პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა...

34
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი პროფესორების - ლაურა გრიგოლაშვილის, გრივერ ფარულავასა და რევაზ სირაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ქართული ქრისტიანული კულტურა თანამედროვე ინტერპრეტაციათა ცდანიპროგრამა და თეზისები თბილისი 20 დეკემბერი 2016

Transcript of პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა...

Page 1: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

პროფესორების - ლაურა გრიგოლაშვ ილის,

გრივ ერ ფარულავა ს ა და რევ აზ ს ირა ძ ი ს

დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი

სამეცნიერო კონფერენცია

„ქართული ქრისტიანული კულტურა –

თანამედროვე ინტერპრეტაციათა ცდანი“

პროგრამა და თეზისები

თ ბ ილ ი ს ი

20 დეკემბერი 2016

Page 2: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

დაიბეჭდა თსუ-ის გამომცემლობის სტამბაში

Page 3: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

პროფესორების - ლაურა გრიგოლაშვილის,

გრივერ ფარულავასა და რევაზ სირაძის

დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი

სამეცნიერო კონფერენცია

„ქართული ქრისტიანული კულტურა –

თანამედროვე ინტერპრეტაციათა ცდანი“

პროგრამა და თეზისები

20 დეკემბერი 2016

თბილისი

Page 4: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი:

პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ

პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე, თსუ

ასოც. პროფესორი ნანა გონჯილაშვილი, თსუ

ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ

რეგლამენტი:

მოხსენება პლენარულ სხდომაზე – 20 წუთი

მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი

დისკუსია – 5-10 წუთი

სამუშაო ენა – ქართული

Page 5: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

3

20 დეკემბერი 11.00 – 11.30

კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაცია (ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია)

11.30 -12.00

კონფერენციის გახსნა

მისალმებები:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფ-რინდაშვილი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტო-რიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელ-გუჯა ხინთიბიძე

12.00 -14.00 პლენარული სხდომა

(ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია)

სხდომის თავმჯდომარე – ასოცირებული პროფესორი ნანა გონჯილაშვილი

1. ნესტან სულავა /ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი/ – განგებისა და ბედის გააზრება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისჰომილიებში

2. ლელა ხაჩიძე /ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი/ – გრიგოლ ნოსელის ერთი ჰომილიის ძველი ქართული თარ-გმანები

3. დარეჯან მენაბდე /მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის მეც-ნიერებათა დოქტორი/ – თანამედროვე ინტერპრეტაციები ლიტერატურისინსტიტუტის „გზამკვლევში“

Page 6: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

4

4. ნანა გონჯილაშვილი /ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქ-ტორი/ – „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის ერთი განსახოვნების გააზრება

14.00 – 15.00 შესვენება

15.00-18.00 I სხდომა

(ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია) სხდომის თავმჯდომარე – ფილოლოგიის დოქტორი ლია კარიჭაშვილი

1. ეკა ჩიკვაიძე /მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი/ –„წმინდა აბოს წამების“ ერთი სახეობრივი რეცეფცია 2. ირინა ჯავახაძე /მოწვეული ლექტორი, ფილოლოგიის დოქტორი/ – სას-წაულთა სახეები „ცხოვრებათა“ ჟანრის ორიგინალურ აგიოგრაფიაში 3. ლია წერეთელი /მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი/ –რუსთველის „ ლაღი” 4. მაია ცერცვაძე /დოქტორანტი/– სამყაროს ჰელიოცენტრული მოდელილადო ბელიაშვილის წიგნის „რუსთაველის და დანტეს იდუმალი“ მიხედვით 5. ლია კარიჭაშვილი /მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი/ – ეთიკურისა და ესთეტიკურის ურთიერთმიმართების საკითხი რევაზ სი-რაძის „ქართული კულტურის საფუძვლებში“

Page 7: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

5

15.00-18.00 II სხდომა

(ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია) სხდომის თავმჯდომარე–ასოცირებული პროფესორი ეკა ვარდოშვილი

1. დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი /ფილოლოგიის დოქტორი/, მზია თამაზაშ-ვილი /მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი/, ლალი კიკვიძე /მასწავ-ლებელი/ – ქართული ლიტერატურის ქრისტიანული არსის განსაზღვრი-სათვის

2. მაკა ელბაქიძე /ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი/ –წმინდა ნინოს სახე ქართულ და სომხურ წყაროებში

3. ეკა ვარდოშვილი /ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი/ – „წმინდა მხედრის“ უმაღლესი იდეალი ქართულ მწერლობაში

4. ნინო პოპიაშვილი/მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი/ –სახარებისეული იგავის რეცეფცია აღორძინების ხანის ქართულ ლიტერა-ტურაში

15.00-18.00 III სხდომა

(ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 301-ე აუდიტორია) სხდომის თავმჯდომარე - ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე

1. ია გრიგალაშვილი /ფილოლოგიის დოქტორი/ – ესთეტი მკვლევარი2. ნათია ჯანგულაშვილი /ფილოლოგიის მაგისტრი/ – მაკაბელ მოწამეთა

„ყრმობის“ გასააზრებლად3. შოთა მათითაშვილი /დოქტორანტი/ – კათალიკოს არსენ მეორის ღვთის-

მეტყველება „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მიხედვით4. ინგა სანიკიძე /ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი/ –

ერთი საკულტო სახელის ისტორიისათვის ქართულში (ეტიმოლოგიასიტყვისა „ბატონი“)

5. თამარ შარაბიძე /ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერება-თა დოქტორი/, ეკატერინე ნავროზაშვილი /ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი/ – უფლის სახე-ხატი ვაჟას მისტიკურ-ალეგორიულ ნაწარმოებებში

Page 8: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

6

სტუდენტთა სექცია

(ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 211-ე აუდიტორია) სხდომის თავმჯდომარე –ბაკალავრიატის სტუდენტი ირაკლი ნოდია

1. ნატალი გოლიაძე, ტატიანა სიჭინავა – ქართული ქრისტიანული კულტუ-რის ისტორია და თანამედროვე ინტერპრეტაცია

2. ირაკლი ნოდია – ქართული ქრისტიანული კულტურა ახლო აღმოსავ-ლეთსა და ბიზანტიაში

3. ხატია ტერტერაშვილი – ჰაგიოგრაფია – ეროვნული იდეოლოგიის საფუძ-ველი

Page 9: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

7

თ ე ზ ი ს ე ბ ი

ნანა გონჯილაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის ერთი განსახოვნების გააზრება

„ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის მეათე სტროფი „სამთა ფერთა“ განსახოვნებას წარმოაჩენს. იმთავითვე ცხადია, რომ „სამთა ფერთა“ მნიშვნელოვანი სახექმნადობაა, რამეთუ, პოეტის თქმით, იგი საქებე-ლია; ამავდროულად, თამარ მეფისადმი მიძღვნილი სტროფის დას-კვნითი ტაეპის მთავარი სათქმელია.

რუსთველოლოგიურ ნაშრომებში „სამთა ფერთა“ არაერთგვა-როვნად განიმარტება, კერძოდ, ვითარცა სამება, სატრფოს მშვენიე-რება, კეთილ-ზნეობა და ლმობიერი გული, `სხვადასხვა ფერის ლექსები~, ქართული სამხმოვანი სიმღერა, მზისა და ზეციერ მნა-თობთა კრებულის ფერები, ერთმანეთის შესაფერისი სამი გმირი და სხვ. მეცნიერთა უმრავლესობა `სამთა ფერთას~ უკავშირებს პრო-ლოგისსავე ტაეპს _ `მათ სამთა გმირთა მნათობთა...~ (6,4), რომელ-შიც რუსთაველი მნათობთა დარი სამი გმირის (ტარიელის, ავთანდი-ლისა და ფრიდონის) ერთურთის მიმართ სიყვარულით მონებას წარ-მოაჩენს.

„სამთა ფერთა“ ჯვარსახოვანი წაკითხვითაა გასააზრებელი, კერ-ძოდ, ჰორიზონტალური ხაზით, იგი სამ ძმადფიც გმირს მიემართება,ვერტიკალური შინაარსის ამოსაცნობად კი გმირთა გზების მნიშვნე-ლობის გათვალისწინებაა აუცილებელი. არაერთგზისაა აღნიშნული,რომ `ვეფხისტყაოსნის~ გმირები უმაღლესი იდეალებისთვის მებრძო-ლი რაინდები არიან და რომ ზოგადი შინაარსით, სიღრმისეული წა-კითხვით, თავად ისინი _ სიმბოლური დატვირთვის მქონე სახე-იდეებს წარმოადგენენ.

Page 10: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

8

სამი გმირის გზათა სიმბოლიკისა და თავად `ვეფხისტყაოსნის~ალეგორიული წაკითხვის საფუძველზე შესაძლებელია ფიქრი იმისა,რომ თითოეული მათგანი უმაღლეს იდეათა განმასახოვნებელი იყოს.აღნიშნულის გასააზრებლად მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის სიტყვები _ `... ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნოება, სასოებაÁ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროის ამათსა სიყუარული არს~ (Iკორინთ. 13, 13).

