საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის...

12
საერთაშორისო პოლიტიკა მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები რობერტ არტი ბრენდაისის უნივერსიტეტი რობერტ ჯერვისი კოლუმბიის უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა თბილისი 2011

Transcript of საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის...

Page 1: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

საერთაშორისო პოლიტიკა მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები

რობერტ არტიბრენდაისის უნივერსიტეტი

რობერტ ჯერვისიკოლუმბიის უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობათბილისი 2011

Page 2: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

საერთაშორისო პოლიტიკა: მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები, მეათე გამოცემა. რობერტ ჯ. არტი (ბრენდაისის უნივერსიტეტი) და რობერტ ჯერვისი (კოლუმბიის უნივერსიტეტი) International Politics: Enduring Concepts and Contemporary Issues, 10th Edition, Robert J. Art and Robert Jervis

Authorized translation from the English language edition, entitled INTERNATIONAL POLITICS: ENDURING CONCEPTS AND CONTEMPORARY ISSUES, 10th Edition, ISBN 0205778763, by ART, ROBERT J.; and JERVIS, ROBERT; published by Pearson Education, Inc, publishing as Long-man, Copyright © 2011

All rights reserved. No part of this book may be reproduced or transmitted in any form or by any means, electronic or mechanical, including photocopying, recording or by any information storage retrieved system, without permission from Pearson Education, Inc. GEORGIAN language edition published by ILIA STATE UNIVERSITY, Copyright © 2011.

ყველა უფლება დაცულია. დაუშვებელია Pearson Education, Inc.-ის ნებართვის გარეშე წიგ-ნის რომელიმე ნაწილის ნებისმიერი ფორმით გამოყენება. ქართულ ენაზე გამოიცა ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საავტორო უფლება © 2011.

Funded through the Book Translation Program, U.S. Embassy in Georgiaდაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის მიერ

სამეცნიერო რედაქტორი დავით აფრასიძე

მთარგმნელები მაია ნიკოლაიშვილი

ერეკლე ურუშაძე

რედაქტორი მანანა ბალიაშვილი

კორექტორი ნინო კურტანიძე

კომპიუტერული უზრუნველყოფა ლელა მაჭარაშვილი

ISBN: 978-9941-18-034-7

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი, 0162, საქართველოILIA STATE UNIVERSITY PRESS 3/5 Cholokashvili Ave, Tbilisi, 0162, Georgia

Page 3: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

iii

სარჩევი

წინასიტყვაობა

ნაწილი 1 ანარქია და მისი შედეგები 1

ძალისა და პრინციპების როლი სახელმწიფოს მართვაში 8მელოსის დიალოგი 8

თუკიდიდე

პოლიტიკური რეალიზმის ექვსი პრინციპი 14ჰანს მორგენთაუ

მორგენთაუს პოლიტიკური რეალიზმის ექვსი პრინციპის კრიტიკა 22

ანა ტიკნერი

ანარქიის შედეგები 35მსოფლიო პოლიტიკის ანარქიული სტრუქტურა 35

კენეტ უოლცი

ანარქია და ბრძოლა ძალაუფლებისთვის 58ჯონ მერშაიმერი

ანარქიის ბუნებას სახელმწიფოები განსაზღვრავენ 69ალექსანდერ ვენდტი

ანარქიის შერბილება 77თანამშრომლობის პირობები მსოფლიო პოლიტიკაში 77

კენეტ ოი

თავდასხმა, თავდაცვა და უსაფრთხოების დილემა 92რობერტ ჯერვისი

კანტი, ლიბერალური მემკვიდრეობა და საგარეო საქმეები 115მაიკლ დოილი

ალიანსები: დაბალანსება და მიტმასნება 131სტივენ უოლტი

დიპლომატიის მომავალი 140ჰანს მორგენთაუ

საერთაშორისო სამართლის გამოყენება და მისი შეზღუდვები 151სტენლი ჰოფმანი

საერთაშორისო ინსტიტუტები: შეიძლება თუ არა, რომ ურთიერთდამოკიდებულება შედეგიანი იყოს? 156

რობერტ კიოჰეინი

ნაწილი 2 ძალის გამოყენება 164

ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის 169ძალის ოთხი ფუნქცია 169

რობერტ არტი

Page 4: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

iv

ძალადობის დიპლომატია 177თომას შელინგი

რა არის ტერორიზმი? 192ბრიუს ჰოფმანი

ძალის პოლიტიკური სარგებლიანობა დღეს 203ძალის უნივერსალურობა 203

რობერტ არტი

თვითმკვლელ ტერორისტთა სტრატეგიული ლოგიკა 221რობერტ პეიპი

ახალი და ძველი ომები 243მერი კალდორი

ბირთვული შეკავება და ბირთვული იარაღის გავრცელება 250მზადება ბირთვული ირანისთვის 250

