აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ...

36
აზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის მარტო, განა მარტო იგია მარტო? იცის კი ყველამ, ვინც მარტოა, რომ არის მარტო? ფიქრობს კი ყველა, მარტო როა, მარტოა რატომ? უფრო მარტოა, ვინც მარტოა, თუ ფიქრობს: - რატომ? მუხრან მაჭავარიანი ცხელა, გაუსაძლისად ცხელა. უკვე შუადღეა, მზე ჯერაც არსად ჩანს, სადღაც ღრუბლებს უკან იმალება საგულდაგულოდ. მაინც ცხელა. ღია ფანჯრებში ფარატინა ფარდებიც კი არ ირხევიან. ან კი როგორ შეირხევიან, როცა სიცხისგან მოთენთილი და მოდუნებული ჰაერის მოლეკულები ფიზიკის კანონებს ჯიუტად იგნორირებენ და ბუნებრივი კონვექციის ამ სავალდებულო პროცესსაც კი აღარ ასრულებენ. ჩინეთს მაგონებს დახუთული ჰაერით და გაუსაძლისად მოსაწყენი დღეებით. ამბობენ, მზე ხალისის სტიმულატორიაო, ალბათ ამიტომაც ჯუჯღუნებენ გამუდმებით ჩინელები რომ მზეს იშვიათად ხედავენ. ჩამოწოლილი სქელი სმოგის უკან გუმანით თუ მიხვდები მხოლოდ, დაახლოებით სად შეიძლება იყოს მზის გავარვარებული დისკო და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ დახედავ საათს რომ ვარაუდით მაინც განსაზღვრო რომელ სეგმენტშია შესაძლებელი მისი აღმოჩენა“. დღეში რამდენჯერმე იცვლი ოფლით გაჟღენთილ ტანსაცმელს, ჩაცმისთანავე რომ სველდება კვლავ. გაჭირვებით უქცევ გვერდს ჩამწკრივებულ სავაჭრო ჯიხურებს და ურიკა-დახლებს, ნახშირის ბრიკეტებზე საგულდაგულოდ დაბრაწულ მორიელებსა და ვირთხებს, ძაღლის კბილებდაკრეჭილ თავებს, ჯერ კიდევ ცოცხალ გველებს, შენს თვალწინ რომ აძრობენ ტყავს ოსტატურად და

Transcript of აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ...

Page 1: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

აზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო?

ვინც არის მარტო, განა მარტო იგია მარტო?

იცის კი ყველამ, ვინც მარტოა, რომ არის მარტო?

ფიქრობს კი ყველა, მარტო როა, მარტოა რატომ?

უფრო მარტოა, ვინც მარტოა, თუ ფიქრობს: -

რატომ?

მუხრან მაჭავარიანი

ცხელა, გაუსაძლისად ცხელა. უკვე შუადღეა, მზე ჯერაც არსად ჩანს, სადღაც

ღრუბლებს უკან იმალება საგულდაგულოდ. მაინც ცხელა. ღია ფანჯრებში

ფარატინა ფარდებიც კი არ ირხევიან. ან კი როგორ შეირხევიან, როცა სიცხისგან

მოთენთილი და მოდუნებული ჰაერის მოლეკულები ფიზიკის კანონებს ჯიუტად

იგნორირებენ და ბუნებრივი კონვექციის ამ სავალდებულო პროცესსაც კი აღარ

ასრულებენ.

ჩინეთს მაგონებს დახუთული ჰაერით და გაუსაძლისად მოსაწყენი დღეებით.

ამბობენ, მზე ხალისის სტიმულატორიაო, ალბათ ამიტომაც ჯუჯღუნებენ

გამუდმებით ჩინელები რომ მზეს იშვიათად ხედავენ. ჩამოწოლილი სქელი სმოგის

უკან გუმანით თუ მიხვდები მხოლოდ, დაახლოებით სად შეიძლება იყოს მზის

გავარვარებული დისკო და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ დახედავ

საათს რომ ვარაუდით მაინც განსაზღვრო რომელ სეგმენტშია შესაძლებელი მისი

„აღმოჩენა“. დღეში რამდენჯერმე იცვლი ოფლით გაჟღენთილ ტანსაცმელს,

ჩაცმისთანავე რომ სველდება კვლავ. გაჭირვებით უქცევ გვერდს ჩამწკრივებულ

სავაჭრო ჯიხურებს და ურიკა-დახლებს, ნახშირის ბრიკეტებზე საგულდაგულოდ

დაბრაწულ მორიელებსა და ვირთხებს, ძაღლის კბილებდაკრეჭილ თავებს, ჯერ

კიდევ ცოცხალ გველებს, შენს თვალწინ რომ აძრობენ ტყავს ოსტატურად და

Page 2: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

ხმამაღალი ყვირილით იწვევენ მუშტარს, მიამიტ ტურისტებს, ყურებამდე რომ

ჩამოუფხატავთ ფართო ფარფლებიანი, ფერად-ფერადი სომბრეროები თუ

ბეისბოლის გრძელკეპიანი ქუდები. სასტუმროს გრილ ნომერში, ან სოკოებივით

აგრერიგ მომრავლებულ, რომელიმე სოლიდურ რესტორანში თუ მოითქვამ

კაცი სულს. გარეთ კი ქაოსია, ყვირილი, ყაყანი, ბილწსიტყვაობა. ისევე როგორ

ჩვენთან...თუმცა, უცნაური კია, ჩვენ ხომ უმზეობას არ ვუჩივით. მაღალმა ღმერთმა,

ამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისთვის, სტიმულატორებისგან გაფილტრული,

სტერილიზებული სხივები თუ გაიმეტა სამადლოდ, მხოლოდ. სამზარეულოსკენ

მივბარბაცებ, ლუდის დიდ კათხას ვავსებ ცივი წყლით, ბოთლის ძირში მორჩენილ,

შემჟავებულ ღვინოს ვამატებ და ხარბად ვსვამ. წყურვილს მიკლავს, მაგრამ

დროებით. რამდენიმე წუთში ეს სითხეც ოფლის სახით გაიწოვება გახუნებული

ბამბის მაისურის ბოჭკოებში, ტანზე რომ მეწებება დუბლეტი კანივით. ტახტზე

ვწვები გულაღმა, დიდხანს ვუყურებ ჭერს, უკვე მისხალ-მისხალ რომ მაქვს

შესწავლილი და გამოკვლეული, დახეთქილ ბზარებში უიმედოდ ვცდილობ რაიმე

საინტერესო გამოსახულება გავარჩიო ჩემი შეზღუდული ფანტაზიით...თავბრუ

მესხმის, თვალებს ვხუჭავ და სახეზე ტილოს ვიფარებ, რაღაცას რაც ხელში მხვდება,

ალბათ იმას, ცოტა ხნის უკან მტვერი რომ გადავწმინდე მაგიდიდან.

თითქმის ერთი თვეა რაც ჩამოვედი. ცოლშვილი დიდი ხნის „გაევროპელებული“

მყავს. მე კი იმ „ახალი“ ქართველებისგან განსხვავებით, ერთ მშვენიერ დილას რომ

გამოეღვიძათ და პირის დაბანისთანავე მიხვდნენ, წმინდა სისხლის ევროპელები

არიან თურმე, (თანაც გარკვეულად და კონკრეტულად: ერთნი ალბათ ფრანგული,

მეორენი ბრიტანული ფესვებით...) ისეთივე აზიელად დავრჩი, როგორიც გამაჩინა

განგებამ ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, როცა ჩემგან მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

„იქ“ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გონება სულ აქეთაა - პლეხანოვზე, თავისი

ლუდხანებით თუ სახინკლე-საკუპატეებით, თითქმის ყოველ მეორე სარდაფში რომ

იყო განთავსებული, ძველ მუშთაიდში, ბებერი ხეების ჩრდილში თუ

საბილიარდოში, თამბაქოს ბოლი ტყვიისფერი მძიმე ღრუბელივით რომ იყო

ჩამოწოლილი, აი ისეთი, ზედ საფერფლეს რომ შემოდგამდი კაცი თუ

მოისურვებდი.

ვიხსენებ ნაცნობ და უცნობ სახეებს, ვიხსენებ მათ ნათლობის თუ მეტსახელებს.

ხშირად ვჯდები სადმე კუთხეში, დაორთქლილი კათხიდან ვწრუპავ ცივ ლუდს,

თვალებს ვხუჭავ და ვიგონებ, ოცდაათ კაპიკიან, წყალგარეული ლუდით

„გვარდიულად“ პირამდე გალიცლიცებულ მინის მძიმე კათხას, ლოყებღაჟღაჟა

მიტოს, ცოლშვილს რომ იფიცებდა, კასრი ეს ესაა გავხსენი და წვეთი წყალი არ

დამიმატებიაო, ჯერ...

სევდა მთრგუნავს, გვიანი შემოდგომის ჯანღივით რომ ჩამოწოლილა ოთახში,

სულს მიხუთავს. მენატრება ყველაფერი რაც უკან დარჩა, სუსტად რომ ბჟუტავს

Page 3: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

ხოლმე დაბანგულ გონებაში ხელით ჩამოქნილი წვრილი თაფლის სანთლის

მსგავსად დროდადრო, მკრთლად და ბუნდოვნად. მენატრება წარსული,

კომეტასავით სწრაფად რომ ჩაიქროლა და ნაცრისფერ ნისლში გაუჩინარდა.

ჯიუტად ვიცქირები უკან, ხელებს ვაფათურებ, ვცდილობ გავარჩიო რამე,

გავიხსენო, უკან დავაბრუნო, ხელით შევეხო...

ძველი მეგობრებიდან თითქმის აღარავინ შემომრჩა. ერთნი „პერედოზიროვკით“

დაიღუპნენ, მეორენი ლოთობით, სხვები ავადმყოფობით. ვინც ცოცხალია, იმათაც

ვეღარ ვხედავ, ერთნი სულ „მოუცლელები“ არიან, თუმცა არც არაფერს აკეთებენ

ხეირიანს, მეორენი სახლში სხედან, რბილ სავარძელში ჩაფლულები ტელევიზორის

ეკრანის გავლით ადევნებან თვალს ჟამთა დინებას,... სოციალურ ქსელში ლანძღავენ

ყველას და ყველაფერს, საეჭვო წარმოშობის, თვითნახად ჭაჭის არაყს სვამენ,

აცეტონის „საამო სურნელი“ რომ დაჰკრავს და გარეთ გახედვის ხალისიც აღარა

აქვთ. ფანჯარასთან თუ ზიან, ისიც იმიტომ რომ ცოლის დაბრუნებას ელოდებიან

სანოვაგიანი ჩანთით. უსიტყვოდ ისმენენ დაქანცული ქალის გაუთავებელ

ბუზღუნს... მერე, გემრიელად შეექცევიან ღორის ქონში შებრაწულ თურქულ

კარტოფილს, ისევ აყოლებენ ჭიქა არაყს, თუ დარჩა კიდევ დუქანში ნაყიდი

ნახევარლიტრიანი ბოთლის ძირში და ისევ ტელევიზორის წინ მოიკალათებენ რომ

არ გამოეპაროთ მორიგი უკბილო ანეკდოტები და უღიმღამო შოუები.

-ყველას ჩემსავით ბაიყუშობის სინდრომი თუ შეეყარა. - ოდესღაც, იმ კეთილ

დროს, რომელიმე ჩვენთაგანს, გაცრეცილი თუმნიანი თუ აღმოაჩნდებოდა ჯიბეში,

დღესასწაული იყო, ყველას გვიხაროდა, დღეს კი, ეს ოხერი, ბოღმა და შური

დაუგროვდა ყველას ტყლარწივით, სულშიც და გულშიც. წარმატებულების შურთ,

რატომ მეც არა მაქვსო, მაგრამ თვითონ თუ მოახერხეს რაღაც მაქინაციებით რაიმე

ქონების დაგროვება, მერე უკვე გაუსაძლისი ბოღმა აღრჩობთ, სხვებსაც რატომ

აქვთო...

მე მაინც აქეთ მირჩევნია. შეძლებისდაგვარად ხშირადაც ჩამოვდივარ. აღარავინ

მელოდება... მაინც ჩამოვდივარ.

ზოგჯერ გეპეიში გადავდივარ, ორიოდე ძველ მეგობარს ვნახულობ შესვენებებზე,

ლექციებს შორის. სხვა დრო იმათ არა აქვთ, სამსახურის შემდეგ შვილიშვილებთან

და შვილთაშვილებთან გარბიან, ჩემგან განსხვავაბით. საბრალო გიორგი დორელი

დაღუპულა თორემ ორგანიზებას მოახერხებდა, სადმე იაფფასიან რესტორანში

ჩავჯდებოდით და ვისაუბრებდით ძველსა თუ ახალზე, რომელი გასახსენებელი

არაფერი გვექნებოდა თუ?

ეს ის გიორგია, მისი მეუღლე რომ ბუზღუნებდა გაუთავებლად: - ყველაფერი იცის,

ყველაფერი ეხერხება, ყველაზე მთავარი და ყველაზე მარტივი, ფულის შოვნა ვერ

ისწავლა ამ უბედურ დღეზე გაჩენილმა დღემდეო. არადა, ამ კრისტალურ ადამიანს,

Page 4: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

უნივერსიტეტის პროფესორს, სტუდენტების საყვარელ ლექტორს, გარდა თავისი

ცოდნის გაცემისა, განა რა გზით შეეძლო ფულის შოვნა.

დინჯი ნაბიჯით მივუყვები უმისამართოდ წერეთლის მტვრიან გამზირს და თავს

ვიდანაშაულებ, ვნანობ, იმ ავადსახსენებელი წლების ქაოსს რომ ვერ გავუძელი და

ვირთხასავით გავიქეცი ქვეყნიდან, ეს ხომ დიდად არ განსხვავდება ავადმყოფი

მშობლის მიტოვებისგან... ფარ-ხმალის დაყრა და ბრძოლის ველიდან გაქცევა დიდი

ვერაფერი ვაჟკაცობაა... იქნებ სჯობდა, მეც მომეთმინა ეს ყველაფერი, მივყოლოდი

დინებას, სხვებივით...- ან მეც ამეღო იარაღი ხელში...- მაგრამ რომ არ ვიცოდი ვის

გვერდში დავმდგარიყავი? -ვისთვის მესროლა? -იმ გონებაამღვრეული

ახალგაზრდებისთვის, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკანების ხუშტურებს

აყოლილი რომ ბობოქრობდნენ? - თავის დროზე „ყვარყვარე“ ჭაჭიას ვერ დავახალე

ტყვია, ჩემს დირექტორს, ერთ მშვენიერ დღეს რომ გამომიცხადა, მე, ჩემი ოფლით

და დანაზოგით აწყობილი წარმოების უფროსს, სააქციო საზოგადოებად

დავრეგისტრირდით და დღეიდან ყველა აქციის მფლობელი, მე და ჩემი მოსკოველი

პარტნიორი ვართო. ყველაფერი წამართვა და დამტოვა ცარიელ ტარიელი. ჰოდა,

იმის ნაცვლად რომ ცხვირიდან ამომედინა ეს სიტყვები და გაბურძგნულ წარბებს

შუა ჩამეჭედებინა ბრაუნინგის ტყვია, მივაფურთხე ყველაფერს და ნაცემი

ძაღლივით გავიძურწე ქვეყნიდან. არა, შიშის გამო კი არა... პირიქით, რომ

რომელიმე მომენტში არ გამწყდომოდა მოთმინების ძაფი და არ ჩამედინა ის, რაც

მთელი ცხოვრება სანანებლად დამრჩებოდა. შიშის განცდა ყველა ნორმალურ

ადამიანსა აქვს, არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ როცა გული ბოღმას ვეღარ იტევს,

თავში ავარდნილი ადრენალინით უხვად გაჯერებული სისხლი დოპინგივით

მოქმედებს, თრგუნავს შიშის იმპულსებს და აგზნებული ტვინი, თავდაცვის

რეფლექსის ნაცვლად, თავდასხმისა და აგრესიის, შურისძიების ბრძანებებს გასცემს.

ესაა სტადია, როცა შენში ნადირი იღვიძებს, მზვინვარე და შეუბრალებელი, როცა

საღი აზრი იგნორირებულია სრულად.

ძველი ამბავი მაგონდება შიშთან დაკავშირებით...- ახალი გაწვეულეი ვიყავი ჯარში,

მაშინდელ საბჭოთა არმიაში. საველე კავშირგაბმულობის სასწავლო ბატალიონში

მოვხვდი. ჩემს გარდა კიდევ ექვსი ქართველი იყო, თბილისელები ყველა.

