მოხსენებათა თეზისები · ზაზა...

97
მოხსენებათა თეზისები ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი 27-29 ივნისი, 2014 თბილისი, საქართველო მხარდამჭერები:

Transcript of მოხსენებათა თეზისები · ზაზა...

Page 1: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

1

მოხსენებათა თეზისებიზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი

27-29 ივნისი, 2014

თბილისი, საქართველო

მხარდამჭერები:

Page 2: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

2

რედაქტორი: როზეტა გუჯეჯიანი

პასუხისმგებელი მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

სარედაქციო კოლეგია: მირიან ხოსიტაშვილი

როლანდ თოფჩიშვილი

ელდარ ბუბულაშვილი

ნინო მინდაძე

ერდოგან შენოლი (ერეკლე დავითაძე)

Page 3: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

3

sarCevi

ლია ახალაძე, ჯავახეთის ეპიგრაფიკული ძეგლების კლასიფიკაცია 7

ალექსანდრე ბოშიშვილი, ქვემო ქართლის სამხრეთ ოლქები (XV-XVIII სს.) 11

ელდარ ბუბულაშვილი, ზაქარია ჭიჭინაძე - აჭარის გულშემატკივარი 14

ბაკურ გოგოხია, ზაქარია ჭიჭინაძის ცნობები ლაზეთზე და თანამედროვე მდგომარეობა 16

როზეტა გუჯეჯიანი, ზაქარია ჭიჭინაძე და კულტურათაშორისი დიალოგი 19

ბიმურზა დადეშქელიანი (აფრასიძე), ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობა 25

ნინო დათუნაშვილი, ქართული კოსტიუმი შუა საუკუნეების საქართველოში (ფეხსაცმლის ტიპები, ტრადიცია და ნოვაცია) 28

როლანდ თოფჩიშვილი, ზაქარია ჭიჭინაძე ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფების შესახებ 31

შემსეთთინ იიემ (გიორგი ირემაძე), ზაქარია ჭიჭინაძე და მაჭახლის ხეობა 35

პაპუნა კაციტაძე, საქართველოს სახელმწფიო სიმბოლიკის შესახებ 35

ფერიდე კვაჭანტირაძე, ზაქარია ჭიჭინაძე – წიგნის გამომცემელი 37

ბუბა კუდავა, ტაო-კლარჯეთის მეგალითური ძეგლების შესწავლისათვის 41

მიხეილ ლაბაძე, იტალიური ლექსიკა ლაზურ კილოებში 45

ხვთისო მამისიმედიშვილი, ნართების აღსასრული 47

Page 4: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

4

ქეთევან მანია , „ოსმალოს საქართველოს“ გამაჰმადიანების პროცესის ასახვა „ივერიაში“ (ზაქარია ჭიჭინაძის პუბლიკაციების მიხედვით) 50

ქეთევან მარგიანი, „სვანეთის სულთა მატიანე“ – ონომასტიკური და ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტები 52

ნინო მინდაძე, ზაქარია ჭიჭინაძე და ქართული ტრადიციული მედიცინა 55

მაია მიქაბერიძე, ზაქარია ჭიჭინაძე - ქართული წიგნთბეჭდვის მკვლევარი 59

მაია მიქაუტაძე, ზაქარია ჭიჭინაძე მაჰმადიან ქართველთა ენობრივი კომპეტენციისა და ეროვნული იდენტობის შესახებ 61

ციცინო პაპიაშვილი, თანამედროვე ზემო იმერული სოფელი: არგვეთის ეთნოლოგიური მონაცემების მიხედვით 63

მაკა სალია, დუზჯეს რეგიონის (თურქეთის რესპუბლიკა) ქართველთა მეტყველების თავისებურებანი 65

აბდურაჰმან სეჩკინი, დიდგორის ბრძოლის ისტორია ქართულ და უცხოურ წყაროებში 67

თემურ ტუნაძე, თამარ ორაგველიძე, ქართული სკოლის ისტორიიდან – ნიკო ჯაყელი 68

თამაზ ფუტკარაძე, სისხლის აღების ტრადიცია და პიროვნების სოციალური სტატუსის ტრანსფორმაციის ზოგიერთი საკითხი (ბორჩხისა და მურღულის მასალების მიხედვით) 71

მზია ქემოკლიძე, პურთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები და რიტუალური პურები XIX საუკუნის თბილისში 73

გელა ქისტაური, ზაქარია ჭიჭინაძის ღვაწლი ყოფილ ,,ოსმალოს საქართველოში” ქართული განათლების აღორძინების მხრივ (გაზეთ ,,ივერიის” მიხედვით) 75

ორჰან შარდაგი (ბერიძე), ზაქარა ჭიჭინაძის იდეები - თურქეთის ქართველთა ეროვნული კულტურის განვითარების პერსპექტივები 77

Page 5: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

5

ერდოგან შენოლი (ერეკლე დავითაძე), ზაქარია ჭიჭინაძე დასავლეთ თურქეთის დღევანდელი თაობის ქართველების მახსოვრებაში 80

ნოდარ შოშიტაშვილი, სამეურნეო-ყოფითი კულტურა შავშეთ-იმერხევში 83

მამუკა ცუხიშვილი, აკაკი წერეთელი და ზაქარია ჭიჭინაძე 85

ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის გუბენატორი (1781-1785) 87

ეკა ჭკუასელი, „ოხვამერ ლაგვანი“ ტრადიციულ ქართულ ყოფაში 89

ბეჟან ხორავა, ზაქარია ჭიჭინაძე და მუჰაჯირობის საკითხები 91

მირიან ხოსიტაშვილი, ქართველთა ისტორიული დემოგრაფიის საკითხები ზაქარია ჭიჭინაძის შემოქმედებაში 93

ფრანკ ტრემელი, დოქტორი, მარიკა ლაფაური-ბურკი, დიალოგი კულტურის ანთროპოლოგიის შესახებ 96

Page 6: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

6

Page 7: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

7

ლია ახალაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ჯავახეთის ეპიგრაფიკული ძეგლების კლასიფიკაცია

ჯავახეთის წარწერების შესწავლის ამ ეტაპზე, როცა ქართველი და სომეხი მკვლევრების მიერ სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიდა ამ მხარის ქართული და სომხური ეპიგრაფიკული ძეგლების კორპუსები, ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ რეგიონში არსებული წარწერების კლასი-ფიკაციისა და სისტემატიზაციის საკითხებზე.

ჯავახეთის უძველესი წერილობითი კულტურის ძეგლები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ხელნაწერები და ეპიგრაფიკული ძეგლები. მათ შორის, რეგიონის სკრიპტორიუმებში შექმნილი უძველესი ხელნაწერები, მხოლოდ ქართულენოვანია, გვხვდება რამდენიმე ბერძნული და ოსმალურენოვანი ხელნაწერიც. რაც შეეხება ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ანუ წარწერებს, ისინი მხო¬ლოდ ქართულ, ბერძნულ, სომხურ და ოსმალურ ენებზე გვხვდება. ეპიგრაფიკულ წერილობით კულტურაში არსებული ეს მრავალფეროვნება ამ ისტორიული მხარის, როგორც

Page 8: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

8

საქართველოს „მონაპირე“, საზღვრისპირა რეგიონის რთულ ისტორიულ თავგადასავალსა და ქარტეხილებით სავსე პოლიტიკურ ცხოვრებაზე მიუთითებს.

ჯავახეთის ქართული, ბერძნული, სომხური და ოსმალური წარწერების შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის კომპლექსური ანალიზი გვეხმარება რეგიონის ეპიგრაფიკული ძეგლების კლასიფიკაციასა და სისტემატიზაციაში.

გარეგნული ნიშნის მიხედვით წარწერების კლასი ფი-კაცია საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ, ძირითადად, რომელ მასალაზე შესრულებული წარწერები გვხვდება მხარის ეპიგრაფიკაში. დღევანდელი მონაცემებით გვაქვს: ლაპიდარული, ფრესკული, ჭედური და ნაკაწრი წარწერები. მათ შორის ძველი ჭედური ხელოვნების ძეგლებზე დაცული წარწერები დღეს რეგიონში დაცული არ არის: მათი ნაწილი მუზეუმებსა და სპეციალურ დაწესებულებებში ინახება, ნაწილი უკვე დაღუპულია და ცნობები მათ შესახებ მხოლოდ სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება.

ლაპიდარული წარწერები დაცულია ქართულ, ბერძნულ, სომხურ, ოსმალურ (არაბულ) ენებზე. მათ შორის 221-ზე მეტი ქართულენოვანი წარწერაა, რომლებიც დაცულია ქრისტიანული ხელოვნების ძეგლებზე, საერო დანიშნულების ნაგებობებსა და საფლავის ქვის ეპიტაფიებზე. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსის მიხედ¬ვით ჯავახეთში დაცულია 50-ზე მეტი სომხური ლაპიდარული წარწერა (ს. კარაპეტიანის მიხედვით ექვს ათეულზე მეტი) - ძირითადად, საფლავის ქვის ეპიტაფიები და საერო ხასიათის წარწერები. შედარებით მცირე რაოდენობითაა ბერძნული და ოსმალური ლაპიდარული წარწერები, რომლებიც ძირითადად, საკულტო დანიშნულების ძეგლებზე გვხვდება.

ქრონოლოგიურად ჯავახეთის ლაპიდარული წარ-წე რე ბი VI-XIX სა¬უ¬კუნეებს მოიცავს. მათ შორის უძველესია ქართულენოვანი წარწერები და შინაარსობრივი თვალსაზრით გვაქვს, როგორც საამშენებლო, ასევე იურიდიული, მემორიალური და პილიგრიმული წარწერები. წარწერების უმრავლესობა გაერთიანებული საქართველოს - XI-XV საუკუნეების დროინდელია, სოლიდურია IX-X საუკუნეებისა და XVI-XIX საუკუნეების ქართულენოვანი

Page 9: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

9

წარწერების რაოდენობა. XIX საუკუნიდან ქართულ ენაზე, ძირითადად შემორჩენილია საფლავის ქვის ეპიტაფიები, ისიც ფრაგმენტულად. უძველესი სომხურენოვანი ლაპიდარული წარწერა ახალქალაქის საფლავის ქვის ეპიტაფიაა და 1294 წლით, ანუ XIII საუკუნის მიწურულით თარიღდება. გვხვდება XIV-XVIII სს. რამდენიმე წარწერა, მაგრამ სომხურენოვანი წარწერების უმრავლესობა XIX საუკუნისაა და საფლავის ქვის ეპიტაფიებს მიეკუთვნებიან.

ფრესკული წარწერები ჯავახეთში, შედარებით მცირე რაოდენობით გვხვდება, ისიც მხოლოდ ქართულ და ბერძნულ ენებზე – ყველა მათგანი ქრისტიანული ხელოვნების ძეგლებზე – ეკლესია-მონასტრებისა და სალოცავების ინტერიერშია დაცული. მათი უმრავლესობა გამოსახულების განმარტებითი, ანუ მემორიალური წარწერების რიცხვს მიეკუთვნება. ფრესკული წარწერების ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი, დიდი ალბათობით, X საუკუნეა და ინტენსიურად XI საუკუნიდან ჩანს. ფრესკული წარწერები ჯავახეთის სომხურენოვან ეპიგრაფიკაში არ გვხვდება (ს. კარაპეტიანის მიხედვით).

შინაარსისობრივი თვალსაზრისთ, ჯავახეთის ეპიგ-რაფიკულ ძეგლებში გვხვ¬დე¬ბა საამშენებლო, იურიდიული, მემორიალური და პილიგრამული წარწერები. აღნიშნული კლასიფიკაციით ოთხივე სახის წარწერები გვხვდება მხოლოდ ქართულ ენაზე. საამშენებლო და იურიდიული წარწერების ძირითადი უმრავლესობა ქართულენოვანია, იშვიათად გვხვდება ხაჩკარის მშენებლობის სომხურენოვანი წარწერა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სომხური წარწერების დიდი უმრავლესობა საფლავის ქვის ეპიტაფიებია. ბერძნული წარწერები ძირითადად, ფრესკულია და მემორიალური წარწერების რიცხვს მიეკუთვნებიან. რეგიონში გვხვდება პილიგრიმული შინაარსის ქართული წარწერები.

ხელოვნებითი დამწერლობანი დამახასიათებელია საქართველოს ყველა ისტორიული რეგიონის ეპიგრაფიკული ძეგლებისათვის - გვხვდება კიდურწაისრული, კიდურ-წერტილოვანი და კიდურყვავილოვანი წარწერები. ჯავახეთის ქართულ ლაპიდარულ წარწერებში გვხვდება სამივე ჯგუფის ნიმუშები, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია კიდურწერტილოვანი ქართული წარწერები. მხარის

Page 10: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

10

მონუმენტურ დამწერლობაში იშვიათია კიდურწაისრულობა და ეს შესამჩნევია, როგორც ქართული, ასევე ბერძნული და სომხური წარწერებისათვის. ეს შეიძლება ჯავახეთის ეპიგრაფიკული ძეგლების თავისებურებადაც ჩაითვალოს. თუ რამდენიმე ქართულ მონუმენტურ წარწერაში მაინც შემორჩენილია კიდურწაისრულობა, ეს საერთოდ არ ჩანს სომხურ ეპიგრაფიკულ ძეგლებში. საგულისხმოა, რომ კიდურწაისრულობა და კიდურწერტილოვნება დამახასიათებელია სომხური ეპიგრაფიკისთვისაც და ამის ყველაზე კარგი მაგალითია ანისის მთავარი ტაძრის სომხური ლაპიდარული წარწერები, რომელთა უმრავლესობა ხელოვნებითი დამწერლობის ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. სამწუხაროდ, ჯავახეთის სომხურ ეპიგრაფიკულ ძეგლებში ეს არ შეიმჩნევა. კიდურყვავილოვნება დამახასიათებელია ქართული და ბერძნული ფრესკული წარწერებისთვის.

ჯავახეთის ეპიგრაფიკული ძეგლები რეგიონის მოსახლეობის ისტორიული ყოფიერების რეალური ანარეკლია, რომელშიც საუკუნეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური, საზოგადოებრივი და კულტურული პროცესების ისტორია იკითხება, როგორც კლასიფიკაციის საფუძველზე ვლინდება რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, მოსახლეობის კომუნიკაციის, კულტურის (აღმსარებლობის, ლიტერატურის და ა.შ.), ყოფიერებისა და ცოცხალი მეხსიერების უმთავრეს საშუალებას ქართული ენა და ქართული დამწერლობა წარმოადგენდა.

Page 11: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

11

ალექსანდრე ბოშიშვილი

ისტორიის დოქტორი

თსუ, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი

ქვემო ქართლის სამხრეთ ოლქები (XV-XVIII სს.)

ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბებული ქართლის სამეფო, კიდევ უფრო წვრილ ერთეულებად, დიდ და მცირე სათავადოებად დაიშალა, მაგრამ სამეფოს გარკვეულ ადგილებში სათავადოები არ ჩამოყალიბებულა, უმთავრესად ეს ეხება ქვემო ქართლის სამხრეთ ოლქებს, რომელიც მეფის უშუალო საგამგეოს, ანუ სამეფო სახასო მამულებს წარმოადგენდა.

XV-XVIII საუკუნეებში ქვემო ქართლის სამხრეთის, ანუ მოსაზღვრე პროვინციები იყო: ყაიყული (ძველი აბოცი), ტაშირი, სომხითი (მელიქის მამულის გარდა), ლორე, თრიალეთი, ბამბაკი, ასევე ქვემო ქართლში მომთაბარე, თათრული, ე.წ. ელის განსახლების ადგილები (ლორეს, ბამბაკის, ბორჩალოს, ყაზახის სახანოები). აღნიშნული მხარეების შესწავლას ნაკლები ყურადღება ექცეოდა ქართულ ისტორიოგრაფიაში, არადა ამ საკითხების შესწავლისას გვიანი საუკუნეების საქართველოს ისტორიის საინტერესო დეტალების გაგება შეიძლება.

Page 12: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

12

სამეფო ხელისუფლება განსაკუთრებულად ზრუნავდა და ხელს უწყობდა ქვემო ქართლის სამხრეთის მხარეებში მოსახლეობის მომრავლებას. მაგალითად, გიორგი XI-მ და ერეკლე I-მა დიდი ყურადღება მიაპყრეს ყაიყულს. მათ მიერ გაცემული არაერთი საბუთიდან ჩანს, თუ როგორ ცდილობდნენ ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას და არსებული, თუ ახლად დამკვიდრებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნას. ხოლო ვახტანგ VI-მ ახლად დასახლებულებს ერთი წლით გადასახადები გაუუქმა. „ახალი მოსული კაცი ერთს წლამდინ თარხანი იყოს, ნურას სთხოვენ“.

ქართლის მეფეების დამოკიდებულება გასაგები უნდა იყოს, რადგან ქვემო ქართლის სამხრეთი ოლქები ერთი მხრივ მოსაზღვრე მხარეებს წარმოადგენდა და მეორე მხრივ, სახელმწიფოსთვის ეკონომიკური სარგებელის მოტანაც შეეძლო. ვახუშტის მიხედვით აქ კარგად მოდიოდა, მარცვლოვანი კულტურები, ასევე ვრცელი საძოვრების გამო ხელსაყრელი პირობები იყო მესაქონლეობის განვითარებისათვის.

როგორც ჩანს, ქართლის მეფეთა ღვაწლით, ყაიყული, ბამბაკი და ქვემო ქართლის სხვა ოლქები თანდათან მოშენდა, თუმცა ამ მხარეებს საბოლოოდ ნადირ შაჰის ლაშქრობა დაატყდა თავს. 1735 წელს, ოსმალებთან გამარჯვების შემდეგ, ნადირმა ყაიყული და ბამბაკი ერთიანად ირანში გადაასახლა, „კუალად აჰყარა ყაიყული სრულიად და წარგზავნა ხვარასანს“ (ვახუშტი).

ქართლ-კახეთის მოსახლეობის 1770 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით „არს აოხრებული ყაიყული, უმკვიდრო ქვეყანა, ფრიად კეთილი და მრავალი სოფელი“, ასევე „არს აოხრებული ტაშირი, გუჯარეთი და სომხითი, ქვეყანა დიდი და მრავალი და ამისი აყრილი კაცი ორმოცისაგან ერთი დარჩენილა. ერთმანეთში არიან ხიზნათ.“ სხვა მხარეებზეც მითითებულია, რომ – „ამისი კაცი მრავალი დაფანტულა სხვის თემში“.

ძალიან საინტერესოა ქართლის სამეფოში თურ-ქულენოვანი მოსახლეობის ჩამოსახლების ისტორიაც. რაც, თავიდანვე ქართლის თავდაცვის სამხრეთის ზღუდის მორღვევას ემსახურებოდა. ქვემო ქართლის სამხრეთ-

Page 13: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

13

აღმოსავლეთით „თათარი ელების“ ჩამოსახლება XV საუკუნის II ნახევრიდან უზუნ ჰასანის ლაშქრობების შემდეგ დაიწყო. ქართლზე ყოველი ახალი თავდასხმის შემდეგ, მტკვრისპირა დაბლობზე თურქმანთა ახალი ნაკადი სახლდებოდა. ბოლოს კი, XVI საუკუნის შუა ხანებში ირანის შაჰმა, თამაზ I-მა იქ სახანო დააარსა, რომელიც თურქმანი მოსახლეობის მიუხედავად, უმეტესად ქართლის მეფის მორჩილებაში იმყოფებოდა, და ისტორიაში ყაზახის სახანოს სახელით არის ცნობილი.

შაჰ აბასის მიერ 1604 წელს ქართლის მეფისთვის დებედას ხეობის და მისი მიდამოების ჩამორთმევა. შემდგომში ირანული გავლენის მყარად დამკვიდრების და სამხრეთიდან ქართლში, როგორც სამხედრო ძალის, ისე სპარსული კულტურული გავლენის ადვილად შემოსვლის. საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამისათვის ირანის შაჰმა XVII საუკუნის დამდეგს, ქვემო ქართლში, ორი გეგმა განახორციელა, მეფის ყოფილი დომენის ტერიტორიაზე, მდ. დებედას ხეობაში შექმნა ლორეს სახანო, იგივე სამელიქო, რომელიც საკმაო ტერიტორიას მოიცავდა, ხოლო მუსლიმი მელიქი, შაჰის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. და მეორე, შაჰ აბასმა ქვემო ქართლში თურქმანული მომთაბარე ტომი ბორჩალოც იმ დროს ჩამოასახლა.

ბორჩალოს, შამშადილოს თუ სხვა თურქმანული ტომის საცხოვრისს, სწორედ ქვემო ქართლის მეფის დომენის ტერიტორია წარმოადგენდა. ეს იყო ძირითადად ყაზახი, ბორჩალო, შამშადილო, ბაიდარი (ანუ „წყალთაშუა“, მდ. ქციასა და მდ. მტკვარს შორის ტერიტორია), ასევე, ყაიყულში მათი სეზონური სადგომებად ჩანს ყაზანჩი და სხვა სოფლები. მომთაბარეების მოძრაობის პარალელურად ადგილობრივთა სოფლებიც იყო შემორჩენილი. რომლებიც თანდათან დაიცალა, როგორც ჩანს, ქართველები უფრო ჩრდილოეთით გადმოსახლდნენ.

დღეს ამ მნიშვნელოვანი მხარების მცირე ნაწილიღაა დარჩენილი საქართველოს ფარგლებში. უმეტესობა კი მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებშია მოქცეული: ყაიყული (დას. ნაწილი თურქეთშია, აღმ. ნაწილი სომხეთში), ტაშირი (სომხეთში), სომხითი (სამხრ. ნაწილი სომხეთში), ბამბაკი (სომხეთში), ყაზახი (სომხეთსა და აზერბაიჯანში), შამშადილო (აზერბაიჯანში).

Page 14: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

14

ელდარ ბუბულაშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;

თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, პროფესორი;

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ზაქარია ჭიჭინაძე - აჭარის გულშემატკივარი

1. ზაქარია ჭიჭინაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის მუსლიმ ქართველთა დედა-სამშობლოსთან ინტეგ-რაციის საქმეში.

2. ზაქარია ჭიჭინაძე ის დიდი მოღვაწეა, ვინც შემოიარა აჭარა, საქართველოს სხვა მხარეების მოსახლეობას გააცნო აჭარის პრობლემები და ტკივილი.

