პათოლოგიური ანატომია კლინიკური...

57
პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია 1. რას ნიშნავს სიტყვა "პათოლოგია"? *) სწავლებას ავადმყოფური მოვლენების შესახებ; ) სწავლებას ავადმყოფობის შესახებ; ) სწავლებას პათოლოგიური მდგომარეობის შესახებ; ) სწავლებას პათოლოგიური პროცესების შესახებ. 2. როგორ ცვლილებებს ეწოდება მიკრომორფოლოგიური? ) რომლებიც ვლინდება აწონვით; ) რომლებიც ვლინდება გაზომვით; ) რომლებიც ვლინდება ხელის შეხებით; *) რომლებიც ვლინდება შეიარაღებული თვალით. 3. როგორ ცვლილებებს ეწოდება მაკრომორფოლოგიური? ) რომლებიც ვლინდება ელექტრონული მიკროსკოპით; *) რომლებიც ვლინდება შეუიარაღებელი თვალით; ) რომლებიც ვლინდება შეიარაღებული თვალით; ) რომლებიც ვლინდება აუტორადიოგრაფიით. 4. რა ეწოდება კლინიკური დიაგნოზის დადგენისათვის შესწავლილ მასალას? ) დაკონსერვებული მასალა; ) აუტოფსიური მასალა; ) ექსპერიმენტული მასალა; *) ბიოფსიური მასალა. 5. რომელ წელს დაარსდა თბილისში პათოლოგიური ანატომიის კათედრა? ) 1930 წელს; *) 1922 წელს; ) 1891 წელს; ) 1859 წელს. 6. ჰისტოლოგიური კვლევის მიმოხილვითი მეთოდია *) შეღებვა ჰემატოქსილინითა და ეოზინით; ) შეღებვა ორსეინით; ) შეღებვა ფუქსელინით; ) შეღებვა ალდეჰიდ-ფუქსინით. 7. ამილოიდის აღმოჩენა ქსოვილებში შეიძლება ) ტოლუიდინის ლურჯით; ) სუდანით; ) სისხლის წითელი მარილით; *) კონგო წითელით. 8. პერლსის (ბერლინის ლაჟვარდის) რეაქციას მიმართავენ ქსოვილში *) ჰემოსიდერინის გამოვლინებისათვის; ) ჰემატოიდინის გამოვლინებისათვის;

Transcript of პათოლოგიური ანატომია კლინიკური...

Page 1: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია

1. რას ნიშნავს სიტყვა "პათოლოგია"?

*ა) სწავლებას ავადმყოფური მოვლენების შესახებ;

ბ) სწავლებას ავადმყოფობის შესახებ;

გ) სწავლებას პათოლოგიური მდგომარეობის შესახებ;

დ) სწავლებას პათოლოგიური პროცესების შესახებ.

2. როგორ ცვლილებებს ეწოდება მიკრომორფოლოგიური?

ა) რომლებიც ვლინდება აწონვით;

ბ) რომლებიც ვლინდება გაზომვით;

გ) რომლებიც ვლინდება ხელის შეხებით;

*დ) რომლებიც ვლინდება შეიარაღებული თვალით.

3. როგორ ცვლილებებს ეწოდება მაკრომორფოლოგიური?

ა) რომლებიც ვლინდება ელექტრონული მიკროსკოპით;

*ბ) რომლებიც ვლინდება შეუიარაღებელი თვალით;

გ) რომლებიც ვლინდება შეიარაღებული თვალით;

დ) რომლებიც ვლინდება აუტორადიოგრაფიით.

4. რა ეწოდება კლინიკური დიაგნოზის დადგენისათვის შესწავლილ მასალას?

ა) დაკონსერვებული მასალა;

ბ) აუტოფსიური მასალა;

გ) ექსპერიმენტული მასალა;

*დ) ბიოფსიური მასალა.

5. რომელ წელს დაარსდა თბილისში პათოლოგიური ანატომიის კათედრა?

ა) 1930 წელს;

*ბ) 1922 წელს;

გ) 1891 წელს;

დ) 1859 წელს.

6. ჰისტოლოგიური კვლევის მიმოხილვითი მეთოდია

*ა) შეღებვა ჰემატოქსილინითა და ეოზინით;

ბ) შეღებვა ორსეინით;

გ) შეღებვა ფუქსელინით;

დ) შეღებვა ალდეჰიდ-ფუქსინით.

7. ამილოიდის აღმოჩენა ქსოვილებში შეიძლება

ა) ტოლუიდინის ლურჯით;

ბ) სუდანით;

გ) სისხლის წითელი მარილით;

*დ) კონგო წითელით.

8. პერლსის (ბერლინის ლაჟვარდის) რეაქციას მიმართავენ ქსოვილში

*ა) ჰემოსიდერინის გამოვლინებისათვის;

ბ) ჰემატოიდინის გამოვლინებისათვის;

Page 2: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

გ) ბილირუბინის გამოვლინებისათვის;

დ) ლიპოფუსცინის გამოვლინებისათვის.

9. უჯრედზე პათოგენური აგენტის ზემოქმედება თავდაპირველად იწვევს

ა) შექცევად დაზიანებას;

ბ) შეუქცევად დაზიანებას;

გ) ნეკროზს;

*დ) ადაპტაციურ რეაქციებს.

10. მოვლენების როგორი თანმიმდევრობით ხორციელდება უჯრედის

დაზიანება?

ა) შექცევადი დაზიანება, შეუქცევადი დაზიანება, ადაპტაციური

რეაქციები, ნეკროზი;

*ბ) ადაპტაციური რეაქციები, შექცევადი დაზიანება, შეუქცევადი

დაზიანება, ნეკროზი;

გ) ნეკროზი, შეუქცევადი დაზიანება, შექცევადი დაზიანება;

დ) შეუქცევადი დაზიანება, შექცევადი დაზიანება, ნეკროზი.

11. იშემიის მიმართ მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება

ა) შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები;

ბ) კუნთოვანი უჯრედები;

*გ) ნეირონები;

დ) ეპიდერმისი, თირკმელის ეპითელიუმი.

12. იშემიის მიმართ დაბალი მგრძნობელობით ხასიათდება

*ა) ფიბრობლასტები, ეპიდერმისი, ჩონჩხის კუნთები;

ბ) კარდიომიოციტი, ჰეპატოციტი;

გ) ნეირონები;

დ) თირკმელის ეპითელიუმი.

13. პათოგენეზის მიხედვით არსებობს უჯრედის დაზიანების შემდეგი ტიპები

ა) შექცევადი და შეუქცევადი;

*ბ) ჰიპოქსიური, თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული, ქიმიური,

ვირუსული;

გ) მხოლოდ ქიმიური და ვირუსული;

დ) ჰიპოქსიური და ვირუსული.

14. შეუქცევადი ცვლილებების ჩამოყალიბებასა და უჯრედის სიკვდილის

განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

ა) ნატრიუმის უჯრედში ჭარბად შესვლას;

*ბ) კალციუმის უჯრედში ჭარბად შესვლას;

გ) კალიუმის კონცენტრაციის მომატებას;

დ) უჯრედშიდა ენზიმების გაძლიერებულ სინთეზს.

15. მრავალბირთვიანობას უჯრედების შერწყმის გამო ვხვდებით

*ა) უცხო სხეულის გიგანტურ უჯრედებში და პიროგოვ-ლანგჰანსის

გიგანტურ უჯრედებში;

Page 3: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ბ) ჰიპერტროფიული და ჰიპერპლაზიური ქსოვილის უჯრედებში;

გ) ავთვისებიანი ზრდის დროს.

16. სად ვითარდება ალკოჰოლური ჰიალინი (მალორის სხეულაკები) ?

ა) თირკმელებში;

*ბ) ღვიძლში;

გ) თავის ტვინში;

დ) ელენთაში.

17. შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოვანი სტრუქტურები ვლინდება შემდეგი

მეთოდებით

ა) სუდან III-ით, სუდან IV-ით, შარლახით, ოსმიუმით;

ბ) ნილოსის ცისფერით, ბრაშეს მეთოდით;

გ) კონგო წითელით, მეთილ-ვიოლეტით, გენციან-ვიოლეტით;

*დ) პიკროფუქსინის ნარევით, ფუქსილენით, ორსეინით.

18. რომელი ავადმყოფობების დროს ვითარდება წვრილი არტერიებისა და

არტერიოლების ჰიალინოზი?

ა) რევმატიზმი და რევმატიზმული ავადმყოფობები;

ბ) ათეროსკლეროზი;

*გ) ჰიპერტონული ავადმყოფობა და შაქრიანი დიაბეტი;

დ) ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი.

19. რა ახასიათებს ამილოიდოზს?

ა) ცხიმოვანი ცვლის ღრმა მოშლა, სისხლმილთა კედლებში რთული

ნაერთის - ამილოიდის წარმოქმნით;

ბ) ცილოვანი ცვლის ღრმა მოშლა ანომალური გლობულური ცილის

გაჩენით და პარენქიმაში ამილოიდის წარმოქმნით;

გ) ცილოვანი ცვლის ზერელე მოშლა, ანომალური ფიბრილური ცილის

გაჩენით და სისხლმილთა კედლებში ქონდროიტინსულფატების ჩალაგებით;

*დ) ცილოვანი ცვლის ღრმა მოშლა, ანომალური ფიბრილური ცილის

გაჩენით და შუამდებარე ქსოვილში, სისხლმილთა კედლებში რთული ნაერთის

- ამილოიდის წარმოქმნით.

20. ძირითადად რით ავლენენ მიკროსკოპულად ამილოიდს?

ა) შიმ-რეაქციით;

*ბ) კონგო წითელით ამილოიდი იღებება წითლად;

გ) სუდან III-ით იღებება ყვითლად;

დ) ოსმიუმის მჟავით იღებება შავად.

21. რომელი ავადმყოფობების გართულებაა მეორადი ამილოიდოზი?

ა) ქრონიკული ინფექციები, მიოკარდიუმის ინფარქტი,

მენინგოენცეფალიტი;

*ბ) ქრონიკული ინფექციები, ჩირქოვან-დესტრუქციული პროცესები,

ავთვისებიანი სიმსივნეები, რევმატიზმული ავადმყოფობები;

გ) კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მწვავე ინფექციები, რევმატიზმული

ავადმყოფობები, ჩირქოვან-დესტრუქციული პროცესები;

Page 4: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

დ) მწვავე ინფექციები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ჰიპერტონული

ავადმყოფობა.

22. როგორია გამოხატული ამილოიდოზის შემთხვევებში ორგანოს

მაკროსკოპული დახასიათება?

ა) ორგანო შემცირებულია, რბილია, დრეკადია, განაკვეთის ზედაპირზე

ქონისებრი ან ცვილისებრია;

ბ) ორგანო გადიდებულია, ზედმიწევნით დუნე კონსისტენციისაა,

განაკვეთზე დამდუღრული ხორცის ფერია;

გ) ორგანო შემცირებულია, მკვრივია, ჭრელია;

*დ) ორგანო გადიდებულია, ზედმიწევნით მკვრივი და ტეხვადია,

განაკვეთზე ქონისებრი ან ცვილისებრია.

23. რა უდევს საფუძვლად ათეროსკლეროზს?

ა) გლიკოლიპიდების ცვლის მოშლა;

*ბ) ქოლესტერინისა და მისი ეთერების, აგრეთვე ბეტა-ლიპოპროტეიდების

ცვლის მოშლა;

გ) გლიკოპროტეიდებისა და გლიკოზამინოგლიკანების ცვლის მოშლა;

დ) მემკვიდრული ფერმენტოპათიები.

24. სად გროვდება ქოლესტერინი ოჯახური ჰიპერქოლესტერინული

ქსანთომატოზის დროს?

*ა) კანში, მსხვილ სისხლმილთა კედლებში, გულის სარქველებში;

ბ) მიოკარდიუმის სტრომაში, აორტის ინტიმაში;

გ) სუბეპიკარდულ მიდამოში, აორტის ინტიმაში;

დ) თირკმელებში, თავის ტვინში, წვრილ სისხლმილთა კედლებში.

25. როდის ვითარდება ადგილობრივი ჰემოსიდეროზი?

ა) პერნიციოზული ანემიის დროს;

ბ) რკინადეფიციტური ანემიის დროს;

გ) ერითროციტების ინტრავასკულური დაშლის დროს;

*დ) ერითროციტების ექსტრავასკულური დაშლის დროს.

26. რასთან არის დაკავშირებული ბილირუბინის ცვლის მოშლა?

ა) სისხლში მისი რაოდენობის შემცირებასთან;

*ბ) მისი წარმოქმნის ან გამოყოფის დარღვევასთან;

გ) შარდით ურობილინის გამოყოფის დარღვევასთან;

დ) განავლით სტერკობილინის გამოყოფის დარღვევასთან.

27. რით ხასიათდება ღვიძლზედა ანუ ჰემოლიზური სიყვითლე?

*ა) ბილირუბინის ჭარბი წარმოქმნით გაძლიერებული ჰემოლიზის გამო;

ბ) ბილირუბინის შთანთქმის გაძნელებით;

გ) სანაღვლე გზების გამტარებლობის დარღვევით;

დ) მემკვიდრული პიგმენტური ჰეპატოზის დროს ფერმენტოპათიით.

28. ღვიძლისმიერი ანუ პარენქიმული სიყვითლე ვითარდება

ა) სეფსისის, მალარიის, შებრუნებითი ტიფის დროს;

Page 5: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

*ბ) ჰეპატოციტების დაზიანებისას (ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი და

ა.შ.);

გ) სანაღვლე გზების გამტარებლობის დარღვევისას;

დ) ბილირუბინის ჭარბი წარმოქმნის გამო ერითროციტების დაშლისას.

29. ღვიძლქვედა ანუ მექანიკური სიყვითლე ვითარდება

ა) ბილირუბინის ჭარბი წარმოქმნის გამო ერითროციტების დაშლისას;

ბ) მემკვიდრული პიგმენტური ჰეპატოზის დროს;

გ) ჰეპატოციტების დაზიანებისას (ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი და ა.შ.);

*დ) სანაღვლე გზების გამტარებლობის დარღვევისას.

30. რაში გამოიხატება მელანინის ცვლის მოშლა?

ა) მისი რაოდენობის მხოლოდ თანდაყოლილი მომატებით ან გაქრობით;

ბ) მისი რაოდენობის მხოლოდ შეძენილი მომატებით ან გაქრობით;

*გ) მისი რაოდენობის თანდაყოლილი და შეძენილი, აგრეთვე ზოგადი და

ადგილობრივი მომატებით ან გაქრობით;

დ) მისი რაოდენობის მხოლოდ ზოგადი და ადგილობრივი მომატებით ან

გაქრობით.

31. რომელი ავადმყოფობის დროს აღინიშნება ზოგადი შეძენილი

ჰიპერმელანოზი?

ა) იცენკო-კუშინგის;

*ბ) ადისონის;

გ) სიმონდსის;

დ) ადისონ-ბირმერის.

32. რით გამოიხატება ზოგადი თანდაყოლილი ჰიპერმელანოზი?

ა) მსხვილი ნაწლავის მელანოზი, ჭორფლი, ნევუსი, ლენტიგო;

ბ) პელაგრული საყელოს, ხელთათმანებისა და ჩექმების ტიპის კანის

ჰიპერპიგმენტაცია;

გ) ლეიკოდერმა, ლეიკოტრიქია, ვიტილიგო;

*დ) კანის ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპერკერატოზი და შეშუპება.

33. რა იწვევს ალბინიზმს?

ა) მელანინის მიმართ ანტისხეულების გამომუშავება;

ბ) კანის ანთებითი ხასიათის ავადმყოფობები;

*გ) თიროზინაზას მემკვიდრული უკმარისობა;

დ) მელანოგენეზის ნეირო-ენდოკრინული რეგულაციის დარღვევა.

34. რა შედეგი მოყვება ნუკლეოპროტეიდების ცვლის მოშლას?

ა) შაქრიანი დიაბეტი, ქოლელითიაზი, ელენთის ინფარქტი;

ბ) თავის ტვინის ნივთიერების დარბილება, კრუნჩხვები, მხედველობის

მოშლა;

*გ) პოდაგრა, ნეფროლითიაზი, შარდმჟავა ინფარქტი;

დ) ახალშობილთა სიყვითლე, კახექსია, პელაგრა.

35. რასთან არის დაკავშირებული შარდკენჭოვანი ავადმყოფობა?

Page 6: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ა) ადგილობრივ კალცინოზთან ანუ კიროვან ნიკრისთან;

ბ) კალციუმის ცვლის ზოგად მოშლასთან;

გ) თირკმელის მენჯისა და ფიალების პათოლოგიასთან;

*დ) პურინული ცვლის მოშლასთან.

36. დაასახელეთ მეტასტაზური გაკირვის ძირითადი მიზეზი

ა) ჰიპოკალციემია;

*ბ) ჰიპერკალციემია;

გ) დისტროფია, ნეკროზი, სკლეროზი;

დ) ჰიპოკალციემია და ნეკროზი.

37. რომელ ორგანოებში ვითარდება ძირითადი ცვლილებები სპილენძის

ცვლის მოშლის დროს?

ა) გულში, თირკმელში, პანკრეასში, ელენთაში;

ბ) ღვიძლში, პანკრეასში, ნაწლავის კედელში;

გ) თირკმელზედა ჯირკვლებში, ელენთაში, ლიმფურ კვანძებში;

*დ) თავის ტვინში, ღვიძლში, რქოვანაში, თირკმელებში.

38. სად გვხვდება მრგვალი ან ოვალური ქვები?

ა) თირკმელის მენჯსა და ფიალებში;

ბ) პანკრეასისა და სანერწყვე ჯირკვლების სადინარებში;

*გ) შარდის ბუშტსა და ნაღვლის ბუშტში;

დ) ბრონქებსა და ნაწლავებში.

39. სად გვხვდება წანაზარდებიანი ქვები?

ა) შარდის ბუშტსა და ნაღვლის ბუშტში;

ბ) ბრონქებსა და ნაწლავებში;

გ) პანკრეასისა და სანერწყვე ჯირკვლების სადინარებში;

*დ) თირკმელის მენჯსა და ფიალებში.

40. როგორი აგებულების ქვები არსებობს?

