პრობლემის მოსაგვარებლად განსახორციელებელი პირველი და

მნიშვნელოვანი ნაბიჯი სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. უპირველეს ყოვლისა,

საჭიროა ნაგვის ბუნკერებისა და სათანადო ნაგავმზიდების შეძენა. მუნიციპალური

ბიუჯეტიდან თანხების ამ მიზნით მიღება პრობლემატურია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის

მთელს ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ლითონის ნაგვის ბუნკერები, რადგანაც ისინი

პლასტმასისაზე უფრო გამძლეა. მუნიციპალიტეტისთვის სულ 850 ერთეული 1.1მ2

მოცულობის და 150 ერთეული 0.6მ2 მოცულობის ბუნკერია საჭირო. ერთი დიდი ბუნკერის

ღირებულება დაახლოებით 900 ლარია. მუნიციპალიტეტმა უნდა შეიძინოს ისეთი

ნაგავმზიდები, რომელთაც შეუძლიათ ნაგვის ბუნკერები მოცლა. სპეციალური

ნაგავმზიდების შეძენა ნარჩენების განთავსების ორ ალტერნატივას ქმნის - ლაგოდეხში

ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა, ან ნარჩენების განთავსება ყვარელში არსებულ

ნაგავსაყრელზე. საჭიროა შეფასებული იქნას ლაგოდეხში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის

შედეგად მოსახლეობის მიერ მიღებული სარგებელი და გადაწყვეტილება მიღებული უნდა

იქნას ხარჯ-ეფექტურობის ანალიზის შედეგების მიხედვით.

რაც შეეხება ნარჩენების სეპარაციას, ამ საკითხის განხილვა ნაადრევია, რადგანაც ნარჩენების

სორტირებისათვის საჭიროა მეტი რაოდენობის ბუნკერები და ნარჩენების

გადამამუშავებელი ქარხნის არსებობაც, რაც გაცილებით დიდ ინვესტიციებს მოითხოვს.

Page 34: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

34

მეორეს მხრივ, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ლაგოდეხში წარმოქმნილი ნარჩენები

საკმარისია გადამამუშავებელი ქარხნის ასამუშავებლად. ზემოთ მოცემული ინფორმაციით

შეიძლება დავასკვნათ, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების

გზაზე უპირველესი გამოწვევა სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობაა.

ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად

საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაბინძურების და გარემოს დაცვის

საკითხებზე. სოფლის სკოლებში შეიძლება რეგულარულად გაიმართოს ამ საკითხებისადმი

მიძღვნილი საინფორმაციო სემინარები. სამოქალაქო, სახელმწიფო და ბიზნეს

სტრუქტურებმა გარემოს დაცვის პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ და ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტის ცნობიერების ამაღლებაში თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. ამას

გარდა, საჭიროა მოხდეს კანონდარღვევების მონიტორინგი და შემოღებული იქნას ჯარიმები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებითა და ტბებით. თუმცა, ისინი

დაბინძურების რისკის ქვეშ დგას, რადგანაც წყალგამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო

ჩამდინარე წყლები გაუწმენდავად ჩაედინება მათში. ჩვეულებრივ, მდინარეებისა და ტბების

წყლის ხარისხი არ კონტროლდება. ზოგიერთ სოფელში (მაგ., ჰერეთისწყალი) ადგილი აქვს

დაჭაობებას, რაც დაავადებების გავრცელების რისკს ქმნის.

სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე მოსავლის მოყვანისას პოლიეთილენის პარკების

გამოყენება კიდევ ერთი პრობლემაა, რადგანაც მოსავლის აღების შემდეგ მათ ადგილზე

ტოვებენ და, შედეგად, ზიანდება ნიადაგის სტრუქტურა. ასეთი ქმედებისთვის

გათვალისწინებულია გარკვეული ფინანსური პასუხისმგებლობა, თუმცა ჯარიმების

დაწესება რეალურად არ ხდება, რადგანაც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები ასეთ

ფაქტებს ყურადღებას არ აქცევენ.

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ტყეების განადგურებაა.

კერძოდ, ხე-ტყის ჭრა საფრთხის წინაშე აყენებს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სერვისებს;

თუმცა, ასეთი ფაქტების აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმი არ არსებობს. თუ ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტი ტურისტულ ზონაში შევა, მცენარეთა იშვიათი და უნიკალური

სახეობების დაცვა სათანადო სახელისუფლებო ორგანოების ინტერესს უნდა

წარმოადგენდეს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გარემოს დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის

წინაშე სამი ძირითადი გამოწვევაა: სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა,

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ეფექტური მონიტორინგის მექანიზმის შექმნა,

რომელიც დარღვევებზე ფინანსურ პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს.

თავი IV - ადგილობრივი განვითარების ხედვა

ქვემოთ აღწერილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების ამოცანები და

მიმართულებები, რომლებიც გამოვლენილი იქნა ლაგოდეხის ძირითადი დაინტერესებული

Page 35: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

35

მხარეების კვლევისა და მათთან კონსულტაციის გზით. ეს იმ ოთხი ძირითადი

მიმართულების ჩარჩოში ექცევა, რომლებიც 2009-2013 წლებისთვის შეიმუშავა "სოფლის

მეურნეობის ევროპულმა ფონდმა სოფლის განვითარებისათვის".

ძირითად საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან დაკავშირებული ამოცანები

ამ თავში გაანალიზებულია ლაგოდეხის LDS-ის ოთხი მთავარი ამოცანა და ხაზგასმულია

კავშირი ამ ამოცანებსა და მუნიციპალიტეტის საჭიროებებს შორის. როგორც

მეთოდოლოგიის თავში აღინიშნა, საველე კონსულტაციების გზით იდენტიფიცირებული

პრობლემები კლასიფიცირებული იქნა და კატეგორიებად დაჯგუფდა. ამის შემდეგ, ისინი

დაკავშირებული იქნა სტრატეგიულ მიმართულებებთან (გადაჭრის გზებთან) და შესაბამის

ამოცანებთან. ძირითადი ამოცანები დასახული იქნა RDP-ის ღონისძიებების

გათვალისწინებით, რომლებიც თავის მხრივ, ე.წ. 'ღერძების', ანუ საკვანძო პრიორიტეტული

ამოცანების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული. სულ ოთხი 'ღერძია' შემოღებული: სამი

თემატური და ერთი ჰორიზონტალური ინსტრუმენტალური. სამი ძირითადი თემატური

ღერძის სახელწოდება სოფლის განვითარების საქმიანობის კონკრეტულ კატეგორიას

უკავშირდება. ამ სამ თემატურ ღერძს ემატება მეოთხე, ინსტრუმენტალური; მისი მიზანი

LEADER მიდგომის გამოყენება და ლაგოდეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG)

გაძლიერებაა.

ამოცანა 1 - სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კონკურენტუნარიანობის

ამაღლება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში სტრატეგიული როლი სოფლის

მეურნეობას აკისრია. ამ სექტორის მნიშვნელობას საკონსულტაციო შეხვედრებზე

ლაგოდეხის მოსახლეობამაც გაუსვა ხაზი. ლაგოდეხის მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის

მეურნეობაშია თვითდასაქმებული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარება

ლაგოდეხის განვითარების სტრატეგიის სასიცოცხლო კომპონენტია. ამიტომაც, პირველი

ამოცანა (ღერძი 1) აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრისკენაა

მიმართული.

ამოცანა 1 შემდეგი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად: სოფლების დიდ ნაწილში

გზების ცუდი მდგომარეობა, სარწყავი სისტემების გაუმართაობა და არასათანადო

ტექნიკური მომსახურება, სასაწყობო შენობების ნაკლებობა და სათბურების დაბალი

ხარისხი.

