ბრიტანელი მწერლის ქართული ... · 2017-07-10 ·...

6
28 N13, 2017 რუბრიკა: ნომრის სტუმარი ბრიტანელი მწერლის ქართული ოჯახი და მისი ვამპირული ომები ავტორი: მაია გაბუნია ამაზონის ონლაინ მაღზიის მკითხველებს საკუთარი წიგნები ასე წარუდგინა: „ვამპირული ომების საქართველოში პირველად გამოცემის შემდეგ პრეზენტაციაზე მკითხველების თხოვნით წიგნებს ხელს ვაწერდი, როდესაც უცნობი, ჭაღარა მამაკაცი მომიახლოვდა და მითხრა: „შემდეგი წიგნი ანგელოზებზე უნდა დაწეროთ“. ზრდილობიანად გავუღიმე და ვუპასუხე, რომ ამაზე ვიფიქრებდი, შემდეგ კი გადამავიწყდა. ამ ზაფხულს კი ანგელოზებმა შემომიტიეს. ურეკში ყოფნისას ერთი შეხედით ჩვეულებრივი იდეა დამებადა დასასვენებლად მყოფი გოგონასა და ბიჭის შეხვედრის შესახებ. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ზაფხულის სტანდარტულ რომანს ჰგავს, თუმცა ვინც მიცნობს, იცის, რომ „სტანდარტულ“ ამბებზე არ ვწერ. ბიჭი დემონი იყო. გოგონას კი ანგელოზი იცავდა. სამ დღეში 75 გვერდი დავწერე, შემდეგ კი ჩემს ანგელოზებსა და დემონებს კარი მივუხურე – იძულებული ვიყავი, რადგან ვამპირული ომების მე-5 წიგნი უნდა დამესრულებინა, რომლის რედაქტირებული ვერსია მალე იქნება მზად. რა თქმა უნდა, ანგლოზებიც და დემონებიც კარზე აბრახუნებენ, რათა მათი ამბავიც დაიწეროს. და მე მათ შევპირდი, რომ ამ კარს ახლა არა, მაგრამ მალე გავუღებ. ვიცი, რომ როცა ეს დრო დადგება, ყველაფერი შესანიშნავად გამოვა... ქეით რუთ დეივისი ყოველთვის მზადაა თავად წარუდგინოს აუდიტორიას ქართულ ენაზე თარგმნილი საკუთარი წიგნები, შეხვდეს მოსწავლეებს, რომლებმაც უკვე გაიცნეს მისი პერსონაჟები, ესტუმროს არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების სკოლებს. ყოველი მომდევნო შეხვედრისათვის განსაკუთრებულად ემზადება. პრეზენტაციისას მის ჩაცმულობაში თუ აქსესუარებში აუცილებლად შეამჩნევთ „ვამპირულ“ შტრიხებს... სიამოვნებით პასუხობს მკითხველს ფეისბუკის გვერდზე, ზოგიერთისათვის ის ფაქტი, რომ საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მწერალი მათ თავად პასუხობს, ძალიან შთამბეჭდავია. კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, მარტივი პასუხი აქვს – ქართველი მამაკაცი შეუყვარდა... ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ, ქეითის მომავალი მეუღლე, დიმა დოლაბერიძე იმ დროს ინგლისში ცხოვრობდა და მუშაობდა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნება მოუხდა მამის ავადმყოფობის გამო. ქეითის პირველი ვიზიტი მომავალ სამშობლოში ტურისტის რანგში შედგა. მაშინ მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვა იცოდა. დღეს თითქმის ყველაფერი ესმის და საუბარსაც ახერხებს, თუმცა ამ მხრივ საკუთარი მიღწევებით კმაყოფილი არ არის და ქართულად ლაპარაკს ამიტომ ერიდება. ჩვენი საუბარი მასთან ტრადიციული კითხვით დაიწყო:

Transcript of ბრიტანელი მწერლის ქართული ... · 2017-07-10 ·...