ა) მრგვალი, წანაზარდებიანი, ცილინდრული:

*ბ) კრისტალოიდური, კოლოიდური, კოლოიდურ-კრისტალოიდური;

გ) თეთრი და ყვითელი;

დ) მუქი ყავისფერი და მუქი მწვანე.

41. ქვების ადგილობრივი ხასიათის გართულებებია

*ა) ნაწოლი, პერფორაცია, ფისტულა, ანთება, ობტურაცია;

ბ) დისტროფია, სკლეროზი, ნეკროზი, ჰიალინოზი;

გ) პიგმენტაცია, შეშუპება, დისტროფია, სკლეროზი;

დ) დისტროფია, მეტაპლაზია, დისპლაზია.

42. ნიკრისის დროს წვრილი სახსრების რბილ ქსოვილებში გროვდება

ა) ანომალური ცილები;

ბ) ცხიმოვანი მჟავეები;

*გ) შარდმჟავა მარილები;

დ) მჟავე მუკოპოლისაქარიდები.

Page 7: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

43. რა არის ნეკროზი?

ა) უჯრედებისა და ქსოვილების მოცულობაში მომატება;

ბ) უჯრედების რაოდენობის მომატება ცოცხალ ორგანიზმში;

*გ) უჯრედებისა და ქსოვილების კვდომა ცოცხალ ორგანიზმში;

დ) ქსოვილების დისტროფია ცოცხალ ორგანიზმში.

44. რა არის აპოპტოზის საფუძველი?

ა) შექცევადი დისტროფიული ცვლილებები;

*ბ) უჯრედის დანაწევრება აპოფტოზური სხეულაკების წარმოქმნით,

რომელთა ფაგოციტოზიც შემდგომში ხდება მაკროფაგებით;

გ) შეუქცევადი დისტროფიული ცვლილებები;

დ) ნეკრობიოზული და ნეკროზული პროცესები.

45. როდის მიმდინარეობს ნეკროზისა და აპოფტოზის, როგორც ნორმალური

ცხოველმოქმედების გამოვლინება?

ა) ორგანიზმის ზრდის პერიოდში;

ბ) ორგანიზმის ზრდასრულ პერიოდში;

*გ) მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზმში;

დ) მოხუცებულ ორგანიზმში.

46. რა ცვლილებებს განიცდის უჯრედის ბირთვი ნეკროზის დროს?

*ა) კარიოპიკნოზს, კარიორექსისს და კარიოლიზისს;

ბ) ხდება ბირთვის გამრავლება;

გ) პლაზმორექსისს და პლაზმოლიზისს;

დ) განიცდის კოლიკვაციურ ცვლილებებს.

47. როგორი ნეკროზია ინფარქტი?

ა) ტრავმული;

ბ) ტროფონევროზული;

*გ) სისხლმილოვანი;

დ) ალერგიული.

48. როგორია მაკრომორფოლოგიურად კოაგულაციური ნეკროზი?

ა) სველი, მკვრივი, ყავისფერი;

ბ) სველი, თხიერი;

გ) შეშუპებულია, აქვს მყრალი სუნი;

*დ) მშრალი, მკვრივი, მონაცრისფრო-ყვითელი ფერის.

49. რა არის დამახასიათებელი კოლიკვაციური ნეკროზისათვის?

*ა) ქსოვილების გალხობა და კისტების წარმოქმნა;

ბ) ქსოვილის დაშლა ბელტებად;

გ) ცილების დენატურაცია;

დ) ხაჭოსებრი მასის წარმოქმნა.

50. როგორი ნეკროზია განგრენა?

*ა) გარემოს ჰაერთან შეხებაში მყოფი ქსოვილის ნეკროზი;

Page 8: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ბ) ცილებით ღარიბი ქსოვილის ნეკროზი;

გ) ცხიმებით მდიდარი ქსოვილის ნეკროზი;

დ) ცვილისებრი ნეკროზი.

51. როგორია ფერის მიხედვით ინფარქტი?

ა) ყავისფერი;

ბ) მხოლოდ შავი;

გ) მხოლოდ თეთრი და ყვითელი;

*დ) თეთრი, თეთრი ჰემორაგიული ყაეთნით და წითელი.

52. რას ეწოდება ორგანიზაცია?

ა) ჩირქოვან გალხობას;

ბ) კისტის წარმოქმნას;

გ) ჰემოსიდეროზს;

*დ) მკვდარი სუბსტრატის შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლებას.

53. გულის კუნთის მწვავე იშემიის დროს მიოკარდიოციტებში ვლინდება

ა) გლუკოზო-6-ფოსფატაზას აკუმულაცია;

ბ) გლიკოლიზის პროცესის გააქტივება;

*გ) გლიკოგენის ელიმინაცია;

დ) გლიკოგენოლიზის პროცესის ბლოკირება.

54. ზოგადი არტერიული ჰიპერემია - ერითრემია ვლინდება

ა) თრომბოციტების ადჰეზიით, აგრეგაციით, აგლუტინაციით,

ჰიპოვოლემიით;

ბ) ერითროციტოზით, ლეიკოციტოზით, თრომბოციტოზით,

ჰიპერქრომიით;

*გ) ერითროციტოზით, ჰიპერქრომიით, ჰიპერვოლემიით;

დ) პოიკილოციტოზით, ანიზოციტოზით, რეტიკულოციტოზით.

55. როგორი ემბოლია ვითარდება ვაკატური ჰიპერემიის დროს?

ა) ჰაეროვანი;

ბ) თრომბოემბოლია;

გ) ლიპოემბოლია;

*დ) აიროვანი ემბოლია.

56. ვენური სისხლსავსეობის მიზეზია

*ა) სისხლის გადინების შენელება;

ბ) სისხლის მოდინების გაძლიერება;

გ) სისხლის ნაკადის შეჩერება;

დ) სისხლის გადინების გაძლიერება.

57. სტაზის განსაზღვრა

ა) სისხლის გადინების შენელება;

ბ) სისხლის მოდინების გაძლიერება;

*გ) სისხლის ნაკადის შეჩერება;

დ) სისხლის შედედება.

Page 9: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

58. ვენური სისხლსავსეობის სახეები

ა) აქტიური, პასიური;

*ბ) ზოგადი, ადგილობრივი;

გ) ტოქსიური, ტრავმული;

დ) კოლატერალური.

59. რომელ ორგანოებში ვითარდება თეთრი ინფარქტი?

*ა) მიოკარდიუმში, ელენთაში, თირკმელებში;

ბ) თავის ტვინში, ფილტვებში;

გ) ფილტვებში, ღვიძლში;

დ) მიოკარდიუმში, ნაწლავში.

60. როდის ვითარდება ზოგადი ვენური სისხლსავსეობა?

ა) ვენაზე სიმსივნის ზეწოლის დროს;

*ბ) გულის ავადმყოფობების დროს;

გ) აორტის ანევრიზმის დროს;

დ) კარის ვენის თრომბოზის დროს.

61. რომელ ორგანოებში ვითარდება წითელი ინფარქტი?

ა) მიოკარდიუმში, ელენთაში, თირკმელში;

ბ) მიოკარდიუმში, ფილტვში;

*გ) ფილტვში, ღვიძლში, ნაწლავში;

დ) მიოკარდიუმში, თირკმელში.

62. თრომბოზის განმარტება

ა) სისხლის შედედება სიკვდილის შემდეგ;

ბ) სისხლის შედედება პერიკარდიუმის ღრუში;

*გ) სიცოცხლის დროს სისხლძარღვის სანათურში ან გულის ღრუებში

სისხლის შედედება;

დ) უცხო სხეულის ცირკულაცია სისხლსა და ლიმფაში.

63. დასახელებულთაგან რომელი სისხლის მილის სანათურის დახშობა იწვევს

ინფარქტს?

ა) არტერიის;

*ბ) საბოლოო არტერიის;

გ) ვენის;

დ) ვენულების.

64. დასახელებულთაგან რომელი არტერიის თრომბოემბოლია იწვევს სწრაფ

სიკვდილს?

*ა) ფილტვის არტერიის;

ბ) ღვიძლის არტერიის;

გ) ფაშვის არტერიის;

დ) მარცხენა გვირგვინოვანი არტერიის.

65. თრომბოზის გამოსავალი

Page 10: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ა) სისხლდენა;

*ბ) ორგანიზაცია;

გ) ფიბრინოიდული შესივება;

დ) სისხლძარღვის გასკდომა.

66. მასალის მიხედვით ემბოლიის რომელი სახეა უფრო ხშირი?

ა) ცხიმოვანი ემბოლია;

ბ) ჰაეროვანი ემბოლია;

გ) აიროვანი ემბოლია;

*დ) თრომბოემბოლია.

67. პლევრის ღრუში სისხლის დაგროვებას ეწოდება

ა) ჰემოპნევმოთორაქსი;

ბ) ჰემორაგიული პლევრიტი;

*გ) ჰემოთორაქსი;

დ) ჰიდროთორაქსი.

68. პერიტონეუმის ღრუში სისხლის დაგროვებას ეწოდება

ა) ჰემორაგიული პერიტონიტი;

ბ) ქილოზური ასციტი;

*გ) ჰემოპერიტონეუმი;

დ) ჰიდროპერიტონეუმი.

69. შინაგანი ორგანოებიდან პროფუზული სისხლდენის შედეგად ვითარდება

ა) ანაფილაქსიური შოკი;

ბ) პოსტტრანსფუზიული შოკი;

გ) კარდიოგენური შოკი;

*დ) ჰიპოვოლემიური შოკი.

70. ემბოლიის განმარტება

ა) ორგანიზმის სიცოცხლის დროს სისხლის შედედება სისხლძარღვებში;

ბ) სისხლში ფორმიანი ელემენტების ცირკულაცია;

*გ) სისხლში უცხო სხეულის ცირკულაცია და გაჩხირვა სისხლძარღვის

სანათურში;

დ) სისხლის გამოსვლა სისხლძარღვის სანათურიდან.

71. სად გვხვდება უპირატესად ჰიალინური თრომბი?

ა) ვენურ სისტემაში, გულის ანევრიზმების ღრუებში;

*ბ) მიკროცირკულაციური კალაპოტის სისხლის მილებში;

გ) ენდოკარდიუმზე, წინაგულების ყურებში;

დ) თრომბოენდოკარდიტის პირობებში გულის სარქველზე.

72. კედლის ამყოლი თრომბი ხშირად გვხვდება

ა) კიდურების არტერიებში, ჯირკვალთა სისხლმილებში, წვრილი ყალიბის

სისხლმილებში;

*ბ) გულში, მსხვილ არტერიებში, ვენებში, გულისა და სისხლმილების

ანევრიზმაში;

Page 11: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

გ) ფილტვების არტერიებში;

დ) თირკმელების არტერიოლებში, ქვემო ღრუ ვენაში.

73. რა ქმნის ხელსაყრელ პირობებს სისხლის ნაკადიდან სისხლის

ფირფიტების გამოყოფისა და ენდოთელიუმზე მიმაგრებისათვის?

ა) სისხლის დინების აჩქარება:

ბ) ფიბრინოლიზური აქტივობის მომატება;

*გ) სისხლის დინების შენელება და დარღვევა;

დ) სისხლმილის გაფართოება.

74. რომელ უბნებში იქმნება ყველაზე ხელსაყრელი პირობები თრომბოციტების

დალექვისათვის?

ა) არტერიოლების ვენულებში გადასვლის ადგილზე;

ბ) პრეკაპილარების კაპილარებში გადასვლის უბანში;

*გ) სისხლმილების დატოტვის ადგილზე;

დ) პოსტკაპილარების ვენულებში გადასვლის ადგილზე.

75. რა წარმოადგენს თრომბოზის საფუძველს?

ა) მხოლოდ შემდედებელი სისტემის აქტივაცია;

ბ) მხოლოდ შემდედებელი სისტემის დათრგუნვა;

*გ) შემდედებელი და შედედების საწინააღმდეგო სისტემებს შორის

ურთიერთმარეგულირებელი დამოკიდებულების მოშლა;

დ) სისხლის ფიბრინოლიზური აქტივობის მომატება და ვაზოსპაზმი.

76. რომელი ავადმყოფობები რთულდება ხშირად თრომბოზით?

*ა) ჰემობლასტოზები, აუტოიმუნური ავადმყოფობები, ათეროსკლეროზი;

ბ) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი ავადმყოფობა,

სარკოიდოზი;

გ) "დაგროვების" ავადმყოფობები;

დ) ტუბერკულოზი, კეთრი, ქოლერა.

77. რა შეიძლება გამოიწვიოს კარის ვენის თრომბოზმა?

*ა) პორტული ჰიპერტენზია და ასციტი;

ბ) სპლენომეგალია;

გ) ნაწლავის განგრენა;

დ) ნეფროზული სინდრომი.

78. ემბოლი გადათავსდა ქვემო ღრუ ვენიდან ღვიძლის ვენაში. ემბოლიის

რომელ სახეობას შეესაბამება აღნიშნული სიტუაცია?

*ა) რეტროგრადულ ემბოლიას;

ბ) ორთოგრადულ ემბოლიას;

გ) პარადოქსულ ემბოლიას;

დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

79. ემბოლიის განვითარების მექანიზმში მნიშვნელობა აქვს

ა) რენინ-ანგიოტენზინური სისტემის აქტივაციის დათრგუნვას;

*ბ) ძირითადი და კოლატერალური სისხლის მილების რეფლექსურ სპაზმს;

Page 12: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

გ) სწრაფ ვაზოკონსტრიქციას და ვაზოდილატაციას;

დ) სისხლის ნაკადის ლამინარულ დინებას.

80. როდის ვითარდება უფრო ხშირად ცხიმოვანი ემბოლია?

ა) თრომბის ჩირქოვანი გალხობის დროს;

ბ) მყვინთავებში სწრაფი დეკომპრესიისას;

*გ) ძვლის ტვინის ტრავმული დაჟეჟილობის დროს;

დ) ამნიონის სითხით ემბოლიის დროს მელოგინეებში.

81. სად უფრო ხშირია ქსოვილური (უჯრედული) ემბოლია?

ა) ზემო ღრუ ვენის სისტემაში;

*ბ) დიდი წრის სისხლმილებში;

გ) მცირე წრის სისხლმილებში;

დ) მაგისტრალურ სისხლმილებში.

82. შოკის ფორმებია

*ა) ჰიპოვოლემიური, ტრავმული, კარდიოგენური, სეფსისური;

ბ) კარდიოგენური, ასეპტიური, სიმსივნური;

გ) ჰიპერვოლემიური, ნაწლავური;

დ) ანაციდური, ჰიპერაციდური.

83. რით ხასიათდება დისემინირებული სისხლძარღვთაშიდა შედედების

(დსშ) სინდრომი?

ა) მაგისტრალური სისხლმილების კედლების დაწყლულებითა და მათი

სანათურის დათრომბვით;

ბ) ვაზოკონსტრიქციით, სისხლმილთა კედლების ჰიალინიზაციით;

*გ) მიკროცირკულაციურ კალაპოტში თრომბების გაჩენით, ჰემორაგიული

დიათეზით, თხევადი გვამური სისხლით;

დ) ვაზოდილატაციით, სისხლმილთა კედლების სკლეროზით.

84. რა არის ქილოთორაქსი?

ა) ქილოზური სითხის დაგროვება მუცლის ღრუში;

ბ) ლიმფის მილის კედლის გასკდომა;

*გ) ქილოზური სითხის დაგროვება პლევრის ღრუში;

დ) ლიმფის ჩაღვრა ორგანოთა ღრუებში.

85. რა ასრულებს ძირითად როლს შეშუპების განვითარების მექანიზმში?

ა) ქსოვილებში ჰიდროსტატიკური წნევის მომატება;

*ბ) სისხლის ჰიდროსტატიკური და პლაზმის კოლოიდურ-ოსმოსური წნევა,

კაპილარის კედლის განვლადობა, ელექტროლიტებისა და წყლის შეკავება;

გ) კაპილარების კედლის განვლადობის შემცირება;

დ) ქსოვილების ჰიპოქსია და შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება.

86. რასთან არის დაკავშირებული კაპილარის კედლის განვლადობის

მომატების გამო განვითარებული შეშუპება?

ა) ელასტიური ბოჭკოების დაზიანებასთან;

Page 13: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

*ბ) კაპილარების მემბრანების დაზიანებასთან, რასაც მოჰყვება პლაზმის

ცილების დაკარგვა და მათი დაგროვება ქსოვილებში;

გ) ელექტროლიტების აქტიურ შეკავებასთან ქსოვილებში;

დ) პლაზმის კოლოიდურ-ოსმოსური წნევის მომატებასთან, რასაც მოჰყვება

წყლის შეკავება.

87. შეშუპების რომელი სახეობაა მყისიერი?

ა) თირკმლისმიერი;

ბ) დისტროფიული;

გ) გულისმიერი;

*დ) ალერგიული.

88. უსისხლმილო ორგანოებში (ხრტილი, რქოვანა) ანთების

განვითარებისათვის აუცილებელია

ა) ჰიპერემია;

ბ) სისხლმილთა სპაზმი;

გ) ექსუდაცია;

*დ) სისხლმილთა ჩაზრდა.

89. სისხლის რეოლოგიური თვისებების ცვლილებების არსი მდგომარეობს

შემდეგში

*ა) ფორმიანი ელემენტების ღერძული დინებიდან გამოსვლაში;

ბ) ლეიკოციტების ღერძულ დინებაში დარჩენაში;

გ) ლეიკოციტების, ერითროციტების, თრომბოციტების ემიგრაციაში;

დ) პლაზმის ჩაღვრაში.

90. ანთების უბანში განვითარებული თრომბოზი ხელს უშლის

*ა) პროცესის გენერალიზაციას;

ბ) ლეიკოციტების ემიგრაციას;

გ) ერითროციტების ემიგრაციას;

დ) ჰემოდინამიკის აღდგენას.

91. დასრულებული ფაგოციტოზის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება

ა) სტრუქტურულ ცილებს;

ბ) ენდოპლაზმურ ცილებს;

*გ) ლიზოსომების კათიონურ ცილებს;

დ) რიბოსომულ ცილებს.

92. ანთებითი რეაქციის გამოხატვას აძლიერებს

ა) გლუკოკორტიკოიდები;

ბ) ადრენალინი;

*გ) ალდოსტერონი;

დ) ნორადრენალინი.