ექვსთვიანი კურსის გავლის შემდეგ, თვლიდნენ რომ კურსანტები უკვე

სრულფასოვან სპეციალისტებად ყალიბდებოდნენ და ანაწილებდნენ სხვადასხვა

სამხედრო შენაერთებში. სწავლებაც და დღის რეჟიმიც იმდენად დატვირთული და

ინტენსიური იყო, რომ დაღლილობისგან ზეზეურა გვაკანტურებდა ყველას. შუა

გაკვეთილის დროს კაფანდარა კაპიტანი ბერგმანი, თავმოტვლეპილი ებრაელი,

ვილჰელმ მეორესავით სასაცილოდ აპრეხილი ულვაშები რომ ჰქონდა,

ტირისტორების თვისებების ახსნა-განმარტებას წყვეტდა, საცოდავად მბჟუტავ

კურსანტებს თვალს შეავლებდა, და ხმადაბლა, დამარცვლით იწყებდა: Внимание,

Page 5: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

приказ только для тех курсантов, которые спят...- ფილტვებს ჰაერით ბოლომდე

შეივსებდა და მთელი ხმით იყვირებდა: -Bстать!

მექანიკურად ფეხზე წამოიჭრებოდა სულ ცოტა, ოთხი ხუთი კურსანტი, სმენაზე

გაჭიმულები, დაბნეულები აცეცებდნენ ნამძინარევ თვალებს. დანარჩენები, ვისაც

ამჯერად გაუმართლათ და მათ შორის არ მოხვდნენ, მთელი ხმით ხარხარებდნენ

და ხელის ზურგით იმშრალებდნენ ცრემლმომდგარ თვალებს. (სხვების დაცინვა

ხომ სიამოვნებას გვანიჭებს ყველას!?) დასჯილები ფეხზე რჩებოდნენ გაკვეთილის

ბოლომდე, ჩვენ კი თვალებდაჭყეტილები ვიჯექით, ვცდილობდით ჩვენც მათ

მსგავსად დაცინვის ობიექტები არ გავმხდარიყავით.

ვისაც გამოვლილი აქვს ჯარი, კარგად იცის როგორ დამცირებას იტანენ

ახალწვეულები, კეფაში წამორტყმით დაწყებული, უმოწყალო ცემით

დამთავრებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ოფიცერთა შემადგენლობაც თვალს

ხუჭავს ამაზე, თვლიან რომ ეს ხელს უწყობს გარნიზონში წესრიგის და

დისციპლინის დამყარებას. (დაახლოებით ისევე, როგორც ციხეებში ხდება, როცა

ადმინისტრაცია პრივილეგირებულ პირობებს უქმნის ქურდებსა და

რეციდივისტებს, რომლებიც თავის მხრივ სასტიკად უსწორდებიან „რიგით“

პატიმრებს და მათგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვენ). ახალბედები

მოთმინებით იტანენ ყველაფერს, ყოველ ექვს თვეში თითო საფეხურით იწევენ

ზემოთ, უფრო თავდაჯერებულნი ხდებიან, უფრო უხეშები და უტიფრები, უფრო

სასტიკნი ქვემდგომთა მიმართ. ჯერ „სლონები“ ხდებიან (სლონი არ ნიშნავს

სპილოს, ესაა აბრევიატურა უხამსი წინადადების, რომელიც ცენზურის ფილტრით

დაახლოებით ასე იშიფრება: ჯარისკაცი, რომელსაც უყვარს მძიმე ტვირთის

ზიდვა), მერე „სტარიკი“, „ძედი“ და ბოლოს ღებულობს „დემბელის“ საპატიო“

წოდებას, ზუსტად იმ დღიდან როგორც კი გამოვა თავდაცვის მინისტრის ბრძანება

დემობილიზაციის შესახებ და ცნობილი გახდება თადარიგში დათხოვნის საწყისი

თარიღი. ამ დღიდან მოყოლებული დაახლოებით ორი თვის განმავლობაში აღარ

ასრულებენ სავალდებულო მოთხოვნებს, მხოლოდ ოფიციალურად ითვლებიან

ჯარისკაცებად, ახალწვეულებს ავალდებულებენ საუზმე საწოლში მიართვან,

ბათინკები გაუპრიალონ, უნიფორმა გაურეცხონ...

სამსახურს იწყებენ როგორც დამფრთხალი ბაჭიები და ამთავრებენ როგორც მუყაოს

ლომები. სახლში ბრუნდებიან ოქროსფერი აქსელბანდებით, სახელოებზე ფერადი

შევრონებით, მკერდზე თითბერის ათასგვარი ზიზილპიპილებით. ჩაის ჭიქებით

სვამენ მღვრიე ბრაგას და ტრაბახობენ, დაუსრულებლად ყვებიან ლეგენდებს თუ

როგორ გულაობდნენ ოფიცრების ცოლებთან, გენერლების ქალიშვილებთან...

ჩვენს შემთხვევაში არასტანდარტული ვითარება იყო, რამდენადაც კონტინგენტი

სისტემატურად, ყოველ ექვს თვეში იცვლებოდა. მხოლოდ პირველი სართულის

ფლიგელში იყო განთავსებული საინტენდანტო როტა, რომელიც სინამდვილეში

Page 6: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

სადღაც ოც-ოცდახუთ ჯარისკაცს ითვლიდა მხოლოდ. მომარაგება და მომსახურება

შედიოდა მათ მოვალეობაში. ჩვენ შორის გარკვეული დისტანცია იყო და

მაინცდამაინც არ გვაწუხებდნენ, თუმცა არც მომენტს უშვებდნენ ხელიდან, რომ

რამე დაევალებინათ ან ვინმე დაემცირებინათ, თუკი რომელიმე კურსანტს

მოიხელთებდნენ მარტო, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, სპეციალისტები

ვიყავით, ისინი კი მომსახურე პერსონალს განეკუთვნებოდნენ. მათთან მკაცრი

იერარქია მოქმედებდა, „სალაგებიდან“ დაწყებული „დემბელაბამდე“. ჩვენს მიმართ

უპირატესობის ხაზის გასმას იმით ცდილობდნენ რომ ჩვენც „სალაგებს“ გვეძახდნენ.

ერთ დღეს სართულის მორიგე ვიყავი. დროებით შემცვალეს და სასადილოში

გავრბოდი სადილზე. უკან სწორედ ეს ზემოთ ხსენებული სამეურნეო როტა

მომყვებოდა. წინა რიგები მწყობრი ნაბიჯით, უკან ნამძინარევი სტარიკები

მოაფრატუნებდნენ ფეხებს. ის იყო სასადილოს პირმაღზე ავედი რომ უკან ვიღაცამ

იყვირა:

-Cтоять, cалага! Старики идут!

ეს „ბრძანება“ იყო ჩემს მიმართ, კარები გამოაღე და შეჩერდი, არ გაბედო შესვლა

ვიდრე „სტარიკები“ არ შევლენო. მე ყურიც არ შევიბერტყე, ის იყო კარისკენ ნაბიჯი

გადავდგი რომ ერთერთმა მეტიჩარა ახალბედამ წინა რიგიდან, „სტარიკებისთვის“

რომ ეამებინა, რამდენიმე საფეხური სწრაფად ამოირბინა და ჩექმის ქუსლში

წამომკრა ფეხი. ეს გამოცდილი მეთოდია, ფეხს შენსავე ფეხს წამოსდებ,

წონასწორობას დაკარგავ და მთელ სიგრძეზე გაიშოტები, მაგრამ სულ რაღაც

ნახევარი წამით შეაგვიანდა. ფეხი ამერია, წავიბორძიკე, მაგრამ მყისვე აღვიდგინე

წონასწორობა. ქუსლზე შემოვტრიალდი და ვთხლიშე სახეში...სიტყვა „ვთხლიშე“,

ძალიან ხმამაღლა ნათქვამია, ძლივას მივაწვდინე მუშტი ქვედა ყბამდე, მაგრამ ის

უკან გადაიხარა, ან იქნებ გადახტომა დააპირა, ფეხქვეშ საყრდენი რომ ვეღარ იპოვა,

ზურგით გადაეშვა კიბეზე და რა თქმა უნდა ექვსიოდე ჯარისკაცი, ვისაც კი კიბეზე

ჰქონდა შემოდგმული ფეხი, თან გაიყოლა დომინოს პრინციპით. ეს ყველაფერი ისე

სწრაფად მოხდა, ნებისმიერ მნახველს აფიქრებინებდა რომ ერთი დარტყმით

ათიოდე კაცი გავაცურე ზურგზე, მაგრამ მე თვითონ ხომ ვიცოდი რომ ეს მხოლოდ

კიბის საფეხურების დამსახურება იყო და არა ჩემი. სხვა ვითარებაში ის მლიქვნელი

ჯარისკაციც კი არ წაიქცეოდა ვისაც ხელი დავარტყი.

ერთხანს ყველა დაიბნა, მერე არეულ ჯოგს, რომელსაც ვერ გაეგო რა მოხდა და

უწმაწურად, უმისამართოდ იგინებოდა, ორი მათგანი გამოეყო, შუბლზე

ჩამოშლილი ქოჩორით და გაღეღილი საყელოთი მიხვდებოდი, სტარიკობაზე რომ

ჰქონდათ პრეტენზია და კბილების ღრჭიალით წამოვიდნენ ჩემსკენ. მარცხენა ხელი

ქამარზე ჩამოკონწიალებულ ქარქაშს მოვკიდე, მარჯვენათი კი მოკლე ხიშტ-დანის

ტარი ჩავბღუჯე... ამოღება არც დამჭირვებია, ორივე მიხვდა, თუ ამოვიღებდი არც

მოქნევას დავიზარებდი. თვალების ბრიალით გაჩერდნენ ჩემგან ორ ნაბიჯში...

Page 7: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

კარები გამოვაღე და აუჩქარებლად შევედი შიგნით . - მწარედ ინანებო, კბილებში

გამოსცრეს და დამადევნეს მუქარა...

დღესაც ვფიქრობ და ვეკითხები საკუთარ თავს, რომ არ შემდგარიყვნენ ვიხმარდი

დანას? - არადა ხომ არც თავს გავალახინებდი, მძიმე კირზის ჩექმების

მონაწილეობით,... წესიერი ბრიყვივის მსგავსად, პირზე შემხმარი ზრდილობიანი

ღიმილით...

ყველაფერმა ისე უცებ ჩაიარა, შიში არ მიგრძვნია, არც საკმარისი დრო

მქონია ამისთვის, ისე სპონტანურად მოხდა. მაგიდას მივუჯექი, მათგან

ზურგშექცევით, ვცდილობდი აღელვება არ შემტყობოდა, ბორშჩი ნაჩქარევად

შევხვრიპე და ყაზარმაში დავბრუნდი. მომდევნო დღეებში ვფრთხილობდი,

ვერიდებოდი ისეთ ადგილებს, სადაც შეეძლოთ ჯგუფურად გამსწორებოდნენ,

ესენი ხომ მაშინ არიან გულადები როცა ბევრნი არიან, ერთი ერთზე კი

დარწმუნებული ვიყავი, არავინ წამოიწყებდა ჩემთან ჩხუბს. წამოიწყებდა და

პასუხსაც ისეთს მიიღებდა, ცოტა ნამდვილად არ მოეჩვენებოდა. ერთ დღეს,

სადილის შემდეგ, როცა თავისუფალი საათი გვქონდა, სიგარეტის მოსაწევ სკვერში

ერთი მათგანი გამომელაპარაკა, ტოლიკა ერქვა, სატვირთოს შოფერი იყო. ერთი

ჭორფლიანი, მწითური ახმახი, კარტოფილივით ცხვირით და ბრიოლინით

გაპოხილი, ცეცხლისფერი თმებით. იმ დღეს მე პოლიგონზე ვიყავი და რა მოხდა

მომიყევიო, მითხრა. - არაფერი, კიბეზე დაუცდათ ფეხი და ერთმანეთი წააქციეს

მეთქი.

- ფრთხილად იყავი, სალაგა ხარ და ეგეთ რამეს არ გაპატიებენო.

-მადლობა, დროულად რო გამაფრთხილე მეთქი, ვუპასუხე და წკიპურტით

მოვისროლე სიგარეტის ნამწვავი ურნაში. - ერთი ღერი კიდევ მთხოვა და დურგლის

ფანქარივით გაიჩხირა ყურს უკან.

-მე ყოველდღე გავდივარ ქალაქში და რამე თუ გინდოდეს არ მოგერიდოს, მითხარი

და გიყიდიო, - მეუბნება.

პროდუქტებს და ათას წვრილმანს ეზიდებოდა ცენტრალური საწყობიდან, რაღაც

ათიოდე კილომეტრზე რომ იყო სამხედრო ქალაქს მიღმა. გზად მაღაზიასაც

ჩაუვლიდა და რაიმეს ყიდვა მისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.

ფეხზე წამოვდექი, მაინცდამაინც ნდობას არ იმსახურებდნენ მისი ახლოახლოს

ჩამჯდარი, უფერული თვალები. ერთხანს ვყოყმანობდი, მერე ჩავიქნიე ხელი

(ფიცის მიღებამდე ჩვენ გარეთ გასვლის უფლებას არ გვაძლევდნენ) და

თბილისიდან შემორჩენილი უკანასკნელი თუმნიანი ამოვიღე ჯიბიდან.

Page 8: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

-სამი ბოთლი ღვინო იყიდე, ერთი შენთვის დაიტოვე, ორი მე მომიტანე თავისი

ხურდით მეთქი. მანეთი და ოცი კაპიკი ღირდა ბოთლი.

ფული გამომართვა და ჯიბეში გააქანა.

-დღეს საღამოსვე მოგიტანო,- შემპირდა.

მე ბიჭები გავაფრთხილე, საღამოს ღვინო მექნება, „კაპტიორკაში“ ჩავიკეტოთ და

ცოტა გავიხალისოთ მეთქი საღამო.

ვახშმის შემდეგ ჩავაკითხე. ჩექმებიანად ნებივრობდა საწოლზე. - დღეს უკვე

დაკეტილი დამხვდა მაღაზია და ვერ მოვიტანეო.- შორიდანვე მომაძახა. - გული

დამწყდა, ხო ვიცი, ბიჭები მელოდებიან, ტუჩებს ილოკავენ...

მეორე დღესაც მომატყუა. ასე გავიდა რამდენიმე დღე. ვხედავ თავსაც მარიდებს.

გული ბოღმით მევსება. ბიჭებს ვაგროვებ, მოდი, ვინმე გამომყევით, ჩავიდეთ იმათ

ყაზარმაში და დაველაპარაკოთ მეთქი... სუყველამ შორს დაიჭირა თავი, სტარიკები

არიან, ჩაგვიკეტავენ კარებს და მაგრად მიგვბეგვავენ, გიჟი ხარო, - მითხრეს.

-საჩხუბრად ხომ არ მივდივართ, ბიჭო, მემალება, ეხლა ყაზარმაში იქნება და

უბრალოდ დაველაპარაკები მეთქი... - მოსმენაც კი არ უნდა არავის, არადა ღვნო

რომ ვუხსენე, ყველანი საათზე დაიყურებოდნენ მთელი დღე, სიხარულისგან

კუნტრუშებდნენ.

კურსანტები ორასი კაცი ვართ, ეგენი კი დიდიან პატარიანად სულ ორი დუჟინი

ხალხია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს ჩვენს დაკრულზე უნდა ცეკვავდნენ, რა თქმა

უნდა, თუ ჩვენ არ ვიქნებით ქვეშაფსიები. - ვუთხრა? - მომისმენს კი ვინმე?... რაც

ვუთხარი ისიც არ უნდა მეთქვა ალბათ. ჯანდაბას ის ათი მანეთი, ქვეყანა ხომ არ

დაიქცევა უიმისოდ. სხვებმაც დაკარგეს ღვინის პერსპექტივა, მაგრამ ეს მაინც ჩემი

პრობლემაა და არ უნდა მეთხოვა წამოყოლა. მარტო დაველაპარაკები, ჩემს

პრობლემას მე თვითონ მოვაგვარებ.

„კურილკაში“ ვიჯექი, უკვე მეორე სიგარეტს ვეწეოდი.

-მომაწევინებ? -ხელი დამადო ვიღაცამ მხარზე.

კალო იყო, მოლდაველი ბოშა. არწივისებური ცხვირი ჰქონდა და შავი, მეტყველი

თვალები. ჩვენი ბატალიონიდან იყო, ოღონდ სხვა ოცეულში, საიდუმლო

ინფორმაციის გაშიფვრას სწავლობდა. პირველად რომ ვნახე, მაშინვე მივხვდი ბოშა

იქნება მეთქი და გული დამწყდა რომ თმები მასაც გადაპარსეს, გრძელი ხუჭუჭი

თმები ექნებოდა ალბათ, ყორნისფერი, როგორც ბოშებსა აქვთ, მხრებამდე

ჩამოშვებული.