Page 1: ბრიტანელი მწერლის ქართული ... · 2017-07-10 · თორნიკე. სამივენი ქართულად და ინგლისურად

28 N13, 2017

რუბრიკა: ნომრის სტუმარი

ბრიტანელი მწერლის ქართული ოჯახი და მისი ვამპირული ომებიავტორი: მაია გაბუნია

ამაზონის ონლაინ მაღზიის მკითხველებს საკუთარი წიგნები ასე წარუდგინა: „ვამპირული ომების საქართველოში პირველად გამოცემის შემდეგ პრეზენტაციაზე მკითხველების თხოვნით წიგნებს ხელს ვაწერდი, როდესაც უცნობი, ჭაღარა მამაკაცი მომიახლოვდა და მითხრა: „შემდეგი წიგნი ანგელოზებზე უნდა დაწეროთ“. ზრდილობიანად გავუღიმე და ვუპასუხე, რომ ამაზე ვიფიქრებდი, შემდეგ კი გადამავიწყდა.

ამ ზაფხულს კი ანგელოზებმა შემომიტიეს. ურეკში ყოფნისას ერთი შეხედით ჩვეულებრივი იდეა დამებადა დასასვენებლად მყოფი გოგონასა და ბიჭის შეხვედრის შესახებ. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ზაფხულის სტანდარტულ რომანს ჰგავს, თუმცა ვინც მიცნობს, იცის, რომ „სტანდარტულ“ ამბებზე არ ვწერ. ბიჭი დემონი იყო. გოგონას კი ანგელოზი იცავდა. სამ დღეში 75 გვერდი დავწერე, შემდეგ კი ჩემს ანგელოზებსა და დემონებს კარი მივუხურე – იძულებული ვიყავი, რადგან ვამპირული ომების მე-5 წიგნი უნდა დამესრულებინა, რომლის რედაქტირებული ვერსია მალე იქნება მზად. რა თქმა უნდა, ანგლოზებიც და დემონებიც კარზე აბრახუნებენ, რათა მათი ამბავიც დაიწეროს. და მე მათ შევპირდი, რომ ამ კარს ახლა არა, მაგრამ მალე გავუღებ. ვიცი, რომ როცა ეს დრო დადგება, ყველაფერი შესანიშნავად გამოვა...

ქეით რუთ დეივისი ყოველთვის მზადაა თავად წარუდგინოს აუდიტორიას ქართულ ენაზე თარგმნილი საკუთარი წიგნები, შეხვდეს

მოსწავლეებს, რომლებმაც უკვე გაიცნეს მისი პერსონაჟები, ესტუმროს არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების სკოლებს. ყოველი მომდევნო შეხვედრისათვის განსაკუთრებულად ემზადება. პრეზენტაციისას მის ჩაცმულობაში თუ აქსესუარებში აუცილებლად შეამჩნევთ „ვამპირულ“ შტრიხებს...

სიამოვნებით პასუხობს მკითხველს ფეისბუკის გვერდზე, ზოგიერთისათვის ის ფაქტი, რომ საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მწერალი მათ თავად პასუხობს, ძალიან შთამბეჭდავია.

კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, მარტივი პასუხი აქვს – ქართველი მამაკაცი შეუყვარდა... ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ, ქეითის მომავალი მეუღლე, დიმა დოლაბერიძე იმ დროს ინგლისში ცხოვრობდა და მუშაობდა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნება მოუხდა მამის ავადმყოფობის გამო. ქეითის პირველი ვიზიტი მომავალ სამშობლოში ტურისტის რანგში შედგა. მაშინ მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვა იცოდა. დღეს თითქმის ყველაფერი ესმის და საუბარსაც ახერხებს, თუმცა ამ მხრივ საკუთარი მიღწევებით კმაყოფილი არ არის და ქართულად ლაპარაკს ამიტომ ერიდება. ჩვენი საუბარი მასთან ტრადიციული კითხვით დაიწყო:

Page 2: ბრიტანელი მწერლის ქართული ... · 2017-07-10 · თორნიკე. სამივენი ქართულად და ინგლისურად

29N13, 2017

– როგორი იყო თქვენი პირველი შაბეჭდილება საქართველოზე?