93. ანთებითი რეაქციის გამოხატვას თრგუნავს

ა) ალდოსტერონი;

ბ) აცეტილქოლინი;

Page 14: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

*გ) გლუკოკორტიკოიდები;

დ) სომატოტროპული ჰორმონი.

94. კატარული ეწოდება ანთებას

ა) პარენქიმულ ორგანოებში;

ბ) ღრუიან ორგანოებში;

*გ) ლორწოვან გარსებში;

დ) სეროზულ გარსებში.

95. ექსუდაციური ანთების ყველაზე მძიმე ფორმაა

ა) ჩირქოვანი;

ბ) სეროზული;

გ) ფიბრინული;

*დ) ჰემორაგიული.

96. ჰემორაგიული ანთება ძირითადად დამახასიათებელია

*ა) ვირუსული ინფექციისათვის;

ბ) ბაქტერიული ინფექციისათვის;

გ) სოკოვანი ინფექციისათვის;

დ) სტაფილოკოკური ინფექციისათვის;

97. ექსუდაციური ანთების ყველაზე მსუბუქი ფორმაა

ა) ფიბრინული;

*ბ) სეროზული;

გ) ჩირქოვანი;

დ) ჰემორაგიული.

98. ანთებით ექსუდატში აღინიშნება

*ა) ნეიტროფილური ლეიკოციტები;

ბ) პლაზმური უჯრედები;

გ) გიგანტური უჯრედები;

დ) ეპითელოიდური უჯრედები.

99. პროდუქციული ანთების სახეებია

ა) ფიბრინული;

ბ) ჩირქოვანი;

*გ) გრანულომატოზური;

დ) ჰემორაგიული.

100. გრანულომისათვის დამახასიათებელია შემდეგი უჯრედები

*ა) გიგანტური უჯრედები;

ბ) ერითროციტები;

გ) თრომბოციტები;

დ) ლეიკოციტები.

101. მრავალბირთვიანი უჯრედია

ა) მაკროფაგი;

Page 15: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ბ) დიდი ლიმფოციტი;

გ) ლეიკოციტი;

*დ) გიგანტური უჯრედი.

102. სპეციფიკური გრანულომა აღინიშნება შემდეგი ავადმყოფობის დროს

*ა) ათაშანგი;

ბ) დიზენტერია;

გ) ქუნთრუშა;

დ) გრიპი.

103. შემაკავშირებელ "კომუტატორს" იმუნურ და ენდოკრინულ სისტემებს

შორის წარმოადგენს

ა) ფარისებრი ჯირკვალი;

ბ) თირკმელზედა ჯირკვალი;

გ) ჰიპოფიზი;

*დ) თიმუსი.

104. თიმუსის აქციდენტური ინვოლუციის დროს ადგილი აქვს

*ა) თიმუსის ატროფიას;

ბ) თიმუსის ჰიპერპლაზიას;

გ) თიმუსის ჰიპერტროფიას;

დ) თიმუსის ჰიპერფუნქციას.

105. თიმომეგალიის დროს შეიძლება განვითარდეს

ა) გახანგრძლივებული სიკვდილი;

*ბ) უეცარი სიკვდილი;

გ) სიკვდილი აგონიის შემდეგ;

დ) კარდიოგენური შოკი.

106. ფაგოციტოზის არსი

ა) ცოცხალი ნაწილაკების შთანთქმა;

ბ) არაცოცხალი ნაწილაკების შთანთქმა;

გ) იმუნური კომპლექსის შექმნა;

*დ) ცოცხალი და არაცოცხალი ნაწილაკების შთანთქმა.

107. დაასახელეთ მაკროფაგები

ა) ნეიტროფილი;

ბ) ლიმფოციტი, ნეიტროფილი;

*გ) მონოციტი, ჰისტიოციტი;

დ) ერითროციტი თრომბოციტი.

108. დაასახელეთ ლიმფოციტების ემიგრაციის გზა

ა) ენდოთელიოციტებს შორის;

ბ) ფაგოციტოზი;

გ) პინოციტოზი;

*დ) ენდოთელიოციტების გავლით.

Page 16: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

109. რომელი უჯრედები განიცდის პროლიფერაციას პროდუქციული ანთების

დროს?

ა) ლიმფოციტები, ლეიკოციტები;

*ბ) ჰისტიოციტები, ფიბრობლასტები;

გ) ერითროციტები, ენდოთელიოციტები;

დ) ლეიკოციტები, ადვენტიციური უჯრედები.

110. რა არის დამახასიათებელი ტუბერკულომისათვის?

ა) მალორის სხეულაკები;

ბ) აშოფ-ტალალაევის გრანულომები;

*გ) პიროგოვ-ლანგჰანსის გიგანტური უჯრედები;

დ) ბიუხნერის გვიანი კვანძუკები.

111. რით არის განპირობებული ტემპერატურის მომატება ანთების უბანში?

ა) შეშუპებით;

ბ) მედიატორთა გამოყოფით;

*გ) ჰიპერემიით;

დ) ალტერაციით.

112. შუამდებარე ანთების დროს შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედების

გამრავლება ხდება

*ა) ორგანოს სტრომაში;

ბ) ორგანოს პარენქიმაში;

გ) პერინერვულად;

დ) ორგანოს სტრომასა და პარენქიმაში.

113. ანთების განმარტება

*ა) ადგილობრივი სისხლძარღვოვან-მეზენქიმური რეაქცია;

ბ) ერთი ქსოვილის გარდაქმნა მეორე ქსოვილად;

გ) ორგანოს მოცულობაში მომატება;

დ) დაღუპული სტრუქტურული ელემენტების ნაცვლად ახლის წარმოშობა.

114. ავადმყოფობა, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური ანთება

ა) რევმატიზმი;

*ბ) ტუბერკულოზი;

გ) კრუპოზული პნევმონია;

დ) ათეროსკლეროზი.

115. დაასახელეთ ნეიტროფილების ემიგრაციის გზა

ა) პინოციტოზი;

ბ) ფაგოციტოზი;

*გ) ენდოთელიოციტებს შორის;

დ) ენდოთელიოციტების გავლით.

116. დაასახელეთ ჩირქოვანი ანთების სახე

ა) კრუპოზული;

ბ) დიფთერიული;

Page 17: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

*გ) აბსცესი;

დ) კატარული.

117. რომელი ავადმყოფობის დროს გვხვდება არასპეციფიკური გრანულომა?

ა) ტუბერკულოზი;

ბ) ათაშანგი;

გ) ქრონიკული ბრონქიტი;

*დ) მუცლის ტიფი.

118. უპირატესად რომელი უჯრედებისაგან არის აგებული ტუბერკულოზური

გრანულომა?

ა) ფიბრობლასტები;

ბ) ჰისტიოციტები;

გ) მაკროფაგები;

*დ) ეპითელოიდური უჯრედები.

119. რა იწვევს ტკივილს ანთების კერაში?

ა) ჰიპერემია;

*ბ) ექსუდატის დაგროვება;

გ) უჯრედების პროლიფერაცია;

დ) მედიატორების გამოყოფა.

120. დაასახელეთ კატარის სახე

ა) დიფთერიული;

ბ) წყლულოვანი;

*გ) ლორწოვანი;

დ) კრუპოზული.

121. როგორი სახის ნეკროზია დამახასიათებელი სპეციფიკური ანთებისათვის?

ა) კოლიკვაციური;

ბ) ცვილისებრი:

გ) ფიბრინოიდული;

*დ) კაზეოზური.

122. ფუნიკულიტი ეწოდება

ა) ქორიონის ფირფიტის ანთებას;

ბ) ქორიონის I, II, III რიგის ბუსუსების ანთებას;

გ) ქორიონის ღუზა ბუსუსების ანთებას;

*დ) სათესლე ბაგირაკის ანთებას.

123. მკერდუკანა ჯირკვლის ზეგავლენა იმუნოგენეზის პროცესებზე

ხორციელდება შემდეგი უჯრედების მეშვეობით, გარდა

ა) T-ეფექტორები;

ბ) T-ჰელპერები;

გ) T-სუპრესორები;

*დ) B ლიმფოციტები.

Page 18: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

124. მონონუკლეურ-ფაგოციტური სისტემის უჯრედები წარმოიქმნება

ა) ელენთიდან;

ბ) ღვიძლიდან;

გ) ლიმფური კვანძებიდან;

*დ) ძვლის ტვინიდან.

125. რას გულისხმობს იმუნოლოგიური ტოლერანტობა?

ა) ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერრეაქტიულობას ანტიგენების მიმართ;

ბ) ანტისხეულების წარმოქმნას საკუთარი ქსოვილის მიმართ;

გ) ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერპლაზიას;

*დ) ლიმფოიდური ქსოვილის არეაქტიულობას ანტიგენების მიმართ.

126. თავისა და ზურგის ტვინში განგლიური უჯრედების დაზიანების შემდეგ

ორგანოს ფუნქციის აღდგენა ხდება

ა) ახალი უჯრედების წარმოშობის შედეგად;

*ბ) დაუზიანებელი უჯრედების უჯრედშიდა რეგენერაციის შედეგად;

გ) უჯრედებისა და ულტრასტრუქტურების ჰიპერპლაზიის შედეგად;

დ) უჯრედული და უჯრედშიდა რეგენერაციის შედეგად.

127. ნეიროგლიას ახასიათებს

ა) უჯრედული რეგენერაცია:

*ბ) უჯრედშიდა რეგენერაცია;

გ) უჯრედული და უჯრედშიდა რეგენერაცია;

დ) უჯრედებისა და ულტრასტრუქტურების ჰიპერპლაზია.

128. ჩამოთვალეთ ჭრილობათა შეხორცების ფორმები

ა) ეპითელური საფარის დეფექტის უშუალო დახურვა, შეხორცება ფუფხის

ქვეშ, შეხორცება დაჩირქების შემდეგ;

*ბ) შეხორცება ფუფხის ქვეშ, შეხორცება პირველადი დაჭიმვით, შეხორცება

მეორადი დაჭიმვით;

გ) ეპითელური საფარის დეფექტის უშუალო დახურვა, შეხორცება

პირველადი დაჭიმვით;

დ) შეხორცება ფუფხის ქვეშ, შეხორცება მეორადი დაჭიმვით.

129. რას გულისხმობს ეპითელური საფარის დეფექტის უშუალო დახურვა?

ა) დეფექტის ადგილას ნაწიბურის გაჩენას;

ბ) დეფექტის ადგილის დაჩირქებას და შემდგომ ნაწიბურის გაჩენას;

*გ) დეფექტის ზედაპირზე ეპითელიუმის გადაცოცებას და ეპითელური

შრით მის დახურვას;

დ) დეფექტის ზედაპირზე ფუფხის წარმოქმნას და შემდგომ ეპითელური

შრით მის დაფარვას.

130. რას გულისხმობს ჭრილობის პირველადი დაჭიმვით შეხორცება?

ა) ჭრილობის დეფექტის ეპითელიზაციას;

ბ) ფუფხის ქვეშ ნაწიბურის გაჩენას პირველადად;

გ) დაჩირქების შემდეგ ნაწიბურის წარმოქმნას;

*დ) ჭრილობის დეფექტის ეპითელიზაციას და ნაზი ნაწიბურის წარმოქმნას.

Page 19: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

131. რას გულისხმობს ჭრილობის მეორადი დაჭიმვით შეხორცება?

ა) ჭრილობის დეფექტის ეპითელიზაციას;

ბ) ფუფხის ქვეშ ნაწიბურის გაჩენას მეორადად;

*გ) დაჩირქების შემდეგ გრანულაციური ქსოვილის ჩამოყალიბება-

მომწიფებას, ნაწიბურის გაჩენას;

დ) დაჩირქების შემდეგ დეფექტის ეპითელიზაციას.

132. რომელი პათოლოგიური პროცესებით გამოიხატება შეგუება (ადაპტაცია) ?

ა) ატროფია, დისტროფია, მეტაპლაზია, დისცირკულაცია, სკლეროზი;

ბ) ჰიპერტროფია, ჰიპერპლაზია, დისტროფია, ატროფია, სკლეროზი;

გ) ატროფია, სკლეროზი, დისტროფია, ორგანიზაცია, მეტაპლაზია,

დისპლაზია;

*დ) ატროფია, ჰიპერტროფია, ორგანიზაცია, ქსოვილთა გადაკეთება,

მეტაპლაზია, დისპლაზია.

133. რას ეწოდება ატროფია?

ა) ცოცხალ ორგანიზმში უჯრედთა, ქსოვილთა, ორგანოთა მოცულობაში

შემცირებას;

ბ) ცოცხალ ორგანიზმში უჯრედთა, ქსოვილთა, ორგანოთა ფუნქციების

შესუსტებას;

*გ) ცოცხალ ორგანიზმში უჯრედთა, ქსოვილთა, ორგანოთა მოცულობაში

შემცირებასა და მათი ფუნქციების შემცირებას;

დ) ცოცხალ ორგანიზმში უჯრედთა, ქსოვილთა, ორგანოთა მოცულობაში

შემცირებასა და მათი ფუნქციების შენარჩუნებას.

134. რას ეწოდება ჰიპოპლაზია?

ა) ორგანოს მოცულობაში მოკლებას;

ბ) ორგანოს არარსებობას;

*გ) ორგანოს არასრულ განვითარებას;

დ) ჩანასახოვანი სახის მქონე ორგანოს არსებობას.

135. ჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელი ეკუთვნის დისფუნქციურ

ატროფიას?

*ა) კუნთების ატროფია ძვლების მოტეხილობების დროს;

ბ) კარდიომიოციტების ატროფია გვირგვინოვანი არტერიების

ათეროსკლეროზის დროს;

გ) თირკმელის ქსოვილის ატროფია ჰიდრონეფროზის დროს;

დ) მიმიკური კუნთების ატროფია სახის ნერვის ანთების დროს.

136. ჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელი ეკუთვნის არასრული

სისხლმომარაგებით გამოწვეულ ატროფიას?

ა) მხედველობის ნერვის ატროფია თვალის ენუკლეაციის შემდეგ;

*ბ) თირკმელის პარენქიმის ატროფია თირკმელის სისხლძარღვების

სკლეროზის დროს;

გ) თირკმელის პარენქიმის ატროფია ჰიდრონეფროზის დროს;

Page 20: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

დ) განივზოლიანი კუნთების ატროფია პოლიომიელიტის დროს.

137. ჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელი ეკუთვნის ზეწოლით გამოწვეულ

ატროფიას?

ა) ალვეოლების ატროფია კბილის ამოღების შემდეგ;

ბ) კარდიომიოციტების ატროფია გვირგვინოვანი არტერიების

ათეროსკლეროზის დროს;

*გ) თავის ტვინის ქსოვილის ატროფია ჰიდროცეფალიის დროს;

დ) განივზოლიანი კუნთების ატროფია პოლიომიელიტის დროს.

138. ჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელი ეკუთვნის ნეიროტროფულ

ატროფიას?

ა) კუნთების ატროფია ძვლების მოტეხილობების დროს;

ბ) თირკმელის პარენქიმის ატროფია თირკმელის სისხლძარღვების

სკლეროზის დროს;

გ) მალთა სხეულებისა და მკერდის ძვლის ატროფია აორტის ანევრიზმის

დროს;

*დ) მიმიკური კუნთების ატროფია სახის ნერვის ანთების დროს.

139. რას ეწოდება მეტაპლაზია?

*ა) ქსოვილის ერთი სახის გადასვლას მისთვის მონათესავე მეორე სახეში;

ბ) ქსოვილის მაღალდიფერენცირებული სახის გადასვლას

დაბალდიფერენცირებულ სახეში;

გ) ქსოვილის დაბალდიფერენცირებული სახის გადასვლას

მაღალდიფერენცირებულ სახეში;

დ) ორგანიზაციის ერთ-ერთ სახეს.

140. რა ეწოდება ნაწლავის ეპითელიუმის მეტაპლაზიას კუჭის

ეპითელიუმად?

ა) ბრტყელეპითელურუჯრედული მეტაპლაზია;

ბ) ნაწლავური მეტაპლაზია;

*გ) გასტრული მეტაპლაზია;

დ) პროზოპლაზია.

141. რომელი პათოლოგიის განვითარებისათვის ქმნის საფუძველს

მეტაპლაზია?

ა) ქრონიკული ანთების;

*ბ) კიბოს;

გ) ავიტამინოზის;

დ) სარკომის.

142. რას ეწოდება დისპლაზია?

ა) ეპითელიუმის პროლიფერაციისა და დიფერენციაციის მოშლას

უჯრედული ატიპიის განვითარებით;

ბ) ეპითელიუმის პროლიფერაციისა და დიფერენციაციის მოშლას

ჰისტოარქიტექტონიკის დარღვევით;

გ) ეპითელიუმის პროლიფერაციისა და დიფერენციაციის მოშლას;

Page 21: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

*დ) ეპითელიუმის პროლიფერაციისა და დიფერენციაციის მოშლას

უჯრედული ატიპიის განვითარებითა და ჰიატოარქიტექტონიკის მოშლით.

143. სად ვლინდება უმთავრესად დისპლაზია?

*ა) ქრონიკული ანთებისა და რეგენერაციის კერებში;

ბ) დისტროფიის კერებში;

გ) ატროფიის უბანში;

დ) ჰიპერტროფიის უბანში.

144. დისპლაზიის რომელი ხარისხი ითვლება კიბოსწინარედ?

ა) I;

ბ) II;

გ) I-II;

*დ) III.

145. რას ეწოდება სკლეროზი?

ა) ორგანოს დეფორმაციას;

ბ) ორგანოს არქიტექტონიკის შეცვლას;

გ) ორგანოს დეფორმაციასა და არქიტექტონიკის შეცვლას;

*დ) ორგანოში მწიფე მკვრივი შემაერთებელი ქსოვილის უხვ გამრავლებას.

146. რას ეწოდება ფიბროზი?

ა) ორგანოს არქიტექტონიკის შეცვლას;

ბ) ორგანოს დეფორმაციასა და არქიტექტონიკის შეცვლას;

*გ) ორგანოში ნაზი შემაერთებელი ქსოვილის ზომიერ გამრავლებას;

დ) ორგანოში მწიფე მკვრივი შემაერთებელი ქსოვილის უხვ გამრავლებას.

147. რას ეწოდება ციროზი?

*ა) გამოხატულ სკლეროზს დეფორმაციითა და ორგანოს სტრუქტურული

გადაკეთებით;

ბ) ორგანოს დეფორმაციას;

გ) ორგანოს არქიტექტონიკის შეცვლას;

დ) ორგანოს დეფორმაციასა და არქიტექტონიკის შეცვლას.