3. ზაქარია ჭიჭინაზე ავრცელებდა დედაენასა და სხვა სახელმძღვანელოებს აჭარაში. მოსახლეობას ასწავლიდ აქართულ წერა-კითხვას.

4. ზაქარია ჭიჭინაძე გამორჩეულია რელიგიური ტოლე-რანტობის მხრივაც და იგი პატივს მიაგებდა მუსლიმურ სალოცავებსა და ტრადიციებს. ცდილობდა მუსლიმ ქართველთა შორის ეროვნული იდეის გაძლიერებას.

Page 15: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

15

5. ზაქარია ჭიჭინაძე იყო აჭარელთა ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, რის გამოც მას მოსახლეობამ „ზაქარია ეფენდი“ უწოდა.

6. ზაქარია ჭიჭინაძეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი აჭარის ისტორიის კვლევის საქმეში. ის ერთ-ერთი პირველი ქარველი ეთნოგრაფიცაა. მან ჩაიწერა და შთამომავლობას შემოუნახა აჭარის გამუსლიმების მრავალი ზეპირი ისტორია, აჭარელთა შორის შემონახული თამარ მეფის ხატება, სხვადასხვა საისტორიო სიუჟეტები.

7. ზაქარია ჭიჭინაძის სახლი მთაწმინდაზე წარმო-ადგენდა აჭარელ სტუდენტთა თავშესაფარს.

Page 16: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

16

ბაკურ გოგოხია

მაგისტრი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების დოქტორანტი

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობები ლაზეთზე და თანამედროვე მდგომარეობა

ქართველ მუსლიმთა საკითხს ერთერთი უმთავრესი ადგილი ეთმობა ზაქარია ჭიჭინაძის მოღვაწეობასა და შემოქმედებაში. ლაზ-ჭანების, აჭარელ-ქობულეთელი, მესხი, შავშელი თუ ტაოელ-კლარჯი მუსლიმებისგან ძველი თუ მისი თანამედროვე ყოფისა და მდგომარეობის ამსახველი ცნობების, გადმოცემების ჩაწერა-შეგროვება, მათ შორის უშუალოდ ადგილზე, დამუშავება და გამოცემა, მათში საქართველოს ისტორიის, მშობლიური ენისა და ანბანის, მწერლობის პოპულარიზაცია, თითქმის ყოველდღიური შეხება მათთან, ალბათ მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ჩვენ ვიცით უამრავ სხვა საშუალებათაგან, რომელთაც ზაქარია ჭიჭინაძე თავისი, შეიძლება ითქვას, მოკრძალებული შესაძლებლობებით მიმართავდა მუსლიმ ქართველებში დანარჩენ ქართველებთან ერთიანობის შეგრძნების გასამყარებლად.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაზების ბედით, წარ სულითა და თანამედროვეობით დაინტერესება. უც-

Page 17: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

17

ხო სახელმწიფოების საზღვრებში დარჩენილ მუსლიმ მოძმეთა უდიდესმა გულშემატკივარმა არაერთი საგაზეთო სტატია, კვლევა თუ ნაშრომი დაბეჭდა ლაზებზე. ამ მხრივ საყურადღებოა ტფილისში 1927 წელს მისივე ინიციატივით გამოცემული „ლაზისტანი ისტორიულის და ეთნოგრაფიულის მხრით.“

ლაზეთი ანუ იგივე ჭანეთი – უძველესი სამკვიდრო „ნათესავთა ქართველთა“, რომელიც ისტორიულად მთელ პონტოს მხარეს მოიცავდა ჰალისის შესართავიდან ჭოროხამდე. დროთა განმავლობაში, გარემოებათა მიხედვით ცვალებადი იყო ლაზეთის საზღვრებიც, როგორც წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე ეთნოგრაფიულადაც. ეს ცვალება კი მეტწილად შემცირებაში გამოიხატებოდა. მცირდებოდა საკუთრივ ლაზური შეგნების მქონე მოსახლეობის რიცხვიც, პოლიტიკური სიტუაციების-და გამოისობით კი პირიქით – მატულობდა გაუცხოება დანარჩენ ქართველ მოძმეებთან, დაშორება საკუთარ ფესვებთან. ყოველივე ამას ერთვოდა გართულებული მიმოსვლა (განსაკუთრებით საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ), რაც ქართველ მეცნიერებს არ აძლევდა საშუალებას, სხვა მხარეების მსგავსად, უფრო ფართოდ და ნაყოფიერად ეკვლიათ ლაზეთი.

ეს მხარე დღესაც ისევე აქტუალურია ჩვენთვის, როგორც ასი და ორასი წლის წინ. ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს სწორედ საუკუნის წინანდელი ცნობები ლაზეთზე, ლაზებზე, შეგროვებული, აღწერილი და გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძის მიერ და მათი შედარება თანამედროვე სინამდვილესთან. ზემოთ ხსენებულ მის ნაშრომში, ასევე სხვა სტატიებში, ძირითადად საუბარია მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ვითარებაზე ლაზეთში. ამ ვითარებას წინ უძღვის ძველი ისტორიული ცნობების მოკლე და თავისებური მიმოხილვა, ასევე სხვადასხვა ზეპირი ცნობები და გადმოცემები, დამოწმებული როგორც საკუთრივ ლაზ-ჭანებში, ისე მათ მეზობელ ქართული თემის სხვა წარმომადგენელთაგან ჩაწერილ-მოსმენილი. ამგვარ ცნობებზე დაყრდნობით გამოთქმულია მოსაზრებები არაერთ საკვანძო საკითხზე ლაზების წარსულიდან და თანამედროვეობიდან. ვრცლადაა აღწერილი მათი გადასვლა

Page 18: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

18

ისლამურ სარწმუნოებაზე, მომყოლი შედეგები და ამ მოვლენის როლი ლაზური თვითშეგნების, მშობლიურ-სალიტერატურო ენის შენარჩუნება-დაკარგვის საქმეში. გამოთქმულია ავტორისეული მოსაზრებები (ზოგან ემოციური და თამამი) არსებული მდგომარეობისა და მისი გამოსწორების გზების ძიების შესახებ.

ჩვენ მიერ ჩატარებულმა დაკვირვებებმა, ჩვენს ხელთ არსებულმა ამჟამინდელმა მონაცემებმა, მათმა ანალიზმა და შედარებამ საუკუნის წინანდელ ცნობებთან მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ მიზეზთა გამო არაერთი საკითხი კვლავინდებურად მწვავედ დგას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არის სფეროები, სადაც უდავო წინსვლა ფიქსირდება, რაც სხვადასხვა გარემოებებთან ერთად გამოწვეულია საკუთრივ თურქეთის სახელმწიფოს ნებითა და მისწრაფებით, მის საზღვრებში მცხოვრებ არათურქული წარმოშობის მოსახლეობას მისცეს თვითმყოფადობის შენარჩუნების შესაძლებლობა.

სწორედ ორ ქვეყანას – საქართველოსა და თურქეთს შორის დღეს არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობა შეუდარებლად უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, სამო-მავლოდ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მეზობელი სახელ-მწიფოს შემადგენლობაში მცხოვრებ ჩვენს მოძმეებს, შევისწავლოთ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა, მოვისმინოთ და გავაანალიზოთ მათი შეხედულებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, გავუზიაროთ ჩვენეული ხედვა და შევადაროთ აქამდე ჩვენში არსებულ ცნობებს, ცოდნასა და მათ საფუძველზე შექმნილ ჩვენსავე მოსაზრებებსა და წარმოდგენებს. ამ მიმართულებით კი ზაქარია ჭიჭინაძის ნაშრომები დღესაც უდავოდ აქტუალური, მათი შესწავლა კი, სხვა ყველაფერთან ერთად, კვლევების შემდგომი განვითარებისთვის ფასდაუდებელია.

Page 19: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

19

როზეტა გუჯეჯიანი

ისტორიის დოქტორი;

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ზაქარია ჭიჭინაძე და კულტურათაშორისი დიალოგი

მოხსენებაში საუბარი იქნება ზაქარია ჭიჭინაძის ფასდაუდებელი წვლილის შესახებ ქართველთა ეროვნული იდენტობის განვითარების საქმეში.

ცნობილია, მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცეული სამხრეთ-დასავლეთ სა-ქარ თველოს მოსახლეობა იძულებით გამუსლიმდა, თანდათანობით შეიცვალა ეთნიკური იდენტობის აღქმა. ამ დროიდან ქართველთა მცირე ნაწილმა კათოლიკური აღმსარებლობაც მიიღო, ქართველთა სხვა ნაწილი სომხებმა მონოფიზიტებად მონათლეს და „სომხებად“ ჩაწერეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველად მხოლოდ მართლმადიდებებლი ქართველი მიიჩნეოდა, ანუ, XVII-XVIII საუკუნეებში რელიგიის გამოცვლა ეროვნების გამოცვლას

Page 20: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

20

გაუთანაბრდა. ქართველი, რომელიც გრიგორიანულ რჯულზე გადავიდოდა „სომეხი“ ხდებოდა, კათოლიკე ქართველი - „ფრანგად“, მუსლიმი ქართველი კი „თათრად“ ითვლებოდა.

მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს და შემდგომ პერი-ოდში,როდესაც იწყება ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს შემოსვლის პროცესი რუსეთის იმპერიაში, ქართველ მოღვაწეებს (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, ზაქარია ჭიჭინაძე და სხვ.,) დღის წესრიგში შემოაქვთ ქართული ეროვნული იდენტობის ახლებურად გააზრების თემა.

XIX საუკუნის 70-იან წლებიდან ქართული იდენტობის გააზრების ახალი ეტაპი იწყება: ცვლილებას საფუძველი უყარის ილია ჭავჭავაძე წერილით „ოსმალოს საქართველო“. წერილში ილია მეთოდურად ავითარებდა აზრს, რომ ქართველისათვის ნებისმიერი ქართველი ძმაა, განურჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა: „სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარ-ცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას. არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს, და დიდის ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თავის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუ-დრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორი

Page 21: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

21

ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა“.

ილიას ეროვნული ხედვის პროგრამას საქმით ეხმაურება ზაქარია ჭიჭინაძე. 1878 წლიდან მოყოლებული იგი მრავალი წლის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს მუსლიმ, კათოლიკე და გრიგორიანელ ქართველემზე მზრუნველობას უთმობს.

ცნობილია, ზაქარია ჭიჭინაძემ ფეხდაფეხ შემოიარა მთელი აჭარა, ქობულეთის მხარე, მაჭახელი, ნიგალის ხეობა, ლაზეთი, არტანუჯის მხარე, ფოცხოვ-ერუშეთი და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ცნობების შეფროვების პარალელურად, სხვადასხვა სარწმუნეობის მქონე ქართველთა (მართლმადიდებელი, კათოლიკე, გრიგორიანელი, მუსლიმი) ეროვნული იდეის გარშემო შეკავშირების საქმეს ემსახურებოდა.

ზაქარია ჭიჭინაძის სტამბა უწყვეტად ბეჭ-დავ და „დედაენისა“ და საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებს. იგი წიგნებით დატვირთული აბგით დადიოდა კარდაკარ, თვეობით ჩერდებოდა ყოველ მხარეში და ადგილობრვ ქართველებს ქართულ წერა-კითხვას ასწავლიდა.

ზაქარია ჭიჭინაძის სახლი თბილისში წარმოადგენდა თავშესაფარს ყოველი აჭარელი სტუდენტისათვის. ის გულთბილად მასპინძლობდა ეროვნულ ფესვებთან მიახლების მსურველ სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველებს.

ის ერთ-ერთი პირველი მოღვაწეა, ვინც რეალურად ახორციელებდა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ პროგრამას.

Page 22: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

22

* * *ზაქარია ჭიჭინაძე და კულტურათაშორისი დიალოგი

მოხსენებაში საუბარი იქნება ზაქარია ჭიჭინაძის ფასდაუდებელი წვლილის შესახებ ქართველთა ეროვნული იდენტობის განვითარების საქმეში.

ცნობილია, მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცეული სამხრეთ-დასავლეთ სა-ქარ თველოს მოსახლეობა იძულებით გამუსლიმდა, თან-დათანობით შეიცვალა ეთნიკური იდენტობის აღქმა. ამ დროიდან ქართველთა მცირე ნაწილმა კათოლიკური აღმსარებლობაც მიიღო, ქართველთა სხვა ნაწილი სომხებმა მონოფიზიტებად მონათლეს და „სომხებად“ ჩაწერეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველად მხოლოდ მართლმადიდებებლი ქართველი მიიჩნეოდა, ანუ, XVII-XVIII საუკუნეებში რელიგიის გამოცვლა ეროვნების გამოცვლას გაუთანაბრდა. ქართველი, რომელიც გრიგორიანულ რჯულზე გადავიდოდა „სომეხი“ ხდებოდა, კათოლიკე ქართველი - „ფრანგად“, მუსლიმი ქართველი კი „თათრად“ ითვლებოდა.

მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს და შემდგომ პერი ოდში, როდესაც იწყება ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს შემოსვლის პროცესი რუსეთის იმპერიაში, ქართველ მოღვაწეებს (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, ზაქარია ჭიჭინაძე და სხვ.,) დღის წესრიგში შემოაქვთ ქართული ეროვნული იდენტობის ახლებურად გააზრების თემა.

XIX საუკუნის 70-იან წლებიდან ქართული იდენტობის გააზრების ახალი ეტაპი იწყება: ცვლილებას საფუძველი უყარის ილია ჭავჭავაძე წერილით „ოსმალოს საქართველო“. წერილში ილია მეთოდურად ავითარებდა აზრს, რომ ქართველისათვის ნებისმიერი ქართველი ძმაა, განურჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა: „სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარ-ცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს

Page 23: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

23

ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას. არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს, და დიდის ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თავის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუ-დრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა“.

ილიას ეროვნული ხედვის პროგრამას საქმით ეხმაურება ზაქარია ჭიჭინაძე. 1878 წლიდან მოყოლებული იგი მრავალი წლის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს მუსლიმ, კათოლიკე და გრიგორიანელ ქართველემზე მზრუნველობას უთმობს.

ცნობილია, ზაქარია ჭიჭინაძემ ფეხდაფეხ შემოიარა მთელი აჭარა, ქობულეთის მხარე, მაჭახელი, ნიგალის ხეობა, ლაზეთი, არტანუჯის მხარე, ფოცხოვ-ერუშეთი და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ცნობების შეფროვების პარალელურად, სხვადასხვა სარწმუნეობის მქონე ქართველთა (მართლმადიდებელი, კათოლიკე, გრიგორიანელი, მუსლიმი) ეროვნული იდეის გარშემო შეკავშირების საქმეს ემსახურებოდა.

ზაქარია ჭიჭინაძის სტამბა უწყვეტად ბეჭ დავ-და „დედაენისა“ და საქართველოს ისტორიის სა ხელ-მძღვანელოებს. იგი წიგნებით დატვირთული აბგით დადიოდა კარდაკარ, თვეობით ჩერდებოდა ყოველ მხარეში და ადგილობრვ ქართველებს ქართულ წერა-კითხვას ასწავლიდა.

Page 24: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

24

ზაქარია ჭიჭინაძის სახლი თბილისში წარმოადგენდა თავშესაფარს ყოველი აჭარელი სტუდენტისათვის. ის გულთბილად მასპინძლობდა ეროვნულ ფესვებთან მიახლების მსურველ სხვადასხვა აღმსარებლობის ქარ-თველებს.

ზაქარია ჭიჭინაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის მონოფიზიტ ქართველთა ისტორიის კვლევის მხრივ და მის მიერვეა დამკვიდრებული ტერმინი „გრიგორიანელი ქართველი“, ნაცვლად მანამდე არსებული „სომხისა“.

ზაქარია ჭიჭინაძის ზრუნდვდა აკათოლიკე ქართველთა ისტორიისა და კულტურის გამოსავლენად. მან სამეცნიერო ბრუნვაში შემოიტანა ვრცელი ინფორმაცია ქართველი კათოლიკეების ეროვნული ღვაწლის შესახებ

ის ერთ-ერთი პირველი მოღვაწეა, ვინც რეალურად ახორციელებდა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ პროგრამას.

ზაქარია ჭიჭინაძე იკვლევდა და აქვეყნებდა ნაშრომებს საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა შესახებ. მისი წერილები კულტურათაშორისი დიალოგის ბრწყინვალე მაგალითებია.

Page 25: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

25

ბიმურზა დადეშქელიანი (აფრასიძე)

მეცნიერების დოქტორი;

საქართველოს სოციოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე

ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობა

კავკასია, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის კარიბჭე, ხშირად ყოფილა სხვადასხვა იმპერიების საომარი პოლიგონი, მის მკვიდრ მოსახლეობას არაერთგზის განუცდია სასტიკი გენოციდი, მშობლიურ ადგილებიდან იძულებითი გადასახლება და ასიმილაცია (იგივე გრძელდება მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს წინაშე დღესაც მე-20 და 21-ე საუკუნეებში ქართველების, ჩეჩნების, ინგუშების, ბალყარელების, ყარაჩაელების...მიმართ).

სხვადასხვა იმპერიები ყველანაირი მეთოდებით ებრძოდნენ იბერიულ-კავკასიური გაუტეხელ სულს, ტერიტორიული პრეტენზიების თუ რელიგიური დაპირისპირების, ტომობრივი შუღლის საბაბით ცდილობ-დნენ ეთნოკონფლიქტების გამოწვევას. ებრძოდნენ მათ სულიერ ერთიანობას და თავისუფლებისკენ სწრაფვას.ისინი არაერთხელ გამხდარან გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი (ჩერქეზები, აფხაზები, ქართველები, ჩეჩნები, ინგუშები,...). რუსეთის იმპერიის ეს გეგმა დეკაბრისტების (პავლე პესტელი) მიერ მიღებული კონსტიტუციაში იყო თავის დროზე ასახული, რომლის მეორე და მესამე მუხლებში ნათქვამია:

2. „დაიყოს კავკასიიის ყველა ხალხი ორ ჯგუფად: მშვიდობიანებად და შფოთიანებად. პირველნი დატო-ვონ თავისსავე საცხოვრისშიდა დაუმყარონ მათ რუსლი მმართველობა და წყობილსება, ხოლო მეორენი ძალდატანებით გადასახლონ შიდა რუსეთში და დაფანტონ მცირერიცხოვან ჯგუფებად ვოლოსტებში.

Page 26: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

26

3. შემოიყვანონ კავკასიის მიწაზე რუსი მოსახლეობა და დაურიგოს მათ აქედან გადასახლებულთა მიწები. ამ საშუალებით კავკასიაში წაშალონ ყველანაირი ნიშანწყალი წინანდელი მკვიდრი მოსახლეობისადა გადააქციონ ეს მხარე წყნარ და კეთილმოწყობილ რუსულ ოლქად“.

ქართველთა ნიშანწყალის გაქრობას დღესაც გამუდმებით ცდილობენ გუდაუთის, ილორის, ბედიის ქართულ მონასტრებში, რაც ერთმორწმუნეობის პრინციპის არავითარ პრინციპში არ ჯდება, არაფერს ვამბობთ ვანდალიზმზე, როგორცდანაშაულზე.

1880 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ აფხაზი ერი ოფიციალურად გამოაცხადა დამნაშავე ხალხად (1877-78 წწ. ანტიიმპერიული აჯანყების მოწყობის გამო). ეს ბრძანებულება უკრძალავდა ზღვისპირას, გზების მახლობლად, სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში დასახლებას.

ქართველი ერის გათიშვის მეგრულ და სვანური ენებისთვის მიზნით რუსული გრაფიკაზე დაფუძვნებული ანბანის შექმნის მცდელობაც იყო. იგივე მეორდებოდა აფხაზური ენისათვისაც. აფხაზებში მიმდინარეობდა ანტიქართული პროპაგანდა. რუსი შოვინისტი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მალე აფხაზური ენა გაქრებოდა და შესაბამისად მოხდებოდა აფხაზების ასიმილაციაც.

კავკასიაში რუსი დამყრობლების წინააღმდეგ ცნობილია ადგილობრივთა არაერთი აჯანყება; გენოციდი კავკასიელი ხალხებისა; კავკასიელ მუჰაჯირების გასახლება თურქეთში და თურქედიდან სომეხთა და ბერძენთა ჩამოსახლება ორივე იმპერიის ინტერესში შედიოდა, რაც სამწუხაროდ წარმატებით განხორციელდა. მათ ადგილზე 1864-69წწ.. ჩაასახლეს ათიათასობით კაზაკის ოჯახი.

საქრთველოს დამოუკიდებლობის დროს (1921 , 1991 წწ.) ,მესამე- დაინტერესებული მხარის ჩაურევლად აფხაზების სახელმწიფოს ინტეგრაციაში არავითარი პრობლემები არ შექმნიათ, უფრო მეტიც ისინი დიდი აქტიურობით მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მშენებლობაში . ასე იყო 1991 წლის საყოველთაო რეფერენდუმში, როცა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიდამოუკიდებლობის აღდგენას

Page 27: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

27

ხმა მისცა რეფერენდუმში მონაწილეთა 97,73%-მა ანუ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 59,84%-მა, მათშორის ქ.სოხუმში კენჭისყრაში მონაწილეთა 96,6%-მა, ანუ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 64,02 %-მა,

იგივე გაგრძელდა 1991 წლის 26 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებშიც,როცა მოსახლეობის (აფხაზები,ქართველები,რუსები,სომხები,ესტონელები,ბერძნები..) დიდმა უმრავლესობამ ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის პროგრამას..

28-26-11 - დროებითი საარჩევნო კანონის მეშ-ვეობით ქართველებმა და აფხაზებმა დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვეს მოსკოვზე, რადგან: 1.თავიდან იქნა აცილებული აფხაზეთში კონფლიქტი ,,ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი და ქართველთა ეთნიკური წმენდა. 2.აფხაზებისთვის მოსახლეობის 17%-ის მიერ 43%-ი ადგილების მოპოვებით განეიტრალდა მითი “მცირე იმპერიის “შესახებ. 3.აფხაზეთში არჩევნების მაგალითზე ჩრდილო კავკასიაში დაიწყო ავტოქტონი მოსახლეობის “თვითგამორკვევის” პროცესი, დაჩქარდა “კავკასიური სახლის მშენებლობა.