გამოვლენილ პრობლემებსა და დასახულ ამოცანას შორის კავშირი საკმაოდ გამოკვეთილია -

შიდა გზების მოწესრიგება საბოლოო ჯამში სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის

გაზრდას შეუწყობს ხელს. ამას გარდა, სარწყავი სისტემების აღდგენას კერძო და

კომერციული დანიშნულების ქონების მესაკუთრეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

Page 36: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

36

სარწყავი სისტემის აღდგენა წყლის რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას და

ამავდროულად, ჯანსაღი ლანდშაფტების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

სასაწყობო შენობა-ნაგებობების ნაკლებობა მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას

უწყობს ხელს; ამცირებს მოსავლის შენახვის ვადებს; მოსავლის აღების პერიოდში ბაზარზე

ჭარბ მიწოდებას, ხოლო სხვა პერიოდებში პროდუქციის დეფიციტს განაპირობებს; აქვეითებს

ფერმერული პროდუქციის ხარისხს და მის კარგვას უწყობს ხელს. ამიტომაც, სასაწყობო

შენობა-ნაგებობების მშენებლობის ხელშეწყობა არსებითია აგრარული სექტორის

კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. ამას გარდა, ხაზი გაესვა თანამედროვე სათბურების

მნიშვნელობას, რადგანაც მათი მეშვეობით ფერმერებს შეუძლიათ პროდუქცია მაშინ

გაყიდონ, როდესაც მათი საბაზრო ფასი ყველაზე მაღალია. საერთო ჯამში, ზემოაღნიშნული

პრობლემების გადაჭრა აუცილებელია სოფლის მეურნეობის სექტორის

კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, თუმცა ეს საკმარისი პირობა არაა.

ამოცანა 2 - გარემოსა და სოფლის ტერიტორიის მდგომარეობის გაუმჯობესება

მეორე ამოცანა აერთიანებს გარემოს დაცვასა და სოფლების ტერიტორიების დასუფთავების

საკითხებს. ნარჩენების მართვის პრობლემებს ადგილი აქვს წარმოშობიდან განთავსებამდე

ყველა ეტაპზე. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ნაგვის ბუნკერები,

სათანადო ნაგავმზიდები; არსებული მუნიციპალურ ნაგავსაყრელი არასაკმარისია

ნარჩენების განსათავსებლად. არსებულ პრობლემებს შორისაა ასევე უპატრონო შინაური

ცხოველები, მდინარეთა აუზების ცუდი მდგომარეობა (დაბინძურება, წყალდიდობები,

ნაპირსამაგრი ნაგებობების არარსებობა...), ქარსაცავი ზოლების ნაკლებობა, საგანგებო

სიტუაციებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმების არარსებობა,

ინფრასტრუქტურის დაზიანება სეზონური ბუნებრივი მოვლენებისა და კატასტროფების

შედეგად.

ამას გარდა, ადამიანის საქმიანობის შედეგად ადგილი აქვს გარემოს დაბინძურებას, რაც

იმატებს ტურისტულ სეზონზე. ბინძურდება სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებიც. ადგილი აქვს

ტყის უკანონო ჭრას. ეს პრობლემები მჭიდროდაა დაკავშირებული გარემოს დაცვის

საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების დაბალ დონესთან. ზემოთ ჩამოთვლილი

პრობლემების მოგვარების შემთხვევაში მეორე ამოცანა შეიძლება გადაჭრილად ჩაითვალოს.

ამოცანა 3 - ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სოფლად და სოფლის ეკონომიკის

დივერსიფიკაციის ხელშეწყობა

ლაგოდეხის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა სხვა

სექტორებსაც გააჩნია განვითარების კარგი პოტენციალი, რაც სოფლის ეკონომიკის

დივერსიფიკაციას შეუწყობდა ხელს. საზოგადოებრივი და ტურისტული

ინფრასტრუქტურისა და სერვისების/ მომსახურების ობიექტების (ბანკები, სილამაზის

სალონები, ჯანდაცვის ობიექტები...) ნაკლებობა, სათანადო ტურისტული

Page 37: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

37

ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, უცხო ენების უცოდინრობა, მომსახურების დაბალი დონე,

ტურიზმის ნაკლებად რეკლამირება, ადგილობრივი ტურისტული რესურსების ნაკლებად

გამოყენება ის ფაქტორებია, რომლებიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის

დივერსიფიკაციას უშლის ხელს, ეკონომიკურ საქმიანობას ართულებს და ნაკლებად

შემოსავლიანს ხდის. ამას გარდა, სოფლების დიდ ნაწილს გაზმომარაგება არ გააჩნია და

ელექტროენერგიითაც არასაკმარისად მარაგდება, ელექტრომომარაგების ხარისხი ცუდია

(ხშირია გათიშვები, არ ხდება ფერმების ელექტრომომარაგება), სასმელი წყლის სისტემები

გაუმართავია, სადრენაჟე სისტემები არასაკმარისი ან დაზიანებულია, ინტერნეტისადმი

წვდომა დაბალია - აღნიშნულის გამო საცხოვრებელი პირობები არამიმზიდველი ხდება.

ეკონომიკური პრობლემების და ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროების გარდა

ნორმალური სოციალური ცხოვრებისათვის ნაკლები პირობებია. ცხოვრების ხარისხის

გაუმჯობესება შესაძლებელია ისეთი ადგილების დაარსებით, სადაც ახალგაზრდებს

ერთმანეთთან ურთიერთობა, სწავლა ან თავისუფალი დროის გატარება შეეძლებათ. ასეთი

ადგილების ნაკლებობა (ან არარსებობა) ადამიანების სოციალიზაციის პრობლემას ქმნის.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრებზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის

არარსებობა აღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს და ასეთი პირების სოციალურ

ინტეგრაციას ართულებს.

ოჯახური ძალადობა და ადრეული ქორწინებები იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებიც კიდევ

უფრო ართულებს ცხოვრების პირობებს, განსაკუთებით კი ქალების შემთხვევაში. ამას

გარდა, ადგილი აქვს გენდერულ დისბალანსს და ქალების ნაკლებად ჩართულობას

გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მაღალია მიგრაციის დონე, განსაკუთრებით

ახალგაზრდების. ყველა ამ პრობლემის ერთობლიობა არასასურველ საცხოვრებელი

პირობებს ქმნის და ცხოვრების ხარისხს ამცირებს.

ამოცანა 4 - LEADER მიდგომისა ხელშეწყობა და LAG-ის როლის გაძლიერება

LAG-ი ის წარმონაქმნია, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკური

განვითარებისადმი ინტეგრირებულ მიდგომას. ეს არა მხოლოდ სამუშაო ადგილების და

შემოსავლების მომტანი შესაძლებლობების შექმნისკენ იქნება მიმართული, არამედ

გაითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სათემო ურთიერთობა და განვითარება,

ადამიანური პოტენციალის განვითარება, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კულტურული

ურთიერთობები, სამოქალაქო ინტეგრაცია, სოფლის განვითარება და მართვის

შესაძლებლობების გაუმჯობესება. ძირითად მიზნებს შორისაა LAG-ის პოპულარიზაცია და

განვითარება, LAG-ის საქმიანობის გაფართოება, რის შედეგადაც ეს ორგანიზაციული

წარმონაქმნი გადაიქცევა იმ ინსტრუმენტად, რომელიც შესძლებს LEADER მიდგომის

ინტეგრირებას სოფლის განვითარების ძირითად მიმართულებებში, ადგილობრივი

განვითარების სტრატეგიების განხორციელებაში, ასევე LAG-ისა და სხვა დაინტერესებული

მხარეების ურთიერთანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებში.