`ვეფხისტყაოსნის~ ტექსტიდან გამომდინარე, საფიქრებელია,რომ პროლოგში მოხმობილი სახექმნადობა _ `სამი ფერი~ _ `სამთა გმირთა~-ს მიემართება და ამ გზით უმაღლეს იდეალებს განასახოვ-ნებს, კერძოდ, ტარიელი _ სიყვარულს, ავთანდილი _ რწმენას,ფრიდონი _ იმედს.

ტარიელის პიროვნებით სიყვარულის იდეის გამოხატვა `საჭოჭ-მანები~ არ უნდა იყოს. მთელი პოემა ტარიელისა და ნესტანის ტრაგი-კული და, ამავდროულად, უბედნიერესი, სიმბოლურად, ვეფხვის ტყავით შემოსილი `უბედო ბედის~ სიყვარულის ამბავია.

ავთანდილი თავისი ცხოვრების წესით უფლის განგებასა და ზე-ციურ წყობას მინდობილი, ქრისტიანული რწმენით აღვსილი ადამია-ნია; მხოლოდ მასთანაა ასე მძაფრად გამოვლენილი ღვთის სიყვარუ-ლი და რწმენა, რომელსაც გულითა და გონებით მიჰყვება, სიტყვითა და საქმით იცავს და სხვათაც ჭეშმარიტი გზით სვლისაკენ მოუწო-დებს.

ფრიდონი ნესტანის ძებნა-პოვნისათვის ერთადერთი იმედის სხივია. ტარიელსა და ავთანდილს მულღაზანზარის მეფე ძნელბედო-ბაში მუდამ შემწედ და იმედად ეგულვებათ. სწორედ მისი რჩევებისა და მეომრების ძალისხმევით ქაჯეთის ციხის აღება და ქაჯთა დამარ-ცხება გახდა შესაძლებელი.

„სამთა გმირთა“ ერთობით გამოიხსნება მშვენიერება _ ნესტანი.მშვენიერების გათავისუფლება სიკეთის გამარჯვებაა, `ზესთ მწყობრ-თა წყობასთან~ მიმაახლებელია. ყოველივე ეს კი `გზად და ხიდად~

გადებული სიყვარულის, `სამთა ფერთა~ ურთიერთ „მონების“ საფუძველზე მიიღწევა. ამდენად, `სათნოებათა სამება~ (იოანე კლე-

Page 11: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

9

მაქსი) და `სამთა ფერ~ გმირთა ერთსულოვნება მშვენიერების გამოხსნით და ბოროტების დამარცხებით სიკეთის `არსების~ მარად-ჟამობას ამოწმებს.

სიმბოლურად, ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი თავის ქვეყ-ნებს განასახოვნებენ და მათი გზები ინდოეთის, არაბეთისა და მულ-ღაზანზარის გზებად აღიქმება. რუსთაველი ამგვარი სახისმეტყველე-ბით იდეალურ და ჰარმონიადარღვეულ ქვეყანათა სახეებს წარმოაჩენს და სამოთხისეული ჰარმონიისაკენ მიმავალ გზებს სახავს.

ია გრიგალაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ესთეტი მკვლევარი ლიტერატურული ნაწარმოები, როგორც ესთეტიკური ღირებუ-

ლება, მკითხველთა მიერ იმ საზომით ფასდება, თითოეული მათგანი რა ემოციურ-ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარებითაა და-ჯილდოებული. შესაბამისად, ნაწარმოების კონცეპტუალური საკითხ-ების გააზრების ხარისხი განსხვავებულია. კარგი მკვლევარი, უპირვე-ლესად, ნაწარმოების საუკეთესო მკითხველი და ანალიტიკოსია, ხო-ლო ესთეტი მკვლევარი - მისი უბადლო შემფასებელი და სხვათათვის დაფარულ საუნჯეთა გამომამზეურებელი. ესთეტ მკვლევართა შორის, რომელთა ნაშრომებს განსაკუთრებულად ელოდება ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება, ჩემთვის, და მრავალი უნივერსიტეტელი-სათვის ძვირფას პიროვნებას, პროფესორ ლაურა გრიგოლაშვილს გა-მორჩეული ადგილი აქვს დამკვიდრებული.

მისი ერთგულება და სიყვარული ძველი ქართული ლიტერატუ-რისადმი, თბილი, გულისხმიერი დამოკიდებულება სტუდენტები-სადმი, სამაგალითოა. ქალბატონი ლაურა არის ცნობილი ლიტერატუ-რის კორიფეების რჩეული, ღირსეული მოწაფე და მოწაფეთათვის, და

Page 12: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

10

არამარტო მათთვის, საუკეთესო ნიმუში, თუ როგორ არისტოკრატი-ულ მომხიბვლელობას ანიჭებს ადამიანს ზნეობის, კეთილშობილებისა და პროფესიონალიზმის ერთიანობა.

მის შრომებში იკვეთება ფაქიზი, ესთეტიკური დამოკიდებულება თითოეული საკითხის კვლევისას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირ-სია მისი შესანიშნავი წიგნი „დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“.

პროფესორი ლაურა გრიგოლაშვილი მეფე-პოეტის ნაწარმოებს გულდასმით იკვლევს და მიდის საგულისხმო დასკვნებამდე: „გა-ლობანის“ ლირიკული გმირი ამქვეყნიური ადამიანია საკუთარი შეცოდებებითა და ტკივილებით, მაგრამ მასში გაღვიძებულია „ახალი ადამიანი“, რომელიც შინაგან ჰარმონიაშია პირველსახესთან. „გალო-ბანის“ გმირი თავის შეცოდებათა ტყვე კი არ არის, არამედ განმგებე-ლია მათი. ცოდვათა შეგნებით დაძლეულია ცოდვა. შინაგან წინააღ-მდეგობათა დაძლევით სულიერი საწყისი იმარჯვებს, ლირიკული გმირის შინაგანი არსება ჰარმონიულია.

ლაურა გრიგოლაშვილის, როგორც ესთეტი მკვლევრის, განსა-კუთრებული ინტერესის საგანია აგრეთვე დავით გურამიშვილის შე-მოქმედება.

რთულია, სრულად და ამომწურავად შეაფასო ლაურა გრიგოლაშ-ვილის, როგორც შესანიშნავი მეცნიერისა და უბადლო პედაგოგის, მოღვაწეობა. მისი კვლევის სფერო მოიცავს ძველი ქართული ლიტერა-ტურისა და, საერთოდ, ქართული ქრისტიანული კულტურის პრობ-ლემატურ საკითხებს, რომელთა ორიგინალური ანალიზი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.

Page 13: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

11

მაკა ელბაქიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წმინდა ნინოს სახე ქართულ და სომხურ წყაროებში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო

IV საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რომელიც წმიდა მირიან მეფისა და წმიდა ნანა დე-დოფლის ძალისხმევით განხორციელდა. როგორც საზოგადოდ, ისე საქართველოს სინამდვილეშიც, წარმართობის თეისტური რელიგიით შეცვლა ნიშნავდა ახალი, პროგრესული იდეოლოგიის დამკვიდრებას, კულტურის სრულიად განსხვავებულ, ახალ ეტაპზე გადასვლას.

ქართველთა გაქრისტიანების შესახებ იმთავითვე ორი თქმულება არსებობდა: ერთი ბერძნული – გელასი კესარიელისა, რომელიც მერე რუფინუსს უთარგმნია (ამ თქმულებით ქართველები გაანათლა ერთმა ტყვე ქალმა), მეორე _ სომხური, რომელიც ქართველთა გაქ-რისტიანებას წმიდა გრიგოლ განმანათლებლის სახელთან აკავშირებს. სომეხი ისტორიკოსის, მოვსეს ხორენაცის თხზულების „სომხეთის ისტორიის” მიხედვით, რომლის ერთი თავი (86), სახელწოდებით _ „სანატრელი ნუნესა და იმის შესახებ, თუ როგორ გახდა იგი ქართველთა ხსნის მიზეზი” _ წმიდა ნინოსა და მის მოციქულებრივ ღვაწლს ეხება, წმიდა ნინოს (ნუნეს) მისიონერული მოღვაწეობა წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელს უკავშირდება. ავტორი შენიშნავს, რომ თავის თხზულებაში იყენებს აგათანგელოსის ცნობებს, ამასთანავე, ის პირველია სომხურ ისტორიოგრაფიაში, რომელიც ქართველთა განმანათლებელს მოციქულთა სწორად მოიხსენიებს.