რუსეთმა იგრძნო რა კავკასიის დაკარგვის საფრთხე ,1992 წელს მოახდინა თბილისში სამხედრო გადატრიალება ადგილობრივი კრიმინალების მეშვეობით და 1992 წელს მოახდინა მისი მარიონეტების ხელით კონფლიქტის პროვოცირება, 30 000 ადამიანი დაიხოცა, 300 000 მკვიდრი აყარეს აფხაზეთიდან.

სამწუხაროდ ამ ომის გარედან დაინტერესებული მხარის მიერ პროვოცირებაამ დიდად დააზარალა ,როგორც აფხაზი, ისე ქართველი ერი, ომის შედეგები დამღუპველია მთლიანად საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია დაინტერესებული რუსული მხარის ჩაურევლად ორმხრივი ურთიერთობების აღდგენით, საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, ქართველთა და აფხაზთა საერთო პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციით.

Page 28: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

28

ნინო დათუნაშვილი

მაგისტრი;

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული

უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ქართული კოსტიუმი შუა საუკუნეების საქართველოში

(ფეხსაცმლის ტიპები, ტრადიცია და ნოვაცია)

ქართულმა კოსტიუმმა შუა საუკუნეების მანძილზე არაერთი ცვლილება განიცადა, რასაც გარკვეულწილად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ვითარება განაპირობებდა. საუკუნეთა მანძილზე ადგილობრივს ერწყმოდა უცხოური ტრადიციებიც, რაც განსაკუთრებით ნათლად აისახა დიდგვაროვანთა შემოსვის წესზე.

სამოსის ცალკეულ ელემენტთა შორის ცვლილებას განიცდიდა ფეხსამოსიც. ნაშრომში განხილულია საქარ-თველოში შუა საუკუნეების განმავლობაში არსე ბუ-ლი ფეხსაცმლის ტიპები, მათი წარმომავლობა და სახე-ცვლილებები.

Page 29: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

29

სამოსის კვლევისას უპირველესი მნიშვნელობა ეთნოგ-რაფიულ ყოფაში შემორჩენილ ტანსაცმელს ენიჭება, რომელიც ძირითადად XIX-XX საუკუნეებს მოიცავს, თუმცა აღნიშნული მასალა სრულად ვერ ასახავს საუკუნეთა სიღრმეში არსებულ შემოსვის ტრადიციებს. არქეოლოგიური გათხრებიც ამ მხრივ მწირ ინფორმაციას იძლევა. დანაკლისი ინფორმაციის შევსება ტაძრების ფრესკებზე, რელიეფებზე, ხატებზე, ნაქარგობასა და ხელნაწერებში არსებული ისტორიული პირების გამოსახულებებითა და წერილობით წყაროებში დაცული ინფორმაციის საშუალებით არის შესაძლებელი.

ისტორიული პირების პორტრეტები ძირითადად დიდებულთა შემოსვის ტრადიციას ასახავს. უმეტესწილად მამაკაცთა კოსტიუმის შესახებ შეიძლება მსჯელობა. ქალებისა და განსაკუთრებით ბავშვთა გამოსახულებებმა კი შედარებით მცირე რაოდენობით მოაღწია ჩვენამდე. ისტორიულ პირთა გამოსახვის ტრადიცია, განსაკუთრებით გვიან შუა საუკუნეებში მკვიდრდება და ვიზუალური მასალის სიმრავლეც უმეტესად XVI-XVII საუკუნეებზე მოდის.

ადრეული შუა საუკუნეების საქართველოში არსებული ფეხსაცმლის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

ფეხსაცმელთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ეხება სულხან-საბა ორბელიანი, ივ. ჯავახიშვილი, ნ. ჩოფიკაშვილი და სხვ.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფეხსაცმლის ყველაზე ადრეული ნიუშები _ II ს-ით თარიღდება.

შუა საუკუნეების ადრეულ ეტაპზე (V_X საუკუნეებში) არსებული ფეხსაცმლის ნიმუშები ძირითადად რელიეფურ ძეგლებზე შემოგვრჩა, XI_XIV საუკუნეებისა _ ფრესკულ მხატვრობაში, XVI-XVII საუკუნეებში კი საერო პირთა პორტრეტები ფრესკული მხატვრობის გარდა, ჭედური ხელოვნების ნიმუშებსა და მინიატურებშიც გვხვდება.

ადრე შუა საუკუნეების მანძილზე ძირითადად ორი ტიპის ფეხსაცმელი ჩანს გავრცელებული: უქუსლო, რბილლანჩიანი, კოჭთან მომდგარი დაბალყელიანი მესტისებური და მაღალყელიანი მოგვები. ერთეულ შემ-თხვევებში მათ გვერდით ქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩნდება.

Page 30: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

30

XI_XIV საუკუნეებში საერო პირებს ძირითადად მოგვები აცვიათ. მისი ცალკეული ნიმუშები გვიან შუა საუკუნეებში, ძირითადად სამეფო სამოსით შემოსილ ფიგურებზე გვხვდება. ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით კი მოგვს ზემოთ, სარმუზას ანდა ჩაფულას ხმარობდნენ.

XVI-XVII საუკუნეებში ხმარებაში შემოდის _ დაბალყელიანი ან კოჭამდე სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი და ქუსლიანი ქოშები.

XVIII ს-ში კი ქუსლიანი ფეხსაცმელი გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის.

XIX ს-ის დასაწყისში ევროპული სამოსის შემოსვლა და დამკვიდრებაც, სწორედ ფეხსაცმლით იწყება.

როგორც აღვნიშნეთ, კოსტიუმის სახეს გარკვეულწილად ქვეყანაში არსებული კულტურულ-პოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებდა, რაც ნათლად ვლინდება კოსტიუმის შემადგენელი ერთი ელემენტის _ ფეხსაცმლის განხილვის მაგალითზეც.

ადრეულ პერიოდში ქართული კოსტიუმი ერთი მხრივ ბიზანტიური, მეორე მხრივ კი სასანიდური ირანის მოდის ზეგავლენას განიცდის. ბიზანტიური სამოსი საქართველოში იმპერიის ოფიციალურ ტიტულებთან ერთად იგზავნებოდა. შაჰებსაც წესად ჰქონდათ ქართველ მოხელეთათვის პატივის მინიჭებასთან ერთად, საჩუქრების გაგზავნა ბრწყინვალე სამოსის სახით.

გვიან შუა საუკუნეებში ირან-ოსმალეთის ბატონობამ, თავის მხრივ, ზეგავლენა მოახდინა როგორც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზეც, ასევე ჩაცმულობაზე.

ოდიშის სამთავროში მოღვაწე იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის გადმოცემით - „დასავლეთ საქართველო გაცხოველებულ ვაჭრობას აწარმოებდა სპარსეთთან და ოსმალეთთან, საიდანაც შემოჰქონდათ ნოხები, ტყავეული, უნაგირები, მაუდი და სხვა“.

XIX ს-ის დასაწყისში კი, ევროპული სამოსის გავრცელებამ ძირეული ცვლილებები შეიტანა ქართული კოსტიუმის ისტორიაში.

Page 31: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

31

როლანდ თოფჩიშვილი

თსუ პროფესორი;

გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ზაქარია ჭიჭინაძე ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფების შესახებ

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გვიან შუა საუკუნეებში ქართველთა შორის სხვა რელიგია (ისლამი) და ქრისტიანობის მიმართულებები (გრიგორიანელობა, კათოლიკობა) გავრცელდა. ამჯერად ჩვენი მიზანი არაა მართლმადიდებელ ქართველთა შორის აღნიშნული რელიგიისა და კონფესიების გავრცელების მიზეზების შესახებ ვისაუბროთ; არც ის, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველთა რეალურობა ვამტკიცოთ, რასაც ასე უარყოფდნენ და დღესაც უარყოფენ არაქართველი მეცნიერები. მოხსენებაში მხოლოდ იმ მეცნიერზეა საუბარი, რომელმაც ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ფაქტობრივად პირველმა (მხედველობაში თუ არ მივიღებთ ა. ხახანაშვილის ნაშრომს ქართველ გრიგორიანელთა და მ. თამარაშვილის წიგნს ქართველი კათოლიკეების შესახებ) არგუმენტირებულად შეისწავლა როგორც ქართველ გრიგორიანელთა და ქართველ მუსლიმთა, ისე ქართველ კათოლიკეთა ჯგუფები

Page 32: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

32

და საფუძვლიანად მიუთითა თითოეული მიმდინარეობის გავრცელების მიზეზებზე. ამავე დროს, მისი ყველა მსჯელობა არგუმენტირებულია. ესაა ზაქარია ჭიჭინაძე.

ზაქარია ჭიჭინაძემ არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ქართველ მუსლიმებს, ქართველ გრიგორიანელებსა და ქართველ კათოლიკეებს. 1906 წელს შავშელის ფსევდონიმით გამოაქვეყნა წიგნი ,,ქართველი გრიგორიანები: სომხის რჯულის ქართველები”. 1901, 1907 და 1915 წლებში დასტამბა წიგნები და საგაზეთო სტატიები ქართველთა გამუსლიმებაზე. საგაზეთო სტატიები ძირითადად XIX საუკუნის 90-იან წლებშია გამოქვეყნებული. ამ სფეროში ჩატარებული გამოკვლევებით, ზაქარია ჭიჭინაძე არა მარტო მეცნიერებას ემსახურებოდა, არამედ წარმოგვიდგება როგორც პატრიოტი და მამულიშვილი („ჩვენ სარწმუნოების წყალობით ქართველთა განთვისებას არავის დაუთმობთ“; „ვინც ქართლში სომხის შთამომავალია იმასაც ეტყობა თავის ვინაობის ბეჭედი და ვინც ქართველია იმასაც“; „ამ საყდრის (თელეთის - რ. თ.) საშუალებით დიდი ძალი ქართველობა მოესხლიტა თავის ვინაობას“; „მშრალის სამხედროს პატრიოტობით, სასწაულებრივის მხარეებით და ეკლესიურის საქმეთა გვაროვნულის ტრადიციებით წინ ვერ წავალთ. ერთს საფეხურზე გავჩერდებით და ბოლოს როგორც ბრბო ისე ავიგვებით ამ დედამიწის პირითგანა“). ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ასეთი ნაშრომების შექმნა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ქართველ გრიგორიანელთა, ქართველ მუსლიმთა და ქართველ კათოლიკეთა თავს დატრიალებული მოვლენები მათ ქართული ენობრივი და ეთნიკური სამყაროსაგან საბოლოო მოწყვეტას უქადდა. ქართველ გრიგორიანელთა შესახებ წიგნის შექმნა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის და სხვა ავტორთა სტატიებს თბილისის სომხური პრესა („მშაკი“, „მურჭი“) აგრესიულად შეხვდა. მიუთითებდა იმ ფაქტების შესახებ თუ როგორ უმახინჯებდა სომხური ეკლესია ქართველ მონოფიზიტებს ქართულ გვარებს და გარდაქმნიდა მათ სომხურ ყაიდაზე. წიგნში „სომხის რჯულის ქართველების“ შესახებ შესწავლილია ასზე მეტი ქართველი გრიგორიანელის გვარის ისტორია. ზ. ჭიჭინაძემ, რომელსაც მეზობელი ქვეყნის საბჭოთა ისტორიკოსები, დაკნინების მიზნით, „ბურჟუაზიულ

Page 33: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

33

ისტორიკოსად“ მოიხსენიებდნენ, დაადასტურა, რომ ქართველი გრიგორიანელები სრულიადაც არ იყვნენ „ქართულად მოლაპარაკე სომხები“, რომ „მათ სომხების არაფერი აქვთ, ქართულად მოლაპარაკენი არიან და ქართული კაცის ზნისა და ხასიათის მქონენი“.

ზ. ჭიჭინაძეს ფაქტობრივად რკინის ქალამნები ჰქონდა ჩაცმული - მან შემოიარა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები, სადაც „სომხის რჯულის ქართველები“ ცხოვრობდნენ, არამედ მთელი სამხრეთ-დასავლეთი ანუ „ოსმალოს საქართველო“ და აფიქსირებდა ჯერ კიდევ ხალხში შემორჩენილ გადმოცემებს ქართველთა გამუსლიმებისა და გათათრების შესახებ. ფაქტობრივად ის გვევლინება ამ თემებზე ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში ეთნოგრაფიული მონაცემების პირველშემომტანად. ხალხში მოპოვებულმა მასალამ ზ. ჭიჭინაძეს გამოატანინა დასკვნა, რომ „ხალხი უნდა გამაჰმადიანებულიყო, თორემ ყველას ანიავება ელოდა“. ამასთანავე, დაადასტურა ბევრი ფაქტი, თუ როგორი წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა ქართველთა გამაჰმადიანება და რომ ის ერთჯერადი აქტი არ იყო და ხანგრძლივად მიმდინარეობდა. დააფიქსირა, რომ მხოლოდ შავშეთის ქართველობა გამაჰმადიანებულა ნებით. ეძებდა და პოულობდა ქართველ მუსლიმებში ქართულ გვარებს (თურმანიძე, ლომინაძე, საღირასძე, თიკანაძე, ძნელაძე, მხაცკაძე, გორდაძე...), რომლებიც მაჰმადიანურ სამყაროში უფუნქციო იყო, მაგრამ ხალხის მეხსიერება მათ არ ივიწყებდა. ადგილზე ისიც გაარკვია, რომ ჯერ კიდევ 1840-იან წლებში „გათათრებული ქართველები ჩუმად ქრისტიანობდნენ“, რომ „ალილოს“ თქმა მურღულში გათათრებულ ქართველთა შვილებს 1870 წლამდის სცოდნიათ“.

ზაქარია ჭიჭინაძის იდეალი იყო ქართველებს უარი ეთქვათ ეთნიკურობის შუასაუკუნეობრივ გაგებაზე (რელიგია=ეთნიკურობა) და ისეთივე გაგება ყოფილიყო ეროვნებისა როგორიც ევროპის ქვეყნებშია („სამწუხაროდ, ეს მარტო ჩვენშია, ქართველებში, თორემ ევროპაში ეს ასე არ არის, იქ სარწმუნოების მხარეები გვარტომობის აჩრდილ ქვეშ იფარება. ევროპის რომელიმე ერთს გვარტომობის ერთ შორის რამდენიმე სარწმუნოების კაცი სცხოვრობს, მაგრამ არც ერთი

Page 34: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

34

მათგანი თქვენ არ გეტყვით, რომ იგი სხვა ტომს ეკუთვნის“). ის მაჰმადიან ქართველებში ენისა ეთნიკური ცნობიერების პრობლემასაც შეეხო (მთხრობელისაგან ჩაუწერია: „შავშეთში ქართული ენა არავინ იცის, მაგრამ ჩვენ მაინც გურჯები ვართ. მე ქართული არ ვიცი, მაგრამ ჩემს თავს გურჯს ვუწოდებ“). ფრიად საყურადღებოა, რომ ზაქარია ჭიჭინაძე, სრულიად სამართლიანად, „ოსმალოს საქართველოს“ სხვადასხვა ადგილას ქართული ენის შენარჩუნებას გეოგრაფიული ფაქტორით ხსნის.

ზაქარია ჭიჭინაძის ნაშრომები დღევანდელი გადასახედიდან თითქოსდა მეცნიერული თვალსაზრისით სათანადო დონეზე არაა შესრულებული, მაგრამ იმდროინდელი მეცნიერების დონეს უდავოდ პასუხობდა. მისთვის მთავარი იყო ფაქტები. ქართველ გრიგორიანელთა და ქართველ მუსლიმთა შესახებ მოთხრობილი ფაქტები კი ყველა უტყუარია. მამულიშვილს სათანადო სამეცნიერო სკოლა არ ჰქონდა გავლილი და თავის ნაშრომებს სამეცნიერო აპარატურით ვერ უზრუნველყოფდა, თუმცა წყაროებსა და ლიტერატურულ მონაცემებს სათანადოდ ფლობდა და ემყარებოდა არგუმენტების განსამტკიცებლად. მთავარი ისაა, რომ შემდეგდროინდელი მეცნიერული გამოკვლევებით ქართველ გრიგორიანელთა, ქართველ მუსლიმთა და ქართველ კათოლიკეთა რეალური არსებობა მეცნიერულად არაერთგზის დაადასტურდა.

Page 35: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

35

შემსეთთინ იიემ (გიორგი ირემაძე)

კულტურათაშრისი დიალოგის ასოციაცია;

სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი

ზაქარია ჭიჭინაძე და მაჭახლის ხეობა

ზაქარია ჭიჭინაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ისტორიული მაჭახლის ხეობის ტრადიციული კულტურის აღწერისა და მასალის ქართულ სამეცნიერო სივრცეში შემოტანის მხრივ.

ცნობილია, ზაქარია ჭიჭინაძე რამდენჯერმე სტუმრობდა მაჭახლის ხეობას და იქ თვეობით რჩებოდა. მაჭახელში იგი ავრცელებდა ქართულ დედაენას, სხვა წიგნეეს. მსურველებს ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას.

პირადად ჩემი წინაპრები დედის მხრიდან(ქათამაძეები), სწორედ ზაქარიამ აზიარა ქართულ მწიგნობრობას. ქათამაძეთა შორის სამწიგნობრო დედაენის ცოდნის ტრადიცია რადმენიმე თაობაში ცოცხლობდა და მეც მათ მომცეს ბიძგი.

აღსანიშნავია რომ იმ მაჭახლელ მუსლიმ სასულიერო პირებსაც, ვინც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მუსლიმურ ღვთისმსახურებას ქართულ ენაზე აღვლენდნენ, ქართული სამწიგნობრო კულტურა სწორედ ზაქარიამ გააცნო და შეაყვარა.

ფასდაუდებებლია ზაქარია ჭიჭინაძის წვლილი მაჭახლის ისტორიის, ყოფის, სულიერი თუ მატერიალური კულტურის აღწერის საქმეში. ეფრატის ეკლესიის აღწე-რილობაც მხოლოდ ზაქარიას კალამმა შემოგვინახა, რომ არაფერი ვთქვათ მის მიერ ჩაწერილ საგვარეულო ლეგენდებსა და გადმოცემებზე, საისტორიო სიუჟეტებზე.

Page 36: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

36

პაპუნა კაციტაძე

მაგისტრი, თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი

საქართველოს სახელმწფიო სიმბოლიკის შესახებ

ქრისტიანობა I საუკუნიდანვე შემოდის საქართველოში, ხოლო IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული კულტურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქართული სახელ-მწიფოებრიობისა და ქართული ეთნოსის ჩამოყალიბებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოებრივი იდენტობის მახასიათებლების, გერბზე – წმინდა გიორგის და სახელმწიფო დროშაზე – ჯვრის გამოსახულება წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსათვის ქართული ეკლესიის და ზოგადად, ქრისტიანუილი რელიგიის განსაკუთრებული მნიშვნელობის დადასტურებას, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ განვითარებაში დასავლური, ევროპული ცივილიზაციური ორიენტირის უპირატესობას.

Page 37: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

37

ფერიდე კვაჭანტირაძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის

მთავარი სპეციალისტი

ზაქარია ჭიჭინაძე – წიგნის გამომცემელი

XIX საუკუნის მეორე ნახევარის საქართველოს ისტორია მნიშვნელოვანი მოვლენებით ვითარდება, თუმცა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა არ შეწყვეტილა; „სამო-ციანელთა“ ასპარეზზე გამოსვლამ მას ახალი სახე შესძინა.

„თერგდალეულები“, რომლთა სათავეში ილია ჭავჭავაძე იდგა, ხალხს დამპყრობლის წნეხისგან დასაცავად პირდაპირი აჯანყება-შეთქმულებებისკენ კი არ მოუწოდებდა, არამედ, უპირველესად თვითშეგნების გამოცოცხლების, ეროვნული ღირსების აღდგენის, დახავსებულ სინამდვილესთან ბრძოლისთვის – განათლების შეძენის ამოცანა დაუსახა.

სწორედ, ამ პერიოდს ემთხვევა ზაქარია ჭიჭინაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. უღარიბესი ოჯახის შვილი, წიგნიერებისკენ ლტოლვამ დააკავშირა სამშობლოს ბედზე დაფიქრებულ მამულიშვილებს; მათი თანადგომით შეიძინა ცოდნა-გამოცდილება და მშობლიური ხალხის სამსახურადაც მათი ტაქტიკა გაიზიარა – გახდა წიგნის გამომცემელი.

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის მკვლელობის გამო, განსაკუთრებით გამკაცრებული ცენზურის პირობებში და იმ კნინი ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც გააჩნდა,

Page 38: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

38

ზაქარია ჭიჭინაძემ ასზე მეტი წიგნის გამოცემა მოახერხა. ამასთან იყო წიგნების გამავრცელებელი და დღენიადაგ მშობელი ერის, საქართველოს და ქართველობის იდეის მქადაგებელი.

1872 წლიდან ზაქარია ჭიჭინაძე გაზეთ „დროებაში“ იწყებს მოღვაწეობას. ინფორმაციის მოძიების მიზნით, იგი ბევრს მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აგროვებს ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებს, რომელსაც შემდგომში წიგნებად გამოსცემს („ქართული სახალხო სიმღერები“ (1876), „ქალ-ვაჟიანი“ (1887), „სახალხო ლეგენდები და ლექსები: ამირანის ამბები, ეთერიანი ...“ (1897)). საყურადღებოა ზ. ჭიჭინაძის ღვაწლი ქართული კლასიკური ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოქვეყნება-პოპულარიზაციაში. მან მკითხველს გააცნო შავთელის, ჩახრუხაძის, თეიმურაზ I-ის, ნიკოლოზ ბარათაშვილითა და სხვათა შემოქმედება.

XIX ს. 70-იანი წლებიდან საქართველოში “ხალხოსნური მოძრაობა“ დაიწყო. რუსი „ნაროდნიკების“ მსგავსად, ქართველი „ხალხოსნები“ უსამართლო რეჟიმის დასამხობად იბრძოდნენ და საყოველთაო კეთილდღეობის იმედს ჯერ გლეხთა საერთო აჯანყებაზე, შემდგომ კი, მდაბიო ხალხის განათლებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ამყარებდნენ. „ხალხოსნები“ სოფლის მშრომელ მოსახლეობაში ავრცელებდნენ საგანგებოდ ქართულად თარგმნილ რევოლუციური ხასიათის პოლიტიკურ თუ მხატვრულ ლიტერატურას, თუმცა ამ მოძრაობას თავად გლეხობამ არ დაუჭირა მხარი. ზაქარია ჭიჭინაძე აქტიურად თანამშრომლობდა მოძრაობის ლიდერებთან.