148. რა პროცესი უდევს საფუძვლად ქრონიკური პროდუქციული ანთების,

შემაერთებელი ქსოვილის დეზორგანიზაციის, ქსოვილის ნეკროზის

გამოსავალს, წყლულოვანი დეფექტებისა და ჭრილობების შეხორცების შედეგად

განვითარებულ ნაწიბურებს, თრომბის, ჰემატომის, ფიბრინული ნადების

ორგანიზაციას, სეროზული ღრუების ობლიტერაციას?

ა) დისტროფია, სკლეროზი;

ბ) დისტროფია, რეგენერაცია;

გ) მეტაპლაზია, სკლეროზი;

*დ) სკლეროზი.

149. რისკენ არის მიმართული ადაპტაცია?

*ა) სახეობის შენარჩუნებისაკენ;

ბ) სახეობის მუტაციისაკენ;

Page 22: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

გ) დარღვეული ფუნქციის კორექციისაკენ;

დ) დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციისაკენ.

150. ჩამოთვალეთ ადაპტაციური ჰიპერტროფიის ფორმები

ა) მუშაობითი, ვიკარული;

ბ) კომპენსაციური, ვიკარული;

გ) ნეიროჰორმონული, მუშაობითი;

*დ) ნეიროჰორმონული, ჰიპერტროფიული ზრდა.

151. მიოკარდიუმის რა სახის ჰიპერტროფია ვითარდება გულის

თანდაყოლილი მანკების დროს, არტერიული ჰიპერტენზიის დროს?

ა) ვიკარული;

ბ) ვაკატური;

*გ) მუშაობითი;

დ) ნეიროჰორმონული.

152. რა უდევს საფუძვლად მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას?

ა) უჯრედშიდა სტრუქტურების ჰიპერტროფია;

ბ) უჯრედშიდა სტრუქტურების ჰიპერპლაზია;

*გ) უჯრედშიდა სტრუქტურების ჰიპერტროფია და ჰიპერპლაზია;

დ) უჯრედების ჰიპერპლაზია.

153. მიოკარდიუმის ჰიპერტროფია მოიცავს

ა) მხოლოდ კუნთოვან ბოჭკოებს;

ბ) კუნთოვან ბოჭკოებს, ინტრამურულ ნერვულ აპარატს;

გ) კუნთოვან ბოჭკოებს, სტრომას, სისხლმილებს;

*დ) კუნთოვან ბოჭკოებს, სტრომას, სისხლმილებსა და ინტრამურულ

ნერვულ აპარატს.

154. გრანულაციური ქსოვილი შედგება

ა) ახლად წარმოქმნილი პრეარტერიოლების, გლუვი კუნთოვანი

უჯრედებისა და ფიბრობლასტებისაგან;

ბ) ახლად წარმოქმნილი არტერიოლების, ეპითელური უჯრედებისა და

ფიბრობლასტებისაგან;

გ) ახლად წარმოქმნილი ვენულების, ეპითელური უჯრედებისა და

განივზოლიანი კუნთოვანი უჯრედებისაგან;

*დ) ახლად წარმოქმნილი კაპილარების, ლეიკოციტებისა და

ეპითელოიდური უჯრედებისაგან.

155. მწიფებადი გრანულაციური ქსოვილი შეიცავს

*ა) ეპითელოიდურ უჯრედებს, ფიბრობლასტებს, კოლაგენურ ბოჭკოებს;

ბ) ეპითელურ უჯრედებს, პოლიბლასტებს; რეტიკულურ ბოჭკოებს;

გ) ლეიკოციტებს, ლაბროციტებს, კოლაგენურ ბოჭკოებს;

დ) ლეიკოციტებს, მიობლასტებს, რეტიკულურ ბოჭკოებს.

156. რომელი ქსოვილი წარმოიქმნება გრანულაციური ქსოვილის მომწიფების

შემდეგ?

Page 23: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ა) ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი;

*ბ) ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილი;

გ) რეტიკულური ბოჭკოების შემცველი ქსოვილი;

დ) რეტიკულინური ბოჭკოების შემცველი ქსოვილი.

157. კომპენსაციის განმარტება

ა) ცხოველმოქმედების პროცესები უჯრედების გამრავლებისათვის;

*ბ) ინდივიდური რეაქციები მიმართული დარღვეული სტრუქტურისა და

ფუნქციის აღდგენისაკენ;

გ) ქსოვილის აღდგენა დაღუპულის ნაცვლად;

დ) ქსოვილის ერთი სახის მეორეში გადასვლა.

158. რომელი ქსოვილი განიცდის მომწიფებას არასრული რეპარაციული

რეგენერაციის დროს?

ა) ეპითელური;

ბ) ეპითელური და შემაერთებელი;

*გ) შემაერთებელი;

დ) სისხლმბადი.

159. რეგენერაციის განმარტება

*ა) ქსოვილის სტრუქტურული ელემენტების აღდგენა დაღუპულთა

ნაცვლად;

ბ) ინდივიდური რეაქციები, მიმართული დარღვეული სტრუქტურისა და

ფუნქციის აღდგენისაკენ;

გ) ცხოველმოქმედების პროცესები, მიმართული სახეობის გადარჩენისაკენ;

დ) ქსოვილის ერთი სახის მეორეში გადასვლა.

160. რომელი უჯრედების გამრავლებით იწყება ნაწიბურის წარმოქმნა?

ა) ოსტეობალასტების;

ბ) პოლიბლასტების;

*გ) ენდოთელური და პერიადვენტიციური უჯრედების;

დ) ჰისტიოციტების.

161. რომელი უჯრედების გამრავლებით იწყება ძვლოვანი ქსოვილის

რეგენერაცია?

*ა) ოსტეობლასტების, პოლიბლასტების;

ბ) ეპითელოიდური უჯრედების, ფიბრობლასტების;

გ) ჰისტიოციტების, პოლიბლასტების;

დ) ფიბრობლასტების, ენდოთელიოციტების.

162. რას ეწოდება სიმსივნე?

ა) პათოლოგიურ პროცესს, რომლის დროს დარღვეულია უჯრედთა

გამრავლების პროცესი;

ბ) პათოლოგიურ პროცესს, რომლის დროს დარღვეულია უჯრედთა

დიფერენციაციის პროცესი;

გ) პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს შეუჩერებელი ზრდა;

Page 24: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

*დ) პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს უკონტროლო ზრდა,

გამრავლებისა და დიფერენციაციის დარღვევა, უჯრედთა ატიპია.

163. სიმსივნური უჯრედების მიერ ახალი, ნორმალური უჯრედებისათვის

არადამახასიათებელი თვისებების მიღებას ეწოდება

ა) მეტაპლაზია;

ბ) დისპლაზია;

*გ) ანაპლაზია;

დ) ჰიპერპლაზია.

164. რითაა წარმოდგენილი მეორადი ცვლილებები სიმსივნეში?

ა) დისტროფიითა და ნეკროზით;

ბ) სისხლჩაქცევით, ნეკროზით, სკლეროზით;

გ) დისტროფიით, ნეკროზით, სისხლჩაქცევით, პეტრიფიკაციით;

*დ) სისხლჩაქცევით, ნეკროზით, ანთებით, გალორწოვანებით,

პეტრიფიკაციით.

165. რა ეწოდება საშვილოსნოს კედელში განვითარებულ ძვლის სოვილოვან

სიმსივნეს?

ა) ჰომოლოგიური;

ბ) ჰეტეროლოგიური;

*გ) ჰეტეროტოპური;

დ) ჰისტოიდური

166. როგორი ზრდა ახასიათებს ავთვისებიან სიმსივნეებს?

ა) ინფილტრაციული და ექსპანსიური;

*ბ) ინფილტრაციული;

გ) მხოლოდ აპოზიციური;

დ) ექსპანსიური.

167. როგორი ზრდა ახასიათებს კეთილთვისებიან სიმსივნეებს?

ა) ინფილტრაციული;

ბ) ინფილტრაციული და ექსპანსიური;

*გ) ექსპანსიური;

დ) მხოლოდ აპოზიციური.

168. რით ხასიათდება სიმსივნის ექსპანსიური ზრდა?

ა) სიმსივნე ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე ქსოვილში და იწვევს მის

დესტრუქციას;

ბ) სიმსივნე მხოლოდ ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე ქსოვილში და არ

იწვევს მის დესტრუქციას;

*გ) სიმსივნე იწვევს ზეწოლას ირგვლივ მდებარე ქსოვილზე და მის

ატროფიას;

დ) სიმსივნე არ ახდენს არავითარ ზეგავლენას ირგვლივ მდებარე

ქსოვილზე.

169. რით ხასიათდება სიმსივნის ინფილტრაციული ზრდა?

Page 25: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ა) სიმსივნე არ ახდენს არავითარ ზეგავლენას ირგვლივ მდებარე

ქსოვილზე;

*ბ) სიმსივნე ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე ქსოვილში და იწვევს მის

დესტრუქციას;

გ) სიმსივნე იწვევს ირგვლივ მდებარე ქსოვილის მხოლოდ ატროფიას;

დ) სიმსივნე არ ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე ქსოვილში.

170. რას ნიშნავს სიმსივნის ენდოფიტური ზრდა?

*ა) სიმსივნე ჩაზრდილია ორგანოს კედლის სისქეში;

ბ) სიმსივნე იზრდება ორგანოს სანათურში;

გ) სიმსივნე ჩაზრდილია როგორც ორგანოს კედელში, ისე მის სანათურში;

დ) არც ართი პასუხი არ არის სწორი.

171. რას ნიშნავს სიმსივნის ეგზოფიტური ზრდა?

ა) სიმსივნე ჩაზრდილია ორგანოს კედლის სისქეში;

*ბ) სიმსივნე იზრდება ორგანოს სანათურში;

გ) სიმსივნე ჩაზრდილია როგორც ორგანოს კედელში, ისე მის სანათურში;

დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

172. რა არის დამახასიათებელი კეთილთვისებიანი სიმსივნეებისათვის?

*ა) სიმსივნე იზრდება ნელა, ექსპანსიურად, არ იძლევა მეტასტაზებს;

ბ) სიმსივნე იზრდება სწრაფად, ინფილტრაციულად, იძლევა მეტასტაზებს;

გ) სიმსივნე იზრდება სწრაფად, ახასიათებს ინფილტრაციული ზრდა;

დ) სიმსივნე იზრდება ნელა, ექსპანსიურად, იძლევა მეტასტაზებს.

173. რა არის დამახასიათებელი ავთვისებიანი სიმსივნეებისათვის?

ა) სიმსივნე იზრდება ნელა, ექსპანსიურად, არ იძლევა მეტასტაზებს;

*ბ) სიმსივნე იზრდება სწრაფად, ინფილტრაციულად, იძლევა

მეტასტაზებს;

გ) სიმსივნე იზრდება სწრაფად, ახასიათებს ინფილტრაციული ზრდა;

დ) სიმსივნე იზრდება ნელა, ექსპანსიურად, იძლევა მეტასტაზებს.

174. რომელი სიმსივნეები ახდენენ ორგანიზმზე ზოგად ზემოქმედებას?

*ა) ავთვისებიანი სიმსივნეები;

ბ) კეთილთვისებიანი სიმსივნეები;

გ) ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები;

დ) კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნეები ადგილობრივი

დესტრუქციული ზრდით.

175. რომელ სიმსივნეებს უწოდებენ ჰომოლოგიურს?

ა) ავთვისებიანს;

*ბ) კეთილთვისებიანს;

გ) ავთვისებიანს და კეთილთვისებიანს;

დ) ავთვისებიანს და სიმსივნეებს ადგილობრივი დესტრუქციული ზრდით.

176. რომელ სიმსივნეებს უწოდებენ ჰეტეროლოგიურს?

*ა) ავთვისებიანს;

Page 26: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ბ) კეთილთვისებიანს;

გ) ავთვისებიანს და კეთილთვისებიანს;

დ) კეთილთვისებიანს და სიმსივნეებს ადგილობრივი დესტრუქციული

ზრდით.

177. როგორ წარმოიქმნება მეტასტაზი?

ა) სიმსივნე ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე ქსოვილში და იწვევს მის

დესტრუქციას;

ბ) ამოკვეთილი სიმსივნის ადგილზე დარჩენილი ერთეული უჯრედებისაგან

ხდება ახალი კერის განვითარება;

*გ) ხდება სიმსივნური ემბოლების გადატანა, გამრავლება და ახალი კერის

განვითარება;

დ) ხდება სიმსივნის მულტიცენტრული ზრდა.

178. როგორ წარმოიქმნება რეციდივი?

ა) სიმსივნე ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე ქსოვილში და იწვევს მის

დესტრუქციას;

*ბ) ამოკვეთილი სიმსივნის ადგილზე დარჩენილი ერთეული

უჯრედებისაგან ხდება ახალი კერის განვითარება;

გ) ხდება სიმსივნური ემბოლების გადატანა, გამრავლება და ახალი კერის

განვითარება;

დ) ხდება სიმსივნის მულტიცენტრული ზრდა.

179. რა და რა სახის მეტასტაზები არსებობს?

ა) მხოლოდ ჰემატოგენური;

ბ) მხოლოდ ლიმფოგენური;

გ) ჰემატოგენური და ლიმფოგენური;

*დ) ჰემატოგენური, ლიმფოგენური, იმპლანტაციური და შერეული.

180. როგორ ვითარდება იმპლანტაციური მეტასტაზი?

ა) სიმსივნური უჯრედების სისხლის გზით გავრცელების გამო;

ბ) სიმსივნური უჯრედების ლიმფის გზით გავრცელების გამო;

*გ) სიმსივნური უჯრედების სეროზული გარსებით გავრცელების გამო;

დ) სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გავრცელების

გამო.

181. ჰისტოგენეზის დადგენა ადვილია თუ სიმსივნე არის

ა) არადიფერენცირებული;

*ბ) დიფერენცირებული;

გ) ჰეტეროლოგიური;

დ) ჰომოლოგიური.

182. ჰისტოგენეზის დადგენა ძნელია თუ სიმსივნე არის

*ა) არადიფერენცირებული;

ბ) დიფერენცირებული;

გ) ჰეტეროლოგიური;

დ) ჰომოლოგიური.

Page 27: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

183. წარმოშობის მიხედვით სიმსივნეები შეიძლება იყოს

ა) მხოლოდ ენტოდერმული;

ბ) მხოლოდ მეზოდერმული;

გ) მხოლოდ ექტოდერმული;

*დ) ენტოდერმული, მეზოდერმული, ექტოდერმული.

184. სიმსივნური ანტიგენების მიმართ ვითარდება იმუნური პასუხის შემდეგი

ფორმები

ა) მხოლოდ ჰუმორული იმუნიტეტი:

ბ) მხოლოდ უჯრედული იმუნიტეტი;

*გ) ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტი;

დ) არც ერთი, ვითარდება იმუნური პასუხის სრული ბლოკადა.

185. სიმსივნეების ეტიოლოგიის შესახებ არსებობს შემდეგი თეორიები

ა) მხოლოდ ვირუსულ-გენეტიკური და დისონტოგენეზური;

ბ) მხოლოდ ფიზიკურ-ქიმიური და პოლიეტიოლოგიური;

გ) მხოლოდ პოლიეტიოლოგიური;

*დ) ვირუსულ-გენეტიკური, დისონტოგენეზური, ფიზიკურ-ქიმიური და

პოლიეტიოლოგიური.

186. რა არის კარცინომა?

*ა) ეპითელური ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე;

ბ) შემაერთებელი ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე;

გ) ნებისმიერი ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე;

დ) მხოლოდ ჯირკვლოვანი ეპითელიუმიდან განვითარებული ავთვისებიანი

სიმსივნე.

187. რა არის სარკომა?

ა) ეპითელური ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე;

*ბ) შემაერთებელი ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე;

გ) ნებისმიერი ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე;

დ) მხოლოდ ჯირკვლოვანი ეპითელიუმიდან განვითარებული ავთვისებიანი

სიმსივნე.

188. რა არის ადენოკარცინომა?

ა) ეპითელური ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე;

ბ) შემაერთებელი ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე;

გ) ნებისმიერი ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე;

*დ) მხოლოდ ჯირკვლოვანი ეპითელიუმიდან განვითარებული ავთვისებიანი

სიმსივნე.

189. რა არის "Carcinoma in situ" ?

ა) ეპითელური ქსოვილიდან განვითარებული ნებისმიერი ავთვისებიანი

სიმსივნე;

*ბ) კიბოს ფორმა უჯრედული ატიპიზმით და ინვაზიური ზრდის გარეშე;

Page 28: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

გ) მხოლოდ ჯირკვლოვანი ეპითელიუმიდან განვითარებული ავთვისებიანი

სიმსივნე;

დ) მხოლოდ ბრტყელი ან გარდამავალი ეპითელიუმიდან განვითარებული

ავთვისებიანი სიმსივნე.

190. ანემიებისათვის დამახასიათებელია

*ა) ჰემოგლობინის საერთო რაოდენობის შემცირება:

ბ) ადგილობრივი არტერიული სისხლნაკლებობა;

გ) ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შემცირება;

დ) თრომბოციტების საერთო რაოდენობის შემცირება.

191. როდის ვითარდება მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია?

ა) წვრილი ყალიბის სისხლმილებიდან ხანგრძლივად სისხლის დაკარგვისას;

ბ) საშუალო ყალიბის სისხლმილებიდან ხანგრძლივად სისხლის

დაკარგვისას;

*გ) მსხვილი და წვრილი ყალიბის სისხლმილებიდან მასიური

სისხლდენისას;

დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

192. ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია ვითარდება

*ა) ნელი, მაგრამ ხანგრძლივი სისხლდაკარგვის დროს;

ბ) ჩქარი, ხანგრძლივი სისხლდაკარგვის დროს;

გ) ჩქარი სისხლდაკარგვის დროს;

დ) წვრილი ყალიბის სისხლის მილებიდან ერთბაშად დიდი რაოდენობით

სისხლის დაკარგვის დროს.

