საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. 2....

421
საქართველოს ისტორიის ნარკვევები . 2. შესავალი 1. ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი პერიოდები საქართველოს ისტორიის ნარკვევებისმეორე ტომი ეძღვნება საქართველოს ისტორიას IV საუკუნიდან X საუკუნის მიწურულამდე; ეს საუკუნეები ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ადრინდელი ფეოდალიზმისან კიდევ ადრეფეოდალურ ხანადიწოდება. საქართველოს ისტორიის ადრეფეოდალური ხანა აღსავსეა დიდმნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებით როგორც ქვეყნის შინაგანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ასევე საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიხედვით IV-X სს. საქართველოს ისტორიაში არის ადრინდელი ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვის, გამარჯვებისა და განმტკიცების ხანა. დიდ სოციალურ და ეკონომიკურ გარდაქმნებს, რომლებიც ამ ხანისათვის არის დამახასიათებელი, თან სდევდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და კულტურაში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება, მეფობის გაუქმება, ერისმთავრის ხელისუფლების წარმოქმნა, ადრეფეოდალური დაქუცმაცებულობა, ფეოდალური სამეფო-სამთავროების წარმოშობა და ბრძოლა ამ ახალ ფეოდალურ ერთეულთა გაფართოება-განმტკიცებისათვის, რაც თავის მხრივ ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლას ნიშნავდა. ეს ხანა საქართველოს ისტორიაში აღსანიშნავია აგრეთვე საგარეო ურთიერთობის მხრივაც: ეს არის ხანა ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლისა სასანიდების ირანისა თუ აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიის აგრესიასა და არაბთა მფლობელობის წინააღმდეგ. აი, ასეთი ძირითადი ნიშნებით გამოიყოფა ეს საუკუნეები ცალკე ხანად საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციაში; ქვეყნის ისტორიის ამ მონაკვეთს თავის მხრივ განვითარების განსხვავებული პერიოდებიც გააჩნია, რომელთა ძირითად ნიშნებზედაც ჩვენ ქვემოთ შევჩერდებით. საქართველოს ისტორიულ მეცნიერებაში ადრეფეოდალური ხანისცნება ჩვენი საუკუნის 30-იანი წლებიდან შემოდის და მტკიცდება [1] ; მაგრამ, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას მაინც თავისი ისტორია აქვს და მასზე მოკლედ შეჩერებას საჭიროდ მივიჩნევთ. ფეოდალური ხანის ქართული ისტორიოგრაფია არსებითად საქართველოს ისტორიის ორ მეფობის წინა და მეფობის პერიოდად დაყოფით დაკმაყოფილდა [2] . ფეოდალური ისტორიოგრაფიის მიხედვით, საქართველოს ისტორია მთლიანად, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან მოკიდებული, მეორე (მეფობის) პერიოდში ექცეოდა. საქართველოს ისტორიის ასეთი ზოგადი პერიოდიზაცია გაბატონებული იყო XIX . მეორე ნახევრამდე. საქართველოს ისტორიის პირველი მკვლევარი

Transcript of საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. 2....

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. 2.

    შესავალი

    1 . ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი პერიოდები

    “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” მეორე ტომი ეძღვნება

    საქართველოს ისტორიას IV საუკუნიდან X საუკუნის მიწურულამდე; ეს საუკუნეები ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში “ადრინდელი ფეოდალიზმის” ან კიდევ “ადრეფეოდალურ ხანად” იწოდება.

    საქართველოს ისტორიის ადრეფეოდალური ხანა აღსავსეა დიდმნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებით როგორც ქვეყნის შინაგანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ასევე საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობის თვალსაზრისით.

    სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიხედვით IV-X სს. საქართველოს ისტორიაში არის ადრინდელი ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვის, გამარჯვებისა და განმტკიცების ხანა. დიდ სოციალურ და ეკონომიკურ გარდაქმნებს, რომლებიც ამ ხანისათვის არის დამახასიათებელი, თან სდევდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და კულტურაში – ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება, მეფობის გაუქმება, ერისმთავრის ხელისუფლების წარმოქმნა, ადრეფეოდალური დაქუცმაცებულობა, ფეოდალური სამეფო-სამთავროების წარმოშობა და ბრძოლა ამ ახალ ფეოდალურ ერთეულთა გაფართოება-განმტკიცებისათვის, რაც თავის მხრივ ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლას ნიშნავდა.

    ეს ხანა საქართველოს ისტორიაში აღსანიშნავია აგრეთვე საგარეო ურთიერთობის მხრივაც: ეს არის ხანა ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლისა სასანიდების ირანისა თუ აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიის აგრესიასა და არაბთა მფლობელობის წინააღმდეგ.

    აი, ასეთი ძირითადი ნიშნებით გამოიყოფა ეს საუკუნეები ცალკე ხანად საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციაში; ქვეყნის ისტორიის ამ მონაკვეთს თავის მხრივ განვითარების განსხვავებული პერიოდებიც გააჩნია, რომელთა ძირითად ნიშნებზედაც ჩვენ ქვემოთ შევჩერდებით.

    საქართველოს ისტორიულ მეცნიერებაში “ადრეფეოდალური ხანის” ცნება ჩვენი საუკუნის 30-იანი წლებიდან შემოდის და მტკიცდება[1]; მაგრამ, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას მაინც თავისი ისტორია აქვს და მასზე მოკლედ შეჩერებას საჭიროდ მივიჩნევთ.

    ფეოდალური ხანის ქართული ისტორიოგრაფია არსებითად საქართველოს ისტორიის ორ – მეფობის წინა და მეფობის – პერიოდად დაყოფით დაკმაყოფილდა[2].

    ფეოდალური ისტორიოგრაფიის მიხედვით, საქართველოს ისტორია მთლიანად, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან მოკიდებული, მეორე (მეფობის) პერიოდში ექცეოდა.

    საქართველოს ისტორიის ასეთი ზოგადი პერიოდიზაცია გაბატონებული იყო XIX ს. მეორე ნახევრამდე. საქართველოს ისტორიის პირველი მკვლევარი

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn1#_ftn1http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn2#_ftn2

  • ვახუშტი ბაგრატიონიც საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციაში “ქართლის ცხოვრების” სქემით შემოიფარგლა. ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ “მეფობის ხანას”, ე. ი. საქართველოს ისტორიას ფარნავაზიდან მოკიდებული ვიდრე 1469 წლამდე “ძველი ისტორია” უწოდა[3].

    “ქართლის ცხოვრების” და ვახუშტის სქემას ვერ გასცილდნენ აგრეთვე დავით ბაგრატიონი[4], თეიმურაზ ბაგრატიონი[5], თვით მარი ბროსე[6] თუ XVIII და XIX სს. პირველი ნახევრის ქართული ისტორიოგრაფიის სხვა წარმომადგენლები.

    საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციაში გარკვეული ნაბიჯი გადადგა ბურჟუაზიული ხანის ქართულმა ისტორიოგრაფიამ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ს. ბ ა რ ა თ ო ვ ი ს (სულხან ბარათაშვილის) ცდა საქართველოს ისტორიის ახლებური პერიოდიზაციის შესაქმნელად. ს.ბარათოვმა XIX ს. 70-იან წლებში რუსულ ენაზე დაბეჭდილ “საქართველოს ისტორიის” რვეულებში საქართველოს ისტორია სამ ძირითად პერიოდად, ანუ სამ ძირითად ნაწილად დაყო. ჩვენთვის ამჟამდ საინტერესო ხანა მან მეორე პერიოდში მოაქცია და მას “შ უ ა ს ა უ კ უ ნ ე ე ბ ი ს ი ს ტ ო რ ი ა” უწოდა. აღსანიშნავია, რომ ს. ბარათოვის მიხედვით, საქართველოს ძველი ისტორია თავდება IV ს. დამდეგით, ხოლო “საქართველოს შ უ ა ს ა უ კ უ ნ ე ე ბ ი ს ი ს ტ ო რ ი ა იწყება მ ე ო თ ხ ე ს ა უ კ უ ნ ი დ ა ნ: მასში (საქართველოში,– შ. მ.) ქრისტიანობის გაბატონების დროიდან და თავდება XV ს. შუა წლებით, საქართველოს ერთიანი სამეფოს დაყოფით რამდენიმე ცალკე სამფლობელოებად”[7]. აღსანიშნავია, რომ ს. ბარათოვმა თვით “შუა საუკუნეების ხანაც” ცალკეულ პერიოდებად დაყო. ჩვენთვის საინტერესო ხანაში, IV-X სს., ის შემდეგ ძირითად პერიოდებს გამოყოფს: ა) ქრისტიანობის შემოღება საქართველოში; ბ) ქრისტიანობის მიღებიდან ვახტანგ გორგასლამდე; გ) ვახტანგ გორგასლის მეფობა; დ) კავკასიაში ირანელთა მფლობელობა; ე) მაგიზმის უკანასკნელი გაბრძოლება და მისი დაცემა; ვ) საქართველოში არაბთა მფლობელობის ხანა ბაგრატ III-ის გარდაცვალებამდე[8].

    საქართველოს ისტორიის უმთავრესი ეპოქების გამოყოფა და მისი დანაწილება ძველ, შუა საუკუნეებისა და ახალი ხანის ისტორიად, ასევე შუა საუკუნეებში ცალკეული პერიოდების აღნიშვნა, ე. ი. ს. ბარათოვის მიერ მოცემული პერიოდიზაცია, მნიშვნელოვანი და სავსებით ახალი სიტყვა იყო ქართულ ისტორიოგრაფიაში. ს. ბარათოვი პირველი გასცილდა “ქართლის ცხოვრებისა” და, საერთოდ, ფეოდალური ხანის ისტორიოგრაფიის სქემას; მან პირველმა მოგვცა აგრეთვე საქართველოს ისტორიის ძირითადი ეპოქების სახელწოდებანი იმდროინდელი მეცნიერული ტერმინოლოგიით; სავსებით ახალი იყო ტერმინი “შუა საუკუნეების ისტორია” და მით უფრო, “შუა საუკუნეების” (ე. ი. ფეოდალიზმის) ისტორიის დაწყება ახ. წ. IV საუკუნით, რაც არსებითად ემთხვევა ამ მხრივ თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებულ მოსაზრებას.

    როგორც ვხედავთ, ს. ბარათოვი, ბურჟუაზიული ხანის სხვა ქართველი ისტორიკოსებისაგან განსხვავებით, მიუახლოვდა საქართველოს ისტორიის მეცნიერულ პერიოდიზაციას.

    თუ ს. ბარათოვმა მოგვცა შუა საუკუნეების ისტორიის დასაწყისი პერიოდის ქრონოლოგიური განსაზღვრა, ბურჟუაზიული ეპოქის ისტორიოგრაფიის სახელოვანმა წარმომადგენელმა დ. ბაქრაძემ შუა საუკუნეების ხანაში ცალკე გამოყო ერთი პერიოდი, რომელიც, მისი აზრით, X საუკუნით სრულდებოდა.

    რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა, რომ დ. ბაქრაძის ნაშრომი “ისტორია საქართველოსი”, უძველესი დროიდან X ს. მიწურულამდე იყო

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn3#_ftn3http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn4#_ftn4http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn5#_ftn5http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn6#_ftn6http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn7#_ftn7http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn8#_ftn8

  • მიყვანილი[9]. ეს კი საქართველოს ისტორიაში X საუკუნემდელი ხანის ცალკე გამოყოფას ნიშნავდა. ასე რომ, ქართული ბურჟუაზიული ისტორიოგრაფიის წარმომადგენლებმა ს. ბარათოვმა, ერთი მხრივ, ხოლო დ. ბაქრაძემ, მეორე მხრივ, საქართველოს ისტორიაში არსებითად გამოყვეს ჩვენთვის საინტერესო IV-X საუკუნეები, როგორც განსხვავებული ხანა საქართველოს ისტორიის წინადროინდელი თუ მომდევნო საუკუნეებისაგან.

    ბურჟუაზიული ხანის ქართულ ისტორიოგრაფიაში ადრეფეოდალური საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციამ შედარებით დასრულებული სახე XX ს. დამდეგიდან მიიღო. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს მ. ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი ს “საქართველოს ისტორიის” პირველი ტომის მესამე (1906წ.) გამოცემა, სადაც მოცემულია საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ცდა.

    მ. ჯანაშვილის “საქართველოს ისტორიის” პირველ ტომში საქართველოს ისტორია X ს. მიწურულამდე ორ ძირითად ხანადაა წარმოდგენილი: I. “უ ძ ვ ე ლ ე ს ი ხ ა ნ ა”, უძველესი დროიდან ახ. წ. V საუკუნემდე, კერძოდ, ვახტანგ გორგასლამდე და II. “ს ა შ უ ა ლ ო ხ ა ნ ა”, რომელიც მოიცავს პერიოდს ვახტანგ გორგასლიდან X ს. მიწურულამდე. აღსანიშნავია, რომ საკუთრივ “საშუალო ხანა” მ. ჯანაშვილის მიერ ორ პერიოდად არის გაყოფილი: ა) საშუალო საუკუნეების დასაწყისიდან არაბების შემოსევამდე და ბ) არაბების შემოსევიდან საქართველოს გაერთიანებამდე[10]. შემდეგ კი, მ. ჯანაშვილის მიხედვით, იწყება “საქართველოს ისტორიის ბრწყინვალე ხანა” (ბაგრატ III – თამარ მეფე)[11]. ასე რომ, საქართველოს ისტორიის “საშუალო ხანა”, წარმოდგენილი პერიოდიზაციის მიხედვით, იწყება V ს. შუა წლებით და მთავრდება X ს. მიწურულით.