„ხალხოსანთა“ თანაგრძნობას გამოხატავს მისი როგორც შემოქმედებითი, ისე საგამომცემლო საქამიანობა: იგი ბეჭდავს სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობებს: „ ღამის მეცხრე ციცო“ (1887), „მთიული მოსე“ (1892), „მეველე“ (1892), „თავადი იორენიმე“ (1892). სოციალურ საკითხებს უკაავშირებს თავის შემოქმედებას ანტონ ფურცელაძეც, რომლის მოთხრობები „მართა“ (1893), „მაცი ხვიტია“ და სხვა. ზაქარია ჭიჭინაძის დამსახურებით გამოიცა. ოთხმოციანი

Page 39: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

39

წლების ბოლოს ჟანდარმერიისგან მრავალგზის დარბეულმა „ხალხოსანთა“ ორგანიზაციამ მუშაობა შეწყვიტა. პატრიოტ მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა გაზეთ „ივერიაში“ განაგრძო თანამშრომლობა.

საყურადღებოა ზ. ჭიჭინაძის ღვაწლი ქართული კლა-სიკური ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოქვეყნება-პოპულარიზაციაში. მან მკითხველ გააცნო შავთელის, ჩახრუხაძის, თეიმურაზ პირველის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხ. შემოქმედება.

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემ-დეგ, აჭარა-ქობულეთი საქართველოს დაუბრუნდა, გამო-სულმანებულ ქართველებთან ერთად. დედასამშობლოს XVII საუკუნიდან ჩამოცილებული და ძალით მაჰმადის რჯულზე გადაყვანილ ქართველობას მშობლიური ენაც მივიწყებული ჰქონდა. მათი ადაპტაცია ხანგრძლივ და ფრთხილ დამო-კიდებულებას საჭიროებდა. თუმცა, ქართველი საზო-გადოების მოწინავე წარმომადგენლები: ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, ივანე მაჩაბელი და სხვანი დიდ მუშაობას აწარმოებდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვაწლი ქართველთა დადასამშობლოსთან კვლავ დაახლოებისთვის ზაქარია ჭიჭინაძემ გასწია: ხშირად სტუმრობდა რეგიონს; ჩაჰქონდა წიგნები და უფასოდ ურიგებდა მოსახლეობას: წერდა წიგნებს სამუსულმანო საქართველოს შესახებ: გამოსცემდა ქართულ ანბანს: ქართულ-არაბულ ლოცვებს. ცალკე წიგნაკებად გამოსცემდა მუსულმანთა სახალხო ლექსებს. ერთი ასეთი კრებული – „ ქართველთ მაჰმადიანთ სახალხო ლექსები შეკრებილი ბათუმში, ქობულეთში, აჭარაში და სხვაგან“ – ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა 1900 წელს. წიგნი დაისტამბა მ. შარაძის და ამხანაგობის სტამბაში. 1900 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა აჭარაში დაწერილი პირველი ქართული წიგნი, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. ესაა „ლექსები თქმული მაჰმადიან მელექსის ხუსეინ ხაბაზ-ქამჟარაძისაგან“. წიგნს გამომცემელმა ჩაურთო ქართული ანბანი და დამატება „ხუსეინ ხაბაზი და ქართველების რჯულით გამაჰმადიანება“. გამოცემას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სოფრომ

Page 40: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

40

მგალობლიშვილმა უარყოფითად შეაფასა ლექსები, რაზეც ზაქარია ჭიჭინაძეს პასუხის გაცემა მოუწია: მან ახსნა ის დაძაბული სიტუაცია, რაც ქართული წიგნის აჭარაში გავრცელებას სდევდა თან: მოლა-ხოჯები მოსახლეობას წიგნის ხელში აღებასაც კი უკრძალავდნენ, მიუხედავად ამისა, ლექსების კრებული უსასყიდლოდ დაურიგდა მოსახლეობას და პოპულარულიც გამხდარა: ქამჟარაძის ბევრი ლექსი ზეპირად დაუსწავლიათ. ქართველ მუსლიმებს და სამუსულმანო საქართველოს მიუძღვნა ზაქარია ჭიჭინაძემ ათობით გამოკვლევა.

ზაქარია განსაკუთრებული გულდადებით და ყუ-რადღებით ეკიდებოდა საქართველოს ისტორიას: აგროვებდა ძველ დოკუმენტებს, საბუთებს, ხელნაწერებს. თავად ათობით მნიშვნელოვანი სტატიისა და წიგნის ავტორი, სხვა ისტორიკოსებსაც ეხმარებოდა მასალის მოძიებაში, მათ განმოქვეყნებაში. 1884 წელს ახალგაზრდა ისტორიკოსმა მოსე ჯანაშვილმა გამოსცა „საქართველოს მოკლე ისტორია“. ათი წლის შემდეგ, 1894 წელს ნაშრომი ახალი მასალებით შევსებული და მნიშვნელოვანი წინასიტყვაობით, ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა. დაიბეჭდა იგი მ. შარაძის და ამხანაგობის სტამბაში. მოსე ჯანაშვილის კიდევ ერთი ნაშრომი, „ მეფე ერეკლე“ გამოსცა მან 1898 წელს. წიგნს, „ქართლის ცხოვრება დასაბამითგან მეათცამეტე საუკუნემდე“, რომელიც 1899 წელს დაისტამბა, დართული აქვს ზ. ჭიჭინაძის მოკლე განმარტება გამოცემის შესახებ. „საქართველოს შესახებ ევროპელთ მოღვაწეთა ცნობები“ 1895 და 1899 წელს გამოსცა. წიგნში შეკრებილ ინფორმაციას დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა მეცნიერთათვის.

Page 41: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

41

ბუბა კუდავა

ისტორიის დოქტორი,

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი

ტაო-კლარჯეთის მეგალითური ძეგლების შესწავლისათვის

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თურქეთში შემად-გენლობაში მოქცეული ნაწილი (ე. წ. „ტაო-კლარჯეთი“) სხვადასხვა დარგის მკვლევართა ინტერესის არეალში მოექცა. დაიწყო თვისობრივად ახალი ეტაპი რეგიონის კვლევის საქმეში. სულ ახლახან მიუწვდომელ რეგიონს ბოლო პერიოდში უკვე არაერთი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ესტუმრა, გამოვლინდა ბევრი ახალი და დღემდე უცნობი მასალა. გაჩნდა ისტორიული პროვინციების, ძეგლების, მოსახლეობის უკეთ შესწავლის, კომპლექსური კვლევის საშუალება.

მიუხედავად ასეთი ინტერესისა და შესაძლებლობისა, რელიეფის სირთულის, ტერიტორიის სიდიდისა თუ ისტორიული ძეგლების სიმრავლის გამო ჯერჯერობით კვლავაც ბევრი ობიექტი რჩება გამოსავლენი და შესასწავლი. ერთ-ერთი კვლევითი მიმართულება, რომელსაც, ჩვენი აზრით, მომავალში საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს, არის რეგიონში უხვად არსებული მეგალითური კულტურის

Page 42: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

42

ძეგლები: ნაქალაქარები, ნასახლარები, ჯერაც მდგარი ციხესიმაგრეები, კოშკები, სტელები...

სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის ეგიდით მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციების ფარგლებში საშუალება მოგვეცა გამოგვევლინა რამდენიმე უცნობი მეგალითური ძეგლი თუ კომპლექსი, ან კიდევ, ცნობილი ძეგლების აქამდე უცნობი არქაული შრეები, რომლებიც აშკარად მეგალითური კულტურის ნიშნებს ატარებს, თუმცა დღემდე რეგიონის მკვლევრების ყურადღების მიღმა დარჩა.

არ არის შემთხვევითი, რომ ძეგლების უმეტესი ნაწილი მდებარეობს ისტორიული არტაანისა („არტაან-ერუშეთის“) და მისი მიმდგომი მხარეების ტერიტორიაზე (სამცხე, ფოცხოვის ხეობა; კლარჯეთი). მეგალითური კულტურით მდიდარი თრიალეთ-ჯავახეთი როგორც ბუნებრივ-გეოგრაფიულად, ისე საისტორიო-გეოგრაფიული თვალსაზრისით, ხომ პირდაპირი გაგრძელებაა არტაან-ერუშეთის ზოლისა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ ზოლში მდებარე მეგალითური ძეგლები ერთი და იგივე კულტურის კუთვნილება უნდა იყოს.

შემორჩენილთაგან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტური გახლავთ მკვლევართათვის დღემდე უცნობი კომპლექსი ისტორიული ერუშეთის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს სოფელ ორაგაზთან მდებარე ციხის (ძვ. მგლინავი) ზემოთ, მაღალი მთის თხემზე. კომპლექსში შედის კარგად გამაგრებული მეგალითური ციხე (დიდი ზომის კოშკი, ორი წყება გალავანი), რამდენიმე ნაკოშკარი და მოზრდილი ნასახლარი (საყურადღებოა, რომ ამ დიდი კომპლექსის ძირში მდებარე მგლინავის ციხეშიც შეიმჩნევა მეგალითური წყობის კვალი). არ არის გამორიცხული, რომ მომავალმა კვლევებმა და დაკვირვებებმა ამ დიდი კომპლექსის „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებულ ქაჯთა ქალაქთან (=ჰური) გაიგივებისა თუ მასთან მჭიდროდ დაკავშირების საშუალება მოგვცეს. აქამდე გამოთქმული გვქონდა მოსაზრება, რომ ქაჯთა ქალაქი მდებარეობდა თანამედროვე სოფ. ალთაშთან (ძვ. ური). აქ, მტკვრის პირას მდებარე ციხის ფერდობებზე არსებული ნაშთები ასევე არქაულია და აშკარად ჩვენთვის საინტერესო პერიოდს

Page 43: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

43

უნდა განეკუთვნებოდეს (ნიშანდობლივია, რომ ური ძალიან ახლოსაა ჩვენ მიერ მიკვლეულ ახალ კომპლექსთან).

საინტერესო დაკვირვების საშუალებას იძლევა აგრეთვე არტაანის ერთ-ერთი ცნობილი სიმაგრე - ველის ციხე. როგორც ჩანს, ციხის ტერიტორია შუა საუკუნეებამდე გაცილებით მეტ არეალს მოიცავდა. ამაზე მეტყველებს როგორც ციხის კედლებს მიღმა დარჩენილი მეგალითური კომპლექსის დიდი ნაწილი, ისე შუა საუკუნეების ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილი მეგალითური კედლების ფრაგმენტები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უძველესი გაგებით ესეც ერთგვარი „ქალაქი“ იყო (სხვათა შორის, ველის ციხეც მტკვრის ხეობაში, სწორედ ზემოხსენებული ური / ჰური / ქაჯთა ქალაქის (?) გაყოლებაზე მდებარეობს. ამ უკანასკნელიდან შორს არ არის ჩრდილის ტბის კულძულზე მდებარე უძველესი ნაქალაქარიც - თეთრციხის მეგალითური კომპლექსი). ჩანს, არტაანსა და მის სიახლოვეს მდებარე „ქალაქები“ და ციხეები ერთი დიდი სისტემის (ტომის? სახელმწიფოებრივი გაერთიანების?) შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა.

საინტერესო სურათს იძლევა ჩვენთვის საინტერესო კულტურის ძეგლებზე დაკვირვება არტაან-კლარჯეთის მაგისტრალის გასწვრივაც. არტაანის მხარეს ასეთი პუნქტი სავარაუდოდ შუა საუკუნეების ციხის - ქინძოდამალის ადგილას იყო (ციხის გალავანს გარეთ აშკარად შეინიშნება მეგალითური ნასახლარის კვალი), უღელტეხილის გადაღმა კი, სოფელ ხევასთან, ასევე მეგალითური პერიოდის კარგად შემორჩენილი ციხეა. ამ უძველეს გზას პირდაპირ არტანუჯში ჩავყავართ. ის, რომ ამ უკანასკნელის დაწინაურება არა შუა საუკუნეებიდან, არამედ გაცილებით ძველი პერიოდიდან უნდა იწყებოდეს, ამის შესახებ არაერთხელ აღნიშნულა, თუმცა ვინაიდან ციხე-ქალაქი არტანუჯი არქეოლოგიურად დღემდე არაა შესწავლილი, ამის მატერიალური დადასტურება დღემდე ვერ ხერხდება. ჩვენი დაკვირვებით, როგორც დედაციხე, ისე ნაქალაქართან მდებარე გამოქვაბული, დღემდე ატარებს მეგალითური პერიოდის მშენებლობის კვალს. ვფიქრობთ, უკვე მატერიალურად დადასტურებული არტაან-კლარჯეთის უძველესი მაგისტრალის გამოძახილია

Page 44: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

44

თავად სახელწოდება არტანუჯიც (აკაკი შანიძისეული ეტიმოლოგიით - „არტაანიშ უჯი“: არტაანის ყური / ყურე).

როგორც მოსალოდნელი იყო, მეგალითური ფენები დადასტურდა კლარჯეთის უძველესი ცენტრის - ციხე-ქალაქ თუხარისის ტერიტორიაზეც. აღნიშნული პუნქტი ბოლო პერიოდამდე არ იყო მიკვლეული. მისი ლოკალიზებისას სხვადასხვა არგუმენტთან ერთად ტერიტორიაზე უძველესი ნასახლარის / „ნაქალაქარის“ არსებობასაც მივანიჭეთ საგანგებო მნიშვნელობა.

ბოლო პერიოდამდე უცნობ ნიმუშებს განეკუთვნება აგრეთვე სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის მიერ მიკვლეული მეგალითური კულტურის ძეგლები: ნაციხარი სოფელ ხუნამისთან, ნასახლარი ყველის ხევში (სამცხე, ფოცხოვის ხეობა), სტელა სოფელ წყაროსთავში, ყოფილი საეპისკოპოსო ტაძრის სიახლოვეს (ჯავახეთი), მახლობლად აღმოჩენილი და ოლთისში გადმოტანილი სტელა (ტაო).

ვფიქრობთ, მომავალში ზემოთ დასახელებული მეგალითური ძეგლებისადმი გამოჩენილი საგანგებო ყურადღება, მათი და საქართველოს ტერიტორიაზე (განსაკუთრებით - სამცხეში, ჯავახეთსა და თრიალეთში) არსებული მსგავსი ნიმუშების კომპლექსური კვლევა მეცნიერებს ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემს.

Page 45: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

45

მიხეილ ლაბაძე

ფილოლოგიის დოქტორი,

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის

ასისტენტ-მკვლევარი

იტალიური ლექსიკა ლაზურ კილოებში

1. ქართული ენის ლაზური კილოები (ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინურ-ართაშენული) შედის განაპირა კილოთა მეგრულ-ლაზურ (ზანურ) ჯგუფში და გავრცელებულია ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერი-ტორიაზე - ლაზეთში ანუ ჭანეთში (ეს მხარე მოიცავს დღევანდელი თურქეთის რიზეს ილს, ართვინის ილის ხოფის, არჰავისა და ბორჩხის ილჩეებს და ასევე - საქართველოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის და გონიოს თემებსაც).

2. აქვე დავძენთ იმასაც, რომ ხსენებული კილოები იმთავითვე მეზობელ ხალხთა ენების (ბერძნული, თურქული...) საგრძნობ გავლენას განიცდიდა და განიცდის დღესაც, ვინაიდან ლაზეთი ქართველური მეტყველების გავრცელების არეალის პერიფერიაზე მდებარეობს და, რაც ყველაზე მთავარია - აღარ შედის ქართული სახელმწიფოს საზღვრებში (გარდა ორი სოფლისა).

Page 46: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

46

3. ისტორიიდან ცნობილია, რომ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, შავი ზღვის სანაპიროებს ხშირად სტუმ-რობდნენ გენუელი და ვენეციელი ზღვაოსნები. გენუის რესპუბლიკამ (არსებობდა XI-XVIII სს.) ბიზანტიელებთან შეთანხმებით, იქ ვაჭრობის მონოპოლიური უფლებაც მოიპოვა და XIII-XV სს.-ში დააარსა კოლონიები.

4. ჩვენთვის გენუის შავიზღვისპირა კოლონიების რომა-ნულენოვანი მოსახლეობის ზუსტი წარმომავლობა დოკუმენტურად უცნობია, მაგრამ ლაზურ კილოებში დადასტურებულ ლექსიკურ ერთეულთა ანალიზის მიხედ-ვით, ცხადი ხდება, რომ მათ შორის, საკუთრივ გენუელების გარდა, ასევე კორსიკელებიცა და სარდინიელებიც მრავლად უნდა ყოფილიყვნენ.

5. ლაზურ კილოებში დადასტურებულ იტალიურ ლექსიკას ჩვენ პირობითად ორ ჯგუფად ვყოფთ: 1. ლექსიკური ერთეულები, რომელიც დასტურდება თანამედროვე სალიტ. იტალიურ ენაშიც; 2. ლექსიკური ერთეულები, რომლებიც დასტურდება მხოლოდ იტალიურ კილოებში. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ წინამდებარე ნაშრომში არ შევეხებით იმ ლექსიკურ ერთეულებს, რომლებიც ლაზურ კილოებში იტალიურიდან (ან ზოგადად რომანული ენებიდან) თურქულ-ბერძნულის მეშვეობით შესულა.

Page 47: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

47

ხვთისო მამისიმედიშვილი

თსუ ასოცირებული პროფესორი

ნართების აღსასრული

ნართების ეპოსის თითქმის ყველა ძირითადი ნაციონალური ვერსია ნართების დაღუპვით სრულდება. იღუპება არა მხოლოდ მთავარი გმირი ან რომელიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, არამედ - მთელი ნართული საზოგადოება. ესქატოლოგიური მოტივი განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება ნართების ეპოსის ოსურ ვერსიაში, რომელშიც მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება ეპიზოდებს ნართი ხალხის ცხოვრების უკანასკნელ მოვლენებსა და მათ დაღუპვაზე.

ის გზა, რომელსაც ნართები გადიან თქმულებებში, თითქოს ნაცნობია ძველი ეპოსების გმირებისთვის, თუმცა მათ აქვთ უნიკალური თვისებებიც. ნართი პერსონაჟების თავგადასავალში გვხვდება როგორც ტიპური ეპიზოდები: გმირის სასწაულებრივი შობა, წრთობა, სოციუმთან ზიარება, საგმირო საქმეები, საცოლის მოტაცება, აღზევება და სიკვდილი - ისე განსხვავებული ელემენტებიც, რომლებიც მხოლოდ ნართი გმირებისთვის არის დამახასიათებელი. თითოეული ეპიზოდი, როგორც გარდამტეხი მომენტი

Page 48: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

48

და განსაცდელი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გმირის მომავალ ცხოვრებაზე.

ოსური ნართების ეპოსი სხვა პერსონაჟებთან შედარებით უფრო რელიეფურად წარმოგვიდგენს ორი მთავარი გმირის - სოსლანისა და ბათრაძის დაბადებიდან სიკვდილამდე განვლილ გზას და ძირითადი საგმირო საქმეებიც მათ მიეწერებათ.

როგორც წესი, ეპიკური გმირი აღზევების მწვერვალიდან თანდათანობით კი არ ეცემა, არამედ ის უეცრად, მყისიერად ჯადოსნურ შერკინებაში იღუპება. სოსლანი და ბათრაძი სასწაულებრივად დაიბადნენ და ბოლოს, ცხოვრების გარდამტეხი მომენტების გადალახვის შემდეგ, იღუპებიან საიდუმლო ვითარებაში. ამ ეტაპზე მათ აღარ ჰყოფნით ძალა დაბრკოლების გადასალახად.

ხალხურ ეპოსებში, სულ ერთია, მთავარი გმირი არარალური, გამოგონილი პერსონაჟი იქნებოდა თუ ისტორიული პირი, მისი ცხოვრების გარდამტეხი მომენტები მაინც ერთ მოდელს უნდა მისადაგებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, ძირითადი ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ გმირის ხასიათსა და თვისებებზე, არამედ იმაზეც, თუ რა მიეწერება ეპიკურ გმირს ან რა ჩაუდენია.

ოსური ნართული თქმულებები გმირის დაღუპვის ორ მოდელს წარმოგვიდგენს.

სოსლანის დაღუპვის ეპიზოდს საფუძვლად უდევს ძველი მითოლოგემა, მითოსური მონადირის გარდაუვალი მარცხის შესახებ, რომელსაც ჰუბრისის მოტივი აძლიერებს. სოსლანის საბედისწერო ბრძოლას ბალსაგის ბორბალთან და მის დაღუპვას წინ უძღვის ნადირობა, როგორც აუცილებლობა მნიშვნელოვანი ამბის წინ. ნადირობისას ჯერ ირმის სახით მოვლენილი და შემდეგ უცხო ფრინველად გარდასახული ქალწული, რომელმაც არ აპატია სოსლანს სასიყვარულო ურთიერთობაზე უარის თქმა და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ნადირთ ღვთაების ყველა ნიშან-თვისებას ატარებს. ამ სახით ქართულ მითებში მონადირეს ტყაში მაფა ან დალი ეცხადება. ისინი რჩეულ მონადირეებს სასიყვარულო

Page 49: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

49

ურთიერთობას სთავაზობენ და მათ, შესაბამისად, ან სიკეთეს სწევენ, ან დაღუპავენ.

სოსლანისგან განსხვავებულ ვითარებაში იღუპება ბათრაძი, თუმცა მისი დაღუპვაც საერთო მოდელის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ. ნართი ჭაბუკი, ისევე როგორც ევროპის ხალხთა თქმულებების ტრადიციული გმირი (ამირანი, ოიდიპოს მეფე, ბელეროფონტი, ზიგფრიდი), საზოგადოებას აიმხედრებს ან ღმერთს განარისხებს, რასაც შესაბამისად მოსდევს მისი დაღუპვა.

მკვლევარები მიუთითებენ ბათრაძის გარდაცვალებისა და არტურ მეფის დაღუპვის საერთო ელემენტებზეც, რომელთა შორის უპირველეს მნიშვნელობას ჯადოსნური ხმლის მითოლოგემას ანიჭებენ. ბათრაძმაც და მეფე არტურმაც იციან, რომ ხმლის ზღვაში ჩაგდებას ჯერ სასწაული და შემდეგ მათი დაღუპვა მოჰყვება.