Page 38: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

38

თავი V - სამოქმედო გეგმა

ამ თავში სტრატეგიულ მიმართულებები და ღონისძიებები დაკავშირებულია კონკრეტულ

ქმედებებთან, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების

მიზნით უნდა განხორციელდეს. ინდიკატორები გვიჩვენებს, თუ რა არის გასაკეთებელი

კონკრეტული სტრატეგიულ მიმართულების კუთხით და დასახული ამოცანების

გადასაჭრელად. ამოცანების, სტრატეგიული მიმართულებებისა და ინდიკატორების

დადგენა სათანადო სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების შემუშავების საშუალებას

იძლევა. თავის მხრივ, ეს ინიციატივები შესაბამისობაში უნდა იყოს სტრატეგიულ

მიმართულებებსა და ღონისძიებებთან.

Page 39: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

39

სტრატეგიული მიმართულებები და ღონისძიებები

ამოცანები სტრატეგიული

მიმართულებები

ღონისძიებები

(პრობლემების პრიორიტეტულობა დანართი 2-ში მოცემული

ქულების მიხედვით განისაზღვრა).

სოციალურ-ეკონომიკური

ინიციატივები, რომლებიც

უნდა დაფინანსდეს და

განხორციელდეს

ამოცანების, სტრატეგიული

მიმართულებებისა და

ღონისძიებების

საპასუხოდ10

1. სოფლის

მეურნეობისა და

მეტყევეობის

სფეროს

კონკურენტუნარიან

ობის ამაღლება

1.1 სასოფლო-სამეურნეო

ინფრასტრუქტურის

გაუმჯობესება

1.1.1 სოფლის გზები

1.1.2 სარწყავი სისტემა

1.1.3 სათბურები

1.1.4 საწყობი

1.1.5 ელექტრომომარაგება

1.1.6 სათევზე მეურნეობა

1.2 სოფლის მეურნეობის

პროდუქტიულობის

გაზრდა და საწარმოო

ღირებულებათა ჯაჭვის

განვითარება

1.2.1 საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო

1.2.2 გამანაწილებელი ქსელი

1.2.3 ინფორმაცია/ცოდნა

1.2.4 შინაური პირუტყვის კვება

1.3 კვლევების

ხელმისაწვდომობა, უნარ-

ჩვევების განვითარება და

დამხმარე სერვისები

1.3.1 თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები

1.3.2 ბიო-ფერმერული მეურნეობა

1.3.3 პროგრამების შესახებ ინფორმირება

1.3.4 კოოპერატივები

1.3.5 საკონსულტაციო ცენტრი

1.3.6 მარკეტინგი & ბრენდირება

2. გარემოსა და

სოფლის

ტერიტორიის

2.1 საქმიანობის იმგვარად

წარმართვა, რომ გარემოს არ

მიადგეს ზიანი

2.1.1 ქარსაცავი ზონები

2.1.2 ტყის დაცვა

2.1.3 რეგულაციები

10

დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი დამატებული იქნება პერიოდულად, დოკუმენტის განახლებისას.

Page 40: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

40

მდგომარეობის

გაუმჯობესება 2.2 გარემოზე

ზემოქმედების მართვა

2.2.1 ნარჩენების მართვა

2.2.2 წყალდიდობების მართვა

2.2.3 უპატრონო შინაურ ცხოველებზე მზრუნველობა

2.3 გარემოსდაცვითი

განათლება და ცნობიერების

ამაღლება

2.3.1 საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება

2.3.2 გარემოს დაცვა

2.3.3 განათლება

3. ცხოვრების

ხარისხის

გაუმჯობესება

სოფლად და

სოფლის

ეკონომიკის

დივერსიფიკაციის

ხელშეწყობა

3.1 სოციალური დაცვა და

თანასწორობის ხელშეწყობა

3.1.1 ახალგაზრდობა და გენდერი

3.1.2 სპეციალური საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა

3.2 ტერიტორიის მეტად

მიმზიდველობა

ტურისტებისათვის

3.2.1 ტურისტული ინფრასტრუქტურა

3.2.2 უცხო ენები

3.2.3 მომსახურების მართვა

3.2.4 რეკლამირება

3.3 საზოგადოებრივი

ინფრასტრუქტურის

გაუმჯობესება

3.3.1 სასმელი წყალმომარაგება

3.3.2 სადრენაჟე სისტემა

3.3.3 ტროტუარები

3.3.4 გაზმომარაგების სისტემა

3.3.5 ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესება

4. LEADER

მიდგომისა

ხელშეწყობა და

LAG-ის როლის

გაძლიერება

4.1 LAG-ის, როგორც

ადგილობრივი

განვითარებაში სათანადო

როლის მქონე ერთეულის

გაძლიერება

4.1.1 LAG, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია

4.2 სტრატეგიულ

სექტორებისათვის

ადგილობრივი

განვითარების

სტრატეგიების

შემუშავებისა და

განხორციელების

ხელშეწყობა

4.2.1 სექტორული განვითარებისადმი სტრატეგიული

მიდგომა

Page 41: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

41

4.3 ტერიტორიულ

ერთეულებსა და ქვეყნის

მასშტაბით

ურთიერთთანამშრომლობი

ს პროექტების

განხორციელება

4.3.1 თანამშრომლობა

Page 42: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

42

ღონისძიებები და კომპეტენციები

არსებული პრობლემების გათვალისწინებით, LAG-ის წევრებმა თითოეული სტრატეგიული

მიმართულებისათვის გარკვეული ღონისძიებები შეიმუშავეს. ერთი ღონისძიება შესაძლოა

ერთი ან ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლეოდეს. საერთო

ჯამში, LAG-მა 38 ღონისძიება შეიმუშავა და განსაზღვრა მათ განხორციელებაზე

პასუხისმგებელი მხარეები და/ან ის მხარეები, რომელთაც ამ ღონისძიებების ხელშეწყობა

შეუძლიათ. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ.

1.1.1 სოფლის გზები – სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებამდე მიმავალი გზების მოწესრიგება,

რაც ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში შედის. ამ საკითხზე მუშაობა 2016-2020

წლებისთვისაა დაგეგმილი.

1.1.2 სარწყავი სისტემა - სარწყავი სისტემის ტექნიკური მომსახურება შეიძლება

ერთობლივად უზრუნველყოს სამელორაციო კომპანიამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

1.1.3 სათბურები - ადგილობრივმა ფერმერებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ

თანამედროვე სათბურების მოწყობაში სხვა მოთამაშეებთან ერთად, როგორიცაა დონორები,

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება.

1.1.4 საწყობი - ადგილობრივმა ბიზნესმენებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახად

სამაცივრე მეურნეობა უნდა მოაწყონ.

1.1.5 ელექტრომომარაგება - ადგილობრივმა ენერგოგამანაწილებელმა კომპანიამ უნდა

უზრუნველყოს ფერმების ჩართვა ელექტროსისტემაში.

1.1.6 სათევზე მეურნეობა - ადგილობრივმა მეწარმეებმა ტბებთან სათანადო

ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყონ.

1.2.1 საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო - გადამამუშავებელი საწარმოების/

საკონსერვო ქარხნების მოსაწყობად ადგილობრივმა მეწარმეებმა ინვესტიციები უნდა

მოიძიონ.