    ჩვენთვის საინიტერესო ხანის პერიოდიზაციის ცდა მოგვცა ს. გ ო რ გ ა ძ ე მ ა ც “საქართველოს ისტორიის” მოკლე, სისტემატურ კურსში, სადაც მან საამისოდ საგანგებო პარაგრაფიც კი გამოყო. ს. გორგაძის მიერ გამოყოფილი საქართველოს ისტორიის ხუთი უმთავრესი ხანიდან ამჯერად ჩვენს ყურადღებას იქცევს მესამე ხანა, რომელსაც ავტორი “საქართველოს საშუალო ისტორიას” უწოდებს და რომელიც ქრისტიანობის მიღებიდან XIII საუკუნემდე გრძელდება. საინტერესოა, რომ ს. გორგაძის აზრით, XIII საუკუნიდან იწყება “საქართველოს ახალი ისტორია”[12]. ამრიგად, ჩვენთვის საინტერესო ხანა (IV-X სს.) ს. გიორგაძის მიერაც “საშუალო ისტორიაშია” მოქცეული, თუმცა იგი არ გამოყოფს მას XI-XII საუკუნეებისაგან როგორც ცალკე, განსხვავებულ პერიოდს.

    ამრიგად, ბურჟუაზიული ხანის ქართულმა ისტორიოგრაფიამ საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციაში არსებითად დასძლია “ქართლის ცხოვრების” და ფეოდალური ხანის ისტორიოგრაფიის სქემა, სცადა ცალკეული პერიოდების გამოყოფა, შემოიტანა ახალი, მეცნიერული ტერმინოლოგია – “ძველი ისტორია”, “შუა საუკუნეები”, “საშუალო ისტორია”, “ახალი ხანა”; მეტ-ნაკლებად სწორად განსაზღვრა შუა საუკუნეების დასაწყისი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მოეცა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის სრულყოფილი მეცნიერული პერიოდიზაცია.

    ამას გარდა, ბურჟუაზიული ხანის ქართული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები – ს. ბარათოვი, დ. ბაქრაძე, მ. ჯანაშვილი და სხვ. არ იძლეოდნენ მათ მიერ გამოყოფილი პერიოდების დასაბუთებას და არც იმის შესახებ წერდნენ, თუ რა შინაარსს დებდნენ ისეთ ცნებებში, როგორიცაა “ძველი ისტორია”, “საშუალო ხანა” (“შუა საუკუნეები”), “ახალი ხანა” და სხვ. მიუხედავად ამისა, ბურჟუაზიული ხანის ისტორიოგრაფიამ მნიშვნელოვნად წასწია წინ

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn9#_ftn9http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn10#_ftn10http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn11#_ftn11http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn12#_ftn12

  • ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის საქმე და ხელი შეუწყო მეცნიერული პერიოდიზაციის შემუშავებასა და დამკვიდრებას.

    * * * საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის საკითხს გაკვრით შეეხო ი ვ.

    ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი და ამ მხრივაც მეტად საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვა. იგი პირველი იყო, რომელიც საქართველოს ისტორიის პერიოდებად დაყოფას სოციალურ-ეკონომიურ მოვლენებს, გარკვეულ საზოგადოებრივ ფორმაციებს უდებდა საფუძვლად.

    ამ პრინციპის მიხედვით ივ. ჯავახიშვილმა საქართველოს ისტორიის ის საუკუნეები (უძველესი დროიდან XV ს. ჩათვლით), რომლებზედაც თვითონ წლების მანძილზე მუშაობდა, სამ ძირითად ხანად დაყო: გვაროვნული წყობილების, მონობისა და პატრონყმობის. ჩვენთვის საინტერესო პერიოდი, IV-X სს., ივ. ჯავახიშვილის პერიოდიზაციის მიხედვით, ნაწილობრივ მონობის ხანაში ექცეოდა (IV-VII ს.), ძირითადად კი მონობიდან პატრონყმობაში გარდამავალ პერიოდში (VI-IX სს.) და ნაწილიც პატრონყმობის პერიოდში (X ს. შუა წლებიდან)[13]. ასე რომ, ივ. ჯავახიშვილი პატრონყმობის (ფეოდალიზმის) ისტორიას საქართველოში ფაქტიურად X ს. შუა წლებიდან იწყებდა.

    მართალია, სოციალურ-ეკონომიურ მოვლენებზე დამყარებული პერიოდიზაციის ზემომოტანილი სქემა არსებითად დაუახლოვდა ისტორიის მარქსისტულ პერიოდიზაციას, მაგრამ ეს მაინც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის საბოლოო გადაწყვეტად. პეიოდიზაციის ასეთი სქემა მხოლოდ ერთ-ერთი საფეხური იყო ამ მხრივ და საფუძვლიან შესწორებასა და შევსებას მოითხოვდა.

    საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის შემდგომი დახვეწა, მისი დამყარება მარქსისტულ მოძღვრებაზე საზოგადორებრივ-ეკონომიური ფორმაციების შესახებ, დაკავშირებულია, ს. ჯ ა ნ ა შ ი ა ს სახელთან. აქ არ შევუდგებით საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის შესახებ საერთოდ ს. ჯანაშიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა განხილვას. ამჟამად ჩვენ მხოლოდ საქართველოს IV-X სს. ისტორიის პერიოდიზაციის საკითხი გვაინტერესებს.

    ს. ჯანაშიას აზრით, ჯერ კიდევ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე, საქართველოში აშკარად შეინიშნება “წარმოების სხვადასხვა წესის ბრძოლა” ურთიერთშორის. ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე გვიან ისახება იმდროინდელ საზოგადოებაში, ფეოდალური წარმოების წესი იყო[14]; წარმოების ეს წესი უკვე ახ. წ. IV საუკუნეში ყალიბდება “ადრეული ფეოდალიზმის” სახით. ს. ჯანაშიას მიხედვით, IV-VI სს. ადრეული ფეოდალიზმის საუკუნეებია; ფეოდალური ურთიერთობის გამარჯვება კი, მისი აზრით, VI საუკუნეში ხდება: “მეექვსე საუკუნიდან მთელი საქართველოს მიწა-წყალზე შეუზღუდველად მკვიდრდება ფეოდალური საწარმოო წესი, ფეოდალური საკუთრება და სახელმწიფოებრიობა, ფეოდალური იდეოლოგია”. მაგრამ, “ახალ საზოგადოებას თავისი განვითარების ზენიტამდე ჯერ კიდევ დიდი გზა უძევს” – წერდა ს. ჯანაშია[15]. გამარჯვებული ფეოდალური ურთიერთობის შემდგომი განმტკიცება VI-VIII საუკუნეებში ხდება. IX-X სს. კი ფეოდალური ურთიერთობის გაღრმავების და ამასთან დაკავშირებით

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn13#_ftn13http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn14#_ftn14http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn15#_ftn15

  • ახალი სამეფო-სამთავროების წარმოქმნასა და მათი გაერთიანებისათვის ბრძოლის საუკუნეებია[16].

    IV-X სს. საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ეს ძირითადი პრინციპი შეიმჩნევა ს. ჯანაშიას მიერ ჯერ კიდევ 1932 წლიდან გამოქვეყნებულ “საქართველოს ისტორიის” განაკვეთებში, ხოლო შემდეგ, უფრო მკაფიოდ 1943 წლიდან მისივე რედაქციით დაბეჭდილ “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოში.