ოსური ეპიკური თქმულებები, ისევე როგორც ნართების ეპოსში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ესქატოლოგიურ და აპოკალიფსურ ეპიზოდებს.

Page 50: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

50

ქეთევან მანია

ისტორიის დოქტორი;

ქართველოლოგიური კვლევების ინსიტუტი

„ოსმალოს საქართველოს“ გამაჰმადიანების პროცესის ასახვა „ივერიაში“

(ზაქარია ჭიჭინაძის პუბლიკაციების მიხედვით)

მოხსენებაში განსხვავებული თეორიული მიდ-გომის ფონზე – ეთნოსიმბოლისტური პარადიგმის ფარგლებში, გაანალიზებულია ზ. ჭიჭინაძის ავტორობით გამოქვეყნებული „ოსმალოს საქართველოს“ გამაჰმადიანების ამსახველი „ივერიის“ პუბლიკაციები. ძირითადი აქცენტები გაკეთებულია სუბიექტივისტურ ფაქტორებზე – აღქმებზე, ღირებულებებზე, მახსოვრობებზე, სიმბოლოებზე.

XIX ს-ის 70-იანი წლები მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული ერთობის ისტორიის თვალსაზრისით. რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შედეგად, მოხდა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება – შემოუერთდა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია. პოლი-ტიკური გაერთიანების შემდგომ, დადგა ორი იმპერიული სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მყოფი ნაწილების საერთო მისწრაფებით გამსჭვალვის საკითხი. უმთავრესი, რასაც ხელი

Page 51: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

51

უნდა შეეწყო კულტურული ჰომოგენურობის თვალსაზრისით, იყო განათლების მოფენა ახლადშემოერთებულ ქართულ მოსახლეობაში. ამ მიზნით წინ წამოიწია იდენტობის მახასიათებლების – ისტორიული მახსოვრობის, ქართული ენის, ქართული ტრადიციების და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელობამ, რამაც განსაკუთრებული როლი შეასრულა იმპერიათა შორის დანაწილებულ “საქართველოების“ გასამთლიანებლად.

სწორედ აღნიშნული მიმართულებით გააჩაღა აქტიური მუშაობა ქართულმა ინტელიგენციამ, რომელთა შორის განსაკუთრებულია ზაქარია ჭიჭინაძის დამსახურება. ზ. ჭიჭინაძემ ურთულეს პერიოდში შემოიარა ახლად შემოერთებული ტერიტორია ქართული წიგნებით ხელში და დედაენის სიყვარულს უძლიერებდა ქართველ მაჰმადიანებს. ამ მოგზაურობის დროს აგროვებდა ყოველგვარ მასალას, რომელსაც შემდეგ ინტენსიურად აქვეყნებდა „ივერიის” ფურცლებზე, რათა ერთი მხრივ, თანაგრძნობა გაეღვივებინა ქართულ საზოგადოებაში და დიდი ეროვნული საქმისთვის საერთო მობილიზაცია მოეხდინა, მეორე მხრივ ეჩვენებინა „ივერიის“ მკითხველებისთვის თუ რამდენად მკვიდრად ცოცხლობდა ზემოთ აღნიშნული იდენტობრივი მარკერები „ოსმალოს ქართველებში“.

აღნიშნულ ი აქტივობანი მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს შიდა-ჯგუფური სენტიმენტების გაძლიერებას და ახლადშემოერთებული ისტორიული მიწა-წყლის დანარჩენ საქართველოსთან კულტურულ ერთობის განმტკიცებას.

Page 52: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

52

ქეთევან მარგიანი

ფილოლოგიის დოქტორი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„სვანეთის სულთა მატიანე“ –

ონომასტიკური და ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტები

„მატიანე სუანეთისა კრებისაО“ XIII საუკუნის მეორე ნახევრის მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლია როგორც სვანეთის, ისე სრულიად საქართველოს ისტორიისათვის. დემეტრე ღოღელიანის ხელით დაწერილ, ლინგვოკულტუროლოგიური თვალ-საზრისით უაღრესად ფასეულ ამ ძეგლს, რომელსაც ზუსტი ანალოგი, გარდა ტბეთის სულთა მატიანისა, საქართველოს სხვა კუთხეებში არც კი ეძებნება „სვანეთის სულთა მატიანე“ უწოდა ექვთიმე თაყაიშვილმა, „მატიანე სუანეთისა კრებისაО“ - კი პავლე ინგოროყვამ. ძეგლი შეიცავს უაღრესად მდიდარ ონომასტიკურ მასალას, განსაკუთრებით საინტერესოა აქ წარმოდგენილი არქაული ანთროპონიმული ფორმები... აქ გვხვდება დღეს, სამწუხაროდ, უკვე გამქრალი და გადაშენებული შემდეგი გვარსახელები: ჰირეკიანი, ფოხელიანი, აბუგიანი, ამნასარიანი, ითანოზიანი, მანაშიანი, ბობჩიანი, ფალგარიანი, გაჟანიანი, კიკედიანი, ტბელიანი, მსავიანი, ჭუშულიანი, в აჩილიანი, რუბაგიანი... ჩხუმიფხე,

Page 53: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

53

გოშუანიფხე, ბეუთმანიფხე... ანთროპონიმიკასთან შედა-რებით ტოპონიმიკური მასალა ძეგლისა მწირია; „სულთა მატიანე“-ში გვხვდება: ლალავერი, კიჩხლდაში, ლახამლი (ლახმლდ); ღეშტერი... ბალსზემო სვანეთის ტოპონიმთაგან წარმოდგენილია - ლატალი (ლატლი), ლენჯერი, სეტია (სეტი), მულახი, წურემი (წვირმი), ზეგენა (ზეგან), კალა, ჩეში/ჩე (вე - კალა), უსგური (სგურიშ) ... უშქული (უშგულ), უდაშდი; საინტერესოა ეტიმოლოგია და დისლოკაციის ადგილი ამ ტოპონიმისა... ძეგლის მიხედვით ის უშგულის სიახლოვეს უნდა მდებარეობდეს.

სულთა მატიანეების და, ზოგადად, X-XVIII საუკუნეების სვანეთის წერილობითი ძეგლების ანთრო-პონიმია და თანამედროვე სვანურ გვარსახელთა სისტემა ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვდება. ძეგლებში გამოიყოფა ყოველგვარი მარკირების გარეშე ანთროპონიმებად ქცეული ქართული და სვანური აპელატივების ჯგუფები: მამა, აღმართი, აზნაური, ჭიქა, ქარი, რკინა, გედი, ჯავშანი, თოვლაი, თვარე /მთვარეი, თეთვრაი, მახარობელ, ოდიშ-ელ-იან, საღირ-ელ-იან... … სვანური: სარაგ „წყარო“ ნეღარ „კასრი“ ნინ „ენა“ ბერეჟ „რკინა“, შიხ „ნახშირი“ ხუნ „საძირკველი“ ბაჟინ „მაცნე, შიკრიკი“ მანგურ... სვანეთის წერილობით ძეგლებში გვხვდება ზანური სემანტიკის ანთროპონიმებიც: ჯიჯი, კიბირა, ქვარ/ქუვარა, ხოჯი, კოჩა, ჭკომი... გვარსახელები: კოჩიანი, უხოჯელიანი... გამოიყოფა აგრეთვე ჯგუფი კნინობით-მოფერებითობის -ა სუფიქსით მარკირებული ანთროპონიმებად ქცეული აპელატივებისა: ნაკვეთა, ლხინა, ნაღდა, მაღალა, ერთგულა, ახალა, ნაღველა... საინტერესოა, რომ საზოგადო არსებით სახელებთან ერთად ანთროპონიმებად გამოყენებულია სხვადასხვა მეტყველების ნაწილი: ზედსართავი, ნაცვალსახელი, მასდარი და ზმნის პირიანი ფორმებიც კი: ქველი, ბრმა, მწარე, შვენიერი, დიდი, პატარა, ნათება, ცხორება, ეს, შენ... სვან. ეჯა „ის“, მაკუ „მინდა“ იგია, არმინდი, არველოდი...

დღეს თანხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები – ხუნ <სვან. ხუნ „საძირკველი“, კოჯ „კლდე“, ბერეჟ „რკინა“, ხვერგ.. მე–13 საუკუნის მატიანეში ხმოვანფუძიანებია: ხუნა,

Page 54: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

54

კოჯა, ბერეჟი, ხვერაგო/ხვერაგუ... რაც გვავარაუდებინებს, რომ ბოლოკიდურ ხმოვანთა მოკვეცა სვანურში ახალი ფონეტიკური პროცესია, ქრონოლოგიურად მე–13 საუკუნის შემდგომდროინდელი. აუსლაუტის საკითხთან მიმართებით აღნიშნული დაკვირვება ზოგადად სვანურისათვის, ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. ყოველგვარი ანთროპოფორმანტის დართვის გარეშე ძეგლებში პირის, ძირითადად მამაკაცთა სახელებად გვხვდება ტოპონიმები: ბაღდადი, იორდანე, ყირიმი, ხახული... ეთნონომები: ფრანგი, მესხი, ჯავახი, ჯიქი, თათარი... ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სულთა მატიანეების ანთროპონიმიკის ლექსიკურ–სემანტიკური მხარე თანამდროვე სვანურთან შედარებით უფრო მკაფიო და გამჭვირვალეა; თანამედროვე სვანურისაგან განსხვავებით X-XVIII საუკუნეების სვანეთის წერილობით ძეგლებში ქართველურ –იან/–ან გვარდაბოლოების გვერდით გვხვდება ძველი ქართული –ეან და დასავლურ ქართულ არეალში გავრცელებული –ფხე სუფიქსები. ქართულ-მეგრულთან შედარებით სვანური ხასიათდება -ხან, -ყან, -ბი... ლექსემებით მარკირებულ საკუთარ სახელთა სიმრავლით. სწორედ, სულთა მატიანეებზე დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ ამ ტიპის საკუთარი სახელები არ გვხვდება ადრეული პერიოდის მოსახსენებლებში, მე-15 საუკუნეზე ადრინდელ წერილობით ძეგლებში.

ცნობილი თვალსაზრისია, რომ ონომასტიკა არის მეცნიერების ის უბანი, სადაც ერთიანდება ინტერესები ლინგვისტთა, ისტორიკოსთა, ეთნოგრაფთა... გამომდინარე, ზოგადად, საკუთარ სახელთა სრულიად სხვადასხვა ასპექტით (ლინგვისტური, ეთნოლოგიური, ქრონოლოგიური, სოციალური, სტილისტიკურ-ესთე-ტი კური, ექსტრალინგვისტური...) კვლევა-ძიების შესაძ-ლებლობებიდან. ზოგადად, X-XVIII საუკუნეების სვანეთის წერილობითი ძეგლების, „სვანეთის სულ თა მატიანეების“ სწორედ, ონომასტიკური და ლინ გვოკულტუროლოგიური ასპექტებით შესწავლა იძლევა არაერთი საინტერესო დაკვირვებისა და დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

Page 55: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

55

ნინო მინდაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა

და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ზაქარია ჭიჭინაძე და ქართული ტრადიციული მდიცინა

ზაქარია ჭიჭინაძე ქართველ მოღვაწეთა იმ რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც ქართული ჰუმანიტარულ მეცნიერებას დიდი ამაგი დასდეს. მან ქართულ მეცნიერებას მდიდარი, მრავალფეროვანი, მეტად მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა, ქართულ მედიცინასაც შეახო თავისი მადლიანი ხელი და რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომი გამოსცა: ქართული სამკურნალო მწერლობა. ისტორია ქართული მკურნალობისა უძველესი დროიდამ. ძველი წიგნებიდან აკინძული. ტფ. 1917; ქართული მკურნალობის ისტორიიდან და ქართულ მკურნალობაში განსწავლული სიმონ ცოტაძე მისი 40 წლის მოღვაწეობის ნიშნად. (აღწერილი და გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან/ტფ. 1923; ქართული მკურნალობით განსწავლული სიმონ ცოტაძის ქართული დიპლომის ამბავი. ისტორიული მიმოხილვა VIII –XV საუკუნეებში. ტფ. 1925 და სხვ.

Page 56: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

56

ზაქარია ჭიჭინაძე უპირველეს ყოვლისა გვევლინება ძველი ქართული მედიცინის ქომაგად ორ ნაშრომში, რომელიც, როგორც თვითონ უწოდებს, _ “ქართული მკურნალობით განსწავლულ” სიმონ ცოტაძეს ეხება. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ე.წ ქართული სამედიცინო სისტემა რუსული სამედიცინო სისტემით იცვლება. სწორედ ამიტომ ქართულ სამედიცინო ტრადიციებზე აღზრდილი სიმონ ცოტაძე, როგორც ზ. ჭიჭინაძე აღნიშნავს, „უმაღლეს მთავრობის ზოგიერთ ექიმს“ უმეცარ ექიმბაშად და ექიმობის არმცოდნე პირად მიუჩნევია და მთავრობის ძალით ~მისთვის მკურნალობის უფლების ჩამორთმევა მოუთხოვია. ამის გამო ზ. ჭიჭინაძე თავის სტატიაში წერს, რომ “ყველას ვალია მატყუარა ექიმბაშები ალაგმოს, მაგრამ მათ რიცხვში არ უნდა მოექცეს ისეთი პირნი, რომელთაც შესაძლებელია ევროპული განათლება არ მიუღიათ, მაგრამ ქართულ კარაბადინებზე არიან აღზრდილნი. ხოლო ~ქართულ ძველ კარაბადინებში~ ბევრი ისეთი მკურნალობა არის აღწერილი, რის ცოდნა ევროპის მედიცინას არა აქვს, ამიტომ, ყველა მას შესწავლა უნდა, გაცნობა და არა დევნა და გმობა ძირიან-ფესვიანად, ეს აუცილებელია, ვინაიდან ქართულ „კარაბადინებს“ აქვს მეტად მდიდარი ისტორია, იგი წარმოადგენს არა მარტო ქართველი ერის განათლებულ მკურნალთა და დოსტაქართა ცოდნას, არამედ იგი არის განსწავლულ ექიმთა და მკურნალთა, ასევე ინდოელთა, ქალდეველთა, არაბთა, სპარსთა, ოსმალთა, სომეხთა და სხვათაც“.

ამ ციტატიდან აშკარად ჩანს, რომ ზაქარია ჭიჭინაძე კარგად იცნობდა ქართული მედიცინის ისტორიას. ეს ჩანს მისი მოკლე, მაგრამ ძალიან ღირებული ნაშრომიდანაც _ “ქართული სამკურნალო მწერლობა. ისტორია ქართული მკურნალობისა უძველესი დროიდამ. ძველი წიგნებიდან აკინძული”.

ზაქარია ჭიჭინაძე ამ ნაშრომში ქართული მედიცინის განვითარების შემდეგ ეტაპებს წარმოგვიდგენს: მედიცინა ქრისტიანობის გავრცელებამდე; ქრისტეს დაბადების შემდეგ, ანდრეა მოციქული; წმინდა ნინოს სამკურნალო საქმიანობა საქართველოში.; ვახტანგ გორგასლის ეპოქა; არაბობის დროინდელი მედიცინა, VIII საუკუნე _ პირველი

Page 57: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

57

სამედიცინო ხელნაწერი; დავით აღმაშენებლის ეპოქა _ სამედიცინო საქმიანობის ფართოდ გავრცელება; თამარის ეპოქა _ ქართული მედიცინის აღმავლობის ხანა. ითარგმნება ხოჯა-ყოფილის კარაბადინი (წიგნი სააქიმოი ნ.მ.); XIII საუკუნე _ რუსუდანის ხანა. საქართველოში სამკურნალო საქმიანობას ეწევიან რომის მისიონერები და ამათ თან შემოაქვთ “ევროპიული მკურნალობა”; შემდეგ ქართული მედიცინის დაცემის ხანა

XVII საუკუნეში ქართული მკურნალობის აღორძინების ხანა. XVIII საუკუნეში თბილისში საექიმო სკოლა და აფთიაქიც იხსნება. XIX საუკუნის დამდეგიდან, როგორც ზ. ჭიჭინაძე აღნიშნავს, Q”ქართული მედიცინა ისპობა”. ასეთია ზაქარია ჭიჭინაძის მიერ დანახული ქართული მედიცინოს განვითარების გზა.

ამავე ნაშრომში ზაქარია ჭიჭინაძე ქართულ მაგიურ-რელიგიურ მედიცინასაც ეხება და სავსებით მართებულ მოსაზრებას გვთავაზობს შელოცვების შესახებ. იგი წერს: “ბევრს შელოცვები სულელობათ მიაჩნიათ. ჩვენ კი ასე არ ვუყურებთ ამათ, ჩვენ მათ ავადმყოფის რწმენათ ვთვლით, რომ შელოცვების რწმენით ავადმყოფი რწმენით მორჩეს”.

ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ზ. ჭიჭინაძე შელოცვების ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას აღიარებს, რაც დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს.

ზ. ჭიჭინაძე სხვადასხვა სახის შელოცვებს გამოყოფს და ახდენს მათ სისტემატიზაციას. “პირველი რიგში” იგი აერთიანებს შელოცვებს, რომლებშიც მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები არ მოიხსენიება და მათ ყველაზე ადრეულად მიიჩნევს. მე-2 რიგის შელოცვებში ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები მოიხსენიება და ამასთან ერთად, როგორც თვითონ აღნიშნავს: “ყოველ ლოცვაში ის აზრია დაცული, რომ ავადმყოფს სიმხნვე უნდა და გამაგრება, გაფოლადება, გაძლიერება. ამაებთან ერთად წამლებისადმი მუდარაც მოიხსენიება, რომ შენ ესა და ეს წამალო ამა და ამ სატკივარს არგეო” ე.ი აქ შერეული სახის მკურნალობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ნატუროპათიურ მკურნალობასთან ერთად, ფსიქოთერაპიული მეთოდებიც გამოიყენება. მესამე რიგის შელოცვებში, მოხსენიებულია ქრისტიანი წმინდანების სახელები და წმინდა ნივთები. ეს შელოცვები _ “ მწიგნობარ

Page 58: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

58

ბერებისგან უნდა იქმნეს შედგენილნი, ისეთი ბერებისგან, რომელთაც მცირე ექიმობის ცოდნაც უნდა ჰქონოდათ”. უნდა ვიგულისხმოთ რომ ამ შელოცვებში ზ. ჭიჭინაძე გახალხურებულ სამკურნალო ლოცვებს აერთიანებს.

ზ. ჭიჭინაძე ყურადღების გარეშე არ ტოვებს ბავშვთა ინფექციურ დაავადებებთან ე.წ. ბატონებთან დაკავშირებულ საქართველოში გავრცელებულ წეს-ჩვეულებებს და მათ დეტალურად აღწერს.

ზ. ჭიჭინაძის ზემოაღნიშნული ნაშრომის ვრცელი ვარიანტი დაცულია საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში. ამ ხელნაწერში ზ. ჭიჭინაძე ხალხურ მკურნალთა საკითხსაც ეხება და წერს: “ჩვენი მეფეების დროს ყოველ სოფელს, როგორც თავისი ფეიქარი ჰყავდა, ისევე თავის მპარსავი, ბებია და დოსტაქარიო. ზოგ ალაგს ეს ერთ სოფელში აღარ იყო, არამედ მთელი ხეობის სოფლებშიო, ე.ი. რამდენსამე სოფელს ერთი ბებია და ერთი დოსტაქარი, მკურნალი და ერთი დალაქი ჰყავდაო. ერთი ექიმი სოფელ დიღომში იყოვო, მეორე _ ნიჩბისში, მესამე კავთის ხევს, მეოთხე მარტყოფს, მეხუთე საგარეჯოს და ასე ამგვარად საქართველოს სხვა კუთხეებშიცაო” .

მეტად მნიშვნელოვანია ზ. ჭიჭინაძის ცნობა ქართველი არისტოკრატიის სამედიცინო- საგანმანათლებლო მოღ-ვაწეობის შესახებ, რომლის ნათელ მაგალითს ზ. ჭიჭინაძის მიერ აღწერილი ბარბარე ჯორჯაძის საქმიანობა წარმოადგენს.

ამგვარად, ზ. ჭიჭინაძემ საფუძვლიანად შეისწავლა ძველი ქართული მედიცინა საინტერესო დასკვნები გააკეთა, სავსებით მართებული მოსაზრებები გამოთქვა და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მედიცინის ისტორიისა და ტრადიციული ქართული მედიცინის კვლევის საქმეში.

Page 59: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

59

მაია მიქაბერიძე

საქართველოს პარლამენტის

ეროვნული ბიბლიოთეკა

ზაქარია ჭიჭინაძე - ქართული წიგნთბეჭდვის მკვლევარი

ზაქარია ჭიჭინაძე XIX-XX საუკუნეების იმ ქართველ მამულიშვილთა ღირსეული წარმომადგენელია, რომლებმაც მთელი თავიანთი ცოდნა და ენერგია მოახმარეს ერის სამსახურს. მისი მრავალფეროვანი და მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთი მიმართულებაა ქართული წიგნთმცოდ-ნეობის საკითხები.

ქართული წიგნთბეჭდვის ისტორიას ეხება ზ. ჭიჭინაძის რამდენიმე წიგნი: ”ისტორია ქართულის სტამბისა და წიგნების ბეჭდვისა, 1626-1900” (1900წ.), ”ისტორია ქართული სტამბისა და წიგნის ბეჭდვისა, 1709-1909. მეფე ვახტანგ მეექვსე (1909წ.)”, ”ნიკოლოზ ბესარიონის-ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1913 წ.” (1916], ”ვახტანგ მეექვსე და სხვათა შრომა ქართული სტამბის წინაშე” (1916). ამათ გარდა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, იგივე თემა გრძელდება ზ. ჭიჭინაძის ავტორობით გამოცემულ რამდენიმე სხვა ნაშრომშიც.

ზ. ჭიჭინაძის მიზანია, ერთი მხრივ, გააცნოს თავისი თანამედროვე საზოგადოებას ქართული კულტურის ეს სფერო, მეორე მხრივ კი, შთამომავლობას შემოუნახოს ინფორმაცია იმ ადამიანთა შესახებ, რომელთა ძალისხმევითაც განვითარდა წიგნთბეჭდვის საქმე საქართველოში.