მოვსეს ხორენაცის „ისტორიის” მიხედვით გამოიყოფა რამდე-ნიმე ფაქტი, რომლებიც განსხვავებულადაა წარმოდგენილი ქართულ წყაროებში, კერძოდ, წმინდა ნინოს ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ აქ გვხვდება ზოგიერთი ისეთი მონაცემი, რომელიც ან საერთოდ არ არის ხორენაცის ისტორიაში, ან ძალიან მოკლედაა გადმოცემული:

Page 14: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

12

1. ქართულ წყაროებში დაზუსტებულია წმინდა ნინოს წარმო-მავლობა;

2. გადმოცემულია წმინდა ნინოსა და მიაფორის, დვინელი სომხისურთიერთობა;

3. წმინდა ნინოს ხელით რიფსიმესა და მისი ორმოცი მხლებლისმონათვლა;

4. წმინდა ნინოს ჩასვლა სომხეთში;5. „წიგნი დაბეჭდულის” ეპიზოდი;6. წმინდა ნინოს ჩასვლა ჯერ ურბნისში, შემდგომ კი მცხეთაში;7. კერპების შემუსვრა;8. წმინდა ნინოს დამკვიდრება მეფე მირიანის ბაღში;9. წმინდა ნინოს სიმბოლური სიზმარი;10. წმინდა ნინოს მაყვლოვანში დაბინავება;11. იბერიის დედოფლის განკურნებისა და მოქცევის ისტორია;12. თხოთის მთაზე მირიანის ნადირობისა და მზის დაბნელების

ამბავი;13. სვეტიცხოვლის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული სასწა-

ული;14. რომის იმპერიიდან ელჩების, მღვდელთ-მოძღვართა, მღვდლე-

ბისა და დიაკვნების ჩამოსვლა;15. წმინდა ნინოს სამისიონერო მოღვაწეობის მარშრუტის აღწერა;16. წმინდა ნინოს დასნეულება; ელენე დედოფლის მიერ მისი

მახარებლად გამოცხადება; პეროჟავრი სივნიელისა და სალომეუჟარმელის მიერ წმინდა ნინოს მონათხრობის ჩაწერა;

17. წმინდა ნინოს აღსასრული და დაკრძალვა. წყაროთა კრიტიკული შესწავლა საშუალებას გვაძლევს, რომ ქარ-

თული, სომხური და ბერძნულ-ლათინური წყაროები ერთმანეთთან თანხმობაში მოვიდეს და მათი სინთეზის საშუალებით ჩამოყალიბდეს კავკასიის ამ ორი ქვეყნის გაქრისტიანების სრული სურათი.

Page 15: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

13

ეკა ვარდოშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„წმინდა მხედრის“ უმაღლესი იდეალი ქართულ მწერლობაში

„წმინდა მხედრის“ უმაღლესი იდეალია წმინდა გიორგი, რომლის პირველსახეა მაცხოვარი, წინასახე კი _ თეთრი გიორგი. საქართვე-ლოში წმინდა გიორგის კულტმა, ღვთისმშობლის კულტთან ერთად, დიდი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ერთიანი რელიგიური ცნობიერების ჩამოყალიბების საკითხში. წმინდა გიორგის ხსენებით იწყება „წმინდა ნინოს ცხოვრების“ შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია. მისი კულტი ბერძნულ-ბიზანტიური ეთნიკური გარემოდანაა შემო-ტანილი, რომლის გავრცელება VI საუკუნიდან იწყება, გაძლიერება კი IX საუკუნიდან, როდესაც მისი წამების ბიზანტიური თხზულება ქართულად ითარგმნა.

წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა. ქრისტეს მხედრებად მიჩნეულია არა მხოლოდ მეომარი წმინდანები, არამედ ყველა, ვინც სულიერად ებრძვის სატანას, იცავს სიკეთეს თუნდაც დუმილით, რაც დიდ შინაგან ძალას მოითხოვს.

წმინდა გიორგი, როგორც „წმინდა მხედარი“, XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში უკავშირდება ეროვნული გმირის იდეალს.

არსებობს არაერთი ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულება წმინდა გიორგის შესახებ. ამასთანავე, ჩვენ ხელთ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებე-ლია, ზოგადად, „წმინდა მხედრის“ და, ამასთანავე, „წმინდა გიორგის“ სახისმეტყველების შესწავლისას.

XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში „წმინდა გიორგის“ სახის-მეტყველება ჩანს გრ. ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის შემოქმედებაში. XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში უპირველესი „წმინდა მხედარი“ ნ. ბარათაშვილის მერანია.

რელიგიური თვალთახედვით, XIX საუკუნის ქართული პოეზიის შესწავლისას გამოიკვეთა „წმინდა მხედარ“ ქალთა სახეები: ნინო,

Page 16: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

14

თამარი და ქეთევანი, რომლებიც ერთ მთლიანობასაც გამოხატავენ და „წმინდა მხედართა“ იერარქიაში გარკვეულ საფეხურს იკავებენ.

წმინდა გიორგი პოპულარულია არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში. იგი იხსენიება ყურანშიც. ქრისტიანულმა ეკლესიამ წინა პლანზე წამოწია წმინდა გიორგის კულტი, შემგომი პერიოდის ხალხურმა შემოქმედებამ და საერო მწერლობამ კი განავითარა მისი სახე.

ლია კარიჭაშვილი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

ეთიკურისა და ესთეტიკურის ურთიერთმიმართების საკითხი რევაზ სირაძის „ქართული კულტურის საფუძვლებში“

ღრმა კავშირს ეთიკისა და ესთეტიკის პრობლემატიკას შორის ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში მიექცა ყურადღება. „ნიკომაქეს ეთიკაში“ არისტოტელე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სათნოების მიზანია ზნეობრივი მშვენიერება. სიკეთე და მშვენიერება მისთვის ერთი მთლიანობაა, არისტოტელეს ეკუთვნის ტერმინი „კალოგაკათია“, რაც კეთილისა და მშვენიერის თანამყოფობას ნიშნავს.

ცნობილია, რომ რუსთაველის ეთიკური კრედო მჭიდრო კავ-შირშია ესთეტიკასთან. ზნეობრიობა, პიროვნული ღირსებები, ამავე დროს ესთეტიკურია და მშვენიერების გამსაზღვრელ ფაქტორებად გვევლინება პოემაში. მკვლევარი გიორგი ნადირაძე სწორედ ამ გარემოებას უსვამს ხაზს, როდესაც შენიშნავს: „რუსთაველისთვის ადამიანური განცდისა და ქცევის ესთეტიკური ღირსება ემყარება ეთიკურს, ე. ი. მშვენიერია მხოლოდ ის, რაც ზნეობრივია. არცერთი ადამიანური მოვლენა არ გამოიწვევს ესთეტიკურ მოწონებას, არ ჩაითვლება ლამაზ განცდად ან ლამაზ საქციელად, თუ იგი არ აკმაყოფილებს ჩვენს მორალურ გრძნობებს.“

Page 17: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

15

ეთიკურისა და ესთეტიკურის მთლიანობით რუსთაველი, ცხა-დია, ეხმიანება არისტოტელეს ზემონახსენებ დებულებას სიკეთისა და მშვენიერების მთლიანობის შესახებ, ამავე დროს, იგი აგრძელებს სასუ-ლიერო მწერლობის ტენდენციას, რომლის მიხედვით, მშვენიერებას განსაზღვრავს სულიერი სათნოებანი.

ფუნდამენტურ ნაშრომში „ქართული კულტურის საფუძვლები“ რევაზ სირაძე ცალკე არ გამოყოფს ეთიკურისა და ესთეტიკურის ურთიერთმიმართების საკითხს, მაგრამ მთელ მის კონცეფციას, რო-მელიც განსაზღვრავს ზოგადად კულტურის ცნებასა და ქართული კულტურის საფუძვლებს, მსჭვალავს სიკეთისა და ჭეშმარიტი მშვე-ნიერების განუყოფლობის იდეა. მეცნიერის დასკვნით, „რაც ესთე-ტიკურია, შეუძლებელია ეთიკურიც არ იყოს. არ ვარგა ის სილამაზე, რომელსაც სიკეთე არ ახლავს“. იგი, პირველ ყოვლისა, მიჯნავს კულ-ტურასა და ცივილიზაციას, კულტურა სულიერი ფენომენია და მისი უმთავრესი ნიშანია სიკეთე. სიკეთის გარეშე ყალიბდება ფსევდო-კულტურა ან ანტიკულტურა.

კულტურას რევაზ სირაძე განმარტავს, როგორც პიროვნების მიმარ-თებას სულიერი ღირებულებისადმი, სულიერ ფასეულობათა შეგრძნე-ბის უნარს, ამავე დროს ესთეტიკური ხედვის პოტენციალს, რადგანაც ყოფიერების აღქმა სახეობრივი კონცეფციით სხვა არაფერია, თუ არა ყო-ფითი რეალობის აღქმა ესთეტიკური კატეგორიებით.

