საქართველოს ახალი საგადასახადო...

164
სსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს. სს სსსსსსსს სსსსსსს სსსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს. სსსსს I სსსსსს სსსსსსსსსს სსსს I. სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსს 1. სსსსსსსსსსსს. სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსს 1. სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსს სს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს. სსსსს 2. სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს 1. სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს: ს) სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს; ს) სს სსსსსსსს; ს) სსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსსსს. 2. სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს. 1

Transcript of საქართველოს ახალი საგადასახადო...

Page 1: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი.

ამ კოდექსის მიზანია პირთა უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფის გარეშეხელისუფლების ფინანსური უზრუნველყოფა კონსტიტუციური ვალდებულებებისაღსასრულებლად.

წიგნი I

საერთო დებულებებიკარი I.

საგადასახადო სისტემის საფუძვლებითავი 1.

გადასახადები. გადასახადის გადამხდელიმუხლი 1. ახალი საგადასახადო კოდექსის მოქმედების სფეროამ კოდექსით წესრიგდება გადასახადის დაწესების, საგადასახადო ვალდებულებებისწარმოშობის, შესრულებისა და გადასახადების ადმინისტრირების საფუძველზე წარმოქმნილი ურთიერთობები.

მუხლი 2. საგადასახადო კანონმდებლობა1. საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის, შესრულებისა და ადმინისტრირების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით;

ბ) ამ კოდექსით;

გ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით.

2. საგადასახადო ადმინისტრაციის მოწყობა და საქმიანობის წესი განისაზღვრებასაქართველოს კანონით.

3. დაუშვებელია საგადასახადო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ნორმატიული აქტის გამოცემა, თუ მისი გამოცემა პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსით.

4. ინდივიდუალური საგადასახადო შეღავათის არსებობა მიიჩნევა კეთილსინდისიერი კონკურენციის კონსტიტუციური პრინციპის ხელყოფად და მისი დაწესება აკრძალულია. საერთო ხასიათის საგადასახადო შეღავათი და გადასახადისაგან გათავისუფლება დგინდება მხოლოდ ამკოდექსით.

1

Page 2: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

5. საგადასახადო კანონმდებლობის აქტს არა აქვს უკუქცევითი ძალა, თუკი იგი არამსუბუქებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებას.

საკანონმდებლო აქტში პირდაპირ უნდა მიეთითოს აქტის, ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭების შესახებ.

6. ამ კოდექსის ნორმის განმარტების უფლება კონკრეტული საქმის განხილვისას აქვსმხოლოდ იმ ორგანოს, რომელიც წყვეტს ამ კოდექსის საფუძველზე წარმოშობილ დავას.

საგადასახადო ადმინისტრაციას ეკრძალება გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ურთიერთობების ცალკეულ საკითხებზე მითითებების (ინსტრუქციების) მიცემა.

მუხლი 3. საგადასახადო კანონმდებლობის სტაბილურობის კონსტიტუციური

პრინციპის უზრუნველყოფა1. საგადასახადო კანონმდებლობის სტაბილურობა მიიჩნევა თავისუფალი შრომისა (მათ შორის, მეწარმეობის) და კეთილსინდისიერი კონკურენციის განვითარების აუცილებელ პირობად და მისი ხელყოფა ითვლება შესაბამისი კონსტიტუციური პრინციპის, აგრეთვე ადამიანის თავისუფალი შრომის ფუნდამენტური ხელშეუვალი უფლების დარღვევად.

პროექტი 5:03 PM / 4/1/2003 2

2. საგადასახადო კანონმდებლობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ამ მუხლის მე-3 დამე-4 ნაწილებით დადგენილია საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის განსაკუთრებული წესი.

3. კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ძალაში შედის მომდევნო საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან, მაგრამ არაუადრეს კანონის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 6 თვისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შემთხვევისა.

4. კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილების და ან დამატების შეტანის შესახებ, ანახალი საგადასახადო კოდექსი, ან მოქმედი საგადასახადო კოდექსის ახალი რედაქცია, რომლითაც პირდაპირი და/ან არაპირდაპირი ფორმით წესდება გადასახადის ახალი სახე, და/ან იზრდება დასაბეგრი ბაზა და/ან გადასახადის

2

Page 3: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

განაკვეთი, და ან საგადასახადო ტვირთი, ძალაში შედის არაუადრეს კანონის ოფიციალური გამოქვეყნებიდან მე-5 საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან.

მუხლი 4. გადასახადი1. გადასახადი არის ბიუჯეტში სავალდებულო ფულადი შენატანი, რომელიც წესდება ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით და რომლის გადახდა ევალება ამ კოდექსით განსაზღვრულ პირებს ამავე კოდექსით დადგენილი ოდენობითა და წესით.

2. გადასახადის გადამხდელის შესრულებულ და შეუსრულებელ საგადასახადოვალდებულებათა, აგრეთვე საგადასახადო მოთხოვნათა წლიური ჯამური ოდენობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

მუხლი 5. გადასახადის სახეები და საგადასახადოშემოსავლების განაწილება1. საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადებია:

ა) საშემოსავლო გადასახადი;

ბ) დამატებული ღირებულების გადასახადი;

გ) აქციზი.

2. ადგილობრივი გადასახადია:

ა) ქონების გადასახადი.

3. საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდით მიღებული შემოსავლებიცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის ნაწილდება საბიუჯეტო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ადგილობრივი გადასახადი მთლიანად შეიტანება ადგილობრივ ბიუჯეტში.

მუხლი 6. გადასახადის გადამხდელი. საგადასახადო აგენტი1. გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილიდაბეგვრის ობიექტი.

2. საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და წესით ასრულებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებას.

თავი 2.

გადასახადის გადამხდელისა და ხელისუფლების ურთიერთობამუხლი 7. გადასახადის გადამხდელისა და ხელისუფლებისურთიერთობის პრინციპები

3

Page 4: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. გადასახადის გადამხდელისა და ხელისუფლების ურთიერთობა ეფუძნება პარტნიორობისა და ურთიერთპასუხისმგებლობის პრინციპებს.

2. გადასახადის გადამხდელისა და ხელისუფლების ურთიერთობის პრინციპების შესატყვისი ქმედება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ფარგლებში.

3. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსის საფუძველზე წარმოქმნილ ურთიერთობებში ხელისუფლებას წარმოადგენს საგადასახადო ადმინისტრაცია,

ხოლო იმპორტ-ექსპორტის პროცედურების განხორციელებისას _ აგრეთვე საბაჟო ადმინისტრაცია.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 3

მუხლი 8. გადასახადის გადამხდელისა და ხელისუფლებისპარტნიორობა1. პარტნიორობის პრინციპი ხელისუფლებას ავალდებულებს, ხელი შეუწყოს გადასახადის გადამხდელის კანონიერ საქმიანობას, როგორც საზოგადოების კეთილდღეობის წყაროს.

2. პარტნიორობის პრინციპი გადასახადის გადამხდელს ავალდებულებს,

კეთილსინდისიერად შეასრულოს ყველა საგადასახადო ვალდებულება.

3. ხელისუფლება ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის მიმართ ამ კოდექსითდადგენილი ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი ქმედებისგანხორცილებისას გაითვალისწინოს, რომ გადასახადის გადამხდელის კანონიერ საქმიანობას აქვს უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ღირებულება და თავისუფალი მეწარმეობის განვითარებისათვის ხელშეწყობა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.

მუხლი 9. გადასახადის გადამხდელისა და ხელისუფლებისპასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელსა და ხელისუფლებას ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულები დარღვევისათვის ეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

მუხლი 10. გადასახდის გადამხდელის კეთილსინდისიერება გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია. ითვლება, რომ იგი ამ კოდექსით დადგენილყველა ვალდებულებას ასრულებს კეთილსინდისიერად, სანამ ამ კოდექსით დადგენილი წესით არ დამტკიცდება საწინააღმდეგო.

4

Page 5: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლი 11. საგადასახადო ადმინისტრაციის მოქმედებისსაფუძვლები და ფარგლები1. საგადასახადო ადმინისტრაციას გადასახადის გადამხდელთან ურთიერთობაში აქვს მხოლოდ ვალდებულებები. საგადასახადო ადმინისტრაციის ნებისმიერი ქმედება, რომლის შესრულების შესაძლებლობა დადგენილია ამ კოდექსით,

განიხილება, როგორც გადასახადების ადმინისტრირების ვალდებულების გამოვლინება და მისი აღსრულება.

2. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის მიმართგანახორციელოს ადმინისტრირების მხოლოდ ის ქმედება, რომელიც პირდაპირ დაარაორაზროვნადაა დადგენილი ამ კოდექსით.

კარი II.

გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადოადმინისტრაციის ვალდებულებებითავი 3.

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებამუხლი 12. საგადასახადო ვალდებულება1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შეასრულოს ამ კოდექსით დადგენილი ფულადი და საანგარიშგებო საგადასახადო ვალდებულება.

2. ფულადი საგადასახადო ვალდებულება არის გადასახადის და მასზე დაკისრებული ჯარიმისა და საურავის გადახდა ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ვადაში.

3. საანგარიშგებო საგადასახადო ვალდებულება არის საგადასახადო დოკუმენტაციისწარდგენა ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ვადაში.

მუხლი 13. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შეწყვეტა1. საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა ამ კოდექსის მე-2 წიგნით დადგენილიპირობების არსებობისას.

2. საგადასახადო ვალდებულება წყდება მისი სრულად და დროულად შესრულებით, გარდა ამ მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილებით დადგენილი შემთხვევებისა.

5

Page 6: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

3. იურიდიული პირის საგადასახადო ვალდებულება შესრულების გარეშე შეიძლებაშეწყდეს გაკოტრების საფუძველზე მისი ლიკვიდაციის შედეგად.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 4

4. გარდაცვლილი პირის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება გადადის

მემკვიდრეზე, ხოლო თუ სამკვიდრო მიიღო სახელმწიფო ხაზინამ, გარდაცვლილი პირის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება წყდება.

5. საგადასახადო ვალდებულება შესრულების გარეშე წყდება ხანდაზმულობის ვადისგასვლის შედეგად.

მუხლი 14. საანგარიშგებო დოკუმენტაცია1. საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოიცავს საფინანსო და საგადასახადო ანგარიშგებისდოკუმენტების ერთობლიობას.

2. საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტების ჩამონათვალი და ფორმები

განისაზღვრება საქართველოს კანონით ბუღალტრული აღრიცხვისა და

ანგარიშგების რეგულირების შესახებ და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. საგადასახადო ანგარიშგების დოკუმენტებია:

ა) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია;

ბ) დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობა;

გ) დივიდენდების (სარგებლის) გაცემის შესახებ ცნობა;

დ) იურიდიულ პირთა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია;

ე) დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია;

ვ) აქციზის დეკლარაცია;

ზ) ქონების გადასახადის დეკლარაცია;

თ) კრებსითი საგასადახადო ბალანსი;

ი) საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

კ) გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის თაობაზე შედარების აქტი;

4. თითოეული სახის საანგარიშგებო დოკუმენტის ფორმა დადგენილია ამ კოდექსის 88-ე, მე-100, 118-ე, 133-ე და 148-ე მუხლებით.

6

Page 7: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლი 15. საგადასახადო დეკლარაციასაგადასახადო დეკლარაცია არის გადასახადის გადამხდელის მიერ ამ კოდექსითდადგენილი ფორმით შესრულებული ანგარიში შესაბამისი სახის გადასახადის ოდენობისა და მისი გადახდის ვალდებულების აღიარების შესახებ.

მუხლი 16. საგადასახადო ვალდებულების შესრულება1. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება ამ კოდექსით დადგენილ ვადებში:

ა) გადასახადის და მასზე დაკისრებული ჯარიმისა და საურავის გადახდა;

ბ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა.

2. ფულადი საგადასახადო ვალდებულება უნდა აისახოს ეროვნულ ვალუტაში.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების

თანხა დაფაროს:

ა) ეროვნული ვალუტით უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ან

ბ) სახელმწიფო და მუნიციპალური ფასიანი ქაღალდებით, ანგ) მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის წესით, ამ კოდექსის 31-ე მუხლების შესაბამისად.

4. აკრძალულია საგადასახადო ადმინისტრაციასთან ნაღდი ანგარიშსწორების წესითსაგადასახადო ვალდებულების შესრულება.

მუხლი 17. საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ადმინისტრაციას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და წესით წარუდგინოს ამ კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები.

2. საგადასახადო ანგარიშგებას გადამხდელის შეხედულებისამებრ შეიძლება დაერთოს გადამხდელის კომენტარი ან ახსნა-განმარტებითი წერილი ანგარიშგების შესახებ.

მუხლი 18. საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის წესი1. საანგარიშგებო დოკუმენტაცია საგადასახადო ადმინისტრაციას წარედგინება ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ფორმით.

7

Page 8: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. საანგარიშგებო დოკუმენტაცია საგადასახადო ადმინისტრაციას შეიძლება წარედგინოს:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციისათვის უშუალო გადაცემით;

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 5

ბ) დაზღვეული საფოსტო გზავნილით;

გ) ელექტრონული ფოსტით.

3. საგადასახადო ადმინისტრაციისათვის უშუალოდ, ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით გადასაცემ ყოველ საანგარიშგებო დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს გადასახადის გადამხდელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.

4.яდამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც გადასახადის გადამხდელს მომსახურებას უწევს საანგარიშგებო დოკუმენტის შედგენაში, უფლება აქვს, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, თუ ამას ითვალისწინებს მხარეთა შორის არსებული შეთანხმება. ამ შემთხვევაში აუდიტორი ვალდებულია, მიუთითოს თავისი,

როგორც გადასახადის გადამხდელის, საიდენტიფიკაციო ნომერი.

5. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორი ხელს აწერს საგადასახადო დოკუმენტს, მასგადამხდელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა გადამხდელის საგადასახადო მოთხოვნისა ან ვალდებულების სწორად გამოანგარიშებისთვის მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე.

6. ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერა უნდა შესრულდეს საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 19. საანგარიშგებო დოკუმენტის საგადასახადოადმინისტრაციისათვის უშუალოდ გადაცემის წესი1. საგადასახადო ადმინისტრაციას საანგარიშგებო დოკუმენტი უნდა წარედგინოს ორიდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი უბრუნდება გადამხდელს.

2. ყველა სახის საანგარიშგებო დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიმღებ ბიუროს, რომელიც ვალდებულია, შეამოწმოს ეგზემპლარების იდენტურობა და მიიღოს დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის მიღებისას აკრძალულია დოკუმენტის სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა. ნებისმიერი მოტივით, მათ შორის, დოკუმენტაციის

8

Page 9: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

წარდგენის ვადის დარღვევის გამო დოკუმენტაციის მიღებაზე უარის თქმა ისჯება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიმღები ბიუროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დოკუმენტის იმ ეგზემპლარზე, რომელიც უბრუნდება გადასახადის გადამხდელს, აღნიშნოს დოკუმენტის მიღების ზუსტი დრო და თარიღი, დაუსვას ბეჭედი და თავისი ხელმოწერა.

მუხლი 20. სანგარიშგებო დოკუმენტის წარდგენადაზღვეული საფოსტო გზავნილით1. დაზღვეული საფოსტო გზავნილით საანგარიშგებო დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს შემდეგი წესით:

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საფოსტო განყოფილებას ორ ეგზემპლარად წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტები და წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩამონათვალის ფურცელი. ფოსტის უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია, შეამოწმოს მიღებული საანგარიშგებო დოკუმენტებისა და ჩამონათვალის შესაბამისობა. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მოხელე ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ყველა ფურცელზე აღნიშნოსსაანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, დასვას ბეჭედი და თავისი ხელმოწერა. დოკუმენტების თითო ეგზემპლარი უნდა გადაეცეს გადასახადის გადამხდელს.

საფოსტო განყოფილების უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია, ამ წესის დაცვით მიღებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოათავსოს კონვერტში,

დალუქოს და მიიღოს საფოსტო გზავნილის გაგზავნისათვის საჭირო ზომები,

ხოლო გადასახადის გადამხდელს გადასცეს საფოსტო გზავნილის მიღების დამადასტურებელი ქვითარი.

2. დაზღვეული საფოსტო გზავნილით საანგარიშგებო დოკუმენტაციის საგადასახადოადმინისტრაციისათვის წარდგენის დღედ ითვლება ფოსტის მიერ გადასახადის გადამხდელისაგან გზავნილის მიღების დამადასტურებელ ქვითარზე მითითებული დღე.

მუხლი 21. საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენაელექტრონული საშუალებით

9

Page 10: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. საანგარიშგებო დოკუმენტის ელექტრონული საშუალებით წარდგენის შემთხვევაში დოკუმენტის მიღება დასტურდება უკან დაბრუნებული შეტყობინებით.

ასეთი შეტყობინების გაუცემლობის შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იძლეოდეს დოკუმენტის მიუღებლობის მიზეზის შესახებ ინფორმაციას და/ან სხვა ფორსმაჟორული მდგომარეობის დამადასტურებელ ინფორმაციას.

საგადასახადო ადმინისტრაციის მხრივ დოკუმენტის მიღების დაუდასტურებლობა განიხილება, როგორც საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის ხელისპროექტი5:03 PM / 4/1/2003 6

შეშლა და ჩაითვლება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა.

2. ელექტრონული საშუალებით საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის დეტალური წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 22. საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის დაბრკოლება1. საგადასახადო ადმინისტრაციის, საფოსტო სამსახურის ან ელექტრონული ფოსტისპროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გაუმართაობის მიზეზით საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადისგადამხდელი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაცია ჩააბაროს 7

კალენდარულ დღეში. ეს ვადა აითვლება საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარუდგენლობის ფაქტის შეტყობის მეორე დღიდან.

მუხლი 23. საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ვალდებულება შეასრულოს არაუგვიანეს ვალდებულების შესრულების ბოლო დღის 18 საათისა,

გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შემთხვევებისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება პირველივე სამუშაო დღის 18

საათამდე.

2. თუ საგადასახადო ვალდებულება სრულდება საბანკო გადარიცხვით,

დაზღვეულისაფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფოსტით, საგადასახადო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებულად ითვლება, თუ გადასახადის გადამხდელმა

10

Page 11: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ვალდებულება შეასრულა ვალდებულების შესრულების ბოლო დღის 24

საათამდე.

3. საბანკო გადარიცხვით საგადასახადო ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო დავალების მიღების დრო. საგადასახადო დავალების ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილ ვადაში ბანკის მიერ შეუსრულებლობა ისჯება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 24. საგადასახადო ვალდებულების შესრულების მისამართი1. გადასახადები, ჯარიმები და საურავები გადახდილ უნდა იქნეს ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე, რომელსაც საგადასახადო ადმინისტრაცია წერილობით აცნობებს გადასახადის გადამხდელს.

2. საანგარიშგებო დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს იმ საგადასახადო ადმინისტრაციას, სადაც პირი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად.

3. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, გადასახადის გადამხდელს გადამხდელად რეგისტრაციისთანავე გადასცეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციის სრული დასახელება და მისამართი (დასახლებული პუნქტი და მისი საფოსტო ინდექსი, ქუჩა და შენობის ნომერი,

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართები, საფოსტო ყუთის ნომერი).

ბ) სრული რეკვიზიტები ხაზინის სპეციალური საბანკო ანგარიშისა, რომელზეც ირიცხება ყველა სახის გადასახადები, ჯარიმები და საურავები.

4. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ ცნობაში ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიმღები ბიუროს შესასვლელ კართან თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას შესაბამისი ცნობა. იგივე ცნობა უნდა განთავსდეს აგრეთვე საგადასახადო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

5. გადასახადის გადამხდელი თავისუფლდება ადმინისტრაციული და ფინანსური პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიერ საგადასახადო ვალდებულება ჯეროვნად ვერ შესრულდა საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შედეგად, ხოლო საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს გადასახადის გადამხდელს.

11

Page 12: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 7

მუხლი 25. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისპერიოდი. საგადასახადო წელი1. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო წელი აითვლება მისი გადასახადისგადამხდელად რეგისტრაციის დღიდან, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საგადასახადო წელი სრულდება საგადასახადო წლის დაწყებიდან ერთი კალენდარული წლის თავზე.

3. საგადასახადო წელი ემთხვევა საფინანსო წელს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არისდადგენილი.

თავი 4.

საგადასახადო ადმინისტრაციის ვალდებულებამუხლი 26. საგადასახადო ადმინისტრაციის ვალდებულება1. საგადასახადო ადმინისტრაციას გადასახადის გადამხდელის მიმართ აქვს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ფულადი ვალდებულება და ამ კოდექსით დადგენილი სხვა ვალდებულება.

2. საგადასახადო ადმინისტრაციამ თითოეული სახის ვალდებულება უნდა შეასრულოს ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.

მუხლი 27. გადასახადის გადამხდელისათვისინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასაგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა გადასცეს ცნობა მისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ამ კოდექსის 62-ე მუხლით დადგენილი ფორმით.

მუხლი 28. საგადასახადო ადმინისტრაციისფულადი ვალდებულება1. ფულადი ვალდებულება წარმოიშობა გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის და/ან საურავის ზედმეტი ოდენობით გადახდისა და ამ ფაქტის დადგენის შედეგად.

2. საგადასახადო ადმინისტრაციის ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტის დადგენის პროცედურა იწყება ამ ფაქტის აღმოჩენით გადასახადის გადამხდელის,

ან საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ.

12

Page 13: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

3. საგადასახადო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია,

ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეადგინოს მოხსენებითი ბარათი და წარუდგინოს იგი საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. საგადასახადოადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია, წარდგენილი მოხსენებითი ბარათის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება ამ ბარათის წარდგენიდან ხუთ კალენდარულ დღეში.

4. საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ ფულადი ვალდებულების აღიარება ფორმდება ბრძანებით. ბრძანების მიღების შესახებ წერილობითი შეტყობინება დაზღვეული წერილით უნდა გაეგზავნოს გადასახადის გადამხდელსა და ხაზინას ბრძანების მიღებიდან შემდგომი სამუშაო დღის ბოლომდე, ან უშუალოდ ჩაბარდეს მათ.

5. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ადმინისტრაციის ფულადივალდებულების არსებობის ფაქტის აღმოჩენისას საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) გადასახადის გადამხდელის ვინაობა (საიდენტიფიკაციო ნომერი,

ადგილსამყოფელი).

ბ) საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის თარიღი.

გ) საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება და მისამართი.

დ) საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძვლები.

ე) საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი.

ვ) საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დავის წარმოშობის შემთხვევაში დავისგადაწყვეტის ფორმა, რომელსაც ირჩევს გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსის მე-4

წიგნით დადგენილი წესით (დავის სასამართლომდელი განხილვის ფორმის არჩევისას უნდა დასახელდეს ნდობის საბჭოს წევრობის არანაკლებ სამი კანდიდატი).

6. საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში საგადასახადოადმინისტრაცია ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ვალდებულების აღიარების ან უარყოფის

პროექტი 5:03 PM / 4/1/2003 8

13

Page 14: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

შესახებ და გადაწყვეტილების მიღებიდან სამ კალენდარულ დღეში დაზღვეული საფოსტოგზავნილით გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს შესაგებელი ან უშუალოდ ჩააბაროს იგი გადასახადის გადამხდელს.

7. საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ საგადასახადო ვალდებულების აღიარების თაობაზე ბრძანების მიღებისთანავე გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს საგადასახადო ადმინისტრაციას და მოითხოვოს ფულადი ვალდებულების შესრულება ამ კოდექსის29-ე მუხლით დადგენილი ნებისმიერი ფორმით.

8. ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ დავა გადასახადის გადამხდელსა დასაგადასახადო ადმინისტრაციას შორის წყდება ამ კოდექსის IV წიგნით დადგენილი წესით.

მუხლი 29. საგადასახადო ადმინისტრაციის ფულადივალდებულების შესრულების ფორმები1. საგადასახადო ადმინისტრაციის ფულადი ვალდებულება შეიძლება შესრულდეს შემდეგიფორმებით:

ა) სახელმწიფო ან მუნიციპალური ფასიანი ქაღალდის გადასახადის გადამხდელისათვის გადაცემა;

ბ) მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა.

გ) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

2. ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმას ირჩევს გადასახადის გადამხდელი. ეს ფორმა შეიძლება იყოს კომბინირებული.

3. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, ზედმეტად გადახდილი თანხა არდაიბრუნოს და იგი გამოიყენოს მომავალში მოსალოდნელი ფულადი საგადასახადოვალდებულებების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში საგადასახადო ადმინისტრაციას საურავი არ ერიცხება.

მუხლი 30. ფულადი ვალდებულების შესრულება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სახელმწიფო ხაზინა ვალდებულია, ზედმეტად გადახდილი და საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ აღიარებული თანხა გადასახადის გადამხდელს დაუბრუნოს საგადასახადო მოთხოვნის ხაზინისათვის წარდგენიდან თოთხმეტ კალენდარულ დღეში. ამ ვადის ათვლა იწყება საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნის

14

Page 15: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მიღებიდან მეორე დღეს და სრულდება მეთხუთმეტე კალენდარული დღის 18

საათზე.

მუხლი 31. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ადმინისტრაციის ფულადვალდებულებაში გაქვითოს შემდეგი ვადადამდგარი ვალდებულებები:

ა) გადასახადის გადახდის ვალდებულება.

ბ) საურავის გადახდის ვალდებულება.

გ) პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

დ) ჯარიმის გადახდის ვალდებულება.

2. თუ გადამხდელის მიერ სხვა რამ არ იქნა არჩეული, გადამხდელის ვალდებულებაიფარება შემდეგი რიგითობით: გადასახადი, საურავი, პირგასამტეხლო, ჯარიმა.

3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ უნდა შედგეს აქტი, რომელშიც უნდამიეთითოს:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება და გადასახადის გადამხდელის ვინაობა (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);

ბ) გასაქვითი მოთხოვნების სახე და ოდენობა, მათი წარმოშობის საფუძვლები;

გ) გაქვითვის შედეგები (ნარჩენი ვალდებულებები).

4. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის აქტი უნდა შედგეს სამ იდენტურ ეგზემპლარად და მას ხელი უნდა მოაწერონ მხარეებმა. აქტის ერთი ეგზემპლარი უნდა გაეგზავნოს სახელმწიფო ხაზინას.

5. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.

მუხლი 32. მოთხოვნის უფლების გადაცემა მესამე პირისათვის1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდით აღიარებულიმოთხოვნა გადასცეს მესამე პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 9

თავი 5.

საგადასახადო ვალდებულებათა აღრიცხვაგადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ადმინისტრაციის მიერმუხლი 33. საგადასახადო ვალდებულების აღრიცხვა

15

Page 16: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, დოკუმენტურად აღრიცხოს საგადასახადო ვალდებულებათა წარმოშობა და შესრულება საქართველოს კანონმდებლობისა და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მისთვის მისაღები ფორმით.

2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ვალდებულებათა წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის შესახებ არსებული პირველადი დოკუმენტაცია შეინახოს ვალდებულებათა წარმოშობიდან 6 წლის განმავლობაში.

მუხლი 34. უცხოური ვალუტით განხორციელებულიგარიგების ღირებულების გადაანგარიშებაუცხოური ვალუტით განხორციელებული გარიგების ღირებულება გამოისახება ლარით გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების სრულად ან ნაწილ-ნაწილ შესრულების დღისათვის საქართველოში დადგენილი ოფიციალური კურსით, ხოლო თუ ვალდებულების შესრულების დღისათვის ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსი არ არის დადგენილი, მაშინ _ იმ კურსით,

რომელიც დგინდება საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე დადგენილი სხვა ქვეყნებისვალუტის კურსების ურთიერთშეფარდებით (კროს-კურსით).

მუხლი 35. აღრიცხვის მეთოდები1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ვალდებულებათა აღრიცხვისათვის გამოიყენოს დარიცხვის ან საკასო მეთოდები ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ერთი საგადასახადო წლის განმავლობაში გამოიყენოს მხოლოდ ერთი მეთოდი.

მუხლი 36. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებათააღრიცხვა საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ1. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, აღრიცხოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები და მათი შესრულება, შეინახოს შესაბამისი დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი 6.

გადასახადის ადმინისტრირებამუხლი 37. გადასახადის ადმინისტრირების შინაარსი1. გადასახადის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს ამ კოდექსით დადგენილი წესით;

16

Page 17: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისშემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების იძულებითი შესრულების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით დადგენილი მოქმედებების განხორციელებას.

მუხლი 38. გადასახადის ადმინისტრირების ვალდებულება1. გადასახადის ადმინისტრირების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ საგადასახადოადმინისტრაციას და საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო ადმინისტრაციას.

2. საგადასახადო ადმინისტრაციის მოწყობისა და საქმიანობის წესი დგინდება კანონით ამ კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, ამასთანავე,

საგადასახადო ადმინისტრაციის ურთიერთობა გადასახადის გადამხდელთან წესრიგდება მხოლოდ ამ კოდექსით.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 10

მუხლი 39. პირის რეგისტრაცია გადასახადის გადამხდელად1. იურიდიული და ფიზიკური პირი (მათ შორის, არასრულწლოვანი) ვალდებულია,

საგადასახადო ადმინისტრაციაში აღირიცხოს გადასახადის გადამხდელად და მიიღოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

2. პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო ნომრისმინიჭების ვალდებულება ეკისრება საგადასახადო ადმინისტრაციას გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილის) მიხედვით.

არასრულწლოვანი გადასახადისგადამხდელად აღირიცხება და საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება ერთ-ერთი მშობლის (ან მეურვის, ან მზრუნველის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა ანგანმეორება დაუშვებელია.