XVII-XVIII საუკუნეების პირველნაბეჭდი ქართული წიგნებისა და ქართული სტამბების შესახებ საუბრისას ზ. ჭიჭინაძე ეყრდნობა მის ხელთ არსებულ სხვადასხვა წყაროს, ნაბეჭდ და ხელნაწერ სამეცნიერო გამოკვლევებს, ზეპირ გადმოცემებს. ხოლო თავისი თანამედროვე

Page 60: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

60

საქართველოს საგამომცემლო საქმის მდგომარეობას იგი ზედმიწევნით იცნობდა და, შესაბამისად, მისი ინფორმაცია, ზოგ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ერთადერთი წყაროა ამ პერიოდის ქართული წიგნთმცოდნეობის ისტორიის შესწავლისათვის. მკვლევარი არ იფარგლება მხოლოდ თბილისით. მისი ინტერესის სფერო მთელ საქართველოს მოიცავს, რაც კიდევ უფრო ფასეულს ხდის მის ნაწერს. ამიტომაც, ზ. ჭიჭინაძის უმთავრეს დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ცნობები, რომელებიც მან შეკრიბა XIX-XX საუკუნეებში მთელ საქართველოში მოქმედი სტამბებისა და მესტამბე-გამომცემლების შესახებ. ზოგიერთი მათგანის შესახებ ცალკე წიგნებიც აქვს გამოცემული, მაგალითად ”ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბის 30 წლის არსებობის დღესასწაულის გამო” (1902 წ.).

ზ. ჭიჭინაძის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო წიგნია „ნიკოლოზ ბესარიონის-ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1913 წ.“, რომელიც 1916 წელს გამოვიდა. ეს არის ერთგვარი კრებული, რომელშიც შევიდა ზ. ჭიჭინაძის 1916 წლამდე გამოცემული წიგნთმცოდნეობითი ნაშრობების ძირითადი ნაწილები. ავტორის მიზანია, მის ხელთ არსებულ მასალებს მისცეს ქართული წიგნთბეჭდვის ისტორიის ერთიანი სახე.

ზ. ჭიჭინაძის ნაწერები გამოირჩევა სადა, მარტივი ენით. მას ახასიათებს თხრობის ემოციური სტილი, რაც იმის ნიშანია, რომ იგი გულგრილი არ იყო წიგნში დასმული საკითხის მიმართ. მკვლევარის ნაწერებში ზოგჯერ ვხვდებით მცირე ქრონოლოგიურ და ფაქტობრივ ცდომილებებს, მაგრამ ეს არ არის არსებითი, რადგან ავტორის ნაშრომებს სხვა ღირებულება აქვს - იგი საშუალებას გვაძლევს ერთ მთლიანობაში წარმოვიდგინოთ ქართული ბეჭდური კულტურის განვითარების მთელი პროცესი XVII საუკუნიდან XX საუკუნის 10-იანი წლების ჩათვლით.

Page 61: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

61

მაია მიქაუტაძე

ფილოლოგიის დოქტორი;

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზაქარია ჭიჭინაძე მაჰმადიან ქართველთა ენობრივი კომპეტენციისა და ეროვნული

იდენტობის შესახებ

ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ქართველ მაჰმადიანთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი მასალა საკმაოდ შთამბეჭდავი და მრავალრიცხოვანია; უამრავ საგაზეთო წერილს თუ არ ჩავთვლით, ამ საკითხის შესახებ დაბეჭდილი მხოლოდ წიგნების რაოდენობა 20-ს აღემატება. იგი, სიტყვითა თუ საქმით, უშურველად იღვწოდა მაჰმადიანი ქართველების ეროვნული გათვითცნობიერებისათვის. საუკუნეების გან-მავლობაში ერთიან საქართველოს ჩამოშორებული მხარეების (ქობულეთი, აჭარა, ლივანა, მაჭახელი, იმერხევი, შავშეთი...) მშობლიურ ეროვნულ-ენობრივ წიაღში დასაბრუნებლად ზ. ჭიჭინაძემ ინდივიდუალური და საკმაოდ რთულ გზა აირჩია.

ზ. ჭიჭინაძემ რამდენჯერმე ფეხით მოიარა ზემოთ აღნიშნული კუთხეები; იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მის მიერ მოვლილ 350-მდე სოფლის მცხოვრებ მაჰმადიან ქართველთა ენა ქართულია: „სამი წლის განმავლობაში მე დავიარე ქობულეთის სოფლები, აჭარის, ლივანის, მაჭახელის და ზეგნის ადგილებში 350-ზე მეტი სოფელი აღმოჩნდა. ყველგან ქართულ ენაზე ლაპარაკობენ ქართველი მაჰმადიანები, მათი საჭირო სახმარებელი ენა ქართული ენაა. სიმღერა, ტირილი, თამაში და სხვანი - სულ ქართულია. ქობულეთსა და აჭარაში ქართული წიგნებიც გავრცელდა“.

ზ. ჭიჭინაძე დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს ამ მხარეებში მცხოვრები მუსლიმი ქართველების ეროვნულ გათვითცნობიერებასა და ქართული ენის აღორძინებაში უმნიშვნელოვანესი როლი ქართული სკოლების გახ-

Page 62: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

62

სნას ენიჭებოდა. ამ რთული საკითხის ნაწილობრივ გადაჭრის შემდეგაც (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი ქართული სკოლა ქართველი მაჰმადიანებისათვის გაიხსნა 1881წელს) იგი თვითონ კარდაკარ, ოჯახ-ოჯახ, სოფელ-სოფელ დადიოდა და ქართულ ანბანსა და წიგნებს ავრცელებდა. “მან ყველგან საკუთარი ზურგით მიიტანა მის მიერ დაწერილი და დაბეჭდილი წიგნები, ყველა ქართველი ეროვნულ კულტურას აზიარა”. “აჭარელთა დიდმა გულშემატკივარმა” ყველაზე მეტი სითბო და სიყვარული უსამართლოდ დაჩაგრულ ქართველ მაჰმადიანებს დაუტოვა, გააცნო მათ თავიანთი ისტორია და ის ავბედითი ყოფა, რომელმაც “დროისა და უპატრონობის მეოხებით ისინი საბედისწერო მდგომარეობამდე მიიყვანა.”

ზ. ჭიჭინაძეს ახარებდა ის, რომ ისევ ქართველობდნენ ოსმალოს ქართველები, თურქულ ენას ვერ დაეთრგუნა მადლიანი ქართული... უხაროდა და ცდილობდა, კიდევ უფრო გაეღვივებინა ეროვნული თვითშეგნება მშობლიურ ველში ახლადდაბრუნებული მოძმეებისათვის. მათი ნდობა რომ მოეპოვებინა, მუსლიმანური ლოცვა-კითხვა ისწავლა და ქობულეთსა თუ აჭარა_შავშეთში მაჰმადიან მოძმეებთან ერთად სალოცავად ჯამე-მეჩეთებში შედიოდა. ისე კარგად ლოცულობდა, რომ ქართული ასოებით არაბული ლოცვანი დაბეჭდა და აჭარაში დაარიგა. ამით ცდილობდა, მუსლიმანი მოძმეები ქართული წერა-კითხვის შესწავლით დაეინტერესებინა.

ის არც მაჰმადიანობას ებრძოდა და არც ქრისტიანობას ქადაგებდა. ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქართველებს თავიანთი ენა და ეროვნება არ დავიწყებოდათ.

იმ დროს, როდესაც ცარზმი მახვილს სცემდა ქართველთა ერთიანობას და ერთმანეთისაგან თიშავდა როგორც სხვადასხვა აღმსარებლობის, ისე სხვადასხვა კუთხის ქართველებს, ზაქარია ჭიჭინაძის მოღვაწეობას დიდი ეროვნულ-კულტურული მნიშვნელობა ენიჭებოდა.

Page 63: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

63

ციცინო პაპიაშვილი

მაგისტრი, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი

თანამედროვე ზემო იმერული სოფელი: არგვეთის ეთნოლოგიური მონაცემების მიხედვით

როგორც ვიცით, სოფელი და სოფლის მეურნეობა ქვეყნის ხერხემალია. სოფლის უპირველესი დანიშნულება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ხელშეწყობაა.

საინტერესოა რა მდგომარეობაა დღესდღეობით თანამედროვე ქართულ სოფელში: ეკონომიკური თუ დემოგრაფიული თვალსაზრისით, ინარჩუნებს თუ არა ის ძველ იერსახესა და დანიშნულებას, მისდევს თუ არა სოფლის მოსახლეობა მეურნეობის იმ ფორმებს, რომელიც მისთვის ოდითგანვე იყო დამახასიათებელი და ტრადიციული. რა ვითარებაა თანამედროვე ზემო იმერულ სოფლებში? რა ურთიერთმიმართებაშია თანამედროვეობასთან ტრა-დიციები?

დღეს საქართველოში ბევრი სოფელი გაუკაცრიელდა, ბევრ მათგანში მოსახლეობა საერთოდ აღარ ცხოვრობს, ზოგან მხოლოდ მოხუცებს თუ შევხვდებით, რაც, ფაქტობრივად, მომავალში ასევე სოფლის დაცლისა და გაუკაცრიელების მომასწავებელია. ამის ნათელ მაგალითს წარმოგენს ზემო იმერეთის სოფელი არგვეთი. ნაშრომში, წარმოდგენილია

Page 64: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

64

უახლესი მასალა, რომელიც მოპოვებულია ველზე მუშაობის დროს.

დემოგრაფიული თვალსაზრისით სოფ. არგვეთში დღეს არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. 1886 წლის მონაცემებით სოფ. არგვეთში 174 კომლი და შესაბამისად 1215 სული მკვიდრობდა. 1908 წელს კი სოფელ არგვეთში 950 სულია დაფიქსირებული.1886 წლიდან 1908 წლამდე არგვეთში მოსახლეობის 265 კაცით შემცირდა. თანამედროვე დემოგრაფიული სიტუაციას კი კიდევ უფრო შემაშფოთებელია. სოფელი დღითიდღე იცლება. ახალგაზრდების 99% უკვე წასულია სოფლიდან.

მეურნეობის ტრადიციული ფორმები სოფელ არგვეთში შენარჩუნებულია, მოსახლეობა (ძირითადად მოხუცები) აქტიურად მისდევს მევენახეობასა და მესაქონლეობას, თუმცა მასშტაბები ადრინდელთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული და შემცირებულია. თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა ზემო იმერეთის სხვა სოფლებშიც. შეიძლება ითქვას, რომ არგვეთი და, საერთოდ, ზემო იმერეთის სოფლები თანდათან კარგავს ძველ იერსახეს, ფუნქციებსა და მნიშვნელობას. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებებია გასატარებელი, რათა, უპირველეს შეჩერდეს მოსახლეობის მიგრაცია, ადგილებზე მოხდეს ადამიანთა დასაქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდუვალი იქნება დეპოპულაცია და მეურნეობის ტრადიციული ფორმების მოშლა.

Page 65: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

65

მაკა სალია

ფილოლოგიის დოქტორი;

დუზჯეს უნივერსიტეტის პროფესორი

დუზჯეს რეგიონის (თურქეთის რესპუბლიკა) ქართველთა მეტყველების თავისებურებანი

დუზჯე თურქეთის ერთ-ერთი პროვინციაა, რომელიც რვა რაიონს მოიცავს: აქჩაკოჯა, ჩილიმლი, ჯუმაიერი, გუმუშოვა, გოლიაქა, ქაინაშალი, იიღილჯა და ადმინისტრაციული ცენტრი დუზჯე. დუზჯე შავი ზღვის რეგიონში მდებარეობს _ აქ ცხოვრობენ თურქები, ადიღეელები, აფხაზები, ბოშები, ემიგრანტები ბალკანეთიდან, ქართველები. აქ მცხოვრებ ქართველთათვის ენის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: „გავირეცხეთ; ქართული დაგვაბიწყდა; დევიკარგვენით. ისიც ქართველია ამა ბლაყვიია; ენაი არ იცის... ა ლაპაიკობს. ადრე სხვა ვინმეს გოგოს არ მისცემდნენ. ჩვენებური უნდა ყოფილიყო... მემრე შევერიეთ; მოიყვანა კუდიანი, კაბიანი, იქითაც გეეთხოვა. ბაღვებმა ქართული არ იციან, თლად დაილია“.

დუზჯეს რეგიონის ქართველთა მეტყველებს თავი-სებურება, ლინგვისტური თვალსაზრისით, საინ ტერესოა. ჩვენი მოხსენების ფარგლებში შევეცდებით, რამ დენიმე საინტერესო მონაცემი გამოვყოთ:

Page 66: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

66

მისალმების ფორმები: „რავარ ხარ? რა იჯები? – ასეა ჩვენი სელამი... რას საქმობ ?

ქართული საკვების სახელწოდებანი: ყურუთი, ნაკი, ფხალობიო, მალახთო, ჭადი, ფაფაია,ფაფობია (ტერმინი ფაფობია // ფაფაობა, რომელიც ერთგვარ რიტუალთანაცაა დაკავშირებული).

მასალა საყურადღებოა როგორც ლექსიკური, ასევე ფონეტიკურ-მორფოლოგიური თვალსაზრისით –ყურადღებას იქცევს რამდენიმე ლექსიკური ერთეული: მაგალითად, ნაჭერი ლექსემა, რომელიც ,,ფულის მნიჭვნელობით” გამოიყენება. ჩვენი ვარაუდით, მისი საანალიზო ფორმა სალიტერატურო ქართულის ჭრა, მოჭრა ფორმებიდან უნდა მომდინარეობდეს. ასევე, ზმნური ფორმა „არესებს“(გავრესდი, გარესდი, გარესდა...), რომელიც, სავარაუდოდ, უნდა უკავშირდებოდეს სალიტერატურო ქართულში დაცულ ზმნას „განრისხება“.

ქართველთა მეტყველებაში ხშირია თანხმოვანთა დაკარგვის შემთხვევები: თლად <- მთლად; ლაპაიკობს <- ლაპარაკობს; გამოიდა <- გამოვიდა; გემიელი <- გემრიელი...; ბგერათგადასმა ანუ მეტათეზისი : ღმერა <- მღერა (<- სიმღერა), ასიმილაცია: პილველაი <- პირველი ჭიჭკარი <- ჭიშკარი...

საინტერესოა ისიც, რომ ზეპირმეტყველებაში, ადამიანის სახელები ქართული აფიქსებითაცაა გაფორმებული: სულთან // სულთანაი, ფირდევსი // ფირდოსაი.

მოხსენებაში, ენობრივი მონაცემის თვალსაზრისით, წაროდგენილი იქნება საინტერესო მასალაცა და ანალიზიც.

Page 67: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

67

აბდურაჰმან სეჩკინი,

მაგისტრანტი, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტი

დიდგორის ბრძოლის ისტორია ქართულ და უცხოურ წყაროებში

მოხსენებაში განხილული იქნება დიდგორის ბრძოლის ისტორიის ამსახველი ქართული და უცხოური (თურქული) წყაროები, ასევე ისტორიოგრაფია.

მოხდება წყაროებში დადასტურებული ინფორაციიის კლასიფიკაცია და ტიპოლოგიზაცია, მათი შეჯერება ისტორიოგრაფიულ ნაშრომებში გაანალიზებულ ინფორ-მაციასთან.

გამოვლენილი იქნება საისტორიო წყაროებში დაცული განსხვავებული ინფორმაციები.

გაანალიზდება სასიტორიო წყაროების სანდოობის საკითხი.

Page 68: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

68

თემურ ტუნაძე, ისტორიის დოქტორი

თამარ ორაგველიძე

ძმები ნობელების სახელობის

ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი

ქართული სკოლის ისტორიიდან –

ნიკო ჯაყელი

XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ქართული სკო-ლა მიზნმიმართულად იწყებს ძალების განახლებას. სახალხო სკოლების საშუალებით იქმნება ქართველი ერის თვითმყოფადობის მყარი ნიადაგი. ამ დროისათვის ძალებს იკრებდა ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც რომლის მონდომებით თანდათანობით იძერწეროდა „ახალი დროის“ ქართული სკოლა. ქართული ინტელიგენციის მოწინავე ნაწილი ამ საქმეში აქტიურად იყო ჩაბმული, მათ შორისაა ცნობილი საზოგადო მოღვაწე და სახალხო სკოლების სახელოვანი მასწავლებელი – ნიკო ჯაყელი (1862–1929).

პირველადი განათლება მან ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო. იმ დროის საქართველოში მას -წავლებლობა მხოლოდ თბილისის საოსტატო-სა მას-წავლებლო ინსტიტუტში სწავლით იყო შესაძლებელი.

Page 69: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

69

ნიკო ჯაყელმა აღნიშნული სკოლა 1884 წელს დაამთავრა. მცირე ხნით მუშაობდა აზერბაიჯანში – ქ. შუშაში, თუცა მალევე უბრუნდება სამშობლოს და მოღვაწეობას ბათუმში აგრძელებს.

1886–1904 წლებში ნიკო ჯაყელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ქ. ბათუმში დაარ-სებულ სამოქალაქო სასწავლებლში მოღვაწეობდა. იგი ბათუმში მყოფი ქართული ინტელიგენციის სხვა საუკეთესო წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იბრძოდა გიმნაზიის გახსნისათვის. მიუხედავად ცარიზმის ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა, ნიკო ჯაყელი კი ამ გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა. იგი წლების მანძილზე მოღვაწეობდა ბათუმში. მომავალ თაობას სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდა და გამეფებული რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოდა.

1904 წლიდან ნიკო ჯაყელი ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის გამგეა. ჭიათურა რევოლუციამდელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ობიექტი იყო. ეს გარემოება კი განაპირობებდა ამ მხარის დემოგრაფიულ ზრდას და ეთნიკურ მრავალგვარობასაც უწყობდა ხელს. 1904 წელს ნიკო ჯაყელი ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის გამგედ დაინიშნა. მის სახელთანაა დაკავშირებული ჭიათურაში საგუნდო ხელოვნების განვითარება, ქართული ენის სწავლების შემოღება და სხვა კულტურულ–საგანმანათლებლო სიახლე. თავდაპირველად სასწავლებელში 134 მოსწავლე სწავლობდა. ჭიათურის საქალაქო სასწავლებლის გამგედ ნიკო ჯაყელმა 1912 წლამდე იმუშავა.

1914–1918 წლებში ნიკო ჯაყელი ქუთაისში მოღვაწეობს. ქუთაისის ცენტრალურ არქივში ინახება საზოგადოებისათის დღემდე უცნობი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ნიკო (თეოფანე) ჯაყელი დაჯილდოებული იყო წმიდა ანას III ხარისხის ორდენით. 1847 წლიდან ეს ორდენი განათლების სფეროში გაიცემოდა მხოლოდ 12–წლიანი მოღვაწეობის შემდეგ და თანაც კანდიდატი რვა კლასის ქვემოთ არ უნდა ყოფილიყო მასწავლებლად ნამუშევარი. ეს მიუთითებს, რომ ნიკო ჯაყელი წარმატებულ და გამოცდილ მასწავლებლად იყო აღიარებული.

Page 70: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

70

გარდა პედაგოგიური საქმიანობისა ნიკო ჯაყელი ქ. ბათუმის ხმოსანთა საბჭოს წევრი იყო. სხვადასხვა დროს ქობულეთსა და კულაშშიც მუშაობდა, იყო დასავლეთ საქართველოს სახალხო სკოლების ინსპექტორიც.

ნიკო ჯაყელი არა მარტო სამშობლოსა და ეროვნული საქმის, არამედ თავისი სიყვარულის ერთგულიც იყო. იგი მეუღლის – მართა მეხუზლას გადაცვალებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, 1929 წლის მაისში.

ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საქართველოში ბევრ ოჯახში დაამკვიდრა დუმილი. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ნიკო ჯაყელის ერთადერთი შვილი ზურაბი არასოდეს საუბრობდა არც მამის და არც თავისი „იოლი“ ცხოვრების შესახებ. იგი 1989 წლის 9 აპრილამდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა. შვილიშვილმა ქალბატონმა თინა ჯაყელმა მამის პირად ნივთებში იპოვა საგულდაგულოდ დამალული ოჯახური ფოტოები და ნეკრლოგის ნახევარი გვერდი. ბუნებრივია შვილიშვილის მოგონებები მწირია, ისე, როგორც მწირია ნიკო ჯაყელის შესახებ პრესასა თუ სხვადასხვა სტატიაში შემონახული ცნობები. უცნობია ნიკო ჯაყელის საფლავი, მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ბათუმში ფერიის სასაფლაოზე იყო დაკრძალული. ნიკო ჯაყელს ბათუმში ორი სახლი ჰქონია, მათგან ერთის მისამართი – ზღვის ქუჩა №4 ცნობილია, მგრამ ვერ ხერხდება უშუალოდ სახლის დაზუსტება. კვლევის ამ ეტაპზე ნოტარიუსის – ზაქარია სოლომონის ძე ხიტაროვი–ბესტაბაშვილის სანოტარო წიგნით დგინდება, რომ ნიკო (თეოფანე) ვახტანგის ძე ჯაყელის საკუთრებაში შედიოდა მიწის ნაკვეთები ბათუმში – კომაროვის (დღევანდელი დ. თავდადებულის) და ბაღის (დღევანდელი დ. კლდიაშვილის) ქუჩებზე.

ქართული სკოლის ისტორიაში სახალხო განათლების პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მონაკვეთია, რაშიც ნიკო ჯაყელს თავისი ღირსეული წვლილი აქვს შეტანილი. მისი ბიოგრაფიის ცალეული დეტალები ჯერ კიდევ კვლევას საჭიროებს, რათა უფრო სრული სახით აღსდგეს ქართველ მასწავლებელთა ამ სახელოვანი თაობის ისტორია.

Page 71: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

71

თამაზ ფუტკარაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

სისხლის აღების ტრადიცია და პიროვნების სოციალური სტატუსის ტრანსფორმაციის ზოგიერთი საკითხი

(ბორჩხისა და მურღულის მასალების მიხედვით)

პიროვნების სოციალური სტატუსის ტრანსფორმაციის საკითხების კვლევა საკმაოდ რთულია, ამიტომ განსაკუთრებულია ხალხური გადმოცემების მნიშვნელობა. ეს გადმოცემები ფაქტიურად სინამდვილის ობიექტური ასახვაა. თავის დროზე ქართველ მოგზაურ-მკვლევარებს შეუმჩნევიათ ტაო-კლარჯეთის მცხოვრებთა ხასიათის თავისებურებები.

