ჩვენ ვქმნით თქვენს...

12
გვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა გედევანიშვილი: “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში უამრავ წარმატებას მიაღწია!” საერთაშორისო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამები 14 თებერვალი, 2013 წელი მიმართვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - გზა წარმატებისკენ! ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!! #2(5)

Transcript of ჩვენ ვქმნით თქვენს...

Page 1: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

გვ. 2

გვ. 3

გვ. 4

გვ. 5

გვ. 6–9

მარინა გედევანიშვილი: “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში უამრავ წარმატებას მიაღწია!”

საერთაშორისო თანამშრომლობა

საგანმანათლებლო პროგრამები

14 თებერვალი, 2013 წელი

მიმართვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - გზა წარმატებისკენ!

ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!

#2(5)

Page 2: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

2

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვახტანგ წივწივაძეკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ქ. ბაქოს “ოდლარ იურდუს” უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა. 2005, 2007 და 2012 წლებში კსუ-მ წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან ჩვენი პროგრამების შესაბამისობა აღიარა, ამდენად საშუალება გვაქვს, ათეულზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამა განვახორციელოთ.

ზოგადად, უნივერსიტეტის წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებუ-ლი. ჩვენ რეგიონულ სპეციფიკასა და მოთხოვნებზე ვართ ორიენტირებული. შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად აუცილე-ბელ გარემოს სწორად შერჩეული აკადემიური გუნდი ქმნის. მრავალფეროვა-ნი სასწავლო პროგრამები კი საშუალებას იძლევა, საქართველოშივე მიიღოთ მაღალი კლასის განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევებით აღიჭურვოთ.

ეროვნულ კულტურაზე ზრუნვა და განათლების სექტორის განვითარება საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის წინაპირობას ქმნის. ჩვენ ვითვა-ლისწინებთ ქვეყნის მდგომარეობას, გვსურს მისი აღმშენებლობის პროცესში წვლილის შეტანა და, მაღალი ხარისხის პარალელურად, მომხმარებელს დე-მოკრატიული ფასები შევთავაზეთ. კსუ-ში სწავლის საფასური სახელმწიფო გრანტის ტოლია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს ისეთი სპეციალისტების აღზრდაზე, რომლებიც შეძლებენ, ხელი შეუწყონ

ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას სწავლებისა და კვლევის ხარისხის სრულყოფას ვუთმობთ. ფართოვდება საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც დღეისათვის, უნივერსიტეტის პრი-ორიტეტად რჩება.

კომფორტული სასწავლო გარემო, მატერიალურ–ტექნიკუ-რი ბაზის მუდმივი მოდერნიზაცია, საჯარო შეხვედრები აქ-ტუალურ თემებზე, სტუდენტის მრავალმხრივ განვითარებას ისახავს მიზნად. უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზებში

“მოწვეული სტუმრის” პროგრამის ფარგლებში გამართული შეხ-ვედრები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, უშუალო კონტაქ-

ტი დაამყარონ პოლიტიკის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტო-რის ცნობილ წარმომადგენლებთან. ყოველივე ეს სტუდენტთა თვალსა-

წიერს აფართოებს და დასაქმების პერსპექტივას უქმნის მათ. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველაზე წარმატებულ კომპანიებ-

თან. პრაქტიკულ კურსებს კსუ-ში მენეჯერები, ცნობილი მოსამართლეები, ბიზნესმენები და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები კითხულობენ. ეს სტუდენტს მომავალში, საჭირო საკომუნიკაციო ქსელის გარდა, წარჩინე-ბით სწავლის დამატებით მოტივაციას უქმნის. დაინტერესებული მკითხველი ჩვენს ვებ-გვერდზე დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციას იოლად იპოვის.

დღეისათვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკე-თესო უმაღლესი დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებში შემოქმედებითი იდეებისა და ლიდერის თვისებების გამომუშავებისთვის, მათი მისწრაფებე-ბისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ყველა პირობას ქმნის.

გამოიყენეთ ეს შანსი!

ძვირფასო აბიტურიენტებო!თქვენი არჩევანი განსაზღვრავს თქვენს წარმატებულ მომავალს, ამიტომ გირჩევთ უკეთ გაეცნოთ კავკასიის საერთაშორისო უნი-

ვერსიტეტის საქმიანობას, გუნდსა და იმ მიმართულებებს, რომლებიც პრიორიტეტულად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, ჩვენი გაზეთის ფურ-ცლებზე განთავსებული ინფორმაცია სასარგებლო გზამკვლევობას გაგიწევთ და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოირჩევა: სწავლების მაღალი დონით, კვალიფიციური აკადემიური პერსონალით, ევროსტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებითა და ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. გარდა ამისა, ფარ-თო საერთაშორისო თანამშრომლობა ცოდნის გამდიდრებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

რთულია, მოკლედ გიამბოთ უნივერსიტეტის შესახებ. თუკი იზიარებთ კსუ-ს მისიას, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ ოჯახში!

კახაბერ კორძაიაკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კიოტოს უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

რექტორის მიმართვაძვირფასო მკითხველო!მოხარული ვარ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, ჩვენი

პერიოდული გამოცემის ფურცლებიდან მოგესალმოთ. ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეები სერიოზული არჩევანის წინაშე დგანან:

მათ უნდა გადაწყვიტონ, რა გზით წარმართავენ ცხოვრებას, რა ცოდნასა და უნარებს დაეუფლებიან, რამდენად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრასა და რეალიზებას. რამდენადაც რთულია და საპასუხისმგებლო ეს არჩევანი, იმდენადვე სასიამოვნოა ყველა იმ შედეგის გააზრება, რაც აღნიშნულ პროცესს ბუნებრივად ახლავს.

ჩვენი ამბიცია — ვიყოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი – ვემსახუროთ საზოგადოებას ახალი ცოდნის გენერირებითა და სწავლებით, შრო-მის ბაზრისთვის მოვამზადოთ სტუდენტები, გვავალდებულებს, მსოფლიო საგან-მანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესების თანაზიარნი ვიყოთ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო, სამეცნიერო–კვლევითი და კულტურული კერაა, რომელიც ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის განვითარებას და ისეთი ახალგაზრდების აღზრდას, თა-ვიანთი კვალიფიკაციით, თანამედროვე ბაზრის მზარდ მოთხოვნებს რომ დააკმა-ყოფილებენ. უნივერსიტეტი ორიენტირებულია რეგიონულ სპეციფიკასა და მოთხოვნებზე, ქმნის ცოდნის მიღებისათვის აუცილებელ გარე-მოს, აკმაყოფილებს არსებულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში და ნერგავს სწავლე-ბის თანამედროვე სტანდარტს.

პროგრამების ხარისხის განვითარების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც საქართველო-ში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებთან. ამ გაზეთის ფურცლებსა და ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენ იხილავთ იმ უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების ნუსხას, რომლებთან თანამშრომლობითაც მრავალი ერ-თობლივი პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებე-ლი. კსუ-ში მუდმივად ვზრუნავთ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება-განხორციელებაზე. განსაკუთრე-ბულ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს დიდ ოჯახში კვალიფიციური ინტელექტუალური რესურსის მოზიდვას. ვიზიარებთ და თავადაც ვახდენთ ბოლონიის პროცესის აღიარებით დანერგილი საერთო ფასეულობების პოპულარიზაციას.

ჩვენი მიზანია: • ახალგაზრდებისმოქალაქეობრივიშეგნებისჩამოყალიბებისხელშეწყობა;• პიროვნულიზრდა;• თანამედროვეცოდნისგანვითარებადაშენარჩუნება.გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი საშუალებას მოგცემთ სა-

უკეთესო პროფესიულ შედეგებს მიაღწიოთ და საზოგადოებაში ღირსეული ად-გილი დაიმკვიდროთ.

ჩვენ ნიჭიერ სტუდენტებს ველით და მათს წარმატებულ მომავალზე ვზრუ-ნავთ!

მიმართვა

Page 3: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

3

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიინტერვიუ

კავკასიის საერთაშორისო

უნივერსიტეტი მუდმივ განვი-

თარებაზეა ორიენტირებული.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

ძალისხმევას არ იშურებს, რომ

სტუდენტებს საუკეთესო გარემო

შეუქმნას. ამ და სხვა საკითხებ-

თან დაკავშირებით გთავაზობთ

ინტერვიუს კავკასიის საერთაშო-

რისო უნივერსიტეტის რექტო-

რის მოადგილესთან, ხარისხის

უზრუნველყოფის სამსახურის

ხელმძღვანელ, პროფესორ

მარინა გედევანიშვილთან:

— ქალბატონო მარინა, რა სიახ-ლეებია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და რით არის ის საინტერესო აბიტურიენტებისათ-ვის?

— კავკასიის საერთაშორისო უნი-ვერსიტეტმა ბოლო ერთ წელიწად-ში იმდენ წარმატებას მიაღწია, რამ-დენსაც ბევრი სხვა, წლების განმავ-ლობაში ვერ მიაღწევდა.

— რას გულისხმობთ? — უნივერსიტეტმა:

• წარმატებითგაიარაავტორიზა-ცია;

• ყველა პროგრამას 5 წლის ვა-დითმიენიჭააკრედიტაცია;

• მოიპოვასამსაფეხურიანისწავ-ლების უფლება და თებერვლისთვიდან მსურველთა მიღებასიწყებს ბიზნესის ადმინისტრი-რების სადოქტორო პროგრამა-ზე;

• გასულწელსორიშენობაშეიძი-ნადასაერთაშორისოსტანდარ-ტებისდონეზეგაარემონტა;

• მიმდინარე სასწავლო წელსსამჯერ გაიზარდა სტუდენტთასაერთოკონტინგენტი.