4. გადასახადის გადამხდელს აქვს ერთი საიდენტიფიკაციო ნომერი. ანგარებითი მოტივით ორი ან მეტი საიდენტიფიკაციო ნომრის გაცემა, აგრეთვე მოტყუებით ან სხვა თაღლითური საშუალებით ორი ან მეტი საიდენტიფიკაციო ნომრის მიღება ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. გადასახადის გადამხდელად პირის რეგისტრაციის ფაქტი უნდა დადასტურდეს

17

Page 18: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გადასახადის გადამხდელის მოწმობით. მოწმობის ნიმუში დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

6. გადასახადის გადამხდელის მოწმობის დამზადებისა და გაცემის ხარჯის გადახდაეკისრება სახელმწიფოს.

მუხლი 40. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესი1. გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირი ვალდებულია, იურიდიულ პირადრეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად წერილობითი განცხადებით მიმართოს რეგისტრაციისადგილსამყოფელის საგადასახადო ადმინისტრაციას და წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული საჯარო რეესტრიდან (სამეწარმეო რეესტრი,

კავშირების რეესტრი, ფონდების რეესტრი) ამონაწერი (დედანი).

2. ფიზიკური პირი ვალდებულია, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა დასაიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად წერილობითი განცხადებით მიმართოს საგადასახადო ადმინისტრაციას და წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);

3. არასრულწლოვანი პირის სახელით განცხადება უნდა წარადგინოს ერთ-ერთმა მშობელმა (ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა). გარდა განცხადებისა,

საგადასახადო ადმინისტრაციას უნდა წარედგინოს არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა (დამოწმებული ასლი), ხოლო თუ განცხადებას წარადგენს უფლებამოსილი წარმომადგენელი, საგადასახადო ადმინისტრაციას უნდა წარედგინოს აგრეთვე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, პირი გადასახადის გადამხდელადაღრიცხოს და საიდენტიფიკაციო ნომერი მიანიჭოს განცხადების წარდგენიდან 7

კალენდარულ დღეში.

5. რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების შესახებ უარი შეიძლებაგასაჩივდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

6. გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის განმეორებით მინიჭების აღმოჩენისთანავე საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია, დანიშნოს სამსახურებრივი მოკვლევა.

18

Page 19: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლი 41. ბანკის ვალდებულება1. ბანკი ვალდებულია:

ა) არ აწარმოოს გასავლის ოპერაციები გადამხდელის ანგარიშიდან გადასახადისგადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე.

ბ) გადასახადის გადამხდელისაგან (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით)

ბიუჯეტში თანხის გადარიცხვის შესახებ დავალება შეასრულოს არაუგვიანეს დავალების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ბანკს ეკისრება ადმინისტრაციული სასჯელი ამ კოდექსით დადგენილი წესით, ამასთანავე, ბანკი პასუხს აგებს სახელმწიფოსა და გადასახადის გადამხდელისათვის მიყენებული ზიანის გამო.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 11

მუხლი 42. გადასახადის გამოანგარიშება1. გადასახადის გადამხდელი გადასახადს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრება, გამოიანგარიშებს დამოუკიდებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში გადასახადის გამოანგარიშება ევალება საგადასახადო ადმინისტრაციას, აგრეთვე საგადასახადო აგენტს.

3. ამ კოდექსით დადგენილი წესითა და ოდენობით დასაბეგრი ბაზიდან გამოიქვითება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ან ხარჯი,

რომელიც არ საჭიროებს დოკუმენტურად დადასტურებას ამ კოდექსის მიხედვით.

მუხლი 43. ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი1. ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა წერილობითი საბუთი,

რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადამცემისა და მიმღების დასახელება (ფიზიკურიპირის შემთხვევაში - სახელი და გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი; იურიდიული პირის შემთხვევაში - იურიდიული პირის სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი).

ბ) გადაცემული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) დასახელება (სრული ჩამონათვალი) და ოდენობა, ზომის ერთეული (საჭიროების შემთხვევაში);

19

Page 20: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გ) გადაცემული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება (ჩამონათვალისმიხედვით);

დ) აქციზის თანხა (აქციზურ საქონელზე);

ე) ამ დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი.

ვ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადამცემისა და მიმღების (ან თითოეულიმათგანის უფლებამოსილი წარმომადგენლის) ხელმოწერები.

2. სალაროს ჩეკი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ მონაცემებს:

ა) ჩეკის გამცემის ვინაობა;

ბ) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) სახე, ოდენობა და ფასი.

გ) ჩეკის გაცემის თარიღი.

მუხლი 44. საგადასახადო ვალდებულების დადგენის წესი1. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დგინდება პირდაპირი მეთოდით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების,

ბუღალტრული რეგისტრების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული დოკუმენტაცია არ არსებობს, ანარასრულია, ან წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს მისი სისწორის შესახებ, მაშინ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დგინდება გაანგარიშებითი მეთოდით: შემოსავლებისა და ხარჯების გონივრული შეპირისპირებით, დაკვირვებით, სხვა გადამხდელთა გამოკითხვითა და ინფორმაციის შეკრების მსგავსი საშუალებით.

3. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, საგადასახადო ვალდებულებისგანსაზღვრისათვის გამოიყენოს საქართველოს მიერ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები.

4. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, საგადასახადო ვალდებულების დადგენის შესახებ შეადგინოს აქტი, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოყენებული წესები,

მიღებული შედეგები და საბოლოოდ არჩეული წესის გამოყენების მოტივაცია.

აქტს ხელი უნდა მოაწეროს საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და გადასახადის გადამხდელმა. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, აქტს

20

Page 21: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

დაურთოს თავისი განსხვავებული მოსაზრება. თუ გადასახადის გადამხდელი ხელს არ აწერს აქტს, ამის შესახებ აღინიშნება აქტში.

მუხლი 45. საგადასახადო კონტროლი1. კონტროლი ხორციელდება კამერალური ან გასვლითი საგადასახადო აუდიტით.

2. პირველ რიგში ხორციელდება იმ საგადასახადო დოკუმენტაციის კონტროლი,

რომელიც არ არის დადასტურებული აუდიტორის (აუდიტური ფირმის) მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ნორმა არ ვრცელდება თვით აუდიტორის(აუდიტური ფირმის) საგადასახადო დოკუმენტაციაზე.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 12

მუხლი 46. კამერალური საგადასახადო აუდიტი1. კამერალური საგადასახადო აუდიტი ნიშნავს გადასახადის გადამხდელის მიერსაგადასახადო ადმინისტრაციისათვის წარდგენილი საგადასახადო დოკუმენტაციის, დასკვნების, გაანგარიშებების, საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა დოკუმენტებისა და მონაცემების, აგრეთვე გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების ხარისხის შემოწმებას.

2. თუ კამერალური საგადასახადო აუდიტის შედეგად წარმოიშობა დასაბუთებული ეჭვი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ, საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია, ამ კოდექსით დადგენილი წესით დანიშნოს გასვლითი საგადასახადო აუდიტი.

მუხლი 47. გასვლითი საგადასახადო აუდიტი1. გასვლითი საგადასახადო აუდიტი ნიშნავს შემდეგი მოქმედებების განხორციელებას:

ა) გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე გადასახადის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული ან შერჩევითი შემოწმება;

ბ) გადასახადის გადამხდელის ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების მოთხოვნა და ინვენტარიზაციის პროცესზე საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრება.

21

Page 22: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული პროდუქციის (მომსახურების)

ოდენობის დადგენა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.

დ) გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები დასაბეგრი ობიექტის დადგენა შესამოწმებელ პერიოდში.

2. შესასრულებელ მოქმედებათა ჩამონათვალი უნდა მიეთითოს აუდიტის პროგრამაში, რომელიც უნდა დაერთოს ბრძანებას აუდიტის დანიშვნის შესახებ.

3. გასვლითი საგადასახადო აუდიტი ტარდება ნებაყოფლობით ან იძულებით 48

მუხლით დადგენილი წესით.

4. ნებაყოფლობითი გასვლითი საგადასახადო აუდიტი ტარდება საგადასახადოადმინისტრაციის ხელმძღვანელის წერილობითი თხოვნისა და გადასახადის გადამხდელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ნებაყოფლობითი გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარებაზე გადასახადის გადამხდელის უარის შემთხვევაში საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, ამ კოდექსის მე-4 წიგნით დადგენილი წესით შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს იძულებითი გასვლითი საგადასახადო აუდიტის დანიშვნის შესახებ.

5. იძულებითი გასვლითი საგადასახადო აუდიტი ტარდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მის ფარგლებში.

6. იძულებითი გასვლითი საგადასახადო აუდიტის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია, შექმნას სააუდიტო ჯგუფი.

7. სააუდიტო ჯგუფი ვალდებულია, გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი გასვლითი საგადასახადო აუდიტის დანიშვნის შესახებ, საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება სააუდიტო ჯგუფის შექმნის შესახებ და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი.

მუხლი 48. გასვლითი საგადასახადო აუდიტის ფარგლები1. გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარებისას სააუდიტო ჯგუფის მუშაობამ არ უნდა დაარღვიოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ შეაფერხოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური (საფინანსო) ოპერაცია.

ამ ვალდებულების დარღვევისშედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. სააუდიტო ჯგუფი ვალდებულია,:

ა) პატივი სცეს გადასახადის გადამხდელის შრომას, დროსა და კანონიერ ეკონომიკურინტერესებს;

22

Page 23: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) მოითხოვოს ის დოკუმენტაცია, რომლის წარმოებაც სავალდებულოა გადასახადისგადამხდელის შესაბამისი კატეგორიისათვის და რომელიც აუცილებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის;

გ) არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა შემოწმებისას და რომელიც კომერციული საიდუმლოებაა.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 13

დ) შემოწმება ჩაატაროს სამუშაო დროის განმავლობაში, ხოლო სამუშაო დროის დასრულებისთანავე დატოვოს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელი.

ე) გააკეთოს ამონაწერები წარდგენილი დოკუმენტაციიდან; საჭიროების შემთხვევაშისაგადასახადო ადმინისტრაციის ხარჯზე გადაიღოს დოკუმენტაციის ასლები;

ვ) შემოწმების ვადის ამოწურვისთანავე შეწყვიტოს შემოწმება;

ზ) შემოწმების შედეგები ასახოს შემოწმების აქტში. აქტს დანართის სახით დაურთოს ის დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის საფუძველზეც აკეთებს დასკვნას.

მუხლი 49. გასვლითი საგადასახადო აუდიტის აქტი1. საგადასახადო აუდიტის შედეგების შესახებ უნდა შედგეს აქტი, რომელშიც უნდამიეთითოს:

ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი (დასახლებული პუნქტის დასახელება);

ბ) შემმოწმებელთა ვინაობა და თანამდებობა;

გ) შემოწმების ფორმალური საფუძველი (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება,

ნომერი და თარიღი);

დ) შემოწმების ვადები და პროგრამა;

ე) შესამოწმებელი სუბიექტის ვინაობა (დასახელება), საიდენტიფიკაციო ნომერი,

სასამართლო და საგადასახადო რეგისტრაციის თარიღები და ნომრები, სხვა რეკვიზიტები(საჭიროების შემთხვევაში);

ვ) აღნიშვნა შესამოწმებელი სუბიექტისათვის მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განმარტებითი ბარათის ჩაბარების თაობაზე;

ზ) შესამოწმებელი სუბიექტის მხრიდან შემოწმებაში მონაწილეთა (დირექტორი,

ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი და ა.შ.) ვინაობა და თანამდებობა;

თ) შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები და მათი დასაბუთება;

23

Page 24: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ი) შემოწმების შედეგების აღწერა პროგრამის თითოეული პუნქტის მიხედვით -

გადამხდელის მიმართ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ ამის დადგენა შესაძლებელია), ოდენობა, საურავებისა და ჯარიმების გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში - ასლები), რომლებიც ადასტურებს ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობას; აქტის დანართების აღწერა;

კ) იმ საკითხების აღწერა, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი;

ლ) სულ გადასახდელი ან მისაღები თანხა - ძირითადი ვალდებულება, ჯარიმა (პირგასამტეხლო), საურავი;

მ) ხელმოწერები საგადასახადო ადმინისტრაციის მხრიდან: შემმოწმებლები,

ადმინისტრაციის მთავარი იურისტი, მთავარი აუდიტორი, ხელმძღვანელი;

ნ) ხელმოწერები გადამხდელის მხრიდან: ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი,

ხელმძღვანელი (ან აღნიშვნა იმის შესახებ, რომ გადამხდელის მხარემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე).

2. იმ შემთხვევაში თუ აუდიტის სპეციფიკა მოითხოვს აუდიტის განხორციელებასრამდენიმე ეტაპად, ყოველი ეტაპის შემდეგ უნდა შედგეს შუალედური აქტი,

რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით შედგენილი აქტი ბათილია.

მუხლი 50. საგადასახადო აუდიტით გამოწვეულიხარჯების ანაზღაურების წესი1. ხარჯები, რომლის გაღება მოუხდა გადასახადის გადამხდელს გასვლითი საგადასახადო აუდიტის გამო (იურისტის, ადვოკატის ან სხვა სპეციალისტის დაქირავება, თავისი თანამშრომლების დამატებითი დატვირთვა, ტექნიკური ხარჯები და სხვა) ნაწილდება საგადასახადო ადმინისტრაციასა და გადასახადის გადამხდელს შორის აუდიტის შედეგებისშესაბამისად, კერძოდ:

ა) თუ აუდიტს შედეგად დადგინდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებებისდარღვევის ფაქტი, აუდიტის ჩატარებით გამოწვეული ხარჯები არ ანაზღაურდება;

ბ) თუ აუდიტს შედეგად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა, საგადასახადო ადმინისტრაცია

24

Page 25: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ვალდებულია, აუდიტის ჩატარებით გამოწვეული ხარჯები გადასახადის გადამხდელს აუნაზღაუროს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 14

გ) დავის შემთხვევაში აუდიტის ჩატარებით გამოწვეული დამატებითი ხარჯები,

აგრეთვე დავის განხილვის ხარჯები მხარეთა შორის ნაწილდება დაკმაყოფილებული (უარყოფილი) სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

მუხლი 51. გადასახადის გადამხდელის ვალდებულებაგასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარებისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარებისას სააუდიტო ჯგუფს შეუქმნას ისეთი სამუშაო პირობები, რაც ჩვეულებრივ არსებობს გადასახადის გადამხდელთან.

მუხლი 52. კონტროლის დამხმარე ფორმები1. გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდის სისწორის შემოწმების მიზნით საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებია გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვება.

2. დაკვირვება გულისხმობს შემდეგი მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას:

ა) გადასახადის გადამხდელის პროდუქციის (მომსახურების) საკონტროლო შესყიდვები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული პროდუქციის (მომსახურების)

ოდენობის დადგენა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.

3. დაკვირვების დროს დასაშვებია ტექნიკური საშუალებების (ვიდეოგადაღება და სხვა) გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია, დაკვირვების მონაწილე პირს გამოუყოს დაკვირვებისათვის აუცილებელი თანხა და სხვა მატერიალური საშუალებები.

5. დაკვირვების შედეგები აისახება დაკვირვების აქტში, რომელსაც ხელს აწერსდაკვირვებაში მონაწილე ყველა პირი.

6. დაკვირვების აქტი მისი შედგენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანადართული მასალებითურთ.

25

Page 26: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაეცნოს მასალებს და გაცნობისთანავე მიიღოს გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის, ან გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის, ან საჭიროების შემთხვევაში დაკვირვების ვადის გაგრძელების თაობაზეშუამდგომლობის წარდგენის შესახებ.

7. საქმის შეწყვეტის, ან საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს სასამართლოს.

მუხლი 53. დაკვირვება გადასახადის გადამხდელის თანხმობით1. გადასახადის გადამხდელის წერილობითი თანხმობით დასაშვებია დაკვირვების ფორმის გამოყენება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ შემთხვევაში დაკვირვების შინაარსსა დავადას განსაზღვრავენ მხარეები წერილობითი შეთანხმებით.

3. გადასახადის გადამხდელის თანხმობით დაკვირვების ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება 52-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილი ნორმები.

მუხლი 54. დაკვირვების შედეგების გავრცელებაგასულ საანგარიშო პერიოდებზე1. დაკვირვებით მიღებული შედეგები ამ მუხლით დადგენილი წესით შეიძლება გავრცელდეს გასულ საანგარიშო პერიოდებზე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა დაკვირვების დაწყების დღიდან;

ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქონლის (სამუშაოს, მომსახურების)

სეზონურობა და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს გადამხდელის შემოსავლებსა და ხარჯებზე.

2. საგადასახადო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასადგენად დაკვირვების შედეგები შეიძლება გავრცელდეს ამ მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ ვადაზე მეტ პერიოდზეც.

3. დაკვირვების შედეგად დგინდება პროპორცია გადამხდელის მიერ მიღებულ (მისაღებ) საოპერაციო შემოსავალსა და საოპერაციო ხარჯებს შორის. გასულ პერიოდებში გაწეული ანალოგიური საოპერაციო ხარჯების მიმართ ამ პროპორციის გადატანით დგინდება გადამხდელის მიერ მიღებული (მისაღები)

დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებითი ოდენობა. თუ ეს ოდენობა 5 პროცენტზე მეტად აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ შემოსავალს,

მაშინ

26

Page 27: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებითი ოდენობა მიიჩნევა დასაბეგრი შემოსავლის ოდენობად. გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით დადგენილი წესით უფლება აქვს წარადგინოს შესაგებელი

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 15

და მიუთითოს, რომ სეზონურობის, ბაზრის კონიუნქტურისა და სხვა გარემოებების გამო გადასახადის დეკლარირებული ოდენობა ზუსტია და შეუძლებელი იყო დეკლარირებულზე მეტი შემოსავლის მიღება.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული საფუძვლით საგადასახადო ადმინისტრაციის მიერწარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ამ კოდექსით დადგენილი წესით დამტკიცების შემთხვევაში გადამხდელს ეკისრება პასუხისმგებლობა დასაბეგრი შემოსავლის არადეკლარირებისა და შესაბამისი გადასახადის გადაუხდელობისთვის.

5. თუ დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებითი ოდენობა 5 პროცენტზე მეტად არ აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ შემოსავალს, მაშინ დასაბეგრი შემოსავლის ოდენობად მიიჩნევა გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის ოდენობა.

მუხლი 55. საგადასახადო ადმინისტრაციისსაგადასახადო მოთხოვნა1. კონტროლის შედეგად დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა.

2. საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადის გადახდელის მიერ ერთერთი შემდეგი საგადასახადო ვალდებულების დარღვევა:

ა) საგადასახადო დოკუმენტაციის წარუდგენლობა, ან წარდგენა ვადის დარღვევით, ან დოკუმენტში არასწორი მონაცემების შეტანა;

ბ) დეკლარირებული გადასახადის გადაუხდელობა, ან გადახდა დაგვიანებით, ან არასრულად გადახდა;

გ) გადასახადის სრული ან ნაწილობრივი არადეკლარირება;

3. საგადასახადო მოთხოვნაში უნდა მიეთითოს:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება და მისამართი;

ბ) საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;

27

Page 28: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გ) გადასახადის გადამხდელის ვინაობა (საიდენტიფიკაციო ნომერი,

ადგილსამყოფელი);

დ) საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძვლები;

ე) საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი;

ვ) საგადასახადო მოთხოვნის მიღებისას გადასახადის გადამხდელის უფლებებისა დავალდებულებების განმარტება;

ზ) საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის (გადაცემის) დღისათვის საქართველოში მოქმედი ყველა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელება და მათი ზუსტი მისამართი;

4. საგადასახადო მოთხოვნას უნდა დაერთოს აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდამოთხოვნის წარდგენა.

5. მოთხოვნა უნდა ჩაბარდეს უშუალოდ გადასახადის გადამხდელს (მის წარმომადგენელს) ან უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.

თავი 7.

ვადების გამოთვლის წესი.

ხანდაზმულობამუხლი 56. ვადების გამოთვლის წესი1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ვადა აითვლება საწყისად მითითებულიდღის მომდევნო დღიდან.

2. კალენდარული დღეებით დადგენილი ვადა სრულდება ვადის ბოლო დღის 24

საათზე.

3. თუ ამ კოდექსით დადგენილი ვადის ბოლო დღე ემთხვევა ოფიციალურად დადგენილ არასამუშაო დღეს, მოქმედება უნდა შესრულდეს არასამუშაო დღის მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს.

მუხლი 57. ხანდაზმულობა თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი,

საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა ექვსი წელი. ეს ვადა აითვლება ვალდებულების წარმოშობის საგადასახადოწლის დასრულებიდან.

კარი III.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 16

ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფათავი 8.

28

Page 29: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფამუხლი 58. საურავი, მისი დაკისრების საფუძვლები დაგამოანგარიშების წესი1. საურავი არის ფულადი თანხა, რომელიც ეკისრება გადასახადის გადამხდელსგადასახადის სრულად ან ნაწილობრივ გადაუხდელობისათვის, ან დაგვიანებით გადახდისათვის.

2. საურავი შეადგენს დავალიანების 0,3 %-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

საურავი გამოიანგარიშება გადასახდელი თანხის გამრავლებით 0,003-ზე.

3. გადასახადის გადამხდელს შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებისათვისდაკისრებული საურავი ეკისრება ყოველი დღისათვის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. საურავის დარიცხვის ბაზა მცირდება ფაქტობრივად შესრულებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობით.

4. საურავის დარიცხვა ვადამდე წყდება, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელმა სრულად გადაიხადა გადასახადი;

ბ) საურავის ოდენობამ მიაღწია ძირითადი დავალიანების ოდენობას.

5. საურავის დარიცხვის შეწყვეტიდან შვიდი კალენდარული დღის ვადაში საგადასახადოადმინისტრაცია ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის მიმართ აღძრას საგაკოტრებო საქმე, თუ აშკარაა გადასახადის გადამხდელის გადახდისუუნარობა, მიიღოს ზომები გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გადახდევინების მიქცევისა და მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

6. საურავს საურავი არ ერიცხება.

მუხლი 59. საურავის დაკისრების გამომრიცხავი გარემოება1. გადასახადის გადამხდელს საურავი გადასახადის ნაწილობრივი (არასრული)

გადახდისათვის არ დაეკისრება, თუ მას აქვს საგადასახადო აქტივი, რომლის ოდენობაც სრულად ფარავს არასრულად შესრულებულ ან შეუსრულებელ ფულად საგადასახადო ვალდებულებას.

2. თუ საგადასახადო აქტივი სრულად ვერ ფარავს შეუსრულებელ ან არასრულადშესრულებულ ფულად საგადასახადო ვალდებულებას, მაშინ საურავი დაერიცხება დაუფარავ ნაწილს.

29

Page 30: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლი 60. იძულებითი იპოთეკა (გირავნობა)

1. საგადასახადო ვალდებულების, დაკისრებული საურავისა და შეფარდებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, ამ კოდექსის IV წიგნით დადგენილი წესით მოითხოვოს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე იძულებითი იპოთეკის(გირავნობის) დაწესება.

2. გადასახადის გადამხდელის ქონებაზე იძულებითი იპოთეკა (გირავნობა)

წესდება ამ კოდექსის IV წიგნით დადგენილი წესით.

თავი 9.

საგადასახადო ადმინისტრაციის ვალდებულებისშესრულების უზრუნველყოფამუხლი 61. საურავი, მისი დაკისრების საფუძვლები დაგამოანგარიშების წესი1. საურავი არის ფულადი თანხა, რომელიც ეკისრება საგადასახადო ადმინისტრაციასგადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტი ოდენობით გადახდილი გადასახადის ამ კოდექსით დადგენილ ვადაში გადასახადის გადამხდელისათვის დაუბრუნებლობისათვის.

2. საურავი შეადგენს დავალიანების 0,3%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საურავი გამოიანგარიშება დასაბრუნებელი თანხის გამრავლებით 0,003-ზე.

3. სახელმწიფოს საურავი ეკისრება ყოველი დღისათვის ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

4. საურავის დარიცხვის ბაზა მცირდება დავალიანების შემცირების პროპორციულად.

5. საურავს საურავი არ ერიცხება.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 17

მუხლი 62-64 - სარეზერვო მუხლებიწიგნი II

გადასახადებიკარი IV.

საშემოსავლო გადასახადითავი 10.

30

Page 31: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადიმუხლი 65. დაბეგვრის ობიექტი. გადასახადის გადამხდელი1. ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ერთი საგადასახადო წლის განმავლობაში საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებული წყაროსაგან მიღებული შემოსავალი.

2. ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი შედგება ამ კოდექსის 74-ე მუხლშიმითითებული სხვადასხვა სახის შემოსავლისაგან.

ა) სარგოსაგან (ხელფასისა და ხელფასთან გათანაბრებული გაცემულობების სახითმიღებული შემოსავალი) დაბ) დამოუკიდებელი (მათ შორის, ეკონომიკური) საქმიანობით მიღებული შემოსავლისგან. 3. დაბეგვრას არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლის შემდეგი ნაწილები:

ა) ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

ბ) შემოსავალი, რომელიც მიღებულია სასამართლოს აქტის საფუძველზე მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, გარდა მიუღებელი შემოსავლისა (ხელიდან გაშვებულიმოგებისა).

გ) სახელმწიფო დახმარება (შემწეობა).

4. დაბეგვრისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის შემდეგი სახის შემოსავალი:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ყველა სახის პენსია,

თუ იგი მიღებულია საპენსიო პირობის დადგომის შემდეგ;

ბ) ლიცენზირებული სასწავლო დაწესებულებისგან, ან მისი წარდგინებით მიღებული სტიპენდია;

გ) უძრავ-მოძრავი ნივთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი, თუ ეს ნივთები არგამოიყენება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში, ან თუ ამ ნივთების გაყიდვა არ არის გადას ახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი;

დ) გრანტის ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი;

ე) კანონისმიერი მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი;

ვ) ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი, თუ ანდერძისმიერი მემკვიდრე შედის კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეში;

31

Page 32: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ზ) ჩუქებით მიღებული შემოსავალი, გარდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ჩუქების საფუძველზე მიღებული შემოსავლისა, თუ დასაჩუქრებული შედის მჩუქებლის კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეში;

თ) სისხლის ჩაბარებისათვის მიღებული საზღაური;

ი) ალიმენტი.

5. დასაბეგრი შემოსავალი არის სხვაობა ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული თანხებით შემცირებულ ერთობლივ შემოსავალსა (ამ მუხლის მე-2 ნაწილი) და ამ კოდექსით დადგენილ პრეზუმფციულ და გამოსაქვით ხარჯებს შორის.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 18

6. გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაბეგვრის ობიექტი.

მუხლი 66. შემოსავლის სახეები და ფორმები1. ფიზიკური პირის შემოსავლის სახეებია:

ა) სარგო (ხელფასი);

ბ) შემოსავალი კაპიტალიდან;

გ) სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი;

დ) დამოუკიდებელი არასამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი;

ე) მემკვიდრეობითა და ჩუქებით მიღებული შემოსავალი;

ვ) განსაკუთრებული შემოსავალი.

2. შემოსავლის ფორმებია:

ა) ფულადი შემოსავალი;

ბ) არაფულადი (მატერიალური და არამატერიალური) შემოსავალი.

3. ფულადი შემოსავალია ფულის ნიშნებით მიღებული შრომის (საქონლის,

სამუშაოს,

მომსახურების და სხვა) საფასური ან სხვა საფუძვლით მიღებული თანხა, მათ შორის:

ა) სარგო - ხელფასი (დაქირავებით შრომის საფასური), დანამატი ხელფასზე,

პრემია,

აგრეთვე ჰონორარი, პენსია, სტიპენდია, დამქირავებლისგან დაქირავებულის მიერ მიღებული დახმარება (შემწეობა), ან ფულის ნიშნებით მიღებული სხვა მსგავსი შემოსავალი;

ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის პირადი ხარჯების ანაზღაურებისას -

32

Page 33: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ხარჯების ანაზღაურების თანხა;

გ) სამივლინებო და/ან წარმომადგენლობითი ხარჯების ზენორმატიული ანაზღაურებისას - კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღმატებული თანხა.

4. მატერიალურია შემოსავალი, რომელიც მიღებულია სხეულებრივი ან უსხეულო ნივთით, გარდა კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური კვებისა,

ტანსაცმლისა და სხვა მსგავსი ნივთიერი ანაზღაურებისა.

5. არამატერიალური შემოსავალია:

ა) ხელფასის სანაცვლოდ მიღებული მომსახურების ღირებულება;

ბ) ხელფასის ზევით უსასყიდლოდ ან ჩვეულებრივზე დაბალი ფასით მომსახურებისმიღებისას სხვაობა ჩვეულებრივ ფასსა და გადახდილ ფასს შორის;

გ) ხელფასის სანაცვლოდ ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების, სხვა არამატერიალური ქონების მიღებისას - ამ უფლებებისა და ქონების ღირებულება;

დ) ხელფასის ზევით უსასყიდლოდ ან ჩვეულებრივზე დაბალი ფასით ქონებრივი დაარაქონებრივი უფლებების, სხვა არამატერიალური ქონების მიღებისას - სხვაობა ჩვეულებრივ ფასსა და გადახდილ ფასს შორის;

ე) დამქირავებლისგან ან მისი მეშვეობით სესხების (კრედიტების) უპროცენტოდ ანკრედიტის (სესხის) მიღების მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ჩამოყალიბებულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი პროცენტით სესხის მიღებისას სხვაობა ჩამოყალიბებულ საპროცენტო განაკვეთსა და იმ განაკვეთს შორის, რომლითაც ამ დაქირავებულმა პირმა მიიღო სესხი (კრედიტი).