Page 9: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

უცნაურია ბოშების ბუნება, ლაღი და თავისუფალი. მორალთან მიმართებაში

თავისი, საკუთარი კრიტერიუმები აქვთ. ქართველებისგან განსხვავებით არც

ფუფუნების მოთხოვნილება აქვთ და არც სიხარბე უბრმავებთ თვალებს. თუ რამეს

მოიპარავენ, ან მკითხაობით გამოსძალავენ ვინმეს რამეს, მხოლოდ იმითი

კმაყოფილდებიან რაც საკვებად ეყოფათ, ცეკვავენ, მღერიან და უდარდელად

გაჰყავთ წუთისოფელი. თუმცა ჩემთვის გაუგებარი რჩება, ასეთი თავისუფალი

სულის ადამიანები თვითონ რომ იკლებენ და ზრუნავენ იმაზე, რომ მათ ოქროთი

და თვალმარგალიტით დახუნძლულ ბარონებს არ მოაკლდეთ განცხრომა ძვირფას

სასახლეებში...

სიგარეტი მივაწოდე... გვერდით მომიჯდა, მხარზე წამომარტყა ხელი.

-შენი ამბავი ვიცი, ბიჭებმა მითხრეს... და კიდევ ისიც მითხრეს რომ შტერი ხარ.

-შენც ეგრე ფიქრობ? - გამეცინა.

-არა, მე ეგრე არ ვფიქრობ, შტერი არა ხარ, მაგრამ ცოტა გიჟი კი ნამდვილად ხარ. -

კეთილად მიღიმის, ალალი ღიმილით. - სიგარეტი მოქაჩა და ბოლი რგოლებად

გამოუშვა. - ისე, ზომიერი სიგიჟეც არა მგონია ცუდი იყოსო, - დაამატა.

-ჯანდაბას ყველა და ყველაფერი. მე სულ ფეხებზე მკიდია...

-მე წამოგყვები, გინდა?

-შენ?

-ჰო, რატომ გაგიკვირდა?

-რა ვიცი ისე.

-მე ვიცი რატომ,... შენები რო არ მოგყვებიან...

-დაივიწყე, მე თითონ მოვაგვარებ ჩემს პრობლემებს.

-ბოშები ერთმანეთს გვერდში უდგებიან, მარტო არასოდეს ტოვებენ.

-ქართველებიც ეგრე იქცევიან.

-ჰო, აკი ვხედავ...

.........................

Page 10: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

-შენ კაი ტიპი ჩანხარ.

-არც ისეთი შენ რო გგონია.

-ჰო, შეიძლება ეგრეც იყოს...მაგრამ მაინც გამოგყვები.

-შენი სახელი ნიშნავს რამეს?

-კალო შავს ნიშნავს, შავგვრემანს, რა ფერიც დავიბადე სახელიც ისეთი შემარქვეს.

-მე მომწონს, კარგად ჟღერს.

-შენზე მომიყვნენ, მაგარი მუშტი აქვსო, მართალია?.

-არ დაიჯერო, ეგრე არ ყოფილა, ერთი წაიქცა, კიბეზე დაუსხლტა ფეხი... ჰოდა,

სხვებიც თან გაიყოლა.

-მაინც მაგარი ხარ, სხვები ეგრე არ იზამდნენ.

-შენ როგორ მოიქცეოდი?

-მე მგონი, ისევე როგორც შენ... - როდის გინდა რომ ველაპარაკოთ?

-მე თვითონ მოვაგვარებ მეთქი, ხო გითხარი.

-ორნი უკეთ მოვაგვარებთ.

-მე ჩხუბს კი არ ვაპირებ, დალაპარაკება მინდა, თუმცა გამორიცხული არც სხვა

ვარიანტია...შეიძლება მცემონ კიდეც...შენ თუ წამოხვალ, შენც მოგხვდება, ორივეს

ერთად გვცემენ ...თანაც დაუნდობლად...ხომ იცი...

-მაინც წამოგყვები...- მშვიდად მეუბნება, თითქოს სანაყინეში წასვლაზე

ყოფილიყოს საუბარი.

მინდა თავზე გადავუსვა ხელი, გადახოტრილ თავზე, ორიოდ თვის უკან რომ

გადაპარსეს.

-კარგი, თუ არ იშლი გამომყევი, მაგრამ ერთი პირობით: იმის საწოლი კარებთან

ახლოსაა, მე ისე დავდგები რომ ზურგიდან ვერავინ მომეპაროს, შენ კარებს ხელით

დაიჭერ და ჭრილში დადგები, გაუშვი იფიქრონ რომ გარეთ სხვებიც დგანან და შენს

სიგნალს ელოდებიან. თუ დაინახავ რომ საქმე გამწვავდა, უბრალოდ გაიქცევი,

გასაგებად აგიხსენი?

Page 11: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

-მე არსად არ გავიქცევი, ჩვენ ერთად შევალთ და ერთად გამოვალთ, გასაგებად

აგიხსენი? - გამომაჯავრა და თეთრი, საღი კბილები გამოაჩინა...ყელში ბურთივით

გამეჩხირა რაღაც, მისი გახეთქილი ტუჩებიდან ჩამოდენილი სისხლით შეფერილი

კბილები რომ წარმოვიდგინე.

ჩექმის ყელიდან თვითნაკეთ დანას იძრობს და მაჩვენებს. წვრილი პირი აქვს და

ძალიან მახვილი წვერი, ხერხის პირისგან თუ გააკეთა.

-ეს მე მომეცი ყოველ შემთხვევისთვის.

კალომ დანა მომაწოდა და ორაზროვნად გაიღიმა, მეორე ჩექმის ყელზე მოიტყაპუნა

ხელი.

-მეორეცა მაქვს, ბოშა უდანოდ იგივეა რაც უხელოდ...

-თუ საქმე ძალიან გამწვავდა, შეგიძლია ამოიღო, მაგრამ მხოლოდ შესაშინებლად,

ხმარება არ გაბედო, შევთანხმდით?

-იმედია იქამდე არ მივა საქმე.

კარები წიხლით შევაღე, ხმაურით მიასკდა საწოლის თავს და უკანვე დაბრუნდა.

კალომ ხელით დაიჭირა და ასევე ხმაურით დაკეტა. ყველა საწოლზე წამოჯდა და

გვიყურებდნენ გაფართოებული თვალებით. ქამარი, აქამდე ხელში რომ მეჭირა,

მაჯაზე დავიხვიე და ტოლიკას საწოლს მივუახლოვდი. დაბალ ტუმბოზე რადიო

იდგა. „ჰოპ, ჰეი ლალა ლეი“, ხმამაღლა მღეროდა აგუტინი.... ხელის დარტყმით

გამოვრთე და მთელი ძალით მოვიქნიე ქამარი. მძიმე ბალთა ტუმბოს კიდეს მოხვდა

და მოგლეჯილი პლასტიკატის ნატეხები შორს მოისროლა.

-ტუმბოზე დადე ფული, ტოლიკ! - ჩემი ხმა მომესმა, ეტყობა მივხვდი რომ ჩემი იყო

თორემ ისე რას ვიცნობდი, უცხო ტონალობა ჰქონდა, ხორხისმიერი, ბრაზისგან

ჩახლეჩილი.

დამცინავად გაიღიმა და აქეთ-იქეთ მიმოიხედა მხარდაჭერის იმედით, მაგრამ სახე

ერთბაშად შეეცვალა, მოექრუშა, როცა დაინახა რომ რატომღაც არავინ დაიძრა

ადგილიდან „გათავხედებული სალაგას“ ჭკუის სასწავლებლად. საწოლის საზურგეს

აეკრა, თვალებში შიში ჩაუდგა, დამფრთხალი ნადირის პანიკური შიში.

-ფული აღარა მაქვს, დამეხარჯა... ვიშოვი და როცა მექნება მერე მოგცემ...

აგდებულად, ნაძალადევი სიმშვიდით მომიგო.

Page 12: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

ჩემი კოზირი მოულოდნელობაა, შოკური მდგომარეობიდან არ უნდა გამოვიდნენ,

ყოყმანი და შიში თუ შემატყეს, ჩემი საქმე წასულია, ზედ გადამივლიან,

დაუნდობლად, ჩექმებით...

რადიო ავიღე ხელში.

-ხუთამდე დავითვლი, თუ ტუმბოზე სრული ათი მანეთი არ დაიდება, ამ რადიოს

ნამსხვრევებსაც ვეღარ მოაგროვებთ, შენ კი საკუთარ კბილებს. - კბილებში

გამოვცერი და საწოლის თავს დავუმიზნე.

- ეგ ჩემი... რა..დი..ო არ არის... ტუჩების კანკალით დამარცვლა ბგერები.

-ეეე, ჩემია, არ გაბედო!... ყვირის ჩოფურა, ბუთხუზა ლოყებიანი, გვერდით

საწოლიდან.

-მე სულ ფეხებზე მკიდია... ფული ტუმბოზე, დანარჩენი უჩემოდ გაარკვიეთ...

-ერთი! ... თითბერის ბალთა ლიტერას ხვდება ჭახანით და ჟღრიალის ხმას

გამოსცემს...

-ორი!

იგორმა ჯიბეების ქექვა დაიწყო, სხვებიც ამოძრავდნენ.

-სამი!

-ოთხზე - უკვე მოგროვდა რამდენიმე მანეთიანი კუპიურა და ხურდა ფულები.

-აჰა, დაიჭი. - ათ მანეთიანი გამომიწოდა ბუთხუზამ აკანკალებული

ხელით, სანაცვლოდ რადიოს მართმევს, ხელში ატრიალებს, რწმუნდება რომ

მთელია და უვნებელი.

კარებისკენ მივდივარ უკუსვლით რომ ზურგიდან არ დამესხნენ თავს. კალო

ზურგით მიყრდნობია დაკეტილ კარებს. მარჯვენა ხელში თავისი ბასრი დანა

უკავია, პლაფონების შუქზე რომ ელვარებს ავად და მარცხენა ხელის ზურგზე

უსვამს სიბრტყით, წინ და უკან ... წინ და უკან, თითქოს სალესავის ქვაზე ლესავსო

დიდი მონდომებით...

აი, თურმე რას მოუხდენია ეფექტი...

გამოვედით და გამოვიკეტეთ ზურგსუკან კარები. იქვე კედელს მივეყრდენი და

ხარბად შევისუნთქე ჰაერი. ციებცხელებიანივით ცახცახებდნენ ჩემი კიდურები და

Page 13: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

მოქმედების თავისუფლებას ითხოვდნენ. უკმარისობის შეგრძნება გამომყვა რომ

სახეში არ ვლეწე ჭკუის სასწავლებლად.

რატომ გავიხსენე ეს ძველი ისტორია?- სწორედ იმიტომ რომ მაგალითი მომეყვანა,

ბოღმა და ბრაზი როგორ თრგუნავს შიშის გრძნობას. პირველ შემთხვევაში

ყველაფერმა ისე ჩაიარა დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, მაგრამ ბოღმა ხომ ჩამყვა

გულში. მეორეჯერ კიდევ ახალი შეურაცხყოფა დაემატა, იმისდა მიუხედავად რომ

ეს, ასე თუ ისე, უმნიშვნელო თანხას შეეხებოდა. ჰოდა დაგუბებულმა ბოღმამ მაინც

თავისი ქნა და ამოხეთქა. ამოხეთქა და ტვინი ისე დამიბინდა, რომ ზად ვიყავი

რაღაც გამოუსწორებელი ჩამედინა, ქამრის ბალთით გამეჩეხა თავი ვიღაც

ნაძირალასთვის, არადა სულ რაღაც ათი მანეთის გამო... ათი ქეციანი მანეთის გამო.

მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი ასე დამთავრდა და არა ისე,

როგორც შეიძლებოდა რომ დამთვრებულიყო...

რაც შეეხება მონატრებულ ღვინოს, ერთი ახლადგამომცხვარი პროპორშჩიკი

გამეგზავნა სიხარულით, იმავე პირობით. ღვინო ქართული არ იყო, მაგრამ

ჯანდაბას, სიმფეროპოლში დაწურულსაც არა უშავს ... ერთი თავისთვის დაიტოვა,

ორი მე მომიტანა. ერთი ბოთლი ქართველ „ძმებს“ ვაჩუქე, მეორე მე და კალომ

გამოვცალეთ პლაცის მიღმა, სკვერში, საბჭოთა ჯარისკაცის ბეტონის მონუმენტის

ძირში, ეგრევე, ბოთლის ყელიდან...

ჯარში კი შემთხვევით მოვხვდი, სრულიად შემთხვევით, არ დამიჯერებთ და ორი

ღერი სოსისის და ბედოვლათი პინგვინას გამო.

- გეპეიში ვსწავლობდი, მანქანათმშენებლობის ფაკულლტეტზე. როგორც ყველა, მეც

ვცუღლუტობდი, მაგრამ მაინც მაღალი ნიშნები მქონდა, მომწონდა ჩემი პროფესია

და ყურადღებით ვუსმენდი ლექციებს. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრიც კი

ვიყავი და მოკრძალებულ მოხსენებებსაც ვაკეთებდი.

ერთ დღეს სპარტაკას განთქმულ სასაუზმეში გადავედით მე და პინგვინა. იქ

ყოველთვის ტკაცუნა სოსისი ჰქონდათ. თვითონ სპარტაკაც ძალიან გულღია და

კეთილი კაცი იყო. ზოგჯერ ორი კაცი ორ ღერ სოსისს რო ავიღებდით, ხვდებოდა

რომ მეტი ფული არ გვქონდა და ორ სამ ცალს თავის მხრიდან ამატებდა ხოლმე.

უკვე წასვლას ვაპირებდით, პინგვინას ნაცნობები რომ შემოვიდნენ, გადაკოცნეს

ერთმანეთი. მერე რაღაც ძველი საქმეები გაუხსენეს და აუხირდნენ ერთმანეთს,

ძიძგილაობა დაიწყეს. გავაშველე, პინგვინას მოვკიდე ხელი და გარეთ გავიყვანე.

საათს დავხედე, ლექციაზე ვაგვიანებდით. სირბილით ავედით კიბეებზე. ტუალეტს

რომ ჩავუარეთ, პინგვინამ სიგარეტს მოვწევ და მერე შემოვალო. აუდიტორიაში

შევიხედე, ლექტორი ჯერ არ ჩანდა, აგვიანებდა. უკანიდან ხმაური რომ მომესმა,

მექანიკურად მოვტრიალდი და რას ვხედავ, წეღანდელი ბიჭები წამოსწევიან და

წიხლებს ურტყავენ იატაკზე განრთხმულ პინგვინას. გავიქეცი, ისევ გაშველება

Page 14: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

მინდოდა, მაგრამ ჩემი მცდელობა თავდასხმად მიიღეს და ერთერთმა მათგანმა ისე

მაგრად მლეწა ყბაში, ნაპერწკლები წამომცვივდა თვალებიდან. იატაკმა რომ

შეწყვიტა ქანაობადა ფეხზე მყარად დავდექი, მეც გავიქნიე ხელები. ერთმა მაღალმა

და გაწლიკულმა, დანა ამოიღო, ალბათ ყოველი შემთხვევისთვის თუ არა, ისინი

სამნი იყვნენ, პინგვინა უმოძრაოდ ეგდო იატაკზე, მე კი კედელს აკრული

თავდაცვას ვცდილობდი მძიმე ბათინკებიანი წიხლებისგან, თუმცა საკმაოდ

უშედეგოდ. იმ შტერს მღელვარებისგან დანა გაუვარდა და ჩემდა საუბედუროდ მე

მოვასწარი აღება. უმალ გავხსენი და გულმოცემულმა ვიყვირე, უკან, თორემ

გამოგფატრავთ მეთქი. დერეფანი უკვე ახმაურდა, სტუდენტები აყვირდნენ, ვიღაცა

მილიციის გამოძახებით იმუქრებოდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო მომხვდურნი გაიქცნენ, პინგვინას მომენტით ესარგებლა

და ვიდრე მე მირტყამდნენ სადღაც გაძურწულიყო. დავრჩი ასე ცოდნის ტაძრის

კედელს აკრული, დანით ხელში.

პინგვინა მშრალად გადარჩა, სწორედ რომ პინგვინივით მოიქცა, სიტყვაც არ

დაუძრავს ჩემს დასაცავად. ვირთხასავით შეძვრა სადღაც და მემალება. ეს მე ვარ

იდიოტი, რომელი ჩემი ძმაკაცია ეგ არის, კაცი რომ ყოფილიყო პინგვინას ხომ არ

დაუძახებდნენ? - ეტყობა საცემი იყო და სცემეს კიდეც. რა, ჩემი მხრიდან არ

დაიმსახურა ცხვირპირის მიჩეჩქვა თუ რა,..... მოკლედ, მე გამრიცხეს... რექტორი

შეუვალი იყო, თავის მართლების უფლებაც არ მომცა ... ხულიგნების და

ბანდიტების ადგილი არ არისო აქ, - მთელი ხმით მიყვირა.