1.2.2 სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამანაწილებელი ქსელი – სოფლის მეურნეობის

პროდუქციის გამანაწილებელი ქსელის განვითარება ადგილობრივმა ბიზნესი ინტერესს

უნდა წარმოადგენდეს.

1.2.3 ინფორმაცია/ცოდნა - სხვა რეგიონებიდან საუკეთესო გამოცდილების შემოტანის

პროცესში წამყვანი შეიძლება იყოს ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები, ფერმერთა

Page 43: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

43

მომსახურების ცენტრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-

საკონსულტაციო სამსახურები.

1.2.4 შინაური პირუტყვის კვება - სათანადო სამთავრობო და სამოქალაქო ინსტიტუტების

მხარდაჭერით ადგილობრივმა ფერმერებმა შინაური პირუტყვის კვების წესი უნდა

შეცვალონ, რათა შემცირდეს მოთხოვნა საძოვრებზე.

1.3.1 თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები - სოფლის მეურნეობის

სამინისტრო, ადგილობრივი ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო მასალების მომწოდებლები ის

ძირითადი მხარეებია, რომელთაც შეიძლება ხელი შეუწყონ თანამდეროვე სასოფლო-

სამეურნეო ტექნოლოგიების, აღჭურვილობის და მასალების შემოტანას, ასევე ლაგოდეხში

არსებული ლაბორატორიების გადაიარაღებას.

1.3.2 ბიო-ფერმერული მეურნეობა - ბიო-პროდუქტების წარმოებას ხელი უნდა შეუწყონ

ადგილობრივმა ფერმერებმა და ბიზნესმენებმა. ამისთვის საჭიროა ბიო-პროდუქტების

პოპულარიზაცია მოსახლეობაში, რადგანაც გაზრდილი მოთხოვნა მათი წარმოების გაზრდას

გამოიწვევს.

1.3.3 პროგრამების შესახებ ინფორმირება - არსებული სასოფლო-სამეურნეო პროგრამების

შესახებ საინფორმაციო შეხვედრები უნდა მოაწყონ ფერმერთა სერვის-ცენტრებმა,

მუნიციპალურმა სამსახურებმა, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფმა.

1.3.4 კოოპერატივები - ფერმერებმა, დონორებმა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა

მოაწყონ საინფორმაციო შეხვედრები/სემინარები კოოპერატივებთან დაკავშირებულ

საკანონმდებლო საკითხებზე, რათა დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ სათანადო

ინფორმაცია იურიდიულ, ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე.

1.3.5 საკონსულტაციო ცენტრი - საჭიროა სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-

საკონსულტაციო ცენტრების, ასევე კერძო სერვის ცენტრების ორგანიზაციული განვითარება.

1.3.6 მარკეტინგი & ბრენდირება - ადგილობრივმა ფერმერებმა, კერძო სერვის ცენტრებმა და

ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფმა უნდა განახორციელონ ბაზრის კვლევები, მოაწყონ

ტრენინგები შეფუთვისა და ბრენდირების შესახებ, და სხვა.

2.1.1 ქარსაცავი ზოლები - ნიადაგის დაცვის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების

დაცვის სამინისტრომ, ადგილობრივმა ფერმერებმა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ

თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ ქარსაცავი ზოლების მოწყობაში.

Page 44: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

44

2.1.2 ტყის დაცვა - ამ მიმართულებით მუშაობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების

ადმინისტრაცია, რომელსაც, ორგანიზაციული განვითარების მიზნით და თავის რიგებში

მეტი კვალიფიციური რეინჯერის მოსაზიდად, ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა

სჭირდება. ამ პროცესს ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,

რეგულაციების გამკაცრება და საკანონმდებლო მოთხოვნების განხორციელების

მონიტორინგი.

2.1.3 რეგულაციები - იმ საქმიანობის მონიტორინგი და რეგულირება, რომელიც გარემოს

ზიანის აყენებს; LAG-ის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საინფორმაციო

და სამუშაო შეხვედრების მოწყობა.

2.2.1 ნარჩენების მართვა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვების და

ტრანსპორტირების პრობლემების მოგვარება. LAG-მა ამ პროცესის ადვოკატირება უნდა

მოახდინოს. სათანადო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყენებული უნდა იქნას

დონორების დაფინანსება და მუნიციპალური თანხები.

2.2.2 წყალდიდობების მართვა - მუნიციპალურმა ხელისუფლებამ მდინარეებზე

ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

2.2.3 უპატრონო შინაურ ცხოველებზე მზრუნველობა - მუნიციპალურმა ხელისუფლებამ და

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყოს ისეთი

ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, რომლებიც უპატრონო შინაურ ცხოველებზე იზრუნებს.

2.3.1 გარემოს დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება -

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებზე, მის მნიშვნელობაზე,

სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში გარემოს დაბინძურების

თავიდან აცილების გზებზე - ამ საკითხებზე პასუხისმგებლობა უნა აიღოს LAG-მა,

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სათემო

ორგანიზაციებმა.

2.3.3 განათლება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეების

სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის გეგმა უნდა შეიმუშაოს.

3.1.1 ახალგაზრდობა და გენდერი - ადგილობრივმა სათემო ორგანიზაციებმა, LAG-მა და

ადგილობრივმა ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭირონ ქალთა ინიციატივებს; ასევე, მათ უნდა

დაარსონ ადგილები, სადაც ახალგაზრდობას საზოგადოებაში ყოფნა, სწავლა და მუშაობა

შეეძლება.

Page 45: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

45

3.1.2 სპეციალური საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა - ადგილობრივმა სათემო

ორგანიზაციებმა, LAG-მა და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებმა ხელი უნდა

შეუწყონ პანდუსების მოწყობას, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე პირების

ჩართულობას სხვადასხვა ღონისძიებებში, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობების

გამოყენებაში დაეხმარონ.

3.2.1 ტურისტული ინფრასტრუქტურა - მუნიციპალური ხელისუფლებამ, დაცული

ტერიტორიების ადმინისტრაციამ და LAG-მა უნდა ითანამშრომლონ ბანერებისა და

საინფორმაციო ცენტრების მოწყობის, ტურების ორგანიზების, გიდების მომზადების და სხვა

მსგავსი საკითხების მოგვარების მიზნით.

3.2.2 უცხო ენები - ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და LAG-მა ხელი უნდა

შეუწყოს ინგლისური/ რუსული/ გერმანული ენის კურსების ჩამოყალიბებას.

3.2.3 მომსახურების მართვა - ტურიზმის დეპარტამენტმა, ადგილობრივმა ბიზნესმა და LAG-

მა უნდა იმუშაონ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, უნდა მოაწყონ მომსახურების

მართვის კურსები მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისათვის.

3.2.4 რეკლამირება - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებულმა მხარემ, მათ

შორის კერძო, სამოქალაქო და სახელისუფლებო სექტორებმა ხელი უნდა შეუწყონ

განახლებული ინფორმაციის გავრცელებას ლაგოდეხის, აქ არსებული ტურისტული

მარშრუტებისა და საინტერესო ადგილების შესახებ, რისთვისაც უნდა გამოიყენონ ვებ-

გვერდები, ფეისბუქი, რადიო, ტელევიზია და სხვა.

3.3.1 სასმელი წყალმომარაგება, 3.3.2 სადრენაჟე სისტემა, 3.3.3 ტროტუარები, 3.3.4

გაზმომარაგების სისტემა - სასმელი წყლის ინფრასტრუქტურისა და სადრენაჟე სისტემის

მოწესრიგებაზე, ტროტუარებისა და ადგილობრივი სოფლების გაზმომარაგების სისტემის

მოწყობაზე პასუხისმგებელია მუნიციპალური ხელისუფლება.