ასევე, დღეისათვის უნივერსი-ტეტს გააჩნია საკუთარი ტელე და რადიო სტუდიები, სამონტაჟო კა-

ბინეტები, სტომატოლოგიური და იურიდიული კლინიკები, მედიცი-ნისა და სტომატოლოგიის საბაზი-სო დისციპლინების შემსწავლელი სასწავლო-კვლევითი ლაბორატო-რიები, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, ტურიზმის კაბინეტი, კავკასიური გეოპოლი-

ტიკური მოდელირების ლაბორატო-რია, კონფლიქტებისა და სამშვიდო-ბო პროცესების კვლევის ცენტრი, ადამიანური უსაფრთხოების კვლე-ვითი ცენტრი, კარიერის სტრატე-გიული დაგეგმვის ცენტრი, ფარ-მაცევტული სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, სტამბა და სხვა.

დიახ, ეს ყველაფერი ბოლო ერთ წელიწადში მოხდა!

— როგორია გარემო, რითაც უნი-ვერსიტეტი სტუდენტების ახალ ნა-კადს დახვდება?

— სწავლების უახლესი მეთოდები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვი-ლი კომფორტული აუდიტორიები და საკონფერენციო დარბაზები, სას-წავლო და კვლევითი ლაბორატორი-ები, საგანმანათლებლო პროგრამე-ბის შესაბამისი ლიტერატურითა და ელექტრონული რესურსით მდიდარი ბიბლიოთეკები, ცოდნის მიღებისთ-ვის ოპტიმალურ გარემოს ქმნის.

— აკადემიურ პერსონალზე რას გვეტყვით?

— რაც შეეხება პროფესორ–მას-წავლებლებს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მაღალკვალიფი-ციური და საქვეყნოდ ცნობილი აკა-დემიური პერსონალითა და მოწვე-ული პროფესორ–მასწავლებლებით, როგორებიც დღეს ჩვენს უნივერსი-ტეტში მოღვაწეობენ, ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებელი იამაყებ-

და.საერთაშორისო სტანდარტების შე-

სატყ ვისი საგანმანათლებლო პროგ-რამები და სასწავლო პროცესი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავ-ლება და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვა-

ლიფიციური კადრების აღზრდას უწყობს ხელს, სტუდენტთა და აკა-დემიური პერსონალის მობილობას უზრუნველყოფს.

უნივერსიტეტის მისია და მისი განვითარების კონცეფცია სტუდენ-ტებისა და აკადემიური პერსონა-ლის აქტიურ კვლევით საქმიანობა-საც მოიაზრებს. 2009 წლიდან კსუ გამოსცემს სამენოვან, რეფერირე-ბად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალს – “კავკასიის საერთაშო-რისო უნივერსიტეტის მაცნე”, სა-დაც ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის თვალსაჩინო მეცნიერებისა და სა-ზოგადო მოღვაწეთა ნაშრომები იბეჭდება.

— რამდენადაც ცნობილია, კავკა-სიის საერთაშორისო უნივერსიტე-ტით უცხოელი სტუდენტებიც ხში-რად ინტერესდებიან.

— ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უც-ხოელი სტუდენტების მოსაზიდად, რისთვისაც ინგლისურენოვან და რუსულენოვან პროგრამებს ვამზა-დებთ.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალ-ში სააკრედიტაციოდ წარვადგენთ კიდევ რამდენიმე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას.

საერთაშორისო თანამშრომლო-ბის თვალსაზრისითაც აქტიურად ვმუშაობთ, უნივერსიტეტი ამჟამად მონაწილეობს ტასის ტემპუსის ორ პროექტში, ესენია: “ბიზნესის ადმი-ნისტრირების მიმართულების სამა-გისტრო და სადოქტორო პროგრა-მების განვითარების პრობლემები” და “საკრუიზო ტურიზმი”.

ამდენად, როგორც ხედავთ, კავ-კასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტი ცოდნის მიღებისთვის ოპტი-მალურ გარემოს ქმნის.

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში უამრავ წარმატებას მიაღწია!”

მარინა გედევანიშვილი:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ცოდნის მიღებისთვის ოპტიმალურ გარემოს

ქმნის.

Page 4: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

4

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისაერთაშორისო თანამშრომლობა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა

ყარსის კავკასიის უნივერსიტეტთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

გააფორმა2012 წლის 30 მაისს კავკასიის

საერთაშორისო უნივერსიტეტმა ყარსის კავკასიის უნივერსიტეტ-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელ-

შეკრულება უამრავი ერთობლივი, საინტერესო პროექტის განხორცი-ელებას ითვალისწინებს — ამოქ-მედდება გაცვლითი პროგრამები, როგორც პროფესურის, ასევე სტუ-დენტებისათვის, განხორციელდე-ბა საერთო კვლევითი პროექტები, საფუძველი ჩაეყრება ურთიერთო-ბას უნივერსიტეტების ბიბლიოთე-კებს შორის და ა.შ.

ყარსის კავკასიის უნივერსიტე-ტის 15 ქართულენოვან სტუდენტს საშუალება მიეცემა 1-2 სემესტრის განმავლობაში სწავლა ჩვენს უნი-ვერსიტეტში გააგრძელოს.

ოდლარ იურდუს უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც იძლევა სწავლებისა და მეცნი-ერული კვლევების გამოცდილების გაზიარების, სტუდენტთა და პრო-ფესორთა შორის მჭიდრო კონტაქ-ტების დამყარების, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის საშუალებას, ასევე, კულტურათა შორის დიალოგისა და ინტეგრა-ციის შესაძლებლობას.

ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი უნი-ვერსიტეტია Odlar Yurdu (ბაქო, აზერბაიჯანი) — კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც სამსაფეხურიანი სწავლებაა, აქ ფუნქციონირებს: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და ასპირანტურა. უნივერსიტეტს ხუთი ფაკულტე-ტი აქვს: პედაგოგიური, ბიზნესისა და მენეჯმენტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე, მედიცინის.

უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და აქვს კარგი რეპუტაცია, შესაბამისად, Odlar Yurdu სამართლიანად ამა-ყობს თავისი პედაგოგებითა და სტუდენტებით.

კავკასიის საერთაშორისო უნი-ვერსიტეტი და Odlar Yurdu მომა-ვალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და

გირესუნის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის

2012 წლის 6-7 დეკემბერს თურქეთ-ში, გირესუნის უნივერსიტეტში, გა-იმართა შავი ზღვის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილე-ობას იღებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუმინეთის, ირანის, უკრა-ინის, საქართველოსა და დიდი ბრიტა-ნეთის უნივერსიტეტების რექტორები, პოლიტოლოგები და წამყვანი მეცნი-ერები.

საქართველოდან სიმპოზიუმში მო-ნაწილეობა მიიღო კავკასიის საერთა-შორისო უნივერსიტეტმა. გირესუნის უნივერსიტეტსა და კავკასიის საერ-თაშორისო უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს საფუძვე-ლი ჩაუყარა კავკასიის საერთაშორი-სო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარ-

ტამენტის ხელმძღვანელმა, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუ-ტის დირექტორმა, ალექსანდრე რუ-სეცკიმ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტის რექტორმა ბატონმა კახაბერ კორძაიამ გირესუნის უნივერსიტეტის რექტორთან — აიგუნი ათართან ერ-თად გახსნა სიმპოზიუმი და აღნიშნა, რომ კავკასია მსოფლიო გეოპოლიტი-კურ რუკაზე გადამწყვეტ როლს თამა-შობს. მისმა გამოსვლამ დიდი ყურად-ღება დაიმსახურა.

ორი დღის განმავლობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექ-ტორმა ბატონმა კახაბერ კორძაიამ და პროფესორებმა — სოციალურ მეც-ნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა თხილავამ, საერთაშორისო ურთიერ-თობების მიმართულების ხელმძღვა-ნელმა თამარ კიკნაძემ და ინოვაცი-ებისა და სტრატეგიული განვითარე-ბის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლგა დოროხინამ სხვა-დასხვა თემებზე წაიკითხეს მოხსენე-ბები.

კახაბერ კორძაიას თემა შეეხებოდა უნივერსიტეტის როლს სამშვიდობო პროცესებში; თამარ კიკნაძის მოხსე-ნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემას მოიცავდა; ეკა თხილავამ საერთო-კავკასიური საინფორმაციო სივრცის შესახებ ისაუბრა, ხოლო ოლგა დოროხინამ მიმოიხილა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების როლი და მნიშვნელობა კავკასიის რე-გიონისთვის.

აღსანიშნავია, რომ თამარ კიკნაძე სიმპოზიუმის მეოთხე სესიის მოდერა-ტორიც იყო.

6 დეკემბერს გირესუნის უნივერსი-ტეტის რექტორმა ქალბატონმა აიგუ-ნი ათარმა მსოფლიოს წამყვან ხუთ უნივერსიტეტთან და, მათ შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

საერთაშორისო თანამშრომლობაკსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური სტუდენტთა და აკადე-

მიური პერსონალის მობილობას უზრუნველყოფს. ჩვენ მრავალ უცხოურ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ, იგეგმება ინტეგრირებული პროგრა-მების შემუშავებაც.

კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება უნივერსიტეტის საერთა-შორისო თანამშრომლობის სტრატეგიას ემყარება და საუნივერსიტეტო საქმიანო-ბის ყველა სფეროს, უმთავრესად კი, ინტეგრირებულ სწავლებასა და სამეცნიერო კვლევებს მოიცავს.

მობილობის ხელშემწყობი პროგრამების მეშვეობით, ჩვენი უნივერსიტე-ტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ახალ გამოცდილებას იძე-ნენ. ახალგაზრდები ცოდნის შევსებაზე, პროფესურა კი — კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს.

უცხოეთის საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრებთან პარტნიორული ურ-თიერთობის დამყარება ჩვენი უნივერსიტეტის პრიორიტეტია. აკადემიური

სივრცის გაფართოება-ინტერნაციონალიზაცია სახელმწიფოებრივი მნიშვ-ნელობის ამოცანაა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორები არიან:• ოდლარ იურდუს უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი);• ბრნოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა);• კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი); • სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა);• ყირიმის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (უკრაინა);• რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი (ფლორენცია, იტალია);• გირესუნის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა);• ყარსის კავკასიის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა);• “FAIMER-IMED” (საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის

განვითარების ფონდი);• “AVICENA” (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია).

Page 5: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

5

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიგზა წარმატებისკენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტი უწყვეტად და პერმანენტუ-ლად ვითარდება, შესაბამისად, ახალ სასწავლო წელს უამრავი საინტერესო სიახლით შეხვდა.

2012 წლის 18 სექტემბერს კავკა-სიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია კიდევ ერთხელ, წარ-მატებით გაიარა. შესაბამისად, მას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების სტატუსი 5 წლის ვადით გაუგრძელდა.

ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში სწავლა სამსაფეხურიანი გახდა, კსუ-ს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა კი 2000-ით განისაზღვრა.

ცხადია, ასეთი წარმატების მიღწე-ვა უნივერსიტეტმა პროგრამების ხა-რისხის გაუმჯობესებითა და მატერი-ალურ-ტექნიკური ბაზის განახლებით შეძლო.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გა-მოცდებზე გამსვლელთაგან კავკა-სიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ, მეორე და მესამე ვარიანტად

2223-მა აბიტურიენტმა შემოხაზა. მათ შორის, პირველ, სასურველ ადგილად, სადაც სწავლის გაგრძელებას ამჯო-ბინებდა, 341-მა დაასახელა. ამ თვალ-საზრისით, კსუ ბევრ უმაღლეს დაწე-სებულებას უსწრებს.

ასეთი მაჩვენებელი, პირველ რიგში, იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ კავკა-სიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საუკეთესო პროფესორ-მასწავლებ-ლები მოღვაწეობენ, სწავლების სა-ფასური ხელმისაწვდომია, საკმაოდ დაბალანსებული, მაშინ, როდესაც ხა-რისხი — ძალიან მაღალია.

კსუ-ს ყველა სტუდენტთან ინდივიდუ-ალური მიდგომა აქვს, რაც პირდაპირაა ორიენტირებული მათი ინტერესების დაცვაზე. ამასთან, უნივერსიტეტის მეს-ვეურებს კარგად ესმით, რომ ყოველგ-ვარ ავტორიტეტს გაფრთხილება სჭირ-დება და ყოველდღიურად ცდილობენ არჩეული კურსიდან არ გადაუხვიონ.

დღეისათვის კავკასიის საერთაშო-რისო უნივერსიტეტს ჰყავს ძლიერი კადრები. ზოგიერთ დისციპლინაში სა-ქართველოში ყველაზე კარგი პროფე-

სურა კსუ-შია დაკავებული, ამასთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს, რომ საუკეთე-სონი მოიზიდოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება!

კსუ თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილ მა-ღალკონკურენტუნარიან, კრიტიკულ სიტუაციებში ოპტიმალური გადაწყ-ვეტილებების მიღების უნარის მქონე სპეციალისტებს ამზადებს, რომლე-ბიც თავიანთი ცხოვრების წესითა და წარმატებული საქმიანობით, ხელს შეუწყობენ თანამედროვე ტიპის მა-ღალგანვითარებული, სამართლებრი-ვი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

სწავლების დროს განსაკუთრებუ-ლი ყურადღება ეთმობა უცხო ენების გაძლიერებულ, თანამედროვე სწავ-ლების სისტემას და კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა ელექტრონული საშუალებების ეფექტურ გამოყენებას სასწავლო პროცესში. სტუდენტებს საშუალება ექნებათ სურვილისამებრ შეისწავლონ მეორე უცხო ენაც.

სტუდენტი ორიენტირებული იქნება დამოუკიდებელი მუშაობისა და სწავ-ლის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, ახალი მასალის ათვისებისას, პრაქტი-კული ხედვის ჩამოყალიბებაზე.

უნივერსიტეტში ყველაფერი კეთდე-ბა იმისთვის, რათა ის არ ჩამორჩეს სა-ქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს და მუდმივად შესაბამისობაში იყოს ბო-ლონიის პროცესის მოთხოვნებთან.

რაც შეეხება უნივერსიტეტის კურს-დამთავრებულებს, ისინი ჩვენი ქვეყ-ნის სრულფასოვანი მოქალაქეები იქ-ნებიან, რომლებიც თამამად შეხვდე-ბიან აწმყოს გამოწვევებს და თავიან-თი პროფესიონალიზმით გაამდიდრე-ბენ ქვეყნის მომავალს.

ასე რომ, თუ გსურთ უნივერსიტე-ტის დამთავრების შემდეგ გქონდეთ წარმატებული პროფესიული კარიერა და უზრუნველყოფილი ცხოვრება, აირჩიეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტი თქვენი გზაა წარმატებისკენ!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - გზა წარმატებისკენ!

სკუ, როგორც პარტნიორი უნივერ-სიტეტი, Tempus-ის პროგრამის ფარგ-ლებში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში, 2010 წლიდან ყოველწლი-ურად მონაწილეობს.

2012 წელსაც კავკასიის საერთაშორი-სო უნივერსიტეტში შეიქმნა ადმინისტ-რაციის, თანამშრომლებისა და პროფე-სორ–მასწავლებლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად ჩაერთო ტემპუსის, 2012 წელს გამოცხა-დებულ, მე–6 საგრანტო კონკურსში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტი, Tempus-ის ეროვნული ოფისის (NTO) ხელშეწყობით, აქტიურად მონა-წილეობს იმ ღონისძიებებში, რომლებიც ტარდება, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ:

ევროკავშირის განათლების, აუდიოვი-ზუალური და კულტურის აღმასრულე-ბელი სააგენტოს მხარდაჭერით, 2011 წლის 4–6 დეკემბერს კიევში ჩატარე-ბული აღმოსავლეთ პარტნიორობის IV პლატფორმის შეხვედრა (კონფერენცი-აში მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწი-ფოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებ-ლების წარმომადგენლები. სემინარების მიზანი სწორედ საერთაშორისო თანამ-შრომლობა და ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესება იყო);

შვედეთ–სამხრეთ კავკასიის საინფორ-მაციო სემინარი, რომელსაც 2012 წლის 22 ოქტომბერს უმასპინძლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელ-მწიფო უნივერსიტეტმა (სემინარზე წარ-მოდგენილი იყო Tempus-ის პროგრამის პრიორიტეტები კავკასიის რეგიონში; წარადგინეს Erasmus Mundus –ისა და Linnaeus-Palme –ს პროგრამები; საქარ-თველოდან 21, აზერბაიჯანიდან 15 და შვედეთიდან 17 უნივერსიტეტის 100–მდე წარმომადგენელმა, რომლებიც სე მინარში მონაწილეობდა, განიხილა სა მომავლო თანამშრომლობის გეგმე-ბი. ასევე, წარმოადგინა სამივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის მოკ-ლე მიმოხილვა).

ჩვენი უნივერსიტეტის ჩართულობა Tempus-ისა და Erasmus Mundus –ის პროექტებში ხელს უწყობს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლე-ბას, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და უნივერსიტეტში თა-ნამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვას.

ტემპუსიუნივერსიტეტის გეგმაზომი-

ერი განვითარებისთვის უდიდე-სი მნიშვნელობა ახალი ტექნო-ლოგიების გამოყენებას ენიჭება. კავკასიის საერთაშორისო უნი-ვერსიტეტი არც ამ თვალსაზრი-სით ჩამორჩება თანამედროვე გამოწვევებს და ინოვაციურ სის-ტემებს ფართოდ უღებს კარს.

მარინა ხიზანიშვილი, საინ-ფორმაციო ტექნოლოგიების დე-პარტამენტის უფროსი, ფიზი-კა- მათემატიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი:

კავკასიის საერთაშორისო უნი-ვერსიტეტი საქართველოში მარ-თვის თანამედროვე ელექტრო-ნული სისტემების გამოყენების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა.

უნივერსიტეტში ფუნქციონი-რებს რეგისტრაციისა და სას-წავლო პროცესის მართვის სის-ტემა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღონ, ასევე, მათთვის სასურ-ველი საგნები და პედაგოგები ინტერნეტის საშუალებით აირ-ჩიონ.

გლობალურ ქსელში უნივერსი-ტეტი თანამედროვე ტექნოლო-გიებით შექმნილი, სამენოვანი

საიტითაა წარმოდგენილი (http://www.ciu.edu.ge), რაც საშუალე-ბას გვაძლევს, მოვიზიდოთ არა-მარტო ქართველი, არამედ სხვა-დასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, გავაცნოთ მათ საგანმანათლებ-ლო პროგრამები და სწავლების პირობები.