193. სისხლწარმოქმნის დარღვევის გამო განვითარებულ ანემიებს მიეკუთვნება

*ა) დეფიციტური, ჰიპო- და აპლაზიური ანემიები;

ბ) სისხლის ინტრავასკულურად დაშლის გამო განვითარებული ანემიები;

გ) ექსტრავასკულური ჰემოლიზის გამო განვითარებული ანემიები;

დ) ჰემოგლობინოპათური ანემიები.

194. პერნიციოზული ანემიის განვითარება დაკავშირებულია

ა) რკინის შეწოვის დარღვევასთან;

*ბ) გასტრომუკოპროტეინის სეკრეციის დარღვევასთან;

გ) ჰემოლიზის გაძლიერებასთან;

დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

195. პერნიციოზული ანემიის დროს ერითროპოეზი მიმდინარეობს

ა) ერითრობლასტური ტიპით;

ბ) ნორმობლასტური ტიპით;

*გ) მეგალობლასტური ტიპით;

დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

196. სად ვითარდება პერნიციოზული ანემიისათვის დამახასიათებელი

პათომორფოლოგიური ცვლილებები?

ა) მხოლოდ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში;

Page 29: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ბ) მხოლოდ ნერვულ სისტემაში;

გ) მხოლოდ სისხლში;

*დ) სისხლში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და ნერვულ სისტემაში.

197. პერნიციოზული ანემიის დროს კუჭ-ნაწლავში ვითარდება

ა) ჰიპერტროფიული ცვლილებები;

*ბ) ატროფიული პროცესები;

გ) ჰიპერპლაზიური პროცესები;

დ) მწვავე ანთებითი პროცესები.

198. ნერვული სისტემის რომელ ნაწილებში ვითარდება ცვლილებები

პერნიციოზული ანემიის დროს?

ა) თავის ტვინში;

ბ) პერიფერიულ ნერვულ სისტემაში;

*გ) ზურგის ტვინის უკანა და გვერდით სვეტებში;

დ) ქერქქვეშა ბირთვებში.

199. ჰიპო- და აპლაზიურ ანემიებს მიეკუთვნება

ა) პერნიციოზული ანემია;

ბ) პერნიციოზულის მსგავსი B12 და ფოლიუმის მჟავა-დეფიციტური

ანემიები;

გ) რკინა-დეფიციტური ანემიები;

*დ) ფანკონისა და ერლიხის ანემიები.

200. რა ცვლილებები ვითარდება თირკმელებში ჰემოლიზური ანემიის დროს?

ა) გლომერულონეფრიტი;

*ბ) ჰემოგლობინურიული ნეფროზი;

გ) ჰიდრონეფროზი;

დ) ინტერსტიციული ნეფრიტი.

201. რა ტრიადით ხასიათდება უპირატესად უჯრედშიდა ჰემოლიზით

მიმდინარე ანემიები?

*ა) ანემია, სპლენომეგალია და სიყვითლე;

ბ) ანემია, ჰეპატომეგალია და სიყვითლე;

გ) ანემია, გულის ჰიპერტროფია და სიყვითლე;

დ) ანემია და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია.

202. ლეიკოზები ხასიათდება

ა) სისხლმბადი უჯრედების ჭარბი გამრავლებით ძვლის ტვინში;

ბ) ჰემოპოეზის კერების გაჩენით ძვლის ტვინის გარეთ;

*გ) სიმსივნური ბუნების (ლეიკოზური) უჯრედების გამრავლებით

სისხლმბად და სხვა ორგანოებში;

დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

203. ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება

ა) ჰიპერლეციტინემიას, ჰიპერქოლესტერინემიას;

*ბ) ჰიპერქოლესტერინემიას, ჰიპერლიპოპროტეინემიას;

Page 30: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

გ) დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების სიმცირეს, ჰიპოლეციტინემიას;

დ) მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების სიჭარბეს.

204. რას წარმოადგენს ათეროსკლეროზული ფოლაქი?

ა) მოთეთრო მკვრივ უბანს, რომელიც არ არის წამოწეული ინტიმის

ზედაპირიდან;

*ბ) თეთრ ან მოყვითალო-თეთრ უბანს, რომელიც წამოწეულია ინტიმის

ზედაპირიდან;

გ) ყვითელ ან მოთეთრო-რუხი ფერის უბანს, რომელიც არ არის

წამოწეული ინტიმის ზედაპირიდან;

დ) გაკირულ უბანს, რომელიც არ არის წამოწეული ინტიმის

ზედაპირიდან.

205. სისხლმილთა ათეროსკლეროზის რომელი გართულებები ვლინდება

მაკროსკოპულად?

ა) ანთება, ათეროკალცინოზი, თრომბოზი;

ბ) წყლული, ნაწიბური, კალცინოზი;

*გ) სისხლჩაქცევა, თრომბოზი, წყლული;

დ) ჰიალინოზი, ათერომატოზი, ათეროკალცინოზი.

206. რომელ ჰორმონულ ფაქტორებს ენიჭება მნიშვნელობა ათეროსკლეროზის

განვითარებაში?

ა) ჰიპოთირეოზი, უშაქრო დიაბეტი;

ბ) ჰიპოფიზური ნანიზმი, ჰიპერთირეოზი;

გ) ჰიპერკორტიციზმი, ესტროგენები;

*დ) შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი.

207. რომელი ჰორმონული ფაქტორები უშლიან ხელს ათეროსკლეროზის

განვითარებას?

ა) ჰიპერკორტიციზმი, ანდროგენები;

ბ) შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი;

*გ) ჰიპერთირეოზი, ესტროგენები;

დ) ჰიპერალდოსტერონიზმი, უშაქრო დიაბეტი.

208. რომელი ჰემოდინამიური ფაქტორები მონაწილეობენ ათეროგენეზში?

ა) არტერიული ჰიპოტონია, სისხლმილთა ასაკობრივი ცვლილებები;

*ბ) არტერიული ჰიპერტენზია, სისხლმილთა განვლადობის მომატება;

გ) ჰიპერკოაგულაცია, სისხლმილთა განვლადობის შემცირება;

დ) სისხლმილთა კედლის გაჟღენთა პლაზმური ცილებით (პლაზმორაგია).

209. რის შედეგს წარმოადგენს ათეროსლეროზული წყლული?

ა) ფოლაქების პეტრიფიკაციის;

*ბ) ფოლაქის სახურავის დესტრუქციის;

გ) ათერომის სისქეში სისხლჩაქცევის;

დ) ფიბროზული ფოლაქის სისქეში სისხლჩაქცევის.

210. ათეროსკლეროკალცინოზის ფაზა ხასიათდება

Page 31: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ა) მხოლოდ ათეროგენულ მასებში კირის მარილების ჩალაგებით;

*ბ) ათეროგენულ მასებში, ფიბროზულ ქსოვილსა და ელასტიურ ბოჭკოებს

შორის კირის მარილების ჩალაგებით;

გ) მხოლოდ ფიბროზულ ფოლაქებში კირის მარილების ჩალაგებით;

დ) მხოლოდ ელასტიურ ბოჭკოებს შორის კირის მარილების ჩალაგებით.

211. ცერებრული არტერიების ათეროსკლეროზის შედეგად ვითარდება თავის

ტვინის ხანგრძლივი იშემია, რასაც მოჰყვება

ა) თავის ტვინში სისხლჩაქცევა;

*ბ) ქერქის დისტროფია, ატროფია;

გ) სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა;

დ) თავის ტვინის ნივთიერების წითელი დარბილება.

212. რის გამო ვითარდება ლერიშის სინდრომი?

ა) თირკმელის არტერიების ათეროსკლეროზის გამო;

*ბ) აორტის ბიფურკაციის ათეროსკლეროზის გამო;

გ) ცერებრული არტერიების ათეროსკლეროზის გამო;

დ) აორტის რკალის თრომბოზის გამო.

213. რა ვითარდება თირკმელების არტერიების ათეროსკლეროზის დროს?

ა) გლომერულოჰიალინოზი;

ბ) ლიპოიდური ნეფროზი;

*გ) ნეფროსკლეროზი;

დ) ინტრაკაპილური გლომერულონეფრიტი.

214. ნაწლავის არტერიების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი იწვევს

ა) ნაწლავის კედლის ატროფიას;

ბ) ნაწლავის კედლის ფიბროზსა და სკლეროზს;

გ) ნაწლავის კედლის დისტროფიას;

*დ) ნაწლავის განგრენას.

215. როდის ვითარდება ჰიპერტონული ავადმყოფობა?

ა) არტერიული წნევის ხანგრძლივი, სტაბილური მომატების დროს;

ბ) ცნს-ის, ენდოკრინოპათიების, ნეფროპათიების, ანგიოპათიების დროს;

*გ) ფსიქო-ემოციური გადაძაბვის, უმაღლესი ნერვული მოქმედების

დარღვევის, მემკვიდრული ფაქტორების არსებობისა და საკვებში სუფრის

მარილის სისტემატური სიჭარბის დროს;

დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

216. რომელი ფაქტორები მონაწილეობენ ჰიპერტონული ავადმყოფობის

განვითარებაში?

*ა) ნერვული, რეფლექტორული, ჰორმონული, თირკმელის,

მემკვიდრული;

ბ) სიმპათიკური, ნერვული, იუქსტაგლომერულური, კინინური;

გ) უჯრედული, მემბრანული, გენეტიკური;

დ) კვებითი, უჯრედული, ჰორმონული.

Page 32: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

217. ჰიპერტონული ავადმყოფობის განვითარების რეფლექტორულ ფაქტორებს

მიეკუთვნება

ა) ცნს-ის ასოცირებული ნეირონების დათრგუნვა;

ბ) ცდომილი ნერვების კვანძების, მზის წნულის დაზიანება;

*გ) კაროტიდული სინუსისა და აორტის რკალის დეპრესორული ეფექტის

გამორთვა და სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტივება;

დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

218. ჰიპერტონული ავადმყოფობის განვითარების ჰორმონულ ფაქტორებს

მიეკუთვნება

ა) პროსტაგლანდინური და კინინური აქტივობა;

*ბ) ჰიპოფიზის წინა და უკანა წილების უჯრედების ჰიპერპლაზია,

იუქსტაგლომერულური აპარატის უჯრედების ჰიპერპლაზია და

ჰიპერგრანულაცია, თირკმელის ტვინოვანი ნივთიერების ინტერსტიციული

უჯრედების ატროფია;

გ) მხოლოდ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობა;

დ) კატექოლამინების ჭარბი გამოყოფა.

219. სად ვითარდება უპირატესად პათომორფოლოგიური ცვლილებები

ჰიპერტონული ავადმყოფობის დროს?

ა) არტერიის კედელში;

ბ) აორტის კედელში;

*გ) არტერიოლების კედელში;

დ) კაპილარების კედელში.

220. ჰიპერტონული ავადმყოფობის დროს თირკმელების მწვავე ცვლილებებს

მიეკუთვნება

*ა) თირკმელის ინფარქტი და არტერიოლონეკროზი;

ბ) არტერიოლოსკლეროზი;

გ) გლომერულოჰიალინოზი;

დ) ნეფროციროზი.

221. რა წარმოადგენს გულის მწვავე იშემიური ავადმყოფობის მორფოლოგიურ

გამოხატულებას?

ა) დიფუზური, წვრილკეროვანი კარდიოსკლეროზი;

ბ) მსხვილკეროვანი კარდიოსკლეროზი;

*გ) მიოკარდიუმის დისტროფია, ინფარქტი;

დ) კარდიომიოპათია.

222. რა წარმოადგენს გულის ქრონიკული იშემიური ავადმყოფობის

მორფოლოგიურ გამოვლინებას?

*ა) დიფუზური წვრილკეროვანი და პოსტინფარქტული მსხვილკეროვანი

კარდიოსკლეროზი;

ბ) მიოკარდიუმის დისტროფია, ინფარქტი;

გ) გულის ქრონიკული ანევრიზმა;

დ) კარდიომიოპათია.

Page 33: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

223. რა სახის დაზიანებას განიცდის შემაერთებელი ქსოვილი რევმატიზმულ

ავადმყოფობათა დროს?

ა) ანთებას;

ბ) ნეკროზს;

გ) მწვავე დეზორგანიზაციას;

*დ) სისტემურ პროგრესულ დეზორგანიზაციას.

224. რომელი პათოლოგიური პროცესი უდევს საფუძვლად რევმატიზმულ

ავადმყოფობათა პათოგენეზს?

ა) დისტროფიები;

*ბ) იმუნოპათოლოგიური რეაქციები;

გ) ნეკროზი;

დ) სისხლის მიმოქცევის მოშლა.

225. რომელი ორგანოები ზიანდება უპირატესად რევმატიზმის დროს?

ა) თირკმელები;

ბ) ფილტვები;

*გ) გული და სისხლძარღვები;

დ) ღვიძლი და სანაღვლე გზები.

226. რომელ გამომწვევს ენიჭება განსაკუთრებული როლი რევმატიზმის

ეტიოლოგიაში?

ა) სტაფილოკოკს;

ბ) ქლამიდიებს;

გ) რიკეტსიებს;

*დ) A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკს.

227. რისგან შედგება რევმატიზმული გრანულომის ცენტრი?

ა) კაზეოზური ნეკროზისგან;

ბ) უცხო სხეულისგან;

გ) სტრეპტოკოკების კოლონიებისგან;

*დ) ფიბრინოიდული მასებისგან.

228. რა ეწოდება პათოლოგიას, როცა ერთდროულად ვითარდება ენდო-,

მიო- და პერიკარდიტი?

ა) ეპიპერიკარდიტი;

*ბ) პანკარდიტი;

გ) პარაკარდიტი;

დ) კარდიტი.

229. მწვავე ბრონქიტის დროს ბრონქის ლორწოვანში აღინიშნება კატარის

შემდეგი ფორმები

ა) სეროზული, ლორწოვანი, ჰემორაგიული, ჩირქოვანი;

ბ) სეროზული, ლორწოვანი, ჰემორაგიული, ჩირქოვანი, შერეული;

*გ) სეროზული, ლორწოვანი, ჩირქოვანი, შერეული.

230. მწვავე ბრონქიტის გართულებები უმეტესად დაკავშირებულია

Page 34: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ა) ბრონქის კედლის ობსტრუქციასთან;

ბ) ბრონქის კედელში სისხლჩაქცევასთან;

*გ) ბრონქის დრენაჟული ფუნქციის დარღვევასთან.

231. მწვავე პნევმონიების რისკ-ფაქტორებად ითვლება

ა) ალკოჰოლიზმი, მწეველობა, ტოქსიკური ნივთიერებების ჩასუნთქვა;

ბ) ტრავმა, ჭრილობები, ფილტვის ჰემოდინამიკის დარღვევა, ბრონქული

ხის ობსტრუქცია;

*გ) ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, ტოქსიკური ნივთიერებების

ჩასუნთქვა, იმუნოდეფიციტი, ტრავმა, ბრონქული ხის ობსტრუქცია,

ფილტვების ჰემოდინამიკის დარღვევა, მწეველობა, ალკოჰოლი, ასაკი,

სტრესი და სხვა.

232. მწვავე პნევმონიებს მიეკუთვნება

ა) კრუპოზული პნევმონია, ბრონქოექტაზური ავადმყოფობა;

ბ) კრუპოზული პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პნევმოსკლეროზი;

*გ) კრუპოზული პნევმონია, ბრონქოპნევმონია, ინტერსტიციული

პნევმონია.

233. კრუპოზული პნევმონიის ფილტვებშიდა გართულებებს წარმოადგენს

*ა) ფილტვის აბსცესი, ფილტვის განგრენა, კარნიფიკაცია;

ბ) ფილტვის აბსცესი, ფილტვის განგრენა, პნევმოციროზი;

გ) ფილტვის აბსცესი, ფილტვის განგრენა.

234. ბრონქოპნევმონიის პათოგენეზში მნიშვნელობა აქვს

ა) ბრონქიტსა და ბრონქიოლიტს, ინფექციის გენერალიზაციას,

აუტოინფექციას, შეგუბებით მოვლენებს;

ბ) ბრონქიტსა და ბრონქიოლიტს, ინფექციის გენერალიზაციას, შეგუბებით

მოვლენებს, იმუნოდეფიციტს;

*გ) ბრონქიტსა და ბრონქიოლიტს, ინფექციის გენერალიზაციას,

აუტოინფექციას, შეგუბებით მოვლენებს, ნეირორეფლექსურ მოშლილობას,

იმუნოდეფიციტს.

235. სასუნთქი გზების ეპითელიუმიდან ჩამოფცქვნილ ეპითელურ უჯრედებში

ჩანართების აღმოჩენას გააჩნია სადიაგნოზო მნიშვნელობა

ა) სტაფილოკოკური ბრონქოპნევმონიისათვის;

ბ) პნევმოკოკური ბრონქოპნევმონიისათვის;

*გ) ვირუსული ბრონქოპნევმონიისათვის.

236. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში ჰიპერტენზია ვითარდება

ა) ფილტვების ქრონიკული დიფუზური ობსტრუქციული ემფიზემის დროს,

ფილტვების ქრონიკული კეროვანი ემფიზემის დროს;

*ბ) ფილტვების ქრონიკული დიფუზური ობსტრუქციული ემფიზემის

დროს, პირველადი იდიოპათური პანაცინური ემფიზემის დროს;

გ) ფილტვების ქრონიკული კეროვანი ემფიზემის დროს, ინტერსტიციული

ემფიზემის დროს.

Page 35: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

237. ბრონქული ასთმის მთავარი ფორმებია

ა) ალერგიული და პროფესიული;

ბ) ინფექციური და ფსიქოგენური;

*გ) ინფექციურ-ალერგიული და ატოპიური.

238. ბრონქული ასთმის შეტევის დროს წარმოქმნილი ანტიგენ-ანტისხეულის

კომპლექსი ეფექტორული უჯრედებიდან ათავისუფლებს

ა) სეროტონინს, მელატონინს, P-ნივთიერებას;

ბ) ბეტა-ენდორფინს, დოფამინს, ჰისტამინს;

*გ) სეროტონინს, ჰისტამინს, ანაფილაქსიის ნელა რეაგირებად

სუბსტანციას.

239. ფილტვის ცენტრალური კიბო მიკრომორფოლოგიურად უპირატესად არის

*ა) ბრტყელუჯრედოვანი;

ბ) ჯირკვლოვანი;

გ) ტვინოვანი.

240. ფილტვის პერიფერიული კიბო მიკრომორფოლოგიურად უპირატესად

არის

ა) ბრტყელუჯრედოვანი;

ბ) ტვინოვანი;

*გ) ადენოკარცინომა.