3.3.5 ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესება - ადგილობრივმა

ენერგოგამანაწილებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მოძველებული

ელექტროგადამცემი ქსელის განახლება.

4.1.1 LAG, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია - LAG-მა და PRD პროექტმა უნდა

ითანამშრომლონ LAG-ის ისეთ ორგანიზაციად/ასოციაციად ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც

ექნება ეფექტური მართვის სტრუქტურა და შეეძლება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის

განვითარებისათვის საჭირო გეგმების შემუშავება და განხორციელება.

Page 46: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

46

4.2.1 სექტორული განვითარებისადმი სტრატეგიული მიდგომა - LAG-მა, PRD პროექტმა და

სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის ადგილობრივმა ბიზნესმა, მუნიციპალურმა

ხელისფლებამ და სხვებმა უნდა ითანამშრომლონ თითოეული პრიორიტეტული სექტორის

(ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა) განვითარების სტრატეგიის შემუშავების

მიზნით. LAG-მა უნდა უზრუნველყოს ყველა სათანადო დაინტერესებული მხარის

ჩართულობა ამ პროცესში.

4.3.1 თანამშრომლობა - LAG-მა უნდა იმუშაოს სხვა მუნიციპალიტეტებთან, რეგიონებისა და

ქვეყნებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

თავი VI - განხორციელების მექანიზმები

LAG-ის შიდა სტრუქტურა: შტატის, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების და ტექნიკური

გუნდის შემადგენლობა

ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი (შემდგომში LAG-ი) ეფუძნება წევრობას. იგი წარმოადგენს

კერძო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს

კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საერთაშორისოდ აღიარებული

ნორმების, საქართველოს არსებული კანონმდებლობის და საკუთარი წესდების შესაბამისად.

LAG-ი ქ. ლაგოდეხშია ბაზირებული დ მისი საქმიანობა მთელს ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტს მოიცავს. იგი ფუნქციონირებს განუსაზღვრელი ვადით.

LAG-ი წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე საზოგადოებრივი

ორგანიზაციების ნებაყოფლობით, დამოუკიდებელ, არაპოლიტიკურ, მიუკერძოებელ და

დემოკრატიულ გაერთიანებას, რომლის მიზანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თემების

მობილიზაციაა მათთან თანამშრომლობისა და მათი გაძლიერების მიზნით, რათა ხელი

შეუწყოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას.

ასოციაციის საქმიანობა არ უკავშირდება რაიმე პოლიტიკურ მიზნებს და არ გამოხატავს

რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

იგი ფუნქციონირებს შემდეგი პრინციპების დაცვით:

- საზოგადოებრივი ინსტიტუტების, კერძო ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების

წარმომადგენლებს შორის თანასწორობა

- წევრებს შორის თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა მიუხედავად მათი რასობრივი,

გენდერული, რელიგიური, ან პოლიტიკურ კუთვნილებისა, ან პოლიტიკური მოსაზრებებისა.

LAG-ის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის მიმართულება მოიცავს შემდეგს:

Page 47: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

47

- ის ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობას. მისი მუშაობის ძირითადი მიმართულება

სოფლის მეურნეობის განვითარებაა, კერძოდ კი: სოფლის მეურნეობის

კონკურენტუნარიანობის გაზრდა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ხარისხისა და სერვისების

გაუმჯობესება; ეკონომიკური საქმიანობის საშუალებით მუნიციპალიტეტის სოფლებში

დასაქმების შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის

ეკონომიკური გაძლიერება;

- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობა.

- ევროპული გამოცდილების განმტკიცება და სოფლის განვითარებისადმი

დეცენტრალიზებული, 'ქვემოდან ზემოთ' მიდგომა;

- საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის თანხვედრა საყოველთაო აგრარულ

პოლიტიკასთან, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა და ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტის სოფლების გაძლიერებაში წვლილის შეტანა;

- მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროცესის ხელშეწყობა ახალი მეთოდებითა და

რესურსებით, რისთვისაც შეიმუშავებს ინოვაციურ და მიზნობრივ პოლიტიკას;

- არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა სოფლებში;

-ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა, გაძლიერება და გაფართოება ქსელური

ერთეულების შექმნა-განვითარებაში მონაწილეობით;

- ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებს შორის გამოცდილების

ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა;

- მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და

მათი ინიციატივების მხარდაჭერა;

-სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლების მოტივირება, რომ რეგიონის

განვითარებისათვის 'ქვემოდან ზემოთ' მიდგომა გამოიყენონ;

- LEADER მიდგომის გამოყენება სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამისათვის;

- სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების და დისკუსიების ორგანიზება და

მოწყობა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები;

- ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა, მათ

შორის სწავლებისა და ტრენინგების სხვადასხვა სახეები;

- საგრანტო კონკურსების მომზადება და მოწყობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის

განვითარების სტრატეგიაზე მორგებული პროექტების დასაფინანსებლად;

- დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის

მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა ცენტრალურ და

ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით;

- ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მართვა, საინფორმაციო მომსახურება,

კონსულტაციების გამართვა სხვადასხვა სფეროების სპეციალისტებთან და მათი

ჩართულობის უზრუნველყოფა ლაგოდეხის სამოქმედო ჯგუფის სხვადასხვა ეკონომიკური

თუ სოციალური პროექტების ეფექტურად განსახორციელებლად.

Page 48: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

48

წევრობა

„ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის“(LAG) წევრი შეიძლება იყოს ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 18 წელს მიღწეული ნებისმიერი ფიზიკური პირი, ან

იურიდიული პირი, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათი

წარმომადგენლები, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალური ხელისუფლების, ქალაქის გამგეობისა

და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ ასოციაციის მუშაობის ძირითად

პრინციპებს და რომელთაც მის მიერ დასახული მიზნების შესრულებაში თავიანთი

წვლილის შეტანის სურვილი გააჩნიათ.

ასოციაციის მმართველობითი ორგანოს წევრს ეკრძალება ასოციაციის სახელის და

რესურსების გამოყენება მის წესდებაში წარმოდგენილი მიზნებისა და ამოცანების

საწინააღმდეგოდ.

ასოციაციის წევრობა ნებაყოფლობითია. კანდიდატის მიერ წერილობითი განცხადების

შეტანიდან ორი კვირის ვადაში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის

მმართველთა საბჭო (შემდგომში 'საბჭო'), რომელიც ამ გადაწყვეტილებას საერთო კრებას

აცნობებს. გაწევრიანებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საბჭომ გაწევრიანების მსურველს

სათანადო განმარტება უნდა მისცეს. საბჭოს მხრიდან უარის მიღების შემთხვევაში,

გაწევრიანების მსურველს შეუძლია საბჭოს მოსთხოვოს, რომ საკითხი განსახილველად

გაიტანოს უახლოეს საერთო კრებაზე. საერთო კრების გადაწყვეტილება საბოლოოა.

Page 49: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

49

LAG-ის მმართველობითი სტრუქტურა

მმართველთა საბჭო აყენებს „ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის“ პრეზიდენტის, ვიცე-

პრეზიდენტისა და აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურებს, ხოლო გენერალური

ასამბლეა ამტკიცებს მათ.

LAG-ის უმაღლესი მმართველობითი ორგანო საერთო კრებაა. მასში შედის ორგანიზაციის

ყველა წევრი.