– ზღაპრული ქვეყანაა! მითუმეტეს, როდესაც სტუმარი ხარ და ტურისტის თვალით უყურებ ყველაფერს, მხოლოდ სასიამოვნოს ხედავ, პრობლემებს ვერ ამჩნევ. პირველი, რამაც მომნუსხა, იყო ულამაზესი ბუნება. მოვიხიბლე კულტურული მრავალფეროვნებითაც ამ პატარა ქვეყანაში. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერისიონის სიმღერა და რგოლი „შატილის ასულო“. ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა, სუხიშვილების დასის დიდი გულშემატკივარი ვარ. ცხადია, დაუვიწყარია ქართული სტუმართმოყვარეობა და სუპერ სუფრა. როდესაც პირველად აღმოვჩნდი სუფრასთან, სადაც უამრავი კერძი იყო, ყველა ცდილობდა თითოეული კერძის გასინჯვა ან ქართული ღვინის დაგემოვნება დაბეჯითებით შემოეთავაზებინა. თავიდან მერიდებოდა, შემდეგ ნელ-ნელა უარის თქმა ვისწავლე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებული სტუმარი კი არა, უბრალოდ დიმას მეუღლე ვიყავი, რომელიც მეგობრად და შინაურად მიიღეს. ასე დაიწყო მომდევნო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.

– როგორი აღმოჩნდა ეს ეტაპი?– მშვენიერი, მაგრამ დადგა ენის სწავლის

აუცილებლობა. ხანგრძლივად ქართული ენის კურსებზე სიარული ვერ შევძელი, თუმცა დღეს თითქმის ყველაფერი მესმის და ყოველდღიურ საუბრებსაც ვახერხებ ქართულად. ცხადია, პოლიტიკური ან ფილოსოფიური საუბრების წარმართვა გამიჭირდება, თანაც, ვაღიარებ, რომ ამ მხრივ გამბედაობაც მაკლია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნებოდი თამამად ესაუბრათ ინგლისურად და არ შეშინებოდათ შეცდომების დაშვების, თავად ეს არ გამომდის.

– როგორ წარიმართა თქვენი საქმიანობა თბილისში?

– საქართველოში ჩამოსვლისას ინგლისურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება მქონდა. 6

წელი ბარსელონაში ვცხოვრობდი და ინგლისური ენის პედაგოგად ვმუშაობდი. ასე რომ, ინგლისურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. 2014 წელს კი საკუთარი თავი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დავაყენე და ინგლისურენოვანი გაზეთის „Geor-gia Today“-ს რედაქტორის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. ჟურნალისტური გამოცდილება არ მქონდა, თუმცა საქმიანობაში ძალიან დამეხმარა ის გარემოება, რომ შემოქმედებითი წერა ჩემთვის საკმაოდ ახლობელი და ნაცნობი სფერო იყო. გაზეთის სტილი და იერი შევცვალეთ, ვებგვერდის განახლებაც შევძელით. შემდეგ კი განათლების მიმართულებით ცალკე გამოცემაც დავამატეთ, რომელიც ახალგაზრდებისათვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას შეიცავს და მათ ენის სწავლასა თუ დახვეწაშიც ეხმარება.

Page 3: ბრიტანელი მწერლის ქართული ... · 2017-07-10 · თორნიკე. სამივენი ქართულად და ინგლისურად

30 N13, 2017

– ჟურნალისტის როლში როგორ იგრძენით თავი?– ცხადია, ჟურნალისტობა ჩემთვის ახალი ამპლუა

იყო, მაგრამ დღეს ეს საქმე ძალიან მიყვარს, ვეცნობი უამრავ ინფორმაციას საქართველოს კულტურული, ტურისტული, სოციალური ასპექტების შესახებ, სიამოვნებით ვსწავლობ ქვეყნისა და ხალხის ცხოვრების თავისებურებებს. სისტემატურად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. სამთავრობო პროექტების გაშუქებაც გვიწევს. ბევრი საინტერესო და საჭირო პროექტი განხორციელდა, ეს ინფორმაცია შეიძლებოდა არც მქონოდა, თავად რომ არ ვესწრებოდე ხოლმე ამ ღონისძიებებს.

– შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ ბრიტანეთში ცხოვრებას საქრათველოში ცხოვრება არჩიეთ...