241. ფილტვის დიფერენცირებული კიბოს შემთხვევაში ლორწოს წარმოქმნა

შენარჩუნებულია

*ა) ადენოკარცინომის ქსოვილში;

ბ) ბრტყელუჯრედოვანი კიბოს ქსოვილში;

გ) ფიბროზული კიბოს ქსოვილში.

242. ფილტვის დიფერენცირებული კიბოს შემთხვევაში კერატინის წარმოქმნა

შენარჩუნებულია

ა) ჯირკვლოვანი კიბოს ქსოვილში;

*ბ) ბრტყელუჯრედოვანი კიბოს ქსოვილში;

გ) ტვინოვანი კიბოს ქსოვილში.

243. კიბოს "მარგალიტების" წარმოქმნა დამახასიათებელია

ა) ადენოკარცინომისათვის;

*ბ) ეპიდერმოიდული კიბოსათვის;

გ) არადიფერენცირებული კიბოსათვის.

244. რა ცვლილებები ვითარდება ხახის ნუშისებრი ჯირკვლებისა და მისი

მიმდებარე ლორწოვანი გარსის კატარული ანგინის დროს?

*ა) მკვეთრად სისხლსავსეა, მოლურჯო ფერისაა, შემღვრეულია,

დაფარულია ლორწოთი და სეროზული ექსუდატით;

ბ) ნუშურები გადიდებულია შეშუპების გამო;

გ) აღინიშნება მოთეთრო-მოყვითალო ნადები;

Page 36: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

დ) ფოლიკულები გადიდებულია, ცენტრში აღინიშნება ჩირქოვანი

გალხობის კერები.

245. რა ცვლილებები აღინიშნება ლიმფოიდურ ქსოვილში ნუშურების

ქრონიკული ანთების დროს?

ა) ეპითელიუმის ატროფია;

ბ) ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპოპლაზია;

გ) ნეიტროფილებით ინფილტრაცია;

*დ) ჰიპერპლაზია და სკლეროზი.

246. საყლაპავი მილის რომელ შრეებს მოიცავს ჭეშმარიტი დივერტიკული?

ა) მხოლოდ ლორწოვანს;

ბ) მხოლოდ ლორწქვეშას;

*გ) ყველა შრეს;

დ) მხოლოდ კუნთოვანს.

247. როგორია საყლაპავი მილის დივერტიკული წარმოშობის

თავისებურებების მიხედვით?

*ა) ნაწიბუროვანი და რელაქსაციური;

ბ) ფარინგო-ეზოფაგური;

გ) ბიფურკაციული;

დ) ეპინეფრალური.

248. როგორია საყლაპავი მილის დივერტიკული წარმოშობის მიზეზების

მიხედვით?

ა) ბიფურკაციული;

*ბ) თანდაყოლილი და შეძენილი;

გ) ნაწიბუროვანი;

დ) რელაქსაციური.

249. რა ჰქვია გასტრიტს, რომელიც მოიცავს მთელ კუჭს?

*ა) დიფუზური;

ბ) ფუნდალური;

გ) კეროვანი;

დ) ანტრალური.

250. რა ჰქვია მარტივ გასტრიტს, როცა ვითარდება უჯრედების ჩამოფცქვნა

და ზერელე დეფექტების განვითარება კუჭის ლორწოვან გარსში?

ა) სეროზული;

*ბ) ეროზიული;

გ) წყლულოვანი;

დ) ფლეგმონური.

251. რომელი გასტრიტის გამოსავალია ლორწოვანი გარსის ატროფია და

კუჭის კედლის სკლეროზი, დეფორმაცია?

*ა) ფლეგმონური და ნეკროზული;

ბ) ფიბრინული;

Page 37: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

გ) კატარული;

დ) ეროზიული.

252. რომელი გასტრიტები მიეკუთვნება ქრონიკულს?

ა) მხოლოდ ატროფიული;

*ბ) ზედაპირული, ატროფიული, ჰიპერტროფიული;

გ) კატარული, ფიბრინული;

დ) ჩირქოვანი, ნეკროზული.

253. რომელ გასტრიტს ჰქვია მენეტრიეს ავადმყოფობა?

ა) ატროფიულს;

ბ) ზედაპირულს;

*გ) ჰიპერტროფიულს;

დ) არაიმუნურს.

254. რომელი გასტრიტის დროს იღებს კუჭის ლორწოვანი გარსი ქვაფენილის

შესახედაობას?

ა) ფლეგმონურის;

ბ) ზედაპირულის;

გ) ატროფიულის;

*დ) ჰიპერტროფიულის.

255. რომელი გასტრიტის დროს ხდება ლორწოვანის ეპითელიუმის

მეტაპლაზია?

ა) ფლეგმონურის;

ბ) ნეკროზულის;

გ) ჰიპერტროფიულის;

*დ) ატროფიულის.

256. რომელი ლოკალიზაციის წყლულს ჰქვია პოსტბულბარული წყლული?

*ა) თორმეტგოჯას ბოლქვის ქვემოთ;

ბ) თორმეტგოჯას ბოლქვის წინ;

გ) თორმეტგოჯას ბოლქვის უკან;

დ) თორმეტგოჯაში ურთიერთსაპირისპიროდ.

257. რომელი ლოკალიზაციის წყლულებს ჰქვია მკოცნავი წყლულები?

ა) თორმეტგოჯას ბოლქვის ქვემოთ;

ბ) თორმეტგოჯას ბოლქვის წინ;

გ) თორმეტგოჯას ბოლქვის უკან;

*დ) თორმეტგოჯაში ურთიერთსაპირისპიროდ.

258. წყლულოვანი ავადმყოფობის რომელი გართულებებია წყლულოვან-

დესტრუქციული?

*ა) სისხლდენა, პერფორაცია, პენეტრაცია;

ბ) გასტრიტი, კუჭის დეფორმაცია;

გ) დუოდენიტი, პერიგასტრიტი;

დ) კუჭის შესავლისა და გასავლის შევიწროვება.

Page 38: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

259. რა ჰქვია კუჭის წყლულს, როცა წყლულის კიდეები მკვრივია,

მორგვისებრია და წამოწეულია, კოჟიჟისებრია?

ა) მწვავე;

ბ) სიმპტომური;

*გ) კალოზური;

დ) ელისონ-ზოლინგერის.

260. რა ჰქვია წყლულოვანი ავადმყოფობის გართულებას, როცა წყლული

შეაღწევს მეზობელ ორგანოებში?

ა) პერფორაცია;

*ბ) პენეტრაცია;

გ) კედლის გახვრეტა;

დ) პანგასტრიტი.

261. რომელ აპენდიციტს მიეკუთვნება ფლეგმონური, აპოსტემატოზური,

ფლეგმონურ-წყლულოვანი და განგრენული აპენდიციტი?

ა) მარტივს;

ბ) ზედაპირულს;

*გ) დესტრუქციულს;

დ) ქრონიკულს.

262. რა ჰქვია აპენდიქსში პროცესს, რომელიც ვითარდება მისი არტერიების

თრომბოზის ან თრომბოემბოლიის გამო?

*ა) აპენდიქსის განგრენა;

ბ) განგრენული აპენდიციტი;

გ) ცრუ აპენდიციტი;

დ) ზედაპირული აპენდიციტი.

263. როდის ვითარდება ღვიძლის მასიური ნეკროზი?

ა) ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს;

*ბ) ეგზოგენური და ენდოგენური ინტოქსიკაციების დროს;

გ) ნარკოტიკული პრეპარატების ინტენსიური მიღების დროს;

დ) ქრონიკული სისხლდაკარგვის დროს.

264. რა არის ჰეპატიტი?

ა) ავადმყოფობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ღვიძლის პარენქიმისა და

სტრომის დისტროფია და ნეკროზი;

ბ) ავადმყოფობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ღვიძლის პარენქიმისა და

სტრომის ნეკროზი, სისხლჩაქცევები და სკლეროზი;

*გ) ავადმყოფობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ღვიძლის პარენქიმის

დისტროფიული და სტრომის ანთებითი ცვლილებები;

დ) ავადმყოფობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ღვიძლის პარენქიმის

დისტროფიული ცვლილებები.

265. ჰეპატიტი მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს

*ა) მწვავე და ქრონიკული;

Page 39: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ბ) მწვავე და ქვემწვავე;

გ) ქვემწვავე და ქრონიკული;

დ) ქრონიკული.

266. ვირუსული ჰეპატიტის გამომწვევია

ა) რნმ-ის შემცველი ვირუსი;

*ბ) რნმ-ისა და დნმ-ის შემცველი ვირუსი;

გ) დნმ-ის შემცველი ვირუსი;

დ) დეფექტური რნმ-ის ვირუსი.

267. ვირუსული ჰეპატიტის დროს ღვიძლგარე მორფოლოგიური ცვლილებებია

ა) ტემპერატურა, სიყვითლე, შარდის გამუქება, ღებინება, აქოლიური

განავალი;

*ბ) სიყვითლე, სისხლჩაქცევები, ლიმფური კვანძების გადიდება, სასუნთქი

და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის კატარი;

გ) სიყვითლე, ქავილი, კანზე ექსკორიაციები, გამომყოფი სისტემის

დაზიანება;

დ) ტემპერატურა, შარდის გამუქება, ქავილი, კუჭის ლორწოვანის კატარი.

268. ალკოჰოლური ჰეპატიტი შეიძლება იყოს

ა) ექსუდაციური ან პროლიფერაციული;

ბ) აქტიური ან პერსისტული;

*გ) მწვავე ან ქრონიკული;

დ) მწვავე ან ქვემწვავე.

269. მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს მაკროსკოპულად ღვიძლი

ა) დუნეა, ჭრელი შესახედაობისაა, თიხის ფერია;

*ბ) გამკვრივებულია, დაბინდულია, აღინიშნება მოწითალო უბნები და

არაიშვიათად ნაწიბუროვანი ჩაღრმავებები;

გ) მომკვრივოა, ტეხვადია, განაკვეთზე ყვითელი ფერისაა;

დ) გადიდებულია, ტეხვადია, განაკვეთზე ქონისებრია.

270. მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს მიკროსკოპულად ვლინდება

ა) წყალმანკოვანი დისტროფია, ლიმფოციტებით, პლაზმოციტებითა და

ჰისტიოციტებით ინფილტრაცია;

ბ) ჰეპატოციტების მონომორფიზმი, ინტრა- და ექსტრაცელულურად

აღინიშნება კაუნსილმენის სხეულები;

*გ) ჰეპატოციტების ნეკროზი, ნეკროზის უბნებისა და პერიპორტული

ტრაქტების ნეიტროფილებით ინფილტრაცია, ინტრა- და ექსტრაცელულურად

დიდი რაოდენობით ალკოჰოლური ჰიალინი (მალორის სხეულაკები);

დ) ცხიმოვანი დისტროფია, ლიმფოციტებით, პლაზმოციტებითა და

ჰისტიოციტებით ინფილტრაცია.

271. მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტი ხშირად ვითარდება

*ა) ცხიმოვანი ჰეპატოზის, ქრონიკული ჰეპატიტისა და ციროზის ფონზე;

ბ) ცილოვანი დისტროფიის, აქტიური ჰეპატიტის ფონზე;

გ) პორტული ჰიპერტენზიის ფონზე;

Page 40: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

დ) ცხიმოვანი დისტროფიის, აქტიური ჰეპატიტის ფონზე.

272. ქრონიკული ალკოჰოლური პერსისტული ჰეპატიტის დროს

მიკრომორფოლოგიურად აღინიშნება

*ა) ჰეპატოციტების ცხიმოვანი და ცილოვანი დისტროფია, წილაკების

პერიფერიაზე ჰეპატოციტების საფეხუროვანი ნეკროზები;

ბ) დისცირკულაციური პროცესები, წილაკების ნეკროზი;

გ) ჰეპატოციტების ცილოვანი დისტროფია, ნეკროზი;

დ) აქტიური ჰიპერემია, კეროვანი ნეკროზები.

273. გლომერულონეფრიტის იმუნოპათოლოგიური მექანიზმი დაკავშირებულია

ა) მხოლოდ იმუნური კომპლექსების ზემოქმედებასთან;

*ბ) იმუნური კომპლექსებისა და ანტისხეულების ზემოქმედებასთან;

გ) მხოლოდ ანტისხეულების ზემოქმედებასთან;

დ) მხოლოდ აუტოიმუნიზაციის პროცესთან.

274. გლომერულონეფრიტის ექსტრარენულ სიმპტომებს მიეკუთვნება

*ა) მარცხენა გულის ჰიპერტროფია, არტერიული ჰიპერტონია,

დისპროტეინემია, შეშუპებები, ჰიპერაზოტემია, ურემია;

ბ) მარჯვენა გულის ჰიპერტროფია, ვენური ჰიპერემია, ურემია,

პროტეინურია;

გ) მარცხენა გულის ჰიპერტროფია, არტერიული ჰიპოტონია, ჰემატურია,

ჰიპერაზოტემია;

დ) ოლიგურია, პროტეინურია, ჰემატურია, ცილიდრურია, ურემია.

275. ინტრაკაპილური გლომერულონეფრიტისათვის დამახასიათებელია

პათოლოგიური პროცესის განვითარება

ა) გორგლის კაფსულის ღრუში;

ბ) პროქსიმალურ მილაკებში;

გ) დისტალურ მილაკებში;

*დ) სისხლძარღვოვან გორგალში.

276. ინტრაკაპილური ექსუდაციური გლომერულონეფრიტისათვის

დამახასიათებელია

*ა) გორგლის მეზანგიუმისა და კაპილარების მარყუჟების ინფილტრაცია

ნეიტროფილებით;

ბ) გორგლის მეზანგიუმისა და კაპილარების მარყუჟების ინფილტრაცია

ლიმფოციტებით, პლაზმური უჯრედებით, მონოციტებით;

გ) მეზანგიუმის უჯრედების პროლიფერაცია;

დ) გორგლის კაფსულის უჯრედების პროლიფერაცია.

277. ქვემწვავე გლომერულონეფრიტისათვის დამახასიათებელია

*ა) ექსტრაკაპილური პროდუქციული გლომერულონეფრიტი

ნახევარმთვარისებრი წარმონაქმნების არსებობით;

ბ) ინტრაკაპილური პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი "თათისებრი"

გორგლების არსებობით;

გ) ინტრაკაპილური ექსუდაციური გლომერულონეფრიტის არსებობა;

Page 41: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

დ) მხოლოდ ექსტრაკაპილური ექსუდაციური გლომერულონეფრიტის

არსებობა.

278. პირველადი გლომერულონეფრიტის გამომწვევებს შორის უპირატესობა

ენიჭება

ა) ვირუსებს;

ბ) სტაფილოკოკს;

*გ) ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკს;

დ) პნევმოკოკს.

279. რა წარმოადგენს მწვავე პიელონეფრიტის მძიმე გართულებებს?

*ა) პიონეფროზი, სეფსისი, პაპილონეკროზი;

ბ) ჰიდრონეფროზი, თირკმელის ქრონიკული უკმარისობა;

გ) თირკმელის მეორადი შეჭმუხვნა აზოტემიური ურემიით;

დ) რენული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი.

280. რა წარმოადგენს ნეფროლითიაზის გართულებებს?

ა) გლომერულონეფრიტი, ჰიდროურეთრონეფროზი;

ბ) ნეფროსკლეროზი, თირკმელის პოლიკისტოზი;

*გ) პიელონეფრიტი, ჰიდრო- და პიონეფროზი, სეფსისი;

დ) რენული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი.

281. რისი გამოსავალია უფრო ხშირად თირკმელის მეორადი შეჭმუხვნა?

ა) ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული ავადმყოფობა;

ბ) დიაბეტური გლომერულოსკლეროზი;

გ) თირკმელის ტუბერკულოზი, პოლიკისტოზი;

*დ) ქრონიკული გლომერულონეფრიტი.

282. რის გამო ვითარდება საშვილოსნოს ლორწოვანის ჯირკვლოვანი

ჰიპერპლაზია?

ა) ენდოცერვიკოზის ან ენდომეტრიტის გამო;

ბ) ჰიპერკორტიციზმის ან ფოლიკულინის სიმცირის გამო;

*გ) ფოლიკულინის ან პროგესტერონის სიჭარბის გამო;

დ) საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამო.

283. საშვილოსნოს ადენომატოზის დროს ვითარდება

*ა) მფარავი ეპითელიუმის ქვეშ ერთშრიანი კუბური ეპითელიუმით

ამოფენილი ჯირკვლოვანი წარმონაქმნების დაგროვება;

ბ) მფარავი ბრტყელი ეპითელიუმის მეტაპლაზია პრიზმულ ეპითელიუმად;

გ) მფარავი ბრტყელი ეპითელიუმის მეტაპლაზია კუბურ ეპითელიუმად;

დ) პრიზმული ეპითელიუმის მეტაპლაზია ბრტყელ ეპითელიუმად.

284. რისგან წარმოიქმნება საშვილოსნოს ყელის პოლიპები?

ა) მრავალშრიანი ბრტყელი გარქავებადი ეპითელიუმიდან;

*ბ) ლორწოს წარმომშობი ეპითელიუმიდან;

გ) კუნთოვანი შრის უჯრედებისაგან;

დ) შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისაგან.

Page 42: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

285. რა წარმოადგენს ორსულთა ტოქსიკოზის ყველაზე საშიშ გამოვლინებას?

ა) გესტოზი;

*ბ) ეკლამპსია;

გ) ორსულთა შეშუპება;

დ) ნეფროპათია.

286. სად ვითარდება უფრო ხშირად საშვილოსნოსგარეთა ორსულობა?

ა) საკვერცხეებში;

ბ) მუცლის ღრუში;

გ) დუგლასის ფოსოში;

*დ) ფალოპიუსის მილში.

287. რა ვითარდება ჰიპოფიზის უკანა წილის დაზიანებისას?

ა) იცენკო-კუშინგის ავადმყოფობა;

ბ) სიმონდსის ავადმყოფობა;

გ) აკრომეგალია;

*დ) უშაქრო დიაბეტი.

288. ადისონის ავადმყოფობის დროს კანზე აღინიშნება

ა) ჰიპოპიგმენტაცია;

ბ) როზეოლურ-პაპულური გამონაყარი;

გ) პაპულურ-პუსტულური გამონაყარი;

*დ) ჰიპერპიგმენტაცია.