მუხლი 67. სარგო (ხელფასი)

სარგო (ხელფასი) არის დაქირავებით მუშაობისათვის ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნებისმიერი სახის საზღაური (მათ შორის, სხვადასხავა სახის დანამატი საზღაურზე).

მუხლი 68. შემოსავალი კაპიტალიდანკაპიტალიდან შემოსავალია:

ა) კაპიტალის ნაყოფი (დივიდენდი და სხვა მსგავსი შემოსავალი);

ბ) საკუთრებაში გადაცემის გარეშე კაპიტალის გამოყენებით მიღებული შემოსავალი -

33

Page 34: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

როიალტი, ქირა (იჯარა), სესხის (კრედიტის, მათ შორის სასაქონლო კრედიტის)

სარგებელიდა სხვა მსგავსი შემოსავალი.

მუხლი 69. შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდანსამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია:

ა) საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადაცემით მიღებული შემოსავალი;

ბ) სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ვალის ჩამოწერით მიღებული შემოსავალი;

გ) სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვის ან შეჩერების, ან შეწყვეტის პირდაპირი ანარაპირდაპირი საფასური;

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 19

დ) ამ მუხლის ა-გ პუნქტებში მითითებული შემოსავლების მსგავსი სხვა შემოსავლები.

მუხლი 70. დამოუკიდებელი არასამეწარმეო საქმიანობით მიღებულიშემოსავალი დამოუკიდებელი არასამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალია:

ა) ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი პროფესიის აღსრულების (სანოტარო,

საექიმო, საადვოკატო, აუდიტორული, სახელოვნებო, საარქიტექტორო,

საკონსულტაციო და სხვა ინტელექტუალური შრომის) შედეგად მიღებული ჰონორარი და სხვა მსგავსი შემოსავალი.

ბ) შემოსავალი, რომელიც მიღებულია ამ მუხლის ა პუნქტში მითითებული საქმიანობის სახეების გარდა იმ სხვა დამოუკიდებელი საქმიანობის შედეგად,

რომელიც არ ითვლება სამეწარმეო საქმიანობად.

მუხლი 71. მემკვიდრეობითა და ჩუქებითმიღებული შემოსავალი მემკვიდრეობითა და ჩუქებით მიღებული შემოსავალია იმ ქონების (მატერიალური და არამატერალური) ღირებულება, აგრეთვე ფულადი თანხა, რომელიც მიღებულია ჩუქებით ან კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეობით.

მუხლი 72. განსაკუთრებული შემოსავალიგანსაკუთრებული შემოსავალია:

ა) არასამთავრობო, სახელმწიფო, მუნიციპალური, საერთაშორისო ან სხვა სახის ფულადი პრემია ან ჯილდო განსაკუთრებული დამსახურების ან მიღწევისთვის საქმიანობის ერთ ან რამდენიმე სფეროში.

34

Page 35: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) კონკურსში, ვიქტორინაში, გამოფენაში, სპორტულ ან სხვა სახის ტურნირში, ან სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობით მიღებული შემოსავალი;

გ) აზარტულ თამაშში, ლატარიაში, ტოტალიზატორში, სანაძლეოში ან სხვა მსგავსიტიპის ღონისძიებაში მონაწილეობით მიღებული შემოსავალი;

დ) საკუთარი ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული პენსია,

სტიპენდია,

დახმარება (შემწეობა) და სხვა მსგავსი შემოსავალი.

ვ) მიღებული (მისაღები) ჯარიმა, პირგასამტეხლო და საურავი;

ზ) სხვა ნებისმიერი სახის შემოსავალი, რომელიც არ არის მითითებული ამ კოდექსის 67-

72 მუხლებში.

მუხლი 73. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისა და შეწყვეტის დრო1. საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა დასაბეგრი შემოსავლის მიღებაზე უფლების წარმოშობისთანავე და/ან იმ დროს, როცა ეს უფლება წარმოიშობოდა სასყიდლიანი გადაცემის შემთხვევაში.

2. საგადასახადო ვალდებულება სრულდება ამ კოდექსით დადგენილ ვადაში.

3. საგადასახადო ვალდებულება წყდება საგადასახადო ვალდებულების შესრულებით (გადასახადის სრულად და დროულად გადახდით), გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შემთხვევისა.

4. გადასახადის გადამხდელის გარდაცვალების შემთხვევაში მისი საგადასახადოვალდებულების შესრულება ეკისრება:

ა) მემკვიდრესა და ოჯახს სოლიდარულად, თუ მამკვიდრებელი იმყოფებოდა საოჯახო დაბეგვრის რეჟიმში;

ბ) მემკვიდრეს, თუ მამკვიდრებელი იმყოფებოდა ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმში;

გ) მემკვიდრეს, თუ მამკვიდრებელი იმყოფებოდა საოჯახო დაბეგვრის რეჟიმში და მისი ოჯახი შედგებოდა მხოლოდ მამკვიდრებლისაგან;

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება წყდება, თუ სამკვიდრო მიიღო ხაზინამ და:

ა) მამკვიდრებელი იმყოფებოდა ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმში;

ბ) მამკვიდრებელი იმყოფებოდა საოჯახო დაბეგვრის რეჟიმში და მისი ოჯახი შედგებოდა მხოლოდ მამკვიდრებლისაგან.

მუხლი 74. დაბეგვრის რეჟიმის სახეები

35

Page 36: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 20

1. ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის რეჟიმებია: საოჯახო დაბეგვრის რეჟიმი და ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმი.

2. საოჯახო დაბეგვრის რეჟიმში გადასახადის გადამხდელს (ოჯახის წევრებს) აქვსხარჯების გამოქვითვის უფლება ამ კოდექსით დადგენილი ოდენობითა და წესით.

3. ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯების გამოქვითვის უფლება.

4. დაბეგვრის რეჟიმს ამ კოდექსით დადგენილი წესით ირჩევს გადასახადის გადამხდელი, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შემთხვევისა.

5. ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა დამოუკიდებელ საქმიანობას (სამეწარმეო ანარასამეწარმეო საქმიანობას), იბეგრება საოჯახო დაბეგვრის რეჟიმისთვის დადგენილი წესით.

6. არ დაიშვება ერთი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაბეგვრის რეჟიმის შეცვლა.

7. დაბეგვრის რეჟიმის შესაცვლელად სავალდებულოა განაცხადის წარდგენა მომავალი საგადასახადო წლის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე მაინც. ამ ვადაში განაცხადის წარუდგენლობა ნიშნავს მიმდინარე საგადასახადო წელს არსებული დაბეგვრის რეჟიმის შენარჩუნებას მომავალი საგადასახადო წლისათვის.

მუხლი 75. გადასახადის განაკვეთები1. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთებია:

ა) საოჯახო დაბეგვრის რეჟიმში - 15 %;

ბ) ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმში - 10 %;

2. ცალკეული სახის შემოსავლისთვის გადასახადის განაკვეთი და გადახდის წესიდადგენილია:

ა) 72-ე მუხლის «გ» პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლისთვის გადასახადისსპეციალური განაკვეთი - ამ კოდექსის 83 მუხლით;

ბ) დივიდენდისა და სესხის (კრედიტის) სარგებლისთვის - ამ კოდექსის 82

მუხლით;

გ) არარეზიდენტის შემოსავლისთვის - ამ კოდექსის 84 მუხლით.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილში მითითებული განაკვეთები გამოიყენება დაბეგვრისრეჟიმისაგან დამოუკიდებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 76. საოჯახო დაბეგვრის რეჟიმი

36

Page 37: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ირჩევს საოჯახო დაბეგვრის რეჟიმს,

ვალდებულია, საგადასახადო წლის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ადმინისტრაციაში წარადგინოს წინასწარი წერილობითი განაცხადი საოჯახო დაბეგვრის რეჟიმის არჩევის შესახებ, რომელშიც უნდა მიეთითოს გადასახადის გადამხდელისა და მისი ოჯახის იმ რეზიდენტი წევრების (აგრეთვე საქართველოს მოქალაქე იმ არარეზიდენტი წევრების, რომლებიც სწავლობენ ან მკურნალობენ საზღვარგარეთ)

ვინაობა (სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (არასრულწლოვანთათვის დაბადების მოწმობის) ნომერი და გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი), რომელთაც სურთ საოჯახო დაბეგვრის რეჟიმის არჩევა, აგრეთვე განაცხადში დასახელებული ყველა პირის ყველა სამუშაო ადგილი (შემოსავლის მიღების წყარო).

2. წინასწარ განაცხადს უნდა დაერთოს განაცხადში შეტანილი თითოეული პირისსანოტარო წესით დამოწმებული (საჭიროების შემთხვევაში ლეგალიზებული)

წერილობითი თანხმობა (ერთობლივი ან ინდივიდუალური) იმის შესახებ, რომ მისი შემოსავალი შეტანილ იქნეს ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და ოჯახის კონკრეტულ წევრს (სახელისა და გვარის მითითებით) ანდობს გადასახადის გადახდასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების შესრულებას.

ინდივიდუალურ თანხმობაში უნდა მიეთითოს ოჯახის იმ წევრების ვინაობა,

რომელთან ერთადაც გადასახადის გადამხდელი ირჩევს დაბეგვრის საოჯახო რეჟიმს.

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის სახელით თანხმობა უნდა წარადგინოს მისმა ერთ-ერთმა მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა). იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი იღებს შემოსავალს დამოუკიდებელი საქმიანობით,

აუცილებელია მისი სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.

3. განაცხადში შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ ის პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

4. გადასახადის გადამხდელი, რომელმაც წარადგინა განაცხადი, პასუხს აგებს ფიზიკურ პირთა (ოჯახის წევრთა) საშემოსავლო გადასახადის დროულად და სრულად გადახდაზე. პროექტი5:03 PM / 4/1/2003 21

37

Page 38: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

5. ოჯახის წევრთა შემადგენლობა უდავო წესით განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წინასწარი განაცხადითა და მის ნამდვილობას ადასტურებს განაცხადისათვის თანდართული დოკუმენტები.

6. საგადასახადო წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა შემადგენლობაში ცვლილებადაიშვება მხოლოდ ოჯახის წევრის გარდაცვალების ან დაბადების საფუძველზე.

7. გადასახადის გადამხდელი, რომელმაც წარადგინა განაცხადი, ვალდებულია,

საანგარიშო პერიოდში ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძველზე მომხდარი ცვლილების შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესით წერილობით აცნობოს საგადასახადო ადმინისტრაციას ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან 60

კალენდარულ დღეში, ამასთანავე, თუ საგადასახადო წლის დასრულებამდე დარჩენილია 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები, მაშინ - კალენდარული წლის დასრულებიდანარაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის წარმდგენი გადასახადის გადამხდელი გარდაიცვალა საანგარიშო პერიოდში, მაშინ განაცხადში შეტანილი ერთ-ერთი პირი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) ვალდებულია, ამის შესახებ წერილობით აცნობოს საგადასახადო ადმინისტრაციას ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.

9. ოჯახი შეიძლება შედგებოდეს ერთი და მეტი წევრისგან.

მუხლი 77. საგადასახადო ადმინისტრაციის ვალდებულება1. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, საოჯახო დაბეგვრის რეჟიმის ამრჩევგადასახადის გადამხდელს განაცხადის წარდგენისთანავე გადასცეს წერილობითი ცნობა დაბეგვრის რეჟიმის არჩევის შესახებ. ცნობაში უნდა მიეთითოს განაცხადში დასახელებული ყველა პირის ვინაობა (სრული მონაცემებით). ცნობა გაიცემა თითოეულ პირზე ცალ-ცალკე. ამასთანავე,

თითოეულ პირზე გაიცემა იმდენი ცნობა, შემოსავლის რამდენი წყაროც აქვს გადასახადის გადამხდელს. ცნობაში უნდა აღინიშნოს შემოსავლის წყაროს დასახელება.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ცნობის წარდგენა სარგოს (ხელფასის)

გაცემის წყაროს ათავისუფლებს წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ვალდებულებისაგან.

38

Page 39: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლი 78. პრეზუმფციული ხარჯი და მისი გამოქვითვის წესი1. ივარაუდება, რომ ფიზიკურ პირს აქვს არსებობისათვის აუცილებელი ხარჯი, რაც არ საჭიროებს დოკუმენტურად დამტკიცებას (პრეზუმფციული ხარჯი).

2. სავალდებულოა ერთობლივი შემოსავლიდან პრეზუმფციული ხარჯის გამოქვითვა ამ კოდექსით დადგენილი წესითა და საქართველოს კანონმდებლობით ერთი პირისთვის დადგენილი ყოველთვიური საარსებო მინიმუმის ფარგლებში საანგარიშო პერიოდზე და ოჯახის წევრთა რიცხოვნობაზე გაანგარიშებით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი ნორმა გამოიყენება მხოლოდსაოჯახო დაბეგვრის რეჟიმში და იგი არ ვრცელდება:

ა) ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმზე (ამ კოდექსის 81 მუხლი);

ბ) სპეციალური განაკვეთით დასაბეგრ შემოსავალზე (ამ კოდექსის 83 მუხლი);

გ) არარეზიდენტის დასაბეგრ შემოსავალზე, თუ არარეზიდენტი იმყოფება ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმში.

4. საოჯახო დაბეგვრის რეჟიმში მყოფ პირს, რომელიც განათლებას იღებს უცხოეთში, ან მკურნალობს უცხოეთში, უცხოეთში ყოფნის პერიოდის შესაბამისად პრეზუმფციული ხარჯი გამოექვითება იმ ოდენობით, რაც შეესაბამება უცხოეთის შესაბამის ქვეყანაში არსებულ საარსებო მინიმუმს და რაც (საარსებო მინიმუმის ოდენობა) დადასტურებული იქნება შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. ამ დოკუმენტის (საჭიროების შემთხვევაში - ლეგალიზებული სახით) წარმოუდგენლობისას პრეზუმფციული ხარჯი გამოიქვითება საქართველოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობით.

მუხლი 79. გამოსაქვითი ხარჯი საოჯახო დაბეგვრის რეჟიმში1. საოჯახო დაბეგვრის რეჟიმში ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ოჯახის წევრთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული შემდეგი ხარჯი:

ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის გაწეული ხარჯი, აგრეთვე მკურნალობის ხარჯი იმ პირთათვის, რომელთა დაავადებაც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ნუსხის მიხედვით ცნობილია მძიმე დაავადებად;

ბ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯი;

გ) სტომატოლოგის მომსახურების ხარჯი;

პროექტი

39

Page 40: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

5:03 PM / 4/1/2003 22

დ) დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯი საფლავის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ხარჯის ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს თხუთმეტმაგი საარსებო მინიმუმისა;

ე) ლიცენზირებული სასწავლო დაწესებულებისათვის სწავლებისათვის უნაღდო ფულადი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა;

ვ) საპენსიო ფონდში გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს ერთობლივი შემოსავლის30%-ისა;

ზ) ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ქონების ან რისკის დაზღვევის ხელშეკრულებით,

აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სავალდებულო დაზღვევისთვის სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდილი თანხა;

თ) გადახდილი ალიმენტი;

ი) საცხოვრებელი სადგომის შესაძენად ან კეთილმოსაწყობად აღებული კრედიტისთვის (სესხისთვის) გადახდილი პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს კრედიტის (სესხის) მიღების მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ჩამოყალიბებული საპროცენტო განაკვეთის 150 %-ისა;

კ) ქონების გადასახადი, აგრეთვე მოსაკრებელი;

ლ) ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელი საქმიანობით შემოსავლისმიღებასთან. (შესაძლებელია მიეთითოს იურიდიული პირების საშემოსავლო გადასახადის თავიდან შესაბამისი მუხლები)

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ბ ზ პუნქტებში მითითებული ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია, თუ ამ ხარჯის მიმღებია საქართველოს რეზიდენტი გადამხდელი, ხოლო განათლების მისაღებად გაწეული ან მკურნალობის ხარჯის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს არარეზიდენტი, თუ ხარჯის გაწევა დადასტურებულია საქართველოს ხელისუფლების ორგანოს მიერ.

3. ხარჯი, რომელიც გაწეულია 72-ე მუხლის «ბ» და «გ» პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის მიღების მიზნით, ითვლება გართობისათვის გაწეულ ხარჯად და იგი არ გამოიქვითება.

მუხლი 80. გადასახადის გამოანგარიშების წესი საოჯახოდაბეგვრის რეჟიმში

40

Page 41: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. საშემოსავლო გადასახადის თანხა საოჯახო დაბეგვრის რეჟიმში გამოიანგარიშება შემდეგი თანმიმდევრობით:

- ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი მცირდება 65-ე მუხლის მე-3 და მე-4

ნაწილებში, აგრეთვე 72-ე მუხლის «გ» პუნქტში მითითებული შემოსავლების თანხებით;

- მიღებული თანხიდან გამოიქვითება ამ კოდექსის 78-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი ხარჯები;

- ამ წესით გამოანგარიშებული თანხა მრავლდება 0,15-ზე;

- მიღებულ თანხას აკლდება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადები;

- მიღებული დადებითი სხვაობის თანხა არის ბიუჯეტში გადასარიცხი გადასახადისოდენობა, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში გადასახადის ოდენობაა ნული.

3. თუ პირი ეწევა დამოუკიდებელ საქმიანობას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯი აღემატება ამავე საქმიანობით მიღებულ შემოსავალს, მაშინ დაიშვება გადამეტებული თანხის მომდევნო საანგარიშო პერიოდში გადატანა ამ კოდექსის 94-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 81. ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმი1. გადასახადის გადამხდელი, რომელიც არ ირჩევს საოჯახო დაბეგვრის რეჟიმს,

იბეგრება ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმით.

2. ინდივიდუალური დაბეგვრის რეჟიმში საშემოსავლო გადასახადი უდრის დასაბეგრი შემოსავლის ნამრავლს 0,1-ზე.

მუხლი 82. დივიდენდის დაბეგვრის წესი და თავისებურებები1. რეზიდენტი გადამხდელის მიერ გაცემული დივიდენდი იბეგრება გადახდის წყაროსთან 10

პროცენტიანი განაკვეთით შემდეგი წესით:

ა) თუ გადამხდელის მიერ გასაცემი დივიდენდის ჯამური თანხიდან გამოანგარიშებული გადასახადის ოდენობა არ აღემატება ამ გადამხდელის მიერ დარიცხული (გადახდილი)

საშემოსავლო გადასახადის ოდენობას, მაშინ დივიდენდი ითვლება დაბეგრილად და აღარ იბეგრება, ხოლო სხვაობა დივიდენდის მიმღებს არ უბრუნდება.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 23

41

Page 42: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) თუ გადამხდელის მიერ გასაცემი დივიდენდის ჯამური თანხიდან გამოანგარიშებული გადასახადის ოდენობა აღემატება ამ გადამხდელის მიერ დარიცხული (გადახდილი) საშემოსავლო გადასახადის ოდენობას, მაშინ ამ სხვაობის თანხა გადახდილ უნდა იქნეს დამატებით.

2. გადამხდელი ვალდებულია, დივიდენდის მიმღებს გადასცეს ცნობა მიმღების კუთვნილი დივიდენდის ოდენობის, მასზე დარიცხული და გადახდილი გადასახადის ოდენობათა მითითებით.

მუხლი 83. გადასახადის სპეციალური განაკვეთი1. აზარტულ თამაშში, ლატარიაში, ტოტალიზატორში, სანაძლეოში ან სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობით მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 50 %-იანი განაკვეთით.

2. გადასახადის დაკავების ფაქტი უნდა დადასტურდეს გადახდის წყაროს მიერ გაცემული ცნობით.

მუხლი 84. არარეზიდენტი ფიზიკური პირის დაბეგვრის წესი1. არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი(ხელფასი, სარგებელი, დივიდენდი და სხვა სახის შემოსავალი) იბეგრება გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით.

2. არარეზიდენტს უფლება აქვს, ჩადგეს რეზიდენტი გადასახადის გადამხდელის დაბეგვრის რეჟიმში და მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი (დაკავებული)

გადასახადის დაბრუნება გადასახადის დაკავების დღიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ამ მიზნით არარეზიდენტი უფლებამოსილია ცენტრალურ საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგინოს დეკლარაცია საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შემოსავლის, ამ შემოსავლის მისაღებად გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯისა და გადახდის წყაროსთან დაკავებულიგადასახადის მითითებით. გადასახადის დაკავების ფაქტი უნდა დადასტურდეს გადახდის წყაროს მიერ გაცემული ცნობით. არ გამოიქვითება ისეთი ხარჯები,

რომელთა გაწევის ფაქტის შემოწმება მოითხოვს შემოწმებას უცხოეთში. მუხლი 85.

დამოუკიდებელი საქმიანობით მიღებული შემოსავლების დაბეგვრის თავისებურებანი ფიზიკურ პირს, რომელიც შემოსავალს იღებს დამოუკიდებელი საქმიანობით, უფლება აქვს:

ა) გამოქვითოს ამ კოდექსის 78-ე და 79-ე მუხლებში მითითებული ხარჯები ამავემუხლებით დადგენილი წესით;

42

Page 43: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) გამოიყენოს ამორტიზაციის დარიცხვის უფლება ამ კოდექსის 93 მუხლით დადგენილი წესით;

გ) გადაიტანოს ზარალი ამ კოდექსის 94 მუხლით დადგენილი წესით;

მუხლი 86. საანგარიშო პერიოდიფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის საანგარიშო პერიოდია ერთი კალენდარული წელი.

მუხლი 87. დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება და ვადა.

გადასახადის გადახდის ვადა1. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვს პირს:

ა) რომელმაც აირჩია ოჯახური დაბეგვრის რეჟიმი.

ბ) რომელიც შემოსავალს იღებს დამოუკიდებელი საქმიანობით (სამეწარმეო ანარასამეწარმეო საქმიანობა);

გ) რომელსაც აქვს წლიური ხარჯი არანაკლებ ორასი საარსებო მინიმუმის ოდენობით.

2. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ადმინისტრაციას უნდაწარედგინოს საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 90 კალენდარულ დღეში.

3. საშემოსავლო გადასახადი, გარდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადისა, გადაიხდება დეკლარაციის წარსადგენად დადგენილ ვადაში.

4. საგადასახადო აგენტი, რომელიც გადასახადს აკავებს შემოსავლის გაცემის წყაროსთან, ვალდებულია, დაკავებული გადასახადი გადაიხადოს არაუგვიანეს ამ შემოსავლის გაცემის მომდევნო სამუშაო დღისა.

88 -89 მუხლები -სარეზერვოდ.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 24

თავი 11.

იურიდიულ პირთა საშემოსავლოგადასახადიმუხლი 90. დაბეგვრის ობიექტი. გადასახადის გადამხდელი1. იურიდიულ პირთა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ერთი საგადასახადო წლის განმავლობაში საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი, აგრეთვე არარეზიდენტი

43

Page 44: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

იურიდიული პირის მიერ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი.

2. გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც აქვს დაბეგვრის ობიექტი.

3. იურიდიული პირის შემოსავლად ითვლება ამ კოდექსის 68-72 მუხლებით დადგენილი შემოსავალი.

4. არ არის დაბეგვრის ობიექტი:

ა) არაკომერციული იურიდიული პირების მიერ საწევრო ან სხვა მსგავსი შენატანების, შემოწირულობისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის გამცემებისგან გრანტის სახით მიღებული შემოსავალი;

ბ) გადამხდელის საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელთა შენატანების სახით მიღებული შემოსავალი;

გ) საქართველოს არარეზიდენტების მიერ დაფუძნებული იმ სანაოსნო (გემთმფლობელი) საწარმოების მიერ მიღებული შემოსავალი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და რომელთა გემებიც (გემიც) დაცურავენ საქართველოს სახელმწიფო ალმით.

5. დაბეგვრისაგან გათავისუფლებულია გადასახადის გადამხდელის შემდეგი სახისშემოსავლები:

ა) საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის (საქართველოსსაპატრიარქო) მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების,

ხატების,

სანთლების, წიგნებისა და კალენდრების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;

ბ) მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე, რომელიც ასეთად მიჩნეულია საქართველოს კანონმდებლობით, რეგისტრირებული გადამხდელების შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც მიღებულია ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობით.

6. დასაბეგრი შემოსავალი არის სხვაობა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებში მითითებული თანხებით შემცირებულ ერთობლივ შემოსავალსა (ამ მუხლის მე-2

ნაწილი) და ამ კოდექსით დადგენილ გამოსაქვით ხარჯებს შორის.

მუხლი 91. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისა და შეწყვეტის დრო1. საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა დასაბეგრი შემოსავლის მიღებაზე უფლების წარმოშობისთანავე და/ან იმ დროს, როცა ეს უფლება წარმოიშობოდა სასყიდლიანი გადაცემის შემთხვევაში.

44

Page 45: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. საგადასახადო ვალდებულება სრულდება ამ კოდექსით დადგენილ ვადაში.

3. საგადასახადო ვალდებულება წყდება საგადასახადო ვალდებულების შესრულებით, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით დადგენილი შემთხვევებისა.

4. გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი საგადასახადო ვალდებულების შესრულება ეკისრება მის უფლებამონაცვლეს.

5. გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირის საგადასახადო ვალდებულება წყდება იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ, თუ ლიკვიდაცია მოხდა გადამხდელის გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად) ცნობის საფუძველზე და ლიკვიდაციის შემდეგ დარჩაშეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება.

მუხლი 92. ხარჯების გამოქვითვა 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულიდოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, აგრეთვე ამორტიზაციის თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 25

ა) ამორტიზებადი აქტივების შესაძენად ან შესაქმნელად გაწეული ხარჯები.

ამორტიზებადაქტივებს მიეკუთვნება ძირითადი საშუალებები და გამოყენების შეზღუდული ვადის მქონე არამატერიალური აქტივები, რომელთა შეძენის ან/და შექმნის ღირებულება ერთეულზე აღემატება 150 ლარს და რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადა აჭარბებს 1 წელიწადს.

ბ) არაამორტიზებადი ძირითადი საშუალებების შესაძენად ან შესაქმნელად გაწეულიხარჯები. არაამორტიზებად ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება მიწა, ხელოვნების ნიმუშები, ისტორიისა და კულტურის ძეგლები და სხვა ძირითადი საშუალებები,

რომლებიც ასეთად არის აღიარებული საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით;

გ) არაეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები;

დ) გართობითი ხასიათის ხარჯები იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც არ ეწევიან

45

Page 46: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გართობითი ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას.

ე) სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესაქმნელად (შესაძენად) გაწეული ხარჯი.

ვ) დანაკლისი3. ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება აგრეთვე შემდეგი ხარჯები:

ა) კრედიტისა და სესხისთვის გადახდილი პროცენტები, რომელთა ოდენობაც აღემატება კრედიტის (სესხის) მიღების მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ჩამოყალიბებული საპროცენტო განაკვეთის 150 %-ს.

ბ) საამორტიზაციო ანარიცხები ამ კოდექსის 93 მუხლით დადგენილ ზღვარზე მეტიოდენობით;

გ) ძირითადი საშუალებების მიმდინარე რემონტის ხარჯები შესაბამისი ამორტიზაციის ნორმის 50 %-ზე მეტი ოდენობით დაჩქარებული ამორტიზაციის გაუთვალისწინებლად. ასეთი გადამეტება კაპიტალიზდება (ემატება ძირითადი საშუალებების ღირებულებას);

დ) გადახდილი (დაკისრებული) ჯარიმა, პირგასამტეხლო, საურავი;

ე) წარმომადგენლობითი, აგრეთვე მივლინების დღიური ხარჯები იმ ლიმიტზე მეტიოდენობით, რომელსაც ადგენენ იურიდიული პირის პარტნიორები (აქციონერები)

საფინანსო წლის დასაწყისში არაუგვიანეს ამ წლის დაწყებიდან 30 დღისა.

წერილობითი შეტყობინება ამ ლიმიტის დაწესების შესახებ მისი დაწესებიდან არაუგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს შესაბამის საგადასახადო ადმინისტრაციას. თუ შეტყობინება არ არის გაგზავნილი ამ ვადაში, მაშინ მივლინების დღიური ხარჯები გამოიქვითება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ნორმების ფარგლებში;

ვ) საქართველოში გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. ეს თანხა აკლდებაგამოანგარიშებული გადასახადის თანხას;

ზ) უცხოეთში გადახდილი საშემოსავლო გადასახადი (ან მისი ანალოგი). ეს თანხააკლდება საქართველოში გადასახდელ თანხას, ხოლო უარყოფითი სხვაობა მათ შორის არ ანაზღაურდება (არ უბრუნდება გადამხდელს და არ გადაიტანება მომავალი საანგარიშო პერიოდებისთვის);

თ) დანაკარგები საქართველოში მოქმედი სტანდარტებით დადგენილ ბუნებრივ ნორმებზე მეტი ოდენობით. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ დანაკარგები გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით;

46

Page 47: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ი) უიმედო ვალები, თუ ისინი გადამხდელის მიერ მანამდე არ იყო აღიარებულიშემოსავლად და მათზე არ იყო გადახდილი გადასახადები.

მუხლი 93. ძირითად საშუალებათა ამორტიზაცია1. იურიდიულ პირს უფლება აქვს, გამოქვითოს ამორტიზაციის თანხა ამ მუხლითდადგენილი წესით.

2. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ამორტიზებადი აქტივებისთვის

დგინდება გამოსაქვითი ამორტიზაციის შემდეგი ყოველწლიური ნორმები:

ა) ძირითადი საშუალებებისთვის, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ საწარმოო პროცესში, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკისთვის 25 %;

ბ) ძირითადი საშუალებებისთვის, რომლებიც ატარებენ საწარმოო პროცესის დამხმარე ხასიათს, კომპიუტერული ტექნიკის გარდა - 15 %;

გ) შენობა-ნაგებობებისთვის 4 %;

დ) არამატერიალური აქტივებისთვის თანხა, რომელიც დგინდება ამ აქტივებისღირებულების გაყოფით მათი გამოყენების წელთა რიცხვზე.

3. ამორტიზაცია დაერიცხება ამორტიზებადი აქტივების საწყის (ისტორიულ)

ღირებულებას, რომელიც იზრდება ამ აქტივის შესანახად გაწეული კაპიტალიზებადი ხარჯებისპროექტი5:03 PM / 4/1/2003 26

მოცულობით (კაპიტალიზებადი ხარჯები ხარჯები, რომელთა ოდენობაც აღემატება .... მუხლისმეორე ნაწილის «გ» პუნქტით დადგენილ ოდენობას).

4. დაუმთავრებელ მშენებლობას, დაუმონტაჟებელ მოწყობილობასა და კონსერვაციისრეჟიმზე გადაყვანილ ძირითად საშუალებებს ამორტიზაცია არ დაერიცხება.

5. გადამხდელს უფლება აქვს, ამ მუხლის 1-ლი ნაწილის «ა»-»გ» პუნქტებში აღწერილი ძირითადი საშუალებებისთვის გამოიყენოს ამორტიზაციის გაორმაგებული ნორმა (დაჩქარებული ამორტიზაცია).

6. გადამხდელს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ მუხლში აღწერილ ნორმებზე ნაკლები

47

Page 48: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ოდენობა, ხოლო სხვაობის თანხით შექმნას ამორტიზაციის რეზერვი, რომელიც გადაიტანება მომავალი საანგარიშო პერიოდებისთვის, მაგრამ არაუმეტეს 5

მომავალი საანგარიშო პერიოდისა.

ამასთან, ასეთ რეზერვში არ დაიშვება დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმებიდან გამომდინარე სხვაობის შეტანა.

7. ყველა ძირითადი საშუალება აღირიცხება ცალ-ცალკე ერთეულებად.

მუხლი 94. ზარალის გადატანა1. დასაბეგრი შემოსავლის მისაღებად გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გადამეტება დასაბეგრ შემოსავალზე წარმოადგენს გადამხდელის ზარალს, რომელიც გადაიტანება მომავალი საანგარიშო პერიოდისთვის და გამოიქვითება შემდგომი საგადასახადო წლების დასაბეგრი შემოსავლიდან.

ასეთი გადატანა შესაძლებელია მხოლოდ 5 მომდევნო საგადასახადო წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის 1-ლ ნაწილში აღწერილი ზარალის გადატანის უფლება აქვთ მხოლოდიურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ პირებს დამოუკიდებელი საქმიანობით მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების ფარგლებში.

მუხლი 95. გადასახადის განაკვეთი. გამოანგარიშების წესი1. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთია 15 %.

2. საშემოსავლო გადასახადი გამოიანგარიშება შემდეგი წესით: ერთობლივ დასაბეგრშემოსავალს გამოაკლდება დასაბეგრი შემოსავლის მიღების მიზნით გაწეული ყველა ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული ამ კოდექსის 79

მუხლის შესაბამისად, ხოლო მიღებული დადებითი სხვაობა გამრავლდება 0,15-ზე.

ამგვარად გამოანგარიშებულ თანხას გამოაკლდება საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების თანხა და უცხოეთში გადახდილი გადასახადის თანხა 92-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ზ» პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. მიღებული დადებითი შედეგი არის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა.

მუხლი 96. შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან1. გადახდის წყაროსთან იბეგრება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მიღებული შემდეგი შემოსავალი:

ა) დივიდენდი;

48

Page 49: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) სარგებელი (პროცენტი), ბანკის მიერ მიღებული სარგებლის (პროცენტის)

გარდა.

2. რეზიდენტი გადამხდელის მიერ იურიდიული პირისათვის გაცემული დივიდენდი იბეგრება გადახდის წყაროსთან 10 %-იანი განაკვეთით შემდეგი წესით:

ა) თუ გადამხდელის მიერ გასანაწილებელი დივიდენდების ჯამური თანხიდანგამოანგარიშებული გადასახადის ოდენობა არ აღემატება ამ გადამხდელის მიერდარიცხული (გადახდილი) საშემოსავლო გადასახადის ოდენობას, მაშინ დივიდენდიითვლება დაბეგრილად და იგი აღარ იბეგრება, ხოლო სხვაობა დივიდენდის მიმღებს არ უბრუნდება.

ბ) თუ გადამხდელის მიერ გასანაწილებელი დივიდენდის ჯამური თანხიდანგამოანგარიშებული გადასახადის ოდენობა აღემატება ამ გადამხდელის მიერ დარიცხული (გადახდილი) საშემოსავლო გადასახადის ოდენობას, მაშინ ამ სხვაობის თანხა გადახდილ უნდა იქნეს დამატებით.

3. გაცემის წყარო ვალდებულია, დივიდენდის მიმღებს გადასცეს ცნობა მიმღების კუთვნილი დივიდენდის ოდენობის, მასზე დარიცხული და გადახდილი გადასახადის ოდენობათა მითითებით. დაკავებული გადასახადი გაცემის წყაროს მიერ გადახდილ უნდა იქნეს ბიუჯეტში.

მუხლი 97. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემოსავლისდაბეგვრა გადახდის წყაროსთანპროექტი5:03 PM / 4/1/2003 27

1. არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები იბეგრება გადახდის წყაროსთან შემდეგი განაკვეთებით:

ა) დივიდენდი 10 %-ით;

ბ) სარგებელი (პროცენტი) 10 %-ით;

გ) სადაზღვევო შენატანი, რომელიც გადახდილია რისკის დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე 2 %-ით;

დ) რეზიდენტი იურიდიული პირის გადასახდელები საქართველოსა და სხვასახელმწიფოებს შორის საერთაშორისო კავშირგაბმულობაში და/ან ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის 3 %-ით;

ე) რეზიდენტი იურიდიული პირის გადასახდელები საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებსა და მგზავრთა გადაყვანაში სატრანსპორტო მომსახურებისათვის 3 %-ით;

49

Page 50: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ვ) «ნავთობისა და გაზის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი 3 %-ით;

ზ) რეზიდენტის მიერ ანაზღაურებული არარეზიდენტი იურიდიული პირის ყველა სხვა სახის შემოსავალი - 10 %-ით;

2. არარეზიდენტ იურიდიულ პირს უფლება აქვს, ისარგებლოს რეზიდენტი გადასახადის გადამხდელის დაბეგვრის რეჟიმი და მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი (დაკავებული) გადასახადის დაბრუნება გადასახადის დაკავების დღიდან ერთი კალენდარული წლისგანმავლობაში. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია, ცენტრალურ საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგინოს დეკლარაცია საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შემოსავლების, ამ შემოსავლის მისაღებად გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების მითითებით. ამასთანავე, არარეზიდენტ იურიდიულ პირს არ აქვსუფლება, გამოქვითოს ისეთი ხარჯი, რომელთა გაწევის ფაქტის სინამდვილე მოითხოვს შემოწმებას უცხოეთში.

3. გადასახადის დაკავების ფაქტი უნდა დადასტურდეს გადახდის წყაროს მიერ გაცემული ცნობით.

4. საგადასახადო აგენტი, რომელიც გადასახადს აკავებს შემოსავლის გაცემის წყაროსთან, ვალდებულია, დაკავებული გადასახადი გადაიხადოს არაუგვიანეს ამ შემოსავლის გაცემის მომდევნო სამუშაო დღისა.

მუხლი 98. დეკლარაციისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება და ვადა1. რეზიდენტი გადამხდელი საფინანსო წლის დამთავრებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო ადმინისტრაციას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით წარუდგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას.

2. რეზიდენტი გადამხდელი, რომელიც აკავებს გადასახადს არარეზიდენტისთვისგადასახდელი თანხიდან, ვალდებულია, საგადასახადო ადმინისტრაციას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით წარუდგინოს ცნობა გადასახადის დაკავების შესახებ. ეს ცნობა საგადასახადო ადმინისტრაციას წარედგინება გადასახადის დაკავების ფაქტის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

3. საფინანსო წლის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეზიდენტი გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგინოს ცნობა, რომელშიც ასახულია:

50

Page 51: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ა) სარგოს (ხელფასის), აგრეთვე დივიდენდისა და/ან სესხის (კრედიტის)

სარგებლისმიმღები ყველა პირის ვინაობა და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) წინა პუნქტში მითითებული პირების მიერ მიღებული თანხები და მათთვის დაკავებული გადასახადების ოდენობა.

4. კალენდარული თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეზიდენტი გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგინოს ცნობა, რომელშიც ასახულია ყველა ცვლილება ხელფასის და მასთან გათანაბრებული შემოსავლების, აგრეთვე დივიდენდის მიმღებ პირთა შემადგენლობაში მათ მიერ მიღებული თანხებისა და მათთვის დაკავებული გადასახადების ოდენობის მითითებით.

მუხლი 99. საანგარიშო პერიოდი1. საშემოსავლო გადასახადის საანგარიშო პერიოდია ერთი საგადასახადო წელი.

2. საგადასახადო წელი ემთხვევა გადამხდელის საფინანსო წელს.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 28

მუხლი 100-104 - სარეზერვოკარი V.

დამატებული ღირებულების გადასახადითავი 12.

დაბეგვრის ობიექტი.

გადასახადის გადამხდელიმუხლი 105. დაბეგვრის ობიექტი1. დამატებული ღირებულების გადასახადით (შემდგომში - დღგ) დაბეგვრის ობიექტიასაქართველოს ტერიტორიაზე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) წარმოებისა და მიმოქცევის თითოეულ ეტაპზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შექმნილი ღირებულება, აგრეთვე საქართველოში იმპორტირებული საქონლის საიმპორტო ღირებულება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ოპერაციების შესრულებისას შექმნილი ღირებულებისა.

2. დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულია ღირებულება, რომელიც იქმნება შემდეგი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადაცემის, აგრეთვე იმპორტის შედეგად:

ა) ფინანსური მომსახურება;

51

Page 52: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) ეროვნული ან უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატური დანიშნულების ვალუტისა) ან ფასიანი ქაღალდების გადაცემა და იმპორტი;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტი და გადაცემა;

დ) საფოსტო მარკების (გარდა საკოლექციო მარკებისა), საქართველოს აქციზური ანსპეციალური მარკების მიწოდება და იმპორტი;

ე) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის გასხვისება ან სარგებლობის უფლებით გადაცემა ფიზიკური პირისათვის;

ვ) კომპიუტერული ტექნიკის იმპორტი ან გადაცემა (სასაქონლო კოდი: ...)

ზ) სანოტარო მომსახურება;

თ) ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების გასხვისებით მიღებული ნამეტი, გარდა სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებული აქტივების გასხვისებით მიღებული ნამეტისა.;

ი) დასაბრუნებელი ტარის გადაცემა, გარდა საცალო ვაჭრობაში გადაცემისა,

როცადაბეგვრის ობიექტი (ღირებულება) მცირდება გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ტარის დაბრუნების სანაცვლოდ გადახდილი თანხით;

კ) სათამაშო ბიზნესის ორგანიზებით შემოსავლის მიღებისას შექმნილი ღირებულება;

ლ) ტრანზიტული საქონლის ტრანსპორტირებისა და მომსახურების, საქონლისსაერთაშორისო გადაზიდვებთან და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანასთან უშუალოდ დაკავშირებული სატრანსპორტო და სხვა სახის მომსახურების, ან სამუშაოს შესრულების, საერთაშორისო საავიაციო რეისის განსახორციელებლად საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების ბორტზე გადაცემისას შექმნილი ღირებულება;

მ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების ან სამუშაოს შესრულებისას შექმნილი ღირებულება (ამ კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

ნ) გლობალური კომპიუტერული ქსელით (ინტერნეტი და სხვა) მომსახურება.

(შენიშვნა: დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლების ჩამონათვალი სანიმუშოა,

დაზუსტდება განხილვის შედეგად).

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 29

52

Page 53: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლება ერთიანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადაცემისას.

3. ამ მუხლის 1-ლი ნაწილის ბ , გ, დ და ვ პუნქტების საფუძველზე დღგ-ითდაბეგვრისაგან გათავისუფლება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; ამასთან, თუ საბაჟო გადასახადის მიზნით საქართველოში შემოტანილი საქონელი ექცევა დაბრუნების რეჟიმში, ან, თუ საბაჟო გადასახადი გადახდილ უნდა იქნეს გათავისუფლების პირობების დარღვევის გამო, დღგ-ის მიმართაც გამოიყენება იგივე რეჟიმი.

მუხლი 106. გადასახადის გადამხდელი

1. დღგ-ის გადამხდელია პირი, რომელსაც აქვს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.

2. საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (ან რეგისტრაციისვალდებულების მქონე) მარწმუნებლის სახელით რწმუნებულის მიერ საქონლის (სამუშაოს,

მომსახურების) მიწოდების თითოეულ ეტაპზე დაბეგვრის ობიექტის წარმოშობის შემთხვევაშიგადასახადის გადამხდელია მარწმუნებელი.

3. საქართველოში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული (რეგისტრაციის ვალდებულების არმქონე) მარწმუნებლის სახელით რწმუნებულის მიერ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების თითოეულ ეტაპზე დაბეგვრის ობიექტის წარმოშობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელია რწმუნებული.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ ეხება რწმუნებულის მიერ მარწმუნებლისათვის გაწეულმომსახურებას.

მუხლი 107. საგადასახადო აგენტის ვალდებულება1. საქართველოში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული არარეზიდენტის მიერ საქართველოს რეზიდენტი გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ სასყიდლიანი მომსახურების ან საქართველოს ტერიტორიაზე სამუშაოს შესრულებისას წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულება ევალება საგადასახადო აგენტს.

2. ამ მუხლის მიხედვით საგადასახადო აგენტად ითვლება ამ სამუშაოების ან

53

Page 54: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მომსახურების მიმღები პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისას საგადასახადო აგენტი აკავებს დღგ-სარარეზიდენტისათვის გადასახდელი თანხიდან ხარჯების გამოქვითვის გარეშე.

დღგ-ის თანხა გამოიანგარიშება ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა»

პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის განაკვეთის გამოყენებით არარეზიდენტისათვის გადასახდელი თანხიდან.

4. საგადასახადო აგენტი ვალდებულია, იმ თვის დეკლარაციაში, რომელშიც განხორციელდა აღნიშნული ოპერაცია, შეიტანოს ამ მუხლით განსაზღვრული რეზიდენტისთვის დაკავებული (დასაკავებელი) დღგ და ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ პუნქტით დადგენილვადაში გადაიხადოს შესაბამისი თანხა.

თავი 13.

საგადასახადო ვალდებულებისწარმოშობის დრო და ადგილიმუხლი 108. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დრო1. საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის (სამუშაოს,

მომსახურების)

სასყიდლიანი ან უსასყიდლო გადაცემისას.

2. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) იმპორტისას საგადასახადო ვალდებულებაწარმოიშობა მაშინ, როცა საქონელი (სამუშაო, მომსახურება) საბაჟო კანონმდებლობისშესაბამისად ექცევა საბაჟო გადასახადით დაბეგვრის რეჟიმში. საქონლის (სამუშაოს,

მომსახურების) საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის (სამუშაოს, მომსახურების)

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას.

მუხლი 109. საქონლის გადაცემის ადგილიპროექტი5:03 PM / 4/1/2003 30

1. საქონლის გადაცემის ადგილად ითვლება საქონლის უშუალოდ გადაცემის (მიღება- ჩაბარების) ადგილი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი შემთხვევებისა.

54

Page 55: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. თუ საქონლის გადასაცემად აუცილებელია საქონლის გადაზიდვა, საქონლის გადაცემის ადგილად ითვლება საქონლის ადგილმდებარეობა გადაზიდვის დაწყებისას. სხვა შემთხვევაში საქონლის გადაცემის ადგილად ითვლება საქონლის მიღება-ჩაბარების ადგილი.

3. ელექტრო ან თბოენერგიის, ბუნებრივი გაზის ან წყლის გადაცემის ადგილად ითვლებასაქონლის მიღების ადგილი. საქართველოდან ამ საქონლის ექსპორტის შემთხვევაში მათი გადაცემის ადგილად ითვლება საქართველო.

მუხლი 110. სამუშაოების (მომსახურების) ადგილი1. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული მომსახურება (სამუშაო)

ითვლება საქართველოში განხორციელებულად, თუ იგი შესრულებულია საქართველოში რეგისტრირებული (რეგისტრაციის ვალდებულების მქონე)

გადასახადის გადამხდელის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული მომსახურებისა (სამუშაოსი).

2. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული მომსახურება (სამუშაო)

ითვლებასაქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეულად, თუ იგი შესრულებულია საქართველოშირეგისტრირებული (რეგისტრაციის ვალდებულების მქონე) გადასახადის გადამხდელის მიერ და:

ა) მომსახურების (სამუშაოს) შესრულება დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებსგარეთ მდებარე უძრავ ქონებასთან, ანბ) მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურება (სამუშაო) ფაქტობრივადშესრულებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ანგ) მომსახურება შესრულებულია უშუალოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ კულტურის, ხელოვნების, განათლების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის ან სხვა ანალოგიურ სფეროში, ანდ) მომსახურება (სამუშაო) დაკავშირებულია საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებთანდა/ან მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანასთან, ანე) მომსახურების მიმღებია საქართველოში არარეგისტრირებული (რეგისტრაციისვალდებულების არმქონე) არარეზიდენტი იურიდიული პირი, იურიდიულ პირთა

55

Page 56: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გაერთიანება, ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა გაერთიანება. ეს პუნქტი ეხება შემდეგი სახის მომსახურებას:

- პატენტების, ლიცენზიების, სავაჭრო მარკების, საავტორო უფლებების ან სხვაანალოგიური უფლებების გაცემა, საკუთრებაში გადაცემა ან დათმობა;

- საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინრო, სარეკლამო,

აგრეთვეინფორმაციის დამუშავებისა და სხვა მსგავსი მომსახურება;

- პერსონალით უზრუნველყოფა;

- მოძრავი ქონების იჯარით გაცემა (გარდა სატრანსპორტო საწარმოთა სატრანსპორტო საშუალებებისა);

- კონტრაქტის ძირითადი მონაწილე გადამხდელის სახელით მოქმედი აგენტის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება;.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილის ერთზე მეტ პუნქტში აღწერილი სამუშაოების შესრულებისა თუ მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება რიგით პირველი პუნქტის მიხედვით.

თავი 14.

გადასახადის განაკვეთები.

გადასახადის გამოანგარიშებამუხლი 111. დღგ-ის განაკვეთები1. დღგ-ს განაკვეთებია:

ა) სტანდარტული განაკვეთი - 15%;

ბ) ნულოვანი განაკვეთი.

2. ნულოვანი განაკვეთით იბეგრება ექსპორტირებული საქონლის ღირებულება.

3. სტანდარტული განაკვეთით იბეგრება იმპორტირებული საქონლის საიმპორტოღირებულება და ყველა სხვა ოპერაციის განხორციელებისას შექმნილი ღირებულება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილსა და 112-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ღირებულებისა.

მუხლი 112. დასაბეგრი ღირებულების ოდენობის დადგენის წესიპროექტი5:03 PM / 4/1/2003 31

1. დასაბეგრი ღირებულებაა გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობისფარგლებში განხორციელებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადაცემის სანაცვლოდ მიღებული ან მისაღები საზღაურის ოდენობა დღგ-ის ჩათვლით.

56

Page 57: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების არაფულადი ანაზღაურება(ანაზღაურება საქონლის, სამუშაოს, მომსახურების სანაცვალგებო გადაცემით)

ითვლება გარიგების თითოეული მხარისათვის საქონლის (სამუშაოს,

მომსახურების) გადაცემად და დასაბეგრი ღირებულების ოდენობა დგინდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.

3. საკუთარი წარმოების ან შეძენილი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების)

ჩვეულებრივზე დაბალი ფასით ან უსასყიდლოდ (ბითუმად ან ცალობით)

გადაცემისას დასაბეგრი ღირებულების ოდენობაა ამავე სახის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადაცემისას ამ გადამხდელისთვისჩვეულებრივი (შესაბამისად, საბითუმო ან საცალო) ფასი.

4. თუ საკუთარი წარმოების ან შეძენილ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე)

ჩვეულებრივი ფასის დადგენა შეუძლებელია, მაშინ დასაბეგრი ღირებულების ოდენობაა ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადაცემის ფასი, მაგრამ არანაკლებ ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) შექმნაზე (შეძენაზე) გაწეული ხარჯების ოდენობისა მასზე იმ მინიმალური რენტაბელობის დამატებით,

რომელიც იანგარიშება გადაცემის დღისთვის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ჩამოყალიბებული მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი შესაგებლით დაასაბუთებს, რომ ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) საბაზრო ფასებიდან გამომდინარე,

შეუძლებელი იყო უფრო მეტი შემოსავლისმიღება.

6. საქონლის დანაკლისის არსებობისას დასაბეგრი ღირებულების ოდენობაა დაკლებული საქონლის გადაცემის ღირებულება.

7. საანგარიშო პერიოდის საერთო დასაბეგრი ღირებულებაა საანგარიშო პერიოდშიწარმოშობილი თითოეული ღირებულების ოდენობათა ჯამი.

მუხლი 113. საქონლის საიმპორტო ღირებულება1. საქონლის საიმპორტო ღირებულებაა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითგანსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების ჯამი საქართველოში გადასახდელი დღგ-ის გარეშე.

57

Page 58: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. მომსახურების ღირებულება, რომელიც ამ კოდექსის 114-ე მუხლის მეორე ნაწილისმიხედვით განიხილება, როგორც საქონლის იმპორტის ნაწილი, შეიტანება საქონლის საიმპორტო ღირებულებაში.

მუხლი 114. შერეული ტიპის გადაცემა1. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადაცემა, რომელსაც აქვს სხვა საქონლის(სამუშაოს, მომსახურების) გადაცემის დამხმარე ხასიათი, ითვლება ძირითადი გადაცემის ნაწილად.

2. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადაცემა, რომელსაც აქვს საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) იმპორტის დამხმარე ხასიათი, ითვლება იმპორტის ნაწილად.

3. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გადაცემა, რომელიც შედგება რამდენიმეელემენტისაგან, რომელთაგან ნაწილის მიმართ მოქმედებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო ნაწილის მიმართ - ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ითვლება შერეული ტიპის გადაცემად და მისი შემადგენელი ელემენტები ითვლება ცალკე (დამოუკიდებელ) გადაცემად.

მუხლი 115. გამოსაქვითი ხარჯები1. დასაბეგრი ღირებულებიდან გამოიქვითება:

ა) ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოსაყენებელი საქონლის (სამუშაოს,

მომსახურების) შესაძენად ან შესაქმნელად საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული ყველა ხარჯი;

ბ) საქონლის იმპორტისას გადახდილი ყველა გადასახადი დღგ-ის, აგრეთვე საბაჟომოსაკრებლების ჩათვლით;

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» პუნქტებში მითითებული ხარჯებიგამოიქვითება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარჯები გაღებულია დასაბეგრი ღირებულების შექმნის პროცესში და დასაბუთებულია დოკუმენტურად ამ კოდექსის 43 მუხლის შესაბამისად.

3. გამოსაქვითი ხარჯების შემადგენლობაში არ შეიტანება:

ა) გაცემული სარგო;

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 32

ბ) ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის თანხა;

58

Page 59: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გ) მივლინების დღიური ხარჯის ანაზღაურება;

დ) საშემოსავლო და ქონების გადასახადი, აგრეთვე ჩასათვლელი (დასაბრუნებელი) აქციზი იმ პირისთვის, რომელსაც აქვს აქციზური საქონლის შეძენისას გადახდილი აქციზის ჩათვლის (ბიუჯეტიდან დაბრუნების) მოთხოვნის უფლება;

ე) მოსაკრებლები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა);

ვ) გართობისათვის გაღებული ხარჯი;

ზ) წარმომადგენლობითი ხარჯი ამ კოდექსის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილის ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობით.

თ) არაამორტიზებადი ძირითადი საშუალებების შესაძენად ან შესაქმნელად გაღებული ხარჯი.

ი) ამ კოდექსის 112-ე (???) მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ოპერაციებიდანშემოსავლის მისაღებად გაღებული ხარჯი. თუ შეუძლებელია ამ ხარჯების ზუსტიოდენობის დადგენა, ხარჯის ოდენობა უნდა დადგინდეს ჯამური ოპერაციებისას (საერთო ბრუნვისას) შექმნილ ღირებულებაში გათავისუფლებული ღირებულების წილის პროპორციულად;

კ) არაეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად გაღებული ხარჯები.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის ვ პუნქტი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ეწევაგართობითი ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას, თუ ხარჯი გაღებულია ასეთი საქმიანობის ფარგლებში.

5. თუ საანგარიშო პერიოდის შემდეგ დადგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმაგამოსაქვით ხარჯში შეიტანა ხარჯი, რომელიც გაწეულია გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მისაღებად და/ან არაეკონომიკური საქმიანობისთვის, მაშინ ზედმეტად შეტანილი ხარჯის ოდენობით უნდა შემცირდეს მიმდინარე პერიოდში გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა.

ამასთანავე, თუ ასეთი ხარჯი გამოქვითული იყო პროპორციულად, მაშინ შემცირება უნდა მოხდეს უკვე გამოქვითული ხარჯის ოდენობით.

6. თუ საანგარიშო პერიოდის შემდეგ დადგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმაგამოსაქვით ხარჯში არ შეიტანა ხარჯი, რომელიც გაწეულია დასაბეგრი ღირებულების შესაქმნელად, მაშინ შეუტანელი ხარჯის ოდენობით უნდა გაიზარდოს მიმდინარე პერიოდში გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. ამასთანავე, თუ

59

Page 60: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ასეთი ხარჯი არ იყო გამოქვითული პროპორციულად, მაშინ გამოსაქვითი ხარჯი უნდა გაიზარდოს ადრე გამოუქვითავი ხარჯის ოდენობით.

მუხლი 116. დღგ-ის გამოანგარიშება1. ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის თანხა წარმოადგენს ნულოვანგანაკვეთიანი ღირებულებით შემცირებულ მთლიან დასაბეგრ ღირებულებასა და გამოსაქვით ხარჯებს შორის დადებითი სხვაობის თანხის 13,04 %-ს.

2. თუ გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა აღემატება მთლიან დასაბეგრ ღირებულებას, მაშინ ხარჯების ზედმეტობა გადაიტანება შემდგომი საანგარიშო პერიოდისთვის, ხოლო გადამხდელს წარმოეშობა მოთხოვნა საგადასახადო ადმინისტრაციის მიმართ ნულოვანგანაკვეთიანი ღირებულების 13,04 %-ის ოდენობით.

3. თუ გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა ნაკლებია მთლიან დასაბეგრ ღირებულებაზე, მაგრამ აღემატება ნულოვანგანაკვეთიანი ღირებულებით შემცირებულ დასაბეგრ ღირებულებას, მაშინ გადამხდელს წარმოეშობა მოთხოვნა საგადასახადო ადმინისტრაციის მიმართ ხარჯების ამ ზედმეტობის 13,04

%-ის ოდენობით.

თავი 15.

საგადასახადო ვალდებულების შესრულების დრო და წესიმუხლი 117. საანგარიშო პერიოდი, დეკლარაციის წარდგენადა დღგ-ის გადახდა1. დღგ-ის საანგარიშო პერიოდია:

ა) იურიდიული პირებისთვის - კალენდარული თვე;

ბ) დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობის მიმდევარი ფიზიკური პირებისათვის - კალენდარული კვარტალი.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 33

2. დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია,:

ა) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ისდეკლარაცია ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) გადაიხადოს დღგ ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.

60

Page 61: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესი არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც გადასახადის გადამხდელად ითვლება მხოლოდ საქონლის იმპორტისას.

4. დასაბეგრ იმპორტზე დღგ-ის დარიცხვა და გადახდევინება ხდება საბაჟო ორგანოების მიერ ამ კოდექსისა და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით.

5. საგადასახადო აგენტი საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს ამ მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 118-119 - სარეზერვო მუხლებიკარი VI. აქციზითავი 16.

დაბეგვრის ობიექტი.

გადასახადის გადამხდელიმუხლი 120. დაბეგვრის ობიექტი1. აქციზით დაბეგვრის ობიექტია ამ კოდექსის 120-ე მუხლში ჩამოთვლილი საქონელი, რომელიც დამზადებულია (მათ შორის, დამკვეთის ნედლეულით)

საქართველოში, ან იმპორტირებულია საქართველოში, გარდა ამ მუხლის მე-2

ნაწილში მითითებული საქონლისა.

2. აქციზით დაბეგვრისგან თავისუფლდება:

ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული და მოხმარებული ალკოჰოლური სასმელი.

ბ) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის იმპორტირებული 5 ლიტრიალკოჰოლური სასმელი, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტი, ან 100 ცალი სიგარა, ან 500

გრამი მოსაწევი თამბაქო.

გ) საქართველოში ავტომობილით შემომსვლელი პირის ავტომობილის ავზში არსებული საწვავი.

დ) საქართველოს ტერიტორიის გავლით (ტრანზიტი) გატანილი აქციზური საქონელი, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი აქციზური საქონელი.