– როგორც წესი, მას შემდეგ, როცა იგებენ, რომ ტურისტი ან საქმიანი ვიზიტით მყოფი უცხოელი არ ვარ, არამედ აქ ვცხოვრობ, მეკითხებიან, თუ რატომ ვარჩიეთ საცხოვრებლად საქართველო, როდესაც შეგვეძლო მთელს ოჯახს ბრიტანეთში გვეცხოვრა, სადაც ადამიანებს უკეთესი ცხოვრება და მეტი შემოსავალი აქვთ. ვცდილობ მათ ავუხსნა ხოლმე, რომ ინგლისში ადამიანებს მართლაც უკეთესი ცხოვრება და მეტი ფული აქვთ, მაგრამ ასევე გაცილებით მაღალია გადასახადები, ძვირია ყველა ტიპის პროდუქტი თუ მომსახურება. ხშირად საფასურის გამო მშობლებს შვილების სხვადასხვა

რუბრიკა: ნომრის სტუმარი

Page 4: ბრიტანელი მწერლის ქართული ... · 2017-07-10 · თორნიკე. სამივენი ქართულად და ინგლისურად

31N13, 2017

წრეზე თუ აქტივობაზე ტარება არ შეუძლიათ, მითუმეტეს, თუ ისინი მაღალ პოზიციებზე არ მუშაობენ ან სრულ განაკვეთზე არ არიან დასაქმებულები. საქართველოში ეს ყველაფერი გაცილებით ხელმისაწვდომია, ცხადია, არა ყველასათვის, მაგრამ მოსახლეობის არც თუ უმნიშვნელო ნაწილისათვის. მაგალითად, აქ, დედაქალაქთან ახლოს, წავკისის ველზე სახლი გვაქვს, დიდი არ არის, მაგრამ ჩვენი საკუთარი ეზოც გვაქვს. ამ ყველაფრის მიღწევა ინგლისში ბევრად რთული იქნებოდა.

– საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის პერსპექტივებს როგორ შეაფასებდით? ჩვენ ახლა იმ გზის გავლას ვცდილობთ, რომელიც ბრიტანეთმა დიდი ხნის წინა გაიარა და ამის შემდეგ არასტანდარტული არჩევანიც გააკეთა...

– ჩემი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, არა იდეალურად, მაგრამ ქვეყანა ძალიან საინტერესო და დიდი შესაძლებლობების მქონე ეტაპზეა, როდესაც შეიძლება სწორი გადაწყვეტილებების მიღება და შეცდომების თავიდან არიდება. ამისათვის კი ალბათ ბევრი უნდა გაკეთდეს და ხალხის დამოკიდებულებაც შეიცვალოს. გასაგებია, რომ ყველას მალე სურს, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს, მაგრამ მნიშვნელოვანია სამომავლო, რეალური გათვლების გაკეთება ვისწავლოთ და სწორი მოლოდინები გვქონდეს. აუცილებელია სხვა ბევრი, სოციალური თუ საზოგადოებრივი კუთხით მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებაც. მაგალითად, თუ ქარხნის აშენებას აპირებ, ბუნებრივია, რომ მოგების მიღება გსურს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ზუსტად განსაზღვრო, რა გავლენას იქონიებს ეს გარემოზე, რომელი ხის მოჭრა შეიძლება ამ დროს და რომლის არა. ხომ არ დააზიანებს ცხოველებს, ფრინველებს ეს გადაწყვეტილება? საქართველოს აშკარად დიდი პოტენციალი აქვს ბევრი კუთხით, მაგრამ გრძელვადიანი, სტრატეგიული მიდგომის აუცილებლობა ყველას უნდა ესმოდეს. შეიძლება

ამისათვის, ასე ვთქვათ, პოზიტიური ისტორიული პროპაგანდაც გამოდგეს, რადგან ამ მხრივ ქვეყნის ისტორიას დიდი მისია აკისრია – საქართველოს ჰყავდა დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, მეფე ერეკლე. ბევრი მარცხი ყოფილა, მაგრამ ბევრი გამარჯვებაც. ისტორიულად არსებობდა საქართველოს კავშირები დასავლურ სამყაროსთან. ამჟამად ვმუშაობ წიგნზე, რომელიც მე-18 საუკუნეში ბრიტანეთში ერეკლე მეფის შესახებ გამოქვეყნებულ საგაზეთო პუბლიკაციების კრებულს წარმოადგენს. პუბლიკაციებში ბევრი რამ შეიძლება გაზვიადებულია, თუმცა საუბარია მის საგმირო საქმეებზე, ბრძოლებზე. ვფიქრობ, ქართველებს შეუძლიათ უფრო მეტად იამაყონ და, რაც მთავარია, დააფასონ, თუ ვინ არიან და საიდან არიან.