საინფორმაციო ტექნოლოგი-ების დეპარტამენტი მუდმივად ცდილობს, თანამედროვე ელექ-ტრონულ საკომუნიკაციო სის-ტემებში სტუდენტთა ჩართულო-ბა გაზარდოს.

სტუდენტებს აქვთ თავიანთი ბლოგი http://ciutvitmmartveloba.wordpress.com, რომელსაც თვით-მმართველობა კურირებს და თვალსაჩინოდ წარმოაჩენს სტუ-დენტების მიღწევებს ხელოვ-ნებისა თუ სპორტის სფეროში. უნივერსიტეტი აქტიურად არის წარმოდგენილი პოპულარულ სოციალურ ქსელშიც – http://www.facebook.com/CIUniversity..

სასწავლებელში ფუნქციონი-რებს ელექტრონული ბიბლი-ოთეკა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში შეამოწმოს, ფლობს თუ არა კსუ მისთვის სასურველ წიგნს და არის თუ არა წიგნი ად-გილზე.

უკანასკნელ წლებში ინტერ-ნეტ–გამოცემებმა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში მყარი ადგილი დაიმკვიდრა. ჩვე-ნი უნივერსიტეტი არც ამ მხრივ პასიურობს. ვებ გვერდზე რეფე-რირებადი სამეცნიერო ჟურნა-ლის — “მაცნეს” ელექტრონული ვერსია სრული სახითაა წარ-მოდგენილი. დაინტერესებულ მკვლევარებს აქვე შეუძლიათ გაეცნონ საკუთარი შრომების გამოქვეყნების პირობებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგ-მებს, მიმდინარე სემესტრიდან დისტანციური სწავლების სის-ტემა დაინერგება, რაც თვისობ-რივად ახალ საფეხურზე გადაიყ-ვანს სტუდენტისა და ლექტორის ურთიერთობას.

დღესდღეობით, ინტერნეტ-ში ტელე და რადიომაუწყებლო-ბის გან ვითარების თვალნათელი პრო ცესის გათვალისწინებით, მა-

სობრივი კომუნიკაციის საშუალე-ბების ტრადიციული სისტემა ინ-ტერნეტ-რადიოთი და ინტერნეტ-ტელევიზიითაც უნდა შეივსოს. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ზრუნავს ამ ინოვაციური პროექ-ტების დანერგვაზე და სულ მალე ჩვენს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი ტელე და რადიოსიუჟეტებით წარდგნენ ინ-ტერნეტ–აუდიტორიის წინაშე.

ბიბლიოთეკაკავკასიის საერთაშორისო

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებსა და თანამშრომ-ლებს მოქმედი საგანმანათ-ლებლო პროგრამების შესატყ-ვის, მდიდარ და თანამედრო-ვე სასწავლო და სამეცნიერო რესურსს სთავაზობს. ჩვენი ფონდი უკვე მოიცავს უნივერ-სიტეტის მიერ შემოთავაზებუ-ლი ყველა სპეციალობისათვის აუცილებელ ძირითად და დამხ-მარე ლიტერატურას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებ-ზე. ამასთანავე, ბიბლიოთეკის ფონდი მუდმივად ივსება უახ-ლესი ლიტერატურითა და სას-წავლო მასალებით.

ბეჭდური რესურსის პარალე-ლურად, უნივერსიტეტის ბიბლი-ოთეკა მომხმარებელს ელექტ-რონულ სერვისსაც სთავაზობს. პროგრამები: EBSCO და Cam-bridge University Press, აგრეთვე, ელექტრონული საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა “Codex” მკითხ-ველს წიგნებითა და პერიოდული გამოცემებით სარგებლობის სა-შუალებას აძლევს. უნივერსიტე-ტის წიგნადი ფონდი, სპეციალუ-რი პროგრამის — “openbiblio”-ს საშუალებით ნებისმიერი მომხ-მარებლისთვისაა ხელმისაწვდო-მი.

თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, ელექტრონული კა-ტალოგითა და უფასო, შეუზღუ-დავი ინტერნეტით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი სტუდენ-ტებსა და პროფესორებს მუშა-ობისათვის კომფორტულ გარე-მოს უქმნის.

უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული სისტემები მუდმივი განვითარების პროცესშია

Page 6: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

6

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისაგანმანათლებლო პროგრამები

ტურიზმის საბაკალავრო პროგრა-მაში თეორიული სწავლების პარა-ლელურად, საკონტაქტო საათების დიდი რაოდენობა ეთმობა პრაქტი-კულ სასწავლო კურსებს, რომლე-ბიც ითვალისწინებს “ქეისების” გან-ხილვასა და ჯგუფური ან ინდივიდუ-ალური საშინაო დავალებებისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროექ-ტების მომზადებას.

ტურიზმის პროგრამის ფარგლებ-ში გათვალისწინებულია დარგის სპეციალისტთა ლექციები და მას-ტერ-კლასები, გასვლითი ლექციები და სასწავლო ექსკურსიები, სასწავ-ლო ტურების შედგენა და ბიზნეს-სიმულაციები, რომლებიც შესაძლე-ბელია შემდგომში პარტნიორმა ტუ-რისტულმა კომპანიებმა დანერგონ და ა.შ.

გლობალური დაჯავშნის კომპი-უტერულ სისტემაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზ-ნით, პროგრამაში გათვალისწინებუ-ლია ისეთი მნიშვნელოვანი სასწავ-ლო კურსი, როგორიცაა:

“ტურისტული მომსახურების გლობალური გამანაწილებელი სის-ტემა — Amadeus”. მისი საშუალე-ბით სტუდენტები შეძლებენ:

ბილეთების ავტომატური ბეჭდ-ვის პროგრამული ბლოკის (Local Ticketing) გამოყენებას;

დროის რეალურ რეჟიმში ბილე-თების დაჯავშნას 780–ზე მეტი ავი-

აკომპანიის რეისებზე; ცენტრალურ სისტემაში ჩაშენებუ-

ლი (Amadeus Fax/E-mail), ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის შეტყო-

ბინებების სამსახურის გამოყენებას; მსოფლიოს მასშტაბით 51 000 მეტ

სასტუმროში ნომრების დაჯავშნასა და მსოფლიოს მასშტაბით მანქანე-ბის გაქირავების კომპანიების რე-სურსების გამოყენებას;

სავალდებულო სასწავლო კურ-სებად გათვალისწინებულია მეორე უცხო ენის შესწავლა (გერმანული ან რუსული), სტუდენტის არჩევანის მიხედვით.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ტურიზმის კაბინეტი, სადაც სტუ-

დენტები სწავლობენ სასწავლო ტურების შედგენას, აწყობენ ბიზ-ნეს-სიმულაციებს, გეგმავენ ექს-კურსიებს, იწვევენ დარგის წამყვან სპეციალისტებს და ა.შ.

ტურიზმის პროგრამის პრაქტი-კული კომპონენტი განხორციელ-დება: ტურისტულ კომპანიაში —შპს Voyage და სასტუმროში — შპს “მეგზური”.

ტურიზმის საბაკალავრო პროგ­რამაზე სწავლის საფასურია: 2500 ლარი.

ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

მენეჯმენტისა და ფინანსების საბაკა-ლავრო პროგრამების სტრატეგიულ ამო-ცანას წარმოადგენს მთელი ეროვნული მეურნეობისათვის მაღალკვალიფიცი-ური მენეჯერებისა და ფინანსისტების მომზადება, რომლებიც, საბაზრო ეკონო-მიკის პირობებში, წარმატებით მართავენ ბიზნეს-პროცესებსა და ორგანიზაციებს, საფინანსო-საბანკო და საკრედიტო დაწე-სებულებებს.

პროგრამებში დიდი ყურადღება ეთმო-ბა პრაქტიკული დისციპლინების სწავლე-ბასა და პრაქტიკას.

ფინანსების პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი განხორციელდება სს “ვი თი

ბი ბანკი ჯორჯია” — ში; ხოლო მენეჯ-მენტის პროგრამის პრაქტიკული კომპო-ნენტი — შპს “ნატახტარი 2005” — ში.

სამომავლოდ უნივერსიტეტში “იმი-ტირებული ბანკის” გახსნა იგეგმება, რომელშიც პრაქტიკულ მეცადინეობებს პრაქტიკოსი ბანკირები გაუძღვებიან. ეს სტუდენტებს საშუალებას მისცემს ადგილზევე, პრაქტიკის ობიექტზე გაუს-ვლელად, განახორციელონ ყველა ის ოპერაცია, რასაც “ბანკის სამუშაო დღე” ითვალისწინებს.

მენეჯმენტისა და ფინანსების სა­ბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასურია: 2500 ლარი.

მენეჯმენტისა და ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები

Page 7: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

7

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისაგანმანათლებლო პროგრამები

ისე, როგორც დღეისათვის მოქმედი ყველა სხვა პროგრამა, უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაც მთლიანად სტუდენტზეა ორიენტირებული და აძლევს მას ოპტი-მალური არჩევანის გაკეთების საშუალე-ბას.