    ს. ჯანაშიას მიერ საქართველოში ფეოდალიზმის დასაწყისი პერიოდის განსაზღვრას და მასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ნ. ბერძენიშვილმა სავსებით მართებულად, “სრულიად ახალი”, “უხვი ფაქტებით შემტკიცებული სიტყვა” უწოდა. მართლაც, საქართველოს IV-X სს. ისტორიის პერიოდიზაციის ზემოგანხილული უმთავრესი მონაცემები დღესაც ძირითადად გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ იწვევდეს დავას და არ მოითხოვდეს დაზუსტებას, ან კიდევ, ზოგი შიდა პერიოდების უფრო მკვეთრად გამოყოფას და სხვ. მაგრამ, მთავარია, რომ ს. ჯანაშიას შრომებმა არსებითად გადაწყვიტა, საერთოდ, საქართველოს ისტორიის, კერძოდ კი, ფეოდალიზმის ხანის მეცნიერული პერიოდიზაციის პრობლემა.

    ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის შემდგომ დაზუსტებასა და დახვეწაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ მ ა. “ქართული ფეოდალიზმის ძირითადი ეტაპები, – წერდა ნ. ბერძენიშვილი, – ჩვენ შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ: ადრეფეოდალური ხანა VI საუკუნიდან X ს. შუამდე, შუაფეოდალური ხანა X ს. ნახევრიდან XII ს. მიწურულამდე და გვიანფეოდალური ხანა XIII საუკუნიდან ვიდრე XIX ს. 60-იან წლებამდე”[17].

    როგოც ვხედავთ, VI-X სს. (შუა წლებამდე) ნ. ბერძენიშვილის მიერ მთლიანად ადრეფეოდალურ ხანადაა მიჩნეული. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ადრეფეოდალურ ხანას იგი ორ ძირითად პერიოდად ყოფდა – VI-VIII და IX-X საუკუნეებად. პირველ პერიოდში, მისი აზრით, მთავრდება ქართლის, საერთოდ, საქართველოს, ადრეფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკური ორგანიზაციის ფეოდალურ საფუძველზე მოწყობა[18]; ხოლო “X საუკუნის მიწურულისათვის საქართველოში ადრეფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობა დამთავრდა და ქვეყანა ფეოდალური განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე შედგა”[19].

    ნ. ბერძენიშვილის ზემომოტანილი მოსაზრებანი ადრეფეოდალური ხანის ხანგრძლივობისა (VI-X სს.) და მისი ორი პერიოდის შესახებ საფუძვლად დაედო საქართველოს ისტორიის აღნიშნული ხანის პერიოდიზაციას საქართველოს ისტორიის ყველა სახელმძღვანელოსა თუ დამხმარე სახელმძღვანელოში. ასე რომ, იგი არსებითად გაიზიარა თანამედროვე ქართულმა ისტორიოგრაფიამ.

    მიუხედავად ამისა, ცხადია, ფეოდალიზმის ხანის საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია, საერთოდ, და, კერძოდ, ჩვენთვის საინტერესო საუკუნეებისა, ჯერ კიდევ გადაწყვეტილად არ შეიძლება ჩაითვალოს.

    ზოგ მკვლევარს სადავოდ მიაჩნია არა მარტო ადრეფეოდალურ ხანაში გამოყოფილი ცალკეული ეპოქების ასე დათარიღება, არამედ თვით არაფეოდალური ხანის არსებობა IV-X სს. მთელ სიგრძეზე. ასე მაგ., ი ვ. ს უ რ გ უ ლ ა ძ ე მ საეჭვოდ მიიჩნია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ზემომოტანილი სქემის სისწორე და სრულიად ახლებური ვარიანტი შემოგვთავაზა. მისი დასკვნით, აღებული ხანის საქართველოს ისტორია

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn16#_ftn16http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn17#_ftn17http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn18#_ftn18http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn19#_ftn19

  • შეიძლება შემდეგ ძირითად პერიოდებად დაიყოს: “1. ადრეფეოდალური ხანა – VI-VII საუკუნეები, 2. ფეოდალური სამთავროები, VIII-X საუკუნეების საქართველო, 3. გაერთიანებული ფეოდალური მონარქია”[20]. როგორც ვხედავთ, ივ. სურგულაძე ადრეფეოდალურ ხანად მხოლოდ VI-VII სს. მიიჩნევს. მომდევნო საუკუნეები (VIII-X) ფეოდალური სამთავროების, ანუ დაქუცმაცებულობის პერიოდია: პოლიტიკური დაქუცმაცებულობა კი ივ. სურგულაძის მიხედვით, ფეოდალიზმის ყველაზე უფრო მოწიფულობის ნიშანია[21]. ასე რომ, ფეოდალური სამთავროების (VIII-X) საუკუნეებს (ივ. სურგულაძის მიხედვით) შეიძლება ეწოდოს ფეოდალიზმის მოწიფულობის, ანუ განვითარებული ფეოდალიზმის პერიოდი.

    როგორც ვხედავთ, ივ. სურგულაძის მიერ შემოთავაზებულ პერიოდიზაციას ყოველთვის არ უდევს საფუძვლად ქვეყნის სოციალური და ეკონომიური განვითარება. პირველი პერიოდის გამოყოფის საფუძვლად ის ქვეყნის სოციალურ განვითარებას იღებს, ხოლო მეორე და მესამე პერიოდებისათვის – პოლიტიკურ სისტემას.

    ამასთანავე, ივ. სურგულაძე, მართალია, ხაზგასმით მიუთითებს სხვადასხვა ქვეყანაში ფეოდალიზმის განვითარების სხვადასხვა გზასა და ფორმას, მაგრამ სწორედ ამ მომენტს არ უწევს ანგარიშს და “პოლიტიკურ დაქუცმაცებულობას” ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ფეოდალიზმის მოწიფულობის უტყუარ ნიშნად მიიჩნევს. პოლიტიკური დაქუცმაცებულობა, მართალია, უფრო მაღლა და ახალი საფეხურის მაუწყებელია ფეოდალიზმის ისტორიაში, მაგრამ, ცხადია, რომ ეს, შედარებით მაღალი საფეხური ყოველთვის ფეოდალიზმის მოწიფულობას, უკეთ, განვითარებული ფეოდალიზმის ხანას როდი გულისხმობს.

    * * * ყოველი ქვეყნის ისტორიის პერიოდიზაციას საფუძვლად უნდა დაედოს

    წარმოების წესში მომხდარი ცვლილებები; მაგრამ, ამასთანავე, ანგარიში უნდა გაეწიოს აგრეთვე იმ ცვლილებებსაც, რასაც ადგილი აქვს ზედნაშენურ მოვლენებშიც. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ზედნაშენური მოვლენები აქტიურად ზემოქმედებს საზოგადოების განვითარებაზე.