Page 5: ბრიტანელი მწერლის ქართული ... · 2017-07-10 · თორნიკე. სამივენი ქართულად და ინგლისურად

32 N13, 2017

მხოლოდ სუფრაზე და სადღეგრძელოებში ამაზე საუბარი არ კმარა. სამწუხაროა, მაგრამ ხანდახან შეიძლება აღმოაჩინო, რომ ზოგიერთი ადამიანი სინამდვილეში საკუთარ სამშობლოს პატივს არ სცემს – მარტივად ყრის ნაგავს ძირს და ანაგვიანებს საკუთარ ქალაქს... გარემოსა და ერთმანეთისათვის ანგარიშის გაწევა, პატივისცემა აუცილებელია. არა მხოლოდ რუსთაველის პოემის ნაწყვეტის ცოდნაა მნიშვნელოვანი, არამედ მისი არსის სწორად გაგებაც და მიღებაც. მითუმეტეს, რომ ქართველებმა ბევრი იომეს ქვეყნის, ენის, რელიგიის შესანარჩუნებლად.

– წიგნის დაწერის იდეა როგორ გაჩნდა?– სიმართლე გითხრათ, ყველაფერი სიზმრით

დაიწყო. 2005 წლის ერთ დილას გამოღვიძებულს,

რუბრიკა: ნომრის სტუმარი

სიზმრიდან ფანჯარაზე ჩამომჯდარი მამაკაცი დამამახსოვრდა. ვიცოდი, რომ ის ვამპირი იყო. არც მაინცდამაინც საშიში. სიზმრის ქაღალდზე, უფრო სწორად ჩემს ძველ კომპიუტერზე გადატანა დავიწყე. ნანახს ჩვენი სავარაუდო დიალოგიც დაემატა. ჩვენი იმიტომ, რომ სიზმარში მის წინაშე მე ვიყავი, თუმცა როგორც კი წერა დავიწყე, ჩემს ნაცვლად დამოუკიდებელი პერსონაჟი გაჩნდა. სიუჟეტი განვითარდა და გარკვეულ წერტილამდე რომ მივედი, იმის აღწერა დავიწყე, თუ რა მოხდა მანამდე. წიგნი ჩემს მთავარ გატაცებად და საქმედ იქცა. იმ დროს ბარსელონაში ვცხოვრობდი და ვასწავლიდი. დღის საყვარელი მონაკვეთი მატარებლით მგზავრობა იყო, რადგან შემეძლო 40 წუთის განმავლობაში ჩემს რვეულში ჩანაწერები მეკეთებინა. ამის გამო 6 თვით მუშაობაც შევწყვიტე, წერისათვის მეტი დრო უნდა დამეთმო, რადგან ეს ისტორია უკვე არსებობდა და ის აუცილებლად უნდა გადმომეცა. ამ 6 თვის განმავლობაში 2 წიგნი დავასრულე და მათი გამოქვეყნება ვცადე, თუმცა ეს ყველაფერი „ბინდის“ პოპულარობის პერიოდში ხდებოდა და გამომცემლობები ვამპირების შესახებ წიგნის გამოქვეყნებაზე უარს მეუბნებოდნენ. მე-16 უარის შემდეგ ხელი ჩავიქნიე, წერაც შევწყვიტე. გულწრფელად ვამბობ, რომ წიგნებზე მუშაობისას ფინანსური მოგების მიღება ან პოპულარობის მოპოვება არ ყოფილა ჩემი ძირითადი მიზანი, უბრალოდ ვგრძნობდი საჭიროებას ეს ყველაფერი დამეწერა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთი იმედიც არსობობს და, შესაბამისად, ნებისმიერი იმედგაცრუება არასასიამოვნოა. თუმცა საბოლოოდ მესამე წიგნის დაწერა (საგა 5 წიგნისაგან შედგება) და საკუთარი ნაშრომების ამაზონზე გამოქვეყნება გადავწყვიტე. ეს გაცილებით მარტივი, თუმცა შრომატევადი გზა იყო. დღეისათვის ამაზონზე 4 წიგნი მაქვს გამოქვეყნებული (ელექტრონული ვერსია) და ამჟამად მეხუთეზე ვმუშაობ.