გენერალური ასამბლეა

1. შეაქვს ცვლილებები წესდებაში და ამტკიცებს სხვა შიდა მარეგულირებელ დოკუმენტებს,

რომელთა დამტკიცებაც საბჭოს უფლებამოსილებას სცდება;

საერთო კრება

15 სოფლის 100 წარმომადგენელი

არჩევითი დირექტორთა საბჭო

კერძო სექტორი

სამოქალაქო საზოგადოება

მუნიციპალიტეტი

აღმასრულებელი

მდივანი

ვიცე-პრეზიდენტი

ტექნიკური ჯგუფი

პრეზიდენტი

Page 50: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

50

2. ღია ან ფარული კენჭისყრით ირჩევს და ათავისუფლებს საბჭოს წევრებს, პრეზიდენტს,

ვიცე-პრეზიდენტს და აღმასრულებელ მდივანს;

3. საბჭოს მიერ უარის თქმის შემთხვევაში, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წევრების

მიღებისა და გარიცხვასთან დაკავშირებით;

4. იღებს წარმომადგენლობები გახსნის ან დახურვის გადაწყვეტილებას;

5. LAG-ის სახელით იღებს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის/პარტნიორობის

გადაწყვეტილებას;

6. იღებს ასოციაციის რეორგანიზაციის ან დახურვის გადაწყვეტილებას;

7. ადგენს ასოციაციის პრინციპებს და შეიმუშავებს პროგრამებს, მათ შორის ადგილობრივი

განვითარების სტრატეგიას, რომელიც მომზადდა LEADER მიდგომის ფარგლებში;

8. ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს, მისი არსებობის შემთხვევაში;

9. საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ასოციაციის ყველა

წევრისთვის.

მმართველთა საბჭო

1. მმართველთა საბჭო რწმუნებულების მქონე ორგანოა. იგი შესდგება 15 წევრისგან,

რომლებიც წარმოადგენს სამ სექტორს: სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი

ხელისუფლება და კერძო ბიზნესი (თითოეული სექტორიდან ნომინირებულია 5 წევრი).

2. მმართველთა საბჭო ირჩევა ერთი წლის ვადით. იგი საერთო კრების გადაწყვეტილებების

შესრულებას უზრუნველყოფს.

3. ამზადებს ბიუჯეტის პირველად ვარიანტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო

კრებას.

4. საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

5. საერთო კრების მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, ამზადებს საბჭოს

სამოქმედო გეგმას.

6. საერთო კრებას წარუდგენს ასოციაციის ხარჯებს და ხარჯავს თანხებს.

7. საბჭოს წევრებიდან ირჩევს პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და აღმასრულებელი

მდივნის კანდიდატურებს და მათ საერთო კრებას წარუდგენს დასამტკიცებლად.

პრეზიდენტი

1. პრეზიდენტს ირჩევს მმართველთა საბჭო, ერთი წლის ვადით და ამტკიცებს საერთო კრება.

2. პრეზიდენტი უძღვება საბჭოს შეკრებებს, განსაზღვრავს შეხვედრის დღის წესრიგს და

ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

3. ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მესამე მხარის წინაშე პრეზიდენტი წარმოადგენს

ასოციაციას.

4. უზრუნველყოფს ასოციაციის სხვადასხვა ორგანოების კოორდინირებას და მათ შორის

კავშირს.

Page 51: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

51

5. საბჭოსთან ერთად ამზადებს ანგარიშს ასოციაციის საქმიანობის შესახებ და მას საერთო

კრებას წარუდგენს.

6. საბჭოში წარადგენს გარკვეულ პროექტებს.

7. საბჭოსთან ერთად გეგმავს და ორგანიზებას უკეთებს ასოციაციის საქმიანობას, ასევე

ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საჭიროა ერთობლივი სარგებლის მისაღებად.

8. დებს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებებს.

9. საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის იმ საქმიანობაზე, რომელიც

საბჭოსა და საერთო კრების უფლებამოსილებას სცილდება.

10. ხელს აწერს ფინანსურ დოკუმენტებს, კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს

ასოციაციის თანხებს და სხვა მატერიალურ ქონებას, ასევე პასუხისმგებელია ფინანსური

რესურსების სათანადო გამოყენებაზე.

11. ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს

და სხვა პასუხისმგებელ პირებს, მიმდინარე საქმიანობისათვის ქირაობს შტატს და დებს

სამუშაო ხელშეკრულებებს.

ვიცე-პრეზიდენტი

1. ვიცე-პრეზიდენტს ირჩევს მმართველთა საბჭო, ერთი წლის ვადით და ამტკიცებს საერთო

კრება.

2. პრეზიდენტთან ერთად, იგი უზრუნველყოფს საერთო კრებისა და საბჭოს

გადაწყვეტილებების შესრულებას.

3. ცვლის პრეზიდენტს მისი არყოფნის შემთხვევაში.

აღმასრულებელი მდივანი

1. აღმასრულებელ მდივანს ირჩევს მმართველთა საბჭო, ერთი წლის ვადით და ამტკიცებს

საერთო კრება.

2. მმართველთა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, იგი უზრუნველყოფს საერთო კრების

გადაწყვეტილებების შესრულებას.

3. ამზადებს საბჭოსა და საერთო კრების შეხვედრების ოქმებს.

4. ორგანიზებას უკეთებს მმართველთა საბჭოს სხდომებს.

ტექნიკური კოორდინატორები

ტექნიკური კოორდინატორები წარმოადგენენ 'სოფლის თანამონაწილეობითი განვითარების

პროექტს' (ENPARD). ისინი ხელს შეუწყობენ ასოციაციის საქმიანობას და აქტიურად

ჩაერთვებიან მასში; ამას გარდა, ასოციაციის წევრებსა და მმართველობით ორგანოებს

გაუწევენ ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას.

Page 52: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

52

ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა

საგრანტო კონკურსის გამოცხადება

მიზნების, სტრატეგიული მიმართულებებისა და ღონისძიებების განსაზღვრის შემდეგ, LAG-

ი გამოაცხადებს საგრანტო კონკურსს ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური

ინიციატივების (პროექტების) დასაფინანსებლად. LAG-ი შეიმუშავებს აპლიკანტების

შეფასების ძირითად კრიტერიუმებს, ასევე მათ მიერ დასაკმაყოფილებელ პირობებსა და

მოთხოვნებს. ამ პროექტების მხარდაჭერის პროცესი შემდეგია:

1. აპლიკანტებისათვის LAG-ის წევრები მოამზადებენ 'საგრანტო კონკურსის

სახელმძღვანელოს', სადაც მოცემული იქნება საგრანტო კონკურსის კრიტერიუმები

2. მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

3. მოეწყობა იდეების კონკურსი

4. მოეწყობა საგრანტო კომისიის სხდომები და LAG-ის საბჭოს წევრები შეარჩევენ

სათანადო იდეებს

5. გამოცხადდება საგრანტო კონკურსი

6. ექსპერტები და LAG-ის საბჭოს წევრები შეარჩევენ წარმატებულ პროექტებს

7. შერჩეული პროექტები დაფინანსდება

8. LAG-ის საბჭოს წევრები განახორციელებენ პროექტების განხორციელების

მონიტორინგს.

როგორც აღინიშნა, აპლიკაციების წარდგენის პროცესი ორ ფაზად დაიყოფა:

იდეების წარდგენა

სრული საგრანტო განაცხადების წარდგენა

საგრანტო კომპონენტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოქვეყნდება LAG-ის ფეისფუქ-

გვერდზე და ასევე სხვა სათანადო ვებ-გვერდებზე.