ხალხური გადმოცემების მიხედვით ბორჩხისა და მურღულის რაიონებში ფართოდ იყო გავრცელებული სისხლის აღების ტრადიცია, რომელსაც ჩვენებურები ,,ყანდავას” უწოდებენ.

ჩვენ საზოგადოებრივი ყოფის ამ უძველესი გადმონაშთის თანამედროვე პირობებში შემონახულობის არაერთი მაგალითი ჩავიწერეთ. მოძიებული მასალების მიხედვით პიროვნების სოციალური სტატუსის ცვლილება

Page 72: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

72

ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ამ შემთხვევაში ტრანსფორმაციის ვექტორი სტატუსის დაკნინებისკენაა მიმართული. ასეთ დროს თემი ერთიანია. სხვათა მიწების ან საერთო სარგებლობის მქონე მიწების შევიწროების ხარჯზე საკუთარი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება თემისათვის მიუღებელია, თუმცა არც მკვლელობაა გამართლებული.

პიროვნების სოციალური სტატუსის ცვლილება სხვა (სისხლ-მესისხლეობა, ქალის დასაკუთრებისათვის ბრძოლა და ა. შ.) ფაქტორებთანაცაა დაკავშირებული. დამნაშავე იძულებული ხდება მიატოვოს მამა-პაპის კერა და სხვაგან გადასხლდეს, რადგან იგი უკვე არის ,,დუშმანიანი”, თუმცა დუშმანიანი პიროვნება შეიძლება თემისათვის მისაბაძი, სახელიანი პირიც იყოს. ასეთად შეიძლება იქცეს სოფლის ინტერესების დამცველი, ოჯახური სიწმინდისა და პატიოსნების ქომაგი, სამართლიანი პიროვნება..

პიროვნების განდიდებასა თუ დაკნინებასთან დაკავშირებული ტერმინები: დელიყანი, დუშმანიანი, უხმარი, ხეისუზი_ისტორიულ ჭრილში წარმოშობილი, ერთი უწყვეტი ჯაჭვის სახითაა წარმოდგენილი. იგი იწყება ,,თემისათვის საჭირო იდეალური პიროვნების მოდელირებით (დელიყანი, ვაჟკაცი, სახელიანი) და იძენს სოციალურ შინაარსს”.

Page 73: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

73

მზია ქემოკლიძე

მაგისტრი;

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ასისტენტ-კურატორი

პურთან დაკავშირებული რწმენა - წარმოდგენები და რიტუალური პურები XIX საუკუნის თბილისში

თბილისში პურისა და ხორბლეულის სავაჭრო ადგილები განთავსებული იყო თათრის მოედანზე, რომელსაც ალაფხანა ეწოდებოდა, სარდარ აბადის მოედანზე, პურის მოედანზე და სხვ.

თბილისში ზამთრის ციკლის დღესასწაულები იწყებოდა ქრისტიანული დღესასწაულის, ბარაბარობის აღნიშვნით. ამ დღისთვის ცხვებოდა ნიგვზიანი ქადები და „თვალის კაკლების“ ფორმის კვერები. ახალ წელს -“ბასილა“ და „ბედნიერების პურები“, წმ. შიოს დღეს - „შიოს ქადები“ და სხვ. დატირების დღეებში ხდებოდა ხორბლის, ფაფისებრი კერძების (წანდილი, კორკოტი) მომზადება. თბილისის სომხურ მოსახლეობაში, დიდმარხვამდე ორი კვირით ადრე, სურბ-სარქისის დღესასწაულის აღსანიშნავად ხორბლის, თაფლისა და წყლისაგან ამზადებდნენ რიტუალურ შეჭამანდს, „ქუმელს“. ამ დღეს იცოდნენ ასევე, მარილიანი კვერების გამოცხობა გასათხოვარი გოგონებისთვის, რათა სიზმარში საბედო ენახათ.

Page 74: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

74

თბილისის ისტორიის მუზეუმში დაცულია რიტუალური პურის საცხობი ყალიბები (მუზეუმს გადასცა ქალაქის აღმასკომმა 1927წ.), რომლებიც მიეკუთვნება XIXს. ბოლოსა და XXს. დასაწყისს. მასალად გამოყენებულია თითბერი და სპილენძი, ფორმით მრგვალია და დიამეტრი მერყეობს 35-40 სმ-ის ფარგლებში. აღნიშნულ ყალიბებზე გამოსახულია სიცოცხლის ხე, ასტრალური სიმბოლოები და ზოომორფული გამოსახულებები, რომლებიც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. აქ მზისა და მცირე მნათობების გარშემო განლაგებულია ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებები, რაც დინამიურ სურათს ქმნის. ყალიბებზე თავისი ადგილი პოვა გავრცელებულმა მზის სიმბოლომ, რომელიც ბორჯღალის სახელითაა ცნობილი ქართულ ორნამენტიკაში. ერთ-ერთ ყალიბზე დამღაა, რუსეთის იმპერიის სიმბოლო, ორთავიანი არწივი და რუსული წარწერის ფრაგმენტი. აღწერილი რიტუალური პურის საცხობი ყალიბები არქაული ყოფის ამსახველია, ავლენს წინა ქრისტიანული პერიოდის კულტურული ელემენტების შემონახულობას, რომლებიც მრავლად ფიქსირდება ქრისტიანულ საკულტო ძეგლებზე ასტრალური და ზოომორფული გამოსახულებების სახით. დროთა განმავლობაში, ეთნოგრაფიულ ყოფაში რელიგიურ-მითოლოგიური ასპექტები შესუსტებულია, მაგრამ მხატვრული ტრადიცია შენარჩუნებულია.

Page 75: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

75

გელა ქისტაური

ისტორიის დოქტორი,

საქართველოს საპატრიარქოს

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

ზაქარია ჭიჭინაძის ღვაწლი ყოფილ ,,ოსმალოს საქართველოში” ქართული განათლების აღორძინების მხრივ

(გაზეთ ,,ივერიის” მიხედვით)

1877-1878 წლების რუსეთ_ოსმალეთის ომში რუსეთმა გამარჯვების შედეგად და სან-სტეფანოს დროებითი ზავითა და ბერლინის კონგრესის დადგენილებით, შემოიერთა XVI საუკუნის ბოლოს ოსმალეთის მიერ საქართველოსთვის წართმეული მესხეთის რამოდენიმე პროვინცია, კერძოდ: კლარჯეთი, შავშეთ- იმერხევი, აჭარა ბათუმითურთ, არტაანი და ოლთისი.

მათმა დაბრუნებამ დედასამშობლოში ქართველი ხალხის დიდი სიხარული გამოიწვია. ამ ვითარებით ისარგებლეს ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა და ესტუმრნენ ყოფილ „ოსმალოს საქართველოს“. ქართველი

Page 76: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

76

ხალხისთვის ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას ფართოდ აშუქებდა იმ დროის საქართველოში არსებული პრესა. ქართულ ჟერნალ-გაზეთებში ამ თემის შესახებ არაერთ მნიშვნელოვან სტატიას აქვეყნებდნენ ისეთი საზოგადო მოღვაწეები როგორებიც იყვნენ: ზაქარია ჭიჭინაძე, სერგეი მესხი, ლევან მჭედლიშვილი, დავით წერეთელი, ივანე ჯაიანი, ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი), ვასილ კოპტონაშვილი, და სხვ.

მესხეთ-აჭარის შემოერთების შემდეგ ამ მხარეში არაერთხელ იმოგზაურა ზ. ჭიჭინაძემ. მან დაწვრილებით მოგვითხრო დაბრუნებული ტერიტორიების, როგორც პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ, კულტურული ვითა-რებისა და სხვა საკითხების შესახებ. განსაკუთრების დიდია ზაქარია ჭიჭინაძის ღვაწლი ამ მხარეებში, ქართული სკოლების გახსნის და ქართული განათლების კვლავ აღორძინების მცდელობის მხრივ, რომლის შესახებაც არა ერთი სტატიაა დაბეჭდილი იმ დროინდელი ქართული პერიოდული პრესის ფურცლებზე.

Page 77: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

77

ორჰან შარდაგი (ბერიძე)

სტამბოლის საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია;

ზაქარა ჭიჭინაძის იდეები - თურქეთის ქართველთა ეროვნული კულტურის განვითარების პერსპექტივები.

„მაშ, ვცნოთ, რომ ერთი ვართ,

ერთი მამის შვილთა-შვილი,

საქართველოს შვილები ვართ,

ერთ ძუძუზე გამოზრდილი“

ჩვენ თურქეთში მცხოვრები ქართველები, საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები ნათესავები ვართ.

ზაქარია ჭიჭინაძის დაბადებიდან 160 წლისადმი მიძღვნილი ეს კონფერენცია ერთგვარი მეგობრობის ხიდია საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს შორის.

გვახარებს ისიც, რომ საქართველო ჩვენი ამჟამინდელი სამშობლოს - თურქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი

Page 78: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

78

ქვეყანაა. გვჯერა, რომ კავშირები საქართველოსა და თურქეთს და მსოფლიოში მცხოვრებ ქართულ საზოგადოებებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და მსგავსი ღონისძიებები თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში.

თურქეთელი ქართველები ძველ აჭარული, მაწახლური, იმერხეული და სხვა კილოებით ლაპარაკობენ, წერა-კითხვა მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის. ბოლო წლეებში ბევრმა ადამიანმა ისწავლა ქართული, მაგრამ მასობრივი სწავლებისათვის, ოფიციალური კურსებია საჭირო. ეს საქმე გვესახება გადაუდებელ მიზნად.

შარშან, თურქეთის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, სურვილის შემთხვევაში, სკოლებში ქართული ენის სწავლება შესაძლებელი ხდება. ამისათვის, 10 მოსწავლის განაცხადის შეტანაა საჭირო. ვმუშაობთ ამ მიმართლებით. საქართველოს განათლების სამინისტროც უნდა დაგვეხმაროს. ასე, ყველა თურქეთელი ქართველი ისწავლის დედაენას და არ დაიკარგება ქართული ენა.

თურქეთში რამდენიმე წლის წინ, კიდევ ერთი საინტერესო კანონი მიიღეს თურქეთის პარლამენტში, რომ სახელმწიფო მოხელეებს რომლებიც უცხო ენაში სახელმწიფო გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასს მოუმატებენ. ამ ენათა სიაში ქართულიც არის. ესეც დამატებითი მოტივაციაა ქართული ენის შესასწავლად.

თურქეთის ქართველები თურქეთში უმცირესობა არა ვართ. ჩვენ ვართ თურქეთელები. თურქეთი ჩვენი სამშობლოა, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ. გვინდა, რომ არ დაიკარგოს ჩვენი ენა და კულტურა. ჩვენი ბავშვები თურქულის გარდა ქართულსაც უნდა სწავლობდნენ.

ჩვენ, თურქეთის ქართველები, ახლანდელი სამ-შობლოს - თურქეთისთვის და მშობლიური სამშობლოს - საქართველოსთვის, ისტორიის წინაშე პასუხმგებლები ვართ. ორი ქვეყნის მეგობრობისთვის მეგობრობის ხიდივით უნდა დავდგეთ.

ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დავი-ბადეთ და სხვადასხვა კულტურების წიაღში გავიზარდეთ და სხვადასხვა მენტალიტეტის მატარებლები ვართ. ესეც ნორმალურია.

Page 79: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

79

რას გეუბნებით; ჩვენ, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად ტოლერანტული უნდა ვიყოთ და ერთმანეთს პატივი ვცეთ.

თურქეთში მცხოვრები ქართველები, საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები, ძმები და ნათესავები ვართ. მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ქართველ და-ძმებთან ერთად გვახარებს მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები.

რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ძალიან იმედიანად ვართ, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, დიდად გვახარებს ბოლო წლებში საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების თურქეთელ ქართველებთან ურთიერთობა. გვსურს ჩვენი გარკვეული წვლილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.

მე ძალიან მიყვარს და ვპატი ცემ ვეფხისტყაოსანს. მე ვარ რუსთაველის გამაცოცხლებელი თურქეთში. რამდენიმე თურულ არხზე და კონფერენციებში მსმენელს ავუხსენი რას ნიშნავს ვეფხისტყაოსანი და თურექთის მთავრობიდან მივმართე, რომ დიდებული „ვეფხისტყაოსანი“ ყველა ქართველის სიამაყეა, ეს ნაწარმოები მსოფლიო შედევრია. „ვეფხისტყაოსანი“ უამრავ ენაზეა თარგმნილი. თურქეთის მთავრობას მინდა ვთხოვო, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტს რუსთაველის სახელი მიანიჭოს და გაიხსნას „ვეფხისტყაოსნის“ შემსწავლელი კათედრა. აი, ეს გვესახება მეორე აუცილებელ მიზნად.

კიდევ მივმართე რამდენიმეჯერ თურქეთის ტელე-ვიზიებს თხოვნით, რათა ქართული სერიალები მასიურად ჩართონ სატელევიზიო გადაცემაში. ესაა ჩვემი მესამე მიზანი.

Page 80: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

80

ერდოგან შენოლი (ერეკლე დავითაძე)

მაგისტრი, მარმარილოს ზღვის რეგიონის ქართველთა საზგადოება

ზაქარია ჭიჭინაძე დასავლეთ თურქეთის დღევანდელი თაობის ქართველების მახსოვრებაში

დღევანდელი თურქეთის ქართველობაში ზაქარია ჭიჭინაძე და მისი დამსახურება მცირე ნაწილს აქვს გაგონილი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც, ომის შედეგად, რუსეთის მფლობელობაში გაერთიანდა საქართველოს უძველესი ტერიტორიები, აქაურ ქართველთა დედა-სამშობლოსთან ინტეგრირების საქმეში სწორედ ზაქარია ჭიჭინაძის მიუზღვის უდიდესი წვლილი.

ზაქარია ჭიჭინაძის დამსახურება ძალიან დიდია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და ფერეიდანში.

მუჰაჯირობის პერიოდში საქართველოდან გადა-სახ ლებულ ქართველთა შთაომავლები დღეს ცხოვრობენ დედა სამშობლოდან საკმაოდ შორს, დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში.

უცხო გარემოში მცოოვრები ეთნიკური ქართველები, ბუნებრივია, რომ გარკვეულად განსხვავდებიან ქართულ გარემოში დაბადებული, გაზრდილი და მცოვრები ქართველებისაგან. მაგრამ დასავლეთ თურქეთის ქართველთა დიდი ნაწილი ამაყობს თავისი ქართველობით - „გურჯობით“,

Page 81: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

81

გურჯისთტანული წარმოშობით და გურჯისტანის მოსახ-ლეობასთან ნათესაობით.

ამ ხალხს სჭირდება ყურადღება. ყურადღება კი დღემდე ან საერთოდ არ იყო ან არასწორ გზით ხორციელდებოდა.

თუ ზაქარია ჭიჭინაძის მაგალითს განვიხილავთ, შემთხვევაში უფრო ნათელი გახდება ჩვენთვის, რომ ეს ძალიან რთული და ფაქიზი თემაა. თურქეთის დიდი ტერიტორიაზე გაფენილი ქართველებთან სწორი გზით და განწყობით ძალიან ცოტა ადამიანი ან ჯგუფი არის დღემდე მოსული. ამით, პირველ რიგში, იმას იმას ვგულისხმობ, რომ დღემდე ჩვენთან მოსულ ქართველთა უმრავლესობა საკმაოდ ორიენტირებული არ იყო ამ ხალხის მიმართ ზრუნვაზე, ან უარესი - მხოლოდ პირად საქმეებს და „პიარს“ იკეთებდნენ.

მეორეც ისაა, რომ საქართველოში მცხოვრებ, თურქული ენის მეცნიერებს, ან სხვა ინტელექტუალურ ელიტას მიზნად მხოლოდ თურქი მწერლების წიგნების თარგმნა და მათი საქართველოში პოპულარიზაცია კი არ უნდა დაესახათ, არამედ თურქეთელი ქართველებისათვის ეჩვენებინათ მდიდარი და მრავლფეროვანი ქართული კულტურა.

მესამეც ისაა, რომ თურქული ენის სპეციალისტებს, საზოგადოებებს ან სახელმწიფო მუშაკებს მხოლოდ თურქეთის ქალაქებსა და რაიონის ცენტრებში განხორციელებულ, შინაარსით არაქართულ ღონისძიებებზე დასწრება კი არ ევალებოდათ, არამედ ქართული ეთნიკური კულტურის პოპულარიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

კი ბატონო, ბიზნესისა და ორი ქვეყნის ინტერესების დაცვით უნდა ვიმოქმედოთ, თურქული კულტურაც გავაცანოთ საქართველოს საზოგადოებას მაგრამ, სამ-წუხაროდ, ვერავინ ვერ იტყვის, რომ დღემდე საკმარისი ნაბიჯები გადაიდგა თურქეთის ქართველების ქართულ კულტურასტან ინტეგრირების საქმეში.

ცხადია, რომ სწორედ ზაქარია წიჭინაზის ხედვა და მოქმედება არის ჩვენთვის სასურველი და მისაღები. ზაქარია ჭიჭინაძის გვერდით არც სახელმწიფო იდგა და არც ჰქონდა ბიუჯეტი ნებისმიერი სახოგადოებიდან ამოღებული. ის თავის პირად ქონებას ხარჯავდა. მე რამდენადად ვიცი, მან თავისი ინიციატივით გააკეთა, რაც გააკეთა: გააცნო ოთხასი

Page 82: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

82

წლის წინ გადასახლებული ფერეიდნელი ძმები მთელ საქართველოს; იცხოვრა თურქეთის ქართველებთან, გააცნო მათ დიდი ქართული კულტურა - ჩვენი განძი ქართული ასოები. არამხოლოდ ძველად, არაედ ჩვენს დროშიც, პირადად მე ზაქრია წიჭინაძის წიგნით გავიგე ფერეიდნელ ქართველთა არსებობა, წლების წინ, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში და სვეტიცხოვლის ახლოს მცხოვრები მანდილოსანი გავიცანი. ამ მანდილოსანმა, როდესაც გაიგო, რომ თურქეთელი ქართველი ვიყავი, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნი მისახსოვრა. ამ წიგნის წაკითხვით ზაქარია წიჭინაძე ჩემთვის ძვირფასი გახდა. წიგნი ფერეიდნე ქართველებზე იყო. ჭიჭინაძის აღნიშნული წიგნის წაკითხვის დროს ისე ცუდად ვიგრძენი თავი, ისე მეტკინა გული, სიტყვები არ მყოფნის გამოსახატავად - დავინახე ადამიანი, რომელსაც აინტერესებდა სამშობლოდან დიდი ხნის წინ გადასახლებული შვილები, სტკოდა მათი ტკივილი.

წელს შესაძლებელი გახდა და მომზადებულია ქართულის კარგი პროგრამა. იგი თურქეთის განთლების სამინისტროს მოთხოვნების გათვალისწინებითაა შედგენილი და უკვე ველოდებით შედეგს. წელს პირველად თურქეთში საკმარისი განცხადება არის შეტანილი მშობლების მიერ სკოლის დირექტორთან და თუ სამინისტროს მიერ დროზე იქნება დამტკიცებული, სექტემბერში არჩევითი ორი კლასი საქარიაში და, მე მგონი, ერთი კლასი ინეგოლში, დაიწყებს დედაენის სესწავლას. მე მჯერა, რომ ის, ვინც ასწავლის ქართულს ან ამის მოგვარებაზე ზრუნავს, სწორედ ის ემსახურება ზაქარია ჭიჭინაძის მიზნებს.

Page 83: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

83

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიის დოქტორი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სამეურნეო-ყოფითი კულტურა შავშეთ-იმერხევში

1. მეურნეობის ტრადიციული დარგებიდან შავშეთ-იმერხევში ერთ-ერთი მთავარია მიწათმოქმედება. მეზობლად მდებარე კოლასა და არტაანისაგან განსხვავებით, ეს რეგიონი არ გამოირჩევა სავარგულების ვრცელი ფართობებით. ამიტომ ახალი მიწების ათვისება ტყეებისა და ბუჩქნარების გაკაფვის ხარჯზე ხდებოდა. ასეთი გზით მოპოვებული სახნავ-სათესები წარმოდგენილი იყო ახოებისა და ხოდაბუნების სახით. სავარგულების შედარებითი ნაკლებობა განაპირობებდა მეურნეობის წარმოების ინტენსიურ ხასიათს.

2. მიწათმოქმედების დარგობრივ სტრუქტურაში წამყვანი ადგილი მემინდვრეობას ეკავა. შავშეთ-იმერხევში გავრცელებული იყო მარცვლეული კულტურების ტრადიციული სახეები, შემუშავდა მათი მოყვანისა და დაბინავების საინტერესო ხერხები. ბოლო ათწლეულებში მოხდა სტრუქტურული ცვლილებები მეურნეობის ამ დარგში.

3. მესაქონლეობა მიწათმოქმედებასთან ერთად სიმბი-ოზურ ხასიათის იყო. ძირითადად გავრცელებული იყო მთა-ბარული მესაქონლეობა, ისევე როგორც მეზობელ

Page 84: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

84

აჭარაში, აგრეთვე ტაოში, ართვინ-ბორჩხას რეგიონსა და ნიგალში. წლიურ ციკლში იგულისხმებოდა სასოფლო-საბაზო ეტაპი (რომელიც ბაგურ კვებასაც ითვალისწინებდა და და ე. წ. „მემთევრეობაც“ გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ((მ)თა, აგარა, იაილები). ამ უკანასკნელის საყოველთაო საზოგადოებრივ ტრადიციას წარმოადგენდა „შუამთობა-მარიობა“, რომელიც ამჟამად „ფესტივალების“ ფორმით ტრანსფორმირდა.

4. შავშეთ-იმერხევის სამეურნეო-ყოფითი კულტურიდან საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარა მეფუტკრეობა. თუმცა, თავისი მასშტაბებით და პროდუქტის თვისებებით ვერ გაუტოლდებოდა მთელ თურქეთში განთქმულ ნიგალის და განსაკუთრებით ზედა მაჭახლის მეფუტკრეობის მასშტაბებს. აქ გავრცელებული იყო ტრადიციული სკის ორივე სახე: ბუკიც და გეჯაც.

Page 85: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

85

მამუკა ცუხიშვილი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;

კულტურული მემკვიდრეობის ევროპის საზოგადოების მუდმივი წევრი (პრაღა, ჩეხეთი).