უწყება რომ მოვიდა, მამამ ფერი დაკარგა, ჩემი გარიცხვის შესახებ არაფერი იცოდა

ჯერ... დავამშვიდე, ყველაფერს მოვაგვარებ მეთქი.

დიდხანს ვიყურყუტე კომისრის მისღებში, შედიოდნენ და გამოდიოდნენ

აცრემლებული დედები და მოღუშული მამები. ვიღაც ვიღაცეები ურიგოდ შეჰყავდა

მელოტ ადიუტანტს, ყურებამდე გახეული ღიმილით. ის იყო რიგმა მომიწია რომ

მოწყალების მთხოვნელებივით გადმოგვხედა კეხიანი ცხვირის ზემოდან. -კომისარი

შესვენებაზე გავიდა და ოთხ საათამდე აღარ მიიღებსო. საათს დავხედე, ორის

ნახევარი იყო ჯერ. ქუჩაში გავედი და დავყიალობდი კარგა ხანს აღმა დაღმა.

წინადადებებს ვალაგებდი. - ავუხსნი ჩემს მდგომარეობას და ყველაფერი

მოგვარდება. ბოლოს და ბოლოს საბჭოთა არმია ხომ არ დაიშლება უჩემოდ, მაინც

და მაინც ჩემს გარიცხვას ხომ არ ელოდებოდა შეიარაღებული ძალები? აი იმ

ნაბიჭვარ პინგვინას კი აუცილებლად მივბეგვავ, მაგის გამო დადგა ყველაფერი

თავდაყირა.

უკან რომ მოვბრუნდი, ახალი რიგი დამხვდა. სულ ბოლოს მომიწია შესვლა.

კომისარი ახოვანი კაცი იყო, მაღალ სავარძელში იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული,

პოლკოვნიკის სამხრეებით.

Page 15: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

-რა გინდაო. - მრისხანე გამომეტყველებით შემათვალიერა.

-რა მინდა და გადავადება მეთქი, დავკრიჭე კბილები. - სულ დამებნა ჩემი

დაწყობილი ფრაზები.

-ჰო, რა თქმა უნდა, თქვენ ბირჟაზე დგომა და ნარკოტიკები გირჩევნიათ,

სამშობლოს დასაცავად წასვლა არავის გინდათ! - ჩახლეჩილი ხმით მიყვირა, მაგარ

პახმელიაზე რომ იცის ხოლმე, ისეთი.

-გეპეიში ვსწავლობდი და გამრიცხეს, ბატონო, თავს აღვიდგენ, ერთ წელიწადში

დიპლომს დავიცავ... - როგორღაც მოვუყარე თავი სათქმელს.

-ამხანოგო პოლკოვნიკო და არა ბატონო! -ბატონებს და ხალხის მტრებს

ოცდაჩვიდმეტში მოვუგრიხეთ კისერი!

-დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო! ჯარისკაცივით მივმართე, ხმამაღლა და რიხით, -

არადა, რომელი ჩემი ამხანაგი ეგ იყო.

-შენ გადავადებას კი არა მთხოვ, ჯარიდან გინდა თავი დაიძვრინო როგორც

გატყობ?

-რატომ ეძახით ამას თავის დაძვრენას, პატივცემულო, მე სამხედრო კათედრაზე

გავდივარ სწავლებას და გაისად თადარიგის ლეინტენანტი ვიქნები უკვე.

-სწორედაც რომ თადარიგის იქნები და არა მოქმედი, ამიტომაც გინდა თავის

დაძვრენა! - შენ გგონია ჩემზე ჭკვიანი ხარ და გამაცურებ? -იცი რამდენ შენისთანას

გაუვლია ჩემს ხელში?

ცივი უარი მტკიცა, შენისთანა დღეში ათასი მოდის, ყველას გადავადება გინდათ, მე

კიდევ გეგმა მაქვსო შესარულებელი. რა თქმა უნდა გეგმა აქვს და ეს გეგმა

ჩემისთანებით უნდა შეავსოს, აბა ჩინოვნიკების შვილებს ხომ არ გაიწვევს, ან კიდევ

იმათ, ფულიანი კონვერტი რომ ჩაუცურეს უჯრაში.

დაბოღმილი დავბრუნდი სახლში. მამა მაშინ უკვე შეუძლოდ იყო. - რა ქენიო, -

კარებშივე მკითხა.

-არაფერი, მამა, არ გამოვიდა არაფერი, მივდივარ მეთქი და ეგ არი... - უღონოდ

მიესვენა ბალიშზე....

ნეტა ამ ფურცლის ამოხევა შეიძლებოდეს ჩემი ბიოგრაფიიდან რომ ხელახლა

გადამეწერა... და განა მარტო ამ ფურცლის?

Page 16: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

სამამულო ომი რომ დაიწყო, სამსახურიდან დაბრუნებულ მამაჩემს სახლში

დახვედრია უწყება. უგემურად უვახშმია და ჩაფიქრებული იჯდა თურმე

მაგიდასთან. საბრალო დედამისს რამდენჯერმე შეუხსენებია: - არ დაგაგვიანდეს,

შვილო, ასე თქვეს, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდესო კომისარიატში.... საბრალო,

ალბათ ფიქრობდა, ორ სამ დღეში გარეკავენ იმ ოხერ ფაშისტებს და კვირას თუ არა

ორშაბათს დილით მაინც მობრუნდება, აბა, ვენახს ხომ არ დატოვებსო

შეუწამლავს...

ბიძაჩემი, დედაჩემის უმცროსი ძმა მოხალისედ წასულა. სხვისი გვარი სახელით

გაუტარებიათ უწყისში, ვიღაც პარტმუშაკის ნაპატივები შვილის ჩასანაცვლებლად.

ბათუმში ჩაუყვანიათ, მოსამზადებელ კურსებზე. წერილებსაც იმ ვიღაცის სახელზე

უგზავნიდნენ თურმე. სამი თვის მერე გემით რომ გადაჰყავდათ სევასტოპოლში,

გერმანელებს დაუბომბიათ შუა ზღვაში. ისე დაიღუპა, ერთი ტყვიაც კი არ

გაუსროლია საცოდავს.

ჰოდა, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენი დასაცავი ყოფილა „სოციალიზმის დიადი

მონაპოვარი“, რათა ვიღაც ვიღაცეების გაქსუებული ნაშიერების კეთილდღეობას

საფრთხე არსაიდან შეექმნას.

ადრე ავდექი, შხაპი მივიღე და წვერი გავიპარსე. სარკიდან ისევ ის გამხდარი,

ლოყებჩაცვენილი კაცი მიცქერის, უღიმღამო, ნაღვლისფერი თვალებით. მე აქედან

ვუბღვერი, არც ის მრჩება ვალში, ენაც კი გამომიყო უზრდელი ბავშვივით. ყოველ

შეხედვაზე თავის შეკავებას ვცდილობ რომ სარკე ნამსხვრევებად არ ვაქციო,

მზარავს ამ კაცის დანახვა...მისი უაზრო გამომეტყველება, ჩაღამებული თვალები,

შეშუპებული ქუთუთოები...

მსუბუქად ვისაუზმე, უხეში ტილოს შარვალი და თეთრი ბამბის მაისური ჩავიცვი,

ქუჩაში გავედი ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, უდარდელი გამომეტყველების

საცოდავი გრიმასით. ეზოში მხოლოდ ერთი ნაცნობი შემხვდა, პენსიონერი პარმენა,

ერთერთი იმათგანი, რომელზეც იტყვიან, გაზის ბალონივით სულ ქუჩაში დგასო.

მოვიკითხეთ ერთმანეთი და ის იყო წამოიწყო წუწუნი ამ გაფუჭებულ და

უსამართლო ცხოვრებაზე რომ ჩვენს გვერდით შავი მერსედესის მარკის მანქანა

გაჩერდა, რა თქმა უნდა “ე“ კლასი და თანაც ხუთასი, ქართულ მენტალიტეტის

შესაბამისი... ხუთლიტრანახევრიანი ძრავით, (ბენზინს როცა ასხავენ, ავზი რომ არ

ივსება თუ მოტორი არ გამორთეს). ოცდაათიოდე წლის ქალმა გადმოყო ქერად

შეღებილი, დახვეულ კულულებიანი თავი, ძვირფასი სუნამოს მძაფრი კორიანტელი

Page 17: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

დააყენა და მეოთხე კორპუსი იკითხა. ვისარგებლე შემთხვევით და ვიდრე ჩემი

ზედმეტად ცნობისმოყვარე მეზობელი გამოჰკითხავდა თუ ვისთან მიდიოდა და რა

მიზნით, ქუჩაში ვდურთე თავი.

ჯერ მხოლოდ დილის რვა საათი იქნება, ქუჩაში კი უკვე უამრავი ხალხი ირევა.

გაუგებარია, ყველა სამუშაოს უქონლობას უჩივის, ქუჩები კი დილიდანვე სავსეა,

ტრანსპორტი - გადატენილი.

გადასასვლელთან, კუთხეში, თვითნაკეთ დაბალ მაგიდაზე ჟურნალ გაზეთებია

გაშლილი, იქვე ასფალტზე ხილი და ბოსტნეული, პლასტმასის და მუყაოს

ყუთებით. ჩემს წინ მიმავალი, წელში მოხრილი მოხუცი კაცი მაგიდასთან შედგა,

გაზეთი აიღო და ის იყო ყავარჯნიანი ხელით გადაფურცლა რომ ვიღაცამ მთელი

ხმით უყვირა:

-ეეე, ფული გადაიხადე რო კითხულობ?

ფაშფაშა ქალმა, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, გაზეთი ხელიდან

გამოგლიჯა, გაფუებული მკერდი წინ გადმოაგდო და მებრძოლი

მამალივით დაუდგა წინ.

კაცმა ძირს დავარდნილი ყავარჯენი ხვნეშით აიღო, გაზეთი უხეშად მიუგდო,

დამცინავი, ზიზღნარევი ღიმილით გადახედა მოწინააღმდეგეს და უხმოდ

გასცილდა.

ხასიათი წამიხდა, რამდენიმე ნაბიჯი გავიარე და უკანვე მოვბრუნდი. ჯიბეში

ხურდები მოვიძიე და გაზეთი ვიყიდე.

-მე აქ სამკითხველო კი არა მაქ, ფულის გადახდა არ უნდათ ამ ოხრებს,

დამადგებიან აქ გზირებივით და უფასოდ კითხულობენ! - არ ცხრებოდა ქალი.

ეს რა ეპიდემია დაატყდა ამ ქალაქს რომ ერთ მომღიმარ სახეს ვეღარსად მოჰკრავ

თვალს, ყველას ცხვირპირი ჩამოსტირის. იქნებ არც მე მილხინს, მაგრამ სხვებს

როდი ვუბღვერი ეს ოხერი. თვალებიც რომ დახუჭო, მაინც შეიგრძნობ უარყოფითი

მუხტებით გაჯერებულ ჰაერს. ავდრის მოახლოვებასაც ხომ სუნით ხვდები, ქარში

გაბნეული ოზონის სუნით, გაცილებით ადრე, ღრუბლების გამოჩენამდე.

ნაბიჯს ავუჩქარე, ძლივს წამოვეწიე ბერიკაცს.

-ინებეთ ბატონო! - გაზეთი მივაწოდე...

გაკვირვებულმა შემომხედა გამჭირვალე შუშის თვალებით.

Page 18: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

-ვერ გავიგე?!

-უხერხულად შევიშმუშნე. თქვენ მგონი გაზეთის წაკითხვა გნებავდათ და აი...

-მერე, მე გთხოვე რო? - ხომ უნდა ვიცოდე რას სწერია იმ ოხერ გაზეთში რომ

ვიყიდო? - ხველა აუტყდა. - ეს ჩამოთრეული ჩათლახები ყველა უნდა გარეკო და

მტკვარში გადაყარო ერთად. შენ რა გგონია, მე ფული არა მაქვს?

-ეგ არც მიფიქრია, ბატონო, არც თქვენი შეურაცხყოფა გამივლია აზრად... - მე ეს

გაზეთი უკვე წავიკითხე და თუ ინებებდით....- ერთბაშად ვინანე ჩემი მეტიჩრობა,

ამ ისტორიაში რომ გავყავი თავი.

-შენა, საქმე არაფერი გაქვს? - ხმას აუწია ბერიკაცმა. - ვინა ხარ, რას გადამეკიდე? -

ჯოხი დააბაკუნა ასფალტზე... რა მჭირს ბიჭო მე, შენი სამათხოვრო!

გამვლელები ცნობისმოყვარე თვალებით მოგვაჩერდნენ, რამდენიმე შეჩერდა

კიდეც.

ზურგი ვაქციე, გაზეთი პირველსავე ნაგვის ურნაში ჩავაგდე. ხასიათი მომეშხამა,

ღრმად შევისუნთქე ეს საზიზღარი, ღვარძლით გაჟღენთილი ჰაერი... ეს რა იდიოტი

ვარ, რა ფილანტროპია შემეყარა ამ მიზანთროპების სამეფოში, რატომ ყოფ ცხვირს

სადაც არაფერი გესაქმება.

-გიჟია, ვინ ოხერია... - შორიდან მესმის ბერიკაცის ჯუჯღუნი. ცოტა ხნით კედელს

მივეყრდენი, ვიდრე ქოშინმა არ გადამიარა, მერე იქვე, პატარა სკვერში შევედი.

გრძელ მერხზე ათი-თორმეტი წლის გოგო-ბიჭები ისხდნენ და სიგარეტს

აბოლებდნენ არხეინად. საინტერესოა, ამ დილა ადრიან სიგარეტის მოსაწევად

შეიკრიბნენ ვითომ? - მოშორებით ჩამოვჯექი ბორდიურზე. ფეხები აზიურად

მოვიკეცე და თავი ჩავკიდე.

ეკლესიის ზარებმა გამომაფხიზლა. ჩამძინებია, ნეტა რამდენ ხანს მეძინა? -ათი

წუთი? - ოცი? - ან იქნებ ორმოცი? გოგო-ბიჭები აღარსად ჩნდნენ.

ზანტად წამოვდექი, სკამზე გადავჯექი. დაბუჟებული ფეხები გავშალე და საზურგეს

მივეყუდე.

ამ სკამზე, უფრო სწორად იმ სკამზე, რომელიც ზუსტად ამ სკამის ადგილზე იდგა,

პენსიონერები ჯდებოდნენ ხოლმე ჩემს ახალგაზრდობაში. აქვე ცხოვრობდნენ,

Page 19: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

ახლადაშენებულ კორპუსში. მისჯილებივით სულ აქ ისხდნენ, სახლში მხოლოდ

სადილად ადიოდნენ. ლანგი, რკინიგზის რომელიღაც სადგურის ყოფილი

უფროსი, ფეხმოუცვლელად იჯდა თავის მარცხენა კუთხეში. კირილე, ყოფილი

სამხედრო მფრინავი, მუდამ თეთრი ფერის პერანგით და ცხენის ტყავისგან

შეკერილი ყავისფერი ქურთუკით, მასიური, ოქროსფერი ელვა შესაკრავით რომ

იკვრებოდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ საავიაციო ქარხანაში მუშაობდა ინჟინერ

კონსულტანტის თანამდებობაზე და მხოლოდ სამსახურის შემდეგ უწევდა აქ

გამოსვლა, გრაფიკით. ხმელ ხმელი, ულვაშებ გაწკეპილი რაჟიკო რკინიგზის

სამშენებლო უბნის უფროსი იყო, დიდი მოქეიფე და ქალების მოყვარული, ამ

უკანასკნელზე აშკარად მეტყველებდა მისი მეუღლის ისტერიკები, ღია ფანჯრიდან

რომ გამოდიოდა რეგულარულად, ყოველ ორ სამ დღეში ერთხელ. როცა რაჟიკო

სახლში არ ათევდა ღამეს. ქეიფიც გადაბმული იცოდა, ზღვარგადასული. ერთხელ

ჯაბარას უნახია სასაუზმის კედელზე აყუდებულს რომ ეძინა თურმე, ზეზეურა.