VII-VIII სემესტრებში სტუდენტს 4 მო-დულიდან (კერძო, საჯარო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის) შეუძლია ერთ–ერთის არჩევა, როგორც ძირითა-დის, თუმცა პარალელურად, 22 კრედი-ტის ფარგლებში, შეუძლია სასწავლო კურსების არჩევა სხვა, დარჩენილი 3 მო-დულიდანაც; ეს მას საშუალებას აძლევს მხოლოდ ერთი სპეციალობა კი არ შეის-წავლოს, არამედ ცოდნა გაიღრმავოს სა-

მართლის სხვა სპეციალობებშიც.ყველა პროცესუალური სასწავლო

კურსის დასრულებისას, პროგრამით გათვალისწინებულია იმიტირებული სა-სამართლო პროცესების ჩატარება; ამა-ში მათ დაეხმარებათ უნივერსიტეტში არსებული იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი.

საბაკალავრო პროგრამის სტუდენ-ტების პროფესიული განვითარებისა და საზოგადოების სამართლებრივი განათ-ლების მიზნით, პროგრამაში გათვალის-წინებულია პრაქტიკული სამართლის (Street Law) კლინიკის კომპონენტი, რაც ფართოდ გამოიყენება ევროპის ქვეყნე-ბისა და აშშ-ის ანალოგიურ საგანმანათ-ლებლო პროგრამებში.

ზოგადად, პრაქტიკული სამართალი მიზნად ისახავს საბაკალავრო პროგრა-მის სტუდენტის თეორიული და პრაქ-ტიკული ცოდნის გაუმჯობესებას და სკოლებში, არასრულწლოვანთა აღმზრ-დელობით დაწესებულებებსა და მზრუნ-ველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში ეფექტური სამართლებრივი განათლე-ბის დანერგვას.

ამასთან, პრაქტიკული სამართლის კლინიკა საშუალებას აძლევს ბაკა-ლავრს მიიღოს პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებული განათლება და მოიპო-ვოს შესაბამისი აკადემიური კრედიტი აღნიშნული კლინიკური კომპონენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში; პრაქტიკული სამართლის კურსს უნი-

ვერსიტეტი განახორციელებს კერძო სკოლა–ლიცეუმში “მწიგნობართუხუცე-სი”.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს იური-დიული ბიბლიოთეკა, რომელშიც დღეს, საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული ყველა იურიდიული სახელმძღვანელო თუ დამხმარე ლიტერატურაა თავმოყ-რილი, სტუდენტებისთვის ხელმისაწვ-დომია ელექტრონული საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა “Codex”, რომელიც მათ მიერ საკანონმდებლო სივრცეში მიმდი-ნარე ცვლილებებისათვის თვალ-ყურის მიდევნებას უწყობს ხელს.

სამართალმცოდნეობის საბაკა­ლავრო პროგრამაზე სწავლების საფასურია: 2900 ლარი.

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

ჯანდაცვის მიმართულება უნივერ-სიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტე-ტულია. ამ კუთხით კსუ სამ საგან-მანათლებლო პროგრამას ახორცი-ელებს, ესენია: მედიცინის, სტომატო-ლოგიისა და ფარმაციის პროგრამები.

მათი საერთო სტრუქტურული მახა-სიათებელია საფაკულტეტო სავალ-დებულო და არჩევითი კურსების მო-დული, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის ზოგადი, დარგთაშორისი (ტრანსფერული) კომპეტენციების, პროფესიისათვის საჭირო აკადემი-ური, პრაქტიკული, კვლევითი და პრო-ფესიული კომპონენტის დასაძლევად აუცილებელი ზოგადი ფუნქციური უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე;

მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამების სპეციალობის მოდული ითვალისწინებს სპეციალობის საბა-ზისო და კლინიკურ დისციპლინებს. ჯანდაცვის სფეროს თავისებურებები-დან გამომდინარე, კლინიკურ საგნებ-ში უპირატესობა ენიჭება პრაქტიკულ,

კურაციულ მეცადინეობებს, რომელ-თა დროსაც სტუდენტები პრაქტიკუ-ლად ამყარებენ, იაზრებენ და ხვეწენ უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას.

მედიცინისა და სტომატოლოგიის სა განმანათლებლო პროგრამებში გათ ვალისწინებულია კვლევის უნარ–ჩვევების მოდული, რომელიც რამდე-ნიმე სასწავლო კურსს მოიცავს, მათ შორის, რეფერატის მომზადებასა და დამოუკიდებელი კვლევის გეგმის შედგენას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აგრეთვე “ჯან-დაცვის საინფორმაციო სისტემების” სწავლებაც.

პროგრამის პრაქტიკული კომპო-ნენტის განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: სასწავლო და პრაქ-ტიკული საქმი-ანობის შესადარი საბაზისო დისციპ-ლინების სასწავლო ლაბორატორია , სტომატოლოგიის სასწავლო ლაბო-რატორია, სადაც სტუდენტები პრაქ-ტიკულ უნარ–ჩვე-ვებს ფანტომებზე ეუფლებიან და საკუთარი საუნი-ვერსიტეტო სტო-მ ა ტ ო ლ ო გ ი უ რ ი კლინიკა.

გარდა ამისა, უნივერსიტეტს, ურ-თიერთთანამშრომლობის მიზნით, ხელშეკრულებები აქვს გაფორმებუ-ლი საქართველოს წამყვან კლინიკებ-თან, ინსტიტუტებთან და ფარმაცევ-

ტულ დაწესებულებებთან, სადაც მიმ-დინარეობს სილაბუსით გათვალისწი-ნებული პრაქტიკული მეცადინეობე-ბი და ხდება სტუდენტის ადაპტაცია

კლინიკურ გარემოსთან. ეს ბაზებია: შპს “მე-5 კლინიკური საავადმყოფო”; "მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო"; სსიპ “რეფერალური ჰოსპიტალი”; შპს “ზ. შაქარაშვილის ონკოჰომატოლოგი-

ური კლინიკა ლაიფმედი”; “გადაუდე-ბელი დახმარების ექიმთა კოლეჯი'', საჩხერე; აიპ “ადამიანი და ბუნება” — თერაპიის სახლი; შპს “იოველ ქუთა-

თელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუ-ტი”; შპს “ნატურფარმი; შპს “აფთიაქი კრწანისი”.

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტი გაწევრიანებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO-AVICENNA Directory of Medical Schools) და საერთაშორისო სამედიცინო გა-ნათლებისა და კვლევის განვითარების ფონდში “FAIMER-IMED”, რაც შემდ-გომში უნივერსიტეტს დაეხმარება უცხოელი სტუდენტების/მასწავლებ-ლების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვაში.

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასუ­რია – 2250 ლარი; სტომატოლო­გიის საგანმანათლებლო პროგ­რამაზეც — 2250 ლარი.

მედიცინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

Page 8: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

8

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტის ჟურნალისტიკის საბაკა-ლავრო საგანმანათლებლო პროგრა-მა რამდენიმე დამახასიათებელი თა-ვისებურებითაა გამორჩეული.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნა-ვია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება. მომავალ ჟურნალისტებს პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა სწავლების პირველი-ვე დონიდან ეძლევათ, კერძოდ: პრო-ფესიონალი პრაქტიკოსი პედაგოგე-ბის ხელმძღვანელობითა და მოქმედ ჟურნალისტებთან თანამშრომლო-ბით, სტუდენტებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში დაეუფლონ თანამედ-როვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, იმუშაონ რეალურ სარედაქციო რეჟიმში; მულტიმედია პლატფორმაზე დამყარებული სწავ-ლების მეთოდი შესაძლებლობას იძ-ლევა, სტუდენტებმა თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში (პრესა, ტელევიზია, რადიო, ახალი მედია) მუშაობისთვის მოსინჯონ ძალები.

სტუდენტები მონაწილეობენ პე-რიოდული გამოცემების, ბლოგების, რადიო და ტელეგადაცემების მომზა-დებაში. საამისოდ კსუ-ში სტუდენტ-თა საჭიროებებზე ორიენტირებული, ვირტუალური სასწავლო გარემოა შექმნილი. კერძოდ, ფუნქციონირებს უნივერსიტეტის საკუთარი, თანამედ-როვე, უახლესი აპარატურით აღჭურ-

ვილი რადიო და ტელეჟურნალისტი-კის სასწავლო-შემოქმედებითი ლაბო-რატორიები, სტუდიები, სამონტაჟო-ები; კომპიუტერული კლასები; მთელ შენობაში ხელმისაწვდომი, სწრაფი, უფასო ინტერნეტ-კავშირი; საგანმა-ნათლებლო პროგრამაში რამდენიმე საგნადაა გაწერილი უახლესი ტექნო-ლოგიების (კომპიუტერული პროგრა-მები) შესწავლა. ბეჭდურ, სამაუწყებ-ლო და ახალ მედიაში გამოყენებადი პროგრამების ცოდნა პროფესიის სპე-ციფიკიდან და ბაზრის მოთხოვნები-დან გამომდინარეობს. ეს ყოველივე ახალგაზრდების დასაქმებას დიდად შეუწყობს ხელს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენ-ტები გაზეთისა და ჟურნალის გამო-ცემას სწავლობენ. ამაში მათ ძალიან ეხმარება უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სტამბა.

სტუდენტები აქტიურად არიან ჩარ-თული საუნივერსიტეტო გაზეთისა

და ჟურნალის პერიოდული გამოცე-მების საქმიანობაში: აგროვენ ინფორ-მაციებს, იღებენ ინტერვიუებს, ამზა-დებენ ტექსტურ და ფოტომასალებს, მონაწილეობენ დიზაინის შემუშავება-სა და დაკაბადონებაში. სწორედ ამით არის განპირობებული პროგრამაში ისეთი სასწავლო კურსის სწავლება, როგორიცაა: “საგამომცემლო სისტე-მები”.