აკაკი წერეთელი და ზაქარია ჭიჭინაძე

საქართველოში თითქმის ყოველმხრივ არის შეს-წავლილი აკაკი წერეთლის პიროვნება და შემოქმედება. მრავალი შრომა, გამოკვლევა, მონოგრაფია მიუძღვნეს აკაკის პროზას, პოეზიას, პუბლიცისტიკას, დრამატურგიას. სიცოცხლეშივე დაფასდა დიდი მგოსნის ნაშრომ-ნაამაგარი. მრავალი ეპითეტი, ხოტბა და დიდება შეუსხამთ მისთვის, არანაკლები დამცირება და ტკივილიც განუცდია ზოგჯერ ეულად მყოფ პოეტს.

ჩვენმა სასიქადულო მეცნიერმა, მკვლევარმა, ისტორიის, ეთნოლოგიის, ქართველთა ყოფა-ცხოვრების მოდარაჯემ და ღირსეულმა მამულიშვილმა ზაქარია ჭიჭინაძემ სიცოცხლეშივე გამოსცა პატარა, მაგრამ მიუკერძოებელი და სიყვარულით აღსავსე ნაშრომი სათაურით „აკაკი“, რომელიც

Page 86: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

86

დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. ნაშრომში განხილულია ქართველი მწერლებისა და პოეტების მოკლე დახასიათება, ამის შემდეგ ზაქარია ჭიჭინაძე ავლებს პარალელებს წარსულთან და აკაკის ეპოქაზე და გამოაქვს დასკვნა, რომელიც ჩვენის აზრით არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეული, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ არის შეუფასებელი. დღეს, როდესაც კვლავ არის მითქმა-მოთქმა აკაკი წერეთლის პიროვნების (საბედნიეროდ, ჯერ არაფერ უარყოფითს ამბობენ მის შემოქმედებაზე) შესახებ, როდესაც დაუმსახურებლად სცხებენ ჩირქს ჩვენი ერის უდიდეს ადამიანს, ზაქარია ჭიჭინაძის ნაშრომი უფრო საყურადღებო და საინტერესოა. ჩვენი მოკრძალებული ცდა არის ამ ნაშრომის მიხედვით აკაკისა და ზაქარია ჭიჭინაძის, აკაკისა და საქართველოს დამოკიდებულებათა განსაზღვრა, რომელთა წარმოჩენა დღეს მეტად საშური საქმეა.

Page 87: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

87

ზაზა წურწუმიაისტორიის დოქტორი,

საქართველოს საპატრიარქოს

წმიდა თამარ მეფის სახელობის

სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი,

ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის გუბენატორი

(1781-1785)

ქართველი წარმოშობის ფერაჰ ალი ფაშა, ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორ¬ჩეული სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეა. ის საქართველოდან სტამბოლში ტყვე ბიჭად ჩამოიყვანეს. განათლება სტამბოლში მიიღო. თანდათან დაწინაურდა სულთნის სამხედრო სამსახურში. Fფერაჰ ალიმ თავი გამოიჩინა ოსმალეთ-რუსეთის 1768-1774 წ. Oომის დროს, რის გამოც მიიღო გენერლის (ფაშას) სამხედრო წოდება.

1780წ. ფერაჰ ალი ფაშა, სულთნის ბრძანებით, დაინიშნა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ (ჩერქეზულ) სანაპიროზე სოღუჯაკისა და ანაპის გუბერ¬ნატო¬რად. Aამ მოვალოებას ის ანაპაში სიკვდილამდე (1785წ) ასრულებდა.

Page 88: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

88

ფერაჰ ალი ფაშამ გაამაგრა სოღუჯაკის ციხე, ააშენა გელენჯიკის ნავსადგური და ჰაჯილარის ციხე-სიმაგრე. Fფერაჰ ალი ფაშამ ანაპაში ოსმალური ციხე-ქალაქისა და ნავსადგურის მშენებლობა 1782 წ. დაიწყო და 1785 წლისთვის დაასრულა. 1782 წლიდან ანაპაში ოსმალური გარნიზონი იდგა.

ფერაჰ ალი ფაშას მიერ 1781-1785წწ. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განხორციელებულმა საქმიანობამ: სოღუჯაკის გამაგრება, ანაპის აშენება და მისი ქცევა რეგიონში ოსმალეთის ინტერესების გამტარებელ ცენტრად, ჩერქეზებში ისლამის გავრცელება და სულთნის ერთგულებაზე დაფიცება, - მნიშვნელოვანწილად განაპირობა ადრიანოპოლის ზავამდე (1828წ.) შავი ზღვის ჩერქეზული სანაპიროს ოსმალეთის მფლობელობაში დარჩენა.

Page 89: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

89

ეკა ჭკუასელი

მაგისტრი; საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის

სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების დოქტორანტი

„ოხვამერ ლაგვანი“ ტრადიციულ ქართულ ყოფაში

სვანეთსა და სამეგრელოში „ლოცვის“ მნიშვნელობით დაცულია ჴუამ- /*ხვამ- ძირებით წარმოდგენილი სე-მანტიკური ერთეულები – ამ ორი კუთხის ეთნოგრაფიულ ყოფაში დაცული ეს ძირი ლოცვის/ დალოცვის (ღვთისადმი, წმინდანისადმი აღვლენილი სავედრებელი) რიტუალის გამომხატველია: ძირითადად, ამავე მნიშვნელობით არის დაცული ლექსიკურ ერთეულებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ძირის მქონე ლექსიკურ მონაცემთა სემანტიკური არეალი გაცილებით მრავალფეროვანია: ლოცვა, სალოცავი, დალოცვა, მილოცვა, მადლობა, დღეობა, საეკლესიო დღესასწაული, ეკლესია, საყდარი, ნასაყდრალი და ა. შ.

სალოცავის ფუნქცია, გარკვეულწილად, უკავ-შირ დებოდა „ოხვამერ ლაგვანს“ ანუ საზედაშე ქვევრს. ქვევრები ჩაფლული იყო მარანში, რომელიც აქ ასრულებდა სამლოცველოს როლს. ოხვამერის ამ ქვევრებში ინახებოდა ღვინო და სალოცავი ქვევრების მოვლა-მეთვალყურეობა ევალებოდა ოჯახის უფროსს. მოცემული მასალის მიხედვით, ქართველი კაცის ცნობიერებასა და ლოცვის რიტუალში ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება მარანი და სამლოცველო. ამ მასალის გაცნობამ მოკრძალებული ლინგვისტური ანალიზი გაგვაკეთებინა: ერთმანეთთან დაკავშირებულმა ლოცვის რიტუალმა, საზედაშე ღვინომ, შესაწირმა ზვარაკმა და სამლოცველოდ ქცეულმა მარანმა არ შეიძლება არ გაგვახსენოს ქვევრსამარხი – ინჰუმაციური სამარხის სახე, როცა მიცვალებულს ათავსებენ ქვევრში ან

Page 90: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

90

თიხის სხვა ჭურჭელში – ამგვარი სამარხები გავრცელებული იყო საქართველოს უძველეს ტერიტორიაზე.

ამ მონაცემთა შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მიცვალებულის ქვევრში დამარხვის იდეა ჩაისახა სატაძრო მიწებზე მსხდომი საზოგადოების იმ ფენაში, რომელიც უშუალოდ მისდევდა მევენახეობას და უშუალოდ მონაწილეობდა ღვთაებისათვის ღვინის შეწირვის რიტუალში. ქვევრსამარხიც თავდაპირველად, ალბათ, გამოიყენებოდა ღვთაებისათვის შესაწირავად აღთქმული ღვინის – ზედაშესათვის; შემდეგ კი ღვთაების სამსახურში მყოფი ადამიანი, მეთემე, იკრძალებოდა ქვევრში –აქედან ჩანს, რომ ეს ჩვეულება სოციალურ და რელიგიურ-საკულტო ნიადაგზე უნდა წარმოქმნილიყო.

„ხვამას“ საწესო-სარიტუალო მონაცემთან მჭიდროდ დაკავშირებული ტერმინი – „ოხვამერი ლაგვანი“ სწორედ რომ განსაკუთრებული კვლევის საგანს უნდა წარმოადგენდეს ლინგვისტური თვალსაზრისითაც, რადგან მეგრულში ლაგვანი- 1.ქვევრი, საღვინე ჭურჭლის სახეობაა და სალოცავ ადგილას მდებარე ჭურჭელი, რომელიც ინახავდა საზედაშე ღვინოს; 2. დასამარხი ჭურჭელი, რომელშიც მიცვალებულს შესაბამისი ფორმით ათავსებდნენ; 3. ჭურჭელი, რომელთანაც აღევლინებოდა ლოცვის რიტუალი; სვანურში კი ეს ლექსიკური ერთეული ასე განიმარტება: ლაგუან-/ლიგუან: გუ-ან აჲ ბზ., გუ-ან-ა ბ.ქ. /ლნტ. გუანაჲ ლშხ. „მტირალა“; ლა-გუ -ან – ლნტ. „სატირალი“, ლიგუანე ბზ., ლიგუანე „ატირება“,იგუანე ი-გუ-ან ე ლაშ. „ტირის“.

თუ ამ ფორმების შეპირისპირებისას გავიხსენებთ, რომ ლი-, ლე-, ლა- პრეფიქსები არა მხოლოდ სვანურ-მეგრულ, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, უნდა აღდგეს გუან-||გვან- ქართული ძირი. სემანტიკური ველის თვალსაზრისით კი, ჩვენი აზრით, სწორედ ლოგიკური ჯაჭვი იკვრება: შესაწირავი ღვინის ჭურჭელი – სამლოცველო – მიცვალებულის სამარხი– გლოვა – ტირილი – მწუხარება.

Page 91: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

91

ბეჟან ხორავა

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ზაქარია ჭიჭინაძე და მუჰაჯირობის საკითხები

XIX საუკუნეში კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ოსმალეთის იმპერიაში ძირითადად იძულებითი გადასა-ხლების აღსანიშნავად ტერმინი მუჰაჯირობა დამკვიდრდა.

კავკასიის ხალხთა იძულებით გადასახლების აღსა ნიშნავად ტერმინი მუჰაჯირობა ზუსტი არ არის. იმამ შამილის სიძის აბდ არ-რახმან ღაზიღუმუქელის განმარტებით მუჰაჯირი არაბული სიტყვაა, რომელიც იმათ აღნიშნავს, ვინც ,,ომით მოცული მიწიდან~ (იმ მიწებიდან, სადაც მუსლიმანების წინააღმდეგ იბრძვიან) ,,ისლამის სამყოფელში~ (იმ ტერიტორიაზე, რომელიც მუსლიმანთა მმართველობაშია) გადასახლდება. მისივე თქმით, პირველი მექადან მედინაში წინასწარმეტყველი მუჰამედი გადასახლდა. ამის შემდეგ ასეთი გადასახლება მუსლიმანთა თემებისათვის ჩვეულებრივი გახდა.

კავკასიის ხალხთა გადასახლებისას თითქოს რელი-გიური ფაქტორი დომინირებდა, თუმცა ეს ასე არ იყო. მთავარი იყო პოლიტიკური ფაქტორი _ რუსეთის კოლონიური პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა კავკასიის დაპყრობას და იმპერიის შემადგენლობაში ამ მხარის შეყვანას

Page 92: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

92

ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებისა და განდევნის გზით.

ამდენად, ტერმინი მუჰაჯირობა, რომელიც რელიგიური მიზეზით გადასახლებას აღნიშნავდა, კავკასიის ისტორიაში ადგილობრივ მკვიდრთა იძულებით გადასახლების აღმნიშვნელად დამკვიდრდა.

მუჰაჯირები იყვნენ არამარტო კავკასიელი მთიელები, არამედ ქართველებიც და აფხაზებიც.

ტერმინი მუჰაჯირობა უცნობია XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ისტორიკოსებისათვის, რომლებიც კავკასიის მთიელთა იძულებით გადასახლებას ეხებიან: ად. ბერჟე, ს. ესაძე, ი. კანუკოვი, გ. ძაგუროვი და სხვ.

პირველი, ვინც ქართულ ისტორიოგრაფიაში მაჰმადიანთა იძულებით გადასახლების აღსანიშნავად ტერმინი მუჰაჯირობა გამოიყენა, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე (1854-1931 წწ.) იყო.

1912 წელს თბილისში დაიბეჭდა ზ. ჭიჭინაძის წიგნი ,,ქართველ მაჰმადიანთა დიდი გადასახლება ოსმალეთში. მუჰაჯირი-ემიგრაცია~. ავტორის განმარტებით, ,,მუჰაჯირი ოსმალური სიტყვა არის, ქართულად ნიშნავს სამშობლოდამ წასვლა-გადასახლებას, დამატებით ჩვენ ვუწოდებთ ემიგრაციას~.

ზ. ჭიჭინაძემ ფეხით შემოიარა ჭოროხისა და მტკვრის აუზის ისტორიული ქართული პროვინციები და ქართველ მაჰმადიანთა ოსმალეთის იმპერიაში გადასახლების შესახებ დიდძალი მასალა შეაგროვა. მკვლევარი შეეცადა დაედგინა გადასახლების მიზეზები, გადასახლებულთა რაოდენობა, შეაგროვა ცნობები მათი ყოფა-ცხოვრების შესახებ.

ქართველების გადასახლების გარდა, ზ. ჭიჭინაძე აფხაზთა და თერგის ოლქიდან ოსების გადასახლების საკითხებსაც ეხება.

Page 93: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

93

მირიან ხოსიტაშვილი

მაგისტრი; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების დოქტორანტი;

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე,

ქართველთა ისტორიული დემოგრაფიის საკითხები ზაქარია ჭიჭინაძის შემოქმედებაში

ზაქარია ჭიჭინაძე უდავოდ დიდი მოღვაწე იყო საქართველოს ისტორიაში, იგი მრავალმხრივი შემოქმედი და მოღვაწე გახლდათ, და შეიძლება ითქვას, მას თითქმის არაფერი რჩებოდა მხედველობის არედან. ზ. ჭიჭინაძე დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს ისტორიული დემოგრაფიის შესწავლას.

ზაქარია ჭიჭინაზე არა მხოლოდ ქართული ეთნოსის დემოგრაფიულ მდგომარეობას იკვლევდა, არამედ, საქართველოში მცოხვრები ებრალების ყოფას, ოსების ყოფას და დემოგრაფიულ ვითარებას. ზაქარია ჭიჭინაძემ ასევე შეამჩნია, რომ საქართველოში ცხოვრობდნენ ისეთი ქართველებიც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებისა თუ ჟამთავითარების მეოხებით თავს ქართველებად არ თვლიდნენ, არ იცოდნენ,

Page 94: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

94

რომ ისინი ნამდვილი ქართველები იყვენენ. ასეთები (გრიგორიანელები) აღმოჩნდნენ ქართლში, კახეთში, მესხეთ–ჯავახეთში და სხვაგან. ამის შესახებ ზაქარია ჭიჭინაძეს თავის დროზე, სახელდობრ, 1890 წელს, ,,შავშელის“ ფსევდონიმით გამოუშვია წიგნი ,,ქართველი გრიგორიანები ანუ სომხის რჯულის ქართველები“ . ამ წიგნს თავის დროზე შესაფერისი გავლენა მოუხდენია და ამის შემდეგ ყოფილა სწორედ, რომ ქართულად მოლაპარაკე სომხებს შორის დამკვიდრებულა ცნება მათი ნამდვილი ვინაობის შესახებ, რომ ისინი ტომით ქართველები არიან, სარწმუნოებით – გრიგორიანელები. ზაქარია ჭიჭინაძე ბეჭდავდა დიდძალ მასალას ქართველ კათოლიკეთა ისტორიიდან, მან დაბეჭდა ბევრი წიგნი მათი გვარების, ვინაობის და ცხოვრების შესახებ. ზაქარია ჭიჭინაძის შრომამ დაამყარა მათში ეროვნული თვითშეგნება და მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ იწოდებიან ქართველ კათოლიკეებად და არა სომეხ კათოლიკეებად.

ზაქარია ჭიჭინაძეს ეკუთვნის აგრეთვე საუკეთესოდ დაწერილი ბიოგრაფიები ბევრი გამოჩენილი ქართველი კათოლიკისა: მიხეილ თამარაშვილის, პატრი ნიკოლასი, ივანე გვარამაძის, პრელატი დონ–ივანე ანტონიშვილის, ლევან ზუბალაშვილის, პავლე ჭილიმუზაშვილის (რომელზედაც ერთ დროს პლატონ იოსელიანიც წერდა).

ზაქარია ჭიჭინაძემ 1887წელს თბილისში გაიცნო ორი ახალგაზრდა კაცი: რეჯებ ნიჟარაძე და იმაილ აღა-კაიკაციშვილი, მათი დახმარებით იმოგზაურა ქობულეთ აჭარაში სადაც ნანახმა სურათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში და აქტიურად შეუდგა ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრების შესწავლას. მან აღწერა მრავალი სოფელი ტაო-კლარჯეთისა და აჭარისა. მისი აღწერები დღესაც მკვლევარებს ფასდაუდებელ დახმარებას უწევს.

ზაქარია ჭიჭინაძეს ლაზების შესახებაც აქვს დაწერილი მთელი ტომი ისტორიული წერილების. აჭარაში მოგზაურობის დროს იგი ლაზისტანშიაც გადავიდა და გაიცნო ზოგიერთი მათი სოფელი. ჩეხალის ხეობაში და შემდეგ სხვა სოფლებშიაც მან ბევრი ცნობები შეკრიბა ლაზების ყოფაცხოვრებიდან და დემოგრაფიიდან.

ზ. ჭიჭინაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის აგრეთვე ართვინის ქართველთა გამაჰმადიანებისა და

Page 95: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

95

მათი დემოგრაფიული სიტუაციის შესახებ. მოგვითხრობს მუჰაჯირობის ისტორიას, რამაც რასაკვირველია აღნიშნულ რეგიონში მკვიდრ ქართველ მოსახლეობის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია.

ართვინის ხიდთან ზოგიერთი მონაცემის მიხედვით 800 ქართველისთვის ხოლო ზოგი მონაცემით 1400 ქართველის მოუჭრიათ თავი და ჭოროხში გადაუყრიათ. ზ. ჭიჭინაძე ასკვნის: ართვინის ხიდის გვერდით დიდძალი ქართველობა გაწყვეტილა ოსმალთა წინაშე ბრძოლაში მაჰმადიანობის გამო დახოცილებში ბევრი დედაკაციც რეულა და მღვდლებიც.” იმდენად მრავალმხრივია ზაქარია ჭიჭინაძის მოღვაწეობა რომ თამამად შეიძლება ითქვას საქართველოში ბევრ ორგანიზაციას არ გაუკეთებია იმდენი რაც ამ დიდმა მოღვაწემ შეძლო.

Page 96: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

96

ფრანკ ტრემელი, დოქტორი,

მარიკა ლაფაური-ბურკი,

დიალოგი კულტურის ანთროპოლოგიის შესახებ

1999 წელს გერმანიაში ქალაქ ჰამბურგში მარიკა ლაფაური-ბურკის ინიციატივით დაარსდა “ლილე-გერმანულ-კავკასიური საზოგადოება”. საზოგადოების მუშაობის ფარგლებში განვითარდა თანამშრომლობა ისტორიკოსსა და კულტურის ანტროპოლოგთან დოქტ. ფრანკ ტრემელთან. საზოგადოება “ლილეს” მიერ პროექტებისათვის გამოცემულ ჟურნალებს, 2008 წლიდან დაემატა მარიკა ლაფაურისა და დოქტ.ფრანკ ტრემელის მიერ დაარსებული გამომცემლობის მიერ გამოცემული პერიოდიკა “einBLICK Georgien“ და ამავე სახელწოდების ბლოგი.

ავტორები სტატიებისა და ესეების გარდა წერენ სხვა-დასხვა კრიტიკულ წერილებს. დოქტ.ფრანკ ტრემელი სწავლობდა სოციალურ-ეკონომიურ ისტორიას, სოციო-ლოგიასა და პოლიტოლოგიას ჰამბურგის უნივერსიტეტში. 2009 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი, თემა ეძღვნებოდა გერმანული კულტურის ანთროპოლოგიის ტრადიციებს. ის ავტორია მონოგრაფიისა „ერიხ როთეკერი”, ასევე სა-ენციკლოპედიო სტატიებისა. დოქტ.ფრანკ ტრემელის ესეების კრებულის ქართული თარგმანი (მთარგმნელი: ლევან ბრეგაძე) გამოიცა 2012 წელს. მარიკა ლაფაური ასევე მიწვეული ავტორია გერმანიის საზოგადოებრივი რადიო არხისა Dradio Kultur. წინამდებარე საუბრების გარდა, ამ ავტორების სხვა სტატიებსა და წერილებს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე: www.einblickgeorgien.blogspot.com. Dოქტ. ფრანკ ტრემელი

Page 97: მოხსენებათა თეზისები · ზაზა წურწუმია, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის

97

ამჟამად მუშაობს ESCHE SCHÜMANN COMMICHA-ის კომუ-ნიკაციისა და ღონისძიებების განყოფილებაში.

წინამდებარე დიალოგები ეხება ავტორების ძირითად თემებს, - ევროპისა და საქართველოს დამოკიდებულებები გლობალიზაციის ფონზე. ევროპული კულტურის კავკასიური ტრანსფორმაცია და მისი განსაკუთრებულობა, ენობრივი და რელიგიური მრავალფეროვნება, როგორც ერთგვარი მინი მოდელი გლობალიზაციისა რეფლექციის საინტერესო საშუალებას იძლევა. უძველესი კავკასიური კულტურის უწყვეტობა დღეისათვის გლობალიზაციის მიმდინარე პროცესების ყველა ცთომილებებს მკაფიოდ ასახავს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის წინააღმდეგობები კაცობ-რიობის კულტურული დიფერენციაციის ყოვლისმომცველი პროცესების ნაწილია და ამ წინააღმდეგობებს სხვადასხვა განზომილებები გააჩნია. კონსტუქტივისტი თუ დეკონ-სტუქტივისტი ყველა ჩვენგანია. ახლა საჭიროა, რომ სიცოცხლის უნარიანი, ფართო და ხალასი წარმოსახვის უნარის მქონე კონსტუქტივისტები გავხდეთ. დღეისათვის კულტურის პოლიტიკა შემეცნებით და ესთეტურ-ეთიკური ამოცანად უნდა დავსახოთ. ამის გადადება შეუძლებელია.