მეცნიერის აზრით, ისტორიაც და მითოსიც აწმყოში სიცოცხლისუ-ნარიანია მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიზმის წყალობით: „ისტორიი-დან სადღეისოდ ცოცხალია ის, რასაც ესთეტიკური ფასეულობა შერჩა, სხვა ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ წარსული კუთვნილებაა.... მითოსი არა მხოლოდ უძველესი აზროვნებისთვისაა დამახასიათე-ბელი, იგი შეიძლება შეეგუოს თითქმის ყოველ დროს. ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ მრავალმხრივია მითოსის ესთეტიკური ზემოქმედება“.

რევაზ სირაძემ აღნიშნულ ნაშრომში უდიდესი ეთიკური უნივერ-სალიები და, ამავე დროს, ქრისტიანული საღვთისმეტყველო სათ-ნოებანი _ რწმენა, იმედი და სიყვარული _ ეროვნული კულტურის კონ-ტექსტში გააერთიანა. იგი კულტურის ერთ-ერთ ძირითად ნიშნად რო-

Page 18: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

16

გორც პიროვნულ, ასევე ეროვნულ დონეზე იმედს მიიჩნევს, იმედს, რო-მელიც ხშირად ზნეობრივი ვალდებულებაა. ქრისტიანული ენობრივი მსოფლხედვის საფუძველთა საფუძველად კი სიყვარულს აცხადებს.

შოთა მათითაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კათალიკოს არსენ მეორის ღვთისმეტყველება „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მიხედვით

გრიგოლ ნოსელი ქრისტიანული ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი უნივერსალური მემ-კვიდრეობა სათანადოდაა შესწავლილი სამეცნიერო ლიტერატურაში.

გრიგოლ ნოსელი კარგად ცნობილი ავტორია ძველ ქართულ მწერლობაში. მისმა თხზულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართულ მწერლობაზე. „კაბადოკიური ღვთისმეტყველების” ამ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის თხზულებათა ქართული თარგმანები ნაწილობრივ შესწავლილია ქართველ მეცნიერთა მიერ.

გრიგოლ ნოსელს ეკუთვნის ჰომილია სტეფანე პირველმოწამის შესახებ, რომლის ორიგინალი და სხვადასხვაენოვანი თარგმანები რამ-დენჯერმეა გამოქვეყნებული. ეს ჰომილია ყურადღებას იმსახურებს როგორც თეოლოგიური, ისე სახისმეტყველების თვალსაზრისით. მისი კვლევა მოითხოვს, ერთი მხრივ, წმ. სტეფანესადმი მიძღვნილი სხვა წმინდა მამების თხზულებებთან მის შედარებას; მეორე მხრივ, გრი-გოლ ნოსელის შემოქმედების თავისებურებების გათვალისწინებას.

ეს ჰომილია ყურადღებას იქცევს ლიტურგიკის კვლევის თვალ-საზრისითაც, რადგან ნათელს ჰფენს სტეფანე პირველმოწამის ხსენე-ბის დაწესების ისტორიას.

როგორც ჩანს, ეს თხზულება ადრევე უთარგმნიათ ქართულად. მისი პირველი ქართული თარგმანი ფრაგმენტულადაა მოღწეული და გამოქვეყნებულია აკად. ილ. აბულაძის მიერ.

Page 19: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

17

ამავე ჰომილიის შემდგომდროინდელი თარგმანი ეკუთვნის X სა-უკუნის თვალსაჩინო მოღვაწეს, მთარგმნელსა და ჰიმნოგრაფს _ სტე-ფანე სანანოისძე-ჭყონდიდელს. ეს თარგმანი, რომელიც აქამდე გამო-უქვეყნებელი და შეუსწავლელი იყო, გამოირჩევა მხატვრული სრულ-ყოფილებით და ნათელყოფს სტეფანე სანანოისძე-ჭყონდიდელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის ხასიათს.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამ ჰომილიის ქართულ თარ-გმანს, რომელიც X საუკუნეშია შესრულებული, გარკვეული სახის რიტმული განკვეთის ნიშნები ახლავს, რაც საგანგებო კვლევას მო-ითხოვს და ამ ნაწარმოების ჟანრის ახლებურად გააზრების შესაძლებ-ლობას იძლევა.

გრიგოლ ნოსელის ეს თხზულება, როგორც ირკვევა, ქართულ ენაზე მესამედაც უთარგმნიათ, რაც უნდა აიხსნას, ერთი მხრივ, გრი-გოლ ნოსელის უდიდესი ავტორიტეტით და, მეორე მხრივ, სტეფანე პირველმოწამისადმი განსაკუთრებული ინტერესით საქართველოში.

გრიგოლ ნოსელის ამ თხზულების მესამე თარგმანი ეკუთვნის გიორგი მთაწმიდელს. ეს თარგმანი ახლოსაა გრიგოლ ნოსელის ამ თხზულების დღეისათვის ცნობილ ორიგინალთან, თუმცა გარკვეული სიახლეებიც გვხვდება.

დარეჯან მენაბდე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

თანამედროვე ინტერპრეტაციები

ლიტერატურის ინსტიტუტის „გზამკვლევში“ ქართული ქრისტიანული კულტურის კვლევა ფართოდ არის წარ-

მოდგენილი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტი-ტუტის „გზამკვლევის“ სერიის გამოცემებში (I– „წმინდა ნინოს ცხოვ-რება და ქართლის მოქცევა“. 2009; II – „იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ და ადრექრისტიანული კულტურა“. 2012; III – „ათონის საღ-

Page 20: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

18

ვთისმეტყველო ლიტერატურული სკოლა“. 2013; IV – „ეროვნული თვითშემეცნების სათავეებთან. იოანე საბანისძე. „მარტვილობაი ჰაბო ტფილელისაი“. 2016). ამ კრებულებში თავმოყრილია ძველი (ამო-ნარიდების სახით) და ახალი თაობის ლიტერატურათმცოდნეთა სტატიები, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ თხზულებას ეხება. დღეს ამგვარი კრებულების შედგენა წარმოუდგენელია ლ. გრიგო-ლაშვილის, გ. ფარულავასა და რ. სირაძის კვლევების გათვალის-წინების გარეშე. „გზამკვლევის“ I და IV წიგნებში ჩართულია ამონარი-დები რ. სირაძის წიგნიდან „ქართული აგიოგრაფია“, IV წიგნში – ამო-ნარიდი გ. ფარულავას წიგნიდან „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“; სტატიები: რ. სირაძისა –„აგიოგრაფიული სახისმეტყველების ერთი პარადიგმული ნიმუში (რამდენიმე შენი-შვნა)“, გ. ფარულავასი – „ამბავი „მარგალიტისა“ („წმინდა შუშანიკის წამების“ ქართულ და სომხურ რედაქციათა ურთიერთმიმართე-ბისათვის)“ (წგნ. II) და ლ. გრიგოლაშვილისა: „სძალი ქრისტესი“ (წგნ. II), „ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ ექვთიმე ათონელისეული თარგმანი“ (წგნ. III), „იოანე საბანისძე და ქართული ორიგინალური მწერლობის ჟანრთა ფორმირების საკითხი“ (წგნ. IV), რომლებიც სპეციალურად „გზამკვლევის“ კრებულებისათვის დაიწერა.

მოხსენებაში წარმოჩენილია ამ პუბლიკაციების მნიშვნელობა თა-ნამედროვე მედიევისტიკისათვის.

ნინო პოპიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახარებისეული იგავის რეცეფცია აღორძინების ხანის ქართულ ლიტერატურაში

იგავის ჟანრი ერთ-ერთი უძველესია ლიტერატურულ ჟანრებს შორის და სათავეს იღებს ანტიკურ ეპოქაში. ეზოპეს იგავებმა სათავე დაუდო ჟანრის საყოველთაო გავრცელებას, თუმცა, ქრისტიანობამ იგავის სიმბოლურ და ალეგორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტი

Page 21: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

19

დატვირთვა შესძინა. სახარებისეული იგავის რეცეფცია გვხვდება სხვადასხვა ნაციონალურ ლიტერატურაში. შეიძლება ითქვას, რომ იგავი თავისებური უნივერსალური ფორმაა, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში გამოიყენებოდა და გამოიყენება. ქართულ ლიტერატურაში იგავის ჟანრი მის უძველეს პერიოდშივე გვხვდება. სახარებისეულ იგავს იცნობს იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“, იოანე საბანისძის „აბოს წამება“ და სხვა აგიოგრაფიული ტექსტები. იგავის ჟანრი გამოყენებული აქვს შოთა რუსთაველს „ვეფხისტყაოსანში“. აღნშნული ჟანრის გამოყენება ხშირია რუსთაველის შემდგომ ძველ ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში: სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, არჩილი და სხვა.