289. ჩიყვი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის

ა) ანთებით ავადმყოფობას;

*ბ) პათოლოგიურ გადიდებას;

გ) სიმსივნურ ავადმყოფობას;

დ) კიბოსწინარე მდგომარეობას.

290. კოლოიდური ჩიყვი მაკრომორფოლოგიურად

ა) მორუხო-წითელი ფერისაა, ხორკლიანია;

*ბ) ჩვეულებრივ კვანძოვანი და მკვრივია;

გ) დუნე კონსისტენციისაა;

დ) მსხვილხორკლიანი და მკვრივია.

291. პარენქიმული ჩიყვი მაკრომორფოლოგიურად

ა) ჩვეულებრივ კვანძოვანი და მკვრივია;

ბ) დუნე კონსისტენციისაა;

*გ) მორუხო-წითელი ფერისაა, ხორკლიანია;

დ) არც ერთი პასუხი სწორი არ არის.

292. დიაბეტური მაკრო- და მიკროანგიოპათიებით განპირობებული

გართულებებია

*ა) კიდურის განგრენა, მიოკარდიუმის ინფარქტი, სიბრმავე;

ბ) თირკმელების უკმარისობა, დიაბეტური კომა;

Page 43: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

გ) პიოდერმია, ფურუნკულოზი, სეფსისი;

დ) კიდურის განგრენა, ჰემორაგიული ინსულტი, სკლეროდერმია.

293. შიდს-ისათვის დამახასიათებელი ოპორტუნისტული ინფექციებიდან

ყველაზე ხშირია

ა) ტოქსოპლაზმური ინფექცია;

ბ) ციტომეგალური ენცეფალიტი;

*გ) პნევმოცისტური პნევმონია;

დ) ჰერპესული ინფექცია.

294. რა წარმოადგენს შიდს-ისათვის დამახასიათებელ ავთვისებიან სიმსივნეს?

ა) მხოლოდ ავთვისებიანი ლიმფომა;

ბ) მხოლოდ კაპოშის სარკომა;

*გ) კაპოშის სარკომა და ავთვისებიანი ლიმფომა;

დ) კანის კიბო და ავთვისებიანი ლიმფომა.

295. რა ახასიათებს სალმონელოზის ნაწლავურ ფორმას?

ა) პეიერის ფოლაქების ჰიპერპლაზია, ნეკროზი, კატარული ენტერიტი;

*ბ) მწვავე გასტრო-ენტერიტი;

გ) მეტასტაზური აბსცესები ფილტვებსა და თავის ტვინში;

დ) კატარული ენტერიტი, ფიბრინული პლევრიტი.

296. რა ახასიათებს სალმონელოზის სეფსისურ ფორმას?

ა) მწვავე გასტრო-ენტერიტი;

ბ) პეიერის ფოლაქების ჰიპერპლაზია, ნეკროზი, კატარული ენტერიტი;

*გ) მეტასტაზური აბსცესები ფილტვებსა და თავის ტვინში;

დ) პოლისეროზიტი, პეიერის ფოლაქების ჰიპერპლაზია.

297. სად ლოკალიზდება ანთებითი ცვლილებები დიზენტერიის დროს?

*ა) სიგმოიდურ და სწორ ნაწლავში;

ბ) თეძოსა და ბრმა ნაწლავში;

გ) კუჭსა და წვრილ ნაწლავებში;

დ) დაწვრივსა და განივ კოლინჯში.

298. ბრუცელოზის მიმდინარეობაში გამოყოფენ

ა) პირველ, მეორე და მესამე პერიოდებს;

*ბ) მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიებს;

გ) მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს;

დ) მწვავე და ქვემწვავე სტადიებს.

299. ბრუცელოზის გულ-სისხლმილთა ფორმის დროს ვითარდება

*ა) აორტის სარქველების პოლიპურ-წყლულოვანი ენდოკარდიტი;

ბ) გახანგრძლივებული სეპტიური ენდოკარდიტი;

გ) პროლიფერაციული ენდო-მიოკარდიტი;

დ) მიტრალური სარქველის მწვავე მეჭეჭოვანი ენდოკარდიტი.

300. რა დროს ჩნდება ციმბირის წყლულოვანი კარბუნკული?

Page 44: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

*ა) კანის ფორმის დროს;

ბ) ნაწლავის ფორმის დროს;

გ) სეპტიური ფორმის დროს;

დ) ფილტვის ფორმის დროს.

301. როგორ ვითარდება მილიარული ტუბერკულოზი?

*ა) მიკობაქტერიები ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში,

სადაც წარმოიქმნება ფეტვის მარცვლისოდენა ხორკლები;

ბ) მიკობაქტერიები ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში,

სადაც წარმოიქმნება ბარდის მარცვლისოდენა ხორკლები;

გ) გაკირული კაზეოზური მასების გაწოვით და მათ ადგილზე მეტაპლაზიის

გზით ძვლოვანი ხარიხების წარმოქმნით;

დ) კაზეოზური მასების გაწოვითა და შემდგომი ორგანიზაციით.

302. რა შეიძლება წარმოადგენდეს სიკვდილის მიზეზს ტუბერკულოზის

დროს?

ა) მედიასტინიტი, პლევრიტი, პერიკარდიტი;

*ბ) ფილტვ-გულის უკმარისობა, ამილოიდოზი, სისხლდენა;

გ) პნევმოთორაქსი, პლევრის ემპიემა, ინტოქსიკაცია;

დ) პლევრიტი, ენდოკარდიტი, მიოკარდიტი.

303. მაგარი შანკრი წარმოადგენს

*ა) უმტკივნეულო, მრგვალი ფორმის წყლულს, გლუვი ფსკერითა და

სწორი ხრტილისებრი კიდეებით;

ბ) მტკივნეულ, ოვალური ფორმის წყლულს დაკბილული კიდეებით;

გ) უმტკივნეულო, ელიფსური ფორმის წყლულს, ხორკლიანი ფსკერით;

დ) მტკივნეულ, ელიფსური ფორმის წყლულს, ხორკლიანი ფსკერით.

304. რომელ ნაწლავშია უფრო ხშირად ნეკროზულ-წყლულოვანი ცვლილებები

ამებური დიზენტერიის დროს?

ა) თეძოს ნაწლავში;

ბ) სწორ ნაწლავში;

გ) განივ კოლინჯში;

*დ) ბრმა ნაწლავში.

305. არჩევენ ექინოკოკოზის შემდეგ ფორმებს

ა) პირველადი, მეორადი;

ბ) ზოგადი, ადგილობრივი;

*გ) ჰიდატიდური, ალვეოლოკოკური;

დ) ერთსაკნიანი, დატოტვილი.

306. ანენცეფალია არის

ა) თავის ქალას არარსებობა;

ბ) თავის ტვინში კისტების გაჩენა;

გ) ტვინის ღარების რიცხვის მომატება;

*დ) თავის ტვინის აგენეზია.

Page 45: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

307. პორენცეფალია არის

*ა) თავის ტვინში კისტების გაჩენა;

ბ) თავის ტვინის ჰიპოპლაზია;

გ) თავის ტვინის აგენეზია;

დ) თავის ქალას არარსებობა.

308. ფალოს ტეტრადის დროს აღინიშნება

ა) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი,

ფილტვის არტერიის სტენოზი;

ბ) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, ფილტვის არტერიის სტენოზი,

მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია;

*გ) აორტის დექსტრაპოზიცია, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია,

ფილტვის არტერიის სტენოზი, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი;

დ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი,

მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია.

309. სინდაქტილია არის

*ა) თითების შეხორცება;

ბ) თითების რიცხვის მომატება;

გ) კიდურების პროქსიმალური ნაწილების განუვითარებლობა;

დ) კიდურების თანდაყოლილი ამპუტაცია.

310. მიკროგნათია არის

ა) ზედა ტუჩის გახლეჩა;

*ბ) ქვედა ყბის ჰიპოპლაზია;

გ) თვალებს შორის დიდი მანძილი;

დ) მაგარი გარსის გახლეჩა.

311. პალატოსხიზი არის

ა) ზედა ტუჩის გახლეჩა;

*ბ) მაგარი სასის გახლეჩა;

გ) ქვედა ყბის ჰიპოპლაზია;

დ) თვალებს შორის დიდი მანძილი.

312. ჰიპოსპადია არის

ა) შარდის გამომტანი არხის ზედა კედლის დეფექტი ბიჭებში;

ბ) ურეთრის ატრეზია;

*გ) შარდის გამომტანი არხის ქვედა კედლის დეფექტი ბიჭებში;

დ) ურეთრის სტენოზი.

313. მეკელის დივერტიკული არის

ა) ჭიპის მიდამოში მუცლის კედლის დეფექტი, თიაქრის პარკის

გამოდრეკით;

ბ) ფართოდ გახსნილი მუცლის კედელი და თიაქრის პარკის არარსებობა;

*გ) თეძოს ნაწლავის კედლის თითისებრი გამოდრეკა ბაუგინის

სარქველიდან 25 სმ-ით ზემოთ;

დ) შარდის ბუშტის კედლის გამოდრეკა.

Page 46: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

314. ფეტალური მუკოვისციდოზის დროს უპირატესად ზიანდება

ა) თირკმელები;

*ბ) პანკრეასი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი

გარსები, სანაღვლე გზები;

გ) გული, სისხლმილები;

დ) თირკმელზედა ჯირკვლები, ადენოჰიპოფიზი.

315. მომყოლი შედგება

ა) პლაცენტისა და ამნიონისაგან;

ბ) პლაცენტისა და ჭიპლარისაგან;

*გ) პლაცენტის, სანაყოფე გარსების ნარჩენების და ჭიპლარისაგან;

დ) პლაცენტის, ამნიონის და სადა ქორიონისაგან.

316. პლაცენტის ნაყოფის ნაწილი შედგება

ა) ჭიპლარისა და სადა ქორიონისაგან;

*ბ) ამნიონისა და განტოტვილი ქორიონისაგან;

გ) სანაყოფე გარსებისა და დეციდური გარსისაგან;

დ) ჭიპლარისა და განტოტვილი ქორიონისაგან.

317. ჭიპლარში გადის

ა) ჭიპლარის ერთი არტერია და ორი ვენა;

*ბ) ჭიპლარის ორი არტერია და ერთი ვენა;

გ) ჭიპლარის ვენა და ჭიპლარის არტერია;

დ) ჭიპლარის ორი ვენა და ორი არტერია.

318. რატომ ხდება დედის სისხლის მოწოდების ბლოკირება ქორიონის

ბუსუსებთან?

*ა) ფიბრინის ჩალაგების გამო ბუსუსთა შორის სივრცეებში;

ბ) ქორიონის ბუსუსების ნეკროზის გამო;

გ) ბუსუსთა შორის სივრცეებში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის გამო;

დ) პლაცენტის სისხლძარღვების თრომბოზის გამო.

319. პლაცენტის დიფუზურ ჰიპერპლაზიას ადგილი აქვს

ა) ბუსუსების ჰიპერტროფიის დროს;

ბ) ბუსუსების პროლიფერაციის დროს;

*გ) ბუსუსების ანგიომატოზის დროს;

დ) ბუსუსების ატროფიის დროს.

320. პლაცენტის მიხორცება ვითარდება

*ა) ბლასტოცისტის ღრმა იმპლანტაციის შედეგად;

ბ) ბლასტოცისტის ზერელე იმპლანტაციის შედეგად;

გ) პლაცენტის კიდურა მდებარეობის გამო;

დ) პლაცენტის წინა მდებარეობის გამო.

321. რა არის ინტერვილოზიტი?

ა) ქორიონის ბუსუსების ანთება;

Page 47: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

*ბ) ბუსუსთა შორის სივრცეების ანთება;

გ) დეციდური გარსის ანთება;

დ) ბაზალური ფირფიტის ანთება.

322. პლაცენტური ქორიოამნიონიტი არის

*ა) ქორიონული ფირფიტის ანთება;

ბ) დეციდური გარსის ანთება;

გ) ქორიონის ბუსუსების ანთება;

დ) ბუსუსთა შორის სივრცეების ანთება.

323. რომელია პლაცენტის სიმსივნე?

ა) ანგიოსარკომა;

ბ) ტერატომა;

*გ) ქორიოანგიომა;

დ) ადენოკარცინომა.

324. ინტრანატალური ასფიქსიის მიზეზია

ა) პლაცენტის სისხლმილების სპაზმი;

*ბ) საშვილოსნო-პლაცენტური ან პლაცენტურ-ნაყოფის სისხლის მიმოქცევის

მოშლა;

გ) ქორიონის ბუსუსების ნეკროზი;

დ) ჭიპლარის არტერიის ემბოლია.

325. ნაყოფის ხანგრძლივი ჰიპოქსიის დროს ტვინში მიკრომორფოლოგიურად

აღინიშნება

ა) სისხლსავსეობა, სტაზი;

ბ) სისხლჩაქცევები;

*გ) გლიის პროლიფერაცია;

დ) ნეიროციტების დისტროფია.

326. სურფაქტანტი წარმოადგენს:

*ა) ლიპოპროტეიდს, რომელსაც გამოიმუშავებს ალვეოლური ეპითელიუმი;

ბ) გლიკოპროტეიდს;

გ) გლიკოზამინოგლიკანს;

დ) მჟავე მუკოპოლისაქარიდს.

327. კეფალოჰემატომა არის:

ა) თავის ტვინში სისხლჩაქცევა;

*ბ) სისხლჩაქცევა თავის ქალას ძვლისსაზრდელას ქვეშ;

გ) სისხლჩაქცევა მაგარი გარსის ქვეშ.

დ) თავის ტვინის რბილ გარსებში სისხლჩაქცევა.

328. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა არის

ა) სისხლჩაქცევა მაგარი გარსის ქვეშ;

ბ) სისხლჩაქცევა მაგარ გარსსა და ქალას ძვალს შორის;

*გ) სისხლჩაქცევა ქსელისებრ და სისხლძარღვოვან გარსებს შორის;

დ) სისხლჩაქცევა რბილ გარსებში.

Page 48: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

329. სიკვდილის მიზეზი გულის მწვავე იშემიური ავადმყოფობის დროს

ა) ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია;

*ბ) ასისტოლია, გულის გასკდომა;

გ) თავის ტვინის შეშუპება;

დ) თავის ტვინის დარბილება.

330. რისგან წარმოებს მელანინის სინთეზი ორგანიზმში?

*ა) თიროზინისაგან;

ბ) ადრენალინისაგან;

გ) ფერიტინისაგან;

დ) ლიპოფუსცინისაგან.

331. ჰიპერტონული ავადმყოფობის თირკმელების ფორმისათვის

დამახასიათებელი მორფოლოგიური ცვლილებები

ა) პიონეფროზი;

ბ) ჰიდრონეფროზი;

გ) მეორადად შეჭმუხვნილი თირკმელი;

*დ) პირველადად შეჭმუხვნილი თირკმელი.

332. დაასახელეთ ავთვისებიანი მეზენქიმური სიმსივნეები

ა) ფიბროსარკომა, ლიპომა;

*ბ) ჰემანგიოსარკომა, ლეიომიოსარკომა;

გ) ლიპოსარკომა, ჰემანგიომა;

დ) რაბდომიომა, ლეიომიომა.

333. რა ცვლილებები ვითარდება გულში ქრონიკული ობსტრუქციული

ემფიზემის დროს?

ა) ატროფია;

ბ) გასუქება;

გ) მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია;

*დ) მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია.

334. რა შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ჰიპერტროფიული გასტრიტის

დროს?

ა) ეპითელიუმის ენტეროლიზაცია;

ბ) ჰიპოაციდოზი;

*გ) ადენომური პოლიპი;

დ) ლორწოვანის ატროფია.

335. სარკომის მეტასტაზის განვითარების უპირატესი გზაა

ა) ლიმფოგენური;

*ბ) ჰემატოგენური;

გ) შერეული;

დ) იმპლანტაციური.

336. რევმატიზმული ავადმყოფობების გამაერთიანებელი ნიშანი

Page 49: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

ა) სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება;

ბ) კახექსია;

*გ) შემაერთებელი ქსოვილის მოპროგრესე დეზორგანიზაცია;

დ) თრომბოემბოლიური სინდრომი.

337. როდის ვითარდება ადგილობრივი ჰემოსიდეროზი?

ა) ანემიის დროს;

*ბ) სისხლჩაქცევის დროს;

გ) რეზუს-კონფლიქტის დროს;

დ) ინტოქსიკაციის დროს.

338. დაასახელეთ თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე

ა) გლიობლასტომა;

ბ) მენინგოსარკომა;

*გ) ეპენდიმომა;

დ) სემინომა.

339. რით აიხსნება რევმატიზმის დროს გულისა და სახსრების უპირატესი

დაზიანება?

*ა) ჯვარედინი ტიპის იმუნური რეაქციით;

ბ) ენდოტოქსინის მოქმედებით ქსოვილებზე;

გ) ეგზოტოქსინის მოქმედებით ქსოვილებზე;

დ) ჰიპოერგიული იმუნური რეაქციით.

340. ამილოიდის ბიოქიმიური ბუნება

ა) ცხოველური სახამებელი;

*ბ) ცილოვან-პოლისაქარიდული კომპლექსი;

გ) ქრომოპროტეიდი;

დ) მუკოპროტეიდი.

341. რა ახასიათებს ანთების ექსუდაციის ფაზას?

ა) დისტროფია;

*ბ) სისხლის უჯრედების ემიგრაცია;

გ) ნეკროზი;

დ) უჯრედების გამრავლება.

342. რით აიხსნება რევმატიზმის დროს შემაერთებელი ქსოვილის მოპროგრესე

დაზიანება?

*ა) აუტოაგრესიით;

ბ) ენდოტოქსინის მოქმედებით;

გ) ეგზოტოქსინის მოქმედებით;

დ) ჰიპოერგიული იმუნური რეაქციით.

343. დაასახელეთ თირკმელების ავადმყოფობა, რომელიც ეკუთვნის

გლომერულოპათიების ჯგუფს

ა) ნიკრისული თირკმელი;

ბ) პიელონეფრიტი;

Page 50: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

*გ) თირკმლების ამილოიდოზი;

დ) ნეფროლითიაზი.