ჯაბარაც ჩვენი ქურთი მეზობელი იყო, ბუდიონივით ულვაშებგადაგრეხილი,

კორპუსის უკანა ეზოში ცხოვრობდა, შანხაის რომ ეძახდნენ. მისი სრული სახელია

ჯაბარ-ჰამიდ-მუზხარ-ალი და მისი გენიოლოგიის ერთ ზედა ტოტს სრულად

განმარტავს: - ჯაბარა, რომელიც ჰამიდის შვილია და მუზხარას შვილიშვილი,

თავად მუზხარა კი დიდი ბაბუა ალის უფროსი ვაჟიშვილი. სადგურის ნასილჩიკი

იყო, ერთი ალალი და მშრომელი კაცი, გამხდარი და მძიმე ჩემოდნების თრევისგან

მკლავებდაკუნთული. ჰოდა რა უნდა ექნა ჯაბარას, იქვე დასვა რომ არ

წაქცეულიყო, თავისი ურიკა საჩქაროდ დააბინავა, მერე ტაქსი გააჩერა და სახლში

წამოიყვანა. პირველად იჯდა ჯაბარა ტაქსში, ტაქსში კი არა, ტრამვაიში არ

ჯდებოდა, სულ ფეხით დადიოდა, ზედმეტი სამი კაპიკი რომ არ დაეხარჯა ( ჰო,

ბევრი ალბათ არც დაიჯერებს, მაგრამ სამი კაპიკი ღირდა ტრამვაით მგზავრობა,

ოთხი ტროლეიბუსით და ხუთიც ავტობუსით), ჯაბარას კიდევ ექვსი შვილი ჰყავდა,

ერთიც გვარიანად ჩაპუტკუნებული, ახალგაზრდა, ლამაზი, მკერდსავსე ცოლი და

ყველას ერთმანეთზე უკეთესი მადა ჰქონდათ. ტყუილად ედგათ სამზარეულოს

კუთხეში ერთი ციცქნა მაცივარი, პროდუქტის შეწყობას ვერ ასწრებდნენ, უკვე

ცარიელი იყო. ჰოდა გადაიკიდა რაჟიკო აბანოს სველი ტილოსავით მხარზე და სულ

ღიღინით აიყვანა მესამე სართულზე. ზარის ხმაზე გამოსულმა ცოლმა ჯერ რაჟიკოს

შეუღრინა, მერე ჯაბარას. - ჩაგისკდათ მუცელი, თქვენ გამილოთეთ პატიოსანი

ქმარიო. მერე მოლბა, - საწოლამდე მაინც მიმათრევინე ეს უბედურიო. -

ამოგანგლული პიჯაკი რომ გახადეს ერთობლივი ძალისხმევით, მაშინ გაახილა

რაჟიკომ თვალი. - რა ხდება, რა ამბავიაო... იყვირა რიხიანად, თამადა თუ ეგონა

ისევ თავი „პრივაგზალნი“ პავილიონში.

-რა ხდება და ქურთმა ჯაბარამ მოგათრია, შე უბედურ დღეზე გაჩენილო, თორემ

კბილებდაკრეჭილს გიპოვიდნენ დილას მეეზოვეები.

-ჯაბარამო? -კბილები დააღრჭიალა და ყელში სწვდა საბრალო ქურთს. - რა მჭირს

ბიჭო, მე, რჟიკო ჩანადირს ნასილჩიკის მოსაყვანი, მე თქვენი ყველას დედაო.... -

Page 20: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

აქამდე მოჩვარულ ფეხებზე ფხიზელი კაცივით მხნედ წამოიმართა, კარში გააგდო

და წიხლიც მიაყოლა. კიბეებზე დააგორა საწყალი კაცი. კიდევ რაჟიკოს იღბალი

რომ ზორბა ცოლი ჰყავდა და დროულად სტაცა ხელი საყელოში თორემ ჯაბარასგან

განსხვავებით, საკუთარ ძვლებსაც ვეღარ აკრეფდა მარმარილოს ქვის

საფეხურებიდან.

სულ ფურთხებით წამოდგა ერთიანად დაბეჟილი ჯაბარა, შარვალი ჩამოიბერტყა,

ვირო მადლიო... წაიბურტყუნა და კიბეებს დაუყვა კვნესით.

„ბირჟას“ ისე ჩაუარა, თავიც არ უწევია. როცა ჰკითხეს, რა მოხდა რა ხმაური იყოო

ზევით, ხელი ჩაიქნია მხოლოდ და სახლისკენ წალასლასდა. შესახვევში შედგა,

შუბლში შემოირტყა ხელი,... ქარს გატანებულ მანეთიანს დარდობდა საბრალო და

როსტოვის მატარებელზე, რომელიც უკვე სადგურში იქნებოდა ჩამომდგარი, მის

წასაღებ „ათ-ათ შაურიან“ ჩემოდნებს კი სხვები მიარბენინებდნენ ტაქსებისკენ.

საშა გამცილებელი იყო მოსკოვის მატარებელზე. დეფიციტური „რაღაც რაღაცეები“

ჩამოჰქონდა და ასე ვთქვათ ხელს ითბობდა. მძიმე ჩანთებით ბრუნდებოდა დიდი

დედაქალაქიდან, შორიდან თოფივით ისროდა სალამს და სადარბაზოში დურთავდა

თავს. „კონტრაბანდას“ დააბინავებდა, თავის მუდმივ კლიენტებს დაურეკავდა და

ამცნობდა რომ ჩამოვიდა. შემდგომი ეტაპი, სპეკულაცია-რეალიზაცია იყო და ეს

უკვე მისი მეუღლის ფუნქციებში შედიოდა. თვითონ, ვალმოხდილი, ერთ ძეხვს

თხლად დასჭრიდა, შეახვევდა „იზვესტიაში“ და ორ წუთში უკვე „ბირჟაზე“ იყო. აქ

უკვე ყველას სათითაოდ ესალმებოდა, ხელის ჩმორთმევით. მერე ცალ თვალს

მოჭუტავდა და - ბელომიცინზე რა აზრისა ხართო, ეშმაკურად იკითხავდა.

ბელომიცინი მისი განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, არაყს ნიშნავდა. ყველა

ჯიბეზე ისვამდა ხელს და ბანქოს ქაღალდებივით აწყობდნენ ერთმანეთზე

მანეთიანებს. თუ ახლოს ვიყავი მე მაგზავნიდნენ მოსატანად, თუ არა, რომელიმე

მათგანი კისრულობდა ამ „ფრიად საპასუხისმგებლო“ საკითხის გადაჭრას. იქვე

სკამზე ანთავისუფლებდნენ ორი მტკაველისხელა ადგილს, სვამდნენ არაყს და

აყოლებდნენ ძეხვს, შავ პურთნ ერთად. ბოთლს რომ მოცლიდნენ საშა ყოველთვის

პლეხანოვისკენ იღებდა გეზს, ფრანგული ფუნთუშების შესაძენად. წასვლამდე,

როგორც წესი, დაიწუწუნებდა, რომ მოვიტან ერთმანეთს ხელიდან ართმევენ ეს

ვირიშვილები, ყიდვით კი ყოველთვის ბუხანკას ყიდულობენო.

თავყრილობას ზოგჯერ ვარლამიც უერთდებოდა, პოლიტეკონომიის ლექტორი,

მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მისი გადაპრანჭული მეუღლე სადმე იყო წასული.

ცოლის გამოჩენისთანავე ხუსხუსით გარბოდა სახლში. ეკრძალებოდა „ლოთებთან

და უსაქმურებთნ“ ურთიერთობა.

როცა ხამსა გამოჩნდებოდა, ის იღებდა „საორგანიზაციო საკითხების“ მოგვარების

ინიციატივას და საღამო მაშინაც ყოველთვის პურმალით მთავრდებოდა.

Page 21: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

უსაშველოდ გამხდარი კაცი იყო, ორმოციოდე წლის. ათი წლის უკან, აბასთუმანში

გაუცვნია ჩემი უბნელი იამზე, ულამაზესი ქალიშვილი. ჩვენი მშობლები

მეგობრობდნენ და კარგად ვიცნობდი. მისი ძმა ჩემზე მთელი ექვსი წლით უფროსი

იყო, ასაკის მიუხედავად კარგი ძმაკაცები ვიყავით. ხამსა და იამზე აბასთუმანში

მკურნალობის კურსს გადიოდნენ, ორივე ტუბერკოლიოზით იყო დაავადებული.

ჰოდა იქვე დაქორწინებულან. პირველ ხანებში ხამსას მშობლების სახლში

ცხოვრობდნენ ნახალოვკაში, იმის ცოლშვილიან ძმასთან ერთად. მერე იამზეს

მშობლებმა ახალი ბინა მიიღეს და ახლად დაქორწინებულები ძველ ბინაში

გადმოვიდნენ აქვე, შანხაიში. აგურით ნაშენი სახლი იყო მაღალ ჭერიანი. საბრალო

იამზემ სულ რაღაც ორი წელი იცოცხლა. მას მერე მარტო ცხოვრობს ხამსა. ადრე

გეოლოგიურ პარტიაში უმუშავია. მერე ხან საწყობის გამგე იყო, ხან მძღოლი,

დანარჩენ დროს, სტაბილურად უმუშევარი. ქვედა ტუჩზე, ცუდად შეხორცებული,

ღრმა ნაიარევი ჰქონდა, ნიკაპამდე გასდევდა. ახალგაზრდობაში ჩხუბისთავიც იყო

ეტყობა, ნაციხარიც იყო, მაგრამ არასოდეს მიკითხავს რაზე იჯდა. ერთი კი ვიცოდი

რომ ქურდი ნამდვილად არ იყო. მის ბინაში სულ ქაოსი და აურზაური სუფევდა.

ფხიზელს იშვიათად ნახავდი, მხიარული და ხმაურიანი, მაგრამ უწყინარი და

ადვილად ასატანი კაცი იყო... საკმარისია ვინმეს რამე ეთხოვა, ქვას გაარღვევდა,

ღამეებს გაათევდა, მინისტრებს აუტალახებდა კარს და მაინც

შეუსრულებდა. სანდრო საღამოობით გამოდიოდა. ერთთავად მოქრუშული

ბერიკაცი, ოდესღაც მრისხანე ჩეკისტი, მხრებში მოხრილი და დათრგუნული,

ყავერჯენზე დაყრდნობილი, გაჭირვებით მოათრევდა გასიებულ ფეხებს. მის

ტრაღიკულ ისტორიაზე სქელტანიანი წიგნის დაწერა შეიძლება. ახალგაზრდობაში

ტუაფსეში უმსახურია. გაზაფხულის ერთ მზიან დღეს, პრიმორსკი ბულვარზე იჯდა

თურმე, ჩრდილში, რამდენიმე მილციელთნ ერთად. ათი თორმეტი წლის ბიჭები

გამოვიდნენ სტადიონიდან და ღლაბუცობდნენ იქვე ახლოს. ერთხანს შეგროვდნენ

და რაღაცას ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, მერე ერთი მათგანი, ტყავის ბურთი რომ

ჰქონდა ამოჩრილი იღლიაში, ჯგუფს გამოეყო, თამამად მიუახლოვდა და და მის

წინ აისვეტა..

-ბიძია, დამახურე რა, შენი ქუდი ერთი წუთით...

წითელ ვარსკვლავიანი, შავი ფერის ტყავის გრძელკაკარდიანი ქუდი, „კომისარკას“

რომ ეძახდნენ, მოიხადა და თავისი ხელით დაახურა. ქუდი ყურებამდე

ჩამოეფხატა. - ყველა ერთხმად ახორხოცდა ამის დანახვაზე, თითქოს დიდი რამ

სასწაული მომხდარიყოს, ან იქნებ სასაცილოდაც გამიყურებოდა. ბიჭი, თითქოს

ამას ელოდაო, მკვირცხლად შეტრიალდა და გაიქცა.

სანდრო წამოხტა, არც უყვირია, არც უთხოვია შეჩერდიო, სწრაფი მოძრაობით

კაბურაზე გაიკრა ხელი, მაუზერი გაიძრო და დაუმიზნა.

Page 22: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

სამი ტყვია დაახალა ზედიზედ ზურგში. ბიჭმა სულ ორი ნაბიჯი გაირბინა

ინერციით, ფეხები მოეღვენთა და მოცელილივით დაეცა პირქვე. სისხლის გუბე

დადგა უმალ მტვრიან ასფალტზე. რელს ხვრიტავსო მაუზერის ტყვია, ამაყობდნენ

კომუნისტები გერმანული ავტომატური პისტოლეტით, მოზარდის მყიფე

ხერხემალი განა რა წინააღმდეგობა იქნებოდა ცხრა მილიმეტრინი ტყვიისთვის.

დამსხვრეული ხერხემლის ძვლები მკერდში გამოიტანაო, მნახველები ამბობდნენ.

ეს საქმე მალე ჩაფარცხეს. დამწუხრებული მშობლები სამძიმრის ნაცვლად,

მკაცრადაც გაკიცხეს, - კომუნისტური სულისკვეთებით არ აღგიზრდიათო შვილი...

სანდრო თბილისში გადმოიყვანეს, დააწინაურეს. ავლაბარში ბინა მისცეს, კერძო

სახლი, პატარა ეზოთი. ციმბირში გადასახლებულ, „ხალხის მტრისგან“ ახლად

გამონთავისუფლებული.

მალე დაქორწინდა კიდეც კანცელარიის მდივან მემანქანეზე. ოთხი შვილი

შეეძინათ, ოთხივე ბიჭი. გადიოდა წლები, ხელფასი იზრდებოდა, მხრებზე

ვარსკვლავების რაოდენობა მატულობდა, შვილებიც წამოიზარდენ. როგორც

პრინციპულ პარტმუშაკს და მრისხანე ჩეკისტს, დროდადრო აწინაურებდნენ კიდეც.

რკინიგზის ტრანსპორტის მილიცის უფროსის მოადგილე იყო, პენსიაზე რომ

გავიდა. იმავე წელს, ახლად აშენებულ ბინაშიც გამოუყვეს ოთხოთახიანი, ფართო

აივნებიანი ბინა. უდარდელი სიბერე მეღირსაო, ღიღინებდა ბედით კმაყოფილი.

საბრალო ტუაფსელი ყმაწვილის „კომისარკის“ ქვემოდან ეშმაკურად მოჭუტული

თაფლისფერი თვალებიც სამუდამოდ გადაივიწყა. - კაცი ბჭობდა და ღმერთი

იცინოდაო...

ერთ, არც თუ ისე მზიან დღეს, მეხივით გავარდა, კობა მოკლესო. კობა სანდროს

მესამე შვილი იყო, ცხრამეტი წლის. გეოლოგიას სწავლობდა. იქვე მოკლეს, გეპეის

კიბეებზე. სამი ტყვია დაახალეს მუცელში. ერთნი ამბობდნენ ქალის გამო

მოკლესო, მეორენი, მამის ცოდვებმა უწიაო და საკრალური სამი ტყვია მოჰქონდათ

„უტყუარ“ მტკიცებულებად, ის საბრალო ბავშვიც ხომ სამი ტყვიით მოკლაო

ტუაფსეში... ბევრი სტუდენტი შეესწრო ამ ამბავს, ამბობდნენ, რამდენიმემ

მკვლელიც კი ამოიცნოო სახეზე. სანდრომ ბევრი იბობოქრა, ბევრი საჩივარი წერა

მაგრამ ბრალიც კი არავისთვის წაუყენებიათ. საქმე დახურეს მტკიცებულებების არ

არსებობის მოტივით. იმასაც ამბობდნენ ვიღაც ძალიან დიდი ჩინოვნიკის შვილი

იყოო და მისთანებზე ხომ არ ვრცელდება კანონმდებლობა, ხელშეუხებლები

არიან...

იმ დღიდან დაიწყო ბედის ბორბალმა ტრიალი უკან, გაცილებით სწრაფად, ვიდრე

წაღმა ბრუნავდა იქამდე.

Page 23: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

კობას სიკვდილიდან ერთი წელი იცოცხლა მხოლოდ დარდისგან გათანგულმა

დედამისმა. ერთ წვიმიან დღეს სასაფლაოდან დაბრუნებული ჩაწვა ლოგინში და

აღარც ამდგარა, ერთ კვირაში მიაბარა კიდეც სული უფალს.

უფროსი შვილი, ნიკა ავლაბრის სახლში ცხოვრობდა ცოლთან და პატარა

გოგონასთან ერთად. ძალზე კეთილი და მხიარული კაცი იყო. ხშირად მოდიოდა

ჩვენთან, უბანში. მთებში უყვარდა სიარული, ზამთარში თხილამურებით სრიალი,

ნადირობის სეზონის გახსნას მოუთმენლად ელოდა, სათევზაოდ ღამისთევით

დადიოდა...კიდევ პოეზია უყვარდა და გიტარა, მოკლედ, მაგარი ვინმე იყო,

სიცოცხლით სავსე, ხალისიანი, მის გვერდით რომ არასდროს მოიწყენდა კაცი.