    კლასობრივი საზოგადოებრივ-ეკონომიური ფორმაციის შიგნით განვითარების ერთმანეთისაგან განსხვავებული საფეხურების დასადგენად და გამოსაყოფად დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კლასობრივი ბრძოლის განვითარებას და გაფართოებას, რაც, ცხადია, თავისთავად მიუთითებს საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობის განვითარების გარკვეულ დონეზე.

    საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საგარეო-პოლიტიკურ მოვლენებს, საგარეო ფაქტორს, რომელსაც გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდა ფეოდალიზმის ხანის ამა თუ იმ პერიოდის ფორმირებაში.

    ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენს ფეოდალიზმის გენეზისის, ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვისა და გამარჯვების დროისა და პირობების განსაზღვრა. ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი სიტყვა ქართულ ისტორიოგრაფიაში ს. ჯანაშიას ეკუთვნის. მისი აზრით, ფეოდალური წარმოების წესის ნიშნები, რომლებიც

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn20#_ftn20http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn21#_ftn21

  • პირველ საუკუნეებში შესამჩნევი იყო, განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან. ასეთი გარდატეხა განაპირობა რკინის დამუშავების შემდგომმა განვითარებამ, ამასთან დაკავშირებით სამეურნეო იარაღების სრულყოფამ და სოფლის მეურნეობის შედარებით დაწინაურებამ, კერძოდ, მებაღეობა-მევენახეობის და განსაკუთრებით მევენახეობა-მებაღეობის განვითარებამ[22]. მრავალწლოვანი ინტენსიური მეურნეობის წარმოებისაკენ მისწრაფება თანდათან იწვევდა მიწების მიტაცება-თავმოყრას და მამულებად (სამემკვიდრეო საკუთრებად) გადაქცევის ტენდენციას, მიწაზე ფეოდალური საკუთრების წარმოშობისა და მისი განმტკიცების ტენდენციას. ყველაფერი ეს კი საფუძველს უყრიდა ფეოდალურ წყობილებას.

    ამასთან ერთად მიმდინარეობდა მეორე, ასევე მნიშვნელოვანი, ინტენსიური მეურნეობის წარმოებისა და განვითარების პირობებში მეურნეობის ინტენსივობის გაზრდით დაინტერესებული სამუშაო ძალის გაჩენის პროცესი. ეს ორმხრივი პროცესი იწვევდა თავისუფალ მწარმოებელთა შემდგომ დიფერენციაციას – ერთის დაწინაურება-წარჩინებას, ხოლო მეორე ფენის “დაწვრილებას”, ან კიდევ გაღატაკება-დაყმევებას.

    ამრიგად, უკვე IV საუკუნეში ფეოდალური ურთიერთობა იმდენად შესამჩნევია, რომ შეგვიძლია ვილაპარაკოთ განვითარების ადრეფეოდალურ საფეხურზე გადასვლის შესახებ[23]. ს. ჯანაშია ამიტომ იწყებდა ადრეფეოდალურ ხანას IV საუკუნიდან.[24]

    IV საუკუნე უნდა მივიჩნიოთ აგრეთვე ზედნაშენურ მოვლენებში მნიშვნელოვან გარდატეხის საუკუნედ. იდეოლოგიაში – ეს არის ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების საუკუნე როგორც ქართლის (იბერიის), ასევე ეგრისის (ლაზიკის) სამეფოშიც. ქრისტიანობამ კი საქართველოს ადრეული პერიოდის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, პირველ რიგში, ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვისა და განმტკიცების თვალსაზრისით. ქრისტიანობა, როგორც თავის დროზე სავსებით მართებულად მიუთითა ს. ჯანაშიამ, საქართველოში შემოვიდა როგორც ახალი საზოგადოებრივი ფენის, წარჩინებულთა (აზნაურთა) წრის რელიგია და ხელს უწყობდა მის შემდგომ ზრდასა და გაძლიერებას.

    ამასთანავე, ქრისტიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული კულტურის შემდგომი განვითარების თვალსაზრისითაც. ერთი მხრივ, საქართველო კიდევ უფრო დაუკავშირა დასავლეთისა და აღმოსავლეთის მაღალი კულტურის ქვეყნებს; ხოლო, მეორე მხრივ, ქრისტიანული იდეების პროპაგანდის საჭიროებამ დიდად შეუწყო ხელი ქართული ხელოვნების, დამწერლობისა და მწიგნობრობის შემდგომ განვითარებას. ქრისტიანობამ თან მოიტანა ახალი მიმართულებანი და ფორმები ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნების სხვა დარგებში.

    ერთიანი სარწმუნოების, ქრისტიანული რელიგიის მიღება კიდევ უფრო ამტკიცებდა ქართლისა და ეგრისის სახელმწიფოების კულტურულ ერთობას.

    ამრიგად, IV საუკუნე, ქ ვ ე ყ ნ ი ს ა დ რ ე ფ ე ო დ ა ლ უ რ ი უ რ თ ი ე რ თ ო ბ ი ს ს ა ფ ე ხ უ რ ზ ე შ ე დ გ ო მ ი ს პ ე რ ი ო დ ი , ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ო ც ი ა ლ უ რ - ე კ ო ნ ო მ ი უ რ ც ხ ო ვ რ ე ბ ა ს ა თ უ კ უ ლ ტ უ რ ა შ ი , დ ი დ მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი ძ ვ რ ე ბ ი ს ა დ ა გ ა რ დ ა ქ მ ნ ე ბ ი ს ს ა უ კ უ ნ ე ა . ა მ დ რ ო ი დ ა ნ ი წ ყ ე ბ ა , ს ა ე რ თ ო დ , ფ ე ო დ ა ლ უ რ ი ხ ა ნ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი ს ტ ო რ ი ა შ ი , კ ე რ ძ ო დ , მ ი ს ი ა დ რ ე ფ ე ო დ ა ლ უ რ ი პ ე რ ი ო დ ი.

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn22#_ftn22http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn23#_ftn23http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn24#_ftn24

  • ადრეფეოდალური ხანა, რომელიც საქართველოში X ს. დასასრულამდე გრძელდება, თავის მხრივ შეიძლება დაიყოს ცალკეულ პერიოდებად. ასე მაგალითად, ადრეფეოდალური ხანის პირველ პერიოდად უნდა გამოვყოთ IV-VI საუკუნეები, როგორც ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვის, მისი შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების საუკუნეები.

    ამ პერიოდში ახლად წარმოშობილი ფეოდალური ურთიერთობის შემდგომი განმტკიცების ერთ-ერთ ნიშნად უნდა მივიჩნიოთ აზნაურთა სოციალური ფენის გაძლიერება და დიფერენციაცია. უკვე V საუკუნიდან გამოკვეთილი ჩანს აზნაურთა ზედაფენა – “აზნაურნი დიდ-დიდნი”, რაც აგრეთვე “წვრილ”, ანუ “მცირე აზნაურთა” არსებობასაც გულისხმობს (“შუშანიკის მარტვილობა”).