სტუდენტები სწავლობენ ფოტო-საქმეს და აწყობენ გამოფენებს.

ბოლო სემესტრებში კურიკულუ-მით გათვალისწინებულია პრაქტიკა სამაუწყებლო მედიაში — რადიო და ტელეგადაცემების მომზადება, რაც უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდება. უნივერსიტეტის სატელევიზიო და რადიოსტუდია 30-30 სტუდენტს სას-წავლო პრაქტიკის ეფექტურად გავ-ლის საშუალებას აძლევს.

სტუდენტების პრაქტიკით დატვირ-თვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება: ქართულ უმაღლეს ჟურ-ნალისტურ განათლებაში პროფესი-ული პრობლემატიკის შემოტანას; სწავლების ტრადიციული და ნოვატო-რული მეთოდების შერწყმას; თეორი-ული და პრაქტიკული სასწავლო კურ-სების ინტეგრირებულ სწავლებას.

სტუდენტთა პრაქტიკული მუშაობა ასახვას სტუდენტურ ბლოგზეც ჰპო-ვებს (იხ. ბმულიhttp://ciutvitmmartvelo-ba.wordpress.com/), რომელზე გადასვ-

ლაც უნივერსიტეტის ვებგვერდიდა-ნაცაა შესაძლებელი.

უნივერსიტეტს ურთიერთთანამშ-რომლობის მემორანდუმები და ხელ-შეკრულებები აქვს გაფორმებული სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რომ-ლებშიც ასევე განხორციელდება პრაქტიკული კომპონენტის ნაწილი. ესენია: საქართველოს ცენტრალუ-რი საარჩევნო სისტემების განვითა-რების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი; საზოგადოებრივი მაუწყე-ბელი (პირველი არხი); საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; გაზეთი “Georgia Today”; საინფორ-მაციო სააგენტო “პირველი" (http://www.pirweli.com.ge/). ყოველივე ეს საშუალებას იძლევა, სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას მოქმედ მე-დია და სახელისუფლებო ორგანიზა-ციებშიც დაეუფლონ.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასუ­რია: — 2500 ლარი.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

საგანმანათლებლო პროგრამები

Page 9: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

9

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გარდა სავალ-დებულო თეორიული დისციპლინე-ბის სწავლებისა, მნიშვნელოვანი აქ-ცენტია გაკეთებული პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებასა და გაძლიერებაზე. ამ მიზნით უნივერსი-ტეტში ახლახან შეიქმნა:• კავკასიური გეოპოლიტიკური მო-

დელირების ლაბორატორია;• კონფლიქტებისა და სამშვიდობო

პროცესების კვლევის ცენტრი; • ადამიანური უსაფრთხოების კვლე-

ვითი ცენტრი.კავკასიური გეოპოლიტიკური მო-

დელირების ლაბორატორიის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის ახ-ლებური ხედვა და ახალი კრეატიული მოდელების ამოქმედება. სტრუქტურა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის რეკ-ლამას, ცნობილი ქართველი და უც-ხოელი სპეციალისტების მოზიდვას, სტუდენტებისა და აბიტურიენტების ინტერესების ზრდას. მართალია, საბა-კალავრო პროგრამა მცირე მოცულო-ბით კვლევებს მხოლოდ საბაკალავრო ნაშრომში ითვალისწინებს, მაგრამ აღ-ნიშნულ ლაბორატორიასა და კვლევით

ცენტრებში საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები აქტიურად არიან ჩარ-თული. ამით ისინი ბაკალავრიატშივე იძენენ იმ პრაქტიკულ და კვლევით უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომში მათ მაგისტრატურაში სწავლისას და წარმატებულ პრაქტიკულ საქმიანო-ბაში დაეხმარებათ.

პროგრამის თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სავალდე-ბულო სასწავლო კურსებად გათვა-ლისწინებულია მეორე უცხო ენის შესწავლა (გერმანული, რუსული ან ფრანგული), სტუდენტის არჩევანის მიხედვით.

პროგრამის ფარგლებში სტუდენ-ტები გადიან პრაქტიკას, როგორც უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ ცენტრებსა და ლაბორატორიებში, ასევე “ჰელსინკის მოქალაქეთა ასამ-ბლეის საქართველოს ეროვნულ კო-მიტეტში”.

უნივერსიტეტის პროფესორთა ინიციატივით, ხშირად იმართე-ბა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ბოლოს გამართულ ღონისძიებათა შორის იყო: მარი აქუბარდიასა და ლეილა მამედოვას ნამუშევრების გამოფენა,;შეხვედრა ადამ მიხნიკთან და წიგნის — “სამოქალაქო საზოგა-დოება თუ სამოქალაქო ომი” პრე-ზენტაცია; მანანა კობახიძის ვიზიტი (სახალხო უნივერსიტეტთა გერმა-ნული ასოციაცია); უკრაინისა და სა-ქართველოს წარმომადგენლობებს შორის პირველი მრგვალი მაგიდა, რომელსაც კავკასიის საერთაშორი-სო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ღო-ნიძიების თემა იყო: “სტრატეგიული თანამშრომლობის უსაფრთხოება და პერსპექტივები”. მრგვალი მაგიდის მუშაობაში უკრაინის საელჩოს მეორე მდივანი დმიტრი ტრეტიაკოვი, ევ-როკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროჩევიჩი და სხვა სტუმრები მონაწილეობდნენ;

“ფეხბურთი გემბლინგის წინააღმ-დეგ” — ტურნირი FARE/FIFA-ს ეგი-

დით. პერმანენტულად სტუდენტე-ბისათვის იმართება საინტერესო კინოჩვენება. ბოლოს აუდიტორიას წარუდგინეს ებრაელ კინემატოგრა-ფისტთა მიერ გადაღებული ფილმი — "კოშერი", რომელიც ტოლერანტობის პრობლემას, თაობათა შორის განსხ-ვავებულ შეხედულებებსა და ფუნდა-მენტალიზმს ეხება, ეს უკანასკნელი კი ხელს უშლის რელიგიურ იდენტი-ფიკაციას.

ფილმი საგანგებოდ ჩვენი სტუდენ-ტებისათვის სომხეთიდან ალექსანდ-რე რუსეცკიმ ჩამოიტანა, რომლიც ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალ-ზე ჟიურის წევრი გახლდათ. პროგრა-მის ფარგლებში მიმდინარეობს სტრა-ტეგიული დაგეგმვის პროცესიც.

ყველაფერთან ერთად სტუდენტებს დასაქმებაშიც ვეხმარებით, მაგალი-თად, საერთაშორისო ურთიერთობე-ბის სპეციალობის მე-3 კურსის სტუ-დენტი, გიორგი დავიდოვი, დასაქმდა “კავკასიის სახლში”. ამავე დროს უნი-ვერსიტეტის სახელით მან მონაწილე-ობა მიიღო ბოსნია-ჰერცოგოვინასა და სტრასბურგში ჩატარებულ სემი-ნარებში.

სოციალური მეცნიერებების ფა-კულტეტზე ფუნქციონირებს უმნიშვ-ნელოვანესი გამოცემებითა და საარ-ქივო მასალებით მდიდარი უნიკალუ-რი ბიბლიოთეკა.

საერთაშორისო ურთიერთობე­ბის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასურია: 2500 ლარი.

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

სამართლის სამაგისტრო პროგრამა — ისეა აგებული, რომ კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის მოდულებიდან სტუდენტს 30 კრედიტის ფარგლებში ერთ-ერთი ძირითადი მოდულის არჩე-ვა შეუძლია, თუმცა მას უფლება აქვს სხვა მოდულებიდანაც აირჩიოს მისთ-ვის სასურველი სასწავლო კურსები იმ პირობით, რომ სამაგისტრო ნაშრომს ძირითად მოდულში შეასრულებს;

პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს სტუდენტები იურიდიულ კლინიკაში გადიან.

იურიდიული კლინიკა სამართლის სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკუ-ლი კომპონენტი და სავალდებულო ნაწილია. პროგრამის შესაბამისად, მაგისტრანტის კლინიკური სწავ-ლება ხორციელდება სასამართლო ორგანოებში, იურიდიულ (საადვოკა-

ტო) ბიუროებში, საჯარო დაწესებუ-ლებებში, აგრეთვე სამართლებრივი პროფილის არასამეწარმეო (არაკო-მერციულ) ორგანიზაციებში.

იურიდიული კლინიკის მიზანია მაგისტრანტს მისცეს პრაქტიკაზე დაფუძნებული იურიდიული განათ-ლება და შესძინოს თეორიული ცოდ-ნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; გამოუმუშავოს სამართლებრივი სა-კითხების ანალიზისა და ლოგიკური დასაბუთების, აგრეთვე არგუმენტი-რებული მსჯელობის, გამართული კომუნიკაციის, სამართლებრივ სა-კითხებზე მოლაპარაკებების წარმარ-თვას უნარი; კრიტიკული აზროვნე-ბის, გადაწყვეტილების მიღებისა და კონფლიქტების მოგვარების უნარი; გამოუმუშაოს იურიდიულ საქმეთა წარმოებისა და, საკითხის გადაწყ-ვეტისას, ალტერნატიული ხერხებისა და მეთოდების გამოყენების უნარი.