ჰენრი სოკოლსკი

ირანი ბირთვული იარაღით: რთული, თუმცა არა დაუძლეველი პოლიტიკური პრობლემა 254

ბარი პოუზენი

ნაწილი 3 საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია და გლობალიზაცია 272

პოლიტიკური ეკონომიის პერსპექტივები 277პოლიტიკური ეკონომიის ბუნება 277

რობერტ გილპინი

საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის საშინაო მსაზღვრელები 294

მაიკლ ჰისკოქსი

დიდი განხეთქილება გლობალურ სოფელში 304ბრიუს სკოტი

გლობალიზაციის ბუნება 318ეკონომიკის გლობალიზაცია 318

ჯეფრი ფრანკელი

რატომ არ არის მსოფლიო ბრტყელი 336პანკაჯ გემავატი

ოფშორინგი: შემდეგი ინდუსტრიული რევოლუცია? 342ალან ბლაინდერი

გლობალიზაციის კრიტიკა 354ილუზიებით ვაჭრობა 354

დენი როდრიკი

რატომ არის გლობალიზაციის მიმართ უარყოფითი რეაქცია სისულელე 363ჯონ მიკლსვეიტი და ადრიან ვულრიჯი

ფინანსური რეჟიმის ცვლილება? 370რობერტ ვეიდი

Page 5: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

v

ნაწილი 4 მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები 381

სახელმწიფოთაშორისი ომი და ტერორიზმი 387წამყვანი ქვეყნების მშვიდობის ხანა 387

რობერტ ჯერვისი

ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთის აღზევება 404რობერტ არტი

როგორ დავასრულოთ ტერორიზმი 413 ოდრი კურტ კრონინი

სამოქალაქო ომები და ინტერვენცია 428ჰუმანიტარული ინტერვენცია 428

ალან კუპერმანი

ეთნიკური სამოქალაქო კონფლიქტების მოგვარების გამოსადეგი და გამოუსადეგარი საშუალებები 441

ხაიმ კაუფმანი

სახელმწიფოს მშენებლობის დეკონსტრუქცია 466ჯეიმს პეინი

ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი 471ადამიანის უფლებები მსოფლიო პოლიტიკაში 471

როდა ჰოვარდი და ჯეკ დონელი

ზოგიერთი მოსაზრება ინტერვენციის თაობაზე 484კოფი ანანი

საერთაშორისო სამართალი: გლობალური ნორმების გამოცდა 490

სტივენ რატნერი

ტრანსნაციონალური აქტორები 496აქტივისტთა ტრანსნაციონალური ქსელები 496

მარგარეტ კეკი და კეტრინ სიკინკი

არასამთავრობო ორგანიზაციები: ბრძოლა სიღარიბესთან ღარიბების საზიანოდ 503

სებასტიან მალაბი

ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და სახელმწიფო 510ფილ უილიამსი

კაცობრიობის გლობალური საერთო სიმდიდრე 524საერთო სიმდიდრის ტრაგედია 524

გარეტ ჰარდინი

ტირანია გლობალურ სიმდიდრეზე მზრუნველი ადამიანისთვის 530

ბარი შვარცი

საერთაშორისო თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების სფეროში - რიცხვები, ინტერესები და ინსტიტუტები 537

დევიდ ვიქტორი

Page 6: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

vi

გლობალური მმართველობა 546გაერო და საერთაშორისო უსაფრთხოება 546 ადამ რობერტსი

გლობალიზაცია და მმართველობა 555კენეტ უოლცი

ახალი დიდი სახელმწიფოები და გლობალური ინსტიტუტები 567

ჯონ იკენბერი

მინილატერალიზმი 575მოიზეს ნაიმი

სამთავრობო ქსელები და გლობალური მმართველობა 577ანა-მარია სლოტერი

მომავალი მოვლენები 587გლობალური ტენდენციები 2025 587

აშშ ეროვნული სადაზვერვო საბჭო

რატომ არის საინტერესო მრავალპოლუსიანი სისტემის წარმოქმნა? 596ბარი პოუზენი

ისტორიის დაბრუნება 601რობერტ კაგანი

ჩვენი გეოპოლიტიკური მომავლის დემოგრაფიული რუკა 612

რიჩარდ ჯექსონი და ნილ ჰაუი

Page 7: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

vii

წინასიტყვაობა

„საერთაშორისო პოლიტიკის“ პირველი გამოცემა 1973 წელს გამოვიდა და დღეს, მეათე გამოცემის გამოსვლით, ეს წიგნი თავის 37-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. მოხა-რულნი ვართ, რომ ამ ქრესტომათიამ ასეთი კარგი შეფასებები მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ მეათე გამოცემა მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ისევე სასარგებლო აღ-მოჩნდება, როგორც წინა ცხრა.

