საქართველოს საგარეო პოლიტიკა

22
სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს XVIII –XXI სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსს ს.სსსსსსსს 43-ს სსსსსს სსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს: სსსს სსსსსსს

description

საქართველოს საგარეო პოლიტიკა. XVIII –XXI საუკუნეები ტიციან ტაბიძის ქ.თბილისის 43-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი: ნინო აბულაძე. საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. - PowerPoint PPT Presentation

Transcript of საქართველოს საგარეო პოლიტიკა

Page 1: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო პოლიტიკა

XVIII –XXI საუკუნეები

ტიციან ტაბიძის ქ.თბილისის 43-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი: ნინო აბულაძე

Page 2: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში

ქართლის მეფე ვახტანგ VI საკმაოდ რთულ პირობებში უწევდა მოღვაწეობა. ორი დიდი იმპერია: ირანი და ოსმალეთი დიდ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს მომავალს. საჭირო იყო ენერგიული ბრძოლა ქართველობისათვის.ვახტანგის თაოსნობით ჩამოყალიბდა კულტურულ-პოლიტიკურ მოღვაწეთა ძლიერი დასი, რომელშიც დამპყრობელთა წინააღმდეგ ენერგიული იდეური ბრძოლა წამოიწყო. მათ მიზნად დაისახეს ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება და ქვეყნის მომზადება ახალი გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ამ საქმიანობაში ვახტანგს გვერდით ედგა მისი აღმზრდელი და თანამებრძოლი სულხან-საბა ორბელიანი.ვახტანგ VI -მ პოლიტიკური მოკავშირის ძიება დაიწყო ევროპაში. ფრანგი მისიონერები იმ პერიოდის საქართველოში მრავლად იყვნენ. მათი მეშვეობით საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს აქვს ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ვახტანგ VI- მ გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება საფრანგეთთან. სწორედ ამ მისიით 1713 წელს იანვარში სულხან-საბა გაემგზავრა საფრანგეთში. 1714წ იგი მარსელში ჩავიდა. აქ იგი შეხვდა ქალაქის მერს - შარლ კუსტანს და გალერებისა და ვაჭრობის ინტენდანტ პიერ დ არნუსთან. წამოაყენეს საკითხი საფრანგეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესახებ.1714 წლის აპრილში სულხან-საბას უკვე ჰქონდა პირველი აუდიენცია მეფე ლუი XIV-სთან. მას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საფრანგეთის სამეფო კარზე.

Page 3: საქართველოს საგარეო პოლიტიკა
Page 4: საქართველოს საგარეო პოლიტიკა
Page 5: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საბას ელჩობა წარუმატებლად დასრულდა ლუი XVI-

ის კარზე.

“ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან

ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა…………

რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან

ელჩმან ქართლისამ…”

Page 6: საქართველოს საგარეო პოლიტიკა
Page 7: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

გეორგიევსკის ტრაქტატი

ერეკლე მეორე მტკიცედ ადგა რუსეთთან დაკავშიორების ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ირან-ოსალეთის აგრასიის წინააღმდეგ ბრძოლის პორობებში იყო შემუშავებული. იგი ნათლად ხედავდა რომ სამი დიდი სახელმწიფო ირანი, ოსმალეთი და რუსეთი კავკასიაში ბატონობას ეცილებოდა და ამიტომ საქართველოს აუცილებლად კატეგორიული არჩევანი უნდა გაეკეთებინა ამ სახელმწიფოებს შორის. რუსეთთან საქართველოს ბედის დაკავშირებით ერეკლე იმედოვნებდა, რომ თავის ქვეყანას სამუდამოდ ააცდენდა ოსმალეთ-ირანის აგრესიას.

Page 8: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

რუსეთმა არ შეასრულა პირობა!!!

ამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში შესული ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო - პოლიტიკურ ქმედითუნარიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა,, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა. ე.ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით.