სახარებისეული იგავები ეხმიანება და აგრძელებს ჟანრის მანამდე არსებულ ტრადიციას. იგავს გააჩნია თავისუფალი ინტერპრეტაციის ფართო უნარი, არსებული თემების, პერსონაჟების გადამუშავების ცირკულაცია და სხვ. გვხვდება იგავური პერსონაჟებისა და სახე-სიმბოლოების ტრანსლაცია სხვადასხვა ჟანრის ტექსტში. ჩვენი ინტერესის საგანია იგავის რეცეფციები აღორძინების ხანის ქართულ ლიტერატურაში. ამ თვალსაზრისით განვიხილავთ რუსთაველის შემდგომ ქართველ ავტორთა (სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, გრიგოლ ბატონიშვილისა და სხვ.) ნაწარმოებებს.

ინგა სანიკიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთი საკულტო სახელის ისტორიისათვის ქართულში

(ეტიმოლოგია სიტყვისა „ბატონი“)

ყურადღებას ლექსიკურ ფონდში დიდი ხნის დამკვიდრებული და წერილობით მასალაში რეალიზებული ფორმა ბატონი იქცევს. წარმართულ ღვთაებათა შესწავლის თვალსაზრისით ის მეტად ინფორმაციული ხასიათისა მოჩანს და პირდაპირ კავშირში უნდა იყოს

Page 22: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

20

უძველეს წარმოდგენებთან, როცა საქმე მზე-მთვარის (ჩვენი აზრით, გაც-*გათ//გატ//ყათ) ბინარულ დაპირისპირებასთან გვქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავისი სემანტიკური შიგთავსით „ბატონი“ ყოველ-თვის კაცია და მისი ქალად, ანუ „მზეღვთაებად“, გააზრება იმთავითვე გამოირიცხება. სამაგიეროდ, დასაშვებად მიგვაჩნია, უძველეს ქართულ სინამდვილეში სემიტური ენების გავლენით „ბალ“ ფუძის (ბაალბილონი - ბაალთა კარიბჭე; ან: ბელზებელი ‹― „ბაალ ზებულ“ _ „ჭექა-ქუხილისა და „საბრძოლო ერთობის“, „ლაშქრობის მფარველი“ კულტი) გავრცელება, რომელიც ყათ//გათ//გატის გვერდით თანაარსებობდა. უპირველესად ასეთ ლექსიკურ ერთეულად *ბათ ―› ბატ ―› ბატ-ონ-ი // *პატ ―› პატ[რ]-ონ-ი გვესახება, რომელთა ფუძეებ-ში უცილობლად იკითხება -ონ უძველესი ჭანური მაწარმოებელი (- ონ აფიქსის შესახებ საგანგებოდ მსჯელობს არნ.ჩიქობავა). საქმე ის არის, რომ ქართულ ფოლკლორულ მასალასა და ვაჟა-ფშაველას ენაშიც ჭანურმორფემიანი ლექსიკური ვარიანტი ძალზე ხშირად სწორედ ღვთაებათა აღსანიშნავად გამოიყენება. პოემაში „ბახტრიონი“ [„ეგებ ინებოს ბატონმა..“; ან: „სდგანან... თავის ბატონის კარზედა“] ის წმ. გიორგის მიემართება; ხოლო „ალუდა ქეთელაურში“ [„უნდა აცნობონ ბატონსა“] _ გუდანს.

საწყის ეტაპზე ღვთაების სახელად „ბატონის“ გამოყენება შესაძ-ლებელია არც დავუშვათ. ის მთვარის კერპის სახელი უნდა ყოფი-ლიყო, სქესით მამრი და, სავარაუდოდ, გვიან უნდა შეეძინა მიწიერი კაცი „მეპატრონის, მფლობელის, გამგებელ-წარმართველის ან სოცია-ლურად დაწინაურებული პირის“ შინაარსი. რაც შეეხება საკუთრივ ფუძეებს, ამოსავალი ბათ//ბატ [//ბალ] ფორმები უნდა იყოს. წინა-პოზიციური ბ თანხმოვნის დაყრუების, ანუ პ’ში გადასვლის პროცესი, მათ დასავლურქართულ (ჭანურ) არეალში იმ დროს უნდა გაევლოთ, როცა უძველესი ქართველური ტომები იბერ-„საპეჲრები“, „თუბალ-მოსოხები“, ხალიბები და სხვანი დღევანდელი საქართველოს სამ-ხრეთ-დასავლეთ ტერიტორიებს იკავებდნენ (ჰეროდოტე) და არა მას შემდეგ, რაც აქეთა იბერიაში მათი მასობრივი ამოწევა მოხდა.

Page 23: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

21

ნესტან სულავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განგებისა და ბედის გააზრება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიებში

განგების ცნებას იცნობს როგორც ქრისტიანული სამყარო, ასევე

ანტიკური ფილოსოფია. ტერმინოლოგიური და ცნებითი თვალსაზ-რისით ბიბლიურ თხზულებებში, კერძოდ, ფსალმუნებში, სიბრძნე სოლომონისა, ისო ზირაქის ძის სიბრძნეში, ახალი აღთქმის წიგნებში მას ზოგჯერ ღვთისნება, ან წინაბსწარგანზრახვა და წინაბსწარცნობა ენაცვლება. იგი პრონოეტული ტერმინია და ძირითადად აღნიშნავს ღმერთის ზრუნვას ადამიანთა სულებზე, ღმერთის კეთილ წინასწარ-გადაწყვეტილებას, ღმერთის ნებას. ქრისტიანულ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში განგების ცნება ანტიკური ფილოსოფიისაგან სრული-ად განსხვავებული მნიშვნელობითა და ფუნქციით შევიდა. ანტიკუ-რობაში განგება ღმერთების კეთილი ზრუნვა და გადაწყვეტილებაა ადამიანის მომავალი ცხოვრების შესახებ.

ქრისტიანულ ლიტერატურაში მან არსობრივად განსხვავებული ფუნქცია შეიძინა, რადგან იგი არის საღვთისმეტყველო ტერმინი, რო-მელიც წინასწარგანზრახულებას, ადამიანის სულიერ მომავალზე ზრუნვას, მისი მომავლის წინასწარ განგებას გულისხმობს. განგება, ღვთისნება მხოლოდ კეთილად წარმართვაა ადამიანის ცხოვრებისა. ეს ტერმინი განმარტებულია და მისი არსი ახსნილია ბიბლიური წიგ-ნების მონაცემების საფუძველზე წმინდა ღვთისმეტყველთა მიერ. სტატიაში წარმოდგენილია განგების წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისე-ული განმარტება-ინტერპრეტაცია. ამ მიზნით განხილულია წმ. გრი-გოლ ღვთისმეტყველის მე-14 ჰომილია, რომელშიც მოცემულია გან-გების არსის ანალიზი; მისი მოძღვრების თანახმად, განგება არის ღმერთის წინასწარგანზრახულება, ადამიანისათვის სასოების მიმნი-ჭებელი, ადამიანის სულიერ მომავალზე ორიენტირებული, სულის მხსნელი, ძირითადად ღმერთის კეთილი ნება, რომელიც დაფარუ-

Page 24: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

22

ლია და რომლის გამოცნობას, რომლის აღსრულებას ცდილობს ადა-მიანი. მისი შეცვლა შეუძლებელია, მისი აცილებაც შეუძლებელია.იგი კეთილი ზრუნვაა ადამიანის სულზე, წინასწარგანზრახვაა. განგე-ბის და ადამიანის სურვილის თანხვედრა ღვთის სიკეთითაა განპირო-ბებული, განგების არსი და კონკრეტული გამოვლინება ადამიანმა მის აღსრულებამდე არ იცის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი იშვიათი სისა-დავით, ცხადად, ნათლად, ამავე დროს, საღვთისმეტყველო რიტო-რიკული სტილით გვაწვდის თავის შეხედულებას ისეთი ურთულესი,ადამიანის გონებისათვის ძნელადსაწვდომი ტერმინის შესახებ, როგო-რიცაა განგება//განგებულება.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა ერთმანეთს შეუპირისპირა განგე-ბა და ბედი, ბედი მან არ მიიჩნია ღვთისაგან მომდინარედ. ბედი, მი-სი მოძღვრების თანახმად, წუთისოფლურია, იგი ღვთისგან არ მო-დის, ბედისადმი რწმენა არაქრისტიანულია. მან იგი ვარსკვლავთ-მრიცხველობას, ასტროლოგიას დაუკავშირა, რასაც კატეგორიულად უარყოფს ქრისტიანული რელიგია.