სიახლეები, რომლებიც ამ გამოცემაში შევიდა

მეათე გამოცემაში შენარჩუნებულია მეცხრე გამოცემის ოთხი ძირითადი ნაწილი, რომელიც 54 ტექსტისგან შედგება. აქედან 14 ტექსტი ახალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გამოცემის თითქმის 25 პროცენტი ახალ მასალას წარმოადგენს. მეათე გამოცემის სტრუქტურას სამი ცვლილება შეეხო:

• გლობალური გარემოსა და კლიმატის ცვლილებების შესახებ მასალა გადავიტანეთ მეოთხე ნაწილში სათაურით „საერთო გლობალური საკითხები“.

• მესამე ნაწილში გლობალიზაციის თემაზე წარმოდგენილი მასალა განვავრცეთ და ტექსტები გლობალიზაციის შესახებ ორ ნაწილად გავყავით, რომლებიც ასეა და-სათაურებული: „გლობალიზაციის მნიშვნელობა“ და „გლობალიზაციის კრიტიკა“.

• მეოთხე ნაწილში დავამატეთ ახალი თავი, სათაურით „მომავალი მოვლენები“.

ამ ძირითადი ორგანიზაციული სიახლეების გარდა, წიგნში შემდეგი ცვლილებები შევიდა:

• პირველ ნაწილში შენარჩუნდა სამი ძირითადი თავი, მაგრამ პირველ თავს დავა-მატეთ თუკიდიდეს „მელოსის დიალოგი“, რათა მოგვეხდინა საერთაშორისო პო-ლიტიკაში ძალისა და სამართლიანობის ურთიერთობების შესახებ თუკიდიდეს აზრების ინკორპორირება. გარდა ამისა, რობერტ ჯერვისის სტატია „თავდასხმა, თავდაცვა და უსაფრთხოების დილემა“ გადავიტანეთ ანარქიის შერბილების შესა-ხებ თავში, რომელსაც ის უფრო ესადაგება.

• მეორე ნაწილის სამი ძირითადი თავი შენარჩუნებულია, მაგრამ დამატებულია ბრიუს ჰოფმანის უფრო ვრცელი სტატია ტერორიზმის შესახებ; მერი კალდორის ახალი ტექსტი ძველ და ახალ ომებს შორის არსებული განსხვავების თაობაზე და ჰენრი სოკოლსკის სტატია, რომელშიც ის ეჭვქვეშ აყენებს ბარი პოუზენის შეხედუ-ლებებს ბირთვული შეიარაღებით აღჭურვილი ირანის შესახებ.

• მესამე ნაწილში შევიდა ორი ახალი ტექსტი საერთაშორისო პოლიტიკური ეკონო-მიის შესახებ: ალან ბლაინდერის სტატია, რომელშიც ის ოფშორინგს (წარმოებისა და მომსახურების საზღვარგარეთ გატანას) ისტორიულ პერსპექტივაში განიხი-ლავს და რობერტ ვეიდის სტატია, რომელშიც 2008-2009 წლების ფინანსური კრი-ზისი ისტორიულ და საერთაშორისო კონტექსტშია გაანალიზებული.

• მეოთხე ნაწილი შეიცავს ცხრა ახალ ტექსტს: რობერტ ჯერვისი წერს იმის შესა-ხებ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩინეთის აღზევებას ამერიკა-ჩინეთის ურ-თიერთობებზე; ოდრი კრონინი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რითი მთავრდება ტერორიზმი; ალან კუპერმანი – ჰუმანიტარული ჩარევის ბუნების შესახებ; ბარი შვარცი – საერთო პრობლემების გადაჭრის მეთოდების შესახებ; მოზეს ნაიმი – მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპის ეფექტურ ფორმაზე, რომელსაც ის „მინილატერალიზმს“ უწოდებს; და კიდევ ოთხ ტექსტს, რომელთა ავტორები ცდი-

Page 8: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

viii

ლობენ წინ გაიხედონ და საერთაშორისო პოლიტიკის მომავალი იწინასწარმეტ-ყველონ. ეს ტექსტებია: დაზვერვის ეროვნული საბჭოს ანგარიში ”Global 2025”, ბარი პოუზენის ნაშრომი ფ ორმირების პროცესში მყოფ მრავალპოლუსიანობაზე, რობერტ კაგანის სტატია დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობის შესახებ და რიჩარდ ჯექსონისა და ნილ ჰაუის სტატია მომავალი დემოგრაფიული რეალიების თაობაზე.

შინაარსი

ამ ქრესტომათიის შექმნის მიზანი თავდაპირველად ის იყო, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინა უფრო ფოკუსირებული გამხდარიყო, ხოლო სტუდენტე-ბისთვის ამ სფეროში არსებული ძირითადი თეორიული კონცეფციების შესახებ საუკეთე-სო სტატიები მიგვეწოდებინა. ამით აიხსნება წიგნის ქვესათაურში გამოტანილი სიტყვათ-შეთანხმება „მუდმივი ცნებები“. რამდენიმე გამოცემის შემდეგ წიგნში ჩავამატეთ თავი თანამედროვე საკითხების შესახებ, რადგან, ჩვენი აზრით, ხსენებული მუდმივი ცნებები სტუდენტებისთვის უფრო შინაარსიანი ხდება მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან თანამედ-როვე საკითხებს მიესადაგება. ყველა შემდგომი გამოცემა თეორიულ საკითხებზე საუკე-თესო მეცნიერული ნაშრომების თანამედროვე პრობლემებთან კომბინირების საბაზისო ფილოსოფიას ემყარებოდა.