ოცდათხუტმეტი წლის იყო ცერებრობასკულარული ინსულტი რომ

დაემართა. სანდრომ მოსკოვიდან ჩამოიყვანა საუკეთესო პროფესორები. წამლების

გადამყიდველებს, ადრე თვითონ რომ დასდევდა და იჭერდა

სპეკულაციის მუხლით, დაჩოქილი ეხვეწებოდა დეფიციტური წამლების შოვნას,

მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი რასაც მიაღწია, იყო ის რომ მიუხედავად

აცახცახებული კიდურებისა, ათიოდე მეტრის გავლას ახერხებდა ყავარჯნების

დახმარებით. ყბა მოღრეცილი დარჩა, თვალის ქუთუთოები გადმობრუნებული,

ენას გაჭირვებით აბრუნებდა და გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა. თუმცა ჩვენ,

ვისაც უკვე ყური გვქონდა უკვე შეჩვეული, ამ ნაწყვეტებიდან აზრის გამოტანას

მაინც ვახერხებდით. ავლაბრის სახლში ცხოვრობდა, მარტოდმარტო. ცოლმა ორი

სამი თვე უყურა, მისი საშველი რომ არ გამოჩნდა, ხელი ჩაიქნია, მოკიდა ხელი

ბავშვს და სახლიდან წავიდა. მოკლე, ორიოდსიტყვიანი წერილი დაუტოვა

მხოლოდ. „მაპატიე, აღარ შემიძლია, ჩვენ მივდივართ“.

ცოლის წასვლას ადვილად შეეგუა, ადრე თუ გვიან ეს გარდაუვალი იყოო,

ფიქრობდა, მაგრამ შვილი ენატრებოდა და უძლური კი იყო რამე შეეცვალა. ბავშვი

ენატრებოდა მამას რომ ვეღარ ცნობდა, მისი ეშინოდა და დანახვისთანავე

ისტერიულ ტირილს იწყებდა. ზოგჯერ, საბავშვო ბაღიდან გამოყვანის დროს,

სადმე, მოპირდაპირე შენობის კუთხეს ამოფარებული ადევნებდა თვალს, ბებიამისს

რომ მიჰყავდა ხელჩაკიდებული და ცრემლები ჩამორბოდნენ მის გაუპარსავ,

დარდისგან დაღარულ ლოყებზე...

გეგა, ნიკას მომდევნო ძმა იყო. მამამ თავისი გავლენიანი ნაცნობობა გამოიყენა და

ფულიანი სამსახური უშოვა. სპირტიანი სასმელების ვაგონებს აცილებდა დიდ

რუსეთში. ბევრი ფულის შოვნას ახერხებდა და უფრო ბევრს ხარჯავდა. ყომარბაზი

იყო, დარდიმანდი კაცის ცხოვრებით ცხოვრობდა, ხელგაშლილი იყო და მოქეიფე,

არაფერს იკლებდა.

ზამთრის ერთ უჟმურ დღეს კიდევ ერთხელ დაიქუხა ბერიკაცის თავზე.

ტელეფონზე დაურეკეს, გეგა სადღაც ურალში აუჩეხიათ ცულით, თავისსავე

ვაგონში. ერთი კი ამოიბღავლა მთელი ხმით და ჩაუწყდა ხმა. დადუმდა, საკუთარი

Page 24: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

გაჩენის დღე დასწყევლა. კობას გვერდით დაასაფლავეს გეგა ცინკის კუბოთი.

კრინტი აღარ დაუძრავს ბერიკაცს, სიტყვა არ დასცდენია, არც ცრემლი ჩამოვარდნია

თვალიდან. თავი ხელში აიყვანა ისევ, სახლში გამოკეტილი ღმუოდა მხოლოდ,

ხროვიდან გაძევებული ბებერი, საბყარი მგელივით.

ისედაც სიტყვაძუნწი, მთლად პირქუში გახდა, ათასში ერთხელ, პურს და „ბელამორ

კანალს“ რომ იყიდდა, მაშინ თუ ჩამოჯდებოდა ოციოდე წუთით, ერთ პაპიროსს

გააბოლებდა და ისევ სახლში მიდიოდა სვენებ-სვენებით, უხმოდ, მდუმარედ...

გეგას დასაფლავებიდან ერთ კვირაში ბერდომაც აიკრა გუდანაბადი და წავიდა.

არავისთვის უთქვამს თუ მიდიოდა, ან სად მიდიოდა, ადგა და წავიდა. ბედისწერას

გაქცაო ამბობდნენ...ვინ იცის, გაექცა კი? იქნებ სწორედ ბედისწერის შესახვედრად

წავიდა... აღარაფერი გვსმენია მასზე.

ამით არ დასრულებულა საბრალო ბერიკაცის უბედურება...ერთ დღეს ნიკას

მეზობელი მოვარდა თავისი ცისფერი პობედით, ფერი არ ედო სახეზე... - ნიკას

სახლი დაიწვა და თვითონაც შიგ გამოიწვაო ცოცხლად... მისი ბღავილი ცასა

სწვდებოდა ვიდრე ჭერი არ არ ჩამოიქცა და ქვეშ არ მოიყოლაო...

დიდხანს მსჯელობდნენ მეზობლები, ვინ ეტყოდა ბერიკაცს, ან როგორი სათქმელი

იყო. ხამსა ავიდა ფეხის თრევით, მორიგი უბედურების მაცნედ.

თავსხმა წვიმა მოდიოდა ნიკა რომ დავასაფლავეთ. უბედურს, ახლოს ვერავინ

გაეკარა, ისევ ჯაბირამ ითავა და დანახშირებული ძვლები კუბოში გადააწყო,

სათითაოდ...რაჟოს და საშას მიყავდათ ბერიკაცი, ხელჩაკიდებული, აჩრდილს რომ

დამსგავსებოდა, ძლივს რომ მიაფრატუნებდა აცახცახებულ ფეხებს.

კანონზომიერებაც მესმის და შემთხვევითობაც, მაგრამ ერთი კაცის თავზე ამდენი

უბედურების დატეხვა, დაუჯერებელი რეალობაა.

მე ერთერთი იმათთაგანი ვარ, ვისაც ბედისწერის ნაკლებად სჯერა, ვთვლი რომ

ადამიანი თვითონ ქმნის თავის აწმყოს და მომავალს, წარსულის შეცდომებს

განიცდის და სტკივა. ფაქტიურად, ბოროტების ჩამდენი ადამიანი დაუსჯელი

არასდროს დარჩება, სამართალს თავიც რომ აარიდოს, საკუთარ თავს ვერსად

გაურბის, ცოდვა არ ასვენებს და დატანჯავს, მშვიდი სიბერე არ ეღირსება.

დამნაშავეს მრავალგზის სასჯელი ემუქრება: ღმერთის, მართლმსაჯულების,

საზოგადოების, შურისძიების და საკუთარი სინდისის სახით. ღმერთმა თუ თვალი

დახუჭა ან აპატია კიდეც, სამართალი თუ მოისყიდა, საზოგადოებას თუ ზურგი

აქცია, ან სულაც სადმე გადაიხვეწა, დაზარალებულებმაც თუ შეიბრალეს როგორც

უბედური და უგულვებელჰყვეს ძველი ადათი „სისხლი სისხლისა წილ“, საკუთარი

ცოდვილი სული ხომ არასოდეს აპატიებს...დღე არ მოასვენებს და ღამე ძილს არ

Page 25: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

მისცემს.... სიკვდილს სანატრელს გაუხდის... ასეთი სასჯელი, თუკი ეს სასჯელი

იყო, ყველას აშოროს ღმერთმა.

ჯარიდან რომ დავბრუნდი სანდრო მოვიკითხე. - მოკვდაო მითხრეს. ისედაც

იშვიათად ჩამოდიოდა და არ გაგვკვირვებია, მაგრამ კარის მეზობელმა უსიამოვნო

სუნი შეამჩნია და კარი შევამტვრიეთო. იატაკზე ეგდო თურმე საცოდავი,

ემბრიონივით მოკრუნჩხული.

„ბირჟაც“ შეთხელებული დამხვდა. რაჟო დაუჭერიათ, სამშენებლო მასალებს

ყიდდაო ჩუჩუმად. ალიოშა ლანგს ბინა გადაუცვლია და ქმარგაშორებულ შვილთან

გადასულა საცხოვრებლად. კირილეს ლამაზი ქალიშვილი რუსეთში გათხოვილა და

მამამისიც იქ გადასულა, აქ მარტო ყოფნას იქ მირჩევნიაო შვილიშვილებთან. ხამსა

„პახმელიაზე“ მომკვდარა. დილით ადრე გამოვიდაო ბალკონზე, მაისურის ამარა,

ხელში დაორთქლილი ბორჯომის ბოთლით. კარის მეზობლებს მიესალმა და სულ

ორი ყლუპის დალევა მოასწრო თურმე, საწყალმა, ინფარქტს დაურტყავს და იქვე

დაულევია სული. მეზობლებმა, ეტყობა არ ჰქონდა თორემ ნამთვრალევზე ერთი

ჭიქა ღვინო დაელია, გადარჩებოდაო. ტუბერკულიოზს მოერია და ინფარქტმა

მოუღო ბოლო. სამაგიეროდ ახალი წევრი შემატებია, დათა ზანდუკელი, კაგებეს

ყოფილი პოლკოვნიკი, პენსიაზე გასულა და საღამოობით საშასთან ერთად

არჩევდნენ ხოლმე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს ამ სკამზე.

ადრე დიდი ჩინოვნიკი იყო, პერსონალური მანქანა ემსახურებოდა, გამარჯობასაც

ცალყბად თუ გადმოაგდებდა, ცხვირაბზუებული დურთავდა ხოლმე თავს

სადარბაზოში.

მახსოვს, ერთ ზაფხულს ცივი წყალი გადაასხეს ქურდებმა მის ამპარტავნობას და

მსხვილ-მსხვილი ვარსკვლავებით მოჭედილ სამხრეებს. ბიჭვინთაში იყო წასული

ოჯახთან ერთად, დასასვენებლად. მის კარის მეზობელს, ფაშფაშა ზინას ჰქონდა

დატოვებული სახლის გასაღები, კანარის ჩიტებისთვის საკვები რომ დაეყარა და

დრო და დრო ყვავილები მოერწყო. პირველსავე კვირა დღეს, ორმა ახალგაზრდამ

დარეკა ზარი ზინას კარზე. ორივეს სავსე ჩანთები ეჭირათ ხელში. ერთგან

მწვანილი და ნიახურის ფოჩები მოჩანდა, მეორეგან მსუქან დედლებს ამოეყოთ

ჩაყვითლებული ბარკლები. აქეთ ნაადრვი ატმები და ღუდღუდა მარცვლებიანი

ყურძნის მტევნები იმზირებოდნენ.

- ბოდიშს გიხდით მშვენიერო ქალბატონო, დათა უნდა ჩამოსულიყო დღეს დილით,

სახლში არ ჩანს და ხომ არ იცით სად არის? - ღიმილით დაიღვარა ერთი მათგანი.

- ერთ კვირაზე ადრე არ ჩამოვლენ, ასე დამიბარესო, - ქათინაური შეიფერა და

ღაბაბიანი ყელი მოიღერა ზინამ.

Page 26: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

-ეგ ჩვენც ვიცით პატივცემულო, მაგრამ საქმე იმაშია რომ დათა სასწრაფოდ

გამოიძახეს სამსახურში, გუშინ საღამოს ველაპარაკეთ ტელეფონზე. ცოლშვილი

ათიოდე დღეს კიდევ დარჩება, ძალიან კარგი ამინდები ყოფილა და წამოსვლა არ

უნდათ, მაგრამ დათა სამსახურში გამოიძახეს სასწრაფოდ, დღეს დილით წამოვიდა,

მოხსენება უნდა მოამზადოს ხვალ დილისთვის.

-ვერაფერს გეტყვით, ჯერ არ მოსულა, - შეწუხდა ზინა.

-დათამ თქვა, გასაღები თქვენ გქონიათ, თუ არ შეწუხდებით, იქნებ კარები

გაგვიღოთ, ჩანთებს დავტოვებთ და მერე ქალაქში გავივლიდით დათას

დაბრუნებამდე.

ზინამ გასაღებების ასხმა მოარბენინა, კარები გაუღო და იქვე, დერეფანში გაჩერდა

ვიდრე პროდუქტს მაცივარში შეაწყობდნენ. ერთი მათგანი მალე მობრუნდა, ორი

ცალი მოზრდილი ატამი და ერთი მტევანი მსხვილმარცვლიანი, ქარვისფერი

ყურძენი გაუწოდა. - ინებეთ ქალბატონო, თქვენ ძალიან კეთილი გული გაქვთ და

ძალიან, ძალიან ლამაზი თვალები. - თუ ნებას დაგვრთავთ, ნამგზავრები ვართ და

წყალსაც გადავივლებდით...

-კი, რა თქმა უნდა, გაიოფლებოდით, გაუსაძლისი სიცხეები დაიჭირა ეს ოხერი...

და რა ვიცი, მაშინ მე წავალ და როცა მორჩებით გასაღები შემომაწოდეთ.

- მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა ახოვან ახალგაზრდას და თეძოების რხევით

წავიდა ზინა, დერეფანში სარკისკენ გაექცა თვალი, მძიმედ ამოიოხრა, - ათი

თხუთმეტი წლით უმცროსი მაინც ვიყო, დავუბრმავებდი თვალს ამ ტალიკ-ტალიკ

ბიჭებსო, - გაივლო აფართხალებულ გულში. სამზარეულოში შევიდა, ხილი

გარეცხა, ატამი გათალა და გემრიელად შეექცა. ათიოდე წუთის შემდეგ გამოვიდა,

კარები დაკეტილი დახვდა. იქვე დადგა და დაელოდა. მერე კარებს მიადო ყური,

შიგნით ჩამიჩუმი არ ისმოდა. გულმა რეჩხი უყო...თავი დაიმშვიდა, ასეთი

ზრდილობიანი ბიჭები ცუდს როგორ იკადრებენო. ფრთხილად დააკაკუნა, მერე

ზარი დარეკა, მუშტითაც აბრახუნა... ალბათ ქალაქში გავიდნენ და გასაღების

დატოვება თუ დაავიწყდათო, იფიქრა...

რაჟიკო ამოდიოდა კიბეებზე, ეცა და სხაპასხუპით მოუყვა ყველაფერს.

-გადაირიე ქალო? - უცხო ხალხი ბინაში როგორ შეუშვი? - იყვირა რაჟომ, -დათას

როგორ დავუკავშირდეთ ეხლა თუ იცი?

-ასე თქვეს, ბიჭვინთაში მივდივართო...პანსიონატში...

რაჟიკო კიბებზე დაეშვა, ზინაც გაჰყვა ლოყების ხოკვით.

Page 27: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

-ითათბირეს კაცებმა და მილიციაში უნდა დავრეკოთო, გადაწყვიტეს.

დათა მეორე დღესვე ჩამოვიდა. კარები რომ შეაღო, დაჭრილი ლომივით იღრიალა,

თავდაყირა დახვდა ყველაფერი. იატაკზე ხუთიოდე ატამი და სამი მტევანი

ყურძენი ეყარა. გროვებად ეყარა დაჭმუჭნული გაზეთები, ბალასტად რომ ჰქონიათ

ჩაწყობილი პროდუქტის ქვეშ ჩანთებში. თავად ჩანთები კი, სხვა, უფრო

მნიშვნელოვანი დანიშნულებისთვის გამოეყენებინათ.

ზინამ მაცივარი გამოაღო და შეიჭყიტა. უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, ის მსუქან-

მსუქანი დედლები უკანვე წაუღიათ იმ გათახსირებულებსო. ენაზე იკბინა, ვინ იცის

რა წაიღეს, მე კიდევ სისულელებს ვროშავო.

ფეხზე დადგა ქალაქის მილიცია, კრიმინალური ავტორიტეტებიც კი შეაწუხეს და

შეაფუცხუნეს, ყველამ ხელები გაასავსავა, მაგ საქმეში ჩვენი ხალხის ხელი არ

ურევია, ნამდვილად დილეტანტების გაკეთებულიაო.

დილეტანტები უძახე და უშიშროების ჩინოვნიკს კი უთავაზეს მტკივნეული

ალიყური.

არადა, ბუნებით ძალზე კეთილი და მხიარული კაცი ყოფილა, საინტერესო

მოსაუბრე.

ეს მხოლოდ მისი პენსიაზე გასვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ.

მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მისალმებას გვასწრებდა. ყველას ღიმილით

ელაპარაკებოდა, ერთი ორჯერ ლუდხანაშიც დაგვპატიჟა უბნის ბიჭები. ქუჩაში რომ

გვხედავდა, ჩერდებოდა, გამოგვკითხავდა, როგორ მიდისო საქმეები, წარმატებებს

გვისურვებდა და თავის დაკვრით გვემშვიდობებოდა. მეტამორფოზის აშკარა

დემონსტრაცია იყო სახეზე. რას იზამ, ეტყობა წესიერ ადამიანებსაც ერევა და

ღრწნის ძალაუფლება, ზოგს დროებით, ზოგს კი სამუდამოდ, მათდა

საუბედუროდ.