ნაშრომში, აგრეთვე, განხილული და დამოწმებულია პრონოე-ტული ტერმინის ქართული შესატყვისი ტერმინები, რისთვისაც გა-მოყენებულია ტერმინის ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებით ე. ჭელიძის მიერ მოპოვებული უმდიდრესი მასალა როგორც ძველი ქართული ორიგინალური თხზულებებიდან, ისე საღვთისმეტყველო ლიტერატურის ძველი ქართული თარგმანებიდან. შეინიშნება ტერმი-ნის განვითარების საინტერესო ისტორია, სამი საფეხური: 1) განგებუ-ლება 2) განგება 3) წინაგანგება, წინაგანგებულება, რაც საღვთის-მეტყველო აზროვნების განვითარების საფეხურებისა და მთარგმნე-ლობითი მეთოდის დახვეწაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

Page 25: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

23

თამარ შარაბიძე, ეკატერინე ნავროზაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უფლის სახე-ხატი ვაჟას მისტიკურ-ალეგორიულ ნაწარმოებებში

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში რეალისტურ ნაკადთან ერთად წარმოჩნდება მისტიკურ-ალეგორიული ხასიათის ნაწარმოებები. ეს მოვლენა დასტურდება მწერლის პეტერბურგიდან დაბრუნების შემ-დგომ, განსაკუთრებით 1900-იანი წლებიდან. სავარაუდოდ, მის მგზავ-რობას ტყუილად არ ჩაუვლია, ვაჟამ შეინარჩუნა თავისთავადობა, რი-სი დაკარგვისაც ეშინოდათ. ჰქონდა, და ამავე დროს შეითვისა ის მსოფლიო ტენდენციები, რომლებიც მოდერნისტულ ლიტერატურას ახასიათებს. კერძოდ, ის გაეცნო ედგარ ალან პოს „ყორნის“ რუსულ თარგმანს და რუსულიდან თარგმნა ეს ნაწარმოები ქართულად. მის-ტიციზმი ახლოს დგას ვაჟას შემოქმედებასთან, რადგან ვაჟა ბუნებრი-ვად აცოცხლებს თავის შემოქმედებაში მითოლოგიას. მითოსური და მისტიკური განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მკვეთრი ზღვარი აქაც დაუდებელია.

ჩვენთვის ამჟამად საინტერესოა უფლის მხატვრული სახე სწო-რედ მისტიკურ-ალეგორიულ ნაწარმოებებში, რადგან უფალი აქ არას-დროს წარმოჩნდება პირდაპირ; მწერალიც არ უწოდებს მას თავის სა-ხელს, არც სახელს საღვთო სიმბოლიკიდან, მაგრამ ნაწარმოების შინა-არსი გახვედრებს, რომ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ უფალზე. ღმერთის პერსონა ნაწარმოებში თემატურად შემოდის და არა ჟანრობრივად, ამიტომ გვხვდება როგორც ლექსებში, ასევე მოთხ-რობებსა და პოემებშიც. საინტერესოა უფლის მხატვრული განსახოვნე-ბა და ამ განსახოვნების წარმომავლობაც. ვაჟასთან უფლის შემდეგი სა-ხე-სიმბოლოები წარმოჩნდება: მოხუცი (ლექსში „სიზმარი ამირანისა“ და მოთხრობაში „მოვენება“), ხმა და სატრფო (ლექსში „ჩემი ვედრება“), სატრფო (მოთხრობებში: „ოცნება“, „მოჩვენება“), ხმა, მეკვლე, სატრფო (ლექსში „ჩემი ახალი მეკვლე“), სატრფო (ლექსში „სამეფო სიყვა-რულისა“), სტუმარი (პოემაში „საშობაო ამბავი“, მოთხრობაში „ახალი

Page 26: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

24

წელი ფშავში“), ხმა (მოთხრობაში „ნაპრალნი“). ბიბლიური ტექსტების დამოწმებით ნაშრომში წარმოვაჩენთ უფლის მხატვრული გააზრების საფუძველს.

ეკა ჩიკვაიძე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

,,წმინდა აბოს წამების“ ერთი სახეობრივი რეცეფცია

აბო თბილელი ერთ-ერთი პოპულარული წმინდანია ქართულ ეკ-ლესიაში, რომლის ცხოვრებაც სამოელ ქართლისა კათალიკოსის დაკ-ვეთით ბრწყინვალედ აღწერა იოანე საბანისძემ. წმინდანის პოპულა-რობაზე მიუთითებს მის შესახებ შექმნილ თხზულებათა სიმრავლე და მათი ჟანრობრივი მრავალფეროვნება. საბანისძის აგიოგრაფიული თხზულება „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი“, ერთი მხრივ, ჯერ კიდევ ახალმოწამე აბოს სიყვარულის და, მეორე მხრივ, აგიოგრაფის უბადლო ოსტატობის გამო მრავალი ხელნაწერით არის მოღწეული ჩვენამდე. მნიშვნელოვანია, რომ წმინდა აბოს ღვაწლი აღბეჭდილია სვინაქსარშიც და არაერთ (შვიდზე მეტ) ჰიმნში. ძირითადად ტექსტთა ურთიერთმიმართება გვიჩვენებს, რომ მათი უმეტესობა ეფუძნება იოანე საბანისძის თხზულებას. ყოველი ავტორის მიზანი ერთია – დაგვანახვოს, აღგვაქმევინოს აბო-წმინდანი. მაგრამ საინტერესოა, რომ ყველა ავტორი განსხვავებული აქცენტებითა და მახვილებით ქმნის წმინდანის ხატს; ზოგი – მოვლენათა თანმიმდევრული გადმოცემით, ზოგი – მსახურების (წირვა-ლოცვის საკითხავების) შინაარსობრივი საჭიროების მიხედვით. შესაბამისად, ზოგან ვეცნობით ღმერთშემოსვის პროცესს, ზოგან კი უკვე ღმერთშემოსილი წმინდანის ქებას. ამავე დროს, ის, რასაც გვიამბობს აგიოგრაფი, ხშირად შეფასებული და სახელდებულია ჰიმნოგრაფიულ ქსოვილში. ამგვარად იქცევიან ჰიმნოგრაფიული თხზულების ავტო-რებიც, რომელნიც წმინდანს საკურთხთა შემწირველ მღვდელს

Page 27: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

25

ამსგავსებენ („შემწირველი საკუერთხთა უბიწოთა მღდელი მგა-ლობელი“). ამ ერთი სახე-სიმბოლოს მოხმობით ერთდროულად წარ-მოჩნდება ავტორთა ინდივიდუალური აზროვნებაც და აგიოგრაფიულ და ჰიმნოგრაფიულ თხზულებათა სპეციფიკაც (მსგავსება-განსხვავება).

მაია ცერცვაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამყაროს ჰელიოცენტრული მოდელი ლადო ბელიაშვილის წიგნის „რუსთაველის და დანტეს იდუმალი“ მიხედვით

1956 წელს პარიზში ქართველმა ემიგრანტმა მკვლევარმა ვლა-

დიმერ (ლადო) ბელიაშვილმა (1904-1961) გამოსცა წიგნი „რუსთავე-ლის და დანტეს იდუმალი“ (სიტყვა პირველი) (Les Secrets de Rousthaveli et de Dante Aliguiery. Premier discours). გამოკვლევა, რო-მელიც რუსთაველის კოსმოგრაფიულ შეხედულებებს (სამყაროს აგებულება, მზის სისტემა, პლანეტების მოძრაობა, მათი გამომწვევი მიზეზები...) მიეძღვნა, „ვეფხისტყაოსნის“ კოსმოლოგიის შესწავლის პირველი ცდაა, მისი ავტორი კი „ვეფხისტყაოსნის“ კოსმოლოგიის პირველ მკვლევარად შეიძლება მივიჩნიოთ.

დასახელებულ ნაშრომში ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სამყა-როს აგებულების ჰელიოცენტრული მოდელია, რომლის ხატოვან აღ-წერას და დახასიათებას, წიგნის ავტორის აზრით, იძლევა რუსთაველი თავის პოემაში. ლადო ბელიაშვილი „ვეფხისტყაოსნის“ სათანადო სტროფების ანალიზისა და ზოგიერთი სიტყვა-ცნებისა თუ ტერმინის მისეული ინტერპრეტაციის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომ რუსთაველი კოპერნიკამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იზიარებდა არაოფიციალურ შეხედულებას სამყაროს აგებულების ჰელიოცენ-ტრული მოდელის შესახებ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთაველის კოსმოლოგიის აღიარებული მკვლევარი, პროფესორი გიორგი თევ-ზაძე (1914-1988) თავის ცნობილ მონოგრაფიაში „რუსთაველის კოს-

Page 28: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

26

მოლოგია”, რომელიც ლადო ბელიაშვილის ნაშრომის გამოქვეყ-ნებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ (პირველი გამოცემა –1979 წ., მეორე გამოცემა _ 1984 წ.) დაიბეჭდა საქართველოში, მიიჩნევს, რომ რუსთა-ველი თავის პოემაში ემხრობა და მეტაფორულად აღწერს სამყაროს აგებულების გეო-ჰელიოცენტრულ მოდელს. გიორგი თევზაძე, შეიძ-ლება ითქვას, ადასტურებს ლადო ბელიაშვილის მიერ შენიშნულ ჰე-ლიოცენტრიზმის ნიშნებს „ვეფხისტყაოსანში“. ამასთან ლადო ბელიაშვილი ზოგიერთ ისეთ სტროფზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს საკითხისათვის და რომელიც არ ფიგურირებს გიორგი თევზაძის ნაშრომში.