პირველი გამოცემის შექმნისას და ყველა შემდგომი გამოცემის (ამ გამოცემის ჩათვ-ლით) მომზადების დროს, ვეცადეთ ისეთი ქრესტომათია შეგვედგინა, რომელშიც ოთხი ელემენტი იქნებოდა ასახული:

• თემების კრებული არ იქნებოდა ამომწურავი მასალა, საერთაშორისო პოლიტიკის დისციპლინის შესახებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მოგვაწოდებდა იმ ძირითადი თემების უმრავლესობას, რომლებსაც ჩვენ შესავალ კურსებში ვასწავლით;

• ცალკეული ტექსტები ძირითადად ანალიტიკური ხასიათის იქნებოდა და მათი ავ-ტორები განსხვავებულ შეხედულებებს გამოთქვამდნენ, რათა სტუდენტს ჰქონოდა ინფორმაცია ამ დისციპლინაში არსებულ ფუნდამენტურ აზრთა სხვადასხვაობასა და განსხვავებულ შეხედულებებზე;

• ყველა ნაწილი იწყება სარედაქტორო შესავლით, სადაც შეჯამებულია ის ძირითადი ცნებები, რომლებსაც სტუდენტი უნდა დაეუფლოს, გამოკვეთილია თითოეული ნა-წილის ცენტრალური თემები და ნაჩვენებია კავშირი მოყვანილ ტექსტებს შორის;

• წიგნი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც შესავალი კურსის ბირთვი, ან როგორც ძირითადი დანართი, რომელსაც სტუდენტი დავალებასთან ერთად წაიკითხავს.

პირველი გამოცემის შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინა ძალიან გამდიდრდა როგორც შესასწავლი საგნების, ისე გამოქვეყნებული ნაშრომების ხარისხის თვალსაზრისით. 1970-იან წლებში პოლიტეკონომია ჩამოყალიბდა, როგორც მნიშვნე-ლოვანი ქვედისციპლინა. გაჩნდა ახალი და მნიშვნელოვანი ნაშრომები უსაფრთხოების კვლევების დარგში. ლიტერატურა სახელმწიფოთა თანამშრომლობის შესახებ 1980-იანი წლების დასაწყისში განვითარდა, ხოლო მნიშვნელოვანი ნაშრომები გარემოს დაცვის შესახებ 1980-იანი წლების შუახანებიდან გამოჩნდა. ამავდროულად დაიწყო გაბატონე-ბული თეორიების ფემინისტური, პოსტმოდერნული და კონსტრუქტივისტული კრიტი-კა. ცივი ომის დამთავრებამდე წინა პლანზე წამოიწია ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კონფლიქტი სახელმწიფო სუვერენიტეტსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულებებს შორის, გლობალური გარემო, სამოქალაქო ომები, არშემდგარი სახელმწიფოები, ერი-სახელმწიფოების მშენებლობა და სულ ბოლოს – გლობალური მმართველობის ფორმების ძიება იმ პრობლემებთან გამკვლავების მიზნით, რომლებიც კოლექტიურ ქმედებას საჭიროებს და სულ უფრო მეტად აწუხებს სახელმ-

Page 9: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

ix

წიფოებს. დისციპლინის მზარდი მრავალფეროვნება საკმაოდ დიდი სიზუსტით ასახავდა საერთაშორისო ურთიერთობებში რეალურად განვითარებულ მოვლენებს.

შედეგად, ისევე როგორც წინა გამოცემების შემთხვევაში, მეათე გამოცემის შედგე-ნისას გავითვალისწინეთ როგორც მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ახალი პროცესე-ბი, ისე ლიტერატურა, რომელიც მათ შესახებ იწერება. თუმცა მთავარი ამ გამოცემაში (ისევე, როგორც დანარჩენ ცხრაში) არის ჩვენი რწმენა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის სფერო მეტად განსხვავდება საშინაო პოლიტიკისაგან. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელეთ მოვლენების და ლიტერატურის განხილვა იმ სქემების კონტექსტში, რომლებიც გამოდ-გება იმის გასააზრებლად, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან მთავრობის არსებობის პირობებში და ანარქიულ გარემოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