    IV-VI საუკუნეებში ჯერ კიდევ ძლიერია თავისუფალ მწარმოებელთა ფენა და სათემო საკუთრება; ამ დროს აზნაურობა უმთავრესად სამეფო ხელისუფლებისაგან დროებით სარგებლობაში გადაცემულ “ნაწყალობევ” (“მოძრავ”) მიწებს ფლობს: სამეფო ხელისუფლება (ვახტანგ გორგასალი) ყოველნაირად ცდილობს შეზღუდოს “მსხვილი მემამულეების ტენდენციები”[25]. ასე რომ, IV-VI სს., სოციალურ-ეკონომიური ისტორიის თვალსაზრისით, წინაფეოდალურ და ადრეფეოდალურ ურთიერთობათა ფორმების ბრძოლის პერიოდია.

    IV-VI სს. ადრეფეოდალური ურთიერთობის პირველი ნაბიჯები საქართველოში აღინიშნა აგრეთვე წინაფეოდალური ხანის ქალაქთა უმეტესობის დაცემით, ან კიდევ სავსებით გაქრობით, საერთოდ, საქალაქო ცხოვრების დაკნინებითა და დაქვეითების გზაზე შედგომით. ორიოდე ახალი, მსხვილი ადმინისტრაციული ერთეულის “თბილისის ქალაქის” თუ “უჯარმის შენება” ვერ ცვლიდა საქალაქო ცხოვრების დაცემის საერთო სურათს. ამ პერიოდის საშინაო ღირსშესანიშნავ მოვლენათა შორის ხაზი უნდა გაესვას ვახტანგ გორგასლის რეფორმებს როგორც საეკლესიო სფეროში (კათალიკოსობის დაწესება, ახალ საეპისკოპოსოთა დაარსება და სხვ.), ასევე ლაშქრის ორგანიზაციაში, ღონისძიებებს ქალაქთა მშენებლობის თვალსაზრისით და სხვ.

    დიდი სოციალურ-ეკონომიური ძვრები როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში ემთხვევა მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ მოვლენებს: IV-VI სს., აღმოსავლეთ საქართველოსათვის საგარო-პოლიტიკური ურთიერთობა აღინიშნა სასანიდების ირანის შემოტევის გაძლიერებით, ქართლის აზნაურებისა და ირანული აგრესორების შეთანხმებული ბრძოლით ქართლის სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ.

    ანალოგიური ვითარება შეიქმნა იმდროინდელ დასავლეთ საქართველოშიც ეგრისის სამეფოში, იმ განსხვავებით, რომ იქ დამპყრობლის როლში – აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერია გამოდიოდა.

    IV-VI სს. პირველ მეოთხედამდე როგორც ქართლში, ასევე ეგრისში ჯერ კიდევ არსებობდა ერთიანი, ორი დიდი პოლიტიკური ერთეული, ქართლისა და ეგრისის სამეფოები, მეფის ხელისუფლების სათავეში. ასე რომ, “პოლიტიკური წყობილება ძველი რჩებოდა, მაშინ, როცა ქვეყანა სოციალურად ახალ გზაზე იყო შემდგარი”[26].

    VI ს. მეორე მეოთხედიდან ადრეფეოდალური ურთიერთობა საქართველოში ახალ საფეხურზე ავიდა – VI საუკუნემ არსებითად დაასრულა და დააგვირგვინა ყველაფერი ის, რაც IV-V სს. აღმოცენდა და განვითარდა. VI ს. კიდევ

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn25#_ftn25http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn26#_ftn26

  • უფრო ინტენსიურად მიმდინარეობდა თემის დაშლის პროცესი.[27] ხდებოდა საადგილმამულო უფლებათა გადაჯგუფება – მიწის ძირითადი ფონდი თავს იყრიდა გაბატონებული უმცირესობის ხელში. მიწის შეძენის ერთ-ერთ წყაროდ იქცა მისი ყიდვა-გაყიდვა. ამის საუცხოო დადასტურებას წარმოადგენს წყისეს ცნობილი ქვა წარწერით, რომელიც “ნასყიდევსა ქუეყანასა ზედა” იყო აღმართული[28]. მიწებს მიტაცების გზითაც იძენდნენ. სათემო მიწებს იტაცებდნენ აზნაურები, რომელნიც დიდი ხანია “მოძრავი”, ნაწყალობევი მიწების მისაკუთრების ტენდენციასაც ამჟღავნებდნენ.

    ამასთანავე, ბრძოლა წინაფეოდალურ პოლიტიკურ წყობასა და ახალ სოციალურ ურთიერთობას შორის (ბრძოლა ქართლის აზნაურებისა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ) VI ს. პირველი მეოთხედის მიწურულს ახალი ურთიერთობის შესაბამისი ახალი პოლიტიკური წყობისა და მის მესვეურთა – ქართლის აზნაურების – გამარჯვებითა და სამეფო ხელისუფლების გაუქმებით დასრულდა: “მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მათ ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა”[29]. ყოველივე ეს კი, ს. ჯანაშიას სამართლიანი განცხადებით, “მ ე ო თ ხ ე ს ა უ კ უ ნ ი ს დ ა მ დ ე გ ი ს ა მ ბ ე ბ ი ს შ ე მ დ ე გ , უ მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ე ს ი მ ო მ ე ნ ტ ი ი ყ ო ქ ა რ თ უ ლ ი ფ ე ო დ ა ლ ი ზ მ ი ს გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა შ ი”[30].

    VI ს. მანძილზე მსგავსი პროცესი მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოშიც. ზოგი წყაროს არაპირდაპირი მითითება გვაფიქრებინებს, რომ VI ს. ეგრისშიაც თანდათან სუსტდება სამეფო ხელისუფლება და მალე კიდევაც ეცემა. ს. ჯანაშია ამ მოვლენასთან დაკავშირებით წერდა: “ჩვენ... იძულებული ვართ ვიფიქროთ, რომ რომელიღაც მომენტში VI-VII სს. სიგრძეზე უნდა მოსპობილიყო, ცხადია, ბიზანტიელების წყალობით მეფობა ეგრისში, ეს უნდა მომხდარიყო VI ს. დამლევს, ან VII ს. ოცდაათიან წლებში, ჰერაკლე კეისრის ლაშქრობათა შემდეგ და შედეგად. სხვაგვარად ძნელი იქნებოდა აგვეხსნა მაგ., ის ფაქტი, რომ VIII ს. დამლევს აფხაზეთის მთავრებმა ერთი დაკვრით გაანადგურეს ეგრისის სამეფო”[31]. ასე რომ, VI ს. ახალი პოლიტიკური და სოციალური წყობა იმარჯვებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამან კი ფართო გასაქანი მისცა მსხვილი ფეოდალური მიწისმფლობელობის წარმოშობას – აზნაურთა მიერ მიტაცებული და მიჩემებული მიწების დასაკუთრებას, ე. ი. ფეოდალური ურთიერთობის ფართოდ და ღრმად განვითარებას.