წარმოდგენილი მოხსენება ეძღვნება „ვეფხისტყაოსნის“ იმ სტრო-ფების ლადო ბელიაშვილისეულ წანაკითხ-ინტერპრეტაციებს, რომ-ლებშიც რუსთაველის ჰელიოცენტრული შეხედულებებია ასახული. მათი შესწავლა საშური საქმეა არა მარტო რუსთაველის კოსმოლოგიუ-რი შეხედულებების შესაფასებლად, არამედ პოემის ტექსტისა და სტროფული შედგენილობის დაზუსტებისთვისაც.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლადო ბელიაშვლის ნაშრომი „რუსთაველის და დანტეს იდუმალი“, მიუხედავად გარკვეული ნაკ-ლოვანებებისა, რომელსაც თავად ავტორიც აღიარებს, რუსთველოლო-გიაში სათანადო ადგილის დამკვიდრებას იმსახურებს.

ლია წერეთელი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

რუსთველის „ლაღი“

„ლაღი“ – ადამიანური ბუნების გამომხატველი, ამაყი, თავისუ-ფალი პიროვნული სულისკვეთებაა. რენესანსული ადამიანის სრულ-ქმნილ ხატად წარმოდგება „ლაღი“ „ვეფხისტყაოსანში“. კეთილ-შობილებას, სიმდაბლეს, უანგარობასა და სხვა სათნოებათა ზნეობრივ კოდექსს ერთგვარად აგვირგვინებს რუსთველური „ლაღი“, როგორც პიროვნების სამშვენისი:

Page 29: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

27

ტარიელი – „ლაღი და უკადრი“ (96,4), „ლაღი, უკადრი”( 122,1) „ლაღი, კუშტი , ამაყი“ (209,4), „მორჭმული, ლაღი, შვებული“ ( 676,3), ავთანდილი - „მოყმე მხნე. ლაღად მავალი“ 141,1); ნესტანი – „თავსა ჰკრძალავს ლაღი“ (397,4).

ქმედებაში ხატავს რუსთველი ადამიანის სილაღეს: „ლაღობდეს“ (79,2), „სიცილით ლაღობს“ (82,4), „ილაღობეს“… თამაშობისა და გართობის აღმნიშვნელია „ლაღობა“, მხიარულებისა და თავისუფ-ლების გამომხატველი.

რუსთველის „ლაღი“ თავისი ღირსების მცოდნე ადამიანის სია-მაყეს, შვებასა და თავისუფლებას აღნიშნავს, მაგრამ არ არის ზღვარ-დაუდები და უკიდეგანო თავისუფლება, უსაზღვრო სიამაყე, ანუ კადნიერება და წრეგადასული თავისუფლება.

განვიხილავთ „ლაღი“ ადამიანის გრადაციას ქართულ მწერ-ლობაში რუსთველამდე და რუსთველის შემდგომ. ვფიქრობთ, რომ რუსთველისეული „ლაღი“ ერთგვარად ქართული მენტალობის გამომ-ხატველია.

დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი, მზია თამაზაშვილი,

ლალი კიკვიძე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უნივერსიტეტი

მზია თამაზაშვილი, სსიპ თბილისის 173-ე საჯარო სკოლა ლალი კიკვიძე, სსიპ თბილისის 171-ე საჯარო სკოლა

ქართული ლიტერატურის ქრისტიანული არსის

განსაზღვრისათვის

1. განა შეიძლება შემთხვევითი იყოს ის გარემოება, რომ ჩვენი ქართული ლიტერატურა იწყება სარწმუნოებისათვის თავდადებული ადამიანების წამებისა და ცხოვრების ასახვით?! დიახ, ჩვენ აქ ვგულისხმობთ „შუშანიკის წამებას“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვ-რებასა“ და მრავალ სხვა აგიოგრაფიულ ნაწარმოებს. სწორედ სასუ-ლიერო მწერლობით იწყება ჩვენი მშობლიური ლიტერატურა.

Page 30: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

28

2. იმთავითვე, დასაწყისიდანვე, ქართული ლიტერატურა ამეტყ-ველდა ჭეშმარიტი გზისა და ჭეშმარიტი ცხოვრების შესახებ, დაგვი-სახა მაღალი სულიერი ფასეულობები და მოგვცა სწორი, ცხადი, ერთადერთი ჭეშმარიტი გზა. ეს ასახა ქართულმა ლიტერატურამ და ამგვარად ყალიბდებოდა საუკუნეების მანძილზე ჩვენი მწერლობა, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ერის ფსიქიკა და მენტალიტეტი.

3. თუ შევადარებთ ქართული მწერლობის დასაწყისს (მისთემატიკას) სხვა ქვეყნების მწერლობის საწყის ეტაპებს,– აშკარად დავინახავთ ქართულის უპირატესობას სულიერი ფასეულობების თვალსაზრისით. ამ მხრივ შესაძლებელია ზოგიერთი მაგალითის მოხმობა და დასახელება. ფინურ ეპოსში („კალევალა“), სკანდინავიურ ეპოსში („სიმღერა ნიბელუნგებზე“ და „უფროსი ედა“), იტალიურ ნოველათა კრებულში („ნოველინო“), შოტლანდიურ პოეზიაში, ლიტ-ვურ-პოლონურ მწერლობაში წარმოდგენილი მითები, ჯადოსნური სახეები, ქალთევზები, ბუნების გრძნეული ძალები, ყოფითი სცენები თავისი ავ-კარგით, ამერიკული ლიტერატურა თავისი „story”- ს ტიპის თქმულებებითა და ნოველებით სრულიად განსხვავდება ქართული აგიოგრაფიის ამაღლებულ-სულიერი პათოსისგან, ჭეშმარიტი გზის ძიებისგან, უფლის ძიებისგან, საერთოდ. ასევე, პირველი რუსული თხზულება „ამბავი იგორის ლაშქრობისა“ მიწიერ ამბავთა მომთხრო-ბელია. ჩვენი მშობლიური ლიტერატურა კი პირდაპირ უფლისკენ, ქრისტესკენ გვიკვალავს გზას, დასაწყისიდანვე.

4. ქართველი ადამიანის სულიერი შინაარსი იმთავითვე, მწერ-ლობის დასაწყისიდანვე, გაცხადებულია ჩვენს ლიტერატურაში... და ამით (ამ თემატიკით) იგი გამორჩეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ლიტერატურაში და შეიძლება კიდეც მიანიშნებს ქართველი ერის დანიშნულებასა და მომავალზე.

5. ქართველი ერის, ქართული ენის სულიერ, ეზოთერულასპექტზე გვესაუბრება იოანე-ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ აცხადებს რა, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ქრისტე ქართულ ენაზე განიკითხავს ერებსა და ენებს, – ამით იოანე-ზოსიმე ეხმიანება ქართული ლიტერატურის დასაწყისს და ერთ მთლიანობად კრავს ჩვენი მშობლიური ლიტერატურის გზასა და საზრისს. დასაწყი-

Page 31: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

29

სი ქართული მწერლობისა და, აგრეთვე, წინასწარმეტყველება სამყა-როს დასასრულს კაცობრიობის ქართულ ენაზე განკითხვის შესახებ კიდევ ერთხელ ნათლად და დაბეჯითებით გამოხატავს და ადასტუ-რებს ქართველი ერის სულიერ-ქრისტიანულ შინაარსსა და მთავარ დანიშნულებას, თანამედროვე ლიტერატურაში არსებული მრავალი საკითხის ახლებური გააზრების მიუხედავად.

ლელა ხაჩიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრიგოლ ნოსელის ერთი ჰომილიის ძველი ქართული

თარგმანები საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არსენ II (955-80) ძველი

ქართული მწერლობის ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორთაგანია. მის სახელს უკავშირდება ასურელ მამათა „ცხორებათა“ ციკლის შექმნა. ზედაზნის მონასტრის წინამძღვრის მიქაელის თხოვნით, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა იოანე ზედაზნელის „ცხოვრება“ დაწერა, რომელიც მისი მოწაფეების ღვაწლის ასახვასაც მოიცავდა. მართალია, ამ თხზულე-ბამ სრულად ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა რაც შემოგვრჩა, ისიც საკმა-რისია ავტორის მსოფლმხედველობისა და ფილოსოფიურ-თეოლოგიურ დებულებათა ადეკვატურად გადმოსაცემად.

უპირველეს ყოვლისა, მკითხველს თვალში ხვდება ჰაგიოგრაფის ღრმა განსწავლულობა. არსენ მეორემ ნაშრომს ვრცელი შესავალი წაუმ-ძღვარა, სადაც განავრცო საღვთისმტყველო მსჯელობა. ავტორი განიხი-ლავს ჰაგიოგრაფის მოვალეობასა და მიზანდასახულობას.