ავტორთა მადლიერება

ამ და წინა გამოცემების მომზადებისას ჩინებული რჩევები მივიღეთ ქვემოთ ჩამოთვ-ლილი კოლეგებისგან, რომლებსაც გვსურს მადლობა გადავუხადოთ დათმობილი დროისა და ყურადღებისთვის: ლინდა ადამსი, ბეილორის უნივერსიტეტი; დევიდ ბეკერი, დარმუ-თის კოლეჯი; ენდრიუ ბენეტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი; ჩელსი ბრაუნი, სამხრეთის მეთოდისტური უნივერსიტეტი; ჯეიმს კაპორასო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი; ტიმოტი კოული, მენის უნივერსიტეტი; ჯეინ კრემერი, ორეგონის უნივერსიტეტი; დევიდ ედელს-ტაინი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი; ჯოზეფ ფაუდი, ჰანტერის კოლეჯი; სონია გარდე-ნასი, ტრინიტის კოლეჯი; რობერტ გრეი, ფრანკლინისა და მარშალის კოლეჯი; რობერტ გრიფიტსი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი გრინსბოროში; ჯეიმს ჰენცი, ვირჯი-ნიის სამხედრო ინსტიტუტი; დევიდ ჰაუტონი, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი; ბენჯამინ ჯადკინსი, იუტას უნივერსიტეტი; შონ კეი, ოჰაიოს უესლის უნივერსიტეტი; მერი მაკკარტი, დრეიკის უნივერსიტეტი; ტიმოტი მაკკიოუნი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი ჩეიპელ ჰილში; ჯეიმს მიტჩელი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი, ნორთბრიჯი; რონალდ მიტჩელი, ორეგონის უნივერსიტეტი; ლაინა მოსლი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი ჩეიპელ ჰილში; მუენი მუიუ, უინსტონ-სალემის უნივერსიტე-ტი; კეთი პაუერსი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტი; ფილიპ შროდტი, კანზასის უნი-ვერსიტეტი; რენდალ შველერი, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი; მარგარეტ სკრენტონი, არკანზასის უნივერსიტეტი ლითლ-როკში; როსლინ სიმონვიცი, ტეხასის უნივერსიტეტი არლინგტონში; ვერონიკა უორდი, იუტას შტატის უნივერსიტეტი; კენ უაიზი, კრეიტონის უნივერსიტეტი.

რობერტ არტი

რობერტ ჯერვისი

Page 10: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

1

პირველი ნაწილი

ანარქია და მისი შედეგები

საშინაო პოლიტიკისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკა ისეთ ასპარეზზე მიმ-დინარეობს, სადაც ცენტრალური მმართველი ორგანო არ არსებობს. ამ საკვანძო გარე-მოებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სახელმწიფოთა ქცევაზე. წიგნის პირველ ნაწილში სამ ასეთ გავლენას განვიხილავთ: პრინციპებისა და ზნეობის შესაძლებელ და სასურველ როლს სახელმწიფოს მართვაში; ანარქიის გავლენას სახელმწიფოთა ურთიერთაღქმასა და ურთიერთქმედებაზე; და ანარქიის ყველაზე უფრო მტკივნეული ასპექტების შერბი-ლების (თუ არა აღმოფხვრის) გზებს.

ძალისა და პრინციპების როლი სახელმწიფოს მართვაში

მოქალაქეების, სტუდენტებისა და მეცნიერების მიერ საერთაშორისო პოლიტიკის შესწავლა ხშირად განპირობებულია სურვილით, რომ მათი ქვეყანა რაც შეიძლება უფრო პრინციპულად იქცეოდეს. თუმცა, ისინი მალევე ხვდებიან, რომ პრინციპებისა და ძალის, ზნეობისა და სახელმწიფოს მართვის შეთავსება იოლი არ არის. რა არის ამის მიზეზი? არის თუ არა ეს მდგომარეობა გარდაუვალი? არის თუ არა შესაძლებელი და სასურვე-ლი, რომ სახელმწიფოები მსოფლიო ასპარეზზე კეთილი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი? იქნება თუ არა ასეთი მცდელობა სახიფათო მათთვის და საზიანო სხვებისთვის? ეს კითხ-ვები უხსოვარი დროიდან არსებობს და თითქმის ყველა ისტორიულ პერიოდში დაუსვამთ საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს. ამრიგად, ეს კითხვები კარგი საწყისი წერტილია, რათა დავიწყოთ ფიქრი საერთაშორისო პოლიტიკის ბუნებისა და იმ არჩევანის შესახებ, რომლის წინაშე თანამედროვე სახელმწიფოები დგანან.