ამბობენ, მოხსნილი და ციხე გამოვლილი ჩინოვნიკები ყველა აბრეშუმივით

რბილდებიანო. კარგი იქნებოდა თუ პერიოდულად მოხსნიდნენ ან მიუსჯიდნენ

ყოველ მათგანს ორ სამ წელიწადში ერთხელ, თუნდაც ორ კვირიან სასჯელს მკაცრი

რეჟიმის კოლონიაში მოხდით, წინასწარ, პროფილაქტიკის თვალსაზრისით. რა, არ

იმსახურებენ თუ რა? ნებისმიერი მათგანი რომ დაიჭირო ყოველივე ახსნა

განმარტების გარეშე და ერთი ორი წელი პატიმრობა მიუსაჯო, ორიოდე დღე

იფიქრებს მშვიდად, თავისთვის, ბნელ საკანში და ყველაფერს რომ გაიხსენებს,

გაეხარდება კიდეც, ეტყობა ყველაფერი ვერ დამიმტკიცეს, ძალიან იოლადაც

გადავრჩიო.

Page 28: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

ისევ რეკავენ მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიის ზარები... ვინ იცის ვის უხმობენ... ან

სად უხმობენ....

გზას გავუყევი. გავიჭირვე და მუშთაიდამდე მხოლოდ ორჯერ დავისვენე.

პირველად მეტროსთან ჩამოვჯექი ბაზალტის ბორდიურებზე, კეპიანი მათხოვრის

გვერდით. ცოტა რომ შევისვენე, წამოვდექი და მხარზე ხელი წამოვარტყი, წამოდი

თითო გადავკრათ და ცოტა წავიხემსოთ მეთქი, ზედ მეტროს თავზე წამოჭიმული

რესტორნისკენ ვანიშნე თავით. - ფული მირჩევნია, ლუდის ყიდვას მე თვითონაც

მოვახერხებო როგორმე, - უკმეხად მიპასუხა...საფულეში ხუთლარიანი მოვნახე და

ჩავუგდე. ჰაერშივე დაიჭირა და ჯიბისკენ გააქანა, ძირს დაშვებაც არ აცალა. მერე

ფილტრიანი სიგარეტი ამოაძრო ნიკოტინისგან გაყვითლებული თითებით და

გააბოლა. ხასიათი მომეშხამა. არც მადლობა დასცდენია იმ ჩემი ცოდვით სავსეს,

არც შემოუხედავს, ალბათ გაქსუებული მილიონერი თუ ვეგონე? არადა მის

გვერდით რომ ჩამოვჯდე და მეც მუყაოს ყუთი დავიდგა წინ, მე უფრო

შემიბრალებდნენ ალბათ გამვლელები, ჩემი შესახედაობის პატრონს. ვინმესთან

დალაპარაკება მომინდა თორემ ერთი ჭიქა არყის დალევას და ორ ღერ საეჭვო

შემადგენლობის სოსისს დიდი კომპანია და სადღეგრძელოები რომ არ სჭირდება

ყველამ იცის.

პარკში პირველივე სკამზე მოვკალათდი და სული მოვითქვი. ბაღი სულ ცარიელია,

მოშორებით მებაღეს ვხედავ მხოლოდ, ბუჩქებს რომ სხლავს, ზანტად,

აუჩქარებლად. გვერდით თეთრ ტრიკოებში გამოწყობილმა არც თუ ისე

ახალგაზრდა ქალებმა ჩამირბინეს ყურებში გარჭობილი ყურსასმენებით. ოფლის

სახით ცდილობენ გამოდევნონ სხეულიდან ნოყიერი ტორტით მიღებული

უთვალავი კალორიები. ირგვლივ ჯერ სიწყნარეა, შადრევნებიც ჯერ ისევ დუმან,

აბა ტყუილად ხომ არ უნდა იჩხრიალოს წყალმა ამ საბაზრო ეკონომიკის ქალაქში? -

ჩიტებსაც ალბათ განრიგი ექნებათ, რომელი საათიდან ევალებათ დაიწყონ ჭიკჭიკი.

აუზის მიღმა ბერიკაცი ზის გრძელ ძელსკამზე, ობლად, ეულად, შელანძღული

ნაცრისფერი პიჯაკით და გაცრეცილი შლიაპით, ერთი ხელით ალუმინის ყავარჯენს

ეყრდნობა, მეორეში ჩიბუხი უკავია და დროდადრო ორთქლმავალივით აბოლებს.

მის წინ, იქვე ფეხებთან ორი მტრედი იქექება მტვრიან ქვიშაში, ნამცეცების პოვნის

იმედით.

ბავშვებს ჯერ სძინავთ, ან კარაქად ნაყიდ მარგარინიან პურს შეექცევიან უხალისოდ

და ნამძინარევ თვალებს მუშტით ისრესენ. ფეხბურთის გულშემატკივრები (თუკი

საერთოდ გროვდებიან აქ კიდევ?) და ჭადრაკის მოყვარული პენსიონერები

მოგვიანებით გამოვლენ ალბათ.

Page 29: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

უცხოდ და ეულად ვგრძნობ თავს, არადა როგორ მიყვარდა აქ გამოსვლა.

უბნის ბიჭები სულ აქ იკრიბებოდნენ. ჩოგბურთს ვთამაშობდით,

ბილიარდს...საღამოობით ორკესტრი უკრავდა... გოგოები დასეირნობდნენ წყვილ

წყვილად, ჯგუფებად. მათთან ერთად ვქანაობდით საქანელაზე... თავს

გვაწონებდნენ, გვეპრანჭებოდნენ, ჩვენც ვღლაბუცობდით გვიან ღამემდე...

პლეხანოვისკენ მინდა ავიღო გეზი, მაგრამ დღეს ისედაც ბევრი ვიარე. არც ხალისი

მაქვს მაინცდამაინც დიდი. იქაც გადასხვაფერებულია ყველაფერი, შეულესიათ,

შეუღებიათ, მოუპირკეთებიათ, ბევრი რამ შეუცვლით და ბევრიც ახალი

აუშენებიათ. თითქოს უფრო სუფთად და ლამაზად გამოიყურება ყველაფერი,

მაგრამ ჩემთვის ის აღარ არის, რაც ადრე იყო, ძველი ხიბლი და სითბო დაკარგა

თითქოს, მხოლოდ ტურისტული დატვირთვა მიიღო. ასე მგონია, ჩემთვის და

ჩემნაირებისთვის აღარ არის ეს უბნები. ვინმეს ნახვა რომ გინდოდა, იცოდი სად

გენახა, თუ იქ ვერ ნახავდი, გეტყოდნენ სად იქნებოდა. სადაც კი შეხვიდოდი,

სახელით თუ არა სახით მაინც გცნობდნენ, გესალმებოდნენ ყველგან,

საპარიკმახეროში, საყვავილეში, ლუდხანაში თუ რესტორანში...ბიბლიოთეკაშიც კი.

საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა კატეგორიულად რომ იკრძალებოდა,

სიტყვაზე გენდობოდნენ და რამდენიმე დღით სახლში გატანდნენ. ეხლა მე რომ

რესტორანში შესვლა გადავწყვიტო, კარებში გაჯგიმული ვიშიბალები არ შემიშვებენ

ალბათ, ვიდრე არ დარწმუნდებიან რომ ჯიბეში საფულე მაქვს და ამ საფულეში

კუპიურების გვარიანი დასტა. ან სულაც იმიტომ რომ უბრალოდ ჩემი გარეგნობა არ

მოეწონებათ, ან თმა, ან ჩაცმა... ამ და მრავალი სხვა მიზეზის გამო, რომელთა

ჩამოთვლითაც არ მინდა თავი მოგაბეზროთ, მე თვითონ ვგრძნობ თავს უცხოდ,

ნებისმიერ გადამთიელ ტურისტზე უფრო მეტად.

მანქანას ვაჩერებ და სახლის მისამართს ვეუბნები.

ფანჯარა გამოვაღე. ცოტათი მაინც რომ განიავდეს პალატა. აუტანელია

საავადმყოფოს ეს სპეციფიკური, შარდის, ოფლის და ჭუჭყის სუნის ნარევი. აქ

მოხვედრილი ადამიანები ხომ იშვიათად იბანენ ტანს - ერთნი ნერვიული სტრესის

გამო, მეორენი სიზარმაცის, სხვები კი პრინციპულად არ სარგებლობენ საერთო

საშხაპეთი. ამ უსიამოვნო სუნს ემატება წამლების, ანტისეპტიკების და იატაკის

მოასაწმენდი, ქლორის შემცველი სითხის „არომატიზირებული“ სუნი. ეს „საუცხოო

სურნელი“ ზღურბლის გადაბიჯებისთანავე ჯანმრთელ ადამიანებსაც კი უსიამოვნო

Page 30: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

შეგრძნებას ჰგვრის, რაღაც გაურკვეველს, შიშის, უძლურების, ნერვიული

აშლილობის და გულისრევის ერთობლიობას.

ცოტა ხანში ექთანი დახურავს ფანჯარას, ან რომელიმე ავადმყოფი აწუწუნდება და

მე მაიძულებს დავხურო, ამ გაგანია ზაფხულში. ორპირზე გაციების ეშინიათ, ან

გარედან ბაქტერიების შემოსევის, სულაც არ ანაღვლებთ რომ ბაქტერიები ჩაკეტილ

სივრცეში უფრო გაცილებით ინტენსიურად მრავლდებიან.

ჩემი საწოლი კუთხეში დგას, კარების პირდაპირ, ზედ საწოლის თავთან კი

ფანჯარაა. შედარებით კარგი ადგილი შემხვდა, თუ შეიძლება რომ რომელიმე

ადგილს კარგი უწოდო. სიტყვა კარგი ხომ ფარდობითია, იგივე წარმატებით

შეიძლება უხაროდეს პატიმარს სარკმელთან თუ მოახერხებს ადგილის

„გაჩალიჩებას“.

ჩემს გვერდით ანდრო წევს, პურის ქარხნის ყოფილი დირექტორი, ინფარქტის

დიაგნოზით. იქამდე ნიკა იყო მის ადგილზე, ერთდროულად კუჭის წყლულით და

მწვავე პროსტატით დაავადებული, ბარძაყზე ჩამოკიდებული შარდის ბოთლით.

ცოტათი დაცურებული ჰქონდა შიფერი, თავი წამაჭამა თავისი საგმირო

ისტორიებით, აფხაზეთში ვიბრძოდიო, ამდენი სახლი ავაფეთქე, ამდენი კაცი

მოვკალიო. ციფრები ავიწყდებოდა და ყოველ მოყოლაზე აორმაგებდა რაოდენობას.

მე სილიკონის საცობებს ვიკეთებდი ყურებში და დროდადრო თავს ვუქნევდი. ის კი

გაუთავებლად ტრაბახობდა დილიდან საღამომდე. მისი მონაყოლიდან თუნდაც

ერთი მეათედი მაინც თუ მართალია, ამდენი ცოდვით დამძიმებული, ღამე ესე

მშვიდად როგორ ხვრინავს ნეტა... როგორ შეუძლია იამაყოს იმითი რომ ვიღაც

მოკლა. წესიერი კაცი ხომ ამას არ ჩაიდენდა და თუ ჩაიდენდა თუნდაც საკუთარი ან

ოჯახის წევრის სიცოცხლის დაცვის მოტივით, ეს ცოდვა ხომ მთელი სიცოცხლის

მანძილზე დატანჯავდა, არ მოასვენებდა...

მე არავის არ ვახვევ თავს ჩემს მოსაზრებას მაგრამ ჩემს დაბინდულ გონებას არ

ესმის, რა საჭირო იყო სამოქალაქო ომი, თუკი შედეგად დიქტატურას და

კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანას მივიღებდით, რა საჭირო იყო ლოკალური ომების

წამოწყება თუკი ტერიტორიის ნახევარს დავკარგავდით. ვისაც ძალა აქვს, ჭკუა არ

სჭირდებაო და უჭკუო თავი კიდევ ფეხებს არ აძლევდაო მოსვენებას...

ანდროს თოფი არ სჭერია ხელში, ამ მრავალწლიან არეულობაში პურის

დეფიციტით უსარგებლია და დიდი ძალი ფული „მოუტეხია“ ტილებიანი ფქვილით

გამომცხვარი პურით (სწორედ მაშინ, პრემიერმინისტრი რომ გვამშვიდებდა,

თერმული დამუშავების შემდეგ ტილების შემცველი ფქვილისგან გამომცხვარი

პური სულაც არ არის მავნებელიო?!), მაგრამ ამ საცოდავს გამოყენება კი ვერ

მოუსწრია, დევალვაციას გაუწყალებია მთელი მისი ნაალაფარი, „პადუსკის“

რეზინით შეკრული ასიგნაციების დასტები. ჰოდა, ამდენი დარდით გასიებულმა

Page 31: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

გულმა საჭიროზე მეტი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა დაიწყო გალაყებულ

ტვინში და გზად, სადაც სუსტი ადგილი ნახა იქ გასკდა. ფულს, მით უმეტეს

ნაპარავს, ყოველთვის როდი მოაქვს თურმე ბედნიერება.

გაფაშფაშებული ცოლი აკითხავს ხოლმე. კი უთხრეს, შემწვარი და მოხრაკულისგან

თავი უნდა შეიკავოო მაგრამ მაინც ტაფაზე შემწვარი წიწილები მოაქვს ყოველდღე.

არც ძეხვებს და დაბრაწულ კარტოფილს აკლებს, არც კიტრსა და პამიდორს,

წითელსა თუ მწვანე წიწაკასთან ერთდ. კარადა გაძეძგილი აქვს, ახალს რომ

მოიტანს, წინა დღეს მორჩენილს ხმაურით აწყობს ჩანთში და უკანვე მიაქვს

ბურტყუნით. ხორაგს არ აკლებს, მაგრამ სულ ბუზღუნით ელაპარაკება. ეს

საყოველთაო სენია, არავის უხარია ახლობლის ავადმყოფობა, უმრავლესობა ვერ

ახერხებს თანაგრძნობის გამოხატვას, საჭირო სიტყვების გამონახვას, თუნდაც

გაღიმებას და ბრაზდება ავადმყოფობაზეც, საკუთრ დისკომფორტზეც, მის გამო

რომ შეექმნა.

გუშინ, ანდრო რომ წალასლასდა ტუალეტში, მის მეუღლეს გამოველაპარაკე

პირველად, (ისე შემოდის და მიდის ერთხელაც არ დასცდენია არც გამარჯობა და

არც ნახვამდის) - დილით შემოვლა იყო და მკურნალმა ექიმმა თქვა, ანდროს

ჯანმრთელობა პროგრესულად უმჯობესდება მეთქი, ვუთხარი. უხმოდ დამიქნია

თავი და თავისი საქმიანობა განაგრძო. - გავკადნიერდები ქალბატონო და

შეგახსენებთ რომ ასეთი დაავადების განკურნებისას სიმშვიდე და სულიერი

წონასწორობაა ყველაზე უკეთესი საშუალება, მასთან საუბრისას თუ ცოტათი უფრო

რბილ ტონს შეარჩევთ არ იქნებოდა მეთქი ურიგო, დავამატე. - კეთროვანივით

შემომხედა, დამცინავად ჩაიქსუტუნა ცხვირში და ზურგი მაქცია.

ახიცაა ჩემზე, დაეტიე რა, შენთვის, არა მკითხე მოამბე მიტყიპე და მიაგდეო,

ნათქვამია, - დააჭირე რა, ენას კბილი.

რომ ჩამოვედი, პირველ დღეებში თავს კარგად ვგრძნობდი თითქოს, ვიფიქრე

თბილისის ქუჩების ჰაერმა მარგო მეთქი, აგრერიგ უხვად რომაა გაჟღენთილი შავი

ჯიპების მსხვილი მაყუჩებიდან გამოტყორცნილი ნამწვი აირების „სურნელით.“

ტყუილად ვიტყუებდი თურმე თავს, სატკივარმა ჯერ მსუბუქად, მორიდებით

შემახსენა თავი, მერე გათავხედდა და რამდენიმე დღეში ყელშიც წამატანა ხელი.

აქ გაძლება კი უფრო მიჭირს, პალატის ნაცრისფერი კედლები მაწუხებენ და

მთრგუნავენ, ეს დახუთული ჰაერიც მაცოფებს. უკვე დიდი ხანია რაც ამ დღეში ვარ,

საშველი არ ჩანს, მკურნალობას არავითარი შედეგი არ მოაქვს, პირიქით,

სტაბილურად უარესდება ჩემი მდგომარეობა, ჰოდა მეც გადავწყვიტე ბოიკოტი

Page 32: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

გამოვუცხადო ყოველგვარ მედიცინას და ვეცადო შევეგუო არსებულ რეალობას,

მაგრამ როდემდე? - მოთმინებასაც რომ აქვს საზღვარი?

ერთი კვირაა, ასე ვთქვათ მკურნალობენ. უკვე რამდენიმე დღეა გაწერას

ვთხოულობ. ექიმი ყურსაც არ მიგდებს, თითქოს კედელს ველაპარაკები. ზოგჯერ

მეცოდება კიდეც, მკერდში ალბათ კუნძი თუ უდევს ხავსიანი, გულის ნაცვლად,

არადა ახალგაზრდა ქალია. ისე გებყრობიან თითქოს სამადლოდ შეგიფარეს და შენი

გადასახადით არ ღებულობდნენ ხელფასს.