ე) რეექსპორტისათვის განკუთვნილი აქციზური საქონელი. ამასთანავე,

საქართველოს ტერიტორიაზე რეექსპორტისათვის განკუთვნილი აქციზური საქონლის შემოტანისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, გადაიხადოს აქციზი, ან წარადგინოს საბანკო გარანტია, ან გარანტიის სახით დატოვოს გადასახდელი აქციზის შესატყვისი ფასის აქციზური საქონელი.

61

Page 62: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

რეექსპორტისათვის განკუთვნილი აქციზური საქონლის საქართველოდან გატანისას გადასახადის გადამხდელს 15 კალენდარულ დღეში უბრუნდებაგარანტიის სახით დატოვებული საქონელი ფაქტობრივად გატანილი საქონლისღირებულების შესაბამისად, ან ამავე ვადაში უბრუნდება გადახდილი აქციზი, ან ამავე ვადაში უქმდება საბანკო გარანტია.

ვ) მანქანებისა და საბურავების იმპორტი სტიქიური უბედურების დროს ჰუმანიტარულიდახმარების მიზნით;

ზ) ექსპორტირებული აქციზური საქონელი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის გ - დ პუნქტებში აღნიშნული საქონელიაქციზისაგან თავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია საბაჟოპროექტი5:03 PM / 4/1/2003 34

გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები; ამასთან, თუ საქართველოში შემოტანილი საქონელი საბაჟო გადასახადის მიზნისათვის ექცევა გადასახადის დაბრუნების რეჟიმში, ან, თუ საბაჟო გადასახადი გადახდილ უნდა იქნეს გათავისუფლების პირობების დარღვევის გამო, იგივე რეჟიმი გამოიყენება აქციზის მიმართაც.

მუხლი 121. გადასახადის გადამხდელი1. აქციზის გადამხდელია აქციზური საქონლის მწარმოებელი ან იმპორტიორი.

2. დამკვეთის ნედლეულით საქართველოში დამზადებულ აქციზურ საქონელზე აქციზის გადახდა ევალება აქციზური საქონლის მწარმოებელს.

თავი 17.

საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა.

აქციზური მარკებიმუხლი 122. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დრო1. საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა:

ა) აქციზური საქონლის მწარმოებლის მიერ აქციზური საქონლის სასყიდლიანი ანუსასყიდლო გადაცემისას ან გასაყიდად გატანისას.

ბ) აქციზური საქონლის იმპორტისას.

2. აქციზური მარკებით დასანიშნ აქციზურ საქონელზე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტია საქონლის გადაცემის მომენტი.

მუხლი 123. აქციზური მარკა

62

Page 63: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. აქციზური მარკა არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამზადებული და აქციზური საქონლის ზოგიერთი სახეობის ნიშანდებისათვის განკუთვნილი ქაღალდის ნიშანი.

2. აქციზური მარკის დამზადებისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოსპრეზიდენტის ბრძანებულებით.

3. აქციზური მარკის გაყალბება ისჯება სისხლისსამართლებრივი სასჯელით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.

4. აქციზური მარკის გამოყენების წესების დარღვევა, აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე გასაყიდად გატანა და/ან რეალიზაცია ისჯება ადმინისტრაციული სასჯელით ამ კოდექსის 171 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 124. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება1. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება საქართველოში წარმოებული და გადაცემული, აგრეთვე საქართველოში იმპორტირებული:

ა) ალკოჰოლური სასმელი, მათ შორის, ლუდი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობააღემატება 1,15 გრადუსს (გარდა ორმოცდაათ გრამსა და მასზე ნაკლები მოცულობის,

აგრეთვე ათ ლიტრსა და მასზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმულისა);

ბ) თამბაქოს ნაწარმი, გარდა მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქოსი.

2. აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საქონლის გადაცემა ან იმპორტი თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმით.

3. აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საქონლის გადაცემა ან იმპორტი ისჯება ამ კოდექსის მე-3 წიგნის შესაბამისად. ამასთანავე, აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საქონლის გამყიდველს (იმპორტიორს) ეკისრება ამ საქონლის დაპატიმრებასთან, ექსპერტიზასთან, დადგენილი წესით რეალიზაციასთან და საჭიროების შემთხვევაში - განადგურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სასამართლო ხარჯების ჩათვლით. მუხლი 125.

აქციზური მარკით არანიშანდებული საქონლის დაპატიმრების პროცედურა1. აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკითნიშანდების გარეშე გადაცემის ან იმპორტის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ნორმის დარღვევის შემთხვევაში დარღვევის ფაქტის დამდგენი

63

Page 64: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია, დააპატიმროს აქციზური მარკით არანიშანდებული აქციზური საქონელი.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 35

2. დაპატიმრებული საქონელი უნდა მოთავსდეს საწყობში და უნდა დაილუქოს.

დალუქვას უნდა ესწრებოდნენ:

ა) საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენელი;

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენელი;

გ) პირი, რომელმაც დააპატიმრა საქონელი;

დ) პირი, რომელსაც ჩამოერთვა საქონელი.

ე) საქონლის მწარმოებელი;

ვ) პირი, რომელსაც უნდა მიეღო საქონელი.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის დ ვ პუნქტებში მითითებულ პირთა დაუსწრებლობა არაბრკოლებს დალუქვას.

5. დალუქვის შესახებ უნდა შედგეს აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) აქტის შედგენის თარიღი;

ბ) დალუქვის პროცესის მონაწილეთა ვინაობა;

გ) დალუქული საქონლის დასახელება და ოდენობა;

დ) საქონლის დაპატიმრების ზუსტი დრო და ადგილი, დაპატიმრების გარემოებები;

ე) იმ ორგანოს დასახელება, ვისაც ევალება დაპატიმრებული საქონლის მესაკუთრისმიმართ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა.

ვ) დალუქვის პროცესის მონაწილეთა ხელმოწერები. ამასთანავე, ამ მუხლის მე-2

ნაწილის დვ პუნქტებში მითითებულ პირთა მიერ ხელმოწერაზე უარის თქმა არ იწვევს აქტის ბათილობას.

6. დალუქვის პროცესში თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს, აქტს დაურთოს თავისიშენიშვნა.

7. დალუქვის აქტი უნდა შედგეს დალუქვის პროცესში მონაწილე პირთა რაოდენობაზე ერთით მეტ ეგზემპლარად. ყოველ მონაწილეს გადაეცემა აქტის თითო ეგზემპლარი, ხოლო დარჩენილი ეგზემპლარი რჩება იმ ორგანოს,

რომელსაც აქვს დაპატიმრებული საქონლის მესაკუთრის მიმართ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ვალდებულება.

64

Page 65: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

8. საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციისათვის განკუთვნილი ეგზემპლარიდაუყოვნებლივ უნდა გატარდეს რეგისტრაციაში «აქციზური საქონლის დაპატიმრების» ჟურნალში, რომლის წარმოების წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

მუხლი 126. აქციზური მარკების დანაკლისის შედეგები1. აქციზური მარკის ნებისმიერი ფორმით დანაკლისი (დაკარგვა, განადგურება),

მიუხედავად დანაკლისის საფუძვლისა (გარდა ფორსმაჟორული გარემოებების საფუძვლით დანაკლისის წარმოშობისა), განიხილება შესაბამისი ოდენობის საქონლის იმპორტად ან გადაცემად და იბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. აქციზური მარკის დანაკლისი ისჯება ადმინისტრაციული სასჯელითთ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 127. იმპორტის მიზნით აქციზური მარკის მიღების შედეგები1. გადასახადის გადამხდელი - იმპორტიორი ვალდებულია, წინასწარ მიიღოს აქციზური მარკა აქციზური საქონლის იმპორტირების მიზნით.

2. გადასახადის გადამხდელი - იმპორტიორი ვალდებულია, აქციზური საქონლის იმპორტი განახორციელოს აქციზური მარკების მიღებიდან ექვს თვეში. ამ ვადაში აქციზური საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი - იმპორტიორი ვალდებულია, იმპორტის განხორციელების ვადის ამოწურვიდან 24 საათში დააბრუნოს მიღებული აქციზური მარკები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ჩაითვლება აქციზური საქონლის იმპორტად და ქვეყნის შიგნით გადაცემად. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს - იმპორტიორს წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

დასაბეგრ ბაზად მიიჩნევა საიმპორტო აქციზური საქონლის ღირებულება.

შემდგომში დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას უნდა მოხდეს იმპორტის განხორციელებამდე დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად იმპორტირებული აქციზური საქონლის ღირებულების შესაბამისად.

მუხლი 128. დოკუმენტის გამოწერის ვალდებულებაპროექტი5:03 PM / 4/1/2003 36

65

Page 66: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

აქციზური საქონლის გადაცემისას აქციზის გადამხდელი ვალდებულია, საქონლის მიმღებს მოთხოვნისთანავე გამოუწეროს და გადასცეს ამ კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც სხვა სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად უნდა გამოიყოს აქციზის ოდენობა.

თავი 18.

გადასახადის განაკვეთი.

გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესიმუხლი 129. აქციზური საქონელი და გადასახადის განაკვეთიამ მუხლში ჩამოთვლილი საქონელი იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:

# საქონლის დასახელებასაქონლის ნომენკლატურის კოდი, აქციზის განაკვეთიშენიშვნა: დაზუსტდება საბოლოო განხილვის შედეგადმუხლი 130. აქციზური საქონლის დაბეგვრის წესი1. თუ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიმართ დადგენილია აქციზის პროცენტული განაკვეთი, მაშინ აქციზი გამოიანგარიშება შემდეგი წესით:

საქონლის დასაბეგრი ღირებულება უნდა გამრავლდეს შესაბამისი სახის აქციზური საქონლის დაბეგვრისათვის დადგენილ გადასახადის განაკვეთზე.

2. აქციზური საქონლის დასაბეგრი ღირებულებაა საქონლის ფასი აქციზისა და დღგ-ის გარეშე.

4. საცალო ფასით ან ჩვეულებრივზე დაბალი ფასით ან უსასყიდლოდ (ბითუმად ანცალობით) აქციზური საქონლის გადაცემისას აქციზით დასაბეგრი ღირებულებაა ამავე სახის საქონლის სასყიდლიანი გადაცემისას ამ გადამხდელისთვის ჩვეულებრივი საბითუმო ფასი.

ალკოჰოლური სასმელების დასაბეგრი ღირებულებაა იმპორტირებული და/ან გადაცემული ალკოჰოლური სასმელების ნეტო-ღირებულება.

5. აქციზური საქონლის იმპორტისას საქონლის დასაბეგრ ღირებულებად ითვლებასაქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საიმპორტო ღირებულება აქციზისა და დღგ-ის გარეშე და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი მოსაკრებლებისა და გადასახადების თანხის (აქციზისა და დღგ-ის გარდა) ჯამი.

6. აქციზით დასაბეგრი საქონლის ღირებულებაში არ შეიტანება ტარის ღირებულება.

მუხლი 131. საანგარიში პერიოდი.

66

Page 67: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გადასახადის გადახდის წესი 1. აქციზის საანგარიშო პერიოდია ერთი კალენდარული თვე.

2. აქციზის გადამხდელი ვალდებულია,:

ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ადგილის საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგინოს აქციზის დეკლარაცია საანგარიშო პერიოდისათვის არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) დეკლარაციის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხადოს აქციზი.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 37

3. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც გადასახადისგადამხდელად ითვლება მხოლოდ საქონლის იმპორტისას.

4. იმპორტირებული აქციზური საქონელი აქციზით იბეგრება და გადასახადი გადაიხდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე ამ კოდექსისა და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით.

5. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელი და იმპორტიორი (დეკლარანტი)

ვალდებულია, აქციზური მარკების შეძენისას სრულად გადაიხადოს აქციზი.

მუხლი 132. აქციზის დაბრუნება ან ჩათვლა1. გადახდილი აქციზი ექვემდებარება დაბრუნებას ან ჩათვლას ამ მუხლის მე-2

ნაწილით დადგენილ შემთხვევებში.

2. აქციზის დაბრუნების ან ჩათვლის უფლება აქვს:

ა) პირს, რომელმაც შეიძინა აქციზით დაბეგრილი ნედლეული და გამოიყენა იგი სხვააქციზური საქონლის დასამზადებლად მისი შემდგომი გადაცემისათვის.

ბ) პირს, რომელიც შეძენილ აქციზურ საქონელს იყენებს ნიმუშების სახით ანალიზისჩატარების, ან წარმოების პროცესში აუცილებელი შემოწმების ან სამეცნიერო კვლევის, ან საავადმყოფოებსა და აფთიაქებში სამედიცინო მიზნით.

გ) აქციზური საქონლის ექსპორტიორს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის ა პ უნქტით დადგენილ შემთხვევაში უფლებამოსილ პირსუფლება აქვს, დაიბრუნოს (ან ჩაითვალოს) ნედლეულის შეძენისას გადახდილი აქციზი.

67

Page 68: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ თითოეულ შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დაიბრუნოს (ან ჩაითვალოს) აქციზური საქონლის წარმოების,

ან შეძენისას გადახდილი აქციზი.

5. აქციზი ჩაეთვლება ან დაუბრუნდება გადამხდელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამის საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგენს მომწოდებლისათვის,

ან აქციზური ნედლეულის იმპორტისას საბაჟო ორგანოებისთვის აქციზის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთანავე, აქციზის გადამხდელი ვალდებულია, დეკლარაციაში მიუთითოს გადახდილი აქციზის ოდენობა,

რომლის დაბრუნებას ან ჩათვლასაც იგი ითხოვს.

6. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, გადახდილი აქციზი დაუბრუნოს მას საგადასახადო ადმინისტრაციაში დოკუმენტების წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეში.

7. გადახდილი აქციზის დაბრუნება ან ჩათვლა ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 133-135 - სარეზერვო მუხლებიკარი VII.

ქონების გადასახადითავი 19.

დაბეგვრის ობიექტი. გადასახადის გადამხდელიმუხლი 136. დაბეგვრის ობიექტი1. ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) საქართველოში მდებარე მიწის ნაკვეთი;

ბ) საქართველოში მდებარე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა, შენობა (შენობის ნაწილი), რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა საჯარო რეესტრში,

გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ობიექტებისა;

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 38

გ) საქართველოში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობა და დაუმონტაჟებელიმოწყობილობა;

დ) საქართველოში მდებარე მოძრავი ნივთი, რომელსაც ერიცხება ამორტიზაცია (ძირითადი საშუალებები), გარდა ამ ნაწილის ე პუნქტში მითითებული მოძრავი ნივთისა;

68

Page 69: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ე) საავტომობილო ტრანსპორტი, მოტოციკლი, საჰაერო ხომალდი, მცურავი საშუალება, სასოფლო-სამეურნეო და საგზაო-სამშენებლო ტექნიკა (სასაქონლო ნომენკლატურის კოდი .............),

რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, ან რეგისტრირებულია უცხოეთში,

მაგრამ სამოქალაქო გარიგების საფუძველზე არის საქართველოს რეზიდენტი პირის სარგებლობაში (მფლობელობაში) საქართველოს ტერიტორიაზე.

ვ) არამატერიალური აქტივი.

2. ქონების გადასახადით არ იბეგრება:

ა) სახელმწიფოს, ან ადგილობრივი (რეგიონული) თვითმმართველობის საკუთრებაშიარსებული დაბეგვრის ობიექტი, გარდა დაბეგვრის ობიექტისა, რომელიც გადაცემულია კერძო სამართლის იურიდიული პირის, ან ფიზიკური პირის სარგებლობაში (მფლობელობაში).

ბ) წიაღისეული და მიწაზე აღმოცენებული მცენარეები.

გ) არასამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული დაბეგვრის ობიექტი,

რომელიც მითითებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის ა, ბ, გ და დ ქვეპუნქტებში,

თუ არასამეწარმეო იურიდიული პირი არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.

ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთანავე მათ საკუთრებაში არსებულ დაბეგვრის ყველა ობიექტზე მიმდინარე საგადასახადო(საფინანსო) წელს სრულად ვრცელდება ამ კარით დადგენილი დაბეგვრის რეჟიმი.

დ) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული დაბეგვრის ობიექტი, რომელიც

მითითებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის გ, დ და ვ ქვეპუნქტებში, თუ პირი არ

ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთანავე მის

საკუთრებაში არსებულ, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ დაბეგვრის

ყველა ობიექტზე მიმდინარე საგადასახადო (საფინანსო)

წელს სრულად ვრცელდება ამ კარით დადგენილი დაბეგვრის რეჟიმი.

ე) საქართველოში რეგისტრირებული გემი, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის საქართველოს არარეზიდენტ იურიდიულ პირს.

მუხლი 137. გადასახადის გადამხდელი1. გადასახადის გადამხდელია საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც:

ა) საკუთრებაში აქვს დაბეგვრის ობიექტი;

69

Page 70: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) სარგებლობაში (მფლობელობაში) აქვს სახელმწიფო ან ადგილობრივი (რეგიონული) თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული დასაბეგრი ქონება.

გ) სარგებლობაში (მფლობელობაში) აქვს დაბეგვრის ობიექტი, რომელიც საკუთრებისუფლებით ეკუთვნის არარეზიდენტ პირს.

2. დაბეგვრის ობიექტის თანამესაკუთრე (თანამფლობელი, თანამოსარგებლე)

ვალდებულია,

ქონების გადასახადი გადაიხადოს თავისი წილის პროპორციულად.

მუხლი 138. საგადასახადო ვალებულების წარმოშობის დროსაგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა:

ა) ამ კოდექსის 118-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ქონებაზე საკუთრებისუფლების წარმოშობისთანავე.

ბ) ამ კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულ ქონებაზე სარგებლობის(მფლობელობის) უფლების წარმოშობისთანავე.

თავი 20.

გადასახადის გამოანგარიშების წესიმუხლი 139. ქონების გადასახადის გამოანგარიშების საფუძველი1. ქონების გადასახადი გამოიანგარიშება დაბეგვრის ცალკეული ობიექტის მიხედვით. თუ გადასახადის გადამხდელს აქვს ერთზე მეტი დაბეგვრის ობიექტი,

გადასახადი გამოიანგარიშება ყოველ დასაბეგრ ობიექტზე ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

2. ქონების გადასახადი შეადგენს დასაბეგრი ობიექტების დაბეგვრით მიღებულიგადასახადების ჯამს. პროექტი5:03 PM / 4/1/2003 39

3. თუ გადასახადის გადამხდელს აქვს საგადასახადო ვალდებულება არასრული საანგარიშო პერიოდისათვის, გადასახადის გადამხდელის ფულადი საგადასახადო ვალდებულება გამოიანგარიშება არასრული პერიოდის პროპორციულად საგადასახადო წელთან შეფარდებით.

მუხლი 140. მიწის ნაკვეთის დაბეგვრის წესი1. მიწის ნაკვეთი იბეგრება მისი ღირებულებისაგან დამოუკიდებლად -

ფუნქციურიდანიშნულების, ადგილმდებარეობისა და ფართობის მიხედვით საბაზისო განაკვეთის საფუძველზე.

70

Page 71: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთისფუნქციური დანიშნულების კოეფიციენტსა, ადგილმდებარეობის კოეფიციენტსა და მიწის ნაკვეთის საერთო ფართზე.

3. მიწის ნაკვეთის დაბეგვრის საბაზისო განაკვეთია 0.01 ლარი 1 კვ. მ-ზე.

4. მიწის ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულებისა და ადგილმდებარეობის კოეფიციენტს სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით ადგენს იმ რაიონის (ქალაქის) თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო,

სადაც მდებარეობს მიწის ნაკვეთი. ამასთანავე, მიწის ნაკვეთის გადასახადი 1 კვ.

მ.-ზე არ შეიძლება აღემატებოდეს 1,0 ლარს.

მუხლი 141. იმ ნივთების დაბეგვრის წესი, რომელიცექვემდებარება ამორტიზაციას1. სამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ნივთი,

რომელიც ექვემდებარება ამორტიზაციას, აგრეთვე არამატერიალური აქტივი იბეგრება ნივთების (არამატერიალური აქტივის) საშუალო წლიური ნარჩენი ღირებულების საფუძველზე.

2. გადასახადის განაკვეთია 0,1 %-დან 3 %-მდე.

3. შესაბამის რაიონში (ქალაქში) კონკრეტულ საგადასახადო განაკვეთს ადგენს რაიონის (ქალაქის) თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

მუხლი 142. ფიზიკური პირისა და არასამეწარმეო იურიდიულიპირის საკუთრებაში არსებული შენობის (შენობის ნაწილის) დაბეგვრის წესი1. ფიზიკური პირისა და არასამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულიშენობა (შენობის ნაწილი), რომელსაც არ ერიცხება ამორტიზაცია, იბეგრება შენობის (შენობის ნაწილის) ფართობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. გადასახადი გამოანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის კოეფიციენტზე.

3. შენობის (შენობის ნაწილის) დაბეგვრის საბაზისო განაკვეთებია:

გადასახადის საბაზისო განკვეთი ფართის მიხედვითI II III IV V

მოსახლეობის რაოდენობადასახლებულ პუნქტებში,

სადაც მდებარეობსდაბეგვრის ობიექტი

71

Page 72: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1-დან 80 მ2-ისჩათვლით80 მ2.-დან 150

მ2-ის ჩათვლით150 მ2-დან 300

მ2-ის ჩათვლით300 მ2-დან 400

მ2-ის ჩათვლით400 მ2-ზე მეტი1. 1000 კაცამდე0.1 ლ.

ყოველიმ2-თვის8 ლ.

+ (0.15

ლ. 80-დან150 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

18.5 ლ. +

(0.3 ლ.

150-დან300 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

63.5 ლ. +

(0.5ლ.

300-დან400 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

72

Page 73: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

113.5 ლ.

+ (1 ლ.

400 მ2-ზემეტიყოველიმ2-თვის)

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 40

2. 1000 კაციდან 10000

კაცამდე0.15 ლ.

ყოველიმ2-თვის12 ლ.

+ (0.2 ლ.

80-დან150 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

26 ლ.

+ (0.5 ლ.

150-დან300 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

101 ლ.

+ (1 ლ.

300-დან400 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

73

Page 74: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

201 ლ.

+ (1,2 ლ.

400 მ2-ზემეტიყოველიმ2-თვის)

3. 10000 კაციდან 50000

კაცამდე0.2 ლ.

ყოველიმ2-თვის16 ლ.

+ (0.3 ლ.

80-დან150 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

37 ლ.

+ (0.6 ლ.

150-დან300 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

127 ლ.

+ (1.2 ლ.

300-დან400 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

247 ლ.

+ (1,5 ლ.

74

Page 75: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

400 მ2-ზემეტიყოველიმ2-თვის)

4. 50000 კაციდან500000 კაცამდე0.3 ლ.

ყოველიმ2-თვის24 ლ.

+ (0.4 ლ.

80-დან150 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

52 ლ. +

(0.8 ლ.

150-დან300 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

172 ლ.

+ (1.6 ლ.

300-დან400 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

332 ლ.

+ (3 ლ.

75

Page 76: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

400 მ2-ზემეტიყოველიმ2-თვის)

5. 500000 კაცზე მეტი0.5 ლ.

ყოველიმ2-თვის40 ლ.

+ (1 ლ.

80-დან150 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

110 ლ.

+ (2 ლ.

150-დან300 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

410 ლ.

+ (3 ლ.

300-დან400 მ2-ისჩათვლითყოველიმ2-თვის)

710 ლ.

+ (5 ლ.

400 მ2-ზემეტიყოველი

76

Page 77: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მ2-თვის)

4. დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის კოეფიციენტს ადგენს იმ რაიონის (ქალაქის) თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც მდებარეობს დაბეგვრის ობიექტი.

5. რაიონის (ქალაქის) თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს ათასზე მეტი ფიზიკური პირით დასახლებული პუნქტი დაყოს უბნებად და დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის კოეფიციენტი დაადგინოს უბნების მიხედვით.

მუხლი 143. საავტომობილო ტრანსპორტისა და მოტოციკლისდაბეგვრის წესი1. საავტომობილო ტრანსპორტი და მოტოციკლი (სასაქონლო ნომენკლატურის კოდი ...... ),

რომელიც იმყოფება არასამეწარმეო იურიდიული პირის, ან ფიზიკური პირის საკუთრებაში (სარგებლობაში, მფლობელობაში), იბეგრება დიფერენცირებულად ძრავის სიმძლავრისა და ასაკის (ქარხნიდან გამოშვების წლის) მიხედვით.

2. გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ძრავის მოცულობაზე.

3. საავტომობილო ტრანსპორტისა და მოტოციკლის დაბეგვრის საბაზისო განაკვეთებია: ტრანსპორტის სახეობა ასაკი გადასახადის განაკვეთიძრავის 1 სმ3-ზე2 წლამდე 0,05 ლარი2-დან 5 წლამდე 0,04 ლარი5-დან 10 წლამდე 0,03 ლარი1. მსუბუქი ავტომობილი10 წელზე მეტი 0,02 ლარი2 წლამდე 0,10 ლარი2-დან 5 წლამდე 0,12 ლარი5-დან 10 წლამდე 0,15 ლარი2. ავტობუსი (მათ შორის,

მიკროავტობუსი)

10 წელზე მეტი 0,20 ლარი3. სატვირთო ავტომობილი 2 წლამდე 0,10 ლარიპროექტი5:03 PM / 4/1/2003 41

77

Page 78: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2-დან 5 წლამდე 0,12 ლარი

5-დან 10 წლამდე 0,15 ლარი10 წელზე მეტი 0,20 ლარი5 წლამდე 0,10 ლარი4. მოტოციკლეტი5-წელზე მეტი 0,15 ლარი4. თუ ვერ ხერხდება ტრანსპორტის ასაკის დადგენა, გადასახადი გამოიანგარიშებაშესაბამისი სახის ტრანსპორტისათვის დადგენილი ყველაზე მაღალი საბაზისო განაკვეთის საფუძველზე.

5. სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული საავტომობილო ტრანსპორტი და მოტოციკლი იბეგრება საბალანსო ღირებულების მიხედვით.

მუხლი 144. საჰაერო ხომალდის დაბეგვრის წესი1. საჰაერო ხომალდი (სასაქონლო ნომენკლატურის კოდი ........) იბეგრება ..............

მიხედვით.

2. გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ................... .

3. საჰაერო ხომალდის დაბეგვრის საბაზისო განაკვეთებია:

საჰაერო ხომალდის სახეობაგადასახადის განაკვეთი.....................................

1. თვითმფრინავი2. ვერტმფრენიმუხლი 145. მცურავი საშუალების დაბეგვრის წესი1. მცურავი საშუალება (სასაქონლო ნომენკლატურის კოდი ........) იბეგრება წყალწყვის(ტონაჟის) მიხედვით.

2. გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით წყალწყვის (ტონაჟზე).

3. მცურავი საშუალების დაბეგვრის საბაზისო განაკვეთებია:

მცურავი საშუალების სახეობა წყალწყვა (ტონაჟი)

გადასახადის განაკვეთი1 ტონა წყალწყვაზე(ტონაჟზე)

78

Page 79: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. გემი2. კატარღა3. იახტაპროექტი5:03 PM / 4/1/2003 42

მუხლი 146. სასოფლო-სამეურნეო დასაგზაო-სამშენებლო ტექნიკის დაბეგვრის წესი1. სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო ტექნიკა (სასაქონლო ნომენკლატურის კოდი........) იბეგრება ................ მიხედვით.

2. გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ..................

სასოფლო-სამეურნეო, საგზაოსამშენებლოტექნიკის სახეობაგადასახადის განაკვეთი.....................................

1. ტრაქტორი2. კომბაინითავი 21.

საგადასახადო ვალდებულებისშესრულების დრო და წესიმუხლი 147. საანგარიშო პერიოდი, დეკლარაციის წარდგენა დაგადასახადის გადახდის ადგილი1. ქონების გადასახადის საანგარიშო პერიოდია საგადასახადო (საფინანსო)

წელი.

2. ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვს გადასახადისგადამხდელს, რომელსაც ეკისრება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენისვალდებულება (ამ კოდექსის 87 მუხლი).

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 60 კალენდარულ დღეში დაბეგვრის ობიექტის

79

Page 80: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის) მიხედვით საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგინოს ამკოდექსით დადგენილი ფორმის დეკლარაცია იმ ქონების შესახებ, რომელიც მდებარეობს(რეგისტრირებულია) ამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

ბ) საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 90 კალენდარულ დღეში გადასახადისგადამხდელად რეგისტრაციის შესაბამის საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგინოს ქონების ერთობლივი დეკლარაცია ამ კოდექსით დადგენილი ფორმით, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის შესახებ;

4. ქონების გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის)

მიხედვით საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 90 კალენდარულ დღეში,

გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილი შემთხვევებისა.

5. ფიზიკური პირი და არასამეწარმეო იურიდიული პირი ვალდებულნი არიან გადასახადი სატრანსპორტო საშუალებისათვის გადაიხადონ სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების მომენტში, თუ სატრანსპორტო საშუალებას არ ერიცხება ამორტიზაცია ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ქონების გადასახადი ჩაირიცხება ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო ტექდათვალიერების ორგანოს წარედგინება გადასახადისგადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აკრძალულია სავალდებულო ტექდათვალიერების ჩატარება გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 43

6. ფიზიკური პირისა და არაკომერციული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისებისას გადასახადი გადახდილ უნდა იქნას ქონების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, თუ ამ ქონებას არ ერიცხება ამორტიზაცია ამ კოდექსით დადგენილი წესით. აკრძალულია რეგისტრაცია ქონების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.

148-150. სარეზერვო მუხლები

80

Page 81: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

წიგნი III

საგადასახადო სამართალდარღვევადა პასუხისმგებლობაკარი VIII.

გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ადმინისტრაციისპასუხისმგებლობათავი 22.

საერთო დებულებებიმუხლი 151. საგადასახადო სამართალდარღვევასაგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ კეთილსინდისიერების ვალდებულების,

საგადასახადოადმინისტრაციასთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის პრინციპების დარღვევა, რაც გამოიხატება გადასახადის გადამხდელის მიერ ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, ან შეუსრულებლობით.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 44

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ გადასახადის გადამხდელთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის პრინციპების დარღვევა, რაც გამოიხატება საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, ან შეუსრულებლობით.

მუხლი 152. პასუხისმგებლობა საგადასახადო სამართალდარღვევისათვის1. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სამართალდამრღვევს შეეფარდებაპირგასამტეხლო და ადმინისტრაციული სასჯელი - ჯარიმა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. პირგასამტეხლო არის ფულადი გადასახდელი, რომლის გადახდის ვალდებულებაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენს საგადასახადო სამართალურთიერთობის მეორე მონაწილის სასარგებლოდ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში.

3. ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი, რომლის გადახდა ევალება გადასახადის

81

Page 82: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გადამხდელს საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის. ჯარიმის ოდენობა დგინდება თითოეული საგადასახადო სამართალდარღვევის სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.

4. პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ოდენობის შემცირება დასაშვებია ამ კოდექსითდადგენილ შემთხვევებში და წესით.

5. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის პირველი-მეოთხე ნაწილებით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების შეფარდება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების, დისციპლინური, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

მუხლი 153. საგადასახადო სამართალდარღვევის სუბიექტი1. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირგასამტეხლო შეეფარდება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენ იურიდიულ პირს.

იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მოქმედება ან უმოქმედობა ითვლება იურიდიული პირის მოქმედებად ან უმოქმედობად.

ბ) ქმედუნარიან ფიზიკურ პირს.

თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის დღისათვის გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი იყო არაქმედუნარიანი, პირგასამტეხლო შეეფარდება მის უფლებამოსილ წარმომადგენელს (კანონისმიერ ან დანიშნულ წარმომადგენელს).

გ) სახელმწიფოს (საგადასახადო ადმინისტრაციის, სხვა სახელმწიფო ორგანოს ანსახელმწიფო ხაზინის სახით).

2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ჯარიმა შეეფარდება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი იურიდიული პირის თანამდებობის პირს, რომელსაც დაკისრებული აქვს იურიდიული პირის წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

ბ) ქმედუნარიან ფიზიკურ პირს - გადასახადის გადამხდელს.

თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის დღისათვის გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი იყო არაქმედუნარიანი, ჯარიმა შეეფარდება მის უფლებამოსილ წარმომადგენელს (კანონისმიერ ან დანიშნულ წარმომადგენელს).

გ) საგადასახადო ადმინისტრაციის მოხელეს.

3. პირს, რომელსაც ამ კოდექსით დაკისრებული აქვს საგადასახადო აგენტის

82

Page 83: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ვალდებულება, შეეფარდება პირგასამტეხლო და/ან ჯარიმა ამ ვალდებულების დარღვევისათვის.

მუხლი 154. პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები1. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობას გამორიცხავს დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორული გარემოება), ანუ ისეთი გარემოება,

რომელიც წარმოიქმნა საგადასახადოსამართალურთიერთობის მონაწილის ნებისაგან დამოუკიდებლად და რომლის დაძლევაც ან რომლისათვის თავის არიდება შეუძლებელია, რის გამოც ვერ შესრულდა ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულება, ან შეფერხდა მისი შესრულება.

2. პასუხისმგებლობას გამორიცხავს:

ა) საგადასახადო სამართალურთიერთობის მეორე მხარის ბრალეული მოქმედება.

ბ) სტიქიური უბედურება ან სხვა სახის დაუძლევეელი ძალა, რაც დადასტურებულიადოკუმენტურად ან სხვა შესაძლებელი ფორმით.

გ) სხვა ხასიათის გარემოება, რაც ობიექტურად გამორიცხავდა ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა ჯეროვან შესრულებას.

3. ამ მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი პასუხისმგებლობისგამომრიცხველი გარემოება მოქმედებს მხოლოდ მისი არსებობის პერიოდში.

შეუსრულებელი ვალდებულება უნდა შესრულდეს ამ პერიოდის დასრულებიდან ათ კალენდარულ დღეში.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 45

მუხლი 155. პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების ხანდაზმულობა.

სასჯელის გაქარწყლება1. გადასახადის გადამხდელს პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება შეეფარდოსსაგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენიდან 6 კალენდარული წლის გასვლამდე. ამ ვადის დენა იწყება იმ საგადასახადო წლის დასრულებიდან,

რომლის მიმდინარეობის დროსაც ჩადენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევა.

2. საგადასახადო ადმინისტრაციას ან მის მოხელეს პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება შეეფარდოს სამართალდარღვევის ჩადენიდან 6 კალენდარული წლის

83

Page 84: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

განმავლობაში. ამ ვადის დენა იწყება სამართალდარღვევის ჩადენიდან მეორე დღეს.

3. შეფარდებული ადმინისტრაციული სასჯელი ქარწყლდება მისი შეფარდებიდან 1

კალენდარული წლის გასვლისთანავე, თუ სამართალდამრღვევს ამ პერიოდში არ შეეფარდება ჯარიმა სხვა საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამ ვადის დენა იწყება ადმინისტრაციული სასჯელის შეფარდებიდან მეორე დღეს.

მუხლი 156. პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება1. გადასახადის გადამხდელს პირგასამტეხლო და ჯარიმა ამ კოდექსით დადგენილი წესით შეეფარდება:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, ანბ) ნდობის საბჭოს გადაწყვეტილებით, ანგ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ანდ) სასამართლოს გადაწყვეტილებით.

2. საგადასახადო ადმინისტრაციას პირგასამტეხლო ამ კოდექსით დადგენილი წესითშეეფარდება:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციის აღიარებითი აქტით, ანბ) ნდობის საბჭოს გადაწყვეტილებით, ანგ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ანდ) სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. სახელმწიფო მოხელეს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ჯარიმა საგადასახადო ადმინისტრაციის შესახებ კანონმდებლობითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით შეეფარდება:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, ანბ) ნდობის საბჭოს გადაწყვეტილებით, ანგ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ანდ) სასამართლოს გადაწყვეტილებით.

4. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნისა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ნებაყოფლობით აღიაროს საგადასახადო სამართალდარღვევა და ნებაყოფლობით იკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.

მუხლი 157. პირგასამტეხლოსა და ჯარიმის დაკისრების წესი1. ნდობის საბჭო, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი და სასამართლო საგადასახადო

84

Page 85: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

სამართალურთიერთობის მონაწილეებს პირგასამტეხლოსა და ჯარიმას აკისრებს საგადასახადო დავის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ამ კოდექსის IV

წიგნით დადგენილი წესით.

2. საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადასახადის გადამხდელსპირგასამტეხლოსა და ჯარიმას აკისრებს ამ კოდექსის 148-150-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო საგადასახადო ადმინისტრაციის მოხელეს ჯარიმას უფარდებს საგადასახადო ადმინისტრაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში დავა წყდება ამ კოდექსის IV

წიგნით დადგენილი წესით.

მუხლი 158. საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერგადასახადის გადამხდელისათვის პირგასამტეხლოსა დაჯარიმის შეფარდების წესი1. ამ კოდექსით დადგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებდასაბუთებული ვარაუდის წარმოშობიდან 10 კალენდარულ დღეში საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ან მოვალეობის შემსრულებელი)

ვალდებულია, გამოსცეს ბრძანება გადასახადის გადამხდელისათვის პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შეფარდების შესახებ. ბათილია ამ ვადის პროექტი5:03 PM / 4/1/2003 46

გასვლის შემდეგ გამოცემული ბრძანება პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შეფარდების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლო და ჯარიმა უნდა შეეფარდოს ერთი და იგივე პირს, დასაშვებია ერთი ბრძანების გამოცემა, ხოლო თუ პირგასამტეხლო და ჯარიმა უნდა შეეფარდოს სხვადასხვა პირს, ბრძანება უნდა გამოიცეს ცალ-ცალკე.

2. პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შეფარდების შესახებ ბრძანების გამოცემის ფორმალური საფუძველია საგადასახადო ადმინისტრაციის მოხელის წარდგინება, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი);

ბ) პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შეფარდების საფუძველი (ადმინისტრაციულისამართალდარღვევის შინაარსი და მისი სამართლებრივი კვალიფიკაცია).

85

Page 86: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გ) შეფარდების პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ოდენობა (ამ კოდექსის შესაბამისი ნორმის მითითებით).

3. წარდგინებას თან უნდა დაერთოს ბრძანების პროექტი.

4. პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შეფარდების შესახებ ბრძანებაში უნდა მიეთითოს:

ა) ბრძანების მიმღები ორგანო და თანამდებობის პირი;

ბ) ბრძანების გამოცემის თარიღი და ნომერი;

გ) გადასახადის გადამხდელის ვინაობა (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი);

დ) პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შეფარდების საფუძველი (საგადასახადოსამართალდარღვევის შინაარსი და მისი სამართლებრივი კვალიფიკაცია).

ე) შეფარდებული პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ოდენობა (ამ კოდექსის შესაბამისინორმის მითითებით).

5. ბათილია ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით გამოცემული ბრძანებაპირგასამტეხლოსა და ჯარიმის შეფარდების შესახებ.

მუხლი 159. ჯარიმის შეფარდების შესახებ ბრძანების საფუძველზესაგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ვალდებულება1. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, გადასახადის გადამხდელისათვისპირგასამტეხლოსა და ჯარიმის დაკისრების შესახებ ბრძანების მიღებისთანავე ამ კოდექსის 62-ემუხლით დადგენილი წესით შეადგინოს საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს მომდევნო პირველივე სამუშაო დღისა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაუგზავნოს გადასახადის გადამხდელს, ან უშუალოდ ჩააბაროს მას. საგადასახადო მოთხოვნას უნდა დაერთოს ბრძანების დამოწმებული ასლი.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღების ფაქტი უნდადადასტურდეს ფოსტის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით, ხოლო საგადასახადო მოთხოვნის უშუალოდ გადასახადის გადამხდელისათვის ჩაბარების ფაქტი უნდა დადასტურდეს საგადასახადო მოთხოვნის დამოწმებულ ასლზე გადასახადის გადამხდელის (მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის)

მიერ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების ფაქტის აღნიშვნით. აღნიშვნაში უნდა

86

Page 87: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მიეთითოს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი,

ჩაბარების ზუსტიდრო, ბრძანების მიმღების სახელი და გვარი. გადასახადის გადამხდელი (მისი ულებამოსილი წარმომადგენელი) ვალდებულია, აღნიშვნის ბოლოს დასვას თავისი ხელმოწერა, რომელიც უნდა შესრულდეს გარკვევით. აღნიშვნის მქონე საგადასახადო მოთხოვნის ასლი უნდა დაუბრუნდეს საგადასახადო ადმინისტრაციას.

3. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, აღრიცხოს საგადასახადო მოთხოვნის გადასახადის გადამხდელისათვის ჩაბარების დღე.

მუხლი 160. პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შემცირებისსაფუძვლები და წესი1. დასაშვებია ამ კოდექსით დადგენილი პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ოდენობისშემცირება 50%-ით, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელი ნებაყოფლობით აღიარებს საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-4

ნაწილით დადგენილ ვადაში გადაიხდის საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ შეფარდებულ პირგასამტეხლოსა და ჯარიმას, აგრეთვე შეასრულებს იმ საგადასახადო ვალდებულებას, რომლის დარღვევისათვის გადასახადის გადამხდელს შეეფარდა პირგასამტეხლო და ჯარიმა.

ბ) გადასახადის გადამხდელს პირგასამტეხლო და ჯარიმა შეეფარდა ნდობის საბჭოსგადაწყვეტილებით და გადასახადის გადამხდელი დადგენილ ვადაში გადაიხდისპროექტი5:03 PM / 4/1/2003 47

შეფარდებულ პირგასამტეხლოსა და ჯარიმას, აგრეთვე შეასრულებს იმ საგადასახადო ვალდებულებას, რომლის დარღვევისათვის გადასახადის გადამხდელს შეეფარდა პირგასამტეხლო და ჯარიმა.

2. პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შეფარდების შესახებ აქტში (საგადასახადოადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება, ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება)

უნდა მიეთითოს, რომ დადგენილ ვადაში პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გადაუხდელობის, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, გადაიხადოს პირგასამტეხლო და ჯარიმა სრული ოდენობით.

87

Page 88: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლი 161. გადასახადის გადამხდელის უფლება პირგასამტეხლოსადა ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 10

კალენდარულ დღეში:

ა) ცნოს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრების კანონიერება და წერილობით აცნობოს საგადასახადო ადმინისტრაციას პირგასამტეხლოს (ჯარიმის)

ნებაყოფლობით გადახდის შესახებ, ანბ) უარყოს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრების კანონიერება, უარი თქვასპირგასამტეხლოს (ჯარიმის) ნებაყოფლობით გადახდაზე და საგადასახადო ადმინისტრაციას წარუდგინოს ამ კოდექსის 184-ე მუხლით დადგენილი წესით შესრულებული შესაგებელი.

2. საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 10 კალენდარულ დღეში გადასახადისგადამხდელის მიერ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთ-ერთი აქტის წარუდგენლობა საგადასახადო ადმინისტრაციისათვის მიიჩნევა საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ შეფარდებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) კანონიერების აღიარებად და მას მოჰყვება ამ კოდექსის 162-ე და 163-ე მუხლებით დადგენილი შედეგები.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთ-ერთი წერილობითი აქტი საგადასახადო ადმინისტრაციას ჩააბაროს უშუალოდ ან გაუგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

4. საგადასახადო ადმინისტრაციის ან ნდობის საბჭოს მიერ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრების კანონიერად ცნობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახევრებული ოდენობით პირგასამტეხლო (ჯარიმა)

გადაიხადოს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან ან ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარულ დღეში,

აგრეთვე ამავე ვადაში სრულად შეასრულოს ის საგადასახადო ვალდებულება,

რომლის დარღვევისათვის შეეფარდა პირგასამტეხლო (ჯარიმა);

5. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სრულად გადაუხდელობის ან საგადასახადო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლო (ჯარიმა) გადაიხადოს სრული ოდენობით, აგრეთვე შეასრულოს შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება.

მუხლი 162. საგადასახადო მოთხოვნის აღსასრულებლად

88

Page 89: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მიქცევის საფუძვლებისაგადასახადო ადმინისტრაციის საგადასახადო მოთხოვნის იძულებითი აღსასრულებლად მიქცევის საფუძველია:

ა) გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 15

კალენდარულ დღეში გადასახადის გადამხდელისაგან ამ კოდექსის 161-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული წერილობითი აქტების მიუღებლობა;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ პირგასამტეხლოს (ჯარიმის), აგრეთვე შესაბამისი გადასახადის სრულად გადაუხდელობა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 კალენდარულ დღეში, თუ გადასახადის გადამხდელმა იკისრა პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ნებაყოფლობით გადახდის ვალდებულება.

მუხლი 163. საგადასახადო მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევის წესისაგადასახადო მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევის წესი დადგენილია ამ კოდექსის მე-4 წიგნით (თავი 30)

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 48

თავი 23.

საგადასახადო სამართალდარღვევადა პასუხისმგებლობის ზომებიმუხლი 164. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისათვისდოკუმენტაციის წარუდგენლობა1. გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნითდოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ამ კოდექსის მე-40 მუხლით მუხლით დადგენილ ვადაში, თუ ვადის ამოწურვიდან გასულია არაუმეტეს 30

კალენდარული დღე - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობით;

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობით.

2. გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნითდოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ამ კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილ ვადაში, თუ ვადის ამოწურვიდან გასულია არანაკლებ 30 და არაუმეტეს 90

კალენდარული დღე - ეკისრება:

89

Page 90: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის სამმაგი ოდენობით;

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის სამმაგი ოდენობით.

3. გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნითდოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ამ კოდექსით დადგენილ ვადაში, თუ ვადის ამოწურვიდან გასულია არანაკლებ 90 და არაუმეტეს 365 კალენდარული დღე -

ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ათმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობით;.

4. გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნითდოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ამ კოდექსით დადგენილ ვადაში, თუ ვადის ამოწურვიდან გასულია 365 კალენდარულ დღეზე მეტი - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ასმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ორმოცდაათმაგი ოდენობით.

მუხლი 165. დამქირავებლის მიერ გადასახადის გადამხდელადარარეგისტრირებული პირის სამუშაოზე მიღება1. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ნებისმიერი ვადით სამუშაოზე მიღებისათვის -

ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის სამმაგი ოდენობით;.

90

Page 91: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ორი ან მეტი პირის სამუშაოზემიღებისათვის - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ათმაგი ოდენობით;

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ექვსმაგი ოდენობით;.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში მითითებული საგადასახადოსამართალდარღვევის ყოველი განმეორებით ჩადენისათვის -

ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ოცმაგი ოდენობით;

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ათმაგი ოდენობით;.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 49

მუხლი 166. საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დარღვევით1. საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადისამოწურვიდან 30 კალენდარულ დღეში - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობით.

2. საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადისამოწურვიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 90

კალენდარული დღისა - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობით.

91

Page 92: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობით.

3. ამ მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებში მითითებული საგადასახადო სამართალდარღვევის ყოველი განმეორებით ჩადენისათვის -

ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ოთხმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობით.

შენიშვნა:

საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა ამ კოდექსით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 90 კალენდარული დღის შემდეგ, ან წარუდგენლობა ამ ვადის შემდეგ განიხილება გადასახადის დამალვად.

მუხლი 167. საგადასახადო დოკუმენტაციაში შეტანილი მონაცემებისდამახინჯება ან სავალდებულო ინფორმაციის შეუტანლობა1. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დოკუმენტაციაში შეტანილი მონაცემების განზრახ დამახინჯების, ან საგადასახადო დოკუმენტაციაში სავალდებულო ინფორმაციის განზრახ შეუტანლობისათვის, რასაც არ მოჰყვა გადასახადის ოდენობის შემცირება - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის სამმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საგადასახადო სამართალდარღვევის ყოველი განმეორებით ჩადენისათვის - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ექვსმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის სამმაგი ოდენობით.

მუხლი 168. გადასახადის დამალვა

92

Page 93: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. გადასახადის დამალვისათვის, რაც გამოიხატება გადასახადის არადეკლარირებაშიდეკლარირების ვადის დადგომიდან 90 კალენდარულ დღეში, ან შემცირებული ოდენობით ჩვენებაში, ან დასაბეგრი ბაზის დამალვაში, ან დასაბეგრი ბაზის შემცირებაში, თუ დამალული გადასახადის ოდენობა არ აღემატება ფაქტობრივად გადასახდელი გადასახადის 20%-სა და საარსებო მინიმუმის ორასმაგ ოდენობას -

ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო დამალული გადასახადის 10%-

ისოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობისა.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა დამალული გადასახადის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის სამმაგი ოდენობისა.

2. გადასახადის დამალვისათვის, რაც გამოიხატება გადასახადის არადეკლარირებაშიდეკლარირების ვადის დადგომიდან 90 კალენდარულ დღეში, ან შემცირებული ოდენობით პროექტი5:03 PM / 4/1/2003 50

ჩვენებაში, ან დასაბეგრი ბაზის დამალვაში, ან დასაბეგრი ბაზის შემცირებაში, თუ დამალული გადასახადის ოდენობა არ აღემატება საარსებო მინიმუმის ორასმაგ ოდენობას, მაგრამ აღემატება ფაქტობრივად გადასახდელი გადასახადის 20%-ს -

ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო დამალული გადასახადის 15%-

ისოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ათმაგი ოდენობით..

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა დამალული გადასახადის 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობისა.

3. გადასახადის დამალვისათვის, რაც გამოიხატება გადასახადის არადეკლარირებაშიდეკლარირების ვადის დადგომიდან 90 კალენდარულ დღეში, ან შემცირებული ოდენობით ჩვენებაში, ან დასაბეგრი ბაზის დამალვაში, ან დასაბეგრი ბაზის

93

Page 94: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

შემცირებაში, თუ დამალული გადასახადის ოდენობაა არანაკლებ საარსებო მინიმუმის ორასმაგ ოდენობას და არაუმეტეს საარსებო მინიმუმის ხუთასსმაგ ოდენობას და მისი ოდენობა არ აღემატება ფაქტობრივად გადასახდელი გადასახადის 20%-ს - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო დამალული გადასახადის 20%-

ისოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობისა.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა დამალული გადასახადის 6%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობისა.

4. გადასახადის დამალვისათვის, რაც გამოიხატება გადასახადის არადეკლარირებაშიდეკლარირების ვადის დადგომიდან 90 კალენდარულ დღეში, ან შემცირებული ოდენობით ჩვენებაში, ან დასაბეგრი ბაზის დამალვაში, ან დასაბეგრი ბაზის შემცირებაში, თუ დამალული გადასახადის ოდენობაა არანაკლებ საარსებო მინიმუმის ორასმაგ ოდენობას და არაუმეტეს საარსებო მინიმუმის ორასმაგ ოდენობას საარსებო მინიმუმის ხუთასსმაგ ოდენობას და მისი ოდენობა აღემატება ფაქტობრივად გადასახდელი გადასახადის 20%-ს - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო დამალული გადასახადის 30%-

ისოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ათმაგი ოდენობისა.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა დამალული გადასახადის 8%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ექვსმაგ ოდენობას.

შენიშვნა:

გადასახადის დამალვისათვის, რაც გამოიხატება გადასახადის არადეკლარირებაშიდეკლარირების ვადის დადგომიდან 90 კალენდარულ დღეში, ან შემცირებული ოდენობით ჩვენებაში, ან დასაბეგრი ბაზის დამალვაში, ან დასაბეგრი ბაზის შემცირებაში, თუ დამალული გადასახადის ოდენობაა არანაკლებ საარსებო მინიმუმის ხუთასმაგი ოდენობისა, ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

94

Page 95: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლი 169. სავალდებულო დოკუმენტაციის უქონლობა1. პირველადი დოკუმენტაციის, დეკლარირებული ხარჯებისა და შემოსავლებისდამადასტურებელი დოკუმენტაციის უქონლობისათვის - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ათმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საგადასახადო სამართალდარღვევისგანმეორებით ჩადენისათვის - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ოცმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საარსებო მინიმუმის ათმაგი ოდენობით.

მუხლი 170. დეკლარირებული გადასახადის გადაუხდელობა1. ამ კოდექსით დადგენილ ვადაში დეკლარირებული გადასახადის გადაუხდელობისათვის - ეკისრება:

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 51

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო გადასახდელი გადასახადის 5%-ისოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობით.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა გადაუხდელი გადასახადის 2%-ის ოდენობით, მაგრამარანაკლებ საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საგადასახადო სამართალდარღვევისგანმეორებით ჩადენისათვის - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო გადასახდელი გადასახადის 10%-ისოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობისა

95

Page 96: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა დამალული გადასახადის 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობისამუხლი 171. აქციზური მარკით დასანიშნი საქონლის აქციზურიმარკით ნიშანდების გარეშე გადაცემა, გასაყიდად გატანა ან იმპორტი1. აქციზური მარკის გარეშე აქციზური საქონლის მწარმოებლის მიერ აქციზური მარკით დასანიშნი საქონლის გადაცემის ან გასაყიდად გატანისთვის, ან იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის გარეშე ამავე საქონლის იმპორტისათვის,

თუ საქონლის ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ორასმაგ ოდენობას -

ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საქონლის ღირებულების 50%-

ისოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ორმოცდაათი ოდენობისაბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საქონლის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ოცდახუთმაგი ოდენობისა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საგადასახადო სამართალდარღვევისგანმეორებით ჩადენისათვის, თუ საქონლის ღირებულება მეტია საარსებო მინიმუმის ორასმაგ ოდენობაზე, მაგრამ არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთასმაგ ოდენობას - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საქონლის ღირებულების 100%-

ისოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ასმაგი ოდენობისა.

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საქონლის ღირებულების 10%-ის ოდენობით, მაგრამარანაკლებ საარსებო მინიმუმის ორმოცდაათმაგი ოდენობისა.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საგადასახადო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის, თუ საქონლის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთასმაგ

96

Page 97: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ოდენობას, ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 172. საანგარიშსწორებო დოკუმენტისგაცემის დადგენილი წესის დარღვევა1. მომხმარებლისათვის საანგარიშსწორებო დოკუმენტის გაცემის ამ კოდექსით დადგენილი წესის დარღვევისათვის - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საქონლის (სამუშაოს,

მომსახურების)

ღირებულების 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთმაგი საარსებო მინიმუმისა;

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საქონლის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ნახევარი საარსებო მინიმუმისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ყოველი განმეორებით ჩადენისათვის - ეკისრება:

ა) გადასახადის გადამხდელს - პირგასამტეხლო საქონლის (სამუშაოს,

მომსახურების)

ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ხუთმაგი საარსებო მინიმუმისა;

ბ) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირსა და იურიდიული პირის უფლებამოსილწარმომადგენელს - ჯარიმა საქონლის ღირებულების 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ სამმაგი საარსებო მინიმუმისა.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 52

მუხლი 173. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისდადგენილი პროცედურის დარღვევაგადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისათვის ნებისმიერი სახის დაბრკოლების, ან გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის დადგენილი პროცედურის დარღვევისათვის - საგადასახადო ადმინისტრაციას ეკისრება -

პირგასამტეხლო ხუთმაგი საარსებო მინიმუმის ოდენობით.

მუხლი 174. საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენისათვის

97

Page 98: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ხელის შეშლა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენისათვის ნებისმიერი ფორმით ხელისშეშლისათვის, ან ამ დოკუმენტაციის არმიღებისათვის, ან მიღების პროცედურის სხვაგვარი დარღვევისათვის -

საგადასახადო ადმინისტრაციას ეკისრება პირგასამტეხლო ხუთმაგი საარსებო მინიმუმის ოდენობით.

მუხლი 175. გადასახადის გადამხდელის საგადასახადოვალდებულებათა არასწორად აღრიცხვაგადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებათა აღრიცხვის ბარათში არასწორი მონაცემების განზრახ შეტანის, ან ინფორმაციის შეუტანლობისათვის, რასაც მოჰყვა გადასახადის გადამხდელისათვის უსაფუძვლო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა - საგადასახადო ადმინისტრაციას ეკისრება პირგასამტეხლო ათმაგი საარსებო მინიმუმის ოდენობით.

მუხლი 176. გადასახადის გადამხდელის ინფორმაციისუფლების დარღვევა1. ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადამხდელის ინფორმაციის უფლების ნებისმიერი ფორმით დარღვევისათვის - საგადასახადო ადმინისტრაციას ეკისრება პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობით.

2. ამ კოდექსის პირველი ნაწილით დადგენილი საგადასახადო სამართალდარღვევისჩადენისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა დარღვევა -

საგადასახადო ადმინისტრაციას ეკისრება პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ოცმაგი ოდენობით.

მუხლი 177. ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევასაგადასახადო ადმინისტრაციის მიერ ამ კოდექსით დადგენილი ინფორმაციისკონფიდენციალობის დარღვევისათვის, - საგადასახადო ადმინისტრაციას ეკისრება პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ორმოცდაათმაგი ოდენობით.

მუხლი 178. გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარებადადგენილი წესის დარღვევით გასვლითი საგადასახადო აუდიტის დადგენილი წესის დარღვევით ჩატარებისათვის - საგადასახადო ადმინისტრაციას ეკისრება -

პირგასამტეხლო საარსებო მინიმუმის ოცდაათმაგი ოდენობით.

მუხლი 179. ბანკის მიერ საგადასახადო დავალებისშეუსრულებლობა

98

Page 99: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხის ფარგლებში კლიენტის საგადასახადოვალდებულების შესასრულებლად წარდგენილი საგადასახადო დავალების ბანკის მიერ შეუსრულებლობისათვის, რაც გამოიხატა ბიუჯეტში თანხის გადარიცხვის დავალების შეუსრულებლობით დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ბანკს ეკისრება ჯარიმა ბიუჯეტში გადასახდელი თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ოცმაგი ოდენობისა.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 53

2. ამ კოდექსის პირველი ნაწილით დადგენილი საგადასახადო სამართალდარღვევისგანმეორებით ჩადენისათვის, - ბანკს ეკისრება ჯარიმა ბიუჯეტში გადასახდელი თანხის 20%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის ორმოცდაათმაგი ოდენობით.

მუხლი 180. - სარეზერვოწიგნი IV

საგადასახადო დავის წარმოებაკარი IX.

საერთო დებულებებითავი 24.

საგადასახადო დავის განხილვისსაერთო წესებიმუხლი 181. საგადასახადო დავის დაწყების საფუძვლები1. საგადასახადო დავის დაწყების მატერიალური საფუძველია საგადასახადოადმინისტრაციის ან გადასახადის გადამხდელის მიერ ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულების დარღვევა.

2. საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია საგადასახადო ადმინისტრაციის ან გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე უარისთქმა.

მუხლი 182. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმები1. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმებია:

ა) დავის გადაწყვეტა სასამართლომდელი განხილვის წესით.

ბ) დავის გადაწყვეტა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ.

გ) დავის გადაწყვეტა საერთო სასამართლოს მიერ.