344. დაასახელეთ ადგილობრივი ფაქტორი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს

კუჭის წყლულოვანი ავადმყოფობის პათოგენეზში

ა) ნერვული;

*ბ) პეპტიური;

გ) ჰუმორული;

დ) ინფექციური.

345. რის შედეგად ვითარდება ჭიაყელა ნაწლავის პირველადი განგრენა?

ა) განგრენული ანთების შედეგად;

ბ) ტრავმის შედეგად;

*გ) აპენდიკულური არტერიის თრომბოემბოლიის შედეგად;

დ) პერიტონიტის შედეგად.

346. რა ცვლილებები იწვევს ნიკრისის კვანძების წარმოშობას?

*ა) ქსოვილებში შარდმჟავა მარილების ჩალაგება;

ბ) გლიკოზამინოგლიკანების დაგროვება;

გ) ამილოიდის ჩალაგება;

დ) ჰიალინოზი.

347. დაასახელეთ სისხლმბადი ქსოვილის რეგიონული ავადმყოფობა

ა) ქრონიკული ერითრომიელოზი;

*ბ) ლიმფოგრანულომატოზი;

გ) ლიმფობლასტური ლეიკოზი;

დ) მიელობლასტური ლეიკოზი.

348. დაასახელეთ მიოკარდიუმის ინფარქტის სტადიები

*ა) იშემიური, ნეკროზული;

ბ) კომპენსაციური; დეკომპენსაციური.

გ) ნეკრობიოზული, ნეკროზული;

დ) იშემიური, დეკომპენსაციური.

349. რა ცვლილებები ვითარდება ქსოვილებში შარდმჟავა მარილების

ჩალექვის დროს?

ა) ატროფია, ჰიალინოზი;

*ბ) ნეკროზი, ანთება;

გ) ჰიპერემია; ჰიპერტროფია;

დ) ჰიპერტროფია, ჰიპერპლაზია.

350. რომელ ორგანოში ვითარდება კუჭის კიბოს რეტროგრადული

ლიმფოგენური მეტასტაზი?

ა) ფილტვი;

ბ) ღვიძლი;

*გ) საკვერცხე;

დ) თავის ტვინი.

Page 51: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

351. რა ცვლილებებია დამახასიათებელი სეფსისური ელენთისათვის?

ა) შემცირებულია, დუნეა;

ბ) განაკვეთის ზედაპირზე ცვილისებრია;

გ) გადიდებულია, მკვრივია;

*დ) გადიდებულია, ანაფხეკს იძლევა დიდი რაოდენობით.

352. დაასახელეთ ავადმყოფობა, რომლის დროსაც ხშირად ვითარდება

ცხიმოვანი ჰეპატოზი

*ა) ქრონიკული ალკოჰოლიზმი;

ბ) ვირუსული ჰეპატიტი;

გ) ჰიპერტონული ავადმყოფობა;

დ) შაქრიანი დიაბეტი.

353. დაასახელეთ ორგანო, რომელშიც ხშირად ვითარდება ფილტვის კიბოს

მეტასტაზი

ა) ღვიძლი;

ბ) საკვერცხე;

გ) ელენთა;

*დ) თავის ტვინი.

354. რევმატიზმული ჯგუფის რომელი ავადმყოფობისათვის არის

დამახასიათებელი ქრონიკული მემბრანული გლომერულონეფრიტი?

ა) რევმატიზმისათვის;

ბ) რევმატოიდული ართრიტისათვის;

*გ) წითელი მგლურასათვის;

დ) ნოდური პერიარტერიიტისათვის.

355. რომელი ციროზის დროს ვლინდება ღვიძლში მიკროსკოპულად ცრუ

წილაკები?

ა) კარდიული ციროზის დროს;

ბ) ბილიური ციროზის დროს;

გ) პიკის ციროზის დროს;

*დ) პორტული ციროზის დროს.

356. ალკოჰოლური ჰეპატოზის დროს ჰეპატოციტების ციტოპლაზმა

"გადავსებულია"

ა) წყალით;

ბ) ჰიალინური წვეთებით;

გ) გლიკოგენით;

*დ) ლიპიდებით.

357. ფილტვის პერიფერიული კიბოს დროს განვითარებული პლევრიტი არის

ა) სეროზული;

ბ) ფიბრინული;

გ) ჩირქოვანი;

*დ) ჰემორაგიული.

Page 52: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

358. რომელი ლეიკოციტები ჭარბობს ჭიებით გამოწვეულ ანთებით

ინფილტრატში?

ა) ნეიტროფილური;

*ბ) ეოზინოფილური;

გ) ბაზოფილური;

დ) ლიმფოციტები.

359. ღვიძლის შოკოლადისებრი აბსცესი ვითარდება

ა) ჩირქოვანი ქოლეცისტიტის დროს;

ბ) ჩირქოვანი ქოლანგიტებისა და ქოლანგიოლიტების დროს;

გ) B ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტის დროს;

*დ) ამებიაზის დროს.

360. C ჰეპატიტის დროს ღვიძლში ანთება აზიანებს

ა) უპირატესად მარჯვენა წილს;

ბ) უპირატესად მარცხენა წილს;

გ) უპირატესად ღვიძლის დიაფრაგმულ ზედაპირს;

*დ) დიფუზურად მთელ ღვიძლს.

361. შტენბერგის გიგანტური უჯრედები და ხოჩკინის უჯრედები

დამახასიათებელია

*ა) ლიმფოგრანულომატოზისათვის;

ბ) ლიმფობლასტური ლიმფოსარკომისათვის;

გ) იმუნობლასტური ლიმფოსარკომისათვის;

დ) პლაზმობლასტური ლიმფოსარკომისათვის.

362. რომელი კეთილთვისებიანი სიმსივნის დროს ვლინდება ანათალში,

ნაცხსა და ანაბეჭდში ვეროკაის სხეულაკები?

ა) ლეიომიომის დროს;

*ბ) ნევრილემომის (ნევრინომის) დროს;

გ) ფიბრომის დროს;

დ) ნეიროფიბრომის დროს.

363. რომელ ლეიკოციტებს შეიცავს ექსუდატი მწვავე ჩირქოვანი ანთების

დროს?

ა) მონოციტებს;

*ბ) ნეიტროფილებს;

გ) ეოზინოფილებს;

დ) ბაზოფილებს.

364. დასახელებულთაგან რომელი გამოხატავს უჯრედის ნეკროზს?

ა) ბირთვის ინვაგინაციები;

ბ) ბირთვის შესივება;

გ) ბირთვის ვაკუოლიზაცია;

*დ) ბირთვის პიკნოზი.

Page 53: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

365. რა ეწოდება ხალიდან განვითარებულ სისხლის მილებით მდიდარ

ავთვისებიან სიმსივნეს?

ა) სირინგომა;

ბ) კაპილარული ანგიომა;

*გ) მელანომა;

დ) ვენური ანგიომა.

366. საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსიდან ვითარდება

ა) ცილინდრულეპითელურუჯრედოვანი კარცინომა;

ბ) გარდამავალეპითელურუჯრედოვანი კარცინომა;

*გ) ბრტყელეპითელურუჯრედოვანი გაურქავებადი კარცინომა;

დ) ბრტყელეპითელურუჯრედოვანი გარქავებადი კარცინომა.

367. დასახელებულთაგან რომელი კარცინომა ვითარდება კუჭში?

ა) გარდამავალეპითელურუჯრედოვანი;

ბ) ბრტყელეპითელურუჯრედოვანი გაურქავებლად;

გ) ბრტყელეპითელურუჯრედოვანი გარქავებით;

*დ) ბეჭდისებრუჯრედოვანი.

368. დასახელებულთაგან რომელია ყველაზე ხშირი სიმსივნე საშვილოსნოს

ტანში?

*ა) ლეიომიომა;

ბ) ფიბრომა;

გ) ლეიომიოსარკომა;

დ) ქორიონეპითელიომა.

369. ღვიძლში ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზები მოსალოდნელია

უპირატესად

ა) თავისა და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეებიდან;

ბ) კიდურების რბილი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეებიდან;

გ) კიდურების მაგარი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეებიდან;

*დ) კუჭისა და ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნეებიდან.

370. დასახელებულთაგან რომელია საკვერცხის ორგანოსპეციფიკური

ავთვისებიანი სიმსივნე?

ა) ფიბროსარკომა;

ბ) ანგიოსარკომა;

*გ) გრანულოზურუჯრედოვანი სიმსივნე;

დ) გიგანტურუჯრედოვანი სიმსივნე.

371. დასახელებულთაგან რომელია თირკმელზედა ჯირკვლების ტვინოვანი

შრიდან განვითარებული სიმსივნე?

ა) ალდოსტერომა;

*ბ) ფეოქრომოციტომა;

გ) კორტიკოსტერომა;

დ) განგლიონევრომა.

Page 54: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

372. რა ეწოდება ჩანასახოვანი ფურცლებიდან განვითარებულ სიმსივნეებს

საკვერცხეებსა და სათესლე ჯირკვლებში?

*ა) ტერატომა;

ბ) ადენომა;

გ) ფიბრომა;

დ) ლიპომა.

373. დასახელებულთაგან რომელია სათესლე ჯირკვლების

ორგანოსპეციფიკური ავთვისებიანი სიმსივნე?

ა) ადენომა;

*ბ) სემინომა;

გ) პაპილომა;

დ) ფიბრომა.

374. დასახელებულთაგან რომელია სათესლე ჯირკვლების

ორგანოსპეციფიკური ავთვისებიანი სიმსივნე?

*ა) ემბრიონული კარცინომა;

ბ) ჯირკვლოვანი კარცინომა;

გ) ჯირკვლოვანი გალორწოვანებული კარცინომა.

დ) ბრტყელეპითელურუჯრედოვანი გაურქავებადი კარცინომა.

375. დასახელებულთაგან რომელია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქიდან

განვითარებული სიმსივნე?

ა) სოლიდური კარცინომა;

ბ) ჯირკვლოვანი კარცინომა;

გ) ფეოქრომოციტომა;

*დ) ალდოსტერომა.

376. დასახელებულთაგან რომელია თავის ტვინის ორგანოსპეციფიკური

სიმსივნე?

ა) მენინგიომა;

ბ) პერითელიური მენინგიომა;

*გ) ნეირობლასტომა;

დ) ჰემანგიოპერიციტომა.

377. რომელი ქსოვილოვანი წარმონაქმნებისაგან ვითარდება შვანომა

(ნევრილემომა)?

ა) ღერძ-ცილინდრებისაგან;

*ბ) შვანის გარსის უჯრედებისაგან;

გ) ეპი-, პერი-, ენდონევრიუმისაგან;

დ) მიელინის გარსისაგან.

378. დასახელებულთა შორის რომელია თავის ტვინის ორგანოსპეციფიკური

სიმსივნე?

ა) მენინგიომა;

*ბ) ოლიგოდენდროგლიომა;

გ) ჰემანგიოპერიციტომა;

Page 55: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

დ) კაპილარული ანგიომა.

379. დასახელებულთა შორის რომელია თავის ტვინის ორგანოსპეციფიკური

სიმსივნე?

ა) მენინგიომა;

*ბ) ასტროციტური გლიომა;

გ) ჰემანგიოპერიციტომა;

დ) კაპილარული ანგიომა.

380. დასახელებულთა შორის რომელია თავის ტვინის რბილი გარსების

ორგანოსპეციფიკური სიმსივნე?

ა) ჰემანგიომა;

ბ) ლიმფანგიომა;

*გ) მენინგიომა;

დ) ფიბრომა.

381. დასახელებულთა შორის რომელია ჰიპოფიზის წინა წილის

ორგანოსპეციფიკური სიმსივნე?

ა) კიბო;

ბ) სარკომა;

*გ) ეოზინოფილურუჯრედოვანი ადენომა;

დ) ადენომა.

382. თრომბოზი ეწოდება:

ა) სისხლის შედედებას მხოლოდ არტერიებში ცოცხალ ორგანიზმში;

ბ) სისხლის შედედებას მხოლოდ გულის ღრუებში ცოცხალ ორგანიზმში;

*გ) სისხლის შედედებას სისხლმილის სანათურში, ან გულის ღრუებში

ცოცხალ ორგანიზმში;

დ) სისხლის შედედებას სისხლმილის სანათურში, ან გულის ღრუებში

მკვდარ ორგანიზმში.

383. თრომბოზმა შეიძლება გამოიწვიოს:

ა) ანთება, სკლეროზი;

*ბ) ინფარქტი, განგრენა;

გ) ატროფია, აპოფტოზი;

დ) შეშუპება, ლიმფორაგია.

384. თრომბის წარმოქმნის საწყის მომენტად ითვლება:

ა) ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნა;

*ბ) ენდოთელიუმის დაზიანება;

გ) თრომბოციტების აგრეგაცია;

დ) თრომბოციტული ფოლაქის წარმოქმნა.

385. თრომბოციტები გამოიმუშავებენ ზრდის, ანუ:

ა) GAMF ფაქტორს;

ბ) FGF ფაქტორს;

გ) EGF ფაქტორს;

Page 56: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

დ) TGF-ალფა ფაქტორს;

*ე) PDGF ფაქტორს.

386. ენდოთელიოციტი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას:

*ა) ვილებრანდის ფაქტორის სინთეზი;

ბ) IX და X ფაქტორების დაკავშირებით;

გ) ინტერლეიკინ - 1 ზეგავლენით თრომბოპლასტინის სინთეზით;

დ) სნფ - ზეგავლენით თრომბოპლასტინის სინთეზით;

ე) არც ერთი.

387. რით მთავრდება სისხლის შედედების სისტემის აქტივაცია:

ა) თრომბოპლასტის წარმოქმნით;

ბ) ტრომბინის წარმოქმნით;

*გ) ფიბრინის წარმოქმნით;

დ) ფიბროგენის წარმოქმნით;

ე) არც ერთი.

388. კოაგულაციური კასკადის შინაგანი და გარეგანი მექანიზმების აქტივაციას

საბოლოო ჯამში მივყავართ:

*ა) პროთრომბინის თრომბინად გადაქცევამდე;

ბ) პირველადი თრომბოციტური ფოლაქის წარმოქმნამდე;

გ) ვილებრანდის ფაქტორის ბლოკირებამდე;

დ) ფიბრინოგენის წარმოშობამდე.

389. პირველადი თრომბოციტული ფოლაქის სტაბილიზაცია ხდება:

*ა) PDGF -თი;

ბ) თრომბოპლასტინით;

გ) ფიბრინით;

დ) არც ერთი.

390. ყველაზე მნიშვნელოვანი ფიბრინოლიზური ფერმენტია:

ა) თრომბოპლასტინი;

*ბ) პლაზმინი;

გ) თრომბინი;

დ) პროთრომბოკინაზა.

391. მიკროსკოპულად თრომბი შედგება:

*ა) თრომბოციტები, ფიბრინის ძაფები, ერითროციტები, ლეიკოციტები;

ბ) ლეიკოციტები, ლიმფოციტები, თრომბოციტები, პლაზმის ცილები;

გ) თრომბოციტები, ფიბრინოგენი, ლეიკოციტები, ერითროციტები;

დ) არც ერთი.

392. ფერის მიხედვით თრომბი შეიძლება იყოს:

ა) თეთრი, ყვითელი, ჭრელი;

*ბ) თეთრი, წითელი, შერეული;

გ) ყვითელი, წითელი, ფენოვანი;

დ) თეთრი, ფენოვანი, პიალინური.

Page 57: პათოლოგიური ანატომია კლინიკური პათოლოგიაrama.moh.gov.ge/res/docs/... · პათოლოგიური

393. კედლის ამყოლი თრომბი ხშირად გვხვდება:

*ა) გულში, მსხვილ არტერიაში, ვენებში, ანევრიზმებში;

ბ) გულში, წვრილ არტერიაში, ვენებში;

გ) გულის ყურებში, ენდოკარდიუმზე, წვრილ არტერიებში;

დ) უმეტესად ვენებსა და წვრილ არტერიებში.

394. დამხშობი (ობტურაციული თრომბი) ხშირად გვხვდება:

ა) გულში, მსხვილ არტერიაში, ვენებში, ანევრიზმებში;

ბ) გულში, წვრილ არტერიაში, ვენებში;

გ) გულის ყურებში, ენდოკარდიუმზე, წვრილ არტერიებში;

*დ) უმეტესად ვენებსა და წვრილ არტერიებში.

395. ემბოლიის განმარტების რომელი ფორმულირებაა მართებული:

*ა) სისხლში ან ლიმფაში უცხო მასალის გადაადგილება და სისხლმილების

დახშობა;

ბ) სისხლიდან და ლიმფიდან უცხო ნაწილების გადატანა გულის ღრუებში

და მათი მოხვედრა მოიკარდიუმში;

გ) სისხლიდან ღვიძლის პარენქიმაში უცხო ნაწილაკების ტრანსპორტი;

დ) არც ერთი.

396. ემბოლის გადათავსება ხდება ქვედა ღრუ ვენიდან ღვიძლის ვენაში,

ემბოლიის რომელ სახეობას შეესაბამება აღნიშნული სიტუაცია:

*ა) რეტროგრადული ემბოლია;

ბ) ორთოგრადული ემბოლია;

გ) პარადოქსული ემბოლია;

დ) არც ერთი.

397. ემბოლის განვითარების მექანიზმში მნიშვნელობა აქვს:

ა) რენინ-ანგიოტენზინურ სისტემის აქტივაციის დათრგუნვას;

*ბ) ძირითადი და კოლატერული სისხლის მილების რეფლექსურ სპაზმს;

გ) სწრაფ ვაზოკონსკტრიქციას და ვაზოდილატაციას;

დ) სისხლის ნაკადის ლამინარულ დინებას.

398. რომელია ემბოლიის ყველაზე ხშირი ვარიანტი:

ა) გაზოვანი ემბოლია;

*ბ) თრომბოემბოლია;

გ) ცხიმოვანი ემბოლია;

დ) მიკრობული ემბოლია;

399. როდის ვითარდება უფრო ხშირად ცხიმოვანი ემბოლია:

ა) თრომბის ჩირქოვანი გალხვობის დროს;

ბ) მყვინთავებში სწრაფი დეკომპრესიისას;

გ) კისრის ვენების ჭრილობების დროს;

დ) მშობიარობის პროცესში;

*ე) ძვლის ტვინის ტრავმული დაჟეჟილობის დროს.