Page 9: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

,,....ლხინი, შვება და სიამე სულ ჭირად გადაგვექცაო......” ამ ხელშეკრულების მიუხედავად

რუსეთმა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა გააუქმა, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქართულ ენას და სამართალი შეუცვალა. XIX სუკუნეში საქართველო მთლიანად მოექცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, რუსები უგულებელყოფდნენ ქართველთა ტრადიციებს და ჩვევებს, ცდილობდნენ ძირფესვიანად აღმოეფხვრათ ქართული ენა, კულტურა, თითქმის ყველა მონასტრის უძველესი ფრესკები თეთრად გადაიღება. კათოლოკოსის წოდება გაუქმდა, მასთან ერთად გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ასე დაიწყო საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სრულიად ახალი ხანა. საქართველომ დაკარგა ყველაზე მთავარი და ძვირფასი, რაც შეძლება ამა თუ იმ ხალხს ჰქონდეს, - თავისუფლება და ეროვნული სახელმწიფოებრიობა.

Page 10: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველო და საფრანგეთი ნაპოლეონის პერიოდი

ნაპოლეონს საქართველოთი ჯერ კიდევ ეგვიპტის ლაშქრობის დროს დაინტერესედა, მას კარგი ინფორმაცია ჰქონდა ქართველებზე, ისიც კარგად იცოდა, რომ მამლუქების უმეტესებობა წარმოშობით საქართველოდან იყვნენ.1799 წელს ბონაპარტმა ეგვიპტიდან ელჩი მიავლინა ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII კარზე ..მაგრამ ელჩი ახალციხეში ფაშას ბრძანებით შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს, ეს ფაქტი მოწმობს, რომ ნაპოლეონისათვის საქართველოს საკითხი აქტუალური იყო.

იმერეთის მეფე სოლომონ II, ბატონიშვილები თეიმურაზი და ალექსანდრე ბონაპარტს წერილებს უგზავნიდნენ და დახმარებას სთოვდნენ.

ირან-რუსეთის ომი მიმდინარეობდა 1804-1813 წლებში;ომის სამიზნე აღმოსავლეთ საქართველო იყო.გარდა ამისა, ე.წ. ფინკენშტაინის ხელშეკრულებით მაპოლეონი დაბრუნდა ირანს აღმოსავლეტ საქართველოს ,,დაბრუნებას”. მგრამ მალე ვითარება შეიცვალა,საფრანგეთმა უარი თქვა ირანის მხარდაჭერაზე. შედეგად ირანმა წინაარმდეგობა ვეღარ გაუწია რუსეთს და 1813 წლის ზავით აღმოსავლეთ საქართველო დარჩა რუსეთის შემადგენლობაში .

Page 11: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

ნაპოლეონის კვალი საქართველოში

ნაპოლეონის სააღლუმო ხმალი 70 წელია, რაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება, კერძოდ აკადემიკოსს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. თავად ხმალი საქართველოში, XIX საუკუნის II ნახევარში ვინმე აშელ მიურატმა ჩამოიტანა, რომელიც ნაპოლეონის ცხენოსანი ჯარის, მისი კავალერიის სარდლის, თავისი დროის ეევროპის მხედართმთავართა შორის საყოველთაოდ აღიარებულ, მარშალ იოჰან მიურატის ძმის შვილიშვილია. საქართველოში ჩამოსულმა დადიანების ასული, ეკატერინე ჭავჭავაძის და დავით დადიანის ქალიშვილი სალომე გაიცნო, ცოლად ითხოვა და საქართველოში დასახლდა. სამეგრელოში მას არჩილი შეარქვეს. ხმალთან ერთად მან ნაპოლეონის სხვა ნივთებიც ჩამოიტანა.

შეიძლება ძნელი წარმოსადგენი იყოს ბევრისთვის, მაგრამ პარიზს, ლონდონს, ჰავანასა და ზუგდიდს საერთო აქვთ ნაპოლეონის ნიღაბი, რომელიც ინახება ამ ოთხ ქალაქში. ის გარდაცვლილი იმპერატორის სახიდან აიღო და ბრინჯაოსაგან ჩამოასხა მისმა პირადმა ექიმმა. 