99

Page 100: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმას ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილიწესით ირჩევს გადასახადის გადამხდელი.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმის არჩევის შესახებ აცნობოს საგადასახადო ადმინისტრაციას:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციისათვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნისსაშუალებით (ამ კოდექსის 55 მუხლი)

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციის საგადასახადო მოთხოვნის საპასუხოდ წარდგენილი შესაგებლის საშუალებით (ამ კოდექსის 184 მუხლი).

4. გადასახადის გადამხდელს უფლება არა აქვს შეცვალოს თავის საგადასახადომოთხოვნასა ან შესაგებელში მითითებული დავის გადაწყვეტის ფორმა.

მუხლი 183. საგადასახადო დავის დაწყების წესი1. მხარე, რომელიც უარს აცხადებს საგადასახადო მოთხოვნის ნებაყოფლობითშესრულებაზე, ვალდებულია, საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30

კალენდარულ დღეში მეორე მხარეს გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი.

2. შესაგებელს უნდა დაერთოს ყველა მტკიცებულება, რომელსაც ემყარება შესაგებელი.

3. შესაგებელი უნდა გაიგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან უშუალოდ უნდა ჩაბარდეს ადრესატს.

4. შესაგებლის ყველა გვერდი უნდა დაინომროს და შესაგებლის ბოლოს ხელმოწერამდე უნდა მიეთითოს სიტყვებით დაწერილი ფურცლების საერთო რაოდენობა.

5. მხარე ვალდებულია ხელი მოაწეროს შესაგებლის ყველა გვერდზე.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნის აღიარებად და საგადასახადო მოთხოვნა მიექცევა აღსასრულებლად გამარტივებული წესით (ამ კოდექსის 30 თავი).

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 54

მუხლი 184. გადასახადის გადამხდელის შესაგებელი1. გადასახადის გადამხდელის შესაგებელში უნდა მიეთითოს:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება და მისამართი;

ბ) გადასახადის გადამხდელის დასახელება (ვინაობა), გადასახადის გადამხდელის

100

Page 101: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

საიდენტიფიკაციო ნომერი, ზუსტი მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა);

გ) საგადასახადო მოთხოვნის მიღების თარიღი და მოთხოვნის საგანი;

დ) საგადასახადო მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები;

ე) შესაგებლისათვის დართული მტკიცებულებების ჩამონათვალი;

ვ) დავის განმხილველი ორგანოს დასახელება (ნდობის საბჭო, ან მუდმივმოქმედიარბიტრაჟი, ან საერთო სასამართლო).

2. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ირჩევს დავის გადაწყვეტისსასამართლომდელი განხილვის ფორმას, იგი ვალდებულია შესაგებელში დამატებით მიუთითოს:

ა) ნდობის საბჭოში ასარჩევი არანაკლებ სამი კანდიდატის სახელი და გვარი,

დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი), ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, პროფესია,

საკონტაქტო საშუალება (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა).

ბ) საგადასახადო მოთხოვნაში დასახელებულ კანდიდატთაგან გადასახადის გადამხდელის მიერ ნდობის საბჭოში არჩეული პირის ვინაობა.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ირჩევს დავის გადაწყვეტისსასამართლომდელი განხილვის ფორმას, იგი ვალდებულია შესაგებელს დაურთოს მის მიერ დასახელებული კანდიდატების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობები.

4. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ირჩევს საგადასახადო დავისგადაწყვეტას მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, დამატებით მიუთითოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელება და მისი ზუსტი მისამართი.

5. შესაგებლის წარუდგენლობას უთანაბრდება შესაგებლის წარდგენა, თუ წარდგენილ შესაგებელში არ არის მითითებული ერთერთი შემდეგი მონაცემი:

ა) დავის გადაწყვეტის ფორმა;

ბ) ნდობის საბჭოს წევრობის არანაკლებ სამი კანდიდატი, თუ გადასახადის გადამხდელი ირჩევს დავის გადაწყვეტის სასამართლომდელ ფორმას;

გ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელება და მისი მისამართი, თუ გადასახადისგადამხდელი ირჩევს დავის გადაწყვეტას მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ.

მუხლი 185. საგადასახადო ადმინისტრაციის შესაგებელი1. საგადასახადო ადმინისტრაციის შესაგებელში უნდა მიეთითოს:

101

Page 102: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება (ვინაობა), გადასახადის გადამხდელისსაიდენტიფიკაციო ნომერი და ზუსტი მისამართი;

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება და ზუსტი მისამართი,

საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა);

გ) საგადასახადო მოთხოვნის მიღების თარიღი და მოთხოვნის საგანი;

დ) საგადასახადო მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები;

ე) შესაგებლისათვის დართული მტკიცებულებების ჩამონათვალი.

2. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადოადმინისტრაციისათვის წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში მითითებულია შესაძლო დავის სასამართლომდელი განხილვის ფორმის არჩევის შესახებ,

საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია გადასახადის გადამხდელის მიერ დასახელებულ კანდიდატთაგან აირჩიოს ნდობის საბჭოს წევრი და ამის შესახებ დამატებით მიუთითოს შესაგებელში.

3. საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილში დადგენილივალდებულების დარღვევა მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნის აღიარებად და საგადასახადო მოთხოვნა გამარტივებული წესით მიექცევა აღსასრულებლად (ამ კოდესის 30-ე თავი).

მუხლი 186. საგადასახადო ადმინისტრაციის ვალდებულებაგადასახადის გადამხდელის შესაგებლის მიღებისასპროექტი5:03 PM / 4/1/2003 55

1. საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის შესაგებლის მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში მიიღოს მოტივირებული ბრძანება არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დავის გაგრძელების, დამატებითი მტკიცებულებების შეკრების, ან დავის შეწყვეტის შესახებ.

2. დავის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ დავის სასამართლომდელი განხილვის ფორმის არჩევის შემთხვევაში აირჩიოს ნდობის საბჭოს ერთი წევრი გადასახადის გადამხდელის მიერ დასახელებულ კანდიდატთაგან.

102

Page 103: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ დავის მუდმივმოქმედი არბიტრაჟით გადაწყვეტის ფორმის არჩევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დასახელებულ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს გადასცეს საგადასახადო მოთხოვნა თანდართული მტკიცებულებებითა და შესაგებელი თანდართული მტკიცებულებებით.

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ დავის საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტისფორმის არჩევის შემთხვევაში წარადგინოს სარჩელი საერთო სასამართლოშიქვემდებარეობის შესაბამისად და სარჩელს დაურთოს საგადასახადო მოთხოვნა თანდართული მტკიცებულებებით, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის შესაგებელი თანდართული მტკიცებულებებით.

3. დამატებითი მტკიცებულებების შეკრების შემდეგ დავის გაგრძელების შემთხვევაში საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია, წარადგინოს ახალი საგადასახადო მოთხოვნა.

4. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში დაზღვეული საფოსტო გზავნილით აცნობოს გადასახადის გადამხდელს, ან უშუალოდ ჩააბაროს შეტყობინება მას.

მუხლი 187. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილებასაგადასახადო ადმინისტრაციის შესაგებლის მიღების შემდეგ1. საგადასახადო ადმინისტრაციისაგან შესაგებლის მიღების შემდეგ გადასახადისგადამხდელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო მოთხოვნაზე უარის თქმის,

დამატებითი მტკიცებულებების შეკრების, ან დავის იმ ფორმით გადაწყვეტის შესახებ, რომელიც მან მიუთითა საგადასახადო ადმინისტრაციისათვის წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში.

2. დავის გაგრძელების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულიაგადაწყვეტილების შესახებ დაზღვეული საფოსტო გზავნილით აცნობოს საგადასახადო ადმინისტრაციას ან უშუალოდ ჩააბაროს მას წერილობითი შეტყობინება.

3. დამატებითი მტკიცებულებების შეკრების შემდეგ დავის გაგრძელების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, წარადგინოს ახალი საგადასახადო მოთხოვნა.

თავი 25.

103

Page 104: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველყოფამუხლი 188. იძულებითი იპოთეკა (გირავნობა)

1. საგადასახადო ადმინისტრაცია უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების შემდეგ ნებისმიერ დროს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად წარადგინოს შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელის ქონების იძულებითი დაგირავების და/ან იპოთეკით დატვირთვის შესახებ.

2. შუამდგომლობა უნდა წარედგინოს:

ა) ნდობის საბჭოს, თუ საქმე უნდა განიხილოს ნდობის საბჭომ და ნდობის საბჭოს სამივე წევრი არჩეულია.

ბ) მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, თუ საქმე უნდა განიხილოს მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა და უკვე არჩეულია არბიტრი (არბიტრები).

გ) საერთო სასამართლოს ქვემდებარეობისამებრ - ყველა სხვა შემთხვევაში.

3. საგადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია დაასაბუთოს შუამდგომლობა.

4. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:

ა) ორგანო, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა;

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება და მისამართი;

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 56

გ) გადასახადის გადამხდელის დასახელება, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) არსი და საგანი საგადასახადო მოთხოვნისა, რომლის უზრუნველსაყოფადაცწარდგენილია შუამდგომლობა;

ე) არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ შუამდგომლობისსაფუძვლიანობას;

ვ) იპოთეკით (გირავნობით) დასატვირთი კონკრეტული ქონების დასახელება (ქონების იდენტიფიკაციისათვის საკმარისი მონაცემები).

5. შუამდგომლობას ხელი უნდა მოაწეროს საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

6. უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის, ან სავალდებულო რეგისტრაციასდაქვემდებარებული მოძრავი ქონების დაგირავების მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო

104

Page 105: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ადმინისტრაცია ვალდებულია შუამდგომლობას დაურთოს იპოთეკით (გირავნობით) დასატვირთი ქონების გადასახადის გადამხდელისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული ქონების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ.

7. ამ მუხლით დადგენილი ფორმალური წესების დარღვევა შუამდგომლობისდაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.

მუხლი 189. შუამდგომლობის განხილვა1. უფლებამოსილი ორგანო (სასამართლო, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი, ნდობის საბჭო) ვალდებულია შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განიხილოს შუამდგომლობისწარდგენიდან 24 საათში და მიიღოს გადაწყვეტილება.

2. თუ შუამდგომლობას იხილავს სასამართლო, შუამდგომლობის დაკმაყოფილებისშემთხვევაში გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცელთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს საჯარო რეესტრს (ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს), რომლთაც იპოთეკით და/ან გირავნობით დატვირთავს გადასახადის გადამხდელის ქონებას.

3. თუ შუამდგომლობას იხილავს ნდობის საბჭო ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟი,

შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება (დადგენილება) დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს რაიონულ (საქალაქო)

სასამართლოს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით.

გადაწყვეტილებაზე ხელმოწერები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სააღსრულებო ფურცელი,

რომელიც გადაწყვეტილებასთან (დადგენილებასთან) ერთად დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს საჯარორეესტრს (ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს).

მუხლი 190. გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადება1. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რეალური საშიშროება გადასახადის გადამხდელის მიერ ნამდვილი ან თვალთმაქცური გარიგებით ქონების გასხვისებისა, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფას, საგადასახადო ადმინისტრაცია უფლებამოსილია ამ კოდექსის 188-ე მუხლით დადგენილი წესით წარადგინოს შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

105

Page 106: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. შუამდგომლობა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად არსებობს რეალური საფუძველი იმის ვარაუდისა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გასხვისება გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას.

3. საგადასახადო ადმინისტრაციას ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებით მიყენებული ზიანისათვის.

კარი X.

საგადასახადო დავის განხილვის სპეციალური წესებითავი 26.

საგადასახადო დავის განხილვასასამართლომდელი წესითმუხლი 191. საგადასახადო დავის სასამართლომდელი განხილვის მიზანი1. საგადასახადო დავის სასამართლომდელი განხილვის მიზანია მხარეთა პარტნიორობისა და თანასწორუფლებიანობის საწყისებზე დავის სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 57

2. საგადასახადო დავის სასამართლომდელი განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 192. ნდობის საბჭო. ნდობის საბჭოს წევრთა არჩევის წესი1. სასამართლომდელ საგადასახადო დავას იხილავს ნდობის საბჭო.

2. ნდობის საბჭო შედგება სამი წევრისაგან.

3. ნდობის საბჭოს ორი წევრი აირჩევა ამ კოდექსის 55-ე, 184-ე და 185-ე მუხლებითდადგენილი პროცედურის დაცვით შემდეგი პრინციპის საფუძველზე:

ა) თითოეული მხარე ასახელებს ნდობის საბჭოს წევრობის არანაკლებ სამ კანდიდატს.

ბ) თითოეული მხარე ნდობის საბჭოს წევრს ირჩევს მეორე მხარის მიერ დასახელებულ კანდიდატთაგან.

4. მხარეთა მიერ არჩეული ორი წევრი ვალდებულია ნდობის საბჭოს მეორე წევრისარჩევიდან 5 კალენდარულ დღეში მოიწვიოს ნოტარიუსი და აირჩიოს ნდობის საბჭოს მესამე წევრი. არჩევისათვის აუცილებელია ხმათა უმრავლესობა. არჩევის

106

Page 107: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

შესახებ უნდა შედგეს საჯარო სანოტარო აქტი, რომლის დამოწმებული ასლები უნდა გადაეცეს ნდობის საბჭოს სამივე წევრს.

იმ შემთხვევაში, თუ ნდობის საბჭოს მესამე წევრის არჩევის პროცედურას არ ესწრებამესამე წევრად ასარჩევი პირი, სავალდებულოა ამ პირის წერილობითი თანხმობა ნდობის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ. კანდიდატი ვალდებულია თანხმობაში მიუთითოს, რომ არ არსებობს ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი გარემოებებები, რაც გამორიცხავს მის არჩევას ნდობის საბჭოს წევრად. თანხმობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. თუ კანდიდატი პირადად ესწრება არჩევის პროცედურას, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი გარემოებების არარსებობისშესახებ განაცხადოს ნდობის საბჭოს წევრებისა და ნოტარიუსის თანდასწრებით.

ეს განცხადება უნდა შეტანილ იქნას საჯარო სანოტარო აქტში.

5. ნდობის საბჭო შექმნილად ითვლება საბჭოს სამივე წევრის არჩევის დღიდან.

6. მხარეთა მიერ არჩეული წევრების მიერ ნდობის საბჭოს მესამე წევრად არჩეული პირი ითვლება ნდობის საბჭოს თავმჯდომარედ.

7. ნდობის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩევა პირი, რომელიც ცნობილია თავისიმიუკერძოებლობითა და კარგი რეპუტაციით.

8. დაუშვებელია ნდობის საბჭოს თავმჯდომარედ იმ პირის არჩევა, რომელიც:

ა) სამსახურებრივად ან სახელშეკრულებო საფუძველზე, ან ეკონომიკური ინტერესითდაკავშირებულია რომელიმე მხარესთან.

ბ) მხარესთან აკავშირებს ნათესაური (სისხლისმიერი, ნათელმირონობა) ან ისეთიპიროვნული ურთიერთობა (მეგობრობა, მოყვრობა და სხვა), რომელიც ჩვეულებრივპირობებში გავლენას ახდენს მის მიუკერძოებლობაზე.

გ) აქვს ნასამართლობა;

დ) ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;

ე) არის სახელმწიფო მოხელე ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირ9.

ნდობის საბჭოს თავმჯდომარის არჩევის ფაქტი ადასტურებს, რომ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და შემდგომში არ დაშვება საწინააღმდეგოს მტკიცება ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით.

მუხლი 193. სასამართლომდელი განხილვის ხარჯი

107

Page 108: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. სასამართლომდელი ხარჯი შედგება ნდობის საბჭოს წევრების ჰონორარის,

ნდობისსაბჭოს გადაწყვეტილების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების საფასურისა და სანოტარო მომსახურების ხარჯისაგან.

2. ნდობის საბჭოს წევრთა ჰონორარის ოდენობას ადგენს ნდობის საბჭო ხმათაუმრავლესობით ნდობის საბჭოს სრული შემადგენლობით პირველი შეკრებისთანავე. ჰონორარის საერთო ოდენობა არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები და სადავო თანხის 5%-ზე მეტი.ნდობის საბჭომ უნდა დაადგინოს ნდობის საბჭოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისა და სანოტარო მომსახურების ხარჯების ოდენობა არსებული ტარიფების გათვალისწინებით.

3. ნდობის საბჭო ვალდებულია შეაჩეროს მუშაობა მხარეთა მიერ ხარჯების წინასწარიგადახდის ვადის ამოწურვამდე.

4. თითოეული მხარე ვალდებულია სასამართლომდელი ხარჯების დადგენიდან 5

კალენდარულ დღეში ხარჯის საერთო (სრული) ოდენობა შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 58

5. ნოტარიუსი ვალდებულია ხარჯების წინასწარი გადახდის ვადის ამოწურვიდან მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს წერილობით აცნობოს ნდობის საბჭოს წევრებს მხარეების მიერ ხარჯების წინასწარი გადახდის მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 194. მხარეთა შორის სასამართლომდელი განხილვისხარჯის განაწილების წესი1. სასამართლომდელი განხილვის ხარჯი უნდა გადახდეს მხარეს, რომლის მოთხოვნაც უარყოფილ იქნა.

2. მხარის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში ხარჯი ნაწილდებამხარეთა შორის პროპორციულად დაკმაყოფილებული და უარყოფილი მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად.

3. ნდობის საბჭო ვალდებულია ხარჯის განაწილების შესახებ მიუთითოსგადაწყვეტილებაში.

4. ჰონორარი ნდობის საბჭოს წევრებს შორის ნაწილდება თანაბრად ნდობის საბჭოს მიერ დავის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

108

Page 109: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

5. ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებულ თანხას განკარგავს ნოტარიუსი ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად.

ნოტარიუსი ვალდებულია სასამართლომდელი ხარჯის უზრუნველსაყოფად ნდობის საბჭოსათვის გადაცემული (ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული) თანხიდან ყველა ხარჯის დაფარვისთანავე ნარჩენი თანხა დაუყოვნებლივ გადასცეს შესაბამის მხარეს.

მუხლი 195. სასამართლომდელი განხილვის ხარჯის უზრუნველყოფისვალდებულების დარღვევის შედეგები1. მოსარჩელის მიერ ამ კოდექსის 193-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილივალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნდობის საბჭო ვალდებულია საქმის არსებითად განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის საგადასახადო მოთხოვნის უარყოფისა და სასამართლომდელი განხილვის ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრების შესახებ.

გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

2. მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 193-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვალდებულებისდარღვევის შემთხვევაში ნდობის საბჭო ვალდებულია საქმის არსებითად განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასამართლომდელი განხილვის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

3. ორივე მხარის მიერ ამ კოდექსის 193-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილივალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნდობის საბჭო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის საგადასახადო მოთხოვნის უარყოფისა და სასამართლომდელი განხილვის ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრების შესახებ.

გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

4. ნდობის საბჭო ვალდებულია ამ მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებული გადაწყვეტილება მიიღოს ნოტარიუსისაგან შეტყობინების მიღებიდან 3 კალენდარულ დღეში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში ნდობის საბჭო არ შეასრულებს ამ მუხლის 1-ლ, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილებით დადგენილ ვალდებულებას, ნოტარიუსი ვალდებულია ერთპიროვნულად შეადგინოს აქტი საგადასახადო დავის შესახებ.

6. საგადასახადო დავის შესახებ სანოტარო აქტი უნდა შედგეს ნოტარიატის შესახებ

109

Page 110: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად და მასში უნდა მიეთითოს:

ა) მხარეების დასახელება;

ბ) ნდობის საბჭოს წევრთა დასახელება;

გ) დავის არსი;

დ) აქტის გამოცემის საფუძვლები;

ე) შედეგი, რომელიც დადგა მხარის (მხარეების) მიერ ამ კოდექსის 193-ე მუხლის მე-4

ნაწილით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

ვ) სასამართლომდელი ხარჯების განაწილება.

7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სასამართლომდელი ხარჯში არშეიტანება ნდობის საბჭოს იმ წევრთა ჰონორარი, რომელთა მიზეზითაც ნდობის საბჭომ ვერ შეასრულა ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება.

8. ნოტარიუსი ვალდებულია:

ა) საგადასახადო დავის შესახებ აქტი გამოქვეყნოს საქართველოს საკანონმდებლომაცნეში.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 59

ბ) მოთხოვნისთანავე გასცეს სააღსრულებო ფურცელი საგადასახადო დავის შესახებსანოტარო აქტის საფუძველზე.

9. ნოტარიუსი უფლებამოსილია საგადასახადო დავის შესახებ სანოტარო აქტისსაფუძველზე ნებისმიერი მხარისაგან მოითხოვოს სასამართლომდელი ხარჯების ანაზღაურება.

მუხლი 196. საგადასახადო დავის განხილვის ვადა1. ნდობის საბჭომ საგადასახადო დავის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნდობის საბჭოს შექმნიდან 30 კალენდარული დღეში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა იწვევს ნდობის საბჭოს დაშლას და ამ კოდექსის 197-ე მუხლით დადგენილ შედეგებს.

მუხლი 197. მორიგების დაუშვებლობადაუშვებელია დავის მორიგებით დასრულება.

მუხლი 198. ნდობის საბჭოს სხდომა

110

Page 111: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. ნდობის საბჭოს დავას იხილვას სხდომაზე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ნდობის საბჭოს სამივე წევრი და ნოტარიუსი.

2. სხდომას თავმჯდომარეობს ნდობის საბჭოს თავმჯდომარე. ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს ნდობის საბჭოს სხდომის ოქმი.

3. სხდომის რეგლამენტს განსაზღვრავს ნდობის საბჭო.

4. ნდობის საბჭო ყველა საკითხზე იღებს გადაწყვეტილებას. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

დაუშვებელია თავშეკავება ხმის მიცემისაგან.

5. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით.

მუხლი 199. მტკიცებულებათა დასაშვებობანდობის საბჭო დავას განიხილავს მხოლოდ იმ მტკიცებულებების საფუძველზე,

რომელიც მხარეებმა დაურთეს საგადასახადო მოთხოვნასა და შესაგებელს.

მუხლი 200. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსი1. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი,

სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

2. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი მიღების დრო და ადგილი,

ნდობის საბჭოს წევრებისა და ნოტარიუსის დასახელება, მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელება, დავის საგანი.

3. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე.

4. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს ნდობის საბჭოს მიერდადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელბითაც ნდობის საბჭო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და ნორმატიული აქტები, რომლითაც ხელმძღვანელობდა ნდობის საბჭო.

5. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ნდობის საბჭოს დასკვნას საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან მისი სრულად ან ნაწილობრივ უარყოფის შესახებ, მითითებას სასამართლომდელი ხარჯების განაწილების შესახებ, მითითებას ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადსა და წესის შესახებ.

6. გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა დანოატრიუსმა. თუ რომელიმე წევრმა უარი განაცხადა ხელმოწერაზე, ნოტარიუსი ვალდებულია მიუთითოს ამის შესახებ.

111

Page 112: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

7. ნდობის საბჭოს წევრს (როგორც გადაწყვეტილების მომხრეს, ისე მოწინააღმდეგეს)

უფლება აქვს გადაწყვეტილებას დაურთოს განსხვავებული მოსაზრება.

8. ნოტარიუსი ვალდებულია:

ა) ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება ნოტარიატის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაწეროს სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში (რეესტრში)

გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

ბ) გასცეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.

მუხლი 201. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაშიშესვლა და გასაჩივრების წესიპროექტი5:03 PM / 4/1/2003 60

1. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების მიღებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, თუ რომელიმე მხარემ არ გაასაჩივრა იგი.

2. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟში ან მეორე ინსტანციის სასამართლოში.

3. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო პრეტენზია ან სარჩელი ორ ეგზემპლარად უნდა წარედგინოს ნოტარიუსს, რომელთანაც ინახება ნდობის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება.

4. ნოტარიუსი ვალდებულია საარბიტრაჟო პრეტენზია ან სარჩელი დაუყოვნებლივაღრიცხოს სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში, სარჩელის მეორე ეგზემპლარი გადასცეს მეორე მხარეს, ხოლო სარჩელის ერთი ეგზემპლარი და ნდობის საბჭოს დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები გადასცეს იმ ორგანოს,

სადაც გასაჩივრდა ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება.

მუხლი 202. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილებისძალაში შესვლის შედეგები1. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მისი გასაჩივრება არდაიშვება.

2. ნდობის საბჭოს ძალაში შესული გადაწყვეტილება გადაისინჯება სასამართლო წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნდობის საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სისხლის სამართლის სასჯელი ნდობის საბჭოს საქმიანობასთან

112

Page 113: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

დაკავშირებით ისეთი დანაშაულის ჩადენის გამო, რომელმაც გავლენა მოახდინა გადაწყვეტილების მიღებაზე.

3. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ამოწურვისთანავე ნოტარიუსი ვალდებულია მხარის, რომლის სასარგებლოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მოთხოვნით გასცეს ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცელი.

4. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი წესით.

6. ნდობის საბჭოს ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს

113

Page 114: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (მე-4 ნაწილი). გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ნოტარიუსი, რომელთანაცინახება ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება.

მუხლი 203. დოკუმენტაციის შენახვა1. ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს საქმისწარმოების პროცესში შექმნილი ან მიღებული დოკუმენტაციის შენახვა ნოტარიატის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია ნდობის საბჭოს ყველა დოკუმენტის დამოწმებული ასლი სარჩელთან ერთად დაუყოვნებლივ გადასცეს იმ ორგანოს, სადაც გასაჩივრდა ნდობის საბჭოს გადაწყვეტილება.

3. ნდობის საბჭოში თავისი ფუნქციების შესრულებისა და დოკუმენტაციის წარმოებისას (მიღება-გადაცემისას) ნოტარიუსი ვალდებულია დაიცვას ნოტარიატის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

მუხლი 204. უფლებამოსილი ნოტარიუსინდობის საბჭოსთან დაკავშირებულ ყველა ფუნქცია უნდა შეასრულოს იმ ნოტარიუსმა, რომელიც ესწრებოდა ნდობის საბჭოს მესამე წევრის არჩევის პროცედურას. ამ ნოტარიუსისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს ის ნოტარიუსი, რომელსაც გადაეცა უფლებამოსილებაშეწყვეტილი (უფლებამოსილებაშეჩერებული) ნოტარიუსის სანოტარო არქივი.

მუხლი 205. ნდობის საბჭოს წევრთა სამოქალაქო პასუხისმგებლობანდობის საბჭოს წევრების მიერ ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულებებისშეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

თავი 27.

საგადასახადო დავის განხილვამუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერმუხლი 206. საგადასახადო დავის განხილვის უფლებამოსილებაპროექტი5:03 PM / 4/1/2003 61

საგადასახადო დავის საარბიტრაჟო განხილვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს

114

Page 115: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კერძო არბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილ პირობებს და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციიდანგასულია არანაკლებ 2 წელი.

მუხლი 207. დავის საარბიტრაჟო წესით განხილვის წესი1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი საგადასახადო დავას იხილავს კერძო არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამ კოდექსით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით.

2. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი დავას განიხილავს მხოლოდ იმ მტკიცებულებებისსაფუძველზე, რომელიც მხარეებმა დაურთეს საგადასახადო მოთხოვნასა და შესაგებელს.

3. დაუშვებელი საქმის მორიგებით დასრულება.

მუხლი 208-209. სარეზერვოთავი 28.

საგადასახადო პროცესი საერთო სასამართლოშიმუხლი 210. განსჯადობა. კანონმდებლობა1. საერთო სასამართლოში საგადასახადო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი დავა განიხილება ამ კარით დადგენილი წესით.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია სარჩელი, თუ სასარჩელო მოთხოვნისმოცულობა არ აღემატება საარსებო მინიმუმის ორმოცდაათმაგ ოდენობას.

3. პირველი ინსტანციის წესით საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს განსჯადია სარჩელი, თუ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა აღემატება საარსებო მინიმუმის ორმოცდაათმაგ მინიმუმს,

ან გადასახადის ადმინისტრირება არის საოლქო საგადასახადო ადმინისტრაციის კომპეტენცია.

4. სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის, საურავის, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ოდენობა.

5. დაუშვებელია დავის მორიგებით დასრულება.

6. საკითხები, რომელიც არ წესრიგდება ამ კარით დადგენილი ნორმებით,

წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

115

Page 116: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლი 211. დისპოზიციურობის პრინციპი1. საქმისწარმოება სასამართლოში იწყება მხარის მიერ სასარჩელო განცხადების შეტანით.

2. მხარე თავად განსაზღვრავს დავის საგანს და სასარჩელო მოთხოვნის მოცულობას,

ამასთანავე, არ დაიშვება სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გაზრდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შედარებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ჯარიმის, საურავისა და სასამართლო ხარჯების ნაწილზე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ნორმის დარღვევის შედეგად წარდგენილისარჩელი არ განიხილება.

მუხლი 212. შეჯიბრებითობის პრინციპი1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნა, მოსაზრება, მტკიცებულება.

2. საქმე განიხილება მხოლოდ მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

3. საქმის გარემოებათა გამოსარკვევად სასამართლოს უფლება არ აქვს თავისიინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების მოსაპოვებლად.

მუხლი 213. სახელმწიფო ბაჟი1. მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 62

2. სახელმწიფო ბაჟი გამოითვლება სარჩელის ფასის შესაბამისად კანონმდებლობითდადგენილი წესით.

3. ბაჟის გადახდის ქვითარი უნდა დაერთოს სასარჩელო განცხადებას. ბაჟისგადაუხდელობის ან ბაჟის გადახდის ქვითრის დაურთველობის შემთხვევაში საქმე წარმოებაში არ მიიღება.