ბიბლიურ ისტორიაში ღვთიურ გამოცხადებაზე მოკლედ მსჯელო-ბის შემდეგ ავტორი ღვთაებრივი ბუნებასა და ჰიპოსტასების საკითხს ეხება: ფილოსოფიურად დასაბუთებული არგუმენტთა მოხმობით მკაცრად აკრიტიკებს არიანელთა სწავლებას, რომლებიც ძე ღმერთის ღვთაებრიობას არ აღიარებდნენ და მაკედონიანელთა მოძღვრებას, სადაც სულიწმინდის ღვთაებრიობაა უარყოფილი.

Page 32: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

30

თავად არსენის თქმით, საკუთარ ნაწარმოებს განსაკუთრებით „სარ-გებელისათჳს სპოდიონთა უდაბნოჲსათა“ წერდა. ამიტომ თხზულების ასკეტური მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. არსენ მეორის მიერ აღწერილი მოღვაწეობითი ცხოვრების აღქმა შეუძლებელია მდი-დარი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ასურული ასკეტური ტრადი-ციის, თეოდორიტე კვირელის „ფილოთეონ ისტორიისა“ და იოანე ეფე-სელის „აღმოსავლელ წმინდანთა ცხოვრების“ გათვალისწინების გარეშე.

ძალიან მნიშვნელოვანია „იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში“ გადმო-ცემული ასკეტური მოძღვრება, რომელიც თავად იოანეს მიეწერება. რ. სირაძის თანახმად, მას „ცხოვრებაში“ ჩართული დამოუკიდებელი ნაწარმოების სახე აქვს. ბუნებრივია, არსენის ხელში ამ „სწავლებას“ ლიტერატურული დამუშავება გაევლო. იოანე ზედაზნელის მოძღვ-რებაში საუბარია ადამიანის სულიერ და სხეულებრივ ბუნებაზე, მასში დამკვიდრებულ ვნებებსა და მათი დაძლევის გზებზე. ეს შეხედულებები ორიგინალურობითა და ქრისტიანული ანთროპოლოგიის სიღრმისეული გააზრებით გამოირჩევა, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს „ცხოვ-რების“ ავტორის ჯეროვან ასკეტურ გამოცდილებაზე.

„იოანე ზედაზნელის ცხოვრება“ ძალზე ცხადად წარმოაჩენს ავტორის თეოლოგიურ ინტერესებსა და საღვთისმეტყველო კონცეფციას და აგრეთვე კათალიკოს არსენ მეორეს ‒ X საუკუნის გამორჩეულ ქართველ ჰაგიოგრაფს.

ირინა ჯავახაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწაულთა სახეები „ცხოვრებათა“ ჟანრის ორიგინალურ აგიოგრაფიაში

ნაშრომის მიზანია სასწაულთმოქმედებების, როგორც ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული აგიოგრაფიული მოტივის წარმოჩენა „ცხოვრებათა“ ჟანრის ქართულ აგიოგრაფიულ თხზულებებში. ტიპური და ორიგინალური სასწაულები შესწავლილია შემდეგი აგიოგრაფიული თხზულებების მიხედვით: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, „იოვანე ზედაზნელის ცხოვრება“, „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, „იოვანე და

Page 33: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

31

ეფთვიმე ათონელების ცხოვრება“, „ილარიონ ქართველის ცხოვრება“, „შიოსა და ევაგრეს ცხოვრება“ და „დავით გარეჯელის ცხოვრება“. მათი კლასიფიცირება და სქემატურად დაჯგუფება მოვახდინეთ შემდეგ-ნაირად:

I. ხილვები და ღვთაებრივი გამოცხადებები, რომლებშიც გაერ-თიანებულია ხილვები ცხადში, ხილვები ძილის დროს და ხილვები გარდაცვალებისას. თავის მხრივ, ამ ქვეჯგუფებში გამოიყოფა სასწაულთა სხვადასხვა ტიპი, რომლებშიც აღწერილია ეკლესიის ასაშენებელი ადგილის ხილვა, წმინდანთა სასწაულებრივი გამოჩენა საზოგადოებაში და მათი ნათლის სვეტით შემოსვა; ერთდროულად რამდენიმე სასუ-ლიერო მოღვაწის ერთი და იგივე ხილვა; გარდაცვალების წინ წმინდანის ჩვენება და რომელიმე წმინდა მამის გარდაცვალების ხილვა სხვა სასულიერო პირთაგან.

II. ზემოქმედება ადამიანებზე, რომელშიც ვაწყდებით წმინდანთაგან ურწმუნოთა და უკეთურთა სასწაულებრივი დასჯის, სნეულთა განკურ-ნების, ადამიანთაგან ეშმაკისეული ძალების განდევნის, წინასწარმეტყვე-ლებისა და წმინდანთა დაუსწრებლად სასწაულის განხორციელების ადგილას სასწაულის მოხდენის ფაქტებს.

III. ზეგავლენა მიცვალებულთა სამყაროზე. ამ ჯგუფში კი შედის საფლავთა და წმინდა ნაწილთა სასწაულები (გარდაცვლილი წმინდანი-საგან ადამიანთა განკურნება და ეშმაკების განდევნა და მიცვალებული წმინდანისაგან სურნელოვანი გარემოს შექმნა), ცოცხალი წმინდანის ზე-მოქმედება მიცვალებულებზე, ადამიანის სასწაულებრივი დასჯა წმინ-დანისაგან და სხვა სასულიერო პირისაგან ერთდროულად, წმინდანის ლოცვის შედეგად ბოროტი ძალის დამარცხება-მოკვდინება და წმინდა მამისაგან ადამიანის ან ცხოველის მკვდრეთით აღდგენა.

IV. ზემოქმედება მატერიალურ სამყაროზე, რომელშიც თავმოყრი-ლია წმინდანთა ძალის ჰიპერბოლოზაციის, წმინდანისაგან სტიქიონთა მართვა-დამორჩილების, ბუნებრივი და ფიზიკური მოვლენების თვისე-ბათა შეცვლის, ნივთიერებათა და საგანთა ბუნების შეცვლის, საკვების გამრავლებისა და წყაროს აღმოცენების და, აგრეთვე, წმინდანისა და ცხო-ველთა სამყაროს ურთიერთობის შემთხვევები.

Page 34: პროგრამა და თეზისები · 5 15.00-18.00 ii სხდომა (ილია ჭავჭავაძის გამზ. n1, თსუ i კორპუსი,

32

ნათია ჯანგულაშვილი

მაკაბელ მოწამეთა „ყრმობის“ გასააზრებლად

„მაკაბელთა წამება“ ბიბლიოლოგიურ, კერძოდ, არაკანონიკურ თხზულებათა – II და IV მაკაბელთა საფუძველზე შექმნილი აგიოგ-რაფიული ძეგლია. მიუხედავად იმისა, რომ „მარტვილობის“ ტექსტი 1980 წელს გამოსცა პროფ. ივანე იმნაიშვილმა, ლიტერატურული თვალ-საზრისით იგი დღემდე შეუსწავლელია.

შვიდი მაკაბელი ყრმა და მათი დედა – სოლომონია ქრისტემდელ მოწამეებად მოიაზრებიან. ისინი, მეფე ანტიოქოსის ბრძანებით, სას-ტიკი წამებით აღესრულნენ ძვ. წ. 166 წელს.

მრავალ საყურადღებო საკითხაგან ერთ-ერთია მოწამეთა ყრმობის გააზრება, თუ რამდენად დასაშვებია მათი თავდადების განხილვა ყრმა მარტვილების სახეთა კონტექსტში. ძეგლის შესწავლამ ცხადყო, რომ მასში არაერთგზის განმეორებული ტერმინი _ „ყრმა“ ბინარულ დატვირთვას იძენს. ერთი მხრივ, ის ნიშნავს ჭაბუკს, ახალგაზრდას (და ნაკლებად მოსალოდნელი, თითქმის შეუძლებელია მოწამეთა მცირე-წლოვან მარტვილებად გააზრება), მეორე მხრივ კი – უპირობო რწმე-ნითა და მორჩილებით აღვსილ ადამიანს.

სოლომონია – დედა შვიდი თავდადებული ძმისა, წარმოგვიდგება გზის მაჩვენებელი დედის (ოდიგიტრია) სახით, რაც ვლინდება ტექ-სტში წარმოჩენილი მისეული გამხნევებით, შეგონებითა თუ შვილების აღსრულებით გამოწვეული სიხარულით. დედის ღვაწლი რომ განსა-კუთრებულია მარტვილთა თავგანწირვისას, მისი, როგორც პერსონაჟის, როლი დიდწილად რომ განსაზღვრავს ძეგლის კომპოზიციას, ეს თავი-სებურება ერთგვარი სქემის სახით წარმოდგენილია მოხსენების ძირი-თად ნაწილში.