დღეს დამადგა საშველი, „ამნისტია“ შემეხო. პალატის ექიმთან შემაგორეს, ამაყად

რომაა გაჭიმული რბილ სავარძელში. მოწყალება მოიღო, ზემოდან გადმომხედა

უგემოვნოდ შეღებილი თვალებით, ხელოვნური წამწამები დააფახურა და ისევ

მონიტორზე გადაიტანა მზერა. ალბათ გამეცინებოდა, სატირლად რომ არ მქონოდა

საქმე. გამყიდველს და კონსულტანტს არ ღებულობენ სამსახურში თუ

ზრდილობიანი სიტყვა პასუხი არა აქვს და მთელი დღე ყურებამდე არ იღიმება.

ნეტა გამაგებინა, ამათ რა ოხრობა სჭირთ, ყველას ისეთი მოჟამული სახეები რომ

აქვთ, თითქოს პროცენტიანი ვალი მქონდეს მაგათი და თავნსაც აღარ ვუბრუნებდე.

მდუმარედ მოვისმინე მისი მენტორის ტონით შესრულებული გრძელი მონოლოგი,

კომპიუტერის ეკრანიდან რომ წამიკითხა: რომ გამიმართლა და სწორედ ამ

საავადმყოფოში მოვხვდი, რომ საუკეთესო სპეციალისტებმა ყველაზე ინოვაციური

მეთოდებით მიმკურნალეს, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელო თაბახის

ფურცელზე ჩამოწერილი მედიკამენტების მიღება თუ მინდა რომ კარგად გავხდე.

და თუ უკეთესობას ვერ ვიგრძნობ ისევ ამ საავადმყოფოში უნდა დავბრუნდე და

გავაგრძელო მკურნალობა.

-იქნებ ორიოდ სიტყვით გამარკვიოთ ქალბატონო, რა დიაგნოზს ვარაუდობთ, რაზე

მიმკურნალეთ და რამდენად დამაკმაყოფილებლად მიგაჩნიათ პროგრესი? ... და

კიდევ, რას ეყრდნობოდით, ამდენი ანტიბიოტიკები რომ მასვით და მიშხაპუნეთ

ვენებში? ... მე ხომ არავითარი ინფექციური დაავადება არა მჭირს? ... იქნებ

ამიხსნათ, რა აუცილებლობა იყო ამისი? - გაჭირვებით ამოვღერღე...

-გიმკურნალეთ ყველანაირად და გავაკეთეთ ყველა საჭირო პროცედურა რაც

საჭიროდ ჩვთვალეთ. - სამადლოდ მოსხიპა მოკლე პასუხი, ქედმაღლურად,

ბრალმდებელი პროკურორის ტონით.

ნებისმიერმა დილეტანტმა იცის რომ ანტიბიოტიკებს აძლევენ მხოლოდ უკიდურეს

შემთხვევაში, როცა იმუნური სისტემა უძლურია გაანადგუროს გარკვეული

სახეობის აგრესიული ბაქტერიები. - ოდესღაც ანტიბიოტიკებს უნიშნავდნენ ყველას,

როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას, ზოგჯერ საკვებშიც კი უმატებდნენ საკმაოდ

Page 33: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

დიდი დოზებით. დღეისთვის კი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან და

მინიმუმამდეა შეზღუდული მათი გამოყენება, რადგან როგორც აღმოჩნდა

ორგანიზმის თვითდაცვის უნარს აქვეითებს, ხოლო მავნებელი ბაქტერიები,

პირიქით, ანტიბიოტიკების მიმართ თავად გამოიმუშავებენ იმუნიტეტს და უფრო

„იწრთობიან“. ან განა მე უნდა ავუხსნა ექიმს რომ ხანგრძლივი მოხმარების

შემთხვევაში ანტიბიოტიკებს კაცეროგენულ კატეგორიას მიაკუთვნებენ?

მინდა ფეხზე წამოვდგე და პირში მივახალო რასაც ვფიქრობ მასზე და მისი

კვალიფიკაციის შესახებ, რომ ჩალის ფასი აქვს იმ დიპლომის ნაგლეჯს, რომლის

მიღება თუ შეძენა მოახერხა რაღაც მანქანებით, რომელიღაც ორღობის

უნივერსიტეტში, თუკი არ გააჩნია ელემენტალური შინაგანი კულტურა, მოწოდება,

იყოს მკურნალი, აკეთოს სიკეთე, ავადმყოფს შვება მოჰგვაროს, ორიოდე სიტყვით

დაამშვიდოს და თითონაც ვალმოხდილმა იამაყოს თავისი პროფესიით....შეიგნებს

კი რამეს, რომ შევახსენო იმ მსახიობთა გვარები, კომედიურ როლს რომ

თამაშობდნენ მაშინაც კი როცა სახლში მიცვალებული ესვენათ, სპექტაკლი რომ არ

ჩავარდნილიყო?... ესენი კიდევ თავის უგუნებობას პაციენტებზე აფრქვევენ.

უილაჯოდ ხელს ვიქნევ მხოლოდ და სანიტარს ვანიშნებ გამაგოროს

გასასვლელისკენ.

რას იზამ, ასეთია სისტემა. ეს ხომ ბიზნესია, ამათი ფუნქცია მხოლოდ იმით

განისაზღვრება, პროცედურები გაწელონ, თანხა მაქსიმალურად აითვისონ, მისცენ

სასარგებლო თუ უსარგებლო დანიშნულება, რაც შეიძლება მეტი საეჭვო

წარმოშობის მედიკამენტები, რათა საკუთარი ფინანსური საკითხები გადაჭრან

წარმატებით. ასეა აწყობილი ქვეყანა, ვერაფერს შეცვლი. ადამიანი, როგორც

სამუშაო ძალა, იქამდეა საჭირო ბიზნესისთვის და სახელმწიფოსთვის, ვიდრე

ჯანმრთელია და ახალგაზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში რაც უფრო ადრე

განუტევებს ტანჯულ სულს, მით უკეთესი ცოცხლად დარჩენილთათვის.

ლერია მოსული ჩემს წასაყვანად, მეხმარება და გაჭირვებით ვთავსდები მანქანის

უკანა სავარძელზე. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ წარმოვიდგინო თავი სადმე

ზღვის კლდოვან სანაპიროზე, ბობოქარი ტალღები გამწარებული რომ ეხეთქებიან

ნაპირს, მე ლოდზე ჩამომჯდარს მუხლებამდე აქაფებულ წყალში მაქვს ფეხები

ჩაკიდებული და ვიცქირები შორს, ძალიან შორს, ჰორიზონტამდე, ან იქნებ უფრო

შორს. ვცდილობ, მაგრამ ვერაფერს ვხედავ, ვერაფერს, ნაცრისფერი ნისლის მეტს.

ოფლით დაცვარულ შუბლს ხელის ზურგით ვიწმენდ და შეშუპებულ თვალებს

ვახელ, ფანჯარას ვაღებ.

Page 34: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

უზარმაზარი ლენდ კრუიზერის მძღოლმა, აქამდე გვერდით რომ მოგვყვებოდა და

ყოველ წუთს ნერვიულად აწვალებდა კლაქსონს, მკვეთრად მიადგა ფეხი

აქსელერატორს და შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის მიუხედავად ტყვიასავით

გავარდა წინ. ჩვენდამი „ღრმა პატივისცემის“ ნიშნად კი კვამლის გრძელი, შავი

შლეიფი დაგვიტოვა.

ლერი სართულებიან გინებას აგზავნის მისი ყველა ახლობლის ზუსტი მისამართით

და ანატომიური ორგანოების დაზუსტებით (არ მეგულება ქვეყანა სადაც გინება ასე,

ხელოვნების უმაღლეს დონეზე ჰქონდეთ დახვეწილი, როგორც აქ, ამ ჩემს სანაქებო

სამშობლოში). წარმოდგენილი მაქვს როგორი გაჭირვებით იკავებს თავს რომ არ

წამოეწიოს და დაამტვრიოს ძვლებში, თვისი ღონიერი ტორებით, ამის ნაცვლად კი

გამწარებით ურტყავს მუშტს საჭეს და მხოლოდ კბილებს აღრაჭუნებს. იმ წლების

დაბრუნებას ნატრობს, ავტომატგადაკიდებული, ქამარზე პისტოლეტჩამოკონწიებუ-

ლი რომ დააბოტებდა ქალაქში, დამფრთხალი ადამიანები გზას რომ უთმობდნენ ან

სულაც ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ, შარისგან შორს რომ დაეჭირათ თავი.

თმენას გვავალდებულებს ბიბლიაც და კანონიც. ამ ცენტნერნახევრიან კაცს დღემდე

მოჰყვება თავისი მოუთმენლობით და თავშეუკავებლობით მომკილი უხვი

„მოსავალი“, დაუსრულებელი სასამართლოების თუ ადვოკატების და კიდევ

მრავალი სხვა მატერიალური თუ მორალური ზარალის ანაზღაურების

ვალდებულებების სახით. თავს ზევით ძალა არააო და ესეც ცდილობს შეეგუოს

ყველაფერს და ასპირინის აბებივით ყლაპავს ყოველგვარ შეურაცხყოფას და

უტიფრობას. მაღაზიასთან აჩერებს.- სიგარეტს ვიყიდიო. ჯიბეში ვიქექები, რაღაც

კუპიურას ვპოულობ და ვაწოდებ.

-ერთი ბოთლი იაფფასიანი ვისკი მიყიდე, ოღონდ ფალსიფიცირებული არ

იყოს...მმმმ...არა, ისევ ჯობია არაყი იყოს, რუსული... (რომ ვიცნობ ქართველ

„მარიფათიან“ ბიზნესმენებს, ამიტომაც ვამჯობინებ რუსულს...თუნდაც

ჩამქოლონ...)

მალე ბრუნდება, სიგარეტს იღებს და ხარბად ეწევა. ზედმეტი წონა აწუხებს,

სუნთქვა უჭირს მაგრამ მაინც ეწევა. მეც მინდა მოწევა, მინდა ღრმად ჩავისუნთქო

მწარე ბოლი, პირველსავე ნაფაზზე მსუბუქ თავბრუსხვევას რომ მგვრის. ბოთლს

ვხსნი და დინჯად ვსვამ ორიოდ ყლუპს. საზურგეზე ვწვები და შედეგს ველოდები.

ჯერ მუცელში ვგრძნობ სასიამოვნო სითბოს, მერე ძარღვებში... მომენტალურად

გაიწოვეს სისხლძარღვებმა ალკოჰოლი და თავის ტვინისკენ გადაამისამართეს.

შვებას ვგრძნობ.

იქვე ბორდიურზე ჩამოჯდა. მის ზურგს უკან, ფუკსიას ფერის

უნიფორმიანი, სიმპათიური ქალბატონი უგულოდ იქნევს გრძელტარიან ცოცხს და

მტვრის კორიანტელს აყენებს. ჟილეტის ფლიკერის ზოლებიანი კალთები ზანტად

Page 35: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

ირხევიან იქით-აქეთ. ალბათ ყოფილი მასწავლებელია, ან სულაც ბიბლიოთეკარი,

ბიბლიოთეკა რომ გაუყიდეს და ქუჩაში მოისროლეს... ლერის აზიურად აქვს

მორთხმული ფეხი და ცისფერი ბოლის რგოლებს უშვებს პირიდან. კიდევ ერთხელ

მოქაჩა და ქვემოდან ამომხედა. ნამწვავი შორს მოისროლა და საჭესთან მოთავსდა

გაჭირვებით. სავარძელი ბოლომდე აქვს გაწეული უკან, მაინც არ ეტევა.

-აღარ იტყვი რა გითხრეს?

-ვინ?

-ვინ, ვინ? - ვინ და ექიმებმა, არაფერი გითხრეს?

-კი როგორ არა, მითხრეს... კაი ბიჭი ხარო, ისიც მითხრეს თუ კარგად მოიქცევი და

დაგვიჯერებ, შეიძლება კარგადაც გახდეო...

-მაგლახავებ?

-ეგრეც რო იყოს რა მერე? -ისინი მე მაგლახავებენ, მე - შენ, შენ სხვებს და ვიქნებით

ასე გლახაობა - მაიმუნობაში. - რას მეტყოდნენ არ იცი რო?... სუფთა ჰაერზე იარე,

არ დალიო, არ მოსწიო, ქალებს არ გაეკარო, არ ინერვიულო, კარგად იკვებეო და

საერთოდ... ბედნიერი და უდარდელი ცხოვრებით იცხოვრეო.

-მერე, მადლობა არ უთხარი რჩევებისთვის?

-კი, როგორ არა, დავბრუნდი და მეორედაც ვუთხარი, მათი რჩევები კი ბლოკნოტში

ჩავიწერე რომ არ დამავიწყდეს და დილა საღამო გადავიკითხო ვითარც ფსალმუნი.

ის ღია ფანჯარაში იფურთხება და მანქანას ქოქავს.

ეზო მანქანებითაა სავსე, რომ იტყვიან, დასაფურთხებელი ადგილიც კი აღარააო

დარჩენილი. ჩვენც ცუდად გავაჩერეთ, სულ ცოტა ორ-სამ მანქანას ჩავუკეტეთ

გამოსასვლელი. მოშორებით მიშა შევამჩნიე, ჩემი მეზობელი, ბმვ გარაჟის წინ

გაეჩერებინა, იმ გარაჟის, ჩემს არყოფნაში, ჩემს სადგომზე რომ აუშენებია

უსინდისოდ, და როცა ვნახე უსირცხვილოდ თავსაც რომ იმართლებდა, არ ვიცოდი

შენი თუ იყო თორემ მაგას როგორ გავაკეთებდიო. ერთი ძალზე წყნარი, მორცხვი

ბავშვი იყო, ჩემს თვალწინ გაიზარდა. გამარჯობას თუ გაბედავდა და გეტყოდა,

Page 36: აზროვნებს gelauri.pdfაზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო? ვინც არის

მაშინაც კი წითლდებოდა. მერე, როცა წამოიზარდა, პაპამისის თხოვნით ჩემმა

კარის მეზობელმა დააწყებინა მუშაობა პარლამენტის დაცვაში. ორიოდ წელიწადში

ისე შეიცვალა ეს წესიერი ყმაწვილი, ვეღარ იცნობდი. მორცხვი მიშა უტიფარ მიხოდ

გადაიქცა.

მანქანა დისტანციურად ჩაკეტა და სადარბაზოსკენ წამოვიდა ჩასუქებული

თეძოების ქანაობით.

სისხლი მომაწვა სახეში, სული შემეხუთა. მანქანის ღია კარებზე ჩამოვეყრდენი და

თვალები დავხუჭე, ღრმად შესუნთქვა ვსინჯე რამდენჯერმე,

გაჭირვებით. რევოლვერის სახელური ჩავღუჭე მაგრად ჯიბეში.

-მიშა! -ხმადაბლა დავუძახე.

გამეორება არ დამჭირვებია, მკვეთრად შეჩერდა, ნელა მოიხედა. თითით ვანიშნე

ახლოს მოდი მეთქი. ორიოდ ნაბიჯი გადმოდგა, ისევ გაჩერდა, რაღაც საფრთხე

იყნოსა თითქოს, ცხოველური ინსტიქტით. ისევ თავბრუ მესხმის, მანქანის კარები

მაკავებს თორემ გავიშოტებოდი მტვრიან ასფალტზე.

რევოლვერი ამოვიღე და დასუსტებულ ხელში რომ მემძიმა, მეორე ხელიც

შევაშველე. ორივე ხელი წინ გამოსწია, გაღიმება სცადა, ვითომ გაეხარდა ჩემი

დანახვა...რაღაცის თქმაც დააპირა, ან იქნებ თქვა კიდეც...მისი ქვედა ტუჩის

მოძრაობა შევამჩნიე მხოლოდ, ან იქნებ შიშისგან ჩამოვარდნილი ყბის ცახცახი იყო

მხოლოდ, ვერც მის ფლიდ თვალებში დავინახე რამე, მინის გამჭირვალე

ბურთულების გარდა. სასხლეტს ნელა მოვქაჩე, გასროლის ხმა არ გამიგია, კვამლი

რომ გაიფანტა, სისხლი დავინახე, წარბებსშუა აბაზიანის ოდენა ნახვრეტიდან რომ

მოთქრიალებდა. ჯერ ისევ ფეხზე იდგა, მეორედ რომ ვესროლე. პერანგის საყელოც

შეიღება წითლად...

ვერ დავინახე როგორ დაეცა, არც დაცემის ხმა გამიგია, ბინდი ჩამოწვა ერთბაშად

ირგვლივ... არადა როგორ მინდოდა დამენახა...