– საქართველოში წიგნის გამოქვეყნება მაინც შეძელით...

Page 6: ბრიტანელი მწერლის ქართული ... · 2017-07-10 · თორნიკე. სამივენი ქართულად და ინგლისურად

33N13, 2017

– 2014 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დათანხმდა წიგნის გამოცემას იმ პირობით, რომ თარგმანს მე უზრუნველვყოფდი. წიგნის თარგმანის შემდეგ მათ ვამპირული ომების პირველი წიგნი დაბეჭდეს. ტირაჟი 7-8 თვის განმავლობაში მთლიანად გაიყიდა. როდესაც პირველი წიგნის ხელახლა დაბეჭდვასა და მეორის გამოცემაზე დავიწყეთ ფიქრი, საგამომცემლო სფეროში კრიზისმაც მოგვისწო და ამან ჩვენს გეგმებს ხელი შეუშალა.

– და მაინც, გარდა ვამპირებისა, რაზეა წიგნი?– ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანია. ფანტაზიის

სამყაროში ჩაძირვა ხშირად სასიამოვნოა, თუმცა ამ ფორმით შეიძლება მნიშვნელოვან ღირებულებებზე საუბარი. მაგალითად, რამდენიმე მკითხველმა მითხრა, რომ ამ წიგნის წაკითხვამდე არასდროს დაფიქრებულა, თუ როგორ აზიანებენ ადამიანები ბუნებას.

– თქვენი ქართული ოჯახის შესახებ გვიამბეთ...

– ჩემი მეუღლე, დიმა (გვარი) პროფესიით (პროფესია). სამი შვილი გვყავს – ლილი, დალი და თორნიკე. სამივენი ქართულად და ინგლისურად თანაბრად თავისუფლად საუბრობენ. ლილი 7-ის ხდება და ქართულ-გერმანულ სკოლაში დადის. პატარები – ოქროყანის საბავშვო ბაღში. დალი

5 წლისაა, თორნიკე კი თითქმის 3-ის. მას ჩემი მეუღლის დაღუპული მეგობრის სახელი ჰქვია. დაქორწინებისას შევთანხმდით, რომ თუ ბიჭი გვეყოლებოდა, მისთვის თორნიკე დაგვერქმია.

– გოგონებს როგორ შეურჩიეთ სახელები?– სახელი ლილი ყოველთვის მიყვარდა, ძალიან

მომეწონა სახელი დალი – ნადირობის ქალღმერთის, დიანას სვანური ვერსია. ვიცი, რომ საქართველოში ამ სახელს უკვე იშვიათად არქმევენ გოგონებს, მაგრამ ძალიან მომწონს და თან ინგლისურადაც კარგად გამოითქმის.

ინტერვიუ ამით დავასრულეთ, თუმცა ხმის ჩამწერის გამორთვის შემდეგ კიდევ კარგა ხანს ვსაუბრობდით, მაგალითად, პალეატიური მზრუნველობის ცენტრის შესახებ, სადაც ქეითი არაერთხელ ყოფილა და თითოეული პაციენტის მტკივნეული ისტორია კარგად იცის, ცდილობს დაეხმაროს, რითიც შეუძლია. ვისაუბრეთ თბილისსა თუ რეგიონებში მცხოვრები დევნილების შესახებაც, რომელთაც ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ ასე თუ ისე შეძლეს ცხოვრების თავიდან დაწყება. ქეითის წასვლის შემდეგ უცნაური გრძნობა დამეუფლა, დღის ბოლოს კი მივხვდი, რომ უბრალოდ შემრცხვა, რადგან ქეითმა ამ მტკივნეული საკითხების შესახებ ჩემზე გაცილებით მეტი იცოდა და მეტადაც განიცდიდა...