ბერძენი ისტორიკოსის თუკიდიდეს მიერ აღწერილ პელოპონესის ომების ისტორი-აში გვხვდება უძველესი და შესაძლოა ყველაზე ცნობილი დაკვირვება ძალის შესაძლებ-ლობებისა და ზნეობის მოთხოვნების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. მელოსის დიალოგში ის ამტკიცებს, რომ „ძლიერნი აკეთებენ იმას, რისი ძალაც შესწევთ, ხოლო სუსტები ეგუებიან იმას, რასთან შეგუებაც უწევთ“ (უფრო ხშირად ასე ამბობენ ხოლმე: „ძლიერნი აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტები გარდაუვალ ტანჯვას ითმე-ნენ“). თუკიდიდე ფიქრობდა, რომ ძალა საერთაშორისო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანე-სი ფაქტორი იყო და სწორედ მისი განხილვით შეიძლებოდა ათენსა და სპარტას შორის დაწყებული ომის მიზეზების დადგენა. მისი მტკიცებით, „ომი გარდაუვალი იმიტომ გახდა, რომ ათენის ძალა იზრდებოდა, ხოლო სპარტაში ამან შიში წარმოშვა“. რადგან სპარტა შიშობდა, რომ ათენი მასზე უფრო სწრაფად იკრებდა ძალას, მან პრევენციული ომი წა-მოიწყო, ათენის ზედმეტად გაძლიერება რომ არ დაეშვა. ეს არის პირველი წერილობი-თი დაკვირვება იმის შესახებ, რომ სახელმწიფოებს (ამ შემთხვევაში, „ქალაქ-სახელმწი-ფოებს“) შორის ძალთა თანაფარდობის ცვლილება შეიძლება ომის მიზეზად იქცეს. იმის გათვალისწინებით, რაოდენ დამაჯერებლად ამტკიცებდა თუკიდიდე საერთაშორისო ურთიერთობების „ძალის პოლიტიკის“ თვალთახედვიდან განხილვის უპირატესობას, ის შეიძლება საერთაშორისო პოლიტიკის პირველ „რეალისტ“ თეორეტიკოსად მივიჩნიოთ.

„ძალის პოლიტიკის“ მიდგომას ემხრობა მე-20 საუკუნის საერთაშორისო ურთიერ-თობების წამყვანი თეორეტიკოსი ჰანს მორგენთაუც. ის ამტკიცებს, რომ ზნეობის საყო-ველთაო ნორმები სახელმწიფოს მართვის უცვლელ სახელმძღვანელოდ ვერ გამოდგება, რადგან არსებობს „გარდაუვალი კონფლიქტი ზნეობის მოთხოვნებსა და წარმატებული პოლიტიკური საქმიანობის საჭიროებებს შორის“. მორგენთაუს აზრით, სახელმწიფოს მართვის ზნეობაზე დაფუძნების ნაცვლად, სახელმწიფო აქტორებმა ძალის ფაქტორის

Page 11: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

ნაწილი 1 ანარქია და მისი შედეგები

2

გათვალისწინებით უნდა იმსჯელონ და იმოქმედონ და თავისი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დასაცავად არაფერზე დაიხიონ უკან. მორგენთაუს მიერ აღწერილი ძალის პრიმატის შესახებ საუბრისას ანა ტიკნერი ამბობს, რომ ის, რაც მორგენთაუს საერთა-შორისო პოლიტიკის რეალისტური აღწერა ჰგონია, სინამდვილეში მხოლოდ წარსულის სურათია და არა მომავლის წინასწარმეტყველება. ტიკნერი, მისივე სიტყვებით, ფემინის-ტურ ალტერნატივას გვთავაზობს. თუ სახელმწიფო აქტორები ძალას ერთმანეთის წი-ნააღმდეგ გამოსაყენებელი ბერკეტის ნაცვლად შესაძლებლობების კოლექტიური ზრდის საშუალებად ჩათვლიან, საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობის მნიშვნე-ლობა გაიზრდება და აღარც ზნეობის მოთხოვნებისა და კერძო ინტერესების დაპირის-პირება იქნება ასეთი მწვავე.

ანარქიის შედეგები

ისინიც კი, ვინც ამტკიცებს, რომ ზნეობას სახელმწიფოს მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის, აღიარებენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკისგან განსხვავდება. მეორე შემთხვევაში მთავრობა არსებობს, პირველში კი – არა. შედეგად, ცალკეულ სახელმწიფოებს არ გააჩნიათ უმაღლესი ორგანო, რომელსაც კანონების და-წესებისა და დავების გადაწყვეტის მანდატი და ძალა ექნებოდა. სახელმწიფოებმა შეიძ-ლება ვალდებულებები იკისრონ და შეთანხმებებს მოაწერონ ხელი, მაგრამ არ არსებობს სუვერენული ძალა, რომელიც ამ ვალდებულებებისა და შეთანხმებების შესრულებას უზ-რუნველყოფდა და მათ დამრღვევებს დასჯიდა. საერთაშორისო პოლიტიკის ანარქიული გარემო სწორედ ამას – უმაღლესი ხელისუფლების არარსებობას – გულისხმობს. ამიტო-მაც ამბობენ, რომ ანარქია ომის მდგომარეობას უტოლდება: როდესაც სხვა არაფერი არ-სებობს, ძალა არის ultima ratio – საბოლოო და ლეგიტიმური არბიტრი სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი დავებისა.