    მეფობის გაუქმებას თან დაჰყვა აზნაურთა მიერ “მამულების შვილთი შვილამდე დაწერა”, ერისთავთა განცალკევება, განდგომა “თავისთავად” და საერისთავო მიწების მისაკუთრება; ისე რომ, აზნაურთა ახალმა ხელისუფალმა, ქართლის ერისმთავარმა, “ერისთავნი ქართლისანი ვერ სცვალნა საერისთავოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკჳდრობისათჳს საერისთავოთა მათთა”[32]. ამრიგად, VII ს. დამდეგს “ერისთავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთაოსა შინა მკჳდრობდეს შეუცვალებელად”.[33]

    მაგრამ ყოველივე ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ქვეყნის დაშლას ახალ, წვრილ პოლიტიკურ ერთეულებად. მართალია, არც ქართლისა და არც ეგრისის სამეფო ხელისუფლება უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ ქვეყანა მაინც არ დაშლილა და ყოფილ სამეფოთა ერთიანობას ქართლისა და ეგრისის ერისმთავართა ხელისუფლება ინარჩუნებდა; ერისიმთავართა უფლებამოსილება, როგორც “პირველისა თანასწორთა შორის”, ძველ ქართლზე, თავის ძველ პოლიტიკურ საზღვრებში ვრცელდებოდა. ასეთივე შინაარსისა იყო, როგორც ჩანს, ეგრისის

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn27#_ftn27http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn28#_ftn28http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn29#_ftn29http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn30#_ftn30http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn31#_ftn31http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn32#_ftn32http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn33#_ftn33

  • პატრიკიოზის ხელისუფლებაც. ამიტომ უწოდებდნენ ამ ახალ ხელისუფალთ “ერისმთავართა მთავარს”[34] ან კიდევ “მთავარს” და განდგომილი ერისთავებიც მის ხელისუფლებას ნომინალურად მაინც აღიარებდნენ. ჯუანშერის სიტყვით, “განდგომილნი” ერისთავნი, “იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისა”[35]. VII ს. დამდეგსაც თავიანთ საერისთავოში შეუცვლელად დამკვიდრებული ერისთავები “მორჩილებდეს ადარნასე მთავარსა”[36] და ა. შ. ასე რომ, “ერისთავთა მთავარნი”, მართალია, “სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან” “ვერ კადრულობდნენ” “მეფობისა სახელს”, მაგრამ თავს ქართლის ყოფილი მეფეების მემკვიდრეებად თვლიდნენ და მეტისმეტად შეზღუდულ უფლებას ქართლის ძველი სამეფოს ტერიტორიაზე ახორციელებდნენ კიდეც. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ზოგი მათგანი აცხადებდა: “მეფეთა საყდარსა ვზი” (მაგ., სტეფანოზი)[37], ზოგიც ძველებურად თავის თავს მეფესაც კი უწოდებდა (მაგ., მირი, არჩილი).

    განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ჯუანშერის მიხედვით, ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება VIII ს. დამდეგს ვრცელდებოდა არამარტო საკუთრივ ქართლზე, კახეთსა და ტაო-კლარჯეთზე, არამედ ეგრისზეც, აფხაზეთის სამთავროს საზღვრებამდის. ს. ჯანაშიას სამართლიანი განცხადებით, ჯ უ ა ნ შ ე რ ი ს “ამ შეხედულებასაც ისტორიული მარცვალი უდევს საფუძვლად”[38]. VI-VII სს. “ყოველი ქართლის”, ერთიანი ქართლის არსებობის შეგნებას ემყარებოდა, როგორც ამაზე ზ. ალექსიძემ მიუთითა, VII საუკუნისათვის შემუშავებული ზეპირი თუ წერილობითი ტრადიცია “ქართული ეკლესიის მთლიანად, აღმოსავლეთ დასავლეთის მომცველად” წარმოდგენის შესახებ[39].

    როგორც ვხედავთ, მიუხედავად აზნაურთა ხელისუფლების გამარჯვებისა და მსხვილი მიწათმფლობელობის ფართოდ დამკვიდრების პროცესის გაღრმავებისა, ჯერ კიდევ არ იყო ქვეყანა პოლიტიკურად დაქუცმაცებული, ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული “ყ ო ვ ე ლ ი ქ ა რ თ ლ ი”, ქვეყნის პოლიტიკური ერთობა. ასე რომ, არაფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდი VI საუკუნიდან კი არ იწყება, ანდა ქვეყნის დაქუცმაცება ამ დროს კი არ იქცა ფაქტად, არამედ VIII ს. შუა წლებიდან, რაც ნახევარი საუკუნის შემდეგ ახალი ფეოდალური სამეფო-სამთავროების წარმოქმნით, ე. ი. ქვეყნის ადრეფეოდალური დაქუცმაცებულობით დასრულდა.

    ამრიგად, “VI საუკუნე ნამდვილი ისტორიული მოსაბრუნია ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ძველ ხანაში”[40]. ამ დიდი ისტორიული მოსაბრუნით დაიწყო საქართველოში ადრეფეოდალური ხანის მეორე პერიოდი, რომელიც, ჩვენი აზრით, გაგრძელდა VIII ს. მეორე ნახევრამდე, ე. ი. მანამ, სანამ მსხვილი მიწათმფლობელობის წარმოშობამ და განვითარებამ ადრინდელი ფეოდალური ურთიერთობა კიდევ უფრო ახალ და მაღალ საფეხურზე არ აიყვანა.

    ადრეფეოდალური ხანის მეორე პერიოდი დიდმნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობის თვალსაზრისითაც. ამ პერიოდში ქართველი ხალხი აწარმოებდა ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის როგორც ირანის, ასევე ბიზანტიის აგრესიის წინააღმდეგ (VI ს.-VII ს. პირვ. ნახევარი). ამ აგრესიის შედეგი იყო მეფობის გაუქმება როგორც ქართლში, ასევე ეგრისშიც. დიდი ხნის მანძილზე საქართველო ამ ორი ქვეყნის ურთიერთბრძოლის ასპარეზადაც იყო ქცეული. ყველაფერი ეს, ბუნებრივია, აფერხებდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიურ განვითარებას; ხელს უწყობდა აგრეთვე პოლიტიკური თუ ეკლესიური ერთიანობის თანდათან შესუსტებას, ნიადაგის მომზადებას “ყოველი ქართლის” დაშლისათვის.

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn34#_ftn34http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn35#_ftn35http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn36#_ftn36http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn37#_ftn37http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn38#_ftn38http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn39#_ftn39http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn40#_ftn40

  • განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საერთაშორისო საგარეო ვითარების შეცვლა VII ს. მეორე ნახევრიდან – არაბების გამოჩენის დროიდან. ადრეფეოდალური ხანის მეორე პერიოდი არსებითად ემთხვევა საქართველოში არაბთა მფლობელობის პირველ პერიოდს, როცა ბატონობა ქართლში საარაბო ხარკის მოკრებასა და “დაცვის სიგელის” დროდადრო განახლების მიზნით მოწყობილი მძარცველური ლაშქრობების ფარგლებს არ გასცილებია. არაბთა მფლობელობის პირველი პერიოდი “დაცვის სიგელის” დადებიდან (653 წ.) VIII ს. 40-იან წლებამდე გაგრძელდა და მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყნის, განსაკუთრებით ქართლის შიდა რაიონების, ეკონომიკური განვითარება.