Page 12: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენა (1918-1921)

1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან გააფორმეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებდა ორი ქართული (ბათუმი და არდაღანი) და ერთი სომხური (ყარსი) ოლქის თურქეთისთვის გადაცემას. საქართველო აღმოჩნდა ახალი განსაცდელის წინაშე, იგი კარგავდა სამხრეთ ნაწილს.. როცა საკითხის მოგვარების ყველა იმედი ამოიწურა, ქართულმა დელეგაციამ გამონახა გადარჩენის ერთადერთი გზა – დამოუკიდებლობა !!!

ქართველებმა ორიენტაცია გერმანიაზე აიღეს, რათა მას გავლენა მოეხდინა თავის მოკავშირეზე, მართლაც, გერმანიის ჩარევის წყალობით საქართველო გადაურჩა თურქულ ოკუპაციას.

Page 13: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველო.. დამოუკიდებლობის გამოცხადება აი, რას წერდა მაშინდელი

მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზ. ავალიშვილი: „ამ განსაკუთრებულ წუთში როგორ არ გვესმინა ისტორიული სტიქიების გუგუნი, როგორ არ ყურადგვეღო იმათი ხმა, ვინც დიდი ხანია აღარ არის… აი, დამოუკიდებლობამ კარზე მოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გავუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა!..  ”

Page 14: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

რუსეთმა ისევ დაარღვია პირობა.... დამოუკიდებელ საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის

არსებობდა 1920 წლის 7 მაისის ხელშკრულება, რომლითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობამ იკისრა თავის ტერიტორიაზე კომუნისტებისათვის ლეგალური მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ 7 მაისის ხელშეკრულება რუსეთს ჭირდებოდა მხოლოდ ქართველთა სიფხიზლის მოსადუნებლად და საქართველოში თავისი აგენტურისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად. მოსკოვი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისა და ამიერკავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გასაბჭოებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში საქართველოსათვის მეტად ნეგატიური როლი შეასრულეს მაღალ თანამდებობებზე მყოფმა ქართველმა კომუნისტებმა – ი. სტალინმა, ს. ორჯონიკიძემ  საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა. გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს. 

Page 15: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

ოკუპაცია

“თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,დუმდა სიონი და დუმდა ხალხი…თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელითშემოდიოდა სიკვდილი ცელით!”

Page 16: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად. 

Page 17: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

რუსეთი არ ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას... აფხაზეთის ომი-1992-1993წ.წ  1991 წლის 9 აპრილს აღდგენილ იქ

ნა საქართველოს სახელმწიფოებრივიდამოუკიდებლობა.. რუსეთი აქეზებდა აფხაზებს.....

1992 წელს, 14 აგვისტოს, ქართველებსა და აფხაზებს შორის ტყვიის გავარდნას პირველები ქართველი პოლიციელები შეეწირნენ. ასე დაიწყო ომი, რომელმაც ორივე მხარეს უზარმაზარი მსხვერპლი მოუტანა და რომელსაც შედეგად საქართველოსგან აფხაზეთის უკვე 14 წლიანი ჩამოშორება მოჰყვა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, რომ საქართველო პატივს სცემს აფხაზებსა და ოსებს, არ ამბობს მათთან დიალოგზე უარს, მაგრამ რაკი ისინი მთლიანად მოსკოვიდან იმართებიან, გამოსავალი უნდა ვეძებოთ არა იმდენად აფხაზებსა და ოსებთან დიალოგში, რამდენადაც მათზე მოსკოვის გავლენის მოხსნაში.

Page 18: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველო- რუსეთის ომი2008 წელი

ომი,რომელმაც შეძრა მსოფლიო...ომი,რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა საქართველოს...