სამართლის სამაგისტრო პროგ-რამების პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით, უნივერსი-ტეტს ხელშეკრულებები და ურთიერ-თთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული: ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან; სა-ქართველოს ცენტრალური საარ-ჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრ-თან; საადვოკატო ბიუროსთან – “მიგ-რიაული და პარტნიორები”; აიპ-თან – “საქართველოს ადვოკატები დამო-უკიდებელი პროფესიისათვის; შპს-თან “კუბლაშვილი და პარტნიორები” — ადვოკატურა;

რაც შეეხება საერთაშორისო ბიზნე-სის მენეჯმენტის სამაგისტრო საგან-მანათლებლო პროგრამას, ძირითადი სასწავლო კურსების გავლისას პროგ-რამაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს ბიზნეს-სა-

განმანათლებლო სივრცისათვის ისეთ ახალ და აქტუალურ მიმართუ-ლებაზე, როგორიცაა: გუნდური/ინ-დივიდუალური სასწავლო-კვლევითი პროექტების მომზადება და პრეზენ-ტაცია. პროგრამის სასწავლო გეგმა-ში შეტანილია ახალი დისციპლინები, სამაგისტრო სემინარი–პრეზენტაცი-ები ქვეყნისათვის აქტუალურ თემა-ტიკაზე, რაც მაგისტრანტს საშუალე-ბას აძლევს შეიძინოს სამეცნიერო–კვლევითი უნარ–ჩვევები პრაქტიკასა და შემდგომში დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად.

პროგრამის ფარგლებში მაგისტ-რანტები პრაქტიკას გადიან შპს “ნა-ტახტარი 2005” — ის ბაზაზე.

სწავლის საფასური: სამაგისტრო პროგრამები:სამართალი — 2500 ლარი;საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი — 2500 ლარი;

კსუ-ს სამაგისტრო პროგრამები

უზრუნველყოფს, როგორც ცოდნის გაღრმავებას, ისე მის გაფართოვებას; სწავლება მიმდინარეობს, ძირითადად, სემინარების ფორმატით, რაც თემების დამოუკიდებლად დამუშავების, წარ-მოდგენის, დისკუსიისა და აზრთა გაც-ვლის საუკეთესო საშუალებაა;

პროგრამა დოქტორანტს საშუალე-ბას აძლევს სემინარული მუშაობა შე-

უთავსოს პრაქტიკულ სამუშაოს, რაც კვლევების ყველაზე თანამედროვე მეთოდებისა და უნარ–ჩვევების გა-მომუშავების ასევე საუკეთესო საშუ-ალებაა;

პროგრამა ამზადებს სპეციალის-ტებს, რომლებიც არა უბრალოდ ეუფ-ლებიან ბიზნესის მიმართულებით არ-სებულ ცოდნას, არამედ სპეციალის-

ტებს, რომლებსაც უნარი ექნებათ თვითონ შექმნან ახალი ცოდნა, კრი-ტიკულად გააანალიზონ დაგროვილი იდეები და პასუხისმგებლობით მოეკი-დონ ინფორმაციის ტრანსფორმაციასა და გავრცელებას. პროგრამის კურს-დამთავრებულს ექნება განახლებისა და შეცვლილი გარემოსადმი ადაპტი-რების უნარი.

იმის გათვალისწინებით, რომ დოქ-ტორანტები მომავალი პროფესორ–მასწავლებლები არიან, პროგრამაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სწავ-ლების თანამედროვე მეთოდებს ენი-ჭება.

სადოქტორო პროგრამა:ბიზნესის ადმინისტრირება —

2500 ლარი

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა

საგანმანათლებლო პროგრამები

Page 10: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

10

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისაჯარო ლექციები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხ-ვედრები პერმანენტულ ხასიათს ატარებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტთა ინტერესის გათვალისწინე-ბით, პერიოდულად გამორჩეულ საზოგადო მოღვაწეებ-სა და პროფესიონალებს იწვევს.

საჯარო შეხვედრები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტს ცნობილი პოლონელი ჟურ-ნალისტი, პოლონეთის თანამეგობ-რობის ლიდერი, დისიდენტი ჟურნა-ლისტი, გაზეთ “Gazeta Wyborcza” -ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქ-ტორი ადამ მიხნიკი ეწვია, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “პროტესტისა და დიალოგის კულტუ-რა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში”.

ამავე დროს, გაიმართა წიგნის — “სამოქალაქო ომი თუ სამოქალაქო მშვიდობა” (“Civil Society or Civil War?”) პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია პოლონეთის ტრანსფორმაციის გა-მოცდილების რამდენიმე კონკრეტუ-

ლი მაგალითი. მიხნიკმა დამსწრე საზოგადოებას

მიაწოდა ინფორმაცია არაერთგვა-როვან სამოქალაქო საზოგადოება-ზე, მის რთულ სისტემაზე, ცალკეულ შემადგენელ სეგმენტებსა და მათს ურთიერთქმედებაზე. დასასრულ კი, ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ტოლე-რანტობა უსურვა.

დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა (ტელეკომპანია “მირი”, საპატრიარ-ქოს ტელევიზია, გაზეთი “სახალ-ხო განათლება”, გაზეთი “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი” და სხვ.) და დამსწრე საზოგადოებამ ადამ მიხნიკს კითხვებით მიმართეს.

საჯარო შეხვედრა ადამ მიხნიკთან

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტს ვარშავის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორები – ელჯიბეტა ჩვარტოში და ზბიგნეფ ჩვარტოში, ასევე ფონდის “სხვა სივრცე” (The other space foundation) დამფუძნებელი ვიტოლდ ხებანოვსკი სტუმრობდნენ.

პოლონელმა სტუმრებმა დაათვა-ლიერეს უნივერსიტეტის ინფრასტ-რუქტურა, კავკასიის გეოპოლიტი-კური მოდელირების ლაბორატორია, გაეცნენ ბიბლიოთეკას, მოინახულეს

ტელე და რადიოსტუდიები, გაესაუბრ-ნენ სტუდენტებს. დაისახა სამომავლო გეგმები.

უახლოეს მომავალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტებს შორის ურ-თიერთანამშრომლობის მემორანდუ-მი გაფორმდება, რის შემდეგაც კსუ-ს პროფესურასა და სტუდენებისათვის პოლონეთში გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა გახდება შესაძლებელი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ვარშავის უნივერსიტეტის

საპატიო პროფესორები ეწვივნენ

კავკასიის საერთაშორისო უნი-ვერსიტეტმა საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს უმასპინძლა. შეხვედრას სტუდენ-ტებთან ერთად უნივერსიტეტის ად-მინისტრაცია და სტუმრებიც ესწრე-ბოდნენ.

მთავარი პროკურორის მიერ ჩატა-რებულმა საჯარო ლექციამ სტუდენ-ტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ არჩილ კბილაშვილისათვის მიმდი-ნარე გახმაურებული საქმეების შე-სახებ კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.

საჯარო შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურორთან

საჯარო შეხვედრა ჯაბა ტყემალაძესთანკავკასიის საერთაშორისო უნივერ-

სიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჯაბა ტყემალაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა, თემაზე: “რეგენერაციის მედიცინა, XXI სა-უკუნის მედიცინა”.

საჯარო შეხვედრამ სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინ-ტერესი და მოწონება დაიმსახურა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტში ფულბრაიტის სტიპენდიან-ტი, რებეკა კრაუტი იმყოფებოდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამე-რიკელი სტიპენდიანტი პირველად კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტს სტუმრობდა, შემდეგი ვიზიტე-ბი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტსა და ბათუმის შოთა რუსთავე-ლის სახელობის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტებში ჰქონდა დაგეგმილი.

შეხვედრაზე ყურადღება სამომავ-ლო თანამშრომლობაზე გამახვილდა.

რებეკა კრაუტის მთავარი მისიაა საქართველოს უნივერსიტეტებში ინ-გლისური ენის სწავლების მეთოდი-კას გაეცნოს და თანამედროვე მეთო-დები დანერგოს.

ფულბრაიტის სტიპენდიანტის, რებეკა კრაუტის ვიზიტი

ალექსანდრე გრაფ პრუჟენსკის ვიზიტი კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტს ალექსანდრე გრაფ პრუჟენ-სკი (ბელორუსიის ქრისტიან-დემოკ-რატიული პარტიის პრეზიდენტი) ეწვია.

მოწვეულმა სტუმარმა კსუ-ს საერ-

თაშორისო ურთიერთობების სპე-ციალობის სტუდენტებს ინგლისურ ენაზე საჯარო ლექცია წაუკითხა.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმარ-თა, სტუმარი მრავალ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

Page 11: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

11

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიინტერვიუ

— როგორ დაიწყო თქვენი თანამ-შრომლობა კავკასიის საერთაშორი-სო უნივერსიტეტთან?

— კავკასიის საერთაშორისო უნი-ვერსიტეტში ბევრი ჩემი კოლეგა მუშაობს, თუმცა ინტერესი ასეთი თანამშრომლობისთვის საერთაშო-რისო განყოფილებამ და მისმა ხელ-მძღვანელმა ქალბატონმა თამარ ჩახნაშვილმა გამოხატა.

ჩვენი ხედვა მთლიანად დაემთხვა ერთმანეთს ისეთ ძირითად საკით-ხებში, როგორიცაა: ასეთი ტიპის კურსის წაკითხვის აუცილებლობა, ხანგრძლივობა, მსმენელთა გან-საზღვრა, მიწოდებული მასალის ინტენსივობა, პრაქტიკულ შედე-გებზე ორიენტირება და სხვა.

მინდა ისიც მოგახსენოთ, რომ მკაფიოდ ჩანდა მთელი ადმინისტ-რაციის კეთილგანწყობა კურსის მუშაობის მთელ პერიოდში.