    VIII ს. შუა წლებიდან ადრეფეოდალური საქართველოს განვითარებაში კიდევ ახალი საფეხური შეინიშნება. მეფობის გაუქმების დროიდან შედარებით მსხვილი მიმწათმფლობელობის წარმოქმნამ ნიადაგი მოამზადა ფეოდალური დაქუცმაცებულობის წარმოშობისათვის. მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობის განვითარებას, ნატურალური მეურნეობის განუყოფელი ბატონობის პირობებში, საერთოდ ყველგან მივყავართ ფეოდალურ დაქუცმაცებულობამდე[41]. ასე მოხდა საქართველოშიც.

    VIII ს. შუა წლებში ჩატარებული რეფორმები, რომელთაც ჯუანშერი არჩილს მიაწერს, ადრეფეოდალურ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მომხდარი დიდი ცვლილებების მაუწყებელი იყო. არჩილის რეფორმას პირველად ყურადღება მიაქცია და მის შესახებ სათანადო მოსაზრებაც გამოთქვა ნ. ბერძენიშვილმა: “ბუნებრივი იყო, რომ ახალ პირობებში ქართლის ერისთავები, რომელთაც უკვე ორი საუკუნის განმავლობაში ჰქონდათ სამემკვიდრეო სამმართველოდ დაჩემებული საერისთაო ქვეყნები, თანდათან ამ საერისთაო ქვეყნების “მთავრებად” იქცნენ. VIII ს. შუა ხანებში ამ მხრივ საქმე იქამდე იყო მისული, რომ ქართლის ერისმთავარს სხვა აღარა დარჩენოდა-რა და მანაც აღიარა ერისთავთა “ხელმწიფობა” საერისთაოებში და ქართლის პოლიტიკური ორგანიზაციაც ამის კვალობაზე მოეწყო. ასეთ რეფორმას ძველი ქართული წყარო მიაწერს არჩილს, რომელიც VIII ს. 40-50-იან წლებში მართავდა ქვეყანას და თითქო მეფის სახელსაც კი ატარებდა”[42].

    არჩილის მიერ სამეფოს ნახევრის გადაცემა ერისთავებისადმი “მკვიდრად და სამამულოდ”, ნახევრის კიდევ თავისთვის დატოვება, ჯუანშერის მიხედვით “ყოველი ქართლის” ტერიტორიაზე 6-7 ფეოდალური ერთეულის წარმოქმნას ნიშნავდა[43]. ასე რომ, ამ დროიდან ქვეყანა არსებითად დაიშალა: ორი სამეფოს – ქართლისა და ეგრისის – ნანგრევებზე რამდენიმე პოლიტიკური ერთეული წარმოიქმნა. არჩილის რეფორმებმა არსებითად ასახეს ის, რაც უკვე თითქმის ფაქტად იყო ქცეული და ამავე დროს ხელი შეუწყვეს ახალი ფეოდალური სამთავროების, ანუ ფეოდალური დაქუცმაცებულობის წარმოქმნასა და ჩამოყალიბებას. VIII ს. მიწურულსა და IX ს. დამდეგს წარმოქმნილი ფეოდალური სამთავროები, ჩვენი აზრით, არსებითად წარმოადგენენ არჩილის დროისათვის, VIII ს. შუა წლებისათვის ჩასახულ ფეოდალურ ერთეულთა შემდგომ განვითარებას, მათ სრულყოფილ სახეს და არა მათ გაერთიანებასა და გამსხვილებას.

    ასე რომ, ადრინდელი ფეოდალური ხანის “პოლიტიკური დაშლილობის” პერიოდი დაიწყო VIII ს. შუა წლებიდან; დაქუცმაცებულობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა იმავე საუკუნის დასასრულიდან; ამ დროს საბოლოოდ დაიშალა “ყოველი ქართლი” და დანაწილდა ქართლის ერისმთავრის ხელისუფლებაც, რომელიც, ზოგი ცნობით, ადრე ეგრისზედაც კი ვრცელდებოდა.

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn41#_ftn41http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn42#_ftn42http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 2 +/0/1.htm#_ftn43#_ftn43

  • როგორც ვხედავთ, ყველა ნიშნის მიხედვით, VIII ს. შუა წლები ადრეფეოდალური ხანის მეორე პერიოდის დასასრულად უნდა მივიჩნიოთ. ამრიგად, VI საუკუნიდან VIII ს. მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ რ ა მ დ ე შ ე ი ძ ლ ე ბ ა გ ა მ ო ვ ყ ო თ ა დ რ ე ფ ე ო დ ა ლ უ რ ი ხ ა ნ ი ს მ ე ო რ ე პ ე რ ი ო დ ი , რ ო მ ე ლ ს ა ც ფ ე ო დ ა ლ უ რ ი უ რ თ ი ე რ თ ო ბ ი ს გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ი ს ა დ ა მ ს ხ ვ ი ლ ი ფ ე ო დ ა ლ უ რ ი მ ი წ ი ს მ ფ ლ ო ბ ე ლ ო ბ ი ს ჩ ა მ ო ყ ა ლ ი ბ ე ბ ი ს პ ე რ ი ო დ ი უ ნ დ ა ვ უ წ ო დ ო თ[44].

    VIII ს. მეორე ნახევრიდან კი, როგორც აღნიშნული იყო, ადრეფეოდალურ საქართველოს ისტორიაში იწყება მ ე ს ა მ ე – ფ ე ო დ ა ლ უ რ ი დ ა ქ უ ც მ ა ც ე ბ უ ლ ო ბ ი ს პ ე რ ი ო დ ი, რაც, პირველ რიგში, ქართლისა და ეგრისის სამეფოებისა თუ საერისმთავროების ნაცვლად კახეთის, ჰერეთის, ტაო-კლარჯეთის სამთავროთა, თბილისის საამიროსა და ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბებაში და, ამის შესაბამისად, ერისმთავართა ხელისუფლების დაყოფაში გამოიხატა.

    ფეოდალური ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება იწვევდა ერისთავთა, ან კიდევ “დიდ მთავართა” გვერდით “მთავართა”, თუ მათი ხელქვეითი “მთავრების” მომრავლებას (“სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”). IX–X სს. ფეოდალური დაქუცმაცებულობის გაღრმავების საუცხოო მაგალითს იძლევა იმდროინდელი ტაო-კლარჯეთის სამთავრო “მეფეთა-მეფეების”, “მეფეების”, “ხელმწიფეებისა” და “მთავრების” სიმრავლით. ასე დაქუცმაცებული ტაო-კლარჯეთის სამთავრო ს. ჯანაშიას მიაჩნდა ერთგვარ ანალოგიად ძველი რუსეთის ისტორიის იმ პერიოდისა, რომელიც მოჰყვა კიევის სახელმწიფოს დაშლას.

    ფეოდალურმა დაქუცმაცებულობამ