ინსტიტუციური ხედვა და LAG-ის ფუნქციონირებისთვის საჭირო ბიუჯეტი: ფიზიკური და

ადამიანური რესურსები, ხარჯები და მონიტორინგის მექანიზმები

LAG-ის მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციამ განსაზღვროს

თავისი ინსტიტუციური სტრატეგია და ჩამოაყალიბოს კონტაქტები სხვა ინსტიტუციებთან,

როგორიცაა ადგილობრივი ხელისუფლება, საფინანსო ინსტიტუტები, დონორები, კერძო

სექტორი და ასევე, ამ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს ერთობლივი პროექტების

განხორციელების მიზნით. ასეთი მიდგომით LAG-ი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის

Page 53: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

53

სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში ჩართულობას და თავისი საქმიანობის

ეფექტურობას.

LAG-ის მიერ წინამდებარე სტრატეგიის შემუშავება ძირითადი მიზნებისკენ მიმავალი

პირველი ნაბიჯია; ასევე არსებითია ამ სტრატეგიის განხორციელება და მისი ხელშეწყობა.

ამისათვის კი საჭიროა სათანადო რესურსები, მათ შორის ადამიანური რესურსი და

ფინანსები.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, LAG-ს გადამწვეტი როლი ექნება ამ სტრატეგიის

განხორციელების პროცესში. LAG-ის მმართველობითი საბჭო უხელმძღვანელებს და

ზედამხედველობას გაუწევს მთელს პროცესს, მაგ., საქმიანობის განხორციელებას, დასახული

მიზნების მიღწევას, ცვლილებების შეტანის საჭიროებას, ასევე განახორციელებს

მონიტორინგისა & შეფასების სხვა ამოცანებს.

თავის მხრივ, სტრატეგია მოიცავს სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტს, ანუ მის

ფარგლებში განხორციელებული პროექტები სხვადასხვა სექტორებს შეეხება და ყველა

მათგანის განსახორციელებლად საჭირო იქნება სათანადო თანხების/ბიუჯეტის გამოყოფა.

პროექტების მომზადება და მათი წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად იქნება

დამოკიდებული LAG-სა და ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივ ბიზნესსა და

სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.

ამასთან დაკავშირებით სასარგებლო იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ

ინფორმაციის ქონა, რადგანაც ამ ინფორმაციის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს სხვადასხვა

პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა.

სტრატეგიის განხორციელების პროცესის მონიტორინგ ძირითადად LAG-ის საბჭო

განახორციელებს. ძირითადი სამონიტორინგო საქმიანობა მოიცავს თავად სტრატეგიული

დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს, ასევე ამ

დოკუმენტებში მოცემული ინდიკატორების მონიტორინგს.

მონიტორინგის მექანიზმი, ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგები დადგინდება ამ

პროცესის დასაწყისში, რის შემდეგაც ისინი პერიოდულად (კვარტალურად, წლის შუაში და

ყოველწლიურად) გადაიხედება და განახლდება. ასევე, თუ საქმიანობის მონიტორინგისა და

შეფასებისას დაფიქსირდება შეუსაბამობები, ან დაგვიანება, საქმიანობაში შეტანილი იქნება

სათანადო ცვლილებები.

Page 54: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

54

გენდერი: მამაკაცი (1) ქალი (2)

სექტორი: საზოგადოებრივი (1) მუნიციპალური (2) ბიზნესი (3) საშუალო საშ. (მამაკაცი)საშ.

(ქალი)საშ. სექტორი1 საშ.სექტორი 2 საშ.სექტორი 3

სახელი & გვარი პრობლემები

1. გარემოს დაცვა 7.4 7.2 7.6

1 ნარჩენების მართვის პრობლემები 8.7 8.5 8.9 8.5 9.5 8.2

2საზოგადოების დაბალი ცნობიერების დონე გარემოს დაცვის საკითხებზე

6.8 6.7 7.0 7.3 7.3 6.1

3ნაგვის ყუთებისა და ნაგავმზიდების არასაკმარისი რაოდენობა

8.4 8.2 8.6 8.5 8.9 7.9

4 უპატრონო შინაური ცხოველები 6.3 6.5 5.9 5.6 7.1 6.3

5 ტყის უკანონო ჭრა 7.1 6.9 7.4 8.2 7.4 6.0

6

მდინარეთა აუზების ცუდი მდგომარეობა (დაბინძურება, წყალდიდობები,

ნაპირსამაგრი ნაგებობების არარსებობა...) 8.1 8.2 8.0 7.9 8.4 8.0

7 ქარდამცავი ზოლების ნაკლებობა 6.9 6.6 7.5 7.3 7.5 6.3

8

საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმების

არარსებობა 6.7 6.4 7.4 7.3 7.3 5.9

9 დაბინძურება ტურიზმის გამო 6.1 5.9 6.6 6.4 5.2 6.5

10ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გარემოს დაბინძურება

8.6 8.6 8.7 8.8 8.5 8.6

2. სოციალური/ახალგაზრდობა 6.7 6.4 7.1 0.0 0.0 0.0

11ახალგაზრდების გასართობი ადგილების ნაკლებობა, ან არარსებობა

8.3 8.5 8.0 8.6 8.5 8.0

12ქართული ენის ცოდნის პრობლემა ეთნიკური უმცირესობებისთვის

6.0 6.1 5.8 6.1 6.9 5.2

13უნარშეზღუდულ პირებზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის არარსებობა

7.3 7.4 7.1 8.4 7.5 6.2

14უნარშეზღუდული პირების სოციალური ინტეგრაციის დაბალი დონე

6.9 6.9 6.8 7.8 6.8 6.0

15 ოჯახური ძალადობა 5.6 5.1 6.5 6.1 5.9 5.0

16 ნაადრევი ქორწინება სოფლებში 5.5 5.0 6.4 6.6 6.0 4.1

17

გენდერული დისბალანსი და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა

დაბალი ჩართულობა 4.9 4.1 6.4 5.7 5.7 3.6

18 უმუშევრობა 9.3 9.0 9.7 9.3 9.5 9.1

19 მიგრაციის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიგრაციის მაღალი დონე 7.6 7.3 8.2 7.8 7.7 7.4

20

საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (ბანკები, სილამაზის სალონები, ჯანდაცვის

ობიექტები...) სიმცირე და დაბალი ხარისხი (1,2,3, 19, 23 ინფრასტრუქტურა)

5.5 5.2 6.1 5.6 5.1 5.7

დანართი 1

Page 55: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

55

3. სოფლის მეურნეობა 7.7 7.4 8.2 0.0 0.0 0.0

21

სარწყავი სისტემის ცუდი მდგომარეობა და ტექნიკური მომსახურების დაბალი

დონე 8.4 8.7 8.0 8.4 8.7 8.2

22

თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და

მასალების ნაკლებობა 7.6 7.3 8.1 6.6 8.7 7.6

23 ნიადაგის გამოკვლევის აუცილებლობა 7.9 7.6 8.5 7.6 8.3 8.0

24

სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის

უქონლობა ფერმერებში7.2 6.8 7.9 7.3 7.8 6.8

25 სოფლის შიდა გზების ცუდი მდგომარეობა 8.5 8.4 8.7 8.7 8.9 8.1

26 სათიბ-საძოვრების სიმცირე 8.0 7.8 8.3 8.2 8.2 7.6

27კოოპერატივების შექმნის პროცედურების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა

7.4 7.0 8.1 7.7 7.8 6.8

28 დამხმარე სერვისების დაბალი დონე 7.2 6.8 7.8 7.3 7.7 6.7

29 გარემოს დაბინძურების შემთხვევები 7.6 7.3 8.2 7.9 8.2 6.9

30 ნიადაგის ხარისხის დაქვეითება 7.2 6.5 8.5 7.4 8.0 6.4

31 სათბურების დაბალი ხარისხი 7.4 7.1 7.8 7.0 8.1 7.1

32 სასაწყობო შენობა-ნაგებობების სიმცირე 7.9 7.8 8.0 7.7 9.1 7.1

33სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნების ნაკლებობა

9.0 8.6 9.7 9.1 9.5 8.5

34 ბაზრების ნაკლებად ხელმისაწვდომობა 6.4 6.1 6.8 5.8 7.4 6.1

35 მიწის ნაკვეთების დაბინძურება 7.2 6.8 8.1 7.7 8.1 6.2

4. ინფრასტრუქტურა 6.6 6.7 6.5 0.0 0.0 0.0

36

გაზმომარაგების სისტემის დაფარვის მცირე არეალი და ენერგორესურსების

ნაკლებად ხელმისაწვდომობა 6.5 6.9 5.7 6.6 7.3 5.9

37

ელექტრომომარაგების დაბალი ხარისხი (ხშირი გათიშვები, არ ხდება ფერმების

ელექტრომომარაგება...) 6.7 6.9 6.5 6.5 7.7 6.2

38განუვითარებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, მოუწყობელი ტროტუარები

7.2 7.2 7.3 7.6 8.3 6.2

39 სასმელი წყლის სისტემის გაუმართაობა 8.0 8.2 7.6 7.8 9.1 7.4

40ავტობუსის გაჩერებების არარსებობა ზოგიერთ სოფელში

5.5 6.1 4.5 4.8 6.6 5.4

41 სასმელი წყლის სიმცირე/ წყლის ცუდი ხარისხი 7.9 8.1 7.5 7.2 8.9 7.8

42

სამინისტროებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა (ურთიერთგადამკვეთი

საკითხები) 6.4 6.4 6.4 6.0 7.5 6.0

43 არასაკმარისი ქუჩის განათება ზოგიერთ სოფელში 4.7 4.8 4.5 4.4 6.2 3.9

44სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობა სოფლების მთავარ გზებზე

7.1 6.9 7.5 7.6 7.2 6.7

45 დაზიანებული ან არასაკმარისი სადრენაჟე სისტემა 7.9 7.6 8.3 8.5 8.6 6.8

46 ინტერნეტისადმი ნაკლები წვდომა 5.1 4.7 5.8 3.8 6.0 5.5

Page 56: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

56

5. ტურიზმი 7.8 7.9 7.8 0.0 0.0 0.0

47სათანადო ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობა

8.1 8.2 7.9 7.7 8.5 8.2

48 უცხო ენების უცოდინრობა 8.0 8.2 7.7 7.0 8.5 8.6

49 მომსახურების დაბალი ხარისხი 7.0 7.1 6.8 6.8 7.7 6.7

50 ტურიზმის ნაკლებად ხელშეწყობა 7.7 7.8 7.5 8.0 7.5 7.6

51

ინფრასტრუქტურის დაზიანება სეზონური ბუნებრივი მოვლენების და

კატასტროფების შედეგად 8.0 7.7 8.6 8.7 7.8 7.6

52ადგილზე არსებული ტურისტული რესურსების გამოუყენებლობა

8.2 8.1 8.3 8.2 8.4 8.0

სექტორი1 18.0

სექტორი2 15.0

სექტორი3 21.0

Page 57: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

57

საბჭოსა და ტექნიკური გუნდის მიერ მინიჭებული

ქულები

საერთო კრების მიერ

მინიჭებული

ქულები

ორთავე

რანჟირების

შედეგები

სტრატეგიული

მიმართულება

წონა ღონისძიე

ბა

სახელი თავდაპირველი

პრიორიტეტები

საბოლოო

პრიორიტეტები

1.1. სასოფლო-სამეურნეო

ინფრასტრუქტურის

გაუმჯობესება

5.3% 1.1.1. სოფლის გზები 7.3 0.389

1.1.2. სარწყავი სისტემა 8.7 0.466

1.1.3 სათბურები 7.5 0.400

1.1.4 საწყობი 7.4 0.394

1.1.5 ელექტროენერგია 5.7 0.306

1.1.6 სათევზე მეურნეობა 4.3 0.229

1.2. სოფლის მეურნეობის

პროდუქტიულობის გაზრდა

და საწარმოო ღირებულებათა

ჯაჭვის განვითარება

12.0% 1.2.1 საკვები პროდუქტების

გადამამუშავებელი საწარმო

9.0 1.080

1.2.2 გამანაწილებელი ქსელი 7.9 0.950

1.2.3 ინფორმაცია/ცოდნა 7.2 0.857

1.2.4 შინაური პირუტყვის კვება 7.4 0.881

1.3. კვლევების

ხელმისაწვდომობა, უნარ-

ჩვევების განვითარება და

დამხმარე სერვისები

2.7% 1.3.1. თანამედროვე სასოფლო-

სამეურნეო ტექნოლოგიები

8.7 0.233

1.3.2 ბიო-ფერმერული მეურნეობა 8.0 0.214

1.3.3 პროგრამების შესახებ

ინფორმირება

6.8 0.181

1.3.4 კოოპერატივები 7.3 0.197

1.3.5 საკონსულტაციო ცენტრი 6.2 0.166

1.3.6 მარკეტინგი და ბრენდირება 7.5 0.202

2.1. საქმიანობის იმგვარად

წარმართვა, რომ გარემოს არ

მიადგეს ზიანი

15.8% 2.1.1. ქარსაცავი ზონები 7.8 1.232

2.1.2 ტყის დაცვა 8.0 1.261

2.1.3 რეგულაციები 7.7 1.219

2.2. გარემოს დაცვის საკითხების

მართვა

18.6% 2.2.1 ნარჩენების მართვის

პრობლემები

8.7 1.620

2.2.2 წყალდიდობების მართვა 8.1 1.512

დანართი 2

Page 58: Lagodekhi Local Action Group - ENPARD.GEenpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/FINAL-Lagodekhi... · 3 შინაარსი შესავალი ..... 5 ადგილობრივი

58

2.2.3 უპატრონო შინაურ ცხოველებზე

მზრუნველობა

5.8 1.080

2.3. გარემოს დაცვასთან

დაკავშირებული განათლება

და ცოდნა

7.4% 2.3.1 საზოგადოებრივი ცნობიერების

ამაღლება გარემოს დაცვის

საკითხებზე

8.0 0.591

2.3.2 განათლება 8.3 0.613

3.1. სოციალური დაცვა და

თანასწორობის ხელშეწყობა

12.7% 3.1.1 ახალგაზრდების გართობა 8.3 1.050

3.1.2 სპეციალური საჭიროებების

მქონე პირების მხარდაჭერა

8.2 1.035

3.2. ტურისტებისათვის

ტერიტორიის

მიმზიდველობის გაზრდა

18.9% 3.2.1 ტურისტული ინფრასტრუქტურა 7.5 1.427

3.2.2 უცხო ენები 7.5 1.412

3.2.3 მომსახურების მართვა 7.2 1.367

3.2.4 რეკლამირება 7.2 1.355

3.3 საზოგადოებრივი

ინფრასტრუქტურის

გაუმჯობესება

6.6% 3.3.1 სასმელი წყალმომარაგება 9.0 0.597

3.3.2 სადრენაჟე სისტემა 7.4 0.490

3.3.3 ტროტუარები 6.7 0.444

3.3.4 გაზმომარაგების სისტემა 7.6 0.502

3.3.5 ელექტრომომარაგების ხარისხის

გაუმჯობესება

7.7 0.509