ომის მდგომარეობა არ გულისხმობს, რომ ყოველი სახელმწიფო მუდამ ომის ზღვარ-ზეა ან სხვა ქვეყნებთან ომშია ჩაბმული, თუმცა ქვეყნების უმრავლესობა გარკვეულ მო-მენტში ფიქრობს, რომ სხვა სახელმწიფოები მას საფრთხეს უქმნიან. ყოველ სახელმწიფოს გამოუვლია დაუცველობის მწვავე განცდის პერიოდი. მეტიც, ვერ იპოვით ორ მეზობელ სახელმწიფოს, რომელთა ურთიერთობები ყოველთვის მჭიდრო და მეგობრული იყო და არასოდეს შეწყვეტილა ომის თუ არა, ძლიერი დაძაბულობის გამო მაინც. რადგან სა-ხელმწიფომ იცის, რომ არ არსებობს რაიმე უზენაესი ორგანო, რომელიც კანონებს აღას-რულებს და რომ მას ვერც სხვა სახელმწიფოთა უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი ექნება, ის მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის ანაბარაა მიტოვებული და თავდაცვა-ზე ზრუნვა უწევს. ამრიგად, სახელმწიფოები, რომლებიც ანარქიულ გარემოში თანაარ-სებობენ, საკუთარ თავს თავად უნდა დაეხმარონ. საკუთარი თავის იმედად ყოფნა ისეთ ფსიქოლოგიურ განწყობას ბადებს, რომელსაც ყველაზე კარგად ბრიტანელ სახელმწიფო მოღვაწეებს შორის პალმერსტონის* დროიდან გავრცელებული და ძალზე პოპულარული გამოთქმა გადმოსცემს: „დიდ ბრიტანეთს არ ჰყავს მუდმივი მტრები ან მეგობრები. დიდ ბრიტანეთს მხოლოდ მუდმივი ინტერესები აქვს.“

მართალია სახელმწიფოებმა თავიანთი ამოცანების გადაჭრაზე თავად უნდა იზრუ-ნონ, მაგრამ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ისინი ყოველთვის როდი აღწევენ. მიზნები ზოგჯერ მეტად ამბიციურია, არსებული საშუალებები კი – მწირი. ისეც ხდება, რომ მიზ-ნები მიღწევადია, მაგრამ საშუალებები არასწორად არის შერჩეული. თუმცა, იმ შემთ-ხვევაშიც კი, თუ მიზნები რეალისტურია, ხოლო შესაბამისი საშუალებები მოიპოვება და თანაც სწორად შეირჩა, სახელმწიფო ზოგჯერ მაინც ვერ აღწევს სასურველს. ამის მიზეზი მარტივია, თუმცა მისი გააზრების გარეშე საერთაშორისო პოლიტიკის ბუნების ახსნა შეუძლებელია: ერთი სახელმწიფოს ქმედება აუცილებლად აისახება ზოგიერთ სხვა სახელმწიფოზე – ზოგზე დადებითად, სხვებზე კი – უარყოფითად. ის, რისი დაუფლებაც ერთ სახელმწიფოს სურს, შეიძლება სხვა სახელმწიფოსაც უნდოდეს. ის, რაც ერთი ქვეყ-

* ლორდი პალმერსტონი – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1855-1865 წწ. რედ.შენ.

Page 12: საერთაშორისო პოლიტიკა...iv ძალადობის დიპლომატია 177 თომას შელინგი რა არის

ანარქია და მისი შედეგები

3

ნისთვის ნორმალურია, სხვა ქვეყანამ შეიძლება საფრთხედ აღიქვას. მიზნის მისაღწევად ერთი სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სხვა სახელმწიფოების მიერ საპასუხოდ გადადგმულმა ნაბიჯებმა შეიძლება გააქარწყლოს. ამრიგად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ უგულებელყოფს თავისი ქმედებების სავარაუდო გავლენას სხვა სახელმწიფოთა ქცე-ვაზე. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს ქცევა შემთხვევითია, რადგან ერთი რომელიმე სახელმწიფოს მოქმედება გარკვეულწილად ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, რას გა-აკეთებენ სხვები. ურთიერთდამოკიდებულება გულისხმობს, რომ თითოეულმა სხვების არსებობაც უნდა გაითვალისწინოს.