მუხლი 214. პროცესის ხარჯების ანაზღაურება

116

Page 117: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. საპროცესო ხარჯებია:

ა) სახელმწიფო ბაჟი;

ბ) წარმომადგენლისა და სხვა სპეციალისტების (იურისტი, აუდიტორი...)

მომსახურებისდოკუმენტურად დადასტურებული ანაზღაურება;

2. საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრება მხარეს, რომლის საწინააღმდეგოგადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.

3. სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შემთხვევაში პროცესის ხარჯები ნაწილდება მხარეებს შორის დაკმაყოფილებული (უარყოფილი) სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

მუხლი 215. სასამართლო უწყება1. სასამართლო ვალდებულია სხდომის თარიღი მხარეებს აცნობოს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ოცდაათი კალენდარული დღით ადრე. ეს ვადა აითვლება შეტყობინების გაგზავნის დღიდან.

2. სასამართლო უწყება უნდა გაიგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით შეტყობინების ჩაბარების დადასტურების წესით.

3. სასამართლო უწყება უნდა გაიგზავნოს:

ა) საგადასახადო ადმინისტრაციის იურიდიულ მისამართზე.

ბ) გადასახადის გადამხდელის იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია თვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ შესაგებელში.

4. სასამართლო უწყებას თან უნდა დაერთოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ყველადოკუმენტის ასლი.

5. სასამართლო უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაგზავნილია ამ მუხლითდადგენილი წესის დაცვით და სასამართლოს აქვს უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. სასამართლო უწყების გადამცემს (ფოსტას, ან სახელმწიფოს) ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა უწყების არაჯეროვანი ჩაბარებით მხარისათვის მიყენებული ზარალის სრული მოცულობით.

მუხლი 216. სასამართლო უწყების შინაარსისასამართლო უწყებაში უნდა მიეთითოს:

ა) სასამართლოს დასახელება და მისამართი;

ბ) მოსარჩელე და მისი მისამართი;

გ) მოპასუხე და მისი მისამართი;

117

Page 118: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

დ) სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღი და ზუსტი დრო;

ე) უწყებას თანდართული დოკუმენტების ფურცლების საერთო რაოდენობა.

მუხლი 217. მხარეებიპროცესის მხარეები არიან გადასახადის გადამხდელი და სახელმწიფო.

სახელმწიფოსწარმოადგენს საგადასახადო ადმინისტრაცია, ან საბაჟო ადმინისტრაცია, ან სახელმწიფო ხაზინა.

მუხლი 218. წარმომადგენლობა1. მხარეებს უფლება აქვთ პროცესში მონაწილეობა მიიღონ უშუალოდ და/ან ერთი ანრამდენიმე წარმომადგენლის მეშვეობით.

2. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა დამოწმდესსანოტარო წესით.

3. საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდებაადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული ბრძანებით წარმომადგენლის დანიშვნისა და უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 63

4. საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და იურიდიული პირი -

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი შესაბამის მხარეებს წარმოადგენენ მინდობილობის გარეშე. კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა დადასტურდეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (სამეწარმეო რეესტრი, კავშირის რეესტრი, ფონდის რეესტრი).

5. მეორე მხარის ან სასამართლოს მიერ წარმომადგენლის მიმართ შესრულებულიმოქმედება (უწყების გაგზავნა და სხვა) ითვლება მარწმუნებლის (რწმუნებულის მიერწარმოდგენილი პირის) მიმართ მოქმედების შესრულებად.

6. პროცესის მიმდინარეობისას წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა ან

118

Page 119: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

უფლებამოსილების ფარგლების შეცვლა ნამდვილია მხოლოდ სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის მომენტიდან. ამ მომენტამდე წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ნამდვილია.

7. სასამართლოს არ აქვს უფლება განიხილოს წარმომადგენლის კომპეტენტურობის (ცოდნის ხარისხის) საკითხი და მოითხოვოს წარმომადგენლის შეცვლა.

მუხლი 219. მტკიცების ვალდებულება. მტკიცებულებათა დასაშვებობა1. მტკიცების ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს. იგი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

2. სარჩელის დასაბუთება ან უარყოფა დაიშვება მხოლოდ იმ მტკიცებულებებისსაფუძველზე, რომელიც მხარეებმა დაურთეს საგადასახადო მოთხოვნასა და შესაგებელს, ხოლო თუ სასამართლო იხილავს დავას ნდობის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველზე,

დაიშვება მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომელიც წარედგინა ნდობის საბჭოს.

3. დაიშვება გადასახადის გადამხდელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვის გარეშე მოპოვებული მტკიცებულება.

4. არ დაიშვება საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება.

5. სასამართლოს უფლება არ აქვს საკუთარი ინიციატივით მოიპოვოს დამატებითიმტკიცებულება.

მუხლი 220. სარჩელისარჩელი შეიძლება აღიძრას:

ა) გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ვალდებულების (გადასახადი, საურავი) შესრულების დაკისრების შესახებ;

ბ) გადასახადის გადამხდელისათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

გ) საგადასახადო ადმინისტრაციისათვის რაიმე მოქმედების შესრულების ვალდებულების დაკისრების ან რაიმე მოქმედების აღკვეთის შესახებ;

დ) საგადასახადო ადმინისტრაციისათვის გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების (ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება) დაკისრების შესახებ;

ე) საგადასახადო ადმინისტრაციის მოხელისათვის ჯარიმის, ხოლო საგადასახადოადმინისტრაციისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

119

Page 120: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ვ) უფლების, ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

ზ) სხვა მოთხოვნათა შესახებ, რაც გამომდინარეობს ამ კოდექსის საფუძველზეწარმოშობილი ურთიერთობებიდან.

მუხლი 221. სარჩელის შინაარსი მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს:

ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელსაც წარედგინება სარჩელი;

ბ) მოსარჩელის ვინაობა და მისამართი;

გ) მოპასუხის ვინაობა და მისამართი;

დ) მოსარჩელის მოთხოვნა;

ე) გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას,

აგრეთვემტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, საქმის გარემოებები,

რომლებიც წინ უსწრებდა სარჩელის წარდგენას სასამართლოში.

ვ) სარჩელისათვის თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი.

მუხლი 222. სარჩელისათვის თანდართული დოკუმენტებიპროექტი5:03 PM / 4/1/2003 64

1. სარჩელს უნდა დაერთოს:

ა) საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც უარყო მოპასუხემ;

ბ) შესაგებელი საგადასახადო მოთხოვნაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);

გ) ნდობის საბჭოს დოკუმენტაცია (მისი არსებობის შემთხვევაში).

2. სარჩელისათვის საგადასახადო მოთხოვნის დაურთველობის შემთხვევაში სარჩელი განუხილველად რჩება.

მუხლი 223. სარჩელის წარდგენა უფლებამოსილ სასამართლოში1. მოსარჩელემ სარჩელი უნდა წარადგინოს იმ სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

2. სასამართლოს სარჩელი წარედგინება საგადასახადო ადმინისტრაციაში მოპასუხისგადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ადგილმდებარეობის მიხედვით. თუ მოპასუხეს არა აქვს რეგისტრაცია, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საქმიანობის ადგილის მიხედვით,

ხოლო თუ მოპასუხე არ ეწევა საქმიანობას, მაშინ - მოპასუხის უძრავი ქონების, ანრეგისტრირებული მოძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ხოლო ქონების

120

Page 121: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

არარსებობისას - საგადასახადო ადმინისტრაციის ადგილმდებარეობის მიხედვით.

3. არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია საქმე გადასცეს უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობოს მოსარჩელეს.

4. საქმის წარმოებაში მიღების შემდეგ საქმე არ შეიძლება გადაეცეს სხვა სასამართლოს.

5. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლო დასაბუთებული განჩინებით, რომელიც საბოლოოა.

მუხლი 224. საქმის განხილვის ვადა1. სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვა დაასრულოს და მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის (სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის) წარდგენიდან 60 კალენდარულ დღეში.

2. საქმის გადადება დასაშვებია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ისეთიფორსმაჟორული გარემოების არსებობის შემთხვევაში, რამაც შეუძლებელი გახადა სასამართლოსხდომაზე მოსამართლის გამოცხადება ან სხდომის ჩატარება. არ დაიშვება სხდომის გადადება მხარის გამოუცხადებლობის გამო.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმე განხილულ უნდა იქნეს ფორსმაჟორული გარემოების მოსპობიდან 7 კალენდარულ დღეში.

მუხლი 225. სასამართლოს გადაწყვეტილება1. სასამართლო სხდომაზე მხარეების გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მხარეთა დაუსწრებლად.

2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ან მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია საქმე განიხილოს ერთერთი მხარის მონაწილეობით და წარდგენილი დოკუმენტაციისა და მხარის ზეპირი არგუმენტაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

3. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ორ კალენდარულ დღეში გადასცეს კანცელარიას. კანცელარიის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნოს გადაწყვეტილების გადაცემის ზუსტი თარიღი და დრო.

მხარეებს გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ კანცელარიაში.

მუხლი 226. სააპელაციო და საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

121

Page 122: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

1. ამ კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ შემთხვევაში მიღებულიგადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებისთანავე და მისი გასაჩივრება არ დაიშვება.

2. ამ კოდექსის 220-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ შემთხვევაში მიღებულიგადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს ორივე მხარეს.

3. გასაჩივრების დასაშვებობის შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდესსააპელაციო ან საკასაციო წესით 5 კალენდარულ დღეში გადაწყვეტილების სასამართლოს კანცელარიისათვის გადაცემის დღიდან.

4. სააპელაციო და საკასაციო საჩივარი განიხილება მხარეთა მონაწილეობით.

მხარეებს სასამართლო უწყება უნდა გაეგზავნოთ ამ კარით დადგენილი წესით.

მხარეების (ან ერთერთი მხარის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის 219-ე მუხლით დადგენილი ნორმები.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 65

5. სააპელაციო და საკასაციო საჩივრის განხილვისას გამოიყენება ამ კარით დადგენილი ნორმები.

თავი 29.

ადმინისტრაციული სამართალწარმოება გასვლითისაგადასახადო აუდიტის ჩატარების შესახებმუხლი 227. სასამართლოს გადაწყვეტილება გასვლითი საგადასახადოაუდიტის ჩატარების შესახებ1. გადაწყვეტილებას გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარების შესახებ იღებსგადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის რაიონული (საქალაქო)

სასამართლო.

2. შუამდგომლობას განიხილავს და გადაწვეტილებას იღებს მოსამართლე ერთპიროვნულად.

მუხლი 228. შუამდგომლობის განხილვის წესი1. საქმისწარმოება იწყება საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ სასამართლოსათვისშუამდგომლობის წარდგენით. შუამდგომლობა დართული დოკუმენტებითურთ წარდგენილ უნდა იქნეს ორ ეგზემპლარად.

122

Page 123: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

2. საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:

ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომლის განსჯადია შუამდგომლობა;

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება;

გ) გადასახადის გადამხდელის ვინაობა და ზუსტი მისამართი;

დ) შუამდგომლობის წარდგენის საფუძვლები;

ე) მოთხოვნის საგანი (გადასახადის გადამხდელის ზუსტი მონაცემები და მისამართი,

შემოწმების ფარგლები, შემოწმების ვადა და ხასიათი);

ვ) შუამდგომლობისათვის დართული დოკუმენტებისა და სხვა ნივთიერი მტკიცებულებების ჩამონათვალი.

3. შუამდგომლობის წარდგენისთანავე სასამართლო ვალდებულია დანიშნოს შუამდგომლობის არსებითად განხილვის დღე და ზუსტი დრო. ამასთანავე,

გადასახადის გადამხდელს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს სასამართლო უწყება და შუამდგომლობის ერთი ეგზემპლარი დართული დოკუმენტებითურთ.

4. სასამართლო შუამდგომლობას იხილავს ღია სასამართლო სხდომაზე მხარეთათანდასწრებით.

5. სასამართლო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ საქმის არსებითად განხილვის გარეშე, თუ სასამართლო სხდომას არ ესწრება გადასახადის გადამხდელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა სასამართლო უწყება და შუამდგომლობა თანდართული დოკუმენტებითურთ და ეს ფაქტი დასტურდება წერილობითი დოკუმენტით.

6. სასამართლო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქმის არსებითად განხილვის გარეშე,

თუ სასამართლო სხდომას არ ესწრება საგადასახადო ადმინისტრაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი ან ორივე მხარე.

7. თუ გადასახადის გადამხდელისათვის სასამართლო უწყებისა და თანდართულიდოკუმენტებითურთ შუამდგომლობის ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება წერილობითი დოკუმენტით, სასამართლო ვალდებულია გადადოს სხდომა.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი საფუძვლით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ დაიშვება შუამდგომლობის განმეორებით წარდგენა იგივე საფუძვლით.

123

Page 124: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

9. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, ადგენს მხარეთა დასწრებასა და მხარეთა (წარმომადგენელთა) უფლებამოსილებას.

უფლებამოსილების ნაკლი განიხილება მხარის დაუსწრებლობად და იგი იწვევს ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილ შედეგებს.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილი ფორმალური წესების შესრულების შემდეგ, თუ არ არსებობს საქმის არსებითად განხილვის გარეშე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უნდა დაასაბუთოს შუამდგომლობა და უპასუხოს გადასახადის გადამხდელის (წარმომადგენლის) შეკითხვებს.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 66

11. საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობის დასაბუთებისა და შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გადასახადის გადამხდელი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია დაასაბუთოს შუამდგომლობის უსაფუძვლობა, წარადგინოს წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები და უპასუხოს საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლის შეკითხვებს.

12. საგადასახადო ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შუამდგომლობა.

შუამდგომლობის გამოთხოვის შემთხვევაში საქმისწარმოება წყდება და მას მოჰყვება ამ მუხლის მე-8 მუხლით დადგენილი შედეგები.

13. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტების,

ნივთიერი მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე. არ დაიშვება შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების გამოთხოვის ან წარდგენილი მტკიცებულების შემოწმების (ექსპერტიზის) შესახებ.

14. შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფორმალური საფუძვლებია:

ა) შუამდგომლობის შესაბამისობა ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) შუამდგომლობის წარდგენა უფლებამოსილი საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ.

15. შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია დასაბუთებული ეჭვი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა დარღვევის ფაქტის არსებობის შესახებ.

124

Page 125: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

16. თუ არსებობს ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით დადგენილი ფორმალური დასამართლებრივი საფუძვლები, სასამართლო ვალდებულია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარების შესახებ.

17. გადაწყვეტილება გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარების შესახებ უნდაშეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სასამართლოს დასახელება და სასამართლოს შემადგენლობა.

ბ) გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

გ) იმ საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება, რომელმაც წარადგინა შუამდგომლობა;

დ) ვინაობა გადასახადის გადამხდელისა, რომლის საქმიანობაც უნდა შემოწმდეს;

ე) გადაწყვეტილების მიღების ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები.

ვ) გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარების ვადა, განსაზღვრული კალენდარული დღეებით.

ზ) საგადასახადო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე საგადასახადოადმინისტრაციის დასახელება.

თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

18. თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით დადგენილი ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები, სასამართლო ვალდებულია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარებაზე უარისთქმის შესახებ.

19. გადაწყვეტილება გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარებაზე უარისთქმის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სასამართლოს დასახელება და სასამართლოს შემადგენლობა.

ბ) გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

გ) იმ საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება, რომელმაც წარადგინა შუამდგომლობა;

დ) ვინაობა გადასახადის გადამხდელისა, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვდა საგადასახადო ადმინისტრაცია;

ე) გადაწყვეტილების მიღების ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები.

ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

125

Page 126: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

20. გადაწყვეტილება უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი უნდა გადაეცეს საგადასახადო ადმინისტრაციას, ერთი - გადასახადის გადამხდელს,

ხოლო ერთი შენახულ უნდა იქნეს სასამართლოში.

21. სასამართლო ვალდებულია, გადაწყვეტილება მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა გადასცეს კანცელარიას. კანცელარიის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნოს გადაწყვეტილების გადაცემის ზუსტი თარიღი და დრო.

მხარეებს გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ კანცელარიაში.

მუხლი 229. გადაწყვეტილების ძალაში შესვლა. გასაჩივრება1. გადაწყვეტილება ძალაში შედის:

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 67

ა) დაუყოვნებლივ, თუ იგი მიღებულია 223-ე მუხლის მე-5 ან მე-6 ნაწილით დადგენილისაფუძვლით;

ბ) გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვისთანავე,

თუგადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს არ წარედგინა სააპელაციო საჩივარი.

2. ერთერთი მხარის ან მხარეების დაუსწრებლად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაიშვება.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრება საჩივრის დასაშვებობის შემთხვევაში შესაძლებელია გადაწყვეტილების კანცელარიისათვის გადაცემიდან მეორე კალენდარული დღის ამოწურვამდე.

4. სააპელაციო საჩივარი უნდა წარედგინოს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს,

რომელიც ვალდებულია სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებითურთ და საქმე დაუყოვნებლივ გაუგზავნოს სააპელაციო სასამართლოს. ამასთანავე,

საჩივრის ასლი თანდართული მასალებითურთ უნდა გაეგზავნოს მეორე მხარესაც.

მუხლი 230. სააპელაციო საჩივრის განხილვის წესი1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საჩივარს იხილავს არსებითად,

კოლეგიურიწესით, საჩივრის შესვლიდან 3 დღის განმავლობაში ამ თავით დადგენილი წესით.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

126

Page 127: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლი 231. შუამდგომლობა გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა გასვლითი საგადასახადო აუდიტის ჩატარების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ თავით დადგენილი წესით.

მუხლი 232. გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელისსაქმიანობაზე დაკვირვების შესახებ1. გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდის სისწორის შემოწმების მიზნით საგადასახადო ადმინისტრაციის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებია გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვება.

2. საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:

ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომლის განსჯადია შუამდგომლობა;

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება;

გ) გადასახადის გადამხდელის ვინაობა და ზუსტი მისამართი;

დ) შუამდგომლობის წარდგენის საფუძვლები;

ე) მოთხოვნის საგანი (გადასახადის გადამხდელის ზუსტი მონაცემები და მისამართი,

დაკვირვების შინაარსი და ფარგლები, დაკვირვების ვადა);

ვ) შუამდგომლობისათვის დართული დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების ჩამონათვალი.

3. სასამართლო ვალდებულია შუამდგომლობა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში.

სასამართლო სხდომა ტარდება გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინებისა და მისი მონაწილეობის გარეშე. საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად.

4. სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:

ა) სასამართლოს დასახელება და სასამართლოს შემადგენლობა.

ბ) გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

გ) იმ საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება, რომელმაც წარადგინა შუამდგომლობა;

დ) ვინაობა გადასახადის გადამხდელისა, რომლის საქმიანობის მიმართაც უნდაგანხორცელდეს დაკვირვება;

ე) გადაწყვეტილების მიღების ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები.

127

Page 128: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ვ) დაკვირვების შინაარსი, ფარგლები, საშუალებები და ვადა (შუამდგომლობისდაკმაყოფილების შემთხვევაში);

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილება მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა გადასცეს კანცელარიას. კანცელარიის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნოს გადაწყვეტილების გადაცემის ზუსტი თარიღი და დრო.

მხარეს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია კანცელარიაში.

პროექტი5:03 PM / 4/1/2003 68

6. გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ შეიძლებაგასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების კანცელარიისათვის ჩაბარებიდან 3 კალენდარულ დღეში.

7. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თავი 30.

საგადასახადო ვალდებულებისიძულებითი აღსრულების გამარტივებული წარმოებამუხლი 233. საგადასახადო ვალდებულების იძულებითი აღსრულებისგამარტივებული წარმოების საფუძველი1. საგადასახადო ვალდებულების იძულებითი აღსრულების გამარტივებული წარმოების დაწყების ფორმალური საფუძველია ამ კოდექსის 142-ე მუხლის ა და ბ პუნქტებითდადგენილი საფუძველი.

2. საგადასახადო ვალდებულების იძულებითი აღსრულების გამარტივებული წარმოებაიწყება საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ რაიონული (საქალაქო)

სასამართლოში ამ მუხლითდადგენილი წესით განცხადების წარდგენა.

3. გადასახადო ადმინისტრაცია ვალდებულია განცხადება წარადგინოს საგადასახადოვალდებულების იძულებითი აღსრულების გამარტივებული წარმოების დაწყების ფორმალური საფუძვლის წარმოშობიდან 10 კალენდარულ დღეში.

4. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

ა) სასამართლოს დასახელება;

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციის დასახელება და მისამართი;

გ) განცხადების შედგენის თარიღი და საგადასახადო ადმინისტრაციაში რეგისტრაციის მონაცემები;

128

Page 129: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

დ) ვინაობა გადასახადის გადამხდელისა, რომლის მიმართაც მოითხოვება გადახდისბრძანების გაცემა (გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირის სრული სახელწოდება და იურიდიული მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ან იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ან გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის სახელი და გვარი,

საცხოვრებელი ადგილი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);

ე) შეფარდებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობა;

ვ) გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების თარიღი;

ზ) საგადასახადო მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევის საფუძვლები.

თ) განცხადებისათვის დართული დოკუმენტაციის ჩამონათვალი (მათი რეკვიზიტების მითითებით).

2. განცხადება თანდართული დოკუმენტებითურთ წარდგენილ უნდა იქნას ორ ეგზემპლარად. განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა (ან მოვალეობის შემსრულებელმა) და უნდა დაესვას საგადასახადო ადმინისტრაციის ბეჭედი.

3. თუ საგადასახადო მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა ხდება ამ კოდექსის 162-ემუხლის ა პუნქტის საფუძველზე, მაშინ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საგადასახადო მოთხოვნა (პირგასამტეხლოს ან ჯარიმის დაკისრების შესახებბრძანებასთან ერთად), რომელზედაც აღნიშნულია გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მოთხოვნის მიღების ფაქტი.

ბ) გადასახადის გადამხდელის წერილობითი შეტყობინება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრების შესახებ ბრძანების კანონიერად ცნობის შესახებ (დედანი);

გ) ხაზინის მიერ გაცემული ცნობა (დედანი) იმის შესახებ, რომ საგადასახადოადმინისტრაციის ანგარიშზე არ არის ჩარიცხული (ან არასრულადაა ჩარიცხული)

შეფარდებული პირგასამტეხლო (ჯარიმა).

4. თუ საგადასახადო მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა ხდება ამ კოდექსის 162-ე

129

Page 130: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

მუხლის ბ პუნქტის საფუძველზე, მაშინ წარდგინებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საგადასახადო მოთხოვნა (პირგასამტეხლოს ან ჯარიმის დაკისრების შესახებბრძანებასთან ერთად), რომელზედაც აღნიშნულია გადასახადის გადამხდელის მიერ ამმოთხოვნის მიღების ფაქტი.პროექტი5:03 PM / 4/1/2003 69

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციის ცნობა (დედანი) იმის შესახებ, რომ გადასახადისგადამხდელისაგან საგადასახადო ადმინისტრაციას არ მიუღია შესაგებელი;

ცნობას უნდა დაერთოს ამონაწერი (ფოტოასლი) საგადასახადო ადმინისტრაციის ჟურნალიდან, რომელშიც აღირიცხება გადასახადის გადამხდელებისაგან მიღებული შესაგებლები. ამონაწერი უნდა მოიცავდეს პერიოდს საგადასახადო მოთხოვნის გაცემის დღიდან შესაგებლის მიღების ვადის ამოწურვის მეორე დღის ჩათვლით.

გ) ხაზინის მიერ გაცემული ცნობა (დედანი) იმის შესახებ, რომ საგადასახადოადმინისტრაციის ანგარიშზე არ არის ჩარიცხული (ან არასრულადაა ჩარიცხული)

დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა).

მუხლი 234. განცხადების განხილვის წესი1. განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე ერთპიროვნულად.

2. სასამართლო ვალდებულია განცხადების მიღებიდან მეორე დღეს შეამოწმოს წარდგენილი განცხადების შესაბამისობა ამ კოდექსის 234-ე მუხლით დადგენილ ფორმალურ წესებთან.

3. საქმე განიხილება მხარეების დასწრების გარეშე.

4. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) გადახდის ბრძანების გამოცემის შესახებ, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ კოდექსის 234-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 234-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 235. გადახდის ბრძანების შინაარსი1. გადახდის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს:

ა) სასამართლოს დასახელება და გადახდის ბრძანების გამოცემის თარიღი;

ბ) დასახელება საგადასახადო ადმინისტრაციისა, რომლის მოთხოვნითაც გამოიცა გადახდის ბრძანება;

130

Page 131: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

გ) დასახელება (ვინაობა) გადასახადის გადამხდელისა, რომლის მიმართაც გაიცა გადახდის ბრძანება;

დ) დასახელება ვალდებულებისა, რომლის შეუსრულებლობის გამოც გაიცა გადახდის ბრძანება;

ე) თანხის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრება გადასახადისგადამხდელს.

ვ) მითითება იმისა შესახებ, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გადახდისბრძანების მიღებიდან 14 კალენდარულ დღეში სასამართლოს წარუდგინოს პროტესტი გადახდის ბრძანების მიმართ, ხოლო პროტესტის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გასცეს სააღსრულებო ფურცელს გადახდის ბრძანების აღსასრულებლად.

მუხლი 236. გადახდის ბრძანების გაგზავნა გადასახადის გადამხდელისათვის1. გადახდის ბრძანება მისი გამოცემიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა დაზღვეული საფოსტო გზავნილით უნდა გაეგზავნოს გადასახადის გადამხდელს.

გადახდის ბრძანებას თან უნდა დაერთოს საგადასახადო ადმინისტრაციის განცხადება თანდართული დოკუმენტებითურთ.

2. საქმეს უნდა დაერთოს საფოსტო გზავნილის გადასახადის გადამხდელისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 237. გადასახადის გადამხდელის პროტესტი1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს წერილობითი პროტესტი გადახდის ბრძანების მიმართ.

2. პროტესტში უნდა აღინიშნოს:

ა) გადახდის ბრძანების გამომცემი სასამართლოს დასახელება;

ბ) გადასახადის გადამხდელის დასახელება (ვინაობა) და მისამართი;

გ) გადახდის ბრძანების მიღების თარიღი და სხვა რეკვიზიტები;

დ) რეკვიზიტები იმ დოკუმენტისა, რომელიც ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ადმინისტრაციისათვის შესაგებლის უშუალოდ ჩაბარების ან საფოსტო გზავნილით გაგზავნის ფაქტს.

3. პროტესტს უნდა დაერთოს საგადასახადო ადმინისტრაციისათვის გადასახადისგადამხდელის შესაგებლის უშუალოდ ჩაბარების ან საფოზტო გზავნილით გაგზავნისდამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი).

პროექტი

131

Page 132: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

5:03 PM / 4/1/2003 70

მუხლი 238. პროტესტის წარუდგენლობის შედეგითუ სასამართლო გადახდის ბრძანების გადასახადის გადამხდელისათვის ჩაბარებიდან 14

კალენდარულ დღეში არ მიიღებს გადასახადის გადამხდელის პროტესტს გადახდის ბრძანების მიმართ, იგი ვალდებულია პროტესტის მიღების ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს გასცეს სააღსრულებო ფურცელი გადახდის ბრძანების აღსასრულებლად.

მუხლი 239. პროტესტის წარდგენის შედეგი1. გადასახადის გადამხდელის პროტესტის მიღების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია პროტესტის მიღებიდან 10 კალენდარულ დღეში მხარეთა თანდასწრებით ფორმალურად განიხილოსპროტესტის საფუძვლიანობა. მხარეებს შეტყობინება უნდა გაეგზავნოთ დაზღვეული დეპეშით მიღების დადასტურებით, ან შეტყობინება უნდა ჩაბარდეთ უშუალოდ. მხარეთა დაუსწრებლობა არარის საქმის განხილვის გადადების საფუძველი.

2. პროტესტი საფუძვლიანად მიიჩნევა, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი უდავოდ ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ადმინისტრაციისათვის ამ კოდექსით დადგენილ ვადაში შესაგებლის უშუალოდ, ან საფოსტო გზავნილით ჩაბარების ფაქტს.

3. საქმე წყდება წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მხარეთა ზეპირი არგუმენტაციის გათვალისწინებით.

4. პროტესტის საფუძვლიანობის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) საქმის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესაგებლით არჩეულია დავის განხილვა საერთო სასამართლოს მიერ;

ბ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ გადასახადის გადამხდელის მიერწარდგენილი შესაგებლით არჩეულია დავის სასამართლომდელი განხილვის წესი ან დავის განხილვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ.

5. პროტესტის უსაფუძვლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია მიიღოსგადაწყვეტილება პროტესტის უარყოფის შესახებ.

6. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილება არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღისა გადასცეს კანცელარიას. კანცელარიის ხელმძღვანელი

132

Page 133: საქართველოს ახალი საგადასახადო ...ƒ¡აქართველოს... · Web viewამ კოდექსის მიზანია

ვალდებულია აღნიშნოს გადაწყვეტილების გადაცემის ზუსტი თარიღი და დრო.

მხარეს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია კანცელარიაში.

მუხლი 240. პროტესტის უარყოფის შედეგები1. მხარეს უფლება აქვს გადაწყვეტილების კანცელარიისათვის გადაცემიდან 5

კალენდარულ დღეში სააპელაციო წესით გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

2. დასაშვებია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასაკასაციო წესით.

3. სააპელაციო და საკასაციო საჩივარი განიხილება ამ კარით დადგენილი წესით.

თავი 31.

დასკვნითი და გარდამავალი დებულებებიშენიშვნა:

ჩამოყალიბდება კოდექსის ძირითადი ნაწილის საბოლოო სახით დასრულების შემდეგ.

133