— რამდენადაც ჩვენთვის ცნო-ბილია, თქვენ კავკასიის საერთა-შორისო უნივერსიტეტში საზოგა-დოებასთან ურთიერთობის მენეჯ-მენტის თემაზე სასერთიფიკაციო კურსი მიგყავდათ, რაში მდგომა-რეობდა კურსის არსი?

— Public Relations-ის მოკლე კურ-სი მრავალ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში წამიკითხავს, რად-გან ინტერესი, ზოგადად, ამ დარ-გისადმი საქართველოში ძალიან დიდია. თუმცა ამ შემთხვევაში, გა-მოწვევა უფრო საინტერესო იყო, იმიტომ, რომ ამერიკის საელჩომ საქართველოში ხელი შეუწყო პირ-ველად ქართულ ენაზე PR სახელმ-ძღვანელოს გამოცემას და სწორედ

ამ წიგნის მიხედვით შედგა მოკლე კურსის საკითხთა კრებული.

აქვე მინდა დავამატო, რომ აქამ-დე ქართველი სპეციალისტები მოკ-ლებული იყვნენ ინგლისურთან შე-საბამის ქართულ ტერმინოლოგიას და ხმარობდნენ შეუთანხმებელს, ხშირად შეუსაბამოსაც კი, რაც დაბნეულობას იწვევდა მონათესავე სპეციალობებში.

ასე რომ, ამ მხრივ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის თემაზე სასერთიფი-კაციო კურსებზე პირველად გა-მოვიყენეთ დენის ვილკოქსის ინგ-ლისურიდან პროფესიულად თარგ-

მნილი, 2011 წელს გამოშვებული, ცნობილი წიგნი “PR-ის სტრატეგია და ტაქტიკა”.

— იყო თუ არა შეზღუდული სა-სერთიფიკაციო კურსში ჩართულ-თა რაოდენობა და რა წინაპირობა სჭირდებოდა ჯგუფში მოხვედრას?

— მსმენელთა მიღებაზე შეზღუდ-ვა არ ყოფილა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბუნებრივად გადაირჩა კონტინგენტი, რადგან ჩვენ ვმუშაობდით სრული დატვირ-თვით, ხშირად შესვენებების გარე-შე და, რა თქმა უნდა, ზოგიერთმა ამ პროცესს ვერ გაუცლო. სრული სერთიფიკატი მართლაც ღირსე-ულებმა მიიღეს.

— რატომ არის მნიშვნელოვანი პიარის შესწავლა?

— PR-ი თითქმის ჩვენ თვალწინ განვითარდა, რაც დემოკრატიის შეუქცევადმა პროცესმა განაპი-რობა. PR-ი ერთ-ერთ მთავარ მე-ნეჯმენტურ მიმართულებად იქცა, რომელიც საზოგადოების კეთილდ-ღეობისკენ იყო მიმართული — მის ინტერესებს გამოხატავდა და იცავ-და. აქედან მომდინარეობს მისი ერთ-ერთი განსაზღვრება — “სა-

ზოგადოების სტრატეგიული მობი-ლიზაცია”.

PR-ი გახდა მთავარი დამაკავში-რებელი ძალა ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის.

PR-ის ცოდნა ხელს უწყობს გა-მართული ორგანიზაციული მენეჯ-მენტის ჩამოყალიბებას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ლეგა-ლური ინტერესების გათვალისწინე-ბას, სოციალური ინფრასტრუქტუ-რის ჩამოყალიბებას, თემის მობილი-ზაციას, სპონსორობის მექანიზმის შექმნას, ქველმოქმედებას და სხვა.

— აპირებთ თუ არა თანამშრომ-ლობის გაგრძელებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და რა კონკრეტული გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— დიახ, ასეთი იდეა, ვგულისხ-მობ, მომავალ თანამშრომლობას, უკეთ, რომ ვთქვათ, ურთიერთობის გაგრძელებას კავკასიის საერთა-შორისო უნივერსიტეტთან, ნამდ-ვილად არსებობს. რადგან PR-ი მო-იცავს ორგანიზაციული მენეჯმენ-ტისთვის სასიცოცხლო, რამდენიმე მნიშვნელოვან რგოლს, როგორი-ცაა: Leaderhip Management, Public Policy, HR Management, Getting to yes Management.

ამიტომ ასეთი კონკრეტული სა-მომავლო გეგმა არსებობს. ვაპირებ კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტს ისეთი სფეროების სწავლე-ბა შევთავაზო, რომელიც თვით და-სავლეთის ქვეყნებისთვისაც სიახ-ლეს წარმოადგენს.

ასეთი ტიპის კურსები ძალიან პოპულარულია ყველგან მთელ მსოფლიოში, იგი შესაძლებლობას იძლევა დროის მცირე მონაკვეთ-ში მიიღო საბაზისო ცოდნა და იყო მიმზიდველი დამსაქმებლისათ-ვის. უფრო მეტიც, საქართველოს სხვადასხვა მაღალი რანგის სახე-ლისუფლებო სტრუქტურები ხელს უწყობენ ასეთი ტიპის მუდმივმოქ-მედი გადასამზადებელი კურსების განვითარებას.

ასე რომ, კავკასიის საერთაშორი-სო უნივერსიტეტი ამ მხრივ ერთ-ერთ პიონერად შეიძლება ჩაითვა-ლოს.

ესაუბრაციცინო ბუკია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების

სამსახურის ეგიდით, პერმანენტულად, სხვადასხვა კურსები იკით-

ხება, რაც, უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, მსმენელთა

აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას ემსახურება.

ახლახან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი

განათლების სამსახურის ეგიდით, საზოგადოებასთან ურთიერ-

თობის მენეჯმენტის სასერთიფიკაციო კურსი დასრულდა, რომე-

ლიც სამომავლოდაც წაიკითხება. ხსენებულ კურსს ფულბრაიტის

პროფესორი პიარში — ნიკოლოზ მახარაშვილი უძღვებოდა. გთა-

ვაზობთ ინტერვიუს ბატონ ნიკოლოზ მახარაშვილთან:

ნიკოლოზ მახარაშვილი: “ვაპირებ, კავკასიის

საერთაშორისო უნივერსიტეტს

ისეთი სფეროების სწავლება

შევთავაზო, რომელიც თვით

დასავლეთის ქვეყნებისთვისაც

სიახლეს წარმოადგენს”

Page 12: ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!!!old.ciu.edu.ge/files/files/7_ Gazeti N5.pdfგვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6–9 მარინა

12

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიჩვენ

შპს ,,პრეპრინტი“

ფოტოკორესპონდენტი:ლიკა ამირაშვილი

ჟურნალისტი:ლია ზამბახიძე

სტუდენტების აკადემიური და პერსონალური მხარდაჭერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტის პრიორიტეტული მიზანია. უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარ-ტამენტი, რომლის მიზანია ახალგაზრდების აკადე-მიური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სულიერი, კულტურული, ეთიკური და სოციალური განვითარე-ბის ხელშეწყობა. აღნიშნული დეპარტამენტისა და სტუდენტთა თვითმმართველობის თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჯანსაღ, შინაარსიან, უსაფრთხო სტუდენტური ცხოვრების ყველა პირობას. სტუდენ-ტებს შეუძლიათ თავისუფალი დროის უნივერსი-ტეტში გატარება, ამისათვის მათ განკარგულებაშია ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორიები, განახლებული სტუდენტური კლუბი და კაფეტერია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქტი-ური სტუდენტური ცხოვრებაა.

სტუდენტებისთვის ეწყობა:• კულტურულ – შემეცნებითი საღამოები;• სპორტული შეჯიბრებები;• ექსკურსიები;

სტუდენტები თავიანთი ინტერესების მიხედვით ქმნიან გაერთიანებებს (კლუბებს). დიდი ყურადღე-ბა ეთმობა სტუდენტების ფიზიკურ აქტივობას, რაც მათი აკადემიური ცხოვრების განუყოფელი ნაწი-ლია. უნივერსიტეტი ზრუნავს იმისთვისაც, რომ ყვე-ლა სტუდენტს შეუქმნას საკუთარი სპორტული პო-ტენციალის გამოვლენისათვის საჭირო პირობები. ამ მიზნით საუკეთესო სპორტული დარბაზები და ღია მოედნები ეწყობა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამაყობს თავისი სტუდენტების მიღწევებით, როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ისე ქვეყნის მასშტაბით გამარ-თულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული უნივერ-სიადებში, სპორტის შემდეგ სახეობებში: მძლეოს-ნობა, ჭადრაკი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, მინი–ფეხბურთი, ცურვა. განსაკუთრე-ბით აღსანიშნავია 2010-2011 წლებში მოპოვებული პირველი- მეორე საპრიზო ადგილები მძლეოსნობაში და მესამე საპრიზო ადგილი მინიფეხბურთში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუ-დენტთა ჩართულობით მომზადებულ სხვა საინტე-რესო პროექტებს შორის განსაკუთრებით გამოვარ-ჩევდით საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით ჩატა-რებულ ინტელექტუალურ კონკურსს “დავითიანნი”. უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურ მონაწილე-ობას იღებენ “დავითიანნი”-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და გაიმარჯვეს კიდეც ერთ–ერთ კონ-კურსში — “ქართული ენა”.

თავად მოძრაობა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს დაფუძნდა. “დავი-თიანნის” საქმიანობის ძირითადი მიზანია მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობა. ყოველივე ეს კი ზუსტად ეხმიანება კსუ-ს მიზანს — “აღვზარდოთ სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობები”.

სტუდენტური ცხოვრება