ურთიერთდამოკიდებულება ყველაზე მეტად უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას, კერძოდ – სახელმწიფოების მიერ თავიანთი ტერიტორიების დასაცავად მიღებულ ზომებ-ზე. სხვა საგარეო პოლიტიკური მიზნების მსგავსად, ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოების ქცევაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს წარმოშობს უსაფრთხოების დილემას, რომლის წინაშეც ყოველი სახელმწიფო დგას: საკუთარი უსაფრთხოების დაც-ვის ან განმტკიცების მიზნით სახელმწიფომ შეიძლება იმგვარი ზომები მიიღოს, რომ-ლებიც სხვა სახელმწიფოთა უსაფრთხოებას ამცირებს. შედეგად, ამ სახელმწიფოებმა შეიძლება საპასუხო ზომებს მიმართონ, რომლებიც პირველი სახელმწიფოს ქმედებე-ბის გაუვნებელყოფას ემსახურება და შეიძლება მას საფრთხეც კი შეუქმნას. პირველმა სახელმწიფომ, თავის მხრივ, შეიძლება დამატებითი ზომების გატარება გადაწყვიტოს, რომლებიც შემდგომ საპასუხო ზომებს გამოიწვევს... და ასე უსასრულოდ. უსაფრთხო-ების დილემა გულისხმობს, რომ ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის შეიძლება ქმედებისა და საპასუხო ქმედების სპირალი წარმოიშვას, რომელიც თითოეულ მათგანს აიძულებს, რომ სულ უფრო მეტი ფული დახარჯოს შეიარაღებაზე – მიუხედავად იმისა, რომ ამის შედე-გად მათი უსაფრთხოება სულაც არ გაიზრდება. ყველა სახელმწიფო სულ უფრო სწრაფად ირბენს, რათა, რეალურად, ისევ ერთ ადგილზე დარჩეს.

უსაფრთხოების დილემა ორი შემზღუდველი გარემოებით არის განპირობებული: თავდასხმითი და თავდაცვითი პოზიციების ერთმანეთისგან გარჩევა იმთავითვე რთუ-ლია, ხოლო ერთი სახელმწიფო იმის იმედად ვერ იქნება, რომ მეორის მშვიდობიანი განწ-ყობა მომავალში არ შეიცვლება. თავდაცვისუნარიანობა შეიძლება თავდასხმის უნარსაც გულისხმობდეს. როდესაც სახელმწიფო „ა“ დამატებით შეიარაღებას ყიდულობს, მან შეიძლება იცოდეს, რომ მხოლოდ თავდაცვის მიზანი ამოძრავებს, რომ მისი ზრახვები მშვიდობიანია და „ბ“ სახელმწიფოს მიმართ არავითარი აგრესიული გეგმები არ აქვს. თუმცა, რადგან ჩვენს მსოფლიოში სახელმწიფოებმა თავდაცვაზე თავად უნდა იზრუ-ნონ, სახელმწიფო „ბ“ სახელმწიფო „ა“-ს ქმედებებს გულისყურით დააკვირდება და ეჭვიც გაუჩნდება. „ბ“-მ შეიძლება იფიქროს, რომ „ა“ მას თავს დაესხმება მაშინვე, როგორც კი საკმარის იარაღს დააგროვებს და რომ „ა“-ს მეგობრული განცხადებები მხოლოდ „ბ“-ს ყურადღების მოდუნებას ემსახურება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ბ“ ჩათვლის, რომ „ა“-ს ქმედებები მის წინააღმდეგ არ არის მიმართული, „ბ“ მაინც ვერ იქნება დარწმუნებული, რომ „ა“-ს განზრახვები მომავალში არ შეიცვლება. ანარქიის პირობებში, „ა“ ვერ იკისრებს, რომ „ბ“-ს ინტერესებს მომავალშიც სცეს პატივი. „ბ“-მ უნდა დაუშვას შესაძლებლობა, რომ „ა“, ადრე თუ გვიან, მის მიმართ იმას მოიმოქმედებს, რისი ძალაც შესწევს. იმის გამო, რომ სახელმწიფოებმა, სხვათა განზრახვების გარდა, მათი პოტენციალიც უნდა შეაფასონ და არც განზრახვების ცვლილების შესაძლებლობა უნდა გამორიცხონ, ისინი უკიდირე-სად კონსერვატიულები არიან. მათ ურჩევნიათ, რომ თავი დაიზღვიონ და არასაკმარის მომზადებას გადამეტებულ მომზადებას ამჯობინებენ. რადგან უსაფრთხოება არსებობის საფუძველი და ყველა სხვა მიზნის მიღწევის წინაპირობაა, სახელმწიფო აქტორები უაღ-რესად მგრძნობიარენი უნდა იყვნენ უსაფრთხოების სფეროში სხვების მიერ გადადგმუ-ლი ნაბიჯების მიმართ. ამრიგად, უსაფრთხოების დილემა გულისხმობს შემდეგ: სახელმ-წიფო აქტორები ვერ გარისკავენ, რომ უსაფრთხოების სფეროში სხვა სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე რეაგირება არ მოახდინონ, თუმცა მათი რეაქციის შედეგად შეიძლება მათივე მდგომარეობა გაუარესდეს.

საერთაშორისო პოლიტიკის ანარქიული გარემო შესაძლებლობას აძლევს ყოველ სახელმწიფოს, რომ საკუთარი ინტერესები თავად განსაზღვროს, თუმცა სახელმწი-ფოებმა ამ ინტერესების დაცვის საშუალებებიც თავად უნდა მოიძიონ. უსაფრთხოების ინტერესები უზენაესი ხდება, რადგან ცენტრალური ხელისუფლების არარსებობა ომე-