Page 19: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის – ფრანკ – ვალტერ შტაინმაიერის სამიტის შემდგომ განცხადებაშიც: „ნატო – ს არ გააჩნია მიზეზი საიმისოდ, რომ, ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგობისდა მიუხედავად, უკრაინისა და

საქართველოს ორგანიზაციაში მოწვევით მოახდინოს რუსეთის პროვოცირება.“

ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზანი არის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. სწორედ ნატოს სამიტი ტარდებოდა ომამდე 4 თვით ადრე ქალაქ ბუქარესტში, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის, ე.წ. MAP-ის (Membership Action Plan) დასახვა. ბუქარესტის სამიტმა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინიც იყო მიწვეული, საქართველოსთვის შედეგი არ გამოიღო და ეს სწორედ რომ რუსეთის ფაქტორით იყო გამოწვეული. გერმანულ პოზიციას ამყარებდა ის ფაქტიც, რომ ნატო–რუსეთის ურთიერთობები ისედაც საკმარისად გაფუჭდა ბუქარესტის სამიტამდე ნატოს 19 სახელმწიფოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რის გამოც რუსეთის მოკავშირემ ბალკანეთში – სერბეთმა, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა.

რუსეთის ევრაზიანისტული პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი უახლოესი მეზობლების – უკრაინისა და საქართველოს მოქიშპე ბანაკში (ნატო) გადასვლა კატასტროფად უნდა შეფასებულიყო. სწორედ ამიტომ არ დაუშვა პუტინმა ბუქარესტის სამიტზე ამ ორი ქვეყნის გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში. რუსეთმა ისედაც სერიოზული დანაკარგი მიიღო აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ნაწილის ნატოში გაწევრიანების გამო (9 პოსტ – სოციალისტური ქვეყანა და, ასევე, ყოფილი იუგოსლავიიდან – სლოვენია, ხორვატია და ალბანეთი). მიიღო რა იმის გარანტია, რომ საქართველო არ გახდებოდა უახლოეს მომავალში ნატო–ს წევრი, რუსეთს მიეცა ფართო მოქმედების საშუალება სამაჩაბლოს კონფლიქტურ რეგიონში, დარწმუნებული იყო რა იმაში, რომ ა.შ.შ. საქართველოს დახმარების მოტივით რუსეთთან მსოფლიო მასშტაბის ომს არ დაიწყებდა. შესაბამისად, მოეწყო პროვოკაცია სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რაც ომში გადაიზა, ომი რაღა თქმა უნდა, რუსების გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის სამაჩაბლოს ომით რუსეთმა „ერთი გასროლით ორი კურდღელი დაეჭირა“: ერთი მხრივ, მან გაიფართოვა თავისი გავლენის სფერო სამაჩაბლოს ტერიტორიის ხარჯზე, რაც მისი ევრაზიანისტული პოლიტიკის ფარგლებში წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება; მეორე მხრივ კი, შეუმცირა საქართველოს ნატოში შესვლის სამომავლო შანსები, რამდენადაც არც ნატო – ს სურს გარისკვა და რუსეთთან კონფლიქტში მყოფი სახელმწიფოს თავის რიგებში მიღება და არც საქართველოა მაინცდამაინც მოწადინებული ორი ისტორიული რეგიონის გარეშე გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. 

Page 20: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

ვეჭვობ, რომ რუსეთის ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ნანობდეს 2008 წლის ომში

მონაწილეობის მიღებას, რადგანაც ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რათა საქართველო არ დაახლოებოდა ნატოს – და, უარეს შემთხვევაში, არ მომხდარიყო მისი

გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში.  .

Page 21: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

სულხან საბა ორბელიანის თხოვნა ევროპამ შეასრულა 2008 წელს!!!

Page 22: საქართველოს საგარეო პოლიტიკა

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“- „მე ვარ ქართველი და

მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ მხოლოდ მაშინ იქცევა რეალობად, როდესაც ფასეულობათა და ღირებულებთა ევროპულ სისტემას გააცნობიერებენ საქართველოს მოქალაქეები, მხოლოდ მაშინ გავხდებით ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ხოლო იმაზე კამათი, საქართველო გეოგრაფიულად ევროპაა  თუ აზია, არაფერს არ ცვლის, რადგან  ასე უცებ, ერთ დღეს, ვერ გახდები ევროპელი! ”